forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ავოკადოს ხე, კურკიდან გავზარდე(თ)
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5133
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09

  გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 00:47  #55446162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ავოკადო (ლათ. Persea americana) წარმოადგენს 6–20 მეტრის სიმაღლის ტროპიკულ ხეს. იზრდება მექსიკიდან ბრაზილიამდე. დღესდღეობით ახარებენ მთელ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.

აქვს ელიპსური ფორმის, წაწვეტებული ბოლოს მქონე, პრიალა, ღია ან მუქი მწვანე, მეორე მხარეს რუხი ფერის ფოთლები, რომლებიც ფორთოხლის ფოთლებს წააგავს.

აქვს დიდი 100–300 ყვავილისგან შემდგარი ყვავილედები, რომელთაგან მტვრიანდება მხოლოდ დაახლოებით 0,1%, რისი მიზეზიც ის არის, რომ ყვავილობის პირველ დღეს მწიფეა მხოლოდ ბუტკო, მტვრიანები კი ჯერ კიდევ განუვითარებელია.

შემდგომ ყვავილი ერთი დღით იხურება. მომდევნო დღეს კი ისევ იშლება, მტვრიანები უკვე მომწიფებულია, მაგრამ ბუტკო უკვე დამჭკნარია. გარდა ამისა, ყვავილები მომწიფებული მტვრიანებითა და ბუტკოებით დღის სხვადასხვა მონაკვეთში იშლებიან. ავოკადოს ნაყოფი კვერცხის ან მსხლის ფორმისაა.

სამრეწველო დანიშნულებით მოჰყავთ: ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისრაელში, ესპანეთში, აშშ, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.
==============================================================================================================================

ჯიშობრივი ჯგუფები

ავოკადოს ჯიშები იყოფა სამ გეოგრაფიულ ჯგუფად:

ანტილიური (ტროპიკული) ჯგუფი ხარობს ტროპიკულ დაბლობებზე (ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე). მაგალითად, ამ ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ჯიშები „ვალდინი“, „სიმონდსი“ და „შავი პრინცი„ მგრძნობიარეა ყინვისადმი. ავოკადოს ნაყოფი 0,4–1,5 კგ–ს იწონის;
გვატემალური (ნახევრადტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა ტროპიკული მთიანი ზონები (800–2800 მეტრი ზღვის დონიდან). მოცემული ჯგუფის ტიპიურ წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან „ბემიკი“ და “ჰასი“. ამ ჯიშებს მოკლე ხნის მანძილზე შეუძლიათ გაუძლონ 0 C°–მდე ტემპერატურას. ნაყოფი 0,5–1,5 კგ–ს იწონის;
მექსიკური (სუბტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა მექსიკის სუბტროპიკული ზონა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ყინვისადმი მეტად გამძლე ჯიშები (მცირე ხნის განმავლობაში შეუძლიათ – 4 C° ტემპერატურის გაძლება). მოცემული ჯგუფის ჯიშები ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამ ფგუფს მიეკუთვნება „გოტფრიდი“ და „ფერნოდი“. ნაყოფი პატარაა (250 გრამამდე).
დღესდღეობით არსებობს ორი ჯგუფის (უფრო ხშირად გვატემალური და მექსიკური) ჯიშების შეჯვარებით გამოყვანილი ჯიშებიც. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ მექსიკური ჯგუფის ჯიშებს გააჩნიათ.

საქართველოში ავოკადო პირველად 1904 წელს შემოიტანეს, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, 1913 წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და შემდეგ თანდათან მოიკიდა ფეხი.

საქართველოს ჰავა მისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, შავი ზღვის სანაპიროზე იყო გაშენებული საცდელი ნარგავები, კერძოდ, გავრცელებული იყო ჯიშები: მექსიკოლა, პუებლა და ფუერტე.

სასარგებლო თვისებები

ავოკადო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სასარგებლო საკვებ ხილად არის ცნობილი. მისი ენერგეტიკული ღირებულება 840 100 გრ რბილობზე კილოჯოულის ტოლია (შედარებისათვის ბანანის ენერგეტიკული ღირებულება 355 კილოჯოულია, მანგოსი – 215, პაპაიას – 180, პომიდვრის – 90, კიტრისა კი მხოლოდ 0,64). შეიცავს A, B, C, D, K ვიტამინებს.

გამრავლება

ავოკადოს გამრავლება ყველაზე მარტივად თესლებით ხდება. ბაღის გასაშენებლად უმჯობესია შეიძინოთ ნერგები, საიმედო სანერგეში.

მრავლდება მყნობითაც, მყნობას ატარებენ მაისში ან აგვისტო-სექტემბერში, როდესაც მათში ინტენსიურია წვენის მოძრაობა.

სანამყენე კვირტებს იღებენ ერთწლიანი ტოტებიდან. მყნობას ატარებენ იმავე წესით, როგორც ციტრუსოვანებზე. სტანდარტული ნერგების გამოყვანისთვის საჭიროა 1-2 წელი.

თესვა

თესლები კარგად აღმოცენდება თუ თესვა ტარდება ნაყოფიდან თესლის გამოღებისთანავე. თესვის წინ თესლები ნახევრამდე წყალში უნდა დალბეს, ბლაგვი მხრით ფსკერისკენ.

თესლი მიწაში თავსდება ფუძით და ნაწილობრივ იფარება მიწით. ნიადაგი უნდა იყოს ტენიან მდგომარეობაში. თესლი ნელა აღმოცენდება. როცა აღმოცენებული მიაღწევს 10-12 სმ სიმაღლეს, უნდა გადაირგოს.

ტენიან სილაში შენახული თესლი აღმოცენების უნარს არ კარგავს ორი-სამი თვის განმავლობაში. თესვა ხდება სათბურებში ან კარგად მომზადებულ კვალებში.

=================================================================================================================================

თესვა ბინაში

მისი გამოზრდა შეიძლება ბინაში, ოფისში ან სათბურში. ზაფხულობით შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე ან ბაღში.

თესლები ჩათესეთ ¾–ზე ბლაგვი მხრით დაბლა. სასურველია თითო–თითოდ დიდი ქოთნებში, თავზე შუშა გადააფარეთ. ქოთანში შენარჩუნებულ იქნება ტენიანი გარემო, რომელიც აღმოცენებას დააჩქარებს.

დასათესი სუბსტრატი (ნიადაგი) აირჩიეთ მსუბუქი და ჰაეროვანი, რათა ზედმეტი წყალი მაშინვე ჩამოდინდეს. მინის თავსაფარი ყოველდღე ნახევარი საათით მოაშორეთ, რომ თესლები ობით არ დაიფაროს.

სახლის პირობებში ავოკადო იშვიათად ყვავილობს და იძლევა ნაყოფს.

მაღაზიაში ნაყიდი ავოკადოს თესლებიდან თითქმის არ ხერხდება მცენარის გახარება, რადგან ნაყოფი იშვიათად არის დაკრეფილი სიმწიფის პერიოდში, ასეთ ნაყოფს კი არ გააჩნია აღმოცენების უნარი.

ნიადაგი

ავოკადო ნიადაგის მხრივ მომთხოვნი არ არის. შესაბამისად ნარგავებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. მისთვის მისაღებია ნახევრად მჟავე ნიადაგიც, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მებაღეობაში.

ვერ იტანს ნიადაგის ჭარბტენიანობასა და გრუნტის წყლების სიახლოვეს. ასევე, სუსტად ვითარდება გამომშრალ ნიადაგზე. ზედმეტი მორწყვა საჭირო არ არის, თუმცა გვალვის დროს ცვივა ფოთლები და საჭიროა დროდადრო წყლის შესხურება.

ტემპერატურა

ავოკადოს სახეობათა შორის, მეტი ყინვაგამძლეობა ახასიათებს მექსიკურ სახეობებს.

მოზრდილი ავოკადო უძლებს მინუს 10 გრადუსამდე ყინვას, თუმცა ახალგზარდა მცენარეები პირველ 2-3 წელიწადს მაინც, უნდა დავიცვათ მსგავსი ყინვებისგან. იგი ტენის მოყვარული მცენარეა. ამიტომ უკეთესად ვითარდება ტენიანი სუბტროპიკულ პირობებში. იდეალური ტემპერატურა 25 C°–ია.

ავოკადოს ბაღის გაშენება

ავოკადოს ბაღის გასაშენებლად უნდა შევარჩიოთ განათებული და ქარისგან დაცული ადგილი. ფერდობების შერჩევისას უმჯობესია დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ დაქანებები. კარგად ხარობს ღრმა ალუვიურ ნიადაგებზე.

დარგვამდე ნიადაგი იხვნება 18-20 სმ სიღრმეზე, წინასწარ ერთი თვით ადრე მზადდება 90 სმ სიგანის და 40 სმ სიღრმის ორმოები. დარგვის საუკეთესო დროდ გაზაფხული, აპრილის თვე ითვლება.

დარგვის სქემა: ავოკადო უნდა დაირგოს 6-8 მ. რიგებს და 5-6 მ. რიგებში მცენარეთა შორის დაშორებით.

თუ მცენარეების გადრგვა ხდება სიცხეების დროს უნდა დაიჩრდილოს, ხოლო ბუდნები მორწყვის შემდეგ დაიმულჩოს მცენარეული მასალით. ნარგავების მოვლა ისეთივე წესით ტარდება, როგორც სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარეებისთვის.

მოსავალი

ავოკადო მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ.

ავოკადო ჯიშებიდან გამოდინარე მწიფდება, აგვისტოდან დეკემბერის ჩათვლით.
ნაყოფის ზომა ჯიშების, გარემო პირობების და მოვლის მიხედვით 5-20სმ.
ნაყოფი მასა მერყეობს 50 გრამიდან-1.5 კილოგრამამდე (ზოგჯერ მეტიც).
ნაყოფის რაოდენობა ერთ ხეზე სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე საშუალოდ 200 – 500 ცალი.

ერთი ძირი ზრდასრული ავოკადო საშუალოდ 150-300 კგ მოსავალს იძლევა.

შენიშვნა: ავოკადოს ფოთლები, ქერქი და კურკა შეიცავს პერსინს (Persin), რომელმაც ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ადამიანებში ისე ცხოველებში.

წყარო: https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/avo...i-jguphebi.html

This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 11 Feb 2020, 19:32


--------------------
I Love Life, so as Life is Love and Love is Life.
Со мной все в порядке, просто я — интроверт.
Pickering
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 546
წევრი No.: 179641
რეგისტრ.: 11-January 14

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 20:32  #55448734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ ზაფხულში რვა კურკა ჩავრგე და ექვსმა გაიხარა,თუმცა ერთი ხმება.

რომ აცივდა ამათაც შეწყვიტეს ზრდა,იმედია გაზაფხულიდან გააგრძელებენ.

ტენიანი ჰავას სჭირდებათ, რამდენადაც ვიცი.


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
GeoWarr1or
close your eyes and give me your hand darling


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5133
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 21:27  #55448937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Pickering
პრიველ ფოტოში რომაა ეგრეა ჩემიც დაახლოებით, წყალს რამდენჯერ აძლევ კვირაში? არ მინდა მოკვდეს, იქნება ხელოვნური განათება ჩავურთო ხოლმე? ყვითელი?
Pickering
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 546
წევრი No.: 179641
რეგისტრ.: 11-January 14

გამოგზავნილია: 5 Nov 2019, 21:54  #55449048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

კვირაში ორჯერ დაახლოებით. ზაფხულში ყოველდღე ვრწყავდი.

თუ ისეა,როგორც პირველ ფოტოზეა,ჯანზე ყოფილა და რატომ ფიქრობ რომ გახმება.

ერთს სულ დასცვივდა ფოთლები ჩემთან და მარტო ღერო დარჩა.

ხელოვნური განათება არამგონია საჭირო იყოს,უბრალოდ ეცადე არ შესცივდეს
<<Innamorata>>
❤️


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9467
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 01:57  #55721778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ ახარებთ,ვერცერთი კურკა ვერ გავაფესვიანეsad.gif((


--------------------
https://innamorataa.sarahah.com/


ყველას აქვს უფლება იყოს ###!!!

(C)დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა ...!
❤❤❤
ani_k
Two bare feet


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 791
წევრი No.: 135620
რეგისტრ.: 7-September 11

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 02:41  #55721839      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
<<Innamorata>>
დიდი დრო სჭირდება სანამ "გამოიღვიძებს" მარტივია ძალიან. აი ლინკიც . ჩემი ასე გაიზარდა.https://m.youtube.com/watch?v=TDd_QU9Crmk

p.s ზამთარში თუ ჩადებ წყალში გაზაფხულამდე არ ელოდო , თბილ და მზიან ამინდში უფრო მალე იწყებენ გაღვივებას . წარმატებები .


--------------------
Take it easy to take care......
Veni, vidi, vici....
<<Innamorata>>
❤️


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9467
წევრი No.: 234917
რეგისტრ.: 27-August 17

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 02:56  #55721853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ani_k
მართლა,?მე ერთ თვეში ვაგდებ,მგონია არ ხარობს..

ვცდი კიდევ თავიდან,მადლობაsmile.gif

ისე სახლში ისეთი სითბოა ჩინური ვარდი ზაფზულში არ ყვაოდა ასე..
ani_k
Two bare feet


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 791
წევრი No.: 135620
რეგისტრ.: 7-September 11

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 13:23  #55722695      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ჩემთანაც ეგრეა ჩინური ვარდიც და იებიც მაგრამ ავოკადო გულით (კი არადა ფესვებით გრძნობს ეტყობაზაფხულის მოსვლას. ასე რომ სანამ კურკა არ დაჭკნება და არ გაშავდება არ გადააგდო. yes.gif chest.gif

This post has been edited by ani_k on 17 Jan 2020, 13:30
gramatikikina
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 39988
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 13:35  #55722751      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დედაჩემს ჩაურგია ორი კურკა. ერთი წაღმა მეორე უკუღმა
იქიდან ერთერთი გაიზარდა
ეზოში გვაქვს და არც განსაკუთრებულად მოგვირწყია, ერთი ზამთარი ყველა ვარიანტში აქვს გამოვლილი
ჩვენ გვეგონა ჯერ ბალახი, მერე ალუბლის ამონაყარი
მერე გაახსენდა დედაჩემს, რომ იქ კურკები ჩარგო და ეგ ხომ არააო, ვფიქრობდითgivi.gif
ხვალ დავდებ უკეთეს სურათს
user posted image
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32282
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 15:33  #55723262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ისწავლეეთ


--------------------
в худшем случае вы в лучшем приключение
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13774
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 15:58  #55723341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narmonana
QUOTE
ისწავლეეთ

ყოჩაღ biggrin.gif მარა წყალი არ აწყენდა და გაზაფხულზე მოზრდილი ქოთანი 2-3 წლის შემდეგ თავისუფლად შეიძლება ღია გრუნტში გადატანა სუბტროპიკულ ზონაში სადაც მინუს 10 ქვევით არ ეცემა ტემპერატურა
* * *
gramatikikina
QUOTE
დედაჩემს ჩაურგია ორი კურკა. ერთი წაღმა მეორე უკუღმა
იქიდან ერთერთი გაიზარდა
ეზოში გვაქვს და არც განსაკუთრებულად მოგვირწყია, ერთი ზამთარი ყველა ვარიანტში აქვს გამოვლილი
ჩვენ გვეგონა ჯერ ბალახი, მერე ალუბლის ამონაყარი
მერე გაახსენდა დედაჩემს, რომ იქ კურკები ჩარგო და ეგ ხომ არააო, ვფიქრობდით
ხვალ დავდებ უკეთეს სურათს

ეს სად?! eek.gif
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32282
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 16:39  #55723486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
წყლის მეტი რა აქსსს

არ მინდა ღია გრუნტი და სუბტროპიკულიი


ქოთანში იყოს სახლის ყვავილაად
anaila
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 199
წევრი No.: 243242
რეგისტრ.: 31-May 18

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 16:46  #55723525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნოემბერში მომიტანეს ავოკადოს კურკა და დღეს უკვე ყლორტებს ისხამს, გუშინ გადავრგე ქოთანში, ყოველდღე ვატყობ ცვლილებას ზრდისკენ,
ბოლქვს ყოველ მეორე დღეს ვუცვლიდი წყალს, როგორც მირჩიეს, წყალი უნდა ყოფილიყო ნელთბილი და არა ცივი,
ძალიან კარგად დაფესვიანდა და ახლა ვატყობ ქოთანშიც კარგად გრძნობს თავს


This post has been edited by anaila on 17 Jan 2020, 16:48
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13774
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 17:11  #55723616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narmonana
QUOTE
ქოთანში იყოს სახლის ყვავილაად

ჰო მარა ეს ხეა biggrin.gif თან არც ისე პატარა

narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32282
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 17 Jan 2020, 19:57  #55724187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
არაა დიდი.. 25 სანტიმეტრი იყოს სიმაღლეში დიდი-დიდი,

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0308 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]