ამერიკელია, მაშასადამე რიგითი ქართველის თვალში უკვე პრივილეგირებულია
ჩემი საქმე კი არაა, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა: საერთოდ რისთვის ჩამოდის?
სამსახურს კი იშოვის, ბოლობოლო, ინგლისურს ასწავლის დიდსა თუ პატარას, native speaker-ებზე სულ არის მოთხოვნა.
მაგრამ რაც არ უნდა ბევრი მოსწავლე ჰყავდეს და რა თანხაც არ უნდა გამოიმუშავოს,
აქაური ხელფასი, ამერიკასთან შედარებით, კაპიკებია. ცხოვრების პირობებიც არის რა.
ბედნიერების ინდექსიც დაბალია ქვეყანაში.
ამდენ გაჭირვებულს რომ უყურებ, რთულია არ დაიგრუზო.
კიდევ უფრო რთულია მაშინ როდესაც იაზრებ, რომ ამ ქვეყანაში ცოდნაზე მეტად კავშირებია ღირებული.
თან გამონაბოლქვით სავსე თბილისში ცხოვრებას რომელიმე აშშ-ს, თუნდაც პატარა ქალაქში ცხოვრება არ ჯობია?
ვინმე გადამთიელმა ქართველმა მოხიბლა და შეაცდინა აქ ჩამოსვლაზე?
თუ დასასვენებლად იყო ჩამოსული და მთებმა მიიზიდა?
ჩვენი მთები კი მიყვარს, საქართველოს გარშემოც მოგზაურობა, მაგრამ ამერიკის მოქალაქე რომ ვიყო აქ საცხოვრებლად არასდროს ჩამოვიდოდი.
მამაჩემი 15 წლის წინ იყო ამერიკაში წასული და დღესაც ნანობს იქიდან რომ დაბრუნდა
მე მაპატიეთ, არაპატრიოტული პოსტი, მაგრამ კარგად დაფიქრდეს სანამ ჩამოვა.