forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თამბაქო, დათესვა, მოვლა და მოყვანა
XAO
XAO-044


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21552
წევრი No.: 7684
რეგისტრ.: 5-December 04

გამოგზავნილია: 11 Nov 2006, 14:19  #4139073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
თამბაქო (Nicotiana) — ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ნაყოფი კოლოფია. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა. კულტივირებულია 2 სახეობა: კულტურული ანუ მოსაწევი თამბაქო (Nicotiana tabacum) და წეკო (Nicotiana rustica). დეკორატიულ მებაღობაში თამბაქოს ისეთ სახეობებს იყენებენ, რომლებსაც დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს.

მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსურია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი (1000 თესლი 60-80 მგ-ს იწონის).

თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდია 135-170 დღე. იგი სითბოსმოყვარული (თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27-28 °C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვიტარებისათვის 24-28 °C) და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის).

თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ევროპაში (ესპანეთი, პორტუგალია, შემდეგ საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ამერიკიდან შემოიტანეს XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).


user posted image
თამბაქოს პლანტაცია



This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 22 Mar 2017, 17:28


--------------------

XAO-044
XAO
XAO-044


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21552
წევრი No.: 7684
რეგისტრ.: 5-December 04

გამოგზავნილია: 11 Nov 2006, 14:22  #4139092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · yim
__________________________________________

მიმაგრებული სურათი
2.JPG
San1
Custom member title


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4822
წევრი No.: 41821
რეგისტრ.: 14-September 07

გამოგზავნილია: 8 Oct 2010, 00:20  #21943928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმე გამოცდილი ხართ ამ საქმეში? იქნებ გამიზიაროთ მეც? თუ არის რაიმე პრასვეტი რომ რაჭაში დავრგო და მოვიყვანო, ოღონდ პირადი მოხმარებისთვის მინდა და მაინტერესებს უბრალოდ რა გამომივა და როგორი გემო ექნება givi.gif თან როგორც ვატყობ ამ ნაგავს რასაც ვეწევით, ბევრად აჯობებს (ჯანმრთელობისთვის ერთი ნაგავია, მარა მაინც)


--------------------
** Peace Sells... but Who's Buying? **
---------------------------------------------------------------
ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცი მთავრობის მხარდამჭერი როგორ უნდა იყო...ძუძუ უნდა გიყვარდეს, ლუდი და ანარქია (c) შაქროII
graver
ラチャからメンバー


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11334
წევრი No.: 78051
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 22 Feb 2011, 22:45  #24139406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
San1
ეხლა ვაპირებდი ზუსტად იგივე სახის თემის გახსნას და ეს ვიპოვე biggrin.gif

QUOTE
რაჭაში

+++++++++1111111111 biggrin.gif


--------------------
ALWAYS REMEMBER CODEX !!!

http://www.picz.ge/img/s4/1307/27/b/bd75277617ac.gif

ატმო SR-ის დედაც )) მაგას ჯობია ვინმე ზანგი მონა გააძრო კაპოტში ჩასვა და 3K დან პირით ჩაბუსტოს © Jameson

"One day I will own a car worthy of wearing gloves while driving"
PAVLIK@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 121
წევრი No.: 125534
რეგისტრ.: 4-January 11

გამოგზავნილია: 23 Feb 2011, 22:28  #24156527      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოვლაზე ბევრი არაფერი ვიცი მაგრამ რაც ვიცი დავწერ. თავიდან უნდა დაითესოს სათბურში, რომ წამოიზრდება უნდა გადაიტანო მიწაში, მგონი საშუალოდ 23 გრადუსი სჭირდება, იზრდება 3-4 თვეში ფოთლები 28 გრადუსზე ხმება ეგ მახსოვს და კიდევ ის მახსოვს, რომ ჭერში უნდა იყოსჩამოკიდებული.
მეც მაინტერესებს რაღაც ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისში ვცხოვრობ და თამბაქოს თესლი სად უნდა ვიშოვო ვინმემ ხომ არ იცით?


--------------------
www.Transfers.ge
JBB
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 106701
რეგისტრ.: 5-December 09

გამოგზავნილია: 24 Feb 2011, 13:39  #24164590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.krugosvet.ru/enc/nauka_i_tehnik...STOYASHCHI.html

http://pey.narod.ru/smoke/tobacco/tobac03.html

http://www.tabakerka.dk/category/tabak/

აი თესლის შოვნის კი რა მოგახსენო. მე თვითონ მინდა და ვინმემ თუ იცით სად იყიდება, აქ დაპოსტეთ.
davita74
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1219
წევრი No.: 125734
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 24 Feb 2011, 19:37  #24170535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
JBB
QUOTE
აი თესლის შოვნის კი რა მოგახსენო. მე თვითონ მინდა და ვინმემ თუ იცით სად იყიდება, აქ დაპოსტეთ.

ჩემ მეგობარს ქონდა ლაგოდეხში და ვიცი რომ არ არის იოლი მოყვანა და მოვლა . ისე რაც შეეხება ცოდნას ყველაზე მეტ იფორმაციას ლაგოდეხში და აჭარაში გაიგებ, ძირითადად ამ 2 რეგიონში მოყავთ, და ვიცი რომ გურიაშიც თესავს ხალხი მაგრამ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის
M43DL0
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16960
წევრი No.: 17244
რეგისტრ.: 15-February 06

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 03:17  #29241314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
სად შეიძლება თამბქაოს თესლის შეძენა?
არის რაიმე მაღაზია თბილისში სადაც იყიდება?


--------------------
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari

mchedlo.com - my own blog
imchedlo.tumblr.com

“The only true love is that between a man and his son.”
Computer
რიგითი ფორუმელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4863
წევრი No.: 94022
რეგისტრ.: 19-June 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2012, 09:26  #29242246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
davita74
QUOTE
ისე რაც შეეხება ცოდნას ყველაზე მეტ იფორმაციას ლაგოდეხში და აჭარაში გაიგებ

ლაგოდეხში იყო დრო ყველა ქართულ ოჯახში იყო გაფენილი თამბაქო და კარგი ბიზნესის წყაროც იყო. დეტალურ ინფორმაციას ამ რეგიონშI მოგცემენ, როგორც თესლის შეძენაზე ასევე მის მოვლასა და რეალიზაციის წყაროზე...


--------------------
ადიდე ღმერთი უკუნისამდე..........
Davit Khabaidze
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 178218
რეგისტრ.: 15-December 13

გამოგზავნილია: 15 Dec 2013, 20:36  #39094259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, 10-12 მეასედზე ვაპირებ თამბაქოს დათესვას იქნებ ვინმემ იცოდეთ შემდგომ მისი რეალიზება ან ჩაბარება სად შეიძლება?
Rokap
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 404
წევრი No.: 244119
რეგისტრ.: 12-July 18

გამოგზავნილია: 18 Feb 2019, 20:56  #54243287      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სად შევიძინო თამბაქოს თესლი?.....


--------------------
არაფერ არ გეუბნები სერგოო
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2786
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 18 Feb 2019, 22:34  #54243826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამოწერა არ შეიძლება?........................................
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0194 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]