მოკლედ, ბათუმში, შიგ ბულვარში, აი, ამ სილამაზეს აშენებენ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თავდაპირველად ოთხსართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის აშენება იყო დაგეგმილი, მაგრამ მაგ ოთხ სართულს კიდევ 12-ს ზეიდან დაადებთ და ხვალე კაბინეტში ამოგვიცუნცულებთო, ბრძანეს ადგილობრივმა კალდუნებმა და ამიტომ 16 სართულიანი სასტუმროს აშენება გადაწყდა.
კითხვას, თუ რატომ დაეთანხმნენ ამ ცვლილებას, პასუხისმგებელი საბჭოს ერთმა წევრმა უპასუხა, რომ იგი პრინციპულად ეწინააღმდეგება ბულვარში ახალ ნაგებობებს და პირვანდელი პროექტიც შეცდომა იყო, მაგრამ სასტუმროს მშენებლობას მაინც მხარს უჭერს, რადგან არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების კვალიფიციური დასაბუთება მოისმინა.
მეორემ, არქიტექტორმა კვალიფიციურად განაცხადა, ბულვარში მშენებლობას ზოგადად მეც ვეწინააღმდეგები, მაგრამ ჯანდაბას, სადაც ოთხი სართული, იქ ბარემ დანარჩენი თორმეტიცო!
მესამემ, რომელიც იმ ავად სახსენებელ დროს ეწინააღმდეგებოდა მშენებლობებს და საპროტესტო აქციებშიც კი მონაწილეობდა, შემდეგ კი რაღაც-რაღაცები გადაიაზრა და გადააფასა, ფილოსოფიურად მოგვიწოდა, რომ ერთი პატარა ქალაქის ოდეოლოგიაში არ ჩავიკეტოთ და უფრო ფართოდ გახელილი თვალებით შევხედოთ სამყაროს.
ხოლო მეოთხემ, მარკშეიდერმა, გრუნტი კარგია და პროექტი გეოლოგიურად უსაფრთხოა, ამიტომ არც მე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგოო, ტრიუმფალურად დაასრულა.
:დ :დ
https://batumelebi.netgazeti.ge/news/324019/ზემოთ აღნიშნული შენობისა და მოხსენიებული ჯენტლმენების პატრონები რუსეთის მოქალაქეები არიან. <3
https://batumelebi.netgazeti.ge/news/323845/აი, ასე, ძალზე საინტერესოდ და სახალისოდ დავიბრუნეთ ბათუმი, რომელიც სააკაშვილმა თურქებს მიჰყიდა. :დ
This post has been edited by Alfred_Albion on 24 Jan 2021, 03:51
აღარც ღმერთი... ვეღარაა... - თორნიკე ოქრიაშვილი