akinaკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით. (რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, (ჩარგლის ქუჩა, N73) პირველ სართულზე, 101_ე აუდიტორიაში.) სწავლის დაწყების თარიღია 14 სექტემბერი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
4. სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან; (სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით)
სემესტრული გადასახადი შეადგენს:
• სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) - 1250 ლარი
• სამართლის ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა) - 1300 ლარი
• ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი ,ტურიზმი) - 1250 ლარი
• მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია) - 1125 ლარი
5. სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
წყარო:
http://www.ciu.edu.ge/newsგადახა სემესტრობრივია პირველ შუალედურ გამოცდებამდე.. ბანკში მიხვალ და ეტყვი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ანგარიშზე ვრიცცხავ თქო თანხას და პირად ნომერს მიუთითებ, ოღონდ ჯერ რეგისტრაცია გაიარე ისე არ გადაიხადო.
This post has been edited by larakroft on 28 Aug 2015, 22:16