Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ნინო დარბაისელი


Posted by: nino darbaiseli 2 Apr 2008, 00:26
გიგზავნით ნინო დარბაისელის ერთ ლექსს, იქნებ გვერდი გავუხსნათ - ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო პოეტია. ამჟამად ამერიკის ქალაქ ნეშვილში ცხოვრობს და აქ გვერდის გახსნით ძალიან გავახარებთ.
მიხო მოსულიშვილი

--------------------------------------------------------------------------------------

წინათქმა

ამ ლექსებთან თვალშეჩერებული მკითხველი ალბათ ადვილად აღმოაჩენს, რომ ყოველ მათგანს რაიმე კონცეპტუალური ღერძი აქვს: დიდ წინაპართა გამონათქვამი, აფორიზმი თუ ანდაზა ან ტრივიალური აზრი, რომელსაც “ვიჩემებ” და რომელიც ზოგან “ღიად დევს”, ზოგან - ტექსტსმიღმურია.
სიტყვები კი... ნუთუ ისინი ვერ გამოხატავენ სათქმელს, თუკი მიაგნებ, ენის ბუნებიდან მოუწყვეტლად იერს შეუცვლი, დიაპაზონსა და ინტონაციას მოარგებ?!
ნინო დარბაისელი

ნინო - წამალი

როგორ მინდოდა,
რომ ასეთი არვის ვენახე:
მყიფე ქალ-თიხა,
შიგ - ოქროს მტვერში არეული
რუხი ნაცარი...

მე ავადა ვარ,
ალბათ ვბოდავ,
მაგრამ, ძვირფასო,
შენ არ დაიბნე!
მე ვიცი ჩემი ავადობის
თავი-წამალი:

იალნოს ქედის
ნისლაკრეფილ იალაღებზე,
იალტიალში,
მისხის მისხამდე მომაგროვე
და თან იფრთხილე,
სიტყვა “ნინო” არ მომაშორო,
რადგან წამალი უსახელო -
- საწამლავია.

გამომიწოდე ვერცხლის თასით
ნინო-ნაჯერი,
მწარე მიქსტურა,
გულისწვერის ჩამტკბილებელი,
შემომახვიე ყელზე თავშლით
ნინო-სალბუნი,
დამკარი ნინო-ინექცია,
თავთით დამიჯექ!

თავთით დამიჯექ,
და თუ გინდა, კიდეც გამსაჯე,
რომ თავი ჩემი,
ასე მარგი,
უქმად ვაბნიე.
რა მიტყუებდა,
თავდაკარგვით რას ვეწვდებოდი,
ბოლომდე ვის რა შეუცნია,
რომ მე შემეცნო?
გათანგული ვარ
და თან მაინც გეთამაშები.
შენ კი უცხო ხარ,
შორეული,
მაგრამ ამგვარი უფრო მჭირდები
და აღარც მინდა,
რომ ბოლომდე არსგადახსნილნი
ერთ მთელად ვიქცეთ.
დაე, ბორგავდეს ჩვენორშუა
მთელი სამყარო!

ალნი დამქრალან?
ჩემო დაღლილო,
ნაღვლიანად გაღიმებულო!
თუ ვერ გადავრჩი,
აქ ნუ დამტოვებ,
სადმე, მივარდნილ ნაპირზე დამწვი
და მეცხრე ტალღას გამატანე
მეცხრე სკნელისკენ,
ბროლკრიალა
მეცხრე ცისაკენ!


სუფრის ფოჩები

ბნელი სარდაფის ძველმანებში,
აბლაბუდებში...
თურმე ამდენხანს სად მელოდა
ჩემი ბავშვობა!

აი მაგიდაც, ფიცრეულზე მიყუდებული.
ახლა ასეთი მაგიდები ვის ეხსომება,
წრიული, შუაფეხიანი...

ამ მაგიდის ქვეშ
მქონდა მყუდრო თავშესაფარი
და ამ ნიშებში ვაუნჯებდი
მძივებს, ნიჟარებს.
ისე მდიდარი
იმის მერე არცა ვყოფილვარ,
არც ისე მშვიდი,
რადგან მშვიდი ხარ მხოლოდ მაშინ,
როცა შინა ხარ
და განძიც იქვე, საიმედოდ შენახულია.

ზემოთ, ნათელში
უფროსების არის ნადიმი
და ხმიანობენ წელზემოთა სამყაროები.
შენ დაბლა ზიხარ
შენს მობინდულ სიმარტოვეში,
აგიყოლიებს სუფრის ფოჩების
რხევა მთენთავი,
ცხადად ჩაგესმის ყველა სიტყვა,
მაგრამ რადგანაც
ვერას გებულობ
და წარმოსახვა
თეთრ უდაბნოს ვერ ეგუება,
თავადვე გავსებს
ფეხადგმული სურათ-ხატებით.
ასე შედიხართ: შენ - სიზმარში,
სიზმარი - შენში.
და ხარ ნეტარად,
ვიდრე ვინმე მოგისაკლისებს
და ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.

შეცდომა იყო,
ჩემი კბილა ბიჭი-სტუმარი
სიმარტოვეში
სულგრძელად რომ შევიპატიჟე.
ნეტავი მხოლოდ ეს მეკმარა,
მაგრამ ვაი, რომ
მთელი ჩემი საგანძურიც
წინ გავუშალე.
როგორ აცელქდა!
მარგალიტები დამიბნია,
ამახმაურა
და ორივენი სამოთხიდან გამოგვაძევეს.
იმავე ღამეს,
ავსებულმა შურისძიებით,
სუფრას ფოჩები მოვაჭერი,
მერე შევშინდი
და წასულ სტუმარს დავაბრალე
და მე დამსაჯეს.

მაშინ ვიგრძენი,
რომ შეცდომის დედა არის
ძველი შეცდომა,
ხოლო შვილები
უმრავლდებიან
და შენ არ იცი,
სად გაექცე,
თავს რით უშველო.

ო, არა წლები
ანდა უფროსთა სიმკაცრეები,
ჩვენ ბავშვობიდან
საკუთარი შეცდომები გვერეკებიან.

და ვიღაც ტირის
ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში.



მამიანი სურათები

რუხი პლიაჟი,
ჭრელი ქოლგები
და ცხელი ქვები...

რა პატარა ვარ!
ალბათ ორი წლისა ვიქნები.

თვალმოჭუტული
მუხლზე გიზივარ,
კიკინები ამიშვერია.

საოცარია,
რაც ხანი გადის,
ხუნდება ფოტო,
მაგრამ
მძაფრდება მოგონება:
დიდ წყალში როგორ შემიყვანე
მხარზე შესმული
და როს ნაპირზე
ბუზისტოლად მოჩანდა ყველა,
უეცრად როგორ გადამაგდე,
ან ფსკერისაკენ
ტალღამ როგორ ჩამატრიალა,
ანდა რა ძალამ ამომაგდო
კვლავ ზედაპირზე.
მე ვფართხალებდი,
შენ - სიცილით უკან იწევდი
და
“მა-მა, მა-მა!” -
იმედიანი სასოწარკვეთის
ტყუპი მარცვლები იფანტებოდა,
ირეოდა მწარე შხეფებში.

პირველად მაშინ შევიგრძენი,
სიცოცხლის წკიპზე
როგორ ერთდება მლაშე ყლუპად
დაბნეულობა, ნდობა,
შიში და სიყვარული.

ჰო! აი, ასე მასწავლე ცურვა.
და როცა წყალთან შევთამამდი,
მომდევდი ხოლმე შორი-ახლო
ფართო მკლაურით
და მხოლოდ გვიან,
როცა ძალიან გავიზარდე,
ქვიან ნაპირზე მშვიდად მჯდომი
თვალს მადევნებდი
და მე ვცურავდი მარტოდმარტო,
მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი
მოტივტივე
საზღვრის ნიშანთან,
რათა ძალ-ღონე მომეკრიბა
და სუნთქვაშეკრულს
ერთხელ მაინც გამეღწია
სადღაც, შორს შენგან,
სადაც საერთოდ აღარ ჩანდი,
არც იგრძნობოდი.

გიბრუნდებოდი მერე დაღლილი,
ნაპირთან ახლოს ვედებოდი
შიშველ სხეულებს
და მეყვსეულად ცოცხლდებოდა
წყალქვეშა შიშიც.

რა იყო შენთვის ჩემი სიშორე!
შენ ხომ მასწავლე
მკერდში ჰაერის გამოზოგვა,
ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა
წოლა,
გარინდებაც
და კიდევ რაღაც,
რაღაც მთავარი,
რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი,
მაგრამ სათქმელი იხერგება
ყელის სრუტეში
და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.


ქალი ღელეში

რად ხარ მდუმარე,
რა ვუპასუხო, დედა მარიამ,
ამ ქალს, რომელიც
ჯიბის სარკიდან
ცრემლმორეული ამომცქერის
მღვრიე ორეულს?

როდესაც იგი ბავშვი იყო,
უცებ კიბეზე რომ დაეცა
და
ზედ ცემაც რომ დაუმატეს,
რად არ დატოვე
შენი ღვთიური სამზარეულო
და რატომ ხელში არ აიტატე?

“ვაიმე, დედა,
მტკივა, დედა,
დედა, მიშველე!”
როგორ გიხმობდა,
დაგეძებდა გულგამჭოლ ქარში,
როგორ სჯეროდა,
რომ სადღაც ჰყავდი,
შენ - ყველას დედა,
ნამდვილი დედა,
ყოვლისშემძლე და ყოვლისგამგები!

რად ვერ გაიგე მისი ზლუქუნი,
მაშინ, როდესაც მამამისი
მძიმე ჩემოდნით კართან მივიდა,
და უკან რატომ არ მოაბრუნე,
და სამუდამოდ არ ჩაკეტე
რკინის კარები?

ან მაშინ როგორ არ დაიფარე,
მისი არსების მყიფე ნაჭუჭში
გამოშუშულმა სიყვარულმა
ჯერ რომ გაბზარა
მერე შიგნიდან გამოტეხა
და გულგრილად გადააბიჯა,
რომ თბილ ქვეყნებში გადაკარგვამდე
ფრენა ესწავლა?

ან სად იყავი,
ვიდრე სიამით ჩასახულ პირმშოს
კოლტების ფაფად გადაუქცევდა
რკინის საფხეკი?

ან სასაგამშრალს,
მომაკვდავი ძმის საწოლთან
რად არ მიუხველ,
სიტყვა როგორ არ შეაწიე,
რომ სანაცვლოდ ის წაეყვანათ?

ვერ გხედავ, დედა!
დედა, ცივა ცრემლის ღელეში!
ყოველ ნაბიჯში ირყევიან
სიპი კითხვები,
მაგრამ მე ვიცი,
გამოვაღწევ მზიან დარამდე.

ნაავდრალ ცაში
დავლანდე მტრედი
და გავიგონე:
- ფრთხილად, შვილო, აღარ დავარდე!


მოწყენილობის პარადიგმა
(თეონასათვის)

რა ბილიკები,
რა ხიდები,
აღმართ-დაღმართი!..
შვილო, რამდენი სავალია,
მიმოიხედე!
ოღონდ აქეთკენ ნუ წამოხვალ -
შემოგიტყუებს
ნელსურნელება ვარდისფერი,
ბგერა-ხავერდი!

მართლა ვარდებით ნაფენია
გზა სიყვარულის,
მაგრამ თვალთაგან
მცვივა სიმწარით მე ნაპერწკლები -
ვერც წინ მივდივარ,
ვეღარც უკან.
ვაი, ვეცემი!
წამის წამიც და,
კვნესას ჩემსას ცაში ვეწევი.

დაბლა კი, დაბლა -
დინებას თავქვე მიჰყვებიან
შეყვარებულნი,
ცრემლდიდობისგან
ფესვიანად მოგლეჯილები
და იმათ შორის,
ძლივს-ღა ვარჩევ,
როგორ ირწევა
აიმ ვარდისფერ კალაპოტში
ჩემი სხეული,
ჩემთვის ასეთი ახლობელი
და შორეული.

მაღლა, ო, მაღლა,
კიდევ მაღლა!
რა სილაღეა!

ამ სიმაღლიდან
ჩვენი მოდგმის მთელი სავალი
უფლის გადაშლილ ხელისგულზე
ერთ ხაზად მოჩანს.
ყოფიერების ევერესტიც
ბორცვი ყოფილა,
პატარა ბორცვი
- თავზე ყინულის ნამცეციანი.

მანდ კი,
რა უნდათ ნინოსაგან ადამიანებს,
როგორ ანჯღრევენ,
ნეკს უჭრიან,
როგორ შიშობენ,
ყოფის ბარგი არ შეატოვოს!

კარგი, ეყოფათ!
დავუბრუნდები.

თუ შეგიძლია, ნურასოდეს მისაყვედურებ.
დედის წესია,
ვიდრე სასმელს გამოგიწვდის,
ჯერ თვითონ სინჯავს.
არა, პატარავ,
ეს საშენო წყალი არ არის!
წადი და თვალი მაინც აქეთ თუ გამოგექცა,
გახსოვდეს, ამ გზამ დედაშენი როგორ დაღალა,
როგორ წაართვა სიცოხლის და
სიკვდილის ღონე.
რაო, პატარავ,
ამ სიტყვებით რად დაგაღონე?

რა - გზა, რა - ვარდი,
რის - ფრენა, რა - ევერესტი!
ამ ზამთრის ღამეს მე, უბრალოდ,
მოწყენილი ვარ,
და... ყველაფერი გასართობად გამოვიგონე.


mimos Feb 8 2008, 11:36 AM



დიდი მადლობა ნინოს გვერდის გახსნისათვის!

მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ პოეტებს უნდა მოვეფეროთ ყველანი...
ამას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ "მოკვდა ნინო დარბაისელი"-ო, რასაც ყველა ვერ შეძლებს და სწორედ ამ ნათქვამით გაცოცხლდეს ხელახლა...


--------------------
სიტყვამ დაიწყო და სიტყვა დაასრულებს ყველაფერს...
http://www.archanda.ge



ბიჭი “იამახათი”

აეროპორტს ვეღარ შველის,
უფალო, ნება შენი.
დაერივნენ ჩემს ბარგს ქშენით
“ციური მებაჟენი”.

არც რამ აალებადი,
არცა რამ იარაღი,
ამაცალეს, რაც მებადა -
ერთი ბოთლი არაყი.

ბედის უკუღმართობით
მე - სევდამორეული
რითმებითღა ვერთობი
და მევსება რვეული.

გულს მომედო რაღაც ფერისცვალება.
მხარზე ჩანთით, ხელში “იამახათი”
გვერდს მომიჯდა ბიჭი - შენფერთვალება,
გაიკვირვა ჩემი ნაწერ-ნახატი.

რვეულს აქ ერთი ფურცელი აკლია.
მე ის ფურცელი
წამოსვლისას
სასთუმალთან,
წიგნში ჩაგიდე,
მაგრამ არ ვიცი,
მინდა თუ არა,
წაიკითხო.
ზედ ერთი სიტყვა წერია:
“მაპატიე!”

სასაზღვრო ზოლთან
სულ გაფერმკრთალდა
შენი სათვალე - “ქამელეონი”.
(მე თავიდანვე არ მიყვარდა
კაცის ცრემლები).
განშორებისას
მე ხომ ცივად მოლაპლაპე
ქვა და რკინა ვარ,
ბოლო წამს მაინც ჩავიფიქრე,
თუ მიმავალი
ერთხელ მაინც მოიხედავდი,
ყველაფერი კარგად იქნებოდა.
შენ, რა თქმა უნდა,
არ მოგიხედავს.
ან იქნებ კიდეც მოიხედე,
მაგრამ დაფარა შენი სახე
მოჩქარეთა მღვრიე ტალღებმა.

ეჰ, ანგელოზებს ჩვენთვის უკვე აღარ სცალიათ,
ანდა არ ესმით აღარაფერი,
რადგან ისინი
თვითმფრინავებს
მოგრუხუნე ფრთებზე ასხედან.

ადიდებულა არეები
ტურბულენტური.
ივსება ზეცის მორევები
ფრთებდამწვარი ანგელოზებით!

რას აცხადებენ?!
ამ ავდრის გამო
უკვე მესამედ გადაიდო
ჩემი რეისი.
მე მაინც არსად მომელიან,
რა მეჩქარება!
და ფრთხილად ვსუნთქავ,
უნებლიედ რომ არ შევაკრთო
მხარსმონდობილი
მძინარე ბიჭი - შენფერთვალება.


დიოტიმა

დიოტიმა ვარ,
მზის ასული,
სულით ორსული,
უცხო ტომისა,
უცხოდ მხედი,
უცხოდ მავალი.

შემოკრბით, ბრძენნო,
სანადიმოდ,
შესვით წყალ-ღვინო,
რაც გინდათ, მკითხეთ
სიყვარულზე,
ვიცი მრავალი.

ვიცი, ნიადაგ ვით დაეძებს
ნაკლული ნაკლულს
და შეერთების მწარე ნდომა
ვით დაიმონებს.

ღმერთს და კაცს შუა
მოქანავე ვნახე სამანი -
იქ გახიდულებს
პირზე კოცნით ვიცნობ დემონებს.

“დამენამაო თვალი ცრემლით,
მოდი მალეო,
უშენოდ წყვილმა აფროდიტემ
გამაწამაო...”
უნდოს, უჭეროს, დაუდევარს
ვინ დაუჯეროს.
თვით უკვდავებაც
სიკვდილივით არის ამაო.

კმარა ბაასი.
მო, კალთაში ჩამიდე თავი,
ჩემს ბაგეს დაჰყევ,
გარინდული,
ღელვას მიენდე!
მორჩა ამბავი.
რას დაეძებ,
თუ იბნევიან
ნათელმზიდველნი
მთის წვეროდან
ჩრდილთა მღვიმემდე.

ხედავ?
აფრინდა წყვილი წერო,
ცაც აირია,
შემოისერა
ბედისწერის თეთრი არშია.

რას ვერჩით ღმერთებს,
ეს ტანჯვაც ხომ
ჩვენ მოვიგონეთ.
არ არის ქვეყნად სიყვარული
და არც ცაშია.

----------------------------
გამოყენებული ლიტერატურა:
1. პლატონი - “ნადიმი”, “სახელმწიფო”,
2. ჰოლდერლინი - წერილები,
3. გალაკტიონი - “უსიყვარულოდ”,
4. ნ.დარბაისელი - სიყვარულით,
5. ცხოვრება - როგორც ტექსტი.


ასეთი, ასე...

დე, სხვამ უმღეროს ნაღვლიანად
წარსულ სიყვარულს,
სხვამ დაინანოს,
რომ მიუვალს ემონა თვალი.
მიმქრალ ვარსკვლავთა
იდუმალი ახმიანება
სიტყვა ეგონოს,
საყვარლისა შემონათვალი!
ამივსე თასი!
დაილიოს წვეთი ბოლომდე.
მოედოს ზეცას
აღტაცება და სიკისკასე!

არ მენაღვლება,
არ რა იყო,
ან რა იქნება,
მე შენ მიყვარხარ
აქ და ახლა,
ასეთი,
ასე!


დოქი

თიხა - წყნარი, შესაწყნარი,
ძირბნელი და პირნათელი -
ბნელგრილოში დავრჩი ისევ,
შენი ნაწარნაქალი.
სად ხარ, ჩემო მეთუნეო,
უფარავი ვინ დაფაროს!
ვიდექ ჩემთვის დაბლა თაროს,
არც მეძებდა არავინ.
დამიარა ელვის ელდამ,
ამოსუნთქვა გამიძნელდა,
მყუდრო, თვლემამორეული
აირია მარანი.

ყურზე ხელის მოკარება,
ჟრიალი და ნეტარება
გულამომქრალს მეცნაურა,
არა, მეუცნაურა...
მაგრამ აღარ დამელია
გარეთ - ლაქა, შიგნით - ლექი.
მანჯღრია და მაჭანჭყარა,
მაინც გამძლე გამოვდექი.
სილაც ბევრი დამაყარა,
ამირია გონება,
დამაყვედრა წყალზე დგომაც,
მოლზე წამოგორებაც.
რა არ მითხრა სავაგლახო!
მერე პირქვე დამამხო.
განა ზღვიდან ამოზიდულ
ტანმოხატულ ამფორებს
ვინმე ასე მოკითხავდა
ნათითურ - ნაამბორევს?

რა ვიცოდი, თურმე სურდა
სხვა სასმელით ავევსე.
დაწრეტიდან ავსებამდე
ვეღარც მივუალერსე.
იქნებ თავი მოვაწყინე
მორაკრაკემ არაკთა?
რას არ იტყვის დოქი,
ერთხელ თუკი ალაპარაკდა.
მომანდომა - მოვინდომე
რაც იყო და რაც არა
სიტყვა აღარ დამაცალა,
მოყუდებით დამცალა.
მე მეგონა, ამავსებდა
სათავისოდ, თავიდან,
... ... ... ... ... ... ... ...
დამაგდო და წავიდა.

საღვინე და სავენახე
ნეტა სულ არ დავენახე!
რას მერჩოდა,
რაღად მითხრა,
დოქთა შორის მიცნიხარო,
იცი, მართლა მიყვარხარო,
ჩემი სულისდგმა ხარო?
ერთხელ ვსურდი თურმე სურად
და ნაწადიც აისრულა.
რა ვქნა,
როგორ განვიკითხო
მე - აყალომ აყალო?

მეთუნეო,
მეთუნეო,
მეთუნეო მაღალო!


რეკვიემი ქეთინოსათვის

ღმერთო, კეთილო, აღარ არის ჩვენი ქეთინო!
ცივ შუშაბანდში ასვენია,
ზამთრის ხიდან ჩამოვარდნილ ბეღურასავით.

სხვა ვიღა გყავდა ამ სოფელში
ქეთინოსავით
ღვთისმოშიშარი, ღვთისმოყვარე და
ღვთისმოსავი?

გაშლილ სუფრაზე წყნარად კუთხეში
ჩამოჯდებოდა,
არას შეჭამდა,
პურს ტყემალს ამოიწობდა,
ბოლოს ქაღალდში შეახვევდა ძვლებს და
ნატეხებს
და მაწანწალა ძაღლებისთვის წაიყოლებდა.

ღმერთო კეთილო, აღარა გვყავს ჩვენი ქეთინო!
ერთხელ ჩანთები შეგვეცვალა,
შიგ ეწყო ხურდა, პურის ყუა, კრიალოსანი -
სხვა არაფერი, არაფერი, არც არაფერი.
ის ხომ ოცდაცხრის არც კი იყო
და არ ენახა სიყვარული ჩვენებური,
ჩვეულებრივი,
ღმერთო კეთილო, გაგვიჩუმდა ჩვენი ქეთინო!
თავად მეუფემ აზიარა,
ოლარის კალთა დააფარა.
ტკივილებს უნდა გაუძლოო,
არ იტიროო, დაუბარა
და როცა კარი მოიხურა,
ჭრილში მოუყვა ანაფორა,
რაღაცა ძალა აბრუნებდა:
“მთავარი უთხარ, მეუფეო”,
მაგრამ არ უთქვამს არაფერი.
ნეტა მკვდარს ჩემი ხმა თუ ესმის,
ან ცოცხალს რად არ მოვეფერე?

ღმერთო კეთილო, დაიღალა ჩვენი ქეთინო!
მითხარით, ხომ არ მოვკვდებიო, მაინც იკითხა.
ვინ მაჯერებდა, სიკვდილის მე არ მეშინია,
ზეიმიაო,
ვიღას ვედავო სააქაო-საიქიოზე,
ვიღა მომიტანს პატარ-პატარა ხატებს და
წიგნებს
და კუთხეში ჩუმად დამიწყობს,
იქნებ მაინც წაიკითხოსო?
მინდა ვიტირო,
მაგრამ თვალზე ცრემლი არ მომდის.

ღმერთო კეთილო, რად მოკალი ჩვენი ქეთინო,
სნეულთა შემწე,
სასთუმალთან გამთენებელი,
არცარის მქონე,
არცრის შემძენი.
ან სიმსივნით რაღად გასტანჯე?
ან დენს დაერტყა,
ან ნამცეცი გადასცდენოდა,
ან დაეძინა და აღარასდროს გაღვიძებოდა!

მაგრამ ტანჯვისთვის შენ ხომ შვილიც
არ დაინანე.

“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”
ვინ გაიგოს შენი სამართალი,
ვინ დაიხსნას ეჭვისაგან თავი,
ცნოს ბილიკნი გზათა სავალთანი,
“ელი, ელი, ლამა საბაქთანი?”

ნათესავები მორიდებით ფაციფუცობენ.
მანდ, ცაში უკვე ხმას იწმენდენ ანგელოზები
და ზეფიროვან შესამოსელს მზე
აგვირისტებს.
ო, რამოდენა სამზადისი ჰქონია ქრისტეს!
და ჩვენც მზადა გვყავს შენი სასძლო,
ღმერთო კეთილო,
ღმერთო კეთილო, ჩაიბარე შენი ქეთინო!


ლაზარე

მართა მართალია.
დამთავრდა, მარიამ,
ჯვარს აცვეს იესო,
განიბნენ სხვანი
და ვიდრე განიხვნენ
კარნი ზეცათანი,
მოაწყდა ქვეყანას
გოდების ღვარი.

განბანილს ზეთით და
შესუდრულს ტილოთი,
მესმოდა, მარიამ,
როგორ დამტიროდით,
მაგრამ გარინდული
სასწაულს ველოდი,
ტიროდა იესოც,
გლოვობდა არე.
მჯეროდა, მძინარე
მკვდრეთით აღვსდგებოდი,
რაბი მიხმობდა:
“გამოვედ გარე!”

ამბობდით,
რომ აღმდგარს
დამჩემდა დუმილი,
რომ რაღაც მთავარი
დებსაც დავუმალე,
ვიყავი ცოცხალი
და ცოცხალს არ ვგავდი,
მდუმარე, მდუმარე...

მარად მოფუსფუსე
და დაუზარელი,
დამზრალი მორჩივით
ჩქამობენ დები.
მორჩილად ვიცოცხლე,
მორჩილად აღვსდექი,
მეორედ ცოცხალი
მეორედ ვკვდები.

კვლავ კართან მომდგარი
ვერ გაიცნო ვერავინ,
მგზავრი თუ ეგონე,
შორისკენ მსწრაფი.
“გამოვედ, გამოვედ!” -
შენი ხმა მომესმის.
რაბი, რა ბინდია!
მოვდივარ, რაბი!


ჭუპრი-პეპელა
(მეგობრებისთვის)

თუთის ფოთოლი მოილია.
დარჩა ტოტები
და ამ ტოტებზე -
- უამრავი თეთრი კოშკი,
კოშკი უკარო.

შემოვიქოლეთ
ნაპირები და ნაპრალები
ბნელში
საპეპლედ ვეპირებით
ნაჭუპრალები -

რარიგ მყუდროა ჩემი კოშკი!
ვწევარ დაღლილი
და თქვენგან უკვე
ჩამიჩუმი არ მეყურება.

რა დაგვემართა?
მწვანე სარჩო გვერგო ულევი,
მწვანე გზა გვედო
ოთხივ კუთხივ,
ჩელტის კიდემდე.
ვინ ფეხი ვეღარ მოიკიდა
და გაისრისა,
ვინ აიკენკა
და ვის სენმა დარია ხელი.
თითო პერანგიც ვერ დაცვითეს,
ჩვენ კი,
ო, ჩვენ კი
დავშორიშორდით,
დავთითოვდით
და მოგვერია ტკბილი წვენი -
- ძაფადსაქცევი
და თუთის ტოტებს დავეკონეთ
და დავტრიალდით.
ო, ეს ტრიალი,
და ტრიალით თავბრუდახვევა!
პირველწიაღის მონატრებამ
მარტოეულნი
როგორ გვაბრუნა! -

შავგულაა თეთრი კოშკი,
ყრუა კედელი.
უკვე მელევა
მოსამრავლებლად გადარჩევის
ბოლო იმედი,
ფრთები კი,
სწორედ ახლა ვიგრძენ,
როგორ მეზრდება
და ჩინდაკარგულს,
სმენადახშულს
ახლა მომეცა
გულის თვალ-ყური,
რომ გამეგო;
ნება ჩვენია,
საით გავიწევთ,
რომელ ტოტზე დავეკიდებით,
მაგრამ არასდროს მოგვანდობენ
მთავარ არჩევანს.
მოაწევს დრო და
ნაცარტუტით დავიმდუღრებით.
მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი
ვერ გადარჩება.
გავიწირებით
ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.

რაღაცა კვდება
ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.

ყელში მაწვება მწარე წვენი.
ნუთუ ეს არის?
არა!
ამაო არის უკვე
თავჩაგონება,
რომ ყოველივე ამაოა.
როცა გივლიან
და სათუთად თავს გევლებიან,
ვაი,
თუ მართლა მოდუნდები
და მიენდობი!
ისინი თავის დროს ელიან.
ჯანდაბას კოშკი!
უდროობა ჩემი დრო არის.

ამოვჭერ კარი
და დავიძარ.
ფრთებქვეშ მკვრივდება
ცა,
სხივებით ოქროსირმული.

რა სინათლეა!
რა ჰაერი!
მე მოვირწევი,
მოვირხევი,
ჰეი!
ჰეჰეი!
ჰეჰეჰე-ჰეეეი!


ელეგია

სოფლის ბოლოს ძილ-ბურანი მორევია მონადირეს.
ხარის ლეში გელის სიბნელეში.
მგელო, დღემდე, იცი, როგორ მოგელოდი?
მაგრამ ნეტა ვეღარ იკრა გეში!
რა ახლო ხარ! პირქარს მოაქვს შენი სუნი,
ნარ-ეკალსაც შერჩენია ბეწვი,
თოვლზე მგლური ნაკვალევი დაგიტყვია.
მეშინია არ აგცდება ცხელი ტყვია.
გულზე შენი ნაკბილარი მეწვის.

გახსოვს, როგორ ავიწყვიტე?
ყეფა-ყეფით მოვყვებოდი ბილიკს,
ახლო მაინც ვერ გავბედე შენთან მოსვლა,
გიელავდა ალესილი კბილი,
მაგრამ იგრძენ შორიდანვე შენი სერი,
მოგიშვირე უსუსური კისერი,
დამსუნთქე და მერე ლოკვით დამისველე
ეს კისერი, ჯაჭვით გადანაქუცი,
დამავიწყდა შიშიცა და უშიშობაც,
მოვდუნდი და უცებ მოგელაქუცე.
გვერდით გდიე,
მამჩნევდი და ვერც მამჩნევდი,
წინმხედველმა ვეღარც მომიცილე.
ვინ რა იცის მარტო მგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა
ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი.

ბოლოს ქანცი გაგვეცალა,
ზედ ზამთარი და შიმშილი დაგვერთო,
ავირიეთ, უკვე ერთად ვეღარ ვძლებდით,
ვეღარ ვძლებდით ვეღარც უერთმანეთოდ
და წამოველ, გადმოვსერე ტყე და ბექი,
ჩავირბინე მინდორი და ბაგები,
გალეული ისევ პატრონს მივადექი,
შენი ცალი, შენთან ნაბუნაგევი.
კუდქიცინას დამიყარეს უხვად ძვლები
და პატრონიც ჩემით კმაყოფილია.
საძაგელო, იცი, როგორ მოგელოდი,
მე, ძუმგლობის ვერშემძლები ფინია?
გატრუნული ლუკმას პირს არ ვაკარებდი,
სალაფავი ჯამში დავაობე.
დე, ყოველღამ ჩაერაზათ ურდული,
მეგულვოდა მორღვეული ღობე.

კისერს მადევს ჯაჭვი, მტკიცედ მონაწნავი.
რაწამს კარი გაიღება,
მავალია ავი ყეფა,
მერიდება მპარავი.
ყმუილისთვის პატრონისგან
ფერდში კავი არ ამცდება,
გაურჩებულს არ დამინდობს არავინ,
მაგრამ რაღამ გამაყუჩოს,
ფათერაკი ახლო თუა?
დამიძახონ უწვრთნელი და ცრუ...

დაიჭექა!!!

იქნებ თოფი გაუვარდა მონადირეს?
შფოთავ, გულო და საგულეს ანგრევ.
არ იქნება, მგელს ის ტყვია მიეკაროს,
ჩადექ, ჩადექ, ნამგლევო და სამგლევ!

მაგრამ რატომ აიშალა არემარე,
თავქვე რატომ ჩამორბიან გაჩქარებით,
რაღას ნიშნავს უეცარი მაშხალები,
ალებისგან რაღად მესხმის ბრუ?

შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ,
მგლოვიარეს ნუ დამაგდებ, ნუ!
ვინ გაიგოს შენგან კიდე
ჩემი გულის ღვიარება,
ყველა ყრუა,
ყველა უა-უუ-უუუუუ...

მაი სფეისი*
(*My Space (ინგლ.) - ჩემი სივრცე. პოპულარული ვებ-გვერდის სახელწოდება)

რაც მოხდა, მოხდა!
კარგო,
განა ჩემი ბრალია,
ნურც გამამტყუნებ,
ნურც ინაღვლებ განალაღები.
მე დავასწარი,
განაჩენი გამოვუტანე
და
დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები,
რათა მრავალი მორეოდა
ტყვია,
იარა,
არეულიყო
დანაკოდი და დანასერი.
ცოდვას ვერ ვიტყვი,
უკან არვის დაუხევია
და
როგორც იქნა,

მოკვდა ნინო დარბაისელი.

არ დაინანო,
თვალი ცრემლით არ დაისველო!
განა რაც მჭირდა
ყველაფერი მისგან არ იყო?!
რად აიჩემა სიყრმითგანვე,
პოეტი ვარო,
სათქმელი მაქვსო...
რა სათქმელი, რისი სათქმელი!
მთელ წელიწადში
ერთი ლექსი ეწერებოდა,
ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა
ხელისფათურით.
ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა,
იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.

სულმოუთქმელად
განსაცდელში მიმაქანებდა
ვერ მოვერიე,
არ იქნა და არ მოიშალა
სხვის შესაქცევად თავის გვემა,
ცრემლი მდუღარე.
ვერ შევასმინე,
რომ არავის არ სჭირდებოდა,
დევნა-მალვაში
დავბერდი და გადავიღალე.

დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ,
სხვებმა დააცხრონ
სიტყვა-თქმათა აურზაური,
ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი,
ხმაურში - ჟღერა,
უმბარ ამბარში
უებარი იცნონ სურნელი,
უსინჯონ სიტყვას
მიმოხვრა და სახეცვლილება
ზომონ და წონონ,
გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!

მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები.
მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები.
მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები,
დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები.
ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია!
ისე მშვიდია ჩემი სივრცე,
ისე დაცული,
ამოვისუნთქე.
რა მაქვს საშიშ-საკანკალები?!
ანტივირუსით შევკარ, კარგო,
ყველა კარიბჭე,
ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები.








Posted by: BEKO 2 Apr 2008, 08:31
nino darbaiseli

QUOTE
მიხო მოსულიშვილი



ვეღარ გავიგე, ლექსების გამომგზავნი მიხო მოსულიშვილია თუ ნინო დარბაისელი?


ახსნა განმარტებასაც დავურთვ, აქ, ამ ფორუმზე, ემხვარის ბაღი კი არაა, როგორც წესი, ნიკებით რეგისტრირდებიან (გამონაკლისებიც არის, მაგ. irakli kakanadze ) და ანონიმურობა დაცულია.
ისეკი, თუ ეზრა პაუნდსა და ტ.ს. ელიოტს აქვთ გვერდები, იყოს დარბაისელისაც....

Posted by: ფეშენი 2 Apr 2008, 20:06
BEKO
ვეღარ გავიგე, ლექსების გამომგზავნი მიხო მოსულიშვილია თუ ნინო დარბაისელი?

ეს ვერც მე გავიგე. rolleyes.gif

დიდი ხნის წინ მაქვს ნინო დარბაისელის ლექსები წაკითხული. თუ არ ვცდები ლიტ. ჟურნალ "ალტერნატივაში". და ძალიან მომეწონა. ელა გოჩიაშვილის პოეზის მაგონებს.

Posted by: რუსთაველი 2 Apr 2008, 21:01
QUOTE
ვეღარ გავიგე, ლექსების გამომგზავნი მიხო მოსულიშვილია თუ ნინო დარბაისელი?


ვერც მე გავიგე და საერთოდაც მგონი ვერავინ გაიგებს.. cry.gif

გათხოვილი ქალის ლექსი

დედი,
დედამთილო,
დაგნებდით!
ჩვილის
პერანგი _
_ ჩემი თეთრი
ალამი.


საინტერესოა smile.gif

Posted by: nino darbaiseli 15 Apr 2008, 06:57
მოგესალმებით!
ლექსების გამომგზავნი გახლავართ პირადად მე -ნინო დარბაისელი,ყოფილი ქართველი პოეტი,მცხოვრები აშშ -ში. ''გუუგლში'' ჩემი სახელის ქართულად შეყვანისას წავაწყდი ცნობას,რომ სადღაც, /კერძოდ - ამ ფორუმზე/ქართველ პოეტ ქალებზე საუბრისას ნახსენები ყოფილა ჩემი სახელიც.ამ ცნობამ ძალზე ამაღელვა,რადგან არათუ ამერიკაში მყოფი,თვით საქართველოში მცხოვრებიც კი თვით უახლოეს მეგობრებსაც თითქმის არასოდეს ვახსოვდი,როგორც პოეტი,ხოლო თანამშრომელთა შორის მყავდნენ ისეთებიც,რომელთან ერთადაც ცამეტი წელი გავატარე ერთ ოთახში და საერთოდ არ იცოდნენ,ლექსებს თუ ვწერდი და ეს - დაწესებულებაში,რომლის პირდაპირი პროფილი ლიტერატურის შესწავლას უკავშირდებოდა.
''ებლიტფოს''ფორუმზე ქართველი მწერლის მიხო მოსულიშვილის წყალობით გაიხსნა ჩემი პერსონალური გვერდი.
ისე,რომ ბევრი არც მიფიქრია ფორუმ ''თბილისისა'' და ზოგადად ქართული ლიტერატურული საზოგადოების წესებსა და პირობითობებზე,რომელთა ფონზეც ჩემი საქციელი გაუგებრობად იქნებოდა აღქმული,პირდაპირ ''ებლიტფოდან''გადმოვფოსტე ჩემი ლექსები,მაგრამ ჩემი ცოტა არ იყოს,დაუდევარი ხასიათის გამო,ყურადღება არ მიმიქცევია იმისთვის,რომ საჭირო იყო მწერალ მიხო მოსულიშვილის სახელის წაშლა დასაწყისში. იგი ალბათ მაპატიებს ამ დაუდევრობას.
რაც მოხდა,მოხდა,დაფოსთილ ლექსებს აღარ წავშლი,მაგრამ გპირდებით,აღარც რაიმეს დავამატებ ამ გვერდზე.
იმედია ,ამ ფორუმის წევრებიც მაპატიებენ,რომ ასე კადნიერად შემოვიჭერი მათ სივრცეში.

Posted by: BEKO 15 Apr 2008, 08:12
nino darbaiseli

კარგი რა, ნუ გაგვიბრაზდები, ეს ხომ ლიტერატურული ფორუმი არ არისsmile.gif

და სივრცე ყველასია, და შემოგვიერთდი...

Posted by: gvaska 16 Apr 2008, 16:17
nino darbaiseli
ნინო, საყვარელოsmile.gifkiss.gif
გამეხარდა შენი "ნახვა"
გიცნობ და მახსოვხარ სწორედ შენი ლექსებით

არ გეხსომები, მაშინ 9-10 წლის ვიქნებოდი და პიონერთა სასახლეში ფაცია პაიჭაძესთან სემინარებზე, ან ჟურნალისტთა წრეში ვხვდებოდითsmile.gif

შენ და ნატო გაბუნია მახსოვხართ, დიიიიიიიიიიდი გოგოები!
ძალიან მომწონდითsmile.gif
როგორ მინდოდა თქვენხელა ვყოფილიყავი მაშინ, ძალიან დიდები მეგონეთsmile.gif
არადა 16-17 წლის იქნებოდით ალბათ, ან უფრო ნაკლებისsmile.gif

სად არის ნატო? აღარ წერს?
დღემდე მახსოვხართ და მიყვარხართ ძალიან, ნატო ცეცხლივით იყო, შენ კი ნამდვილი დარბაისელი 2kiss.gif love.gif love.gif

Posted by: სექსტეტი 16 Apr 2008, 17:44
ეჰ, ხომ ვამბობდი, მოსაშთობია ეს პიონერთა სახლის ჟურნალისტური წრეები, მწერლობის სახელოსნოები და პოვეტობის შრომაგამასწორებელი ორგანოები-მეთქი...

Posted by: gvaska 16 Apr 2008, 17:50
სექსტეტი
QUOTE
ხომ ვამბობდი, მოსაშთობია ეს პიონერთა სახლის ჟურნალისტური წრეები

smile.gif








სადღაც მართალი ხარ, ლაშა ნაცვლიშვილიც იქედან მახსოვს lol.gif

პ.ს. იქ რომ გევლო, ხომ გეცოდინებოდა, რომ აქ "მე" ზედმეტია?smile.gif
QUOTE
მე ახლა მარწყვს ვჭამ


Posted by: სექსტეტი 16 Apr 2008, 17:55
gvaska

QUOTE
იქ რომ გევლო, ხომ გეცოდინებოდა, რომ აქ "მე" ზედმეტია?


რომ არ გევლო, მიხვდებოდი ინტონაციურ განსხვავებას "მე"-იანსა და უმეო წინადადებებს შორის smile.gif

QUOTE
სადღაც მართალი ხარ, ლაშა ნაცვლიშვილიც იქედან მახსოვს


უი, ეგეც წერს ლექსებს?

Posted by: gvaska 16 Apr 2008, 18:06
სექსტეტი
QUOTE
უი, ეგეც წერს ლექსებს?

უარესი.

ასავალ-დასავალის რედაქტორიაsmile.gif

ნადარეიშვილი, გვარი შემეშალაsmile.gif

QUOTE
მიხვდებოდი ინტონაციურ განსხვავებას

შენ წარმოიდგინე, იუმორის გრძნობაც კი გვაქვს! rolleyes.gif

Posted by: სექსტეტი 16 Apr 2008, 18:16
gvaska

აა

მაგრამ გაზეთებს არ ვკითხულობ

აი ლექსებს კი ვკითხულობ, და საერთოდაც, შენ რას გერჩი _ ამ თემაში იმის სათქმელად შემოვედი, რომ ქ-ნი ნინოს ლექსები არ ვარგა.

QUOTE
შენ წარმოიდგინე, იუმორის გრძნობაც კი გვაქვს!


ეჭვიც არ მეპარება _ აბა ისე როგორ შეიძლება მოგეწონოს ზემოთ დაპოსტილი ტექსტები 2kiss.gif

Posted by: nino darbaiseli 17 Apr 2008, 01:47
QUOTE (gvaska @ 16 Apr 2008, 16:17 )
nino darbaiseli
ნინო, საყვარელოsmile.gifkiss.gif
გამეხარდა შენი "ნახვა"
გიცნობ და მახსოვხარ სწორედ შენი ლექსებით

არ გეხსომები, მაშინ 9-10 წლის ვიქნებოდი და პიონერთა სასახლეში ფაცია პაიჭაძესთან სემინარებზე, ან ჟურნალისტთა წრეში ვხვდებოდითsmile.gif

შენ და ნატო გაბუნია მახსოვხართ, დიიიიიიიიიიდი გოგოები!
ძალიან მომწონდითsmile.gif
როგორ მინდოდა თქვენხელა ვყოფილიყავი მაშინ, ძალიან დიდები მეგონეთsmile.gif
არადა 16-17 წლის იქნებოდით ალბათ, ან უფრო ნაკლებისsmile.gif

სად არის ნატო? აღარ წერს?
დღემდე მახსოვხართ და მიყვარხართ ძალიან, ნატო ცეცხლივით იყო, შენ კი ნამდვილი დარბაისელი 2kiss.gif  love.gif  love.gif

დიდი მადლობა ხსოვნისა და შემოხმიანებისთვის.
ფაცია დეიდას სტუდია კი სულით ობოლთა ნამდვილი თავშესაფარი იყო.რვა წლისა მიმიყვანეს ნორჩ შემოქმედთა წრეში . სტუდენტობიდან იქ უკვე მასწავლებლად ვმუშაობდი,ჯერ უხელფასოდ,მერე,უნივერსიტეტი რომ დავამთავრე,შტატშიც ჩამსვეს.ასე რომ შემიძლია ვთქვა,მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა,და .... ამას რა მოსდევს?...ზრდასრულობა?..ოცდაათ წლამდე სასახლეში მაქვს გატარებული.მერე სამეცნიერო მუშაობამ გამიტაცა და სამწუხაროდ, ყველაფერი ერთად ვეღარ შევიძელი.
ნატოს ლექსები და თავად ნატოც ჩემთვის დაუვიწყარია.
სამწუხაროდ,დიდი ხანია მისი აღარაფერი მსმენია.არც რაიმე წამიკითხავს დაბეჭდილი.
ფაცია დეიდამ მრავალთა შორის ერთი რამ გვასწავლა ყველას - ერთმანეთის წარმატებით სიხარული და წარუმატებლობით - გულისტკენა.ზოგმა ეს გაკვეთილი სრულად აითვისა,ზოგმა - როგორც შესძლო.რას იზამ!
როცა ფაცია პაიჭაძე გარდაიცვალა,მე უკვე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი დ ვერ დავიტირე.საფლავიც კი არ ვიცი მისი. არ მეპატიება! ნათელი დაადგეს მის ხსოვნას!

Posted by: strixnina 17 Apr 2008, 01:54
QUOTE (nino darbaiseli @ 17 Apr 2008, 01:47 )
QUOTE (gvaska @ 16 Apr 2008, 16:17 )
nino darbaiseli
ნინო, საყვარელოsmile.gifkiss.gif
გამეხარდა შენი "ნახვა"
გიცნობ და მახსოვხარ სწორედ შენი ლექსებით

არ გეხსომები, მაშინ 9-10 წლის ვიქნებოდი და პიონერთა სასახლეში ფაცია პაიჭაძესთან სემინარებზე, ან ჟურნალისტთა წრეში ვხვდებოდითsmile.gif

შენ და ნატო გაბუნია მახსოვხართ, დიიიიიიიიიიდი გოგოები!
ძალიან მომწონდითsmile.gif
როგორ მინდოდა თქვენხელა ვყოფილიყავი მაშინ, ძალიან დიდები მეგონეთsmile.gif
არადა 16-17 წლის იქნებოდით ალბათ, ან უფრო ნაკლებისsmile.gif

სად არის ნატო? აღარ წერს?
დღემდე მახსოვხართ და მიყვარხართ ძალიან, ნატო ცეცხლივით იყო, შენ კი ნამდვილი დარბაისელი 2kiss.gif  love.gif  love.gif

დიდი მადლობა ხსოვნისა და შემოხმიანებისთვის.
ფაცია დეიდას სტუდია კი სულით ობოლთა ნამდვილი თავშესაფარი იყო.რვა წლისა მიმიყვანეს ნორჩ შემოქმედტა წრეში . სტუდენტობიდან იქ უკვე მასწავლებლად ვმუშაობდი,ჯერ უხელფასოდ,მერე,უნივერსიტეტი რომ დავამთავრე,შტატშიც ჩამსვეს.ასე რომ შემიძლია ვთქვა,მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა,და .... ამას რა მოსდევს?...ზრდასრულობა?..ოცდაათ წლამდე სასახლეში მაქვს გატარებული.მერე სამეცნიერო მუშაობამ გამიტაცა და სამწუხაროდ, ყველაფერი ერთად ვეღარ შევიძელი.
ნატოს ლექსები და თავად ნატოც ჩემთვის დაუვიწყარია.
სამწუხაროდ,დიდი ხანია მისი აღარაფერი მსმენია.არც რაიმე წამიკითხავს დაბეჭდილი.
ფაცია დეიდამ მრავალთა შორის ერთი რამ გვასწავლა ყველას - ერთმანეთის წარმატებით სიხარული და წარუმატებლობით - გულისტკენა.ზოგმა ეს გაკვეთილი სრულად აითვისა,ზოგმა - როგორც შესძლო.რას იზამ!
როცა ფაცია პაიჭაძე გარდაიცვალა,მე უკვე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი დ ვერ დავიტირე.საფლავიც კი არ ვიცი მისი. არ მეპატიება! ნათელი დაადგეს მის ხსოვნას!

"ზრდასრულობას მარაზმი მოსდევს"

მოხენჯო დაროში, სკოლის კედელზე აღმოჩენილი ჰინდური ჰაზრი.

Posted by: nino darbaiseli 17 Apr 2008, 02:01
QUOTE (სექსტეტი @ 16 Apr 2008, 18:16 )
gvaska

აა

მაგრამ გაზეთებს არ ვკითხულობ

აი ლექსებს კი ვკითხულობ, და საერთოდაც, შენ რას გერჩი _ ამ თემაში იმის სათქმელად შემოვედი, რომ ქ-ნი ნინოს ლექსები არ ვარგა.

QUOTE
შენ წარმოიდგინე, იუმორის გრძნობაც კი გვაქვს!


ეჭვიც არ მეპარება _ აბა ისე როგორ შეიძლება მოგეწონოს ზემოთ დაპოსტილი ტექსტები 2kiss.gif

იცით,მე შემიძლია ძალიან მოკლე ხანში მოგაწონოთ არათუ ზემოთ დაფოსტილი,არამედ ბევრად უფრო უარესი ტექსტები ჩემი ხელმოწერით.
ამისათვის საკმარისია,პორტალ '''ლიტერატურა.გე''-ზე შემდეგი ჯერი რომ მოგიწევთ ,აღარ შეგიფასოთ უარყოფითად ტექსტი, დავთმო ობიექტურობა,ის კი არა და,ერთი კომპლიმენტიც მოგიფიქროთ სულის საამოდ.
დღემდე,როგორც პოეტს და მეცნიერს ასეთი გზით არ მივლია. არც ახლა მეპატიება,თუმცა ორივეს თავი დავანებე და ამდენად,''თამაშგარე მდგომარეობაში'' ვარ.
თუ მე ვცდები,მაშინ ჩემი ლექსები აქ დევს,კონკრეტულად დაასაბუთეთ,რა არ არის შიგ მოსაწონი და რატომ.
თუ გნებავთ,თქვენი ლექსიც აქ დადეთ და მე ვეცდები გავარკვიო ,მოსაწონია თუ არა იგი და რა კრიტერიუმებით.
.ამით მხოლოდ გამახარებთ.გისურვებთ წარმატებას.

Posted by: სექსტეტი 17 Apr 2008, 02:10
nino darbaiseli

QUOTE
თუ გნებავთ,თქვენი ლექსიც


lol.gif

არც ლიტერატურა.გე-ს "ავტორი" ვარ და არც ლექსებს ვწერ.

ასე რომ, ამ ორი ფაქტორის გარდა იქნებ რაღაც პროცენტი მაინც დაუშვა იმის, რომ ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს შენი ლექსები smile.gif (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდ შეიძლება თუ არა მათ ერქვათ ლექსები).



Posted by: nino darbaiseli 17 Apr 2008, 02:14
QUOTE (strixnina @ 17 Apr 2008, 01:54 )






strixnina
"ზრდასრულობას მარაზმი მოსდევს"
მოხანჯე დაროში სკოლის კედელზე აღმოჩენილი ჰინდური ჰაზრი



მადლობთ ძვირფასო,რომ გამაფრთხილეთ.ორმოცდაშვიდი წლის ასაკში მართლაც დროულია...და საკვებად რას მირჩევდით...გარდა იმისა ,რომ ქოლესტერინს უნდა ვერიდო და კალცით მდიდარი პროდუქტები მივიღო.
სიგარეტს -არ ვეწევი,ალკოჰოლს ზომიერად გეახლებით,ვვარჯიშობ,ძილი კარგი მაქვს.,ერთი ამ იუმორს ვერ მოვუხერხე ვერაფერი,...გადავრჩები?

Posted by: strixnina 17 Apr 2008, 02:17
თქვენ - აუცილებლად. ლექსების სიცოცხლისუნარიანობაზე ვერ გევიქაჩები.

Posted by: gabarzgaleba 17 Apr 2008, 02:21
strixnina
სექსტეტი

დაანებეთ ნინოს თავი smile.gif

Posted by: nino darbaiseli 17 Apr 2008, 02:22
თქვენ - აუცილებლად. ლექსების სიცოცხლისუნარიანობაზე ვერ გევიქაჩები.


ოო,მაგაზე ვერც მე!
და იცით რა,გულწრფელად გეტყვით,პირველი,ვისაც საერთოდ არ მოსწონს ეს ლექსები,მაგრამ ,ყველასგან განსხვავებით,შეუძლია დაასაბუთოს,რატომ,სწორედ მე გახლავართ.მეორე ჩემნაირის გამოჩენა გამახარებს,სოლიდარული დიალოგი შედგება ჩვენს შორის,მაგრამ სადაა!

Posted by: gabarzgaleba 17 Apr 2008, 02:26
nino darbaiseli
QUOTE
ოო,მაგაზე ვერც მე!
და იცით რა,გულწრფელად გეტყვით,პირველი,ვისაც საერთოდ არ მოსწონს ეს ლექსები,მაგრამ ,ყველასგან განსხვავებით,შეუძლია დაასაბუთოს,რატომ,სწორედ მე გახლავართ.მეორე ჩემნაირის გამოჩენა გამახარებს,სოლიდარული დიალოგი შედგება ჩვენს შორის,მაგრამ სადაა!


ტყუილად ელოდები ტურებისგან ეგეთ "დასაბუთებას", ამათ მარტო ყურთან ახლოს ყეფა იციან biggrin.gif ისე გულკეთილები არიან, ძაანაც ნუ გაუბრაზდები smile.gif

Posted by: zazabichi 17 Apr 2008, 02:28
ზოილები უფრო მეტი გვყავს ვიდრე მწერლები,

მარა ეტა ფიგნя, მთავარია პოლიტიკაში არ წავიდნენ. smile.gif

Posted by: nino darbaiseli 17 Apr 2008, 09:50
QUOTE ( )
სექსტეტი,

არც ლიტერატურა.გე-ს "ავტორი" ვარ და არც ლექსებს ვწერ.



ტესტი გულწრფელობაზე:
მე ისეთი ძველმოდური ადამიანი ვარ , დღემდე ყავლგასული კატეგორიებით ვაზროვნებ
,აი მაგალითად, ძალიან მინდა ვიცოდე პასუხი კითხვაზე :როდის ამბობდით სიმართლეს,ახლა,რამდენიმე საათის წინ / 17 Apr 2008, 02:10 /, თუ გუშინ, / 16 Apr 2008, 17:20 / , როცა მეზობელ თემაში ეს დაწერეთ ?

/სექსტეტი/
არ მეგონა, კიდევ თუ ვინმეს ახსოვდა ჩემი 76-იანი ლექსების კრებული... არადა ისეთი მცირე ტირაჟით გამოიცა მაშინ... არც კი ვიცი, როგორ გითხრათ... ის დრო მომაგონდა, როცა... არაფერი არაფერი. ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ავღელდი უცებ... ხომ გესმით...

მაგრამ....

ბარემ ისიც მითხარით, რამდენი არაყი უნდა ჩაგაცეცხლოთ, რო ჩამოგვეხსნათ მე და ჩემს პოეზიას?
ნუ, მანამდე თუ გინდათ, პოეზიის საღამოც მოვაწყოთ .

Posted by: nino darbaiseli 17 Apr 2008, 11:02
QUOTE (chorven:) @ 17 Apr 2008, 10:50 )
strixnina
QUOTE
1. სექსტეტი პოეტია;
2. სექსტეტი ქალი არ არის.
ამ მზარავ წანამძღვართაგან გულმფონავი დასკვნის გაკეთებას ტარსკის ანალიტიკა და ლეკოკის ჰუმორი არ სჭირია!
ეს თვითმარქვია გააააახლავთ
იორამ ქემერტელიძე.
გრცხვენოდეს, ჰიორამ

პატივისცემით, ტიკი ტომარა



lol.gif lol.gif lol.gif

ბატონო ჩემო !
ჩემთვის გასაგებია თქვენი კეთილშობილი სურვილი,მხარში დამიდგეთ ამ ვირტუალურ-კარნავალური პაექრობის დროს,მაგრამ ადამიანთა მიმართ გულისყური ყველა საქმეს შვენის.
გასულ საუკუნეში მართლაც იყო ასეთი მშვენიერი პოეტი,ბატონი იორამ ქემერტელიძე.კარგ ტრადიციულ ლექსებს წერდა,ესთეტურს,იმ დროისათვის გამორჩეულსაც კი.მე მას პირადად ვიცნობდი,ბავშვი რომ ვიყავი ლექსები მომიწონა,მერეც - საერთო მეგობარი გვყავდა,ლია მამულაშვილი და მისი მეშვეობით სულ მოკითხვებს ვუთვლიდით ერთმანეთს.ალბათ ცოცხალიც აღარ არის.სამწუხაროდ ,,ოცი წელიც იქნება,აღარაფერი მსმენია.ის ასეთ რამეს, ,ფიქრშიც არ იკადრებდა.მაპატიოს მისმა ნათელმა ხსოვნამ.
არ მიმაჩნია გამართლებულად,იუმორს კეთილშობილი ადამიანის სახელი გადავაყოლოთ.მაპატიეთ!

Posted by: gvaska 17 Apr 2008, 12:19
nino darbaiseli
ნუ მიაქცევ ყურადღებას, თვითდამკვიდრების ასეთი ხერხები და მეთოდებია დღეს მოდაში, მართალს ამბობს gabarzgaleba -
QUOTE
ტყუილად ელოდები ტურებისგან ეგეთ "დასაბუთებას", ამათ მარტო ყურთან ახლოს ყეფა იციან


აქ კი ვერ დავეთანხმები:
QUOTE
ისე გულკეთილები არიან, ძაანაც ნუ გაუბრაზდები

სიკეთე, რომელიც მხოლოდ სამეგობროზე და ახლობლებზე ვრცელდება, სხვა ფენომენია

ზოგადად, კეთილ ადამიანს არ ახასიათებს ღვარძლი...

უარყოფითი აზრის გამოხატვა კორექტულადაც შეიძლება.

Posted by: TomWaits 17 Apr 2008, 12:20
strixnina
QUOTE
ისე ორიოდ სიტყვას ხო არ შეგვაწევდი საკუთრივ თემატურს?!


მე ვეთანხმები გაბარძგალებას დასკვნას

Posted by: strixnina 17 Apr 2008, 12:22
QUOTE (TomWaits @ 17 Apr 2008, 12:20 )
strixnina
QUOTE
ისე ორიოდ სიტყვას ხო არ შეგვაწევდი საკუთრივ თემატურს?!


მე ვეთანხმები გაბარძგალებას დასკვნას

ისე, დასკვნის გაბარძგალებაც შეგეძლო user.gif

Posted by: JustAMinute 17 Apr 2008, 12:26

მოკლედ ამ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი არჩევანია -- ან კონფორმისტი ტაშისმკვრელები ან მეტიჩარა, თავის თავში უსაფუძვლოდ დარწმუნებული კრიტიკოსები.

უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.

პ.ს. ლექსები კარგია.

Posted by: TomWaits 17 Apr 2008, 12:29
strixnina

მე დავეთანხმე ეხლა შენ გააბარძგალე

Posted by: strixnina 17 Apr 2008, 12:32
QUOTE (JustAMinute @ 17 Apr 2008, 12:26 )
მოკლედ ამ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი არჩევანია -- ან კონფორმისტი ტაშისმკვრელები ან მეტიჩარა, თავის თავში უსაფუძვლოდ დარწმუნებული კრიტიკოსები.

უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.

პ.ს. ლექსები კარგია.

კონფორმისტი ტაშისმკვრელი: "ლექსები კარგია" ;
მეტიჩარა კრიტიკოსი: "მოკლეეეეეედ, ამ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი არჩევანია..."

ორივედ ყოფნას რაფერ ახერხებ, ოხერო 2kiss.gif
* * *
QUOTE (TomWaits @ 17 Apr 2008, 12:29 )
strixnina

მე დავეთანხმე ეხლა შენ გააბარძგალე

შენი დათანხმებული გავაბარძგალო?
იქნებ შენვე?! ჰაზრობრივ წრეს შეჰკრავდი! mo.gif

Posted by: TomWaits 17 Apr 2008, 12:43
strixnina

ეჰ ღირსი ხარ გა(შე)გიბარძგალოს კაცმა მარა, საიდან როგორ

user.gif

Posted by: საბუნია 17 Apr 2008, 20:30
gigi.gif biggrin.gif

Posted by: სექსტეტი 17 Apr 2008, 22:05
ტაკს

ყველაფერს აქვს საზღვარი, მათს შორის თავხედობასაც.

chorven:)

QUOTE
და საერთოდ, ბავშვია ჯერ და ჭირვეულობს, ყურადღებას ნუ მიაქცევ


უკაცრავად, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, რომ ასეთი ფამილიარობის უფლებას აძლევ თავს, თუ მე მოგეცი ამის ნება რამდენიმეთვიანი ფორუმული ნაცნობობის მანძილზე?
რაღაც ვერც ერთს ვიხსენებ, ვერც _ მეორეს.

gvaska

QUOTE
თვითდამკვიდრების ასეთი ხერხები და მეთოდებია დღეს მოდაში


იცით რა მიკვირს, ადამიანმა ლამის ორი საჟურნალე პუბლიკაცია დადო და მხოლოდ ამის მერე ჩემგან ნათქვამი ერთი სიტყვა "არ ვარგა" გახადეთ პედ-საბჭოზე გასატანი, მაშინ როცა საერთოდ არ იცი, ვინ ვარ რა ვარ, წყალბურთელი თუ ელ-გაყვანილობის შემკეთებელი, სად მაქვს "დამკვირდებული თავი" და სად _ არა, და ზემოთციტირებული ფრაზებს ისვრი. აღარაფერს ვამბობ ამაზე

QUOTE
ზოგადად, კეთილ ადამიანს არ ახასიათებს ღვარძლი...


იქნებ ამიხსნათ, ისე, უბრალოდ, რა გემართებათ ხოლმე ასეთ დროს, როცა იმის მაგიერ, რომ დაფიქრდე _ იქნებ მართლა არ ვარგა ქ-ნი ნინოს ლექსები (ან საერთოდაც არ დაფიქრდე და შენ შენი "ვარგა" დაწერო), დაუოკებელი სურვილი გიჩნდებათ, ვიღაცას "ღვარძლიანი", "ბოღმიანი" და ა.შ. ვუწოდოთ.

QUOTE
უარყოფითი აზრის გამოხატვა კორექტულადაც შეიძლება.


"არ ვარგა" არაკორექტულია?

JustAMinute

QUOTE
მოკლედ ამ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი არჩევანია -- ან კონფორმისტი ტაშისმკვრელები ან მეტიჩარა, თავის თავში უსაფუძვლოდ დარწმუნებული კრიტიკოსები.


სად არის აქ საერთოდ "კრიტიკა"? ფორუმზე რომელიმე პოსტის ქვეშ მიწერილი "ასწორებს", "მაგარია", "ბანძია", "რულამს" და "საქს" კრიტიკაა?
იმავეს ვიმეორებ, რაც გვასკას ვუთხარი _ დალოცვილო, ზემოთდაპოსტილი თითქმის ერთი პოეტური კრებული წავიკითხე და არ ვარგა-მეთქი, რომ ვთქვი, თურმე საკუთარ თავშიუსაფუძვლოდ დარწმუნებული მეტიჩარა ვყოფილვარ, და შენ, როცა ორი-სამი სამაიმუნო პოსტის საფუძველზე ზემოთაღნიშნულ იარლიყს მაკრავ, შენზე რაღა უნდა ვიფიქრო?
პრინციპში, არც არაფერი smile.gif

მოკლედ, მე მოვრჩი ამ თემაში.
აღარ არის უკვე სასაცილო.



Posted by: gvaska 18 Apr 2008, 15:14
სექსტეტი
QUOTE
მოკლედ, მე მოვრჩი ამ თემაში.
აღარ არის უკვე სასაცილო.

მართალია.

მაგრამ...

აქამდე რაღა იყო სასაცილო???? baby.gif













smile.gif

Posted by: strixnina 18 Apr 2008, 15:33
სასაცილო? არაფერი.
აქაური სიტყვა-პასუხი ყველა ტრაკშიპეროიანის (იხ. მეზობელი თემა) კატეხიზმოა.

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 00:40
QUOTE (სექსტეტი @ 17 Apr 2008, 22:05 )
ტაკს

ყველაფერს აქვს საზღვარი, მათს შორის თავხედობასაც.

chorven:)

QUOTE
და საერთოდ, ბავშვია ჯერ და ჭირვეულობს, ყურადღებას ნუ მიაქცევ


უკაცრავად, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, რომ ასეთი ფამილიარობის უფლებას აძლევ თავს, თუ მე მოგეცი ამის ნება რამდენიმეთვიანი ფორუმული ნაცნობობის მანძილზე?
რაღაც ვერც ერთს ვიხსენებ, ვერც _ მეორეს.

gvaska

QUOTE
თვითდამკვიდრების ასეთი ხერხები და მეთოდებია დღეს მოდაში


იცით რა მიკვირს, ადამიანმა ლამის ორი საჟურნალე პუბლიკაცია დადო და მხოლოდ ამის მერე ჩემგან ნათქვამი ერთი სიტყვა "არ ვარგა" გახადეთ პედ-საბჭოზე გასატანი, მაშინ როცა საერთოდ არ იცი, ვინ ვარ რა ვარ, წყალბურთელი თუ ელ-გაყვანილობის შემკეთებელი, სად მაქვს "დამკვირდებული თავი" და სად _ არა, და ზემოთციტირებული ფრაზებს ისვრი. აღარაფერს ვამბობ ამაზე

QUOTE
ზოგადად, კეთილ ადამიანს არ ახასიათებს ღვარძლი...


იქნებ ამიხსნათ, ისე, უბრალოდ, რა გემართებათ ხოლმე ასეთ დროს, როცა იმის მაგიერ, რომ დაფიქრდე _ იქნებ მართლა არ ვარგა ქ-ნი ნინოს ლექსები (ან საერთოდაც არ დაფიქრდე და შენ შენი "ვარგა" დაწერო), დაუოკებელი სურვილი გიჩნდებათ, ვიღაცას "ღვარძლიანი", "ბოღმიანი" და ა.შ. ვუწოდოთ.

QUOTE
უარყოფითი აზრის გამოხატვა კორექტულადაც შეიძლება.


"არ ვარგა" არაკორექტულია?

JustAMinute

QUOTE
მოკლედ ამ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი არჩევანია -- ან კონფორმისტი ტაშისმკვრელები ან მეტიჩარა, თავის თავში უსაფუძვლოდ დარწმუნებული კრიტიკოსები.


სად არის აქ საერთოდ "კრიტიკა"? ფორუმზე რომელიმე პოსტის ქვეშ მიწერილი "ასწორებს", "მაგარია", "ბანძია", "რულამს" და "საქს" კრიტიკაა?
იმავეს ვიმეორებ, რაც გვასკას ვუთხარი _ დალოცვილო, ზემოთდაპოსტილი თითქმის ერთი პოეტური კრებული წავიკითხე და არ ვარგა-მეთქი, რომ ვთქვი, თურმე საკუთარ თავშიუსაფუძვლოდ დარწმუნებული მეტიჩარა ვყოფილვარ, და შენ, როცა ორი-სამი სამაიმუნო პოსტის საფუძველზე ზემოთაღნიშნულ იარლიყს მაკრავ, შენზე რაღა უნდა ვიფიქრო?
პრინციპში, არც არაფერი smile.gif

მოკლედ, მე მოვრჩი ამ თემაში.
აღარ არის უკვე სასაცილო.

ნეკი ნეკისა! გულწრფელად შევწუხდი თქვენს გამო ,რადგან მე თავად ძალიან მიყვარს ჯანსაღი სიცილი და მხიარულება.მოდით იცი რა ვქნათ?''ებლიტფოს'' ფორუმზე,თემაში ''ფოლკლორი'' გაჩაღებული კაფიობა მიდის,მეც ჩართული ვარ და დიდად ვხალისობ.იქნებ იქ დარეგისტრირდეთ და შემოგვიერთდეთ.აბა,გელით!

Posted by: patriciia 19 Apr 2008, 01:03
ღმერთო მაღალო! ისე ნუ გადამიყვან ჭკუიდან, რომ ამ ფორუმზე ჩემი ლექსები დავდო! pop.gif

Posted by: სექსტეტი 19 Apr 2008, 01:22
patriciia

გაჩე, თორე შენც მიგიწვევენ "ёბლიტფოს" ფორუმზე გაჩაღებულ კაფიობაში სამხიარულოდ lol.gif



წყალი მაპკურეთ ვინცხამ... help.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 07:14
კარგი,მაშინ აქვე ვიკაფიაოთ და ვიმხიარულოთ!.მე დავიწყებ,თქვენ პასუხი მოიფიქრეთ:მანამდე ერთ მარტივ წესს შეგახსენებთ,პასუხში ან იმავე რითმის გაგრძელება უნდა იყოს,ან იმავე თემისა,რაც პირველ კაფიაშია.
მე ოთხმარცვლიანი რითმა შემოგაგებეთ,ე.წ. ჰიპერდაქტილური, თუ მოგება გინდათ,ნაკლები ხარისხის რითმა აღარც თქვენ უნდა გამოიყენოთ:

რას გვიჩივა ეს ტეტია,
კვარტაა თუ სექსტეტია?

Posted by: 4l2m 19 Apr 2008, 07:27
სექსტეტი
QUOTE
ეჰ, ხომ ვამბობდი, მოსაშთობია ეს პიონერთა სახლის ჟურნალისტური წრეები, მწერლობის სახელოსნოები და პოვეტობის შრომაგამასწორებელი ორგანოები-მეთქი...

+10000 რადგან ბავშვის აზრსა და გონებას 'იქითკენ' რომ ამეცადენიბედნენ

Posted by: ხორხე 19 Apr 2008, 07:28
nino darbaiseli

QUOTE
რას გვიჩივა ეს ტეტია,
კვარტაა თუ სექსტეტია?


მე ვასრულებ კაფიობას
"არც კვატია, არც ტეტია
ის უბრალოდ სექსტეტია"


ისე კაი მხიარული განყოფილება ყოფილა ესეც biggrin.gif



Posted by: 4l2m 19 Apr 2008, 07:36
nino darbaiseli
QUOTE

რას გვიჩივა ეს ტეტია,
კვარტაა თუ სექსტეტია?


ეგ შენი სექსტი ტეტია,
ქალი და არა ღმერთია,
იგი ჩვენს შორის ერთია,
გარედან კი ჩანს, თეთრია

აღარ ვიფიქროთ კერპია
არც მოვუნდმოთ ფლეთია,
იქნებ აფეთქდეს დენთია,
სიმართლის მთქმელის ერთია

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 07:37
QUOTE (ხორხე @ 19 Apr 2008, 07:28 )
nino darbaiseli

QUOTE
რას გვიჩივა ეს ტეტია,
კვარტაა თუ სექსტეტია?


მე ვასრულებ კაფიობას
"არც კვატია, არც ტეტია
ის უბრალოდ სექსტეტია"


ისე კაი მხიარული განყოფილება ყოფილა ესეც biggrin.gif

დარბაისლის ლექსებს სწუნობს,
ვითომც დიდი ესთეტია.

Posted by: საბუნია 19 Apr 2008, 07:38
ხორხე

ხორეხე დარჩი არ გახვიდე
იჩეთავე აქაც კარგო
კაფიები დაგვიწერე
დრო ფუჭად რომ არ დაკარგო
მიგიწვევნ ებლიტზე
მანდ თუ არა ებლიადზე (მაინც) yes.gif

Posted by: camomle 19 Apr 2008, 07:47
nino darbaiseli
ამ თემის მხოლოდ პირველი პოსტი წავიკითხე.
ლექსები მომეწონა ძალიან..

დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ყველაზე "ცუდი" ლექსიც კი მომეწონებაsmile.gif

ჰოდა კიდევ.ჩემი სუსტი წერტილი... gigi.gif
თქვენი დემონი მომეწონა,რამეთუ სიყვარულია და არაფერი მეტი user.gif

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 07:47
QUOTE (საბუნია @ 19 Apr 2008, 07:38 )
ხორხე

ხორეხე დარჩი არ გახვიდე
იჩეთავე აქაც კარგო
კაფიები დაგვიწერე
დრო ფუჭად რომ არ დაკარგო
მიგიწვევნ ებლიტზე
მანდ თუ არა ებლიადზე (მაინც) yes.gif

თვალები გადამ-''ებლიტ''-ოს
ნათენებ -ნაჩეთავები,
კაფიით თუ არ წაგწყვიტოთ
ეგ სადამბაჩე თავები.

პ.ს. პასუხად ხუთმარცვლიანზე ნაკლები რითმა - უკვე წაგებაა!

Posted by: Spieler 19 Apr 2008, 08:35
nino darbaiseli
QUOTE
დროზე კი შემომეშველეთ, ზდრავსტვუიტე სპილერ,ეტა ვი? ერთი კაფიაც არ შერჩათ ჩემგან თავწაუკვნეტავი. 


რას იზამ, უძილარია
ამ ხალხის უმეტესობა,
ჰიპნოზის ბასრი ისრები
ამათ გონებას ესობა.

ისევ რთულია დილითა
მუზა ეძებო სანთლითა,
როგორც წყალს შინ ვერ მოიტან
ძირგავარდნილი სათლითა.


P.S.

QUOTE
სპილერ


no.gif

შპილერ

yes.gif

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 08:35
QUOTE (camomle @ 19 Apr 2008, 07:47 )
nino darbaiseli
ამ თემის მხოლოდ პირველი პოსტი წავიკითხე.
ლექსები მომეწონა ძალიან..

დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ყველაზე "ცუდი" ლექსიც კი მომეწონებაsmile.gif

ჰოდა კიდევ.ჩემი სუსტი წერტილი... gigi.gif
თქვენი დემონი მომეწონა,რამეთუ სიყვარულია და არაფერი მეტი user.gif

დიდი მადლობა!
დემონზე სავსებით მართალს ბრძანებთ .
.გაიხარეთ!

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 08:43
QUOTE (Spieler @ 19 Apr 2008, 08:35 )
nino darbaiseli
QUOTE
დროზე კი შემომეშველეთ, ზდრავსტვუიტე სპილერ,ეტა ვი? ერთი კაფიაც არ შერჩათ ჩემგან თავწაუკვნეტავი.  


რას იზამ, უძილარია
ამ ხალხის უმეტესობა,
ჰიპნოზის ბასრი ისრები
ამათ გონებას ესობა.

ისევ რთულია დილითა
მუზა ეძებო სანთლითა,
როგორც წყალს შინ ვერ მოიტან
ძირგავარდნილი სათლითა.


P.S.

QUOTE
სპილერ


no.gif

შპილერ

yes.gif

ჩემო ფარდი ხართ ,შპილერო,
უკვე მეგობრებს გათვლითა,
აზრიც გიჭრით და კაფიაც,
ან შეგადაროთ მათ რითა,
რასაც მე მემართლებოდნენ,
იარონ იმ სიმართლითა!

Posted by: humanoidi 19 Apr 2008, 08:45
ნამეტანი ჭკვიანობანი ამ თემაში თუ შეიძლება:
http://forum.ge/?f=36&showtopic=33842404

Posted by: Spieler 19 Apr 2008, 08:51
nino darbaiseli
QUOTE
ჩემო ფარდი ხართ სპილერო,
უკვე მეგობრებს გათვლითა,
აზრიც გიჭრით და კაფიაც,
ან შეგადაროთ მათ რითა,
რასაც მე მემართლებოდნენ,
იარონ იმ სიმართლითა. 


გულს ნუ გაიტეხ ქალაო,
ყური არ უგდო არავის,
არ დაანებო დაფლეთა
შენის პატარა კარავის.

იმღერე, რასაც გული გთხოვს,
არ გაგითავდეს მელანი,
ვინც ცუდად გეტყვის რამესა,
ლექსით გაკენწლე ყველანი...

smile.gif

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 09:01
პასუხად შპილერს

ეჰ,მღერას აღარ მაცლიან
ფორუმის ტურა-მელანი,
წამომესივნენ პატარას,
თავად დევების ხელანი.
დამიწყეს შემოხეტებულს
კეჭნაობა და ბღვერანი,
მომხდურთან შაუბმელათა
გულ არ დამიდგა ვერანი,
ერთად შაკრულთა ვერ მივწვდი,
ვითრიე ღერა-ღერანი,
ნაკაფ-ნაფკაფიავებით
მოვფინე მინდორ- ველანი.
გამოვარჩიე ერთურთით
იფქლი და სარეველანი,
თქვენ შაიფერეთ იფქლობა,
ცეცხლშიც დამწვარან ყველანი!

Posted by: Spieler 19 Apr 2008, 09:16
nino darbaiseli

გეტყობა ძაან გტკენია,
ქალური ნაზი გულია,
ჩანს ბევრი უთქვამთ სიტყვები
უკუღმაღთ-გადაკრულია...
მომწონს, რომ შუა ბძოლაში,
თვალს არ მოგადგა რულია,
ტყე გაგიკაფავს ბოროტთა,
სიტყვა გაქვს, როგორც ცულია...
მაგრად დადექი მომხვდურთან,
არ შეირცხვინო რჯულია,
სიმართლისათვის ნაჭრევი
მალე მთელდება წყლულია.
მებრძოლი ერთხელ თუ შედრკა,
იცოდე დაღუპულია,
იმედი მაქვს, რომ მოუვლი
მრუდსა და უგუნურებსა.
ეგეთი იფქლი მირჩევნავ
სხვის უკვე დამცხვარ პურებსა

smile.gif

Posted by: 4l2m 19 Apr 2008, 10:09
nino darbaiseli
QUOTE
სამწუხაროდ თქვენი ტექსტი ამჯერად არამომგებიანია.სცადეთ ახლიდან!

რა თამაშდება?

* * *
Spieler
QUOTE
გეტყობა ძაან გტკენია,
ქალური ნაზი გულია,
ჩანს ბევრი უთქვამთ სიტყვები
უკუღმაღთ-გადაკრულია...
მომწონს, რომ შუა ბძოლაში,
თვალს არ მოგადგა რულია,
ტყე გაგიკაფავს ბოროტთა,
სიტყვა გაქვს, როგორც ცულია...
მაგრად დადექი მომხვდურთან,
არ შეირცხვინო რჯულია,
სიმართლისათვის ნაჭრევი
მალე მთელდება წყლულია.
მებრძოლი ერთხელ თუ შედრკა,
იცოდე დაღუპულია,
იმედი მაქვს, რომ მოუვლი
მრუდსა და უგუნურებსა.
ეგეთი იფქლი მირჩევნავ
სხვის უკვე დამცხვარ პურებსა

ასე რამდენი დაწერე
ამ დილა უთენებია,
ღამის თენება დაგღუპავს
დაგმართავს რამე ძნელიას

Posted by: patriciia 19 Apr 2008, 10:34
სექსტეტი
QUOTE
გაჩე, თორე შენც მიგიწვევენ "ёბლიტფოს" ფორუმზე გაჩაღებულ კაფიობაში სამხიარულოდ

რა დამაინტრიგებელი სათაურია?!
მე, გენაცალე, დიდი ხანია გაჩერებული ვარ, მარა მაგ ტუტუცობასათაურიან ფორუმზე შენ ქე დაძრობი მგონია! lol.gif


რას დეესიეთ ამ ქალს?




და თუ სერიოზულად, მხოლოდ ერთი ლექსიც რომ ჰქონდეს ადამიანს დაწერილი და გამოგიცხადოს პოეტი ვარო, ხელითწასულიო, შენც ნუღარ ეტყვი სიტყვებს "არ ვარგა", საქართველოში ხომ ფეტვივით თესავენ ვარდებს.....

"არ მომწონს" მაინც თქვი, მარა რას გეიგებს კაცი თქვენსას, ფეროელებისას....

Posted by: damkveTi 19 Apr 2008, 10:56
ნინო დარბაისელი არის პოეტი, საკმაოდ ბევრი კარგი ლექსის ავტორი.
ჩემი აზრით, აქ დადებულ ლექსებზე ბევრად უკეთესი ლექსებიც აქვს და არ ვიცი, ესენი რა პრინციპით შეარჩია. ალბათ უფრო ახლებია და მეტად ეძვირფასება. ყოველ შემთხვევაში, მოგწონს თუ არა ესა თუ ის ლექსი, რაღაც სათქმელი ყველგანაა.

აქაური ლექსებიდან კი, თუ წაიკითხავ, განსაკუთრებით დიდი შანსია მოგეწონოს "რეკვიემი ქეთინოსათვის" და "სუფრის ფოჩები" (ოღონდ ეს ფინალი, "და ვიღაც ტირის / ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში", რაღაც ისეთია რა, რა ვიცი, აფუჭებსავით).







Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2008, 19:04
QUOTE (damkveTi @ 19 Apr 2008, 10:56 )
ნინო დარბაისელი არის პოეტი, საკმაოდ ბევრი კარგი ლექსის ავტორი.
ჩემი აზრით, აქ დადებულ ლექსებზე ბევრად უკეთესი ლექსებიც აქვს და არ ვიცი, ესენი რა პრინციპით შეარჩია. ალბათ უფრო ახლებია და მეტად ეძვირფასება. ყოველ შემთხვევაში, მოგწონს თუ არა ესა თუ ის ლექსი, რაღაც სათქმელი ყველგანაა.

აქაური ლექსებიდან კი, თუ წაიკითხავ, განსაკუთრებით დიდი შანსია მოგეწონოს "რეკვიემი ქეთინოსათვის" და "სუფრის ფოჩები" (ოღონდ ეს ფინალი, "და ვიღაც ტირის / ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში", რაღაც ისეთია რა, რა ვიცი, აფუჭებსავით).

დიდი მადლობა,რომ კითხულობთ ჩემს ლექებს.სავსებით გეთანხმებით ''სუფრის ფოჩების თაობაზე''.ფინალი,მართლაც გაუგებარი გამოვიდა მკითხველისათვის და ეს ერთი გარემოების ბრალია.
ლექსი მიეკუთვნება პერიოდს,როდესაც გატაცებული ვიყავი ფსიქოანალიზის შედარებით გვიანდელი თეორიებით.''სუფრის ფოჩები'' სხვა არაფერია,თუ არა ცდა ლაკანის თეორიის პოეტური ექსპლიკაციისა.
როგორც ყველა ჩემი ლექსი,რომელიც უშუალობის ილუზიას ქმნის,ესეც ჩემი ''დადგმულია''.რასაკვირველია ,პირადი მენტალური გამოცდილებაც შიგ რაღაც ,მცირე როლს თამაშობს.დასკვნითი ფრაზა:''და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში" - ,ღია მითითებაა ინდივიდუალური ქვეცნობიერის გამოცდილებაზე,მაშინ,როცა მთელი ლექსი კოლექტიური ქვეცნობიერის სიმბოლიკითაა სავსე.
ჩემი მთავარი შეცდომა,რამაც ''ჩააგდო'' ლექსის ფინალი,ის არის,რომ მეტისმეტად ვენდე მკითხველს.კიდევ ერთხელ შემექმნა ილუზორული რწმენა,რომ რაც პოპულარული წიგნიდან ვიცი მე, ის იცის ჩემმა მკითხველმაც,რადგან წიგნს ტირაჟი აქვს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,რომ თქვენი შემოხმიანებით განმაწყეთ შემოქმედებითი თვითრეფლექსიისთვის.გაიხარეთ!

Posted by: patriciia 19 Apr 2008, 22:04
QUOTE
ლექსი მიეკუთვნება პერიოდს,როდესაც გატაცებული ვიყავი ფსიქოანალიზის შედარებით გვიანდელი თეორიებით.''სუფრის ფოჩები'' სხვა არაფერია,თუ არა ცდა ლაკანის თეორიის პოეტური ექსპლიკაციისა. როგორც ყველა ჩემი ლექსი,რომელიც უშუალობის ილუზიას ქმნის,ესეც ჩემი ''დადგმულია''.რასაკვირველია ,პირადი მენტალური გამოცდილებაც შიგ რაღაც ,მცირე როლს თამაშობს.დასკვნითი ფრაზა:''და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში" - ,ღია მითითებაა ინდივიდუალური ქვეცნობიერის გამოცდილებაზე,მაშინ,როცა მთელი ლექსი კოლექტიური ქვეცნობიერის სიმბოლიკითაა სავსე. ჩემი მთავარი შეცდომა,რამაც ''ჩააგდო'' ლექსის ფინალი,ის არის,რომ მეტისმეტად ვენდე მკითხველს.კიდევ ერთხელ შემექმნა ილუზორული რწმენა,რომ რაც პოპულარული წიგნიდან ვიცი მე, ის იცის ჩემმა მკითხველმაც,რადგან წიგნს ტირაჟი აქვს.


Posted by: margusha 19 Apr 2008, 22:06
patriciia

biggrin.gif
შენც ხო? :

.............................

Posted by: lilianna 19 Apr 2008, 23:46
nino darbaiseli

ძალიან მიყვარს ეს პოეტი და პიროვნებაც ძალიან კარგი ადამიანია smile.gif

Posted by: strixnina 21 Apr 2008, 00:20
QUOTE (nino darbaiseli @ 19 Apr 2008, 19:04 )
QUOTE (damkveTi @ 19 Apr 2008, 10:56 )
ნინო დარბაისელი არის პოეტი, საკმაოდ ბევრი კარგი ლექსის ავტორი.
ჩემი აზრით, აქ დადებულ ლექსებზე ბევრად უკეთესი ლექსებიც აქვს და არ ვიცი, ესენი რა პრინციპით შეარჩია. ალბათ უფრო ახლებია და მეტად ეძვირფასება. ყოველ შემთხვევაში, მოგწონს თუ არა ესა თუ ის ლექსი, რაღაც სათქმელი ყველგანაა.

აქაური ლექსებიდან კი, თუ წაიკითხავ, განსაკუთრებით დიდი შანსია მოგეწონოს "რეკვიემი ქეთინოსათვის" და "სუფრის  ფოჩები" (ოღონდ ეს ფინალი, "და ვიღაც ტირის / ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში", რაღაც ისეთია რა, რა ვიცი, აფუჭებსავით).

დიდი მადლობა,რომ კითხულობთ ჩემს ლექებს.სავსებით გეთანხმებით ''სუფრის ფოჩების თაობაზე''.ფინალი,მართლაც გაუგებარი გამოვიდა მკითხველისათვის და ეს ერთი გარემოების ბრალია.
ლექსი მიეკუთვნება პერიოდს,როდესაც გატაცებული ვიყავი ფსიქოანალიზის შედარებით გვიანდელი თეორიებით.''სუფრის ფოჩები'' სხვა არაფერია,თუ არა ცდა ლაკანის თეორიის პოეტური ექსპლიკაციისა.
როგორც ყველა ჩემი ლექსი,რომელიც უშუალობის ილუზიას ქმნის,ესეც ჩემი ''დადგმულია''.რასაკვირველია ,პირადი მენტალური გამოცდილებაც შიგ რაღაც ,მცირე როლს თამაშობს.დასკვნითი ფრაზა:''და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში" - ,ღია მითითებაა ინდივიდუალური ქვეცნობიერის გამოცდილებაზე,მაშინ,როცა მთელი ლექსი კოლექტიური ქვეცნობიერის სიმბოლიკითაა სავსე.
ჩემი მთავარი შეცდომა,რამაც ''ჩააგდო'' ლექსის ფინალი,ის არის,რომ მეტისმეტად ვენდე მკითხველს.კიდევ ერთხელ შემექმნა ილუზორული რწმენა,რომ რაც პოპულარული წიგნიდან ვიცი მე, ის იცის ჩემმა მკითხველმაც,რადგან წიგნს ტირაჟი აქვს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,რომ თქვენი შემოხმიანებით განმაწყეთ შემოქმედებითი თვითრეფლექსიისთვის.გაიხარეთ!

"სუფრის ფოჩებით" შთაგონებულმა თავის დროზე ლექსების ციკლი "ხვანჯრის ფურჩალები" შევქმენი. ხოლო "რექვიემი ქეთინოსათვის" გახდა, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ შემექმნა პოემა "ფუგა ნარგიზას". თუმცა, ლექსების ამ თემაში დადებამდე ვერ გავკადნიერდები.

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 00:41
QUOTE (strixnina @ 21 Apr 2008, 00:20 )

"სუფრის ფოჩებით" შთაგონებულმა თავის დროზე ლექსების ციკლი "ხვანჯრის ფურჩალები" შევქმენი. ხოლო "რექვიემი ქეთინოსათვის" გახდა, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ შემექმნა პოემა "ფუგა ნარგიზას". თუმცა, ლექსების ამ თემაში დადებამდე ვერ გავკადნიერდები.



ისევ კაფიებით
კაფვას თუ ჩავები,
ვეღარ გამასწრებენ
განაურჩალები.
რა შეგრჩება ხელში?!
შენივ ''ფურჩალები''!

''ფუგა ნარგიზას ''
ხეირს არ გიზამს!


პ.ს.სამმარცვლიანსა და
ოთხმარცვიან რითმაზე ნაკლებიანი პასუხი- -წაგებაა.( კაფვას თუ ჩავები /განაურჩალები -ექვსმარცვლიანია და ეს უკვე მაღალი პილოტაჟია . ფორად მომიცია!) გისურვებთ წარმატებას!

Posted by: strixnina 21 Apr 2008, 00:47
QUOTE (nino darbaiseli @ 21 Apr 2008, 00:41 )
[QUOTE=strixnina,21 Apr 2008, 00:20 ]
"სუფრის ფოჩებით" შთაგონებულმა თავის დროზე ლექსების ციკლი "ხვანჯრის ფურჩალები" შევქმენი. ხოლო "რექვიემი ქეთინოსათვის" გახდა, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ შემექმნა პოემა "ფუგა ნარგიზას". თუმცა, ლექსების ამ თემაში დადებამდე ვერ გავკადნიერდები.[/QUOTE] [/QUOTE]

ვეღარ გამასწრებენ
განაურჩალები.
ისევ კაფიებით
კაფვას თუ ჩავები,
რა შეგრჩება ხელში?!
შენივ ''ფურჩალები''!

''ფუგა ნარგიზას ''
ხეირს არ გიზამს!


პ.ს.სამმარცვლიანსა და
ოთხმარცვიან რითმაზე ნაკლებიანი პასუხი- -წაგებაა.( კაფვას თუ ჩავები /განაურჩალები -ექვსმარცვლიანია და ეს უკვე მაღალი პილოტაჟია . ფორად მომიცია!) გისურვებთ წარმატებას!

ამგვარი ღრმა შეღწევა... სტრიქონში იშვიათია. სწორედ რომ! რითმაც არის და რითმაც, მარა ასეთი?!
:განაოგნარი:

Posted by: patriciia 21 Apr 2008, 09:16
QUOTE
ამგვარი ღრმა შეღწევა.

Such a deep penetration lol.gif

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 11:34
QUOTE (strixnina @ 21 Apr 2008, 10:50 )
მე მოვრჩი მაიმუნობას. პახმელიას მიტრიალებს ეს თემა.
"სკუშნა ჟიც მოი ევგენიი..."

რამდენიც უნდა იძახო:
''სკუჩნო ჟიც მოი ევგენიი",
ერთი კაფიის ვალში ხარ,
აქ არ გაგივა ეგენი!

Posted by: strixnina 21 Apr 2008, 12:38
QUOTE (nino darbaiseli @ 21 Apr 2008, 11:34 )
QUOTE (strixnina @ 21 Apr 2008, 10:50 )
მე მოვრჩი მაიმუნობას. პახმელიას მიტრიალებს ეს თემა.
"სკუშნა ჟიც მოი ევგენიი..."

რამდენიც უნდა იძახო:
''სკუჩნო ჟიც მოი ევგენიი",
ერთი კაფიის ვალში ხარ,
აქ არ გაგივა ეგენი!

გამივა, გამივა ჩემო ნინო. გამივა და ძმრადაც მედინება. ოღონდ ზშენგან არა.

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 17:58

(strixnina @ 21 Apr 2008, 10:50 )
მე მოვრჩი მაიმუნობას. პახმელიას მიტრიალებს ეს თემა.
"სკუშნა ჟიც მოი ევგენიი..."

-რამდენიც უნდა იძახო:
''სკუჩნო ჟიც მოი ევგენიი",
ერთი კაფიის ვალში ხარ,
აქ არ გაგივა ეგენი!

-გამივა, გამივა ჩემო ნინო. გამივა და ძმრადაც მედინება. ოღონდ ზშენგან არა.

-გახელებულთან მოლექსე
ჭკვიანი კაციც - ხელია!
ყველა მეტოქე გამექცა,
თვალთა მდის ცრემლი ცხელია.
ახალიც არვინ მაკითხავს,
მარტო ვარ,მომიწყენია,
მართლის მთქმელებო,
დააყეთ ეგ შეკაზმული ცხენია!

Posted by: Codex 21 Apr 2008, 17:59
მე რამდენადაც ვიცი ეს ავტორი ძალიან კარგი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი და კრიტიკოსია.
ვსმისლე პროფესიონალი.

თუმცა ლექსები დიდი არაფერი smile.gif

თუმცა ამდენი გენიოსი "პოეტის" პირობებში ისევ პროფესიონალი კრიტიკოსი იყოს ადამიანი ჯობია smile.gif

Posted by: strixnina 21 Apr 2008, 18:28
QUOTE
თუმცა ლექსები დიდი არაფერი

და ვინმემ რაიმე სხვა თქვა აქ? ლექსები არ ვარგა და თუ ვინმე გადაწყვეტს ამგვარი ორიჯინალური სახით, ანუ საკუთარი ხელით საკუთარ ლექსებზე წემის გახსნას, რაღაცები უნდა აიტანოს კიდეც; და საერთოდ, საკუთარ შეცდომებზე სწავლა და რამე... ეს რომ ამ ადამიანს პირველად გაეკეთებინა გამოუცდელობაში, ჰა, სულწასულობაში ჩამოართმევდა კაცი. სხვაგანაც მახსოვს მე ეს თემა ამავე ადამიანის გახსნილი და იქაურმა გამოცდილებამ ,როგორც ჩანს, ჭკუა ვერ ასწავლა.
და შეირგეთ რბილად ნათქვამი "არ ვარგა", რადგან ლექსები გაცილებით მეტის საშუალებას იძლევა.

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 19:26
ძაანაც მომწონს ფორუმი!
სუ ენად გავიტლიკები,
ვერავინ ვერ გამაჩუმებს,
ბევრიც რომ ყაროს ტლიკები.
მე სახით ვდგავარ,იფარეთ
'' ნიკები'',''სმაილიკები''!
შეგირდებს ასე მოძღვრავდა
ზურაბიშვილი ავლეპა,
თუ არა სწადის გამგონეს,
ფუჭია ჭკუის სწავლება.
არ დაგიმალავთ,მივიღე
ძვირფასი გამოცდილება.
გახსნა სჯობს გაუხსნელობას -
-ასე გადავჭერ დილემა.
თუმცა ''არ ვარგას'' ვარჩევდი
ერთ ჭკუადამჯდარ რჩევასა,
ამ ლექსებს არად დავეძებ,
ვისაც ევასა - ევასა!
ისე ვხალისობ კაფიით,
პატრონ მოუკვდეს კდემასა.
სხვაც ბევრი იცით მელექსე,
ერთიც რომ არ გაემაზა?
ყველგანაც გავხსნი თემასა,
თუნდ მიმცეთ ანათემასა!

Posted by: strixnina 21 Apr 2008, 19:32
QUOTE
პატრონ მოუკვდეს კდემასა.
სხვაც ბევრი იცით მელექსე,
ერთიც რომ არ გაემაზა?

biggrin.gif biggrin.gif
ა ლავ თუ მუვ ით მუვ ით 2kiss.gif

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 19:59
პ.ს.
ბევრი გეფერეთ,გიფარეთ,
ფორაც მოგეცით ფორული...
ერთი თხოვნა მაქვს ნათელი
და არა -მეტაფორული:
იყოს ''ლიტ.გე''და ''ებლიტფო''
და გინდა ''ყარა-ყორუმი'',
არ დამიმალოთ,თუ სადმე
კიდევ გაიხსნას ფორუმი!

Posted by: patriciia 21 Apr 2008, 20:07
nino darbaiseli
თუ ასე მოგწონს, აჰანდე,
თავი მიეცი გვემასა!

რა ხეირი გაქ, ვერ ვხვდები,
ყველგან თუ გახსნი თემასა,
ან იმით რა გიკეთდება,
რო მიგცენ ანათემასა!
ამა კაფიის მნახველი
ვფიცავ ჩემ თავზე ზენასა
ძალიან გაკვირვებული
თავს ვეღარ ვუყრი რჩევასა,
ჭკვა დამჯდარ ვერ მავიხელთე,
არ იშლის ბოლთის ცემასა lol.gif



Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 20:35
სეირსაც მოაქვს ხეირი,
თუ მოწყენილი ხარაო,
ნეტა კი თქვენთან ჩამამსვა,
მაცინა-მახარხარაო.
რარიგად გავიხარებდი
კვლავ ქართველებთან ერთობით.
მშობლის მოწვდილი ხმიადი
არ იწუნების ერთ ობით,
კენტად ვზი ამერიკასა,
ურთიერთობით ვერთობი.
* * *
QUOTE (patriciia @ 21 Apr 2008, 20:07 )
            გვემასა-თემასა-ზენასა-რჩევასა-ცემასა..                               [
.




ამა რითმათა პატრონსა
რა გითხრა,არ ვიციაო!
კარგი მოლექსე ვერა ხარ,
გვერდს მიდექ,პარტიციაო!
,შენც ფორა გინდა,როგორაც
სხვებისთვის მამიციაო?
სად სხვები ნეშომპალობენ,
იქ ხარობს ჩემიც იაო!
მახვილი გულში ბევრისთვის
ბოლომდე ჩამიციაო.


პ.ს.
იმ ''მოშახმატეს'' რა ვუთხრა,
დედოფალ ცვალოს ''პეშკაში''
რა რითმაც მანდ მოიძიოთ,
ჩემგანვე გქონდეთ ფეშქაში!

Posted by: patriciia 21 Apr 2008, 21:38
nino darbaiseli
QUOTE
ამა რითმათა პატრონსარა გითხრა,არ ვიციაო!

ნეტა შენ, ამ რითმების თვლის
საქმე რო არ გაქ მეტიო,
სჯობს საკუთარი დასთვალო,
თავს რო დამასხი რეტიო,
ცხო საქმე გამაგეჩინა,
მისთვის გეხმარა ნეტიო,
მეტს არას გეტყვი, მებრალვი,
ბეჩავ ყოფილხარ, კენტიო.....

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 21:58
ამ გულზე ეგ სიბრალული
მომიხდა,ვით წამალია,
მე თუ ჩემს გვერდზე ბოლთას ვცემ,
არვისგან დანამალია,
შენ რას მიმორბი სხვის კარად,
რა თავი გაიმალია,
ასრეთ გარჯილი ქალია
თუ ქალის ანომალია?
* * *
QUOTE (patriciia @ 21 Apr 2008, 21:38 )
nino darbaiseli
QUOTE
ამა რითმათა პატრონსარა გითხრა,არ ვიციაო!

ნეტა შენ, ამ რითმების თვლის
საქმე რო არ გაქ მეტიო,
სჯობს საკუთარი დასთვალო,
თავს რო დამასხი რეტიო,
ცხო საქმე გამაგეჩინა,
მისთვის გეხმარა ნეტიო,
მეტს არას გეტყვი, მებრალვი,
ბეჩავ ყოფილხარ, კენტიო.....

საქმეც ალჩუზე მიმიდის,
კარგიაც მივის ქმარ-შვილი:
ოჯახი - უხვი ,ძლიერი,
განა ზოგს მიგავ აშლილი.
ასე უთხარით ტურებსა,
,ჩემ გვერდზე დაგეშილებსა,
დედოფლად ვზივარ,
ჩემ შური სხვებს თვალებს აშეშინებსა,
შვილებიც კარგი დავზარდე,
ახლა ვზრდი შვილიშვილებსა.
ქვეყნად ვერც ვერვინ დამიმშევს,
ვერც ვერვინ შამიშინებსა.
ლხინადაც ვყოფნი,ჭირადაც,
გარეულებს და შინებსა.
ფორუმელ მტრებსაც მოვუხდენ
ჩემებურ შალაშინებსა!

Posted by: patriciia 21 Apr 2008, 22:30
QUOTE
ასრეთ გარჯილი ქალიათუ ქალის ანომალია?

რითმისთვის ძვირს ვინც კადრულობს,
ავაჰმე, რა საწყალია?! keh.gif


Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2008, 22:39
QUOTE (patriciia @ 21 Apr 2008, 22:30 )
QUOTE
ასრეთ გარჯილი ქალიათუ ქალის ანომალია?

რითმისთვის ძვირს ვინც კადრულობს,
ავაჰმე, რა საწყალია?! keh.gif

წაგებული გაქვს ლექსობა.
აღარ გაუვა წყალია!
* * *
ნინო ეგეთა ქალია,
სიტყვებს ვერ იტანს ჩმახურებს,
კაფავს ხევსურულ კაფიას,
შიგ გამოურევს კახურებს.
საცა სიცოცხლე დუნდება,
იქ ბრძოლის ჟინით ახურებს.
რითმისთვის ხელს არ გაიწვდის,
უყრია - მაიმსახურებს!
ვინც სახეს შაუბღალავენ,
დააყრის იმ უსახურებს!
მოლექსედ თავი ნუ ჰგონავ,
ვინც რო ლექსს ახარახურებს!

Posted by: patriciia 21 Apr 2008, 23:11
QUOTE
წაგებული გაქვს ლექსობა. აღარ გაუვა წყალია!

მაგ სუფრის ფოჩებს გაფიცებ,
დამინდე, შემიბრალია! weep.gif
შენადვე იყოს ეს თემა,
ჩემი აქ ყოფნა ბრალია,
ამის მეტს აღარ ვილექსებ,
არც მინდა, აღარც მცალია,
მშვიდობით იყავ, გფარავდეს
წმინდა გიორგის ძალია!
pop.gif

Posted by: merry 21 Apr 2008, 23:26
patriciia
nino darbaiseli
განაგრძეთ დეიდებო რა user.gif chups.gif

Posted by: patriciia 21 Apr 2008, 23:35
merry
QUOTE
განაგრძეთ დეიდებო რ

პოპკორნი და კოკაკოლა არ გინდა, დეიდა გენაცვალოს?

Posted by: merry 21 Apr 2008, 23:38
patriciia
QUOTE
პოპკორნი და კოკაკოლა არ გინდა, დეიდა გენაცვალოს?

არა დეიდაჯან - ზდაროვьე ნე პოზვალიაეტ baby.gif მნე ბ მოლოკო ზა ვრედნოსწ user.gif

Posted by: patriciia 21 Apr 2008, 23:54
merry
fresh lemon juice ამით თუ იხვრიტავ კუჭს, რაღა ზდაროვიე გექნება?

Posted by: merry 22 Apr 2008, 00:00
patriciia
QUOTE
fresh lemon juice ამით თუ იხვრიტავ კუჭს, რაღა ზდაროვიე გექნება?

დახე რა დაუზარელი დეიდა ყოფილა (არადა შეიძლება ბიძაც იყოს მარა ხუ ქეარზ) ჰოდა მაგ ლემონ ჯუსმა მიქნა ახლა რძეს და შაირებს რო ვითხოვ user.gif თქვენ კიდე არ შედიხართ ჩემს მდგომარეობაში user.gif

Posted by: nino darbaiseli 22 Apr 2008, 00:05
QUOTE (patriciia @ 21 Apr 2008, 23:11 )
QUOTE
წაგებული გაქვს ლექსობა. აღარ გაუვა წყალია!

მაგ სუფრის ფოჩებს გაფიცებ,
დამინდე, შემიბრალია! weep.gif
შენადვე იყოს ეს თემა,
ჩემი აქ ყოფნა ბრალია,
ამის მეტს აღარ ვილექსებ,
არც მინდა, აღარც მცალია,
მშვიდობით იყავ, გფარავდეს
წმინდა გიორგის ძალია!
pop.gif

ძვირფასო პატრიცია!გულწრფელად გთხოვთ,მაპატიოთ ,თუ კაფიის ჟანრული სპეციფიკიდან გამომდინარე,რაიმე ისეთი მითქვამს,რასაც პირადი ურთიერთობის დროს არავითარ შემთხვევაში არ გაკადრებდით.მადლობა დროისა და ყურადღებისთვის,რომელიც ჩემთვის გაიმეტეთ.გისურვებთ წარმატებას!

Posted by: patriciia 22 Apr 2008, 00:19
QUOTE
კაფიის ჟანრული სპეციფიკიდან

არ ვიცოდი, კაფიის სპეციფიკას ასე მკაცრად თუ ვიცავდით, თორემ ექვსსტრიქონიანებს დავწერდი.....

merry
QUOTE
ლემონ ჯუსმა


ლემონ ჯუსზე გამახსენდა, ერთ ბიჭს მოვწონდი ძალიან, მაგრამ მე დედაჩეის რჩევებს განუხრელად ვასრულებდი და რამე, მოკლედ, ამ ტიპმა ასეთი შაირი მიძღვნა:

When I was a lad of teen
My father said to me,
Come my boy and take a lesson
From the pretty lemon tree.
Lemon tree is very pretty
And it;s flowers are very sweet,
But the fruit of poor lemon
Is impossibls to eat....

Posted by: nino darbaiseli 22 Apr 2008, 00:37
[QUOTE=strixnina,21 Apr 2008, 18:28 ] [/QUOTE]

და შეირგეთ რბილად ნათქვამი "არ ვარგა", რადგან ლექსები გაცილებით მეტის საშუალებას იძლევა.[/QUOTE]

პასუხი:

კოლეგის შური გაბრმავებთ,
ვინ ვერ მიხვდება მაგოდენს?
სიტყვას არ ამოიღებდით,
ლექსები რომ არ ვარგოდეს!
მითხარით,რასაც იწუნებთ,
აჟღერდით,როგორც ებანი,
ჰა ბურთი,ჰა მოედანი
და აჰა - საშუალებანი!
თუ თქვენც იმ ტურებს მიჰგავხართ,
ვით გადახსნილი ლებანი,
ვინაც გონებას აზანტებს
და ღრღნის წვრილ-წვრილი ვნებანი ?
აზრი მასმინეთ!,დე მოვკვდე
თუ არ შეგიწყოთ მე ბანი.,
არა მჩვევია ბრძოლაში
ლაჩრობა-დანანებანი.
ქვეყანას გაუზიარეთ
ეგ თქვენი დაკვირვებანი.,
ილაღეთ,აიალაღეთ
აზრები ნება-ნებანი!
მარტო ''არ ვარგას'' ძახილი
ვის არგებს,ბრიყვთა წესია,
რატომ და რისთვის? - დაფიქრდით!
ყველასთვის უკეთესია!
თორემ იმასვე მოიმკით,
რაც თავად დაგითესიათ!
* * *
უქმად მიცდება ლოდინში
ლექსისა სადღვებელანი.
აღარსადა სჩანს ''სტრიქნინა''
და ახალ ტურა- მელანი.
ქაღალდზე წერდეს - ვიფიქრებ,
დაახალტურა მელანი.

პ.ს.
ამ კაფიის პასუხად მიიღება ამისივე ფარდი,ანუ : და ახალ ტურა-მელანი//დაახალტურა მელანი --ს დარი, რვამარცვლიანი, მთლიანად მაჯამური, მთელსტრიქონიანი რითმით გაწყობილი ლექსი,.
(ინფორმაციისათვის -ასეთი ვგონებ ერთადერთი ნიმუშია ცნობილი და ლადო ასათიანის კალამს ეკუთვნის,ერთიც,ხალხურად გავრცელებული ე.წ.ურბანისტული ფოლკლორის ნიმუში - თქვენსავე მონა მორჩილს.

პ.პ.ს.ერთიც მინდა იცოდნენ ჩემმა გულწრფელმა ოპონენტებმა,რომ თუ ნინო დარბაისელი საკუთარ შემოქმედებაში ხშირად არ იყენებს რითმას,ან ალაგ-ალაგ მხოლოდ რითმაზე მინიშნებით კმაყოფილდება.აამის მიზეზი ის გახლავთ,რომ მისთვის მთავარია ლექსი,როგორც ხელოვნების ნიმუში,რომელსაც უნდა მოემსახუროს ყოვლეგლგვარი გამომსახველობითი საშუალება სწორედ ისე და არა სხვაგვარად,,როგორც ამ ლექსს სჭირდება და არცერთი ამ საშუალებათაგანი არ ღირს იმად,რომ ხელოვნება დააკნინოს თავისი წარმოჩენის გამო.

* * *
QUOTE (nino darbaiseli @ 22 Apr 2008, 00:37 )
[QUOTE=strixnina,21 Apr 2008, 18:28 ] [/QUOTE]

და შეირგეთ რბილად ნათქვამი "არ ვარგა", რადგან ლექსები გაცილებით მეტის საშუალებას იძლევა.[/QUOTE]

* * *
უქმად მიცდება ლოდინში
ლექსისა სადღვებელანი.
აღარსადა სჩანს ''სტრიქნინა''
და ახალ ტურა- მელანი.
ქაღალდზე წერდეს - ვიფიქრებ,
დაახალტურა მელანი.

პ.ს.
ამ კაფიის პასუხად მიიღება ამისივე ფარდი,ანუ : და ახალ ტურა-მელანი//დაახალტურა მელანი --ს დარი, რვამარცვლიანი, მთლიანად მაჯამური, მთელსტრიქონიანი რითმით გაწყობილი ლექსი,.
(ინფორმაციისათვის -ასეთი ვგონებ ერთადერთი ნიმუშია ცნობილი და ლადო ასათიანის კალამს ეკუთვნის,ერთიც,ხალხურად გავრცელებული ე.წ.ურბანისტული ფოლკლორის ნიმუში - თქვენსავე მონა მორჩილს.

პ.პ.ს.ერთიც მინდა იცოდნენ ჩემმა გულწრფელმა ოპონენტებმა,რომ თუ ნინო დარბაისელი საკუთარ შემოქმედებაში ხშირად არ იყენებს რითმას,ან ალაგ-ალაგ მხოლოდ რითმაზე მინიშნებით კმაყოფილდება.აამის მიზეზი ის გახლავთ,რომ მისთვის მთავარია ლექსი,როგორც ხელოვნების ნიმუში,რომელსაც უნდა მოემსახუროს ყოვლეგლგვარი გამომსახველობითი საშუალება სწორედ ისე და არა სხვაგვარად,,როგორც ამ ლექსს სჭირდება და არცერთი ამ საშუალებათაგანი არ ღირს იმად,რომ ხელოვნება დააკნინოს თავისი წარმოჩენის გამო.

ეეჰ,მოლექსეს ისე რომ გაგიჭირდება სიმარტოვე,როგორც მე,საკუთარ თავსღა უნდა ეტოქო.მარგამ ყველაზე ძნელი იცით რა არის?საკუთარ თავთან რომ წააგებ.რვამარცვლიანი,მთელსტრიქონიანი რითმა კი მოვიძიე,მაგრამ მაჯამა აღარ გამომივიდა.აი ასე:

გვერდს სიცოცხლე არ ატყვია.
ვინ რად მოშალა ბღვერანი?
შენ,ქალო ნინავ,!რა - ტყვია
დაახალ თუ რა,ვერანი ?!


შელექსების რითმა: დაახალტურა მელანი /// დაახალ თუ რა,ვერანი

Posted by: nino darbaiseli 26 Apr 2008, 21:44
ჩემი გვერდის სტუმრებს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს:
ქრისტე აღსდგა!

Posted by: merry 27 Apr 2008, 23:10
patriciia
QUOTE
When I was a lad of teen My father said to me, Come my boy and take a lesson From the pretty lemon tree. Lemon tree is very pretty And it;s flowers are very sweet, But the fruit of poor lemon Is impossibls to eat....

gigi.gif განათლებული და კარგად აღზრდილი ყმაწვილი ყოფილა, რას ერჩი boli.gif


QUOTE
ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!



Posted by: nino darbaiseli 28 Apr 2008, 22:49
ციკლიდან :პოეზია ქართულ ინტერნეტ საითებზე



არამედ რაღაც სხვა

(შალვა ბაკურაძის’’ქმრების საკითხავის’’ინტერპრეტაციის ცდა)


სამშობლოდან მოშორებული ადამიანისათვის ინტერნეტი დიდი შვებაა. რაწამს დროს მოვიხელთებ, დავუყვები ხოლმე ქართულენოვან საიტებსა და ფორუმებს. უამრავი ახალი ნაწარმოები წავიკითხე, პროზაც, პოეზიაც.
ასეთი მრავალფეროვანი და ინტენსიური თუ იყო ლიტერატურული ცხოვრება საქართველოში, ვერც ვიფიქრებდი თანაც ინტერნეტი ხომ ჯერჯერობით მთლიანად ვერ მოიცავს მას, კიდევ რამდენი კარგი ქართველი ავტორია, ჯერ ვირტუალურ სივრცეში რომ არ შეუდგამს ფეხი! მაგრამ ეტყობა ვიდრე მშობლიური ლიტერატურული გარემოსაგან ჩემსავით დისტანცირებული არ გახდები, არც მეტნაკლებად მთლიანი სურათი ეძლევა თვალთახედვას და არც ნამდვილი ღირებულება ჩანს იმისა, რაც იქ იქმნება.
ამას წინათ პორტალ ‘’ლიტერარტურა.გე’’-ზე ერთი პოემა ვიპოვნე - ’’ქმრების საკითხავი’, პორტალის წესის თანახმად, ახლადგამოჩენილ ნაწარმოებებს ავტორი არ ეთითება. რამდენჯერმე წავიკითხე, მერე რაკი ქაღალდზე გადმოტანილი ტექსტი მაინც სულ სხვაა, ამოვბეჭდე კიდეც და კიდევ ერთხელ ,‘’ფანქრით’’ წავიკითხე: შედეგი იგივე –როგორც მკითხველი კვლავ მონუსხული ვარ, ხოლო როგორც ადამიანი-მკვლევარი, რომელსაც არ შეუძლია არ დასვას კითხვა:’’რატომ?’’ პასუხს დავეძებ. იქნებ ამ დროს უმჯობესია, აქ შეჩერდე, შეირგო ესთეტიკური სიამოვნება და არ ემსგავსო იმ მაყურებელს, რომელიც ილუზიონისტის ნამოქმედარით თუმცა გაკვირვებული და ნაამებია, მაინც უტრიალებდე კითხვას :–‘’კი მაგრამ, როგორ?
ამასობაში ავტორის ვინაობაც გამოვლინდა –შალვა ბაკურაძე, როგორც ჩანს, დაახლოებით ჩემი თაობის პოეტი, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, თუმცა საით ‘’ებლიტფოზე’’ მოთავსებული მისი ყველა ნაწარმოები უკვე წაკითხული მაქვს. ჩემი შთაბეჭდილებით, პოემა ‘’ქმრების საკითხავი”, მე რომ ამდენი კითხვა აღმიძრა, მათში ცენტრალურ ადგილს იკავებს.

* * *
პირველი კითხვა სათაურიდანვე იწყება.
საკითხავი ქართულ ენაში რამდენსამე მნიშვნელობას მოიცავს: ის, რაც წასაკითხია (მაგ. “საკითხავი ძველ ქართულ ლიტრატურაში”); შესაკითხი, ანუ კითხვა (ყოფნა-არყოფნა –საკითხავი აი ეს არის); ამას დავუმატოთ ‘’წყევლა-კრულვიანი საკითხავიც,’’ოთარაანთ ქვრივიდან‘’ და თვალნათლივი შეიქნება, რომ პოეტური სამყარო, რომლის კარიც ჩვენთვის ამ სათაურით უნდა გაიღოს, არ გვპირდება იმ სიცხადეს, რაციო რომ მოითხოვს.
არც ლირიკული გმირი წარმოგვიდგება ცხადი სახით, არ ვიცით მისი სახელი, ან თუნდაც რაიმე ეპითეტი, სახელის ფუნქციას რომ იტვირთებდა პოემაში, არაფერი ვიცით მის გარეგნობაზეც, ლამის ერთადერთი ნიშანი, რომელიც მკითხველის წარმოსახვაში მას კერძო გამოსახულებას მიანიჭებდა, გაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმაა’’, რომელიც ბავშვობაში რომ მუხლი გადაიტყავა, ჭრილობაზე იოდის წასმისას სკოლის ექთანმა ხელისგულით გადაუწია. ყოველივე, რასაც მისი მიწიერი არსებობისა და მოკვდომის(არა-სიკვდილის) შესახებ შევიტყობთ პოემიდან,გარეგნულად ძალზე ფრაგმენტული იქნება და არც ეს ფრაგმენტები გაყვება ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას,თუმცა იმ ადრეული მოგონებით დაიწყება,როგორ ხედავენ ბავშვები ფანჯრის დაორთქლილი შუშიდან ახლადგარდაცვლილი ბებიის სულს, ზამთრის თოვლიანი დილით ეზოში ფეხშიშველა მდგარს, როდესაც მისი სხეული შინ,უფროსების თვალწინ ოთახში ასვენია ( პირველი სიგნალი იმ უჩვეულო სპირიტუალური მდგომარეობისა თუ/და მხატვრული პირობითობის შესახებ, რომელშიც იმყოფებიან პოემის მთავარი გმირები და რომელში ჩართვა მკითხველსაც მოუწევს.).
თუმცა პოემაში გადმოცემა პირველი პირით ხდება, ავტორი ორ ინსტანციად, სხეულად და სულად (ან ასტრალურ და ეთერულ სხეულებად?) გაყოფილი მთავარი უსახელო პერსონაჟის სახელით მეტყველებს, მისი მონოლოგებისა თუ დიალოგების ’’ფიქსატორია” (ეს მაშინ, როცა პოეტური, ოკაზიონალური სახელდება, სახელის მინიჭება ადამიანების, საგნებისა და მოვლენებისთვის და ამგვარი მეტონიმიური მეტაფორიზაცია შალვა ბაკურაძის, როგორც ავტორისათვის ნიშნეული მხატვრული ხერხია) შემდგომში მსჯელობა რომ შეძლებისდაგვარად გასაგები გავხადოთ, პერსონაჟი ავტორისაგან განვასხვაოთ,მას ‘’ძე’’ ვუწოდოთ,(ამისთვის როგორც შემდგომ შევეცდები ვაჩვენო, პოემაც გვაძლევს საფუძველს).
მთელი პოემის მანძილზე ავტორი თავად არსად მეტყველებს “ძის “’ამ ორი ინსტანციისაგან დაშორებულად, დამოუკიდებლად. არც რაიმე შინაგანი ლირიკული კონფლიქტია გადმოცემული ამ მხარეებს შორის, რომ დაპირისპირების ფონზე მეტად საცნაური ყოფილიყო ავტორის განსხვავებულობა. იგი ინსტანციატა შორის ადგილებს კი იცვლის, მაგრამ არასოდეს უცხოვდება, დისტანცირდება მათგან. პოემაში ასახული მდგომარეობა უკვე გარე სივრცეში გადაწყვეტილი, დასრულებული კონფლიქტის - ომის შედეგია, ხოლო უკვე მომხდარი, დასრულებული ტრაგედიიდან გამომდინარე დრამატული მდგომარეობა სულისა არის ის ბირთვი, რომლის ირგვლივაც თავს იყრის ყოველი სახე, კონცეპტი, მცირე და დიდ ამბავი თუ ეპიზოდი.
პოემის კლასიკურ ფორმას მიჩვეული მკითხველისათვის რომელიც მოელის ტრადიციულ განვითარებას სიუჟეტისა, აქ ძნელი, თუ არა შეუძლებელი, იქნება, მიჰყვეს კონფლიქტის განვითარებაში საფეხურთა თანმიმდევრობას. თანამედროვე პოემას ეს აღარც მოეთხოვება და ამას თავისი ახსნა აქვს. პოემის განვითარებამ კარგა ხნის წინ მიაღწია სრულყოფილების იმ დონეს, როცა, პრაქტიკულად, შესაძლებელია ნაწარმოების სხვადასხვა ასპექტს მიენიჭოს თავისუფლება, რადგან მკითხველის ცნობიერებაში უკვე არსებობს ძირითადი მოდელი, თარგი, რომლის მიხედვითაც ხდება ნარატივის რეკონსტრუირება, რაიმე სახის ნარატივის არსებობა კი იმ მინიმალურ მოთხოვნად დარჩა, რომელიც პოემას განასხვავებს უბრალოდ, ვრცელი ლექსისაგან.
ნაწარმოებში დრო-სივრცული და სიტუაციური არე ორი ნარატივის პარალელიზაციით იქმნება. პირველი მათგანი ბიბლიური, ახალი აღთქმისეულია და შესაბამისად მაცხოვრის, როგორც ძის ამბავს ეხება. მეორე, თანამედროვე რეალური ცხოვრებიდან მომდინარე ამბავია ადამიანის ძისა, რომელმაც ბავშვობა და ყრმობა გაატარა ერთ ქალაქში. ამ ქალაქში მას ჰქონდა სახლი, შემდეგ ეს სახლი ომის გამო დაკარგა, გახდა მეომარი, იბრძოდა ‘’ სამშობლოსათვის’’და ამ ბრძოლაში… მოკვდა, მაგრამ არც მოკვდა. მისი არსება გადავიდა მდგომარეობაში, რომელსაც გრანელის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, შეიძლება ვუწოდოთ არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა - დაუსრულებელი, “საბოლოო სიზმარი”.
ავტორი-ფიქსატორი “’ძისთვის” მედიუმია, რომლის მეშვეობითაც “ხმას აწვდენს” მკითხველს, აზიარებს სათქმელთან, რომელიც ამ პოემის კონცეპტუალური ხერხემალია: როდესაც ადამიანს ყოფით რეალობაში სხვა ადამიანები ართმევენ სამყაროს შემოქმედისაგან მინიჭებულ უფლებას, იყოს ცოცხალი, იგი მხატვრულ რეალობაში პოეტი-შემოქმედის მიერ მინიჭებული ძალით უფლებამოსილია, იყოს “ცოცხალი მკვდარი” და უწყვეტ დიალოგში ჩაერთოს ყოველივე ამაქვეყნიერთან.
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ვეღარასდროს ვისურვო დაბადება
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი
და ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იები
ასეთია შალვა ბაკურაძის პოეტური თანატოლოგია, ანუ სიკვდილმეტყველება.
პოემაში სახეობრივი სისტემა ძირითადად ბიბლიურ სახე-კონცეპტთა ტრანსფორმაციით იქმნება. მისი საყრდენი სახე-მეტაფორები, რომელიც თავდაპირველად ცოტა არ იყოს, ბუნდოვან შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე, ახსნადი გახდება თუ მათ პირველწყაროებს მივაგნებთ.
მივყვეთ ტექსტს თანმიმდევრობით.
ერთ-ერთი პირველი სახე–‘’რუხი ბალახი-ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველს რომ დაატარებს ”ანუ ადამიანი, როგორც ბალახი, პირდაპირ მომდინარეობს ახალი აღთქმიდან და ფსალმუნებშიც დასტურდება. (პეტრე:1,24,ფს.:103,15)
ამ მოხუცს რძე და ყველი მოაქვს დილდილაობით, რძე კი ისევე, როგორც თეთრი ყვავილები, სითეთრე მარიამ ღვთისმშობელს მიემართება.
მოულოდნელი სიტყვები, რომელიც ცოტა ხანში გახმიანდება: ”ღმერთი, რომელიც ხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზე ”მხოლოდ ღვთისმშობელთან დაკავშირებით იხსნება’’. სიჩვილე და სითბო ‘’წუთიწუთზე ამოსაყვანი ყველისა’’ღვთისმშობლისმიერი გრძნობებია. რძე და მისი პროდუქტებიც ძველი ქრისტიანული წესით სწორედ ღვთისმშობლის შესაწირავად ითვლებოდა.
გარდა ამ პოემისა რძე, რძით კვება, რძისებრი სითეთრე, როგორც დედა მარიამის კონოტაციები შალვა ბაკურაძის სხვა რელიგიურ ქმნილებებშიც ცენტრალურ ადგილს იკავებს.
“წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, როც მოკვდებით’’ ამბობს მოხუცი მერძევე. სხეული, როგორც სულის სახლი იმდენად გამჭვირვალე სახეა, ალბათ ამაზე ყურადYების შეჩერებაც არ ეღირებოდა, პოეტი სახლის მხატვრულ სახეს რომ არ უკავშირებდეს დედის საშოსაც, როგორც პირველსახლს, სადაც სამუდამოდ დარჩენა ან დაბრუნებაც შეუძლებელია. აქ ქართველ მკითხველს უთუოდ გაახსენდება ფინალი ბესიკ ხარანაულის “ხეიბარი თოჯინისა”, სადაც ალექსანდრე ანუ ალე ნატრობს დროს, როცა ისე იჯდა დედის საშოში, ’’როგორც ‘’მინიატურა ოქროს ჩარჩოში’’
მე უფლება მაქვს, ვიყო მკვდარი,
ვიდრე მომკლავდნენ,ვიდრე აქ ვარ,
ვითომ ცოცხლად, შენთან ერთად,
შენს საშოში-მიმართავს’’ძე’’ დედას ‘’ძე’’ ამ პოემის ფინალში.
სახეთა შორის ძირითადია აგრეთვე ქალაქი, სამყაროს ღვთაებრივი წესრიგის, კოსმოსის მიწიერი გამოვლინება. ბიბლიური გამოცდილების მიხედვით, როდესაც კოსმოსს ქაოსი ენაცვლება, ქალაქში ბატონდება ურწმუნოება, ცოდვა, დანაშაული, იგი უნდა განადგურდდეს მოისრას ღვთაებრივი ცეცხლით...ამას შიშობდა ერთადერთი პოეტი–წინასწარმეტყველი ესაია, ისრაელზე (10:18,19), შემდგომ იეზიკიელი იერუსალიმზე მეტყველებისას (15:6). ამას, ოღონდ უკვე მომხდარს გლოვობს ‘’პოეტი გვიანმეტყველი”” შალვა ბაკურაძე:

ვისკენ გავახილო ჩემი ქალაქის დათხრილი თვალები.

ამ პოემის მიხედვით კეთილი და ბოროტი ანგელოზნი ‘’ძეს” ქალაქში ზრდიდნენ და ეს ქალაქი (ძნელი არ არის მასში სოხუმის, გნებავთ, გაგრის ამოცნობა, დაზუსტებას აქ არსებითი მნიშვნელობა არც აქვს), იერუსალიმის თანამედროვე ადექვატი გამსჭვალული იყო ყოველივე იმით, რაც მას გარს ერტყა. იყო შიშისპირა, სიძვისპირა, კვლისპირა, ღვთისპირაც კი და სწორედ ამიტომ განიწირა დასაღუპავად. მის ‘’ძეებს’’ უფროსებმა, როგორც შავ-თეთრი გასაფერადებელი ალბომი’’დროშა‘’ აჩუქეს ‘’, რათა სისხლით შეეღებათ, ‘’სანგრებისკენ ეთრიათ დასაღვრელი სისხლი თავისი საგმირო სხეულებით’’:

მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქები
ეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯები,
ეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან’’

და მაინც, სახე სიმბოლოთა შორის ერთ ერთი უმთავრესი, რომელსაც სხვა ნაწარმოებებშიც უბრუნდება პოეტი არის ‘’ძის” მამინაცვალი, გნებავთ მამობილი და მისი ბიბლიური პირველსახე - იოსები ,მარიამის - დედა ღმრთისმშობლის ქმარი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,იოსების პიროვნება ქართულ პოეტურ აზროვნებაში შალვა ბაკურაძის ქმნილებებამდე გამოკვეთილი არასოდეს ყოფილა. იქნებ ამის მიზეზი იმაშიც უნდა ვეძიოთ, რომ ჩვენი სასულიერო ტრადიციით, თუმცა მაცხოვრის გენეზისი იოსების ხაზით გამოკვეთილი იყო, მისი პიროვნული ღვაწლი მაცხოვრის მიმართ მაინც ჯეროვნად არ ფასდებოდა.
იოსები კი თავად იყო უფლის რჩეული, როგორც მამობილმა, მან იტვირთა ძნელი საქმე –აღეზარდა იესო, რომელიც არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი ადამიანურად, მისთვის არ უნდა ყოფილიყო ადვილად გადასატანი ფიქრი იმაზე, რომ მისი დანიშნული მუცლით სხვის ნაყოფს ატარებდა, მაგრამ მას, როგორც რჩეულ მამობილს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უზენაესის ნება აუწყა.სახარებიდან ვიცით რომ მას სამგზის, ეცნო ამგვარად უფლის ნება, მეორედ-როცა ებრძანა, ეგვიპტეში გაეხიზნა ცოლ_შვილი და მესამედ –როცა უკან, სამშობლოში უნდა დაებრუნებინა იგი. უკანასკნელი ახალი აღქმისეული ცნობა იოსების შესახებ უკავშირდება დროს, როცა იესო უკვე თორმეტი წლისაა. ბიბლიოლოგების აზრით, იგი არ მოსწრებია მაცხოვრის ჯვარცმას, ადრევე გარდაიცვალა. შალვა ბაკურაძის ლექსი “იოსები”ინტერტექსტუალურად ‘’ქმრების საკითხავთან” არის დაკავშირებული, ჩვენი წერილის დასაწყისში აღძრული კითხვაც, ნაწარმოების სათაურის შესახებ, აქ პოულობს პასუხს.
პოეტური სახეთქმნადობის შესახებ ჩვენი მსჯელობა ძალზე ნაკლულოვანი იქნება, საგანგებოდ რომ არ აღვნიშნოთ, შალვა ბაკურაძის გამორჩეული, შემოქმედებითი დამოკიდებულება ქართული ენის, როგორც ყოველგვარ გამომსახველობით საშუალებათა წიაღისადმი. ჩემი ფიქრით, ამ მხრივ ის გიორგი ლეონიძის მემკვიდრეა. მომდინარე არა იმდენად პოეტური, რამდენადაც პროზაული ქმნილების’’ნატვრის ხისაგან’’. საყურადღებოდ მეჩვენება, რომ იგი ერთ თავის ნაწარმოებში, სახელწოდებით ‘’თევზაობა”, რომელიც ასევე ინტერტექტულად დაკავშირებულია ამ პოემასთან, ქმნის ოქროს თევზის მაძიებელ პერსონაჟს ელიოზს,რომლის პირველსახესაც სწორედ ,,ნატვრის ხის’’ ამავე სახელი მქონე პერსონაჟი წარმოადგენს.
რამდენიმე სიტყვით მინდა პოემის სალექსო ფორმას შევეხო. ლექსი გრაფიკულად წარმოდგენილია, როგორც თავისუფალი. ცალკეული გრაფიკული ბლოკები არ წარმოადგენენ სტროფებს, ტრადიციული გაგებით. ამიტომ უმჯობესია, მათ ლექსმცოდნეობაში მიღებული ტერმინი-სტროფოიდი ვუწოდოთ. სტროფოიდები ძირითადად ე.წ.’’ნამდვილი’’ვერლიბრის ნიმუშია. სადაც ძნელია აღმოაჩინო რაიმე კონვენციური საზომის კვალი. გამონაკლისის სახით არის ორიოდე სტროფოიდი, რომელიც ვერლიბრის გარდამავალ სახეობას მიეკუთვნება, რადგან მისი რიტმი იქმნება თავისუფალ ლექსში კონვენციური ჩანართების (ძირითადად ე.წ. თოთხმეტმარცვლედებისა და ათმარცვლედების) მონაწილეობით, მაგალითად ასე:
სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა
და ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.
ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი და
დამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლო
სიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.
ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლო
სიცოცხლე ანდეს
და სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებული
ვისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთა
ყველა ღიმილი და ყველა ცრემლი
ამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა.
რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენ
ლექსში არის ერთადერთი, გრაფიკულად გამიჯნული ათმარცვლიანი სტროფი, სპონტანურად გარითმული:
”ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიან
და ვერ მიხვდებით საითკენ მიდის
ეს გზა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია
და ეს სიკვდილი, რომელსაც ჭყინტი
ყველის ყიდვისას დუმილით გამცნობს
მერძევე კარის ზარზე რომ რეკავს,
ის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონს
და ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან.
ეს პოემა კარგ ნიმუშად გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, თუ სალექსო რიტმისაგან განთავისუფლება როგორ იწვევს მეორადი მარიტმიზებელი ელემენტების გააქტიურებას ლექსში. სინტაქსურ ინტონაციური, სახეობრივი პარალელიზმების სიუხვე, განმეორებანი სხვადასხვა დონეზე, ბიბლიის, კერძოდ მისი ყველაზე პოეტური ნაწილის,’’ქებათა ქების’’ სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენება ერთობლივად ქმნიან გამორჩეულ რიტმულ-ინტონაციურ სურათს.. თვალსაჩინოებისთვის დავაკვირდეთ ერთ მცირე მაგალითს:
მისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებია
ჩემს სასკოლო ჰერბარიუმში.
მისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირია
და მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები
ვგონებ ძნელი არ არის აქ მკითხველისათვის ერთდროულად ‘’ქება-ქებათაის’’სახეობრივი ოპოზიტისა და რიტმული ანალოგის დანახვა.
დასასრულ, მინდა ეს მცირე წერილი “ქმრების საკითხავის’’ მხოლოდ ცალკეული ასპექტების სუბიექტური ინტერპრეტირების მოკრძალებულ ცდად ჩამეთვალოს, რადგან დარწმუნებული ვარ, მკითხველი, რომელი მოიწადინებს მისი და ზოგადად, შალვა ბაკურაძის მთელი შემოქმედების უფრო სიღრმისეულ წვდომას, აღმოაჩენს დაცილებით მრავალფეროვანსა და ვრცელ პოეტურ სამყაროს. რადგან მჯერა,რომ ტექსტის სიცოცხლის საიდუმლო, მართლაც, შესაძლო ინტერპრეტაციათა დაუსრულებლობაში ძევს.

Posted by: nino darbaiseli 30 Apr 2008, 21:06
ძვირფასო ფორუმელებო!
ეს წერილი აქ იმ მიზნით დავდე,რომ გულწრფელად მაინტერესებს და მჭირდება თქვენი შეძლებისდაგვარად ობიექტური აზრი,გნებავთ განსხვავებული,გნებავთ -დაპირისპირებული.
ასე რომ,გთხოვთ ნუ დაიზარებთ წაკითხვას და ორიოდე სიტყვის დატოვებას.პოემის გაცნობა კი შეგიძლიათ ლიტ.გეს პორტალის თავფურცელზე.

Posted by: strixnina 30 Apr 2008, 22:51
QUOTE (nino darbaiseli @ 30 Apr 2008, 21:06 )
ძვირფასო ფორუმელებო!
ეს წერილი აქ იმ მიზნით დავდე,რომ გულწრფელად მაინტერესებს და მჭირდება თქვენი შეძლებისდაგვარად ობიექტური აზრი,გნებავთ განსხვავებული,გნებავთ -დაპირისპირებული.
ასე რომ,გთხოვთ ნუ დაიზარებთ წაკითხვას და ორიოდე სიტყვის დატოვებას.პოემის გაცნობა კი შეგიძლიათ ლიტ.გეს პორტალის თავფურცელზე.

მაინც ატივტივებენ თემას. du.gif
იყვინთაოს, დაე! biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 1 May 2008, 00:16
სტრიქნინას წყლებში ცურვისა
ვიფერე მე ლიცენზია,
პატარა საქმე როდია,
ეგ ფორუმული ცენზია!
უნდა მივაბა მორს -მორი,
რომ დროზე შევკრა ტივ - ტივი.
აღარ ვარ იხვი ვიტვიტა,
უნებო კმარა ტივტივი!

პ.ს. ბატონო/ქალბატონო ''სტრიქნინა'',თუ პასუხს გადაწყვეტთ,დააკვირდით,::ვიფერე მე ლიცენზია//ეგ ფორუმული ცენზია ----მინიმუმ, შვიდმარცვლიანი რითმაა,ხოლო ლექსის ფინალში - მაღალი პილოტაჟის კიდევ ერთი ნიმუში მომიძღვნია თქვენთვის -სრულიად უნიკალური ქართული პოეზიისათვის,ე.წ.სარკული ჰიპერდაქტილური (,სხვაგვარად- პალინდრომული) ,თანაც ანჯამბამანური (1)რითმა :/ ი -ვიტვიტა=ა-ტივტივი /,რომლის ერთ ერთი ადრეული ნიმუში ჰქონდა , გალაკტიონს --''აირევი ივერია'') , ხოლო თანამედროვე პოეზიიდან ოდენ - თქვენს მონა მორჩილს , (რამდენადაც გამოკვლეული,ცნობილი და აღნიშნულია ქართულ სამეცნიერო-კრიტიკულ ლიტერატურაში , ავტორის დასახელებით არ მინდა დაგაფრთხოთ, თავადაც ადვილად მოიძევთ ,,საკმაოდ ცნობილი გამოკვლევაა ) და სწორედ იმ ლექსებიდან ერთ -ერთშია გამოყენებული , სულ რომ მპირდებით და ჯერ ვერ მასმინეთ ობიექტურად მოტივირებული თქვენი ნეგატიური აზრი.

Posted by: chorven:) 1 May 2008, 00:19
nino darbaiseli
QUOTE
პ.ს. ბატონო/ქალბატონო ''სტრიქნინა'',თუ პასუხს გადაწყვეტთ,დააკვირდით,::ვიფერე მე ლიცენზია//ეგ ფორუმული ცენზია ----მინიმუმ, შვიდმარცვლიანი რითმაა,ხოლო ლექსის ფინალში - მაღალი პილოტაჟის კიდევ ერთი ნიმუში მომიძღვნია თქვენთვის -სრულიად უნიკალური ქართული პოეზიისათვის,ე.წ.სარკული ჰიპერდაქტილური (,სხვაგვარად- პალინდრომული) ,თანაც ანჯამბამანური (1)რითმა :/ ი -ვიტვიტა=ა-ტივტივი /,რომლის ერთ ერთი ადრეული ნიმუში ჰქონდა , გალაკტიონს --''აირევი ივერია'') , ხოლო თანამედროვე პოეზიიდან ოდენ - თქვენს მონა მორჩილს , (რამდენადაც გამოკვლეული,ცნობილი და აღნიშნულია ქართულ სამეცნიერო-კრიტიკულ ლიტერატურაში , ავტორის დასახელებით არ მინდა დაგაფრთხოთ, თავადაც ადვილად მოიძევთ ,,საკმაოდ ცნობილი გამოკვლევაა ) და სწორედ იმ ლექსებიდან ერთ -ერთშია გამოყენებული , სულ რომ მპირდებით და ჯერ ვერ მასმინეთ ობიექტურად მოტივირებული თქვენი ნეგატიური აზრი.


რა რთული საქმე ყოფილა მწერლობა, ქალბატონო ნინო, ან ყველაფერს დაწერამდე ანგარიშობთ, თუ მას შემდეგ? ცდომილება გამორიცხულია მარცვლებს შორის? boli.gif

Posted by: strixnina 1 May 2008, 00:26
QUOTE
პ.ს. ბატონო/ქალბატონო ''სტრიქნინა'',თუ პასუხს გადაწყვეტთ,დააკვირდით,::ვიფერე მე ლიცენზია//ეგ ფორუმული ცენზია ----მინიმუმ, შვიდმარცვლიანი რითმაა,ხოლო ლექსის ფინალში - მაღალი პილოტაჟის კიდევ ერთი ნიმუში მომიძღვნია თქვენთვის -სრულიად უნიკალური ქართული პოეზიისათვის,ე.წ.სარკული ჰიპერდაქტილური (,სხვაგვარად- პალინდრომული) ,თანაც ანჯამბამანური (1)რითმა :/ ი -ვიტვიტა=ა-ტივტივი /,რომლის ერთ ერთი ადრეული ნიმუში ჰქონდა , გალაკტიონს --''აირევი ივერია'') , ხოლო თანამედროვე პოეზიიდან ოდენ - თქვენს მონა მორჩილს , (რამდენადაც გამოკვლეული,ცნობილი და აღნიშნულია ქართულ სამეცნიერო-კრიტიკულ ლიტერატურაში , ავტორის დასახელებით არ მინდა დაგაფრთხოთ, თავადაც ადვილად მოიძევთ ,,საკმაოდ ცნობილი გამოკვლევაა ) და სწორედ იმ ლექსებიდან ერთ -ერთშია გამოყენებული , სულ რომ მპირდებით და ჯერ ვერ მასმინეთ ობიექტურად მოტივირებული თქვენი ნეგატიური აზრი.


რა შემიყვეს ამ რითმებით!
biggrin.gif
მაინცდამაინც უნდა ვთქვა, რომ ათობით საჟურნალო პუბლიკაციისა და შვიდი პოვეტური კრებულის (მათ შორის "იბადება ქართველი" და "ჯან აია") ჰავტორი თეიმურაზ ჯანგულაშვილი ვარ? დიახაც ვარ!!!

Posted by: nino darbaiseli 1 May 2008, 00:32
ეს ,რასაკვირველია, თავისებური თანდაყოლილი ნიჭია, რომელიც მეტნაკლებად მრავალს შეიძლება ახასიათებდეს.დაკავშირებულია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ...ანომალიურ ფუნქციონირებასთან,როცა ვერბალური მასალის კლასიფიკაცია ჯერ ხდება ჟღერადობრივი და შემდგომ - სახეობრივი ან ცნებით-აზრობრივი ნიშნით , და თუ პოეტმა დროზე არ გააცნობიერა საფრთხე ,ჩემსავით სადავე არ ამოსდო,უკვე დაწერილი ქმნილების გადამუშავებისას ''რიფმაჩობის'' ამ პათოლოგიურ ჩვევას , გემოვნება და რაციო თუ არ დაიყენა ფხიზელ დარაჯად,ხელოვნების ნაწარმოების მაგიერ საბოლოოდ ხელში ვერბალური აკრობატიკა შერჩება.ამიტომ არის,რომ ჩემს ლექსებში,თუ დაუკვირდებით,მხოლოდ იქ ვიყენებ რითმას,სადაც ძალიან აუცილებელია.

Posted by: chorven:) 1 May 2008, 00:35
QUOTE
დაკავშირებულია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ...ანომალიურ ფუნქციონირებასთან

ანუ წერა ანომალიაა?
და მე რომ ვერაფერი გავიგე ესეც ანომალიაა? boli.gif

Posted by: strixnina 1 May 2008, 00:41
QUOTE (nino darbaiseli @ 1 May 2008, 00:32 )
ეს ,რასაკვირველია, თავისებური თანდაყოლილი ნიჭია, რომელიც მეტნაკლებად მრავალს შეიძლება ახასიათებდეს.დაკავშირებულია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ...ანომალიურ ფუნქციონირებასთან,როცა ვერბალური მასალის კლასიფიკაცია ჯერ ხდება ჟღერადობრივი და შემდგომ - სახეობრივი ან ცნებით-აზრობრივი ნიშნით , და თუ პოეტმა დროზე არ გააცნობიერა საფრთხე ,ჩემსავით სადავე არ ამოსდო,უკვე დაწერილი ქმნილების გადამუშავებისას ''რიფმაჩობის'' ამ პათოლოგიურ ჩვევას , გემოვნება და რაციო თუ არ დაიყენა ფხიზელ დარაჯად,ხელოვნების ნაწარმოების მაგიერ საბოლოოდ ხელში ვერბალური აკრობატიკა შერჩება.ამიტომ არის,რომ ჩემს ლექსებში,თუ დაუკვირდებით,მხოლოდ იქ ვიყენებ რითმას,სადაც ძალიან აუცილებელია.

სამწუხაროდ, არ დავკვირვებივარ. ღირს ვითომ?

Posted by: nino darbaiseli 1 May 2008, 00:43
წერა,ისევე როგორც ხატვა,მუსიკის თხზვა და ა.შ.გარკვეული გაგებით ა-ნომალია,ანუ ნორმიდან გადახრა რომ არ იყოს,მაშინ,ლოგიკურად,ყოველ ნორმალურ ადამიანს უნდა შეეძლოს ეს ყოველივე.ხომ .ცხადია,რომ ყველას არ შეუძლია.?შემოქმედების ფსიქოლოგია ერთერთი საინტერესო სფეროა.პრაქტიკულად ამოუწურავი და შესასწავლად-საინტერესო და სახალისო.
თქვენ რომ ვერ გაიგეთ,ნუ დაიბნევით,სავსებით ნორმალური მოვლენაა.რამე უცხო სიტყვა თუ შეგხვდებათ,ლექსიკონში მოძებნეთ,სცადეთ გაარკვიოთ მნიშვნელობა.ყველა მოაზროვნე ადამიანი ასე იქცევა.

Posted by: chorven:) 1 May 2008, 00:44
nino darbaiseli
გმადლობთ

Posted by: martateka 1 May 2008, 13:35
QUOTE
ნინო ეგეთა ქალია,
სიტყვებს ვერ იტანს ჩმახურებს,

დარბაისელო ნინოი,
ხელში აიღე ღვინოი,
ეული მჯდარხარ გადაღმა,
სიტყვამ ვერ დაგაყადაღა.
დარბაისელი მეგონე,
შენ კი აღმოჩნდი პრასტოი,
უფრო ნოჭიერს გელოდი,
უფრო ნაზსა და დასტოინს.
ნეტავ, რად გადახვეწილხარ,
რატომ ჩაგწყვიტე გულები,
ზიხარ და დღეებს აღამებ,
თვალზე გკიდია რულები.
ჩამოდი ჩვენთან ბარშია,
თამაშ ჯობს ორთავ კარშია,
ერთად გავშალოთ სუფრები,
მერე წავიძროთ ტუფლები.
აქ დაგანახებთ მავანნი,
რომ არ ვყოფილვართ ჯაბანნი,
მერე თუ გინდა მიწექი,
გადაიფარე საბანი.
მოდი, ილექსე ისევაც,
ნუ ამბობ: "არა მცალია",
თუ აქა რამე გეწყინა,
ეს არავისი ბრალია.
უნდა გესმოდეს კრიტიკაც,
ნუ ეძებ მხოლო ქებასა,
მსუბუქ შეხედე ცხოვრებას,
მხოლოდ ეს მოგგვრის შვებასა.
ახლა მეც უნდა წავიდე,
დარბაისელო ქალაო,
ღმერთმა გიმართოს მარჯვენა,
არ დაკიგარგოს ძალაო.





Posted by: nino darbaiseli 1 May 2008, 21:39
არსადაც არ ვიმალები,
არც ვიტყვი -არა მცალია,
საპოვნელი მყავს ძნელადა
მოკაფიავე ცალია.
ვუქივარ,ბევრსაც მაქებენ,
წავუვალ აქ რა ქებასა,
მე კარგ კრიტიკას მივნატრი
და არა ლაქლაქებასა.
გწერთ ოკიანის გაღმიდან ,
ვის არ მჩვევია გადაღლა.
,კარგი რითმაა,გიწონებთ:
გადაღმა/დაგაყადაღა.
სხვაფრივ,კაფია ვერ ლექსობს,
რად დაგემართათ ეგაო,
იხარეთ იბედნიერეთ ,
ძვირფასო''მართათეკაო'!

პ.ს ყურადღება მიაქციეთ ლ-აქ რა ქებასა //ლაქლაქებასა -ხუთმარცვლიანი მაჯამაა.
დაგე-მართათ ეგაო/''/მართათეკაო''- ჰიპერდაქტილური , ხუთმარცვლიანი ორიგინალური რითმა -მაღალი პილოტაჟის კიდევ ერთი ნიმუში!

Posted by: gabarzgaleba 1 May 2008, 22:09
nino darbaiseli

სხვა თემებიც არსებობს, გამოდი შენი ნაჭუჭიდან, სხვაგანაც შეგიძლია პოსტო, ჯადო ახსნილია biggrin.gif

Posted by: strixnina 1 May 2008, 22:13
QUOTE
სხვა თემებიც არსებობს, გამოდი შენი ნაჭუჭიდან, სხვაგანაც შეგიძლია პოსტო, ჯადო ახსნილია 


გვღუპაავ! lol.gif

Posted by: gabarzgaleba 1 May 2008, 22:17
strixnina
QUOTE
გვღუპაავ! 


რათა კაცო? შენ არ იცი რა ტკბილია ნინო დარბაისელი იგავარაკებში და სხვა შენს მიერ განსაყვარლებულ თემებში biggrin.gif

Posted by: strixnina 1 May 2008, 22:20
QUOTE
რათა კაცო? შენ არ იცი რა ტკბილია ნინო დარბაისელი იგავარაკებში და სხვა შენს მიერ განსაყვარლებულ თემებში 


ძლივს გავილაღეთ პელმენებმა. biggrin.gif 24 ნაოჭიანებს ვეტოქოთ? სად შეგვიძლია! biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 2 May 2008, 00:13
QUOTE (gabarzgaleba @ 1 May 2008, 22:09 )
nino darbaiseli

სხვა თემებიც არსებობს, გამოდი შენი ნაჭუჭიდან, სხვაგანაც შეგიძლია პოსტო, ჯადო ახსნილია biggrin.gif

მაგ ხელით ჯადოახსნილსა
მწადის გამოვთქვა კაფია .
შინა ვზი,სხვის კართა სირბილით
ქალს როს რა მოუქაფია?
ეჰ,ჩემო ''გაბარძგალებავ'',
დღეს ვიღას უნდა შინ - ქალი,
იმის ნაკეთი ხინკალი,
იმის ნაჭერი კალამი?
წყალსა და მეწყერს წაუღავ
ერთობლივ ეს ხინ-კალ-ამი!
ამის ნატვრაში დაღლილსა,
მომედო მე შინ ქა,ლამი :
საიტის '' სუ-პელ-მენებმა''
მაღირსონ სალამ-ქალამი!
მეხინკლე ჩემებრ განთქმული
თავს როდი დაიჭიანებს,
ხინკლებს ამოვყრი,მივართმევ
ოცდაათნაოჭიანებს!
არ ჩამიტკბება'' სტრიქნინა''?
გინდა დამიგოთ ფარჩები,
,ფეხს არ მოვიცვლი აქედან,
კვლავ ჩემს ნაჭუჭში დავრჩები!

Posted by: strixnina 2 May 2008, 00:24
QUOTE
ეჰ,ჩემო ''გაბარძგალებავ'',
დღეს ვიღას უნდა შინ - ქალი,

ეს გინდოდა ბარძგალ? biggrin.gif

Posted by: gabarzgaleba 2 May 2008, 00:35
nino darbaiseli
QUOTE
მაგ ხელით ჯადოახსნილსა
მწადის გამოვთქვა კაფია .
შინა ვზი,სხვის კართა სირბილით
ქალს როს რა მოუქაფია?
ეჰ,ჩემო ''გაბარძგალებავ'',
დღეს ვიღას უნდა შინ - ქალი,
იმის ნაკეთი ხინკალი,
იმის ნაჭერი კალამი?
წყალსა და მეწყერს წაუღავ
ერთობლივ ეს ხინ-კალ-ამი!
ამის ნატვრაში დაღლილსა,
მომედო მე შინ ქა,ლამი :
საიტის '' სუ-პელ-მენებმა''
მაღირსონ სალამ-ქალამი!
მეხინკლე ჩემებრ განთქმული
თავს როდი დაიჭიანებს,
ხინკლებს ამოვყრი,მივართმევ
ოცდაათნაოჭიანებს!
არ ჩამიტკბება'' სტრიქნინა''?
გინდა დამიგოთ ფარჩები,
,ფეხს არ მოვიცვლი აქედან,
კვლავ ჩემს ნაჭუჭში დავრჩები!


2kiss.gif alk.gif

strixnina
QUOTE
ეს გინდოდა ბარძგალ?


ეჰ, რავი, თურმე ეგ მდომებია biggrin.gif

Posted by: strixnina 2 May 2008, 00:37
QUOTE
ეჰ, რავი, თურმე ეგ მდომებია 

აი, ნინოს რა უნდა ეგ გამაგებინა და... lol.gif

Posted by: gabarzgaleba 2 May 2008, 00:54
strixnina
QUOTE
ეჰ, რავი, თურმე ეგ მდომებია 

აი, ნინოს რა უნდა ეგ გამაგებინა და...


ნინოოოო, გამოდი შენი სახლის დირეზე, გამოიტანე შენი ფარანი
.... (არ გამინათებს მე სხვა არავინ) biggrin.gif

Posted by: strixnina 2 May 2008, 00:57
QUOTE
ნინოოოო, გამოდი შენი სახლის დირეზე, გამოიტანე შენი ფარანი
.... (არ გამინათებს მე სხვა არავინ) 

ნინოოო, შურს, რადგან გხედავს დარავიტს,
ბარძგალა ვატყობ რაცხას ნარავიტ biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 2 May 2008, 01:06
QUOTE (strixnina @ 2 May 2008, 00:37 )
QUOTE
ეჰ, რავი, თურმე ეგ მდომებია 

აი, ნინოს რა უნდა ეგ გამაგებინა და... lol.gif

ნინოს რაც უნდა ბევრი აქვს,
სხვისთვისაც გაემეტება.
არავისი სწადს მისხალიც,
თავი არ დაერეტება,
ცუდადაც არსად მისულა,
არ უყვარს ბოღმით ხეტება,
ვერა გაუგო ''სტრიხნინას'',
რად უყვარს გადამეტება?
ნიკს შეფარულმა შეიტკბო
დე-პერსონალიზაცია,?
რა ჰხურავს,ან რა აცვია,
ან როგორი აქვს გრაცია,?
ისიც კი ვერ გამიგია,
ქალი არის თუ კაცია.
,რაც დავიჩივლე,კმა იყოს!
არ გვინდა ეს ნოტაცია!
ღმერთის წინ გულზე დაიდოს
მარჯვენა,გინდა-ცაცია,
და თავის ხელით გაათბოს,
რაც რომ აქამდე აცია.
უცხოეთს მკვდარსაც ქართველად
მწადის რე-ინკარნაცია,
ეგ რომ არ მწყალობს,მგონია,
მიწყრება მთელი ნაცია.

Posted by: gabarzgaleba 2 May 2008, 01:08
strixnina
QUOTE
ნინოოო, შურს, რადგან გხედავს დარავიტს,
ბარძგალა ვატყობ რაცხას ნარავიტ 


ჩემი ჯგირის ყარღი მოვრტყამ
მთაწმინდაზე შენთან ერთად ვმააღლდებიიიი biggrin.gif

Posted by: chorven:) 2 May 2008, 01:11
gabarzgaleba
მწვანილზე რომ გადაგვიპატიჟე იმ დღეს, ქორწილი არ გამოგვაპარო, რაც მთავარია, ქორწილი!

Posted by: strixnina 2 May 2008, 01:19
QUOTE
ვერა გაუგო ''სტრიხნინას''

კარგად მისმინე ნინო,
მეტს არ დავპოსტავ დალშე,
დიდი ხანია კინო
დამთავრებულა და შენ
ვერ გაგიგია. მოკლედ,
მე და ბარძგალამ ვთქვით და
შენს მარგალიტებს მოვკრებთ
და დაგიბეჭდავთ, გინდა?
ჩვენც დავისვენებთ და შენც
და თითოეულ ლექსზე
მოგრძო კომენტარს დაჟე
დავაწერინებთ სექსტეტს.
biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 2 May 2008, 01:39
რას გავს სიტყვები ესე-
''დარავიტი'' და ''დაჟე,''?
კაფიის წერით მოგწყდა
ეგ წელი საბანდაჟე?
მარტო ''სექსტეტი ''რაა!
უმატეთ კომენტარებს.
ჩართეთ,ვინც ფურცელს ჯღაბნის,
ან მაუსს დაატარებს,
ვინც ენას არატრატებს,
ან გინდაც ატარტარებს!
გგონია,გავხდი რიდით
მე სახეალეწილი?
დაბეჭდეთ საცა გინდათ,
,ჩემი მომეცით წილი.
ჰონორარს ვითხოვ ,ჩემიც
ჯიბეს არ მიაყოლოთ,
პირადი-არაფერი,
ეს ბიზნესია მხოლოდ.!

Posted by: strixnina 2 May 2008, 01:47
QUOTE
ჩემი მომეცით წილი.
ჰონორარს ვითხოვ ,ჩემიც
ჯიბეს არ მიაყოლოთ,

აბიჟაეშ მამან! biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 2 May 2008, 02:39
ო ქალწულებო მჭკნარო,
და თქვენაც -ბერბიჭებო,
ოჯახის შექმნის მიზნით
რით არ ნაჩალიჩებო!
ვერც-რა გიშველით,დღემდე
თუ ხართ უდოლარებო.
ო ,დოლარებო ჩემო,
ნაღდებო თუ ყალბებო!
თქვენს სუნზე მოდის ყველა,
როს თვალებს ვუხარბებო,
(სარჩოს თუ არვინ ჩაგჩრით
ხომ დაჟანგდებით, ყბებო!)
თითქოს გოგონა იყო,
უასაკ-უამბებო,
საცოლედ გაბამს ყველა,
ვინ ეძებს,თუ ხარ ბებო!
გამოფხეკილი კუჭით,
ყმაწვილკაცებსაც უჭირთ,
გამოხედვა აქვთ კუშტი,
ვითომც შემართეს მუშტი,
გთხოვენ შეხსნილი მუჭით,
მერე უსკდებათ ბუშტი
ქალისგან ჩანაკუჭით.
ფულის გულისთვის ბებრებს
გვიცქერენ, რავარც ქალებს,
გონიათ მათი ხილვით,
ჩვენც ტანში გვაბარძგალებს.
''სტრიხნინავ'',ჩემო კარგო,'
'სასტიხავს'' თუ ვერ ''სტიხავთ'',
ერთიც მისმინეთ,ვიდრე
გადაიცვამდეთ სტიხართ:
ა-აფერისტნი კი ხართ,
კარგი ტურებიც კი ხართ,
მაგრამ იცოდეთ აწი,
კარგ გალიაშიც ზიხართ.,
ამ ვირტუალში მართლა
თუ გადამიხდით ქორწილს,
მაშინ წესია, ძმაო,
უკვე მოვითხოვ ორ წილს!


პ.ს. ანუ პ-რევენციული ს-იგნალი

ქმრისა არ მინდა ლარიც,
ერთს ისე ავურევ,რო
ოღონდ უშველოს თავს და,
თვითონ ეძიოს ევრო!

Posted by: nino darbaiseli 2 May 2008, 08:55
მართალი ხართ,მეც ძალიან მოვიწყინე. თანაც დღეს თორმეტ საათზე უკვე ფეხიდან თაბაშირს მხსნიან,სიარული შემეძლება და აღარც კომპ.თან ვიქნები მიბმული.
გულწრფელი მადლობა იმათ.ვინც ამ ორიოდე კვირის მანძილზე არ დაიშურა თავისი დრო და ყურადღება და გამიადვილა გაძლება.გაიხარეთ!

Posted by: gabarzgaleba 2 May 2008, 15:36
nino darbaiseli
QUOTE
მართალი ხართ,მეც ძალიან მოვიწყინე. თანაც დღეს თორმეტ საათზე უკვე ფეხიდან თაბაშირს მხსნიან,სიარული შემეძლება და აღარც კომპ.თან ვიქნები მიბმული.
გულწრფელი მადლობა იმათ.ვინც ამ ორიოდე კვირის მანძილზე არ დაიშურა თავისი დრო და ყურადღება და გამიადვილა გაძლება.გაიხარეთ!


რა გეტაკათ? პირი შეკარით? დამკვეთსაც ესესაა მოხსნეს თაბაშირი biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 2 May 2008, 18:19
მაპატიეთ,მაგრამ,რა ვქნა.სხვა გზა აღარ მრჩება.
კაფიობა სოციალურ- კულტურული თამაშის სახეობაა.წარმოშობით,რასაკვირველია ხალხური.
.ის, რასაც მე ვთხზავ,უკვე ლიტერატურული ანუ წერილობითი კაფიაა და თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე,ლექსის მაღალი ხარისხი ,რითმის ორიგინალობა მოეთხოვება იმპროვიზაციის ტემპის შენელების გამო,თუმცა ხალხური სილაღე და გახსნილობა უმცირდება.
ინტელექტისა და ემოციისათვის ნამდვილად კარგი,თავისებური სახალისო ტრეინინგია,მაგრამ როცა შენ ომობანას თამაშობ,მეორე მხარე კი ბუჩქებში ჩამალულა და ნამდვილ ქვებს გესვრის, რადგან ან თამაშის პირობითობას ვერ ხვდება ან არ შეუძლია აგყვეს, როგორც ტოლი-ტოლს, რაც აქ უცილობელი პირობაა,თამაში ,უბრალოდ, არ გამოდის. ხელთ იუმორის ნაცვლად სარკასტული მარაზმი გრჩება და უმჯობესია შეწყდეს .თანაც , მართლა მაქვს სხვა საქმეები.
გისურვებთ წარმატებას!

Posted by: strixnina 2 May 2008, 18:22
QUOTE
თამაში ,უბრალოდ, არ გამოდის. ხელთ მარაზმი გრჩება და უმჯობესია შეწყდეს .თანაც , მართლა მაქვს სხვა საქმეები.

აღსრულდა გონია! biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 2 May 2008, 20:16
QUOTE (strixnina @ 2 May 2008, 18:22 )
QUOTE
თამაში ,უბრალოდ, არ გამოდის. ხელთ მარაზმი გრჩება და უმჯობესია შეწყდეს .თანაც , მართლა მაქვს სხვა საქმეები.

აღსრულდა გონია! biggrin.gif

რაკი რითმამ ამ საბოლოოდ კიდევ შემომიტყუა,არა უშავს,ეს ერთიც საჩუქრად,
გამოსათხოვარისა იყოს!

ვისაც''აღსრულდა გონია!"'
გამოლევია გონია,
ვერ მომერევა ვერც ერთი
ბიჭუნა ან გოგონია,
გინდ მხარში ამოიყენონ
ნატო და პენტაგონია,
ისეთ კაფიებს დავაყრი,
ძველები მონაგონია!

Posted by: ფეშენი 3 May 2008, 21:07
რას დაესივნენ ამ დარბაისელ ქალს ეს სექსტეტ-იქსტეტები ვერ გავიგე?! aba.gif პარტნიორმა ხომ არ გაანერვიულა ე, ბალღი და ახლა აქ იყრის ჯავრს.. წადი შვილი ლიტ. გე-ზე, დაიცალე ა, ემეებისგან და მოი მერე. wink.gif boli.gif

დარბაისელს კი მართლა აქვს დარბაისლური ლექსები და მომწონს კიდეც. ნეშვილში ხო ჯიგრულადა გრძნობთ თავს ქ-ნ ნინო? ნასტალგია და ასეთი გულიამაჩუყებელი რამე-რუმეების შემოტევები გაქვთ თუ უძლებთ, როგორც შეგიძლიათ? jump.gif wink.gif

Posted by: nino darbaiseli 3 May 2008, 21:24
QUOTE (fuh sheni @ 3 May 2008, 21:07 )
რას დაესივნენ ამ დარბაისელ ქალს ეს სექსტეტ-იქსტეტები ვერ გავიგე?! aba.gif პარტნიორმა ხომ არ გაანერვიულა ე, ბალღი და ახლა აქ იყრის ჯავრს.. წადი  შვილი  ლიტ. გე-ზე, დაიცალე ა, ემეებისგან და მოი მერე. wink.gif  boli.gif

დარბაისელს კი მართლა აქვს დარბაისლური ლექსები და მომწონს კიდეც. ნეშვილში ხო ჯიგრულადა გრძნობთ თავს ქ-ნ ნინო? ნასტალგია და ასეთი გულიამაჩუყებელი რამე-რუმეების შემოტევები გაქვთ თუ უძლებთ, როგორც შეგიძლიათ?  jump.gif  wink.gif

გაიხარეთ ძვირფასო!
რასაკვირველია, ყოველივე ქართული მართლაც მენატრება.ვირტუალური ურთიერთობები ძალიან მეხმარება გაძლებაში.,ჩემს აქაურ ტურიკოებს კი:

ვაი,რა ფუჭად ვახარჯე
რითმანი საკარგონია.
ტკბილიც ვუთხარ და მწარეცა
ვერა-რა გავაგონია.
ნეტა რა ზაფრა დაეცათ,
რა კვნესა,რა აგონია?
ყველა გამექცა გვერდიდან,
ბარგიან-უბარგონია,
დეპოში გაეჭედებათ,
იცოდნენ, ის ვაგონია,!

Posted by: gabarzgaleba 3 May 2008, 21:30
nino darbaiseli

წასულია შენი საქმე, გეგონა მარტო შემოიჭყიტავდი, მიპოსტ-მოპოსტავდი, ფეხს მოირჩენდი და წახვიდოდი? ნურას უკაცრავააად biggrin.gif ედიქტი ხარ უკვე ნინოჯან, ედიქტი biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 3 May 2008, 21:43
თუ დამიცურდა შიფერი,
რაღას დამიცავს მე დიქტი?
იმდენი მივპოსტ -მოვპოსტე,
გავხდი საიტის ''ედიქთი''
-ასეთი არის, ძვირფასი
''გაბარძგალების'' ვერდიქტი!


ახლა კი გულწრფელად:

ამ ბოლო დროს ჩემი თავისთვის მეც არაერთხელ დამისვამს კითხვა,რამ მაიძულა, დამოუკიდებლად გამეხსნა საკუთარი თემები სხვა ფორუმებზე,როცა ''ებლიტფოზე'',რომ იტყვიან''სასათბურე პირობები'' მქონდა შექმნილი:.საუკეთესო ადმინი და ადამიანები ,,საუკეთესო ავტორები,საუკეთესო ურთიერთობები..
ზოდიაქოთი თევზი ვარ და ცხოვრებაში არაერთხელ გადამიდგამს ნაბიჯი,გარედან ლოგიკური დასაბუთება რომ არ ეძებნება,შინაგანად კი რაღაც მიბიძგებს.გადის დრო და აღმოჩნდება,რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი და არა სხვანაირად.
. ამჯერადაც ასეა!
მოხდა რაღაც თავზარდამცემი ტექნიკური გაუგებრობა და როგორც თბილისიდან მაცნობეს,ფორუმი ''ებლიტფო'' მოკვდა . არ მინდა დავიჯერო მისი აღარ-არსებობა და ის,რომ ყველასი ყველაფერი დაიკარგა იქიდან. ჩემი კი -გადარჩა.რადგან სხვა ფორუმებზეც მიდევს!ხომ გამორიცხულია საქართველოში ყველა ფორუმი ერთ დღეს გაუქმდეს? ამიტომ გადარჩენის მეტი გარანტია მაქვს,რაც მეტ ფორუმზე მოვათავსებ მასალებს.გადატანაც ხომ შეუზღუდავია.!
სხვებსაც ვურჩევდი,ჩემი გამოცდილება გაიზიარონ.

Posted by: gabarzgaleba 3 May 2008, 22:16
nino darbaiseli
QUOTE
ამ ბოლო დროს ჩემი თავისთვის მეც არაერთხელ დამისვამს კითხვა,რამ მაიძულა, დამოუკიდებლად გამეხსნა საკუთარი თემები სხვა ფორუმებზე,როცა ''ებლიტფოზე'',რომ იტყვიან''სასათბურე პირობები'' მქონდა შექმნილი:.საუკეთესო ადმინი და ადამიანები ,,საუკეთესო ავტორები,საუკეთესო ურთიერთობები..
ზოდიაქოთი თევზი ვარ და ცხოვრებაში არაერთხელ გადამიდგამს ნაბიჯი,გარედან ლოგიკური დასაბუთება რომ არ ეძებნება,შინაგანად კი რაღაც მიბიძგებს.გადის დრო და აღმოჩნდება,რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი და არა სხვანაირად.
. ამჯერადაც ასეა!
მოხდა რაღაც თავზარდამცემი ტექნიკური გაუგებრობა და როგორც თბილისიდან მაცნობეს,ფორუმი ''ებლიტფო'' მოკვდა . არ მინდა დავიჯერო მისი აღარ-არსებობა და ის,რომ ყველასი ყველაფერი დაიკარგა იქიდან. ჩემი კი -გადარჩა.რადგან სხვა ფორუმებზეც მიდევს!ხომ გამორიცხულია საქართველოში ყველა ფორუმი ერთ დღეს გაუქმდეს? ამიტომ გადარჩენის მეტი გარანტია მაქვს,რაც მეტ ფორუმზე მოვათავსებ მასალებს.გადატანაც ხომ შეუზღუდავია.!
სხვებსაც ვურჩევდი,ჩემი გამოცდილება გაიზიარონ.


გაფრთხილებდი მე შენ biggrin.gif

Posted by: სექსტეტი 3 May 2008, 22:17
fuh sheni

QUOTE
პარტნიორმა ხომ არ გაანერვიულა ე, ბალღი და ახლა აქ იყრის ჯავრს.. წადი შვილი ლიტ. გე-ზე, დაიცალე


შესაძლოა. რაღაც ბოლო დროს ვერც ლიტ-გეზე ვიცლები. ცუდად არის ჩემი საქმე.

ხომ ვერ დამამშვიდებდი? smile.gif

Posted by: nino darbaiseli 3 May 2008, 22:31
მოძმეთა მარცხით მოხარე
რომ იტყვის''ალილუია'',
მე ჩემსას ვეტყვი,
ნურავის ვგონივარ ენაბლუია,:
ვინც გინდა იყოს ამქვეყნად,
თავად მეფე-მზე ლუია,
ადამიანი კი არა,
ერთი ვიღაცა ტლუია!

Posted by: gabarzgaleba 3 May 2008, 22:34
QUOTE
მოძმეთა მარცხით მოხარე
რომ იტყვის''ალილუია'',
ჩემს სიტყვას ვეტყვი,
ნურავის ვგონივარ ენაბლუია,:
ვინც გინდა იყოს ამქვეყნად,
თავად მეფე-მზე ლუია,
ადამიანი კი არა,
ერთი ვიღაცა ტლუია!


strixnina

უპასუხე უფროსსა biggrin.gif

Posted by: strixnina 3 May 2008, 22:35
QUOTE
ადამიანი კი არა,
ერთი ვიღაცა ტლუია!

მიზერერე მეი დომინე fingal.gif

Posted by: nino darbaiseli 3 May 2008, 22:46
პ.ს.
განანებ,ამის პასუხი
თუ მოაოკრობოკრივე,
შარვალი ეგე, შიშისისგან
''მოკრი'' დაგრჩება ''მოკრივე''.
დარბაისელი გვარად ვარ,
მაგრამ მამით ვარ მოკრივე!

Posted by: nino darbaiseli 3 May 2008, 23:10
მაპატიეთ ეს ბოლო პასუხი !
მართლა ძალიან განვიცადე ''ებლიტფოს'' ამბავი და იუმორის ნაცვლად ეს საშინელება გამომივიდა..
ალბათ, რაღაც დრო დამჭირდება, ისევ ლაღ -საკაფიო გუნებაზე რომ დავდგე.

Posted by: nino darbaiseli 3 May 2008, 23:29
მომკალით,არა მგონიხართ
მე სული ბოროტეული.
უბრალოდ ,ერთი ვინმე ხართ
,ადგილზე ვერდატეული.
რა შესაწირი მოგიძღვნათ,
რა ცხვარი, რა დეკეული,
ერთი- ღა შემრჩით,იმდენი
ვაცხარე,დავდექ ეული.


პ.ს. ყურადღება მიაქციეთ კვლავ მთელსტრიქონიანი, რვამარცვლიანი შედგენილი რითმა : რა ცხვარი ,რა დეკეული//ვაცხარე დავდექ ეული.

Posted by: nino darbaiseli 3 May 2008, 23:35
ვისაც რა უნდა ,სუყველას
ვით მისცეს ამეთვისტომო?
უკეთეს პასუხს მოველი,
იღონე რამე,თვისტომო!

პ.ს. ხუთმარცვლიან მაჯამასაც არა უშავს: რ-ა მეთვისტომო//ამეთვისტომო

Posted by: anthro 5 May 2008, 03:14
nino darbaiseli
QUOTE
ისეთ კაფიებს დავაყრი,
ძველები მონაგონია!


კარგი ხარ ნინო,მიყვარხარ,
კლასი აჩვენე სნობებსა, 2kiss.gif
არ ესმით ეშხი რითმისა
ამათ და მათ ნაცნობებსა,
კაფიის ხელოვნებაზედ
ვიღა იძიებს ცნობებსა,
აქეთ გვეწვიე, ვაწესებ
შენთვის კაფიის ნობელსა smile.gif

http://forum.ge/?f=36&showtopic=33815815


Posted by: nino darbaiseli 5 May 2008, 04:07
აქ ზოგიერთის გულ-გონი
ყინვაა დაუდნობელი,
არც ცოდნა მოსდგამს,არც ნიჭი,
არც სხვისის არის მგრძნობელი.
აზრზე არ არის ,ტყემალი
ბალზე აქვს დანამყნობელი.
ენით კი ფუჭად ხმაურობს,
ვით ღამით ჭრიჭინობელი.
არ სჯობს მასპინძელს მოხარულს
გონკური ანდა ნობელი.
.მოგივალთ,ვიცი დამხვდება
გული გულისა მცნობელი.
* * *
პ.ს.ვიდრე პასუხს გამცემდეთ,დააკვირდით,სამმარცვლიანი,მონორითმული ლექსი ანუ მაჯამა ( ანობელი)გჭირდებათ. საპასუხოდ თუ არა და წავედი მე უკეთეს ადგილას.ტოლ-სწორებში, სადაც იციან ფასი კარგი მოლექსისა .თქვენ კი -იმეცადინეთ და თუ რამე გამოგივათ,იქ მომიკითხეთ.

* * *
პ.ს: .ვიდრე პასუხს გამცემდეთ,დააკვირდით,სამმარცვლიანი,მონორითმული ლექსი ანუ მაჯამა ( აქ - ნობელი)გჭირდებათ საპასუხოდ ,თუ არა და, წავედი მე უკეთეს ადგილას,ტოლ-სწორებში, სადაც იციან ფასი კარგი მოლექსისა .თქვენ კი -იმეცადინეთ და თუ რამე გამოგივათ,იქ მომიკითხეთ.

* * *

anthro
luzid



ჯგუფი: Registered
წერილები: 1553
წევრი No.: 14928
რეგისტრ.: 28-November 05

გამოგზავნილია: 5 May 2008, 04:46 #9475942 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nino darbaiseli

იფ,რა კარგ შამოგვემატა,
ახლა გახურდეს კაფია,
ახლა გაირკვეს ენაი
ვის უფრო სხარტი აბია,
მოიმარაგოს ზოგ-ზოგმან
ვალიდოლისა აბია
შეატყობინე მოდერატორს · ციტირება · ^
nino darbaiseli
Member



ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
Warn: (0%)
გამოგზავნილია: 5 May 2008, 06:03 #9476051 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე სად შემიძლავ ჭიდილი.
ზოგი იგეთა სწრაფია,
,რითმას რითმაზე დააწყობს,
არ შეაშრება ქაფია.

ვინმე თუ დამხვდა მოლექსე,
რო ენა სხარტი აბია,
გაგეპარებით აქედან,
როგორც ყურცქვიტა -ნაბია.

This post has been edited by nino darbaiseli on 5 May 2008, 06:03
შეატყობინე მოდერატორს · ციტირება · ^
anthro
luzid



ჯგუფი: Registered
წერილები: 1553
წევრი No.: 14928
რეგისტრ.: 28-November 05

გამოგზავნილია: 5 May 2008, 12:49 #9478117 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nino darbaiseli
QUOTE
გაგეპარებით აქედან,
როგორც ყურცქვიტა -ნაბია.


შენი კაფიის ქებაი
ჩემგან არ არი ჭარბია,
კურდღელსა თავს ნუ ადარებ,
ნანახ მაქვს შენი ჭანგია

მაგ. აქა:

nino darbaiseli
QUOTE
კოლეგის შური გაბრმავებთ,
ვინ ვერ მიხვდება მაგოდენს?
სიტყვას არ ამოიღებდით,
ლექსები რომ არ ვარგოდეს!
მითხარით,რასაც იწუნებთ,
აჟღერდით,როგორც ებანი,
ჰა ბურთი,ჰა მოედანი
და აჰა - საშუალებანი!
თუ თქვენც იმ ტურებს მიჰგავხართ,
ვით გადახსნილი ლებანი,
ვინაც გონებას აზანტებს
და ღრღნის წვრილ-წვრილი ვნებანი ?
აზრი მასმინეთ!დე მოვკვდე
თუ არ შეგიწყოთ მე ბანი.,
არა მჩვევია ბრძოლაში
ლაჩრობა-დანანებანი.



შეატყობინე მოდერატორს · ციტირება · ^
nino darbaiseli
Member



ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
Warn: (0%)
გამოგზავნილია: 5 May 2008, 15:33 #9480383 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მართლა ჩირგვში თუ დავრჩები,
ვერვინ მოვა ჩემზედაო,
მაგრამ '' ნინო მხდალიაო'',
არვის უთქვამს ჩემზე , დაო:
გულმართლობა დამისახავს
ჩემ მთვარედ და ჩემ მზედაო.
არც ჯორივით დგომა ვიცი
ერთხელ დანაჩემზედაო.
ალესილი დაუბლაგვდა
ბევრსაც დანა ჩემზედაო .
ჯერ ეს იყოს,გაგიცნობ და
გეტყვი დანარჩენზედაო.

This post has been edited by nino darbaiseli on 5 May 2008, 15:41
* * *
palindromi-x
თემაში ვკაფავთ ქალები -
სად დაიკარგნენ, რავია,
კაცებს კი ალბათ რაღაცა
გულმან თუ უგრძნოთ ავია...




nino darbaiseli


მაგათიც მესმის,დობილო,
რა ელით აქ სახრავია.?
ნიკები ჰფარავთ,როგორც რომ
კერძს - ქვაბის სახურავია .
მე ქართულ ენას ვდარაჯობ,
ვით სახლ-კარს მოურავია,
კაფიით ვაფრთხობ მომხვდურებს
ისე კი ,არ ვარ ავია.
.რა ვქნა,თუ ზოგი ავყია
ზოგჯერ პირმოსაკრავია.
ფორუმზე ცხარობს,ცოცხალი
მხრებს იჩეჩს"'რავი,რავი-ა",
დიდად ნუ შაგებრალება,
მგელია,განა კრავია.
არც ერთი არ ასცდენიათ
მათ ჩემი განაკრავია.




Posted by: nino darbaiseli 7 May 2008, 10:17
გადმომაქვს ისევ კაფიის გვერდიდან.ემანდ არ გამებნეს და დამეკარგოს!

''ზუკლონს'':

ჩემ სიტყვა უთხარ მკაფველებს,
შენ, კრიტიკოსო''ზუკლონო'',
იომონ,ლომებრ შაიბან,
ყიჟინას არ დაუკლონო.
სულ ამოჟუჟონ მომხვდურნი,
დატოვონ უჯიშ-უკლონო,
მე კი ნუ ვგონავ ლაჩარი,
თაგვი - სოროსა მძრომია,
ვზვერავ,მალიმალ დავუფრენ,
შორს მაქ აეროდრომია.
ვიცი,სად მალავს ტექნიკას
''ანთრო ''და'' პალინდრომია'',
თუკი შიგნიდან არ გატყდა,
რით დამარცხდება რომია?
გარედან ვარკვევ,რა დასცემს.
რა სენი,რა სინდრომია.
ამად შემოჭრას არ ვჩქარობ,
კარგი მაქვს დასადგრომია.
ამ სტრატეგიას ვაწვები,,
ვარ გამარჯვების მდომია,
დავაცდი.შემოვიჭრები,
,რო გაცხარდება ომია!

პ.ს. ძვირფასო კრიტიკოსო,! იმედია ,გრამატიკულ შეცდომებად არ მიიჩნევთ ხალხური კილოს იმიტირებისთვის გამოყენებულ ზმნათა , სახელთა და მეტყველების სხვა ნაწილთა შეკვეცილ ფორმებს.


'' ანთროსა'' და ''პალინდრომს''
. სამმარცვლიან ,დაქტილურ რითმაზე -''რასია'',აწყობილი ,მონორითმული მაჯამა-კაფია, ,,''ას''-''სა''-მარცვლების ალიტერაციაზე აგებული შიდა რითმებით.


იტყვით,ამ ქალის ხრიკებსა,
რა დავთარ იტევს,რა - სია?
ჩვენ ერთი სიტყვა ვუთხარით,
მოგვიგო ას-ორასია.
.ენა აქვს ანაკონდასი,
რა ხვლიკის,რა-კობრასია!
ვინ დააბრალა ქალობა,
ნამდვილი დიკაბრასია!
ერთი უსმინეთ ქადილებს
კაფანდარ-ქონდარასია!
რას გვემართლება შორიდან,
ვით საქართველოს - რასია,?
პუტინის მოგზავნილი ჩანს,
ან იქნებ - იგორასია,
მონატრებია ''დიდი ძმა'',
ძახილი მას ''ურასია!""
არ იცით, ჭირმა ქვეყნისამ
ეს გული როგორ ასია.
სამშობლოდ ქართლი მეგულვის
და არა -განდურასია .
ვიცი,რაც ფასობს დობაში,
რას ვარდი უნდა,რას -ია.
მე პურმარილით მოგივალთ,
თქვენ - დამახვედრეთ პრასია!

This post has been edited by nino darbaiseli on 7 May 2008, 07:47

Posted by: nino darbaiseli 8 May 2008, 10:29
QUOTE (palindromi-x @ 7 May 2008, 17:03 )
QUOTE
. სამმარცვლიან ,დაქტილურ რითმაზე -''რასია'',აწყობილი ,მონორითმული მაჯამა-კაფია, ,,''ას''-''სა''-მარცვლების ალიტერაციაზე აგებული შიდა რითმებით

nino darbaiseli
წავიკითხავთ და გავიგებთ, სენი კაფია რაზეა,
რუპორი რაში გჭირდება, ან რადა გინდა რაცია,
თუ რითმის დასახელების გსურს აქ ჰყო პროვოკაცია?! [
quote]მე პურმარილით მოგივალთ,
თქვენ - დამახვედრეთ პრასია!


მოდი, სუფრაზე გიჩვენო
ნაღდი კაფიის კლასია,
მე ოქროსს თასსა მომცემენ,
შენ იმ თასს, საც დევს პრასია!

პასუხი დარბაისელისა ანუ
წინასწარი თვითდატირება


ვა ,ნინო დარბაისელო,
,შენ,მთქმელო ალთა-ბალთასი!
ეს რა რითმები დახარჯე,
ერთი კი არა,ათასი.
ან მადლი შემოგწეოდა
გელათის,მოწამეთასი.
ან ნიჭი გამოგყოლოდა
ბებიაშენის - მართასი.
''პალინდრომს'' -ოქრო, შენ გერგო
ა - პრასი! კიდო, ა - თასი!

Posted by: nino darbaiseli 9 May 2008, 23:58
არაერთ ქართველ პოეტს,სულ სხვადასხვა თაობისა და ესთეტიკური პოზიციის წარმომადგენელს, მოუმართავს ჩემთვის კითხვით,როგორია ამერიკაში პოეტის ცხოვრება,რა პერსპექტივა ელის სხვა ქვეყნიდან ჩასულ შემოქმედს ამ გარემოში? ხშირად მათთვის დაუჯერებელია ,რომ არცერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი პოეტი,რომელსაც მე ვიცნობ,პოეზიით არ''ცხოვრობს'' და სულ სხვადასხვა დაბალი რანგის სამუშაოებზე,.ძირითადად მომსახურეობის სფეროშია დასაქმებული.მემკვიდრეობით მიღებულ სერიოზულ უძრავ ქონებასაც კი რომ ფლობდეს.და ეს ხდება ნეშვილში,რომელიც აღიარებულია აშშ-ს პოეზიისა და მუსიკის მექად!
პასუხად მინდა გაეცნოთ ამ არა-ლიტერატურულ ფოსტს.


იყო პოეტი,ნიშნავს არ გქონდეს ფული!
მნიშვნელობა არა აქვს, სად ცხოვრობ,ჩვენს ბედკრულ სამშობლოში თუ უხვსა და ბარაქიან ამერიკაში.
როცა ერთად თავშეყრილები სასმისს აიღებთ ხელში,თქვენი მშიერ-მწყურვალი ამერიკელი მოძმეების ხსენება არ დაგავიწყდეთ.
ეს ინტერნეტის იმ საიტიდან გადმოგიღეთ,სადაც ყოველი პროფესიის წლიური საშუალო წლიური შემოსავალია მითითებული,მთელი ამერიკის მასშტაბით:


Simply Salary

Job Title, Skills, or Company
Location

City, State or ZIP


Search Job Titles Only
Poet Writer Salaries

Average Poet Writer Salaries
In USD as of May 9, 2008
5k 10k 15k
Poet Writer
No Data

Average Poet Writer Salaries
The average salary for Poet Writer jobs is $0,000. Average Poet Writer salaries can vary greatly due to company, location, industry, experience and benefits.

This salary was calculated using the average salary for all jobs with the term "Poet Writer" anywhere in the job listing.

Poet Writer Salary Information
This free salary calculator uses salary data from millions of job listings indexed by Simply Hired's job search engine. The Poet Writer salary comparisons feature allows job seekers to get the information required to make important career decisions and negotiate salary ranges.

For additional Poet Writer salary information, we recommend visiting Payscale.com.[SIZE=7][SIZE=7]

Posted by: nino darbaiseli 10 May 2008, 11:44
დიდი მადლობა იმ ადამიანებს,რომელთაც გაიზიარეს ჩემი მტკივნეული განცდები ფორუმ ''ებლიტფოს'' პრობლემების გამო!
.მინდა სიხარულით გაცნობოთ,რომ იგი აღდგენილია,კვლავ ძალას იკრებს და შემოერთების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ მისამართზე:

http://wf.myweb.ge
ან
http://wf.myweb.ge/eblitfo
გისურვებთ წარმატებებს

Posted by: nino darbaiseli 18 May 2008, 21:40
ინტერვიუ კრებულისათვის ''ლიტერატურული საუბრები

ნინო დარბაისელი

ატმიდან - პოსტმოდერნამდე

ებლიტფო: დღესდღეობით ქართული კულტურა და საკუთრივ ლიტერატურა გლობალური კულტურული დიალოგის პასიური, ასე ვთქვათ, მიმღები მხარეა. იგი ინტენსიურად ეზიარება დასავლურ მონაპოვარს, უკუკავშირი კი ჯერ არ ჩანს, სანაცვლოდ ვერაფერს სთავაზობს. გასაგებია, რომ აქ სხვა პრობლემებთან ერთად თარგმანის საკითხიც დგება. მოდით წავიოცნებოთ, მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ინგლისურენოვანი ანთოლოგიის შედგენაში კონსულტანტობა რომ შემოეთავაზებინათ, რომელი პოეტების რომელ ნაწარმოებეს შეიტანდით უპირველეს ყოვლისა და რატომ, რა ნიშნის გამო?
ნინო დარბაისელი: პირველი, რაც ამ კითხვის გაცნობისას გამახსენდა, ჟურნალისტური აფორიზმია: "კითხვა რომელიც ადვილია, საინტერესო არ არის!"
მეც _ ცოტა შორიდან დავიწყებ. ერთხელ ამერიკული ტურნედან დაბრუნებული საშუალო ქართველი მომღერალი ტელემაყურებლებს აღტაცებით უამბობდა, როგორ კარგად შეასრულა ჯაზური სიმღერა ჯაზის სამშობლოში და როგორი ოვაცია დაიმსახურა. გამეღიმა.
ეს ხომ იგივეა, მეზობლის ეზოში მდგარი მსხმოიარე ხის ტოტი ღობეზე რომ გადმოიწვდინო,ერთი ატამი მოწყვიტო და ისევ მეზობელს მოუკითხო , ერთი, შენი ჭირიმე, დამიგემოვნეო.
ატმის პარაბოლა იმის ასახსნელად დამჭირდა, რომ ინგლისურენოვან მკითხველს არ შეიძლება მოუკითხო ბაირონის აშკარა გავლენით დაწერილი ლექსი, ისევე როგორც გერმანელს _ რილკესი, ფრანგს _ ბოდლერისა და ა. შ, თუ, რასაკვირველია, არ ადგენ სპეციალურ ანთოლოგიას, მაგალითად ასეთს: "ფრანგული სიმბოლიზმის ნაკვალევი ქართულ პოეზიაში". ამ მხრივ, სწორედ ინგლისურენოვან სამყაროსთან მიმართებაში, სათარგმნი მასალის არჩევისათვის თითქოს მეტი გასაქანი გვეძლევა, რადგან გარდა კლასიკისა, ინგლისურენოვანი პოეზიის ოკიანიდან ბევრი არც არაფერი იყო ნათარგმნი. სულ რამდენიმე კრებული. მაგრამ აქ სხვა, ახალი წინააღმდეგობაა დასაძლევი.კერძოდ, გასაცემია პასუხი კითხვაზე, რა სურს იცოდეს შენს შესახებ თანამედროვე ინგლისურენოვანმა პოეზიის მკითხველმა?
მას, რასაკვირველია, უნდა, აღმოაჩინოს თავის დონეზე არანაკლები პოეზია, მისთვის ახალი, განსხვავებული, მაგრამ არცთუ მთლად გაუგებარი შინაარსით, სახეებით, ხასიათებით, სათქმელით, მარადიული თუ აქტუალური თემებისადმი დამოკიდებულებით და ა. შ.
ამ კითხვას უფრო კონკრეტული პასუხი რომ გავცე, სერიოზულად უნდა ჩავუჯდე პროექტს. ისე კი, პირველ რიგში: გალაკტიონს, ტიციანს, პაოლოს, ვალერიან გაფრინდაშვილს, გოგლა ლეონიძეს, ლადო ასათიანს, მირზა გელოვანს, ანა კალანდაძეს, მუხრან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს, გაბრიელ ჯაბუშანურს, , შოთა ჩანტლაძეს, ოთარ ჭილაძეს, ლია სტურუასა და ბესიკ ხარანაულს, მომდევნო თაობაზე _ საფუძვლიანად დავფიქრდებოდი.

ებლიტფო: არის თუ არა დღევანდელ ქართულ კულტურაში ნიადაგი და მზაობა პოსტმოდერნისტული მწერლობის არსებობისათვის? თავად თუ გიცდიათ პოსტმოდერნისტული ქმნილების დაწერა, ან პოსტმოდერნისტული ნაკადის, მიდგომების გამოყენება საკუთარ პოეზიაში.
ნინო დარბაისელი: პოსტმოდერნული კულტურისათვის ჩვენში ნიადაგი არ არსებობს და ეს ბუნებრივია. ჩვენი კულტურის განვითარება, განსხვავებით დასავლურისაგან, ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ მივიდა იმ კონდიციამდე, რაც `"პოსტმოდენულ მდგომარეობად" იწოდება და რის გარეშეც პოსტმოდერნი, თეორიულად შეუძლებელია. თუმცა პრაქტიკულად _ სავსებით შესაძლებელია მისი სუროგატის არსებობა.
ეს ერთი მხარეა, მეორე მხრივ, ქართულ კულტურას, როგორც `მიმღების რეჟიმში მომუშავეს, აქვს მზაობა არა მხოლოდ პოსტმოდერნის, არამედ ყოველგვარი `პოსტ, ტრანს, ნეო- და ასე შემდეგ, მოვლენების მიღებისა, ოღონდ ამ ეტაპზე - კვლავ ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე, სპონტანური სელექციის წესზე დაყრდნობით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კულტურაში, რომელსაც ჯებირები ისედაც მორყეული აქვს, ყოველი მხრიდან, მრავალფეროვან ნაკადებად შემოედინება ყველაფერი, ვისაც კი რამეზე ხელი მიუწვდება. მეტადრე _ ინტერნეტის წყალობით. ტემპი კი იმდენად ფორსირებულია, რომ ქართულ კულტურას ყოველივე ამის მონელება უჭირს.
ჩემს პოეზიაში პოსტმოდერნის მონაპოვრის გამოყენება არ მიცდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შიგ არაფერია ისეთი, რითაც პოსტმოდერნისტული ხელოვნება სარგებლობს. ეს მარტივი ასახსნელია იმით, რომ წინასწარგაუმიზნავად, რაღაც მომენტში ერთმანეთს დაემთხვა, თავისებურად გადაიკვეთა ჩემი მხრით _ ტრადიციისადმი ერთგულება, პოსტ მოდერნიზმის მხრით კი - იმავე ტრადიციისადმი ეკლექტიკური მიდგომა.

ებლიტფო: რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობას, მიმართულებას თუ ნაკადს მიაკუთვნებდით საკუთარ თავს, ან რომელთან ხართ ასოცირებული საკუთარი მწერლურ-ესთეტიკური პოზიციით?
ნინო დარბაისელი: გამოკვეთილად ვერცერთს ვერ მივაკუთვნებდი თავს. ისე კი, როცა ვწერდი, ვცდილობდი, აღმედგინა რიმანტიზმისა და, როგორც ანდრეი ბელი იტყოდა, "მისი გუმბათის - სიმბოლიზმის" ტრადიცია. ზოგადად, ცოტ-ცოტა ყველაფერი ვიგემე.
როგორც პოეტს და ლიტერატურათმცოდნეს, მშობლიური პოეზიისადმი თავიდანვე ერთთგვარი "დიასახლისური" დამოკიდებულება მქონდა. ვეძებდი "თეთრ ადგილებს" ჩვენი ტრადიციული პოეზიის ისტორიასა და აწმყოში და ვცდილობდი მათ შევსებას, გაფერადებას, რაიმე ახალი თემის, ახალი გამომსახველობითი საშუალების შემოტანას ქართული ქალური პოეზიის სივრცეში . ვაკვირდებოდი თანამედროვე ავტორებს, ვისგანაც რაიმეს სწავლა იყო შესაძლებელი, ვეძებდი წინაპრებს, წინამორბედებს, ჯერ ქართულ, მერე - რუსულ, შემდგომ ანგლო-ამერიკულ, მოგვიანებით კი ანტიკურ პოეზიაში. ვკითხულობდი შეძლებისდაგვარად ბევრს, არა მხოლოდ პოეზიას, არამედ სამეცნიერო ლიტერატურას . ლექსებს ბევრს ვერ ვწერდი, მაგრამ ამ დროითი დისტანციიდან რომ ვაფასებ, არცთუ ურიგოდ გამომდიოდა. ყოველ ლექსში ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვდებდი, ამიტომ. ვერ დავემდურები თავს, რომ რაიმე უკეთ შემეძლო გამეკეთებინა და დავიზარე. დარწმუნებული ვარ, ჩემს ლექსებს აწ უკვე ისტორიული ღირებულება-ღა შეიძლება ჰქონდეთ. ეს უკვე განვლილი ეტაპია. გზა, რომელიც თავის ჩიხამდე დამოუკიდებლად მივიდა. ისე გულწრფელად გამიკვირდება ხოლმე, რომ აღმოვაჩენ, რომ, რომელიღაც მკითხველს იქიდან რაღაც ხსომებია.
ამას წინათ ერთერთ საიტზე ერთ ახალგაზრდა პოეტთან ცოტა არ იყოს, მწვავე დიალოგი გამომივიდა. მე, რასაკვირველია, ვცდილობდი დიალოგი პოლემიკაში არ გადაზრდილიყო, მაგრამ მოგეხსენებათ ახალგაზრდობის ამბავი, ჰოდა, სხვა კონტრარგუმენტი რომ ვერ მოიძია, ასეთი პასუხი გამცა, თქვენი _ «გათხოვილი ქალის ლექსი» არასოდეს ლექსად არ ჩამითვლიაო.
წარმოიდგინეთ, წინა საუკუნის ოთხმოციააანი წლების დასაწყისში, ცხრამეტი-ოცი წლის ასაკში დაწერილ-გამოქვეყნებული, სულ რვასიტყვიანი ლექსი, რომლის არსებობაც მე მართლა აღარ მახსოვდა, ვიღაცას, სულ ახალი თაობის წარმომადგენელს წაუკითხავს, დაუმახსოვრებია და იმაზეც კი დაფიქრებულა, ლექსია თუ არა!გამოგიტყდებით, უცნობი მკითხველისაგან ასეთი აღიარება არასოდეს მღირსებია!თითქმის დავუმეგობრდი კიდეც, კარგი პიროვნება აღმოჩნდა, როგორც `ვირტუალში ვატყობ~.

ებლიტფო: მეტისმეტად რადიკალური ხომ არ ხართ საკუთარი შემოქმედების შეფასებისას?
ნინო დარბაისელი: რადიკალური პოზიცია ნამდვილად არასოდეს არაფრისადმი მქონია. ეს ალბათ ჩემი პიროვნული ნატურითაც არის განპირობებული. ოჯახში შუათანა შვილი ვიყავი. ასეთი ბავშვები კი გაწონასწორებულები და დამთმობები იზრდებიან, თავისებურ კონფორმისტებად ყალიბდებიან. სწორედ ასეთი გახლავართ და ამის აღიარება არ მიჭირს, რადგან გაცნობიერებული მაქვს, ჩემისთანა ადამიანები თუ თავის ადგილას, თავის დროზე მოხვდნენ, ნამდვილად კარგ სამსახურს უწევენ კულტურას.
გავიხსენოთ: კულტუროლოგიის თეორია იცნობს დამანგრეველთა, მომპოვებელ/მაშენებელთა და მონაპოვარ/ნაშენების შემნახავ ტიპებს. ყოველი მათგანის არსებობა აუცილებელია იმისათვის, რომ კულტურა განვითარდეს, მთავარია მათი მოქმედების ფაზები არ იყოს აღრეული, ანუ, როცა კულტურას შენება სჭირდება, არ ინგრეოდეს, როცა მისი რაღაც წარმონაქმნი დასანგრევია და საჭიროა მოედნის გათავისუფლება ახალი ნაგებობისთვის, არ ხდებოდეს ხელოვნური კონსერვაცია - ალბათ გეცნოთ დღევანდელი ქართული პრობლემატიკაც.

ებლიტფო: ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველგვარი ლიტერატურული პრობლემატიკა საბოლოოდ თავს იყრის ერთი სამუთხედის: ავტორი-ტექტი-მკითხველი - გარშემო. ინტერნეტმა და გლობალურმა კომუნიკაციამ ცხადია ამ სამწევრის თითოეულ ინსტანციაში ზოგადი და კერძო ცვლილებები გამოიწვია.
როგორია, ან როგორი იქნება პერსპექტივაში ნინო დარბაისელი როგორც ინტერნეტ-ავტორი, რა ტრანსფორმაციას ამჩნევს თავის უკვე მზა ტექსტებს, რომელიც ადრე აქვს დაწერილი და ბეჭდურად გამოქვეყნებული, ინტერნეტ-სივრცეში მოხვედრის შემდეგ. ხომ არ შეიცვალა ან შეიცვლება მისი წარმოდგენა საკუთარ იდეალურ, წარმოსახულ მკითხველზე, რომლისთვისაც იგი დღემდე წერდა... და როგორად წარმოუდგენია თავისი იდეალური ინტერნეტ-მკითხველი?
ნინო დარბაისელი: როგორც პოეტი, ნინო დარბაისელი არა მგონია, როდესმე გახდეს ინტერნეტ-ავტორი, თუ მაინც როდესმე გადაწყვიტა, შესაძლებელია საკუთარივე შემოქმედების მცირე ანალიზები (ეჰ, ეს სამუშაო პრაქტიკულად უკვე დასრულებული მქონდა, სამი ლექსიღა მაკლდა ძველი `ებლიტფოს~ პერსონალურ გვერდზე)პაროდიები ან პოეტური რემიქსები შესთავაზოს თავის ინტერნეტ-მკითხველს, რომელიც ძველ მკითხველთა რიგებში ნაკლებად ეგულება(ასაკის გამო ისინი ინტერნეტს ნაკლებად ეგუებიან). . ასევე შეიძლება წეროს საყურადღებო ავტორთა შესახებ კრიტიკული წერილები, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.
ცოტა მოგვიანებით, , შეიძლება შემოგთავაზოთ ფორუმზე დამწყებთათავის, მოზარდთათვის გახსნა ცალკე თემისა, სათაურით "ჭაშნიკი", სადაც მცირე ადაპტირებული ტექსტები დაიდება პოეზიის რაობის, ლექსის, მისი სახეობების, ჟანრების, გამომსახველობითი საშუალებების და ა. შ შესახებ/ დამწყები ინტერნეტ-ავტორები გაგვაცნობენ საკუთარ ნაწარმოებებს, მე კი ვინმე `შეამხანაგებულ~ პოეტთან დიალოგში შევეცდები, განვიხილო, ისინი, ვურჩიოთ, რას მიაქციოს ყურადღება ავტორმა და ასე შემდეგ. რაკი ოცნებაა, ოცნება იყოს, როცა მასალები საკმაოდ მოგროვდება და დაიხვეწება, შეიძლება გამოიცეს ბეჭდურად წიგნი:

`ებლიტფოს~ მცირე ბიბლითეკა

ნინო დარბაისელი

ჭ ა შ ნ იკ ი
(ლექსის თხზვის სახელმძღვანელო დამწყებთათვის)

(ნათქვამი სიტყვიდან შესრულებულ საქმემდე რომ შორია, ვიცი, მაგრამ მიყვარს და მეხალისება, როცა ოცნებას თავიდანვე ასეთ კონკრეტულ სახეს ვანიჭებ).


* * *
ებლიტფო: არსებობს თუ არა კრიტიკა საქართველოში? რით განსხვავდება კრიტიკა უარყოფითი რეცენზიისაგან? ვინ გაკრიტიკებთ და ვის აკრიტიკებთ. რამდენად მტკივნეულია კრიტიკა მათთვის, ვინც მხოლოდ ახლა "აღებს" პოეზიის კარებს?
ნინო დარბაისელი: ერთხელ,რამდენიმე წლის წინ კრიტიკოსმა თეიმურაზ დოიაშვილმა, ჟურნალისტს კითხვაზე, რატომ არ არსებობს საქართველოში კრიტიკა, ასე მიუგო: "ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში კრიტიკა არ არსებობს, გამომიგზავნოს თავისი წიგნები!", მჯერა, არავინ არაფერს გაუგზავნიდა დღემდე.
კრიტიკა ლიტერატურის ურთულესი დარგია. მხოლოდ ტალანტის ამარა, ორიოდ კარგი ლექსი შეიძლება გამოგივიდეს, პროზაც კი დაწერო, მაგრამ ყოვლად წარმოუდგენელია, საგანგებო მომზადების გარეშე,
ადამიანს კრიტიკის დარგში რაიმე ღირებულის შექმნა შეეძლოს.
ამიტომ თუ პროფესიონალი არა ხარ, უმჯობესია, კრიტიკის დარგებიდან იმპესიონისტული გამოხმაურებით, ესსეისტიკით შემოიფარგლო და პრობლემატიკას არ მიეკარო. ხშირად მსმენია საყვედური ამა თუ იმ კრიტიკოსის მიმართ, რომ ნაწარმოების შეფასებას თავი აარიდა და მხოლოდ მიმოხილვით შემოიფარგლა. არის შემთხვევები როცა მნიშვნელოვანი კრიტიკოსის ყურადღების არეში მოქცევა, მის მიმოხილვაში უბრალოდ, ჩამონათვალში პოზიტიურად მოხსენიებაც კი დიდი საქმეა და უკვე შეფასებას ნიშნავს. მაგალითად, მე ბედნიერი ვიქნებოდი, სადმე ნახსენები რომ ვყავდე გურამ ასათიანს, თუნდაც უარყოფით კონტექსტში. ისე კი, "ქართული კრიტიკის ნებიერს" რომ იტყვიან, სწორედ ის გახლავართ. ვიდრე მოქმედი პოეტი ვიყავი, საქებარის მეტი არავის არაფერი დაუწერია ჩემზე .ახლა კი არ მგონია, საჩემოდ ვინმემ კიდევ მოიცალოს, იმდენი საქმე აქვს და ელის ქართულ კრიტიკას.
ცხადია, ახალგაზრდა ავტორები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ კრიტიკაზე. შემოქმედებითი ამბიცია, ჩვეულებრივ, ქართველ პოეტებს ტალანტზე მეტი დაჰყვებათ ხოლმე. მერე ზოგი ახერხებს გაწონასწორებას, ზოგი _ ვერა.
ადამიანურად, დაუსაბუთებელი კრიტიკა უფრო ადვილი გადასატანი მგონია, ვიდრე მკაცრად არგუმენტირებული.
თავად განსაჯეთ:ერთ შემთხვევაში გაბრალებენ, ბრალად გიყენებენ რაიმეს ისეთს, რაც ან მართალია ან არა, : მეორეში კი _ ბრალს გიმტკიცებენ.
პირადად მე, როცა კრიტიკულ აზრს გამოვთქვამ, ვცდილობ, უპირველესად, ავტორისადმი პატივსცემა, მისდამი გულწრფელი, თავაზიანი დამოკიდებულება გამოვხატო, ვაგრძნობინო, რომ ნებისმიერ შენიშვნას, ერთი მიზნით ვაძლევ _ იქნებ შემდგომ შემოქმედებით მუშაობაში საორიენტაციოდ გამოიყენოს, იქნებ მართებული კონტრარგუმენტები მოიძიოს და კიდევ უფრო მყარად დადგეს საკუთარ პოზიციაზე. ვინც უფროსი კოლეგისაგან ამ ინტენციით გამსჭვალულ შენიშვნას იუკადრისებს, არ მგონია, რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. თუმცა ასეთი შემთხვევა მგონი სულ ერთადერთხელ მქონდა. ცხოვრებაში, ძალზე განვიცადე და იმედია, არასოდეს განმეორდება.

ებლიტფო: გემოვნებიანი მკითხველის შესახებაც მინდა გკითხოთ. ვის მიიჩნევთ გემოვნებიან მკითხველად? გემოვნება ნიჭია თუ განათლების შედეგი?
ნინო დარბაისელი: დღეს მკითხველის გემოვნება მრავალფეროვანია, ცვალებადიც.
რასაკვირველია, გემოვნება -ეს ნიჭია, მაგრამ მე მჯერა, ნიჭადაც რომ არ დაგყვეს ადამიანს, მუსიკალური სმენასავით, გარკვეულ დონემდე შესაძლებელია მისი განვითარება.
განათლება კი,როგორც მუდამ, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.

ებლიტფო: თქვენ დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობთ. . . რამდენად გაითავისეთ ამერიკული კულტურა. ძირითადად რით განსხვავდება იგი ქართული კულტურისაგან? არის თუ არა ამერიკული ლექსის გავლენა ქართულ ლექსში?
ნინო დარბაისელი: წლების მანძილზე ინგლისსა და ამერიკაში მუდმივად როდი ვცხოვრობდი, დროის რაღაც ნაწილის გატარებას საქართველოში მუდამ ვახერხებდი. ამერიკაში შვილიშვილის შეძენის გამო ბოლო ორიოდე წელია, ისე ხშირად ვეღარ ვმოგზაურობ. ამერიკულ კულტურასთან ადაპტაციის პრობლემები, მით უმეტეს ე. წ. "კულტურული შოკი", ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, მე პრაქტიკულად არ გადამიტანია. პირიქით, თავიდანვე ისეთი განცდა მქონდა, რომ შინ დავბრუნდი. გარემომაც ასე მიმიღო.
ქართული და ამერიკული კულტურა, უმარტივესად რომ ვთქვათ ისე განსხვავდება, როგორც პოზიტივი და ნეგატივი ან დღე და ღამე. და ეს ყველა სფეროს მოიცავს.
საზოგადოებრივი ეტიკეტი აქ ლამის კულტის დონეზეა აყვანილი. საერთოდაც ამერიკის , ცივილიზაციის ამ სამეფოს კულტ-ურა სრულიად სხვა ფენომენია, ევროპისაგან განსხვავებითაც კი. ქართული მენტალობისთვის ხომ _ სრულიად გაუგებარი.
ასეთია ჩემი თვალსაწიერიდან დანახული ამერიკა, სხვა ალბათ სხვაგვარად ხედავს. ეს მულტი-კულტურული, მულტი-ეთნიკური, მულტი- ყველანაირი ქვეყანა მრავალგვარი აღქმის საშუალებას იძლევა, იმის მიხედვით, თუ მისი რეალობის რომელ ლოკაციაში გიწევს ყოფნა.
რაც შეეხება ამერიკულ პოეზიას, მისი გავლენა ფრანგულ სიმბოლიზმზე აღიარებული ფაქტია, (ედგარ პო), ასევე აღიარებული ფაქტია ფრანგული თავისუფალი ლექსის ამერიკული წარმოშობა (უიტმენის ფრანგული თარგმანი), აქედან ეს გავლენა რუსულში, შემდგომ კი ქართულ პოეზიაშიც გადმოვიდა (ცისფერყანწელები და სხვანი). ასე რომ არაპირდაპირი გავლენის ქრონოლოგიურ კოორდინატად, სავარაუდოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისი უნდა მივიღოთ. როგორც მახსოვს, პირველი ქართული თარგმანი ედგარ პოს "ყორანისა"ამაზე უადრესი არ უნდა იყოს.
საბჭოთა პერიოდში ცხადია, პირდაპირი და უშუალო კონტაქტი ამერიკულ კულტურასთან კვლავ ვერ გვექნებოდა. ძირითადად ინდირექტული გზით - რუსული თარგმანებიდან შესრულებული ქართული თარგმანებით ვიცნობდით. იყო ბედნიერი გამონაკლისებიც. ახლა გზა ხსნილია, თუმცა ქართველ მკითხველს ორიენტირება უჭირს. აქ გასაკვირი არაფერია, ამ მრავალფეროვნებაში თავად ამერიკელ პოეზიის მოყვარულ მკითხველსაც უჭირს გზის გაგნება.
ნეშვილში, სადაც მე ვცხოვრობ, მრავალი სხვადასხვა პოეტური გაერთიანებაა. მათგან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მაინც "ნეშვილ პოეტზ სოსაითია". მის ერთ წევრს ერთხელ კონსულტაციისათვის მივმართე და ვთხოვე დაესახელებინა დღესდღეობით ამერიკაში ყველაზე ცნობილი პოეტების, მაგალითად, ათეული. "დღეს ეს აბსოლუტურად შეუძლებელია", მიპასუხა მან.
საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკაში პოეტები თავისი პროფესიონალი წრის გარდა, დიდად არსად გამოირჩევიან სოციალური, მით უმეტეს - პოლიტიკური აქტივობით. ხოლო თქმა იმისა, თუ რომელი სტილი, მიმდინარეობა, მიმართულება ან ნაკადია დანარჩენებისაგან გამორჩეული, წარმმართველი იქ, სადაც ყველაფერი ერთდროულად თანაარსებობს, მართლაც შეუძლებელია, და არა მხოლოდ პოეზიაში.
დღეს საქართველოში ამერიკული პოეზიის გავლენა ყველაზე ძლიერია. ისევე როგორც მისი მასკულტურისა, - ყველა სფეროში. მარგინალური პოეზიის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ გაჯერებულია ამერიკანიზმებით. თუმცა ეროტიკული და მეტადრე ,პორნო პოეზიის მომძლავრებას პირადად მე ამერიკულ გავლენას ვერ დავუკავშირებდი. რადგანაც აქ ამ ტიპის ლიტერატურის, ბეჭდური გამოცემების სატელევიზიო არხებისა თუ გადაცემების, ვიდეო დისკების რეიტინგულობის მკაცრი სისტემაა. ამგვარი პროდუქცია იყიდება საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებზე მაღაზიაში, არასრულწლოვანზე არ გაიცემა, ხოლო შესაფუთ მასალაზე ან გარეკანზე აღნიშნულია რეიტინგი _ მაჩვენებელი იმისა, თუ რა ტიპის და ასაკის მკითხველისათვის ან მაყურებლისათვის არის იგი ნებადართული. ტელევიზორებს აქვთ არხებზე შესასვლელი კოდები, რათა არასრულწლოვანებმა მშობლების გარეშე ვერ მოახერხონ შეღწევა. თქვენ რომ შეგეკითხოთ, ამ მხრივ საქართველოში რა ხდება-მეთქი, რიტორიკული კითხვა გამომივა. ქართულ არხებს აქაც ვუყურებ დროდადრო და ვიცი, რა ქაოსიცაა.

ებლიტფო: იქნებ ზოგადად " გავლენის" ფენომენზეც გვესაუბრა.
ნინო დარბაისელი: უშუალოდ გავლენის:. ფენომენის შესახებ ან ძალზე ბევრი უნდა გესაუბროთ, თუ პროფესიონალურ საუბარს შევყვებით( მაგ.; "გავლენის შიშზე") ან მოკლედ უნდა გიპასუხოთ, რომ პირადად მე დადებითად მივიჩნევ გავლენას დიდი შემოქმედისა, შემწყნარებელი ვარ ეპიგონების მიმართ. ისინი იმ ერთ კარგ საქმეს მაინც ემსახურებიან, რომ ქმნიან და ინარჩუნებენ საერთო კულტურულ-ლიტერატურულ ფონს კრეაციული ტალანტით დაჯილდოებული, გამორჩეული ხელოვანისთვის.

ებლიტფო: დაბოლოს, გაიხსენეთ თქვენი პირველი ლექსი ან პუბლიკაცია. რას ურჩევდი დამწყებ ნინო დარბაისელს დღეს, როგორც ცნობილი რედაქტორი, უფროსი მეგობარი-კოლეგა?
ნინო დარბაისელი: გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, როცა თექვსმეტი წლისამ პირველად. მო... არა,ვერ ვიტყვი, მორიდებით შევაღე - მეთქი ჩვენი მწერლობის კარი , რადგან პირდაპირ ლექსზე და რითმაზე კამათი გავუმართე, იცით ვის? - თავად ტარიელ ჭანტურიას! ამ მიამიტური''კადნიერების'' მიუხედავად , კეთილგანწყობილი გარემო დამიხვდა. სიყვარულით მიმიღეს _ სიყვარულითვე დავრჩი და ასე მოვედი დღემდე.
ხშირად მიფიქრია, ახალგაზრდა რომ ვიყო, დღეს რომ ვდგამდე პირველ ნაბიჯებს, როგორ მიმიღებდა ლიტერატურული გარემო, რომელიც ასეთი არაერთგვაროვანია. არა, მაშინდელი ლექსების წარდგენას ახლა ალბათ ვერც გავრისკავდი, მე თვითონ ღიმილს მგვრის. ახალს თუ დავწერდი რაიმე ისეთს, დებიუტანტისადმი ყურადღებით რომ განაწყობს მკითხველ საზოგადოებას? ტრადიციისადმი კვლავ ასეთ პიეტეტურ დამოკიდებულებაში ვიქნებოდი თუ არა? ან წავიდოდი თუ არა ეპატაჟზე, რომლის მრავალი ხერხი და საშუალებაც თეორიულად შესწავლილი მაქვს?ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ მიპოვნია.
თუ დამწყებ ნინოსთან ეს წარმოსახული შეხვედრა სამოცდაათიან წლებში მომიწევდა, როგორც უფროსი კოლეგა, გავამხნევებდი, ვურჩევდი რამენაირად დაეძლია "შიში თეთრი ქაღალდის წინაშე" და კიდევ, მეტი ყურადღება დაეთმო კლასიკისა და ინგლისურის გარდა, სხვა უცხო ენების საფუძვლიანი შესწავლისათვის.
აი დღეს კი... ვურჩევდი, რაიმე კონკრეტული პროფესია, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირება, ან მარკეტინგი, ან სამართალი შეესწავლა, ხოლო ლექსები მოცალეობის ჟამს, "თავისთვის"ეწერა; თუ სურვილი ექნებოდა, რომელიმე ფორუმზე ან პორტალზე ნიკ-სახელითაც მოეთავსებინა, ყოველგვარი პოეტური ამბიციის გარეშე და უბრალოდ, პოეზიისა და ლიტერატურის ერთ კარგ მოყვარულად დარჩენილიყო.[SIZE=7]

Posted by: patriciia 19 May 2008, 12:30
QUOTE
ატმის პარაბოლა

რაღაც ეს ატამი მატისის ატამს მაგონებს.....ხომ არ.....

Posted by: strixnina 19 May 2008, 12:32
QUOTE
რაღაც ეს ატამი მატისის ატამს მაგონებს.....ხომ არ.....

ხომ კი!

Posted by: TomWaits 19 May 2008, 12:35
patriciia
QUOTE
რაღაც ეს ატამი მატისის ატამს მაგონებს.....ხომ არ.....


სეზანი უფრო კარგ ატმებს ხატავდა

Posted by: patriciia 19 May 2008, 14:20
TomWaits
QUOTE
სეზანი უფრო კარგ ატმებს ხატავდა

ხო, მარა მე მატისის სრულიად თეორიული მოსაზრებები მქონდა მხედველობაში, კალმით დაწერილი და არა ყალმით დახატული, როგორ უნდა ჩაწვდეს მხატვარი ატმის არსს და სწორედ ეს არსი გადმოსცეს და ასე შემდეგ.....სად შემიძლია მაგდენი, ეგეთები ასი წლის წინ მაქვს ნაკითხი, შესაძლოა ითქვას, წინა ცხოვრებაში....

Posted by: TomWaits 19 May 2008, 14:32
patriciia

ანუ ატამი ისე უნდა იყოს დახატული რო შეჭმა მოგინდეს. ატმის არსი ვის რაში აინტერესებს

Posted by: patriciia 19 May 2008, 16:05
TomWaits
QUOTE
ანუ ატამი ისე უნდა იყოს დახატული რო შეჭმა მოგინდეს. ატმის არსი ვის რაში აინტერესებს

შეჭმის მომანდომებელი ატმის დახატვა ბევრს შეუძლია, მაგრამ ატმის არსის გადმოცემა _ ცოტას, სწორედ რომ ატმის არსია საინტერესო, მისი რბილობი, მისი გემოს სპექტრი, ყველაფერი, რაც არის ატამი, და არა მისი მადისაღმძვრელი შესახედაობა, ის, რასაც ატამი წარმოადგენს შენთვის. ეგრე პლასტმასის ატმებიც არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდ ფორმას იმეორებს ატმისას, ხოლო მის არსს არ გადმოგვცემს, მხატვარი კი გადმოგვცემს.....
ასე მახსოვს მატისისგან და მატისიც რომ არ იყოს, ასე მწამს მე შემოქმედება......

Posted by: TomWaits 19 May 2008, 16:19
patriciia
QUOTE
შეჭმის მომანდომებელი ატმის დახატვა ბევრს შეუძლია, მაგრამ ატმის არსის გადმოცემა _ ცოტას, სწორედ რომ ატმის არსია საინტერესო, მისი რბილობი, მისი გემოს სპექტრი, ყველაფერი, რაც არის ატამი, და არა მისი მადისაღმძვრელი შესახედაობა, ის, რასაც ატამი წარმოადგენს შენთვის. ეგრე პლასტმასის ატმებიც არსებობს, მაგრამ იგი მხოლოდ ფორმას იმეორებს ატმისას, ხოლო მის არსს არ გადმოგვცემს, მხატვარი კი გადმოგვცემს.....
ასე მახსოვს მატისისგან და მატისიც რომ არ იყოს, ასე მწამს მე შემოქმედება......



ბევრს რო არ შეუძლია საქმეც მაგაშია, შენ ალბატ არასწორად გამიგე. მე იმას კი არ ვგულისხმობ კაი მსუყე წვნიან ატამს რომელიც თეფშზე დევს( რომელიც ასევე მადის აღმძვრელია) კოპიოს გაუკეთებ. უბრალოდ დახატავ რაღაცას რომელიც შეგვიძლია მივამსგავსოთ ატამს, თუმცა შეიძლება ვაშლსაც მიამსგავსო, მარა ფერი, ფორმა, ხასიათი ისეთი აქ რო გინდა მოეფერო და მერე შეჭამო. ატმის არსი საერთოდ რა არი? ალბათ მაგის გასაგებად ჯერ მზად არ ვარ user.gif

უი, მგონი შენი "არსი" და ჩემი "მადა" ამ შემთხვევაში ერთიდაიგივეა

Posted by: gvaska 19 May 2008, 16:43
nino darbaiseli
როგორ ხარ, ნინო? 2kiss.gif

თხოვნა მაქვს, თუ მოგეპოვება, ფაცია დეიდას (ანუ სასახლის) პერიოდის ლექსები დადე რა, შენიც და ნატოსიც... love.gif
ან PM მომწერე, ან მეილზე...


სხვებს ვეღარ ვიხსენებ, სამწუხაროდ.



Posted by: strixnina 19 May 2008, 16:56
QUOTE
თხოვნა მაქვს, თუ მოგეპოვება, ფაცია დეიდას (ანუ სასახლის) პერიოდის ლექსები დადე რა

გულისფანცქალით ველი(თ) keh.gif

Posted by: gvaska 19 May 2008, 17:07
strixnina
სულ ტყუილად.
გაისეირნე რა.... keh.gif

Posted by: strixnina 19 May 2008, 17:11
QUOTE
სულ ტყუილად.
გაისეირნე რა....

უჟე... თქვენზე ვსეირნობ, ვკატაობ, როგორც იტყვიან keh.gif

Posted by: gvaska 19 May 2008, 17:17
strixnina
საკუთარ თავს ცუდ სამსახურს უწევ, ვერ ხვდები?


ბევრის უფლებას აძლევ თავს და არავის მოუცია ამის მიზეზი!

Posted by: nino darbaiseli 24 May 2008, 01:31
ეროტიკული პოეზიით გატაცებულ ქართველ ინტერნეტ- მკითხველს,ვფიქრობ უთუოდ დააინტერესებს შემოქმედება ვერა პავლოვასი,დღესდღეობით დასავლეთის ლიტერატურულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოეტი ქალისა.

მოკლე ბიოგრაფია: დაიბადა 1963 წელს,4 მაისს.დაამთავრა შნიტკეს სახ.მუსიკალური აკადემია მუსიკის ისტორიის სპეციალობით.
მუშაობდა გიდად შალიაპინის მუზეუმში.10 წელი მღეროდა ეკლესიის გუნდში,
18 წლის ასაკიდან არამ ხაჩატურიანის ''ხელდასხმით'' ემზადებოდა კომპოზიტორობისთვის.
ოცი წლისამ დაიწყო ლექსების წერა.პირველი პუბლიკაცია -24 წლის ასაკში(,როდესაც უკვე ფეხმძიმედ იყო მეორე გოგონაზე)
კრებულები:
""ციური მხეცი''-1997.
""მეორე ენა''1998.
""უკავშირობის ხაზი""2000,
''მეოთხე სიზმარი"'-2000



კრებულიდან :НЕБЕСНОЕ ЖИВОТНОЕ
* * *
Под свитерком его не спрячешь,
мой первый лифчик номер первый,
когда, гуляя по двору,
его ношу, и каждый смотрит,
и каждый видит, несмотря
на то, что складываю плечи
и что крест-накрест руки. Трудно
дышать — затянуто дыханье
подарком, сделанным мне мамой
вчера, как будто между прочим.





ПЕСНЯ ОБ ИВЕ

Драконьей кровью умывалась,
чтоб сделаться неуязвимой,
но тут листок сорвался с ивы,
но тут листок сорвался с ивы,
но тут листок сорвался с ивы,
прилип, проклятый, между ног.


* * *
Отпускаю себе грехи,
словно волосы, кои долги
и распущены. Тот, кто долги
отпускает, любит стихи
и женщин с длинными волосами.


* * *
Когда я пою, у меня болят ноги.
Когда я пишу, у меня болят скулы.
Когда я люблю, у меня болят плечи.
Когда я думаю, у меня болит шея.



* * *
Сквозь наслоенья дней рождений
все лучше виден день рожденья.
Сквозь наслоенья наслаждений
все наслажденней наслажденье
вобрать и задержать в гортани
большой глоток дождя и дыма...
Чем ближе мы подходим к тайне,
тем легче мы проходим мимо.


* * *
Мысль не созрела, если она
не уместится в четырех строках.
Любовь не созрела, если она
не уместится в одном ах.
Стихи не сложились, если сейчас
стану искать рифму и соблюдать размер.
Жизнь не сложилась, если она
не уместится в одном да.

ვერა პავლოვას ზოგიერთნი ამერიკელ პოეტ ქალს დენის დუამელსაც ადარებენ.(.ქართულად დიუჰამელად დამკვიდრებულა უკვე).ხასიათით მართლა რაღაცნაირად გვანან ,მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული სტილისტიკაა. დენისთან სილვია პლათის საფეხური მაინც პოზიტიურად იგრძნობა,სიღრმეები უყვარს.ვერასთან კი პაროდირება და ამ გზით დაძლევა ხდება რუსული ტრადიციული ლექსის,მით უფრო ქალური ლირიკის -ცვეტაევა,ახმატოვას ""მოძველებული ""მგრძნობელობებისა.
კომბინირებას ახდენს მათი ცალკეული ფრაზების,პირადი ხედვების ,რუსული ხალხური,ძირითადად საბავშვო პოეზიის მცირე ფორმებისა,სადღაც ბილინური მომენტებიც შემოაქვს (კორნეი ჩუკოვსკის გამოცდილება).
ენობრივად:ლექსიკა - მინიმუმამდე შემცირებულია,სინტაქსურად -რთულ კონსტრუქციებს ერიდება (დენისისგან -კიდევ ერთი დიდი განსხვავება)დენისსაც უყვარს ევფონიური თამაშები,მაგრამ ვერასთან ეს წინა პლანზე მოდის. ასევე - მკვეთრად გამოხატული რიტმი (მაინც მუსიკოსია).
ვერა პავლოვა,ასე ვთქვათ,, არაფერთან არაფრის უცნაური კომბინაციით ქმნის ყველაფერს! -
ვიცი ,ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულად გამომდის ეს ნათქვამი, იმის ფონზე რა წყაროებიც მივუთითე,მაგრამ მეპატიოს, ჯერჯერობით ჩემი ბოლო სიყვარულია.

სურათს შემოყვანა ვცადე,არ გამომივიდა,მოგვიანებით დავდებ ,მანამდე - ეს ექსპერიმენტული თარგმანი ლექსისა,სადაც ყოველი პლანი უნისონში მუშაობს..დაწყებული პირველი სიგნალიდან ანუ გრაფიკიდან
.ქართული სიტყვები ,რუსულთან შედარებით ისეთი მოკლე ვერ არის.ვცადე,რამდენადაც შესაძლებელი იყო,მაქსიმალური სიზუსტით გადმომეცა ავტორის ჩანაფიქრი და ტექნიკა და არ "'გამელამაზებინა""არაფერი,ქართული მთარგმნელობითი ტრადიციისამებრ.

* * *

Идет
мужик.
Упал.
Встает.
Идет
мужик.
Упал.
Лежит.
Лежит
мужик
и не
встает.
Потом
встает.
Потом
идет.

# # #
მოდის
კაცი.
დავარდა.
ადგა და
მოდის
კაცი .
დავარდა.
ეგდო ,
ეგდო
კაცი და
არ ადგა.
მერე
ადგა,
ადგა და
მოვიდა.


Posted by: chorven:) 24 May 2008, 01:39
nino darbaiseli
კალიგრაფია კარგი აქვს ვერაჩკას, ვერაფერს იტყვი, მისმა წიგნმა ვიზუალურად მომხიბლა biggrin.gif მერე გადამავიწყდა ყიდვა boli.gif

Posted by: nino darbaiseli 24 May 2008, 05:00
ეს ვერა პავლოვას კიდევ ერთი ლექსის საცდელი თარგმანია.ლექსის ფორმა,რომელსაც აქ იგი იყენებს უაღრესად ''გაცვეთილია''რუსულ პოეზიაში -ოთხტერფიანი იამბი,ანჯამბამანური,ალაგ,სპო�
�ტანურად გარითმული. ამ მხრივ - სიახლე არაფერია. ლექსიკურადაც ბევრი არაფერია საყურადღებო.თავისუფლად თავსდება თანამედროვე რუსული მაგისტრალური პოეზიის საზღვრებში.
განმასხავებელი ნიშანი,რომელიც ამ ლექსს თავისთავადობას ანიჭებს ე.წ. ქალური ""განცდითი მეხსიერების "" ოსტატური გაცოცხლებაა.პირველი ვერსია სწორედ ამ ნიშანთა ადეკვატური გადმოტანით ვცადე.ქართული ლექსის ხარისხი დაბალი მომეჩვენა და ამ ვერსიაში უკვე თავს მეტი მთარგმნელობითი თავისუფლება მივეცი,რითმები გამოვკვეთე.თუმცა მათი ორიგინალობა ზედმეტ მოთხოვნად მივიჩნიე,რათა აქცენტირება ჩემს ოსტატობაზე კი არა,ვერა პავლოვას სათქმელზე მომხდარიყო.

Под свитерком его не спрячешь,
мой первый лифчик номер первый,
когда, гуляя по двору,
его ношу, и каждый смотрит,
и каждый видит, несмотря
на то, что складываю плечи
и что крест-накрест руки. Трудно
дышать — затянуто дыханье
подарком, сделанным мне мамой
вчера, как будто между прочим.


""სვიტერშიც"' მოსჩანს,,არ იფარება
პირველი ლიფი - ნომერ პირველი.
ეზოში ყველა მე შემომცქერის,
რა ნახეს ნეტა გასაკვირველი!
ვიჯვარედინებ მკერდზე ხელებს და
რაც შემიძლია,მხრებში ვიხრები,
მაინც მამჩნევენ სეირნობისას,
ვერაფერს მშველის ხელები,მხრები.
მახრჩობელაა ეს საჩუქარი,
ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები
და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ,
არადა დედამ,სულ სხვათა შორის,
ვითომ შემთხვევით,მომცა წუხელი.
* * *
# # #
მოდის
კაცი.
დავარდა.
ადგა და
მოდის
კაცი .
დავარდა.
ეგდო ,
ეგდო
კაცი და
არ ადგა.
მერე
ადგა,
ადგა და
მოვიდა.

მადლობა ყველა იმ მკითხველს,რომელიც გამოეხმაურა ვერა პავლოვას ლექსების გამოჩენას ქართულ საიტებზე.
ეს ტიპობრივი კითხვებიც,რომელიც ამ პატარა ლექსმა გამოიწვია ,ჩემი პასუხებიანად აქვე იდოს:

მკითხველი:
"" ქალბატონო ნინო!

დიდი მადლობა მშვენიერი წერილისათვის

წერილის კითხვისას რამდენიმე კითხვა გამიჩნდა:
1) რატომ მოდის და არა მიდის კაცი
2) რატომ დავარდა და არ წაიქცა, დაეცა კაცი
3) რატომ გდია და არ წევს კაცი

ქალბატონო ნინო...
რა თქმა უნდა აქ თარგმნის სიზუსტეზე კი არ გეკითხებით...
არამედ, ლექსიდან გამომდინარე - შინაარსზე...""




ნინო დარბაისელი:

ამაზე ალბათ ყველა დაკვირვებული მკითხველი დაფიქრდება
პასუხი ასეთია:

ამ ლექსს ორი პლანი აქვს:
პირველი - ნაივური ,''ასე ვთქვათ ""უწყინარი " პლანია.სადაც თითქოს მოძრაობათა უბრალო თანმიმდევრობაა გადმოცემული, რუსული ხალხური მცირეზომიანი ლექსებისთვის დამახასიათებელი გამეორებებითა და ალიტერაციებით.(რუსული ბგერწერა "" ჟ ""და და"" ტ'"-თანხმოვნებზე დაყრდნობილი ბგერათკომპლექსებისა. მე ქართულად ' დ" და "გ"-თანხმოვნებზე გადმოვიტანე.)
""იდიოტ მუჟიკ ..""..- რუსული ჩასტუშკების ერთი ნაწილის დასაწყისის ალუზიასაც ქმნის.

მეორე - ეროტიკულ-სექსუალური პლანია და ეს ზმნებიც- (ადგა- დავარდა -ეგდო) სწორედ ამ კონოტაციით გაიაზრება. ხოლო '' მუჟიკ '' - შესაბამისად, ძველი,ტრადიციული ერზაცია პოეზიასა და ზოგადად კულტურულ სივრცეში ტაბუირებული ეროტიკული ორგანოს სახელისა.

"" ეგდო"' ზმნა-ეროტიკული პოეზიის თარგმანში,კერძოდ ,ოვიდუს ნაზონის"" სატრფიალო ელეგიებში"" პირველად,როგორც ვიცი,გამოიყენა მანანა ღარიბაშვილმა.ჯერ კიდევ ოცი წლის წინ. ეს ტრადიცია მე უბრალოდ,გავიმეორე..
* * *
მკითხველი:

ქალბატონო ნინო, ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია:
ამ ლექსის დადებითი ის არის, რომ საოცრად დინამიკურია და უაღრესად ლაკონური, ბგერების უმცირესი შემადგენლობით.
თარგმნისას ამის დაკარგვა არ შეიძლება. ქართული ენა იძლევა ამის საშუალებას.. თუ რუსულში "ჟ" და "ტ" არის წამყვანი, ქართულში სიტყვა "კაცი" უკვე "ც"-ზე გვაკეთებინებს აქცენტს და "დაეცა" ძალიან ბუნებრივად ჯდება აქ (გარდა იმისა, რომ ზუსტად შესატყვისი სიტყვაა).
რაც შეეხება ეროტიკულ-სექსუალურ პლანს, ამაზე მაშინვე დავფიქრდი, მაგრამ ავტორი აშკარად "წოლას" წერს (და რუსულ ენაში, "წოლის" გარდა "მუჟიკს" სხვას ვერაფერს მიუსადაგებდა?) ეს ქართულში გავრცელებული "დავარდნა-ეგდო"-თი ჩანაცვლებაა, თორემ, ჩემი აზრით, ეროტიკულ პლანში განხილვისას "წოლა" არ უნდა იცვლებოდეს.

კიდევ ფინალი:
რიტმი, რომელიც აქვს ლექსს, ამ ფინალით იკარგება -
"მერე
ადგა,
ადგა და
მოვიდა"

მაპატიეთ, თუ ზედმეტის უფლებას ვაძლევ თავს..
და კიდევ, დროის ცვლილებასთან დაკავშირებით - აწმყოს წარსულში გადატანაზე თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს...


nino darbaiseli:

დროითი ასპექტებით ასეთი ""თამაში"" დამახასიათებელია როგორც ზეპირსიტყვიერებისათვის, ასევე ზეპირმეტყველებისათვისაც, თვით მყარი სინტაქსური კონსტრუქციის მქონე ენებშიც კი.
უმარტივესი,ყოფითი მაგალითი - "'გავიხედე და დგას"".
სხვადასხვა დროის ზმნათა კომბინირებით ამბის გადმოცემა დინამიურ ხასიათს იძენს .აშკარა ჩანს,ამავე მიზნით იყენებს ვერა პავლოვაც წარსული და აწმყო დროის ზმნების მონაცვლეობას.მეც ამიტომ შევეცადე,თარგმანში შემენარჩუნებინა.

Posted by: Jekis Gaღizianebuli ღviძli 1 Jul 2008, 05:10
smile.gif

მომწონს პოეტები რომელებიც საკუთარ თავებზე დიდები არიან smile.gif

Posted by: enagrdzeli 1 Jul 2008, 16:11
გათხოვილი ქალის ლექსი

დედი,
დედამთილო,
დაგნებდით!
ჩვილის
პერანგი _
_ ჩემი თეთრი
ალამი.

Posted by: ბობო 21 Jul 2008, 22:46
QUOTE (BEKO @ 2 Apr 2008, 08:31 )
nino darbaiseli

QUOTE
მიხო მოსულიშვილი



ვეღარ გავიგე, ლექსების გამომგზავნი მიხო მოსულიშვილია თუ ნინო დარბაისელი?


ახსნა განმარტებასაც დავურთვ, აქ, ამ ფორუმზე, ემხვარის ბაღი კი არაა, როგორც წესი, ნიკებით რეგისტრირდებიან (გამონაკლისებიც არის, მაგ. irakli kakanadze ) და ანონიმურობა დაცულია.
ისეკი, თუ ეზრა პაუნდსა და ტ.ს. ელიოტს აქვთ გვერდები, იყოს დარბაისელისაც....

და მე რომ გამომეგზავნა, არ შეიძლებოდა?

და შეიცვლებოდა მაშინ რამე? wink.gif

Posted by: Irakli 22 Jul 2008, 00:41
nino darbaiseli
QUOTE
ამჟამად ამერიკის ქალაქ ნეშვილში ცხოვრობს

ტენესიში გიცხოვრიათ თქვენც. თუ მოხვდი Knoxville-ში, შემეხმიანეთ. smile.gif

Posted by: Marcuze 28 Jul 2008, 14:11
პოეტის რას მოგახსენოთ აბა
დიდი ვერაფერი,

მაგრამ ნინო შესანიშნავი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნეა.

Posted by: nino darbaiseli 30 Jul 2008, 10:40
ეს ინტერვიუ,რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ ,"24 საათში",ვფიქრობ,დააინტერესებს ჩემი გვერდის მკითხველებს


რევიუ - 2008-07-07 11:50
ლიტერატურა ინტერნეტის ვირტუალური სარკმლიდან

ქართულ სინამდვილეში 4 ლიტერატურული ინტერნეტფორუმი არსებობს, თუ ამ საიტებზე არმყოფ ძველი თაობის პოეტებსაც გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ იქნება დათო ჩიხლაძის სიტყვები, რომ დღეს მკითხველი რევანშს იღებს ავტორზე, ანუ, ლექსის წერა და შესაბამისად, ინტერნეტსივრცეში განთავსება დაიწყო ყველამ, ვისაც კი პოეზია უყვარდა.

რა სახე აქვს თანამედროვე ქართულ პოეზიას, როგორ აღიქმება იგი ლიტერატურის კრიტიკოსთა თვალით, რა ტენდენციები შეიმჩნევა ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ლიტერატურულ საიტებზე, სადაც შემფასებელიც და ნორმების დამდგენიც მკითხველია?

ამ საკითხებზე გვესაუბრება პოეტი და ლიტერატურისმცოდნე ნინო დარბაისელი, რომელიც ოჯახთან ერთად ამჟამად აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში ცხოვრობს და აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ფორუმებთან.

ნინო დარბაისელი: "როგორც ლიტერატურათმცოდნე მუდმივად ვცდილობ, ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში ვიყო. ამის კარგ საშუალებას კომპიუტერი იძლევა. ვწერ და ინტერნეტ გამოცემებში ვაქვეყნებ ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს. გულდასაწყვეტია, რომ ფორუმ "ებლიტფოზე" შექმნილი პრობლემების გამო დამეკარგა თითქმის დამთავრებული ნაშრომი "როგორ ვიყავი პოეტი". პრაქტიკულად, ეს იყო კრიტიკული თვითანალიზი, სადაც შეჯამებული მქონდა საკუთარი შემოქმედება".

- რა შეიცვალა თანამედროვე პოეზიაში?

- ქართული ცნობიერების ვესტერნიზაცია ფორსირებულად მიმდინარეობს და დღევანდელი ქართველის ცნობიერება დიდად განსხვავდება თუნდაც 10 წლის წინანდელისაგან. ეს ცხოვრების ყველა ასპექტში შეინიშნება და მათ შორის - ხელოვნებაშიც. თემები, რაც საბჭოთა დროს ტაბუირებულობის გამო ფასეული იყო, დღეს აქტუალური აღარ არის. ეს ეხება როგორც ზოგადად ქართულ ხელოვნებას, ასევე პოეზიას. ეს იმაშიც აისახა, რომ ეროვნული ცნობიერების ნაცვლად ნელ-ნელა მკვიდრდება მოქალაქეობრივი აზროვნება. დღეს აღარ არის მკითხველის მოთხოვნა პატრიოტულ ლექსზე და ძალიან ძნელია ასეთი ლექსის დაწერა. თანამედროვე გლობალურ სივრცეში ინტეგრირება ეროვნული ნიშნით კი არა, სახელმწიფოებრივი ნიშნით უნდა შევძლოთ.

ის ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რაც დასავლური, მაგალითად, ამერიკული თანამედროვე პოეზიისთვისაა დამახასიათებელი, ქართულში უბრალოდ არ არსებობს. მიჩნეულია, რომ ქართული აზროვნება ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბინარულია, აქედან გამომდინარე, ჩვენი ფსიქოლოგია ორ პოლარულ წერტილს შორის განფენილ მრავალფეროვნებას ვერ ჰგუობს: ან კარგი ხარ, ან ცუდი. შესაბამისად, თუ პოეტი ხარ, უნდა პირველი იყო. ერთ-ერთ ჩემს ამერიკელ კოლეგას ვთხოვე, შეერჩია 10 საუკეთესო თანამედროვე ამერიკელი პოეტი, რომ მეთარგმნა და ძალიან გაუკვირდა: საუკეთესო, რის მიხედვით - მიმდინარეობების, გამოქვეყნების თუ გაყიდვების? მენეჯმენტი, მათ შორის პოეზიისაც, დღეს უკვე მართვადია და შეიძლება, რომ არაფრისგან შექმნა პოპულარული სახე, ასე რომ პოპულარობაც დღეს ნაკლებად გამოდგება პოეტის საზომად.

ზოგადად, ქართული პოეზიის განვითრებაში დადგა მომენტი, როცა მას მიეცა შესაძლებლობა იყოს წმინდა ლირიკა. დღეს შეგიძლია, რაც გინდა გააკეთო, აღარ არსებობს ინსტანცია, რომლის წინაშეც პოეტს მოუწევს პასუხისმგებლობა. იგი თითქოს თავისუფალია, მაგრამ რა ღირებულებებს სძენს და შესძენს ჩვენს პოეზიას ეს თავისუფლება, ცალკე მსჯელობის საგანია.

- პოეტის როგორ ტიპს მივიღებთ ბოლოს?

- საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ პოეტისა და კრიტიკოსის იმგვარ ტიპს, როგორც დასავლეთშია. იქ ტერმინი "პროფესიონალი" გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს თავისი საქმიანობა ხელობად, საარსებო საშუალებად გაუხდია. ამ სახით, პროფესიონალი პოეტი არ არსებობს დასავლეთში, ვინაიდან ლექსით თავს ვერავინ ირჩენს. პოეტის რეგულარული, წლიური შემოსავალი იქ 0,000 000 დოლარის, ანუ არაფრის ტოლია. კრიტიკოსისა - მეტია, რადგან მისთვის არსებობს საკონტრაქტო სამუშაო ადგილები სხვადასხვა გამომცემლობებში. ვფიქრობ, საქართველოში იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული ეკონომიკის პირობებში პოეტებს დააფინანსებს.

- ხომ არ არის ანაქრონიზმი საქართველოში პოეზიის ამგვარი ბუმი, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში პოეზია ძალიან არააქტუალურია?

- იყო დრო, საუკუნეებიც კი, როცა ლიტერატურის გვართა შორის პოეზია იყო წარმმართველი, დასავლეთში კარგა ხანია, პოეზიამ ადგილი დაუთმო პროზას. ფანტასტიკა, პოლიტიკური დეტექტივი და დოკუმენტური პროზა ყველაზე პუპულარული ჟანრებია და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, თანამედროვე ქართულ პროზაშიც უფრო მკვეთრი სახეებია, ვიდრე პოეზიაში.

- თანამედროვე ქართული პოეზიის ყველაზე დიდ ნაკლად რა შეიძლება მივიჩნიოთ?

- თანამედროვე ქართული პოეზიის ყველაზე დიდი ნაკლი თემატური სიმწირე, გამომსახველობით ფორმათა ერთფეროვნებაა და მეტადრე, რიტმული მონოტონურობაა. ზოგადად, რიტმი წარმმართველია ხელოვნებაში.

გამიხარდება ხოლმე, როცა ლიტერატურულ საიტზე განსხვავებულ ინტონაციას, რიტმს შევხვდები. მეჩვენება, რომ ახალგაზრდა პოეტების ერთი ნაწილის წარმოდგენით, არსებობს მხოლოდ ორი ლექსი: ათმარცვლიანი კონვენციური და ვერლიბრი, ისინი ნაკლებად ეძიებენ სიახლეებს ლექსის წერისას. უარყოფენ ან არ იცნობენ ტრადიციას, სამაგიეროდ ბაძავენ ერთმანეთს. მათში ნაკლებია ნებისმიერი შემოქმედისთვის ბუნებრივი სურვილი, შექმნას რაიმე ორიგინალური, გამორჩეული. შეიძლება ექსპერიმენტი არ გამოგივიდეს, მაგრამ ხომ უნდა სცადო მაინც.

- ქართულ ლიტერატურაში მწვავედ დგას კრიტიკოსის და რედაქტორის პრობლემა. როგორც ლიტერატურათმცოდნე, ამას რით ახსნიდით?

- წესისამებრ, ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, ვიდრე ისტორია დაიწერება, თავის სიტყვას ამბობენ კრიტიკოსები, თუ ავტორი კრიტიკის ხედვის არეში ვერ მოხვდება, იგი დარჩება ლიტერატურული პროცესების მიღმა. 90-იანი წლების საქართველოში ლიტერატურული კრიტიკის ადგილი დაიკავა სოციალურმა კრიტიკამ, რომლის შეწავლის ობიექტი იყო არა პოეზია, არამედ, პოეტი, როგორც სოციალური ინდივიდი, ამ ტალღამ ჩაიარა, ახალ თაობაში ჯერჯერობით არ ჩანან კრიტიკოსები. საბედნიეროდ, გვყავს წინათაობელი საუკეთესო პროფესიონალი კრიტიკოსები თეიმურაზ დოიაშვილი და ლევან ბრეგაძე, მათი მომდევნო თაობიდან - როსტომ ჩხეიძე, თამაზ ვასაძე, გია არგანაშვილი, ნუგზარ მუზაშვილი და სხვანი. საინტერესოდ მუშაობს მარსიანი, თუმცა ბევრ რამეში არ ვეთანხმები.

ბეჭდვით ლიტერატურულ საშუალებებში, მათი სიმცირის გამო, პოეტის დაფიქსირება ნაკლებად ხდება. ლიტერატურულ პერიოდიკაში რედაქტირებული, სელექციაგავლილი ავტორები ხვდებიან და არსებობს გარკვეული ნორმები და შეფასების კრიტერიუმები. რასაკვირველია, ჩემთვის როსტომ ჩხეიძის ჟურნალში ერთი პუბლიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიტერატურულ საიტზე დადებული 100 ლექსი. ლიტერატურული საიტი მოწოდებულია, დააკმაყოფილოს პოეზიის მოყვარულთა ფართო და მრავალფეროვანი საზოგადოების მოთხოვნილება, და ამგვარი საიტები პროფესიონალი ავტორებისათვის ნაკლებად არის განკუთვნილი, თუმცა კი, ქართული სივრცე იმდენად პატარაა, ბეჭდვითი გამოცემები კი იმდენად მცირე, რომ პროფესიონალიც და დილეტანტიც ერთად არის ამ საიტებზე თავმოყრილი. ნაწარმოებზე კომენტარს იმის მიხედვით ვტოვებ ხოლმე, პროფესიონალთან მაქვს საქმე, თუ დილეტანტთან.

- ლიტერატურული საიტებზე თავმოყრილი ნაწარმოებების ხარისხზე არცთუ დადებითი მოსაზრებები არსებობს, თუმცა კი, თქვენც თანამშრომლობთ მათთან.

- ლიტერატურული საიტი არ არის პროფესიონალთა ვირტუალური თავშესაფარი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პროფესიონალმა მას არ უნდა შეხედოს. თუნდაც იმიტომ, რომ იცოდეს, რა ტენდენციებია და კიდევ, მას აქვს ალბათობა იქ თავის მკითხველს შეხვდეს. საიტი მკითხველთა ფართო სპექტრს მოიცავს და ვისურვებდი, უფროს თაობას დაეძლიოს კომპიუტერის ბარიერი, რათა თაობებს შორის წყვეტილობის ამგვარი ილუზია არ იქმნებოდეს.

როდესაც ვსაუბრობთ ქართულ პოეზიაში მაგისტრალურ და მარგინალურ დინებათა ურთიერთობაზე, უნდა ვაღიაროთ, ეს ორი დინება ჩვენთან მაინც მუდმივად პარალელური და ჩანაცვლებადია და მათ შორის გადამწყვეტი კონფლიქტი არასოდეს მომწიფებულა. დღევანდელი პროცესების დინამიკაზე დააკვირვება მაფიქრებინებს, რომ დადგა მომენტი, როცა მარგინალური დინება მზადაა, დაიკავოს მაგისტრალის ადგილი და თავის ზურგზე იწვნიოს ის სიმძიმე, რაც მაგისტრალს მოჰქონდა.

-ახალმა თაობამ რა ახალი ღირებულებები მოიტანა?

-ტრადიციულად, ქართული პოეზიის ღირებულებათა შკალაზე პირველ ადგილზე იდგა პარტიოტული ლირიკა, მეორეზე - სატრფიალო. პატრიოტულმა აქტუალობის ხარისხი დაკარგა, სამოქალაქო და ყოფითი ლირიკით ჩანაცვლდა, ხოლო სიყვარულის ერთი ნარატივი ჩაანაცვლა მეორემ, რომელიც გარეგნულად ეროტიული პლანის გამძაფრებით გამოირჩევა, არსობრივად კი თითქმის იგივეა. ლიტერატურულ საიტს ასეთი ლოგოც კი შეიძლება დავურთოთ: "ადამიანს აქვს თვითგამოხატვის უფლება. პოეტი-ადამიანია!"

ლექსი გახდა მეტად გულწრფელი, გულწრფელობის გამო აღარავინ ფერხდება, აღარავინ ისჯება. რასაკვირველია, ხელოვნებას ნორმალურზე მეტად ანომალური მოვლენები აინტერესებს, ამიტომ მიეცა რა თავისუფლება თანამედროვე ხელოვანს, იგი საუბრობს თავის ტკივილზე, ცოდვაზე და დანაშაულზე, და აღარ სჭირდება წარმოადგინოს საკუთარი თავი გმირად, ანუ "მე" - იდეალად. ტრადიციულად, მთელი ქართული ხელოვნების ნაკლი იყო ქალის იდეალიზაცია. დღეს ეს პრობლემა აღარც დგას, მაგრამ თანამედროვე ქართულ პოეზიაში გულწრფელობა, როგორც მხატვრულ-ესთეტიკური თამაში რეალურმა, სოციალურმა გულწრფელობამ ჩაანაცვლა. მაგრამ დგება პრობლემა: რამდენად ღირებულია პროდუქტი, რომელიც ამის შედეგად მიიღება? რას მატებს იგი პოეზიას-სიტყვიერი ხელოვნების დარგს?

ასე გამოიყურება ჩემთვის დღევანდელი ქართული პოეზიის პრობლემატიკა ინტერნეტის ვირტუალური სარკმლიდან და ეს ცხადია, სრული სურათი ვერ იქნება.

Posted by: nino darbaiseli 31 Jul 2008, 21:25
QUOTE (strixnina @ 1 Jul 2008, 01:51 )
BAUSHKE_
მოდი ვიმღეროთ პარაში
სადიდებელი პარაშის
ანუ ამ თემის. მე ბანი
ვიქნები, შენ კი - ებანი.
ისე ორივე ხარაში.
ვით კაკლის ორი ლებანი,
აეხლა ვფიქრობ: ვა, რა შიგ
მაქვს მე საცოდავს....

biggrin.gif

ეს თემა ისე მოგერგო,როგორც რო ხმალს ქარქაშია.
პარაშას მჯდომის ულუფა, ნუ გეგონება,ქაშია.
ბარაქიანად გაძღება,ვისაც რო ბარაქა შია.
ძვირად დაგიჯდა გარევა მოლექსეთ მარაქაშია.

Posted by: kukuruku 1 Aug 2008, 01:17
ნინო დარბაისელის სტილი ,,ვარდისფერი ავტობუსის" პოეტებისას მაგონებს. ხომ არ ჩაგვება ეს თემა იმას, ვაგონივით და გამოვიდოდა ,,ვარდისფერი ტრამვაი" . ჰა, ცუდი აზრია? mo.gif

Posted by: BAUSHKE_ 1 Aug 2008, 01:21
თან ვარდისფერ ფერს დატვირთვა გაუმუქდება არა, kukuruku ?



Posted by: kukuruku 1 Aug 2008, 01:25
BAUSHKE_
აწი შენ შეღებე როგორც გინდა, მე ჩავაბათ მეთქი, ჩემი მოკრძალებული წინადადება შემოვიტანე user.gif

Posted by: nino darbaiseli 5 Sep 2008, 20:14
ეე=ჰ,სადა ხართ ჩემო ტურა-მელებო?
როგორ ვხალისობდით!მომენატრა თქვენთან ,,ომი''.
ფორუმზე აქამდე ვეღარ შემოვდიოდი.
ნეტა ხომ მშვიდობით ხართ!


Posted by: ლოლიტა 5 Sep 2008, 20:29
QUOTE
პოეზია

QUOTE
წინათქმა

givi.gif


გვარი აღარ მახსოვს, წიკლაურია მგონი, მზიან ღამეში ლიტერატურულ წრეზე რო გამოდის ლექსების წასაკითხად და რო იწყებს მოყოლას როგორ მივიდა ჯიხურთან და გაზეთი იყიდა, ჰოდა შალვა ეკითხება პროზაზე თუ გადახვდიო და ამან არაო, წინაათქმააო. რათ უნდაო ლექსს წიანთქმა, ბარათაშვილის მერანი პირდაპირ ეგრე არ იწყება "მიქრის მიმაფრენს.."
წიკლაურმა მე და ბარათაშვილი ერთი არ ვართო. მართალი ხარო, ნამდვილად არის თქვენს შორის ცოტა განხსვავებაო biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 5 Sep 2008, 20:54
გაიხარეთ! რა კარგი ამბავი გამახსენეთ!

Posted by: nino darbaiseli 12 Sep 2008, 23:05
ეს ლექსი ძალიან ძველია,ათასჯერ მივუბრუნდი.განსაკუთრებით პირველმა სტროფმა მაწვალა ,რადგან ყოფით დიალოგებში სხვადასხვა ხმების,ინტონაციების ,ხასიათების მოხელთება გამიჭირდა.ბოლო სტროფი თავიდანვე ადვილად გაიმართა.. ახლა ვფიქრობ,საბოლოო ვერსიაა.აღარაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ.



მათე-პამპულა

-ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?!
დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა!
-პამპულ,სადა ხარ? აჰა - ფული,აფთიაქიდან
მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა!
-სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ,შე დაჩაგრულო!
-პამპულ,გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”!
-აბა, რას ნიშნავს პრევენცია ან პრეამბულა?
-აინშტაინი უნდა გერქვას,არა - პამპულა!
-პამპულ,გილოცავ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები?
ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები...
-პამპულ,ეს ჭიქა დაგვილიე,ერთი დაგვლოცე!
ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?

-თქვენ გაიხარეთ,გაგიმარჯოთ! ..აი,დავცალე.
მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ,სადაც იქნებით!

ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა,
წვიმდა და წვიმდა,მარტის ქარში წვიმა გაბმულა.
დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული,
ბიჭებს ქუჩაში უპოვნიათ თურმე პამპულა.
უგონოდ იყო,ვერ უცნია თურმე ვერცერთი,
კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა.
როგორ უარეს!იმ სარდაფში ღამეც უთიეს,
მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა.
მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა,
ისმოდა ერთი ჟრიამული,ძაღლების ყეფა.
ბრძანა თამადამ,რომ პამპულა ყველას დააკლდა,
და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა,
შემოსწრებულმა,”ეჰ,ყველანი პამპულები ვართ”-
- თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა.
გამოთვრა ყველა,აირია მერე ქელეხი,
მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.

ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი.
ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა.
სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი,
მათე რქმევია,ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”.
ისმის გალობა,კაბადონი მრავალხმიანობს,
თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა.
სანთლის კვამლივით მიირწევა,ღრუბლეულს ასცდა,
ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა,
სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში,
ვინც შეიფარა,ვინც შეიტკბო ან დააპურა,
-პამპულ,ცოცხლებში ჩაიფრინე!-ეტყვიან, ვიცი,
და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა.

Posted by: chorven:) 13 Sep 2008, 01:00
ჩემი ოცნების მამაკაცის პროტოტიპია მათე -პამპულა, სულ ვიძახდი, რუსს უნდა გავყვე მეთქი bis.gif

Posted by: nino darbaiseli 13 Sep 2008, 10:38
QUOTE (chorven:) @ 13 Sep 2008, 01:00 )
ჩემი ოცნების მამაკაცის პროტოტიპია მათე -პამპულა, სულ ვიძახდი, რუსს უნდა გავყვე მეთქი bis.gif

ნინო დარბაისელი:პამპულას ეროვნებაზე აქამდე არ დავფიქრებულვარ.საინტერესოა,რატომ მიიჩნიეთ რუსად?
ტექსტის მონაცემებით,იგი სულ ერთხელ იღებს მკითხველის გასაგონად ხმას და მაშინაც ტრადიციულ ქართულ''კლიშე-სადღეგრძელოს'' წარმოთქვამს.
მისი ნამდვილი სახელიც და შერქმეულიც ქართულია
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი:
პამპულა /პამპულასი/,/საუბ./ ვინც სხვის გასართობად მასხარაობს და იმანჭება.-ტაკიმასხარა.
''პამპულაობა'' ასევე ეწოდება ერთ ქართულ თამაშსაც ბურთით:მოთამაშენი წრიულად განლაგდებიან,ერთი მათგანი -''პამპულა'' ცდილობს , ბურთი,რომელსაც მოთამაშენი ერთმანეთს ესვრიან ,ხელში ჩაიგდოს,რათა გამოვიდეს წრიდან და მის ნაცვლად ის გახდეს ''პამპულა'',ვისი ნასროლი ბურთიც მან დაიჭირა.
ჩემი წარმოდგენით, ლექსის მთავარ პერსონას ეს სახელი ბავშვობიდან იმიტომ შერჩა,რომ თანატოლებთან თამაშისას სულ წრეში უხდებოდა ყოფნა,თავისი არააგრესიული ბუნების გამო,ვერ ახერხებდა, ეყოჩაღა,გამკლავებოდა მოთამაშეთა ''სპორტულ'' ფანდებს, ხრიკებს, ხელიდან გამოეგლიჯა ბურთი ვინმესთვის და ა.შ.
* * *
ჭა : ნამდვილად, ერთი ჩვეულებრივი, თბილისური ამბავია,-ლამაზად ნათქვამი
ჩვენს უბანში, "ხევხევა" იყო მასეთი-მასზეც დაიწერა რაღაცეები-მე მგონი ისინი თავიაანთი
მათხოვრული ცხოვრებით, უკვდავებას ყიდულობენ ღვთისგან...


გამრავლების ტაბულა: გიჟი მარგოს სცენები... არ მიყვარს დუმბაძე მაგრამ ძალიან ძლიერი ასოციაცია გამიჩნდა ეხლა...
იმედია ,არ გეწყინებათ ერთი-ორი სიტყვა რომ ჩავაკვეხო.
მეზობელი მყავდა, პირობითად - გიჟი. პირობითად იმიტომ, რომ არა-ჩვეულებრივ, რაღაცით გამორჩეულ ადამიანებს რატომღაც გიჟებს ვეძახით. ვთქვათ - ცოტა ბავშვურად აზროვნებს - გიჟია. ან დადის და თავისთვის ბუტბუტებს - გიჟია. გამრავლების ტაბულას ვერ სწავლობს - ეგეც გიჟია. ჭკუასუსტიც გიჟია, სხვებზე თბილი და ალერსიანი ადამიანიც - გიჟია. მოკლედ, ჩვენს გემოვნებასა და სტანდარტებში ვინ ვერ ჯდება - ყველა გიჟია. ძალიან ცნობილი და გასაგები მაგალითი - გიჟი მარგო, დუმბაძისეული.
ამ ჩემს გიჟს დედაც ჰყავდა და მამაც, ძალიან წყნარი და უწყინარი ტიპი იყო. დილით გამოვიდოდა, გამოიტანდა ბურთს და საათობით უბრახუნებდა კედელს, მაგისი ბრაგაბრუგი გვაღვიძებდა მეზობლებს. საღამოს გამოიტანდა ''ვეფხისტყაოსანს'', მიჯდებოდა ჩრდილში, სადღაც კუთხეში და კითხულობდა. სწორედ რომ ,ვეფხისტყაოსანი იყო. დედამისი ქართულს ასწავლიდა და ის საზღვრავდა შვილის ლიტერატურულ გემოვნებას. "გიჟად" იმიტომ ვთვლიდით, რომ არასოდეს თამაშობდა თავის ტოლებთან და რაღაცნაირი, თავისებური ლაპარაკი იცოდა. პირველად თვითონ არასოდეს დაიწყებდა საუბარს და თუ რამეს ჰკითხავდი ... თითქოს ნორმალურად პასუხობდა.... მოკლედ რომ ვთქვა, აშკარად ვერ იყო .
მეზობელ უბანში ცხოვრობდა გიჟი გოჩა. არავის ერჩოდა, დადიოდა მთელი დღე ქალაქში, მიწას ჩასჩერებოდა, თავისთვის ბუტბიუტებდა რაღაცეებს,ვინმეს რომ მიუახლოვდებოდა ხმას აუწევდა ხოლმე, სულ ოდნავ, იმ მეორესაც რომ გაეგო მისი ლაპარაკი... ერთი ფრაზა მახსოვს მისეული: "ჭლექი... საქართველოს ისტორიიდან... ჭლექი". ბავშვებს ეშინოდათ და ერიდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ მისი უწყინარი ხასიათი. ზურგს უკან დასცინოდნენ კიდეც. ის კი დადიოდა წვერმოშვებული, დაფიქრებული, ჭუჭყიანი ფეხებით და ფლოსტებით..... მაინც დადიოდა....
რაღაც ამდაგვარია ეს მათე-პამპულაც. ყველგან არიან ასეთი "გიჟები", ანუ რაღაცით განსხვავებული ადამიანები. ზოგი გრძობს ამ განსხვავებას, ზოგი ვერა. მათ მიმართაც სხვადასხვაგვარი დაოკიდებულებაა, ზოგი უყვართ, ზოგი ეცოდებათ, ზოგის ეშინიათ.... არაფერია იმაში არაბუნებრივი, რომ ასეთი განათლებული, ნაკითხი ადამიანი პამპულობს და სხვების დასახმარებლად აღმა-დაღმა დარბის. ზოგჯერ ასეთი ადამიანები გამოირჩევიან არაჩვეულებრივი გონებრივი მონაცემებით, ერთი მხრივ და, სამყაროსადმი ძალზე გულუყბრყვილო და სუფთა დამოკიდებულებით, მეორემხრივ. მათი წარმოსახვა არ არის ისეთი შერყვნილი და შებოლილ-დამახინჯებული, როგორც კაცობრიობის "უკეთესი" ნახევრის, არამედ პირველყოფილად მარტივი და დაუმახინჯებელი ხედვა აქვს. ინებეთ კიდევ ერთი მსგავსი მხატვრული მაგალითი - "წვიმის კაცი". და მეორეც - "მე სემი ვარ"............... მე არ მგონია, რომ ეს არ არის სიბეჩავე და ადამიანის ჩაგვრა......... რა თქმა უნდა, სასურველია ამ შესაძლებლობების უკეთ გამოყენება და განვითარება, მაგრამ მას სჭირდება თავდადებული შრომა და დიდი დახმარება სხვებისგან (როგორც, მაგალითად, დიანა ღურწკაიას დაუდგა მხარში საკუთარი ძმა). პამპულასნაირი უპატრონო ადამიანების ხვედრი კი ისეთია (სამწუხაროდ), როგორც ზემოთაა აღწერილი.

ნინო დარბაისელი:გამრავლების ტაბულავ``,ძვირფასო! რა კარგი კომენტარია!როგორ ზუსტად იგრძენით და დაინახეთ,რისი გადმოცემაც მინდოდა!
``მე ვარ სემი`` -ჩემი უსაყვარლესი ფილმია,ასევე ``წვიმის კაციც``.
მადლობელი ვარ!



გია გეგია:ნინო, პამპულა - სულიერად ავადმყოფია(გიჟია) თუ უბრალოდ უთვისტომო, საწყალი ადამიანია...

ნინო დარბაისელი:გია გეგია ძვირფასო!
დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ცნობილია,რა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლექსის პირველ წინადადებას .ეს ლექსი იწყება მხატვრულად არაეფექტური ,მაგრამ აუცილებელი წინადადებით,რომელიც დასაწყისშივე უნდა თქმულიყო პამპულას შესახებ: ``ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?!``
პამპულა რომ სულიერად ავადმყოფი ყოფილიყო,რომელი მშობელი ანდობდა პატარა ბავშვის გამოყვანას საბავშვო ბაღიდან?
მე ასე წარმომიდგენია:,პამპულას ,რომელიც ბავშვობიდანვე იმ ეზოში იყო გაზრდილი.მამა თავიდანვე არ ჰყოლია,სარდაფში მცხოვრები დედაც ადრე გარდაეცვალა და ეზომ უპატრონა. წიგნებს სულ კითხულობდა სიმარტოვეში,მაგრამ განვითარების გარკვეულ ასაკში,როცა მოზარდ ვაჟში თვითდამკვიდრებისთვის საჭირო აგრესია გამომუშავდება, მასში რაღაც შეფერხება მოხდა ისევ იმის გამო,რომ სამადლოდ იზრდებოდა,ვისაც როგორ შეეძლო და ეცალა,ისეთ ყურადღებას გამოხატავდა ,ოჯახებში შინაურად მიაჩნდათ,დალაგებაშიც იხმარიებდნენ...
თუ დაუკვირდებით,მას კი ეხუმრებიან,მაგრამ ბოროტად არ დასცინიან.მისდამი არააგრესიულები არიან..
მისი მთავარი თვისება განუწყვეტელი სიყვარული და მადლიერებაა ეზოს,თავისი პატარა სამყაროსადმი.
პამპულა გაზაფხულზე იღუპება.რატომ მაინცა და მაინც გაზაფხულზე?! ეს ის დროა,როცა ხშირი წვიმებით, ავდრებით გულგაწყალებული ადამიანები ბინებში არიან შეკეტილნი,ეზოში რახანია ,არავინ გამოდის,პამპულასაც ვერ აქცევენ ყურადღებას,რაღაცნაირად მიავიწყდებათ...
თანაც, თუ დაკვირვებიხართ, ჩვენებურმა გაზაფხულმა როგორი სიკვდილიანობა იცის,ნაზამთრალ ავადმყოფებს ერთიანად რომ დარევს ხოლმე ხელს.
ადრე მრავალ თბილისურ ეზოს,უბანს ჰყავდა ასეთი ადამიანი,მე კონკრეტული სახე შევქმენი მათი საერთო თვისებებისგან.
მე მჯერა,რომ ასეთი ადამიანნი ნეტარ არიან...

გია გეგია:ეს განმარტება და ლექსის პრეამბულა განსხვავდება ერთმანეთისგან....
...უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პამპულა(აქვე მინდა ვთქვა - სახელი პამპულა, კარგად(უდაჩნა) არის ,,დაჭერილი``), გენიოსია(,,გენიოსა`` კი არა), ტალანტია(,,ა, ტალანტი`` კი არა).

რატომ შემექმნა?

დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა!
მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა!
-აბა, რას ნიშნავს პრევენცია ან პრეამბულა?
(დარწმუნებული ვარ მეზობლების 90% არ იცის)
-აინშტაინი უნდა გერქვას,
-პამპულ,გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”!
(ეს უკვე მეტის-მეტია, პამპულა თუ ,,ჩაკრულოს`` და ,,ოროველა``-საც ,,ყველი და პურივით`` მღეროდა, მექმნება აზრი, რომ მათე კი არარის პამპულა, გეგიაა პამპულა).

რატომ?

ვფიქრობ, ნინო, თქვენმა გადაჭარბებულმა ,,მოფერებამ`` პამპულა, ვერ ,,აქცია`` დაბეჩავებულ, დაჩაგრულ ადამიანად...გაგექცათ ,,ის`` რაც გინდოდათ რომ გეჩვენებინათ...

აი, განმარტებაში კი უკვე დავინახე - ,,ადრე მრავალ თბილისურ ეზოს,უბანს ჰყავდა ასეთი ადამიანი``.

ნინო დარბაისელი:პამპულა დაბეჩავებულად ,სწორედაც რომ, არ გრძნობს თავს.
ის უყვართ!
მასზე ზრუნავენ!
თავად კი ბედნიერია იმით ,რომ მეზობლებისადმი მადლიერების გამოხატვის რაღაც საშუალება ეძლევა..
ის,რომ მეზობლებმა არ იციან ,რა არის პრეამბულა ან პრევენცია, აქ არაფერს ნიშნავს.მათ შესაძლოა,ყური მოკრეს ამ სიტყვებს.რაც არ უნდა უპასუხოს პამპულამ,მაინც აღტაცებულნი დარჩებიან,შეაქებენ.მათ ხომ იციან,თვითონ თუ ვერ იცლიან წიგნებისათვის,სარდაფში მარტო მცხოვრები პამპულა სულ რაღაც წიგნებს ეზიდება.
თანაც ადამიანებს უყვართ და სჭირდებათ ასეთი სოციალური მითები მის შესახებ,ვინც უყვართ. ნუთუ თქვენ არასოდეს გსმენიათ,როგორ აზვიადებენ ისინი პამპულასნაირი ადამიანის რეალურ მონაცემებს,თითქოს უნდათ ამით მსმენელში გაოცება,რაღაც აღიარებისმაგვარი გამოიწვიონ.
ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში არაერთი ასეთი ეპიზოდი მეგულება.


ნეკერა:ჩემთვის "გიჟი" არაორდინალურის აღსანიშნავი სიტყვა უფროა ძალიან ხშირად ვიცი ხოლმე თქმა "აუ, იცი რა გიჟია?" ოღონდ ამ წინადადებაში არ ვდებ ავადმყოფობას, არამედ მის განსაკუთრებულობას.

ქალბატონო ნინო, თქვენი ლექსებიდან ყველაზე მეტად მომეწონა, ოსტატობა სხვებსაც არ აკლიათ ხოლმე, მაგრამ ეს ყველაზე ემოციური ლექსი იყო.

Posted by: chorven:) 13 Sep 2008, 12:34
nino darbaiseli
QUOTE
პამპულას ეროვნებაზე აქამდე არ დავფიქრებულვარ.საინტერესოა,რატომ მიიჩნიეთ რუსად?

რას ბრძანებთ, შეხედავ, ეგრევე მიხვდები, რომ რუსია, თანაც ისეთივე "დასტუპნია" როგორც ზოგადად რუსი მამაკაცები ცოლების ხელში
QUOTE
მისი ნამდვილი სახელიც და შერქმეულიც ქართულია

მათე სულაც არ არის ქართული სახელი, მატვეი ერქვა იმ ადამიანს! პამპულა კი, პამპულა აქ შეარქვეს

Posted by: nino darbaiseli 13 Sep 2008, 13:16
მათე მახარებლის ბიბლიური სახელი ებრაულად სულ სხვაგვარად წარმოითქმის,ასევე ძველბერძნულადაც, სხვადასხვა ქრისტიან ერშიც სხვადასხვა ჟღერადობით და დაწერილობით არის გავრცელებული.
თქვენ ისე ჩანხართ დარწმუნებული ,თუ რა ერქვა პამპულას სინამდვილეში,ადამიანი იფიქრებს,რომ იცნობდით კიდეც.
არადა, იგი ჩემი პოეტური ფანტაზიის ნაყოფია,კრებითი სახე ყველა იმ ადამიანისა, მეგობრისა თუ ნაცნობისა,/და მათ შორის - ჩემიც/,ვისაც გულუბრყვილოდ უყვარს გარემო,რომელშიც არსებობა უხდება,სულ მადლიერების გრძნობა ებადება ყველასადმი,სულ ვიღაცის საამებლად და სასარგებლოდ დარბის აღმა-დაღმა,დანარჩენებს კი ,როცა ვერ ხედავენ და არ სჭირდებათ,უბრალოდ,ავიწყდებათ იგი.

Posted by: nino darbaiseli 22 Sep 2008, 22:53
როგორ ვმუშაობ ლექსზე
/ციკლიდან:''როგორ ვიყავი პოეტი''/


უნდა ვაღიარო, რომ არასოდეს მივეკუთვნებოდი იმ ბედნიერ პოეტთა რიცხვს, რომელნიც შეიძლება ''მუზის ნებიერად'' იწოდებოდნენ.იმთავითვე ჩემი ყოველი ლექსი ხანგრძლივი ფიქრისა და მუშაობის შედეგია., საწყის ეტაპზე , ჩვეულებრივ, მაქვს ხოლმე ის, რასაც ანგლო-ამერიკულ ლექსმცოდნეობაში''პრე პოემს '' ანუ წინარე ლექსს უწოდებენ. ეს არის რაღაც მონახაზი, ,რამდენიმესტრიქონიანი რიტმული ჩანაწერი,რომელიც შესაძლოა, გარითმულიც იყოს ან ფრაგმენტი პირადი დღიურიდან ,რომელსაც არცთუ რეგულარულად ვწერ.შემდგომ ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა არის საჭირო, რომ ეს ფრაგმენტი ლექსს საფუძვლად დაედოს.(ყოფილა შემთხვევები, რომ მუშაობის პროცესში საწყისი კონცეპტი უკუმიგდია და სრულიად სხვა მიმართულებით წამიყვანია ლექსი).

როცა თემა მონიშნული მაქვს, ვიწყებ ლიტერატურის დამუშავებას, ახლიდან ვეცნობი, შეძლებისდაგვარად, ყველა იმ ქართულს თუ უცხოურ ლექსს, რომელიც რაღაცით უკავშირდება ჩემს ჩანაფიქრს, ვეძიებ ახალ მასალებს.ვაანალიზებ, ვცდილობ დავადგინო, რა ეტაპამდე არის დამუშავებული ჩემთვის საინტერესო კონცეპტი, რა შეიძლება შევმატო მას, როგორც პოეტმა ინდივიდმა.თუ დავადგენ , რომ რაღაც საჩემო მართლაც არსებობს, ვიწყებ მუშაობას ლექსიკონებში. ვაგროვებ სიტყვიერ მასალას, ვადგენ მნიშვნელობებს, ვცდილობ, შემოვსაზღვრო კონოტაციური ველი.

ჩემი სამუშაო ფურცელი თავდაპირველად ასე გამოიყურება:ფურცლის შუაში არათანამიმდევრულად, ერთმანეთს მოსდევს სიტყვათა სინონომები, ანტონიმები, ფრაგმენტები, ველებზე მეტ-ნაკლები წესრიგით ჩამოწერილი მაქვს ფრაზები, რომელიც სავარაუდოდ დამჭირდება.

როცა დავრწმუნდები, რომ კოლექტირების ანუ მასალის მოგროვების პროცესი ჩამოვიტოვე, ვიწყებ სელექცირებას, ანუ არჩევას ოპტიმალური ვარიანტებისა. ვსინჯავ, როგორ ჩაჯდებიან ისინი ჯერ მცირე კომპოზიციურ მონაკვეთებში, ამასობაში ლექსის უამრავჯერ გადათეთრება მიხდება. საშუალოდ ოციდან ოცდაათ ფურცლამდე.

(მერე ამ ფურცლებს სახსოვრად ვჩუქნი ჩემს ერთ უფროს კოლეგა-მეგობარს, რომელსაც მრავალი პოეტის მიერ ნაჩუქარ ასეთ ხელნაწერთა კარგი კოლექცია აქვს.აქ არ დავასახელებ ვინაობას, რადგან დარწმუნებული არა ვარ, ამჟამად დაინტერესებული იყოსიმ პროექტის დეტალების გამხელით, რომელზეც წლების მანძილზე მუშაობს).

განვაგრძობ:როდესაც ცალკეული , მეტნაკლებად დასრულებული ფრაგმენტები მზად მაქვს, ვიწყებ ფიქრს მთელი კომპოზიციის მონტაჟირებაზე., ვადგენ, რით სჯობია დაიწყოს ლექსი, როგორ განვითარდეს სახეობრივი დინამიკა, რომ ფინალამდე ეფექტურად მივიდეს.

ამ ეტაპზე მყოფ ნამუშევარს მე მოქანდაკეთა პრაქტიკაში ცნობილ სახელს ""ბალვანკას''ვუწოდებ''.და იგი ასე გამოიყურება:კომპოზიცია შეკრულია, მაგრაშ ცალკეული ფრაგმენტების კონფიგურაციის გამო საჭირო ხდება ცვლილებების შეტანა მათში, რათა საერთო ბმა ბუნებრივი გამოვიდეს.ამის გამო ხშირად მიხდება თითქოსდა დალაგებული პასაჟის მთლიანად "'აყირავება"'. ნეოლოგიზმებიც ანუ სიტყვები, რომელთაც თავად ვაწარმოებ, ქართული ენის ბუნების გათვალისწინებით, ამ დროს იბადება.მაგრამ ვიდრე მათ ლექსში შევიტანდე, ვცდილობ, რაც შეიძლება მარჯვედ ჩავსვა, სხვადასხვა დონის კავშირი დავუმყარო სხვა სიტყვიერ მასალასთან, რომ უცხო სხეულად არ გამოიყურებოდნენ.ამის გამო მიხდება ხოლმე დამატებითი სიტყვების, წინადადებების შეტანა ტექსტში.

ბოლო ეტაპის სამუშაო უკვე ხარაჩოების მოხსნაა, ანუ წაშლა იმისა, რაც თავისთავად, მხატვრულ ღირებულებას მოკლებული არ არის, მუშაობაშიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ საბოლოო ვარიანტს ხელს უშლის, სიმსუბუქეს ართმევს.როცა ამ ეტაპს გადავლახავ, ვამბობ ხოლმე, რომ როგორც იქნა, ''ლექსი ამოვასუნთქე''.
საბოლოო სამუშაო ინტონაციაა.სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების მორგება, რომ ლექსი უშუალობის შთაბეჭდილებას ქმნიდეს მკითხველში.ამ დროსვე ზუსტდება ლექსის გრაფიკა და პუნქტუაცია.
საბოლოოდ გადათეთრებულ ლექსს ''ვასვენებ'', ვცდილობ , რაღაც ხნით , გავგრილდე ,დავივიწყო, რათა''მტრული თვალით ''წაკითხვის საშუალება მომეცეს.თუ ამ ''მტრულ'', კრიტიკულ თვალს გაუძლო და მასთან საბოდიშო არაფერი აქვს.ვასკვნი, რომ გამომივიდა.და საკუთარ თავს ''ხელს ვართმევ''.

ცხადია, ეს ყოველივე ჩემი შემოქმედებითი პროცესის ყველა მხარეზე სრულ წარმოდგენას ვერ იძლევა, მაგრამ მეთოდის შესახებ კი , ვფიქრობ გარკვეული სურათი შეექმნება წამკითხავს, რომელიც შესაძლოა ჩემი, როგორც პოეტის "'თვითდემითოლოგიზაციამ "'ორჭოფულადაც დააფიქროს.მაგრამ რას ვიზამ!

ასე არამიმზიდველად გამოიყურება გულწრფელად გადმოცემული რეალობა.

Posted by: nino darbaiseli 14 Oct 2008, 09:32
ესსე
ჩემი სიყვარულის პწკარედი
/ერთი ლექსის ანალიზი/

საკუთარი ნაწარმოების ანალიზის წარდგენა მკითხველის წინაშე რაღაცით ძალიან ჰგავს იმას,რომ ვინმეს საყვარელი ადამიანის სურათის ნაცვლად რენტგენოგრამა უჩვენო.და მაინც,ამგვარი სურვილი განაპირობა გარემოებამ,რომ ძნელია წარმოიდგინო არა მარტო პოეტი,არამედ საერთოდ,ხელოვანი,რომელსაც არ რჩებოდეს ერთგვარი დაუკმაყოფილების გრძნობა,როცა ეცნობა სხვათა მიერ საკუთარი შემოქმედების შესახებ გამოთქმულ თუნდაც დადებით შეხედულებებს.
ამ სტრიქონების ავტორსაც,თუმცა თავი კრიტიკის ნებიერად მიაჩნია,არ ტოვებს ეს გრძნობა. მას ხშირად უფიქრია,რომ უმჯობესია,ლექსის გამოქვეყნება კომენტარებით ან დაწერა მცირე წერილებისა,სადაც ახსნილი იქნება ბევრი ისეთი რამ,რისი მხატვრული გადმოცემის ამოცანასაც ისახავს.
ქართულ პოეზიაში ამგვარი ტრადიცია არ /ან თითქმის არ/ არსებობს,მსოფლიო პოეზიიდან კი დანტეს ''ახალი ცხოვრებისა''და ედგარ პოს ''პოეზიის პრინციპების''დასახელებაც საკმარისია.
ცხადია,ლექსი,რომლის ანალიზსაც ახლა გთავაზობთ,საგანგებოდ ამ მიზნისათვის არ შექმნილა.

ჩემი სიყვარულის პწკარედი

დაშემოდგომდა/დადგა შემოდგომა/,

რა ლამაზი ხარ /შენ/,
ვისაც /ახლა/ ჩემი სიყვარულის ცოლი /მეუღლე/ გქვია!
როგორ მოდიხარ ხალხში /ადამიანებში/ -
- ამაყი და ოდნავ თავდახრილი,
როგორც ვარდი /უკვე/ მოწყვეტილი!

მოდი,დავაწყოთ ეს ჩანთები,
სადმე ჩამოვსხდეთ,
და მიამბე,
როგორ არის /ის/,
ვინც მე და შენ შეგვაერთა /დაგვაკავშირა/...

ვით ღელვა ნავებს,
ისევ მიმოყრის ფეხსაცმელებს შინშემოსული?
ისევ უყვარს უშაქრო ჩაი?
ისევ ბრაზდება,
ბიბილოზე თუ ეხებიან /შეეხები/?
არ მიგონებს? /არ ვაგონდები?/

მერე წავიდეთ ჩვენ-ჩვენი გზით /მიმართულებით/,
ვიაროთ ასე,
ვიდრე ყველანი
საბოლოოდ
იქ /?/ შევიყრებით /შევერთდებით,ერთნი გავხდებით/!


ლექსის ფაბულაასეთია:ლირიკული პერსონაჟი-ქალი დაშორდა შეყვარებულს,რომელთანაც,როგორ
ც ჩანს , /''ისევ ბრაზდება,ბიბილოზე თუ ეხებიან,/შეეხები/?''/ , ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
/ამ სახის პირველწყაროა რომაელი პოეტის კატულუსის ერთი ლექსი:''ო,კატულუს,გატანჯულო,დაანებე ჭმუნვას თავი'':
მიპასუხე,საყვარელო,ამა ქვეყნად რა მოგელის,
ნეტავ ახლა ვინ გიცქერის,მშვენიერო ქალთა შორის.
ვინ გაგიგებს ნეტავ ჩემებრ ან სიყვარულს ვინ გიწოდებს?
ნუთუ ვინმეს უალერსებ,ნუთუ ვინმეს უკბენ ტუჩებს!
შენ კი,შენ კი ო,კატულუს, შეუვალი უნდა დარჩე!
ლექსი გადმოვაქართულე ს.შერვინსკისეული რუსული თარგმანიდან/.
შემოდგომის ერთ დღეს ქუჩაში მიმავალმა ქალმა თვალი მოჰკრა ''თავისი'' სიყვარულის მეუღლეს .ამ შემთხვევამ გაახსენა განვლილი სასიყვარულო ურთიერთობა,ამ ურთიერთობამ კი -სიკვდილი,საიქიო ცხოვრება,რომელზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.სჯერა მხოლოდ,რომ ''ბოლოდ შეყარნეს მიწამან'' ისინი,ვინც ამ ცხოვრებაში ერთად არიან და ისინიც,ვინც აქ აღარასოდეს იქნებიან ერთად.სააქაო ცხოვრებაში ამგვარი ''შემყრელი'' არის გრძნობა-გონება ადამიანისა,აქ - ქალის ყოფილი შეყვარებულისა.
ერთობის,თანამყოფობის,ერთგვარ
ი კეთილგანწყობის მოტივი სიტუაციის გამო მტრად ქცეულ ადამიანებს შორის გამოხატულია ქართულ ხალხურ პოეზიაში /''იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა''/, ლიტერატურული პოეზიიდან გავიხსენოთ პ.იაშვილის ''ელენე დარიანი წერს ურალოდ და არეულად'':
ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
ჩემზე უბედურ ჩემი მეტოქის...
თანამედროვე ქართული ეროტიკული პოეზიის ძირები სწორედ ამ პოეტს უკავშირდება.საანალიზო ლექსის გმირიც ე.დარიანის სულიერი შთამომავალია.
ნაწარმოების ფაბულა და სიუჟეტი ერთმანეთს არ თანხვდება.ამბავი იწყება ქრონოლოგიური შუალედიდან,-''ახლადან'',გადადის წარსულში,ხოლო წარსულიდან - მომავალში.
ლექსის სათაურში:''ჩემი სიყვარულის პწკარედი'' ორი ასპექტი იგულისხმება.პირველი მიემართება შინაარსს.მოცემულია ცდა იმ თითქმის ბანალურობამდე მისული აზრის მხატვრული გადმოცემისა,რომ ის,რაც ჩვენს შინაგან სინამდვილეში /არ მინდა ,გამოვიყენო სიტყვა - სული/ არის ნამდვილი,სიტყვიერ ''ენაზე''
გადმოტანისას იქცევა თარგმანად,უფრო ზუსტად,პწკარედად,რომელიც ვერც ემოციურად,ვერც აზრობრივად ვერ დაეტოლება დედანს,უბრალოდ,გვიქმნის წარმოდგენას,საერთო შთაბეჭდილებას იმაზე - ''ნამდვილზე''.
მეორე ასპექტი,რომელიც ფორმას მიემართება,ასეთია:ლექსის გარეგანი ფორმა,გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენს იმიტაციას პწკარედისა,სადაც,ჩვეულებრივ,ჼbr />?რჩხილებში ისმება ის სავარაუდო მნიშვნელობები,რომელიც ამა თუ იმ სიტყვის,სახის დასაზუსტებლად გამოდგება.
ჩემს ლექსში ამ ხერხის მხატვრული ფუნქციაა,არა მარტო დააზუსტოს ნათქვამი,არამედ ზოგან,სხვა ჭრილში წარმოგვიდგინოს,სინონიმის მეშვეობით ''შეატრიალოს'' სიტყვის სემანტიკა..მაგალითად:''არ მიგონებს?'არ ვაგონდები?/ -ეს ორი ზმნა ,ერთი შეხედვით,შინაარსობრივად არ განსხვავდება ერთმანეთისგან,მაგრამ რეალურად პირველ სიტყვაში გამოხატულია ნება ადამიანისა,მოიგონოს ან არ მოიგონოს რაიმე,მეორეში კი - მოგონება თითქოს ამ ნებისგან დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.აქ სუბიექტია მთავარი პერსონაჟი-ქალი,რომელიც ცდილობს,შინაგანი ხმა მიაწვდინოს ყოფილ /უფრო ზუსტად - უცვლელ / შეყვარებულს .
ლექსის პოეტური მეტყველება ძირითადად საკომუნიკაციო ლექსიკას ეყრდნობა.გამონაკლისია დასაწყისი - ''დაშემოდგომდა'', რომელიც ნაწარმოებია ''დაზამთრდა-სა''და ''გაზაფხულდა-ს'' ანალოგიით. ''და''-ზმნისწინი ,განსხვავებით ა-,გა-,გადა- გადმო-საგან,პასიურია.გამოხატავს ერთგვარ მოდუნებას.ამ სიტყვასაც ორი ასპექტი აქვს.პირველი აღნიშნავს წელიწადის დროს,ხდება მოქმედების,სიტუაციის დროითი ლოკალიზაცია,მეორე გულისხმობს,რომ პერსონაჟი-ქალი ''დავიდა'' ზენიტური ,გაზაფხულური'' მდგომარეობიდან ''დაშემოდგომებამდე''.
ტროპის სახეებიდან ლექსში გამოყენებულია შედარება,მისი პირველი ნიმუში:''ამაყი და ოდნავ თავდახრილი,როგორც ვარდი, /უკვე/ მოწყვეტილი.'',ცოტა არ იყოს ,სახიფათო გზით არის მიღებული.სიტყვა ''ვარდს'' პოეტურ ''ენაში'' უკვე აქვს დადგენილი სტატუსი,სემანტიკური ველი.წესით,პოეტი,რომელსაც ორიგინალობის პრეტენზია აქვს,უნდა ერიდებოდეს ამ ტიპის სიტყვებით მხატვრულ ოპერირებას.ჩემთვის ეს არის რეტრო-ხერხი,ორიენტირებული მკითხველის პროვოცირებაზე,რომლის აღძვრაც,მხატვრული თვალსაზრისით,საჭიროდ მეჩვენება,რადგან სახე არატრადიციული მიმართულებით ვითარდება - ლაპარაკია უკვე მოწყვეტილ ვარდზე,რომლის სიამაყე და ოდნავი თავდახრილობა მაინც ფასადური პოზაა,ხოლო შიგნით დაწყებულია კვდომა.ვარდი მოწყვეტილია თავის ძირს,თანაც უ კ ვ ე მოწყვეტილი, /ამ მოქმედებას ინგლისური ზმნის ''პრეზენტ პერფექტი'' შეესაბამება/. "უ კ ვ ე მოწყვეტილობა'' მომწყვეტის უ კ ვ ე ასრულებულ სურვილზეც მიგვანიშნებს.
სახე აგებულია ანტიკლიმაქსის გზით,განწყობა დაღმავალია:ვარდი - ამაყი, თავდახრილი,მოწყვეტილი.
ამ შედარებიდან მეტაფორამდე ერთი ნაბიჟია.იგი წარმოადგენს შედარებად ''დაშლილ'' მეტაფორას:''ამაყო და თავდახრილო,ვარდო,/უკვე / მოწყვეტილო!''
მე ხელს არ მაძლევდა ეს მეტაფორული ვარიანტი,იკარგება სიტყვებზე ''/უკვე/ მოწყვეტილი'' აქცენტირების საშუალება,რადგან აქ ამაყო,თავდახრილო,მოწყვეტილო - ერთგვაროვანი სინტაგმებია. ამ ერთგვაროვნების შთაბეჭდილებას უფრო გააძლიერებდა მეორეპეონური ოთხტერფედი:

ამაყო და თავდახრილო,
ვარდო,უკვე მოწყვეტილო!

თანაც ლექსის დასაწყისში,სადაც ვცდილობ,აღვძრა პწკარედის შთაბეჭდილება.
მეორე შედარება:''ვით ღელვა - ნავებს,ისევ მიმოყრის ფეხსაცმელებს შინშემოსული?'' - ქართული პოეტური აზროვნებისათვის ცოტა უცხოდ გამოიყურება.საერთოდ,თანამედროვე პოეზიისათვის კი ორიგინალურად ვერ ჩაითვლება.,თუმცა ტენდენცია არაპოეტური საგნებისა და მოვლენების ''გაპოეტურებისა'' - არაესთეტიკურის ესთეტიზაცია დღეს დამახასიათებელია ქართული პოეზიისათვისაც /გავიხსენოთ ბესიკ ხარანაულის ''ვარდებისაათვის კი არ ვიხრები,პალოებს ვაძრობ.'' -''ხეიბარი თოჯინა''/.
ფეხსაცმლისა და სანაოსნო ტრანსპორტის მსგავსების იდეა ვისესხე ქსენია ნეკრასოვას ლექსიდან ''მეგობარს'',სადაც ფეხსაცმელებს,როგორც ხომალდებს,ოდესღაც შორეული ნაოსნობიდან მოჰყავდათ სატრფო,თუმცა ეს შედარება უფრო ''გავაპროზაულე'':თუკი ამ პოეტისათვის ფეხსაცმელი-ხომალდი სუბიექტია,მე ფეხსაცმელი-ნავი გავიაზრე,როგორც ობიექტი,საშუალება იმის საჩვენებლად ,თუ როგორი მღელვარება -''ღელვა'' შემოაქვს /შემოჰქონდა/ ჩემს ლირიკულ გმირში საყვარლის მოსვლას.
""ჩანთები'' -შეიძლება გაგებულ იქნეს,ერთი მხრით ,როგორც თითოეულის ინდივიდუალური ქვეცნობიერი სათავსი ,მეორე მხრით კი ,როგორც სიმბოლო ყოველდღიური ყოფისა,მძიმე ტვირთი,ვალდებულება,რომელსაც ჩვენ ვეზიდებით,როგორც რიგითი ადამიანები.ფიქრი სიყვარულზე,რაოდენ მჭმუნვარე და გაუხარელიც არ უნდა იყოს,არის ''დაწყობა'' ამ სიმძიმისა,მისგან თუნდაც დროებითი გამოხსნა.
თუმცა,როგორც დასაწყისში აღვნიშნე,ლექსი სიუჟეტურია,ვცადე,გავრიდებოდი
აღწერითობას.არცერთი წინადადება,გარდა პირველისა - ''დაშემოდგომდა /დადგა შემოდგომა/'' არ არის თხრობითი..ჭარბადააა კავშირებითკილოიანი ზმნები,კითხვითი ინტონაციები.
მოცემულია ცდა პუნქტუაციისათვის მხატვრული ფუნქციის მინიჭებისა ერთი მხრივ,ფრჩხილებით,მეორე მხრივ - კითხვის ნიშნის მეშვეობით:
'' საბოლოოდ იქ /?/ შევიყრებით,''.
თუკი ტრადიციულად პუნქტუაცია ემსახურება ლექსითი თუ არალექსითი ტექსტის ლოგიკურ და სინტაქსურ ინტონაციურ მოწესრიგებას,ეს ''უადგილო''კითხვის ნიშანი მხატვრულ-სემანტიკური ფუნქციისაა,ანუ გრამატიკული ტროპის სახეობაა.
ლექსის გრაფიკა თავისუფალია.გვაქვს ხუთი ვერტიკალური ბლოკი,მონაკვეთი,რომელიც სტროფულად გამიჯნულია შინაარსობრივი პრინციპით. აქედან პირველი -ერთსტრიქონიანია,დანარჩენი ოთხი კი ხუთ-ხუთ სტრიქონიანი..ეს უნდა გვაძლევდეს საფუძველს,ვილაპარაკოთ ლექსის სტროფულობაზე,მაგრამ არცერთი ეს მონაკვეთი არ არის რიტმულად თანაზომიერი დანარჩენებთან მიმართებაში,ისევე ,როგორც თითოოეულ მათგანში არ არის დაცული რაიმე რიტმული თანაზომიერება,ამიტომ ისინი უნდა მივიჩნიოთ არა სტროფებად,არამედ სტროფოიდებად.
პირველი ორი სტროფოიდი ეყრდნობა ფრჩხილებში მოთავსებული თავისუფალი ჩანართებით დესტრუქცირებულ ე.წ. დიდ და მცირებესიკურ საზომთა კომბინაციასანარჩენ სტროფოიდებში ეს ფრჩხილებიანი სიტყვები,პირიქით,არეგულირებე
ნ რიტმს.შემეძლო,ლექსის ბოლომდე შემენარჩუნებინა მათი''გამათავისუფლებელი '' ფუნქცია,მაგრამ ამით ის გაუცხოების ეფექტი,რომელსაც მათი გამოყენება ქმნის ლექსის დასაწყისში, თანდათანობით გადაიქცეოდა ბარიერად,თანაც ნაწარმოები დაკარგავდა რიტმულ ''სილაღეს''.
ამ ლექსის რიტმული თავისებურება გვიჩვენებს,რომ ჩვენს წინაა ერთერთი ყველაზე ''არათავისუფალი''სახეობა ვერლიბრისა - თავისუფალჩანართებიანი,პოლიმეტრული, სტროფოიდული ლექსი თავისუფალი გრაფიკით.
რაც შეეხება ინტონაციას,,მის თავისებურებას თავისუფალ გრაფიკასა და კითხვით წინადადებებთან ერთად ქმნის იგივე ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები,რომელიც ძირითადად სტრიქონის ბოლოს - რიტმულ-ინტონაციურად ძლიერ ადგილას არიან მოთავსებული და ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდიან ტრადიციასთან - ''ტონით დაბლა წევენ'' ამ სტრიქონთა ბოლოებს.
ამით ვამთავრებ ანალიზს, ვტოვებ რა ,ყურადღების მიღმა ყველა იმ მხარეს ლექსისა,რომელსაც,ჩემი ფიქრით, განსაკუთრებული,ინდივიდუალური მხატვრული ფუნქცია არ აკისრია.თანაც,აღარ მინდა გამოწვლილვითმა ანალიზმა მეტად ''გაამუქოს'' შთაბეჭდილება,რომელსაც აღძრავს რენტგენოგრამის ცქერა.
1989

Posted by: nino darbaiseli 21 Oct 2008, 21:55
პასუხი ქეთის


ჩვენი საქმე - წვალებაა!


ესსეში ''ჩემი სიყვარულის პწკარედი'' რენტგენოგრამის იდეა თომას მანის ''ჯადოსნური მთიდან '' ვისესხე.
ყოველთვის ცრემლებამდე მაღელვებდა ის ეპიზოდი,როდესაც მადამ შოშა საკუთარი ფილტვების რენტგენოგამას ჩუქნის მასზე თავდავიწყებით შეყვარებულ ახალგაზრდა ჰანსს ,იქ გადაკარგული მთის საავადმყოფოში,სადაც ყველა ტუბერკულიოზით არის დაავადებული.
პირველად ,როცა ჩემს ჩანაწერებში ''პრე პოემი ''ჩნდება,ეს ძლიერი,წრფელი განცდის,ან აკვიატებული ,პერსევერირებული რაღაც ფრაზის,ფრაზების შედეგია.ასეთი ძლიერგანცდიანი ჩანაწერებიდან ზოგი იმდენად პირადია ან არასაინტერესო,ჩემი თვალთახედვით,რომ ლექსად დამუშავებაზე დროისა და ენერგიის ხარჯვა ფუჭია.მერე ამ დღიურებს ახლიდან ვკითხულობ ხოლმე და რომელიმე ჩანაწერმა თუ მიიპყრო ახლიდან ჩემი ყურადღება,უკვე ვფიქრობ,როგორც ლიტერატურათმცოდნე -ლექსმცოდნე,რა ფორმა,გამომსახველობითი საშუალებები მოვუხდინო,რა ტექნიკური ამოცანა დავძლიო,რაიმე ,თუნდაც ჩემთვის ახალი,რომ მე წვალებად მიღირდეს,ლექსის ავ-კარგის მცოდნე მკითხველს კი წაკითხვად.მხოლოდ გულწრფელი გრძნობისა და აზრის გადმოტანა სუფთა ფურცელზე და თავისუფალი გრაფიკის მინიჭება ტექსტისათვის ჯერ კიდევ ცოტაა ,რომ იგი ლექსად იქცეს.მუშაობისას ჩემში მუდმივად ერთმანეთს ეტოქება ან ეთანხმება შემოქმედი და კრიტიკოსი.არის მომენტები,რომ შემოქმედი კრიტიკოსს ვერ უსაბუთებს იმას,რასაც ინტუიციით გრძნობს,მაგრამ იმდენად დარწმუნებულია,რომ კრიტიკოსი დათმობაზე მიდის,არის მომენტები,როცა კრიტიკოსი შეუვალია და შემოქმედს ''აცუნდრუკების''/ასე ვუწოდებ ამ განცდას/ უფლებას არ აძლევს.საბოლოო მსაჯული ისევ კრიტიკოსია.სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს, მიაღწია თუ არა ლექსმა იმ შესაძლო სრულყოფილებას,რომ შეიძლება დაიბეჭდოს.
კრიტიკოსს თავდაჯერებით,საქმიანად მიაქვს ლექსი რედაქციაში, ტოვებს,ემშვიდობება
ყველას ,გამოდის გარეთ,გადაადგამს რამდენიმე ნაბიჯს და...ვაიმე,მგონი რაღაც შეგვეშალა,დავბრუნდეთ,დავიბრუ
ნოთ! - შფოთავს შემოქმედი.
მქონია შემთხვევაც ,რომ რედაქციაში დავბრუნებულვართ და უკან წამომიღია თხუთმეტი წუთის წინ დატოვებული ლექსი,რაღაც მომიმიზეზებია..,ძირითადად კი შემოქმედი კრიტიკოსს ამ დროს კაფეში მიჰყავს და მისთვის ნამცხვრებს ყიდულობს,ტკბილეულით აწყნარებს ან რაიმე საჩუქრით ახარებს...
დაიბეჭდება ლექსი ,დახედავენ შემოქმედიც და კრიტიკოსიც და იმედგაცრუება ეუფლებათ.
-ეჰ,ხომ გეუბნები,არ ღირდა, - ეუბნება შემოქმედი კრიტიკოსს,მაინც არაფერი გამოვიდა.სტამბურმა ასოებმა ,ტირაჟირებამ საბოლოოდ ''გამოაცია'' ლექსი.რამდენჯერაც გინდა წაიკითხე,არაფერი საყურადღებო შიგ არ არის,ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი რაღაც გამოგვივიდა.
არა უშავს,-აწყნარებს კრიტიკოსი,ჩვენ ხომ ყველაფერი გავაკეთეთ,რაც შეგვეძლო,ეტყობა ამჯერად ეს არის ჩვენი მაქსიმუმი,ახლა კარგად დავისვენოთ და მერე ,გვიან რაღაც ახალი ვსინჯოთ.ჩვენი საქმე - წვალებაა!

Posted by: nino darbaiseli 28 Oct 2008, 19:50
გივი ალხაზიშვილი

ჩემი სკივრიდან:


დილისპირული“ და ოცი წლის წინანდელი პროგნოზი

„დილისპირული“ – ასე ჰქვია ნინო დარბაისელის ახალ კრებულს. წიგნში დაბეჭდილ ოცდაერთ ლექსს წინ უძღვის თამარ ბარბაქაძის წერილი „... და მაინც ცისკენ, „ბროლკრიალა მეცხრე ცისაკენ!“ თამარ ბარბაქაძე წვრილად მიმოიხილავს წიგნში გამოქვეყნებულ თითქმის ყველა ლექსს და აღნიშნავს: „დილისპირული“ სხვისთვის, ანუ საკუთარ თავზე ძვირფასი ადრესატისთვის, მკითხველისთვის შედგენილი კრებულია. ისევე, როგორც ხალხური „ძილისპირულები“, ნინო დარბაისელის მიერ შეთხზული ოთხი „დილისპირული“ („ეროტიკული დილისპირული“, „გრაფიკული დილისპირული“, „მაგიური დილისპირული“, „მოჩლექილი დილისპირული“) ქალური, დედური მზრუნველობითა და სინაზით არის ავსებული, სადაც სიყვარულს შეუწყვილებია ერთმანეთთან შიში და ნეტარება“. საინტერესოა თამარ ბარბაქაძის მოსაზრება წიგნის სახელწოდების გენეზისზე. იგი ხალხურ „ძილისპირულთან“ ერთად, თამამად ავლებს პარალელს „დილისპირულისა“ და „ალბას“ მსგავსების თაობაზე და გვაუწყებს: „რადგან ნინო დარბაისელის ლექსების უმრავლესობა (ძველიც და ახალიც) სიყვარულს ეძღვნება და, შუა საუკუნეების ტრუბადური ქალების მსგავსად, ისიც სიყვარულის თანამედროვე ტრუბადურია, რომელსაც ახსოვს და უყვარს შუა საუკუნეების ფრანგული პოეზიის წიაღში გაჩენილი სალექსო ფორმა „ალბა“, ანუ განთიადის სიმღერა, რომელიც XI საუკუნეში წარმოიშვა ტრუბადურების პოეზიაში, მერე კი მთელს ევროპაში გავრცელდა“.
ლიტერატურათმცოდნეს ეჭვის გამოხატვის სრული უფლება აქვს, მით უმეტეს, თუ ამის საბაბი, როგორც წიგნის სათაურში, ასევე ლექსების განწყობილებათა მოზაიკაში საგრძნობია. საინტერესოა ერთი მინიშნებაც, რომ „ფრანგი ტრუბადურები ხშირად ხმარობდნენ სიტყვებს: „გამოჭედვა“, „გამოჩარხვა“, დამუშავება“; ამიტომაც ისინი თავდადებით მუშაობდნენ სტილზე, ფორმის დახვეწაზე, ლექსის კეთილხმოვანებაზე, რითმაზე“.
ნინო დარბაისელის წიგნებში „ახალდედები“ (1987 წ.) და „ჩემი სიყვარულის პწკარედი“ (1994 წ.) ძირითადად თავისუფალი ლექსები, ეგრეთ წოდებული ვერლიბრებია დაბეჭდილი, რაც ვერლიბრის მაშინდელი ბუმის თუ გატაცების ერთგვარი ექო იყო. თუმცა მისმა ორივე კრებულმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება სითამამით, გულწრფელობით, ორიგინალური ინტონაციით და „არაპოეტური“, ვგულისხმობ „ლიტერატურშჩინისგან“ სრულიად განრიდებული თემატიკით. ეს თვისებები, საკუთარი ხმის დამკვიდრების ტენდენცია ბუნებრივად გადმოდის მის მესამე წიგნში „დილისპირული“ და კიდევ უფრო მძაფრდება უძველეს, კონვენციურ ლექსში სათქმელის ახლებურად გამჟღავნების მცდელობით. ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ლექსი „ეროტიკული დილისპირული“, რომლის პირველი, უფრო ვრცელი ნაწილი თავისუფალი ლექსია, ბოლო ექვსსტრიქონედი კი კლასიკური პოეზიის საყურადღებო ნიმუში:

რამ დააწყვილა ასე შიში და ნეტარება,
ან გული ჩემი სულ აკრძალულს რად ეტანება,
ან ასე მკაცრი რატომ არის ღვთის ნება ნეტა,
შენ მოგროვება გიწერია და მე ტარება?

ვერც საკუთარ თავს, ვერც ერთმანეთს ვერ გავექცევით.
დავრჩეთ, ძვირფასო, სამუდამოდ თავფეხშექცევით!

ორი სალექსო ფორმის, ვერლიბრისა და კონვენციური ლექსის თანაარსებობა ერთ ლექსში საინტერესო კონგლომერატს ქმნის, ხოლო ბოლო მელოდიური აკორდი, ერთგვარი ნოსტალგიაა დაკარგული ჰარმონიისა.
„გრაფიკული დილისპირული“ – ფაქტობრივად შეუმდგარ დიალოგზეა აგებული და სემანტიკური თვალსაზრისით – დიალოგური დინამიკა მოჩვენებითია, რადგან შვილის ყოველი შეკითხვა უპასუხოა, ამიტომაც დედის პასუხები იმ უმწეობის გამომხატველია, რაც შეკითხვებშია ჩამალული. შეკითხვები, რომელთაც პასუხი არ გააჩნია და დედის შიშნარევი სიტყვები, რომელიც მხოლოდ პასუხის ცდაა, სხვა არაფერია, თუ არა შიში, მარად რომ თან სდევს „გაზრდილ ბავშვებს“. ყველა ბავშვს, ადრე თუ გვიან უჩნდება მსგავსი შეკითხვები, რომელთაც ვერასდროს პასუხობს მშობელი და ბავშვის მომავალი ცხოვრებაც სხვა არა არის რა, თუ არა ამ შეკითხვებზე პასუხის ძებნა, ან სულაც ამ „მარტივ“ შეკითხვებზე წაყრუება, ხსოვნის იმ შრეებიდან ამოტივტივება, რომელთა დავიწყება დროდადრო მაინც სჭირდება ადამიანს.
„მოჩლექილი დილისპირული“ არა მგონია რაიმე კავშირში იყოს ფუტურისტულ გამოცდილებასთან, როგორც თამარ ბარბაქაძე მიიჩნევს, უფრო დედის წამღერებაა, რომელიც შვილს „ენის მოჩლექით“ ეფერება. საქმე გვაქვს ქაღალდზე გადატანილ „ზეპირსიტყვიერებასთან“, თავის ვერბალურ წარმომავლობას რომ ინარჩუნებს.
შემთხვევით არ გამხსენებია სიტყვა „წამღერება“: ასე წაიმღერებენ ხოლმე სიყვარულით გულავსებული დედები თუ დიდედები, ცხადია, განსხვავებულ ტექსტებს და ეს წამღერება, შეძლებისდაგვარად გარითმული, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ დიდი სიყვარულის გამომხატველია, არამედ იმ შიშის უარყოფის ცდაა, რაც მუდამ თან სდევს უსაზღვრო სიყვარულს. შეუძლებელია ამ ლექსში არ ამოვიცნოთ ხალხური ინტონაცია: „დედის თვალებს ფუი, ფუი!“, რომელიც ყოველგვარი ენის მოჩლექის გარეშე ფიქსირდება ლექსში და გაუცნობიერებელი, წარმართობისდროინდელი შიშის ნამცეცია. ამ განცდის პირველწყაროს ძებნა და მისი რელიგიური ბუნების ამოცნობა შეუძლებელია, ისე კი უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს შეგრძნება – ძვირფასი არსების გაუცნობიერებელი დაკარგვის შიში – მეტ-ნაკლებად ყველა დედის საკუთრებაა, რომელიც ნინო დარბაისელმა – პოეტმა-დედამ, თავისებურად გაგვიმჟღავნა ამ ლექსში. ნინო დარბაისელი ამჯერადაც საკუთარ ბუნებას ხატავს, ბუნებას, რომელიც კაცობრიობის ხნისაა. ეს შეგრძნება მრავალგზის აღემატება სიტყვებს: მშობლიური ინტიმი, იდილია, ჩვეულებრივი სიყვარული, რადგან სიყვარული მუდამ რაღაცის დაკარგვის შიშის შემცველია და ამგვარი მოლოდინის ჰორიზონტი თანაგანცდას აღძრავს მკითხველში.
შვილის მონატრებით აღსავსე სადა თხრობა მაშინ იძაბება, როცა გაოცებული კითხულობს:

ნეტა რა იქნა ჩემი თეო,
ისევ შენშია?
როგორც კურკა ხილში,
.......................................
ან როგორც ბუტკო –
ოდნავ ღია ვარდის კოკორში.

ციტირებულ სტრიქონებში ორად ორი სიტყვა „ოდნავ ღია“ (იგულისხმება „ვარდის კოკორი“) ზედმეტად ამხელს სათქმელს და ჩნდება ეჭვი, რომ „როგორც ბუტკო – ვარდის კოკორში“ – „ოდნავ ღია“-ს გარეშე უფრო ეფექტურია.

კენტო შროშანო,
ანგელოზო, ჩემო ფრთოსანო,
ფრიადოსანო...

ეს სამი სტრიქონი, გულუბრყვილოდ გარითმული სამსტრიქონედი, იმდენად ნაივურია, რომ შემთხვევითი რითმები, სულაც არაა თვითმიზნური და ვერბლანის არსებობის ილუზია ჩნდება.

მაგრამ რა ვუყო ამ ავ სიზმრებს
შიშსა და თვალთვალს,
ქვეყნად რამდენი ხიფათია –
მუდმივ მოლოდინს.

უკვე ვისაუბრე იმ უნებლიე შიშზე, რაც ამ ლექსში უფრო გამოიკვეთა და გაცხადდა. ამის დასტურია შემდეგი სამი სტრიქონიც, ერთგვარ დიალოგს რომ აგრძელებს დედასა და შვილს შორის და შვილის შეკითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება:

„დედი, მითხარი,
რატომ არის ცხოვრება ასე!“
რა გიპასუხო?

დედა-ავტორი, განა თვითონ არ აღიარებს, რომ:

მე არაფერი აღარ ვიცი, დედობის გარდა,
მაგრამ განა ვიცი დედობა?

როგორც მოგახსენეთ ნინო დარბაისელის „დილისპირული“ იმითაც განსხვავდება წინა ორი წიგნისაგან, რომ აქ თავი იჩინა კონვენციური ლექსის სასურველ დონეზე ფლობამ. სამაგალითოდ, „ეროტიკული დილისპირულის“ ბოლო ექვსსტრიქონედთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ „თხილამურები“, რომელიც მშვენივრადაა შესრულებული:

როგორ გარიდო ეს ქროლვის ჟინი,
ეს თავგანწირვა და აღტაცება,
და ვიდრე ასე გვერდით გიდგავარ,
მინდა გასწავლო,
უნდა გასწავლო!..
როგორ გასწავლო სწორად დაცემა?

რატომღაც მეზედმეტება ციტირებულ სტროფში „ჩატეხილი“: „მინდა გასწავლო, როგორ გასწავლო!..“ ჩემი აზრით, ეს ოთხი სიტყვა იგივე შიშის გაცხადებაა, რაზეც ვსაუბრობდით, თუმცა ზედმეტადაა განმარტებული და უსაზღვრო გულუბრყვილობა ანელებს მოულოდნელობის ეფექტს, თანაც „ჩატეხილი“ სტრიქონი მხოლოდ დედობრივ სურვილს ამჟღავნებს და შეფარულ შიშზე ხაზგასმა ბოლომდე ხსნის სარკმელს, რომლის სანახევრო ღიაობა, ან არსებული მინიშნება – სრულიად საკმარისი იქნებოდა. აქ, ქვეტექსტს „სქოლიო“ არ სჭირდება.
„მკერავები“ („აკვარელი მარინე კეკელიძეს“) იმდენად ბუნებრივადაა შესრულებული, რომ ლექსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, და არა თვითმიზანი, – განცდის „გადადების“ ხარისხი ისე მაღალია, თითქოს ამ ლექსის დამწერი არც კი არსებობს და თუ არსებობს, იგი მხოლოდ ჩამნიშვნელია, უნებლიეთ, თავისით გაჩენილი სტრიქონებისა, რომელთა ზეგავლენისაგან თავის დაღწევა მხოლოდ მათი „გამოდევნითაა“ შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ნინო დარბაისელის სალექსო ენის თავისებურების შესახებ: იგი მთლიანად მინდობილია პროსოდიულ მეტყველებას და თვითვე არის ამ ტექსტების მთქმელიცა და ჩამწერიც, მაგრამ ტექსტად ქცევის შემდეგაც, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის – „მთქმელი“ – პროსოდიული მეტყველების პირველწყარო, უფრო საჩინოა, ხოლო „ჩამწერი“, სადღაც, შორიახლოს დგას. ამგვარი შერწყმა დაცლილია სიყალბისაგან და თუ რამ სათუოა, მხოლოდ იმ ბეწვის ხიდზე სიარული, რასაც ჭარბი გულუბრყვილობა ჰქვია, რითაც აღსავსეა თითქმის ყოველი მისი ლექსი და, რაც ღირსეული, ანუ საინტერესო პოეზიის დონეზეა აყვანილი.
სწორად შენიშნავს თამარ ბარბაქაძე, რომ „სიყვარული წარმოუდგენელია დიალოგის სურვილის გარეშე, დიალოგი კი თხოულობს ფორმას, ჩარჩოს“.
ეროტიკული პოეზიის ერთ-ერთი საგულისხმო ნიმუშია – „შუაღამის სიზმარი“, ამ ლექსში დიონისური ვნებები განფენილია წყვილს შორის გამართულ დიალოგში, სადაც „უკუნეთსა“ და „სიცივეს“, რაც ჩვენთვის მეტად ნაცნობია, სიყვარული მრავალგზის აღემატება. ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, თუ როგორ ახერხებს ავტორი, ამ, თითქოსდა, ერთი შეხედვით, ბანალური სცენის გაცოცხლებას და ნაკლებად მაინტერესებს, რას აღწერს იგი.
„შუაღამის სიზმარი“ იმის დასტურია, რომ ნინო დარბაისელი „ბროლკრიალა მეცხრე ცისაკენ“ მიწიერი, ე.ი. ადამიანური, მძაფრი შეგრძნებებით აღსავსე თვალებით იმზირება. ამის თქმის უფლებას ისიც მაძლევს, რომ მის ლექსებში, თითქმის ვერ წავაწყდი რაიმე განყენებულს, ადამიანის გარეშე დარჩენილ ზოგად განცდას (თუ შეიძლება ასე ითქვას). ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ავტორისეული ტექსტი გვერდს უვლის წიგნიერ ცოდნას და იგი შეგრძნებათა პირველწყაროს კარნახით, ანუ გულის კარნახით წერს.
ნინო დარბაისელის პირველ პუბლიკაციებს, მის პირველ ნაბიჯებს ტარიელ ჭანტურიამ მიაპყრო ყურადღება. მისი ოპუსი, „პირველი ინტერვიუ ნინო დარბაისელთან“, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გამოქვეყნდა და შემდეგ ავტორმა თავის წიგნშიც („დინოზავრიდან დიზაინამდე“) შეიტანა. ტარიელ ჭანტურიას შეეძლო ეს „სათუო პროგნოზი“ – მაშინ ბევრისთვის ასე ჩანდა, გვერდზე გადაედო და წიგნში მაინც არ დაებეჭდა. რა რჯიდა, ასე უფრო იოლი არ იყო? დასჯერებოდა ერთხელ გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომელიც აუცილებლად ჩაიკარგებოდა გაზეთებისა და ჟურნალების, ალმანახების გროვაში და დაზღვეულადაც იგრძნობდა თავს; ვინ იცის, იქნებ პროგნოზი არ გამართლებულიყო?! ტარიელ ჭანტურია არ ეკუთვნის იმ მწერალთა რიცხვს, წიგნში რომ ყველაფერი შეაქვთ, რაც კი დაუწერიათ.
ნინო დარბაისელის ახალი, მესამე პოეტური კრებულის კითხვისას გამახსენდა თითქმის ოცი წლის წინანდელი „პროგნოზის“ ამბავი, მოვიძიე ტარიელ ჭანტურიას წიგნი „დინოზავრიდან დიზაინამდე“ და სასურველ ოპუსსაც მივაგენი, რომელიც ერთ გვერდს ოდნავ აღემატება და გადავწყვიტე მისი ციტირება:

„პირველი ინტერვიუ ნინო დარბაისელთან

– რამდენი წლის ხართ, ნინო?
– თექვსმეტის, მეჩვიდმეტეში!
– რითმიან ლექსებს არა წერთ?
– როგორ არა! რითმიანი ლექსებიც მოვიტანე, მაგრამ მათი დაბეჭდვა არ მინდა. ისინი ისე მოვიტანე – ასე ვთქვათ, საბუთად: რატომღაც ყველას, ვინც თავისუფალ ლექსს წერს, ეჭვით უყურებენ – შეუძლიათ თუ არა კონვენციური ლექსის დაწერა.
– ეს იმიტომ, ეტყობა, რომ, საყოველთაო მიღებული აზრის თანახმად, რითმიანი ლექსის წერა უფრო ძნელია.
– პირადად მე, პირიქით მგონია. ბავშვი ფეხის ადგმას რომ იწყებს, ჭოჭინაში სვამენ. რითმიანი ლექსიც ჭოჭინასავითაა – აქეთ რითმა, იქით რითმა. ხან ამას მოეჭიდები, ხან იმას, და აღარ დავარდები. მაგრამ პოეზიამ დიდი ხანია უკვე აიდგა ფეხი და ჭოჭინა, ვფიქრობ, აღარ უნდა სჭირდებოდეს.
– რაღაც ამის მსგავსი აქვს ნათქვამი რობერტ ფროსტსაც: თავისუფალი ლექსი უბადოდ ჩოგბურთის თამაშსა გავსო. მოკლედ, ბადეზე საბოლოოდ თქვით უარი, არა?
– რატომ! თავისუფალი ლექსი, ჩემი ფიქრით, კონვენციური ლექსის ყველა მონაპოვარს უნდა გულისხმობდეს, მათ შორის რითმასაც, სხვათა შორის. რამდენადაც ვიცი, დასავლური ვერლიბრისათვის არც შიდა რითმებია უცხო, არც ალიტერაცია, არც სხვა სალექსო კომპონენტები.
– ერთი შეკითხვაც, ნინო, სავალდებულო შეკითხვების რიგიდან: რაზე მუშაობთ ამჟამად?
– ისტორიის სახელმძღვანელოზე! არა, კი არ ვწერ, ვკითხულობ: წელს სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო მისაღები გამოცდები და ისტორიის განსაკუთრებით მეშინია.
– გისურვებთ, რომ სექტემბერში, როცა კრებული „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ბაზარზე გამოვა, უკვე სტუდენტი ყოფილიყოთ!
– დიდი მადლობა!

ეს მინი ინტერვიუ კრებულ „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ დებიუტანტ ნინო დარბაისელს მაშინ ჩამოვართვი, როცა იგი სახელმწიფო უნივერსიტეტში შესასვლელად ემზადებოდა.
დღეს ნინო ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ლიტერატურაშიც ბევრს მუშაობს. ყველას, ვისაც ეს ინტერვიუ ჩაუვარდება ხელში, ვურჩევ, თვალყური ადევნოს ნინო დარბაისელის პოეტურ ზრდას – იგი, ჩემი ფიქრით, უაღრესად ნიჭიერი გოგონაა“ (ტარიელ ჭანტურია).

ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ვადევნებ თვალს ნინო დარბაისელის „პოეტურ ზრდას“ და გულწრფელად მიხარია, რომ პროგნოზი მაქსიმალურად გამართლდა.

Posted by: nino darbaiseli 8 Nov 2008, 18:54
ბავშვის ჩრდილები

1.
წუხელი ,
ღამით,
როცა ხელახლა მოვუყევი ყველა ზღაპარი,
მაგრამ არა და არ დაიძინა,
მაშინ ვუთხარი,
რომ
სხათა შორის,
შემეძლო მწარედ მიმეტყიპა.

2.
-დედიკო,იცი?
ქვეყანაზე რაც ნაბიჯია,
ღამღამობით ყველა აქ მოდის,
ყველა აქ მოდის,
რომ გიპოვოს
და აქედან შორს წაგიყვანოს.

ახლა ,გგონია,აქ მარტო ვართ?
შუქს რომ ჩამიქრობ
და კარებსაც რომ გაიხურავ,
ოთახი უცებ აივსება,
ყველა აქ მოდის:
ჩიტი,გუშინ რომ გაგვიფრინდა,
კაცი-ექიმი,
ჯუჯა,
ბატკანი,ზაფხულში რომ მოკლეს ბიჭებმა,
მერე,
სულ ბოლოს,
თუ ფანჯარა ღია იქნება,
მოფრინდებიან დიდფრთიანი ანგელოზები.

თუ არ დამტოვებ,
ხელს მოგკიდებ
და როცა მოვლენ,
აღარაფრის შეგეშინდება...

დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი,
მერე ჩასთვლიმა.
აყრილ ოთახში
მომლოდინედ იწვნენ ჩრდილები.
ავწონ-დავწონეთ ერთმანეთი შეხვედრილებმა,
მერე სხვა მხარეს გავეშურე,
სხვა ფიქრს გავყევი.

3.
იმ დიდი სახლის საძინებელში,
სადაც ახლა სხვები ცხოვრობენ.
ხშირად ვიწექი მარტოდმარტო
და შევცქეროდი:
ფანჯარა მთვარის ამალას რომ შემოიწვევდა,
ეგებებოდა სავარძელი -
- ხელმწიფე ჩრდილი,
და უფლისწული -
- სკამი ,რომელზეც ტანისამოსს ვკიდებდით დები.
მოჰქონდათ სტუმრებს საიდუმლო გასახარელი,
მუსაიფობდნენ ხმაშეწყობით,
ვიდრე კამოდის ერთი კუთხიდან
ავი ჩიფჩიფით არ დაიძვროდა
გრძელნიკაპა,
ბებერი ჩრდილი
და დიდ საწოლზე გულწასული ესვენა ხოლმე
მზეთუნახავი -
- დედაჩემის გრძელი ხალათი.
მინდოდა შველა,
იატაკზე ფეხის ჩამოდგმა,
მაგრამ მესმოდა ,
საწოლქვეშ როგორ ბუბუნებდა,
როგორ ხარობდა
ავკბილება
- მთავარი ჩრდილი .

მაგრამ ეს იყო ზუსტად ერთი ცხოვრების წინათ.
მე დამავიწყდა თქვენი ენა,
ღამის ჩრდილებო,
ენა,
რომელიც
არავინ იცის ,ბავშვების გარდა.


რაღამ შემაკრთო!
ქარმა ფანჯარა გააჭრიალა
და საწოლისკენ შემოიქნია ქათქათა ფარდა.

1984
/კრებულიდან ''ახალდედები'',თბ,1987/
* * *
გალაკტიონის მასტერკლასიდან:

''დევის ნამუხლარი''


''3. ბევრია ჩვენში პოეტი,რომელიც ეძებს იმას,რისი პოვნაც შეუძლებელია.
4. ბევრია აჩქარებული და სულწასული პოეტი: საქმეს აჩქარება როდი უნდა.
5. ბევრია პოეტი,რომელიც ხვალისთვის გადასდებს საქმეს ყოველდღე: განა ეს შესაძლებელია?
...
8. ყოველგვარი ლექსი,ყოველგვარი პოემა, უბრალო სტრიქონიც კი გაზომე ასჯერ და ერთხელ გადასჭერ: არ შეიძლება ბეჭდვა ყოველგვარი აბდაუბდასი.''


/გ.ტაბიძე, თხზ. 12 ტომად, ტ XII, თბ.,1975, გ.479/.

Posted by: nino darbaiseli 12 Nov 2008, 09:36
ციკლიდან: ''ვერსიფიკაციული თამაშები''



მარტოხელასთვის


ვინ გაახუროს თონე,ვიღამ მოზილოს ცომი,
თუ აღარა გყავს დედა და აღარა გყავს ცოლი
და აღარ იცი,უკვე,რისთვის იქნიო ცელი,
ან რაღად გინდა შეშა,ან რად გაპირო ცული...
მაგრამ აბღავლდა ძროხა,უკვე გაევსო ცური,
უნდა ისწავლო წველა,უნდა ჩააკრა პური !

როცა თანამედროვე ლექსში ერთგვაროვანი, ერთ ბრუნვაში დასმული სახელები ირითმება,ჩვეულებრივ, ეს დეფექტად მიიჩნევა, მაგრამ აქ ამ რითმებით ცომისგან პური ``ცხვება``.
ეს ტექსტი,ცხადია,პოეზიას არ მიეკუთვნება.ერთი ნიმუშია ვერსიფიკაციული თამაშებიდან.
დაწერილია ასე:
ფურცლის მარჯვენა მხარეს ჩამომწკრივებულია საჭირო სარითმო სიტყვები:
ცო
ცო
ლი
ლი
ცუ
ური
შემდგომ მისადაგებულია რიტმი,ბოლოს ჩადებულია შინაარსი,გამომდინარე რითმათა საერთო კონტექსტიდან .
ინგლისურენოვან გამოცემაში ``პოეტის სავარჯიშო რვეული``,საიდანაც ეს სავარჯიშო შევარჩიე და ქართული ენის,ქართული რითმის სპეციფიკას მოვარგე, ასეთი რამ უამრავია,მაგრამ ყველაფრისთვის ქართულ ენაზე ადეკვატის მოძებნა ჭირს.
იმისთთვის,რომ შინაარსობრივი მხარე გამემართა, ამჯერად რაღაც დავარღვიე.
სარითმო სიტყვების გარდაქმნისას ერთი ზედმეტი სვლაა :
დაუკვირდით:სიტყვა ცელი აქ უფუნქციოა,ზედმეტი ნაბიჯით აგრძელებს უმოკლეს გზას ცომიდან პურამდე,მაგრამ შინაარსმა მოითხოვა მისი ჩამატება.
თუმცა ვფიქრობ,იქნებ დასაწყისისთვის უმოკლესი გზის ძიება არც იყოს საჭირო.
შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ სხვა სიტყვები და მათში თითო ასო-ბგერის ცვლილებით მიიღოთ სიტყვათა ჯაჭვი, შემდგომ მიუსადაგოთ შინაარსი.

Posted by: nino darbaiseli 25 Nov 2008, 08:49
ჭია

/ირაკლი ფარჯიანს/

მითხარი,ჭიავ,
აქ რამ მომიყვანა,
რატომ ვზივარ მარტო
საფლავის გალავანზე
და გიყურებ,
როგორ ზანტად ეზიდები
გამაძღარ ტანს
გრილი მიწიდან!

ჩემი შეყვარებული აქ მარხია.
ჩემი შეყვარებული სიკვდილმა წაიყვანა.
ხომ მუდამ ვიღაცას მიჰყავდა ჩემგან,
მუდამ სხვა იყო
მისი ჭირის და ლხინისუფალი.

მოკვდა და ყველას ჩვენ-ჩვენი გვერგუნა:
ერთს სარჩო,
ერთსაც - ქვრივის სახელი,
ერთს -დავიწყება,
ერთსაც კიდევ - არდავიწყება.

ჩემმა შეყვარებულმა
მიატოვა საკუთარი გასვენება
და შორს წავიდა
და დამიტოვა კონტურები,
ხან რომ მუქდება
და ხანდახან ისე მკრთალდება,
რომ ვერ ვიხსენებ,
მაინც როგორ იცინოდა,
ან მხრებს იჩეჩდა,
ანდა შუბლიდან
თავის გაქნევით
შავ თმებს
როგორ გადაიყრიდა.

რაღაცას ვეძებ ამ კონტურებში,
რაღაცას ვეძებ,
როგორც დაკარგულ ბეჭედს ვეძებდი,
ათას მეერთედ ვუბრუნდები ადგილებს,
სადაც მეგულებოდა,
და ვიმეორებ,
ვიმეორებ:
''აქაც არ არის,
აქაც ვნახე,
არც აქ არ არის!''

მითხარი,ჭიავ,
რა საერთო აქვთ მკვდრებთან საფლავებს,
განა ისეთი რა აბარიათ,
ვის უნახავენ?
მითხარი,ვიდრე ერთადა ვართ,
ვიდრე ჩემი შეყვარებული შემოგელევა
და მიაშურებ ახალ საფლავებს!

1992



--------------------------------------------------------------------------------

მტვერი

საუკუნეა,აქ არ ვყოფილვარ!
ისეთი მტვერი ადევს როიალს,
ხელი გამირბის,
რომ დაწეროს შენი სახელი.

ნახე,ეს მტვერი
რა სინაზით,
რა გულმოდგინედ,
წყნარად,
თანაბრად
ეფინება
კარადებს,
წიგნებს,
მკვეთრ კონტურებს როგორ ანელებს,
როგორ იფარავს მკრთალი რიდით
იატაკზე ჩვენს ნაფეხურებს!
ო,ეს მტვრის ფარდაც!
მონარნარე,
ოქროცურვილი,
როცა ფანჯრიდან მხიარული მზე იხედება...

გახსოვს?
ვუცქერდით ამ ფანჯრიდან,
რარიგად თოვდა,
ტრიალ-ტრიალით
ფიფქი ფიფქებს ემატებოდა.
იცი,ის თოვლი რას ამბობდა,
რას გულისხმობდა?
მტვერს თამაშობდა:

''განა მზე ირჩევს,ვის დაესხივოს?
ვის ჩაესუნთქოს,ირჩევს ჰაერი?
მეც ასევე ვეკუთვნი ყველას.
მიწაზე ადრე მე გიფარავთ,
მტვერი - დამწყები!''

ვშორდებით,მტვერო!
მოვა სხვა
და აქ არ დაგტოვებს
და შენთან ერთად
სამუდამოდ დაიკარგება
ჩვენი უზრდელი სიყვარული,
ჩვენი კოცნები.

1988

Posted by: nino darbaiseli 5 Dec 2008, 10:12
ასი უძველესი იაპონური ლექსი

გუშინ მაღაზია ''სანტა ესპერანცაში'' სარა მერი უილიამსისგან არაჩვეულებრივი საჩუქარი მივიღე - წიგნი ''ასი უძველესი იაპონური ლექსი'' , იაპონურიდან თარგმნილი ირმა რატიანის მიერ.დღევანდელი დღე ამ წიგნის კითხვის სიამოვნებაში გავატარე.
მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ლექსი,რომელიც განსაკუთრებით მომეწონა:


იმპერატორის მრჩეველი იაკომოჩი

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა...
დგება ნათელი...




პრინცესა ისე

ო,ღმერთო ჩემო,
მინდა მწამდეს,მინდა მჯეროდეს,
რომ გულისსწორთან განშორება მოკლეა ისე,
ვით ბამბუკების ტანად ჯუჯა ლერწამ-ხლართები
ნანივას ქვებით გადაკირწყლულ სანაპიროზე...


იმპერატორის უმცროსი მრჩეველი მესაფუსა

ტაკასაგოზე,მთის ფერდობზე ჰყვავის საკურა,
აყელყელავებს ტოტებს...
ვაითუ ნისლი,სქელთითება,
ან სულაც ღრუბლის ფუმფულა ქულა,
უსახურ ლიბრად გადაეკრას ამ სილამაზეს...


საგამი

ნუ მიბრაზდები,მომიტევე,თუკი ცრემლები
კვლავ მდის ღაწვებზე...
ვტირი დაკარგულ სიყვარულზე
და მასთან ერთად -
მიტოვებული ქალის სახელზე.



შინტოს ოფიციალური პირი ტოშინარი

ვერ გავექეცი ამ სამყაროს ვარამს და ტკივილს,
არ ჩანს საშველი...
ვშიშობ,გახიზნულს უდაბურ მთებში,
მომწვდება მაინც
დაჭრილი ირმის ამობღავლება უკანასკნელი...

Posted by: nino darbaiseli 12 Dec 2008, 10:41
წირი

მომე ხელი, ჩემი ამრევ-დამრევი,
ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად თბილი,
დავხედავ და მისანს დავედარები,
ხელისგულზე თითაკრეფით ვივლი.
უნდა ვკითხო ბედისწერის ამბავი
ამ ბადეებს,წირებსა და ღარებს.
არათითის ხაზი ,თანაც ამდარი?!
რა არის და - ღმერთი გაგახარებს...
მაგრამ რაღაც,ეს წყვეტილი მაღონებს,
არ გეკვრება სიყვარულის რკალი...
დამაცადე,ამოვიცნო ბოლომდე
მომავალი,სავალ-საფიქრალი!
ოთხივ კუთხივ ღმერთმა ნავსი გარიდოს!
ნუმც გაგტეხოს,თუკი მოიხარე!
უცებ რატომ წაეტანე სიგარეტს?
სანთებელამ გაამჭახა არე
და ჩვენშუა კვამლის ფარდა დაირწა
და ნაღველიც გულში ჩავიღვარე..
უი,ფრჩხილი თეთრად გადამწირვია,
სიხარული მელოდება ხვალე?

სიხარული
მელოდება
ხვალე!

1994

ეს ლექსი ეკუთვნის დროს,როცა ქირომანტიით ვიყავი გატაცებული. სტილურად - ესენინის სკოლაა.
წირი ეწოდება იმ თეთრ ხაზსაც,რომელიც ადამიანის ფრჩხილზე ხანდახან ჩნდება.ბავშვები მას მოსალოდნელი საჩუქრის ან სიხარულის ნიშნად მიიჩნევენ,მედიკოსები -გულის უკმარისობის თუ სისხლში ჯანგბადის დეფიციტისა .
მე - ხან ერთი მჯერა,ხან -მეორე. თქვენ?

Posted by: nino darbaiseli 23 Dec 2008, 01:47
არ და...

ის ამღვრეული გამოვიდა სადარბაზოდან.
მოჩქარეს ღია ფანჯრისაკენ რჩებოდა თვალი
და უცებ
ეზოს გასასვლელში ბურთი დაუხვდა.

-არ და...!-შეაშრა პირზე სიტყვა
მფარველ ამგელოზს,
ფრთის ძირში ელდამ დაუარა...

კაცი და ბურთი:
უეცარი დარტყმა,
დაცემა!

ვინ მოიგონა
გამსკდარი ბურთის ქვით ამოვსება?
ო,ეს ვერაგი ონავრობა,
გაუგონარი!

ფეხმოტეხილი წაიყვანეს.
მზე გადავიდა.

ჩრდილში,
ძელ-სკამზე
ქალი თვლემდა ნაავადარი,
ლანდავდა წარსულს,
მაგრამ ცხადის ესმოდა ცოტა,
აღარ იცოდა,
რას რა ერქვა,
რა როგორ ეთქვა
და
მდუმარებდა დღენიადაგ
დაღონებული.

და როს შემცივნულს
დავარდნილი მოასხეს შალი,
სული მოითქვა შინშესულმა,
დალია წყალი და თქვა:

-უფალო,
სულ ერთი ფეხით
თავს რად უსწრებს ადამიანი?
ანგელოზები -
- სულ ერთი ფრთით გვიანდებიან.

1998

Posted by: nino darbaiseli 29 Dec 2008, 09:35
პოეტი და მისი ბიოგრაფია

/მცირე ეტიუდი/


ბოლო დროს რაღაცნაირად ამეკვიატა ფიქრი ვ.ხოდასევიჩის წიგნზე ''ნეკროპოლისი''.
ამ მემუარულ წიგნში რუს სიმბოლისტთა შესახებ მას ნათქვამი აქვს:''ზოგმა მათგანმა ირჩია სიმბოლისტი ყოფილიყო პოეზიაში,ზოგმა პირიქით,გადაწყვიტა,ეცხოვრა სიმბოლისტად და საბოლოოდ თითოეულ მათგანს სწორედ იმ გზაზე მოუხდა დამარცხება ბედისწერასთან,რომელსაც თავად დაადგა.''
ნაღვლიანი სიტყვებია!
მე კი ფიქრს განვაგრძობ:რა დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს პოეტის-ავტორის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას შორის?
თუ მაგალითად სიმბოლიზმის ისტორიას ავიღებთ,გამოჩნდება,რომ თითოეული პოეტის ბიოგრაფია აქ მართლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს,ოღონდ ეს ბიოგრაფია სახე-სიმბოლოებად ტრანსფორმირებული, გარდაქმნილია ნაწარმოებში.
სიმბოლისტები საკუთარ ცხოვრებას შემოქმედების ნაწილად, მის სფეროდ მიიჩნევდნენ, ''ამითებდნენ'' მას და , ამ მხრივ, რომანტიკოსთა მემკვიდრეები იყვნენ.
ხომ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ გალაკტიონის სწავლის დროს თბილისის სასულიერო სემინარიაში ''მოდაში იყო'' თვითმკვლელობა საწამლავით, მაგალითად კარბოლიუმის მჟავით.ამ საბედისწერო მოდას გალაკტიონი სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სცადა,აი, მისი კერპი და მეგობარი, დემონი /ქუჩუ ქავთარაძე/ კი ამ შემთხვევიდან ხუთი თვის შემდეგ დაიღუპა, მისი გადარჩენა ვეღარ შესძლეს!
შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ გალაკტიონს უახლოესი სულიერი მეგობარი პოეტი აღარც ჰყოლია.
მინდოდა ცივი გონებით მემსჯელა პოეტის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ურთიერთმიმართებაზე და მაინც ვერ დავეხსენი ამ სევდიან მოსაგონარს!
ახლიდან ვცდი:
ავტორის ბიოგრაფია მის შემოქმედებასთან ძირითადად სამგვარ დამოკიდებულებას ამჟღავნებს:
1.ავტორი ახდენს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების პოეტურ ტრანსფორმაციას,პოეტიზაციას,მ
ის ''წაკითხვას'' სიტყვიერი ხელოვნების ენაზე.
/ამ მიმესისურ,ანუ მიბაძვით მიდგომაში ცხადია არ გამოირიცხება გამონაგონის როლიც/,
2.ავტორი ფანტაზიის წყალობით ქმნის ახალ მხატვრულ რეალობას,როგორც სინთეზს ,სადაც მონაწილეობს მისი ბიოგრაფიული რეალიებიც.თუმცა ამას წარმმართველი როლი არ ეკისრება,
3.ავტორი პრინციპულად გარიდებულია საკუთარი ბიოგრაფიის რაიმე ფორმით დაფიქსირების მცდელობას.''იუცხოებს'' პოეტურ გამონაგონს.თითქოს არც მონაწილეობს საკუთარ პოეტურ ტექსტში./ ეს ძალზე უახლოვდება იმას,რასაც ობიექტურ ლირიკას უწოდებენ,თუმცა არ ემთხვევა მას/
ერთი და იგივე ავტორი შესაძლოა სხვადასხვა ქმნილებაში სხვადასხვაგვარად ავლენდეს საკუთარი ბიოგრაფიისადმი დამოკიდებულებას.შესაძლოა სამივე გზას იყენებდეს,შესაძლოა,მხოლოდ ერთს - მუდმივად.
ჩვენს პოეზიაში ამ სამი სახესხვაობიდან დღეს ძირითადად პირველია აქტუალიზებული.განსაკუთრებით უახლეს ახალგაზრდულ პოეზიაში.
მეორე და მესამე შედარებით ძნელი მისაღწევია...თუმცა რამდენიმე კარგი მაგალითი მეგულება.
იმედია,ამ ეტიუდის წამკითხავებიც შემომაშველებენ იმ ავტორთა სახელებსა და ნაწარმოებებს,სადაც ბოლო ორი სახესხვაობის მაგალითებია.
რაკი დასაწყისი მინორული გამომივიდა,დასარულ შევეცდები,რამდენადმე მაჯორული ჟღერადობა შევურიო:
ბესიკ ხარანაული ერთ ლექსში მიმართავს დედას:
''ეს შენ დამბადე მე პოეტად
და რა ძნელია,
იმად იქცე,
რისთვისაც გაჩნდი,
რისთვისაც ხარ ამ ქვეყანაზე.''

/''სიტყვების უქონლობის გამო''/
და მართლაც,იმისათვის რომ იყო პოეტი,აუცილებელია,დაიბადო პოეტად,მაგრამ ეს არ კმარა,საჭიროა,გაიზარდო კიდეც პოეტად, ანუ იქცე იმად, რადაც დაიბადე.
მთავარი კი მაინც ის არის,რომ ბოლომდე გაძლო პოეტად!

Posted by: nino darbaiseli 8 Jan 2009, 14:38

ეს ჩემი უძველესი ცდაა კანონიკური ჰაიკუს ადეკვატის /5-7-5/ შექმნისა ქართულ ენაზე, ცოტა ალიტერაცია წავაშველე კეთილხმოვანებისთვის.სხვებიც მქონდა,მაგრამ ახლა ვერ ვპოულობ:


დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,ძაღლო,
გეყოფა ყეფა!

Posted by: Marietta 8 Jan 2009, 14:51
QUOTE
დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი,
მერე ჩასთვლიმა.
აყრილ ოთახში
მომლოდინედ იწვნენ ჩრდილები.
ავწონ-დავწონეთ ერთმანეთი შეხვედრილებმა,
მერე სხვა მხარეს გავეშურე,
სხვა ფიქრს გავყევი.


QUOTE
მაგრამ ეს იყო ზუსტად ერთი ცხოვრების წინათ.
მე დამავიწყდა თქვენი ენა,
ღამის ჩრდილებო,
ენა,
რომელიც
არავინ იცის ,ბავშვების გარდა.


love.gif

Posted by: აღასპერი 8 Jan 2009, 18:07
უამრავი პოსტი წავშალე.
აწი ეს რტემა პირად კონტროლზე ამყავს.
უაზროდ მოჩეთავეები დაისჯებიან.
ათვლა ჩემი პოსტიდან იწყება.
მერე არ თქვათ, ჯერ გაგეფრთხილებინეო და მსგავსები.
10 - 15 ვორნი უკვე რომ არ გავეცი, ესაა გაფრთხილება.
მიხვდებით ვისაც გეხებათ.

Posted by: nino darbaiseli 8 Jan 2009, 22:24
ჩემი სავარჯიშოებიდან


გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ჰოკუს/ჰაიკუს თხზვა თავისებურ პოეტურ მოდად იქცა. ამ მოდას არც მე ჩამოვრჩენილვარ. დღეს მინიმალისტურად წოდებულ ლექსებს ადრევე ვწერდი , მაგრამ ეს იაპონური ლექსი სხვაგვარად მიზიდავდა, მიზიდავდა შემოქმედებითი და ტექნიკური ამოცანები, რომელიც ავტორს უნდა გადაეჭრა მისი შექმნისას . ვუკვირდებოდი ქართული პოეზიის ნიმუშებს და ვეძებდი სახეებს , რომელთა ''გარდაქმნაც'' შესაძლებელი იყო ჰაიკუდ. ორიგინალური ბევრი არაფერი შემიქმნია, უფრო ჩემთვის ვვარჯიშობდი. მერე ნაწერები გამებნა და ორიოდე მათგანი დამახსომდა.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან-ხეზე გადაფრინდა ჩიტი
.


მეჩვენებოდა, რომ გრანელის ლექსის ეს ფრაგმენტი ემბრიონალურად ჰაიკუს შეიცავდა.
დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენებით შემექმნა ჰაიკუ ისე, რომ შემენარჩუნებინა პირველწყარო, ავტორის მითითებით.
ერთი ვერსიის თანახმად, გრანელმა თავისი ფსევდონიმი აიღო ლათინური სიტყვიდან ''გრანულა'' -/მარცვლი/ .
სეზონი გაზაფხული ზამთრით შევცვალე, ხიდან ხეზე გადაფრენა გაზაფხულური მოძრაობა იყო, სამაგიეროდ , ზამთარში შეიძლება მიწაზე იყოს რაიმე საზრდო, მარცვალი...ამ კონკრეტული პლანის იქით შესაძლებელია განზოგადებაც...მოკლედ , ჰაიკუ ასეთი გამოვიდა.

ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ჩიტი
ვეღარ ფრინდება.


ახლა ალბათ ასეთ ანჟამბამანურ ვერსიას ვარჩევდი:


გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.

მთლად ''მოქართულებული'',ორიგინალთან პირდაპირ დიალოგზე გასული ვერსია,რომელსაც აღარ დასჭირდება გრანელის სახელზე მინიშნება, ასეთი იქნება,მაგრამ ამ შემთხვევაში ტექსტს დაეკარგება მიღმიერი პლანები და განზოგადების საშუალება, ხოლო მკითხველს - მისი ინტერპრეტირების სიამოვნება:


გაზაფხულამდე

დადგა ზამთარი.
ტოტიდან ტოტზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.

პ.ს. კანონიკური სქემა / 5-7-5 / ამ სამი ვერსიის განსხვავებული რიტმული ჟღერადობის მიუხედავად, სამივეგან დაცულია.

Posted by: nino darbaiseli 9 Jan 2009, 23:52
ეს კი სახელდახელო, საშობაო ჰაიკუ, რომელიც ვუძღვენი ბაო - მარიამ წიკლაურს.
კანონიკური ჰაიკუს ფორმის ერთ-ერთი მთავარი კანონი აქაც დაცულია /5-7-5/.
ლექსის ჟღერადობა ,სათაურის ჩათვლით, ეყრდნობა სონორული თანხმოვნებისა და მრჩობლი ხმოვნების /ია,აი /კომბინაციას.
იდეა ამ ჟღერადობის გამოყენებისა დამებადა სახელში ''მარიამ '' სონორთა შორის იის ''აღმოჩენით''.

ეკლესიასთან

იანვარია.
ია-ვარდებით მაინც
სავსეა მრევლი.

Posted by: nino darbaiseli 10 Jan 2009, 09:59
არ ვმალავთ,ძვირფასო,ოღონდ თვითონ გვიჭირავს.
სხვის მოწეულზე არ ვბოლდებით.
ასე!


ჩემი სავარჯიშოებიდან

ნინო დარბაისელი :

ეს სახელდახელო, საშობაო ჰაიკუ, ვუძღვენი ბაო - მარიამ წიკლაურს.
კანონიკური ჰაიკუს ფორმის ერთ-ერთი მთავარი კანონი აქაც დაცულია /5-7-5/.
ლექსის ჟღერადობა ,სათაურის ჩათვლით, ეყრდნობა სონორული თანხმოვნებისა და მრჩობლი ხმოვნების /ია,აი /კომბინაციას.
იდეა ამ ჟღერადობის გამოყენებისა დამებადა სახელში ''მარიამ '' სონორთა შორის იის ''აღმოჩენით''.

ეკლესიასთან

იანვარია.
ია-ვარდებით მაინც
სავსეა მრევლი.



დავით შემოქმედელი:

ქალბატონო ნინო!
აი,ამ ლექსის ალტერნატიული ვარიანტი:

ეკლესიასთან

იანვარია.
ია ვარ, დებით მაინც
სავსეა მრევლი .


ნინო დარბაისელი:

დავით ძვირფასო!
ფორმის მხრივ თქვენი ალტერნატიული ვერსია მართლაც საინტერესოა,მაგრამ სიტყვა ``მაინც`` აქ უკვე კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება ტექსტს.შესაცვლელია.
რე-ალტერნატიული ვერსიაა მოსაძებნი ,...რაღაც ორმარცვლიანი სონორული სიტყვა,რომელიც კონოტაციაშიც ჩაჯდება რა...რა ...რა და... მამა, მამა-ღმერთის მნიშვნელობით.ახლა შეიძლება ეკლესიას-თან კი არ ვიდგეთ, შევიდეთ კიდეც უფლის სახლში,რადგან ამ სიტყვას - ''ეკლესია'' სულიერი ერთობის კონოტაცია აქვს,შევ-ერთოთ.
აბა,ვნახოთ,რა გამოგვივა:

ეკლესია

იანვარია.
ია ვარ, დებით ,მამა,
სავსეა მრევლი !

პირველი და მეორე სტრიქონების ბოლოკიდური მარცვლებით ანაგრამაც მივიღეთ:``მა რია``/ოღონდ ქვემოდან ზემოთ იკითხება/.
ჰერმენევტიკული მიდგომით გატაცებულმა მკითხველმა,შეიძლება ასეთი მსჯელობაც კი ააგოს:ლექსში სიტყვა მამა,რომლის ბოლო მარცვალიც ანაგრამულად უკავშირდება სახელს ''მარიამ'',ნიშნავს იმას,რომ მარიამი დასაბამიდანვე არსებობდა მამაში,როგორც მარცვალი,რომელიც აღმოცენდა,მომწიფდა და შვა იესო!
ჯერ სადა ხართ! სახელი ''მარია'' ქვემოდან ზემოთ იმიტომ იკითხება,რომ ამოდის რა ''მამა''-დან ზემოთ მიემართება,როგორც აღმოცენებული მცენარე.
რელიგიურ სიმბოლოთა მოყვარულნი უმალ გაიხსენებენ ,ან გადაშლიან ''სიმბოლოთა ლექსიკონს'' და ნახავენ,რომ ყვავილი ია მარიამს უკავშირდება და მონანიებასა და პატიებას ნიშნავს....გამაჩერეთ!!!

ეკლესია

იანვარია.
ია ვარ, დებით, მამა
სავსეა მრევლი !

ესეც ასე !
ამ ბოლო ლექსით იესოს შობას ვზეიმობთ ერთად ,უფლის სახლში და მამა-ღმერთიც , მარიამიც აქ არიან !

Posted by: strixnina 10 Jan 2009, 14:10
vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: აღასპერი 10 Jan 2009, 14:34
strixnina



ბოლო გაფრთხილებაა

Posted by: mestumre 11 Jan 2009, 16:45
ამ თემას პირველი გვერდიდან ვკითხულობ .... კომენტარის გაკეტებას არ ვაპირებდი მაგრამ ამ ხალხის უხეშობამ აღმაშფოთა და თავი ვეღარ შევიკავე და დავინტერესდი ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს? ეტყობა უსაქმურები არაიან და ღვარძლი სად გადმოანთხიონ მარტო იმაზე ფიქრობენ..... ყურადღებას ნუ მიაქცევთ.......... ადამიანები ვერ ხვდებიან როგორ სტკენენ ერთმანეთს, მითუმეტეს როცა საქმე შემოქმედებას ეხება....... აქ ვინც უაზრო კომენტარს აქეთებს, მას პოეზია კი არ უყვარს უბრალოდ იბრალებს... პოეზია პირველ რიგში სულში უნდა გქონდეს და მერე შეძლებ აღქმას .......... მაგრამ ღვარძლი და პოეზია ერთად არ ხრობს... ასე რომ ამ სულელ მპოსტავებს არამგონია რამე გაეგებოდეთ პოეზიის....

თუ რმე არ მოგწონთ ნუ შემოხვალთ ამ თემაში და მორჩა.... ყველა სხვა მორალს, რომ თავი დავანებოთ შინაგანი მორალი არ გაგაჩნიათ?...........

Posted by: nino darbaiseli 12 Jan 2009, 12:08
დიდ მადლობა,''მესტუმრე'' ძვირფასო!
მაინც რა არის პოეტის წარმოსახვა!
არ შემიძლია ,სათქმელს სახეობრივი ფორმა არ მივანიჭო.ახლაც - დავფიქრდი თუ არა ამ თემის დაუპატიჟებელ სტუმრებზე , აი,რა გამახსენდა:
დიღომი ჩემს ბავშვობაში კარგი თბილისური უბანი იყო. წარმოიდგინეთ , ერთ პატარა სივრცეში : კინოსტუდია, ფეხბურთის ბაზა, პოეტი, მომღერალი და მხატვარი მეზობლები...
მრავალ მაშინდელ ცნობად სახეს ''ლაივში '' ვხედავდით ბავშვები, ვხედავდით მათ დილაობით შინაურულად ჩაცმულებს, რძისბოთლებიანი ბადურებით ; ნაგვის მანქანის ზარზე პლასტმასის სავსე ვედროებით ხელში სადარბაზოდან კისრისტეხით გამორბენილებს, საღამოობით - სამეზობლოში ნარდის სათამაშოდ ან ისე, სალაპარაკოდ გამოსულებს. მერე საიდანღაც სასმელიც გამოუჩნდებოდათ, მისაყოლებელიც, გიტარაც... ღამღამობით მათი განათებული ლოჯიებიდან ცოლ-ქმრული ჩხუბებიც ხშირად მოგვისმენია გატრუნულებს. დღეს მათი დიდი ნაწილი პანთეონებში განისვენებს...
ნათელი დაადგეთ!
დილაადრიან სკოლისკენ მოჩქარეს ხშირად დამინახავს, ''პახმელიაზე'' გამოსასვლელად დიღმის ''ალეიაში'' , ძელსკამთან შეჯგუფულები იქვე , გრძელი გასტრონომიდან არაყს რომ გამოიტანდნენ, ერთი ნათალი ჭიქიდან რიგრიგობით რომ გადაჰკრავდნენ და იჭყანებოდნენ:
''აუ, რა გვასმევს ამ უბედურებასო!'' /მაშინ სიტყვა ''მარაზმი'' ასეთ მოდაში არ იყო /.
ჯერ სახეები დაულაგდებოდათ, წელში გაიმართებოდნენ, ერთი-ორს გაიხუმრებდნენ კიდეც, მერე მოავლებდნენ ხელს სანოვაგე ჩანთებს და შინის გზას მორჩილად გაუყვებოდნენ.

როგორც ჩანს, აქ ზოგს ვირტუალური ''პახმელიიდან'' გამოსვლა უჭირს...
''ცნობადი'' ნიკი კი საიმედოდ უფარავს ადამიანურ სახეს, რომელიც შესაძლოა, სულაც არ არის უგვანო.
რას იზამ!

Posted by: mestumre 14 Jan 2009, 04:46
პოეტებს ყველაფრის ატან ისევ და ისევ პოეტურად შეუძლიათ.........
ჩემს საყვარელ პოეტს ერთდროს თბილისში შემარცხვენელს უწოდებდნენ. დღეს ის პანთეონში განისვენებს. აი ვისაც მისი არსებობა რცხვენოდ, არავინ იცის სად გაქრა მათი ძვლები.....

პოეტურ გამძლეობას გისურვებთ...........

ფაცი დეიდასთან არაჩვეულებრივი სული უყალიბდებოადათ ადამიანებს........
მე ის უკვდავი მეგონა..........

Posted by: chorven:) 14 Jan 2009, 05:43
QUOTE
პოეტებს ყველაფრის ატან ისევ და ისევ პოეტურად შეუძლიათ......... ჩემს საყვარელ პოეტს ერთდროს თბილისში შემარცხვენელს უწოდებდნენ. დღეს ის პანთეონში განისვენებს. აი ვისაც მისი არსებობა რცხვენოდ, არავინ იცის სად გაქრა მათი ძვლები.....

პოეტურ გამძლეობას გისურვებთ...........

ფაცი დეიდასთან არაჩვეულებრივი სული უყალიბდებოადათ ადამიანებს........ მე ის უკვდავი მეგონა..........

ეს თემა აპინეთ თუ შეიძლება!

Posted by: wandering kite 14 Jan 2009, 15:13
QUOTE (mestumre @ 14 Jan 2009, 04:46 )


ფაცი დეიდასთან არაჩვეულებრივი სული უყალიბდებოადათ ადამიანებს........
მე ის უკვდავი მეგონა..........

როგორ მწყდება ხოლმე გული, როცა ასე მოიხსენიებენ ვინმეს და მე მას არ ვიცნობ... sad.gif

Posted by: nino darbaiseli 16 Jan 2009, 02:30
ეროტიკული პოეზიის სათავეებთან

ვიდრე შუმეროლოგია თავის სიტყვას იტყოდა,ძველთა შორის უძველესად ძველეგვიპტური პოეზია მიიჩნეოდა. გასული საუკუნის სამოციან წლებში ქართველ მკითხველს საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა მურმან ლებანიძის თარგმანებს,რომელიც ალბათ რუსულიდან იყო შესრულებული./წიგნს,საიდანაც გადმომაქვს ტექსტი,არ ეთითება,რომელი ენიდან არის ნათარგმნი/.
დარწმუნებული არა ვარ,საჭიროა თუ არა ქართული ეროტიკული პოეზიის ანთოლოგიაში თარგმანების შეტანაც იმ ნიშნით,რომ მათ შესამჩნევი გავლენა მოახდინეს ჩვენი ''პოეტური ენის'' /ფართო გაგებით/ ფორმირებაზე.ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ ამ თემის სტუმრებს მაინც დააინტერესებთ.




ძველეგვიპტური ლირიკა


სასიხარულო სიმღერების დასაწყისი

/ფრაგმენტი/

ლურჯი ღიღილო ჩავაწანი
ჩემს გვირგვინს ფრთხილად,
როგორც წყლით სავსე თულუხები წონასწორდება,
ისე თანხმობით ძგერენ ახლა ჩვენი გულები -
გული მივუშვი ნებაზე და
შენს მკლავებში მორჩილად ვწევარ.

სურვილო ჩემო და თვალების უცხო წამალო, -
შენს დანახვაზე მიბრწყინდება უცებ თვალები!
შენ გეტმასნები სიყვარულის მარად მძებნელი,
გულს წარუშლელად აღბეჭდილო
მეუღლევ ჩემო!

დიდებულია ეს წუთები!
გაგრძელდეს მარად,
გაგრძელდეს დაე,უკუნითი უკუნისამდე
იმ დღიდან,როცა მე შენთან დავწექ
და რა დღესაც
გული ჩემი შენ აღამაღლე.

ო,ილხენს იგი,თუ მწუხარებს -
არ მიმატოვო!



/ძალა სიყვარულისა/
/ცალკეული კუპიურებით/

შენდამი ტრფობა ჩამეღვარა სისხლსა და ხორცში,
სისხლსა და ხორცში ღვინოსავით გამიჯდა იგი,
ვით ცხარე საკმაზე გაუჯდება ნარინჯის წვენი,
ანუ რძეს - თაფლი სურნელოვანი.

ჰოი,იჩქარე,მოაშურე დაიას შენსას,
როგორც სარბიელს მიაშურებს ფიცხელი ცხენი,
ანუ ხარი დაფეთებული -
სასურველ ბაგას.

ცათა ნიჭია ეგ სიყვარული,
ცეცხლია,,ჩალას წაკიდებული,
შევარდენია დაგეშილი,
მსხვერპლს ჰაერში რომ დააცხრება.

2.
ვარ გონმიხდილი წყალსატევის მშვენიერებით.
ბაგე მიუგავს ჩემს დაიას ლოტოსის კოკობს,
მკერდი - წყვილ ნარინჯს,
და როდესაც ჩავიკრავ გულში,
ძალა არ შემწევს,
გავხსნა მკლავები.

მომხიბლა მისმა თლილმა შუბლმა და დამატყვევა,
ვით კაკანათმა კვიპაროსისამ.
მე კულულები ძუა-მახედ,ხაფანგად მექცა
და შიგ გავები
გარეული ბატივით უცებ.

3.
არა,არ ძალმიძს,სიყვარული შენი უარვყო.
იყავ ერთგული გატაცების დამათრობელის!

არ განვუდგები მე ჩემს სატრფოს,
ო,თუნდა მირტყით!
თუნდა ბოლომდე ჩამაყენეთ
ჭაობის ლაფში!
თუნდა გამაგდეთ სირიაში
მათრახის ცემით!
თუნდა გამაგდეთ ნუბიაში
კეტით და კომბლით ,
თუნდ უდაბნოში გამაძევეთ
პალმის როზგებით
და თუნდ ნილოსის შესართავისკენ!

მე არ ავყვები რჩევას თქვენსას და შეგონებას,
არ აღვუდგები მე ჩემს სიყვარულს.

...
5.უნდა ჩავწვე ლოგინში და
თავი მოვიავადმყოფო.
მეზობლები სანახავად მოვლენ.
მათთან ერთად მოვა ჩემი სატრფო
და აქიმებს გააწბილებს -
- იცის სატრფომ სატკივარი ჩემი.

6.. ჰა,ქალაქგარეთ დაიას სახლი,
გაღებულია ორკარედი ჭიშკარი ფართოდ.
ჩაწეულია ურდული ჭიშკრის
განრისხებულა სატრფო ჩემი უკიდურესად!
მეკარედ მაინც ამიყვანდეს! გავამწარებდი,
გამოვიყვანდი წამდაუწუმ მოთმინებიდან,
რათა ყოველდღე მომესმინა ეს ხმა მრისხანე,
მის წინ ვმდგარიყავ ყმაწვილივით თავჩაქინდრული.
7.
უფლის არხს დავყევ,გადავცურე,გადავუხვიე
არხში,რომელიც მზის ღვთაების სახელს ატარებს.
დროით ჩავუსწრო,ვჩქარობ,ხალხის დაბანაკებას,
გაშლიან კარვებს,დასცემენ ბანაკს,
მერტიუს არხის შესართავი რომ გამოჩნდება.

მივქრი და ვშიშობ დღეობაზე დაგვიანებას,
გული კი,გული ცად მიელტვის ღვთაებას მზისას,
შევთხოვ,მწედ მექმნეს,
შემახვედროს ძამიას ჩემსას,
როდესაც იგი მიაშურებს უფლისა ტაძარს.

ვიხილეთ არხის შესართავი ორივემ ერთად.
ჰელიოპოლში წარიტაცე შენ ჩემი გული,
და მე გამოგყევ ტევრისაკენ,და შევეფარეთ
უზენაესი მბრძანებლის წარაფს.

მზის ღმერთის ხეებს შევატეხე პაწია ტოტი,
პაწია ტოტი შევატეხე ჩემთვის მარაოდ,
პირი ვქენ მისი წარაფისკენ,
გავცქერი ტაძარს.

სქელი ბალზამით დავიმძიმე ხუჭუჭა თმები,
ავივსე მუჭი ატმის რტოებით.
და თავს ეგვიპტის მბრძანებლად ვსახავ -
შენს მკლავებში გამომწყვდეული.

/ჰარისის პაპირუსი, დაახლ. ძვ.წელთაღრიცხვის 1330 წელი/

ძველეგვიპტური ლირიკა,თარგმ .მურმან ლებანიძისა,თბ., 1969.
* * *
არ ვიცი, ეს რომელ თემაში უნდა მოვათავსო.
უფრო ჩვენს ჟურნალისტებს მინდა მივაწვდინო ხმა.
ჩემს კომპ.ს პრობლემები აქვს და თავად ვერ გავეცნობი ამ მასალას,მაგრამ იქნებ ვინმესთვის საჭირო და საინტერესო იყოს.

ასეთი ი-მეილი მივიღე ჩემი შვილისგან:


დედი, იქნება ეს საქართველოში გაავრცელო... დღეს ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ეს რეკლამა ჩაირთო და ლამის გავგიჯდი!!!
მოუპარავთ ქართული ის კლიპი "შატილის ასულო", და აი ასეთი რეკლამა გაუკეთებიათ მაკედონიაში და აქ აჩვენებენ... ნახე, შეადარე და გაგიჯდები :

http://www.youtube.com/watch?v=PtYrDVqr7IQ
http://www.youtube.com/watch?v=6bu9Z4rqH0A

პ.ს.:აქ ,შინაურობაში იმას ვარკვევთ,ლექსი''შატილის ასულო '' ვინ დაწერა სინამდვილეში, ამ დროს იქ - გარეულობაში კლიპ ''შატილის ასულოს'' ითვისებენ!

* * *
არ ვიცი, ეს რომელ თემაში უნდა მოვათავსო.
უფრო ჩვენს ჟურნალისტებს მინდა მივაწვდინო ხმა.
ჩემს კომპ.ს პრობლემები აქვს და თავად ვერ გავეცნობი ამ მასალას,მაგრამ იქნებ ვინმესთვის საჭირო და საინტერესო იყოს.

ასეთი ი-მეილი მივიღე ჩემი შვილისგან:


დედი, იქნება ეს საქართველოში გაავრცელო... დღეს ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ეს რეკლამა ჩაირთო და ლამის გავგიჯდი!!!
მოუპარავთ ქართული ის კლიპი "შატილის ასულო", და აი ასეთი რეკლამა გაუკეთებიათ მაკედონიაში და აქ აჩვენებენ... ნახე, შეადარე და გაგიჯდები :

http://www.youtube.com/watch?v=PtYrDVqr7IQ
http://www.youtube.com/watch?v=6bu9Z4rqH0A

პ.ს.:აქ ,შინაურობაში იმას ვარკვევთ,ლექსი''შატილის ასულო '' ვინ დაწერა სინამდვილეში, ამ დროს იქ - გარეულობაში კლიპ ''შატილის ასულოს'' ითვისებენ!

Posted by: nino darbaiseli 30 Jan 2009, 23:13
მინიმალიზმის საზღვრები ლექსში

/ციკლიდან:,,როგორ ვიყავი პოეტი''/

ჩემი მკითხველები მეტისმეტი სერიოზულობით რომ არ დავღალო,აი,ჩემი ინტერმედია!
ადრე,ძალიან ადრე ბავშვობაში ვწერდი ლექსებს,ახლა მინიმალისტურ პოეზიას რომ უწოდებენ.
ეს მაშინდელია.გამოქვეყნებულიც იყო,მაგრამ სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.


ჩაშლილი პაემანი

გულის დამასთან
ეჩქარებოდა
აგურის ვალეტს,
მაგრამ ექვსიანს
ზედ დაეცა
პიკის ...საათი.



ჩემი ბოლო,''სიტყვებიანი'' მინიმალისტური ლექსი კონცეპტუალურადაც მინიმალისტური იყო,გრაფიკულადაც. ეს იყო თავისებური პოეტური ''რედი მეიდიც'' .ოთხი უმოკლესი სიტყვისგან შედგებოდა და საიდანაც არ უნდა წაგეკითხათ,ერთი და იგივე გამოდიოდა.გინდა თავიდან,გინდა-ბოლოდან,გინდა შუიდან და დედაენიდან გაღწევის შეუძლებლობაზე ''მოთქვამდა''.ეს უკვე ნიშნავდა,რომ ჩიხს მივადექი:

ჩაკეტილი დედაწრე!

აი ია
ია აი


თუმცა წინ კიდევ ერთი მოკლე ნაბიჯი მელოდა.
ეს ჩემი უძველესი პოეტური ექსპერიმენტიც ,სათაურით ''ბოლო''ამასთან იყოს,იმის საილუსტრაციოდ,თუ რა უკიდურესობამდე მივიდა ჩემში კრიზისი ლექსში ''ზედმეტ '' სიტყვებთან ბრძოლისა.


ბოლო

-...!
-...?

...?!
...!



1982


ამას მოჰყვა რამდენიმეწლიანი სრული პაუზა, ვიდრე ახლიდან შევბედავდი სიტყვებით დანაღმულ პოეზიის ველში .
მადლობა სიტყვებს, რომ მიმიღეს და ჩემზე შური აღარ იძიეს!

Posted by: nino darbaiseli 10 Feb 2009, 02:13
ჩემი ვერსიფიკაციული სავარჯიშოებიდან :
პოეტურ სტილთა სინთეზირება

თემისათვის ,,ქართული ეროტიკული პოეზია,, მუხრან მაჭავარიანის ლექსების აკრეფისას გამახსენდა ჩემი სავარჯიშო რვეულიდან ერთი მიბაძვითი ლექსი,რომელშიც მუხრან მაჭავარიანისა და ოთარ ჭილაძის პოეტურ სტილთა სინთეზირება ვცადე:

ამთავითვე გარკვევით უნდა აღვნიშნო,რომ ეს კარგი ლექსი ნამდვილად არ არის.უფრო ზუსტად,ფორმით ლექსია,მაგრამ მასში არაა - პოეზია; სავარჯიშოა ,თავიდან ბოლომდე პრინციპული მიბაძვა და რითმებში ვარჯიში.
დავფიქრდი,რა განსხვავება და საერთო იყო მუხრანისა და ოთარ ჭილაძის პოეტურ სტილებს შორის და ასეთი აზრი შემექმნა:

საერთო:
1.ორივე ტრადიციას ეყრდნობა და ავითარებს.
2.ორივე ნიუანსებზე აგებს ლექსს.
3.ორივესათვის დამახასიათებელია სტილის მეტ-ნაკლები ლაპიდარულობა.
4.ორივესათვის მნიშვნელოვანია მელოდიკური მხარე ლექსისა.
5.ორივე ესწრაფვის ლექსში ორიგინალური და ეფექტური რითმების ზომიერ გამოყენებას, ძირითადად მკითხველისათვის უკვე ნაცნობი ,მეტიც, ე.წ. გაცვეთილი რითმების ფონზე.
6.არცერთი მათგანი თითქმის არ იყენებს ``ახალ`` კონვენციურ რიტმებს,როცა კონვენციურ ლექსს ქმნის და საზომი ამ დროს ორივესთან ძირითადად 5/5/ ან 5/4/5 -ია
7.მხატვრული ტროპის სახეებიდან ორივე მათგანი მეტონიმიას ანიჭებს უპირატესობას,მეტაფორასთან შედარებით.ორივე მათგანი უფრო ამსახველია, დესკრიპტორი,ვიდრე გარდა-მსახველი.
8.ორივეს იზიდავს ყოფითი სიტუაციების პოეტიზაცია და ძირითადად რომანტიზებული რეალიზმის საზღვრებში ატევს თავის პოეტურ სამყაროს.

განსხვავება:
1.მუხრანს იზიდავს ექსტრავერტული გამოხატვა.ოთარ ჭილაძე ინროვერტია.
2.მუხრანს ახასიათებს აღმავალი ინტონაციები,განსაკუთრებით ლექსის ფინალისაკენ,ჭილაძის ინტონაციები უფრო დაღმავალია, ფინალშიც კი.
3.მუხრანს იზიდავს აფირმაციული,ანუ მტკიცებულებითი გამოთქმები,ოთარ ჭილაძესთან ამ ტიპის გამოთქმები უიშვიათესია.მისთვის უფრო დამახასიათებელია ნახევარტონები.

მთავარი განსხვავება,რომელსაც საგანგებო საუბარი სჭირდება,თითოეული მათგანის,როგორც პოეტის ღირებულებითი სისტემაა,სადაც არის დამთხვევებიც,რაც სავსებით ლოგიკურია,მაგრამ განსხვავებათაგან ერთ- ერთ მთავარს ქმნის ის,რომ ო.ჭილაძეს იზიდავს ლირიკული პერსონაჟი -ინდივიდი, გარეგნულად თითქოს არავისგან გამორჩეული ადამიანი და მისი შინაგანი სამყაროს გახსნა და შესაბამისად, მუდამ ``მონოფონიურ`` ხმას გამოსცემს. მუხრანის ლირიკული პერსონაჟი კი ერთი სხვათაგანია,ოღონდ გამორჩეული ,მათზე აღმატებული ხმითა და სტატუსით - ის ,,ზე -მეში,, აქტუალიზებული ადამიანების გარკვეული კოლექტივის სახელით მეტყველებს,თვით ინტიმური სიტუაციის გამოსახვისაც კი და თითქმის მუდამ ღიად შემფასებლობითია.
ამის შესაბამისად,ო ჭილაძე თუ რეციპიენტად წერილობით ტექსტთან პირისპირ დარჩენილ მარტო-მკითხველ ინდივიდს გულისხმობს,მუხრანის რეციპიენტად უფრო მსმენელი აუდიტორია , ადამიანთა სოციო-კულტურული ერთობლიობა წარმოიდგინება .
აი,ძირითადად ამ საერთო და განსხვავებული ნიშნების სინთეზი და გადატანა ვცადე ჩემს სავარჯიშოში, რომელიც,კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით ვიმეორებ,არ წარმოადგენს თვითკმარ პოეტურ ნაწარმოებს, რადგანაც პრაქტიკულად შეუძლებელია ერთ პატარა, ექსპერიმენტულ ტექსტში ამდენი სხვადასხვა, მსგავსი თუ ურთიერთგამომრიცხავი წინაპირობების სრულყოფილად შეთავსება , რაც უნდა დიდი ოსტატი იყო. მიუხედავად ამისა,ამ ტიპის სავარჯიშოები თხზვის საწყის ეტაპზე მაინც,აუცილებლად მიმაჩნია.

დებიუტანტი

,,პოეზიის დღე ,, , მწერალთა სახლი,
ყველა - პოეტი,ამაყი ყველა.
და მოლოდინი რაღაცის,ახლის
გული ბუდიდან ამოიყელა.

ვიჯექი ჩემთვის,ასე უბრად,რომ
მომიახლოვდა ერთი ბიძია,
მითხრა მღიმარმა მართლაც უბადლომ:
-რა,ლაპარაკი არ შეგიძლია?

-იცით,ამ წიგნში ჩემი ლექსია!-
-ვთქვი და გავწითლდი,სახე მიხურდა.
-ო-ო,პოეტების ,ვიცი, ეგ სია.
ოქროს ვეძებდი,ვნახე მე ხურდა.

არ დაუჯერო ამათ ,არავის!
ღმერთს ნიჭი ვეღარ გაუმეტია!
კაცი პოეტი - კაცი არ არის.
ქალი პოეტი?! რა პოეტია!

მეუცნაურა პოეზიასთან
ეს სიახლოვე თუ სიუცხოვე
და ვერ გავიგე ,მაინც ვინ იყო,
ირონიულად ბასრი ბიძია
და ავტოგრაფის წაწერა ვთხოვე...
მაგრამ კალამი ვერ მოიძია.

- - - - - - - - - -
,, პოეზიის დღე,, - პოეზიის ყოველწლიური ანთოლოგია,გამოდიოდა გასული საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში .

პ.ს.:ერთმა ახლობელმა,რომელიც ამ ტექსტს გაეცნო,გაკვირვებულმა მკითხა,ეს ლექსი რამ გამოგაქვეყნებინაო.როგორც ჩანს,ყურადღება მოუდუნდა ,ან ვერ მიხვდა,რომ არც არასოდეს გამოვაქვეყნებდი ,ავტორადაც არასოდეს დავეწერებოდი.ეს ხომ მხოლოდ სავარჯიშოა,რომლის მსგავსებითაც სავსე მაქვს უჯრები.

Posted by: nino darbaiseli 8 Mar 2009, 22:41
დიდი ხანია აქ აღარ შემომიხედავს.
ალბათ უფრო იმის ბრალია,რომ ბოლო პერიოდში არც არაფერი დამიწერია,არც ჩემი ძველი ნაწერების შესახებ საუბარი მომნდომებია,რადგან ძირითადად სხვა პოეტების ლექსების აკრეფით ,მათი შემოქმედების პოპულარიზაციით ვარ დაკავებული.ამავე დროს,ვმუშაობ ორ კრებულზე: ''ეროტის ქურუმნი''/ქართული ეროტიკული პოეზია/- /როგორც გამომცემლები გვაიმედებენ,გამოვა უახლოეს ხანში/ და ''არმაღანი'' / პოეტი-პოეტს - ქართული დედიკაციური ანუ მიძღვნითი პოეზია/ - ჯერ უცნობია გამოცემის ვადა/.
ამ კრებულთა მასალების გაცნობა შეგიძლიათ საიტ ''ლიტერატურა.გე''-ს პოეზიის განყოფილების შესაბამისი სათაურის თემებში.
ახლა ჩავათვალიერე ლიტერატურის განყოფილება და ერთი დაუჯერებელი ამბავი მომხვდა თვალში. ქართველი ავტორების თემებიდან ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს ტერენტი გრანელს.
ცოცხლებიდან,ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა,პირველ ადგილზე გურამ დოჩანაშვილია,მეორეზე - კოტე ყუბანეიშვილი,მესამეზე -თქვენი მონა-მორჩილი.
ამან მაფიქრებინა,რომ რაღაცით საინტერესოა ის მასალები,რომელსაც აქ დროდადრო ვათავსებ,თან გულიც დამწყვიტა,რომ ამჟამად არაფერი მაქვს მზად.
ამ დღეებში ერთ ტექსტს გადმოვიტან.
ათი წელი შესრულდა პოეტისა და მხატვრის ესმა ონიანის გარდაცვალებიდან.ლიტერატურის ინსტიტუტში ჩატარდა ამ თარიღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება - ''დისციპლინათაშორისი დიალოგი''.რომელშიც მონაწილეობდნენ ლიტერატურათმცოდნეები:მაკა ჯოხაძე,ინგა მილორავა,ნინო დარბაისელი და ხელოვნებათმცოდნეები დავით ანდრიაძე,გოგი ხოშტარია,ნინო ზაალიშვილი.
ტექსტი,რომლის დადებასაც ვაპირებ,არის ჩემი მოხსენება,რომელიც კრიტიკული გამოკვლევის სახით იბეჭდება კრებულში ''კრიტიკა''.

Posted by: nino darbaiseli 10 Mar 2009, 20:50
ისევ პოეტური შთაგონების,შემოქმედებითი პროცესისა და ლექსის გამოქვეყნების შესახებ

/მცირე ეტიუდი-დიალოგი/


ეს ტექსტი პორტალიდან '''ლიტერატურა გე'' გადმომაქვს , მცირეოდენი შემოკლებით.
ჩავთვალე,რომ მიზანშეწონილი იყო აქ მოთავსება,რადგან გარდა კერძო გამოხმაურებისა,იმგვარ საკითხებზე მოკლე მსჯელობასაც შეიცავს,რაც პრობლემურია თანამედროვე ახალგაზრდა ავტორებისათვის.ოდესმე ალბათ გადავამუშავებ და განვავრცობ კიდეც ბეჭდური სახის მისაცემად.მანამდე კი ინტერესით დაველოდები საიტის მკითხველთა გამოხმაურებებს,რაც დამეხმარება სწორი სტრატეგიის არჩევაში.



ადამ კადმონი:-ქალბატონო ნინო!
...მე მჯერა რომ არსებობს შთაგონება,რომელიც არის შემოქმედებითი წვის განმაპირობებელი და ხელოვნებაც სწორედ ამ გზით ი ბ ა დ ე ბ ა-თქვენ ერთგან თავად გაქვთ აღნიშნული,მომიტევეთ,ზუსტად არ მახსოვს თუ სად,რომ ”შთაგონებით არასოდეს ყოფილხართ განებივრებული” (მგონი,ზუსტად ამ სიტყვებით წერდით),ამიტომაც ლოგიკურია თქვენი პოზიციაც!თავისთავად თუნდაც ”ექსპლიკაცია” რაიმე იდეისა შეიძლება გახდეს სტიმულატორი შემოქმედებითი პროცესის,მაგარამ თუკი-არა და დარჩა ამ პროცესის სიმულირებად,როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყოთ თქვენ ან ვინმე სხვა,ხელოვნურობის მომენტი ლექსს ყოველთვის ეტყობა-შეიძლება ეს ხარვეზი შეამცირო,მაგრამ ვერასოდეს გააქრობ ბოლომდე;თამამი ნათქვამია,მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ...

ნინო დარბაისელი: - მე არასოდეს მითქვამს ან დამიწერია,რომ შემოქმედებითი პროცესისათვის საჭირო არ არის შთაგონება, /ინსპირაცია/ ან საგანგებო განწყობა/ინტენცია/.
არც ის მითქვამს,რომ თავად მხოლოდ აზროვნებაზე დაყრდნობით ვქმნი/ვქმნიდი საკუთარ ლექსებს. / სხვადასხვაგვარი თხზვის ტექნიკის დასაუფლებელ ვერსიფიკაციულ სავარჯიშოებსაც კი ვერ გავართმევდი თავს მათ გარეშე/.
ამ მნიშვნელოვანი საფუძვლების გარდა ,კიდევ უამრავი სხვა რამ მონაწილეობს ლექსის შექმნისას.
არიან ადამიანები,რომელთაც ხშირად ექმნებათ ლექსის წერის განწყობა,არიან ისეთნიც, იშვიათად რომ ''ეწვევათ'' მუზა - მეც ამ ტიპს მივეკუთვნები,ეს მაქვს აღნიშნული ვგონებ,ოცი წლის წინ გამოქვეყნებულ ესსეში ''ჩემი სიყვარულის პწკარედი'',შემდგომაც არასოდეს დამიმალავს მკითხველისათვის /ამიტომ მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული მთელი ცხოვრების მანძილზე სულ 72 ლექსი/.
ეს - ჩემი ''მოკრძალებული'' თვითპიარი.
ახლა - საქმეზე!
პოეტურ შთაგონებასა და განწყობას/ანუ ინსპირაციასა და ინტენციას/ ,ჩვეულებრივ,შედეგად მოაქვს პირველადი პროდუქტი, წერილობითად /ფურცელზე ან კომპ.-ში/ დაფიქსირებული ''პრე პოემი'',რომელიც პოეზიის,სიტყვიერი ხელოვნების ნიმუშად რომ იქცეს, ექსპლიცირებას საჭიროებს.
ექსპლიცირების პროცესი,მისთვის მზადებაც კი არ არის სავსებით ცნობიერი .მასში ქვეცნობიერ-ცნობიერ დინებათა მთელი კომპლექსია ჩართული. და აქ ავტორს უხდება არაერთი არჩევანის გაკეთება ,სიტყვათა კოლექსია ანუ თავმოყრა,სელექსია,ანუ შერჩევა, უარის თქმა თავისთავად ღირებულ არაერთ მომენტზე,რომელიც ლექსს,როგორც ორგანულ მთლიანობას საბოლოოდ ხელს შეუშლის . და ა.შ.,მაგრამ ბოლოს დგება სავსებით ცნობიერი მომენტი:თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს ,პასუხსაგები
გადაწყვეტილება ავტორისა, მიიჩნიოს თუ არა საკუთარი ტექსტი მზად იმისათვის,რომ ამ ტექსტმა შემქმნელისაგან დამოუკიდებელი არსებობა შეძლოს.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ავტორი ახდენს ტექსტის ლეგიტიმაციას.
მცირე ანუ ვიწრო ლეგიტიმაციაა ლექსის გაცნობა ერთი ან ორიოდე ახლობელი ადამიანისათვის.
დიდი ანუ ფართო ლეგიტიმაციაა ზეპირად,მეტ-ნაკლებად ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა,ხოლო ლიტერატურული ლეგიტიმაციაა ტექსტზე საკუთარი სახელის/ ფსევდონიმის დაფიქსირება და გავრცელება/გამოქვეყნება - უწინ ხელნაწერის სახით,შემდგომ ბეჭდურად,ახლა ინტერნეტის მეშვეობით.
პოეზიის ისტორიაში ცნობილია ფაქტები,როდესაც ვიწრო ლეგიტიმაციაგავლილი ლექსი შექმნიდან ათწლეულების ,ან ავტორის გარდაცვალების შემდეგ,საუკუნის გასვლისას გამხდარა ფართოდ ლეგიტიმური ,სხვა აღმომჩენების წყალობით./ქართული სინამდვილიდან გავიხსენოთ :ნიკოლოზ ბარათაშვილის ფართო ლეგიტიმაცია მოხდა მას შემდეგ,როდესაც ეკატერინე დადიანისგან ილია ჭავჭავაძემ მიიღო ტატოს ლექსები,ჩამოიტანა საქართველოში და ბეჭდურად გამოაქვეყნა,შექმნიდან დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ/.
როდესაც ვხედავ,რომ პორტალზე მოთავსებული ტექსტი არ არის მოწესრიგებული თუნდაც გარეგნულ დონეზე,როგორც არაერთგზის აღმინიშნავს,მექმნება შთაბეჭდილება,რომ ანონიმი ავტორი ან უმწეო აღმოჩნდა,მისთვის მოევლო , ან ,უბრალოდ,დაუდევარი და უზრუნველად მოიშორა ლექსი ,პირდაუბანელი , ხელისკვრით შემოაგდო პორტალზე.
''ხელოვნურობის მომენტი ყოველთვის ემჩნევა ლექსს''- ბრძანებთ თქვენ.მე კი ვფიქრობ,რომ ხელოსნურობის,თეთრი ბლანდები შეიძლება დაემჩნეს ლექსს,მაგრამ პოეტური ხელოვნება სწორედ ისაა,როცა ლექსს აღარც ცარცის, აღარც ბლანდის კვალი აღარ ემჩნევა.

Posted by: nino darbaiseli 12 Mar 2009, 14:02
ეს შინაურული - ''საალბომო'' ლექსი, რომელიც შარშანწინ პოეტ ჯარჯი ფხოველის მეუღლის,მანანას გარდაცვალების გამო დაიწერა,თავიდან მურმან ლებანიძის სტილის კოპირებით შეიქმნა.
ვინც ამ პოეტის შემოქმედებას იცნობს,უმალ შეიგრძნობს მისი სამგლოვიარო ლექსების ერთი ნაწილისათვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს :კონკრეტული, ცხოვრებისეული შემთხვევის - ვინმეს გარდაცვალების შემდგომ ლირიკული სუბიექტის მიერ წარსულის ყოფითი ,მანამდე თითქოს უმნიშვნელო რეალიების გახსენება და მათი ახალი მნიშვნელობით დატვირთვა ან სახეობრივი აქცენტირება მხატვრული აწმყოს ერთ ან ორიოდე ყოფით, ''არაპოეტურ '' დეტალზე /მაგ.:'''ტალახში აზელილი უძველესი კრამიტი'' ,'' უხნესი დიაცი ფლოსტების ფლატუნით მოჰყვა'' და ა.შ. / ; ზეპირმეტყველებითი ინტონაციები , გამრავალფეროვნებული სხვათა ნათქვამის,სხვათა ხმების შემოტანით ; სადა ლექსიკა, ოთხმარცვლიანი სიტყვების სიჭარბე,შესაბამისად ოთხმარცვლიანი,მეორეპეონური ტერფის {- i - -} ''შეჭრა '' მწყობრ რიტმულ საზომში და ამის შედეგად მიღებული რიტმული ''ამოვარდნები'', ხელოვნური მოუწესრიგებლობანი, - პოლიმეტრია, რომელსაც მონოტონური ინერციიდან გამოჰყავს ძირითადი საზომით მოსალოდნელი რიტმი.
როდესაც კოპირება დავასრულე,გადავწყვიტე ,რაღაც ინდივიდუალურიც შემეტანა ტექსტში,ეს ხევსურული და კახური დიალექტების ნაზავია,გამოყენებული პერსონაჟთა მეტყველებაში.თავად ლექსი ძირითადად სალიტერატურო ქართულის ხაზს მიჰყვება.
თუ დაუკვირდებით,შენიშნავთ,რომ საკუთარი სახელი ''მანანა'' წოდებით ბრუნვაში დასმისას ორგვარად არის წარმოდგენილი,სალიტერატური ქართულისა და დიალექტების შესაბამისად., ეს დიალექტური ფორმები ინტიმური პლანის გამოკვეთას ემსახურება.
ტექსტში ორიოდე დეტალია,რომელსაც მოძველებული ესთეტიკისთვის დამახასიათებელი პოეტური კლიშეს იერი აქვს.მათი შეცვლა უკეთესი ვარიანტით ძალზე მარტივია და ბეჭდურად გამოქვეყნებას რომ ვუპირებდე,არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებდი,საალბომო ლექსების ტრადიციას კი ზედმიწევნით ეხმიანება.


მანანა

მარტყოფის მონასტერში მანანა აღესრულა
და დებს დაუკრძალავთ ახალი მონაზონი.
საფლავზე ამოსულა ერთი ფურისულა
და ამ ფურისულამ ხანი მომაგონა,
როცა ერთ კუთხეში მყუდროდ მივსხდებოდით,
ამბებს მოვყვებოდით მთისას და ბარისას,
არაყ-''საქუჩებელს'' ჩუმად დავიდგამდით,,
ვიტყოდით:''ეს ერთი - წესია, მკვდარის ას!'',
მერე ცოცხლებისას შევსვამდით ხმაურით,
ვიდრე დაგვაცლიდნენ ჩვენივე ''ბღარები'',
შუაზე გავიყოფდით ერთ ლუკმა კეცეულს
მანან, მარგალიტი იყავი , ღარიბი.
სიკვდილმა რამდენი რამე დამანანა,
ცრემლით დამინამა ღაწვები და გული.
ცხოვრება, მანანო,''რა მარხე ყოფილა'',
რა მალე ხუნდება მზით მოფარდაგული!
მანანა, ზეცაში შენთვის ადვილია,
აქ ?! - ისევ ძნელია ცოცხლებში გაძლება,
რაღაცას მოველი,რაღაცას მოველი ,
და ვიცი ,ამ ლოდინით სული რომ გამძვრება.
ცოცხლისთვის ჩამომესწრო - მეტყოდი ძველებურად:
''ნუ იცი მოგონება ტყუილი დარდისა,
მაშ მე რა ვიღონო, მაინც რო არ ვუტყდები,
გამჩენ ხო გვიფარავს,ღვთის მადლი დაგვდისა!''
წავალ ,გზას გავყვები,უკვე გვიანია,
ოდესმე ამოვალ,უფალი თუ ისურვებს.
ღამეულ სიზმარში ქარი შეატოკებს
საფლავის გულისპირზე ამოსულ ფურისულებს.
* * *
მკითხველი,რომელმაც არ დაიზარა ლექსისთვის დართული ამ ვრცელი განმარტების წაკითხვა,ბუნებრივად იკითხავს,რატომ ავირჩიე მაინცა და მაინც კახური და ხევსურული დიალექტები პერსონაჟთა მეტყველებისთვის.
პასუხი ასეთია:
- არა მხოლოდ იმიტომ,რომ თავად გენეტიკურად კახელი ვარ, მანანა კი ხევსური,შატილიონი ჭინჭარაულთ ქალი იყო,არამედ ერთი გარემოების გამოც.
გასული საუკუნის მეორე ნახევარში მთავრობის გადაწყვეტილებით ხევსურეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჩამოასახლეს მოსახლეობა , ნაწილი - შატილიონი ჭინჭარაულები,გოგოჭურები , არაბულები და სხვები თელავის რაიონის თეთრწყლებსა და მის მიმდებარე სოფლებში დამკვიდა.მანანას ოჯახიც მათ შორის იყო.
მოსახლეობასთან ასიმილაციის შედეგად კახურ დიალექტში ჩამოყალიბდა ახალი კახურ-ხევსურული კილო.
სწორედ ეს კილო გამოვიყენე.
* * *
მკითხველი,რომელმაც არ დაიზარა ლექსისთვის დართული ამ ვრცელი განმარტების წაკითხვა,ბუნებრივად იკითხავს,რატომ გამოვიყენე მაინცა და მაინც კახური და ხევსურული დიალექტები პერსონაჟთა მეტყველებისთვის.
პასუხი ასეთია:
- არა მხოლოდ იმიტომ,რომ თავად გენეტიკურად კახელი ვარ, მანანა კი ხევსური,შატილიონი ჭინჭარაულთ ქალი იყო,არამედ ერთი გარემოების გამოც.
გასული საუკუნის მეორე ნახევარში მთავრობის გადაწყვეტილებით ხევსურეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჩამოასახლეს მოსახლეობა , ნაწილი - შატილიონი ჭინჭარაულები,გოგოჭურები , არაბულები და სხვები თელავის რაიონის თეთრწყლებსა და მის მიმდებარე სოფლებში დამკვიდა.მანანას ოჯახიც მათ შორის იყო.
მოსახლეობასთან ასიმილაციის შედეგად კახურ დიალექტში ჩამოყალიბდა ახალი კახურ-ხევსურული კილო.
სწორედ ეს კილო გამოვიყენე.

Posted by: nino darbaiseli 15 Mar 2009, 14:12
ნინო დარბაისელი


თამაშგარე


სიბრაზისაგან თვალის ფერი არ ემჩნეოდა.
ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის.
დაჯდა მარტოკა,
მოედნისკენ ზურგმიქცეული.

მე - შევცქეროდი,
იმზურგსუკან
როგორ დარბოდნენ ,
როგორ დაობდნენ
უნაპერწკლოდ
დარჩენილები.
უსტვენდა მსაჯი
მოხალისე კალათბურთელებს.
დიდი,
მხტუნავი ფორთოხალი
მზეში ბრუნავდა.
მზეში ბრუნავდა ფორთოხალი
ფარსაცდენილი,
მოედანგარეთ ვარდებოდა,
ახალმწვანეში,
ზოგჯერ ბადეშიც ეხვეოდა...
და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.

დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და
ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,
მაგრამ
უეცრად,
სულისაბერვით
აიყარა შუბლიდან თმები ,
როდესაც
გოგომ
კაფანდარამ ,
მკერდმოკოკრილმა,
მოუხედავად ჩამოუარა
და სიშორიდან
ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა.

ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი
და გადაყვლეფილ მუხლისთავზე
ბეჭდად დაისვა,
მერე ნებივრად გაიზმორა
და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო
ამოამთქნარა უდარდელად .

წამოუბერა .

მე ავიტატე შვილიშვილი
შინ გავეშურე ,
იქ კი ,
ზურგსუკან
გრძელდებოდა ისევ თამაში.

მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი.
ბრუნავდა მზეში .

Posted by: lurdes 15 Mar 2009, 18:57
QUOTE
დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და
ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,

ეროტიკული კადრია

Posted by: nino darbaiseli 17 Mar 2009, 00:40
ნინო დარბაისელი

მე და ხე

დღეს ანეგდოტებს ძირითადად სვანებზე ყვებიან,ჩემს ადრეულ,ადრეულ ახალგაზრდობაში კი უამრავი ანეგდოტი იყო გავრცელებული კახელებზე.მათი ერთი ნაწილი ,შესაძლოა ფონეტიკური მსგავსების გამო:კახელი,კახეთი ,ხის ციკლს უკავშირდებოდა და ძირითადი კომიკური აქცენტი კახელების მოუფიქრებლობაზე, მათ გაუთლელობაზე,მოკლედ ''ხეობაზე'' ურტყამდა.
გენეტიკურად კახელს ეს ამბავი რაღაცნაირად სულ გულს მტკენდა....ჰოდა ,ერთხელ გადავწყვიტე,სწორედ ისეთი ლექსი დამეწერა,სადაც ყველას ჯინაზე გამოვაცხადებდი,რომ ხედ ყოფნა მინდოდა. დავიწყე ფიქრი ხეზე და აღმოვაჩინე,რომ ფესვები მიწაში კი აქვს ,მაგრამ მისი ტოტებიც ფესვებია,ოღონდ ცაში გადგმული, გამოდის,რომ ხე არის შუამავალი,მაკავშირებელი სააქაო-საიქიოსი.
მაშინ კომპოზიციის კანონების შესახებ ბევრი არაფერი მსმენოდა და მარტივი წესით ვუდგებოდი ლექსის აგებას :ვიღებდი მხატვრულ-ლოგიკურ ღერძს და ძირითად ,ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს ფინალში მივუჩენდი ხოლმე ადგილს.ასეც მოვიქეცი და გამომივიდა.
წარმოიდგინეთ ჩემი ამბიციის ტრიუმფი!
მოკლედ ,ამ ლექსს ამაყად,გამოთქმით ვკითხულობდი მცირე თუ დიდი აუდიტორიის წინაშე:


X X X

მინდა ხე ვიყო
მინდა ხე ვიყო,
მინდა ვიყო მშვიდი და მყარი,
ჩემს დანახვაზე გზას იგნებდნენ შენი თვალები.

აბა, შეხედე,
როგორი ვარ,
ან როგორ ვდგავარ!

ტოტები - ჩიტებს,
ფესვები კი ჭიებისაა.

ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.

და ვიდრე ვდგავარ,
რასაც ვწვდები,
ვებღაუჭები.

და ჩემი ტოტი,
განა ისიც ფესვი არ არის?

ფესვი არ არის,
ფესვი - ზეცას ჩაჭიდებული?


გავიდა წლები და ჩემი პირველი კრებულის გამოცემის დრომაც მოაწია.
/მაშინ ასეთი ადვილი არ იყო, ყოველ შემთხვევაში,ჩემთვის .დაახლოებით სამი წელი მაინც უნდა ყოფილიყო დედანი ჯერ პერსპექტიულ გეგმაში,მერე საგამომცემლო გეგმაში,ამასობაში ,ხან რიგიდან უკან გადასწევდნენ, ხან დაიკარგებოდა , ხანაც ამოაგდებდნენ/.
ბევრი არ მიფიქრია.პირველსავე გვერდზე სწორედ ამ ლექსის მოთავსება ვთხოვე რედაქტორს.
კიდევ გავიდა წლები...ვკითხულობ ერთხელ ჩემთვის თაგორის წიგნს და რას ვხედავ!
გეგონება სწორედ ჩემი ლექსის ფინალის ციტირებას ახდენს.
რა იციან ამ კლასიკოსებმა! წინასწარ ,შენს დაბადებამდე საუკუნით,საუკუნეებით ადრე აგართმევენ სათქმელს!
მოკლედ ,მწარე , მაგრამ სასარგებლო გაკვეთილი მივიღე. მას მერე ლექსებში რემინისცენციების, ალუზიებისთვის და ა.შ. არაერთხელ მიმიმართვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მახსოვდეს, რომ როგორც ავტორი , პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ლექსში წერია.

Posted by: nino darbaiseli 20 Mar 2009, 08:55
ვერა პავლოვა


სვიტერშიც მოჩანს...


სვიტერშიც მოჩანს,როგორ დავფარო
პირველი ლიფი - ნომერ პირველი.
ეზოში ყველა მე შემომცქერის,
რა ნახეს ნეტა გასაკვირველი!
ვიჯვარედინებ მკერდზე ხელებს და
რაც შემიძლია,მხრებში ვიხრები,
მაინც მამჩნევენ სეირნობისას,
ვერაფერს მშველის ხელები,მხრები.
მახრჩობელაა ეს საჩუქარი,
ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები
და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ,
არადა, დედამ,სულ სხვათა შორის,
ვითომ შემთხვევით,მომცა წუხელი.


Под свитерком его не спрячешь,
мой первый лифчик номер первый,
когда, гуляя по двору,
его ношу, и каждый смотрит,
и каждый видит, несмотря
на то, что складываю плечи
и что крест-накрест руки. Трудно
дышать — затянуто дыханье
подарком, сделанным мне мамой
вчера, как будто между прочим.

ერთ ახლობელს,/გვარს არ დავასახელებ/,მგონი ,ვერა პავლოვა შეუყვარდა. ყველა საიტზე დასდევს,სადაც კი ეს თარგმანი დავდე.ჰოდა ,ეს - ჩემგან!


ძაან მაგარი ქალია,
ვაჟავ,პავლოვა ვერაო.
ბევრი ქართველი პოეტი
ახლო მიუვა ვერაო,
ეროტიკ-ერეტიკოსსა
არ აკრთობს სხვათა ცქერაო,
არც რად მიუჩინს არხეინს
გმობა და თითის შვერაო,
თან იგრე ლამაზი არი,
იგეთი გაიძვერაო,
ყველა მზირალი,მზვერავი,
ვინც თავი ``გაიზვერაო`,
სუ გადარია კაცები,
უწვერული და წვერაო,
თავ-თავის ხიდან მოტეხა,
გააჭოკ-გააჟვერაო,
ქარივით წამაუქროლა,
ყინვაში ანამქერაო.
ნუ გეგონება, ქერქეტა
რუსის ქალია,ქერაო.
გამაგრდი, მტკიცედ დადექი,
ვით შემართული ცერაო,
მალიად ჩამაიცილე
გულიდან ეგ ქიმერაო,
არ ჩაგიხვიოს ბადეში,
გაფრთხილებ,თორე ,მე რაო!

Posted by: nino darbaiseli 26 Mar 2009, 17:17
სადამდე შეიძლება მივიდეს ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება

როდესაც კონვენციურ ლექსს ვკითხულობთ, ჩვეულებრივ,ვუკვირდებით რითმასაც.ვარკვევთ,რამდენად ახალია,როგორ ერგება ლექსს,როგორც ორგანულ მთლიანობას. არის უამრავი კარგი ლექსი,რომელის სულაც არ გამოირჩევა ორიგინალური რითმებით,არის ლექსებიც,სადაც ორიგინალური რითმების სიჭარბე ვერაფერს შველის.
ზომიერება და კომპოზიციის გრძნობა ასეთ შემთხვევაში ყველაზე სანდო მოკავშირეა.
ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება საბოლოოდ ირონიულ-პაროდიულ ლექსამდე მიდის და ამის გამოცდილება უკვე არსებობს ქართულ პოეზიაში.
რა იწვევს კომიკურ ეფექტს ასეთ შემთხვევებში? ამ კითხვაზე ,ჩემი ფიქრით,პასუხი ასეთია.
ლექსის ტექსტის ''შესავსებად'' ორიგინალური რითმის მოძიების შემდეგ ავტორს უხდება მუშაობა იმაზე,რომ შინაარსი მოარგოს მას.ეს მოურგებლობა,საგანთა მოვლენათა ,სიტუაციათა შორის,რასაც ფროიდი ანეგდოტის სპეციფიკაზე მსჯელობისას კომიზმის საფუძვლად მიიჩნევს,ქმნის სწორედ კომიკურ ეფექტს ლექსში,რადგან ,ამასთანავე , ბადებს მოულოდნელობის ,უჩვეულობის განცდას მკითხველში ტრადიციული თემებისა და გამოსახვის საშუალებათა ერთფეროვნების ფონზე ახალ თემასთან ან ახალ , წინასწარგამოუცნობ შინაარსთან ,სიტუაციასთან შეხვედრის გამო, მაგრამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ლექსში შექმნილი მხატვრული კომიკური ეფექტი და კომიზმი,რომელიც წარმოიშობა წარუმატებელი ლექსის შემთხვევაში და მიემართება ავტორის შემოქმედებით უმწეობას,მარცხს.ამაზე ოდესმე ცალკე ვისაუბრებთ,ან უმჯობესია,თავად მოიძიოთ დეიმურაზ დოიაშვილის არც თუ დიდი ხნის წინ გამოცემული წიგნი ''ჭანტუროლოგიური შტუდიები''/,თბილისი,2008/ ახლა კი...

ამას წინათ ერთ საიტზე ასეთი ლექსი დაიდო:


X X X


ხელები მძიმე, როგორც ტორები,
ალბათ შეჩვეულ ტკივილს ვტოვებდი,
მაქვს სიმსუბუქე მონაპოვები.

ახლა ბევრი ვარ, ალბათ შენ მეტი.
ცა - დედამიწის ლურჯი ბერეტი,
სხეული როგორც რაღაც ზედმეტი...


ამ ლექსმა ვერსიფიკაციული თამაშის ხასიათზე დამაყენა.
გამომივიდა მონორითმული,/ჩვიდმეტერთეულიანი/ ლექსი.
ეს თავისებური რეკორდია, მაგრამ რად გინდა!
ასე ხომ დაუსრულებლად შეიძლება თამაში,თუკი არ დაიზარებ.
საქმე - სათქმელის ქონაა!

მილიტარული სალაღობო რატის და რიტას

თავზე - ბერეტი,ხელში -' 'ბერეტა''.
ტიპი რაღაცამ გააბოროტა...
ამ სანახავმა განაბა როტა,
როგორ აუღონ მას აბაროტი!
მოდი და გული გაუთბე,რიტა,
თორემ მის ტვინში ჩქარდება რეტი,
მიუხმატკბილე:-''ჩიო სტაბოი,რატი?'
თამამად უთხარ ,''და უბირი, ტი!''
ან შეაშინე, ''ნაშიხ ბირუტო''!
შენ ხომ რუსი ხარ,ან ბურიატი,
მაგრამ საბარე ,საკაბარეტე,
ხარ მექსიკური, სავსე ბურიტო,
რადგან გიხდება ეგ გაბარიტი.
შემოგხვევია ეგ კაბა,რიტა...
/ნეტა ამდენი ვილაყბე რატო?/

გაკვირვებული ამბობს ბორატი:
- ეს თუ ლექსია, მართლა ,ბარო,ტო!

- - - - -- - - - - - -
ბორატი - გახმაურებული ფრივოლური დოკუმენტურ-კომედიური კინოსერიალის მთავარი პერსონაჟი.

Posted by: nino darbaiseli 1 Apr 2009, 11:35
ირმა მებურიშვილი,თამაზ ბაძაღუა და ...სალიერი


ბავშვობის მეგობრები...
ისინი შეიძლება დაშორდნენ რაღაც გაუგებრობის გამო,ან იმის გამო,რომ დიდობაში შესულები იგრძნობენ ან აღმოაჩენენ,რომ საერთო დიდი არაფერი ჰქონიათ.
შეიძლება არც არასოდეს შეწყვიტონ ურთიერთობა ან ყოფით -რიტუალურ დონეზე მაინც შეინარჩუნონ, ულოცონ ერთმანეთს დაბადების დღეები,შობა-ახალი წელი - ტელეფონით ან პირადად, ერთად იარონ,შეხვდნენ საერთო ნაცნობ-ახლობლების დღეობებსა და პანაშვიდებზე.
შეიძლება ჩანათელმირონდნენ...
ბევრი რამ შეიძლება , სიკვდილი - არა!
...მაგრამ სიკვდილს ეს არ სჯერა.

ირმა მებურიშვილი და თამაზ ბაძაღუა ერთმანეთს მე გავაცანი.ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო,მეორე - თითქმის ბავშვობისა.უჩემოდაც ისე დაახლოვდნენ,ცოტა არ იყოს,ვეჭვიანობდი და კიდევაც ვუბრაზდებოდი,როცა გამომტოვებდნენ რაიმე ''კაი ამბიდან''.
მთავარ უბედურებად მაინც ის მექცა,რომ ირმა,რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობაზე სწავლობდა და, ჩემგან განსხვავებით, ნებისმიერ დასავლურ თუ აღმოსავლურ უცხო ენას ღრუბელივით ისრუტავდა,თამაზს გადაეკიდა,მეგრული მასწავლეო...მოკლედ,ერთად ყოფნისას ნერვებს კიდევ იმით მიშლიდნენ,რომ სულ მეგრულად ლაპარაკობდნენ და არაფერი მესმოდა.
ეს ყოველივე იმით დასრულდა,რომ ადგა ირმა და ერთ დღეს,სრულიად მოულოდნელად ...მეგრელზე გათხოვდა.
სიძე კარგი გამოგვადგა. მე მეჯვარე ვიყავი,თამაზი - მაყარი .
როცა თამაზის სადღეგრძელო დალიეს, სამადლობელში იხუმრა:
- მეტი რა მექნა ჯიმა,რძალი მეგრულში მოგიმზადეთ აბაშელებსო.
მერე ოჯახებით მეგობრობდნენ...
ეს ყველაფერი ირმას ლექსმა გამახსენა:



ირმა მებურიშვილი

თამაზ ბაძაღუას ხსოვნას

წუხელ სიზმრად იყავ ჩემი მეინახე,
ორცეცხლშუა ვიდექ,
ნეტავ არ მენახე.
სადღეგრძელო შენი მწარედ გამოვცალე.
ცოცხლად გიდრეგრძელე ასული და ცოლი...
რომ არა ხარ,
დიდხანს,
დიდხანს გიმალავდი,
ამ წარმავლის შვილი
გახდი იმ მარადის.
მე ვერ გავიხარე შენი ნახვით, ჯიმა,
სულში ჩაწყვეტილო სიჭაბუკის სიმად.

ამას წინათ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა პირადად რომ გამიცნო, მითხრა:
- ქალბატონო ნინო, ცხოვრებაში რა კარგი ადამიანი ყოფილხართ, პორტალზე ყველას ჰგონია, ძალიან მკაცრი ხართ ,პოეზიას ვერ იტანთ და ნიჭიერ პოეტებს არ ახარებთო.
თავიდანვე ასეთი ჩვევა მქონდა : ახლობელიც კი,თუნდაც ჩემდამი მოძღვნილ ლექსს რომ წამაკითხებდა ,დავიწყებდი,ეს ასე აჯობებდა, აქ ეს ზედმეტია, ეს სახე არაზუსტია... და საერთოდაც, არ ვარგა! ...
ამის გამო ხუმრობით,ჯერ ''სალიერი'' შემარქვეს,მერე ჩემს გვარს შეურწყეს და მეგრული აქცენტით ''დარბაისალიერს'' მეძახდნენ.
სულ სხვანაირი იყო თამაზ ბაძაღუა .ცუდი ლექსიც რომ წაგეკითხა ,დაუყოვნებლივ გეტყოდა:ბეთხოვენი ხარ ჯიმა,ბეთხოვენი!
ირმა მებურიშვილმა მაშინ ასეთი ლექსიც დაწერა :''ბეთჰოვენის შეხვედრა მოცარტთან'',ცხადია,ბეთჰოვენად და მოცარტად საკუთარი დიადი თავი და თამაზი ჰყავდა გამოყვანილი ,მე საწყალს კი აბა, მზაკვარი სალიერის სახელს რა ამაცილებდა!
გულისკანკალით წამიკითხა ლექსი .ვიხალისე,შენიშვნებიც არ დავინანე და ვურჩიე,გამოექვეყნებინა კიდეც ,თან მიეწერა,ვის ეძღვნებოდა .
ირმასი ხომ მართლა ბევრი რამ მშურდა და არც ვმალავდი.მშურდა რომ ულამაზესი იყო, რომ მამა ცნობილი პოეტი ტაგუ მებურიშვილი ჰყავდა,რომ ყველა პოეტს,მე რომ მორიდებით ვესალმებოდი , დაბადებიდან ახლო იცნობდა,ბოლოს და ბოლოს ,ანა კალანდაძის ხელში იყო გაზრდილი,მერე როგორ კითხულობდა საკუთარ ლექსებს,როგორი ხმა ჰქონდა!
დიდხანს იყოყმანა ,დაებეჭდა თუ არა ეს ლექსი და ბოლოს ასეც მოიქცა.

ბეთჰოვენის შეხვედრა მოცარტთან

ნინო დარბაისელს

ბეთხოვენი უკრავს ისე,მუსიკაა იმდარი.
ირხევიან,შრიალებენ ფრთენი სერაბიმთანი,
აღფრთოვანდნენ მუსიკოსნი,საღამოზე წვეულნი,
წამოუდგნენ ფეხზე ტაშით,თურმე აღტაცებულნი,
მაგრამ ყველას გასაოცრად,მოცარტმა არ ინდომა
მისი ქება:'' ბატონებო,ვიცი,ცუდმედიდობად
ჩამეთვლება,მაგრამ თქვენგან ქება მიკვირს ძალიან
შემსრულებლის,ვისაც ჰანგი კარგად დაუსწავლია''.
ყმაწვილ ლუდვიგს,თუმცა წყენით წამოწითლდა,აენთო,
მორიდებით უთხოვია:''რამე დამავალეთო,
რაც ახლახან მოისმინეთ,ჩემი გულის ხმა იყო,
ასე მკაცრი შეფასება ,ეგებ უკან წაიღოთ.''
''შემისრულეთ მაშინ ესო''- უთხრა ამადეუსმა
და თითები კლავიშებზე ჯადოსნურად მოუსვა.
ბეთხოვენი თითებს მისას მიჰყვა,არ დაერიდა
და დარბაზი საოცარი ხმებით გადაირინდა.
როიალის კი არა და,სულის კლავიატურას
ეხებოდა ხელით თითქოს...მყისვე წამომართულა
მოცარტი და ბეთხოვენი განა გაუკილია,
შენიშვნისთვის ბოდიშის თქმაც კი არ უთაკილია.
ო,რა წრფელი იყო ჟესტი,ჟესტი გვირგვინოსნისა,
თაყვანს რომ გამოხატავდა ყმაწვილ მუსიკოსისა.
''სიამაყე იქნებიო,-უთქვამს - ჩვენი ქვეყნისა'',
თუმც,თვით მოცარტს უნიჭოთა ოდენ მტრობა ეღირსა,
ის,ბავშვივით უშურველი,ავი ბედისწერისა,
რატომ იყო,რად იმსხვერპლა ზაკვამ სალიერისა.


ეს ,ბოლო ლექსი კი თამაზის სიკვდილის მერე დაიწერა.მაშინ უკვე გვესმოდა მეგობრობის ფასი:

ირმა მებურიშვილი

ნინო დარბაისელს

მოვიჩქარი შენკენ ,
სახეს ვუშვერ ფიფქებს,
ბედმა შენი ნახვა ასე გამიძვირა,
ადრე გაზაფხულით მოტყუებულ ნუშებს
ჰგვანან ქარში ხენი ...
მომეახლა ცხადად სიქალწულე ჩემი
და ხუნდები ახლა უფრო შევიძულე,
ისე მინდა შენთან,
ისე მომენატრე!
მოვალ თავშიშველი და ქარს სახეს ვუშვერ,
ისე,როგორც მაშინ,ამ ათი წლის წინათ...
დაემგვანენ ხენი მოტყუებულ ნუშებს
და ქარს სახეს ვუშვერ,
და თოვლს სახეს ვუშვერ,
და სველი მაქვს სახე
და არ ვიცი უკვე,
ცრემლია თუ წყალი,-
-ჩემს ცხელ სუნთქვას ფიფქთა წყება შეეწირა.

1990

Posted by: anthro 1 Apr 2009, 17:17
nino darbaiseli
QUOTE
რომ არა ხარ,
დიდხანს,
დიდხანს გიმალავდი,

გული ჩამწვა... მეც მქონია ასეთი სიზმრები გარდაცვლილებზე sad.gif

Posted by: nino darbaiseli 2 Apr 2009, 15:08
ასეთი დალილა


''სიყვარული თვითონ გვირჩევს,მეგობრობას ჩვენ ვირჩევთ'' - ეს რომაული სიბრძნე დიდი ხანია მაფიქრებს.
პოეტებს რომ ჩვენში მეგობრობა ძალზე უჭირთ,ეს ხომ ყველამ იცის,ახლა წარმოიდგინეთ,რა ძნელია პოეტ ქალთა მეგობრობა!
ამ ათიოდე წლის წინ ერთმა ჟურნალმა ინტერვიუ მთხოვა.რაკი ჩემს ლექსებში დედაშვილობისადმი მიძღვნილი მცირე ციკლიც არის,ერთი კითხვა ამასაც შეეხებოდა.
პასუხის გაცემისას გამახსენდა,რომ რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი ქალი ბიოლოგიურად დედა ჯერ არ გამხდარიყო, მაგრამ მათ ლექსებში გარემოსადმი,სამყაროსადმი დედობრივი სიყვარული იმგვარი სიძლიერით იყო გამოვლენილი,რომ ეს მათ ყველა დედაზე უფრო დედად აქცევდა.
ჩვეულებისამებრ,როცა რამეს დავწერ,ვიდრე დავბეჭდავდე, ჯერ ახლობლებს ვუკითხავ,მაშინაც ასე მოვიქეცი.ერთ არაჩვეულებრივ პოეტს,/რომელსაც , სხვათა შორის , სწორედ ამგვარ დედათა შორის ვგულისხმობდი/,ტექსტი ტელეფონით წავუკითხე. შემიქო და მეც არხეინად წავიღე რედაქციაში.
ნომრის დაბეჭდვის წინა დღეს კი ჩვენმა საერთო ახლობელმა დამირეკა და მითხრა,რომ თურმე ეს დღეები ტირილში გაუტარებია,რადგან სწორედ იმავე ჟურნალის მომდევნო ნომერში უნდა დაბეჭდილიყო მისი ახალი ლექსი და ამ ლექსში ცენტრალური სათქმელი ზუსტად ეს იყო : ''ყველა დედაზე უფრო დედა'' და რაც მთავარია,სიტყვებიც ზუსტად ემთხვეოდა.
ვაი,შენს ნინოს! როგორია დღის ბოლოს ქალაქის ბოლოდან რუსთაველზე გავარდნა ,''ტუდა-აბრატნი'' ტაქსის ფული! მაგრამ რას ვიზამდი.
იმ რედაქციაში პოეზიის განყოფილებას აწ. გარდაცვლილი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.
-არიქა,ბორენა,მიშველე რამე,დაუყოვნებლივ უნდა შევცვალო ეგ ერთი წინადადება- მეთქი.
ბორენამ აუღელვებლად დამიდო წინ ლექსი.წავიკითხეთ ერთად, კონტექსტი სრულიად სხვა იყო,მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით მოვითხოვე ამ სიტყვების ამოღება.
მეორე თუ მესამე დღეს ნომერიც გამოვიდა.
დალილა ბედიანიძე და მე ლიტერატურის ინსტიტუტში გვერდი-გვერდ ოთახებში ვმუშაობდით და
ნომერი ვუჩვენე თუ არა,ეს ამბავიც მოვუყევი.
ყურადღებით მომისმინა,/სხვანაირად მოსმენა არც სჩვევია./
არ ვიცი . რას ველოდი მისგან. იქნებ მინდოდა ეთქვა,რომ ის ძალიან კარგი პოეტი ამ შემთხვევაში მართალი არ იყო? ან რომ მე კარგი,სულგრძელი ადამიანი ვარ,რაკი ,ყველაფრის მიუხედავად , არ დავიზარე ჩემი ინტერვიუს შეცვლა?
დალილამ თავი ჩახარა და ერთადერთი სიტყვა ჩაიჩურჩულა ისე ჩუმად,რომ ძლივს გავარჩიე: ''ძნელია!''.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა ჩემს ოთახში .მერე წყნარად დაგვემშვიდობა და გავიდა.

ახლა დალილას ძველ ლექსებს ვათვალიერებდი, ხუთ აპრილს,კვირას,ორ საათზე '' ამირანის'' ლიტერატურულ კაფეში მისი ახალი წიგნის განხილვა და პოეზიის საღამოა , ორიოდე სიტყვა მეც ხომ უნდა ვთქვა და ...აი!
.... ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოქვეყნებული მისი ლექსი,სადაც სიტყვა-სიტყვით იგივე წერია '' ყველა დედაზე უფრო დედა''.
მე ვიცი,დალილას ლამის ყველაფერი თავისი მრავალრიცხოვანი ლექსებიდან - ზეპირად ახსოვს.
ახლა უკვე ისიც ვიცი,რას ნიშნავდა მაშინ მისი ერთადერთი სიტყვა: ''ძნელია!''
აი,ასეთია დალილა.

Posted by: dro 2 Apr 2009, 16:56
რამდენი ხანია ასეთ სხივს არ შევხვედრივარ!
დღევანდელ დღეს თვალს ისე ჭრის ეს სხივი, რომ ვერც გაუსწორებ...

Posted by: nino darbaiseli 9 Apr 2009, 23:22
ნინო დარბაისელი

ცხრა ძმისა


მამას თუ ჰქონდა ისრის კონა გადანახული,
დედას - უბეში
მთელი ცხოვრება
ედო ერთი თხილის გული,
ხილაბანდში გამოხვეული .

და როცა ჟამმა მოაწია
და ცხრავე ვაჟი
იმის საწოლთან შეიყარა,
იხმო უფროსი...

უფროსი რატომ?!
პირველი იყო ,
პირველობას არც ვის უთმობდა,
მეორე შვილი დინჯი ჰყავდა,მორიდებული,
მესამე - ცოტა აბეზარი,
ხოლო მეოთხე და მეხუთე - ტყუპები იყვნენ,
ყველას შველოდნენ,აშველებდნენ შუათანანი,
მეექვსე - გარეთ ხათრიანი,შინ კი - თამამი,
მეშვიდეს - ცოტა ხრიკიანი ჰქონდა ბუნება
და მერვეს ხშირად აცურებდა...
ნაბოლარა კი მუდამ ყველას ეტოქებოდა.

ჩამწკრივდნენ ძმები -
- მომაკვდავის წინ გაიჭიმა ჩანგის ცხრა ძალი.

პირველმა თხილი ხელისგულზე დაანამცეცა.
და გაუწოდა ძმას მომდევნოს,
მაგრამ მომდევნომ
რაწამს იხილა წილი თვისი ,
ეცვალა სახე.
დანარჩენებმა -
- დედის უჩუმრად დამუწეს პირი.
ზოგს შეუბღვირა ძმამ პირველმა
ზოგს - ემუდარა,
ზოგმა ჩაყლაპა თავისი წილი,
ზოგმა კი - არა,
ნაბოლარამაც იუარა.

ხედავდა დედა,
ხელისგული
ვერ გაიცალა...

- თქვენ შემოგევლოთ დედათქვენი!
მადლობა უფალს!
ნეტა მეათეც მომცემოდა ...
უკრთოდა ცრემლი,
მერე თვალები დახუჭა და ნავმაც გაცურა.

ჰო,იმ გამოწვდილ ხელისგულზე
დარჩა სამყოფი
ყველასთვის,
ვისაც ისევ ახსოვს
ძველი ამბავი,
მაგრამ არ სჯერა,
რომ
არის დრო და არის ნაყოფი.

მძაღეა თხილი -
- დედის უბეში შემონახული!



-----
1. ჩანგის ძალები - ძველი ქართული ტრადიციით,ჩანგის სიმები ,ანუ ძალები გამომშრალ- დამუშავებული ნაწლავისგან მზადდებოდა.არსებობდა ცხრაძალიანი ჩანგი./ივ.ჯავახიშვილი/.
რაკი ლექსის თემა - პატრიოტიზმია.ამ სახეში თავისებური ალუზიაცაა აკაკის სიტყვებისა'' ჩანგური საქართველოა,სიმები ჩვენ ვართ ყველაო''.

Posted by: levan63 15 Apr 2009, 12:56
QUOTE (სექსტეტი @ 16 Apr 2008, 17:44 )
ეჰ, ხომ ვამბობდი, მოსაშთობია ეს პიონერთა სახლის ჟურნალისტური წრეები, მწერლობის სახელოსნოები და პოვეტობის შრომაგამასწორებელი ორგანოები-მეთქი...

შენ გეტყობა მიშას იდეოლოგიით მძიმედ ხარ დაავადებული, ასე რომ გძულს ყველაფერი ტრადიციული და ქართული. ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა! vik.gif

Posted by: strixnina 15 Apr 2009, 13:52
levan63
QUOTE
ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა! 

შენ თუ ფურცლავ, რა ხეირი?
შენ არ გასწავლეს, რომ ყველა "რომ"-ის წინ მძიმე არ იწერება?
გნახოს ხაჭაპურიძემ! ტყავს გაგაძრობს.

Posted by: nino darbaiseli 16 Apr 2009, 10:45
სასაფლაოს გაზაფხული

ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას.
ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის.
დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი'' ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო.
გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და...
მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:

1.

ანა კალანდაძე


ლადო ასათიანს


„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი


სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:
ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი,
ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...
გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...

1946



2.


ანა კალანდაძე

სასაფლაოს გაზაფხული

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ...
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“...
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან...
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.


ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

Posted by: strixnina 16 Apr 2009, 13:07
nino darbaiseli
QUOTE
ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

რას გვეკითხება ამოცანა? chups.gif

Posted by: levan63 16 Apr 2009, 17:33
QUOTE (nino darbaiseli @ 16 Apr 2009, 10:45 )
სასაფლაოს გაზაფხული

ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას.
ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის.
დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი'' ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო.
გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და...
მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:

1.

ანა კალანდაძე


ლადო ასათიანს


„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი


სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:
ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი,
ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...
გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...

1946



2.


ანა კალანდაძე

სასაფლაოს გაზაფხული

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ...
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“...
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან...
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.


ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

ისე ფაცია დეიდას სკოლის ჯადოსნურ სამყაროს მეც ვეზიარე. "ჩემს მეზღაპრე ბიჭს მეძახდა", ზღაპრების წერა მიყვარდა, თუმცა მალე მივატოვე ეს ჯადოსნური სამყარო (დღევანდელი გადასახედიდან ასე მეჩვენება) . სკოლა, რა საამაყოა და ცოტა "მობლატავე" ელემენტად დავამთავრე, მერე თითქოს ცხოვრება ავაწყე, მერე ისევ ავრიე და ა.შ.
ეხლა, თითქოს მეხმა დამკრაო, ისევ ფაცია დეიდას დახატულ სამყაროში მომინდა დაბრუნება, მაგრამ ძალიან ძნელი გამოდგა, თუმცა მაინც ვცდილობ და ჩემსას მაინც გავიტან, ოღონდ ძალიან გთხოვ დამეხმარო. ერთი წერილი მოგწერე და გთხოვ დამეხმარო! 2kiss.gif war.gif

რაც შეეხება ამ ამოცანის ამოხსნას შევეცდები უახლოეს ხანში ამოვხსნა!!!!

Posted by: nino darbaiseli 16 Apr 2009, 19:30
QUOTE (levan63 @ 16 Apr 2009, 17:33 )
QUOTE (nino darbaiseli @ 16 Apr 2009, 10:45 )
სასაფლაოს გაზაფხული

      ერთხელ ანა კალანდაძეს ინტერვიუში ჰკითხეს,თუ შეუცვლია როდესმე რაიმე უკვე გამოქვეყნებული ლექსის ხელახალი დასტამბვისას.
      ანამ უპასუხა, რომ მისი ლექსები ჯერ ზეპირად იქმნება და როცა ქაღალდზე გადააქვს, შემდგომ აღარაფერს ცვლის.
      დღემდე მეც ასე ვიყავი დარწმუნებული. ახლა გამახსენდა, რომ საჭირო იყო, ''ლიტერატურა.გე''-ს თემაში ''არმაღანი''  ლადო ასათიანისადმი მიძღვნილი მისი ლექსი დამედო.
        გადმოვიღე პირველი კრებული, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა /ანა კალანდაძე, ლექსები, სახელგამი, თბ., 1953 / გავემზადე ტექსტის ასაწყობად, გადავათვალიერე და.. მეუცხოვა. ჯერ ჩემი მეხსიერების ცდომილებას დავაბრალე, ახლა ბოლო პერიოდში გამოცემულ კრებულში /ანა კალანდაძე, ლექსები , საბჭ. საქართველო, თბ., 1984, გვ. 74/, მოვიძიე იგივე ლექსი.შევუდარე და...
მოკლედ, ვდებ ორივე ვერსიას:

1.

ანა კალანდაძე


ლადო ასათიანს


„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი


სადმე, ახლოს, მზე კვლავ გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან ... ნანას გეტყვის ნაკადული
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს...
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა...
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
აღდგებიან წლები შენი ჭაბუკობის:
ისევ გინდა,თქვა სიმღერა ჩაუქრობი,
ჩვენს შორის რომ სასოებით იხსენება...
შმაგი ქარი ყვავილებს რომ ჩაუქროლებს,
მშვიდობაზე შენი ლექსი იწერება...
გაზაფხული...ნახე,რარიგ წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის...

1946



2.


ანა კალანდაძე

სასაფლაოს გაზაფხული

„გამიხსენებენ როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ“.
ლადო ასათიანი

სადმე, ახლოს, მზეი გაშლის აკაციებს
და ყვავილნი, მათ გულმკერდზე დაფანტულნი,
მოვლენ შენთან, იტირებენ და ქართული,
და ქართული,
„უფლის ხელით დახატული“
სასაფლაო ქვის კალთაში დაგაძინებს.
და თუ მუდამ შენ მღეროდი ტკბილი ენით,
სასაფლაო? სასაფლაო დუმილს ირჩევს.
ქარი მოვა, მზეც ჩამოვა ხშირად ზენით
და „თბილ საფლავს“
თვის ოქროს ფეხს დააბიჯებს.
მე ასე მწამს, ერთი ნორჩი ნაძვის ძირას
ყაყაჩოში საუკუნოდ ჩაგეძინა,
ჩაგეძინა სიყვარულით ანაჩქროლებს...
არა, ლადო, აღარ მოვწყვეტ ყაყაჩოებს...
სიკვდილი კი არ მოსულა მგოსნის კართან,
ასეთია ქარიშხლიან სულის ბოლო...
ფიროსმანი? ფიროსმანიც მოვა, რათა
შენს სევდიან, „თბილ სამარეს“ ეამბოროს.
მუქ ლურჯ ცაზე მტრედისფერი ნისლი ცურავს,
ბრწყინვენ ცვარნი, ცრემლებივით ციმციმებენ...
სასაფალაოს ნაკადულზე ჩამოსულან
„ნამკაშურის წისქვილები“...
მზე, ჩამოვა, ქვის ძეგლებზე სხივებს დაღვრის,
ქვის ძეგლებზე, ჟამთა სვლით რომ დაღარულან...
ცა ირხევა, ვით ერეკლეს ბაირაღი,
და ნაძვები „ნაფიქრალით დაფარულან“,
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია,
როს ყაყაჩო ძველ ლოდებთან ტანს აიყრის...
სადმე, ახლოს, ყვავილს გაშლის აკაცია,
ყვავილს გაშლის და გულმკერდზე გადაიყრის.


ახლა ამ ორ ვერსიას ერთმანეთს ვუდარებ და თქვენი დახმარება მჭირდება,რომ ვუპასუხო  რამდენიმე კითხვას:
1.რა ცვლილებები შეიტანა პოეტმა ლექსში.
2.რა მიზეზით?
3.რა მივიღეთ შედეგად ?
4.რომელი ვერსიაა უკეთესი:პირველი თუ საბოლოო ,და რატომ?

ისე ფაცია დეიდას სკოლის ჯადოსნურ სამყაროს მეც ვეზიარე. "ჩემს მეზღაპრე ბიჭს მეძახდა", ზღაპრების წერა მიყვარდა, თუმცა მალე მივატოვე ეს ჯადოსნური სამყარო (დღევანდელი გადასახედიდან ასე მეჩვენება) . სკოლა, რა საამაყოა და ცოტა "მობლატავე" ელემენტად დავამთავრე, მერე თითქოს ცხოვრება ავაწყე, მერე ისევ ავრიე და ა.შ.
ეხლა, თითქოს მეხმა დამკრაო, ისევ ფაცია დეიდას დახატულ სამყაროში მომინდა დაბრუნება, მაგრამ ძალიან ძნელი გამოდგა, თუმცა მაინც ვცდილობ და ჩემსას მაინც გავიტან, ოღონდ ძალიან გთხოვ დამეხმარო. ერთი წერილი მოგწერე და გთხოვ დამეხმარო! 2kiss.gif war.gif

რაც შეეხება ამ ამოცანის ამოხსნას შევეცდები უახლოეს ხანში ამოვხსნა!!!!

ლევან ძვირფასო! შევამოწმე ჩემი წერილები აქ,ფორუმზე და არაფერია.
სხვაგან ხომ არ დამიტოვეთ პმ?

Posted by: სექსტეტი 16 Apr 2009, 20:55
levan63

QUOTE
შენ გეტყობა მიშას იდეოლოგიით მძიმედ ხარ დაავადებული, ასე რომ გძულს ყველაფერი ტრადიციული და ქართული. ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა!


პატარა წიგნები რო არ მაქ, სუუ დიდები მაქ user.gif

Posted by: levan63 17 Apr 2009, 15:02
QUOTE (სექსტეტი @ 16 Apr 2009, 20:55 )
levan63

QUOTE
შენ გეტყობა მიშას იდეოლოგიით მძიმედ ხარ დაავადებული, ასე რომ გძულს ყველაფერი ტრადიციული და ქართული. ისე მაგ შენი ბელადის სმენას, პატარა წიგნიც, რომ გადაგეფურცლა ზედმეტი არ მოგივიდოდა!


პატარა წიგნები რო არ მაქ, სუუ დიდები მაქ user.gif

სექსტეტ, შენ სტრიხნინას მაგივრად რად მპასუხობ, რა რამე თუ უნდა ვერ მიპასუხებს თუ?
* * *
QUOTE (nino darbaiseli @ 16 Apr 2009, 19:30 )

ლევან ძვირფასო! შევამოწმე ჩემი წერილები აქ,ფორუმზე და არაფერია.
სხვაგან ხომ არ დამიტოვეთ პმ?

ნინო, წერილი პირადი და ელ.ფოსტით გამოგიგზავნე, წესით კანინეტის ინ ბოქსში უნდა იყოს! თუ მაინც ვერ აღმოაჩინე ჩემს ელ.ფოსტის მისამრთს ვტოვებ და იქნებ უბრალოდ გამომეხმაურო, შემდეგ, რომ მოგწერო!

levan63@posta.ge

Posted by: levan63 18 Apr 2009, 15:26
QUOTE (nino darbaiseli @ 17 Apr 2009, 19:38 )
ლევან ძვირფასო! კაბინეტში თუ წერილი არ დაგხვდათ,გთხოვთ ,პმ-თი დამიკავშირდეთ ფორუმ ლიტერატურა.გე-ზე.სახელი - იგივე.


ყველაფერი წესრიგშია ჩემო ნინო, წავიკითხე შენი წერილი და ინსტრუქციის შესაბამისად ლიტ.გე-ზე დაფიქსირებულ ელ ფოსტის მისამართზე მოგწერე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აბა მაგრად 2kiss.gif war.gif

Posted by: manchoo 19 Apr 2009, 16:22
QUOTE
მამიანი სურათები

რუხი პლიაჟი, ჭრელი ქოლგები და ცხელი ქვები...

რა პატარა ვარ! ალბათ ორი წლისა ვიქნები

,,მამიანი"?....რიავიცი, რიავიცი.....

Posted by: nino darbaiseli 20 Apr 2009, 00:49
QUOTE (manchoo @ 19 Apr 2009, 16:22 )
QUOTE
მამიანი სურათები

რუხი პლიაჟი, ჭრელი ქოლგები და ცხელი ქვები...

რა პატარა ვარ! ალბათ ორი წლისა ვიქნები

,,მამიანი"?....რიავიცი, რიავიცი.....

მანჩო ძვირფასო!
მადლიერი ვარ,რომ ლექსები წაგიკითხავთ.
შევეცდები ავხსნა,რატომ ჰქვია ლექსს სწორედ ასე.

ამისთვის რამდენიმე მოსაზრება მქონდა.
ერთია კერძო - მამასთან ერთად გადაღებული სხვა სურათი არ აღმომაჩნდა.

მხატვრული თვალსაზრისით:
ამ გზით,სათაურიდან და პირველი სტრიქონებიდანვე შემოდის პირველი კონკრეტული გამოსახულების კონტური მკითხველის წარმოსახვაში,რაც ძალზე მნიშვნელოვანი შემდგომი იმაგინაციების დინამიკისთვის.
ფორმა ''მამიანი'' უცხოდ კი ჟღერს ,მაგრამ არ არღვევს სიტყვათწარმოების წესს. ეს ,როგორც ავტორს,საშუალებას მაძლევს,ლექსს სათაურიდანვე მკითხველის ყურადღება მივაპყრო./პატარა ინტრიგასავითაა/
კონცეპტუალურად - აქ ჩადებულია აზრი,რომ ადამიანის,საგნის,მოვლენის არსი ,სახე,''სურათი'' მხოლოდ და მხოლოდ მიმართებების მეშვეობით ვლინდება./ეს აზრი ცხადია,მე არ მეკუთვნის. საკმაოდ ცნობილია.მე მხოლოდ გამოვიყენე იგი ,როგორც საყრდენი პრინციპი ლექსის შიდა და გარე კომპოზიციის ასაგებად/.
აქ ლირიკული პერსონაჟი- გოგონას სახე-''სურათი'' ჯერ რეალურ,ბიოლოგიურ მამასთან მიმართებაში ვლინდება,მერე სახარებისეული ალუზიის შემოტანის გზით ,მამის სახე მამა-ღმერთში გადადის ,გოგოს სახე - ზოგად ადამიანში და ფინალში უკვე სხვა ჟღერადობას იძენს.
საუბარია რაღაც ''მთავარზე'',რაც ადამიანში დევს - ანუ ღვთაებრივ საწყისზე, მაგრამ ადამიანი უძლურია,სიტყვად აქციოს ის ცოდნა,რომელსაც შინაგანად გრძნობს, რაც ''მასში ისმის''...
ესაა,ჩემი ფიქრით, ადამიანად ყოფნის ტრაგიზმი.
* * *
ნინო დარბაისელი


კენგურუ

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.

ერთი,გაბმული ხმაურია
სუყველაფერი,
რაც არ მანიშნებს,
რომ სამალავი სადღაც ,ახლოა.
ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს..
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!


ნიავს მოჰქონდა სუნი შენი ,
გაუგებარი.
სულ გაგირბოდი,
გაგირბოდი,
ახლა კი ,
როგორ მიცახცახებს მთელი სხეული...

ნუ შემეხები!

კუდიანი ვარ,
დიდმუცელაც,
მოკლეხელებაც,
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

შვილი?
ა-აა, შვილი?!
იმან თავის ჩანთა აივსო,
მე - იმის ნაცვლად
დილდილობით ვანანავებ
მზეს ახალშობილს,
ღამღამობით კი
მთვარესა და
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ...

ჩუ,
ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო.
''კენ გუ რუ''- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ''არ მესმის შენი''.

Posted by: nino darbaiseli 23 Apr 2009, 01:52
წინა პოსტში ''კენგურუს'' პირველი ვერსია დავდე.რაკი იქ ჩასწორება ტექნიკურად აღარ არის შესაძლებელი.საბოლოო ვერსიას ვდებ თავისი ექსპლიკაციითურთ.


ნინო დარბაისელი


კენგურუ

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.

ერთი,გაბმული ხმაურია
სუყველაფერი,
რაც არ მანიშნებს,
რომ სამალავი სადღაც ,ახლოა.
ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს..
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

ნიავს მოჰქონდა სუნი შენი ,
გაუგებარი.
სულ გაგირბოდი,
გაგირბოდი,
ახლა კი ,
როგორ მიცახცახებს მთელი სხეული...

ნუ შემეხები!

კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

შვილი?
ა-აა, შვილი?!
იმან თავის ჩანთა აივსო,
მე - იმის ნაცვლად
დილდილობით ვანანავებ
მზეს ახალშობილს,
ღამღამობით კი
მთვარესა და
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ...

ჩუ,
ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო.
''კენ გუ რუ''- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ''არ მესმის შენი''.




ექსპლიკაცია


მკითხველთა ერთი ნაწილისათვის ,შესაძლოა, გაუგებარიც აღმოჩნდეს ლექსის''კენგურუ'' ეროტიკისთვის მიკუთვნების მოტივი.
შევეცდები ,ავხსნა ჩემი ჩანაფიქრი:
ლექსი ორ პარალელურ ნარატიულ პლანს შეიცავს.პირველი - ფასადური პლანი ეგზოტიკური ცხოველის ,კენგურუს ამბავია,მეორე - რთულ ინტიმურ სიტუაციაში აღმოჩენით დამფრთხალი ქალის აფექტური მონოლოგი,რომელიც ლოგიზაციას ესწრაფვის.
ამ ორი ნარატივის კორელაცია ხდება სიმბოლო - ალეგორიის მეშვეობით.
სიმბოლურად და ალეგორიულადაც კენგურუ შეესაბამება დედას,ნაყოფიერებას.სიფხიზლეს,სიფრთხილეს, სიმარდეს.
გარდა ამისა ,გამოყენებულია ნარატივთა დაკავშირების ერთი ხერხიც; ქართული იდიომატიკა ,რომელიც აქ ორმხრივ დეკოდირებას ექვემდებარება.
სტრიქონებში:
კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.

ერთი მხრით მოცემულია კენგურუს კერძო გარეგნულ ნიშანთა სურათი: ძლიერი კუდი , თვალები/რუს.კასოი ზაეც''- ის ხომ დიდ კურდღელს ჰგავს/ ,მოკლე ხელები და ძლიერი,მაგრამ ჩამოუქნელი ფეხები,რომელშიც მთელი მისი ფიზიკური ძალაა კონცენტრირებული... მეორე მხრივ კი ამავე ნიშნებისათვის ქართულ იდიომთა მორგება
საშუალებას იძლევა ეს ყოველივე ადამიანურ/თუმცა ნეგატიურ თვისებებად მოიაზრებოდეს.
/კუდიანი ხომ არა მხოლოდ კუდის მქონე ცხოველს ,არამედ ხრიკიან ადამიანსაც ნიშნავს,ასევე: თვალმრუდი არა მხოლოდ ელამ არსებას,არამედ ''ცუდი თვალის '' მქონე ადამიანსაც ნიშნავს,ხელმოკლე კი - არა მხოლოდ ხელებმოკლე არსებას,არამედ სოციალურად ,ფინანსურად წარუმატებელ ადამიანს .ამავე რიგისაა ''საკუთარ თავზე გადახტომა'' - საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა და ''ურყევად დგომა'' - ნებისყოფის სიმტკიცე.
ფინალში კიდევ ერთი პარალელია,მაგრამ ეს უკვე მკითხველის ალღოსა და ინტერპრეტაცისადმია მინდობილი.

კიდევ ერთი მომენტი,რომელიც ლექსის დასაწყისს უკავშირდება:

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.

ეს ფასადურად - ალუზიაა კენგურუს სახელდებისა, მეორე პლანში კი კონცეპტუალური დატვირთვა აქვს.
გამოყენებულია ინტენციალობის თეორია,რომლის თანახმადაც,ადამიანს გარემოდან,როგორც ტექსტიდან მხოლოდ ის ინფორმაცია ესმის,იმას გებულობს,რა ინფორმაციის მისაღებადაც განწყობილია,დანარჩენი კი რაკი დეკოდირებას არ ექვემდებარება, ''ხმაურია''.

Posted by: nino darbaiseli 3 May 2009, 23:17
''ძია ვახუშტი''

/მოგონების ნამცვრევი/

პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ.
ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო.
თავიდან ძიას ვეძახდი,მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ,უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად,
საქმე მაშინ გამიჭირდა.''ბატონო ვახუშტის'' ვერ დავუძახებდი,არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება,ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა...
მერე თანდათან მივეჩვიე..ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით:

ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო,
ყველას მისაბაძიაო,
ტანათ ფარჩა შაუკერა,
განა ჩვენებრ ძაძიაო.
შვილის კბილა ქალას უდგას.
ვინ ძიაო,რა ძიაო!
ვახო უნდა დავუძახო,
''ხვატიტ,ბოგა რაძიაო!''


ვაჰ,დრონი,დრონი...

Posted by: nino darbaiseli 7 May 2009, 13:48

ჩემი ''ნათლობა''

/ციკლიდან ''მოგონების ნამცვრევი'' /

საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია,იგივე ლეკოთ წიქა.
პატარა ლომი - ტრისტან მახაურია,მე - იმის გაწვრთნილი კატა.
/არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე,ჩვენს შემთხვევაში ,მართლა, პირიქით იყო/.
კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა ,ლექციებზე ვკაფიობდით.მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე.
ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი.
პირველი შეგონება,რაც ჩემი დედამთილისგან - ''ნინო დედასგან'' მივიღე, ასეთი იყო:''საცა შეხვალ,იქაური ქუდი დაიხურეო''.
ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები: ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს ,''შენა !'' უნდა დაუძახოს,მამამთილს არ დაელაპარაკოს,იმის სკამზე არამც და არამც,არ დაჯდეს,ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს,''სირცხვილ ას!.''..მოკლედ,მთელი ძველი კოდექსი,რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა.
აუღებელი სუფრა გვედგა.ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით,ლელა თათარაიძის გარმონით...
ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია,სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს,თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო, ''ნიადე'',მთელ ქვეყანას გააძღობ...
დიასახლისი ,ჰა-და ჰა,როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი,მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან.სუფრაზე დაჯდომა ხო -'' წეს არ ასა'', სირცხვილია!
ჰოდა,ვხინკლაობთ და მე,როგორც ახალი პატარძალი,ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს,რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო ჩუმად ''საქუჩებელს'' გადავკრავთ./ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები/.
''ამაჰყრიან''თუ არა , ხინკლებს, დიდი ,ქაფქაფა ბლუდა სირბილით მიმაქვს ჯერ თამადისკენ...
- ო-პა-პა-პა ,რა ხინკალია,წიქავ,რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები.
პაპა ლექსო ღიმილით,ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს ,ჩემკენ ანიშნებს :
- ეე-ჰ,რაღა ხინკალი,შიგ ყველა ხელს ურევს!
- რა დრო დაგიდგათ ხევსურებს!
ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად.
-მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის.- - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი!
/ხევსურები ყველა არახევსურს ''კახს'' ეძახიან/.
მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან.ხუმრობა საქმე ხომ არ არის.ნათლობა კი მივიღე.მაგრამ თბილისის ხრუშოვკაში დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე,საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი,ლექსობაც გავუბედე!
სადაც მიველ,იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე,მაგრამ ეტყობა,ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა.

Posted by: nino darbaiseli 9 May 2009, 09:40
ფილი და ფილია

''სხვაფრივ ტფილისი ისევ ის ქალაქია,
ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით.''
/ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/


სხვაფრივ?!
ეს ტფილისი ისევ ისეთია,
ისევ დაძაბული
და დაყოფილია,
კვლავ ჭორით უძღები ,
კვლავაც კმაყოფილი,
ფილი და ფილია...

ამ დილაადრიან
ძაღლს დაასეირნებ,
თანაც მოეფერე?
-რად უნდა ბაასი,
და ფილოსოფია,
შენ ხარ ზოოფილი.

ბავშვებს გაუწოდე
ფილა- შოკოლადი,
იქნებ მარმელადი? -
-გჭირს პედოფილია,
ყველასთვის ცხადია,
როგორ დამალავდი!

შემოგხვდა ყმაწვილი.
- რა ვერ იმყოფინე?
დაგლახვროს უფალმა,
ხარ იუნგოფილი.

თუ დგახარ დაქალთან
ჩუმად მუსაიფობ ,
რაღას იკოცნები?
- რად უნდა ლესბოსელს
დიდი გამოცნობა!

თუკი რამდენიმე
გახლავს მეგობარი,
ხუთია ,ექვსია,
ქალია,კაცია,
ჩვენია ,უცხოა...
ვრცელია ეგ სია,
მთავარი ისაა,
ერთად დაგინახეს,
- ეს გრუპენ-სექსია.

მარტო მიმავალმა
მზერა მოატარე?
- ვიცით,რას დაეძებ
ქუჩაში მყოფელი.

კაცს გვერდით მიჰყვები?
- საყვარელს იტყვიან.
ეგ არაფერია!
დღეს ,აბა, ვინაა
მაგ მოძველებული
სიტყვით დათოფილი.

მოხუცს ეგებები
და ფეხქვეშ ეგები
- ხარ გერონტოფილი.

ღმერთმა დაგიფაროს,
ზედიზედ გამოჩნდე
ახალ მიწაყრილთან,
იქ, სასაფლაოზე!
გინდ ხელში გეჭიროს
წითელი მიხაკი,
ანუ ყარამფილი.
- გახდი ნეკროფილი.

ვაი,მას,ვინც გარეთ
სულაც არ გამოდის,
ფანჯრიდან ხედავენ,
ხალათი აცვია.
კარს უცნობს არ უღებს,
არავის აწუხებს,
იტყვიან: რა შველის?!
რა და ვიბრაცია.

ასფალტმა დაფარა
ძველი ფილაქანი.
ეს არის ტფილისი,
გულხელდაკრეფილი.
ეს არის ტფილისი,
ქალაქი ყოფილი.
ქალაქი ყოფილი
ისევ ისეთია.
ჭორ-მართალს დაეძებს,
მერე ისე არევს..
გულზე დაგიტოვებს
მწარე ნაიარევს...

ჰოდა,რას დაეძებ,
როგორც გეამება,
ისე იყავი და
ისე გაიარე!

Posted by: nino darbaiseli 10 May 2009, 19:24
წინა ტექსტი იყო ''პრე პოემი'' ესაა საბოლოო ვერსია:


სხვაფრივ

''სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია,
უსარგებლო გონებისა და გულისათვის..
...ტფილისი გატენილია ამბებით...
...ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით''
/ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/


სხვაფრივ?!
ეს ტფილისი ისევ ისეთია,
ვერსად გაგიძღვება,
ვერსად გაუძღვები...
კვლავაც კმაყოფილი
კვლავაც დაყოფილი,
კვლავაც დაცოფილი,
კვლავ ჭირით,
კვლავ ჭერით,
კვლავ ჭორით უძღები.

კაცს გვერდით მიჰყვები?
- საყვარელს იტყვიან.
ეგ არაფერია!
დღეს ,აბა, ვინაა
მაგ მოძველებული
სიტყვით დათოფილი.

მარტო მიმავალმა
მზერა მოატარე?
- ვიცით,რას დაეძებ.
თუ დგახარ დაქალთან
ჩუმად მუსაიფობ ,
თან ხელით ეხები,
ეკვრი,
იკოცნები...
- რად უნდა ლესბოსელს
დიდი ამოცნობა!

თუკი რამდენიმე
გახლავს მეგობარი,
ხუთია ,ექვსია,
ქალია,კაცია,
ჩვენია ,უცხოა...
ვრცელია ეგ სია,
მთავარი ისაა,
ერთად დაგინახეს,
- ეს გრუპენ-სექსია.

ბავშვებს გაუწოდე
ფილა- შოკოლადი,
იქნებ მარმელადი? -
-გჭირს პედოფილია,
ყველასთვის ცხადია,
როგორ დამალავდი!

შემოგხვდა ყმაწვილი.
თბილად გაუღიმე.
- ჭორს ვინ გამყოფინებს?
იტყვიან:
უფალო,
გაუქრე სინსილა
ამ იუნგოფილებს!

თუ დილაადრიან
ძაღლს დაასეირნებ,
თანაც მოეფერე?
- არ უნდა ბაასი,
და ფილოსოფია,
შენ ხარ ზოოფილი.

მოხუცს ეგებები?
- იტყვიან ფლიდები,
რაღაც,ამ ბოლო დროს
გერონტოფილდები.

ღმერთმა დაგიფაროს,
ზედიზედ გამოჩნდე
ახალ მიწაყრილთან,
იქ, სასაფლაოზე!
გინდ სანთელს ანთებდე,
აწყობდე მიხაკებს,
ანუ ყარამფილებს
ვინმე დაგინახავს,
არც კი დაფიქრდება,
გაგანეკროფილებს.

ვაი,მას,ვინც გარეთ
სულაც არ გამოდის,
ფანჯრიდან ხედავენ,
ხალათი აცვია.
კარს უცნობს არ უღებს,
არავის აწუხებს,
იტყვიან: რა შველის?!
რა და ვიბრაცია.

ასფალტმა დაფარა
ძველი ფილაქანი.
ეს არის ტფილისი,
გულხელდაკრეფილი.
ეს არის ტფილისი,
ქალაქი ყოფილი.
ქალაქი ყოფილი
ისევ ისეთია.
ჭორ-მართალს დაეძებს,
მერე ისე არევს..
გულზე დაგიტოვებს
მწარე ნაიარევს...

ჰოდა,რას დაეძებ,
როგორც გეამება,
ისე იყავი და
ისე გაიარე!

Posted by: levan63 13 May 2009, 15:23
ძაან მაგარია, სუფთა თბილისია რა! ნინო როგორ ხარ, ჩემსკენ და ჩემი "ოთარ ჭილაძის" ახალი ვერსიის მიმართულებით რა ისმის, იმ ჩემი გადაკეთებული ლექსის შეფასებაც მაინტერესებს, რაღაც ბევრი გაკვეთილი გაგვიცდა აი bis.gif !!!!! თუ რაიმე კომუნიკაციის პრობლემაა "იაჰუდან" მითხარი! აბა დროებით! rolleyes.gif

Posted by: levan63 18 May 2009, 17:11
ნინო, ეს რა სტილია, რა ჰქვია ლექსის ასეთ წყობას, მე ნაგრად მომეწონა და .... რა ჰქვია ლექსის ასეთ წყობას? bis.gif


ციდან ცრილი ცივი ცვარი,
ციცაბოზე ციალს ცდილობს,
ცის ციაგის ცელქ ციმციმთან,
ცდომილობა ცუდ-ცოდვილობს!

Posted by: nino darbaiseli 18 May 2009, 18:41
QUOTE (levan63 @ 18 May 2009, 17:11 )
ნინო, ეს რა სტილია, რა ჰქვია ლექსის ასეთ წყობას, მე ნაგრად მომეწონა და .... რა ჰქვია ლექსის ასეთ წყობას? bis.gif


ციდან ცრილი ცივი ცვარი,
ციცაბოზე ციალს ცდილობს,
ცის ციაგის ცელქ ციმციმთან,
ცდომილობა ცუდ-ცოდვილობს!

ამას ალიტერირებულ ლექსს უწოდებენ.ქართულ პოეზიაში მისი ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს,მაგრამ დღესდღეობით დაძლეულია. ამჟამად გამოიყენება ენის გასატეხებსა და ირონიულ-პაროდიულ ლირიკაში.
ვერსიფიკაციულ სავარჯიშოდ გამოგადგებათ ამ ტიპის ტექსტების თხზვა,მაგრამ იმედია,არ განიზრახავთ,რაიმე სერიოზული მიზანი დაისახოთ.მარცხი გარდაუვალია.

Posted by: chorven:) 18 May 2009, 21:45
levan63
QUOTE
ციდან ცრილი ცივი ცვარი, ციცაბოზე ციალს ცდილობს, ცის ციაგის ცელქ ციმციმთან, ცდომილობა ცუდ-ცოდვილობს!

ამას ჰქვია ცვარ-ნამიანი განუსაზღვრელი სიმოკლის შაირი yes.gif

Posted by: nino darbaiseli 19 May 2009, 20:13
ჩემი მეგობრებისთვის:

/დანარჩენებისთვის,უბრალოდ საინტერესო არ იქნება და დროის დაკარგვად არ უღირთ/.


http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=38

Posted by: levan63 20 May 2009, 11:44
QUOTE (nino darbaiseli @ 19 May 2009, 20:13 )
ჩემი მეგობრებისთვის:

/დანარჩენებისთვის,უბრალოდ საინტერესო არ იქნება და დროის დაკარგვად არ უღირთ/.


http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=38

ნინო, დედას გეფიცები, სულით ხორცამდე შემძრა შენმა ლექსმა, მართლა ძნელია, როდესაც ადამიანთან მოსიყვარულება მოგინდება და უცებ, რომ გაითავისებმის ამ ქვეყნად არ ყოფნას. რამდენჯერ დამირეკია ჩემთვის უსაყვარლესი, გარდაცვლილი ძმაკაცებისა თუ ახლობლების ტელეფონებზე, - იქიდან კი ან დუმილია ან ის პიროვნება აღარ პასუხობს, ვისი ხმის გაგონებაც ასე გაგიხარდებოდა ადამიანს, ძალზედ ძნელი და მტკივნეულია, არადა რაც უფრო დრო გადის ეს შეგრძნებები უფრო ღრმავდება! ღმერთმა აცხონოს "ჩუქჩიკა" და ყველა კაი კაცი! ამინ!

მსგავს თემაზე მეც მაქვს რაღაც დაწერილი და პირადი ფოსტით გადმოგიგზავნი, როგორც ყოველთვის შეფასება შენზე იყოს!

Posted by: lurdes 24 May 2009, 17:24
nino darbaiseli
QUOTE
სხვაფრივ

ეს მხოლოდ ავტორის შეხედულებებია.

უბრალოდ სქესის მიხედვით საყვარლებად ვის და სად აწყვილებენ?!
მით უმეტეს, ქალის ქალთან საუბარსა და გადაკოცნას, სად –სად და თბილისში ლესბოსელის "დამღის" მისაკრობად არავინ იყენებს.
გრუპენ –სექსის ამბავი უბრალოდ სასაცილოა
პედოფილიისა კი – სასაცილოც აღარ. ზოოფილიისაც – ასე.
ნეკროფილიის! აქ სიტყვები აღარ მეყოფა..

მოკლედ, ძალიან გაერთეთ ფილიების გახსენებით და უგემური ასორტი გამოგივიდათ . ბოდიში, მაგრამ ამის თქმა მომინდა, რადგან საქართველოში ასე არ ხდება. ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩენილ ბევრ კარგს ხაზი რატომ გადაუსვით..

თუმცა,
Каждый думает в меру своей распущенности.

Posted by: nino darbaiseli 25 May 2009, 09:33
lurdes ძვიფასო!

რა კარგი იქნებოდა,თქვენი აზრი იმის თაობაზე,რომ ''ეს მხოლოდ ავტორის შეხედულებებია'',მართალი იყოს!
ეს ლექსი ჩემი პროტესტია იმაზე, რაც ქართულ, თბილისურ საზოგადოებაში ხდება.
შემძრა ამ ხასიათის ახალმა ჭორმა,რომელსაც ერთი საყოველთაოდ ცნობილი,ჩემი საყვარელი რეჟისორის შესახებ ავრცელებენ სწორედ ახლა და ,თანაც, ძალზე აქტიურად./გვარს არ დავასახელებ,რათა დაფიქსირებით, უნებურად, ხელი არ შევუწყო მის ავისმოსურნეებს./. ცნობილი ტელედიქტორისა და ტრაგიკულად დაღუპული პოლიტიკოსის ამბავიც გაიხსენეთ. საკმარისია ,ადამიანს კონკრეტული ბრალი ვერაფერში დასდონ და ჭორის მანქანაც ამუშავდება...

ერთში კი სავსებით გეთანხმებით,ეს ყველაფერი მართლაც სასაცილოა, სატირელიც რომ არ იყოს.
სწორედ ამიტომ ავირჩიე სატირის ფორმა,რაც ძალზე განსხვავდება ჩემთვის ჩვეული სტილისაგან, თუმცა ძირითადად მეთვრამეტე- მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილი ცალკეული საუკეთესო ნიმუშების მიუხედავად /ბესიკ გაბაშვილი,ილია ჭავჭავაძე,აკაკი წერეთელი და სხვ./,ქართულ პოეზიაშიც არა აქვს გამოკვეთილი , უწყვეტი ტრადიცია.
სატირა ჟანრობრივად უშვებს და მოითხოვს კიდეც უტრირებას სახასიათო მომენტებისა,ისევე,როგორც,მაგალითად, კარიკატურა.
საბოლოოდ /მიუხედავად იმისა,რომ ნეგატიური შეფასება ავტორის პიროვნებისკენ მომართეთ/,მიხარია,რომ თქვენში ამ ლექსმა პროტესტი გამოიწვია.

Posted by: lurdes 25 May 2009, 20:01
nino darbaiseli
რომ არა სატირის ჟანრი და ამით "გამართლებული" უტრირება, ალბათ უფრო ნაწყენი დავრჩებოდი, რომ ასეთი ლექსი დაიწერა.
და მაინც, მგონია, რომ აქ ავტორის (და მისი გარემოცვის) შეხედულებას ლომის წილი აქვს. თბილისის საზოგადოება თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანისგან არ შედგება.

ორი სიტყვით ჭორებზეც ვიტყვი. მე ვერავის დავუდგები თავდებად და გადაჭრით ვერავის ორიენტაციაზე ვერ ვიმსჯელებ. ჩამოთვლილი ადამიანების (გარდაცვლილების) ისტორიები გულდასაწყვეტია, მაგრამ ორი შემთხვევა (მით უმეტეს პოლიტიკით შეფერილი) იმას ვერ მათქმევინებს, რომ თბილისში მასობრივად ასე ხდება.
ისე კი, ჩვენ ძალიან პატარა ქალაქი გვაქვს (აღარაფერს ვამბობ ქვეყანაზე) და თუ რამე გავრცელდა, საფუძველი მოეძებნება ხოლმე.

დავუბრუნდები ლექსს. მე მაინც მიმაჩნია, რომ აქ იდეას (ანუ, ფილიების თავმოყრას) "შეეწირა" ბევრი რამ და თბილისელებს ჩამოთვლილიდან ნახევარზე მეტი არარეალური "ბრალდება" წაუყენეთ.



Posted by: Randle_Patrick_McMurphy 27 May 2009, 20:45
QUOTE (nino darbaiseli @ 10 May 2009, 19:24 )
წინა ტექსტი იყო ''პრე პოემი'' ესაა საბოლოო ვერსია:


სხვაფრივ

''სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია,
უსარგებლო გონებისა და გულისათვის..
...ტფილისი გატენილია ამბებით...
...ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით''
/ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/


სხვაფრივ?!
ეს ტფილისი ისევ ისეთია,
ვერსად გაგიძღვება,
ვერსად გაუძღვები...
კვლავაც კმაყოფილი
კვლავაც დაყოფილი,
კვლავაც დაცოფილი,
კვლავ ჭირით,
კვლავ ჭერით,
კვლავ ჭორით უძღები.

კაცს გვერდით მიჰყვები?
- საყვარელს იტყვიან.
ეგ არაფერია!
დღეს ,აბა, ვინაა
მაგ მოძველებული
სიტყვით დათოფილი.

მარტო მიმავალმა
მზერა მოატარე?
- ვიცით,რას დაეძებ.
თუ დგახარ დაქალთან
ჩუმად მუსაიფობ ,
თან ხელით ეხები,
ეკვრი,
იკოცნები...
- რად უნდა ლესბოსელს
დიდი ამოცნობა!

თუკი რამდენიმე
გახლავს მეგობარი,
ხუთია ,ექვსია,
ქალია,კაცია,
ჩვენია ,უცხოა...
ვრცელია ეგ სია,
მთავარი ისაა,
ერთად დაგინახეს,
- ეს გრუპენ-სექსია.

ბავშვებს გაუწოდე
ფილა- შოკოლადი,
იქნებ მარმელადი? -
-გჭირს პედოფილია,
ყველასთვის ცხადია,
როგორ დამალავდი!

შემოგხვდა ყმაწვილი.
თბილად გაუღიმე.
- ჭორს ვინ გამყოფინებს?
იტყვიან:
უფალო,
გაუქრე სინსილა
ამ იუნგოფილებს!

თუ დილაადრიან
ძაღლს დაასეირნებ,
თანაც მოეფერე?
- არ უნდა ბაასი,
და ფილოსოფია,
შენ ხარ ზოოფილი.

მოხუცს ეგებები?
- იტყვიან ფლიდები,
რაღაც,ამ ბოლო დროს
გერონტოფილდები.

ღმერთმა დაგიფაროს,
ზედიზედ გამოჩნდე
ახალ მიწაყრილთან,
იქ, სასაფლაოზე!
გინდ სანთელს ანთებდე,
აწყობდე მიხაკებს,
ანუ ყარამფილებს
ვინმე დაგინახავს,
არც კი დაფიქრდება,
გაგანეკროფილებს.

ვაი,მას,ვინც გარეთ
სულაც არ გამოდის,
ფანჯრიდან ხედავენ,
ხალათი აცვია.
კარს უცნობს არ უღებს,
არავის აწუხებს,
იტყვიან: რა შველის?!
რა და ვიბრაცია.

ასფალტმა დაფარა
ძველი ფილაქანი.
ეს არის ტფილისი,
გულხელდაკრეფილი.
ეს არის ტფილისი,
ქალაქი ყოფილი.
ქალაქი ყოფილი
ისევ ისეთია.
ჭორ-მართალს დაეძებს,
მერე ისე არევს..
გულზე დაგიტოვებს
მწარე ნაიარევს...

ჰოდა,რას დაეძებ,
როგორც გეამება,
ისე იყავი და
ისე გაიარე!

რა ამის პასუხია და ამ მარაზმზე ვანდერსექსი გამახსენდა.

:ფლუგენგენგეხოლენ:

Posted by: nino darbaiseli 30 May 2009, 20:33
სადამდე შეიძლება მივიდეს ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება

როდესაც კონვენციურ ლექსს ვკითხულობთ, ჩვეულებრივ,ვუკვირდებით რითმასაც.ვარკვევთ,რამდენად ახალია,როგორ ერგება ლექსს,როგორც ორგანულ მთლიანობას. არის უამრავი კარგი ლექსი,რომელის სულაც არ გამოირჩევა ორიგინალური რითმებით,არის ლექსებიც,სადაც ორიგინალური რითმების სიჭარბე ვერაფერს შველის.
ზომიერება და კომპოზიციის გრძნობა ასეთ შემთხვევაში ყველაზე სანდო მოკავშირეა.
ორიგინალური რითმებით მეტისმეტი გატაცება საბოლოოდ ირონიულ-პაროდიულ ლექსამდე მიდის და ამის გამოცდილება უკვე არსებობს ქართულ პოეზიაში.
რა იწვევს კომიკურ ეფექტს ასეთ შემთხვევებში? ამ კითხვაზე ,ჩემი ფიქრით,პასუხი ასეთია.
ლექსის ტექსტის ''შესავსებად'' ორიგინალური რითმის მოძიების შემდეგ ავტორს უხდება მუშაობა იმაზე,რომ შინაარსი მოარგოს მას.ეს მოურგებლობა,საგანთა მოვლენათა ,სიტუაციათა შორის,რასაც ფროიდი ანეგდოტის სპეციფიკაზე მსჯელობისას კომიზმის საფუძვლად მიიჩნევს,ქმნის სწორედ კომიკურ ეფექტს ლექსში,რადგან ,ამასთანავე , ბადებს მოულოდნელობის ,უჩვეულობის განცდას მკითხველში ტრადიციული თემებისა და გამოსახვის საშუალებათა ერთფეროვნების ფონზე ახალ თემასთან ან ახალ , წინასწარგამოუცნობ შინაარსთან ,სიტუაციასთან შეხვედრის გამო ,მაგრამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ლექსში შექმნილი მხატვრული კომიკური ეფექტი და კომიზმი,რომელიც წარმოიშობა წარუმატებელი ლექსის შემთხვევაში და მიემართება ავტორის შემოქმედებით უმწეობას,მარცხს.ამაზე ოდესმე ცალკე ვისაუბრებთ,ან უმჯობესია,თავად მოიძიოთ დეიმურაზ დოიაშვილის არც თუ დიდი ხნის წინ გამოცემული წიგნი ''ჭანტუროლოგიური შტუდიები''/,თბილისი,2008/ ახლა კი...

ამას წინათ ერთ საიტზე ასეთი ლექსი დაიდო:


X X X


ხელები მძიმე, როგორც ტორები,
ალბათ შეჩვეულ ტკივილს ვტოვებდი,
მაქვს სიმსუბუქე მონაპოვები.

ახლა ბევრი ვარ, ალბათ შენ მეტი.
ცა - დედამიწის ლურჯი ბერეტი,
სხეული როგორც რაღაც ზედმეტი...


ამ ლექსმა ვერსიფიკაციული თამაშის ხასიათზე დამაყენა.
გამომივიდა მონორითმული,/ჩვიდმეტერთეულიანი/ ლექსი.
ეს თავისებური რეკორდია, მაგრამ რად გინდა!
ასე ხომ დაუსრულებლად შეიძლება თამაში,თუკი არ დაიზარებ.
საქმე - სათქმელის ქონაა!
არასპეციალისტებისთვის განვმარტავ,რომ ლექსში გამოყენებულია ე.წ. საყრდენთანხმოვნებიანი რითმა,რაც იმას ნიშნავს,რომ მუდმივად შენარჩუნებულია თანხმოვნები /ბ-რ-ტ/ ხდება მხოლოდ ხმოვანთა ცვლა/

მილიტარული სალაღობო რატის და რიტას

თავზე - ბერეტი,ხელში -' 'ბერეტა''.
ტიპი რაღაცამ გააბოროტა...
ამ სანახავმა განაბა როტა,
როგორ აუღონ მას აბაროტი!
მოდი და გული გაუთბე,რიტა,
თორემ მის ტვინში ჩქარდება რეტი,
მიუხმატკბილე:-''ჩიო სტაბოი,რატი?'
თამამად უთხარ ,''და უბირი, ტი!''
ან შეაშინე, ''ნაშიხ ბირუტო''!
შენ ხომ რუსი ხარ,ან ბურიატი,
მაგრამ საბარე ,საკაბარეტე,
ხარ მექსიკური, სავსე ბურიტო,
რადგან გიხდება ეგ გაბარიტი.
შემოგხვევია ეგ კაბა,რიტა...
/ნეტა ამდენი ვილაყბე რატო?/

გაკვირვებული ამბობს ბორატი:
- ეს თუ ლექსია, მართლა ,ბარო,ტო!

- - - - -- - - - - - -
ბორატი - გახმაურებული ფრივოლური დოკუმენტურ-კომედიური კინოსერიალის მთავარი პერსონაჟი.
* * *
სურათის დადება ვისწავლე და ძალიან მიხარია

http://www.radikal.ru
* * *
მე და ჩემი ამერიკელი მოწაფე ემილი რივზი


http://www.radikal.ru
* * *
მე და ჩემი ტყუპისცალი ანა

http://www.radikal.ru
* * *


http://www.radikal.ru

Posted by: levan63 1 Jun 2009, 11:41
ნინო, მაგარი სიმპათიური ხარ, "век воли не видать":wow: . ეგ ამერიკელი მოწაფე ძალიან კარგი, მაგრამ ჩემნაირ მიტოვებულ მოწაფეზე რას იტყვი, უკვე რამდენი გაკვეთილი გაგვიცდა?! ეგება ჩემთვისაც მეიცალო პაწა! givi.gif

Posted by: nino darbaiseli 1 Jun 2009, 23:10
ლევან ძვირფასო! უნდა მაპატიოთ.ეს დღეები წარმოუდგენლად დაკავებული ვარ,კვირის ბოლოს მოვიცლი.მანამდე კი იქნებ ამით შეიქციოთ თავი.ყველა ნაწარმოები

ნინო დარბაისელი

,,გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით''

{ესმა ონიანის პოეზიის ზოგიერთი ასპექტი)




`,,ჩემთვის მეგობრებს უთქვამთ, თითქოს ჩემს ლექსებს ემჩნევა, რომ მათი ავტორი მხატვარია და როდესაც დაუსახელებიათ საამისო ნიშნები, გამორკვეულა, რომ გარეგანი, ზერელე მსგავსება აძლევთ ამის საბაბს. სინამდვილეში საგნობრიობა, კონკრეტულობა, დეტალების სიყვარული, ფერული ნიუანსების ზედმიწევნით დაზუსტების ცდა (განსაკუთრებით ეს ფეროვნების გამუდმებული არდავიწყება-გადმოცემა ახსენებთ ფერწერას). ეს არ არის სწორი; მათ ავიწყდებათ, რომ ფერს საერთოდ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანურ ყოფიერებაში. ჩვენთვის სამყაროს ხილულობა-გაცხადებაში~ — წერდა ესმა ონიანი 1982 წელს, ალმანახ `კრიტიკაში~ გამოქვეყნებულ ესსეში `ფიქრები პოეზიაზე'' (ონიანი ე:301).
მართლაც, ვინ არის ესმა ონიანი: მხატვარი, რომელიც ამავე დროს პოეტი იყო? (მსოფლიო ხელოვნების ისტორიამ არაერთი ამგვარი ბედნიერი ნიმუში შემოგვინახა, თუმცა საკუთრივ ქართული ხელოვნება, ამ მხრივ, სულ რამდენიმე შემთხვევას იცნობს); იქნებ, მისი სახით, სრულიად სხვა რიგის მოვლენასთან გვიხდება შეხება?
გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი კრებულის გარეკანის ბოლო გვერდზე ნაზი კილასონიას სიტყვებია: `შეიძლება, ყველა მხატვარმა არ იცის, რომ იგი პოეტია. შეიძლება, ყველა პოეტმა არ იცის, რომ იგი მხატვარია... ესმა ონიანი კი ის ფენომენია, პოეზიაც და მხატვრობაც რომ თანაბრად ხელეწიფება. მისთვის სიტყვა და ფერი საშუალებაა სულიერი სამყაროს გამოვლენისა~.

*
ესმა ონიანის ლექსების უმრავლესობა 60-80-იან წლებშია შექმნილი, იმ დროს, როდესაც შემოქმედს მეტი თავისუფლება ენიჭება და უკვე მისი გადასაწყვეტია, დასჯერდეს ჩრდილში ყოფნას თუ გახდეს იდეოლოგიურად ანგაჟირებული და შესაბამისად, მიითვალოს ყველა ის ყოფით-სოციალური უპირატესობა, რასაც ხელისუფლება ამისათვის გაიღებს. ეს არ არის ალტერნატიული არჩევანი, რადგან შესაძლებლობის ამ ორ პოლუსს, მიზიდულობის ორ ცენტრს შორის დიდი სივრცე რჩება სხვადასხვაგვარი ლავირებისთვის. და ამ დიდ სივრცეში ეწერება იმდროინდელი ქართული ლიტერატურის ერთი დიდი კორპუსი.
ესმა ონიანი კი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ჩრდილში რჩება, თუმცა, როგორც მისი წერილების გაცნობა გვარწმუნებს, ადამიანურად მაინც მუდმივად უჭირს, შეურიგდეს უყურადღებობას, იგნორაციას კრიტიკის მხრიდან. (ონიანი ე.: 375-376) თითქოს ამის საკომპენსაციოდ, წერილებსა თუ ჩანაწერებში იგი არაერთგზის მსჯელობს პოეზიის რაობის, პოეზიისა და ფერწერის ურთიერთმიმართების, ლექსის იმ გამომსახველობით საშუალებათა შესახებ, რომელსაც თავად იყენებს; ადარებს თავისუფალ ლექსსა და ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს: `თავისუფალი ლექსი, მისი თავისუფლება ჩემთვის არის — `თავისუფლების მკაცრი საკანი~, გამუდმებულად მაკონიტროლებელ-წარმმართავი ნების ბატონობა~... (ონიანი ე: 297)
მართლაც, თუ კონვენციურ ლექსებში მისი პოეტური `ტეხნე~ შორს არის სრულყოფილებისაგან, თავისუფალ ლექსებს გამორჩეულობის ტვიფრი აზის და ,ფორმის მხრივ, ორი ძირითადი სახისაა. ერთია დისმეტრული ლექსი, მეორე კი დისმეტრული ლექსი კონვენციური ჩანართებით, ანუ გარდამავალი სახეობა. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ე. ონიანი არ არის თავის თანამედროვეთაგან ერთადერთი, რომელმაც თავისუფალ ლექსში პოეზიისა და სახვითი ხელოვნების დაახლოება სცადა.
ყველაზე მკვეთრი, თუმცა ფასადური მსგავსება, ამ მხრივ, მას ლია სტურუასთან აქვს, მათ შორის სხვაობას კი ძირითადად ორი რამ ქმნის. პირველია შემოქმედებითი ინტენცია.
თუ ლია სტურუას ინტიმურ პოეტურ სივრცეში, რომელიც ყოფით-ურბანისტული ანტურაჟით არის შევსებული, ღერძად წამომართულა ავტორის ლირიკული მე, ესმა ონიანის სივრცე არგაერთღერძოვანია, უკიდეგანო და ამ სივრცეში პოეტი-მედიუმი დაუსრულებლად იცვლის სამყოფელს, დაუსრულებლად გადაადგილდება შიდა და გარე, ყოფითსა და ყოფისმიღმიერ გარსებში.
მეორე სხვაობა ენასთან დამოკიდებულებაში მჟღავნდება. ლია სტურუს ნაკლებად იზიდავს სალიტერატურო-პოეტურ ენასთან იმგვარი რისკიანი ჭიდილი, რომელიც ყოველთვის როდია მხატვრული ეფექტის, წარმატების მომტანი, ეს კი ესმა ონიანის პოეტური სტიქიის მუდმივი თანამდევია, იგი თითქოს საგანგებოდ ახდენს ლექსის ჟღერადი პლანის რედუცირებას, თვით რითმასაც კი, რომლის ღირსებაზეც წერილებში საგანგებოდ მსჯელობს ,მის კონვენციურსა თუ თავისუფალ ლექსებში ორიგინალობა ნაკლებად ახასიათებს, ეს უფრო ან `საყოველთაო მოხმარების~ სარითმო წყვილებია, ან მინიშნება რითმაზე, რათა, ერთი მხრით, `პოეტური ინფორმაციის მოწოდება-ელვისმიერობას~ შეუწყოს ხელი, (ონიანი ე: 298) მეორე მხრით კი, აღმქმელის, რეციპიენტის ყურადღებას, იმაგინაციურ პლანზე კონცენტრირებისას, მეტი დაძაბულობისაკენ უბიძგოს. შესაძლოა ეს — რეაქციაც იყოს გალაკტიონის ლირიკის ინერციით გაკეთილხმოვანებული ტრადიციული ქართული ლექსის გავლენისაგან თავის დასაღწევად.
ასეა თუ ისე, თანამედროვე მკითხველს ესმა ონიანის პოეზიასთან შეხვედრისას დაძაბული, რთული სამუშაო ელის და ამ სირთულეს ერთდროულად ენობრივი წინაღობებიც ამძაფრებს და ის გარემოებაც, რომ მისი მეტნაკლებად სრულყოფილი აღქმისათვის საჭიროა ავტორისეულ იმაგინაციურ ნაკადთა ინტენსიური წარმოსახვის საგანგებო უნარიც.

*
ესმა ონიანი პოეტი- დესკრიპტორიც არის და კრეატორიც. ამის მიხედვით მისი ლექსების დაჯგუფებაც კი არის შესაძლებელი.
მისი დესკრიფციური ლექსები ძირითადად პოეზიის ენაზე სახვითი ხელოვნების სპეციფიკური `სათქმელის~ ტრანსფორმირების პირობებში იქმნება და ამ ამოცანის დასაძლევად იგი ფერის, პლასტიკის, ხასიათის გადმოსაცემად კომპოზიტთა წარმოებას ხშირად მიმართავს. ასე ჩნდება ახალი ზედსართავი სახელები, ზმნიზედები, რომელიც ძირითადად ვნებითი და საშუალო-ვნებითი ზმნებით გადმოცემულ მდგომარეობასთან ერთად ქმნიან პოეტურ სინტაგმებს, მეტაფორულ სახეებს.
ლექსი `შავი~ თითქმის ყველა ამ ნიშანს აერთიანებს:

გამოხმობილია ფხვნილიანი დაპრესილი მოკვდინებიდან
დამწვარი ძვლების, ყურძნის დამწვარი ძგიდეების
ჰაერუკმარი, შავი ნახრუკი;
(`გუდრონის~ სუნი — ქუჩაში ჩანან თეთრ წინსაფრებით
მოწყენილი მოწაფეები,
ცხელია შავ-თიმთიმა ახლად სხმული ასფალტის ფაფა —
ბაბუას ფარნის, რინიგზების, შავისა და სუნის კავშირი)
ატმის კურკების, ნაჭუჭების შავი გურგური გადამჭვარტლული
ოთახების ლამფის ყელის შავი არშია.
და ჩემს ბებიას, ღაბუას და ღაბაბიანს, შავ-ჭრელ თავშლიანს,
ხელმოცახცახეს ცრემლებით ვნატრობ.
(ონიანი ე: 47-48)

რაც შეეხება მის კრეაციულ ლექსებს, აქ ძირითადად მოქმედებითი ზმნების სიჭარბე განაპირობებს სახეთა დინამიკას. ამ შემთხვევაში მისი, როგორც სუბიექტი-პერსონაჟის მეტყველება გამორჩეულად თავისუფალია; ინტონაციაც ამ დროს მძლავრობს, თუმცა მკვეთრად აღმავალია, (ზოგჯერ აგრესიულობის ზღვრამდე მისულიც) წრფელი, აფირმაციული, თვითკონფირმაციულიც კი, და როგორც, ალბათ, თავად იტყოდა, ურყევი, უღალატო, მედგარი...
დაყვავების, ორჭოფობის, უმწეობის, შეთავაზების, შეცხადების და ა.შ. ინტონაციებით ამ კრეაციულ ლექსებში სხვათა ხმებია შეფერილი და ეს სხვები ძირითადად მისი პოეტური ფანტაზიით ხორცშესხმული ის პერსონაჟები არიან, რომელთაც ქართული ზეპირსიტყვიერების სამყაროდან, უძველეს ხალხთა მითოსიდან, ისტორიიდან თუ ხელოვნებიდან ახალ პოეტურ სივრცეში დასამკვიდრებლად გამოიხმობს ავტორი.

*
მინი-პოემაში — `გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით~, კომბინირებულია ნიშანთა მთელი წყება, რომელიც ზოგადად მის კრეაციულ ნაწარმოებებს ახასიათებს:
ნაწარმოების ნარატიული ჩარჩო-მონახაზი ასეთია: ქმრებისგან უარყოფილი, სიყვარულით გაუხარელი ოთხი ქალი სოფლის გარეთ, ერთ კლდოვან ალაგას მიდის, რათა შეასრულოს შურისძიების მაგიური რიტუალი და ქვის სულთან დაამყაროს კავშირი. თითოეულს შესაწირად კვერი აქვს წამოღებული:

ეს კვერი საზიზღარი —
ქვიშა, ფეტვი და ჭინჭარი ნახარში
გახმა და ჩაბრტყელდა ცეცხლსა და ღადარში
მიიღე, ქვის სულო!

ამ სიტყვების შემდგომ თითოეული ყვება თავისი მწარე სიყვარულის ამბავს. ერთი მათგანი ასე გამოხატავს გულისთქმას:

`შავი ფრთებივით გავშალე თმები ქარსა და მზეში!
თვალებს გამიფატრავს სხივი რისხვისა, მბრწყინავი ეშვი!
ჩემი სიყვარული, დღემდე მდუღარი,
შეაწყდა კედელს,
ძველი გაშმაგებით, წალეკვის მუქარით
მიყვარხარ დღემდე!
ტანს შემოვიგლეჯ სამოსს,
ყრუსა და ჩამშრალს,
ჩემი სხეული ნახონ,
მზესავით მახლავს!
ჩემი თეთრი მკერდი — თასი,
ცისფერი ბზარით,
მისი სიმთვრალე გასვი —
ტკბილიც და მწარიც.
ღელვა ჩემი ტანის არხევს
მრგვლად მცურავ მუცელს,
მას თეთრად ავსილი მთვარე
ტყუპსავით უცქერს.
მეღვრება ქაფშეკრულ ჩანჩქერად
მაღალი ყელი,
მზესავით სხეული გაჩვენეთ,
სიშმაგის მგვრელი,
მოვვარდი მძიმე ქვებთან სურვილგანათელი!
სხეული ავმართე
ურვით, გააფთრებით.
(ონიანი ე: 113-114)

ყოველი ქალი ქვის სულს შესთხოვს, ისე გამოფიტოს თავისი გამამწარებელი, როგორც საზიზღარი კვერი. წყევლის დასრულებისას ამ მწარე კვერს ქვის ქვეშ დებენ, ზურგით კლდეს მიეხლებიან და გულშემსუბუქებულნი ბრუნდებიან შინ.
ყოველივე ეს განცდილ-დანახულია აქტორად ტექსტში წარმოდგენილი ავტორის მიერ, რომელიც დასაწყისიდანვე შემოდის თავისი სასიყვარულო აღსარებით:

მიყვარხარ!
ქალები ჩამოსხდნენ თავშალჩამოშვებით
(მიყვარხარ),
მშრალი გულისპირით
(იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,
რომ მიყვარხარ, მიყვარხარ),
ახლა დაიწყებენ წესსა და შელოცვას
შენი განდევნისა და მოშორებისთვის, —
მათი მხრების რიგი მოხრილად ირწევა,
მათი სურვილები ამ წუთს დაელოდა,
რომ დაუმალავად გულწამღებ სიშიშვლით ეთხოვა ქვებისთვის.
(ონიანი ე: 110)

მინი-პოემაში ბოლომდე აუხსნელი რჩება, ვის მიემართება ეს აღსარება და რაკი შინმიმავალი ოთხი ქალის გზაზე გამოჩნდება თავისი სახლის ბჭესთან მჯდომი, ხორციელად დაძაბუნებული ბებერი კაცი, რომელმაც უთქმელად იცის ამ ქალთა ამბავი და უფრო მეტიც, — რა მოჰყვება მათ მაგიურ წყევლას, სავარაუდოა, რომ სწორედ მას უნდა გულისხმობდეს ავტორ-აქტორის, მჭვრეტელის აღსარება — ბებერ კაცს, რომელსაც ხორციელი არსებობის წვენი დაშრობია, მაგრამ რაღაც, სხვაგვარი არსებობის ვნება კვლავ ძალუმად უფეთქავს.
მინი-პოემის სათაურიც `გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით~, ამას უნდა მიგვანიშნებდეს, რადგან ამ უჩვეულო სიტყვათშეთანხმებას სხვა ახსნა არ ეძებნება. გარდაუვალი სიყვარულის წრე აქ სწორედ ბებრად წარმოსახული, ქარის სიმღერად ქცეული კაცის სახეში იკვრება:

ხან სიზმრად ვხედავ
ჩემი სიცოცხლის
ქარად გახდომას. —
სხეულს მიკოცნის
წლებით ნაოხარს
ქარის სიმღერა,
და დავიჯერებ ამას იმდენად,
თვითვე ვიქცევი ქარის სიმღერად:
`ვაპობ ბაგეებს,
ვარ ქარი, ქარი!
წყურვილი შორით
გადამაგელვებს,
გახსნმილ ბაგეებს
ვაწებებ თრთოლვით,

რასაც შევხვდები —
მთებს თუ ვაკეებს!
მზე ვერ მაკავებს!
( ონიანი ე:116)

ლირიკულ აღსარებას, რომელიც მინი-პოემის დასაწყისში — ქალის ხმით გაისმა, ეს ბებერი კაცი შორეულ ექოსავით ეხმიანება:

ვთვლემ, ვთვლემ და ფიქრებს,
დიდხნის ნაფიქრალს,
ნადუღ თაფლისფერს,
ისევ ვაღვიძებ:
მიყვარხარ!
იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,
რომ მიყვარხარ, მიყვარხარ!
შენი სიშორე ხელშეუხები უქმად ჩამოჰყრის:
ქალების ბუტბუტს,
მშრალად გამოცლილ შრიალს სამოსის,
ღვარძლიან წყევლას,
სიავის ურჩხულს.
(ონიანი ე:118)

არაფერი ქმნის ისეთ მკაფიო წარმოდგენას პოეტის შესახებ, როგორც ადამიანურ ღირებულებათა სისტემისადმი მიმართება , ღირებულებათა საკუთარ იერარქიაში სიყვარულისთვის მიჩენილი ადგილი და რეცეფციის თავისებურება.
ამ მინი-პოემაში სიყვარულის პოეტისეული კონცეპტის ექსპლიცირება ესმა ონიანის ლექსებისათვის ტიპობრივი სახით ხდება. ეს კონცეპტი, რომელიც ქართული პოეტური აზროვნების ტრადიციის ჩარჩოებს ერთგვარად არღვევს, ზოგადად პოეზიის უძველესი ძირებიდან მომდინარეობს და, თუკი დიდ, ფართო პოეტურ კონტექსტში მოვიაზრებთ, დღესდღეობით იქნებ ტრივიალურიც კია მაგრამ იმ დროისათვის,, როცა მინი-პოემა იქმნებოდა, იგი უჩვეულო სიახლის ნიშანს ატარებდა.
კონცეპტი დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
სიყვარული — ეს არსებათა მიმართებების იმგვარი კომპლექსია, რომელშიც ყოველივე: სული და სხეული, გრძნობა და გონება ურთიერთგანმსჭვალვის, შერწყმის, სრული და ჰარმონიული ერთობისაკენ ისწრაფვის და ეს სწრაფვა ძალმოსილია მაშინაც კი, თუ ფატალური გარდუვალობა არსებათაგან რომელიმეს რიგით მოკვდავთათვის გაუღწეველ//შეუღწეველ, სხვა მიღმიერ სამყაროში არგუნებს ყოფნას, რადგან უკიდეგანო სამყარო, რომელიც თვალს დაშლილი, ქაოტური ეჩვენება, სინამდვილეში ერთიანი და ჰარმონიულია, ჰარმონიულობის შეგრძნებას, მიგნებას კი პოეტური სენსორები სჭირდება.
პოეზიას, როგორც გზას სამყაროს ერთიანობისა და ჰარმონიულობის წვდომა-აღდგენისა, ესმა ონიანი არაერთგზის ეხება თავის ესსეებში. ამ გზაზე მრავალი წინაღობაა გადასალახი, მაგრამ `მით უფრო სრულქმნილია ნაწარმოები, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობათა, მძაფრად დაპირისპირებულთა მოხელთებას შეძლებს, [...] მოურიგებელ წინააღმდეგობათა ერთ მთელად, `სრულად~ მოწოდება არის სწორედ ჭეშმარიტი ნაწარმოების წარმოშობის პირობა~ (ონიანი ე: 307)
კვლავ სიყვარულს მივუბრუნდეთ. თუ მზერას მივაპყრობთ მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეტურ გამოცდილებას და გავიხსენებთ, რარიგ დაბალ საფეხურზე ათავსებდა შოთა რუსთაველი ხორციელ ვნებას; რარიგ იმპერატიული იყო საუკუნეთა მანძილზე შეგონება, რომელიც მამუკა ბარათაშვილმა მოგვიანებით, პოეტებისადმი რჩევის სახით ,ასე გამოხატა : `თუ სიყვარულზედ იტყვი, ცოლ-ქმრულს სიყვარულზედ სთქვი, და რომ არა ბესიკის, საიათნოვას, მეტადრე დ. გურამიშვილის, უფრო გვიან კი ალ. ჭავჭავაძის პოეზია, რა ძალით მოქმედებდა ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში შორით წვისა და დაგვის ინსტიტუტი, ვფიქრობ, ესმა ონიანის მიერ სიყვარულის ამგვარი პოეტური გააზრება მნიშვნელობას შეიძენს, მით უფრო, რომ მეოცე საუკუნის პოეზიაშიც მას ამ მხრივ, წინამორბედი თითქმის არ დახვედრია.
გ. ტაბიძის პოეზიაში არათუ სულიერ-ხორციელი სიყვარულის ერთიანობის ნიმუში, ეროტიზმის — ხორციელი ტრფობის ორიოდე გამოვლინებაა, ისიც — ადრეულ ლირიკაში. მოგვიანებით ქალი-სატრფოს გრძნობად-კონკრეტული სახე მასთან პრაქტიკულად არ გვხვდება.
ცისფერყანწელებთან ეროტიკული განცდები და წარმოსახვანი ისეა გადმოცემული, რომ თითქმის მთლიანად მოხსნილია სპირიტუალური პლანი.
აღარას ვიტყვი ხორციელი სიყვარულის, ვნების მიმართ იმ შემფასებლურ-ნეგატიური დამოკიდებულების გამომხატველი უკვე მრავალსაუკუნოვანი ირონიულ-პაროდიული ტრადიციის შესახებ, რომელიც მკვეთრად გამოიხატა აკაკი წერეთლის პოეზიაში და შემდგომი თაობები დაეყრდნო... (ეს ყოველივე ცალკე კვლევისა და მსჯელობის თემაა).
ეროტიზმი ესმა ონიანის პოეზიაში ხან მკაფიო, დინამიური იმაგინაციების სახით არის წარმოდგენილი, ხან კი ისე ავლენს საკუთარ ძალმოსილებას, რომ არ ჩანს, მაგრამ მოქმედებს, კვალს ტოვებს, როგორც ქარი.
მისტიციზმისა და ეროტიზმის სიახლოვე მის კრეაციულ ლექსთა ერთ წყებაში აჩენს ვარაუდს, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ეს ლექსები ყველაზე მეტად ეხმიანება ძველ აღმოსავლურ მოძღვრებებს, რომელშიც მისტიკურ-ეროტიკული ერთობის საიდუმლოა ჩაუნჯებული, თუმცა მათში უპირველესად ძლიერია წარმართობისა და ქრისტიანობის გავლენა. ამ და სხვა რელიგიათა შერწყმისა და არა დაპირისპირების ნაყოფია ესმა ონიანის პოეტური კონფესია.
,,მწამს, რომ არს ენა რამ, საიდუმლო უასაკოთ და უსულთა შორის’’ — წერდა ნ. ბარათაშვილი.
ესმა ონიანმა პოეზიაში ამ ენის მიგნება სცადა და შექმნა საკუთარი იდიოლექტი: გამსჭვალული, გაჯერებული მშობლიური ენის ლექსიკური და ფრაზეოლოგიური წიაღისეულით და ენის ბუნებრივ სიტყვათწარმოებასთან მორგებული თუ მოურგებელი, ზოგჯერ დაპირისპირებული, ოკაზიონური ნეოლოგიზმებით, რათა საკუთარ პოეტურ ველში აღედგინა უხსოვარი დროიდან გაწყვეტილი კავშირი, ერთობა საგნებსა და მოვლენებს, თვალითხილულ და მიღმიერ სამყაროებს შორის.


დამოწმებული ლიტერატურა:

ონიანი ე: ონიანი ე. ლექსები,ესსეები,წერილები: გამომცემლობა ‘’საარი’’.თბ. 2000

Posted by: nino darbaiseli 4 Jun 2009, 07:16
ნინო დარბისელი

ზვიად გამსახურდია — ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმენელი

ქართული ამერიკანისტიკის ისტორიაში გასული საუკუნის 70-იანი წლები საეტაპო მოვლენით აღინიშნა. ამ დროს ქვეყნდება ზვიად გამსახურდიას ორი წიგნი: `თარგმანთა კრებული `ამერიკელი პოეტები~ და გამოკვლევა `XX საუკუნის ამერიკული პოეზია~.
იმისათვის, რომ მეტ-ნაკლები სისრულით გავიაზროთ ამ გამოცემათა ხასიათი და ლიტერატურულ-კულტურული მნიშვნელობა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოებათა მთელი კომპლექსი; ამ გამოცემათა გამოჩენამდე როგორ, რა წყაროებით იცნობდა ქართველი მკითხველი ამერიკულ პოეზიას და ზოგადად ამერიკულ კულტურას, როგორ იყო დამუშავებული ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში უცხოური, კერძოდ, ინგლისურენოვანი პოეზიის თარგმნის აქტუალური პრობლემატიკა და რა პრაქტიკული მთარგმნელობითი გამოცდილება იყო დაგროვილი ამ სფეროში, როგორი იყო 60-70-იანი წლების საერთო ლიტერატურული კონტექსტი, რომელშიაც ჩაერთო ზვიად გამსახურდიას თარგმანები გამოკვლევითურთ, რა კონკრეტული პრობლემები იდგა ქართული პოეზიის წინაშე მაშინ და როგორ ეხმიანებოდა ეს გამოცემები.
ამერიკული პოეზიის თარგმნის ისტორია ქართულ ლიტერატურაში XX საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. იმ დროის ერთ-ერთი პირველი ნიმუში ე. ა. პოს `ყორანის~ ვაჟა-ფშაველასეული თარგმანია. შესრულებული 1906 წელს. ათიანი წლების ბოლოს, ოციანის დასაწყისში ჩნდება უ. უიტმენის თარგმანები. 1922-1923 წლებში ჟურნალ `ხომალდსა~ (1922, #3) და `გაზეთ `ორიონში~ (1923) ქვეყნდება ხარიტონ ვარდოშვილისეული თარგმანები ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ.დ.) ლექსები `ყველასადმი~ და `სალუტი მთვარეზე, დიდება ქვეყნად~. შემდგომ პერიოდში ამ დაინტერესებას სპონტანური ხასიათი აქვს, თუმცა ქვეყნდება არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი კვლავ უ. უიტმენის პოეზიის, რაც 50-იან წლებში მეცნიერული შესწავლის ობიექტად იქცევა (ღოღობერიძე ლ: უოლტ უიტმენი).
XX საუკუნის 70-იან წლებამდე არათუ ამერიკული, ზოგადად ინგლისურენოვანი ლიტერატურით მთარგმნელობითი დაინტერესება ძირითადად პროზის, მეტადრე სათავგადასავლო ჟანრის სფეროებს მიოიცავდა, რაც შეეხება პოეზიას, მთარგმნელობითი და ლიტერატურათმცოდნეობითი ინტერესი ბრიტანული კლასიკური მემკვიდრეობისკენ იყო მიპყრობილი.
გამოკვლევაში, რომელიც ქართული ევროპეიზმის პრობლემატიკას აშუქებდა, დ. ლაშქარაძე წერდა:
`ქართველმა მკითხველმა ნიკო ყიასაშვილის, ციალა თოფურიძის, ირაკლი კენჭოშვილის, ზვიად გამასახურდიასა და ინგლისური ლიტერატურის სხვა სპეციალისტების საინტერესო დისერტაციების გამოკვლევების, წერილების საშუალებით ინგლისური მწერლობის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი გაიცნო და შეიყვარა~. (ლაშქარაძე დ. 314).
მკვლევარი აქ ამერიკულ ლიტერატურას ბრიტანულისგან არ აცალკევებდა და `ინგლისური მწერლობის~ საერთო სახელით მოიხსენიებდა, ამავე დროს აღნიშნავდა ღვაწლს ზვიად გამსახურდიასი, რომლის ინტენციაც, სინამდვილეში იყო თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ამერიკული ლიტერატურისა და კულტურისათვის კუთვნილი ადგილის მიჩენა ქართულ ცნობიერებაში.
ზვიად გამსახურდიამ სათარგმნი მასალის სელექციისას ძირითადი ყურადღება XX საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიას, ე.წ. ამერიკული აღორძინების პოეტებსა და განსაკუთრებით იმაჟისტებს მიაპყრო, მაგრამ წინ წაუმძღვარა მეცხრამეტე საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი პოეტური ფიგურა, უ. უიტმენი და ე. დიკენსონი, რომელთა შემოქმედებამაც მთელი შემდგომი პერიოდის ამერიკული პოეზიის მაგისტრალურ დინებას უშუალოდ მისცა მიმართულება.
ინგლისურენოვანი პოეზიით დაინტერესებული მკითხველი აქ უთუოდ მოისაკლისებდა ედგარ ალან პოს, მაგრამ ამას თავისი ახსნა ეძებნება.
ედგარ პო, რომელსაც ფრანგი სიმბოლისტები საკუთარ უშუალო წინამორბედად მიიჩნევდნენ და რომლის შემოქმედებამაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ევროპელ, რუსულ და ამისდა კვალად, ქართულ პოეზიაზეც, კერძოდ, ცისფერყანწელებსა და გალაკტიონზე, ამერიკული პოეზიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა კარგა ხნის დაგვიანებით ხდება და შეიძლება ითქვას ციკლურად, ევროპული პოეზიის სიმბოლისტურ გარსში გავლით უბრუნდება მას.
ემერსონისა და მისი ორბიტის ირგვლივ განლაგებული სხვა პოეტების შესახებ კი უნდა ითქვას, რომ მიუხედავად უკვე მკაფიოდ გამოკვეთილი მათი პოეტური ინდივიდუალიზმისა, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კერძოდ ათიან წლებამდე მთელი ეს მემკვიდრეობა ინგლისური მრავალსაუკუნოვანი პოეზიის ამერიკულ განშტოებად მოიაზრება და მის კონტექსტში ეწერება. ანუ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული პოეზია ისტორიული თვალსაზრისით — იმდროისათვის ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ამერიკული კულტურის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ესთეტიკური თვალსაზრისით კი, მრავალსაუკუნოვანი ინგლისური პოეზიის, ვიქტორიანული პოეტების, ე.წ. `ტბის სკოლის~, გვიანი რომანტიზმის გაგრძელება.
თარგმანთა კრებულისთვის დართულ გამოკვლევაში ზ. გამსახურდია აყალიბებს საკუთარ ხედვას ამერიკული პოეტური სამყაროსი, რომელთან გასაცნობათაც ამზადებს ქართველ მკითხველს, ხოლო წიგნი `XX საუკუნის ამერიკული პოეზია~, რომელიც გარდა ამ შესავალი ნაწილისა, შეიცავს ფართო მსჯელობასაც ფროსტის, ელიოტის და სხვათა ესთეტიკურ მრწამსზე, მსოფლმხედველობაზე, თავისებურებებსა და წინამძღვრებზე, მნიშვნელოვან ცნობებს გ.ვაწვდის ასევე მათი ლექსების კონკრეტულ ფორმობრივ თავისებურებებზე.

* * *
60-70-იანი წლების ქართულ პოეზიაში გამოკვეთილი სიახლე თავისუფალი ლექსით გატაცება იყო, მანამდე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში მიღებული იყო აზრი, რომL `თავისუფალი ლექსი არსებითად, ტონური ლექსწყობის ნაირსახეობაა და ფიქსირებული მახვილების ენაზე მას დიდი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იგი ქართულად შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცე მეტრის საზღვრებში არსებობდეს~.
(გაჩეჩილაძე გ., 310),
ეს აზრი ეყრდნობოდა ქართული მთარგმნელობითი გამოცდილების ერთ ხაზს, მაგრამ იმთავითვე არსებობდა მეორე ხაზი, რომლის ნიმუშიცაა ჩვენს მიერ დასახელებული თარგმანი ხარიტონ ვარდოშვილისა, ველტ ველტმანის (ორთოგრაფია მთარგმნელისაა: ნ. დ.) `ყველასადმი~, რომელიც თავისუფალგრაფიკიანი დისმეტრული თავისუფალი ლექსით არის შესრულებული:
`ვინც არ უნდა იყვე —
შენ —
მე ვიცი,
ბოდავ მოჩვენებათა გზაზე
ყველაფერი, რასაც ფეხით სთელავ, ხელით ეხები —
მხოლოდ ჩრდილია ჩრდილთა, რომელიც დნება და ქრება.
ზვიად გამსახურდიას თარგმანების გამოჩენისას თითქმის მივიწყებული იყო საუკუნის დასაწყისის ქართული თავისუფალი ლექსის გამოცდილება, თუნდაც გალაკტიონის ლექსები. მიმდინარეობდა მწვავე პოლემიკა, სადაც გამოიკვეთა მხარეთა საერთო მახასიათებელი — ნაკლებგარკვეულობა თავისუფალი ლექსის სპეციფიკაში, რაც ობიექტურად იმით იყო გამოწვეული რომ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობას საკითხი ჯერ არ ჰქონდა საფუძვლიანად შესწავლილი. ასეთ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ უცხოური სპეციალური ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება თავისუფალ ლექსზე, გამოკვლევაში `XX საუკუნის ამერიკული პოეზია~:
თავისუფალი ლექსი გულისხმობს მეტრიკისადმი ნებისმიერ დამოკიდებულებას, სალექსო სტრიქონში მახვილების ნებისმიერ განაწილებას, რაც ნაკლებად ბორკავს პოეტს და მიმართავს მკითხველის ყურადღებას ლექსის შინაარსობრივი მხარისადმი. თავისუფალი ლექსი უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად მონოტონური, ვიდრე ბოლორითმოვანი ლექსი. თუ ბოლორითმოვანი ლექსის სტრიქონში ტერფები მეტრული კანონის საფუძველზე ერთიანდებიან, თავისუფალი ლექსის სტრიქონი აერთიანებს სხვადასხვა ხასიათის ტერფებს, რომელთა შერჩევა და ურთიერთდაკავშირება პოეტის ინტონაციის საქმეა.
ასე რომ ამ შემთხვევაში პოეტი თავისუფალია ყოველგვარი მეტრულ-რიტმული დოგმებისაგან, მაგრამ აქაც უნდა იგრძნობოდეს მკვეთრი შინაგანი რიტმი (გამსახურდია ზ. ა 13-14)
ეს დესკრიფციული ხასიათის განმარტება, ლექსთმცოდნეობითი თვალსაზრისით, ორიოდე ტერმინოლოგიური ცდომილების მიუხედავად, მთარგმნელისათვის კვლავ კარგი გზამკვლევია თავისუფალი ლექსის რთულსა და მრავალმხრივ ბუნებაში გასარკვევად. მასზე დაყრდნობით შესრულებული თარგმანებით კი ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ქართულ ენაზე არათუ შესაძლებელია თავისუფალი ლექსის არსებობა, არამედ ამ მხრივ ჩვენი ენის პოტენცია ამოუწურავია.

* * *

`თარგმანი ქალია, თუ ის ერთგულია, ლამაზი არ არის, ხოლო თუ ლამაზია, არ არის ერთგული~ — ამბობს ერთი მოარული აფორიზმი. და მართლაც, მთარგმნელობით საქმიანობაში, ამ მხრივ, ჩვენში რამდენიმე ნაკადი გამოიყოფა: პირველია შემთხვევები, როცა მთარგმნელი თითქოსდა, ეტოქება ორიგინალის ავტორს და ქმნის ლამაზ ქართულ ლექსს, ბუნდოვან წარმოდგენას რომ ბადებს დედანზე. არსებობს ასეთი გამოცდილებაც: როცა ორიგინალურის ენა მიუწვდომელია მთარგმნელისათვის, იგი სარგებლობს შუამავალი ჩვენს შემთხვევაში — ძირითადად, რუსული ენით, შედეგად კი, საუკეთესო შემთხვევაში, კვლავ ლამაზი, მაგრამ ერთგული ანუ ორიგინალთან თითქმის დაუკავშირებელი ლექსი იბადება.
დედნისადმი ერთგულების მაგალითების რიცხვი ჩვენში ძალზე მოკრძალებულია.
უაღრესად ფართო ერუდიციამ არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ფილოსოფიის, თეოლოგიის და ოკულტიზმის სფეროებში ზვიად გამსახურდიას, როგორც მთარგმნელსა და მკვლევარს, საშუალება მისცა, ღრმად ჩასწვდომოდა სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის, ესთეტიკური პოზიციის მქონე ამერიკელ ავტორთა ლექსების სიღრმეებს და 1971 წელს გამოცემულ კრებულში სწორედ ის მხარეები წარმოედგინა, რაც განმსაზღვრელი იყო მათი შემოქმედებითი ინდივიდუალობისათვის.
ჩემი ფიქრით, ლამაზ თარგმანში უიტმენის ლექსებისა, რაკი ქართველი მკითხველი ამ პოეტის შემოქმედებას უკვე იცნობდა ხარიტონ ვარდოშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა თარგმანებით, ზვიად გამსახურდია ინტერპრეტაციულ ვერსიას გვთავაზობს, როგორც ეს თვალნათლივია.
ამერიკელი პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნისადმი უიტმენის ცნობილ ლექს-რეკვიემში `ო, კაპიტანო~:
… ... ჩვენო კაპიტანო, მამავ საყვარელო!
ჩვენთვის აღარ დარობს დარი,
ეგებ სიზმარია, რომ შენ ამ გემბანზე
გართხმულხარ ცივი და მკვდარი?

მაგრამ კაპიტანი აღარ მპასუხობს,
დადუმებულან უსისხლო ბაგენი
მამა საყვარელი ვეღარ გრძნობს შეხებას,
მის მაჯისცემასაც ვეღარ მივაგენი.

იზეიმეთ ნაპირებო!
მე კი მმართებს გლოვა, ზარი,
გემბანზე ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი მკვდარი. (გვ. 22)

ორიგინალში ეს ლექსი შვიდტერფიანი იამბის რიტმს ეყრდნობა, მაგრამ უ. უიტმენი არ იცავს იდეალურ იამბურ სქემას ცალკეულ ადგილებში, იქ, სადაც სამგლოვიარო ხასიათის დისკურსი ინტონაციურ პიკს აღწევს და არამეტრულ მახვილებს გამოკვეთს, იამბების ნაცვლად პირიქეები ჩნდება.
რაკი იამბური წყობა თანამდეროვე ქართულ ლექსში, რუსულისგან განსხვავებით, წარმოუდგენელია, მთარგმნელი ირჩევს პოლიმეტრულ წყობას, რომლითაც იქმნება თავისუფალი რიტმის შთაბეჭდილება, ინარჩუნებს რითმათა კონფიგურაციას და საზომთა მონაცვლეობით ამგვარ ჟღერადობას აღწევს:
`ო, კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო, აღსდექ და ყური მიაპყარ ზარებს,
აღსდექ-დღეს შენთვის ფრიალებს დროშა, შენთვის ვაქუხებთ ძლევის ნაღარებს.
ეს გვირგვინები, ბაფთიანი ყვავილწნულები შენია, შენი!

* * *

იზეიმეთ ნაპირებო,
მე კი მმართებს მძიმე ზარი
გემბანზე ხომ კაპიტანი
ასვენია ცივი, მკვდარი.

საფიქრებელია, რომ თუ ა. ლინკოლნის გარდაცვალებით გამოწვეული მძიმე, უჩვეულო განცდები უოლტ უიტმენმა განსხვავებული რიტმული მდინარებით გადმოსცა, მთარგმნელის აზრით, ქართულ პოეტურ ტექსტსაც რაღაც უჩვეულო რიტმი და არა ინერციული, მონოტონური დინება ესაჭიროებოდა.

* * *
უიტმენის თარგმანისგან განსხვავებით იმ ავტორთა ლექსებში, რომელთან შეხვედრაც პირველად უხდებოდა ქართველ მკითხველს, ერთდროულად, ზედმიწევნით დაცულია შინაარსი და მიკვლეულია ფორმის ოპტიმალური ადეკვატი, როგორც ვეიჩელ ლინდზის ამ ლექსში:
. . .
ლეგრის ჰქონდა ჯუბა—ბრინჯაოს ღილებით,
სისხლისფერ პერანგზე — გველის ყელსაბამი,
თხისებრი წვერი და წაზრდილი ფრჩხილები,
მგლისფერი თვალები, კისერი— დაბალი,
ლოყები — მოთეთრო, თევზის მუცელივით,
კბილები — ვეება, პირბასრი ცელივით.
. . .
ლეგრის ჰქონდა მუშტი — უჰ, უზარმაზარი
საცოდავ ზანგთათვის განკითხვა და ზარი
ნიღაბქვეშ თუ ჰქონდა ჯადო რამ, საზარი
მაგრამ საბოლოოდ ეშმასთან წავიდა.

აქ ადვილად შესაგრძნობია ზანგური ცეკვების რიტმი, რომელიც ქართულად დაქტილური წყობის თავისუფალი ვარიაციებით არის გადმოტანილი.
დედნისადმი ერთგულების სხვა¬ მაგალითის მოყვანამდე ერთი პატარა ისტორია გავიხსენოთ. XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელ პოეტს ე. ლი მასტერსს მეგობარმა ქალმა ანტიკური ეპიტაფიების კრებული აჩუქა. ამით შთაგონებულმა პოეტმა შექმნა ლექსების ცნობილი ციკლი `სპუნ რივერი~, რომლითაც სათავე დაედო ანგლო-ამერიკული პოეზიის ახალ ჟანრს — მოდერნისტულ-ეპიტაფიურ პოეზიას. იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ქმნის მთარგმნელი დედნის სტილის ანალოგს, ედგარ ლი მასტერსის `გორაკი~ და `ენ რუტლეჯიც~ იკმარებდა, მაგრამ ვფიქრობ, უფრო საყურადღებო მაგალითია თემატურად `სფუნ რივერთან~ ახლო მდგომი ლექსი თ. ელიოტისა, `წყალში სიკვდილი~, რომელსაც ეპიტაფიური ლაპიდარულობაც, სტრუქტურაც შენარჩუნებული აქვს, სამაგიეროდ, განასხვავებს მითო-პოეტური სიღრმე და სახეობრიობა.

ფინიკიელ ფლებასს, ორი კვირის მკვდარს,
გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური,
მონაგები და წანაგები, წყალქვეშა დინებამ
მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით, იგი
აღზევდა და კვლავ დაქანდა,
განვლო სიჭაბუკის, ყრმობის ეტაპები
მძვინვარე მორევში.
წარმართი ხარ თუ ჰურია, ო, მოგზაურო,
საჭეს მართავ თუ, ქარს მინდობიხარ,
მოიხსენიე ფლებას, რომელიც ერთ დროს
იყო შენსავით მშვენიერი და ახოვანი.

ამ თარგმანში ზვიად გამსახურდიამ შექმნა დედნისეული თავისუფალი ლექსის ადეკვატი, რომელშიც ტრადიციული საზომი გამოკვეთილი არ არის, ვუალირებულია და მოქმედებს, ასე ვთქვათ, მიღმა რიტმული პლანიდან.
აქ რომ მიზანმიმართულად არის მოშლილი ტრადიციული რიტმული კარკასი და მხოლოდ რიტმული პოტენციის სახით არის შენარჩუნებული. ერთი ასეთი, მცირე ექსპერიმენტითაც ჩანს. საკმარისია ოდნავი ჩარევა ტექსტში, სიტყვათა გადაადგილება და ორიოდე სიტყვის შეცვლა სინონიმით:

ფინიკიელი იყო ფლებასი. ორი კვირის მკვდარს
გადაავიწყდა თოლიების კვნესა, ზღვაური.
და ყოველივე, მონაგები და წანაგები, წყალქვეშ დინებამ
მისი ძვლები ჩაითრია ჩუმი შხუილით. იგი აღზევდა და კვლავ დაქანდა,
განვლო ყრმობის და სიჭაბუკის ეტაპები
მძვინვარ მორევში.
ო, მოგზაურო, წარმართი ხარ შენ თუ ჰურია,
საჭეს მართავ თუ ქარს მინდობიხარ,
მოიხსენიე ფლებსი იგი, რომელიც ერთ დროს,
იყო შენსავით ახოვანი და მშვენიერი.

ამ მცირეოდენი ჩარევების შედეგად ტექსტი უკეთ მოერგო მოთხოვნებს, რასაც ვ. გაჩეჩილაძე უყენებდა უცხოური ვერლიბრის ქართულ თარგმანებს, მაგრამ ამის შედეგად დაიკარგა სწორედ ის განსხვავებული თავისებურება — ეპიტაფიური ლაპიდარიზმი, რომელიც ელიოტის დედანს ახასიათებდა.
სათარგმნი მასალის სელექციისას, ზვიად გამსახურდია მიიჩნევდა, რომ თომას ელიოტის გარდა, ეზრა პაუნდის გაცნობა ქართველი მკითხველისათვის ძალზე საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან მისი ფიგურის ორბიტაზე ლაგდება მეოცე საუკუნის პოეტური კულტურის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ეპიტაფიური ჟანრის ნიმუშები ეკუთვნის ეზრა პაუნდსაც, რომელმაც ძველი ჩინური და იაპონური ლექსის არაერთი მოდერნიზებული სახეობა შექმნა და ამის გამო მას თ. ელიოტი `ახალ ძველ ჩინელ პოეტად~ მოიხსენიებდა. პაუნდის ეპიტაფიური ჰაიკუ `ლი პო~ ზ. გამსახურდიამ ასე თარგმნა:

ლი პოც ნასვამი დაიღუპა
იგი მთვარეს გადაეხვია
ყვითელ მდინარეში.

ჩინურად ყვითელ მდინარეს `ხუან-ხე~ ეწოდება საკმარისი იყო აქ მდინარის ჩინური სახელის ჩასმა, მცირეოდენი ცვლილება, რომ თარგმანი ასეთი გამოსულიყო.

ლი პოც ნასვამი დაიღუპა,
ის ღამით მთვარეს
ხუან-ხეში გადაეხვია.~

მაგრამ მთარგმნელმა პაუნდის მოდერნისტული ჰაიკუს ხასიათის შესანარჩუნებლად უარი თქვა ქართული ტრადიციული ლექსის რიტმზე და ამით თავისუფალი ლექსის კიდევ ერთი სახეობა გააცნო მკითხველს.
თუ თვალს გადავავლებთ ამერიკული პოეზიის თარგმანთა ბიბლიოგრაფიას, ერთ რამეში დავრწმუნდებით. ზვიად გამსახურდია იყო პირველი, ვინც გაბედა და დასავლური მოდერნიზმის ერთ-ერთი მამამთავრის ეზრა პაუნდის შემოქმედება წარმოუდგინა მკითხველს არა მხოლოდ თარგმანების, არამედ თავისი გამოკვლევის მეშვეობით.
ეზრა პაუნდი მიუღებელი ავტორი და პიროვნება იყო საბჭოეთისთვის. და სათარგმნად აკრძალულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. რუსი მკითხველისათვის ის გამსახურდიას თარგმანების გამოჩენიდან თერთმეტი წლის შემდეგ (1982) გახდა ხელმისაწვდომი.


* * *
ცალკე უნდა აღინიშნოს ზვიად გამსახურდიას წვლილი ქართული კრიტიკული აზროვნების განვითარების საქმეში. თავის გამოკვლევაში თომაზ ელიოტის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების და ესეების განხილვისას, მან სწორედ იმ საკითხების შესწავლაზე გაამახვილა ყურადღება, რაც აქტუალური და პოლემიკური იყო 60-70-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ: კრიტიკოსის სუბიექტურობა და ობიექტურობა, განსხვავება შემფასებლურ და ინტერპრეტაციულ კრიტიკას შორის, ლიტერატურული მემკვიდრეობის ახალი, ახლებური წაკითხვების საჭიროება. ტრადიციისა და ნოვაციის პრობლემები, კრიტიკის როლი და შესაძლებლობანი მკითხველის გემოვნების ფორმირების საქმეში და ა.შ. რაკი ეს პრობლემები დღესაც იმავე სიმწვავით დგას ქართული ლიტერატურის წინაშე, დაინტერესებული მკითხველი კვლავ გვერდს ვერ აუვლის ზვიად გამსახურდიას ნაშრომს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსი მკვლევარის ა. ზვერევის წიგნი `მოდერნიზმი ამერიკულ ლიტერატურაში~, მხოლოდ 7 წლის შემდგომ (1979), გამოიცა და მასში ინფორმაციული სიმდიდრის მიუხედავად, ამერიკული ლიტერატურა ზვიად გამსახურდიას გამოკვლევისგან განსხვავებით, მაინც ცალმხრივად, საბჭოთა იდეოლოგიური პრიზმიდან განიხილებოდა, ცხადი შეიქნება, რომ მკითხველი საზოგადოება ამერიკული პოეტური სამყაროს გაცნობის თვალსაზრისით, სხვა საბჭოთა მკითხველებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ამერიკულ სამყაროსთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება მოგვეცა, მაგრამ კვლავ გვიჭირს მართებული ორიენტირება მულტიკულტურულობასა და სხვა ფაქტორების გამო ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობით-სამეცნიერო მემკვიდრეობა ახლებურ მნიშვნელობას იძენს, და არა მხოლოდ, როგორც, პრაქტიკული ნიმუში მთარგმნელობით პრობლემატიკასთან წარმატებული თუ წარუმატებელი ჭიდილისა, ან როგორც ქართულ ლიტერატურაში პირველი ნიმუშთაგანი თარგმანისადმი ერთდროული: შემოქმედებითი და ანალიტიკური, ანუ კომპლექსური მიდგომისა, არამედ, როგორც საეტაპო მოვლენა კულტუროლოგიური თვალსაზრისით. რადგან მიუხედავად მანამდე არსებული სპონტანური, მცირე გამოცდილებისა, ზვიად გამსახურდიას ამ წიგნების გამოცემით მკაფიოდ გამოიკვეთა ამერიკული სამყაროსადმი მიდგომის, მისი გააზრების მეთოდური წინამძღვრები.
ამდენად, 1971-1972 წლები ზვიად გამსახურდიას ამ თარგმანებისა და გ.ამოკვლევის გამოქვეყნებისა, ქართული ამერიკანისტიკის ისტორიის მთავარ, მკაფიო ნიშნულად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სწორედ ამ დროს გაიჭრა სარკმელი ქართულ ცნობიერებისთვის იდუმალებით შებურული, შორი და მიუწვდომელი, ნამდვილად ამერიკული თვითმყოფადი პოეტური და კულტურული სამყაროსაკენ, საიდანაც არა ილუზორული, არამედ ჭეშმარიტი შემოქმედებითი, პიროვნული და საზოგადოებრივი თავისუფლების ჯანსაღი სიო უბერავდა.

Posted by: nino darbaiseli 6 Jun 2009, 13:18
ნინო დარბაისელი

ფერადი ბუშტის სიმღერა


როგორი კარგი ვარ!
როგორი მსუბუქი!
ვითომც არაფერი,
ქარს ისე მივყვები.

სავსე ვარ სურვილით,
ჩუმად რომ ჩამითქვი
და მერე
გულდაგულ პირი მომიკარი.

აბა, კოჭისძაფი
როგორ გამიძლებდა?
გაწყდა
და წავედი,


ღირს ქვეყნად გაჩენა,
რომ ერთხელ გაფრინდე,
ისე,
არსაითკენ,

ვაი!
ქარი ჩადგა
თუ მხარი მეცვალა?
ძირს რატომ ვეშვები?

თვალი შემასწარი,
ვიდრე
ნაძვისწვერი
ლახვარს მომაგებებს,

ბუხ! -
გავთქვამ ყველაფერს
და
ხეზე დაკიდულ ნაფლეთად ვიქცევი!

1986

Posted by: nino darbaiseli 13 Jun 2009, 17:45



ინანო


არა,რა!
ეს მარხვა-აღსარება-ზიარება ამისი საქმე არ იყო.
ღმერთისა როგორ არა სწამდა, სახარებასაც კითხულობდა ხანდახან, სანთლებსაც ანთებდა. არც მაინცადამაინც ცუდი საქმეების ჩადენზე იყო დაგეშილი , მაგრამ , რაღაცნაირად, თან ეღიმებოდა , თან სული ეხუთებოდა , თავსაფრიანი ნამეტანი მორწმუნეები ყველა ’’ძნელ’’ კითხვაზე ერთნაირად რომ პასუხობდნენ, ჩემს მოძღვარს შევეკითხები და მერე გეტყვიო.
ეკლესიაში ,,შეტყუება,, ბევრჯერ დაუპირეს დაქალებმა.ეშმაკი გიბორკავს ფეხებს , რომ მადლს აგარიდოს,უნდა სძლიოო. ერთხელ წაჰყვა კიდეც.ჯერ წირვას დავესწროთ, მერე კარგ სამარხვო მარწყვის ტორტზე ვართ დაპატიჟებულიო.
- ეს სამარხვო ტორტი რაღა უბედურებაა, თუ მარხულობ - იმარხულე, თუ არა და... ალბათ კრემი მცენარეულ მარგარინზეა, მაგრამ ბისკვიტი ხომ კვერცი, ფქვილი და შაქარია, იქნებ ქათმებმაც სამარხვო კვერცხების დადება დაიწყეს...მოკლედ , წავიდეთ ეკლესიაში , იქაც გაგიყვანთ, მაგრამ ვერ ამოვალ , მერე ჩემი საქმე მაქვს.
შეთანხმდნენ.
იდგა,იდგა ეკლესიაში. აღარ დამთავრდა წირვა .მერე : ,ამდენი დგომით დავიღალე,ბეჭებში ჩხვლეტა დამეწყო . არ შეიძლება ,უკვე წავიდეთო? - შეაპარა.
- არა უშავს,თავიდან ყველა ეგრეა.მერე მიეჩვევი. - ჩასჩურჩულა ერთმა .
- აი, ხომ გითხარი, ეშმაკი არ გასვენებს-მეთქი,ბეჭებზე გაზის, კლანჭით გჩხვლეტს, რომ აქაური მადლი ვერ მიიღო. - მეორემ სასწრაფოდ პირჯვარი გადაიწერა.
იმდენი ჩხვლიტა ამ ეშმაკმა, ვიდრე არ ათქმევინა, თქვენ რაც გინდათ,ქენით,მე წავედი,მანქანა ცუდად მიყენია ,რომ მორჩება, ზარი გამოუშვითო და იქვე, ,,ჰაინეკენის,, ბარში არ შეიყვანა.ჯერ გრეიფრუტის წვენი ააღებინა, მერე ,,ცეზარის სალათი,, ,ბოლოს - ყინულებიანი ,,ბეილიზიც,, , ყავიან-სიგარეტიანად.
აქ უფრო ადვილი იყო ღმერთზე ფიქრი.ღმერთთან თავისი ,,კერძო გარიგება ,, ჰქონდა:
ადამიანს რაც სხვისი გაუხარდება,ის მოუვა.
კარგი გამიხარდება? - კარგს ვემთხვევი,ცუდი გამიხარდება?- ცუდი არ ამცდება!
ვინც მე უსამართლოდ მაწყენინოს ,რაც მე დარდი მაქვს,სულ იმას!
თუ მე ვინმეს უსამართლოდ ვაწყენინო, იმის დარდი - მე!
ძილის წინ,ვიდრე უცნობ-ნაცნობი ადამიანები და ხმები ნელ-ნელა მოგროვდებოდნენ და აირეოდნენ, რომ სიზმარი დაეწყოთ, ,,მამაო ჩვენოს,, სამჯერ ზეპირად იტყოდა, თავის ამინ!-ამინ!-ამინებიანად . ეს ჩვევა ბავშვობიდანვე დასჩემდა . ლოცვას აზრს კი არ ატანდა, ჩქარ -ჩქარა, ერთი ამოსუნთქვით მოიშორებდა. ხანდახან სიტყვებს არც ამბობდა , გულიდან მთელ სხეულში, თავიდან ფეხებამდე აიტარ-ჩაიტარებდა და გაუშვებდა.
საიქიოზე ბევრი ფიქრითაც არ იტანჯავდა თავს. სამოთხე სხვებისთვის იყო. იქ რა უნდოდა, სადაც ყველა ერთნაირი და ერთნაირად ბედნიერია!ერთნაირობას აქაც ვერ იტანდა. ქალი კი არა,ცოდვების ბუკეტი იყო. რაც არ უნდა ეწვალა , ჯოჯოხეთი მაინც არ ასცდებოდა, , მაგრამ სჯეროდა, სათავისო საქმე იქაც არ მოაკლდებოდა, ან საპატრონო იქნებოდა ვინმე,ან დასალაგებელი იქნებოდა იქაურობა, ან დასახვეტი.ან კუპრის ქვაბს მაინც მისცემდნენ გამოსახეხად,ან ..რა ვიცი,კიდევ რა აქვთ იქ...
მერე, მაგ ქვაბში შენ თვითონ რომ ჩაგაგდონო? რა ვუყოთ,მარტო მაინც არ ვიქნები,სადაც ყველა-იქაც მეო.- პასუხობდა.
ეს მორწმუნე დაქალები მაინც არ შორდებოდნენ,ურწმუნოებიც ხომ ბევრი ჰყავდა.თუმცა ვინ იცის,სინამდვილეში,ვინ მორწმუნეა,ვინ - ურწმუნო.
გუშინ კი მაგრად იცინა .
უი,იცი რა გავიგე? - ეუბნება ერთი - ვინც აქ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარია,საიქიოშიც ერთად იქნებიანო.
- და, უი - რატომ?
-რატომ და , ოცდასამი წელია,კოკის აქ ძლივს ვუძლებ , მეგონა, იქ მაინც დავისვენებდი .რა აიტანს მაგას სამარადისოდ! ან შარშანწინ ის ჯვრისწერა რას ავიტეხე!
სამი შვილი ჰყავთ.მე - არც ერთი. და რომ მყოლოდა, - რა!
გააჩინე,გააჩინე! თავის გაჩენილს ღმერთი არ დაკარგავს, საარსებოსაც მოაყოლებსო.
ასეა, ჯერ გააჩენენ და მერე პამპერსის ყიდვის თავი არა აქვთ. წელებზე ფეხს იდგამენ,ვალებს იღებენ ...წინასწარ ხომ უნდა იცოდე, ბავშვის შენახვა რა ღირს,მკურნალობა რა ღირს,სწავლა რა ღირს? ჩაცმა? დასვენება აღარ უნდა?
აი,რომ გამეჩინა...ახლა რამდენისა იქნებოდა? ჰო,თორმეტისა.რამდენი რამე ენდომებოდა! მერე მაგ ასაკში მაინც,უკვე ისეთ კითხვებს სვამენ ,დამიწყებდა:მამაჩემი ვინ არის,სად არის,რატომ არ მოდის ...მერე , ნაბიჭვარს რომ დაუძახებდნენ ისინი,ნაგავი მამები რომ უყრიათ შინ და მაინც მამიანები რომ ჰქვიათ, ან უნდა ჩაეყლაპა ან უნდა ეჩხუბა .არ იჩხუბებდა ?- ვისაც არ დაეზარებოდა,ყველა თავში წამოარტყამდა ,იჩხუბებდა? - ხან დაიჭერდნენ, ხან გამოუშვებდნენ და ბოლოს ,ვინ იცის, რა გამოვიდოდა,იქნებ წამალზეც შემჯდარიყო.ეგ კი არა , კაი ოჯახისშვილები ხდებიან ნარკომანები. ..არა მგონია, გოგო ყოფილიყო. რომ ყოფილიყო? მოიჩიტებოდა თუ არა, ყველა მგელს გასაგლეჯად მოუნდებოდა, დასწრებაზე იქნებოდნენ. მით უმეტეს,თუ მამამისს დაემგვანებოდა, სულ კუდში უნდა მედევნა, ვიღაც დეგენერატი გამიუბედურებდა, მერე მეორე დეგენერატი გამოჩნდებოდა, უპატრონოა, შემრჩებაო; მერე კიდევ მესამე ..დეგენერატებს რა გამოლევს!
როგორ დავფეხმძიმდი?!
რა ვიცი,თავს ვიცავდი.თებერვალი ხან მოკლეა,ხან გრძელი .ეტყობა,რაღაც ამერია . რომ გადამიცდა,ჯერ ციკლის დარღვევა მეგონა,მერე ტესტერმა ორსულობა აჩვენა.
რა! არ ვუთხარი იმ ბედოვლათს, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი თუ რა? და ,რა გააკეთა? ჯერ რაღაც მომენტში სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა,მერე- ჩემი არ იქნება,მე რა ვიცი,ვისიაო.თანაც,ჩემები არ ვიცი,სად გადავყაროო, ვითომ ხუმრობით.ძალიანაც კარგად იცოდა, მაგის მეტი არავინ მყავდა, მაგრამ კაცი - ოხერია. შენ ჭკვიანი ქალი ხარ, რამეს მოიფიქრებო.ჰო,როცა უნდოდა, ჭკვიანი ვიყავი,როცა უნდოდა - სულელი. მერე ვითომ ქალაქგარეთ საქმეები ჰქონდა , ერთი კვირა არც მოსულა, არც დაურეკავს.რამდენი ხანი მეცადა!
აბორტი კერძოდ გავიკეთე. მარტო წავედი. არ მქონდა ამ კლინიკების თავი. ვითომ ანალიზებს გიკეთებენ, რეაქტივები მაგათ არა აქვთ და არაფერი . ტყუილად სხვადასხვა კაბინეტებში დაგარბენინებენ , რომ, რაც შეიძლება, მეტი შეგაწერონ,ტყუილ დიგნოზებს გისვამენ , მერე ძვირიან წამლებს გაყიდინებენ ,.მაინცადამაინც იმ აფთიაქში მიდი, სხვის წამალს არ ვენდობითო ,აფთიაქებს წილში უსხედან....მოკლედ,რა!
- პირველია?- მეკითხება გინეკოლოგი - შვილები გყავთ?
მერე ჰაერის ჩაუსუნთქავად უბერავს:
- დედობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.დედობის უფლება აქვს ყველა ქალს და თუ მცირეოდენი საშუალება მაინც არსებობს, ქალმა ნაყოფი უნდა შეინარჩუნოს. გარდა ამისა ,ფეხმძიმობა დადებითად მოქმედებს ქალის ფიზიოლოგიაზე და სიმსივნური წარმონაქმნების ბლოკირებას ,შემთხვეევათა უმრავლესობაში კი საერთოდ გაქრობას უწყობს ხელს, ხოლო შეწყვეტილი ფეხმძიმობა.მითუმეტეს ქირურგიული ჩარევით, ... ბლა,ბლა,ბლა...
უცხოურ ფილმებში დამნაშავეს რომ ბორკილის დადებამდე უფლებებს აცნობენ, ისეა,რა. მაგრამ აქ ტონი მაინც შედარებით ალერსიანია და სადღაც, სიტყვებსიქიდან გრძნობ ,ეშინია , ნათქვამი მართლა ჭკუაში არ დაგიჯდეს და კარზე შენი ფეხით მოსული კლიენტი არ დაეკარგო.
ადგილობრივი ანესთეზიის პირველი ნემსი მწარედ ვიგრძენი, სარკის ჩადგმაც , ყელის გახსნაც , ვითომ ძალიან არ უნდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა.
-დედიკო, გეხვეწები, ეს გამისინჯე, რა! -კარი იღება. ჯამიანი გოგო შემოდის, ასე, თორმეტი წლისა, ცოტა მობიჭო,ეტყობა, მამას ჰგავს.
- რამდენჯერ გითხარი, როცა ვმუშაობ, ხელს ნუ მიშლი...კარგი, შემოდი - თან წითელპომადიან პირს უფჩენს.
გაწვდილი პატარა კოვზიდან ვარდისფერი კრემის ნახევარი თეთრი ხალათის გულისპირზე ეცემა.
- ოოხ,ფეთხუმო ,მომშორდი,მომშორდი! - რეზინის ხელთათმანიანი ხელი აუქნია - მარწყვი შიგ ჩაათქვიფე? უხდება სიმჟავე , მაგრამ მეტი აღარ უყო, ძალიან გაგითხელდება და ბისკვიტს ვერ დაიჭერს,ცოტა ხანს მაცივარში შედგი, უფრო კარგად წაესმება......და მათემატიკას მიხედე,ხვალ გაგიძახებს,იცოდე ! - მიაწია კარში გასულს.
- აი,ბედნიერი! - ვფიქრობ მე - გაიზრდება, რამდენი დაფეხმძიმდება, მოვა სახლში, დედამისი აქვე .მუქთად გაუკეთებს აბორტს, ალბათ ამხანაგებსაც დაპატიჟებს საღამოობით აბორტზე, როგორც ტორტზე...
ფუვ! იმის მერე მარწყვის ტორტს ხომ დასანახავად ვერ ვიტან, მგონია, ზედ მარწყვები კი არა, კოლტებია.
აღარ დამთავრდა და აღარ დამთავრდა ეს ფხეკა. კი ამბობდა, ხუთ წუთში მოვრჩებიო,მაგრამ გეგონება ,ოპერაციას კი არ ატარებს,სადგურის მოსაცდელში ზის და ლაპარაკით ერთობა:
- ნოემბრიდან მოყოლებული, ზამთარი მკვდარი სეზონია ,/ნამშობიარევი ყელი ნაკლებად სპაზმურია და უფრო ადვილია, ნუ იძაბები,ღრმად ისუნთქე,გენაცვალე!/,ყველაზე მეტი სამუშაო მარტ- აპრილში მომაწყდება ხოლმე , ვერ ავუდივარ /ცოტაც და, მოვრჩებით/ ,კაცი ხომ სულ ძაღლია და ძაღლია,მაგრამ ამ დროს ქალი და კატა ერთია...
მე კი კბილები და ღრძილები ერთიანად მეტკინა და მაგრად დაჭერისაგან ყბა მიკანკალებს, მომუშტულ ხელისგულებში ფრჩხილების ჩანარჭობები მტკივა., არათითზე ფრჩხილიც მომტეხია.
ერთი ჭიქა მინერალური დამალევინა,კარის შუშაში ჩავიხედე ,ჭიქაში ცხვირსახოცის წვერი ჩავასველე და ლოყებზე ჩამოსული შავი ნიაღვარი მოვიწმინდე.ცხვირიც ზედ მივაყოლე.
- კარგი გოგო ხარ. - მეუბნება - დღეს-ხვალ-ზეგ ათი აბი ანტიბიოტიკი დალიე! რომელი?! რა ვიცი, რომელიც უფრო გიხდება . თუ პრობლემა გექნა, რა დროც იქნება, დამირეკე !
- შემდეგი, მობრძანდით ! - მომაყოლა ხმა, ბინის ჰოლში მომლოდინე ქალებიდან ერთი წამოდგა ,ღრმად ჩაისუნთქა და საქმიანი სახით ჩამიარა. ეტყობოდა,ახალი არ იყო იქ.

წვიმდა. მუცელში სიმჩატეს და სიფუღუროვეს ვგრძნობდი. აფთიაქთან გავაჩერე. უცებ იქვე ცარიელი , ღია საპარიკმახერო დავინახე , შევედი, თმა პირდაპირ ბიჭურად შევაჭრევინე. იმის მერე აღარც გამიზრდია.
შუაღამემდე მთელ გულ-მუცელში დაუსრულებლად მიმეორდებოდა გადატანილი .დროდადრო მუხლი მიხტოდა , სახსრები და ბარკლის უკანა მყესებიც ყრუდ მტკიოდა . მერე როდის-როდის ჩამეძინა . შუა ძილში რაღაც წარმოუდგენელი სიამოვნება, არა, ნეტარება ვიგრძენი, სითბო შემომეხვია თავიდან-ფეხებამდე. მერე თითქოს ვიღაცამ უკმეხად ხელი მკრა. გამეღვიძა და კისრამდე სისხლში ვწოლილვარ!
ორი კვირა ლოგინში ვეგდე. გადასხმებს სახლში მიკეთებდნენ. ამასობაში გარეთ ნამდვილი გაზაფხულიც დადგა...
/მობილურმა დარეკა.უპასუხოდ გათიშა.
არა უშავს, ცოტა დამიცადონ! ,, ბეილიზის,, განიერ ჭიქაში ჩარჩენილი ყინულები ერთი აკვრით პირში შეიყარა, გააკნატუნა. ბოლო სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა/ .
ის ჩემი კაცი?! გამოჩნდა. გამოჩნდა და მოუნდა ისევ ძველი ამბები. სცენებიც მომიწყო, ხან შემაშინა, ხან იტირა, ერთი შანსი კიდევ მომეცი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო.
ცხოვრებაში სუფთა ფურცელი არ არსებობს. ყველაფერი თავიდანვე ერთგან იწერება, მერე გინდა გადახაზე, გინდა ჩაასწორე, გინდა იქვე გადაათეთრე ,წაშლით კი , არაფერი იშლება..
ჰო, ის მერე სულ გაფუჭდა . საქმეებიც უკან-უკან წაუვიდა . მიხვდა,რომ კარგი ტოტი ჩამოუტყდა, მაგრამ მორჩა!
ღმერთი?!
სულ ასეა . თუ ღმერთზე ფიქრს გაჰყვები, როგორც არ უნდა იარო, ბოლოს მაინც ადამიანამდე მიხვალ; თუ ადამიანზე ფიქრს - ღმერთამდე.
ან იქნებ ეს, სულაც, ერთი და იგივეა?


Posted by: nino darbaiseli 22 Jun 2009, 19:38
ნინო დარბაისელი

ბატის ფრთის ფერადი ვარდები


კიდევაც კარგი ვარ! შენ რამდენისა ხარ? ჰო! მე რომ შვიდისა ვიყავი, უკვე სტუდენტიც იქნებოდი . ვზივარ ერთხელ ჩემთვის , მოწყენილი, ხვალის გაკვეთილები უკვე მოვამზადე, გარეთ სათამაშოდ ვერ გავდივარ, ზამთარია, შემოდის მამაჩემი და მეუბნება:
- შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ერთმა ლამაზმა დეიდამ დაბადების დღეზე დაგპატიჟა, აბა,გამოიცანი, ვინ!
რა გამოცნობა უნდოდა!
ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო.ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა , მაღალქუსლიანები ეცვა, დანაჩოსებულ ქერა თმაზე ნაირ-ნაირ პლასტმასის პეპლებს იკეთებდა და ლურჯ თვალებზე გრძელი,შავი წამწამები ჰქონდა მიწებებული , მუქი წითელი პომადა ისე ესვა, იფიქრებდი, ბნელში უჭამია და სიჩქარისაგან პირის მოწმენდა დავიწყებიაო.
იმათი ’’ხრუშოვკა’’-კორპუსი ჩვენი სახლის წინ, ერთ გადარბენაზე იდგა. მდგმურები კარგ ამინდში წინა ეზოში, გრძელ სკამზე გროვდებოდნენ. ბიჭები თან გოგოებს ელაპარაკებოდნენ, თან სულ იქით გაურბოდათ თვალი , ერთი, როდის გამოვიდოდა თავის პატარა აივანზე , რეცხვისგან უფრო გათეთრებულ მკლავებს როგორ აიქნევდა ჰაერში სარეცხის გასაფერთხად, მერე ძუძუებშუიდან როგორ ამოიღებდა სამაგრებს და თოკებზე კოხტად მიამაგრებდა.
რაც ზამთარი დადგა, აივანზე იშვიათად ჩანდა, ფანჯრის რაფაზეც დიდი ქილებით სულ ფერად-ფერადი წნილები ჩაამწკრივა. ხანდახან თუ გამოიხედავდა, უკვე ვიცოდი, მე მეძებდა, ხელის დაქნევას როგორ დავაცლიდი! კორპუსის ქვეშ მივირბენდი, ქაღალდში შეხვეულ ფულს გადმომიგდებდა და მეოთხე სართულზე პურს წუთში ავურბენინებდი.
ჰოდა , დაბადების დღეზეც იმიტომ დამპატიჟა . სტუმარს ლამაზად ხომ უნდა ეცვას! საგარეო კაბა კი ცოტა დასრესილია , მაგრამ არა უშავს , ბებიაჩემივით, სველ ხელს დავისვამ , სანამ იქ მივალთ, თავისით გასწორდება...
მამამ ამასობაში პირი გაიპარსა და თმები ბრიოლინით აილაპლაპა, რაც ხელებზე დარჩა, მეც მიმის-მომისვა თავზე, ერთიანად შემათვალიერა და უცებ სახეში სერიოზულად შემომაცქერდა :
- ეს კარგი, მაგრამ საჩუქარზე რა ვქნათ?
ხომ არის კითხვები, უფროსები გამომცდელად რომ დაგისვამენ ,ვითომ შენი აზრი ძალიან აინტერესებთ და , ვიდრე რამეს მოიფიქრებ, პასუხი თვითონვე მზადა აქვთ:
- რა და, - ვაზაში რომ ბებიაშენის ყვავილებია. დედაშენის გასახარად ბარემ აქედანაც მოვაშორებთ.
დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო.
ბებიაჩემს კი , თითქოს ჯინაზე, შუა ოთახში, მრგვალ მაგიდაზე ედგა. ოდესღაც ვიღაცას რუსეთიდან ჩამოუტანია, მოკლე, შინდისფრად შეღებილი ბატის ბუმბულები მავთულით ვარდის კოკრებად იყო შეკრული, გრძელი მწვანე ბუმბულები - ვითომ ღერები და ფოთლები იყო.
ეს დამტვერილი ყვავილები ვაზიდან ამოვიღეთ,ნაზად დავბერტყეთ და სანამ მამაჩემი ცელოფანის შავ პარკსაც მოძებნიდა, რომ გარეთ არ დაენახათ, რა გვეჭირა, მე, როგორც საზრიანმა ბავშვმა , საჩუქარი გავაკეთილშობილე , ანუ ადეკოლონი ’’შიპრის’’ ჩემი საკუთარი, პატარა ბოთლი დაუნანებლად ზედ დავაცალე.
გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა.მივდივართ და მიგვიხარია!
გზაში არავინ შეგვხვედრია. ფარდის უკან მიმალული მოთვალთვალე ხომ შეხვედრილებში არ ითვლება,თორემ ერთი პირველსართულელი კი დავინახე . სადარბაზოში საჩუქარი ამოვიღეთ, მივასწორ- მოვასწორეთ, რომ ავედით, მამამ კარის თვალს მიუშვირა, თვითონ გვერდითა კედელს აეკრა და მეც უკან დამმალა , მერე სამჯერ ფრთხილად დააკაკუნა.
- ოი, კაკიე ცვეტი, ა კაკ პახნუტ!- ამ სიტყვებზე წოწია ტომამ ყვავილები ჯერ მამაჩემის ხელიანად და მერე მთლად მამაჩემიანად თითქოს შიგნით შეისრუტ-შეისრიალა, კარი ცხვირზე მომაკეტა და დავრჩი ასე!
ვდგავარ და ვფიქრობ, რაღა ვქნა! გარეთ ყინავს, ქარია. სახლის გასაღები მამას უდევს ჯიბეში. დედა გვიან მოდის, ბებია ხომ საერთოდ სოფელში წავიდა , და ! მეზობლებთან შესვლაც არ შეიძლება, რაღაცეებს შემეკითხებიან , მაინც გამომტეხავენ , მერე დედაჩემს მიუტანენ ამბავს, მერე დედა მამას ეჩხუბება, მერე მამა სახლიდან გავარდება, მერე , როგორც ’’მამაილას’’ მაგრად მომხვდება, მერე დედა იტირებს...
საერთოდ, რატომ გამოვყევი... - ყელი ჩამეკეტა .
კიბეები დასაჯდომად ცივია, კიდევ კარგი, ეს ჩანთა წამოვიღე, საფეხურზე დავდებ და დავჯდები, მაგრამ ესეც ცივია. ფეხებიც გამეყინა, თანაც უკვე მეფსია!
ავდექი, ჯერ მამაჩემივით სამჯერ დავაკაკუნე, მერე ორივე მუშტი წავუშინე . მამამ გამიღო:
-სუ-უ! წოწია ტომა ძალიან ცუდად გახდა, კვდებოდა, ძლივს გადავარჩინე . შემოდი და აი, აქ, სამზარეულოში დაჯექი, მე კიდევ მივხედავ,იქნებ დავაძინო , აჰა, ნამცხვარი და ატმის კამპოტიც ზედ დააყოლე . გაზზე წყალს დავადგამ და შენ კარგად უყარაულე, რომ ადუღდება, დამიძახე, თუ არ დაიძინა,სხვა გზა არ არის, ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავაყოფინოთ!
სამზარეულოში შემოსვლამდე ოთახის ოდნავ შეღებულ კარში თვალი მოვკარი, წოწია ტომა მართლაც ლოგინში იწვა .
მოსალევი მოვილიე,შესაჭმელი - შევჭამე, დასალევი- დავლიე , წყალიც მზადაა , მივდივარ ოთახის კართან .
- მა-მა-ა, მა-მი-კო-ო , ადუღდა! - მინდა , ხმა ისე მივაწვდინო, წოწია ტომა თუ უკვე ჩაძინებულია, არ გავაღვიძო. იქიდან რაღაც ბრაგა-ბრუგი და კვნესა ისმის . ეტყობა , ტკივილებისგან კვნესის , ვერა და ვერ იძინებს, მაგრამ აგე! მამაჩემი ისეთია, დიდ საწოლსაც აკვანივით ურწევს.
ფიქრით კი ამას ვფიქრობ,მაგრამ, სინამდვილეში, შიგნით იდუმალი , საშიში, თან სასიამოვნო ფორიაქი მივლის.
წყალი კი დუღს და დუღს.უკვე მთელი ვეებერთელა ჩაიდანი ამოშრა და ძირმაც ტკაცა-ტკუცი დაიწყო. მოცუცქნული სამზარეულო ორთქლშია, ფანჯრებზეც უკვე წვეთები ღვარად ჩამოდის. კარგად დაღამდა და ვხედავ, ჩვენთან შუქიც აინთო, მერე ჩაქრა, მერე აინთო. ვიღაც უკვე მოვიდა, დედაჩემის მეტი ვინ იქნება. ბებია ხომ სოფელშია, მაგრამ სულ ასე ამბობს, მე სადაც მინდა და როცა მინდა , მაშინ წავალ და მოვალ , ეგღა მაკლია, სხვებს შევეკითხოო..
ახლა უკვე გამეტებით ვუკაკუნებ ექიმ-ავადმყოფს.
- მა-მა-ა, ჩვენთან ვიღაც მოვიდა !
- კატორი ჩას? - ავადმყოფი უცებ ერთიანად გამოღვიძდა - .ოი, ოი, ბოჟე მოი, ბისტრა !
მამაჩემმაც უცებ მოიგდო ქურთუკი, მკლავში ჩატანებული კაშნე არც გამოუძრია,პალტო ისე შემომაცვა, ქუდი თვალებზე ჩამომაფხატა და მოვცოცხეთ.
სადარბაზოს რომ აქეთ გამოვცდით, ფოსტალიონი იქიდან უკვე კორპუსის კუთხეს უახლოვდებოდა. მამა ხელის აწევით , შორიდან მიესალმა და ამოისუნთქა :
-აუჰ, გადავრჩით!
ჯერ სადა ხარ! მთავარი წინაა.
ნეტა ,ვინ გაგვიღებს კარს!
არც არავინ. უბრალოდ მოხურულია. დედა შუშაბანდში , დივანზე ზის,უკვე გრძელი ხალათიც აცვია , ტელევიზორს ზერელედ უყურებს და კი არ გველაპარაკება,თითქოს სხვის დაწერილს ხმამაღლა გვიკითხავს:
-არ მაინტერსებს არაფერი.საიდანაც გინდათ, როგორც გინდათ ,ის ყვავილები აქ გააჩინეთ და ადგილზე დადეთ .სოფლიდან დარეკეს. ამაღამ დედაშენი აქ იქნება. ამჯერად აქედან მე წავალ და რაც გინდათ, ქენით. ხალხისა არ გერიდება ,ბავშვისაც არ გრცხვენია, ყველანი ერთი ჯიშის ხართ.
ჰო, გაბრაზებულზე ასეთი ლაპარაკი იცის. ხანდახან იმასაც დაუმატებს,, რომ ამ ოჯახში თვითონ - ერთი შემომტანია, სხვა ყველა - გამტანი.
კიდევ კარგი, რომ შორს მაინც არა ვართ წასასვლელები!

-შენ უნდა ახვიდე. მე არ მახსენო! ეტყვი : იზვინიტე,ია უ ვას ცვეტი ასტავილა.მოჟნა იხ ზაბრაც? აბა , გაიმეორე!
რას გავიმეორებდი?
- კარგი! იცი , როგორ უთხარი? - ია ხაჩუ მაი ცვეტი. თუ კარი ფოსტალიონმა გაგიღო, ეტყვი : წოწია ტომა დომა? გაიმეორე!
ეს უფრო ადვილი იყო.
ისევ კიბეზე ასვლა,ისევ კაკუნი... გაიღო, ორივე ერთად დგას. რა ვქნა, როგორ მოვიქცე, ამაზე ხომ მამას არაფერი უთქვამს. მიყურებენ. მელოდებიან . ენა დამება:
-წოწია ტომა-მა-მა-მაი-ცვე-ტი!
რაღაც უსიამოვნოს რუსულად ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობენ, ერთი გავარჩიე:’’დურაკ ტი’’ .ქმარი გაბრაზებული შედის, წოწია ტომა ვითომ მიცინის , თვალები კი უკვე ცრემლიანი აქვს. მერე წითლდება, ცხვირის ნესტოებზე ხელს იჭერს : ჯერ ისევ რაღაც გაუგებარს მეუბნება, მერე:
- პადაჟდი ,უ აკნა, აკნო, აკოშკა!- ჰაერში თითით ოთხკუთხედს ხაზავს და კარს ხურავს.

- ყვავილები? - ცარიელ ხელებში მიყურებს მამა - რა, არ მოგცა?
- არა!
--გაგიბრაზდა?
- არა!
- მარტო იყო?
-არა!
- რამე ზედმეტი ხომ არ უთხარი?
-არა!
-აბა,რა გითხრა?
- აკოშკასთან პადაჟდიო.
- კარგი, დაველოდოთ!
სხვა რა გზაა! ვიცდით და ვიცდით.თან კორპუსის ძირში , აქეთ-იქით დავსეირნობთ .
ცოტა ხანში ფანჯარა იღება, მოჩანს ქერა, დანაჩოსებული თავი, გავრბივართ და უკვე ვხედავთ, ბინებიდან გამომავალ ოქროსფერ შუქში სართულ-სართულ როგორ ნარნარად მოფრინავს ჩვენი თაიგული ,მამაჩემი აღარც მელოდება, თითქმის აფრენილია,რომ ჰაერშივე გააბას ,საცაა, დაიჭერს კიდეც,მაგრამ ქარმა წამოუქროლა და იქვე, ხის ტოტზე წკიპით დაკიდა.
-ჩქარა,ქვა მომაწოდე! ...ერთიც!...ვახ, აცდა!... კიდევ, კიდევ მომიტანე,ცოტა დიდი !
ირგვლივ ქვების მეტი რა ყრია,სწორედ ახლა გამოილია.
უფრო შორს მივრბივარ. იქიდან ვხედავ, მეორე სართულიდან ვიღაც იატაკის ჯოხს ყოფს , ხის ტოტს არხევს , არის!თაიგული დაბლა ეშვება , ჯოხიანი მოხუცი ქალი ჩვენკენ ფრთხილად იხედება , მამა სასწრაფოდ ჰაეროვან კოცნას უგზავნის, ყვავილებისთვის იხრება და უცებ მეოთხედან :
- სვოლაჩ !
ამ ხმას ხელნაკრავი წნილის დიდი ქილა მოსდევს, თხლაშ-დგუფ -ლაწ ! - და შიგ ფეხებში უფეთქდება.
ვაიმე, მამა, ვაიმე , ყვავილები!
წამიც და, მამა უკვე ფეხზე დგას გაჭიმული , ხელში დაშლილი თაიგული უჭირავს, მთელ ტანსაცმელზე, თმებზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოები და სტაფილოები ჰკიდია და ბედნიერად მიღიმის, მერე ჩემკენ იხრება, სველ, მომჟაო- მომლაშო ლოყაზე ვკოცნი ,ვეხუტები ...

რა?
შენ ამბობ ,რომ ამას ყველაფერს მამაილა იგონებს,არა? სამჯერ მომიყევი და სამჯერვე სხვადასხვანაირადო.
დიახაც, ეს ჩემი ამბავია!
რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც გავიხსენებ, იმდენჯერ ახლიდან ვხედავ, მესმის და განვიცდი , გინდ ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდ მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის ნამდვილი წარსული!

Posted by: levan63 24 Jun 2009, 18:38
ნინო, მოდი რა ჰოტმეილის მაგივრად სხვა კარგ ფოსტას გაგიხსნი და დაისვენებ, ეგ მაგარი უვარგისი რამაა!
* * *
ნინო იმ ჰოტმეილზე კი მოგცერე, მაგრამ ის ლექსი "ნაბიჯები" აქაც დავაგდე!

ზედ ტაძართან შემომესმა მე მაცხოვრის ნაბიჯები,
ადრე, თვალებს ნეტავ რა მიზეზით ვარიდებდი,
რამ შემყარა მძიმე სენი განდიდების,
ნუთუ ადრე არასოდეს ვადიდებდი?!
დაილოცოს ის პირველი ნაბიჯები
მართლის გზაზე, მე ნელ-ნელა დავდინჯდები,
კვირიკევ და ქრისტეს ხატო, კვლავ მუხლებზე დაგიდგები,
სულო გიჟო შენ როდისღა დაღვინდები?!
მძიმედ დამაქვს სევდის მძიმე ნაბიჯები,
აღარ მინდა ღვინით მთვრალი ნადიმები,
ეს ცხოვრება ლოთობით არ გადიდდების,
წყაროს პეშვი მირჩევნია, ცოტას მაინც გავგრილდები.
მაინც რა ვქნა? მძიმედ დამაქვს ეს მტვრიანი ნაბიჯები,
ღვთის ლოდინში გადავსერე ველები და სათიბები,
ყველა მდელოს დამახვდრეს დახუნძლული მაგიდები,
მაგრამ მაინც დაბნეული ვიყურები, ჰა ვგიჟდები?

Posted by: nino darbaiseli 27 Jun 2009, 12:15
ლევან ძვირფასო! უპირველესი პრობლემა,რომელიც თქვენს ლექსს აქვს, მცდარი კომპოზიციაა.
დაუკვირდით: ლექსს იწყებთ ისეთი მნიშვნელოვანი, მაღალი რეგისტრის სათქმელით, როგორიცაა ტაძართან მაცხოვრის ნაბიჯების ხმა, მერე თავქვე მოდიხართ და რით ამთავრებთ?- რომ გიჟდებით?. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ოპერის მომღერალმა არია დასასრულით დაიწყოს ბოლოს რაღაც ქალაქური სიმღერის ღიღინზე გადავიდეს ,და ბოლოს მსმენელის მოლოდინი მთლად გააცრუოს., . ჯერ სცადეთ, გადაამონტაჟოთ ლექსი და დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბროთ.




ახლა კი ერთი მემუარული ოპუსი , ჩემი ჩანაწერებიდან:

ნინო დარბაისელი

რა სახელს აფუჭებს!

მცირე მოგონება შოთა ნიშნიანიძეზე

ეს ბატონმა შოთა ნიშნიანიძემ თავად მიამბო.
მისი ნამდვილი გვარი მამაგეიშვილია.
სტუდენტობისას თურმე დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და ლექტორები ხშირად აძევებდნენ აუდიტორიიდან.
იყო ასეთი პროფესორი,ტრიფონ რუხაძე, კარგი კაცი და პოეზიის დიდი მოყვარული, მაგრამ ყოველ ლექციას ისიც მამაგეიშვილის გარეთ გაგდებით იწყებდა და ერთი უწიგნური ვინმეც ეგონა, მის პოეტობას ხომ როგორ წარმოიდგენდა,!
ერთხელ ერთ რედაქციაში საგულდაგულოდ გამოწყობილ შოთას თავისი ლექსები აქვს მიტანილი და შემოდის ბატონი ტრიფონი. შოთა, რაღაც, ცუდის მოლოდინშია ,მაგრამ არა! რედაქტორმა,/ვინაობა აღარ მახსოვს/, სტუმარს წარუდგინა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე და ორიოდე ლექსიც წააკითხა. უყურებს ბატონი ტრიფონი ,უყურებს და ეუბნება:
- ვერ წარმოიდგენთ, ბატონო შოთა, როგორ გავხართ ერთ ჩემს სტუდენტს, სახელიც რომ ერთი გქვიათ!..არა, იმას როგორ შეგადრით, მაგრამ, ძალიან გავხართ, ძალიან.
მეორე დღეს პროფესორი ლექციაზე შედის, ჩვეულებისამებრ, მამაგეიშვილს გარეთ აგდებს და დანანებით მიაყოლებს:
-რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს ...

იმ დროიდან ასეთი ურთიერთობა დამყარდა: თუ ტრიფონ რუხაძე მწერალთა კავშირის ან რედაქციების სიახლოვეს დაინახავდა შოთას , /ეს ყველაფერი კი ძირითადად ლენინის მოედნის მიდამოებში იყო თავმოყრილი,/'' ბატონო შოთათი'' მიმართავდა და პოეზიასა და ლიტერატურაზე ხანგრძლივად ესაუბრებოდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ლექსებით.მელიქიშვილიდან დაწყებული, ვაკის სტუდქალაქის მიდამოებამდე ,უბრალოდ, სალამზე პასუხობდა.

საქმე მაშინ რთულდებოდა,თუ რუსთაველზე ხვდებოდნენ:
-რა ვქნა ახლა, რომელი ბრძანდებით, ბატონი შოთა ნიშნიანიძე თუ ის, მეორე ..... რა ქვია?...
-ნიშნიანიძე ვარ,ბატონო ტრიფონ! - პასუხობდა პოეტი და დიდხანს საუბრობენ პოეზიასა და ლიტერატურაზე.
თუ შოთას სადმე ეჩქარებოდა ან სასაუბროდ არ იყო განწყობილი, მოკლედ მიუგებდა:
:-მე ''ის'' ვარ,ბატონო ტრიფონ, '' მეორე''.
პროფესორი თავს გულდაწყვეტით გაიქნევდა :
- რა კაცს გავს და რა სახელს აფუჭებს ! წაკითხული კი არა,გაგონილიც არ ექნება მისი ლექსები. საქმეა ახლა ეს?
და გზას განაგრძობდა .

Posted by: Sigrid 28 Jun 2009, 01:47
ქალბატონო ნინო მომიტევეთ და თქვენი ლექსები არ ვარგა, არათუ არ ვარგა მგონი საერთოდ არ არის ლექსები.

Posted by: nino darbaiseli 28 Jun 2009, 02:44
რა საოცარი დამთხვევაა,სიგრიდ ძვირფასო!
ხანდახან მეც ზუსტად ,ასე ვფიქრობ.
/გამოგიტყდებით,ეს ჩვეულებრივ ახალი ლექსის შექმნის წინ მემართება და ამის გარეშე , უბრალოდ,წერაც არ შემიძლია/.
და ,იცით, რა მიკვირს?
ცხოვრებაში სულ ოთხმოცამდე ლექსი მაქვს დაწერილი და ამ ლექსებზე - ოცდაათზე მეტი სრულიად პოზიტიური ,წერილი , რეცენზია, გამოხმაურება და ა.შ -ა გამოქვეყნებული სრულიად სხვადასხვა თაობის,გემოვნებისა და ესთეტიკური პოზიციისა ძა-ა-ლზე სერიოზული კრიტიკოსებისა და ლიტერატორების მიერ , ანუ თუ მარტივ არითმეტიკას მოვიშველიებთ, ჩემს ორნახევარ ლექსზე ერთი დადებითი შეფასება მოდის.
/ ამ ავტორთა სახელები რომ ჩამოგითვალოთ, თუ განათლებული ადამიანი ბრძანდებით, ვიცი, თვალებს არ დაუჯერებთ,ხოლო თუ გაუნათლებელი, უცებ დაასკვნით, რომ მარტო ჩემი ლექსები კი არა, მთელი თანამედროვე ქართული კრიტიკა და ლიტერატურაც არ ვარგებულა და მხოლოდ თავად ქმნით შედევრებს,/.
და ეს ამბავი იცით, როდიდან დაიწყო, თექვსმეტი წლისა რომ გახლდით.
/თქვენ ,ალბათ,როგორც კეთილშობილ ადამიანთა უმრავლესობა, არაამბიციური ბრძანდებით და ამით სულ არ იამაყებდით/.
ამაზე რომ ვფიქრობ,ასეთ აზრამდე მივდივარ:
ეტყობა,ჯერ კიდევ მაშინ,როცა საქართველოში მხოლოდ ორიოდე კაცს თუ ჰქონდა გაგონილი სიტყვა ''არტი'',ხოლო ''მენეჯმენტი'' ზოგიერთებს იქნებ შეურცხმყოფელი სიტყვაც კი ეგონათ.
მე ვიყავი პირველი არტ მენეჯერი ლიტერატურის სფეროში,რომელიც ''ისკლიუჩიტელნად'' საკუთარ თავზე მუშაობდა.
ამ გამოცდილებას დაფასება უნდა.

თუ გინდათ,შეგირდად მომებარეთ!
მარტივად ,რამდენიმე გაკვეთილში შეგასწავლით,როგორ უნდა მიანიჭოთ დამაჯერებლობა თქვენსავე აზრს, რომ ''ლექსები არ ვარგა'' და რომ ''საერთოდ არ არის ლექსები.''
მერწმუნეთ, ჩემს თემაში თუ არა,სხვა ავტორთან ''სტუმრობისას'' მაინც გამოგადგებათ.
სწავლების საფასური კი შეგიძლიათ გადამიხადოთ, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე გადარიცხვით, ''პოსლეზე''.

სხვაფრივ,საქმეში ჩახედული ინტერნეტ მკითხველი დაგწამებთ,რომ ''ლიტერატურა.გეს''-პორტალზე რაიმე ტექსტი უარყოფითად შეგიფასეთ და თქვენ კი იქ პასუხი გაგიჭირდათ და სასწრაფოდ ამ ფორუმზე დარეგისტრირდით,რომ გულის ქარი ამოგეღოთ.

ვერც გაამტყუნებთ,ფაქტი ხომ სახეზეა:


Sigrid
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 94586
რეგისტრ.: 27-June 09

Posted by: levan63 29 Jun 2009, 15:35
ვააა, ნინო გენაცვალე მაგარი ინტელექტუალური სილა ხიე მაგ "სიგრიდას", ასიანი ლიტერატურა.ჯე-ს, შენზე დაბოღმილი კლიენტურაა! თავი ანშვედეთის დედოფალი სიგრიდი ჰგონია ან ნობელის პრმიის ლაურეატი, ნორვეგიელი სიგრიდი!
რაც შეეხება ლექსს აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნას, ის ნიშნიანიძის ამბავი მაგარი "პრიკოლია", მაგრად ვიხალისე!


* * *
ნინო, როგორც მითხარი, ლექსი სხვანაირად ავაწყე და ბევრი სიახლეც შვიტანე!



მძიმედ დამაქვს ცოდვიანი ნაბიჯები,
ღვთის ძებნაში დავამსხვრიე ოცნებათა კარიბჭები,
სიკეთის და ბოროტების საჭიდები,
ღმერთო სად ხარ, მე ამ გზაზე გავგიჟდები!
ლოდად დამთრევს სევდის მძიმე ნაბიჯები,
აღარ მინდა ღვინით მთვრალი ნადიმები,
ეს ცხოვრება განათდება ზიარებით,
წყაროს პეშვი მირჩევნია, ცოტას მაინც გავგრილდები.
ზედ ტაძართან შემომესმა მე მაცხოვრის ნაბიჯები,
ადრე თვალებს რა მიზეზით, რა გონებით ვარიდებდი?
რამ შემყარა მძიმე სენი განდიდების,
მეშინოდა განთიადის, დაბინდების?
დაილოცოს ის პირველი ნაბიჯები
მართლის გზაზე ნელ-ნელა რომ დადინჯდები,
კვირიკევ და ქრისტეს ხატო, კვლავ მუხლებზე დაგიდგები,
ღვთისმშობელო სანთელივით დაგიდნები?!


ლევანი

Posted by: nino darbaiseli 7 Jul 2009, 19:33
კარიბჭები -?

ლევან ძვირფასო!

ახლა მშობელ-მოკეთესავით ნუკი შეხედავთ , მტერივით დაჟინებით დაუკვირდით ამ ტექსტს. სად ჩანხართ,როგორც ინდივიდი- -ავტორი. რით შეიძლება,მკითხველისათვის ახალი და საინტერესო იყოს სწორედ ის, რის თქმაც თქვენ გადაწყვიტეთ?
თუ გაქვთ მარკერი.ამობეჭდეთ ეს ტექსტი და გააფერადეთ ადგილები, რომელიც საკუთრივ თქვენია.
/ბევრია? ცოტა?/

მერე გადაიტანეთ სუფთა ფურცელზე და დაიწყეთ მუშაობის ახალი ეტაპი.
წარმოიდგინეთ,რომ ეს არის მასალა, ნედლეული, რომელიც თქვენ თვითონ აირჩიეთ, თქვენ ჩაკეტილი ხართ ''პოეტურ სამზარეულოში'' , ირგვლივ უამრავი ნაცნობი თუ უცნობი სუნელებია, საგარნირე მასალა , ინსტრუმენტებია , ღუმელები . რაც გინდათ, როგორც გინდათ, რამდენიც გინდათ - გამოიყენეთ , მაგრამ ,რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, საუკეთესო კერძი უნდა მოამზადოთ..
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს უნდა უთავსდებოდეს. არც უმი უნდა გამოგივიდეთ,არც მიგეწვათ , არც უნდა გადაამლაშოთ...
ეს თუ არ მოამზადეთ და თანაც საუკეთესოდ გაფორმებული არ წარუდგინეთ თქვენს ''ჩამკეტავებს'' , არათუ ვერ გაიმარჯვებთ კონკურსში,არამედ მაგ სამზარეულოდანაც არავინ გამოგიშვებთ.








ეს ცალკე პოსტად მინდოდა დამედო,მაგრამ არ გამომდის.ამას უერთდება.





ორი კანონიკური ჰაიკუ


დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.




მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.


Posted by: nino darbaiseli 9 Jul 2009, 10:40
უმჯობესია,ყველა ჰაიკუ ერთად დავდო,სულ ესენი ვიპოვე:

შვიდი კანონიკური ჰაიკუ



დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.


მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.



სიცოცხლე

მზემ დასცა კაცი.
ძველი სახლი კი დგას,
ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.



ღამე

მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში.მიწამ
ჩაიკრა ბავშვი.


სიყვარული

გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,თავბრუ
დაეხვა ჭიას.


დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,ძაღლო,
გეყოფა ყეფა!


ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.

Posted by: Кавалеров 9 Jul 2009, 11:14
QUOTE
ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.

QUOTE
ღამე

მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში

lol.gif lol.gif გაიხარეთ

Posted by: Vakerman Muxranski 9 Jul 2009, 11:24
მე შორენა წიწკვიც მომწონს ძალიან.
* * *
სუფრას ფოჩები მოვაჭერი,
მერე შევშინდი
და წასულ სტუმარს დავაბრალე
და მე დამსაჯეს.

ოქრიოს ფონდში შესატანი ანტიკვარია biggrin.gif biggrin.gif მაგრამ მე ამ სტროფს ასე ვიტყოდი:
სუფრას ფოჩები მოვაჭერი და შინდი
მერე შევშინდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 9 Jul 2009, 23:56
Vakerman Muxranski ძვირფასო!
რა კარგი ოხუნჯობა გცოდნიათ!
გამოიარეთ თქვენს შორენასთან ერთად , როცა მოიცალოთ!





Posted by: Vakerman Muxranski 10 Jul 2009, 01:33
nino darbaiseli
სად გამოგიაროთ? შორენა წიწკვს სამწუხაროდ შორიდან ვიცნობ მხოლოდ. თუ დაგვპატიჯებთ მოვაწყოთ პოეზიის ხუთი წუთი. მე ლექსებს არ ვწერ, ლექსი თვითონ მწერს(რადგან ვთვლი, რომ რაკიღა სიტვების ერთმანეთზე მიბმით, რთული ქვეწყობილი წინადადების შექმნა შემიძლია, ამიტომ პოეტი არ უნდა მერქვას) მაგრამ ქალბატონ შორენას, იგივე შორენა დეიდას უჭრის კალამი. ველი თქვენს მოპატიებას. ჩაიზე, ყავაზე ან თუნდაც ღვინოზე.

Posted by: nino darbaiseli 11 Jul 2009, 10:38

ნინო დარბაისელი

შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.

Posted by: Vakerman Muxranski 11 Jul 2009, 10:52
nino darbaiseli
ნუ ცოტა არაუშავს smile.gif მარტალი რომ გითხრათ იმის ფონზე რაც ვნახე ახლა გეტყვით: "გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!"

Posted by: nino darbaiseli 11 Jul 2009, 10:55
რა ვქნა, ძვირფასო!
ვცდილობ, რაც ძალი და ღონე მაქვს.

Posted by: Vakerman Muxranski 11 Jul 2009, 12:16
nino darbaiseli
გააგრძელეთ ასე და კარგი იქნება მემგონი smile.gif

Posted by: levan63 11 Jul 2009, 15:44

აუ ნინო, ეგ "შუაღამური" რა მაგარი რამეა, მაგრა მომეცონა!

Posted by: nino darbaiseli 11 Jul 2009, 18:45
მე ხომ ვერ მოვისვენებ, ნაამები სტუმარი ძალით სამზარეულოში რომ არ შევახედო ან რეცეპტის დეტალებით მაინც არ გადავღალო:



ნინო დარბაისელი

ჩემი სავარჯიშოებიდან

შვიდი მნათობი და შუაღამური



გუშინ პარასკევი იყო და რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი ერთდროულად გამოვიდა.
ჩემს კოლეგებს და მე დიდიხანია, ჩვევად გვაქვს, ვიმსჯელოთ ახალი პუბლიკაციების შესახებ. ხშირად ვკამათობთ კიდეც.
ერთ ჟურნალში ერთი ძალზე კარგი პოეტის კარგი ლექსი იწყებოდა სიტყვით ''ჟრჟოლა''. მე დავიჩემე,რომ ეს დიდი დეფექტი იყო,რადგან ბგერათა ამგვარი თავმოყრა პირველსავე სტრიქონში ბარიერს ქმნიდა ლექსის გაჟღერებსას.
/ცნობილია,რომ ჩუმად კითხვისასაც კი ჩვენი სამეტყველო აპარტურა მუშაობს,ოღონდ ასე ვთქვათ ''ეკონომიურ რეჟიმში'' ,ანუ ტექსტი წარმოუთქმელად ხმიანდება ჩვენში./
შევყევით კამათს და მე დავიწყე მტკიცება:
იმისათვის,რომ ეს სიტყვა ''ჟრჟოლა'' ტექსტში ორგანულად ჩაჯდეს,არავითარ შემთხვევაში მისით არ უნდა დაიწყოს არათუ მთელი ლექსი, არამედ სტრიქონი. საჭიროა, მის ირგვლივ ჟღერადი ფონი მომზადდეს და ა.შ. /ასეთ შემთხვევებში ამბობენ ჩემი მეგობრები, ნინოს თუ ერთი გადაეკეტა,მორჩა,ფეხს ვეღარ მოაცვლევინებო/ცუდები!/.
ვიდრე ლექსზე სამუშაოდ დავჯდები,ჩვეულებრივ,ასე ხდება, იმდღევანდელი ერთი კი არა,რამდენიმე მნიშვნელოვანი თუ თითქოს ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენა და ემოცია უცნაურად უნდა დაკავშირდეს, უნდა შეერთდეს ჩემს არსებაში.
ჯერ ლექსს გაგაცნობთ,მერე იმ მოვლენებზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას:

ნინო დარბაისელი

შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.



ბოლო სტრიქონში შენიშნავდით სწორედ იმ სიტყვა ""ჟრჟოლას'', რომელსაც ,ჩემი ჩანაფიქრით,კომპოზიციურად ამზადებს მთელი ტექსტი.
ახალ სხვა ამბები: მე არაერთგზის აღმინიშნავს , რომ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ნაკლი გამომსახველობით ფორმათა ერთფეროვნება და სიმწირეა. ეს განსაკუთრებით შეეხება რიტმიკის სფეროს.
არადა,დაინტერესებული პოეტისათვის ამ მიმართულებით,მართლაც ზღვა მასალა არსებობს. ზოგი ჩვენს პოეზიაში საუკუნეთა წინ უკვე რეალიზებული და კარგად დავიწყებულია / ანუ მზადმყოფი - გახდეს ახალი'/, ზოგი აღმოსავლური, რომელთანაც ჩვენი პოეზია უღრმესი ფესვებით არის დაკავშირებული, დასავლურიც არანაკლებია. უბრალოდ, უნდა გინდოდეს, გააცოცხლო და მასზე დაყრდნობით გააკეთო რაღაც განსხვავებული და ძალიან არ ჰგავდე შენსავე თანამედროვე სხვა პოეტებს, იყო ''შენ''!
გუშინ პარასკევი იყო...განა ამ წინადადებით არ დავიწყე ეს ოპუსი?...მაგრამ ახლა განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. გამახსენდა,რომ არსებობს ჩემი აწ გრდაცვლილი მეგობრის შურა გვახარიას წერილი ''ნიზამი და გურამიშვილი'' სადაც იგი საუბრობს ნიზამის ერთ ნაწარმოებზე, - ბაჰრამ ნამე''
ანუ ,,შვიდი მნათობი'' რომლის სტრუქტურაც კვირის დღეების მიხედვით არის აგებული და სწორედ პარასკევია ბოლო დღე. და მას სათაურად ჰქვია
'' წალკოტის მეპატრონე ჭაბუკისა და მეჩანგე მხევალის არაკი``:
/სრული სახით ეს წერილი მოთავსებული მაქვს აქვე, თემაში ''ქ ართული ეროტიკული პოეზია/.
აი,როგორი სტრუქტურა აქვს ერთ მის ფრაგმენტს:


ჰკითხა: რა გქვია? მიუგო: ბედი!
ჰკითხა: სადაა შენი ადგილი? მიუგო: ტახტზე!
ჰკითხა: რა არის შენი საწყისი? მიუგო:სხივი!
ჰკითხა: ავი თვალი შენგან?.. მიუგო: შორს!
ჰკითხა: რის ჰანგი გფარავს? მიუგო: საზის!
ჰკითხა: რითი ხარ მომხიბლავი? მიუგო: სინაზით!
ჰკითხა: დავკოცნოთ ერთმანეთი? მიუგო: სამოცჯერ!
ჰკითხა: დავიწყოთ უკვე? მიუგო: დროა!
ჰკითხა: იქნებ ჩემი? მიუგო: უმალ!
ჰკითხა: აღსრულდეს ეს სურვილი? მიუგო: დაე!

მიჯნურთა გაბაასება, ქალ-ვაჟის დიალოგი აღმოსავლურიდან ქართულ პოეზიაში დიდი ხნის წინათ არის შემოსული.მაგრამ ჩანს, მას ჩვენი ზეპირსიტყვიერებითი ძირებიც აქვს, ალბათ ისევე,როგორც ნებისმიერ ნაციონალურ ლიტერატურაში ./ამაზე კვალიფიციური პასუხის გაცემა ფოლკლორისტებს მივანდოთ/.
მოკლედ , ჩემი ამოცანა ასე ჩამოვაყალიბე: როგორ არის შესაძლებელი, გაბაასების ეს ძველი ფორმა გამოვიყენო თანამედროვე ლექსის შესათხზავად?რა არის საჭირო მისი მოდერნიზაციისათვის,რომ მოერგოს ახალი მკითხველის მოლოდინს?
''დავდგი'' ყოფითი სიტუაცია. ავირჩიე სადა ლექსიკა, იმაგინაციური კონკრეტულობისთვის ავირჩიე უცხო , /ქართულისთვის უცხოდად მჟღერი , არაპოეტური /სიტყვა ''ჟაკეტი'', მაგრამ მარტო რომ არ დამეტოვებინა, ამ პატარა ლექსის ფინალთან ბგერწერულად დავაკავშირე. თანაც სწორედ იმ სიტყვასთან, რომლითაც დავიწყე ფიქრი- "ჟრჟოლა''. უკეთესი ფიქსაციისათვის შევარჩიე სიტყვა: მივკეტე,რომელიც შეიცავს ჟაკეტის შუა ბგერათკომპლექსს- კეტ. უარი ვთქვი რითმაზე, შემოვიფარგლე მინიშნებითი რითმებით, გარდა ორიოდე გამონაკლისისა , რომელიც გარე რითმის მოსალოდნელ პოზიციაში არ არის მოთავსებული ,თუმცა ბოლოში რიტმული მდინარების შესაკრავად უფრო გავამკვეთრე რითმული კავშირი (არა//გადამიარა) და მის ნაცვლად ძირითადად გამოვიყენე აი ,ია, უი , უა და ა.შ ხმოვანთა მრჩობლედები//წყვილები/. რაც შესაბამისად დავაფიქსირე სათაურშიც'' შუაღამური''. ლექსი მაქსიმალურად განვტვირთე პოეტური სახეობრიობისაგან . კლიშე-პოეტიზმებისაგან. ავირჩიე აღმოსავლური წარმოშობის ე.წ. დიდბესიკური რიტმის ვარიაციები, ხოლო .აქცენტი გადავიტანე ინტონაციაზე.საბოლოოდ მივიღე პოლიმეტრული ვერბლანი.
იმედი მაქვს, რომელიმე მაძიებელი ნატურის ახალგაზრდა პოეტს შუაღამურის'' გაცნობა უბიძგებს,განაგრძოს შემოქმედებითი მუშაობა ამ ფორმის უკეთ დამუშავებისათვის.

Posted by: levan63 12 Jul 2009, 15:07
ნინო, სანამ საშინაო დავალებას ვასრულებ, იქნებ ამ ლექსის მახინჯი მხარეებიც გამიშიშვლო!

პაემანი

პაემანზე შევხვდეთ ხვალე,
საღამოთი შვიდზე, რვაზე?
რვაზე არა, აბა შვიდზე?
არც შვიდზე და ღამის ცხრაზე?
ანგელოზო როდის გნახო?
ალიონზე გაგახარო?! შვიდზე?
რვაზე, ცხრაზე თუ თერთმეტზე,
თუ შუა დღეს, მცხუნვარ მზეზე?
იქნებ ხვალე გირჩევნია,
პაემანზე ჩემი ნახვა?
ექვსზე,შვიდზე თუ კვლავ რვაზე?
თუ ათისკენ ღამის ზღვარზე?
იქნებ მთვარეს ჩვენ მივანდოთ,
პაემანის საიდუმლო?
იქნებ არც გაქვს დასამალი,
გრძნობა ჩემსკენ მომავალი?
მე კი ვმალავ მერიდება,
პაემანი რომ შეგკადრო,
აზრი არ აქვს დღეს და დრო-ჟამს,
მინდა ვარსკვლავთ შეგადარო.
მაგარამ არა, შემოგბედავ,
პაემანი დაგინიშნო,
არა სირცხვილს უნდა ვსძლიო და
საათი მოგინიშნო.
ექვსზე, შვიდზე, თუ კვლავ რვაზე,
მოიცლები ჩემს ნახვაზე,
მაშინ იქნებ მაინც ცხრაზე,
ანდა დილის გარიჟრაჟზე?
ჰოდა ვიღებ უურმილს, ვრეკავ,
და ჩამესმის ნაზი ჰანგი,
შენი ბგერის თითო თრთოლვა,
მე მაბრუებს, როგორც ბანგი.
“მაკო, ჩემო სანატრელო,
ეს მე ვრეკავ შენი კვალი,
მოდი იქნებ ხვალე შევხვდეთ,
და მასესხე ვითარც ვალი,
გინდა ექვსზე, გინდა შვიდზე,
ან თუგინდაც ისევ ცხრაზე,
მოდი ხვალე შვიდზე შევხვდეთ,
აქვე მოვსხდეთ ჩვენს ვერაზე,
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ,
სიგიჟემდე მენატრები.
ექვსზე, შვიდზე და თორმეტზე,
თვალწინ მუდამ მელანდები,
უარს შენგან ვერ ავიტან,
არ დაგითმობ გზას ვერაზე,
უშენობას ვერ ავიტან,
ვერც შვიდსა და ვერცა ცხრაზე,
პასუხს ველი ეხლა, ამ წუთს,
დადებითს და არა უარს,
შვიდზე, რვაზე, გინდაც ცხრაზე,
გაგითელავ მე ტროტუარს.”
მაწყვეტინებს ამ საუბარს,
უცებ ხმა მე სირინოზის:
“თანახმა ვარ, ხვალე შევხვდეთ,
ნახევარზე,თუნდაც ოთხის.”
აღელვებით ხმა დავკარგე,
აღარა ვარ შენთვის მორცხვი,
მე შენ მარად მეყვარები,
ექვსი იყოს, თუნდაც ოთხი!


Posted by: Vakerman Muxranski 13 Jul 2009, 03:12
QUOTE
პაემანზე შევხვდეთ ხვალე,
საღამოთი შვიდზე, რვაზე?
რვაზე არა, აბა შვიდზე?
არც შვიდზე და ღამის ცხრაზე?
----------------------------------
აღელვებით ხმა დავკარგე,
აღარა ვარ შენთვის მორცხვი,
მე შენ მარად მეყვარები,
ექვსი იყოს, თუნდაც ოთხი!

ამ სტროფებს ცალკე თემა გაუხსენით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოვკვდი იმდენი ვიცინე! ძალიან კარგია! ეგრე გააგრძელე!

Posted by: levan63 14 Jul 2009, 18:56
ბევრმა სიცილმა ისე ალერგიული დაფოთვლა იცის ხოლმე, განსაკუთრებით თუ ვინმეს დასცინი თან, ისე მე შენს შესაფასებლად და სასაცილოდ ეს ლექსი არ დამიგდია, აბა რა საქმე მაქვს იმ ხალხთან ვისაც "ლექსი თვითონა წერს"! bis.gif bis.gif აწი კარგად მოიქეცი კარგი?keh.gif keh.gif

Posted by: levan63 17 Jul 2009, 10:23
ნინო, აი ესეც საშინაო დავალება, არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ ეს გამოვიდა user.gif
------------------------------------------------------------------------------------------------------
ცოდვიანი ნაბიჯები დამაქვს, ვეძებ კაეშანს,
ეს სხეული დაიღალა, ვგრძნობ რომ სული დაეშვა
ღვთის ძებნაში დავამსხვრეული ოცნებების სავანის,
სიკეთის და ბოროტების, ნეტავ ზღვარი სად გადის?!

ღმერთო სად ხარ, ვეღარ მოველ, გზა შენამდე შორია,
სინანულის ჟრუანტელი სიყმაწვილე მგონია,
სევდის მძიმე ნაბიჯები სიმბოლოა, ცოდვის მარადისობის,
მისი არსი ღვინის ბანგში, საერთოდ არ ვიცოდი.

ცოდვა-მადლი აიწონის, ვიცი დანამდვილებით,
მინდა ფეხით მოვილოცო ღვთის წმინდა ადგილები,
ჩემს ცხოვრებას საბოლოოდ ზიარება ასრულებს,
ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდვებმა კი სული დამიტუსაღეს.

თვით მაცხოვრის ნაბიჯები ტაძრის კართან ვიყურე,
გზა მართალი და ურყევი, ნეტავ რად გავიმრუდე?
რამ შემყარა მძიმე სენი განვდგომოდი სამებას,
მეშინოდა განთიადის, ველოდი დაბინდებას?

გაუმარჯოს დაბრუნების, ალიონის ნაბიჯებს,
მართლის გზაზე, რომ ნელ-ნელა იწამებ და გამშვიდებს,
კვირიკევ და ქრისტეს ჯვარო, კვლავ მუხლებზე გიდგები,
ღვთისმშობელო, ჩემო ხატო, სანთლის დარად გიდნები!

----------------------------------------------------------------------------

Posted by: Vakerman Muxranski 17 Jul 2009, 13:37
levan63
იქიდან დავიწყებ, რომ ზრდილობიანი ლაპარაკი არ გცოდნიათ. მე არ დაგცინით, რომ დაგცინოდეთ სხვანაერად დავწერდი. მე გითხარით ბევრი ვიცინე თქო. იმიტომ, რომ მეგონა იუმორით დაწერეთ. ახლა გავიგე, რომ სერიოზულად დაგიწერიათ და თან რატომღაც ფორუმი საკუთრება ან დღიური გგონიათ. ფიქრობთ, რომ ვინც თქვენ გნებავთ, მარტო იმან უნდა შეაფასოს, რაშიც სამწუხაროდ ცდებით, როგორც კალმის აღების დროს.


P.S."წერს" კი არა "სწერს". სწერს-ის, მას. დაწერა-მან, ის!

Posted by: levan63 17 Jul 2009, 19:31
ჰა ეხლა, სერიოზულში ნუ ვარდები. სერიოზულად კიდევ, რომ მწყენოდა ცოტა სხვანაირი სიტყვების კალამბური დაგხვდებოდა, ზრდილობას, რაც შეეხება რა ვქნა "მძიმე ბავშვობა მქონდა და ......" თან უბრალოდ ნინოს აზრი მაინტერესებდა და არა კონკრეტულად თქვენი. "ვიცინეს" რაც შეეხება, შესაბამისი "სმაილიკები" შეურჩიე ხოლმე სიტყვებს (ან საერთოდ ნუ დაურთავ და მორჩა) და უფრო ადვილად მივხვდებოდი რას გულისხმობდი. სხვათა შეფასებებს, რაც შეეხება მე წინააღმდეგი არ ვარ შეაფასე და შენიშვნებიც მაიტა რა, ჩემთვის უკეთესი. დღეს კიდევ ახალი დავაგდე და ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი, რა პრობლემაა და სხვათაშორის ფორუმისადმი კერძო ეგოისტური განწყობებისგან ძალზედ შორსა ვარ და მას არც საკუთარ დღიურად არ ვთვლი. უბრალოდ ნინოს "მეილი" დაებლოკა და დროებით ამით ვსარგებლობ!
ასე რომ ჩემო კარგო, უბრალოდ იმ დღეს მგონი ერთმანეთს ვერ გავუგეთ და თუ უნებლიედ რამე გაწყენინე მაპატიე!
სხვათაშორის სამართლიანი ბოდიშის მოხდა სულაც არ მესირცხვება (ანუ არ მიტყდება lol.gif)
ღმერთს ვებარებოდეთ!
alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: nino darbaiseli 9 Aug 2009, 12:25
ლევან ძვირფასო! კიდევ რამდენიმე დღე უნდა მაპატიოთ.საქართველოში არ ვიყავი. ვერც კომპთან ვხვდებოდი დიდი ხნით.
მანამდე ამ ორი ძველი ლექსით გაერთეთ! სხვა საიტიდან გადმომაქვს:

ნინო დარბაისელი

კენჭი


დღეს ასე მშვიდი რატომ ხარ, ზღვაო!
თითქოს ამქვეყნად იმისთვის გაჩნდი,
რომ შენს მოსარკულ გულისპირზე
ვარსკვლავებმა სავალი ზომონ,
მონატრებული ერთმანეთი ათვალიერონ.

ამ ვარსკვლავებმა
შენში გაიცნეს ერთმანეთი
და შეიყვარეს,
მეც შენში მიყვარს ჩემი თავი.
როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ
გამომრიყავ,და - მე ხომ კენჭი ვარ.
- გავშრები და
დანარჩენებს დავემსგავსები.

შენ დიდი ხარ და ძლიერი ხარ,
მე კი პატარა,
მაგრამ შემხედე! -
ერთი წახნაგიც აღარ შემრჩა,
ქვეყნად იმდენი ვიგორიალე.

რაც ჟამი გადის,
კი არ ვიზრდები,
ვპატარავდები.

იმდენი ხნის ვარ,
იქნებ სულაც ბავშვი მახსოვხარ.

ვიცი,
სად მიდის,
მხარს რომ შეუცვლის
მეზღვაურებს,
შენი ფიქრის ჩუმი დინება
და ისიც ვიცი,
გულისგულში რა განძებს მალავ,
მაგრამ არ ვიცი,
ეს ხმა როგორ გადმოგაწვდინო.

აღელდი, ზღვაო,
დამაყარე შენი შხეფები -
მარგალიტები მაგ გულიდან ამონაკრები!
მესიყვარულე,
ისევ მწარედ მესიყვარულე,
ვიდრე ვარ ქვეყნად,
საბოლოოდ ვიდრე გავქრები!


1986



ნინო დარბაისელი

ემანუელ


გახსოვს ? - ეგვიპტეში
შავტუხა გოგონა ,
შენი ეზოსაკენ
მალულად მზირალი,
როცა მოგიხმობდა
დედა-მარიამი:
-მოდი, ემანუელ,
შვილო, ემანუელ!

ის გოგო გათხოვდა
და როცა საღამოს
წვრილ-შვილს დააძინებს
და გამრჯე მეუღლეს
ფეხებს ბანს მორჩილი,
ო,ნეტა იცოდე,
როგორ შურს იმ ქალთა,
მენელსაცხებლეთა,
ფეხები თავისი თმით რომ
შეგიმშრალეს!

დე, სხვებმა გიწოდონ
ქრისტე და იესო,
შენ ჩემთვის დარჩები
მუდამ ,,ემანუელ,, ...

მოდი, ემანუელ,
ჩემო ემანუელ!

1992

Posted by: Vakerman Muxranski 9 Aug 2009, 12:59
QUOTE
ჰა ეხლა, სერიოზულში ნუ ვარდები. სერიოზულად კიდევ, რომ მწყენოდა ცოტა სხვანაირი სიტყვების კალამბური დაგხვდებოდა, ზრდილობას, რაც შეეხება რა ვქნა "მძიმე ბავშვობა მქონდა და ......"

ასეთი თავხედური და უსუსური წინადადება მე ჯერ არ მინახავს, მაგრამ ერთი რამით არის ეს წინადადება კარგი, საოცრად პორტრეტულია და ავტორის ინტელექტს ასახავს. რას ნიშნავს სხვანა"ი"რი სიტყვების კალამბური? რისი თქმა გნებავთ ამით? მოკლედ მე დროის ფუჭად ხარჯვად მიმაჩნია თქვენთან ლაპარაკი და ამიტომ თუ რამის დაწერა მოგინდეთ, მათ შორის კალამბურების, მაშინ დააკლიკეთ პირად მიმოწერას და იქ დაწერეთ.

Posted by: nino darbaiseli 9 Aug 2009, 13:13
ძვირფასებო!
იქნებ არ ღირს ამ თემაში თქვენი პირად-ვირტუალური ურთიერთობების რკვევა.
გამიხარდებოდა,თუ აქ მოთავსებულ ჩემს მასალებზე მეტყოდით ორიოდე სიტყვას.

Posted by: levan63 9 Aug 2009, 16:56
ნინო! მივხვდი შვილიშვილთან რომ იყავი და ისვენებდი!ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა!

Posted by: Vakerman Muxranski 9 Aug 2009, 18:52
ბოდიში ნინო. რაც შეეხება მასალას სასიამოვნოდ იკითხება.

Posted by: lurdes 9 Aug 2009, 21:45
QUOTE
მეც შენში მიყვარს ჩემი თავი.

"მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი" გამახსენდა.



"ემანუელ" გაცილებით მომეწონა.

Posted by: levan63 10 Aug 2009, 11:47
QUOTE (nino darbaiseli @ 9 Aug 2009, 12:25 )
ამ ვარსკვლავებმა
შენში გაიცნეს ერთმანეთი
და შეიყვარეს,
მეც შენში მიყვარს ჩემი თავი.
როცა შენში ვარ, ჩემფერი ვარ
გამომრიყავ,და - მე ხომ კენჭი ვარ.
- გავშრები და
დანარჩენებს დავემსგავსები.



დე, სხვებმა გიწოდონ
ქრისტე და იესო,
შენ ჩემთვის დარჩები
მუდამ ,,ემანუელ,, ...

მოდი, ემანუელ,
ჩემო ემანუელ!


ძალიან კარგი ლექსებია და მათში მე პირადად ეს ციტირებული ადგილები მომწონს!

Posted by: nino darbaiseli 12 Aug 2009, 23:26
მადლობა,ძვირფასებო!

ლევან!
ორშაბათს სამუშაოს ჩავაბარებ და პასუხს მოგწერ აქ, პმ-თი.

lurdes !
როგორ ზუსტად გამოიცანით!
სწორედ გალაკტიონის მაგ სტრიქონის ალუზიაა.

Vakerman Muxranski!
გამიხარდა,რომ წაგიკითხავთ.იმედია,კიდევ მონახავთ დროს.



ეგ - არაფერი, არაფერი, ჩემო დაქალო!

ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ყველამ გაიგო,რომ გადარჩი,
ყველა ღელავდა.

პირი გიშრება?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
პირის სიმშრალე,
თავბრუსხვევაც,
წარმოსახვებიც.

ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
დილდილაობით -
ერთადერთი აბი-ჰორმონი,
ცოტაც - სხივური თერაპია
და
ზღვაზეც წავალთ,
მთაშიც წავალთ,
ისევ ყველაზე მშვენიერი და უკარება,
ისევ ყველაზე ჭკვიანი და ლაღი იქნები.

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/.

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს.

Posted by: lurdes 13 Aug 2009, 11:42
nino darbaiseli
ძნელი ამოსაცნობი არ იყო.
ეს კი მძიმე ლექსია. იქნებ სათაურზე გეფიქრათ? ჩემი აზრით, რამე მოკლე აჯობებდა..

პ.ს. ან თუნდაც: "ეგ - არაფერი, მეგობარო".
ვიცი, არც თუ ლამაზია საკუთარი ვარიანტის შემოთავაზება და მაინც..

Posted by: levan63 13 Aug 2009, 15:15
მადლობა ნინო, ორშაბათს სულმოუთქმელად ველი! ეს ლექსი კი ჩემთვის ძალზედ ახლოა და გასაგები, რამეთუ დედაჩემის განცდებს მაგონებს და იმ ოპტიმიზს და სიცოცხლის წყურვილის, რამაც მე-4 სტადიიდან გამოათრია და დღესაც ცოცხალია "დედა!!!!!!". ექიმები დღესაც პირდაღებულები არიან!
მაგარი ლექსია, მე თუ მკითხავ სათაურის გარეშეც მშვენივრად იკითხება!

Posted by: nino darbaiseli 14 Aug 2009, 04:57
levan63 ძვირფასო , მადლობა კეთილი სიტყვებისათვის!პირობა არ დამვიწყებია

,lurdes ძვირფასო, მადლობა თქვენც!
სათაურის შესახებ თქვენმა რჩევამ დამაფიქრა.შევცვალე და ამ ლექსის კონვენციური ვერსიაც დავამუშავე.იქნებ უფრო მოგეწონოთ.



ეგ - არაფერი


ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ისე ვღელავდით,
ვხმაურობდით გაუთავებლად,
რომ მედპერსონალს
რიდით ვეღარც დავენახვებით.

თავბრუ გეხვევა?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
თავბრუსხვევები,
შიშები და წარმოსახვებიც.

გინდა, გაცინო?...
(რა ცივი გაქვს თითები თლილი!)
ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
მალე ადგები,
მეც - შენთან ერთად,
სულ ფეხით ვივლი.
ცოტა - სხივური თერაპიაც
და
ზღვაზეც წავალთ,
იქნები ისევ უკარება,
ლაღი და თბილი ...

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/.

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს.

Posted by: lurdes 14 Aug 2009, 12:40
nino darbaiseli
სასიამოვნოა, თუ გამოგადგათ რჩევა...
მე კი, სიმართლე ვთქვა, ეს სათაური მომწონს. რაც შეეხება ფორმას - წინა ვარიანტსაც არ აკლდა რიტმი და აქ, კონვენციურ ვერსიაში, უფრო გამოიკვეთა, რა თქმა უნდა.
მხოლოდ "გინდა, გაცინო?... " ვერ მივიღე... (რადგან შემდეგ არ ჩანს ის, რაზეც მეგობარმა იხუმრა)
ახლა ვფიქრობ, რომელი ვარიანტი სჯობს. ცალ-ცალკე ორივე მომწონს, თუმცა ჩემი გემოვნების მიხედვით, თავისუფალი ლექსისკენ უფრო ვიხრები smile.gif

Posted by: levan63 16 Aug 2009, 13:58
ნინო, აბა ნახე რა გამომივიდა და როგორც მასწავლებელს გთხოვ შეაფასო. აბა თუ მიხვდები რა "ჩავიდინე"? tongue.gif

ადამიანის ბედი კრულია,
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია,
მიწას ადგია ცა გარინდებით,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
კედლებს რაღაცას ვესაუბრები,
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა,
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე,
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე!
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი,
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
მაგრამ სული მაქვს მე გატეხილი.
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი,
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
შენ მიდიოდი და მიგონებდი.
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი,
სტროფის ალერსი კარგია დილით,
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი,
ფიქრში დავდივარ შენ სახლის ირგვლივ.
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
და ისევ დარდით და ისევ დილით,
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი,
არ მსურს სიკვდილი მე სისხამ დილით.
მესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან,
და სისხლიანი ბედი ქრისტესი,
ძველი დღეები ჩემს წინ ჩნდებოდა,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.
ისევ შრიალა, ქრიან გედები,
მე მარტოობის დღეს ვეგებები,
მთვარე მდუმარე და ცა მაღალი,
გარდასულ დღეთა მაქვს სინანული.
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
მე ისევ დამრჩა გული პოეტის,
და ლექსი, ჩემი სულის ლანდია,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია,
და სხვა ძვირფასი არ მაბადია!

Posted by: nino darbaiseli 18 Aug 2009, 01:17
QUOTE (levan63 @ 16 Aug 2009, 13:58 )
ნინო, აბა ნახე რა გამომივიდა და როგორც მასწავლებელს გთხოვ შეაფასო. აბა თუ მიხვდები რა "ჩავიდინე"? tongue.gif

ადამიანის ბედი კრულია,
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია,
მიწას ადგია ცა გარინდებით,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
კედლებს რაღაცას ვესაუბრები,
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა,
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე,
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე!
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი,
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
მაგრამ სული მაქვს მე გატეხილი.
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი,
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
შენ მიდიოდი და მიგონებდი.
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი,
სტროფის ალერსი კარგია დილით,
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი,
ფიქრში დავდივარ შენ სახლის ირგვლივ.
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
და ისევ დარდით და ისევ დილით,
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი,
არ მსურს სიკვდილი მე სისხამ დილით.
მესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან,
და სისხლიანი ბედი ქრისტესი,
ძველი დღეები ჩემს წინ ჩნდებოდა,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.
ისევ შრიალა, ქრიან გედები,
მე მარტოობის დღეს ვეგებები,
მთვარე მდუმარე და ცა მაღალი,
გარდასულ დღეთა მაქვს სინანული.
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
მე ისევ დამრჩა გული პოეტის,
და ლექსი, ჩემი სულის ლანდია,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია,
და სხვა ძვირფასი არ მაბადია!


წავიკითხე ,ლევან ძვირფასო! თუ სწორად მივხვდი, აქ რამდენიმე პოეტია., აქედან სამი - სიმბოლისტი, ერთი გასული საუკუნის სამოცდაათიანელი... დანარჩენები?
(ყველა ვერ გამოვიცანი .საკუთარი ხომ არაფერი ჩაამატეთ?).
არ ველოდი, ასე მოკლე დროში მიიღებდი ასეთ კარგ შედეგს. ვახტანგ ჯავახაძეს აქვს ას სტრიქონიანი ცენტონი,ეს, როგორც დავითვალე, 48 სტრიქონიანია ფინალისკენ - განსაკუთრებით წარმატებული გახდა.
რაკი ამ გვერდს ჩვენ გარდა სხვა საიტელებიც კითხულობენ, სავსებით მოსალოდნელია, რომ მათმა ნაწილმა არ იცოდეს ცენტონის მნიშვნელობა და ამ ტექსტს ვერაფერი გაუგონ,ამიტომ მოკლე,საენციკლოპედიო განმარტებასაც დავდებ მათთვის. :

ცენტონი - -( ნაკუწებისგან შეკერილი საბანი) - ლექსი, რომელიც შედგენილია ერთი ან რამდენიმე პოეტის ნაწარმოებებიდან ამოღებული სტრიქონებისგან


დაახლოებით, რვა სტრიქონის ამოკლებას აიტანდა. მხატვრულ-ლოგიკური ხაზი გამკვეთრდებოდა. ჩემი ვერსია მაქვს,მაგრამ არ მინდა ჩაგერიოთ. საინტერესოა, რას შეელევი აქედან. მე ხომ ვიცი,რა შრომატევადი საქმეც შეასრულე.


საინტერესოა, ამ გვერდის სტუმრები თუ იცნობენ აქ რომელიმე პოეტის სტრიქონებს.
აბა,ვინ - მეტს!
( კონკურსი ხომ არ ჩაგვეტარებინა?)

Posted by: lurdes 18 Aug 2009, 13:21
ბოლო დროს უმეტესად ცენტონები არ იქმნება? აი, იმ სხვა საიტებზე. ოღონდ მათი შემქმნელები განუმეორებელავტორობას იბრალებენ smile.gif

Posted by: levan63 18 Aug 2009, 14:08
QUOTE (nino darbaiseli @ 18 Aug 2009, 01:17 )
წავიკითხე ,ლევან ძვირფასო! თუ სწორად მივხვდი, აქ რამდენიმე პოეტია., აქედან სამი - სიმბოლისტი, ერთი გასული საუკუნის სამოცდაათიანელი... დანარჩენები?
(ყველა ვერ გამოვიცანი .საკუთარი ხომ არაფერი ჩაამატეთ?).
არ ველოდი, ასე მოკლე დროში მიიღებდი ასეთ კარგ შედეგს. ვახტანგ ჯავახაძეს აქვს ას სტრიქონიანი ცენტონი,ეს, როგორც დავითვალე, 48 სტრიქონიანია ფინალისკენ - განსაკუთრებით წარმატებული გახდა.
რაკი ამ გვერდს ჩვენ გარდა სხვა საიტელებიც კითხულობენ, სავსებით მოსალოდნელია, რომ მათმა ნაწილმა არ იცოდეს ცენტონის მნიშვნელობა და ამ ტექსტს ვერაფერი გაუგონ,ამიტომ მოკლე,საენციკლოპედიო განმარტებასაც დავდებ მათთვის. :

ცენტონი - -( ნაკუწებისგან შეკერილი საბანი) - ლექსი, რომელიც შედგენილია ერთი ან რამდენიმე პოეტის ნაწარმოებებიდან ამოღებული სტრიქონებისგან


დაახლოებით, რვა სტრიქონის ამოკლებას აიტანდა. მხატვრულ-ლოგიკური ხაზი გამკვეთრდებოდა. ჩემი ვერსია მაქვს,მაგრამ არ მინდა ჩაგერიოთ. საინტერესოა, რას შეელევი აქედან. მე ხომ ვიცი,რა შრომატევადი საქმეც შეასრულე.


საინტერესოა, ამ გვერდის სტუმრები თუ იცნობენ აქ რომელიმე პოეტის სტრიქონებს.
აბა,ვინ - მეტს!
( კონკურსი ხომ არ ჩაგვეტარებინა?)

ნინო, მაგრა გამიხარდა, რომ რაცხა წინსვლა მაქვს. ერთადერთი მინდა დავამატო, რომ ეს მხოლოდ ერთი პოეტის ლექსების ასე ვთქვათ ნაჯვარია, ეხლა ვფიქრობ რა ამოვაკლო.
ის ძველი დავალების შეფასება დაგავიწყდა "ნაბიჯები". უბრალოდ წინა გვერდზე დარჩა და ეტყობა ყურადღება ვერ მიქციე!

პატივისცემით,

ლევანი

Posted by: levan63 19 Aug 2009, 15:49
ნინო ძვირფასო, მე ამ ორ სტრიქონს შეველეოდი!
-------------------------------------------------------------
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი,
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
შენ მიდიოდი და მიგონებდი.
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი,
სტროფის ალერსი კარგია დილით,
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი,
ფიქრში დავდივარ შენ სახლის ირგვლივ.
-------------------------------------------------------------
და ლექსი შემდეგ სახეს მიიღებდა!

ადამიანის ბედი კრულია,
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია,
მიწას ადგია ცა გარინდებით,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
კედლებს რაღაცას ვესაუბრები,
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა,
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე,
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე!
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი,
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
მაგრამ სული მაქვს მე გატეხილი.
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
და ისევ დარდით და ისევ დილით,
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი,
არ მსურს სიკვდილი მე სისხამ დილით.
მესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან,
და სისხლიანი ბედი ქრისტესი,
ძველი დღეები ჩემს წინ ჩნდებოდა,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.
ისევ შრიალა, ქრიან გედები,
მე მარტოობის დღეს ვეგებები,
მთვარე მდუმარე და ცა მაღალი,
გარდასულ დღეთა მაქვს სინანული.
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
მე ისევ დამრჩა გული პოეტის,
და ლექსი, ჩემი სულის ლანდია,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია,
და სხვა ძვირფასი არ მაბადია!
--------------------------------------------

ლევანი

Posted by: kopalei_kopaleiSvilis_dosti 3 Sep 2009, 01:00
გავკადნიერდები და საკუთარ ლექსს დავდებ, იმ იმედით, რომ ქალბატონი ნინო შემიფასებს.
წინასწარ გმადლობთ.


* * *
დილა ჩაიდნით იწყება მუდამ
და მისი სტვენა, ასე ნაცნობი,
მე მომაგონებს შერჩენილ ხურდას,
ჯიბეში, სადაც ჩვეულ ანცობით
გაიწკარუნებს, როცა წავწვდები
პიჯაკს ნოტიოს, თითქო ნასხვისარს;
და აი სწორედ მსგავსი განცდები
მე მეუფლება, როცა პარსვისას
ვისმენ ჩაიდნის სტვენას და დუდუნს,
ის გულწრფელია, არაა ყალბი,
მშობლიურია, ვით დედის ძუძუ,
ან ბავშვობაში ნაყლაპი აბი.

Posted by: l.s.d 3 Sep 2009, 21:00
დოსტი რას ნიშნავს?


..................................




Posted by: kopalei_kopaleiSvilis_dosti 3 Sep 2009, 21:03
l.s.d
QUOTE
დოსტი რას ნიშნავს?

საბუტილნიკს chups.gif

Posted by: l.s.d 3 Sep 2009, 21:04
kopalei_kopaleiSvilis_dosti

აიდოსტიც მითარგმნე რა, და შეგეშვები.

Posted by: kopalei_kopaleiSvilis_dosti 3 Sep 2009, 21:06
l.s.d
QUOTE
აიდოსტიც მითარგმნე რა, და შეგეშვები.

არ გითარგმნი და არ შემეშვა chups.gif

Posted by: l.s.d 3 Sep 2009, 21:08
kopalei_kopaleiSvilis_dosti

ოოო, როგორ მიყვარს ჩვენი სტრიხნინი, აბრაგანი და აიდოსტი.
რატომ, არ ვიცი. no.gif

Posted by: kopalei_kopaleiSvilis_dosti 3 Sep 2009, 21:10
l.s.d
QUOTE
ოოო, როგორ მიყვარს ჩვენი სტრიხნინი, აბრაგანი და აიდოსტი.

აიდოსტი - მეც.
რაძილსა ვ პარიჟე, ბლიზ პონტუაზა...

Posted by: marilis 3 Sep 2009, 21:14
l.s.d
QUOTE
ოოო, როგორ მიყვარს ჩვენი სტრიხნინი, აბრაგანი და აიდოსტი. რატომ, არ ვიცი. no.gif

და მაინც, ნეტავ, რატომ?! boli.gif

Posted by: l.s.d 3 Sep 2009, 21:45
marilis

შენ რო გიყვარს იმიტომtongue.gif

Posted by: nino darbaiseli 9 Sep 2009, 19:42
რამდენი ხანი არ შემომიხედავს და რა კარგი სტუმრები მყოლია,ამასობაში.
kopalei_kopaleiSvilis_dosti ძვირფასო!

* * *
დილა ჩაიდნით იწყება მუდამ
და მისი სტვენა, ასე ნაცნობი,
მე მომაგონებს შერჩენილ ხურდას,
ჯიბეში, სადაც ჩვეულ ანცობით
გაიწკარუნებს, როცა წავწვდები
პიჯაკს ნოტიოს, თითქო ნასხვისარს;
და აი სწორედ მსგავსი განცდები
მე მეუფლება, როცა პარსვისას
ვისმენ ჩაიდნის სტვენას და დუდუნს,
ის გულწრფელია, არაა ყალბი,
მშობლიურია, ვით დედის ძუძუ,
ან ბავშვობაში ნაყლაპი აბი.

იმედია,არ გამინაწყენდებით,თუ გულწრფელად გამოვთქვამ აზრს ამ ლექსის შესახებ.


რომ არ არსებობდეს გასული საუკუნის სამოც-სამოცდაათიანი წლების გამოცდილება , ან ჩვენ ვიმყოფებოდეთ იმავე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, დაუფიქრებლად ვიტყოდი,რომ ამ ლექსში არაერთი სიახლეა, რომელიც განვითარების პოტენციას შეიცავს.
რა შეიძლება ითქვას ახლა.

ჩემი ფიქრით ეს ლექსი ან ოთარ ჭილაძის ერთგული ეპიგონის შექმნილია,ან უბრალოდ,პაროდიაა იმ სტილისა,, რომელიც ო.ჭილაძის გავლენით ჩამოყალიბდა ქართულ პოეზიაში(ამგვარი ფიქრისკენ უფრო ფინალი მიბიძგებს).



ეს ლექსი დამოუკიდებელ პოსტად არ იდება და სხვა გზა არაა,აქ იყოს:

ნინო დარბაისელი

აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული

მ.რ.-სა და ე.ბ.-ს


როგორ გაზრდილა !
ქალია უკვე.
ახლა ვინ იცის,
ბეწვის ხიდზე
როგორ გაივლის!

გუშინ არ იყო?
მამა-შვილი
ზამთრის საღამოს
მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს,
მუჭში ვუთბობდი
ხელის მტევანს,
თან ვაორთქლებდი ,
თან ვიხრებოდი
და ნაბიჯებსაც ვიმოკლებდი,
რომ ერთად გვევლო .

- აქ ღმერთი ცხოვრობს?
მკითხა უეცრად,
სამშობიაროს რომ ჩავუარეთ.
- აქ ღმერთი?! არა!
- აბა, კაცები
რატომ დგანან
თავაწეული
და თან ისეთი თვალები აქვთ..
- მაინც როგორი?
- რა ვიცი,
თითქოს ლოცულობენ...

მამა და შვილი მუდამ ერთად
როგორ ივლიან.
სადღაც, ზემოთა სართულზეა
მისი პალატა.
აი ფანჯრებიც ,
თუ გამოთვლამ არ მიღალატა!
თავაწეული ვდგავარ მარტო,
ვერ გამიგია,
ეს - ხე ხმაურობს,
ღამის ქარით გადარწეული
თუ შვილი კვნესის
და გამოდის ხმა მისი გარეთ.
(სანთებელათი
მოვუკიდე ბოლო სიგარეტს).
ვეძებ ფანჯრებში
მის ფერმკრთალ სახეს,
მაგრამ ფარდებიც ეფარება
დაორთქლილ მინებს
და ამ ძებნაში
გული მძიმედ ამოიგმინებს ,
მერე ვჩუმდები
და ამ ლოდინში
ნელა გადის დრო გულმოდგინე.

ღმერთო, მამაო,
მე არ ვიცი,როგორ ვილოცო.
ღმერთო,მამაო ,
გთხოვ,
მშვიდობით მოალოგინე!

Posted by: levan63 10 Sep 2009, 17:31
ნინო მეეეეე! bis.gif maxati.gif help.gif idea.gif kar.gif love.gif vik.gif

Posted by: nino darbaiseli 10 Sep 2009, 18:13
ლევან ძვირფასო! თუ სწორად გავიგე თქვენი პოსტი,ეს ლექსი თქვენ გეკუთვნით.

მაშინ საოცრებისთვის მიგიღწევიათ!


იქნებ გამარკვიოთ.
(გნებავთ აქ, გნებავთ,პირადი შეტყობინებით).

Posted by: levan63 11 Sep 2009, 15:02

ნინო ერთი ჩემი ცეტნოტია, მეორე კი სჰენს მიერ მოცემული სჰესრულებული დავალება "ნაბიჯები'!



ეს ტერენტი გრანელის ცენტონია

---------------------------------------
ადამიანის ბედი კრულია,
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია,
მიწას ადგია ცა გარინდებით,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
კედლებს რაღაცას ვესაუბრები,
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა,
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე,
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე!
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი,
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
მაგრამ სული მაქვს მე გატეხილი.
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
და ისევ დარდით და ისევ დილით,
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი,
არ მსურს სიკვდილი მე სისხამ დილით.
მესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან,
და სისხლიანი ბედი ქრისტესი,
ძველი დღეები ჩემს წინ ჩნდებოდა,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.
ისევ შრიალა, ქრიან გედები,
მე მარტოობის დღეს ვეგებები,
მთვარე მდუმარე და ცა მაღალი,
გარდასულ დღეთა მაქვს სინანული.
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
და ისევ მელის გზა დამღუპველი.
მე ისევ დამრჩა გული პოეტის,
და ლექსი, ჩემი სულის ლანდია,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია,
და სხვა ძვირფასი არ მაბადია!

-----------------------------------------
ნინო, აი ესეც საშინაო დავალება, არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ ეს გამოვიდა user.gif
------------------------------------------------------------------------------------------------------
ცოდვიანი ნაბიჯები დამაქვს, ვეძებ კაეშანს,
ეს სხეული დაიღალა, ვგრძნობ რომ სული დაეშვა
ღვთის ძებნაში დავამსხვრეული ოცნებების სავანის,
სიკეთის და ბოროტების, ნეტავ ზღვარი სად გადის?!

ღმერთო სად ხარ, ვეღარ მოველ, გზა შენამდე შორია,
სინანულის ჟრუანტელი სიყმაწვილე მგონია,
სევდის მძიმე ნაბიჯები სიმბოლოა ცოდვის მარადისობის,
მისი არსი ღვინის ბანგში, საერთოდ არ ვიცოდი.

ცოდვა-მადლი აიწონის, ვიცი დანამდვილებით,
მინდა ფეხით მოვილოცო ღვთის წმინდა ადგილები,
ჩემს ცხოვრებას საბოლოოდ ზიარება ასრულებს,
ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდვებმა კი სული დამიტუსაღეს.

თვით მაცხოვრის ნაბიჯები ტაძრის კართან ვიყურე,
გზა მართალი და ურყევი, ნეტავ რად გავიმრუდე?
რამ შემყარა მძიმე სენი განვდგომოდი სამებას,
მეშინოდა განთიადის, ველოდი დაბინდებას?

გაუმარჯოს დაბრუნების, ალიონზე ნაბიჯებს,
მართლის გზაზე, რომ ნელ-ნელა იწამებ და გამშვიდებს,
კვირიკევ და ქრისტეს ჯვარო, კვლავ მუხლებზე გიდგები,
ღვთისმშობელო, ჩემო ხატო, სანთლის დარად გიდნები! alk.gif alk.gif bis.gif bis.gif

აი ესენია შესაფასებელი! დავიჯერო მართლა წარმატებაა ნინო მასწ?!

Posted by: nino darbaiseli 19 Sep 2009, 00:48
ლევან ძვირფასო! პასუხი იმეილით გამოგიგზავნეთ.ალბათ მიიღებდით. აქ მოკლედ გეტყვით. ცენტონი კარგია.მეორე ლექსის მთავარი ნაკლი ის არის, რომ კონკრეტულობა, სახეობრიობა გამოცლილი აქვს და შესაბამისად, მკითხველის წარმოსახვაზე ვერ მოქმედებს. გირჩევთ, ერიდოთ ამდენი აბსტრაქტული სიტყვების კომბინაციათა გამოყენებას. რითმის ხარისხს - ყურადღება.

ნინო დარბაისელი

დუ ბარა და მანო


(ოპუსი)


სამეზობლოში ორი მანანა გვყავს. ერთი - დიდი მოხარშული ვინმეა, მუსიკის მასწავლებელი, ზოგს ესალმება, ზოგს -არა. პირში ’’ ქალბატონოს ’’ ვეძახით, ზურგსუკან ,,წვნიკ მანანას,, . მეორე -’’ დუშკაა’’ . მანამ დედამისი ცოცხალი იყო, მთელი ჩვენი საქალეთი მაგის ერთოთახიანში იბოლებოდა.
ასე, ორმოცდაათამდე იქნება, კაი ფაშფაშაა, სადარბაზოს კიბეზე გვერდულად ამოდის, რომ კედლებშუა არ ჩაიჭედოს. ამას ,, სქელო მანანა,, ჰქვია .შინაურულად მანოს, ხან პირდაპირ ,,სქელოსაც,, ვეძახით. სულ ახლახანს, დედის სიკვდილის მერე გავათხოვეთ. უფრო სწორედ, ერთი თავისი ძველი კაცი სიბერეში ცოლს გაშორდა, ჯერ აქ სიარულს მოუხშირა, მერე სქელოსთან შემოგვიზედსიძევდა. . ძალიან ოჯახისქალობს ჩვენი მანო. ადრე თუ იმისი ბინა ჩაგუბებული კვამლის სუნად ყარდა, ახლა კარიდან შემწვარი კარტოფილის,ზოგჯერ კატლეტის სუნი გამოდის. ქმარიც ცოტა მოასუქა, შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი დაჰყავს .
- თათო, მარტო ხარ? უცხო ხომ არ არის ვინმე? - რაღაც იდუმალ-აღელვებული შემოდის, დეკოლტეში ხელს იყოფს , დიდძუძუებქვეშიდან პატარა, დაჭმუჭნილი ქაღალდი ამოაქვს.
/ხედავს, სამეზობლოს ჭორიკანები კი სხედან, ყავას სვამენ, მაგრამ ეგენი უცხოებად არ ითვლებიან. ერთი კამანდაა/.
- აღარ შემიძლია, რა! ეს ჩემი ქმარი დილიდან რომ ჩართავს ტელევიზორს, ღამე მანამ წუილს არ დაიწყებს, აღარ გამორთავს. არა, ისე ,ოჯახში რასაც ხელს მოჰკიდებს ,მაგის გაუკეთებელი არაფერია. ოქროს ხელი კი აქვს, მაგრამ რად გინდა,სამსახური არსად არ არის, და. რამე თუ არ მოვიფიქრე, სულ მშრალზე დავჯდებით. ერთი, ახლობელთან დამარეკინე , ,გეხვეწები! იცი, რა კაცია? ოხრად ფულით, თავისი მაგარი დროსტარებით, სკოლა რომ დავამთავრე, პიცუნდაში გავიცანი და იქ გაგიჟდა ჩემზე... ესეთი კი არ ვიყავი, გოგო, პლიაჟზე წასვლამდე ორ ბოთლ კეფირს ვსვამდი, ცოტა მუცელი გამომებეროს, ტანი დამეტყოს -მეთქი. მეუბნებოდა, მანჩო , ოღონდ შენ ჩემთან იყავი და დედოფალივით შეგინახავო. შემეშინდა , გოგო, მაშინ, პატარა ვიყავი. მერე ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, ერთი სასტავი რესტორანში ვიჯექით, გავიხედე, გვერდითა მაგიდაზე ეგ ქეიფობდა. კაი შამპანურები გამოაგზავნა და ჩვენი ანგარიშიც წინასწარ გადაიხადა, რომ გადიოდა, , კისერში , აი ,აქ მაკოცა, იცოდე , მანჩო, ჩემი ნათქვამი სულ ძალაშიაო.
მანანა გრძელშნურიანი ტელეფონით ხელში ცალკე ოთახში შედის და ზუსტად ორ წუთში გალაჟვარდებულ- გაცისკროვნებული გამოდის:
- გოგო, დავრეკე. ქალმა აიღო , რუსულად ლაპარაკობდა, ეტყობა, მოსამსახურეა . ონ ნე მოჟეტ პადაიტი, უ ნევო მასაჟისტ, პადაჯდიტე პაჯალუსტა, ტრუბკუ პადნესუ-ო. რომ გაიგო, ვინცა ვარ, გაგიჟდებით, სიხარულით ხმა როგორ აუკანკალდა: მა-მა-მა... - ო, ჩემი სახელიც ვერ დააბოლოვა. მერე იმ მოსამსახურემ გააგრძელა - ონ ოჩენ რად უსლიშატ ვაშ გოლოს, ზავტრა ვეჩერომ პერეზვანიტეო.
მეორე საღამოს რეკა, რეკა, მაგრამ არავის უპასუხია. მერე რამდენიმე დღე , მგონი, თვითონ არ ეცალა.
მოკლედ, კვირის თავზე, როგორც იქნა, დაილაპარაკა.
გამოდის ოთახიდან. ეტყობა აშკარა ლომკაშია.
- რაო, მანო, როგორ არის საქმე?- ეკითხებიან .
- ჩემი ბედისა რა ვთქვი მე,რა!
- რა იყო, რა მოხდა?
- რა და იმისმა გოგომ აიღო ტელეფონი.
- მერე - რა, გეუზდელა?
- არა, რა მეუზდელა, პირიქით. ქალბატონო მანანა, ისეთი მადლობელი ვარ თქვენიო, საწყალ მამაჩემს ოთხი წელია , გაჟონვა დაემართა, იმის მერე გული მუშაობდა და გონზე აღარ მოსულა, ლოგინში ვუვლიდით, როგორი პურმარილიანი იყო და ყველას პატივისმცემელი, ქვეყანა საახლობლო ჰყავდა, ამ ხნის მანძილზე თქვენს მეტს არავის გახსენებია. რომ დარეკეთ , იმ ღამეს გარდაიცვალა, სამწუხაროდ , თქვენი ნომერი არ ვიცოდით და ვერ შეგატყობინეთო, ხვალ მეშვიდე დღეა, საფლავზე გავდივართ და რა კარგია, რომ დარეკეთ,მუხათგვერდზე აქა და აქ გელოდებითო.
-რა გინდა, ქელეხს კი ასცდი, მაგრამ მარხვა არ არის და არაფერი, ეხლაც კარგი სუფრა ექნებათ, გაუყარე შენს ქმარს პადრუჩკი და წაიყვანე- აწყნარებს ერთი.
მეორე - ხმადაბლა,თან პასიანსს შლის, ზემოთ არც იყურება:
-მოიცა, ეგეც იქ არ დაიტოვონ,ბარემ გამზადებულიაო.
(ზოგს რა მწარე ენა აქვს, არა?)
-ეჰ, წავედი, ისევ ჩემს ქმარს მივხედო. კარგი, ფული არა აქვს- არა აქვს. ლოგინში მაინც ვარგოდეს ეგ ოხერი, ფხანის მეტი არაფერი გამოსდის.
-გოგო, მაგას რა სჯობია, ჩვენ ახლა ისეთ ასაკში შევედით, ჩემო მანო, ერთი მუქთა ზურგის დამფხანავი სახლში თუ გყავს, უკვე კარგი ამბავია.
გადის .
ცოტა ხანში მანოს ბინიდან მთელ სადარბაზოში ისმის ნარდის ქვების ტკაცა-ტკუცსა და კამათლების ჩხრიალში არეული:
- შაშუ ბეში!
- მომე რა, მომე ერთი დუ შაში!
- მიდი,მიდი, გააგორე!
- ე-ეჰ, დუ ბარა!

Posted by: nino darbaiseli 29 Sep 2009, 13:20
ნინო დარბაისელი

კარტის ხუხულა

გვიყვარდა კარტი,
მაგრამ არავინ გვათამაშებდა.

დიდი მაგიდის ერთ კუთხეში
ჩვენ უფროსების გაჭრილ კარტებს
ველოდებოდით
და მერე ფრთხილად,
სუნთქვაშეკრულნი,
კარტის ხუხულებს ვიშენებდით,
ვიდრე ის ხელი დამთავრდებოდა
და ჩვენც ყველაფერს დაგვინგრევდნენ,
რათა აეჭრათ ახალი ხელის დასარიგებლად
მონდომებით,
ისევ,
თავიდან.

ხდებოდა ხოლმე,
ვინმე აზარტით ატანილი,
აღტაცებული
უცებ მაგიდას შეაქანებდა
ან ხელს დაჰკრავდა,
ანდა წაგებით ბრაზმორეული
ჩაშლიდა თამაშს.

და უფრო ადრე გვენგრეოდა ის ხუხულები...

ქვეყანავ ჩემო,
ხელგაწვდილი
შენ ისევ იცდი,
არავინ გკითხავს ,
ან რა გიჭირს,
ანდა რა გინდა.
რას გარგუნებენ
გაჭრილი კარტის იმ მარაგიდან.
კარს მოგდგომია
განსაცდელი ათასმაგი და
მიდის თამაში.
ყირავდება უკვე მაგიდა!

Posted by: nino darbaiseli 1 Oct 2009, 16:40


ნინო დარბაისელი

ფუნაგორია
(კონკრეტულად -არავის)

წერს და ფიქრობს, საკარნახოდ
მისკენ დაიხარა მუზა.
ბნელში არ ჩანს, მხარზე აზის...
მუზა - არა , ხარაბუზა!

Posted by: levan63 2 Oct 2009, 10:29
ნინო, ესენი რაც დააგდე ძალიან მაგრებია, ხარაბუზამ დაგლიჯა ანუ "ფუნაგორა"! gigi.gif
* * *
ნინო, სულ დამავიწყდა, მიგე მეილ.კომ-ით ჩემი ცერილი? wink.gif

Posted by: nino darbaiseli 2 Oct 2009, 22:28
ლევან ძვირფასო!
მივიღე,მაგრამ უნდა მაპატიოთ, ცხრა ოქტომბრამდე პასუხს ვერ შევძლებ.

Posted by: levan63 3 Oct 2009, 17:10
მეც ზუსტად ეგ მაინტერესებდა ახალი სისტემით გამოგიგზავნე და მეშინოდა, მოგივიდა თუ არა, საჩქარო კი არაფერია! rolleyes.gif

Posted by: nino darbaiseli 7 Oct 2009, 11:13
ეს ოცდახუთი წლის წინანდელი ლექსი ჩემს ძველ კრებულში ვიპოვე და რაღაცნაირად მომეწონა.


ნინო დარბაისელი


დამიმახსოვრე!

- - - - - - - - - - -


ნუ მებუტები,შვილო,
ნახე, რა კეთილი ვარ:
ეს ჩემი კაბა, ფეხსაცმელი,
მძივი, პომადა,
ეს ბევრი ხურდაც...მოაგროვე,
სულ შენი იყოს,
სულ შენი იყოს, შვილო,
ოღონდ დამიმახსოვრე!

დამიმახსსოვრეთ
ჩემო ოთახო,
ჩემო წიგნებო,
ჩემი ბალიშის კუთხეებო,
შენც, ჩემო სარკევ, არ დაივიწყო:
თვალები - მწვანე ნაპრალები,
ცხვირი - ტეხილი
და თმები - სველი ჩალის ღერები.
დამიმახსოვრე და მაპატიე,
რომ გითხარი გაგულისებით:
''განა ყოველთვის მართალია,
ვინც მართალს ამბობს?''

დამიმახსოვრე, ჩემო ფანჯარავ,
ჩემს ქალაქს რომ ჩემში ახედებ!
და შენც, ქალაქო,
რადგან არასდროს მყვარებია შენზე ძალიან
დედამიწის არცერთი კუთხე.

დამიმახსოვრე, დედამიწავ!
დამიმახსოვრე,
როცა უკლებლივ დაგიბრუნებ, რითაც შემმოსე:
წყალსა და მიწას,
ცეცხლსა და ჰაერს,
რადგან ამხელა ვარსკვლავეთში შენ აგირჩიე,
რადგან წავალ და აღარასდროს მოვალ ასეთად.

მითხარი,
როგორ დაგამჩნიო ჩემი ამბორი,
ან რომელ ქვაზე ამოვკვეთო ჩემი სახელი,
ან რომელ შლამზე დავადგა ფეხი,
რომ გაქვავდეს და ნატერფალი შემოგინახოს,
რა ვთქვა ამ ბაგით,
ამ ხელებით რა აგიშენო,
რომ არასოდეს,
არასოდეს არ დამივიწყო,
ჩემო პატარავ,
მობურთულო,
ჩემო ლურჯ-მწვანევ,
დამიმახსოვრე, დედამიწავ,
დამიმახსოვრე!

1986


ამ გადასახედიდან როგორ შევაფასებდი ლექსს,უცხო ავტორისა რომ იყოს?
ვიტყოდი, რომ ავტორი ძიების გზაზეა და სწორი მიმართულებით მიდის, პოეტური ლექსიკა- ზომიერია, ჩანაფიქრიც არ უნდა იყოს ურიგო, მაგრამ მომენტი, სადაც ავტორი დედამიწას მიმართავს:

``დამიმახსოვრე,
როცა უკლებლივ დაგიბრუნებ, რითაც შემმოსე:
წყალსა და მიწას,
ცეცხლსა და ჰაერს,
რადგან ამხელა ვარსკვლავეთში შენ აგირჩიე,
რადგან წავალ და აღარასდროს მოვალ ასეთად.``

შკოლარულობის აშკარა ნიშანს ატარებს. კერძოდ, მეტისმეტად ღიად , ზედაპირულად გადმოსცემს საკუთარ ცოდნას სამყაროს შემადგენელი ოთხი ელემენტის შესახებ, რომელიც ანტიკურ ფილოსოფიურ წყაროებშია დაცული.
შესაძლებელია ,ლექსს ბევრად მოეგო, გამომსახველობითი თვალსაზრისით, თუკი ავტორი შეელეოდა ყოფითი საგნების ჩამონათვალის ნაწილს.
ლექსს დამუშავებული აქვს ინტონაციური პლანი, მაგრამ ამის მიუხედავად, ტექსტის დიდი ზომის გამო ბოლომდე ``სუნთქვის შენარჩუნება`` ჭირს.

Posted by: nino darbaiseli 11 Oct 2009, 12:56
ესეც ძალიან ძველებიდან:

ნინო დარბაისელი

მამა სარკეში

მამიკო,გახსოვს?
საძინებელში
საწოლის თავზე ხალიჩა იყო,
ხალიჩის უკან - ჩუმი განჯინა.

და როცა მაინც ვჭამე ნაყინი
და მერე,
სიცხით გათანგულმა
თითქოს ჩავთვლიმე,
შენ შემოხვედი ფეხაკრეფით,
ერთი დამხედე,
მერე განჯინის ბნელ-გრილოდან
გამოაცურე კრივს დიდი ხელთათმანები,
ბუცები,
ტრუსი,
მაისური...

მერე სარინგედ გამოწყობილი
დიდხანს იდექი ასე,
ჩუმად,
ტრილიაჟის დიდი სარკის წინ
და უცებ,
უცებ შენსავე მეს,
იმ სარკიდან
სევდით მომზირალს,
შენი განთქმული ცაცია ხელი
მთელი ძალით ყბაში გაარტყი...
და გონგის ხმაში
ყოველი მხრიდან ირეოდა
''მიდი,მიდი! ''-
ხალხის ხმაური.

იცი, მე დიდხანს ვინახავდი
იმ სარკის ნატეხს
და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული,
როცა ცხოვრება
ამ ცრემლივით,
წვიმასავით,
ხევის წყალივით
მუდამ თავქვე მიგაქანებდა
და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.

დამთავრდა დათვლა.
აღარც მსაჯი ჩანს,
ვერც ძველებურად ფეხზე დადგები...

გულხელდაკრეფით,
წევხარ უძრავად
შუა ოთახში,
შუა რინგზე,
როგორც შენივე ანარეკლი - მრუდე სარკეში.

Posted by: levan63 12 Oct 2009, 20:08
მე პირადად, როგორც "მცვანე ხილი" ორივე ლექსით მოხიბლული ვარ! wow.gif givi.gif

Posted by: levan63 17 Oct 2009, 17:59
ნინო, მიპატიჟება მივიღე ბატუმის 21 ნოემბრის პოეზიის საგამო-კონკურსიდან, გავრისკე და ჩვენი ასე ნატანჯი "ნაბიჯები" გადავაგზავნე, ასეულსჰი უკვე აღვმოჩნდი, მეორე ეტაპი თურმე 20-ია და ასე შემდეგ. ისე გსმენია რამე მაგ შეკრებაზე? ჩემი გამოგზავნილი მასალის რა ისმის? bis.gif biggrin.gif alk.gif

Posted by: nino darbaiseli 24 Oct 2009, 23:47
ლევან ძვირფასო! თითქმის ვამთავრებ სამუშაოს, რამდენიმე დღე-ღა მიჭირს და პასუხს მოგწერთ.
გამახარა ცნობამ ბათუმის კონკურს-ფესტივალზე თქვენი მიწვევის შესახებ.
იმედია, შემოქმედებითად კარგად მოემზადებით და წარმატებაც არ დაახანებს.



ძვირფასებო!
ამ ლინკზე შეგიძლიათ მოუსმინოთ, როგორ ვკითხულობ საკუთარ ლექსებს.

http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=33&Page=2

აქვეა მრავალი კარგი , თქვენთვის საყვარელი პოეტის ლექსები.

ეს ლინკი კი
დაინტერესების შემთხვევაში -, მოგაწვდით დამატებით , ექსტრატექსტურ ინფორმაციას ლექსის '' მამა სარკეში'' მთავარი პერსონაჟის შესახებ :

http://armuri.4forum.biz/-f4/-t34-60.htm

Posted by: nino darbaiseli 7 Nov 2009, 12:45
--------------------------------------------------------------------------------
ეს ლექსები აქ უკვე იდო, მაგრამ ასე, ერთად თავმოყრილი მე თვითონაც , უცხო თვალით, პირველად დავინახე, როცა წუხელ ერთი ჟურნალისათვის დასაბეჭდად გავამზადე.
თუ მოიცლით და კიდევ ერთხელ წაიკითხავთ, გამიხარდება. სულ ესაა.



აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული

როგორ გაზრდილა !
ქალია უკვე.
ახლა ვინ იცის,
ბეწვის ხიდზე
როგორ გაივლის...

გუშინ არ იყო?
მამა-შვილი
ზამთრის საღამოს
მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს.
მე თან ნაბიჯებს ვიმოკლებდი
და თან გათოშილ ხელის მტევანს
მუჭში ვუთბობდი.

- აქ ღმერთი ცხოვრობს? -
მკითხა უეცრად ,
სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ.
- აქ ღმერთი?! არა!
- აბა, კაცები
რატომ დგანან
თავაწეული
და თან ისეთი თვალები აქვთ..
- მაინც როგორი?
- რა ვიცი,
თითქოს ლოცულობენ...

მამა და შვილი მუდამ ერთად
როგორ ივლიან.
თავაწეული ვდგავარ მარტო,
შუაღამეა.
სადღაც, ზემოთა სართულზეა
მისი პალატა.
აი ფანჯრებიც ,
(თუ გამოთვლამ არ მიღალატა).

რა კვნესა ისმის,
ხეა, ქარით გადარწეული
თუ უჭირს შვილს და
უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ?
(სანთებელათი
მოვუკიდე ბოლო სიგარეტს).
ვეძებ ფანჯრებში
ფერმკრთალ სახეს,
მაგრამ ფარდებიც ეფარება
დაორთქლილ მინებს.
გუბდება გული ,
მერე მძიმედ ამოიგმინებს
და სიჩუმეა.

ნელა გადის დრო გულმოდგინე.

რა გითხრა,ღმერთო!
მე არ ვიცი,როგორ ვილოცო.
ღმერთო,მამაო ,
გთხოვ,
მშვიდობით მოალოგინე!





კარტის ხუხულა

გვიყვარდა კარტი,
მაგრამ არავინ გვათამაშებდა.

დიდი მაგიდის ერთ კუთხეში
ჩვენ უფროსების გაჭრილ კარტებს
ველოდებოდით
და მერე ფრთხილად,
სუნთქვაშეკრულნი,
კარტის ხუხულებს ვიშენებდით,
ვიდრე ის ხელი დამთავრდებოდა
და ჩვენც ყველაფერს დაგვინგრევდნენ,
რათა აეჭრათ ახალი ხელის დასარიგებლად
მონდომებით,
ისევ,
თავიდან.

ხდებოდა ხოლმე,
ვინმე აზარტით ატანილი,
აღტაცებული
უცებ მაგიდას შეაქანებდა
ან ხელს დაჰკრავდა,
ანდა წაგებით ბრაზმორეული
ჩაშლიდა თამაშს.
და უფრო ადრე გვენგრეოდა ის ხუხულები...

ქვეყანავ ჩემო,
ხელგაწვდილი
შენ ისევ იცდი,
არავინ გკითხავს ,
ან რა გიჭირს,
ანდა რა გინდა.
რას გარგუნებენ
გაჭრილი კარტის იმ მარაგიდან.
კარს მოგდგომია
განსაცდელი ათასმაგი და
მიდის თამაში.

ყირავდება უკვე მაგიდა!





თამაშგარე

ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის.
სიბრაზისაგან თვალის ფერი არ ემჩნეოდა.
დაჯდა მარტოკა,
მოედნისკენ ზურგმიქცეული.

მე - შევცქეროდი,
იმზურგსუკან
როგორ დარბოდნენ ,
როგორ დაობდნენ
უნაპერწკლოდ
დარჩენილები.
უსტვენდა მსაჯი
მოხალისე კალათბურთელებს.
დიდი,
მხტუნავი ფორთოხალი
მზეში ბრუნავდა.
მზეში ბრუნავდა ფორთოხალი
ფარსაცდენილი,
მოედანგარეთ
გორდებოდა ახალმწვანეში,
ზოგჯერ კალათშიც ვარდებოდა...
და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.

დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და
ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,
მაგრამ
უეცრად,
სულისაბერვით
აიყარა შუბლიდან თმები ,
როდესაც
გოგომ
კაფანდარამ ,
მკერდმოკოკრილმა,
მოუხედავად ჩამოუარა
და სიშორიდან
ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა .

ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი
და გადაყვლეფილ მუხლისთავზე
ბეჭდად დაისვა,
მერე ნებივრად გაიზმორა
და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო
ამოამთქნარა უდარდელად .

წამოუბერა .

მე ავიტატე ბავშვი ხელში,
შინ გავეშურე ,
იქ კი ,
ზურგსუკან
გრძელდებოდა ისევ თამაში.

მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი.
ბრუნავდა მზეში .




კენგურუ

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.

ერთი,გაბმული ხმაურია
სუყველაფერი,
რაც არ მანიშნებს,
რომ სამალავი სადღაც ,ახლოა.
ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს..
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

ნიავს მოჰქონდა სუნი შენი ,
გაუგებარი.
სულ გაგირბოდი,
გაგირბოდი,
ახლა კი ,
როგორ მიცახცახებს მთელი სხეული...

ნუ შემეხები!
კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

შვილი?
ა-აა, შვილი?!
იმან თავის ჩანთა აივსო,
მე - იმის ნაცვლად
დილდილობით ვანანავებ
მზეს ახალშობილს,
ღამღამობით კი
მთვარესა და
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ...

ჩუ,
ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!

_ _ _ _ _ _ _ _
კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო.
,,კენ გუ რუ’’- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ,,არ მესმის შენი’’.



ეგ - არაფერი

ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ისე ვღელავდით,
ვხმაურობდით გაუთავებლად,
რომ მედპერსონალს
რიდით ვეღარც დავენახვებით.

თავბრუ გეხვევა?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
თავბრუსხვევები,
შიშები და წარმოსახვებიც.

გინდა,გაცინო?...
(რა ცივი გაქვს თითები თლილი!)
ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
მალე ადგები,
მეც - შენთან ერთად,
სულ ფეხით ვივლი.
ცოტა - სხივური თერაპიაც
და
ზღვაზეც წავალთ,
იქნები ისევ უკარება,
ლაღი და თბილი ...

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/:

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს.



შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.

Posted by: levan63 13 Nov 2009, 14:15
ნინო, ძვირფასო ეს ახალი ასე ვთქვათ გაკვეთილების შეაბამისად აწყობილი ლექსებია, იქნებ ამათაც მიხედო და იმ ჩემს ძველებზეც რამენაირად გამომეხმაურო!!!:D

სერი ფერების ქალაქში....

სერი ფერების ქალაქში,
ილიას, ვაჟას, აკაკის,
სულებს არ სძინავთ კამათში,
ბჭობენ და ვერ გარკვეულან,
რაზედ ჩამუქდა მთაწმინდა,
ვეღარ ელვარებს, თამაშობს,
კაშკაშა ფერთა გამაში.
ნეტავ სად გაქრა ღიმილი,
თბილისელების სახეზე,
ალბათ ბევრს ფიქრობს ეს კაცი
ანდა თუ გინდაც ეს ქალი,
სახე რომ ფიქრით ავსიათ,
რაზე იფიქროს ოჯახზე,
თუ ამა ქვეყნის ავ-კარგზე,
პურის ფულზე, თუ საჭმელზე,
რით ვერ გავტეხეთ ნავსია.
ან იქნებ გონი არ გვიჭრის,
მომადლებული ბუნებით,
ან იქნებ მხდლებად ვიქეცით,
აღსდგნენ მეფეთა სულები.
ან იქნებ ყური ეგუა,
საყდარ-ბერების გინებას,
თუ მდორე წყალში ჩავყვინთეთ,
მივყვებით ბინძურ დინებას,
თან იმათთანაც ვლაქუცობთ,
ასე ურცხვოდ რომ ჩაგვრეცხა.
ერის მწყემსიც ხომ არ დაგვეთმო,
როგორც ესროლეს ილიას,
ბინძურ ღორების საჯიჯგნად,
ერს ის ჯერ არ გაუმიმწესია.
თუ ჯვარი უკუღმა დავდოთ,
კუდიანების სამზერად,
ან იქნებ კერპებს ვემონოთ,
უცხო ტომელთა ამებად.
ბრჭყვიალა, ფერად ფერებში,
თბილისი მაინც სერია,
მთაწმინდა, მამადავითი გულით ორივე ჩემია,
ილია, ვაჟა, აკაკი, აქ მშვიდად ვერ ასვენიან!
---------------------------------------------------------------
ცხოვრების მწვერვალს ნელა-ნელა ვლაშქრავ,
როგორც დათოვლილ ელვარე შხარას,
თეთნულდს, უშბას და რომელსაც გინდათ,
თან არც მინდა რომ ეს მოხდეს ჩქარა!

ცხოვრება თვალწინ გამირბის წამში,
ვერ შევაკავე ჭაღარის ვნება,
მაცალე წუთო! ჰა, ოდნავ ნელა!
დედაჩემიც კი ხელთ ჩამიბერდა?!

თითქოს გუშინ ან გუშინწინ მოხდა,
როცა ღმერთმა წილთ მარგუნა შვილი,
ერეკლეს მისცეს გონი და ჯანი,
ნაღდად ვიცი, რომ ღვთის გზით ის ივლის!

ოჰ, რა სარკაზმით მიმზერის კაცი,
სარკიდან დილით შევერცხლილ თმებით,
შენ რაღა გინდა, ნუთუ ვეღარ მცნობ?
ჩვენ ხომ ყოველ დღე კარებში ვხვდებით.




biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 13 Nov 2009, 19:14
სერი ფერების ქალაქში....

ლევან ძვირფასო!
პირველი ლექსი კრიტიკას ვერ უძლებს ვერც სათქმელის მხრივ, ვერც ფორმის მხრივ.
ლექსიკა - უკიდურესად მოძველებული და ნაწვალებია
მივყვეთ:
სერი (რუს) - ნაცრისფერის ან რუხის მნიშვნელობით ლექსში გამოყენებული თავიდანვე ირონიულ-პაროდიული გნწყობისკენ უბიძგებს მკითხველს.
''მთაწმინდის ჩამუქებაზე'' ილიას ვაჟასა და აკაკის სულების ''შეწუხება'' - ნაივურია. ავსია - ავსე-ბა ავსებია.

რაზედ, ამა ქვეყნის , ნავსია , ურცხვოდ, ეგუა, გაუმწესია , ამებად , ასვენიან და ა.შ არქაული წარმოებანი - კვლავ პაროდიული აღქმისკენ უბიძგებს მკითხველს.
მოკლედ, პირველს გიწუნებთ.


მეორე- შედარებით უკეთესია, და მე ვიტყოდი, ყველაზე უკეთესიც კი, რაც თქვენი ლექსებოდან წამიკითხავს.
ლექსიკაც გათავისუფლებულია იმ ნაკლისგან, რაც წინა ნაწარმოებს ახასიათებს.ლექსის ხარისხიც გამოსწორებულია, რითმებიც - ნორმალური. (ჩამიბერდა - ვნება -ს გამოკლებით).

ტრივიალური გამოთქმაა ''ცხოვრების მწვერვალს ნელ-ნელა ვლაშქრავ'' .ამ პირველ სტრიქონს თუ რამეს მოუხერხებთ, კარგი იქნება.
დედა რომ ხელთ ჩაგიბერდათ, - საინტერესოა , მაგრამ ალოგიკური, რას ნიშნავს, დედაჩემიც კი - ცხადია, ვიდრე შვილი დაბერდება, ჯერ დედა უსწრებს ამ მხრივ.

წარმატებები!

Posted by: levan63 14 Nov 2009, 17:11
QUOTE (nino darbaiseli @ 13 Nov 2009, 19:14 )
(ჩამიბერდა - ვნება -ს გამოკლებით).

"ცხოვრების მწვერვალს ნელ-ნელა ვლაშქრავ''

ნინო, გეთანხმები შეფასებებში და შემაქვს შესწორება, ეგება ასე აჯობოს!
-----------------------------------------------------------
"ამ ცხოვრების გზებს ნელ-ნელა ვლაშქრავ,
როგორც დათოვლილ ელვარე შხარას,"
------------------------------------------------------------
"მაცალე წუთო! ჰა, ოდნავ ნელა!
თორემ ნატვრები ხელთ ჩამიბერდა?!"
------------------------------------------------------------


Posted by: marilis 14 Nov 2009, 19:33
levan63
QUOTE
"ამ ცხოვრების გზებს ნელ-ნელა ვლაშქრავ, როგორც დათოვლილ ელვარე შხარას,"


თეთნულდია ეგ, ლევან, თეთნულდი
შხარა სხვაა

Posted by: levan63 15 Nov 2009, 11:06
QUOTE (marilis @ 14 Nov 2009, 19:33 )
levan63
QUOTE
"ამ ცხოვრების გზებს ნელ-ნელა ვლაშქრავ, როგორც დათოვლილ ელვარე შხარას,"


თეთნულდია ეგ, ლევან, თეთნულდი
შხარა სხვაა


შხარა - ცხრა თავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან - მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.
-------------------------------------------------------------------------------------
თეთნულდი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ. ენგურის სათავეებში, მესტიის რაიონში. სიმაღლე 4852 მ. აგებულია ძირითადად ძველი კრისტალური ქანებისაგან. 3000 მ-ს ზემოთ დაფარულია მუდმივი თოვლით. თეთნულდი გამყინვარების დიდი ცენტრია. მის ფერდობზე ეშვება მყინვარები: წანერი, ადიში და სხვა საერთო ფართით 46 კვ. კმ.

თეთნულდზე პირველად 1930 წელს ავიდნენ (ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯაფარიძე). თეთნულდზე ალპინისტ სიმონ ჯაფარიძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშიშვლებულ კლდეს "ჯაფარიძის მოწმეები" ეწოდა.
--------------------------------------------------------------------------------------

ვაი და შხარა იყოს?! lol.gif

Posted by: nino darbaiseli 15 Nov 2009, 14:30
ლევან ძვირფასო! თქვენსავე განმარტებაში მშვენიერი იმპულსია, რომ თუნდაც ასე გადაამუშაოთ ეგ ტრივიალური სტრიქონი


ცხრათავიანი ელვარე შხარა, - (უკვე სახეა, მითოლოგიური კონოტაციითაც დაიტვირთა).

და დანარჩენი სტროფიც ამის მიხედვით გამართოთ.

Posted by: levan63 16 Nov 2009, 14:21
QUOTE (nino darbaiseli @ 15 Nov 2009, 14:30 )
ლევან ძვირფასო! თქვენსავე განმარტებაში მშვენიერი იმპულსია, რომ თუნდაც ასე გადაამუშაოთ ეგ ტრივიალური სტრიქონი


ცხრათავიანი ელვარე შხარა, - (უკვე სახეა, მითოლოგიური კონოტაციითაც დაიტვირთა).

და დანარჩენი სტროფიც ამის მიხედვით გამართოთ.

მადლობა ნინო წინ გაჩოჩებისთვის, ასე რო ავაწყო:

"ამ ცხოვრების გზას ნელ-ნელა ვლაშქრავ,
ვით ცხრათავა ჩამოთოვლილ შხარას,"

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!!! 2kiss.gif

Posted by: anamch 21 Nov 2009, 08:58
ამპოლიტიკაში კლავიატურის რაკუნით, სულ მთლა დ გამოვშტერდი გვერდით ასეთი სატირალ სახალისო თემა ყოფილა...

ნინოო დარბაისელი
ჩემთვის , ბავშვობის სურნელია, ოქროსფერთმაინი, მხრებზე დაშვებული გრძელი თმებიანი, მზესავით მბრწყინავი გოგონასი...
რომელსაც ყველგან ვამჩნევდი.. უნივერსიტეტის ბარში, აუდიტორიაში, დერეფანში, ჭავჭავძეზე.....

მერე რაღაც ეტაპზე ჩვენი გზები გადაიკვეთა და გვიმმუსაიფია....
სულს მიწვავდა ამ გოგონას სულში ჩასახლებული დიდი და ნათელი მზეები..
მიყვარდა , ისე , როგორც შეიძლება პოეზიასთან განდობილ ერთ მოხეტიალე სულს შეეიძლება უყვარდეს მეორე მოხეტიალე სული...

და ამ ფორუმზე მისი გამოჩენა(არად ბედის ირონიაა, პოლიტიკაში ვიპოვე, ამ თემის ნაცვლად-ეხ წასულია ჩემი საქმე იქა ვგდივარ დილიდან საღამომდინა)
დიახ აქ მისი გამოჩენა -აღმოჩენა სურნელის დაბრუნებაა, ჩემთვის... ოქროსფეირ თმების სურნელის...

და
ისე ვარ ...
ბუკინისტებში , ოცწლიანი უშედეგო, ძბენის შემდეგ საყვარელ წიგნს, შემთხვევით რომ გადაააწყდები!

Posted by: Leo Nafta 21 Nov 2009, 09:04
nino darbaiseli
მოგიკითხე ნინო 2kiss.gif

______________________

Posted by: anamch 21 Nov 2009, 09:13
მომნატრებია
ჭავჭავძე, უსამკუთხედო
ჩაის სახლი , უკაზინო,
უტარასბულბოოო

გოგონები მიდი კაბებით
და ბიჭები "კაშნეთი" გრძელით
ციკლოპის თვალით მოფუსფუსეე მესაათენი
მენაგვე აბო,
მობარბაცე დოჩანშვილი
და
მზისფერებით დაისრული დალალის ტევრი!

ნინ
ეს შენ ექსპრომტად!


************
Leo Nafta
მომეჩვენა თუ , აქაცააა რეკამმმმ? 2kiss.gif

Posted by: Leo Nafta 21 Nov 2009, 11:07
anamch
QUOTE
მომეჩვენა თუ , აქაცააა რეკამმმმ? 

რატომ უნდა მოგჩვენებოდა? შენ მე მართლა პოლიტიკოსი ხომ არ გგონივარ იქ რომ ვპოსტავ ხოლმე? smile.gif 2kiss.gif

ნინოსთან კი დიდ ხნიანი ვირტუალური მეგობრობა მაკავშირებს smile.gif

Posted by: levan63 5 Dec 2009, 17:12
ნინო, ეს შემიფასე რა შენებურად!


მთვარის ღიმილში

ლამპარი ჩაქრა მთვარის ღიმილში,
ფოთლის კანკალზე სიცივე მიტანს,
ნეტა გათენდეს ეს დილა მალე,
ამხელა ღამე რა სტროფს აიტანს.
თვალს მიპაჭუნებს ვარსკვლავი ცაზე,
ლექსი ჩამბარდა ღვთით ბოძებული,
უკვე თენდება და შემოდგომის ამ ალიონზე,
მუზა მეწვია, მოლაღურისგან გადმოგდებული.
სტროფი სტროფს მისდევს, რითმა ნოტსა ჰგავს,
სულის ზარდახშას იგი ტყვედ აჰყავს,
ფიქრი აშლილი ასტრალის ველში,
დილის ოთახში, ამ ლამაზ სტროფებს, ირაოდა კრავს.
rolleyes.gif

Posted by: nino darbaiseli 6 Dec 2009, 01:35
anamch, Leo Nafta ძვირფასებო!
ვერ წარმოიდგენთ როგორ გავიხარე, თქვენი პოსტები რომ ვნახე. ორივე მიყვარხართ და მენატრება თქვენთან თუნდაც ვირტუალური შეხვედრა.


ლევან ძვირფასო!
როგორც სავარჯიშო ცუდი არ არის. აღარ მახსოვს, ადრე თუ გასწავლეთ ერთი პატარა საიდუმლო, რომელიც ლამის ყველა პოეტმა იცის ჩვენში. სარითმო წყვილების შერჩევისას მხოლოდ ბგერობრივი თანხვედრა ცოტაა, თითოეულ სიტყვას დაუსვით კითხვა , თუ ერთ კითხვაზე მიუგებენ, უმჯობესია ასეთი რითმისგან თავი შეიკავოთ, თუ რაღაც იმისთანა სხვა ღირსება არა აქვს იმ სტროფს, რომ მთელ ლექსად ღირდეს. აბა ,დავუკვირდეთ თქვენს რითმებს, დავსვათ კითხვა:

რას შვრება? ჰგავს, ჰყავს,კრავს - ესე იგი, აქ სარითმო
წყვილისცალები შესაცვლელია.
რას იზამს?- მიიტანს, აიტანს.
სად? - ცაზე. ალიონზე და ა.შ.

მე ვფიქრობ , მაინც თქვენი უმთავრესი პრობლემა, ისევე როგორც არაერთი პოეტისა, სათქმელის ვერმიგნებაა, რაღაც ისეთისა, რის გამოც მკითხველი უნდა შეჩერდეს თქვენს ლექსთან, ამით არის გამოწვეული ლექსიკური შეზღუდულობაც და შესაბამისად რითმის სიმწირეც. როგორც კი მიაგნებთ სათქმელს , გამოსახატავად უთუოდ დაგჭირდებათ შესაბამისი სიტყვები, რაღაც ახალი მარაგი, საიდანაც გასარითმავი ლექსემების არჩევაც შეგიძლიათ.
თორემ ეს ლექსიკა: ლამპარი, მთვარე, ღიმილი,ფოთოლი,დილა, ვარსკვლავი ღვთით ბოძებული, შემოდგომა.... მოკლედ, მთელი სიტყვიერი არსენალი ამ ტექსტში ისე გაცვეთილია,დღეს გენიოსსაც გაუჭირდება მათი გამოყენებით თუნდაც საშუალო ლექსის ''აწყობა''.
საზომიც , რომელსაც თქვენ აქ იყენებთ 5/5 - უკიდურესად გაცვეთილია, მხატვრულად არ ''მუშაობს'', ეძებეთ ახალი რიტმი! მოუსმინეთ ადამიანებს თქვენს ირგვლივ. იქნებ მათ ნათქვამ რომელიმე ფრაზაში რაღაც ახალი მელოდიკა დაიჭიროთ და ლექსი მასზე ააგოთ, ასე არაერთი პოეტი იქცეოდა, მუსიკოსებიც ასე ეძებდნენ მელოდიას.
ახლა იმისათვის რომ კონკრეტული მიმართულებით მივაპყრო თქვენი შემოქმედებითი წარმოსახვა, რაღაც თემებს დაგისახელებთ, პრინციპულად ყოფითს, რათა გასაქანი აღარ მიეცეს კლიშე-სახეებსა და ლექსიკას თქვენს ლექსში: ''ლიფტი'', ''მაკრატელი'', ''თეფშის ნატეხი'', ''ძველი იახტა'', ''ბაწარი'', ''თეჯირი'', ''იმ გასაღების ჭუჭრუტანიდან'', ''ღობე'', ''ლუდის დუღება'', ''გაჩერებზე''... დაუკვირდით, სინამდვილეში ნივთები და ადამიანები როგორ ჰგვანან ერთმანეთს, რარიგ მსგავსი ამბები ემართებათ . მსგავსი რაღაცეები იზიდავთ, აშინებთ...
ასეთი მოძღვრებაც კი არსებობს -''ანტროპომორფიზმი'', რომლის მიხედვითაც , მთელი სამყარო ადამიანის მოდელს იმეორებს, მისი აგებულება და ბუნება აქვს, მაგრამ ეს ვრცელი , სპეციალური თემაა და რომ მივყვე, ჩემი დილეტანტური მსჯელობით, მეშინია, თავი არ შეგაწყინოთ.
თქვენ შეგიძლიათ ან აქედან ამოირჩიოთ რამე თემა ან თავად მოიგონოთ მსგავსი, , მერე თქვენი ფანტაზია აამუშაოთ და აღმოაჩინოთ ამ საგნებსა და მოვლენებში რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ შეგიმჩნევიათ და , სავარაუდოდ ,არც მკითხველს დაუნახავს ამ თვალით.
წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი ერთადერთი შანსია მკითხველთან შეხვედრისა... ან უკიდურესი რამ, - დაწერთ თუ არა ამ ლექსს, ჯვარი გეწეროთ და, მოკვდებით და ეს იქნება ერთადერთი მესიჯი, რაც თქვენგან ამქვეყნად დარჩება.
გამიტაცა წერამ...მეტისმეტი ხომ არ მომდის?
რაკი ამდენი ვისაუბრე, აღარ წავშლი, ლევან ძვირფასო! იქნებ აქედან რაიმე მცირეოდენი სარგებელი მიიღოთ , ახალ ლექსზე მუშაობას როცა გადაწყვეტთ.

Posted by: nino darbaiseli 7 Dec 2009, 12:41
გაერთეთ!- (ჩემი ვერსიფიკაციული თამაშებიდან)



მეტისმეტი სერიოზულობა უკვე სასაცილოაო- უთქვამს ბრძენს.

ჰოდა. აი პატარა პალინდრომები!- სახეობა ანტიკური ლექსისა , რომელსაც მეორენაირად ’’მაგიურ კვადრატსაც’’ უწოდებენ.
რომელი კუთხიდანაც არ უნდა დაიწყოთ ამ ტექსტის კითხვა, გინდა წაღმა, გინდა უკუღმა, მუდამ იგივე გამოვა .იგივეა ყოველი ვერტიკალი და ჰორიზონტალი, მარჯვნიდან წაიკითხავთ თუ მარცხნიდან.( ცხადია, სარკული პრინციპით)

გაფრთხილებთ, ამის კეთებამ პასიანსივით საშინელი მიჩვევა იცის და მე თვითონ ძლივს გამოვეხსენი.ადრე ბევრი მქონდა , რაც კარგი გამომივიდა , მეგობარ მხატვარს ვაჩუქე დაბადების დღეზე, .. მერე იმან სხვათა შორის, ერთ თავის ნაცნობ მეპალინდრომეს აჩვენა და გამოქვეყნდა კიდეც, ავტორის მიუთითებლად. ესენი, რომელიც სადღაც, ფურცელზე შემომრჩენია, არ არის მთლად წარმატებული ნიმუშები ,ყველაზე რთული მაინც ამ ვერსიფიკაციული ნათამაშევის სემანტიზაციაა, რაშიც სათაური ასე თუ ისე ეხმარება ავტორს, რაღაც კონტექსტს შემოწერს, რომელშიც შესაძლოა ამან როგორც შინაარსის მქონე ტექსტმა’’იმუშაოს’’, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ და დაუკვირდებით,სქემად მაინც გამოგადგებათ. დროდადრო , მოცალეობის ჟამს შეგიძლიათ გაერთოთ. იქნებ რომელიმე თქვენთაგანს გაქვთ კიდეც შექმნილი ამისი ნიმუშები და კომენტარებში დადოთ , ან მე - სხვაც გამახსენდეს:

განქორწინება მორწმუნესთან

დ ა, რ ა დ
ა ც ო ლ ა ?
რ ო გ ო რ
ა ლ ო ც ა
დ ა რ ა დ!



ბაზარში: სამად მომეცი ეგ ატამი, შვილო, მეტი არა ღირსო

-ს ა მ ა დ
ა რ ა, დ ა!
მ ა მ ა მ
ა დ ა რ ა
დ ა მ ა ს.



მიამიტი მოახლის პასუხი შენიშვნაზე, რომ მისი შესადარ-შესაფერი არ იყო მამის ხნის კაცი

-მ ა მ ა დ ?!
ა რ ა დ ა,
მ ა დ ა მ,
ა დ ა რ ა
დ ა მ ა მ.


ხევსურული სატრფიალო

დ ა ვ ა ლ
ა რ ა ღ ა ,
ვ ა ჟ ა ვ,
ა ღ ა რ ა
ლ ა ვ ა დ.


იმერული ჭორაობა აზიელ ცისფერთა ტრფობაზე

-ა დ ი დ ა
დ ა მ ა დ...
-ი მ ა მ ი
დ ა მ ა დ ?!
-ა , დ ი დ ა!


ფრივოლური მრჩობლი პალინდრომი ანუ რა უჩურჩულა დარომ მორისმჭრელ ომარას

-მ ო რ ა დ?!
ო მ ა რ ა,
რ ა ხ ა რ,
ა რ ა მ ო!
-დ ა რ ო მ-

-მ ო! - რ ა დ,
ო, მ ა რ ა?
რ ა - ვ ა რ?
ა რ ა, მ ო,
დ ა, რ ო მ...

- - - - - - -- - - - - -- - - - -
მრჩობლი- ნიშნავს ორს, წყვილს და ა.შ.

Posted by: levan63 7 Dec 2009, 14:16
ნინო, დიდი მადლობა რჩევა დარიგებისათვის და ეხლა გადავწყვიტე ზოგიერთი შენი გაკვეთილის გათვალისწინებით შექმნილი ლექსი წარმოგიდგინო. იგი ერნესტო ჩეგევარას ზოგიერთი ფრთიან ფრაზებზეა აგებული!
მართლა მაინტერესებს შენი შენიშვნები ჩემს მიერ ადრე ელ-ფოსტით შენთვის გამოგზავნილი "მესხური ჩანახატების" შესახებ!


თუ ყველა უსამართლობაზე განრისხებისგან კანკალებ,
ჩათვალე, რომ მეგობარი ხარ ჩემი!
მე ჩემებურად ვღაღადებ სიმართლეს, თავისუფლებას,
და ჩემს დაღუპვას არ იფიქროთ, რომ დაიტირებს ერი და ბერი.
განმათავისუფლებლები არ არსებობენ,
ამას კაცი თავადვე ხვდება, მონად დარჩეს თუ სული ახაროს,
ო, რა ტკბილი ხარ თავისუფლებავ! - რა სიტყვებია!
თავისუფლების სურნელის კაცთმოძულენო, ეშმამ დაგლახვროთ!
ბევრი მეძახის ავანტიურისტს – რაც სიმართლეა,
ეს მართლაც მე ვარ, ოღონდ განსხვავებულად გულანთებული,
რომელსაც ბანალურობის დასამტკიცებლად,
ეშაფოტზე აქვს, თავი მოსაკვეთად გადადებული.
ფეხზე მდგომი რომ ამაყად მოვკვდე, ეს მირჩევნია
ვიდრე მუხლზე დავცემულს სულში მაფურთხონ,
ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ შეიძლება ცხოვრება რაღაცის გამო,
და ამ რაღაცის გამო, მუდმივად გონებაში ხელი არ გვიფათურონ.
იმდენი ვანხე, რომ თვით სიკვდილიც ვერ გამაოცებს,
და მისი ცქერის არც მეშინია, ჩემნაირი კი ძალზედ ბევრია,
დაუღალავად ბოროტს მე ვებრძვი და თანაც ვფიქრობ,
სიჩუმე – ხომ სხვა აზრებით შევსებული არგუმენტია.
ჟამთა სვლას აჰყევ და თუ ჩამორჩი ნისლში ჩარჩები,
ხალხის ნდობა კი ღვაწლის გარეშე ვის აუგია,
თავისუფლება სამსხვერპლოზე მუდმივ მსხვერპლს ითხოვს,
და ტაძრის გზაზე, შუქურასავით მარად ანთია!

Posted by: nino darbaiseli 7 Dec 2009, 14:28
ლევან ძვირფასო ! ''მესხური ჩანახატების'' შესახებ , მახსოვს, საკმაოდ ვრცელი წერილი მოგწერეთ იმ მისამართზე, რომლითაც მივიღე .ეს დაახლოებით ერთი თვის წინ იყო. იქნებ ფოსტა კარგად შეამოწმოთ.

Posted by: levan63 8 Dec 2009, 12:03
ნინო. კიდევ ერთხელ გადავქექე მთელი ფოსტა, მაგრამ იქ ეგ წერილი ნამდვილად არ არის. არაფერს ვამეტებ, მაგრამ სასწაული ინტერესით ველოდები ხოლმე ყველა შენს წერილს, მერე მათ თავებად ვყოფ, როგორც სახელმძღვანელოს და ვინახავ. გამომდინარე აქედან შენი გამოგზავნილი მართლა არაფერი მეპარება. ეგება შენს ელ-ფოსტის SENT ფაილში იყოს შენახული და თუ არ შეწუხდები თავიდან გადმომიგზავნო ამ მისამართზე levanex63@yahoo.com. მე მართლა სერიოზულად ვსწავლობ ყველა შენს კორესპონდენციას და მართლა ვცდილობ ცოტაოდენის ათვისებას მაინც. ამ ახალ ჩეგევარას ფრაზების მეშვეობით აგებულ ლექსზე რა შენიშვნები გაქვს?!

Posted by: nino darbaiseli 8 Dec 2009, 12:25
ლევან ძვირფასო! როდესაც ვრცელ წერილზე თქვენმა შემოხმიანებამ დაიგვიანა, მეორე და მესამე წერილები გამოგიგზავნეთ . საბედნიეროდ, 17 სექტემბრით დათარიღებული ბოლო ორი წერილი შემომრჩენია გაგზავნილებში და ახლა ახლიდან გადმოგიგზავნეთ. თუ არ მიგიღიათ, სავარაუდოდ თქვენი ელექტრონული მისამართის პრობლემა იქნება. გაუქმებული ხომ არ არის?

Posted by: levan63 8 Dec 2009, 12:34
ნინო, დიდი მადლობა წერილის გადმოგზავნისთვის, მივიღე და აუცილებლად ჩავასწორებ. ეს ადრე დაწერილი ლექსიებია და ამიტომაც არ პასუხობს იმ მოთხოვნებს.

ძალიან გთხოვ წინა გვერდზე ახალი ლექსი რო დავაგდე ისიც გამისალაშინო რა!

Posted by: nino darbaiseli 11 Dec 2009, 10:43
ლევან ძვირფასო!

თქვენს ახალ ნამუშევარზე - ვფიქრობ, ცოტა დრო მჭირდება.


მანამდე ამით შეიქციეთ თავი:

ჩემი ლექსის ეს თარგმანი ’’გუგლით’’ შემთხვევით ვიპოვე ერთ რუსულ ლინკზე. სამწუხაროდ, არ ვიცი , ვინ არის მთარგმნელი. ახლა მის ქართულ ორიგინალსაც მოვძებნი.



Нино Дарбаисели

Подстрочник моей любви


Заосенело (Настала осень).
Как красива (ты),
(ныне) зовущаяся женой (супругой) моей любви!
Как ты ходишь в толпе (среди людей) —
— гордая, слегка склонив голову,
как роза (уже) сорванная!
Давай сложим эти сумки,
присядем где-нибудь,
расскажешь,
как там (он),
который нас с тобой соединил (связал друг с другом)...
Как волна — лодки.
По-прежнему разбрасывает ли он обувь, приходя домой?
По-прежнему ли любит чай без сахара?
По-прежнему ли раздражается,
когда его трогают (трогаешь) за мочки ушей?
Меня не вспоминает? (я ему на память не прихожу?)
Потом пойдем своими дорогами (путями),
будем так ходить,
пока все
окончательно
не соберемся (объединимся, соединимся) там (?).



ნინო დარბაისელი

ჩემი სიყვარულის ბწკარედი


დაშემოდგომდა (დადგა შემოდგომა),

რა ლამაზი ხარ (შენ),
ვისაც (ახლა) ჩემი სიყვარულის ცოლი (მეუღლე) გქვია!
როგორ მოდიხარ ხალხში (ადამიანებში) -
- ამაყი და ოდნავ თავდახრილი,
როგორც ვარდი (უკვე) მოწყვეტილი!

მოდი,დავაწყოთ ეს ჩანთები,
სადმე ჩამოვსხდეთ,
და მიამბე,
როგორ არის (ის),
ვინც მე და შენ შეგვაერთა (დაგვაკავშირა)...

ვით ღელვა ნავებს,
ისევ მიმოყრის ფეხსაცმელებს შინშემოსული?
ისევ უყვარს უშაქრო ჩაი?
ისევ ბრაზდება,
ბიბილოზე თუ ეხებიან (შეეხები)?
არ მიგონებს? (არ ვაგონდები?)

მერე წავიდეთ ჩვენ-ჩვენი გზით (მიმართულებით),
ვიაროთ ასე,
ვიდრე ყველანი
საბოლოოდ
იქ (?) შევიყრებით (შევერთდებით,ერთნი გავხდებით)!

Posted by: levan63 11 Dec 2009, 13:21
აუ, რა მაგარია, რუსული ძაანნაც ვერ ქაჩავს, მაგრამ ორიგინალი ასი თავით რომ სჯობია ფაქტია! თვითონ ლექსის თემაა ძალიან მარტივად გადმოცემული, ხელები ამიწევია! biggrin.gif ისე რუსულ პოეზიას დიდ პატივს ვცემ, თუნდაც "Шагане ты моя шагане....." რად ღირს. ისე გავკადნიერდები და თუ stihi.ru -ზე შეხვალ, Леван Чхиквадзе-ზე ჩემი რუსული ლექსები შეიძლება აღმოაჩინო და თუ დრო გექნება ეგება ცოტა გადაათვალიერო. http://www.yourwrit.com/freepoetry/-ზე კი ინგლისურად. შეიძლება იფიქრო ეს კაცი დაიცენტრაო, მაგრამ რავი აბა ასე ვახარებ ჭიას და საშინელი სტრესიდანაც ამან გამომიკვანა და ვეგარ ვჩერდები. 1,5 წლის განმავლობაში 3 რომანი დავწერე (ნუ ხარისხზე პრეტენზია არ მაქვს), ის რაცხა ლექსები, რომელთა წერაც ალბათ რაღაც ეტაპისთვის მისაღებიც იყო, ერთი ისტორიული ნაშრომი, რომელიც სხვათაშორის Rollex-ის პრემიაზე იყო წარდგენილი, ეხლა პარალელურად მთარგმნელობითი ჭია შემიძვრა და მონტესკიეს "სპრსულ წერილებს" ვთარგმნი, მზად მაქვს მასალები ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი მცველის, ქართველი როსტომ (რუსტამ) რაზმაძის შესახებ, რომლის სომხობასაც რატომღაც სომხები იჩემებენ, ერთი საინტერესო თემა მიტრიალებს თავში (რუსულ ადნოებში ერთმა გოგომ მთელი მისი ცხოვრება მომიყვა და მინდა ამ ამბავს ეგეთივე ფორმა დუტოვო არ ვიცი ლიტარატულად ამას რა ჰქვია და თითქმის ორიგინალში გადმვიტანო - ეგება მირჩიო რამე) და კიდევ რა მომიქროლებს თავში კაცმა არ იცი! მოკლედ ბევრი ვილაპარაკე, თავი მოგაბეზრე და დროებით გემშვიდობები!

Posted by: levan63 21 Dec 2009, 14:03
ჰო. რაც მთავარია! ნინო გახსოვს დავალება რომ მომეცი სიტყვა ნაბიჯებზე ლექსი ამეგო, გახსოვს ალბათ 2 გასალაშინებით რაღაც დონეზეც მივიყვანეთ, ჰოდა იმ ლექსმა "ბათუმის ლექსების გამოფენაზე" 366 ლექსს შორის 42 ადგილი დაიკავა და წიგნში დაიბეჭდა, ასე მითხრეს მაგარი მიღწევაა, პირველი ცდიდანვე ასეთ შედეგს რო გაარტყავო. მე პირადად მესიამოვნა და ძალიან გამიხარდა, მაგრამ ეს ყველაფერი, პირადად შენი დამსახურებაა, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოგახსენებ! 2kiss.gif გაზაფხულზე იგივე და რაღაც 100 სიტყვის კონკურსია და იმაზეც მიმიწვიეს, მეც მივიღებ რა მონაწილეოვას, ოღონდ ეგ ჩეგევარას ვერსია გავასალაშინოთ და მაგას გავიტან, 100 სიტყვაზეც რაღაც მაქვს და იმედია იმასაც გავშკურკავთ! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! alk.gif

Posted by: marilis 21 Dec 2009, 15:37
levan63
QUOTE
რუსულ ადნოებში ერთმა გოგომ მთელი მისი ცხოვრება მომიყვა და მინდა ამ ამბავს ეგეთივე ფორმა დუტოვო

იმ გოგომ თუ იცის, რომ უკვდავყოფ? lol.gif

Posted by: levan63 22 Dec 2009, 11:34
რას ამბობ ხო დამბრიდა ვირტუალურად და შეიძლება რეალურადაც!

Posted by: marilis 22 Dec 2009, 19:26
levan63
QUOTE
რას ამბობ ხო დამბრიდა ვირტუალურად და შეიძლება რეალურადაც!

რეალურად რანაირად, გადაკეტილია საზღვრები! mo.gif

Posted by: levan63 23 Dec 2009, 13:09
არა საზღვრები არა, მარა შეიძლება გადაეკეტოს და იმავდროულად გაჭედოს! bis.gif biggrin.gif

Posted by: levan63 2 Jan 2010, 16:09
ნინო, გილოცავ ახალ წელს და დამდეგ ქრისტეშობის დღესასწაულს! rolleyes.gif

Posted by: nino darbaiseli 21 Jan 2010, 13:26
მადლობა ლევან ძვირფასო, მრავალს დაესწარით!

ნინო დარბაისელი

მანანა

მარტყოფის მონასტერში მანანა აღესრულა
და დებს დაუკრძალავთ ახალი მონაზონი.
საფლავზე ამოსულა წყვილი ფურისულა.
ამ წყვილმა ფურისულამ ხანი მომაგონა,
როცა ერთ კუთხეში მყუდროდ მივსხდებოდით,
ამბებს მოვყვებოდით მთისას და ბარისას,
არაყ-,,საქუჩებელს,, ჩუმად გადავკრავდით,
ვიტყოდით:,,ეს ერთი - წესია, მკვდარის ას!,,
მერე ცოცხლებისას შევსვამდით ხმაურით,
თუკი დაგვაცლიდნენ ჩვენივე ,,ბღარები,, ,
შუაზე გავიყოფდით ერთ ლუკმა კეცეულს...
მანან, მარგალიტი იყავი, ღარიბი.
სიკვდილმა რამდენი რამე დამანანა,
ცრემლით დამინამა პირ-სახე და გული.
ცხოვრება, მანანო, ,,რა მარხე ყოფილა'',
რა მალე ხუნდება მზით მოფარდაგული!
მანან, მანდ, ზეცაში შენთვის ადვილია,
აქ ?! - ისევ ძნელია ცოცხლებში გაძლება,
რაღაცას მოველი, რაღაცას მოველი,
და ვიცი, ამ ლოდინით სული რომ გამძვრება.
ცოცხლისთვის ჩამომესწრო - მეტყოდი ძველებურად:
,,ნუ იცი მოგონება ტყუილი დარდისა,
მაშ მე რა ვიღონო, მაინც რო არ ვუტყდები,
გამჩენ ხო გვიფარავს,ღვთის მადლი დაგვდისა!,,
ვეღარ გინახულე, ახლა გვიანია.
,,მემრიაც ამოვალ,, , უფალი თუ ისურვებს.
მიწყივ მომარხულე დები მოუვლიან
საფლავის გულისპირზე ამოსულ ფურისულებს.

Posted by: palindromi-x 21 Jan 2010, 13:37
[b]nino darbaiseli[/
მე, როგორც ერთ-ერთ ფორუმელს მაინტერესებს თქვენი აზრი პოეზიის დროსთან მიმართების საკითხთან დაკავშირებით - ანუ როგორ უნდა განვითარდეს პოეზია დროში (ვგულისხმობ 21-ე ს-ეს), უნდა შეიცვალოს თუ არა ლექსის სტრუქტურა, რადგან დროის გამოძახილი აუცილებლად უნდა იყოს ლექსში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის დროს ვერ პასუხობს, არააქტუალურია და "არ იკითხება".
თქვენი ლექსებიდან მხოლოდ რამდენიმე მაქვს წაკითხული და რაც წავიკითხე, ნაკლებად შეიგრძნობა მათში საუკუნის ცვლილებები. მართალია, თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები არ იცვლება (ძიგადად), მაგრამ "კლასიკური " ლექსები ცოტა მოსაწყენია დღევანდელ ყოფაში, რადგან კლასიკოსებს იმდენი აქვთ ნაწერი, რომ მათი ნიმუშები მრავლადაა სამყაროში -დიდია მათი დანატოვარი.
მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოეზიაში უნდა აისახებოდეს დრო და ის ნიუანსები, რაც დრომ მოიტანა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული პოეზია "ჩარჩა" მე19-20 სს-ბში, არადა მსოფლიოში ყველაფერი შეიცვალა ამ მიმართულებით.
პატივისცემით, პალი

Posted by: nino darbaiseli 21 Jan 2010, 13:46
პალი ძვირფასო!
ძალზე საინტერესოდ სვამთ საკითხს.
საქმე ის გახლავთ, რომ პირადად მე ფრთხილად ვუდგები ლექსსა და ზოგადად ,პოეზიის ენას.
ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ თითოეული შემოქმედი უნდა დაფიქრდეს, რა ურჩევნია, აჰყვეს საერთო ტალღას თუ შეინარჩუნოს ინდივიდუალური სახე.ახლა ერთ წერილს გადმოვიტან და როცა მოიცლით, იქნებ წაიკითხოთ:


ნინო დარბაისელი

ტოტალიტარიზმი, შემოქმედებითი თავისუფლება და თავისუფალი ლექსი

შეიძლება თუ არა, არსებობდეს რაიმე მიმართება ტოტალიტარიზმსა და სალექსო ფორმას შორის?
უძველესი დროიდან მოყოლებული, რაც პლატონმა თავის ’’სახელმწიფოში’’ ტოტალი-ტარიზმს თეორიული საფუძველი ჩაუყარა და პოეზიას ფუნქციად სახელმწიფოებრივ-პატრიოტული მიზნებისადმი მოტივატორული მსახურება დაუტოვა, ამ ტიპის მმართველობები მუდამ ავლენდნენ ძალისხმევას, რათა თავის სამსახურში ჩაეყენებინათ სიტყვიერი კულტურა და განსაკუთრებით მისი ყველაზე სუგესტიური სფერო - პოეტური ხელოვნება, მაგრამ ეს ნაკლებად ვრცელდებოდა მხატვრული ნაწარმოების ფორმაზე. ამრიგად, მოვლენა, რომელსაც ვეხები, არ განეკუთნება ტოტალიტარიზმის ტიპობრივ პრობლემათა რიგს და იგი შემოქმედებითი (არა)თავისუფლების ერთი კერძო გამოვლინებაა. ეს არის შემთხვევა, როდესაც საკუთრივ ლექსმცოდნეობით პრობლემათა მთელი კომპლექსი: ქართული თავისუფალი ლექსის ანუ ვერლიბრის ისტორია, თავისებურება, მისი სახეობანი და ა.შ. სცილდება დარგის ფარგლებს და მუდმივად უხდება შეხება სხვა ჰუმანიტარულ სფეროებთან.
ქართული თავისუფალი ლექსის ისტორია გასული საუკუნის ათიანი წლებიდან იწყება. იგი იმ სალექსო რეფორმის ორგანული ნაწილია, რომელიც გალაკტიონის თაოსნობით განხორციელდა და შედეგად მოიტანა ახალი ქართული პოეზიის ენა. გალაკტიონ ტაბიძის საარქივო გამოცემის 22-ე ტომში ერთი ჩანაწერია, რომელიც სავარაუდოდ 30-იან წლებს მიეკუთვნება:

’’დასავლეთის თანამედროვე რევოლუციონური პოეზიისთვის — წერს ამხ. ლუნაჩარსკი, — ამჟამად დამახასიათებელია სრული დაკარგვა გამობრძმედილი, დაკანონებული რიტმების, არის ლტოლვა უწესრიგობისადმი, ნახევრადპროზისადმი. ან რა აზრი აქვს, თავი გადააკლა რითმების მიწყობ-მოწყობას, [. . .] რა დროს რითმებია, როდესაც ადამიანში ბობოქრობს მისი მწუხარება, მისი პროტესტი~. ასეთი განწყობილება წამოვიდა ომიანობის დროიდან, ექსპრესიონიზმიდან, როდესაც ცდილობდნენ ამ ანთებამოდებული, უწესრიგო ფორმებით მიღწეული ყოფილიყო, რამდენადაც კი შესაძლებელია, მეტი გარეგნული ეფექტი. რევოლუციონურმა პოეზიამ კი ამ უწესრიგობას მისცა შინაგანი აზრი:
იდეური დაძაბულობა, რომელიც ახასიათებს ბურჟუაზიულსა და წვრილბურჟუაზიულს ნაწილს პოეტებისას, სავსებით უცნობია ევროპის რევოლუციონური პოეტებისთვის (გერმანიაში — იოანეს ბე-ჰერი, მაქს ბარტელი, ერნესტ ტოლერი, ოსკარ მარია გრაფ; საფრანგეთში — მარსელ მარტინე, ჟორჟ ლუამელი (კორექტურა ალბათ გამოცემისაა: ნ.დ.) ვაიან კუტურე... შანდორ გაბორი, ანტალ გიდაშე; პოლონეთში — ბრუნო იასენსკი, ინგლისში — რობერტ ხოგგ, ამერიკაში — მაიკლ ჰოლდი და სხვ.) უმრავლესობა ამ პოეტებისა სწერს თეთრი ლექსით, როგორც წინათ ვერჰარნი, უიტმენი.
სულ სხვა სურათია [თანამედროვე რუსეთში], თანამედროვე საბჭოთა [კავშირში], [რესეფე] რეს-პუბლიკებში: როგორც ბელორუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, საქართველოში.
რევოლუციის შემდეგ აქ რითმას [არათუ არ დაუკარგავს თავისი ...], მიეცა უფრო ღრმა მნიშვნელობა, იგი გამდიდრდა ახალი მიღწევებით, მიემატა ახალი აზრი ’’
(ტაბიძე 2008: 401-402).

საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის ლუნაჩარსკის სიტყვები, რომელსაც გალაკტიონი ასე ჩაუფიქრებია, არ იყო ლიტონი. იმის გათვალისწინებით, თუ მაშინდელი საზოგადოების - ’’ხალხის მასების ’’ ცნობიერებაზე ზემოქმედების რა ძალას ფლობდა მხატვრული სიტყვა, რომელიც დღეს მასმედიამ ჩაანაცვლა, უფრო გასაგები შეიქნება, რა საფრთხეს უქადდა საბჭოთა სახელმწიფოებრივი წესრიგის ანუ კოსმოსის ფორმირებას ეს ’’ლტოლვა უწესრიგობისადმი’’, დაკანონებული რიტმების სრული დაკარგვა ლექსში ანუ ქაოსი,; როგორ უშლიდა იგი ხელს ’’ახალი ადამიანის’’ აღზრდას, რაც იდეოლოგიური ცენტრის მიერ ხელოვნების ძირითად მიზნად გამოცხადდა.
რითმას, რაც ტრადიციულ სალექსო ფორმებში სიმწყობრეს, წესრიგს, სტრიქონთა თავი-სებურ უნიფიცირებას უზრუნველყოფს, საბჭოთა ხელისუფლება მიესალმებოდა და აკანო-ნებდა კიდეც. გალაკტიონისთვის, ვისი კრეაციული ძიებანიც რითმის სფეროში რაოდენობრივად თუ ხარისხობრივად გაცილებით აღემატებოდა თავის თანამედროვეთა წარმატე-ბულ ცდებს, რითმის ეს კანონიზაცია მაინც გარკვეული შვება იყო, თუმცა მას მოუხდებოდა უარის თქმა ქართული ლექსის არაერთი ახალი სახეობის შექმნაზე, ყოველ შემთხვევაში, ლეგიტიმურად მაინც და აქაც არსებობდა ერთი გამოსავალი - ახალი ლექსის გადათარიღება, - ფიქციური მიკუთვნება ადრეული შემოქმედებისათვის, რისთვისაც მას სხვადასხვა მიზნით არაერთგზის მიუმართავს.
გალაკტიონისათვის, ისევე, როგორც სხვა, ’’თანამგზავრი’’ პოეტებისთვის, ლუნაჩარსკის სიტყვები იმდროინდელ მოვლენათა განვითარების ლოგიკური დასასრულისა და უკვე აშკა-რად მოსალოდნელ საბედისწერო მოვლენათა დასაწყისის მაცნე იყო. თუ ოციანი წლებში, საბჭოთა იდე-ოლოგიის მიერ, ლექსის ფორმობრივ სფეროში მიმდინარე ყოველგვარი ძიებანი და ნოვაციები ფორმალიზმად ინათლებოდა და თანდათანობით მზარდი იდეოლოგიური კრიტიკის ობიექტად იქცეოდა, ოცდაათიანის დასაწყისიდან, ’’პროლეტარული მწერ-ლობის მომძლავრების’’ შემდეგ ეს ყოველივე უკვე გადაჭრით იქნა მიჩნეული ბურჟუაზიულ-წვრილბურჟუაზიული მტრული სამყაროს ვერაგულ კულტურულ-იდეოლოგიურ დივერსიად და უშეღავათო ბრძოლის ერთ-ერთ სამიზნედ გადაიქცა. ცხადია, ამ რეპრესიაში უპირველესად მოექცა თავისუფალი ლექსიც, რომელიც ევროპული ლიტერატურიდან გაიცნო და შეითვისა ჯერ რუსულმა და მის კვალად ქართულმა პოეზიამ. ეს კი არა მხოლოდ ვერლიბრისა და ქართული ტრადიციული ლექსის განვითარების პროცესთა ხანგრძლივ კონსერვაციას, არამედ ქართული ევროპეიზმის დასასრულსაც მოასწავებდა.
’’ რაკი უკვე არსებობენ რუსთველი და გალაკტიონი — ერის პოეტური ბიბლია — ქართული სმენისთვის ყოველთვის საჩოთირო იქნება უმეტრო, ურიტმო, ურითმო ლექსის აღქმა, როგორც მუსიკალურად მწირი მხატვრული აქტისა.’’ (ნიშნიანიძე 1978: 112). - წერდა შ. ნიშნიანიძე გასული საუკუნის 70-იან წლებში თავისუფალი ლექსის გამო გამართულ პოლემიკის დროს.რეალობა კი ასეთია:
‘’რიტმი დედაენისა მოცემულია თავისუფალი ლექსით, თავისუფალი ლექსის დაფუძნებისათვის დაწერილია ჩემმიერ მთელი რიგი ნაწარმოებები:’’ჯონ რიდი’’, ადგილები ’’პაციფიზმში’’, ’’რევოლუციონურ საქართველოში’’ და ’’ეპოქაში’’ (ტაბიძე 1975:178). — წერდა გალაკტიონი .
მისი თავისუფალი ლექსები დაახლოებით თხუთმეტი წლის მანძილზე იქმნებოდა (1915-1931) და ევოლუციის გზით მივიდა იმ სახეობამდე, რასაც ლექსმცოდნეთა ერთი ნაწილი ’’ნამდვილ ვერლიბრს’’ უწოდებს.
გალაკტიონის პირველი ნაბიჯები ამ მხრივ, კონვენციური ლექსის გარეგნულ ფორმას, მის გრაფიკას მიემართებოდა და 1914 წლით თარიღდება. თანდათანობით იგი ქმნის ვერლიბ
რის არაერთ გარდამავალ სახეობას, რომლის რიტმული მდინარებაც თავისუფალი და კონ-ვენციური მონაკვეთების ნაირგვარ კომბინაციებს ეყრდნობა. (1916 წლით დათარიღებული ’’ სხვები ჩხავიან, როგორც ყვავები’’,’’ შემოდგომა’’ ). ექვსი თავისუფალი ლექსი შეტანილია ’’არტისტულ ყვავილებში’’(1919): ’’სამრეკლო უდაბნოში’’, ’’ღრუბლები ოქროს ამურებით’’, ’’ვინ არის ეს ქალი’’, ’’ფარდების შრიალი’’, ’’ჩვენი საუკუნე’’ და ’’შიში’’). ოციან წლებში გალაკტიონს , გარდა მის მიერვე დასახელებული ნაწარმოებებისა, შექმნილი აქვს გარდამა-ვალი ვერლიბრის არაერთი სახეობის ნიმუში: ’’ზღვის ეფემერა’’ (1922), ’’ქიმიურ საგნებთან’’ (1924), ’’ ეს ლექსი’’ (1924), ’’დედოფალა ’’, ’’ნანა, მხოლოდ ნანა’’ (1927), ’’შენ ყოველთვის კარ-გი ხარ’’ (1927), რომელიც სხვადასხვაგვარი პოლიმეტრიისა და თავისუფალი მონაკვეთების კომბინირებით შექმნილ რიტმს ეყრდნობა.
აღნიშნულ ნაწარმოებთა ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება ცხადყოფს, რომ თავისუფალ ლექსს გალაკტიონი მოიაზრებს არა ჟანრად, არამედ ლექსის სახეობად და მისი იმანენტური ნიშანი რიტმიკაში ეგულება. ეს გარემოება საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მოგვიანებით საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობაში გაჩნდა წარუმატებლობისთვის განწირული ცდები თავისუფალი ლექსის ჟანრობრივი მახასიათებლების გამოკვეთისა. ამ ცდებს 70-იან წლებში მხარს უჭერდა ქართველ მკვლევართა ერთი ნაწილიც, (ა.ვასაძე და სხვანი), რომელსაც მხედველობიდან გამორჩა ამ მხრივ არა მხოლოდ გალაკტიონის, არამედ ცისფერყანწელ-თა და სხვა პოეტთა 10-20-იანი წლების გამოცდილება. მაგრამ დრო გადის და პოეტს ახალი ეპოქა ახალ მოთხოვნებს უყენებს...
ვარშავა. პოლონელ პროლეტარიატის ომის წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვას ამბობს სეიმის წევრი. ის მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომელსაც აწყობენ სახელმწიფონი დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით. ეს საშიშროებაა ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იგი მიუთითებს პოლონეთის მთავრობის აგრესიაზე ლიტვის მიმართ...
ეს არის ფრაგმენტი გალაკტიონის ერთ-ერთი უკანასკნელი უსათაურო ვერლიბრიდან ’’ეს იყო ცხრაას ოცდა ექვს წელში’’ (1930), რომელიც მე განგებ, პროზაული ფორმით წარმოვადგინე. აღვუდგინოთ ტექსტს თავისუფალი ლექსის გრაფიკა:

ვარშავა
პოლონელ პროლეტარიატის
ომის წინააღმდეგ
მიტინგზე
სიტყვას ამბობს
სეიმის წევრი,
ის მიუთითებს
იმ საშიშროებაზე
რომელსაც აწყობენ
სახელმწიფონი
დიდი ბრიტანეთის
ხელმძღვანელობით.
ეს საშიშროებაა
ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
იგი მიუთითებს
პოლონეთის მთავრობის
აგრესიაზე ლიტვის მიმართ
.(ტაბიძე 1966: 259)

საგაზეთო-ინფორმაციული ენის პირდაპირი ტრანსპორტაცია პოეზიის ენაში, მზა ტექსტზე ძალისხმევის მინიმუმი: გრაფიკის მეშვეობით დანაწევრება, აქცენტებითა და პაუზებით გაჯერება, ამის შედეგად მიღწეული რიტმულ-ინტონაციური დინამიკა - აი ზღვარი, რომ-ლამდეც გალაკტიონი თავისუფალი ლექსის ათვისების გზაზე მივიდა.
დღევანდელი მონაცემებით, გალაკტიონის უკანასკნელი ვერლიბრები 1931 წლით თარიღდება. მას შემდეგ პოეტს თავისუფალი ლექსისთვის აღარ მიუმართავს, თუ არ ჩავთვლით დაუმთავრებელ პოემას ’’პუშკინი’’, რომელსაც იგი ორმოცდაათიან წლებში ქმნიდა და ძნელი სათქმელია, როგორ ფორმას მისცემდა საბოლოოდ, კონვენციურ ლექსად ’’გარდათქვამდა’’ თუ ვერლიბრის ფორმას შეუნარჩუნებდა.
***
თუ ვინმე ითავებს ქართული ვერლიბრის ანთოლოგიის შედგენას, რაც, ჩემი ფიქრით, ძალზე საჭირო საქმეა, მეტისმეტად გაუჭირდება, ამოავსოს ის დიდი თეთრი ლაქა, 30-იანი წლების დასაწყისიდან 50-იანებამდე პერიოდს რომ მოიცავს, რადგან თავისუფალი ლექსები, რომელიც იმ პერიოდში იქმნებოდა, ბეჭდურად ნაკლებად ფიქსირდებოდა და ამის გამო კარგა ხნით ლიტერატურის განვითარების პროცესს მიღმა იყო დარჩენილი. მათმა მნიშვნე-ლოვანმა ნაწილმა კი გაცილებით გვიან იხილა დღის სინათლე.
აქ უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობშოთა ჩანტლაძის შემოქმედებას, სადაც ვერლიბრს უპირატესი ადგილი უჭირავს. დანარჩენი მასალა - ძირითადად, თავისუფალი გრაფიკით წარმოდგენილი პოლიმეტრული ლექსებია.
მხატვრულ-ესთეტიკურთან ერთად, რა სოციო-პოლიტიკურ ფაქტორებს უნდა განეპირო-ბებინა ვერლიბრითა და სხვა სალექსო ფორმებით ხელახალი დაინტერესება ორმოცდაათი-ანი წლებიდან?
II მსოფლიო ომში ერთმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა დაამარცხა მეორე, მაგრამ ეს გამარ-ჯვება არა მარტომ, არამედ უწინ დაუძინებელ მტრად გამოცხადებულ, აწ უკვე მოკავშირედ ქცეულ წამყვან კაპიტალისტურ სახელმწიფოთა დახმარებით მოიპოვა. მტრადვე მიჩნეული მეზობელი ქვეყნების ფაშიზმისაგან განთავისუფლების შედეგად კი შემოიმტკიცა სოცი-ალისტური ბანაკი. ლოგიკურად გამოდიოდა, რომ ტოტალიტარული რეჟიმის სიმტკიცისა-თვის მუდმივად აუცილებელი, 20-30-იან წლებში დამკვიდრებული,’’საბჭოეთის მტრის’’ ხატი უკვე ძნელი შესანარჩუნებელი იქნებოდა და მინიმუმ, მოდერნიზაციას მაინც საჭიროებდა. ’’გამარჯვების ეიფორიის’’ დაცხრომიდან ახალ, ’’ცივი ომის’’ რიტორიკაზე გადასვლის პარალელურად, მანამდე ჰერმეტული საბჭოთა სივრციდან ამ ქვეყნების კულტურებისკენ ფანჯარა გაიჭრა, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ომისა და ერთობლივი გამარჯვების შედეგად გაჭრილი ეს ფანჯარა მჭიდროდ უკვე ვეღარ იხურებოდა.რედუცირებადი ტოტალიტარიზმის პირობებში ’’თანამედროვე მსოფლიო რეალისტური ლიტერატურის საუკეთესო მონაპოვარის’’ ნიშნით დაიწყო შემოდინება იდეოლოგიურად მისაღები, სელექტირებული მასალისა, რომლის ნაწილი თავისუფალი ლექსიც იყო. ეს ყოველივე საგრძნობლად აფართოებდა ადრე იძულებით შეზღუდულ შემოქმედებით თვალსაწიერს და საშუალებას იძლეოდა, დაძლეულიყო იმდროინდელ საბჭოთა პოეზიაში მომწიფებული თემატურ-ჟანრობრივი და ფორმობრივი კრიზისი: ომში გამარჯვების შემდეგ პატრიოტული, გმირულ-ჰეროიკული პათოსით აღსავსე პოეტური ნარატივი, უკიდურესად გამღერებულ-გახალხურებული ლექსი, მისი ადაპტირებული, კლიშეობრივი იმაგინაციური სისტემა და მეტ-ნაკლებად უნიფიცირებული ფორმა, რომელიც ადრე საბჭოთა მკითხველ-მსმენელი მასების გულისაკენ მსწრაფლ იკვალავდა გზას, უკვე არააქტუალური ხდება, მკვეთრ ვარდნას იწყებს მისი ტონუსი. ამ კრიზისულ ფონზე, მანამდე იდეურად ’’ერთიან’’ საბჭოთა პოეზიაში ჩნდება დისინტეგრაციის პირველი ფრთხილი, მოსინჯვითი სიგნალები, რომელზეც საბჭოთა იდეოლოგია, ცენზურის მეშვეობით მწვავედ, (თუმცა უკვე - არა ფატალურად), რეაგირებს. თანდათანობით იგი უკვე მოთვინიერებული მწერლობი-სადმი(ა.ბაქრაძე) ლოიალურიც ხდება, მაგრამ 50-იანელთა ახალთაობას ჯერ მაინც დანა-ღმული ველი აქვს გასავლელი.
იმდროინდელი ახალი თაობა პოეტებისა ორიენტირებულია მხატვრულ-ესთეტიკური სიახლისაკენ, მაგრამ დეზორიენტირებულია იდეოლოგიურად: საუკუნის დასაწყისის პოეტთა გამოცდილება ოფიციალურად დაგმობილია. მათგან ვინც ცოცხალი გადაურჩა 30-იანი წლების რეპრესიებს, იძულებულია, მუდამ ახსოვდეს, რა დიდსულოვნად ეპატია ხელისუფლებისაგან ’’წარსულის შეცდომები’’ და მოუფრთხილდეს ამის სანაცვლოდ მიღებულ კლიშე-ინდულგენციას: ’’მან ხარკი მოუხადა სიმბოლიზმს, მოდერნიზმს ’’და ა.შ, თუმცა არაპროგნოზირებად გარემოში ეს უსაფრთხო არსებობის გარანტიას მაინც არ იძლევა.
ამ თვალსაზრისით სიმპტომატურია 1952 წელს შოთა ჩანტლაძის მიერ თავისუფალ ლექსად დაწერილი პოეტური ’’მანიფესტი’’ ეს არის ტექსტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რარიგ ამაოდ ცდილობს სიახლისმაძიებელი ახალგაზრდა პოეტი, მოარიგოს თავისუფალ ლექსთან, როგორც შემოქმედებითი თავისუფლების გამოვლინების ფორმასთან, ’’ჭეშმარიტი შემოქმედებითი თავისუფლების’’ საბჭოური გაგება, და სოციალისტური რეალიზმის პრინციპები. ლექსი, რომელშიც კვლავ ლუნაჩარსკის, გორკისა და სხვა იდეოლოგთა სიტყვების ექო ისმის, გაჯერებულია ’’წინაპრების’’ - გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა პოეზიისა და ბიოგრაფიის ალუზიებით, ოღონდ ეს ალუზიები ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ პლანშია წარმოდგენილი. (რაკი განსხვავებით კონვენციური ლექსისაგან, ვერლიბრის ფრაგმენტული ციტირება ძნე-ლია, თან ამჯერად ამ ვრცელი ტექსტის მხოლოდ შინაარსი გვაინტერესებს და არა ფორმა, გადმომაქვს პროზის სახით:

’’ბატონებო და ქალბატონებო,ეს გახლავთ ჩვენი უკანასკნელი სიტყვა,ჩვენი პირველი და უკანასკნელი სიტყვა გახლავთ ეს პოეტები დაეშვნენ ოლიმპოდან. იმათთვის, ვინაც წინ მიგვიძღვოდა ჩვენ, პოეზია გახლდათ ფუფუნება; ჩვენთვის კი იგი — პური და წყალია და წარმოუდგენელია ცხოვრება უმისოდ. პატივისცემით უნდა მოგახსენოთ - წინაპრებისგან განსხვავებით - ჩვენ მიგვაჩნია:ალქიმიკოსი როდია პოეტი .იგიც სხვასავით ადამიანია,იგი კალატოზია სახლის მშენებელი, იგია მშენებელი, რომელიც კედელში ფართო კარებს და ფანჯარას ჰკვეთს.ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ ჩვენი დღეების უბრალო ენაზე, კაბალისტიკის არ გვწამს არაფერი. და კიდევ ერთი დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი,რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს. ჩვენ ამით მოგმართავთ თქვენ და ვდგებით გზაზე პოეტ-დემიურგის,იაფი პოეტის,წიგნთსაცავის ვირთხას რომ გავს. პატივისცემით მოგახსენებთ —ყველა ეს ვაჟბატონი უნდა გასამართლდეს,რამეთუ აგებენ ჰაეროვან კოშკებს და უმოწყალოდ ფლან-გავენ სივრცესა და დროს. უძღვნიან სონეტებს მთვარეს, სიტყვებს აწყობენ ალალბედზე, იცავენ პარი-ზის უკანასკნელ მოდას, ხოლო ჩვენებურად კი ასე არ არის: აზრი იბადება არა ბაგეებზე, არამედ გუ-ლისგულში იბადება აზრი. გადაჭრით უარვყოფთ — მზის სათვალეების პოეზიას, პლაშჩის და ხანჯ-ლის, ფრთიანი შლიაპის პოეზიას. სამაგიეროდ, გთავაზობთ — ნათელი თვალის პოეზიას, გაშიშვლე-ბული სულის,შიშველი თავის პოეზიას.არ გვწამს არაფერი ალის და ფერიების.პოეზია არის ასული, ერთი იღლია მწიფე თავთავებით ანდა პოეზია საერთოდ არ არის. სად არიან ისინი, ვინც წინ მიდი-ოდნენ, ჩვენი კეთილი და უახლოესი წინაპრები... მე ვიცი ერთი: მათგან მხოლოდ ცოტანი აღწევდნენ ხალხის გულამდე და ცხოვრობენ ამ გულში.სხვები კი მუდამ, როცა კი შეეძლოთ, გამოდიოდნენ სი-ტყვით და საქმით პოეზიის არსის წინააღმდეგ...მით უფრო მწარეა აღიარება,რომ მათი პოეზია — კატასტროფაა, ზეიმი მეორეხარისხოვანი სიურ-რეალიზმის, დეკადენტობა მესამე ხარისხის, ნაპირზე ზღვისაგან მოგდებული ძველი ფიცრები, ზედსართავი ლექსები, ცხვირისა და ხორხის პოეზია, თვითნებური, წიგნებიდან გადმოწერილი, რომლის საფუძველში ძევს სიტყვის რევოლუცია. თუმცა, პირობის თანახმად, იგი უნდა დადგეს გრძნობისა და იდეის რევოლუციის საფუძველზე. ნახევარდუჟინი რჩეულების მოჯადოებული წრე: აბსოლიტურად თავისუფალი სიტყვა! და დღეს ჩვენ ვიკითხავთ გაოცებით: რისთვის იწერებოდა ყოველივე ეს? იმისთვის, რომ დაეშინებინათ წვრილი ბურჟუაზია? რა ტყუილა დაკარგულა დრო! ბურჟუა რეაგირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჭმლის მონელებას. შეეცადეთ შეაწუხოთ იგი ლექსებით! ასეთია ვითარება: სანამ ისინი აფუ-ძნებდნენ შებინდების პოეზიას, ღამის პოეზიას, ჩვენ ვიცავდით განთიადის ლექსებს, ცისკრის პოე-ზიას პოეზიის სინათლე უნდა უნათებდეს ყველას დედამიწაზე, ყველგან დედამიწაზე, ყველამდე აღწევდეს. . .’’ (ჩანტლაძე 1984: 84)
ვფიქრობ, ტექსტის საერთო ლოგიკიდან გამომდინარე, აქ სიტყვები : ’’და ვდგებით გზაზე პოეტ-დემიურგის’’- უნდა გავიგოთ, როგორც გზაზე გადავუდგებით, ვეღობებით, გზას ვუკეტავთ პოეტ-დემიურგს. ცხადია, ხანგრძლივი დროითი წყვეტის შემდგომ თავისუფალი ლექსის ათვისების ახალი ცდისას ქართული ვერლიბრის პირველშემომტანი ’’წინაპრების’’ ამგვარი რეცეფცია უკვე გამორიცხავს მათი პოეტური გამოცდილების გაზიარებისა და ტრადიციის აღდგენის ალბათობას. გალაკტიონისა და ცისფერყანწელთა გამოცდილებას ნაკლებად იზიარებენ ვერლიბრის შედარებით გვიანდელი ავტორებიც. ყოველ შემთხვევაში, ეს დასტურდება ბესიკ ხარანაულის სიტყვებში :
’’ მე როცა ვიწყებდი,თავისუფალი ლექსები იმ სახით, გულზე რომ მომხვედროდა, არ მინახავს.პირადად ჩემს შემოქმედებაზე გალაკტიონის ვერლიბრებს უშუალო გავლენა არ მოუხდენია. თქვენ კი გეგულებათ ვინმე, ვინც ტრადიციად გალაკტიონის ვერლიბრი აიღო? ’’(ხარანაული 2002: 133 ) .
***
50-იან წლებში გამოქვეყნებული თავისუფალი ლექსებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა მუხრან მაჭავარიანის ’’მიწურული მეცხრამეტე საუკუნისა ანუ იმერული ქელეხი’’ (1951-1953):

ასწლოვან მუხებში გაშლილია მდიდარი სუფრა.
გარდაიცვალა ცნობილი თავადი ფრიდონ!...
— ჩინებული აღაპია!
ღატაკი აზნაური — კოწია — თავაზიანობს ნამეტანს:
—კარტოფილს არ მიირთმევთ, ქალბატონო აგრაფინა?!
მანდილოსანმა გადმოიღო მცირედი ულუფა —
ღიმილით ნაზით...
მამაკაცები ეწაფებიან უშველებელ ყანწებს...
კოწია — არწივი ბახტრიონის,
აგრაფინა — ვარდი შირაზის,
ეარშიყებიან ურთიერთს;
მოდგენ ხასიათზე —
რაღაი გაძღენ.
(ო... ეს კი აღარ ვარგა):
კოწიამ ყელი მოიღერა სამღერლად.
დაიჟინა: — ქორწილში ვართო!
არწმუნებს აგრაფინას:
— მე... ვარ იადონი...
და დღეს შენზე ვიწერ ჯვარს, ქორფა ვარდო!
(მაჭავარიანი 1979: 39)

ამ ვერლიბრს, რომელიც სპორადულად არის გარითმული და თავისუფალი გრაფიკა აქვს, ქართულ პოეზიაში თავისი ე.წ. იდენტური ტყუპისცალი ჰყავს.(თუმცა იგი გაცილებით გვიან იშვა). არა მხოლოდ მსგავსი სათაური, არამედ, უკიდურესი მსგავსება ყველა დონეზე: თემა, ნარატიული სიტუაცია, ამ სიტუაციის ირონიულ-პაროდიული ხედვა, კომპოზიცია, თა-ვისუფალი გრაფიკა, თავისუფალი რიტმი, იმერული დიალაქტიზმებით გაჯერებული სასაუბრო მეტყველება, სპორადული რითმები სტრიქონების ბოლოს და ა.შ. ... ოღონდ მუხრან მაჭავარიანის ლექსში თუ თავადი ფრიდონის გარდაცვალების ამბავია, შოთა ნიშნიანიძის ’’იმერული სატირალი’’ მინადორა ბიცოლას ამბავს გადმოგვცემს:

ტირიან დეპეშები,
მოთქვამენ დეპეშები,
თმა-წვერს იგლეჯენ და ლოყებს იხოკავენ:
მოდიან ზუზუნით,
მორბიან კივილით სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა კილოკავით.
ტირიან ასი წლის მინადორას —
მამიდას,
ბიცოლას,
დეიდას,
`აღმზრდელს და საყვარელს~,
`ძვირფასს და დაუვიწყარს~,
— დევიღუპეთ,
დავობლდით დღეიდან,
ბაზარია,
დოღია,
ცირკი თუ სტადიონი?
ერთ ეზოში დატეულა მთელი რაიონი.
გადი-გამოდიან,
გადი-გამოდიან,
გარბი-გამორბიან ბებრუხანა მაშვლები:
— ე, ბეჩა, რას შვები?!
ულვაშებზე ხელს ისვამენ იერემია წარბები
და ბუღის თვალებით ფურირემს `არბევენ
. (ნიშნიანიძე 1989: 448-449)

რატომ გავამახვილეთ ყურადღება ტოტალიტარიზმისა და შემოქმედებითი თავისუფლების შესახებ საუბრისას კერძოდ, ამ ორი ლექსის ურთიერთმიმართების მაგალითზე ? საქმე ის გახლავთ, რომ 70-იან წლებში ვერლიბრის გამო გამართულ პოლემიკაში შოთა ნიშნიანიძე ვერლიბრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ და კონვენციური ლექსის დამცველად გამო-დიოდა, მეორე მხრივ კი, თავადვე ეძებდა გზებს, გამომსახველობით საშუალებებს თავისუფალი ლექსის შესაქმნელად. უთუოდ ამ წინააღმდეგობის ასახსნელად განმარტავდა იგი პოლემიკისას, რომ ებრძოდა არა ზოგადად ამ სალექსო ფორმას , არამედ მოძალებას უმწეო ,’’უცეცხლო’’ პოეტური ტექსტებისა, რომელიც თავისუფალი ლექსის ეგიდით მკვიდრდებო-და ქართულ პოეზიაში, მაგრამ ხელისუფლებისა და მკითხველთა მიერ ერთობლივად აღიარებული ამ პოეტის სოციალური სტატუსი იმდენად მაღალი იყო, რომ ეს ყოველივე თავისუფალი ლექსისა და შემოქმედებითი თავისუფლებისადმი ლიტერატურული ოფიციოზის პოზიციად ფიქსირდებოდა.
შოთა ნიშნიანიძე წერილში ’’პაწაწკინტელა სოფიზმები და დიდი რეალობა’’ ასე სვამდა საკითხს: ჰქონდა თუ არა უფლება მის საპირისპირო პოზიციაზე მდგარ მოკამათეს, რომელიც სულ ახალი დანიშნული იყო ალმანახ ’’კრიტიკის’’ მდივნად, გამოეთქვა საკუთარი აზრი ვერლიბრის დასაცავად: ’’მაშინ, როცა ნამდვილი მედროშეები ჩუმად არიან. მოულოდნელი იყო რომაული მახვილი, ლიქტორის წკეპლა, სჯულმდებლის მანტია ... ყოვლისმცოდნის პოზა... საიდან გაუჩნდა ოპონენტს საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენები? როცა კაცს სხვაზე მეტი არ გაუკეთებია, ხმაც არ ამოეღება, თორემ დაუმსახურებელი პოზა მასვე ხდის სასაცილოს’’( ნიშნიანიძე 1978: 114 ).- პასუხობდა შ. ნიშნიანიძე მამუკა წიკლაურს ალმანახ ’’კრიტიკაში’’ გამოქვეყნებულ წერილზე ’’კრიტიკული ლაშქრობა უფაქტებოდ’’.
ცხადია, დიალოგურობის პრინციპებზე დაყრდნობილ, დემოკრატიულ საზოგადოებრივ -კულტურულ სივრცეში საკითხის ამაგვარად დაყენება - უბრალოდ, ნონსენსი იქნებოდა და ეს კვლავ ტოტალისტური ცნობიერების გამოხატულება იყო, ისევე როგორც იმდროინდელი უკიდურესი მითიზაცია თავისუფალი ლექსისა.
გასული საუკუნის ქართული ვერლიბრის ისტორიის პრობლემატიკაზე მუშაობისას არ არის ადვილი, არა მხოლოდ ამ, არამედ პოლემიკის სხვა მასალებიდან გაიმიჯნოს ლიტერატურათმცოდნეობითი და სოციალური ასპექტები, მხარეთა ურთიერთსაპირისპირო არგუმენტებიდან მოიხელთებული იქნეს საკუთრივ ლექსმცოდნეობითი თვალსაზრისით საყურადღებო მომენტები, დაფიქსირდეს მათ შორის ლოგიკური კავშირები. 1978 წლის ჟურნალ ’’ცისკარის’’ მეოთხე ნომერში გამოქვეყნებული ანკეტა კი ღირსებებთან ერთად, ლექსმცოდნეობითი თვალსაზრისით, იმ ნაკლით ხასიათდებოდა,რომ შემდგენელთა მიერ სიღრმისეულად არ იყო გააზრებული პრობლემა, რომლის თაობაზეც აზრის გამოთქმას სთხოვდნენ ქართველ მწერლებსა თუ ლიტერატურათმცოდნეებს. ეს ჩანს შემდეგი კითხვის ფორმულირებაში: ’’რომელი ლექსის წაკითხვა გირჩევნიათ, რითმიანისა თუ ვერლიბრის და რატომ?’’
აქ პრინციპული ხასიათის შეცდომა იყო დაშვებული, რადგან ანტონიმურ წყვილად მოიაზრებოდა ვერლიბრი და რითმიანი ლექსი, რომელიც შეიძლება იყოს კონვენციურიც და არაკონვენციურიც ანუ თავისუფალი, როგორც ეს ვნახეთ მუხრან მაჭავარიანისა და შოთა ნი-შნიანიძის ლექსების მაგალითზე, ხოლო ვერლიბრი, ანუ თავისუფალი ლექსი, რომელიც რი-თმასთან დამოკიდებულებაში შეუზღუდავია, გაიგივებული იყო ვერბლანთან ანუ ურითმო, თეთრ ლექსთან. ამ ანკეტის პასუხებში გამოიკვეთა ტენდენცია,დასაბუთებულიყო, რომ ვერლიბრს ჩვენშიც ისეთივე ძველი მრავალსაუკუნოვანი (და შესაძლოა — უფრო ძველი) ტრადიცია აქვს, როგორც კონვენციურ ლექსს (ჯ. აჯიაშვილი, გ. ბაქანიძე). ახალ მოვლენად მიიჩნევენ მას გ. გაჩეჩილაძე, ა. გაწერელია, ნ. კაკაბაძე, გ. კანკავა, ჯ. ღვინჯილია, ვ. ჯავახაძე და გ. ასათიანი. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ა. გაწერელიას აზრი: ’’ვერლიბრის თავისებურება ისაა, რომ მისი უხმო კითხვის თუ ზეპირი წარმოთქმის დროს საზომი მკაფიოდ არ ვლინდება სისტემის სახით, თავისუფალ ლექსში იგი (მეტრი) მონაწილეობს პოტენციალურად და მეტწილად აუნაზღაურებელი მოლოდინის სახით’’ (გაწერელია 1978: 118), თუმცა, ეს აზრი ესადაგება გარდამავალი ვერლიბრის ერთი, კერძო სახეობას და მისი განზოგადება ვერ-ლიბრის მრავალ სახეობაზე, თუნდაც გალაკტიონის მრავალფეროვან თავისუფალ ლექსებზე - შეუძლებელია. და რაც მთავარია, პოლემიკასა და ანკეტაშიც კვლავ მივიწყებული იყო მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული ტრადიცია, რომელიც არა მხო-ლოდ გალაკტიონის, არამედ ცისფერყანწელების, ფუტურისტების, ზოგადად ქართული მოდერნიზმის წარმო-მადგენელთა სახელებს უკავშირდებოდა თუმცა ამას ერთი ახსნა მაინც ეძებნება. მათ ესეისტიკაში დაფიქსირებული მასალები, რომელიც ვერლიბრის რაობას, ისტორიას და ა.შ. შეეხებოდა, ლიტერატურულ აზროვნებაში ძირითადად ოთხმოციანი წლებიდან აქტუალიზდება მანანა ხელაიას მიერ გამოცემული კრებულის ’’ქართული ლიტერატურული ესსე’’(ხელაია 1986) წყალობით. და რაკი იმდროინდელი კულტურული მეხსიერებიდან ხელოვნურად მოხსნილია თავისუფალი ლექსის პრაქტიკული და თეორიული ათვისების სიმბოლისტურ-მოდერნისტული გამოცდილება, იქმნება რუსული გზით შემოსული უცხოური თავისუფალი ლექსების შუალედური თარგმანები, ძირითადად ათმარცველედით ან თოთხმეტმარცვლედით. ამ პრაქტიკას ისიც უმაგრებს ზურგს, რომ თარგმანის თეორიაში დამკვიდრებულია აზრი , რომ თავისუფალი ლექსი ’’ქართულად შესაძლებელია, მხოლოდ მტკიცე მეტრის საზღვრებში არსებობდეს.’’ (გაჩეჩილაძე 1959: 310)
ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან ვერლიბრის დამკვიდრების პროცესი პოლემიკურიდან დიალოგურ ფაზაში გადადის, ქვეყნდება თეიმურაზ დოიაშვილის საუბარი ტარიელ ჭანტურიასთან,სათაურით’’ჯერი ახლა პოეტებზეა!’’ (დოიაშვილი 1989:90) სადაც 70-იანი წლების ლიტერატურული პროცესების ფონზე გამოკვეთილია ძირითადი კანონზომიერებანი და ტენდენციები ქართული ლექსის განვითარებისა. ეს არის იმ დროისათვის პირველი შემთხვევა ვერლიბრის პრობლემის გადატანისა პროფესიონალური დიალოგის სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ მხარეები საკითხთა წყების შესახებ განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და თანაც, როგორც ასეთ შემთხვევებშია მოსალოდნელი, დიალოგი კრიტიკოსის ლოგიკურ-ანალიტიკური დისკურსისა და პოეტის ასოციაციურ-სახეობრივი დისკურსის კოორდინირების პირობებში ვითარდება, მასში უკვე შემოწერილია ის სააზროვნო არე, რომელშიც თავსდება თავისუფალი ლექსის პრობლემატიკა....

გაგრძელება : http://forum.lit.ge/index.php?showtopic=320&st=20
* * *
Posted by: palindromi-x 21 Jan 2010, 14:12
QUOTE
’’ რაკი უკვე არსებობენ რუსთველი და გალაკტიონი — ერის პოეტური ბიბლია — ქართული სმენისთვის ყოველთვის საჩოთირო იქნება უმეტრო, ურიტმო, ურითმო ლექსის აღქმა, როგორც მუსიკალურად მწირი მხატვრული აქტისა.’’ (ნიშნიანიძე 1978: 112). - წერდა შ. ნიშნიანიძე გასული საუკუნის 70-იან წლებში თავისუფალი ლექსის გამო გამართულ პოლემიკის დროს.:

დიახ, ასე მიაჩნდა ნიშნიანიძეს გასული საუკუნის 70-იან წწ-ში, რადგან "მისი დრო" ანუ პერიოდი, როდესაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რადიკალურად განსხვავდება ჩვენი დროისგან. მაშინდელ სივრცეში ჯერ კიდევ მრავლად შეიგრძნობოდა რითმული დინამიკა -ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაშინ სულ სხვა ცხოვრება იყო და შესაბამისად, ადამიანების უმეტესობისთვის წარმოუდგენელიც კი იყო ურითმო ლექსები - მასებს მიაჩნდათ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, დალაგებული, მოწესრიგებული - ანუ რითმული. რა თქმა უნდა განსხვავებული მოსაზრებებიც იყო, მაგრამ მცირედად და როგორც ყოველთვის (მ,ათ შორის დღესაც) ეს მოსაზრებები არ სარგებლობდნენ"პოპულარობით", რადგან ხალხს არ უყვარს განსხვავებულობა არანაირი ნიშნით, მათ შორის იმ საგანთან მიმართებაში, რომელზედაც ჩვენ ვმსჯელობთ ახლა.
QUOTE
საგაზეთო-ინფორმაციული ენის პირდაპირი ტრანსპორტაცია პოეზიის ენაში, მზა ტექსტზე ძალისხმევის მინიმუმი: გრაფიკის მეშვეობით დანაწევრება, აქცენტებითა და პაუზებით გაჯერება, ამის შედეგად მიღწეული რიტმულ-ინტონაციური დინამიკა - აი ზღვარი, რომ-ლამდეც გალაკტიონი თავისუფალი ლექსის ათვისების გზაზე მივიდა.

გალაკტიონის გენია სცდებოდა დროს და ეს სხვა თემაა...
QUOTE
თქვენ კი გეგულებათ ვინმე, ვინც ტრადიციად გალაკტიონის ვერლიბრი აიღო? ’’(ხარანაული 2002: 133 ) .

მე მეგულება და მგონი ეს ამაღლობელია - მის ლექსებში ნათლად შეიგრძნობა გალაკტიონის გავლენა, ამიტომ მისი ლექსები ადვილად მიიღო აუდიტორიამ, რადგან სიახლის აღქმა ყოველთვის ძნელია, ხოლო ის, რაც ცნობიერებაში არსებობს, მისი ახლებური სახით წარმოჩენა გაცილებით ადვილი.


Posted by: nino darbaiseli 21 Jan 2010, 16:26
QUOTE
QUOTE
თქვენ კი გეგულებათ ვინმე, ვინც ტრადიციად გალაკტიონის ვერლიბრი აიღო? ’’(ხარანაული 2002: 133 ) .


მე მეგულება და მგონი ეს ამაღლობელია - მის ლექსებში ნათლად შეიგრძნობა გალაკტიონის გავლენა, ამიტომ მისი ლექსები ადვილად მიიღო აუდიტორიამ, რადგან სიახლის აღქმა ყოველთვის ძნელია, ხოლო ის, რაც ცნობიერებაში არსებობს, მისი ახლებური სახით წარმოჩენა გაცილებით ადვილი.


პალი ძვირფასო!

მიხარია, რომ ჩვენი მოსაზრებანი ძირითადად ეთანხმება ერთმანეთს.

რაც შეეხება რატი ამაღლობელს.მისი დებიუტი საყურადღებო იყო და ვაკვირდებოდი, რა მიმართულებით განვითარდებოდა. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ სიახლისკენ სწრაფვამ მის ლექსებში იკლო და შესაბამისად, ყურადღებაც შემინელდა. თქვენი პოსტიდან გავიგე, რომ თურმე ვერლიბრის ნიმუშები ჰქონია.
საინტერესოა, რა მიმართებაშია ეს ვერლიბრები გალაკტიონის თავისუფალ ლექსებთან. რას იღებს ამაღლობელი, , როგორც გალაკტიონისეულ ტრადიციას და რა ნოვაცია შეაქვს საკუთარ ტექსტებში ...და ა.შ.
ხომ არ გეგულებათ რაიმე ლინკი, სადაც რატი ამაღლობელის ვერლიბრების გაცნობა შემიძლია?

Posted by: palindromi-x 21 Jan 2010, 18:12
nino darbaiseli
მე მაქვს მოსმენილი ლაივში მისი ლექსები , ხოლო ლინკზე ვერაფერს გეტყვით, რადგან, სიმართლე გითხრათ, თქვენი არ იყოს, ჩემშიც შენელდა მისი შემოქმედებისადმი ინტერესი.
რაც შეეხება გალაკტიონის შემოქმედების გავლენას მის შემოქმედებაში, ამაზე მისი ლექსების რითმები მეტყველებს, როცა კითხულობ -იქვე თვალნათლივ შეიგრძნობა. არის მის შემოქმედებაში ასევე სხვა ქართველი პოეტების ზეგავლენა.
პირველ ეტაპზე ზეგავლენისგან თავისუფალი არავინაა, ხშირ შემთხვევაში, მაგრამ უნდა დგებოდეს მომენტი, როდესაც შემოქმედი თვითმყოფადობას აღწევს, რაც მე სამწუხაროდ ვერ ვიგრძენი, იქნებ მე ვერ ვიგრძენი, რიგირც ერთ-ერთმა მკითხველმა და ეს ყველაფერი იმჰო, რა თქმა უნდაsmile.gif

პ.ს. წავიკითხე იმ ლინკზე დადებული თქვენი ლექსი და, მომიტევეთ, მაგრამ გალას ეს ლექსი გამახსენდა (რითმის თვალსაზრისით) ;
მზეო თიბათვისა , მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები...

ანუ თქვენც რატიზე ნაკლებად არ განიცდით გალაკტიონის ზეგავლენასsmile.gif

სწორედ ამიტომ მოგწერეთ ჩემს პირველ პოსტში, რომ თანამე3დროვე პოეზია უნდა შეესაბამებოდეს დროს - დროს ახალი რითმები და რიტმები მოაქვს და ამას ვისურვებდი , მათ შორის თქვენს ლექსებშიც!

იმედია, არ მიწყენთ კრიტიკას, რადგან ის მიზნად ისახავს "გაუმჯობესებას"

წარმატებებს გისურვებთ

პატ, პალინდრომჩიკი

Posted by: nino darbaiseli 21 Jan 2010, 19:56
პალი ძვირფასო!
მისატევებელი ნამდვილად არაფერი გაქვთ.
გალაკტიონის გავლენა - ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია.
(ვგულისხმობ ჭეშმარიტ, სიღრმისეულ გავლენას და არა მის ზედაპირულ იმიტაციას. ამასთან დაკავშირებით იხ. ლინკი:

http://www.demo.ge/contra.php?kategory=contra

რაც შეეხება რიტმს გალაკტიონის თქვენ მიერ მოხმობილი ლექსისა, იგი არის დაქტილური ოთხტერფედი 3/3/3/3. , რომელიც ბიმეტრიულ ( (ქორე - მეორეპეონი - 2/4 ) პოტენციას შეიცავს.
მისგან განსხვავებით, რიტმი, რომელიც მე გამოვიყენე, პოლიმეტრიულია და ძირითადად დაქტილ- მეორე პეონის თავისუფალ კომბინაციებს ეყრდნობა. ( პირობითი სქემა: 3/4/3/4)
რითმები - მეც დაქტილური და ჰიპერდაქტილური გამოვიყენე, თუმცა დიდი უმრავლესობა ''ჩემი'' რითმებია.
არსებობს გალაკტიონის რითმათა ლექსიკონი, რომელზეც მე ხელი მიმიწვდება და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მასში ამ სარითმო წყვილების მოძიება გაგიჭირდებათ. იქნებ ამის მიზეზი ისიცააა, რომ მე აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებს დავეყრდენი. სარითმოდაც ძირითადად ამ დიალექტთა სიტყვათფორმები გამოვიყენე.
ერთ პატარა ლექსში ამაზე მეტი ორიგინალური რითმის გამოყენება უკვე ჩემი , როგორც ავტორის მხრით გამოვლენილი , ასე ვთქვათ, ''რიფმაჩობის'' და ამით გამოწვეული უგემოვნობის ნიშანი იქნებოდა.
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემი თემის სტუმარი იყავით და დრო და გულისყური არ დაიშურეთ ჩემი ნაწერების წასაკითხად.
იმედია, სხვა დროსაც შემოიხედავთ.

Posted by: palindromi-x 21 Jan 2010, 21:18
nino darbaiseli
QUOTE
რაც შეეხება რიტმს გალაკტიონის თქვენ მიერ მოხმობილი ლექსისა, იგი არის დაქტილური ოთხტერფედი 3/3/3/3. , რომელიც ბიმეტრიულ ( (ქორე - მეორეპეონი - 2/4 ) პოტენციას შეიცავს.


რო/ცა/ერთ/ კუთ/ხე/ში/ მყუდ/როდ/ მივსხ/დე/ბო/დით = 12 მარცვალი -ხან/მა/უნ/დო/ბარ/მა/გზა/რომ/შე/ე/ღე/ბა=12:)

თუმცა დაწვრილმანება მე არ მჩვევია და არც მიყვარს...
წავიკითხავ, როცა შემოვალ თქვენს ახალ ლექსებს და გიგულშემატკივრებთ.
პატივისცემით და კეთილი სურვილებით,
palindromi-x

* * *
QUOTE
http://www.demo.ge/contra.php?kategory=contra

ამ ლინკს რაც შეეხება, წავიკითხე ასევე სხვა სტატიები და მაინტერესებს, თქვენ თუ გამოგიყენებიათ უცენზურო ლექსიკა თქვენს ლექსებში და თქვენი აზრი როგორია ყველაფერ ამასთან მიმართებაში - სხვების აზრი უკვე წავიკითხეbiggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 21 Jan 2010, 21:52
პალი ძვირფასო!
საოცარი გრძნობა გაქვთ რიტმისა!
ეს იშვიათი, ბედნიერი გამონაკლისია.
(კაკო გაწერელია ხშირად ბრძანებდა:''ლექსმცოდნეობაში მუშაობა - დიდი ფუფუნებაა, რადგან ამას საგანგებო სმენა სჭირდებაო'').
სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ჩემს პოსტში აღვნიშნავდი, რომ ჩემი ტექსტი - პოლიმეტრიულია, გალაკტიონისა კი ბიმეტრიული.
სიადვილისთვის თქვენეული სქემა შეუდარეთ ''მანანას'' პირველი ორი სტრიქონის სქემას და თვალნათლივი იქნება, რასაც ვგულისხმობ.
* * *
პალი ძვირფასო! ახლა ვნახე თქვენი პოსტის ნაწილი, უცენზურო სიტყვების შესახებ.
მე ასეთი სიტყვები ლიტერატურულ ლექსში არასოდეს გამომიყენებია, თუმცა , ჩემი ფიქრით, საკმაოდ თამამად მიმიმართავს სექსოლოგიური და ეროტიკული ტერმინოლოგიისა და სახე- სიმბოლოებისათვის. ეს ეხება ჩემს ლექსებს, მოყოლებული გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან.
ახლობელთა გარემოში კაფიაობა-ლექსაობისას სკაბრეზი და ინვექტივა, გამოგიტყდებით, ჩემთვის უცხო არ არის.

Posted by: palindromi-x 21 Jan 2010, 22:15
nino darbaiseli
QUOTE
კაფიაობა-ლექსაობაში, ახლობელთა გარემოში, სკაბრეზი და ინვექტივა, გამოგიტყდებით, ჩემთვის უცხო არ არის.

მაშინ შემობრძანდით კაფიის თემაში და გავეჯიბროთ ერთმანეთს - ნუ რა თქმა უნდა "გავეჯიბროთ" პირობითად ვთქვიsmile.gif

Posted by: nino darbaiseli 21 Jan 2010, 22:17
იცით, პალი ძვირფასო! მაგ თემაში ძალზე მიყვარდა შემოსვლა და ძალზეც ვხალისობდი. მერე არ ვიცი, რა მოხდა, ლინკი აღარ იხსნებოდა .

Posted by: palindromi-x 21 Jan 2010, 22:20
nino darbaiseli
იქ მკაფველთა სიმწირეა და ნამდვილად კარგი იქნება, თუ შემოიხედავთ - თემა გამოცოცხლდებაbiggrin.gif

Posted by: nino darbaiseli 21 Jan 2010, 22:24
QUOTE (palindromi-x @ 21 Jan 2010, 22:20 )
nino darbaiseli
იქ მკაფველთა სიმწირეა და ნამდვილად კარგი იქნება, თუ შემოიხედავთ - თემა გამოცოცხლდებაbiggrin.gif

იქნებ ლინკი დადოთ და ხვალ საღამოს შემოვალ აუცილებლად.

Posted by: palindromi-x 21 Jan 2010, 22:25
nino darbaiseli
http://forum.ge/?showtopic=33815815&st=1605&hl=

Posted by: nino darbaiseli 2 Mar 2010, 00:56
ნინო დარბაისელი

ვცვლი


ვცვლი მყუდრო ბინას,
გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში.
(კარგი ხედი,
სრული კომფორტი,
გაჩერება სახლთან ახლოა).

ვცვლი წმინდა სისხლის ტოი-პუდელს,
მოვლილს და გაწვრთნილს, -
- ჩინურ კატაზე.
(იპარავს ნამცხვრებს,
არ მოაკლოთ სახრავი ძვლები
და მოარიდეთ აუცრელი ძაღლების ხროვა).

ვცვლი ძველ მეგობრებს,
ერთგულებს და დაუზარებლებს
...საკუთარივე თავის მიმართ, -
- ერთ მეგობარზე,
ერთადერთზე...
სასურველია,
მონაყოლი კარებამდეც არ მიჰყვებოდეს.
(მათი არ იყოს,
ზოგჯერ გულგრილი მეც კი ვიყავი,
მათი გულისთვის განსაცდელსაც
ბევრჯერ შევები,
ყველა მათგანი მარტოა და
საყვარელია.
ერთურთის მჯობნი,
დანარჩევის დანარჩევები).

ვცვლი სამშობლოსაც,
ანტიკვარულს,
ჩუქურთმებიანს, -
- დიდ ქვეყანაზე.
(ასაწყობია.
შესაცვლელია სარკის გარდა,
თაროს ფიცრები.
რემონტის მერე
მისატოვებლად ვერ დაიძვრები).

ვცვლი ნატვრებს,
მიზნებს,
მოგონებებს,
ღირებულებებს.
არ მენანება
დასაფიცარ-დანაფიცრები.


ჰო, ასეთი ვარ .
ვარ გამცვლელი მარადიული
და ვცვლი ყველაფერს - ყველაფერზე,

მე - არ ვიცვლები!

Posted by: lurdes 3 Mar 2010, 16:20
QUOTE
ვცვლი

მომეწონა.

Posted by: Jgenti` 3 Mar 2010, 16:33
ნინო ძალიან მაგარი მწერალია, ყველაზე მაგარი მწერალი ამიერკავკასიაში

Posted by: marilis 3 Mar 2010, 18:09
Jgenti`
QUOTE
ნინო ძალიან მაგარი მწერალია, ყველაზე მაგარი მწერალი ამიერკავკასიაში

იმიერშიც, კოსტა ხეთაგუროვი რომ არ ყოფილიყო cry.gif

Posted by: nino darbaiseli 3 Mar 2010, 20:26
მადლობა ,ძვირფასებო, კეთილი გამოხმაურებებისათვის!
დიდი მწერლები ნუ მოუშალოს ჩვენს პატარა კავკასიას! მაგრამ ჩემი ამბიცია სულ სხვაა : ვიყო ყველაზე დიდი პოეტი თანამედროვე ქართველ ლექსმცოდნეთა შორის და ყველაზე დიდი ლექსმცოდნე - თანამედროვე ქართველ პოეტთა შორის.
(არ გამამხილოთ , და , ამ მიზნით, ჩემი ხელობის ’’სეკრეტებს’’ სულ ვუმალავ აქეთ - პოეტებს , იქით - ლექსმცოდნეებს . ამიტომ ჯერჯერობით გამომდის, მაგრამ უკვე ისეთი ბუნებრივად ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის, თან ათი წლის სასწავლსაც ერთ წელიწადში სწავლობს და არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს ჩემი ფუფუნება).


გაღიმებისსმაილიკი

Posted by: marilis 3 Mar 2010, 23:26
nino darbaiseli
QUOTE
არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს ჩემი ფუფუნება).

ანუ, ფაქტობრივად ეთანხმებით თანაფორუმელის მოსაზრებას
ამიერკავკასიაში პირველობაზე! bis.gif

Posted by: nino darbaiseli 3 Mar 2010, 23:58
QUOTE (marilis @ 3 Mar 2010, 23:26 )
nino darbaiseli
QUOTE
არ მგონია, დიდხანს გაგრძელდეს ჩემი ფუფუნება).

ანუ, ფაქტობრივად ეთანხმებით თანაფორუმელის მოსაზრებას
ამიერკავკასიაში პირველობაზე! bis.gif

.


არა ძვირფასო!


..ანუ არ ვეთანხმები.

Posted by: lurdes 4 Mar 2010, 20:28
QUOTE
ვიყო ყველაზე დიდი პოეტი თანამედროვე ქართველ ლექსმცოდნეთა შორის და ყველაზე დიდი ლექსმცოდნე - თანამედროვე ქართველ პოეტთა შორის.

smile.gif

Posted by: nino darbaiseli 12 Mar 2010, 12:06
http://7days.ge/index2.php?newsid=616

Posted by: nino darbaiseli 19 Mar 2010, 23:30
ნინო დარბაისელი

უკუსვლით

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა.
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .

ოღონდ უკუსვლით
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

ჩემკენ დაიძრნენ მეგობრები,
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი
ოღონდ უკუსვლით!

ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’მწვანეზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე აფრენილმა
აღმოვაჩინე,
ჩემი ცხვირუკა უვნებელი ადგილზე იდგა.

ოღონდ უკუსვლით,
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით!

აი, აქა ვარ!
,,შატალოზე,, გამოპარული.
ამ გარეუბნის ერთი კინოს მყუდრო კუთხეში
ჯერ ზამთარია,
ან ადრიანი გაზაფხული.
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს,
იგვიანებს,
ო, იგვიანებს ჩემი პირველი შეყვარებული...

თუმცა არა!

დიდხანია მოსულია,
ჩაუმალია საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
უდარდელად ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან.

Posted by: lurdes 20 Mar 2010, 00:11
QUOTE
უკუსვლით


ჩემს, მკითხველის, აღქმას გაგიზიარებთ მხოლოდ:
კარგად დაიწყო. შემდეგ
"ოღონდ უკუსვლით
ყველაფერი,
ოღონდ უკუსვლით! " - ეს მეზედმეტება. სათაური უკვე მშვენიერი და საკმარისი გასაღებია.
არ მომწონს "ცხვირუკა" - უცებ, სერიოზულად მომართული, შემაფერხა. მანამდე კი, ამავე სტროფიდან, ანუ "ქვა-ღორღის მთიდან" - ლექსის წინა ნაწილში ხისტად მოწოდებული განწყობა თითქოს შეიცვალა. მეც ლექსი აქამდე მომეწონა უფრო.
პირველი პაემნის მონაკვეთს ალბათ ისევე მოკლედ თქმა მოუხდებოდა, როგორც ზედა ნაწილებს.
smile.gif

Posted by: nino darbaiseli 20 Mar 2010, 01:08
lurdes ძვირფასო! მადლობა , რომ წაიკითხეთ და საინტერესო შენიშვნები გამიზიარეთ. მოდით, მათი გათვალისწინებით გადავამუშავებ ლექსს და ვნახოთ, რა დავთმეთ და რა მივიღეთ . ოღონდ ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები. ასეთი ვერსია მოგწონთ?:

უკუსვლით

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა.
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .

ჩემკენ დაიძრნენ მეგობრები,
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.

ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’მწვანეზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი.

ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე ავფრინდი უცებ.

აი, აქა ვარ!
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს ჩემი პირველი შეყვარებული...

თუმცა არა!

ჩაუმალია საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან.

Posted by: mamidatqveni 20 Mar 2010, 03:19
nino darbaiseli
QUOTE
უკუსვლით

შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა.
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .

ჩემკენ დაიძრნენ მეგობრები,
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.

ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’მწვანეზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი.

ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე ავფრინდი უცებ.

აი, აქა ვარ!
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს ჩემი პირველი შეყვარებული...

თუმცა არა!

ჩაუმალია საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან.



+ ბევრი

Posted by: lurdes 20 Mar 2010, 11:04
nino darbaiseli
ქ-ნო ნინო, არ დაგიმალავთ, წუხელ, როცა მასზე ვფიქრობდი, ფაილში ჩემთვის ასეც "ჩავასწორე" - უკეთ რომ დამენახა.
მაგრამ აქ დადებას მოვერიდე მაინც. ჩასწორება ხომ თქვენი ნებაა.. ბოლო ნაწილს, რა თქმა უნდა, ვერ შევეხე. მინდა, გითხრათ, ძალიან მომწონს ასე.
ეს ნაწილი:
"ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
ბოლო რიგის ორი ბილეთი" - ძალიან მომწონდა და კარგია, უცვლელად რომ დატოვეთ. ჩემი აზრით, მოიხდინა ლექსმა ჩასწორება smile.gif

Posted by: nino darbaiseli 3 Apr 2010, 11:49
lurdes ძვირფასო! მადლიერი ვარ, რომ ასე მგულშემატკივრობთ. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საბოლოოდ ლექსს ასეთი სახე მივეცი:

http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&st=40

ეს კი - ბოლო ნამუშევარია.


ნინო დარბაისელი


ძველმქსოველური

(ნ.ო.-ს)

თითებში - ჩხირები,
ფეხებთან - გორგალი.
ოთახში - სიჩუმე
და ფიქრი მბორგალი:

- ჩემზე სულ ახია,
რაც კი დამემართა.
როდისღა გავარჩევ
ცრუთა და მართალთა?
ვერა გამიგია
მდაბლის და მაღლისა -
- ან ვინ რა მომიგო,
ან ვინ რა მაღირსა .
რამდენი კვანძია,
რამდენი წვერია,
ან წაღმა-უკუღმა
როგორ ამერია!
უქმად დამეხარჯა
მთელი ცდა და გარჯა,
თვალიც გამპარვია,
ძაფიც ამეხვლანჯა...

ხონჯი ერჩი, ხონჯი ერჩი,
ეშმათ ქალა მახკვდომიათ,
იმათ სატირლად მი წასვლა!

Posted by: palindromi-x 3 Apr 2010, 12:54
nino darbaiseli
პატივცემულო ნინო! მიუხედავად იმისა, რომ აქ ქსოვა მეტაფორული მიზნით გაქვთ გამოყენებული, მიმაჩნია, რომ დროსთან მიმართებაში ლექსი "ბრუნდება" მე-20 საუკუნეში. დღეს ისეთი ადამიანებიც კი, ვინც ფიქრობს ცხოვრებაზე, მის "წაღმა-უკუღმ"-ართობაზე და ა.შ., ამას არა ძაფის გორგალთან და ჩხირებით ხელში, არამედ უფრო სხვა (ტექნიკურ) საშუალებებთან აკეთებენ - დღეს ქსოვა რბილად რომ ვთქვათ "მოდაში აღარაა".
პატივისცემით, პალი

Posted by: nino darbaiseli 3 Apr 2010, 13:07
პალი ძვირფასო, გარკვეული გაგებით , სავსებით მართალი ბრძანდებით.
არც ლექსის პერსონაჟი ჩანს ახალგაზრდა.(იმედია , ავტორსა და პერსონაჟს არ გააიგივებთ). მისი ფიქრი - ადამიანური თვალსაზრისით ,უფრო მარადიულია, ვიდრე წარმავალი. ლექსი კი , სინამდვილეში, გაცილებით ღრმად ბრუნდება, ვიდრე მეოცე საუკუნეა.
ეს არის ვერმეერის ტიპის პატარა პოეტური სურათი. მქსოველის ასაკზე მკვეთრი აქცენტი არ გამიკეთებია, რადგან ეს მაინც ''ბებრული საქმიანობაა'', ძაფის შელოცვის ტექსტიც, რომლითაც ლექსი მთავრდება, ამას მიანიშნებს.
ნ.ო.- მიძღვნის ადრესატი ჩემი გარდაცვლილი ყოფილი დედამთილი - ნინო ოგბაიძეა. ასეთი დამასხომდა იგი და ამ სააღდგომოდ, გარდაცვლილებზე ფიქრისას ვუძღვენი. (თუმცა ე.წ. ''პრე პოემი'' დიდი ხნის წინანდელია).

Posted by: palindromi-x 3 Apr 2010, 13:28
nino darbaiseli
როგორც მოგონება - პატივსაცემია ნამდვილად...
მრავალ აღდგომას დაესწარით!

Posted by: nino darbaiseli 3 Apr 2010, 13:29
გაიხარეთ! პალი ძვირფასო!
აღდგომის მადლი შეგეწიოთ!
ვერ წარმოიდგენთ, როგორი იდეა მომაწოდეთ სათაურისთვის, თქვენი კომენტარით. მოკლედ, ამ ლექსს ჰქვია ''ძველმქსოველური''

Posted by: palindromi-x 3 Apr 2010, 13:42
nino darbaiseli
მიხარია, რომ თქვენი ლექსის სათაურის მუზად ვიქეცი! წარმატებებს გისურვებთ!

Posted by: nino darbaiseli 3 Apr 2010, 13:47
კიდევ ერთხელ და მრავალგზის - გაიხარეთ!

Posted by: lurdes 3 Apr 2010, 13:58
QUOTE
lurdes ძვირფასო! მადლიერი ვარ, რომ ასე მგულშემატკივრობთ. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საბოლოოდ ლექსს ასეთი სახე მივეცი:

http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&st=40

გმადლობთ მოლოცვისთვის და მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით! smile.gif

საბოლოო ვარიანტმა სულ სხვა განწყობა დამიტოვა, კარგია!

"ძველმქსოველური", თავისი მიძღვნიანად, კონკრეტულ სურათს ქმნის (და ახმოვანებს) და ეფექტურადაც...

Posted by: levan63 3 Apr 2010, 17:25
ნინო, ძვირფასო! ამ 1 საათის წინ მაცნობეს შენი ლექსიც და 100 სიტკვიანი ნაწარმოებიც "ბათუმის ლექსების გამოფენის" ფინალშია და ჩამოდიო. ეს შენი უდიდესი ძალისხმევით გახდა მხოლოდ შესაძლებელი და უდიდეს მადლობას გიძღვნი ჩემზე დახარჯული წუთებისთვის და იმისთვის, რომ ფაცია დეიდას ნასწავლი ფეხებზე არ დაიკიდე და ხელი არ მკარი, მეც ხომ იმ ბუდის ერთ-ერთი დაკარგული ვიღაცა ვარ! გაგიმარჯოს, იხარე და წინასწარ გილოცავ აღდგომის წმინდა დღესასწაულს!

უღრმესი პატივისცემით!

ლევანი 2kiss.gif kiss.gif

Posted by: marilis 3 Apr 2010, 17:34
levan63
საღოლ, ლევან, საღოლ!
bis.gif

Posted by: levan63 5 Apr 2010, 11:59
გაიხარეთ ყველამ! ძალა სიკეთის თესვაშია!

Posted by: nino darbaiseli 8 Apr 2010, 20:20
ლევან ძვირფასო! გულით გამახარა ამ ცნობამ.
წარმატებები და წარმატებები !!!

ნინო დარბაისელი

ბეშ პარმაკი

გვერდი-გვერდ ვწევართ,
ცივა ცაშიც და მაძაგძაგებს,
ვგრძნობ, რომ ირყევი,
და თვალებიც დახუჭული გაქვს.
გარედან ვხედავ
მაგ პირშეკრულ გვამის ტომარას,
ჟანგბადს ვისუნთქავ და
უცნაურად მოლურჯო და მოჟოლოსფრო ფერებში ვახვევ
თვალწინ არეულ საგნებსა და ადამიანებს.
ამ საკაციდან დავინახე თუ მომელანდა,
ნარინჯისფერი ხარი როგორ გაიზლაზნა,
ვეტმფრენის კართან
ლურჯ მედდას როგორ გამოედო ნდომით გავაზე.
ქალმაც ხუმრობით გაჰკრა ხელი და
როგორც რკინის შედუღებისას,
მიმოიფანტნენ ირგვლივ წითელი ნაპერწკლები და უცებ ჩაქრნენ.

შეიძლებოდა მაგ ტომარაში ვწოლილიყავი,
ალბათ დაბაში მიმიტანდნენ
და ჩემიანებს
ღრმა მწუხარებით აუწყებდნენ გარდაცვალებას
და იქნებ ფულიც გადაეხადათ,
საჭირო ფული,
ბევრი ფული, - კომპენსაცია.
დამიტირებდნენ,
დაბის სახლსაც მიაყიდიდნენ
და ახალ, ფერად კორპუსებში მოძებნიდნენ სხვებივით ბინას,
აბაზანაში ცხელი წყლისაგან ბუღი რომ დგება
და ცივ ზამთარში ისე შრება თურმე ჰაერი,
რომ ღამღამობით
წყლიან ჯამებს დგამენ რაფებზე .
და აღარც შეშა ექნებოდათ დასაპობი,
წყალი - საზიდი.

აბა, რა არის ჩვენს დაბაში გოგოს ცხოვრება:
წმენდა-ლაგება, ვითომ-სკოლა ანდა ნახირი!
გრძელ ჟაკეტებქვეშ მინი-კაბები,
ტუფლები - მუდამ იღლიაში,
შებინდებულზე - ფეხაკრეფით - დისკოტეკაზე
და გულმოხსნილი ტოპიკების აბრჭყვიალება.
ცეკვა, ქუსლების დაცვენამდე უცხოელებთან,
უცხოზე უცხო ოთახები,
დილას კი ისევ...

და იცის დაბის ყველა გოგომ, რა ელოდება,
მის დანახვაზე
მამა ანდა მამინაცვალი
წელიდან ქამარს როცა შეიხსნის.

მეც დამსაჯეს და სოფლის ნახირს გამომაყოლეს
და ქსოვა-ქსოვით მივღიღინებდი,
ისიც ვიცოდი,
ადგილობრივებს იქით გასვლა გვეკრძალებოდა,
მაგრამ ვიღაცას გადაეჭრა მავთულხლართები.
მაინც, რამდენი ბალახი იცის შემოღობილში,
ისე მაღალი, ისე ხასხასებს მზის სხივებში!
ჩვენს გადაძოვილ მინდვრებს, აბა, რა ხეირი აქვს,
ძროხას ბალახი თუ არ ეყო, რას მოიწველის!

ჩაგვჩურჩულებდნენ გულახდილად ევროპელები,
ნავთობისათვის ჭაბურღილის ამომჭრელები:
ჩვენ არა გვიჭირს, ფილიპინელებს მოერიდეთო,
ეგენი სანდო არ არიან, ჩვენც არ გვინდობენ
დანები მუდამ ჯიბით დააქვთ, დალესილები,
თანაც ერთმანეთს იცავენო
და ჩასაფრებაც იციანო ბნელ კუთხეებში.
ან რად გვინდოდა ეს ამდენი გაფრთხილებები,
ფილიპინელებს ზედ ისედაც არ ვუყურებდით,
ასე ვამბობდით:
ფილიპინელი - ყველა ერთია!

პოლიციელი ეხმარებოდა გამომძიებელს.
გაიხსენეო, მაძალლებდნენ, გაიხსენეო.
ისიც არ ვიცი, რანაირად ამიცდა ფეხი.
ვარდნა-ღა მახსოვს სიბნელეში
და სიმაგრეზე დანარცხება,
უჰაერობა,
და კიდევ წამი:
როგორც ვიდეო კასეტაზე ფირს დაახვევენ,
ისე უეცრად ჩამიქროლა მთელმა ცხოვრებამ.
და დავინახე ანგელოზი, ნათელს ჩამოჰყვა,
შუბლიდან ნათელს ასხივებდა, სახე არ ჩანდა,
ჩემკენ დაიძრა ხუთი თითი სხივგამდინარე,
მკერდზე წნეხივით მაწვებოდი,
შენი პირი კი სველი, მძიმე, უზარმაზარი
ჩემსას ეკვროდა
და ჰაერი, რომ მიბერავდი,
ყელის ძირში მეხერგებოდა.

დაბლა ამბობდნენ,
რომ ყველაფერი შენი ბრალია.
რომ დაარღვიე ინსტრუქცია,
ჟანგბადის ნიღაბს როცა იხსნიდი და მე მაცვამდი.
მაშინაც, თოკს რომ გამომაბი, სამჯერ მოქაჩე,
და მარტო დარჩი ჭის სიღრმეში
უჰაეროდ, ფარნის ამარა.
ვიღაც დაობდა, სულ კომპანიის ბრალიაო ,
რომ მუშახელის სიიაფეს დახარბებულნი
გაჭირვებული ქვეყნებიდან ეზიდებიან
ამ სიშორეზე კადრებს არაკვალიფიციურს,
რომ ტრენინგები არ გაგივლია,
რომ უკეთესად უნდა დაიცვან
საცდელი ბურღვის ადგილები მიტოვებული,
რომ ვიღაც უნდა დაისაჯოს აუცილებლად.

ფილიპინელებს თვალები ჰქონდათ ისეთი ბასრი!
ჩვენს სიახლოვეს არ უშვებდნენ ფილიპინელებს.

რა მოხდებოდა, ინსტრუქცია არ დაგერღვია,
როგორც გადამრჩენს, მოგიწვევდით მაშინ დაბაში,
მოგროვდებოდნენ ძველებურად აქსაკალები
დიდ ხალიჩაზე დაგიდებდით სასტუმრო ბალიშს,
გავშლიდით სუფრას,
დაგისხამდი ქაფქაფა ჩაის
და ფიანდაზით ბეშ პარმაკი დაიდგმებოდა;
როცა არავინ შემოგვხედავდა, დროს იხელთებდი,
და ცხენის ხორცის ცხელ-ცხელ ნაჭრებს
ხუთივე თითით დასწვდებოდი, გამომიწვდიდი,
პირს გაგიღებდი და თითებსაც გაგილოკავდი, გიკბენდი კიდეც ...

შენ სამშობლოში გადაგაფრენენ,
მე კი ალბათ უნდა შემშურდეს
სამუდამოდ ყველა გოგოსი,
რომელმაც იცის, რა ელოდება,
მის დანახვაზე
მამა ანდა მამინაცვალი
წელიდან ქამარს როცა შეიხსნის.
რაღას დავეძებ,
ოღონდ ისევ ასე ვისუნთქო,
ნეტარად ვიწვე ასე, ტკივილებგაყუჩებული,
ძრავის გრუხუნში
მესმოდეს ხმები ანგელოზების
და უცნაურად მოლურჯო და მოჟოლოსფრო ფერებში ვხვევდე
თვალწინ არეულ საგნებსა და ადამიანებს.
-----------
ბეშ პარმაკ -(ხუთი თითი-ყაზახ.) , ცომის მოხარშულ ფირფიტებისა და ძირითადად, დამარილებული, აქნილი ცხენის ხორცისგან მომზადებული ყაზახური ნაციონალური კერძი.


Posted by: lurdes 10 Apr 2010, 21:49
QUOTE
ბეშ პარმაკი


რამდენიმე დღის წინ ვნახე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სიმძიმის გამო ბოლომდე ვერ წავიკითხე.
ახლა მოვუბრუნდი... მართლაც მძიმეა, თქვენი ლექსებიდან განსხვავებულიც.

Posted by: nino darbaiseli 11 Apr 2010, 01:41
მადლობა, lurdes ძვირფასო, რომ მაინც წაიკითხეთ!

მართლა კარგი ნებისყოფა უნდა, თან ერთხელ წაკითხვაც არ ჰყოფნის, რომ მკითხველის ცნობიერებაში ქრონოლოგიურად ’’დალაგდეს’’ შოკიდან გამოსული უბრალო ყაზახი გოგოს ნაივური ფიქრები, ასოციაციები და ტკივილგამაყუჩებლით გამოწვეული ფერადი ჰალუცინაციები.
წამოიდგინეთ, მე რამდენს ვიწვალებდი. დაახლოებით რვა წლის წინანდელია, ასჯერ მივუბრუნი და ვერაფრით მიმყავდა სასურველ კონდიციამდე. ნარატიული ჩარჩო აქვს და დიდი საფრთხე არსებობდა, თავისუფლი ლექსის ნაცვლად თავისუფალგრაფიკიანი პროზა გამომსვლოდა, თუ ფაბულიდან სიუჟეტს პოეტური გზით არ გამოვიყვანდი, თან რაკი ვრცელი ლექსია, დრამატიზმის შენარჩუნებაც უნდა მომეხერხებინა ბოლო წერტილამდე. ბოლოს ტექსტს ძალიან ’’გავუბრაზდი’’, როგორ უნდა მომერიო მეთქი და...

საბოლოოდ გამოვიდა პოლიმეტრული ვერბლანი თავისუფალი გრაფიკით.

Posted by: lurdes 11 Apr 2010, 09:50
nino darbaiseli
აი, თქვენი რჩევით და ინტერესითაც მეორედ წავიკითხე. თავისუფალგრაფიკიანი პროზა ნამდვილად არ არის, ჩემი აზრით ჩანაფიქრი კარგად თავგართმეულია. ამბავია თვითონ მძიმე...

Posted by: levan63 21 Apr 2010, 17:57
ნინო."ბათუმის ლექსების გამოფენაზე" ჩემი ლექსი ისევ 50-ში მოხვდა, ხოლო 100 სიტკვიანი მოთხრობა თურმე ბესტსელერობაზე იქაჩებოდა, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ ორგანიზატორმა მომწერა, დათო ტურაშვილის - ფავორიტი მოთხრობა გახდაო, თავად ასე იძახდა სახალხოდო! მგონი პაწა გავჭერით ა, რას იტყვი? ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ!!! 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: palindromi-x 21 Apr 2010, 19:36
levan63
მე მგონი ნინო არ იქნება წინააღდმეგი აქ რომ დადოთ თქვენი ლექსი, რას იტყვით?

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2010, 20:40
ლევან ძვირფასო!
მიხარია, რომ შეძელით ბათუმში გამგზავრება. მჯერა, მეგობრებს თუ არა , ისეთ კეთილნაცნობებს მაინც, ნამდვილად შეიძენდით, პოეზია რომ უყვართ,

ცხადია, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ აქ მოათავსოთ თქვენი ლექსი. მაინტერესებს ასევე თქვენი ასსიტყვიანი პროზაც.

Posted by: levan63 22 Apr 2010, 16:41
ჩემო ნინო, დიდი მადლობა ასეთი პატივისთვის! სამწუხაროდ დედაჩემი საავადმყოფოში მოხვდა და ბათუმში ვერ შევძელი გამგზავრება, თუმცა რაღაც კარგს რომ გამოვაკლდი მონაყოლით და ტელევიზორში ნანახით მივხვდი!

აი ლექსი და 100 სიტყვიანი!
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთთან ვსაუბრობ

ღმერთთან ვსაუბრობ მდუმარედ ღამე,
სიმართლეს ვამბობ, ტყუილს კი ჩუმად,
ვინახავ ჩემთვის არ მიშვებს გონი,
და ზიარების დიდ მოლოდინში,
ბედი არ ჩამთვლის სიცრუის მონად.

მხოლოდ შენ განდობ ბნელ და თეთრ ფიქრებს,
რასაც ვერ აღწერს ენა უთქმელი,
სული კი წვალობს, სხეულს ასკდება,
გარეთ გამოსვლას ლამობს ამაოდ,
ეგებ მოიხსნას ცოდვის უღელი.

ღმერთს ეცინება ჩემს მონაყოლზე,
“გინდა ტყუილი და ვერა ცრუობ შე ცოდვის შვილო”?,
- , ის მეკითხება თანაც ღიმილით, -
რით ვერ გაიგე, რომ აჩრდილი ვარ მე შენი ღამით,
მთელი ცხოვრება დაგდევ ქარივით.
ზეპირად ვიცი შენი ცოდვები,
და ის სიკეთეც ნათესი უხვად,
მინდვრად რომ გვხდება მისი ნაყოფი,
შენ შეგიძლია მოიმკა ურცხვად.”

გავწითლდი, შემრცხვა, წამს გონს მოვეგე,
საკუთარ თავთან ტყუილი ვერ ვთქვი,
ოთახში ღმერთი ვერსად დავლანდე,
უკვე გათენდა და შევიგრძენი ოფლში ვცურავდი,
დედაო ღვთისავ, ეს რა კოშმარი გამოვიარე.

ვინ თქვა, ვინ ტყუის, რომ სიმართლის თქმა საქმეა იოლი,
კლდეს და მთას შორის, მგელი ეული ტყუილად ყმუის?
სიმართლეს უმღერს, თან იხმობს მიჯნურს,
ვერ გაუგია სავსე მთვარობას, ყოველ თვის ბოლოს მას რა ამღერებს,
მთვარე იღიმის, პასუხს არ აძლევს და არჩევს დუმილს.

ჩვენც ასე არ ვართ?, ხან ვქვითინებთ და ხანაც ვყმუით,
სულში ტკივილი კი მაინც რჩება, რადგან
მართალი აზრი ძნელად ითქმება, როგორც მისი სმენაა რთული,
სიტყვა სასტიკი, ბასრი და მწარე, ზედ აღსარება,
სულს ჩამოგლიჯავს სიბნელის ფარდას.
---------------------------------------------------------------------------------------
(100 სიტყვიანი)

დღიურის ერთი ფურცელი

არა, კარგი ვქენი იმ წყეული ამერიკიდან რომ გამოვიქეცი, მაგრამ ჯეიკი მანერვიულებს ძალიან. პატარა, ორი თვიდან ჩემს ლოგინში, იავნანაზე, კომბლეს, ხუთკუნჭულას, ცოტნე დადიანის და ქართველ რაინდთა გმირობებზე გამოვზარდე. დედააა! მახსოვს რა დღეში ჩავვარდი, როდესაც ჯეიკმა თავის პირველ სიტყვად – “დედა” ამოამღერა! ის ძალზედ თბილი, მიმტევებელი, ამაყი და რაინდულია, მგონი პატარა ქართველი ამერიკელი გამოვძერწე! არადა აქ ასე ცხოვრება ძალზედ გაუჭირდება. თბილისში შენი ძილის დროც მოსულა, მაშ მოუსმინე იავნანას, გაეხვიე ჩემს ნაჩუქარ გადასაფარებელში და ხუთკუნჭულასთან და ცოტნესთან ერთად ჯადოსნური სიზმრების სამყაროში დაიწყე მოგზაურობა. მე, კი შენს ნაჩუქარ დათუნებიან ბალიშზე დავდებ თავს და წმინდა გიორგის, შენი და ყველა ჩემიანის კარგად ყოფნას შევთხოვ.

Posted by: Fassbinder 23 Apr 2010, 08:13
სექსტეტი
QUOTE
ეჰ, ხომ ვამბობდი, მოსაშთობია ეს პიონერთა სახლის ჟურნალისტური წრეები, მწერლობის სახელოსნოები და პოვეტობის შრომაგამასწორებელი ორგანოები-მეთქი...

givi.gif

Posted by: სექსტეტი 23 Apr 2010, 12:40
Fassbinder

წიგნის საერთაშორისო დღეს გილოცავ bis.gif biggrin.gif

Posted by: levan63 23 Apr 2010, 14:51
QUOTE (Fassbinder @ 23 Apr 2010, 08:13 )
სექსტეტი
QUOTE
ეჰ, ხომ ვამბობდი, მოსაშთობია ეს პიონერთა სახლის ჟურნალისტური წრეები, მწერლობის სახელოსნოები და პოვეტობის შრომაგამასწორებელი ორგანოები-მეთქი...

givi.gif

შენ, რა, აქ "Reservoir Dogs" მთავარი გმირის როლი გინდა შეასრულო, თუ უბრალოდ პიონერთა სასახლე არ გევასება. თუ ხუმრობაა, მივიღეთ, თუ არადა................ 2kiss.gif

Posted by: Fassbinder 23 Apr 2010, 23:38
სექსტეტი
QUOTE
წიგნის საერთაშორისო დღეს გილოცავ 

და შექსპირის დაბადების დღეს რატომ არ მილოცავ? biggrin.gif
თუნდაც სიკვდილისას... boli.gif

levan63
QUOTE
შენ, რა, აქ "Reservoir Dogs" მთავარი გმირის როლი გინდა შეასრულო, თუ უბრალოდ პიონერთა სასახლე არ გევასება.

ნათელი დაადგეს მის (პიონერთა სასახლის) ხსოვნას, როგორ არ მევასება. 2kiss.gif

Posted by: სექსტეტი 24 Apr 2010, 11:34
Fassbinder

QUOTE
და შექსპირის დაბადების დღეს რატომ არ მილოცავ?


და საავედრამ რაღა დაგიშავა? cry.gif მერე რა, რომ მხოლოდ მოკვტა user.gif

Posted by: nino darbaiseli 28 Apr 2010, 15:58
ნინო დარბაისელი

''ALL IN ONE''*

მომგებიანი განვადებით ხელმისაწვდომი
პორტატიული,
სერიული ქალი-მანქანა,
აწყობილი უცხოური ნაწილებით საქართველოში.
თანამედროვე დიზაინი,
კომფორტულობა...

მესმის ბრძანება:
- გაატარე!
მესმის ყვირილი
და სადაცაა
ბრაზისაგან მუშტიც მომხვდება
და საბოლოოდ დამშლიან და გადამაგდებენ,
მაგრამ არ მესმის,
ახლა რამდენი,
ან როგორ და რა გავატარო :
სხვა მანქანები?
იქნებ ხორცი,
ანდა გვირისტი,
უბრალოდ ძაბვა
თუ ასლები?

სულ ასე მომდის,
როცა ძლიერად დამეტვირთება
თანდაყოლილი თუ ჩადგმული მეხსიერება
და თანაც უკვე ამერია ყველა სენსორი.

რის მანქანა ვარ,
ჩემში მუდმივად,
ტუჩისკვნეტით თუ ტირის ქალი?

კმარა!
მუსიკა!
მუსიკაში ისმის ხმაური
და სიბნელეში მოჩახჩახე ვრცელ დარბაზებში
შამპანურების წვიმა-თქეშში,
ტორტების მთებში,
ნელსაცხებლებში არეულა
ახალი ოფლის თავბრუდამხვევი,
თბილი სურნელი.
კაცებმა უკვე საყელოები შემოიღეღეს
და ზედ ასკდებათ სამოსები
ქალების მკერდებს და გავა-ტანებს...

დავიკარგები დაცემამდე ქალი-მანქანა.
ქალი-მანქანა გაატარებს,
დროს გაატარებს!

- - - - -
* ALL IN ONE - (ინგლ) ყველაფერი - ერთში, ერთად , (სხვადასხვა ტიპის მულტიფუნქციური აპარატურის სახელი).

--------------------

Posted by: nino darbaiseli 15 May 2010, 14:19
ნინო დარბაისელი

ცეცხლი

ქარს ვეცეკვები,
ტკაცა-ტკუცი გამიდის ძვლებში,
დამფრიალებენ
ნამწვავების შავი პეპლები.

წაჯექ-უკუჯექ,
მომერიდე!
ენამწარე ვარ.
კვამლით დაგახრჩობ,
აგაცრემლებ,
დაიფერფლები.

ჩემზე ისეთი ადვილია ხელის მოთბობა,
მჩხრიკე შორიდან,
ნაკვერჩხლები მითვალიერე!
და ნუ იკითხავ, რა მაქვს გულში,
ნუღარასოდეს.

მე რომ მაცოცხლოს,
გულს სჭირდება
სიცარიელე.





ყოფნა

ვარსებობთ ,
ანუ ასე ფერადად,
ასე მჟღერად ,
ჭრელად,
ხმაურით
ვესიზმრებით საკუთარ ჩრდილებს,
ვიდრე შავ-თეთრად ავუხდებოდეთ.

ჩვენ - უჩრდილო აჩრდილები გველანდებიან.

Posted by: <<დოლორეს>> 16 May 2010, 14:54
QUOTE
ღმერთთან ვსაუბრობ

ღმერთთან ვსაუბრობ მდუმარედ ღამე,
სიმართლეს ვამბობ, ტყუილს კი ჩუმად,
ვინახავ ჩემთვის არ მიშვებს გონი,
და ზიარების დიდ მოლოდინში,
ბედი არ ჩამთვლის სიცრუის მონად.

მხოლოდ შენ განდობ ბნელ და თეთრ ფიქრებს,
რასაც ვერ აღწერს ენა უთქმელი,
სული კი წვალობს, სხეულს ასკდება,
გარეთ გამოსვლას ლამობს ამაოდ,
ეგებ მოიხსნას ცოდვის უღელი.

ღმერთს ეცინება ჩემს მონაყოლზე,
“გინდა ტყუილი და ვერა ცრუობ შე ცოდვის შვილო”?,
- , ის მეკითხება თანაც ღიმილით, -
რით ვერ გაიგე, რომ აჩრდილი ვარ მე შენი ღამით,
მთელი ცხოვრება დაგდევ ქარივით.
ზეპირად ვიცი შენი ცოდვები,
და ის სიკეთეც ნათესი უხვად,
მინდვრად რომ გვხდება მისი ნაყოფი,
შენ შეგიძლია მოიმკა ურცხვად.”

გავწითლდი, შემრცხვა, წამს გონს მოვეგე,
საკუთარ თავთან ტყუილი ვერ ვთქვი,
ოთახში ღმერთი ვერსად დავლანდე,
უკვე გათენდა და შევიგრძენი ოფლში ვცურავდი,
დედაო ღვთისავ, ეს რა კოშმარი გამოვიარე.

ვინ თქვა, ვინ ტყუის, რომ სიმართლის თქმა საქმეა იოლი,
კლდეს და მთას შორის, მგელი ეული ტყუილად ყმუის?
სიმართლეს უმღერს, თან იხმობს მიჯნურს,
ვერ გაუგია სავსე მთვარობას, ყოველ თვის ბოლოს მას რა ამღერებს,
მთვარე იღიმის, პასუხს არ აძლევს და არჩევს დუმილს.

ჩვენც ასე არ ვართ?, ხან ვქვითინებთ და ხანაც ვყმუით,
სულში ტკივილი კი მაინც რჩება, რადგან
მართალი აზრი ძნელად ითქმება, როგორც მისი სმენაა რთული,
სიტყვა სასტიკი, ბასრი და მწარე, ზედ აღსარება,
სულს ჩამოგლიჯავს სიბნელის ფარდას.



და ეს გახდა ტურაშვილის ფავორიტი პოეტი?

არასოდეს მიმაჩნდა ტურაშვილი ,,დიდ'' შემოქმედად,მით უმეტეს კრიტიკოსად არ ვარგებულა.

Posted by: levan63 20 May 2010, 11:53
QUOTE (<<დოლორეს>> @ 16 May 2010, 14:54 )
QUOTE
ღმერთთან ვსაუბრობ

ღმერთთან ვსაუბრობ მდუმარედ ღამე,
სიმართლეს ვამბობ, ტყუილს კი ჩუმად,
ვინახავ ჩემთვის არ მიშვებს გონი,
და ზიარების დიდ მოლოდინში,
ბედი არ ჩამთვლის სიცრუის მონად.

მხოლოდ შენ განდობ ბნელ და თეთრ ფიქრებს,
რასაც ვერ აღწერს ენა უთქმელი,
სული კი წვალობს, სხეულს ასკდება,
გარეთ გამოსვლას ლამობს ამაოდ,
ეგებ მოიხსნას ცოდვის უღელი.

ღმერთს ეცინება ჩემს მონაყოლზე,
“გინდა ტყუილი და ვერა ცრუობ შე ცოდვის შვილო”?,
- , ის მეკითხება თანაც ღიმილით, -
რით ვერ გაიგე, რომ აჩრდილი ვარ მე შენი ღამით,
მთელი ცხოვრება დაგდევ ქარივით.
ზეპირად ვიცი შენი ცოდვები,
და ის სიკეთეც ნათესი უხვად,
მინდვრად რომ გვხდება მისი ნაყოფი,
შენ შეგიძლია მოიმკა ურცხვად.”

გავწითლდი, შემრცხვა, წამს გონს მოვეგე,
საკუთარ თავთან ტყუილი ვერ ვთქვი,
ოთახში ღმერთი ვერსად დავლანდე,
უკვე გათენდა და შევიგრძენი ოფლში ვცურავდი,
დედაო ღვთისავ, ეს რა კოშმარი გამოვიარე.

ვინ თქვა, ვინ ტყუის, რომ სიმართლის თქმა საქმეა იოლი,
კლდეს და მთას შორის, მგელი ეული ტყუილად ყმუის?
სიმართლეს უმღერს, თან იხმობს მიჯნურს,
ვერ გაუგია სავსე მთვარობას, ყოველ თვის ბოლოს მას რა ამღერებს,
მთვარე იღიმის, პასუხს არ აძლევს და არჩევს დუმილს.

ჩვენც ასე არ ვართ?, ხან ვქვითინებთ და ხანაც ვყმუით,
სულში ტკივილი კი მაინც რჩება, რადგან
მართალი აზრი ძნელად ითქმება, როგორც მისი სმენაა რთული,
სიტყვა სასტიკი, ბასრი და მწარე, ზედ აღსარება,
სულს ჩამოგლიჯავს სიბნელის ფარდას.



და ეს გახდა ტურაშვილის ფავორიტი პოეტი?

არასოდეს მიმაჩნდა ტურაშვილი ,,დიდ'' შემოქმედად,მით უმეტეს კრიტიკოსად არ ვარგებულა.

დოლორეს იბარურ! ლექსზე არ მითქვავს, ქვევით 100 სიტყვიანი პატარა მოთხრობასავით არის! ნუ ეხლა ტურიკა თუ არ მოგწონს ვერაფერს გეტყვი, რამეთუ გემოვნებაზე არ დაობენ! 2kiss.gif
* * *
QUOTE (nino darbaiseli @ 15 May 2010, 14:19 )
ნინო დარბაისელი

ცეცხლი

ქარს ვეცეკვები,
ტკაცა-ტკუცი გამიდის ძვლებში,
დამფრიალებენ
ნამწვავების შავი პეპლები.

წაჯექ-უკუჯექ,
მომერიდე!
ენამწარე ვარ.
კვამლით დაგახრჩობ,
აგაცრემლებ,
დაიფერფლები.

ჩემზე ისეთი ადვილია ხელის მოთბობა,
მჩხრიკე შორიდან,
ნაკვერჩხლები მითვალიერე!
და ნუ იკითხავ, რა მაქვს გულში,
ნუღარასოდეს.

მე რომ მაცოცხლოს,
გულს სჭირდება
სიცარიელე.





ყოფნა

ვარსებობთ ,
ანუ ასე ფერადად,
ასე მჟღერად ,
ჭრელად,
ხმაურით
ვესიზმრებით საკუთარ ჩრდილებს,
ვიდრე შავ-თეთრად ავუხდებოდეთ.

ჩვენ - უჩრდილო აჩრდილები გველანდებიან.

რავი, რა გითხრა ჩემო ნინო, მე ყოველთვის მომწონდა შენი ლექსები და ხმის ამოღებას ან ჩემგან საქებარი სიტყვების მოსმენას რა აზრი აქვს.
ნინო, ამას წინატ HOტMALE-ზე წერილი გამოგიგზავნე ჩემი რაცხაებით და მაინტერესებს შენი, როგორ პედაგოგის აზრი! yes.gif

Posted by: lurdes 22 May 2010, 21:44
QUOTE
ყოფნა

ვარსებობთ ,
ანუ ასე ფერადად,
ასე მჟღერად ,
ჭრელად,
ხმაურით
ვესიზმრებით საკუთარ ჩრდილებს,
ვიდრე შავ-თეთრად ავუხდებოდეთ.

ჩვენ - უჩრდილო აჩრდილები გველანდებიან.

მომეწონა smile.gif
ვფიქრობ, ბოლო სტრიქონის გარეშე უკეთესი იქნებოდა

Posted by: nino darbaiseli 22 May 2010, 23:40
lurdes ძვირფასო, რა საოცარი ალღო გქონიათ!

ეგ ლექსი სწორედ ისე მქონდა ჩასწორებული, როგორც თქვენ მიიჩნიეთ მართებულად., სათაურიც შევცვალე, მაგრამ აქ პოსტში ცვლილების შეტანა , დროის გასვლის გამო, აღარ შეიძლებოდა და ამიტომ დარჩა ასე.
როცა მოიცლით, იქნებ აქ შეიხედოთ. ( ''ცეცხლის'' ბოლო ვერსიასა და მის შესახებაც განმარტებასაც წაიკითხავთ).


http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&pid=145975&st=60&#entry145975

Posted by: lurdes 23 May 2010, 00:21
nino darbaiseli
წავიკითხე...
საინტერესო იყო პირველწყაროების გაცნობა
"ცეცხლზე" ვერაფერს ვიტყვი - მგონი ძალიან გამართული ლექსია : )

უკვე ჩაგისწორებიათ და ნამდვილად მოუხდა - ლექსი ამ სტრიქონით "ვიდრე შავ-თეთრად ავუხდებოდეთ" პრაქტიკულად დასრულებულია. სათაურმა კი ჩამაფიქრა: კითხვისას, პაუზის გარეშე გადავყავარ ტექსტზე. თითქოს ლექსი ამ სიტყვით იწყებოდეს. ხელს პირველი სიტყვაც უწყობს - "ვარსებობთ". სმენით აღქმას ვგულისხმობ. თან მეორე სტრიქონში კიდევ გვაქვს "ანუ" და ყურს მგონი კარგად ვერ ხვდება..

Posted by: nino darbaiseli 23 May 2010, 00:33
მადლობა, lurdes ძვირფასო!
ვიფიქრებ ამაზე.

Posted by: lurdes 23 May 2010, 00:45
smile.gif


საინტერესოა თქვენთან საუბარი...
* * *
და თქვენი მოთხრობის საუკეთესო 15-ეულში შესვლას გილოცავთ!

Posted by: nino darbaiseli 23 May 2010, 13:51
გაიხარეთ ძვირფასო!
ჰოროსკოპების არ მჯერა. სწორედ იმ საღამოს , როცა ეს ამბავი გავიგე, შემთხვევით, ერთ საიტზე ''თევზების'' ჰოროსკოპი წავიკითხე და ეწერა, დღეს მოულოდნელი წამატების ამბავს შეიტყობთო.
რაღაცნაირი, უღიმღამო დღე იყო და არსაიდან არაფერს ველოდი. გავიფიქრე: აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჰოროსკოპები ტყუიან, წარმატება კი არა, მთელი დღეა, ტელეფონითაც კი არავის დაურეკავს-მეთქი და უცებ...
ეგ მოთხრობა ''სამარხვო ტორტი'' ჩემი დებიუტია. ახლობლებს კი მოეწონათ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, როგორც საუკეთესო მოთხრობა, ასეთ ცნობილ და სერიოზულ ავტორთა ნაწარმოებების გვერდით თუ აღმოჩნდებოდა.
პრეზენტაციაზე იმდენი და ისეთი კარგი საჩუქრები მივიღე! ჩემი ვირტუალური მეგობრებიც პირადად გავიცანი .მოკლედ, ლამაზი პირადი დღესასწაული გამომივიდა.

Posted by: lurdes 23 May 2010, 19:41
:მომავალშიც კიდევ არაერთი ასეთი სიხარული – ჰოროსკოპის ცნობით თუ უმისოდ smile.gif

წაკითხული მაქვს თქვენი მოთხრობა, მართლა კარგია!

Posted by: nino darbaiseli 25 May 2010, 23:45
მადლობა და მადლობა, lurdes ძვირფასო!

გ.ტაბიძის თემაში ერთი მასალა დავდე, აქაც მინდოდა გადმოკოპირება, მაგრამ ვეღარ შევძელი.შიგ ბევრი ''ბოლდია'', დადების შემდეგ დრო გამივიდა და იქ საკუთარი პოსტში ვერ შევედი,. უბოლდებოდ გადმოტანა კი ტექსტის აღქმას გაართულებდა. .
ამიტომ ლინკს დაგიდებთ და იმედია, როცა მოიცლით, იმასაც წაიკითხავთ:

http://forum.ge/?showtopic=33819156&f=&st=690&#entry19804235
* * *
გამოვიდა ჟურნალი ,,ქართული მწერლობა'' (2010,5) ,რომლის შეძენაც შეგიძლიათ მხოლოდ წიგნის მაღაზიებში .
( თბილისის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და სტენდებზე - არ ჰქონიათ)
მასში დაბეჭდილია ეს სტატია, გაფორმებული გალაკტიონისავე გრაფიკული ჩანახატებით :

http://www.radikal.ru



[bb][ii] ,,მკითხველი მალე მიიღებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებულ სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს ,,გალაკტიონოლოგია V’’.
კრებულიდან, ანონსის სახით, გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ნაშრომისა ,,სამი ლექსი ,,არტისტული ყვავილებიდან” [/ii][/bb]

[center]http://www.radikal.ru[/center]

[bb]ნინო დარბაისელი [/bb]


[bb] ,,მივარდნილი აივანი'' [/bb]


[bb]ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი.

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნეინა , კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე:
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

,,რა უბედური ქარია! ''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)

ოქტავებით ვწერ პოემას,
(ესეც საქმეა თუ არა? )
და სოფლის უდაბნოებას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
უთუოდ მოვა, თუ ელი:
ტფილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო ტფილისმა
ჩინებულება ჩინელი.

,,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)[/bb]

ეს ლექსი, ერთი შეხედვით, ამოვარდნილადაც შეიძლება მოგვეჩვენოს იმ ორგანული მთლიანობიდან, ,,არტისტული ყვავილები'' ქმნილებათა კონტრაპუნქტული მიმართებებით რომ იქმნება, მით უმეტეს, რომ კრებულში მას წინ უძღვის ,,არ-დაბრუნება'' და მოსდევს ,,აკაკის ლანდი''. ამ კონკრეტულ ლოკალში იგი თავისებურ ინტერმედიადაც კი გამოიყურება.
რატომ შეიტანა პოეტმა კრებულში ეს ლექსი, მაშინ, როდესაც იმავე წლებში შექმნილი, კონტექსტუალურად ახლო მდგომი არაერთი ნაწარმოები გარეთ დატოვა?
რეგისტრულობის მხრივ, ,,მივარდნილი აივანი~ ,,არტისტული ყვავილების'' ყველაზე ქვედა საფეხურია და ვერსიფიკაციული თვალსაზრისითაც ლამის ყველაზე ტრივიალური ფორმა აქვს: რვამარცვლედი(5/3) კატრენები, მომდინარე ხალხური ლექსისა თუ მისი ლიტერატურული ანალოგიდან, ჯვარედინი დაქტილური რითმებით.

***
გ.ტაბიძის თხზულებათა თორმეტტომეულის კომენტარში ვეცნობით ჩანაწერს პოეტის არქივიდან, სათაურით ,,მივარდნილი აივანი'':
[bb],,ლექსი დაწერილია 1918 წელს, თათარი შემოესია ბათომს. ლექსი სატირაა იმდროინდელი ვითარებისა''[/bb]. შემდგომ პოეტი განმარტავს ტექსტის ცალკეულ მომენტებს, რომელთა შესახებ ანალიზისა და ინტერპრეტაციისას, შესაბამის ადგილებზე ვისაუბრებთ, მანამდე კი დავიწყოთ სტროფიკით.
ლექსში ცხრა კატრენია. აქედან შუა ანუ მეხუთე და ბოლო - ფორმით იდენტურია, მაგრამ ფუნქციურად - განსხვავებული:

[bb],,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ, ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია,
(ვამაყობ საქართველოთი!)[/bb]

მეხუთე სტროფი ლექსს ორ ნაწილად ჰყოფს. პირველ ნაწილში რჩება ეზოს წარსულის გახსენება, მის ბინადართა აღწერა, თავადი ვაშლოვანელის სტუმრობა, მასთან მუსაიფი ქალაქის ახალ ამბებზე, რომლის შინაარსიც ჯერ (ჩვენ - მკითხველებმა) არ ვიცით, სმა და დამშვიდობება.
მეორე ნაწილი - სტუმრის წასვლის შემდეგ მარტო დარჩენილი პოეტი-მასპინძლის მარეზიუმირებელი ფიქრი-მონოლოგია. და მის ბოლოში განმეორებული სტროფი თუ ადრე ცოცხალ, უშუალო დიალოგს გადმოსცემდა, ახლა სიტყვებში - ,,(ვამაყობ საქართველოთი!)'', ჩვენი ,,ბედნიერი ერისადმი'' (ი.ჭავჭავაძე) სარკაზმის ზღვრამდე მისულ ირონიას პოეტის გულდაწყვეტილი ინტონაციაც ერთვის.
გალაკტიონის პოეზიის ინტერტექსტუალობასა და სტილთა კონტრაპუნქტის შესახებ მსჯელობისას ი. კენჭოშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო სტროფი ,,მთლიანად ცხოვრების ტექსტიდან აღებული ციტატებისგან შედგება''. (სტრიქონი ,,წამოველ, ვიცი მელოდი”, ჩემი ფიქრით, ფოლკლორულ ტექსტსაც – ,,აქედანა და შენამდინ” – უნდა უკავშირდებოდეს, კერძოდ სტრიქონებს - [bb],,ასე გამხადა სურვილმა, წამოველ, ვეღარ ვიარე”[/bb] ).
მივყვეთ ტექსტს და შევეცადოთ გარკვევას, თუ რა ინტერტექსტუალურ მიმართებაშია იგი ცხოვრების ტექსტთან, ასევე, რა ლიტერატურული რემინისცენციებისა და ალუზიების გამოყენებით არის კონსტრუირებული იგი.
ლექსის პირველივე გროტესკული სახე _ ეზოში მოსიარულე ამპარტავანი მამალი და მისი თათრობა შეგვეძლო მხოლოდ პოლიგამიურობაზე, როგორც მუსლიმანური, `ურჯულო~ სამყაროს წესზე მინიშნებადაც ჩაგვეთვალა და შესაბამისად, კაკბის გამოჩენა ეროტიკის ალეგორიად გაგვეაზრებინა, თავად გალაკტიონის ჩანაწერი რომ არ გვზღუდავდეს, ,,ბათომს თათარი შემოესიაო''.
ამპარტავნობა _ დავით კლდიაშვილის პერსონაჟთა _ ,,შემოდგომის აზნაურთა'' საერთო-სახასიათო ნიშანია, მაგრამ სოფლის მოუვლელ ეზოში ამპარტავნულად მოსეირნე მამალს _ პაროდიულ სურათს დაკნინებული საქართველოსი სხვა ლიტერატურული პირველწყაროც ეძებნება. თუ ამპარტავნობას მამლების ბრძოლის მიზეზად ან გამარჯვების ნაყოფად წარმოვიდგენთ, გამოვლინდება ტრანსფორმირებული ალუზია გურამიშვილის თავისთავად პაროდიული სიტყვებისა: [bb],,ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს''[/bb]. ამ პოეტისავე სიტყვებით, ამპარტავნობა ქართლის ჭირის თანამდევია. (,,შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,/ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხვა პირისა"). მოყოლებული გურამიშვილიდან, მამალი, მამლების ბრძოლა _ ქართული პოლიტიკური დისკურსის პატრიოტული ,,ფრეიმების'' ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია (გავიხსენოთ: ათი წლის შემდგომ, 1918 წლის მოვლენების ამსახავ პოემაში ტიციან ტაბიძე თავს _ ,,ფრონტებზე'' სწორედ გურამიშვილის ამ სიტყვების: `ვით მამალი სხვის მამალსა...~ ციტირებით დაიწყებს და ამ კონცეპტს შემდგომაც არაერთგზის დაუბრუნდება),
აივანი, რომელსაც ადრე ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე შვენოდა, ახლა [bb],,მი-ვარდნილია''[/bb]. გარდა პირდაპირი გაგებისა, ამ თამაშურ პრინციპზე აგებულ ტექსტში მი/მო ზმნისწინებით ,,თამაში'' მო-ვარდნილის (მომწყდარის, მოძრობილის) გაგებასაც გამოავლენს.
[bb]მანდილი [/bb]_ ქალის კდემამოსილების ქართული კლიშე-სიმბოლო და [bb]სა-კაბე[/bb] _ (მომავალი დროის გაგება - მინიშნება კაბადქცევის პოზიტიურ პერსპქტივაზე), ახლა ძველი [bb]დასტურ-ლამალივით[/bb], მხოლოდ ხსოვნას შემორჩენია (,,მახსოვს'').
[bb]კნეინა[/bb] _ ამ კონტექსტში, გარდა ევფონიური კავშირისა სიტყვა ,,კაკაბთან'', კნინობის, და-კნინების გაგებასაც შეიცავს. მხრებზე გაროზმოსხმული (გაროზი - ნაქსოვი მოსა-სხამი), მაღალტანიანი ,,კნეინა კაკაბი'', აწ სიმინდის ანაქურჩალით პირდაცობილი კოკა რომ შემოუდგამს მხარზე, ერთი მხრით, პაროდირებული ალუზიაა ხალხური სიმღერისა ,,თებრონე მიდის წყალზედა, კოკა შეუდგამს მხარზედა'', მეორე მხრით კი ვაჟას ლექსისა ,,სამეფოს სიმღერა'':

[bb]ქალო, გნახე ფეხშიშველი,
გამაჰგოგდი ეზოშია,
გენაცვალე, კაკაბს ჰგავდი,
მოსეირნეს ფერდოშია.[/bb]

საქართველო (,,ვამაყობ საქართველოთი'') - ეპიფორის, გამეორების ბოლო, ლექსის მთავარი სიტყვაა და მისი სტატუსის გამოსაკვეთად გამომსახველობით საშუალებათა მთელი კომპლექსი გამოიყენება. პატრიოტული მოტივი ტექსტში კარნავალური წესით შემოდის: ოდესღაც ,,ძველი დასტურ-ლამალის'' წეს-გარიგებებით მართვადი ეზო-მიდამო _ ძველი საქართველოს სახე _ ახლა დაკნინებულა და სასეირო სანახაობის არედ ქცეულა. კნეინა თუ წყალს ეზიდება, ,,ჭმუნვით მოცული თავადი ვაშლოვანელი'' (მაღალი სტილის პაროდია) ოხრავს იმაზე, რომ ,,გახმა ბოსტანში მწვანილი!''
პოეტს შემოქმედებითი მოცალეობის ჟამი უდგას და პოემას წერს ოქტავებით, თან თავს იჯერებს: ,,(ესეც საქმეა თუ არა?)'', მაგრამ ეს უფრო თავისმართლებაა ვიღაცის წინაშე. ვინ შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომელიც ტექსტში მონაწილეობს, მაგრამ ღიად ექსპლიცირებული არ არის?
ვფიქრობ, აქ ი.ჭავჭავაძე ადვილი ამოსაცნობი იქნება, თუ გავიხსენებთ ფრაგმენტს ამ ლექსთან ინტერტექსტუალურად დაკავშირებული ტექსტიდან _ თათქარიძიანთ კარ-მიდამოს აღწერიდან:
[bb],,...ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ[/bb]: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავ-ნანინაო!.." ეს კი ქალის სა¬ქმე უნდა იყოს. თუნდ მართლადაც ესე იყოს, რა დასაძრახისია? მოსწყენია დავითნის კითხვა, გულზედ რაღაცა სევდა მოსწოლია, — და გონების გასართავად და უგემურ დღის დასალევად მიმჯდარა ფანჯარასთან, ამოუძვრია გულის ქინძისთავი და [bb]მიუყვია ხელი ამ მართლა-და გონება-გასართველ საქმისათვის. უსაქმო ყოფილა და საქმე გაუჩენია ამ ანდაზის ძალით: „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო'' [/bb] (,,კაცია- ადამიანი?!'' ) .


http://www.radikal.ru

დავუბრუნდეთ კვლავ ტექსტის თანმიმდევრობას.
,,ტფილისში მეფობს თათარხან'', თან რაღაც დუელებია... რაკი ლექსი თათრის ხსენებით იწყება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ტექსტში მისი გამოჩენის მოტივი ორ სიტყვას შორის ბგერწერული და სემანტიკური კავშირია, ან რომ აქ საუბარია რაღაც ისტორიულ რეალიაზე, რომლის შესახებ ინფორმაციას თანამედროვე მკითხველამდე არ მოუღწევია. ამის კვალი არ მოიძევება არც ისტორიულ წყაროებში, არც ტიციან ტაბიძის პოემაში [bb],,თვრამეტი წელი''[/bb], რომლის მიხედვით, კატაკლიზმებით სავსე 1918 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის სურათი ასეთია: თბილისი დაშნაკების, სოციალ-დემოკრატების _ მენშევიკ-ბოლშევიკთა მწვავე ბრძოლების ასპარეზად ქცეულა. თითქოს გალაკტიონის ამ ლექსს ეპასუხებოდეს, ტიციან ტაბიძე პოემაში თბილისის შესახებ ამბობს:

[bb]ამ დროს არ იყო
ლეკი და დიდო,
თურქებსაც ორივე
ფეხი ჰქონდათ
ძირში მოტეხილი.
და დაღლილ მამლებს
ძაღლი კი არა,
თვითონ დიდი
ბრიტანეთის ლომი
ტორით ტორავდა. [/bb]

იქნებ სარითმო წყვილი: [bb]ხანდახან/თათარხან[/bb] დაგვეხმაროს ცხოვრების ტექსტის ამ ბუნდოვანი რეალიის ინტერპრეტირებაში.
იონა მეუნარგია ნარკვევში ,,მამია გურიელი'' ასეთ, ცოტა არ იყოს, ფრივოლურად შეფერილ ეპიზოდს იგონებს:
`ერთ დარბაისელ საზოგადოებაში ერთი მშვენიერი ახა¬ლ¬გაზრდა ქალი, დიდი გვარიშვილი, დიდხანს ლაპარაკობდა თავ. თათარხან დადეშქელიანზე. იქ მყოფმა მამიამ დიდხანს უგდო ყური იმას, და, რომ არ გაათავა ბანოვანმა ლაპარაკი, წაიდუდღუნა თავისთვის, მაგრამ ისე, რომ სხვებსაც გაეგონათ:

[bb]სულ თათარხან,
სულ თათარხან,
ჩვენც - ხანდახან,
ჩვენც - ხანდახან.''[/bb]


ასეთი მოსწრებული სიტყვები ჩვეულებისამებრ, ზეპირსიტყვიერადაც ვრცელდებოდა და დიდხანსაც ახსოვდა ყველას. ესეც არ იყოს, ცნობილია გალაკტიონის განსაკუთრებული სიყვარული მამია გურიელისადმი.
[center] http://www.radikal.ru[/center]
თათარხან (ნიკოლოზ) დადეშქელიანი _ ქალების გულთამპყრობელი, რომელიც ქუთაისში ცოცხალ სურათებად დადგმულ ,,ვეფხისტყაოსანში'' ტარიელს განასახიერებდა (1882), 1918-ში ცოცხალი აღარ იყო. თათარხანი _ სვანეთის მთავრების დადეშქელიანების საგვარეულო სახელია. გასული საუკუნის ათიან წლებს უკავშირდება ციოყ (ალექსანდრე) დადეშქელიანის ოჯახის იმ დროისათვის მეტად გახმაურებული ჰამლეტური ტრაგედია. ციოყის ვაჟს თათარხანი (ნიკოლოზი) ერქვა. ეს უმცროსი თათარხანი ორბელიანებთან არის დანათესავებული, ვაშლოვანი კი - ორბელიანთა სამოსახლოა... მაგრამ ნუღარ გავცდებით ჩვენი წერილის ძირითად მიზანდასახულებას. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ დუელის ხსენება თათარხანთან ერთ კონტექსტში _ ორი თათარხან დადეშქელიანის კონტამინაციაა პოეტურ წარმოსახვაში. ახალ დროებაში მწვანილის გახმობაზე აგრერიგად მჭმუნვარე თავადი ვაშლოვანელი კი თათარხანის ამბის მომტანი რეალური პიროვნება ვერ იქნება. იგი პოეტური ფიქციაა, ქართულ ეროვნულ მეხსიერებაში დამკვიდრებული გმირის - თამარ ვაშლოვანელის დაკნინებული შთამომავალი.
ახსნა მომდევნო სტროფის სიტყვებისა: [bb],,სასახლე გახდა თილისმა'' [/bb]თვით გალაკტიონის ხელნაწერშია მოცემული: თილისმა მიმზიდველობას ნიშნავს. თუ აქ ტიციან ტაბიძის პოემიდან გავიხსენებთ, მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას, მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, ყველა ჯურის პოლიტიკოსებს შორის რა დიდი შეხლა-შემოხლები იმართებოდა, სასახლის `თილისმობა~ _ მიმზიდველობა უფრო გასაგები შეიქნება.
[bb],,ჩინებულება ჩინელის''[/bb] ასევე თავად გალაკტიონს აქვს ახსნილი: ჩინელი _ ზოგადი სახელია ყველა უცხოელისა, იმ წლებში თბილისს რომ მოაწყდა. ,,ჩინებულება'' კი, პოეტის თქმით, ღირსებას ნიშნავს. თავის ჩანაწერში იგი კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს, თუ რა უღირსად, ადგილობრივთა დამამცირებლადა და შეურაცხმყოფლად იქცეოდნენ უცხოელები, კერძოდ ინგლისელები თბილისში. გალაკტიონისეულ პოეტურ ეტიმოლოგიაზე დაფუძნებული ეს სინტაგმა აქ კვლავ ,,გადაყირავებულად'', პაროდირების მიზნით არის გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსის არაერთ მხარეს შევეხეთ, ჩვენ, პრაქტიკულად, მაინც არ გაგვიცია პასუხი წერილის დასაწყისში დასმულ კითხვაზე.
დავუკვირდეთ ლექსის მეორე ნაწილის - პოეტის მონოლოგის ლექსიკას. მასში დაფიქსირებულია ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც ,,არტისტული ყვავილების'' ძირითად სახე-სიმბოლოებსა და მხატვრულ კონცეპტებს აღნიშნავს: [bb]უდაბნოება, ზარი, სასახლე,[/bb] ამას დავუმატოთ განმეორებადი სტროფიდან [bb]ქარი[/bb] და ამ ყოველივესთან დაკავშირებული რომანტიკულ-სიმბოლისტური კონოტაციები: [bb]გზა-ლოდინი/მოსვლა, საშინელი/საშინელება [/bb]და, ასევე, სათაურისეული [bb],,მივარდნილი''[/bb] (,,სუროში საშინლად მივარდნილ კედლებით/ ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს''- ,,დომინო'') და, ვფიქრობ, ცხადი შეიქნება, რომ ეს ლექსი არა მხოლოდ პოეტური ლექსიკის დონეზეა დაკავშირებული დანარჩენებთან, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ ცდას სწორედ ,,,,სატირულ'' კონტექსტში მოქცევა-გააზრებისა. გავიხსენოთ, როლან ბარტის ცნობილი სიტყვები: ,,პაროდირება - ეს არის უკანასკნელი გამოცდა ტექსტის გამძლეობისა''.
შემოთავაზებული ინტერპრეტაცია არასრული იქნება, თუ კიდევ ორიოდე სიტყვით არ შევეხები ლექსის სათაურს - ,,მივარდნილი აივანი''.
აივანი, როგორც სახლის, შენობის _ კულტურის ნაწილი, ერთდროულად მისი ნიშანიცაა და ბუნებასთან, ასევე კულტურულ გარესივრცესთან ღია კომუნიკაციისაც. მაგრამ სიტყვა ,,მივარდნილი'', სალექსიკონო განმარტებით შორეულს, განაპირას, მიყრუებულს, ძნელად მისასვლელს რომ ნიშნავს, ჩვეულებრივ, გულისხმობს არა მხოლოდ იმ ლოკალს, სადაც ამ თვისების მქონე ობიექტია საგულვებელი, არამედ რაღაც სხვა ლოკალს/ლოკალებსაც, საიდანაც იგი ამაგვარად აღიქმება და, შესაბამისად, დისტანციასაც ამ ლოკალებს შორის.
ეს გარკვეულ საფუძველს იძლევა, რომ სათაური ,,მივარდნილი აივანი'' და მთელი ლექსიც გავიაზროთ, როგორც _ სასაზღვრო, გარდამავალი, შუალედური პირობითი ბარიერი, ლოკუსი ,,არტისტული ყვავილების'' უსაზღვრო იმაგინაციურ სივრცესა და პოეტის ყოფით-რეალურ სივრცეს _ ცხოვრებას, როგორც ტექსტს შორის, სადაც ორივე სივრცის არსებობის წესები ცენტრებიდან პერიფერიამდე ვრცელდება და ერთდროულად თანაარსებობს შეუსაბამობათა შესაბამების, _ ზ. ფროიდის მიხედვით, _ ყოველგვარი იუმორის არსობრივი საფუძვლის პირობებში.
ამ ლექსში, რომლის სატირულ-პაროდიული ინტენცია ერთდროულად მიემართება ორ ტექსტს: ,,არტისტულ ყვავილებსა'' და ცხოვრებას, უკვე რეალიზებულია პოტენცია ნიშანთა მთელი წყებისა, რომელიც ათწლეულების შემდეგ გალაკტიონის ირონიულ-პაროდიულ ლირიკაში და შემდგომ - მის ეპიგონთა შემოქმედებაშიც წარმმართველი გახდება: სახეთა მკაფიო რეალისტურობა და კონკრეტულობა, კარნავალური ელფერი, სიტუაციისა და სახეთა გროტესკულობა, იუმორისტული ეპითეტები, ზეპირმეტყველებითი დიალოგური პასაჟები, ინტონაცია, როგორც პაროდირების ხერხი; პლანების მოულოდნელი შენაცვლება, ტრადიციული (აქ _ დაბალი შაირის) ფორმის პაროდირება და მახვილგონივრული რითმა, როგორც პაროდია რითმისა.


[center]http://www.radikal.ru[/center]

Posted by: nino darbaiseli 3 Jun 2010, 00:04
ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად ვერ ვიტან კრივს. და ამისთვის მიზეზი მაქვს.
მთელი ცხოვრება ჩემს არსებაში მოკრივეს ვებრძვი.
დღეს ალბათ ნახევარმა თბილისმა დამირეკა, სასწრაფოდ ტელევიზორი ჩართეო. რასაკვირველია, ვერ ვუყურე. რადგან საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს, ოცი წელიწადია.
მერე ეს ლინკიც გამომიგზავნეს:

http://www.tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001

''თვალი გეა''. პირველ არხზე, 02 06 2010 საათი - 19.05

ესეც ამ ამბავს უკავშირდება და აქ იდოს:

http://www.lib.ge/body_text.php?8293

Posted by: lurdes 4 Jun 2010, 22:36
nino darbaiseli
QUOTE
გამოვიდა ჟურნალი ,,ქართული მწერლობა'' (2010,5) ,რომლის შეძენაც შეგიძლიათ მხოლოდ წიგნის მაღაზიებში . ( თბილისის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და სტენდებზე - არ ჰქონიათ) მასში დაბეჭდილია ეს სტატია, გაფორმებული გალაკტიონისავე გრაფიკული ჩანახატებით :



საინტერესო წერილია. : )

Posted by: nino darbaiseli 7 Jun 2010, 01:32
ნინო დარბაისელი

,,ვოდკა პერცოვაია" ანუ უკვე გადახდილია


რა სჯობს ამ ბარის მშვიდ მუსიკას,
ამ ლუდის კათხას,
შიგ ბუშტუკები ზედაპირისკენ
ზოლებად რომ მოთამაშობენ
და სანდომიან ქალბატონთან მშვიდ საუბარს,
ერთია ცუდი -
- მოწევა რომ არ შეიძლება.
ახლა პატარა ბიზნესი მაქვს,
თავიდან კი მღვდელი ვიყავი.
თქვენ მორწმუნე ხართ?
ნუ ნერვიულობთ,
რომ იგვიანებს უსაშველოდ თქვენი რეისიც.
რა სჯობს დროებით შეყოვნებას შორი მგზავრისთვის,
როდესაც იცი,
ადრე თუ გვიან ბოლოს ყველა ადგილზე მივალთ,
ხოლო მანამდე
სრულიად უცნობს გაენდობი,
გადაეხსნები,
მერე გზებიც გაიყრება და
შენი ნათქვამიც, -
- გულისდარდს რომ ამოიყოლებს,
დაიკარგება,
გაიბნევა სამარადისოდ.

კაცი კი არა, მხეცი იყო,
ასე ვიცოდი.
არ ენდობოდა მიწის,
აღარც ზეცის სამართალს,
სხვისი ოჯახი ამოხოცა თურმე წამებით
და კმაყოფილი თვითონ ჩაბარდა
და სიკვდილმისჯილს
აღსრულებამდე აღსარების ნება დართეს.

როდესაც რკინის ცივი კარი შენ წინ იღება,
მერე ზურგსუკან იკეტება მძიმე ხმაურით,
წინ კი ისევ რკინის კარია,
არის კი კაცი,
თუნდაც მოძღვრად იყოს მისული,
ვინც წამით მაინც არ გაიფიქრებს,
რომ აქ დასრულდა ყველაფერი და
ვეღარასდროს გააღწევს გარეთ?

საკანში,
რკინის მაგიდაზე
ხელუხლებელი იდო მისი ბოლო სადილი,
კარგი სადილი,
ქველმოქმედთა შემოგზავნილი.
თითქოს ვერაფერს და ვეღარავის ვეღარ ამჩნევდა,
შიში არ იყო,
არც იმედი,
რაღაც, სხვა,
უცხო,
უსახელო.
ის, რაც ამბობდა,
რომ მკვდარია სიკვდილმისჯილი
განაჩენის აღსრულებამდე.
არც ვჭირდებოდი,
არც არაფრის თქმას აპირებდა.
და რაც კი ვცადე,
ყალბად გაისმა.
ის ჩუმად იყო,
მეც გავჩუმდი.

და სწორედ მაშინ,
კარზე ორჯერ მოკაკუნებით როცა გვანიშნეს,
რომ ჩვენი ვადა იწურებოდა,
მე კი არ მითხრა,
თითქოს ვიღაცის დანაბარები გაიმეორა,
გვერდზე გახედვით,
გულგრილად თქვა; ,,ყინავს, მამა!"
უცებ მწვდა ყელში,
დამითრია
და
ღრიალებდა მთელი ციხის,
მთელი სამყაროს გასაგონად:

,,- ეეეეე-ი, მა-მა-ოოოო!
იცი მაინც, რა გემო აქვს შურისძიებას?
მწარეა,
ტკბილი, -
- მაგარი ,,ვოდკა პერცოვაია",
ზედ - შავი პური,
თავზე - ლორი მარილიანი
მე:
- ყელი,
ყეეეეეეე-ლი! - დავიხრიალე.
და მოხარხარე გაიყვანეს.

და ყურის დაბლა
ეს უცნაური ნაიარევიც -
- სამუდამოდ
იქიდან დამრჩა.

ვინ ვისი როგორ განიკითხოს,
ვინ ვის რა უთხრას,
ან ვინ რა იცის,
როდის რა სჯობს ...

აბა, მშვიდობით!
ნუ შეწუხდებით,
ყველაფერი გადახდილია .

Posted by: nino darbaiseli 9 Jun 2010, 00:28

ეს - ჩემზეა:
http://www.ceeol.com/aspx/issuedetails.asp...f7-12aa71152992

ეს კი ჩემია:
http://www.ceeol.com/aspx/issuedetails.asp...1b-bd20fd72fd55

Posted by: levan63 9 Jun 2010, 14:08
ნინო, შენს დასახელებულ საიტებზე "ერორს" აგდებს ანუ შეცდომითი მისამართებიაო. გალაქტიონის კვლევები მეტად საინტერესოა. ნინო, ის დავალება რომ შევასრულე "კრიმინალურ ქრონიკებზე" აწყობილი ლექსი, რა შეფასება მიეცი?ფოსტით არაფერი მომსვლია! პატივისცემით! ლევანი

Posted by: nino darbaiseli 13 Jun 2010, 14:03
ლევან ძვირფასო!
პასუხი დიდი ხანია, მიღებული უნდა გქონდეთ. როგორც მახსოვს, გწერდით, რომ ნამუშევარი კარგი იყო, ოღონდ საკუთარი, პირობითი პოეტური ლექსიკით, რომლის დასაძლევადაც შემოგთავაზეთ ეს სავარჯიშო, ცოტა, მეტად ერეოდით., ანუ მეტყველების სტილის გათაავისების მხრივ სამუშაო კიდევ გქონდათ დარჩენილი.


ეს ზემოთ მოთავსებული ’’პერცოვკის’’ საბოლოო ვერსიაა:

http://www.urakparaki.com/?m=4&ID=32270

ესეც ახალი ლექსი:

ნინო დარბაისელი

სახლი კაკალქვეშ

ვეღარ ვინიშნებ ამ კაკლისხით სოფლის თავიდან
ჩვენს ეზო-კარს ვეღარასოდეს!
არავინ იტყვის,
რომ დიდი პაპის ბრალი იყო,
მან აიხირა სიკვდილის წინ,
ჩვენი სახლისთვის ახალი ნერგი გვერდით მოერგო,
თითქოს-და ოჯახს ქვემო კაკალი ეცოტავა,
დიდედაჩემმაც:
იმის სახელზე იზარდოსო,
თითქოს დაზრდილი,
მოსახელე შვილიშვილები არა ჰყოფნიდა.

მერე, კაკალმა როგორ იცის! -
- წვერით ცას უწევს,
სიგანეზე - ტოტებგაშლილი
მთელ არემარეს ეპატრონება.
თავის ძირში კი, ხე რა არის,
ბალახ-ბულახსაც არ ახარებს.
ხოლო მიწისქვეშ
მსხვილ-მსხვილ ძარღვებს ისე გაიდგამს,
სახლის საძირკველს ლამის ძირი აუტრიალოს.
დღისით მთა-გორებს ეზომება,
ღამით - შრიალსაც მიანელებს,
ზედ დაგბუბუნებს,
დაგჩერებია,
საცრისოდენათვალებიანი.

როცა ისხამდა,
ქარიანში
დახუნძლულ ტოტებს
ჩვენს კრამიტებზე რაკა-რუკი გაუდიოდა,
ჩვენ კი წენგოთი შეღებილი გვქონდა ტუჩები,
კაკლის მტვრევაში სულ მუდამ ცერებდაბეჟილებს
ენა, იმის ნედლი წვენით დასიებული
პირში რომ აღარ გვეტეოდა,
მოსაშუშებლად უფროსები თხის რძეს გვასმევდნენ.

ამ გაზაფხულზე დასცემია უეცრად მეხი
და კიდევ კარგი,
მეხმა თავსხმაც მოიყოლია,
ცეცხლადქცეული მთელ მიდამოს გადაბუგავდა.
შუა ივლისში - ისევ ბოლავს
წყნარად,
თავისთვის,
ზოგან ფოთოლიც გამოუბამს,
ღია ფესვებზეც,
აქა-იქ ისევ ცოცხალია ამონაყარი,
მაგრამ რა გზაა!
მოსაკითხად გადმოსულებმა
შინაურულად დაგვარიგეს, საშიშიაო,
ხვალ ხისმჭრელებსაც მოგვიყვანენ.

უკვე ღამეა.
ამ მთის ჰაერმა დაცდა იცის,
პლედს მოვისხამდი,
მაგრამ ჭერიდან წრუწუნების ისმის ფხაკუნი,
რასაც ხელს ახლებ,
ყველგან თაგვის ცურცლი მოგყვება.
ფეხს აქ რომ დადგამ, იატაკი - იქით ჭრიალებს,
თითქოს შენ კი არ დადიოდე,
წამოიშალნენ მკვდრები სოფლის სასაფლაოდან,
აქეთ დაიძრნენ...

არ მეშინია,
მე არაფრის არ მეშინია!
არ მეშინია,
მე არაფრის არ მეშინია!
არ მეშინია!

ხვალ ადრიანად დავუყვები,
რომ ოთახებში წლით ნაგუბარი მარტოობა გავამზეურო,
გადასაყრელი - გადავყარო,
და რაც დამრჩება,
თვალმისავალად დავხეხო და დავაკრიალო...

ჭიშკრიდან ისმის შემთვრალების:
- რა ბაღი იყო, ნაკურკალზეც რომ ბალ-ატამი ამოდიოდა!
- ხედავ, ჩვენშუა ეს ღობე როგორ მორღვეულა?
- გაგიველურდათ იასამანი,
ნამყენმა ვარდმაც კოკრის ადგილას ასკილები გამოიტანა.
- როგორ აგიხსნა,
შეჩვეული საყვარელივით აღარც მინდა,
აღარც მეთმობა.
შევხედავ, თუკი გამოუჩნდა კარგი მყიდველი...
- ოღონდ შორისთვის ნუ გადადებ,
ეზოში ერთი ფარღალალა ქოხიც რომ გედგეს,
სახლიან მიწას მუშტრის თვალში მეტი ფასი აქვს.

''თბილისთან ახლო, (47 კილომეტრი),
პატარა სახლი, ბელეტაჟზე,
დიდი აივნით,
ბუხრით და მარნით.
ეზო - 1000 კვადრატული,
ხეხილის ბაღი - მხსმოიარე''.

თუ გადააწყდეთ ვინმე მსურველს,
ასე უთხარით,
რომ ნამყოფი ხართ,
ნახვადაც არ ღირს,
და რაც წერია, -
- მოგონილია!

Posted by: nino darbaiseli 18 Jun 2010, 10:11
ნინო დარბაისელი

ბებერა

გული?!
რა - გული?
რისი - გული?
აბა, დამხედე ამ ხელებზე,
კარგად დამხედე!

იცი, ყველაზე მგრძნობიარე ადგილებზე
ბებერები როგორ ჩნდებიან?
ჯერ გეტკინება,
მერე ბუშტუკა გაიზრდება,
მერე გასკდება,
გეწვის,
გეწვის,
და თუ ნატკენსაც არ მოეშვები,
ბოლოს სალივით გამაგრდება,
მერე აწექი ამ ბებერას
რამდენიც გინდა,!
იფიქრებ მხოლოდ:
ახლა, ალბათ, უნდა მტკიოდეს,
სიტყვებში ქვითინშერეულში
უნდა ისმოდეს
თავისმართლების
უსუსური არგუმენტები,
,მიწა მეჭამოს!'' - ვიფიცებდე,
სიკვდილს ვნატრობდე,
მე კი ვზივარ და ღრმად მამთქნარებს,
თან, მგონი, მშია.
დროა, წახვიდე.

ძილი,
ძილი,
მთელ სიცოცხლეს ძილში ვიძლევი!

Posted by: lurdes 18 Jun 2010, 22:38
QUOTE
სახლი კაკალქვეშ

ეს ლექსი მომეწონა smile.gif

Posted by: nino darbaiseli 22 Jun 2010, 08:01
გაიხარეთ, lurdes ძვირფასო!
ახლობელმა, რომლის აზრსაც, ჩვეულებრივ, ძალზე ვენდობი, მითხრა, რომ თემატურად და ესთეტიკურად - ნაკლებად საინტერესოა, კონცეპტუალურად- ნაკლებად ახალი, სახეობრივად - კონკრეტიკა გადამეტებულია და ა.შ. თუმცა ემჩნევა ოსტატის ხელი. გულწრფელად რომ გითხრათ, ამას , გარკვეულწილად მეც ვგრძნობ. თავიდანვე ვიცოდი, დაახლოებით რა შედეგამდე მივიდოდი დამუშავების შემდეგ, მაგრამ გული მეუბნება, რომ მაინც არის ამ ტექსტში რაღაც , რაც შრომად მიღირდა.
თქვენმა სიტყვებმა გამამხნევა.

Posted by: lurdes 24 Jun 2010, 22:51
nino darbaiseli
ოსტატის ხელი თქვენს ლექსებს ყოველთვის ემჩნევა. ზოგადად ვისურვებდი, რომ გადამეტებული არ იყოს, დასანახ ხელოვნურობამდე (ყველა ავტორთან ვისურვებ).
შევეცადე, თქვენი ახლობლის თვალით შემეხედა: შესაძლოა, კონცეპტუალურად ნაკლებად ახალია, მაგრამ ვფიქრობ, თემა ამ სახეობრივ კონკრეტიკას მოითხოვს. უფრო დამაჯერებელი ხდება ლირიკული გმირის სათქმელი და თანაგანცდასაც იწვევს. თემატურად და ესთეტიკურად საინტერესო - ვისთვის როგორ. ჩემთვის ახლობელი აღმოჩნდა.

Posted by: levan63 25 Jun 2010, 15:50
ნინო, "სახლი კაკალქვეშ" ჩემთვის ძალიან ახლო თემაა და ისეთი მარტივია გასაგებად, რომ ვისაც არ ესმის ის ამას ვერასოდეს გაიგებს, რავი აბა მე როგორც ერტ მომაკვდავს ძალიან მომწონს და... user.gif user.gif

Posted by: nino darbaiseli 26 Jun 2010, 16:26
ნინო დარბაისელი

სინოპსისი

ბინა ქალაქში.
ფანჯრიდან - ღამე.
საძინებელში
დადის ქალი დედიშობილა.
ეძებს.
პოულობს.
ვერ პოულობს.
ტანსაცმელი - მიყრილ-მოყრილი.
შუა ოთახში - ჩემოდანი უზარმაზარი.

ჯდება მოწყვეტით იატაკზე.
დასცქერის ფურცელს.
მოკლე-მოკლე სტრიქონებად
წერს გამალებით.
შლის.

მსხვილი პლანით:
გადახაზულზე მიწერილი -
,,არ მჭირდება!"
,,რა მავიწყდება?"

ხოლო ბოლოში:
,,ხვალ ამ დროს უკვე შენთან ვიქნები!"

Posted by: nino darbaiseli 27 Jun 2010, 21:36
და ტრადიციისამებრ - საბოლოო ვერსია:

ნინო დარბაისელი

სინოპსისი


ბინა ქალაქში.
ფანჯრიდან - ღამე.
საძინებელში მოძრაობს ქალი -
- სანახევროდ დედიშობილა.

ეძებს.
პოულობს.
ვერ პოულობს.
ტანსაცმელი - მიყრილ-მოყრილი.
შუა ოთახში - ჩემოდანი უზარმაზარი.

ჯდება მოწყვეტით იატაკზე.
დასცქერის ფურცელს.
მოკლე-მოკლე სტრიქონებად
წერს გამალებით.
შლის.

მსხვილი პლანით:
გადახაზულზე მიწერილი -
- ,,არ მერგება!"
,,რა მავიწყდება?"

ხოლო ბოლოში:
,,ხვალ ამ დროს უკვე შენთან ვიქნები!"

დიდ სარკეში -
- კისერი,
მხრები.

Posted by: levan63 30 Jun 2010, 14:55
ნინო, ჰოტმეილით წერილი გადმოგიგზავნე და ეგება შენებურად გმიკრიტიკო რა!
პატივისცემით,

ლევანი biggrin.gif

Posted by: mrisxane igori 2 Jul 2010, 18:13
დარბაისელი გვარია, თუ ფსევდონიმი?

Posted by: nino darbaiseli 2 Jul 2010, 23:11
QUOTE (mrisxane igori @ 2 Jul 2010, 18:13 )
დარბაისელი გვარია, თუ ფსევდონიმი?

გვარი, mrisxane igori ძვირფასო!

Posted by: mrisxane igori 2 Jul 2010, 23:36
nino darbaiseli
გმადლობთ, nino darbaiseli ძვირფასო,
კარგად ჟღერს!

Posted by: nino darbaiseli 8 Jul 2010, 10:31
ხვალ გამოდის ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობის ' ახალი ნომერი, სადაც სხვა საინტერესო მასალებს შორის წაიკითხავთ ამ სტატიასაც:

ანონსი

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი'' განაგრძობს გამოცემას სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულთა სერიისა ''გალაკტიონოლოგია'', რომლის ახალ, მეხუთე წიგნსაც დღე-დღეზე მიიღებს მკითხველი.
წინასწარ გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ვრცელი ნაშრომისა ''სამი ლექსი არტისტული ყვავილებიდან'', რომელიც მკვლევარმა და პოეტმა წაიკითხა ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში გამართულ თავყრილობაზე 17 მარტს - გალაკტიონის აღსასრულის დღეს - რაც ტრადიციულად აღინიშნება.
მოხსენება მსმენელმა დიდად მოიწონა არა მხოლოდ ღრმა პროფესიული ანალიზის გამო, არამედ სტილის დახვეწილობითაც, რამაც გამოიწვია ის, რომ მეცნიერული კვლევა თვითონ გადაიქცა ესთეტიკურ პროცესად, ნიმუშად იმისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს პოეტებზე, მითუმეტეს გალაკტიონის რანგის შემოქმედზე.

ჟურნალი ''ჩვენი მწერლობა''



ნინო დარბაისელი


გალაკტიონის ,,ვუალისა და ვიოლიეს შესახებ'' *



ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.

გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის, ვიოლБეს და სხვების შესახებ.


ასეთი სახით არის წარმოდგენილი ლექსი ,,არტისტული ყვავილებში'', გალაკტიონის თხზულებათა თორმეტტომეულში კი სხვაგვარად არის შეტანილი:

ვუალისა და ვიოლიეს შესახებ
- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -- - -

ვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს
პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.
გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის, ვიოლეს და სხვების შესახებ.


თორმეტტომეულში ლექსს ახლავს კომენტარი, რომლის მიხედვითაც: ,,ვენერა - რომაულ მითოლოგიაში გაზაფხულისა და მოსავლიანობის ქალღმერთია, რომელიც ბერძნული გავლენით გაიგივებული იქნა აფროდიტესთან, სილამაზისა და სიყვარულის ღვთაებასთან.
ფრაგონარი ონორე ( 1732- 1806) - ფრანგი მხატვარი.
პალაცო - კერძო სასახლეები იტალიის ქალაქებში,[...] ლექსებში ნახსენები პიტი და პერუჯი ვენეტა - ორივე ფლორენციაშია'. ''

ეს კომენტარი არაზუსტ ცნობას გვაწვდის ლექსში დასახელებული პალაცოების რაოდენობასა და სახელების შესახებ. სინამდვილეში ლექსში მოიხსენიება არა ორი ფლორენციული პალაცო, არამედ ერთი - `პალაცო პიტი'', ხოლო პერუჯი (პერუჯო) და ვენეტა (ვენეცია) იტალიური ტოპონიმებია.
კომენტარის არასრულყოფილების მიზეზი ტექსტში შეტანილი ორთოგრაფიული და პუნქტუაციური სწორებებია, რომელიც ამ ისედაც სიმბოლისტურად ვუალირებულ -ტექსტს არათუ ბუნდოვანებას უმატებს, არამედ გაუგებარს ხდის.
რაკი ამ ლექსის ევფონიური პლანი გამოწვლილვით არის გაშუქებული ( თ.დოიაშვილი) და დადგენილია მისი ფართო ესთეტიკური კონტექსტიც ( ი.კენჭოშვილი), ვფიქრობ, უკვე არსებობს საშუალება შედარებით თავისუფალი ინტერპრეტაციისა, რომლის დროსაც დაგვჭირდება გავარკვიოთ, რას გულისხმობს ავტორი ლექსის სათაურში, რას უნდა ნიშნავდეს `ეგონა ფრაგონარს'', ,,ხმები მასსენეთა'' და რა ,,უცნობ ლამპარზეა'' საუბარი აქ. შეიძლება თუ არა, სიტყვაში `ვიოლიე'' ნაგულისხმევი იყოს რაიმე სემანტიკა, ვინ არის ,,შენ'' , ან ლექსის ფინალში ნახსენები ,,სხვები'' და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ლექსის ტოპოსი.
ამთავითვე აღვნიშნავ, რომ მსჯელობისას დავეყრდნობი არა თორმეტტომეულის, არამედ ,,არტისტული ყვავილების'' ტექსტს, როგორც უფრო სანდოს.
დავიწყოთ სათაურის პოეტიკით.
ტიპობრივ შემთხვევაში სათაური პირველი სიგნალია იმის შესახებ, თუ რას ეხება ლექსი. გალაკტიონი კი, რომელიც, ჩვეულებრივ, სათაურის სემანტიკის გარდა, ჟღერადობასაც დიდ ყურადღებას აქცევს, სათაურის ბოლოში აფიქსირებს სიტყვას ''შესახებ'' , რომელიც არათანამჟღერი (შსხბ) თანხმოვნებით მკვეთრად უპირისპირდება, ახშობს ნატიფი სონორული პარონიმების მელოდიკას. ეს მაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ სიტყვას რაღაც საგანგებო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამ ფიქრს საფუძველს ჰმატებს ლექსის ფინალი, სადაც ჩვენთვის საინტერესო სიტყვა აბსოლუტურ ბოლოში, რიტმულ-ინტონაციურად და კომპოზიციურად უაღრესად მკვეთრ ადგილასაა მოთავსებული: ,,რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი ვუალის, ვიოლიეს და სხვების შესახებ.'' ეს არა მხოლოდ შინაარსობრივად, გრამატიკულადაც უცნაური კონსტრუქციაა, რადგან ლამპარი შეიძლება აინთოს რაღაცის ან ვიღაცის გამო, ვიღაცის მიერ, ვიღაცისთვის და არა შესახებ.
მაგრამ არსებობს ანტიკურობიდან მომდინარე ფრთიანი გამოთქმა ,,ცოდნის ლამპარი''. ამ ფრთიან გამოთქმაში შემავალ სიტყვათა სუბსტიტუციის მეშვეობით ჩამნაცვლებელი ინარჩუნებს მთელი მყარი სინტაგმის ერთიან სემანტიკას და, ამასთანავე, ჩანაცვლებულისაგან მიიკუთვნებს გრამატიკულ ნიშანს, თვისებას, რომელიც მას ჩვეულებრივ არ ახასიათებს:
ცოდნა _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ,
ლამპარი _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ.
ლამპარი, ლექსის მიხედვით, ,,უცნობია''. -ცნობობა კი შეიცავს ნეგატიური ნიშნით გამოხატულ პოტენციას შე-ცნობისა. ეს პოტენცია გამოვლენილია ზმნის ,,აინთოს'' მეორე კავშირებითის ფორმითაც, რაც მომავლის გაგებას იძლევა. ,,ისევ აინთოს'' ცხადყოფს, რომ ლექსში გამოსახული სიტუაცია - არაერთჯერადია, ყოფილა წარსულშიც, ანუ უცნობ ლამპარს - ცოდნას ადრეც გაუნათ()ებია პოეტის არე. თანაც ეს უცნობი ცოდნა არა ერთი რომელიმე საგნის (ვუალის), არამედ კიდევ ვიღაცის თუ რაღაცისა და სხვების შესახებაც არის. ვცადოთ გარკვევა, მაინც რა ცოდნაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი.

***
,,ვენერა სარკესთან'' _ ეს სახვით ხელოვნებაში მეთხუ¬თმეტე საუკუნის დასასრულისა და მეთექვსმეტეს დასაწყისის ვენეციური მხატვრობიდან მომდინარე ტიპობრივი თემაა და ველასკესის, რუბენსისა და რაფაელის გარდა, სხვა მრავალ ცნობილ თუ უცნობ მხატვარს აქვს დამუშავებული. ფრაგონარს, ისევე როგორც ბოტიჩელის, შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, რომელშიც იყენებს სარკის იკონიკურ პოეტიკას, აქვს ნამუშევრებიც, დაკავშირებული ვენერასთან, მაგრამ არა ვენერა, რომელსაც სარკეში ახედებს კუპიდონი. მიუხედავად ამისა, ამ თემასთან მისი სახელის დაკავშირება მაინც შესაძლებელია, თუ მხატვრის ბიოგრაფიის ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს გავითვალისწინებთ. მაგრამ ამაზე - ქვემოთ.
სახვითი ხელოვნების ამ თემის დასახელებას მოსდევს ანჟამბამანური წინადადება:

.......................ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.


ამდენად, წყვეტა, რომელიც ვენერასა და ფრაგონარს შორის ,,არტისტული ყვავილების'' ტექსტში წერტილით არის დაფიქსირებული და რომელიც თორმეტტომეულში წერტილის მოხსნის გამო გაუქმებულია, აუცილებელია ამ ტექსტის სივრცეში ორიენტირებისთვის. ,,ეგონა'' ზმნა, რომელთანაც ფრაგონარი მჭიდრო ევფონიურ კავშირშია, მოგონების/გახსენების მნიშვნელობით უნდა იყოს გამოყენებული: მოაგონდა, აგონდებოდა. მოტივაცია ამ ფრანგი მხატვარის მიერ იტალიური პალაცოს მოგონებისა კი მის შემოქმედებით ბიოგრაფიას უნდა უკავშირდებოდეს: თითქმის თორმეტი წელი (1752-1765) იგი ცხოვრობდა და მოგზაურობდა იტალიაში. იტალიურმა მხატვრობამ და ზოგადად ხელოვნებამ მის ხელწერას სასიკეთოდ გამორჩეული კვალი დაამჩნია და საფრანგეთში დაბრუნების შემდგომ დიდი ხელოვანის სახელი და სიმდიდრეც შესძინა. მაგრამ თანდათან მოძლიერებულმა ფრანგულმა კლასიცისტურმა სკოლამ აქტუალობა დააკარგვინა, მოდიდან გაიყვანა როკოკოს სტილი და, შესაბამისად, ფრაგონარის ფერწერაც.

ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.


ეს ნაწილი სიტყვით ,,საგონარი'' რითმულად, მაგრამ არა შინაარსობრივად უკავშირდება ფრაგონარს, რადგან ფრაგონარი ,,მასსენეთა ხმებს'' ვერ მოისმენდა ცხადი მიზეზის გამო: ამ ორ ხელოვანს მთელი საუკუნე აშორებთ (ფრაგონარი დაიბადა 1732 წელს, ხოლო მასსენე _ 1842 წელს).
,,მშვენიერი საგონარი'' ერთდროულად ორმხრივი გაგების საშუალებას იძლევა: მშვენიერი საგონებელი - დარდი (ოქსიუმორონი) და მშვენიერი გა-საგონებელი, მოსასმენი (ანუ ,,ხმები მასსენეთა''). უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მასში ერწყმის ორივე გაგება.
სიტყვა ,,მასსენეთა'' რომ მასნეს გულისხმობს, ცხადია, მაგრამ რატომ არის ეს საკუთარი სახელი მრავლობით რიცხვში? მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაერითმოს სიტყვას ,,ვენეტა''?
მასნე, მასსნე, მასენე, მასსენე, მასსენეტი _ ფრანგი კომპოზიტორი, რომლის სახელიც ამდენი ვარიაციით დამკვიდრდა რუსულ და მოგვიანებით ქართულ კულტურულ სივრცეში, გალაკტიონისათვის განსაკუთრებით ახლობელია და ამას პოეტის ბიოგრაფიული რეალიები და საარქივო მასალებიც ნათელყოფს. გალაკტიონის არქივში დაცულია არა მარტო მისი მუსიკის ხელნაწერი ნოტები, არამედ სტამბურად გამოცემული ნაწარმოები, რომლის სიტყვებად პოეტს მერისადმი მიძღვნილი ლექსი ,,ო, დღეს შემოდგომაა'' გადაუმუშავებია, მოურგია მელოდიისთვის.
ცნობილია მეორე ფაქტიც: ოციან წლებში გალაკტიონი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა და იქ გამართულ პოეზიის საღამოებზე თავის ,,მერის'' მასნეს ,,ელეგიის'' ფონზე კითხულობდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი მომენტი: ,,არტისტული ყვავილებისა'' და ზოგადად, გალაკტიონის სიმბოლისტური პერიოდის მხატვრულ-კონცეპტუალური არე, გარდა სხვა მუსიკალური წყაროებისა, მოიცავს მასნეს მიერ მუსიკის ენაზე ,,თარგმნილ'' არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს: ოპერა ,,ვერთერს''( 1892), ,,მინიონს'' (1884) _ გოეთეს მიხედვით, ოპერას ,,მანონის პორტრეტი''(1894) _ აბატი პრევოს ,,მანონ ლესკოს'' მიხედვით, ხოლო მისი ოპერის ,, ღვთისმშობლის ჯამბაზი'' ლიბრეტოსთან, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ალუზიურ კავშირში უნდა იყოს ლექსი ,,შემოდგომა ,,უმანკო ჩასახების მამათა სავანეში''. მასნეს ასევე არაერთი სიმღერა აქვს შექმნილი თ.გოტიეს ლექსებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მასნე საფრანგეთში მოდიდან გადადის, მაგრამ სწორედ ამ დროიდან ძალზე პოპულარული ხდება რუსეთში, ალბათ იმის წყალობითაც, რომ მის ნაწარმოებებს ასრულებს შალიაპინი _ სპეციალურად შალიაპინისთვის მან დაწერა ოპერა ,,დონ კიხოტი''. გარდა ცოცხალი შესრულებისა, მასნეს ნაწარმოებები მსმენელებამდე უკვე გრამფირფიტებითაც აღწევს, 1901 წლიდან კი, რუსეთში კომპანია ,,გრამოფონის'' დაარსების შემდეგ, ხელმისაწვდომი ხდება იმპერიის პერიფერიებისთვისაც.
ადამიანის საკუთარი სახელის მრავლობით რიცხვში გამოყენება ცნობილი რიტორიკული ტროპია და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ერთი სახელით აღინიშნება რაიმე ტიპობრივი ნიშნითა თუ ნიშნებით მასთან დაკავშირებულ ადამიანთა სიმრავლე, მაგალითად, ასეთ გამოთქმაში ,,მომრავლდნენ ვერთერები'' ანუ ახალგაზრდები, სიყვარულის გულისთვის თავს რომ იკლავენ. მაგრამ მასსენენი, მასნეები, ,,მასსენეთა'' _ მაინც ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც სიმბოლისტური იმაგინაციის დონეზე. ვფიქრობ, სწორ კვალზე სრულიად სხვა ესთეტიკური კონტექსტიდან მოხმობილი, ვახტანგ ჯავახაძის პატარა ლექსი დაგვაყენებს:

წვიმს. მუზეუმში მანეთად
შევდივარ ფიროსმანებთან.


ცხადია, ფიროსმანები აქ ერთი მხატვრის სხვადასხვა ნაწარმოებების კრებითი აღმნიშვნელის ფუნქციითაა გამოყენებული. ავტორის სახელის წიგნზე გადატანის მეტონიმიური ხერხი უცხო არ არის გალაკტიონისათვის, როგორც, მაგალითად, ამ ლექსში:

დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს,
იყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.


ეს მაფიქრებინებს, რომ მასსენეთა/მასსენენი ამ კომპოზიტორის ნაწარმოებთა სიმრავლეს უნდა აღნიშნავდეს და შეიძლებოდა წარმოგვედგინა, რომ ლექსის ტოპოსი რომელიღაც საკონცერტო დარბაზია, სადაც მასნეს ნაწარმოებები სრულდება, ეს რომ არ ეწინააღმდეგებოდეს ,,ლამპარი-ცოდნის'' ჩემ მიერვე შემოთავაზებულ გაგებას.
საგონარისადმი ფერების მინდობის მომენტს ხსნის სინესთეზიური აღქმის სპეციფიკა (თ.დოიაშვილი ).
,,გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი! / ოცნება!'' - ეს ანჟამბემანური გრადაციული ფრაზა სინესთეზიური პროცესის დასასრულის მაცნეა. ლექსის ლირიკული სუბიექტი უბრუნდება ,,რეალობას'' და აქ ,,ზღაპარი, ოცნება!'' - ზმანებათა, წარმოსახვათა სინონიმებია.
ლექსის ფინალში ჩნდება ახალი ინსტანცია - ,,შენ''. ეს ,,შენ'' - თავად ლირიკული სუბიექტის მეორე ',,მეა'', ის, ვისაც პოეტი ადრე მიმართავდა: [bb],,ვიცან, გალაკტიონ, შენში აქტეონი''[/b] და ვისაც მოგვიანებით ეტყვის: ,,შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს''. მაგრამ ლექსში გარდა ვუალისა, რომელიც ერთი მთავარი სიმბოლისტური სახე-კონცეპტია, გაუგებარი რჩება, რას გულისხმობს `ვიოლიე და სხვები''. ნუთუ ეს ფრანგულად მჟღერი ვიოლიე, რომელიც ვუალს ეხმიანება და იისა და სიმებიანი საკრავის ბგერობრივ ასოციაციებსაც აღძრავს,,მხოლოდ ტკბილ ხმათათავის'' გაჩენილი ასემანტური სიტყვაა?
ვ-ლ ჟღერადი თანხმოვნებისა და ხმოვანთა კომბინაციის შემცველი სიტყვა ვიოლიე, რომელიც ბგერწერულ მსგავსებას, ვუალის გარდა, კიდევ რამდენიმე სიტყვასთან ამჟღავნებს, ფრანგული ენის ლექსიკონებში არ დასტურდება, მაგრამ დასტურდება ფრანგული ენის ლექსიკურ ფონდში. რაკი ეს პატარა ტექსტი ასეთ უშუალო სიახლოვეს ავლენს ფრანგულ-იტალიური კულტურის კონტექსტთან, მაგრამ სიტყვა `ვიოლიე'' არ აღნიშნავს არც ერთ მოვლენას, საგანს ან სახე-კონცეპტს, ხომ არ არის სავარაუდებელი, რომ იგი საკუთარი სახელია ამავე კონტექსტთან დაკავშირებული ვინმე პიროვნებისა?
,,ნოტრ დამი'' - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც ვ. ბრიუსოვმა 1904 წელს ლექსი ,,პარიზი'' უძღვნა და რომელიც ქართულ მოდერნისტულ პოეზიაშიც ძალზე აქტუალური იყო, 1850 წელს აღადგინა ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა, მხატვარმა, მწერალმა, ხელოვნების თეორეტიკოსმა ვიოლე ლე დიუკმა ( 1814-1878).
http://www.radikal.ru
ვიოლე ლე დიუკი

,,ნოტრ დამის'' (1163-1345) - ამ ადრეული და მაღალი გოტიკის ძეგლის _ ახალი ქიმერები სწორედ ვიოლეს ნახატების მიხედვით არის შექმნილი. მისი სახელი ძალზე ცნობილი იყო რუსულ კულტურულ წრეებში იმის გამოც, რომ 1879 წელს რუსეთში გამოიცა მისი წიგნი ,,რუსული ხელოვნება: მისი წყაროები, შემადგენელი ელემენტები, მაღალი განვითარება და მომავალი''. ამ წიგნმა ინტერესთან ერთად საპროტესტო გამოხმაურებებიც გამოიწვია, რადგან ავტორი რუსულ არქიტექტურას ბიზანტიურთან კი არა, ინდურ ძირებთან აკავშირებდა.

http://www.radikal.ru
ნოტრ-დამის ქიმერა

ვიოლე, რომელსაც, ცხადია, კარგად იცნობდნენ ფრანგი პარნასელები, ნეოგოთიკის თეორეტიკოსი იყო. ევროპაში ილუსტრირებული ენციკლოპედიების გამოცემის ისტორია იწყება სწორედ მისი წიგნით: ,,შუა საუკუნეების ყოფა და გართობანი'' (Виолле-ле-Дюк Эжен Эмануэль, 1997), რომელშიც შესულია მრავალმხრივი ცნობები არა მხოლოდ არქიტექტურასა და ფერწერაზე, არამედ სამოსზეც, მათ შორის, ვუალზე. ვიოლეს შრომებს ეყრდნობა და იმოწმებს ლამის ყველა მომდევნო მკვლევარი ევროპულ კულტურაზე მსჯელობისას, გალაკტიონისათვის კი ევროპული კულტურა ცხოველი ინტერესის საგანი იყო.

http://www.radikal.ru
ვიოლე ლე დიუკის წიგნი არქიტექტურის შესახებ

შემოთავაზებული ჰიპოთეზის ლოგიკით, ვიოლესთან ერთად დასახელებული ,,და სხვები'' ის ავტორები თუ პირები არიან, მოხსენიებულნი რომ იყვნენ წიგნებში, რომლის წყალობითაც გალაკტიონი ევროპულ კულტურას ეცნობოდა და ეზიარებოდა.
ეს მაფიქრებინებს, რომ ლექსის იმაგინაციური ტოპოსი ოთახია _ სივრცე, სადაც პოეტი უსმენს გრამფირფიტებს მასნეს მუსიკის ჩანაწერებით - (,,მასნეებს'') და ამ ფონზე, პარალელურად ფურცლავს, კითხულობს ან იხსენებს ილუსტრირებულ გამოცემებს ფრანგული და ევროპული კულტურის შესახებ. ლექსის პირველი სტრიქონში წერტილით დაფიქსირებული დისკრეტულობაც - ,,ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს''_ ამით აიხსნება, თუმცა ეს ყოველივე ვუალირებულია სიმბოლისტური ესთეტიკის შესაბამისად.
ამ ჰიპოთეზის ველში შეყოვნებული მკითხველი ალბათ კიდევ ერთხელ, ,,ახალი თვალით'' გადაიკითხავს ლექსს, ვიდრე კვლავ მისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას დაუბრუნდებოდეს.

________

*- საჟურნალო ვერსიას არ ახლავს გამოყენებული ლიტერატურის სია და ციტირებათა მითითებანი, რომლის გაცნობაც მკითხველს შეუძლია კრებულ ’’გალაკტიონოლოგია-V''- ში.

Posted by: lurdes 12 Jul 2010, 22:19
QUOTE
ნინო დარბაისელი

სინოპსისი

სათაური ზუსტად აქვს მორგებული – სინოპსისია, მეტს ვერაფერს ვიტყვი smile.gif
ბოლო ვერსიაში ანარეკლი სარკიდან ფინალად მოუხდა.

Posted by: nino darbaiseli 12 Jul 2010, 22:27
მადლობა, lurdes საყვარელო!


როგორ მინდა ეს წერილიც წაიკითხოთ, როცა დრო გექნებათ!
(ვიცი, ამ გაგანია ზაფხულში ადვილი არ არის).

Posted by: lurdes 12 Jul 2010, 22:32
nino darbaiseli
წერილსაც წავიკითხავ, ცოტა დიდია და ამიტომ უცებ ვერა smile.gif

Posted by: nino darbaiseli 16 Jul 2010, 00:13
ედნა ვინსენ მილეი

ნატირალი


გესმით, შვილებო,
მოგიკვდათ მამა!
იმისი ძველი ლაბადისაგან
შეგიკერავთ ციცქნა ქურთუკებს,
იმისი ძველი შარვლისაგან
გამომივა თქვენთვის შარვლები.
აქ ჩარჩენილა ყველაფერი,
რასაც ჯიბეში ინახავდა:
გასაღებები და ხურდა ფული
დაუფარავს თუთუნის ნაფშვენს.
დენისა იყოს ხურდა ფული,
ბანკში წაიღებს.
ანისა იყოს გასაღებები,
ააჟღარუნებს.
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც
და მკვდარი უნდა დავივიწყოთ,
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
თუნდაც მოკვდნენ კარგი კაცები.
ანი, საუზმე გელოდება!
დენი, წამალი არ დაგავიწყდეს!
უნდა გაგრძელდეს სიცოცხლე მაინც,
მაგრამ რისთვის - გადამავიწყდა.

(ინგლისურიდან თარგმნა ნინო დარბაისელმა)


Edna St. Vincent Millay

Lament

Listen, children,
Your father is dead.
From his old coats
I'll make you little jackets;
I'll make you little trousers
From his old pants.
There'll be in his pockets
Things he used to put there:
Keys and pennies
Covered with tobacco.
Dan shall have the pennies
To save in his bank;
Anne shall have the keys
To make a pretty noise with.
Life must go on
And the dead be forgotten;
Life must go on
Though good men die.
Anne, eat your breakfast;
Dan, take your medicine.
Life must go on;
I forget just why.
* * *
დღეს

დიდი ამბავი, თუ წახვედი!
დღეს მე ვიქნები ბედნიერი.
ადრე ავდგები.
ცივი შხაპი და
ცივი ყავა,
ზედაც - სიგ... არა!
არა, სიგარეტს აღარც მოვწევ,
გადავყრი ნივთებს,
ყველაფერს ერთად,
რასაც შენი კვალი ატყვია,
მერე ჩავიცვამ ახალთახალებს,
კარს გავიკეტავ
და ყველა შემხვედრს
გავუღიმებ,
მერე დავყვები
ადგილებს,
სადაც
არასდროს ვყოფილვართ ერთად:
ქალაქს და დაბას,
უდაბნოსაც,
ჩემი იქნება ცაც და მიწაც -
დღეცა და ღამეც,
ძილიც,
ღვიძილიც.

კმარა ცხოვრება,
სიყვარულისჯარისკაცული,
როცა შენია ყველაფერი,
რაც საჭიროა,
და გავიწყებენ, რა გინდოდა,
როცა გეძლევა ყველაფერი,
უფლება კი - არ...

შენ, უსასრულო ორჭოფობავ,
თქვენც, ტკივილებო,
წუხილებო,
ჩუმო დარდებო,
და თქვენც, შიშებო,
სწორდით!
სმენა!
ახლა რიგზე გაითვალეთ
და ერთიანად,
ჩემი გულიდან ნაბიჯით იაააარ!

* * *



რატომღაც ეს ლექსი წინა პოსტს მიემატა . ახლიდან ვდებ, რადგან შესაძლოა მკითხველი დაიბნეს და ე.ა. მილეის ნაწარმოების თარგმანი ეგონოს.

ნინო დარბაისელი

დღეს
- - - - - -

დიდი ამბავი, თუ წახვედი!
დღეს მე ვიქნები ბედნიერი.
ადრე ავდგები.
ცივი შხაპი და
ცივი ყავა,
ზედაც - სიგ... არა!
არა, სიგარეტს აღარც მოვწევ,
გადავყრი ნივთებს,
ყველაფერს ერთად,
რასაც შენი კვალი ატყვია,
მერე ჩავიცვამ ახალთახალებს,
კარს გავიკეტავ
და ყველა შემხვედრს
გავუღიმებ,
მერე დავყვები
ადგილებს,
სადაც
არასდროს ვყოფილვართ ერთად:
ქალაქს და დაბას,
უდაბნოსაც,
ჩემი იქნება ცაც და მიწაც -
დღეცა და ღამეც,
ძილიც,
ღვიძილიც.

კმარა ცხოვრება,
სიყვარულისჯარისკაცული,
როცა შენია ყველაფერი,
რაც საჭიროა,
და გავიწყებენ, რა გინდოდა,
როცა გეძლევა ყველაფერი,
უფლება კი - არ...

შენ, უსასრულო ორჭოფობავ,
თქვენც, ტკივილებო,
წუხილებო,
ჩუმო დარდებო,
და თქვენც, შიშებო,
სწორდით!
სმენა!
ახლა რიგზე გაითვალეთ
და ერთიანად,
ჩემი გულიდან ნაბიჯით იაააარ!

Posted by: nino darbaiseli 17 Jul 2010, 13:26
ნინო დარბაისელი

ჩემია? სხვისი?

(ანა დოის)

შენ მეუბნები,
რომ არ გესმის, რა მემართება,
ვერ გაგიგია, რატომ ვდუმვარ,
საქმე რაშია.
არც არაფერში.
მაშინდელივით მოწყენილი ვარ,
თითქოს ყველაფერს
შემოევლო შავი არშია.

ჰო, ასე ხდება.
მასკარადი როცა მთავრდება,
რა საჭიროა ან მარმაში,
ანდა მაშია.
ერთი გომბეშოც ვერ შევცვალე,
ყველა დავკოცნე.
არ არის პრინცი,
აღარც იმის თეთრი რაშია.

ეს ფურცელი კი
ჩამრჩენია ამ ძველ უჯრაში.
ჩემია?
სხვისი?
ხელი ბავშვური წერის ცდაშია:

'' დილას საუზმე ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე სადილიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე ვახშამიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
ახლა ღამეა.
ვერ ვიძინებ.
იცი, რატომ?
ძალიან მშია.''

Posted by: palindromi-x 17 Jul 2010, 13:53
nino darbaiseli
QUOTE
ზედაც - სიგ... არა!


იქნებ -ზედაც სიგარა-
იქედან გამომდინარე, რომ "არა, სიგარეტს აღარ მოვწევ"?! biggrin.gif





QUOTE
ვერ ვიძინებ.იცი, რატომ? ძალიან მშია.''

კარგი კოდაა! wink.gif

Posted by: Bruno Dumont 17 Jul 2010, 23:21
დემოკრატია ხოა ამ თემაში და გავიცინებ biggrin.gif
nino darbaiseli 177
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ეს ამ თემაში პოსტების რაოდენობაა
ბარემ მეორე მესამე ადგილიც გამოვავლინოთ
levan63 49
strixnina 28

Posted by: nino darbaiseli 18 Jul 2010, 00:35
Bruno Dumont ძვირფასო!


ეს როგორ გამოითვალეთ? სადმე ფიქსირდება ერთ თემაში პოსტების რაოდენობა?

(იმას კი ვხედავ შემოსვლისას, რომ ფორუმის ლიტერატურის განყოფილებაში, მგონი, ცოცხალი პოეტებიდან ყველაზე მეტი მკითხველი მყავს. უკიდურეს შემთხვევაში, ამ მხრივ, პირველ სამეულში მაინც ხვდება ეს თემა).
და კიდევ ერთი შეკითხვა: სმაილიკების გამოყენება აქ როგორ უნდა ?
(სხვა საიტებზე - გამომდის, აქ ფუნქციას ვერ მივაგენი).
ბარემ ერთსაც შეგეკითხებით:
რატომ იპოსტება ახალი მასალა იმ პოსტში, რომელშიც უკვე სხვა რამე მიდევს და თუ იპისტება, შესწორებას რატომ ვერ ვახერხებ?
(იხ. , მაგალითად :16 Jul 2010, 00:13 #20697757)

Posted by: gochaj 19 Jul 2010, 01:40
mrisxane igori
QUOTE
დარბაისელი გვარია, თუ ფსევდონიმი?


არავინ უპასუხა.
რატომ?
ნუთუ ძნელია?
იყო ორი ძმა მოკრივე - დარბაისელი.
კიდევ ერთი დარბაისელი ბუნდოვნად მახსოვს აკადემიის გამომცემლობაში, რომელიც 90-იან წლებს შეეწირა.
მეტი არა,
ნინო რომელია?
ლიტერატურათმცოდნე და პოეტი, არა?

Posted by: nino darbaiseli 19 Jul 2010, 02:11
QUOTE (gochaj @ 19 Jul 2010, 01:40 )
mrisxane igori
QUOTE
დარბაისელი გვარია, თუ ფსევდონიმი?


არავინ უპასუხა.
რატომ?
ნუთუ ძნელია?
იყო ორი ძმა მოკრივე - დარბაისელი.
კიდევ ერთი დარბაისელი ბუნდოვნად მახსოვს აკადემიის გამომცემლობაში, რომელიც 90-იან წლებს შეეწირა.
მეტი არა,
ნინო რომელია?
ლიტერატურათმცოდნე და პოეტი, არა?


gochaj ძვირფასო!
იმ მოკრივეებიდან - გივი მამაჩემია. (ათი წლის წინ გარდაიცვალა) ,დანარჩენი - სულ მე ვარ, (იმიანად, ბუნდოვნად რომ გხსომებიათ).
მადლობა!

მორცხვიღიმილისსმაილიკი

Posted by: gochaj 19 Jul 2010, 20:04
nino darbaiseli

QUOTE
იმ მოკრივეებიდან - გივი მამაჩემია. (ათი წლის წინ გარდაიცვალა) ,დანარჩენი - სულ მე ვარ, (იმიანად, ბუნდოვნად რომ გხსომებიათ).მადლობა!


ქალბატონო ნინო,
დრო გადის, თაობები იცვლება. ერთ დროს, ყველამ, სპორტსმენმა თუ არასპორტსმენმა იცოდა ძმები დარბაისელები.
ვწუხვარ, რომ ახლა მომიწია სამძიმარი. გითანაგრძნობთ.

აკადემიის გამომცემლობაში თქვენ შენგელიას დროს მუშაობდით. მის მერე ყველაფერი მალე დაინგრა და მე გამოსაცემად გამზადებული წიგნი ჩამივარდა. დავარ ლეჟავა იყო ჩემი რედაქტორი - ღმერთი გაანათლებს მას.
სასიამოვნოა, რომ ფორუმზე ხელახლა შევხვდით. წარმატებას გისურვებთ.

Posted by: lurdes 20 Jul 2010, 22:02
nino darbaiseli
წავიკითხე თქვენი წერილი, საინტერესო იყო!



სმაილებზეც გეტყვით აქვე smile.gif
სადაც პოსტს წერთ (სადაც მეც ვკრეფ ახლა ამ ტექსტს), იმ გრაფის მარცხენა მხარეს არის:
QUOTE
გამოხმაურება:

იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ

abg --> აბგ

სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length


დააჭირეთ "სიცილაკებს" და გამოჩნდება ფანჯარა, სადაც არის მათი ჩამონათვალი, ამოარჩიეთ, დააწკაპუნეთ ზედ და ჩაჯდება ტექსტში.
ასეთი ღიმილის > smile.gif გამოსახატად კი დაწერეთ ორწერტილი და "პრაბელის" გარეშე გვერდით ეს )

Posted by: nino darbaiseli 20 Jul 2010, 22:44
QUOTE (lurdes @ 20 Jul 2010, 22:02 )
nino darbaiseli
წავიკითხე თქვენი წერილი, საინტერესო იყო!



სმაილებზეც გეტყვით აქვე smile.gif
სადაც პოსტს წერთ (სადაც მეც ვკრეფ ახლა ამ ტექსტს), იმ გრაფის მარცხენა მხარეს არის:
QUOTE
გამოხმაურება:

იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ

abg --> აბგ

სიცილაკები
BB Code Help
Check Post Length


დააჭირეთ "სიცილაკებს" და გამოჩნდება ფანჯარა, სადაც არის მათი ჩამონათვალი, ამოარჩიეთ, დააწკაპუნეთ ზედ და ჩაჯდება ტექსტში.
ასეთი ღიმილის > smile.gif გამოსახატად კი დაწერეთ ორწერტილი და "პრაბელის" გარეშე გვერდით ეს )

lurdes ძვირფასო!
მადლობა და მადლობა!
ახლა ვცდი თქვენი ნასწავლების გამოყენებას და დაგიტოვებთ ''სმაილიკებს'' არა მხოლოდ იმის საჩვენებლად, თუ როგორ ავითვისე, არამედ იმის გამოსახატავად, რასაც გამოხატავენ ისინი:


smile.gif

2kiss.gif

Posted by: lurdes 20 Jul 2010, 23:10
არაფერია სამადლობელი...
მიხარია! 2kiss.gif smile.gif

Posted by: nino darbaiseli 21 Jul 2010, 08:16
QUOTE (gochaj @ 19 Jul 2010, 20:04 )
nino darbaiseli

QUOTE
იმ მოკრივეებიდან - გივი მამაჩემია. (ათი წლის წინ გარდაიცვალა) ,დანარჩენი - სულ მე ვარ, (იმიანად, ბუნდოვნად რომ გხსომებიათ).მადლობა!


ქალბატონო ნინო,
დრო გადის, თაობები იცვლება. ერთ დროს, ყველამ, სპორტსმენმა თუ არასპორტსმენმა იცოდა ძმები დარბაისელები.
ვწუხვარ, რომ ახლა მომიწია სამძიმარი. გითანაგრძნობთ.

აკადემიის გამომცემლობაში თქვენ შენგელიას დროს მუშაობდით. მის მერე ყველაფერი მალე დაინგრა და მე გამოსაცემად გამზადებული წიგნი ჩამივარდა. დავარ ლეჟავა იყო ჩემი რედაქტორი - ღმერთი გაანათლებს მას.
სასიამოვნოა, რომ ფორუმზე ხელახლა შევხვდით. წარმატებას გისურვებთ.

gochaj ძვირფასო!
მაპატიეთ, რომ უპასუხოდ დამიტოვებია თქვენი გამოხმაურება. წინა გვერდზე დარჩენილა, მე კი მხოლოდ ახალი გვერდი წავიკითხე.
ღმერთმა სიკეთე არ მოგაკლოთ.
ქალბატონი დავარი მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. საერთოდ, გამომცემლობა ,,მეცნიერებაში,, მომუშავენი მუდამ გამოირჩეოდნენ კეთილშობილებით, პროფესიონალიზმით, ერუდიციით.
სამეცნიერო ტექსტის რედაქტორის რთული პროფესია, რომელიც მრავალი მონაცემის კომპლექსურ განვითარებას მოითხოვდა, დღეს საქართველოში აღარ არსებობს. (თუმცა , არ მგონია, თუნდაც მხატვრული ტექსტის კარგი რედაქტორები იყვნენ დარჩენილნი. მათ ჩამოყალიბებას ხომ თაობები სჭირდებოდა).
გამომცემლობის დახურვა მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვნელობის მცდარი ნაბიჯი იყო, გამომცემლობას ჰქონდა ყველაფერი, რომ ახალი ეკონომიკური პირობებისთვის გაეძლო და თავის საქმეს მომსახურებოდა დოტაციის გარეშე და შემოსავლიანი, მეტიც, მომგებიანი ყოფილიყო, თუ თუნდაც საგამომცემლო გეგმის შედგენისას მეტ თავისუფლებას მისცემდა აკადემიის პრეზიდიუმი.
ეს იყო პირველი სიგნალი იმისა, რომ მეცნიერებათა აკადემია, როგორც სისტემა, აუცილებლად დაიშლებოდა, რაც საბოლოოდ წამყვანი სამეცნიერო დარგების ჯერ დაკნინებას, ბოლოს კი გაქრობასაც გამოიწვევდა. ეს, სხვათა შორის, ასეც ვთქვი ჩემს მოხსენებაში, პრეზიდიუმის სხდომაზე, შესაბამისი დასაბუთებაც წარმოვადგინე.
არასოდეს დამავიწყდება ალბერტ თავხელიძის სიტყვები: ,,რა საჭიროა, გამომცემლობა, და საერთოდ, აკადემიკოსს შეიძლება ნაწერი ვინმემ გაუსწოროს, მე მაგალითად, საქართველოში წიგნის გამოცემა არ მჭირდება.. ( ჩვეული, გაურკვეველი ღიმილით, - რომ ვერ გაიგებდი, ხუმრობდა თუ მართლა ასეთი უმეცარი იყო).
პრეზიდიუმის წევრებს ხმა არ ამოუღიათ გამომცემლობის დასაცავად, თითოეული მათგანი მაშინ საკუთარ კეთილდღეობასა თუ გაჭირვებაზე ფიქრობდა...მგონი, ჯუმბერ ლომინაძე იყო ერთადერთი, ვისაც ეს ესმოდა, ჩემს პროექტსაც წინასწარ იცნობდა, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაშინ რამე თქვა თუ ისიც იძულებული იყო, გაჩუმებულიყო.
გამომცემლობა გააუქმეს, სტამბასთან დატოვეს მცირე საგამომცემლო ჯგუფი, რედაქტორები შესაბამისი პროფილის ინსტიტუტებში გადაანაწილეს და ცხადია, პირველივე შემცირებების დროს მათი უმრავლესობა ქუჩაში აღმოჩნდა, მე, როგორც მთავარ რედაქტორს, რომლის მუშაობითაც, პრინციპში, უკმაყოფილონი არ იყვნენ, უბრალოდ, ცოტა მოურჯულებელ ხელქვეითად მიიჩნევდნენ, აკადემიის პრეზიდენტმა ''პირადად მაჩუქა'' ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომლის შტატი, მეც დავიღალე ქარის წისქვილებთან ბრძოლით და ასე...
... თუმცა გვეყოფა ეს სევდიანი მოგონებანი.
იმედია, თქვენი ცხოვრება და საქმიანობა კარგად წარიმართა და მეცნიერება არ მიგიტოვებიათ.
მუდამ გამახარებს თქვენი წარმატების ამბავი.

Posted by: gochaj 21 Jul 2010, 22:02
nino darbaiseli
QUOTE
იმედია, თქვენი ცხოვრება და საქმიანობა კარგად წარიმართა და მეცნიერება არ მიგიტოვებიათ.
მუდამ გამახარებს თქვენი წარმატების ამბავი.


დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო,
ცუდი დრო იყო, მაგრამ ღვთის წყალობით, გავუძელით.
რა თქმა უნდა, მეცნიერებაში დავრჩი და მას სხვა რამეც მივუმატე.
მაგრამ
"ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი ცხოვრება, ჩიტივით გაგვიფრინდება".


Posted by: nino darbaiseli 22 Jul 2010, 08:23
ნინო ბაბოს სიცოცხლე, სამი წლის ადრიანა ჰელენა ჩეფმენი :

http://www.radikal.ru

ესეც - მისი მორიგი შედევრი:

http://www.radikal.ru

Posted by: nino darbaiseli 25 Jul 2010, 10:53
ნინო დარბაისელი

ორი პროფილი

გაიჭრა ჩემი გულის ,,კაროლი''!
ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა,
რადგან მთავარი მაინც ხმაა,
ვითომხავერდის მოსასხამიდან
მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი
ირონიები.
ხმაა მთავარი,
სხვას რომ არაფერს გაგაგონებს,
ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.

თვალები?!
- სველი მიწისფერი,
ცხვირი - ძგიდეგამრუდებული,
ერთი პროფილი სწორი ჰქონდა,
მეორე - ოდნავ მოფერდილი.
იქნებ ამიტომ
ერთ არსებაში
ორი სხვადასხვა კაცი ჩანდა,
რომ რიგრიგობით,
ან ერთდროულად
მყვარებოდა და მჯავრებოდა.
როცა ღელავდა,
უთამაშებდა ნესტოები
და შუბლზედაც,
წარბებშუიდან
ჩამოყრილი თმების ძირამდე
ამობურცული რისხვის ვენა
აღარ ცხრებოდა.
და ქვედა ტუჩის ერთ კუთხეში
უთეთრდებოდა
ძლივს შესამჩნევი ნაიარევი.
ტორები ჰქონდა
უხეში და ვეებერთელა
რომ იმის მუჭში
მე კი არა,
მთელი სამყარო ჩატეულიყო,
და ვაი, მაშინ,
თუ სამყაროს წვენს გაადენდა.
და მე ყველაფერ ამას ვიტანდი,
რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით
სულ ვღალატობდი,
(თუმცა ღალატი რა შუაშია,
თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება).
და საბოლოოდ მაინც გავტყდი, -
- ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია
და დამთავრდა სიყვარულიც,
წარღვნით კი არა,
უხმაუროდ,
დუნედ,
თანდათან,
როგორც მდინარე,
არაფერს რომ არ უერთდება,
ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში.
გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში
ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია.

შენ კი - ცხადი ხარ,
ნამდვილი ხარ
და უცნაურად აუტანელი,
თითქოს ჩავკბიჩე
ოქროსფერი კარალიოკი
და ხურმა შემრჩა,
- ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.

ქორო:

თუ განსაცდელი მოახლოვდა,
ამით შეიტყობ:
გონი ირევა,
დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.

კარალიოკი მოილევა,-
- ხურმა ჩატკბება,
ამასობაში აცივდება,
ზამთარი მოდის!

Posted by: lurdes 27 Jul 2010, 10:26
nino darbaiseli
რა საყვარელია ადრიანა!! 2kiss.gif


QUOTE
ორი პროფილი


გაიჭრა ჩემი გულის ,,კაროლი''! - ამ ფრაზის გარეშე უფრო მომეწონებოდა smile.gif

Posted by: nino darbaiseli 27 Jul 2010, 20:06
lurdes ძვირფასო!

მაგ ლექსის კომენტარი , რომელშიც ,,კაროლის'" ფუნქციაზეც ვლაპარაკობ, ,,ლიტერატურა.გე,"-ზე, ჩემს თემაში მედო და ახლა თქვენთვის გადმოვიტან:


http://www.radikal.ru

ოგიუსტ როდენი ''მოფიქრალი''


ზემოთა პოსტში მოთავსებული ლექსი განსხვავებულთა ერთობის უცნაური კანონზომიერების პრობლემას ეძღვნება. დასაწყისის ,,კაროლი`` და ფინალის კარალიოკი არა მხოლოდ ევფონიურად, არამედ კონცეპტუალურადაც კავშირშია., ამავე დროს, კომპოზიციურად კრავს ტექსტს.
ქოროს სიტყვების დასაწყისში გამოყენებულია ანტიკური ფრთიანი გამოთქმა :``როდესაც განგებ ადამიანს განსაცდელს უმზადებს, ჯერ გონებას გამოაცლის``
ლექსზე მუშაობისას ერთი ჩანაფიქრიც მქონდა.
ქართულ ლირიკაში ქალის მხატვრულ გამოსახვას ათასწლოვანი ისტორია აქვს. თუ ადრეულ საუკუნეებში მისი გარეგნობა ძირითადად კლიშე-შედარებებითა და კლიშე-მეტაფორებით გადმოიცემოდა და შეესაბამებოდა იმდროინდელ ესთეტიკურ იდეალს, მოყოლებული გურამიშვილის ეპოქიდან , მასში კონკრეტიკა მატულობს.
რაც შეეხება მამაკაცის სახეს, ამ მხრივ კონკრეტიკისკენ სვლა დღემდე უჭირს ჩვენს ქალურ პოეზიას. ძირითადად არსებობს ვიღაც იქს-მამაკაცი, რომელიც მიმტოვებელი, არათანამგრძნობელი, ვერგამგებია, იშვიათად - გამგებიც კი ( უფრო - მეგობრობის მოტივისას)... მოკლედ, რაღაც ამორფული არსებაა. თანხმობა - თანამყოფობა მასთან, ჩვენი თანამედროვე პოეზიის ერთი ტენდენციის თანახმად , მხოლოდ სექსში,(ეროტიკული და პორნო -პოეზია) ან შეუღლების ადრეულ სტადიაზე თუ მიიღწევა ( ე.წ. იდილიური ლირიკის ნიმუშები, ჩვეულებრივ - ეროტიზმის გარკვეული დოზით).
ადრე ერთ ლექსში ვცადე მამაკაცის სახეში კონკრეტული ნიშნების შემოტანა (``თამაშგარე"). მასში გამოსახულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც სტადიონიდან გამოგდებული, დაბოღმილი ზის ბორდიურზე.
ეს მეორე ცდაა და მასში გამოვიყენე ოგიუსტ როდენის ქანდაკება `` მოფიქრალი``(მის სახელს ქართულად ზოგჯერ ``მოაზროვნედაც რომ თარგმნიან).
სუბიექტური გამოცდილებიდან :
ბავშვობისას როდენის ამ ქანდაკების ბრინჯაოს პატარა ასლი ოჯახში გვქონდა, უფროსები ქარიან ამინდში ღია ფანჯარას ანჯამებქვეშ უდებდნენ, ხან კედელზე სურათის დაკიდებისას ლურსმნის მისაჭედებლადაც იყენებნენ მის ბრტყელ ძირს. ბავშვები მისით ხან ვთამაშობდით, ხან თხილის დამტვრევას ვცდილობდით, რაღაცნაირად, ოჯახის მუნჯი წევრივით იყო. მერე, ახალ სახლში გადასვლისას დაგვეკარგა და ჩემს სიზმრებში გადმონაცვლებული უკვე მეტყველებდა. მასზე ერთი ''პრე პოემიც'' მაქვს და ვერასოდეს სასურველ კონდიციამდე ვერ მივიყვანე დამუშავება.
მამაკაცის ჩემეული იდეალი დიდად არის დავალებული მისგან და ამ მხრივ , ალბათ, გამონაკლისი სულაც არა ვარ.



ესეც - სხვა ლექსი:

ნინო დარბაისელი

თვითმკვლელებისთვის

არა, არც ერთი საწამლავი ჩემთვის არ არის,
არც სამართებლით გადასერილი ვენა,
წყალში ხელის ჩაყოფა,
და ჩემისთანა მოცურავენი -
- მდინარეში გადახტომით თავს ვერ იკლავენ.
მიწაზე მწარედ დანარცხება?!
- ჭირისუფალნი
დასახიჩრებულ სახეს როცა ვეღარ ფარავენ?!

აი, ლითონი,
პრიალა ლულა,
ესეც- სასხლეტი,
ეს ათი ვაზნაც,
ყველა მათგანი
მუჭში ჭერით უცებ რომ თბება!

ეს ჩემი წმინდა რიტუალია:
სამ თვეში ერთხელ,
საღამოობით,
როდესაც ბინას დავაწკრიალებ,
მე ვზივარ მარტო
და ამ ლითონის ყველა ნაწილს
ვწმენდ გულდაგულ
და მერე ფრთხილად,
დაკვირვებით,
ახლიდან ვაწყობ.
მერე მაჯის გადაღლამდე
მიჭირავს ასე გაუნძრევლად.
მერე ირგვლივ საგნებს ვუმიზნებ.
ყველაფერი, რასაც ვინახავ, -
- მევე მინახავს
და ჩემით სავსე - დამენანება.
და სულ ესაა!

მეუბნებიან,
სჯობს,
ეს ბოროტი სათამაშო
დროზე თავიდან მოვიწყვიტო.
გასაგებია,
მაგრამ სიმშვიდე?
როდესაც იცი,
ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი,
მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია.
და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ.
ხარობ,
ხალისობ არსებობით.

მიეცით ყველას იარაღი,
და გვერდით ედოს,
დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე
ჩაიბაროს თავისი თავი!...

( მაინც გახსოვდეთ
ერთი კაცის დანაბარები:
პოეტის ნათქვამს არაფერი დაეჯერება).

Posted by: lurdes 27 Jul 2010, 21:59
nino darbaiseli
გმადლობთ ახსნის გადმოტანისთვის.
"კაროლი" და კარალიოკი ევფონიურად კია კავშირში, მაგრამ თითქოს ყურს ცუდად ხვდება ეს სიტყვა smile.gif კონცეპტუალურად არ მგონია, ბევრი დაკარგოს უმისობამ, თუმცა შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი აღქმის ბრალი იყოს.

მეორე მძაფრი ლექსია.

Posted by: gochaj 28 Jul 2010, 02:38
nino darbaiseli
QUOTE
( მაინც გახსოვდეთ
ერთი კაცის დანაბარები:
პოეტის ნათქვამს არაფერი დაეჯერება


ნინო, ბოლოსწინა ოთხი ტაეპის ("მიეცით ყველას იარაღი..."), წაკითხვამ აღტაცებაში მომიყვანა.
მაგრამ არ დავიჯერო პოეტის ნათქვამი?

Posted by: nino darbaiseli 28 Jul 2010, 03:22
გოჩა ძვირფასო!
ბოლოში ეგ ერთი კაცი - პლატონია, რომელიც პოეტებს თავის ,,სახელმწიფოში'' პირდაპირ უწოდებს მატყუარებს. ალუზიად გამოყენებისას მე ცოტა შევარბილე მისი გამონათქვამი.
პოეტის გამონათქვამი ჭეშმარიტია იმ დრო- სივრცულ პირობებში, რომელსაც მისი ნაწარმოები ქმნის ანუ მხატვრულ რეალობაში.
ეს არის არა ობიექტური, არამედ სუბიექტური ჭეშმარიტება. რითაც პოეზია არსობრივად განსხვავდება მეცნიერებისაგან.
თუ ობიექტური ჭეშმარიტება ლექსის საერთო კონტექსტში პოეტურ ტრანსფორმაციას არ ექვემდებარება, მაშინ შეიძლება ვთქვათ,, რომ ჩვენს წინ გალექსილი ინფორმაციაა და არა - მხატვრული ქმნილება.
სალექსო ფორმას, როგორც დიდი ინფორმაციის კომპაქტური და ადვილად დასახსომებელი სახით შენახვისა და გადაცემის მარჯვე საშუალებას, ხომ ანტიკური დროიდან იყენებდნენ მეცნიერები .( ფილოსოფიური ტრაქტატები - ლექსად, სამედიცინო წიგნები და ა.შ.)

Posted by: gochaj 28 Jul 2010, 18:31
nino darbaiseli
QUOTE
ბოლოში ეგ ერთი კაცი - პლატონია, რომელიც პოეტებს თავის ,,სახელმწიფოში'' პირდაპირ უწოდებს მატყუარებს. ალუზიად გამოყენებისას მე ცოტა შევარბილე მისი გამონათქვამი



დიდი მადლობა.
ზემოთ თქვენი შვილიშვილია?
ძალიან გავს ჩემსას. ის ახლა 5 წლისაა.

Posted by: levan63 29 Jul 2010, 16:57
ნინო, მე როგორც ერთი ვიცხა ლექსების მწერალი თუ მჯღაპვნელი, უკვე მერამდენედ ვარ აგტაცებული შენი ლექსებით. დედას გეფიცები უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მათი კითხვით და საკუტარ თავს სულ ვეკითხები შევძლებ კი ოდესმე ასე წერას! ღმერთმა უწყის! ისე ჩვენმა ყველა ერთობლივმა ნამუშევარმა ურაპარაკზე კარგი გამოხმაურება მიიღო, განსაკუთრებით "სიმღერათა სალამმა". ამაზე მგონი პირადად ერთხელ მოგწერე, მაგრამ თუ განვმეორდები არც ეგ არის პრობლემა.

Posted by: nino darbaiseli 30 Jul 2010, 09:11
QUOTE (gochaj @ 28 Jul 2010, 18:31 )
nino darbaiseli
QUOTE
ბოლოში ეგ ერთი კაცი - პლატონია, რომელიც პოეტებს თავის ,,სახელმწიფოში'' პირდაპირ უწოდებს მატყუარებს. ალუზიად გამოყენებისას მე ცოტა შევარბილე მისი გამონათქვამი



დიდი მადლობა.
ზემოთ თქვენი შვილიშვილია?
ძალიან გავს ჩემსას. ის ახლა 5 წლისაა.

დიახ, გოჩა ძვირფასო! ახლა სამწლინახევრისაა და ასე მეძახის ''ნინ ბაბოოო!''. მეტი ქართული ჯერ არ იცის, მაგრამ მჯერა, გაიზრდება და ისწავლის.
ისეთი სასაცილო ვინმეა!
- - - - --


ლევან ძვირფასო! მახარებს ყოველი თქვენი ახალი წარმატება და რაც მთავარია ის, რომ მუშაობას არ წყვეტთ.

- - - - - - - - - - - -

ეს ჩემი რვეულიდან ამოღებული ძველი სავარჯიშოა. ცხადია, ხელწერა ,,ჩემი" არ არის.
ამოცანა ასეთი მქონდა: გამომეყენებინა ჩემთვის და ზოგადად, ქართული პოეზიისთვის უცხო რიტმული სქემა, რომელიც აწ გარდაცვლილმა ჩემმა მასწავლებელმა, ლექსმცოდნე როლანდ ბერიძემ თითქმის ათი წლის წინ ,,მაჩუქა''. მისი ინფორმაციით, მაშინ ეს სქემა რეალიზებული არ იყო., მაგრამ არსებობდა თეორიული შესაძლებლობა. დღეს იქნებ ვინმემ გამოიყენა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია.



ნინო დარბაისელი

ჩემი მაკიაველი

- რა ეშმაკი ავალებს,
რა შობს მაკიაველებს?-
- სწუხან მედიჩები.

მითხრეს: - მოგვწყდი, მოგვშორდი!
ყბედი იყავ ყოველთვის,
ისევ ყბედი რჩები.

ვერ მოეგე გონებას,
ვერ მოერგე მედიჩებს.
რას ემეტიჩრები!

ფლორენციავ, მისმინე!
ჩემი მწარე ბედი ხარ
და იმედი ჩემი.

თუკი შენ გადარჩები,
რაა მაკიაველი,
ანდა მედიჩები!

Posted by: pulpbubble 30 Jul 2010, 21:22
ქალბატონო ნინო, თქვენი ბევრი რამ წამიკითხავს და ვერ ვიტყვი რომ ვგიჟდები, მაგრამ არაა ცუდი smile.gif მე როგორც კრიტიკოსს უფრო გაფასებთ პირადად smile.gif

მინდა გამოვეხმაურო თქვენს ლექსს " ჩემი მაკიაველი " და მინდა გითხრათ რომ არ ვარგა smile.gif ნაძალადევად დაწერილს გავს და მაკიაველის თავისი ადგილი აქვს და ნუ მოკლედ რა ... არ მომწონს საშინლად smile.gif ლექსის მხოლოდ ტექნიკურად გამართვა არაა საკმარისი კარგი ლექსის დასაწერად, ჩემის მოკრძალებული ჰაზრით smile.gif

Posted by: nino darbaiseli 30 Jul 2010, 22:37
pulpbubble ძვირფასო!
უპირველესად გილოცავთ საიტზე გაწევრიანებას და გისურვებთ, ისევე გემშობლიურებოდეთ იგი, როგორც ,,ფორუმ.გეს" ,,ხანდაზმულ'' წევრებს.

მადლობას გიხდით გულწრფელობისთვის.

უფრო გამახარებდით, თუ კონკრეტულად მიმითითებდით, კერძოდ, რა არ მოგეწონათ ამ ლექსისა.
ვვარაუდობ, რომ რაკი ფორმასთან პრეტენზია არა გაქვთ, მაკიაველის ფენომენის ჩემეულ გააზრებასა და ზოგადად, ლექსის კონცეპტუალურ პლანს უნდა შეეხებოდეს თქვენი არმოწონება, თუმცა დარწმუნებული არ გახლავართ.

Posted by: pulpbubble 30 Jul 2010, 22:43
ლექსის წაკითხის შემდეგ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ვიდრე მანამდე იყო smile.gif არც არაფერი თქმულა ახალი, არაფერი ინდივიდუალური და არაფერი კრეატიული ... სტანდარტული სტადნარტული და სტანდარტული ... მაკიაველის და მედიჩების დამოკიდებულება ვიცით ბატონო და დიდი ვერაფერი დასაკვახნია ამაზე ლექსის წამოგება მგონი smile.gif
კიდევ make evil და makiavelli -ს დაკავშირება ძალიან გადახარსული და ყელსი ამოსულია უკვე, ამიტომ ეშმაკი ავალებს და მაკაიაველის დაკავშირებაც დიდი ვერაფერი wink.gif

Posted by: nino darbaiseli 30 Jul 2010, 23:05
pulpbubble ძვირფასო!
შეგახსენებთ: პოეზია - სიტყვიერი ხელოვნების დარგია და ისევე, როგორც ხელოვნების ნებისმიერი დარგისთვის , მისთვისაც ფორმის ესთეტიკას ძალზე დიდი, თუმცა არა ამომწურავი მნიშვნელობა აქვს, ისევე , როგორც სხვა ასპექტებს პოეტური ტექსტისა.
რაკი თქვენთვის ტექსტის ესთეტიკური კი არა, უფრო შემეცნებითი პლანი ყოფილა მნიშვნელოვანი, მეეჭვება, თუნდაც გალაკტიონის ''ქარი ჰქრის'' - მოგეწონოთ, ან ტერენტის ''გაზაფხულის საღამოა მშვიდი...'' და ა.შ .
თუ ეს მართლაც ასეა, გირჩევდით, შერიგებოდით აზრს, რომ პოეზიის გადამკითხველი - კი, მაგრამ მკითხველი ვერ იქნებით, მრავალი ლექსი ზეპირადაც რომ დაისწავლოთ ან დაწეროთ კიდეც, (ეს ხომ - სულაც არაა აუცილებელი), და მაგალითად , ,,'დისკავერის'' ტიპის არხების ცქერით დაგეკმაყოფილებინათ შემეცნებითი სწრაფვები.

Posted by: pulpbubble 30 Jul 2010, 23:09
ძალიან გთხოვთ ნუ მასწავლით რა არის პოეზია smile.gif სხვა თუ არაფერი, ამის უფლება არავის მოუცია თქვენთვის smile.gif

ვერ იგებთ რას გეუბნებით ქალბატონო ნინო smile.gif არც ბევრის საუბარის ვაპირებთ თქვენთან, არ ველოდი ჩემს კორექტულ და მოკრძალებულ აზრზე ასე აგრესიულ და სტანდარტულ, არაფრისმთქმელ დამოკიდებულებას თქვენგან სიმართლე გითხრათ smile.gif

გახსოვთ გრეგორი კორსოს "I am 25" ... ზოგჯერ ვრწმუნდები, რომ მართლაც საუკეთესო რამაა smile.gif

გთხოვთ მოთოკოთ აგრესია და მშვიდად მიიღოთ ჩემებრ მდაბიოთა ასეთი არასაკადრისი გამოხტომები wink.gif


პატივისცემით, მაკულატურის ბუშტი wink.gif
* * *
ბოდიშით, რომ ვბრუნდები smile.gif მაგრამ ერთ რამეს გირჩევდით, მოეკიდეთ კრიტიკას პატივისცემით და მომავალში პატივი ეცით თქვენს მკითხველს, ვინც არ უნდა იყოს smile.gif სხვა თუ არაფერი ამ შეფასებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი თქვენგან ქალბატონო ნინო და თან მიგანიშნეთ რომ ლექსის უდიდესი მინუსი მისი ბანალურობაა smile.gif არ ვიცი მეტი რა გითხრათ და მოდით საერთოდ არაფერს გეტყვით smile.gif წავედი smile.gif

Posted by: nino darbaiseli 30 Jul 2010, 23:41
pulpbubble ძვირფასო!
გულდასაწყვეტია, რომ ვიდრე დავბრუნდი, წასულხართ.
მინდოდა, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან დამეხმარეთ.
არ ვიცი, თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ყველა ლექსს დაწერის შემდეგ ახლიდან , ასე ვთქვათ, ცივი გონებით ვაანალიზებ, მაგრამ, როგორც წესი, მათში მუდამ რჩება ხოლმე მომენტები, რომლის ცნობიერი ახსნაც მიძნელდება, რადგან საკუთარ ქვეცნობიერში ჩაბრუნებას ვეღარ ვახერხებ, ან ეს საერთოდ, შეუძლებელია.
მაკიაველის სახელის ,,კონცეპტუალური ეტიმოლოგიის'' ინგლისური ნიმუში, რომელიც თქვენ მოიყვანეთ, მე ან არ ვიცოდი, ან არ მახსოვდა.
1.თუ ვიცოდი, მაშინ უნდა ვივარაუდო, რომ ქვეცნობიერში ჩამრჩა ამოცანა, თუ როგორ იყო შესაძლებელი მისი გადმოტანა ქართულ პოეტურ ენაში.
ეს, დამერწმუნეთ, უკვე კრეატიული ამოცანაა. (თუ პოეზიის დარგში მთარგმნელობით საქმიანობას შემოქმედების სახეობად მიიჩნევთ, მარტივად წარმოიდგინეთ, რომ არსებობს რაღაც, ინგლისურენოვანი ლექსი, სადაც სიტყვათა ეს თამაშია გამოყენებული, და დასვით კითხვა: როგორ შეიძლებოდა მისი უკეთ თარგმნა ქართულად ისე, რომ ბგერწერული და კონცეპტუალური პლანები შენარჩუნებული ყოფილიყო).
2. თუ თქვენი ინგლისური მაგალითის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაშინ შესაძლებლად მიმაჩნია საუბარი ჩემი ტექსტის წყალობით, ორი სრულიად უცხო, ქართული და ინგლისური ენობრივი გარემოს საინტერესო კომპარატიული თანხვედრის შესახებ.


პ.ს. თქვენის ნებართვით, მოგვიანებით, ლექსის ანალიზისას თქვენ მიერ მოწოდებულ ნიმუშს გამოვიყენებ და რაკი ვინაობა ჩემთვის უცნობია, ნიკს მივუთითებ.
* * *
მანამდე კი საიტ ''ურაკპარაკზე გადავიტან:

http://urakparaki.com/?m=4&ID=34877#comments


Posted by: pulpbubble 1 Aug 2010, 08:54
ქალბატონო ნინო smile.gif

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად გთხოვთ ურაკპარაკიდან აიღოთ ჩემი კომენტარი wink.gif თუ არ შეწუხდებით რა თქმა უნდა wink.gif

Posted by: nino darbaiseli 1 Aug 2010, 23:05
pulpbubble ძვირფასო!
სამწუხაროდ, ამ თხოვნას ვერ შეგისრულებთ, რადგან ''ურაკპარაკი.გეზე'' ცალკეული პოსტები არ იშლება და იმისათვის, რომ ერთი მათგანი გავაუქმო, მთლიანად უნდა წავშალო არა მხოლოდ ყველა გამოხმაურება, არამედ ჩემი ტექსტიც. ტექსტის დაკარგვას როგორმე შევურიგდებოდი, მოგვიანებით ახლიდან დავდებდი, მაგრამ იმ მკითხველთა წინაშე, რომელთაც არ დაიზარეს და წრფელი გამოხმაურებები დამიტოვეს, მართალი არ ვიქნები.
თანაც, ბოლომდე არც მესმის, რატომ უნდა წაიშალოს ასეთი, მართლაც საინტერესო პოსტი, რომლის ავტორის რეალური ვინაობაც ყველასათვის უცნობია.

Posted by: pulpbubble 1 Aug 2010, 23:58
უნდა წაიშალოს იმიტომ, რომ თუ ავტორი მოისურვებდა ურაკპარაკი.გე-ზე შემოსვლას და კომენტარის გაკეთებას იქაც არ მოერიდებოდა. ეს უბრალოდ პოსტის ავტორის უფლების შელახვაა, დააფიქსიროს აზრი იქ, სადაც უნდა smile.gif

ავტორი მაინც არ გეცოდინებათ, აზრი არ აქვს მისი ვინაობის აფიშირებას smile.gif ის უბრალოდ თინეიჯერი სტუდენტია, რომელსაც მაკიაველიც უყვარს და ლიტერატურაც smile.gif

Posted by: nino darbaiseli 2 Aug 2010, 22:12
დავით ბატონო!
ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ: ინტერნეტ-მომხმარებლის უფლებაა, საავტორო უფლებით დაუცველი ნებისმიერი მასალა გადააკოპიროს და გაავრცელოს .

იქნებ გამარკვიოთ, ამ საიტზე რაიმე, განსაკუთრებული საავტორო უფლება ხომ არ იცავს თქვენს პოსტებს, , რომ მათი გადაკოპირება დაუშვებელი იყოს?
1. თუ ამის დამადასტურებელ წყაროს დამიდებთ, აღარ დავეძებ ''ურაკპარაკიდან'' თქვენთვის არასასურველი პოსტის წაშლას, ჩემი ლექსიანად, ამავე დროს, არ დავიზარებ , თითოეული გამოხმაურების ავტორს ინდივიდუალურად მივწერო საბოდიშო წერილი და სხვა დროს ასე აღარ მოვიქცევი.
2. თუ ზემოთქმულში ვერ დამარწმუნებთ, ნუ მიწყენთ, თუ ვიფიქრებ, რომ ამჯერად თქვენ ცდილობთ შეზღუდოთ ჩემი, როგორც ინტერნეტ-მომხმარებლის უფლებები.
* * *
ნინო დარბაისელი

კარგი ჩიტები
- - - - - - - - - - -

დაფხვნილ აგურზე,
გაზონებზე და ძელსკამებზე
თანდათანობით,
ზანტად,
ნებივრად გაწვნენ ჩრდილები
და უცხო ჩიტი კენკავდა ნამცეცს.
აფრინდა ჩიტი
მწვანე ფოთლებში შეერია,
მერე გალობდა.

იჯდა მოხუცი,
ისიც ხისკენ იცქირებოდა
და თითქოს ვინმემ რამე ჰკითხა,
თქვა:

- სულ ასეა:
ზოგი ჟღურტულებს,
ზოგი - ყეფს და
ზოგი ღუღუნებს;
ზოგი თეთრია,
ზოგი - შავი,
ზოგიც ფერადი ანდა ჭრელი,
ზოგს კუდი დასთრევს,
ზოგს ამაყად აუპრეხია.
ყველანი კარგი ჩიტები ვართ,
საკენკისგან შორს არ მივფრინავთ,
ვსხედვართ ყველანი
ვეებერთელა ფუნის გორაზე,
ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები
და ასეთ ყოფას
საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ცა?!
რას დაეძებ!
თვითონ დაგდევს,
არ მოგშორდება,
და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...

წამოდგა,
ხელი ჩაიქნია და წაფრატუნდა.

გალობდა ჩიტი,
მწვანე ფოთლებში შერეული
გალობდა ჩიტი.
* * *


ნინო დარბაისელი

კარგი ჩიტები

დაფხვნილ აგურზე,
გაზონებზე და ძელსკამებზე
თანდათანობით,
ზანტად,
ნებივრად გაწვნენ ჩრდილები
და უცხო ჩიტი კენკავდა ნამცეცს.
აფრინდა ჩიტი
მწვანე ფოთლებში შეერია,
მერე გალობდა.

იჯდა მოხუცი,
ისიც ხისკენ იცქირებოდა
და თითქოს ვინმემ რამე ჰკითხა,
თქვა:

- სულ ასეა:
ზოგი ჟღურტულებს,
ზოგი - ყეფს და
ზოგი ღუღუნებს;
ზოგი თეთრია,
ზოგი - შავი,
ზოგიც ფერადი ანდა ჭრელი,
ზოგს კუდი დასთრევს,
ზოგს ამაყად აუპრეხია.
ყველანი კარგი ჩიტები ვართ,
საკენკისგან შორს არ მივფრინავთ,
ვსხედვართ ყველანი
ვეებერთელა ფუნის გორაზე,
ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები
და ასეთ ყოფას
საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ცა?!
რას დაეძებ!
თვითონ დაგდევს,
არ მოგშორდება,
და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...

წამოდგა,
ხელი ჩაიქნია და წაფრატუნდა.

გალობდა ჩიტი,
მწვანე ფოთლებში შერეული
გალობდა ჩიტი.

Posted by: nino darbaiseli 7 Aug 2010, 21:59
ნინო დარბაისელი

ქვაბი

- ეგ დიდი ქვაბი რად გინდა, დედი?
ხომ წაგაკითხე:
ალუმინი - საწამლავია.
ან შინ სადილს ვინღა ამზადებს,
დღეს ყველაფერი გამზადებული იყიდება
და ცხოვრებაც გამარტივდა,
(ამბობ: - გართულდა!)
შენ კი ყოველთვე თუ ყოველკვირა
ისევ ათასი საიდუმლო ხერხი გჭირდება,
რომ ამ ძველ ლითონს
ძველებური სიპრიალე შეუნარჩუნო.
თანაც, რამხელა ადგილს იკავებს.

როგორ არ მახსოვს,
ყოველდღიურად
შენს სადილზე დაგეშილები
გზას შინისკენ
მწევრებივით
ყნოსვა-ყნოსვით რომ ვიგნებდით,
იმისი სუნი კიბეზე რომ გვეგებებოდა,
სამივე შვილი,
მთელი ჩვენი საამხანაგო
ზედ სვავებივით რომ ვაცხრებოდით,
და ქვაბის ძირსაც
(ზოგჯერ - მიმწვარს),
გამოვაჩენდით.

ჰო, ვიცი, ტუჩებს როცა მოკუმავ,
ნიკაპი ასე გეჭმუჭნება
და თვალები ტყვიისფერი გიხდება ხოლმე,
კიდევ ცოტაც და,
გახვალ უთქმელად,
ცხვირსახოცის მოსაძიებლად,
მაგრამ არ გინდა!
შენ ქვეყანაზე ყველაზე კარგი დედიკო ხარ.
ლამაზ კაბებსაც გვიკერავდი,
სახლსაც გვირთავდი.
ცოტას მკაცრობდი,
რადგან მაინც უმამოდ გვზრდიდი,
მაინც და მაინც
არც გაბრაზება გამოგდიოდა,
აუცილებელს არ გვაკლებდი
და ზოგჯერ
ხელი სანატრელზეც მიგვიწვდებოდა...

რა ვუყოთ, ასე გაგეფანტეთ,
როცა გვცალია ან ვახერხებთ,
ხომ სულ მოვდივართ,
გეფერებით.

კარგი, წავედი.
თუ გინდა, ქვაბსაც გავაყოლებ,
ქუჩაში დავდგამ.
მადლი იქნება.
გამოიყენებს
ალბათ ვინმე გაჭირვებული.

- ხელი არ ახლო!
წანდილისთვის გამოგადგებათ.

Posted by: nino darbaiseli 9 Aug 2010, 16:36
ნინო დარბაისელი

დანა

მე ვარ დედალი კვერცხისმდებელი
და ღმერთს ავხედე,
რამდენჯერაც წყალი დავლიე.

საკენკისაკენ მივუძღოდი დილით წიწილებს,
შებინდებულზე -
მივაშურებდი საბუდარს,
სადაც მელოდებოდა
კვერცხი სანიშნედ დატოვებული.
მუდამ კრიახით და კაკანით ვიკლებდი არეს.
ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა,
ჭრელი მამლისაც
სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.

მერე დაიწყო:
ხარი დაკლეს და,
ღორი დაკლეს და,
ცხვარი დაკლეს და -
- ზედ დააკლეს თითო ქათამი,
და საბოლოოდ ჩემს მამალსაც,
მოფართხალეს
სისხლიანი დანის წვერით
ირგვლივ მიწა შემოუთხარეს.

მერე ვისწავლე გაღვიძება
სხვების მამლების ყივილის ხმაზე,
მერე თავისით მოირღვა ღობე,
მერე არვინ წამოაყენა,
იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ
განა იზრდება გასაფრენად -
- ვარიობისას
დიასახლისის მკაცრი მაკრატლით
დაჭრილი ფრთები,
ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?

ცარიელია ეზო ჩემი გადაკენკილი,
ანთია ცეცხლი,
ავად ღუიან ნაკვერჩხლები,
და ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს
ორთქლი ამოსდის.
მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს.
ახლა წყალს დავლევ ნაგუბრიდან
და
საბოლოოდ,
ისევ შენკენ ამოვიხედავ,
უკვე მოდიან,
ღმერთო, რა ჩუმი ნაბიჯებია,
ღმერთო,
როგორ ლაპლაპებს დანა!

Posted by: lurdes 9 Aug 2010, 18:33
QUOTE
დანა

კარგი ლექსია. smile.gif

Posted by: gochaj 10 Aug 2010, 20:01
nino darbaiseli

QUOTE
მე ვარ დედალი კვერცხისმდებელი

up.gif

Posted by: nino darbaiseli 13 Aug 2010, 11:57
ნინო დარბაისელი

გალაკტიონის ,,უცნაური სასახლე''

რას უნდა ნიშნავდეს და მიანიშნებდეს სათაური `უცნაური სასახლე~ - `არტისტულ ყვავილებში~,ამ უცნაურობებითა და საიდუმლოებებით ისედაც გაჯერებულ წიგნში, სადაც `სასახლე~ ერთი უმთავარი ტოპოსია?
სიტყვა უცნაური ,პირდაპირი, სალექსიკონო გაგებით, არა-ჩვეულებრივს, გასაოცარსა და საკვირველს ნიშნავს. ლექსში გამოსახული სასახლე, მართლაც, სწორედ ასეთია, მაგრამ მნიშვნელობათა და მინიშნებათა, სახეთა და სიტყვათა ასეთ ფეიერვერკულ თამაშში, სადაც ყველაფერი _ სამჯერადი მაჯამური რითმის წყალობით _ მრავალგვარი ხედვა-აღქმა-ინტერპრეტირებისკენ გვიბიძგებს, სათაურის ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად დეკოდირება, ვფიქრობ, მხოლოდ ავტორის მიერ შემოთავაზებული პოეტური თამაშის პირობიდან ამოვარდნა იქნებოდა და სათაურსაც დაეკისრებოდა ძირითადი ფუნქცია _ პოეტური ტექსტის მარკირებისა, კრებულის დანარჩენი ტექსტებიდან გამოსარჩევად.
`არტისტულ ყვავილებში~ კი სათაურის პოეტიკას რომ განსაკუთრებული, სიმბოლისტური მნიშვნელობა ენიჭება, პირველივე განაცხადით – ამ წიგნის უცნაური, დღემდე ბოლომდის აუხსნელი სახელწოდებითა და თანდართული ოთხი ეპიგრაფის ერთობლიობით შექმნილი კონტექსტითაც დასტურდება.
პირველივე, რაც სიტყვა `უცნაურის~ საგანგებო მნიშვნელობაზე დაფიქრებისას უთუოდ გაახსენდება ქართველ მკითხველს, ეს `ვეფხისტყაოსანია~, კერძოდ, `,,ლოცვა ავთანდილისა~: `უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო~.
`უ-ცნაურობა~ – სა-ცნაურობის საპირისპიროდ – მრავალსაუკუნოვანი ქართული აზროვნებითი ტრადიციით, შეუცნობლობას, ცნობიერებით მიუწვდომლობას, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ტრანსცენდენტურობას ნიშნავს.
სიმბოლისტური ინტენციაც ხომ სწორედ ცნობიერების¬მიღმიერი, იდუმალი სამყაროს ინტუიტური წვდომა, ამ წვდომით მიღებული გამოცდილების `თარგმნაა~ _ ტრანსფორმაცია პოეტურ ენაზე.
რაკი სათაურში `უცნაური სასახლე~ ერთიანდება ორი პლანი – არა-ჩვეულებრივი და შეუცნობელი, ჩნდება კითხვა: მაინც რაში გამოიხატება ამ ლექსის ერთდროული არა- ჩვეულებრივობა და შეუცნობლობა, სად შეიძლება ვიგულოთ ზღვარი მისი შეცნობის გზაზე? წინამდებარე წერილი წარმოადგენს ცდას ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისა.
საანალიზო ლექსის პრობლემატიკას აშუქებენ თ. დოიაშვილი, ი. კენჭოშვილი, მის ფორმაზე საგანგებო წერილი აქვს გამოქვეყნებული თ. ბარბაქაძეს, მაგრამ ზ. შათირიშვილის წიგნში, სადაც გალაკტიონის შემოქმედებაში სასახლის, როგორც ერთი მთავარი ტოპოსის შესახებ არის გაშლილი მსჯელობა, `უცნაური სასახლე~ მოხსენიებული არ არის. იქნებ ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მკვლევარის შემოთავაზებულ კლასიფიკაციას: 1. `აღმოსავლური სასახლე~, 2. `გოტიკური სასახლე~, 3. სასახლე - ვერსალი და 4. `მედიტერანული~ სასახლე (შათირიშვილი 2004: 43), ,,უცნაური სასახლე" ვერ ,,მოერგო" სწორედ თავისი უცნაურობის გამო.
ირაკლი კენჭოშვილი ამ ლექსს ქართული პოეტური ტრადიციის კონტექსტში განიხილავს, უთითებს წყაროებს, რომელთაგანაც უშუალოდ მომდინარეობს `უცნაური სასახლის~ რიტმი და მაჯამური რითმები: რუსთაველს, ბესიკს, ალ.ჭავჭავაძესა და აკ. წერეთელს; შემოწერს ესთეტიკურ კონტექსტსაც, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს ეს ქმნი¬ლება. მკვლევარის აზრით, `უცნაური სასახლე~ `მარტო ტკბილ ხმათათვის~ შექმნილ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება .
თამარ ბარბაქაძეც ყურადღებას, ძირითადად, ლექსის რიტმიკასა და რითმებზე ამახვილებს და მას `რითმათა სასახლეს~ უწოდებს.
ვნახოთ, რა სახით არის გამოქვეყნებული ლექსი `არტისტულ ყვავილებში~:

ამნაირი დარებით,
კიდითკიდე დარებით
ფერის ფერთან დარებით -
შენობების შენება.

ცამაც ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა...
მტანჯავს მე უშენობა!

მან კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა,
ხან ქარივით ამალა,
გაქროლება ანაზდა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული
და ბაღები განაზდა.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.

დასთა უცხო დასობა _
თვალთა ქროლვით დასობა
ხანჯლის გულში დასობა...
გულში, გულში ტარება.

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.

შადრევნებმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა,
მარმარილომ და თასმა
სამუდამოდ დარეკა.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით : ჰარიქა!

ცვივა ლურჯი ფარული
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული,
აჩონჩხილი შენობა.

ცამან ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა:
მომკლავს მე უშენობა!


მოყოლებული ე.წ. `ზარნიშიანი წიგნიდან~(1927), სხვადა¬სხვა გამოცემებში ლექსის ტექსტი უცვლელი სათაურით, მაგრამ სხვადასხვა ცვლილებებით ქვეყნდებოდა და ქართველი მკითხველი მას, ძირითადად, ამ სახით იცნობს:

ამნაირი დარებით,
კიდით კიდე დარებით,
ფერის ფერთან დარებით,

დღემ კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს:

დასთა უცხოთ დასობას,
თვალთა ქროლვით დასობას,
ხანჯლის გულში დასობას.

მარმარილომ და თასმა,
შადრევანმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა.

აჩონჩხილო შენობა,
მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!


[right]http://www.radikal.ruგალაკტიონის ნახატი[/right]


ამ ორი ტექსტის შედარებისას სხვაობა ვიზუალურ დონეზეც აშკარაა. თუ `არტისტული~ `უცნაური სასახლე~ თორმეტი კატრენული სტროფისგან შედგებოდა, თორმეტტომეულით კანონიზებული ტექსტი მაჯამურად გარითმულ სულ რვა ტერცეტს მოიცავს. რაც შეეხება მხატვრულ-კონცეპტუალურ პლანს, იგი ადაპტირებულია, სიმბოლისტური მრავალპლანიანობიდან პირობით ერთპლანიანობამდეა დაყვანილი. მაჯამურ რითმათა სამეულებიც, ძირითადად, ქართული პოეტური ტრადიციის საკუთრებაა და, გარდა ორიოდე მათგანისა, გალაკტიონისათვის ჩვეული კრეატიულობით არ გამოირჩევა. ამ ლექსზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ `მხოლოდ ტკბილ ხმათათვის~ არის შექმნილი, მკითხველსა და მსმენელსაც განაწყობს, ოდენ მისი მუსიკალობით მოგვრილ ესთეტიკურ ტკბობას მიენდოს, ჩვენ კი `არტისტულ~ _ თავდაპირველ ტექსტს მივაპყროთ ყურადღება.
ლექსი შვიდმარცვლედია (4/3). გალაკტიონის შემოქმედებაში შვიდმარცვლედის სხვა, შედარებით ახალი სახეობის ნიმუშიც არაერთია (5/2). მასთან დასტურდება ბიმეტრული შვიდმარცვლედებიც (5/2, 4/3/), რიტმულად დაკავშირებული, ძირითადად, ილიას პოეზიასთან, მაგრამ შვიდმარცვლედის სახეობას, რომელსაც გალაკტიონი ამჯერად იყენებს, ქართულ პოეზიაში არცთუ ხანგრძლივი, თუმცა გამოკვეთილი ტრადიცია აქვს და მისი აქტუალიზაცია, ძირითადად, აკ. წერეთლის ლირიკაში მოხდა.
თავდაპირველი ტექსტის სტროფული სტრუქტურა ასეთია:
სამ მაჯამურად გარითმულ სტრიქონს მოსდევს მეოთხე, რომელიც ერითმება მომდევნო სტროფის ასევე მეოთხე სტრიქონს და სტროფთა ჯაჭვურ ბმას იწვევს.
ფორმის მხრივ ლექსი თითქოს უახლოვდება არაერთ აღმოსავლურ თუ დასავლურ მყარ სალექსო ფორმას, თუმცა საბოლოოდ არ ემთხვევა არცერთ მათგანს, რადგან ანალოგის ძიებისას მუდამ ჩნდება რაღაც, ერთი `მაგრამ~.
`არტისტული ყვავილების~ გამოცემის შემდეგ, გალაკტიონი 1922 წელს, წერდა:
`გასაოცარია, რომ ჩვენში, სადაც ასეთი გატაცება იყო სპარსული პოეზიით, ოდესმე არ არსებობდა ის გარემოება, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადმოღება უცხო ფორმის და იქ ქართული სულის ჩანერგვა, მაგრამ გადმოტანა სულის, ტემპერამენტის და ანგარიშის არგაწევა ფორმასთან... უმთავრესად ასეთი იყო ჩვენი ბესიკი~ (ტაბიძე 1975: 41).
გალაკტიონის მიერ გამოთქმულ ამ აზრსა და მის პოეტურ პრაქტიკას შორის აქ თითქოს რაღაც წინააღმდეგობა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ქართული ლექსმცოდნეობითი გამოკვლევებიდან შეიძლება არაერთი მაგალითის მოხმობა, თუ მის პოეტურ მემკვიდრეობაში აღმოჩენილი რომელიმე უცხოური მყარი სალექსო ფორმის შესახებ მსჯელობისას როგორ ხდება საჭირო ფორმის პირობითი რეკონსტრუირება (რ.ბერიძე და სხვ.).
წინააღმდეგობა, ვფიქრობ, დაიძლევა, თუ სიტყვებს `ანგარიშის არგაწევა ფორმასთან~ - გავიაზრებთ მის იგნორირებად და არა შემოქმედებით ათვისებად, მშობლიურ ლიტერატურულ ტრადიციასთან შერწყმად, გაქართულებად, რაც გალაკტიონისთვის ამ მხრივ ძირითადი პრინციპია (დოიაშვილი 2003: 41-42).

http://www.radikal.ru
მცირე ტრიანონი

რიცხვების მაგია და ლექსის არქიტექტონიკა

ირაკლი კენჭოშვილი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში _ `რიცხვების მაგია~ განიხილავს რამდენიმე შემთხვევას, თუ როგორ აისახება რიცხვთა სიმბოლიკა არა მხოლოდ გალაკტიონის ქმნილებათა შინაარსობრივ, არამედ ფორმობრივ მხარეზეც (კენჭოშვილი 1991:235).
თამარ ბარბაქაძემ ამ ლექსისთვის `რითმათა სასახლის~ წოდებით (ბარბაქაძე 2007) მეტი მოტივაცია გააჩინა ვარაუდისათვის, რომ გალაკტიონი არ დასჯერდებოდა მხოლოდ მზა ქართული მასალით _ რითმებითა და ფრაზული ბლოკებით, თუნდაც მათში ჩართული მისეული იდენტური ან ახალი პოეტიკის შესაბამისი კონსონანსური სარითმო წყვილებით _ უცნაური შენობის აგებას და ამ პრინციპულად პოლისემანტიკური ტექსტის სტრუქტურაში რაღაც ფორმობრივი ნიშანი კიდევ უნდა იყოს საძიებელი.
რაკი ამ ქმნილების თემა განსაკუთრებული ნაგებობის შენებაა, ხოლო შენობის, არქიტექტურული ძეგლის გეომეტრია მუდამ რიცხვთა შეფარდების რაღაც წესს, პროპორციას და სიმეტრიას ემორჩილება, ხომ არ არის `უცნაური სასახლის~ ფორმის რიცხობრივ მახასიათებლებშიც ამ მხრივ რაიმე მიმართება?
ლექსის რიტმული ქარგა, შვიდმარცვლედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის 4/3.
რითმა დაქტილურია ანუ სამმარცვლედი. სტროფი - ოთხსტრიქონედია, აქედან სამი - მჭიდროდ დაკავშირებულია სამმარცვლიანი მაჯამური რითმით. სტროფთა რაოდენობა თორმეტია, ანუ ამ ლექსი-სასახლის ფორმის არქიტექტონიკა რიცხვებს 3 და 4 და მათ კომბინაციებს ეყრდნობა:

3 + 4=7
3 X 4=12


ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და ეს ლექსი, როგორც კიდევ ერთი ნიმუში, ალბათ, შეიძლება მიემატოს ი. კენჭოშვილის მიერ დასახელებულ იმ პოეტურ ქმნილებებს, რომელთა ფორმის საფუძველშიც რიცხვთა ჰარმონია დევს.
უფრო ღრმად თუ ჩავუყვებით პრობლემას, 3,4,7,12 - რიცხვების საკრალურ და მაგიურ სიმბოლიკამდეც და ამ სიმბოლიკის გამო შუა საუკუნეების ქრისტიანულ არქიტექტურის გეომეტრიაში მათ მნიშვნელობამდეც მივალთ; მაგრამ ამ მაცდური ძიების შედეგად, მოსალოდნელია, ტექსტს თავს მოვახვიოთ გაგება, რომელიც მასში ნაგულისხმევიც არ ყოფილა. ამიტომ აქ შევჩერდეთ.

http://www.radikal.ru
გოთიკა პარიზის ,, ნოტრ დამი''

[bb]ლექსის ცალკეულ მომენტთა
ინტერპრეტირების ცდა
[/bb]


სიმბოლისტური ნაწარმოების შინაარსის ზუსტი ლოგიცირების ცდა სათავეშივე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სიმბოლიზმის ესთეტიკასთან, მაგრამ ამ ლექსის ცალკეული მომენტების დაზუსტება და თუნდაც პირობითი ინტერპრეტირება მაინც საჭირო და შესაძლებელი მგონია, მაგალითად იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მაჯამურ რითმებში გამოყენებული სიტყვები:

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული


ამ ფრაგმენტში ფარული მოგონებების თოვა სიხშირის, სიმრავლის ნიშნით ცხვრის ფარასთან არის მსგავსებით კა¬ვშირში. `ფართან ლანდი ფარული~ კი თითქოს ფარდასთან, ფარდის უკან დამალულ ლანდს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ფარის, სა-ფარ-ველის, რიდის, რეალობისმიღმიერ სამყაროსთან ბუნდოვანი და ნაწილობრივ გამჭვირვალე ბარიერის მნიშვნელობას ატარებს.
თოვლის შედარება ცხვრის ფარასთან სიხშირის ნიშნით მეტნაკლებად გასაგებს ხდის მომდევნო სტროფსაც, რომელშიც მისი ომონიმების მნიშვნელობათა თამაში ისევ გრძელდება:

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.


ომონიმი `ნაწამები~ აქ სამ გაგებას უნდა მოიცავდეს: 1. ის, რაც იწამა ლექსის სუბიექტმა, 2. ის, რაც მას დასწამეს, და 3. ის, რაც წამით მოხდა.
შედარებით ბუნდოვანად გამოიყურება შემდეგი სტროფი:

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.


ამიდის _ სამი ომონიმიდან ერთი გალაკტიონის მიერ მრავალგზის გამოყენებული იმერიზმია სიტყვა `ამინდის~ სანაცვლოდ, მეორე _ ზმნა `ადენას~ პირველი პირის ფორმაა (ამიდის _ მე(ის), აგიდის _ შენ, აუდის _ მას), ხოლო მესამე - პოეტის ბიოგრაფიული რეალიის გამოძახილი უნდა იყოს. აქ ამიდი საწამლავის, კარბოლიუმის ამიდის მნიშვნელობით არის გამოყენებული. ეს ის მჟავაა, რომლითაც გალაკტიონმა თბილისის სემინარიაში სწავლისას თავის მოწამვლა სცადა და გადარჩა, მაგრამ იმავე `ამიდს~ რამდენიმე თვის შემდეგ ვეღარ გადაურჩა მისი მეგობარი დემონი, იგივე ქუჩუ ქავთარაძე. ამის გათვალისწინებით, სტროფის შინაარსი ასე წაიკითხება: ანთებული, ანუ მზით განათებული ამინდის ელვარება ამდის და თვითმკვლელობაზე ფიქრი აღარ მომეკარება.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით, ჰარიქა!


აქ ომონიმიდან `ზარებით~ ორი მნიშვნელობა ადვილად გასაგებია, მესამე კი პოეტური ლიცენციის, სიტყვი-დან ი- ხმოვნის ამოგდების გამო, შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს _ აქ იგულისხმება განტევება-ზიარება.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?


[right]http://www.radikal.ru
შირაზის სასახლის ნანგრევები[/right]

ტრიანონისა და შირაზის - ფრანგული და სპარსული სასახლეების ერთად ხსენება ადვილი ასახსნელია ლექსში, რომლის ავტორიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე პოეზიის ახალი სასახლის აგებაზე ოცნებობს, მაგრამ აქ გაუგებრობას იწვევს სიტყვა `ალერსადაა~, რადგან თანამედროვე სალიტერატურო გაგება ამ სიტყვისა ვეღარ ერგება მის თავდაპირველ მნიშვნელობას, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშია დაფიქსირებული. ამ ლექსიკონის მიხედვით, ალერსი `სიტყვით შექცევა~ ანუ თავშესაქცევი საუბარია (ორბელიანი 1991: 46). ამის გათვალისწინებით, აქ ასეთი წაკითხვაა შესაძლებელი: მითხარი, სადაა ის, რაც თავშესაქცევად იყო ნათქვამი ტრიანონისა და შირაზის შესახებ.
სონორებით გაჯერებული ამ მღერადი ლექსის ფინალში დაფიქსირებულია `მძიმე~ სიტყვა `აჩონჩხილი~ ( თუმცა ამ სიტყვას ტექსტში ჟღერადობის მხრივ წყვილისცალიც მოეპოვება `ხანჯლის~ სახით - ჩნჩხ/ხნჯ). მისი შემცველი სინტაგმა `აჩონჩხილო შენობა~ ალბათ, ე.წ `საშინელის ესთეტიკის~ პრინციპზე აგებულ სახედ უნდა მივიღოთ და ჩონჩხადქცეული შენობა წარმოვიდგინოთ, მაგრამ მკითხველისათვის, რომელიც სიმბოლისტურ ტექსტთან ურთიერთობისას თანხმდება პირობას, რომ ვუალირებულ, ჩადრით, რიდით, ნისლით, ბურუსით და ა.შ. დაფარულ, იდუმალად მჟღერ იმაგინაციებს შეაჩვიოს მზერა, მაინც ძნელი წარმოსადგენი მგონია აჩონჩხილი და თანაც მშვენიერი შენობა, თუკი ა-ჩონჩხილობას უკვე ჩონჩხადქცეულობას დაუკავშირებს. გალაკტიონი ლექსებში ოქსიუმორონს არაერთხელ მიმართავს, მაგრამ სიტყვებში `აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა~, მშვენიერება და ჩონჩხი, ვფიქრობ, უფრო იმ შემთხვევაში შეიძლება მორიგდეს, თუკი სიტყვა ჩონჩხს წარმოვისახავთ საფუძველჩაყრილი შენობის კარკასად, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მშვენიერება. ამიტომ ფინალის სიტყვები `მომკლავს მე უშენობა~ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც მომკლავს მე ამ შენობის აუშენებლობა (ანტონიმები: ნაშენი _ უშენი, ნაშენობა _ უშენობა).
`არტისტულ ყვავილებში~ შესული ლექსი `უცნაური სასახლე~ შედეგია გალაკტიონის სწრაფვისა ქართულ პოეზიაში დასავლურ-აღმოსავლურ კულტურათა შენივთების, ,,ტრიანონი - შირაზის" შერწყმისაკენ. როგორც ეს ,,არტისტული ყვავილების~ გამოცემამდე ზუსტად საუკუნით ადრე გოეთემ `დასავლურ-აღმოსავლურ დივანში~ განახორციელა, მაგრამ გოეთესთვის დონორი - აღმოსავლური კულტურა იყო, გალაკტიონის რწმენით კი, აღმოსავლეთთან საუკუნეთა მანძილზე ისედაც მჭიდროდ დაკავშირებული ქართული პოეზიისთვის დონორი დასავლური კულტურული მონაპოვარი უნდა გამხდარიყო (დოიაშვილი ), ოღონდ კულტურათა გზაჯვარედინზე, ქართული პოეტური ტრადიციის მტკიცე ნიადაგზე უნდა აშენებულიყო პოეზიის ახლებური, მშვენიერი სასახლე. პოეზიის, როგორც სიტყვიერი ნაგებობის, სასახლის _ შექმნა გალაკტიონის სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ თავიდან თუ საძირკველი `უცნაური სასახლისათვის~ გაჭრა და ხარაჩოებიც აღმართა, შემდგომ ნაშენების ბევრჯერაც გადაკეთება მოუხდა. თავსაც თითქოს აჯერებდა: `მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი, ლითონზე უფრო მაგარი, პირამიდებზე მაღალიო~, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოეზიის ტაძარი `ნიკორწმინდა~ აღმართა.

http://www.radikal.ru
ნიკორწმინდა


გამოყენებული ლიტერატურა

ბარბაქაძე 2007: ბარბაქაძე თ. რითმების სასახლე. კრ.’’ლიტერატურისმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები(მასალები)’’. თბილისი: გამომცემლობა’’ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2007.
დოიაშვილი 1981: თ დოიაშვილი . ლექსის ევფონია. თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’ ,1981.
დოიაშვილი 1984: დოიაშვილი თ გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან,კ. ”ჭაშნიკი’’, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები,თბილისი, გამომცემლობა ’’თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1984.
დოიაშვილი 2004 : დოიაშვილი თ. ფრთები და დიადემა.კრ. ’’გალაკტიონოლოგია III’’, თბილისი : შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, 2004.
კენჭოშვილი 1999 ა: კენჭოშვილი ი. გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, თბილისი: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. 1999.
ტაბიძე 1919 : გალაკტიონ ტაბიძე II, GRANE AUX FLEURS ARTISTIQUES, (1914-1919), MCMXIX ,ტფილისი, 1919.
ტაბიძე 1966 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.II, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1966.
ტაბიძე 1975 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.12, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1975.
ორბელიანი 1991 : ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ 1. თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’, 1991.
შათირიშვილი 2004: შათირიშვილი ზ. გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა.თბილისი: გამომცემლობა ’’ლოგოს პრესი’’, 2004.
ხინთიბიძე 1987 : ხინთიბიძე ა. გალაკტიონის პოეტიკა. თბილისი: გამომცემლობა ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1987.

სამეცნიერო ლიტერატურული კრებულიდან
,, გალაკტიონოლოგიაV'', თბ.,, 2010

(საჟურნალო ვერსია)
* * *
[bb]ნინო დარბაისელი[/bb]

დილა

(ეტიუდი: 3/3/2/)

მივდივარ და ენას მისვამს
კანჭებზე ბალახი სველი.
წყაროდან გადმოვდგი კოკა,
ხელადის ავსებას ველი.

-როგო ხარ!- მოხუცმა მკითხა,
ჯორს სახრე გადაჰკრა ოჩანს.
ფერდობი, მდინარე, ხიდი,
ხიდსიქით - ვენახი მოჩანს.

და ხევ-ხევ მიმიდის ფიქრი
და წყალი იღვრება, როკავს
დ ფეხქვეშ სლიპინებს ქვები...
ერთხელაც, - გავტეხავ კოკას.

Posted by: nino darbaiseli 14 Aug 2010, 17:29
ნინო დარბაისელი

დილა

(ეტიუდი: 3/3/2/)

მივდივარ და ენას მისვამს
კანჭებზე ბალახი სველი.
წყაროდან გადმოვდგი კოკა,
ხელადის ავსებას ველი.

-როგო ხარ!- გამვლელმა მკითხა,
ჯორს სახრე გადაჰკრა ოჩანს.
ფერდობი, მდინარე, ხიდი,
ხიდსიქით - ვენახი მოჩანს.

და ხევ-ხევ ჩამირბის ფიქრი
და წყალი იღვრება, როკავს
და ფეხქვეშ სლიპინებს ქვები...
ერთხელაც, - გავტეხავ კოკას.

Posted by: marilis_ 14 Aug 2010, 21:42
nino darbaiseli
QUOTE
დილა

კარგია,
ჩემი სოფელი გამახსენა, ბავშობა...

Posted by: nino darbaiseli 17 Aug 2010, 03:23
კონვენციებით ვერთობი:


ნინო დარბაისელი

ძველი წისქვილი

(შოტლანდიური ფოლკლორის მოტივებზე)

ძველი წისქვილი ისევ ჭრიალებს
და ძველებურად ფქვავს.
ცოცხი ავიღე და ვგვი კუთხისკენ
ირგვლივ გაბნეულ ხვავს.

ო-ო, მეწისქვილე გასვლას აპირებს,
პირი მოუკრა ფქვილს.
მარტო დავრჩებით, მის შემოსვლამდე
თუ სათქმელი გაქვს, თქვი.

მეჩურჩულები. მერეც მოასწრებ
სავსე ტომრების ცლას.
გარეთ ისევ ცრის. რა გვენაღვლება,
რამდენიც გინდა, ცრას.

ფქვილის გემო გაქვს - ვამბობს ხმადაბლა.
რაღაც ხომ უნდა ვთქვა.
ბრუნავს და ბრუნავს,
ბრუნავს და ბრუნავს
წელქვეშ წისქვილის ქვა.

Posted by: nino darbaiseli 20 Aug 2010, 01:34
ნინო დარბაისელი

გავთხოვდი, საფო!

გავთხოვდი, საფო! კარგი სასიძო
სურდათ მშობლებს და ძმებს.
ქალმა ურჩობა როგორ გაბედოს,
სხვა რა ძალაა, ძლებს.

ზევით აზიდეს ჭერი დურგლებმა,
ხალხი ღრეობს და სვამს.
გამოგვაცილეს საწოლისაკენ,
ჩვენთვის მოწეულ ჟამს.

ტლანქად შემომხსნა წელზე სარტყელი.
როგორ ვეგუო ქმარს!
თვალი ვარიდე, შესაძულებლად
ერთი შეხედვაც კმარს.

გაუზავებელ ღვინოს ითხოვდა,
ცერით იფხანდა წვერს,
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლში
აწ გალეშილი წევს.

იმისი ლურჯი ნათითურები
შიგნიდან მიწვავს ყელს
და შენი მწარე ეპითალამაც
ისევ ყურებში ჟღერს.

მძულს საკუთარი ნორჩი სხეულიც,
- ნელსურნელებით ყარს.
საწოლის მეკრე ბატისფეხება
აღარ შორდება კარს...

ნეტავი იმას, ვინც არ შედრკება,
ტრფობას სიცოცხლით ზღავს,
კლდის წვერზე დგება, დახუჭავს თვალებს
და ენარცხება ზღვას!

Posted by: Plessi pike 20 Aug 2010, 21:05
(აქაც იყოს) idea.gif

ზღვის ქაფს შეხებულ სხეულს ლურჯფერას, სიღრმე გაუკვლევს გზას.
*
მას კი ვინც ზემოთ გალეშილი წევს, კვლავ ძილის უკუნი ნთქავს.
mo.gif

war.gif

Posted by: nino darbaiseli 23 Aug 2010, 04:04
Plessi pike
ძვირფასო! გამახარა აქ თქვენმა გამოჩენამ 2kiss.gif


ნინო დარბაისელი

საახლობლონი

***
ძმა - გალავნის კარი
უგალავნო ეზოს წინ.

***
ნუ უხმობ მამას თავგამეტებით.
მას ხომ თვითონვე ეშინია, არ მიატოვონ.


***
დედაჩემის კაბა მე არ მერგება.
არც დედაჩემს ერგება ჩემი ფეხსაცმელი.


***
ჩიბუხს ჩაბერა,
მერე მუხლზე დაიბერტყა.
ცას პაპაჩემის დარდიანი კვამლის ღრუბელიც მიემატება.


***
მამიდამ თონე გაახურა.
კუტი პური - ობოლს ერგება.


***
დედინაცვალმა რა იცოდა,
რომ დამალული მქონდა ხოლმე
წინასწარვე დარჩეული ფეტვის მარცვალი!
ვინც ზღაპრის გარეთ დარჩენილა ჩიტის იმედად,
ბრალი იმისი!
დარჩეულსაც აუკენკავენ.

***
ბიცოლამ ჭანჭური მომიკითხა.
შავი თავშალი ჭაღარაზე გადაუცურდა.
ბიძაჩემი?! - ქორწინების სურათით ვიცი.

***
მეზობელმა ღობე ჩვენკენ გადმოსწია.
ჩვენს ძველ ლეღვამდე
ხელს კი არა, ჯოხსაც ვერ ვაწვდენთ.

***
მეგობარი - მუდამ ერთგული,
გვერდით მდგომი .. თავისი თავის.

***
გამვლელმა ქვაზე ჩამოისვენა.
გზა კი მიდის ალაგამდე შეუსვენებლად.


***
ნათლულმა კელაპტარი დამინთო.
ჭირისუფლები დაიღალნენ.

***
შენ? - მადლობა გაძლებისათვის!

Posted by: Plessi pike 25 Aug 2010, 18:03
nino darbaiseli
QUOTE
გამახარა აქ თქვენმა გამოჩენამ

smile.gif
(საინტერესოდ დამეჩვენა,..ქართველ, თანამედროვე, პოეტთა ათეულში მერამდენე(ადგილზე)დ განაწესებდით საკუთარ თავს?) lam.gif love.gif

Posted by: nino darbaiseli 25 Aug 2010, 19:09
Plessi pike ძვირფასო!


საკუთარი ადგილისა და როლის რეცეფცია პოეზიის ვიწრო თუ ფართო კონტექსტში - ადვილი საქმე არ არის.
მე ვფიქრობ, რაც არ უნდა გაცდუნოს შემოქმედებითმა ამბიციამ, თუ ქართველი პოეტი ხარ, მუდამ უნდა გახსოვდეს დავით გურამიშვილის ეს სიტყვები:

,,შოთა მღერს, მეფე თემურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება,
მეფე ვახტანგ და იაკობ დაბლა ზილს მიეტკბურება;
ბეგთაბეგ, ნოდარ, ოთარი, ონანა ბანს ეშურება,
დვრინვენ ყარან და მამუკა, მე მსურის მათი ყურება.

ბევრთა და ცოტას მწველელნი სწორეთ გავლიან ბერასა*,
განაყენებენ მშრალს ცალკე, ამად მოიწველს ვერასა;
სჯობს ქვემო ბოლოს შინ დგომა შიგნით გარედამ მზერასა,
მღერენ და მეც ბანს შევაწყობ, დამგმობენ ამაზე რასა?''

- - - - -
* ბერა - ბაკიდან ვიწრო გასასვლელი, რომლიდანაც რიგ-რიგად გაატარებენ მოწველილ ცხვარს.

თანამედროვე მკითხველისათვის ცოტა არ იყოს, ძნელად გასაგები ენაა. გაგება რომ რომ გაგიადვილოთ, განვმარტავ,: პირველ სტროფში ჩამოთვლილია ქართველი პოეტები, დაწყებული შოთადან - გურამიშვილის თანამედროვეებამდე,
მეორე სტროფში კი პოეტთა ერთობა შედარებულია ფარასთან და და მისი შინაარსი ასეთია: ,,მშრალ'' ცხვარს მწველავები ფარიდან გააცალკევებენ. ამიტომ თუ სხვებივით უხვ სარგებელს ვერ იძლევი, ცოტას მაინც ეცადე, უმჯობესია, თუნდაც ამ ფარის ბოლოში იდგე, ვიდრე ფარას გარედან უცქეროდეო.
ქართული პოეზია თანამედროვე პოეტებით არ დაწყებულა და როცა თხუთმეტსაუკუნოვანი გამოცდილება გიდევს წინ, როცა გურამიშვილი ამას ამბობს, რომელიმე თანამედროვე პოეტს რაღა ეთქმის!

Posted by: Plessi pike 25 Aug 2010, 20:32
nino ძვირფასო,
(..ჩემს(ა) პოსტებს(ა) თქვენი წამება არ ძალუძთ)
არც სასიქდულო გვიჩნ(და) და არც ზეიმს დამთხვეული,... თქვენი აწ გარდასული ლექსიიგი!
გარდასულია,..შევეშვათ. wink.gif
(უფალს ნებავს შენანება და არა დასჯა ცოდვილთა)
*
ნებისმიერი შეპაექრება (თქვენთან) ტანჯვას (და არა სახელს) მიქადის,
(დიდი ამბავი, რომ ვაჯობო რომელიმე ნინოს,..რაშიც არ უნდა იყოს)
...ტაკ,...რა აზრი აქვს ჩვენს შორის "ხმლების გადაჯვარედინებას"? smile.gif smile.gif
QUOTE
ქართული პოეზია თანამედროვე პოეტებით არ დაწყებულა და როცა თხუთმეტსაუკუნოვანი გამოცდილება გიდევს წინ, როცა გურამიშვილი ამას ამბობს, რომელიმე თანამედროვე პოეტს რაღა ეთქმის!

არ გინ-და!!!
(მჯობნის მჯობნი არ დაილევა) wink.gif





ყოში - მაჯის სა(ხ)ლის გარდასაკერებელი!
(ჩათვალე რომ უკუღმა ვყარე) war.gif

Posted by: levan63 26 Aug 2010, 14:51
QUOTE (Plessi pike @ 25 Aug 2010, 18:03 )

(საინტერესოდ დამეჩვენა,..ქართველ, თანამედროვე, პოეტთა ათეულში მერამდენე(ადგილზე)დ განაწესებდით საკუთარ თავს?) lam.gif love.gif

ასევე გვახსოვდეს ოვანეს თუმანიანის სიტყვები: "ქართველი - ეს უკვე პოეტია, ხოლო ქართველი პოეტი - ორმაგად პოეტია!"

Posted by: nino darbaiseli 28 Aug 2010, 13:30
ნინო დარბაისელი

ჩხვლეტა

დაშნა,
რაპირა,
ესპადრონი,
თეთრი ჟილეტი,
და ბიძაჩემის დაჩირებული ხელთათმანი,
მუჭის ფორმას ასე საწყლად რომ იმეორებს
და მძიმე ნიღბის რკინის ბადე,
გულჩაჭეჭყილი.
ჟღრიალ-ბუბუნი,-
- თითქოს ბუდეში გამოეღვიძა
სიმებაშლილ ვიოლანჩელოს...

კიდევ რამდენ ხანს შეგვენახა ეს ყველაფერი.
კიდევ რამდენ ხანს გვხსომებოდა:
,,- დგომი!
ჯდომი!
ბიჯი!
ნახტომი!" ,
ან ბრძოლის შემდეგ
ჩალურჯებულ კიდურებზე
როგორ გასხამდით თხევად ყინულს,
ანდა ,, ეფკამონს'' - როგორ გაზელდით.

დგომი!
ჯდომი!
ბიჯი!
ნახტომი!...

უკვე დაბერდნენ ან დაიხოცნენ
შენი დაზრდილი მუშკეტერებიც,
ახლები?
რა ვთქვა!

გავყიდეთ სახლი,
აქედან ფუძის ანგელოზი უკვე გაფრინდა.
ჩვენც - გადავზიდეთ, რაც გვჭირდებოდა,
ახალ პატრონებს ჩვენი წარსულის ნარჩენებისგან
სხვენიც ხომ უნდა გამოვუცალოთ,
მაგრამ რა ვუყოთ
ჩვენი ოჯახის მუდმივ აჩრდილებს,
ვის აურიონ სიზმარ-ცხადი ამიერიდან,
ვინ გააფრთხილონ უიმედოდ,
ხელისჩაქნევით,
დღეიდან ქეჯნა ვის მოჰგვარონ,
ვის ექომაგონ?

შენ გაუძეხი, ბიძაჩემო,
დაე, გამოგყვნენ,
და გაიფანტონ ოთხივ კუთხივ,
სხვებს შეერიონ,
ეს სამყარო მართლა დიდია!

გავატანთ, რასაც გაიტანენ მენაგვეები,
შენსას, - ყველაფერს გარეთ დავდებთ,
იქნება გზაზე
ალალბედად მოხეტიალე მუშკეტერმა ჩამოიაროს.

ჩხვლეტა!
არის!

Posted by: Plessi pike 28 Aug 2010, 19:02
ნინო დარბაისელი



ბატის ფრთის ფერადი ვარდები

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -



კიდევაც კარგი ვარ! შენ რამდენისა ხარ? ჰო! მე რომ შვიდისა ვიყავი, უკვე სტუდენტიც იქნებოდი . ვზივარ ერთხელ ჩემთვის , მოწყენილი, ხვალის გაკვეთილები უკვე მოვამზადე, გარეთ სათამაშოდ ვერ გავდივარ, ზამთარია, შემოდის მამაჩემი და მეუბნება:

- შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ერთმა ლამაზმა დეიდამ დაბადების დღეზე დაგპატიჟა, აბა,გამოიცანი, ვინ!

რა გამოცნობა უნდოდა! ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო.ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა , მაღალქუსლიანები ეცვა, დანაჩოსებულ ქერა თმაზე ნაირ-ნაირ პლასტმასის პეპლებს იკეთებდა და ლურჯ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები ჰქონდა მიწებებული , მუქი წითელი პომადა ისე ესვა, იფიქრებდი, ბნელში უჭამია და სიჩქარისაგან პირის მოწმენდა დავიწყებიაო. იმათი ’’ხრუშოვკა’’-კორპუსი ჩვენი სახლის წინ, ერთ გადარბენაზე იდგა. მდგმურები წინა ეზოში, გრძელ სკამზე გროვდებოდნენ. ბიჭები თან გოგოებს ელაპარაკებოდნენ, თან სულ იმისკენ გაურბოდათ თვალი , ერთი, როდის გამოვიდოდა თავის პატარა აივანზე , რეცხვისგან უფრო გათეთრებულ მკლავებს როგორ აიქნევდა ჰაერში სარეცხის გასაფერთხად, მერე ძუძუებშუიდან როგორ ამოიღებდა სამაგრებს და თოკებზე კოხტად მიამაგრებდა.

რაც ზამთარი დადგა, აივანზე იშვიათად ჩანდა, ფანჯრის რაფაზეც დიდი ქილებით სულ ფერად-ფერადი წნილები ჩაამწკრივა. ხანდახან თუ გამოიხედავდა, უკვე ვიცოდი, მე მეძებდა, ხელის დაქნევას როგორ დავაცლიდი! კორპუსის ქვეშ მივირბენდი, ქაღალდში შეხვეულ ფულს გადმომიგდებდა და მეოთხე სართულზე პურს წუთში ავურბენინებდი. ჰოდა , დაბადების დღეზეც იმიტომ დამპატიჟა .

სტუმარს ლამაზად ხომ უნდა ეცვას! საგარეო კაბა კი ცოტა დასრესილია , მაგრამ არა უშავს , ბებიაჩემივით, სველ ხელს დავისვამ , სანამ იქ მივალთ, თავისით გასწორდება... მამამ ამასობაში პირი გაიპარსა და თმები ბრიოლინით აილაპლაპა, რაც ხელებზე დარჩა, მეც მიმის-მომისვა თავზე, ერთიანად შემათვალიერა და უცებ სახეში სერიოზულად შემომაცქერდა :

- ეს კარგი, მაგრამ საჩუქარზე რა ვქნათ?

უყვართ უფროსებს ასეთი შეკითხვები.გაფიქრებენ , გაწვალებენ, თითქოს შენ თუ არ უპასუხე, არაფერი გამოვა , პასუხი კი უშენოდაც თავიდანვე კარგად იციან :

- რა და, - ვაზაში რომ ბებიაშენის ყვავილებია. დედაშენის გასახარად ბარემ აქედანაც მოვაშორებთ.

დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო. ბებიაჩემს კი , თითქოს ჯინაზე, შუა ოთახში, მრგვალ მაგიდაზე ედგა. ოდესღაც ვიღაცას რუსეთიდან ჩამოუტანია, მოკლე, შინდისფრად შეღებილი ბატის ბუმბულები მავთულით ვარდის კოკრებად იყო შეკრული, გრძელი მწვანე ბუმბულები - ვითომ ღერები და ფოთლები იყო. ეს დამტვერილი ყვავილები ვაზიდან ამოვიღეთ, ნაზად დავბერტყეთ და სანამ მამაჩემი ცელოფანის შავ პარკსაც მოძებნიდა, რომ გარეთ არ დაენახათ, რა გვეჭირა, მე, როგორც საზრიანმა ბავშვმა , საჩუქარი გავაკეთილშობილე , ანუ ადეკოლონი ’’შიპრის’’ ჩემი საკუთარი, პატარა ბოთლი დაუნანებლად ზედ დავაცალე.

გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა. მივდივართ და მიგვიხარია! გზაში არავინ შეგვხვედრია. ერთი პირველსართულელი კი დავინახე , მაგრამ ფარდის უკან მიმალული მოთვალთვალე ხომ შეხვედრილებში არ ითვლება! სადარბაზოში საჩუქარი ამოვიღეთ, მივასწორ- მოვასწორეთ, რომ ავედით, მამამ კარის თვალს მიუშვირა, თვითონ გვერდითა კედელს აეკრა და მეც უკან დამმალა , მერე სამჯერ ფრთხილად დააკაკუნა.

- ოი, კაკიე ცვეტი, ა კაკ პახნუტ!- ამ სიტყვებზე წოწია ტომამ ვარდები ჯერ მამაჩემის ხელიანად და მერე მთლად მამაჩემიანად თითქოს შიგნით შეისრუტ-შეისრიალა, კარი ცხვირზე მომაკეტა და დავრჩი ასე.

რაღა ვქნა! გარეთ ყინავს, ქარია. სახლის გასაღები მამას უდევს ჯიბეში. დედა გვიან მოდის, ბებია ხომ საერთოდ სოფელში წავიდა , და ! მეზობლებთან შესვლაც არ შეიძლება, რაღაცეებს შემეკითხებიან , მაინც გამომტეხავენ , მერე დედაჩემს მიუტანენ ამბავს, მერე დედა მამას ეჩხუბება, მერე მამა სახლიდან გავარდება, მერე , როგორც ’’მამაილას’’, მაგრად მომხვდება, მერე დედა იტირებს... საერთოდ, რატომ გამოვყევი... - ყელი ჩამეკეტა . კიბეები დასაჯდომად ცივია, კიდევ კარგი, ეს ჩანთა წამოვიღე, საფეხურზე დავდებ და დავჯდები, მაგრამ ესეც ცივია. ფეხებიც გამეყინა, თანაც უკვე მეფსია!

ავდექი, ჯერ მამაჩემივით სამჯერ დავაკაკუნე, მერე კარს ორივე მუშტი წავუშინე . მამამ გამიღო:

-სუ-უ! წოწია ტომა ძალიან ცუდად გახდა, კვდებოდა, ძლივს გადავარჩინე . შემოდი და აი, აქ, სამზარეულოში დაჯექი, მე კიდევ მივხედავ, იქნებ დავაძინო , აჰა, ნამცხვარი და ატმის კამპოტიც ზედ დააყოლე . გაზზე წყალს დავადგამ და შენ კარგად უყარაულე, რომ ადუღდება, დამიძახე, თუ არ დაიძინა, სხვა გზა არ არის, ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავაყოფინოთ!

შემოსვლისას ოთახის შეღებულ კარში თვალი მოვკარი, წოწია ტომა მართლა იწვა .

მოსალევი მოვილიე, შესაჭმელი - შევჭამე, დასალევი- დავლიე , წყალიც მზადაა , მივდივარ ოთახის კართან .

- მა-მა-ა, მა-მი-კო-ო , ადუღდა! - მინდა , ხმა ისე მივაწვდინო, წოწია ტომა თუ უკვე ჩაძინებულია, არ გავაღვიძო.

იქიდან რაღაც ბრაგა-ბრუგი და კვნესა ისმის . ეტყობა , ტკივილებისგან კვნესის , ვერა და ვერ იძინებს, მაგრამ აგე! მამაჩემი ისეთია, დიდ საწოლსაც აკვანივით ურწევს. ფიქრით კი ამას ვფიქრობ, მაგრამ, სინამდვილეში, შიგნით იდუმალი , საშიში, თან სასიამოვნო ფორიაქი მივლის. წყალი კი დუღს და დუღს.უკვე მთელი ვეებერთელა ჩაიდანი ამოშრა და ძირმაც ტკაცა-ტკუცი დაიწყო. მოცუცქნული სამზარეულო ორთქლშია, ფანჯრებზეც უკვე წვეთები ღვარად ჩამოდის. კარგად დაღამდა და ვხედავ, ჩვენთან შუქიც აინთო, მერე ჩაქრა, მერე აინთო. ვიღაც უკვე მოვიდა, დედაჩემის მეტი ვინ იქნება. ბებია ხომ სოფელშია, მაგრამ შეიძლება დაბრუნდა. სულ ასე არ ამბობს? - მე სადაც მინდა და როცა მინდა , მაშინ წავალ და მოვალ , ეგღა მაკლია, სხვებს შევეკითხოო.. ახლა უკვე გამეტებით ვუკაკუნებ ექიმ-ავადმყოფს:

- მა-მა-ა, ჩვენთან ვიღაც მოვიდა !

- კატორი ჩას? - ავადმყოფი უცებ წამოფრინდა - ოი, ოი, ბოჟე მოი, ბისტრა !

მამაჩემმაც უცებ მოიგდო ქურთუკი, მკლავში ჩატანებული კაშნე არც გამოუძრია, პალტო ისე შემომაცვა, ქუდი თვალებზე ჩამომაფხატა და მოვცოცხეთ. სადარბაზოს აქეთ რომ გამოვცდით, გალეული ფოსტალიონი იქიდან უკვე კორპუსის კუთხისკენ მოლასლასებდა. მამა ხელის აწევით , შორიდან მიესალმა და ამოისუნთქა :

-აუჰ, გადავრჩით!

ჯერ სადა ხარ! მთავარი წინაა. ნეტა , ვინ გაგვიღებს კარს? არც არავინ. უბრალოდ მოხურულია. შუშაბანდში , დივანზე დედა ზის, უკვე გრძელი ხალათიც აცვია , ტელევიზორს ზერელედ უყურებს და კი არ გველაპარაკება, თითქოს სხვის დაწერილს ხმამაღლა გვიკითხავს:

-არ მაინტერსებს არაფერი. კეთილი ინებეთ და საიდანაც გნებავთ, როგორც გნებავთ , ის ყვავილები აქ გააჩინეთ და თავის ადგილზე დადეთ . სოფლიდან დარეკეს. ამაღამ ქალბატონი ჩამობრძანდება.

ჰო, გაბრაზებულზე სულ ასეთი ლაპარაკი იცის. ხანდახან იმასაც დაუმატებს, რომ ამ ოჯახში თვითონ - ერთი შემომტანია, სხვა ყველა - გამტანი, მაგრამ ახლა იქამდე ვეღარ აღწევს:

- გეყოთ! ამჯერად აქედან მე წავალ და რაც გინდათ, ქენით. ხალხისა შენ არ გერიდება ,ბავშვისაც არა გრცხვენია, ყველანი ერთი ჯიშისა ხართ. ყველანი...

ბოლო სიტყვები აღარ მესმის, უკვე გარეთ ვართ და ქარი შიგ ყურებში მიბერავს. კიდევ კარგი, შორს მაინც არა ვართ წასასვლელები!



-შენ უნდა ახვიდე. მე არ მახსენო! ეტყვი : იზვინიტე, ია უ ვას ცვეტი ასტავილა.მოჟნა იხ ზაბრაც? აბა , გაიმეორე!

რას გავიმეორებდი!

- კარგი! იცი , როგორ უთხარი? - პაჟალუსტა,... არა, პაჟალუსტა არ გინდა, პირდაპირ :ია ხაჩუ მაი ცვეტი. თუ კარი ფოსტალიონმა გაგიღო, ეტყვი : წოწია ტომა დომა? გაიმეორე!

ეს უფრო ადვილი იყო. ისევ კიბეზე ასვლა, ისევ კაკუნი...გაიღო, ორივე ერთად დგას.ამაზე ხომ მამას არაფერი უთქვამს,არადა მიყურებენ, მელოდებიან ! დავიწყე:

- წოწია ტო-მა-მა-პა-პა-პაჟა-ცვე-ტი!

სრული სიჩუმე . ჯერ ფოსტალიონი იწყებს. მერე რუსულად ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობენ. ისე აუჩქარეს და აუჩქარეს, რას ყვირიან, მე კი არა,თვითონაც აღარ ესმით, ერთი გავარჩიე: ’’დურაკ ტი’’. ქმარი გაბრაზებული შევარდა, წოწია ტომას პომადა და სახე ერთი ფერი აქვს, თან ვითომ მიცინის , უკვე ცრემლები ჩამოსდის.დაწებებული წამწამები ნახევრად აეშვა. სულ იგლეჯს და შიგნით ისვრის. მერე ნესტოებზე ხელს იჭერს , ჯერ ისევ რაღაც გაუგებარს მეუბნება, მერე:

- პადაჟდი , უ აკნა, აკნო, აკოშკა!- ჰაერში თითით ოთხკუთხედს ხაზავს და კარს ხურავს.



- ყვავილები? - ცარიელ ხელებში მიყურებს მამა - რა, არ მოგცა?

- არა!

--გაგიბრაზდა?

- არა!

- მარტო იყო?

-არა!

- რამე ზედმეტი ხომ არ უთხარი?

-არა! -აბა, რა გითხრა?

- აკოშკასთან პადაჟდიო.

- კარგი, დაველოდოთ!

სხვა რა გზაა, ვიცდით და ვიცდით. თან კორპუსის ძირში , აქეთ-იქით დავსეირნობთ . ცოტა ხანში ფანჯარა იღება, მოჩანს ქერა, დანაჩოსებული თავი, გავრბივართ და უკვე ვხედავთ, ბინებიდან გამომავალ ოქროსფერ შუქში სართულ-სართულ როგორ ნარნარად მოფრინავს ჩვენი თაიგული , მამაჩემი აღარც მელოდება, თითქმის აფრენილია, რომ ჰაერშივე გააბას , საცაა, დაიჭერს კიდეც... მაგრამ უეცრად წამოუქროლა ქარმა სასტიკმა და აიტაცა ჩვენი ვარდები და ნაძვის ტოტზე წკიპით დაკიდა.

-ჩქარა, ქვა ! ...ერთიც!... ვახ, აცდა!... კიდევ... კიდევ მომიტანე...უფრო დიდი !

ირგვლივ ქვების მეტი რა ყრია, რაღა ახლა გამოილია! უფრო შორს მივრბივარ. იქიდან ვხედავ, მეორე სართულიდან ვიღაც იატაკის ჯოხს ყოფს , ხის ტოტს არხევს ... არის! თაიგული დაბლა ეშვება , ჯოხიანი მოხუცი ქალი ჩვენკენ ფრთხილად იხედება , მამა სასწრაფოდ ჰაეროვან კოცნას უგზავნის, ყვავილებისთვის იხრება და უცებ მეოთხედან :

- სვოლაჩ !

ამ ხმას ხელნაკრავი წნილის დიდი ქილა მოსდევს, თხლაშ-დგუფ -ლაწ ! - და შიგ ფეხებში უფეთქდება.

- ვაი, მამა, ვაი , ვარდები!

წამიც და, მამა უკვე ფეხზე დგას გაჭიმული , ხელში დაშლილი თაიგული უჭირავს, მთელ ტანსაცმელზე, თმებზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოები და სტაფილოები ჰკიდია და ბედნიერად მიღიმის, მერე ჩემკენ იხრება, სველ, მომჟაო-მომლაშო ლოყაზე ვკოცნი , ვეხუტები ...



რა? შენ ამბობ , რომ ამას , ყველაფერს მამაილა იგონებს, არა? მერამდენედ მომიყევი და ყოველთვის - სხვადასხვანაირადო. დიახაც, ეს ჩემი ამბავია! რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც მოვიგონებ, ახლიდან ვხედავ, მესმის და განვიცდი , გინდ ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდ მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის ნამდვილი წარსული!

Posted by: Plessi pike 28 Aug 2010, 19:08
.............................................................................

Posted by: nino darbaiseli 31 Aug 2010, 14:59
ნინო დარბაისელი

ადრიანა

აინგრეს სახლი,
ყველაფერს ასე,
ლაწალუწი გაუდიოდეს!

ჩვენ იატაკზე დაყრილ ბრინჯში
ავურევთ ხელებს,
მიმოვასწორებთ
და რიგრიგობით
ერთმანეთის სახელებს დავწერთ.
მერე გადმოვყრით მთელს ტანსაცმელს,
ფეხსაცმელებსაც,
პლედს გრძლად დავაფენთ პოდიუმად,
ვივლით კატური ნაბიჯებით,
და საძინებლად დავეყრებით დახოცილები.

რა-ა,
სამუშაო?!
აი, დარდი!
თუ კითხვა გინდათ,
ახლა მკითხეთ,
რისთვის ღირს ყოფნა.

მესმის წკრიალი:
,,ნინო ბაბო-უ!
ქენ აი თაჩ ით?''

შემოსასვლელის დიდ სარკეზე
წელამდე მწვდება
პაწაწინა ნათითურები.

Posted by: lurdes 1 Sep 2010, 21:30
QUOTE
ნინო დარბაისელი

ადრიანა

2kiss.gif smile.gif

Posted by: levan63 3 Sep 2010, 15:20
ვა, რა მაგარი ლექსია "ნინო ბაბო", ღნერთმა გიდღეფრძელოს პატარა ანგელოზი!!! bis.gif

Posted by: nino darbaiseli 8 Sep 2010, 12:17
გაიხარე, ლევან ძვირფასო!



ნინო დარბაისელი

შემგროვებელი

ბევრნი არიან.
იმდენად ბევრნი,
თაროზე აღარ მეტეოდნენ
და რომ ესუნთქათ,
მეორე თაროც შემოვაშველე.
ზოგი - ხისაა,
ზოგი - თიხის,
ზოგიც ლამის გამჭვირვალე ფაიფურია.

ეს - პირველი,
ბავშვობაში ფეხი რომ მომტყდა
და კლინიკაში
გახვრეტილ კოჭზე
უზარმაზარი გირი დამკიდეს,
ამხანაგებმა მომიყვანეს.

პირმრგვალ სახეზე
ყველას ღიმილი შეჰყინვია,
შუქჩამქრალში კი ხან დაობენ,
ხან ზუზუნებენ,
ხანაც: - ა-აა-აააააააააააააააააა -
- ხმაშეწყობით ამღერდებიან.

ფრთებდამტვერილებს
ბუმბულით ანდა ფუნჯის წვერით
ვწმენდ სათითაოდ:

- რაო, პატარავ, დაიღალე?
ფრთის კიდე ალბათ მაშინ მოგტყდა,
ჩემს საშველად რომ იჩქაროდი
და მავთულებში გაიხლართე.

შენ, ლურჯფრთიანო,
სულ უდროო დროს იცი ხოლმე
მხარზე დაჯდომა.
ლხინს არ შემარგებ,
რაღაც,
ხიფათი მოგელისო,
ვინ იცის,
იქნებ ცრუობ კიდეც...

ბროლის ნამცეცავ,
შენ ხომ თვითონ მისახედი ხარ!

საყვირიანს ვაიმედებ:
- შენი დროც მოვა!

წეღან ერთი მივარდებოდა
და კიდევ კარგი,
ხელი დროზე შევაშველე.

,,- ეჰ, ამასავით მეც რომ მყოლოდი..."
ეს ვისი ხმაა?
რა უცნაური ნათება მოაქვს!

მარად მდუმარე
ორჭოფულად მიღიმის მამა.

Posted by: nino darbaiseli 13 Sep 2010, 10:35
ნინო დარბაისელი

პუდინგი შოტლანდიურად


პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი,
ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი,
რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი,
ცოტა ვანილი და ზედ დავასხა.
(თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის,
შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა,
მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში).
საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო
შეწითლებამდე.

როდესაც ავად მიხდები ხოლმე,
ან ვატყობ,
როგორ გეძალება
ჩრდილოეთის ზღვის ნოსტალგია,
შენ - ცნობილ გურმანს
ამ პუდინგს გიცხობ
და შუქანთებულ ღუმელში მოჩანს
შენი პირქუში შოტლანდია
და ხმიანობენ იქაური შორი ლანდები.

აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი,
სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა,
უკრავს ფიდელი*,
ჰარმონიკა.
მაღალი სკამი,
სუფრის თავში -- მამას ეკუთვნის,
პუდინგის პირველ,
დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ,
მერე უფროსი ძმების ჯერია,
დედისთვის მუდამ ბოლო რჩება,
თუ რჩება რამე.
იმასაც, ვითომ დაივიწყებს,
ფუსფუსს განაგრძობს,
რომ ნაბოლარას მეტი ერგოს.
მე დღეს დედაშენს გეთამაშები.

ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს,
მხოლოდ მთებია,
არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი.
- შტორმი იქნება, გასვლა არ ღირს
- ამბობ,
იღიმი.

ბიძგი,
ბრაგუნი...
ეს გულია?
ჩემი თუ შენი?

არც არაფერი.

ნაოსნობიდან დაბრუნებულ,
ძრავაგამორთულ
გემებს პორტისკენ
მუდამ ასეთი გარე ბიძგებით ეზიდებიან.


- - - - - - -

ფიდელი - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, ვიოლინოს მსგავსი.

Posted by: ameliamelia 13 Sep 2010, 10:40
nino darbaiseli

ძალიან მომეწონა,
სევდიანი და რაღაცნაირად ახლობელი სახეებით...

Posted by: nino darbaiseli 22 Sep 2010, 14:57
მადლობა, ameliamelia ძვირფასო!

ეს კიდევ ერთი ლექსია მაგ ციკლიდან:



ნინო დარბაისელი

ALANINO - FOR SALE

სიგიჟე იყო თავიდანვე ამისი ყიდვა.
წლები გადის და ხარჯის მეტი არაფერია.
ჟანგი მაშინვე ედებოდა,
ძრავის პრობლემაც -
- ძველ პატრონებს არ დაუმალავთ,
მაგრამ მეფურად განათებულ სხვა იახტებში
იმ საღამოთი ისე იდგა,
შორი ზღაპრიდან მოფრენილი ციცქნა ჩიტივით,
ისე შვენოდა მაკაგონის გემბანი და მოაჯირები,
და შენც ისე თქვი,
ძვირი სულაც არ არისო,
თავს შეინახავს,
თუ მოცურავე კაფეს გავხსნითო,
სიამოვნება, თან - ბიზნესი,
სხვა რა გვინდოდა
ახლადშერთულ შეყვარებულებს!

შემოდგომობით,
როცა ადანას სასტუმროების ფასი ეცემა,
ხოლო რესტორნის მეპატრონენი
ვაშლის ჩაითი
ქუჩა-ქუჩა დასდევენ კლიენტს,
ჩვენ ამ ადგილას დავსეირნობთ ბოლო პუნქტამდე.
პორტის ნაპირზე,
სადაც ვარდები ისევ ხარობს ათასფერადი,
ვსხედვართ მარტონი,
ღრმად ვისუნთქავთ მობერილ ჰაერს,
ტალღების ხმაში ძველებურად ერთმანეთს ვისმენთ.
და შევცქერით,
როგორ თანდათან გვიხუნდება
ლურჯი სახელი ALANINO,
დიდ, თეთრ ნაჭერზე
ისევ ღუის წითლად - FOR SALE .

ეს რაღა ხმაა?
აქ ეს წყვილი საიდან გაჩნდა,
ან რა იციან ჩვენი თამაში:

-ამას შეხედე!
- ამ სპორტულს გჩუქნი,
არა, იმას.
- ვაი! ნამდვილი სასახლეა, ექვსი სართული!
- აი, ისიც შენი იყოს!
ხმელთაშუაზღვაც,
ოკეანეც.
- ოო, ეგ ცოტაა!
მე - სულ პატარა,
პაწაწინა,
სულ ერთთვლიანი...
აქ, სხვათა შორის, საუკეთესო ოქროულია.

წამო, წავიდეთ,
დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი!
ხვალ უთენია ამ ერთხელაც
(ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ)
გავიდეთ ზღვაში!

Posted by: levan63 22 Sep 2010, 17:05
ნინო გამარჯობა! იმედია კარგად ხარ! ჩემი და ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანების ხოვნაა, ეგება "ბათუმის ლექსების გამოფენაში" მიიღოს მონაწილეობაო, თან გვერიდება თქმაო. ეგება, რაიმე გამოუქვეყნებელი ლექსი მართლა გააგზავნო რა!

პატივისცემით,
ლევანი

Posted by: nino darbaiseli 23 Sep 2010, 00:43
ლევან ძვირფასო! მადლობა მოკითხვისა და კეთილი სიტყვებისათვის.
გთხოვთ, ჩემი სახელით მადლობა და საუკეთესო სურვილები გადასცეთ თქვენს/ჩვენს ბათუმელ მეგობრებსაც.
გამოუქვეყნებელი ლექსები, სამწუხაროდ, არ მაქვს. კიდევაც რომ მქონდეს, ალბათ თავს შევიკავებდი გაგზავნისაგან, რადგან ეს კარგი კონკურსი, ჩემი ფიქრით, ახალგაზრდა და ახალბედა, ნიჭიერ შემოქმედთა გამოვლენას, მათ წინსვლას უნდა მოემსახუროს.


ნინო დარბაისელი

მყნობა

გაზაფხულობით,
როცა ისე გათბება მიწა,
რომ სადაცაა,
კენჭმაც კვირტი გამოიტანოს,
დამტოვეთ ასე,
ჭკუა აღარ მომეკითხება.

მარტო ვიყავით:
- ნინუცი, გინდა,
ეს თეთრი ბალი გადავამყნოთ?
წარმოიდგინე,
ერთი ხე გვედგას
და ყოველ ტოტზე
სხვადასხვაფერი ნაყოფი ებას:
თეთრი,
შავი,
ჭროღა,
წითელი,
ადრეულაც და საგვიანოც.

უფროსი ძმისა ტყუილიც კი დაიჯერება.
ხერხე და ჩეხე მერე ტოტები.
მე კი ქვემოდან, რაც შემეძლო,
ხელს გაშველებდი:
ხან წყალი მთხოვე,
ხანაც ცული ჩამოგივარდა,
ხან წვრილ-წვრილ ტოტებს
ეზოს კუთხისკენ ვეზიდებოდი.

რომ ჩამოძვერი,
პირზე ხვითქი გადაგდიოდა.
საღამოსპირზე
ახლო-მახლო ხეებს დავყევით
და სანამყენე მოვაგროვეთ,
მგონი, შიგ თუთაც შევურიეთ , -
- სიმრავლისათვის .
მერე ვიპოვეთ ბაბოჩვენის ძველი ხალათი,
ბრტყელ-ბრტყელ ზოლებად მე დავჭერი,
ქურაზე ჯამით გასადნობად დადგმულ ფიჭასაც
ზედ მეთვალყურედ მე ვადექი.

მოკლედ, დავამყნეთ!

და ის-ის იყო,
გამარჯვებულნი
ქვის კიბისთავზე დასასხდომად ვემზადებოდით,
მოგვადგნენ კიდეც
და რა თქმა უნდა,
შენ - გაასწარი,
მე - მცემეს
და
ბალიც გაგვიხმა.
და ბაბოჩემის წყევლა-კრულვა ზეცას ქუფრავდა.
(იქნებ ომშიაც იმან გიწია?)

აი, აღდგომაც!
ბალახები ხომ
წინასწარვე მივგლიჯ-მოვგლიჯეთ,
ხვალ ამოვალთ და
წითელ კვერცხსაც გადაგიგორებთ,
მაგრამ ჯერ მძინავს,
არა, მღვიძავს და თვალებს ვჭუტავ,
რომ არ გამექცეს ძილ-ღვიძილში
ეს ნეტარება:

მოგრძო ფოთლებში მზე ლივლივებს,
სხივებში ჩანხარ,
სავსე კალათას ხეზე მიდგმულ კიბეზე ჰკიდებ,
მე კი პირსახე და ხელები მაქვს გაწებილი.
ყველა იღიმის,
ირგვლივ - ჩიტები გალობენ და იკენკებიან...

რა ერთიანად დამწიფებულა ჩვენი ბალი,
ათასფერადი!

Posted by: levan63 24 Sep 2010, 03:46
კარგი, დიდი მადლობა აუცილებლად გადავცემ! smile.gif

Posted by: nino darbaiseli 28 Sep 2010, 12:20
ნინო დარბაისელი

`რკინის საწოლი~

(გალაკტიონის რეცეფციისათვის ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში)


`მე მქონდა შესაძლებლობა, პირადად გავცნობოდი გალაკტიონს, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და რამდენიმე ბავშვი გაგვაგზავნეს სკოლიდან რაღაცის გადასაცემად, მაგრამ ბოლო წუთას მაინც ვერ გავბედე მის ბინაში შესვლა, შემეშინდა, ისეთი რამ არ ეკითხა ჩემთვის, რაზეც ვერ ვუპასუხებდი, არ მეცოდინებოდა, ანდა ისე ვერ ვუპასუხებდი, როგორ პასუხსაც ელოდებოდა იმისგან, ვინც მის სამფლობელოში შეჭრას გაბედავდა.~ — წერს ოთარ ჭილაძე თავის მოგონებაში.
ასეთი შესაძლებლობა მას ავბედითი 1959 წლის მარტამდე აღარ მისცემია.
`ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა, მან ღმერთის სიკვდილი იხილა.~ — ესეც მისი სიტყვებია.
პირველი ლექსიც — `გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას~ იმავე წელს უძღვნა:

დღესაც გრძელდება, დღესაც ასეა:
ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა...
- - - - -
და ისევ ქუჩებს ვუბრუნებ თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს,
და ვიცდი, რადგან ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

`რკინის საწოლის~ გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე, უსათაურო ლექსში `ქუჩაში წვიმდა, მე ვიყავ მარტო~, რომელიც ამ პოემის თავისებურ უვერტიურადაც შეიძლება მივიჩნიოთ, შინმყოფი პოეტი ასე იხსენებს გალაკტიონის დაკრძალვის დღეს:

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ამ ცნობილ ლექსში უკვე გამოიკვეთა ო. ჭილაძის ინტენცია, გადაელახა იმდროინდელ ქართულ კულტურულ ცნობიერებაში დამკვიდრებული სტრეოტიპული რეცეფცია გალაკტიონისა და მისი, როგორც დიდი შემოქმედის არსს ჩასწვდომოდა.
ასეთი ჩანაფიქრის შემთხვევაში ალბათ ყველაზე აპრობირებული გზა იქნებოდა გ. ტაბიძის ცხოვრებისეული რეალიების, მისი ტრაგიკული სიკვდილის ახლებური, ინდივიდუალური პოეტური გააზრება, რომლის არაერთი შესანიშნავი ნიმუშიც მოიპოვება ქართულ პოეზიაში, მაგრამ ო. ჭილაძემ თავისი ქმნილების ტექსტსმიღმა დატოვა ყოველივე ცხოვრებისეული, რაც ასე თუ ისე ნაცნობი იყო ქართველი მკითხველისათვის და საკუთარი წარმოსახვისმიერი სივრცე სრულიად სხვა იმაგინაციებს დაუთმო.


***
სალექსო ფორმის მხრივ ამ პოემაში საყურადღებო თითქმის არაფერია: ათმარცვლედი, შუაში სავალდებულო ცეზურით, ჯვარედინად გარითმული კატრენები ან არაკანონიკური სტროფები, სადაც რითმათა კონფიგურაციის წესი აქა–იქ იცვლება, ორიოდე მოკვეცილი ტაეპი... ქართულ პოეზიაში ამ უკიდურესად გავრცელებულ რიტმულ ქარგაზეა აგებული არა მხოლოდ ოთარ ჭილაძის პოემების უმრავლესობა, არამედ მცირე ქმნილებათა ძირითადი ნაწილიც, მაგრამ ამ ნეიტრალურად ქცეულ რიტმულ ფონზე ოთარ ჭილაძემ ქართული ლექსის ინტონირების ახალი პერსპექტივები გამოავლინა და პოეტურ ტროპთაგან მისთვის რჩეულს - შედარებას ეფექტური მხატვრული ფუნქციონირებისთვის ნიადაგი შეუქმნა.
`რკინის საწოლში~ კომპლექსურად მუშაობს იმ ძირითად ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ო. ჭილაძის გამორჩეულ პოეტურ იდიოლექტს ქმნის: სადა მეტყველება, ყოფითი ლექსიკა, გარიდებული პათეტიკას, ყოფითი დეტალის პოეტიკა, ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგია და სასაუბრო, დაღმავალია ინტონაციები, შეყოვნებული ტემპო-რიტმი; არა მკვეთრი კონტრასტები, არამედ რხევები; ბინარულ ოპოზიციებშიც კი ურთიერთგარდამავალი მომენტების წარმოჩენა; არა ყოვლისწამლეკავი ტრაგიზმი, არამედ სევდა, გრძნობადი ნიუანსები; ტაქტილურ შეგრძნებათა იმგვარი ფაქიზი გადმოცემა, როგორსაც ქართულ პოეზიაში გალაკტიონმა დაუდო სათავე (`შემოდგომაა... ტკივილი ჩუმი და ხელისგულთა ნაზი ქავილი~).


***
`ნეტავ როგორ იწერება პოემა? ეს ჩემთვის ახლა ისეთივე საოცრებაა, როგორც მოლაპარაკე ძაღლი ანდა მფრინავი ძროხა~ — ჟურნალ `ქართულ მწერლობაში~ (2010 #1) გამოქვეყნებული ეს ჩანაწერი ოთარ ჭილაძისა 1968 წლით — იმ დროით თარიღდება, როცა მას უკვე შექმნილი აქვს ათზე მეტი ლირიკულ–ეპიკური და ლირიკული პოემა.
`რკინის საწოლი~ ლირიკულ პოემათა რიგს მიეკუთვნება. დღეს ეს ჟანრი უკვე ტრადიციულად აღიქმება, გასული საუკუნის სამოციან წლებში კი ქართული პოეზიისთვის დიდ სიახლედ მიიჩნეოდა და მის დამკვიდრებაში ო. ჭილაძის პოემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ამ პოემის კომპოზიციას კრავს ტემპორალური პლანი: მოქმედება მიმდინარეობს უსასრულო წარსულში — მთვარით განათებული ქარიშხლიანი ღამიდან — მზით განათებულ დილამდე. რაკი პოემას სხვა მხრივ მეტნაკლებად თავისუფალი კომპოზიცია აქვს, მკითხველს საშუალება ეძლევა, საკუთარი მოლოდინის ჰორიზონტიდან სცადოს მისი რთული სახეობრივი სამყაროს მოქცევა ობიექტივში და საბოლოოდ, ინდივიდუალური ინტერპრეტაცია ჩამოაყალიბოს. ჩემეული ინტერპრეტაცია კი, რომელზე დაყრდნობითაც განვაგრძობ ფიქრს ამ ნაწარმოების სხვადასხვა პლანის შესახებ, ამგვარია: `რკინის საწოლში~ გალაკტიონის, როგორც ხელოვანის იდეალის პარადიგმა რეპრეზენტირებულია შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული `ენით~, პოემის საფუძველში კი დევს სიმბოლისტური კონცეპტი, რომ წარმოსახვისმიერი, თუნდაც წიგნისმიერი მხატვრულ–სახეობრივი რეალობა — წარუვალი და ნამდვილია. ეს უფრო დიდი სი–ნამდვილეა, სიცხადეა, ვიდრე ყოფითი რეალობა — ჩვენი ყოფითი წარმოდგენები საგნებსა დ მოვლენებზე, რომელიც წარმავალია და ილუზორული. არსების, საგნის, სამყაროს ნამდვილი, ჭეშმარიტი არსის წარმოსაჩენად კი საჭიროა, იგი გათავისუფლდეს ყოფითი `სინამდვილის~ ამ გარსისაგან.
ღამღამობით, ლუნარულ ხილვათა, შუქ–ჩრდილთა მეუფების ჟამს გალაკტიონის ოთახში, სადაც რკინის საწოლი იდგა, იწერებოდა ცხოვრების წიგნი, რომელიც ყოველდღე ყოფითი, `რეალური~ მზის სინათლის მომძლავრებისას დროებით იფარებოდა, ხოლო გალაკტიონის — პოეტის იდეალი უხილავი ხდებოდა ადამიანთა თვალისთვის:

უბრუნდებოდა ქუჩას სინათლე,
ჩრდილებს — ადგილი,
საგნებს — სიმართლე
და გადაშლილი წიგნიც დროებით
იფარებოდა მწვანე რტოებით,
იჩრდილებოდა ჩიტების ჩრდილით
და ისიც ცოცხალ გულივით თბილი,
ყველა სიკეთის მცოდნე და ღირსი,
კვლავ უხილავი ხდებოდა დღისით.
მზე კი ფანჯრებში ხალხს ახედებდა
და ჩანდა, როგორ იდგა კედელთან
რკინის საწოლი.

რკინის საწოლი, რომელშიც ადგილს ვერ პოულობს `მარადისობის კვალისა და მიზეზის~ მაძიებელი პოეტის ბობოქარი სული, მკაცრი რეალობის სიმბოლოა. ამ სათაურთან ერთად, პოემის პირველსავე სტროფში წარმოდგენილია საწყისი იმაგინაცია, შემცველი იმ ძირითადი `პერსონაჟებისა~ და მოტივებისა, რომელიც შემდგომ მთელ პოემას ჯერ ურთიერთგარდამავალ, შემდგომ კი, ცალკეულ ლაიტმოტივებად გაჰყვება. აქ ძირითადად გალაკტიონისეულ მთავარ სახე–კონცეპტებს — მთვარესა და ქარს ემატება ხეები, ძველი შენობის კედლები და ჩრდილები:

ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც,
ტოტებში ქარი წიოდა მწარედ
და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

პოემაში გადმოცემულია ის შთაბეჭდილებანი და წარმოსახვანი, ოთარ ჭილაძის თანათაობელ პოეტებს ყრმობისა და ჭაბუკობის ჟამს რომ აღუძრავდა გალაკტიონის პოეზია და მისი მითიური საბურველით მოსილი არსება. იგონებს რა ყოველივე ამას მხატვრულ აწმყოში (ახლა), ავტორი მეტყველებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ამ ყველას სახელითაც, რაც ნათლად ჩანს ფინალში:

ძვირფასი იყო ის ქუჩა ჩვენთვის,
ჩვენ იმ ქუჩაზე თამამად ვწერდით
ჩვენი პირველი შეკრთომის მიზეზს
და პირველ ღიმილს სამყაროს პირზე,
ხოლო პოეტის მკაცრი ოთახი
თავბრუს გვახვევდა ყველას ცოტა ხნით
და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი.

ეს წარსული, რომელიც მოგონებაში ლიტერატურული ალუზიების მეშვეობით ცოცხლდება, უკავშირდება არა რომელსამე აქტს, ერთჯერად ამბავს, არამედ დაუსრულებელ პროცესს, რაც ტექსტში გამოხატულია წარსული დროის უსრული ასპექტის ზმნათა მუდმივი გამოყენებით (მათი დიდი უმრავლესობა მიეკუთვნება უწყვეტელის მწკრივს). ზმნათა ბოლოში და სხვა სიტყვებში ,,და’’-მარცვლის მუდმივი გამეორება კი მეორად მარიტმიზებელ საშუალებად იქცევა და ათმარცვლიანი ლექსის მონოტონურ რიტმულ მდინარებასთან ერთად თავისებურ ტრანსულ მდგომარეობაში გადაჰყავს აღმქმელი:


არ უჩიოდა არც ერთ ჭრილობას,
არ უყურებდა დაბალს ზემოდან,
და თან ყველაფრის განცდას ცდილობდა,
ამ ქვეყანაზე რაც არსებობდა.

ამ ფონზე ინტონაციური რეგისტრების ოდნავი მონაცვლეობაც კი მსუბუქად მართავს მკითხველის ცნობიერებას, მის წარმოსახვას, მაგრამ საერთო მდინარებას ერთგან, მოულოდნელად ამძაფრებს ავტორი (სულ 5 სტროფი —მეექვსე თავის ბოლოსა და მეშვიდეს დასაწყისში):

როცა ქარს სტკივა, რაღა თქვას კაცმა,
ხომ არ იკივლოს კაცმაც ქარივით,
ანდა უებარ მალამოს ნაცვლად
ხომ არ დაიდოს წყლულზე მარილი.

გრამატიკული დროის მომენტალური ცვლა, გადასვლა კავშირებით კილოზე იმაგინაციურ ნაკადს წყვეტს, მსჯელობით დისკურსში ჩართული აფირმაციული აქცენტები კი, (უნდა... უნდა... უნდა), ლირიკული პერსონის, როგორც მებრძოლი სულის ადამიანი-შემოქმედის მანიფესტირებას ემსახურება:

როდესაც ჩნდება ადამიანი,
მიწაზე უნდა ადგილი ჰქონდეს,
რომ შეაჩვიოს ხორცი იარას,
გონება — სივრცეს და სული — ცოდვებს.

ცა უნდა ჰქონდეს, რომ კი არ გასძლოს,
იბრძოლოს, ვიდრე ძარღვი ათრთოლებს
და თუ სიცოცხლეს ბუნება აძლევს,
ცხოვრება უნდა შეძლოს თვითონვე.

Aამ მონაკვეთის შემდგომ პოემის დრო კვლავ უწყვეტ წარსულს უბრუნდება, ოღონდ ღამღამობით მიწყივ `მარადისობის კვალისა და მიზეზის~ მაძიებელი გალაკტიონის უმკრთალეს კონტურს დღის შუქზე ოდნავ მკვეთრი `რეალისტური~ – სოციალური შტრიხები ემატება — იგი `ჩვენი~, ანუ იმდროინდელი ახალთაობის თვალით იმგვარად გამოიყურება, როგორც შეეფერება პოეტი–იდეალის პარადიგმას.
ჰიპერბოლა, როგორც მხატვრული ხერხი ასეთ შემთხვევაში, ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ სათქმელს:

და როცა გარეთ ქარი კვნესოდა,,
გამოდიოდა მისაშველებლად,
ვით გოლიათი კურდღლის სოროდან,
რომ ქარის წუხილს ერთი მსმენელი
და ხმის გამცემი მაინც ჰყოლოდა.




***
`რკინის საწოლში~ პოეტი ფრთხილი ნაბიჯებით მიუძღვება მკითხველს ნახევრადურბანისტული თუ წიგნისმიერი ლანდშაფტების გზაზე, თავად მუდამ თავდაპირველ, შიშსა თუ კრძალვაზე დაფუძნებულ დისტანციას ინარჩუნებს გალაკტიონის მიმართ და მკითხველმაც, თუ სურს სრული ესთეტიკური ტკბობა განიცადოს, უნდა მიიღოს ეს პირობა და წარმოსახვა, ცნობიერება ასეთივე დისტანციიდან მიადევნოს ავტორისეული ასოციაციური ბმებით დაკავშირებულ იმაგინაციათა ნაკადებს... და მაინც, ტექსტის რამდენიმე დამაფიქრებელი მომენტი რაღაც ანალიზს მოითხოვს, მაგალითად, რას უნდა ნიშნავდეს ლირიკული პერსონის მიერ გალაკტიონის შესახებ თქმული:

მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ძალა,
რომ არ ექცია ხმა ლაპარაკად
გრძნობა კი სიტყვად [...]

აქ ხმის ლაპარაკად ქცევა—პოეტური, ამაღლებული სათქმელის დამცრობა-დაკნინებას უნდა ნიშნავდეს და თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია გალაკტიონის პოეზიაში ხმა, ჟღერადობა, ევფონია, ალბათ აქ გაუგებარიც არაფერი დარჩება, მაგრამ გრძნობის ქცევა სიტყვად, გრძნობის მო–ქცევა სიტყვაში ხომ პოეზიის, როგორც ხელოვნების სიტყვიერი დარგის რთული ამოცანაა. ვფიქრობ, ამ სტრიქონების კონცეპტუალური გასაღები სიმბოლიზმის ესთეტიკაში უნდა ვეძიოთ — სიტყვა უნდა გავიაზროთ არა იმად, რაც ცვლის გრძნობას, იკავებს რა ტექსტში მის ადგილს, არამედ მარტოოდენ ამ გრძნობის მიმანიშნებლად.


***
მთვარის ლაიტმოტივი, რომელიც ათ თავად დაყოფილ ამ პოემას დასაწყისიდან მეცხრე თავამდე გასდევს, ასევე შეიცავს დამაფიქრებელ მომენტს.
სახე -

და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

მეტნაკლებად გასაგებია, პოემის ერთიანი მხატვრულ–კონცეპტუალური კონტექსტის გათვალისწინებით. აქ წარმოდგენილია სამყაროს მისტიკური სურათი, სადაც ყოველი საგანი თავისი ჩრდილითა თუ ანარეკლით, ხმით, რომელსაც იგი გამოსცემს და ა.შ., ერთიანია (`ის ერთდროულად ნიშნავდა ჩრდილსაც, და იმ საგანსაც ჩრდილს რომ ისროდა.~).
მთვარის სხივები, ნათება, რომელიც კედლების ჩრდილში აღწევს, მთვარისავე ნაწილია. შედარება –`კაცივით~ გამოკვეთილად მასკულინურ ნიშანს მიაკუთვნებს მას, პოემის ბოლოს კი მთვარე უკვე ფემინური კონოტაციით შემოდის:

მთვარეს კი თავის თეთრი ფეხები
ძლივს გადაჰქონდა ტრამვაის ხაზზე.

თუ დავუშვებთ ფიქრს, რომ ამ პოემაში არა მხოლოდ ორი, ორგვარი სიმართლე და სიცხადეა, არამედ ორი მზეც — ერთი, რომელიც მარადიულ, წარმოსახვისმიერ სამყაროს ანათებს (პოემის მეხუთე თავში) და რომლის შუქშიც ყველაფერს — მხეცს, კაცსა და ღმერთს ნამდვილი სახე უბრუნდება, ხოლო მეორე — რომელიც ფინალში, გათენებისას, ყოფაში დაბრუნებისას გამოჩნდება ხოლმე, მაშინ აქ ორი მთვარის არსებობაზეც შეიძლება საუბარი.
Pპირველი მთვარე — თვით გალაკტიონის სიმბოლოა, ან მისი `არამიწიერი~ სახე, ამაღლებული, დისტანცირებული რომ დასცქერის საკუთარ თავსა და იმას, რაც ხდება (ხდებოდა) ღამის ქალაქში. ფინალში ფემინური ნიშნით გამოჩენილი მეორე მთვარე კი ის მნათობია, რომელიც მეორე — ყოფიერი მზით იცვლება.


***
პოემის დასაწყისშივე, პირველ თავში, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირებულია ის ძირითადი მოტივები, რომელიც მოგვიანებით ტექსტში ლაიტმოტივებად გაიშლება, ერთი ასეთი უცნაური შედარებაა:

და საიდუმლო, როგორც სერობა,
ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ.

ლექსის კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვა `საიდუმლოს~ გაჩენა აქ სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ რა კავშირშია ერთმანეთთან საიდუმლო სერობა და ტრამვაის ხაზი, რომლებიც თავისი ყველაზე პირდაპირი ნიშნით `რკინობით~ რკინის საწოლს უკავშირდება, მეორე მხრით კი იმავე ნიშნებითაა დახასიათებული (`ბრწყინავდა რკინაც, ცივი და ბასრი~), რითაც დანტეს მიერ ქვესკნელიდან ამოტანილი სიმართლე (`სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი~).
ეს სახე-შედარება ცნობიერ და ქვეცნობიერ დინებათა კონტამინაციის შედეგად გაჩენილი ჩანს და ჩემი ვარაუდით, ასე შეიძლება აიხსნას:
ტრამვაის ხაზი — წყვილი რელსი ნახევარბნელში — არის სერი, ზოლი (და– სერ–ვა – ბასრი საგნით დაზოლვა ზედაპირისა, სერი — სწორი გზა).
სერი - სერ-ობა ჟღერითი ასოციაციური ბმაა სემანტიკურად დაშორებულ ლექსიკურ ერთეულებს შორის.
საიდუმლო სერობის ძირითადი მოტივი სულიერი წინამძღოლის ღალატია `თანამოაზრის~, თანამეინახის მიერ:

მე მიღალატეს ძველმა რითმებმა,
ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს. —

-ეს გალაკტიონია. ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული ტექნიკისათვის ასეთი, ერთი შეხედვით, უცნაური კავშირები — ჩვეულებრივი ამბავია.
გარდა ასეთი შორეული ალუზიებისა, პოემის იმაგინაციური პლანი გალაკტიონის ლირიკიდან სხვა, ადვილად საცნობი უხვი მასალითაა გაჯერებული, ცხადია, ეს უპირველესად ქარს უკავშირდება.
`ტოტებში ქარი წიოდა მწარედ~, `და ღამის ქარით თმაგაწეწილი~ და სხვ. უმალ გალაკტიონის თმაგაწეწილ ქარს აცოცხლებს მკითხველის მეხსიერებაში. სტრიქონები:

და მხოლოდ სული, დროშად ქცეული
ვერტიკალურად იდგა ყოველთვის.

ალუზიურად უკავშირდება გ. ტაბიძის სიტყვებს:

და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა
სანთელი, შენი სული... სანთელი.

ხოლო პოემის ფინალური აკორდი:

და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი,
როცა ბრწყინავდა შავი მელანი,
ის კი ბრწყინავდა კაცის სისხლივით,
თუ მოხვდებოდა ხოლმე მზის სხივი. -

-ალუზიაა გ. ტაბიძის ლექსისა `ბარათაშვილი~:

მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით
აწ ლანდად მდგარი, ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით...


***
პოემის მეხუთე თავში, სადაც `ტკივილით გაჩენილ ნათელში~ ცოცხლდებიან მსოფლიო ლიტერატურის მარადიული პერსონაჟები: მწუხარე სახის რაინდი, გარგანტუა, ტრისტანი და იზოლდა, ჰამლეტი, ავტორი-პერსონაჟი დანტე და ამით შემოწერილია ის ძირითადი თეზაურუსი, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ლიტერატურულ ახალთაობას რომ ჰქონდა, ბუნდოვანია წყარო პირველივე ნათელი, შთამბეჭდავი იმაგინაციისა — მამათა მონასტრის ახლო გამოჩენილი სოფლელი გოგოსი, რომელსაც ბერი შესცქერის:

გოგოს ფუტკარი ეჯდა კისერზე
და მიჰყვებოდა ბზუილს მთვრალივით,
და გულუბრყვილო იყო ისევე,
როგორც ფუტკარი, ანდა ყვავილი.

ჩემი ფიქრით, ეს გოგონა ალბინა უნდა იყოს.

ბერს კი ტუჩებზე მიედო თითი
და თავს იღწევდა ღმერთის ჩეროდან.
და სული, როგორც ცისფერი ჩიტი,
ცის გასაგონად სულ სხვას მღეროდა. —

-ეს კი მასზე გამიჯნურებული აბატი მურეა, ემილ ზოლას რომანიდან ,,აბატ მურეს შეცოდება~.
ამავე თავში მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟთა შორის კიდევ ერთი — უცნობი, თუმცა მშობლიურად ნაცნობი გლეხის სახე ჩნდება:

გლეხი კი ისევ მიწას ბარავდა
და განუწყვეტლივ ლოცავდა გამჩენს,
და თბილი თესლით სავსე კალათას
ხნულებში ცლიდა მშვიდი და გამრჯე.

ძნელი არ არის, აქ ჩვენი ზეპირსიტყვიერების წიაღიდან ოთარ ჭილაძის ქმნილებებში გადასული ქართველი გლეხი შევიცნოთ (,,მინდვრის
ბოლოში ბრწყინავს მდინარე’’) :

გლეხი კი მაინც არ მიდის არსად,
სულში ჩასცქერის გადახნულ მინდორს,
თავისი ვაშლის თუ ჭერმის მსგავსად
მიწაში ფესვი გაუდგამს თითქოს.

ოთარ ჭილაძემ ქართულ ლიტერატურას მრავალი სიახლე შესძინა, მაგრამ ფესვებით მშობლიურ ნიადაგთან, ტრადიციასთან კავშირი მისთვის, როგორც შემოქმედისა და პიროვნებისთვის - მუდამ მთავარი იყო!




***

ოთარ ჭილაძის კრებულში ერთი პატარა, უსათაურო ქმნილებაა. მას მიძღვნა არ აწერია და ვფიქრობ, არც სჭირდება, იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული გალაკტიონის სახესთან, მის ლანდთან და პოემა ,, რკინის საწოლთან”, თუმცა მასზე ორი წლით ადრეა შექმნილი (1961).

მე თოვლში ვეძებ სისხლისფერ ვარდებს
და მიტოვებულ ნუშებს და ატმებს…
თოვლზე ეცემა პოეტის ლანდი
და ქალაქს კიდევ ერთ კივილს ართმევს
და ავსებს შემკრთალ სიცარიელეს
და ისევ თოვლს და მოლოდინს ერთვის,
მაგრამ ბოლომდე რჩება იერი
ბედნიერ ბავშვის და დაღლილ ღმერთის.

ოთარ ჭილაძემდე გალაკტიონმა თავისი წინამორბედი და იდეალი - აკაკი სწორედ ლანდად წარმოადგინა - `ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის / მწუხარე ლანდი... მაღალი ლანდი...” (,,აკაკის ლანდი~// ,,პოეტის ლანდი”).
აკაკიმ გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებას წარუშლელი კვალი დააჩნია.
`მე არ მეგულება ჩვენს თანამედროვეობაში მეტნაკლები შესაძლებლობის, განათლებისა და გაქანების პოეტი (რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით) გალაკტიონის გავლენა არ განეცადოს. Gგავლენა, კარგი გაგებით, კეთილშობილური აუცილებლობაა, განვითარებასა და წინ წასვლას გულისხმობს, რადგან სულში ტოვებს კვალს და არა სახეზე.~ - ეს ოთარ ჭილაძის სიტყვებია.
თავად მისი გავლენის კვალი კი თანამედროვე ქართულ პოეზიაში აშკარაა, თუმცა ჯერჯერობით შეუსწავლელი.

Posted by: nino darbaiseli 6 Oct 2010, 23:49
ნინო დარბაისელი

ქარისა


რა გემართება?
ნუ ხარ-მეთქი, ქარო, სასტიკი.
ვეღარ მიცანი? -
- ის, ვინც გაგენდო
ცივ ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილი,
როგორ უნდოდა,
რომ შენსავით
ქვეყანაზე ყოფილიყო და არც ყოფილიყო;
რომ არავისგან
აღარასოდეს
არაფერი აღარ სტკენოდა;
ყველა კუთხეში შეეღწია,
ყველა კუნჭულში,
ჩუმად ესმინა
გულახდილი ჩურჩულებისთვის
და იმ ერთისთვის
ურჩ თმაზე ხელიც გადაესვა,
შემოხვეოდა თავისუფლად,
ასე,
შენსავით....

აი, ქარო, ეს სადარბაზოც,
შეყვარებულებს
მაშინ სულზე რომ მოგვისწარი
და ისე ძლიერ წამოუბერე,
შემორბენილნი
სულს ვერ ვითქვამდით
ერთმანეთში ჩარინდებამდე.

ო, როგორ გინდა,
რომ ყველაფერს მოეპოტინო,
შიგ შეაღწიო,
არსი გაუგო!
ყვავილებს გვირგვინს შემოაცლი,
რომ
შიშველი ბუტკოები
ზეცას მიაპყრონ;
კოცონს დაითრევ წითელი თმებით,
ცაში ღრუბლებს დააწიოკებ.
ხეებს და სახლებს,
ცხოველებს და ადამიანებს,
რად გინდა,
ფრენა ძალით ასწავლო.

ასე ვინ იცის
ქვეყანაზე ყველა სულდგმული,
ყველა საგანი,
ვის უნდა ყველას ატაცება თუ აღტაცება!

შენ არა ხარ ის სუსტი სიოც,
გავარვარებულ ბიბილოს რომ შეაჟრიალებს
და ნიჟარაში
სასიყვარულო ჩურჩულად რომ ახმიანდება
ან მომაკვდავის
პირთან მიტანილ სარკეზე რომ იმედს აორთქლებს?!

მითხარი,
მაინც სად იწყები,
სად იბადები:
ზესკნელებში?
ღმერთის ფილტვებში?
შენ ხარ უფლის ამონასუნთქი?
რა სიტყვა მოგაქვს?
ან რა მოგაქვს?
ჩემთან დარჩები?

ვერ დარჩები!

შენ ხომ არსებობ. ვიდრე დაქრი,
როგორც მდინარე - ვიდრე დის და
როგორც ცეცხლი - ვიდრე ანთია,
როგორც ხმა - ვიდრე გაილევა,
ანდა ეს ლექსი
ვიდრე ვინმეს ემახსოვრება.


1986-2010

Posted by: nino darbaiseli 12 Oct 2010, 18:48
ნინო დარბაისელი


აპოკრიფები

,, აპოკრიფები" - ჩემი პატარა ციკლია ბიბლიურ თემაზე. ეს მცირე ზომისანი შედარებით მოწესრიგებული მომეჩვენა და დავდე. დიდ ნაწარმოებებს სერიოზული ჩაჯდომა უნდა, ჯერ არ მცალია, მოგვიანებით შემოვამატებ.

სოდომი
- - - - - - - -

აღარც კვამლია,
აღარც ფერფლი,
ქარმა წაიღო წასაღები,
დიდი ხანია.
გვალვები ისევ იცვლებიან
თავსხმა წვიმებით.
შენ კი დნები,
დნები,
დნები
და არ ილევი.
ირგვლივ ისეთი ხრიოკია,
მარილნარევში
ხემ კი არა და,
მთელი ეს ხანი,
სარეველამაც ვეღარ იხარა.

რომელმა ფიქრმა მიგახედა,
რამ გაგაქვავა,
მარილის ლოდო -
- წარსულისკენ მაცქერალო,
უარესი მომავლისათვის
სამუდამოდ ზურგშექცეულო!



აივანი
- - - - -- - - -

ის:
- ამ ავდრის მერე
ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა,
თითქოს გაისმა ხმა,
მამისგან გარდმომავალი
და იღიმება ნათლისმცემელი
და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში.

მე:
- სალომეა კი გამოუძვრა სულელ გადიას,
რა ეჩქარება სწავლა!
ცეკვის გაკვეთილს აცდენს,
ჰეროდეს ბაღში
პეპლებს დასდევს ფერადი ბადით.

შენ:
- დარი-ავდარი,
დღე და ღამე,
აღმართ-დაღმართი,
სიკვდილ-სიცოცხლე...
დასაბამიდან დასასრულამდე
ჯამში - ერთია.
აღარ შევიდეთ?

ისინი - ისევ გვიანდებიან.







Posted by: nino darbaiseli 15 Oct 2010, 01:07
ნინო დარბაისელი

ვიტა ბრევის*

ჰო, ვიცი, ვიცი,
აქ მოწევა აკრძალულია,
მაგრამ მე უკვე დილას გამწერენ,
ბარგიც შევკარი,
ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ,
ჩვეულებრივს,
ადამიანურს.

ჩემი ბრჭყვიალა ტანსაცმელი არ დამჭირდება,
აღარც მათრახი,
ალბათ კედელზე ჩამოვკიდებ,
დიპლომებს შორის,
ანდა ყველაფერს ავიღებ და ერთად გადავყრი.

ნახეთ, როგორი თმახუჭუჭა ბიჭი ვიყავი!
დღეს ასე მელოტს
სურათთან ვეღარც მიმამსგავსებთ.
აი, ჩემი წყვილი ბოკვერიც,
ეს - ძუ, ეს - ხვადი.
ერთად გვეძინა ვოლიერში.
მერე, ხომ იცით,
როგორც ხდება,
ცირკის მენეჯერს
კეთილმოსურნემ შეატყობინა
და ამეკრძალა ღამე დარჩენა.

მხეცი და კაცი ერთნაირად თვინიერდება:
ცდა,
მარცხი,
ცოტა წარმატება,
მოთმინება,
გამეორება,
წინსაფრის ჯიბე - ხორცით სავსე,
ხელში - მათრახი,
ოღონდ დროული უნდა იყოს
ჯილდო-სასჯელი;

დგამიდან დგამზე კამარის შეკვრა,
ცეცხლმოკიდებულ რგოლში გახტომა,
ხახაში - თავი,
ამ რუტინაზე მაყურებელს უკვე ამთქნარებს.
მინდოდა რამე ეფექტური,
მოულოდნელი,
მწვავე და მახვილგონივრული.

გამომივიდა!

შუა ნომერში ვითომ ერთმანეთს დაერეოდნენ,
ჩემკენ ღრიალით მოიწევდნენ,
მეორე მხარეს გავასწრებდი,
შფოთავდა ხალხი,
აღარსად ჩანდნენ მეხანძრეები.
მერე ვიღაცა,
ვითომდამსწრე
გისოსებიდან
ვითომდატენილ თოფს მაწვდიდა.
უცებ ორკესტრი და დარბაზი გაყუჩდებოდა,
ძუს ვუმიზნებდი,
წამომართული - ქვავდებოდა,
იკლებდა შუქი თანდათანობით,
ამასობაში ხვადი ზურგიდან მეპარებოდა,
არენა ისევ ნათდებოდა
და სინათლეში
იმის ნაცვლად, რომ თავს დამცხრომოდა,
დინჯად დამდგარი
მაგდებინებდა თოფს ხელიდან,
ტოტს გადამხვევდა,
დამსახურებულ ხორცის ნაგლეჯს პირში ვუგდებდი
და ორი მამრი ვიდექით ასე
და ძუც ფეხებთან ალერსიანად გაგვიწვებოდა.
ჭექდა ორკესტრი,
ტრიალებდა შუქეფექტები
და ზანზარებდა,
ინგრეოდა ტაშით დარბაზი.

იმ დღეს ხიფათი არც მიგრძნია,
ჩვეულებრივად შემომღრიალეს,
გამოვასწარი,
დავუმიზნე
და დავბარბაცდი...
უეცრად დამთბა
და ესხა სისხლი არენის ნახერხს.

გვიან მიამბეს,
უზარმაზარი რკინის ბადე როგორ გაინგრა,
როგორ აიჭრა ხვადი ლომი მაყურებლებში,
როგორ დაგლიჯა ბავშვი და დედა,
როგორ გავარდა მერე ქუჩაში
და პოლიციამ როგორ დაცხრილა...

გგონიათ,
ჩვენში ისევ ზოოპარკს აბარებენ
ცხოველებს, ცირკს რომ აღარ სჭირდება?
თავისუფლებას ანიჭებენ
და არ ადარდებთ,
რა უფრო დიდი სისასტიკეა,
მხეცის გაწვრთნა თუ
უკვე გაწვრთნილის დაბრუნება
ისევ ჯუნგლებში.
იქ, თვისტომებში ან სხვა მხეცებში
იქნებ თავიც გაიტანოს,
მაგრამ ერთხელაც,
გული მიგრძნობს,
თუ შორიდანვე სუნი იკრა ადამიანის,
არც დაესხმება და არც სადმე დაემალება
და როცა თოფსაც დაუმიზნებენ,
ნაჩვევი ჯილდოს მოლოდინში
შეხედავს ნდობით
და მკერდს შეუშვერს
ძველებურად წამომართული.


- - - - - --
*ვიტა ბრევის(ლათ.) - სიცოცხლე მოკლეა.

Posted by: nino darbaiseli 23 Oct 2010, 13:26
მძიმე ლექსებს შუა ასეთი მსუბუქი რაღაცეებით ვიქცევ თავს. იმედია, თქვენც ცოტას გაერთობით:



ნინო დარბაისელი


ჯაზი

მარი, მარი, მარი,
წყნარი, მოღიმარი!
მარის უყვარს ქმარი,
ბევრი უარა.

მერე, მოწყენილი
მაინც, რატომ არი?! -
ვერ გაიგო, იმ ქმარს
უყვარს თუ არა.

ეკითხება ანა:
- მაინც გიყვარს ქმარი?
და პასუხობს მარი:
- ჰო, ანა!

ასეთია მარი,
ქმართან ნაომარი.
რა ქნას, უყვარს ქმარი,
ქმარს კი უყვარს მარი...
მარი...ჰუ....ანააა!

Posted by: nino darbaiseli 26 Oct 2010, 18:09
ნინო დარბაისელი

თვალი - გახვრეტილ ჭიპზე

ანუ

Occasio praeceps



ქალაქში ერთი გოგო დადის,
მოუჩანს წელი,
გახვრეტილ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი,
გაღიმებისას ეჩვრიტება ლოყები, ხოლო
თვალები ისე მუქად უელავს, -
- ქილიდან ახლად ამოღებული ზეთისხილივით...

ვაითუ მიცნოს,
შემაჩეროს და ვერ გავექცე,
ვაითუ ვეღარ დავემალო ჯანდაბის იქით,
ჰოდა, თავს დავხრი,
ვითომ ჩანთაში ვიქექები
და ვიპარები,
მაგრამ სიზმრებში,
სწორედ იმწუთას,
როდესაც ვხარობ,
რომ კოშმარიდან სამშვიდობოს გამოვაღწიე,
უზარმაზარი,
გარუჯული,
შიშველი ზურგით მიახლოვდება,
თვალდახელშუა პატარავდება
და დაკრუნჩხული
ჩემს მკლავებში
წევს გაუნძრევლად ლურჯზე ლურჯი.
ვკბენ ნეკათითზე გამწარებით,
არ მოდის სისხლი,
თითების მაშით ვექაჩები სლიპინა ენას,
რომ სასულეზე არ დაეცოს,
ავრბივარ უცხო კიბეებზე,
თავდება კიბე,
არ ჩანს ექიმი,
არ ჩანს დედა.
ისმის კივილი უნუგეშო
და მე ვმრისხანებ,
ღმერთო ჩემო, როგორ ვმრისხანებ!
მზად ვარ,
ჩემივე ხელით მოვკლა ეს არამზადა,
სიკვდილს რომ ბედავს,
მოვკლა ათასჯერ,
ოღონდ ამ ერთხელ,
ერთადერთხელ გადავარჩინო.

როდესაც ბავშვი ამოასუნთქეს,
დავხუჭე თვალი,
გავიპარე და ვნეტარებდი,
ვნეტარებდი დაუსრულებლად,
ვიდრე ვიგრძენი ყბაში ვიღაცის მწარე ლაწანი.

რა ჭირად მოვხვდი,
ნეტა, იმ ზაფხულს ამათ მეზობლად,
რა ბედად მოვხვდი!

გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია.

ეს კი, შეხედეთ,
როგორ მოდის დღის სინათლეში! -
მოუჩანს ჭიპი,
ჭიპზე – თვალი,
თვალში - მზის სხივი...
უცნაურია, მხრებს რატომღა ხრის,
რატომღა ცდილობს,
მკლავთა ბუდეში
წამოჩიტული წყვილი ბარტყი თბილად ჩამალოს...

ჩემი თვალი - ქვის ქვეშ!

Posted by: lurdes 27 Oct 2010, 23:55
ბოლო დროს თქვენს ლექსებში მძაფრი ემოციებია smile.gif

Posted by: nino darbaiseli 31 Oct 2010, 07:07
QUOTE (lurdes @ 27 Oct 2010, 23:55 )
ბოლო დროს თქვენს ლექსებში მძაფრი ემოციებია smile.gif

მადლობა , lurdes ძვირფასო, რომ იცლით ჩემი ლექსების წასაკითხად.

ეს ბოლო, ანუ მეოთხე ნაწარმოებია .მინი-პოემების ციკლიდან ,,ვიტა ბრევის " (დანარჩენს უკვე იცნობთ , უბრალოდ შეგახსენებთ : ,,პერცოვკა",- სიკვდილმისჯილს აღსარებაზე მისული მღვდელი წიგნს რომ ჩაარტყამს ; ,,ვიტა ბრევისი " - გაწვრთნილ ლომს ჯუნგლებში რომ აბრუნებენ და თოფის დანახვა უხარია და ,,თვალი -გახვრეტილ ჭიპზე'' - ქალი ბავშვს რომ გადაარჩენს და ვეღარ იტანს. პორველი ორისა აქ პირვანდელი, დაუმუშავებელი ვერსიები დევს. საბოლოო სახით - ,,ლიტერატურა.გეს პორტალზეა", ჩემი სახელით :


ნინო დარბაისელი

ჩვენ - ოკულტისტური

ანუ

experimentum periculosum



- იცოდე, უკან გზა არ არის!
უცებ ვიღაცამ ჩამჩურჩულა,
ვიდრე მოვბრუნდი,
ზურგიდან მაგრად ჩამიხუტე.
(აქ - შეკივლება,
ჟრჟოლა შიშით და სიხარულით).

როდესაც ვინმე გეუბნება:
,,სულ არ შეცვლილხარ",
გასაგებია.
საკუთარ თავში
ვერც შენ აგნებ იმ ანაბეჭდებს,
უხსოვარ დროში
უცნაურად რომ განათებდა.

ამბობდნენ ჩვენზე,
რომ განუყრელი წყვილი ვიყავით.
რა მარტივია,
გოგო-ბიჭს შუა კავშირი იგრძნო
და სიყვარულად ჩაუთვალო!
სინამდვილეში სულ სხვა,-
დიდი და საშინელი გვაკავშირებდა,
სხვას ვგულისხმობდით,
როცა ერთმანეთს ვუჩურჩულებდით:
''იცოდე, უკან გზა არ არის!"
გავუძვრებოდით ყველას ხელიდან,
ვიკეტებოდით სიბნელეში
მხოლოდ პატარა სანთელს ვტოვებდით,
რომ გაგვერჩია ის საიდუმლო ხელნაწერი
და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვეცადა.

- გახსენი თვალი!
ხედავ ეკრანს?
გააკრიალე!
გამოჩნდა ვარდი?
რაფერია?
ახლა ფურცლები შეუსწორე,
შეისუნთქე,
ერთიანად ვარდით აივსე!
მზე საით უდგას,
მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში?
დაასხივე,
დაასხივე,
შუქში გაადნე,
ნელა გამოდი,
ნელა,
ნელა დახურე თვალი!

ექსპერიმენტებს ვაგრძელებდით,
წინ წავიწიეთ,
ერთმანეთს მუდამ ვამოწმებდით,
ვფრთხილობდით და თავსაც ვმართავდით,
ვიდრე ნაწერში არ მივაღწიეთ რეცეპტამდე
და არ ვიშოვეთ ბალახ-ბულახი,
რაღაც ფესვები.
ეს ყველაფერი
დაბალ ცეცხლზე დიდხანს ვადუღეთ,
გამოგვივიდა ხის წებოსავით აყროლებული,
სითხე მუქმწვანე,
მწარე და ბლანტი.
სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი,
სულ ერთი ყლუპი
და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი,
რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა.
-იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!
ჭირის ოფლში მესმოდა ხმები,
მოჩანდი ისე,
თითქოს წყლის ფსკერზე გაწოლილი
და ფართოდ თვალებგახელილი
მზეს ავცქეროდი.

იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.

ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი,
სხვა გზა არ იყო,
ვცადეთ გვეცხოვრა
და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს
და შეხვედრისას
ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით
და მუდამ ვგრძნობდით,
ორივე ჩვენგანს
ყოფამ როგორ გადაუარა!

იცოდე, უკან გზა არ არის!
წინ?
ვინ რა იცის!
მოდი,
ერთხელაც,
საბოლოოდ გავხსნათ ჩაკრები,
ისევ ავივსოთ მოლისფერით,
ნარინჯისფერით,
დაე, გაგვიწყდეს
მოქანავე თეთრი ძაფები,
დავყაროთ ძველი სხეულები
და მოკრიალე იისფერში მოფარფატენი
ოქროს დინებას შევუერთდეთ სამარადისოდ!

Posted by: senobioliosa 9 Nov 2010, 15:18
მარტო ლოლ რო დავწერო?? .

Posted by: DISSIPATE 9 Nov 2010, 15:20
senobioliosa
QUOTE
მარტო ლოლ რო დავწერო?? .

წინ ეს უნდა დაუწერო
QUOTE
საბოლოოდ გავხსნათ ჩაკრები,


Posted by: nino darbaiseli 11 Nov 2010, 10:51
ანონსი

ორ კვირაში გამოვა ჩემი ახალი პოეტური კრებული

,,ვიტა ბრევის''

პრეზენტაციას ვგეგმავ დეკემბრის პირველი დეკადისათვის. თარიღს დამატებით გაცნობებთ.
ახლა კი გთავაზობთ შესავალ წერილს.


საჭირო სიტყვები - საჭირო დროს


ჯერ კიდევ როდიდან ვოცნებობდი სიმარტოვეში, რომ გავიზრდებოდი და მთელს კაცობრიობას ვეტყოდი იმას, რის სათქმელადაც მოვედი ამ ქვეყანაზე. მართალია, ჯერ არ ვიცოდი, რა იყო ეს, მაგრამ ვგრძნობდი, მეჩვენებოდა, რომ იგი არსებობდა და არსებობდა სწორედ ჩემში. ვიტყოდი ლექსად, გამოთქმით, სადღაც, შემაღლებულზე მდგარი და თვალცრემლიანი კაცობრიობა ჯერ ტაშს დასცხებდა, მერე ჩამიხუტებდა გულში, ნარნარად დაეშვებოდა ცაში ასროლილი ვარდები, ფერად-ფერადი ყვავილები და ბუშტები...
მაშინ მე წერა-კითხვაც არ ვიცოდი, ერთი პატარა ლექსი მქონდა მოგონილი ,,ლასიზე’’, ჩვენი ეზოს ძაღლზე, რომელიც მანქანამ გაიტანა..
ო, ჩვენი გულუბრყვილო ბავშვური ზმანებანი!
თავიდანვე რომ მცოდნოდა, რა ძნელია, გქონდეს სათქმელი და ლექსად აქციო იგი და თანაც ისე, რომ მოიხელთო საჭირო სიტყვები საჭირო დროს, პოეტობას არასოდეს მოვინდომებდი.

***
ეს ჩემი მეხუთე კრებულია.
პირველი ლექსი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოვაქვეყნე - იმ დროს, როცა იდეოლოგიური წნეხი თითქმის აღარ არსებობდა და მეც არაფერი მრჯიდა, მეწერა ლენინსა თუ დიად საბჭოთა კავშირზე. ჰოდა, ბევრი ჩემი თანატოლივით, ვწერდი ისე, როგორც მინდოდა. მართალია, მუდმივად გაზეთების ,, სარდაფში’’ მედო ბინა , მაგრამ ამას მივეჩვიე და რაღაცნაირად მადლიერიც კი ვიყავი, რომ არა მხოლოდ მიბეჭდავდნენ, ლოდინითაც არ მალოდინებდნენ. წერით ბევრს მაინც არ ვწერდი, წელიწადში ასე, ერთ ან ორ ლექსს. ისიც მსმენია ან წამიკითხავს, რომ უფროსი კოლეგები თანატოლებისაგან რაღაცით განსხვავებულ ავტორად მიმიჩნევდნენ, მაგრამ სადღაც, ოთხმოციანი წლების შუაგულში ვიგრძენი, რომ თანდათანობით საზიარო პოეტურ ველში აღმოვჩნდით. გვეუფლებოდა კოლექტიური პოეტური ცნობიერება, ჩვენი - ახალგაზრდა პოეტი ქალების ცხოვრება, თეზაურუსი, ღირებულებები , მიზნები და ოცნებები, ლექსიკა, გამომსახველობითი საშუალებები, ...მოკლედ , ყველაფერი იმდენად სტერეოტიპული, უნიფიცირებული ხდებოდა, რომ ხანდახან იდეის ჩანიშვნაც კი მეზარებოდა, ვფიქრობდი, რაღა მე, ბარემ სხვამ აქციოს ლექსად, მაინც სულერთია, რომელი ჩვენთაგანი დაწერს-მეთქი.
და მე გავჩერდი!
ახლა ისე ვთქვი, გავჩერდი- მეთქი, თითქოს რაღაც დიდ დინებას დავუდე დასასრული. სინამდვილეში, ხანდახან თუ დამძრავს-ხოლმე ლექსი, მაიძულებს, ძალა შევალიო, დავიღალო. მოკლედ, უნდა გამოვტყდე, რომ ლექსზე მუშაობის პროცესი სიამოვნებას არ მანიჭებს. შედეგი - მუდამ მაეჭვებს. თუმცა მაქვს ლექსები, რომლებიც, როგორ ვთქვა... დავამთავრებ თუ არა, თვითონ მიყურებენ ამრეზით, როგორც ავტორს. ოდნავ მივეკარები და ქედმაღლურად მანიშნებენ, ,, შენი ადგილი იცოდე, ხელი არ მახლოო!’, თითქოს დიდი პატივი დამდეს, რომ სწორედ მე დამაფიქსირებინეს ფურცელზე თავი.


***
გავჩერდი მეთქი...
სინამდვილეში, პოეზიას ერთი ნაბიჯითაც არ გავშორებივარ. მივხვდი, რომ ადამიანმა, შემოქმედმა რაც შეიძლება ბევრი უნდა იცოდეს იმ სფეროს შესახებ, რომელსაც თავს მიაკუთვნებს. დავიწყე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა. ერთ წიგნს მეორე მოყვა, მეორეს - მესამე და ლექსის, პოეზიის არსისა და თავისებურებების ძიებაში ნაშრომი დავწერე თავისუფალი ლექსის შესახებ.
მეგონა, გავარკვიე, რაც მაინტერესებდა და დრო იყო, ამით დამემთავრებინა, მაგრამ ნებისმიერი ადამიანური ცოდნა - ერთი პატარა კუნძულია უცოდნელობის ოკეანეში. მე კი ამ ოკეანის ხმაური, ალბათ, არც არასოდეს მომასვენებს.
ჩემი თაობის პოეტებიდან ცოტანი თუ შემორჩნენ ლიტერატურას, ზოგი უდროოდ დაიღუპა, ზოგმა - სამშობლო დატოვა, ზოგი - სამშობლოშივე იქცა ემიგრანტად, ამას ისიც დაერთო, რომ ჩვენს ეროვნულ მენტალობაში ძირეული ცვლილებები, ღირებულებათა გადაფასების პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს, ეს ცვლილებები, ბუნებრივია, დაეტყო არა მხოლოდ აზროვნებასა და ენას, არამედ პოეზიასაც . ძველი პარადიგმები არააქტუალური გახდა, ახალი - ჯერ სუსტია. ტრადიცია - თვითგანმეორებით ან ეპიგონური სახით ცოცხლობს. ზოგიერთმა ძველ თხიერში ახალი, უცხო ღვინის ჩასხმაც სცადა; ღირებული ქმნილებების ადგილს უცხოური პოეზიის კოპირებანი და სუროგატები იკავებენ, მოკლედ, ისევე, როგორც ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, ქართულ პოეზიაშიც ამჟამად კარგად მოპირკეთებული ღრმა კრიზისია და პოეტური ნაწარმოებების რაოდენობრივი, რიცხობრივი ზრდა ბეჭდურსა თუ ვირტუალურ სივრცეში ამ კრიზისის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია.
კრებულში წარმოდგენილი ორმოცდაათი ლექსი ჩემ მიერ შემოთავაზებული სხვადასხვაგვარი ორიენტირებია ქართული ლექსის კრიზისის დაძლევის გზაზე. შემეძლო, მასალა თემატურად დამელაგებინა, ან გამემიჯნა ერთმანეთისგან წმინდად ტრადიციული, მოდერნიზებული თუ ნოვაციური ფორმები, მაგრამ იგი იწყება ნაწარმოებით, რომლის სახელწოდებაა ,,უკუსვლით’’ და მთავრდება ლექსით ,,მაისფეისი“, რომლითაც ხუთი წლის წინ სამუდამოდ დავემშვიდობე ქართველ მკითხველსა და პოეზიას.
მაშინ ,,ჩვენი მწერლობის“ მკითხველებმა მიწინასწარმეტყველეს, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი, მაგრამ ამ კეთილ სურვილზე მხოლოდ მეღიმებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ დრო იყო, ახალი, უპოეზიო სიცოცხლით დავმტკბარიყავი. უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი დავწვი. საბედნიეროდ, ეს დამშვიდობება, მართლაც, ნაადრევი აღმოჩნდა.
კრებულში ლექსები დალაგებულია დაღმავალი ქრონოლოგიით, რათა მკითხველს საშუალება მიეცეს, დღევანდელი გადასახედიდან იხილოს ეტაპობრივი სხვაობა ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ბოლოდან პირველ ნაწარმოებებამდე, რომელნიც ერთგვარად ნეოკლასიცისტური ხასიათისანი არიან.
საიტ ,,ლიტერატურა.ჯისა’’ და ,,ურაკპარაკის’’ მკითხველები იცნობენ ჩემს ვრცელ კომენტარებსაც, რომელსაც, ტრადიციულად, ყველა ლექსისთვის ვწერ და რომელშიც გაშუქებულია კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ესთეტიკური თუ პოეტიკური პრობლემატიკა, ასევე თხზვის ტექნოლოგიები. ოდესმე ეს ყოველივე ერთად მოიყრის თავს. ზუსტად როგორ - არ გადამიწყვეტია, რადგან ეს მომავლის საქმეა.
სხვადასხვა თაობისა და გემოვნების ადამიანებისთვის ამ ლექსებში ბევრი რამ არის მოულოდნელი, უჩვეულო, დამაბნეველი, სადაო, იქნებ გასაგულისებელიც, - მაგრამ არაფერია შემთხვევითი. ჩემთვის, როგორც ავტორისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას, ვინც კრებულს გადაშლის და წაიკითხავს, - ჩემს მკითხველს მოწყენა არ დაეუფლოს. წიგნის დახურვის შემდეგ კი გაჰყვეს ჩემთან დიალოგის, თუნდაც კამათის სურვილი.
არიან პოეტები, რომელნიც თავისთვის წერენ,
არიან პოეტები, რომელნიც წერენ ახლობლებისთვის, ან თუნდაც ნაცნობი ან უცნობი პოეტებისთვის.
მე ვწერ მკითხველისთვის, მაგრამ არა უბრალოდ იმათთვის, ვისაც პოეზია უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათთვის, ვისაც ამავე დროს ესმის, ან უნდა, ესმოდეს პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი.
ვიცი, რომ ასეთი მკითხველი ბევრი არ არის, მაგრამ მუდამ არსებობს.
ჩემი წიგნი ,,ვიტა ბრევის“ მას ეძღვნება.

ნინო დარბაისელი

Posted by: levan63 18 Nov 2010, 12:09
გამარჯობა ნინო, როგორ გიკითხო? იმედია ყველაფერი კარგად არის! ნინო, პაპაჩემის მოგონებებში, აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან (ძალიან ახლოს იყვნენ) ერთი მომენტი მომეწონა და გავრითმე, ძალიან მაინტერესებს შენი შეფასება, მგონი საერთოდ განსხვავებული რამ გამომივიდა და ადრინდელ რაცხაებთან საერთო აღარაფერ უნდა ჰქონდეს. აი ისიც:

აკაკი და მემარხილე

სუსხიან ზამთარს თბილისზედა თოვს,
მთაწმინდას ხურავს თეთრი ნაბადი,
ცხენის მარხილნი ქუჩებს სერავენ,
ქარბუქი გზებზე, ყირას გადადის.

ოლღას ქუჩაზე როგორც ყოველთვის,
უხვად ჰფენია ხალხი, მარილი,
მის ბოლოს უცებ, ნელა ჩერდება,
ერთცხენიანი თეთრი მარხილი.

თავაღერილი, თმაწვერვერცხლილი,
ოდნავ მომღიმარ ფართო თვალებით,
იქიდან კაცი, წამოდგა ნელა,
საფულეს იღებს მშვიდი ღიმილით.

მიმიხვდით ალბათ, ეს აკაკია,
ქართველი ერის დიდი მგოსანი,
სამშობლოს სვე-ბედს გადაგებული,
ჩონგურის სიმთა მწყობ-ხელოსანი.

აკაკიმ ქისა, გახსნა და ფული,
აბაზიანი ამოაცურა,
ზრდილი ღიმილით მეეტლეს აძლევს,
მან საქმე გამრჯედ ხომ შეასრულა.

მეეტლის ფორმით კოხტად წყობილი,
სახებუდაღი, კაცი კეთილი,
ცხვირპაჭუა და ულვაშკრეჭილი,
აკაკის უცქერს წითლად ფეთქილი.

გაწვდილი ფულის დანახვისთანვე,
მან ის გადაჭრით უარჰყო წამსვე
და დიდ აკაკის რუსულ ენაზე,
სიტყვა მიაგო სიკეთით სავსე:

«Нет барин, не беспокойтесь,
Мы с вас не возмем,
Что разве мало простых и смертных,
Вы ведь бессмертны, а с таких не берем».

«Почему! Разве двадцатки мало?»
- მყისვე იკითხა დინჯად აკაკიმ.
«Нет барин не в малостьи дело!
Вы человек хорошый и языком всластьи.
Вы на наш кафтан не гляжаете,
Мы человек понятливый,
И за человека хорошего,
Мы и кафтан свой, может отдадим».

კმაყოფილებით სხივგავსებული,
აღარ მოეშვა მგოსანი ამ კაცს,
საიდან მიცნობ ასე კარგადო,
არც ფულს მართმევ და არცა მთხოვ სხვა რამს!

«А когда вас чевствовали» -
იყო პასუხი კვლავ ისევ თბილი, -
В театр мы народ и
Почитательей ваших возили.
Сказывали, что вы бог
Для своего народа
И похоже что правда,
Да и походка у вас как у господа – бога.
А оттудова, с театра тоесть,
Мы возили к вам на дом цветов и венков,
Что вам поднесли за благодарность, - а сколько их было!
Вот мы и запомнили вас с этих пор!
Дай вам доброго здоровья,
Пожайлуста и с вас денег не возмем!

ხელი უწოდა მადლობად,
მარხილის პატრონს აკაკიმ,
უბრალო რუსის სიტყვისთვის
რომ არ სმენოდა აქამდის.

მემარხილე კი დაიბნა,
მგოსნის ასეთი ქმედებით,
უცებ “შლიაპა” იშიშვლა,
და ცხენს მოქაჩა ღვედები.
აკაკის, პატივის ნიშნად,
მარჯვენა ხელი აგება,
და შემდეგ მეტად ამაყი,
თოვლის საფარი გატკეპნა.

დიდ მგოსანს ბევრი იცნობდა,
და გაოცებით შესცქერდნენ,
როგორ სითბოთი მოექცა,
იგი უბრალო მეეტლეს.

ისიც მას ვალში არ დარჩა,
დაატრიალა მარხილი,
და ბოლო სიტყვად დასტოვა:
«Счачтливо барин! Будь счачтлив!».

Posted by: nino darbaiseli 21 Nov 2010, 01:58
ლევან ძვირფასო!
გამახარა თქვენმა გამოჩენამ. ამჟამად წარმოუდგენლად დაკავებული ვარ და ნუ მიწყენთ პასუხის დაგვიანებას თვის ბოლომდე. მანამდე ამ ლექსს დავდებ:


ნინო დარბაისელი


ბის!

აი, ეს არსება,
ეს საცოდაობა,
საბანქვეშ შემძვრალი
და თავჩამალული...
მწვავე ,,პადაგრებზე"
ყოველღამ რომ ვადებ სალბუნებს,
ახლადგაღვიძებულს
ხერხემლის გამართვაც რომ არ შეუძლია,

ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის!

ვინც შინშემოსული გზადაგზა იშორებს
ფეხსაცმელს, შარვალს და
მიმოყრის ძირს,
და ამბობს ყოველღამ ,,მორჩა, ეს ბოლოა!"
ვინც გადაეჩვია
უწამლოდ ძილს.

ვინც თავის ჩემოდნებს არასდროს ალაგებს,
და აბაზანაში სველ წინდებს ყრის.
რა - რად ღირს,
დღემდე რომ მაინც ვერ გაიგო,
ცნობა რომ არ იცის ღამის და დღის.

ეი, თქვენ, ქალებო,
ლამაზო ქალებო,
ქერა, ლურჯთვალებო,
თქვენ, ტანმოქნილებო
თანაც ფერმკრთალებო,
გეყოთ აღტაცება,
გეყოთ ვნებიანი ვარდნა და დაცემა!
ვის გინდათ
გაძლება
ასეთი ქმრის?

ანდალუზიაში
ახლა საღამოა,
მზე ჩადის,
ფოთლებში
ნიავი ქრის...

აქ, ჩატანუგაში ნელ-ნელა თენდება.
ცოტაც და, ჩავთვლემ სავარძელში,
პლედამდე ხელის გადაწევა კი ძნელია!
ის როგორ იყო?
ჰო!

,,გელი და მგონია, გაჩერდა საათი.
რა ნელა მოძრაობს წუთების ისარი.
მოხვალ და დამათრობ,
მოხვალ და დამათრობ.
მითხარი სიტყვები სიყვარულისანი!"*

მეტი აღარ მახსოვს.
კედელზე კიდია ახალი აფიშა:
შავგვრემან პროფილს
ოდნავ გინათებს თაფლისფერი.
გიელავს თვალი.
მკერდით ზნექ სივრცეს.
აი, აიქნიე შავი მკლავები!
ხელის მტევნები -
- თეთრი მტევნები -
- ფრთები უბუმბულო...
სცენის იატაკი თითქოს წყლის ჭავლია.
ზედ ტერფს არ ისველებ,
ქუსლით არ ეხები
და ამ სიჩუმეში
მაინც რომ ხმა ისმის!
კაკუნი,
კაკუნი,
და კიდევ კაკუნი!

ფეხზე დგას,
ინგრევა
ინგრევა დარბაზი,
გიხმობენ,
ყვირიან:

ფლამენკო,
ფლამენკო,
ფლამენკო,
ბი-იიის!


----
* ფრაგმენტი ფლამენკოს ფოლკლორული ტექსტიდან ,,ბოლო გამოთხოვება" (თარგმ. ინგლისურიდან)

Posted by: levan63 21 Nov 2010, 02:10
მშვენიერია, სიტყვები არ მყოფნის!

Posted by: nino darbaiseli 21 Nov 2010, 02:33
მადლობა ლევან ძვირფასო!

ეს - ახალი ფოტოებია:
http://www.radikal.ru

ესეც - გალაკტიონის კვლევის ცენტრის თანამშრომელთა გუნდი:
ლევან ბრეგაძე, ნინო დარბაისელი, თეიმურაზ დოიაშვილი და ემზარ კვიტაიშვილი - 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს

http://www.radikal.ru

Posted by: nino darbaiseli 24 Nov 2010, 11:46
პროტოტიპი ჩემი ლექსებისა -,,მამა სარკეში'" და ,,მამიანი სურათები'' :

http://www.myvideo.ge/?video_id=1105036+Gi...=clnk&gl=ge


ეს კი ლექსები:
,,მამა სარკეში";
http://literatura.lit.ge/html/index.php?page=15&composition=34565

,,მამიანი სურათები":
http://www.lib.ge/body_text.php?5259

Posted by: nino darbaiseli 27 Nov 2010, 01:32
ნინო დარბაისელის ,,შუაღამის სიზმარი" და გიორგი კილაძის საჩუქარი

ეს ერთი ჩემი უძველესი ლექსია, დაახლოებით ოცი წლის წინანდელი.
ესთეტიკური თვალსაზრისით , როგორც ავტორს, ძალზე მოძველებული მეჩვენება, მაგრამ გამიხარდა, დღეს ,,ფეისბუქში" მასზე ლიტერატურულ საიტ ,,ებლიტფოს'' სულისჩამდგმელის, გიორგი კილაძის წერილი რომ დამხვდა:
http://www.facebook.com/note.php?saved&¬e_id=467879606036#!/profile.php?id=100001756392448
მადლობა მას!

ნინო დარბაისელი

შუაღამის სიზმარი

ზამთარია, ჩაბნელებულ ფანჯრებს ქარი აწყდება,
ახლა მართლა სიგიჟეა სიყვარულის დაწყება,
მაგრამ სიზმარს მოერევა ფიქრი მონარჯულები?
მომიხვალ და მოღიმარი ჩუმად მეჩურჩულები:

- მგონი რაღაც გვემართება, დრო საამო ახლოა...
- ნასახლარი გული მუდამ კარგი სამოსახლოა.

- ამ უკუნით და სიცივით,იცი, რა დაიწყება?
- ჩანაღვლული გოლეული - მწარე თავდავიწყება.

- ნუთუ მართლა ასეთი ხარ? ნუთუ ,მართლა, შენა ხარ!
- ჰო, ვისწავლე სინაზეთა გულისგულში შენახვა.

- რა მლაშეა ზღვის წყალივით ეგ თვალები, სველები!
- ... , ..!
და ღივდება ზამთრის ხნულში თესლი დანასვენები.

ქარი ღმუის, ჩაბნელებულ ფანჯრებს ფრთებით აწყდება.
ო , რა ბრძნული სიგიჟეა სიყვარულის დაწყება!



გიორგი კილაძე:

ნინო დარბაისელის „შუაღამის სიზმარს“ მივაწერე...
ლექსს ‘შუაღამის სიზმარი“ ჰქვია და ქალბატონ ნინოს სხვა სათაური რომ შეერჩია ლექსი ბევრს და არა ყველაფერს დაკარგავდა...
შუაღამე დღის დასასრულიცაა და დღის დასაწყისიც..
წყლის ნულოვან ტემპერატურას ჰგ...ავს რაღაცნაირად...
იყინება და ლღვება ...
წყალი, დღე კი არა...სიზმარზეც ვიტყვი, აქვე:ჩემთვის: სიზმრად მეტი სიცხადეა ხშირად...
ეს ფაქტია, მიუხედავად სიტყვების წყობის არქაულობისა...
სიზმარი სურვილების 20 წამიანი ასრულებაცაა ხშირად...
არადა ეს 20 წამი ტკბილზე ტკბილია ხშირად და სულაც არაა აქ სენტიმენტები..
სულ სხვა ზამთრის სიზმარი...ღამეები მოკლეა და ჩაბნელებულ ფანჯრებს მომწყდარი ქარი არ გაძინებს და თუ მაინც დაგეძინა, დიდი შანსია გამოგაღვიძოს...
გამოგაღვიძოს და სიყვარულის დაწყება გაფიქრებინოს...
ისე კაცმა არ იცის, როდისაა სიგიჟე სიყვარულის დაწყება...„არც დრო, არც სივრცე, არც ასაკი“ მას არ ეხება...ბატონი მურმანი ამ სიტყვებს გალაკტიონზე წერდა...მე აქ სხვა დროში, სხვა სივრცესა და კონტექსტში გამოვიყენე...
ისე რა დაღლილი უნდა იყოს ქალი შუაღამისას (უკვე) ეძინოს და თანაც სიზმარს ხედავდეს...
არაა ეს ძილი, ბუნებრივად, რომ მოგეპარება და სიყვარულს დაგასიზმებს...
დასასიზმრებად ჩაძინება უნდა იყოს.. უფრო!
სიზმარია მონარჯულებ (?!) ფიქრს, რომ გადააბი...
სიყვარულს თუ შეყვარებულს შენთან მოიყვან და ჩურჩულს მაინც გააბედინებ...
და მაინც რომელ სიყვარულზეა ლექსში საუბარი...
პირველზე?უკანასკნელზე?
ისევ გალაკტიონი?არა...
ეს ხელმეორედ, ხელმესამედ...
აფეთქებული სიყვარულია...
მარადიული, მაგრამ თითქოს ჩაფერფლილი, სიყვარულის ხელახალი აალებაა...
ამიტომაა, რომ ლექსში ქარიც სხვაა... და ფანჯარაც...
გული? გული ნასახლარია და ნასახლარი ყოველთვის (?!) კარგი სამოსახლოა.გოლეული ფიჭის ნაჭერია...
და სადაც ფიჭაა იქ სანთელია, სადაც სანთელი, იქ ღმერთია და „ღმერთი სიყვარულისაც“ უნდა იწამო...
ჩანაღვლული გოლეული – მწარე თავდავიწყებაა...
სიზმარი კი გრძელდება...
ფიქრიც გრძელდება...
უპასუხო კითხვებიც ისმება და გაოცებაც ფანჯრაას მოგდგომია...
სველი თვალები ზღვის წყლივით მლაშეა.. და ეს ზღვა ორი მლაშე მდინარის (?!) გაჩენილი უნდა იყოს...
ზამთარში თესლი ისვნებს...
და ზამთის ხნულში მხოლოდ სიყვარულის თესლის ჩაგდება შეიძლება...
უნდა გაღვივდეს...
მერე რა რომ... „ქარი ღმუის, ჩაბნელებულ ფანჯრებს ფრთებით აწყდება და ყველაფერი ჯერ კიდევ აუხდენელი სიზმარია...
დაიწყებ და მიხვდები... „ო ,რა ბრძნული სიგიჟეა სიყვარულის დაწყება!“

* * *
გუშინ გამოვიდა და დღეს 12 საათზე პირველად უნდა ვნახო ჩემი ახალი კრებული ,,ვიტა ბრევის".
მასში შემავალი ამავე სახელწოდების მინი პოემების ციკლს ერთი აკლია.
ყველა მათგანი ამ თემაში ცალკე დევს. ახლა ვცდი, ერთ პოსტად მოვათავსო და თქვენთან ერთად ვნახო, როგორ საერთო სურთს იძლევა ხუთი ნაწარმოებისაგან შემდგარი ეს ციკლი, რომელიც წარმოადგენს ჩემეული პოეტურ ინტერპრეტაციებს ჰიპოკრატეს ცნობილი სენტენციისა:

Ars longa,
vita brevis,
occasio praeceps,
experimentum periculosum,
iudicium difficile.

რადგან ბეჭდურად მათი ერთიანი სახით ხილვა არცთუ ახლო მომავლის საქმედ მესახება.

ნინო დარბაისელი
ვიტა ბრევის



Ars longa ანუ ბის!


აი, ეს არსება,
ეს საცოდაობა,
საბანქვეშ შემძვრალი
და თავჩამალული...
მწვავე ,,პადაგრებზე"
ყოველღამ რომ ვადებ სალბუნებს,
ახლადგაღვიძებულს
ხერხემლის გამართვაც რომ არ შეუძლია,

ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის!

ვინც შინშემოსული გზადაგზა იშორებს
ფეხსაცმელს, შარვალს და
მიმოყრის ძირს,
და ამბობს ყოველღამ ,,მორჩა, ეს ბოლოა!"
ვინც გადაეჩვია
უწამლოდ ძილს.

ვინც თავის ჩემოდნებს არასდროს ალაგებს,
და აბაზანაში სველ წინდებს ყრის.
რა - რად ღირს,
დღემდე რომ მაინც ვერ გაიგო,
ცნობა რომ არ იცის ღამის და დღის.

ეი, თქვენ, ქალებო,
ლამაზო ქალებო,
ქერა, ლურჯთვალებო,
თქვენ, ტანმოქნილებო
თანაც ფერმკრთალებო,
გეყოთ აღტაცება,
გეყოთ ვნებიანი ვარდნა და დაცემა!
ვის გინდათ
გაძლება
ასეთი ქმრის?

ანდალუზიაში
ახლა საღამოა,
მზე ჩადის,
ფოთლებში
ნიავი ქრის...

აქ, ჩატანუგაში ნელ-ნელა თენდება.
ცოტაც და, ჩავთვლემ სავარძელში,
პლედამდე ხელის გადაწევა კი ძნელია!
ის როგორ იყო?
ჰო!

,,გელი და მგონია, გაჩერდა საათი.
რა ნელა მოძრაობს წუთების ისარი.
მოხვალ და დამათრობ,
მოხვალ და დამათრობ.
მითხარი სიტყვები სიყვარულისანი!"*

მეტი აღარ მახსოვს.
კედელზე კიდია ახალი აფიშა:
შავგვრემან პროფილს
ოდნავ გინათებს თაფლისფერი.
გიელავს თვალი.
მკერდით ზნექ სივრცეს.
აი, აიქნიე შავი მკლავები!
ხელის მტევნები -
- თეთრი მტევნები -
- ფრთები უბუმბულო...
სცენის იატაკი თითქოს წყლის ჭავლია.
ზედ ტერფს არ ისველებ,
ქუსლით არ ეხები
და ამ სიჩუმეში
მაინც რომ ხმა ისმის!
კაკუნი,
კაკუნი,
და კიდევ კაკუნი!

ფეხზე დგას,
ინგრევა
ინგრევა დარბაზი,
გიხმობენ,
ყვირიან:

ფლამენკო,
ფლამენკო,
ფლამენკო,
ბი-იიის!




ვიტა ბრევის


ჰო, ვიცი, ვიცი,
აქ მოწევა აკრძალულია,
მაგრამ მე უკვე დილას გამწერენ,
ბარგიც შევკარი,
ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ,
ჩვეულებრივს,
ადამიანურს.

ჩემი ბრჭყვიალა ტანსაცმელი არ დამჭირდება,
აღარც მათრახი,
ალბათ კედელზე ჩამოვკიდებ,
დიპლომებს შორის,
ანდა ყველაფერს ავიღებ და ერთად გადავყრი.

ნახეთ, როგორი თმახუჭუჭა ბიჭი ვიყავი!
დღეს ასე მელოტს
სურათთან ვეღარც მიმამსგავსებთ.
აი, ჩემი წყვილი ბოკვერიც,
ეს - ძუ, ეს - ხვადი.
ერთად გვეძინა ვოლიერში.
მერე, ხომ იცით,
როგორც ხდება,
ცირკის მენეჯერს
კეთილმოსურნემ შეატყობინა
და ამეკრძალა ღამე დარჩენა.

მხეცი და კაცი ერთნაირად თვინიერდება:
ცდა,
მარცხი,
ცოტა წარმატება,
მოთმინება,
გამეორება,
წინსაფრის ჯიბე - ხორცით სავსე,
ხელში - მათრახი,
ოღონდ დროული უნდა იყოს
ჯილდო-სასჯელი;

დგამიდან დგამზე კამარის შეკვრა,
ცეცხლმოკიდებულ რგოლში გახტომა,
ხახაში - თავი,
ამ რუტინაზე მაყურებელს უკვე ამთქნარებს.
მინდოდა რამე ეფექტური,
მოულოდნელი,
მწვავე და მახვილგონივრული.

გამომივიდა!

შუა ნომერში ვითომ ერთმანეთს დაერეოდნენ,
ჩემკენ ღრიალით მოიწევდნენ,
მეორე მხარეს გავასწრებდი,
შფოთავდა ხალხი,
აღარსად ჩანდნენ მეხანძრეები.
მერე ვიღაცა,
ვითომდამსწრე
გისოსებიდან
ვითომდატენილ თოფს მაწვდიდა.
ძუს ვუმიზნებდი,
წამომართული - ქვავდებოდა,
იკლებდა შუქი თანდათანობით,
ამასობაში ხვადი ზურგიდან მეპარებოდა,
არენა ისევ ნათდებოდა
და სინათლეში
იმის ნაცვლად, რომ თავს დამცხრომოდა,
დინჯად დამდგარი
მაგდებინებდა თოფს ხელიდან,
ტოტს გადამხვევდა,
დამსახურებულ ხორცის ნაგლეჯს პირში ვუგდებდი
და ორი მამრი ვიდექით ასე
და ძუც ფეხებთან ალერსიანად გაგვიწვებოდა.
ჭექდა ორკესტრი,
ტრიალებდა შუქეფექტები
და ზანზარებდა,
ინგრეოდა ტაშით დარბაზი.

მხეცი კი არა,
ბოლომდე კაციც არ ინდობა.
იძიე მერე:
ჩვევა გღუპავს,
უჩვეულობა
თუ მოშურნეთა ვერაგობანი!
ძუს დავუმიზნე,
დავბარბაცდი...
და ესხა სისხლი არენის ნახერხს.

გვიან მიამბეს,
უზარმაზარი რკინის ბადე როგორ გაინგრა,
როგორ აიჭრა ხვადი ლომი მაყურებლებში,
როგორ დაგლიჯა დედა-შვილი,
როგორ გავარდა მერე ქუჩაში
და პოლიციამ როგორ დაცხრილა...

გგონიათ,
ჩვენში ისევ ზოოპარკს აბარებენ
ცხოველებს, ცირკს რომ აღარ სჭირდება?
თავისუფლებას ანიჭებენ
და არ ადარდებთ,
რა უფრო დიდი სისასტიკეა,
მხეცის გაწვრთნა თუ
უკვე გაწვრთნილის დაბრუნება
ისევ ჯუნგლებში.
იქ, თვისტომებში ან სხვა მხეცებში
იქნებ თავიც გაიტანოს,
მაგრამ ერთხელაც,
გული მიგრძნობს,
თუ შორიდანვე სუნი იკრა ადამიანის,
არც დაესხმება და არც სადმე დაემალება
და როცა თოფსაც დაუმიზნებენ,
ნაჩვევი ჯილდოს მოლოდინში
შეხედავს ნდობით
და მკერდს შეუშვერს
ძველებურად წამომართული.

- - - - - --
* ვიტა ბრევის (ლათ.) - სიცოცხლე მოკლეა.



თვალი - გახვრეტილ ჭიპზე
ანუ
Occasio praeceps



ქალაქში ერთი გოგო დადის,
მოუჩანს წელი,
გახვრეტილ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი,
გაღიმებისას ეჩვრიტება ლოყები, ხოლო
თვალები ისე მუქად უელავს, -
- ქილიდან ახლად ამოღებული ზეთისხილივით...

ვაითუ მიცნოს,
შემაჩეროს და ვერ გავექცე,
ვაითუ ვეღარ დავემალო ჯანდაბის იქით,
ჰოდა, თავს დავხრი,
ვითომ ჩანთაში ვიქექები
და ვიპარები,
მაგრამ სიზმრებში,
სწორედ იმწუთას,
როდესაც ვხარობ,
რომ კოშმარიდან სამშვიდობოს გამოვაღწიე,
უზარმაზარი,
გარუჯული,
შიშველი ზურგით მიახლოვდება,
თვალდახელშუა პატარავდება
და დაკრუნჩხული
ჩემს მკლავებში
წევს გაუნძრევლად ლურჯზე ლურჯი.
ვკბენ ნეკათითზე გამწარებით,
არ მოდის სისხლი,
თითების მაშით ვექაჩები სლიპინა ენას,
რომ სასულეზე არ დაეცოს,
ავრბივარ უცხო კიბეებზე,
თავდება კიბე,
არ ჩანს ექიმი,
არ ჩანს დედა.
ისმის კივილი უნუგეშო
და მე ვმრისხანებ,
ღმერთო ჩემო, როგორ ვმრისხანებ!
მზად ვარ,
ჩემივე ხელით მოვკლა ეს არამზადა,
სიკვდილს რომ ბედავს,
მოვკლა ათასჯერ,
ოღონდ ამ ერთხელ,
ერთადერთხელ გადავარჩინო.

როდესაც ბავშვი ამოასუნთქეს,
დავხუჭე თვალი,
გავიპარე და ვნეტარებდი,
ვნეტარებდი დაუსრულებლად,
ვიდრე ვიგრძენი ყბაში ვიღაცის მწარე ლაწანი.

რა ჭირად მოვხვდი,
ნეტა, იმ ზაფხულს ამათ მეზობლად,
რა ბედად მოვხვდი!

გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია.

ეს კი, შეხედეთ,
როგორ მოდის დღის სინათლეში! -
მოუჩანს ჭიპი,
ჭიპზე – თვალი,
თვალში - მზის სხივი...
უცნაურია, მხრებს რატომღა ხრის,
რატომღა ცდილობს,
მკლავთა ბუდეში
წამოჩიტული წყვილი ბარტყი თბილად ჩამალოს...

ჩემი თვალი - ქვის ქვეშ!



ჩვენ - ოკულტისტური
ანუ
experimentum periculosum



- იცოდე, უკან გზა არ არის!
უცებ ვიღაცამ ჩამჩურჩულა,
ვიდრე მოვბრუნდი,
ზურგიდან მაგრად ჩამიხუტე.
(აქ - შეკივლება,
ჟრჟოლა შიშით და სიხარულით).

როდესაც ვინმე გეუბნება:
,,სულ არ შეცვლილხარ",
გასაგებია.
საკუთარ თავში
ვერც შენ აგნებ იმ ანაბეჭდებს,
უხსოვარ დროში
უცნაურად რომ განათებდა.

ამბობდნენ ჩვენზე,
რომ განუყრელი წყვილი ვიყავით.
რა მარტივია,
გოგო-ბიჭს შუა კავშირი იგრძნო
და სიყვარულად ჩაუთვალო!
სინამდვილეში სულ სხვა,-
დიდი და საშინელი გვაკავშირებდა,
სხვას ვგულისხმობდით,
როცა ერთმანეთს ვუჩურჩულებდით:
,,იცოდე, უკან გზა არ არის!"
გავუძვრებოდით ყველას ხელიდან,
ვიკეტებოდით,
სიბნელეში
მხოლოდ პატარა სანთელს ვტოვებდით,
რომ გაგვერჩია ის საიდუმლო ხელნაწერი
და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვეცადა.

- გახსენი თვალი!
ხედავ ეკრანს?
გააკრიალე!
გამოჩნდა ვარდი?
რა ფერია?
ახლა ფურცლები შეუსწორე,
შეისუნთქე,
ერთიანად ვარდით აივსე!
მზე საით უდგას,
მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში?
დაასხივე,
დაასხივე,
შუქში გაადნე,
ნელა გამოდი,
ნელა,
ნელა დახურე თვალი!

ექსპერიმენტებს ვაგრძელებდით,
წინ წავიწიეთ,
ერთმანეთს მუდამ ვამოწმებდით,
ვფრთხილობდით და თავსაც ვმართავდით,
ვიდრე ნაწერში არ მივაღწიეთ რეცეპტამდე
და არ ვიშოვეთ ბალახ-ბულახი,
რაღაც ფესვები.
ეს ყველაფერი
დაბალ ცეცხლზე დიდხანს ვადუღეთ,
გამოგვივიდა ხის წებოსავით აყროლებული,
სითხე მუქმწვანე,
მწარე და ბლანტი.
სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი,
სულ ერთი ყლუპი
და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი,
რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა.
-იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!
ჭირის ოფლში მესმოდა ხმები,
მოჩანდი ისე,
თითქოს წყლის ფსკერზე გაწოლილი
და ფართოდ თვალებგახელილი
მზეს ავცქეროდი.

იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.

ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი,
სხვა გზა არ იყო,
ვცადეთ გვეცხოვრა
და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს
და შეხვედრისას
ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით
და მუდამ ვგრძნობდით,
ორივე ჩვენგანს
ყოფამ როგორ გადაუარა!

იცოდე, უკან გზა არ არის!
წინ?
ვინ რა იცის!
მოდი,
ერთხელაც,
საბოლოოდ გავხსნათ ჩაკრები,
ისევ ავივსოთ მოლისფერით,
ნარინჯისფერით,
დაე, გაგვიწყდეს
მოქანავე თეთრი ძაფები,
დავყაროთ ძველი სხეულები
და მოკრიალე იისფერში მოფარფატენი
ოქროს დინებას შევუერთდეთ სამარადისოდ!



,,პერცოვკა"
ანუ
iudicium difficile



რა სჯობს, აქ იჯდე -
- აეროპორტის პატარა ბარში,
ასე უსმენდე წყნარ მუსიკას
ყელმოფონილი,
და შესცქეროდე ლუდის კათხას,
შიგ ბუშტუკები ზედაპირისკენ
ზოლებად რომ მოთამაშობენ
და საუბრობდე სანდომიან ქალბატონთან.
ერთია ცუდი -
- მოწევა რომ არ შეიძლება.
ნუ ნერვიულობთ,
რომ იგვიანებს უსაშველოდ თქვენი რეისი
და ტრანზიტული მგზავრი - უკვე კონტროლგავლილი
შუშის ციხეში ხართ უაზროდ გამომწყვდეული.

რა სჯობს დროებით შეყოვნებას შორი მგზავრისთვის,
როდესაც იცი,
ადრე თუ გვიან,
ბოლოს ყველა ადგილზე მივალთ,
ხოლო მანამდე
სრულიად უცნობს გაენდობი,
გადაეხსნები,
მერე გზებიც გაიყრება,
შენი ნათქვამიც, -
- გულის დარდს რომ ამოიყოლებს,
დაიკარგება,
გაიბნევა სამარადისოდ.

ახლა პატარა ბიზნესი მაქვს,
თავიდან კი მღვდელი ვიყავი.
პატიმრებთანაც დავდიოდი საპყრობილეში.
როდესაც რკინის ცივი კარი შენ წინ იღება,
მერე ზურგსუკან იკეტება მძიმე ხმაურით,
,,წმიდა წერილსაც,,
ფურცელ-ფურცელ რომ გისინჯავენ,
წინ კი ისევ რკინის კარია,
არის კი ვინმე,
თუნდაც მოძღვრად იყოს მისული,
ვინც წამით მაინც არ გაიფიქრებს,
რომ აქ დასრულდა ყველაფერი და
ვეღარასდროს გააღწევს გარეთ?

კაცი კი არა, მხეცი იყო, ასე ვიცოდი.
არ ენდობოდა მიწის,
აღარც ზეცის სამართალს,
სხვისი ოჯახი ამოხოცა თურმე წამებით
და კმაყოფილი თვითონ ჩაბარდა
და სიკვდილმისჯილს
აღსრულებამდე აღსარების ნება დართეს.

საკანში,
დაბმულ მაგიდაზე
ხელუხლებელი იდო მისი ბოლო სადილი,
კარგი სადილი,
ქველმოქმედთა შემოგზავნილი.
თითქოს ვერაფერს და ვერავის ვეღარ ამჩნევდა.
შიში არ იყო,
არც იმედი,
რაღაც, სხვა,
უცხო,
უსახელო,
ის, რაც ამბობდა,
რომ მკვდარია სიკვდილმისჯილი
განაჩენის აღსრულებამდე.
არც ვჭირდებოდი,
არც არაფრის თქმას აპირებდა
და რაც კი ვცადე,
ყალბად გაისმა.
ის ჩუმად იყო,
მეც გავჩუმდი.

და სწორედ მაშინ,
კარზე ორჯერ მოკაკუნებით როცა გვანიშნეს,
რომ ჩვენი ვადა იწურებოდა,
მე კი არ მითხრა,
თითქოს ვიღაცის დანაბარები გაიმეორა,
გვერდზე გახედვით,
გულგრილად თქვა: ,,ყინავს მამა" ...
უცებ მწვდა ყელში,
დამითრია
და
აღრიალდა მთელი ციხის,
მთელი სამყაროს გასაგონად:

,,- ეეეეე-ი, მა-მა-ოოოო!
იცი მაინც, რა გემო აქვს შურისძიებას?
მწარეა,
ტკბილი, -
,,პერცოვკაა",
ზედ - შავი პური,
თავზე - ლორი მარილიანი !
მე:
- ყელი,
ყეეეეეეე-ლი! - ვხრიალებდი,
რაც ძალი მქონდა, წიგნი ჩავარტყი
და მოხარხარე გაიყვანეს.

და ყურის დაბლა
ეს უცნაური ნაიარევიც -
იქიდან დამრჩა.

iudicium difficile!

აბა, მშვიდობით
ნუ შეწუხდებით,
ყველაფერი გადახდილია!

- - - - -
პერცოვკა-(რუს.) წიწაკიანი არაყი .
iudicium difficile - (ლათ.)განსჯა ძნელია.

Posted by: lurdes 27 Nov 2010, 18:42
QUOTE
გუშინ გამოვიდა და დღეს 12 საათზე პირველად უნდა ვნახო ჩემი ახალი კრებული ,,ვიტა ბრევის".

გილოცავთ კრებულის გამოცემას! smile.gif
მომწონს ეს ციკლი

Posted by: nino darbaiseli 27 Nov 2010, 20:31
QUOTE (lurdes @ 27 Nov 2010, 18:42 )
QUOTE
გუშინ გამოვიდა და დღეს 12 საათზე პირველად უნდა ვნახო ჩემი ახალი კრებული ,,ვიტა ბრევის".

გილოცავთ კრებულის გამოცემას! smile.gif
მომწონს ეს ციკლი

მადლობა, lurdes ძვირფასო!


აი, როგორი წიგნია:

http://www.radikal.ru

ერთვის ჩემივე შესავალი წერილი, სათაურით ,,საჭირო სიტყვები - საჭირო დროს" (აქვე დევს, რამდენიმე პოსტით ზემოთ).
მოცულობა - 116 გვერდია.
გაერთიანებულია ორმოცდაათი ახალი ლექსი...
(რატომ ორმოცდაათიო, არ მკითხოთ, კარგი? ეს ჩემი ქალური საიდუმლოა).

Posted by: kristiii777 27 Nov 2010, 22:38
nino darbaiseli
გილოცავთ! სად შეიძლება თქვენი კრებულის ყიდვა?

Posted by: nino darbaiseli 27 Nov 2010, 23:16
მადლობა, kristiii777 ძვირფასო!
როგორც ვიცი, წიგნი გაიყიდება ორშაბათიდან , ''პარნასში'', ,, სანტა ესპერანცასა'', და ,,ლიგამუსში'', ( კიდევ ორი მაღაზია მითხრეს, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე). ფასი -ექვსი ლარი.

Posted by: lurdes 28 Nov 2010, 21:08

nino darbaiseli
საინტერესო ყდაა – იდეით. თითქოს ვერც წარმოვიდგენდი ამ ფოტოს.
შესავალი წერილი უკვე წავიკითხე. მე მგონი ძნელია საკუთარ თავზე და გზაზე საუბარი და თქვენ ეს გამოგდით! უშუალო წერილია...

წარმატებები smile.gif

Posted by: nino darbaiseli 6 Dec 2010, 15:03
QUOTE (lurdes @ 28 Nov 2010, 21:08 )
nino darbaiseli
საინტერესო ყდაა – იდეით. თითქოს ვერც წარმოვიდგენდი ამ ფოტოს.
შესავალი წერილი უკვე წავიკითხე. მე მგონი ძნელია საკუთარ თავზე და გზაზე საუბარი და თქვენ ეს გამოგდით! უშუალო წერილია...

წარმატებები smile.gif

მადლობა ,lurdes ძვირფასო!

წინასწარ გილოცავთ მოახლოებულ შობა- ახალ წელს!



ნინო დარბაისელი

ბოცო

ამ ძველ ნაძვებთან როცა ჩავივლით,
მძღოლებს ვთხოვ ხოლმე,
ნელა იარონ.
სადღაც,
ხის ძირში შენ მარხიხარ.

ბოცო,
რა ვისი ბრალი იყო,
მე რომ მინდოდა,
საკუთარი ძაღლი მყოლოდა,
რომ სულ პატარა ლეკვი იყავი,
იქ, ბაზრობაზე
კოჭლმა თათარმა
შენი თავი
კავკასიურ ნაგაზად რომ შემომასაღა,
არადა, მართლა როგორ ჰგავდი!
საწოვარათი როგორ გაჭმევდი,
ისიც ხომ გახსოვს,
ღამე როგორ გიხუტებდი,
გაიზარდე და
სიმაღლის ნაცვლად
ვაგონივით სულ სიგრძეში როგორ წახვედი
და დამცინოდნენ ახლობლები,
რომ ასეთი გამომადექი,
როცა მოვლილი,
ძვირზე ძვირი საყელურით
სხვა ჯიშიანი ძაღლებივით
გამომყავდი სკვერში სარბენად.

ბოცო, არ უნდა დაგეკბინა პატარა ბავშვი!
რაღა გზა მქონდა,
ჯერ ერთი თვე გაკვირდებოდნენ
და ყველაფერი როცა ჩაცხრა
და სამშვიდობოს ვიგულეთ თავი,
მაშინ გადაწყდა,
რომ შენი სახლში გაჩერება
უკვე აღარ შეიძლებოდა
და ჩვენც რა გვექნა,
აქვე, სოფელში აგიყვანეთ,
გაგაძიძავეთ.
მიწაზე დაგსვი და გითხარი:
- მისმინე, ბოცო,
ახლა მე უნდა წავიდე და შენ აქ დარჩები.
კარგი ბიჭი ხარ,
პატრონებს უნდა დაუჯერო,
მეც მალ-მალე გნახავ ხოლმე,
გასაგებია?

როგორ მორჩილად მომისმინე,
რა ღირსეულად!
უკან იმდენჯერ მოვიხედე!
მეგონა, ყეფით გამომყვებოდი,
ისე, როგორც წიგნებში ან ფილმებშია.
ვიდრე თვალს არ მიეფარე,
არ განძრეულხარ!

მერე რამხელა გაიზარდე!
გლეხი ამბობდა,
რომ კარგა ავი ძაღლი დადექი,
ეზო-კარის ნაღდი პატრონი,
რომ შენი შიშით უბანში უცხო ვერ ჭაჭანებდა.
როცა შემეძლო,
სანახავად ხომ მოვდიოდი,
ხომ ამომქონდა შოკოლადი, შენ რომ გიყვარდა,
ხომ მახტებოდი ძველებურად ისევ კალთაზე,
ხომ დამდორბლავდი,
ვითომ ,,მე ისევ შენი პატარა ბოცო ვარო",
ხომ მატირებდი.

ბოცო, ცხოვრება ისეთია,
ძაღლს კი არა, თავს დაგავიწყებს.
როცა დავბრუნდი,
პატრონმა ხვნეშით:
- უცებ მანქანამ გაიტანა,
საღამო იყო,
აბა, რა გვექნა,
წესი ეგრეა,
მკვდარი ძაღლი
მზის ჩასვლამდე მიწას უნდა მიაბაროო,
ჰოდა, ავიღეთ,
მაინც თქვენ ახლო,
ტრასის პირას დავმარხეთო.

ეზოში უკვე სხვა ყეფდა და
შენი წილი შოკოლადიც იმას ერგუნა.

ბოცო, ჩვენ გვიყვარს,
როცა გვისმენენ და პასუხის კი არ გვაღირსებენ.
თავს ვიკატუნებთ, ვითომ განვიცდით,
მაგრამ ეს დიდი იმედია,
დიდი შვებაა:
მხოლოდ თქვა,
გული დაიცალო,
მერე შენი გზა გააგრძელო, ახალ დარდამდე.

აი ეს კითხვაც,
ვიტყვი,
დავაგდებ ამ ნაძვებთან და გავივლი,
ჩემს გზას ვეწევი:
- ადამიანი როდის არის ადამიანი -
როდესაც ახსოვს თუ როდესაც გადაივიწყებს,
ვინ სად ცოცხლობს და
ვინ სად მარხია.

Posted by: lurdes 6 Dec 2010, 20:15
nino darbaiseli
მადლობა, მეც გილოცავთ smile.gif

თითქოს ვხედავდი თქვენს ბოცოს, თან ჩემი ბავშვობისდროინდელი ამბები გამახსენდა.
ლექსის დასასრული მომეწონა...

Posted by: nino darbaiseli 12 Dec 2010, 10:54
lurdes ძვირფასო!

თქვენ და ყველას, ჩემი თემის მკითხველებს მადლობას გიხდით სტუმრობისათვის და წინასწარ გილოცავთ მოახლოებულ შობა-ახალ წელს ამ უმშვენიერესი ანიმაციური ბარათით:

http://www.jacquielawson.com/viewcard.asp?code=2007134554829&source=jl999

თეთრი ანგელოზი რომ გამოჩნდება, მასზე დააწკაპუნეთ.
(არ დაგავიწყდეთ ,,კომპის" ხმის ჩართვა)

Posted by: lurdes 12 Dec 2010, 11:20
დიდი მადლობა, ძალიან ლამაზია! smile.gif

Posted by: M_A_K_I 12 Dec 2010, 11:44
http://smiles.33b.ru/smile.26397.html

Posted by: nino darbaiseli 14 Jan 2011, 11:39
მადლობა ძვირფასებო! მრავალს დაესწარით!

ნინო დარბაისელი

სიბერე
_______

ტოტემები, ტომები,
ტაბუ და ფანტომები
და ლანდები - მარდები,
კლდიდან კლდეზე მხტომები,
ყდადამცვდარი ტომები,
ტომები და ტომები
ამ ბოლო დროს
უფრო მძაფრად
რატომ მახსოვს, ტომ?

,,- ტომ!
პასუხი არ არის''
ტომ!
პასუხი არ არის,
სხვაც არ მეხმიანება...
რატომ?!
ამიტომ.

Posted by: nino darbaiseli 24 Feb 2011, 03:16
ა რ ი ლ ი

Wednesday, February 16, 2011
ახალი წიგნები – 2011 – იანვარი

ნინო დარბაისელი, ვიტა ბრევის, ლექსები, რედაქტორი ეკა ჭკადუა, თბ. "სიტყვა", 2010.

ოთხი წელია ნინო დარბაისელს პოეტური კრებული არ გამოუცია. "ვიტა ბრევის" მისი რიგით მეხუთე წიგნია. პირველი ლექსი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო პოეზიის მოყვარულთა ყურადღება. უფროსი კოლეგები თანატოლებისგან გამოარჩევდნენ და მასზე იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ღირებულებათა გადაფასების ეტაპი დაუდგა. ბევრს არც მანამდე წერდა, თუმცა მაშინ იგრძნო, რომ მისი და მისი "კოლეგა" პოეტების ცხოვრება, ლექსიკა, მიზნები და ოცნებები იმდენად უნიფიცირებული ხდებოდა, ზოგჯერ იდეების ჩანიშვნაც ეზარებოდა - ფიქრობდა, რომ სხვა აქცევდა ლექსად. მერე გაჩერდა. ხუთი წლის წინ კი ლექსით "მაისფეისი" საერთოდაც დაემშვიდობა პოეზიას და მკითხველს, თუმცა პოეზიის გარეშე ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა. დაბრუნდა, რადგან ჰიპოკრატეს ცნობილი გამოთქმის არ იყოს, Ars longa, vita brevis est (ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება - მარადიული).
კრებულში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები შევიდა, დაღმავალი ქრონოლოგიით დალაგებული, რათა მკითხველს განსხვავების დანახვა გაუიოლდეს. მკითხველი კი პოეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც კრებულის შესავალში წერს, "მე ვწერ მკითხველისთვის, მაგრამ არა უბრალოდ იმათთვის, ვისაც პოეზია უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათთვის, ვისაც ამავე დროს ესმის, ან უნდა, რომ ესმოდეს პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი. ვიცი, რომ ასეთი მკითხველი ბევრი არ არის, მაგრამ მუდამ არსებობს".ნინო დარბაისელის "ვიტა ბრევის" სწორედ მათ ეძღვნება.


წყარო – http://arili2.blogspot.com/2011/02/blog-post_2535.html

[B]

Posted by: earth 8 Mar 2011, 16:47
ქ-ნო ნინო, გილოცავთ, ლამაზ დღეს ხართ დაბადებული, დღეგრძელობასა და წარმატებებს გისურვებთ
იხარეთ და იბედნიერეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად :wub:


http://pix.ge/

Posted by: nino darbaiseli 10 Mar 2011, 11:41
QUOTE (earth @ 8 Mar 2011, 16:47 )
ქ-ნო ნინო, გილოცავთ, ლამაზ დღეს ხართ დაბადებული, დღეგრძელობასა და წარმატებებს გისურვებთ
იხარეთ და იბედნიერეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად  :wub:


http://pix.ge/

მადლობა და მადლობა, earth ძვირფასო, ამ ულამაზესი თაიგულისა და მოლოცვისათვის!

უამრავ ბედნიერ გაზაფხულსა და წარმატებას გისურვებთ.

Posted by: earth 10 Mar 2011, 22:18
nino darbaiseli
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის :*


პ.ს. თბილისოზეც შემოგვიარეთ ძალიან დაგვივიწყეთ sad.gif


Posted by: nino darbaiseli 21 Mar 2011, 03:54
http://arili2.blogspot.com/2011/03/blog-post_3516.html

გიორგი ლობჟანიძე

ვენახი და დაუკრეფავი



თანამედროვე ქართული ინტერნეტპორტალების პოეზია
ლიტერატურული პორტალები ჩვენი სამწერლობო ყოფის შედარებით ახალი მოვლენაა. რაკი ინტერნეტი საქართველოში აქტიურად ბოლო 10–15 წლის განმავლობაში დამკვიდრდა, შესაბამისად, საზოგადოებასთან და ერთმანეთთან ურთიერთობის ამ საშუალებით მწერლების ახალგაზრდა თაობა უფრო სარგებლობს. ძველებს, რამდენიმე ბედნიერი გამონაკლისის გარდა, კომპიუტერთან მეგობრობა არ გამოსდით და თუ მოციმციმე მონიტორის დანახვაზე მთლად "- ფუი ეშმაკსო" არ გაიძახიან, მაინც ისევ შეჩვეული საბეჭდი მანქანა ან მამაპაპური კალამი და ფურცელი ურჩევიათ.
სანამ უფროსი ასაკის მწერლები ბატების გაპუტვითა და მათთვის საკალამე ფრთების დაცლით არიან დაკავებულნი, ამასობაში უმცროსებმა, სწორედ ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებით, არსებითად, ახალი ლიტერატურული წესრიგი დაამყარეს. ქართულ რეალობაში, ძირითადად, ორი ლიტერატურული პორტალი მოქმედებს: ლიტერატურა.გე და ურაკპარაკი. რა თქმა უნდა, არის სხვა პორტალებიც, მაგრამ ისინი ჯერ–ჯერობით დასახელებულ ორს დიდად ჩამორჩებიან პოპულარობითა და გავლენის მასშტაბებით.
რაც მთავარია, ორივე ამ პორტალს აქვს, როგორც ნაწარმოებების განთავსების, ასევე მათი შეფასების შესაძლებლობები და ორივეგან მოქმედებს ფორუმი, სადაც დარეგისტრირებულ ადამიანს შუძლია თავისუფლად იმსჯელოს მისთვის საინტერესო ლიტერატურულ საკითხებზე, კონკრეტული მწერლის, წიგნის, ნაწარმოებისა თუ მოვლენის შესახებ.
მწერალთა შედარებით ძველი თაობისათვის, რომელსაც საბჭოთა ცენზურის ულმობელი წნეხი აქვს გამოვლილი, მკითხველთან ასეთი ადვილი კომუნიკაცია ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ნაწილია. თუმცა საქმის ასეთი გაიოლება, კაცმა რომ თქვას, სულაც არ მოსწონთ და პირად საუბრებში ერთგვარი დანანებით იხსენებენ ძველ, კარგ დროს, როცა ყველა ყველაფერს ასე ხელაღებით და მარტივად ვერ ბეჭდავდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სინანულის გაგება შეიძლება. ინტერნეტის იოლად ხელმისაწვდომობამ უამრავ უნიჭობას გაუხსნა პერსპექტივა და კარგი და ცუდი ერთმანეთში ისე აიზილა, მათი გამიჯვნა, გაცალკევება და შეფასება ვერაფრით მოხერხდება.
საბჭოურ ცენზურას კი, საზიზღარი იდეოლოგიური მხარის გარდა, ერთი დადებითი მომენტიც ჰქონდა. კერძოდ ის, რომ ადამიანი, ვინც პოეტობაზე პრეტენზიას აცხადებდა, მხოლოდ პრეტენზიის ამარა და პროფესიის ნიუანსებში გაურკვევლად, თავიც რომ მოეკლა, საკუთარი ნაწერის გამომზეურებას ვერ შეძლებდა. ეს კი შესაძლებელს ხდიდა გარკვეული შემოქმედებითი ფონის არსებობას, რაც სრულიად აუცილებელია ლიტერატურული პროცესის განვითარებისათვის.
გარდა ამისა, უფროსი ასაკის მწერლისათვის რიგ შემთხვევაში აშკარად გროტესკულად გამოიყურება ინტერნეტსივრცის დემოკრატიულობა. ვგულისხმობ სიტუაციას, როცა ინტერნეტპორტალზე ავტორები, ვთქვათ, ასეთი თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი: კაიშაური რუსუდან, მინჩხი იოანე, საბანისძე იაონე, ხარანაული ბესიკ... ანუ არანაირი ფორმალური მარკერი ლიტერატურულ კონიუნქტურაში გასარკვევად, მხოლოდ ტექსტი და მკითხველი ერთმანეთის პირისპირ...
ასეთი ვითარება იმ დროს, როცა ისედაც სუსტია ლიტერატურული კრიტიკა, კურიოზულ შედეგებს იძლევა. ერთ–ერთი ასეთი კურიოზული შედეგი კი არის შეფასებისას სუბიექტივიზმის უკიდურესი გამძაფრება და თითქმის ყველანარი ობიექტური კრიტერიუმის უარყოფა. რითაც მკვიდრდება, რბილად რომ ვთქვათ, ისეთი არასერიოზული შეფასების სტანდარტი, როგორიც არის: მე ძალიან მესიამოვნა. ამ სტანდარტთან კი ბუნებრივი შკითხვა რატომ? ონტოლოგიურად შეუთავსებელია.
თანაც იმასაც გააჩნია, ვინ არის ეს მე, ვისაც ესა თუ ის ტექსტი სიამოვნებს. მეტწილად ეს არის წერით ატანილი ადამიანი, რომელსაც არ მიუღია სერიოზული ლიტერატურული განათლება, წაკითხული აქვს რამდენიმე (ძირითადად თარგმნილი) ტექსტი და თავი მაინც შეუცვლელი ექსპერტი ჰგონია.
ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ ქართულ ლიტერატურულ პორტალებზე, ძირითადად, ძალზე დაბალი გემოვნება და საეჭვოდ ფამილარული განწყობები ბატონობს. დიდი გამოძიება არ სჭირდება იმის დადგენას, რომ აქ, უმთავრესად, ერთი და იგივე ხალხი მოძრაობს, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს და ნიკები მხოლოდ უცხოთა თვალის ასახვევად აქვთ, თორემ საჭიროების შემთხვევაში თვითონ ფორუმის ადმინისტრაციიდანვე უპრობლემოდ სკდება, ვინ იმალება ამა თუ იმ ნიკის უკან.
ეს კიდევ სხვა პრობლემაა, სხვა წერილში განსახილველი, თუმცა ვფიქრობ, აქ იმდენად არის აღნიშვნის ღირსი, რამდენადაც პირდაპირ განაპირობებს ფორუმზე შემომსვლელთა გულწრფელობის ხარისხსა და შესაბამისად, ფორუმზე მიმდინარე სალიტერატურო პროცესების სწორად განვითარების პერესპექტივას.
უფრო უკეთ რომ მიგახვედროთ, რაზე ვლაპარაკობ, მაგალითად ლიტერატურა. გე–ზე ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ლექსის რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ. ლექსი სატრფიალო ლირიკის ნიმუშია, სადაც ავტორი საჯაროდ უხსნის სიყვარულს კატის წელში დაბადებულ თავის სატრფოს.
ამას კი იქვე მოსდევს კომენტარები:
აწეული საყელოსი რა მოგახსენო, მაგრამ უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებით და რიხით კი წააგავხარ. ძალიან ლამაზები ხართ (მართლა ფისოსავითაა) მიყვარს თქვენი სურათების თვალიერება. ლექსი კარგია ძალიან, ადრესატსაც მოეწონება ალბათ და სხვებსაც.
რა გადამდებია ამ ლექსის განწყობა.....
ჩემები... smile.gif
ავტორიც და ადრესატიც, - ძალიან ჩემები ხართ!
დამეთანხმებით, ასეთი კომენტარები ვერც ავტორს და ვერც ლიტერატურულ პროცესს ვერაფერს შესძენს. ეს უფრო ახლობელი ადამიანის საჯარო მოფერებას ჰგავს, რისაც მე პირადად ძალიან შემრცხვებოდა. შედარებით პროფესიული ერთადერთი კომენტარია:
მნიშვნელოვანი ნამუშევარია იმ გაგებითაც, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ლირიკის როლის რედუცირების მკვეთრი ტენდენიციაა. ეს ლექსი კი სწორედ ლირიკას მიეკუთვნება. ყოჩაღ, ავტორო!
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კომენტარს ხელს თვით ნინო დარბაისელი აწერს, მივხვდებით, რა დღეშია პოეზია და პროფესიული კრიტიკული აზრი ჩვენს ლიტერატურულ პორტალებზე.
ასეთ ჩამტკბარ სიტუაციაში, ბუნებრივია, კრიტიკა და პროფესიული განვითარება არავის ანიტერესებს, აქ ლექსებს მხოლოდ ერთადერთი მიზნით დებენ: შეყვარებულსა თუ ახლობელს თავი მოაწონონ და მტერსა და მოშურნეს თვალი დაუყენონ.
ფორმალურად, თითქოს არსებობს ნაწარმოების შერჩევის აკადემიური მეთოდი. საიტის წესებში ვკითხულობთ: საიტზე გამოქვეყნებული ნაწარმოები თავდაპირველად გამოჩნდება ანონიმურად, მხოლოდ რედკოლეგიისა და მკითხველთა კლუბის წევრებისთვის, რომლებსაც წასაკითხად და შესაფასებლად ექნებათ 4 დღის ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დადებითად შეფასებული (რეიტინგით ნულს ზემოთ) ნაწარმოები გამოქვეყნდება ყველა მომხმარებლისათვის, ხოლო უარყოფითად შეფასებული ნაწარმოები (რეიტინგით ნულს ქვემოთ) ავტომატურად წაიშლება პორტალიდან.
მომხმარებელს ნაწარმოების გამოქვეყნება შეუძლია მხოლოდ 4 დღეში ერთხელ. ერთი და იგივე ნაწარმოებზე კომენტარის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 20 წუთის შუალედით.
რეიტინგები ავტორთა და მათ ნაწარმოებთა პოპულარობისა და ხარისხის მაჩვენებელია. ნაწარმოების რეიტინგი განისაზღვრება რედკოლეგიისა და მკითხველთა კლუბის წევრების მიერ დასმული ნიშნების მიხედვით. ნიშანი შეიძლება იყოს როგორც დადებითი ("+1" კარგი, "+2" ძალიან კარგი), ასევე უარყოფითი ("-1" ცუდი, "-2" ძალიან ცუდი). ნაწარმოების შეფასება შეუძლია მხოლოდ რედკოლეგიის ან მკითხველთა კლუბის წევრს, როდესაც იგი თავისი სამომხმარებლო სახელით არის შესული საიტზე. ნაწარმოების ქულებით შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, მისი გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.
ავტორის რეიტინგი გამოითვლება ფორმულის მიხედვით:
ნაწარმოებების რეიტინგების ჯამი
--------------------------------------------- + რეიტინგების ჯამის 5%
ნაწარმოებების რაოდენობა
მოკლედ, აგაშენათ ღმერთმა! მაგრამ საინტერესოა, ვინ არიან რედკოლეგიის ან მკითხველთა კლუბის წევრები, რომელთაც საბოლოო ვერდიქტი გამოაქვთ პორტალზე გაგზავნილი მასალებისათვის. ცალკე მათი სია საიტზე ვერსად მოვიძიეთ. ერთადერთი თუ მკითხველების გრაფაში შეხვალთ, იქ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს წააწყდებით, სადაც ადამიანები, ზოგჯერ ნამდვილი გვარ–სახელით, ზოგჯერ კი ფსევდონიმით წერიან და გასწვრივ მითითებულია: მკითხველი, კლუბის წევრი ან რედკოლეგია. ისევ გაუგებარია, რა ნიშნით ხდება ამ პიროვნებათა დიფერენცირება.
რაკი რეიტინგის გამოთვლის არც თუ მარტივ მექანიზმს უკვე გავეცანით, ახლა დროა მიმდინარე კვირის რეიტინგულ პოეტურ ნიმუშებსა და მათ კომენატრებსაც გადავხედოთ.
ამ კვირაში ყველაზე მაღალი რეიტინგი (39ქულა) დილა(ადრიანო) დოშკვენცის ლექსს მოუპოვებია. ძლისპირი მართლაც გამორჩეული პოეტური ნიმუშია და ერთგვარად ამოვარდნილი იმ ესთეტიკიდან, რაც, წესით, ასეთ პორტალებზე უნდა მოეწონოთ.
ავტორს ეტყობა, რომ სანამ ლექსს პორტალზე გამოსაქვეყნებლად გააგზავნიდა, მანამდე დიდი ლიტერატურული სკოლა გაუვლია და პროფესიული ტექნიკის დახვეწაზეც საგულდაგულოდ უზრუნია. მისი ლექსი ისეთ ვერსიფიკაციულ ფოიერვერკად წარმოგვიდგება, რომ ჩანს, პოეზია ამ ავტორის მხოლოდ შემთხვევითი გატაცება კი არა, პროფესიული ზრუნვისა და შრომის საგანია.
დილა (ადრიანო) დოშკვენცის ლექსი მთელი წინა თაობების ქართველ პოეტთა ვერსიფიკაციულ მიღწევებს აჯამებს, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ ამ პოეტთა უბრალო და ბანალური გავლენა კი არა, მათი შემოქმედების პროფესიული და ძალზე სიღრმისეული ათვისება იგულისხმება. ამით დილა ადრიანო დოშკვენცი არსებითად ძალიან განსხვავდება პორტალის ავტორთა უმეტესობისაგან, რომელთა ნაწერებშიც იგრძნობა, რომ თავი პოეტური ოაზისების პირველაღმომჩენები ჰგონიათ. მათგან გასხვავებით, დილა(ადრიანო) დოშკვენცის მართლაც აღმოუჩენია თავისი დაუსახლებელი კუნძული, ოღონდ მანამდე უმდიდრესი ქართული პოეზიის ზღვა გადაუცურავს.
სწორედ ზღვასავით ირწევა მისი პორტალზე წარმოდგენილი ლექსის რიტმი და ისეთი ინტიმური რხევით არის გაჯერებული, რომ ყველაზე პრაქტიკული მიზნებით დახუნძლულ ადამიანსაც კი სიყვარულის არსებობასა და უძლეველობაში დაარწმუნებს. ლექსში რიტმივე ქმნის ერთგვარ მელანქოლიურ განწყობას, რაც ასე აუცილებელია სასიყვარულო ლირიკისათვის და რაც, სიტყვებით (და არა რიტმით) გამოხატული, უსათუო უგემოვნობაში გადაიზრდებოდა. აქ კი, რაკიღა ეს ყველაფერი ნათქვამი კი არა, მინიშნებულია, ემოციურად კიდევ უფრო მუხტავს ლექსის მხატვრულ და ესთეტიკურ განფენილობას.
მე, პორტალზე გაშინაურებული ლიტერატორებისაგან განსხვავებით, ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის დილა ადრიანო დოშკვენცი, მაგრამ ისევ და ისევ ლექსის რიტმიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს ავტორი რაღაცით ან რაღაცნაირად კოლხეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს ვარაუდი განსაკუთრებით საგრძნობია ლექსის ნერვულად დანაწევრებულ რეფრენებში, რომლის ცეზურაც არა სალიტერატურო ქართული დიალექტების, არამედ უფრო დასავლურ–კოლხური მეტყველების სტილისტიკას ენათესავება.
დილა(ადრიანო) დოშკვენცის ამ ლექსს, როცა ჩვენს წერილს ვწერდით, 14 კომენტარი ახლდა. ოღონდ თოთხმეტივე ფუჭი, უსაგნო და დაუსაბუთებელი. ყველა კომენტარის ავტორი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ლექსი ძალიან კარგია, რომ ძალიან მოეწონათ, მაგრამ არავინ ამბობდა იმას, რა და რატომ მოსწონდათ ამ ლექსში.
უცნაური კი ის არის, რომ ლექსში უამრავი რამაა ისეთი, რითაც უფრო არ უნდა მომწონდეს, ვიდრე მომწონდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მომწონს და მომწონს იმიტომ, რომ მთელი ლექსი დამარეტიანებელი ლივლივის შეგრძნებას მიტოვებს.
კაცმა რომ თქვას, როგორ უნდა მოგწონდეს ლექსი, რომლის პირველივე ფრაზა გრამატიკულად გაუმართავია. რას ნიშნავს: ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობთ, ჩვილის ღიმილზე ნათელია და დედის ხელებზე თბილი.
ალბათ, წესიერი ქართულით რომ დაეწერათ, იქნებოდა: ამბავი, რასაც ახლა გიამბობთ, ჩვილის ღიმილზე ნათელია... ანუ ავტორს ელემენტარულად გრამატიკული ბრუნვები ერევა და ამის გამო სათქმელი ბუნდოვანი ხდება.
მთლად ჩვილის ღიმილივით ნათელი კი არც ლექსის მომდევნო პასაჟია: სიზმარმოკლული ტკბილი ძილია, ბალახმოვლილს რომ მისდევს ლიანდაგს, ბალახმოვლილი ძილია, ტკბილი ძილი... - სიზმარმოკლულს თუ სურვილმოკლულთან ან წყურვილმოკლულთან დავაკავშირებთ, მაშინ განსაზღვრება ტკბილი ცოტა უფრო ლოგიკური გამოჩნდება, მაგრამ აი, ბალახმოვლილი ლიანდაგი, რომელსაც სიზმარი მისდევს და მერე თვითონ სიზმარი ხდება ბალახმოვლილი, ჩემთვის ძალზე გაუგებარი პოეტური სინტაგმაა.
ერთადერთი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, რომ აქ ბალახმოვლილის მაგივრად ბალახმოვლებული იგულისხმება და მაშინ ცოტა ადამიანური გახდება პოეტის სათქმელი, თორემ ისე, თავისი გულისთქმის გასაგებად, მე მგონი, ძალზე შორი გზები მოგვატარა..
კიდევ უფრო დამაბნეველია ლექსის შემდეგ სტროფში ნათქვამი: ‘’და გლახის მიერ ერთხელ გამხელილ მზითა მაქვს პირი ამოვსებული’’. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ სტრიქონის მნიშვნელობას მე პირადად ვერ ვიგებ და რაც არ მესმის, ბუნებრივია, არც მომწონს, თუმცა ობიექტურად, შეიძლება ძალიანაც კარგი რამაა.
ამასთან შედარებით იმაზე დაბეჯითება, რომ ადამიანი თვალდახუჭული შეიძლება იყოს და არა დახუჭული (მას დაინახავ მხოლოდ გულიდან, თუკი იქნები დახუჭული და...) პრეტენზიული კაცის ახირებად მოგეჩვენებათ, მაგრამ, რა ვქნა, პოეზია ჩემთვის ნიუანსების საქმეა და სულერთი არ არის, სათქმელს ჩემამდე რა ნუანსებით მოიტანენ.
ამის მიუხედავად, ლექსი დაწვრილებით იმიტომაც განვიხილე, რომ აშკარად ამოვარდნილია ლიტერატურა.გე–ზე გამოქვეყნებული პოეტური პროდუქციის ზოგადი ესთეტიკის ჩარჩოებიდან.
საქმე ისაა, რომ ქართულ სალიტერატურო პორტალებზე დამკვიდრებულია ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც იკრიჭება ყველა პოეტური განწყობა და ემოცია. ლიტერატურა.გეს თავისი სტანდარტი აქვს, ურაკპარაკს თავისი - არსებითად, ორივე უგემოვნო და პოეზიის ნამდვილი ბუნების წინააღმდეგ მიმართული.
ლიტერატურა.გეს შემთხვევაში შესაძლოა, ეს რედკოლეგიის ბრალიცაა, რომელიც ავტორებს თავს ახვევს საკუთარ გემოვნებას და სულ ერთი და იმავე სტილისტიკის ლექსებს წაახალისებს, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ რედკოლეგია იყოს დამნაშავე იმაში, რომ ამ პორტალზე უმთავრესად უგემოვნო ვერლიბრი ბატონობს, ბესიკ ხარანაულის გავლენით შექმნილი პოეტური ოპუსები, სადაც ლიტერატურული თავწყაროს ამოცნობა სულ ადვილად შეიძლება და, რამდენადაც ბესიკ ხარანაული არის დიდი პოეტი, იმდენად აუტანელია ეს უსასრულოდ ტირაჟირებული ბესიკები.
სანამ მპოსტველთა ლეგიონი პორტალზე ბესიკ ხარანაულობანას თამაშობს, მანამდე, რამდენიმე გამოკვეთილი ავტორი ინტერნეტის ყველა სიკეთეს პროფესიული სრულყოფისა და საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციისათვის წარმატებით იყენებს. ლიტერატურა.გეს ავტორთა შორის არიან უკვე ისეთი ცნობილი პოეტები, რომელთაც დიდი ხანია, მოძებნილი აქვთ თავიანთი ხელწერა, არც ბეჭდვა უჭირთ, მაგრამ ინტერნეტრესურსსაც მიმართავენ, თუნდაც იმის გამო, რომ მკითხველთან უფრო მარჯვე და მოხერხებული საკომუნიკაცო საშუალება ჰქონდეთ. მაგალითად, ლიტერატურა.გე–ზე რეგულარულად აქვეყნებენ თავიანთ ნაწერებს: გივი ალხაზიშვილი, ნინო დარბაისელი, ნატო ინგოროყვა, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ვასილ გულეური, ბელა ჩეკურიშვილი, შოთა იათაშვილი, ვაჟა ხორნაული, ვანო ჩხიკვაძე და სხვა ჩვენს ლიტერატურულ სამყაროში მეტნაკლებად ცნობილი პოეტი.
ეს, ვინც თავისი სახელითა და გვარითაა დარეგისტრირებული, ათასგვარი ნიკის მიღმა კი შეიძლება სხვა არანაკლებ ცნობილი ავტორებიც იმალებოდნენ. მაგალითად, ვინმე ილარიას რამდენიმე ლექსი არაფრით არ ჩამოუვარდება ზემოთ ნახსენები ცნობილი პოეტების ნაწარმოებებს. ილარიას ლექსები იმით არის საინტერესო და გამორჩეული, რომ მათში მეტაფორა თავის დაკარგულ და უსამართლოდ წართმეულ უფლებებს აღიდგენს.
საერთოდ, ინტერნეტპორტალების პოეზიას რომ კითხულობ ადამიანი, გამუდმებით გაწუხებს შეკითხვა, ხომ არ შიცვალა პოეზიის აღქმა თანამედროვე ეპოქაში, ხომ არ გაჩნდა რაღაც მოვლენა, რომელმაც ჩაანაცვლა ის, რასაც ტრადიციულად პოეზიად მოიხსენიებდნენ. ამ ეჭვის საფუძველს ქმნის ის ობიექტური სინამდვილე, რომ ტროპი - პოეტური მეტყველების ეს აუცილებელი ატრიბუტი - ძირითადად, ინტონაციით არის ჩანაცვლებული. და ეს მხოლოდ ქართული პოეზიისათვის დამახასიათებელი მოვლენა არა ჩანს. ასეთი ვითარება უნდა იყოს თითქმის მთელს თანამედროვე მსოფლიო პოეზიაშიც.
სწორედ ინტონაციის მოულოდნელობისა და რაც მთავარია სიახლის გამო ძალიან საინტერესოა პორტალზე ჰექსეს ფსევდონიმით გამოქვეყნებული ლექსები. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პოეზია ყველაზე ახალია ჩვენს სინამდვილეში.
ინტონაციური სიახლე სჭვივის თეა თოფურიას ლექსებიდანაც, თუმცა თეას ლექსები, ჰექსეს ნიმუშებისაგან განსხვავებით, უფრო ინარჩუნებს კავშირს პოეზიის ტრადიციულ გაგებასთან, რადგან აქ ტროპი ყველაფრის ხერხემალს წარმოადგენს. საერთოდ, შედარებით ახალი ავტორებიდან ლიტერატურა.გე–ზე თეა თოფურია ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოეტი მგონია:
"მიწა გადმოსწიეთ,/ ოღონდ ფრთხილად მთები არ დაიშალოს!/ ისე გიყურებ, როგორც ფერეიდნელი ბავშვი/ საზღვრის იქით გაშენებულ ვენახს,/ შეიძლება გავძვრე კიდეც ცისარტყელას ქვეშ,/ სირბილით ვიარო და მოვიდე./რომ ვიცოდე,მარტო მე არ მენატრები,/ რომ ვიცოდე, ეს მართლა ვენახია და არა დაუკრეფავი,/ რომელშიც არ უნდა გადავიდე./ რომ არ ვიცოდე, ის რაც ზუსტად ვიცი,/ შენ მხოლოდ მითმენ./ მეტი არაფერი."
რომ მოვინდომოთ, იქნებ ზუსტად ვერც ავხსნათ, რითი ზემოქმედებს ეს პატარა პოეტური ნიმუში ჩვენზე. იქნება, თავისი გულწრფელობით, იქნებ საგანგებოდ ხაზგასმული საუბრის ტონით, იქნებ მოულოდნელი პოეტურ სახეებით, შეჩვეული და კარგად გააზრებული გარემოს ახალ სიტუაციებში ჩაყენებით (ეს ვენახია და არა მოუკრეფავი, რომელშიც არ უნდა გადავიდე!)
და ეს ფრაზა ხომ მართლაც რაღაცნაირად ანათებს მთელ ლექსს. მთლიანად ამოაბრუნებს ჩვენს წარმოდგენას ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვენახია, მაგრამ თუ საზღვარს გადახვალ, დაუკრეფავად შეიძლება იქცეს. აი, აქ მდუღარებს ნამდვილი პოეზია, ამ დაუკრეფავად ქცეულ ვენახებში.
ანდა იმავე ციკლის კიდევ ერთი ნიმუში:
"იმ იხვივით ვარ,/ გადამფრენი იხვივით/ ტბა რომ გაყინული დახვდა/, იმ ძაღლივით, /პატრონი რომ გაეპარა სახლიდან,/ ის კი მაინც კედლებს სდარაჯობდა/ თაგვებს უყეფდა და ობობებს;/ გვიან გაიგო, პატრონის წასვლით/ მისი წასვლაც რომ დაიწყო/ რომ სამშობლო იქ არ არის, სადაც დაგაბამენ./".
ამ პატარა ნიმუშში რამდენიმე უხეში გრამატიკული შცდომა იყო და დამოწმებისას გავასწორე. საერთოდ, ინტერნეტპორტალების ქართული კიდევ ცალკე თემაა, რომელიც სპეციალურ ანალიზს საჭიროებს. თეა თოფურიასაგან კი ნამდვილად გასაკვირია, თემის ნიშნები რომ ეშლება ანდა ვითარებითი ბრუნვის ნიშანი დ ზმნის მრავლობითის თ–ში რომ ერევა. როგორც ჩანს, პოეზია გრამატიკას მართლაც არას დაგიდევთ, რადგან, სამაგიეროდ, თეა თოფურია ნელ–ნელა იხვეწება ურთულეს საქმეში: თანდათანობით ათავისუფლებს ლექსს ზედმეტი სიტყვებისაგან და ცდილობს გამოიყენოს ზუსტად იმდენი სიტყვა, რამდენიც სჭირდება კონკრეტული ემოციისათვის.
ეს ამბავი ჯერ–ჯერობით ინეტრნეტპორტალის პოეტებიდან ყველაზე დიდი წარმატებით ნატო ინგოროყვას გამოსდის.
საერთოდ, ნატო ინგოროყვა შესანიშნავი ნიმუშია იმისა, როგორ უნდა განავითაროს პოეტმა საკუთარი შესაძლებლობები, როგორ უნდა უერთგულოს ნიჭის იმ ნაპერწკალს, დაბადებიდან რომ მიეცემა. ნატოს ლექსებს კარგა ხანია ვკითხულობ, მახსოვს მისი პირველი მცდელობანი და მით უფრო თვალშისაცემია ზრდის გზა, რაც მან გაიარა ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური, თუმცა არცთუ უნიჭო მელექსიდან თაობის გამორჩეულ პოეტამდე. დღეს ნატოს სიტყვამ უჩვეულო ელვარება შეიძინა, შიგნიდან წამოსული ნათება მთელ ლექსს კრავს და ადუღაბებს. და რაც მთავარია, პოეტი არ იყენებს არცერთ სიტყვას, რომელიც არ სჭირდება მოცემულ მომენტში.
მაგრამ ლექსის ფორმაზე, მე მგონი, არავინ იმედენს არ ზრუნავს და მუშაობს, რამდენსაც ლელა სამნიაშვილი. ლიტერატურა.გე–ზე მისი 38 ლექსია წარმოდგენილი. ეს იმდენად ღრმა და საინტერესო პოეზიაა, რომ თითოეული ლექსის ანალიზს შეიძლება ცალკე წერილი მიეძღვნას, ამჯერად კი მხოლოდ რამდენიმე არსებითი ნიშნის გამოკვეთით შემოვიფარგლებით.
ჩვენთვის აქ საინტერესოა ის, რომ ლელა სამნიაშვილის სტილისტიკა სავსებით ამოვარდნილი და განსხვავებულია ფორუმის ზოგადი სტილისტიკისაგან. ეს ერთგვარ გამოწვევასაც კი მოგვაგონებს: იყოს სხვანაირი და ჯიუტად ეცადოს საკუთარი სხვარიგობის დაკანონებას. მგონი, პოეტი საკუთარ თავსაც კი ექიშპება და ყოველ ჯერზე უმტკიცებს, რომ ის, რისი თქმაც უნდოდა, ასეც ან მხოლოდ ასე შეიძლებოდა დაწერილიყო. ლელასთან გვხვდება მრავალგვარი შინაარსობრივი აქცენტი, უამრავი ელფერი და ნიუანსი, რაც ნიშნეულია დღევანდელი მსოფლიო პოეზიისათვის, აქ გათვალისწინებულია სხვათა გამოცდილება და ათვისებულია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ოღონდ საფრთხე, რაც ჩემთვის აშკარად თვალშისაცემია და რამაც სამომავლოდ შეიძლება დააზიანოს ლელა სამნიაშვილის პოეზია, იმავე ფორმალიზმიდან მომდინარეობს. პოეტი ზოგჯერ იმდენად არის გატაცებული ლექსის ფორმით, რომ მკითხველისათვის მთავარი - ემოცია - ამ ფორმის ხვეულებში ეკარგება. მისი ზოგი ლექსი ჰგავს ამერიკული პოეზიის თარგმანს, უაღრესად დახვეწილი და კულტურული სტილით შესრულებულს, მაგრამ ცივსა და ემოციურად არაფრის მომცემს. თუ ეს ტენდენცია გაღრმავდა, ძალიან სამწუხრო ამბავი იქნება, რადგან სამნიაშვილის შეუძლია იყოს ბრწყინვალე პოეტი ამ სიტყვების ყოველმხირვი გაგებით. შეძლება კი გულისხმობს ნიჭსა და რაც მთავარია, ზღვა ინფორმაციას, რაც მას მსოფლიო პოეზიიდან აქვს და რასაც საკუთარი ლექსის მშენებლობისას სათანადოდ გამოიყენებს. ოღონდ ეს ერთადერთი შემთხვევის გარდა არასოდეს ამოტივტივებულა ზედაპირზე.
საქმე ისაა, რომ ლელა სამნიაშვილის ბოლო ლექსის სათაური, რაც პორტალზე დაიდო, ბრწყინვალეა და ორიგინალურიც იქნებოდა, მანამდე სხვა პოეტის აღმოჩენა რომ არ ყოფილიყო. სიტყვათშეთანხმება დილისპირული ეკუთვნის ნინო დარბაისელს - შესანიშნავ პოეტს, რომლის პორტალზე მოღვაწეობამაც, სხვათა შორის, დიდად განსაზრღვრა ლიტერატურა.გეს გემოვნება და პროფესიული ხასიათი.
სწორედ ნინო დარბაისელი გამოიყენებდა ერთხანს სლოგანს, რაც ყველა პოეტს სასიკეთოდ წაადგება ლიტერატურული ზრდის თვალსაზრისით: პროფესიონალიზმი იწყება იმის გათვალისწინებით, რა გაკეთებულა შენამდე შენს პროფესიაში. თვითონ ნინო ერთგულად მიჰყვება ამ დარიგებას და პოეზია მისი პროფესიული შესწავლის საგანს წარმოადგენს. ის პროფესიონალი ლექსმცოდნეა და ეს სხვებს, მის კოლეგებს დიდად ეხმარება, რადგან პორტალზე ნინო დარბაისელის კომენტარი მუდამ საქმიანია, ლაკონური და არსებითი, მაგრამ თვითონ მას ზოგჯერ ხელს უშლის, როგორც პოეტს, რადგან საფრთხე, რომელზეც ლელა სამნიაშვილის ლექსებთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ, დარბაისელის პოეზიასაც არანაკლებ ემუქრება. ბოლო ხანს ფორმალისტური ძიებები ხშირად ანაცვლებს ემოციას და ამიტომაც ნინო, რომელიც ნახევარტონის, პოეტური მოიარების დიდოსტატი იყო, სათქმელს ხშირად უბრალოდ გვიყვება.
თუმცა ეს მისი პოეტური უფლებაა და ვერ შეედავები, რადგან ლექსში ყველაფერი ჭადრაკის პარტიასავით წინასწარ აქვს გააზრებული და მისი პოზიციები საქმის ცოდნიდან გამომდინარეობს.
დარბაისელის ადრინდელ სლოგანზე უკვე მოგახსენეთ, დღეს კი მისი პროფილის ქვემოთ ასეთი რიტორიკული შეკითხვაა: დამისახელეთ პოეტი მსოფლიო ლიტერატურიდან, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს, რომ იმ ენის ცოდნა, რომელზეც წერს, ნაკლად აღარ ეთვლება.
ალბათ უნდა იყოს იმ ენის არცოდნა ან უცოდინრობა და მაშინ ყველაფერი დალაგდება, გასაგები გახდება ნინო დარბაისელის პათოსი. ემჩნევა, ქალბატონი ნინო ისე შეაწუხა უმცროსი კოლეგების დამოკიდებულებამ მშობლიურ ენასთან, რომ ეს ფრაზა დღევანდელი ვითარების ყველაზე შესაბამის აზრად მიიჩნია.
ალბათ, ნინო დარბაისელის და კიდევ რამდენიმე პროფესიონალის პორტალზე ყოფნამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ლიტერატურა გე. მეორე ლიტერატურულ პორტალ ურაკპარაკთან შედარებით უფრო დახვეწილად და თანამედროვედ გამოიყურება, თორემ ძალიან ბევრი ავტორი, ვინც ლიტერატურა გე.–ზე პოსტავს, თავის ნაწარმოებებს ურაკპარაკზეც ათავსებს.
ძალზე ზედაპირული და სწორხაზოვანი შეფასებით, ამ ორ პორტალს შორის განსხვავება ასე შეიძლება დაკონკრეტდეს: ნოვატორები და ტრადიციონალისტები. ოღონდ ამ სიტყვებს ათასგვარი ნიუანსი აქვს და ამ შემთხვევაში, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შინაარსი შეიძლება თანაბრად გამოგვადგეს.
უბრალოდ, ჩემი დაკვირვებით, ურაკპარაკის ავტორებს აერთიანებს მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზიის ისეთი ბრმა სიყვარული, რომ ამ მაგისტრალიდან ნებისმიერ გადახვევას პოეზიის ღალატად და უგემოვნობად აფასებენ.
სინამდვილეში კი, თვითონ ამ ავტორთა ესთეტიკაა სტაგნირებულია და არ შეიცავს განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პერსპექტივას. ამ ტიპის ხელოვანთა ჯგუფი ერთ მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს, მაგრამ ციყვივით რაც უნდა იხტუნოს, ამაოდ დაიღლება, რადგან იმას, რასაც ხელოვნურად აცოცხლებენ, ყავლი დიდი ხნის გასული აქვს, ოღონდ თავისთავად არაიმდენად მოძველებულია, რამდენადაც უკვე დასრულებული. აქ წრედი შეკრულია და ახალს ვერაფერს დაამატებ, თუკი ეს წრე არ გაარღვიე და თვისებრივად ახალ სივრცეში არ გადახვედი.
ამიტომაც შედარებით ნაკლებად მაინტერესებს ურაკპარაკის ავტორთა ნამოღვაწარი, თუმცა ცხადია, ყველას ერთ ტაფაში ჩაყრა დიდი უსამართლობა იქნებოდა და აქაც არიან მეტნაკლებად ნიჭიერი ავტორები.
მაგალითად, ამ თვის ავტორთა და ლიტერატორთა გამოკითხვის შედეგად შერჩეულ სიას გიორგი გაბაიძე მეთაურობს ლექსით \აპოკრიფი №1 თუნთას." გიორგი გაბაიძე აშკარად ნიჭიერი პოეტია სწორედ იმ ესთეტიკაში, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, ოღონდ ნიჭიერება მჟღავნდება იმით, რომ ცდილობს გაარღვიოს ამ ესთეტიკის საზღვრები და უკვე არსებული პრინციპულად ახალი რაკურსით დაგვანახვოს. მოახერხებს თუ არა ამას, დრო გვიჩვენებს.
გიორგი გაბაიძის ლექსს მოსდევს ნიკა ჩერქეზიშვილის საინტერესო ნიმუში მა (ლექსი მეოთხე). ეს ერთგვარი პოეტური ციკლი მამა–შვილის ურთიერთობის პრობლემატიკას ეხება და მოცავს მამაშვილობის გრადაციას მიწიერიდან ტრანსცენდენტულამდე. ოთხივე ლექსში არის საინტერესო ფრაზები, აქა–იქ გაკრთება ხალასი განწყობები, მაგრამ, საერთოდ, ეს ნიმუშები დატვირთულია ერთი ძალიან სიმპტომატური ნაკლით, რაც ამ ტიპის პოეზიას ახასიათებს: პოეტური პათეტიკა, რომელიც ხშირად სიტყვების მექანიკურ ბრახაბრუხში გადადის.
მაგალითად, მიმდინარე თვის რჩეულ ნაწერთა სიაში მესამე ნომრად განთავსებულ როის ეკუთვნის ლექსი: ... ჩემი ძმაკაცები და ...

(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, გია ქიქავას, ლაშა მიქელაძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, ნიკა მალაზონიას, მინდია ცეცხლაძეს, ზაზა ფირცხალაიშვილს, ლევან დევაძეს, სულხან წულუკიძეს, გენრი დოლიძეს)

BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან - ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.
ლექსი ვრცელია, წერილში კი მხოლოდ ფრაგმენტს ვიმოწმებთ, რადგან ის, რის სალუსტრაციდაც გვჭირდება, ამ ფრაგმენტდანაც მშვენივრად ჩანს.
ჯერ ერთი ძმაკაცებს რომ აშკარად მოსწონებიათ, თანდართული კომენტარებიდან ძალუმად მჟღავნდება.
საერთოდ, ურაკპარაკის კომენატრები ცალკე თემაა, ასეთი ფამილარული ლიტმცოდნეობა სხვაგა< <

Posted by: nino darbaiseli 25 Mar 2011, 19:10
წინა პოსტში მთელი ტექსტი მოცულობის გამო არ ჩაეტია და ახლა შევნიშნე.

გიორგი ლობჟანიძე

ვენახი და დაუკრეფავი

(გაგრძელება)

ლექსი ვრცელია, წერილში კი მხოლოდ ფრაგმენტს ვიმოწმებთ, რადგან ის, რის სალუსტრაციდაც გვჭირდება, ამ ფრაგმენტდანაც მშვენივრად ჩანს.
ჯერ ერთი ძმაკაცებს რომ აშკარად მოსწონებიათ, თანდართული კომენტარებიდან ძალუმად მჟღავნდება.
საერთოდ, ურაკპარაკის კომენატრები ცალკე თემაა, ასეთი ფამილარული ლიტმცოდნეობა სხვაგან, მერწმუნეთ, არსად შემოგხვდებათ.
აქ კი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმას ასე თუ ისე ფლობს ავტორი და თითქოს ოსტატურადაც იყენებს, მაინც ეს ლექსი ნიმუშია იმისა, როგორი არ უნდა იყოს ლექსი. დავიწყოთ იქიდან, რომ რიტმი მოპარულია. ჩეულებრივ მკითხველს გალაკტიონის ინტონაცია ჩაესმება, ცოტა უფრო სიღრმისეულად კი ეს ინტონაცია შემდგომში განავითარა და ახალი ნიუანსებით გაამდიდრა გივი გეგეჭკორმა.
ლექსში გამოყენებული ყველა რითმა კი უკვე იმდენჯერ არის ნახმარი, თავმოყვარე პოეტი არცერთ მათგანს თავს არ გაუცვლიდა))
გარდა ამისა, ეს პოეტური ოპუსი ისეთი პირადული დეტალებით არის დახუნძლული, და რაც მთავარია, იმდენად არაფერს აძლევს მკითხველს ეს დეტალები, რომ პირდაპირ კომიკურ ელფერს იძენს ასეთი ფრაზები: აჩიკოსი არ იყოს, ბათუმიდან თენდება.
აჩიკოსთან დიდი ბოდიში, მაგრამ რის აჩიკო, რა ატამი?
ანდა ამიხსენით, რას ნიშნავს ლექსის პირველივე, სატრამპლინო ფრაზები:
BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი....
მაპატიეთ, მაგრამ ამ ყველაფერს პროვინციალიზმის მძაფრი სუნი უდის.
მაგალითების მოხმობა, რასაკვირველია, კიდევ უხვად შეიძლება, მაგრამ ვფიქრობთ, ინტერნეტპორტალებზე განთავსებული პოეტური ნიმუშების ძირთადი ტენდენციების ნათელსაყოფად ესეც სავსებით საკმარისია.
რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურული პორტალები უკვე ზღვა მასალას იტევს და ამ მასალის ყოველმხრივ შეფასების პრეტენზია ერთ საჟურნალე წერილს ვერაფრით ექნებოდა. ჩვენ უბრალოდ საკითხი დავსვით და მთავარი აქცენტებიც მოვნიშნეთ, უფრო სწორად ის აქცენტები, რაც ჩვენ მთავრად მოგვეჩვენა, ხოლო საკვლევი და საანალიზო კიდევ უამრავი რამ რჩება.
მთავარია, პროფესიული კრიტიკა დროულად ჩაერთოს და გაერკვეს ამ უაღრესა დდინამიურ და ცოცხალ პროცესში, რასაც ვირტუალიური სალიტერატურო ცხოვრება ჰქვია. ამით საქმეს აშკარად წინ წავიგდებთ და ქართული ლიტერატურის განვითარებას, მთლიანობაში, დიდად წაადგება იმის გამიჯვნა, სად ვენახია და სად დაუკრეფავი, ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“



ესეც - ახალი ლექსი:

ნინო დარბაისელი

ქალი - წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის


თქვენ გიყვართ ყავა - ათქვეფილი, ცივი ,,ნესკაფე’’,
ასევე - ტორტი,
სხვა საჭმელებზეც ყაბულსა ხართ,
ოღონდ უპუროდ.

თქვენ
ერთი ჩვენი,
შეძლებული ძმაკაცი გიხდით,
რომ შაბათობით,
ასე,
საღამოს რვა საათიდან კვირა დილამდე
ასეთი ჩუმი,
თითქმის უენო
იყოთ, უბრალოდ, ხმისგამცემი
ჩვენი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის,
ხოლო მანამდე ახლობლები
დასაგველს ვგვით და
დასამდუღრს ვმდუღრავთ მორიგეობით,
თან ძველ ხუმრობებს ვიმეორებთ
რიტუალურად.
როცა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ,
ეტიკეტს ვიცავთ.

ბოლო დროს რაღაც შეიცვალა.
ან მე შევნელდი,
ან დრო აჩქარდა,
ან მოუხშირეთ
დათქმულზე ადრე დაკაკუნებას.
ამ ყავის მერე
ორ სიტყვას გავცვლით და დაგტოვებთ.
გენდობით, რადგან
აქ ყველაფერი დაბზარულია.
დაკენტებული დანა-ჩანგალი
და სანახევროდ ამომქრალი სუნამოები,
თითო-ოროლაც - ძველი, ჩინური თეთრეული,
სხვას რას წაიღებთ ამ ბინიდან.
თავად ეს ბინაც
ნათესავების სახელზეა,
ითადარიგეს.

ვერ მოგატყუებთ,
იმ ზღაპრების მე არა მჯერა,
რომ ზოგ მეძავში ნაზად მთვლემარე ანგელოზია.
და ამის გამო არც მიყვარხართ, არც მეჯავრებით,
მხოლოდ დროებით გეგუებით ან მოგეჩვიეთ.

,,იცით, ვთხოვდები!" - მეუბნებით.
იბედნიერეთ!
... მაგრამ ვერ ვხვდები,
მე რას მერჩით,
რა შუაში ვარ.
მე ვის რა ვუთხრა,
რა მეკითხება?
წადით უთქმელად
და ნუღარასდროს დაბრუნდებით!

ეს ცხოვრებაა.
და ვისაც როგორ შეგვიძლია,
ისე ვუძლებთ და ისე გავუძლებთ.
სხვაც გამოჩნდება
ქალი-ნუგეში
ჩემი წელქვემოთ მოწყვეტილი მეგობრისათვის.

Posted by: nino darbaiseli 1 Apr 2011, 13:28
კრებულიდან ,,ვიტა ბრევის''. გამომც.,,სიტყვა'', თბ., 2010

ნინო დარბაისელი

ნასესხებისა


არ გინდა, ისევ მოგეფერო
უწინდებურად?
მოგელამუნო
მოლოდინით განაყუჩები,
შინ დაბრუნებულს
დაგილოკო
მომლაშო კანი,
ეგ თბილი ყელი,
ცხვირის წვერი,
ცხელი ტუჩები!
და მოგიმატო
არათითზე
ნაკბენს ნაკბენი!

უმადური ვარ!
ვერ ვიფერე,
ვერ დავაფასე
შენი ამაგი,
ზანტი ზმორება
ფანჯრის რაფაზე,
მაგრამ ნაზამთრევს
ვით დამეცხრო
სისხლი მჩქეფარე?
მიყვარხარ-მეთქი ,
გაპარვისას
ხომ დაგიბარე
და შენს კალთაში მოკრუტუნეს
ხომ მიმღერია:

,,მარტის თვეში არ დარჩება
ძუ უხვადო,
მაინც წავა,
თუნდა ჰქონდეს
რძე უხვადო.

მომეწყინა მონობა,
მიაო და მიაო,
მეყო,რაც კი
მარტოობის
ცრემლი მინამიაო!"

საკვამურიდან კვამლის ზურგი გამოიბრუცა.
მე სიბნელეში უკეთ ვხედავ
ბეცი თვალებით.
ვიცი, შინა ხარ.
თუ არ მიღებ,
აღარც დაგიცდი,
წავალ და
ვინმე ალერსიანს
შევეფარები!

გავიდა მარტი.
ნასესხების უბერავს ქარი,
უბერავს ქარი,
ძვლის ძირამდე
ნემსივით ატანს.
კარს მოვეკარი,
ვაფხაჭუნებ,
გესმის?
გამიღე,
გამიღე კარი,
მე ვარ,
შენი ხატულა კატა!

Posted by: nino darbaiseli 20 Apr 2011, 16:49
ნინო დარბაისელი

ბრმის აპოკრიფი

ცივ ოფლად რატომ იწურები,
რა გაცახცახებს, მცირედ მრწმენო,
არ გესმის ჩემი?

ორიათასი წელიწადია...
იქნებ მეტი, იქნებ ნაკლები,
თვალახელილი ვეხეტები
და მაშინ,
როცა გულმოდგინედ ნამარხულევი,
ხსნილნაგემები მორწმუნენი
უფლის აღდგომას მოელიან,
წინ კი წითელი პარასკევია,
ჰო, აი ამ დროს,
არემარე ზეთისხილის
ან მარადმწვანე ბზის ტოტებით რომ გაივსება,
ისმის ,,ოსანა'',
ღამღამობით გეცხადები ჩამოძონძილი
ძილ-ღვიძილს გირევ,
გეუბნები:

- მე დაბადებით ბრმა ვიყავი.
არგნის კაკუნით
დაბა-დაბა მივყვებოდი
ერთ მბჟუტავ წერტილს,
სხვები რომ იხსნა,
ერთი შეხებით,
ერთი შეხედვით,
ერთი სიტყვით რომ გადაარჩინა,
მაგრამ როდესაც
ყველა თავის წილ სასწაულს ელის,
უკან მდგომს ვინმე წინ დაიყენებს ?

იქ,
გოლგოთაზეც,
მოყაყანე ბრბოში ვერიე.
ვიდექი ბნელში,
ცას სწვდებოდა ხალხის ხორხოცი.
ზოგი ტიროდა,
ვიღაცას გული მისდიოდა,
ხოლო ვიღაცა ჩურჩულებდა
იმ ღრიანცელში.
უბრად ვიდექი,
მოწმედაც არ გამოვდგებოდი
და ოდეს ჟამმა მოაწია,
ვიღაცამ მძიმე მუჯლუგუნით წინ გამიგდო და
ხელში ჩამიდო რაღაც მძიმე,
თავის ტორებით - მარწუხებით
მაჯიანად ჩამბღუჯა და უცებ ვიგრძენი,
თავიდან როგორ შეფერხდა დარტყმა,
მერე თავზემოთ თითქოს ორმოში ჩავარდა ხელი.
მერე მარჯვენა მაჯა ჩამითბა
მერე ჩამთბარი ხელისგული თვალზე მოვისვი
და მე ვიხილე მაცხოვარი,
ვიხილე სისხლი,
იმის ფერდიდან გადმომჩქეფარე.
ძირს ეგდო შუბი
მეც ძირს ვეგდე თვალახელილი,
წერტილი გაქრა.
სიბნელეა მჭახე ნათელიც.

მოხეტიალე გრაალი ვარ,
პირველგრაალი
არავინ მეძებს, რადგან არავინ მომისაკლისა.
მაცხოვრის ნებით
ავაზაკსაც გაეხსნება სასუფეველი,
ჩემთვის კი,
ჩემთვის
არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი,
მე - შენი სიზმრის კარი მერგო,
გავიტკეპნე შენკენ სავალი.
ამ ერთხელ მაინც მიპასუხე,
წითელ პარასკევს!
მე ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ვარ,
მსხვერპლი თუ მკვლელი,
მადლი მერგო თუ განაჩენი?
ხმა,
ხმა გამეცი მცირედ მრწმენო,
შენ გელოდები,
მაცხოვრის სისხლით სამუდამოდ თვალახელილი.

Posted by: nino darbaiseli 25 Apr 2011, 11:11
იუნკრები

http://www.youtube.com/watch?v=EDnoio1Z7gM

ნათელი დაადგეს მათ ხსოვნას!

ეს სიმღერა ასე გაჩნდა: გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ჩემს შვილს, თეოს, რომელიც მაშინ ცამეტი წლისა იყო და პოეზიას დიდად არ სწყალობდა, გაზეთ ,,ლიტერატურული საქართველოს`` პირველ გვერდზე უნახავს ეს ლექსი და სიმღერად უქცევია. მაშინ არ იცნობდა ავტორს - ზაზა აბზიანიძეს . წარმოიდგინეთ, როგორ გაუხარდებოდა, როცა ცოტა ხანში ვუთხარი,, რომ ზაზამ შინ დაპატიჟა თავისი გიტარიანად. ასე დამეგობრდნენ. გავიდა წლები, თეო ახლა იმ ხნისაა, რა ხნისაც დედამისი იყო მაშინ, სიმღერას არ გაჰყოლია, შინ გიტარაზე თავისთვის სამღერადაც იშვიათად იცლის ამერიკაში, სულ სხვა პროფესია აქვს. ქართულ გარემოსთან და ენასთანაც მინიმალური კავშირი აქვს. თეომ გადაწყვიტა, სააღდგომო საჩუქრით გაეხარებინა ზაზა. ჩემთვის ეს ყველაფერი იმიტომაც არის ძვირფასი, რომ არა მხოლოდ ჩაბნელებულ თბილისში, ზაზა აბზიანიძის ბუხართან, სანთლის შუქზე მომღერალ ჩემს პატარა თეოს მაგონებს, არამედ მის ნამღერში მშობლიური ქართული გარემოს მონატრება და სიყვარული ვიგრძენი.

Posted by: nino darbaiseli 29 May 2011, 20:30
ნინო დარბაისელი

უმარილოა ჩემი ცრემლი

(ჯ.-ს)


კარგია, არა?!
თითქოს წყაროს წყალს კი არ სვამდეთ,
უკვდავება ჩაგდიოდეთ
გამომშრალი ყელის გავლით
მუცლის ძირამდე.

კარგია, არა?!
ივსებთ თუნგებს და
ივსებთ დოქებს და
ივსებთ პეშვებს და
პირზე ისხამთ,
გულისპირს დაგდით,
ტალახში ფეხიც გიცურდებათ,
ძირსაც ეცემით,
დგებით,
ერთმანეთს წამოაყენებთ
და ისევ ხარობთ
ცივ ალმასებში,
მზის შხეფებში,
ცისარტყელებში
ჟრიამულით არეულები.

მე ურჩხული ვარ.
და რა არის,
გაზაფხულობით,
ერთხელ წყვდიადი მივატოვო,
ზეცას ავხედო ცალი თვალით,
თითო ნინველა შევიწირო,
გამოვიზოგო,
მერმის ამ დრომდე
გამოვიტირო ცხარე ცრემლით,
ჩემს მიწისქვეშა სიმარტოვეში
თავიც ცოცხლად გამოვიტირო.

ვიდრე შეჭამდე,
შენი სარჩო უნდა გიყვარდეს.

კარგია, არა?!
უმარილოა ცრემლი ჩემი,
რადგან შორია თქვენგან
ჩემი გამოქვაბული.
მერე,
გზადაგზა წმინდავდება,
თქვენთვის სარგოსაც
ბევრ შეირევს,
კლდის ნაპრალებში გაცივდება
ამოხეთქვამდე.

კარგია, არა?!
სადაც წყალია,
იქ ურჩხულიც ვიგულისხმები.
იგულისხმება
თქვენი მხსნელიც,
ცეცხლიც,
სისხლიც,
ჩემი სიკვდილიც.

დაგრჩებათ წყალი
და ის წყალიც გამოილევა,
თქვენც დაილევით,
ჩვენი ამბავიც დაილევა,
ჯერ კი,
ჯერ კი...
კარგია, არა?!
კამკამაა.
სვით,
გაიხარეთ!

Posted by: nino darbaiseli 2 Jun 2011, 01:02
ნინო დარბაისელი

ზიარჭურჭელი

კარგია, როცა ბავშვი ერთის ხელში იზრდება.
მე კი ორი ბებია მყავდა,
ერთი - გამზრდელი და მეორე - გამართობელი.

პირველი:
,,- ქალი საწოლიდან რომ წამოდგება,
ქვეშაგებს ერთი ნაკეციც კი არ ემჩნეოდეს!
მუხლი დაფარე,
მხრებში გასწორდი,
ნუკი გადმოყრი მაგ სავაშლე კბილებს უტიფრად,
თუ გეცინება, გაიღიმე!
შუბლშეჭმუხნული
დაძარღვულ მუშტს ზეაღმართავდა,
ან საჩვენებელ თითს ჰაერში შემოიქნევდა:
,,_ ყველაფერს თავის ადგილი აქვს,
თავისი დრო,
დაიმახსოვრეთ,
ამ მიდამოში უჩემოდ კენჭიც არ გადაბრუნდეს!

ხანდახან,
თავის დარგულ ვარდებს რომ შეხედავდა,
რაღაც,
სიჩვილისმაგვარივით მოერეოდა.
,,- მერმის ამ დროს თუ ცოცხალი დავრჩი...“-
- იტყოდა ხოლმე
და გარეგნულად მორჩილ ბავშვებს,
ო, რა სასტიკი იმედები გვეძლეოდა
,,მერმისამდროსი’’!

(გვიან გავიგე,
მაგრამ დღემდე მაინც არ მესმის,
დაძინებულებს რატომ გვკოცნიდა).

გამართობელი, - დედის დედა,
ზაფხულის ბაბო,
პომადიანი,
,,დადუხული’’ ,
როგორც ამბობდნენ, მიწის არ იყო.
სახლი რომ ძაან აერეოდა,
მეზობლის ქალებს მოიხმობდა,
თვითონ ბანტიან გიტარაზე ათამაშებდა
კოტიტა თითებს
ან წიგნით ხელში
სარწეველაზე მითვლემილი იღიმებოდა.
გაიღვიძებდა და იმ ქალებსაც გააზანტებდა:
,,- გეყოფათ ახლა,
ნამეტანსაც ნუ გადაყვებით! ‘’
ტახტზე მიწოლილს
კნუტებივით სულ ზედ ვეკვროდით.

არკი იმჩნევდნენ,
მაგრამ ვგრძნობდით,
სინამდვილეში,
ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ.

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
როცა ტოლები გულს მატკენდნენ,
ის, მკაცრი ბაბო
ხმაში ტყვიას ჩაისხამდა:
,, - მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო,
ერთი ჩაგარტყა?!
ისეთი ხურდა დაუბრუნე,
აღარ მოუნდეს!’’

ჩემს ატირებას რა უნდოდა!
მეორე ბაბო:
,,- რა მოხდა, მერე,
თამაშია,
ხან შენ ატკენ,
ხან - შენ გატკენენ.
მოიწმინდე აწი ცრემლები,
გაიზრდებით და ქორწილამდე დაგავიწყდებათ''.

ჩემი ბავშვობის ძველი ბუდე - აი, ეს არის!
კარედებიან ამ სარკეში,
საუკუნეა, არ ჩამიხედავს:
ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი,
ერთის - თვალები, ერთის - ნიკაპი,
ხასიათი - ზიარჭურჭელი.
(ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)

ჩვენ სიკვდილამდე
უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ:
მეც,
თქვენც,
ყველანი.

როცა არ ვიცი,
როგორ მოვიქცე,
გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:

,, რა მოხდა, მერე...
...მეორედ ასე,
თვალცრემლიანი არ დაგინახო!“

სარკეში -
- ნინო მოქსუტუნე -
- ლოყებს იწმენდს და ეღიმება.

Posted by: nino darbaiseli 8 Jun 2011, 12:08
ნინო დარბაისელი

ხმამაღლა


ხმამაღლა!
- ისე,
თითქოს მღერის
ჩაბნელებულ საძინებელში დატოვებული,
უსმენო ბავშვი,
რომ ფარდის უკან,
კარადებში
და საწოლქვეშ
მობუბუნე აჩრდილები არ მოერიონ;

უფრო ხმამაღლა!
- თითქოს სატვირთო მატარებლის შემადგენლობა
გადადის ხიდზე
ბრახუნით და მძიმე დგანდგარით
და ხმას ვაჯიბრებ ხიდქვეშ მდგარი;

ხმამაღლა!
კიდევ უფრო ხმამაღლა!
- ისე ხმამაღლა,
თითქოს ინგრევა ცეცხლოვანი აფეთქებისგან
უზარმაზარი ქალაქები,
და ცის და მიწის ექოები ეჯახებიან.

ყურებზე ხელებმიჭერილი
მთელი სამყაროს გასაგონად ვყვირი:
- მიიი ..ყვაააარ...ხააააააარ!
...
რა სიჩუმეა!
არც არაფერი აღარ იძვრის.

ვქრები მომწყდარი.

Posted by: earth 8 Jun 2011, 12:17
ვა,
ასეთს არ ველოდი : ))

ძალიან მომეწონა ეს ბოლო 2kiss.gif

Posted by: EisblumE 9 Jun 2011, 14:45
როგორ მიყვარხართ, ქალბატონო ნინო .. user.gif

საახლობლონი ,, love.gif



__

რაღაცამ ხომ უნდა გაალღოს სიჩუმე.
ამ ტრიალ მინდორზე, მოდი, ხე დავრგოთ.
ჩიტები თვითონ მოფრინდებიან,,

ავიკვიატე.. user.gif

Posted by: nino darbaiseli 12 Jun 2011, 16:48
QUOTE
ვა,
ასეთს არ ველოდი : ))

ძალიან მომეწონა ეს ბოლო 

QUOTE
როგორ მიყვარხართ, ქალბატონო ნინო ..

საახლობლონი ,,



__

რაღაცამ ხომ უნდა გაალღოს სიჩუმე.
ამ ტრიალ მინდორზე, მოდი, ხე დავრგოთ.
ჩიტები თვითონ მოფრინდებიან,,

ავიკვიატე.. 



earth და EisblumE, მადლობა, ძვირფასებო!

ისეთი მიუჩვეველი ვარ ამ გრძნობას, გული ამომიჯდა....
ეს უფრო ჩემი ხასიათის ბრალია: ნაცნობების მოფერებას და ქებას , როგორც ყველა, მეც მეტნაკლებად მიჩვეული ვარ, როგორც ყველას - მსიამოვნებს კიდეც, მაგრამ უნდა ვაღიარო, ძირითადად მაინც უნდოდ ვუყურებ, სულ მეჩვენება, რომ ეს ან ურთიერთობის ეთიკის გამოვლენაა ან ამით მათ წინაშე რაღაც ვალი მედება. რომლის გასტუმრებაც გამიჭირდება.
თქვენ - სრულიად უცნობს გაგიჩნდათ სურვილი, ასეთი თბილი და წრფელი სიტყვები გეთქვათ.
ეს ჩემთვის, როგორც ავტორისათვის - სანატრელი საჩუქარია.


ნინო დარბაისელი

თხილამურები
- - - - -- - - -

როცა ქალაქი დაქუფრულია,
გამახსენდება და გულს დაუვლის
სისველე ხელზე დამდნარი თოვლის,
წადილი ქროლვის და გუდაურის.

''არ იქნებაო ჯერ მთაზე თოვლი''
-ეს ხალხი, მართლა, რას არ მოჭორავს.
მე მყარად ვდგავარ,ვით დედა-ძროხა,
შენ - მუხლი გითრთის,როგორც ბოჩოლას.

გადამტვრეული თხილამურები
ამოშვერილან,როგორც ეშვები.
ვერ გათამაშებ,შვილო სიკვდილთან,
აქ ვერ დაგტოვებ,ვერ დავეშვები.

ვიცი,საცაა მოგივლის ჟინი,
ეგ გული ქროლვით აიტაცება
და ვიდრე ასე,გვერდით გიდგავარ,
მინდა გასწავლო,
უნდა გასწავლო...
როგორ გასწავლო სწორად დაცემა!




ადრე ერთ ლიტერატურულ საიტზე, ჩემს ძველ თემაში მედო ეს ლექსი მინაწერით:

,,ათიოდე წლის წინ დაწერილი , არაფრით გამორჩეული და ჩემი იმდროინდელი სტილიდან რაღაცნაირად ამოვარდნილი ეს ლექსი, შეიძლება ითქვას, მაშინ ჩემს ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებად იქცა .
ჩემი პოეზიის ერთი თაყვანისმცემელი მის გამო ისე გულწრფელად შეწუხდა, გაზეთ ''ლიტერატურულ საქართველოში'' ღია წერილით გამომეხმაურა, ეს როგორ მოგივიდათ, საკუთარ თავს ძროხა როგორ უწოდეთო. რამდენიმე ხანში ამას მოჰყვა გადაცემა "ღამის შოუში'' ამ ლექსის დეკლამაცია გოგიჩაიშვილის მიერ/.სამწუხაროდ. მის სახელს ვერ ვიხსენებ, კარგი ახალგაზრდა კი იყო/.
იმ დროს მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი და რომ დავბრუნდი, უამრავმა ადამიანმა სიტყვების და ინტონაციის ფრთხილი შერჩევით ისე, ახლობლის გარდაცვალების ამბავი რომ უნდა შეაპარონ ჭირისუფალს, მაცნობა ეს ამბავი.
მართალი გითხრათ, მაშინ ბევრი ვიხალისე.
თქვენც ამ მიზნით გთავაზობთ - მინდა გაგახალისოთ''.

ახლა კი ესეც აღმოვაჩინე ,,გუგლში' ხეტიალისას':

ქართული პროზის ელექტრონული არქივიდან:
http://webcache.googleusercontent.com/sear...e=www.google.ge

თენგიზ სვანაძე

ცოტა რამ ნინო დარბაისელის "დილისპირულზე"
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - -
18 აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა ნინო დარბაისელის ახალი პოეტური კრებულის "დილისპირულის" განხილვა. განხილვას უძღვებოდა ინსტიტუტის დირექტორი ბატონი გურამ ბენაშვილი.
ამ ბოლო დროს, ძალიან გახშირდა ურთიერთშორისი ფამილარობა. კაცისთვის სიკეთე თუ გინდა, თუნდაც პატარა ნაკლზე (ზოგჯერ მიმთითებელიც ცდება!) უნდა მიუთითო ცალკე, განმარტოებულად და საჯაროდაც, რომ ავტორივით ჩააფიქრო მსმენელი თუ მკითხველი, რამეთუ ყველანი ერთმანეთისაგან ვსწავლობთ.
ამჯერად ნინო დარბაისელის მხოლოდ ერთ ლექსზე შევჩერდები. ლექსი-"თხილამურები" პოეტის ერთგვარი გასაუბრებაა შვილთან. ერთგან პოეტი ამბობს: "მე მყარად ვდგავარ ვით დედა-ძროხა, შენ მუხლი გითრთის, როგორც ბოჩოლას". დედასა და ძროხას შორის ტირეა. ბოდიში და, მსუქან, არაფრის გამკეთებელ, კარდაკარ მოხეტიალე ქალზე იტყვიან ხოლმე, - ძროხა ქალიაო. ანდა გულის მოსაფხანად მიმართავენ: შე ძროხა!.. პოეტი როცა ამბობს, - მე მყარად ვდგავარ, ვით დედა-ძროხა და შემდეგ სტრიქონში ბოჩოლას ადარებს შვილს, თითქოსდა, ჩემი აზრით, გამართლებულია "დედა-ძროხა" და "ბოჩოლა". ძროხა, მართლაც ხომ, უკეთილშობილესი ცხოველია. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში ღვთაების სახელთანაა დაკავშირებული. და მაინც (ცოტა გავკადნიერდები) ხომ არ აჯობებდა ასე: "მე მყარად ვდგავარ დედა-მიწაზე" და შემდეგ ისე, როგორც ლექსში გრძელდება. როცა ლექსს წერ და პოეტი ხარ, შენი დაწერილი ლექსი მარტო შენი აღარაა. იგი ყველასია! (გივი ძნელაძე) თუ ასეა, ნინოსაგან "პატიებაც" (თუ ვცდები!) გარანტირებული მაქვს.
ქალბატონი ნინო ლექსების უმრავლეოსობას თითქოსდა აბრუშუმის ძაფით ქსოვს. ამდენად მისი ლექსიც მშვენიერი და ლამაზია. ნინოს ლექსებში სევდაც საკმარისადაა ჩაღვენთილი, რაც უფრო სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდის მის შემოქმედებას. მე ჩემს თავს, რატომღაც, ცრემლიან კაცს ვეძახი და ალბათ ამიტომაცაა, - უსევდო, უტკივილო ლექსს უფრო ფშვიტინს ვამგვანებ. (რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხატვრულად დიდად ღირებულ ლექსებს).
ნინო ჯერ ახალგაზრდაა და რადგანაც ლექსი უყვარს, ლექსიც ბოლომდე უერთგულებს. ამდენად მისგან მომავალში უკეთეს და უკეთეს ლექსებს უნდა მოველოდეთ (სხვანაირად ღმერთმაც ნუ ქნას!). ადამიანი 1000 წელს რომ ცოცხლობდეს, იმდენად ამაღლდებოდა გონებრივად, საათის წამებისა და წუთების მაჩვენებელი ისრების მოძრაობას კი არა, საათის მაჩვენებელი ისრის მოძრაობასაც შეამჩნევდა. შედევრს, რა თქმა უნდა, თემა კი არა, ნიჭი ქმნის. მაგრამ არსებობს ყველაფრის უსასრულობა. ამიტომ ვუბრუნდები ჩემს ნათქვამს: ადამიანი 1000 წელს რომ ცოცხლობდეს და 500 წლის უკან თავისივე "მივიწყებული" შედევრი წააკითხო, დამერწმუნეთ, იმავე თემაზე უკეთესი შედევრის დაწერას შეძლებდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გაივლის წლები და, როგორც ყველა პოეტი, ქალბატონი ნინოც ისევ მიუბრუნდება თავის ლექსებს. ზოგს დაიწუნებს (დედაზე უკეთ ვერავინ ამჩნევს შვილში კარგსა და ცუდს) ზოგს ჩაასწორებს. ზოგზეც იტყვის, როგორც ერთეულებს, უთქვამთ, - ეს მართლაცდა, რა კარგი ლექსი დამიწერიაო. და ბოლოს: მთლიანობაში ნინო დარბაისელის ლექსები მშვენიერია ისევე, როგორც თვითონ (ეს სულაც არ გახლავთ კომპლიმენტი). იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რაც ქალბატონმა თამარ ბარბაქაძემ - პროფესიონალმა, ჭეშმარიტად ლექსის ავკარგიანობის ამოცნობის დიდმა ოსტატმა წარუმძღვარა ნინო დარბაისელის პოეტურ კრებულს. ისღა დამრჩენია, - ჩვენს ნინოს ვუსურვო აეგოს მკითხველამდე სილამაზის, ტკივილისა და მშვენიერების ხიდი, ახალი ხიდი, როგორც ი.გრიშაშვილი ბრძანებს მტკვარზე აგებულ ხიდზე.

გაზეთი ,,ლიტერატურული საქართველო'' ,2002-06-14

- - - -- -

პ.ს. : ისე მინდა, ვნახო და მოვისმინო, როგორ კითხულობდა ამ ლექსს.დავით/დათო(?) გოგიჩაიშვილი! მაშინ ''იუტუბი'' და ასეთი რაღაცეები არ გვქონდა და ალბათ აღარც არსებობს ის ჩანაწერი...

Posted by: nino darbaiseli 22 Jul 2011, 20:06
ნინო დარბაისელი

თვალდახელშუა


გიჭირსო?!-
-არა!
როცა მოვიწყენ,
აი, ჩემი ჩვეული პოზა -
- საწერ მაგიდას იდაყვებით ჩამოვეყრდნობი,
თვალებზე ხელებს ავიფარებ
და ეს თითები
უპეებზე რაც არ უნდა მჭიდროდ მივიკრა,
მაინც შემოდის თითებშუა
რაღაც სინათლე
მოწითალო-ნარინჯისფერი
და თითის წვერებს შუბლზე ოდნავ თუ შევატოკებ,
გამოჩნდებიან ამ ცივ ცეცხლში
ცოცხლები და წასულები,
ერთმანეთისკენ რომ ილტვიან ან შორდებიან
და
ირევიან მოციმციმე ფანტელებში,
თეთრი ღრუბლების ნაფლეთებში,
მერე ქრებიან.

სცადე და ნახე, მაინც რამდენი სხეულია,
რამდენი სახე!
როგორ ირევა და ილევა ყველაფერი
თვალდახელშუა,
ვიდრე დაფარავს
აჭრელებული თოვლი-ნაცარი.

და მომავალსაც წარსულივით ნაცარქვეშ სძინავს.

გიჭირსო?! -
- არა!
სად - სიმარტოვე, სად - უსასრულო მარტოობა!
იმან რაღა ქნას,
ვინც ერთია,
ერთადერთია,
ვინც შესაქმემდეც მარტო ოყო,
რა არ იღონა,
მარტოობას რომ მორეოდა
და ხედავს,
ხედავს
როგორ ეცვლება და ეცლება
ეს სამყარო თვალდახელშუა
და აღსასრულის მერეც ასე მარტო დარჩება.

Posted by: EisblumE 26 Jul 2011, 14:58
QUOTE
გიჭირსო?! -
- არა!
სად - სიმარტოვე, სად - უსასრულო მარტოობა!
იმან რაღა ქნას,
ვინც ერთია,
ერთადერთია,
ვინც შესაქმემდეც მარტო ოყო,
რა არ იღონა,
მარტოობას რომ მორეოდა
და ხედავს,
ხედავს
როგორ ეცვლება და ეცლება
ეს სამყარო თვალდახელშუა
და აღსასრულის მერეც ასე მარტო დარჩება.



უჰჰ.. რა კარგი იყო love.gif
გამათბო ამ ლექსმა.. smile.gif)

Posted by: nino darbaiseli 11 Aug 2011, 10:13
კარგახანია, ამ თემაში აღარ შემომიხედავს და თქვენი კეთილი სიტყვები დამხვდა .დაგვიანებული მადლობა, EisblumE ძვირფასო!

ეს კი - ახალია:


ნინო დარბაისელი

მარტონი - ველზე

სველია ველი
და მე ამ ველზე
მეველეს ველი.

რა ფრინველი ხარ,
ან რა საკვირველ ხმას გამოსცემ -
- ყეფ და გურგურებ ერთდროულად
და გულისპირი აგი-ჩაგიდის.

რაც თავი მახსოვს,
შორიახლო დამტრიალებდი,
ხან შენი ჩრდილი
ჟრუანტელად გადამივლიდა,
ხანდახან კიდეც მეხებოდი
მძინარეს,
მღვიძარს,
წარმომედგინე,
მაგრამ არასდროს მომიკრავს თვალი.

რატომ დაფრინდი ნეტა მიწაზე?
არც დაჭრილს ჰგავხარ,
გუბურისკენაც არ მიიწევ.
ბრჭყალი,
ბრჭყალები და ნისკარტი -
ბასრი რკალები!
არც მეპირები,
არც სხვა რამ სარჩოს არ ეპარები.

ტანად ჭრელი ხარ,
ფერადი ხარ,
არეულია ოქროსფერში
წითელ-ყვითელი,
ბაცი ლილის და მოლის ფერები.
ფრთები?!
ფრთები კი,
ცალი - შავი, კუნაპეტი,
ცალი -- თეთრი, თეთრი, ქათქათა.
ბრმა ხარ თუ ახლა,
დაღლილობისგან მიგელულა ორივე თვალი?

მარტონი - ველზე:
ასე ერთად ვართ,
ასე ახლო,
სუნთქვის მანძილზე,
მაგრამ ერთმანეთს ვერ ვეკარებით.
შენ - მომავალო,
შავი ფრთა შენი - შიში ჩემი.
თეთრი ფრთა შენი - ჩემი იმედი!

დავხუჭავ თვალებს
და გავქრებით.

ქარმა წაიღოს აღმა-დაღმა,
ტრიალ-ტრიალით
სიყვარულის ჭრელი ბუმბული,
ამბად წაიღოს!

მეველეს ველი.

Posted by: nino darbaiseli 15 Aug 2011, 17:49
ნინო დარბაისელი


ხვალ - თამაშია!

(ალანს)

უნდა მოვასწრო ყველაფერი,
დღესვე მოვასწრო!
ხვალ არ იქნები ჩემი, ვიცი,
ხვალ - თამაშია!
ტელევიზორთან
სკამზე უკუღმა გადამჯდარი
და საზურგეზე მძიმე მკლავებით დაყრდნობილი
ბევრს იბრაზებ და იღრიალებ
და სხვა დროს დინჯი,
ხან წამოხტები და ჰაერში ფეხსაც გაიქნევ.

მე ფეხბურთისა რა გამეგება,
მაგრამ როდესაც
გოლს ნელი კადრით იმეორებენ,
მეძახი :
- მოდი!
ჩქარა მოდი!
და მეც აგყვები,
რაც ძალი შემწევს,
ავხმაურდები,
თან დროს ვიხელთებ,
წამიერად ჩაგეხუტები,
მერე ცარიელ ლუდის ბოთლებს წყნარად წამოვკრებ,
ვცლი საფერფლესაც,
მაცივრიდან ახალ ლუდს გაწვდი...
თან სახვალიო გეგმებს ვაწყობ.

ეს - ოჯახია!
კართან - ჩვეული დილის კოცნა,
საღამოს - კოცნა.
და დღეში ასჯერ:
,, Dear!'' , ,,Love you!''
უფრო ,, Honey!''
ზოგჯერაც ,, Sweetheart!''
ღამე - ჩვენია!

ზეგ,
მაზეგ,
ანდა მაზეგის მერე -
- როგორც გუშინ და
გუშინწინ და
გუშინწინისწინ.

მილიონობით ჩვენისთანა წყვილია ქვეყნად,
მილიონობით წყვილი ვარსკვლავი
ზედ დასწკრიალებს,
მაგრამ ამ წკრიალს
იმათ გარდა ვინ გაიგონებს!
მოსასმენადაც მოსაწყენია
სიყვარულის უსასრულოდ კარგი ამბავი,
არც ჩვენ ვირჯებით ამ ბოლო დროს
სხვის შესაქცევად,
და შინ თუ გარეთ
სავალდებულო,
თავაზიან ფრაზებს თუ გავცვლით,
დანარჩენ დროს კი მშვიდად ვიღიმით,
და უბრად ვზივართ...

და რაც მეტია მოსაგონარი,
მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება.
ერთად ოცნებაც - თამაშია.

რა ამბავია?
ცაში რაღაც ხმა შეიცვალა.
ვარსკვლავი მოწყდა?
კენტი?
წყვილი?

ვერაფერიც ვერ მოვასწარით!



Posted by: nino darbaiseli 22 Aug 2011, 11:03
ნინო დარბაისელი

სფინქსი გამიტყდა

ალბათ მიწისძვრის ბიძგი იყო
და ვერ ვიგრძენი,
ანდა თავისით გადმოვარდა თაროდან
და დაიმსხვრა სფინქსი
და პირისფერი მარმარილოს იატაკზე
ამ ფაიფურის ნამსხვრევების
თეთრი ანბანით დაწერილი
რაღაც ამბავი
იკითხება და არც იკითხება,
მესმის,
არც მესმის:

რა წყვილი იყო!
ან რად დაშორდნენ,
ან ერთად მაინც რამ შეჰყარა,
რა აჩერებდათ!

ერთი ნამდვილი მხეცი იყო,
ხოლო მეორე - ანგელოზი,
ანდა პირიქით.
უჭირდათ, მაგრამ
მაინც სძლებდნენ ადამიანად.
რაც აერთებდათ,
პასუხი იყო
და თუ იცოდნენ ეს პასუხი -
- ერთად იცოდნენ,
ხოლო ცალ-ცალკე -
- აზრი კი არა,
სიტყვების ნაცვლად
ბგერები-ღა გამოსდიოდათ.

შხუილ-შხუილით ეყრებოდათ
ყოველი მხრიდან
კითხვა,
კითხვა,
კითხვა-ძახილი!
მათი სათქმელი კი არაფერს არ ერგებოდა.
ის ერთადერთი შემკითხავიც - აღარ გამოჩნდა,
ანდა გამოჩნდა...

კითხვა!
კითხვა!
კითხვა-ძახილი!

ზესკნელ-ქვესკნელი,
შუასკნელი გადაკვანძული
და ნაბიჯი წინ -
- პირველი და უკანასკნელი.

ხმიანობს ქორო:

-თუ ბედისწერამ გირჩია და აგიყოლია,
ვერას გაიგებ,
გინდ აღმართს და დაღმართს ხედავდე;
გამარჯვებებით,
დიდი და მცირე გამარჯვებებით
მივა გზა შენი
საბოლოო დამარცხებამდე.

Posted by: nino darbaiseli 27 Aug 2011, 23:32
ნინო დარბაისელი

ოპუსი: ქალი - ფილთაქვა

(სოფო ღაღანიძეს)

როცა მარტო ხარ,
მიდიხარ ფეხით და
მანქანასაც ვერ აჩერებ,
თან ამ ღამეში,
ჩრდილს კი არ უნდა მოეფარო,
გამოსაჩენად უნდა დადგე და დაელოდო.

მე - მოსახვევში,
გაბარჯღული ხის ძირას ვარ.
რას ვეფარები,
წვიმამ უკვე გადაიღო,
დამძიმებული ტოტები კი წყალს ვერ აკავებს.

ტაქსი მეგონა ეს დანჯღრეული ,,ფოლქსვაგენი''.
კარი ღიაა,
თანაც - ორივე,
შიგ კი - არავინ,
ისმის ხრიწინა ჩანაწერი -
- არა ორკესტრი,
ალბათ შავი ფორტეპიანო
და ორი თითით,
ჰა-ჰა, ოთხით
ვიღაც ძველებურ ტანგოს უკრავს
და ტროტუარზე
ჩახუტებული ბებერი წყვილი
(სხვა არ ჰქვია,
ბებერი წყვილი -
- გამხდარი კაცი,
ქალისა თეთრი კოფთის მეტი არაფერი ჩანს),
კი არ ცეკვავს,
ადგილზე დგას და
ოდნავ ირწევა
და შავ ასფალტზე
ფარების შუქში არეული
ლამპიონების ყვითელი შუქი
წყალში თამაშობს,
მილივლივებს...

ღმერთო, რაღა დროს ესენია,
ღმერთო,
რაღა დროს ან ამათი,
ანდა საერთოდ,
ეს შემზარავი,
აუტანელი რომანტიკაა!
ან რას ვუდგავარ,
გუბეში რაღას ვედგაფუნები,
ქალი ვარ თუ ფილთაქვა ვარ,
ან შენ - ყელში რაღას მაწვები,
ამოსკდი ცრემლო და თან გული ამოიტანე!


Posted by: nino darbaiseli 7 Sep 2011, 00:15
ნინო დარბაისელი

თორ-ჰეირ-ჰარამ

სისულელეა,
სიგიჟეა,
ყინწვისის გზაზე,
ექსკურსანტების ჯგუფში ერთ ქალს,
რესპექტაბელურს,
მაშინ, როდესაც
ირგვლივ ყველა მხიარულია,
სულ უმიზეზოდ
უცებ ცრემლი მოერიოს
და ავტობუსის ფანჯარაში
დაჟინებით იცქირებოდეს.

ოღროჩოღროზე გაგვიჭირდა,
ბერმა აღმართზე მიმავალმა
გზა მიგვასწავლა,
დამგზავრება კი იუარა.
ბერი - ბერია!

პირ-სახეს წვერი უფარავდა,
მაგრამ ხმა,
ხმაში - ხრინწიანი,
გულის კოვზის შემტოკებელი
სითვინიერე,
უფრო ნამდვილი,
უფრო წრფელი,
ვიდრე თვალთმაქცო,
ვიდრე ფლიდო,
აუტანელო,
უგზო-უკვლოდ გადაკარგულო...
მე კი ცოცხალიც არ მეგონე,
მაგრამ ეგ ხელი სკვნილიანი?

სად - შენ, სად - ბერი!

იქნებ არაყი მომერია,
მამაკაცებმა მანდილოსნებს
სულ თითო ყლუპი
გაციებისგან დასაცავად რომ გვიწილადეს?

თითები მუდამ ნერვიულად გითამაშებდა
და მოწითალო ქარვის აცმა,
მუდამ მაჯით რომ დაატარებდი,
ჩემთვის უცნობის,
ჩემამდელის ნაჩუქარი,
მიჩვეულ ცერს რომ გიმშვიდებდა:
,,თორ-ჰეირ-ჰარამ,
თორ-ჰეირ-ჰარამ!’’
ჰო, ასე იყო:
,,თორ-ჰეირ -ჰარამ!’’

შენი ამბავი არასოდეს გამომიკითხავს.
შენი სახელიც - სამი მარცვალი,
სავსე,
თბილი,
როგორც ქარვის მიყოლებული სამი მარცვალი,
ხომ ადვილია წარმოსათქმელად,
ასე ადვილი,
მე კი არასდროს არავისთან წამომცდენია.

სიზმარი სხვაა,
ხან მოკვდავს ნახავ,
ხან მომაკვდავს,
ხანაც - მკვდარია;
ხან მოგდევს,
ხანაც თავად მისდევ და
სადაცაა, დაეწევი,
გაგეღვიძება და ძილს ვეღარ შეიტრიალებ.
იქ ჩაბრუნებას ვინ შეიძლებს,
თვითონ სიზმარი უდროო დროს თუ არ დაბრუნდა.
იცვლება ხედი,
უცვლელია ძებნა -პოვნა,
დაწევა და ვეღარდაწევა.

გზას მივუყვები უკაცრიელს
და ყელზე მადგას,
სასულეში მეჩხირება შენი სახელი,
როგორც ქარვის სამი მარცვალი.

(ნეტავი, მართლა არ ვიცოდე, სად განისვენებ)

მამა,
ძეო და
სულიწმინდავ,
შენ დამიფარე!

Posted by: nino darbaiseli 10 Sep 2011, 09:17
http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=3437



გადაცემა ,,თავისუფალი ლიტერატურა ''

თემა: გალაკტიონ ტაბიძე

დიალოგს უძღვება ნინო დარბაისელი – პოეტი, ლიტერატურათმცოდნე,
სტუმრები: თემურ შავლაძე – პოეტი, ლიტერატორი,
მარინა ყიფიანი – ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციის მცველი.
* * *
ნინო დარბაისელი

მინიმალიზმის საზღვრები ლექსში



ადრე, ძალიან ადრე, ბავშვობაში ვწერდი ლექსებს, ახლა მინიმალისტურ პოეზიას რომ უწოდებენ.
იმ ლექსებიდან ყველაზე მეტად ეს გახმაურდა:

სიკვდილი


ზეცის
მეცხრე
აივნიდან
მშობელი
გვიხმობს:
_ გეყოთ
თამაში,
ძილის დროა,
ამოდით
მაღლა!

ესეც მაშინდელია. გამოქვეყნებულიც იყო, მაგრამ სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ.

ჩაშლილი პაემანი


გულის დამასთან
ეჩქარებოდა
აგურის ვალეტს,
მაგრამ ექვსიანს
ზედ დაეცა
პიკის ...საათი.

ეს - გაცილებით გვიანდელია, 1982 წელს დაიწერა, როცა თეო შემეძინა:

გათხოვლილი ქალის ლექსი


დედი,
დედამთილო,
დაგნებდით!
ჩვილის პერანგი -
- ჩემი თეთრი ალამი.


ჩემი ბოლო, ,,სიტყვებიანი" მინიმალისტური ლექსი კი კონცეპტუალურადაც მინიმალისტური იყო, გრაფიკულადაც. ეს იყო თავისებური პოეტური ,,რედი მეიდიც" .ოთხი უმოკლესი სიტყვისგან შედგებოდა და საიდანაც არ უნდა წაგეკითხათ,ერთი და იგივე გამოდიოდა.გინდა თავიდან, გინდა-ბოლოდან, გინდა შუიდან და დედაენიდან გაღწევის შეუძლებლობაზე ,,მოთქვამდა" :


ჩაკეტილი დედაწრე!

აი ია
ია აი

ეს უკვე ნიშნავდა,რომ ჩიხს მივადექი.
თუმცა წინ კიდევ ერთი მოკლე ნაბიჯი მელოდა.
ეს ჩემი უძველესი პოეტური ექსპერიმენტიც, სათაურით ,,ბოლო" ამასთან იყოს, იმის საილუსტრაციოდ, თუ რა უკიდურესობამდე მივიდა ჩემში კრიზისი ლექსში ,,ზედმეტ" სიტყვებთან ბრძოლისა.

ბოლო

-...!
-...?

...?!
...!


1982

ამას მოჰყვა რამდენიმეწლიანი სრული პაუზა, ვიდრე ახლიდან შევბედავდი სიტყვებით დანაღმულ პოეზიის ველში.
მადლობა სიტყვებს, რომ მიმიღეს და ჩემზე შური აღარ იძიეს!

Posted by: nino darbaiseli 3 Oct 2011, 14:22
ნინო დარბაისელი

გლობუსი

სფეროსებური, ცისფერი ლამპის
დაბალი შუქი,
ოთახში - წყვილი სავარძელი
და მაგიდაზე -
მაღალ ჭიქებში - შავი ღვინო,
მისატანებლად -
- ვერცხლის ლამბაქით -
- ცოტა ყველი.

თითო გვეყოფა,
სისხლსაც უხდება,
არც დაგვამძიმებს ტანინიანი.
ყლუპ-ყლუპად ვსვამთ და
ვმასლაათობთ მთელი საათი:

შენ: - განგება და ბედი მუდამ ბურთს თამაშობენ.
მე: - ამ ორს შუა მუდამ არის თეთრი საზღვარი.

შენ: - საზღვრის თავზე ბადეც მუდამ გაჭიმულია.
მე: - რა ქნას მსაჯმა, თუ წესრიგი მუდამ ირევა,
რადგან განგება - ფრენბურთელია,
ბედი კი ფეხბურთს ეთამაშება.

შენ: - საბოლოოდ, მუდამ ფრეა.
ყველა ვიგებთ ანუ ვმარცხდებით.
მე: - გაგვიმარჯოს!
შენ: - სლონჩე ვა!

ყლუპ!
და ორივე თითქმის ერთად:
- ძილი ნებისა!

თვალდახუჭული ვეღარ ვიხსენებ,
შევინახე თუ მაგიდაზე დამრჩა ლამბაქი.

ამ სიჩუმეში რაღაც შორი
ზუზუნებს,
წუის,
ბრუნავს გლობუსი,
ორბიტაზე ბრუნავს გლობუსი,
და სხივოსანი განსაცდელი გვიახლოვდება.


-----
სლონჩე ვა - გაგვიმარჯოს (ძვ. შოტლანდიური).

Posted by: nino darbaiseli 12 Nov 2011, 10:49
ძვირფასებო! გარდა ამ თემაში მოთავსებული ტექსტებისა, ნინო დარბაისელის ლექსები, მოთხრობები თუ სამეცნიერო წერილები შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ლინკებზე:



http://literatura.lit.ge/html/index.php?page=9&author=1047


http://old.lib.ge/authors.php?222

http://urakparaki.com/?m=7&WUID=140
http://urakparaki.com/?m=7&WUID=25
http://urakparaki.com/?m=7&WUID=5967

Posted by: nino darbaiseli 1 Dec 2011, 13:42
ნინო დარბაისელი

ნაპირალი

კიდევ ცოტაც და:
- გკოცნი,
მიყვარხარ!
აბა, კარგად!

მაშინ ისეთი თამამები როდი ვიყავით,
რომ ეს სიტყვები ერთმანეთისთვის ხმამაღლა გვეთქვა,
მაგრამ დიდების მიბაძვით როცა
ჩვენც ვთამაშობდით ბაღის ეზოში ,,ბრის ილი მიაუს",
როცა ერთმანეთს ვერგებოდით,
მაინც, რა იყო ის უცნაური გა-აღ-ტაცება -
- აი, ქარი რომ ყვავილს მოწყვეტს
და მინდვრიდან შორს გააქროლებს...
არა!
შენივე ბატიფეხურის გამგებს რომ ეძებ,
იქნებ სიტყვა გამოგივიდა,
მაგრამ ქარი რომ გამოგტაცებს ფურცელს ხელიდან,
წაიღებს მაღლა,
მაღლა-მაღლა,
ტრიალ-ტრიალით,
მერე ჩიტად გადააქცევს,
შენი ამბავი რომ მიიტანოს იმ ქვეყანაში,
სადაც სახლები ბატიბუტის ცაში კიდია
და ყირამალა ჩამოზრდილ ხეებს
კევითა და შოკოლადით დახუნძლული მწვანე ტოტები
შიგ ფანჯრებში შემოუყვიათ
და უცებ დასცხებს ლიმონათის კოკისპირული,
იატაკისკენ დაიძვრება ფანჯრიდან ქაფი.
მარდად რაფაზე უნდა აძვრე,
თავაწეულმა გაჭყეპამდე ყლაპო და ყლაპო.

იქ ცხოვრობს ყველა, ვინც ოდესმე მოგნატრებია
და ყველაფერი დაკარგულიც იქ ინახება,
რაც მთავარია, იქ ცოცხლდებიან დედოფალები,
მაგრამ ჩიტები ქვავდებიან,
სეტყვად ცვივიან.

სად რა გაუვათ, დიდებზე უკეთ გრძნობენ ბავშვები.
ერთად ვერ მოვხვდით მაგიდასთან.
მეც, დრო ვიხელთე,
როცა ახალი მასწავლებელი შემოგვიყვანეს,
გადმოგიჯექი
და უჭმელობით სახელგანთქმული ფაფას ვეძგერე
და თავჩაღუნულს მიხტოდა გული,
მეწოდა ყურის ბიბილოები.
რაღას იზამდნენ,
დავიმკვიდრე ჩემი ადგილი.
პურის ყუები შენ გიყვარდა,
დესერტი - არა.

- ეს უკვე ჩემი ნაპირალია,
მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! –
- მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე.
დავლიე,
დავდგი,
შენც დალიე.
ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო,
ჩვენი ეს იყო:
იმიერიდან ერთმანეთის ნაპირალს ვსვამდით.
სხვა დროს რატომღაც გერიდებოდი.
მერე,
(არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?)
ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა
და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე,
მერე - არ ვიცი,
მერე აცივდა,
მერე ბაღში აღარ მოსულხარ,
მერე გავიგე,
რომ სხვა ბაღში გადაგიყვანეს.
მერე ზაფხული,
სკოლა,
ახალი სიყვარული,
ახლის ახალი.

იქიდან დამყვა,
ცხადშიც, სიზმარშიც
ადამიანებს და ყველაფერს,
გაღმა-გამოღმა სამყაროებს
მე ერთდროულად (ან უწესო მონაცვლეობით)
ვგრძნობდე,
მესმოდეს,
მიყვარდეს,
მძულდეს
გოგოს და ბიჭის,
ქალის და კაცის გულისყურით,
ანუ ბოლომდე ვერ გავიგო,
სად დავრჩე ანდა სად წავიდე,
როგორ წავიდე
და როგორც თითი,
მოსრიალე ცარიელი ბოკალის პირზე,
გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და
პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს,
უსასრულო წრეს ვუბრუნდები.
პირი თვალისთვის შეუმჩნევლად გაბზარულია.

შენ?

Posted by: nino darbaiseli 30 Dec 2011, 22:05
ნინო დარბაისელი

აღარ ამოვალ!


ლურჯი ,,ვიზიტკა" -
უცხო სურნელი -
უძვირფასესი ო-დე- კოლონის
და ოდნავი ნესტის ნაზავი.
თუ დაგჭირდები,
დამირეკეო.
სახეც არ მახსოვს,
მგონი, კარგად არც შემიხედავს.
არც თვითონ უთქვამს, არც მე მიკითხავს,
შენი საფლავის სიახლოვეს რამ მოიყვანა.

უკვე აცივდა,
დღეც დამოკლდა,
სიბნელეში კი არ გაირჩევა
ცოცხლების და მკვდრების ქალაქი.

უკაცრიელი,
უკაცრიელი!

საფლავზე მიწა დაწეულა.
მე რას დავძრავდი ამ ხელებით,
გადახრილ გრანიტს!
გადაყირავდა,
გადამიყოლა,
მაგრად გადავრჩი
(რა უფრო მტკივა:
მუხლი თუ მხარი?)
ეგდო მიწაზე ქვა - ყინულის წიგნად ქცეული.
ყდაზე - სურათი მოღიმარი.
ამ სურათიდან მე ჩამომჭრეს,
მხარზე რომ მედო შენი მკლავი,
მოარეტუშეს.
ორიგინალიც დამიკარგეს.

ყინული დნება მთვარის შუქზე?
დადნა,
გაწყალდა,
დაილია ყინულის წიგნი,
დასველდა მიწა
და მე მიწაში ვურევდი ხელებს
და მე ჰაერში ვურევდი ხელებს
და მე ვურევდი კბილის კაკუნით
სიტყვებს და მარცვლებს
და მარცვლებში - შორისდებულებს.

რა - დენის დარტყმა, რა - სიბნელეში უცხო შეხება!
,,ქალაქისკენ ხომ არ მოდიხართ?“
უსაფრთხოების ღვედი,
მანძილი,
დაღმართი,
სახლი,
კარი,
გმადლობთ,
ნახვამდის,
ძილი!

ნალექიანი ყავისფერია გამოღვიძება,
კვამლიანია ჩემი დილა
და ლურჯ ნაკუწებს
საფერფლეში ცეცხლი ედება.
ერთხელაც კიდევ ვუპატრონებ მანდაურობას,
მუშებს ვნახავ და საკმარისია.
ამიერიდან ნუღარც შენ მოხვალ,
ცოცხლებიც,
მკვდრებიც
და ცოცხალმკვდრებიც
თქვენს გზას ეწიეთ,
ჩემი თავი გამჭირვებია!

Posted by: nino darbaiseli 7 Jan 2012, 18:22
ნინო დარბაისელი

გაცემა


აი, ეს ო დე პარფიუმი,
უქმად რომ იდო სარკის წინ და
ჩამოტეხილ კუთხეს ფარავდა!
ეს პერანგები?!
რომელიმეს აიჩემებდი,
დანარჩენები - ისე ეკიდა.
ეს შარვლებიც სულ ახლებია.
ეს ქურთუკი კი მენანება,
როგორ გიყვარდა,
სახელოებიც, ნახე, როგორ გადაჰქექვია.
ჯერ ამ ყველაფერს ვამზეურებ,
წესი ყოფილა.
ხვალ შვილები და ძმები მოგივლენ,
ზეგ - ბიძაშვილებს ველოდებით,
მერე - მეგობრებს.
რაც აქ დარჩება,
მოხუცებულთა თავშესაფარში მიიტანეთ
ან ეკლესიის შესასვლელში ჩააბარეთო.

ახლა ნივთები:
შენი სპინინგი სათადარიგო სატყუარებით -
ვიცი, რომელ მეზობელს უნდა.
წიგნებს რა ვუყო?
ვინღა კითხულობს დღეს მილიტარულ რომანებს ანდა
ეს საქაღალდე - ელვის პრესლის სურათებით და
გაზეთებიდან ამონაჭრებით - ვიღას სჭირდება.

დგამ-ავეჯიდან:
საწოლი უკვე ზედმეტია სამეფო ზომის,
ეს შენი ძველი სავარძელიც - ოთახს კეტავდა.
თეჯირი - დარჩეს!
და ყველაფერი ორმოცამდე უნდა მოესწროს.

ნუ გამიწყრები.
ადრიდანვე ასე დამჩემდა -
როცა გულს მატკენს ახლობელი,
ცრემლს ჩავიბრუნებ,
შევცქერი და
მკვდრად მელანდება,
სასახლეს ვურჩევ ხმაგაკმედილი,
გვირგვინებს ვუწყობ,
სამგლოვიაროს ვკრებ მუსიკებს;
ლოყაზე ლოყის მოკარებით,
ან მხარზე ხელის მოთათუნებით
ვიღებ სამძიმრებს;
ამასობაში მავიწყდება, რა მაწყენინეს.
მე წინასწარვე დავისაჯე ცოდვებისათვის,
გადასატანიც წინასწარვე გადავიტანე
და რახანია,
ადათის დაცვით
ვგულცივობ და ვცივსაქმიანობ.

რა დროს ესაა!

გუგუნებს ღამე,
ყრუდ გუგუნებს;
უგზოუკვლოდ ბრუნავს ტორნადო,
ლაწალუწი გაუდით სახლებს,
ქრება სინათლე,
ყოველწამიერ გაფრთხილებებს ეჩვევა ყური,
ეჩვევა გული
და აღარც უსმენ მოხრიალე რადიომიმღებს
და ადგილიდან აღარ იძვრი,
უბრალოდ, იცდი,
რომ დარწმუნდე განთიადისას,
რაც უფრო დიდ ხეს ამოთხრის ქარი,
ორმოც მით უფრო დიდი რჩება.
და ცას ასცქერის
მიწა ძრწოლით პირდაფჩენილი.

Posted by: PET 7 Jan 2012, 18:27
კარგი ლექსებია, განსაკუთრებით "აღარ ამოვალ!" მომეწონა. smile.gif

Posted by: nino darbaiseli 7 Jan 2012, 23:40
QUOTE (PET123 @ 7 Jan 2012, 18:27 )
კარგი ლექსებია, განსაკუთრებით "აღარ ამოვალ!" მომეწონა. smile.gif

მადლობა, PET123 ძვირფასო, რომ საშობაოდ ესტუმრეთ ჩემს გვერდს. მიხარია, ლექსი რომ მოგეწონათ.
შობის მადლი და ძალი გფარავდეთ!

Posted by: PET 8 Jan 2012, 12:39
nino darbaiseli
თქვენც ასევე გილოცავთ smile.gif

Posted by: nino darbaiseli 8 Jan 2012, 15:54
ნინო დარბაისელი

ლინ ფენი

(ჩინურებიდან)

ამ უთენია
პირველი კვალი მე გავიყვანე,
ახლა კი
ნისლის ცივი ფაფის უნდოდ მყლაპავი
და კოჭებამდე ქურქში შემძვრალი
ჩემს ნაკვალევზე
მოვკრაჭუნობ
და თითო ხელით
მე ხუთლიტრიან თითო ბიდონს
მოვაქანავებ.
(რიტმს თუ ავყვები მთელი ტანით,
ეს ყველაფერი
უფრო ადვილი ასატანია).

აქ არც მთა არის,
არც ხეა სადმე,
ყვავიც არ დაფრენს,
არაფერი ჩანს,
მზერამ ზედ რომ ჩამოისვენოს.
არც ვინმე ჩემი ხმის გამგებია
და ერთადერთი ფერადი და მოძრავი ლაქა
სიმწრისაგან ვმღერი,
რომ შევაჩერო ეს ცრემლები
ლოყის მსერავი.

ნეტა მას,
ტვირთი ადგილამდე ვინც მიიტანა
და ასვენია
ახლა მშვიდად პირმოღიმარი!

აქა-იქ ბრწყინავს ალმასები უალმასესი.
შორს, სამშობლოში ზეიმია,
ჩემზეც იტყვიან,
მშვიდობით იყოს,
შობის მადლი შეეწიოსო.

,,გაივლის ესეც.
მოთმინებით უნდა აივსო!’’ -
შენს ანაბარად აქ დარჩენილს
მესმის იესო.
ვდგები,
მოვდივარ,
ისევ ბიდონებს მოვაქანავებ,
თოვლში კი, თურმე,
სისხლის წითელი ყვავილები
ხდება ყვითელი.

იესო!
მართლა სამარეა ეს არემარე,
არ ვიცი, რა მჭირს,
რას დავეძებ,
ან ვის რას ვუწვდი,
სად მე ცოდვილი,
სად - კეთილი სამარიტელი.

,,როცა პატარა სიყვარული
ფეხისწვერებზე აწეული
დიდს ეტოლება,
დიდი -
უჩუმრად მხარს დახრის და
მუხლშიც იხრება''.

Posted by: spliyvi1 2 Feb 2012, 00:32
ლაზარე

მართა მართალია.
დამთავრდა, მარიამ,
ჯვარს აცვეს იესო,
განიბნენ სხვანი
და ვიდრე განიხვნენ
კარნი ზეცათანი,
მოაწყდა ქვეყანას
გოდების ღვარი.

განბანილს ზეთით და
შესუდრულს ტილოთი,
მესმოდა, მარიამ,
როგორ დამტიროდით,
მაგრამ გარინდული
სასწაულს ველოდი,
ტიროდა იესოც,
გლოვობდა არე.
მჯეროდა, მძინარე
მკვდრეთით აღვსდგებოდი,
რაბი მიხმობდა:
“გამოვედ გარე!”

ამბობდით,
რომ აღმდგარს
დამჩემდა დუმილი,
რომ რაღაც მთავარი
დებსაც დავუმალე,
ვიყავი ცოცხალი
და ცოცხალს არ ვგავდი,
მდუმარე, მდუმარე…

მარად მოფუსფუსე
და დაუზარელი,
დამზრალი მორჩივით
ჩქამობენ დები.
მორჩილად აღვსდექი,
მეორედ ცოცხალი
მეორედ ვკვდები.

კვლავ კართან მომდგარი
ვერ გაიცნო ვერავინ,
მგზავრი თუ ეგონე,
შორისკენ მსწრაფი.
“გამოვედ, გამოვედ!” -
შენი ხმა მომესმის.
რაბი, რა ბინდია!
მოვდივარ, რაბი!

Posted by: nino darbaiseli 5 Feb 2012, 16:25
spliyvi1 ძვირფასო!

მადლობა, რომ გხსომებიათ ,,ლაზარე". smile.gif



ნინო დარბაისელი

არ დაგავიწყდეს!


ზოგჯერ
შემთხვევით
სადმე,
ხალხმრავალ ქუჩაზე ვხვდებით,
ზოგჯერაც - ვინმეს ჭირში,
ლხინში,
ერთი - თავში და
ერთი - სადღაც,
ბოლოსბოლოში;
ხან ერთი ხელისგაწვდენაზეც,
სალმისგაცვლაზეც,
დანარჩენ დროს კი
ერთმანეთისგან გამომავალი
მრუმე სინათლის ნთება-ქრობით,
ოდნავი ხმებით და
ოდნავი ვიბრაციებით
ორივე ვხვდებით:

-შინაა,
ისევ ჩანაწერს უსმენს,
აი, ღამეს თეთრად ათენებს,
თან, მგონი, ვიღაც ახალი ჰყავს,
აი, გადის უჩვეულოდ დილაადრიან...
ვაი, როგორი უცნაური სიბნელეა,
ჩქამიც არ მოდის!

სხვას რას გავიგებთ ერთმანეთისას
ამ საზიარო ყრუ კედელში
სადღაც,
თავზევით დატანებული
და დაგმანული,
გაუმჭვირვალე მინიანი,
ერთი სარკმლიდან.

და გადის დილა,
შუადღე და საღამოც გადის,
გადის ცხოვრება
ერთდროულად
ორი სხვადასხვა კარიდან და
აღარ ბრუნდება.

რა ჰქვია ამას,
ასე ყალბსა და ასე გულწრფელს,
ასე ახლობელს და შორეულს.
უბრალოდ, გეტყვი:
-მეგულები!

იყოს ლექსისთვის ეს ვერსია,
შენ კი პატარავ,
ნუ იგვიანებ,
თან
პურისა და სიგარეტის ამოყოლება
არ დაგავიწყდეს!

Posted by: nino darbaiseli 15 Feb 2012, 10:31
ნინო დარბაისელი

ჩემი ,,ნათლობა"

(ციკლიდან: მოგონებათა ნამცვრევი)

საქართველოში კაფიის დიდი ლომი პაპა ლექსო ჭინჭარაულია, იგივე ლეკოთ წიქა.
პატარა ლომი - ტრისტან მახაურია, მე - იმის გაწვრთნილი კატა.
(არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე, ჩვენს შემთხვევაში, მართლა, პირიქით იყო).
კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა, ლექციებზე ვკაფიობდით. მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე.
ჩამოვედი და ცოტა ხანში ლექსოს რძალიც გავხდი.
პირველი შეგონება, რაც ჩემი დედამთილისგან - ,,ნინო დედასგან" მივიღე, ასეთი იყო: ,,საცა შეხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო".
ხევსურულ ქუდზე კი სულ ჯვარედინად იყო ამოქარგული მკაცრი წესები: ქალმა თავისი ქმრის სახელი ხალხში არ უნდა ახსენოს , ,,შენა !" უნდა დაუძახოს, მამამთილს არ დაელაპარაკოს, იმის სკამზე არამც და არამც, არ დაჯდეს, ხალხში მოცინარი პირი არ უნდა გამოაჩინოს, ,,სირცხვილ ას!"...მოკლედ, მთელი ძველი კოდექსი, რომელსაც თავად სიკვდილამდე განუხრელად იცავდა.
აუღებელი სუფრა გვედგა. ვახუშტის თამადობით, მიხა ჭინჭარაულისა და ნანული აზიკურის ფანდურზე ნამღერით, ლელა თათარაიძის გარმონით...
ხინკალი ბარაქიანია. თუ არაყიც არ გაკლია, სამი კილო ხორცით მთელ ფშავ-ხევსურეთს, თუშეთიანად დააპურებ.ზედაც თუ ხევსურულ ერბოში ჩაჟიპჟიპებულ კეცეულებსა და მხლოვნებს აშველებ ხო, ,,ნიადე" , მთელ ქვეყანას გააძღობ...
დიასახლისი, ჰა-და ჰა, როცა სადღეგრძელებლად დაუძახებენ ან ხინკალი აქვს შესატანი, მაშინ გამოჩნდება სტუმრებთან. სუფრაზე დაჯდომა ხო - ,, წეს არ ასა" , სირცხვილია!
ჰოდა, ვხინკლაობთ და მე, როგორც ახალი პატარძალი, ვახვევ და ვახვევ წვრილ-წვრილნაოჭა ხინკლებს, რომ მულებს ტოლი არ დავუდო, თან დროდადრო ჩუმად ,,საქუჩებელს" გადავკრავთ. (ჟიპიტაურს ან არაყს ასე ეძახიან ხევსურთ ქალები).
,,ამაჰყრიან\" თუ არა ხინკლებს, დიდი, ქაფქაფა ,, ბლუდით’’ მივარბენინებ ჯერ თამადისკენ...
- ო-პა-პა-პა , რა ხინკალია, წიქავ, რა ხინკალი !- იძახიან სტუმრები.
პაპა ლექსო ღიმილით, ვითომ ურწმუნოდ იქნევს თავს, ჩემკენ ანიშნებს:
- ეე-ჰ, რაღა ხინკალი, შიგ ყველა ხელს ურევს!
- რა დრო დაგიდგათ ხევსურებს!
ხინკალში ყველა ხელს ურევს... - ვაგებებ დაუფიქრებლად.
- მოდი აქა!- მეძახის მოხარხარე ძია ვახუშტი და შუბლზე მკოცნის - ჰა, წიქავ, როგორი მოკაფიავე გამოგადგა კახის ქალი!
(ხევსურები ყველა არახევსურს ,,კახს" ეძახიან).
მე სახეზე ცეცხლი მიკიდია. გამოვდივარ და ხინკალიც კი აღარ შემაქვს სტუმრებთან. ხუმრობა საქმე ხომ არ არის. ნათლობა კი მივიღე, მაგრამ თბილისის ,,ხრუშოვკაში" დაბუდებული შატილის წესი დავარღვიე, საჯაროდ მამამთილს არათუ ხმა გავეცი, ლექსობაც გავუბედე!
სადაც მიველ, იქაური ქუდის დახურვა კი ვცადე, მაგრამ ეტყობა, ამ კახელ თავზე თავიდანვე მომიჭირა.

პაპა ლექსოსა და ძია ვახუშტის კაფიებით პაექრობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ.
ჩვენი ოჯახის უცვლელი თამადა იყო.
თავიდან ძიას ვეძახდი, მაგრამ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა , უმშვენიერესი და უსაყვარლესი მზეო რომ მოიყვანა ცოლად, საქმე მაშინ გამიჭირდა.,,ბატონო ვახუშტის" ვერ დავუძახებდი, არაბუნებრივი გამომივიდოდა ეს დისტანცირება, ვახუშტისაც ვერ ვუწოდებდი - მეტისმეტ ფამილარობად მეჩვენებოდა...
მერე თანდათან მივეჩვიე. ეს ლექსი კი გამოვუთქვი და საქალებოში ჩუმად ვიცინოდით:

ვახუშტიმ რო ცოლ შაირთო,
ყველას მისაბაძიაო,
ტანათ ფარჩა შაუკერა,
განა ჩვენებრ ძაძიაო.
შვილის კბილა ქალას უდგას.
ვინ ძიაო, რა ძიაო!
ვახო უნდა დავუძახო,
,,ხვატიტ, ბოგა რაძიაო!"


ვაჰ,დრონი,დრონი...



***

http://www.radikal.ru

ორი წლის თეოს პატარა, სათამაშო ჩოკინა მოუყვანეს, მასთან ჩახუტებულს ეძინა. პაპამ ლექსი გამოუთქვა.
ახლა თეო ოცდაათი წლისაა, შორს, ამერიკაში ცხოვრობს, გვარად აღარც ჭინჭარაულია, ქმრის გვარს - ჩეფმენს ატარებს... არ ვიცი, ახსოვს თუ არა ეს პატარა ლექსი, ალბათ შემოიხედავს და მწუხარე გული წამით მაინც გაუნათდება...

ალექსი ჭინჭარაული

თეოს ჩოკინა
- - - - - - - -

ჩივის თეოს ჩოკინა,
დიდყურა და ყროყინა:
-სად მოვძოვო ბალახი,
მინდვრები რომ მოყინა?

-ჩოკო, ჩოკო ჩანჩურა,
ჩოკო, ყურებპანტურა,
მინდორში რომ გახვიდე,
შეგჭამს მგელი ან ტურა.


http://www.radikal.ru

Posted by: nino darbaiseli 22 Feb 2012, 21:37
ნინო დარბაისელი

,,ქალია დილა, მიწა, - ქალი, საღამო, - ქალი...’’

(ეროტიკა მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში)


თანამედროვე ქართულ პოეზიაში კარგა ხნის დაწყებულია არააქტუალურად ქცეულ, ტრადიციულ პარადიგმათა რედუცირების პროცესი. სანაცვლოდ უფრო და უფრო მძლავრდება ტენდენცია ეროტიკისა და პორნო ნაკადების მოძალებისა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეროტიკა ლამის წარმმართველად იქცა, განსაკუთრებით ახალბედათა შემოქმედებაში, თუმცა ძველი თაობის არაერთმა ,,თანამედროვედყოფნის’’ მოყვარულმაც სცადა ამ პროცესისთვის ფეხის აწყობა.
ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში საკუთრივ ეროტიკისადმი მიძღვნილი ნაშრომების რაოდენობა ერთობ მწირია. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემა სამეცნიერო-კრიტიკული კუთხით აქამდე არ არის დაყენებული.
თეიმურაზ დოიაშვილი მონოგრაფიაში, ,,ორნი ერთ ნავში’’, სხვა თემებთან ერთად, ვრცელ ადგილს უთმობს ეროტიზმის პრობლემათა პროფანაციას მერაბ ღაღანიძის სამეცნიერო ნაშრომში, ხოლო მის მეორე მონოგრაფიაში ,, ანდერძი ტარიელისა’’ ერთი ავტორის - ტარიელ ჭანტურიას მაგალითზე მოცემულია ეროტიზმის გამოსახვის მისეული მეთოდის კრიტიკული ანალიზი. ამ პრობლემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თეიმურაზ დოიაშვილისავე ნაწილობრივ გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში ,,ჰერმეტული პოეტის პორტრეტი ინტერიერში’’, ამჯერად ერთი ავტორის - გივი ალხაზიშვილის შემოქმედების მაგალითზე.
ზოგადად, ეროტიკასთან დაკავშირებული ქართული ლიტერატურული ტრადიციის შესწავლის პრობლემა, ლიტმცოდნეობითი კუთხით, დაყენებულია ქეთევან ელაშვილის სპეციალურ წერილში, ,,ეროტიზმის დიაპაზონი ქართულ სიტყვაში’’, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორი, არაერთი საყურადღებო მოსაზრების მიუხედავად, არ გვთავაზობს მთავარს - ტერმინ ,,ეროტიკის’’ მისთვის მისაღებ დეფინიციას და ამის გამო გაურკვეველი რჩება, რა მიზეზით ტოვებს თვალსაწიერს მიღმა მეოცე საუკუნის არაერთ მნიშვნელოვან ავტორს (მაგ. გრ. რობაქიძეს და კ. გამსახურდიას). იფარგლება რა ქართული მწერლობის ერთი წარმომადგენლის - მიხეილ ჯავახიშვილის დასახელებით, იგი წერს: ,,საუკუნოვ ანი ტაბუირება ეროტიული თემატიკისა, რაღა თქმა უნდა, დაემჩნა ჩვენს მწერლობასაც, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის გარდა, ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე ფაქტობრივად ვერავინ გაბედა შეხებოდა ამ ერთობ სარისკო საკითხს’’.
პრობლემა ეროტიზმისა, დაყენებული ლიტმცოდნეობითი კუთხით, წამოჭრის კითხვათა წყებას: რა ადგილი და როლი ენიჭებოდა ტრადიციულად ეროტიზმს ქართულ პოეტურ რეცეფციაში, მოყოლებული ძველი მწერლობიდან დღემდე, როგორი იყო მისი ესთეტიკური თავისებურებანი, განვითარების დინამიკა, გამოსახვის ფორმები და საშუალებანი, რა მიმართებაშია ნოვაციები ამ ტრადიციასთან და ა.შ. ამ კითხვებზე საპასუხოდ კი საჭიროა ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობის კონკრეტული ნიმუშების შესწავლა.
წინასწარი ზოგადი დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ტრადიციულ ქართულ ლიტერატურულ პოეზიას ახასიათებს ეროტიკული თემებისა და მოტივების მინიშნებითი, სიმბოლურ-ალეგორიული გამოსახვა; მისი მაგისტრალური დინებისთვის უცხოა არავუალირებული ეროტიკა თვით იმგვარი ინტერკურსული მომენტებისა და სცენების გადმოცემისასაც კი, როგორიც მოცემულია დავით გურამიშვილის პოემაში ,,მხიარული ზაფხული’’ (იგულისხმება ქაცვიას ჩასახვის ეპიზოდი) და ალ. ჭავჭავაძის ,,გუთნისდედაში’’. ამასთანავე, არსებობს სატირულ-იუმორისტული _ მარგინალური ხაზი, რომელიც ლიტერატურულ სათავეს გაცილებით ადრე იღებს, მეცხრამეტე საუკუნიდან კი ძლიერდება და მეტნაკლებად ღია ფრივოლურობით ხასიათდება.
ძალზე მოკლედ გავიხსენოთ ცნება ,,ეროტიკის’’ ეტიმოლოგია და ტრადიციული მნიშვნელობა.
სიტყვა ეროტიკა მომდინარეობს სიყვარულის ღმერთის - ეროსის//ეროტის სახელიდან. ძველი ბერძნები სიყვარულის მრავალ სახეობას ცნობდნენ, (აგაპე, სტროგე, ეროსი, ლუდუსი და ა. შ.). ამ სახეობებისაგან ეროსს განასხვავებდა ის, რომ იგი ვნებას ეფუძნებოდა, პლატონური ტრადიციით კი მიიჩნეოდა განსხეულებული ტრანსცენდენტური მშვენიერებისადმი სიყვარულად.
რა განასხვავებს ეროტიკასა და პორნოგრაფიას?
ამასთან დაკავშირებით ერთ სინონიმთა თამაშზე აგებულ, მოარულ გამონათქვამს გავიხსენებ: ეროტიკაა, როცა ქალი არის შიშველი. პორნოა - როცა ქალი ტიტველია.

***
მუხრან მაჭავარიანის პოეტური სამყაროს ღირებულებით იერარქიას სათავეში სამშობლო - საქართველო უდგას. მის ჩრდილქვეშ მოქცეული სიყვარული, მით უმეტეს, ეროტიკულად შეფერილი, მკრთალადაც გამოიყურება, მაგრამ თუ ზერელე სტატისტიკას მოვიშველიებთ, პოეტს ამ თემაზე შექმნილი ან ეროტიკული შეფერილობის ნაწარმოებთა არცთუ მცირე რაოდენობა - ოთხმოცდაათამდე ლექსი აქვს. 1999 წელს გამოცემულ კრებულში ,ყოველი ტოტი და ტოტისტოტი’’ სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებულიდან თითქმის ნახევარი - ორმოცდაათამდე რჩეული ასეთი ლექსი შეუტანია.
რაკი ეს საკითხის გაშუქების პირველი ცდაა, ჩვენს საუბარს მუხრან მაჭავარიანის ლექსებზე ძირითადად მიმოხილვით-დესკრიფციული ხასიათი ექნება, ცალკეული ანალიტიკური აქცენტებით.
იმის გასააზრებლად, თუ სიყვარულის რა სახეობის აპოლოგეტია პოეტი, ანუ რა კონტექსტში თავსდება ჩვენთვის საინტერესო თემა, გავიხსენოთ მისი ადრეული ლექსი:

ქალია დილა.
მიწა, - ქალი,
საღამო, - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე,
ჩემზე უკეთ, ადიდებს დილას,
ასე მგონია:
მე რო მიყვარს,
მართმევენ იმ ქალს.(1952)

სამყაროული მშვენიერების, როგორც ფემინური საწყისის გამოვლინების გააზრება ბოლომდე გაჰყვება მუხრან მაჭავარიანის პოეზიას, რაც შეეხება კონკრეტულად ქალისადმი დამოკიდებულებას, ამგვარია:

შენი სიცოცხლე, ნაბიჯი შენი
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა,
მე მიხარია, რომ შენ არსებობ,
ვისი ხარ, ეს რა ჩემი საქმეა.

შენით თენდება, შენით ღამდება.
შენი ვარ. შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ, რაც მე გამეხარდება!
რაც მეწყნება, ისიც შენა ხარ! (1951)

მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში ქალის, როგორც მშვენიერების მიწიერი გამოვლინებისადმი პიეტეტის ტიპიური ნიმუშია ლექსი ,,თბილისი-ფასანაური’’:

შენ არც კი იცი, ვარ შენდამი რა გრძნობით სავსე:
გამოიხატვის ორი სიტყვით ეს გრძნობა ასე:
მხოლოდ იმიტომ გამოგყევი ამხელა გზაზე,
რომ შენთვის ხელი გადამესვა გაყრისას თავზე (1972)

(ამავე ხასიათისაა ლექსები: ,,უნდა იცოდე’’(1951), ,,ქალიშვილი, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა“(1952), ,,აღმოსავლეთის ტატნობი“( 1953), ,, ხარ ბედნიერი, ხარ უკვდავი’’(1954), ,,მე გამოვდივარ, დღის ბოლოა’’(1955), ,, ღრუბლებმა მზე არ ამოუშვეს ამ დილით ცაზე’’(1957), ,, ქალი?! მიყვარს, მიყვარს ქალი!’ (1958)
მუხრან მაჭავარიანის სატრფიალო ლირიკა გენეტიკურ კავშირშია სიყვარულისა და ეროტიზმის რუსთველურ გაგებასთან - ,,იგი სხვაა, სიძვა სხვაა“ - იმ ძირითადი განსხვავებით, რომ გამოცლილი აქვს იდეალისტური საფუძველი.

***
ეროტიკული შეფერილობის სცენები მ. მაჭავარიანის პოეზიაში დასაწყისიდანვე შემოდის და თან მოიყოლებს იმ ელეგანტურობასა და ამაღლებულობას, რაც შემდგომში ძირითადი მახასიათებელი გახდება ამ ტიპის ლექსებისათვის:

თავადმა ცხენიდან
ქალს თვალი მოლანდა,
ჩამოხტა,
ხეს მიაბა ცხენი.
მას კოცნა სწყუროდა
და მანდილოსანმაც
წყალივით
მიაწოდა
ხელი.
(,,პუშკინი ტფილისში“ 1949)

მ. მაჭავარიანის სატრფიალო ლირიკაში ეროტიკული მოტივი ძირითადად ერთი ან ორიოდე შტრიხით, სინტაგმით ფიქსირდება და ეს ქმნის ეროტიკულ პლანს, რომელიც ტექსტში, სხვამხრივ, ღიად ექსპლიცირებული არ იქნებოდა:

***
ნაცნობ ყვავილებს დაეძებენ პეპლები მინდვრად.
გაზაფხულია.
ქუჩაში გეძებ.
და...
მინდა,
მინდა,
მინდა,
მთელი სხეულით მინდა, -
შემხვდე!
გამექცე! (1951)

აქ ეროტიული პლანის შემქმნელია ერთადერთი სინტაგმაა - ,,მთელი სხეულით’’. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ სიტყვას ,, სხეული’’ შევცვლით სიტყვით ,,არსება“ . შედეგად ტექსტის ეროტიკული ინტენცია, კონცეფცია და სურათი სრულიად შეიცვლება.

***
ბუნების ღია სივრცეში მოქცეული, ეროტიკულად შეფერილი სცენების გადმოცემისას მ. მაჭავარიანისთვის დამახასიათებელია ჯანსაღი, რენესანსული ვიტალიზმი. ამ ვიტალურ ეროტიკულ სცენათა დიტანციური ჭვრეტისას ლირიკულ სუბიექტსა და სცენის მონაწილეთა შორის უფაქიზესი გრძნობადი ხაზები იბმება, როგორც ლექსში ,,რვა ქალიშვილი“:

გალაღებულნი დედამიწით, წვიმით, ჰაერით...
უკაცრაული პასუხია:
ატეხილები...
ხელების ქნევით,
ნაკადულის გიჟმაჟ სიცილით
შემომეყარა შარაგზაზე რვა ქალიშვილი.

და
მკერდში უცებ
გალხვა გული,
გალხვა და ტანში
მიმომეფანტა
ტფილ,
მხიარულ ნაკადულებად.

გარიჟრაჟია ეს წკრიალა სიცილი მათი.
მოთამაშობენ შარაგზაზე ქალიშვილები.
ყანაში თოხებს აჩერებენ ბრგე ტანის ვაჟნი,
მიჰქრის ყანისკენ შარაგზიდან სიო ხალისის.(1952)

ამგვარივე ნიმუშია ლექსი ,,ტანით გრძნობენ’’:

კაცობრიობას თავისობას რაც უფიქრია,
(გულაღმა როცა წოლილა მაშინ)-
თოვლის ფიფქებად
ის ფიქრები
ეშვება ციდან, -
უჩქამოდ, -
როგორც,-
თავის დროზე - ასულან ცაში...

და . –
ახლა, -
გუნდებს აკეთებენ ბიჭები მისგან,
- და
ტანით გრძნობენ
გოგონები
ბიჭების ფიქრებს. (1965)

თუ როგორია უჩვეულო, კამერულ, ყოფით-ეროტიკულ სიტუაციაში მოქცეული ლირიკული სუბიექტის ხედვა და განცდები მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში, წარმოდგენას გვიქმნის 1965 წელს შექმნილ ლექსთა წყება:


ჰხურს და ჩახჩახებს
მზესავით ჯაზი.
ტოროლასავით
დამისკუპდა
დილა
მაჯაზე.

და ვიღიმები,
ვიგინები და ვიმუქრები.
ძუძუებივით ანათებენ
თეთრი მუხლები.


ეროტიკული სიგნალი - მოკლე კაბა, რომლიდანაც მუხლები მოსჩანს, გადადის ლექსიდან ლექსში:

ძალიან მოკლე აცვია კაბა.
მესაუბრება.
ხალხია ირგვლივ.
ვუსმენ.
ვუღიმი.
გამექცა ფიქრი
საუბრის იქით
ფიქრი როა - იმ ფიქრის იქით.

ამის შემდგომ ლირიკული სუბიექტი მზერას არიდებს ქალს და სხვა, თითქოს განყენებულ ობიექტზე ფიქსირდება:

დგას მაგიდაზე შავი ლუდი -
მაღალი ჭიქით.

მაგრამ თუ ფინალისთვის შერჩეულ ამ კადრს ფსიქოანალიტიკური თვალთახედვით მიუდგება მკითხველი, თან ყურადღებას მიაქცევს მჭიდრო ევფონიურ კავშირს სიტყვებს შორის: ლუდი - ლედი (ამ პოეტურ სიტუაციიაში მონაწილე მეორე პერსონაჟის - ქალის სინონიმი, აღმატებულობის ნიშნით) სავარაუდოდ, დეკოდირების ასეთი პერსპექტივა გამოჩნდება - ლირიკული სუბიექტისგან ერთი ხელის გაწვდენაზე დგას სასურველი ქალი, რომლისადმი წყურვილსაც იგი სოციალური პირობითობის ძალით თოკავს.
ამავე წყებას მიეკუთვნება ლექსები: ,,და ისევ ღამეს ხვრეპენ ფინჯნებით,“, ,,ირგვლივ ბევრია სხეული უცხო’’ და სხვ.
ლირიკული სუბიექტის დეცენტრაციის პირობებში, ეროტიკულად შეფერილი სცენების გადმოცემა მ. მაჭავარიანის ლექსებში დისტანცირებული, პაროდიული ხედვით ხდება:

კარგია, კაცი აივანზე ნებივრად იჯდე
და გაჰყურებდე: მზე ქუჩაში იღვრება როგორ.
ხედავდე ბიჭებს (თუ ქალი ხარ), ახოვან ბიჭებს,
ხედავდე გოგოს (თუ კაცი ხარ), ხორციან გოგოს!
(,, აივანზეა მეუღლითურთ პანტელეიმონ’’ 1954)

ამგვარსავე ვითარებას გვიჩვენებს კლდიაშვილისეული სევდიანი იუმორით გაჯერებული სტრიქონები სხვა, უსათაურო ლექსიდან:
***
სახლ-კარი აზნოურშვილის,
- ახლა კანტორა კოლხოზის,
სიმინდებიდან გამოსვლა
ათქვირებული გოგოსი.
მწვანე ყანაში, ქა-იქ -
შეღვრილი ყანა ოქროსი.
სოფელში კინოს მოტანა
და კლუბთან ხალხის ხორხოცი. (1959)

დისტანციური ხედვით არის გადმოცემული ზნეობისაგან თავისუფალი სასიყვარულო ურთიერთობის (მ.მაჭავარიანის მიხედვით, სიძვის, მეძაობის) თემაც:

შუაღამისას, - საათი რომ დარეკავს თორმეტს:
ბიჭები როცა გადაკრულში არიან ხოლმე;
სახლში შემოჰყავთ საიდანღაც დიაცი სიძვის
და
სიგარეტი
საფერფლეზე
თავისით
იწვის.

შუაღამისას,
ქუჩა როცა შავად კრიალებს,
ვითომ ტრამვაის უცდის როცა დიაცი რუსის...
ქუჩაში, როცა უხმაუროდ გაისრიალებს
უკანასკნელი ტროლეიბუსი.
(,,შუაღამისას’’ -1959)

ბოლო წლების პოეზიაში, ფრივოლურად შეფერილი ეროტიკული სურათების დისტანციური ხედვით გამოსახვისას, მუხრან მაჭავარიანის მანერა გაცილებით მკვეთრი ირონიულ-პაროდიული მონასმებით ხასიათდება:

დანაყრებული იფშვნეტს ბუზი ფეხებს უკანას.
ხაშლამისაში ოხშივარში ყვინთავს დუქანი.
კბეჩენ თვალებით მოახლისას ლოთნი უკანალს.(,,დუქანში“’ (1995):


მაგრამ ლექსების მნიშვნელოვან ნაწილში, როგორც წესი, კვლავ შენარჩუნებულია ხერხი - მსუბუქი პუანტი - მზერის არიდება სწორედ იმ მომენტში, როცა პოეტური სიტუაცია, სცენა თითქოს მზადაა, უხამსობაში გადაიზარდოს :

წამოდღლარძულა ბანოვანი სილაზე ცხელზე.
თოლია თვალით, ციდან ზღვაში საკბილოს ეძებს.
იჭერენ ჭრელი ეროვნების ბიჭები თევზებს.
მზე ზღვაში ჩადის,
ჩანს,
ხმელეთი მოიალერსა.(1995)

ასეთია სიძვა-მეძაობასთან დაკავშირებულ ლექსთა ძირითადი ფონი, რომელზეც გამოიკვეთება სახე ხანშიშესული ქალისა. ამ ქალისადმი პოეტის ადამიანური თანალმობაც აშკარად საცნაურია:

დამინაოჭა კაეშანმა უეცრად შუბლი,-
კახეთის გზაზე ,,ვოლგით“ ,, ვოლგას’’
რომ გავუქროლეთ;
მძიმეა ერთობ, - ქალი როცა ბერდება ტურფა!-
მეძავი თუა,-
მაშინ უფრორე! (1972)


***
მუხრან მაჭავარიანის პოეტური სტილი თითქმის უარს ამბობს მეტაფორულობასა და მეტონიმიურობაზე. იგი ძირითადად ეპითეტსა და შედარებას სჯერდება. ამას ორგანულად ერთვის არქაიზმები, დიალექტიზმები და ქართული ენის ბუნებრივი კანონების სიღრმისეული ცოდნით შექმნილი ნეოლოგიზმები, ზეპირმეტყველებითი - ყოფით-სასაუბრო თუ ზეაწეული რიტორიკული ფრაზეოლოგია. რეალური სათქმელის, კონტექსტის ვუალირებისათვის, რაც საბჭოურ პერიოდში მისი მკვეთრი ჟღერადობის ქართული პატრიოტული ლირიკის დამკვიდრებისთვის იყო საჭირო, იგი არცთუ იშვიათად მოიხმობს სათაურის პოეტიკას, ყოველივე ამის შერწყმით კი იქმნება მისი გამორჩეული პოეტური ინტონაცია.
ცნობილია ერთი ტენდენცია: პოეტები, ვისთვისაც ეროტიკა არ არის წამყვანი თემა ან მოტივი, მისი დამუშავებისას ცვლიან ხოლმე ჩვეული პოეტური დისკურსის ხასიათს. ამ მხრივ მ. მაჭავარიანი თავისი გამორჩეული პოეტური სტილის ერთგული რჩება. თუმცა მაინც შეიძლება საუბარი რამდენიმე თავისებურებაზე.
მისი სატრფიალო-ეროტიკული ლირიკისათვის ნიშნეულია ტაქტილურ და სენსორულ პლანთა გამოვლენა ერთი სინტაგმით, მაქსიმუმ, ერთი ფრაზით.
ეროტიკულ - ფრივოლურად შეფერილ ლექსთა შორის, ფორმის მხრივ, საყურადღებოა ,,თანამეინახე დიაცისადმი გაგზავნილი ბარათი’’

ქალი,-
შენსავით აღმძვრელი მადის, -
არ შემხვედრია დღემდე...
შუახნის კაცის მოისხი მადლი!-
მენდე! (1971)

ეს მცირე, ლაპიდარული ტექსტი ინტონაციისა და ზმნის დროთა თამაშზეა აგებული. ზმნების ,,მენდე‘’ და ,,მოისხი’’ ფორმათა წყალობით ჩნდება შესაძლებლობა, ლირიკული სუბიექტის ინტენცია ინტერპრეტირებული იქნეს ორგვარად: როგორც რეზიუმირება წარსულში მომხდარისა, ან როგორც პერსპექტივა თუ სამომავლო შეთავაზება.
ლექსში ,,პანაშვიდი’’ ერთი ელეგანტური მონასმით იქმნება თავისებურად ოქსიუმორონული სიტუაცია - მწუხარებაში მსუბუქად გამომჭვირვალი ეროტიზმი:

მდუმარებაა.
ეშხსა ჰმატებს პირქუშ პანაშვიდს
ქვრივი კაბაში, -
შავში, -
მაგრამ...
სიფრიფანაში. (1992)

ლექსში ,,ელიზავეტა გიორგევნა’’ ეროტიკული მოტივი ნიკოლოზ ბარათაშვილის ეროტიკული ლექსის - ,, საყურის’’ ალუზიით შემოდის:

ვიღაც მხატვრისას აკვირდება კედელზე სურათს.
ხედავს:
გრძელწვერა მალაკნებსა და დუხაბორებს...
ეთამაშება აჩრდილს თვისას ოქროს საყურე.
დიაცი -
ფიქრიანი
პაპიროსს
აბოლებს. (1959)

ერთი დეტალიც: ქალის მიერ თუთუნის ბოლება, როგორც ეროტიკული სიგნალი, ცნობილია ქართული პოეზიისთვის, გავიხსენოთ ი. გრიშაშვილის ,,გლარჯის მილი’’. არ არის გამორიცხული, რომ ეს დეტალი მისი ალუზიაც იყოს.
იუმორით აღბეჭდილი ეროტიული სიტუაციების გადმოცემისას მ. მაჭავარიანი მიმართავს სიტყვათა მნიშვნელობებით და სიტუაციით კომბინირებულ თამაშსაც:

წარმომადგენლები თეთრი სხეულების -
მოკლე კაბებიდან გამოქცეულები -
უხმოდ მიყურებენ მუხლები
სკამებიდან.

საგნისთვის არადამახასიათებელი ნიშნის, თვისების აპრიორულად მიწერა და შემდგომ მისი გაუქმება ,,უხმოდ მიყურებენ მუხლები“, სიტყვის ოდნავი დერივაციის წყალობით შექმნილი ბისემანტურობის ეფექტი (წარმომადგენელი - წარმომდგენი, მაჩვენებელი), ოფიციალური და ინტიმური პლანების - შეუთავსებლის პირობითი, იუმორისტული შეთავსება, ის ხერხებია, რომელსაც პოეტი ასეთ შემთხვევებში მიმართავს. ხოლო რითმათა რესემანტიზაციაზე, ეკვივოკურობაზე და ა.შ დაფუძნებული თამაშები, რომელიც ლიტერატურულ სათავეს ძირითადად აკაკის შემოქმედებიდან იღებს და ძალზე გავრცელებულია თანამედროვე ეროტიკულ კონვენციურ ლექსშიც, მუხრან მაჭავარიანის - არაერთი ოკაზიონური, უნიკალური რითმის ავტორის - ეროტიკულ ლექსებში პრაქტიკულად არ გვხვდება.


***
მ. მაჭავარიანისთვის, როგორც მისი ბეჭდურად გამოქვეყნებული პოეზიის ნიმუშები გვიჩვენებს, ეროტიკის გამოსახვისას არ არის ნიშნეული ჭარბი ფრივოლურობა. ამ გარემოების გათვალსწინებით, ერთ დამაფიქრებელ ფაქტზე მინდა შევაჩერო ყურადღება.
თვალნათლივია, რომ ქართულ საზოგადოებაში მომძლავრებული ეროვნული ნიჰილიზმის გამო პატრიოტულმა თემატიკამ ტრადიციული აქტუალობა დაკარგა. შესაბამისად, მუხრან მაჭავარიანის პატრიოტული ლირიკაც დღესდღეობით ვერ არის ჯეროვნად პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდა ინტერნეტ-მკითხველებში მაინც. მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, სანაცვლოდ, უაღრესად პოპულარულია ერთი ლექსი, რომელიც მუხრან მაჭავარიანის სახელით ფართოდ არის გავრცელებული ინტერნეტით - ,,თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ’’. ინტერნეტის ერთ-ერთი საძიებო სისტემის ,,გუგლის’’ მონაცემებით, ლექსი, რომელიც ამ სიტყვებით იწყება, დაახლოებით რვაასჯერ არის ,,ციტირებული“ და ზოგ კერძო ბლოგსა თუ ლიტერატურულ და არალიტერატურულ საიტებზე მკითხველთა ამ ტიპის, აღფრთოვანებული მინაწერებიც ახლავს: ,,მუხრანი - ადამიანი მითი, ადამიანი - ლეგენდა“, ან ,,ქართული ეროტიკის მეფე მუხრანი!“. (დავაზუსტებ. შემთხვევათა მცირე ნაწილში ეს ლექსი უავტოროდაც დევს, ერთი-ორგან კი მ. ლებანიძესაც მიეწერება):

თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ,
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია,
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცევას,
სხვა უკეთესი რა გიგემია ?!
თუ თბილ თითებით თმას არ უფურჩქნი,
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია,
თუ ფეხებამდე ქალს არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!
თუ არ გაათევ თბილ ღამეს თეთრად,
თუ ჭირში სული არ გაგძვრენია,
ბროლივით სხეულს თუ არ გალოკავ,
სხვა უკეთესი რა გიგემია?!...
და ა.შ.

მდარე შინაარსობრივი მხარე, ყოფითი და ფსევდოპოეტური მეტყველების კლიშეები, მოუქნელ ფრაზებით სავსე სტრიქონები, შეკოწიწებული რეფრენით და ,,გაწყობილი“ პრიმიტიული რითმებით (გიკბენია/გიგემია/ გაგძვრენია)... ღრმა შედარებითი ანალიზი არ არის საჭირო იმის დასასაბუთებლად, რომ ეს ტექსტი არ შეიძლება ეკუთვნოდეს მუხრან მაჭავარიანს. საკმარისია გავიხსენოთ მისი სტრიქონები, სადაც ქალის მკერდი ოდენ ეროტიკული სიგნალია:

ძუძუებივით
ზვინებს მზეზე აფიცხებს კალო;
ჭახჭახებს შაშვი,
ტირიფებში ჩუხჩუხებს წყარო. (1954)

აქ ერთ მხარეს მდარე ფაბრიკაციაა, მეორე მხარეს კი თავშეკავებულად გამოსახული ეროტიკული მოტივი.
ქართველი მკითხველი ახალთაობის ინტერესის დაქვეითება პატრიოტული ლირიკისადმი მაინც დროებითი მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. შორს არ არის დრო, როდესაც მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება ახალი მკითხველის წინაშე წარსდგება არა მიწერილი ფსევდო-ღირსებით, არამედ მთელი თავისი მაღალი ესთეტიკური ღირებულებით.


Posted by: nino darbaiseli 27 Feb 2012, 00:16
ნინო დარბაისელი


ჰეროსტრატე

1.
ძუკნა ხარ-მეთქი, არტემიდა,
გესმის? - ძუკნა ხარ!
აი, ეს თეთრი ტაძარია შენი სხეული,
ჭაობში დგახარ და
,,ბრეკე-კე-კე კუაქს, კუაქს!“ –
- დღითა და ღამით
გომბეშოები არიან შენი ქურუმები
და ეს ძუ კატა,
გაზაფხულობით
ყოველ ნაბიჯზე რომ ეგლისება ქალაქის ხვადებს,
დაბრუნებული
მარმარილოს ცივ იატაკზე
კნუტებით სავსე მუცელს ძლივს რომ მიეზიდება,
შენზე ათასჯერ მართალი და ზნეკეთილია.
ყველა ტაძარში ეგულება საკბილო კატას.
ალბათ თაგვების სუნი იკრა,
მაგრამ ნახტომი ვერ მოზომა,
აუსხლტა თათი და კრეტსაბმელში გაიხლართა…
კრეტსაბმელმა კი აიტაცა ჩირაღდნის ალი,
ავარდა ცეცხლი და უცხო ქსოვილს,
ჰაეროვანს
ვნებით აუყვა,
უწია კედლებს,
აიხვია ბოლქვებში ჭერი.

შეხედე, კატას, არტემიდა, შეხედე კატას! –
როგორ აწყდება საგნებს და კედლებს,
გზას ვეღარ იგნებს მოქნილ კუდზე ალმოდებული,
სასოწარკვეთით ენაცვლება კნავილს ჩხავილი.

და ჰა, ხანძარი!
მობურბურე ლოკავს კედლებს და
ლოკავს სვეტებს და
ლოკავს იატაკს.
მწყურვალეს როგორ უგუგუნებს
ეს დაკლაკნილი,
მშრალი ენებით სავსე ხახა.
ეცემა თაღი!

იცოდეს ცეცხლმა თავისი საქმე!
არავის ვუხმობ ამ შუაღამით,
არც გავიქცევი,
ვიდგები დოინჯშემოყრილი,
გაქვავებული.
თვალდახუჭულმა ვიცი შენი ყველა კუნჭული,
მაგრამ დაგმანულ კარს ოდნავაც არ შევეხები.

ღმერთების ხელში გაციებული,
გაქვავებული ცეცხლია ოქრო.
გახურდეს,
დადნეს,
დადუღდეს მთელი საგანძური
და კარქვეშიდან იწანწკარონ
მდნარი ოქროს ნაკადულებმა,
იდინონ უხვმა წყაროებმა,
გამოიყოლონ
მხურვალებისგან დამსკდარი ლალი,
ალმასები,
ძოწ-მარგალიტი,
გამოიყოლონ ყველა ვნება!

2.
არ დამკლებია ჭაბუკობიდან სატრფო-მეტრფენი,
მაგრამ შენ გარდა ვინმე ქალი განა მყოლია?
სად არ ვიომე,
სიკვდილს სად არ გავეთამაშე,
გამარჯვებულთა გვერდით ვმდგარვარ
სისხლშეუმშრალი,
დაჭრილიც ვეგდე
იქ, სადაც ვეღარ გაირჩევა
მტერ-მოყვარე და ცოცხალ-მკვდარი
და რას ვეწიე?
რა მივიღე ერთგულებისთვის?
დღეს ვინმე მიცნობს?
ახსოვს ვინმე ჩემი სახელი? .

,, -ეზო დაგავე, მოხუცო, და
წყალიც მოზიდე,
დაჩეხე შეშა,
შეუკეთე!
მიმსვლელ-მომსვლელებს გაერიდე
და შენს სოროში შეიყუჟე!"
და როგორია,
შეიკავო სასულეზე მოწოლილი ხველება და
მკერდის ხრიალი.
სასთუმლად - ერთი მოკიდება სელის ტომარა,
გვერდს იბრუნებ და
ჩრჩილის პეპლების გამოჭმულიდან
ცვივა დახრული მარცვლეული,
ბეჭქვეშ გედება.

ცხადს ვერ ვერევი,
ჩემი ხილვების სამეფოს კი მარტო განვაგებ.
... სად არ ეხეტე,
კარზე რამდენჯერ მომადექი, შემიფარეო,
როგორ დაგიხვდი,
საბრძანისი როგორ მოგირთე
და სარეცელიც
ერთად რამდენჯერ გავიზიარეთ!
ერთი რამ გთხოვე -
- უკვდავება,
არა იმიტომ, რომ
სოფელი არ მეთმობოდა.
მინდოდა, უტყვად მემსახურა სამარადისოდ,
ესეც გებევრა, არტემიდა?
რისი შესმენა!
პასუხის ღირსიც არ გამხადე,
მარიდე თვალი.
იქნებ სიტყვები დამიწუნე
შენ, კეთილხმოვან ლოცვებსა და ჰიმნებს ნაჩვევმა.
მეომარი ვარ,
მეომრისთვის კი
დროულად თქმული სიმართლეა
ლამაზი სიტყვა.

იცი, რა არის სინამდვილე?
რაა ცხოვრება?
როგორ იშვება წმინდა კვამლი,
ამოღწეული შენს სიფრიფანა ნესტოებამდე?
დამწვარი ძვლების სუნი გიგრძნია?
იცი, როგორ ყარს სამსხვერპლოზე
ცეცხლმოდებული შენი უხვი შესაწირავი?
და როცა კვამლი ამოაღწევს, დაიმახსოვრე,
მე უთვისტომომ,
უარაფრომ
შენთვის გავიღე
ქვეყნად ყველაზე დიდი მსხვერპლი -
შენი სხეული -
- ქვადქცეული.

.3.
თავს უშველეო,
ვინ დამყვირის შეძრწუნებული?
ცეცხლის ფრთაც მირტყამს,
მერეკება გასასვლელისკენ,
მაგრამ ჯერ კატა!
ვიხდი ფლასებს,
მივდევ ტიტველი,
ფლასით ცეცხლს ვგუდავ
და კატით ხელში გამოვრბივარ,
რა გადაარჩენს,
წყარომდე თუ ვერ მივუსწარი...

გაჩუმდა კატა!
გადაეხსნება ალბათ
კნუტებით სავსე მუცელი,
მაგრამ ხამს,
გმირებს დაცემულებს და მათ მონაგარს
კვლავ ღირსეულად პატრონობდეს მხედართმთავარი.
და ვინ ვის ომში იღუპება,
ვინ ვისთვის
ანდა რისთვის იბრძვის
და სად მარცხდება,
რად მარცხდება,
სინამდვილეში
არასოდეს არავინ იცის.

მერე დავდგები ბექობზე და ცქერით დავტკბები,
რა დიდებულად ინაცრება და ცამტვერდება
ცეცხლით ყოველი,
რაც შექმნილა იმავე ცეცხლით.

4.
ის დროა, როცა ერთი პირი წყალსაც კი ჩასთვლემს.
თურმე როგორი სიჩუმეა ყველა ხმაურში!
სასაცილოა,
როცა ღმერთიც კი განსაცდელშია,
გაბანგულივით რა აძინებთ ადამიანებს.
ან ქურუმებს რა ემართებათ!

დილაადრიან,
როცა ეოსი გამურულ ზეცას
ალერსიანად შეეხება ძოწის თითებით,
მოქალაქენი შემიპყრობენ.
რაა წამება ან სიკვდილი,
არ მედარდება.
ვეტყვი ამაყად, რომ გადასწვდეს საუკუნეებს:
დიახ, ეს მე ვარ,
ჰეროსტრატე - გმირი მებრძოლი!
დიახ, მე დავწვი!

და დილის ნამი ამიბრწყინდება მეფურ გვირგვინად
და შეირხევა ჩემი ნისლის შესამოსელი.
კიდევ ცოტაც და,
მოკვდავთა ხელით უკვდავებას შევეგებები.

ო, არტემიდა,
შემოიხსნიან თვალ-მარგალიტს დიდებულები,
ბოლო ლუკმასაც გაიღებენ მოქალაქენი,
მხედართმთავარნი შენ წინაშე დაყრიან ალაფს,
და აგიგებენ ახალ ტაძარს
უფრო მშვენიერს,
ბევრიც კრძალონ და ბევრიც მალონ,
რას გახდებიან!
შენ ჩემთან ერთად გახსენებენ მარად და მარად,
ჩვენი გზები კი აქ იყრება.
ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავს ვეუღლები.
მშვიდობით დარჩი!

ბრალი იმისი, ვინც ამაღამ დაიბადება
და დასაპყრობად მთელ დედამიწას იპატარავებს.

Posted by: nino darbaiseli 29 Feb 2012, 02:29
ძვირფასებო! ამ ნომერში , გარდა ჩემი ლექსებისა, არაერთი საინტერესო რამ არის დაბეჭდილი. დღეს გამოსულა.

Posted by: nino darbaiseli 10 Mar 2012, 00:45
ეს დღეს ჩემმა ძმისშვილნა, ნია-ნინო დარბაისელმა გადამიღო. ავტვირთე , შევხედე და ვთქვი: რას ვიზამთ! აი, ასეთი სევდიანი ხდება ქალის ღიმილი, როცა ორმოცდაათს გადააბიჯებს.


http://www.radikal.ru

Posted by: nino darbaiseli 12 Jul 2012, 13:11
ნინო დარბაისელი

ტირილი - არათემატური, ამეთვისტური

ადგილი - ჩემთან.
დრო - დღეს საღამოს.
დრეს კოდი - რამე თავისუფალი.

არ დაიშვება,
ვისაც ცხოვრება
მწიფე მდოგვივით
ან დაპნეული პილპილივით
ცხვირში არ ურტყამს -
- არ ეტირება,
თუმცა,
რატომაც არ დაიშვება!

ყველა - თავისას.

ვიწყებთ ცალ-ცალკე ანდა ერთად,
როცა ყელში მოგვაწვება,
როცა ხორხი ჩაგვეხერგება,
ან სხვას ავყვებით.

დასაშვებია სულის მოთქმა,
თემის გაცვლა,
ანდა გამოცვლა,
შიგადაშიგ - გახუმრება,
პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა,
უცხო უბეში თავის ჩარგვაც,
ქანცგაწყვეტილზე
ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.

მერე - თავიდან.
მთავარია - ხავილამდე,
ხმის ჩახშობამდე,
გულის დაცლამდე
და ცერზე დაპირქვავებამდე.

წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.

დამშვიდობებას ნურც ეცდებით,
უბრალოდ, წადით,
დაივიწყეთ, ვინ - ვინ იყო,
ვინ - ვინ არ იყო,
ვინ - რაზე - როგორ
და დაიხსომეთ ოქროს წესი:
როგორც ბანკირი თავის კლიენტს -
- ამიერიდან გარეთ ერთმანეთს
თავის დაკვრითაც არ ვესალმებით.
არც ერთი-ერთზე დარჩენას ვცდილობთ.

იქ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით,
ერთი გზის პირად
ერთი პატარა სასახლეა,
იმ სასახლეში
ერთი ქვა-რკინა შეიჯახუნებს ოთახის კარს,
სიმარტოვეში კედლებს,
კარადებს წაუშენს მუშტებს,
ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან
დაფეთებული
გამრავლებული ორეულები...

(როგორ იელვა!
მიწის ძირამდე ჩაიკლაკნა!
და მერე დასცხო!)

ის კი ეცემა მოცელვით სკამზე
და ხელისგულთა ბალიშებს იკბენს
და როცა სუნთქვა გაეხსნება,
წყვილი პეშვის ზიარჭურჭლიდან
დაიგემოვნებს ამეთვისტოებს
და ლოყაზე ჩამოგორებულ ბოლო მარცვლებს რომ
ენის წვერით ეთამაშება,
თვალებს მოჭუტავს მონაცვლეობით
და გეგონება, კიდეც იღიმის,
ან იქნებ მართლა ეღიმება.

გამოგეტირე.

Posted by: nino darbaiseli 7 Sep 2012, 10:25
მკითხველი მალე მიიღებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის” სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს ,,გალაკტიონოლოგია VI”.
ჟურნალ ,, ჩვენი მწერლობის'' დღევანდელ, მე-18 ნომერში ამ კრებულის ანონსის სახით გამოქვეყნებულია ფრაგმენტი ნინო დარბაისელის ვრცელი კრიტიკული წერილიდან ,,Qui pro quo", რომელიც ეხება ზაზა შათირიშვილის წიგნს ,, გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა'' .

Posted by: nino darbaiseli 9 Sep 2012, 23:50
ნინო დარბაისელი

Qui pro quo


2004 წელს გამოვიდა ზაზა შათირიშვილის მონოგრაფია `გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა~. ამ დაახლოებით ორასგვერდიანი გამოცემის გარეკანის ბოლო გვერდზე ვკითხულობთ:
`ზაზა შათირიშვილის წიგნი, გამორჩეული – კონცეპტუალური სიახლით, დახუნძლული _ მოულოდნელი (ანდა მოსალოდნელი) მიგნებებით, შთამბეჭდავი – კონტექსტური თვალსაწიერით, ზუსტი – მეთოდოლოგიური გააზრებით, სანდო – დასკვნებითა და განზოგადებებით, ასახავს არა მარტო თანამედროვე ლიტერატურულ კვლევათა გაფართოებულ შესაძლებლობებს, არამედ წარმოადგენს ტექსტის ანალიზის ნიმუშს, შესრულებულს აზრობრივი დამუხტულობითა და სრულყოფილი ფორმით, და ეს წიგნი – არა ოდენ თანადროულ მკვლევართათვის, და არა ოდენ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შემსწავლელთათვის – კიდევ დიდხანს გამოდგება ნიმუშად~ (მერაბ ღაღანიძე).
როცა წიგნს ამგვარი ზეაღმტაცი წარდგინება ახლავს, მიმნდობი მკითხველი კი, მოწადინების მიუხედავად, ბევრს ვერაფერს გაუგებს, კითხვას მიატოვებს, ვერგაგებას თავს დააბრალებს და კიდევ უფრო ირწმუნებს ცნობადი რეკომენდატორის ქება-დიდებას.
მაინც რას წარმოადგენს ეს წიგნი? გადათვალიერებით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება ასეთია: მონოგრაფიას, გარდა შენიშვნებისა და ბიბლიოგრაფიისა, ერთვის საკუთარ სახელთა, გალაკტიონის პოეზიის რჩეული ინვარიანტული ხატებისა და მოტივების, აგრეთვე _ ცნებათა საძიებლები. ეს ყოველივე, როგორც მოგვიანებით, წიგნის კითხვისას გამოჩნდება, ნაკლულოვანი კი არის, მაგრამ დასაწყისისთვის ნაშრომს მაინც სოლიდურ იერს ანიჭებს. წინათქმაც, ერთი შეხედვით, შთამბეჭდავია: რა და რა მეთოდი და მიდგომა არ არის მასში მოხსენიებული! ახლა ავტორებს არ იკითხავთ?! მაგრამ პირველი ეჭვიც სწორედ აქედან იბადება: როცა ერთ მცირე მონოგრაფიაში წამოჭრილია ამდენი სხვადასხვა დონისა და სპეციფიკის საკითხი, მოხმობილია ამდენი განსხვავებული მეთოდი, ხომ არ არის ეს ნიშანი იმისა, რომ მკვლევარმა ან პრობლემა/პრობლემები ვერ დააყენა მართებულად, ან მეთოდი ვერ მიუსადაგა _ ერთი სიტყვით, ვერ შეძლო, სწორად განესაზღვრა კვლევის სტრატეგია...
ამ ეჭვს საფუძვლიანად აძლიერებს წინათქმაშივე დაფიქსირებული ფაქტი:
`რიფატერის თანახმად, ჰიპოგრამა შემდეგნაირად განიმარტება:~ _ წერს ზ. შათირიშვილი და ამ სიტყვებს მოსდევს მოზრდილი ინგლისურენოვანი ტექსტი _ ყოველგვარი თარგმანის ან ახსნის გარეშე. მკვლევარი ციტირებულ ტექსტში ერთგან ქართულად ერთვება, მხოლოდ იმის სათქმელად, რომ `(კურსივი ავტორისაა _ ზ.შ.)~, თითქოს ამ ნიუანსის გარდა, სხვა ყველაფერი უკვე ცხადი შეიქნა. ქართველი მკითხველი, რომელსაც სულაც არ მოეთხოვება ინგლისური ენის იმ დონეზე ცოდნა, რომ უთარგმნელად გაიგოს, რისი თარგმნაც თავად წიგნის ავტორს გასჭირვებია, ალბათ, წიგნის ბოლოში დართულ შენიშვნებს მიაშურებს, იმედით, იქნებ ტექნიკური ხარვეზი გაიპარა _ ციტატას განმმარტავი შენიშვნის ნომერი არ ეთითებაო. იქ კი _ არაფერია!
სამაგიეროდ, შენიშვნებში იგივე ქართველი მკითხველი ასეთ რამეს წააწყდება: ,,mise en abyme ესაა~ _ და აქაც კვლავ ,,განმმარტავი~ მოზრდილი ინგლისურენოვანი ტექსტი, ციტირებული პრინსის ,,ნარატოლოგიის ლექსიკონიდან~, თუმცა ეს შემთხვევა მაინც განსხვავებულია. თუ მკითხველი გამოკვლევაში ამ შენიშვნის შესაბამის ტექსტს მოიძიებს, თავში ,,რუსთაველის რეცეფცია ქართულ კულტურაში~ ასეთ რამეს წაიკითხავს: `პოემა მშვიდობის წიგნი მოგვითხრობს `მშვიდობის წიგნის~ დაკარგვისა და დაბრუნების შესახებ: mise en abyme-ს35 მეშვეობით აქ ზღვრული სახითაა გამოხატული მეტანარატიულობა და მეტატექსტუალობა~.
წაიკითხავს და დარწმუნდება, რომ ამჯერად ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა ავტორის მიერ მოხმობილი `რიტორიკული~ ხრიკი _ ტექსტის სამშვენისად უადგილოდ გამოყენებული უცნობი mise en abyme-ს კიდევ უფრო უცნობით `ახსნა~.
მაინც რას ნიშნავს ამგვარი ბურუსით შემოსილი ტერმინი _ mise en abyme?
ფრანგული წარმოშობის ეს ცნება, რომელიც სათავეებით ჰერალდიკას უკავშირდება და ძირითადი გაგებით გერბში ჩახატულ პატარა გერბს აღნიშნავდა, სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნების სხვადასხვა დარგში გავრცელებული ხერხი – ე.წ. `მატროშკას პრინციპი~: ამბავი _ ამბავში, სიზმარი – სიზმარში, ფილმი – ფილმში და ა.შ. ამ ხერხს უძველესი დროიდან იცნობს მსოფლიო და ჩვენი მშობლიური ლიტერატურაც, _ მაგალითად, სულხან–საბას `წიგნი სიბრძნე სიცრუისა~, _ მაგრამ საკუთრივ გალაკტიონის `მშვიდობის წიგნი~ მის ნიმუშად ვერაფრით გამოდგება. ამ პოემის `ვეფხისტყაოსანთან~ კავშირი ღიად ინტერტექსტუალურია, თავად კონცეპტი _ `მშვიდობის წიგნი~ კი `ვეფხისტყაოსნისგან~ დაშორებული, უცხოური ლიტერატურულ-კულტურული სივრციდან მომდინარეობს. ეს გარემოება ნაწარმოებს, რომლის გმირთა მეტყველება, ლექსიკა და ფრაზეოლოგია პოეტის მშობლიური – იმერული დიალექტით არის შეფერილი, არა მხოლოდ ნაციონალურ, არამედ გაცილებით ფართო _ გლობალურ ინტერტექსტუალურ კავშირებში რთავს.
წვალობს ჩვენი წარმოსახული გულმოდგინე მკითხველი, ვიდრე წიგნს საფუძვლიანად ჩაუჯდებოდეს, ამასობაში კი, თურმე, ჩვენს სამეცნიერო საზოგადოებაში _ მეტადრე, აკადემიურ წრეებში რა ხდება:
`დროთა განმავლობაში ზაზა შათირიშვილის წიგნის _ `გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკის~ _ მნიშვნელობა, ალბათ, ემოციური დამოკიდებულებიდან უფრო მეტად რაციონალურში გადაიზარდა, _ ანუ იმ საკითხების გააზრებასა და შეფასებაში, რაც ამ ნაშრომშია განხილული. და ეს იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ, რომ წიგნის გამო-ქვეყნებამდე, პერიოდულ გამოცემებში სტატიების სახით დაბეჭდილი ნაშრომის ფრაგმენტები აკადემიურ წრეებში ერთგვარ გაოგნებას თუ დაბნეულობას იწვევდა. შესაძლოა, წლების წინ იმავე აკადემიური წრეებისთვის უჩვეულო იყო თანამედროვე ლიტერატურისმცოდნეობითი ლექსიკით თავისუფალი ოპერირება, ან იქნებ უცნაური ეჩვენებოდათ გლობალური პერსპექტივიდან დანახული საკითხები და მათი მასშტაბური ანალიზი. ამ თვალსაზრისით, იქნებ ზაზა შათირიშვილის „გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა~ ამბოხად თუ არა, ერთგვარ რევოლუციად მაინც მივიჩნიოთ ქართულ ლიტერატურისმცოდნეობაში~ - წერს გაგა ლომიძე 2009 წელს მისდამი მიძღვნილ წერილში ,,ინტერტექსტუალური ანუ გლობალისტური კრიტიკა“.
იმ დროს, როცა ამ წიგნის ფრაგმენტები აკადემიურ წრეებში, თურმე, ჯერ კიდევ ,,ერთგვარ გაოგნებას თუ დაბნეულობას იწვევდა~, ლიტერატურული კონკურსის _ `საბას~ ჟიური სულაც არ დაიბნა: ელვის უსწრაფესად აუღო ალღო, _ კიდეც წაიკითხა, კიდეც გაიგო! _ და ,,წლის საუკეთესო კრიტიკული ნაშრომის~ პრემიაც მიანიჭა.
ვნახოთ, რა ნაყოფი მოაქვს ამ `ერთგვარ რევოლუციას~ კონკრეტულად გალაკტიონოლოგიისათვის – ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი მეცნიერების დარგისთვის, რომ-ლის ფუნდამენტურ პრობლემათა შესწავლა თანამედროვე დასავლური ლიტერატურულ-თეორიული აზროვნების მონაპოვართა გათვალისწინებით, მართლაც, საჭიროა.


* * *
საკვლევი საკითხების შესახებ არსებულ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურას ზ. შათირიშვილი რომ არ იცნობს ან არ სცნობს, ამის დანახვა თანდართული ბიბლიოგრაფიისა და პირთა საძიებლის გადათვალიერებითაც ადვილია. თავისთავად, ამაში კარგი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, მინდა, სწორედ ამ მიზეზით ავხსნა და პლაგიატად არ მოვიხსენიო.
წიგნში ავტორს პრობლემები _ `გალაკტიონი და ბრიუსოვი~ და `გალაკტიონი და ბლოკი~ ცალკე ქვეთავებად გამოუყვია და შესაბამისადაც დაუსათაურებია. ამ მიმართულებებით საკვლევი გალაკტიონოლოგიაში მცირე როდია, მაგრამ აქ 10-დან მთელი 7(!) გვერდი ქართული და რუსული პოეტური ტექსტების სრულ ციტირებას ეთმობა!
რამდენად მნიშვნელოვანი, ახალი და, ამავე დროს, მკითხველისათვის გამაოგნებელი უნდა იყოს აღმოჩენა, რომ მკვლევარმა ლამის მთელი სათქმელი მხოლოდ თვალსაჩინოდ წარმოდგენილ ფაქტს მიანდოს, თავად კი `პირველაღმომჩენის~ ღირსებით ესღა აუწყოს მკითხველს:
`დავიწყებთ ერთი კურიოზული ფაქტით: გალაკტიონის თორმეტტომეულის მე-7 ტომში `დაუმთავრებელი ლექსების~ რუბრიკით (ტაბიძე გ. 1966-75, ტ.7, 151-152) დაბეჭდილია შემდეგი ტექსტი (ამას მოსდევს ერთგვერდიანი ქართული ტექსტი _ ნ.დ.). ეს ტექსტი სხვა არაფერია, თუ არა ალექსანდრ ბლოკის ქრესტომათიული ლექსის Пушкинскому дому–ს დაუმუშავებელი თარგმანი. თვალსაჩინოებისთვის მოგვყავს ბლოკის შედევრის სრული ტექსტი~.... ამას მოსდევს ერთგვერდიანი სრული რუსული ტექსტი.
სინამდვილეში, ზ. შათირიშვილის წიგნის გამოცემამდე ზუსტად ოცდაათი წლით ადრე, პოეტის თხზულებათა თორმეტტომეულის მეშვიდე ტომის ლამის გამოცემისთანავე ეს ფაქტი ირაკლი კენჭოშვილმა უკვე აღმოაჩინა და მალევე გამოცემულ საკუთარ გალაკტიონოლოგიურ წიგნშიც შეიტანა:
,,1934 წელს მას უთარგმნია ბლოკის ლექსი ,,პუშკინის სახლს~ (1921). გ. ტაბიძის თხზულებათა თორმეტტომეულის მეშვიდე ტომში (1972, გვ. 15) ეს ლექსი შეცდომით არის წარმოდგენილი პოეტის ორიგინალურ, `დაუმთავრებელ~ ლექსთა შორის. გალაკტიონისეული თარგმანი საკმაოდ ახლოს არის დედანთან. სანიმუშოდ მოგვაქვს დედნისა და თარგმანის პირველი და ბოლო სტროფები~.
ახლა ზ. შათირიშვილის მეორე ,,აღმოჩენაც~ ვნახოთ _ მის წიგნში იმგვარადვე რეპრეზენტირებული, როგორც უკვე განხილული შემთხვევა:
,,ამავე კრებულშია მოთავსებული ლექსი ვილანელი, რომელიც როგორც თემატურ-მოტივურად, ისე სათაურითა და სტროფიკით აშკარა ინტერტექსტუალურ კავშირშია ბრიუსოვის ამავე სახელწოდების ლექსთან~.
აქ მართლაც არის ერთი დიდი სიახლე!
გასულ საუკუნეში ჩვენში ტერმინები ინტერტექსტი და ინტერტექსტუალური, გასაგები მიზეზების გამო, შემოსული არ იყო და ამგვარ შემთხვევებში მკვლევარები სხვანაირად, მაგალითად, ასე წერდნენ:
,,ვფიქრობთ, ბრიუსოვის ვილანელა ,,Все это было сон мгновенный~ წარმოადგენს იმ ნიმუშს, რომლის მიხედვითაც გ. ტაბიძემ შექმნა ლექსი ,,ვილანელი~ – ამ სალექსო ფორმის პირველი ნიმუში ქართულ პოეზიაში... ბრიუსოვის ვილანელას გალაკტიონისეული ჰგავს თემითა და რეფრენით _ ,,ყოველივე ქარია და ჩვენება~, არსებითად კი დამოუკიდებელი და დახვეწილი ლექსია~ ... ისევ კენჭოშვილი!
ცნობისათვის: ზ. შათირიშვილს არც ბიბლიოგრაფიაში, არც საკუთარ სახელთა საძიებელში საერთოდ დასახელებული არა ჰყავს ირაკლი კენჭოშვილი _ მკვლევარი, რომლის შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მონოგრაფიაში განხილული საკითხების გაშუქებას ეძღვნება და რომელიც, თითქმის ნახევარი საუკუნეა, იღვწის გალაკტიონის შემოქმედების დასავლური ლიტერატურათმცოდნეობითი თვალთახედვით გაშუქებისა და დასავლურ ლიტერატურულ-კულტურულ კონტექსტში ჩართვისათვის, ანუ მისი წინამორბედია.…მაგრამ ზ.შათირიშვილს, როგორც წიგნში არაერთგან ჩანს, სწორედ იმ ქართველ ავტორთა მიმართ სჭირს ღრმა გულმავიწყობა, ვისი ნაშრომებითაც ყველაზე მეტად სარგებლობს. მას ,,ავიწყდება~ ისიც, რომ ნებისმიერი პრობლემის შესწავლას მეცნიერებაში აქვს განვითარების დიდი თუ მცირე ისტორია, რომელსაც მკვლევარი უნდა იცნობდეს. თუ იგი დამკვიდრებულ აზრს არ იზიარებს, ვალდებულია, საკუთარი, ახალი თუ განსხვავებული იდეა, პოზიცია დამაჯერებლად დაასაბუთოს. მაგალითად, იმისათვის, რომ გალაკტიონის შემოქმედება და პიროვნება ნაუცბათევად, ჰაიჰარად გაცნობილ ჰაროლდ ბლუმის ფროიდისტულ ,,მამაშვილობის~ მოდელს მოარგოს, ზ. შათირიშვილს ჰაერივით სჭირდება, რომ გ. ტაბიძე შემოქმედების პირველ პერიოდში გამოიყვანოს აკაკის ეპიგონად, მაგრამ რა უყოს რეალობას, რომელიც ამ სურვილსა თუ ახირებას მეტისმეტად ,,უძალიანდება~?
პრობლემის შესწავლის დინამიკა ძალზე მოკლედ ასეთია: ადრეულ სტადიაზე გალაკტიონის შემოქმედების პირველი პერიოდის შესახებ არსებობდა აზრი, რომ იგი ,,შეგირდობის ხანას~ წარმოადგენდა (რ. თვარაძე), რომ ეს იყო ,,სტილური სიჭრელით~ აღბეჭდილი ,,დიფუზიური პოეზია~ (თ. ჩხენკელი), რომ ამ პერიოდში გალაკტიონი ძირითადად ბარათაშვილის წყობის ,,სევდის პოეტად~ გვევლინება (ა. ხინთიბიძე) და ა.შ., გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში კი თეიმურაზ დოიაშვილის გამოკვლევაში ,,გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან~ საკითხი ამგვარად იქნა დაყენებული:
,,გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკა (1908-1914წ.წ.) მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი კი არ არის პოეტისათვის, როგორც ამას ჩვეულებრივ აღნიშნავენ, არამედ განსაკუთრებული ეტაპია მისი შემოქმედებისა.… თავისი პირველი წიგნის მიხედვით, გალაკტიონი გარკვეული მსოფლაღქმისა და სტილის დასრულებული პოეტია~.
შემდგომმა კვლევებმა, მართლაც, გამოავლინა ამ პერიოდის რეალური მნიშვნელობა და მრავალფეროვნება. მაგალითად, ზ. შათირიშვილის მიერ ტაბუდადებული ავტორი ი. კენჭოშვილი მიიჩნევს, რომ: ,,გალაკტიონ ტაბიძის პირველი პერიოდის ლირიკაში გარკვეულწილად შესუსტებულია კავშირი უშუალო წარსულის პოეტიკასთან, მათ შორის _ ,,შინაარსთანაც~ [...] შენარჩუნებულია მხოლოდ რომანტიკული ელემენტები, მაგრამ ამასთანავე ჯერ კიდევ ძლიერია კავშირი ნეორომანტიზმთან. [...] შეხება ,,ახალ პოეზიასთან~ ყველაზე ნათლად და თვალსაჩინოდ ბალმონტიზმის (აქ ედგარ პოუც იგულისხმება) სახით არის გამოხატული~.
ამ საკითხის ფუნდამენტურ გაშუქებას ეძღვნება თ. დოიაშვილის გამოკვლევა ,,გზა ,,არტისტული ყვავილებისაკენ~, რომელიც, დაწყებული 2001 წლიდან, სამჯერ გამოქვეყნდა. დღესდღეობით დამაჯერებლად დასაბუთებულია, რომ ,,დიდი პოეტური რეფორმის წინარე პერიოდს არ შეიძლება ისტორიულ-ლიტერატურული პროცესის ზედაპირული აღქმის გამო ,,შეგირდობის~ იარლიყი მოვაწებოთ (ხაზი ჩემია – ნ.დ.). რეალურად, ეს იყო ეროვნულ და უცხო ზოგად-პოეტურ ტრადიციებთან ურთიერთობის გარკვევის – ძიების, უარყოფისა და სიახლეთა ათვისების – ურთულესი პროცესი, რომელმაც გალაკტიონი უნივერსალური პოეზიის ევროკულტურულ მაგისტრალზე გაიყვანა~ (თ. დოიაშვილი).
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, რა საბუთი აქვს ზ.შათირიშვილს იმის სამტკიცებლად, თითქოს გალაკტიონ ტაბიძე შემოქმედების პირველ პერიოდში, ანუ აკაკის გარ-დაცვალებამდე მისი ეპიგონი იყო? არ შველის ამ ახირებას თ. სანიკიძის ,,გალაკტიონ ტაბიძის ენის ლექსიკონიდან~ გადმოწერილი ნაირ-ნაირი ციტატების დახვავება და ბუქის დაყენება; არც წინარე მკვლევართა აზრის ,,მივიწყება~ და, მობოდიშებასავით, გამოკვლევის ბოლოს, კომენტარებში საერთო ადგილის მიჩენა. განსხვავებულ თვალსაზრისს და-საბუთება, თანაც კარგი დასაბუთება სჭირდება, მაგრამ ეს რომ ობიექტურად, რეალური სურათის გამო, შეუძლებელია?! სად არის გამოსავალი? სად და _ ასეთ რიტორიკულ აბრუ-ნდში: საკმარისია, ამ პერიოდის ლექსებიდან მკითხველი საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები, ვითომც გაკვრით, ერთი ხელის მოსმით დაამცირო და დაუყოვნებლივ სხვა ,,მნიშვნელოვან~ საკითხებზე გადაიტანო ყურადღება, რომ ილუზორული შედეგიც არ დააყოვნებს. მაგალითად ასე:
,,არტისტულ ყვავილებამდე~ გალაკტიონი უშვებდა მედიაციის გარკვეულ ფორმებს და ქმნიდა მედიატორულ ფიგურებს. შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე ადრეული კიჩი მისი პირველი 1914 წლის კრებულიდან – გურიის მთებს, მე და ღამე, მესაფლავე – სადაც მეეტლე, მესაფლავე და ღამე ფლობენ მედიაცურ სიბრძნეს საიდუმლო ცოდნის, საღი აზრის თუ სწორი მიმართულების სახით~.
რა მაღალი პილოტაჟია: თან – მედიაციური სიბრძნეებიო, თან _ კიჩიო!
კიჩის ბუნების გათვალისწინებით, სხვა რა უნდა ვთქვათ: აფერუმ ქართველ მასობრივ მკითხველ-მომხმარებელს, რომ გასული საუკუნიდან დღემდე, თურმე, გალაკტიონის ამ ლექსებში სულ მედიაციურ-მედიატორულ სიბრძნეებს დასწაფებია, კიჩის სახელით!
თანამედროვე, პოსტმოდერნისტული ეპოქის ესთეტიკური ხედვით, კიჩი, იქნებ, ზოგჯერ კომპლიმენტიც კია, მაგრამ მკვლევარს ძალზე მწირი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაზე, არამედ ზოგადად _ გასული საუკუნის ათი-ოციანი წლების ლიტერატურის კონტექსტზე და თვით ტერმინ კიჩზეც, რომ, როგორც იტყვიან, ,,უკანა რიცხვით მიაწეროს~ ამ ქმნილებებს კიჩობა; ან იმდენად უნდა ეფამილარულებოდეს გალაკტიონსა და თავის მკითხველებსაც, რომ აქ სლენგის მნიშვნელობით იყენებდეს ამ სიტყვას. გავიხსენოთ: ლექსში ,,მერი~ პოეტი თავის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებას ასახელებს და ორივე ზ. შათირიშვილისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, კიჩი ყოფილა: ,,ან ,,მესაფლავეს~ რისთვის ვმღეროდი, /ან ვინ ისმენდა ჩემს ,,მე და ღამეს~. (აქ ,,გურიის მთები~ რომ არ ,,დაგვეჩაგროს~, იმასაც აღვნიშნავ, რომ ,,მერის~ მოგვიანო პუბლიკაციებში ,,მესაფლავეს~ ნაცვლად იკითხება ,,გურიის მთებს~).
ლექსის ,,მე და ღამე~ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ცოტა როდი თქმულა და დაწერილა, მაგრამ საკვლევი და სათქმელი კიდევ ბევრია. ჩვენ რამდენიმე ავტორის აზრი გავიხსენოთ: მაგალითად, ა. ხინთიბიძე მას მაღალი ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევს და კიდეც ასაბუთებს, რომ ,,ქართული ლექსის განახლებისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის 1913 წელს ჟურნალ ,,ოქროს ვერძის~ მეოთხე ნომერში გამოქვეყნებული ,,მე და ღამე~; ამავე ლექსის გამო რ. თვარაძე წერს: ,,აქ დასრულდა მეცხრამეტე საუკუნის ხელწერა და შეიქმნა ახალი ეპოქის ,,სული ობოლი~; ი. კენჭოშვილის აზრით, ,,მე და ღამე~-ს საიდუმლოს ესთეტიკა ერთგვარი მიახლოვებაა მოვლენათა არსის გამოხატვის შეუძლებლობის სიმბოლისტურ იდეასთან“.
ზ. შათირიშვილს ეს აზრები ხსენებად და გათვალისწინებადაც არ უღირს. დასჭირდა, ლექსისთვის ეწოდებინა ,,კიჩი~? – უწოდა და მორჩა!
მაგრამ ეს რიტორიკული აბრუნდი მაინც მკრთალად გამოიყურება ლოგიკური ჩიხიდან თავდასაღწევად მოხმობილი ამგვარი უკიდეგანო ,,მეცნიერული ეგზალტაციის~ ფონზე:
,,გალაკტიონი წარმოადგენს ქართული (და არა მხოლოდ ქართული) ლიტერატურის (და არა მხოლოდ ლიტერატურის) ერთადერთ უნიკალურ სხეულს (,,როგორც ერთია ქვეყანა მთელი...~) – ერთადერთ ტექსტს – ყველა სხვა ტექსტი არის მხოლოდ მისი მოდუსი. ე. ი. თუ შესაძლებელია ქართული ლიტერატურა, მაშინ შეუძლებელია გალაკტიონი, ხოლო თუ შესაძლებელია გალაკტიონი, მაშინ შეუძლებელია სხვა დანარჩენი ლიტერატურა (გავიხსენოთ ცნობილი მითოლოგიური გადმოცემა მეორე პოეტის შესახებ, სადაც პირველიც და უკანასკნელიც – ალფა და ომეგა – გალაკტიონია, ე.ი. იგი ისევე აღიწერება, როგორც აპოკალიფსის ქრისტე). მაშასადამე, თუ აკაკის სიკვდილის შემდეგ გალაკტიონი იქცა ,,ძლიერ პოეტად~, 1927 წლის კრებულის გამოსვლიდან მოყოლებული და, განსაკუთრებით 50/60-იან წლებში, ის ხდება ,,ერთადერთი პოეტი~ _ ,,მეორე რუსთაველი~.
ამ ერთ ფრაგმენტში იმდენი ნონსენსია შერწყმული, მათ გამოცალკევებასა და ანალიზს ცალკე წერილი არ ეყოფა და, როგორც ილია იტყოდა, ,,მთქმელიც ტყუილად მოცდება და მსმენელიცა~.
ასეთ წიაღსვლებს თუ გულისხმობდა მ. ღაღანიძე, როცა გვპირდებოდა, ეს წიგნი – არა ოდენ თანადროულ მკვლევართათვის, და არა ოდენ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შემსწავლელთათვის – კიდევ დიდხანს გამოდგება ნიმუშადო?!
`და არა ოდენო~ _ რამხელა სტილური თანხვედრაა ავტორისა და ავტორიტეტად შერაცხული მისი რეკომენდატორის ტექსტებს შორის. ნუთუ ასეთი გადამდები სენია ,,მეცნიერული ეგზალტაცია~...


* * *
რაკი ცნობადმა რეკომენდატორმა ამ წიგნს ტექსტის ანალიზის ნიმუში უწოდა, ვნახოთ, რამდენად სანდოა ეს ანალიზი.
ეძიებს რა ,,არტისტულ ყვავილებში~ აკაკის, როგორც დაღუპული მამის კვალს, ზ.შათირიშვილი მიმართავს ლექსს `ჭიანურები~, რომელშიც გარკვევით არის ნათქვამი:

ხშირად ვიგონებ ვერლენს,
როგორც დაღუპულ მამას.


იგი წერს:
,,მოცემული ტექსტი მკვეთრი ,,მონტაჟური ბმების~ მეშვეობით იგება, რაც აძნელებს ინტერპრეტაციას. მაგრამ მოხმობილი მასალა საშუალებას იძლევა გავშიფროთ ერთი ასეთი მკვეთრი ბმა. ამ ხატამდე ერთი სტროფის ზევით ჭიანურებში შემდეგი სურათი გვაქვს: ,,განა მეხუთე სართულს / განა მეათე მთვარეს / უხმო, მჭვარტლიან სანთელს / გადავავლებდი თვალებს?” მიუხედავად იმისა, რომ აქ სანთელი, ერთი შეხედვით, სავსებით ,,რეალისტურად~ შემოდის ტექსტში, ცხადი ხდება, თუ რატომ იგონებს სტროფის გამოტოვებით ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას, ლირიკული გმირი. ამ უკანასკნელი ხატის (დაღუპული მამა) პროვოცირება სწორედ ,,უხმო~ სანთელმა მოახდინა~.
შენიშვნა, რომელიც მონოგრაფიის ამ ფრაგმენტს უკავშირდება, ,,აზუსტებს~: ,,შეადარე აკაკის ლანდში: ,,არ მოგვაკლებს...…… შუქს უსიტყვოს /... პოეტის... მაღლით ანთება~ ე.ი. პოეტი, როგორც სანთელი~.
ყველაფერი თითქოს მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს _ სინამდვილეს არ შეეფერება. არასრული ციტირების გამოყენებით ზ. შათირიშვილი მკითხველს უმალავს, რომ ლექსში ,,აკაკის ლანდი~ არსადაა ნახსენები ,,პოეტი, როგორც სანთელი~. რეალურად მგოსნის ლანდს სანთელი/სანთლები ხელში უჭირავს და ,,ჩუმად / დაღლილ სანთლებით მოდის / მწუხარე ლანდი… მაღალი ლანდი~, გალაკტიონს კი სჯერა:

ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი
დავიწყებული ხატის მახლობლად.


იმაში გასარკვევად, თუ სათავისოდ როგორ ცვლის ტექსტს, როგორ ,,ასხვაფერებს~ ფაქტებს მონოგრაფიის ავტორი, მოვიყვანოთ მის მიერ ,,გაანალიზებული~ კიდევ ერთი სტროფი ,,ჭიანურებისა~, რომელიც უცვლელად მეორდება ,,არტისტულ ყვავილებსა~ და ყველა სხვა გამოცემაში:

განა მეხუთე სართულს,
განა მეათე მთვარეს,
უხმო, მჭვარტლიან სანთელს
გადავალევდი თვალებს?


მაშასადამე, ლირიკული სუბიექტი ამბობს (ვიღაცას მიმართავს), განა შენს ლოდინში უხმო, მჭვარტლიან სანთელს თვალებს გადავალევდიო. ხომ ძალზე წააგავს ჟღერადობით ეს ორი სიტყვა: გადავალევდი და გადავავლებდი? ხომ შესაძლებელია, რომ მონოგრაფიაში კორექტურა გაპარულიყო და ასე გაჩენილიყო შათირიშვილთან ,,გადავავლებდი~? ცხადია, შეიძლებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ავტორს თავისი ,,თეორიისთვის~ ძალიან სურს და სჭირდება, აქ დაინახოს აკაკი-პოეტი, როგორც სანთელი, ეს კი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ ხატს მოითხოვს. ამის გამო ჩნდება წინააღმდეგობა: როგორც კი დავუშვებთ, რომ ეს პოეტი-სანთელი არა მხოლოდ უხმოა (როგორც შათირიშვილმა წარმოგვიდგინა), არამედ მჭვარტლიანიც (როგორც ეს მკვლევარმა ,,მიგვავიწყა~ თუ მიგვიჩუმათა ციტირების შემდგომი მსჯელობისას) და თანაც ლექსში ,,სანთლისადმი~ ლირიკული სუბიექტის (და შესაბამისად – გალაკტიონის) დამოკიდებულება სულაც არ არის იმგვარად ამაღლებული (,,გადავალევდი თვალებს~), როგორც ავტორის ლოგიკა მოიხდენდა, _ ეს ხუხულასავით დაშლის მთელს ნაწვალებ კონცეფციას! _ სწორედ ამის გამო, ნეგატიური ,,გადავალევდი~ თვითნებურად იცვლება სასურველი სიტყვით ,,გადავავლებდი~, მთელი მსჯელობა კი შემპარავ ევფემისტურ იერს იღებს: ,,აქ სანთელი, ერთი შეხედვით, სავსებით ,,რეალისტურად~ შემოდის ტექსტშიო~. იქნებ ვცდები და ასე არ წერია? მაშინ გამოდის, რომ შათირიშვილის გაგებითა და ნება-სურვილით, ,,სავსებით ,,რეალისტურად~ აკაკი გალაკტიონისათვის... ,,მჭვარტლიანი სანთელი~ (!) ყოფილა.


* * *
ზ. შათირიშვილი, რომელიც ჰ. ბლუმის, რ. ბარტისა და სხვათა გამოცდილებაზე დაყრდნობით თითქოს გზასაც იგნებს თავისივე ნება-სურვილით შექმნილ სააზროვნო უღ-რანში, ვერა და ვეღარ ინარჩუნებს საკვლევი ობიექტისადმი დისტანციასა და წონასწორობას. მისი მუდმივი ძალადობების მოგერიებით გადაღლილი კვლევის ობიექტი _ გალაკტიონის პოეტური ტექსტი კი, სადაც მოიხელთებს, შურს იძიებს მკვლევარზე _ თამაშობს მისით, როგორც იტყვიან, ,,თამაშობს, ანუ ისვენებს!~
აი ასე:
,,მაშასადამე, გალაკტიონი ერთდროულად ფლობს და ვერ ფლობს თავისი საკუთარი უნიკალურობის ერთადერთ ნიშანს, რომელიც სიმბოლიზებულია გრაფემა ,,~-ს მეშვეობით. სახელი გალატიონი, მთელი მისი უნიკალური და ერთადერთი სხეული მოთავსებულია იმ სივრცეში, რომელსაც ქმნის კ/ქ. კ მიუთითებს ფუნდამენტურ ,,ნალულობასა~ და ,,უმარობაზე~, რომელიც ამასთანავე პოზიტიურად მნის გალატიონს გალატიონისაგან. -ს წაშლა და გადაწერა, -ს მიერ მისი ჩანაცვლება უნდა წავიითხოთ, როგორც კონტატის შეუძლებლობა, როგორც მვდარი მამის ტოპოსში შესვლა, როგორც ფრთების მოვეცა, როგორც სივდილი.
ამიტომაც, როგორც საართველო, მოვალეა, რომ ნატრობდეს-სთან, როგორც გალატიონთან, მეგობრობას უფრო მხურვალედ, ვინემ ის (ე.ი. გალატიონი) საართველოსთან.
ამიტომაც მას სულაც არა აქვს ნარი მერდს მიდებული, ისე, როგორც უნდა. ამიტომაც, ბოლოს და ბოლოს, აი შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მვდარი მამის სახელი~ (ხაზგასმა ზ. შათირიშვილისაა).
ვის და რას ენდოს ამის წამკითხველი? – ზ. შათირიშვილს თუ გ. ტაბიძის საარქივო მასალებით არაერთგზის დადასტურებულ ჯიუტ ფაქტს, რომ აკაკის გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც პოეტის სახელი ორივე ფორმით გვხვდება, თან გ. ტაბიძისავე ხელით ნაწერი? ცხადია, გალაკტიონს საკუთარი სახელის უფრო გამორჩეული _ გაევროპულებული ფორმა უჯობდა -გრაფემიანს, რომელიც საქართველოში ბევრს შეიძლება რქმეოდა... (აქ ხელი გამირბის, ზემოთ ციტირებულიდან გადმოდებული ინერციით, სიტყვაში _ ,,რქმეოდა~ ქ გავამუქო). …განა ამავე მოტივით, სამწერლო ასპარეზზე იმ პერიოდში გამოსულ მის თანამოკალმეთაგან პავლე _ პაოლო არ გახდა? ტიტე _ ტიციანი? ნიკოლოზი – ნიკოლო? მეორეNნიკოლოზი, იგივე კოლია – კოლაუ? (სხვათა შორის, იმ დროს ცნობილი ექიმის _ გალაქტიონ ნადირაძის ძე) და ა.შ.? მათგან განსხვავებით, გ. ტაბიძეს საკუთარ სახელში არავითარი(!) ცვლილება არ შეუტანია. Uუბრალოდ, უკვე არსებული სახელის ორი პარალელური ვარიანტიდან ლიტერატურულ ასპარეზზე გასულ ადამიანს რომელიღაც ხომ უნდა ამოერჩია. ამოირჩია უფრო მშობ-ლიური – კ-გრაფემიანი, რადგან, როგორც თავადვე წერს, დედა და შინაურები ასე მიმართავდნენ, თანაც _ ნაკლებად გავრცელებული იყო. პოეტის ჩანაწერებში ამგვარი ფრაზაც არის დაცული: ,,რატომ დამსაჯეს ასე – არაქართული სახელი დამარქვეს~.
აღსანიშნავია, რომ პოეტის ხელით გალატიონი აწერია მის არქივში დაცულ ოცდაათიანი წლების ერთ ოფიციალურ დოკუმენტსაც.
დავუშვათ, ზ. შათირიშვილს თავისი ძალადობრივი კვლევითი სტრატეგიის განუხრელი დაცვით დავერწმუნებინეთ, რომ სახელში ,,გალაკტიონი~ კ გრაფემა აკაკის, როგორც დაღუპული მამის ნიშანია, რადგან ა.წერეთელს სრულიად გამორჩეული ადგილი ჰქონდა ახალგაზრდა პოეტის არსებაში. არის კი ეს ,,მოულოდნელი (ანდა მოსალოდნელი) მიგნება~ რაიმე არსებითი ნიშნით ახალი და ღირებული გალაკტიონოლოგიაში? განა გ. ტაბიძეს ან ვინმე სხვას როდესმე, რაიმე მოტივით უცდია ამის დაფარვა? ნუთუ იმისთვის დაიხარჯა უცხოური თეორიული წყაროებიდან მოზიდული ეს ვეებერთელა მეთოდური არსენალი, რომ ხელთ შეგვრჩენოდა ერთი მაგალითი დასავლური კულტურული სივრციდან სახელდახელოდ იმპორტირებული მეთოდების ქართულ ნიადაგზე აპრობაციისათვის მეცნიერული ძალ-ღონის არაპროპორციული ხარჯვისა, ანუ, როგორც ეს მკვლევარი იტყოდა, ,,პოტლაჩისა~.
თუმცა, სინამდვილეში, საქმე ამაზე ცუდადაა!
არსებობს ურყევი ფაქტი, რომელიც მთლიანად აუქმებს ზ.შათირიშვილის ნაჯახირევ კონცეფციას და აზრს უკარგავს ყველა შემდგომი საფეხურის მსჯელობებსა და დასკვნებს, რომელსაც ეს კონცეფცია საფუძვლად ედება: აკაკის გარდაცვალებამდე, ანუ 1915 წლამდე გამოიცა გალაკტიონის პირველი პოეტური კრებული, რომელმაც 1914 წელს იხილა დღის სინათლე. წიგნის პირველივე გვერდზე, ბიოგრაფიულ ცნობაში შავით თეთრზე წერია:
,,გალატიონ ტაბიძე _ დაიბადა 1892 წელს, სოფ. ჭყვიშში~.
აი, სადამდე მიიყვანა მკვლევარი რეალური ფაქტების არცოდნამ თუ უგულებელყოფამ, სანაცვლოდ ყველგან სასურველი ასოების ძიებამ, ,,მოულოდნელი (ანდა მოსალოდნელი) მიგნებების~ ნდომამ!



ჟურნალი ,,ჩვენი მწერლობა"' № 18(174), 7 სექტემბერი, 2012

Posted by: nino darbaiseli 4 Oct 2012, 21:59
ჟურნალ ,,ლიტერატურული პალიტრის" რუბრიკა ,,ორი ფინჯანი ყავა" . (2012 N10)

საუბრობენ ნინო დარბაისელი და კატო ჯავახიშვილი


„საკუთარ თავს სად გაექცევი ადამიანი“...


ყავას სვამს აუცილებლად დიდი ჭიქით, დაახლოებით ნახევარლიტრიანით, აუცილებლად ქაფქაფას, აუცილებლად ,,ნესკაფე გოლდს” და აუცილებლად ბლომად ,,ბეილისით”.
მშვენიერი მასპინძელია, მასთან სტუმრობა ყველას უყვარს.
მეც, მათ შორის.
ძალიან კარგად ესმის ლიტერატურა და ხშირად საკუთარ თავსაც არ ინდობს.
ხანდახან მგონია, რომ აჭარბებს, მაგრამ მას სხვაგვარად არ შეუძლია.
მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ამ საქმეს შესწირა, ამბობს, რომ მანამ იბრძოლებს, სანამ სიტყვა დაემორჩილება.
პირველი ჩვენი შეხვედრა ვირტუალური იყო, მაგრამ აი, მეორედ ვერაფრით გავუძელი ცდუნებას მის მყუდრო სახლში მოვხვედრილიყავი.

ეს ნინო დარბაისელია – ქალი, რომელსაც „ლოდინი ინახავს“ და ქალი, რომელსაც ლოდინის არ ეშინია.




კატო : -ისევ ვირტუალური შეხვედრა. არადა, რა კარგი იქნებოდა მაგიდაზე - სამოვარი. ოთახში - მკრთალი აბაჟურის შუქი. ორი ფინჯანი. ჩაი, ან სულაც – ყავა. ორცხობილა. ბოლო დროს, ჩემს უგუნებობას ხან დაუსრულებელ ზამთარს, ხან ზედმეტად ცხელ ზაფხულს, მოკლედ, ხან რას და ხან რას ვაბრალებ. აი, შემოდგომა მაინც განსაკუთრებულად ჩემია. ადამიანური საუბრების დრო. დრო, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად უხდებათ გულწრფელობა.

ნინო: –ეჰ, კატო საყვარელო! თითქოს ამას რა უნდა და ცხოვრება ისეა მოწყობილი, შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ჩაფლულები ვართ ყოფაში და ერთმანეთისთვის კი არა, საკუთარი თავებისთვის აღარ გვრჩება დრო. ისე, უმეტესად მაინც შინმჯდომი ადამიანი ვარ და ამინდი ჩემს განწყობაზე მაინცა და მაინც არ მოქმედებს, მაგრამ შემოდგომა მეც ძალიან მიყვარს. სენტიმენტალობის კი ნუ შეგეშინდება, – გაგულგრილებას უფრთხილდი, ეგ მეტად საშიში რამ არის.

-ოოო, ეგ სიკვდილს ნიშნავს. კაცი გამოშიგნო და შიგნით მექანიკური ორგანოები ჩაუდგა – იგივეა. ეგეთი ადამიანების მეშინია, მეშინია კი არ, რაღაცნაირად ვერიდები. რომ ვერ გაიგებ – ცივა. თბილა. ცხელა, თუ რა ჯანდაბაა. რა მაგის პასუხია და, ბოლო დროს სულ მიჩნდება იმის მოთხოვნილება, რომ ვიღაცამ დაწეროს, დაწეროს იმ მიმდინარეობებზე, ტენდენციებზე, თუ გინდ გავლენებზე, რომელიც დღეს ლიტერატურაშია. ადრე ხომ მეტად ცოცხალი იყო ეს პროცესი, უფრო დინამიური. ეხლა თითქოს აღარ.. არ ვიცი, შეიძლება სისულელეც კია, მაგრამ ხანდახან ჩემს რაღაცებს სადმე რომ ვპოულობ და აი, ზუსტად ვიცი, ჩემია, რაღაცნაირად გული მწყდება. იმაზე კი არა, რომ ვიპოვე, იმაზე, რომ ვერავინ დაინახა.

––მაგას თანდათან მიეჩვევი, კატუშ. დღევანდელ პროცესებზე წერას რაც შეეხება, გოეთეს აქვს ნათქვამი რაღაც ამგვარი - ,,არცერთ ეპოქაში არ მოიძევება მწვერვალი, რომლიდანაც ამ ეპოქის მთელი სურათი გამოჩნდებოდაო''.
ჩემი მხრით, ამ საქმისთვის ბევრს ვერაფერს ვაკეთებ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, მე კი ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი ლიტერატურისთვის ბევრი არაფერია. დროითი და სივრცული დისტანცია აუცილებელია იმისათვის, რომ მიმართებათა ფართო ფონზე, საგნისა თუ მოვლენის სახე და არსი გამოიკვეთოს. დღეს მხოლოდ მიმდინარე პროცესის პარამეტრების მონიშვნაა შესაძლებელი. შესაძლებელია საუბარი ტენდენციებზეც, ანალიზი კი - უკვე მომავალი ავტორების საქმეა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავტოვოთ ანაბეჭდები, კვალი, რათა მომავლის მკვლევარები მიჰყვნენ ამ კვალს და გაშიფრონ.

–შესაძლებელია, მაგრამ მაინც ყველაფერი ზედმეტად პირობითია. ანალიზიც, კი. შემდგარი და შეუმდგარი ადამიანების არ იყოს. ისე, შეუმდგარი ადამიანები არსებობენ? იქნებ, ესეც მედლის ის მხარეა, ჩვენი სიმართლე რომ ჰქვია?

–არსებობენ და არც არსებობენ. გააჩნია, ხედვის რომელ კუთხეს, რომელ სიმაღლეს ავირჩევთ. ღმერთისთვის - ალბათ ყველა ადამიანი – ადამიდან დღემდე - შეუმდგარია. თავად ადამიანები კი, იმის მიხედვით თვლიან თავს წარმატებულად ან წარუმატებლად, თუ რამდენად მიაღწიეს საკუთარ მიზნებს, რამდენად აისრულეს ოცნებები. მაგრამ რადგან ერთი ადამიანის ოცნებები და მიზნები სხვებისთვის მიუღებელიც შეიძლება იყოს, ადამიანი, რომელიც თავს შემდგარად მიიჩნევს, სხვათა თვალით შეიძლება პირუკუ - შეუმდგრად აღიქმებოდეს. მოკლედ, როგორც სხვა ყველაფერში, აქაც ხედვის კუთხეს გააჩნია.

–ვისთვის რა არის წარმატება. ბედნიერებასავითაა. ერთისთვის ახალ კაბას რომ მოაქვს და მეორისთვის მთელი სამყაროც არაა საკმარისი. ისე, ადრე მეტად მაქსიმალისტი ვიყავი, რადიკალური გადაწყვეტილებებიც მიყვარდა. ბევრს ვითხოვდი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამის მოცემა უბრალოდ არ შეეძლოთ და მორჩა! ახლა აღარ. ადამიანები ძალიან მიყვარს, თუმცა ეს რაღა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველასთვის ღიაა ჩემი კარი. ყველას შეუძლია ზღურბლს გადმოაბიჯოს და შემოვიდეს. ამ სიმაღლემდე ვერაფრით ავედი.

–ადამიანების სიყვარული - ზოგადად ძალზე ადვილი საქმეა, ადვილი და კეთილშობილური. ჩვენგან ბევრს არაფერს მოითხოვს, საკუთარი თავისადმიც დადებითად, პატივისცემით განგვაწყობს. ახლო დისტანციიდან ,,სიყვარული ძნელია". და თუ კარგად დაუფიქრდები, საკუთარი თავის, როგორც ადამიანის სიყვარულია ყველაზე ძნელი. არადა, როგორ გინდა, სხვა ნამდვილად შეიყვარო, თუ ჯერ საკუთარი თავი არ გიყვარს ჭეშმარიტად. ვინმეს ან რაიმეს გამო თავგანწირვაც მაშინ ღირს, თუ ეს თავი მართლა გაქვს, თორემ ისე რას რა ფასი აქვს? აი, მაგალითად, კატოს კატო უყვარს, ან მისი გულისთვის თავს გაწირავდა?

–სიმართლე გითხრა, არც ვიცნობ კარგად. სრულიად საპირისპირო რაღაცებს აკეთებს ეს გოგო. ვფიქრობ, ისე არ მიყვარს, როგორც საჭიროა. არადა, თეორიულად ხომ ყველამ ვიცით: თავს უნდა გაუფრთხილდე, დაზოგო, მოუარო, რომ მერე სხვებმაც გაიგონ შენი და ასე პირიქითაც.ზოგადად, ადამიანების გაიდეალებისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ არსებობს რაღაც დაუდგენელი „თეზა“ და მასში გულცივობა ვერაფრით ჯდება.

–ნაცნობი განცდაა.მაგ თემაზე ლექსიც მაქვს, ,,მაი სფეისი" ჰქვია. ადამიანებიდან - მამა, ცხოველებიდან კი ჩემი იდეალი - კავკასიური ნაგაზია. მამა იდეალურობიდან, მეტი რომ არ შეიძლება, ისე შორს იყო ყველანაირად, მაგრამ დარწმუნებით გეტყვი, იმისათვის, რომ შენს იდეალად იქცეს, სულაც არ არის სავალდებულო, რომ ადამიანი იდეალური იყოს.

-რა თქმა უნდა, იდეალური ვინ არის? ადამიანებს თავიანთი მანკიერებით ვიღებ და ვიყვარებ. ამას გარკვეულწილად სიყვარულიც განაპირობებს. იდეალების შექმნას გვიადვილებს და რაღაცებზე თვალს გვახუჭინებს. მით უფრო, როცა კონკრეტულ შემთხვევაში „იდეალი“ არის მამა, „შვილი“ კი, ძალაუნებურად გენეტიკურად გადმოცემული უდიდესი ინფორმაციული თუ ფიზიოლოგიური რეზერვუარის მემკვიდრე ხდება.-რადგან მამა ახსენე, როგორ მოხვედი აქამდე, რა დაგრჩა, რა წაშალე, რა გახსოვს ყველაზე მძაფრად შენი ბავშვობიდან. თუნდაც სუნით. გემოთი. ფერით. მე სუნით მამახსოვრდება დრო. ადამიანები. ბავშვობაც.

--მარტო შენ არა ხარ ასე. ყნოსვითი მეხსიერება უშუალოდ უკავშირდება არაცნობიერს და ყველა ნორმალურ ადამიანს ყველაზე მეტ გაუცნობიერებელ, მაგრამ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, ეს კი, ცხოველთა სამყაროსთან ძალზედ გვაახლოვებს. ჰო, ბავშვობაზე... იცი კატო, მამაჩემი, ცნობილი მოკრივე გივი დარბაისელი - თბილისის კოლორიტი, სულ იმაზე იყო გამეცადინებული, როგორ ეცხოვრა ისე, როგორც თვითონ უნდოდა და არა ისე, როგორც გარემოს შეხედულება მოითხოვდა. ცხოვრებამ თავის ჭკუაზე სიკვდილამდე ვერ გაატარა. ჩემი ბავშვობა ერთი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს - ,,უცნაური''. არაფერი ისე არ იყო, როგორც ჩვეულებრივ ბავშვს შეეფერება. გადის დრო და ,,მამაილა'', როგორც დედა მიწოდებდა, გარეგნულად სანიმუშოდ მშვიდი და მორჩილი - შინაგანად მეამბოხე და ყველაფრის ამყირავებელი ვუალირებას სწავლობს. ჩვენი დილა ჩვეულებრივ ასე იწყებოდა: ,, ნინუცი, აბა, დღეს რითი გავილამაზოთ ცხოვრება!'' ათასნაირ სეირს და სისულელეს ვიგონებდით... საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩაზე დღეს უამრავი ლამაზი და დიდი სახლია, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ჩვენი სახლი - ძველი ,,მალაკნების სასაფლაოდან“ ორი ნაბიჯით დააშორებული, ჩემთვის ,,ყველაზე, ყველაზე" იყო... ყოველ შემთხვევაში, სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, ხელში - მძიმე ჩანთით და მუცელში - სიცარიელით, ვათვალიერებდი სხვების, ძირითადად მხატვრების სახლებს და ვფიქრობდი: ,,აბა, ახლა ეს ჩვენსას სჯობია? ან ის? - არა. მერე რა, რომ უცნაური ფანჯრები აქვს, ჩვენი მაინც ყველაზე ლამაზია“.
წარმოიდგინე, ერთხელაც მამამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო, გავიღვიძებდით თუ არა, სხეულის გაკაჟება დაგვეწყო. ჩვენს გაკაჟებაზე მუდმივად ზრუნავდა, ზამთრობით თოვლითაც გვზელდა, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო. დედაჩემმა ეზოში აუზის ამოჭრის ნება არ მისცა, ჰოდა, ერთ დილასაც ჩვენი სახლის წინ ,,გრუზავიკი" გაჩერდა და ქურთმა მუშებმა ძლივს გადმოაგორეს უზარმაზარი, ნახევრად-დაჟანგული აუზი, რომელიც საძინებლის ფანჯარასთან დადგეს და წყლით გაავსეს (როგორც წესი, ასეთი რაღაცები იმ დროს ხდებოდა, დედაჩემი სახლში რომ არ იყო ხოლმე, თორემ გული გაუსკდებოდა!). მოკლედ, ირიჟრაჟებდა თუ არა, გივი პირდაპირ ფანჯრიდან ხტებოდა აუზში და ხელში ზოგჯერ მე ვეჭირე, თუ არა და ფეხდაფეხ მივდევდი. ჩემი ბავშვობის მოგონება - ნაყლაპი ჟანგიან-ნაზხავსიანი, წყლის გემოა. მოკლედ, მამაჩემის თავნებობები იმით დასრულდა, რომ ერთ დღესაც დედაჩემს ეს ყველაფერი მეტისმეტად მოსწყინდა და გაშორდა კიდეც. „მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი''.

-მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი მამა მყავს, რაღაცნაირად სულ ვეძებ მას. ვეძებ ახლობლებში, მეგობრებში, შეყვარებულშიც კი. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას სულ „შვილის“ პოზიციას ვირჩევ. ძნელია წესების სრული დაცვით იცხოვრო, უფრო ძნელია, გარემოს გაბატონებულ ჩვეულებებში საკუთარი „მინდა“ დააფიქსირო და თავისუფლება შეინარჩუნო.

-რაღაც ძალიან წაუშოპენჰაუერე!

-მე მართლა არ ვიცი, ამ შემთხვევაში სად გადის ის ოქროს შუალედი, სადაც არც შენ ზარალდები და არც ირგვლივ მყოფი ადამიანები გრძნობენ თავს ცუდად. ამ შემთხვევაში, ცოტა იმპროვიზატორი თუ არ ხარ, არაფერი გამოგივა. ფაქტობრივად, ცხოვრება - ეს უზარმაზარი შოუ, ამის გარეშე წარმოუდგენელიც კია. და ეს არის ზუსტად ის, რაც აიოლებს და ალამაზებს კიდეც მას. მაგრამ ბრძოლაც ხომ გიწევს ადამიანს და მაშინ როგორია კრივის წესები ცხოვრებაში?


-კრივის წესები? როგორია და, აი,ასეთი: ძალის გამოზოგვა უნდა იცოდე, მოწინააღმდეგე უნდა დაღალო, მუდმივად ,,იქ არ იყო'', როცა მისი დარტყმა მოდის. თუ ვერ მოზომე, შეიძლება, საკუთარმა მოქნეულმა მუშტმა გადაგიყოლოს. ღუპავს ადამიანებს მაგრად მოქნეული, მაგრამ მიზანს აცდენილი თავისივე მუშტი და ა.შ ... ყველაფერს რა ჩამოთვლის!

-ძლიერი მოწინააღმდეგეც ხომ ზუსტად მაგასვე ფიქრობს, დაგღალოს, ძალა გამოგაცალოს და შენი სისუსტით ისარგებლოს. ყველაზე დიდ წინააღმდეგობაში მაინც საკუთარ თავთან მოვდივარ, ძალიან ხშირად სრულიად ალოგიკურია ჩემი „მინდა“ და კიდევ უფრო ხშირად მარცხდება „უნდასთან“.

-ასეა, საკუთარ თავს სად გაექცევი ადამიანი. თანაც, მე ზოდიაქოთი „თევზები“ ვარ, წინააღმდეგობების მთელი ბუკეტი... ამ ყველაფერს ემატება ჩემი ცაციობა. რადგან ბოლომდე ვერ გადამაჩვიეს, ორივე ხელი განმივითარდა და თუ არ დავფიქრდი, არასოდეს ვიცი, რომელია მარჯვენა და რომელი - მარცხენა. ორივეს ერთნაირად ვიყენებ. - ტვინის ორივე ნახევარსფეროც ერთნაირად, მაგრამ არა - ერთდროულად მიმუშავებს. სადღაც წავიკითხე, თითქოს ჩემს ასაკში ნახევარსფეროები სინქრონულ მუშაობას იწყებენ. ვნახოთ, რა გამოვა! თვითდახასიათება: - ყველაზე დიდი ანგელოზი ავაზაკებში და ყველაზე დიდი ავაზაკი - ანგელოზებში. ახლა, რეალობას ბოლომდე ვერ ემთხვევა, მაგრამ მაინც მიყვარს ამ ტიპის რიტორიკა.

-ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ჩემი ხმელეთი სრულიად უკუპროპორციულია ზღვის და შორეული ნაოსნობაში წასულები აქ ვეღარ დაბრუნდებიან.

-ხომ გახსოვს ძველი ბერძნების ნათქვამი: ადამიანი ან ცოცხალია, ან მკვდარი, ანაც ზღვაშია.

-ავაზაკობას იმხელა ძალა და გაბედულება უნდა, ჯერ ანგელოზად ყოფნა მინდა ვისწავლო, თუმცა ანგელოზებიც იქ ჩანან, სადაც ავაზაკებმა უკვე დიდი ხნის წინ გაიარეს. ისე, მეც ცაცია ვიყავი და პირველ კლასში ხელს მიბამდნენ, მარცხენათი რომ არ მეწერა. ბიძაჩემი იყო „თევზები“. და ისეთი საოცარი ინტუიცია ჰქონდა, ხანდახან ვფიქრობდი, ეს კაცი ნათელმხილველი ხომ არ არის, საიდან იცის ამდენი-მეთქი. თითქოს წინასწარ ხედავდა და გრძნობდა ყველაფერს. იყო სიტუაციები, როცა მისი ნათქვამი სიტყვა-სიტყვით ახდებოდა ხოლმე და ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც.

-ჰო, ასეა. უამრავი რამ ისე ვიცი, არ შემისწავლია. ვიცი და მორჩა! მანამ ადამიანი ხმას ამოიღებს, ვიცი, რა უნდა მითხრას, ზოგჯერ კი თვალებში ვუყურებ, ვუსმენ და არ მესმის, რას მეუბნება... ისე კატო, რა მაგის პასუხია და ეს არაფერი არ გამოგადგება ჩვენი დიალოგისათვის. უმჯობესია, ჩემმა ბიოგრაფებმა დაწერონ: ,,პოეტი ნინო დარბაისელი დაიბადა 1961 წელს, ცნობილი მოკრივის, მსოფლიო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონის გივი დარბაისელის ოჯახში. დედამისი სათნო და იმ დროისათვის ფრიად განსწავლული ადამიანი იყო. მან ადრიდანვე შეასწავლა მომავალ პოეტს წერა-კითხვა, რისთვისაც დაფად ხარის ბეჭს იყენებდა...“ და ა.შ

-სტანდარტული ბიოგრაფიები - მშრალი, გამოფიტული და ცხოვრებისგან დაცლილი მონაცემთა ბაზით. სამწუხაროდ, პოეტისგან ძირითადად თარიღებსა და წიგნებს ითხოვენ.

-და ჩვენც მშრალ რიცხვების ამარა, უდაბნოში“ ვღელდებით..

-ზუსტად ასეა. ჰოდა, ვიქნები მეც სტანდარტული და გკითხავ: - როგორი იყო შენი სტუდენტობა?

-სავარაუდოდ, პასუხიც სტანდარტული უნდა იყოს, მაგრამ, მოდი ასე გეტყვი: არაფერი გამორჩეული... ერთი მახსოვს მხოლოდ, სულ რაღაც წიგნი იყო საშოვნელი, სასწავლი, რაღაც ჩასაბარებელი, მოსასწრები... (გთხოვ, ჩემს ბიოგრაფებს შეახსენო, რომ წითელ დიპლომზე დავამთავრე) ვფიქრობ და ვერ გამიგია, რას ნიშნავს, როცა ამბობენ, სტუდენტობის ბედნიერი წლებიო. ლექტორებიდან რევაზ სირაძე ყველას მერჩია. ეს იყო პირველი მასწავლებელი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც დამარწმუნა, რომ მიღებული შეხედულებებისგან ხშირად განსხვავებულ ჩემს აზრს არსებობის უფლება ჰქონდა. ძალიან მიყვარდა. ვიდრე რაიმე არაორდინარულს მოვიმოქმედებდი, რჩევის კითხვას შევბედავდი ხოლმე. ერთხელ მახსოვს, რუსული ფრთიანი გამოთქმით მიპასუხა: ,,ნელზია, ნო ესლი ოჩენ ხოჩეტსია - მოჟნო." მერე ეს ლამის ცხოვრების კრედოდ მექცა.

-,,ნელზია, ნო ესლი ოჩენ ხოჩეტსია - მოჟნო"... ვერ ვიტყვი, რომ სრული თავისუფლება მაქვს, მაგრამ თუ არჩევანზეა საქმე - აკრძალული და სასურველი მიჯობს. ერთია, ხშირად ეს „მინდა“, სულაც არ არის კარგი გამოსავალი, მით უფრო, როცა საქმე ცხოვრებას ეხება და მით უფრო, როცა ემოციები წონასწორობას გვაკარგვინებენ.იქნებ, სწორედ ამიტომ, არასდროს მეღირსება მშვიდობა.

-მე კი მთელი ცხოვრება მაწუხებს ერთი რამ. დავბერდი და დღემდე არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იცი რა?! ძალიან კარგად მესმის, როგორია მართებული ცხოვრება, მაგრამ ამ მართებულ ცხოვრებას ჩემთვის უმარილწყლოდ მოხარშული, ჩაფლავებული თევზის გემო აქვს. როცა მშვიდად ვარ, მაშინ ქარიშხლების გამომძინებელი ვარ. ფაზების მონაცვლეობა ხომ - ყველაზე კარგი დასვენებაა.

-ჰო, მაგრამ შემდეგ ქარიშხლამდე. ხომ ცხოვრობენ ადამიანები ჩვეულებრივად, სტაბილურად, წერენ კიდეც, მშვიდადაც არიან, პირადსაც იწყობენ, დიდი ქარიშხლებიც არ აქვთ და მშვიდობასაც აღწევენ. ან იქნებ, პირიქითაც არის და მე ვფიქრობ ასე, ვინ იცის... მე მაინც ზედმეტად ქარიანი მგონია ჩემი ცხოვრება, ერთი ცოცხი არ აწყენდა.

-ჰო-ოო! მოდი ასე შევხედოთ: იმ ადამიანებიდან, ვისაც შენ აქ ზოგადად გულისხმობ, აუცილებლად იქნება ვინმე ისეთი, ვინც სწორედ ისევე ფიქრობს საკუთარ თავსა და სხვებზე, როგორც შენ. და იმ სხვებში შენც გგულისხმობს.
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, მთა გამოჩნდება, ტყე თუ ტბა, შენ მარტო ზედაპირებს ხედავ. ასეა საკუთარი ტკივილის სიმაღლიდანაც - სხვებისას ზედაპირებს აღვიქვამთ. სიღრმეები კი დაფარულია. ვინ იცის, სად რა - გაუვალია, სად რა -გამოსავალი მათთვის? აი, ქვემოდან თუ ავცქერით, მაშინ? მაპატიე, რეგისტრის დამდაბლება და, უკეთეს შემთხვევაში, რას დავინახავთ?

-მეორე მხარეც ხომ აქვს ამ ყველაფერს, ქვევიდან ზევით ისინი ბევრად მაღლები, ძლიერები და დიდები არიან. იმავდროულად, ბევრად მდაბლები და სუსტებიც. თითქოს მართალი ხარ. ისე, რა უცნაურია ადამიანი, ბოლო დროს ჩემი თვალთახედვის პრიზმა, რომლის ფოკუსიც ჩემი სიმართლიდან გამომდინარე იძლეოდა სწორებას - ბევრად გაფართოვდა. აბსოლუტური ხომ არაფერი არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებად არ მივიჩნევთ რამეს.

-საკუთარი სიმართლე, სხვისი სიმართლე... რკვევა და ფიქრი, ეჭვები... ეს ყველაფერი იმისთვის არის მოგონილი, ადამიანადყოფნის სიმძიმე რომ შეგვიმსუბუქოს, მაგრამ გვიმსუბუქებს, კი? წეღან, ცოცხიო, ახსენე. მოდი, ცოტა მხიარულ ტალღაზე გადავიდეთ. თუ ცხოვრება მეტისმეტად ქარიშხლიანი გაქვს, ყველაფერს, ავსაც და კარგსაც თვითონ გახვეტს, შენ კი მანამდე ცოცხი მხოლოდ ერთ რამეში გამოგადგება - მოაჯექი და გააქროლე...,, ტრანსმისია - ავტომატიკა!"

–წარმოვიდგინე და გამეცინა. ცოცხზე შემომჯდარი ალქაჯი. ასეთი ძლიერი ვჩანვარ და სინამდვილეში ისეთი მშიშარა ვარ. მარტოობის, სიბერის, ტკივილის, სიკვდილის - აი, ყველაფრის მეშინია.

–შენს ასაკში მეც ბევრნაირი შიში მქონდა. ახლა მხოლოდ ავადმყოფობისა მეშინია, ფიზიკური ტკივილის. ვიცი, ვერ გავუძლებ. სულიერ ტკივილებს კი ადრიდანვე ისე ვარ მიჩვეული, რომ გამომელევა, ვიგონებ კიდეც.

–ჰოო, ეგ ლამის მაზოხიზმში გადამივიდა. და აი, საკუთარი თავის არსიყვარული გარკვეულწილად მაგაშიც გამოიხატება.

-აი, ასეთი რამ თუ გქონია - კაი, მძიმე ჩანთის ტარებას ხარ დაჩვეული და უცებ, უიმჩანთოთ გიწევს სადღაც წასვლა, რაღაც არ გეხამუშება? თითქოს გინდა, ხელში სხვა რამე მაინც დაიჭირო. ასეა სულიერი ტკივილებიც, ჩემთვის.

–მქონია. ხანდახან ისე მინდა ვინმეს შევაჩეჩო, ცოტა ხნით მივაბარო, გავთავისუფლდე, მაგრამ - ვერ. ჩემია, ჩემი სათრევი. უკვე ისეთი ორგანული, რომ ჩემი და მისი ხვედრითი წონა ჩემი წარსულის პირდაპირპროპორციულია. სად წაიღებ, ვის ანდობ. დედა! ეს რამხელა სიტყვა გამომივიდა!..

–რეკორდამდე კიდევ ბევრი გაკლია. აბა, ეს სიტყვა გაიმეორე! გაკონტრრევოლუციონერებულებისთანებისთვისაც, მოიცა, ნელა გეტყვი : გა-კონტრ-რევოლუციონ-ერ-ებ-ულ-ებ-ის-თან-ებ-ის-თვის-აც.

-სიტყვა მონსტრი! ამას რა გაიმეორებს, ნინო!

-არაფერია. ცოტა ვარჯიში უნდა. კატუშ, ჩემს ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ დადგა, როცა, საკუთარ თავში თავისებური დეცენტრაციის უნარი აღმოვაჩინე. დარწმუნებული ვარ, შენც ასე ხარ. აი მაგალითად, გამოდიხარ საკუთარი არსებიდან და სხვაში შედიხარ, შიგნიდან ,,ერგები''. სხვად ცხოვრობ რაღაცხანს, შეიძლება ისე, გასართობად და დასასვენებლად, შეიძლება იმიტომ, რომ ლექსის პერსონაჟად გინდა აქციო... არა, ეს ის არ არის, რასაც მსახიობები როლში შესვლას ეძახიან, თუმცა რაღაცით მაინც წააგავს.

–მე ეს მაწუხებს. უცებ რომ აღმოაჩენ, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ შენ ეს დაგეწერა. და აზიანებ. და შენც ზიანდები. და მაინც, რამხელა თვითტკბობაა, რომ ტყუილად არ, რომ ღირდა. მეშინია სიტყვის. ასეთი ლექსი მაქვს "ავსება" - სიკვდილზეა. არ ვიცი, რატომ მივაწერე ქვევით – "ალექსანდრეს". ერთ თვეში ჩემი დეიდაშვილი გარდაიცვალა. მძულდა ის ლექსიც. სიტყვაც. პოეზიაც. მაგრამ ალბათ ესაა ცხოვრება, მუდმივი წინააღმდეგობა საკუთარ თავთან და მაინც თამაში, თამაში აკრძალული წესებით.

–გახსოვს? -,,სტიხი სბივაიუტსია". ზოგი ლექსი მართლა ავი წინასწარმეტყველებაა -შერბენა მწარე მომავალში. და იცი, ზოგჯერ ისიც მგონია, რომ როცა მოსახდენი ლექსში მოხდება, ცხოვრებაში უკვე დაზღვეული ვარ, ან ყოველ შემთხვევაში, პოეტური, ,,ლექსითი გამოცდილების" წყალობით - რაღაცნაირად შეგუებული. ანუ, გენერალური რეპეტიცია გავლილია. ასეთი ლექსი მაქვს - ,,ჰეროსტრატე''. დიდხანს ვმუშაობდი მასზე. უფრო სწორად, კი არ ვმუშაობდი, გადამეკიდა და დამათრევდა თავის ნებაზე საუკუნიდან საუკუნეში, ძირგამომცვდარი ტომარასავით მიმახოხებდა მიწაზე, თანდათან ვიცლებოდი და სულს ვღაფავდი. სიქა გამაცალა. მოკლედ, ლექსი დავამთავრე და ძლივს დავუბრუნდი ადამიანურ ყოფას.

–ახლა, იცი, როგორ ვარ? - შინაგანად სავსე რაღაც ამბით. მე მოვიგონე. მე დავასრულე. ყველაფერი ვიცი. და აი, არ მინდა ამის დაწერა, ისე არ მინდა, ვერც კი წარმოიდგენ.იქნებ მიმართულება შეიცვალოს. სიტყვა მოდის და უკან ვაბრუნებ. ვყლაპავ.ახლა ის დროა, მინდა ვინმეს შევაჩეჩო და მაინც ჩემი გასაწყვეტი, გასაგრძელებელი, დასასრულებელი თუ დასაწყები ხდება ყველაფერი. შენც ასე ხარ? - რეჟისორივით.

–ნაყოფი ხეზე არ უნდა გადაამწიფო. დროულად უნდა ჩამოკრიფო. თორემ ყუნწი დაუსუსტდება და ძირნაყარი გაგიხდება. მომწიფდა? - დაწერე! საკუთარი ტექსტის წინაშე დარჩენილი მართლაც ასე ვარ. თუ ტექსტი ადვილად მემორჩილება, უკვე ვხვდები, რომ ,,ჩემი" არ არის. ჩემი მასალა - ქვაა. ხან რიყისა, ხან - უფრო ძვირფასი. დგება ხოლმე მომენტებიც, რომ ამ ქვასთან ბრძოლით, წვალებ-წვალებით რაღაც საქმეში ისე გავიწაფები, შემიძლია, იმგვარივე ლექსების მთელი ციკლი მივაყოლო... და აქ ვჩერდები. ისიც მომსვლია, მგონია, ქვაა, შემოვკრავ და ხელში შემომეფშვნება, სავსე მაქვს უჯრები ასეთი ნაფშვენებით. ძალიან რომ ავივსები, იატაკზე დავყრი და ვახარისხებ. დიდ ნაწილს ვჭმუჭნი და ვყრი.

–წიგნის შემდეგ მემართება ხოლმე. ინერცია. აი, აუღებ ალღოს ფორმას, მოკალათდები შიგნით და გცვივა სიტყვები, თუ სათქმელიც დაგროვილია, ხომ უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ ასე ხდება: მაგ უჯრების ამოქექვას ვიწყებ და ფრაგმენტებად ვიყენებ. ეგეც საქმეა, ზოგჯერ.

-რაღაც, გალაკტიონივით გამოგივიდა: ,,ოქტავებით ვწერ პოემებს, ესეც საქმეა თუ არა!" წიგნი რომ გამოვა, შიგ ჩახედვა აღარ მინდა ხოლმე. ეს იქით იყოს, და, კატო, იმაზე თუ გიფიქრია, პოეზია და სიზმარი რითი ჰგავს ერთმანეთს?

–პოეზია და სიზმარი? ორივე ხილვაა. მგონი სიზმრიდან მაინც ახერხებს ადამიანი გამოქცევას - გამოღვიძებით, აი, ლექსიდანაც ახერხებს, მაგრამ პოეზიიდან – ვერ. თანაც სიზმარი თითქოს მოვლენაა, პოეზია კი – შედეგი.

-ერთი ძველი ანეგდოტია, ასე ვთქვათ ,,ფსიქოანალიტიკური“: ქალს ესიზმრება, რომ მიდის ბნელ ქუჩაში და უკან მისდევს ზორო. გაუხვია მარჯვნივ, ზორომაც გაუხვია, აუჩქარა ნაბიჯი, ზორომაც აუჩქარა. გაიქცა - გამოეკიდა. ქალი შეჩერდა, სული ძლივს მოითქვა და ეკითხება: -ბოლოს და ბოლოს, რა გინდათ ჩემგან? ზორო თავაზიანად: - ვერ გეტყვით, ქალბატონო, ეს თქვენი სიზმარია!
ასეა ჩვენი ლექსებიც.

–ცხოვრებაც სიზმარია?

–კალდერონმა თქვა ეგრეაო, და, რა ვიცი, ალბათ დაეჯერება. ღმერთს სძინავს და მთელი ჩვენი ცხოვრება მისი უსასრულოდ გრძელი, კოშმარული სიზმარია. ერთხელაც იქნება, გაიღვიძებს და ნეტა როგორ ავუხდებით?

–შემზარავია. ღმერთს გაეღვიძება, წყლები ადიდდებიან, მდინარეები თავქვე წამოვლენ, წყალი წამოიღებს ამბებს და უკვე მდინარეს ავუხდებით. და მდინარეს თუ ავუხდებით, იქნებ ის, რაც მიიქცა – მოიქცეს კიდეც.

–წარმოიდგინე, ღმერთმა იმ წყალს რომ მოუყვეს ანუ გაატანოს ყველაფერი, შესაქმის დროს მისი სული რომ მოიქცეოდა ზედ - ,,და სული ღვრთისა იძვროდა წყლებს ზემოთ!"
სამწუხაროდ, კატო ჩემო, რაც მიქცევას მიაქვს, მოქცევას აღარ მოაქვს. ან მოაქვს, მაგრამ სახე და არსშეცვლილია უკვე. გამსვლელი და დამბრუნებელი - მუდამ სხვადასხვაა! მომლოდინე კი უცვლელია. ლოდინი ინახავს ადამიანს.

-და ჩვენც ხომ ვიცვლებით? ვკარგავთ ერთმანეთს, თავს, სამყაროს, ღმერთსაც.
ჩემი ლოდინი აძაბუნებს. ფიტავს. კარგავს. ჩემთვის ლოდინი სიკვდილს ჰგავს. უსიცოცხლობა ბოლოს მიღებს.


–არა, ლოდინმა მიჩვევა იცის. თავის რეჟიმში გადაჰყავს ცოცხალი არსება, რიტმს უდუნებს. ამ დროს სულიერი და მენტალური ,,მეტაბოლიზმი'' შენელებულია. ლოდინში შეიძლება, უბრალოდ, თანდათანობით გაილიო. აი, არდალოდინება კი ერთბაშად კლავს. იქნებ ცოცხალივითაც გამოიყურებოდე, როგორც არწივის ფრთაგაშლილი ფიტული, თვალებიც მრისხანედ გიელავდეს შუქში, ოღონდ - შუშისა.
ლოდინის პროცესში ხანდახან თავი მინერალადაც უნდა იგრძნო, მხოლოდ ორგანული ბუნების ნაწილი ვერ იქნები. წარმოიდგინე, ლოტის ცოლი მარილის სვეტად - ერთგვაროვან კრისტალურ მასად რომ იქცა, რა განიცადა იმ წამებში, ან მანამდე ან მერე რამეს თუ გრძნობდა.

–ლოდინი როგორღა ახდება, ნინო? რას გულისხმობს? მაშინ არც უკან მიხედვას აქვს აზრი და არც წინ ყურებას. ადამიანთა ცხოვრებაც ეგაა, მარილის კრისტალი, მიდიხარ, გროვდები და ბოლოს - სვეტი. მარილის სვეტი საფლავზე.

–ეჰ, მაგაზე პასუხი რომ ვიცოდე ან მე ან სხვამ! აგერ, ცათა სასუფეველს ორი ათასწლეულია ელის ქრისტიანული სამყარო. ჩვენი რელიგია ხომ ლოდინის რელიგიაა. მომლოდინეობა კი - არსებობის წესი. და ღმერთმა დაიფაროს ყველა, რომ დიდხანს ნალოდინარი უეცრად კარზე მოადგეს. ეს კატასტროფაა - არსებას ანგრევს.

-რადგან მეორე ჭიქა ბეილისიანი ყავაც დამარწმუნებელ არგუმენტად წამომაწიე, იყოს „სთენდ ბაი“.

Posted by: nino darbaiseli 24 Nov 2012, 22:16
ნინო დარბაისელი

სანიშნებელი

(ციკლიდან -,, მოციონები“)


დილის ჰაერი -
- ფილტვებისაკენ
ჩახერგილი გზის ჩამსერავი!
ციდან მიწამდე რამდენია
დილის ჰაერი,
მე კი მაინც მეცოტავება.

ყივის მამალი.
(აქ რა უნდა? - ქალაქის გულში)
რა უთენია გამოსულა ეს დედაბერიც,
ადრე სახეს რომ იბურავდა,
მერე თანდათან
ჯერ თვალები გამოგვიჩინა,
ხელგამოწვდილმა მერე თავშალიც გადაიძრო,
ცოტა არ იყოს,
ხორციც შეისხა,
სახელიც გვითხრა -
- მარო
(იგივე მარიამი),
ჩვენებიც კარგად დაიხსომა,
ჯამიც დაიდგა,
ზოგჯერ ცალობით ან ათად შეკრულს
სანთლებსაც ჰყიდის
და ჩვენს ქუჩაზე უკვე ისე მოიკალათა,
ამბავს ვუბარებთ
ერთმანეთისთვის გადასაცემად.

აი, მიღიმის!
ჯამს პირმოტეხილს
ქვედაბოლოს ჯიბიდან იღებს.
ერთი, რკინისა ვერ მიშოვია,
იმის ძირში რომ ხურდა-ფული გაიწკრიალებს,
იცოდე, ცაში მადლის კარი გაიღებაო.
მერე შიგ ცოტა ხურდას ჩაყრის და დააყოლებს:
- ესეც ჩვენი სანიშნებელი!

სულ ორიოდე მონეტაა,
არც ისე წვრილი,
სადღაც მოჩქარემ
დასამატებლად
ჯიბის მოქექვა დაიზაროს,
და არც იმდენი,
რომ გაიფიქროს: -
- რა უშოვია!
ხელი აქეთ გამიმართოსო.
ყველა საქმეს რომ ცოდნა უნდა!
უსანიშნებლოდ სიკეთისთვის ვინ შეჩერდება.
ასე დედლისთვის
საბუდარში ერთ კვერცხს ტოვებენ.

თურმე, ნუ იტყვი,
დღე თუ გაეჭვებს,
ცოტაც რომ იყოს დილის მადლი,
სულ ერთი ბეწო,
იმედის სანთელს
სანთებელად გამოადგება.
დაანთე? - წადი!
ერთი დაბერვა
და უპატრონოდ ირხევა და ქრება გვირგვინი,
ჰაერს ერევა გვირგვინშიგა უჰაერობა.

ჩვენ ვვარდებოდით თითო-თითოდ,
ვცვიოდით ერთად,
ვერც სხვას ვშველოდით,
ხელიც არავინ შემოგვაშველა.

გადასარჩენი - გადარჩება!

გამთბარი ნისლი
ფილტვებიდან ზეცას ვუწიე.
ვუჩქარებ ნაბიჯს,
შინისაკენ ვუჩქარებ ნაბიჯს,
წითელ-ყვითელი ფოთლების გროვებს
მივაფრიალებ.

Posted by: nino darbaiseli 8 Jan 2013, 23:09

ნინო დარბაისელი

ჩავლა


(ციკლიდან : ,,ნათავედი“)


პალმა,
ბამბუკი,
ციტრუსები,
მწვანე ნარბილი.
ნარბილზე - ვარდი.
ვარდი - ერთი,
თეთრი,
მაღალი,
უცხო ხეხილიც - ერთი-ორი.
ტბორი
და ტბორში -
წყალმცენარეებს ეხლართვიან ოქროს თევზები
და მზის სხივებში სხმარტალებენ,
ჰაერში ხტიან.
და ნესტოები უთრთის ნიავს...

შენ - ჩაიარე!

არაფერი,
სხვა - არაფერი.

Posted by: nino darbaiseli 14 Jul 2013, 08:21

ნინო დარბაისელი

უცნობის ეპიტაფია
----------------------------


ციდან - მამაცი მე დამყვა სული.
არ დამყოლია სული მიწამდი -
- მარცხენაბეჭქვეშ
მერგო მახვილი
იმისი,
ვისაც მკერდით ვიცავდი.




Posted by: nino darbaiseli 14 Aug 2014, 07:51

ნინო დარბაისელი

ერთხმოვანი - ვირული

- - - - - - - - - ---



ველ-მინდვრებზე მზე იღვრება.
ატროვებულს მემღერება.
დარდს მოუკვდა პატრონი!

მე პატრონის სიყვარულით თავი თვითონ გავიბრიყვე,
ტვირთი ვზიდე რიყე-რიყე...
სადაც ლაფში ჩავვარდნილვარ, იქ მეორედ რა მინდა,

ან ორმოდან ამოსაყვანს რას მიშველის მე ყროყინი.
ერთხელ უკვე დამაყარეს მიწა ყაყან-ყაყანით,
ვიტლინკავე იმ ნაყარში,
ორმოს თავზე მოვექეცი,
მდევარს ვარგე ტყუპი წიხლი,
გავიქნიე მერე გავა და ველ-მინდვრად გავედი.

რით დამიჭერთ, რა აღვირით,
როცა გონი გაგეცლებათ, მე თქვენი აღვირი ვარ,
საყვირი ვარ,
ვირი ვარ.
ჰი-ყა, ჰი-ყა, ჰი-ყა, ჰი-ყაააა! -
ვირი ვარ და ვყვირივარ.

Posted by: nino darbaiseli 15 Aug 2014, 14:09


http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108682-raze-aghar-kharjavs-dros-nino-darbaiseli.html



ჟურნალი ,,რეიტინგი""

15 აგვისტო, 2014


პოეტი და ლიტერატურათმცოდნე ნინო დარბაისელი 1961 წლის 8 მარტს დაიბადა. წერდა ფსევდონიმებით დიოტიმა და დებორა. ამჟამად აშშ-ში, ტენესის დედაქალაქ ნეშვილში იმყოფება, ამიტომ მისთვის სპეციალურად შევადგინეთ მწერლის ანკეტა, რომელზეც მან წერილობით უპასუხა...

თვითდახასიათება...

თავიდანვე რა ძნელი კითხვით იწყება... აკაკის დავესესხები: ''ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა".

მე - ''თევზები''...

რაც კი წაგიკითხავთ პოპულარულ ჰოროსკოპებში თევზის ზოდიაქოსთან დაკავშირებით, ყველაფერი მართალია. გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. შეუთავსებლობათა შეთავსება ჩემი არსებობის წესია.

ჩემი ოჯახი...

როგორც იქნა, გავერთიანდით. თითქმის ორი ათეული წელი თვითმფრინავის ფრთაზე ვიყავი ჩამოკიდებული. მე საქართველო არ მეთმობოდა, ჩემებს - ამერიკა. მყავს ერთი ქალიშვილი, ერთი სიძე, ერთი შვიდი წლის შვილიშვილი - ქალბატონი ადრიანა ჩეფმენი, საშობაოდ მეორეს ველით. ქმარი ყოფილი სამხედროა.

ჩემი დილა იწყება...

ტოროლა ვარ. მთელი ცხოვრება ყველაზე ადრე ვიღვიძებ, მუდამ კარგ ხასიათზე. ხელის გაწვდენაზე მიდევს აიპედი. თითქმის თვალდახუჭული შევდივარ ''ფეისბუქში", თან წუხანდელ ნაფიქრალს ვიხსენებ, ასე იქმნება ოპუსები რუბრიკისათვის ''ჩემი დილაუზმოს ფიქრები".

საერთო კედლის თვალიერებისას ზოგი ინფორმაციიდან რაღაც უჩვეულო სიტყვა ან აზრი მიიპყრობს ხოლმე ჩემს ყურადღებას. როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე მეხსიერება ისე მაქვს მოწყობილი, რომ ყველა სიტყვა ჩემდაუნებურად მერითმინება. ძირითადად ზუსტი რითმები გამომდის. თუ ამ რითმებში რაიმე მახვილგონივრულიც მომეჩვენა, პატარა სატირულ-იუმორისტული ლექსის აწყობას რაღა უნდა!

მეორე ''ფეისბუქური" რუბრიკა ''ჩემი მხიარული რითმებიდან" ამ ლექსებს აერთიანებს. ვირტუალურად თუ რეალურად ცნობადი სახეებიდან ვინ არ გამხდარა ამ ლექსების ადრესატი! რა დაგიშავა ამა თუ იმ ადამიანმაო, უკითხავთ ზოგჯერ ღიად ან პირად მიმოწერაში და მართალნიც არიან. ჩემი მწარე კალმის მსხვერპლთაგან პირადად თითქმის არავის ვიცნობ. ზოგჯერ სულხან-საბას ''ქურდი მკერვალივით" გადავწყვეტ ხოლმე, რომ მეტს აღარ ვიზამ, კედელს გავისუფთავებ, მაგრამ ცოტა ხანში ისევ წამიცდება ხელი კარგ რითმაზე და ასე...

წერა დავიწყე, როცა...

შვიდი წლისამ პირველი ლექსი ჩემს ''დვარნიაშკა" ძაღლ ''ლასიზე" დავწერე, როცა შეჯიბრებაში გაიმარჯვა და ნამდვილი მედალი მიიღო. თხზვისას ისეთი აღფრთოვანება და ნეტარება აღარასოდეს განმიცდია. იმის მერე წერისას სულ ვწვალობ და ვწვალობ (ამჯერად სერიოზულ პოეზიას ვგულისხმობ).

დებიუტი...

ბეჭდვა 13 ან 14 წლის ასაკში დავიწყე, პიონერთა სასახლის გაზეთ ''გაზაფხულში". თექვსმეტი წლისა რომ ვიყავი, ტარიელ ჭანტურიას კეთილი სიტყვის წყალობით, ლიტერატურული სამყაროს კარი შევაღე. სულ ხუთი პოეტური კრებული მაქვს გამოცემული. მეტს არც ვაპირებ. ვფიქრობ, რომ ამ საქმეში თავი ამოვწურე, ბოლო ლექსი ''ჰეროსტრატე" 2012 წლით თარიღდება. მას შემდეგ ლექსი როგორ არ დამიწერია, მაგრამ უფრო ვერთობი. როგორც მეცნიერი-ლექსმცოდნე მუშაობას განვაგრძობ, ძირითადად, გალაკტიონოლოგიური საკითხებით ვარ დაკავებული.

მე და ლიტერატურა...

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მინდა თუ არა, სულ ლიტერატურით ვარ დაკავებული. ბოლო დროს მხოლოდ საუკეთესო წიგნებს ვკითხულობ. ორმოცდაათს გადავაბიჯე და შემთხვევით ტექსტებზე დროის ხარჯვა უკვე დიდი ფუფუნებაა. ადრე, წლების განმავლობაში ლიტერატურულ საიტებთან აქტიურად ვთანამშრომლობდი, დღეში საშუალოდ 50 ლექსს ვკითხულობდი, წერილობით აზრს გამოვთქვამდი. ვცდილობდი, დამწყებ ნიჭიერ პოეტებს დავხმარებოდი. მერე არ ვიცი, დავიღალე თუ მომწყინდა, ალბათ ორივე ერთად.

როცა არ ვწერ, მაშინ...

ვარსებობ. ძალიან მიყვარს ფიზიკური შრომა. უამრავი ხელობა ვიცი, კარგ სახელოსნო ინსტრუმენტებზე ვგიჟდები. საშინლად არ მიყვარს, როცა ვინმე მეთხოვება.

მაღიზიანებს...

ჩემი გაღიზიანება ცოტა ძნელია. ერთი იმათგანი ვარ, რომ იტყვიან - ''ცხვარი ცხვარია და თუ გაცხარდა ცხარეაო". გაცხარებული ნინო - მტერს და ავს! ცხოვრებაში სულ ორ-სამჯერ ვყოფილვარ ასეთი.

მამშვიდებს...

ჩემი შვილიშვილის, ადრიანას ხსენება. ყოფითი სიამოვნებებიდან - ცურვა და მასაჟი. ამ ბოლო დროს გოლფის თამაში დავიწყე მთელი გატაცებით, ეს მშვიდების თამაშია, სრულ კონცენტრაციას საჭიროებს და ამიტომ მღელვარე ადამიანების ადგილი კლუბში არ არის. ჯერჯერობით, ''გრინი'' ვარ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ''ჩაინიკებში" გავდივარ.

დღეს...

ვფიქრობ, რომ საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე. დავამთავრე გაორებული არსებობა და ახლა ახალ იდენტობას ვეგუები.

ხვალ...

წინ - სიბერეა, დრო, როცა ადამიანმა საკუთარი გარჯის ნაყოფით უნდა იხაროს. როგორც ქალების უმეტესობას, თავის მოვლა მეც მიყვარს, მაგრამ რატომღაც არასოდეს მიცდია, იმაზე ახალგაზრდა იერი მქონოდა, ვიდრე ვიყავი (საიდუმლოდ გირჩევთ, ნუ შეიყვარებთ ასაკით ბევრად უფროს მამაკაცს, თანაც - სამუდამოდ, თორემ ასე დაგემართებათ). შეგუებული ვარ აზრს, რომ ვეღარც ისეთი ლამაზი ვიქნები, როგორადაც ჩემზე შეყვარებული ადამიანები მხედავდნენ ან მე მეჩვენებოდა, ვეღარც ისეთი ჯანმრთელი და ენერგიული. სამაგიეროდ, რაკი ცხოვრების გზაზე ისე ვიარე, რომ ფეხი არც ერთი ორმოსთვის არ ამიცილებია და რაც კი შემომხვდა, ყველა ხილი თითოჯერ მაინც გავკბიჩე, მოსაგონარი საგზლად სიკვდილამდე მეყოფა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

Posted by: nino darbaiseli 16 Apr 2016, 10:06


2015-2016 წლის ბეჭდურად გამოუქვეყნებელი ლექსები
- - - - - - - - - - - -

ფეისბუქიდან და ურაკპარაკიდან ამოვკრიფე გაბნეულები. ახლა ვფიქრობ, გადავარჩიო და სადმე ორ ნაწილად გამოვაქვეყნო. დავთვალე და ზუსტად ორი თითოგვერდიანი პუბლიკაციის ზომა გამოდის. ვისაც არ გეზარებათ, თუ თვალს გადაავლებთ და შენიშვნებს და რჩევებს მომცემთ, უმნიშვნელოდაც რომ მოგეჩვენოთ, მაინც დამიწერეთ, ძალიან დამეხმარებით.

ნინო დარბაისელი

რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - -

რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული,
რამდენ ხანს გასძლებს,
როდემდე უნდა შეიფარონ ღამის ჩრდილებმა.
აშარი ქარიც - თვალმოჭუტვით ექირქილება,
,,მიუწექით! გაწვალდებითო",
წასასვლელი კი არსადა აქვს.
ამ დროს რამდენი გულცარიელი ბინა არის ღამის ქალაქში
და გასაღები სადმე, კუთხეში უქმად აგდია.
ან ეს ძალა მიზიდულობის,
ეს მაგნიტი თუ ანდამატი
სისხლშია ნეტა შერეული და სხეულებში მიმოიქცევა,
თუ კიდევ რაღაც ნაწილია ჩვენს არსებში,
ბრძენთაგან მარად მიუგნები, ამოუცნობი -
ნდომის, გონების, სულისა და გულის ნაჯერი.
რა მოსდის მერე ამ მაგნიტსა თუ ანდამატს,
შრება?
ილევა?
აივსება?
რამდენი წყვილი, ქვეშაგებში მოწრიალე,
ზურგშექცევით ჩათვლემას ცდილობს და აღარც ახსოვს,
ადრე რომ ასე დაეძებდა სადმე წასასვლელს!
იქნებ სიზმარში ისევ ზეზეულ სიყვარულს ხედავს:
ხელჩაჭიდებას,
იღლიისქვეშ თავშეფარებას,
ელდა-კოცნებს და კოცნა-კვდომებს,
ხოლო ესენი,
ღამის ქუჩას შეფარებულნი,
ერთმანეთს რომ ასე ეკვრიან,
ფრთებს ატოლებენ,
რადგანაც განგება,
ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით,
ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს,
უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ.
ცალი ფრთა- მეთქი, შაშვის, ბეღურის, გნოლის, გედის...
აქა-იქ ქორის ან ფასკუნჯისაც გამოერევა.
ადამიანი თავის ფრთის ცალს თუ არ ეწია,
აიწევა და ვერ ააღწევს,
დაილეწება.
(დედამიწაზე სიცოცხლე რომ არ გადაშენდეს,
ღვთიურ მარაგში ძირითადად შინაური ფრინველების სანდო ფრთებია).
წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ!

როგორ ეკვრიან!
გაეცალეთ, გაეცალეთ შეყვარებულებს, ვიდრე ასეთი სიყვარულია!
გააღეთ ყველა დაგმანული კარი, ფანჯარა
და ყველა მდელო იყოს ლბილი,
იყოს ნელთბილი,
თორემ ეს ღამეც ჩაივლის და
ეს სიყვარულიც ჩაივლის და
სიტყვაც ჩაივლის
და ღმერთმა იცის, რა გათენდება!


ახლა, როცა ყველაფერი ჩავლილია
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -


თავაწევით და ქუსლების პაკა-პუკით
გავიხურე კარები და წავედი.
,,- დამეწევა? დავბრუნდები, მომთხოვს თუკი" -
შევყოყმანდი რაღაც წამის წამედით.
როცა ქალი ემზადება წასასვლელად,
ვერ შეატყობს ვინმე ვერასდიდებით,
ჩუმად იტანს, რაც სათქმელი არის ძნელად,
მოიქცევა თბილად და მორიდებით,
ხოლო კაცი ძველებურად თავს იჯერებს,
ყველაფერი რიგით მიედინება.
ქალს აქამდე რა აკავებს, რა აჩერებს,
ვერც მიხვდება და არც ეცოდინება.
რა იცოდი, გულუბრყვილოს გწერდი რითმებს,
თითქოს შენთან მსურდა მე დაბუდება...
ის, ვინც მუდამ და ყველაფერს უბრად ითმენს,
მიდის უცებ და არასდროს ბრუნდება.
მაგრამ ძალა, შენ რომელმაც გაგახევა,
ანგელოზი იყო ჩემი მფარველი.
არ ღირს ძველი წერილების გადახევა,
ახალს მაინც არსაიდან არ ველი.
ახლა, როცა მოგონებაც დაიბინდა,
აღარა ვარ უკვე მორიდებული:
ჩვენს სიყვარულს შენი სიტყვა უშველიდა,
ერთი სიტყვა, თუნდაც შორისდებული!


რა უნდა შენი ამბის გაგებას
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

რა უნდა შენი ამბის გაგებას! - ხმის ამოღება ერთი,
მაგრამ მაჩერებს შიში ფარული, შენს ხსენებას რომ ერთვის.

ბედნიერების სიდიდეს გულში ასე ვზომავდი დღემდე,
ამწამს რომ გაჩნდეს, დავთმობ ყველაფერს? მინდა, მდევდეს და ვდევდე?

სადა ხარ ახლა? ... იქნებ აღარც ხარ, მე კი ცოცხლებში გთვლიდი,
მეგონა, მაინც არ გაგწირავდა წუთისოფელი ფლიდი.

მე - მაშინ მოვკვდი, როცა დავშორდით ბედისგან ნამზაკვარი.
ჩემს ნაწერებში დარჩეს ქარაგმად იმ სიყვარულის კვალი!


ცაცხვი
- - - - -

- სად ნაკადული მოედინება
და ბალახს უყვარს აბიბინება,
ამ გაზაფხულზე ჩემო დარგულო
ხეო, დობილად მინდა მიგულო.
ჩემსავით ვინმე შემოგევლება?
ბევრი არ გინდა, - ხელის შევლება
და თუ უფალმა ასე ინება,
მთელს არემარეს მოეფინება
შენი სურნელი, შენი მშვენება,
მე რომ მოვკვდები, რა გეშველება! ...

-დღეები უდგას რადგან სადაგი,
ვიდრე მიიღებს ეს ნიადაგი,
დობილი ისე მყავს მონდობილი,
მომელის მუდამ გარინდებული,
მაგრამ ეს ტანი რომ დაიჭიროს,
ჩემში რას ნახავს მალე საჭიროს.
თითქოს ვიღაცის ვარ გადამრჩენი,
მიზეზს დავეძებ ცოცხლად დარჩენის.
მკვდარმა ინაღვლოს თავისი, შვილო,
მოინახება ცოცხლის საშველი!


ვის გაეგება
- - - - - - - -

ვინ იცის, ვის გაეგება,
ან ვის ანაღვლებს ახლა,
როგორი ნიშნისმოგება
და სინანული ახლავს, -
გამოცოცხლდება და როცა
მიხვდება, აღარც ელი,
ახალ სიყვარულს გილოცავს
- შეყვარებული ძველი.




საქანელა
- - - - - - - -

ტბის ნაპირად,
ბინდისპირზე
სეირნობდა ტბის პოეტი.
მაღალ ხეზე
საქანელა ჩამობმული იყო ერთი,
საქანელა - სულ იოლი - ორი თოკი და ფიცარი.
ქანაობდა საქანელა,
ირწეოდა საფიცარი
ქალი.
ბოლო ფრიალებდა კაბის მაქმანებიანის
და ჰაერში კაბის სრიალს სდევდა მზერა ვნებიანი.
წამოვიდა უცებ წვიმა და ქალს კაბა დაუსველა,
ქალი კაბამოტმასნილი პოეტს მკერდზე მიესვენა...
და ურჩევდა პოეტს ყველა:
-ვუწყით ვუწყით,
განა ბნელა,
სნეულია, სტანჯავს ხველა,
თანაც, შენი საფიცარი -
- ორჯერ ნაქმარევიც არის...
გაქრა ქალი, ვინც პოეტის წარმოსახვა ასურნელა,
გაიყოლა თან ნათელი, პოეტს გული დაუბნელა.
საქანელა?!
ცარიელი ირწეოდა ნელა,
ნელა -ნელა,
ნელა- ნელა,
მერე უფრო შეანელა,
ისევ ნელა- ნელა- ნელა
და გაჩერდა საქანელა.

არც პოეტი აღარ არის,
აღარ არის საქანელა,
და ტბის გულზე
ბადრი მთვარე მიირწევა ნელა-ნელა.


ანგელოზები - მარეკები
- - - - - - - - - - - - - - -


საითაც ხელი გავიწვდინე -
წკეპლამ ამიწვა,
საითაც ბიჯი გადავადგი -
ამიცდა ფეხი,
რაც სიტყვა ვცადე -
ხმა ჩამიწყდა,
რაც კი ხე დავრგე -
ქარმა სახეში შემომატეხა.
თვალწინ მეწოდა ხიდები და
ყოველ ნაბიჯზე
ახალი ნაღმი ფეთქდებოდა,
ელავდა მეხი,
მე დავენარცხე
და არც მიცდია წამოწევა დაღლილს და დაცლილს,
ვიდრე უეცრად მოფარხალე ფრთა არ შემეხო.

მე რა ვიცოდი, რომ არსებობენ
ანგელოზთა შორის ასეთნი:
ანგელოზები - მარეკები!
შენ ღმერთს მოუხმობ,
გულხელდაკრეფილ მფარველ ანგელოზს ებუტბუტები,
ხოლო ისინი ჩაბერავენ ღვთიურ საყვირებს
და შეშინებულს
გულმოდგინედ გზას გიკრავენ ამ ცხოვრების უღრანებში ყოველი მხრიდან,
რომ იმ ერთადერთ,
იმ საშენო გზაზე შეგაგდონ...

იქ, სანადირო ტყე-ჭალებში,
დილაადრიან,
საყვირის ხმაზე ვიწროვდება ირგვლივ რკალი და
აღარსადაა აქვთ გასაქცევი დამფრთხალ ნადირებს.
და ერთადერთი მხარე რჩება,
იმ ერთადერთშიც
ჩასაფრებული ამალაა მეფისა, ხოლო
თვით მბრძანებელი სამიზნიდან
სუნთქვაშეკრული თვალმოჭუტვით არეს გაჰყურებს.
კიდევ ცოტაც და დაიჭექებს,
და ითქრიალებს ცხელი სისხლი ჩემი მკერდიდან ან ფერდიდან ...
მაგრამ მე უკვე გავიხლართე ეკალ-ბარდებში,
და განწირული ბოლო ხმაზე მშველელს ვუხმობდი,
თოფი გადადო ხელმწიფემ და ცოცხალი ვგდივარ,
მისი გრძნეული, მოალერსე თითებისთვის ყელ-ყური ნდობით მაქვს მიშვერილი
და თვალებს ვლულავ
და მინდა, ვიყო ამიერიდან ნადავლთა შორის უნადავლესი,
და დავილიო ჩემი მეფისთვის.

მომინადირა მეფემ ცოცხლად -
- აი ლეგენდა.
ამ ნეტარებას გული როგორ წარმოიდგენდა.
ანგელოზებო - მარეკებო,
მადლობა თქვენდა!

კიდევ კარგი
- - - - - - - -

კიდევ კარგი, ყველაფერი ჩაწყნარდა,
ჩაცხრა გული, ვნება გადაქარდა!
როგორც იქნა, წარმოდგენა დამთავრდა,
როგორც იქნა, ჩამოეშვა ფარდა!
არაფერი გვრჩება მოსაგონარი,
სურათის და ბარათების გარდა.
აღტაცება ჩვენი - გაუგონარი
დიდ სიყვარულს მართლა როგორ ჰგავდა!


პაემანი პირველი
- - - - - - - - - -
,,-დედის საძინებლიდან მოპარული ჩრდილები,
ტუში, პუდრა-კომპაქტი...
აღარ ვემორჩილები
გაფრთხილებას, არ ვახლო
ხელი მისას არაფერს.
მაკიაჟი მისვია, ვატრიალებ ხელში ფენს,
აპრეხილ წამწამებზე
ვინმე ნოხებს დამაფენს,
ასეთი მოუქნელი ქვეყნად მე რამ დამბადა,
არ მერგება არცერთი არჩეული კაბა და
რომ გაწვიმდეს, რაღა ვქნა,
თან წავიღო ლაბადა?
მაგრამ თუკი დაცხება?
მიცემს გული, არ ცხრება.
აღარც თმა მევარცხნება,
ეს არის დამარცხება!
რაზე ველაპარაკო?
რას მეტყვის საიმედოს?
რა ვუშველო ამ ალმურს, სახეზე რომ მომედოს?
მაკიაჟი მიშველის, მე, მორცხვსა და მომრიდეს?
და რომ დავაგვიანო,
ანდაც სულ არ მოვიდეს?
მიხტის მუხლი მიმავალს,
ახლა ვდარდობ ამაზე -
წუხელ მასტად ამოსულ ვალეტსა და დამაზე...
ღმერთო, ერთი საათით,
რაღაც, ერთი საათით,
რაა შენთვის, მომხედე,
ოღონდ გამალამაზე!"


საუკუნე გავიდა ჩემი ნაამბობიდან.
შუა გზიდან დავბრუნდი, რაღაც აღარ მომინდა,
არც კი ვიცი, თუ იყო ჩემი ნახვის მდომი და
მართლა მელოდებოდა,
იქნებ არც ის მოვიდა?


მებადურული
- - - - - - - - - -
- ქეჯნაო, როდემდე უნდა მდევდე,
ფიქრებს მიშფოთებდე და მირევდე!
წაველ დარდიანი, გზას მივენდე,
და გზამ მიმიყვანა მდინარემდე.

ბადეს დასცქეროდა მებადური,
იერი ჰქონდა მედიდური.
მიველ და ვუამბე სატკივარი,
ბედისა წამომცდა საყვედური.

-ნუ ხარო ცხოვრების უმადური
და ნუღარც ნურავის ნუ ემდური,
ჯობია, იყოო ბედნიერი,
ვიდრე მართალი და უბედური.



ობლური
- - - - -
რაც თავი მახსოვს, გეძებდი, სად იყავ აქამდინაო?
ნიადაგ შენს მოლოდინში რაც ცრემლი დამედინაო,
მდინარედ გაიშლებოდა ჩემიდან - შენამდინაო.
რად არ მოხველი საშველად, ნეტაი მაცოდინაო.

დამაბეჩავა ობლობამ მსწრაფი სამამაცოდაო,
არც შენ გამოჩნდი აქამდე, არც არავინ შემიცოდაო,
თუ სიხარული მელოდა, ამ გულმა რა იცოდაო.
ახლა ნუ მოხვალ სიკვდილო, მეც დამაცალე ცოტაო!



ნუღარ
- - - - - - - -

განშორების პირველი დღეებია მძიმე,
უფრო - გაგიჭირდება ღამე რამდენიმე.

მთავარია, არ დარჩე შენს ფიქრებთან მარტო,
გარეთ უნდა გახვიდე, მხრებში გაიმართო,

ფეხით უნდა იარო და ხეები თვალო,
ცას ახედო, მოკითხვა მთვარეს შეუთვალო,

ანდა დღისით საყიდლებს ჩამოუყვე სადმე,
ვერ მოილევ სანახავს დღეით მერმისამდე.

თავს უშველე, დანაკარგს ვერ უშველი ახლა.
სიბრიყვეა თოკი ან გულში ტყვიის დახლა.

გეყო, წყალი შეისხი, დაცემული ნუ ხარ,
დარდს ნუ ეთელინები, ნუღარ, ნუღარ, ნუღარ!


არც არაფერი გწყინს
- - - - - - - - - - - -

მისია - გულის ბილიკი,
მწარეს არიდებ, ტკბილი კი
არ გენანება არასდროს, სულ საიმისოდ გსურს.
ერთმანეთს ელაციცებით,
არა გაქვთ დასაფიცები
და გასავალი არა აქვს სიხარბესა და შურს,

მაგრამ თანდათან დრო გადის
და კერძოსი და ზოგადის
გარჩევა ხდება საჭირო და ვერ ეხსნებით ჭირს.
უფერულდება ყოფა და
გულები გაიყოფა და
რა რჩება? ზოგჯერ მოკითხვა?! მეტი ფასი აქვს ჩირს.

არც გული არ იდაგება,
აღარც ძნელია გაგება,
აღარც მოელით ერთმანეთს, ვით ჭინჭველა - რწყილს
და განშორება იწყება,
იწყება გადავიწყება,
როცა მიხვდები - იმისგან არც არაფერი გწყინს.



სიყვარული?!
- - - - - - - - -

მითხარიო.
სიყვარულის რა გითხრა,
სიბრძნეს მისას არ სჭირდება დიდი თხრა.

დასაწყისი -
მუდამ მშვენიერია,
მერე - ლხინში ცრემლი ჩვენი ერია.

დასასრული -
ელის, რომაც არ გსურდეს.
რაც იწყება, კიდეც უნდა დასრულდეს.

განშორებით -
გული დაისრულია.
რჩები მარტო და უმწეო სრულიად.

სიკვდილია -
ოღონდ ცოცხლად სიკვდილი,
ანუ სუნთქავ, მაგრამ ცნობამიხდილი.

დიდ სიყვარულს -
მოსდევს დიდი ვაება.
ორის ნატვრა - ერთად დასაფლავება.

სიტყვებია -
გულის მწარედ მკვნესარის,
მაგრამ რა ვქნა, სულ რაც არის, ეს არის!


ბაბუაწვერა
- - - - - - - - -

მორევებმა ჩაიხვია სიყვარულის დინება.
ნუთუ უკვე ამაოა ჩემი მოწადინება.

განა მართლა მეღიმება, მაგრამ ახლა ღიმილი
მშველის ძლიერ, რომ დავძლიო უხერხული დუმილი.

გიკვირს ალბათ და ვერ ხვდები - შენი ბრაზი მებევრა
და ქარიშხლად თავს დამატყდა ერთი სულის შებერვა.

ამ პატარა ლექსმა გითხრას, მე გითხარი რაც ვერა:
- სულის ერთი შებერვა და ქრება ბაბუაწვერა.

ვერ გავუძლებ ამ სიცივეს და მეც ასე გავქრები,
მაგრამ რა ვქნა, რომ დაგტოვო, მარტო მიინამქრები.

ნეტა იმ დროს, სიყვარულით სული რომ იტაძრება!
ძნელი, მაგრამ საჭიროა - ზოგჯერ ერთად გაძლება.



გავითამაშოთ!
- - - - - - - - -

გინდა? - გავითამაშოთ ყველაფერი ახლიდან,
გვეყო სინანულები და ბოდიშის მოხდა!
ისევ მოვინახულოთ ჩვენი ჩუმი სახლი და
გავიხსენოთ ყოველი,, რაც აქამდე მოხდა:

იყოს შემოგებება, აღტაცება შეხვედრით,
აღტაცება შეხებით, აღტაცება სრული!
ის დღეც გავითამაშოთ, ღრმა წყალში რომ შეხვედი,
არ ჩანდი და გელოდი შიშით დაისრული.

ასე, თამაში-თამაშით გუშინდლამდე მოვიდეთ,
ხოლო დღე გუშინდელი გავატანოთ ქარებს,
ეს არ უნდა მოგვსვლოდა განსაცდელის მომრიდეთ!
თითქოს იყოს საათი, გული მიქანქარებს.

გინდა? - ვისხდეთ უჩუმრად, ვისხდეთ მთელი საღამო,
ზოგჯერ ამოვიხვნეშოთ, გავიღიმოთ შვებით,
ერთ წერტილში მზირალი თვალი დავახამხამოთ.
დარდი არ მოგვეშვება, თუ არ მოვეშვებით!

როგორ წამოგვეწია ბედის მზერა მზაკვარი!
ირგვლივ - გაუგებრობის ქსელს ობობა აბამს.
დასაწყისი - თითქოს-და არის სხვადასხვაგვარი,
დასასრული - ერთი აქვს სიყვარულის ამბავს.


მგონი
- - - - -

გთხოვთ, დედაჩემთან არ გამთქვათ და, მგონი, დაბერდა.
უჭირს გარჩევა სახეთა და ხმათა და ფერთა.
ეგ არაფერი, მაგრამ რაღაც დარდიც დასჩემდა,
ბოლო დროს იქცა განუწყვეტელ საფიქრად ჩვენდა.

ამას წინათ კი ცოტა თავიც მოიმკვდარუნა,
შვილები როგორ შეგვაშინა, კითხვა არ უნდა.
თქვა, მოვიფიქრე, რაც უშველის სატკივარს ჩემსო,
წამალი ვიცი, მომაკვდავსაც რომ მომარჩენსო,

ყველანი სახლებს გავყიდით და ვიყიდით მიწას,-
- (ოცნების სხივმა გაუელვა თვალებში იმწამს) -
- სახლს ავაშენებთ საზიაროს, ოღონდაც ოთხი
კარი ექნება - ყველა მხრიდან, დარი სამოთხის

გვექნება ყოფა, სულ თანაბრად თუ გაიყოფა
ეზო-კარი და სიკვდილამდე ლხინად მეყოფა,
მთელ ჩემს მონაგარს იქ, ერთჭერქვეშ ვიხილავ როცა,
ვიტყვი, დედა ვარ ბედნიერი, ამიხდა ლოცვა.

აღარ დამრჩება გულში დარდის მეათასედიც,
აბა, მითხარით, ვის უნახავს ბუდე ასეთი!
(თითქოს გამჩენმა საზრუნავი გამოულია,
მიწის საძებნად თურმე ამის გამო უვლია).

მაღალ ბალიშზე - თმა, გულდაგულ ანაფუარი,
მაქმანიანი გულისპირი ლურჯ პენუარის...
რა ქნა, როგორ ქნა! როგორ უთხრა დედას უარი,
თან, მით უმეტეს, მწოლიარე შენ წინ თუ არის!

მივუგე:- არის ქვეყნად უკვე ერთი ადგილი,
სადაც ყველანი ვეტევით და არის ადვილი
მიგნება მუდამ, განა მართლა დაკარგულია,
და ეს ადგილი სანეტარო - დედის გულია!


ვისთან რაღა მაქვს საერთო
- - - - - - - - - - - - - -- -

მინდა წავშალო წარსული
უიღბლო და დათარსული -
ვითომჩავლილი ტკივილი
აქ მერევა და აქ მრევს.
- გადავივიწყო ყოველი,
კაცი არის თუ ცხოველი,
ყველა სიკეთე ვუსურვო
ყოფილ საქმროს თუ ნაქმრევს,

მაგრამ ერთი რამ მაწვალებს,
ვხედავ ცრემლმძიმე წამწამებს.
სხვა ყველა გადატანილი -
ფერმკრთალია და ბაცი.
ღმერთო, არასდროს მაჩვენო,
აღარასოდეს მაჩვენო
სასოწარკვეთის წუთებში
ატირებული კაცი!

ვისთან რაღა მაქვს საერთო,
რაღას ვჩხრეკ იმერ-ამერთო,
დარდზე რა დარდი დამერთო,
სჯობს, სხვა ფიქრს გადავერთო,
ვინეტარო და გავერთო,
სხვისთვის ვენთო და ვიღვენთო,
თუ ცოცხალია, უშველე,
მკვდარი - შეინდე, ღმერთო!


ისე, ცოცხალი მქვია
- - - - - - - - - - - -

როგორ დავმალო ნაღველი,
"იყუჩე, არა თქვაო",
ასფუთიანო ტკივილო, გული რით გავიქვავო!

თავქვე რბის ცრემლის მდინარე,
ქვეს იქით -კიდევ ქვეა.
რა შორი არის აწმყო და
წარსული - რა აქვეა!

ერთი უცნობი მოგგავდა,
ღიმილი მომაფრქვია...
შენი ხელიდან - მკვდარი ვარ,
ისე, ცოცხალი მქვია.


კუშტი ანგელოზი
- - - - - - - - -

არცერთი არ ამცდა,
ვინც რა დამიმიზნა.
შიგ გულში მახლიდა.

აღარც კი მეგონა,
ვინმე შედგებოდა
და მახვილს დახრიდა.

რამდენჯერ დავეცი,
რამდენჯერ დაშლილი
ავეწყვე ახლიდან!

სხვა ძალი რა მქონდა,
კუშტი ანგელოზი
მომდევდა სახრითა.

მაღალ ქედს მივადექ,
დაღლილმა ვიპოვე
მე უფლის სახლი და

გგონია, ვქედმაღლობ?
უბრალოდ, ჩემ თავსვე
დავცქერი მაღლიდან.


ქარმა ნოემბრის წვიმა
- - - - - - - - - -

ქარმა ნოემბრის წვიმა ფოთლებში გააჯერა.
შენგან შეყრილი ჯავრი არ დამლევია ჯერა.

ძალიან დამტანჯე, რა, ძალიან დამსაჯე, რა,
უცებ, ღიმილით მკითხე: ,,- სიყვარულისა გჯერა?"

დალოცვილ იყოს, ვინაც გული ერთს შეაჯერა!
შენი აღარ მწამს, თორემ სიყვარულისა - მჯერა!


არაფერი
- - - - - -

არაფერი! მოვედი და მოგიკითხე.
შენი კუთხე ვინახულე ისევ.
ვერ ვიცანი, შენი სახლი რომელია,
ამერია გზა და დარდი მომერია.
რა დავმალო, ცოტაც ვიხალისე.

ამ ბოლო დროს დედაშენი მესიმრება.
ეცრემლება თვალი მონაშუქი.
მიხსნის, როგორ გაგიფრთხილდე, მოგიარო,
მერე რაღაც სათამაშოს მჩუქნის...

და რა უფრო სიზმარია, აღარ ვიცი,
ანდა უფრო ცოცხალი ვარ როდის:
ცხადში - ვიძენ მეგობრებს და ისევ ვკრგავ,
ძილში - ყველა დაკარგული მოდის.



არაფერს
- - - - -

იჭექებს თოფი და
ირემი ქორბუდა
მოსწყდება ქარაფებს.
რას ვიგრძნობ?
არაფერს.

დაბერავს ქარი და
ათასფრად დანაფერს
ფოთლებს ზედ დამაფენს.
რას ვიგრძნობ?
არაფერს.

ვინც ნახავს ამ საფლავს,
გამვლეთა დამზაფრავს,
ჟამის ნაალაფევს,
დავხედავ ღიმილით.
არავის
არასდროს
არ ვეტყვი არაფერს.



არაფრები
- - - - - - -
ლხინია და ყველა თვრება,
ცვივიან ტანსაფრები.
ნეტა ახლა გავქრებოდე,
ასე რად ვიზაფრები!

ქარაშოტის გააფთრება,
აფრენილი აფრები...
უნდა მეარაფრებოდე,
ფიქრში ჩანასაფრები,

მაგრამ გული რად ფრიალებს,
ალებს რატომ აბრიალებს?
რად არ მეარაფრები,
რად არ მეარაფრები!




საშობაო სამზადისი
- - - - - - - - - - - -
მხიარული ხმები ისმის
საშობაო სამზადისის.
ინაყება დასანაყი.
უკვე მზად გვაქვს გოზინაყი.

და გოზინაყს ნიამ ჩუმად
მოაციცქნა ერთი გვერდი,
თან თავის თავს უჩურჩულა:
- ასე ტკბილად დამიბერდი!



ოკლაჰომა
- - - - -
(ჯენის ტოლდენს)

ოკლაჰომაში მოგზაურს სანახაობა აოცებს,
ისეთი წარწერებია ცხენების სასაფლაოზე:

,,- ვიცოდი, არ შემარჩენდა შენს თავს სიკვდილი მსუნაგი.
შენთანვე ვმარხავ, იზაბელ, შენს ლაგამსა და უნაგირს.

-აქ განისვენებს ლედი.
უნდობარია ბედი.

- შენ შეიწყალე, უფალო,
ჩემი გაზრდილი ბუფალო!

- ვაი, შენ, ჩემო რობილა,
რომ ვეღარ უნდა ქროდეო,
საბედისწერო ყოფილა
ეს წლევანდელი როდეო.

- არ მეთმობოდი ცოცხალი, არც მკვდარი არ მეთმობი.
მობინადრე ხარ საფლავის. მობი, მშვიდობით, მობი!''

ამ აყვავებულ ბაღნარში წევს კვიცი თუ სახედარი.
სად განისვენებს, ვის ახსოვს ახლა ამათი მხედარი.

ვინ - შეიწირა როდეომ და ვინ - ბრმა ტყვიამ მოკლა.
ეს დასავლეთი, ველური, ოო, ოკლაჰომა, ოკლა!

დავედევნები ცრემლებით ჩქარი ღრუბლების ფარას.
მანდამდე როგორ მოვაღწევ, ქარები გადამქარავს,
მაგრამ იქნება ვუწიო ზეცაში უფლის კარავს.
მე, დამტირებელს უცხოთა, უფალი დამიფარავს!


სალტო
---------
ო, მოყინულზე მოცურება - მცოდნია სალტო.
შემოსასვლელში დნება შენი ქუდი და პალტო.
ისე მოთოვა, შეგვატოვა ერთმანეთს მარტო
და გაყინული ეს გრძნობები ცეცხლმა დაალტო.
როგორ გადასცდა არემარეს გულების ფეთქვა!
ერთმანეთისთვის, იქნებ სჯობდა, გულწრფელად გვეთქვა
რა დაგვემართა, როგორ უცებ გავხდით თავნება
და მერე როგორ მიილია, დანელდა ვნება.
დღეიდან დღეის დავიწყებას უნდა მოვუნდე.
მიმოვასწორო ერთიანად წრფელი და მრუდე.
აღარ მოგვინდეს ერთმანეთის ისევ დანახვა!
შეწყდება ბარდნა და ტრიალი, რა - დღეს და რა - ხვალ.
ამ ხელსახოცზე მინაწერით თავს ვიქცევ ახლა.
ესღა დარჩება სახსოვარი, ახლა თუ წახვალ.
ახლა თუ წახვალ, აღარასდროს აღარ დაბრუნდე!
აღარ დაბრუნდე არასოდეს, ახლა თუ წახვალ!

ფეისბუქური
------------
დრო რა მწარე წამალია, ვიცით ორმა.
სიმწარეში ოდნავ სიტკბოც ურევია.
სხვა რაღა თქვას ამ ცხოვრების ვიზიტორმა,
ეს წამალი მართლა თუ დაულევია.

ხედავ, ბედმა ბოლოს როგორ შეგვახვედრა
ღელვის მერე კენტად გამორიყულები?
,, - მიხარია ,, ფეისბუქზე" როცა გხედავ.
ამ სურათში კარგად გამოიყურები."


აღარაფერი
- - - - - - -

ვუთხარი, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი.
თავიდან - შეცბა. ვერ ეშვება ეს კაცი ვნებას!
აღარაფერი მაქვს გულიდან ამოსახეთქი.
სასაცილოა, ახლა ცდილობს ჩემს გაცინებას.

დიდი დაცხომა-აციება-გამყინვარება,
გადატანილი გრიგალები მალის-მალები
წარსულს ებაროს. ძველი უკვე არ მეყვარება,
ახალ სიყვარულს - ცხრა მთას იქით დავემალები.


მართალი
- - - - - -

სიყვარული არის ომი,
ჩვენ - ნიადაგ ომის მდომი.
ომს სიცოცხლე ბალახივით უცელია.
ვაი! - ომში დამარცხებულს,
ვუი! - ვინაც გაიმარჯვა.
ბოლოს ყველას მარტოობა უწერია.

დღე ილევა ნაელავი, ნამეხარი,
ცეცხლში ბოლავს ზეცის ფარჩა- ფართალი.
მე აქამდე ყველაფერი არ გითხარი;
რაც გითხარი,
იქიდანაც ყველაფერი არ ყოფილა მართალი.

რა ვიცოდი, ეს სანგარი თუ სამარედ გავითხარე.
უღელს მარტო ვეწეოდი, ვით ხარი.
ვიდრე დროა,
მაპატიე, რაც აქამდე ვერ გითხარი,
მაპატიე, რაც აქამდე გითხარი!


სხვა ქალი
- - - - - -

,,ცხოვრება უნდა იყოს აწყობილი"-...
ქმარი მარიგებდა აწ ყოფილი -

,,ცივ-ცივი ღვინო,
საღიღინო
და მზად მაცივარში -
ხინკლის ფარში.

სუფრა - ხელდახელ გაწყობილი.
არ აკლდეს შემწვარი და დაცხობილი!

იყავ ბედნიერი! გაგასაღე,
დაგატოვებინე სატუსაღე."

მიკვირდა, ,,ეს - რანაირია!''
მერე ერთიანად აირია.

მერე რაც იყო, ზღაპარია.
ნამყოს - შავი მიწა აფარია.

გავიგე, ცხოვრება რაც ყოფილა,
ვნება და ნება როგორც დაყოფილა,
ვიცი,
სახმარად ვარგა დაწყობილი,
სხვა ქალად ვარ გადაწყობილი,

რაღამ გამახსენა აწ ყოფილი!

Posted by: nino darbaiseli 21 Nov 2016, 19:42
ნინო დარბაისელი სტრონი
,,პაატა შამუგიას ,,არგადარჩენა" ანუ „გოდება აღსავალთა“
(რევიუ)
უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი,
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი -
ვერავინ გადარჩება.

სახლებს ცეცხლი წაეკიდება,
გზები მოირყევა,
ჩვილები აკვნებიდან წამოდგებიან
და თავებს დემონსტრაციულად დაიხოცავენ,
რადგან
ვერავინ გადარჩება.

შორ გზაზე შემდგარს ფეხები დაულღვება,
და საკუთარ კიდურებში წელამდე ჩაფლულს
ვერავინ იხსნის,
ლოგინებში გველები აყვავდებიან,
კედლები ორკაპა ენებს გამოიბამენ
და იტყვიან ყველაფერს,
რის გამოთქმაც აქამდე უხერხული იყო.
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი,
ამაოდ ფხიზლობს დედა -
ვერავინ გადარჩება.

მკითხავები ხელისგულზე ვეღარ წაიკითხავენ,
მკითხველები ლექსებს ვეღარ წაიკითხავენ,
მლოცველები ლოცვებს ვეღარ წაიკითხავენ,
პოლიტიკოსები ხმას ვერ აიმაღლებენ,
ბგერების ნაცვლად სისხლიან გლანდებს ამოანთხევენ -
ვერავინ გადარჩება.

ჭადრები ბეტონის ფოთლებს დაისხამენ,
მგზავრები ჩრდილებს დაკარგავენ,
სიტყვები ქვებივით დამძიმდებიან,
ქვებით პირები ამოგვევსება
და ჩვენ ნაცვლად ჩვენი ჩრდილები იჩურჩულებენ -
ვერავინ
გადარჩება.

ძიძები ჩვილებს მიატოვებენ,
ავტომატებს გაიდებენ მხრებზე ჯვრებივით
და ყველა შემხვედრს ტყვიებით აკურთხებენ
მკვდრებს კი საკონტროლო კურთხევას დაახლიან -
ვერავინ,
ვერავინ,
ვერავინ გადარჩება
და ვინც გადარჩება,
ვერც ის გადარჩება,
ვერ გადაურჩება
მიზეზების და კავშირების
უმკაცრეს გადაკვეთას,
ბედნიერების და შემთხვევითობის
ავარიულ ჯახს -
ვერავინ გადარჩება.

სულ ტყუილად ეგონათ,
მიზეზებს მოიდებდნენ,
ალიბებს დადებდნენ
და გეგმებს დადებდნენ,
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი,
ამაოდ ფხიზლობს ქალაქი,
ამაოდ ფხიზლობს მშობელი,
ამაოა ეს ფაციფუცი -
ვერავინ,
ვერავინ გადარჩება.

ესეც ასე! პირველმა ძრწოლამ გადამიარა.
როგორც ავი სიზმრის მნახავი ახალგაღვიძებულზე გამდინარე წყალს უყვება ნანახს, რომ გაატანოს და თან შეშვერილ თითებს ათამაშებს, ახლა მეც კიბორდზე ვათამაშებ თითებს.
პაატა შამუგიას ,,არგადარჩენზე’’ ვფიქრობ. დღეს გამოქვეყნდა ,,ლიტერატურულ გაზეთში’’.
ჯერ არ ვიცი, როგორ მიიღო ქართველმა მკითხველმა, მე კი დღემდე ამ ავტორმა, როგორც მკითხველი ისე გამანებივრა თავისი პოეტური თამაშებით, კლასიკის ირონიული გადაკითხვებით, პაროდირებებით და ა.შ., ახლაც ასაყოლად გავემზადე და ...
ომობანას სათამაშოდ რომ დაგიძახონ და შუა თამაშში შენთვის დამიზნებული ხის თოფი უეცრად მართლა გავარდეს და დაგჭრას კიდეც, ასე დამემართა.
ახლა გულგაგრილებულზე წავიკითხავ ამ ლექსს, იქნებ გავარკვიო, რამ იმოქმედა ჩემზე ასე.
ფორმით - თავისუფალი ლექსია. რიტმულ-ინტონაციური, სინტაქსური, ლექსიკური და კიდევ, რა ვიცი, ყველანაირი პარალელიზმებით იმდენად გაჯერებული, რომ ვერლიბრის გენეზისის მკვლევარს მისი ბიბლიური წარმოშობის თეორიისთვის საუკეთესო პარადიგმად გამოადგებოდა.
შინაარსობრივადაც, ბიბლიურ წყაროებთან, უფრო ძველ აღთქმასთან უახლოესი კავშირი, დიდ და მცირე წინასწარმტყველთა ხილვებთან ზიარება ადვილი საცნობია.
ქალაქის დაღუპვის, როგორც ღვთისმიერი სასჯელის მოტივიც არაერთხელ მეორდება წმინდა წიგნში. ადრე იქნებ ამის საილუსტრაციო მაგალითებიც მომეყვანა, მაგრამ ახლა ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.
. ლექსის ენობრივი პლანი ძირითადად, გათანამედროვებული ბიბლიისა და სლენგით მსუბუქად შეფერილი სალიტერატურო ლექსიკის სინთეზს ეყრდნობა.
. ნარატიული მონახაზის მოხელთება მიადვილებს ხოლმე პოეტურ ტექსტში ჩაღწევას. ახლაც ვცდი რეპროდუცირებას.
წარსული:
არსებობდა რაღაც ქალაქი - ტექსტი, რომელშიც ყოფა და ყოფიერება ,,იკითხებოდა’’ მრავალმხრივ და მრავალნაირად. ჩვენ ამას აწმყოში ნეგაციის გზით ვგებულობთ:
,,მკითხავები ხელისგულზე ვეღარ წაიკითხავენ,
მკითხველები ლექსებს ვეღარ წაიკითხავენ,
მლოცველები ლოცვებს ვეღარ წაიკითხავენ.
. აწმყოში რაღაც ისეთი ხდება ამ ქალაქში, რომ პოეტ- წინასწარმეტყველს მომავლის შემაძრწუნებელ ხილვას აღუძრავს. კონკრეტულად, რა - ლექსში მინიშნებულიც არ არის.
მინიშნებული არ ჩანს არც რაიმე ნუგეში, ნათლის სხივი, ყველაფერი უნდა დაიღუპოს!
უნდა დაიღუპოს, მაგრამ ვინ არის ის ძალა, რომლის ნებითაც უნდა აღსრულდეს ეს სასტიკი განაჩენი?
რაკი ბიბლიის ველში ვიმყოფებით, უნდა გვევარაუდა, რომ ქალაქის დაღუპვა მისი ცოდვების გამო, უფლის განაჩენია. მაგრამ ლექსის პირველვე სტრიქონი აუქმებს ამ ვარაუდს.
,,უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი,
….
ვერავინ გადარჩება”.
სათაურად გამოყენებული სიტყვა ,,არგადარჩენა’-ქართულ ზეპირმეტყველებაში წყევლითი მიგებაცაა. თუ ქალაქის არგადარჩენით მაწყევარის ნება უნდა აღსრულდეს, ვინაა ეს მაწყევარი?
ტექსტი ამაზე პასუხს არ იძლევა.
მაშ, სად არის გასაღები?
იქნებ სხვა რამითაა განპირობებული ამ ქალაქის დაღუპვა?
ვერავინ
,,გადაურჩება
მიზეზების და კავშირების
უმკაცრეს გადაკვეთას,
ბედნიერების და შემთხვევითობის
ავარიულ ჯახს -‘’ნათქვამია ლექსში.
აქ გამონათქვამი ,,მიზეზების და კავშირების უმკაცრესი გადაკვეთა’’ წმინდა ლოგიკის თვალსაზრისით, მცდარია, მაგრამ პოეზიას ხომ თავისი ლოგიკა აქვს.
არსებობს მიზეზთა და შედეგთა კავშირი, ანუ სხვაფრივ, საგანთა და მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. პოეტი ახდენს ამ კონცეფციის დეკონსტრუირებას, რაღაც ნაწილს გვერდზე გადადებს და დარჩენილი ნაწილების ახალი კომბინაციით საკუთარ კონსტრუქციას კრავს. პოეტური ქმნადობის ამ მეთოდს პაატა შამუგია ბევრგან იყენებს დაწყებული ,,ანტი-ტყაოსანიდან’. უფრო მარტივად რომ ვთქვა, წარმოიდგინეთ სათამაშო კონსტუქტორი, რომელსაც მოჰყვება ინსტრუქცია. თქვენ კი ინსტრუქციის მიხედვით უკვე აწყობილ მოდელს შლით და მისი რაიმე ნაწილების გამოყენებით რაღაც ახალს, მანამდე გაუთვალისწინებელს ქმნით,
მაგალითად, ,, ბედნიერებისა და შემთხვევითობის ავარიულ ჯახს.
(პაროდია ,,აუცილებლობისა და შემთხვევითობის’’კანონისა თუ კონცეფიისა).
ეს იქნებ თავისთავად საინტერესოცაა და საკვლევიც , მაგრამ ამ შემთხვევაში, ტექსტის გასაღებად ვერც ეს გამომადგება.

***
,,ჩრდილის’ კონცეპტი ლექსში ორჯერაა წარმოდგენილი,. დასაწყისში ნათქვამია, რომ მგზავრები ჩრდილებს დაკარგავენ, ცოტა ქვემოთ კი როცა სიტყვები ქვებად იქცევიან და მეტყველების უნარს წაართმევენ ქალაქის მკვიდრთ, მათ ნაცვლად მათი ჩრდილები იჩურჩულებენ.
ჩრდილის დაკარგვის ცნობილი ლიტერატურული მოტივის მაგალითების მოხმობით თავს არ შეგაწყენთ, არ მგონია, რაიმეს მომტანი იყოს. მთელი ეს ლექსი ბიბლიური კონოტაციების ველია, ამიტომ ,,ჩრდილის’ კონცეპტიც უფრო ამ ველშია საძიებელი. კერძოდ, თუ გავიხსენებთ თეოსოფიიდან, რომ მაცხოვარი მარადიული ნათელია, რომელიც მიწიერებას ეფინება, ამ ნათელსა და მიწას შორის არის ადამიანი. მისი ჩრდილი, რომელიც მიწას ეცემა, მარადილ ნათელსა და მიწას შორის დგომის შედეგია.
აქ მაცხოვრის ხსენება მიბიძგებს, ლექსის ის ადგილი სადაც ნათქვამია, ჩვილები თავებს დემონტრაციულად დაიხოცავენო, დავაკავშირო ჰეროდე მეფის მიერ ჩვილების დახოცვის ამბავთან. შურისმაძიებელი ძიძები, რომელთაც მხრებზე ავტომატები ჯვრებივით გაუდიათ (მინიშნება გოლგოთაზე) მოკლავენ ყველას, რადგან, ალბათ, ყველას დამნაშავედ მიიჩნევენ იმაში, რაც გარდაუვლად მოხდება.
არ- გადარჩენა - ეს არის გადარჩენა, რომელიც არ შედგა.
გადამრჩენი - მხსნელი, რომელიც კაცობრიობას მოევლინა, ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით, არის მაცხოვარი.
თუ ფიქრთა ამ მდინარებას მივყვებით, მივალთ შთაბეჭდილებამდე, რომ ქალაქის დაღუპვის მიზეზი არის არშემდგარი შობა. ქრისტე, ,,არ დაიბადა ამ ქალაქისთვის’, გადამრჩენის მოვლინება არ მოხდა. ამ ქალაქს ახალი აღთქმა არ შეხებია…
. ,,ამაოდ ფხიზლობს დედა’ - აქ ღვთისმშობელი უნდა იგულისხმებოდეს. მისი სიფხიზლე ვერ უშველს ქალაქს, რადგან მისი ძე მასში არ შეუშვიათ.
საბოლოოდ გამოდის, რომ რაც ამ გარდაუვლად დასაღუპი ქალაქიდან რჩება, მოჩურჩულე ჩრდილებია’.
აღარ იქნება ქალაქი და ვინ იცის, ვინ გაიგონებს, რა სათქმელი შეატოვა მათ ლექსის ავტორმა!
,,არგადარჩენა’ შეხმიანებაა დიდი ბიბლიური წინაპრის სიტყვებთან:
,, თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
(ფსალმუნნი, გალობა აღსავალთა. 126 (127:1)
ფსალმუნისეული ,,გალობა აღსავალთა ‘’ თანამედროვე პოეტის არსებაში სასოწარმკვეთ რეალობასა და მომავალს, უფრო სწორად, უ-მომავლობას დასჯახებია და გაისმის, როგორც ,,გოდება აღსავალთა“
და მე მჯერა, პაატა შამუგიას ეს შემზარავი პოეტური ხილვა-წინასწარმეტყველება ერის მთვლემარე ნერვს მწარედ შეარხევს და გამოაფხიზლებს.
ერის გადარჩენა კი მის მიწყივ სიფხიზლეშია.



Posted by: nino darbaiseli 28 Feb 2017, 05:53
ნინო დარბაისელი სტრონი

დიდი დანაკარგის მესაკუთრე

(რეზო გეთიაშვილის ,,გოქსუს' ინტერპრეტაცია)


გოქსუ
- - - -

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

რას წამოიღებს ადამიანი ამერიკაში საქართველოდან, განა, ისეთი რა გამაჩნდა, აქ რომ გამომდგომოდა?
ბარგში სულ ეს ჩამეტია: დიდი ბიბლია, სასკოლო ვეფხისტყაოსანი, საბას "სიტყვის კონა",… ბოლოს "სიყვარულის წიგნი" და ლებანიძის შედგენილი ,,შედევრები" ვატრიალე ხელში, ვფურცლე და ისევ დავდე.
აღმოვაჩინე ის, რაც თეორიულად ისედაც ვიცოდი: წიგნი - მძიმეა, მაგრამ პოეზია, ბოლომდე კიდევაც რომ არ გესმოდეს, არ იცოდე იგი, თუ ერთხელ გული გაუღე და დაიხსომე, ცოდნასავით მუდამ თან დაგდევს, ,,რაზომცა დაეტარები“.
აი, მაგალითად ეს ლექსი, ,,გოქსუ’. ადრე, ალბათ დეკადის წინ, სადღაც წავიკითხე. ავტორს, რეზო გეთიაშვილს ფოტოთი ვიცნობ, ასე, ჩემი მომდევნო თაობის პოეტი უნდა იყოს, ან უფრო ახალგაზრდა. მინდოდა შეხვედრა და ვერ მოვახერხე.

***
უცნაური სათაურია, არა, ,,გოქსუ?! თითქოს საკუთარი სახელი უნდა იყოს. აღმოსავლურია? ჟღერადობითაც, არც რაიმე ნაცნობ ბგერათშეთანხმებას მაგონებს, გარდა ერთი გვარის შეკვეცილი, გაკნინებითებული ფორმისა, თუმცა მეეჭვება, ქართულ პოეტურ და სოციალურ სივრცეში ავტორს ასე, პირდაპირ დაესახელებინა ვინაობა ქალი-ადრესატისა, რომელსაც პოეზიის ენაზე ლამის ღიად ეუბნება, შენი სხეული ადრე მეკუთვნოდა, მაგრამ ახლა დავკარგეო.
დღეს იქნებ უარესებიც ითქმევა ღიად, მაგრამ ….
მახსოვს, ოთხმოცდაათიანებში, გ. ლეონიძის საიუბილეო კრებულის შემდგენელი - თამარ ბარბაქაძე როგორ გულწრფელად შემიწუხდა, როცა ,,ციცარის’ ანალიზი გადავეცი. მეწერა, სათაური ,,ციცარი’’ - ანაგრამაა და მსახიობი თამარ ციციშვილი ჩანს ამ მწარედ სატრფიალო ლექსის ადრესატი-მეთქი.
,,იქნებ ეს მომენტი არ იყოს საჭირო, ორივე მხარეს შთამომავლები არიან, რომელთათვისაც ამის მოსმენა სასიამოვნო არ იქნებაო”.
რა გაეწყობოდა, დავყაბულდი, თუმცა ,,გამგებთათვის’ მინიშნება მაინც დავტოვე იმ შეკვეცილ აბზაცში.
,,გოქსუს’’ რაც შეეხება, აქ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია:
არსებობს სათაური - გასაღები, რომელიც ხსნის, აღებს ტექსტს.
ასევე, არსებობს სათაური-კლიტე, რომლის გასაღები არც ტექსტში, არც კონტექსტში არ მოიპოვება, ამ სივრცეთა გარეთ, სათავისოდ დაიტოვა ავტორმა.
ქართველ მკითხველს ისღა დარჩენია:
ან მიიღოს სიტყვა ,,გოქსუ’ უცნაურ და უჩვეულო საკუთარ სახელად,
ან დაუშვას, რომ იგი განგებ არის იმგვარად კოდირებული ავტორის მიერ, რომ მკითხველის მხრიდან დეკოდირებას არ დაექვემდებაროს.
იმის გათვალისწინებით,რომ პოეტური ხელოვნებისთვის უცხო არ არის მოვლენა, როცა ავტორი ტექსტში მხოლოდ თავისთვის ჰა და ჰა, კიდევ ვიღაც რეალური ერთისთვის გასაგებ, სანუკვარ კოდებს ,,ინახავს" , მე მეორე ალბათობისკენ ვიხრები.


***
რაკი ,,ციცარი" ვახსენე, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ამ ტიპის სატრფიალო ლექსების ნარატიული ჩარჩო-მოდელი ძირითადად ასეთია:
შეყრა-დაწყვილება - წყვილის ერთად ყოფნა - ფატალური განშორება- ვაჟის გზაზე დადგომა-გადაკარგვა.
ამ ორივე ლექსში განშორების გადაწყვეტილება ქალის მიღებული ჩანს, ოღონდ ერთია, ,,ციცარის“ ავტორი ამ გადაწყვეტილებამდე მისვლის მიზეზად, ქალის ქცევას - სხვა არჩევანს მიიჩნევს, ,,გოქსუსი“ კი ამაზე ღიად არაფერს გვაუწყებს. რაც შეეხება გზაზე დადგომას, ლეონიძე თუ ამბობს:

მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

ანუ მაქსიმალური ექსტრავერსიის გზას ირჩევს, რომ კონკრეტული ლოკალიდან გაღწეულმა, გადაკარგულმა, უცხოობიდან თარის ხმით მთვარეს უწვდინოს თავისი ამბავი,
რ.გეთიაშვილის ლირიკული სუბიექტი ინტროვერსიის გზას ირჩევს, თავის თავში ჩატრიალებული, მაგრამ უკვე გაუცხოებული ამბობს:

საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ
ერთი უცხოელი ტურისტივით.

ძარღვები - სისხლის მოძრაობის ადგილია, უფრო ზუსტად, უწყვეტი გზაა სისხლისა, რომელმაც ჩვენს შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ გაგვეგება.
თავისთავთან გა-უცხოებულ//გაუცხო-ელ-ებული არსება , რომელიც, ჩანს, მომხდარის მიზეზად საკუთარ თავს მიიჩნევს, საკუთარი სისხლისგან მოელის რაღაც პასუხს, მაგრამ უშედეგო სიარულით ღონემიხდილია.
სიტყვა ,, სიარულის” სინონიმთა ბუდეში წანწალი, მაგალითად, ხეტიალისგან - უმიზნო, უმისამართო სიარულისგან უღონობის ნიშნით განსხვავდება.


****
ამ პატარა ლირიკულ შედევრს საყურადღებო კომპოზიცია აქვს. ფაქტობრივად იგი შედგება ორი მცირე დასრულებული ლექსისა და მათ შორის გადებული ხიდისაგან.
პირველი ლექსი - დასაწყისია:

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.

მეორე ლექსი, უფრო მცირე, დასასრულისაა:

მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

ეს ორ ლექსი, გაჯერებული პოეტური მახვილგონიერებითა და მწარე თვითირონიით (ფსევდო-თვითკმაყოფილება), რომელიც მტკივნულ განცდათა გადმოცემისთვის ,,არაპოეტური’, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ლექსიკა- ფრაზეოლოგიის მოხმობით და ბოლოში - ოქსიუმორონით მიიღწევა, თავისებურად უპირისპირდება ,,ხიდის’ წრფელ სასოწარკვეთილებას.
ძნელი საცნობი არ არის ,,ხიდში’ შეხმიანება ნ. ბარათაშვილთან .

არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,

ეს მოტივი ქართულ პოეზიაში ბარათაშვილის შემოტანილია და რ. გეთიაშვილი აქ ლექსიკის დონეზეც აფიქსირებს ალუზიას. ,გავიხსენოთ ,,ნუვინ იტყვის ობლობისა ვაება….. საბრალოა მხოლოდ სული ობოლი’”.
თანამედროვე პოეტს დიდ წინაპართან დიალოგი მომდევნო საფეხურზე აჰყავს: ოცდამეერთე საუკუნეშიც, ობლობის ტკივილი - იგივეა, მაგრამ გამოხატვის, გამოთქმის გზა რაღაცას, ჯერ გაუცვეთელს საჭიროებს.
მაგალითად, ასეთს? - საკუთარ ძარღვებში მოწანწალე გრძნობდე:

თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.

სისულელეა!
გრამატიკული ნონსენსი!
როგორ შეიძლება, ერთპირიანი ,,ვიღიმები" ზმნა კიდევ ერთ, ობიექტურ პირს შეიწყობდეს (რას? - გულისკივილს) ან როგორ შეიძლება, გულისტკივილი იყოს დაკიდებული და თანაც საცალფეხო?...
მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ საცალფეხო და დაკიდებული- ეს გზის ერთი, სპეციფიკური სახეობის - ბეწვის ხიდის განსაზღვრებებია. ძარღვების გზა კი, რომელზეც არსება დაწანწალებს საკუთარ არსებაშივე, ყოველ ახალ წრეზე ამ სათუთ, მკერდში ბეწვის ხიდივით ,,დაკიდებულ’ გზაზე - გულზე გადის, რომელიც მართლაც, სიკვდილ- სიცოცხლეს შუა, საცალფეხო ბეწვის ხიდია, წარმოგვიდგება იმაგინაცია, გულისტკივილის დაფარვის მცდელი, გარეგნულად ,,ფართოდ მოღიმარი” არსებისა. რომელიც ცდილობს, გარეგნულად ისე წარმოაჩინოს, ვითომ ,,ყველაფერი წესრიგშია”.
... თუმცა პოეტური იმაგინაცია ხომ სახის ამგვარი ,,გამოშიგვნის“ გარეშეც , მსწრაფლ აღწევს მკითხველამდე და მსმენელამდე. ეს პოეზიის ენაა, რომელმაც ,,უჩვენოდაც“ იცის უმოკლესი გზა ჩვენს არსებამდე...
მაგრამ ურდოები და მეფეები რაღად დასდევნებიან საკუთარ თავში გზაარეულს?
ვინ არის ეს მდევარი?
ოჰ! ეს ქალურ- მკითხველური ცნობისმოყვარობა! - გასაქანს რომ არ მაძლევს და მაიძულებს ძირის- ძირამდე ვჩხრიკო!
ჯერ ,,ჩემი დაკარგული მიწებიო’, ბოლოს ,,ჩემს გვირგვინად ეს აკურთხესო’ , ხომ არ მიგანიშნებს იმაზე, რომ უნდა გავიხსენოთ სიყვარულის სოციოლოგიიდან, კერძოდ, ურთიერთობათა მოდელებიდან ერთი - ,,მეფე - მხევალი” , რომელიც ჩვენი ლექსის წარმოსახულ სიტუაციაში ქალისთვის ჩვეული, არაერთჯერადი იყო (,,მეფეები’), ხოლო კაცისთვის პირველი და საბედისწერო გამოდგა. მას წარსულზე ეჭვიანობის საბაბი მიეცა, რის გამოც დაკარგა ქალი. დანაკარგის მერეც კი ეჭვის ურდოები და მასსავით აწ უკვე ყოფილ თუ მომავალ მეფეებზე ფიქრი- მდევარი საკუთარ არსებაში შეხიზნულსაც ვეღარ მოუშორებია.

***
პოეტური მეხსიერების საგანძურში კონვენციური ლექსები ძირითადად რიტმის მიხედვით არის დაჯგუფებული. მეც, როცა ერთ ლექსს ვიხსენებ და გულში ვიმეორებ, რაღაც იმაგვარი მჭირს, ღიღინისას ერთი მელოდია სხვა მსგავს მელოდიას რომ გამოიხმობს ხოლმე.
ეს ლექსი - მარცვლიანობის მხრივ, ათმარცვლედია.
მაგრამ ქართულმა ლექსმა ათმარცვლედის არაერთი სახეობა იცის.
არსებობს ათმარცვლედის დღემდე გაბატონებული სახეობა...ახლა თავისუფალი რეფლექსიის ნაცვლად, ლექსმცოდნე-კოლეგებს რომ ვესაუბრებოდე, ვეტყოდი, აქ ქორე-დაქტილურ ათმარცვლედს ვგულისხმობ-მეთქი (ო.ჭილაძის და მის მიმდევართა ლექსების უმრავლესობა) ან ,,გოქსუზე„ აღვნიშნავდი, რომ ათმარცვლედის შედარებით იშვიათი სახეობაა, ქორე-ორი მეორეპეონი ან მარტივად დავუწერდი (2/4/4), იქნებ ვარიაციებზე საუბარსაც შევყოლოდით. დაგვემატებინა, რომ რ. გეთიაშვილი ტრადიციას მისდევს, xbxb. (ანუ მხოლოდ ლუწი სტრიქონებია გარითმული), ეს ტექნიკური გამარტივება კი იმით კომპენსირდება, რომ ლექსის რიტმულ-ინტონაციური დინამიკა ჰიპერდაქტილურ (სამზე მეტ მარცვლიან) რითმებთან ერთად (იწყებიან/მიწებია, ნუვინ ტირის/ ტურისტივით/გულისტკივილს, ეს აკურთხეს/მესაკუთრე), აქა-იქ შიდა რითმებსა და ბგერწერულ აქცენტებსაც ეყრდნობა…
ახლა კი ადამიანურად ვიტყვი, რომ ,, გოქსუს" რიტმულმა ინერციამ მედეა კახიძის ერთი უცნობილესი ლექსი მოიყოლა:

,იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
….
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.

არა მხოლოდ საერთო რიტმული დინება. ამ ორ ლექსს დასაწყისი სარითმო წყვილის. ია - მღერადი ხმოვანთკომბინაციაც ამსგავსებს (შვეულია/ შეუძლია, იწყებიან// მიწებია), რაღაც მსგავსი არაერთხელ შემინიშნავს მურმან ლებანიძესთანაც, მაგალითებსაც გავიხსენებდი, მაგრამ შემიყოლებდა და სათქმელიდან გადახვევა მომიწევდა.


***
პოეტური ქმნილებისადმი ანალიტიკურ მიდგომისას ერთ-ერთი პირველი საქმე დრო-სივრცულ- სიტუაციური პარამეტრების მონიშვნაა:
რა ხდება, სად, როდის, ვინ მონაწილეობს, ვინ მეტყველებს და ვინ - მოქმედებს და როგორ და ა. შ.
ცხადია, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, სახეობრივი პლანი ლექსისა უამკითხვებოდაც აღძრავს მკითხველში ინდივიდუალურ პოეტურ იმაგინაციას, რომელიც შეიძლება არც კი დაემთხვეს სხვა მკითხველებისას და თავად ავტორისას.
ეს ბუნებრივია, რადგან გარდა კოლექტიური კულტურულ-პოეტური გამოცდილებისა და ინტენციისა, ყველა ჩვენთაგანს, როგორც მკითხველს, გაგვაჩნია საკუთრივიც, მხოლოდ თითოეული ჩვენთაგანისთვის ნიშნეული.
ჩემს წარმოსახვაში რეზო გეთიაშვილის ეს ლექსი მუსიკასთან ერთად, ფერით შემოდის და ეს ფერი მოვარდისფრო-ბაც მეწამულია.
ეს იმ ყოჩივარდების ფერია, კამერულ სივრცეში, მაგიდის საპირისპირო მხარეს, სოციალური და არა - ინტიმური აკომოდაციის არეში, გარეგნულად მშვიდად მჯდომი (,,ყველაფერი წესრიგშია”) ყოფილი შეყვარებულების შუაში, რაღაც, პატარა ჭურჭელში ჩადებულ ერთი ციცქნა ყვავილების თაიგულ-ბარიერი რომ ,,გამოსცემს”.
ყოჩივარდა - ადრეული გაზაფხულის მაცნე ყვავილია. მაგრამ, ახლა ის ბარიერად ქცეული, არა ამ ნაწყვილარის, არამედ, ალბათ, ახალი საწყვილეს გაზაფხულის მოახლოებას მოასწავებს.
,,ყველაფერი წესრიგშია", მოგვარდა, დამთავრდა. სიჩუმეა... ამიტომაც არ ღირს, უკვე აღარ ეგების კაცისგან ლაპარაკი. მას სახეზე ფართოდ გაღიმება აწერია - შინაგანი ძალისხმევით ღიმილად გარდაქმნილი გულისტკივილი და ჩვენც ლექსში მხოლოდ მისი შინაგანი მონოლოგი გვესმის.
მას ამ განშორებით, წაურთმეველი ქონება ერგო, თანაც ნაწილი კი არა, ,,მთელი უშენობა”.
ვცადე და ვერც რუსულად, ვერც ინგლისურად ვერ მოვუძებნე რაიმე ერთსიტყვიანი თარგმანი ,,უშენობას” - ქართული პოეზიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონცეპტს, რომლის ძირების ძიებაშიც ალბათ ვეფხისტყაოსნამდე მოგვიწევს ჩასვლა.
ქართული პოეტური სულისთვის - ,,უშენობა” სიყვარულის ამბის ლამის გარდაუვალი გაგრძელებაა, სიყვარულისა, რომელსაც დასასრული არ უწერია.

P.S.
დავასრულე თუ არა ამ წერილზე მუშაობა, ავტორს ხმა ვაწვდინე.
შევიტყვე, რომ ეს ლექსი, რომელიც მე სატრფიალო პოეზიის ნიმუშად მივიჩნიე, სინამდვილეში, ეხება ტაო-კლარჯეთს, იქ მცხოვრებ პატარა ქართველ გოგონას - გოქსუს და ადამიანებს, რომელნიც ტერიტორიებთან ერთად დავკარგეთ.
შევთანხმდით, რომ გამოქვეყნების შემდეგ ტექსტი ავტორს აღარ ,,ეკუთვნის“, იგი მკითხველისაა.
შესაძლო ინტერპრეტაციათა უსასრულობა კი ნებისმიერ მკითხველს მუდამ აძლევს მარჯვე შესაძლებლობას, თავად დაუკვირდეს ტექსტს და თავისი ,,გოქსუ" აღმოაჩინოს.
ჩემი ,,გოქსუ“ კი ესაა.

Posted by: nino darbaiseli 8 Sep 2017, 20:21
Nino Darbaiseli
Poems
(Translated into English by Manana Matiashvili)

ნინო დარბაისელი

ლექსები

(თარგმნილი ინგლისურად მანანა მათიაშვილის მიერ)



Footsteps
- - - - - -

Oh, black asphaltum, you, recently laid,
so many footsteps are imprinted in you,
the footsteps appear
again and again.

They will be covered soon by many more
high heels and
flatfeet and
a kind of shoe-sole called “tractor”.
Oh, footsteps,
whole street of footsteps!

Once my beloved lived on this street.
Once there stood a small house here.
A small yard was before the house
And a mulberry tree grew in the yard.
A mulberry tree was higher than the house itself.
A blackbird sat and sang in the tree every morning…

No blackbird now,
Not mulberry,
No yard,
Not my beloved,
Even I don’t exist
And this poem doesn’t resemble a poem.
Oh, just the footsteps,
footsteps,
footsteps!

ნინო დარბაისელი

ნაფეხურები
- - - - - - - - - - - --

ასფალტო ახლად დაგებულო,
როგორ გემჩნევა,
როგორ გემჩნევა
ახალ-ახალი ნაფეხურები!

ამ ნაფეხურებს გადაუვლის
კიდევ რამდენი
წვრილი ქუსლი და
ბრტყელი ძირი და
ძირი-ტრაქტორი...

ამ ქუჩაზე უცხოვრია
ჩემს შეყვარებულს.
აქ მდგარა ერთი პატარა სახლი,
იმ სახლს ჰქონია
პატარა ეზო
და ეზოში მდგარა თუთისხე,
ერთი თუთისხე -
-სახლზე მაღალი.
იმ თუთისხეზე
დილ-დილაობით
თურმე
ერთი შაშვი გალობდა...

აღარც შაშვია
აღარც თუთაა,
აღარც სახლია,
აღარც ჩემი შეყვარებული,
აღარც მე ვარ,
არც ეს ლექსია...

ნაფეხურები,
ნაფეხურები,
ნაფეხურები!



Verse of the married woman
- - - - - - - - - - - -

Mom,
My mother-in-law,
I am surrendered!
Here is my white flag –
a baby gown.

გათხოვილი ქალის ლექსი
- - - - - - - -

დედი,
დედამთილო,
დაგნებდით!
ჩვილის პერანგი -
ჩემი თეთრი ალამი.

Pandora’s Spring
- - - - - - - - -

Why couldn’t I guess before?!
(Though guessing can’t help me now!)
After I had searched all the areas of my heart
And had emptied myself completely and began to breathe freely
I cast a brief look in my heart and here is what I saw:
Somewhere between the valve and ventricle
There was rammed a hope – like a moth with one wing only –
And I thought:
If I could save it
I would let it fly.
Then I put it on a stone – a hope with one wing –
And blew wing-dust from my fingers.

And I ask again: why couldn’t I guess before that
A heart is Pandora’s Jar.
Neither chest or trunk,
Plated with rare precious stones.
Sometimes
When spring is rushing
to confuse our dreams and reality
shattering and shaking thoroughly them -
No key or seven seals can help!
My heart bursts from within
The road from the heart is unloaded now
And all creatures that dwelled in it hurry out
To open air.

Still I wonder:
Why couldn’t I guess that
Routine is a relief as we wait
For the tragic end.
It seems untrue that
Her husband and children did not speak to Pandora,
Forever.
The fact was that those very minutes
turned into eternity
until they met her by chance.
And when the first waves of the summer feast passed
Epymetheus said to Pandora like surrender:
“ -That’s enough. Move, quickly.
Am tired. Help me wash, then bring me my bread!”


Now I feel as if I were reading to you
A stranger’s letter. My words are followed by
A distant echo of unfamiliar weeping.
My words sound like this:
“ – forgive me, please,
I did not want to…
I plead with you: Let me hear your voice!”...

It’s spring, anyway.
It doesn't matter how I feel...

ნინო დარბაისელი

პანდორას გაზაფხული
- - - - - - - - - - - - - -

აქამდე მაინც როგორ ვერ მივხვდი,
ან ეს მიხვედრა რაღად მინდა!
როცა გულის ყველა კუნჭული მიმოვიჩხრიკე,
გამოვიცალე და ის-ის იყო ამოვისუნთქე,
ჩავიხედე და რა დავინახე:
გულის პირსა და სარქველშორის ფრთამოყოლილი
ჩრჩილი - იმედი შიგ ჩამრჩენია.
იქნებ გადარჩეს,
სადმე თავის გზას ეწიოს-მეთქი,
ცალფრთა იმედი ქვაზე დავსვი
და თითები ფრთის მტვრისაგან გავიცალე სულისშებერვით.

აქამდე როგორ ვერ მივხვდი-მეთქი:
არა ზანდუკი ან ზარდახშა
უცხო რამ თვლებით მოოჭვილი,
ჩვენი გულია მხოლოდ
ყუთი პანდორასი
და ზოგჯერ,
როცა გაზაფხული მოგვივარდება
და სიზმარ-ცხადს მაგრად აგვირევს,
შეგვინჯღევს და შეგვიჯანჯღარებს,
რა კლიტე, ანდა რა გასაღები!
დაგმანული შიგნიდან სკდება
და გზახსნილიდან
გამოვარდნა-გამოფრენას ვინ დაახანებს!

და აქამდე მაინც როგორ ვერ მივხვდი-მეთქი,
რომ ტრაგიკული დასასრულის მოლოდინში
რუტინა ხსნაა.
იმ პანდორასაც,
ქმარ-შვილი მართლა კი არ დაეუბრა სამარადისოდ,
მარადისობად თვით ის წუთები გაიწელა,
თავს რომ წაადგნენ.
დაზაფრულობის პირველმა ტალღამ გადაიარა,
ეპიმეთემაც - პანდორას ასე, ხელჩაქნევით:
- გეყოფა! დროზე გაინძერი,
დაღლილი ვარ, წყალი დამისხი
და ჩემი პური მომიტანეო!"

ახლა კი თითქოს, რაც შეიძლება, გულგრილად და გამოუთქმელად
ვიღაცის წერილს გიკითხავდე,
მაგრამ ხმას მაინც
საიდანღაც უცხო ქვითინის ექო მოსდევდეს,
ისე გაისმის:
,, -,მაპატიე,
მე არ მინდოდა...
გემუდარები, ხმა გამეცი! "

აი, ასეთი, მაგრამ მაინც გაზაფხულია!
* * *
user posted image


ილუსტრაციებია ,,პანდორას გაზაფხულისთვის'



'user posted image

ერთიც ,,ნაფეხურებისათვის'user posted image

Posted by: nino darbaiseli 18 Oct 2018, 23:40
ნინო დარბაისელი

ლოცვა უსირცხვილობისათვის
- - - -

ღმერთო, უშველე იმ გოგონას,
გამხდარს,
გალეულს,
რაღაც, ირიბად რომ იარება,
დახედე, ღმერთო,
როგორ მოხრილა მხრებში,
როგორ ამობურცულა, ლამის დამხობილ ფიალასავით,
სკოლიოზისგან კი არა და,
რომ იღლიებქვეშ შეიმალოს
ადრეულა, მკვახე ლეღვივით გამოსული ძუძუკოები.

ისიც არ ვიცი,
რა საშველი მოგეძევება
მისთვის, ვინც თამაშ-თამაშობით,
ბწკენა-ბწკენობით,
შეიტყუეს ვითომ თავისმა,
ვითომ, ვითომ...
ამქვეყნად ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა,
და დაიამეს საკუთარი სარცხვინელი,
სარცხვენალი თუ სარცხვინალი
და პირზე შიშის კლიტე დაჰკიდეს
და გასაღები ადიდებულ მდინარეში გადაუძახეს.

მას არასოდეს გაუგია სიტყვა ,,ინცესტი”,
მაგრამ მან უკვე კარგად იცის,
როგორია,
როცა ყველაზე საყვარელი ადამიანი,
ყველაზე სანდო,
უცებ ყველაზე საზიზღრად და უნდოდ გაგწირავს,
თან თავს გაწირვად არც ჩაუთვლის...
ხოლო რაც მოხდა,
როგორც მოხდა,
დედის ყურსაც კი არ ეგება,
რადგან დედასაც,
დედის დედასაც,
და დედის დედის...
ძირისძირამდე
ჩაულურსმნეს,
ჩაუქვავეს,
ჩაუცემენტეს,
რომ
ნეტარება სუსტს კი არა, ძლიერს ერგება
და მსხვერპლი - მუდამ დამნაშავეა
და რაც შინ ხდება, შინ უნდა დარჩეს!

ხოლო სირცხვილის იმ საუკუნო ხის ტოტებზე
ზეწრით ან ბაწრით თავჩამომხრჩვალებს
ღამღამობით მოჩიფჩიფე ქარი აქანებს
და სიბნელეში მონოტონური ჭრიალი ისმის:

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

-სირცხვილი - შენი!
მსხვერპლი მუდამ დამნაშავეა!

ეს გოგონაა ქვეყნად რამდენ ქალში მტირალი,
მუდმივი შიშით მიკუნტული ერთ ბნელ კუთხეში,
გულჩათხრობილი,
ხმაგაკმედილი.
რა უყოს ქალმა,
ტუჩდაკბენილ იმ გოგონას რა უსაშველოს
ვის რა მოჰკითხოს ან ვის რაღა მოეკითხება!

ქალთა ღიმილი ზოგჯერ რამდენ გაუმხელს ფარავს,
სირცხვილის კომბლით რომ დასდგომიან,
ვით ცხვრების ფარას,
რადგან დამკარგავს ამტყუნებენ, არა - მომპარავს,
ღმერთო, უშველე გოგოებს და ქალებს უშველე,
ღმერთო, არიდე გვერდით - მხეცი და ფიქრი - ბეცი,
მიეცი ძალი, გაარჩიოს მართლისგან ცილი,
ღმერთო,
მიეცი უსირცხვილობა თავისი წილი!
რაკი ძლიერთა გულწრფელობა - უტიფრობაა,
ეს იყოს მისი არა - ხმალი, არამედ ფარი.
დე, იყოს იგი უსირცხვილო და უტიფარი,
აღარასოდეს არ დაფაროს არდასაფარი!

ამინ!

Posted by: nino darbaiseli 20 Jan 2019, 08:21
ნინო დარბაისელი

უპასუხონი
- - - - -

ვაკვირდები მე ჩემს თბილისს,
არა ბონს და ბადენ-ბადენს,
ყველაფერი ცრემლებს მადენს,
ყველაფერი "კითხვებს ბადებს".

იგინება ირგვლივ ყველა.
იძახიან: იმ ჩემს...! ამ ჩემს...!
თვით სარჩენი არჩენს სარჩენს.
ყველაფერი "კითხვებს აჩენს".

ცივ ქუჩაში ჰყიდის ლიმონს,
ვინც ლოგინში უნდა იწვეს.
გულში ნასობს ვებრძვი ხიწვებს.
ყველაფერი "კითხვებს იწვევს".

ნანგრევებში ძველი ავტო
მირახრახებს, მორუხრუხებს
და სახეებს ვხედავ რუხებს.
ვინ რად გვიჭერს ამ მარწუხებს?
ვეკითხებით, რაც გვაწუხებს,
ჩვენთვის - ძუნწებს, სხვისთვის - უხვებს,
მაგრამ არ ჩანს,
მაგრამ არ ჩანს,
არსად არ ჩანს მოპასუხე!

Posted by: nino darbaiseli 24 Jun 2022, 21:53
#ლექსები

ნინო დარბაისელი

მუსტანგი

(ამერიკაში ცხენი პირველად მაშინ ნახეს, ესპანელებმა რომ ჩამოიყვანეს. ნამსახურევი ცხენის თავისუფლად გაშვების ნაყოფია გაველურებული ცხენი - მუსტანგი. ამჟამად მათზე ნადირობა აკრძალულია, კანონი იცავს, ადრე კი იჭერდნენ და გახედნილებს ისევ ცხენებად იყენებდნენ)

მუსტანგო პატარავ,
ოფლიან ქოჩორქვეშ გიჟურად გიელავს ავსული ალები,
რა ოფლის ბუღია,
ირგვლივ რომ ტრიალებს -
შარდული სიმყრალე და ნესტოებიდან ვნებურად მქშინავი
ეგ ცხელი ნასუნთქი!
ტანი მოცახცახე,
ხელის შეხებაზე გვერდით რომ გახტები!

არ გინდა, მუსტანგო? -
ტანგოს მუსიკაზე
შენი სასურველი ყელგადაგდებული ზედ გეკიდებოდეს,
ალი ედებოდეს,
ოდეს მოფართხალე სრიალით ლაჯქვეშ შემოძრომას ლამობდეს,
ზედვე გაკვდებოდეს?

დრო როცა განცხრომით ატარე,
რეატა არის თუ რიატა,
უეცრად კისერზე მოგედო,
ასე დაგიჭირეს ლაზოთი,
ლაზათი შენსავით ვინ იცის ცისკარზე ჭენების!
ნებისად ბალახის მძოველი ველად დალევ ნამს და
ჯოგის დამკარგავი ავად იარები
და არ უბრუნდები გადავლილს.
ვინ იცის, ვისი ხარ ნადავლი!

აქ ძველი წესია ცხენების გაშვება,
შინაურ ცხოველთა გაგარეულება
და მერე გარეულ რემათა
მიგნება.
ნება ნაშიერთა -
ერთად კი არა და მარტო ხეტიალი
და ბედი ტიალი,
ხიფათის ცემა და დაცემა შენსავით!
ავით შენს გახედნას შეიძლებს ვერავინ
და ნელა გიჩვევენ,
ვიდრე ზურგს მიუშვერ ვერაგებს.

ო, შენი ძარღვები ვეება,
კუნთები - ნეკნების მომჭერი,
კისერი,
სერი კი - ნაშანთი უცნაურ ნიშანთა!

მუსტანგო!
არ გინდა? -
დაგინდო და ისევ
გაგიშვა თავნება,
ვნებათა ელვარე არე ვლე ჭენებით,
შვებაა!
როგორი შვებაა თავის გაბავშვება!
მე გიშვებ, მუსტანგო!

Posted by: Pepper_Crowley 25 Jun 2022, 00:09
საშინელი ლექსია.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭამ.


Posted by: nino darbaiseli 25 Jun 2022, 00:31
QUOTE (Pepper_Crowley @ 25 Jun 2022, 00:09 )
საშინელი ლექსია.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭამ.

სავსებით გეთანხმებით .
თან იმასაც გააჩნია, განსაკუთრებით, რას ჭამთ.

Posted by: nino darbaiseli 26 Jun 2022, 02:58
#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

“დარი არ დარობს დარულად”

(მონახაზი დარიანული დღიურების ქართულ წყაროთა შესახებ)

ცისფერყანწელების მიზანი იყო, ქართული ლექსი ევროპული რადიუსით გაემართათ. ცხადია, ამას ესწრაფვოდა მათი თავკაცი - პაოლო იაშვილი.
“რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურსო“, - ციკლის ერთ-ერთ პირველ ლექსში “უვერტიურა”, თითქოს სრულიად შეუფერებელ ადგილას, ეროტიკულ კონტექსტში… უცებ პატრიოტული მოტივი( !!) შემოაქვს მის ლიტერატურულ მისტიფიკაციას - ელენე დარიანს.
გავიხსენოთ, როგორ “ზის” ეს მოულოდნელი განაცხადი მცირე ზომის ლექსის შიდა კონტექსტში:

პაოლო იაშვილი

უვერტიურა

ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,
მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი,
მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,
მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!...
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია
და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,
რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს
ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება,
ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია,
ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება,
დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია.
.
ეს, სხვათა შორის, ტექსტში მნიშვნელოვანი სათქმელის აქცენტირების რიტორიკული ხერხია.

მე ვფიქრობ, რომ ,,დარიანული დღიურების ყველაზე ქართული ძირები - ვეფხისტყაოსანშია. თუმცა ეს უჩემოდაც შენიშნულია და სხვადასხვაგვარად გამოთქმულიც (გ. ასათიანი, მ. ჯალიაშვილი და სხვ).
…ვიდრე მკითხველი შემნიშნავდეს, ვიტყვი: დიახ, მახსოვს, რომ ვეფხისტყაოსანში მამამ იმთავითვე გაა-მეფა თინათინი, ანუ იგი მეფეა, მაგრამ ცოლქმრობაში იგი - დედოფალია, ანუ ქალის პოზიცია აქვს “ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს”.
ავთანდილი - მისი შერთვით ხდება არა სრულუფლებოვანი მეფე, არამედ მეფე-კონსორტი, როგორც მაგალითად, დავით სოსლანი.
მე - ასეთი არგუმენტები მაქვს:
- ვინ არის ვეფხისტყაოსნის სამეფო მიჯნურ წყვილთა შორის ის ქალი პერსონაჟი, რომელსაც ეროტიკულ ამბებს უკავშირებენ?
- თინათინი (გავიხსენოთ ამის თაობაზე ნ. ნათაძის წერილიც, რომელიც აგორაზე გვედო).
- ვინ არის ელენე დარიანივით სულ ლოდინის რეჟიმში?
- თინათინი.
- იგი - დედოფალია, მისი ქმარი - ავთანდილი კი “თავადი”.
რატომ უნდა მივიჩნიოთ ორივეგან - ვეფხისტყაოსანშიც და შესაბამისად დარიანულ ნარატივშიც ქმარი - თავადად ( “თავადი დარიანი”), ყოველთვის, გარდა სასიყვარულო თავგადასავლის ,,აკმესი” - იმ მომენტისა, როცა იგი მეფე/ნეფეა?
გავიხსენოთ ტრიოლეტების ეს თაიგული

მეფის ქორწილი

ტრიოლეტები

1
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო;
მეფემ დედოფალს მიაწოდა მეფური თასი.
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი.
ტახტის გარშემო ქალწულების გრძნეული დასი
უმღერის მეფეს:- „მოგვილოცავს დღე სამაისო“,
ქორწილი ხარობს და სხივოსნობს მეფე ძვირფასი,
ფირუზის თასი ქარვისფერი ღვინით აივსო.

2
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი,
ვერცხლის სურებში სჩქებს ღვინო და სხვა სასმელები.
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები...
...და დაღალულან დედოფლის თეთრი ხელები,
დედოფლის სახე ფერმკრთალია,ვით ნისლში გედი.
ანათებს დარბაზს ვეზირების ტანსაცმელები,
ცეცხლისფრად ელავს ლალის ფარჩა და ოქრომკედი.

3
მოსწყინდა მეფეს აწ ნადიმი და სილამაზე,
სამეფო გზაზე ცისფერ ვარდებს შლიან მონები.
დილის სხივებმა გაიხარეს მტერდისფერ ცაზე...
მოსწყინდა მეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
ამშვენებს რიჟრაჟს დედოფალის თეთრი სინაზე,
და მეფე მიდის, როგორც ძველი ფარაონები.
მოსწყინდა მეფეს ეს ნადიმი და სილამაზე,
სამეფო გზაზე ცისფერ ვარდებს შლიან მონები.

4
სეფედარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია;
აღარ არიან მონები და ტახტის ქალები.
ფერმკრთალ დედოფალს მეფემ მოხსნა ფარჩის მანტია...
სეფედარბაზში მზის სხივების ცეცხლი ანთია,
მეფის თვალები ორი შავი ბრილიანტია,
ვნებით დედოფალს უღამდება ბნელი თვალები.
სეფედარბაზში მზის სხივები ცეცხლი ანთია,
აღარ არიან მონები და ტახტის ქალები.

- ავთანდილი, თინათინისგან, ტარიელისა და ნესტანისგან იმით განსხვავდება, რომ იგი სამეფო წარმომავლობისა არ არის, თუმცა არაბეთის მეფის, როსტევანის კარზე მისი ოჯახი დიდად დაწინაურებულია, წარჩინებულია, ქართული სამეფო კარის იერარქიული მოდელის მიხედვით - თავადი.
რატომ არის ერთ პატარა ლექსში, პირამიდებში“ სამჯერ ნახსენები (!!!) ცხენი, ხოლო დასაწყისშივე ხაზზგასმულია, რომ ეს ცხენი - არაბულია? (შემდგომ ორჯერ - რაშად - ჯადოსნურ ცხენად მოიხსენიება).
იმიტომ ხომ არა, რომ ავთანდილი- სწორედ არაბეთიდანაა?

პირამიდებში

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

ჩემი აზრით, ელენე დარიანის ამბავი - ანუ ნარატივი, როგორც ახლა მოდაშია თქმა - ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ ,,რა ხდება დიდი ამბის, ზღაპრის მერე? - იმის მერე, როცა გმირები საწადელს ეწევიან, როგორ გრძელდება ოჯახური ცხოვრება შეყვარებული წყვილისა ქორწილის მერე?
ელენე - სახელი სონორული, მღერადი სიტყვაა და რამდენიმე დინებას აერთიანებს.
მერე რა, რომ რეალობაში ეს სახელი პაოლოს ერთ-ერთ ქალსაც ერქვა. იმ დროს ხომ ძალიან გავრცელებული იყო.
რაც შეეხება დარიანს, გავიხსენოთ,
რას ეუბნება როსტევანს ვეზირი, როცა ამცნობს ტარიელის საშველად ავთანდილის გაპარვის ამბავს:

მზე აღარ მზეობს ჩვენთანა,
დარი არ დარობს დარულად.

ავთანდილის დაბრუნება - გამოდარებაა, დარის დარობა, დარიანი დღის დადგომა და ასე შემდეგ.
ვფიქრობ, პაოლოს ლიტერატურული მისტიფიკაციის პოეტურ-ალქიმიურ შენადნობში ასე მონაწილეობს ქართული მხარე.
რუსული - ბრიუსოვია, ამაზე ადრე ვისაუბრეთ, ჩემამდე - ლევან ბრეგაძეს წერილიც აქვს, დანარჩენ ევროპულ წყაროთა შესახებ - დევს ფეისბუქზე ჩემი თეზისები.
.
.
* * *
.
#ქართული_პოეზიის_საგანძურიდან

პაოლო იაშვილის ლიტერატურული მისტიფიკაცია - ელენე დარიანი, თუმცა დედოფლად იხსენიება, მხატვრულ თუ ვირტუალურ რეალობაში ერთი
საწყალი, დღენიადაგ მოღალატე თავადი ქმრის მომლოდინე არსებაა, - მიტოვებული, მაგრამ არც ბოლომდე მიტოვებული, ცხოვრებაზე იმედგაცრუებული და მაინც მეოცნებე…
პოეტური ჩანაფიქრის მიხედვით, მთელი მისი სითამამე თუ სიმამაცე ალბათ იმაში გამოიხატება, რომ დღიურს დაუფარავად “უამბობს” თავისი უბედო სიყვარულის ამბავს. დღიურის მეშვეობით გულახდილობს თავის თავად ქმართან, რომელსაც ეს ამბები ან აინტერესებს, ან არა…

ცხადია, ელენე დარიანის არსება დინამიურ სახედ არის ჩაფიქრებული, აქვს თავისი აღმართ-დაღმართები, თუმცა მისი მხატვრული ყოფა - ძირითადად დაბლა მოემართება. აქ მინდა, მკითხველმა გაითვალისწინოს მისტიფიკაციის, ნიღბის ქმნადობის ერთი მომენტი: როდესაც ავტორის მიერ, პერსონა ძირითად ხაზებში, პარამეტრებში ჩასმულია, ასე ვთქვათ, უკვე ,,არსებობს”, არაა საჭირო, მისი ამბის გადმოცემა რეალური ყოფის ქრონოლოგიას მისდევდეს. (მაგალითად, დაბადება-ჩვილობა-ბავშვობა-ყრმობა- მოწიფულობა და ასე შემდეგ).
ავტორის ნებაა, ვირტუალური რეალობის ქრონოლოგიიდან თავისთვის სასურველ მომენტს მაშინ შეეხოს, როცა მოესურვება. (დარიანული ამბები მისი პარიზში გამგზავრებით მთავრდება)
ეს რომ ასე არ იყოს, ქრონოლოგიურად პირველი ლექსები ,,უვერტიურა”(შესავალი) და “მეფის ქორწილი” გვექნებოდა, ანუ ციკლს ექნებოდა გამოკვეთილი, კონცეპტუალური დასაწყისი და დასასრული, მაშინდელ ავტორთა მისტიფიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილის დარად.
შეიძლება თუ არა, საერთოდ, “დარიანული დღიურების” ჩარჩო-ნარატივზე მსჯელობა?
ვფიქრობ, შეიძლება, ოღონდ ფრთხილად და არაკატეგორიულად…
აქ ვწყვეტ მსჯელობას და გტოვებთ პირისპირ ამ უმშვენიერეს ლექსთან:

პაოლო იაშვილი

ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად

ამაღამ მგონი იქნება ქარი…
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი.
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში..
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება…..
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,
მეტყვის ბრძანებით: – მომეცი წყალი
ჩემი ფერადი, სპარსული დოქის!

ცოლი ვარ მე მისთვის სასახელო
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში)
ღვინით გასვრილი მისი საყელო.
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.
რადგან ძვირფასი მატად მთვრალია,
დაეძინება მას ჩემზე ადრე.

Posted by: nino darbaiseli 29 Jun 2022, 13:05
#პროზა

ნინო დარბაისელი

პუდელა

პუდელა გახსოვთ, გოგოებო, ჩვენი პუდელა?
რა გაწკრიალებული დაჰყავდა დედამისს, როგორი მოვლილი! რუსულის მასწავლებელი იყო ოცდამეთხუთმეტეში, არა?
თან რა ნაკითხი იყო, გინდა რუსულად, გინდა ქართულად. გაზეთს და ჟურნალს არ ტოვებდა. დილაუთენია, ბნელში ფოსტა რომ მოჰქონდათ, იქ უხვდებოდა მომტანს და ვიდრე ხალხი გაიღვიძებდა, ბუტკის ქალს ყველაფერს უკვე წაკითხულს აბარებდა, აკურატულად პარკებში ჩაწყობილს.
მარტოხელა იყო დედამისი, გაჭირვებული, რა დიდი გასართობები იმას ექნებოდა სახლში ბავშვისთვის, სულ წიგნებს უკითხავდა და კითხვას დააჩვია.
ჰო, რა კარგი ქალი იყო, წყნარი, კულტურული, არა? ის რომ მოკვდა და პუდელა უპატრონოდ დარჩა, უკვე ვიცოდით, რომ მაგისი მომვლელი არავინ იქნებოდა, ჯერ საიდანღაც ნათესავები გამოუჩნდნენ და ბინაში შეუსახლდნენ. გოგომ გამოაცხადა, ნახევარდა ვარო, დასვამდნენ, დაალევინებდნენ არაყს და გარეთ უშვებდნენ. ისიც იდგა კორპუსის წინ და მთელ სამეზობლოს რუსულად და ქართულად სულ კარგებს და კეთილებს აგინებდა.
მანამდე მაგისი პირიდან ცუდი სიტყვა გაგიგონიათ? დედამისის მერე ან წამლებს ვინღა მისცემდა დროზე!
მაინც ვერ ვხვდები, რა სჭირდა. შეხედავდი, დედამისის ხელში, წარმოსადეგიც კი იყო, თავიც ლორდივით ეჭირა, დაილაპარაკებდა, თან სულ ჭკვიანურს რამეს და უკვე ორ წუთში საიდანღაც ხვდებოდი, რომ მთლად მატორზე არ იყო. ერთ დღესაც მთვრალი დაიკარგა და დაიკარგა, იმის კვალს ვერ მიაგნეს, ან ვის უნდა მიეგნო, ნახევარდას არ უძებნია და მეზობლებს - ვის რა უფლება ჰქონდა. აი ესე, იყო კაცი, დაიკარგა და მორჩა.
ცოტა ხანში იმ გოგომ და თავისმა ქმარმა ის ბინა გაყიდეს, გლდანში გადასულან და აქ ახალმა პატრონმა სტუდენტები დააყენა.
გახსოვთ, ერთხელ მილიციის უფროსი რომ იყო ჩვენთან, მეოთხე სართულზე, იმას რომ მიადგა, ჩემი მეგობარი, ესა და ეს ძალიან კარგი ბიჭია, ქურდია და იარაღი არა აქვს, მაგის ამხანაგებს ყველას აქვს და ეს ცოდოა, ზედმეტი გექნება სამსახურში და მიეციო?
- ეგ რა არის, ის გახსოვთ? - რუსო რომ შეუყვარდა?
- ვინ რუსო, ესაა? - ვბჟირდებით სკამებიდან გადაცვენამდე. თან გაბუღულები ვართ, ჩამსხდრები და გვსიამოვნებს ძველი ამბების გახსენება, თითქოს პირველად გვესმის.
რუსო უნდა ნახოთ!
სახეზე ადრე ბარბარა სტრეიზანდს ჰგავდა, ტინა ტერნერივით კისრიდან ეწყება ფეხები. უბანში ცუდი სახელი არა ჰქონდა, მაგრამ არც ძალიან კარგი. დღემდე ასთმიან დედასთან ერთად ცხოვრობს. ვერ გათხოვდა, დედას მარტო ხომ ვერ დავტოვებ, ვინ მოუვლისო და იმხელა ბინაც არა გვაქვს, შიგ ვინმე შემოვიტენო და ქმრად დავისვაო.
- გეხვეწები, ის მოყევი რა, რუსო, პუდელას რო უყვარდი.
რუსოს თან კარგა ბლომად ცხიმიან-დამატენიანებელი კრემი უსვია სახეზე, თმები გადაწეული აქვს, მაგრამ ამდენი იაფიანი პაპიროსის წევით ამომშრალ მაგის კანს რა დატენიანება უშველის, თან ნაოჭები ჩაუღრმავდა, განსაკუთრებით შუბლზე, თვალის კუთხეებში და ტუჩების კუთხეებში, ეგ არაფერი! მაინც ვიდზეა, გარეთ რომ გადის.
- რა მოვყვე, აქ მედგა კარის წინ, რა დროსაც არ უნდა გავსულიყავი, წავიდოდი გამომყვებოდა, მოვიდოდი - გაჩერებასთან იდგა და მელოდებოდა. ხან სად გამეგზავნებოდა, ხან სად, მაღაზიაში ან ბაზარში რომ ვივაჭრებდი, ჩანთებს და პარკებს ჩამომართმევდა, კართან ამომიზიდავდა მეხუთე სართულამდე, რომ მოგეკლა, შიგნით არ შემოვიდოდა, ფეხის ტილოზეც არ დაადგამდა ფეხს, გაისვრებაო, კარის გვერდით აწყობდა ყველაფერს. ჩვენი ჯეკა რომ მოკვდა, დაბერდა და მოკვდა, აბა, რას იზამდა, თხუთმეტი წლისა იყო, მე ვკიოდი და ხელს ვერ ვკიდებდი, ნიჩბით და ადიალით უცებ მოვიდა, შეახვია, წაიყვანა და კორპუსის კუთხეში, ტყისპირას რომ ნაძვია, იქ დამარხა. გახსოვთ, ვიღაც ტიპი რომ გადამეკიდა, ნარკომანი იყო თუ რაღაც ოხრობა, აბა, მე კარგი ვინ გადამეკიდებოდა, იმას რომ დაუხვდა და უთხრა, რუსოს თავი დაანებე, ჩემი შეყვარებულიაო? დაიჭირა იმ ტიპმა და იმდენი ურტყა, ორი ნეკნი ჩაუმტვრია, სულ სისხლს აფურთხებდა თურმე საწყალი. რაღაცნაირად უხერხულში ჩავვარდი, ალბათ დედამისი გულში რას მწყევლიდა! დავიჭირე ხელში ერთი ძველი ბამბანერკა მეგდო და სახლში ავაკითხე, ვიფიქრე, ტკბილ სიტყვას მაინც ვეტყვი-მეთქი. სიცხიანი იწვა. ვეუბნები, პუდელ, ხო იცი, მე როგორ მიყვარხარ-მეთქი და ცრემლები წამოუვიდა, ვიცი, ვიციო და მინდა ხელი გთხოვო, ცოლად ხომ გამომყვებიო. გადავხედე დედამისს და თავით მანიშნა, ხო უთხარიო. გამოგყვები, აბა რას ვიზამ, მთავარია, ჭამა დაიწყე და ფეხზე დადექი-მეთქი. როდისო? და შენ როცა გაგიხარდება-მეთქი. ქორწილი გადავიხადოთო? აბა, უქორწილოდ როგორ შეიძლება-მეთქი. დიდი თუ პატარაო, მე ვუთხარი, ქორწილი თუა, დიდი უნდა იყოს-მეთქი. როდისო და იმ შაბათს-მეთქი.
გოგოებო, გინდა დამიჯერეთ გინდა არა, კაცის ხამი რომ არა ვარ, თქვენც კი იცით, ვითომ ჩემზე ირეოდნენ და საწყალ პუდელას მეტს ცოლობა არავის სერიოზულად არ უთხოვია. თავიდან ისე, რაღაცას ჩაიბურტყუნებდნენ ხოლმე და მერე ვითომ ავიწყდებოდათ.
გადის ორი-სამი დღე, დედაჩემი ვაბანავე, დავსვი და კარზე ზარია. ვაღებ, წითელგალსტუკიანი პუდელა, აქეთ-იქიდან შამპანურის ბოთლებამოჩრილი, შარვალ კოსტუმი აცვია და დედამისი - გვერდით - ხელში შავი ბარხატის ვარდების დიდი ბუკეტით, არ ვიგონებ!
(ჩვენ - სიცილისგან დაოსებულები, თან ისე ვუყურებთ, ვითომ არ ვიცით, ამის მერე რა მოხდება).
ცხვირზე კარს ხომ არ მივუჯახუნებდი, მობრძანდით-მეთქი. დედამისს სახე აქვს, მიტკლისფერი და ზედ მთელი დედამიწის მუდარა, ვედრება, სასოწარკვეთა, რა სიტყვა უფრო უხდება, ... ის აწერია, აი, რო იცი, უარი არაფერზე არ უნდა წამოგცდეს, თორემ იქვე ჩაგაკვდება ხელში.
სკამები შევთავაზე. დასხდნენ. მეც დავჯექი. დავიძაბეთ. უცებ ეს პუდელა წამოდგა, დაიჩოქა ჩემი სკამის წინ და პიჯაკის ჯიბიდან დედამისის კალიცო ამოიღო, მეუბნება, ეს უკვე ოფიციალურად უნდა გთხოვო ხელი და გული, ცოლად გამომყევიო.
ვაი და ვუი შენს რუსოს! რომ არც დგება!
გადავხედე დედამისს, ვიფიქრე, რაც არის, არის, გამოვართმევ ამ ბეჭედს და ხვალ დილას სადარბაზოსთან დავხვდები ქალს და დავუბრუნებ -მეთქი. ნეკაზეც არ შემეტია, ტანსუსტი იყო ვალია, ძვალწვრილი.
მოკლედ, ერთი ღამე პუდელას ოფიციალური დანიშნული ვიყავი გოგოებო, ეგრე კი არ არის საქმე.
დილას დედამისს დავუბრუნე ბეჭედი და ვთხოვე, პუდელასთვის არ ეთქვა. გამიგო ქალმა. მე დედაჩემის ძველი კალიცო ჩავიგდე ჯიბეში და რომ დამიხვდებოდა, უცებ შიგ თითს შევყოფდი, იმითი ვენახვებოდი.
ვაიმეეე, ეს რა შარი იყო!
ქორწილის მოსაწვევები ხომ დაუწერია და მთელ სამეზობლოში დაურიგებია, შიგ მენიუც ჩაუწერია კოკა-კოლები, ხაჭაპურები გვექნება, მერაბ სეფაშვილი ცოცხლად იმღერებს და ახლადშეუღლებულები ტორტ სენატორს გაჭრიან და ყველას გაუმასპინძლდებიანო. თქვენ იცინეთ და მე მთელი ქვეყანა შემიყარა, საწყალი ვალიას უცებ გაჟონვას და სიკვდილს რომ არ შეეშალა ხელი, ჩვენს ბედნიერებას წინ აღარაფერი ედგა.
ვალიას გასვენების მერე ქორწილი აღარც უხსენებია, აღარც მაკითხავდა, აღარც მხვდებოდა, აღარც ჩანთებს მართმევდა, მთვრალი დაბოდიალობდა, მოუვლელი, გული მოგიკვდებოდათ. ერთ საღამოს ისეთი მთვრალი იყო, ხეზე მიყუდებული. რომ იტყვიან, მოვიკიდე ზურგზე, სახლში ავიტანე და ნახევარდას ჩავაბარე. ადრე რომ ყველაფერზე ას მადლობას ამბობდა, ზედაც არ შემოუხედია.
ბოლოს ის იყო, რომ კორპუსის წინ რომ იგინებოდა მარჯვნივ-მარცხნივ, მოვიკრიფე ძალა, მივედი, პადრუჩკი გამოვდე და ვეუბნები, პუდელ, ხომ იცი, ჩვენ მალე ოჯახი უნდა შევქმნათ, ქორწილი უნდა გადავიხადოთ, შენ სმას თავი უნდა დაანებო და ჭამას უნდა მოუმატო-მეთქი.
შემომხედა, თითქოს უცებ გამოფხიზლდა და ბოლო ხმაზე ყვირილი დაიწყო:
- მიშველეეთ! მომაშორეთ ეს ბოზი აქედან, პრეზიდენტის საყვარელია, დედაჩემი ხომ მოწამლა და მოკლა, ეხლა ჩემი მოკვლაც უნდაო.
სად შევმძვრალიყავი, აღარ ვიცოდი!
უკვე - ინერციულ სიცილში შერეული ცრემლით მომლბალი, მწარე ტუშის ამოსაწმენდად ხელსახოცებს ვეძგერეთ.
მე ხომ მაინც თეთრი ყვავი ვარ, ვამბობ: - გოგოებო, მე პუდელაზე ლექსი მაქვს დაწერილი, გამოქვეყნებულიც, ოღონდ იმ ლექსში მათე დავარქვი.
- ვაიმე, მართლა? წაგვაკითხე მერე, რა!....
თქვენმა მზემ, ვითომ ძალიან გაინტერესებთ, ჩემი ლექსები!
უბრალოდ, ოკეანის გაღმა სიცხიანი ვწევარ, ცოტათი გავცივდი, უცებ ძალიან მომენატრეთ და წარმოვიდგინე, თითქოს ისევ, ძველებურად ერთად ვართ მეათეკორპუსელები...
გოგოებო, არ მოიწყინოთ!

Posted by: Pepper_Crowley 4 Jul 2022, 22:15
QUOTE
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

თურმე შეიძლება ცხენი ისე იყოს ნაწარმოების პერსონაჟი, რომ არ ასდიოდეს ოფლის ან შარდის სუნი და სახეში არ გაორთქლებდეს lalala.gif

Posted by: nino darbaiseli 4 Jul 2022, 23:36
QUOTE (Pepper_Crowley @ 4 Jul 2022, 22:15 )
QUOTE
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

თურმე შეიძლება ცხენი ისე იყოს ნაწარმოების პერსონაჟი, რომ არ ასდიოდეს ოფლის ან შარდის სუნი და სახეში არ გაორთქლებდეს lalala.gif

მაგაზე მეტიც შეიძლება.
მაგალითად, იყოს არა ჯადოსნური ცხენი, ანუ რაში, როგორც თქვენს მოხმობილ ლექსშია ორჯერ ნახსენები ( იმედია, ახლიდან გადაავლებთ თვალს)
არამედ, მაგალითად იყოს ხისა,
როგორც ბელა ჩეკურიშვილის კრებულში ,, ნანას ცხენი“,
უარესიც შეიძლება, მაგალითად საერთოდ არ იყოს ცხენი ნახსენები.

მართლა ვერ ხვდებით, რომ პრობლემა თქვენშია, ხოლო პოეზიას, თუნდაც ჟანრობრივად იგივეს, განსხვავებულ ეპოქებში განსხვავებული
ესთეტიკური კრიტერიუმები აქვს?
თუ ეპიგონობა მოგწონთ?
კარგი, გაპატიებთ ამ ერთს, თუ სწორად მეტყვით ვინ არის ავტორი ლექსისა ,, პირამიდებში”

Posted by: Pepper_Crowley 12 Jul 2022, 21:07
nino darbaiseli
QUOTE
ბელა ჩეკურიშვილი

,,ტოჟე მნე" ავტორიტეტი biggrin.gif

QUOTE
მართლა ვერ ხვდებით, რომ პრობლემა თქვენშია, ხოლო პოეზიას, თუნდაც ჟანრობრივად იგივეს, განსხვავებულ ეპოქებში განსხვავებული
ესთეტიკური კრიტერიუმები აქვს?

მართლა ვერ ხვდებით, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებით დაწყებული, ნინო დარბაისელის ლექსებით დამთავრებული, ცხენის ოფლის და შარდის სუნში არანაირი ესთეტიკა არ არის?


Posted by: nino darbaiseli 13 Jul 2022, 03:19
QUOTE (Pepper_Crowley @ 12 Jul 2022, 21:07 )
nino darbaiseli
QUOTE
ბელა ჩეკურიშვილი

,,ტოჟე მნე" ავტორიტეტი biggrin.gif

QUOTE
მართლა ვერ ხვდებით, რომ პრობლემა თქვენშია, ხოლო პოეზიას, თუნდაც ჟანრობრივად იგივეს, განსხვავებულ ეპოქებში განსხვავებული
ესთეტიკური კრიტერიუმები აქვს?

მართლა ვერ ხვდებით, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებით დაწყებული, ნინო დარბაისელის ლექსებით დამთავრებული, ცხენის ოფლის და შარდის სუნში არანაირი ესთეტიკა არ არის?

ეს ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისაგან გაქცევის თქვენეული მანევრია?

კიდევ მინდოდა მეკითხა, ცხენზე ბოლოს როდის იჯექით- მეთქი, მაგრამ ვშიშობ, პირველ კითხვას უპასუხოდ დამიტოვებთ.

და კიდევ ერთი:
კონსტანტინე გამსახურდია დიდად მნიშვნელოვანი ქართველი მწერალია და ასე ნიკს უკან ჩაცუცქულებისაგან მისი კილვა - … აბა , თუ გამოიცნობთ, რა არის?… ვაიმე! კიდევ კითხვა გამომივიდა… არ მიპასუხოთ ამაზე, არ გაფანტოთ აზრები!
პირველ კითხვას - მაქსიმალური ყურადღება!

ერთიც და გავქრები პირველ კითხვაზე პასუხის მოლოდინში

ბელა ჩეკურიშვილი გახლავთ ახალთაობის ქართველ პოეტ ქალთაგან ერთ- ერთი გამოკვეთილი ფიგურა. მისი კრებული ,, ნანას ცხენი” გამოიცა შარშან ქართულ და გერმანულ ენაზე, გერმანელ აღიარებული კრიტიკოსთა საუკეთესო ბეჭდური შეფასებები მოჰყვა.
მართლა კარგი კრებულია და თუ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად წაიკითხეთ და იმედი მაქვს, თავად დარწმუნდებით.

Posted by: nino darbaiseli 18 Jul 2022, 05:53
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
#ოპუსები
#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

ვინ არის ადრესატი იოსებ გრიშაშვილის ლექსისა ,,ქალს ულვაშებით, კეპით და ჯოხით”

ამ ერთი კვირის წინ გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა პაატა ნაცვლიშვილის ,,ლიბროკუბისტური ჩანაწერები”, რომელიც პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მისტიფიკაციას შეეხებოდა.
ამ ჩანაწერში ჩამოყალიბებული კონცეფცია ძალზე საყურადღებოა და კიდევ ერთ მყარ დასაყრდენს ქმნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული აზრისათვის, რომელსაც მე სავსებით ვემხრობი და რომელიც მოკლედ ასე გამოითქმის:
ავტორი ,,დარიანული დღიურებისა” არის პაოლო იაშვილი.
პაატა ნაცვლიშვილი ჩანაწერში იხსენებს ერთ ისტორიასაც.
თამარ ბარბაქაძეს აღმოუჩენია და 2017 წელს ლექსმცოდნეობითი ასპექტით გაუშუქებია გრიშაშვილის ლექსი, რომლის სათაურიც ზემოთ უკვე დასახელებული გვაქვს. ამ მოხსენების განხილვისას პაატა ნაცვლიშვილს გამოუთქვამს აზრი, რომ ლექსის ადრესატია ელენე ბაქრაძე (ელენე დარიანი) და პაოლო იაშვილს ეხება… რაკი ზეპირად ვწერ, მეპატიოს ეს თავისუფლება! პაატა ნაცვლიშვილის აზრით, ლექსში ლაპარაკია პაოლო იაშვილად - (კაცად) გადაცმულ ქალზე, ანუ პირზე, რომელიც პაოლო იაშვილის ქმნილებათა ავტორობას ითვისებდა…
ვნახოთ ლექსი:

მე რომ მიწოდონ ფადიშახი, დიდი თამაზი,
ძველ მინარეთში, სადაც ჩემთვის სუფევს ნამაზი,
პოეზიისთვის შენი სახე გაიმეფება.

ჩვენს სიახლეზე კვლავ დაიწყებს მტერი მასლაათს,
ტერცინებისთვის გამოვიწვევ ჰაფიზს და საადს
და ჩემი ლექსიც მხოლოდ შენთვის დაიყეფება.

გიყვარს ოპერა და ბიჭურად როცა ირთვები,
მკერდის დარაბით გეხურება ვერცხლის ბირთვები,
შენში დავლეკე ჩემი ლექსი – გრძნობის ნაჟური.

მაღელვებს შენი – არა, უნდა დავასახელო –
ულვაში. ქუდი. ლურჯი კაშნე. რბილი საყელო
და გამოხედვა ვნებიანი, ცელქი, ვაჟური.

ტფილისელი ვარ! არ გამკიცხავ, ვიცი, ამაზე,
რომ შენი სტილი დღეს ამ ლექსით ავალამაზე –
ხარ უსათუოდ პოეტური, კოხტა, ფარეზი.

მსურს შენ – უცხოელს – აზიელზე დაგწერო ჯვარი.
მსურს, უცხოთათვის საქართველოს მიჯნა და ზღვარი
იყოს ტფილისი – ეს ირაკლის ძველი ზღაპარი.


ლექსის ტექსტის გულმოდგინედ წაკითხვამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ გარდა უმნიშვნელოვანესი მომენტის - 1922( !!!) - ელენე ახვლედიანის გათხოვებისა და ამ ლექსის გამოქვეყნების თარიღის იგივეობისა, ლექსში იკვეთება სამი რეალია, ასე ვთქვათ, რეალიათა სამკუთხედი ,,ფრეიმი”:

1. ქალის ჩაცმა კაცურად (ტრავესტი),
2. ოპერის სიყვარული,
3. პარიზი, როგორც თბილისში გათხოვების ალტერნატივა.

1. ოციან წლების დასაწყისში იოსებ გრიშაშვილი შეყვარებული იყო მხატვარ ელენე ახვლედიანზე, რომელიც იმ დროს, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ძალიან წარმატებული იყო, 18 ნამუშევარი ჰქონდა გამოფენილი ცნობილ მხატვართა გამოფენაზე და როგორც მაშინდელი ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების უმრავლესობა, გზებს ეძებდა პარიზში გასაღწევად.

2. 1922 წელს ჟურნალ ,,ილიონის” პირველ ნომერში გამოქვეყნებული ეს ლექსი სწორედ ამ პერიოდს ასახავს. იგი შექმნილი ჩანს ელენეს გათხოვებამდე აგრონომ კაკაბაძეზე. იმ უზარმაზარ ქორწილს ესწრებოდა გრიშაშვილიც და პატარძლისადმი მწარე-მწარე ლექსების გამოთქმით ებრძოდა მძიმე განცდებს (ლექსები და მათზე ელენეს პასუხებიც არსებობს). ამის შემდეგ ახლად შეუღლებული წყვილი ჯერ იტალიაში მიდის და იქიდან, ერთ წელიწადში ქმარს გაშორებული ელენე ახვლედიანი მარტო მიემგზავრება პარიზში, სადაც ოთხი-ხუთი წელი რჩება, 1927-ში დედის ავადმყოფობის გამო სამშობლოში დაბრუნებამდე.

3. ოპერის სიყვარული აქ უბრალო რამ არ გახლავთ. (ოპერაში სიარულის სიყვარული სხვა რამაა, ბევრიც დადიოდა).
მხატვრის ახლო მეგობრის, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის მოგონებიდან ცნობილია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როგორც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ელენე ახვლედიანი ოპერაში სტაჟიორად იყო; ხოლო ბიოგრაფიიდან - დამატებით ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანი ბავშვობიდან მუსიკოსის კარიერისთვის ემზადებოდა. მისი ბედი ამ მხრივ გადაწყვიტა მამამისისადმი სკლიფასოვსკის სიტყვებმა, ,,არ ვიცი, როგორი მუსიკოსი დადგება, მაგრამ როგორც მხატვარს კი დიდი მომავალი გარანტირებული აქვსო”.
პარიზიდან დაბრუნებული ელენე ახვლედიანი თეატრალური მხატვარი იყო, თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან, არაერთი ოპერაც აქვს მხატვრულად გაფორმებული. მუშაობისას მუდამ კლასიკას უსმენდა და ბოლომდე განიცდიდა, რომ კლასიკურ მუსიკას ვერ გაჰყვა.

4. ტრავესტი - გადაცმა - ოციანი წლების გაგებით იყო ელენე ახვლედიანის ჩაცმულობა, რადგან მამაკაცურად ჩაცმა ქალისა - დღეს აღარავის უკვირს. მაშინ კი ჰალსტუხიანი და მამაკაცის პიჯაკიანი, ,,არაქალური”, თუმცა გრიშაშვილის ნათქვამით, მაინც ქალური ელენე ახვლედიანი - ქართულ სივრცეში - დიდი უცნაურობა იყო.

ნაკლებრელევანტურია, მაგრამ ალბათ მაინც აღნიშვნის ღირსია ერთი ნიუანსი, მამაკაცის ნიშნისმოგებითი, ირონიულად შეფერილი, ამავე დროს ეროტიული გამონათქვამი ,,მკერდის დარაბით დახურულ ვერცხლის ბირთვებზე”.

ჩემი ფიქრით, ულვაშები, კეპი და ჯოხი - პოეტური უტრირებაა, თავისებური გროტესკი. საუბარია ,, სტილზე” - ევროპულზე, რომელსაც “აზიურად” ამკობს გრიშაშვილი.
საკითხის შესწავლის ამ ეტაპზე ეს შემიძლია ვთქვა. ველი დაპირებულ მასალებს საქართველოდან.

Posted by: nino darbaiseli 18 Jul 2022, 10:40

#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა
#ოპუსები
#ავდარიანა

ნინო დარბაისელი

ვინ არის ადრესატი იოსებ გრიშაშვილის ლექსისა ,,ქალს ულვაშებით, კეპით და ჯოხით”

ამ ერთი კვირის წინ გაზეთ ,,ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა პაატა ნაცვლიშვილის ,,ლიბროკუბისტური ჩანაწერები”, რომელიც პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მისტიფიკაციას შეეხებოდა.
ამ ჩანაწერში ჩამოყალიბებული კონცეფცია ძალზე საყურადღებოა და კიდევ ერთ მყარ დასაყრდენს ქმნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული აზრისათვის, რომელსაც მე სავსებით ვემხრობი და რომელიც მოკლედ ასე გამოითქმის:
ავტორი ,,დარიანული დღიურებისა” არის პაოლო იაშვილი.
პაატა ნაცვლიშვილი ჩანაწერში იხსენებს ერთ ისტორიასაც.
თამარ ბარბაქაძეს აღმოუჩენია და 2017 წელს ლექსმცოდნეობითი ასპექტით გაუშუქებია გრიშაშვილის ლექსი, რომლის სათაურიც ზემოთ უკვე დასახელებული გვაქვს. ამ მოხსენების განხილვისას პაატა ნაცვლიშვილს გამოუთქვამს აზრი, რომ ლექსის ადრესატია ელენე ბაქრაძე (ელენე დარიანი) და პაოლო იაშვილს ეხება… რაკი ზეპირად ვწერ, მეპატიოს ეს თავისუფლება! პაატა ნაცვლიშვილის აზრით, ლექსში ლაპარაკია პაოლო იაშვილად - (კაცად) გადაცმულ ქალზე, ანუ პირზე, რომელიც პაოლო იაშვილის ქმნილებათა ავტორობას ითვისებდა…
ვნახოთ ლექსი:

მე რომ მიწოდონ ფადიშახი, დიდი თამაზი,
ძველ მინარეთში, სადაც ჩემთვის სუფევს ნამაზი,
პოეზიისთვის შენი სახე გაიმეფება.

ჩვენს სიახლეზე კვლავ დაიწყებს მტერი მასლაათს,
ტერცინებისთვის გამოვიწვევ ჰაფიზს და საადს
და ჩემი ლექსიც მხოლოდ შენთვის დაიყეფება.

გიყვარს ოპერა და ბიჭურად როცა ირთვები,
მკერდის დარაბით გეხურება ვერცხლის ბირთვები,
შენში დავლეკე ჩემი ლექსი – გრძნობის ნაჟური.

მაღელვებს შენი – არა, უნდა დავასახელო –
ულვაში. ქუდი. ლურჯი კაშნე. რბილი საყელო
და გამოხედვა ვნებიანი, ცელქი, ვაჟური.

ტფილისელი ვარ! არ გამკიცხავ, ვიცი, ამაზე,
რომ შენი სტილი დღეს ამ ლექსით ავალამაზე –
ხარ უსათუოდ პოეტური, კოხტა, ფარეზი.

მსურს შენ – უცხოელს – აზიელზე დაგწერო ჯვარი.
მსურს, უცხოთათვის საქართველოს მიჯნა და ზღვარი
იყოს ტფილისი – ეს ირაკლის ძველი ზღაპარი.


ლექსის ტექსტის გულმოდგინედ წაკითხვამ მიმიყვანა დასკვნამდე, რომ გარდა უმნიშვნელოვანესი მომენტის - 1922( !!!) - ელენე ახვლედიანის გათხოვებისა და ამ ლექსის გამოქვეყნების თარიღის იგივეობისა, ლექსში იკვეთება სამი რეალია, ასე ვთქვათ, რეალიათა სამკუთხედი ,,ფრეიმი”:

1. ქალის ჩაცმა კაცურად (ტრავესტი),
2. ოპერის სიყვარული,
3. პარიზი, როგორც თბილისში გათხოვების ალტერნატივა.

1. ოციან წლების დასაწყისში იოსებ გრიშაშვილი შეყვარებული იყო მხატვარ ელენე ახვლედიანზე, რომელიც იმ დროს, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ძალიან წარმატებული იყო, 18 ნამუშევარი ჰქონდა გამოფენილი ცნობილ მხატვართა გამოფენაზე და როგორც მაშინდელი ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრების უმრავლესობა, გზებს ეძებდა პარიზში გასაღწევად.

2. 1922 წელს ჟურნალ ,,ილიონის” პირველ ნომერში გამოქვეყნებული ეს ლექსი სწორედ ამ პერიოდს ასახავს. იგი შექმნილი ჩანს ელენეს გათხოვებამდე აგრონომ კაკაბაძეზე. იმ უზარმაზარ ქორწილს ესწრებოდა გრიშაშვილიც და პატარძლისადმი მწარე-მწარე ლექსების გამოთქმით ებრძოდა მძიმე განცდებს (ლექსები და მათზე ელენეს პასუხებიც არსებობს). ამის შემდეგ ახლად შეუღლებული წყვილი ჯერ იტალიაში მიდის და იქიდან, ერთ წელიწადში ქმარს გაშორებული ელენე ახვლედიანი მარტო მიემგზავრება პარიზში, სადაც ოთხი-ხუთი წელი რჩება, 1927-ში დედის ავადმყოფობის გამო სამშობლოში დაბრუნებამდე.

3. ოპერის სიყვარული აქ უბრალო რამ არ გახლავთ. (ოპერაში სიარულის სიყვარული სხვა რამაა, ბევრიც დადიოდა).
მხატვრის ახლო მეგობრის, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის მოგონებიდან ცნობილია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როგორც სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ელენე ახვლედიანი ოპერაში სტაჟიორად იყო; ხოლო ბიოგრაფიიდან - დამატებით ცნობილია, რომ ელენე ახვლედიანი ბავშვობიდან მუსიკოსის კარიერისთვის ემზადებოდა. მისი ბედი ამ მხრივ გადაწყვიტა მამამისისადმი სკლიფასოვსკის სიტყვებმა, ,,არ ვიცი, როგორი მუსიკოსი დადგება, მაგრამ როგორც მხატვარს კი დიდი მომავალი გარანტირებული აქვსო”.
პარიზიდან დაბრუნებული ელენე ახვლედიანი თეატრალური მხატვარი იყო, თანამშრომლობდა კოტე მარჯანიშვილთან, არაერთი ოპერაც აქვს მხატვრულად გაფორმებული. მუშაობისას მუდამ კლასიკას უსმენდა და ბოლომდე განიცდიდა, რომ კლასიკურ მუსიკას ვერ გაჰყვა.

4. ტრავესტი - გადაცმა - ოციანი წლების გაგებით იყო ელენე ახვლედიანის ჩაცმულობა, რადგან მამაკაცურად ჩაცმა ქალისა - დღეს აღარავის უკვირს. მაშინ კი ჰალსტუხიანი და მამაკაცის პიჯაკიანი, ,,არაქალური”, თუმცა გრიშაშვილის ნათქვამით, მაინც ქალური ელენე ახვლედიანი - ქართულ სივრცეში - დიდი უცნაურობა იყო.

ნაკლებრელევანტურია, მაგრამ ალბათ მაინც აღნიშვნის ღირსია ერთი ნიუანსი, მამაკაცის ნიშნისმოგებითი, ირონიულად შეფერილი, ამავე დროს ეროტიული გამონათქვამი ,,მკერდის დარაბით დახურულ ვერცხლის ბირთვებზე”.

ჩემი ფიქრით, ულვაშები, კეპი და ჯოხი - პოეტური უტრირებაა, თავისებური გროტესკი. საუბარია ,, სტილზე” - ევროპულზე, რომელსაც “აზიურად” ამკობს გრიშაშვილი.
საკითხის შესწავლის ამ ეტაპზე ეს შემიძლია ვთქვა. ველი დაპირებულ მასალებს საქართველოდან.

P.S ფოტომასალას ბოლოში ერთვის ელენე ახვლედიანის თვითკარიკატურა, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ელენე თავზე ,,კეპკით” და ხელში ჯოხით.
მისი მეგობრის, მომღერალ ანა ვარდიაშვილის პირადი არქივიდან.

Posted by: nino darbaiseli 6 Aug 2022, 18:21
#ლექსები

ნინო დარბაისელი სტრონი

ბამბის ნაყინი

ნეტა ეს რაღა სახელიაო,
სად ნაყინი და სად - ესაო?
ცისარტყელას მთელი სპექტრი შიგ რომ ერიოს,
უბრალოდ, რაღაც თბილი არისო,
თბილი და ტკბილი,
ნაყინი კი ვერ იქნებაო.

მინდოდა მეთქვა,
მენაყინენი თბილის-ქალაქში
მთელი კვირა რომ ნაყინის ყუთს დაატარებდნენ,
უფროსები არ ყიდულობდნენ,
სუსტი ყელი გაქვს,
სიცხეს მოგცემსო,
კვირის ბოლოს კი ერთი დღე იყო,
ერთადერთი,
პარასკევი,
ბამბის ნაყინის ჩამოტარებით გულს გვიხარებდნენ.
მერე რა,
თუკი მშრალად მბოლავი
რაღაც ყინულის სანატრელად მყრალი
სურნელი
ყიდვისას და ყუთის ახდისას ცხვირში ჩვენ არ გვეძგერებოდა!
ის სურნელი სხვებისა იყო,
ყელმაგრებისა,
ცივი ნაყინის ამტანებისა,
ჩვენ კი გვერგუნა -
ბამბის ნაყინი.

გაწეპილ თითებს გაწეპილივე ენის წვერით რომ ვილოკავდით,
განა გვესმოდა,
განა ვინმე დაგვაჯერებდა,
ორგანიზმისთვის სასარგებლოს რომ არ შეიცავს იგი არაფერს
და ნახშირწყლების ამ დიდ საბადოს
მეტაბოლიზმი ცხიმად გარდაქმნის და მუცელ-თეძო-ბარკლეულში
ფენა-ფენა ნაზად გვილაგებს;
ცუდ ქოლესტერინს ეხმარება,
სულ მაღლა-მაღლა აიწიოს,
მთელ სისხლძარღვებში
ჩახერგოს ყველა მოსახვევი თუ გასასვლელი,
ათასნაირი ტრომბოზების წერა გაგხადოს…

შენ თუ წახვედი,
რა აზრი აქვს ან გაციება- გაცხელებას,
ავად გახდომას ან კარგად ყოფნას?
შენ თუ წახვედი,
რამე ახალ აზრს გამოვიგონებ,
გულში ცარიელ ორმოს დიდხანს არ დავიტოვებ,
ყოფას მოვირთავ საარაკოდ,
ათასერთ რამეს მოვიფიქრებ,
საკუთარ თავთან დამტოვებ რაკი…
შენ თუ წახვედი,
დავრჩები ისე გაწბილებული,
როგორც ის ბავშვი,
ხვეწნა-ხვეწნაში
გულგრილმა თუ დაღლილმა მამამ
ხურდის მიცემა ძალიან რომ დაუგვიანა,
მერე თავქვეზე კი გამოიქცა,
სულს ძლივს ითქვამდა,
მაგრამ ნაყინის მოტოციკლეტი იქ აღარ იდგა,
წასულიყო
და შავი ბოლი თრახთრახით რომ მოიქნია ბუზისტოლამ შორ მოსახვევში,
ერთი დღით,
არა, ერთი კვირით,
არა, მთელი ერთი სიცოცხლით წავიდა და
თვალს მიეფარა.
მე შევცქეროდი და გავიფიქრე:
თუ დაგვიანდი, რა აზრი აქვს, ფულიც რომ გქონდეს.
ფულიც რომ გქონდეს, ვერ გიშველის,
თუ რაც გინდა, არ იყიდება.
მაშინ იმხელა არ ვიყავი, ფიქრს რომ ამაზე ღრმად ჩავყოლოდი,
ახლა ცოდნა კი რაღა დროსია!

იქნებ ცხოვრების ქარიშხლებით გადაქანცულის
გადასარჩენი სიყვარულია ბამბის ნაყინი:
ტკბილი და თბილი,
უფაფუკესი,
ზოგჯერ ნაზადაც შეფერილი,
ვეებერთელა, მაგრამ მსუბუქი,
ნებადართული…

ვინ დაგაჯერებს, ორგანიზმისთვის სასარგებლოს რომ არ შეიცავს იგი არაფერს!
დე, როგორც უნდათ, იმეორონ:

ნეტა ეს რაღა სახელიაო,
სად სიყვარული და სად - ესაო?
ცისარტყელას მთელი სპექტრი შიგ რომ ერიოს,
უბრალოდ, რაღაც თბილი არისო,
თბილი და ტკბილი,
სიყვარული ვერ იქნებაო.

Posted by: nino darbaiseli 12 Sep 2022, 13:08
Natela Darbaiseli

#ინტერვიუ

http://kvira.ge/777450

Posted by: nino darbaiseli 11 Oct 2022, 00:06
#ლექსები
ნინო დარბაისელი

ჩემი ლტოლვილი მეგობარი


მე თუ რამე მკლავს, ეს მეტისმეტი ზრდილობაა!
(აქ - თუ ძალიან არ გაიცინებთ, მოწყალედ მაინც გამიღიმეთ)
ნეტავი და, სულ არ მეკითხა
ჩემი ლტოლვილი მეგობრისათვის, როგორა ხარ,
თქვენები როგორ არიან-მეთქი.

როგორა ვარ და და აი, ასეო:
გათხოვებით - არ გავთხოვილვარ,
რამდენიც ვინმეს მოვეწონე,
ეუბნებოდნენ,
კარგი გოგოა…მაგრამ, იცი? - ლტოლვილიაო.
ლტოლვილი - რატომ?
ფეხმძიმე იყო დედაჩემი,
ოცდაათისა ახლა ვსრულდები,
დაბადებით - აქ დავიბადე
და მეტრიკაშიც ასე - თბილისი მიწერია,
მაგრამ მეტრიკას თან გადაშლილს ხომ არ ვატარებ,

აა, დედაჩემი?!
დედაჩემი - ჩემი შვილია,
ორი წელია, რაც ექიმებმა დემენცია დაუდგინეს და მე მირჩიეს,
არ დაგავიწყდეს,
დედაშენი - ის პიროვნება აღარ არისო,
მოგიწევს ახალ ადამიანთან შეგუებაო.

ვის სად გავექცე!
ვეგუები.
ჩემი შვილია დედაჩემი,
ვბან,
ვასუფთავებ,
თმას ვუვარცხნი,
პაპერსებს ვუცვლი და ხელით ვაჭმევ,
ოღონდ მშიაო, მეორე წუთში გაიძახის,
ხან კი წყალზეც პირს მიიბრუნებს.

დედაჩემი - ჩემი შვილია!
ხან დაიჟინებს,
რას მეუბნებით,
რა - ჭიბურხინჯი,
ეგ სიტყვა სულ არ გამიგიაო,
იქ არ მომკვდარა ფეხაუდგმელი ჩემი ბიჭი,
სხვა ქალებივით მეც სანიშნებლად დიდი ხის ქვეშ არ დამიმარხავს,
არც მიწვალია და დიდი ლოდი არ დამიდია,
ამ ცივ ზამთარში მშიერ ნადირს სუნი არ ეცეს, მიწიდან თხრა არ დაუწყოს-მეთქი.
დიდი კაცია ჩემი ბიჭი,
მთავრობის კაცი,
ცოლშვილიანი,
დიდ სახლში ცხოვრობს და მანქანაც ემსახურება,
და ხომ არ იცი, რა ვაწყენინე, ჩემს სანახავად რომ არ მოდის
და არც ბავშვებს არ მაკარებსო?!

ჩემი შვილია დედაჩემი!
ხან - სულ ცოტა ხნით,
ძველებურად,
ჭკვიანურად მოიკითხავს,
ერთი, ნახეო, ქვემო უჯრაში,
ბენდენაში გამოკრული მიწა მიდევსო,
აფხაზეთს ვინღა დამანახებს,
იქაურია.
როცა დამმარხავთ,
გულზე პეშვით დამაყარეთო.

ჩემი შვილია დედაჩემი,
ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს,
თანდათანობით ხელში მელევა
და ალბათ მალე გამიქრება
და მე უშვილოდ გადავეგები.

ან ვიდრე შევძლებ,
მე ვიქნები ჩემივე შვილი,
ჩემი დედაც მევე ვიქნები,
არ მეშინია.
მიწის ზემოთ ვის დატოვებენ!
შიშით კი იმას ეშინოდეს,
ვისაც ამქვეყნად სასახლე აქვს,
მაგრამ იმქვეყნად ერთი კენჭიც ვერ წაუღია.

აი, ასე ვარ,
მე - ლტოლვილი - სამშობლოშივე,
ჯერჯერობით კი მხნედ დავრჩები,
ვიდრე ასეა,
ჩემი შვილია - დედაჩემი!
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი

ჩემი ლტოლვილი მეგობარი


მე თუ რამე მკლავს, ეს მეტისმეტი ზრდილობაა!
(აქ - თუ ძალიან არ გაიცინებთ, მოწყალედ მაინც გამიღიმეთ)
ნეტავი და, სულ არ მეკითხა
ჩემი ლტოლვილი მეგობრისათვის, როგორა ხარ,
თქვენები როგორ არიან-მეთქი.

როგორა ვარ და და აი, ასეო:
გათხოვებით - არ გავთხოვილვარ,
რამდენიც ვინმეს მოვეწონე,
ეუბნებოდნენ,
კარგი გოგოა…მაგრამ, იცი? - ლტოლვილიაო.
ლტოლვილი - რატომ?
ფეხმძიმე იყო დედაჩემი,
ოცდაათისა ახლა ვსრულდები,
დაბადებით - აქ დავიბადე
და მეტრიკაშიც ასე - თბილისი მიწერია,
მაგრამ მეტრიკას თან გადაშლილს ხომ არ ვატარებ,

აა, დედაჩემი?!
დედაჩემი - ჩემი შვილია,
ორი წელია, რაც ექიმებმა დემენცია დაუდგინეს და მე მირჩიეს,
არ დაგავიწყდეს,
დედაშენი - ის პიროვნება აღარ არისო,
მოგიწევს ახალ ადამიანთან შეგუებაო.

ვის სად გავექცე!
ვეგუები.
ჩემი შვილია დედაჩემი,
ვბან,
ვასუფთავებ,
თმას ვუვარცხნი,
პაპერსებს ვუცვლი და ხელით ვაჭმევ,
ოღონდ მშიაო, მეორე წუთში გაიძახის,
ხან კი წყალზეც პირს მიიბრუნებს.

დედაჩემი - ჩემი შვილია!
ხან დაიჟინებს,
რას მეუბნებით,
რა - ჭიბურხინჯი,
ეგ სიტყვა სულ არ გამიგიაო,
იქ არ მომკვდარა ფეხაუდგმელი ჩემი ბიჭი,
სხვა ქალებივით მეც სანიშნებლად დიდი ხის ქვეშ არ დამიმარხავს,
არც მიწვალია და დიდი ლოდი არ დამიდია,
ამ ცივ ზამთარში მშიერ ნადირს სუნი არ ეცეს, მიწიდან თხრა არ დაუწყოს-მეთქი.
დიდი კაცია ჩემი ბიჭი,
მთავრობის კაცი,
ცოლშვილიანი,
დიდ სახლში ცხოვრობს და მანქანაც ემსახურება,
და ხომ არ იცი, რა ვაწყენინე, ჩემს სანახავად რომ არ მოდის
და არც ბავშვებს არ მაკარებსო?!

ჩემი შვილია დედაჩემი!
ხან - სულ ცოტა ხნით,
ძველებურად,
ჭკვიანურად მოიკითხავს,
ერთი, ნახეო, ქვემო უჯრაში,
ბენდენაში გამოკრული მიწა მიდევსო,
აფხაზეთს ვინღა დამანახებს,
იქაურია.
როცა დამმარხავთ,
გულზე პეშვით დამაყარეთო.

ჩემი შვილია დედაჩემი,
ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს,
თანდათანობით ხელში მელევა
და ალბათ მალე გამიქრება
და მე უშვილოდ გადავეგები.

ან ვიდრე შევძლებ,
მე ვიქნები ჩემივე შვილი,
ჩემი დედაც მევე ვიქნები,
არ მეშინია.
მიწის ზემოთ ვის დატოვებენ!
შიშით კი იმას ეშინოდეს,
ვისაც ამქვეყნად სასახლე აქვს,
მაგრამ იმქვეყნად ერთი კენჭიც ვერ წაუღია.

აი, ასე ვარ,
მე - ლტოლვილი - სამშობლოშივე,
ჯერჯერობით კი მხნედ დავრჩები,
ვიდრე ასეა,
ჩემი შვილია - დედაჩემი!

Posted by: nino darbaiseli 7 Nov 2022, 16:21
#ლექსები

ნინო დარბაისელი

მეეეეეეე!

დიდედაჩემმა იცოდა ხოლმე,
დილ-დილაობით კართან მოსული ბუტბუტით რომ ჯვარს გადამწერდა,
დააყოლებდა,
“ამ ჩემი ლოცვის მადლი და ძალი შეგეწიოსო”.
პატარობისას ამ ძალისა მჯეროდა კიდეც,
მერე და მერე
უკვე გული მიწვრილდებოდა.
დაბლა - ტოლები მოგელიან,
ამოგძახიან,
გაგვიანდებათ,
ხოლო ეს ქალი არ დაიშლის,
სიმშვიდით აგშლის,
აუჩქარებლად ცრემლებს იწმენდს ბოლოთი თავშლის!

ხელაპყრობილმა ადამიანმა ლოცვა-მუდარა უსასრულოდაც რომ
აძლიეროს,
ისე ილოცოს,
რომ შუბლი ოფლით კი არა და
სისხლის წვეთებით დაენამოს,
ევედროს მამას
გეთსიმანიის ბაღში ეული,
ეს სასმისი ამაცილეო,
ოღონდაც ნება შენი იყოსო,
ღმერთი ადგება და გადაწყვეტილს შეცვლის თავისას?
თუ ერთადერთი ძე არ დაგინდო,
რა აწამოს ადამიანმა? -
რამდენიც გინდა,
უთმე და უხმე,
ეყმე და
ენდე!

ვინ აღარ ამბობს,
დანარჩენები - გზას აცდენილან,
ჩვენ - სამოთხეში მოგველიანო…

კიდეც რომ მეთქვა,
დამეფიცა,
ან შენ ან ვინმე დამიჯერებდა,
რომ სამოთხეში მეგულება ჩემი ადგილი?
მე ერთადერთის იმედი მაქვს, -
რომ რომელიმე ერთ უქმეზე,
წმინდანთა საქმეს დაულეველს როცა მოილევ,
მწყემსო კეთილო,
მოიცლი და ჯოჯოხეთშიაც ჩამოიხედავ.
და თუ შემთხვევით თვალი მომკარი, გაგიკვირდება ჩემი გულგრილი გამოხედვა,
რომელიც ამბობს,
მე სიცოცხლეში უარესიც მინახავს და გამომიცდია,
აქ რითი უნდა გამაკვირვოთო?

იქნებ, უბრალოდ, შეგიყვარე,
მწყემსო კეთილო,
როცა დავრწმუნდი,
შენგან არაფერს უნდა ველოდო საპასუხოდ სიყვარულისთვის.
ნუ გეწყინება! -
თან არც იმისი არა მჯერა,
რომ ჩემს ტკივილს რამეს გაუგებ.
მანდ როგორ ხდება, არ ვიცი და დედამიწაზე უზარმაზარი ტკივილების გადამტანები
სხვის პაწაწუნა სატკივარებს რას დაეძებენ!

მწყემსო კეთილო,
ფარა მოგბღავის,
ნუ მიატოვებ საკუთრებას იმათ ხელში,
ვინც ქირის ფასად გამეტებით კომბალს მოიქნევს,-
ესა აქვს საქმე!
მწყემსო კეთილო,
მე ძეძვებში ვარ,
ბატკანი ვარ, შენი მოწამე,
დევნად არც ვღირვარ!
რაღად მოგბღავი ავდარში
აქ მე:

-ღამეა, ღამე,
ერთი პირი წყალსაც კი სძინავს…
ოღონდ ხმა გამე,
მითხარი რამე,
ეს ტკივილები შენი შორი ხმით დამიამე,
მომიხმე
მეეეეეეეეეეეეეეე!

Posted by: nino darbaiseli 11 Nov 2022, 08:37
user posted image

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

ნინო დ. სტრონი

დასაპეპლ-დაუპეპლავნი
(ძია ფროიდს)

“ხანდახან სიგარა - უბრალოდ სიგარაა”,
ისე გამეცალა, არ ვიცი, სიქა რაა!

ხანდახან ჩიბუხი - უბრალოდ, ჩიბუხია,
ფარდას შეფარულმა - ფარდა ჩამოხია!

ხანდახან - ქვაბიც კი, - უბრალოდ, ქვაბია,
და სულ არ ანაღვლებს, ვის სად რა აბია.

ხანდახან ქალიც კი - უბრალოდ, ქალია,
საწყვილის ლოდინში ვინც ყოფა გალია.

ხანდახან კაციც კი - უბრალოდ, კაცია
და შენს თავს მოჰკითხე, თუ გაცხელ-გაცია!

ხანდახან სექსიც კი - უბრალოდ სექსია,
ზოგთან სექსს გერჩია, ძაღლები გექსია!

მამალს მოელიან - უბრალოდ, ქათმები…
მათი შემხედვარე იცინი, გათბები.

მამალი ცოტაა, დედლები - მეტია,
თავს ყველგან დაიძვრენ, (თუკი გაგეტია!)

ხანდახან ოცდება მკითხველთა ერთობა:
ეს ქალი გაგიჟდა? რა თემით ერთობა?

ხანდახან არ ვიცი, რაა მოთმინება,
სათქმელი არა მაქვს და მერითმინება.

Posted by: nino darbaiseli 6 Jan 2023, 11:53
#ლექსები

ნინო დარბაისელი

კატინა

მევალეები მოგვდგომიან ისევ, კატინა!
მოახლეს უხმე,
გააფრთხილე,
უთხრას,
ბატონი შინ არ ბრძანდება და არც ის ვიცით, დაბრუნებას როდის ინებებს,
ჩვენ - არაფერი დაგვიბარაო.

კატინა, მზითვის ოქრო-ვერცხლი - მზითვისა არის,
ხელის ხლება არ შეიძლება.
მე კი მამისგან ამოტოლა ვალები დამრჩა,
რით გავისტუმრო,
ეს სიამაყე რომ დამეძლია
და შენს გენერალ მამას მართლა დავთანხმებოდი,
თავაზიანად კარიერული კიბისაკენ რომ მიმიძღოდა,
ზედსიძეობის დამამცირებელ ზედწოდებას რომ მოვრეოდი…
მაგრამ კატინა, არის რაღაც,
რაც უარაფრო, მაგრამ ამაყ კაცს არ შეუძლია.

და ურჩევნია,
გააუკვდავოს ჰანგი ერთი,
პიანინოზედ აჟღერებული,
ანდაც საყურე,
ბიბილოსთან რომ ირხეოდა,
როგორც პეპელა.

კატინა, არის ოცნებები და იმედები,
ხელი კიდევაც რომ გიწვდებოდეს,
ასრულებით არ უნდა მოსპო!

გესმის, კატინა,
დაე, ჩვენ შორის პოეზია იყოს საზღვარი,
გამტარი ღარიც,
ზიარჭურჭელიც,
ჩემს ლექსში დარჩე შენ დაუფრჭვნელი,
მარად უცვლელი,
დაუცლელი,
კვლავ ხმანარნარი,
დაუმჭნარი,
უსაბაბო და უღაბაბო,
გესმის, კატინა!
მე პოეზიამ წამიერი შენი ხატება
სამარადისოდ დამახატინა.

Posted by: nino darbaiseli 24 Jan 2023, 01:47
#ლექსები

ნინო დარბაისელი

არნდომის ლექსი

“არ ვუნდივარო, ამ დალოცვილს!” -
პურზე იტყოდა, რომ გავუწვდიდი
საკუთარი ნახელავით აღტაცებული.
მერე ხმადაბლა დააყოლებდა:
- პურზე - “არ მინდა” -არ ითქმება და
არ წამოგცდეს,
პურის დედა იწყევლებაო.

მე კი ვფიქრობდი,
ღმერთო, ნეტავი რად მოინდომე,
რომ აი, ასე,
ერთ კაცში გყავდეს შეზავებული
უკანასკნელი, მიწისქვემოთა ვიგინდარა და უზეცესი ანგელოზი!

არც წყალს მოვწყურდით
და არ ვუნდოდით არც სიყვარულს,
არც მეგობრობას,
ხოლო სიცოცხლემ - ის - არ ინდომა,
ანდა სიკვდილმა - მე - დამიწუნა,
დაწუნებულს კი,
პურის დედაო,
ეს ხმა შემომრჩა,
ეს ერთი კადრი მობინდულად განათებული,
ბარაქისა და რძისსუნიანი:

მე - პურის, ახლად გამომცხვარის გამწოდებელი,
ის მოუარე -
,,არ ვუნდივარო, ამ დალოცვილს,
არ ვუნდივარო!”

Posted by: nino darbaiseli 18 Feb 2023, 00:44
ნინო დარბაისელი

ტაძრის მეძავი

რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი,
კაცად ივარგე, არ ვიყავი ქალად მეც ავი.
იამე ჩემგან, დამეთხოვე მე გულმომბალი.
ერთი ბეჭედი, თოკი ერთი, ერთიც კომბალი -
ეს დამიტოვე, იმ თხის ნაცვლად, შენ რომ დამპირდი:
კდემამოსილი უცებ როგორ გავპირდაპირდი!
მე მუცლად ვიღე ძენი შენი, ტყუპი გიშობე,
ჯიშიანისა - ჩანასახნიც მარად ჯიშობენ.
სხვა გებადება, თუკი ძენი დაგეხოცება,
მახსოვს გვიანი შფოთი შენი და გაოცება.

რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი,
მამის კარს ვიდექ, დამრჩა მატყლი დაუჩეჩავი,
არც ქმარი მყავდა, აღარ შემრჩა აღარც ონანი,
გზად მოდიოდი, მოგყვებოდნენ მწყობრად მონანი,
ვერ გაიმეტე შვილი შენი, ის, უცოლო და
არ მოინდომე კაცდანატრულს ქმრად რომ მწოლოდა.
თავადაც იცი, არ იყავი ჩემთან მართალი,
მე სად მეპოვა გზანი იგი, მეომართანი!

ბევრიც მეძებე, ვერ მიპოვე ტაძრის მეძავი,
გემალებოდი გამხელამდე, შენზედ მესავი.
როდესაც ტყუპი იბადება ღმერთს მინდობილი,
ვინ გაარჩიოს, რომელია პირველშობილი.
ძაფმა რა იცის, რომელია მემკვიდრე იგი,
როგორ მოერგოს მას საუფლო წესი და რიგი!
ქმარი ხარ ჩემი, მამამთილო, ასე გვერგუნა,
ცოლურად უნდა გემსახურო რადგან ერთგულად.
გაქრება ჟამი, არ დაიცდის ჩვენთან ფრთამალი,
რაღაა უკვე საჩუმათო და დასამალი!
სვეტზე ნათელზე აელვარა ჩვენმა ცამ ალი,
გულის წყლულისა მოგვივლინა იგი წამალი.

მეძავად მთვლიდი, შემომხსენი წელზე ქამარი
შენ ხარ იუდა, მე - მართალი შენთან - თამარი.
გიშობე ჯიში, მე მტერთაგან დაულეწავი.
რიდე მებურა, შენ გეგონე ტაძრის მეძავი…
ტაძრის მეძავი!


- - - -
P.S.

რაკი ერთგან მკითხეს, “ტაძრის მეძავი” რას ნიშნავსო, ვვარაუდობ, რომ სხვა მკითხველსაც აინტერესებს

წარმართულ ტაძრებში ადრე ნამდვილად იყვნენ ასეთი ქალები.
(“ შრაინ პროსტიტიუტს”).
ქალის სახელი - თამარი - სამჯერ არის მოხსენიებული ბიბლიაში, პირველი - შესაქმიდან - ესაა, მეორედ, მეფე დავითის შვილია, რომელსაც ნახევარძმა გააუპატიურებს და მიგდებს, ხოლო მოგვიანებით - ნამდვილი ძმა აბსალომი ამის გამო შურს იძიებს და მესამეა თავად მამიდის მოსახელე ანუ - აბსალომის ქალიშვილი, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცით.

წინამდებარე ლექსში მოთხრობილია იუდეველთა, შესაბამისად მაცხოვრის წინაპრის ბიბლიური ისტორია, რომელიც რენესანსულ და ზოგადად სახვით ხელოვნებაში ერთ- ერთი გავრცელებული თემა-სიუჟეტია.

აბსალომის ქალიშვილის - თამარის ბიბლიური სახელი დაარქვეს ჩვენს მეფეს,
ისიც ცნობილია, რომ ბაგრატოვანთა დინასტია საკუთარი ზეობის ხანაში თავის წინაპრად ბიბლიურ დავით მეფეს მიიჩნევდა, რაც, ცხადია, მათ ებრაულ წარმოშობას ნიშნავს.

P.P.S.

მოხარული ვარ, რომ ჩემმა ლექსმა ,,ტაძრის მეძავი”(და ავტორული მოკრძალებით ვფიქრობ, რომ უფრორე მასში გადმოცემულმა ამბავმა) ასეთი ცხოველი ინტერესი გამოიწვია.
მეგობრებს აინტერესებთ სახელის - ,, თამარის “ მნიშვნელობა და ჟღერადობა. (გენეზისზე უკვე მოგახსენეთ).
ასევე, მკითხველს აინტერესებს, ნამდვილად ებრაელია თუ არა მეფე დავითი და შესაბამისად ბაგრატოვანთა გვარი, რომელსაც თამარ მეფე და მისი მწოგნობარნი გენეტიკურად სწორედ ბიბლიურ მეფე დავით წინასწარმეტყველს უკავშირებდნენ.

ჩემი , ანუ ნინო დარბაისელის პასუხი ასეთია:

ცხადია, წინასწარვე წავიკითხე, რაც შემეძლო, ამასთან დაკავშირებით.

თამარი - ებრაულად ნიშნავს ფინიკს ანდა ფინიკის პალმას,
საქართველოშია მეტად პოპულარული და ჩვენს კვალად - რუსეთში.
არ იყო მათთან დიდად პოპულარული სახელი ადრე.
ასეა აღნიშნული ლიტერატურაში,
გამოთქმის მხრივ დიდი მოდიფიკაციაც
არ აქვს განვლილი, თანხმოვნები იგივე ჩანს. უფრო მეორე ა - ხმოვანზე აქცენტი ან ხმოვნის სიგრძე-სიმოკლეა აღსანიშნავი.

კიდევ ერთი- აღნიშნავენ, რომ დღევანდელ ისრაელში ეს ერთ-ერთი პოპულარული სახელიაო.

ბიბლიური მეფე დავით მეფსალმუნე, წინასწარმეტყველი რომ ებრაელია( როგორც ჩვენ, ქართველები ახლა გამოვთქვამთ), ისრაელის შთამომავალი, ჯერ იუდას ( ჯუდას) შემდგომ რუთისა და ბოაზის შვილთაშვილი, იუდეველი, ამაზე ორი აზრი არც არასოდეს არსებულა.
დავით წინასწარმეტყველი რომ იესო ქრისტეს მიწიერი წინაპარია, ესეც ვიცით.

თამარ მეფე რომ თავს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად აცხადებდა, ესეც ცნობილი ფაქტია.
მშობლებმა დავითის შვილიშვილის სახელიც სავარაუდოდ შეურჩიეს,
დავით აღმაშენებლის შთამომავლობის გამო.

P.P.P.S

მადლობა და მადლობა ჩემს მკითხველებს, ლექსის ,, ტაძრის მეძავი” შინაარსით ასე ღრმად დაინტერესებისათვის.

ეს ჩემი პასუხია მორიგ კითხვაზე, მართალია თუ არა მასში გადმოცემული ამბავი რძალ-მამამთილის სქესობრივი ურთიერთობისა და შემდგომ ცოლ- ქმრობისა:

- დიახ, ეს - ცნობილი ბიბლიური ამბავია. პოეტური ინტერპრეტაცია მეკუთვნის მე, როგორც ლექსის ავტორს.
ეს ლექსი იმიტომ დავწერე, რომ მეჩვენებინა, ახალი კრიტერიუმებით ძველი ყოფის განსჯა გაუმართლებელია.
ახლა ეს იქნებოდა ინცესტი,
მაშინდელით კი არც დანაშაულია და არც ცოდვა.
მიღებული ამბავი ჩანს.
ლექსში ნახსენები მყავს ასევე ონანი - ერთ ერთი ქმრისშემდგომი ,,ქმარი” - მაზლი თამარისა, რომელსაც არ სურდა, თამარის შვილის მამა ყოფილიყო და ამიტომ დაუსრულებელი სქესობრივი აქტის პრაქტიკას მიმართავდა. მის სახელს ახლა უკავშირდება ონანიზმი”.

* * *
ნინო დარბაისელი

პიციკატო
- - - - -


შემახე შენი ხელი,
შემარხიე.

არ მეყო შენს მუხლებზე დასვენება?!
ნებას შეერია უკვე ვნება.

ჰყვავის იატაკი. რა - ველიო!
რაველს აქ რა უნდა! რაველიო?!

არ მინდა შენი ხემის მელოდია,
არ მითხრა, აქა ვარ, ხომ მელოდიო!

თუ მართლა გინდივარ, მივხვდე რითი!
შემახე შენი ხელი,
შენი თითი!

ეს რა უცნაური გაშმაგებით
ცეკვავენ, როკავენ ეშმაკები!

ამათგან გამყრიდა აბა, მე - რა!
ჰა, ლაჯებშუა ვარ?! ჰაბანერა!

სულ - ყლუპი. ასე როგორ მომეკიდა!
ცოტაა, არ მეყო, მომე კიდე!

რიტმობენ კასტენიეტები,
ვნებით სიკვდილისთვის მიმეტებენ.

შემახე შენი ხელი!
შემახე შენი ხელი,
შემახე შენი ხელი,
შემარხიე!
* * *
ნინო დარბაისელი

პიციკატო
- - - - -


შემახე შენი ხელი,
შემარხიე.

არ მეყო შენს მუხლებზე დასვენება?!
ნებას შეერია უკვე ვნება.

ჰყვავის იატაკი. რა - ველიო!
რაველს აქ რა უნდა! რაველიო?!

არ მინდა შენი ხემის მელოდია,
არ მითხრა, აქა ვარ, ხომ მელოდიო!

თუ მართლა გინდივარ, მივხვდე რითი!
შემახე შენი ხელი,
შენი თითი!

ეს რა უცნაური გაშმაგებით
ცეკვავენ, როკავენ ეშმაკები!

ამათგან გამყრიდა აბა, მე - რა!
ჰა, ლაჯებშუა ვარ?! ჰაბანერა!

სულ - ყლუპი. ასე როგორ მომეკიდა!
ცოტაა, არ მეყო, მომე კიდე!

რიტმობენ კასტენიეტები,
ვნებით სიკვდილისთვის მიმეტებენ.

შემახე შენი ხელი!
შემახე შენი ხელი,
შემახე შენი ხელი,
შემარხიე!

Posted by: nino darbaiseli 20 Feb 2023, 22:09
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ლელოსი საომარისა

აღარაფერი გაგაჩნია, თავსაც ვერ იცავ,
რას წაგართმევენ, რას გაგხდიან, რას მოგპარავენ!
ვერც კი გაიგეს, ბნელში, მარტო როგორ ტიროდი,
დროზე საშველად არ მოვიდა შენთან არავინ,
გარიდეს თვალი, არვინ დასცა ახლოს კარავი,
შენი დაცინვა გაისმოდა, გულის მღარავი…
ავად გსახავენ, ერო, თუმცა როდი ხარ ავი,
მაგრამ რა ვუყოთ, ახლოს არ გყავს შენ დამფარავი…
რა ვქნა, ბოლო დროს ერთი მწარე ფიქრი დამჩემდა,
ამ ერთსაც ვიტყვი, დაე, დარჩეს მუნათად ჩემდა!
შენ მეასედი დახმარებაც გადაგარჩენდა,
ალბათ ევროპას ბრძოლის ველად ეპატარავე!

Posted by: nino darbaiseli 25 Feb 2023, 10:57
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ქალობრიობის შვიდი ასაკი
(ანუ როგორც გაგიხარდებათ)

შესავალი

ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ბალაგანია.
შევდი-გავდივართ, ვებღოტებით რამ სიმაღლეებს და სასიკვდილო ტრიუკები როდესაც გვიწევს, თავდაყირანი როცა ვკიდივართ, ჩვენ ვინარჩუნებთ სახეზე ღიმილს კმაყოფილი მაყურებლისთვის,
რომელიც თავსაც არ გაუტყდება, რომ სადღაც, შიგნით, გულის გულში ეიმედება, რომ ერთხელაც ეს ბოგირი ვეღარ გაგვიძლებს და ჩაგვიწყდება და ამ წარმავალ, ამ დროებით არენაზე ასე მოვკვდებით და ერთხელ მაინც დაინახავს ჩვენს ნამდვილ სახეს.

1. ჩვილობა

მის დაბადებას არ მოელოდნენ გულისფანცქალით.
უკვე იცოდნენ, რომ გოგო იყო და ერთმანეთსაც ამხნევებდნენ, დიდი ამბავი, ერთით მეტი - ერთით ნაკლები, გაიზრდებაო!
დაბადებული იყო თურმე ისეთი მშვიდი,
გეგონებოდათ, მოკრძალებულ ბოდიშს იხდიდა არსებობისთვის და ენაც ადრე ამოუდგამს, რაღაცამ უგრძნო, რომ თუკი გშია ანდა გწყურია, თუკი სველი ხარ, ან სიცხიანი ან სადაცაა, კიჭმა ღრძილი უნდა ამოჭრას, რაკი ტირილი არ გაგივა, ჯობია, სიტყვა მიაწვდინო, ვინმე გაიგებს.
(ხომ სიტყვისაა ინტიმურსა და პიროვნულს გარდა, ყველა მანძილი.
მოკლეზე კი - ყალბად გაისმის!
შეყვარებულნიც, თუკი მართლა ერთად არიან, სიტყვებით აღარ, შორისდებულთა და გამოუთქმელ მინიშნებათა ერთ ენაზე ლაპარაკობენ).

2. ბავშვობა

ბავშვობა ჰქონდა ტკივილებით გამოძეძგილი, როგორც რუგზაკი რამ პატარა და ჭრელა-ჭრულა, ყურმოხეული და ორწვერა, თეთრი ძაფით ამობლანდული, როცა ნათესავს ერთი დღით მიჰყავს, ხოლო ოჯახი იმედოვნებს, იქნებ მეტხანს დაიტოვონო და თუ რამე აქვს ჩასაცმელი, შიგ უტენიან.
ის ბავშვობაზე არასოდეს ლაპარაკობდა,
იმ, თავის, ნამდვილ ბავშვობაზე,
გაუთქმელობის კლიტე დაადო და ზედ შეძენილ მანერათა მტკიცე მავთულიც შემოახვია,
რომ არასოდეს არ გახსნოდა, ბევრიც ეწვალათ.

3. ყმაწვილქალობა

ყმაწვილობისა?!
რა ითქმება?
უდროო დროს გამომჟონავი სისხლისფერია.
კაკლისოდენა წყვილი სარძევე ჯირკვლის ადგილას -
თანდათან მზარდი გამკვრივებანი,
ხმაში - უცხო რამ აკორდები.
რა მოეყოლა,
ონანისტებით სავსე ტრანსპორტს
როგორ მიჰყავდა კვირაში ორჯერ
თავისნაირთა დასანახავად?
რომ ტოლ-ბიჭები არც უყურებდნენ,
აკიდებული უცხო ბებრები მოქოშინენი მიჰყვებოდნენ სახლის კარამდე?!
სხვაფრივ სხვებივით გოგო იყო,
ვინმეზე - მეტი და ვინმეზე ცოტა - ნაკლები.
სიზმრები ჰქონდა ოღონდ ისეთი, ხმამაღლა რომ არ მოიყოლება და არც არასდროს მოუყოლია.

4. გათხოვება

ეს ამბავი ვთქვათ, უმჯობესია.
როგორ გათხოვდა?
მოწმენდილზე უცებ რომ დასცხოს,
გეგონება, ზეცა გაიხა;
და პირველ ღამეს ის იმდენად ქალწული იყო,
ეჭვიც აკრთობდა,
ვაითუ, მოხდა გამონაკლისი
და მთვარისებრი აგებულების დავიბადეო.
სიყვარულისა არასოდეს არ იცოდა მან არაფერი,
და იყო მუდამ ვიღაც შორზე შეყვარებული,
ხოლო ის შორი - შორეთშიაც არ არსებობდა
და არც არასოდეს იარსებებდა
და ესე იყო ღირსება მისი აწ და მარადის!

5. განქორწინება

განქორწინება - ნიშნავს ბნელში ცოტა ხანს ტირილს,
მაყურებელთა დასანახად უფრო დიდხანს მგლოვიარებას, სინამდვილეში გულის ფერთხვას და ამოწმენდას
და სარკის ცივი ზედაპირის სიღრმეებისკენ მზერის მიმართვას - კარს მომდგარი მომავლისაკენ.
ყოველი მხრიდან მოგელიან ჰორიზონტები…
(აქ ჩამოთვალეთ პარტნიორთა და სექსის ყველა სახეობა, რაც გაგიგიათ, მთელი თავისი პრაქტიკული “კამა სუტრებით”, რადგანაც უფრო ადვილია, რამე წაშალო უკვე შექმნილ ჩამონათვალში, ვიდრე იწვალო სათითაოდ და წვალებაში რაღაც კარგი ანდა ცუდი, რაღაც იმა დროს მნიშვნელოვანი ვერ გაიხსენო).
აქ მთავარია, ნაივურ მხარეს თავი მაჩოდ ეჩვენებოდეს და არც უწყოდეს, რომ უბრალოდ, ცდისპირი არის და ვადაც მისი - წინასწარვე მოზომილია.

6 . კლიმაქსი

როცა გგონია, რომ ქალობის ზენიტში დგახარ, შენს შეხედვაზე ძველებურად იბნიდებიან, ერთ დღეს შენიშნავ თვალთა კუთხეში სიცილისას როგორ დაგემჩნა ბატისფრთისებრი ნაოჭები, სახეზე - კანი და სხეულზე - ხორციც მოგილბა.
ხოლო ორგაზმით ყველა სექსი არ ბოლოვდება.
ღამით ცივ ოფლში მოცურავეს გაგეღვიძება, აჩქარებული გულის ფეთქვა ყურის ბარაბანს ეხეთქება განთიადამდე.
ყველა კლიმაქსის დასასრული ერთნაირია, დასაწყისი კი აქვს თითოეულს სხვადასხვაგვარი და სხვადასხვაგვარს მოიხდენენ მედიკამენტებს, შენელებული მეტაბოლიზმის ამოსაქაჩად.
მისი კლიმაქსი ადრე დაიწყო, როგორც ატმის ხეს, მსხმოიარეს, ქარმა დაჰბეროს და ატმები დააყრევინოს.
იდგეს ხე მარტო, ამჩატებულ ტოტებს იქნევდეს და ბოლოს ის თქვას, ოღონდ გულში, “როგორც იქნა, დავისვენეო”, ხოლო ხმამაღლა არაფერი წამოიცდინოს.


7. სიბერე

სარწეველაზე უდევს პლედი, ჩხირით ნაქსოვი,
ნაკბეჩი ვაშლი - დაჟანგული - ლამბაქზე სადმე,
ხოლო ეს სუნი მომჟაო და გულმზიდებელი, ცე ვიტამინს ახასიათებს.
ო, რა კარგი ქნა, რომ წარსულში არას უგანა,
წიგნის წაკითხვა- დამღლელია, თვლემისმომგვრელი; ტელევიზორი - სულ ჩართულია და სულ იმავეს იტყობინება, ტექსტი უცვლელად მეორდება, ოღონდ როლებში შემოდიან არტისტები ახალ-ახალი.
ახალბედანი მუდამ ახალი რიხით იწყებენ.
წამსვლელ-მომსვლელიც შემცირდა და სულ დაიკარგა.
მოგონებებები - როგორც გინდა, დაატრიალე.
როდესაც ცხოვრობ, ფაზლია - შენთვის წარსულიც, აწმყოც დს მომავალიც, ვიდრე სიბერე მოგიკაკუნებს.
მოვა სიბერე, - მომავალი ამა ქვეყნად აღარ არსებობს, აწმყო დუნეა, ხოლო წარსული - ლეგო არის, დაშლი-ააწყობ,
გადააწყობ, როცა გინდა და როგორც გინდა, სულ დაადუმებ ანდა სულაც აახმიანებ,
რაც მთავარია, არა მხოლოდ ჩვილს ემსგავსები, უფრო და უფრო ძველი ამბები წინ გიტრიალებს.
შენი დროც მოდის.
სიკვდილს ასე დაელოდები, ხოლო სიკვდილი არასოდეს სქესს არ დაეძებს.
მარადისობას სქესისათვის არა სცალია.
კარგია, როცა კარგად ნახმარ, გაცვეთილ სხეულს მიაგდებ სახლის ხალათივით, გასუფთავდები და საგარეო რამ სხეულში გამოეწყობი.
იმდენი ნახე, იმდენ გარსში გამოიარე, ვეღარც სამოთხე გაგაკვირვებს, ვერც ჯოჯოხეთი.
შენნაირებიც საჭიროა, ცაშიც, მიწაზეც.
შენნაირები მარადისობის კარიბჭეებთან ანჯამების გასაზეთად გამოდგებიან.
მაინც ვერ შესძლო ავმა შენი გადაბირება,
ამაო იყო მისი ცდები და დაპირება.
ჩემი დროც მოვა, ცის ნაპირი დაიპირება,
მე - მენატრები, მაგონდები და მეტირება!

Posted by: nino darbaiseli 6 Mar 2023, 18:00
ნინო დარბაისელი

დონა დენისოს* იადონები
(ციკლიდან: “დილისპირული”)

1.

ნეტა მცოდნოდა ამაღამდელ პაემანზე
მოდარაჯედ ვინ მოგყვებოდა.
ჩემს ბებერ ვირსაც ბანგი ვასვი, გამოვეპარე,
ხვალ შუადღემდე იხვრინებს და მშვიდად ეგდება,
ეს კი,
ეს შენი მეგობარი, ეს - ტრუბადური,
რომ არ ჰყოლია ქვეყნად ბადალი,
შუაღამის თავშექცევისას ყოველწამიერ გარედან რომ გვეხმიანება:
“მზე იწვერება და სხივები მთებს ედინება.
ამღერებულან ბაღნარებში იადონები.

იადონები,
დონები და იადონებიიი” -
- რაც ნიშნავს, თავზე გათენდებათ,
საიდანღაც საფრთხე მოდისო,
ეს - ალერსი და განცხრომა რომ არ დაგვაცალა,
იცი, ვინ არის?
ვინ არის, მეთქი,
იცი - მეთქი?!
მაგრამ დაღლილმა თავი უკვე ძილს მიანებე.
დე, ნურავინ განსჯის დაძინებულ ადამიანებს!

2.

როგორ მოუხდა დაკაცება!
ამ გულში გამკრა და მუცლის გავლით ფეხებამდე - მთელ სხეულში დამიარა, თორემ შეხედვით -ვერც კი ვიცანი.
ბიბილოს ნაზად რომ მიკბენდნენ მსხვილმარგალიტად ჩაწყობილი მისი კბილები
და მხურვალე მისი ტუჩები,
ჭიპის ღრმულში რომ მეწაფებოდა და ჩურჩულებდა,
ჩემი ფიალა ეს არისო, ამის ქვემოთ კი
ხელის ხლება არ იქნებაო.
ჩემი ზღაპრული ფერია ხარო
და მიწოდებდა “ესტერელოს”.*
თითები - გრძელი, ნაზი და თანაც ღონიერი, წამოზრდილ ბორცვებს
ღარშუა რომ ჩამაყოლებდა,
ჩემი ხეობა აქ არისო,
ხმაც - ღონიერი, თან რაკრაკა და სევდიანი, თითქოს დაექცა ნელსაცხებლის ფლაკონი მთვარეს ათასნაირი არომატით შეზავებული.

განა ასეთი მარმაშიანი ქვეშაგები გვეფინა მაშინ,
მინდვრის მყუდროში, სადაც მდინარე ედინებოდა,
იმის ნაპირზე,
იქ, მოფარებულ ყვავილნარში გვქონდა ჩვენი ნედლი საწოლი.

3.
აი, ცხოვრება!
მე - სათნოებით და სიქველით სახელგანთქმული ვარ ქალბატონი,
ცნობილ ოსტატთა ამონაქარგი თვალმარგალიტით მაქვს შემკული შესამოსელი
და იმის შიგნით მოალერსე აბრეშუმი სულ
მაქმანებით გაწყობილია,
ის - სამ ინსტრუმენტს დაეუფლა და
გმირ-რაინდებს ასე დაჰყვება სასიყვარულო პაემნებზე.
გასამრჯელოსაც არ მოაკლებენ
და ამიტომაც ადგას იმ ტანზე ახოვანზე
მორგებულად
სატრუბადურო…
არადა, დიდი ბიჭი იყო მეჯინიბისა,
და- ძმები კიდევ ბევრი ჰყავდნენ ჩემოდენები.

ჩვენ კი მივყრიდით აქეთ- იქით,
რაც კი გვემოსა,
მერე შიშვლები
მდინარეში ფერად-ფერად კენჭებს ვისროდით.

და საერთოდაც,
ვისთან წევს ქალი და რის გამო, ქვეყანამ იცის,
ხოლო სურვილი მაინც ვისკენ მიეზიდება,
იცის მხოლოდ მისმა სიზმარმა.
იყუჩე-მეთქი, ტრუბადურო,
ხმათაფლიანო,
იყუჩე გარეთ,
დამასვენე, იყუჩე ჩემში,
წადი, წაიღე, გაიყოლე
ამ სიზმრებიდან მზე - სხივმდინარე!
ჩავლილიც იყოს, გასახსენებლად
მაინც ბასრია სიყვარულის ნირი და ნარი.

4.
ვაი, რა ხდება,
რა ხმაურია!
დაშნის ტრიალი,
ფლოქვების ჩქარი თქარა-თქური…
ეს რა ძილქუში დაგეტაკა,
გამოიღვიძე, დროზე-მეთქი,
რა დროს ძილია, მე მარტომ როგორ დავძრა კარის მძიმე ურდული,
სარკმლიდან ვხედავ,
თვალღია გდია ტრუბადური,
და ქვაფენილზე სისხლი თავქვე მიედინება.
ხომ გვაფრთხილებდა:

“მზე იწვერება და სხივები მთებს ედინება.
ამღერებულან ბაღნარებში იადონები.

იადონები,
დონები და იადონებიიი”

- - -
* დენისო - (ესპ). ქალის სახელი - ღვთიური განსჯა.
* ესტერელო - პროვანსულ ფოლკლორში სიყვარულის ფერია.

Posted by: nino darbaiseli 14 Mar 2023, 17:18
#ლექსები
#ეროტის_ქურუმნი

ნინო დარბაისელი

მწერი, როგორც ეროტიკული სიმბოლო

ანტიკურ პოეზიაში ეროტიზმის გამოსახვისას იმდენად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ინსექტებს ანუ მწერებს,
რომ დღემდე ამის თაობაზე არაერთი მცირე თუ დიდი გამოკვლევა არსებობს. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ამ მხრივ “ციკადა” cicada- ე.წ. მგალობელი ჭრიჭინობელა (როგორც ახალი ინგლისურ -ქართული ონლაინ ლექსიკონი განმარტავს)
შესწავლილია ინსექტთა ეროტიკული სიმბოლიკა.
სხვათა შორის, ამ სიმბოლიკით მარჯვედ სარგებლობს ჩვენში პოპულარული მწერალი და პოეტი მარგარეტ ეტვუდი, თუმცა ლექსები, რომელსაც აქ ვგულისხმობ, ვერ ვიპოვე გუგლში - თარგმნილი ქართულად.
მე ვიზიარებ აზრს, რომ ეს მცირე არსებები ეროტიკული პოეზიის ობიექტივში იმის გამოც მოექცნენ, რომ ინტიმურ გარემოში მათთვის მუდამ არის სივრცე. ისინი ეტევიან ხელისგულზე, ასევე თავისუფლად თავსდებიან ადამიანის ინტიმურსა და პიროვნულ სივრცეებში, მათ ლიმიტებში.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კლასიკურ პოეზიაში ინსექტთაგან ერთი, კერძოდ ციცინათელა ორი საუკუნის დაფუძნებულია, როგორც ეროტიკული სიმბოლო. გავიხსენოთ აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ლექსი სრული სახით:

აკაკი წერეთელო

ციცინათელა

ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!

წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშიერი - სისხლის მტერი,
რომ გაძღება - მთვრალია!

მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!

მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!

მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!

მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!

მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?

ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.

მებრალები, - კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.

ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!

კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..

ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!..

საყოველთაოდ ცნობილია გალაკტიონ ტაბიძის მიმართების ამბავი აკაკი წერეთლის შემოქმედებისა და პიროვნებისადმი.
ერთ პატარა თავის უცნობილეს ლექსში მას არათუ ალუზიის, არამედ პირდაპირი ციტირების დონეზე შემოაქვს აკაკისეული ციცინათელას, როგორც ეროტიკული სიმბოლოს გააზრება და სარითმო წყვილოსცალად გამოყენების გზით ამ ეროტიკული სახე- სიმბოლოს პოეტურ რესემანტიზაციას ახდენს:

გალაკტიონ ტაბიძე

წინანდალელი ნათელა ...

წინანდალელი ნათელა
ულამაზესი ქალია.
ო, ჩემო ციცინათელა,
ჩემო ციხე და გალია.
მთელი საღამო შევჯერდი:
რა არის ქალის სინაზე,
მაგრამ უეცრად შევჩერდი
მშვენიერ თინათინაზე.
ბრწყინავდა საარაკო ცა, -
მთვარე დაბრუნდა ბინაზე,
როს შუქმა ღრუბელს აკოცა,
ყველა ქალების ჯინაზე.

[1922 წლის აგვისტო]

აკაკისა და შემდგომ გალაკტიონის კვალად, ციცინათელა - ქართულ პოეტურ რეცეფციაში მყარად დამკვიდრდა ეროტიკულ სიმბოლოდ.

გავიხსენოთ შოთა ნიშნიანიძე

ერთი პატარა გოგო მიყვარდა..

ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.

ციცინათელა, როგორც ეროტიკული სიმბოლო აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ქართულ პოეზიაშიც.

ბევრი რომ არ მეწვალა ინსექტებისადმი მიძღვნილი სხვა ეროტიკული ლექსების ძებნა- თარგმნაზე, გალაკტიონის ლექსის მეორე ტაეპის ბოლოკიდური რითმის ალუზიური გამოყენებით (ქალია- კალია) ეს შევთხზე, როგორც კიდევ ერთი ქართული ნიმუში.

ნინო დარბაისელი

კალია

ყანა სიმძიმისგან სულ ძირს დახრილია და მოსამკალია,
ნეტა მას, ნეტარად ვინც ხანი გალია,
საღამო მალია, ტრფობა - ნამალია,
მთელი მხურვალება თავზე დაგალია,
მიუშვი, რად გინდა კლიტე და გალია!
თუ არ დაგვირგვინდა,
ვნება ამაოა,
წრე არა, რკალია.
რკალია,
რკალია,
ბასრი ნამგალია,
ნალესი.

ო, უალერსობით ტანმონაკალია,
თხელი,
სიფრიფანა
ასე კანჭმაღალი,
მარად მოუღლელი,
მაღლა ახტება და ნათიბში გასხლტება
ის - მინდვრის კალია,
კალია - ქალია,
ქალია - კალია,
კალია!

Posted by: nino darbaiseli 17 Mar 2023, 09:19
#ლექსები
#ეროტის_ქურუმნი

ამ ლექსმა ასე, ათი წლის წინ რაღაც ლოკალური პრემია მოიპოვა , რა - სამწუხაროდ, აღარ მახსოვს.

სიყვარულსა ვიქმ
- - - - - - - - - - - - - -

,,რასა იქმ, ცეტო!" - ეს ხმა არის დიდედაჩემის,
მოუსვენარი გოგოობიდან ჩემი მდევარი.

-რასა ვიქმ?!
ვხარბობ.
მე დავიჩემე აღმართები,
ვარდნილები,
ეს საიდუმლო ღრმულები და ეს მწვერვალები
და ეს ჩქოლნარი
და ეს პატარა ნაიარევიც,
აი, ეს ხალიც მხოლოდ ჩემია
და არ ვაპირებ ამიერიდან ვინმეს ოდნავ გავუზიარო.
ჩვენ რაღაც წამით მაგიური წრით შევკარით მთელი სამყარო
აწ ვნეტარყუჩობთ;
ცოტახნით ჩამდგარ ქარიშხალში შენელდა ცეცხლი
და ჩვენი მლაშე ნაკადულები ერთ გრილ მდინარედ ედინებიან...

რასა ვიქმ?!
ვზანტობ.
მერე ისევ დავეხარბები.
გაივლის ხანი
და წყაროსთავს სახელიდან შემორჩება სულ ერთი ასო,
აი, ეს მხრებიც, -
- მათ ჩემი ზიდვა უწერიათ,
როცა ჟამთაგან დაჭკნებიან ჩემი ვაშლები,
(ხმა მომავლიდან:
,,ძვირფასო უკვე ჩაგეძინა? აქ ორპირია,
პლედს ბეჭებთან შემოგიკეცავ")
...ყურის ნიჟარა,
მთრთოლი ასე, ვიბრაციების კორიანტელში,
ანდა ეს თმები,
თითებშუა ხან ჯიუტები და ხან მორჩილად მოსრიალენი,
ჰო, ასე ვურევ სიტყვებს, ფრაზებს,
და რაც უფრო ძლიერ მიყვარს,
ძლიერ ვუყვარვარ,
მით უფრო ცოტა სიტყვა გვინდა,
ის კი არა და ბოლომდე აღარც ჩავამთავრებთ შორისდებულებს
იქნებ და უკვე ვეთხოვები...
ორივე ვკვდებით...

რასა ვიქმ?!
ვცეტობ!
უინტიმურეს წამებშიც კი
რატომ გვჭირდება ვიღაც მესამის ჩუმი თვალი,
ან ეს მესამე ყველა ჩვენგანს რას აგვეჩემა.
რად უნდათ-მეთქი გულისგულში შეყვარებულებს,
თადავიწყების ნეტარებაში ვიღაცის თვალი მაინც ხედავდეს.
და ნურასოდეს შეეკითხებით ქალს საწოლში, რაზე ფიქრობო,
მით უმეტეს თუ პოეტია.

ზღაპარაძიანთ თეთრო ქალო,
ქალო სოფიო,
აი, ეს არის სიყვარულის მთელი ამბავი.
უცხოებისთვის გადამალულ კაკლის მურაბას
როცა ნეტარი მუსაიფით შეექცეოდით,
მე უსირცხვილოს განა იქ მართლა ჩამეძინა,
თავი ტყუილად მოვიმძინარე.
როგორ ამბობდი ბიცოლაჩემთან?! -
,,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?!
იმის ამბებიც გავიგონე...
ჩემი - ეს არის!

დიდედაჩემო,
მე ანგელოზებს ველოდებოდი,
შენ კი, მანდედან, შე ცეტოო!

რასა ვიქმ და
სიყვარულსა ვიქმ!

2015
ილუსტრაცია. ოგიუსტ როდენი ,, კოცნა”( 1901-1904)
* * *
ნინო დარბაისელი

ეროტიული ოტავა რიმა

სტრიპტიზ ბარშია- მეტალის ბოძი,
თითო დაკვრას ვსვამთ ღამეში, დღეში.
სხეულმოქნილი - არ არის ბოზი,
ვინ გაუბედავს, იყოს უხეში.
ცვივა სცენაზე ფული ნაბოძი.
ვინ იცის, იქნებ შორ უცხოეთში
მას ეგულება დობილი, დაი:
“ხოჩეშ, პაკაჟუ, ტოლკო რუბლ დაი!”

გადმოუფრინა მან ოკეანეს.
იღბლიანია, აქაა რადგან.
ბევრად გაასწრო თავისწლიანებს.
ის ტანვარჯიში - აქ გამოადგა.
ხელფასი თუკი დაუგვიანეს,
მთლიანად ჩაშლის, რაც სცენა დადგა.
ვერავინ ეტყვის ,,მარია, დაი”!
- რამე აკლია? ტი უგადაი!

შესცქერი - ვითომ პირდაღებული.
აქ ძალიანაც ნუ ავარდები,
“ზემლიაკობით “ გალაღებული
წარმოსახვებში ენავარდები?
შეწერვა გინდა, გჭირდება ფული?
შორს მოგისვრიან ბოდიგარდები.
ეგ მაჩოობა აქ არ გამოვა,
ეს კლიენტურა მაგის გამოა.

იქით გაიწი, ეი, შენ, მაჩო,
შენთვისვე გქონდეს შენი რუბლები;
ბევრჯერ ნაქაჩი ბევრიც რომ ქაჩო,
შენ არ გერგება, რას იღრუბლები!
მისი თავმდები არის ბოკაჩო.
მის სიტყვებს ახლა მე გეუბნები.
ასე უნდობრად რამ გაგაღიმა?
ოტავა რიმა, ოტავა რიმა!

***

ლექსში გამოყენებულია იტალიური მყარი სალექსო ფორმა “ოტავა რიმა”, რომელიც ჯოვანი ბოკაჩოს (მ-14 ს) , ,,დეკამერონის” ავტორის სახელს უკავშირდება.
(აქედან - თემატური ბმა თანამედროვე ეროტიკასთან)
სტროფები - რვასტრიქონედი, ანუ ოქტავა
გარითმვის სქემა — ABABABCC
დაცულია ასევე ათმარცვლიანობა.
- Мария — дай!” - ვ. მაიაკოვსკი, “შარვლიანი ღრუბელი”.

Posted by: nino darbaiseli 21 Mar 2023, 19:02
ნინო დარბაისელი

მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი

1.

მე ღამღამობით რუსთაველზე. დავხეტიალობ.
ამას რას ვამბობ,
არასოდეს დაგინახივართ?!
ვერც დამინახავთ!

მე ის ქარი ვარ,
ის ქართველი,
საქართველოში
სულ უმიზეზოდ შუაღამის ქალაქში რომ ამოვარდება.
მე ვარ ის ქარი და კიდევ სხვები - მომრავლებული ჩემისთანები,
და იმიტომაც ვუბერავთ ასე გამწარებით, თითქოს ეგ ყოფა გვინდა ძირიდან ამოვაგდოთ,
მერე ვნაზდებით,
ვეალერსებით
მოკლე ყუნწებზე მოქანავე ფოთლებს, კენწეროს,
მტვრიან ნაყოფებს და ამ ალერსში გამოვილევით
და ასე ვქრებით
ასე ვკვდებით ყოველღამე,
გათენებამდე.

2.
მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
რუსთაველზე რუსთაველს ვეძებ.
ნუ იცით ხოლმე, ჟურნალისტებო,
სადაც რაიმე სახასიათოს გადააწყდებით, ზედ რომ აცხრებით.
გმირის შექმნა გსურთ ვინმე საწყალი მოკვდავისაგან,
ხოლო ისინი, ნამდვილები,
უკვდავები,
გმირადწასულნი,
ან გმირადმყოფნი,
გმირადგამძლებნი - გვერდზე გრჩებიან.
მარინა გმირი არ ყოფილა,
მოკვდავი იყო,
სულიერად ავადმყოფი და
საკუთარი შეშლის მიზეზი
მოჩვენებითი ჭკვიანობისას თუ ჭკვიანობის ფაზებისას სხვაგან და სხვაგან მონაყოლი იმდენი ჰქონდა,
იმდენნაირი ვერსია იყო გავრცელებული,
რომ სხვებს კი არა,
ბოლოს თვითონვე ერეოდა და
ის ერჩია, ყოველ ჯერზე ახალი და ცინცხალი ეთქვა.
იმის შესახებ სინამდვილე მე ვიციო,
მე კი არა და განა ვინმეს დაეფიცება?

3.

ჰო, ახალგაზრდას სულ აქტრისა მარგარიტას მეძახდნენო
და არა მარტო იმას ბაძავდა,
თუ კარგად იყო,
სულ ცოცხალი ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში -
გაზაფხულობით - ყოჩივარდები,
მერე ვარდები, მიხაკები,
ქრიზანთემები.
ტაქსისტებისგან გამიგია,
ყოველდღე ადის სულ სხვადასხვა სასაფლაოზე
და თაიგულებს იქ იპარავსო.

იმ ჩვენს მარინას
პირისკანი ხომ თეთრი ჰქონდა,
“პუდრა-ფისოთი” მრავალგზისად გადაფეთქილი,
როგორც აქტრისა მარგარიტას,
მკვეთრად მოხაზულ შავ თვალ-წარბს ქვემოთ
ღაწვები მაინც მოუჩანდა მოვარდისფერო.
ჩაცმა უყვარდა გემოვნებით,
გაზაფხულობით - მოფრიალე ჭრელი კაბები
ან მუქ კაბაზე ჟაკეტი ვარდისკოკრებიანი,
და ზამთარ-ზაფხულ,
პომადა - სწორად გადასმული - ახლად მოწეულ ალუბლისფერი
და ნაზკანიან, მოვლილ თითებზე - კარგი ბეჭდები და ალისფერი მანიკური,
ზამთრობით - შავი კარაკული და რედიკული,
რედიკულში - ბლომად ფულები, სულ ქაღალდისა,
საიდანაო?
თბილისელი შავობა და მოძველბიჭო ხალხი ჩუქნიდა.

4.

როცა ურევდა,
თვითონ ყვებოდა,
სადგურზე, სადმე
სასტუმროს ნომერს ავიღებო,
კაცს შევიტყუებ,
გავატიტვლებ,
ფულს ამოვაცლი,
მერე შარვალს და მთელ ტანსაცმელს
შიგ ჩავუყრი წყლიან ვანაში,
ანდა ფანჯრიდან გადავუყრი,
გამოვექევი,
მერე მეძებონ,
ნახონ, ერთი, როგორიაო,
და თუ თავისი ბოზობის ამბავს ხითხით- ხარხარით
მთელ ქვეყანას არ უყვებოდა,
იდგა წყნარად და აქტრისასავით პოზირებდა,
იღიმებოდა.

აბა ვის ახსოვს,
სადმე, თბილისურ რესტორანში
გალიცლიცებულ ღვინიან ჭიქას
ხელის ზურგზე რომ დაიდგამდა,
სულ გამოცლამდე ჰაერში როგორ ატრიალებდა,
რამდენი ჭიქა გაგვტყდომია შინ ვარჯიშისას!
მერე პლატმასზე გადასულებს ცოტა დაგვღვრია?
- ეს კითხვა ყველას არ ეხება,
ჩემებს ვგულისხმობ,
დანარჩენები ამას როგორ გააკეთებდნენ!

5.
საღამოობით - კინო უყვარდა, ზოგჯერ თეატრიც, ფილარმონიაც.
კინო “სპარტაკში”ან “რუსთაველში”
იდგა სეანსის დაწყებამდე
თავდაჭერილად და დაბალ ხმაზე მობაასეს თუ ვერ იცნობდი,
გაიფიქრებდი,
ეს დახვეწილი ქალბატონი,
სანდომიანი,
რა იქნებოდა, ამდენ სუნამოს არ ისხამდესო.
დარბაზში შუქი ჩაქრებოდა და დასჭექდა:
- მიდით, ბიჭებო, მომენტიაო!
- გოგოებო, აბა, დროზე, პირები კარგად დააღეთო!

წივილ-კივილი უნდა გენახათ!
ჰოდა, იმასაც ეს უნდოდა,
ათას რამეს,
უარესზე უარესსაც ზედ უმატებდა.
ხოლო ბიჭები ამხნევებდნენ უგოგოებო:
- მიდი, მარინა, ეგრე, მიდი!
წყვილები - წყნარად დარბაზიდან იპარებოდნენ.
მილიცია კი, დღეს პოლიციად რომ იწოდება,
როგორც ყველა ტრივიალურ დეტექტივშია,
თითქოს ახლა-ღა გაიღვიძაო,
მომთავრებულზე გამოჩნდებოდა:
- აბა, რა მოხდა! მოქალაქენო, მილიციაში წამობრძანდით და ვისაც გნებავთ, განცხადება დაგვიწერეთო!
ვინ გაჰყვებოდა!

6.
იმ დროს მე ახლოს ვმუშაობდი და დღეში ორჯერ, - ტრანსპორტიდან და ტრანსპორტამდე
სოლოლაკში გზაჯვარედინზე უნდა გამევლო.
ხოლო ის იჯდა ზამთარ- ზაფხულ, უკვე აღარ იგინებოდა.
იჯდა თავისთვის, დარდიანი,
თითქოს ამბობდა:
მარჯვნივ წახვალ - დაიკარგები,
მარცხნივ წახვალ- დაიღუპები,
გაბრუნდები და ეს ყველაფერი იგივეაო.
მეუბნებოდა, დღეს პურის ფულიც ვერ ვიშოვეო, რა მეშველება, როგორ ყველა დამეხოცაო,
ცოცხლებიც სადღაც დამეკარგაო!
გამვლელ- გამომვლელს თავისი თავი გასჭირვებოდა.
გოგო ხომ კარგად გავათხოვე, მდიდარი სიძე გამომადგა, თანა ჰყვებაო, ახლა
დისშვილი ჩამომივიდა, ორი პატარა ბავშვი ჰყავს და სამსახური ვერ უშოვია,
ჩემთან ცხოვრობენ,
სახლში მშივრები მელოდებიან, ხელცარიელი, აბა, როგორ წავიდეო.

7.
ერთ დღესაც, უკვე ბინდდებოდა, გამომიჭირა, ის ტაბურეტი მეპურესთან შემანახინა,
კაკოს ვირივით წამომკიდა ფუთა- პარკები,
ვერც ვერაფერი გავაჩერეთ,
კამოს ქუჩამდე სვენებ-სვენებით მიმაზიდინა.

მაინც რა არის ადამიანი!
გულში ვფიქრობდი,
ის ხომ მაინც მეცოდინება, სად ცხოვრობს- მეთქი.
კამოს ქუჩაზე იყო რაღაც საავადმყოფო,
ეს ყველაფერი პირველ სართულზე შემატანინა და სულის მოთქმაც არ დამაცალა, შევარდა სულმთლად უმადლობოდ.

შემდეგი უკვე გაუპარსავი დარაჯისაგან:
დიდი ხანია მაგას ასთმა აქვს,
მერე ეგ ფეხიც მოიტეხა და არ ურჩება,
რაც თავი მახსოვს, აქა ცხოვრობს,
მიმღებში სძინავს კოიკაზე,
რასაც შოულობს - ავადმყოფებს და სანიტრებს აჭმევს.
დღეს რომ ძალიან დააგვიანდა,
მაგის ლოდინში ხალხი შიმშილით დაიხოცაო…


8.

მე ხომ ქარი ვარ, ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
სოლოლაკში, სადაც პურის მაღაზიაა,
ანდა იყო,
ლერმონტოვისკენ,
ვიცი, ჩავივლი და იქ დამხვდება,
შუა ქუჩაში,
ტაბურეტზე,
ფეხმოტეხილი,
შემცივნული,
ტანშეფუთნული,
თავისი ჯოხით ებონიტის ძაღლისთავათი,
და მეტყვის ისევ:

- მაინც საქმე არაფერი გაქვს,
მოდი, მიშველე და გამყიდველთან შენახული ჩემი ფუთები პლეხანოვზე
წამაღებინე!
და ძველებურად დავიზურგები კაკოს ვირივით
ან
- შენ რა კარგი სუნი აგდის,
გეხვეწები, დუხი დამასხი.
მომე ეგ ბოთლი, სულ ჩემი იყოს!
უცებ სიცილით გამომტაცებს,
ჩაბღუჯავს და არ დამიბრუნებს.

მერე ქვეყანა სულ აირია.
მე აღარ ვიცი, როგორ მოკვდა,
ვინ უპატრონა, ვინ დაიტირა,
ნეტა დაწვეს თუ სამარეშია დღეს მარინა,
ან რას მოველი,
ვისზე მგლოველი?
უკვე აივსო მკვდართა ველი,
ქრება ყოველი,
გაქრა მარინაც
ვინ მარინა?!
- პლეხანოველი!
ერთი შეშლილი,
ფსკერის ლექი, განა ფერია!
ამ ცხოვრებაში კარგად უნდა მიმოიხედო,
ყველაფერს ნახავ,
შესათხზავი - არაფერია.

ბედო ტიალო,
მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ.user posted image
* * *
ნინო დარბაისელი

რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული

რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული, რამდენ ხანს გასძლებს, როდემდე უნდა შეიფარონ ღამის ჩრდილებმა. აშარი ქარიც - თვალმოჭუტვით ექირქილება, ,,მიუწექით! გაწვალდებითო", წასასვლელი კი არსადა აქვს.

ამ დროს რამდენი გულცარიელი ბინა არის ღამის ქალაქში და გასაღები სადმე, კუთხეში უქმად აგდია.
ან ეს ძალა მიზიდულობის! ეს მაგნიტი თუ ანდამატი სისხლშია ნეტა შერეული და სხეულებში მიმოიქცევა თუ კიდევ რაღაც ნაწილია ჩვენს არსებში, ბრძენთაგან ჯერაც მიუგნები, ამოუცნობი - ნდომის, გონების, სულისა და გულის ნაჯერი. რა მოსდის მერე ამ მაგნიტსა თუ ანდამატს, შრება? ილევა? აივსება?

რამდენი წყვილი, ქვეშაგებში მოწრიალე, ზურგშექცევით ჩათვლემას ცდილობს და აღარც ახსოვს, ადრე რომ ასე დაეძებდა სადმე წასასვლელს!
ან იქნებ სიზმრად ისევ ზეზეულ სიყვარულს ხედავს: ხელჩაჭიდებას, იღლიისქვეშ თავშეფარებას, ელდა-კოცნებს და კოცნა-კვდომებს,
ხოლო ესენი, ღამის ქუჩას შეფარებულნი, ერთმანეთს რომ ასე ეკვრიან, ფრთებს ატოლებენ, რადგანაც განგება, ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით, ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს, უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ.

ცალი ფრთა- მეთქი, შაშვის, ბეღურის, გნოლის, გედის... აქა-იქ ქორის ან ფასკუნჯისაც გამოერევა და შენი ფრთის ცალს თუ ვერ ეწევი, აიწევი და დაცემამდე დაილეწები.
(დედამიწაზე სიცოცხლე რომ არ გადაშენდეს, ღვთიურ მარაგში ძირითადად შინაური ფრინველების სანდო ფრთებია).
წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ!

როგორ ეკვრიან!
გაეცალეთ, გაეცალეთ შეყვარებულებს, ვიდრე ასეთი სიყვარულია!
გააღეთ ყველა დაგმანული კარი, ფანჯარა
და ყველა მდელო იყოს ლბილი, იყოს ნელთბილი,
თორემ ეს ღამეც ჩაივლის და
ეს სიყვარულიც ჩაივლის და
სიტყვაც ჩაივლის
და ღმერთმა იცის, რა გათენდება!

2014

ნინო დარბაისელი

ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ

(ციკლიდან - ეტიუდები)

ჩემი პირველი სიყვარული მესიზმრა წუხელ
და ისევ ისე დავუგრილე ცხელი ტუჩები...
მის ვინაობას ახლა ვინმეს როგორ გავუმხელ,
მხოლოდ ვიხსენებ, მოგონებით განაყუჩები,

როგორ უყვარდა ჩემს კალთაში თავის ჩადება,
როგორ მიყვარდა მის წარბებზე თითის სრიალი.
სხეულში ლტოლვა უეცარი რომ იბადება,
აბრიალდება ისევ ვნების ციური ალი!

სად არის ახლა? ალბათ უკვე არც ვაგონდები
ან ვაგონდები, მაგრამ სხვისი ფიქრი ერევა;
შემოეხვია წარსულს ჩვენსას კვამლის ბლონდები,
იმ სხვას დაერქვა სიცოცხლე და ბედნიერება.

არაფერია დასამალი ან საკვირველი,
არაფერია არც სარკვევი ან დასასკვნელი:
ჩემი ყოველი სიყვარული - იყო პირველი.
და ამავე დროს, ყველა იყო - უკანასკნელი.

Posted by: George_Best 22 Mar 2023, 02:52
QUOTE
ნინო დარბაისელი

მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი

ეს კარგი ამბავია
როგორც ლექსი ისე რა

Posted by: nino darbaiseli 22 Mar 2023, 05:49
QUOTE (George_Best @ 22 Mar 2023, 02:52 )
QUOTE
ნინო დარბაისელი

მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი

ეს კარგი ამბავია
როგორც ლექსი ისე რა

მადლობა, რომ დრო დაუთმეთ და ასე ყურადღებით წაიკითხეთ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
იმედია, კიდევ ეწვევით ამ გვერდს და თქვენს გულწრფელ აზრს გამიზიარებთ.

* * *
ნინო დარბაისელი

მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი

1.

მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ.
ამას რას ვამბობ,
არასოდეს დაგინახივართ?!
ვერც დამინახავთ!

მე ის ქარი ვარ,
ის ქართველი,
საქართველოში
სულ უმიზეზოდ შუაღამის ქალაქში რომ ამოვარდება.
მე ვარ ის ქარი და კიდევ სხვები - მომრავლებული ჩემისთანები,
და იმიტომაც ვუბერავთ ასე გამწარებით, თითქოს ეგ ყოფა გვინდა ძირიდან ამოვაგდოთ,
მერე ვნაზდებით,
ვეალერსებით
მოკლე ყუნწებზე მოქანავე ფოთლებს, კენწეროს,
მტვრიან ნაყოფებს და ამ ალერსში გამოვილევით
და ასე ვქრებით
ასე ვკვდებით ყოველღამე,
გათენებამდე.

2.
მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
რუსთაველზე რუსთაველს ვეძებ.
ნუ იცით ხოლმე, ჟურნალისტებო,
სადაც რაიმე სახასიათოს გადააწყდებით, ზედ რომ აცხრებით.
გმირის შექმნა გსურთ ვინმე საწყალი მოკვდავისაგან,
ხოლო ისინი, ნამდვილები,
უკვდავები,
გმირადწასულნი,
ან გმირადმყოფნი,
გმირადგამძლებნი - გვერდზე გრჩებიან.
მარინა გმირი არ ყოფილა,
მოკვდავი იყო,
სულიერად ავადმყოფი და
საკუთარი შეშლის მიზეზი
მოჩვენებითი ჭკვიანობისას თუ ჭკვიანობის ფაზებისას სხვაგან და სხვაგან მონაყოლი იმდენი ჰქონდა,
იმდენნაირი ვერსია იყო გავრცელებული,
რომ სხვებს კი არა,
ბოლოს თვითონვე ერეოდა და
ის ერჩია, ყოველ ჯერზე ახალი და ცინცხალი ეთქვა.
იმის შესახებ სინამდვილე მე ვიციო,
მე კი არა და განა ვინმეს დაეფიცება?

3.

ჰო, ახალგაზრდას სულ აქტრისა მარგარიტას მეძახდნენო
და არა მარტო იმას ბაძავდა,
თუ კარგად იყო,
სულ ცოცხალი ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში -
გაზაფხულობით - ყოჩივარდები,
მერე ვარდები, მიხაკები,
ქრიზანთემები.
ტაქსისტებისგან გამიგია,
ყოველდღე ადის სულ სხვადასხვა სასაფლაოზე
და თაიგულებს იქ იპარავსო.

იმ ჩვენს მარინას
პირისკანი ხომ თეთრი ჰქონდა,
“პუდრა-ფისოთი” მრავალგზისად გადაფეთქილი,
როგორც აქტრისა მარგარიტას,
მკვეთრად მოხაზულ შავ თვალ-წარბს ქვემოთ
ღაწვები მაინც მოუჩანდა მოვარდისფერო.
ჩაცმა უყვარდა გემოვნებით,
გაზაფხულობით - მოფრიალე ჭრელი კაბები
ან მუქ კაბაზე ჟაკეტი ვარდისკოკრებიანი,
და ზამთარ-ზაფხულ,
პომადა - სწორად გადასმული - ახლად მოწეულ ალუბლისფერი
და ნაზკანიან, მოვლილ თითებზე - კარგი ბეჭდები და ალისფერი მანიკური,
ზამთრობით - შავი კარაკული და რედიკული,
რედიკულში - ბლომად ფულები, სულ ქაღალდისა,
საიდანაო?
თბილისელი შავობა და მოძველბიჭო ხალხი ჩუქნიდა.

4.

დილა-საღამოს,
დღეში ორჯერ,
წლობით რომ ნახავ ჩვენს მარინას,
გაუჩერდები,
დაუდგები,
რაღა ჭკუა მოგეკითხება!
მართლა რა გოგო ვიყავიო, ნეტა იცოდე,
თუ სადმე დიდი პოეტი იყო
ლექსებს მიძღვნიდა და
თავს იკლავდა,
მერე იმ ლექსებს სხვები მპარავდნენ, ითვისებდნენო,
ერთმა ასეთიც დამიწერაო:
“მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მიყვარხარ ძილში, ცხადში…”
და მთელი ლექსი გამოთქმით მითხრა. პეტეფის ცნობას რა უნდოდა,
მაგრამ გავჩუმდი,
პოეტი გვარად ჩხიკვაძეაო,
როდესაც მითხრა.
მერე უბეში ხელი ჩაიყო,
წვრილად ნაკეცი,
გაცრეცილი ფურცელი მომცა და რომ გავშალე,
რაღა თქმა უნდა, ლექსი გამოდგა,
სულ კლიშეები, კლიშეები…
აკროსტიხში კი იკითხებოდა:
,,მარინა მიყვარხარ შენ”.
დასაწყისი ახლაც კი მახსოვს:
“ვინ რა იცის, სიყვარული ძნელია,
მე ვინც მიყვარს, სხვისი საკოცნელია”
ვაქე და ვაქე,
ძველ ნაკეცებზე გადაკეცა ისევ ფურცელი და უბიდან ლიფქვეშ ჩაიდო.

როცა ურევდა,
თვითონ ყვებოდა,
სადგურზე, სადმე
სასტუმროს ნომერს ავიღებო,
კაცს შევიტყუებ,
გავატიტვლებ,
ფულს ამოვაცლი,
მერე შარვალს და მთელ ტანსაცმელს
შიგ ჩავუყრი წყლიან ვანაში,
ანდა ფანჯრიდან გადავუყრი,
გამოვექევი,
მერე მეძებონ,
ნახონ, ერთი, როგორიაო,
და თუ თავისი ბოზობის ამბავს ხითხით- ხარხარით
მთელ ქვეყანას არ უყვებოდა,
იდგა წყნარად და აქტრისასავით პოზირებდა,
იღიმებოდა.

5.

აბა ვის ახსოვს,
სადმე, თბილისურ რესტორანში
გალიცლიცებულ ღვინიან ჭიქას
ხელის ზურგზე რომ დაიდგამდა,
სულ გამოცლამდე ჰაერში როგორ ატრიალებდა,
რამდენი ჭიქა გაგვტყდომია შინ ვარჯიშისას!
მერე პლატმასზე გადასულებს ცოტა დაგვღვრია?
- ეს კითხვა ყველას არ ეხება,
ჩემებს ვგულისხმობ,
დანარჩენები ამას როგორ გააკეთებდნენ!

საღამოობით - კინო უყვარდა, ზოგჯერ თეატრიც, ფილარმონიაც.
კინო “სპარტაკში”ან “რუსთაველში”
იდგა სეანსის დაწყებამდე
თავდაჭერილად და დაბალ ხმაზე მობაასეს თუ ვერ იცნობდი,
გაიფიქრებდი,
ეს დახვეწილი ქალბატონი,
სანდომიანი,
რა იქნებოდა, ამდენ სუნამოს არ ისხამდესო.
დარბაზში შუქი ჩაქრებოდა და დასჭექდა:
- მიდით, ბიჭებო, მომენტიაო!
- გოგოებო, აბა, დროზე, პირები კარგად დააღეთო!

წივილ-კივილი უნდა გენახათ!
ჰოდა, იმასაც ეს უნდოდა,
ათას რამეს,
უარესზე უარესსაც ზედ უმატებდა.
ხოლო ბიჭები ამხნევებდნენ უგოგოებო:
- მიდი, მარინა, ეგრე, მიდი!
წყვილები - წყნარად დარბაზიდან იპარებოდნენ.
მილიცია კი, დღეს პოლიციად რომ იწოდება,
როგორც ყველა ტრივიალურ დეტექტივშია,
თითქოს ახლა-ღა გაიღვიძაო,
მომთავრებულზე გამოჩნდებოდა:
- აბა, რა მოხდა! მოქალაქენო, მილიციაში წამობრძანდით და ვისაც გნებავთ, განცხადება დაგვიწერეთო!
ვინ გაჰყვებოდა!

6.
იმ დროს მე ახლოს ვმუშაობდი და დღეში ორჯერ, - ტრანსპორტიდან და ტრანსპორტამდე
სოლოლაკში გზაჯვარედინზე უნდა გამევლო.
ხოლო ის იჯდა ზამთარ- ზაფხულ, უკვე აღარ იგინებოდა.
იჯდა თავისთვის, დარდიანი,
თითქოს ამბობდა:
მარჯვნივ წახვალ - დაიკარგები,
მარცხნივ წახვალ- დაიღუპები,
გაბრუნდები და ეს ყველაფერი იგივეაო.
მეუბნებოდა, დღეს პურის ფულიც ვერ ვიშოვეო, რა მეშველება, როგორ ყველა დამეხოცაო,
ცოცხლებიც სადღაც დამეკარგაო!
გამვლელ- გამომვლელს თავისი თავი გასჭირვებოდა.
გოგო ხომ კარგად გავათხოვე, მდიდარი სიძე გამომადგა, თანა ჰყვებაო, ახლა
დისშვილი ჩამომივიდა, ორი პატარა ბავშვი ჰყავს და სამსახური ვერ უშოვია,
ჩემთან ცხოვრობენ,
სახლში მშივრები მელოდებიან, ხელცარიელი, აბა, როგორ წავიდეო.

7.
ერთ დღესაც, უკვე ბინდდებოდა, გამომიჭირა, ის ტაბურეტი მეპურესთან შემანახინა,
კაკოს ვირივით წამომკიდა ფუთა- პარკები,
ვერც ვერაფერი გავაჩერეთ,
კამოს ქუჩამდე სვენებ-სვენებით მიმაზიდინა.

მაინც რა არის ადამიანი!
გულში ვფიქრობდი,
ის ხომ მაინც მეცოდინება, სად ცხოვრობს- მეთქი.
კამოს ქუჩაზე იყო რაღაც საავადმყოფო,
ეს ყველაფერი პირველ სართულზე შემატანინა და სულის მოთქმაც არ დამაცალა, შევარდა სულმთლად უმადლობოდ.

შემდეგი უკვე გაუპარსავი დარაჯისაგან:
დიდი ხანია მაგას ასთმა აქვს,
მერე ეგ ფეხიც მოიტეხა და არ ურჩება,
რაც თავი მახსოვს, აქა ცხოვრობს,
მიმღებში სძინავს კოიკაზე,
რასაც შოულობს - ავადმყოფებს და სანიტრებს აჭმევს.
დღეს რომ ძალიან დააგვიანდა,
მაგის ლოდინში ხალხი შიმშილით დაიხოცაო…


8.

მე ხომ ქარი ვარ, ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
სოლოლაკში, სადაც პურის მაღაზიაა,
ანდა იყო,
ლერმონტოვისკენ,
ვიცი, ჩავივლი და იქ დამხვდება,
შუა ქუჩაში,
ტაბურეტზე,
ფეხმოტეხილი,
შემცივნული,
ტანშეფუთნული,
თავისი ჯოხით ებონიტის ძაღლისთავათი,
და მეტყვის ისევ:

- მაინც საქმე არაფერი გაქვს,
მოდი, მიშველე და გამყიდველთან შენახული ჩემი ფუთები პლეხანოვზე
წამაღებინე!
და ძველებურად დავიზურგები კაკოს ვირივით
ან
- შენ რა კარგი სუნი აგდის,
გეხვეწები, დუხი დამასხი.
მომე ეგ ბოთლი, სულ ჩემი იყოს!
უცებ სიცილით გამომტაცებს,
ჩაბღუჯავს და არ დამიბრუნებს.

მერე ქვეყანა სულ აირია.
მე აღარ ვიცი, როგორ მოკვდა,
ვინ უპატრონა, ვინ დაიტირა,
ნეტა დაწვეს თუ სამარეშია დღეს მარინა,
ან რას მოველი,
ვისზე მგლოველი?
უკვე აივსო მკვდართა ველი,
ქრება ყოველი,
გაქრა მარინაც
ვინ მარინა?!
- პლეხანოველი!
ერთი შეშლილი,
ფსკერის ლექი, განა ფერია!
ამ ცხოვრებაში კარგად უნდა მიმოიხედო,
ყველაფერს ნახავ,
შესათხზავი - არაფერია.

შენ, ბედო ჩემო,
რად დამიგე მახე, ტიალო?
როდემდე გინდა,
რუსთაველზე მახეტიალო!user posted image

Posted by: nino darbaiseli 23 Mar 2023, 06:03
ნინო დარბაისელი

მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი

1.

მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ.
ამას რას ვამბობ,
არასოდეს დაგინახივართ?!
ვერც დამინახავთ!

მე ის ქარი ვარ,
ის ქართველი,
საქართველოში
სულ უმიზეზოდ შუაღამის ქალაქში რომ ამოვარდება.
მე ვარ ის ქარი და კიდევ სხვები - მომრავლებული ჩემისთანები,
და იმიტომაც ვუბერავთ ასე გამწარებით, თითქოს ეგ ყოფა გვინდა ძირიდან ამოვაგდოთ,
მერე ვნაზდებით,
ვეალერსებით
მოკლე ყუნწებზე მოქანავე ფოთლებს, კენწეროს,
მტვრიან ნაყოფებს და ამ ალერსში გამოვილევით
და ასე ვქრებით
ასე ვკვდებით ყოველღამე,
გათენებამდე.

2.
მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
რუსთაველზე რუსთაველს ვეძებ.
ნუ იცით ხოლმე, ჟურნალისტებო,
სადაც რაიმე სახასიათოს გადააწყდებით, ზედ რომ აცხრებით.
გმირის შექმნა გსურთ ვინმე საწყალი მოკვდავისაგან,
ხოლო ისინი, ნამდვილები,
უკვდავები,
გმირადწასულნი,
ან გმირადმყოფნი,
გმირადგამძლებნი - გვერდზე გრჩებიან.
მარინა გმირი არ ყოფილა,
მოკვდავი იყო,
სულიერად ავადმყოფი და
საკუთარი შეშლის მიზეზი
მოჩვენებითი ჭკვიანობისას თუ ჭკვიანობის ფაზებისას სხვაგან და სხვაგან მონაყოლი იმდენი ჰქონდა,
იმდენნაირი ვერსია იყო გავრცელებული,
რომ სხვებს კი არა,
ბოლოს თვითონვე ერეოდა და
ის ერჩია, ყოველ ჯერზე ახალი და ცინცხალი ეთქვა.
იმის შესახებ სინამდვილე მე ვიციო,
მე კი არა და განა ვინმეს დაეფიცება?

3.

ჰო, ახალგაზრდას სულ აქტრისა მარგარიტას მეძახდნენო
და არა მარტო იმას ბაძავდა,
თუ კარგად იყო,
სულ ცოცხალი ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში -
გაზაფხულობით - ყოჩივარდები,
მერე ვარდები, მიხაკები,
ქრიზანთემები.
ტაქსისტებისგან გამიგია,
ყოველდღე ადის სულ სხვადასხვა სასაფლაოზე
და თაიგულებს იქ იპარავსო.

იმ ჩვენს მარინას
პირისკანი ხომ თეთრი ჰქონდა,
“პუდრა-ფისოთი” მრავალგზისად გადაფეთქილი,
როგორც აქტრისა მარგარიტას,
მკვეთრად მოხაზულ შავ თვალ-წარბს ქვემოთ
ღაწვები მაინც მოუჩანდა მოვარდისფერო.
ჩაცმა უყვარდა გემოვნებით,
გაზაფხულობით - მოფრიალე ჭრელი კაბები
ან მუქ კაბაზე ჟაკეტი ვარდისკოკრებიანი,
და ზამთარ-ზაფხულ,
პომადა - სწორად გადასმული - ახლად მოწეულ ალუბლისფერი
და ნაზკანიან, მოვლილ თითებზე - კარგი ბეჭდები და ალისფერი მანიკური,
ზამთრობით - შავი კარაკული და რედიკული,
რედიკულში - ბლომად ფულები, სულ ქაღალდისა,
საიდანაო?
თბილისელი შავობა და მოძველბიჭო ხალხი ჩუქნიდა.

4.

დილა-საღამოს,
დღეში ორჯერ,
წლობით რომ ნახავ ჩვენს მარინას,
გაუჩერდები,
დაუდგები,
რაღა ჭკუა მოგეკითხება!
მართლა რა გოგო ვიყავიო, ნეტა იცოდე,
თუ სადმე დიდი პოეტი იყო
ლექსებს მიძღვნიდა და
თავს იკლავდა,
მერე იმ ლექსებს სხვები მპარავდნენ, ითვისებდნენო,
ერთმა ასეთიც დამიწერაო:
“მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მიყვარხარ ძილში, ცხადში…”
და მთელი ლექსი გამოთქმით მითხრა. პეტეფის ცნობას რა უნდოდა,
მაგრამ გავჩუმდი,
პოეტი გვარად ჩხიკვაძეაო,
როდესაც მითხრა.
მერე უბეში ხელი ჩაიყო,
წვრილად ნაკეცი,
გაცრეცილი ფურცელი მომცა და რომ გავშალე,
რაღა თქმა უნდა, ლექსი გამოდგა,
სულ კლიშეები, კლიშეები…
აკროსტიხში კი იკითხებოდა:
,,მარინა მიყვარხარ შენ”.
დასაწყისი ახლაც კი მახსოვს:
“ვინ რა იცის, სიყვარული ძნელია,
მე ვინც მიყვარს, სხვისი საკოცნელია”
ვაქე და ვაქე,
ძველ ნაკეცებზე გადაკეცა ისევ ფურცელი და უბიდან ლიფქვეშ ჩაიდო.

როცა ურევდა,
თვითონ ყვებოდა,
სადგურზე, სადმე
სასტუმროს ნომერს ავიღებო,
კაცს შევიტყუებ,
გავატიტვლებ,
ფულს ამოვაცლი,
მერე შარვალს და მთელ ტანსაცმელს
შიგ ჩავუყრი წყლიან ვანაში,
ანდა ფანჯრიდან გადავუყრი,
გამოვექევი,
მერე მეძებონ,
ნახონ, ერთი, როგორიაო,
და თუ თავისი ბოზობის ამბავს ხითხით- ხარხარით
მთელ ქვეყანას არ უყვებოდა,
იდგა წყნარად და აქტრისასავით პოზირებდა,
იღიმებოდა.

5.

აბა ვის ახსოვს,
სადმე, თბილისურ რესტორანში
გალიცლიცებულ ღვინიან ჭიქას
ხელის ზურგზე რომ დაიდგამდა,
სულ გამოცლამდე ჰაერში როგორ ატრიალებდა,
რამდენი ჭიქა გაგვტყდომია შინ ვარჯიშისას!
მერე პლატმასზე გადასულებს ცოტა დაგვღვრია?
- ეს კითხვა ყველას არ ეხება,
ჩემებს ვგულისხმობ,
დანარჩენები ამას როგორ გააკეთებდნენ!

საღამოობით - კინო უყვარდა, ზოგჯერ თეატრიც, ფილარმონიაც.
კინო “სპარტაკში”ან “რუსთაველში”
იდგა სეანსის დაწყებამდე
თავდაჭერილად და დაბალ ხმაზე მობაასეს თუ ვერ იცნობდი,
გაიფიქრებდი,
ეს დახვეწილი ქალბატონი,
სანდომიანი,
რა იქნებოდა, ამდენ სუნამოს არ ისხამდესო.
დარბაზში შუქი ჩაქრებოდა და დასჭექდა:
- მიდით, ბიჭებო, მომენტიაო!
- გოგოებო, აბა, დროზე, პირები კარგად დააღეთო!

წივილ-კივილი უნდა გენახათ!
ჰოდა, იმასაც ეს უნდოდა,
ათას რამეს,
უარესზე უარესსაც ზედ უმატებდა.
ხოლო ბიჭები ამხნევებდნენ უგოგოებო:
- მიდი, მარინა, ეგრე, მიდი!
წყვილები - წყნარად დარბაზიდან იპარებოდნენ.
მილიცია კი, დღეს პოლიციად რომ იწოდება,
როგორც ყველა ტრივიალურ დეტექტივშია,
თითქოს ახლა-ღა გაიღვიძაო,
მომთავრებულზე გამოჩნდებოდა:
- აბა, რა მოხდა! მოქალაქენო, მილიციაში წამობრძანდით და ვისაც გნებავთ, განცხადება დაგვიწერეთო!
ვინ გაჰყვებოდა!

6.
იმ დროს მე ახლოს ვმუშაობდი და დღეში ორჯერ, - ტრანსპორტიდან და ტრანსპორტამდე
სოლოლაკში გზაჯვარედინზე უნდა გამევლო.
ხოლო ის იჯდა ზამთარ- ზაფხულ, უკვე აღარ იგინებოდა.
იჯდა თავისთვის, დარდიანი,
თითქოს ამბობდა:
მარჯვნივ წახვალ - დაიკარგები,
მარცხნივ წახვალ- დაიღუპები,
გაბრუნდები და ეს ყველაფერი იგივეაო.
მეუბნებოდა, დღეს პურის ფულიც ვერ ვიშოვეო, რა მეშველება, როგორ ყველა დამეხოცაო,
ცოცხლებიც სადღაც დამეკარგაო!
გამვლელ- გამომვლელს თავისი თავი გასჭირვებოდა.
გოგო ხომ კარგად გავათხოვე, მდიდარი სიძე გამომადგა, თანა ჰყვებაო, ახლა
დისშვილი ჩამომივიდა, ორი პატარა ბავშვი ჰყავს და სამსახური ვერ უშოვია,
ჩემთან ცხოვრობენ,
სახლში მშივრები მელოდებიან, ხელცარიელი, აბა, როგორ წავიდეო.

7.
ერთ დღესაც, უკვე ბინდდებოდა, გამომიჭირა, ის ტაბურეტი მეპურესთან შემანახინა,
კაკოს ვირივით წამომკიდა ფუთა- პარკები,
ვერც ვერაფერი გავაჩერეთ,
კამოს ქუჩამდე სვენებ-სვენებით მიმაზიდინა.

მაინც რა არის ადამიანი!
გულში ვფიქრობდი,
ის ხომ მაინც მეცოდინება, სად ცხოვრობს- მეთქი.
კამოს ქუჩაზე იყო რაღაც საავადმყოფო,
ეს ყველაფერი პირველ სართულზე შემატანინა და სულის მოთქმაც არ დამაცალა, შევარდა სულმთლად უმადლობოდ.

შემდეგი უკვე გაუპარსავი დარაჯისაგან:
დიდი ხანია მაგას ასთმა აქვს,
მერე ეგ ფეხიც მოიტეხა და არ ურჩება,
რაც თავი მახსოვს, აქა ცხოვრობს,
მიმღებში სძინავს კოიკაზე,
რასაც შოულობს - ავადმყოფებს და სანიტრებს აჭმევს.
დღეს რომ ძალიან დააგვიანდა,
მაგის ლოდინში ხალხი შიმშილით დაიხოცაო…


8.

მე ხომ ქარი ვარ, ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
სოლოლაკში, სადაც პურის მაღაზიაა,
ანდა იყო,
ლერმონტოვისკენ,
ვიცი, ჩავივლი და იქ დამხვდება,
შუა ქუჩაში,
ტაბურეტზე,
ფეხმოტეხილი,
შემცივნული,
ტანშეფუთნული,
თავისი ჯოხით ებონიტის ძაღლისთავათი,
და მეტყვის ისევ:

- მაინც საქმე არაფერი გაქვს,
მოდი, მიშველე და გამყიდველთან შენახული ჩემი ფუთები პლეხანოვზე
წამაღებინე!
და ძველებურად დავიზურგები კაკოს ვირივით
ან
- შენ რა კარგი სუნი აგდის,
გეხვეწები, დუხი დამასხი.
მომე ეგ ბოთლი, სულ ჩემი იყოს!
უცებ სიცილით გამომტაცებს,
ჩაბღუჯავს და არ დამიბრუნებს.

მერე ქვეყანა სულ აირია.
მე აღარ ვიცი, როგორ მოკვდა,
ვინ უპატრონა, ვინ დაიტირა,
ნეტა დაწვეს თუ სამარეშია დღეს მარინა,
ან რას მოველი,
ვისზე მგლოველი?
უკვე აივსო მკვდართა ველი,
ქრება ყოველი,
გაქრა მარინაც
ვინ მარინა?!
- პლეხანოველი!
ერთი შეშლილი,
ფსკერის ლექი, განა ფერია!
ამ ცხოვრებაში კარგად უნდა მიმოიხედო,
ყველაფერს ნახავ,
შესათხზავი - არაფერია.

შენ, ბედო ჩემო,
რად დამიგე მახე, ტიალო?
როდემდე გინდა,
რუსთაველზე მახეტიალო!user posted image

Posted by: nino darbaiseli 30 Mar 2023, 19:06
#ლექსები

ეს - თავიდან ეტიუდად ჩავიფიქრე, ერთი ჩემივე, ცხრა წლის წინ გამოქვეყნებული სტატია შემხვდა (ნინო დარბაისელი, ჩემმა ქმარმა სიყვარულით ბარ-საკვეთითა მცემაო”, გ. 24 საათი, 2014, 15 ნოემბერი) და გავრითმე.
ეს იმ შემთხვევათაგანია, ბოლოს რომ ლექსად მომეწონა.

ნინო დარბაისელი

ხმა ამოიღეთ, ქალებო!

ქალობა - უცნაურობა, კაცობა - გასაკვირი.
აწ ჩავლილ სიყვარულებზე არ ითქმებაო ძვირი,
არადა, გამახსენდება და სიჩუმეში ვტირი…
როგორი იყო?! -გინახავთ სადმე ფრთიანი ვირი?

მეუბნებოდა: - გუშინდელს ნუ გამახსენებ, რადგან
ის ჩავლილია, წარსული, ახლა სხვა ჟამი დადგა,
რა საყვედურებს ახვავებ, ერთიც არ მახსოვს მათგან,
რამე წაგართვი, მომხედე! აბა, რა გამომადგა!

- მთვრალს რაზე ებაასები, ცოტა გონებას უხმე,
რა გიპასუხოს უგონომ, მარტო “ახ, მე “და “უხ, მე?”
რა გითხრას, მთვრალი რად დადის სადაგია თუ უქმე?
შენი ბრალია! არ გიყვარს, გული შენ გადაუხმე!”

- მეუბნებოდნენ ყოველმხრივ. საქართველოა ესო,
ჩვენში აქ, ქალის ხვედრია ასე - საუკეთესო,
შეხედე, იმათ, არგამძლებთ, თავს რა გაუკეთესო.
კაცმა ბოროტი მოგაგო?! სიკეთე უნდა თესო!

ბედნიერების დღეებიც გვქონდა ხუთი თუ ექვსი.
გამოცდილები ამბობდნენ, წყვილს არიგებსო სექსი,
ნასვამზე დაყოლებული დესერტი, როგორც კექსი
ვყოფილვარ, იმ დროს ვის ჰქონდა საყლაპად სუბოტექსი?

ვშიშობდი, ხმა არ დამეძრა, ვაითუ მოვეკალი,
ამას, რას ვამბობ?! გავგიჟდი? პირი მაქვს მოსაკალი!
მე თავს ვუშველე, გამოვდექ ჩემივე მაჭანკალი.
რა გიკვირთ, დღემდე ასეა ჩვენში მრავალი ქალი!

სუფრა სხვას ხვდება, გერგებათ ვიღაცის ნასუფრალი?
კაცი თუ გედიდგულებათ, ფხიზელია თუ მთვრალი,
დე, გახდეს ყველა საოხრე - წინასწარ ნაოხრალი,
ენებიც რომ დაგიღერონ, რვალივით ნახურვალი,
ნუ გაჩუმდებით, გეძახონ გიჟი და ენამყრალი!
ტაძრადშობილი გახდებით ვიდრემდე ნასაყდრალი,
ვიდრემდე ჩამოინგრევით, ვით ძველი კათედრალი,
ვიდრე გამოგწვავთ სირცხვილი - ეს ცეცხლი ჩაუმქრალი,
ხმა ამოიღეთ, ქალებო,
ხმა ამოიღეთ, ქალებო,
ქალებო, დაიმახსოვრეთ, თქვენ არ მიგიძღვით ბრალი!

P.S.
*ფრთიანი ვირი - ბურაქი ანუ ზოგჯერ ალ ბურაქი, (ინგლ, გამოთქმა) , რომელსაც იცნობს ყურანი, მუჰამედის მოგზაურობის ერთი მცირე ეპიზოდით. მასზე გაცილებით ადრე ფრთიან ვირს იცნობს ინდური კულტურა.
ილუსტრაცია - ტაჯ მაჰალის ტაძრის მხატვრობის ფოტო.user posted image

Posted by: nino darbaiseli 1 Apr 2023, 22:45
#ლექსები

ამბავი - ლექსად
(სახსოვრად ირმა შიოლაშვილს)

როგორ მინდოდა, ლექსად მეთქვა ჩვენი ამბავი,
ჩვენი ამბავი,
ერთადერთი,
უნიკალური,
მაგრამ რამდენჯერ სიტყვა დავძარი,
სულ კლიშეები გამომდიოდა.

ანტურაჟები,
რეკვიზიტები
იქნებ ჩანდეს განსხვავებული,
ღია ცისქვეშაც რომ დაიდგას,
პიესა მუდამ ერთადერთია.
ჰო, არასოდეს არსებულა ამქვეყანაზე განსხვავებული რამ სიყვარული.

და თუ როდესმე მოხდება და სიყვარული იავარდოვან გვირგვინს დაიდგამს,
ია - დაჭკნება,
ვარდს - დასცვივა ფურცლები და
ეკლოვანება კეფას ერჭობა,
რომ ყველაფერი სიმწრით გადინოს.

მე ხომ გითხარი ერთხელ, ვითომ სხვისი ნათქვამი:
რაც იბადება და აღარ კვდება, კიბოა მხოლოდ.
სიყვარული კი იბადება და ამიტომაც მოკვდავია, მომაკვდავი
და მხოლოდ მისი ამბავია - მარადიული.
სიკვდილია - სიყვარული,
ასიათასჯერ ცოცხლად სიკვდილი.
დაშორება რომ სიკვდილია,
ეგ არაფერი,
ერთად დარჩენის სიკვდილიც ნახე,
გაძლებ-გაძლებით ბოლო სუნთქვამდე მინავლებული!

უხეშად რატომ მოგექეცი ან გამეტებით რატომ ჩაგარტყი?!
შენ იხრჩობოდი, ხოლო მე კი გადამრჩენი ვარ.
განსაცდელისას თვითგადარჩენის ინსტინქტია ისე ძლიერი,
ადამიანი აღარაფერს აღარ დაეძებს,
გეპოტინება,
დაგაწვება,
დაგახრჩობს და ჰაერს ჩაყლაპავს.
ამიტომ უნდა გათიშო და ნაპირზე არა - ფეხების, თავის მხრიდან გამოიყვანო,
მაგრამ მთავარი,
სამშვიდობოს რომ გამოხვალთ, მერე იწყება,
გადარჩენილი გადარჩენას არასოდეს არ გაპატიებს.

არავის უნდა, თავი ახსოვდეს უმწეო და დამცირებული.
განსაცდელისას ვიკუნცხებით მოფარებულში,
თორემ
როგორც კი ხერხემალი ვერტიკალურად გაგვემართება,
ჩვენ ხომ ყველანი საკუთარ თავს ზე-მეში ვხედავთ
და გვინდა, სხვებიც ასე გვხედავდნენ!

ესეც წესია ტიპობრიობის.
გახსოვს?
ტიპობრივ გარემოში -
ტიპობრივი არსებებიო,
ყველა ტიპობრივ ამოცანას
ტიპობრივად ამოხსნიანო?!
ეს რომ არ იყოს, ამ სამყაროს რა ააწყობდა!
- ესეც - მიზეზი გარეგნულად განსხვავებული პოეტების შინაგანი ერთნაირობის და ამის გამო
ერთმანეთის თუ საკუთარი არსებების ვერატანისა.

მინდოდა, ლექსად გამომეთქვა ჩვენი ამბავი,
ხმა მომეწვდინა,
რა აზრი აქვს! -
ახლა ხომ ლექსებს მხოლოდ წერენ,
ხოლო
წაკითხვით - საკუთარი ავტორებიც არ კითხულობენ.

Posted by: nino darbaiseli 5 Apr 2023, 21:03
ნინო დარბაისელი


#ლექსები
user posted image
ნინო დარბაისელი

1. პაპილონი

რა სჯობს -
ვიდრე ხარ,
დასტრიალებდე,
ზედ ეჯდე ყვავილს,
თუ ჭუპრად ჩაკვდე?

2. ერთი ყვავილი

დაახრჩობს ყლუპი …
და რას ტირის
ამ უწვიმობას!

3. მიტოვებული

მისი ხმა მესმის
და ტკივილი
შიგ გულში გააქვს!

4. აბლაბუდაში გაბმულის ეპიტაფია

ერთიღა მოასწრო, ,,ვახ, შენიცო “ და
ბადეში გაბმული ვინ შეიცოდა?
სისხლგამოწოვილმა ეს თქმა იცოდა:
“ყვავილი ბევრია, ჩვენა ვართ ცოტა!”

5. ბაქიობა

დავფრინავ კარდაკარადა,
სხვა პეპლებში მე ვარ ლომი.
პაპილონი კი არა და,
უნდა მერქვას პაპილომი!

6. მოგერიება

ეს ნაპეპლარი დამირჩა ბუდე.
მოვიდა ხვლიკი, ალაგ ვერც ხია.
ისევ იქაა, რაც შიგ შევუდე:
- ერთი - ჭია და ორი - კვერცხია!

7. პაპილონს - ყვავილისაგან

რა გინდა, მწერო?
სულ გინდა, მწერო,
მწერო და მწერო?!

8. ნარცისისტს

ვიყავი
კვერცხი,
მუხლუხო,
ჭუპრი,
გავხდი - იმაგო.
ახლა მოგინდა
კოლექციისთვის ნემსით მიმაგო?


9. მწერ-დაწერილთა

ციცინათელა?! -
ანათებს ბნელში,
როცა ვისვენებთ.
მზის სინათლეში -
- არის ერთი უგვანო მწერი.

პაპილონური - II

(გაგრძელება. ეს არის ციკლი ეროტიკული მინიმალისტური ლექსებისა)

1.თვითშეხსენება

პაპილონი ვარ,
სხვა პეპლებში
არ შეგეცვალო!

2. თვალთმაქცი

ის- ვითომ ბავშვი,
მოყოლილი
საგაზაფხულო პეპლაობაში.

3. დრო

ძველი ცოლ- ქმარი?!
ახლა - და-ძმა,
ადრე - მწოლ-მქნარი.

4. ყოფა

ის - ალიონზე ამდგარი ყლორტი,
მე - ყვავილნარში მივეშურები.

5. ძველი მეძავი

არასდროს აკლდა
არც - ძამილონი,
არც- მამილონი,
არც - პაპილონი.

6. არის სხვაობა

გვიყვარს ყვავილი.
მე - პეპელა ვარ,
ის - კრაზანა,
ნექტარს რომ წოვს გათავებამდე.

7. ფარვანა

ეგეც კარგი პეპელაა!
თვითონ - დაფრინავს,
სხვანი - ფარავენ.

8. ვადა

არ შევვეცილე
სამდღიან პეპლებს?! -
პაპილონს ეგრე არ ეჩქარება!

9. პაპილონი

არ დამიჭირო!
მინდა, საცქერად
ამ ფარფატით
ანდა ფერით
შენ მოგიტყუო!

10. ტოტი -წვიმაში

გვირგვინშემოცილ
ყვავილს რომ ვხედავ,
მენძრევა და მიტყდება
სიცილ-ტირილისაგან.

11. ნაწვიმარზე

დაუშვა.
შეწყდა.
მკიდია ფრთაზე
ნამის წვეთი.
ქარი ტოტს ანძრევს.
* * *
9. ტკბილი ბაღჩისა

ლეღვი რად ამბობს:
- ჩამომეხსენი?
მინდა, სიმწიფით გადამსკდარის
ვჭამო მე ხსენი!


10. მსხმოიარისა

ეს რამოდენა გასხია, მსხალო!
ხილს დიდმუცელას
ვერსაიდან ვერ მივუდექი.


11. შიში

დამაფრთხობელი
გასხლტომა ხვლიკის,
ნიავში ჩალის აფაჩუნება!

12. მწერ-დამწერელთა

ციცინათელა?! -
- ანათებს ბნელში,
როცა ვისვენებთ.
დღის სინათლეში -
არის ერთი უგვანი მწერი.

Posted by: nino darbaiseli 6 Apr 2023, 22:15
#ლილის_კარაბადინი

არც მე ვარ ძალიან ნორმალური. კარგი, ჩაწერე? - ჩაწერე! ამ გარითმვაზე რაღას მოცდი, ჩაგედო სხვა ხელსახოცებივით უჯრაში… მაგრამ მოცლა რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს!


ნინო დარბაისელი


მამაშური საკითხავი დამწყებთათვის

ქალისთვის - საქმეს სჭირდება ბინა,
კაცისთვის - ნეტა მაყურებინა!

ქალისთვის - საქმეს სჭირდება ცოდნა.
კაცისთვის - ყოფას გაექცეს - ოდნავ.

ქალისთვის - ვიხდით, როცა იხდიან.
კაცისთვის - ვიხდით, როცა იხდიან.

ქალისთვის - კაცი მოსამართია.
კაცისთვის - კარგი მისამართია!

ქალისთვის - არის რიგითი ფაქტი.
კაცისთვის - ცდაა ყოველი აქტი.

ქალისთვის - ცხადი რამ ანგარიში,
კაცისთვის - შიში, შიში და შიში!

ქალისთვის - ჩათვლა, ტაქტის გამო ცდა,
კაცისთვის - კიდევ ერთი გამოცდა!

ქალისთვის- ჩუმად, ბრაზისგან აჭრა,
კაცისთვის - დარდი, თუ ერგო ჩაჭრა!

ქალისთვის - კიდევ გამომიარე!
კაცისთვის - უქმად ვხარჯე, ვიარე,
ახლა ამ საქმით რა ვაღიარე?!
ჰმ! ცოლიც მელის შინ - მშობიარე!
,,გამომიარე,
გამომიარე”!!!

Posted by: nino darbaiseli 9 Apr 2023, 16:19
#ლექსები

ნინო დარბაისელი

შრომისმოყვარე

(ეროტიკული ციკლიდან ,,პაპილონური”)

დასამტვერია მთელი ველი.
სურვილია
რა უცნაური -
- ახლა წყვილად ტყეში
თამაში.



###

ნინო დარბაისელი

სექსი და შრომისმოყვარეობა

პოსტ სკრიპტუმი ციკლისთვის ,,პაპილონური”

ციკლის ერთ-ერთ ახალ ლექსში “შრომისმოყვარეობა” ფინალში გამოყენებულია სიტყვა ,,თამაში”. გაკვირვებული მკითხველისთვის ადვილი გამოსაცნობია, რომ იგი წარმოადგენს სინონიმ-ერზაცს რითმულად მოსალოდნელი სიტყვისა.

თამაში - ინგლისურ ენაში - ფართო სპექტრის ეროტიკულ- სექსუალური ტერმინია. ვიწრო გაგებით ნიშნავს იმას, რასაც ტრადიციულად ვუწოდებთ სასიყვარულო პრელუდიას,.
ქართულ ენაში თამაშის უამრავი სინონიმი მოგვეპოვება. ერთი მათგანი პირადად მე მაქვს გამოყენებული თხუთმეტი წლის გამოქვეყნებულ ლექსში ,, ელეგია”, ასეთ კონტექსტში - ძაღლი ყვება მგელთან თავის სასიყვარულო თავგადასავალს და ამბობს:

ვინ რა იცის მარტო მგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა,
ბურჯღნაობა,
თავმიდებით ძილი!

უნდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით ინგლისურენოვანი გარემოსი, ამ ტერმინის შესაბამის ქართულ სიტყვებს ძირითადად წმინდად ნეგატიური ან ნეგატიურად შეფერილი კონოტაციები მოჰყვება.
რატომ?
ვფიქრობ, ეს ბიბლიის არამართებული ინტერპრეტაციის შედეგი უნდა იყოს.
ღმერთმა სექსი, როგორც სასიამოვნო რამ, აჩუქა მისი ნებით დაწყვილებულ ადამიანებს.
მისი ნების გარეშე დაწყვილებულთა თანაყოფა კი, რა სახისაც არ უნდა იყოს, მისთვის საძულველია და ამას ვერ შველის ბიბლიის ვერანაირი ახლებური ინტერპრეტაცია ( სხვათა შორის, არსებობს ასეთი გამოცემები, გამოცემები სადაც პოტენციური მკითხველის მდგომარეობასა და ორიენტაციაზეა მორგებულ-ადაპტირებული, - შეკვეცილი ბიბლია და საღდება კიდეც)
ჩემი ფიქრით, სექსზე დამამცირებელი ლექსიკით საუბარი უპირველესად ნიშნავს უფლის “ძღვენის შემსუბუქებას”, მეტიც, დაკნინებას. გათანაბრებას მის კნინ სახეობებთან.
არც უფლის არმოსაწონი სექსით აღტაცებაა დიდად მოსაწონი. არადა, სექსუალაური თავისუფლებაც ხომ დემოკრატიის კარგახნის მონაპოვარია!
სხვათა შორის სექსისადმი დამოკიდებულება დიდად განსაზღვრავს ამა თუ იმ კულტურის ხასიათს.
აქვე დავაზუსტებ, ჭეშმარიტი დემოკრატია სექსუალური თავისებურებების მქონე პირების შექმნას კი არ უწყობს ხელს, არამედ მათდამი, როგორც დანარჩენებისაგან განსხვავებული პიროვნებებისადმი შემწყნარებლობას, ტოლერანტულობას , არა-ძალადობრივ მოპყრობას მოითხოვს.
საქართველოში ხომ ყველაფერი უნდა აისახოს სარკისებურად, მაგრამ ეს სარკე, როგორც წესი, მრუდეა.
აი, ამ სცილასა და ქარიბდას შუა უწევს პოეტს, შემოქმედს არსებობა.
აქ გუსტავ კლიმტის სიტყვებსაც თუ გავიხსენებთ, ,,მთელი ხელოვნება ეროტიკაა”.
ცნობილია, რომ ეროტიკული და სქესობრივი ლტოლვანი არა მხოლოდ შემოქმედებით ენერგიად სუბლიმირებული სახით ამოძრავებენ შემოქმედს, არამედ ღიად თუ ფარულად, ან ნახევარფარულად, ათასგვარი ნიღბითა თუ ტრანსფორმაციით - ძირითად გამოსახვის საგანსაც თავად წარმოადგენენ, იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ადამიანის არსა და არსებაში.
მრავალგზის მომხდარა ისე, რომ რაიმე სახის იდეოლოგიური დიქტატის ქვეშ, შემოქმედნი იძულებულნი გამხდარან, ან სიმბოლურ-ალეგორიული ენისთვის მიემართათ, ან საერთოდ იგნორირების საგნად ექციათ ეროტიკა.
ხოლო ,,გამოტოვო” ადამიანის არსებიდან ეროტიკა, ეს ნიშნავს, დაუტოვო ადამიანს თავისი არსებობის ერთი მეოთხედი, თუნდაც იგი იყოს ყველაზე ფაქიზი და ამაღლებული, ხოლო სამი მეოთხედი - არსობრივი ნაწილი - ამოკვეთო.
აქ, ვიცი, ვინმე დაუყოვნებლივ შემახსენებს გალაკტიონის სახელს. ამიტომ მოკლედ და მარტივად აღვნიშნავ, რომ მან, როგორც პოეტმა ვნებიანად დაიწყო, ეს ვნებიანობა, გარდაქმნილი შორეულამდე, მიღმიერამდე გაღწევის ძალად, ამოძრავებს მთელს მის სწრაფვებს “არტისტულ ყვავილებში”(1919), იგი განლევადი ინერციით გაჰყვება მას მერეც და… საბოლოოდ, …ძნელია წარმოიდგინო ქართულ პოეზიაში მეორე გალაკტიონისებრი არაეროტიკული პოეტი.
აქ არ ვგულისხმობთ მისი სექსუალური ენერგიის სუბლიმაციას, რომელიც მისთვის, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი შრომის იარაღია და არა - შემოქმედებითი პროდუქტი.
ვგულისხმობთ ეროტიკას, როგორც გამოსახვის ობიექტს, თემას.
ეროტიკა გვიან გალაკტიონთან გროტესკის, ირონიულ- პაროდიული მიდგომის საგნად ექსპლიცირდება.
პირადად მე ამის ძირითად მიზეზად საბჭოთა იდეოლოგიური წნეხი მიმაჩნია.
ორმოციანი წლების შუაწელიდან ამ წნეხის სიმკაცრე დუნდება… თუმცა რატომ და როგორ, რა შედეგი მოაქვს ამას - ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2023, 22:26
ნინო დარბაისელი

ეროტიკული ციკლიდან ,,პაპილონური”

1. ყვავილი - პაპილონს

შორით ფერადო,
თურმე ქვეშიდან
რანაირი ხარ,
მაინც მინდიხარ!

2. ყვავილი - პაპილონს

ყველა ყვავილი
ერთხელ ხარობს
და ერთხელ კვდება.
ჩვენ - ერთმანეთში
ჩავნეტარყუჩდით!

3. ყვავილი - პაპილონს

ერთ ყვავილს
აღარ უბრუნდები
აღარასოდეს.
მერე რა,
თუ ერთად იამეთ!

4. ყვავილი - პაპილონს

ნაორგაზმალი
დაღლილია პაპილონი,
გულგრილად მიდის.
ყვავილი - რჩება.

5. ყვავილი - პაპილონს

მოგაქვს ჟრჟოლა,
მოგაქვს სიბლანტე,
ხოლო მიგაქვს -
- ბუტკოდან მტვერი.

6. ყვავილი - პაპილონს

ასეთია თავდავიწყება:
აქტის ნაყოფი -
ცაფრენია ყვავილები,
ველად - პეპლების
ყვავილობა!

7. ყვავილი - პაპილონს

რა იყო შენი მოკარება!
აქ აღარა ვარ.
მაპატიე,
ვერ დაგელოდე!

8. ყვავილი - პაპილონს

მინდვრის ყვავილი -
ზედ პაპილონი.
მუდმივი პოზა.
არაფერი - გარდამავალი!

9. ყვავილი - პაპილონს

ქარაშოტი უნდა ვინატრო?
ადგილს მომწყვიტოს?
ვნებას ვდიო?
სად იმალები?

10. ყვავილი - პაპილონს

ერთადერთიო?!
ბევრიც მინახავს
ვნებით დამკვდარი პაპილონები!user posted image

Posted by: ubralodniki 19 Apr 2023, 23:15
QUOTE
ახლა ხომ ლექსებს მხოლოდ წერენ,
ხოლო
წაკითხვით - საკუთარი ავტორებიც არ კითხულობენ.


მომწონს თქვენი ლექსები

Posted by: nino darbaiseli 20 Apr 2023, 05:30
QUOTE (ubralodniki @ 19 Apr 2023, 23:15 )
QUOTE
ახლა ხომ ლექსებს მხოლოდ წერენ,
ხოლო
წაკითხვით - საკუთარი ავტორებიც არ კითხულობენ.


მომწონს თქვენი ლექსები

მადლობა კეთილი, გამამხნევებელი სიტყვისათვის.
ვერც წარმოიდგენთ, როგორი დროული იყო იგი ჩემთვის და როგორ მჭირდება!

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2023, 08:43
ეროტიკული ციკლიდან “პაპილონური”

11. ყვავილი -პაპილონს

გელი გვირგვინშელახული,
ზედგადავლილი,
უკვე ნექტარამოწოვილი,
შენთვის მტვერი-ღა დამიტოვა
მუშა-ფუტკარმა.user posted image

Posted by: nino darbaiseli 23 Apr 2023, 01:02
მთლიანად ვდებ მინიმალისტურ ეროტიკულ ციკლს ,,პაპილონური”, იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს და დღე-დღეზე იხილავს მკითხველი ბეჭდურად გამოქვეყნებულს:

პაპილონური

(მინიმალისტური ეროტიკის ციკლი)

1. პაპილონი

რა სჯობს -
ვიდრე ხარ,
დასტრიალებდე,
ზედ ეჯდე ყვავილს,
თუ ჭუპრად ჩაკვდე?

2. ერთი ყვავილი

დაახრჩობს ყლუპი …
და რას ტირის
ამ უწვიმობას!

3. მიტოვებული

მისი ხმა მესმის
და ტკივილი
შიგ გულში გააქვს!

4. აბლაბუდაში გაბმულის ეპიტაფია

ერთიღა მოასწრო, ,,ვახ, შენიცო “ და
ბადეში გაბმული ვინ შეიცოდა?
სისხლგამოწოვილმა ეს თქმა იცოდა:
“ყვავილი ბევრია, ჩვენა ვართ ცოტა!”

5. ბაქიობა

დავფრინავ კარდაკარადა,
სხვა პეპლებში მე ვარ ლომი.
პაპილონი კი არა და,
უნდა მერქვას პაპილომი!

6. მოგერიება

ეს ნაპეპლარი დამირჩა ბუდე.
მოვიდა ხვლიკი, ალაგ ვერც ხია.
ისევ იქაა, რაც შიგ შევუდე:
- ერთი - ჭია და ორი - კვერცხია!

7. პაპილონს - ყვავილისაგან

რა გინდა, მწერო?
სულ გინდა, მწერო,
მწერო და მწერო?!

8. ნარცისისტს

ვიყავი
კვერცხი,
მუხლუხო,
ჭუპრი,
გავხდი - იმაგო.
ახლა მოგინდა
კოლექციისთვის ნემსით მიმაგო?

9. ტკბილი ბაღჩისა

ლეღვი რად ამბობს:
- ჩამომეხსენი?
მინდა, სიმწიფით გადამსკდარის
ვჭამო მე ხსენი!

10. მსხმოიარისა

ეს რამოდენა გასხია, მსხალო!
ხილს დიდმუცელას
ვერსაიდან ვერ მივუდექი.

11. შიში

დამაფრთხობელი
გასხლტომა ხვლიკის,
ნიავში ჩალის აფაჩუნება!

12. მწერ-დამწერელთა

ციცინათელა?! -
- ანათებს ბნელში,
როცა ვისვენებთ.
დღის სინათლეში -
არის ერთი უგვანი მწერი.

13. შრომისმოყვარე

დასამტვერია მთელი ველი.
სურვილია რა უცნაური -
- ახლა წყვილად ტყეში თამაში.

14.თვითშეხსენება

პაპილონი ვარ,
სხვა პეპლებში
არ შეგეცვალო!

15. თვალთმაქცი

ის- ვითომ ბავშვი,
მოყოლილი
საგაზაფხულო პეპლაობაში.

16. დრო

ძველი ცოლ- ქმარი?!
ახლა - და-ძმა,
ადრე - მწოლ-მქნარი.

17. ყოფა

ის - ალიონზე ამდგარი ყლორტი,
მე - ყვავილნარში მივეშურები.

18. ძველი მეძავი

არასდროს აკლდა
არც - ძამილონი,
არც- მამილონი,
არც - პაპილონი.

19. არის სხვაობა

გვიყვარს ყვავილი.
მე - პეპელა ვარ,
ის - კრაზანა,
ნექტარს რომ წოვს გათავებამდე.

20. ფარვანა

ეგეც კარგი პეპელაა!
თვითონ - დაფრინავს,
სხვანი - ფარავენ.

21. ვადა

არ ######ლე
სამდღიან პეპლებს?! -
პაპოლონს ეგრე არ ეჩქარება!

22.. პაპილონი

არ დამიჭირო!
მინდა, საცქერად
ამ ფარფატით
ანდა ფერით
შენ მოგიტყუო!

23. ტოტი -წვიმაში

გვირგვინშემოცილ
ყვავილს რომ ვხედავ,
მენძრევა და მიტყდება
სიცილ-ტირილისაგან.

24. ნაწვიმარზე

დაუშვა.
შეწყდა.
მკიდია ფრთაზე
ნამის წვეთი.
ქარი ტოტს ანძრევს.


ნაწილი II

ყვავილი - პაპილონს

1. ყვავილი - პაპილონს

შორით ფერადო,
თურმე ქვეშიდან
რანაირი ხარ,
მაინც მინდიხარ!

2. ყვავილი - პაპილონს

ყველა ყვავილი
ერთხელ ხარობს
და ერთხელ კვდება.
ჩვენ - ერთმანეთში
ჩავნეტარყუჩდით!

3. ყვავილი - პაპილონს

ერთ ყვავილს
აღარ უბრუნდები
აღარასოდეს.
მერე რა,
თუ ერთად იამეთ!

4. ყვავილი - პაპილონს

ნაორგაზმალი
დაღლილია პაპილონი,
გულგრილად მიდის.
ყვავილი - რჩება.

5. ყვავილი - პაპილონს

მოგაქვს ჟრჟოლა,
მოგაქვს სიბლანტე,
ხოლო მიგაქვს -
- ბუტკოდან მტვერი.

6. ყვავილი - პაპილონს

ასეთია თავდავიწყება:
აქტის ნაყოფი -
ცაფრენია ყვავილები,
ველად - პეპლების
ყვავილობა!

7. ყვავილი - პაპილონს

რა იყო შენი მოკარება!
აქ აღარა ვარ.
მაპატიე,
ვერ დაგელოდე!

8. ყვავილი - პაპილონს

მინდვრის ყვავილი -
ზედ პაპილონი.
მუდმივი პოზა.
არაფერი - გარდამავალი!

9. ყვავილი - პაპილონს

ქარაშოტი უნდა ვინატრო?
ადგილს მომწყვიტოს?
ვნებას ვდიო?
სად იმალები?

10. ყვავილი - პაპილონს

ერთადერთიო?!
ბევრიც მინახავს
ვნებით დამკვდარი პაპილონები!

11. ყვავილი -პაპილონს

გელი გვირგვინშელახული,
ზედგადავლილი,
უკვე ნექტარამოწოვილი,
შენთვის მტვერი-ღა დამიტოვა
მუშა-ფუტკარმა.

12. ყვავილი - პაპილონს

ნეტავი ვიყოთ:
შენ - ყვავილი,
მე - პაპილონი.
სასიკვდილოდ დაგაცხრებოდი!




ნინო დარბაისელის ამ ციკლისა და სხვა ეროტიკული ლექსების წაკითხვა შეგიძლიათ ლინკზე

http://urakparaki.com/?m=13&Theme=1365

* * *
# ეროტიკული ციკლიდან “პაპილონური”

1. ყვავილი- მუხლუხოს

-ტყუილად მაღოღდები,
პაპილონს ველი!
-შენმა პაპილონმა
მოიჯერა ველი!

2. ყვავილი - პაპილონს

რამდენი მწერია,
მე რა მიწერია!
პაპილონ, მოგელი,
საცა ეწერია!

3. ყვავილი -პაპილონს

შენ - ცის,
მე - მიწის.
ნეტარყოფით
ცას და მიწას
ვაჟრუანტელებთ.

4. ყვავილი - პაპილონს

ჰე, პაპილონო იერჭკვიანო,
ბრიყვივით უნდა იეჭვიანო? -
- დაგიბერაო სიომო ვნებით,
გაუწექიო სიამოვნებით!

5. ყვავილი - მზეს

მზეო, მომეცი,
ციურთა ვნება,
პაპილონ, მეცი,
მოდი თავნება!user posted image
* * *
# ეროტიკული ციკლიდან “პაპილონური”

13. ყვავილი- მუხლუხოს

-ტყუილად მაღოღდები,
პაპილონს ველი!
-შენმა პაპილონმა
მოიჯერა ველი!

14. ყვავილი - პაპილონს

რამდენი მწერია,
მე რა მიწერია!
პაპილონ, მოგელი,
საცა ეწერია!

15. ყვავილი -პაპილონს

შენ - ცის,
მე - მიწის.
ნეტარყოფით
ცას და მიწას
ვაჟრუანტელებთ.

16. ყვავილი - პაპილონს

ჰე, პაპილონო იერჭკვიანო,
ბრიყვივით უნდა იეჭვიანო? -
- დაგიბერაო სიომო ვნებით,
გაუწექიო სიამოვნებით!

17. ყვავილი - მზეს

მზეო, მომეცი,
ციურთა ვნება,
პაპილონ, მეცი,
მოდი თავნება!


user posted image

Posted by: nino darbaiseli 24 Apr 2023, 16:12
ლექსია? ეტიუდია?
რაც არის, არის!
დავიღალე, აღარ ავყევი ერთ აღმართზე დანარჩენებს და დროის გასაყვანად დავწერე… ისრაელურ დღიურად ჩათვალეთ!

ნინო დარბაისელი

მასადა

მასადა - ციხე-ქალაქი -
იუდეაში, შუა უდაბნოში, მიუდგომელი, მაღალი მთის თავზე ააგო მეფე ჰეროდე დიდმა, ძნელბედობისას რომ თავი შეეფარებინა, მაგრამ აქ არასოდეს ყოფილაო.
როდესაც რომაელებმა ცეცხლოვანი ლოდებით შეანგრიეს კედელი, მასადელებმა ერთი დღე ითხოვეს დანებებამდე და კაცებმა საკუთარი ცოლ-შვილი ამოხოცეს, თავებიც დაიხოცეს იმ ღამეს, რომაელთა მონობას ეს არჩიეს და მტერს შიგ მკვდრების მთები-ღა დახვდა.

უდაბნო, ხრიოკი, ხრიოკი მთები,
ხეც არ დგას,
ნაშალზე ცურავ და კრთები,
მზე აჭერს,
ღვიარებს,
თუ კრემს არ წაისვამ, დაგიხმობს იარებს.

აქ არწივს რა უნდა, გაშალა ფრთები,
ჩრდილით დაგვაფეთა,
დასრულდა ირაო, გადინადირაო,
წაიღო არწივმა თან ნანადირევი.
საიატაკეთა, საჭერ-სადაფეთა ლოდებში
ვირევით,
გიდის ნაამბობით მთლად გადავირევით!
მონებმა მოზიდეს მხრებით ან ვირებით,
თორემ რა აავსებს ამხელა ავზებს,
ძალას და მოთხოვნას ვინ შეათავსებს
არათუ სასმელით, წყლით ტანდასაბანით.
აქ მონებს არ ჰქონდათ ბანი და საბანი,
დაყრილებს ეძინათ კლდოვანში, ბნელში,
ეს - დიდი კარიბჭე - მასადის კარია,
აქ შემოდიოდა დესპანი, ელჩი
და აქ მოელოდა ცხელ-ცხელი აბანო,
თუ კარგის მთქმელია, ელჩს არას ერჩი!
სად გადაკარგული - ეგულვათ რა - სადა,
ათასი გაიღეს, მოიგეს ასადა,
მონათა ცრემლების და სისხლი ფასადა,
დღეს არის ქცეული ლოდების მასადა.
შუა უდაბნოში სიმაგრე - მასადა.
წინ ზღვააა, მკვდარია და წყლად არ გარგია,
მლაშეა, მარილი არარა - მარგი.
არც თევზი არც არც ნავი, არა - სანახავი.
ლანშაფტად ლამაზი გადასაკარგი.

სიცხით მოხრაკული - შიმშილმა დაგვხრა!
ჰეროდე დიდის წინ ქედს დაბლა ხრი კი,
ყორეზე - ხრიოკი ბუნების ხრიკი -
ხვლიკზე გადამჯდარი მამალი ხვლიკი!

Posted by: ubralodniki 25 Apr 2023, 15:33
საინტერესო საიტი აღმოვაჩინე ურაპრაკის სახით

Posted by: nino darbaiseli 26 Apr 2023, 13:15
QUOTE (ubralodniki @ 25 Apr 2023, 15:33 )
საინტერესო საიტი აღმოვაჩინე ურაპრაკის სახით

გამიხარდა თქვენი კომენტარი.
2008 წ. - დაარსების დღიდან იქ ვარ და შვილივით მიყვარს იქაურობა.
არაერთი კარგი თანამედროვე პოეტი იქ გაიზარდა.
ადმინი ჰყავს არაჩვეულებრივი.
ამასობაში ცოტა ლიტერატურული საიტი როდი დაარსდა და დაიხურა, ურაკი კი ისევ მუშაობს, არაერთი კრიზისული ფაზის გამოვლის მიუხედავად.

Posted by: OliverMess 26 Apr 2023, 14:39
nino darbaiseli
საკუთარი თავს გაუხსენით თემა? თქვენ რა წინა ხართ ტოო boli.gif
* * *
QUOTE
ეს - დიდი კარიბჭე - მასადის კარია,
აქ შემოდიოდა დესპანი, ელჩი
და აქ მოელოდა ცხელ-ცხელი აბანო,
თუ კარგის მთქმელია, ელჩს არას ერჩი!
სად გადაკარგული - ეგულვათ რა - სადა,
ათასი გაიღეს, მოიგეს ასადა,
მონათა ცრემლების და სისხლი ფასადა,
დღეს არის ქცეული ლოდების მასადა.
შუა უდაბნოში სიმაგრე - მასადა.

ხედამ შენა? ვაა
user posted image

Posted by: nino darbaiseli 26 Apr 2023, 18:17
QUOTE (OliverMess @ 26 Apr 2023, 14:39 )
nino darbaiseli
საკუთარი თავს გაუხსენით თემა? თქვენ რა წინა ხართ ტოო boli.gif
* * *
QUOTE
ეს - დიდი კარიბჭე - მასადის კარია,
აქ შემოდიოდა დესპანი, ელჩი
და აქ მოელოდა ცხელ-ცხელი აბანო,
თუ კარგის მთქმელია, ელჩს არას ერჩი!
სად გადაკარგული - ეგულვათ რა - სადა,
ათასი გაიღეს, მოიგეს ასადა,
მონათა ცრემლების და სისხლი ფასადა,
დღეს არის ქცეული ლოდების მასადა.
შუა უდაბნოში სიმაგრე - მასადა.

ხედამ შენა? ვაა
user posted image

ეს ძველი თემაა. თორმეტი წლის წინანდელიც იქნება.
მაშინ არ ვიცოდი, რომ რაღაც წესი ყოფილა. დღესაც არ ვიცი, თუ სადმე წერია ეს წესი, რომ ავგორმა თავისი თემა არ უნდა გახსნას
მახსოვს, დიდი შემოტევების მოგერიება მომიხდა მაშინ და მერე ერთმა ახლობელმა გამარკვია, რომელი ნიკი ვისი იყო და ვიცინე, მთლად საახლობლოში რომ აღმოვჩენილვარ.
თან იმათ ხომ არ იცოდნენ, რომ მე მათი ვინაობა ვიცოდი და ძალიან გავერთე.
მე ვცხოვრობ ამერიკაში. ლექსების კრებულის გამოცემას ქართულად ჩემთვის აზრი არა აქვს. შთამომავლობამ ქართული არ იცის. ინტერნეტში კი სადაც საშუალება მომეცემა, ვდებ, მენახება ასე. მყავს ჩემი მკითხველი, ალბათ ბევრი არა, (სახალხო მგოსანი ხომ არა ვარ), რომელიც პოეზიისგან სწორედ იმას მოელის, რასაც მე ვაკეთებ.

Posted by: OliverMess 28 Apr 2023, 06:09
nino darbaiseli
დაიკიდე :* მთავარია შენ მოგწონს შენი პოეზია და გაბედნიერებს. ზოგს ქვების სროლა აბედნიერებს ზოგს ხოცვა, პოლიტიკაში ხო ხედავ პათოლოგები მიდიან. შენ კი ვის რას უშლი, რატო გამწარდნენ არ ვიცი, შენთვის კაიფობ,შენსას ისწორებ არაფერს აშავებ. ეტყობა თვითონ ვერ ისწორებენ თავისას და მაგიტომ გაცოფდნენ wink.gif love.gif
* * *
QUOTE
სიცხით მოხრაკული - შიმშილმა დაგვხრა!
ჰეროდე დიდის წინ ქედს დაბლა ხრი კი,
ყორეზე - ხრიოკი ბუნების ხრიკი -
ხვლიკზე გადამჯდარი მამალი ხვლიკი!

რა მაგრა გაარტყი ტოო love.gif inlove.gif ვინც შენ გაგაბრაზებს მაუსერით გადავუვლი იმენა mg.gif mgun.gif

Posted by: nino darbaiseli 28 Apr 2023, 20:07
მადლობა ოლივერ!
ეს ლექსი ახალია.
პორნოს კლასიკური განმარტება ავიღე. აქ არ დავწერ, თორემ ბანს დამადებენ, როგორც ორი დღის წინ. წესიერად უნდა მოვიქცე.
ვიფიქრე, როგორ შეიძლება ისე დაიწეროს ლექსი, რომ პორნო გამოვიყენო, თან ყველაზე მკაფიო ფორმით, მაგრამ ტექსტი პორნო არ გამოვიდეს- მეთქი.
შევქმენი სპეციალური, არაეროტიკული კონტექსტი და შიგ ორგანულად ჩავსვი. მივიღე რაღაცნაირი ,,მწუხარე ეროტიკა”(სამუშაო ტერ
ინია)
სხვისი არ შემხვედრია ქართულ პოეზიაში მსგავსი ცდა, ან იქნებ კიდეც არსებობს და მე არ ვიცი.


#ლექსები

ნინო დარბაისელი

დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები
(მინი-პაციფისტური)

1.
დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები, ისევ დაბრუნდნენ!
მე ხომ ისინი
ფსიქოლოგის,
პრაქტიკოსი-მედდისა
და ლურჯი აბების
დახმარებით
ღრმად ამოთხრილში ნელა ჩავუშვი.
ორმო ავავსეთ,
კარგად დავტკეპნეთ
და მერე მარტო დარჩენილმა
ერთი მტკაველი ნოყიერი ნიადაგიც ზედ დავაყარე,
შიგ სულ ხავერდის მუქწითელი, ვარდისფერი,
თეთრი,
ყვითელი ვარდები ჩავრგე,
ცრემლით ვრწყე და ცრემლით ვახარე,
ვიდრე წყალზე გადავიყვანდი,
სურნელი იდგა ვარდოსნული!


2
დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები!
რამ მომადუნა,
ქვეცნობიერმა შიგ რა გაზი დაიგროვა;
რამ ამოხეთქა!
დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები!
ეს - მაცაცოა,
ბებიაჩემი -
ჩემსავით მწვანეთვალება და თეთრსახიანი,
ჩემსავით - ყვრიმალფერიანი.
რაკი მიმსგავსებს,
მიიგივებს,
უფრო ვუყვარვარ.
მუნდშტუკით ბამბამოხვეულით
მთელი ცხოვრება აყროლებულ “პრიმას “ გვაბოლებს,
ოპერაციას ისე ვერ იწყებს,
ორმოცდაათ გრამს თუ არ გადაჰკრავს,
ამდენს გვაძლევდნენ ყოველ ჯერზე,
ბავშვობიდან დავეჩვიეო.

3.
ომი იყო და პირველკურსელი მედიკოსები ერთიანად
ურალისაკენ,
ჰოსპიტალში წაგვიყვანესო,
ჩასვლა და ხელში დანის მოცემა ერთი იყოო.
ვინ დაეძებდა, დაჭრილებს რომ შემოგვყრიდნენ,
სად, რას და როგორ ვაკერებდითო!
განგრენის შიშით კიდურს
უფრო ღრმად ვაჭრიდითო.
მთავარი იყო, შემოყვანილი ჩვენგან ცოცხალი გასულიყოო.
- იმ მოჭრილ ხელ-ფეხს მერე ალბათ ცალკე მარხავდით!
(ეს - ჩემი ხმაა უსასოო.)
- არა, ცოტათი მოშორებით,
ხევისპირას სანიტრები სახვევებს და მოჭრილ კიდურებს,
ადამიანის სხვა ნარჩენებს ურიკებით ეზიდებოდნენ,
ნაგვის მთა იდგა
მაღალ ბოძებზე შემოხვეულ მავთულხლართებში,
რომ სისხლის სუნზე
ნადირები არ დასცემოდნენ
და დარაჯი მალ-მალე წვავდა
და რაც რჩებოდა საბოლოოდ,
ქარს რომ ირგვლივ არ გაეფანტა,
შლანგით ხევისაკენ წყალს ატანდა,
ზოგჯერ თუ ქარი დაასწრებდა და ჭვარტლი მაინც იფანტებოდა,
პირს თუ კარგად არ დამუწავდი,
გარეთ გამოსულს - ნესტოებსაც ამოგივსებდა…
ზამთარში კიდევ რა უჭირდა!
რომ დაცხებოდა,
ქლოროფორმის სუნში ნარევი დამწვრის და მძორის სუნი იდგა,
იქ კი ვერ ვგრძნობდით,
ცხვირი ეჩვევა,
მაგრამ მერე,
დღემდე ყნოსვას არ შორდებაო.

4.

დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები და გარდაცვლილებს წინ მოუძღვიან:
- და კიდევ იცი, რა გვაგიჟებდა?
ქალს - დაჭრილს ვისაც შემოიყვანდნენ, თითქმის ყველა ფეხმძიმედ იყო.
ზოგი თუ ცოტა აზრზე იყო ან მეტყველებდა,
თვითონვე გვთხოვდა, ბარემ აბორტიც
გამიკეთეთო,
ვინ დაეძებდა ვადასა და გვარიანად გადაცილებულს.
ზოგსაც - ჩვენ თვითონ ვაშორებდით, თუ გზა არ იყო.
ძალითო?! - არა, ტყუილია, ვინ გაავრცელა?
არ გვევალა,
ან სად გვეცალა!
ვინმე მკვდარს თუ გააჩენდა,
დიდ ნაყოფებსაც ნაგავში წვავდნენ.
ერთსაც გეტყვი და სხვას არ უთხრა,
ერთი ასეთი შემთხვევა გვქონდა,
კაცს ორი ფეხის ამპუტაცია გავუკეთეთ,
გადავარჩინეთ,
მაგრამ ასოს კი გაძვალებულს - ვეღარაფერს ვერ ვუხერხებდით,
სულ ფეხზე ედგა.
დავუძახებდით ვინმე ახალს, ჯერ გამოუცდელს,
გადავხდიდით, დავანახვებდით
და გვქონდა ერთი სიცილი და
წივილ-კივილი.
ადამიანი თავშესაქცევს ჭირშიც იპოვის…
- და, მკვდრები?
- მკვდარი ჯარისკაცები?!
თუ ვინაობა დადგინდებოდა, სიაში წერდნენ,
ისე კი,
ყველას, სხვა მავთულხლართით შემოღობილში,
ერთ ამოთხრილში ასაფლავებდნენ ამოვსებამდე.
მერე მიწასაც დააყრიდნენ,
მერე - სხვა ორმო გაიჭრებოდა
და ასე, ომის დამთავრებამდე.

5.
დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები, მიზეზი ნახეს!
აი, მაცაცო - ხანდაზმული,
უკვე ლოგინად ჩავარდნილი, დაჩონჩხილ ხელებს ბრჭყალებივით მკლავში ჩამასობს:
“ნინო, მე შენი იმედი მაქვს,
ბოლო წამამდე აქ იყავი,
არ მიმატოვო!”
მე - დავპირდები, მაგრამ მაინც მივატოვებ,
რადგან თადარიგს საპანაშვიდედ დაჭერა უნდა,
მისახედია ყველაფერი,
თანაც მაცაცო შვილიშვილად კი მაცხადებდა დაბადებიდან,
სინამდვილეში შვილიშვილი არ ღირსებია,
თავისი შვილიც არ მიეცა,
მე - გვერდით ვყავდი,
მეუბნებოდა, ,,მიყვარხარ და მეამაყები!”
მაგრამ და იყო ბებიაჩემის.

6.
დაბრუნდნენ ჩემი კოშმარები…
ყოველთვის, როცა ომზე ვფიქრობ,
მაცაცოს ვხედავ,
უნარკოზობით გადარეულ დაჭრილთა და ტყიურ ნადირთა ღრიალი მესმის,
გრუხუნი მესმის,
შიგ შერეული
რაღაც ქსუტუნი,
წკმუტუნი და
კვნესა მესმის.
დამფრთხალ გოგოთა კისკისი მესმის,
დუმილი მესმის მორეცხილი ნაგავსაყრელის
და ჩემი სიზმრის არეებში
ახალხალათა თეთრი გედები - დები - მედდები
ცურავენ სისხლის მდინარეში, ნიაღვრებში.
სისხლიანები მოედებიან მთელ არემარეს,
მიმორბიან და მიმოდიან
ირევიან და მერევიან,
სულმთლად ამრევენ
თავისი ბედის მომდურავები.
მინდა დავეხსნა,
დაჭრილი ვარ, დანას მადებენ,
მაღვიძებს შიში
და მე დარდიანს აღარაფერი მეიმედება!

Posted by: nino darbaiseli 4 May 2023, 02:00
user posted image
.მოასწარით შეძენა. დღეს გამოსულა, მეგობარმა შეიძინა და მაცნობა

Posted by: nino darbaiseli 16 May 2023, 12:32
ნინო დარბაისელი

ჰიმენე*

გახსოვს? -
შორეულ ანტიკაში,
შენს მოლოდინში დურგლები ჭერს რომ აზიდავდნენ და ქალწულები თეთრ სამოსელზე ფერად სარტყლებს შემოიხვევდნენ,
ზედ აისხამდნენ სამკაულებს და გიმღეროდნენ, ჰიმენეო!
მეფე-პატარძალს
შეუძეხო საწოლისაკენ,
და ბედნიერი თანაყოფა,
მუცლადღება არ მოაკლოო.
განარიდეო შეგმანვა იგი უკუნელთა,
ჰიმენე, როგორ გიმღეროდნენ
ხმაშეწყობილად,
როგორ ხარობდნენ, ნეტარებდნენ წარმოსახვებით!
ზოგი ტუჩსაც რომ მოიკვნეტდა,
ეს რა ოხრობა მემართება,
ნელსაცხებლებით ტანდაზელილს რამ შემაცია,
რა ჟრუანტელმა დამიარაო,
ვეღარც სხვებივით ვეღარ ჟღერდა
და ჰიმნით ხმობას ეთიშებოდა…
ზოგი, ო, ზოგი მაინც როგორ სხვანაირია!

ჰიმენე, გესმის ჰიმენეო?!
ღმერთი იყავი,
ყველა ქალისთვის სანატრელო,
დაქალებამდე - სანუკვარი სიზმრის ახდენავ,
რა დაგემართა!
რომ ასეთი ცხოველი და ნადირი გახდი,
მხეცი გახდი?
ტანთ შემოსილხარ,
(ანუ ძალიან განძარცვულხარ)
და პოზირებ პოზირებისთვის,
თავს უღიმი თუ საკუთარ თავზე გეღიმება?

გესმის, ჰიმენე?
ერთ კაცს ვიცნობდი,
შენ გებრძოდა თავგამეტებით
და ის, საჯაროდ ხმლისა მქნეველი
ერთხელ კალთაში ამიტირდა,
როცა ერთ დღესაც მისი ასული მიატოვე,
გესმის, ჰიმენე?
და მე ვიხილე,
რანაირია უღონობით მამაკაცის სასოწარკვეთა.

შენს ნაფეხურზე
სისხლისფერი ვარდები გრჩება.
ვინც დაგეთხოვა,
გვირგვინდადგმული,
გვირგვინმოწნული თუ უგვირგვინო,
ყველა უცხოსთან დატოვებული ბავშვივით რატომ გამოგეტირა?
სხვის დასანახად ბევრმა თავიც გაიმამაცა,
სხვისი თვალისთვის,
ქალი - როლით არის მამაცი, უდარდელი,
მერე კუთხეში მიიკუნტება და მარტო ტირის, გესმის, ჰიმენე?!

რატომ დატოვე საქალეთი,
რატომ, ჰიმენე?
საშოს გამყოფო ღრუ ტიხარო,
მონაც შენა ხარ,
ბატონიც და
შენ ხარ სატანაც,
ღმერთიც შენ ხარ,
შენში ერთდება ყოველივე, წელქვემოთიდან ქალისათვის ცამდე რაც არის.
და თუ წახვედი უკან არასდროს აღარ ბრუნდები.
შემოგმღერიან ქალთა გუნდები,
შეისმენ როდი.
თუ დაბრუნება შეგიძლია,
ჰიმენე, მოდი!

-
*ჰიმენე - ქორწინების ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ასევე იწოდება მედიცინაში საქალწულე აპკი.
* * *
user posted image
ნინო დარბაისელი

Posted by: nino darbaiseli 21 May 2023, 21:43
#ლექსები

ნინო დარბაისელი

წარმოიდგინეთ მხედარი იგი

აი, მხედარმა ამოაგელვა ცხენი თვისი,
აი, გაიღო ციხე-ქალაქის წინა კარიბჭე,
ჩამოხდა იგი
მხურვალებისგან ტუჩდამსკდარი,
ზედ სისხლშემხმარი
და ცხენი თვისი მხედარმან იმან აღვირით მისით შეიძღოლა,
ჭიშკარსა შიგან,
საკრებულოში მსხდარ უხუცესებს და ბრძენთა კრებულს მიეახლა თავმოდრეკილი და სულმოთქმულმა უპასუხა იმათ კითხვებს სიტყვის აწონვით,
უხუცესებმა დასტურის ნიშნად თავი დაუკრეს.
მხედარმან იმან აღვირი იგი წინშეგებებულ მეჯინიბეს გადაულოცა.
და ქვაფენილს ფეხით აუყვა.

მწუხრის ჟამია,
დღეს დაისვენებს,
მტვერს ჩამოიბერტყს,
იბანავებს,
თავსაც შეიქცევს უცხო ქვეყნიდან მოყვანილი,
დატყვევებული მეძავებით,
ნელსაცხებლით რომ დაუზელიათ ფერად- ფერადი ქსოვილებიდან გამომჭვირვალი სხეულები.

დაე, იცეკვონ ტანკენარებმა
ყველამ ერთად
და დაამშვენონ ბორდელის ეზო,
იმათგან მხოლოდ ერთს ამოირჩევს, შეიყვანს ცალკე განსაცხრომელში,
ეროტიკული რაღაც სცენებით,
სინგურითა და მუქი მწვანით
უხვად კედლებშემოხატულში,
სირმით ნაქარგი ბალიშ- მუთაქით გაწყობილში,
ტაბლაზე ჩირი,
თხილეული,
ბანგი ედება
და ქალი იგი ყველაფერს იზამს,
რომ გზით დაღლილი რამით აამოს,
ღამით აამოს,
დილით კი,
დილით, ადრიანად შეიმოსება სტუმარი იგი
და უცხო ძღვენით წავა მონებდამშვენებული,
დიად ხელმწიფეს მიეახლება და ჩამუხლული სიტყვას ჰკადრებს,
გრაგნილს გადასცემს…
წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, წარმოდგინეთ!
აამუშავეთ საკუთარი წარმოსახვანი!

აქ, ამ ადგილას ჰეროდე დიდის სასახლე იყო,
ამ შადრევნებში შხეფოვანი ნიაღვრები ედინებოდა,
წარმოიდგინეთ ულამაზეს ქალთა სახენი,
შესამოსელი,
მიმოხვრანი ამ ადგილებში,
ოჯახებიც წარმოიდგინეთ
მოგესმით ხმანი არფებისა, სალამურების და ციმბალების
და საყვირების ხმებიც გესმით,
დაახლოებით ორიათას წლის წინანდელი?

რა სიჩუმეა!
ის - გიდია, ათასნაირ ტრენინგგავლილი,
მე - ტურისტი, საიდანღაც მოხეტებული.
მე დამეღალა წარმოსახვა ყორეზე დგომით,
რეალობასაც ძლივს აღვიქვამ,
რეალობაში - ქვები ყრია, ლოდები ყრია,
ყორეა მხოლოდ.
ყორე რა არის?
ნაშალია ძველ შენობათა,
ქვის შენობათა ნაშალია და იქვე ყრია.

მე მეძინება!
მეძინება!
და მე ვიძინებ ნაპოვნ ჩრდილში,
ლოდზე დამჯდარი,
დღემდე უცნობი ბიჭის ბეჭზე თავმიდებული.

აი, მოდიხარ!
შენ მოდიხარ ნაბანავები
და თავს შეიქცევ უცხო ქვეყნიდან მოყვანილი,
დატყვევებული მეძავებით,
ნელსაცხებლით რომ დაუზელიათ ფერად- ფერადი ქსოვილებიდან გამომჭვირვალი სხეულები.

დაე, იცეკვონ ტანკენარებმა
ყველამ ერთად
და დაამშვენონ ბორდელის ეზო,
იმათგან მხოლოდ ერთს ამომირჩევ, შემიყვან ცალკე განსაცხრომელში,
ეროტიკული რაღაც სცენებით,
სინგურითა და მუქი მწვანით
უხვად კედლებშემოხატულში,
სირმით ნაქარგი ბალიშ-მუთაქით გაწყობილში,
ტაბლაზე ჩირი,
თხილეული,
ბანგი გედება,
ყველაფერს ვიზამ,
რომ გზით დაღლილი რამით გაამო!

რეალობაში?! - ქვები ყრია,
ლოდები ყრია,
და ეს ცხოვრებაც და
რამდენიმე ათასწლეულიც დღეს ყორე არის.
წარმოსახვასთან რას მოვა ყორე!

ისიც არ მახსოვს, ეს ამბავი რას მოვაყოლე.

Posted by: nino darbaiseli 28 May 2023, 09:59
#ლექსები

ნინო დარბაისელი

იერიქონი. რეჰაბი. ფერფლი

(ციკლიდან: ეროტიკა ბიბლიაში)

კარგით რა, ერთი!
რა სამშობლოს სიყვარული, რა ერთგულება!
მე მეძავი ვარ.
იერიქონში ყველა მიცნობს,
ჩემით რომ მეფემ გული იჯერა,
ჰარამხანიდან ძველები გარეთ რომ გამოგვიშვეს,
ახლებისთვის მეტი ადგილი რომ დარჩენოდათ,
მეღირსა ჩემი მეძავური თავისუფლება.
ციხე-ქალაქის გალავანშია დატანებული პაწაწინა ჩემი ოთახი,
თავშესაქცევად მოწყობილი,
შორი სტუმარი მოსალხენად ჩემთან ჩერდება,
გულიც მრავალს გადაუშლია.
ისიც ყოფილა, გათენებულზე მეფის კაცს რომ გამოუკითხავს, რაო, სტუმარმა, რა გითხრაო და ყველაფერიც მომიყოლია.
აბა, რისთვის ვართ მეძავები, ჩვენზე ძლიერებს თუ არ ვარგეთ,
ხოლო მოსულს - თუ არ ვაამეთ!

2.
დიახაც ეგრე,
მე შევიფარე ორი მზვერავი, იეშუას გამოგზავნილი,
ვასვი, ვაჭამე, კიდეც ვუმღერე და ვუცეკვე,
თავიც წრფელად შევთავაზე,
ჩემი ხელობა სხვა რა არის,
მათ კი არაო,
ღმერთის ძალი გაგვეცლებაო,
ამას სჯობია, ყველაფერი მოგვითხროო,
იერიქონის დასაპყრობად რაც გვჭირდებაო.
უკვე ძრწის მთელი არემარე ამათი შიშით,
სადაც მივიდნენ, ერთიანად ამობუგეს, გაანადგურეს,
კატის კნუტივით დამახრჩობდნენ, რომ სდომებოდათ,
ბავშვმაც კი იცის,
საიდუმლო გარიგებას ან შეთქმულებას თუ გთავაზობენ,
დათანხმდები - ხომ კარგი და,
თუ იუარე, სიცოცხლე აღარ გიწერია.

3.
რა სამშობლო, რის ერთგულება!
მე აღარც მახსოვს, სად დავიბადე,
ვისზე ვიყავი შეყვარებული, აღარც ის მახსოვს, თხების მწყემსს
ქვედა ტუჩთან რომ ჰქონდა ნაიარევი,
ხუჭუჭა თმების ბოლოებს თუ ჩამოქაჩავდი, ბეჭის ბოლომდე ჩამოსწვდებოდა,
გაუშვებდი და იმავეწამს ბეჭის თავამდე აეხვეოდა;
არც ის, შინიდან დიდედას რომ ვეპარებოდი,
მერე ჩანჩქერთან, მღვიმეში როგორ ვეძლეოდით თავდავიწყებას,
არც ის არ მახსოვს, იმ მღვიმეში მეომრებმა რომ მოგვაგნეს და ზედ დამაკლეს,
ან მომაკვდავმა პირიდან სისხლი რომ დამარწყია,
აღარც ის მახსოვს, ტანსისხლიანი კლდის პირიდან რომ ვვარდებოდი,
რომ გამბაწრეს და იერიქონის გზას გამიყენეს.
ანდა ტყვეებში ჩემიანები როგორ ვიცანი;
დიდედა - გზაში მოიცელა, ხისქვეშ დავმარხეთ და რაც ვიპოვეთ, ქვები დავადეთ, რომ მშიერ ნადირს სუნი არ ეკრა, ახალნაყარი მიწიდან რომ არ ამოეთხარა.
ის სულ არ მახსოვს, ხელმწიფემ სხვებში როგორ შემნიშნა, რანაირად გამომარჩია,
ერთი დღით ვცხოვრობ, უწარსულოდ და უმომავლოდ, იერიქონო!

4.
იერი ჰქონდათ უცნაური, იერიქონო!
განა ისეთი რა მეკუთვნოდა მე შენს კედლებში,
რასაც სხვაგან არ მაღირსებდნენ.
იმ ებრაელი მზვერავების მდევარს თავგზა რომ ავურიე,
გალავანგარეთ რომ გავისტუმრე,
დამალულები სხვენიდან რომ ჩამოვიდნენ,
ფიციც დამიდეს, ყველას დავხოცავთ, შენ კი არავინ შემოგბედავსო,
შენიანები აქ ყველა ერთად შეიფარეო,
იმ ფანჯარაზე, საიდანაც გადავაპარე,
მითხრეს, წითელი თოკი შეაბი,
რომ ვინიშნოთო.
განა ისეთი რა მეკუთვნოდა შენს კედლებში, იერიქონო,
ჩემიანების გადარჩენას რომ გადასწონის,
ან განა კიდევ რამდენს გასძლებდა მეძაობით ჩემი სხეული,
ჭკნობა რომ უკვე რომ შეპარული აქვს.
სხვა რა ხელობა მომერგებოდა,
წყლები მეზიდა წყაროდან თუ ზეთისხილი გამომეხადა?
ფარდაგები ხომ არ მექსოვა?
მე მეძავი ვარ.
ჩვენს საამებლად კარზე არავინ მოგვიკაკუნებს,
სიამოვნების თამაშია ჩვენი ხელობა,
გახელებული ვნების თამაში, როცა მთქნარებას ძლივს იკავებ
და კარგად ვიცით, თავუამებლად სხვა რით ვაამოთ.
კეთროვანების მღვიმე არის მეძავის ბოლო, თუკი იქამდე გზა გაიკვალა.
მეძაობაში რას მიხდიდნენ?!
გააჩნია. ისეთს არაფერს,
მაგრამ მამას ხელს ვუმართავდი
და ახალ-ახალ შემომატებულ ბავშვებსაც ხომ ჭამა სჭირდებათ.

5.
აღარ არსებობ მიწის პირზე.
ცეცხლიც დანაცრდა და უდაბნოს ცხელ ქარს მიჰყვება, იერიქონო,
იერიქონო, მე შენ მაინც ვერ გიშველიდი.
მართალი მითხრეს: ‘‘ერთი მებრძოლიც ვერ დარჩებაო, იერიქონო,
ყველას დავხოცავთ, გინდაც თავი ძლიერ იქონო,“ -
არავინ დარჩა შენს კედლებში ან კედლებს გარეთ, თითი რომ ჩემკენ მოიშვიროს და დაიძახოს,
მეძავიაო, მოღალატე!
აღარც არასდროს იარსებებ, იერიქონო,
ამოწყდა მთელი ქანაანი!

აი, გამოჩნდა კეთროვანთა თავშესაფარიც.
ესენი მალე იორდანესაც გადალახავენ
ჩემიანებს კი შეირევენ,
საუკუნენი გარდაივლიან და ებრაელებს არა ძრახვით,
მარად კეთილად მოვაგონდები და მეფიქრება, არ ვიყავი ალბათ მეც ავი,
იერიქონის გალავანში დაბუდებული ქალი რეჰაბი - ერთი მეძავი.

Posted by: nino darbaiseli 3 Jun 2023, 22:07
არ მითხრათ, ეს რაღა უბედურებააო!
კანტის კატეგორიული იმპერატივის პაროდიაა - ჯვარედინად გარითმულ ლექსად.
ცოტა ეროტიკაც შევურიე - მიმზიდველობისათვის.

წყვილები ავიღე ფოლკლორიდან:
,, რწყილი და ჭიანჭველა - დაშორებულების და მომლოდინეების პარადიგმად და ლიტერატურიდან ,, ვისრამიანი” - ვისისა და რამინის წრეგადასული სიყვარულის ამბავი”
დღეს შევყევით ამაზე საუბარს და მერე გავლექსე.

ნინო დარბაისელი

ჩვენი ჯერარსი - ვისი

არა - მშველელის ლოდინით დაღლილი ჭიანჭველა,
ანდა მეგობრის სახსნელის სხვებში მძებნელი რწყილი,
რა ლოდინ-დაშორებანი, როგორც სჩვეოდათ ძველად?
ჩვენ უნდა ვყოფილიყავით
ჩახუტებული წყვილი!

უნდა გვქონოდა მიზანი, გზა მიზნისაკენ - ერთი,
ზნეობა - მყარი, მუდმივი და არა კანტიკუნტი,
(ამ ფიქრს რატომ-ღა მივყვები, რა სინანული ერთვის!)
არ კმარა მხოლოდ, საერთო - ყველა ნერვი და კუნთი.

რა თქმული ანდა უთქმელი, ყელში რამ გაგვიხირა!
ვნებამ ხომ აგვიყოლია, ხომ არ ვეძებდით მიზანს,
ხომ იყო გადარევა და ჩვენი წყვილური ყირა,
გონება სადაც ჩერდება - შეყვარებული იზამს!

მორევში ამოვირიეთ, ვით რამინი და ვისი,
დავიმხეთ ორთა სამყარო, ბოლოს მთლად გადაბრუნდა.
ვის დავუბრმავეთ თვალი და არა ვისმინეთ ვისი
ბრძანება - შინა? გარეთა? - უნდა, უნდა და უნდა!

დადინჯებულებს ვითომდაც გვიკვირს რაიმე სხვისი.
ჩვენს თვალში დირე რა არი, სხვისი გვადარდებს ხიწვი,
როცა აზრს არას დაეძებს, ვით რამინი და ვისი,
როცა ვნებისგან ცახცახებს და ზეზეულად იწვის!

Posted by: nino darbaiseli 14 Jun 2023, 17:21
#ლექსები

ნინო დარბაისელი

გალაადელი

(ციკლიდან - ეროტიკა ბიბლიაში)

ასე აღუთქვა იფთახმა უფალს:
შინ თუ მშვიდობით დავბრუნდები,
ვინც პირველი შემომეგებოს სახლის ჭიშკართან,
უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად!

- მამა, პირველი შენს დანახვაზე ჩვენი ძაღლი გამოექანა,
მე - დავაბი და ცეკვა-ცეკვით შემოგეგებე.
- ვაიმე, შვილო!- დაიგმინე,
ძირს დაცემულმა მიწა ჭამე და
ტანისამოსი შემოიხიე,
თავზე ნაცარი დაიყარე…
არაფერია!
თუ უნდა მოვკვდე,
მოვკვდე კიდეც!
ოღონდ მანამდე
ჩემს დობილებთან სადმე, მთაში გამიშვი მარტო!
ორი თვით წავალ და ქალწული დაგიბრუნდებით,
რათა აღსრულდეს აღთქმა იგი,
მამიკო იფთახ!

მე მკლავგაშლილი შემოგეგებე, მამიკო იფთახ!
მამიკო იფთახ,
შენს მხოლოდშობილ ასულს უყვარხარ ისე ძალიან,
შესაყვარებლად ვინმე ჭაბუკი,
შენი მსგავსი, მამაცი და ღირსეული,
გამარჯვებული,
სიტყვის პატრონი არ ეგულება.
კი, როგორ არა,
მომწონებია მეომრები,
აბჯარასხმულნი,
მედიდურად დაბრუნებულნი,
სიყვარული კი,
მამაკაცის სიყვარული შორიდანაც არ მიგემია.
მსხვერპლი - უნაკლო უნდა იყოს,
უზადო და უმიზეზო,
სხვანაირი არ ჩაითვლება!

შემოგეგებე!
დაე, მელოდეს ეს ორი თვე
ჭიშკართან ყველა,
დაე, დალესონ ლევიტელებმა დასაკლავი იარაღები,
რიტუალურად განიწმინდონ,
როგორც წესია!
დაე, დაენთოს წმინდა ცეცხლი,
მანამდე წავალთ დობილები,
გამოვიტირებთ ჩემს განწირულ ყმაწვილქალობას,
ტამბურინების ხმაზე ვიცეკვებთ თმაგაშლილები,
არფის ჟღერაში ვიმღერებთ ერთად,
თმებში ჩავაწნავთ იქ ერთმანეთს მინდვრის ყვავილებს,
ნაზად შემოვხვევთ მოქნილ მკლავებს,
ახალ ნათიბში დავეყრებით დაქანცულები,
ვარსკვლავიანი ცის მაცქერალნი,
გაყუჩებულნი ჩალა-ბულიან სარეცელებს გავიზიარებთ
და დავბრუნდებით.

შემოგეგებე!
უნდა დაიწვას ეს სხეული,
სამსხვერპლო ცეცხლში
უნდა დაიწვას,
რაც აქამდე უცნაური ვნებით იწვოდა,
რომ ღმერთს ეამოს არომატი მისი რჩეული!
გეშინიაო?!
გულში იმდენჯერ გავიმეორე ჩემი სიკვდილი,
უკვე იმდენჯერ განვიცადე
წარმოსახულად,
რომ შევეჩვიე.
ასე მგონია,
ვერც კი გავიგებ,
კანქვეშ დანა როგორ შემივა.

შემოგეგებე!
ამ დობილებმა ხმის წასვლამდე უნდა მიტირონ,
უნდა ახსოვდეთ ჩვენი საერთო ნეტარების ყოველი წამი,
ჩვენი ტკბილ-მწარე,
რაც ცხოვრებაში აღარასდროს განმეორდება,
უნდა მიტირონ ხმის წასვლამდე,
ოღონდაც სადმე,
სიმარტოვეში,
საძინებლიდან გარეთ გასულებს დაოსებული სახეები არ ეტყობოდეთ!
მსხვერპლშეწირვა ხომ ზეიმია,
ყველა ხარობს,
მოზეიმეებს თვალზე ცრემლი არ შეჰფერით,
ღმერთს ეწყინება!

შემოგეგებე!
ჩემს სამახსოვროდ ყოველ წელიწადს ოთხი დღით რომ ქალწულები შინიდან წავლენ
და სადმე, მთაში შეიყრებიან,
მე - სახელითაც ვერ მახსენებენ,
ხოლო მანამდე კიდევ დროა.
მე ჩემს დობილებს და განდობილებს
მთაში წავიყვან,
მთაში ცივაო ღამ-ღამობით,
მზე რომ ჩადისო,
თუმც არ ბნელაო, მამის ლანდით იწვის იქ თაღი,
ჩემი სახელი - უცნობია სამარადისოდ,
მამაჩემი კი იყო იფთახი.

ხოლო შენ, ამის წამკითხავო,
გაიმეორე სიტყვა “შიბოლეთ!”
დე, ყველას ერგოს თავ-თავისი!
თავთავისა თქვი, კარგად - ,,შიბოლეთ!”
არ თქვა “სიბოლეთ”,
და დღესა და ხვალ იორდანეს ფონზედაც გახვალ,
ხოლო სანთლებო, ნუ ჩაქრებით, ცისკენ იბოლეთ!
- - -
* შიბოლეთ - გალაადელნი იორდანეს ფონზე არ ატარებდნენ ადამიანს ამ სიტყვის უთქმელად. საწყისი, შ- ბგერის წარმოთქმა მტერს არ შეეძლო.

Posted by: Pepper_Crowley 15 Jun 2023, 18:26
QUOTE
ისიც არ მახსოვს, ეს ამბავი რას მოვაყოლე

გამარჯობა შენი

Posted by: nino darbaiseli 26 Jun 2023, 17:39
უსაზღვროდ მაბედნიერებს და მეტი მუშაობის ხალისით აღმავსებს ეს სიტყვები, თქმული ჩემზე როსტომ ჩხეიძის მიერ. (ფრაგმენტი მისი გუშინდელი წერილიდან)

Posted by: nino darbaiseli 30 Jun 2023, 10:12
#ჩემზე

ეს - პაატა ნაცვლიშვილის სიტყვებია, თქმული წუხელ.
და საერთოდ, ამის წამკითხავო, თქვენგან განსხვავებით, სულაც არა ვარ მოკრძალებული.
ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, როცა მაქებენ, თან ასეთი ადამიანები!

არ თქვათ, მეტისმეტად გაქებენო, თავში არ აგივარდესო.
ჯერ ერთი, რაღა დროს ჩემი თავში რამის ავარდნაა და რაც მთავარია,
გულს უხარია და საქართველოში მყოფი ჩემი კოლეგები კი არ განაწყენდებიან.
მჯერა, იციან, როგორ ვაფასებ და როგორ მენატრებიან.


Posted by: nino darbaiseli 2 Jul 2023, 00:01
#ლექსები

ერთიანად დადებას აზრი მაინც არა აქვს.
ჩვენში რომ პოემას უწოდებენ და ინგლისურენოვანი ლიტმცოდნეობისთვის კი დიდი, ნარატიული ლექსია, რაღაც ასეთი გამომივიდა.

ეს - დასაწყისია. ახლა ვკრეფ ფაილში და თანდათან დავდებ, თუ მოგეწონათ.
იცით, რაზეა?
ებრაელთა უდიდესი მეფე - დავით მეფსალმუნე როცა დაბერდა, როგორც ჩანს, თერმორეგულაცია დაერღვა და ხელქვეითებმა ურჩიეს, სამეფოში ერთი გოგო იპოვე, ღამე ლოგინში ჩაიწვინე გასათბობადო.
არადა ამ დროს მთელი ჰარამხანა ცოლები და კონკუბაინები ანუ საყვარლები ჰყავდა.

ნინო დარბაისელი

გამათბობელი

(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

1.
მამისახლი

როგორ მომწონდი.
არა, უბრალოდ კი არ მომწონდი, მიყვარდი კიდეც,
შემოგნატროდი,
მაგრამ შენამდე, აბა, მე ვინ მომაკარებდა?
ჩემი უფროსი დისა იყავი.
როგორ გივლიდა,
კალმასობიდან იპარებოდა,
შუაგულ მზეში ჩრდილს გიძებნიდა,
ერთ ლეღვის ფოთოლს ქვეშ დაგიგებდა,
მეორეს - ნაზად გაფარებდა,
გეფერებოდა და გიმღეროდა:
“ტკბილად გეძინოს, ბერსაბეო”.
თვალს გადევნებდით,
ვუსმენდი და საიდუმლოს ცქერისაგან აფანცქალებულ გულს ვიოკებდი.

ჩემი უფროსი დის წასაყვანად მაყრიონი როცა მოვიდა,
შემოტრიალდა თვალცრემლიანი,
თვალით მომძებნა,
დამიძახა, აქ მო, დროზე, ხელი მომეო,
იმის ფრჩხილებით მომეფხოჭნა ხელისგული,
და შენი თავი მუჭში ჩამიდო.
ჯერ არ ვიცოდი,
რომ წესია,
გათხოვებისას თავის თოჯინას
ქალი - გვარში უმცროს ქალს ჩუქნის.

გამოხდა ხანი.
მეფის კაცები როცა მოვიდნენ და მამას უთხრეს,
გოგოები აქ მოიხმე, დაგვანახვეო,
აგვარჩევინე, რომ ჩვენს დიდ მეფეს, თვით დავით მეფეს მივგვაროთო.
მწკრივად რომ დადგნენ ჩემი დები,
ერთმანეთზე უკეთესები,
ჩამოუარეს, სათითაოდ,
ხელით სინჯავდნენ კისერშიაც,
იღლიებქვეშაც,
და მამას უთხრეს,
სულ ეს არისო?!
დედაჩემი შავი კრუხივით გადამეფარა,
ეს პატარაა, ნაბოლარა,
ქალური წესი ახალ მთვარეზე მოუვიდაო,
მაგრამ მეფის კაცს ვინმე რამეს გააგონებს?
ჩამჭიდა ერთმა უხეში ხელი მე - ახალნარბენს,
მართლა, კარგა ცხელიაო, ეს გვჭირდებაო.
ხვალ დილას მოვალთ წასაყვანად, გაგვიმზადეთო.
სამოსელს -ჩვენსას მოვიტანთო...
დილაადრიან გამაშიშვლეს
და მეფისათვის არჩეული გამაბანეს ჩვენი ქალაქის ცხელ აბანოში,
არა - ჯვალო და არა- სელი,
სუმთლად ახალი დამახვედრეს შესამოსელი
მსუბუქი, თხელი, გამჭვირვალე,
ზედ ოქროსფერი ნაქარგებით,
მარგალიტებით
მე მივტრიალდი ასე ჩაცმული,
ვითომ ჩემებთან საბოლოოდ ჩასახუტებლად,
ვეცი ძველმანებს, უცებ გიპოვე ჯვალოებში და
ლაჯებშუა მოგიმწყვდიე.
ისე გატარე სასახლემდე,
ვერც შეგამჩნიეს და აქ დაგმალე,
როცა მივდივარ ღამის სათევად,
კედლის პატარა გამონგრეულში საიდუმლო გაქვს საბრძანისი.

2.

დედოფალა - კერპი - ბერსაბე?

ბერსაბე,
სხვისთვის რად მოჩანხარ!
მუჭში ადვილად ჩასატევი
ნაფოტისგან გამოჩორკნილი ერთი პატარა დედოფალა,
ხელ-ფეხი ცალკე,
ტანის ნასვრეტში გაყრილ ბაწარზე რომ უბია,
წითელლოყება,
შავთვალიანი,
ბალახეულის და ბოსტნეულის ფერადი წვენით
ტანზე - ზიგზაგებმიხატული,
სულ მეშინია, ჩემს არყოფნაში
აქ არ გიპოვონ.
აქ, სასახლეში, დედოფალას ვინ გააჩერებს,
ეს - წარმართული ღვთაებააო, შენზე იტყვიან,
ვინ ვერაგმა მოიტანაო,
ჯერ ამ ხელ-ფეხს მოგაგლეჯენ,
დაგჩეჩქვავენ,
მერე სამსხვერპლოდ შეგწირავენ,
ღმრთის საამებლად,
აი, კაცის ხელით შექმნილი კერპი ვიპოვეთ,
შემოგწირეთო,
ცეცხლში დაგწვავენ და იქნებ მეც ზედ მომაყოლონ.
შენ კი მხოლოდ დედოფალა ხარ,
ჩემი ამბების მოზიარე, ჩუმად მომსმენი,
არსად მთქმელი.
ჩემი ბერსაბე!

იქნებ კერპი ხარ,
ღამენათევთან სიზმრად რომ მოხვალ შენ- ხორცშესხმული,
ჩემთან ერთად რომ პეპლებს დასდევ ტრიალ მინდორზე,
ჩემთან ერთად რომ გემღერება,
აუფუარი პურის ნატეხი ნაკადულის წყალში ჩამბალი,
ზედ - ბოლომდე შემოუსვლელი ფინიკის ხურმაც
ჩემთან ერთად რომ გეამება.
ნუთუ ჩემს ხვეწნას არასოდეს არ შეისმენ?
სინამდვილეში ნუთუ ერთხელაც არ გაცოცხლდები?
თუმცა არა!
სად წაგიყვანო, გაცოცხლებული!
სჯობია, ისევ ხისა იყო,
ამ სასახლეში და გარეთაც,
ვიდრე ასული ან ძე კაცისა - დაბადებითვე სიკვდილისთვის გამეტებული.

3.

აკბარი

მე ემისათვის არაფერი არ მიკითხავს,
ვერც გავბედავდი.
რომ დამინახა, თვითონვე თქვა,
ეს რა წრუწუნა მოუყვანიათ,
აკბარიაო, მართლა აკბარი,
ასეც დაგარქმევ ამიერიდან
მე კი ემი დამიძახეო.

ემია ჩემი მომხედავი,
საღამოსათვის ემი მაცმევს ფერად- ფერადებს,
თმას ემი მიწნავს,
სამკაულებსაც -
ჯერ ზარდახშიდან ამოღებულს სათითაოდ,
კუთხეებით ცერზე და ხელის გულზე ისვამს,
მეფეს კი უყვარს, ქალი როცა შემკულია, მაგრამ ჩხაპნია არ გამოდგესო.
ნელსაცხებლებს კი ამ ბოლო დროს აღარ მახმარებს,
ჩვენს დავით მეფეს სულს რაღაც ცუდად უხუთავს და მეტი ჰაერი ეამებაო.

დილ-დილაობით,
შინდაბრუნებულს ოსპის შეჭამანდს დამახვედრებს,
თხილეული და ჩირეული - გამოულევლად,
მოხატულ თეფშზე ისეც გვიწყვია.
დოქით წყალიც - მოტანილია.
რომ დამაპურებს, მერე ჩემი დღის ძილს დარაჯობს.

სულ მეუბნება:
სასახლის გარეთ - ჯეირანობას
სასახლის თაგვად ყოფნა გერჩიოს:
თუ კარგი თვალით გიყურებენ,
შენთვის წყალობა არასოდეს დაილევაო;
ვინც სასახლეში შემოსულა,
ვიდრე ცოცხლობს, აქ დარჩებაო;
აქ მსახურებას დაჩვეული გარეთ აღარ გაიშვება,
არც არაფერში გამოდგებაო;
მეც შენი ხნისა ვიყავიო, სახლს რომ მომწყვიტეს,
როცა პირველად მეფის ცოლის ხელის გოგოდ მომიყვანესო:
სასახლის მსახურს ენა - მოკლე და ხელები - გრძელი უნდა ჰქონდესო;
უფროსზე ნათქვამს გადამფრენი ჩიტი კი არა,
სანთლის ნიავიც წაიღებსო;
გულშიც ნურაფერს გაიფიქრებ, როცა არ გინდა,
ამონასუნთქს ამოჰყვებაო;
კაცსა და ცხოველს წყვილი თვალი აქვს, სასახლის კედლებს- ათასიო.
ხომ ასეთია,
შენ კი, ბერსაბე, არასდროს შეუნიშნიხარ.

თავიდან - ისე ძნელი იყო!
დრო გავიდა და გარეთ გასვლა უკვე ნაკლებად მეოცნებება,
ის მახსოვს მხოლოდ,
კალოს მლეწველთა ცქერა მიყვარდა,
კალმასობისას -
წამოკრეფა ნაკვალევზე დარჩენილი თავთავებისა,
ან ცივ ჩანჩქერში ბანაობა მზეგადასულზე
და ნაგუბარში კენჭების სროლა ყველაზე შორს და
წყლის ზედაპირზე წრეების თვლა რვამდე- ათამდე.
სხვაც ბევრი იყო გასართობი,
არც სამუშაოს გვარიდებნენ.
დედამ იცოდა,
ბავშვი ორ ფეხზე რომ გაივლის,
თავისი ჭამის ფასი შრომა არ მოაკლდესო,
კიდევ რა მახსოვს?
რაც დღის სიზმრებში მიმეორდება, უფრო და უფრო იშვიათად
და თუ იქ არ ხარ, გაღვიძებულზე შენ რომ გიამბობ.
მე რახანია, აღარ ვიცი, ღამის სიზმარი რანაირია.

- - -
*აკბარი- თაგვი ძველებრაულად და არამეულად
**ემი-დედა ძველებრაულად ( ავტ., მოდიფიცირებული გამოთქმა)
*** ბერსაბე - დავით მეფე წინასწარმეტყველის ერთ-ერთი, რჩეული ცოლი, სოლომონ ბრძენის დედა. აქ - აკბარის ხის დედოფალას სახელია.

4.

სასახლის ბაღში

სასახლის ბაღში დავსეირნობ გაღვიძებულზე.
სასახლის ბაღში ვარდებია ათასნაირი,
ყვავილები, აქამდე თვალით რომ არ მინახავს,
სახელად რომ არ გამიგია,
სასახლის ბაღში სურნელია თავბრუდამხვევი,
სასახლის ბაღში ულამაზესად ბოლოგაშლილი ფარშავანგები
უშნოდ ყივიან და
ისინი რომ გაჩუმდებიან,
იადონები და შაშვები ეჯიბრებიან,
მებაღე?!
რა ვთქვა!
არ დამინახავს,
ალბათ საქმეს დილით ილევს,
არ დამინახავს არც ჩრდილის გრილში მოსეირნენი.
ბაღი გალავნის შიგნითაა და გაკრეჭილი ბუჩქებითაა შემოსაზღვრული.

ემიმ თქვა ადრე:
-თუ გინდა რამე უჩვეულოს შეასწრო თვალი,
უჩვეულო დროს, უჩვეულო ადგილას მიდი.

წუხელ ჩამთვლიმა დავით მეფესთან ჩახუტებულს,
მერე ძილმა თავი წამართვა,
სამაგიეროდ, დღეს შუადღეზე არ დამეძინა და სასეირნოდ ბაღში გამოველ.
ერთგან, ბუჩქების სულ კუთხეში ემის კაბის ბოლო ვიცანი,
გარეთა კაბის კალთა ბოლომდე აეკეცა და
ბუჩქის ძირას ხელშეყოფილი ნუგბარს აწყობდა,
ვერ დამინახა,
ჩემს იქ ყოფნას ვერც იფიქრებდა.
თან, რა დასტვენა სცოდნია თურმე,
რომ არ მენახა, ვინმე ფრინველის
ფრთაფერადის ხმიანობა მეგონებოდა.
სტვენაზე ბუჩქის იქით მხრიდან კაცი გამოჩნდა,
ალბათ უფრო მეომარი
სულ წამოკრიფა ის ნუგბარი და ბოლოს ხელი ღრმადაც შემოყო,
ემის ხელს მისწვდა, იმის თითებს,
წამით ეჭირა და იმწამსვე გაუჩინარდა.

5. აბსალომ!

როგორ მივმართავ?!
როგორც მასწავლეს:
- მეფეთ-მეფეო, დიდო დავით, ნება მიბოძეთ!
გულში კი ვამბობ:
- იქით მიიწი, ბერიკაცო, ვეღარ ვეტევი!-
ხანდახან ისე გახურდება,
გავარვარდება,
მე - გამათბობელს უფრო მაცხუნებს.

მესაწოლენი შუაღამისას იცვლებიან,
და იარაღიც მუდამ ასხიათ.
ბორგავს ძალიან,
მთელი ღამე არ ეძინება.
წუხელ ჩათვლიმა და თავისივე ტირილის ხმამ გამოაღვიძა:
- შვილო, აბსალომ,
ეს რა ცეცხლი მოგვეკიდაო,
ამნონი- შენი ძმა იყო და თამარი - დაო, სისხლისმიერი ძმა გყავდაო,
მამისძეობით ერთი იყავით,
არ ერგებოდა დასთან წოლა,
რად მოუნდაო?
და შეაცდინა და გაუშვა,
რა ვუყოთ, თავი შეირცხვინა,
გზა მართალი გაიმრუდაო,
მაგრამ ქალისთვის,
ძმას მტრად ვინმე მოეკიდაო?
ქალი - შვილადაც არ ითვლება,
სამკვიდრო რჩება მხოლოდ მაშინ,
მთელი კლანი თუ გადაშენდაო.
ძმაზე წინ როგორ დააყენე, მითხარ, შენ, დაო?
დრო გავიდა და გულისჭირი არ დაგნელდაო,
ლამის სამეფო ამოაგდე, ამოვარდაო,
ჰარამხანასაც დაერიე,
არ დამირჩინე არა წმინდაო,
მწარე ხარ, შვილო, შენ, აბსალომ,
ნეტა გეცოცხლა, ღმერთი სიკვდილს მომივლენდაო,
მამის ლომოო,
ვაი, აბსალომ, აბსალომოო!
- ასე ტიროდა.
მესაწოლენი ისე შორს იდგნენ,
იმსიშორიდან
ტიროდა თუ ღაღადებდა, არაფერი გაირჩეოდა
მე კი პირველი,
რაც მითხრეს და რაც დამარიგეს,
შენი ნათქვამი სიტყვა გავა და
შენი ენაც თან გაჰყვებაო -
- და ხანჯლად ხელში უელავდათ,
სიკვდილის ენა.
ასე ყოფილა,
სასახლელებში მოახლეებად მუნჯებსა და საჭურისებს ამჯობინებენ.
ან ვისთან რა ვთქვა!
გულს შენთან ვიცლი დაბრუნებული,
მაინც ხისა ხარ,
დედოფალა,
ჩემო ბერსაბე,
ხოლო ხის ენა - კაცთა შორის არავის ესმის,
ხოლო თუ ცეცხლი მოეკიდა,
ენა ცეცხლისა,
ვიდრე რამეს ფერფლად აქცევდეს,
დანაცრებამდე მთელ ამბავს ყვება
და ცხელ ქარს მერე ეს ამბავი ზეცამდე მიაქვს.

6. ჩახუტებისა

- გესმის, აკბარო, პაწაწინავ?!
ნუ გეგონება, რამე იცოდე ჩახუტებისა.
ჩახუტება - ბევრნაირია.

სხვა არის, როცა მონატრებულს გულში გიკრავს დედა-მშობელი,
გეფერება და თითქოს ისე გაპატარავებს,
მღვიმეში უნდა დაგიბრუნოსო;
ან გეხუტება დედმამიშვილი,
თითქოსდა წლები არც გასულა და რიკფაინის სათამაშოდ,
ძველებურად გაგაქცუნებსო;
სხვა - როცა დობილს კარგახნის შორი, უნახავი ხვდება დობილი;
ეხუტება და თითქოს ეჭვი უნდა დაახრჩოს,
ჩემი ნათქვამი არაფერი გაუთქვიაო;
მოღალატური ჩახუტებაც არის ცნობილი,
გეკვრის და თითქოს თან სხეულზე ადგილს გისინჯავს,
დანა რომ დავკრა, სად უფრო კარგად შეცურდებაო…
მტრობის - არ გვინდა, სიყვარულზე ვილაპარაკოთ!
სულ სხვაგვარია ჩახუტება ახალთახალ შეყვარებულთა,
რიდიანი, გამოსაცდელი,
ორივეს უკან გასახტომი მანძილი რომ აქვს შეგულებული;
განშორებულთა ჩახუტებაც სრულიად სხვაა,
თითქოს ცდილობენ,
ტკბილი ცრემლებით ჩამოიბანონ დროის კვალი პირისახიდან;
ეხუტებიან უკვე ყოფილი შეყვარებულნიც,
უკვე სხვადასხვა მხარეს წასულნი,
ეს ჩახუტება ნარევია წამიერი სითბოსი და ცივმეგობრობაგარეული სიყვარულისა,
ყველას სჯობია ჩახუტება,
რომლის იქითაც რაღაც საერთო ნეტარების მწვერვალებია,
ან მონატრებულ წყვილისცალთან შორეული ნეკი-ნეკისა,
ეს- ისეთია,
ისეთი დენის გამტარია, ქვეყნად ვერცერთი ჩახუტება ვერ ეტოლება...
თუმცა შენ ამას რას გაიგებ, საქმესთან - ახლო!

ვინმე მოხუცსა და ავადმყოფს გასათბობად თუ ეხუტები,
იმის ლოგინში ფიცრის ნაფოტად კი არ ეგდო,
ზურგიდან კარგად შემოეხვიე ხელებით და
და ფეხებითაც შემოეხლართე!
წარმოიდგინე,
ზეთისხილის ტოტისაგან გამოთლილი კოვზი ხარ თითქოს,
ის კიდევ - შენი ულუფაა.
შეჭამანდია,
წვეთიც არ უნდა დაგეღვაროს, არ გაგიცუდდეს!
რატომ ზურგიდან?
იმიტომ, რომ ავადმყოფს ხომ ჰაერი უნდა,
სუნთქვა უნდა, როდისაც - როგორ და რამდენიც გაუხარდება,
ჰო და თუ არ გთხოვს, კისერშიაც არ ჩააორთქლო,
ცხვირ-პირი გარეთ მიიბრუნე,
არავინ იცის, რომელ ავადმყოფს როდის ვისგან რა ეამება.
სხვა რაღა გითხრა მაგ საქმისა?
ჰო, კიდევ, ერთი - ზედმეტ კოტრიალს მოერიდე,
დასაფარებლის შენკენ ქაჩვას, შიგ გამოხვევას,
მგრძნობიარეა ავადმყოფი კაცის სხეული,
ყოველი შენი გადაბრუნება ძილ-ღვიძილში
ციხე-გალავნის ჩამონგრევად მოეჩვენება. -
- ასეთ საუბრებს მიმართავს ემი შუადღეზე,
დაძინებამდე, დამავალესო,
თანდათან რამე შეასწავლე,
აუხსენი,
შენ ხელშიაო!

Posted by: nino darbaiseli 4 Jul 2023, 03:01
ნინო დარბაისელი

გამათბობელი

(გაგრძელება)
7. ოთახი

მთელი სასახლის დარბაზებში - იატაკზე - მოზაიკაა,
ჩემს ოთახში კი, ყველაფრისგან განაპირაში - ფილაქანი,
ზედ ჭილოფებდაფენილი,
დაბალი ტახტი
და მაგიდაც ასე დაბალი.
შუქი პატარა სარკმლით შემოდის,
ზეთის სანთელი სულ გვინთია.
შმორის და ობის ეშინია ემის ძალიან,
ჭირი იცისო
და მდუღარეში ჩარეული მყრალი გოგირდით
აქაურობას მალ-მალ რეცხავენ.

გუშინწინ ვკითხე, ემი,
აქ რა ხატია-მეთქი
და ტახტის უკან დავანახვე და
ხედავ, მაინც მოუსწრიაო?!
წრიულად სახე იყო მუქწითლად შემოხაზული,
ზედ ორი თვალი,
ცხვირის ხაზი და პირღიადან - ენა იყო გამოყოფილი
და დაბლა ენა - წრიულად არა,
არც წვეტიანად,
ზედ გადასმული სწორი ხაზით ბოლოვდებოდა.
თავისი სისხლით და ნეკათი უხატიაო…

შენამდე - ერთი გოგო გვყავდა,
ცუდი არ იყო,
ენა მოაჭრეს, მაგრამ დენა არ შეუჩერდა, რა არა ვცადეთ,
მაგრამ დილამდე სისხლისაგან დაგვეცალაო.

ეგ არ გენახა,
მე თვითონაც ვაპირებდი დღეს ენაზე შენთან ლაპარაკს.
მომილოცია,
კარგი თვალით გიყურებენ!
მეფეთა-მეფემ,
მორჩილიაო,
მონდომებული,
ერთხელ გაგუდვას გადამარჩინა, გამოდგებაო
და გადაწყვიტეს,
ორი მთვარე რომ შესრულდება,
შენც სხვებივით კი არ მოგკლავენ,
აქ დავიტოვოთ,
მარტო ენა მოვაჭრათო,
აი, როგორი იღბლიანი ხარ!

მე თუკი ცოცხლად,
ამდენი ხნით
აქ დამიტოვეს,
ენა რატომ-ღა არ მომაჭრეს?!
ბეთშიბას მოვყევ სასახლიდან,
იმის კბილა ვარ,
პირველი შვილი - მე მივიღე,
მეორისა - სოლომონისა - გადია ვიყავ,
იმის ტირილზე ძუძუებიდან რძე თქრიალით გადმომდიოდა.
რომ გაიზარდა,
ყრმა სოლომონმა,
პირველ ბრძოლაში მიმავალმა,
ყველას ფიცი დაადებინა,
რომ ასე დავრჩე,
ემი, ემიო, ჩემი ემიო, ასე მკითხულობს,
პატარობისას ერთხელ გულში ჩამეხუტა და მეკითხება,
არ შეიძლება, შენ რომ დედა დაგიძახოო?
ბეთშიბა?
მუდამ ცოლი იყო მეფეთ-მეფისა,
მოუფროსე,
სხვა ცოლებში და საყვარლებში გამორჩეული,
შვილს იშვიათად თუ აკითხავდა,
წესი ასეა!
აქ, სასახლეში გადია - დედის ტოლფასია,
დედა - დედოფლის,
დედოფალი?!
- ეს უკვე ისე, რასაც მეფე მოიწადინებს.
დავითს - არა და სოლომონს კი,
მომავალ მეფეს - დედამისი,
ის ბეთშიბა,
ზოგჯერ სიცხიანს ბროწეულს რომ უგზავნიდა ან ორ კბილ ხურმას,
ცოტა თხილით,
გებირად უნდა!
მთლად გებირად!
გებირა რაა?
- დედოფალთა დედოფალია!
მე კი გადია, დედათა შორის უდედესი…
გამიშვან მაინც!
ან რომ გამიშვან, სად წავიდე!
ერთი შვილი მყავს,
სოლომონზე ცოტა უფროსი,
ისიც - სხვა ქალის გაზრდილია, თავისებთან,
ტოლ-სწორებთან
ახლო დაბაში, გალავანგარეთ.
წესიერია და მამაცი,
მეფის საჭურველმტვირთველია,
ცოლშვილიანი,
ხანდახან ცოტა ჩირს თუ მივაწვდი,
რომ შვილიშვილებს მოვუკითხო,
რაც აქ ბევრია.
ნასასახლარი -
იმათ კარზე მე ვერ მიუვალ.

დღე - დაიძინე,
საღამოთი - საქმეს მიხედე,
გათენებულზე იქ მოგაკითხავ და
გამოგყვები, სადაც ენის მოსაჭრელია.
ეგ დედოფალაც,
აქამდე ვითომ მე რომ მიმალე,
გამოგადგება,
თან წაიყვანე,
როგორც აქამდე მოგიყვანია.
მანამდე - დროა.
თუ რამე გინდა,
დღეს მითხარი,
ახლა მითხარი,
თორემ ხვალე გვიან იქნება!

Posted by: nino darbaiseli 5 Jul 2023, 03:14
#ლექსები

ნინო დარბაისელი

გამათბობელი
(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

8. ტალანი

- ბინდდება უკვე და მეც მზადა ვარ, ტალანს უნდა გავუყვე იქით.
განთიადიდან
ალბათ სიტყვასაც ვეღარ გავცვლით, ამიტომაც ახლა მისმინე:

- ის შენი შვილი მკვდარია, ემი,
უკვე ერთი წელიც იქნება.
რატომ არავინ გაგაგებინა?
აბა რა ვიცი, არ ჩათვალეს ალბათ საჭიროდ,
მოკეთე ალბათ იფიქრებდა,
რას უშველისო,
გული რაღაზე მოვუკლათო.
იმისი ბიჭი,
უფროსი და
მამასავით ტანმაღალი,
ჯანღონიანი, სემუელი,
იმის ადგილას აიყვანეს სოლომონის ამალაში.
მამამისს თხოვნა მოუსწრია,
დაუქმებულზე,
ბაღის კუთხეში
დაგლოდებოდა
და შენს სტვენას რომ გაიგებდა,
ის ნუგბარი ჩამოერთმია,
ეგეთი სტვენა
ვიწვალე და მეც კი ვისწავლე.
და უკვე ორჯერ მოდიოდა
და როცა ხელის ჩაჭიდება აღარ კმაროდა,
იქითა მხრიდან ბუჩქს ძირი ხანჯლით გამოუთხარა,
აქედან ცოტა მეც მივეშველე
და როგორც იქნა, ჩავიხუტეთ,
როგორც კი სადმე გაგიგულებდით, შემოძვრებოდა დასტვენაზე
და ნეტარებას ვეძლეოდით,
როგორც შეგვეძლო.
თავიდან - ამის იქით - არაო,
წელთან მკაცრ საზღვარს დამიდებდა,
მტანჯავდა და თავს იწვალებდა,
მე დავაძალე და
საბოლოოდ ჩემს ნებას დაჰყვა
და იმის მერე არ მინანია -
ბაღი - ჩვენი სარეცელია!

ორი მთვარეა,
ქალი ვარ და ქალური წესი აღარ მქონია,
თუ გადავრჩები,
შენებურად უკვე ჩემთვისაც უნდა უსტვინო და გაგვეცალო.
თუ გინდა, შორით გვიდარაჯე;
თუ ბავშვი გაჩნდა,
შვილთაშვილად გეკუთვნის და როგორც გინდა,
შვილად გაზარდე,
თუ გოგო იყოს, ჩემს სახსოვრად, აკბარი ერქვას,
თუ ბიჭი - მოსე- შენი ბიჭის სახელი.
თუ ვერ გადავრჩით,
ვერც მე,
ვერც ბავშვი,
დე, სემუელი თავის მეომრულ ბედს ეწიოს, გააგებინე, თავის აკბარს ნუ მოელის.
ჩემს ერთადერთ სიმდიდრეს კი
- ჩემს დედოფალას - შენ მიმიხედე!
ამოვისუნთქე, ეს ყველაფერი რომ გითხარი.
განთიადიდან
ენაც რომ მქონდეს,
სხვა სათქმელი არაფერი მაქვს…

ქალს გონარეულს,
მოქვითინეს გულში ჩაეკრა,
მოხურა კარი და აკბარი
მეფეთ-მეფის საძინებლისკენ
ხელში სანთლით ტალანს გაუყვა.

Posted by: nino darbaiseli 13 Jul 2023, 23:38
არილი

საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი

ᲘᲜᲢᲔᲠᲕᲘᲣ
user posted image
ნინო დარბაისელი სტრონი – ჩემი ცხოვრების წიგნები
July 13, 2023

ნინო დარბაისელი თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:

კითხვის პირველი მოგონება

მე კითხვაზე ადრე წერა ვისწავლე, ალბათ ყველა ადამიანი ასეა, მოზრდილობაში ბავშვობას თუ გაიხსენებს და მოგონებას დაუკვირდება. ნახატებში თან რაღაც ასოები გამომყავდა ფანქრით, თან აქა-იქ ზიგზაგებსაც ვურევდი, ვითომ, როგორც უფროსები წერდნენ, გაკვრით, ჩემიც ისეთია-მეთქი, თან სულ მაინტერესებდა, რა დავწერე, ფურცლით დავდევდი მშობლებს, ხმამაღლა წამიკითხეთ, რაც მანდ მიწერია-მეთქი.

მჯეროდა, ადამიანი წერისას რასაც ფიქრობ და გრძნობ, ფურცელს რომ ფანქრით შეეხები, ის თავისით იწერება და, უბრალოდ, უფროსებმა ან სწორად კითხვა არ იციან, ან ეზარებათ, ან არ სცალიათ და ვერ მივხვდიო, მარტივად გიშორებენ თავიდან.

უნდა გაევლო მთელს ცხოვრებას, რომ მივმხვდარიყავი, რა ძნელია, რასაც ფიქრობ, განიცდი, ის რომ უმარტივეს ტექსტად მაინც აქციო. დაწერო.

რამდენი საფეხურია გასავლელი! (აქ თეორეტიზირებისგან თავს ვიკავებ, მე ხომ ვცდილობ, „არილის“ მკითხველებს მოვაწონო თავი, მათთვის ვიყო ადვილად გასაგები.)

კითხვა კი „სერიოზულად“ ასე დავიწყე. ძალიან რომ შევაწუხე უფროსები „აქ რა დავწერე, იქ რა დავწერეთი“, პაპაჩემმა საკუთარი ჟურნალი გამომიწერა, „დილა“!!!

ხუთი წლისა ვიქნებოდი, ჩემზე ცოტა დიდ ამხანაგებს უკვე მისდიოდათ, კითხულობდნენ, იქ დაწერილ ლექსებზე ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან, დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, იმათ ჰქონდათ, მე კი – არა. ერთ დღესაც რომ დამიძახეს ჩვენებმა, შენი ,,დილა“ მოვიდაო, იცით, ეს რა იყო? ისე გავიქეცი, ისე გავიქეცი, აფრენამდე ფეხი დამიცდა და ორივე მუხლი კარგად, სისხლმდინარედ გადავიტყავე. ეტყობა იმ მომენტიდან დაუკავშირდა ჩემს ქვეცნობიერში კითხვა და იოდის აუცილებელი, მაგრამ მწველი სუნი. ახალ წიგნს ხელში რომ ავიღებ, შუაში ვშლი, შიგ ცხვირს ვყოფ და სულ იმ სუნს ვეძებ.

რა კარგი იყო ის „დილები“, მსხვილი, გემრიელი ასოებით, ფერადი ნახატებით. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩემი პირველი ბიბლიოთეკის საძირკველში ჟურნალი „დილა“ დევს. მოხდა ისე, რომ საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნა ნულიდან ცხოვრებაში არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ ხუთჯერ (!!!) მომიხდა, ამ არცთუ მხიარულ ამბავს სხვა დროს სადმე აუცილებლად, გულწრფელად მოვყვები, რომ ამ ინტერვიუს ფორმატს ძალიან არ ავცდე. აქ მარტო მოკლედ ვიტყვი, რომ იქიდან სამ ბიბლიოთეკას – არ ვნანობ. ,,თოფი – მეთოფეს და მეთოფე- სოფელსო“!

ბავშვობის საყვარელი წიგნი

აქ დაფიქრებაც არ მჭირდება, ეს იყო „ქართული ხალხური ზღაპრების“ ერთი, ფურცლებშემოცვეთილი და ისედაც დაფურცლული გამოცემა, ბაღის ელენე მასწავლებელს რომ ეკუთვნოდა. იგივე წიგნი, ახალთახალი, თაროზე გვედო სახლში, გადმოიღებდა ბებიაჩემი ანიკო და ყოველ საღამოს გვიკითხავდა დებს. ვერ ვიტანდი იმ დროებს. ვუსმენდი და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ერთი და იგივე წიგნში, ბევრიც რომ იყოს, კი ერთი და იგივე წერია, მაგრამ სულ სხვა გემოსია, იმის მიხედვით, როგორ გამოიყურება, სად და ვის ხელშია.

გამოიცანით, რას ვიზამდი! ანიკო რომ სახლში არ იყო, გადმოვიღე ის მოვლილი წიგნი, მოვიტანე მაკრატელი და გვერდები სულ სათითაოდ შემოვუნაკუწე, დავაძველე, ჩემი აზრით. სულაც არ ვუცემივარ, არც კუთხეში დავუყენებივარ მერე ორი საათი, არც იქ ჩამძინებია და არც მძინარე გადავუყვანივარ ვიღაცას საწოლში, იმ ღამეს სიცხეც არ მოუცია… აქ საშუალება რომ იყოს, მოწყალედ გაღიმების „სმაილს“ დავსვამდი.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ეს იყო ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ჩემს უფროსკლასელობაში ,,ცისკარში“ იბეჭდებოდა და მთელს ჩემს თაობას, კითხვა ვისაც უყვარდა, დიდი კვალი დააჩნია. ლამის ზეპირად ვიცოდით.

ვერ ვიტყოდი, რომ მისი გავლენა ერთმნიშვნელოვნად დადებითი იყო მოზარდებზე, ღირებულებითი ორიენტაცია პირადად მე მაგრად ამირია. და საერთოდ, გულწრფელად ვიტყვი, რომ პიროვნულად ჯერ ჩამოუყალიბებელ მოზარდს უფროსებმა უნდა მოარიდონ ეს წიგნი. შეიძლება, მე მქონდა მაშინ განვითარებაში რაღაც პრობლემა. ცალკეულ ამბებს ვხედავდი და მთლიან სურათს ვერ ვიქცევდი მხედველობის არეში. მერე, დიდობისას რამდენჯერმე კიდევ წავიკითხე და, ცხადია, ისე აღარ უმოქმედია. კარგი წიგნია, დიდი. მე ხომ პროზის სპეციალისტი არა ვარ და დიდი პასუხისმგებლობა არ მეკისრება ნათქვამის გამო? ჰოდა, ვიტყვი. რაკი მსოფლიო ლიტერატურასა და კულტურაში ჩვენდამი ინტერესი ძირითადად ეგზოტიკურობის მოლოდინს გულისხმობს, ეს ის წიგნია, რომელიც გზას გაგვიჭრის საერთო კულტურულ სივრცეში ინტეგრირებისათვის. ჯავახიშვილზე ვგიჟდები, ძალიან ადრე წავიკითხე პირველად და მერეც ბევრჯერ დავუბრუნდი, მაგრამ იმ ტომეულებიდან ავანტიურული კვაჭი – შეიძლება და ჯაყო- მეეჭვება „გარეთ“ გამოდგეს. რატომ? შესაფერისი კულტურული კონტექსტი, რა ხანია, აღარ არსებობს. პატარ-პატარა მოთხრობებიდან რაღაცების ამორჩევა შეიძლება, „მუსუსი“, „მართალი აბდულაჰ“ და ასე… (ისევ ეგზოტიკურობის ნიშნით?)

გურამ დოჩანაშვილი ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მგონია, თარგმანში გაამართლოს, რადგან მისი სტილისთვის დამახასიათებელი ენობრივი თამაშები და ნიუანსები მთლიანად ქართულ ენაში „ზის“ და თვით საუკეთესო თარგმანში მეათედიც ვერ გადავა.

კონსტანტინე გამსახურდია მიყვარს, მაგრამ მისი ორნამენტული სტილი, რომელიც ქართველებს ძალიან გვხიბლავს, მაინც მოსაწყენი მგონია თანამედროვე დასავლელი მკითხველისათვის. მისას „მთვარის მოტაცებას“ ვთარგმნიდი.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

ეს ერთდროულად მწერალიც იყო/არის და უახლოესი მეგობარიც. ვგულისხმობ ნაირა გელაშვილს.

ჩვიდმეტი წლისა ვიყავი, მისი სტუდენტი, ჩვენი მეგობრობა რომ დაიწყო და კარგა ხანს საკუთარი აზრი არც არაფერზე გამაჩნდა, მისი თვალებით ვხედავდი სამყაროს, მისი ღირებულებითი სასწორის პინაზე ვდებდი ყველაფერს. ხომ არ აკლია არანაირი აღიარება, არა?! მაინც მგონია, რომ როგორც შემოქმედი, სულ იჩრდილება თავისივე სხვა უნარების, ნიჭების, საქმიანობების გამო, ბევრ რამეში იხარჯება ირგვლივ, თან უშურველად, ადამიანის რესურსი კი ამოუწურავი სულაც არაა.

ვიცი, ამ ინტერვიუს აუცილებლად წაიკითხავს ნაირა, ეს ოცდაათზე მეტი წლის წინანდელი ჩემი ლექსია მასზე, უყვარს და გაუხარდება, რომ ნახავს:

ნაი!

ნაირა გელაშვილს

საღამოს ფინჯან ყავაზე გეწვევი,

დიდხანს ვიყუჩებთ და

ერთერთი დაიწყებს:

– ხედავ? დაგვიზამთრდა.

– გაჭირდა ცხოვრება,

– მდაა!

როგორც კოვზიდან

კაკლის მურაბის ჩამოგორება,

ეგ შემოხედვა,

ზანტი, კრიალა და უეცარი.

ჩემს ყელში,

სადაც ჩუმი ცრემლის სავსე ჟამია,

ააწკრიალებს ძველ მელოდიას:

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი!

ეს მელოდია ისმოდა ჩემში,

მაშინ,როდესაც

ჩახვეულები ცივ საბანში

ვიწექით ერთად,

თავფეხშექცევით

და სიზმრებს

დურად ვინაწილებდით:

მაშინაც,

როცა გაბუტული სანაპიროზე,

ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი

ქვიშის სამარეს.

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი, მომენატრე,

ნაი!!!

ყველაფერს გადავდებ,

ყველას დავივიწყებ,

ჯანდაბას ყინვა თუ თოვა!

ან ფინჯან ყავაზე,

ან ჭიქა ჩაიზე

საღამოს მე შენთან მოვალ!

1990

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

საერთოდ, წერის სურვილი მაქვს-მეთქი, ვერ ვიტყოდი. მე უფრო სხვების დაწერილის კითხვა მირჩევნია. ლექსებისაც კი. ხშირად მიფიქრია, რატომ არის ჩემი ცხოვრება ასე უცნაურად მოწყობილი. ყველაზე ძალიან წერა მიჭირს… კარგი, ე. წ. „რბილი ენის“( the soft language) წესებს შევეშვები და პირდაპირ ვიტყვი, – მეჯავრება და მაინცადამაინც წერა მიწევს. ისე, კაცმა რომ თქვას, ახლა მაინც ვინ რას მაძალებს, რატომ ვწერ… ჩანს, რაღაცას ვერ ვიაზრებ სწორად. ისე, ბორხესის კითხვისას მქონდა ფიქრი, ნეტა ასე მაწერინა-მეთქი, მაგრამ არ მგონია, ამ მხრივ დიდად ორიგინალური ვიყო. ისეთი ავტორია, ყველა მკითხველს წერას მოანდომებს.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

სულ ბიბლია-ბიბლია რომ არ ვიმეორო, ასეთ სამ ქართულ წიგნს დავასახელებ. წიგნები მძიმეა სამგზავროდ, ამიტომ ჩემი აქაური ქართული ბიბლიოთეკა – მწირია. ამერიკაში საბოლოდ გამომგზავრებამდე აუცილებლად ჩავთვალე წამომეღო „განმარტებითები“, სულხან-საბა, დოჩანაშვილი და ლეონიძის „ნატვრის ხე“. ქართულს, რომელსაც ცუდად სულაც არ ვფლობდი ადრე, თანდათან რომ არ გავუუცხოვდე, „ნატვრის ხეს“ დაგემოვნებით, ხშირად ვკითხულობ, თითქმის ზეპირად ვიცი. რა ლექსიკაა, რა ფრაზეოლოგია, რა ხასიათები, რა სიბრძნე, რა კომპოზიციური შინაგანი ბმები ამბებს შორის!

შედევრია ეს წიგნი, ჩემი ფიქრით. არ ვიცი, რამდენი ადამიანი ფიქრობს მანდ ჩემსავით. გამიხარდება, თუ ჩემი აღტაცება მთლად ქართული ძირების მონატრების ბრალი არაა.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

არავითარ შემთხვევაში აღარ დავუბრუნდები დოსტოევსკის, სადღა მაქვს მაგისი ნერვი! ის ანეკდოტი გახსოვთ, მიხო „კაკლიძირში“ წამოწოლილი, წიგნს რომ ჩასჩერებია:

– „მიხო, შენა კიდე ო ‘ჰენრისა ჰკითხულობ?

– არა ბიჭო და, კაფკაი დავაგლეჯინებ ნერვებსა“.

მე ცხოვრებაში იმდენი სისულელე მაქვს ნაკითხი, ვფიქრობ, სიბერეში მაინც, მოპოვებული მაქვს უფლება, მხოლოდ ის ვიკითხო, რაც მესიამოვნება. კათარსისის განცდა და ეგეთი ამბები, მწარეფინალიანი წიგნების წაკითხვამ რომ უნდა გამოიწვიოს ჩემში, როგორც მკითხველში, – აღარ მინდა!

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

აი, აქ კი ორი ბიბლია რომ არ ვახსენო, არ შეიძლება.

ერთი ქართულია, ანუ ვეფხისტყაოსანი, რომელიც ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირია და დღემდე ვერ გავუგე თავი და ბოლო.

მეორე საყოველთაო ბიბლიაა, ანუ „წმინდა წერილი“. ყოველდღე, ხმამაღლა ვკითხულობ სპეციალური წლიური გეგმის მიხედვით. რამდენჯერ მაქვს წაკითხული ინგლისურად, თავიდან ბოლომდე? ასე, თოთხმეტჯერ, თან სხვადასხვა თარგმანი, უამრავია. ქართულისა და რუსულის წაკითხვის „რამდენობა“ ითვლება?

სულ მეჩვენება, რომ რაღაც ახალია, განსხვავებულია ამა თუ იმ თარგმანში ჩამატებული. თუ იქ იყო აქამდე, როგორ ვერ შევნიშნავდი-მეთქი, შევამოწმებ და იგივეა!

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

ეგეთი – ერთი პერსონაჟი ნამდვილად არა მყავს, არც მყოლია, კარგი კი იქნებოდა, მით უმეტეს ადრეულ ასაკში. პიროვნულ თვითპროექტირებას, თვითაგებას გამიადვილებდა. ისე კი, როცა რამეს ვკითხულობ, რაღაცნაირად თვითიდენტიფიცირებას ვახდენ ლამის ყველა პერსონაჟთან, თუნდაც ოქროს ვირი იყოს ან პერსონაჟები ერთმანეთთან კონფლიქტშიც იყვნენ. მნიშვნელობა არა აქვს, როგორია პერსონაჟი, კეთილი თუ ბოროტი, მოკეთილ-მობოროტო თუ რა. ყველა მე ვარ, ქამელეონი! ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემისთანა მკითხველმა, მაგალითად, მარკიზ დე სადი არ უნდა იკითხოს. არც ოკულტისტური ლიტერატურა. „თხა და გიგო“ – შეიძლება!

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

ეგეთი ალბათ სკოლის – ქართულის გარჩევის წიგნი შემიძლია გავიხსენო. სხვაფრივ, გულგრილობა უფრო დაერქმეოდა დამოკიდებულებას, რომელიც მიყალიბდება ხოლმე რომელიმე წიგნის მიმართ.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ყველა წიგნს დავასრულებ, რასაც ახლა ვკითხულობ, სავარაუდოდ – 27 სექტემბრამდე. რატომ მაინცადამაინც მაგ თარიღამდე, საიდუმლო იყოს! დაუმთავრებელი წიგნი კი ბევრი მაქვს. მაგალითად, ვერაფრით ვაიძულე თავი, ბოლომდე წამეკითხა… მოდით, უცხოელი ავტორი იყოს, შინაურებს გავუფრთხილდეთ… ტოლკინი. არადა, აქ ლამის ბავშვობაში აქვს წაკითხული ყველას. „ჰობიტს“ – საჩემოდ არა უშავს, როლშიც ვყოფილვარ სამოყვარულო სცენაზე და ამ „ბეჭდების მბრძანებელმა“ მომკლა, აღარ დამთავრდა და აღარ, თან რამოდენაა!

კიდევ გამტანჯა „ულისემ“. ქართულად ვკითხულობდი და გადმოცემით ვიცი, რომ საუკეთესო თარგმანია. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, ვაიძულე თავი და ჩავაღწიე ბოლომდე. ინგლისურად – მე ამისი წამკითხავი არა ვარ! ჯოისის სხვა, მოკლე-მოკლე რაღაცები – რუსულად რაც მაქვს ნაკითხი – ინგლისურადაც – კი ბატონო! ახლა მგონი ქართულადაც იქნება, მაგრამ დაზუსტებას რა აზრი აქვს, მე ხომ ხელი მაინც არ მიმიწვდება მხედველობის გამო.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

რა გამახსენდა ამ კითხვაზე! ერთი ჩემი მეგობარი, ქართული სტანდარტებით ძალზე ერუდირებული, ერთ ქვეყანაში წავიდა ამ ათი წლის წინ ბედის საძებნელად. ერთ ოჯახშია სტუმრად. ლიტერატურაზე საუბარი ჩამოვარდა თუ არა, არავის არაფერში ჩამორჩა. უყურებს გახარებული მასპინძელი და ეუბნება, მივხვდი, რა გზას უნდა დავადგეთ შენთან დაკავშირებით, წიგნების შესახებ იმდენი ინფორმაცია გქონია, წიგნის მაღაზიაში კონსულტანტად – კარგი იქნებიო.

რაკი აქაურებისაგან განსხვავებით, მე ბესტსელერებზე არ ვგიჟდები, წიგნის ყიდვა აქ ჩემთვის ძალიან ხელმისაწვდომია. დაწყებული ანტიკური მწერლებიდან, ფილოსოფოსებიდან და ისტორიკოსებიდან – შედარებით ბოლოდროინდელამდე – კლასიკადქცეულ ევრო-ამერიკულ ლიტერატურამდე, ამას დაუმატეთ აღმოსავლურიდან თარგმანები. საშუალო ფასი ასე, ხუთი დოლარია. თავიდან ვყიდულობდი და ვყიდულობდი, აი, მშიერი რომ სუფრაზე მოხვდება და ყველაფერს რომ პირში იყრის უაზროდ, ისე, მერე ძალიან რომ გავივსე, მისაყვედურეს ჩემებმა, რა ამბავიაო და ერთ დღესაც გავცალე თაროები. არ უყვართ აქ ბევრი წიგნი შინ, მით უფრო ახალგაზრდა თაობას. მეცნიერთა ოჯახებია, საკუთარი დარგის წიგნებსაც ვერ უპოვით შინ.

საქმესთან ახლო!

ჯერ ხომ ამდენი ვილაპარაკე, მე ბესტსელერებს არ ვყიდულობ-მეთქი და ახლა დასახელება რომ მომინდა, დავხედე და ზედ ბესტსელერიო აწერია, ეტყობა, ჩამოფასებული ჰქონდათ, შვიდ დოლარად მიყიდია – ტამერა ალექსანდერის „შობა კარნტონში“ (Tamera Alexander ‘’Chistmas at Carnton). მგონი, ესაა ბოლო.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

განა არ ვიცი, რომ ეს – შესაძლებელია, დაჯდე, დაიდო რაიმე ერთი, ერთადერთი წიგნი, წაიკითხო თავიდან ბოლომდე, ადამიანურად და ვიდრე ამ წიგნით ხარ დაკავებული, სხვას არაფერს ახლო ხელი. მე ბევრჯერ ვცადე ცხოვრებაში და არ გამომდის. იმდენ წიგნს ვკითხულობ ხოლმე ერთდროულად (თან დაწოლილს მიყვარს კითხვა, დაჩვეული ვარ, ჩვენი, ქართული, ცივი და გაუთბობელი ზამთრის გადამკიდე), რომ წიგნების სიმრავლეში ჩემი ადგილი აღარ რჩება ხოლმე. როდის რას ვამთავრებ, ვინ უწყის… თუმცა, როგორ არა, მაქვს რამდენიმე დროითი ნიშნული, როცა საჭიროა, თაროები დალაგდეს სტუმრობის დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით, დაბადების დღეა, ახალი წელი ან რამე ასეთი.

ახლა რომ ჩამოვთვალო ისინი, რეებსაც საძინებელში ვკითხულობ, ალბათ, მოსაწყენი იქნება. სამზარეულოს მაგიდაზე რასაც ამწუთას ვხედავ, იმას ვიტყვი… ეჰ, როგორ მინდოდა, კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა მკითხველზე და სულ ლექსმცოდნეობის რაღაცები და იუმორისტული წიგნები მდებია, ასევე სახალისო ფსიქოლოგიური გამოცემები და ამ ტიპის მსუბუქი საკითხავი, ეს რატომ მიდევს თანატოპოესისის შესახებ დარდიანი წიგნი, ჯინ რაიტის „ბოლო გზა“, აზრზე არა ვარ. ალბათ, ვინმემ ნათხოვარი დამიბრუნა, აქ დადო, დარჩა და დარჩა.

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

ალბათ მოსალოდნელია, რომ აქ რაიმეს, მაგალითად, მხატვრულ პროზას დავასახელებ. ამ დროს კი ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება ბევრი სახელმძღვანელო ითარგმნოს. გამოტეხვით ვიტყვი, არა ვარ პროზის დიდი მოყვარული, მით უმეტეს, თანამედროვისა. ჩემი სფეროს – ლექსის გარდა, სადაც სულ სიახლეს ვეძებ, სხვა ყველაფერი – კლასიკური მირჩევნია. ამ მხრივ, ჩემზეა ზედგამოჭრილი სხვადასხვა მოდიფიკაციით ნათქვამი მოარული აზრი – ხანდაზმული ორთოდოქსი კონსერვატორები – ეს ის ადამიანები არიან, ახალგაზრდობაში მეამბოხენი რომ იყვნენო.

საქმესთან ახლო!

ლექსმცოდნეობის, თხზვის შესახებ ერთმანეთზე უკეთესი სახელმძღვანელოებია ნებისმიერი ასაკისა და დონის მკითხველისათვის აქაც და ევროპაშიც…

არ არის საკვირველი?! – საქართველოში, რომელსაც ფიგურატიულად, რახანია, მგოსანთა მხარეს უწოდებენ, ტერმინოლოგიურადაც კი არა ვართ ამ მხრივ წელში გამართულები. დღემდე მეცხრამეტე საუკუნის გერმანული ლექსმცოდნეობის რუსულად გადაღებისა და მერე იქიდან გადმოქართულებული ტერმინოლოგიის ტრიალია, ამას ზედ ბოლო წლებში შემოსული ინგლისურენოვანი ტერმინოლოგია მექანიკურად შეერია და ერთი დიდი გაუგებრობაა. ახლა ნათქვამი ისე გამომივიდა, თითქოს პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ობიექტურობის გრძნობა დამეკარგოს და რუსულ სკოლას ამ მხრივ რამეს ვუწუნებდე. გამოკვეთით ვიტყვი, ლექსმცოდნეობის რუსული სკოლა – დღემდე უძლიერესია. ისე კი, არ არის ეს ადვილი სფერო. კაკო გაწერელიას უყვარდა გამეორება, „ლექსმცოდნეობაში მუშაობა – ეს დიდი ფუფუნებააო!“

უფრო ახალგაზრდობაში მიფიქრია, მე ხომ არ მოვკიდო ხელი ლექსმცოდნეობითი ლიტერატურის ინგლისურიდან თარგმნის საქმეს-მეთქი, მაგრამ დამზარებია. ახლა დროდადრო კი ვთარგმნი რაღაცებს აქა-იქიდან და ქართულ მასალას ვუსადაგებ, რაც არ იძებნება, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ, საილუსტრაციოდაც თვითონვე ვთხზავ ხოლმე ქართულ ნიმუშებს. ეს ისეთი რამეა, ხან გამოგივა კარგი, ხან – არა. ბევრ რამეს გააჩნია.

ამ ყველაფერს, ძირითადად, ინტერნეტში ვდებ, იმ იმედით, რომ ვინმე დაინტერესებულს შეხვდება და გამოადგება. ჯერ ერთი, არ მგონია, დღესდღეობით ქართული წიგნის მარკეტს ამისთვის ნიშა ჰქონდეს და ბეჭდურ წიგნად გამოცემის ინიციატორი რომც გამოჩნდეს, მე ამ გაბნეული მასალების მომძებნი აღარა ვარ, არანაირი დაინტერესების ფასად. ეს ზოგადი წუწუნი მოვილიეთ, ახლა – კონკრეტულად! განსაკუთრებით საჭირო მგონია ამ წიგნის თარგმნა, რომელზეც ამწუთას ხელი მიდევს, რომ იტყვიან, სამაგიდოა, გვერდიდან არ ვიცილებ… ინგლისურად დავწერ სათაურს – Poet’s companion: a quide to the pleasures of writing poetry by kim Addornizio and Dorianne Laux. უადვილესი ენითაა ახსნილი ყველაფერი.
ამ ინტერვიუს ფოტოები ალბათ ვერ დაერთვის და ცალკე გადმოგიგდებთ ფოტოს, რა ვიცი, იქნებ მე ვცდები და მეტისმეტს ვიღებ თავზე. ამ დროს კი მანდ ვინმე თარგმანით დაინტერესდეს. ოღონდ ერთი არცთუ კარგი განცდა გრჩება ამ ტიპის წიგნების კითხვისას: მწირად გეჩვენება თემატურად და გამომსახველობითი თვალსაზრისით, განწყობილებებით და ა. შ. თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე ქართული პოეზია. თითქოს დაკარგულ ან უგრძნობ სატრფოსა და უიღბლოდ ჩავლილ სიყვარულზე მეტი არაფერი ხდება პოეტურ სამყაროში. ბესიკ ხარანაული ამ მხრივ გამონაკლისია, მაგრამ, როგორც იტყვიან, გამონაკლისის არსებობა წესს ადასტურებს.

აქ ცოტათი დავაზუსტებ, სიყვარული პოეზიაში ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ზოგადად აქსისია, ღერძია, მაგრამ მაინც არ მგონია სწორი, ყოფილ ან უიღბლო სიყვარულზე საჯარო კრუსუნმა სხვა ყველაფერი უნდა გადაფაროს.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

თუ უცხო ენაზე კითხულობს, ბიბლიას ვურჩევდი, მე რასაც ვიცნობ ქართულ თარგმანებს, მეეჭვება, მათზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. მე ხომ ყველაფერს არ ვიცნობ და არც მომეთხოვება. ამიტომ თუ ვცდები, მეპატიოს.

ხომ შეიძლება, ქართულებიდან ისეთი რამე ვურჩიო, მე თვითონ რომ მეოცნებება წაკითხვა? ძალიან აქებენ ზაირა არსენიშვილს. გული მწყდება, რომ თავის დროზე გადაჭარბებად მომეჩვენა ბატონი ემზარ კვიტაიშვილის აღფრთოვანება და არ დავინტერესდი მისი რეკომენდაციით. ხომ ბეჭდურად მექნებოდა წაკითხული. მეტყვით ალბათ, ინტერნეტის ეპოქაში, ელექტრონული წიგნების ამ ბუმში, როგორ ვერ მოძებნე, იქნება სადმეო და აქ ჩემი კერძო პრობლემაა. ეკრანზე მცირე პროზა შემიძლია ვიკითხო მხოლოდ.

ზოგადად კი, კლასიკის და სხვადასხვა ხასიათის საცნობარო ლიტერატურის კითხვას ვურჩევდი, ასევე დოკუმენტურ პროზასა და გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებებს, – ანუ რისი დიდი ტრფიალიც თავად ვარ.

და, რაც მთავარია, გალაკტიონის „არტისტული ყვავილებს“ – თუნდაც ათასმეერთედ!

© არილი

http://arilimag.ge/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%91%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a9/?fbclid=IwAR0PelW10klganAx9rat4dFnnF8atnsZH7r1wq8vnIz5VlJa5sm3juAlnPk_aem_ASqEvSRkJ-PWVv8kdPEvs09BhQpb67lv9NKwjsDamAwqNV0oBrh9N7HQp1iQCq8oHLs&mibextid=Zxz2cZ

Posted by: nino darbaiseli 15 Jul 2023, 13:51


მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, აკაკის ,, ღამურას “ თუ მისწვდებოდა ქართველთმოძულეთა ხელი.
ალ. ტოლსტოიმ - თითქმის სიტყვა-სიტყვით, პროზად გადმოიღო ეზოპეს იგავი, საკუთარი სახელი მიაწერა და მის ქმნილებად მიიჩნევენ,
აკაკიმ - ეზოპეს იგავის პროზაული სიუჟეტიდან მხოლოდ ფაბულა აიღო, ანუ ჩონჩხი, ახალი სიუჟეტი, ახალი ნაწარმოები შექმნა ლექსად, სრულიად სხვა კონცეფცია ჩადო მასში და ალ. ტოლსტოის ნაწარმოების თარგმანიაო…
ამაზეა ნათქვამი, ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს, ზოგისა - ოქროც არაო.

#ოპუსები

ნინო დარბაისელი

ღამურა - ეზოპესი, ღამურა - აკაკისი

აკაკი წერეთლის ,,ღამურაზე” თუ ოდესმე მომიწევდა საუბარი, არ მეგონა.
ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ყველას ნასწავლი გვაქვს, როგორც პატრიოტული ლექსი და ბოლო დრომდე ასეც მიიჩნეოდა.
ბოლო დროს კი ინტერნეტში გაჩნდა აზრი, რომ ეს მისი ორიგინალური ქმნილება კი არაა, წარმოადგენს ალ. ტოლსტოის ზღაპრის თარგმანს.
კლასიკა იმისია, რომ სულ გვახსოვდეს, მაგრამ ვის გაახსენდა სწორედ ახლა ამ თემის გააქტუალურება და რა მიზნით, ვინაა პირველწყარო - საინტერესოა.
მაშ ასე! - აკაკის ,, ღამურა”
საკითხი, რომელზეც ახლა მინდა
საუბარი, დარწმუნებული ვარ, უკვე მრავალგზის იქნება დამუშავებული ქართულ ლიტმცოდნეობაში.
აკაკი ხომ ის პოეტია, რომლის ნათელიც ზემოდან ეფინება გალაკტიონის შემოქმედებასაც. ნუ ჩამითვლით პათეტიკად. თავად გენიოსი გალაკტიონი მთელი ცხოვრება ეტოლებოდა მას, როგორც პოეტის იდეალს.
არსებობს ნამდვილი წერილი-აღმოჩენა ივანე ამირხანაშვილისა აკაკის პატრიოტული საქმიანობის შესახებ.
პირადად რამდენჯერმე მედო საკუთარ გვერდზე, რათა ბევრ მეგობარს წაეკითხა.
მე აქ ,,შემოქმედების ნაცვლად სიტყვა ,,საქმიანობა” შემთხვევით როდი გამოვიყენე.
აკაკის შემოქმედების პატრიოტულ ნაწილს მიეკუთვნება ლექსი, იგავ-არაკი ‘ღამურა’.
მეპატიოს, თუ აქაც და სხვაგანაც არცთუ იშვიათად, რაღაცეების თქმა პირველაღმომჩენივით მიწევს.
უცხოეთში ქართულ სპეციალურ ლიტერატურაზე ფიზიკურად ხელი არ მიმიწვდება და გამომდის, რომ მეცნიერულ ეთიკას ვარღვევ, ვერ მოვიხსენიებ კოლეგებს, რომელთაც ჩემთვის საინტერესო საკითხი ფუნდამენტურად ექნებათ შესწავლილი. ამას ხომ საქართველოში ყოფნისას არაფრის დიდებით არ ვიზამდი.
ამ აუცილებელი რევერანსების მერე ახლა პირდაპირ საკითხზე:
ვნახოთ ალ. ტოლსტოის ზღაპარი ღამურა, რომელიც აკაკის ლექსის პირველწყაროდ სახელდება.
В давнишние времена была сильная война между зверями и птицами. Летучая мышь не пристала ни к тем, ни к другим, и всё выжидала, чья возьмёт. Сначала птицы стали побивать зверей, и тогда летучая мышь пристала к птицам, летала с ними и называла себя птицей, но потом, когда звери стали одолевать. Летучая мышь передалась зверям. Она показала им свои зубы, и лапы, и соски и уверяла, что она зверь и зверей любит. Под конец всё-таки птицы победили, и тогда летучая мышь опять передалась птицам, но птицы прогнали её. И к зверям ей уже пристать нельзя было, и с тех пор летучая мышь живёт по погребам, по дуплам, и летает только сумерками, и не пристаёт ни к зверям, ни к птицам.
ვიცი, წესის თანახმად, უნდა მეთარგმნა და ისე დამედო ტექსტი, მაგრამ ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, ამდენი რუსული ჩემს მკითხველებს ეხსომებათ და თანაც, ორჯერ გამომივა თითქმის ოდენტური ტექსტის დადება, რადგან ტოლსტოის ზღაპარი ავტორისეულ მიგნებას კი არ ეყრდნობა, ანტიკური ავტორის, ეზოპეს იგავს თითქმის ზედმიწევნით იმეორებს.
ეზოპეს, ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე დაბადებულ, ბერძენ უცნობილეს მეამბე-მეიგავეს საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე არანაკლებ იცნობდნენ, ვიდრე რუსეთსა და ზოგადად ევროპაში. ზოგი ვერსიით - იგი მონა იყო, ერთი მახინჯი, კუზიანი ადამიანი, (სხვათა შორის, ძველ ქართულ ხელნაწერებში მისი ცხოვრების თარგმანიც გვქონია, იქნებ გამოცემულიც კია).
მას მიეწერება ოთხასზე მეტი სიუჟეტი. ყველა მათგანი მართლაც მას ეკუთვნოდა თუ არა, დღეს ვინ იტყვის.
მნიშვნელოვანია ის, რომ მის ტრადიციად ქცეულ სტილში ჯდება, მისი სკოლის ნიშანი აზის. გამოთქმაც ხომ გვაქვს, ვინმეს გადატანითი ნათქვამის შესახებ, რაიმე ალეგორიულ გამონათქვამებზე, ეზოპეს ენაზე თქვაო.
ეზოპეს ამბები იმთავითვე ზეპირსიტყვიერადაც ხომ ძალიან გავრცელებული იყო, ანტიკურ ხანაშივე ტრადიციად იქცა ამ ამბების ლექსად გაწყობა.
ლექსად გაწყობა, პოეტური მეტყველების ენაზე გარდათქმა რაიმესი კი, მოგეხსენებათ, თან მოიყოლებს შესაბამის ცვლილებებს ტექსტის სხვადასხვა დონეზე.
სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს და არც კონტექსტიდან გავიდეთ, მოკლედ აღვნიშნოთ, მისი იგავებით მოსარგებლეთა შორის ჩვენთვის ყველაზე ცნობილია: ლეონარდო და ვინჩი ლაფონტენი, ლესინგი, კრილოვი... უი, რუსებიდან ლომონოსოვი და პუშკინი არ გამოგვრჩეს და ქართველი - სულხან-საბა.
ქ- მა მერი წიკლაურმა მომაშველა ცნობა, რომელსაც კომენტარში ვდებ და რომლის თანახმადაც ეზოპეს ეს იგავი ფართოდ გავრცელებულია უამრავ ქვეყანაში.*
დღესდღეობით, არაერთი გამოცემა არსებობს ეზოპეს იგავთა და შეგონებათა სრული კრებულებისა ინგლისურ და რუსულ ენებზე. შესაძლოა, ქართულადაც არის გამოცემული, მე ინფორმაცია არა მაქვს. ადრე რაღაცაში დამჭირდა და ეზოპეს ორი იგავი ვთარგმნე პროზად და გავრითმე თავშესაქცევად. იქნება სადმე ინტერნეტში., მოსაძებნია.
ღამურას თემას ეზოპე არაერთხელ ეხება. მართლაც საინტერესო არსებაა ღამურა, ბიოლოგიურად - ცხოველად, ძუძუმწოვარადაა მიჩნეული, ფრთები კი აქვს! იგი რაღაც გარდამავალად მოიაზრება ცხოველთა და ფრინველთა შორის.
ჩემეულ ინტერპრეტაციას სჯობს, პირდაპირ ეზოპეს ის პატარა იგავი გითარგმნოთ, ძალზე პოპულარული რომაა ევროპა-ამერიკაში, მულტფილმებიც რომაა მასზე შექმნილი, სკოლებში რომ ისწავლება და ადრევე, მეცხრამეტე- მეოცე საუკუნეში საფუძვლად რომ დაედო ღამურას თემაზე შექმნილ რუსულ იგავებს:

,,ერთხელ ცხოველები და ფრინველები საომრად წაიკიდნენ. ღამურამ აღარ იცოდა, რომელი მხარე დაეჭირა. როცა მის ქანდარასთან ფრინველებმა ჩაიარეს, შესთავაზეს, მათ არმიას შეერთებოდა, მაგრამ მან უპასუხა, ‘’მე ხომ ფრინველი არა ვარ, ცხოველი ვარო’, საბედნიეროდ, ცოტა ხანში ომი აცილებულ იქნა და ფრინველ-ცხოველები დაზავდნენ. ღამურამ მიაშურა ფრინველებს, რომ მათთან ერთად ეზეიმა მშვიდობის დადგომა, მაგრამ ზურგი აქციეს და ისიც იძულებული გახდა, მარტოდდარჩენილი გაფრენილიყო. მივიდა ცხოველებთან, მაგრამ შეატყო, რომ იქ მისი ადგილი არ იყო, შეიძლებოდა ცხოველებს დაებრდღვნათ კიდეც.
‘’ოჰ, თქვა ღამურამ მაშინ, გასაგებიაო’.
მორალი ანუ შეგონება:
ის, ვინც დაპირისპირებული მხარეებიდან არც ერთს ეკუთვნის და არც მეორეს, უმეგობროდ რჩება.’
ამრიგად, თანამედროვე ენაზე რომ გადმოვიტანოთ, ამ იგავში გადმოცემულია მედროვე, მანიპულატორული, ორბუნებოვანი არსების გარდაუვალი მიუღებლობა მხარეთა მიერ და საბოლოო სიმარტოვე.
ახლა გავიხსენოთ აკაკი წერეთელი.

ღამურა

(ზღაპარი)

ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა
, დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
“იმ უსამართლო ბუნებამ თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!
“ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო, გავფრინდებოდი, ერთს წამსა
გადავივლიდი მთებსაო!”
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესხმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაუყოვნებლივ ავარდა,
ჩიტებში გამოერია,
იმანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო! “
ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
არიქა, ფრთხილად იყავით,
არავინ გაგვაბრიყვოსო!...”
დაჰჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,
გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
აღარ მიიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და მისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით
და მუდამ ამას წრიპინობს
კვნესით და გულის ტკივილით:
“კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მიუვა კარზედა!
“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა! “
გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია! “
ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაუწუნებენ ფრენასა! “
კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”.

1880

ჩემთვის ცნობილი რუსული დამუშავებანი ამ თემისა - (დ. ხვოსტოვი, ფ. მორავსკი და ა.შ.) ეზოპეს კონტექსტში რჩებიან.
ვისურვებდი, აქ გადაჭრით შემეძლოს თქმა, აკაკი წერეთელი პირველწყაროდ, ძველბერძნული ორიგინალიდან ეზოპეს იღებს-მეთქი, მაგრამ უფრო სავარაუდებელია, რომ კრილოვის იგავ-არაკთა უბადლო მთარგმნელმა აკაკიმ, რუსულად გამოცემული ეზოპეს კრებულით ისარგებლა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში ეზოპეს ცალკეულ იგავთა რამდენიმე გამოცემა არსებობდა და ერთის ფოტო ჩვენც გვედო აქ.
ასეა თუ ისე, ერთი რამ გარკვევით შეიძლება ითქვას. აკაკიმ გაიზიარა იმდროინდელ რუსულ-ევროპულ ლიტერატურაში არსებული ტრადიცია ეზოპეს იგავის გალექსვისა, მაგრამ უბრალოდ კი არ გალექსა იგი, სიუჟეტი ძირეულად გადაამუშავა და პატრიოტულ ლექსად აქცია საკუთარი ქმნილება.
მის ლექს-ამბავში ცხოველთა და ფრინველთა ომის თემა მოხსნილია, ღამურა - თაგვობით იწყებს და საკუთარი სურვილით, ოცნებით ''გაფრინველდება', ანუ ახალ ბუნებას შეიძენს განგების ძალით. კონფლიქტი აკაკისთან - ეზოპეს დარად, ღამურას თანდაყოლილ ბუნებასა და ინტელექტს, განზრახვას შორის კი არა, არამედ საკუთარი არჩევანით - ახდენილი ოცნებით შეძენილ ახალ ბუნებასა და რეალობას შორისაა.
სხვაგვარად: ეზოპესთან თუ ღამურა მასში უკვე ჩადებული ორბუნებოვნების მარჯვედ, მანიპულატორულად გამოყენებას ცდილობს, აკაკის ღამურა მომგებიანად მიიჩნევს ''გაორბუნებოვნებას', გარეგნულად - ''ფრთები ესხმება', მაგრამ არსით ისევ ერთბუნებოვანი - თაგვია.
ორაზროვნების გასაფანტად, დასკვნის სახით, მინდა ვთქვა გამოკვეთილად:
აკაკიმ ეზოპეს სიუჟეტიდან აიღო ფაბულა, ჩონჩხი და ახალი ხორცი შეასხა მას - არა მხოლოდ ლექსად გარდათქვა, არამედ აქცია სრულიად სხვა სიუჟეტად, სხვა კონცეპტუალურ ღერძზე გადააწყო და ჩვენი ერის სატკივარი გამოთქვა!
აკაკიმ მორალიც პატრიოტული დაურთო.
როგორ თანამედროვედ ისმის ეს შეგონება დღესაც:

კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!

- - - -
*დიალოგი

მერი წიკლაური:
- ნინო, ეზოპეს ამ იგავის მოტივს თურმე ლიტერატურული დამუშავება მრავალ ქვეყანაში განუცდია : ფინეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ფრანგულში, ესპანურში, პორტუგალიურში, ჰოლანდიურში, გერმანულში, ჩეხურში, უნგრულში, ბერძნულში, ინდურში,ჩინურში,ლაოსურში, იაპონურში, ჩრდილო ამერიკის ინდიელებში, ნიგერიელებში.თავად ამ იგავის მოტივის ზღაპარი განთავსებულია აარნე -ტომპსონის განახლებულ გამოცემაში. ,,Hans-Jorg Uther "The Types of Interanatinal Folktales, volumes I,II, III, Helsinki , 2004.
სამწუხაროდ, საქართველო და ჩვენი საამაყო აკაკი ვერ მოხვდა, იმ მიზეზის გამო, რომ დღევანდელი ქართველი ფოლკლორისტები ნაკლებ ინტერესს იჩენენ უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების დასამყარებლად. მე ბრიტანელთან დევიდ ჰანტთან ვმეგობრობდი 1998 წლიდან და 2016 გარდაიცვალა 86 წლის. მან უსასყიდლოდ თარგმნა ელენე ვირსალაძის ,,სამონადირეო მითი და პოეზია”, ქართული გადმოცემები და ლეგენდები” და ,,ქართული ხალხური ზღაპრები” - 100 ზღაპარი (96 ზღაპარი + ჩავრთეთ 4 მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი)

ნინო დარბაისელი: - მადლობა, კარგი ინფორმაციაა ძალიან. ჩვენში რატომღაც არასწორი დამოკიდებულებაა ფაბულა- სიუჟეტის მხატვრული დამუშავების პრობლემისადმი (თუნდაც
ვეფხისტყაოსნის მაგალითი გავიხსენოთ - “ ესე ამბავი სპარსული”).
აკაკის ეს ლექსი ამ მხრივ პატარა, მაგრამ მარჯვე პარადიგმაა.
თუ რასაც მე ვამბობ, აქამდე საამისოდ არავის მოუცლია. იქნებ ფაბულასა და სიუჟეტის ორიგინალობის, რაგვარობის პრობლემებზე მომუშავე რომელიმე მკვლევარს გამოადგეს.

P.S.

წერილში რომ ვამბობ, ეზოპესი ადრე რაღაცეები მითარგმნია- მეთქი, ერთი ლინკი აგერ ვიპოვე. მეორეც გამოჩნდება ალბათ

https://www.facebook.com/707839558/posts/10160001040599559/?mibextid=afzh1Ruser posted image

Posted by: nino darbaiseli 19 Jul 2023, 01:53
ნინო დარბაისელი

ეროტოსტიხი

ო, ეს ბუნება!
როგორ ვთამაშობთ
განუწყვეტლივ,
არა, ქალებო?
ზემატყუარაც რომ იყოს კაცი,
მოტყუება
იმ ერთადერთხელ არ შეუძლია!

Posted by: nino darbaiseli 28 Jul 2023, 16:47
#ლექსები

გამათბობელი

(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

9. ფათური

გესმის, ბერსაბე?!
ერთხელაც ემი მეუბნება,
ნეტა თუ ხვდები,
ბედმა როგორ გაგიღიმაო,
მეფე დავითი არა მხოლოდ დაგინახავს,
ან არა მხოლოდ პირადად იცნობ,
ყოველღამ ხედავ,
მთელი ღამე
სარეცელში, გვერდით უწევხარ
და თავიდან ფეხებამდე ეხუტებიო.
იცი, რამდენი ქალის ნატვრა აიხდინეო?!

მეფე საულის ჰარამხანა ხომ მთლიანად დაიტოვაო,
თვითონ - იმდენი მიუმატა,
თუ სადმე ვინმე დამარცხებული მეფის
ცოლი,
ასული იყო,
სილამაზით განთქმული იყო,
ყველა თავისთვის წამოიყვანა.
რომ ვერ ატევდა,
თავის ქალაქში სულ ახალი აიშენაო.
ბევრს თვალითაც კი არ დაუნახავს
და მოლოდინით დაილია,
ახლა ცოლებს არ იკითხავო?
მგონი შვიდი თუ რვა უზისო,
მუდამ მორთულ -მოკაზმული, სურნელოვანი
და რომ ეახლოს,
ერთ მეფურ ნიშანს ელოდებაო,
ჯერ ან ბერსაბე,
აბიგაილი,
მიქაელი რომ დაგანახაო…
ემის რა ძველი ამბები ახსოვს,
ამის ცოლები ალბათ,
უჯოხოდ,
უკვე ვეღარც დააბიჯებენ.

ამ ძვალ-ტყავზე კი,
ხან რომ ძაგძაგებს და ხან ჭირის ოფლი რომ ასხამს,
ჩემი პაპის მამის ხნისაზე,
სამოცდაათი წლის მოხუცზე მეუბნება,
გიყვარდეს და გაიხარეო!
მე უკვე ვიცი,
ვინ და როგორ უნდა მიყვარდეს
და როგორ უნდა გავიხარო
და გულს არ სჯერა ემის სიტყვები,
რომ ერთჯერადი გახარებისთვის
მთელი ცხოვრება,
მრავალჯერადი ტანჯვით უნდა გადავიხადო.
და თუ გადახდა არ ამცდება,
სულ არაფერს არ სჯობია,
იყოს რაღაცა,
რაღაცა იყოს?!
ვიცოდე მაინც, რომ თუნდაც ერთი გახარებისთვის დამეკისრა გადასახადი.

იცი, ბერსაბე,
ერთი რაღაც აღმოვაჩინე,
დიდი შვებაა, აქ წოლისას წარმოვიდგინო,
რომ ბაღნარში ვარ,
იადონთა გალობა ისმის,
ვწევარ მოლზე და
ისევ მზენაკრავ და დაკუნთულ სხეულს ვეხვევი,
რომ სადაცაა ნეტარების შადრევანში ჩაიღვრებიან
შეერთებული ჩვენი ოფლის ნაკადულები…

ეს დავითი კი,
ეს ბებერი,
თანაც, იცი, როგორ მეპყრობა?
თითქოს უსულო კრამიტი ვიყო,
აგური ვიყო,
ღუმელში მისთვის გაფიცხებული.
არც კი ვიცოდი,
ჩემი სახელი თუ სმენოდა,
სულ ერთხელ მითხრა ან მომეჩვენა:
- აკბარ, რაღაც, ძალიან მცივა,
იქნებ ცოტა მიფათუროო,
ან საფათურო სად რა ჰქონდა,
როგორც ამ ჩემი კაბის ბოლოს,
აი, ამ ქსოვილს მოეფათურო.
მალევე მითხრა,
მეამა, მაგრამ უკვე გეყოფა,
მოვითენთე,
მეძინებაო.

თვალები მუდამ სანახევროდ მოხუჭული აქვს,
ზოგჯერ თავისთვის ლაპარაკობს,
ვერას გაარჩევ,
ვერც კი გაიგებ,
როდის ღვიძილობს,
როდის ძილობს,
ან ძილიდან თუ გამოვა და გაიღვიძებს.

მიყვარს თუ არა?
აბა, როგორ მოგატყუო,
განა ჩვენ ვინმე გვეკითხება?
სიყვარული - ქალის ვალია.
როგორც მეფე და მბრძანებელი,
როგორც უფროსი,
როგორც უხვი და მწყალობელი,
უნდა მიყვარდეს!
მაგრამ არ ვიცი,
ზოგჯერ მუცელში
ისე, თითქოს
სადაცაა კუჭი უნდა მომეშალოსო,
რაღაც ჟრჟოლა რატომ მივლის
მასთან ყოფნისას,
ან მარტო მყოფს მასზე ფიქრისას,
რისი ჟრჟოლაა,
შიშისა თუ სიყვარულისა,
ან შიშისა და სიყვარულის ჟრჟოლა - ერთია.
user posted image

Posted by: nino darbaiseli 24 Aug 2023, 08:38
ნინო დარბაისელი

აპაჩური პეტროგლიფები

(ვარიაციები ამერიკელ ინდიელთა ანდაზების თემაზე)

***
ვინც იყო და ვინც აქ არის ან ვინც მოვა,
ღმერთმა ერთად მოაგროვა,
ყველა ერთად არის მხოლოდ ერთი ბავშვი - ერთი ბავშვი - დედა-ცისქვეშ მოთამაშე!

***
სოფლის ძაღლები გამეტებით შეჰყეფენ მთვარეს,
მთვარე - ცაზეა, მიცურავს და მინაბავს თვალებს.

***
მიმოიხედე! სამყაროა სიკეთით სავსე
და თუ აქამდე უმადურად ცხოვრებას შერჩი.
სხვაზე ნუ ბრაზობ, სჯობს იფიქრო საკუთარ თავზე,
უბედურების ის მიზეზი - ეძიე შენში!

***
ან უნდა იყო ბავშვი, ანდა უბრალოდ შტერი,
რომ დაიჯერო, ტკივილს გაყენებს მხოლოდ მტერი.

***
სახლიც რომ გედგეს
სხვაზე დიდი, ტუფით ნაშენი,
ცოლიც რომ გყავდეს რჩეული და ყველაზე მშვენი,
თავზეც გეხვიოს ძენი მგელთან მოთამაშენი,
არ დაჯდე, ვიდრე არ დაჯდება უფროსი შენი!

***
ყოველ ცისმარე
მე ეს ცოდნა შემიძენია,
ჩვენი სიზმარი
თუ ჩუმდება,
- ჩვენზე ბრძენია!

დალოცვა

შეიძლება, ცუდ დროს - ცუდ ადგილას იყო,
ცუდ ადგილას იყო, უცებ გაირიყო!
ანდა ცუდ ადგილას - ბედი გაგებადროს;
კარგ ადგილას მოხვდე, მაგრამ გაგიავდროს,
დაე, მოხვდე მუდამ კარგ ადგილას - კარგ დროს!

***
თუ გსურს თავიდან აიცილო ხიფათი, ავი,
ბრძენს დაუჯერე, ნუ ენდობი ტყუილ- არაკებს!
ძაღლს მოერიდე - თუ არ არის იგი მყეფავი,
კაცს მოერიდე - თუ არ არის მოლაპარაკე!

***
შენი მტერი ნუ გგონია მამაცი და მარდი.
სიბნელეში - ყველა კატა ხდება ლეოპარდი.

***
ეს სიბრძნე მართავს მთასა და ვაკეს,
სიბრძნის გარეშე თავს გვესხმის რეტი:
- რა სჯობს აზრიან მოლაპარაკეს,
მაგრამ დუმილში - აზრია მეტი!

***
გაზაფხულზე გიჯობს,
ფრთხილად დააბიჯო.
მადლი - მოსულია,
მიწა - ორსულია!

***
სულს ცისარტყელა არ ელოდება,
ჯერ თვალს თუ არ გწვავს ცრემლით გოდება.

***
გინდ ღარიბი იყავი, გინდა გქონდეს ქონება -
სულერთია ღმერთისთვის. ყველა დაემონება!

***
ეს სიბრძნე წინაპრებისა, დაუწუნია არავის:
- ცუდია მასწავლებელი, სულ თუ მოწაფეც არ არის!

***
იმ ხაფანგში არ ჩავარდე, რაც მხეცისთვის დაგიგია,
თუ სიყვარულს რამეს უგებ, თვით ღმერთისა გაგიგია!

***
მამაცი და - ზარმაცი?
ჯერ არ დაბადებულა,
დაუზარებლობაა - სიამაყე კაცისა.
ხიფათს გამოეცალე!
იქ იყავი მამაცი,
სადაც ფასი იციან კაცის სიმამაცისა.

***
რასაც არ ელი - გიპოვის,
მოვა წვიმად და ქარად.
შიშს ან თვალებში ჩახედე,
ან გაასწარი ჩქარა!

***
ბედი - ეძლევა სულელს, იმის სავალზე ძევს.
უბედურება - დასდევს ყველაზე კარგს და ბრძენს.

***
ნახე, განა კიოტი დარბის დაოთხილი?
იცის დაცდა, სიჩუმე, მოძრაობა ფრთხილი.
ყველა წაგებულია, ვინც შიშისგან კიოდა.
მოგებულმა სუყველამ - თავი გაიკიოტა!

***
მინდა, მომეცეს ძალა,
ძმისთვის არ ვიყო ავი
და დავამარცხო მტერი -
საკუთარივე თავი!

***
არ იმალება, ყველა ცნობს, როგორც ცივსა და ცხელს,
სველსა და მშრალსაც ყველა ცნობს, ანდაც სქელსა და თხელს,
ბოროტი არის თავადაც, თუნდაც ნუ გაამხელს.
ვინც ბოროტებას შესცქერის, მაგრამ არ ანძრევს ხელს.

***
იწველება უხვად, მუდამ - სხვისი ფური
და ვერავის აძღობს - ნაქურდალი პური.

***
დღე დღევანდელიც გარბის, რომ დროზე გამერმისდეს,
მოვდივართ თითო-თითო, მივდივართ წყება-წყება.
მაინც ასეა თურმე, ყველა თავის გზას მისდევს,
დასაძინებლად ყველა თავის გზაზევე წვება!

***
დედა ბუნებამ იცის ადამიანზე მეტი,
თვით ბრძენთა-ბრძენზე მეტი,
ღვთით ცოდნა მიეცა!
ქარი - ყველასთვის ქრის და
ყველას ასველებს წვიმა,
მზეც ყველასია, ღამით
- ყველას დაჰყურებს ცა.

***

არ გინდა გერქვას ჭორიკანა ან კიდევ ბრიყვი?!
- ზურგსუკან სხვაზე ნურაფერს იტყვი.
თუკი შორსაა, საბოლოოდ შენა ხარ ცოდო,
ვისზეც რას ამბობ, ჯერ გაზომე -
იქ უნდა იყოს, უცებ ხელი რომ გაუწოდო!

***
მასპინძელი ხარ?
გაიხსომე ეს ოქროს წესი,
როდესაც კარზე მოგადგება ღვთის ნაშიერი,
სტუმარი მუდამ დაღლილია,
შეციებული,
რაც მთავარია, სტუმარი არის მუდამ მშიერი!

***
ღმერთო, ძლიერი და მამაცი
მტერი მომეცი,
მომეცი მტერი, მრავლისმნახველი,
რომ თუ დავეცე,
ქვეყნად დამრჩეს გმირის სახელი!

***
არ განსაჯო შენი მეგობარი,
მწარე სიტყვა მოდის, მოსისინებს,
დაიცადე, ვიდრე ორი მთვარე
არ ატარებ მისას მოკასინებს.

***
ინაია წინაპრებს შეერია,
ინაიამ ასე თქმა იცოდა:
- ცოცხალი გყავს ერთი მტერი? - ბევრია,
ხოლო ასი მეგობარი - ცოტა!

***
დიად სულს ვერსად დაემალები,
თუ გინდა, თეთრი ბუმბული იცხე!
ცოდვას მოჰყვება ბევრი წვალება,
როგორც ციებას - მოჰყვება სიცხე!

***
მშიერს - არა მოჰკითხო,
მაძღარს - ნუ შესთავაზებ,
მაშვრალს - თუ დაარწყულებ,
ნუ იდარდებ დავაზე.user posted image
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი

დეპრესიული
(გიორგი ლობჟანიძეს)

ეს - მერამდენედ ვეღარ გაძღა ჭირის მუცელი.
რა - თავის მოკვლა! უარესებს ხომ გავუძელი?
გადაიშალოს ყოფის კიდევ ერთი ფურცელი,
უნდა დავბერდე, როცა მოვა სიკვდილის ცელი,
თქვას: - ამის თრევას - სჯობს გავცელო მინდორი ვრცელი!

Posted by: nino darbaiseli 31 Aug 2023, 21:03
#პროზა

ნინო დარბაისელი

მარკი ჩამოსული, მარკი წასული

რა ენერგოუსაფრთხოება და რა საფრთხე!
სიტყვა ენერგეტიკაზე - პირდაპირ მეტირება.
მე მაია მქვია, მაია მაისურაძე და მთელი ჩემი ახალგაზრდობა, ყველა ჩემი ხნის ადამიანივით, ოთხმოცდაათიან წლებში გაიფლანგა ნავთისა და ლამფის შუშების, სანთლისა და იაფიანი გენერატორის ძებნაში.
ამასობაში კი დავრჩი გაუთხოვარი.
უცხო ენებს ვამთავრებდი, ჩემი მოხუცი პროფესორი - ბატონი რეზო კარგი თვალით მიყურებდა და ერთ დღეს მეუბნება, საელჩოდან გვაცნობეს, ინგლისურად მოლაპარაკე ქართველებს ეძებენ თარჯიმნებად და გეცადა, რა გეკარგებაო!
ვცადე და შემარჩიეს.
,,ბექგრაუნდი” საჩემქვეყნოდ და გასათხოვრად არ მივარგოდა, თორემ საიმათოდ კარგი მქონდა: დედა - მასწავლებელი, მამა - ინჟინერი, ანუ როგორც ნახევარი საქართველოა.
პატარა ჯგუფი ვიყავით, ათნი, ძირითადად ბიჭები და ერთი გოგო - მე.
ტრენინგები - ვერაზე რაღაც პრესტიჟული, ინგლისური სკოლის შენობაში გვიტარდებოდა, ისე იყო გამთბარი იქაურობა, ტაკოიანად ჩავღუღუნდებოდი ხოლმე, თან ცხელი ყავა და ზედ პატარა, ლუკმიანი ნამცხვრები, რამდენიც გაგიხარდებოდა, გამოულევად იყო.
კარგად რომ ჩავთბებოდი, ვფიქრობდი, ნეტა ეს ორი საათი მალე არ გავიდეს, სამუდამოდ გაგრძელდეს-მეთქი.
სამი ტრენინგის კურსი გაგვატარეს, სერტიფიკატებიც მოგვცეს, ტელეფონები ახლიდან ჩაგვაწერინეთო და გამოგიძახებთო.
მე სად მქონდა ტელეფონი! მობილურები ხსენებაშიც არ იყო ჩვენში და ბატონი რეზოსი ჩავაწერინე, ნათელში იყოს!
ამ ბოლო დროს დამერღვა პროპორციები, თორემ არ ვიყავი ცუდი შესახედი გოგო, მაღალი, თხელკანჭებიანი, ჩემი წელი მუჭში ჩაეტეოდა კაცს. გასუქებით - რა გამასუქებდა, საქმეებს რომ მოვილევდი, მთელი დღის მშიერი, დილის ჩაიზე გადავლილი, შებინდებულზე სამი საათი უნდა ვმდგარიყავი, გისოსებიან პურის მაღაზიაში, უფრო სწორად, მაღაზიის გარე, რაღაც რიგის მაგვარის ბოლოში .
ერთი პური მეც რომ შემხვედროდა. ყველა პირველი იყო და მეორე - არავინ, სულ წინიდან ემატებოდნენ.
და კიდევ კარგი, მარტო ვცხოვრობდი, ნაქირავებში და სახლში მშიერი არავინ მელოდებოდა, თორემ რა მეშველებოდა!
ჩაბნელებულ ქუჩაში ვიდრე ფეხების ცახცახით ჩემს გაყინულ სორომდე მივაღწევდი, ჯერ იმ მრგვალი პურის გვერდიდან, კრაწუნა ქერქით ციცქნით ვიწყებდი და ისე უცებ შემომეჭმებოდა მთლიანად , გასაღების ჩანთიდან ამოღებამდე ხელებიც თავისუფალი მქონდა და პალტოდან ნაფხვენებიც ჩაფერთხილი.
ვერ მოვიტყუები, კარგად მეცვა-მეთქი, ერთი შავი, სწორი ქვედაბოლო მქონდა, რომ არ ისრისებოდა, ისეთი და ორი კოფთა, თუ ერთი კოფთა და ერთი ჯემპრი, ორივე შავი.
შავი ისეთი რამეა, ათასნაირ რაღაცას შეუხამებ, ხან შარფს, ხან მძივს, სან სხვაფერიან ჟაკეტივით რამეს და სულ ჩაცმულად გამოიყურები. ის თბილი პალტო კი… ისიც შავი… იკომ, ჩემმა ბიძაშვილმა მაჩუქა, კარადაში აღარ მეტევაო.
საერთოდ, იმათით მედგა სული. ერთხელ იკომ ისიც მითხრა, ნეტა ცოტა დიდი ბინა მაინც გვქონდეს, ჩვენ თვითონ ძლივს ვეტევით, თორემ შენ ნაქირავებში როგორ გაგაჩერებდითო.
სახლში სულ ბნელში კი არ ვიჯექი, კახამ, ჩემმა მეორე ბიძაშვილმა, იმისმა ძმამ მანქანის აკუმულატორზე რაღაცნაირად მავთულები მიაბ- მოაბა რკინის ,,შპილკებით”, ზედაც მეორე ბოლოში - მაცივრის პატარა ნათურა მიამაგრა, ჩამრთველ-ამომრთველიანად, ერთი ხაზი - პატარა ტელევიზორი მქონდა, იმაშიც შეუშვა და კი ვიყავი გაჩახჩახებული, ჩემგან იმ აკუმულატორს კვირაში ერთხელ წყლის ან ბოთლიდან ცოტა მჟავის ჩამატება სჭირდებოდა და სულ ეგ იყო, დენში იყო მუდმივად შეერთებული და როცა ერთსაათიან შუქს გვაღირსებდნენ, სახლშიც რომ არ ვყოფილიყავი, თავისით იტენებოდა!
ათი წელი უშუქოდ რომ ხარ, თუ ამასობაში არ გაგიჟდი და ჭკუაზე დარჩი, რას არ მოიგონებ ადამიანი!

***
იმ დღეს ლექციებზე რომ მივედი, ბატონი რეზო მეუბნება, ლექციების მერე ჩემთან შემოდიო. რომ შევედი, კონვერტით ასდოლარიანი გამომიწოდა. სესხად გაძლევ, რომ გამდიდრდები, დამიბრუნებო. გაიქეცი ახლავე ბაზრობაზე, ადამიანურად ჩაიცვი, უცხოელის თარჯიმანს რომ შეშვენის ისე და დილით ადრე აეროპორტში წაგიყვან, შენი ამერიკელი ჩამოდისო.
ვინ ამერიკელი-მეთქი და მარკი ჰქვია. ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის დიდი ნაწილი ბიძამისმა შეიძინა, მილიარდერია და ეს ახალგაზრდა, უცოლშვილო კაცი წარმომადგენლად გამოუშვაო.
გადავირიე. სწორედ წინა ღამეს ვუყურე ტელევიზორში მასთან ამერიკიდან გამოფრენამდე ჩაწერილ ინტერვიუს, ჩვენს ქართველ მეგობრებს ენერგეტიკის პრობლემები უნდა მოვუგვაროთო, კეფაზე ბღუჯად ედგა თმა, კისერთან - აპარსულივით უჩანდა, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა და ელვის პრესლის ჰგავდა, ოდნავ გვერდულად რომ იღიმებოდა.
დავხვდით აეროპორტში, მოდიოდა, მაგრამ რა მოდიოდა, წითელი საწვიმარი კურტკა ეცვა, ერთი ხელით ბორბლებიან ჩემოდანს მოაგორებდა, მეორეთი მხარზე მოგრძო, ნახევრადცარიელი ჩანთა მოეგდო უდარდელად, დანარჩენი ბარგი დამეკარგა, ვაცნობე, მისამართი ჩავაწერინე და მისამართზე მომიტანენო.

აღმოჩნდა რომ თბილისში საქმე და სამუშაო ბევრი არაფერი ჰქონდა. თხილამურებით სრიალის გიჟი იყო. გუდაურში ავიდეთო. გუდაურს ჩაცმა უნდა, ჩემს თხელ ჩექმებს ხომ არ ჩავიცმევდი! ისევ ბიძაშვილებს მივაკითხე და იმათ საახლობლოში ვისაც რა ჰქონდა საგუდაურე, მომიგროვეს.
ყველაფერი მომერგო.
წავედით.
თბილისიდან, სამსახურიდან რამდენიმეს ნაცნობის მისამართი მიუცია, ჩემი სახელით მიაკითხე და თუ რამეა, დაგეხმარებიანო.
სასტუმროში გვქონდა ორი ნომერი, იმას ლუქსი და მე - გვერდით - ნახევარლუქსი. ცხელი წყალი მთელი დღე მოთქრიალებდა, დილას საუზმე - ბუფეტი- კარგი და უფასო, ცხელი ყავა - მთელი დღე, ისიც უფასო, კაკაოც.
პირსახოცებს და თეთრეულს ყოველდღე გვიცვლიდნენ. პირველ სართულზე ბარი გვქონდა.
ჩავედით თუ არა, ადგილობრივებმა თვითონ მოგვაკითხეს, თბილისიდან გაგვაგებინეს, კარგი კაცი ჩამოდისო და ჩვენი გაცნობა აღვნიშნოთო.
მარკმა უთხრა, მე არც ვსვამ, არც ვეწევი და ფორთოხლის წვენს დავლევო. არაა პრობლემაო. ჩავედით, დავინახე ფორთოხლის წვენის ჭიქაში არაყი როგორ ჩაუსხეს.
ხმა არ ამომიღია, რა ჩემი საქმე იყო!
დალია.
ეტყობა, ფორთოხლის წვენში ჩარეული ის არაყი თანდათან ამუშავდა . მარკი ჯერ ისე ლაპარაკობდა, გეგონება კონფერენციაზე გამოდიოდა, ცდილობდა არყით კარგად ჩაბუჟბუჟებულებისთვის გაეგებინებინა:
- საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა მარგალიტი, გესმით?
მყიფე გეოლოგიური სისტემა აქვს, მის ეკოლოგიურ ბალანსს დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჰესები არ გამოგადგებათ და ან ალტერნატიულ დენის წყაროებზე გირჩევნიათ ორიენტაციის აღება, ან სულ დიდი ქვეყნების იმედად უნდა იყოს, სხვა რამეში ჩადოთ ფული და მოგებას რომ მიიღებთ, იმით სხვისგან შეიძინოთ ელექტროენერგია. აი აქ, გუდაურში, მაგალითად მზე - ძლიერია, ქარიც სულ არის, მზის ენერგია მშვენივრად გამოგადგებათ ელექტროობის მისაღებად, ცოტა ინვესტიცია რომ ჩაიდოს, მზის პანელები სასტუმროს სახურავზე რომ დამონტაჟდეს, ამ სასტუმროებსაც ეყოფოდა, კერძო სახლებსაც, იმდენი იქნებოდა, გაყიდიდით კიდეც . ქარიც კარგი გაქვთ, შეიძლება ენერგიის გამომუშავება. სხვა ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხო გზებიცაა დენის მისაღებად…”
მეც თავიდან სიტყვა სიტყვით ვთარგმნიდი,
ქართული მხრიდან საპასუხოდ გაისმოდა:
- გაიგე, ბიჭო?!
ხვალ გარეთ გამოსული არ დაგინახო, ირიჟრაჟებს თუ არა, დაიწყე ფიქრი დენის ალტერნატიულ წყაროებზე და საღამოთი ჩამაბარე!
- ჰო, მე ალტერნატიულზე ვიფიქრებ, თქვენ - უალტერნატივო ამბებს მიმიხედეთ, ძმურად, რა!
- ვერა რა, ძმის გულო, ეკოლოგიური ბალანსი მაქვს მისახედი!
- დაასხი! მაგასაც დაუსხი, ყველაფერს გაუმარჯოს, ალტერნატიულსაც, უალტერნატივოსაც, ყველანი ერთად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ!
დენის დედაც!
აბა, თქვი, მარკ ,,დენის დედაც”!
- ვაჰ, ჩემი კაი, რა მაგრა გამოსდის,
კიდე თქვი, რა!
- შენ ამერიკელი დაუძახე და რა
მაგარია!
- დენის დედაც!, დენის დედაც!- იმეორებდა ქებით გახარებული მარკი.
- ჰო, მაგარი ბიჭია, რა , ჩვენიანია! - ასე უთარგმნეო, ზემოთ აშვერილ ცერს უჩვენებდნენ ბარელები.
მერე მარკს ჯერ სიტყვა აერია,
მერე ის არეული კიდევ უფრო აერია და ბოლოსკენ აქეთ-იქიდან “აი ლავ იუს ” მეტი აღარაფერი ისმოდა მოკლედ, რომ წავიდნენ, ნომერში მე ავიტანე.

***

მთელი სეზონი, წელი გუდაურში დავრჩით, დილით თუ ამინდი ვარგოდა, სრიალით და პარაპლანით ერთობოდა.

ზაფხულში ჯერ ძალიან დარბოდა ყოველ დილაადრიან, ვიდრე ნაბახუსევი იქაურობა გაიღვიძებდა. მთაზე აირბენდა- ჩამოირბენდა, ქარი და წვიმაც რომ ყოფილიყო, თავიდან არ ჰქონდა მნიშვნელობა. მერე მიეცა, ჯერ უკლო სირბილს , მერე სულ შეწყვიტა
ზამთარში ლექციები მაინც არ მიტარდებოდა, აუდიტორიაში ისე ციოდა, ვინ გაჩერდებოდა და გუდაურში თბილად მაინც ვიყავი. თან გზებიც ჩაიკეტა. მარკმა სცადა თხილამურებზე ჩემი დაყენება, მაგრამ ბევრი არაფერი გამოვიდა. სწორზე არა
მიშავდა და დაშვებას - მაგარი ცოდნა უნდა.
ზაფხულში ხომ ისედაც არდადეგები მქონდა. თბილისში ერთ ჩამოსვლაზე ჩამოვუარე ლექტორებს და ნიშნები ჩავაწერინე.
ძალიან ნიჭიერი გამოდგა ქართულის წერა-კითხვის და ლაპარაკის სწავლაში,
მარკი . მთელი გუდაური დაუძმაკაცდა, ბარში საღამოთი მის გარეშე არ სხდებოდნენ. ჯერ ხომ ფორთოხლის წვენში უსხამდნენ ცოტა სმირნოვის არაყს, მერე სმირნოვში - ფორთოხლის წვენს ურევდნენ ფერისთვის და ბოლოს - მთლად სუფთაზე სმირნოვზე გადავიდა, სადღეგრძელოებს სულ ქართულად ამბობდა, დაცლაზე.
მერე თანდათან სიგარეტიც დაიწყო.
ჯერ ღერობით აწევინებდნენ, დააჩვიეს, მერე მარკის სიგარეტზე დასხდნენ ყველანი, დღეში ექვსი პაჩკა არ ყოფნიდა.
ისე საყვარლად ამბობდა ,,საკათველო ჩენი მეორე საშობლოა!”
ერთხელ ვიღაცას ქართულად ეჩხუბებოდა მთვრალი, ბიჭებს უსწავლებიათ და სიცილით იხეოდნენ ,, ბიჩო, შენ მაარდლა შემს ბიჩოკსე გასდილოო” , თან მიმიკასაც ისე სასაცილოდ აყოლებდა, ჩვენებურებს ბაძავდა, მალ-მალე ამეორებინებდნენ.
ჩემი მოვალეობა იყო, ბარიდან რომ ამოიყვანდნენ და ნომრის კარზე მიაყუდებდნენ, გამეღო კარი, ბავშვივით დამეწვინა, მომევლო.
ეს გრძელდებოდა ყოველდღიურად.
სმისას მე იქ არ ვუჩერდებოდი, ისედაც აგებინებდნენ ერთმანეთს და ნერვები მეშლებოდა, მე ზედ არავინ მიყურებდა და სასტუმროს ტელეფონით ხან ვისთან არეკინებდნენ მთვრალს თბილისში, ხან ვისთან, ქართულად ათქმევინებდნენ, მე მარკ სტოუ ვარ, ახლავე შუქი გაუშვითო.
დაბადების დღეზე ვიღაცამ სასრიალო ჯოხები აჩუქა, ხელის მოსაკიდებლების თავები ეხსნებოდა და შიგ სითხე ისხმებოდა. დაშვებისას შეგეძლო, პირდაპირ ვადაგეკრა ვისკი და
მერე ჩამოსრიალებულიყავი.
მეც კი მქონდა საჩუქარი წინასწარ ნაყიდი, კარგი ალბომი ,,საქართველო” და ხევსურული შალის წინდები, მაგრამ იმ ჯოხებმა ისე გადარია, წიგნის ჩუქება რაღაცნაირად მომერიდა, წინდები კი მეორე დღესვე ამოიცვა და დამანახვა.
გოგოებიო?!
წარმოიდგინეთ, იმდროინდელ ჩაბნელებულ საქართველოში ბიჭი, უცოლო, ამერიკელი, მილიარდერი ბიძა, თვითონ - ამხელა თანამდებობაზე და ამდენფულიანი, თან როგორი შესახედავი!
ყველას მიმართ თბილი და თავაზიანი იყო, მაგრამ ვერ მოვიტყუები, არცერთით სერიოზულად არ დაინტერესებულა.
გეი ხომ არ იყო?!
არა, ნამდვილად არა.
სამუშაომდე - აქაურმა არავინ მიუშვა, თავისი ხლართები ჰქონდათ გაბმული და არაფერში არ ჩაახედეს. სრიალისა და სმის მეტი უკვე არაფერი აინტერესებდა.
გვიან იმასაც მოვკარი ყური, ენერგეტიკოსების მაფია ადგილობრივებს კარგად უხდიდა, რომ
ეგ გუდაურში მძევალივით ჰყოლოდათ, გაელოთებინათ, მოკლედ, ყველა ღონე ეხმარათ და თბილისში არას დიდებით არ ჩამოეშვათო. ენა უძვლოა.
გუდაურელების ბაძვით, წვერიც მოუშვა მარკმა და სულ შონ კონორის დაემსგავსა, თმაც კისრის ბოლომდე ჩამოეზარდა. გრძელი თითების ფრჩხილებზე ,,ტრაურის ლენტები” შემოევლო. მოკლედ, ამ ჩვენს მარკს ადგილობრივისაგან ვერც გაარჩევდი, ხმას თუ არ ამოიღებდა. მიხვრა- მოხვრითაც კი დაემსგავსა.
მე - ძალიან კარგად მიხდიდა, ამის ზემოთ ფულის ჩუქებაც იცოდა. უკვე ცოტა ცენტრისკენ ერთოთახიანის შეთვალიერება ვთხოვე იკოს.
იმ დღეს, არ ვიცი, რა მოხდა, ჩვეულებრივ დალიეს, შენი ჩამოსვლის წლისთავი დავასველოთო. რომ ამოიტანეს და საწოლზე დადეს, რაღაც ენას ვეღარ ატრიალებდა.
არა, ენას რომ ვერ ატრიალებდა პირში, ეგეთი მთვრალი ხშირად ყოფილა, მაგრამ რაღაც, სხვანაირად იყო. დავრეკე დაბლა რისეფშენში, მგონი ცუდადაა, მიშველეთ-მეთქი. ამოიყვანეს ექიმი და გონებაში რომ ვერ ჩააგდო, ხან ხელზე უკაკუნა, ხან ფეხზე, ხან ენაზე უშვრებოდა რაღაცეებს და ეს ნამდვილად გაჟონვააო. არ გაანძრიოთო. გამოიძახეს სასწრაფო,
რომელიც დიდთოვლობის გამო ძლივს ამოვიდა მეორე დღეს. საკაცით ჩაიყვანეს, ჩაბარგებაც ვერ მოვასწარი ვერაფრის და პირდაპირ თბილისის რესპუბლიკურში გაგვაქანეს.
გაგვაქანეს - რა?!
გზაში ორჯერ ჩავვარდით თოვლის ორმოში და გაჭირვებით ამოგვათრიეს ტრაქტორებით.
ჯგუფური ბიზნესი ჰქონიათ ასეთი. შეამხანაგდებოდა რამდენიმე კაცი. დაიქირავებდნენ ტრაქტორს, ამოთხრიდნენ გუდაურის ზედ ტრასაზე ორმოს, წააყრიდნენ ზემოდან თოვლს, ცოტა მიმოასწორებდნენ, რომ მანქანა ჩავარდნილიყო.
ჩავარდები, ხარ უმწეოდ, ბინდდება და სადღაც, შორს ხედავ, ჩაივლის ვიღაც, მისდევ, ეძახი, ვერ აგონებ, ბოლოს დავარდნაზე რომ ხარ ამდენი დევნისა და ყვირილისაგან, მოტრიალდება და ეხვეწები, შენი ჭირიმე, მიშველე, მანქანაში ხალხი გამეყინება, ავადმყოფი მიმყავს. რაც ღირს გადავუხდი, ვინც იქნება, იქნებ ტრაქტორიანი კაცი მიპოვო.
ისიც - თითქოს უიმედოდ წავა ვინმეს საძებნელად. რაც მეტს გალოდინებდნენ, იმათ გამოჩენას უფრო ფასი ედებოდა.
ამ დროს კი ისხდნენ თავისთვის სამალავში, მოშორებიდან გიყურებდნენ და ერთად ხითხითებდნენ.
ბოლო-ბოლო გამოჩნდებოდნენ და ამოგათრევდნენ და ისეთი ბედნიერი იყავი, რაც გქონდა და არ გქონდა, ყველაფერს უხდიდი.

***
რესპუბლიკურში მიგვიყვანეს, ჯერ ინტენსიურიო, კარს არ მოვშორებივარ, მერე პალატაში გაგვიყვანეს. ერთი თვე გვერდითა საწოლზე ვიწექი და თავზე ვედექი. ექთნობასაც მე ვუწევდი.
საავადმყოფოს ექთანს შენი ამერიკელ-მამერიკელი სულ ცალ ფეხზე ეკიდა, ადგილი ნაყიდი ჰქონდა, ყოველთვიური გადასახდელიც აწვა უფროსისთვის და სულ ხელებში გიყურებდა.
ვინმე, ფულიანი პაციენტი თუ გამოჩნდებოდა, იმის გულისთვის ექთნები ერთმანეთს თმებით ითრევდნენ, არა მე და არა მეო.
ან ეს მარკისთვის როგორ ამეხსნა, ან ჩემი წვალებით მთელი წელი ნაგროვები ბინის ფული იმის მოვლაში როგორ მეხადა!
ისე კი, ვინ აღარ ინახულა.
ჩემს თავს ყველას ასე აცნობდა, “ში იზ მაი, მაი მაიაო!”.
თანდათან გაახილა თვალი და მარტივი ლუღლუღი, მერე ლაპარაკიც დაიწყო. საავადმყოფოს მერე კიდევ ოთხი თვე თავის სახლში ვუვლიდი, ფიზიკური თერაპიის ექიმი ბიძამისმა ამერიკიდან გამოუგზავნა. დადგა თუ არა ფეხზე და მეტყველებაც მოუწესრიგდა, ამერიკაში დაბრუნებაზე დაიწყო ლაპარაკი.
გამგზავრების წინა საღამოს ქართველმა ჟურნალისტმა გოგოებმა მოაკითხეს, გუდაურიდან იცნობდნენ, ინტერვიუ უნდა ჩავწეროთო. მე სამზარეულოში ვიყავი.
ღამით გავაცილეთ. გუდაურელებიც წამოვიდნენ აეროპორტში. იყო ერთი ჩვენებური, “ძმაო, იცოდე, გაის ამ დროს აქ რომ არ იყო, იქ ჩამოგადგებით ყველანი ამერიკაში და ძალით ჩამოგიყვანთო”.
გადავიღალე.
რომ შევიდა საბაჟო შემოწმებაზე და ხელი დაგვიქნია, აღარც დამიცდია.
გავაჩერე რომელიღაც ტაქსი და ჩემს ნაქირავებ სოროში დავბრუნდი.
კერასინკაზე ჩაი ავიდუღე, ჩემი პატარა ტელევიზორი ჩავრთე და მარკი არ გამოჩნდა?!
იჯდა ერთი გასაცოდავებული, ცალ მხარეს, სახის ნახევარზე დამბლადამჩნეული, ახლად წვერგაპარსული, თმაშეთხელებული კაცი, საკუთარი სახის სიშიშვლე რომ ეუხერხულება და მალ-მალე სახესთან ხელი მიაქვს ასაფარებლად. ქართულ- ინგლისურად რაღაცას ლაპარაკობდა შეყოვნებებით, თან შევარდნილ, ლურჯ თვალებს შეშინებულად აცეცებდა და დრო და დრო შესაკავებლად გადაჯვარედინებულ, გრძელთითება ხელებზე უხერხულად იხედებოდა.
გამახსენდა წითელსაწვიმრიანი, ახალგაზრდა კაცი, ნახევრადცარიელი, მოგრძო ჩანთა უდარდელად რომ ჰქონდა შემოგდებული მხარზე, ელვის პრესლივით ოდნავ ცალყბად მოღიმარი ჩვენკენ რომ მოდიოდა
და ამეტირა.
ისე, ის ბავშვი კი უნდა გამეჩინა, დღეს უკვე ოცდახუთი წლის შვილი მეყოლებოდა. იქნებ ბებიაც გავმხდარიყავი. სულ არ გავაგებინებდი მამამისს, ისე გავზრდიდი, რამეს ვიზამდი!
რა ვიცი, მაინც ვერ გავრისკე, ჯერ ქრონიკული ალკოჰოლიზმიო, მერე იმდენი და იმდენნირი, ძლიერი, სულ ამერიკული წამლები….
თან ჩაბნელებული, ქალაქური ცხოვრება; დღევანდელი დღის პრობლემები და ხვალინდელის - შიში; თანაც მაშინ უმამოდ ბავშვის გაჩენა ძალიან დიდი სირცხვილი იყო. რა უნდა მეთქვა ჩემი მშობლებისთვის, ან ნათესავები რას იტყოდნენ?!
თქვენ კიდევ, ენერგეტიკის ამბავი გეცოდინება რამეო!
* * *
ნინო დარბაისელი

არყოფნეთული

მე რომ ფრინველი ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი მტრედი,
ვიგურგურებდი შენს სიახლოვეს და
ვინმესთვის რომ ხმის მიწვდენა დაგჭირდებოდა,
შემომაბამდი მარჯნის ფეხზე პატარა ბარათს,
ავფრინდებოდი და ისევ შენთან,
პასუხიანად დავბრუნდებოდი.

მე რომ მწერი ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი მუქშავი ტკიპა.
კანში მწარედ ჩაგიჯდებოდი,
სისხლს ამოგწოვდი და
ვერაფრით მომიშორებდი.

მე რომ საჭმელი ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი პური გაუმტკიცავი,
გამომცხვარი უსაფუაროდ,
სანდო და ხმელი,
მაწიერი და შეუხედავი.

მე რომ სასმელი ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი წყალი,
ციდან მიწამდე თითქოს ყველგან
მოდებული,
თავის- უფორმო,
თითქოს გემოს და ფერის არმქონე,
წყურვილის დროს კი შეუცვლელი.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
ამ საერთომდე:

-მე რომ შენს ქვეყნად ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი
და არ დამჭირდებოდა ეს ლექსი,
თითქოს მარტივი და თანაც რთული
- არყოფნეთული!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცხოვრება

დროვ, გვირჩენ მარტო
ტკივილებს მცირეს!
დიდებისას - გაძლებას გვაჩვევ.
* * *
ნინო დარბაისელი

მაძინარა

რაც მეტად უნდათ,
მიგალურსმონ დედამიწაზე,
ფრთებს იქნევ უფრო თავგამეტებით
და გაფრინდები,
გაფრინდები,
საკუთარი წარმოსახვების ათასფერადი ათასხმოვანი საუფლოსაკენ.

ჩემი მაღვიძარა - ჩემი მაძინარაა.

თეთრად ღამის გამთენებელს,
ახალჩათვლემილს,
ჯერ რომ ნაზად შეგახსენებს,
გაიღვიძეო,
მერე თანდათან ხმას უმატებს,
აყვირდება, ადექიო
და ყოველ ჯერზე თვალდახუჭული
ხელს რომ ურტყამ გასაჩუმებლად.

ამ დროის ძილი,
დილის ძილი,
განა არ უდრის მთელი ღამის გამოშუშვა- გამოძინებას?!

ჰოდა, ასე -
ჩემი მაღვიძარა- ჩემი მაძინარაა!

მძინავს და დავფრენ,
თმის ღერიდან და ცხვირ-პირიდან,
ყელ-კისრის გავლით -მკერდზე,
მუცელქვეშ,
მუხლისთავებზე,
ტერფებამდე -
ფრენის ქარი ბასრად მდინდება;
ადამიანებს,
სახლებს,
მთა- გორებს და მწვერვალებს,
დედამიწას და მთელ სამყაროს თავზე
რომ ვუფრენ.

რა პატარაა ყველაფერი,
როცა დაფრინავ და
ზემოდან მზერას შეავლებ.

ჩემი უკმეხი მაღვიძარა - ჩემი კეთილი მაძინარაა!

და თქვენი,
თქვენი?
* * *
ნინო დარბაისელი

კლდის სახლი. პებლო-ქალები

როგორც ხევსურთა ქალები,
ბოსლებში ჩაკეტილები,
ჩაცუცქვით შობდნენ, მარტონი,
წვალობდნენ ზნეკეთილები,
თვით გამოჰყავდათ შვილები,
მენჯებში გაკვეტილები;
ჭიპლარსაც გაუკვანძავდნენ,
ჭინთვისგან ჯანმიხდილები,
ბნელში, ძროხებში რჩებოდნენ,
ძროხებს ეხვიათ ტილები.
იწმინდებოდნენ ქალები
წესისგან - უწმინდურები.
ენატრებოდათ მარტოკებს
საყვედურები დურები,
კაცები - გარეთ თვრებოდნენ,
ხდებოდნენ ვით დაბდურები!
ლხენით უძგერდათ გულები,
ძის ყოლით გათანგულები,
ვის-ღა ახსოვდა, გონწასულს
ქალები - ნაერთგულები.

პებლოელებიც მათ ჰგვანდნენ,
კანიონს ჩაკარგულები,
ინდიელები ძველები,
ბედისგან მონაგუნები,
სიმინდს, ლობიოს თესავდნენ,
არ ჰქონდათ ხოდაბუნები,
ირგვლივ ტიტვლები დიოდნენ,
ჭრელად ტანმოხატულები,
ნადირიც ბევრი ეხვიათ,
მგელი და მელა-ტურები,
მოაწყდნენ ევროპელების
ცხენები დარახტულები…

გარეთ ცას ჯანყი მოედო,
დაქუფრდნენ ღრუბლის ქულები,
მიწაზე სხედან ავდრულად
ყორნები, არ ძაბუნები,
არც ირგვლივ რამე წყაროა,
აღარც რა სავარგულები,
და მიამბობენ ძველ ამბებს
ტყეები დაბუგულები,
მინდვრები დახრუკულები,
მტერთაგან ნანადგურები…

მტრედო, საიდან მოსულო,
მე რატომ მეგურგურები!
დღეს ხვლიკთა სამოსახლოა
პებლოთა ნასადგურები.

* * *
ნინო დარბაისელი

მირაჟი. კაუბოი

გზად კაუბოი შემეყარა, მართალი და სიტყვალაღი:
- შენს ჯოგში არ შეგერიოს - ხარი - სხვისი დანადაღი!

გზად კაუბოი შემეყარა,
ცხენს მოჰყავდა, განა მძაღ ვირს:
“ვიდრე პირით რამეს ისვრი, დაიტენე ტვინი საღი!”

გზად კაუბოი შემეყარა, მოიქნევდა ლაზოს ლაღი -
“თავზე ბრიყვი რომ დაგესხას, ახლო გედოს იარაღი!”

გზად კაუბოი შემეყარა,
მოზიდავდა ცხენის აღვირს…
“კაცს სჭირდება სიტყვებიო,
რომლისთვისაც ცხოვრება ღირს!”

გზად კაუბოი შემეყარა…ცხენს მიჰქონდა ადრე საღი,
გულს ისარი მოუჩანდა…დამეზნიქა ზეცის თაღი.
მომენატრა, გამახსენდა მშობლიური იალაღი!
* * *
#ლექსები

გამათბობელი

9 - ბ
(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

აბიგაილი

“- ლამაზი იყო აბიგაილი,
მთელი ქვეყანა შემოვიარე,
არ შემხვედრია სხვაგან არავინ,
თან ქალი და თანაც ასე ჭკვიანი,
არა ჭკვიანი, არამედ ბრძენი,
ბრძენთა-ბრძენი,
ქმარი კი მართლა სულელების სულელი ჰყავდა.
ერთი ხარბი და გაუთლელი,
თანაც მდიდარი.
ქვეყნის კიდეზე რაც მიწაა და საძოვრები, სულ მისი იყო.
ჩემი შიშით კი,
აქ დავითის საზღვრებიაო,
მტერი ვეღარ ეკარებოდა.
ამას კი კარგი გადახდაც უნდა!

ჩემს მშიერ ბიჭებს
ერთი ლუკმა პურიც არ მისცა,
წყალიც კი არ გამოუტანა,
მეფე დავითი ვინღააო, დასცინა კიდეც!

აღვენთე ბრაზით,
მეორე დილის ბრძოლისთვის ვემზადებოდი,
რომ მტვრად მექცია იქაურობა.
მაშინ მეახლა აბიგაილი,
ძღვნით მეახლა,
მიწას განერთხო,
გვაპატიეო, შეგვიწყალეო,
მე ვარო მარტო დამნაშავე,
მე რომ გამეგო,
არაფერი მოხდებოდაო.

მომილბა გული,
ვაპატიე,
არ ამოვწყვიტე,
რომ ნადავლი სულ წამომეღო
და ნადავლში საუკეთესო
როგორც წესია,
ჩვენი ღმერთისთვის შემეწირა
და მეორე დღეს
მის ბრიყვ ქმარს უცებ გული გაუსკდა.

ჩვენი წესია,
სადაც ვინმეს დაიმორჩილებ,
ცოლი წაჰგვარო,
ჰარამხანაში მიიმატო კონკუბაინად.

მასაც იგივე ბედი ელოდა.
ლამაზი იყო და ჭკვიანი,
ნდომისაღმძვრელი და მე ვუთხარი,
დედოფლად დაგსვამ,
თუკი ცოლად გამომყვები,
გახარებ-მეთქი.

გაიხარა და თავისი ფეხით,
საპალნიანი ვირით მეახლა,
ხუთი მხევალი გამოიყოლა
და სასახლეშიც შეიფერა მეფის ცოლობა.

ისიც არ ვიცი,
რომელი ქალი უფრო მეტია,
ვინც შენი ვნებით ვარვარებს და გონებას ჰკარგავს,
როგორც ბეთსიბა
და უგნურებას შენც არაერთხელ ჩაგადენინებს,
თუ ვინც გონების ხმას მიჰყვება,
შენც გაგიყოლებს,
და საკუთარ ვნებასაც მართავს,
წყვილი ცხენივით, საბრძოლო ეტლში შებმულვით და არ გაუშვებს არასოდეს ხელიდან აღვირს?

ლამაზი იყო აბიგაილი,
ხრიკიანობაც როდი აკლდა..
ჭკვიანი იყო,
არა, ბრძენი და ბრძენთა-ბრძენი!
უცნაურია, ბრძენ მშობელს შვილიც
ბრძენი რატომ არ ებადება?
უგონო ქალი - ბრძენს გაგიჩენს…
კიდეც დაგირჩენს და თუ დასჭირდა,
ტახტისკენ გზასაც თვით გაუკვალავს…

თუმცა როდესაც ვნება გიქრება,
ვინ-ღა გაიგებს,
ქალთა შორის ვინ როგორია,
ვინ ვის სჯობია.
ძველი ამბები გაგონდება ფიქრთგასართველად…”

ღამეა გრძელი,
მე - საწოლში - ვითარცა ძელი
და ეს ამბები ძველისძველი,
მე - დაძაბულმა გათენებამდე
თუ გავუძელი!
* * *
ნინო დარბაისელი

გამათბობელი
(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

9 ბ

დავითის ათი კონკუბაინი

რა გულმოდგინეთ გვემსახურებით,
მოხვალთ,
რაც გვინდა, რაც სჭირდება მეფეთა მეფეს,
მოაწესრიგებთ
და მორჩილად გაიკრიფებით…

დავითის ათო კონკუბაინო,
ათო კედარო ლიბანისა,
ოდესღაც მართლა ტანკენარო,
ცეცხლში დამწვარო,
ათივე მუნჯო მოჩვენებავ,
ზეთის სანთლებით ხელში
სასახლის
ბნელ ტალანებში თავდახრილად მოსიარულევ!

დავითის ათო კონკუბაინო,
ემიმ ამიხსნა,
ეგენი ერთად, ერთ ოთახში,
ჩვენი სასახლის მეორე ბოლოს ბაღი როა, იქ ცხოვრობენო,
ენის წვერი აქვთ მოჭრილიო,
ენის მოჭრა ამას ჰქვიაო,
თორემ
მთლიანი თუ მოაჭრეს,
ადამიანი ლუკმას ვეღარც დაღეჭავსო,
ენა - კბილებს ეხმარება,
უკბილონი რომ იღმურზლებიან,
ენას - კბილადაც მოიხმარენო.

დავითის ათო კონკუბაინო,
სათითაოდ დაპყრობილი ქვეყნებიდან
არჩეულებო,
საჰარამხანედ მოყვანილებო.

ვინ იცის,
ვისი და იყავით,
ვისი ასული ან ვის საცოლედ დანიშნული,
ვის ეხსომება თქვენი სახელი!
აქ ხომ წესია,
ადამიანს სახელს უცვლიან,
ახალს არქმევენ,
მერე ეჩვევა და
იმ ძველის დაძახებაზე აღარც მოგხედავს,
სასახლის გარეთ ცხოვრებასავით
ალბათ სიზმარში თუ ახსენდება.

ემიმ, დავითი
უკვე კარგად ხანდაზმული
მეფობის წამრთმევ ძეს თავისას,
აბსალომს როცა გაექცაო,
მთელი ამალა,
ორმოცივე უმამაცესი მეომარი და
კიდევ მთელი ჰარამხანა წაიყვანაო,
აქაურობა - ათ კონკუბაინს ჩააბარაო.
აბსალომი კი შემოიჭრა,
ყველა შეიპყრო,
მერე ჯარი და აქ დარჩენილი მოსახლეობა,
უკლებლივ ყველა მესაყვირეებს მოახმობინა,
საცოდავები ათივენი, გაბაწრულები დიდ მოედანზე გამოყარა და
მამამისის - მეფე დავითის საბოლოოდ დასამცირებლად,
ათივე მათგანს ყველას თვალწინ დაეუფლაო.
ასეთი რამე არაკაცს ქვეყნად არ უქნიაო,
კაცი - ერთი და
ქალი - ათიო!

ვინ უშველიდა, საწყლებს
ვერავინ შეეწიაო,
თავი ცოცხალი არ უნდოდათო,
იმ აბსალომმა ხომ ჯერ სიცოცხლით გაგვიმწარა მეფე დავითი,
მერე სიკვდილით - ათი იმდენად გაგვიმწარაო,
ჯორზე დამჯდარი შუა ომში ხეს გამოედო,
ტოტზე ეკიდა მწიფე ნაყოფად
და ჯოაბმაც ერთი მოქნევით ჩამოწყვიტაო,
ჩემს ხელმწიფეს გავახარებო
და სასახლეში დაბრუნებულმა
გულმდუღარე და გულმოწყალე
ჩვენმა ხელმწიფემ
თავისი ძის წაბილწულები ჰარამხანაში ცოლებთან რომ ვერ დააბრუნა,
ათივენი აქ მხევლებად-ღა დაიტოვა,
ხელზე მოახლედ,
ოღონდ
ენები დააჭრაო.
მოწყალეაო ჩვენი მეფე,
დიდი დავითი!
ათივე მეფის ერთგულია,
მე კი ათივეს უფროსი ვარო,
აქ სასახლეში ჩვენ გარდა ქალი არ ჭაჭანებსო.

დავითის ათო კონკუბაინო,
ათო კედარო ლიბანისა!
მუნჯო ლანდებო,
ირიჟრაჟებს და მეთერთმეტედ მოგემატებით!

* * *
user posted image

ნინო დარბაისელი

გამათბობელი
(ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში)

9 ბ

დავითის ათი კონკუბაინი

რა გულმოდგინეთ გვემსახურებით,
მოხვალთ,
რაც გვინდა, რაც სჭირდება მეფეთა მეფეს,
მოაწესრიგებთ
და მორჩილად გაიკრიფებით…

დავითის ათო კონკუბაინო,
ათო კედარო ლიბანისა,
ოდესღაც მართლა ტანკენარო,
ცეცხლში დამწვარო,
ათივე მუნჯო მოჩვენებავ,
ზეთის სანთლებით ხელში
სასახლის
ბნელ ტალანებში თავდახრილად მოსიარულევ!

დავითის ათო კონკუბაინო,
ემიმ ამიხსნა,
ეგენი ერთად, ერთ ოთახში,
ჩვენი სასახლის მეორე ბოლოს ბაღი როა, იქ ცხოვრობენო,
ენის წვერი აქვთ მოჭრილიო,
ენის მოჭრა ამას ჰქვიაო,
თორემ
მთლიანი თუ მოაჭრეს,
ადამიანი ლუკმას ვეღარც დაღეჭავსო,
ენა - კბილებს ეხმარება,
უკბილონი რომ იღმურზლებიან,
ენას - კბილადაც მოიხმარენო.

დავითის ათო კონკუბაინო,
სათითაოდ დაპყრობილი ქვეყნებიდან
არჩეულებო,
საჰარამხანედ მოყვანილებო.

ვინ იცის,
ვისი და იყავით,
ვისი ასული ან ვის საცოლედ დანიშნული,
ვის ეხსომება თქვენი სახელი!
აქ ხომ წესია,
ადამიანს სახელს უცვლიან,
ახალს არქმევენ,
მერე ეჩვევა და
იმ ძველის დაძახებაზე აღარც მოგხედავს,
სასახლის გარეთ ცხოვრებასავით
ალბათ სიზმარში თუ ახსენდება.

ემიმ, დავითი
უკვე კარგად ხანდაზმული
მეფობის წამრთმევ ძეს თავისას,
აბსალომს როცა გაექცაო,
მთელი ამალა,
ორმოცივე უმამაცესი მეომარი და
კიდევ მთელი ჰარამხანა წაიყვანაო,
<

Posted by: nino darbaiseli 2 Sep 2023, 02:24
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფანტელი წყალში

როგორი იყო ის სიყვარული?!
- თავისნაირებს თითქოს
ჰგავდა და მაინც არც ჰგავდა,
ფაქიზი,
თეთრი,
გარე თვალისთვის - მშვიდი,
შიგნით - ქარიშხლიანი, -
ტრიალ-ტრიალით
წამოსული თოვლის ფანტელი,
ვიდრე წყალში ჩავარდება
და წყლად იქცევა.

მე მივატოვე, როცა ვიგრძენი,
რომ ერთმანეთი უკვე ბოლომდე გვიყვარდებოდა;
რომ დამტოვებდა
და მე ვეღარ გადავიტანდი;
რომ ეს ცხოვრება კი არ იცდის,
შეუსვენებლად მიდის და თავქვე მიედინება.

მდინარევ, საით?
მაგ სიმღვრიეში
აურაცხელი ნაფანტელარი,
გაწყალებული სიყვარულია!

Posted by: nino darbaiseli 6 Sep 2023, 16:27
#ლექსები

ნინო დარბაისელი სტრონი

სტრატეგია ქართული

სულ ერთი ბეწო ხარ, ვეშაპად გსახავენ,
რაღა აკლიაო დიდ იმპერიამდე?ათასწლეულები ბრძოლაში გალიე,
დღეს ცოცხლად გიყურებთ შენ - ისტორიამდელს,
წარსულის გაკვეთილს ვსწავლობთ და ვერც ვსწავლობთ.
ლოგიკა - ვერ გშველის, ბედს თავი მიანდე,
თუ გაერთიანდი, ერთ ლუკმად შეგხრავენ,
განა მოგითმენდა ვინმე მტერი ამდენს,
გათიშვა გვშველოდა ქართლელთა, კახელთა…
ერთად რას ვუშველით, თუ მტერი გახელდა?
ცეცხლად დანთებულხარ, ქარად გიბერია,
თუ მტერი მოგადგა, თუ მტერი ბევრია,
წვრილად დაიშალოს ერი თუ ბერია,
აი, საიდუმლო შენი - იბერია!

ერს სურს ერთობა და ხელი შევუშალე?
გეგმა ჩავუშალე?
ფუძე მოვუშალე?
სახე წავუშალე?
კარგი დავუშალე?
ეს - რას ვლაპარაკობ?
ხომ არ შევიშალე?!

წვრილად დაიშალე,
წვრილად დაიშალე,
ნაშალთა სიწვრილით მტერს ხელი უშალე,
ვერარა გაგიგოს, ვერ მოგინადიროს,
ვერ შემოაღწიოს შენს რია-რიამდე!
არ გაერთიანდე, ჩემო საქართველოვ,
არ გაერთიანდე,
არ გაერთიანდე!






* * *
ნინო დარბაისელი

ნათლიაჩემი. ცეკვა ქართული

ბევრი არ მახსოვს ნათლიაჩემის,
წარბები მახსოვს ხშირი,
შავი,
კიდევ მისი შორი ნამღერი,
გიტარაზე,
ექვსსიმიანზე;

უბნის კაცებში ჩამჯდარი მახსოვს,
ირგვლივ ლეკბორა ალეს მიერ მოშენებული,
ცალ ფეხზე შემდგარ ხის ფარდულში
გამოჩეკილი მტრედები რომ დაგურგურებდნენ.

ის მახსოვს კიდევ,
ვიღაცამ
რაღაც მიმინო რომ მოიყვანა,
და ის მიმინო გაბრაზებული თვალებს როგორ აბრიალებდა.
ცალ ფეხზე ჯაჭვი როგორ ჰქონდა ფრინველს მობმული.

ხორცის წითელი, ნეკისხელა ნაგლეჯი მისცა,
ცერზე დაისვა,
მტრედები როგორ გაფართხალდნენ არემარიდან,
და როგორ უთხრა,
ხვალ დილით, ადრე
ჩვენი ბიჭები
სანადიროდ მივდივართ და ხომ წამოხვალო?

დანარჩენები კითხულობდნენ:
- ვაჰ, ვისია ეგ მიმინო,
ვინ გათხოვათ,
სად იშოვეთო,
ან აქეთ ფეხზე რკინის რგოლი რაღას ნიშნავსო,
არ იკითხება,
ზედ რა წვრილად აწერიაო!
ნადირობის წინ ბევრი არ უნდა აჭამოთო,
გაზანტდებაო!

თუკი მიმინო კარგად დაგეშეს,
გვერდიდან თვალზე ტყავები უნდა ააფაროთო- მახსოვს
ურჩია უბნის ლოთმა.

ნათლიაჩემი შესცქეროდა იმ მიმინოს თვალმოუწყვეტლად:
მიუგო,
გმადლობ, ვერ წამოვალ, არ ვნადირობო,
თქვა,
ეს არისო ჩვენი ცეკვის მთელი ამბავი,
ერთად ყოფნაა,
ოღონდ უჯაჭვოდ,
ოღონდ ცაში,
ოღონდაც ვიდრე მტრედი დაფრთხება და
მიმინოს გაეცლებაო,
თქვა და წავიდა.

ნათლიაჩემი მოცეკვავე იყო ქართულის,
სხვა არაფერი აღარ მახსოვს ნათლიაჩემის.

Posted by: Levan ch 13 Sep 2023, 22:30
მეთქი ბერძენიშვილის თემაში რომ ტროლაობს ვინაათქო შემოვედი და
what the fuck რაც აქ წერია ეს პოეზიაა? facepalm.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
აი ფსკერის დაბლა ყოფნც ესეთი უნდა. არასოდეს დამავიწყდება ამ ლექსების წაკითხვით გამოწვეული გაკვირვება
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: nino darbaiseli 13 Sep 2023, 23:34
QUOTE (Levan ch @ 13 Sep 2023, 22:30 )
მეთქი ბერძენიშვილის თემაში რომ ტროლაობს ვინაათქო შემოვედი და
what the fuck რაც აქ წერია ეს პოეზიაა? facepalm.gif  lol.gif
აი ფსკერის დაბლა ყოფნც ესეთი უნდა. არასოდეს დამავიწყდება ამ ლექსების წაკითხვით გამოწვეული გაკვირვება
lol.gif  :


ფსკერზე ჩვენთან - კარგად გრილა და თუ ზემოთ, თვალშეუდგამ სიმაღლეებში, თქვენ რომ იმყოფებით და ლივლივებთ მზის სხივებში, ცოტა ჩამოგცხათ, ისევ გამოგვიარეთ, ამოვალ ფსკერის დაბლიდან და პატარა კუნჭულს დაგითმობთ .
თუ არა და მანდ იყავით სამუდამოდ, საცა თქვენი და თქვენნაირების ადგილია.
lol.gif

ბოდიშს გიხდით, იძულებული შევიქენი , თქვენი … რა ჰქვია?!”სმაილები”, არა? … ჰო, ეგენი შემემცირებინა, რადგან ლიმიტს აჭარბებსო და არ იპოსტებოდა
* * *
ამ გახსენებაზე კიდევ რაღაცეებს შემოვამატებ ფსკერის ქვეშიდან. ,, ვ ეტოი გასტინიცე - ია დირეკტორ!”


#ლექსები

ნინო დარბაისელი

კლდეთა უდაბნო - ,,გრანდ კანიონი”

მზე ზენიტშია.
როცა გადავა,
ნეტავ შეეძლოს ადამიანს,
საკუთარ ჩრდილს ამოეფაროს!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ციფერბლატური დილემა ისრისათვის

ჩაკეტილ წრეში ვიტრიალო
დაუსრულებლივ
თუ გავჩერდე
და დღეში ორჯერ ვიყო მართალი?

* * *
ეს დამვიწყებია. არადა ასე ვმხიარულობთ ფსკერქვეშ. ჩვენც ხომ გვინდა გართობა, არა?

აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი

ნინო დარბაისელი

აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი
(იუმორესკა)

პიარ-ტექნოლოგიათა არსენალში ხალხის, მეტადრე კი ინტერნეტ მკითხველთა ტვინის მასობრივი გამორეცხვისთვის უამრავი ხერხი და საშუალება არსებობს, ბევრი მათგანი პიარ-პროექტის ასაგებად კომბინაციაში გამოიყენება.
წინამდებარე კერძო ცდა ორიენტირებულია კომბინაციური მეთოდების გამოყენებისკენ.

პროექტის პირობითი სათაურია:
,,როგორ ჩამოვიცილოთ კონკურენტი არჩევნებში ანუ აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი’

პროექტის მიზანი და ამოცანა:
არჩევნების დროს კონკურენტის ჩამოცილება. ამის მისაღწევად საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება მიხოს საქმიანობისა და მისი პიროვნებისადმი, მისი შავი პიარი, გაუვნებელყოფა, როგორც პოლიტიკური კონკურენტისა.
(თავიდანვე უნდა გაირკვეს და შეთანხმდეს მხარეთა შორის, რა დროით და საზოგადოების რა ფენას უნდა დაეფაროს პიარ-ბადე და როგორ, ასევე, რა ინტენსიობით).

ფასი და დაანგარიშება:

პროექტის შესრულებაზე გასაწევი სავარაუდო ხარჯების წინასწარი კალკულაცია, ანუ დაანგარიშება წარედგინება შემკვეთ მხარეს, რომელიც შემდგომში მოიხსენიება კლიენტად.
ცხადია, დაგეგმილ ხარჯებს გაუთვალისწინებელი ნამატი აუცილებლად ექნება და კონტრაქტშივე ჩაიდება პირობა, რომ საბოლოო ანგარიშსწორება მხარეთა შორის მოხდება პროექტის დამთავრებიდან 24 კალენდარულ დღეში, მონიტორინგის შემდგომ, შემსრულებლის მიერ რეალური ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან.

პროექტის ეს დრაფტი, კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, დამუშავდება და წარმოდგენილი იქნება მხარეთა მიერ ხელმოსაწერად ერთი სამუშაო კვირის ვადაში.

მოსალოდნელი შედეგი: პროექტი დათქმულ ვადაში წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება, თუ მის ბოლო ეტაპზე მიხო დარბის ქვედა საცვლის ამარა ან უმისოდ და ცდილობს, ყველა გამვლელი სათითაოდ დააჯეროს, რომ არათუ ფაფუკი, არამედ არანაირი კუდი და საერთოდ, არაფერიც არ აბია.
მინიტორინგი- ყოველი ეტაპის ბოლოს.
საბოლოო მონიტორინგი - პროექტის დასრულების შემდეგ, დამატებითი ხარჯების ანაზღაურებამდე.
წინამდებარე პროექტის დრაფტი პირობითად გათვლილია ორ კვირაზე.
მოწონების შემთხვევაში ვადები დადგინდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და ჩაიდება კონტრაქტში.

სამუშაოს დასახსრვა სამონიტორინგე ეტაპებად (მოკლე მონახაზები)

პირველი ეტაპი:
ხანგრძლიობა - ერთი კვირა: სილამაზის სალონებში, ბაზრობებზე, სხვა ხალხმრავალ ადგილებში, მეტროში, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში გასულია მუშა-ჯგუფი, მისი წევრები ერთმანეთს ელაპარაკებიან მიხოზე, ხმადაბლა, მორიდებით, სტილში, არ გამთქვა, შენი ჭირიმე და ასეთი რამე ითქვა.
კვირის ბოლოს ქვეყნდება წერილი ყვითელ პრესაში, ფოტოშოფით დამზადებული ფერადი სურათი- ყდაზეა, მიხოს ლამის მთელს სახეზე ციყვის კუდი ეფარება და მხოლოდ ცალი, დაჭყეტილი თვალი მოუჩანს. წერილის სათაური - გარეკანზე მსხვილად ,, მართლა აბია თუ არა მიხოს ფაფუკი კუდი“.
სათაური მეორდება შედარებით მომცრო შრიფტით შიგნითაც, ქვემოთ წვრილად წერია- „იბეჭდება განხილვის წესით’, კიდევ უფრო წვრილად’’ რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორთა კერძო მოსაზრებებს’. ასევე, სხვა ჟურნალში იბეჭდება წერილი, ‘’კუდი - რუდიმენტი თუ მშვენება?’, წერილში ცნობილი მეცნიერი პოპულარულ ენაზე მსჯელობს და დასკვნა ასეთია:
ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხოლო დემოკრატიის პირობებში ყოველმა ადამიანმა თავისუფლად, თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია, კუდიანობა თუ უკუდობა.

მეორე ეტაპი:

მუშა-ჯგუფის წევრები განაგრძობენ ინფორმაციის ცოცხალ გავრცელებას, მიდის ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული წერილის გარჩევა სტილში: ეს ყვითელი პრესა რასაც დაწერს , განა ყველაფერი მართალია. მიხოზე ასე და ასე რომ ამბობენ, მომკალით და არ მჯერა!
მზადდება და გადაიცემა სატელევიზიო ინტერვიუები მეზობლებთან, პასუხები კითხვაზე: - ამ ბოლო დროს რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ ბატონი მიხეილისთვის. საჭირო და საკმარისია ერთი შინაბერა, ერთი ახლო მეზობელი და ერთიც - ახლომდებარე სურსათის ან პურის მაღაზიის მუშაკი
ინტერვიუ კლასელებთან, პასუხი კითხვაზე: - რაიმე უცნაურობა ხომ არ შეგინიშნავთ მოწაფეობისას მიშიკოსგან’.
სავარაუდო პასუხები:
1. ერთხელ ბიჭები საცურაოდ გავიპარეთ და არ წამოვიდა, პატარა ეჭვივით მაშინვე გაგვიჩნდა, მაგრამ ხმამაღლა არ გვითქვამს.
2. იცით, კლასელ გოგოებს ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევდა, ერთხელ კინოში, პირვბელსაათიან სეანსზე, გვერდით მიუჯდა ჩვენი კლასელი გოგო და ის ორი სკამით იქით გადაჯდა
3. ერთხელ დიღმის ალეიაში ნაძვიდან ციყვი ჩამოვარდა , დავიჭირეთ და ხელი გაუშვითო, ისევ ხეზე ასვა. ის ციყვი მერე აღარ გვინახავს.

მესამე ეტაპი:

1. ტელევიზიაში გადაცემაა, სადაც სახედაფარული, აღელვებული ქალი, სექსმუშაკი ყვება, როგორ შეურაცხყოფილია, როგორც პროფესიონალი; რა დაემართა, როდესაც სხვა რამეს ელოდა და ციყვის კუდი შერჩა ხელში.

მეოთხე ეტაპი:

ჟურნალისტი გოგონა ოპერატორს აღებინებს მოხოს სახლ-კარს მსხვილი პლანით, (შეიძლება დრონ-კამერის გამოყენებაც).
სოფელ დიღმის ეზოში მხიარულად დაღრუტუნებენ გვერდტალახიანი დედო ღორი და მისი თერთმეტი გოჭი, მეთორმეტე - ჩრდილშია შემძვრალი , მეცამერტე გოჭთან ერთად.
კუთხეში ყრია სამწვადე წალამი, გალებით -ჩამოკიდებულია ნიორი, ხახვი, ჯაგნებით ყურძენი, კუთხეში ალაგია ყვითელი გოგრები, ყველაფერს ეტყობა ბარაქა და ეს მაშინ, როცა ნახევარი საქართველო შიმშილობს.( ამეების გადაღება შეიძლება სხვაგანაც და მონტაჟით ჩასმა).
შეკითხვა მაროს: ქალბატონო მარო, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ბატონ მიხოს ფაფუკი კუდი აბია, თუმცა არსებობს ამისი საპირისპიროც, რომ არ აბია, რა შეგიძლიათ, უთხრათ ჩვენს მაყურებლებს ამასთან დაკავშირებით.
მარო: - აბა, მე რა უნდა უთხრა, მაგ საქმისა მე არა გამეგება, რა! მე ვიცი, თონე გაახურე, პური ჩააკარი, ისე კი, რახან ეგრე ძალიან გაინტერესებთ, ამ ბოლო დროს რაღაც სულ ფაფუკად მეხახუნება, ჩვენი სოფლის ბოლოს, მოხვეულში რო ქვრივი ქეთოა, ისიც ეგრე ამბობს და და რავი, იქნება და, კუდიცაა.

მეხუთე ეტაპი და საბოლოო მონიტორინგი:

მიხო ჩახდილი დარბის დიღომში, პროსპექტზე, მაიაკოვსკის ძეგლის მიდამოებში, მირბის გადასახტომად დიღმის ხიდისკენ, მტკვარზე რომაა გადებული და ყვირის:
- ხალხოო, მორჩა ! აღარ ვიყრი კენჭს დეპუტატობაზე, არავისი კონკურენტი აღარა ვარ! მივქარე და ვთქვი. აბა, კარგად დამაკვირდით,
კუდი მააქვს?
ხიდთან 24 საათიან რეჟიმში მომლოდინე სასწრაფოს ბრიგადა ადგილზეა, ორმეტრიან, წვერებგაბანჯგვლულ მძღოლს, რომელიც ამავე დროს საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს იყენებს სამუშაოზე და ამის გამო სახელფასო
დანამატი ეძლევა, უკვე გრძელმკლავებიანი ხალათი მოუმარჯვებია.
გამვლელებს მობილური ტელეფონები ჩაურთავთ და გაქანებულნი იწერენ. ხუთ წუთში ვიდეომასალა ფეისბუქზეა ატვირთული, იქიდან, ჩვეულებისამებრ, სასწრაფოდ იტაცებენ ახალი ამბების სააგენტოები. იხსნება თემა ფორუმ ჯი-ზე, სათაურით:
‘ეგზიბიციონიზმი, დემოკრატია თუ მოკითხვა ფსიქიატრიულიდან’.
მომხდარის მიზეზის ძიებაში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ, მიდის ტროლ-ბოტების ერთი, ‘’დაიკუზე-გადამატარე“.
ერთმანეთს მიმართავენ ინვექტივებით, ოღონდ მოდერაციამ რომ არ გამოიჭიროს და ბანი რომ არ დაადოს, მიმოქცევაშია ‘ევფემისტური’ გამონათქვამები ,,დუდუ- დეიდა’ „ამისდედამოვხან’, ‘’ ყველას######ლე“, ‘დხნაური’’ ხლეობა - სლეობა’ ,, ბოძიჩილივიქო’ და ა.შ.
მიზანი მიღწეულია.
ფარდა!

Posted by: nino darbaiseli 15 Sep 2023, 16:43
ნინო დარბაისელი

უთოფო ნადირობა ტახზე
- - - - - -
ტახის დაჭერას არ სჭირდება თოფი და ხმალი,
გამახსენდება, როცა იმედი მიწყდება ხვალის.
ტყეში იპოვე ალაგი, სადაც ბინადრობს ტახი,
ან გამოჰკითხე მონადირეებს, სად ჰყავთ ნანახი
და იმ ადგილზე ყარე და ყარე მერე სიმინდი,
დღეც არ ჩააგდო, ნუ შეგაკრთობს ცუდი ამინდი;
მთელი კოლტი რომ მოიჩვიო, ყარე და ყარე,
ერთ დღეს კი მტკიცედ შემოსაზღვრე ერთ მხარეს არე!
ჰო, არ გაჩერდე, მიაჩვიე, ყარე და ყარე,
ამასობაში კიდევ ერთი შეკარი მხარე,
მესამე მხარეც მოუსაზღვრე, განაგრძე დაყრა,
სამ მხრივ მოსაზღვრულს მტკიცე კარიც შეაბი ახლა.
ყარე და ბოლოს მოჩვეულებს, ჭამით გართულებს
ის კარიც უნდა ჩაუკეტო!...ჭირებს ქართულებს
ვინ მოსთვლის, გვქონდა სამშობლო და შეგვრჩა პარტახი,
უკვე ყელამდე გვეჭირება ყველას არტახი.
სარჩოს მძებნელმა მახე როგორ ვერ დაინახე,
ლომო და მგელო, თავი ასე რად გაიტახე!
დღეს ერთიანად ხაფანგში ვართ ტახი, არ- ტახი,
ვის რა მოვკითხოთ,
ვის რას ვერჩით,
ჩვენზეა ახი!

Posted by: nino darbaiseli 16 Sep 2023, 19:50
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა

მოვრჩი მუშაობას. 7 გვერდია. რად გინდათ, ამხელა ტექსტი ეკრანზე იკითხოთ და დაიღალოთ!
მალე გამოქვეყნდება და ბეჭდურად გაცნობის საშუალება გექნებათ.
user posted image დასაწყისი - ესაა:

ნინო დარბაისელი სტრონი

სამჯერ ვარ დაბადებული
(ტიციან ტაბიძის ერთი გახალხურებული ლექსის გამო)

ტიციან ტაბიძის ლექსებს შორის ყველაზე პოპულარული ალბათ „ლექსი მეწყერია“,
უფრო ზუსტად, სტრიქონები - ,,ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს“. ამ ძვირფასმა სტრიქონებმა, ჩემი ფიქრით, არცთუ კარგი სამსახური გაუწია თანამედროვე ქართველი მკითხველის ან პოტენციური მკითხველის და შესაბამისად, მათზე ორიენტირებული ავტორის გემოვნებას.
დისტანცირების გარეშე ეს სურათი ნაკლებად ან სრულიად არ ჩანს, მაგრამ საკმარისია, ოდნავ გაუუცხოვდე ქართულ პოეზიას (ასევე სიმღერას), უცხო ყურით მოისმინო იგი და აუცილებლად შეგექმნება შთაბეჭდილება, რომ მთლიანობაში იგი, ერთი გაბმულ, ტრაგიკულ ხმას გამოსცემს. აკაკისეული სიმსუბუქე, ნათლის სხივი შიგ უკვე ნაკლებად ატანს. თითქოს ქართველ ხელოვანს ვიღაცამ ზემოდან და კიდევ იმის ზემოდან აუკრძალა, იყოს ხალისიანი, იყოს ბედნიერი, გაქროლება უნდოდეს აფრის ტკაცუნივით, მაგრამ მწარე რეალობას იყოს მიჯაჭვული. ამ მხრივ გამონაკლისებისადმი ცალკე წერილები მაქვს ბეჭდურად გამოქვეყნებული და აქ აღარ გავიმეორებ, ლოგიკური ხაზიდან რომ არ გადავუხვიო და კონტექსტი - ისე არ გავაფართოვო, რომ საკვლევ მასალაზე ფოკუსირება გამიჭირდეს. ამ საკითხზე საუბარს აქ ვწყვეთ მომავლის იმედით, ახლა კი ...
ჩემი ფიქრით, არსებობს ტიციან ტაბიძის კიდევ უფრო ცნობილი სტრიქონები, იმდენაც ცნობილი, რომ არასპეციალისტ მკითხველთა დიდი ნაწილი ხალხურადაც კი მიიჩნევს, რადგან ხალხურ სიმღერა „ჩაკრულოშია’ ჩართული:

***

სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
შეხედეთ ოქროს მზეთამზეს,
მთები რომ მთებზე ეყარა;
ყოველდღე ამას ხედავდეს,
რა მოკლავს ასეთ ქვეყანას.
მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერცხვენილი გაიარს,
როცა ცა სისხლით შეღებავს
თურაშაულის განთიადს.

‘ ჩაკრულოს’ უძველესად ცნობილ ჩანაწერში, რომელიც ადრესაბჭოურ პერიოდს მიეკუთვნება, ამ ლექსს ვერ შეხვდებით. იმ დროს იქ კიდეც რომ ყოფილიყო, ტიციანის გადასახლების მერე მაინც არავინ დატოვებდა, არადა, რა ორგანულად ზის!
ისტორია კი ასეთი იყო:…
(გაგრძელება - ბეჭდურად)
….

Posted by: nino darbaiseli 17 Sep 2023, 20:32
სად წავიკითხოთო, რაკი ბევრი მეკითხება, ფეისზე ღიად თუ პირადში, ვპასუხობ:
ჟურნალ “ცისკრის” ამა წლის მეოთხე ნომერში, რომელიც სექტემბრის ბოლოს გავა ქსელში.
მერე - შემდეგი ნომრის გამოსვლამდე - ასევე ვერ დავდებ ტექსტს, ჟურნალის ინტერესების გამო.
დეკემბერში - კი, ბატონო!
* * *
user posted image

პოეტი უნდა გამოიყურებოდეს ასე, ნაღვლიან-შეჭმუხნულად, მსოფლიო სევდით შეწუხებულად და არა დღე და ღამე დაკრეჭილად, როგორც მე. ძლივს დავიჭირე სელფით ერთი ასეთი სერიოზული კადრი, მეასე ცდაზე.
* * *

უი, მეგობრის კომენტარმა რა გამახსენა
ერთხელ უნივერსიტეტის მწერალთა წრის ხელმძღვანელმა, ჩვენმა საყვარელმა ტარიელ კვანჭილაშვილმა, რომელიც მთელი სტუდენტობის მანძილზე ხუმრობით ხან არადარბაისელ დარბაისელს” მეძახდა და ხანაც ძალიან დარბაისელ დარბაისელს, მითხრა:
- ნინო, რომ გიყურებ, სულ ისეთი მხიარული სახე გაქვს, და ამ დროს - ლექსები ისე ნაღვლიანი, სულ მინდა გკითხო, მაგ ლექსებს მარტო წერ თუ კითხულობ კიდეცო?

მოკლედ, ამ დღეებში ერთ ძალიან კარგ გაზეთში ელოდეთ ჩემს ლექსებს ამ ფოტოთი.
* * *

უი, მეგობრის კომენტარმა რა გამახსენა
ერთხელ უნივერსიტეტის მწერალთა წრის ხელმძღვანელმა, ჩვენმა საყვარელმა ტარიელ კვანჭილაშვილმა, რომელიც მთელი სტუდენტობის მანძილზე ხუმრობით ხან არადარბაისელ დარბაისელს” მეძახდა და ხანაც ძალიან დარბაისელ დარბაისელს, მითხრა:
- ნინო, რომ გიყურებ, სულ ისეთი მხიარული სახე გაქვს, და ამ დროს - ლექსები ისე ნაღვლიანი, სულ მინდა გკითხო, მაგ ლექსებს მარტო წერ თუ კითხულობ კიდეცო?

მოკლედ, ამ დღეებში ერთ ძალიან კარგ გაზეთში ელოდეთ ჩემს ლექსებს ამ ფოტოთი.

Posted by: nino darbaiseli 19 Sep 2023, 03:12
ნინო დარბაისელი
1.
მე - რა და მას - რა!

ვნებათა
ვაზნამ ავზნიანმა
ქვეყანა მოსრა.
მე?! - ახლოს ვეგდე -
დაცლილი მასრა!

2.
ბალიშისპირებს ვაუთოვებ

მწვანე ჟენშენი -
- ნაქებია.
აღარც ნასუნთქის ლაქებია,
გაგყოლია სუნიც შენ - შენი!

3.
ციფერბლატური დილემა ისრისათვის

ჩაკეტილ წრეში ვიტრიალო
დაუსრულებლივ
თუ გავჩერდე
და დღეში ორჯერ ვიყო მართალი?

4.
კლდეთა უდაბნო - ,,გრანდ კანიონი”

მზე ზენიტშია.
როცა გადავა,
ნეტავ შეეძლოს ადამიანს,
საკუთარ ჩრდილს ამოეფაროს!

Posted by: Saturnus 19 Sep 2023, 03:54
nino darbaiseli

კარგია ამერიკა? gigi.gif

Posted by: nino darbaiseli 19 Sep 2023, 05:11
QUOTE (Saturnus @ 19 Sep 2023, 03:54 )
nino darbaiseli

კარგია ამერიკა? gigi.gif

ძალიან

თუ მეტი გინდათ იცოდეთ,

ამას გაეცანით

#ანონსი
Irina Jandieri

მეგობრებო, შეიძინეთ ჟურნალი “გზა”, - მომდევნო ნომერი, მასში გაეცნობით არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ჟურნალისტის, ირინე ჯანდიერის ვრცელ ინტერვიუს თქვენს მონა-მორჩილთან, ანუ ნინო დარბაისელ სტრონთან, სათაურით

,,სიყვარულით, ამერიკიდან!”

ვფიქრობ, თქვენთვის ცხადია და გასაგები, რომ ბეჭდური გამოცემის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, მე უფლება არა მაქვს, ინტერვიუს ტექსტი სრულად გაგაცნოთ. რაც შეეხება ამ - ფინალურ, მცირე ნაწილს, ვდებ სარეკლამო მოსაზრებით:



“…როდისმე თუ აპირებთ დაბრუნებას საქართველოში?

_ საქართველოში თორმეტი წელი ხდება, არ ვყოფილვარ, და არა იმიტომ, რომ არ
მენატრება... თან, ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, თბილისი ვაი თუ ვეღარც ვიცნო. ჯერ მარტო გალაკტიონის ძეგლთან რომ მივალ ვაკეში, იმ რაღაც ორმოში ჩამდგარს და შენობებშემოჯარულს რომ ვნახავ, მერე გვერდით, პიედისტალით გასაყიდ მანქანამიდგმულს რომ შევხედავ, უნდა ძალიან გავმაგრდე, რომ გადავიტანო. გამომგზავრებას რაც შეეხება, ჯერ - რომ იტყვიან, უკვე ჩემოდნებზე ვიჯექი და ერთი უბედურება, კოვიდი დაიწყო, ბილეთის ფული დღემდე არ დაუბრუნებია „თერქიშ აირლაინს“; მერე იყო და, ისევ გავემზადეთ და ახლა, უკრაინის ომი - ეს საშინელება დაიწყო და აღარ მთავრდება დღემდე. ორი კვირით, ტურისტულად ჩამოსვლას ვგულისხმობ, თორემ ამერიკულ, კარგ, საუკეთესოდ ორგანიზებულ ყოფას რომ დაეჩვევა ადამიანი ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, მერე საქართველოში - მაგ მუდმივ რია-რიაში უფრო დიდი ხნით გაძლება ალბათ ყველას გაუჭირდება. თან მე ამერიკის მოქალაქე ვარ. ბოლომდე ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საჯარო ფიცით ვიტვირთე. ფიზიკურად, ამერიკაზე წინ ვერასოდეს ვერცერთ ქვეყანას ვერ დავაყენებ, სულიერად კი , ჩემი ფესვები - ქართულია. ეთნიკურად ხომ ქართველი ვარ. ძალიან მახარებს რომ
საქართველო ოფიციალურად ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.
წარმოდგენაც კი მზარავს იმისა, რა დღეში ჩავვარდები, საქართველო რომ ამერიკის პარტნიორი კი არ იყოს, არამედ მისი მოწინააღმდეგე. ასეთ სამწუხარო შემთხვევაში საქართველოს დიდი სიყვარულის მიუხედავად - მე - ამერიკის მხარეს დავრჩები.”

იმ ნომრის ყდა - სხვანაირი იქნება და რომ გამოვა, თქვენთან ერთად ვნახავ, ოღონდ მე - ვირტუალში… ამ ფოტოს კი სარეკლამოდ ვდებ.

Posted by: Saturnus 19 Sep 2023, 11:00
nino darbaiseli

როგორ წახვედით და ხალხი როგორ წავიდეს მანდ, მაგის რჩევები დაწერეთ, ლექსებზე მეტად ეგ მოეწონება ყველას smile.gif

Posted by: erer 19 Sep 2023, 13:12
nino darbaiseli
უკაცრავად და უკრაინაში რომ ომია ეგ როგორ გიშლით ხელს ამერიკიდან საქართველოში 2 კვირით ტურისტულად ჩამოსვლაში?

Posted by: nino darbaiseli 19 Sep 2023, 13:17
QUOTE (Saturnus @ 19 Sep 2023, 11:00 )
nino darbaiseli

როგორ წახვედით და ხალხი როგორ წავიდეს მანდ, მაგის რჩევები დაწერეთ, ლექსებზე მეტად ეგ მოეწონება ყველას smile.gif

მაგაზეც წერია, ოღონდ მეეჭვება, ჩემი გამოცდილება ამ მხრივ ამერიკაში სამუშაოდ წამოსვლის მსურველებს რამეში გამოადგეთ. მე - აშშს სამხრეთში, კერძოდ, ნეშვილ ტენესიში ვცხოვრობ და 12 წელია, აქ ქართველი არ დამინახავს.
* * *
QUOTE (erer @ 19 Sep 2023, 13:12 )
nino darbaiseli
უკაცრავად და უკრაინაში რომ ომია ეგ როგორ გიშლით ხელს ამერიკიდან საქართველოში 2 კვირით ტურისტულად ჩამოსვლაში?

მართალი ხართ, მეც ვცდილობ, დავარწმუნო ჩემი ქმარი, რომ საქართველოში არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, საერთოდ სიმშვიდეა, მაგრამ რაღაც რეკომენდაციებს უჯერებს ინტერნეტში.
ამერიკული მენტალიტეტი ყოველმხრივ და მეტადრე ამ მხრივ, მაინც, სულ სხვანაირია.
* * *
#კრიტიკა_პუბლიცისტიკა

ნინო დარბაისელი სტრონი

თემატური ნაკრები - დოკუმენტური პროზა???

საბა 2023 დასრულდა.
ჩემდა გასაოცრად, გამარჯვებულთა შორის ნომინაციაში ,,საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” დასახელდა თემატური კრებული, შედგენილი ნათია სიხარულიძისა და თეიმურაზ დოიაშვილის მიერ ,,გალაკტიონი უცენზუროდ”.
რას წარმოადგენს ეს წიგნი:
ეს არის გალაკტიონის საარქივო მასალების ოცდახუთტომეულიდან თემატურად ამოკრებილი, პირად ჩანაწერებს, დღიურებსა და აშ. დაფიქსირებული უცენზურობანი.
დასაწყისში ახლავს ასე ერთგვერდიანი შესავალი, ანუ ესსეისტიკის ნიმუშად ვერ გამოდგება.
ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის გენიოსი პოეტის ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო გამონათქვამი მნიშვნელოვანია და მით უფრო, რომ ადამიანის, მკითხველის ფსიქიკაა ისე მოწყობილი, რომ გვინდა თუ არა, რაფინირებულ სიბრძნეებზე მეტად უცენზურობები იტაცებს ჩვენს ყურადღებას.
ეს მაფიქრებინებს, რომ კომერცოული თვალსაზრისით, ეს გამოცემა - კარგი ჩანაფიქრი იყო და წიგნს მკითხველი არ დააკლდება.
მაგრამ პრემია იმ ნომინაციაში, რაშიც მიენიჭა?
ეს ხომ იგივეა, ცეკვის კონკურსში საუკეთესოდ აღიარონ არა მოცეკვავე, არამედ მომღერალი, თუნდაც მარია კალასი იყოს!

უმარტივესად გეტყვით:

“დოკუმენტური პროზა” ეს არის პროზის ჟანრი, რომლის ავტორიც იყენებს რაიმე სახის დოკუმენტურ მასალას, პროზაული ტექსტის ასაგებად. ეს მასალა შეიძლება, უშუალოდ ჩართული იყოს თხრობაში, დოკუმენტის სახით ან ხდებოდეს მისი თხრობითი გადმოცემა ავტორისეული სიტყვებით. მაგრამ რეალურად მომხდარი ფაქტი, ამბავი უნდა ედოს საფუძვლად.
კომპოზიციის ასაგებად დასაშვებია მცირე დოზით მხატვრული გამონაგონიც, მაგალითად, ფიქციური პერსონაჟის შემოყვანა ამბავში. ტერმინი ,, “დოკუმენტური პროზა “ ნიშნეული იყო საბჭოთა ლიტმცოდნეობისათვის, იგი შეესაბამება “ნონ- ფიქშენ”-ს
(თუმცა ზუსტად ვერ ფარავს მას)
მისი სახეობებია: ავტობიოგრაფია, მემუარები, მოგზაურობის დღიურები და ასე შემდეგ.

ბარემ აქვე:
რომელიმე მწერლის ხელნაწერებიდან თემატურად ამოკრებილი მასალა - არის თემატური ნაკრები, კოლექცია და არა დოკუმენტური პროზა.
მაგალითად “აკაკის ოხუნჯობანი” - არის არა დოკუმენტური პროზა , არამედ ნაკრები, კოლექცია.
აი, ამ ნაკრების გამოყენებით ვინმემ რომ ახალი პროზაული ნაწარმოები შექმნას, ზოგი რამ პირდაპირ ჩადოს, ზოგი- ნარატორის პირით გადმოგვცეს, გაამდიდროს ეს ყოველივე მწერლის ბიოგრაფიის სხვა რეალიებით და ა. შ. - ეს უკვე იქნება დოკუმენტური პროზა.
ანუ რაიმე თემატური ნაკრები რომ დოკუმენტურ პროზად იქცეს, საჭიროა, მინიმუმ, სიუჟეტური ქარგა.
ამდენად, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, რატომ მიენიჭა საბას პრემია “ესეისტიკასა და დოკუმენტურ პროზაში”
წიგნს, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ თემატურ ნაკრებს გალაკტიონის ნაწერებიდან, მეტს არაფერს!

დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის თეორიის უბადლო მცოდნემ - ბატონმა თეიმურაზ დოიაშვილმა ამის თაობაზე საერთოდ არაფერი იცის, თორემ ამას არაფრით დაუშვებდა!

Posted by: nino darbaiseli 21 Sep 2023, 22:37
#ლექსები

ნინო დარბაისელი

გათენებამდე

ჰო, ერთსაბანქვეშ,
პირისპირ სუნთქვა -
ძნელია,
მაგრამ
ზურგშექცეულებს -
- ერთმანეთშუა
უსაზღვროება ჩაგვეხირება!


#ლექსები

ერთი ოჯახის ისტორია
(ექსპრომტი ლიკა ყიფშიძეს)

თავშექცევითი,
მერე-
ურთიერთშექცევითი,
ზურგშექცევითი,
ბოლოსკენ - თავფეხშექცევითი,
მაგრამ არასდროს - გულშექცევითი!

Posted by: nino darbaiseli 23 Sep 2023, 01:09
user posted image

ხალხი ბამბას აჩხრიალებს და მე ოქრო ვმალო?

გადავწყვიტე, დღეიდან რასაც კრიტიკულს დავწერ, ხელი მოვაწერო ასე:

აშშ პოეტთა აკადემიის წევრი
აშშ პენცენტრის პროფესიონალი წევრი
დოქტორი
ნინო დარბაისელი სტრონი

user posted image

Posted by: nino darbaiseli 5 Oct 2023, 17:13
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჰიპერბოლური

ცხოვრებავ ჩემო, სიყვარულო,
რაც წყალობა შენი ვინატრე,
რომ მომცემოდა
ქვეყნიერებას ისე წარღვნიდა,
მიწის ნაგლეჯიც არ დარჩებოდა.

რამდენჯერ შენთვის მიტირია,
ჩემი ცრემლი მზეს არ აეშრო -
დღეს იქნებოდა ოკეანე უკიდეგანო.

რაც შენზე მითქვამს, ავი თუ კარგი,
თითო ფრინველად რომ ქცეულიყო,
ცა მოხმაურე,
ჭიკჭიკ-ყივილ-ჩხავილიანი,
იმათი ფრთებით დაბნელდებოდა,
დედამიწა კი ფერადი სკინტლით აივსებოდა.

რამდენიც შენზე მიცინია,
თითო სიცილი მზის თითო სხივად ქცეულიყო
- დედამიწას გადაბუგავდა.

მაინც ვიარე, გავილიე ავდარში, დარში,
ჩამომეცალე თითებშუა
შენ, პეშვო სილავ,
და რაღა დარჩი!
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
* * *
საბოლოო, გამოქვეყნებული ტექსტი - მოწესრიგებულია. ამას - ჩემი, პირველადი ფაილიდან ვდებ მათთვის, ვისაც ჩემსავით უსათვალოდ კითხვა უჭირს ეკრანზე:



ირინა ჯანდიერი:
-
- - -- ----------
ქ-ნი ნინო დარბაისელი-სტრონი _ ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურის მცოდნე, კრიტიკოსი, პოეტი, მთარგმნელი _ აშშ-ის მოქალაქეა. ცხოვრობს ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში. მასთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.
- --- ----------

_ ჩვენს ჟურნალს "გზა" ჰქვია. გზა კი უკიდეგანო დროსა და სივრცეშია განფენილი. კაცობრიობის გენეზისიდან მოყოლებული, ყველანი საიდანღაც მოვდივართ და სადღაც მივემართებით... საიდან მოდიხართ თქვენ? (ფართო მკითხველთან გასაცნობად, ცოტაოდენი მოგვითხრეთ თქვენი ბიოგრაფიის შესახებ, აშშ-ში გამგზავრებამდე.

_ მე - ჩემი ოჯახისა და ახლობლების გარემოში, მთელი ცხოვრება, ვარ ერთი გუგულივით ადამიანი, თაფლი და შაქარი! რომ მოვკვდე, ჩემი სიტყვით ან საქმით ვერავის ვაწყენინებ, ვინც გინდა იყოს. საახლობლოს გარეთ - პოეტი და ლექსმცოდნე- კრიტიკოსი ვარ, ხანდახან ისეთი ენამწარე, რომ, ყოფილა, საკუთარი თავისა თავად შემშინებია. რა ვქნა, როცა საქმე ჩემს ეროვნულ ღირებულებებს ეხება, დაუნდობელი ვხდები. პირადად ჩემზე ვისაც უნდა, რაც უნდა, თქვას, მართლა არ მაღელვებს. პირიქით, რაღაცნაირად მართობს კიდეც.
მახსოვს, ჩემს ახლო ნათესავებს ჩემზე უთქვამთ, ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ...
ლექსებს წერსო. (აქ- გაიღიმეთ.) ჩემს ბიოგრაფიას, რასაკვირველია პოეტურად გარდათქმულს, ჩემი მკითხველები კარგად იცნობენ. ახლა ვინმე იფიქრებს, ეს რა დამართნია ნინო დარბაისელს, ერთი ბეწო მოკრძალებულობაც აღარ ახასიათებსო, გალაკტიონი რომ გალაკტიონია, მის ცხოვრებასაც კი ჯერ კიდევ იკვლევენო... მაგრამ საქმე გაცილებით მარტივადაა.
ეს ყოველივე იმის წყალობით ხდება , რომ კონფესიონალური ანუ აღსარებითი, თანაც ნარატიული - თხრობითი პოეზია, თავისუფალი ლექსით გადმოცემული - ახლა მეტისმეტად მოდაშია საქართველოში და ამ მოდას მე ხომ არ ჩამოვრჩებოდი? კია ძალიან ადვილი საწერი და არც დიდ ჯაფას მოითხოვს, მაგრამ მკითხველსაც ხომ უნდა გართობა?!
აქ უკვე ჩემში ჩაბუდებული კრიტიკოსი „მუჯლუგუნს მკრავს“, მეც მათქმევინე,
რამდენიმე ავტორი რომ გამოიჭირე, ლექსებში (და პროზაშიც!) „გულწრფელად რომ ყვებოდნენ“ ჰოლივუდური მელოდრამატული ფილმების მოკლე შინაარსებს, როგორც საკუთარ ბიოგრაფიებსო. მინდა გავაჩუმო და ვუთხრა, ადამიანს თუ კარგად წერა შეუძლია, იქნებ არც აქვს მნიშვნელობა, თუ რა წყაროთი სარგებლობს, პირადით, მოსმენილ-ნანახით თუ წარმოსახულით-მეთქი, მაგრამ ჯიუტია!
ახლა რომ ვიხსენებ, მოსაყოლი ცოტა როდი მქონია. მაგრამ, რაც პოეზიის ფორმატში არ მომიქცევია ანუ ოფიციალური ნაწილი ჩემი ბიოგრაფიისა ძალიან მოკლედ ასე გამოიყურება: როგორც უმრავლესობამ, დავამთავრე უნივერსიტეტი. დავიცავი

დისერტაცია თავისუფალ ლექსზე. ჯერ მასწავლებლად ვმუშაობდი შემოქმედ ბავშვებთან, „პიონერთა სასახლეში“, მერე გამომცემლობა „მეცნიერების“ მთავარი რედაქტორი ვიყავი. ვიყავი „კავკასიური სახლის“ დირექტორის მოადგილე. ბოლოს, „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ სწავლული მდივანი.

_ მკითხველების განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ჩვენი ემიგრანტები და მათი საზღვარგარეთ ცხოვრება იწვევს. თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე _ როდის და რამ გადაგაწყვეტინათ აშშ-ში გამგზავრება?

_ ძალზე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელნიც ამ ქვეყანაში მოდიან და ფიზიკური შრომით ცდილობენ, ფინანსურად ყოფა შეუმსუბუქონ საქართველოში დარჩენილ ახლობლებს, მაგრამ ისინი სამხრეთს _ ტენესი, სადაც მე ვცხოვრობ, არ ეკარებიან. ამერიკა დიდი და მრავალფეროვანია. ჩემკენ ,,ბიბლიურ სარტყელში“ არ არის ის სამუშაო, რომელიც მათ სჭირდებათ.
აქ როგორ მოვხვდი და, ჩემმა შვილმა, როგორც გაცვლითი პროგრამით ჩამოსულმა მოწაფემ, აქ დაამთავრა ჯერ სკოლა, მერე უნივერსიტეტი, აქვე გათხოვდა და შვილიშვილების გაზრდაში ვეხმარებოდი. ამერიკაში საბოლოოდ გადმოსვლაზე დაახლოებით თხუთმეტი წელი თავს ვიკავებდი და ორ ქვეყანას შორის, ცაში ვიყავი გამოკიდული. არც საქართველო მეთმობოდა არც ჩემი სამუშაო, მაგრამ ასაკში რომ შევედი, დადგა დრო, უნდა გადამეწყვიტა, სად მერჩია ყოფნა. მე გადავწყვიტე, ჯობია ამერიკამ (ოჯახმა) შემინახოს და საქართველოს, ჩემს სფეროს- ქართულ ლიტერატურას ვემსახურო, ვიდრე საქართველომ ვერც შემინახოს და ვერც ისე ვემსახურო, როგორც შემიძლია-მეთქი. უნდა ვაღიარო, არ იყო ადვილი ეს გადაწყვეტილება.

_ ცოტა რამ თქვენი ცხოვრების შესახებაც რომ გვითხრათ: სად და როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე? მის შესახებაც თუ მოგვითხრობთ ცოტას, ურიგო არ იქნება. ❗
_ გათხოვება გადავწყვიტე, როცა მივხვდი, რომ შვილიშვილებს უკვე ისე აღარ
ვჭირდებოდი და უმჯობესი იქნებოდა, მეც საკუთარი ოჯახი მქონოდა. აქ ეს ამბავი იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ, ასეა მოწყობილი:
იტყვი, მინდა ოჯახი შევქმნა, ჩაეწერები დასაოჯახებლების კლუბში, აქვთ „საიტიც“, შეავსებ ანკეტას, დაურთავ ფოტოს, აირჩევ შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ვინც მოგწონს; შეხვდები, რამდენსაც გინდა და თუ რომელიმეს მოეწონე, თავსებადები ხართ, დიდხანს არ დაახანებთ. საერთოდ, რაკი ამერიკაში „გელფრენდ-ბოიფრენდობის“
ინსტიტუტი ძლიერია, დაოჯახებას ახალგაზრდები ნაკლებად ჩქარობენ. სამ წელზე ნაკლებში დაქორწინება, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად ითვლება, მაგრამ ასაკში როცა ხარ, სადღაა მაგდენი დრო! თან ორივემ თითქმის ზუსტად იცის, რას მოელის პარტნიორისგან, რის მიმართ ვერ იქნება თავად ტოლერანტული და მარტივია გადაწყვეტილების მიღება. საქმე გაქვს არა რაიმე არაპროგნოზირებად მომავალთან,
გამოვლენილთუგამოუვლენელპოტენციასთან,არამედუფრო წარსულთან, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, ბიოგრაფიასთან და ახლად შექმნილი ოჯახის წარუმატებლობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია. სიტყვა „კოეფიციენტი“ შემთხვევით

არ მიხსენებია. ქორწინებამდე სავალდებულოა ‘’ქაუნსილინგის“ კლასების გავლა და სერტიფიკატის მოპოვება. ამ დროს იმდენი და ისეთნაირი ტესტებია, წერით დაიღლები. არადა, თუ საჭირო ქულები ვერ მოაგროვე და ეს საბუთი თუ ვერ აიღე, ქორწინების ნებართვას არ იძლევიან (გთხოვთ, სადაც ამერიკას ვახსენებ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ზოგად სახელში კონკრეტულად ჩემს შტატს, ტენესის და ჩემს წრეს ვგულისხმობ და არა მთლიანად ქვეყანას). ეს ყველაფერი ასეა ჩემს შტატში , სხვაგან რა ხდება, უფრო მარტივია თუ უფრო რთული, არ ვიცი. ამერიკა ხომ უზარმაზარი, განსხვავებული ქვეყნების ერთობლიობაა, რომელსაც კონსტიტუცია და ფედერალური კანონები აერთიანებს. თავად ყოველ შტატს (ანუ ქვეყანას) საერთო კანონმდებლობის შესაბამისი
საკუთარი კანონები აქვს.
გემოვნება ქმრის არჩევის სფეროში, როგორც ჩანს, არ დამეწუნება: რაკი ცხოვრებაში
ერთხელ მაინც, ჩემი ამოსარჩევი იყო და ანკეტა უნდა შემევსო, სულ საუკეთესო რამეები ჩავწერე მოთხოვნებში, თან ბოლოში მივაწერე: გთხოვთ, ნაკლებს ნუ შემომთავაზებთ- მეთქი. და მართლაც, ჩემი მეუღლე დოქტორი პოლ სტრონი (ასე რომ არ მოიხსენიოთ, აქ არ არის მიღებული) - ქირურგია, ‘’ჯენერალ დენტისტრის“ – (ზოგადი სტომატოლოგია ) აკადემიკოსი. გაყიდა პრაქტიკა და ახლა, როგორც ‘’სენიორ სიტიზენები“ მოგზაურობით ვხალისობთ.

_ ვიცი, რომ აქტიური ქალბატონი ხართ და მეუღლესთან ერთად ბევრს მოგზაურობთ. თქვენი შთაბეჭდილებები კი ხშირად პროზად ან პოეზიის ნიმუშებად იქცევა-ხოლმე. რომელმა მოგზაურობამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

_ ამ თვის დასაწყისში დავბრუნდით ‘’გრანდ კანიონიდან და ვფიქრობ, გინესის წიგნში
შესატანი რეკორდი დავამყარეთ. თოთხმეტ დღეში - შვიდი ნაციონალური პარკი მოვიარეთ. თან აქ თუ ამ სიცხეში ფეხით არ დადიხარ, „ჰაიკინგობ“, სამ მეოთხედს ვერ ნახავ აუცილებლად სანახავი ადგილებიდან. სახლში გვყავს ორი კატა - ორი ყოვლად უზრდელი არსება - ნიბლზი და პედრო. (ეს არ წამიშალოთ, რა, ამწუთას ნიბლზს დავპირდი, მომშორდი აქედან, ლეპტოპზე ბეჭდვაში ხელს ნუ მიშლი , თორემ ყველას
გავაგებინებ შენს ამბავს-მეთქი).
გვაქვს დიდი საკუთარი სახლი საუკეთესო ადგილას ჩვენს შტატში, ოთხივე მხრიდან
დიდი ეზოთი. ჩვენ თვითონ ვუვლით ყველაფერს. ერთხელ ფეისბუქზე ჩემი მოვლილი , ყვავილებიანი ეზოს ფოტო დავდე და ერთმა მეგობარმა დამიწერა, ნამდვილი სამოთხეაო. მე ვუპასუხე: ამ სამოთხისთვის ორი ადამიანი დღე და ღამე ჯოჯოხეთურად ვშრომობთ- მეთქი.
ჩემი შვილის ოჯახი, ჩვენგან ამერიკული სტანდარტებით - ძალიან ახლოს ცხოვრობს, ქართულით - ალბათ შორს. მანქანით რვა წუთი მინდა. სახლში პრაქტიკულად არასოდეს არიან. ყველას თვისი საქმე აქვს. საერთოდ, არა ვარ ისეთი სიდედრი, ახალგაზრდების ოჯახში ცხვირის ჩაყოფა რომ ახასიათებდეს, ან რომც მინდოდეს, ვინ ჩამახედებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მთელს მსოფლიოში საუკეთესო სიძე მყავს და რაც კი კარგი
ანეკდოტი შემხვდება სიდედრზე, სულ მე ვასწავლი. რაკი ამას ხშირად მეკითხებიან შინ თუ გარეთ, ბარემ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ქართული ჩემმა შვილიშვილებმა არ იციან

და ჩემიშვილიცვერლაპარაკობსმაინცადამაინც,,მადლობა-ნახვამდისზე“ბევრს, რადგან, მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ამერიკელია. რას ვიზამთ, რეალობაა ასეთი!

_ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღარ იმყოფებით, აქტიურად ხართ ჩართული ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში. როგორც იტყვიან, მის "მაჯისცემაზეც კი გიჭირავთ ხელი". თქვენი კრიტიკული წერილები, პოეტური თარგმანები და ლექსები ხშირად ქვეყნდება სხვადასხვა გამოცემებში. ასევე, ინტერნეტის აქტიური მომხმარებელიც ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ მუდმივად შეიგრძნობდეთ სამშობლოს „ამინდს“.
მითხარით, როგორია საქართველო შორიდან? (შინ _ მწარე და გარეთ _ ტკბილია მართლაც თუ სხვაგვარადაა?)

_ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეალური პროცესების შესახებ, მე სრულად ვერ მექნება, დიდი დაინტერესების მიუხედავად. ალბათ ამიტომაცაა, რომ უფრო ფაქტებსა და ლოგიკას ვენდობი, ვიდრე ინტერპრეტაციებს და რაკი არ „ვიხარშები“ იმავე, თბილისურ „ქვაბში“, დისტანციური ხედვის პირობებში ვიქმნი წარმოდგენას ყველაფერზე. ამას მრავალ ღირსებასთან ერთად ის ნაკლი აქვს, რომ შეიძლება, რაიმე გარემოებამ ვერ მოაღწიოს ჩემამდე და ვერ გავითვალისწინო. იქნებ ამიტომაც, მუდამ მზად ვარ, შევიცვალო აზრი, თუკი რაიმე ისეთი, ახალი გარემოება გამოჩნდა, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო, მის გარეშე კი დასკვნა სწორი ვერ გამომივიდოდა. ეს ბუნებრივია, ადამიანი თუ მართლა აზროვნებს და გაყინულ კლიშეებს არ აფარებს თავს, ასეთი რაღაცისთვის სულ მზად უნდა იყოს.

_ თქვენ თარგმნით რუსულ და ინგლისურენოვან პოეზიას. ზოგიერთი მათგანი, თუ არ ვცდები, ჩვენი ჟურნალის ლიტერატურულ ჩანართშიც დაბეჭდილა. მაგალითად, მაგონდება უილიამ ბლეიკის თქვენეული ვერსია: "ქვიშის ნამცეცში მოიხილო მთელი სამყარო, ველურ ყვავილში _ მთელი ცათა სასუფეველი, უსასრულობა ხელის გულზე ქვიშად გეყაროს, საათში იგრძნო მარადისი ყოვლისმძლეველი." _ შესანიშნავია.

_ მადლობა კეთილი სიტყვისათვის. ჩემთვის თარგმნა ლიტერატურული საქმიანობის ის არაძირითადი სახეა, რომელსაც მივმართავ ორ შემთხვევაში: 1. თუ რაღაც ძალიან მომეწონა და მინდა მკითხველ- მეგობრებსაც გავუზიარო 2. თუ რაღაც, დროითი ინტერვალი მაქვს ლექსის და კრიტიკული წერილის ან გამოკვლევის წერაში, კითხვის საშუალებაც არა მაქვს და ლიტერატურული საქმიანობა კი მენატრება.

_ განსაკუთრებულსიამოვნებასრომელავტორთანშეხებაგანიჭებთ?დათუგამოგიციათ პოეტური თარგმანების კრებული?

_ პოეტური თარგმანების კი არა, თხუთმეტი წელია, საკუთარი ლექსების კრებულიც კი არ
გამომიცია. აზრს ვერ ვხედავ. ჩემი შთამომავლობა ვერასოდეს წაიკითხავს და ქართველ მკითხველს ის ავტორებიც ეყოფა, რომელთა რიცხოვნება უზარმაზარია დღეს.


_ ვიცი, რომ პროზაზეც მუშაობთ. მოთხრობების, მცირე ოპუსებისა და ესეების ავტორადაც გვევლინებით. რაიმე უფრო დიდის დაწერაზე ხომ არ გიფიქრიათ?..

_ რაც შეეხება ჩემს პროზაულ ტექსტებს, ძირითადად მსუბუქ ჟანრში ვმუშაობ, მახვილგონივრული სიუჟეტები, ტვისტები, იუმორი და ეგეთი რაღაცები მაინტერესებს. ვწერ თბილისში მყოფი დედაჩემი ნათელასათვის, რომელსაც ხუმრობით ,,ფეისბუქის ლომს“ ვეძახი. უყვარს იქაურობა. ირიჟრაჟებს თუ არა, დაუყვება ნაცნობ-უცნობების გვერდებს და გულებს უტოვებს. ღამე ვწერ და დილისთვის ამ პატარ-პატარა პროზებს ვახვედრებ, რომ ერთ დაჯდომაზე გაერთოს, ჩემი პერსონაჟები ძირითადად ჩვენი
საერთო ნაცნობები არიან. ჩემი ტექსტების მოცულობა ასე, ხუთ ნაბეჭდ გვერდამდეა. მოცულობით უფრო დიდი პროზაული ნაწარმოების დაწერაზე - არ მიფიქრია... თუმცა რატომ? ერთხელ ზამთრის გასაყვანად ვწერდი დეტექტივს გაგრძელებებით დედაჩემისთვის.

_ არ ვიცი, შესაძლოა, ეს ცოტა უხერხული კითხვაც იყოს, მაგრამ მაინც დაგისვამთ: როგორც ლიტ. მცოდნე და კრიტიკოსი, ვის გამოარჩევდით თანამედროვე ქართველ ავტორებში (პოეზია იქნება ეს თუ პროზა) ?

_ ოო, ეს არის კითხვა, რომელსაც არცერთი ჭკუათმყოფელი ლიტერატორი- ინტერვიუერი არ უპასუხებს. ვისა აქვს ორი თავი?!. პოეტებს - ვერ ვიტყვი, ყველანი გენიოსები არიან და რაკი პროზის სპეციალისტი არა ვარ და პასუხს არ ვაგებ ჩემს სიტყვებზე მთელი სიმკაცრით, ვიტყვი, რომ აკა მორჩილაძე ( გ. ახვლედიანი) მიყვარს, როგორც მკითხველს და ვოცნებობ ზაირა არსენიშვილის წაკითხვაზე, აქებენ, მაგარიაო.

_ აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მცირე კონკურსებსაც უძღვებით სოციალური ქსელების მეშვეობით, რითაც ახალ ავტორებს საკუთარი უნარის გამოვლენის საშუალებას აძლევთ. თუ შესაძლებელია, ორიოდე სიტყვით, ამ თემასაც რომ შევეხოთ.

_ ინტერნეტი რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი საქართველოსგან ასე ფიზიკურად დაშორებას. არ მექნებოდა საშუალება თუნდაც ‘’აგორას’’ - ლიტერატურულ- კულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ვირტუალური ცენტრის დაარსებისა. არც ამდენი კონკურსის ორგანიზებისა. მინდა ვთქვა, რომ კონკურსი, კონკურსი და კონკურსი საუკეთესო საშუალებაა ამა თუ იმ სფეროს ინტენსიური განვითარებისათვის. ცხადია, თუ იგი პატიოსნად ტარდება. ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემი ჟიური პატიოსანი
პროფესიონალებისგან შედგებოდეს . აქამდე კმაყოფილი და მადლიერი ვარ იმ ადამიანებისა, რომელნიც უსასყიდლოდ მიდგანან მხარში.

_ ცალკე აღნიშვნის ღირსია, ალბათ, თქვენი "ავდარიანული ციკლი". მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს: თემა, რომელიც წამოიჭრა პაოლო იაშვილის ფსევდონიმის _
ელენე დარიანისა და რეალური პერსონის _ ელენე ბაქრაძის გაიგივების თაობაზე. ვგონებ, ამ ამბავმა ლიტერატურის მოყვარულთა დიდი გამოცოცხლება გამოიწვია. როგორ თვლით, იქნებ, როგორც პოლიტიკაში, ისე ლიტერატურაში, ზოგჯერ ამგვარი აზრობრივი

დაპირისპირება უფრო ჰმატებს ინტერესს იმას, რაც უკვე დიდი ხნის დავიწყებული და ძველია? თქვენ ხომ ამ თემაზე გამართული პოლემიკის აქტიური მხარე აღმოჩნდით? "ცისფერყანწელებს" თქვენს ნაწერებში დიდ ყურალღებას უთმობთ...

_ რაკი ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი და გულიც იქით მიმიწევს, ხოლო საჟურნალო ინტერვიუს ფორმატს თავისი მოცულობა და ლიმიტები აქვს, უმჯობესია, ასე ვთქვა: არსებობენ ჩვენი, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის მიმხმარებლები და ასევე არსებობენ მომხმარებლები. ხომ სულ ერთ ასოშია სხვაობა, არა? კონცეპტუალურად დიდი უფსკრულია.
პირველი ტიპის ადამიანები ( და მათ შორის თქვენი მონა მორჩილი) ცხოვრობენ რეალური თუ ილუზორული აზრით, რომ რაღაცით ხელს უწყობენ, ეხმარებიან მშობლიურ ლიტერატურას. მეორე ტიპის ადამიანები, რომელთა სიმრავლე აშკარად თვალში მოსახვედრია ამ ბოლო დროს, ლიტერატურულ მემკვიდრეობას უდგებიან როგორც უცხოეთში სარფიანად გასასაღებელ, მათთვის შემოსავლის მომტან სფეროს. იმის მიხედვით ანიჭებენ ამა თუ იმ ლიტერატურულ მოვლენას ნამდვილსა თუ ყალბ ‘’სასაქონლო სახესა თუ იერს“, თუ როგორ უფრო კარგად მიჰყიდიან უცხოელ დამფინანსებელს.. ასე მოხდა პაოლოს ლექსების ციკლის „დარიანული დღიურების“ შემთხვევაშიც. სჭირდებოდათ უცხოელ ფემინისტებს _ ჰაინრიჰ ბიოლის გერმანულ ფონდს _ კაცს უკან დამალული ნიჭიერი ქალის აღმოჩენა და იხდიდნენ კარგად ამაში?! - კი ბატონო, „ უანგარო“ ქართველი ავტორები არას დაგიდევდნენ, რომ ამ ლექსების ავტორმა პაოლო იაშვილმა დღისით-მზისით, სწორედ საკუთარი ღირსების გამო, მწერალთა სახლის შენობაში, სანადირო თოფით, თავისი ერთადერთი და განუმეორებელი თავი მოიკლა (გაგახსენებთ ლ.ბერიას ცინიკურ სიტყვებს პაოლო
იაშვილზე - ‘’ ეს არის პროვოკაციული თვითმკვლელობა“); პაოლო იაშვილი გამოიყვანეს სხვისი ლექსების მიმთვისებლად, პლაგიატორად ანუ ქურდად, მოძალადედ, რომელიც მალავდა ზურგსუკან ნიჭიერ ქალს და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არ უნდა ამომეღო ხმა?..

_ ქართველები, ზოგიერთ სხვა ერთან შედარებით, მთელ მსოფლიოში დიდი დიასპორით ვერ დავიკვეხნით. თქვენ თუ გაქვთ აშშ-ში მცხოვრებ ემიგრანტებთან რაიმე შეხება ან ურთიერთობა ამერიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან?

_ ტენესიში, , სადაც მე ვცხოვრობ, ქართველი არასოდეს შემხვედრია. ნიუ იორკელ ნაცნობებთან სატელეფონო ურთიერთობა მაქვს. ერთხელ ნიუ იორკში მივდიოდი და
ფეისბუქზე გამოვაცხადე, „ალივ გარდენში“ ვეპატიჟები ყველას, ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდა მეთქი. გამომეხმაურნენ ფეისზე, მოვალთო და თუ იცით, რამდენი მოვიდა? _ არცერთი. საათზე მეტხანს ველოდე, გული ამომიჯდა და ვტიროდი. მერე ერთმა ახლობელმა ამიხსნა: არ გეწყინოს, იქ რომ ერთი სადილის ორმოცდაათ დოლარს შენ გადაუხდიდი, თითო მათგანს შეიძლება მოსვლა ხუთასი დოლარიც დაჯდომოდაო.
ჯერ მოსავლელი მოხუცი უნდა დაეტოვებინათ, ვინმე ეპოვათ და ფული გადაეხადათ იმ დღის მიხედვაში; მერე სილამაზის სალონში ხომ უნდა მოწესრიგებულიყვნენ, ზოგს იქნებ ტანსაცმელიც ჰქონდა შესაძენი; ახლა ტაქსით მოსვლა-წასვლა როგორია და რა

ჯდებაო... იმის მერე, ასეთ რაღაცას აღარ ვცდილობ. მოგზაურობისას, კიდეც რომ ვიცი, ამა თუ იმ შტატში ახლობელია და ჩემი ნახვა გაუხარდებოდა, არაფერს ვატყობინებ. დღემდე მადლიერი ვარ შესანიშნავი ამერიკელი პოეტის - მანანა ფრუიძისა, რომელმაც ფლორიდაში, იმხელა მანძილზე ჩამომაკითხა. ახლა თვითონაც, როგორც ვიცი, ნიუ იორკშია.

_ როდისმე თუ აპირებთ დაბრუნებას საქართველოში?

_ საქართველოში თორმეტი წელი ხდება, არ ვყოფილვარ, და არა იმიტომ, რომ არ
მენატრება... თან, ცოტა არ იყოს, მეშინია კიდეც, თბილისი ვაი თუ ვეღარც ვიცნო. ჯერ მარტო გალაკტიონის ძეგლთან რომ მივალ ვაკეში, იმ რაღაც ორმოში ჩამდგარს და შენობებშემოჯარულს რომ ვნახავ, მერე გვერდით, პიედისტალით გასაყიდ მანქანამიდგმულს რომ შევხედავ, უნდა ძალიან გავმაგრდე, რომ გადავიტანო. გამომგზავრებას რაც შეეხება, ჯერ - რომ იტყვიან, უკვე ჩემოდნებზე ვიჯექი და ერთი უბედურება, კოვიდი დაიწყო, ბილეთის ფული დღემდე არ დაუბრუნებია „თერქიშ აირლაინს“; მერე იყო და, ისევ გავემზადეთ და ახლა, უკრაინის ომი - ეს საშინელება დაიწყო და აღარ მთავრდება დღემდე. ორი კვირით, ტურისტულად ჩამოსვლას ვგულისხმობ, თორემ ამერიკულ, კარგ, საუკეთესოდ ორგანიზებულ ყოფას რომ დაეჩვევა ადამიანი ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, მერე საქართველოში - მაგ მუდმივ რია-რიაში უფრო დიდი ხნით გაძლება ალბათ ყველას გაუჭირდება. თან მე ამერიკის მოქალაქე ვარ. ბოლომდე ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საჯარო ფიცით ვიტვირთე. ფიზიკურად, ამერიკაზე წინ ვერასოდეს ვერცერთ ქვეყანას ვერ დავაყენებ, სულიერად კი , ჩემი ფესვები - ქართულია. ეთნიკურად ხომ ქართველი ვარ. ძალიან მახარებს რომ
საქართველო ოფიციალურად ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.
წარმოდგენაც კი მზარავს იმისა, რა დღეში ჩავვარდები, საქართველო რომ ამერიკის პარტნიორი კი არ იყოს, არამედ მისი მოწინააღმდეგე. ასეთ სამწუხარო შემთხვევაში საქართველოს დიდი სიყვარულის მიუხედავად - მე - ამერიკის მხარეს დავრჩები.

Posted by: nino darbaiseli 7 Oct 2023, 17:23

შეიძინეთ ჟურნალი ცისკარი, (2023, 4) სადაც უამრავ საინტერესო მასალასთან ერთად გაეცნობით ჩემს კრიტიკულ გამოკვლევას ,, სამჯერ ვარ დაბადებული”
user posted image

Posted by: nino darbaiseli 1 Nov 2023, 23:32
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხადუმი

სამეფოდ მზრდიდნენ, დედოფალო,
ჩემს ქვეყანაში,
როცა შემიპყრეს თხუთმეტი წლისა,
როცა აქეთ წამომიყვანეს,
მეფემ ხომ მკაცრად გააფრთხილა
ასისთავები,
ამას ხელი არავინ ახლოს
დედოფლისათვის ძღვნად მჭირდებაო,
ვინ დამინდობდა,
ასოსთავებიც და ქალნატრული მეომრებიც
სულ ჯგუფ-ჯგუფად მეუფლებოდნენ.
ბოლოს დამაგდეს მომაკვდავი,
სულ ბოლოს,
როცა გავსისხლმდინარდი,
ისევ ქალებმა მომიარეს,
გადამარჩინეს,
ხმა ამომეღო?
ვინმეს რამეს გავაგონებდი?

ხელქვეითების წესი არის შურისძიება.
მეფეს - მეფობას ვერასოდეს აპატიებენ.
თვით მესასმისე,
ხომ მეფის პირის მეღვინეა
და ჩემი თვალით შევსწრებივარ, ყმაწვილობისას,
მოფარებულში ხელმწიფის ჯამში რომ იფურთხება
და მესაწოლეც -
იჭინთება და მონდომებით
მეფის მოსვლამდე საბრძანისში ჰაერს აფუჭებს.

საჰარამხანოდ,
ძღვნად მეფე როცა მამზადებდა,
თვემდე დასჭირდა.
რომ წამიყვანეს უთენია,
შანთივით რაღაც იარაღით სათქვენოდ დამასაჭურისეს,
წინაც დამცვითეს,
გამდნარ ფიჭაში არეული მალამოებით მიმომლესეს,
ოცდაერთი დღე დასაბანად ვერ შემიყვანეს.
მერე აბანო გაახურეს,
კარგად დამზილეს,
ნელსაცხებელიც არ დაუკლიათ,
შემმოსეს ფერად-ფერადებით,
სირმა- ფოჩებით,
თქვენთვის მოსართმევ ძღვენს რარიგადაც ეკადრებოდა,
უხვია მეფე!

მომღერალი ვარ,
პოეტი ვარ,
ერთი მათგანი,
ვინც ულამაზეს ქალთა კრებულში
ტრიალებს მუდამ,
ვინც ზოგისათვის ერთადერთია,
მოკაზნულობას
ან სილამაზეს ვინც მოუწონებს,
მაგრამ ვერცერთი ქალი მისი ვერ შეიქნება.
რა შემიძლია?!
რაც და სადამდეც შემიძლია,
უკან არასდროს დამიხევია,
განა ხადუმად ამისთვის არ გადამაქციეს?

ათი წელია,
მზის სხივს სარკმელთან ვეგებები,
ათი წელია,
ღინღლი - წვერადაც აქ გადამექცა,
აქ დამიმსხვილდა ეს მხარ-ბეჭიც,
ათი წელია,
მე ნამდვილი,
ვარსკვლავიანი ზეცა აღარც კი დამინახავს.

აქ, ამ დარბაზში შემოვდივარ,
დროს რომ ვიპოვი და ამ ლურჯ გუმბათს ვარსკვლავებით მიმოხატულს,
ამ კენტ ღრუბელს,
ამ ოქროს მთვარეს ასე ავცქერი,
ზემაცქერალი თითქოს ნამდვილს ვესაუბრები.

ადამიანი თავდახრილთა მოდგმისა არის,
მიწას ხნავს, დაბლა იყურება,
კითხულობს?! - დაბლა იყურება,
მიდის?!- ჯობია, დაბლა იყუროს,
წინ იყუროს
და არა სადღაც, უკან-უკან!
წერს?! - ძირს დასცქერის,
კისერი უნდა მოიდრიკოს ყველა მწერალმა!
ერთადერთია მამაცი - ომში - მტრისკენ როცა გაიხედავს, თვალს გაუსწორებს!

და ავიწყდება ადამიანს,
საით უნდა იხედებოდეს.
სმა თავდახრილმაც რომ დაიწყოს,
თასის ბოლოში როცა ჩავა,
ბოლოს კისერი უნდა გამართოს,
უნდა თუ არა, ცას ახედოს!
ადამიანი
ნამდვილ ზეცას უნდა უცქეროდეს თვალმოდარაჯედ.
ყველა ნათქვამი - ტყუილია,
ყველა ნამღერი - ტყუილია,
ყველა ნასიზმრი - ტყუილია,
ზეცა თუ არ გამოუვლია!

ჩემი მზე შენ ხარ, დედოფალო,
წლები გავიდა და ხელმწიფეს არც ახსენდები,
თავისი მიწის დამტოვებელი,
ვირზე შემჯდარი,
ბრძენი ქვრივი აბიგაილი.
წლები წასაღებს არსად ტოვებენ,
აბიგაილ!
უწყლოდ დამჭკნარიც ლამაზია ვარდი -
ხავერდი,
ოღონდ შორიდან, თორემ თითებში შემოგეფშვნება.
მარტო ვმღერივარ და ვარსკვლავებით მოჭედილი შორი გუმბათი ექოდ მიბრუნებს:
ჩემი დედა ხარ,
დაც და შვილიც,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
როგორ დავფარო,
არ დაადუმო,
არ დაადუმო შენი ხადუმი!

Posted by: მშპს_მივხედოთ 3 Nov 2023, 01:59
გამარჯობა ქალბაოტნო ნინო
ერთ დროს პატივს გცემდით,მერე ქბ თეას გაპრავებების მერე ქოცი აღმოჩნდით ნუ აღარ გცემთ პატივს მარა დავინტერესდი და

ესაა ქართული ხელოვნური ინტელექტი

user posted image

ვკითხე და არ გიცნობთ

ლინკი
https://chat.supernova.ge/?fbclid=IwAR3amuvME0BK_gpBm2odJSggXNRibxSsgYQ0N-bDhNWDUzOKLKKELUW89bI

რა ხდება რაშია საქმე?

user posted image



Posted by: gonebadaxshuli 3 Nov 2023, 02:10
:დდდდდ ეეეე

მაგრამ შევედი და იმედი გამიცრუვდა sad.gif რა იცის აბა
* * *
nino darbaiseli
თქვენი მოსაზრება ჩემთვის საინტერესო იქნება
რატომაა პოეზიას სულ უფრო ნაკლები მკითხველი რომ ყავს?

Posted by: მშპს_მივხედოთ 3 Nov 2023, 02:22
ვაა,შენ რო იცი როსტომ ჩხეიძე ეგ გამიკვირდა და გამიხარდა :დ
როგორ მიყვარდა ეგ დეგენერატი,რამხელა საქმე აქვს გაკეთებული ქართული ლიტერატურისთვის მარტო მე-19 საუკუნის ამბებში,პლუს საოცარი თარგამენბი
და ეგ რეგვენი პარლამენტში შევიდა ნაცების სიით,მერე ქოცების რაღაც ### კანონს მიცა ხმა
ადამიანს ალექსანდრე ორბელიანზე ქონდეს სრულიად საოცარი წიგნი,ორბელიანის იდეოლოგიაზე გამზარდა ტიპმა და მერე ორ კაპიკად გაიყიდა

და სადაც ოთარ ჩხეიძე არ იცის,ქალბატონ ნინოს ნამდვილად ეპატიება,ოთარ ჩხეიძე თუ არ იცის,ხელოვნური ინტელექტი კი არა ###ა :დ :დ

Posted by: gonebadaxshuli 3 Nov 2023, 02:25
მშპს_მივხედოთ
უი არც ვიცოდი თუ გაბერძენიშვილდა :დ სამწუხაროა
მაგრამ მისი ნაწერები მომწონს და ეგრეც დარჩება

Posted by: მშპს_მივხედოთ 3 Nov 2023, 02:29
QUOTE
მაგრამ მისი ნაწერები მომწონს და ეგრეც დარჩება

კი,მე-19 საუკუნის ძალიან მაგარი მცოდნეა
მაგან და თამაზ ჯოლოგუამ შემაყვარეს ეგ პერიოდი და ვაფანატებ მაგ ხალხზეც და პერიოდზეც
თან პლუს ძმები რა მთარგმნელები არიან,ფოლკნერის უმეტესობა,კონრადი,რავი ძაან დიდი საქმე აქვთ გაკეთებული ქართული ლიტერატურისთვის
სამწუხაროდ კი,როსტომა გაბერძენიშვილდა,მაგრამ საქმე საქმედ რჩება

უბრალოდ გული მწყდება,როგორ აღწერს,ალქესანდრე რო შუქს ჩააქრობდაო,ეშინოდა რუსების გადამკიდე შუქისიც კიოდა ილიას თაობას მოისვამდა გარიბალდიზე,ტავისუფლებაზე და რუსებისგან თავისუფალ საქართველოზე ელაპარაკებოდაო
და ჰე

sad.gif

Posted by: gonebadaxshuli 3 Nov 2023, 02:36
საინტერესოა ქალბატონ ნინოს აზრი ბატონ როსტომზე
იქნებ ცილობაა რას გაუგებ ლიტერატორებს :დ მაგრამ კრიტიკა(ც) კარგია

მშპს_მივხედოთ
ჩვენ მწერლიბაში ყველაფერი რომ როსტომი იყო დამკვრელი მოცეკვავე ა.შ. ეგ მომწონდა :დ
წასაკითხი მქონია აბა ეგ წიგნი, გრიშაშვილმა შემიყვანა იმ თემებში ახლახანს


პ.ს. ალგორითმი მაინც მეცნიერია და ანდე თუ არ იცის
აბა ფიზიკოსებზე კითხეთ :დ გაირკვევა

Posted by: nino darbaiseli 3 Nov 2023, 02:37
QUOTE (მშპს_მივხედოთ @ 3 Nov 2023, 01:59 )
გამარჯობა ქალბაოტნო ნინო
ერთ დროს პატივს გცემდით,მერე ქბ თეას გაპრავებების მერე ქოცი აღმოჩნდით ნუ აღარ გცემთ პატივს მარა დავინტერესდი და

ესაა ქართული ხელოვნური ინტელექტი

user posted image

ვკითხე და არ გიცნობთ

ლინკი
https://chat.supernova.ge/?fbclid=IwAR3amuvME0BK_gpBm2odJSggXNRibxSsgYQ0N-bDhNWDUzOKLKKELUW89bI

რა ხდება რაშია საქმე?

user posted image

თქვენ რომ აღარ მცემთ პატივს, ეგ მართლა მეწყინა.
იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცას გაარკვევთ და დამიბრუნდებით.

ჩემდა სამარცხვინოდ კი, მართლა არ ვიცი, ეს ქართული ხელოვნური ინტელექტი რას წარმოადგენს და რა მნიშვნელობა აქვს, მიცნობს თუ არა და
თუ თქვენ იცით, მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და ხელიც მიგიწვდებათ, იქნებ რამე გამიხერხოთ, უპატივცემულოდ არ დაგტოვებთ.

ახლა რაც შეეხება ჩემს ქოცობას, ან ნაცობას ან ეგეთ რაღაცეებს -
მანდ მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს, რა დღეშია ხალხი საქართველოში, როგორ აქვს შემოზღუდული სააზროვნო სივრცე, რომ ჰგონია, მსოფლიოს დღეს და მუდამ მეტი დარდი არა აქვს, ამ კატეგორიებით აზროვნებდეს!

მე თუ მკითხავთ, ერთმანეთად ღირან, მთელი თავიანთი გარნირიანად.
პოლიტიკიდანაც ერთად წავლენ, ასაკითაც უწევთ. სულ ცოტაც და მოვა სრულიად ახალი, ახალგაზრდა, საღი თაობა.

მე ვარ ქართველი პოეტი, ლიტმცოდნე- კრიტიკოსი, ეს სფერო ვიცი, რამდენადაც შემიძლია და მაინტერესებს. სხვებისა - ბევრი არა გამეგება, რა!
ჯერჯერობით რასაც ვიცნობ ამ სფეროში
- ახლანდელი კულტურის მინისტრის განხორციელებულ რეფორმებს, მომწონს!
ისე კი, მისი წინამორბედებიდან ნაცებიც კარგად მყავს ნაკრიტიკები და ქოცებიც.

Posted by: მშპს_მივხედოთ 3 Nov 2023, 02:47
QUOTE
წასაკითხი მქონია აბა ეგ წიგნი, გრიშაშვილმა შემიყვანა იმ თემებში ახლახანს

არ ვიცი იშოვი თუ არა,როსტომ ჩხეიძე ალექსანდრე ორბელიანი,ასე ქვია,მართლა საოცარი წიგნია,თუ ვერ იშოვი აგერ ვარ,თბილისში და მოგაწვდი :დ
QUOTE
ე თუ მკითხავთ, ერთმანეთად ღირან, მთელი თავიანთი გარნირიანად.
პოლიტიკიდანაც ერთად წავლენ, ასაკითაც უწევთ. სულ ცოტაც და მოვა სრულიად ახალი, ახალგაზრდა, საღი თაობა.

ეგ მეც მინდა
QUOTE
- ახლანდელი კულტურის მინისტრის განხორციელებულ რეფორმებს, მომწონს!

ახლა ჩაგეძიებით,მე ვარ რეჟისორი,დამწყები და ცუდი,მაგრამ მაინც,ქალბატონმა თეამ ცაიგდო კინოცენტრი,ვიცი კინცოენტრის სტრუქტურა,მაქამდეც საკმაოდ ცუდი იყო,თუმცა თეამ სრულიად დედა უტირა,ეგ არ ეხება მარტო კინოს,ყველა სფეროს ყველა ხალხი მაგაზეა გაგიჟებული,დედა უტირა ყველა სფეროს,რა მოგწონთ :დ?
ქართული კინოს ჯანსაღი ნაწილი,ანუ ის ხალხი ვინც ფილმებს ქმნის და ჩემსავით ცუდ კი არა ნაღდ კინოებს,ყველა განუდგა,ბოიკოტი აქვთ,კინო გაიყინა,იგივე არის ყველა სხვა სფეროში და ადამიანს ამდენი მოწინაამღდეგე რო ყავს,ხელოვანი ადამიანი ხო უნდა დაინტერესდეს,უბრალოდ დ აიკითხოს მაინც,რატო ხდება ეს,იქნებ აშავებს და თქვენ ამბობთ რო მოგწონთ ეგ რეფორმები,რამაც ქართული კინო პირდაპირი გაგებით გაყინა,ადამიანები რაღაც ოქროს წლებს და დროს ვკარგავთ :დ და ტქვენ მოგწონთ ეგ :დ
* * *
QUOTE
- ახლანდელი კულტურის მინისტრის განხორციელებულ რეფორმებს, მომწონს!

თქვენივე სფეროში
როგორც ასეთი,მწერლების და პოეტების ნახევარი რო განუდგება კულტურის მინისტრს და პროტესტის ნიშნად ტოვებს ისეთ მაშაბურ ღონისძიებას,როგორიც არის ფრანკფურტის წიგის ფესტივალი,ესე იგი რაღაც არ არის ხო კარგად?
იცით იმ ხალხის პოზიცია?რატო ხდება ასე?მოგწონთ რეფორმები,რამაც გაყო ხელოვანთა სამყარო ორად,ეგ როგორ?

Posted by: gonebadaxshuli 3 Nov 2023, 03:01
ისე, თემაზე მე ვერაფერს ვიტყვი და რომ არ გაოფდეს, მაინც ვიტყვი
ეს ინტერვიუები მწერლებთან არ ამართლებს რა, რაღაცნაირია...ბოლო დროს ხომსკი, ჰაბერმასი, ფოლკნერი, ესპანელები "ესპანური ესეებიდან" და რაღაცები დამავიწყდა რომ ვნახე, მერე აქ კიდევ ქ-ნ ნინოსთან, იგივე კ. ჯავახიშვილს ქონდა ლიტ პალიტრაში
ტყუილად ართმევენ დროს და კარგავენ ამაზე :დ
ან საკმაოდ მარტივი შეკითხვები უნდა დაისვას, ეს კვაზი-ჩაღრმავებები არ ამართლებს

მშპს_მივხედოთ
დიდი მადლობა <3

Posted by: nino darbaiseli 3 Nov 2023, 03:09
QUOTE (gonebadaxshuli @ 3 Nov 2023, 02:36 )
საინტერესოა ქალბატონ ნინოს აზრი ბატონ როსტომზე
იქნებ ცილობაა რას გაუგებ ლიტერატორებს :დ მაგრამ კრიტიკა(ც) კარგია

მშპს_მივხედოთ
ჩვენ მწერლიბაში ყველაფერი რომ როსტომი იყო დამკვრელი მოცეკვავე ა.შ. ეგ მომწონდა :დ
წასაკითხი მქონია აბა ეგ წიგნი, გრიშაშვილმა შემიყვანა იმ თემებში ახლახანს

როსტომი ჩემი უსაყვარლესი მეგობარია.
მოღვაწე ადამიანი.
დაწერილი კი არა, წაკითხული რომ ჰქონდეს ვინმეს იმდენი წიგნი საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ, როსტომის კალამს რომ ეკუთვნის, უკვე ერის ერთი უგანათლებულესი ადამიანი იქნებოდა .
იგი პარლამენტში შევიდა ერთადერთი მიზნით, თუ ილუზიით, რომ იმ ტრიბუნიდან სიტყვა მიეწვდინა გონიერი ქართველებისთვის.
მე როსტომს ვენდობი, როცა საქმე საქართველოს და ქართულ ღირებულებებს შეეხება.

ზემოთ კიდევ ერთი კითხვა იყო მგონი თქვენივე, პოეზიას მკითხველი რატომ მოაკლდაო. მართლაც მოაკლდა, გეთანხმებით. მგონი, ათ ავტორზე ერთი მკითხველიც ვერ მოდის სტატისტიკურად და ამას თავისი რამდენიმენაირი ახსნა აქვს.
ჯერ ერთი, ხელოვნების დარგებიდან ყველას რაღაც , ფასიანი მასალა სჭირდება და წინასწარი ცოდნის შეძენა, გაჭირვებულ საქართველოში - პოეტობა ყველაზე მუქთა ხელობაა. ენა ხომ იცი, ადრე საწერი ქაღალდი და კალამი მაინც უნდოდა, ახლა მიდი და აკაკუნე პირდაპირ კომპში!
ვისაც გონებაში ორიოდე სხვისი ლექსი ჰქონდა დაფიქსირებული, იმ თარგზე ინერციით დაიწყო ჭრა და ჭრა. ფული გაქვს? წიგნად გამოსცემ, თავისი პრეზენტაციით, გუნდით, არქიელით.
აი, მკითხველი კი ჭირს , მაგრამ საქართველო ხომ უხვნაცნობიან - ნათესავიანი ქვეყანაა, წაუკითხავად მაქებარი მაინც არ მოგაკლდება
ეს - ნაწილობრივ ხუმრობით,
ახლა შედარებით სერიოზულად

პოეზია - ემოციათა სფეროა.
იყო დრო, როცა იგი ლამის ერთადერთი იყო ამ მხრივ.
რაც მეტად განვითარდა საზოგადოება, ემოციურობის გამოხატვის სხვა სფეროებიც გაჩნდნენ და გაუმეტოქდნენ.
ლექსის მკითხველი ,, გადაკვალიფიცირდა” ხელოვნების სხვა დარგებისკენაც . მზა ემოციური დატვირთვა-განტვირთვის სფეროებისკენ - ტელევიზია-ინტერნეტში.

(სინკრეტულობის კლასიკური თეორია არ შემახსენოთ, ვიცი და ასეთ შემთხვევებში არ ვიზიარებ)

პოეზიის პოტენციურ მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ ლექსი, რომ საკუთარ ემოციას შეუხამონ.

ადამიანი ნაკლებემოციური გახდა.








Posted by: gonebadaxshuli 3 Nov 2023, 03:22
nino darbaiseli
მადლობა, საინტერესოა smile.gif

მე კიდდევ მგონია ჭკუა მოაკკლდა :დ მკითხველს, მე ვერ ვიგებ პოეზიას :დ

Posted by: nino darbaiseli 3 Nov 2023, 03:28
QUOTE (მშპს_მივხედოთ @ 3 Nov 2023, 02:47 )
QUOTE
წასაკითხი მქონია აბა ეგ წიგნი, გრიშაშვილმა შემიყვანა იმ თემებში ახლახანს

არ ვიცი იშოვი თუ არა,როსტომ ჩხეიძე ალექსანდრე ორბელიანი,ასე ქვია,მართლა საოცარი წიგნია,თუ ვერ იშოვი აგერ ვარ,თბილისში და მოგაწვდი :დ
QUOTE
ე თუ მკითხავთ, ერთმანეთად ღირან, მთელი თავიანთი გარნირიანად.
პოლიტიკიდანაც ერთად წავლენ, ასაკითაც უწევთ. სულ ცოტაც და მოვა სრულიად ახალი, ახალგაზრდა, საღი თაობა.

ეგ მეც მინდა
QUOTE
- ახლანდელი კულტურის მინისტრის განხორციელებულ რეფორმებს, მომწონს!

ახლა ჩაგეძიებით,მე ვარ რეჟისორი,დამწყები და ცუდი,მაგრამ მაინც,ქალბატონმა თეამ ცაიგდო კინოცენტრი,ვიცი კინცოენტრის სტრუქტურა,მაქამდეც საკმაოდ ცუდი იყო,თუმცა თეამ სრულიად დედა უტირა,ეგ არ ეხება მარტო კინოს,ყველა სფეროს ყველა ხალხი მაგაზეა გაგიჟებული,დედა უტირა ყველა სფეროს,რა მოგწონთ :დ?
ქართული კინოს ჯანსაღი ნაწილი,ანუ ის ხალხი ვინც ფილმებს ქმნის და ჩემსავით ცუდ კი არა ნაღდ კინოებს,ყველა განუდგა,ბოიკოტი აქვთ,კინო გაიყინა,იგივე არის ყველა სხვა სფეროში და ადამიანს ამდენი მოწინაამღდეგე რო ყავს,ხელოვანი ადამიანი ხო უნდა დაინტერესდეს,უბრალოდ დ აიკითხოს მაინც,რატო ხდება ეს,იქნებ აშავებს და თქვენ ამბობთ რო მოგწონთ ეგ რეფორმები,რამაც ქართული კინო პირდაპირი გაგებით გაყინა,ადამიანები რაღაც ოქროს წლებს და დროს ვკარგავთ :დ და ტქვენ მოგწონთ ეგ :დ
* * *
QUOTE
- ახლანდელი კულტურის მინისტრის განხორციელებულ რეფორმებს, მომწონს!

თქვენივე სფეროში
როგორც ასეთი,მწერლების და პოეტების ნახევარი რო განუდგება კულტურის მინისტრს და პროტესტის ნიშნად ტოვებს ისეთ მაშაბურ ღონისძიებას,როგორიც არის ფრანკფურტის წიგის ფესტივალი,ესე იგი რაღაც არ არის ხო კარგად?
იცით იმ ხალხის პოზიცია?რატო ხდება ასე?მოგწონთ რეფორმები,რამაც გაყო ხელოვანთა სამყარო ორად,ეგ როგორ?

მე შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ იმის შესახებ, რაც ასე თუ ისე მესმის.
კინოსას ან სხვა რაიმე სფეროსას - ვერც ავს გეტყვით, ვერც კარგს.
თქვენს სიტყვებს კი ინფორმაციად მივიღებ.

მომიწევს გავიმეორო ჩემი მრავალგზის ნათქვამი



მე ვუპირისპირდები საბიუჯეტო დაწესებულების დირექტორის მიერ 12 წლის მანძილზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას მხოლოდ საკუთარი “გუნდის”, კლანის, ბაბლის თუ რაც გინდათ, უწოდეთ მიზნებისათვის და სხვების დაჩაგვრას.

მე ვეწინააღმდეგები იმას, რომ საბიუჯეტო დაწესებულების დირექტორი თან ბიუჯეტის სახსრებს მოახმარდეს საკუთარ ახლობლებს და თან შინ და გარეთ ყველას ატყუებდეს და აჯერებდეს კიდეც - დამოუკიდებელი ვარო.

რაც შეეხებათ “ბოიკოტისტებს”
(ჩემი სამუშაო ტერმინია- ნდს), “მწერალთა სახლიდან” წასვლის შემდეგ მათ წარმატებით გადადგეს პირველი, ნამდვილად დამოუკიდებელი ნაბიჯი - მონაწილეობა მიიღეს ფრანკფურტის ბაზრობაზე საკუთარი ნაშოვნი ფულით. გამოიკვეთა მათი ახალი ლიდერი გვანცა ჯობავა.

მე მივესალმები ლიტერატურაში დამოუკიდებელი შემოქმედებითი ჯგუფების, კავშირების, გილდიების და ა.შ. არსებობას.
დაე მათ დამოუკიდებლადვე მოიპოვონ საარსებო ფინანსები, როგორც ეს ცივილიზებულ მსოფლიოშია.


Posted by: nino darbaiseli 8 Nov 2023, 17:35
#ლექსები

ნინო დარბაისელი

მეეეეეეე!

დიდედაჩემმა იცოდა ხოლმე,
დილ-დილაობით კართან მოსული ბუტბუტით რომ ჯვარს გადამწერდა,
დააყოლებდა,
“ამ ჩემი ლოცვის მადლი და ძალი შეგეწიოსო”.
პატარობისას ამ ძალისა მჯეროდა კიდეც,
მერე და მერე
უკვე გული მიწვრილდებოდა.
დაბლა - ტოლები მოგელიან,
ამოგძახიან,
გაგვიანდებათ,
ხოლო ეს ქალი არ დაიშლის,
სიმშვიდით აგშლის,
აუჩქარებლად ცრემლებს იწმენდს ბოლოთი თავშლის!

ხელაპყრობილმა ადამიანმა ლოცვა-მუდარა უსასრულოდაც რომ
აძლიეროს,
ისე ილოცოს,
რომ შუბლი ოფლით კი არა და
სისხლის წვეთებით დაენამოს,
სისხლის წვეთები ზედ მიწაზეც რომ ეცემოდეს,
ევედროს მამას
გეთსიმანიის ბაღში ეული,
ეს სასმისი ამაცილეო,
ოღონდაც ნება შენი იყოსო,
ღმერთი ადგება და გადაწყვეტილს შეცვლის თავისას?
თუ ერთადერთი ძე არ დაგინდო,
რა აწამოს ადამიანმა? -
რამდენიც გინდა,
უთმე და უხმე,
ეყმე და
ენდე!

ვინ აღარ ამბობს,
დანარჩენები - გზას აცდენილან,
ჩვენ - სამოთხეში მოგველიანო…

კიდეც რომ მეთქვა,
დამეფიცა,
ან შენ ან ვინმე დამიჯერებდა,
რომ სამოთხეში მეგულება ჩემი ადგილი?
მე ერთადერთის იმედი მაქვს, -
რომ რომელიმე ერთ უქმეზე,
წმინდანთა საქმეს დაულეველს როცა მოილევ,
მწყემსო კეთილო,
მოიცლი და ჯოჯოხეთშიაც ჩამოიხედავ.
და თუ შემთხვევით თვალი მომკარი, გაგიკვირდება ჩემი გულგრილი გამოხედვა,
რომელიც ამბობს,
მე სიცოცხლეში უარესიც მინახავს და გამომიცდია,
აქ რითი უნდა გამაკვირვოთო?

იქნებ, უბრალოდ, შეგიყვარე,
მწყემსო კეთილო,
როცა დავრწმუნდი,
შენგან არაფერს უნდა ველოდო საპასუხოდ სიყვარულისთვის.
ნუ გეწყინება! -
თან არც იმისი არა მჯერა,
რომ ჩემს ტკივილს რამეს გაუგებ.
მანდ როგორ ხდება, არ ვიცი და დედამიწაზე უზარმაზარი ტკივილების გადამტანები
სხვის პაწაწუნა სატკივარებს რას დაეძებენ!

მწყემსო კეთილო,
ფარა მოგბღავის,
ნუ მიატოვებ საკუთრებას იმათ ხელში,
ვინც ქირის ფასად გამეტებით კომბალს მოიქნევს,-
ესა აქვს საქმე!
მწყემსო კეთილო,
მე ძეძვებში ვარ,
ბატკანი ვარ, შენი მოწამე,
დევნად არც ვღირვარ!
რაღად მოგბღავი ავდარში
აქ მე:

-ღამეა, ღამე,
ერთი პირი წყალსაც კი სძინავს…
ოღონდ ხმა გამე,
მითხარი რამე,
ეს ტკივილები შენი შორი ხმით დამიამე,
მომიხმე
მეეეეეეეეეეეეეეე!

2020

Posted by: nino darbaiseli 11 Nov 2023, 00:00
ნინო დარბაისელი

ღამე - ნეტარი
(ერთიც - ლამბერსექსუალური)

***

ღამე - ნეტარი, დღეები - თარსი,
მიყვარხარ - ოდნავ წვერგასაპარსი!

სიზმარი - ტკბილი, ცხოვრება - ფარსი,
მიყვარხარ - ოდნავ წვერგასაპარსი!

შორსაა? ახლოს? - მთვარე ან მარსი?
მიყვარხარ- ოდნავ წვერგასაპარსი!

იყავი - ფრანგი, თუ გინდა სპარსი!
მიყვარხარ - ოდნავ წვერგასაპარსი!

ყველა ყალბ ნათქვამს გადასძვრა გარსი-
მიყვარხარ - ასე, წვერგასაპარსი!

აი, ესაა ცხოვრების არსი-
მიყვარხარ - ოდნავ წვერგასაპარსი!

Posted by: Passe-Partout 14 Nov 2023, 15:37
spy.gif eek.gif აკი პოეზია იქნებაო? სადაა? თუ ინტონაციით უნდა წაიკითხო?

Posted by: nino darbaiseli 14 Nov 2023, 18:39
QUOTE (Passe-Partout @ 14 Nov 2023, 15:37 )
spy.gif  eek.gif აკი პოეზია იქნებაო? სადაა? თუ ინტონაციით უნდა წაიკითხო?

მადლობა, რომ მესტუმრეთ.
ვწუხვარ, რომ
თქვენ რასაც პოეზიად მიიჩნევთ, ის აქ არ დაგხვდათ და არც იქნება.
სხვაგან მოგიწევთ ძებნა.
სად?
სადაც აქამდე დაგხვედრიათ.
.


ნინო დარბაისელი

მოსაგონარი
- - - - - -

ვეღარ გაუძლო ამდენს ერთად და გატყდა კაცი.
ირგვლივ ეყარა ნატეხებად და ნამსხვევებად.
ვინც გაიარა, ზოგმა ზედ ფეხი გადაიჭრა,
ზოგი დაეცა, წამოდგა და გზა გააგრძელა,
ზოგმაც ნატეხი სამახსოვროდ წაიყოლია.

ჩამოიარა ერთმა ქალმა ჟაკეტიანმა.
მოკრიფა კაცის ნატეხები,
თავის ჟაკეტში შეახვია,
წაიღო და ქმარი აიწყო.

ვერც მთლად უნაკლო გამოუვიდა,
აქა-იქ რაღაც ნაწილები კიდეც დააკლდა,
მაგრამ რაც იყო, ქმარი იყო!

და დადიოდნენ ასე,
ხელიხელჩაკიდებულნი.
მერე ხელიხელჩაკიდებულნი
რძიან ბილიკს ცაში აუყვნენ
და სამუდამოდ დაიკარგნენ.

აი, ეს იყო მთელი ამბავი.
სატირელი - არაფერია.


#ლექსები

ნდს

წიგნები. რაღაც მომენტები.

ხომ არის წყვილის ერთობაში ის მომენტები,
რომელიც არა ალკოჰოლით,
ან ნიკოტინით
ანდა სექსით,
არამედ სწორედ ლაპარაკით უნდა შეავსოს.

ესენი რომ არ არსებობდეს,
კაცებს სხვა რამეს ვინ აღირსებდა,
ვინ გაუმხელდა საიდუმლოს
დიდი მრავალტომეულისა
,, რა უნდა ქალს”!

ეს - კაცისთვისაც მარჯვე დროა,
შეუძლია, სახე ეჭიროს,
ვითომ უსმენს და
თავის საფიქრალს შეეჭიდოს.

ქალმა დაიწყო ტრივიალურად,
რომ ჩვენ,
ყველანი წიგნები ვართ.

ადამიანი - არის წიგნი!

და არის წიგნი - ფერადი და სუპერიანი,
პრიალა, მძიმე,
გამოსაჩენ თაროზე რომ დევს
ვიტრინის უკან, საუკუნეა
და არც არავინ გადააგდებს და არც გადაშლის.

და არის წიგნი - ირგვლივ ფურცლებმოცვეთილები.
ასეთებს მწყობრში არ აკვეხებენ,
ზემოდან დებენ დანარჩენებზე ჰორიზონტალად.

არის წიგნები - სალექსიკონ- საცნობარონი.
ყველაფერი რომ იციან და თავისი კი - რამ სათქმელი - არ გააჩნიათ.

და არის წიგნი - უყდო და სადღაც მიგდებული,
შმორის მორუხო სუნნაკრავი.
გადაშლი გვერდზე მეჩვიდმეტეზე,
ბოლოში წვრილ შრიფტს წაიკითხავ და სათაურს მაინც გაუგებ.

და არის წიგნი - უყურებ და ვერ გაგიგია, შენთან მაინც რა ესაქმება.

და არის წიგნი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი,
ყოველი გვერდი - პარმაღია,
გადააბიჯებ და
იმის იქით - უსასრულო მიღმიერია.

შენ რა წიგნი ხარ?!
ფანტასტიკა,
გამონაგონი,
ვარკვლავთა ომის გაგრძელება
ან
დასასრული,
ბესტსელერი,
“საუნდთრექად” რომ მიუყვება რამ მელოდია,
ჩემში რომ ბრუნავს,
ბრუნავს და ბრუნავს
და ვერა ფიქრი რომ ვერ აჩერებს.

მე?!
წიგნი არა,
ბლოკნოტი ვარ,
სქელყდიანი
და ალაგ-ალაგ
რაღაც ფურცლებამოხეული
და ყველაფერი
დასავიწყებლად პატრონს რაც კი დაენანება:
მისამართები, რეცეპტები,
დღის გეგმები,
წლის საქმეები,
დღეობები,
გასვენებები,
რაღაც ციფრები და კოდები,
ნაცნობ-უცნობთა სახელები,
რაღაც ფრაზები,
აზრიანი ან მთლად უაზრო,
ჩანაჯღაბნები,
აქ-იქა გადაშლილები -
ეს ყველაფერი უწესრიგოდ ჩემში ეტევა.

ჩვენისთანები შეიძლება კიდევაც შეხვდნენ,
რაღაც დროით გადაიკვეთონ,
ერთ თაროზე კი არასოდეს არ იდებიან!

გაცუდებული ზრახვანი და თადარიგნია…
ამის მკითხველმაც,
იქნებ არც იცის,
ისიც წიგნია!
ზოგის - ყდაღაა დარჩენილი,
შიგნეული გამოშიგნია,.
ყველა გზა იცი,
თავისკენ კი ვერ გაგიგნია!


ნინო დარბაისელი

არავითარი სენტიმენტი
- - - - - -

არავითარი სენტიმენტი, სერ!
ასეც ხდება:
უბრალოდ, თვალის ქუთუთოში შემეღუტუნა,
ეტყობა, ტუში ჩამივიდა და შავი ცრემლი ჩამომგორდა,
გასასვლელამდე კი შორია,
რომ გავიპარო და “ლედიზ რუმში” უცებ თავი მოვიწესრიგო.
არავითარი სენტიმენტი!

შესანიშნავი ორგანიზება,
დიზაინი
და ეს - ცერემონ-მაისტერი,
გარეშეთათვის შეუმჩნეველი მინიშნებებით რომ უძღვება ახლა პანაშვიდს,
აქ რომ სერვისად იწოდება, -
ეს ყველაფერი - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საუკეთესოდ აწყობილია.
არავითარი სენტიმენტი!

სხვებმაც მითხრეს და ისედაც ვიცი,
დღეს როგორ გამოვიყურები -
შესანიშნავად,
სავალდებულო მარგალიტის მძივითა
და ფეხზე - ჩულქებით ამ სიცხეში,
ზომიერად მუხლდაფარული;
ცხვირდახურული,
ზომიერადვე ქუსლმაღალი ფეხსაცმლით და
პატარა “კლაჩით”
ხოლო სუნამოს რაც შეეხება,
მას ჩვენ ხომ არა,
ხანდაზმულები იპკურებენ,
თანაც უხვად,
რადგან ყნოსვა უქვეითდებათ
და შორიდანვე ვიცით ყველამ,
რომ სადღაც, ახლოს - ხანდაზმულია ანდა უკვე ჩაიარა,
იქნებ გუშინაც.
არავითარი სენტიმენტი, სერ,
არაფერი!

უბრალოდ, სიკვდილს დიდიხანია,
ახლო ვიცნობ,
პირადად ვიცნობ,
მიცვალებულის მოტკბო სუნსაც,
რაც არ უნდა კარგად შენიღბონ,
მაინც შევიგრძნობ, რადგან სადღაც, შიგნით ვატარებ.
უბრალოდ,
მაშინ მზად არ ვიყავი,
პატარა და ცოდო ვიყავი,
მარტო ვიყავი!
გამოცდილებმა ასე მითხრეს,
გასვენებაში - ყველა თავის მკვდარს დასტირის ანდა ვიღაცას თავისი თავი ეტირებაო;
მერე ვიღაცამ ხელით გამიხმო,
ნათალი ჭიქით ნახშირნარევი თბილი წყალიც დამალევინა,
ხმას უხდებაო,
მერე ვიღაცა სისულელეს სისულელეზე მეკითხებოდა,
მერე წავედით,
მერე მციოდა,
მერე მოვედით,
მერე მეძინა.
მეძინა,
ვჭამდი,
ვიძინებდი,
ვჭამდი,
მეძინა.
არაფერი, სერ,
არაფერი!

საუკეთესო სერვისია,
შემდეგ ჯერზე - ლხინში მენახეთ!

Posted by: nino darbaiseli 11 Dec 2023, 22:40
#ლექსები

ნინო დარბაისელი

დავითის გოდება შვილზე

გასაგებია,
არ მერგებოდა მე საკუთარი მხედართმთავრის,
ჩემი ერთგული მეომრის ცოლი!
ვნებას ავყევი და ქმარი იგი უთანასწორო ომში გავუშვი დასაღუპავად.
ცოდვისა იყო ის სარეცელი,
ბერშებასთან,
თანაც მრავალგზის რომ გავიყავი,
ცოლად შერთვისთვის დავისაჯე…

დიდი ხარ მამა,
ყოვლგან მყოფი,
ყოვლად ძლიერი,
გაუგებრობა - თვისებაა შენი მარადი,
მაგრამ ხომ არის რაღაც მაინც,
ის, რაც მოკვდავსაც გაეგება,
და რატომ არის,
რომ ყველაფერი, რაც მოკვდავისთვის ცისქვეშეთში გასაგებია
და ყველაფერი, რაც ცისზესეთშიც გასაგებია,
გასაძლებად უმწარესია,
უსველესია კაცის ცრემლით,
მიწის ჭამას რომ მოგანდომებს ამ სიმწრისაგან.

რად მომიკალი შვილი იგი!
გასაგებია, ცოდვის ნაყოფი ჩამოწყვიტე,
ის ცოდვა გვეტკბო,
მაგრამ რატომ წაიყვანე,
რად მიითვისე,
ბავშვმა განა რა დააშავა!
მამა, ბავშვებმა რა დაგიშავეს კაცთა მოდგმისა,
მშობლის ქცევაზე პასუხი ხომ არ მოეკითხებათ!
დე, გაიზარდონ,
გაიხარონ!
განა ყველანი ცოდვის შვილები არა ვართ, ღმერთო,
განა ცოდვისთვის არ გამოაგდე უშორესი ჩვენი მშობლები იმ სამოთხიდან?
განა ცოდვისთვის არ უთხარი,
პირზე ოფლით ჭამე პურიო,
ან უხსენებელს სადაც ნახავ, თავი უნდა გაუჩეჩქვოო,
და თუკი მაინც ცოდვის ბრალია,
იმის მაგივრად დედამისი წაგეყვანა,
მე წაგეყვანე!

ღმერთო, დამხედე, რას დავემგვანე!
თავზე ნაცარი დავიყარე,
შესამოსელი შემოვიხიე,
ხმის ჩახლეჩამდე, ხმამაღლა მოვთქვამ,
აღარც კი ვიცი,
რომ გიგალობდა,
სად აგდია დღეს ჩემი ქნარი,
მიწაზე ვგდივარ და მიგია შენგან აქ ნარი,
მომეტევება ცოდვა ესე, ჩემი ნაქნარი?

Posted by: nino darbaiseli 1 Jan 2024, 06:57
#ლექსები
ციკლიდან - ეროტიზმი ბიბლიაში

ნინო დარბაისელი

მე - აბიშაგი

(პოემიდან - "ქალი -სხეულით გამათბობელი")

დიდო მეფეო,
მეფსალმუნე მეფეო დავით,
შენ მძლეთამძლეო,
ექვსი დედოფლის და უზარმაზარ ჰარამხანაში
სამასამდე კონკუბაინის დედოფლურად შემნახავო,
შენ, ბერიკაცო მოცახცახევ, სულ გაყინულო,
ცარიელო ძვალო და ტყავო,
ვინ დაიჯერებს, რომ ღამღამობით,
მესაწოლეებს როცა გარეთ გაისტუმრებდი,
მაგ შენი ქნარით მე - შენს თაგუნას,
შენს - შუნამიტს,
შენს - აბიშაგს,
ქებათა-ქებას მე მიძღვნიდი და მიმქრალი ხმით მე მიმღეროდი,
მთელი ღამე, როცა გეღვიძა.

ეგ შენი ცხვირი ლიბანის კოშკზე სწორიაო,
ქურციკი ხარო,
მზენაკრავობა როგორ გშვენის....
მზე რახანია, სხეულს ჩემსას არც დაუნახავს,
როგორ მითხარი?!
ფირცხელ არისო სიყვარული ვითარცა შური,
ფრთე მისი - ფრთეა ცეცხლისაო.

ამასობაში მგონი ხელშიც შემოგეზარდე.
მე აღარა ვარ ის ვენახი თავდაპირველი,
ტკბილ-მწიფობაში შემოსული,
მაგრამ ჯერაც ხელუხლებელი,
მე - გაგეპარე ერთხელ გარეთ,
მე - გაგეპარე ნელსურნელით ტანდაზელილი,
უცხო ქსოვილით შენს საამებლად ფერად-ფერადად შემოსილი,
არაჩხაპნია , ძვირფას-ძვირფასი სამშვენისებით ტანდახუნძლული,
როგორც ვენახი მსხმოიარე,
როცა დავრწმუნდი, რომ ღრმა ძილით ჩაიძინეთ, შენც და მცველებმაც.

ერთ სასახლეში თურმე ორი სასახლეა,
ერთი - დიდი, ბრწყინვალეა, რომ შეეფეროს მბრძანებელსა და მის რჩეულებს,
ხოლო მეორე - უსარკმლოა, დღე და ღამ ბნელი,
ხელში სანთლით გზაგასაკვალი.
ენადაჭრილ მსახურ-მხევალ-პირისფარეშთა -
- ბნელტალანელთა ერთობისაა
და ეს ერთობა ნაჩვევია ბნელში დანახვას და სიარულს,
ჩემსავით ყველას სად შეუძლია,
ნათელშიც გასძლოს, ბნელშიც გასძლოს,
ორგან ხედავდეს
რადგან სინათლე თვალს ჭრით მუდამ,
თავბრუს ახვევს და თვალთ უბნელებს ბნელტალანელებს.

და ყველაფერი ამ სასახლეში ისე არის ხუროთმოძღვართა მოფიქრებული,
რომ ჩვენი გზები არასოდეს იკვეთებოდეს,
რომ მბრძანებლებმა და მსახურებმა თავ-თავისი საქმე აკეთონ,
ერთმანეთი კი ვერასოდეს ვერც დაინახონ,
თუ თავად მეფემ არ ინება!

ტალანს გავყევი,
ძირგამოთხრილი ბუჩქის ძირში გავძვერი და
ქვაფენილებზე, ფეხშიშველამ,
სატრფოს ძებნაში ღამის ქალაქი შევაჯერე,
ვიდრე მცველები დამიჭერდნენ და
ვინა ხარო, ამ შუაღამეს აქ რა გინდაო,
ვის დაეძებ, რას დაეძებო,
შენი სატრფო მაინც რითი გვჯობიაო,
აბა, კარგად შემოგვხედეო,
თან როხროხებდნენ,
თან ერთმანეთის მიმხედურობით,
თმა ამირიეს,
ტუჩები წუწვნით დამიმჟავეს სისხლისდენამდე,
მიჭყლიტეს მკერდი - მარჩბივები
რა კარგი ხარო,
კიდე მოდიო,
მაგ სახელისა აქ არავინ გაგვიგიაო.
გამოვიქეცი და მძინარეს შემოგიწექი,
გაღვიძებულზე ეს ყველაფერი წუხანდელ სიზმრად მოგიყევი,
მეორე ღამეს უკვე ქნარზე ამღერებდი,
ჩემს საამებლად ხმას უწყობდი.
დავით დიდიო, მეფსალმუნეო!
წუხელიც როგორ, სულ ამაოდ მელამუნეო,
ო, რა დუნედ მებლადუნეო,
ვნება შეგრჩა და ძალი უკვე აღარ მოგყვება,
ბერიკაცობის სიძნელეო,
სიბნელეო,
სიძაბუნეო!user posted image
* * *

* ის, რომ “ქება- ქებათაის”- ბიბლიის ყველაზე ეროტიკული წიგნის შესაძლო პროტოტიპი აბიშაგი იყო, მე არ მომიგონია.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს ასე.
ქება- ქებათაი, რომელიც ზოგი ტრადიციით დავითის ძეს, სოლომონს მიეწერება - ეს არ არის ერთი ნაწარმოები, რაიმე კლასიკური კომპოზიციის წესების მიხედვით აგებული. იგი წარმოადგენს ერთობლიობას საქორწინო ეპითალამური სიმღერების, სასიყვარულო ჰიმნებისა. რომელიც საუკუნეთა მანძილზე სხვადასხვა მომღერლის მიერ იქმნებოდა, და ვრცელდებოდა ზეპირსიტყვიერად თუ წერილობითად, ანუ ერთი ავტორი არ ჰყოლია, ისევე როგორც ფსალმუნებს, რომელიც ტრადიციულად, დავითის ფსალმუნებად იწოდება და სავსებით დასაშვებია, დიდი ნაწილის ავტორი მართლაც დავით მეფე იყოს.

user posted image

Posted by: nino darbaiseli 2 Jan 2024, 18:57
#ეტიუდები
ნეოსიმბოლისტურ სტილში მინდოდა რაღაცის გაკეთება, ზოგისთვის - რეტროა.

ნინო დარბაისელი

ვუალი

გინდ იყო პანტერა, გინდ იაგუარი,
ძველდება მარსელიც, მისი პისუარი.
მაგრამ მარმარილო - არის უტყუარი.
ვის ერგო თანხმობა,
ერგო ვის უარი,
რა საოცარია შენი ვიზუალი,
რაღაც იფარება,
რაღაც იკვეთება,
ნიღბავ,
საიდუმლო კვლავ სადმე თუ არი,
ნეტა ჩვევაა თუ ძველი რიტუალი?
ალისტერ კროული?
და მაინც, რაღაცა ისეთი კრულია!
შორეულ ვნებათა მომესმის კრუალი.
მეც, ვნებამორეულს მსურს გადავიარო
დრო-ჟამის სიშორე და წყვდიადს ვუალო,
შენ - ლანდებს მოელი, სხვა მიდამოელი,
როს მარმარილოსი ირხევა ვუალი,
ვუალი,
ვუალი!

- - -
ფოტოილუსტრაციაზე - იზაბელ ll ვუალით, კარარას მარმარილო, მოქანდაკე კამილო ტორეგინი, 1850
პრადოს მუზეუმი.

Posted by: Panic_Attack 2 Jan 2024, 19:22
ხელოვნური ინტელექტით გიცდიათ ლექსი, აი ძაან მაგრებს წერს და ელემენტარული რედაქტირება უნდა ან თარგმნა ნუ ხო გილოცავთ

Posted by: nino darbaiseli 2 Jan 2024, 20:08
QUOTE (Panic_Attack @ 2 Jan 2024, 19:22 )
ხელოვნური ინტელექტით გიცდიათ ლექსი, აი ძაან მაგრებს წერს და ელემენტარული რედაქტირება უნდა ან თარგმნა ნუ ხო გილოცავთ

მადლობა კეთილი სიტყვისთვის.
მოხარული ვიქნები, თუ გამარკვევთ, მაინც რა არის ეს ხელოვნური ინტელექტი, როგორ მოიხმარება, ლინკი ხომ არა აქვს?
აქა - იქ შემხვედრია ეგ დასახელება, მაგრამ რატომღაც მუდამ ნეგატიურ კონტექსტში და იქნებ მართლა არ არის ცუდი რაღაც და გამოსაყენებლად კარგია

Posted by: OliverMess 2 Jan 2024, 20:57
nino darbaiseli
QUOTE
გინდ იყო პანტერა, გინდ იაგუარი,
ძველდება მარსელიც, მისი პისუარი.
მაგრამ მარმარილო - არის უტყუარი.

გილოცავთ ახალ წელს ქალბატონო ნინო და შემოქმედებით ფრფენას გისურვებთ. ბოდიშის მოხდით შევნიშნავ- არ შემიძლია არ აღვფრთოვანდე თქვენი ქალური მომხიბლაობით და სექსუალური სისავსით რომელიც გადმოდუღს თქვენი პოეზიიდან bis.gif love.gif

Posted by: nino darbaiseli 6 Jan 2024, 01:35
QUOTE (OliverMess @ 2 Jan 2024, 20:57 )
nino darbaiseli
QUOTE
გინდ იყო პანტერა, გინდ იაგუარი,
ძველდება მარსელიც, მისი პისუარი.
მაგრამ მარმარილო - არის უტყუარი.

გილოცავთ ახალ წელს ქალბატონო ნინო და შემოქმედებით ფრფენას გისურვებთ. ბოდიშის მოხდით შევნიშნავ- არ შემიძლია არ აღვფრთოვანდე თქვენი ქალური მომხიბლაობით და სექსუალური სისავსით რომელიც გადმოდუღს თქვენი პოეზიიდან bis.gif love.gif

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ თქვენი კეთილი სიტყვით. ღმერთმა მრავალი სიკეთე მოგცეთ წელს და მრავალჟამიერ!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ახალი მკვდარი

ახალი მკვდარი - ქვეყნად ყველას საყვარელია
და მით უმეტეს,
თუ ეს ხდება საქართველოში.

აი, მოსთქვამენ ახლობლები,
აი, დარდობენ,
რომ ვეღარასდროს ვეღარ გნახავენ,
ყველა ნაბიჯი აგონდებათ,
ყველა ნათქვამი
და ყველაფერში გამართლებენ,
რაშიაც ადრე გამტყუნებდნენ,
რაც არ ესმოდათ ან შეგეშალა.

აი, ყვებიან შორებლები,
როგორი ახლო იყავი მათთვის,
ახალი აზრით იტვირთება
ნათქვამ-უთქვამი,
საკეთებელ-უკეთებელი,
და იხსენებენ
რაიც მომხდარა,
ან შეიძლება მომხდარიყო,
და ყველას უფრო
და უფროზე უფრო ძალიან
უყვარხარ და ეახლობლები.

აი, მტრებს როგორ ჰყვარებიხარ,
როგორ ხარობენ,
რომ ვეღარასდროს ვეღარ გნახავენ,
რომ შენს მკვდარ სხეულს თან გაჰყვება
ყოველივე -
საფრთხე - აქამდე მოსალოდნელი ან სრულიად მოულოდნელი
და ყოველგვარი საშიშროება - შენი ამქვეყნად არსებობისა.

შენი სხეული,
როგორც იქნა,
ასე მოვლილი და მორთული,
წევს მოსვენებით.
მუსიკაა და ყვავილები,
შენც იქ ტრიალებ ზემო-ზემოთ
და გიხარია,
რომ სადაცაა,
იმ შენს სხეულს ასწევენ და გაასვენებენ,
მიიტანენ,
ჩაასვენებენ,
მიწასაც ბლომად დააყრიან,
დაატკეპნიან,
ამობურცულზე ყვავილებსაც დააწყობენ,
სათითაოდ ყელმოტეხილებს, ღერდამტვრეულებს,
რომ საფლავიდან ახლა სხვებმა აღარ წაიღონ და ხელმეორედ არ გაყიდონ
ამა საქმეთა ღვაწლმოსილმა მიმდევრებმა,
შენ კი - აიდ-ა-ა-ა!

ძლივს გაეცალე აქაურობას,
ძლივს მოიშორე ის სხეული,
ბარგი მუდამ თანსათრეველი,
მუდამ თავნება,
ხიფათებში შენი მხვეველი და
თავისუფლად დანავარდობ,
როგორც სიზმარში არაერთხელ გინავარდია.

მერე - რაც არის,
რაც ყოფილა,
როგორც ყოფილა,
ისეა და ისეც იქნება.
ვისაც ჰქონია -
- იმისია ისევ იქ ნება!

Posted by: nino darbaiseli 8 Jan 2024, 09:40
#ლექსები

ნინო დარბაისელი

მოთელვა

სიზმრებს რა ვუყო,
განმეორებად სიზმრებს რა ვუყო,
თორემ მღვიძარეს
განა სადმე მიმიწევს გული დასაბრუნებლად!

ამ ცხოვრებაში ჩემი გამოვლილ-გადატანილი,
თბილ წყალში ჩამბალ-გარეცხილი
შალეულივით,
ისე შემდგარა,
მოთელილა,
თოჯინასაც არ ჩაეტევა.

და თბილი წყალი - ჩემი ცრემლია
და თავბრუ ძველი მე დამეხვა რა,
ცრემლი მინდა და გამომლევია.
ნეტა ტყუილად არ დამეღვარა!
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ბაიკა. ომი. უბიჭკაცობა

საგვარეულო მემკვიდრეობად
დიდედაჩემი სოფოსგან მერგო
ბაცი ცისფერი და ვარდისფერი,
მოპირისფრო,
ჩინური,
ატლასშენარევი,
წელში ჩამჯდარი,
მუხლისთავების დამფარავი,
შიგნიდან კარგად დაბამბული,
თორმეტი ცალი “ბაიკის” ტრიკო.

თან გამაფრთხილა - ნამზითევია,
სხვისთვის ვერაფრით გავიმეტებ,
ისიც ეყოფათ, რაც დარჩებათ,
ჩუმად წაიღე,
შენ დაგმშვენდეს,
მზით გაცვითეო!

ო, ის თაობა
ჩვენამდელი,
იმათამდელი! -
მთლად გულუბრყვილო და გულმართალი.
ო, ის ქალები,
სულ უკეთესი ცხოვრების ლოდინს მიჩვეულები,
ლუკმის მომკლებნი
და ხვალისათვის,
ზეგისათვის
საუკეთესო ყველაფრისა შეძლებისგვარად მომგროვებლები,
კიდობნებისა და ვიტრინების გამომჭედელნი
და ვერაფერს მოსწრებულნი,
ჩვენი ნატრულნი!

გვიანსაბჭოურ პერიოდში ეს იყო ჩვენი სადაქალოს თავშესაქცევი.
გამოვიტანდი ჩემი სახელის დღეობაზე,
მივიზომებდით და სიცილით ვიხოცებოდით.

აი, დაინგრა საბჭოეთი,
გადავიტანეთ ან რადგანაც ცოცხლები გვერქვა, ასე გვეგონა,
გადავიტანეთ სამოქალაქო ომი, ომები,
თბილისის ნგრევა და ჩაბნელება,
უტრანსპორტობა,
უპურობა,
უფულობა,
უიმედობა,
უშუქობა და
ზამთარში,
ნინოობას,
სადღაც ნაშოვნი ნავთის შუქზე
როცა ისევ შევიყარენით მოძაგძაგენი,
ერთს გაახსენდა:
-გოგო, ბაიკის ტრიკოები რა უყავიო!
გამოვათრიე საწოლქვეშიდან დიდი პარკით და თითოეულს ორ-ორი შეგვხვდა -
ერთი ცისფერი, ხოლო მეორე ვარდისფერი.

რა გოგოებზე გიყვებით, იცით?
როგორც ამბობდნენ,
ესენი იყვნენ თავის დროზე ქალაქში მოდის შემომტანები.
ვიჟრიამულეთ,
ამოვიცვით ზედ ტანსაცმელზე და ოთახში მიმოვდიოდით
ჩვენ გაბღენძილ-გაჭიმულნი გენერლებივით
და ერთმანეთს გენერლურად ვესალმებოდით.

რა მეამაო! - თქვა ჯობავამ, გადამყიდველმა,
ეს ოხერი რომ მაინც ყველაზე გვიან თბებაო.
თქვენი არ ვიცი,
მე კი, იცოდეთ, ამიერიდან ამის გამხდელი აღარა ვარო!

ეს ის დრო იყო,
შინ - ნავთის სუნი
- სიმყუდროვედ და სიმდიდრედ რომ მიიჩნეოდა;
გარეთ შემხვედრის ხელებზე,
თმებზე,
ტანსაცმელზე სუნი ესე ხომ
იყო დიადი ფუფუნება და
ამ გამჭვარტლულ ფუფუნებაში
მთლად კნინდებოდა,
იკარგებოდა,
სიძველის სუნი ნაფტალინური.

ჰო, ასე იყო!
ჩემს სადაქალოს
მთელი ოთხმოცდაათიანები
სოფოს ნამზითვმა იმ ბაიკებმა გაგვატანინა,
გაუთავებელ პანაშვიდებზე
განდობილი გაღიმებით
ჩათბუნებულ თეძოებზე ხელის ჩამოსმამ,
ჩაჩურჩულებამ:
,, ამის შემქმნელმა გაიხაროსო!”

მერე “ბიჭები, ბიჭებიო?!”
ჩვენი ბიჭები,
საუკეთესო ჩვენი ბიჭები,
- ომში წავიდნენ და
ცოცხლები აღარ დაბრუნდნენ
და ვინც დაბრუნდა,
თავის თავს ვეღარ დაუბრუნდა ვეღარასოდეს.
ვინც არ წავიდა ან
ვერ წავიდა,
იქწაუსვლელის,
შინგაძლების ცხოვრება ერგო -
ლუკმა - მწარე და თვალი - სველი.
ვინ იცის ამ დროს ვის რა მოელის!
ჩვენ უბიჭკაცო თაობა ვართ,
შვილების მარტო დამზრდელების,
ანდა უშვილოდ,
კვირტად მჭკნარების,
სულით და ხორცით მშივრების და გაუხარების,
შავგაუხდელის.

შავი ფერი - ჩვენი ფერია.

თუმც არ მაკლია არც ბარაქა და არცა ხვავი,
არ მაბადია შენახული არც რამ ნიფხავი
მე სამომავლოდ. ან რად მინდა, აბა, მითხარი,
თუმცა ჟამია, ვერ გაუგებს ვერც რას მკითხავი.
კარგუნახავი ოკეანის გაღმიდან ვხავი!

Posted by: nino darbaiseli 11 Jan 2024, 09:49
ტამერლან!

(როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული ისე დამჯახებია - გ. ლეონიძე)

ტამერლან, ცისფერი გქონია თვალები, სიმაღლით ყოფილხარ მეტრი და ოთხმოცი.
თმა - ჟღალი წითელი, დადგინდა წვალებით,
პირველად რომ ითქვა, თან მოჰყვა
ხორხოცი.

დიდ პაპას - ჩინგიზ ხანს არ ჰგავდი სრულიად,
ევროპოიდელი და არა - მონგოლი.
შენი სისასტიკე - უკვე წარსულია,
გულმოწყალებას კი - მოუკვდეს მომგონი!

ბუდიონს მიართვეს ხმალი შენეული,
სიყვარულს რომ ჰგავდა დიდი ლეონიძის.
გულით შიში დამაქვს, ბრაზში შერეული,
რა გულის ბრალია, სიმართლე რომ იცის!

ედგარ პოს კითხვაში წუხელ დამათენდა,
შენზე ლექსს შევები და მერე გადავდე,
რითმა ვერ გავაბი, გონი მომეთენთა…
ნეტა რას გიყვები, ან რაში გადარდებს!

დილისპირს მესიზმრე, ძილში ჩაყოლილი,
ხმლისპირზე ვცეკვავდი რაღაცას ბოშურად,
ვმღეროდი ბალადად, რაც კი მოყოლილა,
თითქოს ნიშნს ვუგებდი მაგ ძალის მოშურალთ.

ხელებს გიკოცნიდი, გრძელ თითებს წითელი
ძოწი გიმშვენებდა, ლეგენდად ქცეული,
მითიდან მოხვედი და დარჩი მითელი,
მე კი რად მიხურდა ნეტავი სხეული!

ვამბობდი: - რაღა ვქნა, უშნო ვარ, ობოლი,
სიმშვიდეს დავეძებ, სიყვარულს კი არა!
ო, წადი, თემურ ლენგ, შენ, დაუნდობელო,
მარჯვენა ფეხზე რომ გეტყობა იარა.

და მაინც, თვალები - ასეთი ცისფერი,
ღრმა ნაიარევი - შენი ხმა - მქუხარე…
რა მოხდა, მესიზმრე, არა - ჩემსაფერი.
ერთხელაც ჩემნაირს გული გაუხარე!

ტამერლან!user posted image

Posted by: nino darbaiseli 15 Jan 2024, 03:54
#ლექსები

ამ ლექსზე ისინი ნუ მოცდებიან, ვისაც კლასიკა არ უყვარს

ნინო დარბაისელი

პიუპიტრები

(ჯანკარლო გუერერას)

ჩვენი ორკესტრი ამ დღეს მოესწრო,
ბოლო კონცერტი!
ერთადერთი!
მიდის მაესტრო!

დღეს არ ველოდი,
გახმა ნინოვო,
გული მეწვება,
მეტირება რახმანინოვო!

წავა მაესტრო და ეს ორკესტრიც უცებ გაქრება,
ამ ვირტუოზთა დაიშლება ერთობა, კრება.
ისმის კუბოდან
თავახდილიდან
მეორეს მძიმე დასაწყისი,
როიალში ვარ ჩაგდებული და ბელტები თავზე მეყრება.

მიდის მაესტრო,
და აქედან ყველა გაჰყვება!
ახალს კი აღარ დასჭირდება მათი გაშვება.
ვიოლინონი და ვიოლანი
ესე ყველანი - იქცევიან შავ-შავ შაშვებად,
საკუთარ ხემზე,
როგორც დენის გაბმულ მავთულზე ჩამოსხდებიან;
ვიდრე შორს წავლენ,
დაუთხოვრად კდემამოსილებს პიუპიტრიდან წამოკრეფილი
ნოტებისგან თოლიასავით თეთრ ქუდებს უცებ დაუკეცავენ,
დაახურავენ,
მოწყალების დად დატოვებენ.
ჩასაბერები -
ბასუნები,
ტრომბონამდე - პინგვინებად გადაქცეულნი ანტარქტიდას მიაშურებენ…

შავ ტანზე თეთრი გულისპირი
შავ ტანზე თეთრი გულისპირი,
მე რატომ ვტირი?
მერცხლადქცეულნი შაშვებს მისდევენ დანარჩენი სიმებიანნი,
ოღონდ კონტრაბასს
დიდ დრამთან ერთად დათვის ბუნაგი ეგულება ახლობელ ტყეში,
ერთად მხარდამხარ მიძუნძულებენ,
არფა კი,
არფა ზღვისთვალა და ოქროსთმიანი,
იქ დაბრუნდება,
საიდანაც ამოიყვანეს
და ძველებურად პოსეიდონს დაემონება,
ასეთია მეფეთა ნება.

პიუპიტრები,
ცარიელი პიუპიტრები,
აღარ გვექნება ჰენდელის დროს,
“მესაიას”დროს
აღარც გუნდი,
აღარც ტიტრები!

ასეთია ბედი და ეს დრო -
ჟამი,
საავდრო…
დიდი,
სამეფო პინგვინია ჩვენი მაესტრო!

_ _ _ _
user posted image
სურათის გადაღება არ შეიძლება. პაპარაცულად გადავიღე ბოლოს, ჩანთიდან, ხარისხი ასეთი გამოვიდა. მაესტრო ჯანკარლო შუაში რომ ჭაღარა-ზუჭუჭთმებიანია, ისაა.

Posted by: მშპს_მივხედოთ 15 Jan 2024, 04:06
ჩემი აზრით ნინო დეიდა ბოლოს რაც მინახავს ყველაზე კაი ლექსია
ოღონდ როგოაა იცი,აი ხანდახან ლექსის მუსიკა ძაან საკაიფოდ გაქვთ,შუაში განსაკუთრებით
რაღაც ეტაპი ფორუმზე რო შაირობთ მაგას გავს
აი კარგი რო ვერაა,მარა რაღაც რო ასწორებს ეგაა,არ ვიცი შეგძლიათ განწყობის და ლექსის მუსიკის საკაიფოდ გაკეთება და მგონია რო ძალით არ შვებით და აფუჭებთ ლექსებს რაღაც ტრალი ვალით

Posted by: nino darbaiseli 16 Jan 2024, 02:15
QUOTE (მშპს_მივხედოთ @ 15 Jan 2024, 04:06 )
ჩემი აზრით ნინო დეიდა ბოლოს რაც მინახავს ყველაზე კაი ლექსია
ოღონდ როგოაა იცი,აი ხანდახან ლექსის მუსიკა ძაან საკაიფოდ გაქვთ,შუაში განსაკუთრებით
რაღაც ეტაპი ფორუმზე რო შაირობთ მაგას გავს
აი კარგი რო ვერაა,მარა რაღაც რო ასწორებს ეგაა,არ ვიცი შეგძლიათ განწყობის და ლექსის მუსიკის საკაიფოდ გაკეთება და მგონია რო ძალით არ შვებით და აფუჭებთ ლექსებს რაღაც ტრალი ვალით

მადლობა !
ძალიან ძვირფასი კომენტარია ჩემთვის. უაღრესად საინტერესო რაღაცას ამბობთ,
კარგად უნდა დავუკვირდე ამ ამბავს.

#ლექსები

ნინო დარბაისელი
ოქტომბერი. თბილისი
(გ. ლობჟანიძეს)

ჩვენი შეხვედრა
უეცარი ჩვენი შეხვედრა!
ახდა ყოველი,
ღმერთს თუ ვინმე რას შეევედრა!

ციდან ცვიოდა წვიმა - არა, ოქროს
წვეთები,
ქარი არ იყო და ბეღურებს ჩვენ ვაფეთებდით,
აფრენილები ერთად ცისკენ - რა აღტაცებით!
გაკვირვებულნი გვიცქეროდნენ ახლოკაცები:
- რა წიოკია,
თითქოს ერევა სადმე ასს - ერთი,
რა დაემართათ,
რა ნახესო,
რა სჭირთ ასეთი!
რა არ გვსმენია,
განა რამე საყვედრიაო,
ვინ არ წასულა,
მოსულს ვინ არ დახვედრიაო,
რამ გადარიათ,
ამისთანა რა ხვედრიაო!

და შემოდგომის ოქროსფერში,
ოქროს ჩარჩოში,
როგორც ძვირფასი რამ,
ქალაქი - ქალაქის თავზე
ეკიდა ჩვენი ცრემლებით და სიცილით სავსე.

ჩახუტებულნი იდგნენ დიდხანს ქალი და ბიჭი,
ირგვლივ გამვლელებს არ უცვლიათ ნირი ან ბიჯი,
არც შეუნიშნავთ უეცარი ეს აცეტება,
არც ოქროების შეუნიშნავთ ციდან წვეთება,
და არ უგრძვნიათ, ირგვლივ ყოველი როგორ ინთება.
არც გაუგიათ ჰანგი დიდი,
დიადზვირთება.
ყველას თავის სამყოფარი ერგო კირთება,
ყველა გამვლელი თავის საფიქრალს
ჯაჭვებით ება,
სიმრუმით ება.
სიმძიმით და ლაგამით ება!

ქალაქი იყო - ტიპობრივი,
ჩვეულებრივი,
ორი პოეტის შეყრა - მისი გადამითება!


Posted by: nino darbaiseli 22 Jan 2024, 22:57
ლექსები

ნინო დარბაისელი

ქვიშის საათი. საიკიკი

ამ ცხოვრებაში თუკი ვინმესი შემშურებია,
ეს იყო იგი - ჩემივე ფსიქოთერაპევტი.
უცნობილესი დოქტორი ფილი,
შემოკლებით ჩვენში “საიკიკს” რომ ეძახიან.

ვფიქრობდი,
აი - სამუშაო!
- შენ ზიხარ შენთვის,
ბინასავით ლამაზ ოფისში,
მყუდრო შუქში და
წამსვლელ-მომსვლელი არ გელევა,
გაქვს მაგიდაზე ქვიშის საათი
და ვიდრე ქვიშა ჩამოიცლება,
ის - ლაპარაკობს,
შენ კი - უსმენ.
უზიხარ ზურგით,
არც უყურებ,
არც რჩევას აძლევ,
ბოლო ნამცეციც რომ ჩავარდება,
მეგობარმა,
(სიტყვა ,, პაციენტს” არ იყენებენ),
თვითონვე იცის,
რომ თავისი დრო ამოიწურა,
ორას დოლარს ჩეკზე გამოწერს,
დაგიტოვებს,
ერთს გაუღიმებ
და შემდეგი ვიზიტისათვის
შენს მდივანთან ჩაეწერება.

როდესაც ყველა გაიკრიფა და მარტო დავრჩით,
ცოლმა მოიხსნა
მედიდური ნიღაბი და ასე ტიროდა:

- როცა გავყევი,
სტუდენტები ვიყავითო,
სიცოცხლით სავსე.
საქმიანობად ეს - რა წყევლა აირჩიაო!
მთელი ცხოვრება ნახევარბნელში გაატარაო,
როგორიაო,
სულ მომჩივანებს,
ავადმყოფებს უსმინო და სიტყვა არ დაგცდეს,
კარგი - არავინ არასოდეს გაგიზიაროს,
მომსვლელმა - გული დაიცალოს,
დამხვედრმა - რა ჰქნას?
რა უყოს ამდენ უბედურებას,
წარმოსახვებში რომ უგუბდება,
ადამიანი - საიკიკი - არსებაა,
ცოცხალი სახლი,
მაგრამ სახლისგან განსხვავებით,
ვერ დაალაგებ,
ან როგორ გინდა,
რაც ზედმეტია - მოიშორო,
რაც ერთხელ შედის,
ჩვენშივე რჩება.
სულ ერთმანეთზე დაემატება სარდაფში,
სხვენში,
შემოღობილში,
აიხორგება,
დაიპრესება,
დაიმტვერება,
დაობდება,
დაიშმორება,
გამტანი კი - არავინაა.
ყველა საიკიკს თვითონ სჭირდება საიკიკი,
მთელი ცხოვრება ნევროზი ჰქონდა საშინელი.
რა ხმა ოჯახში,
რა - გახუმრება ან ლაპარაკი!
შინდაბრუნებულს ჩვენი დანახვაც არ უნდოდა,
უჭმელადვე იძინებდაო.
გაღიმებული სულ ორჯერ იყო,
შვილები როცა შეგვეძინაო…

ერთად ვტიროდით,
გულამოსკვნით,
როგორც ბავშვები,
მინდოდა,
მეთქვა რამე, დური…

ამ დროს ვიღაცა შემოიყვანეს.
აღარც მეგონა,
თუ მოგისწრებდით,
ინტერსტეიტზე ორი საათი გავიჭედეო.

ძლივს მოვასწარით ცხვირის მოხოცვა, ანიღბება,
და გავხდით უცებ, როგორც წესია:
მე - დიდური,
ის - მედიდური!

Posted by: nino darbaiseli 24 Jan 2024, 13:58
user posted image

#ლექსები

ნინო დარბაისელი

37. მწერალთა სახლი. პაოლო


ვის არ ახსოვდეს მწარედ დაუნდობლობა მის ხნის!
ვერ უშუშდება ვისაც გული, თავს მუდამ ის ხრის.
დანაშაულის იყვნენ ჩამდენნი არცა მისხლის,
არცა გამცემნი ნებით - ვინმე კოლეგის, ძმის, სხვის…
სიზმრად მოდიან ჩემთან და ვერაფერი მიხსნის,
რომ არ მთრგუნავდეს შიში - თოფის გავარდნის მის ხმის,
ელვა ციური რისხვის,
კედელზე სისხლის მისხმის…

ვერ წაშალესო დღემდე კედლიდან კვალი სისხლის!

user posted image
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

გალაკტიონს

ღამეები კითხვაში თავზეც დაგათიონო,
ბუმბერაზო,
დიადო,
ვერსად დაგატიონო… -
ვიცით, გალაკტიონო,
ვცანით, გალაკტიონო,
ფენომენის შენისა -
ცამდე შენაშენისა
პროფილი და ფასადი -
- საუკუნეს შვენისა,
საბოლოოდ დაფასდი.

იყავ ტანჯვით მკვნესავი,
ღვთიურ ცეცხლის მკვესავი,
შენზე ვინ თქვას დღეს ავი!
ზედა ზღვარიც ეს არის,
მკითხველის საესავი
სხვას - ვერაფერს დაჰმართებ,
უნდა ჩაჰყვე დაღმართებს!
დღეს მკითხველი ახალი,
თავი ქვასაც ახალო,
სულ სხვას დიდად აღმერთებს.
სხვისი ძეგლიც აღმართეს.

შენი შედევრებისა,
ტანჯვით ნაბევრებისა,
რაღამ შეინარჩუნოს ხსოვნა, ნეტავი, წყების,
მოდის, გალაკტიონო,
დგება, გალაკტიონო,
პერიოდი ვერაგი - შენი გადავიწყების!

არ ჯობია, გეჯიქონ,
ისევ შეგიტიონო?
ისევ რამე გიპოვონ და არ გაპატიონო?
ღმერთო, ხვედრი ტიალი თავს არ დაგვიბატონო-
- ჟამი უპოეზიო და უგალაკტიონო!user posted image
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

გალაკტიონს

ღამეები კითხვაში თავზეც დაგათიონო,
ბუმბერაზო,
დიადო,
ვერსად დაგატიონო… -
ვიცით, გალაკტიონო,
ვცანით, გალაკტიონო,
ფენომენის შენისა -
ცამდე შენაშენისა
პროფილი და ფასადი -
- საუკუნეს შვენისა,
საბოლოოდ დაფასდი.

იყავ ტანჯვით მკვნესავი,
ღვთიურ ცეცხლის მკვესავი,
შენზე ვინ თქვას დღეს ავი!
ზედა ზღვარიც ეს არის,
მკითხველის საესავი
სხვას - ვერაფერს დაჰმართებ,
უნდა ჩაჰყვე დაღმართებს!
დღეს მკითხველი ახალი,
თავი ქვასაც ახალო,
სულ სხვას დიდად აღმერთებს.
სხვისი ძეგლიც აღმართეს.

შენი შედევრებისა,
ტანჯვით ნაბევრებისა,
რაღამ შეინარჩუნოს ხსოვნა, ნეტავი, წყების,
მოდის, გალაკტიონო,
დგება, გალაკტიონო,
პერიოდი ვერაგი - შენი გადავიწყების!

არ ჯობია, გეჯიქონ,
ისევ შეგიტიონო?
ისევ რამე გიპოვონ და არ გაპატიონო?
ღმერთო, ხვედრი ტიალი თავს არ დაგვიბატონო-
- ჟამი უპოეზიო და უგალაკტიონო!

Posted by: nino darbaiseli 28 Jan 2024, 20:51
#ლექსები

ნინო დარბაისელი

გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა!

ომი - მტერთან და სიკვდილთან ჭიდილია.
ვის - მამა იფარავს, იფარავს ვის - მესია.
ზოგისთვის - სარფია, შანსი, იდილია,
რადგან იარაღი - მაგარი ბიზნესია!

კვდება - ჯარისკაცი. სად ხარ, იარაღო,
მტერს რითი შეებას, შიშველი ხელებით?
შენი გაწირო და მომხვდური ალაღო?
ბრძოლას ვინ მოიგებს მარტო გახელებით?

გავმწარდი, ბოროტი ფიქრები მესია:
ვისთვისაც ეს ომი - კარგი ბიზნესია,
ახლობლებს რომ ჰკითხო,
უკეთილესია,
უმზრუნველესია,
უგულჩვილესია…
რაა შეწყალება! ის - გასასრესია!

მტერი - გარეული,
მტერი - შინაური,
მიწიერ ჯოჯოხეთს პირი უკრა ვინა!
მაინც გაიმარჯვებ,
ყველას მოერევი,
ჩემო უკრაინა,
ჩემო უკრაინა

user posted image

Posted by: nino darbaiseli 1 Feb 2024, 19:02
ნინო დარბაისელი სტრონი

მე და ელვის პრესლი თუ ელვის პრესლი და მე

ჩემი საქმრო დამწყები მოგზაური დენტისტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მობილურ კლინიკაში მუშაობს და მოხუცებულთა სახლებში პაციენტებს ადგილზე უტარებს მკურნალობას. როცა დისერტაციას დაიცავს და დოქტორი გახდება, მერე, იმედი მაქვს, საკუთარ კლინიკასაც გახსნის. დედაჩემი მეუბნება. შესახედავად უკეთესი გეკუთვნის, ტანად დაბალია და თმები ადრევე გასცვენია, ეგ გენეტიკურია, შვილიც თუ ბიჭი ეყოლა, ეგეთი იქნება, მაგრამ სხვა მხრივ მშვენიერი, შემოსავლიანი პერსპექტივა აქვს. კარგი ოჯახი გამოგივათ. თან წყნარი ადამიანია, მზრუნველი და ყურადღებიანიო.
ჰო, წარმოშობით ინდოეთიდანაა ჩამოყვანილი, მაგრამ მშობლები აქაურები ჰყავს, ოთხი წლისა აიყვანეს მესამე შვილად, მას მერე ინდოეთში ნამყოფი არ არის და მისიაში გვინდა ერთად ჯაჰნაბაში წასვლა მომავალ წელს, უკვე ჩავეწერეთ.
ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ნიშნობა - იანვრის ბოლოს გვქონდა, სრულიად მოუმზადებლად, ახლა მარტის ბოლოა. ქორწილამდე - ივნისის ოცდაერთამდე ათასი სარბენი აქვს ქალის მხარეს, მაგრამ ხანდახან მეც ხომ მინდა რაღაც განსხვავებული, თან სულ მაინტერესებდა, რატომ იყო საღამოობით ჩვენს დეითებზე ტონი ისეთი დაღლილი, რომ კი მიღიმოდა და არც ეტიკეტი ეშლებოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ დაძინება ერჩია ყველაფერს.
ჩვენ ეკლესიური ხალხი ვართ, ჯექსონ ტენესელები, „ბიბლიურ სარტყელში”მოქცეულები. ეს ნიშნავს, რომ ქორწილამდე გელფრენდ-ბოიფრენდობა რომ იციან სხვაგან, ასეთი რაღაცეები ჩვენს წრეში გამორიცხულია. ქალწულად უნდა ჩაბარდე ქმარს, როგორც ბიბლია გვასწავლის.
საბავშვო ბაღში ვმუშაობ ასისტენტად დღეგამოშვებით. დღეს ვისვენებდი და წუხელ რომ შემომთავაზა, ხომ არ გინდა, ჩრდილოეთ ტენესიში, მოხუცებულთა სახლებში გამომყვეო, დავეთანხმე.
დილით ადრე, ნილსბოროში ჯერ შემოსასვლელში ვიჯექი და ვიცდიდი. ლეპტოპი მქონდა თან და იმით ვერთობოდი. დღის ბოლოს მენეჯმენტის ხალხი რომ წავიდა, მითხრა ახლა ის პაციენტები უკვე მოვილიე, ვისი მოყვანაც შეეძლოთ სავარძლით და ისეთები დამრჩნენ, მარტო დასათვალიერებლები რომ არიან, საწოლიდან სავარძელში რომ ვერ გადმოჰყავთ და თუ გაინტერესებს, გამომყევიო. მანამდე რამდენჯერმე გამომხედა, ხომ არ მოიწყინეო და მომიბოდიშა, რაღაც ძალიან დატვირთული დღეა, ასეთს არ მოველოდი, თორემ ამხელა გზაზე არ წამოგიყვანდიო.
მართლაც, უკვე ძალიან მოწყენილი ვიყავი და გავყევი.

***

მოხუცებულთა სახლი წარმოსადგენად ადვილია, თავში ნერსების მრგვალი სტაციონარია, მერე ჰოსპიტალებისთვის დამახასიათებელი გრძელი დერეფანი, აქეთ-იქიდან დანომრილი ოთახებით.
აქ ქალები და კაცები განცალკევებულნი არ არიან. თუმცა ცალკე, კეთილმოწყობილი, სველწერტილებიანი პატარა ოთახი კი აქვს ყველას.
პირველსავე ოთახში, კედელზე ჩარჩოში ლამაზი, მაგრამ ასაკოვანი ქალის ფერადი ფოტო იყო ელვის პრესლისთან ერთად. იდგნენ. ელვისს თავისი ცნობილი, თეთრი, მაღალყელიანი, ბრჭყვიალებიანი კოსტიუმი ეცვა, ქალი წელამდე წვდებოდა, თაფლისფერი თმები ლამაზად, დიდ კულულებად ჰქონდა დაყენებული, ნახევრად პერმანენტს რომ ეძახოდნენ, სამოცდაათიანი წლების სტილზე, კაცს ქალის ხელი ნაზად ეჭირა და გულზე იხუტებდა მის წითელმანიკურიან მტევანს, თან გვერდულად იღიმოდა ჩვეულებისამებრ.
უცებ მომეჩვენა, რომ ქალი ელვისის მკერდზე საკუთარ ხელით იყო ჩამოკიდებული, ძველებური, ბამბით გამოტენილი ნაჭრის თოჯინასავით. (რაღაც, ქალური შური?!)
- ოო, თქვენ პირადად იცნობდით ელვისს? - ვეკითხები.
- დიახ, ახლო მეგობრები ვიყავით, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ხშირად მაკითხავდა, მიმღეროდა, ყველა მაგისი სიმღერა ხომ ჩემთაობელებმა ზეპირად ვიცით. ერთხელ ხმა მეც ავაყოლე, ჯერ წყნარად შევაპარე და მერე ავუწიე და ავუწიე. თან მე ახალგაზრდობაში აკაპელაში ვმღეროდი, დამუშავებული ხმა მაქვს, არ მოელოდა. გაუკვირდა კი არა, გაოცდა, რა კარგი ხმა გქონიათო, ჩვენ ერთად უნდა ვიმეცადინოთ და მერე დუეტები უნდა ვიმღეროთო, მერე მთხოვა, შეიძლება თქვენთან ერთად სურათი გადავიღოო.
საერთოდ, არ მიყვარს სურათის გადაღება, მაგრამ ელვისი ისე მიყვარს, სიხარულით დავეთანხმე. ეს სურათიც ჩარჩოში თვითონ ჩაასმევინა, მომიტანა და თვითონვე დამიკიდა კედელზე. მერე, უკვე ოთახიდან რომ ვეღარ გავდიოდი საერთო დარბაზში, სადაც კონცერტს მართავდა ხოლმე, თვითონ აქ მაკითხავდა, ცოტა ვივარჯიშოთ სიმღერაშიო. ბოლო დროს, რაღაც, აღარ გამოჩენილა. ხომ არ იცით, როგორ არის, სად არის?
ტონის გავხედე და მზერა ამაცილა. უცებ ვიგრძენი, რაც უნდა მეპასუხა:
- იცით, მგონი, ტურნეთი სამოგზაუროდ წავიდა და იმაზე დიდხანს გაუგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. ალბათ ერთი სული აქვს ჩამოვიდეს და გინახულოთ...
საბედნიეროდ, ამის მერე პაციენტს პირი დაღებული ჰქონდა ექიმისათვის.
მაინც კარგია საქმროდ დენტისტის არჩევა.... ან იქნებ ცუდიც, სულ პირდაღებულ, მაგრამ დროებით მაინც დამუნჯებულ ხალხთან უნდა გაატაროს ცხოვრება. ალბათ ვერც ჩემს ზედმეტ ლაპარაკს აიტანს სახლში.

***
რამდენიმე პალატაში საყურადღებო არაფერი მომხდარა, მოსაყოლად რომ ღირდეს, თითქმის ბოლოში ვიყავით გასული, რომ ოთახში შესვლისთანავე ძვირფასი სუნამოს სუნი გვეცა, კარზე სახელი ეწერა - ალეგზანდრა. ლოგინში პაციენტი იყო, მკვეთრად თვალებდახატული, მაღალყვრიმალებიანი, პომადიანი მამაკაცი, რამდენიმე ბალიშზე, წამოჯდომამდე შემაღლებულზე ედო თავი. გაძვალტყავებულ ხელის მტევნებზე სულ ბეჭდები ეკეთა და იმდენი კრემი ესვა, რომ აბრეშუმივით კანის ქვეშ ძარღვები ლურჯი ნაქარგებივით მოუჩანდა. კედელზე ყველგან ლამაზი კაცების სურათები ეკიდა, მსახიობებისა, კერკ დუგლასისა - სპარტაკიდან, ტომ კრუზისა, ტრენტინიანისა, მათ შუაში ელვის პრესლისთან ლოყა-ლოყაზე მიდებული მისი სურათიც იყო.
- ელვისს თქვენც იცნობდით? - ვეკითხები.
- ელვისს აქაც და ყველგანაც ყველა იცნობს, მაგრამ მე და ელვისი ახალგაზრდობიდან ახლობლები ვართ. ბევრი სურათი გვაქვს ერთად. არ მინდა, ყველა ერთიანად მეკიდოს კედელზე და ვცვლი ხოლმე, ცქერა რომ არ მომწყინდეს. სხვათა შორის ეს ხელის კრემი ნამდვილი ფრანგულია, ორიგინალი, მან მომიტანა, შენ გიყვარსო, „შათ ინი“ როცა გავხდი - გვაჩვენებს თითქმის ცარიელ, დიდ ტუბს, რომელიც იქვე ტუმბოზე უდევს .- სულ ცოტ -ცოტას ვისვამ. სხვა კრემს ვიყენებ ყოველდღიურად.
მენატრება ჩემი ელვისი. ჩემი მხიარული მეგობარი. მისი სიმღერა და სიცილი. ასე არასოდეს დაუგვიანია...
მერე ისევ პირის დაღება და დრო და დრო ზმუილი.

***
- ერთი-ღა დაგვრჩა, ზუსტად ამის შემდეგ ოთახში და წავედით, - ამბობს ტონი- კარგია, რომ დასაბურღი და მოსაზომებელი არაფერია, გეგმიური ჩახედვა და მორჩა.
- ტონი, მე მეგონა, ელვისი დედაჩემის ახალგაზრდობაში გარდაიცვალა, მიყვებოდა, კოლეჯს ვამთავრებდი, უცებ ყველაფერი გაჩერდა და გამოაცხადეს, მთელი დორმი ტიროდაო, ნარკოტიკის დიდმა დოზამ მოკლაო და ცოცხალია?
- როგორ გითხრა! ზოგი ამბობს გარდაიცვალაო, ზოგი ამბობს - არაო. ევენსვილში ცხოვრობს და ორეული გამოიყენა, ვითომ მოკვდა, დაიღალა სცენაზე ამდენი დგომით, პრესილას ღალატით, იმპრესარიოს თაღლითობით და და იქ, სიმშვიდეში პამიდვრებს ზრდისო.
ხალხია, ირწმუნებიან, როგორც შენ გიყურებ ახლა, ასე შემხვედრია, დამლაპარაკებია, ცოტა უკვე პროვინციულად უქცევს, მაგრამ უხდებოდა კიდეცო....
- შენ?! შენ რას ფიქრობ?
- მეე? ვისაც სჯერა რომ მკვდარია, იმისთვის მკვდარია, ვინც ფიქრობს, რომ ცოცხალია, იმისთვის - ცოცხალი. საერთოდ, არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ფიზიკურად ცოცხალია თუ მკვდარი. მთავარია, ირგვლივ ადამიანები რას გრძნობენ და როგორ ფიქრობენ. ისე კი, არც სიკვდილი არსებობს და არც სიცოცხლე. როცა ჩვენ ვართ, სიკვდილი - არ არის და როცა სიკვდილია- ჩვენ აღარა ვართ.
ესეც შენი ინდოელი. ზუსტ პასუხს არასოდეს გაღირსებს, რა!
ხელიც ასე მთხოვა. ჯერ დაბადების დღეზე, ნიუ-იორკში დამპატიჟა, შუა იანვრის ყინვებში, ორნი წავიდეთო, მერე იმპერიალ სტეით ბილდინგის სულ თავში ამიყვანა. მთელი ჩემოდანი ზედ მეცვა, ცხვირის წვერი ძლივს მიჩანდა კაშნესა და ქუდში და იმდენ ხალხში უცებ მეუბნება, ბეჭედი მიდევს ჯიბეში, მგონი მოგერგება და მინდა, ხელი გთხოვო, ოღონდ დარწმუნებული არა ვარ, სწორად ვიქცევი თუ არა. ამბობენ, ცოლის მოყვანა ისეთი რამეა, ხელს რომ სთხოვ, თუ დაგთანხმდება - ბედნიერი იქნები, რომ ცოლობაზე დაგთანხმდა, უარს გეტყვის და - ბედნიერი იქნები, რომ ცოლად არ გამოგყვაო. იმდენი ფილოსოფიები დაიწყო, მე თვითონ ვუთხარი, კარგი, მაჩვენე, რა ბეჭედი გაქვს, იქნებ ან არ მომწონს, ან სულაც არ მერგება და უკან უნდა დაგიბრუნო-მეთქი.
ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო კოლოფი. მომცა და რომ გავიძრე უცებ კბილებით ხელთათმანი, თითზე ხომ ზუსტად მომერგო და ბრდღვიალებდა, ატყდა ტურისტების ტაშისცემა. სურათებს გვიღებდნენ. კოლოფს უკან ვაძლევდი, რაღად მინდა-მეთქი და გქონდეს, ხანდახან მოხსნა და შენახვა რომ დაგჭირდესო.
მოკლედ, ამის იქით მისი რომანტიკა არ მიდის. ქორწილს ეს რომ გეგმავდეს, სტუმრებს გამოუცხადებდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, ოჯახი შევქმნათ და რისეფშენი მოვამზადეთ თქვენთვის. ისიამოვნეთ და აქ ნურაფერს დატოვებთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმარი ორჯერ ახარებს მასპინძლის გულს, როცა დროულად მოდის და მეორედ - როცა დროულად მიდისო!
არა, ეს მახვილგონივრულად იქნებ კიდეც გამოსვლოდა, მაგრამ აღზრდის გამო არაფრით არ იზამდა.
მეტისმეტად მოზომილია. ვიდრე რამეს იტყვის, ათასჯერ დაფიქრდება.
ხომ უნდა ვაღიარო, არა?! - რაკი სხვებს ეს ვამჯობინე. ნიშნავს, რომ რაღაც უნდა მიზიდავდეს მის ხასიათში, გარდა წესიერებისა და პერსპექტიულობისა. …სიყვარული?
სიყვარული თუ მართლა არის, თინეიჯერობის ასაკში, ჰაისქულში, კარგი, ბაკალავრიატის წლებში, მერე ადამიანი უკვე არკვევ, რა გაინტერესებს, რა უნდა გაინტერესებდეს და ურთიერთობას ამის მიხედვით აწყობ.

***
დღის ბოლო იყო, ალეგზანდრას მომდევნო, უკანასკნელ პაციენტთან როცა შევედით.
მისი ოთახი დერეფნის სულ-სულ დასასრულს იყო. მერე კიდევ კი იყო ერთი ოთახი, ფანჯარასთან, მაგრამ იქ პაციენტი არ ჰყავდათ, მტვერსასრუტებს და ეგეთ რაღაცეებს რომ ინახავენ და ცვლის დამთავრების მერე გასაღებს რომ ერთმანეთს აბარებენ, ის იყო, როგორ მივხვდი? კარი კი ისეთივე ება, მაგრამ ოთახის მფლობელის სახელის ნაცვლად ეწერა ‘’მხოლოდ მომსახურეებისთვის”.
პაციენტის ოთახს კი ეწერა „გენერალ ვონ“ .
მძიმე სუნი გამოდიოდა, აი, შარდის სუნის გასაქრობად ათასნაირი მისასხურებელ გასაწმენდი რომ არის ნახმარი, მაგრამ მაინც ვერ ფარავს. უფრო გულისამრევად აქცევს.
ნერსმა გვითხრა, რაღაც ზარს უნდა ვუპასუხო, შედით და მეც მალე მოვალ. ჩემი წარდგენა არ გჭირდებათ, მაინც არაფერი ესმისო. საწოლის მხარეს, ჭერში რაღაცნაირად, რელსებზე დამაგრებული ფარდა იყო ჩამოფარებული.
ტონი რომ ფარდის შიგნით შედიოდა, გარედან თვალი შევასწარი პაციენტს, ემჩნეოდა, რომ ამ ქვეყნისა არ იყო, აი, სასიცოცხლო მონაცემები კი რომ თითქოს აქვს, მაგრამ თავი ვერტიკალურად ვერ უჭირავს. აღარც მეხსიერება აქვს, აღარც კბილები, აღარც პროტეზებს იყენებს. მილით აჭმევენ, უბრალოდ, ღრუს შეუმოწმებ, რაიმე სიმსივნური ხომ არა აქვს და ეგაა. აი, სიმსივნეც რომ აღარ ეკარება!
ფარდის გარეთ, საწოლის წინ, კედელზე ამასაც ელვის პრესლის დიდი სურათი ეკიდა. ოღონდ ელვისი მარტო იყო. სურათი კი არა, ძალიან ცნობილი პლაკატი, თმები რომ აქვს ზემოთ ავარცხნილი, ჩამოზრდილი ბაკებიდან და შუბლიდან გამომდინარე ოფლის წვეთები რომ ეტყობა, თეთრი კოსტიუმი რომ აცვია, მკერდზე გადაღეღილი, ბრჭყვიალა, მაღალი საყელოთი, მაგრამ პლაკატი - ფოტოზე გადაღებული.
პატარა ოთახში, კარის გაყოლებაზე, კედელზე ორი კოსტიუმი ბრტყლად ეკიდა, ერთი - უმაღლესი სამხედრო ჩინის ფორმა ჩანდა და მეორე - სურათზე რაც ეცვა ელვისს, ის კოსტიუმი იყო.
მე პლაკატს ვუყურებ,
ან რა ღიმილი აქვს, ან რა დგომი გიტარიანს, გეგონება, ცოტაც და, მუხლებში ჩაიკეცებაო. ნეტა სცენაზე წონასწორობას როგორ იცავდა!
მაინც რა იყო, ვინ იყო, მეფე იყო, რა!
ტონი ავადმყოფს სინჯავს ნერსის მოსვლამდე, რომ ხელმოწერით დაგვიდასტუროს ვიზიტი და ჰაი-დაააა, თავისუფლებაზე, საუკეთესო, არა, ვინ გაუძლებს საუკეთესო რესტორნამდე მუცლის ღრუტუნს... უახლოეს რესტორნამდე, ფასტფუდამდე, ჰამბურგერებამდე, დიდ, არადიეტურ, კარბო-ჰიდრატებით სავსე კოკა- კოლამდე, ნაყინიც უნდა დავაყოლო.
ნერსი შემოდის:
აცდის ფარდის იქიდან ექიმის გამოსვლას, რომ ხელი მოგვიწეროს და სხვა საქმეებს მიხედოს.
- ელვისს უყურებთ, არა? რა ლამაზია... მაგრამ არაა ეგ ნამდვილი ელვისი. ეს ჩვენი გენერალი ვონია ახალგაზრდობაში. ელვისის დიდ ფანი იყო, პირადად მართლა იცნობდა, რაღაც დროით გერმანიაში, ჯარში ერთადაც უმსახურიათ.
გადადგომის მერე, წლების მანძილზე, ყველგან ელვისის იმიჯით დადიოდა, ჩვენს ქალაქში ოთხი მოხუცებულთა სახლია. ოთხივეს აკითხავდა, მაგრამ ჩვენი სახლი ყველას ერჩია. ავადმყოფებს ესაუბრებოდა, ართობდა, გიტარით ელვისის სიმღერებს უმღეროდა, სურათს იღებდა ყველასთან სათითაოდ და ლამაზ ჩარჩოში ჩასმულს თავისი ხელით უკიდებდა კედელზე. სულ მასზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე შეეძლოთ.
აი, ესაა ჩვენი ცხოვრება!
ფანჯრიდან რომ მთაზე დიდი სახლი ჩანს, იქ ცხოვრობდა, შარშანწინ ცოლი რომ მოუკვდა, გაჟონვა დაემართა და იმის მერე მდგომარეობიდან არც გამოსულა. აქ მოგვიყვანეს და არც შვილი ჰყოლია, არც ვინმე მომკითხებელი. რას იფიქრებდა, რომ მისი ბოლო საცხოვრებელიც აქ იყო, აქ, სადაც ყველა მის მოსვლას ელოდა.
ამ დროს ტონმა ფარდის უკნიდან თავი გამოყო:
- მობრძანდით? მგონი, თქვენ გკითხულობთ, კარისკენ იყურება.
ნერსმა ფურცელზე შევრონის გაყოლებაზე ხელი მოგვიწერა და თან გასძახა:
- დიახ, გენერალ ვონ, ახლავე!user posted image

Posted by: ripsta 2 Feb 2024, 15:43
პრივეტ ნინაჩკაა

Posted by: პადჟიგაწელი 2 Feb 2024, 15:53
ნინაჩკას სალამი





Posted by: Asklipiodotaa 2 Feb 2024, 17:06
გამარჯობა ნინაჩკა


Posted by: leica 2 Feb 2024, 18:46
ზდ ნინაჩკა




......................

Posted by: ჩხრამბურთლაძე 3 Feb 2024, 01:41
nino darbaiseli
ქალბატონო ნინო, არ მიაქციოთ ყურადღება მარგინალებს, გააგრძელეთ თქვენი საქმე love.gif






Posted by: ავთო_ზინგერი 4 Feb 2024, 20:52
პრივეტ ნინჩო wink.gif tongue.gif
___________

Posted by: nino darbaiseli 6 Feb 2024, 22:55
#თარგმანები

პერსი ბიში შელი

ოზიმანდიასი

ერთხელ ანტიკურ ქვეყნად ერთი ყარიბი შემხვდა,
თქვა, ვიხილეო, უსხეულო, უზარმაზარი,
ქვის წყვილი ფეხი უდაბნოში და სადღაც ფეხთან,
ქვიშაში ჩანდა სანახევროდ სახე საზარი.
გოროზი ღიმი ნაოჭიან ტუჩებს უგრეხდა,
ნაჩვევი ჩანდა, რომ დაეცა ყველგან თავზარი.
კარგად ესმოდა მოქანდაკეს კაცთა ბუნება,
ისე აღბეჭდა იმ ცივ ქვაზე ვნება ცხოველი,
დღემდე იგრძნობა, უსიცოცხლო საგნებზეც ნება,
დაუნდობელი ხელი, გული გაუძღომელი
და პედისტალზე წარწერაა და გვეუბნება:
“ დიადი ოზიმანდიასი. მმონებს ყოველი.
ძრწოდეთ, ღმერთებო, საქმე ჩემი არს მამაცური.
აღარაფერი დამჩა, ყველა გავატიალე, უბედურება დავატეხე, ვაუკაცურე,
ქვიშა დავტოვე. უდაბნოა ირგვლივ ტრიალი”.

1819

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან:

ოზიმანდიასი - ბერძნული სახელია ეგვიპტელი ფარაონის რამზეს მეორე დიდისა.
იგი იყო სახელგანთქმული, როგორც მშენებელი და მეომარი.
პერსი ბიში შელის ამ ცნობილი ლექსის მერე სახელმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა და პოლიტიკური ლექსიკონის კუთვნილებაც გახდა.
დღეს ნიშნავს ადრე სახელგანთქმულ, ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც აწმყოში აღარ მოიხსენიება, მივიწყებულია.

Percy Bysshe Shelley - Ozymandias

I met a traveller from an antique land,
Who said—“Two vast and trunkless legs of stone
Stand in the desert. . . . Near them, on the sand,
Half sunk a shattered visage lies, whose frown,
And wrinkled lip, and sneer of cold command,
Tell that its sculptor well those passions read
Which yet survive, stamped on these lifeless things,
The hand that mocked them, and the heart that fed;
And on the pedestal, these words appear:
My name is Ozymandias, King of Kings;
Look on my Works, ye Mighty, and despair!
Nothing beside remains. Round the decay
Of that colossal Wreck, boundless and bare
The lone and level sands stretch far away.”

Posted by: lilyhammer 6 Feb 2024, 23:18
QUOTE
ოზიმანდიასი

ერთხელ ანტიკურ ქვეყნად ერთი ყარიბი შემხვდა,
თქვა, ვიხილეო, უსხეულო, უზარმაზარი
ქვის ფეხი იდგა უდაბნოში და სადღაც ფეხთან,
ქვიშაში ჩანდა სანახევროდ სახე საზარი.
გოროზი ღიმი ნაოჭიან ტუჩებს უგრეხდა,
ნაჩვევი ჩანდა, რომ დაეცა ყველგან თავზარი.
კარგად ესმოდა მოქანდაკეს კაცთა ბუნება,
ისე აღბეჭდა იმ ცივ ქვაზე ვნება ცხოველი,
დღემდე იგრძნობა, უსიცოცხლო საგნებზეც ნება,
დაუნდობელი ხელი, გული გაუძღომელი
და პედისტალზე წარწერაა და გვეუბნება:
“ დიადი ოზიმანდიასი. მმონებს ყოველი.
ძრწოდეთ, ღმერთებო, საქმე ჩემი არს მამაცური.
აღარაფერი დამჩა, ყველა გავატიალე, უბედურება დავატეხე, ვაუკაცურე,
ქვიშა დავტოვე. უდაბნოა ირგვლივ ტრიალი”.



მაგარია დიდი მადლობა ქალბატონო ნინო

nino darbaiseli


user posted image

პ.ს. დიადის მაგივრად მეფეთ-მეფეს განიხილავდით ვარიანტად?

Posted by: nino darbaiseli 8 Feb 2024, 23:53
QUOTE (lilyhammer @ 6 Feb 2024, 23:18 )
QUOTE
ოზიმანდიასი

ერთხელ ანტიკურ ქვეყნად ერთი ყარიბი შემხვდა,
თქვა, ვიხილეო, უსხეულო, უზარმაზარი
ქვის ფეხი იდგა უდაბნოში და სადღაც ფეხთან,
ქვიშაში ჩანდა სანახევროდ სახე საზარი.
გოროზი ღიმი ნაოჭიან ტუჩებს უგრეხდა,
ნაჩვევი ჩანდა, რომ დაეცა ყველგან თავზარი.
კარგად ესმოდა მოქანდაკეს კაცთა ბუნება,
ისე აღბეჭდა იმ ცივ ქვაზე ვნება ცხოველი,
დღემდე იგრძნობა, უსიცოცხლო საგნებზეც ნება,
დაუნდობელი ხელი, გული გაუძღომელი
და პედისტალზე წარწერაა და გვეუბნება:
“ დიადი ოზიმანდიასი. მმონებს ყოველი.
ძრწოდეთ, ღმერთებო, საქმე ჩემი არს მამაცური.
აღარაფერი დამჩა, ყველა გავატიალე, უბედურება დავატეხე, ვაუკაცურე,
ქვიშა დავტოვე. უდაბნოა ირგვლივ ტრიალი”.



მაგარია დიდი მადლობა ქალბატონო ნინო

nino darbaiseli


user posted image

პ.ს. დიადის მაგივრად მეფეთ-მეფეს განიხილავდით ვარიანტად?

მადლობა!
ნამდვილად განვიხილავდი, მაგრამ გამომდიოდა, რომ მაგის ჩასმის გამო მთელი ლექსის სხვა სტრიქონები ზედმეტი სიტყვებით. ე.წ. რიტმული შემავსებლებით უნდა გადამეტვირთა და შინაარსობრივ მხარეს წავედი.
“მეფე მეფეთას” გარდა, ასეთი ვერსიაც მქონდა ,, მეფე ყოველთა”,
რაღაც , მეტისმეტად ტიპობრივი მეჩვენა, არაეფექტური, ,, ობრაზს” არ იწვევდა.
მეფეთა/ შემომეფეთა - გოგლას ნინოწმინდაზე, გალაკტიონზე და კიდევ რამდენიმე პოეტზე გავდიოდი. ჟამად ჩემთვის არასაჭირო ალუზიებზე და მზა პოეტიზმზე გავდიოდი.

გეცოდინებათ ამ ლექსის ისტორია, ამ დღეებში ვმოგზაურობ და შინ დავბრუნდები თუ არა , მეორე ლექსს დავამთავრებ და დავდებ და იქნებ პატარა ტექსტით მოვაყოლო პოეტური პაექეობის ევროპული ტრადიციის შესახებ. დარწმუნებული არა ვარ, ფილმ დავით გურამიშვილში გამოყენებული დასაწყისი ეპიზოდი გარდა “დავითიანშივე” გურამიშვილის სიტყვებისა, სხვა რამეს ეყრდნობა თუ არა.
მეცხრამეტე საუკუნეში რაღაც მსგავსის არსებობაზე, ილიასა და აკაკის შორის - გამოკვლევა კი არსებობს. ვიცი, თუმცა საკუთარი თვალით არ წამიკითხავს
* * *
#თარგმანები

#პოეტური_პაექრობა

ჰორეს სმითი

ოზიმანდიასი

ეგვიპტეში, მდუმარეა სადაც სილა, დგას ეულად
ფეხი ქვისა, დიდზე-დიდი და ჩრდილს ისვრის.
მაცნე არის იმ მდუმარე უდაბნოსთვის ნეტა ის რის,
ან წარწერა, იმ კვარცხლბეკზე აქამდე რომ დამჩნეულა:
“დიდი ოზიმანდიასი, მეფეთ-მეფე, ეს ქალაქი - საოცრება - არის მისი.”
ქალაქი კი არ არსებობს, ყველაფერი დაკარგულა.
ვერაფერი ირგვლივ, ვერ რა შორეული
ამ ბაბილონს ვერ გაგვაცნობს, დაბუგულა.

ვინ რა იცის, ალბათ მონადირეებიც
უდაბნოში ჩვენებრ პასუხს დაეძებენ,
სად ლონდონი თავის მდევარ მგელს შეება,
ვინ გაიგოს, რას ამბობენ ეს შრეები.
რა უცნობი რასა გაქრა, ძლიერ გულთა
რა სამეფო - ერთიანად განადგურდა!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან
ჩვენს წინაშეა ორი ლიტერატურული ლექსი - სონეტი ერთ თემაზე და ეს შემთხვევითი როდია.
ადრე ვისაუბრეთ ლიტერატურული პოეტური პაექრობის უძველესი ტრადიციის შესახებ, რომლის კვალსაც ა. გომართელმა მიაკვლია მეცხრამეტე საუკუნის პოეზიაში, აკაკისა და ილიას ქმნილებათა ქრონოლოგიურ-თემატური შეჯერების შედეგად.
(უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი მსმენია, მსმენია მაღალი შეფასებანიც იმ გამოკვლევისა, თუმცა პირადად ტექსტზე თვალი არ დამიდგამს, იქნებ იმიტომაც, რომ ელექტრონული ვერსია ვერ ვიშოვ და არც არსებობს)
ძველებს ეხსომებათ ასევე დასაწყისი ფილმისა “დავით გურამიშვილი” სადაც ამგვარი პოეტური პაექრობის ნიმუში გვაქვს დასაწყისში და ჩემთვის არაა ცნობილი, ,, დავითიანშივე” თქმული სიტყვების გარდა სხვა რა წყარო დაედო ამ ეპიზოდს საფუძვლად.
ზემოთ პაექრობის კონტექსტში უკვე ორჯერ ვახსენე სიტყვა ,,ლიტერატურული” და ეს შემთხვევითი როდია.
ჩვენ ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე გვაქვს მდიდარი შაირობა- ლექსაობა- კაფიობის იმპროვიზაციული , მახვილგონივრული თუ ენამახვილური ლექსითი პაექრობის მდიდარი გამოცდილება.
მაგრამ ის სხვა სფეროს ეკუთვნის.
ადრე, სულ ადრე შევეხეთ გოეთესა და შილერის ცნობილ პოეტურ პაექრობას და ვთქვით, რომ თემა ასეთი აიღეს ,, ხელთათმანი”, ჰქონდათ ასევე რაღაც ფაბულური მონახაზი. მაღალი წრის ქალზე დედოფალზე(?) შეყვარებულია პოეტი, მისი თვალის საამებლად და გულის მოსაპოვებლად იგი გადის არენაზე , ბრძოლას იგებს და გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გადააგდებს თუ არა არენისკენ სატრფო ხელთათმანს.
პოეტი არ აიღებს გადაგდებულ ხელთათმანს, მიხვდება, რომ დაუნდობლად მოტყუვდა სიყვარულში, ტოვებს არენას და იკარგება.. მაპატიეთ, ზეპირად კარგად აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ ამ ამბის ალუზიებზე დაყრდნობითაა დაწერილი გალაკტიონის აუზისაგან (ოღონდ არენა აქ აუზითაა ჩანაცვლებული).

აუზისაგან

ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი... შენ აისრულე
სურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები,
ლაღი ირემი სიყვარულით ხარ დაისრული
წყურვილმოკლული აუზისაგან მიემართები.

შენ მოგდევს კოცნის გამძაფრება და თვითეული
ძარღვი ხელების... შავი ხალი მაღალი ყელის.
შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის,
პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლეული.

1915

1817 წელს ამგვარი პაექრობა გაიმართა პერსი ბიში შელისა და ჰორეს სმითს შორის. იმ დროს ეგვიპტის ამბებით ინგლისი და საფრანგეთი დიდად იყო დაინტერესებული, ფულიანებმა დაიწყეს შესყიდვა აღმოჩენილი ნივთებისა და ევროპაში გაზიდვა. ამაში ნაპოლეონის ამბების წვლილიც იყო.
ლექსები გამოქვეყნდა 1819, ზოგი ისტორიკოსის ცნობით, 1818 წელს.
რეალია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ქმნილებებს, ასეთია:
იმ დროს ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში გამოიფინა ფარაონის რამზეს მეორის ანუ ბერძნულად ოზიმანდიასის კოლოსალური ქანდაკების ცალი ფეხი და წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, შეძენილი ეგვიპტეში…
(აქედან გასაგები ხდება “ლონდონის” გაჩენა სმითის სონეტში. დიდ ბრიტანეთში მგელზე მრავალი ლეგენდა არსებობს, ამ მხრივ გამორჩეული ცხოველია, მაგრამ ლონდონის სახელთან მიბმული ეს ლეგენდები უფრო გვიან, ჰოლივუდური ფილმების წყალობით უნდა იყოს. შეიძლება , მგლის ამბის მაშინდელი სამყაროს თავისებურ კულტურულ ცენტრთან - მსოფლიოს ერთ- ერთ უძველეს ქალაქთან - ლონდონთან- რომის იმპერიის ნაწილთან დაკავშირება, მისი ქალაქ რომთან შედარებითაც იყოს გამოწვეული.
აქ მეტს ვერაფერს ვიტყვი.
რაც შეეხება შელის. იგი საერთოდ არ იყო ნამყოფი ეგვიპტეში, თუმცა არც სმითის იქ ყოფნა დასტურდება.
ორივე ლექსი ამ პოეტთა ფანტაზიის ნაყოფია.
პაექრობაში გაიმარჯვა შელიმ, თუმცა დიდად არც მეორე ლექსი დაიწუნებოდა, ტექნიკურად იქნებ უკეთესიც კი იყო.
ჩემი ფიქრით, აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა განზოგადება, რომელიც შელის ლექსის ბოლოში გვაქვს. სმითმაც სცადა ფინალში განზოგადებისმაგვარი, მაგრამ უცნობი რასის უკვალოდ გაქრობის იქით ვერ წავიდა.
გვაქვს თუ არა პოეტური პაექრობის რაიმე მაგალითი მეოცე საუკუნის პოეზიაში?
მჯერა, აუცილებლად აღმოჩნდება, ვინმე ამგვარ კვლევას რომ მიზნად დაისახავდეს.
ამისთვის საჭიროა, ერთმანეთს შეუდარდეს დაახლოებით ერთ დროს, ერთ თემაზე დაწერილი, სხვადასხვა ავტორის ლექსები, მაგალითად, ტოტალიტარიზმის კონტექსტში, მიზნობრივი იდეოლოგიური კრებულები - საბჭოთა ქართველი პოეტები ლენინს, სტალინს, ამა თუ იმ ყრილობას, დიდ სამამულო ომს და აშ.
მანდ, საჯაროში ექნებათ ეს ყველაფერი ცალკე კატალოგში…
რა კარგად დავიწყე მსჯელობა და სად მოვედი! პოეტიკიდან - პოლიტიკამდე
* * *
#თარგმანები

#პოეტური_პაექრობა

ჰორეს სმითი

ოზიმანდიასი

ეგვიპტეში, მდუმარეა სადაც სილა, დგას ეულად
ფეხი ქვისა, დიდზე-დიდი და ჩრდილს ისვრის.
მაცნე არის იმ მდუმარე უდაბნოსთვის ნეტა ის რის,
ან წარწერა, იმ კვარცხლბეკზე აქამდე რომ დამჩნეულა:
“დიდი ოზიმანდიასი, მეფეთ-მეფე, ეს ქალაქი - საოცრება - არის მისი.”
ქალაქი კი არ არსებობს, ყველაფერი დაკარგულა.
ვერაფერი ირგვლივ, ვერ რა შორეული
ამ ბაბილონს ვერ გაგვაცნობს, დაბუგულა.

ვინ რა იცის, ალბათ მონადირეებიც
უდაბნოში ჩვენებრ პასუხს დაეძებენ,
სად ლონდონი თავის მდევარ მგელს შეება,
ვინ გაიგოს, რას ამბობენ ეს შრეები.
რა უცნობი რასა გაქრა, ძლიერ გულთა
რა სამეფო - ერთიანად განადგურდა!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან
ჩვენს წინაშეა ორი ლიტერატურული ლექსი - სონეტი ერთ თემაზე და ეს შემთხვევითი როდია.
ადრე ვისაუბრეთ ლიტერატურული პოეტური პაექრობის უძველესი ტრადიციის შესახებ, რომლის კვალსაც ა. გომართელმა მიაკვლია მეცხრამეტე საუკუნის პოეზიაში, აკაკისა და ილიას ქმნილებათა ქრონოლოგიურ-თემატური შეჯერების შედეგად.
(უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი მსმენია, მსმენია მაღალი შეფასებანიც იმ გამოკვლევისა, თუმცა პირადად ტექსტზე თვალი არ დამიდგამს, იქნებ იმიტომაც, რომ ელექტრონული ვერსია ვერ ვიშოვ და არც არსებობს)
ძველებს ეხსომებათ ასევე დასაწყისი ფილმისა “დავით გურამიშვილი” სადაც ამგვარი პოეტური პაექრობის ნიმუში გვაქვს დასაწყისში და ჩემთვის არაა ცნობილი, ,, დავითიანშივე” თქმული სიტყვების გარდა სხვა რა წყარო დაედო ამ ეპიზოდს საფუძვლად.
ზემოთ პაექრობის კონტექსტში უკვე ორჯერ ვახსენე სიტყვა ,,ლიტერატურული” და ეს შემთხვევითი როდია.
ჩვენ ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე გვაქვს მდიდარი შაირობა- ლექსაობა- კაფიობის იმპროვიზაციული , მახვილგონივრული თუ ენამახვილური ლექსითი პაექრობის მდიდარი გამოცდილება.
მაგრამ ის სხვა სფეროს ეკუთვნის.
ადრე, სულ ადრე შევეხეთ გოეთესა და შილერის ცნობილ პოეტურ პაექრობას და ვთქვით, რომ თემა ასეთი აიღეს ,, ხელთათმანი”, ჰქონდათ ასევე რაღაც ფაბულური მონახაზი. მაღალი წრის ქალზე დედოფალზე(?) შეყვარებულია პოეტი, მისი თვალის საამებლად და გულის მოსაპოვებლად იგი გადის არენაზე , ბრძოლას იგებს და გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გადააგდებს თუ არა არენისკენ სატრფო ხელთათმანს.
პოეტი არ აიღებს გადაგდებულ ხელთათმანს, მიხვდება, რომ დაუნდობლად მოტყუვდა სიყვარულში, ტოვებს არენას და იკარგება.. მაპატიეთ, ზეპირად კარგად აღარ მახსოვს. მახსოვს, რომ ამ ამბის ალუზიებზე დაყრდნობითაა დაწერილი გალაკტიონის აუზისაგან (ოღონდ არენა აქ აუზითაა ჩანაცვლებული).

აუზისაგან

ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი... შენ აისრულე
სურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები,
ლაღი ირემი სიყვარულით ხარ დაისრული
წყურვილმოკლული აუზისაგან მიემართები.

შენ მოგდევს კოცნის გამძაფრება და თვითეული
ძარღვი ხელების... შავი ხალი მაღალი ყელის.
შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის,
პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლეული.

1915

1817 წელს ამგვარი პაექრობა გაიმართა პერსი ბიში შელისა და ჰორეს სმითს შორის. იმ დროს ეგვიპტის ამბებით ინგლისი და საფრანგეთი დიდად იყო დაინტერესებული, ფულიანებმა დაიწყეს შესყიდვა აღმოჩენილი ნივთებისა და ევროპაში გაზიდვა. ამაში ნაპოლეონის ამბების წვლილიც იყო.
ლექსები გამოქვეყნდა 1819, ზოგი ისტორიკოსის ცნობით, 1818 წელს.
რეალია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ქმნილებებს, ასეთია:
იმ დროს ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში გამოიფინა ფარაონის რამზეს მეორის ანუ ბერძნულად ოზიმანდიასის კოლოსალური ქანდაკების ცალი ფეხი და წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, შეძენილი ეგვიპტეში…
(აქედან გასაგები ხდება “ლონდონის” გაჩენა სმითის სონეტში. დიდ ბრიტანეთში მგელზე მრავალი ლეგენდა არსებობს, ამ მხრივ გამორჩეული ცხოველია, მაგრამ ლონდონის სახელთან მიბმული ეს ლეგენდები უფრო გვიან, ჰოლივუდური ფილმების წყალობით უნდა იყოს. შეიძლება , მგლის ამბის მაშინდელი სამყაროს თავისებურ კულტურულ ცენტრთან - მსოფლიოს ერთ- ერთ უძველეს ქალაქთან - ლონდონთან- რომის იმპერიის ნაწილთან დაკავშირება, მისი ქალაქ რომთან შედარებითაც იყოს გამოწვეული.
აქ მეტს ვერაფერს ვიტყვი.
რაც შეეხება შელის. იგი საერთოდ არ იყო ნამყოფი ეგვიპტეში, თუმცა არც სმითის იქ ყოფნა დასტურდება.
ორივე ლექსი ამ პოეტთა ფანტაზიის ნაყოფია.
პაექრობაში გაიმარჯვა შელიმ, თუმცა დიდად არც მეორე ლექსი დაიწუნებოდა, ტექნიკურად იქნებ უკეთესიც კი იყო.
ჩემი ფიქრით, აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა განზოგადება, რომელიც შელის ლექსის ბოლოში გვაქვს. სმითმაც სცადა ფინალში განზოგადებისმაგვარი, მაგრამ უცნობი რასის უკვალოდ გაქრობის იქით ვერ წავიდა.
გვაქვს თუ არა პოეტური პაექრობის რაიმე მაგალითი მეოცე საუკუნის პოეზიაში?
მჯერა, აუცილებლად აღმოჩნდება, ვინმე ამგვარ კვლევას რომ მიზნად დაისახავდეს.
ამისთვის საჭიროა, ერთმანეთს შეუდარდეს დაახლოებით ერთ დროს, ერთ თემაზე დაწერილი, სხვადასხვა ავტორის ლექსები, მაგალითად, ტოტალიტარიზმის კონტექსტში, მიზნობრივი იდეოლოგიური კრებულები - საბჭოთა ქართველი პოეტები ლენინს, სტალინს, ამა თუ იმ ყრილობას, დიდ სამამულო ომს და აშ.
მანდ, საჯაროში ექნებათ ეს ყველაფერი ცალკე კატალოგში…
რა კარგად დავიწყე მსჯელობა და სად მოვედი! პოეტიკიდან - პოლიტიკამდე
* * *
აქ ვჩერდები, დანარჩენი “სხომის იყოს”!

Horace Smith

Ozymandias


In Egypt's sandy silence, all alone,

Stands a gigantic Leg, which far off throws

The only shadow that the Desert knows:—

"I am great OZYMANDIAS," saith the stone,

"The King of Kings; this mighty City shows

"The wonders of my hand."— The City's gone,—

Nought but the Leg remaining to disclose

The site of this forgotten Babylon.

We wonder,—and some Hunter may express

Wonder like ours, when thro' the wilderness

Where London stood, holding the Wolf in chace,

He meets some fragment huge, and stops to guess

What powerful but unrecorded race

Once dwelt in that annihilated place.
* * *
#თარგმანები

ნიკალაი გუმილიოვი

მე და თქვენ

დიახ, საფერი თქვენი არა ვარ,
სულ სხვა ქვეყნიდან ვარ აქ მოსული
და მომწონს არა მშვიდი გიტარა,
ველური ზურნის მომყვება სული.

არა სალონებს ფრთხილად ნაკონებს,
დაბურულ კაბებს ანდა პიჯაკებს,
ლექსებს ვუკითხავ მხოლოდ დრაკონებს,
ჩანჩქერს და ჯანყთან ჯანყს შენატაკებს.

მე მიყვარს - როგორც უდაბნოს არაბს,
წყალს რომ ნახავს და დაეწაფება,
და არა რაინდს, შორს რომ დამდგარა,
მნათობს ასცქერს და ელის ხატებას.

და მე მოვკვდები არა მწოლარე,
ნოტარიუსს და ექიმს რომ ხედავს,
მომელის რაღაც ველური არე,
რომ ჩაკარგულა უღრანში ხეთა.

შევალ, უცნობი ხვედრი მომეცა
პროტესტანტული სამოთხის, მე კი
შევხვდები ყაჩაღს, მებაჟეს, მეძავს,
რომ მიყვიროდნენ ერთად - “ადექი!”

1917 ივლისი

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან:

ანა ახმატოვას პირველი ქმარი, “ვერცხლის საუკუნის” პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, აფრიკანისტი ნიკალაი გუმილიოვი, აკმეიზმის დამაარსებელი - უდახვეწილესი პიროვნება და პოეტი გახლდათ.
(დახვრიტეს კომუნისტებმა 1921-ში, შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით, რეაბილიტირებულია 1991-ში,
საფლავის ადგილი - დღემდე უცნობია)
არ იყო იგი ესენინივით ვიტალური, მით უფრო - ველური ვნებების დიდი მიმდევარი და გამომხატველი,
თუმცა ამ ლექსში ასეთად წარმოგვიდგენს თავს.
იყენებს ძირითადად ანტითეზისს - ტროპის სახეობას, რომელიც საგნებსა და მოვლენებს შორის არა ნახევარტონურ, არამედ მკვეთრ კონტრასტს ეფუძნება.
არსებობს მისი კარგი ფოტო, ნაპელბაუმის მიერ გადაღებული და ფონდამუშავებული, მაგრამ ვერ ვიპოვე გუგლში. აქ - გიმნაზიის სტუდენტია.

Николай Гумилев

Я и вы

Да, я знаю, я вам не пара,
Я пришел из иной страны,
И мне нравится не гитара,
А дикарский напев зурны.

Не по залам и по салонам
Темным платьям и пиджакам –
Я читаю стихи драконам,
Водопадам и облакам.

Я люблю – как араб в пустыне
Припадает к воде и пьет,
А не рыцарем на картине,
Что на звезды смотрит и ждет.

И умру я не на постели,
При нотариусе и враче,
А в какой-нибудь дикой щели,
Утонувшей в густом плюще,

Чтоб войти не во всем открытый,
Протестантский, прибранный рай,
А туда, где разбойник, мытарь
И блудница крикнут: «Вставай!»

Июль 1917user posted image
* * *
ეს ნაპელბაუმის ფოროა, ძალიან მიყვარს. ადრე ვერ ვიპოვე და მეგობარმა გადმომიგდო

user posted image

Posted by: nino darbaiseli 10 Feb 2024, 01:18
#თარგმანები

რობერტ ფროსტი

თოვლის ნამქერი

ყვავი თავზე
დამაფერთხებს
თოვლით სავსე
ნაძვის ერთ ხეს.
შეძლებს ჩემი
გულის რჩენას,
დღის ნარჩენის
გადარჩენას.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

მთარგმნელისაგან

დამწყებო მთარგმნელებო, ხელი არ ახლოთ პატარა ლექსებს, ამასობააი მთელს პოემას ვთარგმნიდი, იმდენი დრო და ძალა წაიღო. გასანძრევი არა გაქვს, თან ჯვარედინად ნარითმიც თუა და მაზოხიმია ნამდვილი!

Dust of Snow
BY ROBERT FROST

The way a crow
Shook down on me
The dust of snow
From a hemlock tree
Has given my heart
A change of mood
And saved some part
Of a day I had rued.

Posted by: პადჟიგაწელი 10 Feb 2024, 01:57
nino darbaiseli
ქალბატონო ნინო აქ ხალხი თქვენი შემოქმედების გასაცნობად შემოდის და არა რობერტას თარგმანების საკითხავად, თხოვნა იქნება რო გაითვალისწინოთ და უაზროდ ნუ გასპამავთ თემას



Posted by: nino darbaiseli 10 Feb 2024, 03:39
QUOTE (პადჟიგაწელი @ 10 Feb 2024, 01:57 )
nino darbaiseli
ქალბატონო ნინო აქ ხალხი თქვენი შემოქმედების გასაცნობად შემოდის და არა რობერტას თარგმანების საკითხავად, თხოვნა იქნება რო გაითვალისწინოთ და უაზროდ ნუ გასპამავთ თემას

მადლობა ამ გულის გამხარებელი სიტყვებისათვის.
მართლა არ ვიცოდი, აქ ერთი- ორი ადამიანის გარდა, ვინმე თუ იხედებოდა, ისიც უიშვიათესად, თქვენ კი- ,,ხალხიო”!
ჩემთვის ეს თემა ერთგვარი “ტექტსაცავია”.
რაღაცეებს ვდებ ფეისბუქიდან, რომ დაკარგვას გადავარჩინო.
თქვენ საიდან გეცოდინებათ და მე - ამერიკის მოქალაქე, არცთუ ახალგაზრდა ქართველი პოეტი ვარ. ვცხოვრობ ტენესიში.
ბეჭდური ლექსების წიგნის გამოცემას ჩემთვის აზრი არა აქვს, რადგან ოჯახში ქართულენოვანი მხოლოდ მე ვარ და არც ქართულ წრეებთან მაქვს რაიმე შეხება,
ორ ადამიანს ვიცნობ სულ ნიუ-იორკისკენ, მეტს მართლა არავის და ის ორი ფეისბუქზე კი კითხულობს ისედაც, რასაც იქ ვდებ.
კიდევ ერთი - ლიტერატურის, მეტადრე პოეზიის თარგმნა - შემოქმედების სახეა. საქართველოს, ბედით, ჰყავს არაჩვეულებრივი მთარგმნელები და თქვენი სიტყვები ნამდვილად გაანაწყენებდათ. მე ვთარგმნი თავისუფალ დროს. თუ არ გინდათ და არ გიყვართ უცხოელი პოეტები, თვალი გადაატარეთ იმ პოსტებს და ეგაა!
მინდა, ბევრი გული და ყვავილი გამოგიგზაცნოთ, როგორც ფეისბუქზე მოვიქცეოდი, მაგრამ აქ არ არის საშუალება.
გთხოვთ, როცა მოიცლით, სტუმრობა არ დაიზაროთ.

Posted by: nino darbaiseli 12 Feb 2024, 00:35
#ლექსები
ნინო დარბაისელი

სიკვდილი სიზმრად ანუ ქვრივი ობობა

მამრი(!) ობობა,
თავდავიწყება,
სისხლობა,
გმობა,
შხამიანობა,
მსახიობობა.
გაღვიძებულზე - უენო მბობა.

***
საქართველოსთვის

ცრემლსავსე გული,
დარდსავსე გული,
ფიქრსავსე გული,
შიშსავსე გული.
არგამოგულული -
გულდადაგული!

user posted image
* * *
ნინო დარბაისელი

თებერვალი


ბარდნისო.
რა ბარდნა!
ეს - ანგელოზები,
ცაში გაფიჩხული გუნდად ცვივიან და
კენტად ვარდებიან,
ეკალ-ბარდებიან ქალაქს ბარდებიან,
სიკვდილს ბარდებიან ისევ.

თოვლი - შელახული ფეხით და ტალახით
რაღაც, ხათრიანად ქალაქს დასდებია ალაგ.
დღეა არეული,
რაღაც, ერთდროულად
თბილი და უხეში,
მწარე.
თუ ხეში წყალია,
რომც არ მოჟონავდეს,
ნიშნავს - ცოცხალია...
(იქნებ).
ცამდე - ნაცრისფერი და თალხი ფერია,
და კაკაფონია -
ასეთი ფონია -
ქალაქი კი არა, ნაქალაქარია;
ამ ფონზე - პირღია, წრიული მონასმით -
ხელით ნაჩქარევით
ლაქა მოყვითალო არის მონიშნული -
მზეა.

დაბლა - მომუჭული ციცქნა ლაქებია,
სილურჯე- სიწითლის
ორგვარი ნაზავი;
ღერი - მარჯნისფერი ჭიაყელებია,
დაიარებიან ძაფით შეკონილი განიერ მწვანეში,
იებია თუ ყოჩივარდებია,
მიწიდან მოდიან?
ციდან ვარდებიან?
ცვენა.

ადამიანები,
ადამიანები,
ადამიანები ჯერ ისევ არიან!
ეძიე!
იპოვი!
(ალბათ)

იები- პირველი,
ყინულზე - ნარვალი,
ყინვის საბერველი -
მწველი თებერვალი.

user posted image

Posted by: nino darbaiseli 13 Feb 2024, 01:06
#თარგმანები

პირამიდების თემა ძალზე პოპულარული იყო მეოცის დასაწყისის რუს პოეტებში, მათგან გამოირჩეოდა ორთოდოქსი სიმბოლისტი ვალერი ბრიუსოვი, რომელსაც ციკლი აქვს თავისი სფინქსებით და ამბებით. შორს არ უნდა იყოს რეალობიდან აზრი, რომ პაოლო იაშვილი ლექსზე “პირამიდებზე” მუშაობისას კარგად იცნობდა ამ კონტექსტს და სარგებლობდა მისით. თორემ განა ცხოვრების რეალიიდან არ ვიცით, რომ არც მას და არც მის ახლო გარემოცვას პირამიდები თვალით არ ჰქონდა ნანახი?
ძირითადად ლიტერატურულ პირველ წყაროებსა და საკუთარ წარმოსახვას ეყრდნობოდნენ.

ვალერი ბრიუსოვი

შეხვედრა

სად ნილოსი დუნედ მიდის, სადაც ტბაა იქ მერიდის, სამეფოა ცეცხლოვანი და სახელად ჰქვია "რა'.
რახანია, შენ გიყვარდი, ოზირისი ვით იზიდას, მეგობარო, დედოფალო, დაიავ და, რა გითხრა!
და გვაფენდა პირამიდა ჩრდილებს, როცა იმწუხრა.

პირველხილვის საიდუმლო, გახსოვს ის დღე, შეგვიტყუეს როცა წრეში მროკავების ჩვენ ტაძრად,
სანთლები რომ ჩაქრა მაშინ, ისე, როგორც ძველ ზღაპარში, ყველას ყველა რომ გაუხდა მეგობრად:
რას ვამბობდით, ვით ვეტრფოდით, თავს ნეტარად ვგრძნობდით რად!

ჟამად ბალის ელვარების, გახსოვს ტანი ჩემს ხელს ანდე,
გაჰქრა დროის რიდე და
არ გესმოდა ხმა ციმბალთა? ჰიმნთა ხმანი არ აღწევდა, განა ბრბო არ აღელდა?
არ მითხარი, რომ ლოდინი მორჩა, მორჩა დასრულდა?

ნეტარება - ადრე გვქონდა, ვნება - არის მოგონება, ჩვენ პირველად ვცხოვრობთ როდი
და შენ ჟამთა სამარიდან, ჩაუქრობი ნდომით სუნთქვად
ძველებურად მოისმოდი,
ვით ნილოსთან, დათქმულ დროზე სად გველოდა ბედისწერა, ისევ მოდი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

1906, 1907
В. Брюсов
Встреча (Близ медлительного Нила…)»

Близ медлительного Нила, там, где озеро Мерида, в царстве пламенного Ра,
Ты давно меня любила, как Озириса Изида, друг, царица и сестра!
И клонила пирамида тень на наши вечера.

Вспомни тайну первой встречи, день, когда во храме пляски увлекли нас в темный круг,
Час, когда погасли свечи и когда, как в странной сказке, каждый каждому был друг,
Наши речи, наши ласки, счастье, вспыхнувшее вдруг!

Разве ты, в сияньи бала, легкий стан склонив мне в руки, через завесу времен,
Не расслышала кимвала, не постигла гимнов звуки и толпы ответный стон?
Не сказала, что разлуки – кончен, кончен долгий сои!

Наше счастье – прежде было, наша страсть – воспоминанье, наша жизнь – не в первый раз,
И, за временной могилой, неугасшие желанья с прежней силой дышат в нас,
Как близ Нила, в час свиданья, в роковой и краткий час!

1906, 1907

user posted image
* * *
#თარგმანები
#ეტიუდები
#კალეიდოსკოპი

ნდს

სავალენტინობო

მოდის ვალენტინობა.
გილოცავთ წინასწარ!

ეს არის ინგლისურენოვან სამყაროში სავალენტინობო ყველაზე ცნობილი ლექსი.
მისი წინარე ვერსია შექმნილია 1590 წელს სერ ედმუნდ სპენსერის მიერ, მერე გახალხურდა, ფრანგულშიც შევიდა
და ვიქტორ ჰიუგოც იყენებს თავის რომანში - ,,საბრალონი”, როგორც იავნანას.

წითელია - ვარდები,
ლურჯთვალა - იებია,
თაფლივით მიყვარდები,
სიტკბო - დაგბედებია!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Roses are red
Violets are blue,
Honey is sweet
And so are you.

ასეთი - განვრცობილი ვერსია გვაქვს ლექსისა 1784 წელს ჯოზეფ ჯონსონის მიერ ლონდონში გამოცემულ “იავნანათა “ ვერსიაში:

წითელია - ვარდები, ლურჯთვალა - იებია,
თაფლივით მიყვარდები, სიტკბო - დაგბედებია!
ჩემი სიყვარული ხარ, ხოლო მე ვარ შენი,
ვალეტინად გიგულე, შენ ამ ზეიმს შვენი,
ნაყარია წილი და ამ გულს ეიმედე.
ყველაფერი მაცნეა, შენ ხარ ჩემი ბედი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

The rose is red, the violet's blue,
The honey's sweet, and so are you.
Thou are my love and I am thine;
I drew thee to my Valentine:
The lot was cast and then I drew,
And Fortune said it shou'd be you.

“წითელია ვარდები, ლურჯთვალა იებია”, - ეს გახალხურებული დასაწყისი სავალენტინობო ბარათებზე უამრავნაირად, ხშირად იუმორისტულადაც გამოიყენება, ჩვენც ვითამაშოთ ცოტა:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
შენზე მეტად არასდროს
არავინ მყვარებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ყვავილებით მოვედი,
შენთვის დამიკრეფია.

წითელია - ვარდები,
ლურჯთვალა - იებია,
მე - შენ გარდა ამქვეყნად
არავინ მდომებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ჩემი სიყვარული ხარ,
სიტკბო დაგბედებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
შენისთანა ქმნილება
ქვეყნად საძიებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ტკბილი ვალენტინობა
შენთვის მიხარებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
დავკრიფე და მოგართვი,
შენებრ ლამაზებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ჩემი გულის შველი ხარ,
სხვები- ბაჭიებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
მოსვლა დამაგვიანდა,
ყველგან საცობებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ამ ზეიმის მოლოცვა
მე არ დამვიწყებია.

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
დამახვედრე სადილი,
კარგად მომშიებია.

დანარჩენი - თქვენ განაგრძეთ!

P.S

ეს საიტ ურაკპარაკიდან გადმომაქვს ჩემივეები, იქ კომენტარად დატოვებული:

.ახლა წარმოვიდგინე გაბუტული შეყვარებული, რომელმაც გადაწყვიტა, ვალენტინობას შეურიგდეს და ასეთ ბარათს უგზავნის შეყვარებულს

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
დღემდე რაც მაწყენინე,
სულ მიპატიებია!

ან ცოლმა, პატარა ბავშვებიანმა გადაწყვიტა, დედასთან კი არ წავიდეს უქმეზე, ოჯახურად გაატაროს ეს დღე და ქმარს უგზავნის ასეთ ბარათს

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
დღეს შინ დაგელოდებით
მე და ბაიებია.

ან ეჭვიანი ცოლი თუ შეყვარებული აფრთხილებს, ჩემს მეგობრებს ნუ უყურებო და ბარათზე უწერს:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია
ჩემს დაქალებს შეეშვი,
შენი დაიებია.

ან ქმარი ალკოჰოლიკია და ცოლს წერს, შენი ხათრით დღეს ფხზელი ვარო:
:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
სიყვარულის დღე არის
და არ დამილევია!

ან მივიდა სახლში უყვავილოდ, ვაიმეეეე!:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია,
ყვავილების მორთმევა
როგორ დამვიწყებია.

ცოლმა თუ მარტო წინდები აჩუქა თავისი მოქსოვილი:

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია
მარტო წინდა მეყოფა,
ცოლი ხარ თუ ბებია?

კაცს სახლში ცოლის გარდა, სხვა ქალები- შვილებიც ჰყავს და უწერს

წითელია ვარდები,
ლურჯთვალა იებია
საჩუქრების ძებნაში
თავიც ამტკიებია.

ცოტა სხვამაც დაწეროს, რა, დავიღალე!user posted image

Posted by: nino darbaiseli 14 Feb 2024, 09:13
#ლექსები
ნინო დარბაისელი


***
სიკვდილი სიზმრად ანუ ქვრივი ობობა

მამრი(!) ობობა,
თავდავიწყება,
სისხლობა,
გმობა,
შხამიანობა,
მსახიობობა.
გაღვიძებულზე - უენო მბობა.

***
საქართველოსთვის

ცრემლსავსე გული,
დარდსავსე გული,
ფიქრსავსე გული,
შიშსავსე გული.
არგამოგულული -
გულდადაგული!

***
დღის სამუდარო

დღეს გამითენდი,
გუშინდელო ხვალეო ჩემო,
გემუდარები,
არ დამტოვო უდანარჩენო!

***
მეძუძურისა

უცებ გახდება
წითელღაწვება,
უცნობი ჩვილის ტირილზეც რომ
რძე მოაწვება.

Posted by: nino darbaiseli 16 Feb 2024, 10:07
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ნატა ვაჩნაძე - მესამე ქმარს - კაპიტან ანატოლი კაჭარავას

ჩემი კაპიტანი ანატოლი
არ იყო სხვების დანატოლი.
ათასი თავით მეტი იყო,
ან მკვდარმა როგორ დავივიწყო!
მკითხველს არ უყვარს სინამდვილე,
ყოფას მონაგონით იადვილებს.
ქმარმკვდარმა ბევრი ვიმარხულე?!
იქნებ წამწამები ვაფახულე?!
თავი რად გავიჭირნახულე?!
- მურმანსკში კაპიტანი ვინახულე
და ცაში დავიწვი შინმიმსწრაფი,
ლეგენდამ შეიშრო ყოფის ქაფი.

ქალი ვიყავი - ვანათებდი,
ოცნებით ღამეებს დამათევდი.
ბეჭდით-ღა ვუცვნივარ ჩემიანებს,
წასულს - გულს რაღა დამიამებს,
სამი ობოლი ბიჭის დედა
ქვეყნიერებას ევედრება,
მოწყალე თვალით გადახედონ.
უბეში სამის ფოტო მედო.
რაღა ვთქვა - გულის საიმედო,
რომ ღირდეს სიტყვად რაიმედო.
“აყვავებული აჭარა ვარ”
“ბათუმს არ ახსოვსო კაჭარავა”

ჩემი ქმარი იყო ანატოლი,
ჩემი სიყვარული, თანატოლი,
ჩემო კაჭარავა, კაპიტანო,
არყოფნა როგორ ავიტანო,
მაგრამ ყოფნაზე ადვილია,
ცა - ყველას ბოლო ადგილია.
მიწაზე გინდ გყავდეს ქმართა წყება,
მარტოს ცად ვერავინ ამოგყვება,
ჰორიზონტს ვერ ხედავ ტრაპიდანო,
არ ჩანს არც ზღვისპირა დაბიდანო,
ცა და ზღვა რამ გაყო, კაპიტანო,
გაგიქრი, შობილი ქაფიდანო!
მშვიდობით,
მშვიდობით კაპიტანო!user posted image

Posted by: nino darbaiseli 20 Feb 2024, 03:09
ნინო დარბაისელი

მარინობანა

ბავშვურ თამაშებს რა გამოლევს!
მაშინ ვიზრდებით
და ღვთის შეწევნით, კიდეც ვბერდებით,
როცა ცხოვრება ისეთი ხდება,
რომ წამდაუწუმ მოზრდილად გვითხოვს
და არაფერი,
აღარაფერი გვეთამაშება.

გითამაშიათ ბავშვობაში მარინობანა?

მარინობანა რომ ითამაშო,
ჯერ უნდა იყო ნამდვილი მხეცი,
სახლში კედლებზე უნდა დარბოდე,
ასევე ჭერზეც,
დედ-მამიშვილ-სტუმრებიანად
და უნდა გყავდეს
მამიდა და მამიდაშვილი
ბალერინა,
სათნო,
ლამაზი,
სიფრიფანა,
მთლად ეტიკეტის სახელმძღვანელოს პრაქტიკული,
ხორცშესხმული მაგალითი
და უფროსები დასაწყნარებლად
მალ-მალე უნდა მოგიწოდებდნენ,
კარადის თავზე აძრომა და რიგ-რიგობით გადმოხტომა -
- უზრდელობაა,
აბა, მარინა მაგას იზამდა?

ეს ყველაფერი ხდებოდა სახლში,
სადაც ნიადაგ ხმარებული,
მაგიდაზე დასვენებული,
სულშესაბერი წმინდა იოდი,
თავის თარომდე ვერასოდეს ვერ მიდიოდა.
და მე ვფიქრობდი:
-რა ბედნიერი ვიქნებოდით,
ამ ქვეყანაზე მარინა რომ არ ყოფილიყო!

გითამაშიათ მარინობანა?

ხანდახან,
როცა უფროსები მარტო გვტოვებდნენ,
საუკეთესო რაღაცეებს ჩავიცვამდით,
დედის მაღალქუსლიანებსაც,
მძივებსაც სულ ზედ ავისხამდით,
არც პომადას დავივიწყებდით,
გამოვაძრობდით უჯრიდან სუფრას,
ქათქათას,
ვარდებნაქარგებიანს,
გამოვიღებდით ჩაის სერვიზს სერვანტიდან ძალიან ფრთხილად,
გავშლიდით ზალის მაგიდაზე,
შუქს წყნარ-დაბალზე დავაყენებდით, დავსხდებოდით
და ვსაუბრობდით გაწელილად,
ტუჩების პრანჭვით:

"- მოხარული ვარ თქვენი სტუმრობის!
- ო, ქალბატონო დედიკო, ჩაის ხომ არ ინებებთ?'
- შესანიშნავი ბუკეტია, არომატული!
- კაკლის მურაბა ხომ არ მოგართვათ?
და მისთ.,
ანუ მთლად მისთანანი.

მარინობანას - ორი უნდა,
მარინობა კი მარტოობაში ითამაშება.

და მე ვფიქრობდი:
- მეც გავიზრდები და გავხდები მართლა მარინა,
მეც - ბალერინა,
და მარტო მყოფი ვღიღინებდი სამზარეულოს რადიოდან დასწავლულ ჰანგებს,
საძინებლის დიდი სარკის წინ ფეხისწვერებზე,
მარინობისთვის საიდუმლოდ ვემზადებოდი!

და ჩემთვის დიდხანს,
ძალიან დიდხანს
ამქვეყნად ყველა ბალერინა იყო მარინა.
ეს ლექსი რაღამ დამაწერინა?!

ცხოვრებამ ასე მოიტანა,
დღეს ჩვენს,
დებსა და მარინას შორის ლოკალები სამკუთხედად რომ შეაერთო,
მაშინ ორივე ჰემისფერო უნდა მოიცვა.

ცოტა ვიწვალე,
ბევრი ვიწვალე,
თავიც ვიყავი,
როლიც ბევრი გამოვიცვალე,
ცხოვრებამ ბევრჯერ მალხინა და ბევრიც მაშია.
ბევრჯერ შემსვლია მდნარი თოვლიც თბილ ჩექმაშია,
ხან ისე იყო, კართან მედგა წყვილი რაშია,
ბევრჯერ მქონია მაქმანია თუ მარმაშია,
და ახლა ვფიქრობ:

- ნეტა მარინას მარინობა უთამაშია?

user posted imageნინო

Posted by: პადჟიგაწელი 20 Feb 2024, 11:46
nino darbaiseli
QUOTE
ცოტა ვიწვალე,
ბევრი ვიწვალე,
თავიც ვიყავი,
როლიც ბევრი გამოვიცვალე,
ცხოვრებამ ბევრჯერ მალხინა და ბევრიც მაშია.

ილია იგრძნობა, თითქოს ეგ არ არს მიზეზი ცრემლის, რომელიც მარად თრთის თქვენს თვალშია sad.gif

მთლიანობაში დიდებულია, შესანიშნავი, ვერ გეტკვით რომ ბავშობაში მამოგზაურა, მაგრამ იმდენი პარალელის გავლება შეილება, რითი დავიწკო ართს კი ვითსი :უსერ:
იმდენად ნაცნობია, შემთხვევით ბავშვობაში ხეზე ჩიტობანა ხო არ გითამაშიათ ქალბატონო ვიო?

QUOTE
შუქს წყნარ-დაბალზე დავაყენებდით, დავსხდებოდით
და ვსაუბრობდით გაწელილად,
ტუჩების პრანჭვით:

ესეც დიდებულად არის ნათქვამი boli.gif






Posted by: nino darbaiseli 20 Feb 2024, 18:53
QUOTE (პადჟიგაწელი @ 20 Feb 2024, 11:46 )
nino darbaiseli
QUOTE
ცოტა ვიწვალე,
ბევრი ვიწვალე,
თავიც ვიყავი,
როლიც ბევრი გამოვიცვალე,
ცხოვრებამ ბევრჯერ მალხინა და ბევრიც მაშია.

ილია იგრძნობა, თითქოს ეგ არ არს მიზეზი ცრემლის, რომელიც მარად თრთის თქვენს თვალშია sad.gif

მთლიანობაში დიდებულია, შესანიშნავი, ვერ გეტკვით რომ ბავშობაში მამოგზაურა, მაგრამ იმდენი პარალელის გავლება შეილება, რითი დავიწკო ართს კი ვითსი :უსერ:
იმდენად ნაცნობია, შემთხვევით ბავშვობაში ხეზე ჩიტობანა ხო არ გითამაშიათ ქალბატონო ვიო?

QUOTE
შუქს წყნარ-დაბალზე დავაყენებდით, დავსხდებოდით
და ვსაუბრობდით გაწელილად,
ტუჩების პრანჭვით:

ესეც დიდებულად არის ნათქვამი boli.gif

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამაბედნიერეთ თქვენი სტუმრობით.
ხეზე ჩიტი როგორ არ მითამაშია! გაშეშობანა, ,, კაზაკი-რაზბოინიკი”,, კრუგოი ლაფტა”, ,, ამის პატრონმა რა ქნას”. (“ ფანტობია” - იგივე იყო? აღარ მახსოვს) ლახტი, კენჭობია, კოჭობანა, კლასობანა, რეზინობანა, უფრო მოზრდილს - ჯაჭვი მარცვალზე და ასოციაციობანა, კიდევ ჩინური რულეტი… ახლა ვიღას ეხსომება ეს ყველაფერი!

ფინალში აბსოლუტურად ზუსტად შენიშნეთ, კლასიკისა და სტილის ოდნავი არქაიზაციისკენ რომ წავიყვანე ტექსტი.
ვიფიქრე, თავიდან ლაღად მიდის, მერე ვიწყებ თეორიის შეპარებას და ნამეტანი თეორიული ,, კანცოვკა” რომ გავაკეთო, ყველაფერს გავაფუჭებ-მეთქი.

მანდ კონცეპტუალური ღერძია - თამაშის სოციალური სახეობიდან “მარინობანა” -დან ეგზისტენციალურისკენ გადასვლა
მარინობაზე:

,, მარინობანას - ორი უნდა,
მარინობა კი - მარტოობაში ითამაშება”
პიროვნული თვითპროექტირების, ,, როლ-მოდელის” მოტივები ჩნდება.

ფინალი - პრაქტიკულად ღიაა.
ბოლო ფრაზა უკვე ახალ პრობლემასთან “საკუთარ თავად ყოფნის” , “საკუთარი თავის თამაშის” მოტივთან გვტოვებს.


Posted by: პადჟიგაწელი 21 Feb 2024, 11:50
nino darbaiseli
QUOTE
მანდ კონცეპტუალური ღერძია - თამაშის სოციალური სახეობიდან “მარინობანა” -დან ეგზისტენციალურისკენ გადასვლა
მარინობაზე

ნამდვილად, თან ძალიან სევდის მომგვრელია მაგ კველაფრის გააზრება, მაგრამ რამდენად სწორად ვიაზრებ ეგ არ ვითსი sad.gif
თითქოს კველანი ერთიდაიგივე გზას გავდივართ და ეს გზა მარტოობისკენ მიდის sad.gif
ბოდიში და რაც მიკვარდა დრომ კველაფერს დედამოუტკნა, სხვა სიტყვბით რო ვთქვა უბრალოდ იმ სათქმელს ვერ მოვიტან რაც ამ სიტკვებს მოაქვს და ეს უნდა მეთქვა, ბოდიში კი იმის გამო რომ ბილწი ლექსიკა არ უხდება აი ამ საუბარს
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა კარგ საქმეს აკეთებთ იმ ადამიანებისთვის ვინც სტრიოქნებს შორის ეძებს რაღაც ნაცნობს, რომელიც აგრძნობინებს რომ ის მარტო არაა, და მხოლოდ ის არ წუხს sad.gif

QUOTE
ფინალი - პრაქტიკულად ღიაა.
ბოლო ფრაზა უკვე ახალ პრობლემასთან “საკუთარ თავად ყოფნის” , “საკუთარი თავის თამაშის” მოტივთან გვტოვებს.


არამხოლოდ ღიაა არამედ უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ამიტომ საკუთარი თავის თამაშის მოტივის ავტორისეული გაგება ცოტა ბუნდოვანია, შეიძლება სათქმელიც ეგ არის, რომ თავად უნდა გადავწკვითოთ რისი გვჯეროდეს, ან იქნებ ვცდები, ბოლო დროს ხშირად ვცდები ხოლმე, ბოდიში რო თავს მოგახვიეთ ეს აბდაუბდა sad.gif

QUOTE
ნეტა მარინას მარინობა უთამაშია?

არ ვიცი ის შეგრძნებები სიტკვით როგორ გადმოვცე რაც ამ კითხვას მოაქვს sad.gif




Posted by: nino darbaiseli 25 Feb 2024, 21:12
QUOTE (პადჟიგაწელი @ 21 Feb 2024, 11:50 )
nino darbaiseli
QUOTE
მანდ კონცეპტუალური ღერძია - თამაშის სოციალური სახეობიდან “მარინობანა” -დან ეგზისტენციალურისკენ გადასვლა
მარინობაზე

ნამდვილად, თან ძალიან სევდის მომგვრელია მაგ კველაფრის გააზრება, მაგრამ რამდენად სწორად ვიაზრებ ეგ არ ვითსი sad.gif
თითქოს კველანი ერთიდაიგივე გზას გავდივართ და ეს გზა მარტოობისკენ მიდის sad.gif
ბოდიში და რაც მიკვარდა დრომ კველაფერს დედამოუტკნა, სხვა სიტყვბით რო ვთქვა უბრალოდ იმ სათქმელს ვერ მოვიტან რაც ამ სიტკვებს მოაქვს და ეს უნდა მეთქვა, ბოდიში კი იმის გამო რომ ბილწი ლექსიკა არ უხდება აი ამ საუბარს
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რა კარგ საქმეს აკეთებთ იმ ადამიანებისთვის ვინც სტრიოქნებს შორის ეძებს რაღაც ნაცნობს, რომელიც აგრძნობინებს რომ ის მარტო არაა, და მხოლოდ ის არ წუხს sad.gif

QUOTE
ფინალი - პრაქტიკულად ღიაა.
ბოლო ფრაზა უკვე ახალ პრობლემასთან “საკუთარ თავად ყოფნის” , “საკუთარი თავის თამაშის” მოტივთან გვტოვებს.


არამხოლოდ ღიაა არამედ უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ამიტომ საკუთარი თავის თამაშის მოტივის ავტორისეული გაგება ცოტა ბუნდოვანია, შეიძლება სათქმელიც ეგ არის, რომ თავად უნდა გადავწკვითოთ რისი გვჯეროდეს, ან იქნებ ვცდები, ბოლო დროს ხშირად ვცდები ხოლმე, ბოდიში რო თავს მოგახვიეთ ეს აბდაუბდა sad.gif

QUOTE
ნეტა მარინას მარინობა უთამაშია?

არ ვიცი ის შეგრძნებები სიტკვით როგორ გადმოვცე რაც ამ კითხვას მოაქვს sad.gif

მადლობა ამ მართლაც შესანიშნავი რევიუსათვის.
თან როგორი მოულოდნელი იყო ჩემთვის, ვერ წარმოიდგენთ!

ახლა ცოტა გავმხიარულდეთ!

#ლექსები
(ციკლიდან - “ირონიულ-პაროდიულები”)

ნინო დარბაისელი

“ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა”

ამა ხილვამ გამახევა:
- არ მოწყვიტო ვაშლი, ევა,
არ გაბედო მაგ ხის ნძრევა!
ეს სამოთხე - წაგერთმევა,
დასარხევი - დაირხევა,
დასახევი - დაიხევა,

მთელს სამყაროს ელის ძლევა!
ძლევა,
ძლევა,
ძლევა,
ძლევა!
არ ჩაკბიჩო ვაშლი, ევა,
ადამ, არ დაგღუპოს მადამ!
-ვაშლს ინებებთ, მადამ?
მადაააამ!
* * *
აქ ერთ ფოტოზე მეტს ვერ ვდებ. დანარჩენი საილუსტრაციო მასალის ნახვა შეგიძლიათ ფეისბუქის ჩემს გვერდზე

#დილაუზმოს_ფიქრებიდან
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები

ნდს

ტყუილი თუ კონფაბულაცია

ყოველთვის, ერთმნიშვნელოვნად, იტყუება თუ არა ადამიანი, მაგალითად, პოეტი, როცა საკუთარ წარსულს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვაგვარად გადმოგვცემს, ზეპირად თუ წერილობით?
ცალკეულ, მაგ. ტოტალიტარისტულ პირობებში - ეს თვითგადარჩენის მოტივითაც შეიძლება აიხსნას, მაგრამ შემთხვევები, რომელიც ამ ფარგლებში ვერ თავსდება?
ყოველთვის სანდოა თუ არა ავტორისეული ნათქვამი, როგორც წყარო?
შეიძლება თუ არა მასზე, როგორც უტყუარ, დოკუმენტურ მონაცემზე დაყრდნობა, სხვათა მიერ სტენოგრამულ ოქმადაც( http://galaktion.ge/?page=Diaries&year=1947&p=1&id=6861 )
რომ იყოს გაფორმებული, თუნდაც, ხელმოწერილ-ბეჭედდარტყმულიც კი?
სხვათა მიერ, მოგონებების სახით გადმოცემული, მემორიალური მასალა რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციფიკური, ობიექტურ-სუბიექტური წყაროა, მოტივთა, ხედვა-ინტერპრეტაციათა, მეხსიერებით ცდომილებათა და ა.შ. მთელ სიმრავლეს რომ შეიცავს და კვლევისას უტყუარ დოკუმენტად არ გამოდგება ან ყოველ შემთხვევაში, დიდი სიფრთხილითაა გამოსაყენებელი, - ეს ხომ ცნობილი ამბავია!

ამ პრობლემას არცთუ იშვიათად აწყდება ამა თუ იმ ავტორის ბიოგრაფიის რეპროდუცირებისას, მისი “ფაქტობრივი” მონაცემების, როგორც შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტის ამხსნელ-გასაღებად გამოყენებისას ქართული ლიტმცოდნეობა.

კითხვაზე- მუდამ სანდოა თუ არა თვით ავტორისეული
ნათქვამ- ნაწერიც კი, როგორც წყარო?
თუნდაც გალაკტიონის მდიდარი არქივის მონაცემთა გათვალისწინებით, მე ვიტყოდი, რომ - არა!
…და ფსიქოლოგია- ფსიქიატრიაში ამას თავისი ახსნა აქვს.

***

ზოგადად, საქართველო, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, მათ რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საზოგადოებრივად, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ფორმითაც კი - დაავადებადაც არ მიიჩნევა; თავისებური გამამართლებელიც კი არის ამა თუ იმ კანონდარღვევისა საზოგადოებაში .
,,მთვრალი კაცი - კაი კაცი” - გაიგონებთ ხშირად.
რაღა დროს ალკოჰოლის ამბებია, ან თუნდაც ნიკოტინისა, ნარკოლოგიური პრობლემები უდგას ქვეყანას მთელი სიმწვავითო - მეტყვის ვინმე.
კი ბატონო, მსმენია!…
მაგრამ მიუმატეთ ალკოჰოლიზმს ალცჰაიმერის, დიმენციის ადრეული ფაზების გამოვლენათა შემთხვევებიც და თითქმის სრული პაკეტი გამოვა უამრავი კრიმინალის მოტივთა ასახსნელად.
თუმცა სად - კრიმინალი და სად - ლიტმცოდნეობა!
სულ სხვა - არა ჩვენი კომპეტენციის სფეროს მივადექით…
ბრუნი უკან!

***
იტყუებიან თუ არა პირები, რომელნიც რეალურად არმომხდარ ამბავთა გადმოცემისას გულწრფელნი არიან?
საქმე ისაა, რომ, როგორც მეცნიერული გამოკვლევები გვარწმუნებს ისინი კი არ იტყუებიან, საკუთარ წარმოსახვას რეალობისგან ვერ მიჯნავენ და მას უტყუარ რეალობად აღიქვამენ.
ისევე რეალურად განიცდიან მას, როგორც ნამდვილად მომხდარს და აქ გარეშესათვის კი არა, თვით კონკრეტული პირისთვისაც ძნელია, გამორკვევა და გამიჯვნა გარემო საშიშროებისაგან თვითგადარჩენის მოტივით ნათქვამი სიცრუისა და წარმოსახვისა.
ეს მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ადრეულ ასაკში განცდილი, პოსტ-ტრამვული მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს ტრამვა კი თავისი მხრით, ფსიქიკურიც შეიძლება იყოს და ფიზიკურიც.


***
თვით ყველაზე რეალისტურ მწერლობასაც კი საქმე წარმოსახვასთან და გარკვეული დოზით , გამონაგონთან აქვს, ამას განაპირობებს თუნდაც ვერბალიზაციისა და ლიტერაციის ფენომენი, ენა.
მაგრამ ეს არის შემოქმედებითი, მხატვრული წარმოსახვა, გამონაგონი. შემოქმედებითი აბცესის მდგომარეობის მიუხედავადაც კი, საღი ფსიქიკის მქონე ავტორს შესწევს უნარი, გამოაღწიოს, ასე ვთქვათ, დროებითი, “ნებაყოფლობითი სიგიჟის მდგომარეობიდან” და კვლავ გაწონასწორდეს. დარღვეული, უკვე დაავადებული ფსიქიკის პირობებში ეს შეუძლებელია და შეიძლება ვთქვათ, ამით განსხვავდება “შემოქმედებითი სიშმაგე, სიგიჟე” ავადმყოფობისაგან.
ეს გარეგნულად ძალიან ჰგავს იმას, რასაც მეცნიერნი კონფაბულაციას უწოდებენ. თუმცა ძირეულად განსხვავდება მისგან. მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი თემაა და ერთ ფეისბუქურ პოსტში გაშუქება - წარმოუდგენელია.

უმჯობესია, გავარკვიოთ რა არის კონფაბულაცია. გავეცნოთ ტერმინის მნიშვნელობას!

თარგმნისგან რომ თავი ,, გადავირჩინო”, სიმარტივისთვის ქართულ ინტერნეტ წყაროს მოვიხმობ.
იგი წარმოდგენას კი გვიქმნის, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ სავსებით ასახავს საგანს… მაგრამ სალექსიკონო განმარტებას ეს ხომ არც მოეთხოვება. ჩვეულებრივ, მას თავისი “გაცნობითი ფუნქცია” აქვს:

“კონფაბულაცია
კონფაბულაცია - (confabulation) მეხსიერების დარღვევა, რომელიც აღინიშნება ნათელი ცნობიერების ფონზე და ხასიათდება ცრუ მოგონებებით წარსულ მოვლენებსა და საკუთარ გამოცდილებაზე. ცრუ მოგონებები, ჩვეულებრივ, ცუდად ორგანიზებულია და იმისათვის, რომ მათი პროვოცირება მოხდეს, აუცილებელია დამატებითი სტიმული; იშვიათად, შეიძლება იყოს მყარი და სპონტანურად აღმოცენდეს; ზოგჯერ აქვს გრანდიოზულობის ტენდენცია. ჩვეულებრივ, კონფაბულაცია აღინიშნება ორგანული ამნეზიური სინდრომების (მაგ., კორსაკოვის სინდრომი) დროს. მისი გამოჩენა და განვითარება შეიძლება იატროგენულ ბუნებას ატარებდეს. არ უნდა მოხდეს მისი აღრევა შიზოფრენიისათვის დამახასიათებელ მეხსიერების ჰალუცინაციებთან ან pseudologia fantastica-სთან (Delbruck–ის სინდრომი).”

https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/კონფაბულაცია

დამატებით განვმარტავდი, რომ აქ ნახსენები “კორსაკოვის სინდრომი” , რომლის შესახებაც დაინტერესებულ პირს ინტერნეტშიც შეუძლია მოიძიოს კონკრეტული მასალები, სწორედ ალკოჰოლიზმს უკავშირდება.
აქ კი კვლავ ქართული ლექსიკონიდან ვდებ განმარტებას:

“კორსაკოვის ფსიქოზი - (Korsakov psychosis) სინდრომი ხასიათდება მეხსიერების მნიშვნელოვანი და მყარი დაქვეითებით. იგი აერთიანებს უახლეს მოვლენებზე მეხსიერების გამოხატულ დარღვევას, დროში ორიენტაციის დარღვევას და კონფაბულაციებს. სინდრომი აღენიშნებათ ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პირებს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზის (განსაკუთრებით, delirium tremens-ის ანუ თეთრი ცხელების) გადატანის შემდეგ ან, უფრო იშვიათად, ვითარდება ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომის ფარგლებში. ჩვეულებრივ, თან ახლავს პერიფერიული ნევრიტები და შესაძლოა შერწყმული იყოს ვერნიკეს ენცეფალოპათიასთან. პირველად კორსაკოვმა აღწერა 1889 წელს.”

***
ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიურ- ფსიქიატრიული ტერმინი დაგვეხმარება არაერთი ლიტმცოდნეობითი პრობლემის არსში გასარკვევად.
მეტადრე, გალაკტიონის შემოქმედებისა და ბიოგრაფის არაერთი ბუნდოვანი მომენტის ახსნაში. თუნდაც “მერის ციკლის” ლექსებისა და ავტორისეული მოგონებების ასპექტთა გარკვევაში.
მაგალითად, გასაგები გახდება, ტყუილი თქვა, თუ კონფაბულაციის წყალობით, მართლაცრეალობად განიცადა პარიზში 1935 წელს წარგზავნილმა ეს წარმოსახული შეხვედრა და შესაბამისად ყვებოდა კიდეც, როგორც რეალობას.

user posted image

Posted by: nino darbaiseli 2 Mar 2024, 00:47
#ლექსები

ნინო დარბაისელი

აფრის ტკაცუნი

(მსოფლიო ჩემპიონ დავით გურგენიძეს - პაოლოს ბიოგრაფიის საჭადრაკო ნაწილის აღმოჩენა-გაშუქებისთვის)

კვლავ მეტირება
ან ოკეანის გადაღმიდან ვიღას შევბღავლო,
ან ეს ტირილი რით გავათავო,
პაოლო, სანთელო,
ადრე ჩამქრალო, ხატწინ ბოლომდე დაუღვენთავო!

კარგი გინდოდა და გაბრალეს მუდმივად ავი,
ის მოგიგონეს,
რის გულისთვისაც გაწირე თავი!
რეპრესიებსა,
იმათ სიებსა და მათ მგმობელებს,
ფლიდის ფლიდზე დამამყნობელებს,
რაც საერთო აქვთ,
არის სიკვდილის დაკნინება,
დაკნინებაში გუგულური შეხმატკბილება?
რას იზამ, გასდით, ასეთი აქვთ რადგანაც ნება
და თუ მორჩილად გავუჩუმდით,
შენი ამბავი
აღარასოდეს აღარავის ეცოდინება!

რეპრესიების დროს ჩადენილი
თვითმკვლელობა -
“ოტტეპელისას” ამსუბუქებს
და აარაფრებს?
რა რჩება მაშინ?
აფრის ტკაცუნი ვაჟკაცური
უნდა ჩაეხშოს ხომალდური
საყვირის ხმაში?

სინამდვილეში ყველამ იცის, ვინ რა კაცია,
“მან თვითმკვლელობით მოგვიწყოო პროვოკაცია” - ბრძანებს ბერია,
ხმა წარსულიდან მონაბერია.
დღეს კი რა ხდება,
გამოინგრა ციხის რიკული?
მიდგომა მოსდგამთ ისევ ნეო- ბოლშევიკური.
ყველა წმინდაა, ვინც კი მათია,
პროგრესულია, ვინც ოდესმე მათთან ათია,
ყველა ბრძენია, დიადი ცოდნის ათინათია…
შენ კი ჰადესი მარტოკამ ჩავლე!
სისხლში გახამდა,
რაიც მარტომ ამოიხავლე,
შენი გულისთვის ყველა სავლე გახადეს პავლე,
“თეთრ ლაქად” დათქვეს გზა,
რომელიც ზრუნვაში გავლე,
ყველა შენ მოგდგა,
ვინც ვერ ნახა საგადასავლე,
შენ დაგეხარბა, ვერ იპოვა ვინც სანადავლე!
ბევრსაც ეცადნენ,
მიენავლე,
შენ, ვინც პროტესტი
თვითმკვლელობით - შენს სისხლში ავლე,
რად მოიწყინეს მიმდევრებმა ხანგრძლივი მოდის?!
არქივებშია ყველაფერი,
შენი დრო მოდის,
პაოლო, პავლე იაშვილო,
პაოლო-პავლე!

Posted by: nino darbaiseli 11 Mar 2024, 08:42
#ლექსები

ძვირფასო მეგობრებო, ვინც ამ პოემის სხვა ნაწილებს თვალს არ ადევნებდით, ან ბიბლიას კარგად არ იცნობთ, წაკითხვაზე ნუ მოცდებით.

ნინო დარბაისელი

პოემიდან

ქალი- სხეულით გამათბობელი
(ფინალი)

აბიშაგის და ადონიასი

ო, ადონია,
მცოდნოდა მაინც, ვინ იყავი!
მცოდნოდა მაინც,
თავდავიწყებას რომ ვეძლეოდით ღობის ძირში ან ბნელ ტალანში,
ფეხზე წამომდგარს მოგაბრუნებდი,
ნამდვილ სახელს დაგიძახებდი.
ან შვილი მაინც შემრჩენოდა,
არ მომწყვეტოდა,
ძუძუს ვაჭმევდი,
ცხვარში, მწყემსებში გაიზრდებოდა,
დრო მოაწევდა და ერთ დღესაც, როგორც თქმულია,
მეფე დავითის მონაგარი აღმოჩნდებოდა,
იქნებ ტახტისკენ გზაც გაეკვალა.
ახლა შორიდან,
უნახავად უნდა გიტირო,
შენ მეფის ძეო,
დავითის ძეო,
ადონია,
მძლეთა-მძლეო,
ყოვლის გამძლეო!

ნეტა სოლომონს რაღად ვუნდოდი,
რამდენი ცოლი, რამდენი კიდევ კონკუბაინი!
თუ სადმე ნახა ლამაზი ქალი,
ან ცოლად ირგო ან ჰარემში დაიბინავა.
ბრძენი არისო,
მამამისი ირწმუნებოდა,
სამეფოს ვანდობ, არაფერი შეეშლებაო,
ბერშიბა მაინც არ მოგეგზავნა მთლად სოლომონთან,
არ ეთქვა ჩემზე, აბიშაგი, შუნამითი ცოლად უნდაო.
ნეტა გენახა, როგორი თვალით მიყურებდა ყოველთა დედა დედოფალი!
შენ უნდიხარო?
ცოლადაო?
შენ? თაგუნაო?
დადექი, კარგად შემოგხედოო!
დღეიდან მორჩა,
წამოხვალ და ხელზე მოახლედ დამიდგებიო,
ჩაცმაში უნდა მიშველოო,
კიდევ სასახლე დამიგავოო.

ასე დამთავრდა ამ სასახლეში ჩემი ამბავი.
არა - თაგუნას, ემის შერქმეულს,
უკვე აბიშაგს დამიძახებენ.
მაინც კარგია, ახალმოსულს ხომ მარწმუნებდნენ,
ვინც შემოსულა,
ან თვალხილული,
ან ენისწვერდაუცვეთელი,
ანდა ცოცხალი არ გასულაო.
ერთს, გულამოთქმით დაგიტირებ,
ო, ადონია,
მეფობის ღირსო,
მეფისა ძეო,
აბსალომის მერე შობილო,
სათქმელს არაფერს ჩავიტოვებ და იმის მერე არც მინდა ენა.
დღის შუქში მაინც,
ერთხელ მაინც დამენახა შენი მკლავები,
კლდეო მაღალო,
კლდეო სალო,
მიწისძვრისგან ჩამოქცეულო,
ან სამოსელი დამენახა მეფისწულური,
ან მდინარეში შენი ნაქნევი ხმლის კვალისთვის წამით მეცქირა,
ან შენი ხაფი ხმა გამეგონა,
ომიდან მოსულს გამარჯვებით ერთხელ ჩემს წინაც დაგეყარა ნაალაფარი
და მე იქიდან ერთი პატარა ბეჭედი,
ანდა ყელსაბამი ამომერჩია!

ჩემს თვალწინ იყო,
ძირს გართხმული ბეთშება , ჩვენი დედოფალი
ჩვენს მეფე დავითს მორჩილად რომ ევედრებოდა,
თუკი პირობას არ შემისრულებ და სოლომონს ახლავე არ გაამეფებო,
გვიანდებაო.
ადონიამ თავი მეფედ გამოაცხადა,
შესაწირავიც უხვად გაიღო,
ქვეშევრდომებიც ლამის ყველა ერთგულებაზე დააფიცაო.

მცოდნოდა მაინც, რა ხდებოდა,
იქნებ დროული სიტყვით მეშველა.
გამეფებულს კი სიტყვა ჰკადრა.
ცოლად მოუნდა აბიშაგიო, შუნამითელი? - გაცხარდა მეფე,
არად ჩააგდო საკუთარი დედა დედოფლის სათხოვარი, მარჯვნივ მჯდომარის,
და ბენაიას დაავალა ადონია შენ მოკალიო,
და ბენაიამ უმორჩილესად აღასრულა ბრძანება იგი სოლომონისა.

თავიდან შენზე გული გამიტყდა,
როცა გავიგე,
მთელი ეს ხანი თურმე სასახლის,
მეფის კარიდან ამბის გამტანად მიყენებდი ჩემუნებურად,
ასე ვიფიქრე:
ემი ტყუილად კი არ ამბობდა, კაცს არ ენდოო.
და ესეც - კაცი!
სულ მატყუებდა,
რომ დავფეხმძიმდი,
გადაიკარგა,
სასიკვდილოდაც არ დამინანა,
რაღა დროსია, ახლა გავიგე,
რომ უხსოვარ დროს ჩვილად მომკვდარა,
შენ ვის შვილადაც ჩემს წინაშე თავს ასაღებდი,
ხოლო მანამდე სასახლიდან ამბის გამტანად სხვას იყენებდით,
ვითომშვილობით მთელი ცხოვრება ატყუებდით საცოდავ ემის,
ისიც გულწრფელად,
სულ წვრილ-წვრილად რომ გიყვებოდათ,
სადაც კი რასმე ყურს მოკრავდა,
მეფე დავითის საერთგულოში თუ რამ ხდებოდა!

შენ კი,
შენ მართლა გყვარებივარ,
დედოფლად სურდი, შენ აბიშაგი, შუნამითი,
რომ მოესწროო, გამაგონეს...
როგორ ყოფილა!
ქალს და კაცს შორის რაც რამ არსებობს,
ვნებაც რომ იყოს წამლეკავი,
სიყვარულობას დაიბრალებს, ვიდრე გაუვა,
თვითონ წყვილებიც ათას რაღაცას აჰკიდებენ,
დააბრალებენ,
ხოლო ნამდვილი სიყვარული, ვიდრე არსებობს,
სახეს არასოდეს გამოაჩენს
და როცა ქრება,
როცა უკვე აღარ არსებობს,
მისი ამბავი მხოლოდ მაშინ,
მონაყოლით
და მონაგონით-ღა დაიჯერება.
და ვინც რა იცის სიყვარულზე,
ყველაფერი- მონაგონია.

user posted image
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხადუმი

სამეფოდ მზრდიდნენ, დედოფალო,
ჩემს ქვეყანაში,
როცა შემიპყრეს თხუთმეტი წლისა,
როცა აქეთ წამომიყვანეს,
მეფემ ხომ მკაცრად გააფრთხილა
ასისთავები,
ამას ხელი არავინ ახლოს
დედოფლისათვის ძღვნად მჭირდებაო,
ვინ დამინდობდა,
ასოსთავებიც და ქალნატრული მეომრებიც
სულ ჯგუფ-ჯგუფად მეუფლებოდნენ.
ბოლოს დამაგდეს მომაკვდავი,
სულ ბოლოს,
როცა გავსისხლმდინარდი,
ისევ ქალებმა მომიარეს,
გადამარჩინეს,
ხმა ამომეღო?
ვინმეს რამეს გავაგონებდი?

ხელქვეითების წესი არის შურისძიება.
მეფეს - მეფობას ვერასოდეს აპატიებენ.
თვით მესასმისე,
ხომ მეფის პირის მეღვინეა
და ჩემი თვალით შევსწრებივარ, ყმაწვილობისას,
მოფარებულში ხელმწიფის ჯამში რომ იფურთხება
და მესაწოლეც -
იჭინთება და მონდომებით
მეფის მოსვლამდე საბრძანისში ჰაერს აფუჭებს.

საჰარამხანოდ,
ძღვნად მეფე როცა მამზადებდა,
თვემდე დასჭირდა.
რომ წამიყვანეს უთენია,
შანთივით რაღაც იარაღით სათქვენოდ დამასაჭურისეს,
წინაც დამცვითეს,
გამდნარ ფიჭაში არეული მალამოებით მიმომლესეს,
ოცდაერთი დღე დასაბანად ვერ შემიყვანეს.
მერე აბანო გაახურეს,
კარგად დამზილეს,
ნელსაცხებელიც არ დაუკლიათ,
შემმოსეს ფერად-ფერადებით,
სირმა- ფოჩებით,
თქვენთვის მოსართმევ ძღვენს რარიგადაც ეკადრებოდა,
უხვია მეფე!

მომღერალი ვარ,
პოეტი ვარ,
ერთი მათგანი,
ვინც ულამაზეს ქალთა კრებულში
ტრიალებს მუდამ,
ვინც ზოგისათვის ერთადერთია,
მოკაზმულობას
ან სილამაზეს ვინც მოუწონებს,
მაგრამ ვერცერთი ქალი მისი ვერ შეიქნება.
რა შემიძლია?!
რაც და სადამდეც შემიძლია,
უკან არასდროს დამიხევია,
განა ხადუმად ამისთვის არ გადამაქციეს?

ათი წელია,
მზის სხივს სარკმელთან ვეგებები,
ათი წელია,
ღინღლი - წვერადაც აქ გადამექცა,
აქ დამიმსხვილდა ეს მხარ-ბეჭიც,
ათი წელია,
მე ნამდვილი,
ვარსკვლავიანი ზეცა აღარც კი დამინახავს.

აქ, ამ დარბაზში შემოვდივარ,
დროს რომ ვიპოვი და ამ ლურჯ გუმბათს ვარსკვლავებით მიმოხატულს,
ამ კენტ ღრუბელს,
ამ ოქროს მთვარეს ასე ავცქერი,
ზემაცქერალი თითქოს ნამდვილს ვესაუბრები.

ადამიანი თავდახრილთა მოდგმისა არის,
მიწას ხნავს, დაბლა იყურება,
კითხულობს?! - დაბლა იყურება,
მიდის?!- ჯობია, დაბლა იყუროს,
წინ იყუროს
და არა სადღაც, უკან-უკან!
წერს?! - ძირს დასცქერის,
კისერი უნდა მოიდრიკოს ყველა მწერალმა!
ერთადერთია მამაცი - ომში - მტრისკენ როცა გაიხედავს, თვალს გაუსწორებს!

და ავიწყდება ადამიანს,
საით უნდა იხედებოდეს.
სმა თავდახრილმაც რომ დაიწყოს,
თასის ბოლოში როცა ჩავა,
ბოლოს კისერი უნდა გამართოს,
უნდა თუ არა, ცას ახედოს!
ადამიანი
ნამდვილ ზეცას უნდა უცქეროდეს თვალმოდარაჯედ.
ყველა ნათქვამი - ტყუილია,
ყველა ნამღერი - ტყუილია,
ყველა ნასიზმრი - ტყუილია,
ზეცა თუ არ გამოუვლია!

ჩემი მზე შენ ხარ, დედოფალო,
წლები გავიდა და ხელმწიფეს არც ახსენდები,
თავისი მიწის დამტოვებელი,
ვირზე შემჯდარი,
ბრძენი ქვრივი აბიგაილი.
წლები წასაღებს არსად ტოვებენ,
აბიგაილ!
უწყლოდ დამჭკნარიც ლამაზია ვარდი -
ხავერდი,
ოღონდ შორიდან, თორემ თითებში შემოგეფშვნება,
მარტო ვმღერივარ და ვარსკვლავებით მოჭედილი შორი გუმბათი ექოდ მიბრუნებს:
ჩემი დედა ხარ,
დაც და შვილიც,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
მიყვარხარ, ჩემო დედოფალო,
როგორ დავფარო,
არ დაადუმო,
არ დაადუმო შენი ხადუმი!

user posted image

Posted by: nino darbaiseli 12 Mar 2024, 18:22
#დილაუზმოს_ფიქრებიდან

ნდს

შუნამიტიზმი - ქალწულის სხეულით ჩალოგინებული მოხუცებულის გათბობა

როგორც იქნა, გავაერთიანე პოემად ან ნარატიული წრით შეკრულ ციკლად თხუთმეტი ლექსი აბიშაგის შესახებ და ერთ ძალიან კარგ ჟურნალს გავუგზავნე.
ერთ თვეში წელი გახდება, რაც ამ ამბავზე ვმუშაობდი და თანდათანობით აქაურ, ფეისბუქმეგობრებს ვაცნობდი.
საბოლოო სახის მიცემამ, გაერთიანებამ მოითხოვა გარკვეული ცვლილებების შეტანა ლექსებში.
რაზეა ეს ყველაფერი?
შუნამიტიზმის შესახებ.
შუნამიტიზმი - მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა სახელით დღემდე მოქმედი პრაქტიკაა - ადამიანის, ქალის სხეულის ბუნებრივი ტემპერატურის, მისი რელიგიურ-მისტიკური (ჩინური, კორეული) უნარების გამოყენება ხანდაზმულთა მკურნალობის მიზნით.
სხვადასხვა კულტურა აქ სხვადასხვა დონემდე მიდის. რაც საერთო აქვთ, ჩემი აზრით, არის ის, რომ ქალი უნდა იყოს ქალწული, ასე 12 წლის მიდამოებში და ხანდაზმული კაცის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება მასთან - არ არის საჭირო და კარგი მისი ჯანმრთელობისთვის.
ასეთი - სხეულით გამათბობელი ქალები, ჩვეულებრივ, დაბალი წრიდან იყვნენ არჩეული და მაღალი წრის მოხუცებს ემსახურებოდნენ. ზოგი ტრადიციით, ცოლად ან ოფიციალურ საყვარლად, კონკუბაინად იყვნენ აღიარებულნი.
ებრაელთა დიდ მეფეს, დავით წინასწარმეტყველსაც ჰყავდა ასეთი - სახელად აბიშაგი - გოგონა შუნემიდან. (შუნემი - ზუსტად რა ადგილია დღეს, ძნელი სათქმელია) მისი წარმოშობის ადგილის სახელს უკავშირდება სამედიცინო ტერმინები - შუნამიტი და შუნამიტიზმი, რომელიც აღმოსავლურად სხვაგვარად იწოდება.
საკუთრივ ჩემი გამონაგონი - ამ ნაწარმოებში - მაქსიმალურად მცირეა. ძირითადად ბიბლიას მივყვები.
ვცადე ახსნა-ინტერპრეტირება ცალკეული, მწირად გადმოცემული მომენტებისა და დაკავშირება სხვადასხვა ბიბლიოლოგიური კონცეფციისა.
მოკლედ, აქ აბიშაგის ამბავია გადმოცემული და ცხადია, ამისთვის ბიბლიის გარდა, სხვა ისტორიული, ეთნოგრაფიული, მხატვრული და აშ ლიტერატურის შესწავლაც დამჭირდებოდა.
დაწერით კი დავწერე და წარმოსახვებით იმ ეპოქაში ვიყავი, მაგრამ თანამედროვე ქართველ მკითხველს - რა?
რატომ უნდა მოცდეს ვინმე ამის კითხვაზე, მართალი გითხრათ, აზრზე არა ვარ.

https://en.m.wikipedia.org/wiki/Shunamitism

15 ლექსისგან შედგება, ვცადე დადება და ერთ პოსტში არ ჩამეტია.
იმხელას რა წაგაკითხებთ და მაინც, გადათვალიერება რომ მოგინდეთ, ლიტსაიტის ლინკს გიდებთ.
იქ მთლიანად დევს.

ვაიმე, რა ვეებერთელა გამოსულა!
მთლიანად ვერ იდება და ლინკს დავაგდებ ლიტერატურული საიტიდან, სადაც მთლიანად, უპრობლემოდ დევს.

http://urakparaki.com/?m=4&ID=113939

Posted by: nino darbaiseli 17 Mar 2024, 21:29
#ჩემი_მხიარული_რითმებიდან

ნინო დარბაისელი

მთავარია პიარი!

სადაც კი ბეცი არი,
სადაც კი მხეცი არი,
სადაც ზარმაცი არი,
სადაც რამ -ცი კი არი,
მიდის ერთი პიარი!
ყველა არხით პიარი,
ინტერნეტით - პიარი
და პრესითაც -პიარი,
მთელი ჩვენი მედია ამის ზვარაკი არი!

ხელთ აქვთ ტელეარხები,
შველით ფული ტიალი.
სადაც მოსაწევია, ანუ კანაფი არი,
სხედან დაბოლილები, ერთი ლაყაფი არი,
დიდია თუ პატარა, ტყუილნაყლაპი არი.
განაბული უცქერენ, სადაც განაბი არი,
ორი სამი მხრისაგან - მტრისგან “ნავერბი” არი,
მიდის სისულელეთა ტრიალი და ტრიალი.
ვინ დაეძებს სიმართლეს,
მთავარია პიარი!

არ მოსწყინდა მთქმელ-მომსმენს ბოდიალი, რიალი,
აშლილი როიალი,
ეკრანიდან ღრიალი,
არის დიდი წრიალი,
ზუზუნი და ზრიალი,
ჭორები ნაჭიარი,
სისულელე ზიარი,
ხიბლავთ ძველი ბოზობა, ნაზად ანაღიარი,
და აქტრისის ცრემლები, ყალბად ანაღვიარი.

სადაც შტერი კი არი,
სადაც ბრიყვი კი არი,
უწიგნური კი არი,
უსინდისო კი არი, დიდად ანაღიარი,
სადაც ვერაგი არი,
ეკრანს დაეპატრონა,
“სთრეითი” თუ “ქვიარი”,
მკითხავ-მარჩიელთაგან ყველგან ნაქექი არი.
ვინ დაეძებს სიმართლეს,
სადაც კი ტრაპი არი,
პირის პეროგაჩრილის
მიდის დიდი პიარი.
სადაც - რამ ზღაპარია, სადაც - არაკი არი.
ყველაფერი საღდება -
მთავარია პიარი!
პიარი და პიარი,
პიარი და პიარი!

ეკრანს შესჩერებია ხალხი დანამშიარი,
აღარც სასმელი არი, აღარც საყლაპი არი,
აღარც საშველი არი, აღარც კაპიკი არი…
ხალხი მაინც აიტანს,
ხალხი?! - არიფი არი,
თეთრია თუ შავია,
მთავარია პიარი!
პიარი და პიარი
პიარი და პიარი…

ქვეყანა კი წამხდარა,
გლოვის აღაპი არი!

Posted by: OliverMess 17 Mar 2024, 21:40
nino darbaiseli
bis.gif love.gif ქალბატონო ნინო, სამხრეთ ნახევარსფეროში ბრძანდებით?

Posted by: nino darbaiseli 17 Mar 2024, 21:42
QUOTE (OliverMess @ 17 Mar 2024, 21:40 )
nino darbaiseli
bis.gif love.gif ქალბატონო ნინო, სამხრეთ ნახევარსფეროში ბრძანდებით?

არა, ჩრდილოეთია. აშშ, პრინციპში, ტენესი აქ სამხრეთული შტატია.

Posted by: 7soto7 18 Mar 2024, 00:19
nino darbaiseli
QUOTE
ღამე - ნეტარი, დღეები - თარსი,
მიყვარხარ - ოდნავ წვერგასაპარსი!

ნინო დარბაისელი


თქვენი ლექსია?

Posted by: პადჟიგაწელი 18 Mar 2024, 01:47
7soto7
ჩემი არ გჯერა გაფითსებ?
კიდე ხო არ მაწკენინებდი რამეს? sad.gif

nino darbaiseli
ქალბატონ ნინოს ვახლავარ, როგორ ბრდსანდებით?
ბოლო დროს თითქოს გზაგასაკარზე ვდგავარ და ვიხსენებ ვინ მიკვარდა, რა მიკვარდა, თუ რამდენჯერ მეწკინა, ან რამდენჯერ გამიხარდა
პოეზიამ თითქოს თავისი თავი ამოწურა, დარჩა კი საკითხი რაზეც არ თქმულა, დარჩა კი პრობლემა რაც არ განხილულა?
პოეზია ხო მხოლოდ ლამასი სიტკვათა წკობა არაა, მთავარი ხო სათქმელია, რომელმაც უნდა დაგაფიქროს და დარჩა კი რამე რაზეც არ გვიფიქრია?
ჩიხში ვარ ქალბატონო ნინო, ასეთ მდგომარეობაზე რამე ლექსი ხო არ გაქვთ შემთხვევით?



Posted by: nino darbaiseli 18 Mar 2024, 02:36
QUOTE (პადჟიგაწელი @ 18 Mar 2024, 01:47 )
7soto7
ჩემი არ გჯერა გაფითსებ?
კიდე ხო არ მაწკენინებდი რამეს? sad.gif

nino darbaiseli
ქალბატონ ნინოს ვახლავარ, როგორ ბრდსანდებით?
ბოლო დროს თითქოს გზაგასაკარზე ვდგავარ და ვიხსენებ ვინ მიკვარდა, რა მიკვარდა, თუ  რამდენჯერ მეწკინა, ან რამდენჯერ გამიხარდა
პოეზიამ თითქოს თავისი თავი ამოწურა, დარჩა კი საკითხი რაზეც არ თქმულა, დარჩა კი პრობლემა რაც არ განხილულა?
პოეზია ხო მხოლოდ ლამასი სიტკვათა წკობა არაა, მთავარი ხო სათქმელია, რომელმაც უნდა დაგაფიქროს და დარჩა კი რამე რაზეც არ გვიფიქრია?
ჩიხში ვარ ქალბატონო ნინო, ასეთ მდგომარეობაზე რამე ლექსი ხო არ გაქვთ შემთხვევით?

მოგესალმებით!
გამახარა თქვენმა გამოჩენამ. მდგომარეობა, რომელიც გაწუხებთ, ჩემთვის კარგად ნაცნობია.

მოდით, ასე მოვიქცეთ,
ავარჩიოთ:
ტრაგიკული შინაარსის ლექსი გირჩევნიათ, დრამატული თუ კომიკური,

ფორმა - კლასიკური, საყოველთაოდ გავრცელებული, მოხალხურო, მყარი, რამე მოდერნისტული?
გარითმული, გაურითმავი, ალაგ- ალაგ გარითმული, ვერბლანი, ვერლიბრი

ლექსიკა - არქაული, თანამედროვე სალიტერატურო,; ქალაქური, ცოტა სლენგით შეზავებული,

გამომსახველობითი საშუალებებიდან რას ანიჭებთ უპირატესობას: მეტაფორა- მეტონიმია, ეპითეტი და ეგეთი რამეები, განმეორებანი, გრამატიკული ტროპები.
ამოირჩიეთ, დამიწერეთ ეს ყველაფერი და ვცადოთ!

Posted by: 7soto7 18 Mar 2024, 10:35
პადჟიგაწელი
QUOTE
ჩემი არ გჯერა გაფითსებ?
კიდე ხო არ მაწკენინებდი რამეს?


არც მიფიქრია წკენინება...
ორი სტრიქონი რადგან იყო, ვიფიქრე, მთლიან ლექსს დადებდა და წავიკითხავდი..

Posted by: პადჟიგაწელი 18 Mar 2024, 11:07
nino darbaiseli
მადლობა საინტერესო შემოთავაზებისთვის 2kiss.gif
შინაარსი დრამატული ვცადოთ, დრამატულად კომიკურიც შეილება
გამომსახველობითში: ალეგორიას გამოვყოფდი, ირონიაზეც არ ვიტკოდი უარს, ლიტოტესიც მიზიდავს რო არ დაგიმალოთ, ნუ სიმბოლიზმზე აღარაფერს ვამბობ
ლექსიკა იყოს თანამედროვე სალიტერატურო ძირითადში, სლენგებიც შეილება თუ მოითხოვა და არქაული გადახვევებიც, პრინციპში ლექსიკა თქვენთვის მომინდია ისე ქენით როგორც გაგიშვებთ
ფორმაზეც არ მექნება პრეტენზია, რითმა მიყვარს მაგრამ უფრო გამომსახველობითი საშუალებების ინტერესი მაქვს, ამიტომ ალაგალაგ თუ იქნება რითმა არც ეგ იქნება პრობლემა, ვერლიბრზეც თანახმა ვარ, თუ ლიტოტესებს მოიტანთ


7soto7
:უსერ: up.gif



Posted by: 7soto7 18 Mar 2024, 11:18
პადჟიგაწელი

გატყობ საკმაოდ გათვითცნობიერებული ხარ...
იცი რა გინდა, რა მიმართულება მისცე შენს შემოქმედებას, მაგრამ ბევრს ხომ არ ითხოვ ქალბატონი ნინოსგან?
კარგი იქნებოდა ორი სტრიქონი შემოგეთავაზებინა.. შენი შემოქმედებიდან...

Posted by: OliverMess 18 Mar 2024, 15:44
პადჟიგაწელი
7soto7
lol.gif lol.gif facepalm.gif
nino darbaiseli
QUOTE
არა, ჩრდილოეთია. აშშ, პრინციპში, ტენესი აქ სამხრეთული შტატია.

ესეიგი თან ჩრდილოეთია თან სამხრეთია! უხხ! აი ეგ მიყვარს თქვენში რაა, სამხრეთული ტემპერამენტის ლავა, რომელიც დაადუღებს ერთმანეთზე ყველა არსებულ და არარსებულ რითმას და ყინულის პირამიდას გამოძერწავს ზედ ვეზუვზე! უხხ!! აი ძაან დიდი რიდი და პატივისცემა რო არა აქვე გამოგაცხადებდით ჩემი გულის უკუნჭულესი პოეზიის დედოფლად love.gif
აიეს ძაანმაგარი იყო რა
QUOTE
ხიბლავთ ძველი ბოზობა, ნაზად ანაღიარი,
და აქტრისის ცრემლები, ყალბად ანაღვიარი.
შიგ ჯიგარში ათიანში!
ოღონდ ერთი შეკითხვა არის- "აქტრისის ცრემლები" თუ "აქტრისას ცრემლები? ბრუნვის წესები მაინცდაამააინც კარგად არ ვიცი და როგორ აჯობებს?

Posted by: nino darbaiseli 18 Mar 2024, 18:07
QUOTE (OliverMess @ 18 Mar 2024, 15:44 )
პადჟიგაწელი
7soto7
lol.gif  lol.gif  facepalm.gif
nino darbaiseli
QUOTE
არა, ჩრდილოეთია. აშშ, პრინციპში, ტენესი აქ სამხრეთული შტატია.

ესეიგი თან ჩრდილოეთია თან სამხრეთია! უხხ! აი ეგ მიყვარს თქვენში რაა, სამხრეთული ტემპერამენტის ლავა, რომელიც დაადუღებს ერთმანეთზე ყველა არსებულ და არარსებულ რითმას და ყინულის პირამიდას გამოძერწავს ზედ ვეზუვზე! უხხ!! აი ძაან დიდი რიდი და პატივისცემა რო არა აქვე გამოგაცხადებდით ჩემი გულის უკუნჭულესი პოეზიის დედოფლად love.gif
აიეს ძაანმაგარი იყო რა
QUOTE
ხიბლავთ ძველი ბოზობა, ნაზად ანაღიარი,
და აქტრისის ცრემლები, ყალბად ანაღვიარი.
შიგ ჯიგარში ათიანში!
ოღონდ ერთი შეკითხვა არის- "აქტრისის ცრემლები" თუ "აქტრისას ცრემლები? ბრუნვის წესები მაინცდაამააინც კარგად არ ვიცი და როგორ აჯობებს?

მადლობა კარგი კომენტარისთვის.

ეტყობა, კარგად ვერ ავხსენი.
ვეცდები, ახლიდან განვმარტო.
აშშ - წარმოადგენს ნახევარსფეროს ჩრდილოეთის ნაწილში მოთავსებულ შტატთა ერთობას,
მის ქვემოთ, გლობუსს თუ შეხედავთ, არსებობს სამხრეთ ამერიკა, რომელშიც შედიან: ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი და ეგეთი, ძირითადად ესპანურენოვანი ქვეყნები.

ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია აშშ- ს “ ისტ კოსტი” - აღმოსავლეთ სანაპირო, - ატლანტიკის ოკეანის გაყოლებაზე, რომელსაც ქართველები ძალიან ეტანებიან, სამუშაო ბევრია, მეტადრე ნიუ იორკში.
თავისთავად ამერიკასაც ხომ აქვს სამხრეთი ნაწილი, არა?!
ცნობილი სამოქალაქო ომი, აბრაამ ლინკოლნის ბრძანებით, მონათა კანონიერი გათავისუფლება რომ მოიტანა შედეგად მეცხრამეტე საუკუნეში, სწორედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის მიმდინარეობდა.
ჩვენკენ სამხრეთელებისკენ ვიქტორიანული ტრადიციები მეტადაა შემორჩენილი, ჩვენი ინგლისურიც განსხვავდება ჩრდილოურისგან, უფრო ნელი და მღერადია. აქცენტზე უცებ იცნობ სამხრეთელს. ყოფითი საქმიანობისას ჩქარ-ჩქარა რამის კეთება - აქ კარგ ტონად არ ითვლება. სამსახური - სხვა საქმეა.
აშშ-ს სამხრეთ შტატებს მიეკუთვნება ძირითადად შავმიწანიადაგიანი შტატები, მათ შორის ჩრდილო კაროლინა, ფლორიდა, ალაბამა, ტენესი,.
აქ ქართველი 15 წელიწადია, ფიზიკურად არ მინახავს. ფეისბუქით ვმეგობრობდი ერთად ერთ, ნახევრად ქართულ ოჯახთან, რომელთან შეხვედრაც ვერა და ვერ შევძელით, ხან რამ შეგვიშალა ხელი და ხან - რამ.
სწორედ გუშინწინ გავიცანი საერთო ახლობლის დაკრძალვაზე. ფეისბუქზე დევს პოსტი ამის თაობაზე. ძებნით რომ არ შეწუხდეთ, ფოტოს გადავუღებ და აქ დავდებ.


რაც შეეხება ა-ხმოვანზე დაბოლოებული უცხო სახელის მართლწერას, რომლის თანახმადაც, იგი უკვეცელია..
სიტყვებს აქვთ მყარი კონოტაციები. მოხდა ისე, რომ სიტყვა “აქტრისამ” ფიროსმანზე არსებული გადმოცემის თანახმად , შეიძინა ძალზე პოზიტიური, მე ვიტყოდი, რომანტიკული კონოტაციები. გავიხსენოთ “აქტრისა მარგარიტა” და “მილიონი ვარდის” პოეტური ამბავი, (ვოზნესენსკის ლექსია, არა?)
თავიდან აქტრისა რომ დავწერე, რაღაც, ისე ვერ დაჯდა ამ კონოტაციების გამო. ჩავთვალე, რომ ირონია მეტია ფორმაში - “აქტრისის”- უსქესო ფორმასავითაა და მართალი გითხრათ, უფრო განზოგადებულად კი ზის ლექსში, მაგრამ კონკრეტულად გია სურამელაშვილი მყავდა მხედველობაში . “აქტრისი” - ცრემლებს რომ აღვარღვარებს და სახე რომ ულაპლაპებს … არ ვიტყვი, რასავით. მე ზრდილობიანი, კდემა ბანოვანი ვარ, თავად მიხვდით!
yes.gif

user posted image

Posted by: 7soto7 18 Mar 2024, 18:39
QUOTE
ულაპლაპებს … არ ვიტყვი, რასავით. მე ზრდილობიანი, კდემა ბანოვანი ვარ, თავად მიხვდით!



სიტყვამ მოიტანა და უხამსად აღვირაახსნილი ლექსი თუ დაგიწერიათ? რა თქმა უნდა, არა ფართო საზოგადოებისთვის..

Posted by: nino darbaiseli 18 Mar 2024, 19:16
QUOTE (7soto7 @ 18 Mar 2024, 18:39 )
QUOTE
ულაპლაპებს … არ ვიტყვი, რასავით. მე ზრდილობიანი, კდემა ბანოვანი ვარ, თავად მიხვდით!



სიტყვამ მოიტანა და უხამსად აღვირაახსნილი ლექსი თუ დაგიწერიათ? რა თქმა უნდა, არა ფართო საზოგადოებისთვის..

ბევრი ძალიან, შინაურობისათვის, როგორც ადრე საძაგელი რუსები იტყოდნენ, ,, ნი დლია რადიო-ტელევიდენია”
ესენინის და პუშკინის “პახაბშინებიც” მაქვს თარგმნილი, თითქმის ყველაფერი, ოღონდ ეგ კი ღიად დამიდია ფეისზე.

Posted by: OliverMess 18 Mar 2024, 20:18
nino darbaiseli
ქალბატონო ნინო! არამარტო პოეზიის დედოფალიმ გაშლილი ატლასიც ბრძანებულხართ!
რაღაცეები კი მახსოვდა სკოლის გეოგრაფიიდან, მაგრამ ეხლა თქვენი წყალობით გავიგე რომ ჩრდილო ამერიკას სამხრეთიც ჰქონია.
ვალში ვარ თქვენთან ქ-ნო ნინო!
და ნუთუ ნოსტალჟი არ მოგეძალებათ ხოლმე? სევდა და კაეშანი?
ფოტოზე მანდილოსანთა სამებაში თქვენ ხართ ქერად რომ ანათებს?
როდის ჩამობრძანდებით ქ-ნო ნინო? ნუთუ აღარ? sad.gif
მაინც ვერ გავარკვიე- აქტრისის თუ აქტრისას.
სამაგიეროდ იმდენი რამე გავიგე. ღმერთმა აცხონოს მისტერ რონალდი. ვინუგეშოთ რომ უკეთესში წავიდა.
ველი თქვენგან ახალ შედევრებს bis.gif
ხელზე ამბორის სმაილი არ არის სამწუხაროდ,
მაპატიეთ არეულად ვწერ. ძალიან ვღელავ love.gif

Posted by: nino darbaiseli 19 Mar 2024, 17:11
ხვალ ვაპირებ
ლექსის დაწერას და დადებას, დღეს ვმოგზაურობ და არ მცალია

მანამდე ამით გაერთეთ!
იმედია ხსნის.
https://www.facebook.com/707839558/posts/pfbid02HEc8bNgEWNPwPeAhXHEUyeWcZhc4F75DDq8AcZgadnV3hhAbKUzwJnb1WFDpeFPGl/?mibextid=WC7FNe

Posted by: nino darbaiseli 20 Mar 2024, 20:50
QUOTE (პადჟიგაწელი @ 18 Mar 2024, 11:07 )
nino darbaiseli
მადლობა საინტერესო შემოთავაზებისთვის 2kiss.gif
შინაარსი დრამატული ვცადოთ, დრამატულად კომიკურიც შეილება
გამომსახველობითში: ალეგორიას გამოვყოფდი, ირონიაზეც არ ვიტკოდი უარს, ლიტოტესიც მიზიდავს რო არ დაგიმალოთ, ნუ სიმბოლიზმზე აღარაფერს ვამბობ
ლექსიკა იყოს თანამედროვე სალიტერატურო ძირითადში, სლენგებიც შეილება თუ მოითხოვა და არქაული გადახვევებიც, პრინციპში ლექსიკა თქვენთვის მომინდია ისე ქენით როგორც გაგიშვებთ
ფორმაზეც არ მექნება პრეტენზია, რითმა მიყვარს მაგრამ უფრო გამომსახველობითი საშუალებების ინტერესი მაქვს, ამიტომ ალაგალაგ თუ იქნება რითმა არც ეგ იქნება პრობლემა, ვერლიბრზეც თანახმა ვარ, თუ ლიტოტესებს მოიტანთ


7soto7
:უსერ: up.gif

აბა, მოვედი დანაპირებით. თქვენი კონცეფცია ავიღე და პუნქტობრივად მივყევი ყველაფერს.
იმედია, არაფერი გამომრჩენია. თუ რაიმეს მოისაკლისებთ თქვენი ჩამონათვალიდან, პრობლემა არაა, სადმე ჩავსვამ!



#თავშესაქცევი
#ლექსები

ნინო დარბაისელი

წიგნის ჭია
(იგავ-არაკი)

არ გეგონოთ მე ბაჭია, განაბული და პრანჭია!
მე არც ჭიამაია ვარ და არც პერო გამირჭია,
არც ღრეჭია, არც მანჭია,
მე ვარ ჭია, წიგნის ჭია!

ამ თაროზე მიდევს ბინა,
თუ პატრონმა მოირბინა,
მოიკითხა წიგნი რამე, გული რომ ეცდუნებინა,
გავღოღდები უსწრაფესად,
არ დამბრალდეს წიგნის დახვრა,
გვიანია ახლა ოხვრა,
გარეკანი მთლად ბიბინა - თამაშში შემომეკბინა!

მე რას მერჩით!
ამ ოთახის პატრონია წიგნის ჭია,
წიგნზე სული უკაწკაწებს,
კბილებიც დაუკრეჭია.

წეღან თავთან საუბრობდა,
თან გავყევ და გავიგონე:

- რა ვქნა, თავს რით ვუშველოო,
გამეცალა მთელი ღონე,
დამიბნელდეს ლამის მზეო,
ვდგავარ გზაგასაყარზეო,
ვამბობ, ჩემიანი ხარ და
ვერ ვიხსენებ, ვინ მიყვარდა,
რა მიყვარდა, კითხვის გარდა,
წერის გარდა,
სულ გულიდან გადამვარდა, თუკი რამე გამიხარდა,
ყველაფერმა ჩაიარა, ვირმაც თავი გაიცხენა,
აღარავინ არად მიჩინს,
დამავიწყდა ყველას წყენა.
პოეზიაც არ მაღელვებს, ამოწურა თავისთავი,
ყველაფერი მართვადია, რაღა დარჩა უმართავი!
“მენატრები, გელი, მელი” …ვის რაღა აქვს ან სათქმელი?
რაღაზე ღირს დაფიქრება, ვნებები რომ გაგიქრება?
აღარაფერს მოსდევს ექო, ქვეყანაც რომ გადაქექო,
აღარც მომდგამს ძველი რიხი,
ყველაფერი გახდა ხიხი,
ესეც ასე!
- აი, ჩიხი!

დაჭმუჭნა და გადააგდო, რამდენჯერაც სცადა წერა,
ავაღოღდი ფურცლის ველზე, დამდგომია, -ვთქვი, -მეც ერა!
მაგრამ ფეხი გამიცურდა, მთლად სამყარო დამეცერა!
“შენღა მაკლდი” -ბრაზიანმა მზერა გაიალმაცერა,
ზედ ფურცელზე დამასრისა,
დამაჭირა უცებ ცერა…
ესეც - წიგნის ჭიის წერა!
წერა,
წერა,
წერა, -
- ასეთია ბედისწერა!

1. მორალი:
თუ ხარ ჭია, მოერიდე შენზე დიდს და ომახიანს!
განა ყველა მოკეთეა, ვისაც ჭიას ეძახიან!

2. თუკი ვინმე უცებ სათქმელს გვიზიარებს ჩვენ, პაწიებს,
თავისავე გულწრფელობას არასოდეს გვაპატიებს!

3. იქ გაჩერდი, სადაც მშვიდი ლუკმა გაქვს და არ გელევა,
მოსასმენად სხვას რას მისდევ, არ აგცდება მტრისგან ძლევა!

4. თუ ადგილი შეიცვალე, სხვას მისდიე და დაეცი,
შენზე დიდი არ დაგინდობს, თვით სეხნიაც არის მხეცი.

5. ბევრიც წერო სტიხ პრო ჭია,
მაინც გაგსრესს თუ … უნდა!



დანარჩენი თქვენ განაგძეთ!

Posted by: პადჟიგაწელი 20 Mar 2024, 23:36
nino darbaiseli
ძალიან კარგია, ვერაფერს დავამატებ
არ ვიცი თქვენ რამდენად იგულისხმეთ ის რასაც მე ვკითხულობ, მაგრამ ნამდვილად ალეგორიულია
რამდენჯერმე წავიკითხე და ყველა ჯერზე ან შემეცვალა ან ახალი ასოციაცია წამოვიდა
სიმართლე რომ გითხრათ სადღაც თავი დამნაშავედაც ვგრძენი, რატომ ვიგრდსენი არ ვითსი sad.gif

QUOTE
წეღან თავთან საუბრობდა,
თან გავყევ და გავიგონე:

- რა ვქნა, თავს რით ვუშველოო,
გამეცალა მთელი ღონე,
დამიბნელდეს ლამის მზეო,
ვდგავარ გზაგასაყარზეო,
ვამბობ, ჩემიანი ხარ და
ვერ ვიხსენებ, ვინ მიყვარდა,
რა მიყვარდა, კითხვის გარდა,
წერის გარდა,
სულ გულიდან გადამვარდა, თუკი რამე გამიხარდა,
ყველაფერმა ჩაიარა, ვირმაც თავი გაიცხენა,
აღარავინ არად მიჩინს,
დამავიწყდა ყველას წყენა.
პოეზიაც არ მაღელვებს, ამოწურა თავისთავი,
ყველაფერი მართვადია, რაღა დარჩა უმართავი!
“მენატრები, გელი, მელი” …ვის რაღა აქვს ან სათქმელი?
რაღაზე ღირს დაფიქრება, ვნებები რომ გაგიქრება?
აღარაფერს მოსდევს ექო, ქვეყანაც რომ გადაქექო,
აღარც მომდგამს ძველი რიხი,
ყველაფერი გახდა ხიხი,
ესეც ასე!
- აი, ჩიხი!

დაცინვაც შეგძლებიათ :დდ
ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა მორალის შემდეგ

რაც შეეხება მორალს, არ ვიცი რომელი ერთი გამოვყო
QUOTE
1. მორალი:
თუ ხარ ჭია, მოერიდე შენზე დიდს და ომახიანს!
განა ყველა მოკეთეა, ვისაც ჭიას ეძახიან!

2. თუკი ვინმე უცებ სათქმელს გვიზიარებს ჩვენ, პაწიებს,
თავისავე გულწრფელობას არასოდეს გვაპატიებს!

3. იქ გაჩერდი, სადაც მშვიდი ლუკმა გაქვს და არ გელევა,
მოსასმენად სხვას რას მისდევ, არ აგცდება მტრისგან ძლევა!

4. თუ ადგილი შეიცვალე, სხვას მისდიე და დაეცი,
შენზე დიდი არ დაგინდობს, თვით სეხნიაც არის მხეცი.

5. ბევრიც წერო სტიხ პრო ჭია,
მაინც გაგსრესს თუ … უნდა!

უამრავ რამეს მიესადაგება 2kiss.gif



Posted by: nino darbaiseli 22 Mar 2024, 22:43
QUOTE (პადჟიგაწელი @ 20 Mar 2024, 23:36 )
nino darbaiseli
ძალიან კარგია, ვერაფერს დავამატებ
არ ვიცი თქვენ რამდენად იგულისხმეთ ის რასაც მე ვკითხულობ, მაგრამ ნამდვილად ალეგორიულია
რამდენჯერმე წავიკითხე და ყველა ჯერზე ან შემეცვალა ან ახალი ასოციაცია წამოვიდა
სიმართლე რომ გითხრათ სადღაც თავი დამნაშავედაც ვგრძენი, რატომ ვიგრდსენი არ ვითსი sad.gif

QUOTE
წეღან თავთან საუბრობდა,
თან გავყევ და გავიგონე:

- რა ვქნა, თავს რით ვუშველოო,
გამეცალა მთელი ღონე,
დამიბნელდეს ლამის მზეო,
ვდგავარ გზაგასაყარზეო,
ვამბობ, ჩემიანი ხარ და
ვერ ვიხსენებ, ვინ მიყვარდა,
რა მიყვარდა, კითხვის გარდა,
წერის გარდა,
სულ გულიდან გადამვარდა, თუკი რამე გამიხარდა,
ყველაფერმა ჩაიარა, ვირმაც თავი გაიცხენა,
აღარავინ არად მიჩინს,
დამავიწყდა ყველას წყენა.
პოეზიაც არ მაღელვებს, ამოწურა თავისთავი,
ყველაფერი მართვადია, რაღა დარჩა უმართავი!
“მენატრები, გელი, მელი” …ვის რაღა აქვს ან სათქმელი?
რაღაზე ღირს დაფიქრება, ვნებები რომ გაგიქრება?
აღარაფერს მოსდევს ექო, ქვეყანაც რომ გადაქექო,
აღარც მომდგამს ძველი რიხი,
ყველაფერი გახდა ხიხი,
ესეც ასე!
- აი, ჩიხი!

დაცინვაც შეგძლებიათ :დდ
ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა მორალის შემდეგ

რაც შეეხება მორალს, არ ვიცი რომელი ერთი გამოვყო
QUOTE
1. მორალი:
თუ ხარ ჭია, მოერიდე შენზე დიდს და ომახიანს!
განა ყველა მოკეთეა, ვისაც ჭიას ეძახიან!

2. თუკი ვინმე უცებ სათქმელს გვიზიარებს ჩვენ, პაწიებს,
თავისავე გულწრფელობას არასოდეს გვაპატიებს!

3. იქ გაჩერდი, სადაც მშვიდი ლუკმა გაქვს და არ გელევა,
მოსასმენად სხვას რას მისდევ, არ აგცდება მტრისგან ძლევა!

4. თუ ადგილი შეიცვალე, სხვას მისდიე და დაეცი,
შენზე დიდი არ დაგინდობს, თვით სეხნიაც არის მხეცი.

5. ბევრიც წერო სტიხ პრო ჭია,
მაინც გაგსრესს თუ … უნდა!

უამრავ რამეს მიესადაგება 2kiss.gif


მადლობა და მადლობა!

გამიხარდა უსაზღვროდ, რომ მოგწონებიათ.

გულით მინდოდა, კარგი გამომსვლოდა.
.
* * *
#გალაკტიონოლოგიური_ოპუსები
#კრიტიკა_ლიტმცოდნეობა

ესეც შეპირებული

ნინო დარბაისელი

გალაკტიონის ენიგმათა გასაღებისთვის

მე თვითონ ამჟამად შინ, კომპთან არ ვიმყოფები და “გუგლით” მზა ნახაზები მოვიპოვე თვალსაჩინოებისთვის, დავნომრე და ასე “მოვირგე”.
ლიტმცოდნეობითი გამოკვლევის ტრაფარეტს ცოტათი მაინც რომ მოვერგოთ, აქ - ჩათვალეთ, რომ დევს მიმოხილვითი ნაწილი ჩემი ოპუსისა და მასში აღნიშნულია ყველა იმ პიროვნების როლი და ღვაწლი, გალაკტიონის პოეზიის ენიგმატური ბუნების სხვადასხვა ასპექტთა გაშუქებას რომ მიეძღვნა სხვადასხვა დროს და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ…
თუმცა მანამდე თვითრეკლამა ხომ არ უნდა დამავიწყდეს, არა?
შეიძინეთ ამ თვის ნომერი ჟურნალი “ცისკარი”, რომელში გამოქვეყნებულ არაერთ საინტერესო მასალასთან ერთად გელით ჩემი წერილი აღნიშნული საკითხის ზოგი ასპექტის შესახებ.
ჟურნალის კომერციული ინტერესების გამო, უფლება არა მაქვს, გაგაცნოთ წერილი და მის გამოსვლამდე შეგიძლიათ, ამ ოპუსით შეიქციოთ თავი.
თვითრეკლამაც მოვილიეთ,ახლა - პირდაპირ საქმეზე!
გალაკტიონი - გენიოსია!
ამაზე ვთანხმდებით.
ამ გენიოსს, ერთი სიმბოლისტური მეტაფორული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, აღმოჩენილი აქვს “პოეტური ალქიმიის” საკუთარი ფორმულა.
მის ენიგმატურად მიჩნეულ სახე- კონცეპტთა და პოეტურ სინტაგმათა ამოხსნის მცდელობისას გალაკტიონოლოგიის პრობლემატიკაზე მომუშავე მკვლევარები (არ ჩამისწოროთ, მკვლევრები როა სწორი ფორმა, ვიცი და ვლიცენციობ - ნდს), აცნობიერებენ თუ არა, ერთ მუდმივ პრობლემას აწყდებიან. - შესწავლილი მასალის რაღაც ნაწილი მუდმივად ეწინააღმდეგება მათ კონცეფციას, სულ უხდებათ კვლევითი ყურადღების არედან რაღაცის “გატანა”. ასე ვთქვათ, ,,თვალის მოხუჭვა” და ჩემი ფიქრით, ეს მათი ბრალი სულაც არაა.
მაგალითად ავიღოთ ლექსი, “მას გახელილი დარჩა თვალები”
1. აკაკი ხინთიბიძის აზრით “მას”-ში აქ ქართული პოეტური გამოცდილების ისტორიიდან ტრაგიკული მომენტი - ნიკოლოზ ბარათაშვილის უცხოეთში გარდაცვალება იგულისხმება;
2. ვენერა კავთიაშვილი - ანტიკურ კულტურასა და ნიცშეანიზმთან კავშირს ხედავს;
3. ამირან გომართელი - ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირს
და ასე შედეგ და ეს მოსაზრებანი ერთმანეთს კი არ გამორიცხავენ ან აუქმებენ,( თუმცა მათი ავტორები ასეც შეიძლება მიიჩნევსნენ), არამედ, ჩემი აზრით, პირიქით, ყველა მათგანი მართებულია და საბოლოოდ, ერთად ერთმანეთს ავსებენ.
აქ ისე გამომდის, თითქოს მე ტექსტის ინტერპრეტაციების უსასრულო შესაძლებლობათა ცნობილი თეორიის აპოლოგეტი ვიყო.
ამ თავისთავად მნიშვნელოვან თეორიას მე ბოლომდე ვერ ვიზიარებ, რადგან საქმე სხვაგვარად მესახება. კერძოდ, ვთვლი, რომ ნებისმიერ ტექსტს აქვს თავისი საზღვრები, თავისებური აკრძალვის ზონები, რომელსაც ავტორი და მასთან ერთად ან გარეშე, მისი კულტურაც აფიქსირებს, დებს ტექსტში… მაგრამ აქ შევჩერდეთ, რადგან თავისთავად საინტერესო, მაგრამ მაინც სხვა პრობლემატიკის, სხვა თეორიული საუბრის თემაში ვიჭრებით.

არცთუ იშვიათ შემთხვევაში, გალაკტიონის ენიგმათა, ზოგადად მისი შემოქმედების კვლევით მიღებული შედეგი - მართებულიცაა, მაგრამ ერთი მუდმივი ნაკლი აქვს - გარეთ რჩება ის, რაც გარეთ თავად მკვლევარმა გაიტანა, ანუ საბოლოოდ, მთლიანად ენიგმას მაინც ვერ მოიცავს და ისღა რჩება, ათასმეერთედ ვაღიაროთ, რომ ენიგმა ამოუხსნელია და მეტიც, ამოუხსნელადაც უნდა იყოს, რათა ამრიგად დარჩეს სიმბოლისტური ესთეტიკის საზღვრებში.
პანაცეის შემოთავაზებას არც მე ვაპირებ. უბრალოდ, საკუთარ კვლევით გამოცდილებაზე დაყრდნობილ კონცეფციას გიზიარებთ.
შესაძლოა, ზოგადად აღებული ეს კონცეფცია, რომელსაც აქ ჩემად მოვიხსენიებ, ხელოვნების სხვადასხვა დარგთა გენიოსებს ყველასაც კი მოერგოს, მაგრამ გალაკტიონის შემთხვევაში - საშუალება გვაქვს საკუთრივი, გალაკტიონისეული ნიშნები გამოვავლინოთ და იმასაც კი ვფიქრობ , რომ ეს საშუალებას მოგვცემს, სხვა დიდ ქართველ პოეტთა “არაგენიოსთა” შემოქმედების ,,წაკითხვაშიც” დაგვეხმაროს.

პირველ ფოტოზე ვხედავთ ხუთ ფერად, ჩემ მიერ დანომრილ წრეს. ამჯერად მათ ფერებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, რაც ვიპოვე, ვიპოვე, უბრალოდ ვცადე, შემდეგ ფოტოზე გამოსახული ფერადი წრეების ნომრები შესაბამისი ყოფილიყო.

ახლა ვეცდები, მოკლედ ავხსნა და დავა ხასიათო თითო წრე.

გალაკტიონის ენიგმებში შერწყმულია შემდეგი წრეები:

1. ყვითელი წრე - უცხოური, ძირითადად დასავლური და. რუსული ხანგრძლივი პოეტური გამოცდილება, ანტიკიდან - მოდერნამდე,
იგი შემოდის გალაკტიონისეული პოეტური მითქმნადობის გზითაც.
2. მწვანე წრე - ბიბლია, ქრისტიანული რელიგია - (გალაკტიონის რწმენისმიერ- განათლებისმიერი სფერო)
3. ლურჯი წრე - გალაკტიონისეული პოეტური წარმოსახვა, ზმანება, გამომგონებლობა, ქმნადობა და აშ. ვუწოდოთ კრეატიულობა
4. წითელი წრე - პოეტის პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება
5. მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეტური გამოცდილება, ზოგადად კულტურა
აკუმულირებული ენაში, რომელსაც იგი არა პოეტურ იდიოლექტად, არამედ საკუთარ გალაკტიონისეულ პოეტურ ენად გარდაქმნის.
ეს ენა მოიცავს სალიტერატურო ენას, უცხოურ ტერმინოლოგიას, რომელაც “ამითებს” პოეტი, პლიუს ქართული დიალექტები, ძირითადად იმერული და საკუთარივე სიტყვათწარმოება, პოეტური ნეოლოგიზმები.
გალაკტიონის და ნებისმიერი გენიოსის შემოქმედებაზე საუბრისას გვიწევს ტრადიციისა და ნოვაციის გზაჯვარედინზე, გზაშესაყარზე, შეხვედრის წერტილზე და აშ. ლაპარაკი.
შევხედოთ მეორე ილუსტრაციას, მასში ეს ხუთივე წრე ხომ თან ერთმანეთთანაა კავშირში, ასევე, რთული საერთო სივრცე აქვთ და ეს ყველაფერი - ენობრივი წრის (N 5) საზღვრებშია მოქცეული, ანუ როგორც სხვა დიდი პოეტი იტყოდა ,, მხოლოდ ენით და ენაში პოეტობს პოეტი”.
(ხოლო დამატებით, ავტორისეულ მეთოდზე სიმბოლისტური სახე- კონცეპტების შექმნისას იხ . ზემოთნახსენები ჩემი წერილი ჟ. ცისკარში)
ზემოთ ენიგმათა გახსნის მცდელობისას წარმოშობილ ძირითად პრობლემაზე ვსაუბრობდით.
ახლა, რა ხდება.
ავტორის, გალაკტიონის მიერ შექმნილი წრეთა ინტეგრაციის, ანუ შერწყმა-შეერთების ცენტრიდან, - ქართველი მკითხველისათვის შექმნილი რეცეფციის ცენტრიდან მკვლევარი როგორც კი გაღწევას შეეცდება რომელსამე ზემოთ ჩამოთვლილ წრეში, სხვა წრეები მისი ყურადღების მიღმა რჩება, რადგან ამ წრეებს რაღაც ურთიერთშეხების არე შეიძლება კი ჰქონდეთ, აუცილებლად ექნებათ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ ცენტრში ერთიანდებიან ,, ერთმანეთს ეწვნიან ისინი..
ახლა არ გინდა , ეს ყველაფერი შენსავე შექმნილ ან საშენოდ , შემოქმედებითად გადამუშავებულ პოეტურ ფორმაშიც მოაქციო, თავისი უამრავი ორიგინალური რითმიანად?
აი ამიტომ არის გალაკტიონი - გენიოსი, სხვა დიდი პოეტები - დიდი პოეტები და დანარჩენები კი - უბრალოდ, პოეტები.

დავალება: თავშესაქცევად სცადეთ და თქვენთვის სასურველი რომელიმე პოეტის, ცნობილისა თუ ნაკლებად ცნობილის წრეები შექმენით, დათვალეთ, ნახეთ, მისი ცენტრალური წრე როგორი იქნება და რამდენს “გაქაჩავს”.

გალაკტიონის პოეტური ალქიმიის რთული სივრცული სისტემა მე სქემატურად, სიბრტყობრივად წარმოვადგინე, მაგრამ ვთვლი, რომ უქმად მაინც არ გავრჯილვართ, მის სამყაროში, მასზე ფიქრში გავლიეთ ეს დრო.user posted image

Posted by: nino darbaiseli 26 Mar 2024, 17:28
#ლექსები

ნინო დარბაისელი

Femme Fatale

რაღაც, სხვა იყო მასში, ქვეყნად არავის ჰგავდა,
იმისი ნამყო - არვინ უწყოდა, თავის გარდა,
ჰყვებოდნენ ათას ზღაპარს, ათას დრამასაც დგამდა,
უახლოესი იყო პირთა თვალშეუდგამთა.

არაფრისაგან შესძლო აგება ყველაფრისა.
რა ჯადო ჰქონდა მართლა, რა მითის, რა ზღაპრისა!
ახდენდა სასწაულებს შეხებით ერთი ფრთისა.
ვერაგიც ბევრი ნახა და ბევრიც იკაპრიზა.

და დაუბერა ქარმა, გამოდგა რა გრიგალი!
თავს დაატეხა უცებ რა შიში, რა კანკალი
და აიტაცა ზემოთ, ცის გაარღვია რკალი,
ის - ბედისწერის წერა - საბედისწერო ქალი!

ვის სურდა ხილვა მისი ყველა კუნჭულის, კიდის?
სიბერის ასცდა წლები - საცოდაობის დიდის.
იქნებ სჯობია, როცა ლამაზი - ადრე მიდის,
გადამვლელია ადრე ციური ბეწვის ხიდის?

Posted by: nino darbaiseli 28 Mar 2024, 07:56
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ვიცით

ვიცით - ნახტომნი, ვიცით - ყირანი.
ვიხსენებთ - დანავიწყებს:
საქართველოში - ყველა ტირანი
ლექსების წერით იწყებს.

ვცნობთ მოღალატეს, ნურავინ გვიწყენს,
ღალატზეც - ავიცერით,
მაშ, გაუმარჯოს, ვინც კი არ იწყებს,
ვინც დაამთავრებს წერით!
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ის სანადირო თოფი
(პაოლო იაშვილს)

ცა რისხვით იმუქრება,
როდესაც მიდის კრება,
განწირული ხარ უკვე, ფუჭია დაფიქრება.
ვინღა შენიშნავს მაშინ, თუ ვინმე გადის, ქრება!
არის ოთახი ერთი, ერთი სართულით მაღლა,
მწერალთა სასახლეში - ჭირი ვინ შეასახლა!
შენ განიზრახე უკვე სიკვდილი, ტყვიის დახლა.
უნდა მოასწრო, ვიდრე მომენტი არის ახლა.
დროს უნდა მოუფრთხილდე ოთახში მარტო მყოფი,
დაშლილი, შეხვეული უნდა ააწყო თოფი,
უნდა გაიძრო დროზე ორივე ფეხსაცმელი,
უცქერდეს წყვილად მიდგმულს ის კორიდორი ვრცელი.
თვითმკვლელობისთვის უნდა გამზადდე წინდაწინ და
მარჯვენა ფეხზე, ცალზე(!) უნდა გაიძრო წინდა,
მალე გაიგებს ყველა, რაც გულში დამალულა,
ხოლო მანამდე პირში უნდა ჩაიდო ლულა,
ჩახმახს გამოჰკრა უნდა მარჯვენა
ფეხის ცერი,
ვერ შეგაჩერებს გონი, იმედი და ვერც ერი!
მტერს დაუტოვო უნდა სათქმელი, დასაწერი.
“პროვოკაცია იყო ეს თვითმკვლელობა მისი” -
ბრძანებს ბერია, ითქმის პროტესტი არავისი.
მე დღემდე მესმის ჭექა, იმ თოფის მარადისი,
არც პანაშვიდი გქონდა დღემდე, არც პარაკლისი!
იმ წლების - გაუძლების
შრიალებს კვლავ ფურცლები,
გასენილი მაქვს გული, კვლავ ცრემლად დავიცლები.
კვლავ გდევენ უმეცრები, თუმც გასულია წლები.
უნდათ, ათასგზის მოგკლან, ათასგზის საცოცხლები!
user posted image

Posted by: nino darbaiseli 31 Mar 2024, 06:39
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩემი წითელი კარდინალი

(ლემენტაცია)

ჩემი წითელი კარდინალი
კართან რად აგდია სისხლმდინარი?
წითელზე - ახალი სისხლი ვინ-ღა დაინახოს?
უნდა გიტირო და გივაგლახო!
შენი თავსარქმელიც კი წითელია,
ცით მოსულს - ისევ ცით ელიან.
მე ვიცი, აქ კართან როგორ გაჩნდი,
ქვაფენილს წითლად რომ დააჩნდი.
ეს სულ ჩემი კატის ამბავია,
აქაურობა რომ აბარია,
ყველაფერს მედიდურად რომ ითვისებს,
სხვისი ნათოხნია თუ ნაბარია:
შინაურ-უცხოს რომ გადამირევს,
კართან რომ დამიდებს ნანადირევს,
ციყვს რომ იჭერს და ხან - წრუწუნას,
ბაჭიას, სისხლით რომ გაწუწულა,
ჩიტები - ყოველდღიურია,
შინაურია თუ ტყიურია
და თან იარება გაბრექილი,
კუდი რა მაღლა აქვს აპრეხილი!
შენი ამბავია, გესმის, პედრო?
გინდა, მორთმეული დამაყვედრო?
დილით ვიღას ხმას დაველოდო,
ვინ ამიჭიკჭიკდება საქვეყნოდო,
სულეთის ამბავს ვინ მომიტანს,
მამა-პაპანი ვით არიან,
იმათ ჩემს სიტყვას ვინ წაუღებს,
_ ვინ დაიკრიალებს წითელ წუღებს?
არა რა - არავითარია!
ნაძმობის ამბავი? - არ მინდა, რა?!
პატარა საქმე ხომ არაა,
თუ მიხვდა მაინც, რომ მომკვდარა,
თუ ისევ ისეთი ხუმარაა?
ან სხვა მეგობრებისა რა გავიგო,
სულეთთან საქმე როგორ გავარიგო!
არ არის კარგი საქმე, აუგიაო,
ჩიტზე ტირილი ვიღას გაუგიაო,
თვალების ცრემლით დაოსებაო,
ცოტა აქეთ-იქითაც დაინახე,
სულ ჩამოიხოკა ხალხმა სახე,
ომია, რამდენი იხოცებაო!
გიტირო? როგორ არ გიტირო?
მევსება ცრემლის სადინარი,
ტკივილი, მაშ, რამ დამინელოს?
წითელ მომკვდომია კარდინალი!
არიქათ, ქალებო, წყალი მომაწოდეთ,
გულქარი ამოვიღე და გულიც თან ამომვარდა!
მითხრეს, გეყოფაო, კარგი, ქალო,
რაღას გააწყობო, ქალ-მტირალო,
უნდა გაუძლო და დარდი მალო!

ვაი, შენ, ჩემო წითელო კარდინალო!


user posted image

Posted by: nino darbaiseli 8 Apr 2024, 08:23
#ლექსები

ნინო დარბაისელი

როიალი დიკინსონოსა

დაბლაა შენი როიალი.
ვიცი, ემილი,
და ერიდები გამოჩენას აღზრდილ-კდემილი.
ხარ ჩაუცმელი,
ხარ დაღლილი,
ხარ მოწყენილი.
შოპენი გინდა შეასრულო,
საღამო არის უსასრულო,
აქ - სულ სტუმრების არის რიალი,
და შენს ლოდინში დუმს როიალი.
ჯერ არ მიდიან და წასვლას ელი შენ - დაღვრემილი,
დიკინსონო, ჩემო, ემილი!

ხილვაა ჩემი
თუ განაჩენი:

ზის როიალთან თეთრკაბიანი,
ხმა მოაქვთ თითებს,
ამ რეალობას ვერ აიტანს შთამომავლობა და გაამითებს!
შენს გულისტკივილს ვინ უშველოს, როგორ და რითი?
წიგნის ბაზარზე თუ საღდება ლამაზი მითი!
სულ მენატრები, ვნაღვლიანობ ხან სულ ამითი;
-მითის მიხედვით, ბიბლიური ხარ სულამითი!

- - -
ფოტოზე: როიალიანი ოთახი, რომლის თავზეც ცხოვრობდა ემილი დიკინსონი, მისგან ხის კიბე პირდაპირ აქ ჩამოდიოდა.user posted image
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ტყუილი ჩემი

იქ - ბავშვობაში
ყველაზე დიდი ტკივილი და თვალისახელა,
იყო იმისი აღმოჩენა,
რომ უფროსები -
სწორედ ისინი, ვინც გასწავლიდნენ,
“ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო”,
აბა, თვალებში შემომხედე
და ყველაფერი ახლიდან თქვიო,
თურმე თვითონ იტყუებიან.
მათ აქვთ უფლება,
ნება - მათია.
“ის კარგი იყო,
მამიდაშენმა შენს საწოლთან რომ გაათია?!”

იტყუებიან მშობლები და ნათესავები.
(მამუნათებენ, რად მოვუგონე მათ ეს ავები).

და ამის მერე შეგუება
ადვილი იყო,
რომ მეგობრებიც - იტყუებიან,
მერე თანდათან
იტყუება შეყვარებულიც,
ყველზე წრფელ და სათუთ წუთებში.
გევსება ცრემლით შენი ულუფა,
ფიალა?
თეფში?

როგორ მინდოდა, მუდამ და ყველგან მართალი მეთქვა!
მაგრამ ასე ხომ პრობლემები აღარ თავდება
ყველა ავდება,
მტერი - მრავლდება,
მეგობართა წრე - აალდება,
ახალი კი ვეღარ გროვდება,
აღარც არავინ გელოდება,
გიწევს გოდება.

ადამიანს კი ადამიანად გაძლება უჭირს.
ქვემოთკენ - მხეცი ექაჩება,
ცად - ანგელოზი
და ყველაფერი კარგადაა,
თუ ანგარიში ერთით - ერთია,
და არა - ძლევა.
დამატებითი დრო - ადამიანს როდი ეძლევა.
ის თიხისაა -
- გამშრალი, მაგრამ გამოუმწვარი.
დაცემასა და სიბასრეებს ვერ ეგუება,
სიმართლეს უჯობს ტყუილების ჭია-ღუები,
გამოლოღნილი პურის ყუები…

ყველაზე დიდი ტყუილი ჩემი?!
- არის, რომ ტყუილს არასდროს ვამბობ.
დიდი სიმართლე?!
- რომ სხვებივით - მეც ვიტყუები!user posted image
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ხე

(თ. ელიოტს)

გამხმარ ხეს ჩრდილი არა აქვსო, დავეთანხმები,
ფესვები წვენს არ მაწვდიან და თანდათან ვხმები.
მეხამრიდი ვარ, შორეულიც მომესმის ხმები.
ვიდგები ასე, ვიდრე ერთ დღეს ძირს გავირთხმები.

user posted image

Posted by: nino darbaiseli 13 Apr 2024, 01:02
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ქვეყანა ერთი. ერთი სამყარო

ვერ მოვიშალე ჩემს არსებაში ჩატანებული
ეს ოხერი ნაივურობა.
რა არ ვიკითხე,
რა არ ვისწავლე,
კარგი ბრძენივით სხვისთვის რჩევებიც მიმიცია,
მე კი დღემდე ისევ იქ ჩავრჩი,
იმ ბავშვობაში,
სადაც მჯეროდა, რომ არსებობს რაღაც ქვეყანა დედამიწაზე,
სადაც გროვდება ყველაფერი,
რასაც დაკარგავ,
წაგართმევენ,
დაცინვით ანდა მოტყუებით მიითვისებენ,
გეთხოვებიან და აღარასდროს დაგიბრუნებენ,
შეგიჭამენ,
შენს დასანახად - სხვას მოახმარენ.
დაკარგული ახლობლები და მეგობრებიც,
რა ხანი არის,
ერთმანეთს გაუშინაურდნენ
და ყველა ერთად - იქ მოგელიან.

ოღონდ გზა არის გასაგნები იმ ქვეყნისაკენ,
იმ გზაზე - წყვილად არ გამოვა,
ყველამ მარტო უნდა იაროს,
საცალფეხოა თუ ჩამწვანებულ,
გოგირდის სუნად აყროლებულ ჭაობში დადის
ან ეკალ-ბარდში წვრილად ნახლართში,
აღმართებში თუ თავდაღმართებში;
ზოგი ისეთი ადგილია იქ მიმავალი,
ძალიან უნდა გადაახტე,
კარგი იქნება,
ზედ გადაფრენა რომ შეგეძლოს,
მაგრამ
სჯობია, ახლომახლო ჯოხი იპოვო და
ჯოხი ჭოკად მოიხმარო.
თუმცა უფრთებოდ როდის, სად, ვის, რა გამოსვლია!
და რაკი ყოფამ ფრთები ადრევე ძირში დაგაჭრა,
უნდა ილოცო და მოიხმო ანგელოზები,
სულ იმეორო:

“ანგელოზებო, მომეშველეთ, მთელო ლაშქარო!”

“ანგელოზებო, მომეშველეთ, მთელო ლაშქარო!”

“ანგელოზებო, მომეშველეთ, მთელო ლაშქარო!”

იცქირო ცადო და დაიცადო,
ეს ლაშქარი არ ააჩქარო.

რა უნდა ჭამო მიმავალმა?!
რასაც ბუნება გამოიმეტებს,
ვინ რა სამეფოს დაგახვედრებს,
ან ააჟღერებს შენთვის ვინ რა ქნარს!
ჰოდა, ერიდე კენკრანაჭამი დათვების ნაქნარს,
ჩასაფრებული მტაცებელი ცხოველის კვალიც ამოიცანი,
სუნი იკარი,
ვიდრე ბინდბუნდში გამოკრთება რაღაც ჭიშკარი.

მიხვალ და
ურდულს აზიდავენ,
გამოგიღებენ,
თუმცა თავიდან გიცნობენ ვერ კი,
იქნება ერთი ჟრიამული,
ჩახუტებები,
იქნება დიდი ფეიერვერკი,
თავზე კანფეტებს დაგაყრიან,
ჩამოგკიდებენ გირლიანდებს,
იხილავ ლანდებს,
ცრემლიც იქნება,
ცხელი,
ცხელი,
აურაცხელი -
იქნება ცრემლის ნიაღვრები -
- უერთმანეთოდ გალეული დღეების, წლების,
ყოფისა და ყოფიერების,
დაგუბებული მონატრების,
და ისევ შეყრის ბედნიერების!

ბევრი ვიარე,
ცოტა ვიარე,
ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე,
ჭიშკარიც ვნახე,
კარიც შევაღე,
შემომეხვივნენ ყველა ერთად,
ცრემლებიც იყო,
ცხელი,
ცხელი,
აურაცხელი -
და იყო ცრემლის ნიაღვრები -
- უერთმანეთოდ გალეული დღეების, წლების,
ყოფისა და ყოფიერების,
დაგუბებული მონატრების,
და ისევ შეყრის ბედნიერების!

როცა დავწყნარდით,
დაღალულმა მიმოვიხედე,
და რასა ვხედავ,
ეს ჩვენი მრგვალი დედამიწა რომ არ ვიკმარე,
მთლად სამყარო შემომივლია,
ამ სიარულში და ფრენაში კი წრე შემიკრავს
ჩემი თავიდან ისევ ჩემში დავბრუნებულვარ…

ისევ აქა ვარ
აქვე ვდგავარ,
და ცოცხლობს ისევ
ასე ბავშვი
- ამ არსებაში.

ეს კი - “მითხარი, ასე უხმოდ რად დამჯდარხარო,
თითქოს აქა ხარ, მაგრამ მაინც აქ არა ხარო,
არ გირჩევნია,
რაც აქ გერგო, იმით იხარო,
ვიდრე მაგ რაღაც წარმოსახვებში გადაიხარო?!
ეს რა ახალი მოიგონე?-
ყოფა, სამყარო?

და შენ წინ ვდგავარ,
მერამდენე გზაგასაყარო!

Posted by: Saturnus 13 Apr 2024, 01:06
მარტო ამის სადარდებელი მომცა ნეტა drug.gif


Posted by: nino darbaiseli 13 Apr 2024, 01:50
QUOTE (Saturnus @ 13 Apr 2024, 01:06 )
მარტო ამის სადარდებელი მომცა ნეტა drug.gif

ამაზე დიდი დარდიც არსებობს და თანაც თქვენია?
როგორ ვწუხვარ

Posted by: Saturnus 13 Apr 2024, 01:55
nino darbaiseli

QUOTE
ამაზე დიდი დარდიც არსებობს და თანაც თქვენია?


ამერიკაში გემრიელად ცხოვრებაზე როცა მეტი საქმე არ აქვს ადამიანს და პოეზიაშია გადაშვებული რომელიც თითქმის არავის აინტერესებს? მაგ დარდს გულისხმობთ?

კი, მაგაზე დიდი დარდი და საფიქრალებიც არსებობს drug.gif

Posted by: nino darbaiseli 13 Apr 2024, 02:10
QUOTE (Saturnus @ 13 Apr 2024, 01:55 )
nino darbaiseli

QUOTE
ამაზე დიდი დარდიც არსებობს და თანაც თქვენია?


ამერიკაში გემრიელად ცხოვრებაზე როცა მეტი საქმე არ აქვს ადამიანს და პოეზიაშია გადაშვებული რომელიც თითქმის არავის აინტერესებს? მაგ დარდს გულისხმობთ?

კი, მაგაზე დიდი დარდი და საფიქრალებიც არსებობს drug.gif

იცით, რა!
საქართველოში მაქვს ნახევარ ცხოვრებაზე მეტი გატარებული.
იქნებ სხვებივით და სხვებზე მეტადაც მციოდა, მშიოდა, მტკიოდა, მიჭირდა - უჭეროს არაფერი ქართული არ დამკლებია,
მაგრამ არ დავცემულვარ…
უფრო ზუსტად, კიდეც დავცემულვარ,
მაინც წამოვმდგარვარ და გზა გამიგრძელებია.
სიმარტოვეში ტირილი მომილევია, სახიდან -ღიმილი არ მომშორებია ადამიანებში გასულს, რომ ვინმესთვის რამე ნუგეში მეცა და რაც მთავარია, ჩემი წუწუნი არავის გაუგია.
მუდამ ვთვლიდი, რომ ყველას თავი გასჭირვებია.
მაინც ასეთი ვიყავი და ალბათ იმიტომ გადავრჩი და ვარ იქ და ისეთ პირობებში, როგორშიც ვარ.
გალაკტიონივით შემიძლია ვთქვა:

,, სინამდვილეს არ ვემდური,
არ ყოფილა თითქმის.
არყოფილზე საყვედური
არასოდეს ითქმის.”


ჩემი რჩევა:
რაც არა გაქვთ - არა გაქვთ!
დაიდეთ წინ ფურცელი და ჩამოწერეთ, რაც გაგაჩნიათ.
წესით, მეტი უნდა გამოვიდეს.

Posted by: Saturnus 13 Apr 2024, 02:15
nino darbaiseli
QUOTE
და ვარ იქ და ისეთ პირობებში, როგორშიც ვარ.


ხო მეც ეგ ვთქვი მერე, რამე სხვა კი არა.

ნეტა მარტო ესეთი სადარდებელი მქონდეს ცხოვრებაში drug.gif

Posted by: nino darbaiseli 15 Apr 2024, 03:17
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ემი ვაინჰაუზი

დღეს შენია ტანი,
ბევრის დასაფიცი.
ნაკაწრები ყელთან?!
მოქავებამ იცის.

ამ ნუჟრებს და ძაფებს - ააცილე თვალი,
ფიქრით დამეწაფა ზედ რამდენი მთვრალი.

ტატუს ანუ სვირინგს ნუ დამითვლი ახლა,
დიდი არაფერი, ცხოვრების წესს ახლავს.

ო, რამდენი კაცის გერგო ისტორია,
ჩემზე გაგიგია?
ისიც?
ის - სწორია!

ამ ტუჩების წვენი ბევრმა გამოცადა,
ბევრიც გაემგზავრა ამის გამო ცადა.

ცხვირი ჩემი - კოშკი ლიბანისა არის,
მისკენ უკვე ახლა ვინღა მოიხარის?

ტუჩის მონახაზი გაგითეთრდა. რატომ?
ეს ხომ ვნებამ იცის…შიშმაც? ყოფნამ მარტო?

მე თვალები მქონდა ღრმა და მწვანეჭება,
წვალობ. ხედავ?! - კარგად აღარ მეხუჭება.

მოდი, ჩემო კაცო,
ბოლო თავწარმტაცო,
ვიდრე ჩემთან რჩები,
მე არ გეურჩები.
აჰა, ჩემი ტანი,
დღემდე მონატანი!

ო, რამდენი ნატვრის, ჭორის გერგო ბოლო,
მოსაწევი არ გაქვს? ერთად გავაბოლოთ!

დოზა მომივიდა უწინდელზე მეტი,
აღარ გამივიდა, დამეხვია რეტი

და ვერ გამოვტაცე სიცოცხლის ძაფს წვერი,
ბევრჯერ გამოვმძვრალვარ, ვეღარ გამოვძვერი.

ხომ გიხდიან კარგად, რომ გამხადო, ტანი
გამიწმინდო, მშვენის მათი მონატანი.

ვინც მე დამიტიროს, მისიმც - ასული ვარ,
სოფლის აღარა ვარ, უკვე წასული ვარ!
ღმერთმა შემიწყალოს და
და მაპატიოს მე!

გამაპატიოსნე,
გამაპატიოსნე!


user posted image

Posted by: ავთო_ზინგერი 17 Apr 2024, 15:27
QUOTE
გამაპატიოსნე,
გამაპატიოსნე!

lol.gif

Posted by: nino darbaiseli 17 Apr 2024, 19:08
QUOTE (ავთო_ზინგერი @ 17 Apr 2024, 15:27 )
QUOTE
გამაპატიოსნე,
გამაპატიოსნე!

lol.gif


#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები

ნდს

გამაპატიოსნე!

ამას წინათ აქ და სადაც შემეძლო, ყველგან ახალი ლექსი დავდე, ,,ემი ვაინჰაუზი”.
(მე, როგორც მოქალაქეობრივად - გაამერიკელებული, თუმცა კვლავ ქართველი პოეტი - მკითხველთან ხშირი ბეჭდური ,,შეხვედრის” ფუფუნებას მოკლებული ვარ და ასე ვიქცევი).
ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ არსებობს თანამედროვე ქართველი მკითხველი, რომელმაც არ იცის სიტყვა ,, გაპატიოსნების” მნიშვნელობა. მეტიც, ასეთი მკითხველი შეიძლება ლექსის ავტორს სდებდეს ბრალს, ასეთ უცნობ სიტყვებს რატომ იყენებთო, ანუ ადანაშაულებდეს საკუთარი არცოდნის გამო. (პრინციპში, ეს ძალიან მოდაშიც კია შემოსული სხვადასხვა სფეროში, თუმცა მე მაინც ვერ ვეჩვევი)

ეს პასუხი იქ დავუტოვე.
ნინო დარბაისელი:

მადლობა გამოხმაურებისთვის.
ვისურვებდი, არ შეზღუდულიყავით არავერბალური მეტყველების ვირტუალური გამოხატულებით და აზრის ვერბალიზაციაც გეცადათ. იქნებ გამოგსვლოდათ კიდეც.

მანამდე კი, ცნობისათვის:

“და მაპატიოს მე
გამაპატიოსნე -

ეს ექვსმარცვლიანი, ჰიპერდაქტილური რითმა, ოკაზიონალურია და მისი ავტორი მე გახლავართ. ძალიან საამაყოა ასეთი რითმის მიგნება.
“ გაპატიოსნება” კი მკვდრის განბანასა და
დასაკრძალად მომზადებას ნიშნავს, ვწერ მათთვის, ვისაც ამდენი ქართული არ ახსოვს, ან არ სცოდნია.
გარდა ამისა, ეს არის სიტყვის მნიშვნელობით პოეტური თამაში, ირონიული, თანაც ლექსის ბოლო აკორდად. (ირონიული კონცეპტი - რამდენიც გინდა, რაც გინდა ქენი, გინდა ინარკომანო, იალკოჰოლიკო ქალმა, სექსუალურად ბოლოს-ბოლომდეც რომ გაირყვნა, ცის ლოდინი არ გჭირდება, აქვე, მიწაზევე - ბოლო კაცისგან გელის ,,გაპატიოსნება”- ახლა ემი ვაინჰაუზი - ერთადერთი არ იყო ამ მხრივ, მაგრამ ჩემთვის და ბევრისთვის ჩვენი ეპოქის ლამის ერთადერთი უნიჭიერესი ქალი მომღერალი იყო და ყველაფრის მიუხედავად, ასე დარჩება. ვეთაყვანები!

დოქტორი ნინო დარბაისელი სტრონი - პროფესიონალი ლექსმცოდნე - კრიტიკოსი, რომლის მთავარი სამიზნეც - პირველ რიგში - საკუთარი პოეტური შემოქმედებაა წლების მანძილზე და რომელსაც, სწორედ ამის გამო, საგანგებო, ვრცელი შენიშვნა-ჩანაწერიც კი დაუმსახურებია თანამედროვე ლექსის ისეთი კორიფესაგან, როგორიც ტარიელ ჭანტურიაა (,, დინოზავრიდან დიზაინამდე, ,, ნინო დარბაისელის პოეტური ხარაკირი?”), ამჯერად აღფრთოვანებული გახლავთ პოეტი - ნინო დარბაისელის ამ მიგნებით.
იგი გულისყურით მოელის თქვენს და სხვათა(ც) განსხვავებულ აზრს.

https://www.facebook.com/share/p/gQUo8MJegdbRoDLx/?mibextid=K35XfP

user posted image
* * *
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩვენი მოდენა

(ბოლო გამოკვლევებით, სამარხში აღმოჩენილი, ხელჩაკიდებული წყვილი ჩონჩხი, ე.წ. ,,მოდენელი შეყვარებულნი”- მამრები არიან)

მზეში - კალია.
გადახუნდა, რაც სამკალია.
ხსოვნამ გალია
მოდენა ჩვენი,
სიყვარული ჩვენი - მოდენა!

ვამბობდით ასე,
ვიქნებით ერთად,
ვით “მოდენელი შეყვარებულნი”
ვერც სიკვდილამდე,
სიკვდილის მერეც ვერაფერი დაგვაშორებსო.
მწოლიარენი,
სიგიჟის მერე მთვლემარენი, ხელჩაკიდული,
გინდაც დაგვიჭკნეს ყველა კიდური.

- გინდა, ეგ წყვილი,
სამარადისოდ გადაბმული,
ჩარჩოში ჩავსვათ,
საძინებელში ჩამოვკიდოთო,
- არა, საწოლის თავზე ჩონჩხები ნამეტანია,
სადმე კუთხეში დავკიდოთ- მეთქი.
გეუბნებოდი ფარულად მფეთქი-
- იყოს საჩვენოდ,
და სხვას არ ვაჩვენოთ!

ამ დროს კი ღმერთი,
ღმერთთან ერთად,
მეცნიერება ისტორიული
და კიდევ ანთროპოლოგიური,
თავს დაგვცინოდნენ,
დაგვაცადეთო,
მერე გაიგებთ,
არიანო ორთავ -მამრები,
აი, ესაა აღმოჩენა, ფიქრთა ამრევი!

(ამის წამკითხავ ზოგ მეგობარს ჯერ ძალიანაც ნუ უხარია,
რაც ამას მოსდევს,
მათთვის ფრიად საწუხარია).

რაკი კულტურა ასე გვასწავლის,
რაკი მაშინდელ
ჰომოსექსუალ წყვილთა დაკრძალვას
ედო აკრძალვა,
ესენი ომში ერთად მებრძოლი
დახოცილი მეომრები
ბიძაშვილები,
ან მეგობრები არიანო,
ბრძოლაში ერთად ვინც იხოცება,
ერთად მარხავენ,
ელის მომავალს აღმოჩენა და გაოცება,
ბევრიც გაქრება,
მომავალთა ივიწყებს კრება,
ზოგიერთისა - ხსოვნა - არასდროს წარიხოცება.

გაიგე, ღამევ თეთრო,
თეთრო
პირმთვარიანო?
შეყვარებულნი კი - არა და არ არიანო…

მოდენა ჩემო,
ჩემო მოდენა,
ცრემლების გახსოვს ის უხმო დენა?
აღმოჩენებმა უკანასკნელმა
ეს რამოდენა ფიქრი მოდენა.user posted image

Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2024, 17:25
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჯუანიტაა - გაქვავებული ქალწული იგი

სულ გავიწყდება, სად - რუმია, სად - ლუხუმია!
სამუზეუმო სიჩუმეში ხალხის ბუმია.
ასე, ცხოვრება ტურისტსაც კი ცრემლებს გაყლაპებს,
მთელი არსებით გრძნობ, რა მძიმე მუზეუმია,
როდესაც ბაგე გაოგნებისგან, დასადუმია,
როცა იხილავ, სად როგორი ოპტიკუმია,
ყელზე გადგება სიტყვა, თითქოს მართლა უმია,
რა ქარიშხალი ტრიალებს გულში, რა სამუმია!

პერუში, სადაც უცნობილესი მუზეუმია,
ორიათასი წლის მოელის მდუმარე გოგო,
ერთადერთ მშველელს,
მაჩოა ვინმე თუ ხადუმია,
ინკების მიერ ღვთაებისათვის ასე, ცოცხლადვე შეწირული,
ხელებშეკრული,
ტანჯვის კუთხეში მიკუნცხული,
სახეზე - ხელებაფარებული,
შიმშილით მკვდარი
“გაქვავებული ქალწული” იგი,
,,ჯუანიტა” !
არა შემსუდრავ- დამკრძალავთაგან,
ამდღემდე
ტანჯვა-ლოდინისაგან არის მუმია!user posted image

Posted by: პადჟიგაწელი 19 Apr 2024, 17:46
QUOTE
ყელზე გადგება სიტყვა, თითქოს მართლა უმია

user.gif



Posted by: nino darbaiseli 19 Apr 2024, 17:50
QUOTE (პადჟიგაწელი @ 19 Apr 2024, 17:46 )
QUOTE
ყელზე გადგება სიტყვა, თითქოს მართლა უმია

user.gif

“ვეღარაფერი ვაწამე, სიტყვა უმი ლუკმასავით ყელზე დამადგაო - გამოთქმაა ასეთი ქართლში, ხშირად გამიგონია.

Posted by: პადჟიგაწელი 19 Apr 2024, 20:18
QUOTE (nino darbaiseli @ 19 Apr 2024, 17:50 )
QUOTE (პადჟიგაწელი @ 19 Apr 2024, 17:46 )
QUOTE
ყელზე გადგება სიტყვა, თითქოს მართლა უმია

user.gif

“ვეღარაფერი ვაწამე, სიტყვა უმი ლუკმასავით ყელზე დამადგაო - გამოთქმაა ასეთი ქართლში, ხშირად გამიგონია.

up.gif



Posted by: MusicianNikolozkavtaradze 19 Apr 2024, 22:22
აქ რა სასაკლაო მოგიწყვიათ, ხო მშვიდობაა

Posted by: ubralodniki 19 Apr 2024, 23:53
"როგორ მინდოდა, მუდამ და ყველგან მართალი მეთქვა!
მაგრამ ასე ხომ პრობლემები აღარ თავდება
ყველა ავდება,
მტერი - მრავლდება,
მეგობართა წრე - აალდება,
ახალი კი ვეღარ გროვდება,
აღარც არავინ გელოდება,
გიწევს გოდება.

ადამიანს კი ადამიანად გაძლება უჭირს.
ქვემოთკენ - მხეცი ექაჩება,
ცად - ანგელოზი
და ყველაფერი კარგადაა,
თუ ანგარიში ერთით - ერთია,
და არა - ძლევა.
დამატებითი დრო - ადამიანს როდი ეძლევა.
ის თიხისაა -
- გამშრალი, მაგრამ გამოუმწვარი.
დაცემასა და სიბასრეებს ვერ ეგუება,
სიმართლეს უჯობს ტყუილების ჭია-ღუები,
გამოლოღნილი პურის ყუები…

ყველაზე დიდი ტყუილი ჩემი?!
- არის, რომ ტყუილს არასდროს ვამბობ.
დიდი სიმართლე?!
- რომ სხვებივით - მეც ვიტყუები!"


ალბათ მართალია როცა ითქვა, რომ ლექსებში ხშირად ჩვენ საკუთარ ნაფიქრალს და ნაგრძნობს ვეძებთ, ლამაზად, წყობისად, ძარღვიანად გადმოცემულს.
მე ეს მომეწონა

Posted by: MusicianNikolozkavtaradze 20 Apr 2024, 00:10
არის სიმართლე და ყველამ დაიჯერა რო იყო ტყუილი
არის სინაღდე და დააჯერეს ყველას რო იყო სიყალბე
არის სინათლე მარა მაინც სიბნელეში გეძებდა თვალი
ცრემლიანი თუ ნოტიო ამინდის ფერიც, სინათლეა ასეთი სიმართლეც

ჰეჰეჰ ერთ კუპლეტიანი ლექსია მარა ხელოვნურ ინტელექტს ჯობია მაინცა

Posted by: nino darbaiseli 20 Apr 2024, 00:34
QUOTE (MusicianNikolozkavtaradze @ 20 Apr 2024, 00:10 )
არის სიმართლე და ყველამ დაიჯერა რო იყო ტყუილი
არის სინაღდე და დააჯერეს ყველას რო იყო სიყალბე
არის სინათლე მარა მაინც სიბნელეში გეძებდა თვალი
ცრემლიანი თუ ნოტიო ამინდის ფერიც, სინათლეა ასეთი სიმართლეც

ჰეჰეჰ ერთ კუპლეტიანი ლექსია მარა ხელოვნურ ინტელექტს ჯობია მაინცა

და თქვენი აზრით, მე ვიცი, რა არის ეგ თქვენი “ხელოვნური ინტელექტი” და ვიყენებ კიდეც, არა?
მაშინ მე - ყოჩაღ!
რატომ?!
ან მოგიწევთ აღიარება, რომ იმდენად კარგად ვწერ, თქვენი სანუკვარი “ხელოვნური ინტელექტის” თვალშეუდგამ დონეს ვწვდები ან მე მაქვს ისეთი თვალშეუდგამი დონე, რომ “ხელოვნური ინტელექტი” მწვდება.
პრინციპში, ჩემთვის ორივე კარგია და თანახმა ვარ!



თუ იმხელა ქველმოქმედების სურვილიც აღმოგაჩნდებათ, რომ დროსა და საშუალებას არ დაინანებთ, მაგ სფეროში გზის გაკვალვაში დამეხმარებით კიდეც, ვეცდები, რამე გავიგო.
საუკუნოდ არ დაგივიწყებთ ამაგს!

Posted by: MusicianNikolozkavtaradze 20 Apr 2024, 00:43
ოქეი როგორც გენებოთ არის ასეთი ნუ ერთ-ერთს დავწერ ჯავრის-ლირიკა ქვია ანუ ლექსების ხელოვნური ინტელექტის ეგრეთ წოდებული გენერატორია თან უამრავი ენაზე აკეთებს ამას და შეგიძლიათ თუ სურვილი გექნებათ მივწეროთ ბევრმა და ქართულსაც დაამატებენ ანუ რისი თქმა მინდა უფრო მუსიკოსებისთვისაა ანუ სხვადასხვა ვერსებს წერს თანაც საკმაოდ უბრალოდ ანუ გასაგებ ენაზე და მე ის არ მითქვამს რო ვინმე აქ იყენებს უბრალოდ არ არის მეთქი ტვინის საჭყლეტი როცა შეგიძლია დააწერინო და მცირე შესწორებები შეიტანო ან საერთოდ დატოვო როგორ არის მაქსიმუმ გუგულე თრანსლეტით გადმოთარგმნო რომელიც სხვათაშორის მშვენივრად ასრულებს საქმეს მეტი არაფერი

Posted by: nino darbaiseli 20 Apr 2024, 00:48
QUOTE (MusicianNikolozkavtaradze @ 20 Apr 2024, 00:43 )
ოქეი როგორც გენებოთ არის ასეთი ნუ ერთ-ერთს დავწერ ჯავრის-ლირიკა ქვია ანუ ლექსების ხელოვნური ინტელექტის ეგრეთ წოდებული გენერატორია თან უამრავი ენაზე აკეთებს ამას და შეგიძლიათ თუ სურვილი გექნებათ მივწეროთ ბევრმა და ქართულსაც დაამატებენ ანუ რისი თქმა მინდა უფრო მუსიკოსებისთვისაა ანუ სხვადასხვა ვერსებს წერს თანაც საკმაოდ უბრალოდ ანუ გასაგებ ენაზე და მე ის არ მითქვამს რო ვინმე აქ იყენებს უბრალოდ არ არის მეთქი ტვინის საჭყლეტი როცა შეგიძლია დააწერინო და მცირე შესწორებები შეიტანო ან საერთოდ დატოვო როგორ არის მაქსიმუმ გუგულე თრანსლეტით გადმოთარგმნო რომელიც სხვათაშორის მშვენივრად ასრულებს საქმეს მეტი არაფერი

მადლობა , რომ განმიმარტეთ.
ანუ რომ შევისწავლო, ლექსებსაც დავაწერინებ ქართულად?
მართლა ძალიან საინტერესოა. ლინკი ხომ არა გაქვთ?

Posted by: MusicianNikolozkavtaradze 20 Apr 2024, 00:59
არაფრის, დიახ მაქვს ლინკი და ამ საიტზე რაღაც განსაზღვრული რაოდენობა უფასოა ისე ფასდაკებაა ეხლა დანარჩენს თავად გაერკვევით.
აი ლინკიც: https://www.jarvis-lyrics.com

Posted by: nino darbaiseli 20 Apr 2024, 01:06
QUOTE (MusicianNikolozkavtaradze @ 20 Apr 2024, 00:59 )
არაფრის, დიახ მაქვს ლინკი და ამ საიტზე რაღაც განსაზღვრული რაოდენობა უფასოა ისე ფასდაკებაა ეხლა დანარჩენს თავად გაერკვევით.
აი ლინკიც: https://www.jarvis-lyrics.com

მადლობა!
ვნახავ აუცილებლად და რაკი მსუბუქი რაღაცეები უფრო გიზიდავთ, ბევრს ვწერ ეგეთს, ოღონდ აქ არ გადმომაქვს.
ლინკს ჩაგიგდებთ და როცა მოიცლით, შეგიძლიათ მიჰყვეთ რუბრიკას -
# ჩემი _მხიარული_რითმებიდან
სხვა სახალისო რაღაცეებიცაა, მაგალითად, რუბრიკაში
#თავშესაქცევი

თუ აზრიანი რამეები გიყვართ,
#მაინდოსკოპის ნახვას გირჩევდით.
ზოგს უყვარს ჩემი რუბრიკა -
#დილაუზმოს_ფიქრებიდან,
ზოგს
# ეროტის_ქურუმნი - ვისაც ეროტიკა იზიდავს და კლასიკას უნდა გაეცნოს
და აშ
მუსიკაზეც ვწერ . ამას წინათ გერშვინის ,, რაფსოდი ინ ბლუზე” მქონდა ოპუსი, ადრე რაჰმანინოვის ბოლო დღეებზე და ასე, ვგრძნობ, თქვენ სტრავინსკი გეყვარებათ, მე - ნაკლებად.
და საერთოდ ჩემო ოჯახი,” ნეშვილ სიმფონის” ერთ-ერთი პატრონია.
ნუ, ჩემზე დიდი პატრონები სხვები ჰყავს და ღმერთმა უმრავლოს, მაგრამ მიხარია, მუსიკას რომ რაღაცით ვეხმარები და მათ შორის ყოფნაც კარგია.
https://www.facebook.com/groups/1295405904257620/?ref=share_group_link

Posted by: nino darbaiseli 21 Apr 2024, 23:30
#ლექსები

ნინო დარბაისელი

რუტინა - ჩემი. საცრისოდენათვალებიანი

ეს - არის კლასი ყოფილი ალკოჰოლიკების.
სამი წელია, ამერიკაში ამ კლასს ვკურირებ.
იკრიბებიან კვირაში ერთხელ
და ყვებიან, მორიგეობით,
თუ ალკოჰოლმა
მათი ცხოვრება,
ოჯახი და
სამეგობრო,
კარიერა და მომავალი
ზედ თავზე როგორ ჩამოანგრია და ჩამოამხო.

ჰო, მათ სჭირდებათ ერთმანეთი და მხარში დგომა.
მათ მე ვჭირდები.
მე - ვჭირდები - მომსახურედ.
სამშაბათობით მე აქ მოვდივარ ნახევარი საათით ადრე,
ამ სკამებს ვაწყობ რიგებად და
სკამებზე - წიგნებს,
ვადუღებ ყავას და ვალაგებ მაგიდაზე
ერთჯერად ჭიქებს,
მოსარევ წკირებს,
შაქრის შემცველ თუ დამატკბობლიან ,,კრიმერებსაც”…
კიდევ ნამცხვრეულს და ტკბილეულს, კეთილ ხალხს მათთვის რომ ემეტება.

ზოგი კეთილი - ასაკშია.
შინ ნამცხვრის ცხობა - შეუძლია,
მანქანის მართვა და აქ მოტანა კი უკვე აღარ
და აქ მოსვლამდე
ყველას მე უნდა გავუარო და ორი საქმე ერთად გამომდის,
მემატება შინჩაკეტილთა მონახულებაც.

მერე, კლასი რომ მიმდინარეობს,
მე გარეთ ვზივარ ერთი საათი,
ზედმეტი თვალი ხელს შეუშლით გულწრფელობაში,
მაგრამ რომ წავლენ,
იქაურობა ხომ ისევ უნდა მოვაწესრიგო!

ღმერთო, როგორ ჰგავს ყველას ამბავი, დახურულ კარს რომ ვაყურადებ!
გულწრფელობისას,
აღსარებისას - ყურს კიდევ იტანს ადამიანი,
ხომ გაგახსენდა კათოლიკური სააღსარებო?!
თვალია საქმე,
ადამიანი - თვალს ერიდება!

ზოგს რატომ ჰქვია ალკოჰოლიკი,
რად უმკურნალეს, რომ მოგითხრო,
არც დაიჯერებ!

თურმე ყოველ დღე,
სამუშაოდან შინ მისული,
მეუღლისა და
ბავშვების თვალწინ -
ვახშმად
ან მატჩის ყურებისას ტელევიზორით, რეგულარულად ალკოჰოლს სვამდა,
- ანუ მთელ ერთ ბოთლს,
ჩაციებულს,
ლუდს მაღალგრადუსიანს ეძალებოდა!

ეს სტანდარტები საქართველოზე რომ გავავრცელოთ,
ისე გამოვა,
მთელი ქვეყანა,
სკოლის უფროსკლასელებიან-ქალებიანად,
დედ- მამიან-ბებიიანად,
ალკოჰოლიზმში იხრჩობა და რახანია, ჩამხრჩვალა კიდეც.
(ჩამხრჩვალა კიდეც - მთელი ჩემი წარსულიანად).

ეს - რუტინაა ჩემთვის,
მაგრამ შენს ხსოვნას ვუძღვნი,
მე რომ ვერაფრით გიშველიდი,
ჩემი არავის ესმოდა და ისე წახვედი,
შენც შეუერთდი იმ ზეციურ ალკოჰოლიკებს,
რომელნიც ალბათ საიქიოში
ნარკომანების გვერდით არიან,
იმ ნარკომანთა, წინ რომ წამლის ტბა ულივლივებთ,
მაგრამ რად გინდა, პატარა ნემსიც კი არსადაა;
ანდა მწევლების,
საუკეთესო სიგარეტების მთები რომ უდგათ, ასანთი კი არ ეძევებათ,
არც სახახუნო არაფერია,
პირველყოფილის გულმოდგინებით ნაპერწკალი რომ გააჩინონ.
ანდა კაცების,
ულამაზესი ქალები რომ გარს ახვევიათ, მაგრამ რად გინდა,
ვაგინალური ჭრილი არცერთს არ ეპოვება.
ხოლო ციდან - ცრის და ცრის ასე, შეუსვენებლად,
სულ ალკოჰოლის ტბები დამდგარა.

ზიხარ მათ შორის, თავყბააკრული,
ზიხარ სხვებივით,
სად ცრის ოდენ და წვალდებიანო,
და შენ გეძღვნება ჩემი რუტინა,
საცრისოდენათვალებიანო!

ალკოჰოლიზმზე ფიქრმაც კი როგორ გამაუტვინა,
ესეც რუტინა!
მოვილიე დღევანდელი ჩემი რუტინა!user posted image

ეს არის ნარატიული თავისუფალი ლექსი - სპორადული, ოკაზიონალური, ჰიპერდაქტილური რითმით ფინალისკენ.

საცრისოდენათვალებიანი - ამირანის მითიდანაა. ამირანი ხომ საქართველოს სიმბოლოა ქართულ პოეზიაში.

ავიღე პრინციპულად არაპოეტური, რუტინული ამბავი და ფინალისკენ ჯოჯოხეთის შესახებ სამი ანეკდოტი გავაერთიანე.

Posted by: ripsta 22 Apr 2024, 13:58
გამარჯობა, ნინო!

Posted by: nino darbaiseli 22 Apr 2024, 14:19
QUOTE (ripsta @ 22 Apr 2024, 13:58 )
გამარჯობა, ნინო!

გაგიმარჯოთ
რა სასწაული დამთხვევაა!
ქართულად თუ რუსულა , ზუსტად არ მახსოვს, კი ადრევე წაკითხული მქონდა ერიკ ბერნის წიგნი
,,რას ვამბობთ გამარჯობის მერე”
მახსოვს, ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.
სწორედ ახლა ინგლისურად ჩამივარდა ხელთ და ახლიდან ვკითხულობ ეს დღეებია.”
* * *
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები

ნდს

ბესიკი და პიკასო
ანუ საკუთარი თავის ცოცხალი ძეგლი

დიდხანს გვყავდეს ბესიკ ხარანაული, ჯანმრთელად და ბედნიერად.
მას მთელი მრავალწლიანი შემოქმედებითი ცხოვრებით, უფლება აქვს მოპოვებული, დღეს ისე ნაივურად წეროს, როგორც წერს.
პიკასოს ბოლო ნამუშევრებივით.
როგორც ეამება, ისე უნდა იყოს ახლა.
ჩემი მისდამი უკიდეგანო სიყვარულის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ ასეთი წერით ბესიკი - ბესიკი ვერ გახდებოდა, როგორც პიკასო - ვერ იქნებოდა პიკასო, თავისი ბოლო ნამუშევრებით.
ეს ის შემთხვევაა, როცა ღვთის შეწევნით, ამქვეყნად ხარ და საკუთარ ცოცხალ ძეგლად დადიხარ.

- - -
ფოტოებზე :
ასე დაიწყო პიკასო(15წ.)
პიკასოს ბოლო ავტოპორტრეტიuser posted image

Posted by: nino darbaiseli 3 May 2024, 09:57

#ლექსები

ნინო დარბაისელი

იერუსალიმ!

იერუსალიმ,
იერუსალიმ,
უდაბნოურო,
უმოწყალო და უწყლო ქალაქო,
საწყალო და აურწყავო ჟამთასვლისაგან,
იერუსალიმ,
შენ, სატახტოო სასახლეთა და ნასახლართა,
შენ, ჩამბალო სისხლსა და ოფლში,
ცეცხლსა და ცრემლში გამოწრთობილო,
მოვედი,
გნახე,
შეგიყვარე ათასგზის მძაფრად,
იერუსალიმ!

იერუსალიმ,
იერუსალიმ,
შენ ვის არასდროს დაგლევია მტვერი და მტერი,
ერთი თავხედი მოგივედი,
უბირ ტურისტად მოგივედი,
მოხუცებული - ამერიკიდან მოგივედი,
იერუსალიმ!
სადა გაქვს მეტი საიდუმლო,
მეტი სიბრძნე,
მეტი სინათლე,
იერუსალიმ,
მიწისპირზე?
მიწისქვეშ?
ცაში?

იერუსალიმ,
იერუსალიმ,
როგორ ადვილად გამაგებინე,
რაც აქამდე ვერ გამიგია:
სამი სხვადასხვა რელიგიის ტაძარი თუ ქალაქში გიდგას,
თან ახლო-ახლო,
როგორც თბილისში,
ეს საამაყო კი არა და, სატირალია,
- გაიძვერა პოლიტიკოსთა მოგონილია ეს ამგვარი ტოლერანტობა,
რადგან
ახედე ამ ტაძრებს და თავად ირწმუნებ,
რადგან
დახედე თარიღებს და თავად ირწმუნებ, ტაძრები ესე არა შენი სიძლიერის,
არამედ შენი უძლურებისა
და მომხვდურის სიძლიერის ჟამად აიგო.
და თუ მეფემან ვინმემ თვისი ზეობის ხანად
ღმერთის ერთობა დაივიწყა,
სხვას ნება დართო,
სხვათა ღმერთის განდიდებისა,
- რის საზღაურად,
ამაზე მუდამ იყუჩებენ მატიანენი.

იერუსალიმ,
ჩემო
მოთეთრო-მოყვითალო,
თიხისფერო,
კირქვით ნაგებო,
ალაგ ვარდისფერშერეულო,
მომხვდურთა მიერ ალაგ-ალაგ
ბერძნული და კარარასის მარმარილოთი დამშვენებულო,
მარადიულო საქალაქო და ნაქალაქარო,
ზოგან - თხუთმეტჯერ ნასახლარო,
სასუფეველო სავარაუდო ადგილების,
გადმოცემების,
შენ ფენა-ფენა წამომშლელო
წარმოსახვების,
გედსიმანიის ბაღში სხვებივით მეც მიტირია,
მაცხოვრის ჩვენის ძვალშესალაგთან მეც მიხარია
იერუსალიმ,
იერუსალიმ!

დასრულდა ჩემი პილგრიმობა,
იერუსალიმ!
შენს წვრილ შუკებში ხეტიალები,
შენს აზიურ,
სულისშემხუთავ ბაზრობებში
შეჭეჭყვები,
მუჯლუგუნები,
ჩამორჩენები,
დაკარგვები,
შენს ბაღნარებში,
ჩრდილოვანებში ხმაშეწყობილი სიმღერები,
მაცხოვრის ჩვენის სადიდებლად,
მოფარებულში,
მაჰმადიანთა არდასანახად -
კიბის ბოლოში მუხლმოყრილი ჩვენი ლოცვები.

მოვედი,
გნახე,
განგიცადე,
იდიდე ცამდე!
მშვიდობით, ჩემო იერუსალიმ!
იერუსალიმ,
იერუსალიმ!



#ლექსები

ნინო დარბაისელი

კვლავ იერუსალიმს

წმინდაო ალაგო,
რა ხელმა აგაგო!
თვით უფლის ქალაქო,
მოვედი, გნახე

და გული ღელავდა,
სადაც რა ელავდა,
მსურდა დამელანდა
მაცხოვრის სახე.

ირგვლივ ხმაურია,
სადღაც, აქ უვლია,
აწ დაკარგულია
ყოველი კვალი.

გვაჭერდა მზის ღვედი,
სადაც არ მივედით,
მორწმუნის იმედით
ეძებდა თვალი.

რა გითხრა საშენო
უფლისთვის ნაშენო?
- მარადის მე შენი
ერთგული ვრჩები!

იერუსალიმო,
შენ, ერის ალამო,
მიიღე სალამი
შორიდან ჩემი!


user posted image

Posted by: nino darbaiseli 9 May 2024, 05:29
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ფიქრი ჩემი -ფემინისტური

რადგანაც დედის სიყვარული - უპირობოა,
მამას კი არა,
ჩვენი ობოლი კაცობრიობა დაეძებს დედას!




#ლექსები

ნინო დარბაისელი

ეზეკიელი

(5:10)

მე ვარ დებორა,
ხსოვნა ჩემი დრომ ვერ დაბურა.
მე ვარ დებორა,
წინ-წინ მხედი უწინდებურად,
ისევ აქა ვარ,
წარსულიდან სულმა დაბერა
და დაანახა ეს ქვეყანა,
შორით მდებარე.

წუხელ მესიზმრა დაძონძილი ეზეკიელი,
წინასწარმეტყველს ძველებური ჰქონდა იერი,
იმის მოჭრილი და დამწვარი თმის მყრალი სუნი,
ცამდე ასული,
იმ წარსულიდან დღევანდლამდე მოჰქონდა ნიავს.

მეუბნებოდა, არაფერი არ გცოდნიაო,
ნახე, მამებმა ტანისამოსი შემოიხიეს,
თავზე ნაცარი დაიყარეს და ტირიანო:
- თავზე დაგვემხო ეს ქვეყანაო,
სულ უცხო ღმერთებს გვათაყვანაო,
გარედან - მტრებმა,
შინ - შიმშილმა,
კეთრმა,
სიკვდილმა
ჩვენი შვილები ერთიანად წაიყვანაო!

ნახე, შვილებმა ტანისამოსი შემოიხიეს,
თავზე ნაცარი დაიყარეს და ტირიანო:

- მტერი - ნამდვილი ტირანიაო,
დაუნდობელი, ტორიანიო,
თავზე დაგვემხო ეს ქვეყანაო,
გარედან - მტრებმა,
შინ - შიმშილმა,
კეთრმა,
სიკვდილმა
ჩვენი მამები ერთიანად წაიყვანაო!

განრისხებული არის ღმერთიო,
სულ ორი კაცი შეგვარჩინაო
და ისინიც - შორს არიანო,
ბაბილონშიო.
მეუფევ, ბუქი რა საზარია!
მეფე -
ნაბუქოდონაზარია.

ვინც კი გადავრჩით,
რა უნდა ვქნათო ან ვინ ავქნათო?

დარდობდა მამა,
ნეტავი ადრე მთელი ცოლ-შვილი არ დამკარგოდა,
ახლა მაჭამა!

დარდობდა შვილი,
ნეტავი ადრე დედ-მამა და მთელი და-ძმობა არ დამკარგვოდა,
ახლა რაღა ვქნა, რომ მომშივდა,
რაღა ვჭამო,
რა ვაწამოო?!

მეუბნებოდა მწარედ მღიმარი ეზეკიელი:
- მე უფლის ნებით, ძროხის ფუნას ცეცხლს ვუკიდებდი,
საჭმელს იმ ცეცხლში ვიმზადებდი,
ჯამში ვიდებდი,
როცა ამოწყდა ისრაელი ქვეყნის კიდემდი.

გამომეღვიძა,
ხმა ჩამესმა:

-არ ეწამოო,
უცხო ღმერთები არ იწამოო,
საშინელი ხარ,
არ შეჩერდე,
გადი, წამოო!


#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი რამზეს II - ოზიმანდიასს

(მის მუმიას სოკო გაუჩნდა და 1974 წ. სამკურნალოდ ეგვიპტიდან პარიზში გადააფრინეს)

თუკი გაუძლებ ათასწლეულებს,
თუ ეგვიპტელი შენ ხარ მუმია,
ლანდავ ძველ ამბებს და აწ-ვე ულევს,
უკან - კაიროს მუზეუმია;

თვითმფრინავისას გიღებენ ბილეთს,
პარიზელები თავს გევლებიან,
საბაჟო - მითებს გააბათილებს
გიღებენ პასპორტს, თარიღ-წლებიანს,

გიკრავენ სურათს, არკვევენ სახელს
და უკეთესი რაკი ვერ ნახეს,
გიწერენ “მეფეს”. ვინმე გაამხელს

სოკომოდებულ სიმართლეს მჭახეს?
წარსულში ცოცხალ ღმერთად რომ გსახეს,
აწ მეფურ ხვედრის გრძნობ სივაგლახეს!


#ლექსები

ნინო დარბაისელი

მხეცები

მეკითხებიან, რა მირჩევნია,
ტყეში მიმავალს,
მარტოდმარტოს,
მშიერი დათვი შემომეფეთოს
თუ უცნობ კაცს გადავეყარო.

ლამის შეიძრას მთელი სამყარო!

თუ ქალებს რამე დაეჯერება,
ასე ამბობენ,
დათვი გვიჯობსო;
ვიცით, რომ დათვი მტაცებელია
და ისიც ვიცით,
რას ველოდოთო,
დაუტორავად გადარჩენა - ზღაპარიაო.
ხოლო კაცისა,
ადამიანის - რა გამოვიცნოთ,
გულში რა უდევს,
უმანკოა თუ მანიაკიო.

მე ვაპირებდი,
რომ მეპასუხა,
დათვს ისევ კაცი მირჩევნია,
რადგან დათვი - მტაცებელია
და ისიც ვიცით,
რას ველოდოთ,
დაუტორავად გადარჩენა არის ზღაპარი,
ხოლო კაცისა,
ადამიანის -
ხომ შეგვიძლია,
ის დავუშვათ,
რომ მთლად უარეს შემთხვევაში - მანიაკია,
მტაცებელი…

მაგრამ პასუხის ჯერმა მიწია,
მე ვთქვი:

- ქალებო,
ტყეში მარტოდ ნუ იარებით,
განა ქალისა,
შუაგულ ტყეში კაცს ნაკლებად შეეშინდება?
ან ტყეც არ იყოს,
ერთი-ერთზე,
უცხო ქალთან მარტო დარჩენილს,
იმისთანა ძრწოლა აიტანს!
არასოდეს ხიფათს არ სძინავს!
სინამდვილეში კაცს რომ ქალისა ეშინია, ისე არავის.
ქალებო, მარტო ნუ იარებით,
ნურც თანამგზავრად გაიყოლებთ
ვინმეს
იმნაირს,
შემხვედრისაგან,
კაცია თუ მშიერი დათვი,
ვერ დაგიფაროთ!
ან დატენილი იარაღი ახლოს ატარეთ!

ცხოვრება ჩვენი - დიდი ტყეა,
ანდა უდაბნო, -
ყოველ ნაბიჯზე მომლოდინე უცხო მხეცებით,
იქნებ კაცები კი არა და,
ანდაც ქალები,
ყველანი ერთად,
სათითაოდ,
ჩვენ ვართ მხეცები,
საკუთარსავე წარმოსახვაში -
ვართ ფრთიანები,
გარეთ - გავდივართ ფრთადაჭრილნი,
ფრთანაკეცები,
ვიღაცას თავზე დავაცხრებით გაასკეცებით,
მაგრამ ვერ ვხვდებით,
ვიდრე მიწას არ დავეცემით.


#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცხრაპრილური

რა ლამაზები ვიყავით, გახსოვთ?
მაგრამ გავარდა თოფი.

გვეუბნებოდნენ, არ შეგრჩებათო,
გვეგონა, სჭირდათ ცოფი.

ვინც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა,
ვეძახდით გიჟებს, ავებს,

ან საქართველო როგორ გვიყვარდა,
მისთვის ვწირავდით თავებს,

ან ერთმანეთი გვიყვარდა როგორ,
გულში ვიკრავდით ლაღებს,

გვჯეროდა, ერი ერთად თუ დადგა,
ყველა ცხრაკლიტულს აღებს.

მერე რამდენჯერ გადაგვიარეს,
ჭირი - რამდენი ვნახეთ,

რამდენი ვკარგეთ, რამდენი ვმარხეთ,
ვიტანჯეთ, ვივაგლახეთ!

და რაღა დავრჩით? მთელი თაობა
წავიდა კარგის კარგი.

უკეთესები - ცაში არიან,
ჩვენ - შეგვრჩა ყოფის ბარგი.

როგორ გვეგონა, გადაგვარჩენდა
მხოლოდ სიწრფელე ჩვენი!

მტრის ვერაგობას - ვერ ვიჯერებდით,
აღმოვჩნდით შენაჩვენი.

დღეს ყველაფერი არის წარსული,
ვინ გაიხსენებს, რა, სად?

ყველა თაობა - თავის გაკვეთილს ყიდულობს თავის ფასად.

რაც დღეს სხვა არის - გუშინ ვიყავით,
დღევანდელს ელის - ხვალე,

თუკი მოესწრო…ღმერთო მოასწარ,
კმარა, რაც ცრემლი ვღვარე!

რა ლამაზები არიან, ღმერთო, თავისუფალი, ლაღი!

გემუდარები - ცა დააფარე, თავს არ დაამხო თაღი!

ასე წრფელებს და ასე მიმნდობებს
ნურავინ გააწბილებს,

რატომ მომესმის რკინის ღრჭიალი?
მტერი ილესავს კბილებს?

სჯერათ, რა ძალა მოგვერევაო, “ერთობა - ათასფერთო”!

გადამირჩინე,
გადამირჩინე
გადამირჩინე, ღმერთო!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

წითელი პარასკევი

დღეს მე არაფრად ვვარგივარ,
ბნელში ვგლოვობ და ვკვნესი,
წითელი პარასკევია - უკუნთა უკუნესი.

ო მაცხოვარო, დაგცინეს, ეკლის გვირგვინით გმოსეს,
ეს ვინღააო,
გაძღოლა უფალმა ანდო მოსეს.

შემოგეფანტა სიმრავლე, შენთან შეკრული ფიცით,
შობის თარიღი - არ ვიცით,
ტანჯვის თარიღი - ვიცით.

ო, ბაგე შენი - მწყურვალე,
ქალწულთა ლოცვა - მხურვალე,
მდუღარე ცრემლი - გოგოთა.
ნისლში გამოჩნდა გოლგოთა!

ან გოლგოთამდე
რა ცემას, რა ტანჯვას გაუძელი.
ერგო სვიმეონს საზიდად -
აღსამართავი ძელი.

კაცებს კი არა,
ჯერ ქალებს მოგვევლინები, ღმერთო?
ხომ მოგვიშუშებ იარას
და დაგვანედლებ ხმელთო?

წითელი პარასკევია, ღრუბლის აბღავლდა კრავი,
ტაძარში - ფარდას გადამსკდარს მოსძვრება შესაკრავი.
მიწა იძვრება, წყვდიადით
დაიფარება ზეცა.
გაიკვირვებენ, სუდარა ცხრაპირად ვინ დაკეცა.

შენი სიტყვები კი გვესმის,
მაგრამ რას ამბობ - არა!
დაკარგულ პატრონს დაგეძებს და ბნელში ბღავის ფარა,
ხმით გცნობენ, სხვას არ მისდევენ, მოვაო, დაგვიბარა
და წელი ორიათასი - ლოდინში გაიპარა.

მოდი, უფალო, მოგვხედე,
აღმდგარი სუფევ ცადა,
და შეიწყალე ვინც გელის,
ან ვეღარ დაგიცადა!

გალობს საუფლო ტაძარი, წინაპართ ანაშენი,
ვერ დაგაკლებენ ვერაფერს უცხონი, გარეშენი,
კიდევ ცოტაც და დადგება წმინდა აღდგომა შენი!

.

Posted by: nino darbaiseli 12 May 2024, 22:32
ამერიკაში დღეს დედის დღეა.
გილოცავთ ყველას!

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სადედისდღეო პრიმიტივი

დედაჩემო, აი შენი შვილი! -
- ხან ჭკვიანი, ხანაც გონშეშლილი,
უპირობოდ რომ გიყვარვარ, ვიცი,
მეც სხვა არვინ არ მყავს დასაფიცი,
თუმც ძვირფასი ქვეყნად სხვებიც მყავს.

სისხლმდინარე მაცხოვარმა ჯვრიდან,
ფერდს მახვილი ვიდრე გაუჭრიდა,
მზერა როცა მიმოავლო არეს,
მარიამზე უთხრა იოანეს,
მიხედეო. ბევრს დაუნახავს.

პირველი და ბოლო იყო მისთვის,
ამ მიწაზე ვალი ედო ვისიც,
არ მოკეთის, ძმისა ანდა დისი.
ჩვენც გვდევს ვისიც მუდამ ღაღადისი -
“არიდეო, ღმერთო, მარცხს და ავს!”

“დედა მინდა!” დედა ყველას გვინდა,
მისი გარჯა ჩვენში დაგვირგვინდა,
სიბერეში ვინც ნიადაგ უვლის,
ის იქნება შვილი-სასწაული,
ხეს მადლისა - სამოთხეში რგავს.

დედის დღეა! ცაა - მამამიწა,
ავხედავთ და დედა გვახსოვს იმწამს.
დედამიწას დავულოცავ დედას,
ხანდაზმულს თუ ჯერაც ახალბედას,
ცა იფარავს - დედის დამკარგავს!

სხვის გაჩენილს ვინც გულს გადაუშლის,
ვინც ჩაიკრავს გულში ტკბილად სხვის შვილს,
რა გერობა ანდა რა სიბრაზე!
გაზრდის, აღზრდის, დააყენებს გზაზე, -
ღმერთი მისცემს უხვად ლხინს და ხვავს!

ჰო, დედებო, თითოეულს შვილი
ჭკვიანი გყავთ, არა გონშეშლილი,
კოკორია მართლაც პირგაშლილი,
ლხინით სავსე გყავდეთ, არ - დაცლილი,
კარგ შემნახავს - ღმერთი ინახავს!

Posted by: Saturnus 13 May 2024, 10:46
lol.gif lol.gif facepalm.gif

QUOTE
The retired housewife


oh, we can tell lol.gif lol.gif

Posted by: Saturnus 13 May 2024, 11:11
ვახ პოსტი სად გაქრა spy.gif ჩემმა ბრაუზერმა მოასწრო შენახვა

user posted image

nino darbaiseli
QUOTE
sincere words about my poetry


lol.gif lol.gif facepalm.gif

პიზ-დეც

drug.gif

Posted by: ripsta 13 May 2024, 13:16
nino darbaiseli
ქალბატონო ნინო
გვაინტერესებს თქვენი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით

Posted by: პადჟიგაწელი 13 May 2024, 14:01
ჩემი სოლიდარობა და გვერდში დგომა ქალბატონ ნინოს, ძალიან მტკიცე ადამიანია ამ კველაფერს რომ უძლებს user.gif



Posted by: ქირშე 13 May 2024, 14:04
user posted image
biggrin.gif biggrin.gif lol.gif

Posted by: ქირშე 13 May 2024, 14:51
nino darbaiseli
ქალბატონო სტრონო ნინო
არ გაბრაზდეთ და არ გვიწყინოთ
ჩვენ აქ ყველა ვართ თქვენებრ პოეტი
და ვცდილობთ თავი გამოვიჩინოთ

არ ვართ ცნობილნი
ჩვენი სახელი
არ მისწვდენია ჯერ სამინისტროს
ჩვენი ლექსები ჯერ არ თქმულა
და არ დაუწუნია არც ერთ კრიტიკოსს

დაგვიმორჩილა უცნობი ძალის
ქიმერამ
ის ჩვენს ყველა ვნებას იცნობს
ხელში ჩაიგდო ჩვენი გონება
და უკვე ჩვენს სხეულებსაც იპყრობს

არ ვიცით რა ვქნათ ვის შევევედროთ
გვეგონა ყველა დავფარეთ ვალი
ჩვენს სხეულებში შედის უცნობი ენერგია
პოეზიაა გამოსავალი

და ამიტომ
რადგან ჩვენ დამწყებთ
უცნობ ხალხს
არ გვეკუთვნის თემა
გადავწყვიტეთ რომ თქვენსას შევეკედლოთ
და ასე მხატვრულად მოგპაროთ სცენა

მას მერე რაც თქვენ იტყვით სიტყვას
ჩვენ გავაგრძელებთ აქ პოეზიას
ასე მოვთოკავთ ჩვენ ჩვენს დემონებს
თქვენ აგიმაღლებთ თემის პოზიციას

Posted by: ავთო_ზინგერი 13 May 2024, 19:28
Wtf lol.gif lol.gif
________________

Posted by: nino darbaiseli 13 May 2024, 20:03
გართობით კი ვერთობი ჩემი ვიზიტორების პოსტებით, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს, თანაც ძალიან:
დღეს საქართველოს არნახულად უჭირს.
ზოგიერთი კი კომპზე თუ ტელეფონზე თითების კაკუნში ხარჯავს ძვირფას დროსა და ენერგიას;
ნაცვლად იმისა, რომ თუ რამე შეუძლია, გავიდეს და ახალგაზრდობას, - ქვეყნის მომავალს წაეშველოს,
დამდგარა და მრავალი წლით სამშობლოსგან დაშორებული, ოკეანის გაღმა მყოფი, გაამერიკელებული, ხანდაზმული ქალბატონის გვერდზე ხარჯავს თავის ყოველმხრივ ძვირფას რესურსს;
იმ ქალბატონისა, რომელიც ცდილობს, ქართული ენა არ დაივიწყოს და კონტაქტი მასთან წერითა და ინტერნეტის მეშვეობით მაინც შეინარჩუნოს.

Posted by: ripsta 13 May 2024, 21:08
nino darbaiseli
QUOTE
ნაცვლად იმისა, რომ თუ რამე შეუძლია, გავიდეს და ახალგაზრდობას, - ქვეყნის მომავალს წაეშველოს,

გმადლობთ რომ ჩემ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამეცით! love.gif ვიმედოვნებდი და გამიხარდა რომ სწორადაც!

Posted by: nino darbaiseli 13 May 2024, 22:52
#ლექსები

ნინო დარბაისელი

გაქალთევზება
(იუმორესკა)

შენ ქალთევზა გინახავს? ამბობენ რომ მითია,
მასზე ფიქრში სიცხიანს ეკომ ღამე მითია.

სილამაზით - ვიცი, რომ ვერვის შევესილები,
სიზმრად - ქალთევზებია, ტუჩებდაბრეცილები.

ისე დაუბერიათ, მართლა ჰგვანან ქალთევზებს,
იმათ გარეგნობაში თვალი იმ ძველ კვალთ ეძებს.

ყველა ერთნაირია, “ლოპეც” ისე, რაც ია,
ნასესხები ფულებით უყვართ ოპერაცია.

ქალთევზებად ქცეულან ფულიანი ქალები,
ჩამორჩენას დარდობენ იმათი დაქალები.

ოღონდ ვინმეს აჯობონ, მტერს დაუვსონ თვალები!
მოუმრავლდა სუყველას ვალები და ვალები.

ასე მთელი ცხოვრება გასდით, განა წამები.
სახეები გაუხდათ ტანჯვით განაწამები.

ერთ თარგზეა აჭრილი, სადაც კი ლამაზია
და ჰგონია, შეჰხარის მას მთელი ევრაზია.

მე შევხარი, ბუნებამ, ღმერთმა როგორც ინება
და ვთვლი, არის ამაო მეტი გულმოდგინება…

შემხედვარე იმათი - უასაკოც - ნელია,
ნეტა დარჩათ რაიმე კაცის საკოცნელია?!

არაფერი ასხვავებს სირინოზს და სირენას…
იტყვით, არ დააყენებს ნინო თავის სირ ენას,

იტყვით, მე რა მადარდებს, გული შურით მევსება?
მთელს ქვეყანას მოელის მალე გაქალთევზება!
* * *
#ლექსები

ეს მიყვარს - ჩემს სიყმის და მას მერეც სულ და სულ მეგობარს ტელეჟურნალისტ თამარ ბოლქვაძეს ეძღვნება


ნინო დარბაისელი

თამრი

ამ ბოლო დროს სარკეებს სულ მრუდეებს უშვებენ! -
ჩაიხედავ, - ვიღაცას, - შენს ვერსიას აჩვენებს,
ოღონდ ფორმადაკარგულს, უცხოდ სხეულმოშვებულს,
თვალებს რა დაემართათ ამ სხვისას და ან ჩვენებს!

ძველებურად ვერ ვიხდენთ, გოგო, რამე მოსახდენს,
ხან ფეხები გვაწუხებს, ხან წელი და გვერდები,
აღარ ვიბრძვით ვეფხვივით, ვეგუებით მოსახდენს…
თამრი, რა გვჭირს ნეტავი, თამრი, ხომ არ ვბერდებით?

ზოგჯერ ვერ გაგვიგია, ასე რა გვაგულისებს,
აღარც გვეთუმცავება, აღარც გვემაგრამება.
ეპიზოდურ როლში ვართ, მივეჩვიეთ კულისებს, თამაშდება სცენაზე შვილიშვილთა დრამები.

ქარმა წარმავლობისა ასე როგორ დაბერა,
ვინმე უცხო თუ გვიცქერს, დაძაბულნი ვიცინით.
თანატოლნი გვხვდებიან, ვამბობთ, “რამ დააბერა”,
და ვინ იცის, ასევე იძახიან ისინიც.

მეგობრები მიდიან, ყოფა შემოგვატოვეს,
დატირება - ჩვენ გვიწევს, გზად ყვავილთა დაგება…
თამრი, როგორ გავუძლოთ ამ დარდს, ამ სიმარტოვეს,
ვამბობთ ნაღვლიანები, “ჩვენი ჯერიც დადგება”!

მეგობარო სიყმისა, შენი დარდი აქაც მდევს,
მწერ, “თუ სადმე სენია, სულ მე შემომესია”…
თავს მიხედე, იცოდე, თანამდევო აქამდე,
კარგად უნდა დავბერდეთ, დღეგრძელობის წესია!

Posted by: nino darbaiseli 17 May 2024, 02:50
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჰიმენე*

გახსოვს? -
შორეულ ანტიკაში,
შენს მოლოდინში დურგლები ჭერს რომ აზიდავდნენ და ქალწულები თეთრ სამოსელზე ფერად სარტყლებს შემოიხვევდნენ,
ზედ აისხამდნენ სამკაულებს და გიმღეროდნენ, ჰიმენეო!
მეფე-პატარძალს
შეუძეხო საწოლისაკენ,
და ბედნიერი თანაყოფა,
მუცლადღება არ მოაკლოო.
განარიდეო შეგმანვა იგი უკუნელთა,
ჰიმენე,
ჰიმნებს გიმღეროდნენ
ხმაშეწყობილად,
როგორ ხარობდნენ, ნეტარებდნენ წარმოსახვებით!
ზოგი ტუჩსაც რომ მოიკვნეტდა,
ეს რა ოხრობა მემართება,
ნელსაცხებლებით ტანდაზელილს რამ შემაცია,
რა ჟრუანტელმა დამიარაო,
ვეღარც სხვებივით ვეღარ ჟღერდა
და ჰიმნით ხმობას ეთიშებოდა…
ზოგი, ო, ზოგი მაინც როგორ სხვანაირია!

ჰიმენე, გესმის ჰიმენეო?!
ღმერთი იყავი,
ყველა ქალისთვის სანატრელო,
დაქალებამდე - სანუკვარი სიზმრის ახდენავ,
რა დაგემართა!
რომ ასეთი ცხოველი და ნადირი გახდი,
მხეცი გახდი?
ტანთ შემოსილხარ,
(ანუ ძალიან განძარცვულხარ)
და პოზირებ პოზირებისთვის,
თავს უღიმი თუ საკუთარ თავზე გეღიმება?

ვინც მღერის,
განა ემღერება ყველას, ჰიმენე!
ვინც ცეკვავს, განა ეცეკვება ყველას ჰიმენე!
ვინც კარგობს, განა ყველა მართლა ისე კარგია,!
ვინც ახლა ხარობს, განა მერეც გაუხარდება!
ციკუტას შხამი - ამბროზიის თასშიც ასხია,
ერთი ღამე გვაქვს სანეტარო, ისიც - სხვისია,
გესმის, ჰიმენე?

ერთ კაცს ვიცნობდი,
შენ გებრძოდა თავგამეტებით
და ის, საჯაროდ ხმლისა მქნეველი
ერთხელ კალთაში ამიტირდა,
როცა ერთ დღესაც მისი ასული მიატოვე,
გესმის, ჰიმენე?
და მე ვიხილე,
რანაირია უღონობით მამაკაცის სასოწარკვეთა.

გვტოვებ,
მიდიხარ ,
შენს ნაფეხურზე
სისხლისფერი ვარდები რჩება.
და ვინაა წამომკრეფავი!
ვინც დაგეთხოვა,
გვირგვინდადგმული,
გვირგვინმოწნული თუ უგვირგვინო,
ყველა უცხოსთან დატოვებული ბავშვივით რატომ გამოგეტირა?
სხვის დასანახად ბევრმა თავიც გაიმამაცა,
სხვისი თვალისთვის,
ქალი - როლით არის მამაცი, უდარდელი,
მერე კუთხეში მიიკუნტება და მარტო ტირის, გესმის, ჰიმენე?!

რატომ დატოვე საქალეთი,
რატომ, ჰიმენე?
საშოს გამყოფო ღრუ ტიხარო,
მონაც შენა ხარ,
ბატონიც და
შენ ხარ სატანაც,
ღმერთიც შენ ხარ,
შენში ერთდება ყოველივე, წელქვემოთიდან ქალისათვის ცამდე რაც არის.
და თუ წახვედი,
უკან არასდროს აღარ ბრუნდები.
შემოგმღერიან ქალთა გუნდები,
შეისმენ როდი.
თუ დაბრუნება შეგიძლია,
ჰიმენე, მოდი!

- - -
*ჰიმენე - ქორწინების ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.
ამგვარადვე იწოდება მედიცინაში საქალწულე აპკი.
არსებობს ვარაუდი, რომ ეტიმოლოგიურად მის სახელს უკავშირდება ჰიმნი, რომ ეს ჟანრი სათავეს იღებს ძველბერძნული საქორწინო, საგუნდო სიმღერებიდან.user posted image
* * *
#ლექსები
ლანა ბიბილურიძე

ნინო დარბაისელი

ლედი გოდივა*
(ლ. ბიბილურიძეს)

-ხელოვნებისთვის ტანგაძარცვული და ცხენზე მჯდარი ანუ მხედარი
მე ვარ ქალღმერთი,
მონა როდი ვარ!
ვისთვის - ცოცხალი
და ვისთვის - მკვდარი,
მხოლოდ ლოდი ვარ.

- მარადისობა მოგეგო, დივა,**
ჩემო გოდივა,
ლედი გოდივა!

- - -
* ლედი გოდივა - ხელოვანთა მფარველად მიიჩნევა.
გადმოცემით, იგი ქალაქის მთავრის ცოლი იყო და როდესაც ქმარს სთხოვა, იქნებ ხელოვანებს გაზრდილი გადასახადები შეუმციროო, პასუხად მიიღო - ეს ხომ იგივეა, შენ რომ შიშველმა ცხენით გაიარო შუა ქალაქშიო. ლედი გოდივა მართლაც შიშველი ამხედრდა ცხენზე და ყველას დასანახად გაიარა. ქმარს აღარაფერი დარჩენოდა და არტისტები გადასახადისგან გაათავისუფლა.

** დივა - (იტალ) ქალღმერთი. სასაუბრო მეტყველებაში ნიშნავს თავკერძა ქალს, რომელსაც შესტრფიან, ხშირად გამოიყენება ოპერის მომღერალთა, მაგალითად, მარია კალასის მიმართ.

*** ლექსი აგებულია ბგერწერულ თამაშზე:
გოდ - ღმერთი
დივა - ქალღმერთი
შემოთავაზებულია თავისებური, პოეტური ეტიმოლოგია.

ჯონ ტომასი - მარმარილო. “ლედი გოდივა”user posted image

Posted by: nino darbaiseli 19 May 2024, 04:18
#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცხრაპრილური

რა ლამაზები ვიყავით, გახსოვთ?
მაგრამ გავარდა თოფი.

გვეუბნებოდნენ, არ შეგრჩებათო,
გვეგონა, სჭირდათ ცოფი.

ვინც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებდა,
ვეძახდით გიჟებს, ავებს,

ან საქართველო როგორ გვიყვარდა,
მისთვის ვწირავდით თავებს,

ან ერთმანეთი გვიყვარდა როგორ,
გულში ვიკრავდით ლაღებს,

გვჯეროდა, ერი ერთად თუ დადგა,
ყველა ცხრაკლიტულს აღებს.

მერე რამდენჯერ გადაგვიარეს,
ჭირი - რამდენი ვნახეთ,

რამდენი ვკარგეთ, რამდენი ვმარხეთ,
ვიტანჯეთ, ვივაგლახეთ!

და რაღა დავრჩით? მთელი თაობა
წავიდა კარგის კარგი.

უკეთესები - ცაში არიან,
ჩვენ - შეგვრჩა ყოფის ბარგი.

როგორ გვეგონა, გადაგვარჩენდა
მხოლოდ სიწრფელე ჩვენი!

მტრის ვერაგობას - ვერ ვიჯერებდით,
აღმოვჩნდით შენაჩვენი.

დღეს ყველაფერი არის წარსული,
ვინ გაიხსენებს, რა, სად?

ყველა თაობა - თავის გაკვეთილს ყიდულობს თავის ფასად.

რაც დღეს სხვა არის - გუშინ ვიყავით,
დღევანდელს ელის - ხვალე,

თუკი მოესწრო…ღმერთო მოასწარ,
კმარა, რაც ცრემლი ვღვარე!

რა ლამაზები არიან, ღმერთო, თავისუფალი, ლაღი!

გემუდარები - ცა დააფარე, თავს არ დაამხო თაღი!

ასე წრფელებს და ასე მიმნდობებს
ნურავინ გააწბილებს,

რატომ მომესმის რკინის ღრჭიალი?
მტერი ილესავს კბილებს?

სჯერათ, რა ძალა მოგვერევაო, “ერთობა - ათასფერთო”!

გადამირჩინე,
გადამირჩინე
გადამირჩინე, ღმერთო!


https://www.facebook.com/share/v/7P93UFoUiuFUnF5F/?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)