#53158242 · 26 Jul 2018, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, ვერსად ვნახე ახალი თემა სადაც toefl და sat-ის საკითხებზე იქნებოდა საუბარი. ამიტომ გადავწვიტე შემექმნა ახალი თემა სადაც განვიხილავდით მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ამ გამოცდებს უკავშირდება. მით უმეტეს, რამდენადაც ვიცი, შემოდგომაზე ბევრი აბარებს და ინფორმაციის გაზიარება ერთმანეთისთვის ნამდვილად დაგვეხმარებდა. საინტერესოა: სად ემზადებით? თუ არ ემზადებით რა მასალით მეცადინეობთ მარტო? რომელ ცენტრში აპირებთ ჩაბარებას? რამდენი ხნით ადრე აპირებთ დარეგისტრირებას? გთხოვთ, არ დაიშუროთ თქვენთვის ცნობილი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა სხვისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
|