გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 02:14 #52039373 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
akina
ჟიქური არის მასალა რომელიც გამოიყენება კერამიკის გასაფორმებლად.
აი ემალივით რომ აქვს კერამიკას ხომ გინახია? ეგაა ჭიქური...
იშოვება კერამიკის საწარმოებში (თუღაა დარჩენილი) ან სახელოსნოებში.
ერთი ასეთი სახელოსნო არის კეკელიძის ქუჩაზე. white studio მოიძიე ფბ ზე და კერამიკის სახლოსნო და მაღაზიაცაა.
გამოყენებას რაც შეეხება, თუ არ იცი ისე ვერ გამოიყენებ რადგან ჭიქურები განსხვავდება: თავიდან უფერო მასაა, რომელიც გამოწვის შემდეგ იძენს ფერს ქიმიური შემადგენლობის მიხედვით. და იმდენია და ისეთI ტექნოლოგიაა, რომ ეს დარგი 6 წელი ისწავლება აკადემიაში და ვინც კერამიკა გაიარა ყველა თანაბრად ვერ იყენებს, და ვერ მუშაობს რადგან მოგეხსენება ცოდნა მონდომებაზეცაა და საქმის სიყვარულზეც.
ამიტომ ვინც არ იცის, ძნელია...
მაგრამ მაგ კონკრეტულ სახელოსნოში დაგაკვალიანებენ მაინც, რომ ასე ვთქვათ "გასართობად" და მოსასინჯად რაღაცეები გააკეთო...
თუმცა მანდ ფული დაგიჯდება რამდენადაც შეკვეთებზე მუშაობენ და ყველა სახლის შეკვეთას იღებენ და ასევე ხელს უწყობენ დამწყებ თუ გამოცდილ კერამიკოსებს...
იქაური არ გეგონო, მეც მაინტერესებდა, და ასე მითხრეს კითხვა კითხვით მაგრამ არ ვყოფილვარ
This post has been edited by simartlismtkmeli on 22 Jan 2018, 02:16
|