forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (38) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სალვადორ დალი: შეშლილი თუ გენიოსი?, პარანოიდალურ-კრიტიკული დისკუსია გამდნარი საათების ფონზე...
Goodcoin
მოხევე სიურეალისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 334
წევრი No.: 7377
რეგისტრ.: 19-November 04

გამოგზავნილია: 29 Dec 2004, 23:51  #895441      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
ამ თემას იმიტომ ვხსნი, რომ მაინტერესებს, როგორ უყურებენ თანამედროვე ქართველები ამ ადამიანის როლს ხელოვნების ისტორიაში, საერთოდ, რა აზრის არიან მასზე როგორც მხატვარზე და როგორც პიროვნებაზე.

ასევე, მაინტერესებს ვინ როგორ აფასებს ქალის, მეუღლის, საყვარლის როლს მხატვრის ცხოვრებაში და შემოქმედებაში -- ვფიქრობ, დალისა და გალას კონტექსტიდან გამომდინარე ეს თემაც აქვე ჯობია განვიხილოთ, не отходя от кассы. smile.gif

გასახურებლად რამდენიმე ციტატას მოვიყვან დალის ნაწერებიდან. აი, რას წერს იგი წიგნში "მაგიური ოსტატობის 50 საიდუმლო":

"ექვსი წლისა მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი -- მე ის ვერ გავხდი.

თხუთმეტი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი დალი -- მე ის გავხდი.

ოცი წლისას მინდოდა გავმხდარიყავი მსოფლიოში ყველაზე განსაცვიფრებელი მხატვარი -- ეს მე გამომივიდა.

ოცდათხუთმეტი წლისას მსურდა მიმეღწია წარმატებისა და კეთილდღეობისათვის -- ეს მე მაქვს.

ახლა, ორმოცდახუთი წლის ასაკში, მე მსურს შევქმნა შედევრი და გადავარჩინო თანამედროვე ხელოვნება ქაოსისა და უმაქნისობისგან. და მე ამას მივაღწევ!"


როგორ ფიქრობთ, მიაღწია დალიმ ამას? smile.gif

ამავე წიგნში დალის მოყავს თავისი ცნობილი 10 მცნება მათთვის, ვინც აპირებს გახდეს მხატვარი:

1. მხატვრისთვის უმჯობესია იყოს მდიდარი და არა ღარიბი; ამიტომ ისწავლე ისე ხატვა, რომ შენი ფუნჯი ბადებდეს ოქროს და ძვირფას თვლებს.

2. ნუ გეშინია სრულყოფილების -- შენ მას მაინც ვერასოდეს მიაღწევ!

3. ჯერ ისწავლე ფანქრითა და საღებავებით ხატვა ისე, როგორც ამას ძველი ოსტატები აკეთებდნენ, შემდეგ რაც გინდა ის ხატე -- ყველა პატივისცემით მოგეკიდება.

4. უარს ნუ იტყვი საკუთარი ხედვაზე, საკუთარ მანერაზე და საკუთარ წარმოდგენებზე: ისინი შენ გამოგადგება, თუ მხატვარი გახდები.

5. თუ შენ მათ რიცხვს ეკუთვნი, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ხელოვნებამ აჯობა ვერმეერს და რაფაელს, გადადე ეს წიგნი გვერდზე და განაგრძე ნეტარ იდიოტიზმში არსებობა.

6. ნუ შეაფურთხებ საკუთარ ფერწერას -- მას ხომ შეუძლია უკან შემოგაფურთხოს, როდესაც შენ მოკვდები.

7. შედევრი და სიზარმაცე შეუთავსებელია!

8. ფერმწერო, წერე!

9. ფერმწერო, ნუ მიიღებ ალკოჰოლს და არ მოწიო ჰაშიში ხუთზე მეტჯერ ცხოვრებაში.

10. თუ ფერწერას შენ არ უყვარხარ, მთელი შენი მისდამი სიყვარული არაფრის მომტანი და უსარგებლოა.


კარგია, გამოდის სამჯერ კიდევ შემიძლია ჰაშიში მოვწიო! biggrin.gif boli.gif

გაინტერესებთ რა არის დალის ყველაზე მთავარი მაგიური საიდუმლო? მაშინ წაიკითხეთ, როგორ ამთავრებს ამ წიგნს ავტორი:

"ახლა კი მე გაგიმჟღავნებთ უკანასკნელ, ყველაზე მთავარ საიდუმლოს. აი, რაში მდგომარეობს იგი: მას მერე, რაც თქვენ ისწავლეთ ფანქრითა და საღებავებით სწორად ხატვა, ოსტატურად დაეუფლეთ აკვარელის ხელოვნებას, საკუთარი თვალით დარწმუნდით, რომ თქვენს გარშემო მობინადრე ზოგიერთი მცენარე და ცხოველი ერთმანეთისკენ მიილტვის, ზოგიერთი კი პირიქით, ანტიპათიას განიცდის, მას მერე, რაც აითვისეთ "გასაღებით ხელში ძილის" ხელოვნება, შეიცანით საღებავების ფარული ღირსება-საიდუმლოებანი და მიხვდით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი, და შეიტყვეთ მრავალი, მრავალი სხვა რამ, უნდა გითხრათ -- ეს ყველაფერი აბსოლუტურად უსარგებლოა! რამეთუ უკანასკნელი და უმთავრესი მაგიური საიდუმლო ამ წიგნისა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც თქვენ მოლბერტთან ჯდებით და იწყებთ სურათის ხატვას, სრულიად აუცილებელია, რომ თქვენს ხელს ანგელოზი მართავდეს... smile.gif

რაც შეეხება "ძილს გასაღებით ხელში", ეს საკმაოდ საინტერესო მეთოდია, რომელსაც დალი წარმატებით იყენებდა ძალების მოსაკრებად მძიმე და გადაბმული მუშაობის პერიოდში. ამაზე შემიძლია უფრო დაწვრილებით მოვყვე, თუ მოსმენის მსურველი აღმოჩნდება. smile.gif

მოკლედ, მგონი "დლია რაზაგრევა" სრულიად საკმარისია. wink.gif აბა, ველოდები გამოხმაურებას! vik.gif

P.S. ხო, თარგმანი ჩემია და ბოდიშს მოვიხდი -- დიდი ლიტერატორი არა ვარ. user.gif

This post has been edited by Goodcoin on 29 Dec 2004, 23:58


--------------------
მეშვიდე ვარ, არ მესროლოთ! :givi:

REZO.GE / ART & DESIGN
Ar-Pharazôn
უპირატესი ჯენტლმენი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17438
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 29 Dec 2004, 23:53  #895446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
QUOTE
შეშლილი თუ გენიოსი


იმპოტენტი იყო ეგ gigi.gif


--------------------
fearandtremblingintbilisi.wordpress.com

----

სამი სახეობის ქართველი არსებობს: ვინც ნეტში ქართული შრიფტით წერს, ვინც ლათინურით, და ვინც - რუსულით
shota_deida
shdei


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 29 Dec 2004, 23:56  #895450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე დიდი სიამოვნებით წავიკითხე დალის დღიურები (ქართულადაც არის, მაგრამ რუსულად წავიკითხე)...უფრო ჩამითრია ამ პარანოიკმა...

QUOTE
იმპოტენტი იყო ეგ


არასერიოზული პასუხია, მე მგონია...
Goodcoin
მოხევე სიურეალისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 334
წევრი No.: 7377
რეგისტრ.: 19-November 04

გამოგზავნილია: 29 Dec 2004, 23:57  #895452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
Ar-Pharazon
აი, ოპერატიული გამოხმაურებაც ამას ქვია! biggrin.gif მალადეც!

ა ზა იმპოტენტა ატვეტიშ! vik.gif biggrin.gif
საბუნია
Down Is The New Up


*********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 29 Dec 2004, 23:58  #895455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim · msn
შეშლილი გენიოსი


--------------------
Hello I am Simon, the smart one!
LilacWine
-


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4438
წევრი No.: 1750
რეგისტრ.: 3-February 03

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:00  #895458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან საინტერესოოო იყო...ი პოუჩიტელნო, რაც მთავარიაა...

QUOTE
5. თუ შენ მათ რიცხვს ეკუთვნი, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ხელოვნებამ აჯობა ვერმეერს და რაფაელს, გადადე ეს წიგნი გვერდზე და განაგრძე ნეტარ იდიოტიზმში არსებობა.


ისტინა გდე ტო ტუტ! biggrin.gif

Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14855
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:01  #895461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Goodcoin
შესანიშნავია...საკუთარ თავში როგორი დარწმუნებული არა? ძალიან ვისიამოვნე, იქნებ კიდე რაიმე დაგეწერე...


--------------------
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..

მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
www.ania.ge
BEKO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10223
წევრი No.: 6543
რეგისტრ.: 24-September 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:03  #895468      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"Дневник одного гения"

გენიალური რამაა... დალის ნახატებსაც კი მირჩევნია....
გალასა და მის ურთიერთობას რაც შეეხება.... სიყვარულიც გენიოსური იცოდა, თუმცა არი ერთი რამ.... არტისტიზმისა და თამაშის მომენტი... ის სულ თამაშობდა... თავის თავს თამაშობდა... მოკლედ...самая яркая фигура


--------------------
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.
Goodcoin
მოხევე სიურეალისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 334
წევრი No.: 7377
რეგისტრ.: 19-November 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:10  #895491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
QUOTE
Goodcoin
შესანიშნავია...საკუთარ თავში როგორი დარწმუნებული არა? ძალიან ვისიამოვნე, იქნებ კიდე რაიმე დაგეწერე...


მოსახლეობის თხოვნით: biggrin.gif

ხუთი აზრი ხელოვნებაზე

1. ხელოვნების ნაწარმოები უნდა ახდენდეს თქვენზე შთაბეჭდილებას, მაგრამ არ უნდა გაღელვებდეთ.
2. თუ კლასიკური ხელოვნება ცივია, ეს იმიტომ, რომ მისი ცეცხლი მარადიულია.
3. რომანტიკოსთა გაბრწყინება მაგონებს ალმოდებული თივის ათინათს.
4. თუ თქვენთვის წინასწარვე ნათელია თქვენი სურათის აზრი, მაშინ შეგიძლიათ აღარც კი დახატოთ იგი.
5. ლეონარდო და ვინჩიმ დაამტკიცა, რომ ფერწერა ყველა ხელოვნებაზე მაღლა დგას, რამეთუ იგი მიმართავს ყველაზე კეთილშობილ და ღვთიურ ორგანოს -- თვალს.

* * *
QUOTE
არტისტიზმისა და თამაშის მომენტი... ის სულ თამაშობდა... თავის თავს თამაშობდა...


yes.gif
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14855
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:20  #895508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
4. თუ თქვენთვის წინასწარვე ნათელია თქვენი სურათის აზრი, მაშინ შეგიძლიათ აღარც კი დახატოთ იგი.

აი ეს-კი ნამდვილად შოკის მომგვრელია. შესანიშნავია!!!
Goodcoin
მოხევე სიურეალისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 334
წევრი No.: 7377
რეგისტრ.: 19-November 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:25  #895516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
QUOTE
აი ეს-კი ნამდვილად შოკის მომგვრელია. შესანიშნავია!!!


აბა რას ელოდი გიჟი სიურეალისტისაგან? spy.gif
შიზო ფრენია
28-27-03


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3277
წევრი No.: 6645
რეგისტრ.: 2-October 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:27  #895521      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გიჟი თავისუფალია wink.gif

This post has been edited by შიზო ფრენია on 30 Dec 2004, 00:28


--------------------
ნურას უკაცრავად
Goodcoin
მოხევე სიურეალისტი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 334
წევრი No.: 7377
რეგისტრ.: 19-November 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:39  #895547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
QUOTE
თუ თქვენთვის წინასწარვე ნათელია თქვენი სურათის აზრი, მაშინ შეგიძლიათ აღარც კი დახატოთ იგი.


მინდა ცოტა განვმარტო ეს გამონათქვამი. დალი მომხრე იყო ხატვის პროცესში სპონტანურობისა და იმპროვიზაციის. თუ ნახატს ხატავ და წინასწარ ზუსტად იცი, როგორი იქნება ის, ინტერესიც აღარ არის. ხატვის პროცესი უნდა იყოს ცოცხალი, დინამიური, და არ უნდა დაემსგავსოს ტილოს კვადრატურის გეგმაზომიერ ათვისებას. ჩემი აზრით, ამას გულისხმობდა დალი ზემოთმოყვანილ ფრაზაში.

This post has been edited by Goodcoin on 30 Dec 2004, 00:40
Antigone
Lady Lazarus


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16330
წევრი No.: 4189
რეგისტრ.: 26-January 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:50  #895576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
სალვადორ დალი: შეშლილი თუ გენიოსი?

Единственная разница между безуцем и мной то что я не безумец

წადით ახლა სახლებში. ტყუილად ცდილობთ სურრეალიზმის ახსნას
* * *
QUOTE
გენიალური რამაა... დალის ნახატებსაც კი მირჩევნია....

smile.gif ნამდვილად კარგი მწერალი მოიპარა მხატვრობამ დალის სახით.


--------------------
საბუნია
Down Is The New Up


*********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 30 Dec 2004, 00:57  #895592      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim · msn
QUOTE
მინდა ცოტა განვმარტო ეს გამონათქვამი. დალი მომხრე იყო ხატვის პროცესში სპონტანურობისა და იმპროვიზაციის. თუ ნახატს ხატავ და წინასწარ ზუსტად იცი, როგორი იქნება ის, ინტერესიც აღარ არის. ხატვის პროცესი უნდა იყოს ცოცხალი, დინამიური, და არ უნდა დაემსგავსოს ტილოს კვადრატურის გეგმაზომიერ ათვისებას. ჩემი აზრით, ამას გულისხმობდა დალი ზემოთმოყვანილ ფრაზაში.



up.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (38) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0245 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]