#53872217 · 2 Dec 2018, 13:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
shuma89 BioIka გამარჯობათ, ჩემი სიტუაცია ასეთია: სოფელში მცხეთის მცხელასია თუ რაღაც მსგავსი, 2 წლის წინ დააბონირებაზე დავწერე განცხადება( სახლი არსებობს და მამაპაპეულია. მამაჩემზეა გაფორმებული და ახლა გარდაცვლილია). მოვიდნენ, დააყენეს ეზოს ღობესთან მრიცხველი- ბოძზე. ამ ბოძიდან ჩემს სახლამდე დაახლოებით 80 მეტრია. ვაპირებდი კაპიტალურად გავაკეთოო, ანუ 1 ბოძი რომ დამეყენებინა მათივე ბოძიდან ჩემს სახლამდე და სახლში ისე შემეყვანა. სამსახურის გადამკიდემ ვერ მოვიცალე და 6 თვის წინ რომ ავედი, მრიცხველი საერთოდ მოხსნილი დამხვდა, რომ არ ხმარობდი და არ მუშაობდა მაგიტომო. სად გავიგო, ან სად დავრეკო, რომ გამარკვიონ შემდეგში: 1. რატომ ჩახსნეს, ან მაგ მოტივით კანონიერია თუ არა მრიცხველის უკან წაღება( შეიძლება ჰგონიათ რომ ვიპარავ და ამიტომ არ იცვლება ჩვენება. არადა ამ 2 წლის განმავლობაში სულ 3 ჯერ მოვახერხე ასვლა და ისიც 3 - ოდე საათით. თან იმ მრიცხველიდან ჩემი სახლისაკენ კაბელი საერთოდ არ გამოდის. არ იყო და ვერც იქნებოდა. ძველი კაბელი კი ადგილობრივმა ხელმრუდეებმა 90 - იან წლებში გაუყენეს თურქეთის გზას). 2. აბონენტი რომ ვარ და ჩემი სახლიდან 80 მეტრით დაშორებულ, საავტომობილო გზაზე არსებულ ბოძზე რომ ამონტაჟებენ ამ მრიცხველს( მართალია ეზოს ღობესთან მაგრამ მაინც), ასეთ დამონტაჟებას რა აზრი აქვს, თუ სახლამდე არ მიიყვან? მე როგორ მივიყვანო ეს კაბელი უსაფრთხოების ყველა იმ ნორმის დაცვით, რაც სავალდებულოა? იქნებ ამდენი არ მესმის და ისე გავაკეთო კუსტარულად, რომ ვინმე შეიწიროს? ვინ იქნება პასუხისმგებელი უბედური შემთხვევა თუ მოხდება ჩემგან გაკეთებული ხაზის გამო, თუ მე არ ვიცი რა სტანდარტები უნდა დავიცვა უსაფრთხოების თვალსაზრისით. თანახმა ვარ გადავიხადო რაღაც გარკვეული თანხაც, რომ ერთი ბოძი მაინც დადგან ჩემი სახლის მიმართულებით კაბელით, რომ იქედან სახლამდე უკვე მეც გადავჭიმავ ამ კაბელს. მითუმეტეს, რომ ამ დღეში 3 აბონენტი ვართ, გვერდით მაცხოვრებლები, არა მუდმივად იქ მყოფები. და 3- ეს მრიცხველებია ასე მოხსნილი და წაღებული.
|