#54111488 · 23 Jan 2019, 18:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შეიძლება მეორე დიდ თემაში იყო ნახსენები, მაგრამ მე ვერ ვიპოვე. ესეიგი მყავს ნისსან მარჩი. რომ გაიაროს ტექდათვალიერება უეჭველი საქარე მინა შესაცვლელია, ფარები დასარეგულირებელი და სავალ ნაწილშიც რაღაც რაღაცეები ექნება გასაკეთებელი. მაგრამ გარდა ამისა ვიზუალურად ჟესტი არის ცუდ მდგომარეობაში. ერთი კარი შეღუნულია, ცალი მხარე მთლიანად აქვს გასმული, სახურავზეც ეტყობა 3-4 შეღუნულობა, ორივე ბამპერი ნაკაწრებშია. მოკლედ მე ვიზუალი მკიდია, ჩემ საქმეს მანქანა მიკეთებს და ჟესტის გასწორება, დაშპაკლვა-შეღებვა, ზედმეტი ხარჯის გამო, არ მინდა. ვინც საქმის კურსშია, რას იტყვით, ტექ-კანტორის პროფესორ-აკადემიკოსები გამიშვებენ მალიარებთან და ხარჯში გადამაგდებენ თუ მწვანეს ამინთებენ???
|