Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ქვეწარმავლების/მწერების ყიდვა-გაყიდვა


Posted by: katie_k 12 May 2009, 01:17
ძალიან მინდა რამე ქვეწარმავლის, მაგალითად არიზონული სამეფო გველის, ლეოპარდისებური გეკოს ან იგუანას ყიდვა........... ამერიკიდან ჩამოყვანა ვცადე მაგრამ იგუანა რომ 50$ ღირდა, ჩამოყვანა 1200$ ჯდებოდა და თან შეიძლება მოკვდესო lol.gif ხომ არ იცით სად/საიდან შეიძლება ყიდვა? ვინმეს რაიმე ქვეწარმავალი ან მწერი თუ გყავთ (მაგალითად ტარანტული, ან რაიმე ეგზოტიკური), დააგდეთ აქ მათი ფოტოები gigi.gif

Posted by: <Start> 12 May 2009, 01:32
ვიყიდი აბრეშუმის ჭიებს..

_
_
_
_
_____________

Posted by: katie_k 13 May 2009, 02:42
მეტი არაფერი?... მეტი არავინ არაფერს ყიდის?..... cry.gif cry.gif fig.gif weep.gif

Posted by: AquariuMANIAK 13 May 2009, 22:48
Start
QUOTE
ვიყიდი აბრეშუმის ჭიებს..


აუ აბრეშუმის ჭიები მეც მინდა ადრე მყავდა და მაგარი რამეა რა smile.gif

გამრავლდნენ და მერე პეპლებად გადაიქცნენ მართლა სად შეიძლება შოვნა?

Posted by: TimeRider 13 May 2009, 23:11
AquariuMANIAK
QUOTE
გამრავლდნენ და მერე პეპლებად გადაიქცნენ მართლა სად შეიძლება შოვნა?

უფრო პირიქით იქნებოდა, ჯერ პეპლებად გადაიქცეოდნენ და მერე გამრავლდებოდნენ smile.gif
რად გინდათ აბრეშუმის ჭიები?
katie_k
და შენ რას ელოდი რო გაყიდიდნენ? smile.gif
საქართველოში ქვეწარმავლები და მწერები არ იყიდება smile.gif

Posted by: katie_k 14 May 2009, 00:53
TimeRider

კაი რა იმდეს ნუ მიცრუებ ;(((( არადა იყიდება, იგუანა... მაგრამ ძააან ძვირი ღირსsad.gif(((( მაინც პატარა იმედი მაქვს რომ აქ რამე ჩემთვის საინტერესოს გაყიდიანsmile.gif)) იმედი ბოლოს კვდება biggrin.gif

Posted by: tikoroma 14 May 2009, 02:40
მე მინდა კუ მყავდეს.. მარა წყლის არ მნდა, მინდვრის ჩვეულებრივვი,ჩვენთან რომელიც ცხოვრობს sad.gif

Posted by: katie_k 14 May 2009, 15:25
tikoroma

შაბათ-კვირას დიღგომში ცხოველების ბაზრობაზე წადი და ბლომადააtongue.gif და იაფიც ღირს...

Posted by: blblbl 14 May 2009, 17:07
QUOTE
შაბათ-კვირას დიღგომში ცხოველების ბაზრობაზე წადი და ბლომადააtongue.gif და იაფიც ღირს...

tikoroma
მე უკეთესს გეტყვი ცოტა უფრო რომ დაცხება ლისის ტბაზე ადი და დაიჭერ ყველა ზომისას biggrin.gif

Posted by: PANTALONE 14 May 2009, 19:11
იგუანა არის ზოოპლაზაში დელისთან / უფრო ზუსტად პავლოვის შესახვევთან მგონი

Posted by: Jaguar paw 14 May 2009, 19:24
PANTALONE
QUOTE
იგუანა არის ზოოპლაზაში დელისთან / უფრო ზუსტად პავლოვის შესახვევთან მგონი

უჰუ smile.gif თამარაშვილის ქუჩAზე smile.gif მაგრამ ერთმა ფორუმელმა მითხრა არ იყიდებაო .

Posted by: PANTALONE 14 May 2009, 19:31
Jaguar paw
QUOTE
მაგრამ ერთმა ფორუმელმა მითხრა არ იყიდებაო .

გასაბერია ?

Posted by: Jaguar paw 14 May 2009, 19:35
PANTALONE
QUOTE
გასაბერია ?

ვერ მივხდი.

Posted by: PANTALONE 14 May 2009, 19:40
Jaguar paw
გასაბერი იგუანა უდევთ და იმიტომ არ ყიდიან

Posted by: Jaguar paw 14 May 2009, 19:44
PANTALONE
QUOTE
გასაბერი იგუანა უდევთ და იმიტომ არ ყიდიან

გასაგებია smile.gif

Posted by: katie_k 14 May 2009, 21:30
ეგრე ზოოშიც ყავთ, იგუანა კი არა რამდენი რაღაც ყავთ მაგრამ არ ყიდიან........ მაგის გამო დავდიოდი მანდ მოხალისეთ ეგზოტარიუმში და მწერებში, მაგრამ მე ჩემი მინდა, სახლში user.gif

Posted by: mettalmag 10 Aug 2009, 12:37
მინდა ტარანტული!
ძალიან აი ეს ჯიში Brachypelma smithi
იქნებ ვინმემ მიშველოთ რამით

Posted by: tarash07 11 Aug 2009, 23:11
ბავშვს ვუყიდე ამერიკული წითელყურა კუ,მაგარი ხიშნიკია,დღეში 5-6 კალიას ჭამს,ზამტარში ხორცს.მყავს დიდ აკვარიუმში და ქვა მიდევს სადაც ძვრება და ისვენებს.მაგარი მასტია.მაღაზიებშიც იყიდება,იგუანას ეგ სეგიცვლით

Posted by: Piligim 20 Aug 2009, 22:28
კუს ტბაზეა ბევრი გველხოკერა. 1 მეტრამდეა. პირში თითი რომ ჩაუყო ზალით, მაინც არ გიკბენს, ჩმორიკია. ხვლიკია, მაგრამ ფეხები არ აქვს და გველად შეგიძლიათ გაასაღოთ. თან თაგვებისა და ტარაკნებისგან დაგიცავთ.

Posted by: Baiateo 20 Aug 2009, 22:32
მთავარია CITES-ის სერტიფიკატი მოყვებოდეს თუ სადმე იყიდით smile.gif

Posted by: Makulatura 23 Aug 2009, 06:01
იგუანა არვიცი მაგრამ თუ რომელიმემ ყური მოკარით რომ იყიდება მარტორქა
(პატარა) აუცილებლად გამაგებინეთ

არ ვღადაობ!

საუკუნეა ვოცნებობ ამ ცხოველზე, ნებისმიერ თანხას გადავიხდი smile.gif
კიდე ერთხელ ვიმეორებ არ ვღადაობ!


http://www.radikal.ru

Posted by: TimeRider 23 Aug 2009, 09:41
Makulatura
QUOTE
ქვეწარმავლების/მწერების ყიდვა-გაყიდვა

QUOTE
მარტორქა

spy.gif
მარტორქა ძუძუმწოვარაა yes.gif
ვორნი გეკუთვნის ეხლა yes.gif
biggrin.gif

Posted by: pexuca 1 Sep 2011, 23:27
ჩამომყავს სამეფო პიტონები(python rigius) სხვადასხვა მორფები(ფერები)ფასი და პირობები შეთანხმებით








user posted image

Posted by: web0 6 Oct 2012, 14:27
pexuca
Lევენდერ Aლბინოს რამდენად ჩამოიყვან???

Posted by: bere008 27 Dec 2012, 23:14
ვინმეს არ ჩამოგყავთ გველები და ხვლიკები
? გამომეხმაურეთ რა,

Posted by: lexa 6 Jan 2013, 14:40
bere008
katie_k
QUOTE
 ქვეწარმავლების/მწერების ყიდვა-გაყიდვა

ვინც არ იციტ ამაზე ძლიან დიდი ჯარიმებია
ვერ გამიგია რისტვის უნდა შემოიყვანო ქვეწარმავალი ან ხვლიკი, რა მიზნებს ემსახურება ეს

გადი მინდორში და რამდენიც გინდა დაიჭირე ბოლობოლო

Posted by: Pirate 6 Jan 2013, 15:01
QUOTE (PANTALONE @ 14 May 2009, 19:11 )
იგუანა არის ზოოპლაზაში დელისთან / უფრო ზუსტად პავლოვის შესახვევთან მგონი

ეგ იმდენი ხანია მანდ არის, მალე მოკვდება lol.gif

Posted by: shvelo96 6 Jan 2013, 15:03
QUOTE
მწერი თუ გყავთ (მაგალითად ტარანტული

QUOTE
მწერი თუ გყავთ (მაგალითად ტარანტული

lol.gif lol.gif

Posted by: MITIATO 6 Jan 2013, 15:18
lexa
QUOTE
რისტვის უნდა შემოიყვანო ქვეწარმავალი ან ხვლიკი

QUOTE
გადი მინდორში და რამდენიც გინდა დაიჭირე

კიიი.
იმდენ იგუანებს დაიჭერ ჩვენს მინდვრებში, იმდენ იგუანებს...
კიდევ უფრო მეტი ვარანი და ბოა დარბის! bis.gif

P.S. ხვლიკიც ქვეწარმავალია. user.gif

Posted by: lexa 6 Jan 2013, 16:41
MITIATO
დეპრესიულო ოპტიმისტო, რატ გინდა მერე ეგენი? ექიმმა ხომ არ დაგინიშნა დეპრესიის სამკურნალოდ? LOL

Posted by: MITIATO 6 Jan 2013, 18:35
lexa

ჰო, კაი, არ ინერვიულო.
დღეიდან გეცოდინება, რომ ეგზოტიკურ ცხოველს იმიტომ ქვია ეგზოტიკური, რომ შენს ქვეყანაში არ ცხოვრობს.
მერე რა, ხდება ხოლმე. wink.gif

P.S. მართლაც, რომ http://smayliki.ru/smilie-871750503.html

Posted by: bere008 7 Jan 2013, 00:30
და ვინ თქვა რო მცხოვლები დეპრესიულებისთვის არიან> ? ზოგი ძაღლს დ აკატას ჯერდება მთელი ცხოვრება და ძოგს უფრო სხვა სილამაზე ხიბლავს ცხოველში და ამიტომაც მოსწონს ის ხვლიკები და გველები, მე პირადად მყავს ეგზოტიკური გველი და ძალიან ნასიამოვნები ვარ მისი ყოლით

Posted by: kosta-rika 12 Jan 2013, 16:39
წყლის კუს ვყიდი
წითელყურას ჯიშის ულამაზესია
სურათები კუს თემაშია
ფასი 50 ლარი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Jan 2013, 23:08
QUOTE
მე პირადად მყავს ეგზოტიკური გველი და ძალიან ნასიამოვნები ვარ მისი ყოლით

წლის პირველი პოსტი ნომინირებული იგივე დასახელების პრემიაზე lol.gif

Posted by: bere008 17 Jan 2013, 23:46
WTF??????????????????????????????????????????????????????//

Posted by: TimeRider 18 Jan 2013, 00:16
bere008
აი რაღAც ისე ჟღერს რა, აი როგორ იცი? ერთი 20 წუთის წინ წავიკითხე და ჯერ ვერ გავჩერდი ისევ მეცინება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Iron Butterfly 19 Jan 2013, 20:54
ბეტონის ჭიებს გავაჩუქებ

Posted by: viblianizx6r 15 Apr 2013, 22:00
ვყიდი ტრიტონებს. ძალიან ლამაზია აკვარიუმში თევზებთან ერთად. ფასი 10 ლარი

http://imageshack.us/photo/my-images/24/800pxtrituruscarnifexma.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/594/1318616454pxuumlvvnebwl.jpg/

Posted by: micxikine.me 21 Sep 2015, 11:40
ხვლიკი შემომეჩვია...
გუშინ უკვე მოვეფერე ხოდა რას ჭამენ ხოლმე ისე ზოგადად, რითი ვცე პატივი...
საქართველოში რომელი ხვლიკები არიან გარცელებული შეგიძლიათ თქვათ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Sep 2015, 13:32
micxikine.me
QUOTE
ხვლიკი შემომეჩვია...
გუშინ უკვე მოვეფერე ხოდა რას ჭამენ ხოლმე ისე ზოგადად, რითი ვცე პატივი...
საქართველოში რომელი ხვლიკები არიან გარცელებული შეგიძლიათ თქვათ?

როგორ გაჩერდა და მოეფერე? biggrin.gif ალბათ გეკონი იქნებოდა

Posted by: Unico 21 Sep 2015, 13:42
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ალბათ გეკონი იქნებოდა

გეკონი სად? ზოომაღაზიაში მოეფერა ალბათ smile.gif

თუ სწორად მახსოვს გეკონები ასე ფართოდ მოდებულნი [კავკასიაში] არ უნდა იყვნენ, თუმცა გადავამოწმებ ვიკიპედიაში.
შეიძლება მეშლება, არ ვიცი user.gif მაგრამ რაღაც სკეპტიკურად განვეწყვე sad.gif

Posted by: micxikine.me 21 Sep 2015, 13:58
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 21 Sep 2015, 13:32 )
micxikine.me
QUOTE
ხვლიკი შემომეჩვია...
გუშინ უკვე მოვეფერე ხოდა რას ჭამენ ხოლმე ისე ზოგადად, რითი ვცე პატივი...
საქართველოში რომელი ხვლიკები არიან გარცელებული შეგიძლიათ თქვათ?

როგორ გაჩერდა და მოეფერე? biggrin.gif ალბათ გეკონი იქნებოდა

მე ვცხორობ კორპუსის ბინაში. ხოდა იქა პატარა ბალკონი სადაც ადამინი ხშირად არ გადიან, ხოდა მე რომ წავყდი 5 წუთამდე ვუყურე და მერე წავიდა. ეხლა კონტაქტი უფრო დიდი ხანი გარძელდა...
ქვექართლში რა ხვლიკები არიან გარცელებული?

ღია ქვიშის ფერია და კვარკვა თვალები აქვს... ქამელენო არა sad.gif
თითი დავადე... გაჩერდა და მერე წავიდა, იტოგში მოფერებაში გადის

რას წამენ ხვლიკები? რა შეიძლება დავახვედრო

Posted by: PAINKILLER 21 Sep 2015, 14:40
QUOTE
ღია ქვიშის ფერია და კვარკვა თვალები აქვს.

micxikine.me

ეგ ჯოჯოა smile.gif


user posted image

Posted by: micxikine.me 21 Sep 2015, 15:03
QUOTE (PAINKILLER @ 21 Sep 2015, 14:40 )
QUOTE
ღია ქვიშის ფერია და კვარკვა თვალები აქვს.

micxikine.me

ეგ ჯოჯოა smile.gif


user posted image

კაი ჯოჯო იყოს
ეგენი რას მიირთმევენ

რამე რომ იყოს და აღარ გავუშვა ზამთარში იძინებს თუ კვდება?
უკვე მე-4 შევხდით და თანდათნ იზრდება კონტაქტის დრო, სიცივის გამოა დადებილებული თუ ადამინებს არ გაურბის?
* * *

აი ეს მასტი უფროა ანუ სახელი დახლოებით ვიცით
user posted image

თემაც გავარძე...

მაიცა ამათი საჭმელი როგორც ძაღლებისა არ იყიდება?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 21 Sep 2015, 17:29
micxikine.me
ბუზები და პეპლები სასურველია ცოცხალი სახით სხვა დროს რომ დაბრუნდება მოსაფერებლად დაახვედრე, ზამთარში როცა საჭიროდ ჩათვლის თავისით მოძებნის ხვრელს და დაიძინებს სადმე

Posted by: Jaguar paw 21 Sep 2015, 18:47
micxikine.me, კასპიური გეკონი (Cyrtopodion caspium) იქნებოდა. ჩვეულებრივ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სინანტროპული სახეობაა, ანუ დასახლებულ პუნქტებში ხშირად გვხდება იგივე ჯოჯოსგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის უშუალო სიახლოვეს ეროდება და სიმართლე ვთქვათ, ვერ იცხოვრებს, რადგან ოჯახებით ცხოვრობენ, ადამიანის ბინა/სახლი კი ამისათვის შეუფერებელი ადგილია.


ნებისმიერი შესაბამისი ზომის ფეხსახრიანით იკვებება. ისე კი ღამის ცხოველია.

Posted by: micxikine.me 22 Sep 2015, 10:27
QUOTE (Jaguar paw @ 21 Sep 2015, 18:47 )
micxikine.me, კასპიური გეკონი (Cyrtopodion caspium) იქნებოდა. ჩვეულებრივ საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სინანტროპული სახეობაა, ანუ დასახლებულ პუნქტებში ხშირად გვხდება იგივე ჯოჯოსგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის უშუალო სიახლოვეს ეროდება და სიმართლე ვთქვათ, ვერ იცხოვრებს, რადგან ოჯახებით ცხოვრობენ, ადამიანის ბინა/სახლი კი ამისათვის შეუფერებელი ადგილია.


ნებისმიერი შესაბამისი ზომის ფეხსახრიანით იკვებება. ისე კი ღამის ცხოველია.

ვა ვა..
შენ პოსტებს ვკიტხულობდი წინა თემაში.

მწვანე ხლიკი რომ გყავდა 2009 მგონი ხო.. როგორა? რა ქნა ზამთარში?

QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 21 Sep 2015, 17:29 )
micxikine.me
ბუზები და პეპლები სასურველია ცოცხალი სახით სხვა დროს რომ დაბრუნდება მოსაფერებლად დაახვედრე, ზამთარში როცა საჭიროდ ჩათვლის თავისით მოძებნის ხვრელს და დაიძინებს სადმე

ეტყობა წინაზე სუნი აიღო...
აღა გამიჩერდა გაიქცა :დ


სახლში რო ვიყოლიო აზრი არ აქვს ხო? ანუ ზამთარში ჩვენსკენაც იძინებს და პროსტა ოტახის ტეპერატურაზე ცხორების რიტმი დაერღვევა?

Posted by: Jaguar paw 22 Sep 2015, 11:22
micxikine.me, გავუშვი მწვანე smile.gif
QUOTE
სახლში რო ვიყოლიო აზრი არ აქვს ხო? ანუ ზამთარში ჩვენსკენაც იძინებს და პროსტა ოტახის ტეპერატურაზე ცხორების რიტმი დაერღვევა?

yes.gif აბსოლუტურად მართალი ხარ.

Posted by: micxikine.me 22 Sep 2015, 11:57
Jaguar paw


რავი ტო ჩრდილოეთში ყავთ და


20 წელი ცოცხლობს ხო?
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif




Posted by: Jaguar paw 22 Sep 2015, 12:16
micxikine.me
QUOTE
რავი ტო ჩრდილოეთში ყავთ და

ჩრდილოეთში რომ ჰყავთ, მანდ საკვების ყიდვაა შესაძლებელი. საქართველოში, ზამთრის პერიოდში სად დაუჭერ/უყიდი ცოცხალ მწერს?

Posted by: micxikine.me 22 Sep 2015, 12:23
Jaguar paw

ეგ უფრო საინტერესოა
ეხლა ვნახე ვიდეობი და ქუჩაში დაჭერილმა შეიძლება მოწამლოსო?! ანუ ასე თუ ისე ჩვენ ხო ვწამლავთ მწერებს ათასი რამე ხოდა შეიძლება მომკვდავი შეჭამოსო.

იტოგში ყიდულობ 2-3 ცალს და მერე ამრავლებ იმათ



Posted by: ell-lle 24 Apr 2018, 10:29
6 წლის ბავშვს უნდა ხვლიკი.
ვფიქრობ ქამელეონს, რადგან ზომებში ყველაზე პატარაა, როგორც გავიგე.
მაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის?
რამე განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა თუ უნდა? იმ ფორნზე რომ დღისით სახლში არავინაა

Posted by: weasel 6 May 2018, 22:00
ell-lle
6 წლის ბავშვისთვის ხვლიკი კი არა არცერთი პატარა ზომის ცხოველი არ არის რეკომენდირებული.
იმიტომ რომ უბრალოდ მოკვდება ცხოველი თუ არასწორად მოუვლით და ბავშვს ხშირი კონტაქტი ექნება.
ისე უსაფრთხოა ქამელეონიც და ნებისმერი ხვლიკიც, მაგრამ უბრალოდ მოგიკვდებათ, იმიტომ რომ ცოცხალი არსებაა და სათამაშო არ არის.

Posted by: JoePistone 11 Jun 2019, 18:15
user posted image
ესეც ჩემი ,,ხვლიკტერიერი'', რამდენიმე დღეა მყავს და მაგრად კიშკაობს, თავისზე დიდ მწერებს ჭამს მაგარი კაცია biggrin.gif
დაჭერისას კუდი მოიძრო და ეხლა ხეჩბეკივით არის biggrin.gif
ზამთარში ნეტა გამხმარ მწერებს არ შეჭამს ზოომაღაზიებში რომ იყიდება?

Posted by: Hunterchupa 9 Jul 2019, 17:37
ერთი შეკითხვა მაქვს და თუ იცის ვინმემ ან სად ვიკითხო. კორპუსში 7 სართულზე საშრობში ვნახე და სავარაუდოდ იქ ცხოვრობს ხვლიკის მაგვარია ღია ყავისფერი. წინა გვერდზეა ნახსენები მემგონი და ამ გვერდზეც ჯოჯო და კასპიური გეკონი აი მაგათ ჰგავს ხოდა ეგენი რამდენად უსაფრთხოები არიან ან თუ არის რაიმე ხვლიკი მაგ ფერის რომელიც არ არის უსაფრთხო შხამიანი ან რამე

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 9 Jul 2019, 22:29

Hunterchupa
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს და თუ იცის ვინმემ ან სად ვიკითხო. კორპუსში 7 სართულზე საშრობში ვნახე და სავარაუდოდ იქ ცხოვრობს ხვლიკის მაგვარია ღია ყავისფერი. წინა გვერდზეა ნახსენები მემგონი და ამ გვერდზეც ჯოჯო და კასპიური გეკონი აი მაგათ ჰგავს ხოდა ეგენი რამდენად უსაფრთხოები არიან ან თუ არის რაიმე ხვლიკი მაგ ფერის რომელიც არ არის უსაფრთხო შხამიანი ან რამე

დიდი ალბათობით გეკონი იქნება, მსოფლიოში შხამიანი ხვლიკების 2 სახეობა არსებობს და არცერთი არ ბინადრობს ჩვენთან, ასე რომ ნებისმიერი რაც არ უნდა იყოს სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის

Posted by: kotcio 10 Jul 2019, 11:04
Hunterchupa
მეც ვნახე მერვე სართულზე ეგეთი აღწერილობის და ძირს გადავაგდე

Posted by: Hunterchupa 10 Jul 2019, 11:04
M-A-S-E-R-A-T-I

გაიხარე დიდი მადლობა, რამდენი რამე მითხრეს რომ იცოდე, ჯოჯო იქნება შხამიანიო, რძე დაუდგიო, რაღაც ფხვნილია შხამიანიო ის დაუყარეო, 112 ში დარეკეო და მოვლენ მიხედავენო და რავი smile.gif არადა ეგეც არსებაა არაფერს მიშავებს არც ხელს მიშლის და რის გამო მოვუღო ბოლო. ისე რომელი ხვლიკია შხამიანი? მე ერთი ვიცი ვარანი ქვია რუსულად და იმხელა იზრდება მარტო დანახვაზე გამისკდება გული smile.gif შხამი აღარც დამჭირდება smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jul 2019, 11:58
kotcio

QUOTE
მეც ვნახე მერვე სართულზე ეგეთი აღწერილობის და ძირს გადავაგდე

ყოჩაღ, როგორ მოერიე?! mad.gif mo.gif


Hunterchupa
QUOTE
გაიხარე დიდი მადლობა, რამდენი რამე მითხრეს რომ იცოდე, ჯოჯო იქნება შხამიანიო, რძე დაუდგიო,


არადა ქალაქში ვცხოვრობთ და საიდან ამდენი რაღაც ღრმა პროვინციალური მითები ირგვლივ drug.gif

რაც შეეხება ვარანს https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98

Posted by: Hunterchupa 10 Jul 2019, 12:11
M-A-S-E-R-A-T-I

მეც მაგას ვამბობ ეს 1 ვიცი რომ მოშნი იზრდება აქაც უწერიათ 100 კილომდეო smile.gif მე თვითონ 80 კილო ვარ smile.gif smile.gif smile.gif კაია აქ რომ არ არის ამ დალოცვილ კუთხეში. მე მაინტერესებს შენ რომელ 2 ხვლიკზე ამბობდი არს 2 სახეობა შხამიანიო

Posted by: JoePistone 1 Oct 2019, 11:25
პატარა ხორცის მატლები როა ვინმემ ხომ არ იცით სად ვიყიდო? ხვლიკისთვის მინდა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Oct 2019, 14:59
JoePistone

აქ უნდა იცოდნენ https://www.facebook.com/groups/ReptilesandAmphibiansGeorgia/

Posted by: JoePistone 1 Oct 2019, 19:38
M-A-S-E-R-A-T-I
გაიხარე ვნახავ მადლობა

Posted by: electri_chka 8 Oct 2019, 10:39
ჯოჯო მყავდა სახლში აკვარიუმში დაახლოებით 1 წელი. ბოლოს დავიღალე მაგის მოვლით და ბუნებაში გავუშვი. მაგარი ამტანი როჟაა. ნუ ყოველშემთხვევაში მე რაც მყავდა ძაან გამძლე გამოდგა. ერთხელ 9 დღით წავედი ქალაქიდან და საერთოდ დამავიწყდა რომ ეგ მყავდა სახლში. ვიფქრე მკვდარი დამხვდებათქო მაგრამ მაგარ ხოდზე იყო. ბუზებს არ ჭამდა. ძირითადად ვუყრიდი ხოლმე პეპლებს, პატარა ხოჭოებს, მატლებს, თევზის საჭმელი მქონდა რაღაც ძველი გამხმარი პეპლები და მატლები ეყარა შიგნით და ვაშლის ქერქს ვჭრიდი წვრილ ნაჭრებად, პურის ნამცეცებსაც ვუყრიდი ხოლმე. როდის ჭამდა საერთოდ ვერ ვხდებოდი. რომ ჩავუყრიდი პირს არ აკერებდა, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე შეჭმული მხვდებოდა ყველაფერი. ხშირად ამომყავდა სველი ტილოთი გავწმინდავდი ცოტას გავეთამაშებოდი და ისევ აკვარიუმში ვაბრუნებდი smile.gif ბნელი 90-ანები იყო მაშინ სხვა გასართობი არაფერი არ იყო. ან ლევად გადმოჭიმულ დენზე დენდის კომპიუტერით უნდა გეთემაშა (კონტრა, ტანკები) ან რაიმე გაგეფუჭებინა smile.gif)

Posted by: mtredo 25 Oct 2019, 14:12
user posted image. რა ჯიშია ვინმემ იცით? შხამიანია? გული მაქვს გახეთქვას

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 25 Oct 2019, 17:35
mtredo
მგონი წყლის ანკარაა შეფერილობით

Posted by: mtredo 25 Oct 2019, 19:14
მადლობა მდინარიდან კი ამოვიდა სავარაუდოდ. ესე იგი არაა შხამიანი ხო?

Posted by: Hunterchupa 26 Oct 2019, 10:39
electri_chka

ანუ არ იკბინება და რამე ხო? სურათი შეგიძლია ჩააგდო როგორი იყო?


mtredo

სახლში შემოვიდა? სადაა ტერიტორიულად? მე რომ გამეჩითოს ეგრევე გული გამიჩერდება.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Oct 2019, 21:01
mtredo
QUOTE
მადლობა მდინარიდან კი ამოვიდა სავარაუდოდ. ესე იგი არაა შხამიანი ხო?

არა თავშესაფარს ეძებს ზამთრისთვის უბრალოდ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)