#57057353 · 28 Oct 2020, 04:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს არჩევნები ზედმეტად პროგნოზირებადია, და არც არაფერი შეიცვლება, მაქსიმუმ ოცნებას სხვა პარტიის რამოდენიმე ხმა დაჭირდეს.
დავფიქრდეთ იმაზე, თუ ამ არჩევნების შემდეგ არჩევნებში ვის შეუძლია მოვიდეს მთავრობაში?
ჩემი აზრით, ისევ ოცნება დარჩება და 50/50-ზეა იმის შანსი რომ ვინმესთან კოალიცია მოუწიოს.
რატომ?
1. ნაცებს აქვთ დიდი ფული, გავლენები, სპონსორები და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის უმეტესობა კაი ხანია ხელში აქვთ ჩაგდებული, ამიტომ თუ მათ უტიფრობას გავითვალისწინებთ, ძალიან დიდი ძალაა სულ რომ ყველანი პირსისხლიან ტერორისტებად გადაიქცნენ.
2. ვითომ "ყოფილი ნაცები" ასევე ფულიანები და გავლენიანები არიან, მათაც ყავთ მილიონერი სპონსორები და აქვთ გავლენები, ასევე უამრავი ბიზნესი.
3. ელისაშვილი, უსუფაშვილი და მისთანები უფულოები არიან და არც იდეური მხარდამჭერების არმია ყავთ, სექტა მითუმეტეს.
4. ხაზარაძე არც ჩაიძირება და ვერც მაღლა აძვრება, სადღაც მესამე-მეოთხე ადგილთან იტივტივებს სულ და მხოლოდ იმაზე იფიქრებს, თავის ბიზნესს რა არგოს.
5. შალიკოს სექტა ძალიან სუსტია, სტაბილურად 2%-ზე იჯდება.
6. გირჩი-მირჩი თუ შმირჩი არასერიოზული ძალაა და მათმა გასაბერმა ტრუხა ეკლესიის მსგავსმა იდეებმა უკეთეს შემთხვევაში ღიმილი გამოიწვიოს.
7. ვითომ პატრიოტები, ბურდჟანადზე და მსგავსები საზოგადოებისთვის მხოლოდ იმდენად ღირან, რამდენადაც ნაცებს ემტერებიან, მეტი ფასი არ აქვთ.
8. გელა სალუაშვილი, მთავრიშვილი და სხვები კარგია რომ არსებობენ.
მოკლედ ისევ ის მოჯადოებული წრე იქნება, რაც აქამდე, ნაცების და "ყოფილი ნაცების" ძალას, ფულს და გავლენებს სხვა პარტიები ვერ გადააბიჯებენ ფეხს, უახლოეს წლებში მაინც, ნაცები კიდევ ივანიშვილს ვერ გადააბიჯებენ, შანსი არაა კრიმინალების და მკვლელების იმიჯის მქონე პარტიამ ხალხის უმრავლესობის ხმა აიღოს, დაჟე რომც აიღოს, მერე ისეთი პროცესები დაიწყება, რომ ეგრევე 7 ნოემბრის სიტუაციაში აღმოვჩნდებით იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ნაცებს ის ძალა აღარ ექნებათ და ხალხი მთელ აგრესიას უშიშრად გამოავლენს, ეს კი ძალიან, ძალიან საშიშ მოვლენებს გამოიწვევს, ჩვენ ხომ ვიცით ნაცების "ადეკვატურობა" და ..........
თუ სხვა აზრი გაქვთ დაასაბუთეთ.
--------------------
ნაცმო უნდა აიკრძალოს და გაქრეს პოლიტიკიდან
|