forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შიშველი ადამიანების პორტრეტები, ჩარჩო N-1
Indian Summer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2939
წევრი No.: 97993
რეგისტრ.: 18-August 09

გამოგზავნილია: 28 Oct 2012, 02:39  #33660556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იუმორით აღსავსენი ხართ...


30იუმორი30
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26006
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 14 Dec 2017, 13:58  #51833167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ტიციანი:

user posted image



ესა კიდე რუბენსი smile.gif

user posted image


--------------------
მანამდე ნაპოლეონს რუსები დაესხნენ თავს, გაიხსენე ავსტერლიცთან 10805 წლის ომი
georgia1991
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 131
წევრი No.: 239181
რეგისტრ.: 25-December 17

გამოგზავნილია: 25 Dec 2017, 15:52  #51893783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზოგი მართლაც კაი ნახატია, ისე ჩაცმული დაეხატათ ჯობდა biggrin.gif
მადამ ფისუნია
ველური კნუტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5435
წევრი No.: 152755
რეგისტრ.: 7-August 12

გამოგზავნილია: 28 Dec 2017, 20:28  #51911012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მე სიშიშვლის თემატიკაზე დავიცავი დიპლომი ისე მიყვარს მხატვრობაში და ფოტოგრავიაშიც სიშიშვლე love.gif


--------------------
-ვეგანი ვარ ყველის ჩიფსებს ვერ შევჭამ ©sanfol
-პიდარასტი ხარ ბიჭო? :drug: © ფისო



***
ჩამოყალიბებული მადრიდისტა ^_^
Jgenti`
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6046
წევრი No.: 15794
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 30 Dec 2017, 12:39  #51917970      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხ არადა რაც ზევით პოსტებია რენესანსის და მაგის მერეც შუა საუკუნეების,რეალურად ჩისტა მძრეველური ნახატებია გაპრავებული რელიგიის თემატიკით და სავეცკი ჯარში ტიტველი ქალების კარტებს რომ აძრობდნენ ზუსტად ეგეთ ასოციაციებს იწვევს და რეალურად ეგრეც იყო.



--------------------
all round me burdens
seem to fall
I'm not worried at all
I'm not worried
სენბონზაკურა
გაიფანტე!


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 95
წევრი No.: 230521
რეგისტრ.: 27-March 17

გამოგზავნილია: 2 Feb 2018, 17:44  #52108593      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რუსეთში ჩამოყალიბდა მხატვართა დაჯგუფება 1898 წელს სტუდენტთა ჯგუფის მიერ,
რომელთა შორის იყვნენ ალექსანდრე ბენუა, კონსტანტინ სომოვი, დმიტრი ფილოსოფოვი, ლეონ
ბაქსტი, ევგენი ლანსერი – «Мир иску́сства», (მირ ისკუსტვა), ეს გახლდათ რუს ხელოვანთა
გაერთიანება, მოგვიანებით ჟურნალიც კი გამოვიდა
ამ სახელწოდებით. ამ ახალი ჯგუფის საწყისი
მომენტი დაემთხვა რუს და ფინელ ხელოვანთა გამოფენას სანქტ-პეტერბურგის გამოყენებითი
ხელოვნების შტიგლიცის მუზეუმში. რაც შეეხება ამავე სახელწოდების ჟურნალს შეიქმნა
1899 წელს სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე ბენუას, ლეონ ბაკსტისა და სერგეი დიაგილევის
(მთავარი რედაქტორი) მიერ, მათი მიზანი პერედვიჟნიკების დრომოჭმული სკოლის
ხელოვნების სტანდარტების კრიტიკა და არტისტული ინდივიდუალიზმისა და „არ-ნუვოს“
განსხვავებული პრინციპების პროპაგანდა იყო.წინამორბედი ინგლისელი პრერაფაელიტების მსგავსად, ბენუა და მისი მეგობრები
შეძრწუნებული იყვნენ თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების ანტიესთეტიურობით და ცდილობდნენ
პოზიტივიზმთან ბრძოლის ეგიდით, გაეერთიანებიათ რუსული ნეორომანტიკული მიმართულების
მხატვრები რუსულ ხელოვნებაში. რომანტიკოსების
მსგავსად „მირისკუსნიკები“ წინა ეპოქების ხელოვნების
შენარჩუნებას ქადაგებდნენ, განსაკუთრებით კი ტრადიციულ ხალხურ ხელოვნებასა და მე-18
საუკუნის როკოკოს სტილს თანაუგრძნობდნენ. ანტუან ვატო შესაძლოა ერთადერთი ხელოვანი
იყო, რომელსაც ყველა მათგანი აღმერთებდა. „მირისკუსნიკები“ ირონიითა და პაროდიის სულისკვეთებით ეკიდებოდნენ აღორძინების მსგავს პროექტებს. ისინი
აღტაცებული იყვნენ ნიღბებითა და მარიონეტებით, კარნავალითა და თოჯინების თეატრით, ოცნებებითა
და ზღაპრებით. ყველაფერი გაჯერებული გროტესკული და თამაშის ელემენტით მათთვის გაცილებით საინტერესო იყო, ვინემ სერიოზული კლასიციზმი
და ემოციური რომანტიზმი. მათი რჩეული ქალაქი ვენეცია იყო, იმდენად რომ დიაგილევმა და
სტრავინსკიმ ეს ქალაქი საკუთარი დამარხვის ადგილადაც კი აირჩიეს. საშუალებად „მირისკუსნიკები“
ზეთის საღებავების ნაცვლად, აკვარელის ჰაეროვან ეფექტებსა და გუაშს ირჩევდნენ
. როგორც უკვე აღვნიშნეთ „მირისკუსტნიკებს“
უყვარდათ აკვარელით ხატვა, მათ შორის იყო სომოვიც (1869 — 1939), რუსი მხატვარი რომელიც
ხატავდა არაჩვეულებრივ, ნათელ სურათებს. განსაკუთრებით საინტერესოა მის მიერ დახატული
შიშველი სხეულები, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების. ამის კარგი ნიმუშია მისი სურათები სახელწოდებით „შეყვარებულები“, მსგავსი თემატიკის ბევრი ნიმუში
არსებობს, მის შემოქმედებაში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ, ოვალურ ჩარჩოში მოქცეული აკვარელით
შესრულებული სურათი, რომელზეც გამოსახულია შიშველი წყვილი: ქალი და კაცი მინაბული სახეებით
და გაწითლებული ლოყებით, ვიწრო საწოლზე შიშვლები წამოწოლილან . სომოვმა სრულიად გააშიშვლა
მათი სასქესო ორგანოები, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ეს კი, მეტად გაბედული ნაბიჯი
იყო მხატვრის მხრივ მისი თანამედროვე რუსეთის
დოგმატური წესებიდან გამომდინარე.
ასევე, მეტად თამამია მისი ამავე სახელწოდების მეორე ნამუშევარი, სურათის
წინა პლანზე გამოსახულია გოგონა რომელიც დამთვალიერებელს ზურგს აქცევს და საწოლზე მჯდომი
თმას ისწორებს, იგი შიშველია, ნაწილობრივ ვამჩნევთ ქალის მკერდის ნაწილს და საჯდომის
ნაწილს. გოგონას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, მის ფეხებთან შიშველი მამაკაცია გართხმული,
რომელიც ნაზი ამბორით ემთხვევა ქალის ფეხის ზედა ნაწილს. მამაკაცის ლოყა შეფაკლულია,
მისი ჯდომის პოზა კი აშკარას ხდის მის სასქესო ორგანოს, რომელიც დაუფარავად გამოსახა
მხატვარმა. მიუხედავად სომოვის მსგავსი თემატიკის სურათებისა, ვერ ვიტყვით, რომ მის
ნამუშევრებში ვხვდებით გარყნილებას. პირიქით, მისი ნამუშევრები გაჯერებულია ეროტიკით,
ინტიმით, ვნებით… მაგრამ ეს ყველაფერი ესთეტიკურად გამაღიზიანებელი როდია? მშვენერებისა
და წმინდა სილამაზის დონეზე აყვანილი სურათები
აღაფრთოანებს დამთვალიერებელს და მოწიწებით აღავსებს ავტორისადმი. კონსტანტინე სომოვის ინსპირაციის უშრეტი წყარო გახლდათ
ანტუან ვატოსა და ფრაგონარის შემოქმედება, მათი მხატვრობა შეფარული ეროტიკის ელემენტებით არის გაჯერებული. მათგან განსხვავებით,
სომოვი უფრო მეტად თამამია.
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


პ.ს. აღსანიშნავია, რომ სომოვი გახლდათ გეი და ის ხშირად ხატავდა ერთსქესიან წყვილებსაც….


--------------------
თესლი ზანპაქტო!
innuendo7
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5322
წევრი No.: 105450
რეგისტრ.: 21-November 09

გამოგზავნილია: 11 Mar 2018, 04:02  #52329399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სენბონზაკურა

საინტერესოა.
გმადლობ!
smile.gif


--------------------
Why Not?!

So far..so good:)

მთლად გამობიძინდა ერი!

სენბონზაკურა
გაიფანტე!


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 95
წევრი No.: 230521
რეგისტრ.: 27-March 17

გამოგზავნილია: 15 Mar 2018, 17:09  #52357322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
innuendo7
QUOTE
საინტერესოა.
გმადლობ!

არაა პრობლემა, სიშიშვლეზე კიდევ ბევრი ინფორმაციის დადება შემიძლია ^_^
რაგნარი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 228
წევრი No.: 241195
რეგისტრ.: 7-March 18

გამოგზავნილია: 17 Mar 2018, 08:05  #52368477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
.............................................................................

მიმაგრებული სურათი
d758f3d3622d.jpg
რაგნარი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 228
წევრი No.: 241195
რეგისტრ.: 7-March 18

გამოგზავნილია: 17 Mar 2018, 08:20  #52368496      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
...........................................................................

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
1_59a2734b6b70c_59a2784e7ae33.jpg
სენბონზაკურა
გაიფანტე!


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 95
წევრი No.: 230521
რეგისტრ.: 27-March 17

გამოგზავნილია: 2 Apr 2018, 18:14  #52460184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შალვა ქიქოძის ნამუშევრები
მეტად განსხვავებული და თავისებურია, მხატვარს აქვს თავისებური სტილი, რომელიც სხვებს
არ ჰგავს. გამომდინარე ჩვენი კვლევის თემიატიკისა, მხატვრის შემოქმედებიდან სიშიშვლის
ელემენტების მქონე სურათებს განვიხილავთ, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ინტერესი ჩემში
გამოიწვია „სამმა მხატვარმა“, პირველ რიგში რა საკვირველია მასზე გამოსახული სამი ნიუს
გამო, მაგრამ მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ სურათი ბევრ კითხვას ბადებს, მნახველის
სულს აფორიაქებს და აიძულებს იფიქროს, თუ რა ჩადო მხატვარმა ამ ნამუშევარში მეტაფორულად.
user posted image
მხატვარი და მისი მეგობრები უცნაურ გარემოში არიან წარმოდგენილი – სამი შიშველი ნიუს გარემოცვაში მდელოზე ქეიფისას, ზღვის ტალღების ფონზე. ყოველი ფიგურა თუ კომპოზიციური ჯგუფი რაღაც ალეგორიულ, ფარულ შინაარსს შეიცავს. კომპოზიცია ერთ სიბრტყეზე იგება, მაგრამ შ. ქიქოძის ტილოებისთვის დამახასიათებლად მონიშნულია პლანები – ალეგორიული სახეებიც ცალკე ამბებად ვითარდება და მთლიანობაში რთულ სიმბოლისტურ ნაწარმოებად იკვრება.
შინაარსობრივ – იკონოგრაფიული თვალსაზრისით ორაზროვნებასა და მრავალპლანიანობასთან გვაქვს საქმე. აშკარა ირონიითაა გადმოცემული როგორც მხატვართა, როგორც შემოქმედთა მარტოობისა და მათი შემოქმედებითი ინსპირაციის თემა, ისე ეროტიკული მოტივები. პარიზის მრავალფეროვანი ყოფა-ცხოვრება მხატვრებს, ჩანს, მრავალ საცდურს სთავაზობდა. მაგრამ, ამავე დროს, ეს მინიშნებაცაა არქეტიპულ, ქრისტიანულ მოტივზე. ეროტიზმისა და ირონიის მიღმა იქნებ, გარკვეული რელიგიურ-სიმბოლური მოტივებიც ამოვიკითხოთ – როგორიცაა შემოქმედებითი საწყისი, ცდუნების თემა, სამოთხიდან განდევნა და ყოფიერების, ცხოვრების წინააღმდეგობებით აღსავე გზა – მღელვარე ზღვა და უმოძრაო ნავი, რომელსაც თვით მხატვარი მართავს.
მეტად საინტერესოა
ვაშლი, რომელიც ერთ-ერთ ნიუს უპყრია ხელთ და თითქოს მხატვრის (ლადო გუდიაშვილის) ცდუნებას
ცდილობს, ისევე როგორც ევა ადამისას.
ასევე დიდ ყურადღებას
იპყრობს ფრინველი კაკაბაძის თითზე, რომელიც ლურჯია, მხატვარი თითქოს შეფიქრიანებული
უმზერს მას, თითქოს მომავალში მისი დახატვა განუზრახავს და მისი ნაკვთების შესწავლას
ცდილობს. ფრინველები მეტად საინტერესო სიმბოლურ მნიშვნელობებს ატარებდა ხელოვნებაში,
განსაკუთრებით კი მხატვრობასა და ქანდაკებაში. ზე ადამიანების გამოსახატავად ხომ ხშირად
ერწყმოდნენ ფრთები ადამიანის სხეულს? ფრინველები ხშირად უკვდავების, სიხარულის, მისნობის
ღვთაებებს წარმოადგენენ. (ეს იდეა აისახა მორის მეტერლინკის სიმბოლისტურ დრამაში –
„ლურჯი ფრინველი“).
სუფრა, რომელსაც
მხატვრები და მათი შიშველი მუზები შემოუმსხდარან თითქოს მითოლოგიურ სახესაც ატარებს,
უფრო კონკრეტულად კი „დიონისიურს“. სურათზე აშკარაა რეალურისა და პირობითის სინთეზი
და მხატვრული ხერხების მრავალგვარობა და ორაზროვნება. ერთი მხრივ, ფიგურათა ხელშესახები,
თითქოს მოცულობითი ფორმები, სახე, ხელის მტევნები, ზუსტი მსგავსებით დაწერილი პორტრეტები
და, ამავე დროს, სრულიად პირობითი, ლაქოვანი, დეკორატიული სტრუქტურა მათი გარემომცველი
სამყაროსი. თვით ფიგურათა მოცლობითობაც მოჩვენებითია, რადგან მთლიანობაში ისინი ერთგვარ
ფერადოვან ფართო სიბრტყეებს ქმნიან, რომლებიც თანაბრად და გარკვეული გააზრებული რიტმის
თანახმად ნაწილდება სასურათო სიბრტყეზე. ფერადოვანი ლაქის, ხაზის მნიშვნელობა იმდენად
გაზრდილია, ღია ფერის სიბრტყეებისა და მუქი ტონების კონტრასტი იმდენად ინტენსიურია,
რომ ფორმები განყენებულ პირობითობას იძენენ ანუ არსებობს ერთგვარი რეალისტური საწყისი, თუმცა, ილუზორულობა
სრულიად იგნორირებულია. კომპოზიცია პლანებად ნაწილდება და, შეაბამისად, ალეგორიული სახეებიც ცალკე ამბებად ვითარდება, მაგრამ ამ მონიშნული
პლანების მიუხედავად, ფერადოვან ლაქათა ლოკალური, დეკორატიული ხასიათი, ფონისა და წინა
პლანის ერთგვაროვანი დამუშავება, ფონის სიბრტყობრივი გადაწყვეტა უკუპერსპექტივის შთაბეჭდილებას
უფრო იწვევს. თითქოს ზღვა აყირავებულია, მისი ტალღები კუთხოვან-სტილიზებული, ცის ნაგლეჯი
კი ვიწრო ზოლად ჩნდება და ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ სივრცე დაკუმშულია, სიღრმე, პლანები
მხოლოდ მინიშნებულია პირობითად, მთლიანობაში კი სცენა ერთიან დანაწევრებულ სიბრტყედ
აღიქმება. ამ სიბრტყეზე ფიგურები რაციონალური სტრუქტურის მიხედვით ნაწილდება, მათი
განთავსება, მოძრაობები, პოზები ღრმად გააზრებულ ურთიერთკავშირზეა აგებული. წინა პლანის
მასშტაბური გამოსახულებები, განსაკუთრებით კი შავ სამოსში მხატვართა სტატიკური, თითქოს
გარინდებული ფიგურები თითქოს საყრდენს უქმნიან კომპოზიციას. მუქ ტონალობაში ამონათებული
ღია ფერის ლაქები ერთგვარ რიტმადაა გამთლიანებული, რომელიც სურათის წინა პლანიდან მის
პირობით სიღრმეში ვითარდება, ხელის ჟესტების განმეორებადი, ხშირად კუთხოვანი მონახაზები,
მოძრაობები კომპოზიციის ცენტრისკენ – მხატვრის ავტოპორტრეტისკენ მიანიშნებს და მისკენ
კონცენტრირდება. სურათის მხატვრულ-იდეური ცენტრი, ფოკუსი – მხატვრის ავტოპორტრეტია.
ეს ერთგვარი „ბაროკული“ ხეხრია, როდესაც კომპოზიციის იდეურ – მხატვრული ცენტრი გადაადგილებულია სიღრმეში და შემცირებულია ზომით, რითიც თითქოს გარკვეული ინტრიგა ჩნდება. მნახველის მზერა ავტოპორტრეტის გამოსახულებაზე ფიქსირდება, მით უფრო, რომ ის ერთადერთია პერსონაჟთაგან, რომლიც კონკრეტულად მნახველს უცქერის და მას მიმართავს. მის მზერას და მოძრაობას თითქოს შევყავართ სურათში არსებულ გარემოში, ერთგვარი კონტრასტიც კი ჩნდება ავტოპორტრეტსა და მისი მეგობრების პორტრტებს შორის, რომლებიც თითქოს საკუთარ, უდროო სამყაროში არსებობენ, ხოლო ავტოპორტრტის მიმიკა არტისტული, მოთამშე და მოუხელთებელია.
მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი მცდელობა საზღვრის მოშლისა მაყურებელსა და გამოსახულს შორის, ამ შემთხვევაში ავტოპორტრეტსა და მნახველს შორის ურთიერთკავშირზეა აგებული, რაკიღა დანარჩენი პერსონაჟები თითქოს საკუთარ, დისოცირებულ სამყაროში არსებობენ. მხოლოდ მხატვარის ავტოპორტრეტზე შეიძლება ითქვას, რომ ის მიმართულია, როგორც გარემოსკენ, ისე მნახველისკენ და ააშკარავებს საკუთარ სუბიექტურ დამოკიდებულებას გარემომცველი სამყაროსადმი.
user posted image
მსგავსი კომპოზციური ხეხრი ანუ შინაარსობრივი ცენტრის, ფოკუსის სურათის უკანა პლანზე განთავსება და მისი აქცენტირება მისკენ მიმართული კომპოზიციური მასებით შალვა ქიოქიძის სხვა ტილოებზეც გვხვდება. მაგ., „პარიზი. ლუქსემბურგის ბაღი“,
სადაც მისი ავტოპორტრეტი სურათის სიღმიდან იყურება დამკვირვებლის როლში, ასევე, „მხატვართა ყავახანა პარიზში“,

„დღეობა“ პლანები და ექსპრესიული, დინამიკური რიტმი, რომელიც სიღრმეში შეჭრის შთაბეჭდილებას ქმნის აშკარაა სურათში „ქალაქი“. ჩვეულია ამ მხატვრისთვის, ასევე, სივრცის, კომპოზიციის მნიშვნელოვან მაორგანიზებელ ელემენტად და შინაარსობრივ აქცენტად განათების გამოყენება. განათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სურათებში „ქალაქი“, „ლუქსემბურგის ბაღი“, ხოლო „სამ მხატვარ“-ში განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას იძენს, რაკიღა ის უფრო ხელოვნური შუქის შთაბეჭდილებას ქმნის და გარკვეული კუთხიდან შემოდის სურათში, როგორც სცენის ხელოვნური განათება. სინათლის სხივი სურათის მარცხენა კიდიდან ეცემა უკანა პლანზე ასახულ ფიგურებს, კიდეში გამოსახული ნიუ თითქოს ამ განათებიდან გამოდის (სამოთხიდან განდევნის ასოციაცია) და მხატვრის ავტოპორტრეტსაც ეს შუქი ეცემა, რომელსაც მისი თეთრი პერანგი განსაკუთრებით ირეკლავს, ანუ კომპოზიციის მხატვრულ-იდეური ფოკუსი განათებითაცაა აქცენტირებული.

user posted image

არანაკლებ საინტერესო
ნამუშევარია მისი სურათი „ქალაქი“, რომელზეც გამოსახულია მთვრალი მამაკაცებისა და ნახევრად
შიშველი ქალების სასიყვარულო აქტებით ტკბობის სცენები. წინა პლანზე გამოსახულია მამაკაცი,
ნაწილობრივ მელოტი თავით, მის კალთაში წელს ზემოთ შიშველი ქალი ზის, თვალებმინაბული,
თითქოს ცდილობს მამაკაცს, რომელიც მის მკერდს ებღაუჭება გაუძალიანდეს, რაზეც მეტყველებს
ქალის ძლიერი ჩაჭიდება მამაკაცის მკლავსა და მაგიდაზე. მელოტი მამაკაცი ქალს მხარზე
კოცნის.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0265 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]