სახლშიც რომ ვარ და ვმეცადინეობ (რაც მეზიზღება
), ფანჯარაში გახედვა და მერცხლებზე თვალის მიდევნებაც კმარა, ბედნიერება რომ ჩამეღვაროს სულში.
ყრუ არ ვარ და შემიძლია ძალიან მაგარ კომპოზიციებს მოვუსმინო, რაც ასევე უდიდეს სიამოვნებასა და ყურგაზმს მანიჭებს.
არც ბრმა ვარ და შემიძლია ძალიან მაგარ ფილმებს ვუყურო და წიგნები წავიკითხო.
თუნდაც ვიტირო ხოლმე ხელოვნების რომელიმე შედევრზე, სევდითაც კი ვკაიფობ ზოგჯერ.
შემიძლია ვუცქირო ამ ლურჯ ზღვას, მოვუსმინო აზვირთებული ტალღების ხმას, დავტკბე მისი დიდებულებით.
დავყნოსო ყვავილები, ვაჭამო მტრედებს, დავაკვირდე ხალხს, გამოვესაუბრო, გამეცინოს ვიღაცის უცნაურ საქციელზე
მეზარება ახლა შეყოლა, ეს ნატკენი მუხლები მაქვს დასამუშავებელი
ჩემი გადაქლეტილი მუხლებიც კი მაბედნიერებს
იცით რას დავაკვირდი? ფორუმი და ფბ ნეგატივით არის სავსე. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ყველა ბოროტებისკენაა მიმართულიო. მაგრამ საკმარისია მოშორდე ვირტუალურ სივრცეს და ნახავ, რომ რეალურად ყველაფერი გაცილებით უკეთაა.
კრივზე ძალიან საყვარელი გოგოები დადიან და სულ მეხმარებიან, მისწორებენ შეცდომებს, მასწავლიან, როგორ უნდა ვივარჯიშო.
თვის ბოლოს სამწვადაოდ მივდივართ და ჭკუაზე არ ვარ
3 ლარის ხურდები მქონდა ქეშად, ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ უნდა მეკატავა. მივედი გამქირავებელთან და გაძვირდა, 5 ღირსო. უი, მეთქი რა ცუდია... ყველგან ასეა? .. კაი წაიყვანეო და ისე გამიხარდა, თითქოს მილიონი მაჩუქეს
მერე რო წავიქეცი მაგან კი გამიტეხა, მაგრამ ხალხის თანადგომამ მაინც ბედნიერად მაგრძნობინა თავი
ძალიან მაბედნიერებს ყველაფერი
ვგიჟდები ცხოვრებაზე
29-ში იმ საზიზღარ გამოცდას რომ მოვიშორებ, მერე კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები