Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულტურა და ხელოვნება > რომელია თქვენი საყვარელი ლექსი საქართველოზე


Posted by: Serioznaia-krasotka77 10 Nov 2005, 20:27
დაწერეთ ამ თემაში ლექსი საქართველოზე, რომელიც თქვენი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა




ეხლა მეჩქარება მერე მოვალ და მეც დავწერ

Posted by: Chkoni 10 Nov 2005, 20:37
გალაკტიონ ტაბიძე
მშობლიურო ჩემო მიწავ!

სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს!
მთვარიანი და მზიანი
ზეცა აფრქვევს სიანკარეს.
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!

ასწით კავკასიის ფარდა! -
ეს ამერი და იმერი,
მისი „ხელი ხმალს იკარ“ და
მისი „მრავალჟამიერი“.
მიყვარს მარად მხნე და ძმური
ის გურია და სვანეთი,
თუში, ფშავი და ხევსური,
აჭარა და თრიალეთი.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს უფლებას,
შენს უფლებას სისხლით ვიცავ!

აღმოსავლეთ-დასავლეთის
გზა მიხვეულ-მოხვეული,
იავნანა მეგრელ დედის,
აფხაზური, მოხევური,
ლაზთა რბევა, სისხლის ტბორით
შეღებილი ქართლ-კახეთი!
რაჭა-ლეჩხუმია შორით,
ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას,
შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!

ოცდაექვსი საუკუნის
წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს,
ხელნაწერნი განვლილ დროის
მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -
სუნთქვა ძველი წიგნებისა,
მშვენიერი ძველი ენა,
სული ქართლის ცხოვრებისა,
რუსთაველის აღმაფრენა!
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ უძველეს განძს,
იმ უძველეს წიგნს დავიცავ!

Posted by: Int3lig3nt 10 Nov 2005, 21:21
არ ვიცი სიმღერაა თუ ლექსი, მაგრამ მე ძალიან მომწონს:

ჩემო საქართველო

მდინარის პირას ფეხაკრეფით აფრინდა ყანჩა
თოვლის სითეთრეს შეერია ფარფატა ფრთებით
მაღალი ფრთების მწვერვალებზე თვალები დამრჩა
და ვთქვი: როგორი ლამაზია სამშობლო ჩემი.

ნეტავ, იმოდენა გული მომცა მე, რომ
სულში მეტეოდე ჩემო საქართველოვ,
ნეტავ იმოდენა გული მომცა მე, რომ
მუდამ გულში მყავდე ჩემო საქართველოვ
ნეტავ იმოდენა ხელი მომცა მე, რომ
მუდამ ხელისგულზე მყავდე, ჩემო საქართველო
მე რომ შენი ცრემლი ვიყო, ალბათ
თვალზე შეგაშრებოდი ჩემო საქართველო

ოდალახებმა თეთრი ფერის დაიდეს ფარჩა
და ჩაეძინათ მომავალზე ფიქრით და რწმენით
მე აივნების ჩუქურთმებზე თვალები დამრჩა
და ვთქვი: რა ლამაზია სამშობლო ჩემი

ნეტავ, იმოდენა გული მომცა მე, რომ
სულში მეტეოდე ჩემო საქართველოვ,
ნეტავ იმოდენა გული მომცა მე, რომ
მუდამ გულში მყავდე ჩემო საქართველოვ
ნეტავ იმოდენა ხელი მომცა მე, რომ
მუდამ ხელისგულზე მყავდე, ჩემო საქართველო
მე რომ შენი ცრემლი ვიყო, ალბათ
თვალზე შეგაშრებოდი ჩემო საქართველო

რ. ოსეფაიშვილი

Posted by: JORJ MORISSONI 10 Nov 2005, 21:53
გალაქტიონ ტაბიძე

მამული

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასახლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თირო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ აყვავდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება.!

Posted by: GiaBuga 10 Nov 2005, 22:01
ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
...საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი


ანა
* * *
არ გაგივათ გვერდზე თემა როო დახურეთ - დედაზე ლექსეები როო უნდა დამეწერა მაშინ, ახლა დავსწერავ:

სიმღერებიი დედაზეეე არი ყველა ენაზეეეე!

Posted by: Solveig 10 Nov 2005, 23:55
დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი,
მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით მარად ჩვენ განუყრელი..

და

მთაც ლამაზი გაქვს, ბარიც ლამაზი,
დიდხანს გადარეს მგოსნებმა ედემს,
გახედავ და თვალს აბრმავებს ვაზი,
გახედავ-თვალი ვერ ატანს ქედებს..


ორივე ტიციან ტაბიძისაა

Posted by: BEKO 11 Nov 2005, 00:20
ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
ი. ჭ


პ.ს. კოპირაითი ამჟამდ ზარაზასია

Posted by: cnobismoyvare 11 Nov 2005, 04:23
განთიადი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა,
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…

მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!..

„ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო,
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.

„წინ მომეგებნენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი
მოკაშკაშ-მელვარეო.

„გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო,
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლა გამიხარეო!..

„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!..

„ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და რო მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:

„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!“

1892

აკაკი წერეთელი
* * *
ამას წინათ მოვისმინე საპატრიარქოს რადიოთი "მე პატარა ქართველი ვარ", ახალი ვარიანტი, ძალიან მომეწონა. თუ იცით ვინმემ დაწერეთ.

Posted by: Tiko-Tiko 11 Nov 2005, 09:42
ალბათ ის-"მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ,აბა,რამ გამახაროს"

ლადო ასათიანის

Posted by: ხ ო რ ხ ე 11 Nov 2005, 11:00
BEKO
QUOTE
ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?

ეს უნდა დამეწერა მაგრამ დამასწარი smile.gif

Posted by: Tsira 11 Nov 2005, 12:00
ეჰჰ, საქართველოზე კარგ და ლამაზ ლექსებს რა დალევს smile.gif . . . აქ უკვე დაუდვიათ კიდეც საუცხოო ლექსები . . . ყველა მიყვარს და ყველა გულთან ახლოა smile.gif

გალაკტიონ ტაბიძე

ჰე, მამულო!

ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“
არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!


მედეა კახიძე

ჩემი მიწის სადღეგრძელო

ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.
ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სადღეგრძელოდ მოვკვდე.
მუმხლი მუხას ეხვეოდა,
ყორანივით დაგვყიოდა მტერი,
კაფეს, კაფეს, ვერ გაკაფეს
ეჭვებივით ჩახლართული ტევრი.
ლეწეს, ლეწეს, ვერ დალეწეს,
განა მართლა
თავზე ჩემოგვექცა
ვარკვლავების
ჩიხტიკოპით დახურული,
საქართველოს მადლიანი ზეცა.
მინდა, ვიყო
გმირი თინა წავკისელი,
შორი გზიდან
მიყიოდეს მოყმე,
ვიყო მისთვის
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სიცოცხლისთვის მოვკვდე.


თინათინ მღვდლიაშვილი

საქართველოს

უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,
შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...
ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -
მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,
შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.
ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -
შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.
და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -
შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...
შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -
მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.



Posted by: BEKO 11 Nov 2005, 12:19
არა რა, პოვეტური ხალხი ვართ ეს ქართველები, ჩვენ არაფერი გვეშველება. არასდროს. givi.gif

Posted by: nakash 11 Nov 2005, 21:15
აუ ამაზე მაგარი ისტორია გამახსენდა smile.gif
ჩემ ძმაკაცს ბავშვი ყავდა სოფელში გაგზავნილი ბაბუასთან. ჰოდა იქედან ბავშვი პატრიოტული ლირიკით გაჟღენთილი დაბრუნდა და მამამისს გამოუცხადა ბაბუამ ლექსი მასწავლაო. აბა ერთი რა გასწავლა ბაბუაშენმა მითხარიო. ჰოდა ესეც გაიჭიმა და გამოთქმით დაიწყო:

მე პატარა ქართველი ვარ
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი

აი მაგას კიდე ერთხელ გაიმეორებ და დედას მოგი@#$ავო უთხრა მამამ smile.gif

Posted by: bugadze_shen_ki_ara_me_var 11 Nov 2005, 22:15
GiaBuga
***************************
smile.gif

Posted by: GiaBuga 11 Nov 2005, 22:38
გაგიმარჯოს ჩემო Alter Ego, ფრიად მოხარული ვარ, რომ ჩვენი რიცხვი იზრდება, დღეს ორნი ვართ, ხვალ სამნი ვიქნებით, ზეგ .... მოკლედ მთელი სამყარო ჩვენ ვიქნებით და მერე რაღას დაგვეკლებენ ეს ფორუმელები!

აკი ვამბობდი გაორებული ვარ მეთქი!?

Posted by: Facet 11 Nov 2005, 22:39
QUOTE
გაგიმარჯოს ჩემო Alter Ego, ფრიად მოხარული ვარ, რომ ჩვენი რიცხვი იზრდება, დღეს ორნი ვართ, ხვალ სამნი ვიქნებით, ზეგ .... მოკლედ მთელი სამყარო ჩვენ ვიქნებით და მერე რაღას დაგვეკლებენ ეს ფორუმელები!

აკი ვამბობდი გაორებული ვარ მეთქი!?



გმ...

Posted by: Solveig 11 Nov 2005, 23:13
QUOTE
ჰე, მამულო!

სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი..




Posted by: WolfSpell 11 Nov 2005, 23:48
ჩემო კარგო ქვეყანავ...

....

და ქარი ქრის user.gif

Posted by: დათიკო 11 Nov 2005, 23:50
პრინციპში საყვარელი ლექსიაო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი დიდი პაპის დაწერილია და მომწონს smile.gif
http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/irodion_evdoshvili/leqsebi/ra%20vitadzaro.pdf

Posted by: Solveig 11 Nov 2005, 23:54
QUOTE
ჩემი დიდი პაპის დაწერილია

smile.gif smile.gif

Posted by: elizaveta 12 Nov 2005, 17:23
ლამაზიაsmile.gif

შოთა ნიშნიანიძე

ქართული ზღაპარი


იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა...
გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,
თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.
ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა
და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,
მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო...
ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,
თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.
იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც...
თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.
ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.
კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე,
ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს,
დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის
სანთლებს,
ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე.
გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“.
- წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე.

Posted by: PROLETARIATI 12 Nov 2005, 18:12
ეს ლექსი ნამეტანი მომოწონს.......................

ტერენტი გრანელი
სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

1912 წ.

Posted by: GiaBuga 13 Nov 2005, 01:42
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა... არა, არა, შემეშალა, საქართველიზე არაა...
* * *
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი,
ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი,
რა ჩემ..ი ჭ....კუის

აუ ეს კია საქართველოზე მარა აღარ მახსოვს

ისე რა დროს ლექსია. როცა მეფსია!

Posted by: a12 15 Nov 2005, 20:52
რამდენად სწორად მახსოვს არ ვიცი მაგრამ მაინ ვიტყვი

სამშობლოს მთებო თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ დავიწყებასა,
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად ვით ჩემი გული,
თქვენთან ჰე მთებო, ბუნებითა ვარ შეუღლებული.

Posted by: Sidonia 16 Nov 2005, 00:23
ისე ცოტა მიწა გვაქვს, საყვავილედ არ გვყოფნის,
ისე ცოტა ზეცა გვაქვს საფრენადაც არ გვყოფნის,
ისე ცოტა ვაზი გვაქვს საჭასნიკოდ არ გვყოფნის,
ისე ცოტა წყალი გვაქვს დასახრჩობად არ გვყოფნის.

არა ჩემო მიწაო დედასავით მართალო,
არა ჩემო ზეცაო რწმენასავით მაღალო,
განა მართლა ცოტა გვაქვს ან მიწა და ან ზეცა
ჩვენს მისახედს, მოსახედს თვალითაც ვერ დაკეცავ.

უცბად რომ გაგვივაკდეს ყველა მთა და მაღლობი,
ზღვარი რომ წაეშალოს გაღობილს და გაყოფილს

ერთ პირად რომ გვაქცია, ფხა გვექნება ქვიტკირის
ვერ მოგვდრეკდნენ ღმერთები, ვერ მოგვკლავდა სიკვდილიც.

ცოტა ნიჭიც რომ მოგვცა ერთმანეთის გატანის,
დასკდებოდა გულები ორგულის და სატანის
.....
და ა. შ

პ.ს თუ რაიმე შეცდომაა მე მაპატიეთ smile.gif
* * *
კიდევ ერთი


დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა,
ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი.
რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"

მე შენს ბუჩქებში ვით ჩამოვხდე გზას ვეშურები,
ღვინოს არ დავლევ, გავიჩქარებ, ძილიც არ მინდა.
არაგველებო, წამოდექით არაგველებო,
ცხელი გულღვიძლი ამოჰგლიჯეს მტრებმა ამირანს.

დარდიან თვალებს აღარ ულხინთ შენი მშვენება,
დაბერებულა ანანურთან მზევარის ბიჭი.
სიკვდილი მინდა, ჰო, სიკვდილი მეადვილება,
მე ვერკვლის ციხეს დღეს ნაძრახი სიცოცხლე მიჭირს.

კრწანისის ბოლოს ყაყაჩოებს ჩაუმუხლიათ
ორასი წლისა სისხლი აწვიმთ ბეჩავებს მხრებზე
ეჰა არაგვო, ჩემი ისევ ფიქრის ფიქრი ხარ
და ბედი ჩემი დაწინდული ქართლისა ბედზე.

დარდიან გულზე ქართლის ბედმა გადამიარა,
ჩემო არაგვო შემინგრიე გულის ფიცარი.
რადგან "ნაპირნო, სანატრელნო, შვებით მომზირნო"
მამულს პატრონი აღარა ჰყავს "ძილშიც მღვიძარი"

Posted by: guramata 16 Nov 2005, 00:47
ლადო ასათიანის ლექსი რომაა... (ეხლა ზუსტად არ მახსენდება, მაპატიეთ და თუ ვინმემ იცით გამახსენეთ):

............
სამშობლოვ ლომთა საწოლო
დევების ნამუხლარი ხარ,
მიტომ ხარ უსწორმასწორო... (ასე მთავრდება და...დაწყება არ გამახსენდა რატომღაც.. sad.gif )

Posted by: Sidonia 16 Nov 2005, 00:58
აუ ლადოსი მევასება კიდევ

ჩემი ქვეყნის ოქროყანავ დიდი გარჯით მოწეულო
სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო.
ჩალისფერი ღრუბლის ძნებო ფიჭვის ტევრში გარეულო
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო.

ცხენის წყალის ხეობაო დაღარულო, დასერილო
ხვავიანო პურის ყანავ გლეხის ხელით დაწერილო
ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო
შენი თეთრი ბაირაღი სანამ უნდა აფრიალო

ერთო ქალო, თეთრო ქალო, ქალო ბაგეთაფლიანო
და ა.შ

Posted by: ARIEL 19 Nov 2005, 01:09
საყვარელი ლექსი საქართველოზე არა მაგრამ ქართველზე კი. ვფიქრობ დიდი განსხვავება არ არის.

" სალაღობო." ლადო ასათიანი. yes.gif up.gif

Posted by: Tasso 19 Nov 2005, 01:46
მურმან ლებანიძის:

უფლისციხესთან
სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი,
არა დაღვრილის,
დასაღვრელის ალბათ მაცნეა.
არავითარი სხვა სამშობლო
ამაზე მეტი
არ გამაჩნია.

უძლიერესია...

სამწუხაროდ მეტი არ მახსოვს და წიგნიც ვერ ვიპოვე.
მიყვარს ეს კაცი.

Posted by: Sidonia 19 Nov 2005, 01:49
ბებერი ხარია საქართველო, ბებერი ხარის ხომ რქანიც ეწევიან...
ბებერი ხარია საქართველო და მისი ბებრული ცრემლები ბელტებად მეცემიან.
ჰოი რა გატირებს ბებერო ნიშა ხარო, ამაზე ბნელი ღამეც გითევია
ბევრჯერ გყოლია მეხრე უხეირო, გუთანი მაინც ერთგულად გიწევია.

და ა.შ ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელმა დაწერა

Posted by: უბრალოდ 18 Dec 2005, 14:52
გაუმარჯოს მაო ძედუნს,
გაუმარჯოს ჯუდეს
გაუმარჯოს საქართველოს
არწივების ბუდეს!
biggrin.gif

Posted by: highway 21 Dec 2005, 04:45
ნაწყვეტი მირზა გელოვანის ლექსიდან

ნუ მწერ ...

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს.

Posted by: gelino86 26 Dec 2005, 16:08
მუხრან მაჭავარიანის ეს ლექსი ძალიან მიყვარს. მართალია სიტყვა საქართველო არაა ნახსენები, მაგრამ ... მოკლედ თქვენ თვითონ ნახეთ... smile.gif
***
ანდუყაფარო,_
ლიპარიდო,_
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანთა ტანო-ტატანო,_
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო,
ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ ახლახან გარდაცვლილო გალაქტიონო,
ქინძმარაულო,
ტიბაანო,
ღვინოვ კახურო,
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო,_
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძლიონ_
თუნდა ჩამქოლონ...
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს_
ფრთები მასხია თქვენგნით...
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.

Posted by: ერეკლე1 4 Dec 2010, 21:46
QUOTE
რომელია თქვენი საყვარელი ლექსი საქართველოზე


ამაზე მართალი ლექსი არ დაწერილა საქართველოზს შესახებ არასდროს!და არც დაიწერება

ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

Posted by: PINK 4 Dec 2010, 22:54
სამშობლო დედის ძუძუი
არ გაიცვლების სხვაზედა!

mo.gif

Posted by: anakonda1982 8 Dec 2010, 01:44
მაჭავარიანის ''ანდუყაფარო''-უსაყვარლესი ლექსია..ასევე უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი......

Posted by: ninakaj 11 Dec 2010, 12:10
მე საქართველოს ფიქრები და სევდა მკლავს ისევ,
შემომერია გულში დარდი და ნაღველი შემომერია...
ცად აზიდულან უკვე უტყვი სვეტები და კლდოვანი მთები.
ღვინო დამშრალა, მტკვარს დუდუნი დავიწყებია...
აღარც ფიქრები მტკვრის ნაპირას, მათრობს და მართობს...
აღარც ქართული სიტყვა იწვევს სიხარულს ჩემში...
თვალს ვერ ვუსწორებ სინამდვილეს და შავ–ბნელ აწყმოს,
მხოლოდ წარსულით დამმაშვრალი ვეძიებ ნუგეშს.
გაჩერებულა დრო და წამიც გაჩერებულა...
მიწა კი ბრუნავს, დრო და ჟამი ულბობელია,
არაფერს ვნატრობ, ერთს ვინატრებ, ღმერთს ვევედრები,
მოგვეცი ძალა, აღვადგინოთ მამული ჩვენი...
... ისევ ლექსები, კალამი და „ვაჰ დრონი, დრონი“...

Posted by: Kat-o 11 Dec 2010, 19:35
love.gif love.gifუშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,
შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...
ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -
მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები love.gif

Posted by: Giucha_1989 12 Dec 2010, 16:33
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები

მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,

მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,

და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.


ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.


მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,

საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —

საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.


ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,

მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,

ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.


სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,

ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —

საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.


სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,

ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —

სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,

საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.


სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით

მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.


შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,

აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:

თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,

ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!


ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,

გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.


მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,

საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.


მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,

საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

1939
ლადო ასათიანი

Posted by: laloxever 12 Dec 2010, 20:14
ეგრევე არ წაკითხოთ თორე გაჩნდება ეჭვი რომ თქვენ პლაგიატობთ rolleyes.gif

GiaBuga
ზდაროვა ბუღა შენ ნამდვილი მისაბაძი მაგალითი ხარ ხელოვნების დარგში. მის ადგილას უხერხულად ვიდრძნობდი თავს ჩემი სურათი რომ ვინმეს გამოეყენა ავატარად
rolleyes.gif

Posted by: maferi2 13 Dec 2010, 01:18
თოვს,თოვს, ბარდნის,
უხარიათ ბავშვებს,
მოვიდა მონტიორი,
მოჭრა ხე!

Posted by: Franca 19 Dec 2010, 18:37
აუ ეს ლექსი დაწერეთ რა, თუ იცით
მაშ თქვენ ფიქრობთ , არ ჰყოლია მტერი რუსთაველს,
არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია ,
რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია

Posted by: ji9ko0 21 Dec 2010, 06:46
მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია

Posted by: melodyman/ 23 Dec 2010, 05:29
მე პატარა ქართველი ვარ იყო უკვე ?

rolleyes.gif

Posted by: lasha-bak 23 Dec 2010, 15:53
ქართლ კახეთი იმერეთი გურია და...
მოკლედ მეტი ლექსი მე არვიცი და შესაბამისად ყველაზე მეტად ეს მომწონს რაც ვიცი.. biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)