რა ვქნა ნამდვილად არ ვიცი ...
მხოლოდ კითხვის დასმა არ ყოფნის სამართალს, უნდა გამართულად, მარტივი ლოგიკის დაცვით მაინც ჩამოაყალიბოთ!!! უბრალოდ, სურვილი, არ მოწონება, თქვენი ასოციაციები, უხასიათო შეგრძნება, აღქმა არ არის სასამართლოსთვის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი!!!
აი, ეხლა ჩემთვისაც რომ მოგეწერათ, მაგალითად, ლიცენზიანტის მიერ სააბონენტოზე თანხის აღრიცხვამ გამოიწვია ... რაააა?! რომელი თქვენი უფლება შეიბღალა - საკუთრების, ადგილსამყოფელის, მორალური, ქონებრივი, არაქონებრივი ... მე ვერ ვაგრძელებ, იმიტომ რომ ვერ ვპოულობ რაიმეს
- ფული ჩამოგეჭრათ? - არა!
დენი, წყალი, გაზი შეგიწყდათ? -არა.
თქვენი ბინა დააყადაღეს? - არა!
ჰა და ჰა, არ მოგწონთ, ხო ეს თანხის ჩანაწერი? არ გსიამოვნებთ ხო? ჰოდა, ეს არ არის სამართლის, იურისპრუდენციის საკითხი. ლიცენზიანტს პრინტერს ვერ დაუმტვრევს, პირს ვერ აუკრავს, ხელიდან კალამს ვერ გამოგლიჯას სასამართლო!! არ არის ეს მისი კომპეტენცია!!! სხვა დანიშნულება გააჩნია სასამართლოს - ის უფლებების დაცვას ახორციელებს!
თუ რაიმე ხელშეშლას აქვს ადგილი, ეს მოითხოვეთ, ამ თანხის შესახებ, ხელშეკრულებას რატომ მიაჯექით?! ხელშეკრულებას რა ნაკლი აქვს?! წერია შიგნით, რომ ლიცენზიანტს აქვს შეუზღუდავი უფლება, ითავხედოს და რაც უნდა ის აკეთოსო?!
წარმომიდგენია, თუ სასამართლოში თქვენ იყავით, რა ტორმუზები დასჭირდა მოსამართლეს! მე როგორც მოგახსენეთ, სრულ კაპიტულაციას ვაცხადებ ...
This post has been edited by Правовед on 21 Sep 2020, 16:04