"როსკინოს" ხელმძღვანელმა და ტელეწამყვანმა ეკატერინე მწითურიძემ Hollywood Reporter-თან ჰოლივუდის პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა.
მწითურიძის თქმით, ის ვაინშტეინს პირველად 2003 წელს, ბერლინის კინოფესტივალზე შეხვდა, როდესაც სასტუმროში ჯორჯ კლუნთან ინტერვიუს წერდა.
ტელეწამყვანის თქმით, ინტერვიუს შემდეგ ვაინშტეინმა ის თავის ნომერში სადილზე დაპატიჟა, თან აღნიშნა, რომ უყვარს რუსული კულტურა და მისი წინაპრები რუსეთში ცხოვრობდნენ.
მწითურიძე იხსენებს, რომ შეთავაზებაზე ირონიით უპასუხა. კერძოდ, მან უთხრა, რომ სადილზე დაპატიჟება მისთვის პატივია, თუმცა მის მეგობარ კაცს მათი "კულტურული განმარტოება" შესაძლოა არ მოეწონოს. საპასუხოდ ვაინშტეინმა მას თავისი მობილურის ნომერი მისცა.
1 წლის შემდეგ ვენეციის კინოფესტივალზე ვეინშტეინმა ის კვლავ დაპატიჟა თავის ნომერში, რათა ესაუბრათ თანამედროვე რუს მწერლებთან მუშაობაზე. მწითურიძემ კვლავ უარი უთხრა, რის შემდეგაც პროდიუსერმა მას შეხვედრა სასტუმრო Excelsior-ის კაფეში დაუნიშნა.
შეხვედრაზე ვაინშტეინის ნაცვლად მისი თანაშემწე მივიდა. მან უთხრა, რომ პროდიუსერი თავს ცუდად გრძნობს და მასთან ერთად ნომერში ასვლა სთხოვა.მწითურიძე იხსენებს, რომ თანაშემწის გამო დათანხმდა, თუმცა ნომერში შესვლის შესვლისთანავე ის წავიდა, ოთახში კი 2 ადამიანისთვის მაგიდა იყო გაშლილი.
ტელეწამყვანის თქმით, ვაინშტეინი ხალათში დახვდა. მან უთხრა, რომ მასაჟისტს ელოდებოდა, რომელიც აგვიანებდა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მის გარეშეც გაერთობოდნენ. ამის შემდეგ პროდიუსერმა მწითურიძეს მოდუნება შესთავაზა. "მან მითხრა, რომ მომეწონებოდა და მანამდე არასდროს შევხვედრილვარ ისეთ კაცს, როგორიც თვითონაა"- იხსებებს მწითურიძე.
ტელეწამყვანის თქმით, ის ოფიციანტმა იხსნა, რომელიც ოთახში სასმელის შემოსატანად დაკაკუნების გარეშე შევიდა. მწითურიძის თქმით, მან ამ მომენტით ისარგებლა და ნომრიდან გაიქცა.
როსკინოს ხელმძღვანელის თქმით, ამის შემდეგ ის ვაინშტეინთან შეხვედრას თავს არიდებდა, თუმცა 2014 ან 2015 წელს ის მას კანის კინოფესტივალზე კვლავ შეხვდა. მწითურიძის თქმით, ვაინტეინი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა, მისალმების შემდეგ ხელზე აკოცა და ჩუმად უთხრა: "არც კი იფიქრო, ვინმეს რამე უთხრა. დაივიწყე ყველაფერი".
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა. ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, რამდენიმე დღის წინ კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. ამასთან ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.
https://imedinews.ge/ge/kultura/32216/telet...roebaze-isaubra This post has been edited by მელკერი on 20 Oct 2017, 11:11
მიმაგრებული სურათი