Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > საზოგადოებრივი მეცნიერებები > ხოვლე


Posted by: ხუციშვილი 26 Apr 2012, 20:10
ძალიან საინტერესო სოფელია, ამ ბოლო დროს უფრო ქატუალური გახდა, ხშირად პოულობენ ძველისძველ ნივთებს, ჩემი სოფელია და მეთითონ ვიცი უძველესი ნაგებობები აი როგორიცაა კოშკი რომელიც ჩემ უბანში დგას smile.gif) user posted image
შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს სასაფლაოზე დგას კოშკი, რომელიც გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. გეგმით კავდრატულია. კოშკი (7,3 X 7,3 მ) ხუთსართულიანია. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია სართულშუა გადახურვა, ჩამონგრეულია ზედა სართულის კედლები, პირველი სართული მიწით და ქვებით არის ამოვსებული. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ამავე სართულზე აღმოსავლეთ კედელში ბუხარი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში - ორი სათოფური. დასავლეთ კედელი ყრუა. მესამე სართულზე, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში - თითო. მეოთხე სართულზე ოთხივე კედელში თითო სათოფურია, მეხუთეზე - ორ-ორი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობა.

კოშკი-სამრეკლო დგას ჯავახიშვილების უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკზე სამრეკლო დაუშენებიათ მოგვიანებით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 5,6 მ), სამსართულიანი, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველი სართული ყრუა, მის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულზე ერთი წრიული ნიში და ექვსი სათოფურია, მესამეზე - ოთხი სწორკუთხა ნიში და ექვსი სათოფური. ყველა სათოფური სწორკუთხაა, გადახურულია არქიტრავით. აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ამოყვანილი სამრეკლოს თაღები საკმაოდ მასიურ რვა სვეტს ეყრდნობა და გადახურულია ხის კონსტრუქციებზე მოწყობილი თუნუქის პირამიდული სახურავით.


ეხლა ერთკვირიანი გათხრები მიმდინარეობს და შემდეგი წლიდან მთელი სოფლის გამოკლვლევას აპირებენო, დარწმუნებული ვარ რომ ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენენ, ამბობენ შეიძლება ისტორია შეცვალოსო და რავი.

სოფელი ხოვლე მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე ხევხმელას (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. კასპიდან 26 კილომეტრის მანძილზე.
ისიდორიანთ ეკლესია მდებარეობს მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (13,4 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და ქვიშაქვაც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია ზედა ნაწილები და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმლის კვალი არ შეიმჩნევა. აფსიდის ჩრდილოეთ მხარეს ნიშია, მარჯვნივ - მცირე ზომის სათავსი. გრძივი კედლები და შეისრული კამარა წყვილი პილასტრით და შეისრული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის რამდენიმე საპირე ქვა.
კვართის წმ. გიორგის ეკლესია დგას მდინარე ხევხმელას დასავლეთით, სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შენობა დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, კრამიტი ჩრდილოეთ ქანობზე მთლიანად აყრილია, ხოლო სამხრეთ ქანობზე მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩამოცვენილია ლავგარდნის ქვები ოთხივე მხარეს, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გარედან მიწაა მიყრილი. ეკლესიას შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული ორი შესასვლელი აქვს - ერთი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე - დასავლეთ კედელში (ამოშენებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე გვერდზე - სწორკუთხა ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დარბაზის დასავლეთ კედელში სარკმლის თაღი ებჯინება კამაროვან გადახურვას. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია.
წითელი საყდარი დგას სოფლიდან ორ კილომეტრზე, მდინარე ხევხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია. იგი გარედან წითელი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული (აქედან მომდინარეობს სახელწოდება). შენობა დაზიანებულია: მონგრეულია ზედა ნაწილები, მთლიანად დანგრეულია ეგვტერი, კარიბჭის კედლები ერთი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, საპირე ქვები ამოცვენილია. შესასვლელი ორი იყო - დასავლეთით და სამხრეთით.
ეკლესიას სამხრეთიდან ეგვტერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე ჰქონია მიშენებული. სამივე ნაწილი გარედან სწორკუთხა გეგმაში იყო ჩასმული. ფასადები უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული.
წმ. გიორგის საყდარი დგას სოფლიდან 5 კილომეტრზე, მდინარე ხევხმელას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება VI-VII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7 მ), ნაგებია თლილი მოწითალო, ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესია დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც. ორივე სათავსის საკურთხეველში თითო განიერი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით.
ეკლესიაში დაცულია სამმალიანი კანკელი, რომელიც ორი, სხვადასხვა ხანის, ფრაგმენტისაგან შედგება. კანკელი პირველად XI-XII საუკუნეებში დაუდგამთ. მისგან შემორჩა მხოლოდ ექვსი პროფილირებული სვეტი და გაშლილი ფოთლების რელიეფით მორთული კაპიტელი, რომელიც მოგვიანებით, შეკეთების დროს ეგვტერის კონქის კონსოლად გამოუყენებიათ. მეორე კანკელი თაბაშირით აღუდგენიათ XIV საუკუნეში. მარყუჟებით შეკრული ფესტონებიანი თაბაშირის თაღები გაუკეთებიათ და შიგ დაუდგამთ თაბაშირისვე ფილები, რომლებზეც ამოჭრილია გეომეტრიული წნულის მედალიონები და ჩარჩო. როგორც ჩანს, ეს კანკელიც დანგრეულა და მისი ხელმეორედ აწყობის დროს ზოგი ნაწილი თავის ადგილას არ ჩაუსვამთ.
ეკლესიის დასავლეთ კედელზე და აფსიდში შემორჩენილია მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით მოხატულობა XII საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.
ფასადების დეკორიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ სარკმლის თავსართის ფრაგმენტი. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე, გვიანდელი შეკეთების დროს, რუხი ფერის დაუმუშავებელი ხის ფილები ჩაუსვამთ.
წმ. თევდორეს ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით 300-400 მეტრზე, სასაფლაოზე. მოსახლეობა მას კვირიკწმინდასაც უწოდებს. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,7 X 4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვა და აგურიც. შენობა დაზიანებულია: დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია მიწით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარი გარედან არქიტრვულია, შიგნიდან - თაღოვანი. არქიტრავი ქვიშაქვისაა, თაღი მწვანე ფერის ტუფის თლილი კვადრებითაა ნაწყობი. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომლის მხოლოდ დასავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი.

Posted by: Etrange 26 Apr 2012, 21:49
საინტერესოა. საერთოდ კასპი ხო ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე.

Posted by: ,Katie 26 Apr 2012, 22:21
ივ.ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმიც არისმგონი ხოვლეში.


Posted by: qanchi 26 Apr 2012, 23:35
QUOTE
კასპი ხო ერთ-ერთ უძველეს დასახლებულ ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე.

მართალია ციხია გორის ნაქალაქარი უძველესია ანტიკურ ქალაქებს შორის აღმ. საქართველოში

Posted by: ხუციშვილი 27 Apr 2012, 16:07
,Katie
ხო, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმიც ხოვლეშია smile.gif


Posted by: kato_stropa 27 Apr 2012, 16:15
კარგი უქნიათ თუ განაახლეს გათხრები.მე რომ ვიყავი 2009ში,შეჩერებული და მიტოვებული იყო
ყველაგან იყო მიმოფანტული თავისქალები და ძვლები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

1xucishvili1
ეგ კოშკი არ მახსოვს,სად დგას?

Posted by: ხუციშვილი 27 Apr 2012, 18:30
kato_stropa
ეგ კოშკი, ერთ-ერთ უბანში დგას, შენ არ გეცოდინება biggrin.gif სოფლის ბოლოშია smile.gif

ქვახიდა <3 რამდენჯერ ვარ გადასული მაგ ხიდზეეეე, კიდე სასაფლაოზე დგას დიდი კოშკი, უზარმაზარი, ბევრი ლეგენდაა მაგაზე დაწერილი

Posted by: Future> 28 Apr 2012, 22:18
რამოდენიმე წლის წინ მეგონა მარტო მე ვიცოდი ეს სოფელი givi.gif
20 წელიდან არცერთი გამიმაზავს მგონი ზაფხულში facepalm.gif


მოკლედ რა მაინტერესებს, შეიძლება მითხრათ რა ადგილას ტარდება გათხრები?
რუკის საშუალებით


Posted by: ხუციშვილი 28 Apr 2012, 22:54
Future>
აჰაამ, ყოველ ზაფხულს ჩავიდვარ, მითუმეტეს ჩემი მეზობელი ყოფილხარ biggrin.gif

ახლაც ვიყავი.

აი ეგ ზუსტად არც მე ვიცი, ხოვლეგორაზეო, აი იცი საით? ანძა რო დგას დიდი, კვართის მარცხნივ

Posted by: kato_stropa 28 Apr 2012, 23:13
მე ვიყავი დაპატიჟებული აღდგომების მერე რომ დღეობაა,სახელი რა ჰქვია,დამავიწყდა,ხოდა ვეღარ წავედი.
ისე,მომწონს ეგ სოფელი.ადგილობრივებს რომ ვესაუბრე,მანდ ბევრი სიანტერესო გადასასვლელები ყოფილა.გამოქვაბულებსაც ახსენებდნენ.
შენ გეცოდინება 1xucishvili1 ხოვლედან დრისის ციხესთან ბილიკები მიდის რამე? რუკაზე გზა არ ჩანს ყოველშემთხვევაში



Posted by: Future> 29 Apr 2012, 01:24
1xucishvili1
QUOTE
აი ეგ ზუსტად არც მე ვიცი, ხოვლეგორაზეო, აი იცი საით? ანძა რო დგას დიდი, კვართის მარცხნივ

კვართა biggrin.gif
როგორ არ ვიცი , თან ხუციშვილი ყოფილხარ givi.gif

ვახო ან ნოშრევანი ხომ არ გქვია, ბარემ ნათესავიც იქნები givi.gif

ხუციშვილებს ვიცნობ თU ვიცნობ givi.gif
ანუ ძალიან ახლოს ყოფილხარ, მაგ ხოვლეგორაზე ველიკის გზებს ვიყვანდიდ დასაშვებათ biggrin.gif

QUOTE
ჩემი მეზობელი ყოფილხარ biggrin.gif

შენ რა იცი? spy.gif

Posted by: ხუციშვილი 29 Apr 2012, 09:45
Future>

ვახისი და ნოშიკოს ბიძაშვილი ვარ smile.gif)

QUOTE
შენ რა იცი? 


მარგუშასთან ახლოს ვცხოვრობო შენ არ მითხარი კასპის თემაში? biggrin.gif

kato_stropa
კვართობა ქვია მაგ დღეობას
QUOTE
ხოვლედან დრისის ციხესთან ბილიკები მიდის რამე? რუკაზე გზა არ ჩანს ყოველშემთხვევაში

არ ვიცი sad.gif

Posted by: Future> 29 Apr 2012, 13:15
1xucishvili1
QUOTE

მარგუშასთან ახლოს ვცხოვრობო შენ არ მითხარი კასპის თემაში? biggrin.gif

ხო givi.gif

QUOTE
ვახისი და ნოშიკოს ბიძაშვილი ვარ

ნათესავები ვყოფილვართ )
ისე არ გიცნობ? biggrin.gif

QUOTE
შენ არ მითხარი კასპის თემაში?

სკლეროზ sad.gif

Posted by: ხუციშვილი 29 Apr 2012, 13:17
Future>
შენ ლაშაც გეცოდინება, ვახოსთან არის ხოლმე ხშირად biggrin.gif
აი ქერა როა, დაც რო ყავს, ეგეც ველოსაპედით დადის ხოლმე

ვახოს გვერდით სახლში ვცხოვრობ მე biggrin.gif

Posted by: Future> 29 Apr 2012, 13:26
1xucishvili1
QUOTE
შენ ლაშაც გეცოდინება, ვახოსთან არის ხოლმე ხშირად biggrin.gif
აი ქერა როა, დაც რო ყავს, ეგეც ველოსაპედით დადის ხოლმე

ვახოს გვერდით სახლში ვცხოვრობ მე biggrin.gif

კეეეჰ, ლაშას როგორ არ ვიცნობ, ერთხელ მე და ეგ წავედით ველიკებით მეტეხამდე
მოვკალი ბავშვი . ხოვლემდე აღმართზე ხელით ატარა უკანა გზაზე givi.gif

წელს თუ ჩავალ ველოდები რამე სერიოზული ველიკით დამხვდეს, დავარიგე წინაზე givi.gif

QUOTE
ვახოს გვერდით სახლში ვცხოვრობ მე biggrin.gif

აქეთ ლაშა და იქით შენ , გვერდებს უმშვენებთ biggrin.gif

Posted by: ხუციშვილი 29 Apr 2012, 13:40
Future>
QUOTE
აქეთ ლაშა და იქით შენ , გვერდებს უმშვენებთ

აჰამ biggrin.gif

ზუსტად მაშინ მოვდიოდი თბილისში როცა ლაშA მეუბნეოდა ირაკლი და მე უნდა წავიდეთ მეტეხმადეოო, რამდენი მელაპარაკა შენ ველიკაზე biggrin.gif ორიგინალიოა და ძვირი მისცაო და.. biggrin.gif

მე ხშირად ვარ ხოლმე ლაშასთანuser posted image
kato_stropa
აი ესკოშკი იცი?

user posted image
წმ. ბარბარეს სახ. ნიში

user posted image

სოფ. ხოვლეს მარიამ ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ეკლესია.

user posted image
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიური მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორებმა სოფელ ხოვლეში ხოვლეგორის გათხრები განაახლეს. გათხრებზე ქართველ სტუდენტებთან ერთად ინსბრუკის (ავსტრია) უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლებიც მუშაობენ. არქეოლოგები ამ ეტაპზე ნამოსახლარის ტექნიკურ ანალიზს აკეთებენ. გათხრების შედეგად აღმოჩნდა დამცავი ნაგებობა - ქვის გალავანი, რომელიც სავარაუდოდ მთლიანად აკრავდა ნამოსახლარს; გაითხარა სამეურნეო დანიშნულების ორი ორმო, რომელიც არქეოლოგთა ვერსიით, მარცვლეულის შესანახად გამოიყენებოდა. იკვეთება საცხოვრებელი ოთახის ან საკულტო დანიშნულების ნაგებობაც

Posted by: Future> 29 Apr 2012, 21:30
1xucishvili1
QUOTE


ზუსტად მაშინ მოვდიოდი თბილისში როცა ლაშA მეუბნეოდა ირაკლი და მე უნდა წავიდეთ მეტეხმადეოო, რამდენი მელაპარაკა შენ ველიკაზე biggrin.gif ორიგინალიოა და ძვირი მისცაო და.. biggrin.gif

ირაკლი სად იყო მე და ლაშა რომ წავედით boli.gif

ეგ მეორე რეისი, სადღაც ჩარჩნენ, ბორბალი გაუსკდათ კასპთან facepalm.gif

QUOTE
აი ესკოშკი იცი?

მაგ კოშკთან დავიჭირე მორიელი და მყავდა biggrin.gif

ისე მაგ კოშკში შიშით შევედი, წინა წელს იმხელა ბზარები აქვს და ქვები სცვივა...

Posted by: ხუციშვილი 29 Apr 2012, 22:13
Future>
მორიელზეც მითხრა ჰო, დიდი ობობები შეჭამაო biggrin.gif

ვხვდები ვინც ხარ რა smile.gif

სოფო და გუკა ხო იცი? ან ნუცა, შენკენ ცხოვრობენ

Posted by: Future> 29 Apr 2012, 22:18
1xucishvili1
QUOTE
ნუცა, შენკენ ცხოვრობენ

ბიძაშვილია givi.gif

QUOTE
სოფო და გუკა

გარე ბიძაშვილები biggrin.gif

Posted by: ხუციშვილი 29 Apr 2012, 22:19
Future>
ერთად ვთამაშობდით ხოლმე მაფიის ღამეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ხუციშვილი 3 May 2012, 14:31
დღეს ხოვლეში "კვართობაა" , ამას მთელი სოფელი აღნიშნავს

Posted by: ხუციშვილი 8 May 2012, 19:10
დაამთავრეს გათხრები

მაგრამ მალე გაანახლებენ ისევ

Posted by: kato_stropa 8 May 2012, 20:04
1xucishvili1
QUOTE
დღეს ხოვლეში "კვართობაა" , ამას მთელი სოფელი აღნიშნავს

3 წელია მოვდივარ,მოვდივარ და ვეღარ ჩამოვაღწიე.

კოშკი არ ვიცი,მანდ ჩვენ ძირითადად თენგო პაპას მარანს ვითვისებდითხოლმე ინტენსიურად user.gif

კვართობის ფოტოები დადე რა.და რამე რუკა/გეგმა თუ გაქვს.
ჯავახიშვილის სახლმუზეუმი ღიაა? ფასი?

Posted by: ხუციშვილი 8 May 2012, 21:47
kato_stropa
კი ღიააა, სულ უფასო იყო და ახლა არ ვიცი, კაი ხანია არ ვყოფილვარ შესული

Posted by: gvido 3 Jun 2012, 12:14
QUOTE
კოშკი რომელიც ჩემ უბანში დგას

ვიცი ეგ კოშკი smile.gif
QUOTE
ივ.ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმიც არისმგონი ხოვლეში.

არის ნამდვილად მაგრამ სამწუხაროდ მაგ უბანში არასოდეს ვყოფილვარ არ ვიცი რატომ biggrin.gif
QUOTE
ქვახიდა <3 რამდენჯერ ვარ გადასული მაგ ხიდზეეეე,

ერთხელ გადავედი როცა მე5 კლასში ვიყავი მას მერე იმ ადგილებში აღარ მივლია biggrin.gif

QUOTE
კიდე სასაფლაოზე დგას დიდი კოშკი, უზარმაზარი,

მაგარი კოშკია, გული მწყდება რო ინგრევა, იმხელა ბზარი აქვს მეშინია შიგნით შესვლა არ დამექცეს თავზე

Posted by: ხუციშვილი 10 Jun 2012, 17:40
gvido
შენ საით ცხოვრობ? (ჩამოდიხარ)

მაგ უბანთან ახლოს ხარ?

Posted by: Dzima777 3 Dec 2012, 12:09
ხუციშვილი

შენ ვაფშე რა უბნელი ხარ ძმა? wink.gif ბუქურიაანთ იცნობ? smile.gif

Posted by: ხუციშვილი 3 Dec 2012, 14:09
Dzima777
ვახ დიმა biggrin.gif

შენ აქ საიდან გაჩნდი? შე ბარაქიანო შენა ჰა? biggrin.gif


QUOTE
ბუქურიაანთ იცნობ

მააა

Posted by: Dzima777 3 Dec 2012, 14:12
ხუციშვილი
QUOTE
შენ აქ საიდან გაჩნდი? შე ბარაქიანო შენა ჰა?

ბალღობიდან აქ ვარ smile.gif)

კაია ხოვლეზე რომ არის თემა (Y)

Posted by: LOLZ 3 Dec 2012, 14:15
ხუციშვილი
Dzima777
Warning:
პირადი კომტაქტები PM-ში არკვიეთ. თორემ გაოფებისთვის ვორნი დაგატყდებათ თავს.

Posted by: Dzima777 3 Dec 2012, 14:17
LOLZ
QUOTE

Warning:
პირადი კომტაქტები PM-ში არკვიეთ. თორემ გაოფებისთვის ვორნი დაგატყდებათ თავს.


ბიძინასთან არ დამარეკინო smile.gif

რას ვაოფებთ? ნომრები გავცვალეთ თუ სიყვარულს ვუხსნით? lol.gif

Posted by: ხუციშვილი 3 Dec 2012, 14:33
LOLZ
ბოდიში yes.gif


პირადში მივწერ smile.gif

Posted by: get-up 1 May 2013, 13:43
ვაა ეს თემა არსებობადა და არ ვიცოდი? user.gif

up.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)