forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იაპონური ფერწერა
Andy Warhol
Pop Art Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14819
წევრი No.: 9335
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 13 Feb 2009, 23:58  #12597053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ძალიან კარგია რომ მხატვრობის განყოფილება ცალკე გამოეყო , მე როგორც მოყვარულის დონეზე მხატვარი და როგორც იაპონური კულტურის და თვითონ ქვეყნის მოყვარული , ამ თემაში ვრცლად განვიხილავ ხელოვნების ისეთ ფენომენს როგორიცაა იაპონური ფერწერა. yes.gif

user posted image

აღიარებულია, რომ იაპონური ფერწერა დაფუძნებულია კონტინენტურ მიმდინარეობაზე , კერძოდ ჩინურ , კორეულ და სუფთა იაპონურ სტილზე. მე-14 საუკუნეში ედოს ეპოქაში იაპონიაში იხსნება სამხატვრო სკოლები - ტოსა და რიმპა , სადაც ასწავლიდნენ მხატვრობის ისეთ მიმდინარეობებს როგორიცაა - ემაკიმონო , მარუიამა , ნამბანი , უკიოე , იტოო და ა.შ.

სწორედ უკიოე (ukiyoe art)- მიმდინარეობა შეიძლება ჩაითვალოს იაპონურ ფერწერის მთავარ სტილად . მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში მე-17 საუკუნეში. იგი აღნიშნავდა : ”მოცურავე სამყაროს სურათებს” ანუ სურათი აღიქმება როგორც ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულება . ტარდიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება) . უკიოს სტილის მხატვრის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამ ცვალებადი სიამოვნების სამყაროს მაცხოვრებლები : ლამაზი ქალები , ცნობილი გეიშები და კურტიზანები , კაბუკის თეატრის მსახიობები და სხვა. მხატვრობის სტილი განსაკუთრებულია ,წყლის საღებავით შესრულება და დახვეწილი ფერები . უკიოეს სტილში დახატული სურათები პირველად გამოჩნდნენ კიოტოს სავაჭრო დახლებზე , თავდაპირველად ეს იყო არა გრავიურა არამედ ფერწერით შესრულებული ანონიმური და მონოქრომიული (ერთ გამოსახულებიანი) ნამუშევრები. მარტივი კომპოზიციით და ხელმისაწვდომი . ამიტომ იპყრობდა მყიდველის ყურადღბას. ამ სურათებს ეწოდებოდა სიკომე ანუ ”სწრაფად დამზადებული’’ . სუართების მთავარი თემა გახლდათ ე.წ აბანოს გოგონების , კურტიზანების , გეიშების გამოსახულებები.
ამ სტილში რევულუციური გარდაქმნა გამოიწვია მხატვარ - სუძუკი ჰარუნობუ / Suzuki Harunobu (1725 -1770) -ს ნამუშევრებმა , რომელმაც 1764 წელს პირველად გამოიყენა ამ სტილში ფერადი ბეჭდვა. (ნისიკიე) 1770 წელს ახალი აღმავლობა განიცადა სტილმა იაკუსა ანუ ახლა უკვე შეიძლებოდა ამოგეცნო ტანსაცმლის და რეგალიების მეშვეობით გამოსახული პიროვნება.

user posted image

უკიოე -ს ოქროს ხანად ითვლება მე-18 -19 საუკუნის წლები როდესაც იქმნებოდა ისეთი გიგანტი მხატვრების ნამუშევრები , როგორებიც იყვნენ : ტორი კიონაგა / Torii Kiyonaga (1752-1815) , კიტაგავა უტამარო / kitagawa utamaro (1753-1806) , ტოსუსაი სარაკუ / Toshusai Sharaku (1770 -1825) , ტიობუნსაი ეიში (1756-1815) , კუბო სიუნმანი / Kubo Shunman (1757-1820) , კაცუკავა სუიტე , კაცუშიკა ჰოკუსაი / Katsushika Hokusai (1760-1849) და ა.შ. შემდგომში პეიზაჟი ხდება ამ სტილის გამოსახულების საყვარელი თემა.

user posted image

ამ სტილში განუმეორებელი იყო და დღემდე რჩება კაცუშიკა ჰოკუსაი , რომელმაც შემდგომში მსოფლიოს აჩუქა მანგას სურათები. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი კრებული ”ფუჯისანი -ს 36 სახე” და ყველაზე ცნობილი იაპონური ნახატი ”კანაგავას დიდი ტალღები /The Great Wave Off Kanagawa ”. როგორც არ უნდა იყოს გასაკვირი ეს ჟანრი იაპონიაში დაბალი დონის ჟანრად ითვლებოდა , რის გამოც ამ ციკლის უამრავი ნამუშევრები უბრალოდ დაკარგულია . საინტერეო ფაქტია , რომ იაპონელები ამ ჟანრით დაინტერესდნენ მას შემდეგ რაც უცხოელებმა დაიწყეს ნამუშევრების ყიდვა და მისი შეგროვება.



დღესდღეობით თამნამედროვე იაპონიური ფერწერა იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: ტრადიციული - ნიჰონგა და დასავლური- იოგა. ნიჰონგააას მხატვრები ძირითადად წყლის საღებავებით და ტუშით ხატავენ აბრეშუმსა და ქაღალდზე, იოგასი კი ზეთის საღებავებით - ტილოზე. არის , აგრეთევ შორეული მიმდინარეობები , რომელშიც შერწყმულია ეროვნული და ნასესხები ფერწერული თავისებურებები.

This post has been edited by Andy Warhol on 15 Jan 2010, 13:23


--------------------
* * *
ძველი გუბურა
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ ! გაისმა სიჩუმეში.
Death Bringer
חתול אלים


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3967
წევრი No.: 13872
რეგისტრ.: 23-October 05

გამოგზავნილია: 14 Feb 2009, 00:16  #12597300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · msn
ძალიან კარგი თემაა. მეც იაპონიის და იაპონური ხელოვნების მოყვარული ვარ კაკრას ეხლა ვწერ ბლოგისთვის იაპონურ მხატვრობაზე კარგა გემრიელ პოსტს. რო მოვრჩები აქაც დავწერ. ედოს პერიოდის ჩემი უსაყვარლესი მხატვარი არის ვატანაბე კაზანი რომელიც შეიძლება ითქვას საკმაოდ განსხვავებულ სტილში ხატავდა. მის შედევრებში ძალიან ბევრი ნიუანსი უფრო ევროპულ ხატვის სტილს მიეკუთვნებოდა ვიდრე აზიურს.

იჩიკავა ბეიანის პორტრეტი ვატანაბე კაზანის შესრულებით
1837 წელი

user posted image


--------------------
შტუკატურკა და ბუღლამა
ბუდა და ის დალაილამა
სპილო ცხენი კიდო ლამა
სექსი დრაგზი პენტოგრამა
Johnnie Walker



********
ჯგუფი: Members
წერილები: 27298
წევრი No.: 4423
რეგისტრ.: 23-February 04

გამოგზავნილია: 14 Feb 2009, 10:56  #12600001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვიცი და ვაფასებ იაპონურ ფერად გრავიურას, მინახავს ხოკუსაი დედანში, მინახავს უტამაროც, მაგრამ სამწუხაროდ, ეგ ესთეტიკა ჩემთვის უცხოა, გულთან ვერ მივიტანე.
Andy Warhol
Pop Art Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14819
წევრი No.: 9335
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 14 Feb 2009, 19:49  #12604265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Death Bringer

მე მაქვს იაპონური ბლოგი სადაც სტატიებს ვწერ იაპონიის შესახებ ...

Johnnie Walker
QUOTE
ვიცი და ვაფასებ იაპონურ ფერად გრავიურას, მინახავს ხოკუსაი დედანში, მინახავს უტამაროც, მაგრამ სამწუხაროდ, ეგ ესთეტიკა ჩემთვის უცხოა, გულთან ვერ მივიტანე.


თვითონ ევროპელი იმპრესიონისტები აღიარებდნენ იაპონურ ფერწერას როგორც შედევრებს , მე გამოვარჩევდი მაინც ჰოკუსაის და მის ნახატს კანაგავას ტალღებს. დოკუმენტური ფილმი ვნახე მის შესახებ და რაღაც ამოუცნობია ამ ნახატში.
Kim chi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 303
წევრი No.: 56783
რეგისტრ.: 26-March 08

გამოგზავნილია: 15 Feb 2009, 02:08  #12608208      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო სტატიებია... იქნებ ბლოგის მისამართები მოგვცეთ რომ იქაც წავიკითხოთ
HEPHAESTUS
მწყემსი კეთილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7561
წევრი No.: 82728
რეგისტრ.: 18-January 09

გამოგზავნილია: 15 Feb 2009, 02:21  #12608312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფორმის, ფერის და კომპოზიცისს სიმარტივე+ აზრის სიღრმე და ალეგორიულობა...ეს იპონური მხატვრობაა (და საერთოდ ხელოვბის ფილოსოფია, ძენბუდიზმის ფილოსფია)
ერთ მაგალის გავიხსენბ.
როდესაც იაპონის თვითიზოლაციის პერიოდში მხოლოდ ჰოლანდიელ ვაჭრებტან ქონდათ შეხება, ერთი ჰოლადიელ ვაჭარ-მეზღვაური აღნიშნავს რომ, იაპონელები ვერ იგებდენ ჰოლანდიურ ფერწერას (ნუ ალბათ საერთოდ დასავლურ ფერწერას, იმ დროს ჰოლანდიის სკოლა ძალიან გამოჩენილ მხატვრებს მოიცავდა) მათ ფერებს, გაოცებეული და დაბნეული შეჰყურებდენო ბატალურ სცენებს, რთულ პეიზაჟებს...და თვითონ იაპონუ მხავტრობა ძალზედ მარტივიაო, წერს ეს ვაჭარი. ისინი აღტაცებული უყურებენ ერთი ალუბლის ან ერთი ბეღურას, ტუშუთ შესრულებულ ნახატსოო.

საერთოდ მინიმალიზმი და ასკეტიზმი ხელოვნაბში ბევრად უფრო ადრე არსებობდა იაპონიში ვიდრე ევროპაში. თუმცა იპონიაში ამას შეგნებული ხასიათი არ ქონია, ეს ბუნბრივი მოვლენა იყო.


--------------------
ნიცშეანელი

John 14:19
Yet a little while and the world will see me no more, but you will see me. Because I live, you also will live.
Andy Warhol
Pop Art Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14819
წევრი No.: 9335
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 15 Feb 2009, 19:38  #12613914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ფორმის, ფერის და კომპოზიცისს სიმარტივე+ აზრის სიღრმე და ალეგორიულობა...ეს იპონური მხატვრობაა (და საერთოდ ხელოვბის ფილოსოფია, ძენბუდიზმის ფილოსფია)
ერთ მაგალის გავიხსენბ.
როდესაც იაპონის თვითიზოლაციის პერიოდში მხოლოდ ჰოლანდიელ ვაჭრებტან ქონდათ შეხება, ერთი ჰოლადიელ ვაჭარ-მეზღვაური აღნიშნავს რომ, იაპონელები ვერ იგებდენ ჰოლანდიურ ფერწერას (ნუ ალბათ საერთოდ დასავლურ ფერწერას, იმ დროს ჰოლანდიის სკოლა ძალიან გამოჩენილ მხატვრებს მოიცავდა) მათ ფერებს, გაოცებეული და დაბნეული შეჰყურებდენო ბატალურ სცენებს, რთულ პეიზაჟებს...და თვითონ იაპონუ მხავტრობა ძალზედ მარტივიაო, წერს ეს ვაჭარი. ისინი აღტაცებული უყურებენ ერთი ალუბლის ან ერთი ბეღურას, ტუშუთ შესრულებულ ნახატსოო.

საერთოდ მინიმალიზმი და ასკეტიზმი ხელოვნაბში ბევრად უფრო ადრე არსებობდა იაპონიში ვიდრე ევროპაში. თუმცა იპონიაში ამას შეგნებული ხასიათი არ ქონია, ეს ბუნბრივი მოვლენა იყო.



აბსოლიტურად გეთანხმები , იმ დროს როცა იაპონია დახურული ქვეყანა იყო მარტო ჰოლანდიას ქონდა სავაჭრო ურთიერთობა , სწორედ მაშინ გაეცნო ევროპა იაპონურ ფერწერას. იაპონელებიც გაეცნენ თავისთავად ევროპულ ფერწერას , ანუ ჰოლანდიურს და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არ დარჩენილან , მათ მაინც ფუჯისანის დახატული მრავალი ხედი ერჩინათ.

მაგრამ ევროპელი იმპრესიონისტები მაინც აღიარებდნენ რომ იაპონური გრავიურები შედევრებია ...




user posted image

ჩემი ბლოგია http://iaponia.wordpress.com/ კომენტარები არ დაგავიწყდეთ biggrin.gif

This post has been edited by Andy Warhol on 15 Feb 2009, 19:46
HEPHAESTUS
მწყემსი კეთილი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7561
წევრი No.: 82728
რეგისტრ.: 18-January 09

გამოგზავნილია: 16 Feb 2009, 02:34  #12618901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Andy Warhol

მართალია ვან გოგოი, რუსო. (სანამ პრიმიტივისტი გახდებოდა) გოგენიც საკმაოდ გავლენის ქვეშ იყვნენ იაპონური გრავიურებით და ფერწერით. უამრავი ცნობილი ფაქტი არსებობს ამის შესახებ...და თან იმ პერიოდში ახალი გაღვიძევული იყო ინტერესი იაპონური ხელოვნებისადმი. თან იპონური სისასდავე, აბსტრაქტული აზროვნება და აზრის არაპირდაპირობა დაემთხვა იმასაც რისთვისაც ევროპაში, იმპრესიონისტები, ექსპრესიონისტები და მოდერნისტები იბრძოდენ.
კიდე უფრო ღრმა იყო იაპონური არქიტექტურისდამი ინეტერესი და ერთგვარი შოკი გახლდათ კიდეც იპონური არქიტექტურა ევროპისთვის. მისი რაციონალიზმი, ფუნქციონალიზმი, კონსტრუქციული სიმარტივე, დახვაწელი და ალბატ გენიალური სისადავე, მისწრება იყო მე -20 საკუნის დასწყისში მოღვაწ მოდერნის არქიტექტორებისთვის ისენი სწორდე იმას ეძებდან რაც იაპონიში საუკუნებით ადრე არსებობდა...

პ.ს. დღეს დავმთავრე იაპონელი მწერლის ქენძაბურო ოეს კითხვა... და კიდევ უფრო შემიყვარდა ეს ხალხი და მაგათი კულტურა
Andy Warhol
Pop Art Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14819
წევრი No.: 9335
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 16 Feb 2009, 21:40  #12626916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
HEPHAESTUS
QUOTE
მართალია ვან გოგოი, რუსო. (სანამ პრიმიტივისტი გახდებოდა) გოგენიც საკმაოდ გავლენის ქვეშ იყვნენ იაპონური გრავიურებით და ფერწერით. უამრავი ცნობილი ფაქტი არსებობს ამის შესახებ...და თან იმ პერიოდში ახალი გაღვიძევული იყო ინტერესი იაპონური ხელოვნებისადმი. თან იპონური სისასდავე, აბსტრაქტული აზროვნება და აზრის არაპირდაპირობა დაემთხვა იმასაც რისთვისაც ევროპაში, იმპრესიონისტები, ექსპრესიონისტები და მოდერნისტები იბრძოდენ. კიდე უფრო ღრმა იყო იაპონური არქიტექტურისდამი ინეტერესი და ერთგვარი შოკი გახლდათ კიდეც იპონური არქიტექტურა ევროპისთვის. მისი რაციონალიზმი, ფუნქციონალიზმი, კონსტრუქციული სიმარტივე, დახვაწელი და ალბატ გენიალური სისადავე, მისწრება იყო მე -20 საკუნის დასწყისში მოღვაწ მოდერნის არქიტექტორებისთვის ისენი სწორდე იმას ეძებდან რაც იაპონიში საუკუნებით ადრე არსებობდა...

პ.ს. დღეს დავმთავრე იაპონელი მწერლის ქენძაბურო ოეს კითხვა... და კიდევ უფრო შემიყვარდა ეს ხალხი და მაგათი კულტურა


არქიტექტურა ხომ საერთოდ სულ სხვა განზომილებაა , იაპონური შინტოისტური თუ ბუდისტური ტაძრების კონსტრუქციები , სართულებიანი ქონგურები არქიტექტურის შედევრებია smile.gif


ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი მწერალია ალბათ "დაგვიანებული ახალგაზრდობა" წაიკითხე ხო ?
Suri
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 72561
რეგისტრ.: 28-October 08

გამოგზავნილია: 16 Feb 2009, 21:51  #12627034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Andy Warhol
მაგარი თემაა!!!!!!!!!! იაპონელები გენიოსები არიანთქო სულ ვამბობ, მაგრამ არ მიჯერებენ.....
ისადა იაპონიის მოყვარულთა საზოგადოება სადმე ხომ არ არსებობს, ხომ არ იცით ა? smile.gif


--------------------
He Ram! He Ram!
sasruli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 36908
რეგისტრ.: 21-June 07

გამოგზავნილია: 16 Feb 2009, 21:55  #12627078      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გენაცვალეთ ამ თემისათვის.
ფანტასტიურია იაპონური ფერწერა. იმპრესიონისტებმა კი გადაიღეს მათგან, მაგრამ მაინც არ გამოსდით ის აუხსნელი სისადავე რაც იაპონელებს აქვთ, და ვერც გადაიღებენ, მაშინ იაპონელად უნდა დაიბადო...

ჰოკუსაი კატუშიკა "საღამოს წვიმა იოშივარაში, 1800 წ.
user posted image
* * *
Andy Warhol

ძალიან ვისიამოვნე შენი ბლოგით, დიდი მადლობა
Andy Warhol
Pop Art Member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14819
წევრი No.: 9335
რეგისტრ.: 11-March 05

გამოგზავნილია: 16 Feb 2009, 23:52  #12628702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
sasruli
QUOTE
ძალიან ვისიამოვნე შენი ბლოგით, დიდი მადლობა


გაიხარე , ვცდილობ საინტერესო სტატიები დავდო , ამით ჩემს ჭიას და ალბათ სხვებსაც ვახარებ ! biggrin.gif

Suri
QUOTE
მაგარი თემაა!!!!!!!!!! იაპონელები გენიოსები არიანთქო სულ ვამბობ, მაგრამ არ მიჯერებენ..... ისადა იაპონიის მოყვარულთა საზოგადოება სადმე ხომ არ არსებობს, ხომ არ იცით ა?


მოყვარულები ძალიან ბევრნი ვართ მაგრამ კლუბი მგონი არ არსებობს !


user posted image

ჩემი კიდევ ერთი ფავორიტი სურათი კუბო სუნმანის "გეიშების საზოგადოებაში"



nini-s
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 84997
რეგისტრ.: 19-February 09

გამოგზავნილია: 20 Feb 2009, 21:35  #12678005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე პირადად ძალიან მომწონს იაპონური გრაფიკა!ძალიან პლასტიკური ხაზი ახასიათებს!
Unico
Night and Day couple


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17415
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09

გამოგზავნილია: 23 Feb 2009, 18:58  #12713277      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
იაპონური და ჩინური პეიზაჟები მიყვარს, მხოლოდ ის რაც მინახავს და მსმენია smile.gif

ისე კი ძალიან საინტერესო კულტურა აქვთ, smile.gif კაია თემა რო გაიხსნა და ვნახე, ბევრს გავიგებ ეხლა smile.gif


--------------------
"But I'm a creep, I'm a weirdo, what the hell am I doing here?
I don't belong here" (c) R.

People don't understand People like me

Leo Moon

Stay a child while you can be a child

ლატენტური ცუღლუტი ხარ (c) საილერი
sasruli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 36908
რეგისტრ.: 21-June 07

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 02:58  #12733065      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინფორმაცია კაცუშიკა ჰოკუსაიზე და მის "ფუძის 36 ხედზე" შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ვებ გვერდზე - http://burusi.wordpress.com/მხატ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0303 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]