Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო


Posted by: LOLZ 20 Sep 2006, 12:27
ხომ არ იცით სადაა? და ვინმე ხომ არ მუშაობთ იქ?

Posted by: kozet 20 Sep 2006, 12:34
სადაა და ლუბლიანას ქუჩაზე, დიღომში.... ღუდუშაურის კლინიკა ან რკინიგზის საავადმყოფო იცი სადაა?აი მაგ ქუჩაზეა იაშვილის კლინიკაც... ტელევიზია "იმედი"-ს გვერდით....

Posted by: SOULFUL 20 Sep 2006, 12:35
დიღომშია, ლუბლიანას ქუჩაზე , ნომერი არ მახსოვს.

Posted by: LOLZ 20 Sep 2006, 12:45
თქვენ გაიხარეთ აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე smile.gif

Posted by: SOULFUL 20 Sep 2006, 12:55
LOLZ
QUOTE
თქვენ გაიხარეთ აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე 



ამინ !!!!!!!!!!!! smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: LOLZ 20 Sep 2006, 17:00
ამ კიტხვაზე პასუხი არავის აქვს?
QUOTE
ვინმე ხომ არ მუშაობთ იქ?


Posted by: makvala 20 Sep 2006, 17:38
არ ვმუშაობ, მაგრამ თუ გინდა თანამშრომლის ტელეფონს მოგცემ, ნეონატალოგია, თან კარგი, გამოცდილი

Posted by: აღასპერი 18 Sep 2008, 18:40
კორუმპირებული ხეპრეების ბუდე.



puke.gif

Posted by: DICOM 18 Sep 2008, 20:32
აღასპერი

შენ რამე ახალი თქვი biggrin.gif ეგ ამბავი არახალია - ძველია smile.gif ძალიან ძველი smile.gif

Posted by: SOULFUL 18 Sep 2008, 21:24
QUOTE
კორუმპირებული ხეპრეების ბუდე.


საბედნიეროდ რამდენიმე ადამიანზე ნამდვილად ვერ ვიტყვი მაგას, მარტო ვანიკო ჩხაიძე და მაია ხერხეულიძე გადაწონიან მთელ იაშვილს , და არამარტო იაშვილის კლინიკის თანამშრომლებს. ..

Posted by: DICOM 19 Sep 2008, 11:58
SOULFUL

ხერხეულიძე იაშვილში გადავიდა სამუშაოდ? smile.gif არ ვიცოდი

Posted by: აღასპერი 19 Sep 2008, 14:24
DICOM
QUOTE
შენ რამე ახალი თქვიეგ ამბავი არახალია - ძველიაძალიან ძველი

მე ახლა მქონდა შეხება და ნათლად დავინახე, როგორი არ უნდა იყოს ექიმი და როგორია საშინელი ადამიანი. ძალიან ბევრი მაგალითი იყო ამისთვის biggrin.gif


Posted by: SOULFUL 19 Sep 2008, 22:12
DICOM

ნემსაძე რაც იაშვილის კლინიკური დირექტორი გახდა, თავისი კათედრა სრული შემადგენლობით გადავიდა იაშვილში. იგივე სტატუსებით, ანუ ვანიკო დირექტორის მოადგილეა, მართლა სერიოზული ცვლილებები ხდება, ვიმედოვნებ უკეთესობისკენ... როგორც სასწავლო კათედრა პედიატრებისთვის ნემსაძის საუკეთესო იყო და არის კიდეც, თემქაზე შესაბამისი პრაქტიკული ბაზა არ ქონდათ, ახლა კი ესეც გაუმჯობესდა იაშვილის კლინიკის წყალობით. კორუფციას რაც შეეხება, შემოვლითი გზა გაკეთდა, რეგისტრატურის გვერდის ავლით ვერცერთი პაციენტი შედის კლინიკაში. რეგისტრატურის ფურცელი ორმაგია, ანუ რეცეპტის ასლი, ქვითარი ყველაფერი რჩება პაციენტსაც და ექიმსაც. რა თქმა უნდა ასე ერთი ხელის მოსმით ვერ შეცვლიან ფესვებ გამდგარ მანკიერებას, მაგრამ ყველაფერი მიდის იქითკენ რომ თავის ფეხით გააქციონ "საშინელი ადამიანები"

Posted by: DICOM 19 Sep 2008, 22:51
SOULFUL

QUOTE
კორუფციას რაც შეეხება, შემოვლითი გზა გაკეთდა, რეგისტრატურის გვერდის ავლით ვერცერთი პაციენტი შედის კლინიკაში. რეგისტრატურის ფურცელი ორმაგია, ანუ რეცეპტის ასლი, ქვითარი ყველაფერი რჩება პაციენტსაც და ექიმსაც. რა თქმა უნდა ასე ერთი ხელის მოსმით ვერ შეცვლიან ფესვებ გამდგარ მანკიერებას,


მინდა გითხრა რომ ეს ყოველივე ჯერ კიდევ სასანიას დროს იყო. პაციენტების ცენტრალიზებული რეგისტრაციის დანერგვა სწორედ მან დაიწყო და გუნდიც უფრო ძლიერი და აგრესიული ყავდა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა. მომწონს შენი ოპტიმიზმი მარა ქეთი არაა ის ქალი შენ რომ გგონია smile.gif ვერ გისწავლია მაინც ადამიანების გარჩევა sad.gif თუმცა ამაზე საუბარი აღარ მინდა - იმედი ხომ იცი ძვირფასია და არ მინდა დაგიკარგო - ჯერ პატარა ხარ და უნდა გჯეროდეს smile.gif თუმცა აღგომა და ხვალეო... მალე ნახავ ყველაფერს... მე ხშირად ვამბობ რომ სამედიცინო საზოგადოების რეფორმის ერთადრერთი გზა არის HK mp5 navy და შესაბამისი ვაზნები smile.gif სხვა მაგათ არაფერი უშველით smile.gif ასეთი ამბიციური დარგი არსად მინხავს. არცერთი სხვა დარგის წარმომადგენლებს არა აქვთ საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა sad.gif კადრების ცვლა მაინც ბუნებრივი გზით მიდის და უამრავი პაციენტის სიცოხლეს იწირავს.

Posted by: -ქართველი- 8 Oct 2008, 21:04
..................................................................................................................................................................................................................................................

Posted by: datiko888 26 Feb 2010, 14:23
თუ შეგიძლიათ ვინმემ პასუხი გამეცით, თუ იცით ვინმემ იაშვილის კლინიკაში გინეკოლოგი-რეპროდუქტოლოგი ვინ არის?

Posted by: BioHazard 12 Sep 2010, 15:38
http://magicnohair.blogspot.com/2010/09/blog-post.html

: O

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)