Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მეცამეტე ხელფასი, იგივე დაუბეგრავი მინიმუმი.


Posted by: gagnia 17 Dec 2013, 15:45
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-1 მუხლი:

„მუხლი 81-1. დაუბეგრავი მინიმუმი

1. ფიზიკური პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

3. დაუბეგრავი მინიმუმის გათვალისწინებით, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და შესაბამისი თანხის დაბრუნება ხორციელდება დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენით.

4. ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.




რა ქნა და როგორ განსაზღვრა ფინანსთა მინისტრმა ეს წესი?
ვთქვათ პედაგოგი. როგორ უნდა მოიქცეს, რომ აიღოს მე-13 ხელფასი? თვითონ უნდა წარადგინოს დეკლარაცია საგადასახადოში, რა უნდა წარადგინოს და როდის დაუბრინდება უკან დაუბეგრავი მინიმუმის გადასახადი?

თუ სკოლამ უნდა უზრუნველყოს ეს ყველაფერი?!




ეს კიდევ გაუგებარია. 6000 ლარამდე ვისაც აქვს წლიური შემოსავალი, თუ ხელფასი თუ აქვს 500 ლარამდე?

2014 წლის დასაწყისში გაიცემა 2013 წლის მეცამეტე ხელფასი (150-დან 500 ლარამდე) ანაზღაურების მქონე პედაგოგებისთვის ეს თანხა იქნება 360 ლარი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტში ცვლილებებია
http://www.ambioni.ge/ganatlebisa-da-mecnierebis-saministros-biujetsi-cvlilebebia

Posted by: Uri gagarini 17 Dec 2013, 15:47
gagnia

მე მეგონა ავტომატურად იყო.

სმისლე რომელიმე სახემწიფო მოხელეს გონია რომ საქრთველოს ნებისმიერ მოქალაქეს ფული რომ მისცეს სახელმწიფომ გაუტყდება

Posted by: gagnia 17 Dec 2013, 15:53
Uri gagarini
QUOTE
gagnia

მე მეგონა ავტომატურად იყო.


მანდ წერია რომ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, უბრუნდება დასაქმებულს და არა ორგანიზაციას.
შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ მიზეზთა გსმო ვინმემ არ წარადგინა დეკლარაცია, არ დაუბრუნდება.
* * *
არავინაა მცოდნე? ან არავის აინტერესებს?



გავარკვიოთ ხალხი.

Posted by: noga 17 Dec 2013, 16:30
gagnia
QUOTE
არავინაა მცოდნე? ან არავის აინტერესებს?



გავარკვიოთ ხალხი.


მეც მაინტერესებს.
ქოცებს რატომ უნდა აინტერესებდეთ და ნაცები, ჯერ ინახავენ ეტყობა სასკანდალოდ.

Posted by: justdoit 17 Dec 2013, 16:31
13 ხელფასები იციან კიდე ???.......


ამ წელს არამგონია ასე გასცენ......

Posted by: gagnia 17 Dec 2013, 16:36
justdoit
QUOTE
13 ხელფასები იციან კიდე ???.......


ამ წელს არამგონია ასე გასცენ......

კანონია
QUOTE
„მუხლი 81-1. დაუბეგრავი მინიმუმი
თუ დაარღვევენ მოყვება ამბები. გამოძრობმას შეეცდებიან ნამდვილად, თუგინდ ხალხის არაინფორმირებულობით. რამდენი არ და ვერ მივა უცოდინარობის გამო.

Posted by: სპორტი 17 Dec 2013, 16:38
gagnia
მგონი, გაის გაზაფხულზე დარიგდება ამ წლის დანაზოგები.

Posted by: giorgi-alonso 17 Dec 2013, 16:44
QUOTE
რა ქნა და როგორ განსაზღვრა ფინანსთა მინისტრმა ეს წესი?
ვთქვათ პედაგოგი. როგორ უნდა მოიქცეს, რომ აიღოს მე-13 ხელფასი? თვითონ უნდა წარადგინოს დეკლარაცია საგადასახადოში, რა უნდა წარადგინოს და როდის დაუბრინდება უკან დაუბეგრავი მინიმუმის გადასახადი?


არაფერი დეკლარაცია არ უნდა წარადგინოს, სპეციალური ფორმაა ის უნდა შეავსოს და მიიტანოს შემოსავლების სამსახურში smile.gif

QUOTE
ეს კიდევ გაუგებარია. 6000 ლარამდე ვისაც აქვს წლიური შემოსავალი, თუ ხელფასი თუ აქვს 500 ლარამდე?


კითხვის აზრს ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა sad.gif
* * *
მარა თუ სწორად მივხვდი კითხვას, მაშინ: ანუ თუ შემოსავალი აქვს 6000-ლარამდე, რომელიც იბეგრება საშემოსავლოთი მაშინ უბრუნებენ, ამასთან თუ გაქვს შემოსავლები, რომლებიც გათავისუფლებულია საშემოსავლოსგან ის არ იტვალისწინება 6000-ის გაანგარიშებაში smile.gif

Posted by: kvangel 17 Dec 2013, 16:56
დაქირავებული (ვისაც აღნიშნული შემოსავალი აქვს) წარადგენს სპეციალურ დეკლარაციას
კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ და მოითხოვს თანხას
საგადასახადო, აქედან 3 თვის განმავლობაში, უბრუნებს თანხას

დეკლარაციის სპეც. ფორმა შემუშავებულია


Posted by: gagnia 17 Dec 2013, 16:57
giorgi-alonso
QUOTE

არაფერი დეკლარაცია არ უნდა წარადგინოს, სპეციალური ფორმაა ის უნდა შეავსოს და მიიტანოს შემოსავლების სამსახურში

QUOTE
ეს კიდევ გაუგებარია. 6000 ლარამდე ვისაც აქვს წლიური შემოსავალი, თუ ხელფასი თუ აქვს 500 ლარამდე?


კითხვის აზრს ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა 


თუ ერკვევი.შეგიძლია ცოტა დაწვრილებით ახსნა
სპეციალური ფორმა ვინ უნდა მისცეს?
ხელფასი შეიძლება თვეში სხვადასხვა იყოს. შეიძლება ერთ თვეს 600 ლარი აიღო, მეორე თვეს 400.
მაგ: პედაგოგს, თუ ყავს სადამრიგებლო ემატება 45 ლარი (თუ არ ვცდები).ხოლო ზაფხულში, არდადეგების დროს სადამრიგებლოს არ ურიცხავენ.
დღეს ლაპარაკობდა ერთი. სრულად მერიცხება 510 ლარიო. ზაფხულში კი 460 ლარიო. მოკლედ, თუ იან გარიშება წლიურად 6000 ლარზე ნაკლები გამოუდის და დაუბეგრავ მინიმიმუმში გადის ხოლო თუ თვიურად 500 ლარზე მეტი და იბეგრება

Posted by: giorgi-alonso 17 Dec 2013, 17:00
gagnia
QUOTE
თუ ერკვევი.შეგიძლია ცოტა დაწვრილებით ახსნა
სპეციალური ფორმა ვინ უნდა მისცეს?


ფიზიკურმა პირმა.

QUOTE
მაგ: პედაგოგს თუ ყავს სადამრიგებლო ემატება 45 ლარი (თუ არ ვცდები) ზაფხულში, არდადეგების დროს სადამრიგებლოს არ ურიცხავენ.
დღეს ლაპარაკობდა ერთი სრულად მერიცენა 510 ლარიო ზაფხულში კი 460 ლარიო. მოკლედ თუ წლირი იანგარიშება 6000 ლარზე ნაკლები გამოუდის, ხოლო თუ თვიურად 5 ლარზე მეტი.


წლიურიდან იანგარიშება wink.gif ანუ წელიწადში არ უნდა გქონდეს მაგაზე მეტი საშემოსავლოთი დასაბეგრი შემოსავალი wink.gif რომელ თვეში რამდენი გაქ არ აქ მნიშვნელობა, მთავარია ჯამი smile.gif

Posted by: gagnia 17 Dec 2013, 17:08
kvangel
QUOTE
დაქირავებული (ვისაც აღნიშნული შემოსავალი აქვს) წარადგენს სპეციალურ დეკლარაციას
კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ და მოითხოვს თანხას
საგადასახადო, აქედან 3 თვის განმავლობაში, უბრუნებს თანხას

დეკლარაციის სპეც. ფორმა შემუშავებულია

ე.ი. მე-13 ხელფასს საუკეთესო შემთხვევაში მიიღებენ არა საახალწლოდ, არამედ საზაფხულოდ?

არადა ყველა საახალწლოდ ელოდებოდა. სკოლებში მთელი ამბავი ატყდება.
შეატყობინონ მაინც ხალხს.


giorgi-alonso
QUOTE
gagnia
QUOTE
თუ ერკვევი.შეგიძლია ცოტა დაწვრილებით ახსნა
სპეციალური ფორმა ვინ უნდა მისცეს?


ფიზიკურმა პირმა.

??? ეგ რომელმა?
ე.ი. თვითონ უნდა იმოძრაოს ხომ?

Posted by: Blackrider 18 Dec 2013, 17:39
სად და როგორ უნდა წარვადგინო დეკლარაცია?

Posted by: imperator-I 27 Jan 2014, 13:24
შეტყობინება
სსკ-ის 811-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 2013 წლის 1 იანვრიდან, ფიზიკურ პირი, რომლის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლებამოსილია ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი.
სსკ 153-ე მუხლის მე-41 ნაწილის მიხედვით 2013 წლის 1 იანვრიდან პერიოდზე დაქირავებულს უფლება აქვს, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების და თანხის დაბრუნების მიზნით, შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ.
ვინაიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა სია დგება დამქირავებლ(ებ)ის მიერ შესაბამისი პერიოდის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, გთხოვთ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ თქვენს მიერ 2013 წლის პერიოდზე წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ (თანხის მიმღების დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, განაცემის სახე, განაცემის თანხა, დაკავებული გადასახადი) და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყავით მათი წარმოდგენა/დაზუსტება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მარტისა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრების სისწორეს. აღნიშნულ პერიოდში მონაცემების დაზუსტება არ გამოიწვევს დაჯარიმებას.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის N1886-რს კანონით საგადასახადო კოდექსში შესული დამატების თანახმად, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 31 დეკემბრიდან საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენა იწვევს დაჯარიმებას. კერძოდ, სსკ-ის 2884-ე მუხლის მიხედვით „საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ არასწორი ინფორმაციის წარდგენა, რამაც გამოიწვია დაქირავებულისათვის დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება, − იწვევს ინფორმაციის წარმდგენი პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული თანხის ორმაგი ოდენობით“.




დღეს ეს შეტყობინება მომივიდა რს.გე-ზე

* * *
მყავს რამოდენიმე ტანამშრომელი რომელსაც 6000-ზე ნაკლები მიიღო წლის განმავლობაში

Posted by: Strategy2008 27 Jan 2014, 13:35
მოკლედ ამ ეტაპზე რაც ვიცით:

ვინც წლის განმავლობაში მიიღო 6000 ლარზე ნაკლები (დარიცხული), მათ დაუბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის - 1800 ლარის საშემოსავლო, ანუ 360 ლარი.
იმისთვის რომ ეს თანხა აიღონ, მეორე ან მესამე (დააზუსტებენ პერიოდს) კვარტალში უნდა მიაკითხონ ნებისმიერ ბანკს და წარადგინონ პირადობის მოწმობა.

Posted by: imperator-I 27 Jan 2014, 14:18
მე ვფიქრობ რომ დასაზუსტებელია ბევრი რამ.. დღეს მოვიკითხავ..


Posted by: imperator-I 24 Feb 2014, 18:23
დახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი მოქალაქე, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარს უკან მიიღებს

24-თებერვალი-2014
24 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 2013 წელს არ აღემატებოდა 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.
ხელისუფლების ეს ინიციატავა დაახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. კანონის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება დაიწყება 1 აპრილიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფორმა ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან გააქტიურდება.
დეკლარაციის შევსება შესაძლებელია როგორც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ასევე, საბანკო დაწესებულებაში.
დღეს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ბანკების მომსახურებით: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“.
ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სატალეფონო ცენტრის მეშვეობით: 2 299 299 ან შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შემდეგ მისამართზე: info@rs.ge; www.rs.ge
* * *
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, რომლებიც არადეკლარირებულ ხელფასს იღებენ, დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხა უკან არ დაუბრუნდებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ განუცხადა.
"თუ თქვენ ხელზე იღებდით ხელფასს და ეს არ არის დეკლარირებული და საგადასახადო ბაზებში არ დაფიქსირებულა, ვერ დავუბრუნებთ თანხას. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს დამატებითი დეკლარირება - დამქირავებელმა უნდა წარადგინოს დეკლარაცია და ეს მონაცემები უნდა აისახოს ბაზაში. მოწესრიგებული ბუღალტერია უნდა იყოს. ჩვენ ჩვენს ბაზებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით მოვახდენთ თანხების უკან გაცემას", - განაცხადა ირაკლი გვარამაძემ.
მისივე განმარტებით, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის უკან დასაბრუნებლად, უწყება შესაბამის კამპანიას ჩაატარებს.
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ნებისმიერ შემოსავალს არ უკავშირდება, ანუ 6 ათასი ლარი ნებისმიერი შემოსავლით არ შედგება. ეს მხოლოდ ხელფასით მიღებული შემოსავალი უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორია პროცედურა და როგორ უნდა დაუბრუნოს გადამხდელმა თანხა, ამაზე ჩვენთან დაიწყება აქტიური კამპანია, ინფორმაცია აიტვირთება როგორც ჩვენს საიტზე განმარტების სახით, ისე სარეკლამო რგოლი გავა ტელევიზიით. ჩვენი თანამშრომლები ეცდებიან, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალური განმარტება მიიღონ, როგორ დაუბრუნონ გადახდილი თანხა", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
როგორც ცნობილია, 2013 წელს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი წლის განმავლობაში 6 000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა დაახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს. დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის უკან დაბრუნება 1-ელი აპრილიდნ დაიწყება.

Posted by: an12 24 Feb 2014, 18:31
მოკლედ.. კი თქვეს 6000 მდე ვისაც აქვს შემოსავალი დაუბრუნდება უკან საშემოსავლო გადასახადიო, მაგრამ მხოლოდ 1800 ლარის 20% ე.ი. 350 ლარი.. მე კი მეგონა ამ ექვსიათასიდან აიღებდნენ 20 პროცენტს...
ფორმებია..რომლებიც შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ..იქ უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი...ანგარიშის ნომერი ბანკში და დაელოდოთ თანხის ჩარიცხვას! biggrin.gif yes.gif

http://www.forms.ge/sakartvelos-pinansta-ministris-brdzaneba-no87-2013-tslis-29-marti-k-tbilisi-gadasakhadebis-administrirebis-shesakheb-sakartvelos-pinansta-ministris-2010-tslis-31-dekembris-no996-brdzanebashi-tsvlilebis-shetanis-shesakheb

Posted by: imperator-I 24 Feb 2014, 18:35
დრეს ვიყავი შემოსავლების სამსახურში კონსულტაციაზე.. ოპერატორმა მითხრა რომ პირველი აპრილიდან ტანამშრომლები ვისაც 6000-ზე ნაკლები აქვს აღებული მოვიდნენო და ჩვენ შევავსებინებთო ფორმებსო.. მე მყავს სადღაც 8 ადამიანი ორგანიზაციაში ვისაც 6000-ზე ნაკები აქვს აღებული.. მაგრამ კითხვებზე ვერ მიპასუხეს, მაგალითად არიან ისეტებიც ვისაც 1700 ლარი აქვს აღებული, იმიტომ რომ სექტემბრიდან ავიყვანე, მათ რამდენი უბრუნდებათ ტთქო და ვერ მიპასუხეს.. მაგალითად სახვაგანც მუშაობენ ეს დაბალშემოსავლიანი ტანამშრომლები მაშინ რა ხდევბა, თუ ჯამურად ახტებიან 6000 ლარს ორივე სამსახურის ხელფასებით ასეთ შემთხვევაში რა ხდევბა? ამაზეც ვერ მიპასუხეს..

Posted by: სპორტი 24 Feb 2014, 18:39
imperator-I
smile.gif
მეც მაქვს კითხვა.
პენსია და ხელფასი ვისაც 6000 ლარზე მეტი გამოუვა, იმაზე რა ხდება?
პენსია 150 ლარი ითვლება თუ 150+37.5 (ანუ ხელზე ასაღებს პლუს საშემოსავლო)?

Posted by: dimaopena 24 Feb 2014, 18:41
....................................

Posted by: Strategy2008 24 Feb 2014, 18:41
ვისაც 6000-ზე ნაკლებია აქვს წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღებენ 1800-ის საშემოსავლოს, ანუ 360 ლარს. თუ 1800 ლარზე ნაკლები ხელფასი აიღეს, მაშინ მისი ხელფასიდან გადახდილ საშემოსავლოს სრულად აიღებენ(თუ წლის განმავლობაში ხელფასის სახით აიღო 1000 ლარი, მაშინ დაუბრუნებენ 200 ლარს).
თუ რამდენიმე სამსახურში ჯამურად 6000-ზე მეტი აიღეს, მაშინ არაფერს არ დაუბრუნებენ.

Posted by: imperator-I 24 Feb 2014, 18:41
თუ რაიმეს გაიგებთ შეგვატყობინეთ

Posted by: an12 24 Feb 2014, 18:43
სახელფასო თანხის გაცემის დროს, ივსება ფორმა სადაც პირადი ნომერია მითითებული, ასე რომ თვითონაც კარგად იციან ვინ გადააცილა 6000 ლარს.. მე მყავს თანამშრომელი , კიდევ 2 ადგილზე მუშაობს ოფიციალურად, ამიტომ მისი ხელფასები დაჯამდება ალბათ...

Posted by: imperator-I 24 Feb 2014, 18:50
ხო შემოსავლების სამსახური ხედავს დეკლარირებულ შემოსავალს (განაცემთა ინფორმაციით) და შესაბამისად არ შეავსებინებენ დანართის №II–085 იმათ ვისი თანხებიც გადაახტა 6000 ლარს

Posted by: machaxela 24 Feb 2014, 18:55
QUOTE
სად და როგორ უნდა წარვადგინო დეკლარაცია?

მიდიხარ ბანკში და პირადი ნომრის საფუზველზე გიბრუნებენ ტანხას 1 აპრილიდან,

Posted by: imperator-I 24 Feb 2014, 18:59
ამის შესახებ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ განუცხადა.
"თუ თქვენ ხელზე იღებდით ხელფასს და ეს არ არის დეკლარირებული და საგადასახადო ბაზებში არ დაფიქსირებულა, ვერ დავუბრუნებთ თანხას. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს დამატებითი დეკლარირება - დამქირავებელმა უნდა წარადგინოს დეკლარაცია და ეს მონაცემები უნდა აისახოს ბაზაში. მოწესრიგებული ბუღალტერია უნდა იყოს. ჩვენ ჩვენს ბაზებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით მოვახდენთ თანხების უკან გაცემას", - განაცხადა ირაკლი გვარამაძემ.
მისივე განმარტებით, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის სახით თანხის უკან დასაბრუნებლად, უწყება შესაბამის კამპანიას ჩაატარებს.
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ნებისმიერ შემოსავალს არ უკავშირდება, ანუ 6 ათასი ლარი ნებისმიერი შემოსავლით არ შედგება. ეს მხოლოდ ხელფასით მიღებული შემოსავალი უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორია პროცედურა და როგორ უნდა დაუბრუნოს გადამხდელმა თანხა, ამაზე ჩვენთან დაიწყება აქტიური კამპანია, ინფორმაცია აიტვირთება როგორც ჩვენს საიტზე განმარტების სახით, ისე სარეკლამო რგოლი გავა ტელევიზიით. ჩვენი თანამშრომლები ეცდებიან, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალური განმარტება მიიღონ, როგორ დაუბრუნონ გადახდილი თანხა", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

Posted by: iase 24 Feb 2014, 19:49
an12
QUOTE
მოკლედ.. კი თქვეს 6000 მდე ვისაც აქვს შემოსავალი დაუბრუნდება უკან საშემოსავლო გადასახადიო, მაგრამ მხოლოდ 1800 ლარის 20% ე.ი. 350 ლარი.. მე კი მეგონა ამ ექვსიათასიდან აიღებდნენ 20 პროცენტს...
ფორმებია..რომლებიც შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ..იქ უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი...ანგარიშის ნომერი ბანკში და დაელოდოთ თანხის ჩარიცხვას! 

http://www.forms.ge/sakartvelos-pinansta-m...tanis-shesakheb

სად შევავსო ონლაინ?

Posted by: aqvsenti777 24 Feb 2014, 19:51
QUOTE
სად შევავსო ონლაინ?

QUOTE
სად შევავსო ონლაინ?

QUOTE
სად შევავსო ონლაინ?


Posted by: an12 24 Feb 2014, 19:57
არა..ონლაინ არა.. საგადასახადოში უნდა მოვიდნენ და აქა შეავსონო ასე მითხრეს რომ დავრეკე ცხელ ხაზზე...და ისიც მითხრეს ვაზუსტებთ და მარტში კიდე დარეკეო..ცხელი ხაზი თუ არ მეშლება.... 2 299 299 .

შეგიძლიათ rs.ge -ს საიტზე ნახოთ... ტელეფონი ზუსტად..

Posted by: პოსტოჰოლიკ 1 Apr 2014, 12:33
imperator-I

ხელზე ვინც იღებდა ხელფასს და არის დეკლარირებული მაგ შემთხვევაში?

Posted by: imperator-I 3 Apr 2014, 22:44
http://rs.ge/5924 ........................................................

Posted by: tbilisiforum 4 Apr 2014, 12:48
რამდენხანში ერთხელ ხდება ეს? ან საიდან უნა გაიგო რომელ რიცხვში იქნება განცხადების შევსება?

Posted by: gagarin210 23 Apr 2014, 18:40
შეგიძლიატ მომწეროთ სად დავრეგისტრირდე?საიიტი სადაც დავრეგისტრირდე მე 13 ხეფასის ტაობაზე

Posted by: vakho88 12 Jan 2015, 22:21
წელს იქნება მე-13 ხელფასი ვინ იცის???

Posted by: tbilisiforum 13 Jan 2015, 17:49
QUOTE (vakho88 @ 12 Jan 2015, 22:21 )
წელს იქნება მე-13 ხელფასი ვინ იცის???

ეგ მეც მაინტერესებსს :3

____________________________________________________

Posted by: Blunt 16 Jan 2015, 14:33
რასეს ხოარ მაიმუნობენ jump.gif ხალხი დარბის ხალხს ეძებს და ანგარიშის ნომრებს ითხოვენ


ვივუსი ან რამე მსგავსი არ გააკეთონmad.gif

შეიძლება ისე ვივუსი შენი პირადობის ნომრით აიღოს ვინმე სხვამ და როგორ უნდა შეამოწმო ეგ არისთუარა შენს პირადობაზე სესხი აღებული

Posted by: xoxle 8 Feb 2015, 15:54
წელს იქნება მე-13 ხელფასი ვინ იცის???

Posted by: sandriko_80 4 Mar 2015, 22:32
იქნება წელსაც, მაგრამ დრო არ ვიცი არც მე ზუსტად.

Posted by: LUNATIKI 4 Mar 2015, 23:12
http://rs.ge/5924

ამ ძედა ნაქაჩ საიტზე როგორ შევცვალო კალენდარული წელი???


2013 წერია და მე 2014 მაინტერესებს

Posted by: boni91 25 Mar 2015, 23:44
1 აპრილიდან არისო ბუღალტერმა მითხრა და საიდან აქ ეგ ინფორმაცია ხზ, rs.ge-ზე არაფერი უწერიათ

Posted by: vakho88 27 Mar 2015, 00:29
Iქნება ნამდვილად ვიცი

Posted by: londre 27 Mar 2015, 08:19
არ მესმის რა საჭიროა ამდენი უსარგებლო ფაცაფუცი. თვით სახელწოდება დაუბეგრავი მინიმუმი ნიშნავს იმას რომ თვიდან თვემდე რომ გაძლოს ადამიანმა საჭიროა რაღაც მინიმუმი და ეხლა გამოდის რომ სახელმწიფო ამ მინიმუმს ართმევს და წლის ბოლოს ვითომ აძლევს და თანაც თუ ადამიანი არ მიაკითხავს ვერც მიიღებს. რატომ არ შეიძლება დაუბეგრავი მინიმუმი
მიიღოს ადამიანმა დაუყოვნებლივ და თუ სახელმწიფოს ფული არა აქვს იმდენი მაშინ დაწიოს ზღვარი მაგალითად 500 კიარა და 400 ლარი ან ნაკლები თუ ექნება ადამიანს თვეში მაშინ საშემოსავლოს არ გადაიხდის. და რაც ჩინოვნიკების პრემიებზე და ძვირფას მანქანებზე დაიხარჯა ბიუჯეტის ფული სულ ეყოფოდა ამ საკითხის მოგვარებას.

Posted by: boni91 27 Mar 2015, 08:33
londre
ეს ორი წელი იქნება მარტო, შემდეგი წლიდან აუქმებენ..

Posted by: M A N E R A 27 Mar 2015, 11:49
QUOTE
შემდეგი წლიდან აუქმებენ.. 


საუკეთესო გადაწყვეტილებისთვის მიუგნიათ მომდევნო არჩევნებზე ხმების დასაკარგად user.gif

Posted by: paparesta 27 Mar 2015, 11:59
M A N E R A

QUOTE
საუკეთესო გადაწყვეტილებისთვის მიუგნიათ მომდევნო არჩევნებზე ხმების დასაკარგად 



მაგ დროს 1000 ლარიანი ტუალეტის ქაღალდის ვაუჩერებს დაარიგებენ

Posted by: zabzu 27 Mar 2015, 12:14
წელს რომ იქნება კარგია
არ აწყენს ხალხს ეს დაუბეგრავი მინიმუმი
მაგრამ ამით რომ ვერაფერს უშველიან ყველამ კარგად იცის

Posted by: Shake 19 Apr 2015, 00:51
8 აპრილს შევავსეე rs.ge ზე და დამეწერა რომ ჩამერიცხება და ახლა 19 აპრილია და ჩარიცხული არაა sad.gif და რამდენი ხანი უნდა ჩარიცხვას?

Posted by: knaja 19 Apr 2015, 07:28
ყველას რიგითი ნომერი აქვს მე მაგალითად 206066 -ე ვარ
http://pix.ge/

Posted by: Samooo 24 Apr 2015, 18:49
რიგითი ნომერი როგორ უნდა გავიგო? ახლა, რეგისტრაციის შემდეგ

Posted by: Shake 4 May 2015, 01:05
knaja
ხო დაგვიწერე რა როგორ გავიგოთ ჩვენი რიგითი ნომრები

Posted by: vakho88 5 May 2015, 22:04
Shake
Samooo
რეგისტრაციის დროს უნდა მიგეცათ დეკლარაციის ამობეჭდვა და იქ ეწერებოდა მარცხენა ქვედა კუთხეში, ასე არამგონია გაიგოთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)