ჯგუფი დაარსდა რომში 2016 წელს. იტალიური როკ-ჯგუფის დაარსება მეგობრების დამიანო დავიდის (წამყვანი ვოკალისტი), ვიქტორია დე ანჯელისის (ბასისტი) და ტომას რაჯის (გიტარისტი) იდეა იყო, მათ მალევე დაიმატეს დრამერი ეთან ტორკიო და ასე შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მალევე მოახერხა პოპულარობის მოპოვება იტალიის X ფაქტორზე. ქასთინგზე ისინი თავიანთი სიმღერით Chosen წარსდგნენ.
ჯგუფის მეორე წარმატება სადებიუტო ალბომის, Il ballo della vita (სიცოცხლის ცეკვა) გამოშვებას უკავშირდება, რომელიც იტალიური ჩარტების ლიდერი გახდა და მალევე მსოფლიოს ჩარტებშიც მოახერხა მაღალი პოზიციების დაკავება. კლიპი სიმღერაზე Torna a casa ხუთი კვირის მანძილზე უცვლელად ლიდერობდა იტალიურ ჩარტებს, რაც იტალიურ როკ-ჯგუფს არასდროს გაუკეთებია.
ჯგუფის მესამე და ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, სადაც სიმღერით zitti e buoni, როგორც სან რემოს გამარჯვებული წარდგა. ევროვიზიის ბრძენმა ჟიურიმ სიმღერას მე-5 ადგილი მიაკუთვნა, თუმცა გულშემატკივრების ხმების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით Maneskin გახდა ევროვიზიის გამარჯვებული. ჯგუფმა იტალიას ევროვიზიის ტრიუმფი ტოტო კუტუნიოს შემდეგ პირველად მოუტანა. zitti e buoni იყო მეორე სიმღერა როკ-მუსიკის ჟანრიდან, რომელმაც ევროვიზია დაიპყრო.
ჯგუფმა ორი კვირის წინ გამოუშვა კლიპი სიმღერაზე I WANNA BE YOUR SLAVE , რომელიც უკვე 14 ევროპული ქვეყნის ჩარტების ხუთეულში მოხვდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც.