Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სარჩელი (გამოსახლება)


Posted by: pawo_pawo 18 Sep 2019, 20:45
მოგესალმებით,

ვინმეს ხომ არ გაქვთ სარჩელის ფორმა ან ხომ არ დამეხმარებით შედგენაში უკანონოდ მაცხოვრებელი პირების სახლიდან გამოსახელბაზე?

ან იქნებ შეგიძლიათ კონსულტაცია გამიწიოთ

Posted by: Joaquim 11 Oct 2019, 10:03
გამარჯობა, შემიძლია თქვენი დახმარება

Posted by: zedela88 11 Oct 2019, 10:53
pawo_pawo
სარჩელის ფორმები სააპელაციოს საიტიდან შეგიძლია გადმოწერო.

რაც შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოიცავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია მოთხოვოს უკანონო მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება. ასეთი სარჩელით უნდა მიემართოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში, როგორც მართლზომიერ მფლობელობას არ უნდა ქონდეს ადგილი მათი მხრიდან ვინც ცხოვრობს ბინაში ( მაგალითად ქირა).

საკმაოდ მარტივი დავაა თუ რამე ისეთი არ არის რაც აქ არ მოგიყოლია. თუმცა ალბათ მაინც გჭირდება ვინმე ადვოკატი. თუ საშუალება არ გაქვს აყვანის, მერიას აქვს უფასო საადვოკატო მომსახურება რამდენადაც ვიცი და ასევე არის საია და რაღაც ორგანიზაციები, ვინც ასევე თავაზობენ უფასო საადვოკატო მომსახურებას.

Posted by: Puxita 7 Nov 2019, 10:33
დაუყონებლივი აღსრულება მოითხოვე

Posted by: lyubovo2dv 10 Dec 2019, 21:33
კაი ხანი ვერ გამოასახლებ დამიჯერე. ჯერ ადმინისტრაციულში შეაგდებენ მერე საქმის წარმოებაზე დაწერენ შუამდგომლობას რომ ჯერ ადმინისტრაციული იხილავსო ეჰ ყველაფერი 2 წელიწადში რომ დამთავრდება მერე კიდევ ათას რაღაცას მოიგონებენ. ბოლოს ერთი ბინის თანხის დავალიანებებს დაგიტოვებენ გადასახდელს და ბინას ისსეთ მდგომარეობაში დაგიტოვებენ შავი კარკასიც არ ერქმევა მაგას.
* * *
სასამართლოც იგივე სტრატეგიებით მოქმედებენ არ იხილავენ საქმეების ხოლო შემდეგ აძლევენ გასაჩივრების უფლებას სააპელაციოებში სააპელაციო კი რომ ნახავს რომ გამოსახლებას ედება შემოგიდებს თაროზე 1 წელი სულ სისულელეც რომ იყოს მაგალითად აუქციონზე იყიდეთ ბინა და თანხა ზედმეტათ უნდა დაგეკისროთ.

Posted by: Sxl 12 Dec 2019, 17:58
lyubovo2dv
რისი გაკეთება შეიძლება ხოლმე ამ დროს ზოგადად?

წყალი დენი გაზი და რაღაცეები რო გაუთიშო შესაძლებელია?

Posted by: lyubovo2dv 12 Dec 2019, 23:08
QUOTE (Sxl @ 12 Dec 2019, 17:58 )
lyubovo2dv
რისი გაკეთება შეიძლება ხოლმე ამ დროს ზოგადად?

წყალი დენი გაზი და რაღაცეები რო გაუთიშო შესაძლებელია?

მე ვცადე დავალიანება ქონდა 3000 ლარამდე და მივმართე რომ ჩაეჭრათ და უარი მომივიდა მიმითითეს უზენაისი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სადა ეწერა რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება სანამ არ გამოასახლებ და გადაწყვეტილება არ შევა ძალაში მილიონიც რომ დაგიგროვოს ვერაფერს იზამ. ერთადერთი ხელშეკრულებების გაუქმება შეგიძლია მოთხოვო და დავალიენებების ვინც ცხოვრობს იმაზე დაწერა მეტს ვერაფერს იზამ და თუ არ დაგიკმაყოფილეს მერე ცალკე ედავო ზიანზე სემეკსა და ყველას როგორც თანამონაწილეებს ამ ადამიანების ქურდობის ხელშეწყობაში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)