სალამი მეგობრებო.
ბოდიშით ამ ნიკით რომ ვპოსტავთ ვარ სამუდამო ბანის ქვეშ ძირითადი ნიკის ქვეშ და არც ვაპირებდი გამოჩენას შემთხვევით რომ არ გადავყროდი ამას (მხოლდო პიემებს თუღა ვპასუხობ ვინაიდან სამუდამო ნიკის გამო ცოტა გული ამიცრუვდა ფორუმზე და ისეთი ნაგავი პროვოკაცია მომიწყეს რო აღარც მინდოდა რომ არა ეს თემა).
ვინაიდან ეს ის თემაა რაზეც რეალურად გული შემტკივა და რეალურად მაწუხებს გადავწყვიტე ალტერნიკი შემექმნა და დამერეგისტრირებინა.
ვეცდები ცოტა ლაკონურიც ვიყო და არ შევუბერო ჩემებური პროსტინები.
დავიწყოთ თავიდან:
1) იარაღის პირველადი ფუნქცია არის არა ნადირობა, არა მიზანში სროლა, არა კოლექციონირება ან სხვა რამე, არამედ პირადი, საკუთარი ოჯახის, საკუთარი ქონების და საკუთარი ქვეყნის დაცვა. რა თქმა უნდა შეიძლება გამოვიყენოთ ზემოთჩამოთვლილი და სხვა კანონიერი ქმედებებისთვის, მაგრამ პირველადი ფუნქცია არის თავდაცვა.
2) თავდაცვის ფუნქციის შესრულება უნდა იყოს შეუზღუდავი ყველასთვის (გარდა იმ გამონაკლისებია როგორიცაა რეციდივისტები ან უცხო ქვეყნის მოქლააქეები ან შეურაცხადები). რაწამს ჩნდება შეზღუდვა რომელიც არაფრით არის გამართლებული იმ წამს ჩნდება ჯგუფი რომელიც ამ შეზღუდვით ხეირობს და უპირატესობას მოიპოვებს სხვაზე(აი ვინმემ ამიხსენით რატომ უნდა ჰქონდეს ემზარა კვიციანს იარაღის ტარების უფლება და მე არა ძალიან მაინტერესებს ახსნა)
3) სტატისტიკურად ნებისმიერ ქვეყანაში თუ შტატში სადაც ხდება იარაღის ფლობის და ტარების ლიბერალიზაცია იქ დანაშაული ზოგადად იკლებს მინიმუმ 20-30%თ. ერთადერთი რაც იმატებს ესააა თვითმკვლელობები იარაღით (ანუ gun suicide რასაც ეძახიან). ხოლო სადაც ხდება იარაღის ტარების შეზღუდვა ან აკრძალვა მოქალაქეებისთვის (მაგალითად ლონდონია მაგალითი) იქ იზრდება ორგანიზებული დანაშაული და ამას არ შველის დაჟე არც პოლიციური რეჟიმი (stop and search ლონდონში მაგალითად არც ისე ეფექტური გამოდგა).
4) იმისთვის რომ თავდაცვის უფლება გამოიყენოს ადამიანმა მას უნდა ჰქონდეს მისი იარაღისადმი მყისიერი წვდომისა და გამოყენებისა. არა სადღაც სეიფში დებისა არამედ მყისიერად წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამისთვის არსებობს concealed carry ან open carry ტარების უფლება ამერიკაში მაგალითად.
5) ყველაზე შეზღუდული კანონმდებლობა არის საბჭოთა კავშირში და ახლა რუსეთშიც. შედეგად საბჭოთა საქართველოში არანაკლები იყო მკვლელობებიც, დაჭრებიც, იარაღის სროლებიც და ა.შ. რაც იმაზე მიგვითითებს რომ ამ შემთხვევასი აკრძალვა არ არის ეფექტური დაჟე ისეთი ეფექტური სისტემის დროსაც როგორიცაა საბჭოთა სისტემა.
6) იარაღის რეგისტრაცია არის ცალკე პრობლემა, იარაღის რეგისტრი არის იარაღის კონფისკაციის წინაპირობა. თან ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევასიც კი თუ მოხდა ქვეყნის ოკუპაცია ან კონკრეტულ ოკუპირებულ რეგიონზე არსებულ იარაღის მფლობელებზე ჩაუვარდა რუსეთს ხელშI სია ვის რა იარაღი აქვს და რამდენი.
შედეგად იქნება რომ ან რუსეთი ან თუნდაც საქართველო მოგადგებათ და წაგართმევთ თქვენს ზიზია არ15ებს ან ვზ58ებს ან სხვა ნახევრადავტომატურ შაშხანებს როგორც მოხდა ეს ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში და ამაში გადაგიხდიან კაპიკებს ისევ თქვენი გადახდილი გადასახადებიდან.
7) ახლა აქ ვნახე datunia93-ს პოსტი სადაც უამრავი კრიტერიუმი იყო ჩამოთვლილი. მინდა ვთქვა რომ ქართველ პოლციიელებს ამაზე უფრო სერიოზული კრიტერიუმები აქვს შერჩევის. მიუხედავად ამისა უამრავი ინციდენტი არსებობს მარტო იმიტომ რომ მათ აქვთ პისტოლეტი და სხვას არა (პისტოლეტის პირში ჩაჩრებიტ სუფრაზე დაწყებული და ჭერების ხვრეტით დამთავრებული) არც მაინცდამაინც ინდურ ფილმს გავს ეს ყველაფერი.
8) ასევე შევახსენო datunia93 ს რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს პისტოლეტის მხოლოდ სახლში დების უფლება აქვს და თავის პისტოლეტს ვერც ტირში წაიღებს, ვერც ბუნებაში და ვერც ვერსად ლეგალურად. დიდი ვერაფერი ტკბობის საგანია ღმერთმანი თუ პისტოლსექსუალი არ ხარ და არ ეფერები
9) იუზერ აღმაშენებელი ს მინდა ვუთხრა რომ გაცილებით მეტი ზიანი ხდება გაზის გამათბობლისგან, ხოლო საავტომობილო ავარიაში იმაზე 3-4 ჯერ მეტი ადამიანი იღუპება წელიწადში რამდენიც 2008 წლის ომში დაიღუპა და რეალურად 1%ც კი არ არის ლეგალური იარაღის დანაშაულში გამოყენებული. ნუ დანაშაულზე მაქვს საუბარი და არა იმაზე კობიაშვილს რამდენიმე კაცი რო მთელი ყაზბეგი დასდევდა და უბაყუნებდა და თავდაცვისას რომ შემოაკვდა და გურჯული გენიალური სამართალდამცავი სისტემა მკველობას ედავება.
10) იუზერ Tocadero ს მინდა შევახსენო კულტურულ ამერიკაში მიმდინარე ეხლანდელი მოვლენები და მივუთითო რა ხდება იქ სადაც მოსახლეობას იარაღი არ აქვს(არეულობები, ქონების და ადამიანების ხოცვა და დაზიანება, შტატის და ქალაქის კრიზისი და ა.შ.) და რა ხდება იქ სადაც მოსახლეობას იარაღი აქვს (არც არაფერი). ხოლო კულტურაზე რავი ყველაზე ცუდი ქართული მიტინგიც კი კულტურულ თავყრილობად მოგეჩვენება იმასთან შედარებით რაც ეხლა ამერიკაში ხდება.
11) იუზერ zzz77 მინდა შევახსენო რომ სსრკში გაცილებით უარესი სასჯელები იყო (დახვრეტამდეც კი მიდიოდა ხანდახან საქმე) მაგრამ კრიმინალიც კარგად გრძნობდა თავს, მკვლელობაც იმაზე მეტი ხდებოდა ვიდრე ამერიკაში (ნუ რეალურ კვლევებს რო გადავხედოთ და არა ოფიციალურ სტატისტიკას რომელიც ნახევარს ჭრიდა) და ბრმა ტყვიითაც კვდებოდა ხალხი და ბევრი სხვა რამითაც. დღესაც კი რეალურად ამერიკაში გაცილებით ნაკლები ხალხი კვდება მკვლელობით ვიდრე რუსეთში სადაც ჩვენზე ბევრად აკრძალულია იარაღი.