გამოგზავნილია: 19 Feb 2019, 15:10 #54246758 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
westsider მაშინ ეს "პაბეგი" გამომძიებლის კერძო შეხედულებაა - ალბათ "გათვლა" ჰქონდა თქვენი ბრალდებულად "გადაქცევაზე" - საქართველოს სამართალ[ვითომ]დამცავებს ეს დაშინების ტონი უძველეს დროიდან აქვთ აკიდებული და მემკვიდრეობით გადმოცემული ... საერთოდ, დიდ ყურადღებას ხელისუფლების პერსონები, სატელეფონო საუბრებს კი არა, სიტყვით მიმართვებს არ უთმობენ - ამიტომ წერილობით უნდა მიმართოთ ყოველთვის ...
მოწმეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა აკისრებს სამ ძირითად ვალდებულებას, კერძოდ: იგი მოწმედ გამოძახების შემთხვევაში ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, მისცეს ჩვენება და დადოს ფიცი. რადგანაც 114-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოძიების სტადიაზე გამოძიების შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება იქნათ დაკითხული - მიმართეთ წერილობით, რომ ხართ მოწმე და აპირებთ ამა და ამ პერიოდში დატოვოთ საქართველო, რადგან არ დაამთხვიოს გამომძიებელმა თქვენი დაკითხვა ამ დროს - გამომძიებელსაც შეაფუცხუნებს და პრობლემაც გადაწყვეტისკენ წავა.
progresi არც ეს "დალაპარაკებებია" კარგი, მუშა ინსტრუმენტი ... განცხადება და მაგის ჯანი ... ვერ გაექცევიან პასუხსაც და ვერ შემოგატენიან რაიმეს ...
This post has been edited by Правовед on 19 Feb 2019, 15:13
|