Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ბანკები > ანაბრების FAQ |
Posted by: Mr-President 4 Aug 2008, 23:06 |
http://forum.ge/?&act=ST&f=62&t=33708876 ანაბარზე %-ის დარიცხვა ხდება შემდეგი სქემით: S-საბოლოო თანხა P-საწყისი თანხა R-საპროცენტო განაკვეთი(მაგალითად 10%, 12%, 14%.....) D-დღეების რაოდენობა(თანხა რამდენი დღეც იდო) S=P+P*R*D/365 მაგალითად 1000 ლარი 10% 60 დღე საბოლო თანხა S=1000+1000*10%*60/365 ----> S=1016.43 P.S. საშემოსავლო 10% გაუქმდა 2009 წლის 1-ლი იანვრიდან. აქ მოცემულია თითქმის ყველა ბანკის ანაბრების ლინკები: TBC BANK http://www.tbc.ge/ge/private/deposits/saving http://www.tbc.ge/ge/private/deposits/my_safe/ http://www.tbc.ge/ge/private/deposits/term_deposits/ http://www.tbc.ge/ge/private/deposits/term_plus_deposits/ http://www.tbc.ge/ge/private/deposits/child_deposits/ http://www.tbc.ge/ge/private/deposits/increasing_saving_deposits/ http://www.tbc.ge/ge/private/deposits/gold Bank Of Georgia http://sb24.ge/?action=85&lang=geo http://sb24.ge/?action=88&lang=geo http://sb24.ge/?action=79&lang=geo http://sb24.ge/?action=76&lang=geo http://sb24.ge/?action=82&lang=geo http://www.sb24.ge/?action=337&lang=geo http://www.sb24.ge/?action=298&lang=geo Bank Republic https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=97 https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=98 https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=99 https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100 https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=101 https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=102 https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=103 https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=338 VTB Bank GEORGIA http://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/ProgressiveDeposits.aspx http://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/ChildDeposits.aspx http://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/SavingDeposits.aspx http://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/TermDeposits.aspx http://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/EconomicalDeposits.aspx http://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/EliteDeposits.aspx http://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/ComfortDeposits.aspx Procredit Bank http://procredit.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=139 http://procredit.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=140 http://procredit.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=142 http://procredit.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=141 http://procredit.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=206 People's Bank http://www.peoples.ge/viewc.php?sid=1385&pid=515&rt=513 http://www.peoples.ge/viewc.php?sid=595&pid=515&rt=513 http://www.peoples.ge/viewc.php?sid=596&pid=515&rt=513 http://www.peoples.ge/viewc.php?sid=1091&pid=515&rt=513 http://www.peoples.ge/viewc.php?sid=1381&pid=515&rt=513 http://www.peoples.ge/viewc.php?sid=1094&pid=515&rt=513 http://www.peoples.ge/viewc.php?sid=1244&pid=515&rt=513 Standard Bank http://standardbank.ge/index.php?m=85 http://standardbank.ge/index.php?m=86 http://standardbank.ge/index.php?m=87 http://standardbank.ge/index.php?m=88 http://standardbank.ge/index.php?m=89 BasisBank http://www.basisbank.ge/private/deposits/time_deposit/ http://www.basisbank.ge/private/deposits/increasing_savings_deposit/ http://www.basisbank.ge/private/deposits/demand_deposit/ http://www.basisbank.ge/private/deposits/convertible_deposit/ http://www.basisbank.ge/private/deposits/child_deposit/ http://www.basisbank.ge/private/deposits/sasargeblo_anabari/ |
Posted by: keres 5 Aug 2008, 14:37 |
და........ გირვანქამ რა დააშავა? |
Posted by: Mr-President 5 Aug 2008, 14:39 | ||
keres
გირვანქაზე შენ გააკეთე და დიდი სიამოვნებით დავდებ. |
Posted by: keres 5 Aug 2008, 14:43 |
BOG ,TBC,Republic,VTB,ProCredit ,Peoples,Standard,BTA,TaoPrivat,HSBC დლია პოლნოი კარტინი. |
Posted by: Tvalebi 5 Aug 2008, 17:17 |
Mr-President მოგცლია რა მერე იქმამდეც მივალთ თანამშრომლების FAQ-საც გააკეთებ ფორმულაც რაღაც იტო დაწერე, ან თუ დებდი ორივე უნდა დაგედო, მარტივიც და რთულიც |
Posted by: Mr-President 5 Aug 2008, 19:17 | ||
Tvalebi
წინასწარ მცდარ დასკვნებს ნუ მიკეთებ. ჩემ ფორმულაში ჩასვი რიცხვები და მიიღებ ერთიანად სუფთა სარგებელს 10%-ის დაკლებით. მარტივი და რთული არ ვიცი, ბანკები როგორც ანგარიშობენ საპროცენტო სარგებელს, ეგ ფორმულა დავწერე! თუ მოგწონს, ისარგებლე, თუ არა და მაშინ ამით ისარგებლე http://www.tbc.ge/ge/calculators/deposit_calculator/ |
Posted by: shpargalka 5 Aug 2008, 22:19 |
უფრო მარტივი ფორმულაც არსებობს ძირი თანხა მაგალითად არის 1000 ლარი საპროცენტო განაკვეთი 8 % და ანაბრის ვადა 6 თვე ფორმულა ესეთი იქნება :ძირ თანხას ვამრავლებთ საპროცენტო განაკვეთზე,ვყოფთ 365-ზე(იმიტო რო ყველა პროცენტი წლიურია)და ვამრავლებთ იმდენ დღეზე, რამდენი დღეც იდება ანგარიშზე თანხა ანუ ამ შემთხვევაში 180 დღეზე და მიღებულ სარგებელს მოვაკლებთ 10%.ეს იქნება თქვენი საპროცენტო სარგებელი 1000 *8%=80/365=0.219*180=39.50-10% საოცარი ფორმულა გამომივიდა |
Posted by: Tvalebi 6 Aug 2008, 01:43 | ||
Mr-President
თუ არ იცი იკითხე მაინც, მგონი დაუჯერე რომ ექსპერტი ხარ აი |
Posted by: Mr-President 6 Aug 2008, 10:09 | ||
Tvalebi
ბანკები რითაც ითვლიან %-ს, ეგ ფორმულა დავწერე. თუ კბენა გინდა და ინტრიგნობა, ეგ სხვა საქმეა. ჩემთან ეგეთები ვერ გაგივა. სხვასთან გენც... |
Posted by: keres 6 Aug 2008, 10:35 |
ფორუმში მონაწილეობას აღარ ვღებულობ. ფორუმის მოდერატორი არანორმალურად ასრულებს თავის მოვალეობებს. არსად მასეთი რამ არ მინახავს. შლის ჩემს პოსტებს უმიზეზოდ, თან არაფერს არ აკონკრეტებს. |
Posted by: Mr-President 6 Aug 2008, 10:37 | ||
keres
წაიშალა არა მხოლოდ შენი პოსტი. რაც შეეხება ფორმულას, ჩასწორებულია. |
Posted by: Kate789 6 Aug 2008, 20:45 |
Mr-President აქ აშკარად ჩემი პოსტი იყო... შენ ხარ სააკაშვილის დამქაში... პოსტების გამქრობი... ისადა ღმერთმა გვიმრავლოს ბავშვები... კიარადა საბავშვო ანაბრები... აუ, გეხვეწები მითხარი რა, ყველაზე მაღალი % რომელს ერიცხება??? |
Posted by: Beliar 7 Aug 2008, 01:04 | ||
Kate789
რომლის გაკოტრების შანსიც ყველაზე დიდია |
Posted by: Tvalebi 7 Aug 2008, 01:19 | ||
Beliar
და ვის უპროგნოზებ ნაადრევ სიკვდილს ? |
Posted by: Kate789 7 Aug 2008, 01:36 | ||
Beliar
ეგეთი ორი მეგულება მე... Tvalebi რაღა ნაადრევი??? |
Posted by: Tvalebi 7 Aug 2008, 02:28 |
Kate789 ნუ ბანკი რო სიმბოლურად ქვია თუ ეგეთებს გულისხმობ არ ვიცი მარა მე მეგონა იქნებ ათეულიდან ამბობდა რომელიმეზე ისე მაინც რომლებს ვარაუდობ ??? |
Posted by: levani_levani7 25 Sep 2008, 22:19 |
ყველაზე კარგი პირობები აქვს კორ სტანდარტბანკს, მორჩა და გათავადა!!! |
Posted by: Oracle 1 Oct 2008, 21:27 | ||
აბსოლუტურად მოუქნელია თითქმის ყველა ბანკში ანაბრების მოდული საქართველოს ბანკის გარდა
-- თიბისის პროცენტის დარიცხვის ამ პრინციპზე ბევრი ვიცინე რა უაზრობააა მობრძანდით ბატონო საქართველოს ბანკში ყოველდღე ვარიცხავთ პროცენტს და თითქმის თეთრის მეათასედებამდე ვამრგვალებთ თანხას რომ შემდეგი დარიცხვის დროს ის მცირედიც დაემატოს ანაბრის კაპიტალიზაცია კი ანაბრის ტიპის შესაბამისად ხდება. გადახედეთ ყველა ბანკის პირობებს და დარწმუნდებით სად ჯობია ფულის შენახვა ასე რომ ბატონო პრეზიდენტო თქვენს მიერ მოყვანილი ფორმულა ყველა ბანკისთვის არ მუშაობს ვოტ!! |
Posted by: Mr-President 1 Oct 2008, 21:30 | ||||
Oracle
და შემნახველი ანაბრის მფლობელებს გატანის დროს 0.6%-ითაც დაასაჩუქრებთ ხომ? ანაბრის გახსნისას, იმედია, თავს არ დაესხმევიან მძარცველები კლიენტებს ან რიგში დგომისგან სული არ გასძვრებათ. დამრგვალებას რაც შეეხება, ყველა ბანკი ანალოგიური პრინციპით მოქმედებს. თქვენ რა გგონიათ, მფრინავი ტახტი გამოიგონეთ? ამას ჯობია თიბისიში გახსნან ანაბარი, 1%-ით მეტი სარგებელი დაერიცხებათ და კიდევ თანხის 1%-ს ბანკი გადარიცხავს დაზარალებულთა ფონდში. მეტი სარგებელი+ქველმოქმედება ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს. ან აი ტაობანკმაც დაიწყო აქცია... 17% ლარში... |
Posted by: Oracle 1 Oct 2008, 22:08 | ||||
და ვინ თქვა რომ გამოვიგონეთ? მასე უნდა იყოს ყველა ბანკში მაგრამ ხომ ხედავ ძმაო არ არის ყველგან მასე, რასაც თვითონაც აღიარებენ კიდეც . მაგალითის სახით ისეთი სისულელე წერია რომ არამგონია მაგ ანაბარმა ვინმე მიიზიდოს Mr-President რას გადაეკიდე ამ 0.6 %- ს ეგ მასე უნდა იყოს ნამდვილად, თან იმიტომ რომ ყვალაზე მოქნილი ანაბარია . თან მემგონი იცი რა განსხვავებაა ქეშსა და არაქეშს შორის და ეგ მხოლოდ არაქეშზე ვრცელდება
ეს კიდევ რა უნამუსობააა მოკლედ რა, TBS -ში იშვიათად შევდივარ და თან ჯიბეზე ხელს ვიკიდებ ვინმემ რამე არ ამომაცალოს |
Posted by: Mr-President 1 Oct 2008, 22:31 | ||||||||
Oracle
უმეტესობა ბანკში ეგრეა. იქაც ზუსტად იანგარიშება %. რაც შეეხება ჩემ სეიფს, შემნახველ ანაბარს ბევრად სჯობია და თვალში ნაცარს არ აყრიან კლიენტებს საქართველოს ბანკის მსგავსად. 10% არა შაშვი. - ამას 0.6% ჩემ სეიფზე კი თანხა შეგაქვს და რაც ხელუხლებელი იქნება მაგას ერიცხება %, + მილიონის მოგების შანსი. ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა უფასოა!!!! თუ სატარიფო პაკეტს აიღებ, ბევრად დიდი % გამოდის. 0,5% 1% ან 1.5%
აი ეგ ნაღდი სახით შეტანილ თანხაზეც ვრცელდება!!!!! ამაზე მაქვს ჩაციკლული. არ გჯერა? საიტზე ნახე ინფო!!! გატანა ნაღდი სახითაა თუ უნაღდო, 0.6%-ია მაინც!!!! თქვენ ვის რას შეარჩენთ!!!!!
რისი მომსახურება? მიმდინარე ანგარიშის? თქვენ ბარათის მომსახურებაზე 1 ლარი გაქვთ + მიმდინარე ანგარიშის მომსახურება 1.50.
მე კიდევ ბოგ-ში რომ შევდივარ, ჯიბეზეც ხელს ვიკიდებ და ბრონის ჟილეტსაც ვიცმევ. მაინც საშიშია... |
Posted by: Oracle 1 Oct 2008, 23:16 | ||||||||||
აი მაგას ხვალვე გადავამოწმებ, გაწერებში ვნახავ თუმცა 99% -ით დარწმუნებული ვარ რომ ცდებით
მოიცა თიბისის რა უფასო აქვს ანგარიშის მომსახურება??? და ვინ მოგახსენა??? ჩვენ თუ ყოვლეთვიურად ვიღებთ, თიბისი ბატონო ყოველკვარტალურად აჭრით საკომისიოს და ჯამში უფორო მეტიც გამოდის. ჩემს ამონაწერში ასეა და სერვის ცენტრშიც მასე მითხრეს მინდოდა დოკუმენტად თიბისის საიტიდან აღებული ინფო დამედო, მაგრამ არ საიტი არ უვარგათ და ვერც ვერაფერს იპოვი ზოგადად ანგარიშებზე არაფერი წერია
მაგაზეც ვიკამათეთ ჩვენ თუმცა როგორც ყოველთვის შენი გაიტანე. * * *
არა ანაბრის ანგარიშის მომსახურებაზე ვამბობ. იხ.
|
Posted by: Mr-President 1 Oct 2008, 23:36 | ||||||||
Oracle
კი ბატონო. რომ გადაამოწმებ, აქ დიდი შრიფტით დაწერა არ დაგავიწყდეს.
90 თეთრი მიმდინარე ანგარიშის მომსახურების საკომისიო. თქვენ 1.50 ლარი ბარათის მომსახურების საკომისიო ელექტრონი წელიწადში 10 ლარი. ტქვენთან 2 წლიანი 10 ლარი ღირს + თვეში 1 ლარი ესეც წელიწადში 12 ლარი. რომელი ძვირია? თიბისის აქვს სატარიფო პაკეტი და გაძლევს 3 ბარათს, მომსახურება 1.90 თვეში. ყველაფერი უფასოა, ბანკინგიც, საკუთარ ბანკომატში განაღდებაც, ავტომატური გადარიცხვები და გადახდები, ჩემ სეიფზე გაზრდილი %. თუ ნაშთი მეტია 500 ლარზე საკომისიო ნახევრდება, თუ 1500 ლარზე მეტია ნაშთი, მაშინ უფასოა მომსახურების საკომისიო. ყველაზე ცუდ ვარიანტში 1.90 ლარად ძალიან ბევრ მომსახურებას იღებს კლიენტი.
რას ვიზავთ, ასეთი ხასიათი მაქვს. ეგაა რომ სიმართლე მიყვარს. სულ არ მინდა თქვენს რომელიმე სერვის-ცენტრში მიმახვრიტოს რომელიღაც ყაჩაღმა.
ეგ არის ჩვეულებრივი მოთხოვნამდე ანაბარი, მიმდინარე ანგარიშის პონტია, პროსტა % ერიცხება. თქვენ 1.50-ს მაინც ვერ გადაუჯოკრავს. |
Posted by: Oracle 2 Oct 2008, 00:22 |
ესეიგი მინდა კიდევ ერთხელ რომ საქართველოს ბანკში გახსნილი ანაბრის ანგარიშს არანარი საკომისიო არ აქვს, უფასოააააა მომსახურებააა , ზუსტად ის გერიცხებათ რაც მითითებულია, თიბისისაგან განსხვავებით რომელიც თვეში 90 თეთრს გაჭრით დავიფიცებ თუ გნებავთ ბატონო პრეზიდენტო აღიარეთ რომ ეს სიმართლეაააა * * * ახლა მაგარი რაღაც უნდა დავპოსტოოოო ესეიგი, ინტერნეტ ბანკით გახსნილ "ვადიანი" და "შეგროვებადი" ტიპის ნებისმიერ ანაბარზე სარგებლის სახით დაგერიცხებათ სტანდარტულ პროცენტზე 1% -ით მეტი სარგებელი აი მაგალითად თუ სერვის ცენტრში ერთ წლიან ვადიან ანაბარზე ლარში გერიცხებათ 13.5% მაშინ ინტერნეტ ბანკით გახსნის შემთხვევაში დაგერიცხებათ 14.5% http://imageshack.us იხილეთ ვალუტის შემთხვევაშიც http://imageshack.us ჰეე მოგვბაძეთ ახლაააა მაგრამ ნორმალური ინტერნეტ ბანკი არც ერთს არ გაქვთ დაააა ..... http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://smiles.myweb.ge |
Posted by: Mr-President 2 Oct 2008, 10:11 | ||||
Oracle
შემნახველ ანაბარზე უკეთეს ანაბარს "ჩემ სეიფს" მომსახურების საკომისიო არ აქვს. თქვენ შემნახველ ანაბარს კი აქვს 0.6% განაღდების საკომისიო ნაღდი თანხის გატანის დროსაც კი!!!!! და ეს ზუსტად ვიცი! ოპერატორებს კითხე რა. ან Call center-ში დააფდეითეთ ინფო მაშინ!
ამონაწერი მინდა 100 დღის ვადაზე და უზრუნველყოფს თქვენი ბანკინგი? |
Posted by: explore_my_life 2 Oct 2008, 17:39 |
არასწორად დავპოსტე და მაგიტომაც ჩავასწორე....... |
Posted by: keres 2 Oct 2008, 18:50 |
Mr-President შეგიძლია შემნახველი ანაბრის თანხა გადარიცხო უნივერსალურ ანგარიშზე და გაიტანო 0,2%-ში. |
Posted by: Mr-President 2 Oct 2008, 19:41 | ||
keres
ნუ მაგ ბარათის 1 ლარი მომსახურების საკომისიო უნდა ვიხადო. ერთი და იგივე გამოდის. |
Posted by: keres 2 Oct 2008, 20:07 |
ერთი და იგივე არანაირად არ გამოდის: 1) ანგარიშის მომსახურების საკომისიო აქვს ასევე თი-ბი-სის. 2) 500 ლარი რომ გაანაღდო 0,2%-ში, ეკონომიას უწევ 0,4%,- ეს არის 2 ლარის ეკონომია. |
Posted by: levani_levani7 2 Oct 2008, 20:18 |
ამ ყველაფრის წამკითხავი თავმდაბლურად გეტყვით, შემოიხედეთ სტანდარტბანკში, გაეცანით ჩვენს პირობებს და ის რითიც ამაყობთ საქ. ბანკში და თიბისი-ში ნამდვილად სასაცილოდ მოგეჩვენებათ: ბარათებზე მომსახურების საკომისიო: 0 ბარათებზე მინიმალური ნაშთი: 0 ყველა ბაბნკომატიდან : 0.2% დეპოზიტზე ყოველთვიური ავტომატური დარიცხვა მოქნილობაზე ნურავინ შემედავებით, თუ გნებავთ ციფრებით ვიკამათოთ! |
Posted by: keres 3 Oct 2008, 09:42 |
levani_levani7 ბანკის მთავარი აქტივი რა არის? მართალია - მისი ბრენდი. რადგან ბანკი ფინანსური სტრუქტურაა, მთავარი ფასეულობა მომხმარებლისთვის არის ნდობა ბანკის მიმართ, უშუალოდ ეს ეხება ანაბრებს. მომხმარებელს ურჩევნია განათავსოს ბანკში თანხა ნაკლები პროცენტით (თუმცა სბ-ში არანაირად არ არი დაბალი პროცენტები) მაგრამ სანდო და ფინანსურად ძლიერ ბანკში, ვიდრე მაღალ პროცენტებში ნაკლებად სანდო (ამ შემთხვევაში ზოგადად ვსაუბრობ და სტანდარტს არ ვგულისხმობ მარტო) და აქტივებით უფრო სუსტ ბანკში. ეგაა რეალობა. ამიტომ თუ ბანკს უნდა ანბრების მოზიდვა, პირველი ამოცანა მისთვის უნდა იყოს ბრენდინგის განვითარება და თუ ნდობა მოსახლეობაში საკმარის დონეს მისღწია, მაშინ სხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს. ნახე პროკრედიტის სლოგანი და მიხვდები. |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 10:18 | ||||
keres
თქვენი ბარათი ღირს 10 ლარი + 12 ლარი წელიწადში. თიბისის კი ბარათის მომსახურების საკომისიო აქვს წელიწადში 10 ლარი! თუ სატარიფი პაკეტს აიღებ, მაშინ 3 ბარათი უფასოა. თვეში 1.90-ს იხდი. თუ ნაშთები გაქვს მაშინ უფასოც არის. levani_levani7
აქტივების თემა ცოტა დაბლაა და ვიკამათოთ. |
Posted by: keres 3 Oct 2008, 14:42 |
Mr-President იქნებ ჩავრთოთ ლოგიკა? 1. არ მინდა ვიხადო თვეში 1,9, მაშინ რა ხდება? |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 14:53 | ||
keres
მაშინ აიღებ ბარათს და წელიწადში გადაიხდი 10 ლარს, რაც ასევე იაფია თქვენს ანალოგიურ მომსახურებაზე. თქვენი ბარათი წელიწადში 17 ლარი ღირს, თუ ასევე ლოგიკას ჩავრთავთ. |
Posted by: keres 3 Oct 2008, 15:35 |
და შემნახველი ანაბრის გახსნისას ბარათს რომ უფასოდ აძლევენ? |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 15:41 | ||
keres
მაშინ 12 ლარი გამოვა წელიწადში, რაც ასევე ბევრია. გატანა 0.2% თან. |
Posted by: keres 3 Oct 2008, 15:54 |
ანუ წელიწადში 2 ლარით ძვირი როა, ეგ გეძვირება? ))) |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 15:56 | ||
keres
მარტო ეგ რატო? % როდის ერიცხება თქვენს შემნახველ ანგარიშს? ამას პლიუს გატანის საკომისიო 0.2%? |
Posted by: keres 3 Oct 2008, 15:58 |
/////"საპროცენტო სარგებელი ანაბარზე ერიცხება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურ, ანუ ხელუხლებელ თანხას."/////// ეგ თიბისის პირობა იცი რას ნიშნავს + /////"უნაღდო სახით ჩარიცხული თანხის ფარგლებში ფულის განაღდება ფასიანია "///// ეგეც გაითვალისწინე. სბ არიცხავს მთლიან თანხაზე + უფრო მაღალი სარგებელი. ))) |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 16:05 | ||||
keres
თქვენთან ნაღდი სახით შეტანილ თანხასაც საკომისიო ერიცხება და ამით რა? ანაბარზე ვინმე რიცხავდეს თანხას, ძალიან იშვიათია...
უფრო მაღალ სარგებელს რატო? 10% გაქვთ და თიბისისაც 10% აქვს.... +1% აქციის პირობებში და კიდევ 1%-ს ბანკი საქველმოქმედო ფონდში რიცხავს. |
Posted by: ქეთო 3 Oct 2008, 16:06 |
არის აქ ვინმე ბაზისიდან? |
Posted by: keres 3 Oct 2008, 16:11 |
Mr-President ბრრ.... საიდან დავიწყო ))) //თქვენთან ნაღდი სახით შეტანილ თანხასაც საკომისიო ერიცხება და ამით რა?// – რა და ის, რო თიბისის არც ისეთი დიდი უპირატესობა აქვს ამ მხრივ. სანამ დანარჩენ საკითხებზე გადავიდოდე –/////"საპროცენტო სარგებელი ანაბარზე ერიცხება თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე პერიოდში ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის მინიმალურ, ანუ ხელუხლებელ თანხას."/////// ეგ პირობა ვერ დაინახე წინა პოსტში? ამაზე რას იტყვი? გხიბლავს? ))) წარმოიდგინე ფულს ვერ გაიტან შემნახველიდან რო დაგჭირდეს. მერე აზრი აღარ ექნება რომ შემოიტანო იმავე თვეს. მაგალითად თუ გქონდა 1,000 ლარი და უცებ დაგჭირდა 700 ლარი საქმისთვის. მერე თუ გინდა ამ საქმემ 1,000,000 მოგიტანოს და შეიტანო ანაბარზე – დაგერიცხება მაინც 300 ლარზე სარგებელი! გხიბლავს? ))) თიბისის ლარში 9%, სბ – 10% აშშ დოლარში 6% , სბ – 7%, აქცია მალე დამთავრდება ) |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 16:14 | ||
keres
უფრო დიდი უპირატესობა აქვს, თუ კლიენტი თანხის გატანას არ აპირებს. თუ გატანას აპირებს, მაშინ ეგ კიდევ ცალკე სათვლელია. ვიცი რა პირობაც აქვს და ძალიან კარგი პირობაა. თქვენს ეშმაკურ 0.2%-ს ბევრად სჯობს. თქვენთან % ერიცხება წლის ბოლოს. კაცს მოლოდინში მოკლავთ. |
Posted by: keres 3 Oct 2008, 16:17 |
Mr-President გთხოვ გვერდით არ აუარო საკითხებს და თითოეულს შეეხე. პროდუქტს უნდა შეხედო კომპლექსურად რა ბენეფიტები მოაქ. შენ კიდე განაღდების საკომიოს ვერ ანებე თავს. რა არი უფრო მნიშვნელოვანი? მეტი სარგეებლი! და მოქნილობა პირობებში. ინტელექტუალურად არასინდისიერად იქცევი. ))) |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 16:21 | ||||
keres
გვერდს შენ უვლი, მაგრამ რა მიკვირს? საქართველოს ბანკის სტილია შეფუთული ყუმბარები კლიენტურისთვის. კლიენტს იზიდავთ დიდ ვიტრინებზე გამოფენილი პლაკატებით, სადაც წერია 10%, მარა საკომისიოზე სად წერია? კლიენტისთვის მთავარია წმინდა პირობები დიდი სარგებლით. ასეთია ჩემი სეიფი და არანაირად შემნახველი ანგარიში.
გაგრძელებადი აქციებიც ბევრია. |
Posted by: keres 3 Oct 2008, 16:23 |
ვტოვებ დისკუსიას, ბაი........... |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 16:23 | ||
keres
pk |
Posted by: Oracle 3 Oct 2008, 18:48 |
Mr-President ისე ამ თემის მოდერი ხარ და ცოტა ობიექტური რომ იყო ცუდი არ იქნება, თვალი რომ გადაავლო პოსტებს თიბისის აგენტის შტაბეჭდილებას ტოვებ რეალურად შევხედოთ ყველაფერს და სიმართლე ვთქვათ, შემდეგ კი კლიენტმა განსაჯოს, ტყუილს თუ სადმე ნახავ კი ბატონო წაშალე |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 19:57 |
Oracle ეგ შენი საქმე არ არის, მე რომელ ბანკს დავიცავ კლიენტის გადმოსახედიდან. შენს ნარინჯისფერ მანტიას მიხედე. შენ კი დანაპირები გაქვს შესასრულებელი, ბოლო-ბოლო გაარკვიე გატანის საკომისიო შემნახველი ანგარიშიდან? P.S. ამის მერე გირჩევ, რომ პროდუქტის ტარიფებში აღარ მეკამათო. |
Posted by: hexe 3 Oct 2008, 20:45 |
ერთი ჩემი სეიფი უნდა გავხსნა რა იმდენად იმოქმედა რეკლამებმა |
Posted by: levani_levani7 3 Oct 2008, 23:14 |
მდააააააააა, ორივე ბანკს ერთი სტილი აქვს, მაქსიმალურად გართულება და კლიენტისთვის ძნელად გაგება თუ სად რა ეჭრება და სად რას აცინცლავენ keres რაც შეეხება ბრენდის განვითარებას - 100% გეთანხმები, როგორც იცით სტანდარტბანკში მიმდინარეობს რებრენდინგი და ამ კუთხითაც მალე დაიწყება აქტიურობა. |
Posted by: Oracle 3 Oct 2008, 23:43 |
Mr-President ჩემი საქმე რაც არის ეგ მე ვიცი და შენ ვერ მასწავლი. მე მხოლოდ ობიექტურობისკენ მიგითითე და გთხოვე . ჯიგარო მისმინე, მუდმივი არაფერია და ხვალ თუ ზეგ საქართველოს ბანკმა (ან სხვა ნებისმიერმა) რომ შემოგთავაზოს უფრო კარგი პირობები და მაღალი ანაზღაურება დარწმუნებული ვარ რომ სიამოვნებით გადახვალ და თიბისისაც აღარ ახსენებ. მე ჩემს ნარინჯისფერ მანტიას კი არა ჩემს თავს მივხედავ და ყველა რიგითი თანამშრომელი ასეა, არამგონია შენ თიბისის აქციების პაკეტს ფლობდე და შენს თავზე მეტად განაღვლებდეს მისი ბედი სხვა დროს კორექტული იყავი ხოლმე ისე მეგობრულად გეუბნები, საწყენი მემგონი არაფერი მითქვამს პ.ს. ხო, რაც შეეხება შემნახველიდან გატანის საკომისიოს ქეშის შემთხვევაშიც 0.6 % -ია |
Posted by: Mr-President 3 Oct 2008, 23:51 | ||||
Oracle
მაშინ მინდა მიგითითო, რომ შენი საქმეებიდან ჩემი "კონტროლი" ამოიღო. და რა ობიექტურობაზე მითითებ? რომელიც მომწონს, იმას ვიცავ, თუ სიტყვის თავისუფლების უფლება არ მაქვს?
გმადლობთ! |
Posted by: Oracle 3 Oct 2008, 23:58 | ||
ვააახ რა თაობა მოდის??? ბიჯო ბიჯო ბიჯოოოო http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm |
Posted by: Anie 7 Oct 2008, 12:09 |
საქართველოს ბანკში ინტერნეტით ანაბრის გახსნის შემთხვევაში სარგებლობ დამატებით 1%-ით ეს ინფორმაცია რატომ არ არის BOG.GE ზე? |
Posted by: Tvalebi 7 Oct 2008, 12:16 | ||
Mr-President
აქამდე სხვა პრინციპი გქონდა და არც ეხლა ღალატობ, გაიხსენე ძველი დრო |
Posted by: Mr-President 7 Oct 2008, 12:21 |
Tvalebi ეგ არავის საქმე არაა, მე რა პრინციპი მექნება. ანალოგიური შემიძლია შენზეც ვთქვა. თემას ნუ აჩეთებ , თემის გარშემო ისაუბრე. ძველი დრო დამთავრდა, პირადი გარჩევები და ა.შ. |
Posted by: Anie 8 Oct 2008, 11:08 | ||
? ? ? სიმართლეა? |
Posted by: keres 8 Oct 2008, 12:03 |
კი ნამდვილად მასეა. ეს ვრცელდება ვადიანი და შეგროვებადი ტიპის ანაბრებზე. |
Posted by: lovejoi4 8 Oct 2008, 17:50 |
halhno ai esety shekithva mak sad jobia am situaciashi pulis shenahva bankshi tu sahlshi!!bankshi ki upro daculia mara rac ehla situacia kvekanashi dges banki mushaobs da hval mihval sheidzleba agar ikos!!ert chem dzmakacs konda dolarshi puli TBC anabarze vadiani mara roca areuloba daicko mivida bankshi da uthres ehla dolary ar gvak tu gindat mokcemt larshio!!da agar gamoitana!!ehla ki sainetresoa sad aris upro daculi sheni puli dgevandel situaciashi sahlshi tbilad gidevs balishis kvesh tu bankshi sadac ragac procenty mainc gericheba! mapatyet tu arascor adgilas davcere!! |
Posted by: Mr-President 8 Oct 2008, 17:58 |
lovejoi4 ბანკში.... შენ ძმაკაცს დოლარში იმიტომ არ მისცეს თანხა, რომ ეროვნულმა ბანკმა დააწესა მკაცრი შეზღუდვა და აუცილებლად ეტყოდნენ, რომ 1 კვირის მერე მობრძანდითო! საინტერესოა, ეხლაც იგივეს ეუბნებიან? ბანკი არავის ფულს არ აქრობს. |
Posted by: lovejoi4 8 Oct 2008, 20:22 |
Mr-President ho jer arvici!!!amas gavirkvev me ehla shva shekithvac mak!!sad jobia puli sheinaho bankshi tu sahlshi!!ho ici ra hteba ehla kvekanashi!! |
Posted by: Mr-President 8 Oct 2008, 20:27 | ||||
|
Posted by: Anie 8 Oct 2008, 20:54 | ||||||
keres
გმადლობ მაგრამ საინტერესოა საიტზე რატომ არ წერია არაფერი მაგის შესახებ * * *
ყველაფერი დროებითია არამარტო ქვეყანაში რა ხდება რა ხდება მსოფლიოში
ბანკი ჯობია რა თქმა უნდა სახლში შენახული ფული უფრო არ იქნება დაცული რა იცი რა ხდება ხანძარი, ქურდობა ..... ღმერთმა დაგიფაროს ყველაფერ ამისგან მაგრამ მაიც |
Posted by: LacosTe87 8 Oct 2008, 21:22 |
1. მინდა მოდერატორს მადლობა ვუთხრა, მართლა ბევრი უშრომია, რაც უნდა დაინახოს კაცმა 2. რაც შეეხება ანაბარზე დარიცხული რთულ პროცენტს, მაგის ფორმულას ვერავინ დაწერს, რადგან რთული პროცენტი ერიცხება ანაბრებს რომლებზეც თანხის ცვლილება შესაძლებელია, ამიტომ წინასწარ არავინ იცის რამდენს შეიტანს, შემდეგ, ანაბარზე დარიცხული სარგებლის კაპიტალიზაცია სხვადასხვა დროს ხდება სხვადასხვა ანაბარზე, ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მოდერს საყვედრუს ვერ ვეტყვით. 3. ისე ამ ბოლო დროს Mr-President შედარებით ლოიალური ხარ საქართველოს ბანკის მიმართ |
Posted by: Irakli.B 9 Oct 2008, 10:13 |
ისარგებლეთ უფრო ვრცელი გრაფიკით იმედია პრეზიდენტი არ გვიწყენს |
Posted by: ქეთო 9 Oct 2008, 11:18 |
Irakli.B სახალხოს ვერ ვხედავ აქ !!! წლიური 14,5% ვადიანზე.. |
Posted by: Irakli.B 9 Oct 2008, 11:34 | ||
შენ მაგაზე არ ინერვიულო |
Posted by: keres 9 Oct 2008, 11:55 |
Anie ძალინ მალე იქნება საიტზე, მანამდე შეგიძლიათ გახსნათ ანაბარი და მიიღოთ +1% * * * LacosTe87 //2. რაც შეეხება ანაბარზე დარიცხული რთულ პროცენტს, მაგის ფორმულას ვერავინ დაწერს, რადგან რთული პროცენტი ერიცხება ანაბრებს რომლებზეც თანხის ცვლილება შესაძლებელია, ამიტომ წინასწარ არავინ იცის რამდენს შეიტანს, შემდეგ, ანაბარზე დარიცხული სარგებლის კაპიტალიზაცია სხვადასხვა დროს ხდება სხვადასხვა ანაბარზე, ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მოდერს საყვედრუს ვერ ვეტყვით.// რატომ? შესაძლებელია. მაგალითად თუ ყოველთვიურად შეიტანთ 10 ერთეულს, X ვადის მანძილზე, როდესაც კაპიტალიზაცია ხდება წლის ბოლოს. საქართველოს ბანკის ანაბრების ბუკლეტში არის მასეთი ტიპის ცხრილი, საბავშვო ანაბარზე გაკეთებული მაგალითით. |
Posted by: akkai 9 Oct 2008, 12:32 |
მესმის რომ წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე 13 თვიანი ანაბრის გახსნა რომელ ვალუტაში ჯობია(დოლარი, ლარი თუ ევრო) |
Posted by: ქეთო 9 Oct 2008, 12:49 |
Irakli.B კარგიაა! . |
Posted by: Anie 9 Oct 2008, 18:28 | ||
keres
OK ყველაფერი გასაგებია |
Posted by: მოხევე 10 Oct 2008, 22:39 |
ხალხნო რა მაინტერესებს იცით? მინდა რომ 3-4 თვეში ვიყიდო მანქანა და ამისთვის მჭირდება ფულის შეგროვება ხო? ( ) ჰოდა მინდა რომ ანაბარი გავხსნა და თიბისი გადავწყვიტე, მინდა რომ 3-4 თვის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 700 ლარი შევიტანო ანაბარზე ყოველთვე, მაგრამ არის ერთი პრობლემა სრულწლოვანი 2 თვეში ვხდები და გამახსნევინებენ ვითომ ხვალ რომ მივიდე თიბისიში ზრდად ანაბარს? და რას მირჩევთ? ზრდადი ანაბარი გავხსნა? და რა ვალუტაში? მე ლარში მგონია რომ უკეთესია, თუ ჩემს ფორექსის სერთიფიკატს დავუჯერებთ )))) |
Posted by: Mr-President 10 Oct 2008, 22:48 | ||
მოხევე
მშობლის ნოტარიული თანხმობაა საჭირო. |
Posted by: LacosTe87 12 Oct 2008, 15:05 |
keres არა მასეთი ცხრილები არსებობს, აქ საუბარი იყო მაგალითად ვადიან ანაბარზე სარგებელს მოცულობის დასაანგარიშებელ ფორმულაზე, მე აღვნიშნე, რომ თვისებრივად განსხვავებულად იანგარიშება რთული საპროცენტო სარგებელი, რომლის განსაზღვრაც სხვადასხვა პარამეტრებზეა დაოკიდებული და არსებობს 2 ცვლადი. სხვა მხრივ შეგიძლია დაჯდე და გააკეთო ცხრილები ნებისმიერ თანხაზე და ნებისმიერ პერიოდზე |
Posted by: bachuki 13 Oct 2008, 18:00 |
რომელი ბანკია ყველაზე საიმედო ანაბრების მხრივ. რომელი ბანკები აზღვევენ ანაბრებს? |
Posted by: Mr-President 13 Oct 2008, 18:08 |
bachuki არც ერთ ბანკს არაფერი არ ემუქრება. შეგიძლია, თამამად შეიტანო იმ ბანკში, სადაც მოგინდება. |
Posted by: bachuki 13 Oct 2008, 18:15 |
რაც შეეხება ანაბრის თანხის დაზღვევას? |
Posted by: Mr-President 13 Oct 2008, 18:34 | ||
bachuki
ანაბრების დაზღვევა საქართველოში არ არსებობს. თუ ბანკი გაკოტრების წინაშე დადგება, ეროვნული ბანკი აიღებს დროებით მმართველობას ხელში, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ( hexe ) ითვალისწინებს. მერე იწყება ბანკის გაკოტრებიოს პროცედურა და მთელი ამბები. parliament.ge -ზე შეგიძლია ნახო კანონი, ეხლა არ ხსნის ჩემთან საიტს. |
Posted by: bachuki 13 Oct 2008, 19:51 |
მადლობა................................... * * * თუ ბანკების კრიზისი წავიდა მგონია რომ სახელმწიფო საქართველოს ბანკს უფრო გადაარჩენს ფინანსური დახმარების მხრივ ვიდრე სხვას, ასე მგონია რატომღაც რას იტყვი.... * * * აშშ-იც ხო ასეა მთავრობა ვისაც უნდა ეხმარება ვისაც უნდა კი სწირავს გასაკოტრებლად... |
Posted by: Mr-President 13 Oct 2008, 22:30 | ||
bachuki
მაგათი აქციები 3.5 $-მდე დაეცა 40$-დან და თავად განსაჯე. |
Posted by: hexe 13 Oct 2008, 23:21 |
Posted by: bachuki 15 Oct 2008, 13:40 |
ტბს-ს აქციები უფრო ძვირია?........................... |
Posted by: Mr-President 15 Oct 2008, 14:00 |
bachuki TBC-ის აქციები ლონდონის ბირჟაზე არ იყიდება. |
Posted by: Wanderer 16 Oct 2008, 17:13 | ||
Mr-President
ეს საკითხი მეც მაინტერესებს. ეროვნული ბანკი რომ აიღებს დროებით მმართველობას ხელში ანაბრის გატანის საშუალებას მომცემს გაკოტრებული ბანკიდან? |
Posted by: Mr-President 16 Oct 2008, 17:26 |
Wanderer http://laws.codexserver.com/47.DOC ამონაწერი: 7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: (14.03.2008 N 5909) ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ; ბ) ფიზიკურ პირთა ანაბრები არა უმეტეს 1500 ლარის ოდენობისა; გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტი; ე) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ; ვ) სააგენტოს მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები. 8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის მე-7 პუნქტის „ბ„, „გ„, „დ„ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.(23.10.2001#1115 საკანონმდებლო მაცნე N32) |
Posted by: LacosTe87 18 Oct 2008, 21:59 |
Mr-President მართალია ეროვნული ბანკი იღებს დროებით მმართველობას, მაგრამ თუ დააკვირდები ანაზღაურდება ანაბრები არაუმეტეს 1500 ლარისა. საქმე იმაშია, რომ თქვენი ანაბრების გადახდის გარანტი არის ბანკის აქტივები, კაპიტალი, რითაც არის უზრუნველყოფილი ბანკი. |
Posted by: martali-adamiani 18 Oct 2008, 23:45 | ||
სახელმწიფომ მართლაც შეიძლება გადაარჩინოს რომელიმე ქართული ბანკი (თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება), მაგრამ იმ ბანკებს რომლებსაც 100 %-იანი უცხოური კაპიტალი აქვთ ისინი თავისით გადარჩებიან (საქართველოში) |
Posted by: Wanderer 21 Oct 2008, 11:47 | ||||
Mr-President ცოტა არ იყოს გაუგებარი და ბუნდოვანია. რას ნიშნავს "არსებული თანხა". იტყვიან არსებული თანხა არაა საკმარისი თქვენი ანაბრის დასაბრუნებლადო და უყარე კაკალი მერე. LacosTe87
არა მგონია. გ პუნქტს შეხედე. მასე 8-ს თუ შეხედავ მაგ 1500-საც არ დაგიბრუნებენ თუ არ ექნებათ საკმარისი ფული. martali-adamiani
ეს კარგია ნამეტნავად. ისე რომლებია მასეთი? მგონი ბანკი რესპუბლიკა ხომ? |
Posted by: maria8 6 Nov 2008, 20:58 | ||
bachuki
ბოლო მონაცემით (ნუ, ყოველ შემთხვევაში საიტზე ასეა) საქ ბანკის საინვესტიციო ანაბარია დაზღვეული. ციტირება: "რა გარანტიას იძლევა ბანკი, რომ ფასის რადიკალური ცვლილების შემთხვევაში შეძლებს დამატებითი სარგებლის გაცემას ანაბარზე? რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ გარანტირებულად მივიღებ შეპირებულ დამატებით სარგებელს? ნავთობის ფასის ცვლილება ბანკს, თავის მხრივ, გადაზღვეული აქვს უცხოელ პარტნიორთან. საბოლოო ჯამში რა ფასიც არ უნდა დაფიქსირდეს ნავთობზე, დამატებითი სარგებლის გაცემის გარანტი სწორედ ბანკის უცხოელი პარტნიორის საერთაშიროსო რეიტინგი და გამოცდილებაა"-ოოო http://sb24.ge/?action=211&lang=geo#investment_deposit |
Posted by: Mr-President 6 Nov 2008, 21:33 | ||
maria8
აქ სხვა დაზღვევაზეა საუბარი. |
Posted by: kmunebi 15 Nov 2008, 17:28 |
თიბისი ბანკი პირველია ანაბრებში... |
Posted by: valo 15 Nov 2008, 17:47 | ||
kmunebi
ერთხელ გკითხე და დამაიგნორე ფაქტები გეთაყვა |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 01:25 |
ანაბრების ყველაზე კარგი პირობები საქართველოს ბანკს აქვს, თან ბუნებაზეც ზრუნავს |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 13:16 | ||
Beka_ke
ყველაზე კარგი პირობები აქვს თიბისის, თან დევნილებზეც ზრუნავს. +1 % ყველას, ვინც ანაბარს გახსნის. |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 13:18 |
Mr-President სადაა თიბისის მილიონი ლარი? |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 13:20 | ||
Beka_ke
სად არის და გათამაშებას უყურე-ხოლმე და იქ დევს შუშის კოლოფში. სად უნდა იყოს? ელოდება თავის პატრონს. |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 13:22 |
Mr-President ხო გათამაშების დღეს კი მოახერხებენ მილიონის შეგროვებას |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 13:25 | ||
Beka_ke
შეგროვებულია უკვე და დევს-მეთქი ის, სადაც უნდა იყოს. ფულის ადგილი ბანკშია და არა მუზეუმში. |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 13:28 |
Mr-President ფული რომელიც მოგებულს უნდა გადაეცეს ხალხთან ახლოს უდევს ერთერთ ლიდერ ბანკს და შეგიძლია 24 საათი უყურო |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 13:32 | ||
Beka_ke
ხოდა ჩემს გვერდით ჩემი ბანკია და თუ ბანკი ჩემს გვერდით არის, ფულიც ჩემთან იქნება. მუზეუმში იდება განსაკუთრებული ნივთები და თუ საქ. ბანკს განსხვავებული დოლარები აქვს, მაშინ ჰო.... რას ვუყურო 24 საათი? ეგეც ეხლა მძაფრსიუჟეტიანი კადრია რა... იქნებ ჩაწერილ ვიდეოს ვუყურებ? სანამ არ ვნახავ, არ დავიჯერებ. გათამაშების დღეს რომ გადასცემენ მოგებულს, ეგ იქნება ნამდვილი. P.S. ისე აქ ანაბრის პირობებზეა საუბარი და თუ რეალური არგუმენტები გაქვს იმაზე მეკამათე. ვის სად აქვს ფული დადებული, ეგ მისი საქმეა. |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 13:37 |
Mr-President ბევრს გადმოაქვს თიბისიდან საქართველოს ბანკში ანაბრები |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 13:40 | ||
Beka_ke
თავს იტყუებ? მონაცემები ნახე ამ თვის. ასე გულიანად არასოდეს მიცინია. ივლისიდან მოყოლებული კლება გაქვთ, კლება. კატასტროფულად კარგავთ ანაბრებს ყოველ თვე. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ 2-ჯერ გაძარცვეს თქვენი ფილიალი და ხალხი დაშინებულია. |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 13:43 |
Mr-President კლება ყველა ბანკს ქონდა, მაგრამ ბოგს კატასტროფული კლება არ ქონია. ეხლა უკვე ყველაფერი რიგზეა |
Posted by: valo 16 Nov 2008, 13:44 | ||
Mr-President მონაცემებს რაც შეეხება, შეგიძლია ორივე ბანკის წარმოადგინო? თაცისი ლინკებით რა თქმაუნდა...
ამისაგან დაზღვეული არავინაა, და არა მგონია შენი მხრიდან ამაზე სიცილი მართებული იყოს. |
Posted by: Anie 16 Nov 2008, 13:44 | ||
+1 TBC ბანკი საქართველოს ბანკი საქართველოს ბანკი იმითაა კარგი რომ აქ შეგიძლია ვადიანი ანბარი ერთი თვითაც გახსნა რაც TBC ბანკში არ შეგიძლია |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 13:48 | ||||||||
valo
ბანკს რომელსაც თავისი თავი ლიდერი გონია, საკუთარ ფილიალებსა და საკუთარ კლიენტებს ვერ იცავს სათანადოდ. თავდამსხმელები ისე იჭრებიან ბანკის ფილიალებში, როგორც კანტორაში და მერე კიდევ გეტრაბახებიან ლიდერები ვართო. თავდამსხმელმა თუ არ იცის, რომ სუსტი დაცვა ყავს ბანკს, ის არც შეიჭრება იქ. ადვილად გაშიფვრადები ხართ დაცვის საკითხებში.
დაელოდე ეროვნულს ან შენ ბანკში მოიკითხო. ექნებათ, დარწმუნებული ვარ. Beka_ke
მართლა? კარგად გადახედე რიცხვებს. დატკბი. მეტი რაღა კლება გინდა. მონაცემები დაბლა თემიდან ავიღე. 31 ივლისი ------------- საქართველოს ბანკი დეპოზიტები ფიზიკური პირები- 462,266, 000 დეპოზიტები იურიდიული პირები- 697,035,000 31 აგვისტო ------------------ დეპოზიტები ფიზიკური პირები-370,328,000 დეპოზიტები იურიდიული პირები-578,844,000 30 სექტემბერი ------------------ დეპოზიტები ფიზიკური პირები- 367,885,000 დეპოზიტები იურიდიული პირები-570,026,000 31 ოქტომბერი ------------------ დეპოზიტები ფიზიკური პირები- 351,674,000 დეპოზიტები იურიდიული პირები-557,741,000 Anie
მოდი ეხლა ესე ვთქვათ. ვადიანი ანაბარი არის იმის, რომ არ გაგაქვს თანხა ხომ? თიბისი ბანკში ანაბარს თუ გახსნი "ჩემ სეიფს" მაშინ 9%-ს მიიღებ ლარში და 7%-ს დოლარში და ევროში. საქ. ბანკს 1 და 2 თვიან ანაბრებზე აქვს 8% და 8,5% ლარში და ვალუტაში 5% და 6.5%. ასე რომ ეგ შენი არგუმენტები უცბად გავაუვნებელვყავი. თუ სატარიფო პაკეტს შეიძენ თიბისი-ში მაშინ ”ჩემ სეიფზე” საპროცენტო განაკვეთი იზრდება 0.5%-დან 1.5%-მდე. კარგად დაფიქრდი. ხო, 12 თვიანზე საქ. ბანკის ნიშნული 0.5%-ით ნაკლებია თიბისის მაჩვენებელზე. ყველაზე კარგი პირობები აქვს თიბისი ბანკს. ჩემს გვერდი ჩემი ბანკია! |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 13:56 |
საქართველოს ბანკი თქვენთვის და თქვენთან ერთად |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 14:00 | ||
Beka_ke
ჩვენ მუზეუმში გამარჯვებულისთვის ფული გვაქვს, მაგრამ მძარცველებმა თუ წაიღეს, არა უშავს. ჩვენ მაინც თქვენთან ვიქნებით. ერთად აღვშფოთდეთ ძვირფასო კლიენტებო. მაგ სლოგანის რომ აღარ წამთ საქ. ბანკის კლიენტებს ბოლო 4 თვის მონაცემებზეც პირდაპირპროპორციულად ჩანს. P.S. წინადადების დიდი ფონტით დაწერას მაშინ აქვს აზრი, როდესაც იგი ღირებულ ინფორმაციას შეიცავს. |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 14:04 |
Mr-President მე საქ ბანკში მაქვს ანაბარი და მექნება სანამ არ დამჭირდება ყველაზე უფრო ბოგის პირობები მომეწონა და მაგიტომ გავხსენი მანდ |
Posted by: Anie 16 Nov 2008, 14:05 | ||||
* * *
+1 |
Posted by: valo 16 Nov 2008, 14:05 | ||||
Mr-President
მდაა იუმორს არ უჩივი
ბოლო ოთხი თვის მონაცემებზე უდიდესი გავლენა აგვისტოს მოვლენებმა იქონია და არა საქართველოს ბანკის "კლიენტების რწმენამ" იმედია ამაში არ შემეკამათები პ.ს. 10X - 20 % |
Posted by: Mr-President 16 Nov 2008, 14:37 | ||||
Beka_ke
ღმერთმა შეგარგოს. მე დავწერე ის ნიუანსები, რითაც თიბისი ბანკის ანაბრების პირობები საქ. ბანკისას სჯობს. ზოგს ქართუ ბანკში აქვს გახსნილი ანაბარი. არ არის პრობლემა. Anie თიბისიმ 5 000 000 ლარი გადარიცხა ფონდში და კიდევ ნებისმიერი გახსნილი ანაბრის 1%-ს თავისი სახსრებიდან რიცხავს. საქ. ბანკის ეგ აქცია ინტერნეტ-ბანკით გახსნილ ანაბრებზე ვრცელდება, თიბისი აქცია კი ნებისმიერ მეანაბრეზე, მათ შორის ტელეფონ-ბანკით გახსნილზეც კი! და ეხლა აქ იმედია, იმაზე არავინ დამიწყებს კამათს, რომ ინტერნეტ ბანკით გახსნილი ანაბრების მოცულობა ნაღდი სახით გახსნილი ანაბრების მოცულობაზე მეტია. valo
არ შეგეკამათები იმაში, რომ გავლენა ნამდვილად იქონია ომმა მხოლოდ 1-2 თვეზე. დანარჩენ ბანკებს ზრდა აქვთ ანაბრებში. მიხვედრა არ უნდა, რომ საიდან წაღებული ფულით გაეზარდათ სხვა ბანკებს ანაბრების მოცულობა. |
Posted by: Beka_ke 16 Nov 2008, 14:44 |
Mr-President გამიხარდება ყველა ბანკი კარგად რომ იყო |
Posted by: valo 16 Nov 2008, 14:57 | ||||
ხოდა ეგ გაზრდა დამანახე მეთქი ამას გეუბნები ამდენი ხანია, გავიგე რომ ბოგიდან გადის თანხა, ის მაინც ვიცოდე სად შედის |
Posted by: keres 18 Nov 2008, 17:56 |
არ გადის ბოგიდან თანხა.................................................................. |
Posted by: bui89 18 Nov 2008, 18:25 |
მე ყველაზე მაგრად სტანდარტი მევასება ანაბრებში. გაკოთრებას რაც შეეეხება დაზღვევით ყველა ერთნაირად არის დაზღვეული/ |
Posted by: valo 18 Nov 2008, 23:33 | ||
Mr-President
ბიძია კიდევ ერთხელ გკითხავ რააააა |
Posted by: Mr-President 19 Nov 2008, 00:13 | ||
valo
ვინც ეგ მონაცემები გამოაქვეყნა, იმას მოსთხოვე. მე არაფერ შუაში ვარ, ან შენი ბანკის მენეჯმენტს მოკითხე. |
Posted by: fly_away 19 Nov 2008, 02:21 |
გუშინ ანაბარი გავხსენი ტაოში ჰოდა არც BOG და არც TBC ვოტ ტაკ |
Posted by: DОN 19 Nov 2008, 10:19 | ||
keres
ის ციფრები ილუზიაა? დადე შენი მონაცემები და შევადაროთ. ან დაველოდოთ ეროვნული ბანკის მონაცემებს. |
Posted by: valo 19 Nov 2008, 10:23 | ||
Mr-President
შენ თქვი პირველად და მეც შენ ამიტომ გთხოვე DОN საინტერესოა რას უნდა შევადაროთ? ჯერ თიბისის მონაცემებს ვერ ვეღირსე |
Posted by: DОN 19 Nov 2008, 10:29 | ||
valo
ჩემგან ვერც ეღირსები. |
Posted by: valo 19 Nov 2008, 10:33 | ||
DОN
ჩემს გვერდით ჩემი ბანკია მადლობა დიდი |
Posted by: DОN 19 Nov 2008, 10:38 | ||
valo
დაგიდე შენთვის მშობლიური და ჩემთვის კონკურენტი ბანკის ინფოები, ხომ ხედავ რა მაღალი ხარისხით არის შენს გვერდით შენი ბანკი შენი ბანკის სლოგანი ეს არის ხო? ჩვენ ვაფინანსებთ თქვენს სურვილებს ხოდა მე რომ მთხოვ ინფოებს ,დაგიფინანსოს სურვილები შენმა ბანკმა და დადონ ინფო თიბისიზე, მაგრამ არც ამის შნო გაქვთ. მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი საუბარი გჩვევიათ. |
Posted by: valo 19 Nov 2008, 10:50 | ||||||||||
DОN
სამაგიეროდ შენი მშობლიური ბანკისა არ დაგიდიაა, მე რაც გთხოვე
კი ვხედავ
შენ აგდებ ყველა ინფოს და თიბისის ინფოც მაგიტო გთხოვე. პ.ს. პრეზიდენტ, ოფისთვის უკაცრავად, მაგრამ შეურაცყოფაა
შენ მაგით მე მეხები, თავი შეიკავე თორემ პასუხი მოგეთხოვება |
Posted by: DОN 19 Nov 2008, 10:53 | ||||||||
valo
არც დავდებ. შეგიძლია, ელოდო.
კიდევ ერთხელ მითხარი, ბრმა ვარ და კარგად ვერ ვკიხულობ.
ბრტყელ-ბრტყელი საუბარი ფაქტების გარეშე საუბარია და სწორედ ასე საუბრობთ, როდესაც წერთ
მე დავდე ფაქტები, რომ გადის. თქვენც დადეთ, რომ არ გადის. შეურაცხყოფების გარჩევა ისწავლე |
Posted by: keres 19 Nov 2008, 10:54 | ||||
რომელი წყაროდან არის მოტანილი ეს ციფრები? როდესაც მასეთ რაღაცეებს წერს ავტორი აუცილებლად ლინკი უნდა დასვას. |
Posted by: DОN 19 Nov 2008, 10:57 | ||||
keres
დამესიზმრა.
ლინკი მოგვიანებით დაიდება ეროვნულის საიტზე. შეგიძლიათ გულმოდგინედ არეფრეშოთ ეგ საიტი და ელოდოთ. |
Posted by: valo 19 Nov 2008, 11:02 | ||||||||
DОN
კიდევ ერთხელ, ჩემს გვერდით ჩემი ბანკია ანდაც ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს
მოზამბიკის ეროვნულმა ბანკმა დადო პ.ს.
მე ნუ მეხები, არანაირი უფლება არ გაქვს მაგის. ეს 2 . მესამედ სხვანაირად მოგწერ. Mr-President ვცდილობ კონფლიქტს თავი ავარიდო |
Posted by: DОN 19 Nov 2008, 11:16 | ||||||||
valo
სულ კონკურენტების გაძლიერებით ვცოცხლობ.
ეს ბრტყელ-ბრტელი საუბარია
რაღას მთხოვ აბა თიბისის მონაცემებს.
უკვე გავრბივარ. |
Posted by: valo 19 Nov 2008, 12:09 |
არის აქ ვინმე ისეთი , ვისაც შეუძლია დადოს ყველა ბანკის მონაცემები ანაბრებზე? |
Posted by: keres 19 Nov 2008, 16:39 | ||||||
მეტი საქმე მე არ მქვს. მე სბ-ში ვმუშაობ და ვფლობ ზუსტ ინფორმაციას. და მინდა გითხრათ რომ ძაააააააალიან მცდარი ციფრებია. |
Posted by: ხანთოზავრი 7 Dec 2008, 17:03 |
ბაზის ბანკის კონვერტირებადი და რესპუბლიკის კონვერტირებადი საკმაოდ განსხვავებული პროდუქტებია, ჩემის აზრით. პირველის საშუალებას გაძლევს ანაბრის გახსნის დღეს არსებული კურსით დააკონვერტირო შენი თანხა ანაბრის ვადის გასვლისას. მეორე კიდე როცა გინდა მაშინ დააკონვერტირე, ოღონდ არსებული კურსით. კაცმა რომ თქვას, ბაზის ბანკის უფრო მისაღებია და მაქსიმალურად იზღვევ თავს კურსის გაუარესებისაგან. ანუ - დღეს თუ კურის არის 1.65 და შეიტანე 1650 ლარი (1000 აშშ დოლარი), თუ ვადის ბოლოს კურსი იქნა 1.5 გამოიტან ლარებს და რაც გინდა იმას უზამ, ხოლო თუ კურსი იქნა 2, ადგები და გამოიტან 1000 დოლარს, და არა მარტო პროცენტს იხეირებ, არამედ თავად თავნშიც დარჩები მოგებული. ეს ჩემი დასკვნებია, და ეგებ ვინმემ გამარკვიოთ რამდენად სწორად გავიგე ყველაფერი? |
Posted by: მაჰათმა განდი 8 Dec 2008, 12:06 |
პროკრედიტ ბანკის საიტზე მითითებულია: ვადიანი ანაბარი, 5 თვე, საპროცენტო სარგებლის გატანა ვადის ბოლოს 9.25%. რომელი სხვა ბანკი სთავაზობს მომხმარებელის უფრო უკეთეს პირობას ?? ეს პროცენტი წლიურია თუ 5 თვეზე გათვლილი?? დავუშვათ 1000 $ შევიტანე 5 თვის ვადით. რამდენია სარგებელი ვადის ბოლოს? როგორია ფორმულა ? დიდი მადლობა!! პატივისცემით განდი. |
Posted by: Mr-President 8 Dec 2008, 12:15 | ||||||
mahatma-gandhi
1000*9.25%*5/12 დააკელი 10% საშემოსავლო და ეგაა
თიბისის აქვს 8.75% და კიდევ აქციაა ეხლა 1% ემატება. სულ 9.75%. |
Posted by: მაჰათმა განდი 8 Dec 2008, 12:45 |
Mr-President ჰოო, ბატონო პრეზიდენტო, შენ ისევ შენს ამპლუაში ხარ ანუ, დიდი მადლობა რომ დახმარების ხელი გამომიწოდე და ჩემთვის ერთობ აქტუალურ კითხვებზე გაეცი პასუხი!! ვაფასებ შენს ყურადღებას!!!! Regards, მაჰათმა განდი. |
Posted by: svanchika 8 Dec 2008, 14:03 |
mahatma-gandhi სბ-ში გახსენი 9% იქნება პლიუს დაზღვევა, ბარათიც და შენს სახელზე ხე დაირგვება ბორჯომის ტყეში და გაჩუქებენ ნაძვის ხის ბეჯს ) სურათსაც დავდებ |
Posted by: მაჰათმა განდი 8 Dec 2008, 17:56 | ||
svanchika
სბ-ში მაქვს უკვე ანგარიში,, და ახალის ხომ ვერ გავხსნი??? სბ-ს ინტერნეტ ბანკინგი არ მომწონს. (პირდაპირ ვიძახი) თავიდან ავიტაცე ინოვაცია როდესაც ძველი ბანკინგი ახლით შეცვალეს. თუმცა, დრო გავიდა და წერილის დაწერა რომ მომინდეს ბანკის თანამშრომელთან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, ვერ ვახერხებ, რადგან ერთჯერად კოდებს ითხოვს სისტემა. არადა მე უცხოეთში ვარ და არ მაქვს აქ მობილური, არ ვიყენებ. არც დიჯიტალ პასი არ მაქვს. ჰოდა, ასეე,, უნდა შევიცვალო სბ, და სხვა ბანკს ამიტომ ვეძებ. ინოვაცია კარგია როდესაც იგი მომხმარებლის საკეთილდღეოდ და მოხერხებისთვის კეთდება, ხოლო თუ დაიბლოკება მომხმარებელი არჩევანში, მაშინ მას აქვს ბევრი გზა წასასვლელად. მე ან რესპუბლიკას მივაკითხავ ან თი ბისის. პატივისცემით, განდი. |
Posted by: Mr-President 8 Dec 2008, 18:12 | ||
აირჩიე mahatma-gandhi , ან ხე ან +1%. |
Posted by: svanchika 9 Dec 2008, 10:37 |
Mr-President ხე შვილებს დარჩება +1 კიდე ერთი ტაქსის ფულია |
Posted by: Mr-President 9 Dec 2008, 10:43 | ||||
svanchika
მოუკიდებენ ცეცხლს და გადაწვავენ იმ ხესაც.
ტაქსით მგზავრობა სულ სხვაა, თუ მანქანა გყავს ერთი გზის გასავლელი ბენზინია. ასე რომ ჯერ საკუთარი თავი, მერე სამშობლო. სად ხე, სად +1%...... |
Posted by: svanchika 9 Dec 2008, 11:51 |
Mr-President ნწ ნწ ნწ გძე ტი ვიძელ ტაკოი სინხაფაზატრონ ხო რიავიცი კაცია და გუნება |
Posted by: DIGITS 13 Dec 2008, 00:30 |
mahatma-gandhi დიჯი პასიც და სმს კოდიც დამატებითი დაცვაა კლიენტის, თორემ მარტო პაროლით და იუზერით რომ შედიოდე და აკეთებდე ყველა ოპერაციას დამიჯერე რომ ძალიან დაუცველი იქნებოდა შენი ინტერნეტ ბანკი. თუ საზღვარგარეთ ხარ დიჯიპასი აიღე კარგად მუშაობს, 50ლარი კი ღირს მაგრამ დაცულიც იქნები და ი-ბანკსაც სრულად გამოიყენებ. * * * ანაბრებს რაც შეეხება, საინვესტიციო ანაბარზე რას იტყვით? 6 თვიანი და სტანდარტულ 9% იღებ და პლიუს კიდევ დამატებით 12%მდე შეიძლება დაგერიცხოს იმის მიხედვით თუ ფსონს სწორად დადებ ნავთობის ფასზე. მოკლედ საინტერესო რაღაცაა ჩემი აზრით მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ არაფერს კარგავ და რისკი არაა. |
Posted by: Mr-President 13 Dec 2008, 00:43 |
VTB ბანკმა საკაიფო %-ები დაადო ანაბრებზე. სახალხოსაც მაღალი აქვს. პროკრედიტმაც მოამატა. რა დროს არ მაქვს ფული. კაი 19%-ში დავდებდი VTB-ში. |
Posted by: bachuki 15 Dec 2008, 17:21 |
რამდენად უსაფრთხოა ეხლა ბანკში ანაბრის გახსნა? ნუ ცოტა მსხვილი თანხის, 1000 დოლარზე არ მაქვს საუბარი. |
Posted by: keres 16 Dec 2008, 16:44 |
Mr-President მაქსიმუმ 18% აქვს, ისიც 36 თვეზე. |
Posted by: Anie 16 Dec 2008, 16:46 | ||||||
ბანკს გააჩნია
ინტერნეტ ბანკით თუ გახსნი უნდა მიაკითხო სერვის ცენტრს თუ ავტომატურად დაირგვება შენ სახელზე ხე |
Posted by: Mr-President 16 Dec 2008, 17:27 | ||||
keres
Anie
მე თუ რაიმეს ვწერ, ესე იგი ესეა. https://www.vtb.com.ge/WebSite/Private/Deposits/EliteDeposits.aspx პატივისცემით.... |
Posted by: Anie 16 Dec 2008, 18:47 | ||
Mr-President
მერე ვის შეეპარა ეჭვი უბრალოდ 36 თვეზე გამეცინა 36 თვე არა საუკუნე |
Posted by: misss 16 Dec 2008, 20:28 | ||
ხო ეგ საკითხი მეც მაინტერესებს.... ადრე რომ იყო, ხალხს რომ გაეყინა ანგარიშები, იგივეს განმეორების შანსი არის თუ არა |
Posted by: Anie 22 Dec 2008, 12:45 |
მინ. პირველადი შენატანი 500 აშშ დოლარი ანაბრის ვადა: 1 წელი საპროცენტო სარგებელი 9%-16% აშშ დოლარში http://tbc.ge/ge/private/deposits/gold მინიმალური თანხის ოდენობა: 5 000 აშშ დოლარი; ვადა - 6 თვე საპროცენტო სარგებელი 9%-21% აშშ დოლარში http://www.sb24.ge/?action=298&lang=geo |
Posted by: Mr-President 22 Dec 2008, 15:18 |
Anie საინვესტიციო ანაბარი საქართველოს ბანკში შეჩერებულია! |
Posted by: Anie 22 Dec 2008, 15:44 |
Mr-President რატო? ისე ვხვდები რატომაც პ.ს. კაპიტალში ვიყურე თუ ბიზნეს კურიერში არ მახსოვს 5 მილიონი დოლარი მიიღო ამ ანაბრით საქართველოს ბანკმაო |
Posted by: Mr-President 22 Dec 2008, 15:45 | ||
Anie
და ამიტომ გააჩერა, გგონია? ზედმეტი ვის გადაუყრია. |
Posted by: Anie 22 Dec 2008, 15:48 |
Mr-President და ამიტომ გააჩერა, გგონია? ეგ რო დავწერე პ.ს. რატომ მივაწერე თუ იცი |
Posted by: ._. 22 Dec 2008, 15:57 |
რატომ გააჩერეს აბა, ხომ არ იცით? |
Posted by: Irakli.B 22 Dec 2008, 16:17 |
სასარგებლო ანაბარი – ყველა უპირატესობა ერთ ანაბარში ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდასთან ერთად, ბაზისბანკმა კიდევ ერთი ახალი საბანკო პროდუქტი – სასარგებლო ანაბარი შესთავაზა მომხმარებელს. მასში გაერთიანებულია ანაბრების ყველა უპირატესობა. მეანაბრეს შეუძლია ნებისმიერი თანხით დაიწყოს დაზოგვა; არც შემდგომი მინიმალური შენატანია შეზღუდული. ანაბარზე დაშვებულია ოპერაციების განხორციელება დისტანციური ბანკინგითაც. და რაც მთავარია, დანაზოგით სარგებლობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ანაბრის პირობების მაქსიმალური ხელსაყრელობასა და მოქნილობასთან ერთად, მეანაბრე მაღალი საპროცენტო განაკვეთითაც ისარგებლებს: ლარში განთავსებულ ანაბარს დაერიცხება 9,25%, აშშ დოლარში – 7,25% ხოლო ევროსა და გირვანქა სტერლინგში –6,25% . პროცენტებიც გავზარდეთ და შევამცირედ ანაბრის გასახსნელად შემოსატანი მინიმალური ნაშთი. http://www.basisbank.ge/private/deposits/time_deposit/ |
Posted by: revolution 23 Dec 2008, 22:15 |
მოკლედ ყველაზე კარგი პირობები და მაღალი პროცენტი ანაბრებზე მაინც საქართველოს ბანკს აქვს. ანუ შემნახველ ანაბარს ვგულისხმობ. როცა გინდა დაამატე როცა გინდა გაიტანე. ძალიან კარგია. ლარზე 10, ევროზე 7 |
Posted by: valo 23 Dec 2008, 22:26 | ||||
Anie
ახალი წლიდან გაუმჯობესებული სახით წარსდგება Mr-President
ვა გაგვიხარდა და რამეე? |
Posted by: Anie 24 Dec 2008, 00:10 | ||||
ძალიან კარგი
ჰო მაგრამ მაგ ანაბარზე თანხის განაღდება ფასიანია |
Posted by: revolution 24 Dec 2008, 14:33 | ||
0.6 მაგარი ფასია განაღდებისთვის? სამაგიეროდ სხვა ბანკებთან შედარებით მაღალ პროცენტიანი სარგებელი აქვს. აი მაგალითად თბს ამ მხრივ საშინელებაა მაგალითად იგივე ტიპის ანაბარზე 3 პროცენტი? |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 14:43 | ||||
valo
კი, გუშინ შამპანიურით აღვნიშნე. revolution
თიბისის "ჩემ სეიფზე" აქვს 9% სტანდარტსაც 9% და ბაზისბანკის 9.25% ამ განაღდების 0.6%-ს და მერე ბარათს თუ აგაღებინებენ, თვეში 1 ლარსაც აცდები. ასე რომ კარგად დაიანგარიშე და მერე მიიღე გადაწყვეტილება. 1000 ლარი რომ შეიტანო და თვეში 1-ხელ გამოიტანო, მოგაჭრიან 1000*0.6%=6 ლარს 30 დღეში ამ 1000 ლარს დაერიცხება 1000*10%*30/365=8.21 ამას გამოაკლდება საშემოსავლო 10% და დაგრჩა 7.39 ლარი. 6 ლარი წავიდა საკომისიოში და ეგეც შენი მოგება არის 1.39 ლარი. ეხლა ვთქვათ ბარათი აიღე, მაშინ ბარათის 1 ლარი უნდა იხადო ყოველთვე და + განაღდება 0.2% ეგეც 2 ლარი. 3 ლარი ხარჯი. ამ შემთხვევაში მოგება არის 4.39 ლარი. ეხლა დავთვალოთ სტანდარტ ბანკის. ეს არის 7.39 ლარი და ამას გამოვაკლოთ საშემოსავლო, დარჩება 6,66 ლარი. როგორც ჩანს მოგებაში ხარ და კიდევ აღარ გიწევს ბარათების აღება და ცალკე საკომისიოების გადაყრა ამ ბარათის მომსახურებაში. |
Posted by: revolution 24 Dec 2008, 15:22 |
ჯერ ერთი იქნებ აგვიხსნათ რა სატარიფო პაკეტი უნდა შეიძინო, როცა ტბს-იზე ვლაპარაკობთ? რა ღირს ეს პაკეტი? აქ არის ალბათ ეშმაკიც მეორე: რაც შეეხება საქართველოს ბანკს: რა ბარათს ამაღებინებენ? და რა ერთი ლარი მოჭრაზე ლაპარაკობთ? სტანდარტ ბანკი საერთოდ ამ ტიპის ანაბარზე კრიტიკას ვერ უძლებს: საპროცენტო სარგებელი ლარი 4% USD 3% EUR 2% მინიმალური ნაშთი 5 ლარი/USD/EUR ბაზის ბანკიც უარესი |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 15:30 | ||||||||
revolution
სატარიფო პაკეტი ვინ ახსენა? მაგრამ ამასაც გეტყვი: სატარიფო პაკეტი არის მთელი მომსახურებების ნაკრები: 3 ცალი 4 წლიანი ვიზა ელექტრონ ბარათი უფასოდ! მიმდინარე ანგარიშები უფასოდ ასევე! მომსახურება უფასო! TBC და VTB ბანკომატებიდან თანხის განაღდება ნებისმიერ ვალუტაში უფასო! ინტერნეტ ბანკი, მობილ ბანკი, სმს ბანკი, ტელეფონ-ბანკი , ავტომატური კომ. გადარიცხვები ასევე უფასოდ! დეპოზიტებზე გაზრდილი %, კერძოდ ჩემ სეიფზე 0.5%-ით მეტს მიიღებ. ინდ. სეიფებზე ფასდაკლება. ამ ყველაფერში იხდი თვეში მხოლოდ 1.90 ლარს. სარგებლობ უამრავი მომსახურებით და გეჭრება მხოლოდ ერთი საკომისიო!
მაგ ანაბარს რომ გახსნი საქ. ბანკში, გაჩუქებენ ელექტრონ ბარათს, რომლის თვიური მომსახურების საკომისიო შეადგენს 1 ლარს. მაგ ანაბრიდან თანხა რომ გაიტანო, 0.6%-ია საკომისიო. ამ 0.6%-ს რომ ასცდე, უნდა გადაიტანო ანაბრის ტანხა ბარათზე და ბარათიდან გაანაღდებ ბანკომატში უკვე 0.2%-ად.
უნივერსალურ ანაბარზე 9%-ია ლარში 7%-დოლარში და 6%- ევროში ბაზისბანკს კი
სტანდარტის და ბაზისის ამ ანაბრებიდან თვეში 2 -ჯერ შეგიძლია გამოიტანო თანხა მხოლოდ. გატანა უფასოა იასნა და ზემოთ მაგალითში მე დაგითვალე დეტალურად. ეხლა შენ იცი. |
Posted by: revolution 24 Dec 2008, 15:32 |
თბს ბანკის ჩემ სეიფზეა ლაპარაკი სიახლე! შეიძინეთ ერთ-ერთი სატარიფო პაკეტი და მიიღეთ მეტი სარგებელი ანაბრებზე. სტიმული +0,5% უნივერსალი +1% პრესტიჟი +1,5% იქნებ ვინმემ თქვას ეს რა ღირს? და რა წარმოადგენს? |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 15:34 |
revolution http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/ თუ "ჩემ სეიფზე" დადებ 1500 ლარს, სატარიფო პაკეტი უფასოდ გექნება და პახოდი %-იც დაგერიცხება. მოკლედ უნიკალური შესაძლებლობაა, ბანკის მომსახურებებით ისარგებლო სრულიად უფასოდ!!!! |
Posted by: revolution 24 Dec 2008, 15:35 |
არავითარი 1.90 არ არის გადასახდელი. და როგორც არ უნდა დავიანგარიშოთ პროცენტები ანაბრებზე საქართველოს ბანკს მაინც მაღალი აქვს |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 15:42 | ||
revolution
ნწ, ვერ დაგეთანხმები! 10% აქვს საქართველოს ბანკს წლიური, მაგრამ თანხის განაღდების საკომისიო აქვს 0.6%. თიბისიში 1500 ლარს თუ დადებ, დაგერიცხება 9.5% წლიური და ეგ 1.90 ლარიც არ ჩამოგეჭრება! თანხასაც უფასოდ გაანაღდებ. 1500 ლარზე საქართველოს ბანკში დაგერიცხება 1500*10%*30/365 - 10% = 11.09 ლარი 1500 ლარზე თიბისიში დაგერიცხება 1500*9.5%*30/365 - 10% = 10.54 ლარი მაგრამ საქართველოს ბანკიდან ეგ 1511.09 ლარი რომ გაანაღდო, დაგიჯდება 0.6% და დაგრჩება 1511.09-1511.09*0.6%=1502.03 ლარი მაგრამ თუ ბარათს აიღებ, მოგიწევს თვეში 1 ლარის გადახდა ამ ბარათის მომსახურებისთვის და თანხას გაანაღდებ 0.2%-ად, ანუ 1500 ლარის განაღდება 3 ლარი + 1 ლარი= 4 ლარი. დაგრჩება 1506.09 ლარი და თიბისიდან უფასოა განაღდება, უფასო და დაგრჩება 1510.54 ლარი. ასევე სტანდარტშიც და ბაზისბანკშიც. თან % ამ ბანკებში გერიცხება თვის ბოლოს, საქართველოს ბანკში კი კალენდარული წლის ბოლოს ან როცა გაანულებ ანგარიშს, მაშინ დაგერიცხება. რომელი მეტია და უფრო სარგებლიანი, კი უნდა მიხვდე. |
Posted by: DIGITS 24 Dec 2008, 20:16 |
Mr-President შენ რაც დათვალე ეგეთი გამოთვლა კაი იქნებოდა ვადიან ანაბარზე რომ ლაპარაკობდე მაგრამ რეალურად თუ შეადარებ მაგ ორ ანაბარს არც ერთზე არ დებს კლიენტი თანხას მოძრაობის გარეშე გარკვეული პერიოდით (მაგ შემთხვევში პირდაპირ ვადიანს გახსნიდნენ) და თუ თანხა მოძრაობს ანგარიშზე მაგ შემთხვევაში აბა რა ხდება თუ იცი თი ბი სი ში.. დარწმუნებული ვარ რომ იცი. საქართველოს ბანკისგან განსხვავებით %-ი ერიცხები თვის განმავლობაში უმცირეს ნაშთს... ასე რომ ეგეთი დათვლა მთლად სწორი და სამართლიანი ვერაა... ანუ თვალსაჩინოებისთვის: თი ბი სი-ში მაგ ანაბარზე ერთი თვიდან 29 დღე რომ გედოს ანგარიშზე 1500 ლარი და ერთი დღე ანგარიშზე იდოს მარტო ვთქვათ 100 ლარი %-ს დაგარიცხავენ სწორედ მაგ 100 ლარზე, იმედია დამეთანხმები რომ ასეა |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 20:24 | ||
DIGITS
თიბისის რომ თავი დავანებოთ, ბაზისბანკის 9.25%-ზე შენ დათვალე. 1 თვიანი ვადიანი ანაბრის გახსნას აქვს კი აზრი? ასეთი სახის ანაბრებზე კლიენტი იმიტომ დებს დანაზოგს, რომ არ იცის, როდის დასჭირდება და არა იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გამოიტანოს თვეში ერთხელ, 2-ჯერ და ა.შ. |
Posted by: valo 24 Dec 2008, 20:26 |
Mr-President პროცენტი რა პრინციპით ერიცხება თიბისის შემნახველ ანაბარს? შეგიძლია მაგალითი დაწერო? ........ |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 20:28 | ||
valo
შემნახველს? ანუ რანდენი დღეც იდო ბანკში, იმ დღეებზე წლიური %. 1000 ლარი 20 დღით 6%-ში იქნება 1000*6%*20/365 მიღებულს დავაკლებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით 10%-ს და ეგ არის. |
Posted by: DIGITS 24 Dec 2008, 20:29 |
ოქროს ანაბარზე გამიჩნდა კიდევ ერთი კითხვა... ვინმე ფიქრობს რომ ამ კრიზის პერიოდში ოქროს ფასი გაიზრდება და თან ზრდა 9%-ს აცდება? და რატომ არ უნდა დავდო თუნდაც იგივე თი ბი სი ბანკში ერთ წლიან ვადიანზე ჩემი 500$ და მივიგო წლიური 11% (თუ სწორად მახსოვს) ? |
Posted by: valo 24 Dec 2008, 20:38 | ||
Mr-President
როგორც გავიგე იანვრიდან ეს უქმდება ეხლა მე მოვიყვან ერთ მაგალითს და შენ ამიხსენი თუ შეიძლება... დავუშვათ გავხსენი შემნახველი ანაბარი, დავდე 1000 ლარი 1 იანვარს, 5 იანვარს ფული დამჭირდა და გავიტანე 900 ლარი, მაგრამ 10 ში ისევ შემოვიტანე. 31 იანვარს რომ დავხურო რა პროცენტი დამერიცხება? |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 20:44 | ||||||
valo
1000 ლარს დაერიცხება წლიური % 5 დღეზე; მერე 100 ლარს დაერიცხება % 6 დღეზე; მერე ისევ 1000 ლარს დაერიცხება % 22 დღეზე;
ზემოთ მოყვანილი სამის ჯამი. "ჩემ სეიფზე" ეგრე არ არის; შემნახველზეა მხოლოდ. ჩემ სეიფზე მინიმალურ თანხას ერიცხება. |
Posted by: valo 24 Dec 2008, 20:57 | ||
Mr-President
აი მე მითხრეს ეგ შემნახველზე და მაგის დადგენა მინდოდა, ანუ შემნახველს ნიმიმალურ ნაშთზე არ ერიცხება, ხომ? |
Posted by: Mr-President 24 Dec 2008, 21:00 | ||
valo
|
Posted by: DОN 25 Dec 2008, 01:09 | ||
DIGITS
ამ რეკლამას უყურე და მიხვდები, რატომ უნდა გახსნა ოქროს ანაბარი. |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 10:48 |
ოქროს ანაბარს ძალიან ბევრი უკლია საქართველოს ბანკის საინვესტიციო ანაბრამდე, ერთადერთი დადებითი მომენტი ის არის რომ 500 დოლარიდან იხსნება თუმცა 1 წლით თანხის განთავსების შემთხვევაში 11% ის ნაცვლად 9 % არიცხავს ბანკი, ოქროს ფასის ცვლლებას რაც შეეხება აქაც არჩევანი არ აქვს მომხმარებელს და ყველა შემთხვევაში ფასის მატებაზეა დამოკიდებული. იქნებ მე მგონია რომ დაიკლებს? ამ შემთხვევაში ვკარგავ 2% , და ბოლოს ის რომ ოქროს ფასზე გარიგებების დადება არ არის ისე პოპულარული როგორც ნავთობის ფასზე. |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 14:40 | ||
ABCDEF
საქართველოს ბანკის საინვესტიციო ანაბარი თუ ასეთი მაგარი იყო რატომ შეწყდა მიღება? ნავთობის ფასზე უნდა იმკითხავო და თიბისი კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღონ დამატებითი სარგებელი. მითუმეტეს რომ ოქროს ფასი სულ მზარდია და ნავთობის კიდევ არა. ეხლა არ მითხრა სიჭარბის გამო შეწყვიტა საქ. ბანკმა საინვესტიციო ანაბრის მიღებაო. და + კლიენტის თანხა საიმედოდ არის დაცული, რადგან მისი ფული გამყარებული ოქროთი და არა ნავთობით, რომელიც დღითიდღე უფასურდება და გაგრძელდება კიდევ კარგა ხანი. |
Posted by: Irakli.B 25 Dec 2008, 14:49 | ||||
ოქროს ფასების ზრდის და კლებადობის სტატისტიკას თუ გადახედავ მიხვდები რომ ძაან სტაბილურია ოქრო. შესაბამისად ანაბარმაც შეიძლება შინაარსი დაკარგოს |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 14:54 | ||
Irakli.B
სტაბილური რა მხრივ? ფასის მხრივ ნამდვილად არა. მისი ფასი მუდამ იზრდება, არ მეთანხმები? ანაბარი აზრს არ დაკარგავს, ყოველშემთხვევაში კლიენტის ფული ოქროთია გამყარებული. წინა გვერდზე სარეკლამო კლიპიც დავდე და უყურეთ. სერიოზული რეკლამაა. ანაბრის გახსნისას სერთიფიკატსაც ვაძლევთ კლიენტს. |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 14:57 |
დარწმუნებული ვარ შეწყდა დროებით და კიდევ უკეთესი პირობებით განახლდება, ნავთობის ფასი რომ არასტაბილურია სწორედ მაგიტომ არის დიდი შანსი რომ დიდ დამატებით სარგებელს მიიღებ, ოქროთი გამყარება და მსგავსი რაღაცეებით შეგიძლია კლიენტები "დააბოლო" , რეალობა ის არის რომ არჩევანი ადამიანს არ აქვს და რასაც თიბისი ბანკი თვლის სწორად (იმას რომ ოქროს ფასი მოიმატებს) იმას უნდა დაეთანხმოს, პლიუს ის რომ სარგებელს რეალურად კარგავს ადამიანი რადგან ერთწლიან ანაბარზე 9% ერიცხება 11% ნავცლად, ამაზე კამათი არ მინდა ვინც იცნობს ორივე პროდუქტს ხედავს რომელი ჯობია, უბრალოდ არ უნდა გინდოდეს იმის დანახვა რომ საინვესტიციო ჯობია ოქროს ანაბარს, რომ ვერ დაინახო. ელოდეთ რურპრიზებს საქართველოს ბანკისგან |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 15:09 | ||
ხოდა გიწევს მკითხაობა ნავთობის შემთხვევაში. ოქროს შემთხვევა კი 90% მზარდი ფასია. საინვესტიციო ანაბარი მარაზმი რომ იყო, იმიტომ შეწყვიტა ბანკმა და არა სიჭარბის გამო, როგორც ბანკის მენეჯმენტი აცხადებს და როცა ამავე ბანკის მენეჯმენტი დიდი სიამაყით გვამცნობდა, რომ ბევრი ანაბარი იხსნებოდა. ნავთობი მაგარი სარისკოა, არ იცი ფასი საით წავა. |
Posted by: ხანთოზავრი 25 Dec 2008, 15:15 |
მოკლედ, ორი სხვადასხვა პროდუქტია, და ორივეს თავისი მომხმარებელი ყავს და ეყოლება. ვინც აზარტულია - იგი ალბათ აირჩევს საინვესტიციოს, ვინც კიდევ ნაკლებად აზარტულია - ოქროს. საინტერესოა- რას ნიშნავს ოქროთი გამყარება? |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 15:23 |
ოქროთი გამყარება არის სუფთა მარკეტინგული ტერმინი და არის აბსტრაქტული ცნბება , ვიღაცეები მოტყუვდებიან და გახსნიან იმის იმდით რომ ოქროს ფასი 9% ზე მეტით შეიცვლება, პროგნოზიც შეგიძლიათ ნახოთ და მიხვდებით რომ ოქროს ფასის ზრდას მომავალ წელს მაქსიმუმ 2% პროცენტით აფასებენ. შენთან კამათს აზრი არ ქვს. |
Posted by: keres 25 Dec 2008, 15:28 | ||||
იძახი მარაზმი და თიბისიმ ზუსტად იგივე ანაბარი გამოუშვა და არცა სცხვენია მასე ნაგლად კოპიპასტობა. დაჟე გარანტირებული 9% პირდაპირ დააკოპირა. ვერასდროს ვერ იქნებით ინოვაციების ლიდერები. |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 15:30 |
აზარტიც არაფერ შუაშია, საინვესტიციო ანაბარზე თუ პროგნოზი არ გამართლდება არაფერს კარგავ და რაც უნდა მიგეღო 6 თვიან ანაბარზე იგივე სარგებელს ირებ, ოქროს ანაბარს რაც შეეხება თუ არ მოიმატა ოქროს ფასმა 2% სარგებელს კარგავ და იმ შემთხვევაშიც კარგავ თუ მოიმატა ოქროს ფასმა მაგრამ 11% ზე ნაკლებით, ასე რომ იმით აპელირება რომ ოქროს ფასი მუდამ მზარდია არ არის სწორი და კლიენტის "დაბოლებაა" თუ 11 % ზე მეტიტ არ მოიმატებს ოქროს ფასი (რაც ძალიან ნაკლებ სავარაუდოა) ამ შემთხვევაში წ ა ა გ ე ბ, რაც გამორიცხულია საინვესტიციო ანაბრის შემთხვევაში, პლიუს ამას ანაბრის ვადის ბოლომდე თუ თანხა დაგჭირდება და ანაბრიტ უზრუნველყოფილი სესხის აღებას გადაწყვეტ წლიურ 18% ში მოგცემენ და საერთოდ სარგებელს ვეღარ ნახავ მაინცდამაინც ბოლომდე უნდა დამახასიათებინოთ ეგ ანაბარი რო მიხვდეთ რო არაფერია ? |
Posted by: keres 25 Dec 2008, 15:31 |
ვთხოვ თიბისის დადოს სტატისტიკური მონაცემები თუ როგორ იცვლება ოქროს ფასი მოცემულ პერიოდზე. |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 16:06 | ||||||
keres
მარაზმია ზუსტადაც, რადგანაც დაიწყეთ პროექტი, ვითომ ესაო, იჯგიმებოდით და შეწყვიტეთ. ვეღარ გაქაჩეთ. ეგრე ნებისმიერი პროექი შეგიძლიათ დაიწყოთ და შეწყვიტოთ, რა ლიდერები იქნებით? ბოლომდე უნდა მიყვეთ. წლის ბრენდად რომელი ბანკი დაასახელეს გეცოდინება.
ოქროს ფასი მზარდია და უეჭველი მოიმატებს, მითუმეტეს ამ კრიზის ფონზე და მითუმეტეს ხალხი უფრო გახსნის ამ ანაბარს ინფლაციის შიშით. ეს ანაბარი ზუსტადაც რომ ბანკის მიერ შესყიდული ოქროთი არის გამყარებული და კლიენტს შესაბამის სერთიფიკატსაც გადავცემთ. |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 16:22 |
ინფლაცია არაფერს შუაშია . სერტიფიკატი ძალიან მნიშვნელოვანია . ეს არის ოქროს ფასის პროგნოზი, მატები ერთი რომ საეჭვოა და მეორე ის რომ 11% იანი მატება თითქმის გამორიცხულია |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 16:27 | ||||
ABCDEF
როგორც იქნა დავძლიეთ სიამაყე და ვაღიარეთ, რომ ოქროს ფასი მზარდია. მომწონს მომწონს. მაგრამ მაინც არის ეჭვი
ჩვენ არ ვიცით რამდენი %-ით მოიმატებს. \აქვე ნავთობის პროგნოზსაც ხომ ვერ დადებდი? თიბისი კლიენტს ყოველთვის ყოველთვის საუკეთესოს სთავაზობს. რატომ? იმიტომ რომ თიბისი მუდამ თქვენს გვერდითაა |
Posted by: keres 25 Dec 2008, 16:34 |
მდააააააააა. დისკუსიას როგორ მართავ? ხუჭავ თვალებს არასასიამოვნო კითხვებზე. ნეხოროშო. ---თუ არ მოიმატა ოქროს ფასმა 2% სარგებელს კარგავ და იმ შემთხვევაშიც კარგავ თუ მოიმატა ოქროს ფასმა მაგრამ 11% ზე ნაკლებით--- ამაზე რატომ არაფერი გვიპასუხე? |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 16:38 |
მე არ მითქვამს რომ ოქროს ფასი მზარდი არაა, თუმცა ფასის ვარდნის პერიოდებიც არის და ყოველთვის მზარდი რა თქმა უნდა არ არის, ნავთობის ფასის პროგნოზი შენი გასაკეთებელია და რომელსაც გინდა აირჩევ ან კლებას ან მატებას ამაში ბანკი არ გზღუდავს, განსხვავებას ვერ ხვდები? ნავთობის ფასმა რო დაიკლოს ეს კლიენტს პრობლემას არ უქმნის. აქ არის ნავთობის ფასის პროგნოზი, მერე რა? რას ასკვნი ამით, ამ შემთხვევაში არ ხარ დამოკიდებული ფასის ზრდაზე ოქროს ანაბრისგან განსხვავებით. ოქროს ფასი 11% ით არ გაიზრდება და ყველა მეანაბრე წ ა ა გ ე ბ ს და ბანკის პრობლემაა რას უპასუხებს თავის კლიენტებს, იმიტომ რომ ბანკი არწმუნებს თავის მეანაბრეებს რომ ფასი 11% ზე მეტით მოიმატებს და აიძულებს ბანკის პროგნოზზე დადოს ყველამ და არ უქმნის იმ კომფორტს რომ თავად აირჩიოს ადამიანმა ფასის ზრდა ან კლება, აღარ ვუსვამ ხაზს სხვა პირობებს რაც ამ ანაბარს ახასიათებს ის რომ სესხს ორმაგ ანუ 18% ში აძლევს კლიენტს და ის რომ 11% სარგებელს რაც 1 წლით ანაბრის განთავსებისთვის ისედაც ეკუთვნის კლიენტს უმცირებს 9 % მდე. |
Posted by: ხანთოზავრი 25 Dec 2008, 16:41 | ||
მეც არ მიკვირდა რატომ მაქვს ეს უცნაური შეგრძნება თითოს ვინმე მითვალთვალებდეს? მოვითხოვ რომ თიბისი ბანკმა შეცვალოს სლოგანი და დამანებოს თავი. |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 16:44 |
საუკეთესოს ვინ თავაზობს ამას კლიენტი გადაწყვეტს და კარგი იქნებოდა ოქროს ფასის ზრდას ან კლებაზე დადებასაც თვითონ რო წყვეტდეს |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 16:45 | ||||||
keres
ჩემი დისკუსიის სტილი ასეთია. ყველა დახვეწილი ვერ იქნება. თუ არ მოიმატა, გარანტირებული 9% წლიურად. კლიენტს აღარ უწევს მარჩიელობა რაზე დადოს. აგერ ჩანს რომ მზარდია ოქროს ფასი და მზარდად დარჩება. კლიენტი %-ს კი აღარ უყურებს, არამედ იმას, რომ მისი თანხა ოქროთია გამყარებული და დაცულია. სწორედ ეს არის მთავარი.
ჩისტა ნარინჯისფერი იდეოლოგიაა. აიძულებს მომეწონა. ხო თიბისი თოფით ადგება კლიენტებს სახლში და აიძულებს.
ნამდვილად გადაწყვეტენ. საინვესტიციო ანაბარმა არ გაამართლა, ამიტომაც დალუქეს და დააკონსერვეს. |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 16:48 |
ნარჯისიფერიდა ცისფერი არ ვიცი ბიჭო დაუკვირდი რას წერ თორე გაიჩალიჩებ რაღაცას შე უზრდელო |
Posted by: Irakli.B 25 Dec 2008, 16:57 |
მეგობრებო რატომ ვკამათობთ ასე მწარედ? რა ჯობია ჯანსაღ კონკურენციას? ოქროში არანაირ ინვესტიციას არ აკეთებს ბანკი დამერწუნე. სახლაფორთოა + ოფციონი უნდა ქონდეს ოქროზე ან ნავთობზე ( საქ ბანკის შემთხვევაში) სადღაც ხომ უნდა გადააზღვიოს არა ფული? ნავთობის შემთხვევაში დიდი ალბათობაა რომ საქართველოს ბანკს გარკვეული მოცულობის თანხა მართლა ნავთობის ოფციონზე გაეშვა. ოქროზე კი ეს ნაკლებად სავარაუდოა ვინაიდან ფასი სტაბილურია და ბანკი ფასის ცვლილებაზე არ ითამაშებს და სავარაუდოთ ბირჟაზეც არ ივაჭრებს. აი ოქროს ფასების სტატისტიკა |
Posted by: DIGITS 25 Dec 2008, 17:02 | ||
გუშინ დავსვი კითხვა და პასუხად რაღაც ვიდეო დამიდეს ეს ნახე და მიხვდებიო ეგეთი ვიდეო რგოლები რისთვის ვისთვის და როგორ მზადდება კარგად ვიცი, მაგრამ ეხლა ამ დისკუსიას გადავახედე რაც ოქროს ანაბრის გარშემოა შექმნილი. და მაინც ვერ ვიგებ რატომ უნდა გავხსნა ოქროს ანაბარი? იმისთვის რომ რაღაც სერთიფიკატი მივიღო და ამავე დროს დავკარგო 2%? დავკარგოს ვამბობ იმიტო რომ მაგაში აზარტიც კი არაა არანაირი აზარტი იქნებოდა ფსონს მაინც რომ დებდე რამეზე შენი შეხედულების მიხედვით ამ შემთხვევაში უპირობოდ იღებ ბანკის მიერ შემოთავაზებულ პროგნოზს რომელიც, ამ საკითხში ოდნავ ჩახედული ადამიანიც დამეთანხმება რომ 99% ით უკვე მცდარია. აზარტის გულისთვის კიდე წავიდოდა ცოტა აზარტული ადამიანი 2% - ის დაკარგვაზე მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ვერ ვიგებ. მოკლედ მე არ ვიცი კლიენტებს რას და როგორ უხსნით მაგრამ საღოლ იმას ვისაც მაგ ანაბარზე შემოაქვს თანხა. პ.ს.
ეს კიდე რას ნიშნავს სხვა თანხები ანუ არაა სამიედოდ დაცული რადგან ოქროს ანაბარზე არ არის დადებული? |
Posted by: Irakli.B 25 Dec 2008, 17:06 | ||||
ბოლია რატო გიკვირს? რომელი პროდუქტი არ არის ბოლი ბანკის? რაც შეეხება ოქროს ანაბარს, რო არსებობდეს მეორადი ბაზარი ოქროსი საქართველოში , სადაც რეალურად ინვესტიციას გააკეთებ მაშინ ძაან კარგი იქნებოდა ეს ანაბარი. არასრულფასოვნად აქვთ ჩამოყალიბებული ოქროს ანაბარი. |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 17:08 | ||||||
Irakli.B
შენ რა იცი? ანუ რეკლამაში ტყუილია ეს ეიგი?
სწორად მითქვამს. კიდევ ერთხელ გადახედე მაგ ვიდეოს. ამ ფულით ბანკი ყიდულობს ოქროს. რეკლამას არ უყურე? |
Posted by: DIGITS 25 Dec 2008, 17:12 |
Irakli.B მე კი ვიცი რო ბოლია მაგრამ დამერწმუნე რომ ძალიან ცუდი ბოლია, მე რომ მივიდე მანდ და ასე მითხრან პირველივე ეგ კიტხვაგამიჩნდება რაც ზემოთ დავწერე.. ანუ ხო ხვდები რას ვამბობ მარტო მაგ პროდუქტის გაყიდვა ხო არაა ბანკისთვის ზოგადად ეგ კონკრეტული ფრაზა მაგარი ცუდად ჟღერს |
Posted by: Irakli.B 25 Dec 2008, 17:15 | ||||||||
შენ ბანკის წარმომადგენელი ხარ ხო? თუ კი მაშინ ბანკის რეკლამის და ბუკლეტზე გამოსახული წარწერებით არ უნდა მოგყავდეს მყარი არგუმენტი. გისვამ მარტივ კითხვას. თუ ბანკი ყიდულობს ოქროს ჩემი ანაბარზე განთავსებული თანხით. შემიძლია თუ არა თანხის მაგივრად ოქროს გატანა? |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 17:17 | ||
Irakli.B
თქვენ ბანკში რა შეიტანეთ, ოქრო თუ ფული? გმადლობთ |
Posted by: Irakli.B 25 Dec 2008, 17:21 | ||||
თუ ანაბარი გავხსენი ოქროსი შესაბამისად ფული შემოვიტანე ( რათ უნდა ამას ციტირება ) 10000$ შემოვიტანე ოქროს ანაბარზე. ბანკმა თუ გააკეთა 10000$ ინვესტიცია ოქროში და ეხლა ელოდება ფასის გაზრდას რომ სხვაობა დარჩეს და მოგებაში იყოს + %-ები მე გადამიხადოს. კიდევ ერთხელ ვსვამ მარტივ კითხვას, თუ ბანკი ოქროს ყიდულობს ჩემი თანხით, ოქროს უკან გამატანს? |
Posted by: DIGITS 25 Dec 2008, 17:22 | ||
DОN
იგივე ვიგულისხმე მეც ვიდეო რგოლი როცა მოყავს არგუმენტად და პასუხად ბანკის თანამშრომელს აი იქაა ყველაფერი დამთავრებული ანუ ეგ არის სარეკლამო რგოლი რომელსაც უნდა უყურო და აზრი შეგიქმნა გაგიჩნდეს კითხვა და ა.შ. მაგრამ როცა თანამშომელი ისევ ვიდეო რგოლით დაგიწყებს ახსნას აი ეგ ცოტა ვერაა მყარი პოზიცია. და მეორე ცინიკური დამოკიდებულება ოპონენტების მიერ დამერწმუნე რომ ასევე სუსტი პოზიციის გამომხატველი სხვადასხვა ფერის ლოგიკაზე ლაპარაკი ეგ უკვე პირადში გადადის და ხო იცი პირადში რა დროს გადადის ოპონენტი... მაშინ როცა სათქმელი სხვა აღარაფერი აქვს... |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 17:27 | ||
Irakli.B
შენ შემოიტანე თანხა და უკანვე გაიტან შენ სრულ თანხას. ასევე თუ ოქროს ფასი გაიზარდა შენ მიიღებ შენ კუთვნილ საპროცენტო სარგებელს, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. შემოგაქვს ფული, გაგაქვს ფული. რაც შემოგაქვს, ის გაგაქვს. მარტივია. |
Posted by: Irakli.B 25 Dec 2008, 17:29 | ||||
გასაგებია, ნუ კომენტარი აღარ მაქვს არანაირი. კამათსაც აზრი აღარ აქვს. |
Posted by: Mr-President 25 Dec 2008, 17:31 | ||
ABCDEF
|
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 17:32 |
გააჩუმე ეგ და შეკავებული მაქ მე |
Posted by: DОN 25 Dec 2008, 17:34 | ||
Irakli.B
კამათს აზრი არც ქონია. მოგაქვს ფული და გაგაქვს ფული + საპროცენტო სარგებელი ოქროს ფასის ზრდის შემთხვევაში. ძალიან მარტივია. ------ P.S. რამდენი დაგრუზული ტიპი არსებობს |
Posted by: DIGITS 25 Dec 2008, 17:35 | ||
ხო და მაგაშია მთელი საქმე რაც არ გინდა იმას ვერ იგებ. როგორც მივხვდი მანდ კითხვა ცოტა სხვა იყო ეგრე ყველა ანაბარია ყველანაირი ოქროს გარანტიის გარეშე გახსნილიც. ზოგადად თი ბი სი ზე ცუდი წარმოდგენა არასდროს მქონია და დღემდე კლიენტი ვარ მაგრამ მით უმეტეს როცა ვხედავ რაღაც ეგეთ "მარაზმ" პროდუქტს და მით უმეტეს ეგეთ უსუსურ დაცვას.. მართლა ვერაა კაი საქმე.. |
Posted by: Mr-President 25 Dec 2008, 17:36 |
ABCDEF ვინ გავაჩუმო? ვის მიმართავ? შენ პოსტში არ წერია რომ ვინმეს მიმართავდე. შესაბამისად OFF-ტოპიკია და უმისამართო პოსტია. დავამთავრეთ კამათი, აჯობებს. გულთმისანი არ ვარ... სამწუხაროდ. |
Posted by: ABCDEF 25 Dec 2008, 17:42 | ||
|
Posted by: DОN 25 Dec 2008, 17:43 | ||
ძალიან კარგად ვიგებ. შენ გინდა თანხას რომ შემოიტან და 1 წელი გავა, იმის შესაბამისი ოქრო მოგცე, მაგრამ ოქრო რატომ უნდა მოგცე? შენ შემოიტანე თანხა და გაიტან თანხას. ვთქვათ ვადის დასაწყისში 1 გრამი ოქრო ღირს 20$. შემოიტანე 1000$ ანუ ვადის დასაწყისში გეკუთვნის 50 გრ ოქრო. 1 წლის მერე ოქროს ფასი გაიზარდა და გახდა 25$. ანუ 40 გრ ოქრო უნდა მიგცეს ბანკმა? საპროცენტო სარგებელი არა? მაგრამ ოქროს ფასი გაიზარდა 25%-ით (20$-დან 25$-მდე). შენ მიიღებ 1000$-ზე 16% წლიურს ანუ სუფთა 160$-ს (მომავალი წლიდან საშემოსავლო 10% უქმდება). |
Posted by: ._. 25 Dec 2008, 18:10 | ||||
ოქროს ფასმა 2008 წლის 24 დეკემბრის მონაცემებით -0.1%-ით დაიკლო წლის დასაწყისიდან... საერთოდ, ოქროს ფასი იკლებს იმ დროს როდესაც გლობალური დეფლაციაა (ანუ, რეცესიის პირობებში). თან ვურთავ ისტორიულ სტატისტიკას: 81-82 - რეცესია აშშ-ში; 2000-02 - ისევ რეცესია; 2009???? ეს არის nymex-ის ოქროს მონაცემები 31/12/1975 141 31/12/1976 135.7 -3.8% 30/12/1977 167.7 23.6% 29/12/1978 229 36.6% 31/12/1979 541 136.2% 31/12/1980 599.5 10.8% 31/12/1981 402.8 -32.8% 31/12/1982 453 12.5% 30/12/1983 388 -14.3% 31/12/1984 309.7 -20.2% 31/12/1985 331.1 6.9% 31/12/1986 407 22.9% 31/12/1987 488.9 20.1% 30/12/1988 412.3 -15.7% 29/12/1989 405.2 -1.7% 31/12/1990 396.2 -2.2% 31/12/1991 355.2 -10.3% 31/12/1992 333.1 -6.2% 31/12/1993 391.9 17.7% 30/12/1994 384.4 -1.9% 29/12/1995 388.1 1.0% 31/12/1996 369.2 -4.9% 31/12/1997 289.9 -21.5% 31/12/1998 289.2 -0.2% 31/12/1999 289.6 0.1% 29/12/2000 273.6 -5.5% 31/12/2001 279 2.0% 31/12/2002 348.2 24.8% 31/12/2003 416.1 19.5% 31/12/2004 438.4 5.4% 30/12/2005 518.9 18.4% 29/12/2006 638 23.0% 31/12/2007 838 31.3% 23/12/2008 837.2 -0.1% ადრეც დავსვი შეკითხვა, ოქროთი თიბისი როგორ ამაგრებს ანაბარს-მეთქი... თუ 2009-ში ოქრო ისევე დაეცემა, როგორც 2000-ებში ან 80-იანებში, თიბისი კარგავს ფულს, თუ ფიზიკური ოქროთი ამაგრებს.. მე არ მჯერა რომ თიბისი ასეთ შეცდომას დაუშვებს... რაც შეეხება ნავთობს, მე შევიტანე კლებაზე და დღესდღეობით წლიურ 21%-ს ვაკეთებ... ურიგო ინვესტიცია არ არის არა? ოქროზეც სიამოვნებით შევიტან თანხას თუ ვინმე, გათვითცნობიერებული, ამიხსნის ოქროთი როგორ მაგრდება ანაბარი, რომელიც თუ ფასი იკლებს მაინც მაძლევს 9%. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ფასების ცვლილება არ არის - არც ნავთობზე არც ოქროზე... ეს უბრალოდ სხვადასხვა კონტრაქტების ფასებია * * *
DОN დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ თიბისი ასეთ ბავშვურ შეცდომას უშვებს - თუ ოქროს ფასი ვთქვათ 20%-ით დაეცა (როგორც 80-იანებში) ბანკი იხდის 9%, ანუ მოზიდული თანხების ღირებულებაა: -11% (სტანდარტული განაკვეთი) + 9% (რასაც გარანტირებულად იხდის) + 35% (დანაკარგი ოქროზე)= 37% ამას ემატება საბანკო საქმის პირველი კანონი: თანხა გიღირს იმდენი, რამდენადაც მომგებიანად გაასესხებ... თუ ამ თანხით თიბისი ოქროს ყიდულობს, შესაბამისად ვერ გაასესხებს ხო? ასე, რომ მენეჯმნეტს უთხარით სარეკლამო კომპანიიდან ამოიღონ ეგ ფრაზა, ჩემი მოკრძალებული რჩევაა... Irakli.B მართალი ხარ, გამოსავალი ოფციონებია - მაგრამ თიბისი არც ოფციონებს არ ყიდულობს, იმიტომ რომ პირობებში წერია საწყისი ფასი ანაბრის წინა დღეს დაფიქსირებული ფასიაო - ანუ მე 500 დოლარი თუ შევიტანე მათ ამ 500 დოლარად ოფციონი უნდა იყიდონ სპეციალურად ჩემთვის. 500 დოლარად არავინ ვაჭრობს (ყოველ შემთხვევაში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით)... ასე, დაზღვევის ეს სქემაც არ მუშაობს ამ შემთხვევაში... * * * მეც ბავშვური შეცდომა დავუშვი ღირებულებაა: -11%+9%+35%=33% |
Posted by: gigibuba 25 Dec 2008, 20:15 |
აქ თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუ რამდენი იქნება საპროცენტი განაკვეთი ყველაზე კარგ შემთზვევაში, ასევე თუ ზოგადად ბანკს პრობლემა შეექმნა და არ არის ლიქკვიდური რომ დაფაროს თავისი ვალდებულებები, თქვენ არ გაქვთ არანაირი სადაზღვევო მექანიზმი რომ თანხა დაიბრუნოთ უკან. გთავაზობთ დეპოზიტებს მიკროსაფინანსოში აშშ დოლარში, ევროში და ლარში 24%-დან 36%-მდე. დეპოზიტის უზრუნველყოფა: მინიმუმ სამმაგი ღირებულების უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები; ყოველთვიურად პროცენტის გადახდის გრაფიკი: დაზღვეული იქნება მიმდინარე პროცენტის გადასახადი პლიუს ძვორფასეულობით და სხვა სწრაფად ლიკვიდყური აქტოივებით; ხელშეკრულების დარღვევა: თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს; თანხის მინიმალური შენატანი : 5,000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი დაინტერესების შემთხვევაში მომართეტ PM-ში |
Posted by: levani_levani7 26 Dec 2008, 19:47 |
სამწუხაროდ, საქართველოს წამყვანი ბანკების პროდუქტები შექმნილია ისე რომ ხალხი დააბოლონ, თან ვერც მიხვდნენ და საბოლოოდ უკმაყოფილოებმა დატოვონ ბანკები, მიზანი არ უნდა იყოს ერთჯერადი მოზიდვა, თუნდაც დეპოზიტის გახსნა, მიზანი უნდა იყოს კლიენტების შემოჩვევა და ხანგრძლივ პერიოდზე მათი შენარჩუნება!!! |
Posted by: keres 27 Dec 2008, 08:42 |
კაი ერთი, შენ იცი საზღვარგარეთ ანაბრებს რა პირობები აქვთ? საქართველოს ბანკს ისეთი ნავაროტები აქვს - იბანკი, დაზღვევა, საკრედიტო ბარათი, სესხით უზქუნველყოფილი სესხი და სხვა რო უცხოეთიდან რომ ჩამოდიან ბანკირები ოცდებიან და საღოლო. ალბათ არ გაქ შეხება ბანკთან მენემენტში და ამიტომ ასეთი მცდარი აზრები გაქცვს. |
Posted by: levani_levani7 27 Dec 2008, 16:35 | ||
საქმეც მაგაშია რომ ამ ყველაფერს ისე ვუყურებ როგორც მომხმარებელი და ამიტომ ჩამომიყალიბდა ასეთი აზრი, სტრატეგია უნდა იყოს გათვლილი არა ბანკის მენეჯმენტის იდეებზე, არამედ მომხმარებლების მოთხოვნაზე! უცხოელი ბანკირები იმითაც ოცდებიან, რომ ერთ ქუჩაზე როგორ შეიძლება ბანკები უფრო მეტი იყოს ვიდრეს ყველა სხვა ობიექტთი ერთად აღებული |
Posted by: revolution 27 Dec 2008, 21:33 |
გეთანხმებით საქართველოში და ალბათ არა მარტო, ბანკები კლიენტების დაბოლებაზე მუშაობენ. ელემნტალურად ბანკში კონსულტანტთან, რომ მიდიხარ ან მოუმზადებელია ან კიდევ უნდა სიტყვები აგლიჯო და ინფორმაცია გამოსტყუო ამა თუ იმ დეპოზიტის პირობების შესახებ... |
Posted by: DIGITS 28 Dec 2008, 00:30 |
საერთოდ კრიტიკა ყველაზე იოლი საქმეა. ზოგადად როგორი განვითარებულიცაა ჩვენი ქვეყანა და ბევრი რამე საქართველოში შესაბამისად მიდის საბანკო სისტემის განვითარებაც ეგ ლოგიკურია (ჩემი სუბიექტური აზრით კი საბანკო სისტემა ბევრად უფრო განვითარებულია ჩვენთან ვიდრე ბევრი სხვა რამ) და საერთოდაც თუ ყველაფერში ვედრებით და ვციდლობთ რომ დავემსგავსოთ დასავლეთს.. აბა გადახედეთ ერთი დიდ განვითარებულ ქვეყნებში როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე. არსად არც ერთ იმ ქვეყანაში რომელსაც ალბათ ბევრი ადამიანი მეტრად მიიჩნევს ეხლა არაა ისეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები როგორიც ჩვენთანაა (მაგალითისთვის თუნდაც გადახედეთ HSBC Georgia -ს საპროცენტო განაკვეთებს და ბევრი რამე გახდება ნათელი.) მე არ ვამბობ რომ ეს ნორმალურია და ეგრე უნდა იყოს მაგრამ დამერწმუნეთ რომ იმის ძახილი რომ საქართველოში ბანკები კლიენტებს ატყუებენ და მათი პროდუქი არასოდეს არაა მომგებიანი კლიენტისთვის ეს მთლად სამართლიანი შეფასება ვერაა (თუნდაც ისევ ანაბრების %-ებს თუ გავითვალისწინებთ.) რაც შეეხება უცხოელებს ზოგისთვის ეს სტრატეგიაა თანხის დაბანდების, ისინი ხშირ შემთხვევაში დებენ ხოლმე ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნების ბანკებში თანხებს სწორედ იმის გამო რომ აქ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია მათი ქვეყნების ბანკებისგან განსხვავებით (ჩემი აზრით ეს საუკეთესო ინვესტიცია არაა, მაგრამ ეგეთებიც ხდება ხოლმე თან არც თუ ისე იშვიათად). და კიდევ რაც შეეხება ზოგადად პროდუქტებს რაზეა გათვლილი კლიენტზე თუ ბანკზე.. საქართველოში ჯერ კიდევ მყარადაა ძველი მენტალიტეტი გამჯდარი რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო უფასო! აი აქედან ჯერ კიდევ ვერ გამოვედით (ისევ ჩემი სუბიექტური აზრი). ბანკი არის ჩვეულებრივი ბიზნესი რომელიც გათვლილია მოგებაზე და წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იარსებებდა. ის არაა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია რომელიც ვიღაცას რაღაცას ურიგებს... და შესაბამისად საბანკო პროდუქტიც გათვლილია როგორც კლიენტის ასევე ბანკის მოგებაზე.. და თუ დავიწყებთ დავას იმაზე რომ საქართველოში ზოგადად საბანკო ტარიფები მაღალია ისევ ვიტყოდი რომ მოდით გადავხედოთ იმ ბანკების ტარიფებს რომლებიც ხშირად მაგალითად მოყავს ხოლმე ხალხს.. P.S. ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა მაგრამ ბოლო რამდენიმე პოსტი რომ წავიკითხე ძალიან მომინდა ეს ყველაფერი დამეწერა. |
Posted by: misha1988 28 Dec 2008, 15:05 |
საქართველოს ბანკმა ყველა სახის ანაბარზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. და ყველა ბანკზე მაღალი აქვს. ანაბრის საპროცენტო განაკვეთები შეგიძლიათ გაიგოთ 444 444 ან ნებისმიერ ოპერატორთან |
Posted by: levani_levani7 28 Dec 2008, 21:14 | ||
მე ასე არ ვიტყოდი, ყურადღება გავამახვილე მხოლოდ პროდუქტების ზედმეტად გართულებაზე და ძალიან ხშირად კლიენტების პირდაპირ მოტყუებაზე, რაც შეეხება მაგალითებს, სულაც არ ვგულისხმობ უცხოურ ბანკებს, იგივე საქართველოში თუ გაეცნობით სხვადასხვა ბანკების პირობებს, მიხვდებით რომ მათ შორის ყველაზე რთულად გასაგები პროდუქტები კლიენტებისთვის (ნავაროჩენი ცუდი გაგებით) აქვს თიბისის და საქბანკს, მიუხედავად მათი დიდი სარეკლამო ომებისა სხვადასხვა საშუალებით, დარწმუნებული ვარ ყველა პროდუქტის ტარიფები მომხმარებელმა კიარა, თვითონ თანამშრომლებმა არ იციან, ეს ყველაფერი კი იწვევს კლიენტების სრულ გაურკვევლობას და ძალიან ხშირად ხდება შემდეგ უკმაყოფილების მიზეზი |
Posted by: Aurea_ mediocritas 28 Dec 2008, 21:50 | ||
მოგესალმებით რაღქმაუნდა ერთი შეხედვით ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი ფაქტია როცა ბანკი იწყებს ანაბრებზე %-ტო განაკვეთის ზრდას. მომხმარებლის გადმოსახედიდან და რაღათქმაუნდა ერთი შეხედვით ეს პირდაპირი გამოწვევაა და ლამაზი წინადადება საიმისოდ რომ ადამიანმა,რომელსაც თავისი მცირედი დანაზოგი აქვს ადგეს და შეიტანოს ბანკში. მაგრამ მოდი შევხედოთ ამ მექანიზმს(ბანკის მიერ დეპოზიტებზე %-ის გაზრდის მექნიზმს) ყველა მხრიდან: რატომ ,რა მიზეზმა აიძულა სბ.-ს მენეჯმენტი შემოეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის საკმაოდ დამაინტრიგებელი პროცენტები ანაბრებზე,იმ პირობების გათვალისწინებით რა პირობებშიც ამჟამად იმყოფება მოცემული საფინანსო ორგანიზაცია. იქნებ გავაანალიზოთ ამის მიზეზები? უფროსწორედ კი შორსმიმავალი მიზეზები? დავხატოთ მარტივი სურათი და ვეცდები მაქსიმალურად პოპულარულ და არასაბანკო ენაზე გადმოვცე ჩემი ხედვა აღნიშნული ფაქტისა: ბანკი რომელშიც შEჩერებულია სამომხმარებლო დაკრედიტების მექანიზმი, სადაც გაუქმდა ისეთი მსხვილი ერთეული როგორიც იყო "მომენტალური განვადება",სადაც უახლოეს წარსულში (სექტემბრიდან მოყოლებული გუშინწინდელი დღის ჩათვლით პერიოდი იგულისხმება) მოხდა დიდი საკადრო წმენდა უმსხვილესი დეპარტამენტებისა,ასეთი ბანკი ბუნებრივია რომ დგას დიდი ფინანსური კრიზისის წინაშე. ის საკითხი კი, რა მიზეზებმა ჩააგდო მოცემული ორგანიზაცია ამ გასაჭირში ცალკე თემაა და ცდება აღნიშნული პოსტის სივრცეს. მაშ ასე,ფინანსურ კრიზისში მოხვედრილ ორგანიზაციას შემოაქვს ახალი ინოვაცია სამომხმარებლო ბაზარზე-ანაბრებზე უფრო მაღალი,ყველა დანარჩენ ბანკზე მაღალი %-ტო სარგებლის დაწესება. ეს პირველ რიგში მოწოდებაა საიმისოდ რომ მოხდეს ახლი მეანაბრეების შემოდინება და ძველების კი-შენარჩუნება. რუსეთში არსებული საბანკო ანალოგიიდან თუ ამოვალთ კი მივიღებთ პირდაპირ პასუხს იმ კითხვაზე თუ რატომ გაზარდა სბ-ემ %-ბი დეპოზიტებზე. როგორც ვიცით იმის შემდეგ რას რუსეთში რამდენიმე მსხვილი ბანკი დადგა გაკოტრების რეალური საფრთხის წინაშე,პანიკას აყოლილმა მომსახლეობამ იწყო თავის დანაზოგების გამოტანა ყველა სხვა დანარჩენი ფინ.დაწესებულებებიდან. მოსახლეობის ეს მოქმედება კი ბანკებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ ,მათ თავის მხრივ გამოსცეს კანონით გამაგრებული მორატორიუმები ,რომელიც ფიზ/იურ. პირს უკრძალავს ანაბრის ვადაზე გამოტანას.ესაა ბანკების პასუხი მოსახლეობის მხრიდან გამოწვეულ პანიკაზე. თქვენი აზრით ძალიან დადებითი სმს-ია იმ პირობებში რა პირობებშიც ეხლა სბ-ე იმყოფება დეპოზიტზე %-ბის მომატება? მინდა ვიქონიო უტოპიური იმედი იმისა რომ კი. |
Posted by: Mr-President 28 Dec 2008, 22:06 |
Aurea_ mediocritas ძალიან და უაღრესად საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. ამ განყოფილებაში თქვენნაირი ადამიანების სიმცირეა. და კიდევ მინდა, რომ ამ ფორუმს დაუბრუნდეს MAIAMI , ძალიან კარგი ადამიანი. |
Posted by: DIGITS 29 Dec 2008, 21:47 |
levani_levani7 ვიღაცამ როგორც ჩანს მაგრად დაგაბნია. Aurea_ mediocritas ობიექტურად შეიძლება ჩათვლილიყო შენი პოსტი, ასე რომ არ უსვამდე ხაზს კონკრეტულად ერთი ბანკის ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც დარწმუნებული ვარ რომ არც ისე კარგად იცი როგორც ფიქრობ რომ იცი. ლოგიკა მაგ ყველაფერში რა თქმა უნდა არის, მაგრამ ისიც კარგად უნდა იცოდე რომ როცა ერთი კონკრეტული აქცია მთავრდება საჭიროა რამე ახალი აქციის დაწყება იმისთვის რომ აქციის პირობებში მოზიდული ანაბრები შეინარჩუნო. როგორც იცი მილიონის აქცია მთავრდება საქართველოს ბანკშიც და თი ბი სი ბანკშიც მე არ ვიცი თი ბი სი ში რას აპირებენ შეიძელაბ ამაზე მოდერატორმა გვითხრას რამე (არა მგონია მაგრამ მაინც..) მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იანვრიდან თი ბი სი შიც დაიწყება რამე ისეთი აქცია რაც ჩაანცვლებს მილიონის გათამაშების აქციას. რაც შეეხება შემცირებას და სესხების შეჩერებას აი კიდევ ერთი სუბიექტური მიდგომა.. საქართველოში და არამარტო საქართველოში მოქმედი კომპანიების 90% - ში მოხდა შემცირება ე.წ. ოპტიმიზაცია რომელიც ყოველთვის ძალიან მტკივნეული მაგრამ აუცილებელია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ზოგადად კომპანიის გადასარჩენად გრძელვადიან პერსპექტივაში. სამომხმარებლო სესხები კი თუნდაც იქ სადაც არაა სრულად გაჩერებული მტკიცდება ძალიან ძნელად და იშვიათად რაც გამოწვეულია იმით რომ ზოგადად მომხმარებლების გადახდის უნარიანობა არის ძალიან დაქვეითებული, უამრავი ადამიანი ყვება ყოველდღიურად შემცირებაში და მით უმეტეს მაშინ როცა აგვისტოს მოვლენების გამო საკრედიტო პორთფელები ისედაც აფეთქბეულია ძალიან ლოგიკურია რომ ბანკი ერიდება ახალი სესხების გაცემას რომელზეც მომავალში დიდი შანსია რომ ისევ ახალი პრობლემები შეექმნას.. თუმცა როგორც ვიცი იანვრიდან ბევრი ბანკი და მათ შორის საქართველოს ბანკიც განაახლებს ბევრ პროდუქტს სამომხმარებლო სესხების ჩათვლით ალბათ ეტაპობრივად მაგრამ მაინც... რაც შეეხება ჩემს აზრს ამ პოსტზე.. ამ პოსტში იყო ჩადებული თითქმის ყველა დეტალი რაც აღვივებს საზოგადოებაში შიშს და პანიკას ბანკების წინააღმდეგ რაც ცუდია არა მარტო ერთი კონკრეტული საქართველოს ბანკისთვის არამედ ზოგადად ქართული საბანკო სისტემისთვის. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება სანამ პანიკას და ათასგვარ ხმებს და ჭორებს ავყვებით კარგად დავფიქრდეთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს თითოეული ადამიანის გამოთქმულ აზრს საზოგადოების ზოგადი აზრის ჩამოყალიბებაში.. |
Posted by: revolution 30 Dec 2008, 22:00 | ||
დაწერე რა, არც-ერთი ბანკისტი არ ვარ უბრალოდ მომხმარებელი ვარ და მაინტერესებს რამდენი პროცენტი მოუმატა ანაბრებს |
Posted by: SPECIALIST1 30 Dec 2008, 23:46 | ||
DОN
არ ვაპირებდი ამ დისკუსიაში ჩარევას - TBC ბანკის კლიენტი ვარ და ამ ბანკს ყველაზე მეტად ვაფასებ როგორც ღირსეულ ფლაგმან ბანკს საქართველოში. არის ყველაზე კარგად მართული ბანკი, აქვთ ყველაზე მოხერხებული და საიმედო სერვისი, კარგად ორგანიზებული ფილიალების სისტემა და სასარგებლო პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანი. ძალიან გულწრფელად, გაოცებული ვარ თქვენი ახალი "პრდუქტით" "ოქროს ანაბარი". ბატონებო ეს ნონსენსია! არ ვიცი რა მოხდა, ვერ დავიჯერებ რომ საქ. ბანკს აყევით (იმათ კიდევ უფრო უარესი ნონსენსი "პროდუქტი" აქვთ - "საინვესტიციო ანაბარი") ან ვიღაც "ექსპერტმა" შეცდომაში შეგიყვანათ. ჩვენ ვიცით რომ, განმარტების თანახმად, კომერციული ბანკი იზიდავს დეპოზიტებს, იხდის გარკვეულ სარგებელს და პარალელურად მოზიდულ ფულს გაასესხებს და იღებს სარგებელს. გასესხებულ ფულზე მიღებულ სარგებელსა და დეპოზიტებზე გადახდილ სარგებელს შორის სხვაობა არის ბანკის ოპერაციული მოგება (დაახლოებით). "ოქროს დეპოზიტის" შემთხვევაში თქვენ გვარწმუნებთ, რომ დეპოზიტზე მოზიდული ფულით (რომელზეც თქვენ საპროცენტო სარგებელი უნდა გადაიხადოთ) თქვენ შეიძენთ ოქროს და შეინახავთ. შენახულ ოქროს სარგებელი არ ერიცხება (პირიქით, მისი შენახვა ფული ჯდება - Cost of Carry). მაშინ როგორ აპირებთ დეპოზიტზე სარგებლის გადახდას? ეს ეწინააღმდეგება კომერციული ბანკის ბიზნესის მოდელს. შეიძლება ფიქრობთ, რომ შენახულ ოქროზე ფასი გაიზრდება გავყიდით და სარგებელს ფასის ნაზრდის საშუალებით გადავიხდითო. მაგრამ ეს ხომ სპეკულატიური პოზიციაა! ოქროს ფასი შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება იგივე დარჩეს და შეიძლება შემცირდეს. ნახეთ ოქროს ფასის ისტორიული გრაფიკი. ფასი საკმაოდ ვოლატილურია (ცვალებადია). კომერციული ბანკი, განმარტების თანახმად, მეანაბრეების ფულით სპეკულატიურ პოზიციას არ უნდა იღებდეს. მეანაბრეების ფულით კომერციულმა ბანკმა შეიძლება შექმნას მხოლოდ კარგად დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი და აიღოს (მხოლოდ) შესაბამისი საკრედიტო რისკი. აღებული საკრედიტო რისკი რეგულირდება მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ და ბანკებს მოეთხოვებათ დაარეზერვონ აღებული საკრედიტო რისკის შესაბამისი რისკის კაპიტალი. ოქროს ანაბრის შემთხვევაში გამოდის, რომ თქვენ იღებთ ოქროს სბაზრო ფასის რისკს. ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა კომერციული ბანკისთვის. სხვათა შორის ეს საბაზრო რისკიც ექვემდებარება რისკის კაპიტალის რეზერვირების მარეგულირებელ მოთხოვნას. კიდევ ერთი (უარესი) ვარიანტი, რომელზეც აქ გათვლა შეიძლება იყოს გაკეთებული, ეს არის რომ თქვენ თქვენი საბროკეროს საშუალებით აპირებთ გლობალურ ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსების მარჟაზე შეძენას. გათვლა აქ იმაზეა, რომ მარჟაზე ვაჭრობის დროს შესაძლებელია ოქროს საბაზრო ფასის პოზიციის დაკავება, რომლის დროსაც ამ პოზიციის ნომინალური ღირებულების მხოლოდ ნაწილის გადახდაა შესძლებელი. ანუ, თუ ჩემი ოქროს დეპოზიტი 100,000 - ია, თქვენ 20,000 - ად დაიკავებთ 100,000-იან ფიუჩერსულ პოზიციას და 80,000 დაგრჩებათ თავისუფალი რომელსაც გაასესხებთ. ეს ძალიან რისკიანი პოზიციაა, რამეთუ მარჟაზე დაკავებული პოზიციის რისკი გაცილებით უფრო მაღალია. დაბოლოს, ის ტერმინები რაც ჟღერს "ოქროს დეპოზიტის" აღწერისას: "დაზღვეული", "უზრუნველყოფილი" etc. ასევე ნონსენსია როგორც ფინანსური ასევე სამართლებრივი კუთხით და ბანკისთვის ქმნის დამატებით სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს. ბატონებო, თქვენს ბანკს არ ჭირდება ასეთი "პროდუქტები". ისედაც გენდობით იმიტომ რომ მართლა საუკეთესო ბანკია. |
Posted by: Iron Butterfly 31 Dec 2008, 00:09 | ||
SPECIALIST1 გმადლობ, ძალიან კარგად განმარტე ამ ოქროს ანაბრის რაობა. აქამდე ვერ ვხვდებოდი რა იყო Aurea_ mediocritas
სბ-შიც შეუძლებელია თანხის ვადაზე ადრე გამოტანა? Oo როგორც ვიცი ეს უბრალოდ ანაბრის დარღვევაა რაც მხოლოდ წლიური საპრიცენტო სარგებელზე აისახევბა |
Posted by: Aurea_ mediocritas 31 Dec 2008, 01:55 | ||
ტკბილი სალამი და მადლობა პირველ რიგში გამოხმაურებისთვის, შენი მოვისმინე და მინდა ჩემი შთაბეჭდილებები და დასკვნები გაგიზიარო შენი( იმედია არ გწყინს ასე რომ მოგმართავ უცნობ ადამიანს-თუმცა ეს კიდევ საკითხავია . . . მაგრამ ასაკობრივი თანასწორობა მაძლევს ამის უფლებას და არამცდა არამც გაუზრდელობა. თავადაც ასე შეGიძლია მომმართო ყოფილო კოლეგავ -აწ თანაფორუმელო) წერილის პირველი ოქტავიდან გამომდინარე მომეცა საიმედო ჟღერადობის სიგნალი იმისა რომ,ვინაიდან შენ ფიქრობ და დარწნუნებული ხარ რომ იცი,ხარ კიდეც ჩახედული ამ რთული ორგანიზაციული სისტემის ლაბირინთებში და შენი მხრიდან გაჟღერებული წყენის ნოტა ეყრდნობა უტყუარ და საიმედო მტკიცებულებებს.თუმცა კი იმედი მაქვს , ბოლომდე წაიკითხავ ამ წერილს და მიხვდები რომ ჩემ მიერ გადმოცემული ინფო არამცდა არამც არ უნდა გამხდარიყო შენი მხრიდან ჩემი სიტყვის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი,რაზეც ძალიან ვწუხვარ-(არასწორ ინტერპრეტაციაზე) ვერ გავიზიარებ პატივცემულო კოლეგავ(და გული მიგრძნობს რომ მალე მოვა ეს დრო) იმ წერტილში ,სადაც შენ ჩემი მიდგომა მონათლე სუბიექტურად სესხების შეჩერებასა და საკადრო სეკვესტრთან მიმართებაში. ყველამ იცის და მე ჩემი მხრიდანმოვახდინე და კიდევ ერთხელ ვახდენ ფაქტის კონსტატაციას,რომ: სბ-ში მოხდა დიდი საკადრო წმენდა და პარალეურად ადგილი იქონია ოპტიმიზაციის პროცესმა. გასაგებია და დაგეთანხმები,რომ ბანკმა თავის ყველა ოპერაციის სისტემაში მოსაყვანად მიმართა ოპტიმიზაციას(რესტრუქტურიზაციასაც) და ეს ის თუ რა კონკრეტულ ფორმებს მიმართა ამ ეკონომიკური კატეგორიისა ეს გამომდინარეა მისი ფინანსური და შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე დაყრდნობით. ალბათ ეკონომისტებმა და ამსფეროსთან მჭიდრო კავშირში მყოფმა ჩვენმა თანაფორუმელებმა იციან და წარმოდგენა აქვთ იმაზე,თუ რა შემთხვევაში მიმართავენ ორგანიზაციები შიდასამსახურებრივი ერთეულის და მათ შორის კადრების ოპტიმიზაციას-ზოგადად,როცა ეკონომიკური კრიზისის დროს კომპანიას სურს ხარჯების შემცირება და არსებული ბიზნეს-ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება. მოცემული-სბ-ეს-მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ კი აქ მომხდარი კადრების რადიკალური ოპტიმიზაცია და თქვენ მიერ ნახსენები სამომხმარებლო სესხების კადრებისა/დეპარტამენტის მთლიანად ოპტიმიზაცია არის პირდაპირი შედეგი რითეილის დავარდნისა და იმედია რითეილის გამოცოცხლების მერე აღდგება ეს დეპარტამენტი ცალკე დეპარტამენტად და კადრი კი კადრად. რაც შეეხება პატივცემულო ადამიანო თქვენ არაპირდაპირ შენიშვნას ,იმის თაობაზე თითქოსდა ჩემ წინამდებარე პოსტში ამოიკითხე შიშის და განგაშის სინდრომი (ეს სინდრომი"შიში"-ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის თემაა,ძალიანსერიოზული და ამ ფორუმზე არსებობს თემა"შიში"-გამეხარდება თუ თქვენ აზრს იქ დაპოსტავთ) იქნებ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ და დარწმუნდებით რომ იქ არაფერი მსგავსი არ წერია. შიში და პანიკა,ჩემი პოსტიდან კი არა აგვისტოს ცნობილი მოვლენების მერე დაიწყო ხალხში და ზოგადად მომხმარებლებში და თუ ჩავუღრმავდებით რაში გამოიხატებოდა ეს შიშები და უკმაყოფილებები ცალკე თემაში გადავალთ-პოლიტიკაში.მაგრამ ამაზე სხვა დროს და სხვა ადგილას-და შესაბამისი მომზადებული უნდა იყო ადამიანი რომ ამაზე, მთელი ფორუმის წინაშე შენი აზრი დააფიქსირო. ვწუხვარ რომ ჩემმა პოსტმა თქვენში პანიკის საფუძველი გამოიწვია, ვიმეორებ კიდევ ერთხელ ,რომ კითხვა რომელიც მე დავსვი და რომელმაც ბევრგან -სხვადასხვა ფორმით გაიჟღერა არაა განგაშის საფუძველი და ეს კითხვა მდგომარეობს შემდეგში, პოპულარულ ენაზე რომ დავსვათ: როგორ მიაჩნია დამსწრე საზოგადოებას და როგორ უყურებს ეს საზოგადოება"სბ-ში ანაბრებზე %-ტო განაკვეთების ზრდის ფაქტს?"-"დადებითად,თუ უარყოფითად?" თუ შეიძლება შენი აზრიც გვითხარი ამის თაობაზე . და კიდევ ერთი შეკითხვა: რა ვადით გასტანს სავარაუდოთ დეპოზიტებზე მიმდინარე აქცია? პ/ს: ყველას გილოცავთ დამდეგს , გახარებულები მენახეთ -მომდევნო წელში შევხვდებით შენც გილოცავ. . . |
Posted by: bachuki 6 Jan 2009, 15:15 |
2 დღის წინ საქართველოს ბანკში ბუკლეტი მომცეს სადაც 1 თვის ვადით ანაბრის გახსნა დოლარში თანხის წინასწარ გატანით 5.50% იყო მითითებული, საქმე საქმეზე რო მიდგა ნურას უკაცრავადო მხოლოდ 4.90% ვაფორმებთო, ამას მეუბნებიან და თან წინ თავიანთი ბუკლეტი უდევთ სადაც შავით თეთრზე წერია 5.50%. |
Posted by: keres 6 Jan 2009, 15:19 |
ხო შეცდომა გაიპარა ბუკლეტში...................................................... |
Posted by: bachuki 6 Jan 2009, 15:22 | ||
მერე შეცდომიანი ბუკლეტი არ უნდა არიგოს სოლიდურობის პრეტენზიის ბანკმა და კლიენტი რო მივა თვითონ ბანკის თანამშრომელი მაშინ არ უნდა გებულობდეს ამ შეცდომის შესახებ |
Posted by: Iron Butterfly 6 Jan 2009, 16:47 | ||
ოღჩ სტამბის ბრალია არა? |
Posted by: bachuki 6 Jan 2009, 18:10 |
ალბათ იმიტომ არ დებენ თავიანთ საიტზე ,,გაზრდილ'' პროცენტებს |
Posted by: Mr-President 6 Jan 2009, 21:13 | ||
|
Posted by: valo 6 Jan 2009, 21:58 |
Mr-President ვღადილაობთ და რამე არაა? აბა ტებეცეზე იყოს BLიაზ, ეგრევე დახურავდი მოდერს F1 უნდა და შევახსენებ ანაბრებისთვის არსებობს ცალკე თემა http://forum.ge/?f=62&showtopic=33877659 შენი გახსნილი მაინც არ იყოს |
Posted by: Mr-President 6 Jan 2009, 22:00 | ||||
valo 7 იანვრამდე ვგულაობთ ასე რომ ერთი დღე კიდევ მოუწევს ამ თემას ვწუხვარ
აბა რააა bachuki
|
Posted by: misha1988 6 Jan 2009, 22:00 | ||
valo
კაი რა , აზრზე არაა მოდერობის... ეხლა გაიგე ? შენ კიდე ინტრიგებზე აჰყვები ხოლმე |
Posted by: DОN 6 Jan 2009, 22:12 | ||
ესე იზიდავენ ხალხს, ბუკლეტებზე დიდ %-ებს წერენ და მერე ბანკში მისულ კლიენტებს აბოლებენ, უი შეგვეშალა. კი წერია 10% , მაგრამ 8%-ში გაგიხსნით, არც 8%-ია ცუდი. |
Posted by: Mesaplave 7 Jan 2009, 05:45 |
bachuki დაიცა დაიცა valo keres თუ საქ ბანკში მუშაობთ ვერ გავიგე რაღაც რადგან ეგეთI უაზრობები არასდოს მიზიდავდა, აბა კარგად ამიხსენით სიტყვაზე მიხვედი ბანკში 1000 დოლარით. მოგცემენ ამ თანხის 4.9 %-ს და 1 თვეში შენი ფული უკან მიგაქვს ეგაა? |
Posted by: keres 7 Jan 2009, 10:28 | ||||
ინტრიგანი ხარ უნამუსო. საქართველოს ბანკში ნამდვილად აქცია მიმდინარეობს, ყველაზე მაღალი პროცენტებით ანაბრებზე მთელი 2009 წლის განმავლობაში. თიბისიზეზე, პროკრედიტზე, რესპუბლიკაზე ყოველთვის მეტი იქნება სარგებელი, რადგან თუ ისინი მოუმატებენ პროცენტებს, ჩვემც ანალოგიურად გავზრდით. ეხლა შენ მიპასუხე, თიბისიში სარგებლის წინასწარ გატანაზე რამდენი პროცენტია? ა? Mesaplave, ხო ეგაა ზუსტად. ოღონდ 4,9% წლიური პროცენტია. ყველა ბანკში პროცენტები წლიურია. ეგ გაითვალისწინე. |
Posted by: Tvalebi 7 Jan 2009, 13:32 | ||
DОN
ესენი თუ აბოლებენენ თქვენი სტაფი მინიმუმ 70% ტრეინინგი უნდა ჩაუტარდეს ზრდილობაში, მელიქიშვილზე კამანდა გყავთ დედაჩემი რომ არ ყოფილიყო ჩემთან ერთად თავს გავუტეხავდი თქვენს ერთ-ერთ ე.წ. კრედიტ ოფიცერს |
Posted by: DОN 7 Jan 2009, 13:36 | ||||||
Tvalebi
დაცვა თავის გატეხვის უფლებას იმ თანამშრომლისთვის შენი აზრით მოგცემდა? ხოდა დედაშენს მადლობა გადაუხადე, რომ ეხლა მართლა თავი არ გაქვს გატეხილი.
ზრდილობა სამსახურში დატოვე თუ სახლში?
არსებულს - 1% შენც კარგად გეცოდინება, როდესაც ბანკი ანაბრებზე %-ებს წევს., რაღაცაში რომ დარხეული აქვს |
Posted by: Tvalebi 7 Jan 2009, 13:42 | ||
DОN
სიმართლე ყოველთვის მწარეა და ამიტომ ცოტა კორექტულობისკენ მოგიწოდედ, და დაცვას რაც შეეხება ერთი იყო მოწუწნული კამფეტივით |
Posted by: maknatuna 7 Jan 2009, 13:43 |
ერთი კითხვა თუ შეიძლება. ანაბარს გასდის ვადა. + მაქვს გარკვეული თანხა ჩემს სეიფზე. როგორ ჯობს, ახალი ანაბარი გავხსნა თუ ჩემს სეიფზე გადმოვიტანო ის თანხაც? ზოგი იმას მეუბნება, საერთოდ გამოიტანე ბანკიდან ფულიო. და კიდევ: ანაბრებს ვინ აზღვევს? ეროვნული ბანკი? |
Posted by: Mr-President 7 Jan 2009, 13:50 | ||
maknatuna
ანაბრიდან თანხა რომ გამოიტანო, დაგეხარჯება და გინდა ეგ? მუთაქაში ხომ არ შეინახავ? გადაიტანე ან ჩემ სეიფზე ან 3 თვიან ვადიანზე გადაიტანე. საქართველოს კანონმდებლობა კომერციული ბანკების შესახებ ითვალისწინებს იმას, რომ ბანკი როდესაც კოტრდება მთელი მისი აქტივ-პასივების ნუსხა დგინდება და ამ პროცედურას აკეთებს ზედამხედველობის სამსახური. გაყიდიან ბანკის ქონებას აქუციონზე, ვისაც სესხი ქონდა მოატანინებენ და მერე იწყებენ დეპოზიტების გასტუმრებას. პირველ რიგში სტუმრდება 1500 ლარამდე ოდენობის დეპოზიტები. ან მოიცა აგერ კანონს დაგიდებ: კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმებების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: (14.03.2008 N 5909) ა) სააგენტო და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ; ბ) ფიზიკურ პირთა ანაბრები არა უმეტეს 1500 ლარის ოდენობისა; გ) ფიზიკურ პირთა ანაბრები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) სხვა ნებისმიერი სახის დეპოზიტი; ე) დანარჩენი მოთხოვნები ბანკის მიმართ; ვ) სააგენტოს მიერ გაწეული აუცილებელი და მიზნობრივი ხარჯები. 8. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის მე-7 პუნქტის „ბ„, „გ„, „დ„ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მოთხოვნების სრულად დაფარვისათვის, მაშინ ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაიფაროს თანაბარი პროპორციით.(23.10.2001#1115 საკანონმდებლო მაცნე N32) |
Posted by: DОN 7 Jan 2009, 13:59 | ||
Tvalebi
მწარეა რომ არის, იმიტომ მომიწოდებ კორექტულობისაკენ? გამხდარი პირდაპირი მნიშვნელობით შენი აზრით სუსტია? იაპონელები დაბლები და გამხდრები არიან, მაგრამ აიკიდოში ბარე 90 კგ-იან საქონლებსაც აბრუნებენ. მაგ იმედით არ ებლატავო ბანკის თანამშრომლებს რომ დაცვა პატარა მოგეჩვენა. |
Posted by: Tvalebi 7 Jan 2009, 14:03 |
DОN რო გიპასუხო აზრი არ აქვს ჯიგარო, უნდა ჩამეწერა ჩემი და კრედიტ ოფიცერის საუბარი, მერე ასე არ ილაპარაკებდი ეტყობა ის ე.წ. ოპტიმიზაცია რაც ჩატარდა თქვენთან არ იყო საკმარისი |
Posted by: DОN 7 Jan 2009, 14:07 | ||
Tvalebi
აი, ეგ უკვე სხვა საკითხია. უნდა ჩაგეწერა. |
Posted by: maknatuna 7 Jan 2009, 14:16 | ||
Mr-President
ჩვენთან მაქსიმუმ რა თანხა შეუძლიათ რომ აანაზღაურონ? |
Posted by: Mr-President 7 Jan 2009, 14:18 | ||||
maknatuna
ეგ იმას ნიშნავს რომ ჯერ 1500 ლარამდე ანაბრებს დააკმაყოფილებენ და მერე დიდ თანხებს
|
Posted by: maknatuna 7 Jan 2009, 14:38 |
Mr-President გასაგებია მაგრამ, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს? მაგალითად: ჩემს ერთ ახლობელს საზღვარგარეთ, ერთერთ ბანკში უთხრეს, რომ გაკოტრების შემთხვევაში 70 ათასზე ზევით ვერ აუნაზღაურებენ. მეორეში კი 100 ზევით. |
Posted by: Mr-President 7 Jan 2009, 14:40 | ||||
maknatuna
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მსგავს რამეს არ ცნობს. აქ წერია გარკვევით, რომ ანაზღაურდება და თუ არ ეყო ბანკის მთლიანი ქონება ვალდებულებებს მაშინ
|
Posted by: Mesaplave 7 Jan 2009, 14:43 | ||
keres
კაი მარტივად ამიხსენი 1000$ რომ შეიტანო 1 თვიან ანაბარზე პირველად თანხას რამდენს მოგცემენ ? |
Posted by: keres 7 Jan 2009, 14:45 |
DОN "ჭკვიანო" 1 თვეზე რამდენი გაქვთ წინასწარ? |
Posted by: maknatuna 7 Jan 2009, 14:45 |
Mr-President გასაგებლარ |
Posted by: keres 7 Jan 2009, 14:50 | ||||
1000 $ x 4,9% /365 x 30 = აი ამ ფორმულით ითამაშე |
Posted by: DОN 7 Jan 2009, 14:52 | ||
keres
1 თვიანი ვადიანი თიბისის არ აქვს. თუ ადამიანს ერთი ან 2 თვიანი ვადიანი ანაბრის გახსნა უნდა ამისთვის ჩემი სეიფი არსებობს. თუ ვადიანიდან ვერ გაიტან თანხას, არც ჩემი სეიფიდან გაიტანო და 30 დღის მერე მიიღებ სარგებელს. და ეხლა თუ ადამიანს აქვს 1000 $, წინასწარ 1 თვიანზე 4,9%-ზე მიიღებს 4 $-ს. ხოდა მოდი ამ 4 $-ზე ვივაჭროთ. |
Posted by: keres 7 Jan 2009, 15:55 |
მართლა "ჭკვიანი" ხარ. არის სეგმენტი რომელსაც საკმაოდ დიდი თანხები აქვთ და სჭირდებათ ფული წინასწარ და არა 30 დღის შემდეგ. თუ გაქ 100,000 დოლარი მაშინ საკმაოდ კარგი საგრებელი გამოდის წინასწარ აღებით, თიბისის კი მასეთ სეგმენტისთვის არანაირი შეთავაზება აქ გააჩნია. |
Posted by: DОN 7 Jan 2009, 16:06 | ||||
ძალიან სუსტი და მწირი აზროვნება გაქვს. მე ბრჭყალების გარეშე დაგიწერე.
რამდენი? 100 000$ -ზე 400$-ია, მილიონზე 4 000$. და 100 000$-ს ერთ თვიან ვადიანზე არ დებენ ჭკუის კოლოფო ან ამ თანხის პატრონი 400$-ს დახამდება?
კი, კი... ამ თანხის პატრონები VIP კლიენტებად ითვლებიან და კარგად გეცოდინება, ეგეთ კლიენტებს სპეც-პირობებს სთავაზობენ ბანკები. ასე რომ ეგ ერთ თვიანი ანაბარი გადაკრასკეჰ ნარინჯისფრადჰ და ჩამოკიდე სამსახურის კედელზედჰ. |
Posted by: keres 7 Jan 2009, 17:05 |
DОN ვაჰ ჩემი! ბოლო ცდა. შენ იძახი თუ კლიენტს 1 თვიანი ანაბარი უნდა - დადოს სეიფზე და 1 თვეში აიღოს ხო? და კლიენტს რომელსაც წინასწარ 1 თვით გახსნილზე რას შესთავაზებ თიბისიში????????? |
Posted by: DОN 7 Jan 2009, 17:12 | ||||
keres
აუ არ გინდა რა
1 თვიანი ვადიანი ანაბარი წინასწარ გატანით არ გვაქვს, გასაგებად ხომ აგიხსენი? ხოდა კლიენტმა ტავად გადაწყვიტოს რა უნდა 4.9% წინასწარ თუ 6% 30 დღის მერე. ეგ 4.9% და 6% იმდენად ვიზერულია 1თვიან ვადაზე, რომ 100 000$-ზეც კი ვერ იძლევა სახარბიელო შედეგს. სულ რაღაც 400$ და ნუთუ VIP კლიენტი 400$-ს დახარბდება? თუ ინვესტიციაში დააბანდებს? VIP კლიენტებს კი 12 დღიან ანაბრებსაც გაუხსნიან. |
Posted by: keres 8 Jan 2009, 10:05 |
არის სეგმენტი ვინც ვერ ქაჩავს ვიპზე. მაგას ვერ ხვდებიი????? |
Posted by: Anie 8 Jan 2009, 14:28 |
ადრე +1% იყო ეხლა 0.5%-ია კრიზისია კრიზისი დააკლიკე ამ რეკლამას და გაიხარე აქ ჩასწორება დავიწყებიათ |
Posted by: keres 8 Jan 2009, 15:01 |
ვააა აცადე ხალხს მუშაობა... წამში კი არ კეთდება ყველაფერი, ნახევარი საათი უნდა მაინც. |
Posted by: Anie 8 Jan 2009, 17:03 | ||
keres
ხუმრობა აღარ შეიძლება უკვე ჩაუსწორებიათ |
Posted by: keres 8 Jan 2009, 17:44 |
მეც ვიხუმრე უბრალოდ ისეთ პერიოდში შეხვედი საიტზე როდესაც ვვლილებები ტარდებოდა. |
Posted by: Anie 8 Jan 2009, 18:47 | ||
აა გასაგებია მე ხო ყველგან უდროო დროს უნდა შევიდე საინვესტიციო ანაბარი შეჩერებული იყო ხომ არ განახლებულა |
Posted by: DiVa 16 Jan 2009, 22:46 |
ანაბრებზე მაქვს შეკითხვა თბს 1. გახსნილი მაქვს ვადიანი ანაბარი რომელიც 29 იანვარს მთავრდება და როგორც ვიცი 29 იანვარს უნდა მივაკითხო? საქმე იმაშია რომ ამ დროს აქ არ ვიქნები და ვერანაირად ვერ მივალ თბს ში, ანუ მივალ 1 კვირით ან 10 დღით დაგვიანებით და რამე პრობლემა ხომ არ შეიძლება შეიქმნას? 2. მინდა ანაბარი "ჩემი სეიფის" გახსნა მაგრამ საიტხე არ წერია რა განსხვავაებაა ამ ანაბრებს შორის ( სატარიფო პაკეტის გარეშე, სტიმული+0,5% უნივერსალი +1% პრესტიჟი+1,5%) და იქნებ ამიხსნათ |
Posted by: Mr-President 16 Jan 2009, 22:54 | ||||
DiVa
არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. როცა მიაკითხავ, მაშინ მოგცემენ თანხას.
თუ ჩვეუილებრივად გახსნი ჩემ სეიფს, მაშინ ლარში 9% დაგერიცხება და დოლარში/ევროში 6%. თუ აიღებ სატარიფო პაკეტს, რაც გულისხმობს: სამ ცალ პლასტიკურ ბარათს უფასოდ და ასევე მათ განახლებას უფასოდ ინტერნეტ-ბანკს, მობილ ბანკს, ტელეფონ ბანკს, სმს-ბანკს, ავტომატურ გადარიცხვებს უფასოდ TBC და VTB ბანკომატებში თანხის 0%-იან განაღდებას შეღავათებს გადარიცხვებზე და თანხის განაღდებაზე სამ ცალ მიმდინარე ანგარიშს არის 3 ცალი სატარიფო პაკეტი: სტიმული უნივერსალი პრესტიჟი სტიმულში 3 ცალი ელექტრონ ბარათი გექნება უნივერსალში შეგიძლია კლასიკი გქონდეს უფასოდ და ელექტრონიც პრესტიჟში კი გოლდი გექნება უფასოდ, თუ გინდა კლასიკიც და ელექტრონიც სტიმულს თუ აიღებ მოგემატება 0.5% ჩემ სეიფზე უნივერსალზე 1% გემატება პრესტიჟზე 1.5% ასევე თუ ნაშთები გექნება ანგარიშზე, საკომისიოს გადახდა არ მოგიწევს. http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/ |
Posted by: DiVa 16 Jan 2009, 23:32 | ||||
Mr-President
დიდი მადლობა და..
3 ბარათი უკვე ისედაც მაქვს თბს ში და ეგ არ ჩაითვლება?? კიდევ 3 ბარათს ვეღარ გადავიტან ra borotebaa როგორ შეიძლება თანხის გატანა "ჩემი სეიფიდან" ბარათიდან ავიღებ ჩვეულებრივად? მეგონა ბანკში მისვლა დამჭირდებოდა გამოსატანად (ანუ ადვილად ვეღAრ დავხარჯავდი ) და კიდევ ერთი შეკითხვა ლარიც მაქვს და $ იც და არ შეიძლება ერთ ანაბარზე დავდო ორივე? ძალიან რომ არ ავიბნე ამ ჩემს ბარათებში და ანაბრებში |
Posted by: Mr-President 16 Jan 2009, 23:50 | ||||||
DiVa
კი, ჩაითვლება და შევა სატარიფო პაკეტში....
ჳნტერნეტ-ბანკი გექნება და ბარათზე გადატანას შეძლებ... დახარჯავ ბარათიდან ან ბანკში მიხვალ და გაანაღდებ 0%-ად, თუ ხელით შეტანილი იქნება...
ერთ ანაბარზე ანუ როგორ? ლარის ჩემ სეიფზე ლარს დადებ და დოლარისაზე დოლარს. |
Posted by: revolution 17 Jan 2009, 20:00 |
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე "კარგი" პირობები ეხლა პროკრედიტ ბანკს აქვს შემნახველზე. მოკლედ ლარზე გერიცხება 10% წლიური. შეგაქვს და გაგაქვს თანხა უფასოდ და სარგებელი გერიცხება ყოველ სამ თვეში... და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი 2009 წლის იანვრიდან სარგებელზე საშემოსავლო განულდა, ანუ აღარ იბეგრება... მოდით ხალხო ამას სახელმწიფოს ნუ დაუკარგავთ - ძალიან კარგი ცვლილებააა!!!! * * * სამწუხაროდ ბანკებს და კერძოდ პროკრედიტ ბანკის ვებსაიტზე ისევ 3 წლის წინანდელი ინფორმაცია დევს |
Posted by: DiVa 17 Jan 2009, 20:44 | ||
ეს არაა კაი საქმე |
Posted by: Mr-President 17 Jan 2009, 20:46 | ||
revolution
ვერ დაგეთახმები. ყველაფერი რიგზეა.... |
Posted by: revolution 17 Jan 2009, 23:04 | ||
პროკრედიტს ვგულისხმობ |
Posted by: Mr-President 17 Jan 2009, 23:34 | ||
revolution
პროკრედიტის საიტზე ანაბრების %-ები წერია სწორად, პარასკევს სწორად ეწერა და რა ვიცი. შემნახველზე 10%-ია და 10% წერია. |
Posted by: revolution 18 Jan 2009, 20:49 | ||
ვახ, ჩემი ბრალია... 10% კი წერია მაგრამ ის, რომ აღარ იბეგრება სარგებელი 10%-ით, ის, რომ შეტან გამოტანა უფასოა და არავითარი 0.6% როგორც ეს ადრე იყო აღარ გაკლდება, არავითარი საპროცენტო სარგებელი არ მცირდება თუ ვადაზე ადრე გაიტან... |
Posted by: Mr-President 18 Jan 2009, 21:01 | ||
revolution
საშემოსავლო რომ 10% გაუქმდა, ეგ შესაცვლელია. 0.6% არც არასდროს ყოფილა პროკრედიტში და საპროცენტო სარგებელი მცირდება 1%-ით, თუ 3 თვეში თანხას რამე მოაკლდა. |
Posted by: revolution 19 Jan 2009, 00:18 | ||
გატანაზე არ იყო 0.6? ეხლა კიდევ მცირდება სარგებელი 1%-ით? |
Posted by: Mr-President 19 Jan 2009, 00:20 | ||||
revolution
ეგ საქართველოს ბანკს აქვს შემნახველიდან გატანაზე 0.6%...
თუ 3 თვეში ერთხელ მოხდა თანხის გატანა/გადარიცხვა მაშინ 1% აკლდება ამ კონკრეტულ ვადაზე. % ირიცხება ყოველი 3 თვის შემდეგ. |
Posted by: ბასკუ 19 Jan 2009, 00:40 |
მე მაქვს საქ. ბანკში ვადიანი ანაბარი ყოველთვიური %-ის გატანით. დარწმუნებული ხართ, რომ ამ თვეში 10% საშემოსავლოს არ მოაკლებენ გასატან თანხას??? |
Posted by: revolution 19 Jan 2009, 13:41 |
ყოველთვიური გატანით საქართველოს ბანკში? დაასახელეთ რომელი ტიპის ანაბარზე გაქვთ საუბარი. რა თქმა უნდა არ მოაკლებს სარგებელს იმ 10%-ს. კანონმდებლობაში მოხდა ცვლილება და კანონს თუ დაარღვევს კი ბატონო |
Posted by: valo 19 Jan 2009, 13:53 | ||||||||
ბასკუ
არა საშემოსავლო აღარ მოაკლდება revolution
ხო რა იყო, რამე დაუჯერებელი ნახეე?
|
Posted by: revolution 19 Jan 2009, 21:49 | ||
valo
ვადიანი ანაბარი ყოველთვიური %-ის გატანით? - ეს ვერ გავიგე. ანუ რა გამოდის ვადიანი ანაბარზე შეიძლება სარგებელი გაიტანო ყოველთვე? შემნახველზე სარგებლის გატანა სქართველოს ბანკში შეიძლება წლის ბოლოს და ვადიან ანაბრზე ყოველთვე გააქვს სარგებელი? |
Posted by: valo 19 Jan 2009, 21:58 | ||||
revolution
საქართველოს ბანკში ვადიანი ანაბარი შეგიძლია გახსნა: 1) დარიცხული %-ის წინასწარ გატანით 2) დარიცხული %-ის ყოველთვიურად გატანით 3) დარიცხული %-ის ვადის ბოლოს გატანით
შემნახველ ანაბარზე პროცენტის დარიცხვა ხდება წლის ბოლოს |
Posted by: ბასკუ 21 Jan 2009, 21:47 |
დღეს დავრეკე საქ. ბანკის ქოლ ცენტრში და ვიკითხე შეცვლილ 196-ე მუხლზე და ასე მითხრეს, თუ სარგებელი ყოველთვიურად გაგაქვთ 10% ისევ მოგაკლდებათო, ხოლო თუ ვადის ბოლოს გატანით გაქვთ-არ მოგაკლდებათო. მივედი ფილიალში ყოველთვიური %-ის ასაღებად და სარგებელი დაუბეგრავად ავიღე. ცოტათი დავიბენი, თუმცა ძალიანაც გამიხარდა |
Posted by: valo 21 Jan 2009, 21:53 | ||||
ბასკუ
ნამდვილად, პროგრამულად შეჩერებულია 10%-ის ჩამოჭრა |
Posted by: wevri 22 Jan 2009, 20:46 |
გამარჯობა! HSBC ბანკში საბავშვო ანაბარზე მინიმალური რა თანხა შეიძლება დავდო? და რამდენი % დაემატება წელიწადში? |
Posted by: DiVa 23 Jan 2009, 15:24 |
TBC შI შაბათს რომ მივიდე შევძლებ "ჩემი სეიფი" ს გახსნას ? ნებისმიერ ფილიალში? ან დღეს რომელ საათAმდე მუშაობენ? |
Posted by: keres 23 Jan 2009, 15:41 |
რა ასკდება ხალხი ამ ჩემ სეიფს? პროცენტი ერიცხება მხოლოს ხელუხლებელ თანხას, ბევრად უარესი პირობებია ვიდრე საქართველოს ბანკის შემნახველი ანაბარს გააჩნია, პიარშია ამბავი რა. |
Posted by: DiVa 23 Jan 2009, 16:11 | ||
keres მე უბრალოდ ყველანაირი ანგარიში თბს ში მაქვს. ხელფასიც იქ მერიცხება და ა.შ თავიდან საქ ბანკში მქონდა მერე თბს გადავედი ნუ ეს ალბათ 10 თუ 15 წლის წინ ვიძახი : მაშინ საქ ბანკი მაგრად მიშლიდა ნერვებს.. მერე ბევრი რამე შეიცვალა მართალია მაგრამ ხო იცი ერთხელ რომ მოკალათდები სადღAც ხოდა აქეთ იქეთ სირბილი მეზარება ბანკებში ერთ ბანკში მირჩევნია ტრიალი. თან თბს რიგის ამბავი კარგად მოაგვარა მარტო ეს რად ღირს :D საქ ბანკში რომ წალდით მიწევდა შესვლა ის რომ მახსენდებაააა (რაღAც განვადებას ვიხდიდი მანდ) ვიდექი რიგში უცებ დახურავდა ფანჯარას გადადით სხვა ოპერატორთან გადამივლიდა 80 კაცი ისევ თავიდან რიგში... ოხ არ ვიცი ეხლა გამოსწორდა თუ არა სიტუაცია. მოკლედ პიარი კი არა შეჩვევის ამბავია მემგონი უფრო .. პ.ს
და ისეე... მაინც რა პირობები აქვს საქ ბანკს? და რიგების საქმე როგორაა მართლა .. დიდი ხანია არ შემივლია და.. მოაწესრიგეს? |
Posted by: Mr-President 23 Jan 2009, 18:32 | ||||||||
DiVa
კი, შეძლებ... სამუშაო საათებში მიდი... keres
გატანის საკომისიო აქვს 0.6% სატარიფო პაკეტი აიღე და ვაფშე % მოგემატება...
რიგების აპარატები კი დგას, მაგრამ კლიენტურას რა გამოლევს, თან რაც უფრო სანდოა ბანკი, უფრო ეტანება ხალხი ანაბრების გახსნისას. |
Posted by: ბასკუ 23 Jan 2009, 22:18 |
შემნახველი პროკრედიტშია კარგი პირობებით. საპროცენტო სარგებელი წლიური 10%(ლარში) ერიცხება ყოველ 3 თვეში და გატანის საკომისიოც არ არის ხელით შეტანილი ნაშთის ფარგლებში, ჩარიცხულს აკლდება მხოლოდ 0.2%. |
Posted by: valo 23 Jan 2009, 22:43 | ||
ბასკუ
კაი პირობაა იმედია მანდაც ხელუხლებელ ნაშთს არ ერიცხება |
Posted by: Mr-President 23 Jan 2009, 23:39 | ||
ბასკუ
თანხას თუ გაიტან ანაბრიდან 3 თვის განმავლობაში 1%-ით ნაკლები ერიცხება და 3 თვეში ერთხელ საპროცენტო სარგებლის მიღება ტეხს.... სხვათაშორის 3 თვიან ვადიან ანაბარზე ლარში 10% აქვს და ბარემ ვადიანი გავხსნა? შემნახველი ანაბარი კი იმისააა, რომ თანხა შეიტანო და გამოიტანო. |
Posted by: aladini 24 Jan 2009, 13:35 |
ხალხო, ამხელა თემა რომა რ გადავიკითხო, იქნებ ანოტაციურა დმითხრათ რომელ ბანკში ჯობია შემნახველი ანაბარის გახსნა (ანუ რისკების მხრივს, რომ კრიზიისს დრის არ დავკარგო, სარგებელი მაქსიმალური იყოს და დაქვიტვები მინი9მალუირი, აგრეთვე თახის უცებ, ვადაზე ადრე აგტანა რომ დამჭირდეს, მინიმალური დანაკარგები რომ განვიცადო) ? წინასწარ მადლობა და კდიე ვ ერთი, ბარემ აქვე ვიკითხად 2009 წლიდან შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით 1. გავყიდე ავტომანქანა 6 თვეზე ადრე და გადაფორმებისას საპატრულოში მიტხრეს საგადასახადოშI გექნება ფული გადასახდელიო, უნდ ამიხვიდე და დეკალრაცია შეავსოო ჯერ ერთი მანქანა წაგებით გავყიდე (მა გაგანია კრიზისის დროს ), მეორეც არსად არ დაუფიქსირებიატ თანხა, რამდენად ვიყიდე ან რამდენად გავყიდე? საიდან უნდა დაითვალონ შემოსავალი თუუ ზარალი და საერთოდ ესეც გაუქმდა თუ არა? ამასთან, როგორც სახელმწიფო სამსახურში მყოფი, სიედაც ვავსებ დეკლარაციას და იქ რომ ჩავუწრო, როგორც იყო, ანუ ზარალით რომ გავყიდე, მაინც უნდა მივიდე საგადასახადოში და რამე სხვა დეკლარაცია შევავსო? 2. შარშან წლის ბოლოს დამინგრიე სახლი ახლის Aშენების მიზნით (ამხანაგობამ) , სადაც ფართის ნაწილი გავყიდე, რაშიც გარკვეული თანხა ახლის საყიდლად. ახლაი სახლი ვიყიდე და მეორე სახლს იქ ველოდები რომა შენდეს. ხოდა ეხლა დეკლარაციაში ეგ ტანხები უნდა მივუთითო ხო? და მაქედან რამე გადასახადი დამეკისრება? ეს რეალურად მამაჩემის სახლია, რომელიც 30 წელია გვქონდა და არანაირ კომერციულ მანიპულაციაზე და მოგები მიღებაზე აქ საუბარი არ არის. ნუ ლოგიკით არაფერი გადასახადის გადახდა არ უდნა დამეკისროს. უბრალოდ, რაღაც კანონია მგონი, წელიწადში 40 000-ზე მეტი თუ გაქვს შემოსავალი,საშემოსავლოს თუ რაღაც გადასახადს იხდიო, მარა ამ შემტხვევაში ეს თანხა ხომ რაიმე კომერციული მოქმედებისგან არ ამიღია? უბრალოდ ამმაპაპისეული სახლი გავყიდე ნუ ეგენი ცხადია ბანკში დაფიქსირებულია, ხოდა რავი, ვფიქრობ რომ რაც იყო ისე უდნა ჩავწერო (არაფერი არ არის ამაში დასამალი ჩემის აზრით) და წესით არც რაიმე გადასახადის გადახდა არ უნდა დამეკისროს. რავი მე ასე მგონი ადა შეიძლება ვცდები უკაცრავად, ცოტა გავაოფე, მარა ჩემთვის ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, თანაც რაც ნაკლები აგდასახდელი მქენება, მიტ ემტი თანხის მობილიზებას შევძლებ ანაბარზე განსათავსებლად წინასწარ მადლობა |
Posted by: Mr-President 24 Jan 2009, 21:40 | ||
aladini
თანხა რამდენია, თუ საიდუმლო არაა? PM_ში მომწერე თუ გინდა. დანარჩენ 2 საკითხზე, დაბლა გაგცემენ იურისტები კომპეტენტურ პასუხს სამართლის განყოფილებაში. |
Posted by: babble 13 Feb 2009, 02:40 |
თუ იცით რომელ ბანკებშია "შემნახველი ჩემი სეიფის" მსგავსი ანაბარი? ანუ მინდა ისეთი ანაბრის გახსნა, რომლის გახსნა უფასოა და თანხის შეტანა-გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი უტარიფოდ... საპროცენტო სარგებელიც მაღალი თუ ექნება კარგია მოკლედ, მირჩიეთ რომელი ანაბარი სჯობს და სად... . |
Posted by: Mr-President 16 Feb 2009, 10:38 | ||||
babble
გატანა, რომ უტარიფო იყოს და
ასეთი ანაბარი აქვს თიბისის "ჩემი სეიფი"... ლარში 9%, დოლარში და ევროში 6%. საპროცენტო სარგებელი ერიცხება ხელუხლებელ თანხას მთელი თვის განმავლობაში, ანუ 1 მაისს გქონდა 1000 ლარი, 5 მაისს 700 ლარი, 19 მაისს 2000 ლარი. % დაერიცხება 700 ლარს. თუ აიღებ სატარიფო პაკეტს, შეგიძლია საპროცენტო სარგებელი გაზარდო 0.5%, 1% ან 1.5%-ით. ამასთან 3 უფასო პლასტიკური აიღო, უფასო განახლებით ნებისმიერ დროს,ინტერნეტ ბანკი უფასოდ, ავტომატური გადარიცხცვები ასევე უფასოდ და ფასდაკლება ინდ. სეიფებზე, დაწვრილებით აქ http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/ ბარათიდან TBC და VTB ბანკომატებიდან განაღდება 0%-ია. სტანდარტ ბანკის უნივერსალური დეპოზიტი: ლარში 9%, დოლარში 7%, ევროში 6%. აქ ერთი თვის განმავლობაში შეგიძლია მაქსიმუმ ერთხელ გაიტანო თანხა ანგარიშიდან. მეტი გატანა თუ გექნება თვის მანძილზე, მაშინ დაგერიცხება ლარში 4%, დოლარში 3% და ევროში 2%. ამ ანაბრის გახსნის შემთხვევაში, გაჩუქებენ ინტერნეტ-ბანკს (სხვა ბანკებში ვერ გადარუიცხავ, მხოლოდ კომუნალურებს გადაიხდი) და კლასიკ ბარათს 2 წლიანს. ბაზისბანკის სასარგებლო ანაბარი - ეს არის ზუსტად უნივერსალური ანაბრის კოპიო, იმ განსხვავებით რომ ლარში 9.25%, დოლარში 7.25% და ევროში 6.25% ერიცხება! თუ ანაბრიდან მეტჯერ გაიტან თვის მანძილზე, მაშინ ლარში 3% და დოლარში/ევროში 1.5% დაგერიცხება. |
Posted by: limona 26 Feb 2009, 12:39 |
მოკლედ ესეთი ამბავია, ერთი საქმის შედეგად, შემრჩა $10 000 და მინდა რომ ჩავდო ბანკში, ისე რომ პროცენტები ერიცხებოდეს, და თან როცა ფული მექნება ვამატო და ვამატო...თან მინდა რომ ვამატო და ვამატო და რასაც დავამატებ იმის პროცენტიც დაერიცხოს... ბანკებში და მათი მუშაობის სისტემაში ვარ ქლიბი, აზრზე არ ვარ რა რას ნიშნავს, რა ჯობია და როგორ ჯობია...ჰოდა ამიტომაც ვხსნი თემას... სად წავიღო ჩემი $10 000? p.s. ძალიან გთხოვთ, პოსტები წიპა "მე მომეცი!" "დაახვიე და ..." და ა.შ. არ დამანახოთ, თორე სხვის განყოფილებაში ვითავებ მოდერირებას და აბანოიდური წესებით გაგისწორდებით! (არა, ეს მუქარა არაა ხალხნო ) |
Posted by: Renix 26 Feb 2009, 12:50 |
limona შენს ადგილას, მე თანხას უმოქმედოდ არ გავაჩერებდი შანსი არაა იმის, რომ ასე დავდო ანგარიშზე. მაგრამ.. შენ თუ მაინც ეგ გზა გაქვს არჩეული, მაშინ გეტყვიან ახლა რომელიმე ანაბარს და წელიწადში ჰა ჰა 500$'ს იხეირებ P.s. მეც მაგარი პლოსკოგუბცი ვარ ამ ამბებში ისე, ამიტომ მთლად 500 დოლარსაც ნუ დაუჯერებ ახლა )) |
Posted by: limona 26 Feb 2009, 12:55 | ||
Renix
მირჩევ საქმეში ჩავდო? |
Posted by: keres 26 Feb 2009, 13:56 |
limona საქართველოს ბანკში ახალი საინვესტიციო პროდუქტები დაინერგა - http://www.sb24.ge/?action=298&lang=geo, ყველაზე უსაფრთხოდ გექნებათ შენახული თანხები + სარგებელი + შესაძლებლობა მეტი სარგებლის მიღების, 3 ანაბრის ჭრილში |
Posted by: PREDATOR 26 Feb 2009, 13:57 |
10K ს უსაქმოდ დადება ტეხამს ----------------------------------------- მე რომ მქონდეს 10K მაქ ვარიანტები საქმეში ჩადების მარა რავი შენ თუ არანაირი პრასვეტი არა გაქ დადე მაშინ ბანკში( მარა რავი მგონია რომ აპასნია მაინც ) |
Posted by: valo 26 Feb 2009, 21:35 | ||
limona
რამდენი ხნით აპირებ მაგ თანხის ბანკში გაჩერებას? |
Posted by: Glorfindel 26 Feb 2009, 21:44 |
limona ხო გინდა ბანკში დაბანდება .... ხოდა მიდი ბანკში და იქ დაელაპარაკე ბანკირს. ყველაფერს 100 % აგიხსნის დამაკმაყოფილებლად |
Posted by: valo 26 Feb 2009, 21:46 | ||
Glorfindel
აქ ვარ აქ |
Posted by: Did_Giorgi 26 Feb 2009, 22:33 | ||
არ გაქვს შენ ეგ ფული, ნაწერზე გეტყობა |
Posted by: limona 26 Feb 2009, 22:59 | ||||
Glorfindel
საქმეც მაგაშია, რომელ ბანკში მივიდე, ეგ იყო კითხვა valo
რავი, ვამატო უნდა ფული...თუ ყველაფერი კარგად წავა ერთი 5-6 წელი... |
Posted by: valo 26 Feb 2009, 23:33 | ||
limona
შეგიძლია http://www.sb24.ge/?action=82&lang=geo გახსნა, დოლარში ($) მაქსიმალური პროცენტი არის წლიური 11.75%, ყოველ თვე უნდა დაამატო მინიმუმ 10 $ იმისთვის რომ ანაბარი არ დაირღვეს. მაქსიმუმ 2-ჯერ შეგიძლია ჩააგდო.. ისე, თუ თანხის გატანა არ გინდა, მე http://www.sb24.ge/?action=85&lang=geo გირჩევდი, სარგებელი უფრო მეტი დაგერიცხება მაქსიმალური სარგებელი წლიური 12,25% $-ში ანდაც http://www.sb24.ge/?action=298&lang=geo თუ აზარტიც გინდა + დამატებითი % პ.ს. 2009 წლიდან საშემოსავლო 10% აღარ ეჭრება, ასე რომ, მიიღებ უკლებლივ დარიცხულ %-ს |
Posted by: limona 27 Feb 2009, 09:43 | ||
valo
ამაზე ბევრად მეტს დავამატებ ყოველთვე, მინიმუმ $100.. ვადიანი ანაბარი რომ გავხსნა, და უცბად ფული დამჭირდეს, ვერ გამოვიტან ხომ? |
Posted by: maknatuna 27 Feb 2009, 10:17 | ||
valo
მარტო 2009 წელში გახსნილ ანაბრებზე ვრცელდება? |
Posted by: Irakli.B 27 Feb 2009, 10:30 | ||
არაფერ საქმეში არ ჩადო ! თუ იმ საქმეში გამოცდილება არ გაქვს! მანამდე სანამ მოიფიქრებ სად ჩადო , სასარგებლო ანაბარზე შეიტანე ბაზისბანკში. სასარგებლო ანაბრის პირობები: ანგარიშის გახსნა უფასოა; ანაბრის გასახსნელად მინიმალური თანხა შეზღუდული არ არის; შემდგომი მინიმალური შენატანი ასევე შეუზღუდავია; ანაბარზე შესაძლებელია ოპერაციების განხორციელება დისტანციური ბანკინგით (ინტერნეტბანკინგი, ტელებანკინგი); ანაბარზე შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ოპერაციები; მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს ანაბრით უზრუნველყოფილი სესხით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ ანაბრიდან გადარიცხვა მოხდა ორჯერ ან მეტჯერ, ანაბრის ხელშეკრულება დარღვეულად ითვლება და მას დაერიცხება წლიური სარგებელი 3%–ლარში; 1,5%–უცხოურ ვალუტაში; წლიური საპროცენტო განაკვეთი. პროცენტი დაგერიცხება თვის ბოლოს. ლარი 9.25 % აშშ დოლარი 7.25 % ევრო/გირვანქა სტერლინგი 6.25 % |
Posted by: Frankens†ein 27 Feb 2009, 10:35 |
limona თიბისიში გახსენი ანაბარი.... იქნება მილიონი მოიგო... http://tbc.ge/ge/private/deposits/increasing_saving_deposits/ http://tbc.ge/ge/private/deposits/my_safe/ და ა.შ... http://tbc.ge/ge/about/bank_overview/news/?id=1456 |
Posted by: limona 27 Feb 2009, 11:03 | ||||
Frankens†ein TBC განიხილება ვარიანტად, მილიონის რა გითხრა, და იქნებ ბინა მაინც მოვიგო Irakli.B
თუ საქართველოს ბანკს უფრო მაღალი პროცენტი ერიცხება, რატომ შევიტანო ბაზის ბანკში? |
Posted by: Frankens†ein 27 Feb 2009, 11:23 | ||||
limona
ბინაც ძაან მაგარია.... მაგრამ მილიონი.....
მარტო პროცენტზეც არ გააკეთო აქცენტი.... შენს ადგილზე მე პირველ რიგში იმას მივაქცევდი ყურადღებას რამდენად სტაბილურია ბანკი.... |
Posted by: limona 27 Feb 2009, 11:28 | ||
Frankens†ein
ჰოდა ტიბისი ვგონებ ყველაზე სტაბილურია, თუ არა? მართლა ვერ ვერკვევი ბანკებში, და ეხლა გასაგებია რომ TBC-ის თანამშრომელი TBC-ის მირჩევს, და სბ-ს თანამშრომელი სბ-ს... |
Posted by: Frankеns†еin 27 Feb 2009, 11:36 | ||
limona
ყველაზე სტაბილური რომელია მაგის თქმა ცოტა ძნელია... სხვადასხვა კრიტერიუმები... თუმცა თიბისი არასტაბილურიაო მაგის თქმა არ შეიძლება მაგალითად ზემოთ ნახსენები ბაზისბანკი ძალიან სტაბილურია რესპუბლიკაც... მე პირადად მაგალითად საქართველოს ბანკში ან სახალხო ბანკში არ გავხსნიდი ანაბარს |
Posted by: natali kalandadze 27 Feb 2009, 11:38 |
მემგონი ამ ეტაპზე (ანუ ომის მერე) გამოჩნდა რომ ყველაზე სტაბილური და კვლავ ფეხზე მდგომი ბანკი პროკრედიტია არანაირად არ ვარ არცერთი ბანკის ლობისტი, ჯასთ ვიცი რომ პროკრედიტს არ უწუწუნია, და არც ის გამიგია რომ მათი ასობით თანამშრომელი დარჩენილიყოს უმუშევარი. ნუ ახლა პროცენტებზე ვერაფერს გეტყვი, რამდენს ამატებენ ანაბრებზე არ ვიცი |
Posted by: limona 27 Feb 2009, 11:40 | ||||||
Frankеns†еin
რატომ? რაში გამოიხატება მათი არასტაბილურობა?
ის რომ სოსოიე ჟენერალის ფრთის ქვეშაა, მისი სტაბილურობა გარანტირებულია? და ზოგადად, რას ნიშნავს სტაბილური? * * * natali kalandadze
ჰო, მართალი ხარ, ეს მეც შევამჩნიე.. |
Posted by: Irakli.B 27 Feb 2009, 11:56 | ||||||
ვადიანი ანაბარი და სასარგებლო ანაბარი სხვადასხვა შინაარსის არის შესაბამისად პროცენტებიც განსხვავდება. ვადიანზე უაცილებელი პირობაა, რომ თანხგა გქონდეს გაჩერებული გარკვეული ვადით, მაგალითად 2 წლით ან 5 წლით. და ამ ვადას ვეღარ შეცვლი, ფულის აღება რომ დაგჭირდეს უნდა დაარღვიო ანაბარი და საპროცენტო სარგებელს დაკარგავ. სასარგებლო ანაბარზე, არავინ არ გთხოვს თანხის მინიმალური ოდენობის შემოტანას ყოველთვიურად, შენით ირჩევ რამდენის შემოტანაც გინდა, შენი საშუალებიდან გამომდინარე. ანაბარზე თვის განმავლობაში შეგიძლია ნებისმიერ დროს გაიტანო თანხო 2 ჯერ. ისე რომ ჯარიმად არ ჩაგეთვლება და პროცენტს მიიღებ იმ ვადით რამდენიხანითაც თანხა გქონდა გაჩერებული. მოკლედ მოქნილია ისეთი ადამიანისთვის ვისაც ფულის გაჩერება უნდა, მაგრამ ამავედროულად ფიქრობს რომ ეს თანხა მალე დაჭირდება+ არ უნდა რომ იზარალოს არჩევანი შენზეა. |
Posted by: valo 27 Feb 2009, 20:11 | ||||||
limona
ფულს ნებისმიერ დროს გაიტან, უბრალოდ ანაბარი დაირღვევა და შესაბამისად %-იც დაგაკლდება maknatuna
ეს ყველა ანაბარს ეხება Frankеns†еin
რატომ? თიბისი უფრო კაი PR-ს აკეთებს თუ საქართველოს ბანკის რეკლამები არ მოგეწონა თუ პროსტა არ გევასება, ეგ სხვაა |
Posted by: maknatuna 27 Feb 2009, 21:42 |
პროცენტს როგორ ანგარიშობენ ბანკებში? მაგ. 1000 ლარს, თვეში რამდენი დაემატება? წლიური 6 % . |
Posted by: limona 27 Feb 2009, 21:43 | ||
Irakli.B ჰმ, დიდი მადლობა საინტერესო ინFოსთვის და ბანკებიდან შენ რომელს მირჩევდი და რატომ? (თუ არ გეზარება) * * * maknatuna
1000 ლარის 6% არის 60 ლარი, ანუ წლიური 60 ლარი, ეხლა გაყავი ეგ 12-ზე და მიიღებ 5-ს |
Posted by: maknatuna 27 Feb 2009, 21:45 | ||
valo მადლობა ......................... * * * limona
მგონი რომ სხვანაირად ითვლიან. |
Posted by: limona 27 Feb 2009, 22:04 | ||
maknatuna
ყოველთვე ერიცხება პროცენტი, და მერე რაც დაერიცხება იმის პროცენტი ითვლება და მერე კიდევ ჯამში რაც გამოვა იმის პროცენტი, და მომავალ თვეს კიდევ ამ ჯამის პროცენტი, და ა.შ.? |
Posted by: valo 27 Feb 2009, 22:21 | ||
maknatuna
სწორედ აგიხსნა ლიმონამ... ეგ არის თვეში დარიცხული პროცენტი |
Posted by: Did_Giorgi 28 Feb 2009, 00:43 | ||
Frankеns†еin
რატომ ფრენკი?? შენ ხომ არ მუშაობ ბანკში საერთოდ?? თუ ჯიპიაიში მუშაობ და მაგ პონტში?? |
Posted by: Irakli.B 28 Feb 2009, 01:12 | ||||
მე არცერთს არ გირჩევდი იმიტომ რომ არაკორექტული და არაკოლეგიალური იქნება ჩემგან ბანკების რჩევა, ვინაიდან მეთვითონ ბაზისბანკში ვმუშაობ. შესაბამისად ყველა ბანკის სადეპოზიტო პროდუქტი გამოქვეყნებულია ბანკის საიტებზე, ჯობია გადახედო ყველას, განსაზღვრო ის თუ რა გჭირდება შენ და იმის შესაბამისად განათავსო თანხა. წარმატებას და საიმედო, მომგებიან ინვესტიციას გისურვებ, |
Posted by: limona 28 Feb 2009, 12:46 | ||
maknatuna სწორად მაგიტომ ქვია 'წლიური' პროცენტი, რომ იდეაში რაც გიდევს თანხა, იმას წელიწადში ემატება 6%, თუმცა ეს დამატება ხდება ყოველ თვე და ის მეორე ვარიანტი, აი ვთქვათ მიდევს 1000 ლარი, და იანვარში დაემატა რაღაცა პროცენტი, მერე თებერვალში ემატება უკვე (1000 ლარს + იანვრის პროცენტი)-ის პროცენტი, და ა.შ. მაგრამ ამას როგორი ანაბარი ქვია არ ვიცი... გარკვეული ხალხი უფრო აგიხსნის თუ არსებობს ასეთი რამ, მარა მე ვიცი რომ არსებობს...პროსტა რა ქვია არ მახსოვს * * * Irakli.B
ნეტა ყველა შენნაირი იყოს დიდი მადლობა |
Posted by: donkosta 9 Mar 2009, 01:35 |
http://tbc.ge/ge/private/deposits/saving/ % დარიცხვა ხდება თვის ბოლოს 28-ში შევიტანე მილიონი, 29-ში დაერიცხა %, 30-ში გავიტანე მილიონი, იმ მილიონის 3/12% მრჩება? |
Posted by: Mr-President 9 Mar 2009, 10:18 | ||
donkosta
28-ში თუ შეიტანე თანხა და 29-ში გამოიტანე, მაშინ თვის ბოლო რიცხვში(29-ში, 30-ში ან 31-ში) დაერიცხება 1 დღის პროცენტი და ამ %-ს თვის ბოლო რიცხვში გაიტან. მილიონთან ერთად 29-ში ვერ გაიტან (თუ თებერვალი იქნება და თანაც ნაკიანი, მაშინ კი). ანუ მილიონი*3%/365 დაგრჩება უფრო ზუსტად. |
Posted by: Mr-President 9 Mar 2009, 10:29 |
ახალი ინფორმაცია: თიბისი ბანკში სატარიფო პაკეტის აღების შემთხვევაში გაიზარდა %-ები ვადიან, ვადიან+ და ზრდად ანაბრებზე. სტიმული - +0.2% უნივერსალი- +0.35% პრესტიჟი- +0.5% კიდევ ერთხელ დავწერ, რა არის სატარიფო პაკეტი. ყველა სატარიფო პაკეტი მოიცავს უფასოდ: 1) 3 პლასტიკურ ბარათს და მათ შემდგომ განახლებას (სტიმული- 3 ელექტრონი; უნივერსალი - 3 კლასიკი; პრესტიჟი- 3 გოლდი); 2) 3 მიმდინარე ანგარიშს; 3) ინტერნეტ ბანკს; 4) მობილ ბანკს; 5) სმს ბანკს; 6) ავტომატურ გადარიცხვებს და თითოეულ გადარიცხვას ასევე უფასოდ; 7) ანაბარზე "ჩემი სეიფი" გაზრდილი პროცენტები: სტიმული +0.5%; უნივერსალი +1%; პრესტიჟი +1.5%. 8) ვადიანი, ვადიანი+ და ზრდადი: სტიმული +0.2%; უნივერსალი +0.35%; პრესტიჟი +0.5%. 9) ინდივიდუალურ სეიფებზე ფასდაკლება: სტიმული - 0.5%; უნივერსალი -1%; პრესტიჟი -1.5%. სტიმულის მომსახურება თვეში- 1.90 ლარი უნივერსალი- 4.90 ლარი პრესტიჟი- 15.90 ლარი მაგრამ არ აჩქარდეთ! რაც უფრო იზრდება ნაშთი თქვენ საბარათე, მიმდინარე ან "ჩემ სეიფზე", უფრო იკლებს საკომისიო. სტიმული თუ ნაშთი < 500 ლარზე - საკომისიო 1.90 ლარი თუ ნაშთი >=500 ლარზე და <1500 ლარზე - საკომისიო 0.95 ლარი თუ ნაშთი >=1500 ლარზე - უფასო! უნივერსალი თუ ნაშთი < 1500 ლარზე - საკომისიო 4.90 ლარი თუ ნაშთი >=1500 ლარზე და <3000 ლარზე - საკომისიო 2.95 ლარი თუ ნაშთი >=3000 ლარზე - უფასო! პრესტიჟი თუ ნაშთი < 3000 ლარზე - საკომისიო 15.90 ლარი თუ ნაშთი >=3000 ლარზე და <6000 ლარზე - საკომისიო 7.95 ლარი თუ ნაშთი >=6000 ლარზე - უფასო! სტიმული რომ აიღოთ და 1500 ლარი დადოთ ჩემ სეიფზე, 9.5% დაგერიცხებათ წლიურად და ამდენ რაღაცას მიიღებთ უფასოდ! საუკეთესო პროდუქტია! |
Posted by: keres 9 Mar 2009, 11:39 |
რამდენს გიხდის თიბისი ამ რეკლამაში?? )))) |
Posted by: misss 9 Mar 2009, 11:40 |
Mr-President და თუ უკვე მაქვს ჩემი სეიფი მაგაზე მეტი თანხით, მაშინ რა ვქნა? |
Posted by: donkosta 9 Mar 2009, 12:31 | ||
Mr-President
29-ში კი არა 30 გამომაქვს 28 შეტანა, 29 დავუშვათ % დარიცხვა და 30 გატანა ანუ % მანდ როგორ ერიცხება, ყოველდღიურად იწერება არსებული თანხის % და თვის ბოლოს ემატება ამ %-ების ჯამი? ანუ მიდევს 1000, და 28-ში ვამატებ 1კკ-ს, გამოვა ასე: თვის % = 1000X1.03/365X28 + 1 001 000X1.03/365X2 ? |
Posted by: Mr-President 9 Mar 2009, 13:05 | ||||||||
keres
მოვიღუტუნებ, თორემ ისე არ გამეცინება. misss
ვადიანზე დადე ან ოქროს ანაბარი გახსენი. ჩემ სეიფზე კი დაელოდე %-ების დარიცხვას და ისარგებლე პროდუქტებით სრულიად უფასოდ! donkosta
29-ში % არ დაერიცხება, თვის ბოლოს ერიცხებაო. ყოველდღიურად ანგარიშდება %, მაგრამ თვის ბოლოს გაიტან მაგ ანაბრიდან. დღეს - 2 ლარი; ხვალ 4 ლარი; ზეგ- 8 ლარი და ა.შ. მაგრამ თვის ბოლოს გაიტან ჯამს.
კკ არ ვიცი რა არის, მაგრამ თუ 1000 ლარი შეიტანე 2 მარტს და მერე 500 ლარი დაამატე 10 მარტს, ჯამური % იქნება: 1000*3%*29/365 + 500*3%*21/365 |
Posted by: misss 9 Mar 2009, 16:02 |
Mr-President ანუ 9.5 % მაქვს წლიური პროცენტი? რომ ვხსნიდი, ოპერატორმა მითხრა 6%იაო და მოიმატა თუ ახალს ვინც გახსნის იმაზეა ამხელა პორცენტი ? |
Posted by: donkosta 9 Mar 2009, 16:44 | ||
Mr-President
ჰოდა მაგს გეუბნები, ის 500 რომ გავიტანო მესამე დღეს, იმ 2 დღის 500-ის % დაემატება მაინც? |
Posted by: Mr-President 9 Mar 2009, 16:54 | ||||
misss
http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/ აი, ცხრილი და თავად ნახე donkosta
ფული რამდენი დღეც არის ანგარიშზე, იმდენი დღის % გერიცხება. 2 დღე იქნება, 2 დღის %-ს მიიღებ, 5 დღე იქნება და 5 დღისას. |
Posted by: Landish 9 Mar 2009, 22:40 |
ტაკს რაღაც კითხვები მომიგროვდა და მადლობელი ვიქნები თუ კონკრეტულ პასუხებს მივიღებ 1) რომელ ბანკში სჯობს ანაბრის გახსნა და რატომ ? (ვადიან ანაბარზე მაქვს საუაბრი) ნუ პროცენტები მგონი ყველგან ერთნაირია და რამე.. 2) რომელ ვალუტაში სჯობს იმავე ანაბრის გახსნა და რატომ? ეროვნულ ვალუტაში ცუდია? 3) ღირს თუ არა ამჟამად ანაბარში თანხის ჩადება? ნუ კრიზისის გამო და რამე... საუბარი მაქვს 50-60 ათას ლარზე.... და საერთოდ ამ თანხის ანაბრად გამოყენება ცუდი აზრია? |
Posted by: donkosta 10 Mar 2009, 00:25 | ||
Mr-President
გასაგებია ესე იგი 1 ლიმონი მინდა 2 დღით და $2500 დამერიცხება % აბა ვინმე არ გაქვთ რომ მასესხოთ? |
Posted by: DОN 13 Mar 2009, 17:08 | ||
donkosta
კარგია კარგი ცხოვრება 1 მილიონს 3%-ზე 2 დღის მანძილზე 165 ერთეული დაერიცხება. 1 000 000 *3% *2 /365 |
Posted by: donkosta 13 Mar 2009, 17:42 | ||
DОN ვიცი მერე მოვწვი მაგრამ 180-ის ლოდინი დამეზარა და დავიკიდე
ნწუ (1 000 000*1.03-1 000 000)/365*2 აი ესე იქნება იტოკში ანაბარი, სადაც როცა მინდა დავამატებ და რამდენსაც მინდა + თუ რამეა რომ გავიტანო, ეგეთი ვარანტი არის სადმე? შემიძლია ფიქსირებულიც დავამატო, ყოველთვიურად სიტყვაზე, ოღონდ გატანის ვარიანტი უნდა იყოს მთლიანი ტანხის ან ნაწილის |
Posted by: DОN 13 Mar 2009, 17:50 | ||
donkosta
(1 000 000*1.03-1 000 000)/365*2= 1 000 000 (1.03-1)/365*2= 1 000 000 * 0.03 /365 *2= 1 000 000 *3 % / 365 *2 არაფერი განსხვავებული არ დაგიწერია. ანუ შემნახველი ანაბარია. თიბისიშია ჩემი სეიფი, მაგრამ % ერიცხება ხელუხლებელ თანხას. საქართველოს ბანკში შემნახველი ანგარიში, მაგრამ გატანა აქვს 0.6%. რესპუბლიკას "მეგობარი". უფასოა გატანა და გატანილ-შემოტანილ ტანხასაც ერიცხება % და ხელუხლებელსაც. |
Posted by: donkosta 13 Mar 2009, 18:04 | ||||
DОN
პრინციპში ჰო, უბრალოდ % მომხვდა ცუდად თვალში
ეხლა ვათვალიერებდი კაკ რაზ მაგათ, რესპუბლიკას ბანკომატიდან გატან აქვს 0.5 %?? და ფილეალიდან უფასო, პრინციპშI მისაღებია რა , ანაბრიდან ხშირად გატანას არ ვაპირებ ისედაც თბისიც ნორმაა, მაგრამ %-ია დაბალი, ჩემი ბარათები უნივერსალ სატარიფოზე ევრ გადაყავთ, ამიტომ მომიწევს 6% თუ არა და, სატარიფო უნდა ავიღო, 3 ანგარიშI, პლიუს კიდევ ჩემი 3 ანგარიშI და პლიუს კიდევ დეპოზიტი, შარია იტოგში თუმცა მილიონად ღირს მოკლედ რესპუბლიკა თითქოს ოპტიმალურია, მგონი არც ბანკი უნდა იყოს ცუდი რეპუტაციის |
Posted by: Kate789 13 Mar 2009, 23:57 | ||
Mr-President
და მეგობარი |
Posted by: Mr-President 14 Mar 2009, 00:12 | ||
Kate789
ლინკი დადე და ჩავამატებ. |
Posted by: Kate789 14 Mar 2009, 00:32 |
Mr-President https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=338 ძნელი მოსაძებნი იყო ხო??? |
Posted by: valo 14 Mar 2009, 00:57 | ||
Kate789
http://forum.ge/?showtopic=33647565&view=findpost&p=12916069 |
Posted by: bui89 3 Apr 2009, 20:05 |
მაქსიმაზე რას ფიქრობთ? გატანის საკომისიობეი როგორი აქვთ? |
Posted by: valo 3 Apr 2009, 20:39 | ||
bui85
ბანკომატებიდან 0,4 % სერვისცენტრებიდან 0,25 % მინ. 1 ლარი პროცენტის დარიცხვა ყოველი თვის ბოლოს |
Posted by: Mr-President 3 Apr 2009, 21:28 |
1000 ლარზე 1 წელიწადში დამერიცხება 100 ლარი სულ მექნება 1100 ლარი ბარათის პირველი წლის საკომისიო 10 ლარი, ანუ დამრჩა 1090 ლარი მაგის გატანის საკომისიო ბანკიდან იქნება 1090 * 0.25%= 2.72 სუფთა მოგება მექნება 1087.28 ლარი ჩემ სეიფზე გერიცხება 9%, ანუ 1 წლის მანძილზე მოგება არის 90 ლარი, სულ 1090 ლარი. |
Posted by: valo 3 Apr 2009, 21:48 | ||
Mr-President შენ ეს იცი რას ნიშნავს?
და კიდევ, მაგ შენს სეიფს ბარათი აქვს? |
Posted by: Mr-President 3 Apr 2009, 22:04 | ||||
valo
დაერიცხოს დღეში ერთხელ თუ გინდა, რა პრობლემაა. მაინც მაგაზე მეტი % წლის ბოლოს ჩემ სეიფზე გამოვა. ჩემ სეიფზეც თვის ბოლოს ერიცხება %.
ანაბარი იმისთვისაა, რომ აგროვო და არა იმისთვის, რომ რამე რომ მოგეწონება, შევარდე და იყიდო, მაგრამ უპსსს ბარათს არ აქვს მაღაზიაში გამოყენების ფუნქცია, მაშ ბანკომატში გავანაღდო ნაღდი სახით შეტანილი თანხა და საკომსიოც დავტოვო? ბარათი იდეაში რისთვისაა? მაღაზიაში მაინც ვერ იყენებ პოს-ზე, ანუ ბანკომატში გავანაღდო თანხა და მერე დავხარჯო ან ბანკში მივიდე. ჩემი სეიფიდანაც გაიტან თანხას ბანკიდან ან ბანკინგით გადაიტან ბარათზე და გამოიტან. არ დაიჩარჯები მაინც ზედმეტად. + მეგობარი ანაბრის კოპიოა. |
Posted by: valo 3 Apr 2009, 22:18 | ||
Mr-President
მინიმალურ ნაშთზე არაა არ ვაპირებ ამაზე დავას შენთან, არასწორი ინFო დადე და შეგისწორე... |
Posted by: Mr-President 3 Apr 2009, 22:22 | ||||
valo
სადავო არაფერია. მაქსიმა არა მინიმუმა კიდე.
ცნობისთვის, შეგიძლია 1000000000 ჩემი სეიფი გახსნა. ანუ თუ პირველი სეიფიდან გამოიტანე 1000 ლარიდან 600 ლარი, მაგ სეიფზე დაგერიცხება 400 ლარზე %. მერე რო მოგინდება 600 ლარის შეტანა, გახსნი სხვა ჩემ სეიფს, მაგალითად ეს იყოს 13 აპრილი. 30 აპრილს დაგერიცხება მაგ 600 ლარზე ცალკე %. მოკლედ მინიმალური ნაშთი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა 1 ჩემი სეიფი გაქვს. |
Posted by: valo 3 Apr 2009, 22:47 | ||||||
Mr-President თუ
მაშინ კბენას მოეშვი.
ლოლ ---------
რატომ გავხსნა 1234098721056 სეიფი, როცა 1 მაქსიმაც აბსოლუტურად დამაკმაყოფილებს თანხას ნებისმიერ დროს გამოვიტან და სარგებელიც ყველა თანხაზე და ვალუტაში დამერიცხება %-იც მეტია და მეტი თავისუფლებაც, არ დამჭირდება იმის ლოდინი ბანკი როდის დაიწყებს მუშაობას და... არჩევანი მომხმარებელმა გააკეთოს |
Posted by: Kate789 4 Apr 2009, 02:59 | ||
valo
რაზეა საუბარი??? |
Posted by: Mr-President 4 Apr 2009, 13:57 | ||||||||||
valo
და იხდი საკომისის ნაღდი სახით შეტანილ თანხაზე და იღებ ბევრად ნაკლებ სარგებელს.
ჩემ სეიფზეც აგრეთვე.
% მეტია, სარგებელი ნაკლები, ანუ ტყუილს აქვს ადგილი. არა? კიდევ დავთვალო? ბარათის თავისუფლება მაღაზიაში მისი არ გამოყენება ვერ იქნება.
და მოგიწევს საკომისიოს გადახდა. იხადე ბატონო! ეხლა სატარიფო პაკეტი "სტიმული" ავიღოთ. დაგერიცხება 9.5% ლარში, 3 ბარათი შემდგომი განახლებით უფასოდ, ავტომატური გადახდები+გადარიცხვები უფასოდ, სეიფებზე ფასდაკლება, ვადიან, ზრდად ანაბრებზე სტანდარტულზე +0.2%-ით მეტი. ხო, ჩემი სეიფიდან თანხის გატანა უფასოა! Kate789
მეგობარი ანაბრის კლონზე. უბრალოდ ელექტრონის მაგივრად კლასიკი მოიაზრება და განაღდების საკომისიოებია შეცვლილი. * * * http://www.sb24.ge/?action=337&lang=geo |
Posted by: Kate789 4 Apr 2009, 15:58 | ||||
Mr-President
უკვე მეცინება
თან რა სახელი ჰქონია "მაქსიმა" საიდან მოიტანეთ. თან %-ებიც რომ დაკოპირებულია |
Posted by: valo 4 Apr 2009, 17:43 | ||||||||||
Mr-President
ფუნტზეც?
დათვალე მაგრამ სანამ დაიწყებ, იმედია იცი რასაც ნიშნავს ყოველი თვის ბოლოს %-ის დარიცხვა...
ბარემ ისიც დაწერე, ვის სთავაზობთ მაგ პაკეტს და რა თანხაზე? Kate789
შთაგონების წყარო ბრ
მთავარი პროცენტის დაკოპირება კიარაა, არამედ როგორ და რა თანხას ერიცხება ეგ % ის ჯობია ხომ, თვეში 29 დღე 100 000 რო მიდევს და ერთი დღით რო გავიტანო 99 999 და პროცენტი 1-ს დაერიცხოს... |
Posted by: Mr-President 4 Apr 2009, 18:25 | ||||||||
valo
ფუნტში გახსნილი ანაბრების მოცულობა თუ იცი?
ერიცხებოდეს თვის ბოლოს %. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემ სეიფზეც თვის ბოლოს ერიცხება. თვეში დაერიცხება მეთორმეტედი უხეშად. 1500 ლარზე ჩემ სეიფზე დაგერიცხება წლის განმავლობაში 142,5 ლარი (9.5%-ზე) 1500 ლარზე მაქსიმაზე დაგერიცხება 150 ლარი, მაგრამ აქედან ჩამოიჭრება წლიური ბარათის 10 ლარი და ეგეც 140 ლარი. მარა ამ ფულს რა განაღდება არ უნდა? 1640 ლარის გატანის საკომისიო ბანკიდან არის 4.10 ლარი, ბანკომატიდან კი 6,56 ლარი. თანხის გატანა ჩემი სეიფიდან პრობლემა არაა. შეტანისას სხვაზე შეიტან და იმ დღეების %-ს მაინც მიიღებ.
ნებისმიერს ვთავაზობთ. თუ დადებს 1500 ლარს, საკომისიოს არ იხდის და დავთვალე კიდეც 1500 ლარზე. თუ არ გახსნის ამ პაკეტს და ისე გახსნის ჩემ სეიფს, მაგ შემთხვევაშიც დავთვალე 1000 ლარზე და მაინც მეტი გამოვიდა. * * *
შემნახველი ტიპის ანაბრებზე 100 000 ლარებს არ დებენ. და კიდევ, ასეთ ხალხს სულ სხვა პირობებს სთავაზობენ. ეს ისე. |
Posted by: valo 4 Apr 2009, 18:34 | ||||
Mr-President
ეს არასწორია, ეტყობა მართლა ვერ ითვლი, ან კიდე IQ არ გყოფნის (როგორც შენ იტყოდი ხოლმე ) კაპიტალიზაცია ყოველი თვის ბოლოს ხდება და მომდევნო თვეში % ერიცხები ძირსაც და დარიცხულ %-საც
ისე ეგ მაგალითისთვის დავწერე მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მთლიან თანხაზე სარგებელს ვერ იღებ |
Posted by: Mr-President 4 Apr 2009, 18:42 | ||||
valo
თუ ძალიან გინდა, ინებე ცხრილი. მაგას დააკელი წლიური 10 ლარი და გატანის საკომისიო და შედეგები ვ სტუდიუ. * * * valo
გააჩნია რა სიხშირით გამოგაქვს ბანკომატიდან. შეიძლება რომ დათვალო, საკომისიო იმდენი იყოს, რომ არასანქცირებულში გადაიყვანოთ კლიენტი. |
Posted by: valo 4 Apr 2009, 18:58 |
Mr-President მე მინდა 1500 გავაჩერო ანაბარზე და ისე რომ ერთხელაც არ გამოვიყენო და სეიფს გავხსნი? მაგას ვადიანი ანაბარი მირჩევნია 9 % ჯობია თუ 14.75% ?? |
Posted by: Mr-President 4 Apr 2009, 19:13 | ||||
valo
ვადიანი არც TBC-ს უჭირს. ლარში არის 14.50% მაგრამ თუ აიღებ სატარიფო პაკეტს, მაშინ გექნება 0,2%, 0,35%, 0,5%-ით მეტი 14,7% ან 14.85% ან სულაც 15% 1 წლიანზე
მაშინ ეხლა გამოტანის შემთხვევა შენ დათვალე თავისი საკომისიოებით და ამბებით, მაგრამ ფრთხილად დათვალე, არასანქცირებულში არ გადახვიდე. |
Posted by: valo 5 Apr 2009, 13:03 | ||||||
Mr-President
კარგი აწი კლიენტი რომ მოვა და მაქსიმა არ მოეწონება თქვენთან გადმოვამისამართებ
ეს განმიმარტე თუ შეიძლება, რამდენადაა ასაღები?.. ---------------------------------
გევასა შენ რაცხა სიტყვა "არასანქცირებული" მიგაჩვიეს? |
Posted by: Mr-President 6 Apr 2009, 00:42 | ||||
valo
ანუ რას გულისხმობ? ნებისმიერ პირს შეუძლია აიღოს და სატარიფო პაკეტი ძალიან მაგარი პროდუქტია თავისი ფასდაკლებებით და ყველაზე კონკურენტუნარიანი პირობებით საქართველოში. მაგალითისთვის: თვეში 1.90 ლარს იხდი და იღებ 3 ცალ ელექტრონს. თუ 1500 ლარი გიდევს სეიფზე, არც საკომისიოს იხდი და საკაიფო %-ის გერიცხება.
მაქსიმას ისეთი პირობები აქვს, რომ მიუჩვეველსაც კი მიაჩვევს. ერთ დღესაც ამ ანაბრის პატრონებს აქეთ მოსთხოვთ წლიური 48%-ის გადახდას. |
Posted by: valo 6 Apr 2009, 21:58 | ||||||
Mr-President თუ
მაშინ
ეგ როგორ გამოდის
დიდი ლოოოლ. ეგეთები ტებეცეს მოკითხე..... |
Posted by: Mr-President 6 Apr 2009, 22:02 | ||||
valo
არ უნდა ამახინჯებდე აზრს და ეგრე.
ეს ტერმინი ალბათ ბოგლენდში გასწავლეს? |
Posted by: valo 6 Apr 2009, 22:31 | ||||
Mr-President
შენგან ვისწავლე მერე აქეთ ააქვთ პრეტენზიები აქაოდა საკომისიოოო...
კი, |
Posted by: Tvalebi 6 Apr 2009, 22:33 | ||
Mr-President
მაგარია რა ჯერერთი რატო უნდა ვიხადო ანაბრის განსნაზე ფული, თან ყოველთვიურად ? მერე კიდე რა ჯანდაბად მინდა 3 ელექტრონი ? |
Posted by: Mr-President 6 Apr 2009, 22:44 | ||||
valo
ჩემგან ვერ სწავლობენ, მე მბაძავენ. პაკეტში იხდი 1.90 ლარს. თუ გახსნი ჩემ სეიფს და ნაშთი გექნება არა ნაკლებ 1500 ლარი, მაშინ საკომისიოს აღარ იხდი. და ასევე ამ ფულზე % ხომ გერიცხება წლიური? Tvalebi
რაც არ გინდა, ღმერთმა არც მოგცეს. არც არაფერს არ გთავაზობ. * * * http://forum.ge/?showtopic=33877659&view=findpost&p=12882000 |
Posted by: valo 6 Apr 2009, 23:00 | ||||
Mr-President
იმ დღეს მოვკვდე შენ რო მოგბაძო
ეგ თვეში... დათვალე წელში რამდენი გიწევს |
Posted by: Mr-President 6 Apr 2009, 23:05 | ||||
valo
მაშინ ჩემგანაც ნუ სწავლობ რატო უნდა მოკვდე, მერე ბოგს ვინ დაიცავს.
1500 ლარი თუ გედება, არაფერიც არ გიწევს. + იღებ დამატებით მომსახურებებს და შეღავათებს. ლინკი დავდე. |
Posted by: valo 6 Apr 2009, 23:17 | ||||
Mr-President
მე ბოგს არ ვიცავ, სიმართლეს ვწერ
როგორც კი გამიჩნდება ზედმეტი 1500 ეგრევე მოვრბივარ |
Posted by: Tvalebi 7 Apr 2009, 00:27 | ||||
Mr-President
აი ესაა თქვენი "სერვის+" იქნებ მე დაინტერესა შენი რეკლამის შემდეგ და შენ ამით სურვილს კლავ ხო ისე... 12*1,90=22,80 |
Posted by: Mr-President 7 Apr 2009, 00:36 | ||||
Tvalebi
თუ მოვკალი, წლისთავზე არ გამომაპარო.
ნამდვილად! |
Posted by: Tvalebi 7 Apr 2009, 00:41 | ||
Mr-President
შენი ბანკის ? OK |
Posted by: valo 7 Apr 2009, 00:54 | ||||||
Tvalebi
რა დაუნდობელი ხარ... Mr-President
რავიცი ჩვენი 10 ლარი არ მოგწონს და.... |
Posted by: Mr-President 7 Apr 2009, 00:54 | ||||
Tvalebi
მე ბანკი არ მაქვს.
ეს ვიგულისხმე. წლისთავს რომ გადაუხდი არ გამომაპარო. |
Posted by: Did_Giorgi 7 Apr 2009, 00:55 |
valo Mr-President არ მოგბეზრდათ?? მაგარი დაძაბულობაა თქვენ რო ეკამათებით ხოლმე ერთმანეთს. თქვენ თვითონ არ იგრუზებით??? უაზრო და ნერვიული სიცილაკები პოსტებში და ასე შემდეგ. ანაბრებზე ჩემ აზრს გეტყვით: კაცს რომ 500, 1000 ან 1500 ლარი აქვს ანუ პატარა თანხა რა. იმის ანაბარზე შეტანა არის საშინელი სისულელე და მეტი არაფერი. 1 წელი 1500 ლარი ბანკში გავაჩერო და 90 ან თუნდაც 100 ლარი მოგება დამრჩეს??? რა უაზრობაა!!! ერთადერთ ანაბარს ვაღიარებ: შეგროვებადი ანაბარი: დაიწყე 10 ლარით და აგოვეეე, რაც გჭირდება იმდენ ფულს მოაგროვებ და გამოიტანე! პ.ს. ჩემი სეიფი და მისთანები არ მიხსენოთ აქ გეხვეწებით, თან Tvalebi-სა არ იყოს და რა ჯანდაბად მინდა სამი პლასტიკური და სამივე ელექტრონი, თუნდაც კლასიკი?? ან თუნდაც 2? საფულეა თუ პლასმასების ცეხი |
Posted by: Tvalebi 7 Apr 2009, 01:42 | ||||||
Mr-President
მე არ მითქვია რომ გაქ სადაც ხარ
ამას შენ უფრო ადრე გაიგებ ??? Did_Giorgi
1 სახმარად 2 ზაპასკად |
Posted by: Kate789 8 Apr 2009, 01:59 |
Mr-President Tvalebi valo :მანდილისჩაგდება: :მთავარიამანდილებიარდამეკარგოს: |
Posted by: Chi_taaa!!! 13 Apr 2009, 14:58 |
ბავშვებო ნუ ჩუბობთ დეპოზიტებზე და დეპოზიტარებზე ვინმეს ისეთი ინფორმაცია არ გაქვთ რო საკურსოსთვის გამოდგებოდეს? ო |
Posted by: bui89 13 Apr 2009, 15:56 |
ხალხო ასეთი კითხვა მაქ თუ შეიძლება გავიგე, რომ 2009 წლიდან ანაბრების პროცენტებზე გადასახადები აღარ არ არის. მართალია ეს? ყველა ანაბარზე ასე? თუ გარკვეული ტიპების? და კიდევ თუ ანაბარი გახსნილი იყო 2009ზე ადრე, მაშინ რა ხდება? დავუშვათ 1000 ლარი შეტანილი მქონდა 1 წლიან ანაბარზე 2008 წლის მაისში ეხა მაისში მიწევს აღება. 10% ჩამოიჭრება თუ არა? ან იქნებ ნაწილობრივ ჩამოიჭრება? ამიხსნით თუ შეიძლება საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა |
Posted by: INA-INA 13 Apr 2009, 20:07 |
bui85 კი მართალია საშემოსავლო აღარაა, 2009 წლამდე გახსნილს ჩვეულებრივ ჩამოეჭრება, 2009 წლიდან კი აღარ. |
Posted by: Anie 17 Apr 2009, 01:08 |
ანაბარი "მაქსიმა"-ს პირობები ამიხსენით ამ ანაბრის გახსნა სპეციალურ ბარათს მოითხოვს "მაქსიმა“ ანაბრის გასახსნელად საკმარისია ბარათზე გქონდეთ 100 ერთეული ნებისმიერ ვალუტაში. პირობები: ბარათის ტიპი: Visa Classic; ბარათის ღირებულება: 10 ლარი ყოველწლიურად; ანგარიშის მომსახურების საკომისიო: უფასო; ბარათის მოქმედების ვადა: 2 წელი; ანაბრის მოქმედების ვადა: შეუზღუდავი; |
Posted by: Kate789 25 Apr 2009, 01:39 | ||
Anie
"მინდა ვიყო ბანკი რესპუბლიკის მეგობარი ანაბარის კონკურენტი" არის მაგის პირობა. |
Posted by: valo 25 Apr 2009, 02:38 | ||
Kate789
აი მაგიტო ჯობია პირობები |
Posted by: Kate789 25 Apr 2009, 02:42 | ||
valo
რისი? მაქსიმასი??? კარგი რა |
Posted by: valo 25 Apr 2009, 03:15 | ||||
Kate789
ეხლა მაგრა მეძინება, ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი, თუ გინდა ხვალ შევადაროთ ერთმანეთს |
Posted by: Kate789 25 Apr 2009, 04:29 | ||
valo
ოკ.... კი ბატონო.... და თუ ასეთი მაგარი ანაბარია, რატომ არ აპიარებთ?? |
Posted by: Anie 25 Apr 2009, 12:05 | ||||
მე კონკრეტულად მაინტერესებს ეს ანაბარი რაღაც სპეცბარათის აღებას მოითხოვს თუ არა
|
Posted by: valo 25 Apr 2009, 15:53 | ||||||
Kate789
პირობებს თუ კარგად გადახედავ აშკარად ჯობია
მომტყდა ენა მაგის გაპიარებით. ფორუმს არ ვგულიხმობ რა თქმაუნდა Anie
იხსნება საბარათე ანგარიში და ზედვე ერიცხება სარგებელი |
Posted by: Kate789 25 Apr 2009, 15:55 | ||
valo
პიარი ანუ რეკლამა ბიძია |
Posted by: valo 25 Apr 2009, 16:04 | ||
Kate789
მივხვდი უF... დააკონკრეტა რა მაინც მე გადამიყვანენ ეხლა მარკეტინგში და გავჩითავ მაგარს |
Posted by: Kate789 25 Apr 2009, 17:02 | ||
valo
სანამ შენ არ გადაგიყვანენ, მანამდე მაგ ანაბრის რეკლამა ეთერში არ გავა??? |
Posted by: valo 25 Apr 2009, 17:36 | ||
Kate789
ნწუ --- გავა გავა, მალე მოითმინეთ |
Posted by: Mr-President 25 Apr 2009, 18:06 |
ანაბარს ადამიანი იმიტომ ხსნის ბანკში, რომ დააგროვოს და ადერიცხოს სარგებელი და არა თავისი ფული საკომისიოებში ფლანგოს. ბარათზე მიბმული ანაბარი ძირშივე მარაზმია იმ თვალსაზრისით, რომ მაღაზიაში (ვერც POS-ზე, ვერც ინეტრენტში) ვერ იყენებ და უკაცრავად და ერთ ადგილზე კიდია მომხმარებელს, ელექტრონი ედება ჯიბეში თუ კლასიკი ამ შემთხვევაში. თუ მარიაჟობა უნდა, გოლდი აიღოს ან პლატინიუმი. კლასიკით მარიაჟობა პირველად გავიგე. და კიდევ მეორე, უნდა შეეძლოს თავისი ფულის საკომისიოს გარეშე გამოტანა, რომ აქეთ წაგებაში არ გავიდეს, თუ ხშირად გამოიტანს ფულს. თუ სულ არ გამოიტანს, მაშინ ვადიანზე დადებს. ეს არის ანაბარი, როდესაც ძალიან იშვიათად გამოგაქვს თანხა ბანკიდან. არასოდეს მექნება სურვილი, რომ ჩემი ანაბრის ძირ თანხას მოვაკლო თანხის რაღაც ნაწილი საკომისიოს გულისთვის. ძირშივე მარაზმია. ამ თვალსაზრისით ანუ ბარათზე მიბმული ანაბრით, მეგო-ბარათი ჯობია, რადგან 9.25% ერიცხება ლარში და მაღაზიებშიც იყენებ. ბანკომატში 0%-ად ანაღდებ. % ერიცხება მთლიან ნაშთს. მაგრამ ბაზისბანკის ძალიან ცოტა ბანკომატია. საქართველოს ბანკს ბევრი ბანკომატი აქვს, მაგრამ ბარათით გამოტანილ თანხაზე საკომისიო მეხევა, ასევე ფილიალებშიც. % ერიცხება მთლიან ნაშთს. მაგას ისევ შემნახევლი ანგარიში მირჩევნია და მერე ბარათიდან 0.2%-ად განაღდება. ბარათზე 1 ლარი მეხევა ყოველთვიურად. რესპუბლიკაში ფილიალებიდან გატანა რომ უფასოა, კარგია. %-იც არ არის ურიგო ხელუხლებელ თანხაზე და გატანილ-შემოტანილ თანხაზე 2% გერიცხება. ჩემ სეიფს მართალია, არ აქვს ბარათი ან რად გინდა ბარათი, როდესაც ბანკინგით გადაიტან ბარათზე ნებისმიერ დროს. % ერიცხება ხელუხლებელ თანხას 10% ლარში და 8% ვალუტაში. მოკლედ ყველაზე ოპტიმალურად მიმაჩნია მეგო-ბარათის ანაბარი. ლარში წლიური 0.75% 1000 ლარზე არის 7,50 ლარი. არც საკომისიო ამეხევა და არც არაფერი. თუ ანაბარზე 1500 ლარის დადებას დააპირებს ვინმე, ჩემ სეიფს ვურჩევ.... არც საკომისიოს გადაიხდის და 10.5% დაერიცხება წლიურად. ყველაზე მეტი. ბანკინგი უფასოდ ექნება და ბარათიც. გადაიტანს და აესახება თანხა ერთ საათში. თუ ტყეშია ან ღრეში, დარეკავს 272727 და გადაუტანს ოპერატორი. ამ ტიპის ანაბრები დასაშვებია გაწი-გამოწი 5000 ლარის ფარგლებში. უფრო მეტი ვისაც აქვს, იმას ყოველდღიურად არ სჭირდება ეგ ფული და ვადიანზე გააქანებს. |
Posted by: Kate789 25 Apr 2009, 18:16 | ||
valo
|
Posted by: NelichKa 27 Apr 2009, 14:13 |
მიუხედავად არც თუ ურიგო პირობებისა, მაინც თავს ვიკავებ ანაბრის გახსნაზე ამ მომენტისთვის. . ცოტა მოგვიანებით სტაბილური მდგომარეობა როცა იქნება ან რესპუბლიკის ან თიბისის მეანაბრე გავხდები ალბათ . . |
Posted by: Mama_Basili 15 May 2009, 21:22 |
მზრდადი დაგროვებადი ანაბარი მქონდა სტანდარტ ბანკში და ერთი ორი თვე გადავაცილე და გამიუქმეს ანაბარი დამერიცხა 2% ნევები მომეშალა და ახლა სხვა ბანკში მინად რომ შევიტანო, ოღონდ ისეთი პირობებით რომ თანხა ყოველ თვეს არ იყოს შესატანი... ანუ როცა მინდა დამატება ანაბარზე დავამატო.. აბიზალოვკებს ვერ ვიტან და დაძალებებს ხოდა ნუ % რაც მაღალი მით უკეთესი ვალუტა $$$-ში მაქვს. პ.ს. ბარემ აქვე დავპოსტავ, ანგარიშის გახსნა მინდა ფირმისთვის ბანკში და ვერ გადამიწყვეტია რომელი ბანკი ავირჩიო, რესპუბლიკაში მინდოდა მარა მაგათ სმს მომსახურება არა აქვთ (ნუ რა დონეა რა ) ხოდა მე კი მინდა რომ ჩემი ანგარიშის შესახებ მუდმივად კურსში ვიყო (ინტერნეტ ბანკინგი კარგია მარა სმს-ები მაინც სულ სხვაა ) |
Posted by: SCO 15 May 2009, 21:49 | ||
კონკრეტულად რა გჭირდება სმს მომსახურების სახით და ინტ. ბანკინგთან შედარებით "სულ სხვა" რითია? |
Posted by: Mama_Basili 15 May 2009, 22:22 | ||||
SCO
პირველი და მთავარი:
თანხის ჩარიცხვა ანგარიშზე და ა.შ ამის მიდევნება არის ჩემთვის პრიორიტეტული. ამის შესამოწმებლად კი ყოველთვის ვერ მოვახერხებ რომ ინტერნეტ ბანკინგი გამოვიყენო ან მათ ქოლ ცენტრში ვრეკო |
Posted by: Kate789 18 May 2009, 22:47 | ||
Mama_Basili
მე გირჩევ https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=99. კარგი %-ები აქვს. თუ გინდა არ დაამატებ არაფერს, ოღონდ თუ დაამატე, მინიმუმ 100 ერთეული უნდა დაამატო. ანუ 50 ლარს/დოლარს/ევროს ვერ დაამატებ. აგრეთვე http://www.domain.com, რომელიც შეგიძლია გახსნა როგორც ბარათით, ასევე უბარათოთ. არანაირი სავალდებულო შენატანი და მაღალი პროცენტი. და http://www.procreditbank.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=141. არაფრის დამატება არ გიწევს. პროცენტები აქაც კარგია. |
Posted by: Gig@ 18 May 2009, 23:09 |
Mama_Basili "ვადიანი +" თიბისი-ში http://www.tbcbank.com.ge/ge/private/deposits/term_plus_deposits/interest_rates/ |
Posted by: pipinia_x 22 Jun 2009, 20:17 |
http://www.gbc.ge/index.php?m=home&newsid=31282 |
Posted by: Mr-President 25 Jun 2009, 00:50 |
ანაბარი უპრეცენდენტოდ მაღალ საპროცენტო სარგებელში 25%-ში TBC BONUS არის ზრდადი ტიპის ანაბარი. ანაბრის ვადა არის 1 წელი! მინიმალური თანხა არის 20 ერთეული, მაქსიმალური - შეუზღუდავი! ყველთვე შეგაქვთ ვთქვათ 200 ლარი. 12 თვის მანძილზე დაგიგროვდებათ 200*12=2400 ლარი და მე-13 200 ლარს ბანკი გჩუქნით! ეს საჩუქარი შეგიძლიათ გამოიტანოთ წინასწარაც, მას შემდეგ, რაც ანგარიშზე 2 შეტანა განხორციელდება. და ყველაზე საინტერესო, თუ არჩეულ თანხაზე მეტს შეიტანთ, დაგერიცხებათ წლიური 10% ზედმეტად შეტანილ თანხაზე. ანუ აირჩიეთ 100 ლარიანი და ყოველთვე შეგქონდათ 120 ლარი, 110 ლარი და ა.შ. ანუ 100 ლარზე მეტი. გერიცხებათ საჩუქარი 100 ლარი და ზედმეტ თანხებზე ანუ 20 ლარზე, 10 ლარზე და ა.შ. კიდევ წლიური 10% თუ კარგად დავთვლით წლიურ 25%-ზე მეტი გამოდის ამ ანაბარს ცალკე თემა მივუძღვენი, ნამდვილად იმსახურებს! რამდენია %-ებში ეს სასაჩუქრე თანხა? 15.34%! ყველაზე მაღალი % 12 თვიან ზრდადი ტიპის ანაბრებზე ლარშიც, დოლარშიც და ევროშიც! ესეც EXCEL-ში დათვლილი, სადაც ჩანს რომ 15.34%-ზეა დაანგარიშებული. გინდა დაგროვება? გინდა მაღალი %? ყველაზე მაღალიც კი მთელ საქართველოში? მოდი TBC-ში! http://tbc.ge/ge/private/deposits/bonus_deposit/ |
Posted by: valo 25 Jun 2009, 01:32 | ||||
GBP ? |
Posted by: sexi-bicola 25 Jun 2009, 02:30 |
ისე ხო კარგი მაგხელა % მარა მეორეს მხრივ აზრზე ხართ რა საცოდავობა ხლდებ რომ % მაგხელაზე ასწიეს მე ყველა ბანკს ვგულისმხობ იმიტომ რო მალე სხვებიც მიბაზავენ და შეიძლება 30% კი ავიდეს |
Posted by: web_nts 25 Jun 2009, 02:52 |
მე როგორც ვიცი თანხა შეუზღუდავი არ არის |
Posted by: DON_QUIJOT_DE_LA_MANCHA 25 Jun 2009, 10:20 | ||
sexi-bicola
ეხლა წარმოიდგინე სესხის პროცენტებს რამხელაზე აწევენ მარჟა რო არ შეუმცირდეთ.. .არა მაგის წარმოდგენა ძნელია ალბათ სამნიშნას აარტყავს ტავისთავად პროდუქტი აშკარად კარგია, ნუ აქედან როგორც ჩანს თOრემ ისევე როგორც ყველა საბანკო პროდუქტს ამასაც საქმე-საქმეზე რო მიდგება იმდენი "ნო" აღმოაჩნდება რო გახსნაც აღარ მოგინდება ალბათ |
Posted by: Mama_Basili 25 Jun 2009, 10:31 |
თუ დროზე ადრე მომინდა თანხის გამოტანა მაშინ რა ხდება?! |
Posted by: misha1988 25 Jun 2009, 10:53 |
Mr-President ანუ, მე რომ 200 , 200 ლარი შევიტანო ყოველთ თვეს 12 თვის მანძილზე , ის 15.34% რომელი თანხის დამრეიცხება ? ზუსტად ვერ გავიგე ამიხსენი პრეზიდენტო .... ეს ის არაა 12=13-სო ? ისე ვთქვათ გაქვს კაი დიდი თანხა 20 000 ლარი, ეს თანხა უნდა გაყო 12-ზე , რომ ყოველ თვე შეიტანო 1600 ლარი ? და მაგ 1600 ლარის პროცენტი გერიცხება და არა 20 000 ლარის ? ამიხსენი რა , საინტერესო რაღაცაა. |
Posted by: Irakli.B 25 Jun 2009, 10:54 |
|
Posted by: Lilith 25 Jun 2009, 11:07 |
Mr-President თუ არ შეწუხდები, შეგიძლია დამითვალო, აი სიტყვაზე ეგ დეპოზიტი გავხსენი 300 ლარზე, ერთ წლიანი, ნუ წლის ბოლოს 300 ლარს მაჩუქებენ, ეგ გასაგებია, ეხლა თუ ყოველ თვე, გამონაკლისების გარეშე, შემაქვს 300ის ნაცვლად 300+200, ანუ მთელი წლის განმავლობაში ზედმეტად შემაქვს 2400 ლარი, საბოლოო ჯამში კონკრეტულად ამ 2400 ლარს რამდენი დაერიცხება? +++ სხვა ვალუტებშიც იგივე პროცენტებია? |
Posted by: Irakli.B 25 Jun 2009, 11:13 | ||
ფიქსირებული თანხა რაც შეგაქვს 300 ლარი იმის ზევით რასაც შეიტან იმას დაერიცხება 10% ანუ 300 ლარის მიიღებ ბონუსს ხოლო სამას ლარს ზევით დაერიცხება 10% ანუ შენს შემთხვევაში 200 ლარს, ჯამში 2400*10% ამ პროდუქტის მინი რევიუ: დადებითი: 1) მართლაც კარგია 13 ხელფასი, რომელიც შეგიძლია აიღო 2 თვის მერე ან 13 თვეს 2) კარგი საპროცენტო განაკვეთი უარყოფითი: 1) სავალდებულო მინიმალური შემონატანები რაც პირველ თვეს უნდა დააფიქსირო და შემდგომში გააგრძელო იგივეთი, ანუ ერთი შეხედვით კარგია და მომხიბვლელი როდესაც ბონუს გაძლევენ მაგრამ საქართველოს დღევანდელი რეალობიდან რთულია ფიქსირებულად აგროვო თანხა. ანუ ყოველ თვე 500 ლარი შეიძლება ვერ შემოიტანოს კლიენტმა, და დაკარგოს ანაბრის ბონუსიც და პროცენტიც. 2) თუ სხვაობა ვერ შევიტანე არ მერიცხება % და ერთი კითხვა 2 თვის მერე ბონუსი რომ ავიღო ვთქვათ 1000 ლარი, და მესამე თვეს 1000 ვეღარ შემოვიტანე, რა მოხდება? 1000 ლარს გამიქვითავენ 2000 დან რაც 2 თვე ვაგროვე? |
Posted by: Lilith 25 Jun 2009, 11:17 |
Irakli.B ვითომ მთელ თანხას დაერიცხება წლიური 10%? არამგონია... |
Posted by: kotekh 25 Jun 2009, 11:22 |
Mr-President მოდი დახურე და წაშალე ეს თემა |
Posted by: Irakli.B 25 Jun 2009, 11:23 | ||
Lilith მთლე თანხას დაერიცხება 10% ანუ იმ თანხას რომელიც მინიმალური აუცილებელი შემონატანის ზევით შემოგქონდა. |
Posted by: kotekh 25 Jun 2009, 11:29 |
რა მარტივია 15% + 10% = 25% არის კიდევ შეწონილი პროცენტი |
Posted by: Mr-President 25 Jun 2009, 11:47 | ||||||||||||||||||
Mama_Basili
დაერიცხება წლიური 3%. თუ რომელიმე თვეს ჩააგდებ და წლის ბოლოს გაიტან, დაერიცხება წლიური 7%. საჩუქარი თუ გამოტანილი გქონდა, ჩამოიწერება ანაბრის თანხიდან. misha1988
პირველ თვეს 200 ლარს დაერიცხება, მე-2 თვეს- 400 ლარს, მესამე თვეს 600 ლარს , ზრდადი ანაბრის პრინციპია. და წლის ბოლოს მთლიანი % გამოდის 200 ლარი. თუ 200 ლარზე მეტს შეიტან, მაშინ ზედმეტად შეტანილ თანხას კიდევ წლიური 10% ემატება. ამიხსენი პრეზიდენტო ....
ხო. 1600 ლარი შეგაქვს ყოველ თვე და ბოლოს იღებ 1600 ლარს საჩუქრად!!!!! Lilith
თუ ზედმეტად შეგაქვს 200 ლარი, მაგას ჯობია გახსბნა 300 ლარიანი და 200 ლარიანი ცალ-ცალკე. 300 ლარიანს თუ გაქხსნი, წლის ბოლოს გაჩუქებენ 300 ლარს. ეხლა ზედმეტად შეტანილ 200 ლარზე კი ერიცხება წლიური 10%. მაგრამ კიდევ გეუბნები, თუ 200 ლარებს ზედმეტად შეიტან, მაშინ 2 ცალი გახსნა 300 ლარიიანი და 200 ლარიანი ან პირდაპირ 500 ლარიანი, ეგ ჯობია. სამივე ვალუტაში ერთი და იგივე %-ია.
Irakli.B
დაიწყოს 100 ლარით, 50 ლარით, 20 ლარით ან 30 ლარით. აუცილებელი არ არის, რომ 1000 ლარიანი გახსნა ეგრევე! ასეთი დიდი % არც ერთ ბანკს არ აქვს ევროზე და დოლარზე მაინც, ლარზეც არ აქვს.
სხვაობა აუცილებელი არაა. რაღა % გინდა, 15.34% ისედაც დიდია.
ჩამოიწერება ანაბრიდან საჩუქარი და დაერიცხება შეწყვეტის შემთხვევაში წლიური 3%, ხოლო წლის ბოლოს თუ გამოიტან და ასევე ჩავარდბნები გექნება წლიური 7%. kotekh ამდენი ვწერე და წავშალო? ცუდი პროდუქტი მაინც იყოს. მინუსები ამ პროდუქტს არ აქვს. |
Posted by: kotekh 25 Jun 2009, 11:53 | ||
Mr-President
25% როგორ დათვალე? |
Posted by: misha1988 25 Jun 2009, 12:01 |
ისადა , მე რომ შემაქვს 200 - 200 პირველ 2 თვეს შეიძლება რომ გამოვიტანო 200 ლარი (საჩუქარი) და ისევ მესამე თვის შენატანად დავდო ეგ თანხა ??? ან კიდე უბრალოდ გავიტანო. მაგით არაფერი მაკლდება ხო ? მერე ისევ გავაგრძლებე ამ შეტანებს ? |
Posted by: Mr-President 25 Jun 2009, 12:06 | ||||
kotekh
15.34% ძირითად შენატანებზე გამოდის და 10% დამატებით შენატანებზე. 25% გამოდის მაშინ, როცა ძირითადი შენატანი=დამატებით შენატანს. * * * misha1988
ის საჩუქარი, რაშიც გინდა, იმაში გამოიყენე. უბრალოდ, თუ ანაბარს დაარღვევ, ის 200 ლარი ჩამოიწერება. 200 ლარიანი არ გეგონოს ეს ანაბარი. მინიმუმ 20 ლარის არჩევა შეგიძლია, მაქსიმუმ განუსაზღვრელი. |
Posted by: kotekh 25 Jun 2009, 12:24 | ||
Mr-President
ჰო, მაშინ ჰო |
Posted by: Did_Giorgi 25 Jun 2009, 15:49 |
Mr-President მილიონის გათამაშებაში მონაწილეობს ეს ანაბარი?????? მილიონი მინდა, მჭირდება ძალიან... |
Posted by: Lilith 25 Jun 2009, 16:29 | ||
და 25% გამოდის იმის ნახევარზე, რაც რეალურად შეაქვს |
Posted by: PAINKILLER 25 Jun 2009, 16:48 | ||||
რამდენიც არ უნდა ითვალო, არანაირად არ გამოდის 25%............
Mr-President გვეკაიფები? სიტყვაზე ყოველ თვეს შემაქვს 100 ლარი ფიქსირებული და დამატებით 100-100 ლარი წლის ბოლოს ვიღებ 1200+100 ლარი=1300 ლარს ფიქსირებული პრინციპით და 1200+ დაახლოებით 65 ლარს (შეწონილი პროცენტით)=1265 ლარი ხოდა საბოლოდ გამომივა შეტანილი თანხა 2400 ლარი და წლის ბოლოს აღებული 2565 ლარი ხოდა რამდენი პროცენტია განსხვავება 2565-ს და 2400-ს შორის? სულ რაღაც 7 პროცენტი წლიური შეწონილი პროცენტი კი გამოდის 12.7% დაახლოებით |
Posted by: InfectedMono 25 Jun 2009, 16:53 | ||
მისი მინუსი კაკრას ისაა რომ არ ჩანს არაფერი, ვერაფერს ვერ გაიგებ და გგონია რომ 25%-ს გჩუქნიან მაგას ისევ 9% მირჩევნია ქემაინც ვიცი რაზე , როდის და რატომ დამარიცხავენ |
Posted by: Mr-President 25 Jun 2009, 22:34 | ||||||||||
Did_Giorgi
არა Lilith
PAINKILLER
დავთვალე ზემოთ რა შემთხვევაშია 25%
არ გეკაიფე 12 თვე ყოველ თვე შეგაქვს 100 ლარი წლის ბოლოს იღებ 100 ლარს , რაც %-ებში არის 15.34% დამატებით შენატანებზე წლიური 10% InfectedMono
არჩევანია შენზეა. ეს ყველაზე მაღალ %-იანი ანაბარია. ამაზე ნუ ვიკამათებთ. |
Posted by: INA-INA 25 Jun 2009, 22:50 |
მომწონს, მომწონს. ყველაზე ძალიან კი ის, ახლა სხვა ბანკები რომ გადმოხტებიან ამის მსგავსი და ცოტა განსხვავებული პირობებით ველოდები, ველოდები, უფრო მაღალიც გამოჩნდება და იქ შევიტან . |
Posted by: Did_Giorgi 27 Jun 2009, 00:50 |
Mr-President ისე, თუ სადმე სამართალია >>>>> http://forum.ge/?f=62&showtopic=33877659 უნდა შეუერთდეს! |
Posted by: misha1988 27 Jun 2009, 08:31 | ||
Did_Giorgi
რას ამბობ, ეგ ხომ თი ბი სის ანაბარია. ეგ ცალკე უნდა იყოს... ის კი არა თი ბი სის გათამაშებაც ცალკეა |
Posted by: Mr-President 27 Jun 2009, 11:58 |
misha1988 Did_Giorgi ტყუილად ნუ შფოთავთ მეგობრებო! ესეთი მნიშვნელოვანი თემები ცალკე უნდა იყოს. |
Posted by: valo 27 Jun 2009, 12:08 | ||||||
misha1988
თუ რამე პრეტენზია გაქ დსმა ადექი და გახსენი Mr-President
ეტა პლოხაა |
Posted by: misha1988 27 Jun 2009, 14:31 | ||
valo
არა მკიდია მე რომ გავხნსა , დსმა პროსტა ფორუმს მინაგვიანებენ ზოგზოგიერთები აღარ გავაოფებ... |
Posted by: Registration Form 28 Jun 2009, 01:07 |
პრეზენტაცია რომ ჩაგვიტარეს, არ მჯეროდა რომ მართლაც ასეთი კარგი და საუკეთესო პროდუქტი მოიგონეს. კარგად შევისწავლე უკვე და მართლა არაა არანაირი ხიმანდრობა. მართლა მაგარია რაა ერთადერთი "ნო" _ ერთ წელზე ნაკლები დროით ვერ გახსნი. როგორც მე მაგალითად, მინდა საახალწლოდ ფული, ამიტომ ვარ ზრდადზე შეჩერებული |
Posted by: turqeti22 28 Jun 2009, 03:42 | ||
Mr-President იცი რა მაინტერესებს????? თუ
25 % გაძლევს შენ .ე.ი. მაგან უნდა დაამატოს რაღაც % რომ ისევ მაგით თანხით გასცეს სესხი????? |
Posted by: Mr-President 28 Jun 2009, 13:58 | ||
turqeti22
ალბათ ეგრეა... |
Posted by: turqeti22 28 Jun 2009, 14:15 | ||
Mr-President
ლოგიკა ...... ))) ისე წესით ქვეყანა რომ განვითარდეს დაბალი უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთი .და თანც რეგულირებადი რომ ინფლაცია არ წავიდეს... ახლა დაუკვირდი რა ხდება .ბანკები წევენ საპროცენტო განაკვეთს .ამით რა ხდება A მომხმარებელს უფრო მეტ ცდუნებას რომ ბანკში ფული შიტანოს. და ამავე დროს B შეამციროს ფულადი მასის არსებობა ბაზარზე.რაც უფრო ნაკლები ფული იქნება მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა ლარზე.მერე C ყველაზე მთავარი ბანკს აქვს ბევრი პული რომელაც უფრო ბევრ პულს მოაგებინებს % ებბით ))))))))))))))) |
Posted by: irakot 28 Jun 2009, 17:48 |
Mr-President საყვარელო, ეს თემა ანაბრების ნაწილში არ უნდა იყოს? ან სულ ცოტა თიბისი ბანკის თემაში მაინც )))) კაი დავანებოთ მაგას თავი ერთი კითხვა მაქვს : შენ იძახი რომ შემიძლია დამატებითი თანხები შევიტანო, ვთქვათ ყოველ თვე შემქონდა დამატებით 10 ლარი მაშინ წლის ბოლოს 100 ლარს 10 ლარი დაერიცხება? |
Posted by: Mr-President 29 Jun 2009, 13:33 | ||||
irakot
სიხარულო, მე უკეთ ვიცი, სად რა უნდა იყოს. მსგავსი პროდუქტი არის ინოვაცია, გაეცნობა ხალხი და მიუერთდება შემდეგ.
წლიური 10% , წლიური.... საჩუქრის გარდა მიიღებ კიდევ წლიურ 10%-ს. |
Posted by: Irakli.B 29 Jun 2009, 15:41 |
არა იმოვაცია თუა ხოოო ისე იმოვაცია როგორაა რესპუბლიკას ხო ქონდა ადრე ანაბარი სადაც პროცენტის გატანა წინასწარ შეიძლებოდა? |
Posted by: Mr-President 29 Jun 2009, 15:43 | ||
Irakli.B
TBC-საც და BOG-საც აქვთ %-ის წინასწარ გატანა.... ეს თემა იქნება და თუ რამე პრეტენზია გაქვთ, საჩივრებში მიმართეთ, თუ არა და ნუღა გააოფებთ თემას. |
Posted by: Irakli.B 29 Jun 2009, 15:46 |
თემას არ ვაოფებ, კითხვა იყო ანაბართან მიმართებაში. ხოდა შემდეგი კითხვა ტიბისი და ბოგს თუ ქონდათ დაა აქვთ %-ის წინასწარ გატანა როგორ არის ინოვაცია ეს პროდუქტი? პრინციპი ხო ერთნაირია უბრალოდ პირობაა სხვა. |
Posted by: Mr-President 29 Jun 2009, 15:48 |
Irakli.B %-ია საგრძნობლად დიდი 12 თვიან ზრდადი ტიპის ანაბრებზე. აი, ამიტომ არის ინოვაცია და ზრდადი ანაბრიდან %-ს არავინ გაძლევს წინასწარ, ეს ისე როგორც P.S. 15.34% გამოდის სუფთა და კიდევ ზედმეტ თანხებზე წლიური 10%..... ძალიან დიდი %-იც კი არის ანაბარზე. |
Posted by: Irakli.B 29 Jun 2009, 15:51 |
ხო ნამდვილად დიდი პროცენტია, რაც ცუდია, ბანკისთვის. გასაგებია შენი არგუმენტი. მაგრამ მე ინოვაციად მაღალ პროცენტს და ზრდად ანაბარს ვერ ჩავთვლი |
Posted by: Mr-President 29 Jun 2009, 15:52 |
Irakli.B ეგ შენი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ პროდუქტი ნამდვილად სიახლეა. |
Posted by: ლაჟვარდის Feri 30 Jun 2009, 00:18 | ||
თბც-ის ბონუს ანაბაბი არის ყველაზე მაგარი ზრდადი ანაბარი რაც კი ოდესმე მინახავს, ეხლა ვაპირებ რო გავხსნა დოლარში. http://tbc.ge/ge/private/deposits/bonus_deposit/ Mama_Basili
მთელ თანხაზე დაგერიცხა 2 % ?? თუ გადაცილებული დღეებზე? ესეთუ იყო არ ვიცოდი :| |
Posted by: ლაჟვარდის Feri 30 Jun 2009, 00:36 | ||||
25% არა ის 10% მარტო ფიქსირებული თანხაზე მეტს რასაც შეიტან იმას დაერიცრხება მოდერ რატო გვაბოლებ? მოგზავნილი ხარ? რამდენი გადაგიხადეს? * * *
უიჰ, ეს ეხლა წავიკითხე მარა ესე წლიურ 25% თვით ბანკიც არ ამბობს და რა საჭირო იყო? :D ადგები დამატებით 100-100ებს ჩემ სეიფზე შიტან დაგერიცხება ის 10% ან მეორე ანაბარს გახსნი ბებიის სახელზე და წლიური 31%მდე გამოვა მოგება (ეს რა კაი რაგაც მოვიფიქრე ) და საერთოდ 200 ლარიანს გავხსნი ბარემ
ეგრე მაშინ ჩემ სეიფზე არცერთ ზრდად ანაბარზე არ გამოვა % იმდენსაც რამდენსაც ამბობენ, აქ ხომ წლიურ % ვითვლIთ |
Posted by: ეგრი 30 Jun 2009, 01:47 |
რანაირად არ ვთვალე, მარა არ გამოდის 25% და რა ვქნა? დაჟე 15%-იც არ გამოდის. 14.71% გამოდის თვის ბოლოს (არა დღის ბოლოს) დარიცხვით. თუ საწყის თანხაზე მეტი შეგაქვს კიდევ უფრო მცირდება პროცენტი. რაც მეტს დაამატებ მით უფრო უახლოვდები 10%-ს -------------------------------------------------------------------------------------------- თიბისელებო თქვენ არ გეწყინოთ, წემბოლეე მიყვარს ეგ ბანკი, მარა ბოლია. |
Posted by: Kobalty 30 Jun 2009, 04:59 |
Mr-President და 100 ერთეულზე მაღალი ნომინალები არ იყიდება? ანუ თუ ვთქვათ თვეში 1000 ლარის შემოტანა მინდა, 10 ცალი 100 ლარიანი ნომინალი უნდა ვიყიდო? სხვა გზა არ მაქვს? |
Posted by: Mr-President 30 Jun 2009, 10:23 | ||
koba4ever
კომბინაციები შესაძლებელია ყიდვა არა, გაჩუქებთ. ყველაფერი უფასოა, ყველაფერი |
Posted by: banker 30 Jun 2009, 10:24 |
პრეზიდენტ, ნუ ატრაკებ ეხლა, რა 25%, რის 25%, კარგად დაითვალე, მაქსიმუმ წლიური 14.7%-ია! და თუ დათქმულ თანხაზე მეტი შეგაქვს, ეს განაკვეთი კლებულობს კიდევ! |
Posted by: Mr-President 30 Jun 2009, 10:26 | ||
ეგრი
კარგად ვერ გითვლია. 25%-საც გამოვიყვან, თუ გინდა. წინა პოსტებში მაქვს დათვლილი. სურათიც დავდე, რომ 15.34% გამოდის და თუ დამატებითი შენატანი ძირითადის ტოლია, ამას კიდევ 10% ემატება და სულ 25%. არ გამოდის? ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ ბოლი ნაღდად არ არის. ესეთ მაღალ %-ს არც ერთი ბანკი არ გიხდის ევროზე და დოლარზე მითუმეტეს. |
Posted by: banker 30 Jun 2009, 10:29 |
ეხლა გადავხედე წინა პოსტებს და ეგრი-მაც ზუსტად ის განაკვეთი მიიღო რაც მე |
Posted by: kotekh 30 Jun 2009, 10:45 | ||
ეგრი
არავინ ამბობს 25% არისო ეს ამან გამოიგონა რაღაც Mr-President წაშალე ეს თემა მეთქი ხო გითხარი |
Posted by: Irakli.B 30 Jun 2009, 10:53 |
დაანებეთ თავი უნდა რო იყოს 25%-ი და რას ერჩით? ნუ შეეწინააღმდეგებით აზრი არ აქვს. |
Posted by: ეგრი 30 Jun 2009, 10:58 | ||||
Mr-President
რამე ახალი რელიგია შემოვიდა საქართველოში? როგორ გამომრჩა, ე? kotekh
მაგან რაც გამოიგონა, სწორედ მაგაზე ვთქვი ბოლია მეთქი. |
Posted by: irakot 30 Jun 2009, 11:10 | ||
კარგით რას ერჩით ამ კაცს, მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონიათ. დაწერა და მოკალით ეხლა, მასე ადრე იმასაც ამტკიცებდა თიბისი ქარდი უპროცენტოაო ჩემი პრეზიდენტი არ გამიბრაზოთ Mr-President banker
ისე IRR ით მაგდენია და XIRR 15,6% და თუ დამატებით დაიწყებ თანხების შეტანას, უფრო ნაკლები იქნება შენი შემოსავალი პროცენტულად. |
Posted by: Mama_Basili 30 Jun 2009, 11:22 | ||
ლაჟვარდის Feri
ანაბარი მთლიანად გამიუქმეს და რა თანხაც მქონდა შეტანილი იმაზე დაერიცხა 2%-ი |
Posted by: Irakli.B 30 Jun 2009, 11:25 | ||||
ინფლაციის პროცენტს არ ითვალისწინებ? |
Posted by: irakot 30 Jun 2009, 11:43 | ||
Irakli.B
ეხლა არ გინდა დემაგოგობა თორემ ვორნის 100%იანი კანდიდატი ხდები |
Posted by: Irakli.B 30 Jun 2009, 11:53 | ||||
აბა დემაგოგობა? ............................................ |
Posted by: banker 30 Jun 2009, 14:37 |
ძირს პრეზიდენტი! გაუმარჯოს პრეზიდენტას! |
Posted by: ფარსმანი 30 Jun 2009, 20:55 |
თიბისის ფორმულით რაც უფრო მეტს შეიტან "ზედმეტ" თანხას weighted average(საშუალო შეწონილი) საპროცენტო განაკვეთი მცირდება მაქსიმუმ შესაძლოა მიიღოთ 15% |
Posted by: Mr-President 30 Jun 2009, 21:22 |
ფარსმანი 15.34% |
Posted by: Did_Giorgi 30 Jun 2009, 21:28 | ||
Mr-President
აბა 25% და მეტიცო?? |
Posted by: Mr-President 30 Jun 2009, 21:44 | ||
Did_Giorgi
25% რა დროს გამოდის, დათვლილია და გადახედე. |
Posted by: Tvalebi 1 Jul 2009, 01:38 |
Mr-President თუ გინდა როგორ ხარ ? დადე რა % ერიცხება მაგ ანაბარს ევროში და დოლარში ... |
Posted by: Mr-President 1 Jul 2009, 01:41 | ||
Tvalebi
კარგად, თავად? დოლარში, ლარში, ევროში ანალოგიური %.... 100 ევროს აგროვებ, გჩუქნიან 100 ევროს. 1000 დოლარს აგროვებ ყოველ თვე, გჩუქნიან 1000 დოლარს. ძალიან მარტივია რა. |
Posted by: Tvalebi 1 Jul 2009, 04:36 | ||
Mr-President
კარგი რა, ეს უკვე მარტლა რაღაც აფერაა ჯერერთი სადაა ლოგიკა რომ 3 ვალუტაში ერთი და იგივე % იყოს ? ან თუა იასნია რაღაც ნიტოა დადე აბა რა ფორმულით ჩეტქავ რო ასე გამოგდის |
Posted by: De-Phazz 1 Jul 2009, 10:19 |
Mr-President რამდენიმე კითხვა მაქვს: - თანხის შეტანა ბონუს ანაბრის ანგარიშზე ხდება პირდაპირ, თუ მიმდინარე ანგარიში უნდა გავხსნა და იქიდან გადაირიცხება? - თუ მიმდინარე ანგარიშის გახსნა საჭიროა, უფასოა თუ ჩვეულებრივ 10 ლარი ღირს? და მომსახურების ყოველთვიური საკომისიო 0.90 ლარი? - ანაბრის ვადის დასრულების შემდეგ მოქმედებს თუ არა თანხის გატანის საკომისიო 0.2%-ის ოდენობით? მადლობა. |
Posted by: Mr-President 1 Jul 2009, 12:05 | ||||||||
De-Phazz
მიმდინარე არ მოითხოვება, შეტანა ხდება პირდაპირ. თუ ავტომატურად გინდა გადავიდეს ბარათიდან, მაშინ რომელიმე სხვა ანგარიში ლოგიკურად აუცილებელია.
საჭირო არ არის. პირდაპირ შეგიძლია დამატება.
არა........ * * * Tvalebi
ქართული გეყურება შენ? რომ გეუბნები რომ ეგრეა, ესე იგი ეგრეა. http://www.tbc.ge/ge/private/deposits/bonus_deposit/ არანაირი კალკულატორი არ გინდა. ყოველ თვიურად რასაც შეიტან, მე-13-ს ბანკი გჩუქნის. 100 ევროს აგროვებ, 1300 ევრო გექნება წლის ბოლოს ანუ 100-ს გჩუქნის 500 დოლარს აგროვებ, წლის ბოლოს გექნება 500*12+500 1000 ლარს აგროვებ 1000*12+1000 |
Posted by: Tvalebi 1 Jul 2009, 12:29 | ||
Mr-President
რომელი ბუდა შენ ხარ ? არ გამოდის როგორც არ ვთვალე, გამომდის 14-14,7-ის ფარგლებში |
Posted by: De-Phazz 1 Jul 2009, 12:30 | ||
Mr-President
ანაბრის ვადის დასრულების შემდეგ, თუ არ მივაკითხე, სად მიდის თანხა? ლოგიკურად რაღაც ანგარიშზე უნდა გადავიდეს. |
Posted by: Mr-President 1 Jul 2009, 14:38 | ||||
Tvalebi
მიბმული ფაილი ნახე De-Phazz
ავტომატურად გრძელდება ანაბარი თუ 2 კვირის განმავლობაში არ მიაკითხავ. აი სად მიდის ეგ ანაბარი, ვერ გეტყვი. |
Posted by: kotekh 1 Jul 2009, 14:42 | ||
Tvalebi
რა ფორმულა გინდა გლაზ? რატომ ვერ იჯერებ? ყოველთვე შეგაქვს წლის განმავლობაში 100$ წლის ბოლოს გიბრუნებენ 1300$-ს ანალოგიურად ლარზეც და ევროზეც. თუ გინდა დათვალე ეხლა პროცენტი. ოღონდ გვითხარი მერე როგორ დათვლი, თორე შენი თვლა რო ვიცი |
Posted by: Fedka 1 Jul 2009, 15:32 |
ამ ანაბრის აზრი სწორედ მივხვდი? წლის განმავლობაში ყოველთვე 100 თუ შეგაქვს, წლის ბოლოს 1200 ნაცვლად გამოგდის 1300, ანუ ნამატი არის 100 ერთეული, %-ულად თუ გადავიყვანთ დიდ განსხვავებას არ გვაძლევს სტანდარტულ % სარგებელთან შედარებით. გასათვალისწინებელია ყოველი ზედემტობით შენატანის 10% რაც დადებით მხარეა მაგრამ არის მეორე მხარეც თუ ერთხელ მაინც ვერ შეიტანე განსაზღვრული თანხა სრულად, ბონუსი უქმდება და 12=13 გარდაიქმნება 12=12-ად. მახე არის დაგებული იქ რომ ნაცვლად წლიური %-სა, სარგებელს ვიღებთ განსაზღვრულ თანხას, რომელიც რეალურად არც ისე მეტია ვიდრე სხვა ანაბრების შემთხვევაში. თუ ვცდები იქნებ ვინმე კომპეტენტური გამომეხმაუროს |
Posted by: banker 1 Jul 2009, 18:12 |
ეს თემა კიდევ ცოცხალია? ))))))) ძირს პრეზიდენტი! გაუმარჯოს პრეზიდენტას! |
Posted by: Mr-President 1 Jul 2009, 20:30 | ||
Fedka
15.34% რომელ ბანკს აქვს ზრდად ანაბარზე ევროს ვალუტაში? იცი ასეთი? სულ მახე ნუ გელანდებათ კონკურენტი ბანკის თანამშრომლებს... |
Posted by: Fedka 1 Jul 2009, 20:48 | ||||
არა არ ვიცი. ეგ არ არის გარანტირებული %, ეგ არის გარკვეული ვალდებულების (ყოველთვიური შენატანი) შესრულების შედეგად მიღებული სარგებელი. თუ ვალდებულება ვერ შეასრულე 15.34% არ დაერიცხება თანხას. ორენჯ ბარათი ძალიან კარგი პროდუქტია თუ სწორედ განკარგავ, უპროცენტო კრედიტია ბოლო ბოლო, მაგრამ თუ გაწერილი ვალდებულება ვერ შეასრულე დიდი ხარჯი გიჩნდება. ანალოგიური პრინციპია აქაც არ მეთანხმები? თუ შეიტან ყოველთვიურად კი კარგია, მაგრამ სიტყვაზე მე-10 თვეს თუ ვერ მოახერხე, უკვე ანაბარი კარგავს თავის დადებით მხარეს. მე ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება საქართველოში რომელიც წინასწარ განსაზღვრავს მომდევნო 12 თვის ხარჯს, შესაბამისად გამოყოფს კონკრეტულ თანხას შესანახად, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში შეიტანს. ეს ძალიან კარგად იცის ამ პროდუქტის შემქმნელმაც, და ორიენტაციაც მაგაზე არის აღებული რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მიიღონ მეტი რესურსი.
რა იცი რომ კონკურენტი ბანკის, ან საერთოდ ბანკის თანამშრომელი ვარ? |
Posted by: Mr-President 1 Jul 2009, 20:58 |
Fedka ვინც შეასრულებს, ის გახსნის... |
Posted by: Tvalebi 2 Jul 2009, 03:39 |
kotekh Mr-President არ დაიღალეთ ან ერთი და ან მეორე ? თქვენთნ კამათი იგივეა რაც კედელს ცერცვი აყარო |
Posted by: Fedka 2 Jul 2009, 09:50 | ||
Mr-President
დავკონკრეტდები და ვიტყვი რომ, გახსნით ბევრი გახსნის მაგრამ შეასრულებს ცოტა. მაგრამ ვინც შეასრულებს მოგებული დარჩება For Sure |
Posted by: kotekh 2 Jul 2009, 09:56 | ||
Tvalebi
შენ ამას ჩემთან კამათს ეძახი? დეპოზიტის პირობა ვერ გაგიგია და დაგიჯერებია და შენ საერთოდ რაზე უნდა გეკამათო? |
Posted by: banker 2 Jul 2009, 10:10 | ||
Tvalebi გაიგე რა გითხრა კოტეხამ????? პასტის გული ვერ მოითმენს და ადუღდება...... :პოპკორნისმაილიკი: Mr-President
ისე, მეორე ნაწილზე, ანუ დამატებით 10%-ზე აღარ ვლაპარაკობ და ეგ განაკვეთიც არასწორად გაქვს გამოთვლილი და იქ რომ ექსელის ფორმულები ჩასვი, ის ფორმაც არასწორი იყო ერთობლიობაში 14.7% უნდა მიგეღო ძირს პრეზიდენტი! გაუმარჯოს პრეზიდენტას! |
Posted by: Mr-President 2 Jul 2009, 12:27 | ||
banker
შენი ვერსია ატვირთე რა, თუ შეიძლება და ვნახოთ აბა... დღეების მიხედვით მაქვს დათვლილი ზუსტად 365 დღეზე დაანგარიშებით. განტოლებითაც ამოგიხსნი: I თვეს % იქნება x*y%/12 II თვეს % იქნება 2x*y%/12 და ა.შ. სულ იქნება x-დან 12x-მდე ჯამი, რაც არის 78x ანუ განტოლებას მივიღებთ 78x*y%/12=x აქედან y%=12/78 y=15.38 |
Posted by: De-Phazz 2 Jul 2009, 13:52 |
Mr-President შენატანი ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში უნდა გავკეთო თუ ნებისმიერში? |
Posted by: kotekh 2 Jul 2009, 16:14 |
Mr-President ნუ ართულებ საშუალო ნაშთი გამოდის წლის განმავლობაში 650 ლარი, დარიცხული პროცენტი 100 ლარი. 100/650=15.38% რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია |
Posted by: banker 2 Jul 2009, 18:15 |
Mr-President kotekh ერთ რამეშია დირკა - ფულს იღებ მე-13 თვეს და არა მე-12 თვეს, ხოდა 1 თვით ზედმეტად სარგებლობის გამო მცირდება ეგ %. ყველაზე ზუსტი IRR-ის ფორმულითაა და ნახეთ - 14.7%-ია |
Posted by: kotekh 2 Jul 2009, 20:19 | ||
banker
რას გულისხმობ 13-ე თვეში? ვადა გაუვა თუ არა შეგიძლია აიღო. მეცამეტე თვის პირველ დღეს იღებ, ეგ ამცირებს პროცენტს? |
Posted by: Mr-President 2 Jul 2009, 21:49 | ||||||
kotekh
მაინც დავუღეჭავ, თუ ვერ გაიგეს. De-Phazz
ნებისმიერში. შეგიძლია, თვის 1-ლი რიცხვიდან ბოლო რიცხვამდე ნაწილ-ნაწილაც შეიტანო. banker
შეგიძლია 2 შენატანის მერეც აიღო ეგ %. |
Posted by: banker 3 Jul 2009, 00:07 | ||
Mr-President
ხოო, მასე თუა, მაშინ მართლები ხართ. |
Posted by: kotekh 3 Jul 2009, 17:42 | ||
Tvalebi
ვკვდები ინტერესით როგორ თვლის ეს კაცი პროცენტებს მიდი გლაზ გამოგვიცხვე ფორმულა |
Posted by: irakot 3 Jul 2009, 23:27 | ||
kotekh
სანამ ეგ გამოაცხობს მოდით თქვენ დადეთ 25% საიდან გამოგივიდათ მაგრათ მაინტერესებს, ოღონდ თუ ძმა ხარ ის არ დამიწერო 15 +10 გთხოვ, ეგ მარტო ერთი გენიალური ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია მგონი |
Posted by: Mr-President 3 Jul 2009, 23:40 | ||
irakot
მარკეტინგულ შეფუთვასთან როგორ ხარ ისე? როგორ მივიღე 25% და როცა ძირითადი შენატანი უდრის დამატებით შენატანს. ძირითადზე 15.34% გერიცხება და დამატებითზე 10%. თუ ძირითადი და დამატებითი ტოლია, მაშინ გამოდის 25%. |
Posted by: misha1988 3 Jul 2009, 23:50 | ||
Mr-President
რა ტიპი ხარ რა არაა ეგ 25% და მიკვირს ასეთ რაღაცას როგორ ამბობ... ის 15 % არის მთავარ შენატანზე ანუ ვთქვათ 200 ლარზე და 10% არის დამატებთზე ეს არ ნიშნავს რომ უნდა შეკრიბო ეგ პროცენტები რადგან არანაირად არ გამოდის მთლიანი თანხის (ძირითადი+დამატებითი) 25% ანუ თუ ძირითადი თანხა უდრის დამატებითს, გამოდის მთლიანი თანხის (15+10)/2=12.5% მარტვისი პროცენტებია რა არ ხარ სწორი ! |
Posted by: Mr-President 3 Jul 2009, 23:54 | ||||
misha1988
მათემატიკას მაინც ნუ მასწავლი. როგორც რეკლამაში ამბობენ ხოლმე სლოგანებს, მაგ პონტშია რა |
Posted by: valo 3 Jul 2009, 23:58 | ||
|
Posted by: Registration Form 5 Jul 2009, 00:23 |
როგორც გინდათ ისე ითვალეთ თქვენ პროცენტები, მაგრამ სხვა ბანკების ზრდად ანაბრებზე გაცილებით მაღალი სარგებელი ყველა ვარიანტი რომ აქვს ბონუს ანაბარს ხომ ფაქტია რააა |
Posted by: Fedka 5 Jul 2009, 09:55 | ||
Registration Form
ყველა ვარიანტში არ აქვს. თუ ვერ შეასრულებ ვალდებულებას ბონუსს ვეღარ იღებ და % აღარ არის გამოდის მაღალი. |
Posted by: Registration Form 5 Jul 2009, 11:22 | ||||
აუუუუ აბა თქვენა ხართ რააა. ზრდადი იმას ნიშნავს რომ იმ სხვა ბანკშიც უნდა შაესრულო ეგრე საერთოდ ნუ შეიტან ანაბარს და გექნება ძვირფასი მაღალი საპროცენტო განაკვეთი -------> 0 აუ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ. რა დემაგოგი ხალხი ხართ ტოოო ცვეტში სხვა ბანებიდან ხართ მოგზავნილები ბრის ბრის |
Posted by: Fedka 5 Jul 2009, 12:07 | ||
Registration Form რატომ ანერვიულდი?
ასეთ რამეს რომ წერ უნდა გაითვალისწინო, რომ საწინააღმდეგო აზრი დაიწერება, იმიტომ რომ "ყველა ვარიანტი" არის ტყუილი. |
Posted by: Registration Form 5 Jul 2009, 13:35 | ||||
საწინააღმდეგო აზრი არაა ეგ. კლასიკური დემაგოგიაა. ანეკდოტი დემაგოგზე: რატომ არ დამირეკე? ტელეფონი რომ არ მაქვს იმიტომ? იგივე: ბანკო, რატომ არ დამარიცხე პროცენტი? ფული რომ არ შემოვიტანე იმიტომ? |
Posted by: Fedka 5 Jul 2009, 14:08 | ||
Registration Form არ გეტყობა საუბარში, რომ განსხვავებას ვერ პოულობდე თანხის ერჯერად შენატანსა და 12-ჯერ შენატანს შორის.
ეგ ანეგდოტი ჩვეულებრივ ვადიან დეპოზიტზე წავა, ბონუს ანაბარზე დაახლოებით ესე იქნება: "ბანკო, რატომ არ დამარიცხე %? მეთორმეტეჯერ რომ ვეღარ შემოვიტანე იმიტომ? |
Posted by: kotekh 5 Jul 2009, 18:32 | ||
irakot
ვისაც გამოუვიდა იმას კითხე მე ეგეთი რამ არსად მითქვამს |
Posted by: ლაჟვარდის Feri 5 Jul 2009, 18:34 |
15.34% კი არის მარა 25 არააა პროცენტების შეკება ვის გაუგონიაა? გვეკაიფება მოდერი ვერ მიხვდიით? ზოგადად 15.34 ძალიან მაღალია პროცენტია მითუმეტეს ზრდად ანაბარზე, ასე რომ ეს ანაბარი რო ყველაზე კაი მაგას ლაპარაკი აგარ უნდა, მარა 25ს ნუ წერთ რაააა, არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებ :roll: |
Posted by: irakot 6 Jul 2009, 00:06 |
ისე მაგრათ მიკვირს მოდერს რატომ არ ქვს პროცენტები დათვლილი იმ პირობით როცა შეგიძლია პროცენტი მეორე შენატანის მერე აიღო სულ ცოტა 2 %-ით მოიმატებს მაგ ანაბრის ფასი |
Posted by: bui89 10 Jul 2009, 18:21 |
ხალხო ტაოპრივატ ბანკში 1 თვიან ანაბარზე მართლა წლიურ 13% იძლევიან? თუ თვის ბოლოს ტყდებიან მაყუთით? |
Posted by: turqeti22 11 Jul 2009, 11:43 | ||
რაც სეიძლება მეტი ფული შეიტანეთ ბანკბში ...რომ მერე ბანკებმა ისევ თქვეენ მოგაპროცენტონ. და თუ 1 წლიან ანაბარს გახსნას აპრებთ ვინმე .მე მომანდეთ თ1ვენი ფული და გპირდებით რომ უფრო მეტ ფულს დაგიბრუნებთ რასაც ბანკი გაძლევთ. |
Posted by: wwwtiniko 11 Jul 2009, 23:19 | ||
ნამდვილად 13 % ლარში ანაბარზე, უცხოურ ვალუტაში კი 10 %, თუ არ გაიტან თანხას ემატება წლიური % |
Posted by: turqeti22 12 Jul 2009, 00:05 |
ნეტა საზღვარგარეთ რა არის საპროცენტო განაკვეთები? მაგალითად შვეიცარიაში ... |
Posted by: Fedka 12 Jul 2009, 13:31 |
turqeti22 3-4% იყო 2 წლის წინ. ალბათ ეხლაც მასეა |
Posted by: turqeti22 12 Jul 2009, 13:37 | ||
Fedka
და სესხი რომ აიღო??? რამდენი აქვთ სა% განაკვეთი? |
Posted by: Fedka 12 Jul 2009, 19:35 |
b]turqeti22[/b] არ ვიცი, ვერ გეტყვი ალბათ 7-8%. იდეაა იქ სესხის აღება და საქართველოში დეპოზიტზე დადება არა? როცა ბანკები 13-15% იხდიან დოლარში , ფანტასტიურია. "მარასადაასმაილიკი" |
Posted by: valo 12 Jul 2009, 21:10 | ||
მაგარი იდეაა მაგრამ, მაინც რამდენი უნდა ისესხო რომ იმდენი დაგრჩეს წვალებად ღირდეს |
Posted by: bui89 12 Jul 2009, 21:34 |
ერთი 100 000 $ იქ ისესხო აქ ჩაასესხო, ეხ სადააა კაი ცხოვრება |
Posted by: valo 12 Jul 2009, 21:37 | ||
და რამდენი უნდა დაგიტოვოს მოგება? 6000-7000 $ წელიწადში ხო? ხარჯებზე არაფერს ვამბობ |
Posted by: bui89 12 Jul 2009, 21:42 |
valo მეტი ვისესხოთ ჩვენ ხელში არ არის? 1 000 000 ავიღოთ ან 10 000 000 ზატო რა მოგება იქნება |
Posted by: Fedka 12 Jul 2009, 21:50 | ||
|
Posted by: valo 12 Jul 2009, 22:17 | ||
იმ მილიონის დედას @@@@@ წელიწადში რო 70 000 დაგიტოვებს |
Posted by: Mr-President 12 Jul 2009, 23:35 |
საკუთარი მოგების გარჩევის თემაა თუ ანაბრების. ნუ აოფებთ. |
Posted by: misha1988 17 Jul 2009, 08:47 | ||
bui85
ეს მართალია ????? ამხელა სარგებელი 1 თვიანზე ?? დამიდასტურეთ ვინმემ |
Posted by: valo 17 Jul 2009, 23:37 | ||
misha1988
http://privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_1_8g.html |
Posted by: bui89 21 Jul 2009, 10:37 |
და მე მაინც რაღაც ნაირად მერიდება ასეთი მაღალი პროცენტის, HYIP-ს მაგონებს ისე ახალი ფორმულა როგორააა დღეების სიზუსტიტ რო გადავთვალო ანაბრის მოგება. ანუ ძველი რო მოგვცა მოდერმა ეგ 10% ბაჟსაც იტვალისწინებს, მარა ბაჟI ხო აღარაა. |
Posted by: Fedka 21 Jul 2009, 17:28 |
დრეს ესეთი რაღაც მოვისმინე და შეესაბამება სიმართლეს თქვენი აზრით? ნორვეგიაში დეპოზიტზე ნაღდი სახით შეტანილ თანხაზე უფრო მაღალი % არიცხავს ბანკი, ვიდრე ჩარიცხულ თანხას. ბუნებრივია სხვა თანაბარ პირობებში. |
Posted by: valo 22 Jul 2009, 00:34 | ||||
Fedka
მოგცლია რა ნორვეგიაში წასაღები ფული გაქ? |
Posted by: Fedka 22 Jul 2009, 09:59 | ||||
კი და გადავწყვიტე ნაღდი სახით გადავიტანო რომ უფრო მაღალი % დამარიცხონ
|
Posted by: Mr-President 22 Jul 2009, 13:25 | ||
|
Posted by: Tvalebi 24 Jul 2009, 02:04 |
ესე დაენძრა ტაოს რომ თვეში 10%-ს არიცხავს ანაბარს ???? |
Posted by: misha1988 24 Jul 2009, 10:25 | ||
Tvalebi
ლარში 13-ს http://forum.ge/?showtopic=33877659&view=findpost&p=14741753 |
Posted by: Tvalebi 24 Jul 2009, 18:08 | ||
misha1988
ეგ კი ვნახე... მარა თუ ასეთი პიზ...ეცი აქ შეიტანს ხალხი ??? |
Posted by: misha1988 24 Jul 2009, 18:18 | ||||
დ Tvalebi
ხო, სარიკოა... 1 თვითაც სარისკოა... 1 თვეზე წლიური 13% ნორმალური თანხა რომ გამოვიდე კაი მყუთი უნდა ჩადო... დააგროვებენ ამ კაი მაყუთებს და წავლენ უკრაინაში |
Posted by: valo 24 Jul 2009, 19:40 | ||||||
misha1988
ძ ---
ხოდა სადაც არაა სარისკო იქ მოიტანეთ |
Posted by: Tvalebi 24 Jul 2009, 21:14 | ||
misha1988
დავბრუნდით 90-იანების დასაწყისში ???? valo |
Posted by: Fedka 25 Jul 2009, 10:12 | ||||
+1 |
Posted by: INA-INA 26 Jul 2009, 19:40 |
@@@@@ ორგანიზაცია: საქ. მეანაბრეთა ინტერესების დაცვის კავშირი ანაბარი პროფილი: არასამთავრობო ორგანიზაცია მისამართი: 0119, აკ. წერეთლის გამზ. 142 ტელეფონი: 348828 2007-12-03 @@@@@ ხომ არ იცით ზევით დაწერილი რას ეხება, ბანკში გახსნილ ანაბრებს? |
Posted by: Irakli.B 27 Jul 2009, 12:33 |
ჩაამატეთ ჩვენი ახალი ანაბარიც მაგ სიაში ზრდადი მომავლის ანაბარი http://www.basisbank.ge/private/deposits/increasing_savings_deposit/ რა არის ზრდადი მომავლის ანაბარი? ზრდადი მომავლის ანაბარი ქართულ საბანკო ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის ანაბარია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დააგროვოთ საკუთარი თანხები და მათზე მიიღოთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ასევე, ისარგებლოთ ბანკისგან გარანტირებული სესხით (ბანკში მოქმედი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით) თქვენ მიერ დაგროვებული თანხის შესაბამისად. თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ყოველთვიური დანაზოგის ოდენობა. ანაბარზე ყოველთვიური შემონატანების მოცულობა შეუზღუდავია. ბონუსი ზრდადი მომავლის ანაბრის მფლობელთათვის (მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის) : თქვენ, როგორც მეანაბრეს, ამიერიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ ბაზისბანკისგან გარანტირებული სესხით (შემოსავლის დამადასტურებელი საბუთების გარეშე), რომლის მოცულობა განისაზღვრება თქვენი მინიმალური შემონატანების მოცულობის შესაბამისად. მეანაბრეს, ანაბრის ხელშეკრულების თანახმად, გარანტირებული აქვს, მიიღოს ბანკისგან სესხი: მის მიერ დეპოზიტზე შემონატანების მინიმალური მოცულობის ერთმაგი ოდენობა + თანხა, რომელიც მომხმარებელმა დააგროვა ანაბარზე. (სესხის პირობები: გარანტირებული სესხისთვის ყოველთვიური მინიმალური დანაზოგი შეადგენს 100 ლარს. გაიცემა 3 სახის მიზნობრივი სესხი: სამომხმარებლო, იპოთეკური და ავტოსესხი. სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დეპოზიტის ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული, შეადგენს: - იპოთეკურ სესხზე 16%-ს - ავტოსესხზე 18%-ს - სამოხმარებლო სესხზე 20%-ს დამატებითი პირობები: გარანტირებული სესხის ვადა იგივეა, რაც დეპოზიტის ვადა. სესხის პროცენტი დამოკიდებულია სესხის მიზნობრიობაზე. არაუზრუნველყოფილი გარანტირებული სესხის მაქსიმალური მოცულობაა 3000 ლარი. სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ანაბრის მაქსიმალური განაკვეთის შესაბამისად: · +2% იპოთეკური სესხი · +4% ავტოსესხი · +6% სამომხმარებლო სესხი |
Posted by: bui89 5 Aug 2009, 17:17 |
ხალხო დღეების სიზუსტიტ ანაბრების ახალი ფორმულა დადეთ რა |
Posted by: Zorro 6 Sep 2009, 19:10 |
მაინტერესებს ვადიანი ანაბარი დოლარში 1 წლით, ოღონდ პროცენტის ანუ სარგებლის ყოველთვიური გატანით. ყველაზე კარგი პირობებით რომელ ქართულ ბანკს აქვს? აბა ბანკირებო და საბანკო საქმის სუპერ ექსპერტებო დამეხმარეთ |
Posted by: RATI_DV 12 Sep 2009, 13:10 |
http://www.tbc.ge/ge/private/deposits/my_safe/ თიბისელებო აი ამ ანაბარზე მითითებულია "სტიმული" "უნივერსალი" და "პრესტიჟი", რომლის ქვემოთ აღნიშნულია დამატებული (ბონუსი) სარგებელი და როგორ უნდა გახსნა დავუშვათ "ჩემი სეიფი" "პრესტიჟი-თ"? |
Posted by: Mr-President 13 Sep 2009, 01:40 |
RATI_DV დარეგისტრირდები მაგ სატარიფო პაკეტზე და ავტომატურად დაგერიუცხება ის სარგებელი, რომელიც მითეთებულია. |
Posted by: RATI_DV 13 Sep 2009, 13:35 |
Mr-President მაგ სატარიფო პაკეტზე დარეგისტრირება უფასოა თუ? ეგ თუ მასეა მაშინ როგორც გავიგე საქართველოში ცომერციულ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი სარგებელი გამოდის მოთხოვნამდე ანაბრებზე... 11.5 % |
Posted by: Mr-President 13 Sep 2009, 14:30 |
RATI_DV http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/tariff_packages/compare_and_choose/ |
Posted by: RATI_DV 13 Sep 2009, 20:57 |
Mr-President მადლობა, გავიგე ყველაფერი |
Posted by: მაჰათმა განდი 14 Sep 2009, 14:44 |
2009 წლის 1 სექტემბრიდან, პროკრედიტ ბანკმა ვადიან ანაბრებზე ევროში და $-ში განთავსებულ თანხებს 2 პროცენტი დააკლო,, თი ბი სის და საქ.ბანკს აქვთ ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მაგალითად, 6 თვიან ევრო ანაბარზე 10 % - წლიური. რესპუბლიკას , ევრო, 6 თვის ვადით - ოღონდ 9 % წლიური. საინტერესოა, სად უფრო ჯობია ანაბრის განთავსება? ბონუს პროდუქტების შესახებ რა იცით? თი ბი სი ზე ვფიქრობ და ცუდი არჩევანს ხომ არ ვაკეთებ ?? პატივისცემით, განდი. |
Posted by: INA-INA 14 Sep 2009, 16:38 |
mahatma-gandhi ბონუსები საქართველოს ბანკში: * 3,500 ლარამდე (ექვივალენტი თანხის) ანაბრის გახსნისას -Visa Electron/Cirrus Maestro პლასტიკური ბარათი; * 3,500-40,000 ლარამდე (ექვივალენტი თანხის) ანაბრის გახსნისას -Visa Classic/ MasterCard Standard პლასტიკური ბარათი; * მინიმუმ 3,500 აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი თანხის) ანაბრის გახსნისას – უფასოდ საკრედიტო ბარათი OrangeCard (საკრედიტო ბარათის განაცხადზე, ბანკის დასტურის შემთხვევაში). კიდევ რა ხდება მანდ? ხე დაირგვება შენი სახელით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში(სერთიფიკატი ივსება, თუ გინდა სხვის სახელ-გვარას მიუთითებ და იმ პიროვნების სახელით დაირგვება) მერე http://www.sb24.ge/?action=295&lang=geo აქ შეგიძლია ნახო დარგვის შემდეგ, და გათამაშებაში მიიღებ მონაწილეობას. |
Posted by: მაჰათმა განდი 14 Sep 2009, 17:04 |
INA-INA მადლობა ინფორმაციისთვის ადრე საქ.ბანკის მომსახურება მომწონდა, თუმცა სამწუხაროდ ინტერნეტ ბანკინგი იყო ის მიზეზი რისთვისაც გამოვემშვიდობე საქ.ბანკს. საკმაოდ გართულებულა ბანკინგი. ელემენტარული 2 სიტყვიანი წერილი რომ გააგზავნო ბანკის წარმომადგენელთან, სპეც კოდს ითხოვს, რომელიც მობილურზე უნდა მოგივიდეს, და რაც მე არ მაწყობდა. მოკლედ, მადლობა ბონუსების შესახებ საუბრისთვის, ვნახავ ყველა ბანკის პლიუს მინუსებს და შემდეგ გადავწყვეტავ სად ჯობია ანაბრის განთავსება, პატივისცემით, განდი. |
Posted by: Angelopulosi 21 Sep 2009, 12:30 |
ბავშვის ანაბრის გახსნა მინდა და ორ ბანკს შორის ვერ ამოვარჩიე, ან ბაზისბანკი, ან თიბისი. თუ იცით, დაზღვეულია ანაბარი? რა მექანიზმით. |
Posted by: Mr-President 21 Sep 2009, 12:49 |
Angelopulosi სადაც დიდი %-ია, იქ შეიტანე. ანაბრის დაზღვევა არ არსებობს. ბანკს უნდა ენდობოდე. |
Posted by: giorgixuco 21 Sep 2009, 13:01 | ||
ჰო საქართველოში სამწუხაროდ არ ხდება დაზღვევა ანაბრების... მე ეხლა მიმთავრდება ერთ ანაბარზე ვადა...საქართველოდან თიბისი ში მინდა გადატანა $ შია. მაინც სახელფასო იქ მაქვს და განვადება რომ დამჭირდეს უფრო გამიადვილდება ხო მგონი? |
Posted by: wwwtiniko 4 Oct 2009, 14:16 | ||
ტაოპრივატში ასეთი პროცენტებია ევროსა და დოლარში 3 თვე 10.25 % 6 თვე 10.50 % 12 თვე 12.75 % კითხვა მოდერატორს. რატომ არ დევს ტაოპრივატ ბანკის ანაბრებზე ინფორმაცია??ეხლა ახალი აქცია დაიწყო მულტი სავალუტო, საპროცენტი განაკვეთი ლარში 16.25 %, დოლარსა და ევროში12.75 % წლიური http://privatbank.ua/info/geo/pressrelise/readrelease_new.stm?fileName=dpr_DNH0_2009_9_17g.html |
Posted by: Mr-President 4 Oct 2009, 16:50 | ||
wwwtiniko
ანაბარი ტაოში? ჰუჰ |
Posted by: wwwtiniko 4 Oct 2009, 20:23 | ||
და რატომ??? |
Posted by: Frankens†ein 4 Oct 2009, 23:03 |
მოკლედ ხვალ ვხსნი ანაბარს... აუცილებლად თიბისიში და 12=13 ყველაზე კარგია მგონი ხო? ორი ანაბარი უნდა გავხსნა... ერთი რამე ისეთი ფიქსირებული თანხა რო შემწონდეს და ვადიანი იყოს და მეორე ჩემი სეიფი რო რამდენიც მინდა რო შევიტანო და თუ დამჭირდება როცა მინდა თავისუფლად რო გამოვიტანო... მოკლედ თიბისელებო, მირჩიეთ 12=13-ს რომელი ანაბარი ჯობია... |
Posted by: deka136 5 Oct 2009, 00:29 | ||
ვახ ჩემიიიი.... კამიკაძე |
Posted by: mimi89 5 Oct 2009, 12:53 |
ისა მაინტერსებს რომელი ბანკის ანაბრებია თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მისაღები? ...... თემა მაქვს დასაწერი რომელიმე ბანკის ანაბარზე და არ ვიცი რომელი ავირჩიო |
Posted by: Frankens†ein 5 Oct 2009, 13:20 | ||
არავინ მპასუხობს ამ აპინულ თემებში... Mr-President ცალკე თემა რო გავხსნა კიდე ივორნები |
Posted by: Mr-President 5 Oct 2009, 17:25 |
Frankens†ein თუ დაგროვება გინდა, მაშინ 12=13 |
Posted by: Frankens†ein 5 Oct 2009, 17:35 | ||
ეგ გავხსენი უკვე |
Posted by: მაჰათმა განდი 10 Nov 2009, 14:25 |
საინვესტიციო ანაბრის შესახებ მაქვს შეკითხვა ,, http://www.sb24.ge/?action=298&lang=geo ეს ანაბარი იხსნება 12 თვით, გარანტირებული 10 % სარგებელი, მაქსიმალური მთლიანი სარგებელი: წლიური 21%, ასევე, წერია: ციტატა/ ანაბრის გახსნის მომენტში თქვენ წინასწარ გეცოდინებათ ოქროზე დადგენილი ფასი, ხოლო საბოლოო ფასის დადგენის თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულებით ციტატის დასასრული/ ანუ, დავუშვათ 2009 წლის დეკემბერში გავხსენი ოქროს ანაბარი , უნცია ოქროს ფასი ანაბრის გახსნის პერიოდში იყო 800$ ,, ოქროს ფასმა მოიმატა 2010 წლის თებერვალ - მარტში 1000 $-მდე, 2010 წლის აპრილის შემდეგ, 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით ფასი დავიდა იგივე ნიშნულამდე 800$ , რაც ანაბრის გახსნის დროს არსებობდა, დეკემბერში დასრულდა ჩემი ანაბრის ვადა,, კითხვა : რამდენია სარგებელი ანაბრის დასრულებისას? თებერვალ-მარტში დაფიქსირებული უნცია ოქროს ფასი $ 1000 როგორ იმოქმედებს, ანაბრის ვადის დასრულებისას მიღებულ სარგებლის პროცენტზე? მადლობა პატივისცემით, განდი. |
Posted by: INA-INA 10 Nov 2009, 15:45 | ||
mahatma-gandhi
არ იმოქმედებს. |
Posted by: მაჰათმა განდი 10 Nov 2009, 16:29 | ||
INA-INA
ცუდია ანუ, 12 თვე გაქვს ანაბარზე თანხა, და მაინც და მაინც მე12-ე თვეზე რომ დაიწიოს ფასმა, გამოდის რომ სარგებელი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, შესაბამისად ანაბარი ჩვეულებრივ ანაბარს ემსგავსება და უფრო ცოტა საპროცენტო სარგებელს მიიღებს მეანაბრე, ვიდრე ვადიან ანაბარზე თანხის 1 წლის ვადით განთავსების შემთხვევაში, მადლობა ყურადღებისთვის პატივისცემით, განდი. |
Posted by: ASUS-TEK 10 Nov 2009, 18:52 |
14.5 სიმშვიდეა პროკრედიტში რამხელა პროცენტია ზრდად ანაბარზე |
Posted by: donvaso 20 Nov 2009, 23:14 |
გამარჯობა, მოკლედ 750 ლარი მაქვს და მინდა შევიტანო ანაბარზე. ფული უნდა გამოვიტანო მაისში ანუ 6 თვიანი მინდა. სად მირჩევთ ??? |
Posted by: valo 21 Nov 2009, 00:32 |
donvaso საქართველოს ბანკში http://www.sb24.ge/?action=340 |
Posted by: მაჰათმა განდი 22 Nov 2009, 17:03 | ||
valo
ლარში არ ვიცი და დოლარში და ევროში საქ.ბანკმა დააკლო პროცენტები,, თი ბი სი - ს აქვს ყველაზე მაღალი პროცენტი ევროში და დოლარში,, (თუ არ ვცდები ) პატივისცემით, განდი. |
Posted by: Tvalebi 22 Nov 2009, 17:10 | ||
mahatma-gandhi
ამ პოსტის მერე გადავხედე და ბაზის ააქვს უკეთესი |
Posted by: მაჰათმა განდი 22 Nov 2009, 17:59 | ||
Tvalebi
შენმა პოსტმა დამაინტერესა და შევედი ბაზისბანკის საიტზე http://www.basisbank.ge/private/deposits/time_deposit/ ვადიანი ანაბარი - ევრო - 6 თვით - ვადის ბოლოს გატანით = 9.5% იგივე სახის ანაბარზე, თი ბი სი-ს აქვს იგივე პროცენტი, http://www.tbc.ge/ge/private/deposits/term_deposits/rates/ ანუ, ვადიანი ანაბარი - ევრო - 6 თვით - ვადის ბოლოს გატანით = 9.5% თუკი, ლარში ანთავსებს მეანაბრე თანხას, მაშინ ბაზის ბანკის აქვს 0.25-ით მეტი სარგებელი,, ნოემბერში, ფაქტიურად ყველა ბანკმა დაწია საპროცენტო სარგებლის თამასა ევროში და დოლარში,, პროკრედიტბანკმა დაიწყო ეს პროცესი ოქტომბრის დასაწყისში და შემდეგ აყვა მთელი საბანკი სისტემა არ არის კაცო ეს ჰა?? ჰო, ბი თი ეი- ს ქონდა ყველაზე მაღალი პროცენტები ვალუტაში, თუმცა როგორ რეკომენდაციას უწევ შენ ამ ბანკს? საიმედოობის ხარისხი როგორი მდგრადია? თუმცა, ახლა შევეცადე მათ საიტზე შესვლას და Under Construction - ო მშვიდობიანი დღე პატივისცემით, განდი. |
Posted by: Tvalebi 22 Nov 2009, 18:03 | ||
mahatma-gandhi
მე 1 წლიანი სევადარე მანდ კი 0,5% სხვაობაა, სულ არაფერს ეგეც ჯობია |
Posted by: მაჰათმა განდი 22 Nov 2009, 18:13 | ||
Tvalebi
ჰო, 1 წელი დიდი ვადაა თანხის განსათავსებლად, ანუ, მე თუ განვათავსებ რომელიმე ბანკში თანხას, 6 თვე უფრო მაინტერესებს 0.5%-ით მეტი სარგებელი რა თქმა უნდა კარგია და ბი თი ეიზე სულ არაფერ არ იძახი? რჩევა მჭირდება, საბანკო სფეროში კარგად ჩახედული ადამიანისა, პატივისცემით, განდი. |
Posted by: Tvalebi 22 Nov 2009, 19:05 | ||
mahatma-gandhi
დიდი თანხა პირობითი ცნებააა ვისთვის 10K ბევრია და ვისთვის 100K ცოტაა BTA-ზე რა ვთქვა ? რეკონსტრუქციაა საიტზე |
Posted by: valo 22 Nov 2009, 19:14 | ||||
mahatma-gandhi
|
Posted by: donvaso 23 Nov 2009, 00:55 |
valo სასაციოა???? |
Posted by: Mr-President 23 Nov 2009, 00:59 |
donvaso რომელ ბანკთანაც უფრო ხშირი შეხება გაქვს, იქ შეიტანე. |
Posted by: valo 23 Nov 2009, 01:10 | ||
donvaso
უკაცრავად რა არის სასაცილო ? mahatma-gandhi-მ აღნიშნა რომ არ იცოდა ლარის საპროცენტო განაკვეთები და მე ავღნიშნე რომ შენ ლარის შემოტანა გინდოდა მგონი ვერ გამიგე სწორედ Mr-President დავით თუ შეიძლება ჩემს ზედა პოსტში სმაილები მოშალე, მე ვეღარ ვარედაქტირებ და რატომღაც დაცინვად მიიღეს |
Posted by: მაჰათმა განდი 23 Nov 2009, 12:30 | ||
Tvalebi
თანხა კი არ მაქვს დიდი, არამედ 1 წელია დიდი ვადა თანხის განსათავსებლად თქო ანუ, მე არ მაქვს უზარმაზარი თანხა მოჭარბებული, რომ 1 წელი და უფრო მეტი განვათავსო, თუმცა რაც მაქვს 6 თვიან ანაბარი ოპტიმალურია, რადგან საჭიროების შემთხვევაში , 6 თვის გასვლის შემდეგ, ან გავაგრძელებ ანაბრის ვადას, ან გამოვიტან, , BTA-ზე შენი აზრი მაინტერესებს, არა ის რაც საიტზე წერია არამედ ცოტა უფრო ღრმა და "კულუარული" და ნაღდი პატივისცემით, განდი. |
Posted by: Giga7 24 Nov 2009, 17:45 |
ამხელა თემას ნუ წამაკითხებთ და სად ჯობია 8 თვით თანხის განთავსება დოლარის? ჯერ ჯერობით ჩემ სეიფს უმიზნებ 8% აქვთ მარა როცა მინდა გავიტან . სხვაგან არის რამე ასეთI პირობა? |
Posted by: ASUS-TEK 26 Nov 2009, 20:20 |
Giga7 მეგობარი ანაბარი 8 % არის დოლარზე, ცვლად ნაშთზე 2 % , თანხის შეტანა გატანა ნებისმიერ დროს, შეგიძლია ანაბარს მიაბა პლასტიკური ბარათი და ბანკომატიდან შეძლებ თანხის აღებას დაწვრილებით აი ამ ლინკზე ნახე https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=338 |
Posted by: Giga7 29 Nov 2009, 01:31 |
ASUS-TEK მადლობა, ნუ თიბისის ჩემ სეიფის 1-1 ში ანალოგიაა მგონი ხო? რამე უკეთესი გააქვთ? |
Posted by: Miss_n 18 Dec 2009, 02:36 | ||
პროკრედიტი. და არაფერში არანაირი საკომისიო, არც ანგარიშის მომსახურებაში და არც ნაღდი სახით შემოტანილი თანხის გატანაში რომელ ფილიალშიც არ უნდა მიხვიდე. ბანკომატიდან ლარის გამოტანაც უფასოა. შემნახველ ანაბარსაც ყოველ დღე ერიცხება პროცენტი და არა მინიმალურ ნაშთს. |
Posted by: KEIDI_13 27 Dec 2009, 03:18 |
ხო კიდე რა უნდა მეკითხა. თბსს ბონუს ანაბარი. 12 ჯერ რო უნდა შეიტანო თანხა და მეცამეტეს რო გაძლევენ. რა თანხაზეა? ბუკლეტში ეწერა მაქსიმუმ 100 ლარიო. თბისის გოგომ მითხრა ნებისმიერ თანხაზეო. პრინციპში აბა რას მეტყოდა, მაგრამ დავიბეეენიი |
Posted by: deka136 27 Dec 2009, 11:51 | ||
KEIDI_13
მაქსიმალური 100 ლარია მაგრამ თუ შენ დავუშვათ 150-იანის გახსნა გინდა ხსნი 100+50 ანუ ორ ანაბარს. ჯამში იგივე გამოდის |
Posted by: KEIDI_13 27 Dec 2009, 14:40 |
deka136 ანაბრების რაოდენობა შეძღუდულია? დავუშვათ 300 ან 400 ლარი რო მინდოდეს.. 3-4 ანაბარი რო გავხსნა შეიძება? |
Posted by: deka136 27 Dec 2009, 18:12 | ||
KEIDI_13
კი... ჩემს ძმაკაცს 500 ლარიანი აქვს გახსნილი (5 ცალი 100 ლარიანი) |
Posted by: KEIDI_13 27 Dec 2009, 18:26 |
deka136 და წლის ბოლოს 500 ლარს მიიღებს. კაია, მეც მინდა ეგრე. იანვრიდან დავიწყეეებ |
Posted by: deka136 27 Dec 2009, 18:28 | ||
KEIDI_13
მეც სიამოვნებით გავხნიდი, მაგრამ ერთწლიანი არ მაწყობდა ამიტომაც ზრდადი ანაბარი გავხსენი რესპუბლიკაში |
Posted by: KEIDI_13 29 Dec 2009, 17:45 |
ყველაზე კარგი პროცენტი რომელ ანაბარს აქვს. ოღონდ ვადიანი არ მინდა. როცა მომინდება რო გამოვიტანო |
Posted by: მაჰათმა განდი 31 Dec 2009, 15:36 | ||
KEIDI_13
ჩემი აზრი: თი ბი სი : "ჩემი სეიფი" საქ.ბანკი " მაქსიმა", ბედნიერი 2010 პატივისცემით, განდი. |
Posted by: Kate789 3 Jan 2010, 04:14 | ||
KEIDI_13
ეს ნახე აბა. https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=338 |
Posted by: F_R_E_Y_A 13 Jan 2010, 19:23 |
რომელი ვალუტით ჯობია? ალბათ ჩაინიკური თემაა, მაგრამ მაინტერესებს, ეკონომისტების პროგნოზით, რომელი ვალუტაა შედარებით საიმედო მომავალი 5 წლის პერიოდში.. * * * ის მაინც დამიწერეთ, თქვენ რა ვალუტაში აკეთებთ დეპოზიტს და რატომ.. |
Posted by: IOSKAMAN 13 Jan 2010, 21:45 |
F_R_E_Y_A ევრო და დოლარი ხზ ვერ გაიგებ... ინგლისური გირვანქა სტერლინგი და ქუვეითური დინარია მყარი ვალუტები... (ჩემის აზრით) |
Posted by: F_R_E_Y_A 14 Jan 2010, 21:51 |
მირჩიეთ რა ანაბარი რომელ ვალუტაში გავხსნა .. IOSKAMAN უმეტესობა ლარს რატომ ინახავს, თუ სტერლინგია მყარი ვალუტა? |
Posted by: salomea777 24 Jan 2010, 14:41 |
ლარის ინფლაციის რეითი ნახეთ. მე არ გირჩევდით ლარში შენახვას. უმეტესობა მაინც ევრო-ში, ან აშშ დოლარში ინახავს |
Posted by: mister_M 29 Jan 2010, 14:42 |
დღეს დილით სახლში შემთხვევით წავაწყდი სახალხო ბანკის რაღაც ბუკლეტს. სახალხოს ლოგო რომ არ მენახა, ვერც მივხვდებოდი რომ სახალხოსი იყო. ახალი ანაბარი გაუკეთებიათ მ7 ანაბარი, თან რავიცი როგორც ბუკლეტიდან გავიგე, რაღაც მაგარი პირობები უნდა ქონდეს. ვინმემ რამე ხომ არ იცით??? თუ მართლა ეგაა რაც ბუკლეტში წერია, მაშინ მივარღვევ ჩემ დეპოზიტს და სახალხოში გადავიტან ყველა ვარიანტში |
Posted by: Irakli.B 29 Jan 2010, 15:02 |
რეკლამა აქ კი არა ტელევიზიაში გაუშვით |
Posted by: mister_M 29 Jan 2010, 15:16 | ||
მე მაგას ნამდვილად ვერ მოვახერხებ ბანკმა კიდევ რეკლამა მართლა უნდა გააკეთოს ტელევიზიაში. ბებიაჩემს ბუკლეტი რომ არ გამოეყოლებინა ბანკიდან ვერასდროს ვერ გავიგებდი მაგის შესახებ. |
Posted by: mystere 29 Jan 2010, 15:24 | ||
მეც იმ დღეს შევიარე დენის გადასახდელად და მაგ ანაბრის ბუკლეტი აღმოვაჩინე. მართლა საინტერესო პირობებია, მაგრამ ჩუმად რატომ არიან მეც არ მესმის. |
Posted by: zizou 29 Jan 2010, 15:57 | ||
მე პირადად სახალხო ბანკის ახალ ანაბარს გირჩევ. მ7 ქვია. დოლარში გახსენი, თან ყველაზე მაღალი %-ი აქვს და თუ სხვაგან გაიზარდა შენც გაგეზრდება. |
Posted by: Mama_Basili 29 Jan 2010, 16:13 |
დაწეროს იქნებ ვინმემ რა ანაბარია რა პირობებია |
Posted by: Irakli.B 29 Jan 2010, 16:44 | ||
აქვთ 7 ბანკის სია, თუ იმ ბანკში ანაბარი გაქვს, გთავაზოვენ გახნა ანნაბარი სახალხოში და მოგცემენ +0.1%-ით მეტს ვიდრე 7 ბანკიდან ერთერთში გქონდა. მემგონი ასეა თუ არ ვცდები |
Posted by: zizou 29 Jan 2010, 16:56 | ||||
ირაკლი მართალი ხარ რომ 7 ბანკის სია აქვთ, მაგრამ იქ თუ გაქვს გახსნილი მაგიტომ კი არ გთავაზობს მეტს, არამედ ყველას ვინც გახსნის სახალხო ბანკში. მაგ 7 ბანკს შორის რაც ყველაზე მაღალი პროცენტია იმას უმატებენ 0.1%-ს ყველა ვალუტაში (ანუ 7 ბანკზე მეტს გთავაზობენ), აგრეთვე თუ იმ 7-იდან რომელიმემ აწია პროცენტი შენც აგეწევა. მე ეგრე ამიხსნეს და რავიცი. |
Posted by: F_R_E_Y_A 29 Jan 2010, 19:41 |
salomea777 ეროვნული ბანკის გვერდზე 3%-ია ინფლაციის მაჩვენებელი 2009 წლის დეკემბრისთვის, ვითომ ბევრია? zizou ყველაზე მაღალი %-ი ყველგან ეროვნულ ვალუტას აქვს |
Posted by: Mama_Basili 29 Jan 2010, 19:46 | ||
0,1% ის სტიმული არაა რომ სხვაგან დაარღვიო ანაბარი და მანდ შეიტანო |
Posted by: Votren 29 Jan 2010, 20:50 | ||
ეგრეა... |
Posted by: zizou 29 Jan 2010, 21:05 | ||
ყველაზე მაღალი დოლარში (ყველა ვალუტას თავისი პროცენტი აქვს) |
Posted by: Did_Giorgi 30 Jan 2010, 00:24 | ||
zizou
უი, თუ მართლა მასეა და სირცხვილი ლადოს მასეთი ანაბარი საქ. ბანკს ჰქონდა 2008 წლის სექტემბრიდან პ.ს. წავედით ანაბრების თემაში.... |
Posted by: zizou 30 Jan 2010, 11:37 | ||||
საქართველოს ბანკს? , მემგონი გეშლება. მე უკვე 1 წელია მაგათი მეანაბრე ვარ და ეგეთი რამე არც შემოუთავაზებიათ და მეც არ მსმენია ! თუ შკაფში უდევთ ეგ სხვა საკითხია |
Posted by: Shevchenko andrei 17 Feb 2010, 17:42 |
ხალხო ეხლა რა მაინტერესებს, მაქვს ესეთი კითხვა: მაგალითად შევიტანე 100 000$ ანაბარზე, და დავუშვათ მინდა რო ყოველთვიურად გამოვიტანო პროცენტის ფული, თუ არის ესეთი სახის ანაბარი? თუ კი, მაშინ რამდენი მოუწევს პროცენტი წელიწადზე და თვეზე? |
Posted by: Kate789 17 Feb 2010, 17:57 |
Shevchenko andrei კი არის ასეთი ანაბარი. აგერ იხილე. https://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=98&info_id=57 |
Posted by: Shevchenko andrei 24 Feb 2010, 21:57 |
ისე რა ცოტა გამოდის ეს პროცენტის ფული, მაგალითად 100 000$ რო დავდო ვადიან ანაბარზე და ყოველთვე 875 დოლარი გამოდის პროცენტი.... მაგას არ ჯობია იპოთეკური სესხი გასცე 5-6% -ად? 5000 დოლარია კაკ მინიმუმ |
Posted by: Shevchenko andrei 26 Feb 2010, 20:46 |
კიდევ ერთი კითხვა მაქ: შვეიცარიის ბანკებში რამდენია პროცენტი? და როგორ ხდება აქედან შვეიცარიის ბანკში ანაბრის გახსნა? რა პროცედურებს მოითხოვს? |
Posted by: _R_ 26 Feb 2010, 21:09 | ||
შედარებით ცოტა მაგრამ უფრო გარანტირებული, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე დამატებული არც თუ ისე დიდი თანხა... ეგ ისეთი პონტია ტყუილად გდებას ჯობია რა |
Posted by: INA-INA 27 Feb 2010, 01:14 | ||
_R_
უფრო გარანტირებული რას ნიშნავს? : )))) საქართველოში თუ მაქვს ანაბარი გახსნილი არაგარანტირებულად ერიცხება პროცენტი? |
Posted by: _R_ 27 Feb 2010, 16:27 |
INA-INA უკუღმა გაიგე მთიულო : )) პირიქით ანუ ჩვეულებრივ ბიზნესთან შედარებით ანაბარზე თანხის დადება უფრო ნაკლები რისკია თქო. ანუ ფული სხვა რამეში რომ დააბანდო, რამე ბიზნესში, უფრო მეტი შეიძლება ამოიღო, სამაგიეროდ უფრო მეტი თავის ტკივილია ვიდრე ანაბარი. უფრო მარტივი მაგალითი, რატომ არის შვეიცარიაში ანაბარზე უფრო ნაკლები პროცენტი ვიდრე საქართველოში? ზუსტად იმ მიზეზით რაც ზემოთ ავღნიშნე. მეტი რისკი, მეტი თავის ტკივილი, მეტი ფული |
Posted by: INA-INA 28 Feb 2010, 14:45 | ||
_R_ გასაგებია
აშკარად ჯობია. |
Posted by: Shevchenko andrei 28 Feb 2010, 19:55 | ||||
პროცენტი ერიცხება მარა , რისკები მეტია შვეიცარიის ბანკთან შედარებით შვეიცარიის ბანკში რამდენია პროცენტი ვინმემ ხო არ იცით? |
Posted by: _R_ 28 Feb 2010, 22:38 |
Shevchenko andrei დაახლოებით ნახევარი იგივე სტილის ანაბარზე, ქართულთან შედარებით |
Posted by: Shevchenko andrei 1 Mar 2010, 00:16 | ||
ანუ დაუშვათ 14% როა საქართველოს ბანკში მანდ იქნება 7%? |
Posted by: ASUS-TEK 1 Mar 2010, 00:26 | ||
შვეიცარიის ბანკში 5 მილიონზე ნაკლებ თანხას არ იღებენ და ისე ანაბრის პროცენტი თუ არ ვცდები წლიური 2-3% ია |
Posted by: Did_Giorgi 1 Mar 2010, 00:33 | ||
Shevchenko andrei
სადღაა 14 % და კაი ცხოვრება ისე არც უნდა იყოს მაგხელა ანომალიური პროცენტი ანაბარზე |
Posted by: _R_ 1 Mar 2010, 00:50 |
Shevchenko andrei უფრო სწორედ მესამედია ანუ აქ თუ არის ევროზე წლიურზე 9% იქ არის დაახლოებით 3% ქართულთან შედარებით დაბალია რა )) სამაგიეროდ უფრო მყარად დევს |
Posted by: Shevchenko andrei 1 Mar 2010, 21:18 | ||||
საკმაოდ დაბალი შემოსავალია ანაბრიდან რა... მილიონი რო დავდო ანაბარზე 1 წლით, საპროცენტო შემოსავალი იქნება 120 000 მხოლოდ? მაგას არ ჯობია სადმე ჩადო ფული? ან აქციები იყიდო? |
Posted by: Did_Giorgi 1 Mar 2010, 21:32 | ||
Shevchenko andrei
რას ამბობ საკმაოდ დაბალი კი არა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტია ანაბარზე საქართველოში . და ეგ ცუდია ძალიან აგიხსნით მერე თუ გინდათ |
Posted by: Shevchenko andrei 1 Mar 2010, 21:36 | ||||
რისკები მეტი აქვს თავისთავად, მარა სხვა რა გზა აქვთ რო? იძულებულები არიან ითამაშონ წამყვანი ბანკის თამაშის წესებით |
Posted by: Did_Giorgi 1 Mar 2010, 22:10 | ||
Shevchenko andrei
რას ამბობ ეგ მაღალი საპროცენტო განაკვეთი ანაბარზე არცერთ ბანკს არ აწყობს, მათ შორის არც წამყვანსაც ეგ პროცენტი სავალუტო ფონდიდან ნასესხები ფულის პროცენტზეა დამოკიდებული ანუ თუ სავალუტო ფონდი ქართულ კომერციულ ბანკებს არ ენდობა და ფულს 13%-ში სთავაზობს, მაშინ ქართული ბანკები მოხარული იქნებიან ადგილობრივი ანაბარი მიიღონ თუნდაც 12 და თუნდაც 12.8%-ში აი ის თუ სავაუტო ფონდი რატომ მევახშეობს ჩვენს მიმართ, უკვე სერიოზული პრობლემაა |
Posted by: Anie 7 Mar 2010, 14:53 |
მაინტერესებს რატომაა ამხელა სხვაობა პროცენტებში |
Posted by: Kate789 9 Mar 2010, 04:59 | ||
Anie
რაც უფრო სტაბილურია ბანკი, მით უფრო ნაკლები პროცენტია. |
Posted by: _Lali_ 9 Mar 2010, 15:38 | ||
ვერ დაგეთანხმები. განსაკუთრებით, როცა საქმე თიბისი ბანკს ეხება. ისე, ყველაზე მაღალი პროცენტი VTB ბანკს აქვს და მგონი საკმაოდ სტაბილური ბანკი უნდა იყოს ჩემი აზრით. |
Posted by: zizou 9 Mar 2010, 16:30 | ||||
ყველაზე მაღალი პროცენტი "სახალხო ბანკს" აქვს (ახალი ანაბარი აქვთ მ7-ი). |
Posted by: _Lali_ 9 Mar 2010, 17:14 | ||
მართლა? ერთადერთი ბანკია, რომლის საიტიც ვერ ვნახე, გვერდის განახლება მიმდინარეობსო. |
Posted by: Kate789 10 Mar 2010, 03:34 | ||||
_Lali_
ნუ ტაოპრივატ ბანკზე სტაბილური ნამდვილად არის.
რუსული ბანკი არ მიმაჩნია მე სტაბილურად. |
Posted by: bel-505 26 Mar 2010, 10:22 | ||
ზემოჩამოთვლილი ბანკებიდან რომელიმეს გადაუგდია მეანაბრე? ანუ თუ ბანკს დაბალი პროცენტი აქვს ანაბარზე, ეს მხოლოდ იმიტომ რომ სტაბილური ბანკია ( და მაშინ 1 კითხვა, რა უშლის ხელს სტაბილურ ბანკს გაზარდოს ანაბარზე პროცენტი? ) და თუ სხვა ბანკს მაღალი პროცენტები აქვს ანაბარზე ე.ი ავტომატურად არასტაბილურ ბანკს ნიშნავს? მე, როგორც საბანკო სფეროში გაურკვეველმა ადამიანმა ასე გავიგე და იქნებ უფრო ვრცლად ისაუბროთ ანაბრის პროცენტსა და ბანკის სტაბილურობას შორის კავშირზე. Kate789
+505 505 |
Posted by: giogege 26 Mar 2010, 16:53 |
მოკლედ რა მაინტერესებს რომელი ბანკის ანაბარი სჯობია უბრალოდ შემნახველი? ვადაინი უვადო და მოქნილი არ მინდა. |
Posted by: tggio 26 Mar 2010, 18:45 | ||
არგუმენტები თუ შეიძლება. რატომ არის უფრო სტაბილური? რას გულისხმობ, რომ შეიძლება კლიენტს საკუთარი სახსრები დაუკარგოს? მემგონი შენ შევარდნაძის პერიოდში ხარ, სალაროში რომ შეჰქონდათ თანხები და წლიურ 100% რომ იძლეოდნენ. მე მიმაჩნია სამივე საკმაოდ სტაბილურად, არჩევანი კი თქვენზეა. ისე თიბისი ბანკმა როგორც ვიცი პროცენტები დეპოზიტზე როცა შეამცირა, თავის კლიენტებსაც ავტომატურად შეუმცირა, არც ტაოპრივატბანკს და არც საქართველოს მსგავსი რამ არ უქნია. როდესაც გახსნი 12.5% უნდა გქონდეს შენარჩუნებული მანამ სანამ ხელშუკრულებით არსებული ვადა არ ამოიწურება. მეთახმებით თუ არა? |
Posted by: maxodius 2 Apr 2010, 15:48 |
იმას ვისაც ეშინია ანაბრის დაკარგვის, მინდა ვუთხრა, რომ ამის ალბათობა ძალიან დაბალია ნებისმიერ ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ბანკში, რადგან ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულია საკმაოდ ნორმალური (თუმცა არა სრულყოფილი) კონტროლის სისტემა, რომელიც აკონტროლებს ბანკების აქტივებს და პასივებს, ლიკვიდურობას და ასე შემდეგ...... კოეფიციენტების კონტროლით ეროვნული ადგენს მოქმედი კერძო ბანკების კლასს და აკონტროლებს შეუძლია ბანკმა შეასრულოს თუ არა ნაკისრი ვალდებულებები. თუ რომელიმე ბანკი ამას ვერ აკმაყოფილებს მას უშვებენ ლიკვიდაციაზე. ასე რომ თუ ბანკი ფუნქციონირებს მას აქვს ეროვნულში იმდენი სარეზერვო ფონდი, რომ მთლიანად გაისტუმროს ნებისმიერი დეპოზიტარი...... მე მგონი მარტივად და ზედმეტი ტერმინების გარეშე მოვახერხე ამეხსნა რატომ არ არის სარისკო ბანკში ანაბრის გახსნა. აქვე მინდა დავძინო, 100%-იანი არაფერია, რადგან ყველა ფულის მოგების მცდელობას თან ახლავს რისკი, დეპოზიტი ხომ ფულის მოგების მცდელობაა |
Posted by: RRS 2 Apr 2010, 23:31 |
რავი რა ვთქვა თბს-იმ :vik: ამაბარზე 1 თვე მატარა ხან რა მიზეზი მითხრეს ხან რა....................... მართალია დიდი თანხაი იყო მაგრამ მაინც |
Posted by: Kate789 9 Apr 2010, 06:39 | ||
RRS
როგორ 1 თვე გატარა??? |
Posted by: Beqa B 26 Apr 2010, 15:41 |
მოკლედ მაქვს 300 ლარი, ხოდა არ ვიცი რომელი ბანკის ანაბარზე დავდო, ანუ რომელზე უფრო მომემატება ყოველ თვიიურად და რამდენი? 3 თვით მინდა... წინასწარ დიდი მადლობა. |
Posted by: _Lali_ 26 Apr 2010, 15:51 |
Beqa B მე როგორც ვიცი, ბითიეი ბანკს აქვს ლარზე წლიური 10,5% 3 თვიანზე (თუ არ ვცდები) ჰო, კიდევ ტაოპრივატბანკს აქვს დიდი % ისე, შედი ყველა ბანკის საიტებზე და წაიკითხავ პირობებს www.navi.ge - აქედან შეგიძლია პირდაპირ გადახვიდე ბანკების საიტებზე |
Posted by: Beqa B 29 Apr 2010, 23:57 | ||
_Lali_ მადლობთ...
აქ შევიტანე |
Posted by: Yazva 3 May 2010, 13:38 |
ასეთი შეკითხვა: პროკრედიტს რამდენი პროცენტი აქვს 12 თვიან ვადიან ანაბარზე დოლარში? საიტის მიხედვით არის 9.25 % http://procreditbank.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=139 რეალობას ემთხვევა ეს ინფო თუ საიტია განსაახლებელი? |
Posted by: ბასკუ 5 May 2010, 20:28 | ||
Yazva
100% სიმართლეა ისე, ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი ვადიანზე 12 თვეზე რომელ ბანკს აქვს ამ ეტაპზე? საიტებზე შესვლა მეზარება და ვინმემ თუ იცით მითხარით პლზ. |
Posted by: Kate789 5 May 2010, 23:09 |
ბასკუ თიბისი 11.50% - ლარი 9.00% - დოლარი 8.75% - ევრო და ფუნტი სტერლინგი. პროკრედიტი 13 % - ლარი 9.25 % - დოლარი 8.75 % - ევრო საქართველოს ბანკი 11.00% - ლარი 9.00% - დანარჩენი ვალუტები რესპუბლიკა 11.00% - ლარი 8.50% - დოლარი 8.25% - ევრო ყველაზე მაღალი პროკრედიტს აქვს |
Posted by: zizou 6 May 2010, 10:09 |
ლიბერთი ბანკს. დარეკე (555 550) და იკითხე მ7 (მშვიდი) ანაბარი, ყველაფერს აგიხსნიან. |
Posted by: მაჰათმა განდი 6 May 2010, 15:45 |
არადა საკმაოდ დაიწია ანაბრის პროცენტებმა ევროში და დოლარში 2009 წლის დეკემბრის პირველი ნახევართან შედარებით, მაგალითად თი ბი სი ბანკს 1 წლიანი ვადიანი ანაბარი ევროში 11 პროცენტს სარგებელს ამატებდა ძირითად თანხას, სარგებლის ვადის ბოლოს გატანით, დღეს არის 8.75 % -, 2.25%-ით ნაკლები,, ზოგადად, უცხოეთში უკვირთ რომ მითქვია საქართველოში ანაბრის პროცენტები 10-12-ის გარშემო ტრიალებს მეთქი, რადგან თვითონ თუ 2-3 პროცენტი წლიური სარგებელი სტანდარტია,, მე მგონი ჩვენც ვუახლოვდებით აღნიშნულ სტანდარტს (ანუ, ანაბარზე დაბალ სარგებელს) პატივისცემით, განდი. |
Posted by: Hitzor 6 May 2010, 18:38 |
mahatma-gandhi ნომინალური საპროცენტო განაკვეთი გვაქვს ჩვენ მაღალი იმიტომ,რომ ინფლაციაა მაღალი 1 წელიწადში თუ ანაბარზე ვიღებ მე 5 პროცენტს და ინფლაციაა 15 % მე არ მიღირს დაგროვება და მირჩევნია ეხლავე დავხარჯო როდესაც ჩვენთან საპროცენტო განაკვეთია 11 % და ოფიციალურად (სტატისტიკის ბიუროს მიხედვით) 8-9 %ია ინფლაცია,რეალური საპროცენტო განაკვეთი ჩვენთანაც 2-3 პროცენტი გამოდის |
Posted by: Did_Giorgi 6 May 2010, 23:15 | ||
Hitzor
ინფლაცია ყველგანაა და თან 8-9% ნორმალური განაკვეთია ანაბარზე სარგებელი განისაზღვრება ფულის ალტერნატიული ღირებულებით - ანუ რა სარგებელს მოგიტანდა ის ფული, ბანკში რომ არ დაგედო და ვთქვათ ბიზნესში ჩაგებანდებინა + კიდევ ბაზარზე არსებული რისკები ზრდის ანაბრის პროცენტს. იმედია ჩვენთანაც მალე გახდება ანაბარზე 2-3% ეს შესაბამისად ეკონომიკის სტაბილურობას და სესხებზე დაბალ პროცენტს ნიშნავს. ხო, ანაბრის პროცენტის უმთავრესი ფაქტორი - სხვა საკრედიტო ინსტიტუტებიდან მოზიდული კაპიტალის სარგებელი - რადგან საქართველო მაღალი რისკის ქვეყანაა, შესაბამისად სავალუტო ფონდი მაღალ პროცენტში აძლევს კომერციულ ბანკებს და ეროვნულსაც საკრედიტო რესურსებს, შესაბამისად ბანკს უღირს 8.25 %-ად ისესხოს ფული ადგილზე ანუ მოიზიდოს ანაბარი, ვიდრე 8.5%-ად ისესხოს ფონდიდან. როცა ფონდი ბანკებს 5 %-ში გამოუყოფს სახსრებს, მაშინ ანაბარზე 4.5% იქნება |
Posted by: _R_ 7 May 2010, 02:17 | ||
ადრე თუ გვიან მივუახლოვდებით, შეიძლება ამას ათეული წლები დაჭირდეს |
Posted by: მაჰათმა განდი 7 May 2010, 16:59 | ||
Hitzor
ჰო, როდესაც ანაბრებზე სარგებელი პროცენტის დაწევა დაიწყეს ბანკებმა, მიზეზად ეკონომიკის დასტაბილურება დაასახელეს,, მახსოვს, პირველმა პროკრედიტმა დასწია 2009 წლის ოქტომბერში საპროცენტო განაკვეთი ანაბრებზე ვალუტაში,, პატივისცემით, განდი. |
Posted by: ბასკუ 8 May 2010, 22:53 | ||
Kate789
ეეეჰ, სადღაა ეს პროცენტები, შეიცვალა გუშინ დიდი მადლობა ინფოსთვის |
Posted by: Kate789 9 May 2010, 20:01 | ||
ბასკუ
რავიცი, საიტზე რაც იდო, ისინი დავდე მეც. არაფრის. |
Posted by: wwwtiniko 10 May 2010, 19:32 |
ტაოპრივატშია ყველაზე კარგი %-ბი ანაბრებზე, აი ნახეთ http://www.privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_1g.html |
Posted by: misha1988 15 May 2010, 10:49 | ||
კიიიი მარა სარისკო ხომ არაა მახელა პროცენტი ??? რაღაცაში ხომ არაა საქმე ??? |
Posted by: maxodius 16 May 2010, 01:58 | ||
ეს არის ჩვენ ქვეყანაში ანაბრის პროცენტის განმსაზღვრელი ძირითადი და უმთავრესი პირობა..... სამწუხაროდ ეხლა ბანკები ჭარბ ფულად სახსრებს გასცემენ და თუ შემდგომ ვერ მოახერხებენ რესურსის დაბალ პროცენტში მოზიდვას ეგრევე გაზრდიან ანაბრის პროცენტებს.... მეანაბრეებზე ცუდ მდგომარეობაში მე მგონი მსესხებლები არიან |
Posted by: marimari 16 May 2010, 21:47 |
აუ რა მაინტერესებს იციტ, ანაბარი მაკვს გახსნილი ევროსი, არადა ევროს ფასი უვარდება, დოლარში გადავახურდავი ევრო და ისევ ტავიდან გავხსნა? დზლავს რაღაც სევაგროვე და... ზალიან ვნერვიულობ |
Posted by: Did_Giorgi 16 May 2010, 23:40 |
marimari რომელ ბანკში გაქვს? წესით ანაბრის კონვერტაციის შანსი უნდა მოგცენ თუ მსუყე თანხა გიდევს |
Posted by: Kate789 17 May 2010, 03:09 | ||
Did_Giorgi
sure??? ეგეთი რამ პირველად მესმის. თანხას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. კონვერტაცია არამგონია ხდებოდეს. |
Posted by: Workgroup 17 May 2010, 23:54 |
Kate789 ტაოპრივატბანკს აქვს ვადიანი ანაბარი "მულტისავალუტო" ...სადაც ხდება ანაბრის ერთი ვალუტიდან მეორეში გადაყვანა თავისუფლად..იგივე პროცენტის დარიცხვით...სხვა ბანკებსაც ექნებათ :> |
Posted by: buci03 19 May 2010, 00:48 | ||||
LB BANK- საც აქვს მულტისავალუტო ანაბარი და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ვალუტაში გადაიყვან. პროსტა % შედარებით დაბალი. |
Posted by: Kate789 20 May 2010, 01:14 |
Workgroup buci03 ნუ ეს ალბათ უშუალოდ ამ ორ ბანკს აქვს ასეთი ანაბრები, თორემ სხვა ბანკებში არ მსმენია. |
Posted by: romantic_cunt 26 May 2010, 11:29 |
ერტი თხოვნა მაქვს ბანკირებო. ამ ანაბრების პროცენტების გამოტვლების ფორმულების ვერაფერი გავიგე და ტუ შეგიძლიათ მიანგარიშოტ ვადიან ანაბარზე 4000 ლარი რო სევიტანო, წლიური 13% რამდენი გამოდის? დიიდი მადლობა წინასწარ |
Posted by: მაჰათმა განდი 26 May 2010, 12:43 |
romantic_cunt 4000*13% *12/12 = 520 ლარი, ანუ, წლიური 520 ლარი,, პატივისცემით, განდი. |
Posted by: buci03 26 May 2010, 15:39 |
romantic_cunt 4000*13%/365=X* იმ დღეების რაოდენობაზე რამდენი დღეც წლის განმავლობაში გქონდა განთავსებული თანხა ანაბარზე. |
Posted by: sonex2009 3 Jun 2010, 20:47 |
სად ჯობია ანაბრის გახსნა ანუ რომელ ბანკს აქვს ყველაზე კარქი პირობები და მაღალი პროცენტი |
Posted by: RRS 3 Jun 2010, 23:00 |
sonex2009 შენი არ ვიცი მაგრემ ყველა ბანკში მაქვს ცოტ ცოტა თუმცა ტაო ყველაზე დიდ % მაძლევს |
Posted by: Votren 4 Jun 2010, 08:51 | ||
ლიბერთი ბანკში, 7 ყველაზე მოწინავე ბანკს შორის მაქსიმუმს პლიუს 0.1 პროცენტი, მშვიდი ანაბარი ქვია მ7 |
Posted by: Yazva 4 Jun 2010, 10:26 | ||
sonex2009
ვითიბი პირადი გამოცდილებიდან |
Posted by: sonex2009 4 Jun 2010, 18:35 |
და პროცენტი სად რამდენია 3 თვიანზე მაგალითად შეგილიათ მითხრათ |
Posted by: paparesta 5 Jun 2010, 15:58 |
ყველა ბაკის ანაბრის საპროცენტო განაკვეთზე 2დან 3 % მდე მაღალი სარგებელი. თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს 3 % არაა მე მგონი პატარა სხვაობა, ასევე 1 თვიანი ანაბარი 10% ვალუტა 13% ლარში |
Posted by: sonex2009 5 Jun 2010, 18:15 |
პროცენტი სად რამდენია 3 თვიანზე მაგალითად შეგილიათ მითხრათ |
Posted by: paparesta 5 Jun 2010, 20:26 |
თუ აპირებ თანხის შენახვას ნახე რომელიც გაწყობს თუ ვერ დაამუღამო პმ ში შენი ტელეფონი მომწერე ოპერატორი დაგიკავშირდება და ყველაფერს გასაგებ ენაზე აგიხსნის ლარში მულტისავალუტო 3თვე წლიური 13.25% მინ. 200 ლარი სტანდარტი %-ის ყოველთვიური გატანით 3 თვე 13.25 % მინ 200 ლარი დოლარში მულტისავალუტო 3თვე წლიური 10.25% მინ 100 აშშ დოლარი/ევრო სტანდარტი %-ის ყოველთვიური გატანით 3თვე წლიური 10.25% მინ 100 აშშ დოლარი/ევრო * * * ამაზე მაღალი არ არსებობს არსააად |
Posted by: sonex2009 5 Jun 2010, 21:47 |
3თვე წლიური ეს რა პონტია ??? ანუ მე კონკრეტულად ის მაინტერესებს თვეში რამდენი გამომივა პროცენტი თანხა 25 000 ლარი არი და მაგ პონტში ყოველ თვე რო გავიტანო ან ყოველ 3 თვე |
Posted by: paparesta 5 Jun 2010, 23:11 |
829 ლარი მოუწევს 3 თვეში თვეში 1.10416660 % მთლიანი თანხის |
Posted by: sonex2009 6 Jun 2010, 10:36 |
829 ლარი 3 თვეში???? ესე ცვეტში არ ღირს საქართველოს ბანკში მითხრეს 8 % აქვს 3 თვეშიო ანუ თვეში 2.6 % გამოდის ანუ 25000 ლარზე ყოველ თვე 650 ლარი ხო ეგრეა ??? |
Posted by: paparesta 6 Jun 2010, 14:24 | ||
შენ რაღაცას ურევ 8 % წლიურია ეგ ვინაც გითხრა მათემატიკა და ბანკები ალბათ ჩინურში აერია ასეთი დიდი სისულელე კარგა ხანია არ მსმენია * * * პროცენტი რო წერია ვთქვატ 12% ეგ ნიშნავს, წლიურს თვიურ პროცენტს არცერთი ბანკი არ აწერს 2.6% თვეში ბანკი კი არა ლომბარდი ყოფილა 31.6 % წლიური გამოდის ეჰ
რომელმა განათლებულმა ოპერატორმა გითხრა იქნებ მასწავლო პირდაპირ მისწრებააააააა |
Posted by: sonex2009 6 Jun 2010, 14:36 |
აბა რეალური პროცენტი დღეს რამდენია თვიური??? |
Posted by: paparesta 6 Jun 2010, 14:47 |
გააჩნია თვეებს 3 თვიანზე მაქსიმუმი 1.1041666% , 6 თვიანზე 1.125%, წლიანზე 1.25%. თუ რამეს აპირებ კონვერტირებადი(მულტისავალუტო) გახსენი ლარის კურსს რა მოდის ხედავ დღეში 100 ჯერ იცვლება ანუ ვალუტის შეცვლის უფლებაც გექნება ლარიდა ევროში ან დოლარში |
Posted by: sonex2009 6 Jun 2010, 15:15 |
ისე რას მირჩევთ ღირს ანაბრის გახსნა იმ პონტში რო შემოსავალი მქონდეს?? მარა სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე ნაკლებ რასისკო საქმე რო შემოსავალი მქონდეს |
Posted by: paparesta 6 Jun 2010, 15:21 |
sonex2009 ყველაზე ნაკლებ სარისკო ანაბარია ( გააჩნია რომელ ბანში ) თუ ფული გაქვს ნუ ბევრი არა მარა რაღაც თანხას მაინც აიღებ პროცენტის სახით მე მაგალითად 5000$ ანაბარი გავხსენი 45 დოლარი მიწევს თვეში(სხვისი ფულია აგზავნის მანქანის ყიდვა უნდა) ბევრი არაა მარა ინტერნეტს, დენს , გაზს, და პანჭაპუნწებს კი ყოფნის სახლი დადებას ეგ ჯობია . რო ჩამოვა გავიტან და ეგიქნება რას ვკარგავ |
Posted by: sonex2009 6 Jun 2010, 15:30 |
paparesta რომელ ბანკში გახსენი??? და ყოველ თვე გაგაქ ფული?? სადღაც 25 000 მაქ ანუ პროცენტი თვეში რამდენია ზუსტად>?? |
Posted by: paparesta 6 Jun 2010, 15:41 |
თვეში მოგიწევს 276 ლარი 3 თვიანზე ყოველი თვის თვის ბოლოს მიხვალ და აიღებ ან ბარათზე დაგირიცხავენ (პლიუს 2000 ლარიან საკრედიტო ბარათს გაჩუქებენ თუ გინდა არ აიღო ) თუ გაწყობს ტელი მომწერე ბანკიდან ოპერატორი დაგირეკავს და აგიხსნის ზუსტად (პრივატ ბანკი) |
Posted by: sonex2009 6 Jun 2010, 15:57 |
დიდი მადლობა რჩევისთვის სსსსსსსსსსსსსსსსსს |
Posted by: F_R_E_Y_A 7 Jun 2010, 11:43 |
დაგროვების თუ ზრდადი ანაბარი, რაც ქვია მოკლედ, რომელ ბანკს აქვს ყველაზე კარგი პირობებით? პირველი მინიმალური შენატანი 100 ლარს რომ არ აღემატებოდეს და შემდეგ თვეებში რამდენსაც გინდა იმდენს რომ დაამატებ, თან პროცენტი დაგერიცხება |
Posted by: _Lali_ 7 Jun 2010, 12:32 |
F_R_E_Y_A მაგ საკითხს მეც ვარკვევდი რაღაც დროის განმავლობაში და თუ გაინტერესებს ჩემი დასკვნები: სტაბილურ ბანკებს შორის ბაზისბანკს აქვს ყველაზე კარგი პირობები ზრდად ანაბარზე და სხვა დანარჩენ ბანკებს შორის ვითიბი-ს და ტაოპრივატს. მე ვერ გავრისკე და ბაზისში შევიტანე. |
Posted by: giogege 7 Jun 2010, 16:55 |
_Lali_ პროკრედიტს რას ერჩი? |
Posted by: _Lali_ 7 Jun 2010, 17:20 | ||
giogege
არაფერს. სხვებთან შედარებით დაბალი % აქვს, თორემ ადრე მაგ ბანკში მქონდა ანაბარი. |
Posted by: giogege 7 Jun 2010, 17:33 |
_Lali_ http://taripebi.ge/ აი აქ ნახე ვის რამდენი აქვს მგონი ყველაზე მაღალი პროს ააქსვ. |
Posted by: Workgroup 7 Jun 2010, 19:27 |
რა მაინტერესებს..ანაბრის გახსნა უნაგდო ანგარიშსწორებით თუ შეიძლება? და თუ კი ,მაშინ როგორ ხდება? |
Posted by: giogege 7 Jun 2010, 20:17 |
Workgroup კი ხდება უბრალოდ ბანკში უნდა უთხრააა ხელფასიდან ჩამოგაჭრას და ვსო |
Posted by: Workgroup 7 Jun 2010, 20:39 |
giogege აჰა,გასაგებიაა.მადლობა |
Posted by: paparesta 7 Jun 2010, 21:41 |
giogege ხელფასიდან თუ გაჭრის მაგას უნაღდო არ ქვია(გზავნილებს თუ გიგზავნიან და ანაბარზე ირიცხება ესაა მემგონი უნაღდო ალბათ ), ნდობას რაც შეეხება რას ეძახიტ საიმედოს ბაზის ბანკიო პრივატ ბანკი თუ არ გსმენია ინტერნეტსი მაინც აკრიფე დასავლეთ ევროპის 5 ულში შედის და გაქცევიან ხო 50000 ლარისთვის ეხ როდის ისწავლიტ ზოგზოგიერთები სანდო და არა სანდო რას ქვია სახელი თუ გინდათ მორგან ჩეიში გახსენით ან სითი ბანკში 3 პროცენტიან განაკეთით პული რა შესანახია მარშუტკის ფულს დააგროვებ ალბად |
Posted by: giogege 7 Jun 2010, 21:58 |
paparesta ნორმალურად ილაპრკე აჯობებს თანაფორუმელებს ნუ აყნებე შეურაცყოფას ყველამ იცის თავისთვის კარგი და მაგ ბანკში თუ შევიტანე მართლა ავტობუსის ფულსაც ვერ შეაგროვებ, და ომის დროს დაიხურება საყვარლად. |
Posted by: bel-505 8 Jun 2010, 09:42 | ||
აღარ გვინდა ომი... |
Posted by: giogege 8 Jun 2010, 11:17 |
bel-505 არავის უნდა ომი მაგრამ მე ბანკი მინდა მყარი იყოს |
Posted by: niniaa 8 Jun 2010, 19:59 |
paparesta თუ ბანკი გაკოტრდა, ანაბარს უნდა დავემშვიდობოთ თუ არის რაიმე დამცავი კანონი? |
Posted by: sonex2009 8 Jun 2010, 20:08 |
ადრე რო ქონდათ ხალხს გახსნილი ანაბრები გახსოვთ ?? მთავრობამ რო შეუჭამა ხალხს არი რამე საშცალება მაგ ფულის დაბრუნების??? ან სასამართლო ან რავი რამე გზა თუ არი ან თუ დაუბრუნებია ვინმეს????? |
Posted by: giogege 8 Jun 2010, 20:33 |
sonex2009 კი ნოღაიდელი უბრუნებს ჯერ გაჭირვებულებს დავაბრუნებო და |
Posted by: ZORO vs 9 Jun 2010, 23:12 |
ისე ანაბრებზე ყველგან დაიწია %-მა მაგრამ მგონი ლიბერთიბანკმა რარაც საინტერესო მოიგონა მ-7 რავიცი მგონი კაი "სტიმული დევს" ანაბრის ლიბერთიში გასახსნელად. რას იტყვით? |
Posted by: Keisari 10 Jun 2010, 13:53 |
******************************************** |
Posted by: INA-INA 10 Jun 2010, 15:58 |
ZORO vs აბა რა სტიმული დევს? |
Posted by: Kate789 10 Jun 2010, 21:33 |
რაც უფრო ბანძია ბანკი, მით უფრო მაღალია % ეს ისე, რომ იცოდეს ყველა დილეტანტმა |
Posted by: **LEONI** 11 Jun 2010, 14:40 |
ანაბარი მინდა გავხსნა, თან მაინტერესებს 3-თვინი ან 6-თვიანი თუ არის და რას მირჩევთ რომელი ბანკი ჯობია თან პროცენტიც რომ მაღალი ჰქონდეს? |
Posted by: ZORO vs 11 Jun 2010, 19:48 |
მ7-ის სტიმილი ისაა რომ ყველა ბანკთან სედარებით მაღალია %. პირობა ესეთია, აიწევს % სხვა ბანკებში და აიწევს მ7-ის %იც. ანუ ყვოველთვის ყველაზე მაღალი. ბანკის სიბანძეს რაც შეეხება მე მჯერა გურგენიძის გამოცდილების და არამარტო გამოცდილების! მწამს რომ რამოდენიმე წელიწადში მინიმუმ საქართველოში ლიდერი იქნება! |
Posted by: wwwtiniko 11 Jun 2010, 22:36 | ||
ტაოპრივატბანკში გახსენი ყველაზე კარგი პროცენტებია http://privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12_4g.html |
Posted by: iolkasi 12 Jun 2010, 23:17 | ||
შენ უეჭველი სახალხო ბანკშის მუშაობ და არეკლამებ..... |
Posted by: paparesta 13 Jun 2010, 16:36 |
სახალხო ბანკსი პენსიებია მაღალი |
Posted by: ZORO vs 13 Jun 2010, 23:47 |
არაა.... ბანკებთან მხოლოდ მომხმარებლის სტატუსით ვარ! მე უბრალოდ ინფორმაცია დაქვდე რაც ვიცოდი ლიბერთის ანაბარტან დაკავშირებით |
Posted by: iolkasi 17 Jun 2010, 16:49 | ||
მინდა შენი რაიმე საკონტაქტო მომცე.. შენ კარგად ერკვევი რაღაცეებში, სესხებში, ანაბრებში.. ან სკაიპი ან რაიმე საკონტაქტო მომე რა.... თუ გინდა მობილური იყოს შეგეკითხები რამეებს.... |
Posted by: bently 3 Jul 2010, 14:48 |
გამარჯობათ ერთი ჩაინიკური შეკითხვა მაქვს ბაზის ბანკიდან უნდა გადმომირიცხონ თანხა და მომთხოვეს ბანკის ანგარიშის ნომერი რაც არ გამაჩნია ხოდა რას მირჩევთ რომელ ბანკში გავხსნა ანგარიში, ოღონთ მინდა რო მინიმალური შესატანი იყოს 10-20 ლარი რომელში უნდა გავხსნა დავიბენი ათასი რაღაცაა ვადიანი, მოქნილი, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო, “ჩემი ყულაბა”. ხო კიდე რა მაინტერესებს რამდებ პროცენტს წაიღებს სხვა ბანიკი რაღაც თანხა რო გადმომირიცხონ თუ ყველგან განსხვავებული %-ია ? |
Posted by: _Lali_ 3 Jul 2010, 14:58 |
bently თუ ბაზის ბანკიდან უნდა გადმოგირიცხონ, მანდვე გახსენი უნივერსალური ანგარიში. შესატანი არაფერი არ არის 0 ლარი. ყველანაირად მოსახერხებელია. საიტზე შედი და ნახე დაწვრილებით ან დარეკე |
Posted by: bently 3 Jul 2010, 16:45 | ||
მერე როგორ ვაკონტროლო ანგარიში გადმორიცხეს თუ არა ? ინტერნეტით შესაძლებელია თუ იცი ? რუსთავში არ ააქვთ ფილიალი |
Posted by: _Lali_ 3 Jul 2010, 17:00 |
bently კი, ინტერნეტ ბანკი აქვთ, ანგარიშს რომ ხსნი, ავტომატურად გეძლევა და თან უფასოა. მაგრამ თუ რუსთავში ხარ და ფილიალი არ არის, მაშინ არ ვიცი... თანხა ხომ უნდა გამოიტანო? მაშინ სხვა ბანკში გახსენი, რომლის ფილიალიც არის მანდ www.navi.ge - ზე შედი და იქ ჩამოწერილია ყველა ბანკის საიტები. დაათვალიერე ყველა და ამოარჩევ. |
Posted by: Gamge 26 Jul 2010, 11:13 | ||
კარგი საიტია, მაგრამ ანაბრებზე აქ არ აფერი წერია და რატომ დალინკე? |
Posted by: mattildaa 13 Aug 2010, 14:07 |
რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5 რომელ ბანკებს ანდობენ ყველაზე ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები საკუთარ დანაზოგს? როგორც გავარკვიეთ, ვადიანი დეპოზიტების მხრივ ლიდერი "საქართველოს ბანკია". ბანკში ამ დროისთვის თითქმის 600 მილიონის დეპოზიტია შენახული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე თითქმის 200 მილიონით მეტია. მეორე ადგილზე "თიბისი ბანკია" 510 მილიონის დეპოზიტით, მესამე პოზიციას 333 მილიონით "ლიბერთი ბანკი" იკავებს. მეოთხე ადგილზე "პროკრედიტ ბანკია" 324 მილიონის დეპოზიტით. ლიდერთა ხუთეულს ბანკი "რესპუბლიკა" ასრულებს 212 მილიონის |
Posted by: BRIGADEFURER 11 Sep 2010, 21:06 |
|
Posted by: INA-INA 12 Sep 2010, 00:22 | ||
mattildaa
ეს ვინ გამოაცხადა? რადიომ? არასწორი ინფორმაციაა |
Posted by: NikolOzzI 24 Sep 2010, 22:34 |
აბა მიპასუხეთ მარტივი ენით რომ შევიტანო 500ლარი და ყოველ თვეს ვამატო 200 ან 300ლარი როგორც შესაძლებლობა მექნება და თუ სასწრაფოდ მომინდა თანხის გამოტანა და გამოვიტანო ყველაზე მეტ პროცენტს რომელი ბანკი მომცემს? |
Posted by: uchinаri 26 Sep 2010, 12:55 |
NikolOzzI http://ksb.ge/index.php?a=main&pid=28〈=geo თვეში ერთხელ გატანა შეგიძლია. დამატება რამდენჯერაც გინდა. ესეც ნახე http://sb24.ge/?action=337&lang=geo ბანკომატიდან თანხის გატანის საკომისიო 0,4% მინ.1 ლარი |
Posted by: Did_Giorgi 28 Sep 2010, 00:33 | ||
uchinаri
სერვის ცენტრებში განაღდება უფრო იაფია - 0.25% |
Posted by: iphone_21 15 Oct 2010, 20:33 |
მაინც ვერ გავიგე რომელ ბანკში გავხსნა ანაბარი? პროკრედიტი კანტორა ხდება, ლიბერთის განვითარებას ვერ დაველოდები, საქართველოზე ღირს ფიქრი და თი-ბი-სი თვეში რამდენ % ამატებს ხომ არ იცით ვინმემ?? (უვადო ანაბარი მაქვს მხედველობაში, როცა მინდა შევიტან და როცა მინდა გამოვიტან...) |
Posted by: _Lali_ 15 Oct 2010, 20:41 |
iphone_21 მე ჩავატარე დიდი გამოკვლევები მაგ საკითხთან დაკავშირებით, გავეცანი ყველა ბანკის პირობებს და ბოლოს ბაზის ბანკში გავხსენი ანაბარი თიბისი ბანკს ვერ ვიტან (არ ეწყინოს არავის, ჩემი ძალიან სუბიექტური აზრია) |
Posted by: _R_ 18 Oct 2010, 04:09 | ||
|
Posted by: paparesta 18 Oct 2010, 17:52 |
_Lali_ კარგად ვერ მოგიკვლევია ჩემო ლალი ან რა იყო მანდ მოსაკვლევი ყველაზე მაღალი პროცენტი სადაცაა იქ უნდა გაგეხსნა დამტყდომი ბანკი ამ წუთში არავინაა ჩაბარდა ეგ დრო შევარდნაძეს, თან ანაბრიდან რომ ფული გაგაქვს და შენი ფულის გატანაზე განაღდების საკომისიოა (მიზეზის მოფიქრებაც სისულელეა) მაგნაირი ბანკის და მერე ანაბრის ტუუუუუუუუუ , კიდევ ერთხელ ვიტყვი სახელის გულისათვის თუ ხსნის ვინმე აქ მყოფი ანაბარს ვერაა მაგი მთლად ნორმალური აზრი მოგებას ეძებ და ფულს ინახავ თუ ბლატაობ აგერ სახელის მქონე ბანკები ვისაც გინდათ ქართულები თუ არ გაკმაყოფილებთ http://www.doughroller.net/banking/largest-banks-in-the-world/. P.S ყველაზე მაღალი პროცენტები ამ პერიოდში ლარშიც და უცხოურ ვალუტაშიც Tao Privat Bank ს აქვს ვინც ფიქრობს (თვლის, გონია,ეჩვენება,ვერ ანგარიშობს, ეძინება ) ასე არ არის ჯერ ამ ლინკზე http://privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12_4g.html შევიდეს გადაამოწმოს და მერე მოლინკოს თავისი ვარიანტი აბე თქვენ იცით |
Posted by: jjj 15 Dec 2010, 16:23 |
ხომ ვერ მეტყვით რამდენად უსაფრთხოა "რიკო კრედიტ"-ში ფულის შეტანა (18%-იანი "ოქროს თამასუქი" http://rico.ge/ricocredit/ )? რეალურია 18$-ის მიღება??? |
Posted by: Summer_Rain 15 Dec 2010, 16:40 |
სალამი მაინტერესებს შემნახველი ანაბრის გახსნა რომელ ბანკში უფრო მოსახერხებელი და მომგებიანია? თუ იცით ასეთი ანაბრის პირობები ჩემზე უკეთ. ანუ მინდა უვადო დაგროვებადი ანაბარი, რომელზეც პროცენტების დარიცხვა დღიურად მოხდება. |
Posted by: INA-INA 15 Dec 2010, 23:49 | ||
Summer_Rain
საქართველოს ბანკი - ანაბარი მაქსიმა. ყოველდღიურად ერიცხება % და ანგარიშზე გადადის ყოველი თვის ბოლო დღეს. |
Posted by: jjj 16 Dec 2010, 17:19 |
ხომ ვერ მეტყვით რამდენად უსაფრთხოა "რიკო კრედიტ"-ში ფულის შეტანა (18%-იანი "ოქროს თამასუქი" http://rico.ge/ricocredit/ )? რეალურია 18$-ის მიღება??? |
Posted by: Yazva 16 Dec 2010, 17:55 | ||
jjj
სექსუალური შეკითხვაა კომპეტენტურმა პირებმა იქნება არგუმენტირებულად უპასუხოთ ბანკებში წლიური მაქსიმუმ 10% დოლარებში... მე პირადად არ ვენდობოდი ამხელა პროცენტს... |
Posted by: jjj 16 Dec 2010, 18:59 |
Yazva ნუ პროცენტი არის მაღალი, მაგრამ მანდ ის მომენტიც არის, რომ თვითონ სესხებს უფრო მაღალ პროცენტში გასცემენ, თუ არ მეშლება თვეში 3 პროცენტად, წელიწადში 36%, ანუ თვითონ მაინც მოგებაშია. მე უფრო სხვანაირად მინდა კითხვა დავსვა, სახელმწიფოს მხრიდან რამდენად კონტროლდება ასეთი მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, რომ კლიენტები იყვნენ დაცულნი და დაზღვეულები... სიტყვაზე თუ არის იმის ვარიანტი, რომ დამფუძნებელმა მოხვეტოს ეს ფულები მთლიანად და მოხიოს საერთოდ. |
Posted by: Yazva 16 Dec 2010, 19:16 | ||
jjj
ესაა მთავარი ბანკებს საკმაოდ მკაცრი კონტროლი აქვთ ანაბრებზე, ამათთან როგორ არის ეგაა საინტერესო |
Posted by: paparesta 16 Dec 2010, 19:59 | ||
10.75 % წლიურზე რას იტყოდი ვალუტაშიYazva |
Posted by: Yazva 16 Dec 2010, 20:08 | ||
paparesta
ჰიპერსექსუალურია |
Posted by: Did_Giorgi 16 Dec 2010, 22:23 |
Yazva დღეს ძალიან სექსუალურად გამოიყურები კი არა და მეტყველებ |
Posted by: Yazva 16 Dec 2010, 22:27 | ||
Did_Giorgi
დღეს დეი-ოფი მქონდა სამსახურში აღებული და გავილაღე კაია უსაქმურობა, ოღონდ 1-2 დღით, მერე გბეზრდება |
Posted by: _R_ 20 Dec 2010, 01:35 | ||
სალამი გააჩნია ვალუტას და ასევე გატანის პერიოდულობას. თუ თვეში მაქსიმუმ ერთხელ შეიძლება დაგჭირდეს გატანა, მაშინ http://www.basisbank.ge/private/deposits/useful_deposit/ კარგი ვარიანტია. IMHO |
Posted by: Yazva 20 Dec 2010, 15:02 |
ერთი შეკითხვა მაქვს: თვეში ერთხელ რომ შევაგდო ფული ანაბარზე, ოღონდ ზუსტი თანხა არ ვიცი (რაც დამრჩება ხელფასიდან), რომელ ბანკს აქვს მაღალი პროცენტი? ადრე მქონდა თიბისი-ში ჩემი სეიფი, მერე რესპუბლიკამ რომ გაუშვა მეგობარი ანაბარი ცოტათი მაღალი პროცენტი ქონდა და მანდ გადავიტანე, მერე რესპუბლიკამ დააგდო პროცენტები და ისევ თიბისი-ში გადავედი. ზრდადი ან რაღაც მაგის მსგავსი ანაბარი ხომ არ ჯობია? პროცენტი რომელს უფრო მეტი აქვს? |
Posted by: paparesta 21 Dec 2010, 19:46 |
1 თვიანი ანაბარი აქვს პრივატ ბანკს 8.5 % ია ერთ თვეში მე მგონი ამაზე მეტი არავის არ აქვს, თან მეორე თვეზეც თუ გადააგძელებ 9 % -ია უკვე ისე ყულაბა ჯბია ყველასYazva |
Posted by: Yazva 21 Dec 2010, 20:13 |
paparesta ყულაბა რომელი ბანკისაა? ტაო არ მიხსენოთ ოღონდ, მაგათ 8 კი არა 800% რომ ქონდეთ სათოფეზე არ გავეკარები მაინც |
Posted by: paparesta 21 Dec 2010, 20:18 |
ყველაზე მაღალი პრივატი მერე სახალხო(თუ ლიბერთი) და კორ სტანდარტი დალშე ყველას ერთნაირი აქვ პროცენტი თითქმის თუ დიდი თანხა არაააა |
Posted by: Yazva 21 Dec 2010, 20:25 |
ტაო გამოირიცხა, კსბ შორსაა ჩემი სახლიდან, შესაბამისად ეგეც გამოირიცხა... ლიბერთიში რა ხდება ნეტა? 3 წლის უკან ვიყავი და ძლივს გამოვასწარი პენსიონერების ტროსტებს ახლა რა სიტუაციაა მანდ? |
Posted by: paparesta 21 Dec 2010, 21:03 |
Yazva ოოოო ახლაც ეგრეა პენსიონერების რიცხვი გაზრდილია ვაი და ახლგაზრდა თუ დაგინახეს შესული გალანძღვა არ აგცდება |
Posted by: Yazva 21 Dec 2010, 21:17 | ||
გალანძღვას ჩივი ძლივს გამოვასწარი პირადობა დავკარგე და მაგის ჯარიმა მქონდა 3 ლარი გადასახდელი |
Posted by: Did_Giorgi 22 Dec 2010, 00:28 | ||
paparesta
კარგი რა წლიური პროცენტია ეგ! |
Posted by: Summer_Rain 23 Dec 2010, 18:57 | ||
გადავხედე ანაბრებს, ყველაზე მაღალი პროცენტი პროკრედიტის შემნახველ ანაბარს აქვს, 7% და ყოველ 3 თვეში კაპიტალიზებადია, და ლიბერთი ბანკს, ანაბარი "პატრიოტი" 10% წლიური და ყოველდღე ხდება აქ უკვე რთულ პროცენტზე დარიცხვა. ახლა მაინტერესებს, პირობებით ლიბერთი სჯობს მაგრამ ბანკის სიმყარით რომელია უფრო სანდო?? |
Posted by: jjj 24 Dec 2010, 19:45 |
თუ გაქვთ ინფორმაცია, უცხოეთში როგორი პროცენტებია ანაბრებზე? ასევე რა პროცენტში გასცემენ კრედიტებს? |
Posted by: ირაკლი17 26 Dec 2010, 03:33 | ||
;დ მასე იყოს 1 თვეში დავხურავ ყველა ბანკს |
Posted by: paparesta 1 Jan 2011, 16:47 | ||
Did_Giorgi ისე მაგარი მიხვედრილი ხარ მე-2 კლასელმაც იცის რომ 8.5 % წლიური იქნება (ისე დაეტყო ხალხს უნარ ჩვევების სწავლება) |
Posted by: Did_Giorgi 1 Jan 2011, 19:18 | ||
paparesta
რაღაც აგრესიული გოზინაყი გაქვს ნაჭამი გეტყობა დაფიქრდი რა სანამ შეტევაზე გადმოხვალ |
Posted by: paparesta 1 Jan 2011, 20:53 |
Did_Giorgi აგრესია რა შუაშია ამოჩემებული გყავს ზოგიეღთი ბანკი და ცუდს რო წერენ ეგრევე ატარებ(არადა ესეთ პოსტებს მოდერები შლიან ) და სხვაგან თუ რამე დაიწერა ცუდი ეგრევე შლი ცენზურაო და ვორნი ბიზია მოვაო და |
Posted by: Did_Giorgi 1 Jan 2011, 21:06 | ||
paparesta
არცერთი არ მყავს ამოჩემებული ვცდილობ ყოველშემთხვევაში პოსტებსაც ვცდილობ არ წავშალო ხოლმე, ტუ ძალიან მაპროვოცირებელი ან უცენზურო არაა იმიტომ რომ კარგი და ცუდი პოსტი ორივე ფორუმის საკუთრებაა |
Posted by: paparesta 1 Jan 2011, 21:10 |
Posted by: Did_Giorgi 1 Jan 2011, 21:12 |
paparesta არ ვშლი, არ ნიშნავს რომ არ ვსჯი უაზრო პოსტის გამო ნუ მამოწმებ |
Posted by: paparesta 1 Jan 2011, 21:17 | ||
* * * ვაი როგორ მკიდია მიდი კაცურად 100 % დავორნე |
Posted by: gzaabneuli 13 Jan 2011, 17:00 |
მოკლედ ხალხო თქვენი რცევა მჭირდება მინდა გავხსნა საბავშო ანაბარი და რომელ ბანკს მირცევთ, ან ხომ არ ჯობია უბრალოდ გავხსნა სხვა სახის ანაბარი? ვაპირებ ყოველთვიურად გარკვეული თანხის შეტანას და მაინტერესებს % რომელ ბანკში უფრო მეტია და მოკლეთ ყველაფერი. |
Posted by: paparesta 13 Jan 2011, 20:14 |
Did_Giorgi ამას მიმართე ერთ ბანკი ევასება და იქ გახსენიო გეტყვის |
Posted by: uchinаri 23 Jan 2011, 02:05 |
gzaabneuli საიტის მისამართები ხომ იცი? გადაიკითხე და სადაც მაღალ %-ს ნახავ, მიმართე იმ ბანკს. ლიბერთიში და საქ. ბანკშია დიდი %-ები ანაბრებზე. ასე იყო 1 თვის უკან... ეხლა არ ვიცი.. |
Posted by: paparesta 24 Jan 2011, 20:22 |
uchinаri ეგ ძველი წელთაღრიცხვით, აინტერესებთ ახლა რომელს აქვს მაღალი პროცენტი ან ან არ აინტერესებთ |
Posted by: uchinаri 27 Jan 2011, 19:39 |
paparesta საიტებზე შესაძლებელია ინფოს მოძიება.... ეგ მაინც უწერიათ ბანკევბს, სხვა თუ არაფერი. საქართველოს ბანკის აქცია +1% გრძელდება 14 თებერვლამდე.... http://sb24.ge/?action=news&lang=geo&npid=103 |
Posted by: I_Am_Winter 28 Jan 2011, 14:06 |
TBC Bank ში გავუხსენი ბავშვს ანაბარი სრულწლოვნებამდე საწყისი თანხა შევიტანე 500 ლარი საპროცენტო განაკვეთი 16% 4 თვის იყო რო გავხსენით დარჩენილია 17 წელი და 8 თვე თვეში რომ შევიტანო 100 ლარი ბოლოს რამდენს აიღებს მადლობა წინასწარ |
Posted by: paparesta 30 Jan 2011, 21:26 | ||
I_Am_Winter
ისე ეგ ფული წყალშია გადაყრილი წყენის გარეშე გრძელი პერსპექტივით აუცილებლად უცხოურ ვალუტაში უნდა (ევრო, ფრანკი, , ფუნტი) გახსნა ანაბარი თორე 2-3 წელიწადში 1 დოლარში 10 ლარი მოვა სავარაუდოდ მერე კუპონიზაციაც აღარ იქნება შორს ასე რომ სასწრაფოდ გადაიტანე უცხოურ ვალუტაში ისე ფრანკი და ფუნტი ყველაზე საიმედოა |
Posted by: Mr-Banks 31 Jan 2011, 22:59 |
I_Am_Winter შეგიძლია, თავად დათვალო ამის საშუალებით http://tbc.ge/ge/calculators/deposit_calculator/?deposit_type=child |
Posted by: Jimmy Levy 18 Feb 2011, 01:55 |
ერთი იდეა მომივიდა ( ) ე.ი. ვცხოვრობ გერმანიაში . მივდივარ ( მივალ ანუ ) ჩემს ბანკში , ფრანკფურტში და ვიღებ კრედიტს 100 ათას ევროს . წელიწადში 2,5 % ჩამომაქვს საქართველოში და ვდებ რომელიმე ქართულ ბანკში . ეხლა მეტყვით , ვინ მოგცემს 2,5 პროცენტშიო . მომცემენ . კაი , არ დავიწყებ ეხლა დიდ ახსნას , რომ არ დაგაბნიოთ . მივდივარ ნებისმიერ ბანკში ფრანკფურტში და სულ რომ წიხლის კვრით და დედის გინებით შევიდე , 4,5 % - ზე მეტს არ მოითხოვენ . ჩამომაქვს საქართველოში და ვდებ სადმე წლიურ 9 % - ად . X=(100000+9000)-(100000+4500) X=109000-104500 X=4500 ესე იგი , ყოველ წელს საქართველოში შვებულებაში ჩამოსვლა უფასო მაქვს ? ვიცი გეცოდინებათ რამე სხვადასხვა ქვეყნებში ანაბრის პროცენტების განსხვავების შესახებ და მითხარით ერთი თუა ისე როგორც მე ვატრაკებ . მესმის , რომ საქართველოში ინფლაცია უფრო მაღალია გერმანიასთან შედარებით და არავინ დადებს ( არც გასცემს ) თანხას იმაზე დაბალ პროცენტზე , ვიდრე ინფლაციაა , მაგრამ მე თანხის ხომ სხვანაირი მომხმარებელი ვარ ?! ინფლაციები არ მაინტეერესებს , განსხვავებაში ვიგებ . ანუ , კარგი ( ჭკვიანური , პერსპექტიული ) სპეკულაციაა , რაც ზემოთ დავწერე ? |
Posted by: paparesta 19 Feb 2011, 21:07 |
Jimmy Levy კაი აზრია მარა სესხს რო აიღებ გასტუმრება ხო უნდა ნაწილ ნაწილ რო იხდი ეგ ფული უკან დასაბრუნებელი ხო იქნება ყოველთვიურად საიდან გააჩენ ამ ფულს როცა ანაბარზე თანხას ვერ ააკლებ? მაგას ჯობია ტუ ვინმეს იცნობ იქ ფული მაქეთ ყველას ოხრად აქვტ საკუთარი ფული ს ჩამოტანა და შენახვა ჯობია ასე რო დაივიწყე |
Posted by: Jimmy Levy 19 Feb 2011, 21:39 | ||||
paparesta 1. ანაბარზე თანხის მოკლება შეიძლება . მაგალითად ტბც ბანკიდან ყოველთვიურად რომ გავიტანო თანხა ( დივიდენდი ) , 100 ათასი ევროს შემთხვევაში არის თვეში : საპროცენტო სარგებელი: 8.25% სულ თანხა: 8250.00 EUR ყოველთვიურად მისაღები პროცენტი: 687.50 EUR 2. შემიძლია კრედიტის იმ პირობით აღება , რომ დავაბრუნებ წლის ბოლოს ( შეიცვლება პროცენტი , მაგრამ დიდად არა ) .
მიფიქრია მაგაზე
ოჰ |
Posted by: kmas 19 Feb 2011, 21:55 |
გააჩნია სესხის პირობას: თუ საშეღავათო პერიოდს მოგცემენ ძირზე და %ზე მაშინ იხეირებ... ან თუ მხოლოდ ძირზე მოგცემენ საშეღავათოს და მხოლოდ %-ს გადახდა მოგიხდება, მაშინაც იხეირებ, რადგან ანაბარს სარგებლის ყოველთვიური გატანის პირობით განათავსებ... მოკლედ ღირს მაგ იდეაზე მუშაობა |
Posted by: Jimmy Levy 19 Feb 2011, 22:10 | ||
kmas
ჰო , მარტო ძირის შეღავათი ვიგულისხმე . მარა პრინციპში მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება . |
Posted by: Did_Giorgi 19 Feb 2011, 23:49 |
Jimmy Levy თეორიულად შეიძლება მოგება ნახო, მაგრამ უნდა დათვალო შენი ხარჯები თანხის განაღდება, გადარიცხვა, ხელით გადატანა და ა.შ. ამასთანავე სარგებლის მიღების უკანასკნელი გზაა ანაბარი ხო იცი 2,5%-ში თუ ფულის შოვნა შეგიძლია, ისე როგორ დაძაბუნდები რომ 10% წლიური სარგებელი ვერ ნახო? სრულიად ურისკო ბიზნესი შეგიძლია დაიწყო ათასნაირი |
Posted by: Jimmy Levy 20 Feb 2011, 22:13 | ||||||
Did_Giorgi
რა თქმა უნდა , დასათვლელია ეგ ყველაფერი . წინასწარი უხეში გამოთვლით კი მოგება რჩება .
ნამდვილად , გეთანხმები , მაგრამ ეს ანაბრით სარგებლის მიღება არაა . ესაა სპეკულაცია , ფინანსური ოპერაცია .
რა თქმა უნდა . მაგრამ მოგეხსენება გერმანულ ბანკებსი ფულის ამოუწურავი მარაგია . ყოველ შემთხვევაში მე მეყოფა . შეიძლება ადამიანმა საქმეში დააბანდო ფული , მაგრამ ამასთანავე ამ საქმემ არ შეგიშალოს ხელი და პატარა ფინანსური ოპერაციით , სადაც პრაქტიკულად არ გიწევს არც დროის , არც მუშახელის და ა.შ. დახარჯვა , იშოვო ფული . წარმოიდგინე ეს 100 ათასი კი არა 2 მილიონი რომ იყოს . მოგება გამოდის წელიწადში 90 ათასი . იმ ბიზნესიდან , რომლითაც მე ეხლა ვარ დაკავებული , 90 ათასი რომ ვიშოვო , იმდენი უნდა ვიწვალო , ნერვები ვიშალო , დრო დავხარჯო და ა.შ. რომ ... ეს კი , დარმავოი ფულია . უბრალო მაქინაცია , თანაც ლეგალური . ვვაჭრობ ფულით ... ვყიდულობ ერთგან იაფად , ვყიდი სხვაგან ძვირად . |
Posted by: Did_Giorgi 21 Feb 2011, 00:12 | ||
Jimmy Levy
ხოდა მაგის მერე წარმოიდგინე საღამოს სახლში რომ გირეკავს უმცროსი ლეიტენანტი კეჭაყმაძე და რომ გეუბნება რომ კუდიდანაა და თქვენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობაში ხართ შემჩნეული. შეიძლება სასაცილო ვერსიაა, მაგრამ მასეთ ბიზნესებს ძირითადად უმცროსი ლეიტენანტები აგვარებენ |
Posted by: Jimmy Levy 21 Feb 2011, 03:48 |
Did_Giorgi 2 ლიმონს თუ უმცროსი ლეიენანტი აგვარებს , აბა ვანო როდიდან ერთვება ? დაიცა კაცო დამანებეთ თავი . მერე იტყვიან - კიდევ ერთი ებრაელი ბიზნესმენი დავაკავეთო . ეგაა აი ჟიდო-მასონობა . მე არ ვიშრომო , ქართველებმა კი ჩემი ნასესხები ფულით იწვალონ და ჩემთვის მაყუთი აკეთონ . რესპექტები უმც. ლეიტენანტს . ჯობია სადაც ვარ , იქ ვიყო და ოფლითა ჩემითა მოვიპოვო პური ჩემი . პრინციპში იქაც სხვები აკეთებენ ჩემთვის მაყუთს . ამ მომენტშიც კი . მოკლედ .... |
Posted by: M-a-k-u-n-a 23 Feb 2011, 17:35 |
მინდა ანაბრის გახსნა ისე რომ ყოველ თვე მინიმუმ 300 ლარს შევიტან.. უბრალოდ მინდა გრძელვადიანი მაგალითად მინიმუმ 2-3 წელი.... ვერ გადამიწყვეტია რა ვალუტაში სჯობს, და ასევე ისეთი ანაბარი მინდა რომელიც არ დამავალდებულებს რო ყოველ თვე 300 ლარს შევიტან... (ანუ მე კი ვიცი რო შევიტან მარა რამე რო მოხდეს მაგ შემთხვევაში რა) |
Posted by: Mr-Banks 23 Feb 2011, 18:04 |
M-a-k-u-n-a ერთ-ერთი საუკეთესო მთელ საქართველოში http://www.tbc.ge/ge/private/deposits/bonus_deposit/ ყველაზე მაღალი % გამოდის ესეც ნახე http://www.tbc.ge/ge/private/deposits/my_goal/ ასევე, გირჩევ რომ ევროში შეაგროვო თანხა წარმატებები |
Posted by: kmas 23 Feb 2011, 18:06 |
M-a-k-u-n-a http://www.sb24.ge/54 სრული ინფორმაციაა... ეს ერთერთი ბანკია, უბრალოდ ჩემი გადასახედიდან ყველაზე სანდო... რეკლამას არ ვაკეთებ უბრალოდ ჩემი აზრია... |
Posted by: Mr-Banks 23 Feb 2011, 18:27 | ||
kmas
ფიზიკური პირების ანაბრების ბაზარზე "თიბისი ბანკმა" ლიდერის პოზიცია იანვარშიც შეინარჩუნა. ბანკის ცნობით, 2011 წლის პირველი თებერვლისთვის საბაზრო წილი ამ მაჩვენებლის მიხედვით 31%–ს აღემატება. საანგარიშო პერიოდისთვის "თიბისი ბანკში" ფიზიკური პირების ანაბრების მოცულობა 864 462 009 ლარით განისაზღვრა. (გაზეთი „ბანკები და ფინანსები“) |
Posted by: Did_Giorgi 23 Feb 2011, 20:32 | ||||
Banks
ეგ არაა სანდო წყარო, მასეთივეა კომერსანტი და ა.შ. დაკვეთილი სტატიები და რეიტინგები აქვთ ეროვნული ბანკის მონაცემებია ნაღდი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვამბობ, შეიძლება მართლა მასეცაა, ნამდვილად არ დავინტერესებულვარ, უბრალოდ სასაცილო სტატიებია რომ ჩაუფიქრდე:
ეს თიბისი ბანკის ცნობით ალბათ ხო? |
Posted by: Mr-Banks 23 Feb 2011, 20:57 |
Did_Giorgi რა დაკვეთილზე მესაუბრები, ოფიციალური მონაცემებით თიბისი ფიზიკური პირების ანაბრებზე კარგა ხანია ლიდერია. ეროვნულის საიტზე ნახე და თუნდაც დაკვეთილი იყოს, ამხელა ბანკი ტყუილს მაინც არ დაუკვეთავდა. ბანკია და არა რაღაც შპს |
Posted by: Did_Giorgi 23 Feb 2011, 21:14 | ||||
Banks
ვეძებე სხვათა შორის და ვერ ვნახე
|
Posted by: kmas 27 Feb 2011, 14:43 | ||||
Mr-Banks
კი ბატონო, უბრალოდ ეგ სანდოობას რატო განსაზღვრავს? ეგ ნიშნავს, რომ ლიდერობს ფიზიკური პირების დეპოზიტებში, რაც აბსოლუტური სიმართლეა, თუმცა სანდოობასთან ძალიან პირობით კავშირია აქვს - ამ დეპოზიტებს, რამდენად უპრობლემოდ დააბრუნებს კრიტიკულ სიტუაციაში აი ეგ არის სანახავი, თუმცა აქვე ხაზი მინდა გაუსვა, ეს ჩემი კითხვა ზოგადი დ თიბისი-ს არ ეხება... მე ერთერთ ყველაზე სანდო ბანკად დავახასიათე საქ. ბანკი და არა ერთადერთ სანდო ბანკად, თუმცა პირადად ჩემი აზრი შეიძლება მასეთიც იყოს Did_Giorgi
ინფორმაცია გამჭვირვალეა და სიმართლეს შეესაბამება... nbg.gov.ge -ზე კომერციული ბანკების ლინკზე ნახავ ყველა ანგარიშგებას... |
Posted by: Mr-Banks 27 Feb 2011, 21:36 |
kmas ერთი კითხვა მაქვს, ძალიან უბრალო. თუ ბანკი სანდო არაა, ანაბარს გახსნი? ტაოში ხომ დიდი %-ია, მაგაზე ნაკლებ %-ში შმაქვს სხვა ბანკში და ვარ სავსებით ბედნიერი. ტაოს უარყოფით მხარეებზე საუბარს აღარ დავიწყებ. თანხებზე კლიენტებს რატომ უნდა შეექმნათ პრობლემები? |
Posted by: kmas 28 Feb 2011, 22:16 |
Lehman Brothers AAA იყო მარა ყველაფერი ხდება... მე თუ სწორად გავიგე შენი კომენტი, თუ სანდო არაა ამდენ ხალხს ანაბარი მანდ რატომ აქვსო? ასეა ხო? მე არ მითქვამს არ არის სანდოთქო, თუმცა ის რომ ბევრ ადამიანს მოსწონს ეგ არაფერს ნიშნავს - მედოფიც ბევრს მოსწონდა და ძალიან სერიოზულ ფინანსისტებს თან... თუმცა კიდევ ერტXელ ვამბობ - მე არ მითქვამს არ არის სანდოთქო, მაგრამ ის რომ ბევრი ენდობა არ არის ბანკის სანდოობის განმსაზღვრელი ... შევთანხმდეთ... |
Posted by: Mr-Banks 28 Feb 2011, 22:18 |
kmas ვერ დაგეთანხმები... სანდოობის და სტაბილურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ბევრი კმაყოფილი მომხმარებელია. ერთ-ერთი და არა- ერთადერთი... |
Posted by: Did_Giorgi 28 Feb 2011, 22:24 | ||
kmas
ბოდიში ჩავერევი - ცოტა ალოგიკური განცხადება გამოგივიდა თუ ენდობიან, ესეიგი სანდოა |
Posted by: Kate789 1 Mar 2011, 14:18 |
Did_Giorgi ერთი არ მომიკითხო... |
Posted by: kmas 1 Mar 2011, 18:49 | ||||
Mr-Banks
რავიცი აბა... მმმ გახსოვს? რამოდენიმე მილლიონმა მიიტანა ფული მანდ... მედოფი გახსოვს? რამოდენიმე ათეული მილიონი ენდობოდა... ბანკის სანდოობას ციფრები განსაზღვრავენ და არა ადამიანები... Did_Giorgi
ნუ ენის თვალსაზრისით ნამდვილად მასეა - რეალობა არის ის რომ ენდობიან და რელობაში რამდენად სანდო და საიმედოა მაგას ციფრები ამბობენ |
Posted by: paparesta 7 Mar 2011, 23:00 | ||
Did_Giorgi
ალოგიკური არაფერია სუფთა მატემატიკა თან მე-2-3 კლასების თუ 100 დან 80 კაცი ენდობა არ ნიშნავს რომ 20 კაცი ცდება და 80 კაცია მართალი , იმ 80 კაცში 60 რეკლამა უბინდავს გონებას და 20 საერთოდ არ აინტერსებს და იცის მაგ სიტყვის მნიშვნელობა მაგალითი : ტელეკომპანია იმედი ყველაზე რეიტინგული არხია ამბობს იმედი და 100 დან 60 კაცს ჯერა უკვე ამის რადგან იქ სხვა არხებს არ იჭერს მარა სანდოა ხო ეგ არხი მე მაგათი ტუუუუუუუუუუუუუ |
Posted by: xxx_boy 13 Mar 2011, 15:23 | ||
ამის გახსნას ვაპირებ დოლარში და რას ფიქრობთ კარგი იქნება? |
Posted by: paparesta 13 Mar 2011, 15:36 |
xxx_boy ფულზე თუ გინდა ეგეთი დაბალი პროცენტი დაგერიცხოს რა აზრი აქ მიწასი დამარხე სადმე |
Posted by: xxx_boy 13 Mar 2011, 15:37 |
paparesta სად მირჩევ შენ აბა?? |
Posted by: paparesta 13 Mar 2011, 15:46 |
გააჩნია რამდენს ინახავ და რა პერიოდით? კაი სახელი აქვს ბანკს მარა ისეთი დაბალი პროცენტია სახელის გულისათვის ხო არ შეინახავ მართლა * * * http://libertybank.ge/?action=page&p_id=66&lang=geo http://privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12_4g.html http://ksb.ge/index.php?a=main&pid=31&lang=geo დანარჩენები ერთი ოხერია ყველა არჩევანი შენზეა სახელი თუ სარგებელი |
Posted by: xxx_boy 13 Mar 2011, 16:02 |
paparesta მადლობა ინფოსთვის.... ლიბერთის ავირჩევ ალბათ.... ის პონტი მინდა რო ვთქვათ დავიწყე 5 ლარით და მერე რო შევიტანო რამდენიც მინდა... მაგ პონტში კაი იქნება? |
Posted by: paparesta 13 Mar 2011, 16:39 |
ა ლარში თუ გინდა მაშინ ყულაბა დაგჭირდება ძმა ლიბერთისი დოლარს ნუ გარისკავ მერე შეიძლება დოლარი არ გვაქვსო და ლარში შემოგტენიან |
Posted by: xxx_boy 13 Mar 2011, 16:44 |
paparesta ესეიგი ისევ TBC? მაგ პონტში კაი იქნება მე რასაც ვიძახი? |
Posted by: paparesta 13 Mar 2011, 17:37 |
მაშინ რომელი ბანკიც უფრო ახლოშია იქ მიდი უფრო მოსახერხებელი იქნება და არც მგზავრობა დაგღლის |
Posted by: xxx_boy 13 Mar 2011, 21:35 |
დავანებე თავი ანაბრებს და ქლიბობებს პლასტიკურს ავიღებ და ეგაა... |
Posted by: Mr-Banks 13 Mar 2011, 23:52 |
xxx_boy შენ გინდა ზრდადი ანაბრის გახსნა და დაგიდეს ვადიანი ანაბრის ლინკები. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მოკლედ ამას გირჩევ http://tbc.ge/ge/private/deposits/bonus_deposit/ მინიმალური შენატანი არის 20 ერთეული. 14-ს აგროვებ და მე-15-ს ბანკი გჩუქნის. ან შენ რა ლინკიც დადე, ეგეც კარგია. გააჩნია, რა ხნით გინდა. |
Posted by: ეებბბეეეეე 28 Mar 2011, 12:35 |
რა მაინტერესებს იცით? აი ისეთი ანაბარი რომ ყოველთვიური შენატანი არ იყოს წინასწარ განსაზღვრული და მაღალი % იც ჰქონდეს, რომელია და რომელ ბანკს მირჩევთ? ანუ როცა მინდა და რამდენიც მინდა რომ შევიტანო ხოლმე, ყველაზე კარგი პირობები რომელს აქვს? |
Posted by: ninikooo123 28 Mar 2011, 17:14 |
ბითიეი ბანკს აქვს ისეთი ანაბარი რომელზეც უფასოდ ებმევა visa classic და ინტერნეტით შეიძლება ყველაფრის გამოწერა,პლუს სარგებელიც ერიცხება,ძალიან კმაყოფილი ვარ და რატომრაც არავინ არ იცის |
Posted by: _Lali_ 28 Mar 2011, 17:29 | ||
ninikooo123
მგონი მაგ ბარათზე ფეიფალის მიბმაც შეიძლება არა? |
Posted by: Mr-Banks 28 Mar 2011, 18:08 |
_Lali_ ფეიფალს ვერ მიაბავ, რადგან ეგ ბარათი ჯორჯიან ქარდში მზადდება. |
Posted by: INA-INA 28 Mar 2011, 23:06 |
ninikooo123 ანაბრის სახელი მითხარი რა, და პროცენტები კიდევ. რამდენი ლარით იხსნება? რახან ბარათია ალბათ 4 ვალუტაა ხო? |
Posted by: paparesta 28 Mar 2011, 23:46 |
http://privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12_4g.html აქ ნახე როგორიც გაწყობს ყველაფერია, ყველაზი მაღალი პროცენტებია რაც მთავარია INA-INA |
Posted by: vajiko_1 8 Apr 2011, 12:14 |
მაინტერესებს რომელ ბანკში ჯობია ანაბრის გახსნა ანუ სარგებელი სადაა მეტი, რომელს მირჩევთ? |
Posted by: Mr-Banks 8 Apr 2011, 13:14 |
vajiko_1 ტაოში არის მაღალი %, მაგრამ გიღირს მაგ ბანკთან ურთიერთობის დაჭერა? სანდო და სტაბილური ბანკი თუ გინდა, მოდი თიბისი-ში (პირველი ბანკია ფიზ. პირის დეპოზიტების მიხედვით). 12 თვეზე 14% http://tbcbank.ge/ge/private/deposits/term_deposits/rates/ + სმარტ კლუბის ბენეფიტები https://www.smartclub.ge/ |
Posted by: vajiko_1 8 Apr 2011, 14:08 |
რა რისკებია ტაოსთან დაკავშირებით? |
Posted by: Mr-Banks 8 Apr 2011, 16:07 |
vajiko_1 რისკებს მე ვერ შევაფასაებ, მაგ ბანკის FAQ-ში შეიხედე და მიხვდები. კანტორა უფროა, ვიდრე - ბანკი. |
Posted by: paparesta 10 Apr 2011, 20:51 |
Mr-Banks FAQ დედაც F..K ჯეკ.............. 1000 მზეჭაბუკი და მზეთუნახავი შედის და სადაც გაუსწორდება და რასაც უნდა იმას წერს, რეალურ მიზეზს რატო წერს 100 ში 10 თუ გეტყვის მიზეზს რომელიც შეიძლება სამართლიანი იყოს........ კანტორა ჩემთან არის სოფელში მარა ნეტა მიედაროს ძალად ბანკირები რო დაბორიალობენ ვითომ რო ერკვევიან რამეში და რეალურად 10 ის 10 % არ იციან რამდენია........ ბევრი ფაქტი ვიცი მაგ ბანკსი სხვათა შორის შენ რო გევასება ნუ მთლად 10-ის 10 % ზე არ ყოფილა საუბარი მარა რაც მითხრეს მაკ პირი დავაღე და ჩავუჯექი იმ სისულელის გაანალიზებას რაც მითხრეს(ინტერნეტ ბანკინგზე ვიკითხე ისე ეს რაღაც და საბოლოოდ რაღაც ტელეფონი მომაჩეჩეს ამაზე დარეკეო ჩვენი კანტორის ბიჭები გიპასუხებეენო) |
Posted by: Mr-Banks 11 Apr 2011, 13:29 |
paparesta რა ვქნა ეხლა, ვიდეო ჩანაწერები დავდო ტაობანკის თანამშრომელთა უვიცობის დამადასტურებლად? |
Posted by: BlasTeR 11 Apr 2011, 14:40 |
Mr-Banks დადე რა |
Posted by: Mr-Banks 11 Apr 2011, 14:45 |
BlasTeR იმაზე მეტი რა დავდო, რაც საბანკო სიახლეების თემაში დავდე (დაკავებულია თანამშრომელი თაღლითობის მუხლით). |
Posted by: malaktavus 12 Apr 2011, 12:27 |
რომელ ბანკში ჯობია , ვადიანი ანაბრის გახსნა? საქართველოს ბანკში ტუ თიბისი ბანში ? და რატომ? |
Posted by: Mr-Banks 12 Apr 2011, 15:06 |
malaktavus თიბისი-ში იმიტომ, რომ სმარტ ბარათზე დააგროვებ ქულებს და ესეც დამატებითი ფულადი რესურსია. კიდევ იმიტომ, რომ გააკეთებ ოვერდრაფტს ბარათზე და თიბისი არის პირველი ბანკი ფიზიკური პირების ანაბრების მოცულობაში. |
Posted by: malaktavus 12 Apr 2011, 22:27 |
Mr-Banks და შენ სად მუშაობ? |
Posted by: Mr-Banks 12 Apr 2011, 22:30 |
malaktavus ჩემ სამუშაო ადგილს რა მნიშვნელობა აქვს. შენ ხომ გაინტერესებდა რჩევა? რჩევა მიიღე საკმაოდ მყარი და უტყუარი (გადაამოწმე, თუ გინდა) არგუმენტებით და ქმედება შენზე იყოს. |
Posted by: Silverlight 12 Apr 2011, 23:01 |
ელემენტარული ვერ გავიგე იქნებ 2 სიტყვით მითხრათ მაქ 1000 ლარი დავუშვათ მინდა გავხსნა ანაბარი ამ პირობებით http://pix.ge/ წყარო http://tbc.ge/ge/private/deposits/my_goal/ აქ გარკვევით წერია რომ ლარში 4დან 5 თვემდე სარგებელი შეადგენს 9%ს (იხ სურათი) ხოლო 12-23 თვემდე კი 13%ს (იხ სურათი) ანუ რა გამოდის რომ მე თუ ჩემ 1000 ლარს 4 თვით ჩავდებ ანაბარში, 4 თვის შემდეგ მე გამოვიტან 1090 ლარს ხოლო თუ ჩემ 1000ს ლარს ჩავდებ 12 თვით გამოვიტან უკან 1130 ლარს ხო? კითხვა: რატომ გავხსნი 12 თვით? როცა 4 თვით შემილია წელიწადში 3ჯერ გავხსნა და 27 პროცენტს მოვიგებ სანაცვლოდ ანუ 4 თვით ანაბრის გახსნა უფრო სარფიანია მოგების მხრივ ვიდრე 12 თვით მაშინ რატომ ხსნის ნორმალური IQიანი ადამიანი 12 თვით?? რატომ არის ფასები ასე განლაგებული რომ დროსთან ერთად იზრდება ასე არასწორად? წესით ბანკს ხომ უნდა უნდოდეს დამაინტერესოს იმით რომ მე დიდხანს ჩავდო? თუ მე ვერ გავიგე არასწორად? მოკლედ 2 სიტყვით მითხარით რა Mr-Banks malaktavus BlasTeR paparesta vajiko_1 იქნებ მიპასუხოთ ჩემთვის მნიშვნელოვანია |
Posted by: Mr-Banks 12 Apr 2011, 23:25 |
Silverlight % ითვლება ესე: თანხა გამრავლებული %-ზე გამრავლებული იმდენ დღეზე, რამდენი დღეც ბანკში იდება და გაყოფილი 365-ზე. თუ 1000 ლარი შეგაქვს 12 თვით ანუ 365 დღით, მაშინ იუქნება: 1000 * 13% (ეს %-ია 12 თვეზე) *365 /365 = 130 ლარი თუ შეგაქვს 4 თვეზე, გამოვა: 1000 * 9% * 120 (4 თვეში 120 დღეა) / 365 |
Posted by: Did_Giorgi 12 Apr 2011, 23:43 | ||
Silverlight
ეგ წლიური პროცენტებია შენ თუ 4 თვით გახსნი მიიღებ სულ 9%-ის მესამედს ანუ 3%-ს ასევე სხვა ვადებზეც რა ზუსტად თუ გინდა დათვალო დღეებზე უნდა გადაიანგარიშო როგორც ბანკსმა დაგითვალა შენ იმან დაგაბნია რომ მანდ სიტყვა წლიური არ ეწერა |
Posted by: Silverlight 12 Apr 2011, 23:54 | ||
Did_Giorgi
ძალიან დიდი მადლობა თან ის კალკულატორიც ვნახე ტბც.გეზე |
Posted by: malaktavus 13 Apr 2011, 01:47 |
და კიდე. სმარტ. ბარათი თუ არ მაქ....ქულები არ დამერიცხება? ეგრევე? თუ როგორაა? ეგრევე მომცემენ დარიცხული ქულებით? |
Posted by: Mr-Banks 13 Apr 2011, 03:50 |
malaktavus https://www.smartclub.ge/ ქულები გერიცხება თვეში ერთხელ დაწვრილებით აქ http://forum.ge/?f=62&showtopic=34222495 |
Posted by: malaktavus 13 Apr 2011, 11:43 |
და არ მისარგებლია ) თუ სადმე გადავიხდი ,ამ პლასტიკური ბარათით საკომისიო ჩამეჭრება? რამე პროცენტი ? თუ არა? |
Posted by: Mr-Banks 13 Apr 2011, 13:04 |
malaktavus პლასტიკურით გადახდისას, საკომისიო არ ჩამოგეჭრება. |
Posted by: malaktavus 13 Apr 2011, 18:20 |
წლიურს ვიხდი რამეს? მომსახურების? და კიდე...ეგ უბრალო როგორც ვიზა ელექტრონიქსი იქნება ხო ? ბაკომატიდან. და მაღაზიებში შემიძლია ვისარგებლო? |
Posted by: Mr-Banks 13 Apr 2011, 18:27 |
malaktavus არაფერს არ იხდი........... ეს ბარათი მაშინ გამოიყენება, როდესაც საჩუქარში ცვლი არსებულ ქულებს. ელექტრონ ბარათი არ არის. ეს არის უბრალოდ ბარათი ქულების დაგროვებისთის. |
Posted by: malaktavus 13 Apr 2011, 21:50 |
და ამით გადავიხდი მარტო სადაც სმარტ კლუბის ნიშანია? თუ ყველგან? * * * )(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((( |
Posted by: Mr-Banks 14 Apr 2011, 12:26 |
malaktavus ამ ვიდეოს უყურე და თუ რამეს, ვერ გაიგებ, მერე დასვი კითხვები. |
Posted by: malaktavus 15 Apr 2011, 00:52 |
ანუ პარტნიორ მაღაზიებში მარტო გადავიხდი(გამოვიყენებ) ამ ბარათით?)) :| |
Posted by: Mr-Banks 15 Apr 2011, 00:58 |
malaktavus ამ ბარათზე აგროვებ ქულებს (როგორ აგროვებ, ვიდეოშია). 100 ქულა = 1 ლარს. შემდეგ პარტნიორ მაღაზიებში გაატარებ ამ ბარათს და იყიდი რამეს, რაც მოგივა, ანუ ქულებს გადაცვლი პროდუქტში და/ან მომსახურებაში. |
Posted by: malaktavus 16 Apr 2011, 00:51 |
ანუ მე ეგეთი ინფორმაცია გავიგე. რომ.... მიგროვდება უბრალოდ ამ ბარათზე.... და სხვა ანუ ვიზა ელექტრონიკით უნდა ვიკიდო... მაღაზიებში... და ესე დამერიცხება. და ამ სტარტ ბარათით ვერ ვიყიდი, ანუ ვერ გადავიხდი. ვერსად.. |
Posted by: Mr-Banks 16 Apr 2011, 00:57 |
malaktavus ხსნი ანაბარს და იღებ პლასტიკურ ბარათს (ელექტრონი, კლასიკი, გოლდი).... ეს არის ბარათი იმისთვის, რომ ქულები გაანაღდო მაღაზიებში პროდუქტის ან მომსახურების სახით. შეგიძლია, არც ატარო ეს ბარათი და მხოლოდ მაშინ აიღო, როდესაც გადაწყვეტ ქულების განაღდებას. ქულების გაგებისთვის აგზავნი smart -ს ნომერზე 2727... |
Posted by: malaktavus 16 Apr 2011, 09:58 |
ოკ ვსიო გასაგებია :პ სპს........... არ გამიხსნეს ანაბარი |
Posted by: unknown lady 27 May 2011, 16:22 |
ვინმემ ხომ არ იცით ლიბერთის რომ აქვს ანაბარი პატრიოტი http://libertybank.ge/?action=page&p_id=391&lang=geo საიტზე წერია, რომ პატრიოტზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობით და % დამატებულ თანხასაც ერიცხება ალბათ ხომ? |
Posted by: FishFace 27 May 2011, 22:36 |
unknown lady კი. ყოველდღიურ ნაშთს ერიცხება. კაი რამე იქნებოდა - პლასტიკურზე რომ ებმებოდეს და პლასტიკურით გამოტანა უფასო რომ იყოს ახლა დასამატებლად და გამოსატანად მოგიწევთ ბანკში სიარული. |
Posted by: unknown lady 28 May 2011, 19:12 | ||
FishFace
ესეც რომ იყოს ბარემ ანაბარს გავხსნიდი |
Posted by: FishFace 28 May 2011, 20:31 | ||
unknown lady
same here. სახლის გვერდზე მაქვს 24 საათიანი ლიბერტი, მარა მაინც მეზარება ბანკში სიარული. მიუხედავად სიმპატიური ოპერატორი გოგონებისა მოგვეცით საშუალება ბანკთან დისტანციური ურთიერთობის და გავხდებით თქვენი მომხმარებლები. |
Posted by: unknown lady 29 May 2011, 17:25 | ||
FishFace
მეც 51 სკოლასთან ცხოვრობ? მე კი, გამომცემლობის პირდაპირ |
Posted by: FishFace 29 May 2011, 18:16 |
unknown lady к науке, которую я в данный момент представляю, это уже отношения не имеет, copyright ostap ibragimovich პატრიოტი თუ არ გამოგადგა ბანკში ვიზიტების გამო, მაშინ პროკრედიტის შემნახველს შეხედე ან ტაოს უნივერსალ ქარდს პროკრედიტი + ებმება პლასტიკურზე (ჩერეზ უფასო იბანკით მოგიწევს პლასტიკურზე გადმოტანა) + პლასტიკურიდან გატანის საკომისიო ჩკა + სარგებელი ერიცხება ყოველდღიურ ნაშთს + გატანების რაოდენობა შეზღუდული არაა - სარგებელი არის დაბალი - კაპიტალიზაცია 3 თვეში ერთხელ ტაო: + ებმება პლასტიკურზე + მაღალი სარგებელი + სარგებელი ერიცხება ყოველდღიურ ნაშთს + გატანების რაოდენობა შეზღუდული არაა - პლასტიკურიდან გატანის საკომისიო სხვა რამეს თუ იპოვი უკეთესს, მეც შემატყობინე. ბოლომდე კმაყოფილი არცერთის შემნახველით არ ვარ |
Posted by: unknown lady 29 May 2011, 18:57 |
FishFace ოკ დიდი მადლობა, თუ რამე ვნახე მოგწერ |
Posted by: most wanted 5 Jun 2011, 10:31 |
სარგებლის ყოველთვიური გატანით ყველაზე კარგი რომელი ანაბარია? |
Posted by: Mr-Banks 5 Jun 2011, 13:47 |
most wanted ვადიანი ანაბრის გახსნაც შეგიძლია სარგებლის ყოველთვიური გატანით. თიბისი-ში ეხლა აქციაა ვადიან ანაბრებზე +2% |
Posted by: FishFace 5 Jun 2011, 14:22 |
Mr-Banks 1 ივნისს არ დამთავრდა ეგ აქცია? |
Posted by: Ironclad 6 Jun 2011, 16:11 |
ხალხო, ვინც იცით იქნებ მითხრათ: რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ანაბრებზე (ყოველთვიურად რო შეგეძლოს გამოტანა რათქმაუნდა)? ლიბერთიში? მანდ მემგონი 14.5-15%-ია. |
Posted by: bel-505 8 Jun 2011, 15:00 |
Ironclad სტანდარტი 12 თვით(ყოველთვიური გატანით)- 15% სტანდარტი 5 წლით(ყოველთვიური გატანით)-17% http://privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12_4g.html |
Posted by: Ironclad 8 Jun 2011, 16:40 |
bel-505 გაიხარე, დიდი მადლობა. ძალიან მაღალი პროცენტია. შედარებისთვის TBC-ს სადღაც 9.2% აქვს. |
Posted by: Mr-Banks 10 Jun 2011, 13:14 | ||
Ironclad
და რომელი ბანკი უფრო სანდოა? მონაცემებს დახედე. თიბისი პირველია ფიზიკური პრების ანაბრების მოზიდვის კუთხით. რატომ? იმიტომ, რომ სანდო ბანკია! |
Posted by: Ironclad 10 Jun 2011, 16:42 |
Mr-Banks TBC-ზე სანდო დოიჩე ბანკია ეგრე. საქართველოში ამ ბოლო წლებში გაკოტრებული რამდენი ბანკი გინახავს? რისკი ეგრე ყველგანაა. აქ საკითხი იმაშია რამდენის დადებას აპირებ ანგარიშზე. რათქმაუნდა 100.000 და 10.000.000 განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში TBC-ს 10M-ს ანდობ. 100K-ს შემთხვევაში გაცილებით მეტ მოგებას მიიღებ პირველი ბანკისგან. |
Posted by: Mr-Banks 10 Jun 2011, 16:48 |
Ironclad საქართველოს აკვატორიაზე მაქვს საუბარი და არა - მსოფლიო მასშტაბებზე. ისე, ტაო-ს თემაშიც შეიხედე, გაერკვევი, რა დომხალია მაგ ბანკში. |
Posted by: nutria-113 29 Jun 2011, 22:56 |
გამარჯობა ანაბარი მინდა რო გავხსნა, ისეთი რო ყოველთვიურად გარკვეული თანხა ვამატო და სარგებელი რთული პროცენტით ერიცხებოდეს. რომელ ბანკში და რომელი ანაბარია ყველაზე უფრო მომგებიანი ასეთ შემთხვევაში ჩემთვის? თუ დროსაც აქ რამე მნიშნელობა, სიტყვაზე 5წლის განმავლობაში თანხას არ გამოვიტან, მხოლოდ ვამატებ და ვამატებ. რომელ ბანკს და რომელ ანაბარს მირჩევთ? |
Posted by: spider77 30 Jun 2011, 00:25 |
nutria-113 პირადად მე ნამდვილად არ ვიცი სხვადასხვა ბანკებში როგორაა, ეგ შენ თვითონ უნდა შეადარო. მე შემიძლია ერთი ლინკი მოგცე, სხვა მეორეს მოგცემს (ან შენ თვითონ დაძებნე), შედარაე ერთმანეთს და რომელიც უფრო მოგეწონება ის აირჩიე და ა.შ. http://tbcbank.ge/ge/private/deposits/my_goal/ აქ მაქსიმალური ვადა 24 თვე წერია, მაგრამ შეგიძლია მოითხოვო ავტომატური გაგრძელება, წინასწარ შეათნხმე ხელშეკრულებით, რო მერე გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი. |
Posted by: nutria-113 30 Jun 2011, 01:28 |
spider77 აჰა, ანუ თიბისის შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის შემთხვევაში მაქსიმალური პროცენტი მაქ 8.25 (ევროში ვაპირებ). მადლობა, გავითვალისწინებ 1 თვეში მინდა ანაბრის გახსნა და სადაც უკეთესი პროცენტი იქნება იქ გავხსნი. სხვაგან რა რიცხვებია? |
Posted by: Mr-Banks 30 Jun 2011, 01:32 |
nutria-113 დაიარე ყველა ბანკის საიტი და შეამოწმე. ერთს გეტყვი აქვე დადასტურებულ ფაქტს, რომ თიბისი ბანკი წლებია, რაც პირველი ბანკია ფიზიკური პირების დეპოზიტების მხრივ და ამ წელიწადში პირველი ბანკია მოგების მხრივ. დანარჩენი თავად გადაწყვიტე. |
Posted by: nutria-113 30 Jun 2011, 01:42 | ||||
Mr-Banks
კაროჩე,დღეს იმდენი რაღაც გავაკეთე საიტის გაგონება არ მინდა არაფრის 2 ტაბი მაქ საწყლად გახსნილი და იმას ვარეფრეშებ. ხვალიდან შევუდგები მაგ საქმეებს დღეს იმიტო დავწერე მეთქი ვინმემ რამე ზეპირად თუ იცის და უცებ რო მირჩიოს თქო. მადლობა გამოხმაურებისთვის
ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ყველაზე მაღალი პროცენტი, თუ ესეც იქნება მაშინ მთლად უკეთესი |
Posted by: Mr-Banks 30 Jun 2011, 01:47 |
nutria-113 ევროში და დოლარში ყველაზე მაღალი % შეიძლება იყოს 0.5%-ით მეტი და ისიც კანტორა-ბანკებში, დღეს რომ მითხრეს ერთგან, ბანკი ვალდებული არაა, ყველა მოქალაქეს პასუხი გასცეს წერილობითო, რადგან დღეში 200 განცხადება შემოდისო. ეგეთ ბანკში თუ გახსნი ანაბარს, მერე არ დაიწუწუნო მომსახურებაზე. ნერვული უჯრედები აღარ აღდგება, მაგრამ 0.5%-ს რამენაირად მოევლება. |
Posted by: nutria-113 30 Jun 2011, 01:54 | ||
Mr-Banks
ტაოში არ გავხსნი გამორიცხულია ნუ მე თიბისი და საქართველოს შორის ვარ. რესპუბლიკა და ბოლოს ლიბერთი. ასეთი გეგმები მაქ. ამეებს გადავხედავ. ბონუსები, იქეთ აქეთ და რავი, ავარჩევ მერე. ვნახოთ რომელი მიმიზიდავს |
Posted by: _Lali_ 30 Jun 2011, 10:22 |
nutria-113 მე პირადად ზუსტად ეგეთი ანაბარი მაქვს გახსნილი პროკრედიტ ბანკში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა ბანკს ჯობია ჩემი აზრით |
Posted by: spider77 30 Jun 2011, 11:26 | ||
nutria-113
მე ვიცნობ ერთს, 15 პროცენტსაც შეგპირდება სიამოვნებით, მაგრამ სანდოობის რა მოგახსენო. |
Posted by: nutria-113 30 Jun 2011, 12:08 | ||||
_Lali_
პროკრედიტის კლიენტი ვარ დიდი ხანია, მარა როგორც მახსოვს უფრო დაბალი პროცენტი აქ სხვებთან შედარებით, თორე მეც პროკრედიტი მინდოდა. დღეს გადავხედავ საიტებს და ვნახოთ ვინ მომაწონებს თავს. spider77
მებონია? ეგ 5 დღეში აბრუნებს თავის პროცენტიანად, მასე მალე არ მინდა |
Posted by: _Lali_ 30 Jun 2011, 12:37 |
nutria-113 რა ვიცი, მე შევედი საიტებზე და შევადარე. პროკრედიტზე დაბალი %-ები აქვთ მარტო ისეთ ბანკებს, ტაო, ვითიბი და ეგეთი რაღაცები, ვისთანაც არანაირი სურვილი არ მაქვს ურთიერთობის. და სხვა დანარჩენებიდან (ცოტა ნორმალურები რომლებიცაა), ყველაზე კარგი პროკრედიტს ჰქონდა. ჰო, კიდევ ერთი მომენტია. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რომ სახლთან ახლოს იყოს ფილიალი და ესეც გავითვალისწინე |
Posted by: spider77 30 Jun 2011, 12:59 | ||
_Lali_
პროკტრედიტის შემტხვევაში ჰო ... და თიბისის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა აქარ აქვს რომელ ფილიალში შეგაქვს, თან ფეის აპარატებიც ბევრგანაა. უფრო მეტიც, ინტერნეტბანკინგითაც შეგიძლია შეტანა და არანაირი ის არ ჭირდება, დამატებით ოპერატორთან მისვლა, რომ მიმდინარე ანგარიშზე დასმული თანხა მერე ანაბრის ანგარიშზე გადაგისვან, წიგნაკში ჩაგიწერონ და ა.შ. |
Posted by: nutria-113 30 Jun 2011, 13:14 | ||
spider77
ოჰოო, აი ეს უკვე მაგარი რამეა. ანუ ფეი-თი შევიტან ანაბარზე ხო? მარა ევროს შევითან? |
Posted by: _Lali_ 30 Jun 2011, 14:17 | ||
spider77
ეს მარტო თიბისი ბანკს აქვს თუ სხვასაც? |
Posted by: spider77 30 Jun 2011, 14:51 | ||
nutria-113 არა ფეით ევროს ვერ შეიტან. _Lali_
სხვაგან არ ვიცი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ მქონდა პროკრედიტში და ზუსტად იმ ფილიალში უნდა გადამეხადა სადაც გავხსენი. თან სალაროში შემქონდა ჯერ, მერე ოპერატორთან უნდა მივსულიყავი, ის გადამიტანდა მიმდინარე ანგარიშიდან ანაბრის ანგარიშზე, მერე წიგნაკში წერდა და ბეჭედს ურტყავდა |
Posted by: Mr-Banks 30 Jun 2011, 14:57 | ||
_Lali_
მხოლოდ თიბისი-ს აქვს ნებისმიერ ანგარიშზე თანხის შეტანა (ანაბარი, მიმდინარე, სესხი, განვადება, ბარათი, საკრედიტო ბარათი). საქართველოს ბანკს აქვს საკრედიტო ბარათზე შეტანა, მარა მე-2 დღეს ჯდება. |
Posted by: nutria-113 30 Jun 2011, 15:12 | ||||||
spider77
ეგ ძან გაუწვალებიხარ იმათ მაშინ. დღეს ყოველშემთხვევაში არაა ეგრე. 1წლის წინაც არ იყო, თბილიში მქონდა ანაბარი გახსნილი და ქუთაისიდანაც შევიტანე რამოდენიმეჯერ და გამოვიტანე. თან პირდაპირ სალაროდან შეგიძლია ეგ ყველაფერი გააკეთო, წიგნაკი სულ არ მაქ თან Mr-Banks
მართლა კაი რამეა..
ეს ხო ვაფშე იმენა სულ მსგავსი სასწაულებია |
Posted by: Customer 22 Jul 2011, 23:06 |
და რიკოზე რა აზრის ხართ? 18 % მგონი ურიგო არ არის. |
Posted by: Tvalebi 26 Jul 2011, 13:47 |
ერთი რაღაც მაინტერესებს თორე შემჭამა მეგობარმა ვადიანი ხო მარტივით იტვლება და შეგროვებდი რთუილით, ასე არაა ? |
Posted by: De-Phazz 26 Jul 2011, 13:58 |
Tvalebi გააჩნია სად და გააჩნია რას ეძახი რთულს. აი, რას ვგულისხმობ: ძირითადად შეგროვებადზე % ერიცხება ძირითად თანხას ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით. მაგალითად, თუ ანაბარი გახსენი ივლისში 100 ლარით და ყოველ თვე ამატებ 100-100 ლარს, ივლისის ბოლოს % დაერიცხება 100 ლარს, აგვისტოს ბოლოს 200 ლარს, სექტემბრის ბოლოს 300 ლარს და ა.შ. თუმცა, არის ერთი ბანკი, სადაც ზედა სქემა მოქმედებს იმ განსხვავებით, რომ ყოველთვიურად დარიცხული % ანგარიშზე გერიცხება და %-საც ერიცხება პროცენტი. ანუ, ზედა მაგალითი რომ გავიმეორო, ივლისში % დაერიცხება 100 ლარს, აგვისტოში - (100 + დარიცხული % + 100 ლარს), სექტემბერში, (100 + ივლისში დარიცხული % + 100 ლარს + აგ ვისტოში დარიცხული %) და ა.შ. ცოტა გაუგებრად დავწერე, მაგრამ შენ მიხვდები |
Posted by: Tvalebi 26 Jul 2011, 14:16 | ||
De-Phazz მადლობა სავსებით გასაგებად წერია
ადრე ბოგ-ში მქონდა და ამ პრიციპით ერიცხებოდა, ალბათ ეგ ბანკი იგულისხმე მარტივის ფორმულა ეს უნდა იყოს ხო თუ არ ვცდები S=(P*I*t/K)/100 ? |
Posted by: gdaviti 26 Jul 2011, 14:34 |
გამარჯობათ, ესეგი რა მაინტერესებს: unipay.ge ზე დავრეგისტრირდი და მინდა მაგ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა მარა მთხოვს მიმდინარე ანგარიშის ნომერს და ეს რომელია? სად უნდა ვნახო მიმდინარე ანგარიშის ნომერი? საქართველოს ბანკსი ანგარიში მინდა შევიტანო.... მარა ვერ გავვიგე რომელია მიმდინარე ანგარიში ნომერი... პლასტიკურ ბარათზე რო წერია ნომერი ის არაო... |
Posted by: Tvalebi 26 Jul 2011, 14:37 |
gdaviti თემის სათაური თუ ნახე ? კითხვა-პასუხში იკითხე |
Posted by: gdaviti 26 Jul 2011, 14:43 |
Tvalebi იქ ვაპირებდი დაწერას და ამერია იმედი ლინკი მქონდა გახსნილი |
Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 30 Jul 2011, 19:46 |
იქნებ მითხრათ ვადიანი ანაბრის შემთხვევაში ყველაზე კარგი პირობები რომელ ბანკს აქვს? იმდენი ბანკია, ყველას სხვადასვა პირობები აქვს და ცოტა დავიბენი, 8000$ შეტანა მინდა და იქნებ მირჩიოთ რომელ ბანკში შევიტანო? ასევე მაქვს შესაძლებლობა, რომ შეტანილ თანხას ყოველი თვის განმავლობაში 1000$-მდე დავამატო და ზრდადი ანაბრის გაკეთებას ხომ არ მირჩევდით? თან ყოველ თვე მინდა თანხის გამოტანა და ეს ვერ გავიგე 0,5% დაკლება რა პრინციპით ხდება. ანუ 8000$ შემთხვევაში, ვთქვათ 6 თვიანი ანაბრით რა თანხა შეიძლება მივიღო ყოველ თვე? მადლობა წინასწარ |
Posted by: Mr-Banks 30 Jul 2011, 20:17 |
Đ Ä R Ü Đ Ë მაგას რა კითხვა უნდა? თიბისი-ში მოდი და გახსენი ვადიანი პლიუს ანაბარი, ანუ ვადიან ანაბარზე თანხის დამატება შეგიძლია. http://www.tbcbank.ge/ge/private/deposits/term_plus_deposits/interest_rates/ |
Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 30 Jul 2011, 20:26 |
Mr-Banks ყველა თავის ბანკში მეპატიჟება პროკრედიტს რით ჯობია? მისაღები თანხა ვერ გამოვთვალე და იქნებ დამეხმარო რა პირველად შემაქვს 8000$ ყოველ თვე ვამატებ 1000$ ეს ყველაფერი გრძელდება 6 თვის განმავლობაში. ყოველთვიურად რამდენს მომცემს ბანკი? |
Posted by: Mr-Banks 30 Jul 2011, 21:19 |
http://www.tbcbank.ge/ge/calculators/deposit_calculator/?deposit_type=term_plus |
Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 30 Jul 2011, 21:53 |
Mr-Banks http://pix.ge/ 285$ ანაბრის ბოლოს? |
Posted by: Mr-Banks 30 Jul 2011, 21:56 |
Đ Ä R Ü Đ Ë კი... 1000$ ერთხელ ემატება მაგ ცხრილით.... მაგას ჯობია, ვადიანი ანაბრები დახსნა. |
Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 30 Jul 2011, 22:26 |
Mr-Banks ზრდადი ანაბარი უკეთესი არ უნდა იყოს? 6,5% ხოა პლუსზე? 6 თვის განმავლობაში ყოველ თვე 1000$ შევიტანდი და 285$ რა სასაცილო თანხაა ვადიანზე თიბისის 7% აქ ხო? ყოველთვე თუ გამოვიტან 6,5%. ვადიანი ანაბრის შემთხვევაში რა ფორმულაა თანხის ყოველთვიურად გამოტანისას? შეგიძლია მითხრა 8000$-ზე თვეში რამდენს მომცემენ? |
Posted by: Mr-Banks 30 Jul 2011, 22:31 |
Đ Ä R Ü Đ Ë http://www.tbcbank.ge/ge/calculators/ შენ რა გეგონა, მილიონები იქნებოდა % ? ეგ % წლიურია, ანუ 365 დღეზე დაანგარიშებით. |
Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 30 Jul 2011, 22:44 |
Mr-Banks ფუი ბლინ, მე მეგონა 8000-ის 7%. 8000X7/100=560$ |
Posted by: FishFace 1 Aug 2011, 11:42 |
Đ Ä R Ü Đ Ë 8000 - ვადიანზე დადე და არა შეგროვებითზე ყოველთვე 1000 დოლარი - ტბს ბონუს ანაბარი გახსენი, ოღონდ 14 თვით მოგიწევს. სამაგიეროდ ბოლოში 1000 დოლარს ჩაგახუტებენ რაც ჯობია მაგათსავე შეგროვებითს. ვადიანებში ყველაზე მაღალი % აქვს ლიბერტის (მ7) და პრივატს (კლასიკი). |
Posted by: Đ Ä R Ü Đ Ë 1 Aug 2011, 12:15 |
FishFace მადლობა თუმცა საქმე იმაშია, რომ მაქსიმუმ 8 თვე შემიძლია თანხის დადება, მერე ალბათ გამოვიტან. თიბისი-საც ხო 7% აქ? |
Posted by: Shamili_gamarjoba 31 Aug 2011, 23:12 |
გამარჯობა ხალხო, თქვენი დახმარება მჭირდება თუ შეიძლება მოკლედ რა ხდება მინდა რო გავხსნა 2 წლიანი ანაბარი, არ მინდა წინასწარ ფულის გამოტანა და არაფერი, ჩემთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი პროცენტი დაერიცხოს, ამ ორი 2წლის განმავლობაში ვაპირებ ყოველ თვე გარკვეული თანხა დავამატო ჩემს ანგარიშზე, მინიმუმ 100 ლარი ხოდა მაინტერესებს ასეთი პირობებით რომელ ბანკში მექნება ყველაზე დიდი სარგებელი და რომელ ბანკს აქვს ყველაზე მაღალი პროცენტი ლარში კიდევ ერთ რჩევას თუ მომცემთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით, ეხლა მაქვს ხელზე 600 ლარი და შემოდგომაზე კიდევ 1000 $ ექვივალენტი ლარში უნდა ჩამირიცხონ ხოდა რა ჯობია ამ 600 ლარით ბარემ გავხსნა ანაბარი, თუ დაველოდო იმ ფულსაც და ბარემ ერთად შევიტანო? ერთბაშად დიდი თანხის შეტანისას უფრო მეტი სარგებელი მექნება? თუ ჯობს მაინც ამ 600 ლარით დავიწყო და ის თანხა მერე დავამატო? მადლობა წინასწარ |
Posted by: deka136 1 Sep 2011, 00:07 | ||
Shamili_gamarjoba
ჩემი აზრით, სჯობს ახლავე დაიწყო, ამასობაში ამ 600 ლარსაც დაერიცხება რაღაც პროცენტი და მერე რომ დაამატებ ნელ-ნელა, ძირი თანხა გაიზრდება და დარიცხული პროცენტიც შესაბამისად მოიმატებს... შემოდგომის და 1000$-ის ლოდინში იმ პროცენტს კარგავ, რომელიც შეიძლებოდა შენს 600 ლარს დარიცხვოდა 1-2 თვის განმავლობაში, თუ ახლავე გახსნიდი ანაბარს იმედია გასაგებად დავწერე აი, ამ ტიპის ანაბარი გინდა შენ http://www.procreditbank.ge/index.php?item_id=43&component=STATIC_CONTENT&menu_id=1&sub_menu_id=35 ყოველთვიურად შეიტან და დააგროვებ თან საჩუქრად ინტერნეტბანკინგსაც მიიღებ (ან სხვა ბონუს პროდუქტებს, რომელსაც აირჩევ) მე ამასთან მქონდა შეხება და სხვა ბანკებში ნაღდად არ ვიცი რა პროცენტებია |
Posted by: Shamili_gamarjoba 1 Sep 2011, 00:57 | ||
deka136
გასაგებად დაწერე ნამდვილად, ეგ მეც ვიფიქრე უბრალოდ, იმიტო ვფიქრობდი იმ თანხის დალოდებას მეთქი ერთბაშად ცოტა უფრო მეტს რო შევიტან იქნებ უფრო მეტი მომსახურება მივიღო უფასოდთქო მარა როგორც ვატყობ ეხლა 2000 ლარს შევიტან თუ 600 პირველ ჯერზე დიდი განსხვავება არაა მომსახურების მხრივ, ხოდა დავიწყებ მეც 600-ით პროკრედიტს მე მგონი ცოტათი დაბალი პროცენტი აქვს სხვებთან შედარებით ეგეთ ანაბარზე. უბრალოდ საიტებზე რო შევდივარ, უაზროდ უწერიათ რა ამ ბანკებს, თი-ბი-სი უწრია 13% და კალკულატორი 15% მითვლის და გაიგე ეხლა რომელია სწორი, საქართველოს ბანკს 12+1% უწერია და კალკულატორი 12% მითვლის, სხვაგანაც დაახლოებით იგივე ხდება და მაგიტო ვიკითხე აქ |
Posted by: deka136 3 Sep 2011, 00:49 |
Shamili_gamarjoba თიბისის, პროკრედიტს, რესპუბლიკას და საქართველოს ბანკს "ძირითად" ანაბრებზე თითქმის ერთნაირი პროცენტები აქვთ (ჩემი დაკვირვებით) აი, ტაოს და ლიბერთის ცოტათი უფრო მაღალი, მაგრამ მათთან მისვლას ჩემს სანაცნობოში არავის ვურჩევდი მე პირადად რესპუბლიკაშიც მქონია ანაბარი, თიბისი-შიც და პროკრედიტშიც და ახლა მხოლოდ ამ უკანასკნელში მაქვს ბევრი მიზეზის გამო |
Posted by: Mr-Banks 3 Sep 2011, 21:13 |
Shamili_gamarjoba ყველაზე დიდი % საკრედიტო ორგანიზაციებს აქვთ. შენთვის რომელი მნიშვნელოვანია: სარგებელი თუ სანდოობა? |
Posted by: bene_bene 5 Sep 2011, 04:24 | ||
თამარ მეფის ხიდს რომ გასცდები მანდ რომ არის რაღაც მიკროსაფინანსო,ვინმეს რამე გსმენიათ,სანდოები არიან თუ არა? ლარში 20% აქვთ და დავინტრიგდი ძალიან ))))) |
Posted by: deka136 5 Sep 2011, 07:40 | ||
bene_bene
რიკო? მანდ ვალუტის კურსები მომწონს |
Posted by: Mr-Banks 5 Sep 2011, 10:23 | ||
bene_bene
რიკოს 18% აქვს არ მიმაჩნია სანდოდ მსგავსი დაწესებულებები. ჩვეულებრივი შპს იქნება. გამოაცხადებს გაკოტრებას და მიდი და სდიე. |
Posted by: forumeli64 6 Sep 2011, 10:09 |
"კონსტანტას" აქვს მაღალი პროცენტები! ვენდო? ლარში, ანაბარზე დარციხცული პროცენტები ხომ ყოველთვიურია, დადებული ცხრილის მიხედვით???? რომელიმე ბანკი თუა ისეთი რომ არგამოტანილ დარიცხულ პროცენტზეც დაგერიცხოს პროცენტები (მოვინდომე აშენება ) აქ, ან PM მიპასუხეთ პლს. |
Posted by: Mr-Banks 6 Sep 2011, 11:42 |
forumeli64 ეგ არის წლიური %.... |
Posted by: forumeli64 6 Sep 2011, 12:34 | ||
Mr-Banks
ვერ გავიგე. ყოველ თვეში არ ერიცხება ისე როგორც უწერიათ??? აბა როგორ ერიცხებათ? ე.ი გამოდის რომ მე თუ 3 თვით შევიტანე ანაბარი დამერიცხება ვთქვათ 9% სამი თვის მერე. ხოლო თუ ორი წლის შევიტანე მაშინ დამერიცხება 17% ორის წლის შემდეგ???? |
Posted by: Mr-Banks 6 Sep 2011, 12:41 |
forumeli64 წლიური % ნიშნავს, რომ 1 წლის მერე ერიცხება %. 1000 ლარზე 12% წლის ბოლოს იქნება 120 ლარი, ანუ თვეში 10 ლარი. |
Posted by: forumeli64 6 Sep 2011, 13:21 |
Mr-Banks მადლობა. ეეჰჰჰ... არადა რა იმედი მომეცა... ახლა ასეთი კითხვა მაქვს: რომელი ბანკია (საიმედო და უფრო სარფიანი!!!! ანაბარი!) ისეთი სადაც ანაბარის განახლება (ვადის გასვლის შემდეგ) ახლიდან ხდება? ისე რომ ახალი კონტრაქტი და ა.შ არ სჭირდება, და შესაბამისად ათვლაც თავიდან იწყება? |
Posted by: Mr-Banks 6 Sep 2011, 14:06 |
forumeli64 თიბისი-ში შეიძლება ეგეთი რამე, რომ ავტომატურად გაგრძელდეს....http://tbcbank.ge/ge/private/deposits/term_deposits/rates/ ფიზიკური პირის ანაბრებში თიბისი პირველ ადგილზეა |
Posted by: batutra 20 Sep 2011, 00:26 |
ხალხო ისე ზემოთ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ, კონსტანტაში ანაბრის გახსნაზე რა აზრის ხართ? 1 წლიანი მინდა, გამოანგარიშების კალკულატორი არ მინდა, ვიცი როგორცაა. უბრალოდ სანდოობის ამბავი მაინტერესებს მაგ ბანკის. |
Posted by: Mr-Banks 20 Sep 2011, 10:32 |
batutra თიბისი ბანკს აქვს აქციები ნაყიდი და სანდოობა ეჭვ ქვეშ აღარ უნდა დადგეს |
Posted by: JPEG 21 Sep 2011, 19:45 |
გამარჯობათ ეს ანაბარი ცემი მიზანი 12% წლიურია თუ თვეში გაძლევენ? |
Posted by: Mr-Banks 21 Sep 2011, 20:46 |
JPEG ბანკში უმეტესად % არის წლიური |
Posted by: JPEG 21 Sep 2011, 20:57 |
ანუ ტბს ში ეს ანაბარი წლიურია? 100 ლ ზე წელიწადში სულრაგაც 12 ლ? |
Posted by: Mr-Banks 21 Sep 2011, 21:00 |
JPEG ხო, ეგრეა.................... თვიური % და მაგხელა თუ სადმე ნახო, მეც მითხარი |
Posted by: Kate789 24 Sep 2011, 04:43 |
აუ ისე ამ თიბისის ანაბრის აქციის პირობებმა დამაინტერესა. |
Posted by: spider77 24 Sep 2011, 10:11 | ||
Kate789
მერე? გახდი თიბისის მეანაბრე |
Posted by: Kate789 25 Sep 2011, 13:20 | ||
spider77 ხო, მაგრამ პირობები მაინტერესებდა.
და მინიმუმ 2000 ლარი შემოვიტანო ხო? |
Posted by: spider77 25 Sep 2011, 20:53 | ||
Kate789
ინებეთ: http://tbcbank.ge/ge/about/bank_overview/news/?id=1966 |
Posted by: Kate789 10 Oct 2011, 23:03 |
ესე იგი გაგიჟდები რა. ერთსა და იმავე თანხაზე, ერთსა და იმავე ვადით და ერთსა და იმავე პროცენტით თიბისიმ სხვა თანხა გამომითვალა, პროკრედიტმა სხვა. ნუ თიბისის ოპერატორმა გოგომ ჯერ საერთოდ სხვა თანხა მითხრა. ხელმეორედ გადავრეკე და ბიჭს დავათვლევინე და იმან სხვა თანხა. მერე პროკრედიტში გადავრეკე და იმან საერთოდ სხვა თანხა მომახსენა. დარწმუნებული ხართ, რომ ეს თანხა გამოდის-მეთქი და რომ გადაამოწმა ისევ, უი უკაცრავადო და კიდევ სხვა თანხა მითხრა. კარგით რა. spider77 მადლობა |
Posted by: Mr-Banks 11 Oct 2011, 01:08 |
და ანაბრის %-ის გამოთვლას რად უნდა ოპერატორი? თანხა გამრავლებული %-ზე გამრავლებული დღეებზე და გაყოფილი 365-ზე. )) |
Posted by: Kate789 11 Oct 2011, 20:44 | ||||
Mr-Banks
იმიტომ, რომ მაინტერესებდა სად რამდენი პროცენტი იყო. საიტზე ვერ შემოვედი. თურმე მე ვყოფილვარ დამნაშავე
მადლობა, ვიცი მეც დათვლა რამეფრად. |
Posted by: Mr-Banks 11 Oct 2011, 20:55 |
Kate789 ხოდა, გეკითხა პირდაპირ ოპერატორისთვის რამდენი % იყო კონკრეტულ ვადაზე და კონკრეტულ ვალუტაში. |
Posted by: Kate789 11 Oct 2011, 21:48 |
Mr-Banks და რატომ??? ვთქვათ მე არ ვიცი გამოთვლა ან მეზარება, იმან არასწორი ინფორმაცია უნდა მომაწოდოს??? |
Posted by: Mr-Banks 11 Oct 2011, 22:34 |
არ უნდა მოგაწოდოს აასწორი ინფორმაცია. თუ თვლი, რომ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდა, დაწერე პრეტენზია. აქ რომ წერ, მტყუან-მართალს ვერ გავარჩევთ. სატელეფონო საუბრის მოსმენაა საჭირო ამისთვის. და იქნებ , კითხვა გაიმეორო, რაც კითხე თიბისი-ს ოპერატორს? |
Posted by: Kate789 11 Oct 2011, 22:38 |
თანხა ვუთხარი და ვკითხე ამა და ამ პერიოდში რამდენი დაერიცხება-მეთქი. |
Posted by: Mr-Banks 11 Oct 2011, 22:43 |
ვალუტა დაასახელე? რაც გითხრა, ის სად გადაამოწმე? ოპერატორი გეტყოდა ბონუსის გათვალისწინებით ან მის გარეშე. შეიძლება მექანიკურად დაავიწყდა 1%. |
Posted by: Kate789 11 Oct 2011, 23:29 |
Mr-Banks კი, ვალუტა რამდენიმეჯერ გავუმეორე. ის 1%-იც თქვა. |
Posted by: Mr-Banks 12 Oct 2011, 01:39 |
Kate789 და მისი ნათქვამი სად გადაამოწმე? თიბისის საიტზე განთავსებულ კალკულატორზე? |
Posted by: Kate789 12 Oct 2011, 19:28 | ||
Mr-Banks
ყველაზე ზუსტი კი პროკრედიტმა მითხრა. მერე მივედი სააკაძის ფილიალში და რაც პკბ-მ მითხრა, ეგ აღმოჩნდა ზუსტი. |
Posted by: Fake Plastic Girl 13 Oct 2011, 20:24 | ||
Kate789
ადამიანია ისიც რა მოხდა შეეშალა |
Posted by: Kate789 14 Oct 2011, 00:18 | ||
Fake Plastic Girl
|
Posted by: ერთი 14 Oct 2011, 10:19 |
ანაბარი მაქვს გახსნილი ბანკ რესპუბლიკაში,ოღონდ როცა მინდა გავიტან,როცა მინდა შევიტან... რამდენიმე ბანკის ვიტრინაზე აწერია გახსენი ანაბარი +1 ან +1.5 % , რა მაინტერესებს - რომელი ბანკს აქვს ეგეთი ანაბარი + 1% რო დამიმატოს ჩემი თანხის ,ოღონდ როცა მინდა მე ფული შევიტანო,გავიტანო... დღეს მუშაობენ ბანკები ? |
Posted by: Kate789 16 Oct 2011, 04:04 | ||||||||
ერთი
ეგ ან მოთხოვნამდე ანაბარია, ან "მეგობარი" ანაბარი.
კი აწერიათ. თიბისის და პროკრედიტს. მე რამდენადაც ვიცი, მეტი არცერთ ბანკს არ აქვს მსგავსი აქცია.
არა, ეგეთი არც ერთია. ანუ ეს აქციები ვრცელდება ვადიან ანაბრებზე. ანუ თანხას ვერ შეეხები გარკვეული ვადის განმავლობაში. ანუ როცა მოგინდება, მაშინ ვერ გაიტან.
არა, არ მუშაობდნენ, პარასკევი დასვენების დღე იყო. |
Posted by: LUCKY7 28 Oct 2011, 22:47 |
რა განსხვავებაა თი ბი სი–ს შემნახველ ანაბარსა და ანაბარ "ჩემი სეიფს" შორის? ერთგან თვიური 2% ია სარგებელი, მეორეგან 5,25% ამის გარდა სხვა რა განსხვავებაა ვერ ვხვდები. პირობები თითქოს ერთი და იგივეა ... |
Posted by: Fake Plastic Girl 17 Nov 2011, 00:45 |
LUCKY7 პროცენტის რეალიზაცია რა პერიოდულობით ხდება მაგაზეც ბევრია დამოკიდებული, მე არ ვიცი მაგ ანაბრების პირობები მაგრამ ერთი შეხედვით 2%-იანი ალბათ უფრო მოკლე პერიოდებში ახდენს კაპიტალიზაციას ვიდრე 5.25%-იანი და კიდევ შეიძლება პროცენტის კაპიტალიზაცია სულაც არ ხდება და მარტივად ერიცხება პროცენტი |
Posted by: telegraphroad 21 Nov 2011, 21:23 |
ვადიან ანაბარზე დღეს რომელ ბანკს აქვს ყველაზე მაღალი პროცენტი? |
Posted by: ._. 22 Nov 2011, 16:11 | ||||
LUCKY7 განსხვავება ისაა, რომ შემნახველზე ყოველდღიურ ნაშთებზე ერიცხება პროცენტი, "ჩემს სეიფზე" - თვის მინიმალურ ნაშთზე... ანუ, "ჩემი სეიფის" შემთხვევაში დავუშვათ თვის განმავლობაში გქონდა 1000 ლარი ანგარიშზე და ბოლო დღეს ეს ფული დაგჭირდა -- დაგერიცხება 0... * * *
telegraphroad ყველა არ შემიმოწმებია, მაგრამ ვიზეც "ეჭვი" მაქვს (გამომდინარე იქედან, თუ რამდენად ჭირდებათ ფული), აგერ არიან (განაკვეთები 12 თვიან ანაბარზე აშშ დოლარში): ბითიეი ბანკი -- 11% პრივატბანკი და პროგრესბანკი -- 10.5% ლიბერთი და კონსტანტა -- 10% * * * ხო, რა თქმა უნდა არ უნდა ჩათვალო, რომ ამ ბანკებში ვურჩევ ვინმეს ანაბრის გახსნას (უბრალოდ შეკითხვას ვუპასუხე) |
Posted by: buci03 29 Nov 2011, 17:42 | ||||||
საიდ ნახე ეს %? სინმდვილეში დღეს ამ ბანკებში შემდეგი % . აშშ დოლარში 12 თვიან ანაბრებზე. თი ბი სი- 8% პროკრედიტი -9.25% ლიბერთი 10% |
Posted by: bel-505 29 Nov 2011, 18:44 |
პრივატბანკი-10,5% აშშ დოლარში 12 თვიან ანაბრებზე. |
Posted by: ._. 30 Nov 2011, 22:37 | ||
buci03 პატარა პრობლემა: შენი ჩამოთვლილი და ჩემი ჩამოთვლილი ბანკების სახელები არ ემთხვევა |
Posted by: vaknari 8 Jan 2012, 14:01 |
მოთხოვნამდე ანაბარზე რომელ ბანკს აქვს KAრგი პირობები ლარში ან დოლარში? |
Posted by: explore_my_life 9 Jan 2012, 12:55 |
მოგესალმებით, რომელი ანაბრის გახსნას მირჩევთ 6/12 თვით რესპუბლიკაში არის შემდეგი აქცია. აქცია ზრდად ანაბარზე ყველა ვინც გახსნის ზრდად ანაბარს 30 იანვრის ჩათვლით 6 თვის ან 12 თვის ვადით მიიღებს 1% დამატებით. დააგროვეთ ფული და მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი! http://www.republic.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=458&info_id=687 |
Posted by: gdaviti 10 Jan 2012, 11:12 |
გამარჯობათ, ანაბრებში და საერთოდ ბანკებში ვერ ვერკვევი და იქნებ დამეხმაროთ.. მინდა შევაგროვო ფული ნუ თვეში საშუალოდ 200 GEL მინდა შევიტანი ანაბარზე.. მაინტერესებს რომელ ბანკს მირჩევთ (ისიც არ ვიცი ანაბრის სხვადასხვა სახეობებია და მე რომელზე უნდა გავხსნა) და კიდე იმ თანხას როცა მე მინდა მაშინ ავიღებ ხო? ანუ ჩვეულებრივი პლასტიკური ბარათი მექნება და შევძლებ ბანკომატიდანდა ტერმინალიდან ფულის გამოტანა გადახდას? წინასწარ მადლობა |
Posted by: gdaviti 16 Jan 2012, 14:05 |
ნამეტანი რთული კითხვა დავსვი არავინ რი არ მპასუხობს? |
Posted by: Mr-Banks 16 Jan 2012, 15:33 |
gdaviti გამარჯობა, თუ შეგროვებას აპირებთ, მაშინ უმჯობესია ზრდადი ანაბრის გახსნა. თვეში შეიტანთ 200-200 ლარს და წლის ბოლოს აიღებთ დაგროვილ თანხას + %... რაც შეეხება, ბარათიდან თანხის გატანას, შეძლებთ მხოლოდ დარიცხული %-ის გატანას. თიბისის პირობები იხილეთ აქ http://tbcbank.ge/ge/private/deposits/my_goal/ |
Posted by: Natia_N_N 16 Jan 2012, 17:16 |
რამდენად ღირს ბითიეი ბანკში ვადიანი ანაბრის გახსნა 14 თვით? ანუ სანდოობის კუთხით ვკითხულობ |
Posted by: paparesta 16 Jan 2012, 21:16 |
gdaviti აქ ამ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებ ადეკვატურს, რეკლამა რეკლამა და რეკლამა...............( რომელიმე ბანკის ბალეშიკი გეტყვის ეს ჯობია ყველასო და კარგი პროცენტი კარგი პირობით გვერდით დარჩება ) შეამოწმე რამოდენიმე ბანკის ვებ გვერდი და სადაც მეტია იქ შეიტანე ........ |
Posted by: Mr-Banks 16 Jan 2012, 22:46 |
P.S. მაღალი % არ უდრის ხარისხიან მომსახურებას.... |
Posted by: paparesta 16 Jan 2012, 23:15 |
ანგარიშზე თანხის შეტანას და ყოველთვიურად დამატებას ბანკებში სირბილი და რიგებში დგომა და მომსახურების ხარისხებზე თვალთვალი არ ჭირდება ამის გაკეთება ტერმინალებზეცშეიძლება და ინეტ ბანკინგებითაც.... თუ კაცი მოისურვებს ბანკში 1 მისვლით(რეგისტრირებას ვგულისხმობ) ასწრებს ამ ყველაფერს, დალშე უკვე ბანკთან ურთიერთობა იქ სირბილის გარეშეც შეიძლება ისე ანაბარს სარგებლის გამო ხსნი მგონი თორე უსაფრთხო და უსარგებლო სახლსი ბალიშის ქვეშ ან მუთაქაშია |
Posted by: iraklioni 16 Jan 2012, 23:38 | ||
საანდოობის კუთხით არანაირი პრობლემა არ არის. თან ეხლა აქციაა დეპოზიტებზე |
Posted by: dato 1998 31 Jan 2012, 21:10 |
ისე ამ რიკოს რო აქვს 18% ) რას ფიქრობთ ? ზოგი მაინც არ ენდობა და ურჩევნია რესპუბლიკაში შეიტანოს 7%-ზე |
Posted by: T_K 9 Feb 2012, 11:08 |
შევსებად ანაბარზე პროცენტის დარიცხვა როგორ ხდება? |
Posted by: kodmena 9 Feb 2012, 11:18 | ||
თან დოლარში აქვთ 18 % როცა ბანკების 9 %ია მაქსიმუმი მგონი... მე მგონია რო სანდოა, იმიტომ რო სადეპოზიტოსთან ერთად საკრედიტო ფუნქციაც აქვს და ერთ მშვენიერ დღეს ვერ ადგებიან და ვერ მოტეხავენ ფულს მფლობელები როგორც ეს 90იანებში მოხდა )) თან ფილიალებს ხსნიან და გრძელვადიანი მიზნები აქვთ. ხო კიდე %ის გარდა ბანკებთან შედარებით დიდი უპირატესობა ის აქვთ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია გაანაღდო თამასუქი ისე რომ მიიღო იგივე % გადაანგარიშებული დღეებზე, ხოლო ბანკებში % მცირდება. მაგ. თიბისი ბანკში თუ 1 წლიანი ვადიანი ანაბარი გაქვს გახსნილი 10 000 დოლარზე 8%-ში და 100 დღეში ფული დაგჭირდა და უნდა გამოიტანო, ანაბრის დარღვევისთვის დაგაკლდება 4% და დაგერიცხება შემდეგი სარგებელი: 10 000 X (8-4)% X 100/365=109.6$ ხოლო იგივე სიტუაციაში რიკოში დაგერიცხება სარგებელი ისევ 18%ში: 10 000 X 18% X100/365=493,2$ განსხვავება აშკარად შესამჩნევია. P.S. რიკოს თანამშრომელი არ გეგონოთ, პროსტა ანაბრის გახსნას მეც ვფიქრობ და გადავქექე პირობები )))) |
Posted by: Mr-Banks 9 Feb 2012, 11:55 |
შეადარეს რიკო და თიბისი „ჩვენს მიერ შეძენილი აქტივი აერთიანებს არა მხოლოდ საოფისე ფართს, არამედ HSBC–ს ტექნიკას, რომელიც ლონდონიდანაა ჩამოტანილი. "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 100%–ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი. პირველ გვერდზე რომ სურათი უდევთ, თავად არ ეშინიათ ნეტავ? ისე, პიარი ყავთ, ნეტავ? რა იმბიციელობაა |
Posted by: kodmena 9 Feb 2012, 15:29 | ||||||
ეს რამე ახალი სიტყვაა??
რიკოსა და თიბისის შედარებას ამჩნევ სადმე???? მე მგონი რო უბრალოდ ამ ორი კომპანიის 2 პროდუქცია შევადარე ერთმანეთს... |
Posted by: _Lali_ 9 Feb 2012, 15:52 | ||
kodmena
"იმბეცილი. L. imbecillus. "სუსტი", "უძლური" გონებასუსტი ადამიანი (საშუალო დებილსა და იდიოტს შორის)" - უცხო სიტყვათა ლესიკონი |
Posted by: kodmena 9 Feb 2012, 16:11 |
_Lali_ მადლობის მეტი რა მეთქმის /. |
Posted by: Did_Giorgi 10 Feb 2012, 00:14 | ||
ამას საშემოსავლო დააკელით აუცილებლად ბანკის ანაბრიდან მიღებული სარგებელი არ იბეგრება საგადასახადო კოდექსის მიხედვით საშემოსავლოთი, აი ეს ''თამასუქი'' და კომპანია, ვგონებ, ექვემდებარება საგადასახადო გადასახადით დაბეგვრას. |
Posted by: Mr-Banks 10 Feb 2012, 01:51 |
Did_Giorgi არც ეგ ექვემდებარება. დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ ის საპროცენტო სარგებელი, რომელსაც იღებს ერთი ბანკი მეორესგან. ანაბარზე დარიცხული სარგებელი გადახდის წყაროსთან აღარ დაიბეგრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ანაბრის მფლობელი წარმოადგენს ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტს. საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლი: 5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება. ამასთანავე, აღნიშნული პროცენტები მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ამ პროცენტების მიმღები არ არის ასევე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი. |
Posted by: ._. 10 Feb 2012, 03:38 | ||
Mr-Banks
მე მგონი თამასუქი "ფასიან ქაღალდებში" გადის -- ამ შემთხვევაში დარიცხული პროცენტი "capital gain"-ად ჩაითვლება და დაიბეგრება არა? საიტი რომ ახსენე, შევედი და რეპორტინგსაც შევხედე: |
Posted by: kodmena 10 Feb 2012, 11:59 | ||
ამაზე არც მიფიქრია :X ხოდა ეს 18 % სულაც არ ყოფია 18 ))))))))) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაცემული ფასიანი ქაღალდები ბანკის დეპოზიტისგან განსხვავებით იბეგრება სახელმწიფოს მიერ 5 %–ით. , ხოდა რეალური სარგებელი დაბეგვრის გათვალისწინებით იქნება 18%–18%X5%=18%-0.9%=17.1% |
Posted by: Mr-Banks 10 Feb 2012, 15:05 |
._. თუ რიკო ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტია, მაშინ მისგან მიღებული საპროცენტო სარგებელი არ დაიბეგრება. მე ესე მგონია ის, რაც წავიკითხე. |
Posted by: Human Rights 10 Feb 2012, 16:24 |
ვადიანი ანაბარის დოლარებში ყველაზე მაღალი პროცენტი რომელ ბანკს აქვს? და მაინტერესებს მოგების გადასახადი რამდენი გეჭრება? |
Posted by: Did_Giorgi 10 Feb 2012, 23:58 | ||
._.
მეც მასე ვფიქრობ რომ ანაბარი სხვაა და ეგ თამასუქი სხვა სამწუხაროდ მიკროსაფინანსოებს არ აკონტროლებს ეროვნული ბანკი ისე მკაცრად, როგორც ბანკებს, შესაბამაისად მომხმარებელი რჩება ცუდ დღეში. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წინსწრებით დაფარვის საკომისიო ეს ის მთავარი ფაქტორებია რაც მისო-ებზე არ ვრცელდება და კაციშვილი ვერ გაიგებს რას აკეთებენ და რამდენად სამართლიანად... |
Posted by: gipsy_ 11 Feb 2012, 12:46 |
ყველაზე მაღალი პროცენტი სარგებელი ანაბრებზე (მნიშვნელობა არა აქვს ვადიანი იქნება თუ უვადო) რომელ ბანკშია? ანუ ვაპირებ ერთიანი თანხა შევიტანო, დაახლოებით ერთი წლით ან წლინახევრით, ზრდადი ანაბრები არ მინდა და რომელს მირჩევთ? |
Posted by: paparesta 11 Feb 2012, 15:54 |
ანაბარზე საზღვარგარეთიდან თანხის დარიცხვა შეიძლება? |
Posted by: JPEG 11 Feb 2012, 19:46 |
საზგვარგარეთ ბანკებში რამდენი პროცენტია ანაბრებზე? საქარტველოდან რო გახსნა იქ ანაბარი სეიდზლება? |
Posted by: Bestpc 15 Feb 2012, 01:55 |
თუ დოლარში ხსნი ის რიკო 18% გაძლევს და კარგია რა ღირს მანდ შეტანა, მაგრამ თU ლარი შეგაქვს მაშინ ბანკები 13% მოგცემენ წლიურ ვადიან ანაბარზე და ჯობია მანდ შეიტანო რისკი უფრო დაბალია. მაინც მეშინია ამ მიკროსაფინანსოების ნეტა ხალხს შეაქვს მანდ თანხა ? არადა ყოველი ფეხის ნაბიჯზეა )))) უცხოეთის ბანკებს რაც შეეხება ძალიან დაბალი პროცენტებიაო, 5% დაახლოებით მგონი |
Posted by: kodmena 15 Feb 2012, 10:54 |
რიკოში მივიტანე სიმწრით მოგროვილი 1000 USD და მინიმალური შენატანი 2000ზე აუწევიათ! :YUNO: რა სტრატეგიული გათვლა აქვთ ვერ ვხვდები, რეალურად ხო კარგავენ კლიენტებს.... ხოდა რომელიმე ბანკი მირჩიეთ რა დოლარში 9 % მაინც რო ქონდეს.... |
Posted by: Kate789 15 Feb 2012, 12:11 | ||
kodmena
რამდენი ხნით??? |
Posted by: Mr-Banks 15 Feb 2012, 14:29 |
kodmena მოდი თიბისი-ში. ეხლა აქციაა და 1%-ს გიმატებთ და გამოდის წლიური 9%.... + სმარტ ქულები დაგერიცხება და ეგეც რაღაც სარგებელია. |
Posted by: kodmena 15 Feb 2012, 15:36 |
Kate789 1 წლით. Mr-Banks თიბისიმ სისხლი გამიშრო, ნევროზი დამმართა, მთელი აგვისტო თბილისში გამატარებინა, დეპრესიაში ჩამაგდო და არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩინა ასე რომ სულ რო 20 % მომცეს მაგ ბანკმა და + 100 000 სმარტ ქულა მაინც არ მივალ თიბისი-ში |
Posted by: _Lali_ 15 Feb 2012, 15:46 | ||
ვიცი, რომ ჩამქოლავენ, ისედაც აგრესია მოდის ჩემს მიმართ და შეურაცხყოფები, როცა არ ვაქებ და არ ვადიდებ თიბისი ბანკს, მაგრამ მაინც არ შემიძლია, რომ არ გამეცინოს ამ პოსტზე:
kodmena გაიხარე რა, კარგად გამაცინე! ისე, ბანკების საიტები ნახე და აარჩევ კარგ ვარიანტს. სტანდარტ ბანკს, მაგალითად, პროკრედიტს კიდევ კარგი %-ები აქვთ |
Posted by: Kate789 15 Feb 2012, 16:31 |
მართლა ძალიან სასაცილო პოსტია. _Lali_ უჰ, დაივიწყე მე ეგრე ყველა ბანკზე მეცინება და საერთოდაც, ახლა ხმამაღლა წავიკითხე ეს პოსტი და გულიანად გადავიხარხარე. kodmena აი თუნდაც აგერ ეს ანაბარი. თუნდაც აი ეს ანაბარი. http://www.cartubank.ge/index.php?m=533 ამათ საიტს ვათვალიერებდი ამწამს და ბარემ... |
Posted by: tseke 15 Feb 2012, 22:18 |
kodmena http://privatbank.ua/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12_4g.html ყველაზე მაღალი პროცენტი |
Posted by: Mr-Banks 15 Feb 2012, 22:20 |
kodmena ესე აგრესიულად რატომ? იქნებ უფრო დააკონკრეტოთ ზემოთ მოყვანილი ზოგადი ფრაზები. |
Posted by: kodmena 16 Feb 2012, 10:42 |
გაზადხულზე უნივერსტეტი ბაკალავრის დიპლომისთვის მჭირდებოდა პროფესიული პრაქტიკა და თიბისიში გავიარე 1 თვე გაყიდვების კონსულტანტად, 1 თვე საკრედიტო ექსპერტად და წამოვედი. ჩემთვის საოპერაციო ძაან პრიმიტიული იყო და საკრედიტო განყოფილებამ უფრო დამაინტერესა. როგორც კი დავამთავრე უნივერსტეტი, აგვისტოში გავაგზავნე cv საკრედიტო ექსპერტზე და ველოდებოდი მთელი თვე ყოველდღე ზარს. ბოლოსდაბოლოს დამირეკეს, მივედი ტესტი მაგრა დავწერე და გასაუბრებაც "cv-ს ირგვლივ" გავიარე. მითხრეს 1 კვირის განმავლობაში დაგიკავშIრდებიან დადებითი პასუხის შემთხვევაშიო. გავიდა 1 კვირა გავიდა 2 კვირა გავიდა 3 კვირა ხელი ჩაქნეული მქონდა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი პირველად შემეპარა 21 წლის განმავლობაში. გავიდა 4 კვირა და დამირეკეს. მივედი გასაუბრებაზე "შავებში ჩაცმულ ტიპებთან", გავესაუბრე და ტვინი წაიღეს იმით რო 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჭირდებოდა ბანკში და მინიმუმ 22 წლის უნდა ვყოფილიყავი... ავუხსენი და დავარწმუნე რო ჩემთვის ის 1 თვიანი სტაჟიც საკმარისი იყო და პახოდუ ასაკსაც არ ქონდა მნიშვნელობა, იასნია გამომკითხეს რა ვისწავლე, რომელ ფილიალში გავიარე პრაქტიკა და ა.შ. და ა.შ. დავარწმუნე რო მზად ვიყავი თიბისის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა საკრ. ექსპერტი ვყოფილიყავი. მითხრეს 1 კვირის განმავლობაში დაგიკავშIრდებიან დადებითი პასუხის შემთხვევაშიო. გავიდა 1 კვირა გავიდა 2 კვირა გავიდა 3 კვირა გავიდა 4 კვირა და ნერვები მეშლებოდა მარტო იმის გამო რო არ მირეკავდნენ რო 22 წლის არ ვიყავი და სხვებისგან განსხვავებით 2 წელი არ მქონდა "ფლაერების დამტარებლად" ბანკში ნამუშევარი. ბოლოს დამირეკეს და ფილიალის დირექტორთან მივედი გასაუბრებაზე ოქტომბრის ბოლოს, იქაც ასაკზე და გამოცდილებაზე წავიდა საუბარი, იქაც "ჩავატარე" მერე კითხვა იყო თუ როგორ ვაპირებდი ხალხის მოზიდვას, სპეციფიური ადგილი იყო (ფილიალზე არ დავკონკრეტდები) და კლიენტების მოზიდვაც არასტანდარტულად უნდა მომხდარიყო, გასაუბრებამ ჩემთვის დადებითად ჩაიარა და მოველოდი რო დამირეკავდნენ მარა არ დამირეკეს... იმ ადგილზე შეარჩიეს საქ. ბანკის ყოფილი ექსპერტი, რომელიც პრინციპში ალბათ გეგმას ვერ ასრულებდა იმ ბანკში, მარა თიბისის ფილიალის დირექტორის "მოკლევადიანი და უგუნური გათვლა" იქნებოდა რო იმ ექსპერტს "პორტფელი" გადმოყვებოდა და გამოცდილებაც ქონდა და სწორედ ამიტო ის შეარჩია. Mr-Banks მეორე ისტორიაც მაქვს თუ გინდა იმასაც "დავდებ" |
Posted by: MOCART 21 Feb 2012, 14:49 |
10000 ლარი შემაქვს 2 წლით 16 % ში თუ შეიძლება ფორმულით მაჩვენეთ დაგროვილი პროცენტი(თანხა)? |
Posted by: sonex2009 21 Feb 2012, 15:45 |
MOCART 16 % სად შეგაქვს??? მეც მინდა შევიტანო |
Posted by: meko55 21 Feb 2012, 15:56 |
gipsy რესპუბლიკა ბანკში შეგიძლია შეიტანო. თან ახალი პროდუქტი აქვთ - "ანაბარი მეტი". ანუ გარკვეული ვადით შეგათ თანხა და თუ ვადას გააგრძელებ, ანაბრის საპროცენტო განაკვეთიც შესაბამისად გაიზრდება. მოკლედ კარგი პროდუქტია . თუ დაინტერესდები დაურეკე ქოლცენტს და დაწვრილებით აგიხსნიან ყველაფერს (2909090). |
Posted by: Mr-Banks 21 Feb 2012, 16:28 |
kodmena მე მეგონა, რამე "ჩეპე" შეგემთხვა და % არასწორად დაგერიცხა და ა.შ. პიროვნული გაღიზიანება მესმის. წარმატებებს გისურვებ |
Posted by: tseke 22 Feb 2012, 01:33 |
sonex2009 2 წლიან ანაბარზე 17% პრივატბანკში. თან შეგიძლიათ დარიცხული პროცენტი გადაიტანოთ დაგროვებით ანაბარზე რომელსაც დაერიცხება ცალკე პროცენტი |
Posted by: buci03 26 Feb 2012, 01:01 | ||
და შენ გგონია ეს ყველაზე მაღალია ? 16,5% აქვს ლიბერთის 24 თვიან ანაბარზე. |
Posted by: di_onise 28 Feb 2012, 00:47 |
დახმარება მინდა თქვენი ანაბრის გახსნა მინდა, ოღონდ ისეთის, როცა მინდა და რამდენიც მინდა მაშინ შევიტან-გამოვიტანო. საქ ბანკში ვნახე, ყველაზე მაღალი % მგონი მანდ აქვთ, 8.75 წლიური. ანუ თვეში არსებულ თანხაზე 0.73% გამოდის. სხვა უკეთესი პირობა აქვს რომელიმე ბანკს? |
Posted by: Picki-119 28 Feb 2012, 00:58 |
di_onise ლარში თუ გინდა ლიბერთი ბანკის "პატრიოტი ანაბარი" გახსენი 10% შია და თან რთული პროცენტი ერიცხება... |
Posted by: di_onise 5 Mar 2012, 21:30 |
Picki-119 ვნახე, მარა მაინც ლიბერთია რაა )) სახელფასო მქონდა 1 წელი და მეტი საქმის დაჭერა არ მინდა მაგათთან საქართველოში გავხსნი ალბათ 8.25 აქვთ |
Posted by: buka79 9 Mar 2012, 20:02 |
"ბანკ რესპუბლიკას" აქვს ძალიან მაგარი ანაბარიიიი რამოდენიმე დღის წინ გავეცანი და ძალიან მოეწონაა -"ანაბარი მეტი"და გამოტVლაც საკმაოდ მარტივია ნახეთ: თუ თქვენ გახსენით 15,000 ლარის ანაბარი „მეტი“ 6 თვით, წლიური 9.5% სარგებლით. 6 თვის შემდეგ თქვენს ანაბარს დაემატა სარგებელი 703 ლარი და შეადგინა 15,703 ლარი. ამ შემთხვევაში ანაბარი კიდევ 6 თვით გააგრძელეთ და გაზრდილ თანხას – 15,703 ლარს, დაერიცხა გაზრდილი წლიური სარგებელი 10%, ანუ 774 ლარი და ჯამში, მეორე პერიოდის ბოლოს, თქვენს ანაბარზე დაგროვდა 15,703+774= 16,477 ლარი. და ასე შემდეგ . . . ყოველი მომდევნო გაგრძელებისას ანაბარზე გერიცხებათ მეტი და მეტი წლიური სარგებელი მგონი საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა რესპუბლიკა ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა , საკმაოდ კარგ პროდუქტებს გვთავაზობს , ძალიან მისაღები პირობებით |
Posted by: kmas 9 Mar 2012, 21:32 |
buka79 ანუ 12 თვის თავზე ამონაგები არის 1,477 ლარი? რაც წლიურ 9.85%-ს უდრის... და კარგი რა არის ამაში, როცა შეგიძლია 12 თვიანი ანაბარი განათავსო მაგალითად საქ. ბანკში წლიურ 12%-ში... |
Posted by: Funky_Jam 11 Mar 2012, 22:24 |
მოკლედ თანხის დაგრვება მინდა. რომელ ბანკში მირჩევთ რო ავირო ბარათი და პერიოდულად შევიტანო თAნხა. სად არის შედარებით კარგი პირობები? პლიუს ამას რომელი ბანკის ანაბარია ყველაზე მოსახერხებელი? წინასწარ მადლობა. |
Posted by: meko55 12 Mar 2012, 12:09 | ||
"რესპუბლიკაში" შეგიძლია მეგობარი ანაბარი გახსნა. ძაან მოსახერხებელია იმ კუთხით, ანაბარს ხსნი, რომელსაც ბარათი ახლავს თან. პლუს ამას თანხის გატანა, რომ დაგჭირდეს უფასოა (თუ ოპერატორთან მიხვედი), ბანკომატიდან, ჩვეულებრივ ბარათის გაღდების საკომისიოს გადაიხდი. ნებისმიერ დროს შეგიძლია შეიტანო და ასევე გაიტანო თანხა. პირველადი შენატანი არის 100 ერთეული. ასევე "ზრდადი" ანაბარიც არის, მინიმალური შენატანი 20 ერთეულია. ეს უკვე ვადიანი ანაბარია. მოკლედ ნებისმიერ ფილიალში შეგიძლია მიხვიდე და სხვა არჩევანსაც შემოგთავაზებენ |
Posted by: Funky_Jam 12 Mar 2012, 14:48 | ||||
meko55 მადლობა.. კარგად ვერ ვერკვვი საბანკო საქმეში, ხოდა
ეს რა არის შეგიძლია ამიხსნა?
და მეგობარი ანაბრისგან რითი განსხვავდება? |
Posted by: buci03 12 Mar 2012, 23:18 | ||
და რა აქვა მაინც მაგარი ამ ანაბარს ვერ მივხვდი. 9.85% ია მაგარი ვადიანზე ? რატომ უნდა განვატავსო ვდიანი ასეტ დაბალ % როდესაც შემიდძლია სხვა ბანკში გაცილებით მეტი მივიღო ვიდრე რესპულიკას "მეტი ". მაგალიტად საქ.ბანკი წლიური 12%, თი ბი სი ასევე 12% და ლიბერთი 15.5%. შეკითხვა ჩნდება რითია "მეტში"რას გულისხმობ ? |
Posted by: gvarjila18 13 Mar 2012, 02:53 |
კონსტანტას ააქვს 17% რიკო რეალური 18% ხო ხო 18 18 ამათ ერთ 5000 მეტს ვერ ანდობს კაცი |
Posted by: meko55 13 Mar 2012, 10:49 | ||
მეგობარი ანაბარი - ეს არის რეალურად მოთხოვნამე ტიპის ანაბარი, რომელსაც ერიცხება მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ანუ ნებისმიერ დროს შეგიძლია შეიტანო თანხა და ასევე გაიტანო (მთავარია პირველადი შენატანი შეადგენდეს 100 ერთეულს და შემდგომ შენატანში არ ხარ შეზღუდული). პლუს ამას შეგიძლია აიღო პლასტიკური ბარათი, რომელიც ამ საანაბრე ანგარიშზე იქნება მიბმული. რეალურად ამის პრივილეგია ის არის, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია გაიტანო თანხა ბანკში მიუსვლელად, ბანკომატიდან (თუნდაც დასვენების დღე იყოს). ზრდად ანაბარს რაც შეეხება - როგორც ავღნიშნე ეს არის ვადიანი ანაბარი, რომელზეც შეგიძლია დაამატო თანხა იმ სიხშირით რა სიხშირითაც შენ გინდა, მინიმალური შენატანი შეადგენს 20 ერთეულს. ვადიანში ის იგულისხმება, რომ გარკვეული ვადით აფორმებ ხელშეკრულებას და ამ პერიოდის განმავლობაში ახდენ თანხის დამატებას, და თუ ვადზე ადრე დაარღვევ, მაშინ მოთხოვნამდე ანაბრის პროცენტი დაერიცხება (ანუ შედარებით დაბალი). ვიმედოვნებ გარკვევით აგიხსენი |
Posted by: gipsy_ 17 Mar 2012, 19:04 | ||
ისევ თვრამეტი? სად გავხსნა ხალხო ანაბარი? მინიმუმ ერთწლიანი და ყველაზე მაღალი პროცენტი რო დაერიცხოს?? |
Posted by: mocafe 23 Mar 2012, 19:00 |
ძალიან გთხოვთ მირჩიოთ თუ რომელი ბანკი ჯობია,სად არის ყველაზე მეტი %?ანაბარი მინდა გავხსნა და სად ჯობია? |
Posted by: nutsiko 29 Mar 2012, 09:12 |
ასეთი რამ მაინტერესებს: დავუშვათ გავხსენი ანაბარი თიბისიში, ვასრულებ იმ პირობებს, რაც არის. რაღაც დროის შემდეგ დამჭირდა სესხის აღება იმავე ბანკში, რამე პრობლემა შემექმნება? (შეიძლება მიამიტურ კითხვას ვსვამ, მაგრამ მაინც) რამე შეზღუდვა თუ არის ბანკის მხრიდან? |
Posted by: Mr-Banks 29 Mar 2012, 15:24 |
nutsiko არანაირი შეზღუდვა არ იქნება |
Posted by: Kate789 29 Mar 2012, 19:03 |
nutsiko არანაირი. უბრალოდ ანაბრის პროცენტს + 4%-ად მოგცემენ სესხს. |
Posted by: Did_Giorgi 29 Mar 2012, 23:12 | ||
Kate789
ეგ ანაბრით უზრუნველყოფილ სესხს სხვა სესხს სტანდარტულად აიღებ, მაგრამ ანაბრიანი ჯობია, უფრო იაფია nutsiko |
Posted by: Kate789 29 Mar 2012, 23:51 | ||
Did_Giorgi
ხო, ეგ ვიგულისხმე მე. |
Posted by: ANGELofDEATH 17 Apr 2012, 20:04 |
გამარჯობათ აქ ვინმეს რიკოს ოქროს თამასუქი თუ აქვს? ვფიქრობ შევიტანო თუ არა და ვერ გადამიწყვეტია. მაქსიმუმ 3 - 4 თვეში უკან მინდა გამოვიტანო თანხა. რამე ბერკეტები ხომ არ არის თანხის გამოტანისას? |
Posted by: vandal15 22 Apr 2012, 15:31 |
ვადიანი ანაბარი ყველაზე მაღალი პროცენტით რომელ ბანკს აქვს? გთხოვთ მიკერძოების გარეშე მიპასუხეთ 12 თვიანი და ყოველთვიურად რომ გამოვიტანო პროცენტი... |
Posted by: Kate789 23 Apr 2012, 15:40 | ||||||
vandal15
თიბისის.
შენ წარმოიდგინე და აბსოლუტურად არამიკერძოებული ვარ. ეგ-ღა მაკლია
http://tbc.ge/ge/private/deposits/term_deposits/rates/ http://tbc.ge/ge/private/deposits/term_plus_deposits/ http://tbc.ge/ge/private/deposits/term_plus_deposits/terms_conditions/ ამ ბმულებს გადახედე. თუ რამე ვერ გაიგე, დაურეკე. |
Posted by: vandal15 23 Apr 2012, 17:17 |
Kate789 არ იხდის თიბისი ყველაზე მაღალ პროცენტს(არ გცოდნია). მე რომ მინდა იმ პირობებით ყველაზე მეტს ეს ბანკი იხდის http://www.ksb.ge/index.php?a=main&pid=31&lang=geo 12 თვით მინდა ჩავდო 10 000$ და 8.5% იძლევა (თიბისი 8%-ს)... ყველა ბანკს დაახლოებით ერთიდაიგივე ფასები აქვს თითქოს შეთანხმებულები იყვნენ |
Posted by: Kate789 23 Apr 2012, 18:10 | ||||
vandal15 ნუ მე გითხარი სანდოობის მიხედვით და პლუს, მაღალი პროცენტი. თორემ ეგრე რეკლამები გადის ხან რა და ხან რა ანაბრის.
მაშინ ჩამოუარე ბანკებს სათითაოდ და შენით მოიძიე საჭირო ინფორმაცია.
არსებობს რაღაც წესები, რაც ყველა ბანკისთვის საერთოა. კსბ-ს კი მგონი სულ 100 კლიენტი ჰყავს თვეში. |
Posted by: vandal15 24 Apr 2012, 12:13 |
Kate789 ნუ მიქებ თიბისის ჩემს თავზე გამომიცდია მაგათი "მომსახურების" დონე. ნამდვილად არაა საუკეთესო არც მომსახურებით და არც პროცენტით.. |
Posted by: Mr-Banks 24 Apr 2012, 13:20 |
vandal15 რა არ მოგწონს თიბისის მომსახურებაში? ? |
Posted by: Kate789 24 Apr 2012, 17:25 |
vandal15 ვაიმე. კარგი. ხმას არ ამოვიღებ. |
Posted by: vandal15 24 Apr 2012, 18:57 | ||||
ბოდიში მაგრამ საკმაოდ უცოდინარი და არაკვალიფიციური თანამშრომლები ყავთ, ჩემ თავზე გამომიცდია.. შარშანფულს მირიცხავდნენ ამერიკიდან და იმდენი მაწვალეს თიბისიში ძლივს გამოვიტანე სამი ფილიალი მომატარეს და ძლივს გაუგეს.
|
Posted by: Mr-Banks 24 Apr 2012, 23:51 |
vandal15 და ესე ერთი ხელის მოსმით აფასებ ყველა თანამშრომელს და ამის შემდეგ შენს ქცევას კვალიფიციური ქვია? |
Posted by: paparesta 26 Apr 2012, 00:42 | ||
Mr-Banks
თქვენც ანალოგიურად აფასებთ, ერთ სერვის ცენტრში გაწეული მომსახურებით მთელი ბანკის თანამშრომელბს ცუდად აფასებ |
Posted by: Mr-Banks 26 Apr 2012, 02:19 |
paparesta პრივატბანკის ფაქ-ში შეგეხედა იქნებ. დაგემხსვრევა მწვანე ილუზიები |
Posted by: vandal15 26 Apr 2012, 13:46 | ||
მთლიანათ ყველა ოფისზე არ მითქვამს, მაგრამ ფაქტია რომ ოპერატორებს გარკვეული გადარიცხვის ოპერაციების განხორციელება არ შეუძლიათ ან არ იციან (ანუ არა აქვთ კვალიფიკაცია). |
Posted by: paparesta 26 Apr 2012, 20:09 | ||
Mr-Banks
თიბისის , პრივატის, საქართველოს, ლიბერთის და ყველა ბანკის აფერისტი დედა არ გაიშვა... ყველას კიდია მოგების გარდა ყველაფერი ...ხალხზე ცუდს რომ ლაპარაკობ ეგ ტეხავს თორე მე სხვისი ბილწი ენით რა მაკლდება ... ყველას რასაც იმსახურებს იმას იღებს ცხოვრებაში მგონი . კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდებისო .... ეს ფრაზა ძაან მიყვარ და ძაან ბევრს ესადაგება ,,, დასკვნა გააკეთე და P.S შენთვის დამითმია |
Posted by: Mr-Banks 26 Apr 2012, 23:10 |
paparesta მოდი რა, ტაოს ნუ შეადრი სხვა ბანკს. ეგ განყენებული ბანკია, უნიკუმი. ზუსტად ესადაგება ამ ბანკს შენი ფრაზა: "კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდებისო" |
Posted by: paparesta 27 Apr 2012, 20:51 |
Mr-Banks სუყველა ბანკი მკი...დია მოშნად ერთ ადგილას.... შენ ბანკს რას ეძახი გააჩნია სულ რო გიცინიან და თავში 2 გრამი თივა რო უდევთ , სადაც შენ მუშაობ იმ ბანკში ოპერატორთან ნასაუბრევი რომ მოგასმენინა , რაები მიპასუხა შეიძლება გამზრდელის ბოლო სცენა გასაკეთებელი გაგიხდეს , 2 ადგილას ვიყავი და ერთიდა იგივე პასუხი რომ მივიღე მივხვდი რომ გარეედან გადაღებილი და კარგად შეფუთული ქარხანაა შიგნით კიდე კომუნისტების დროინდელი აზროვნება გავჩერდეთ ეხლა თორე მომხვდა ვორნი ამ ქინძი ბანკებისთვის |
Posted by: Did_Giorgi 28 Apr 2012, 00:09 | ||||
paparesta
რაღათქმაუნდა აბა შენ გგონია ბანკს, სასურსატო მაღაზიას და ელიავაზე მოვაჭრეს რამე გლობალური ამოძრავებს? ყველა მოგებაზე ფიქრობს, მხოლოდ და მხოლოდ რა პრობლემა გაქვს? უბრალოდ ამ მოგებაზე ფიქრისას კონკურენციის გამო უწევთ კლიენტების მომსახურება ისე რომ ნასიამოვნები დატოვონ, თორემ სინამდვილეში კლიენტი ყველას ფეხზე კიდია ეგაა მწარე სიმართლა და მორჩი მაგ საკითხზე წუწუნს, გთხოვ.
არ გინდა რა იმ ბანკშიც ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და ნუ დაადანაშაულებ რამეში პ.ს. ისე შენგან კონკრეტული საყვედური არ გამიგია არასდროს სად შეგხვდა თივა??? თუ თავს იცავ უბრალოდ? |
Posted by: Mr-Banks 28 Apr 2012, 13:05 |
paparesta შენ, შეიძლება, ერთმა ოპერატორმა გიპასუხა არასწორად, მაგრამ ამ მწვანე ჭაობში რომ უმეტესობა დებილი მუშაობს, არა? პირადად მქონდა გამოცდილება, (ამოხვნეშების სმაილი) 4 წლის წინ და საბოლოოდ. იმის შემდგომ, საქმე უფრო გართულდა, ფაქ-ის თემას თუ დავხედავთ. უშეცდომო არავინაა, უბრალოდ უნდა ეცადო შეცდომის გამოსწორებას და მის აღიარებას. |
Posted by: shota199408 30 Apr 2012, 03:03 |
ერთი ანაბარზე მაინტერესებს ეს არის ბანკის პროცენტი ,სარგებელი 12 თვე 12.50% ეურო როცა შეგაქვს და ვთქვათ 500ეურო შევიტანე 12თვის მერე გამოვიტან 625ეუროს???თუ რაიმე აკლდება კიდე და 500ეურო შევიტანო ჯობია და 12 %დაერიცხოს თუ 500ეურო ლარებში შევიტანო და 15%დაერიცხოს მემგონი ეურო ჯობია ხო? |
Posted by: dzirkoka 10 May 2012, 15:00 |
გამარჯობა! ზოგადად, ანაბარი ევროში ჯობია თუ დოლარში? |
Posted by: Mr-Banks 10 May 2012, 16:21 |
shota199408 საპროცენტო სარგებელი აღარ იბეგრება. რომელ ვალუტას შეიტან, ეს შენზეა დამოკიდებული. dzirkoka დოლარში ავირჩევდი მე პირადად.... |
Posted by: dzirkoka 10 May 2012, 16:42 |
dzirkoka ვითომ ევროს კრიზისი კაი ხანი გაგრძელდება? |
Posted by: ._. 10 May 2012, 19:22 |
Mr-Banks +1 დოლარსა და ევროს შორის მართლაც დოლარი ჯობია.. ისე, იმჰო, ლარის დეპოზიტი არის ყველაზე კარგი ამ ეტაპზე -- მაღალი საპროცენტო განაკვეთი და ლარიც, როგორც მინიმუმ, სტაბილური იქნება დოლართან |
Posted by: dzirkoka 11 May 2012, 10:18 |
._. და ინფლაცია მერე? ლარის მსყიდველობითი უნარი, რომ ეცემა? მარტო რიცხვი ხომ არ არის? |
Posted by: ._. 11 May 2012, 18:41 | ||
dzirkoka
მართალი ხარ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ლარი ევროს მიმართ გამყარდა... მაგ. გახსენი 100 ევრო დეპოზიტი 6 თვის წინ (კურსი იყო დაახლ. 2.20 ლარი ევროზე). დღეს მიიღებდი. 103 (დავუშვათ 6% იყო საპროცენტო განაკვეთი). რაც დღეს შეადგენს 216 ლარს (კურსი დაახლ 2.1ია). ალტერნატივა იყო გაგეხსნა 220 ლარის დეპოზიტი დაახლ 10%ად. მიიღებდი 230 ლარს. 230 ლარი ჯობია 216 ლარს ნებისმიერი ინფლაციის პირობებში |
Posted by: Did_Giorgi 12 May 2012, 01:47 | ||
dzirkoka
საკუთარ თავს ელაპარაკები?? ისე მე ლარის ანაბარს გირჩევდი, მაქსიმუმ 13 თვიანებს თუ რამე არ მოხდა, ეგ ყველაზე მომგებიანია |
Posted by: paparesta 14 May 2012, 22:17 | ||
ეგ მეც შევნიშნე და ლარი ყველაზე მაგარია ანაბრზე, დოლარს და ევროს ნელ ნელა დედა ეტირება ნუ ყოველ შემთხვევაში ლარში შენახვა ჯობს 95 %, თან ლარში ყიდულობ ყველაფერს და პროცენტი სულ მცირე 6 პროცენტით მეტია ვალუტასთან შედარებით |
Posted by: LUCKY7 16 May 2012, 15:50 |
აღარ ვიცი რა ვქნა ეს ევრო სულ ეცემა და ეცემა გადავიყვანო ნეტავ დოლარში?! დიდი თანხა არ მიდევს ანაბარზე, მაგრამ მაინც მეშინია რას მირჩევთ? |
Posted by: ._. 16 May 2012, 16:13 | ||
LUCKY7
გვიანია გადაყვანაზე დამატებით საკომისიოს აგახევენ 1-2%ს ასე, რომ აზრი აღარ აქვს -- გაქრობით არ გაქრება ევრო მაქსიმუმ კიდეც 3-5%ით დაეცეს. |
Posted by: LUCKY7 16 May 2012, 16:20 |
._. რას ნიშნავს საკომისიოს ამახევენ? ბანკებში ითხოვენ საკომისიოს, თუ გარეთაც? პირველად გავიგე ასეთი რამ... |
Posted by: ._. 16 May 2012, 17:25 |
LUCKY7 მე მეგონა ბანკში გედო ფული. საკომისიოში ვგულისხმობ "კომერციულ" კურსს, რომელიც ოფიციალურისგან 1-2%ით განსხვავდება. გადაცვლის პუნქტებში ალბათ ნაკლებია |
Posted by: LUCKY7 16 May 2012, 17:39 |
._. მოიცა ვერ გავიგე რას მეუბნები... ბანკში მიდევს ანაბარი, რომლის გამოტანას და დოლარში გადაყვანას ვაპირებ. საკომისიო რა შუაშია საერთოდ? |
Posted by: buci03 20 May 2012, 10:43 | ||||||||
რა თიბისი ? ამას შეხედე http://www.libertybank.ge/?action=page&p_id=66&lang=geo და არ თქვა ეხლა რომ ბუცხრიკეზე ნაკლები ნდობა აქვს გურგენიძეს . |
Posted by: Picki-119 20 May 2012, 17:54 |
თუ თანხა გაქვთ დოლარში და ვადის ბოლოს იძენთ ნივთს ან უძრავ ქონებას რომელიც დოლარში იყიდება მაშინ ზედმეტი რისკის გარეშE დატოვეთ დოლარში , დანარჩენ სხვა შEმთხვევაში ლარში ჯობია გაკეთდეს დეპოზიტი 1 წლიანი |
Posted by: Bestpc 27 May 2012, 21:11 | ||||||||||
ვაა 2%-ით მეტი აქვს ლიბერთის სბ-ზე და თიბისიზე. ამათ ვადიან 12 თვეზე ყოველთვიური გამოტანით დოალრზე აქვთ 7,5% და ლიბერთის 9,5% ახლა თიბისიში ვადა გასდის ჩემ ანაბარს, (რომელიც 9% იყო სხვათაშრის ახლა რატო დაუწიეს ?) და შეიძლება გადავიტანო მანდ ლიბერთიში |
Posted by: Mr-Banks 28 May 2012, 15:46 |
Bestpc კონსტანტა ბანკს აქვს ყველაზე მაღალი % ბანკებში.. P.S. კონსტანტა ბანკის 80% თიბისი ბანკს ეკუთვნის. |
Posted by: Bestpc 28 May 2012, 18:08 | ||
რავი კონსტანტას არ ვენდობი ვერ ქაჩავს და მეშინია მანდ თანხის შეტანა )) თან მაგათ ლარში აქვტ 17% თან ისიც 2 წლიანზე თU შეიტან. დოლარზე კი 9% -10% აქვს 1 წლიანზე და ლიბერთისაც 9.5% აქვს და ასერომ არაფრით არ ჯობია. მართლა მოთხოვნამდე ანაბარი ვის აქვს ყველაზე კარგი ? |
Posted by: Kate789 28 May 2012, 20:43 |
Mr-Banks ანუ კონსტანტაში რომ შევიტანო, გამოდის, რომ თბს-ში შემაქვს??? |
Posted by: Mr-Banks 29 May 2012, 14:53 |
Kate789 კონსტანტაში რომ შეგაქვს, ნიშნავს, რომ შეგაქვს კონსტანტაში, რომლის აქციათა 80%-ს ფლობს თიბისი ბანკი. |
Posted by: zvare 4 Jun 2012, 23:40 |
წერილები: 100 .......................................................................................................................................................................................... |
Posted by: apocalips 24 Jun 2012, 00:20 |
Mr-President ბაზისბანკის სასარგებლო ანაბრის გამოთვლა როგორ ხდება ვერაფრით მივხვდი ვინმეს შეუძლია ამიხსნას? ბანკის თანამშრომელმა ვერ ამიხსნა |
Posted by: lexa 3 Aug 2012, 10:13 |
არ ვიცი ტუ სწორად ვკიტხულობ აქ და რომელ ბანკს აქვს ყველაზე დაბალი გატანის პროცენტი? თბს ს აქვს მაგალიტად 0.6 არა მგონი? ამაზე დაბალი რომელს აქვს |
Posted by: T_K 3 Aug 2012, 10:28 | ||
lexa
ამაში რას გულისხმობ? თუ ქეშის აღებას სალაროდან ან ბანკომატიდან დამოკიდებულია ანგარიშზე, ანაბარზე თუ რაც გაქვს. მაგალითად საქ. ბანკის ბარათ მაქსიმაზე სერვისცენტრიდან განაღდება 0,25%ია და ბანკომატიდან 0.4% |
Posted by: lexa 3 Aug 2012, 10:47 |
T_K მსურს ფულის გატანა სალაროდან მაგ. 30 000ევროსი ხოდა ტბსმ მიტხრა 0.6 % რაც დიდი ტანხაა, ხოდა რომელი ბანკი იტხოვს ნაკლებს? გტხოვტ თუ იცით მიპასუხოტ მადლობა |
Posted by: T_K 3 Aug 2012, 10:54 |
lexa ჰოდა ეგ 30 000 ევრო რა ფორმით გაქვს ბანკში? გზავნილია ანაბარი თუ რა არის? |
Posted by: lexa 3 Aug 2012, 15:57 |
T_K მოკლედ თბსში ამის ნახევარი მაქვს და ახლა მეორე ნახევარი მსურს გადმოვგზავნო უცხოეტიდან, ხოდა ვფიქრობ იმ ბანკში გადმოვგზავნო რომელიც გატანისას ნაკლებ % ითხოვს. ანუ მე ეგ ფული მჭირდება ა ხ ლ ა და მიტომ ვაგზავნი, გასაგებად ვამბობ? ანუ დადება მაგ ფულისა ბანკში არ მინდა, უნდა გავიტანო როგორც კი დამჭირდება, ოღონდ ზუსტად არ ვიცი როდის დამჭირდება, დღეს და ხვალე თუ მომავალ კვირაში ან თვეში |
Posted by: T_K 3 Aug 2012, 17:12 |
lexa ჰოდა საქ. ბანკის ბარათ მაქსიმაზე თუ ჩარიცხავ ბანკომატიდან 0,4%ია და სალაროდან 0,25% მაგრამ უცხოეთიდან მანდ როგორ უნდა ჩარიცხო არ ვიცი |
Posted by: lexa 3 Aug 2012, 17:30 | ||||
T_K
გადმოვრიცხავ
გამოდის ეს ბანკი ყველას სჯობს, ანუ ყველაზე ნაკლები % აქვს გატანის |
Posted by: Shota525 4 Aug 2012, 23:02 | ||
პირდაპირი დოლარ/ევროს კურსიტ არავინ არ გადაგიყვანს..ჯერ ევროს გაყიდვის კურსით ლარში გადაცვლიან და შემდეგ ყიდვის კურსით დოლარს მოქცემენ ამაშიც იკარგება ფული.პირდაპირი საერთაშორისო კურსით არ მოგცემენ... და რაც შეეხება გადაცვლას ახლა რაღა დროსია?უნდა გაგეცვალა როდესაც ევროს მაღალი კურსი ქონდა და არა იმ დროს როდესაც უკვე ქვედა ნიშნულზეა...შემდეგ ევრო რომ გაიზრდება დოლართან მიმართებაში თავიდან იყიდი ძვირად თუ ? ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია და ხალხი მასიურად კარგავს ფულს... |
Posted by: T_K 4 Aug 2012, 23:26 | ||
lexa
ყველაზე ნაკლები აქვს თუ არა არ ვიცი. შეიძლება ვინმეს 0.2 ჰქონდეს. და კიდევ უცხოურ ვალუტაში შეიძლება სხვა პროცენტი იყოს სამწუხაროდ არ ვიცი რამდენი |
Posted by: vanika 17 Aug 2012, 11:47 |
შვეიცარულ ფრანკში შესაძლებელია რომელიმე ქართულ ბანკში ანაბრის გახსნა გარდა საქართველოს ბანკისა? |
Posted by: Mr-Banks 3 Sep 2012, 17:23 |
vanika გააჩნია თანხის მოცულობას.... |
Posted by: kanian_U 4 Sep 2012, 02:27 |
ევროპაში რამდენი % ია წლიური, მაგალითად ინგლისში, ან ბელგიაში, თუნდაც შვეიცარიაში? არ ვიცი სწორად მოვძებნე თუ არა მაგრამ წლიურ 3.5% ზე მაღალი ვერ ვნახე ვერცერთ ევროპულ ბანკში |
Posted by: Did_Giorgi 5 Sep 2012, 00:46 |
kanian U დაბალია ანაბარზე პროცენტები, შესაბამისად სესხებზეც ეგ ყველაფერი ეკონომიკის სტაბილურობას უკავშირდება როცა ბიზნესში ჩადებულ თანხაზე საშუალო მომგებიანობა 14%-ა, მაშინ ანაბარი 10-12% იქნება ეხლა საქართველოში გამოცხადებული ეკონომიკური ზრდა ორნიშნაა, ანუ 10 %-ზე მეტი. შესაბამისად ანაბარზეც და სესხებზეც პროცენტები. როცა ბებერი ევროპასავით დავდინჯდებით და წლიურ 4% ოღონდ სტაბილურ ზრდაზე გადავალთ, მაშინ იქნება ანაბრები 2% და სესხები 3.5% |
Posted by: N_21593 10 Sep 2012, 03:56 |
მე მაქვს გახსნილი ახლა კონსტანტაში 18 თვიანი ანაბარი ...... 17 % არის დარიცხვა... უბრალოდ ვერ გავიგე რა , კალკულატორი არ უდევთ საიტზე რომ გამოვიანგაროში რამდენი გამოდის დაახლოებით. |
Posted by: kanian_U 10 Sep 2012, 20:33 |
N_21593 ჩადებული თანხის 24%-ს აიღებ მგონი. .................. |
Posted by: gzaabneuli 11 Sep 2012, 14:04 |
გამარჯობათ, მინდა ანაბრის გახსნა და მოგების გატანა ყოველთვიურად. თანხა არც ისე პატარაა და რომელ ბანკში ჯობია შევიტანო? |
Posted by: TaTa_TaTuLi 11 Sep 2012, 23:10 |
ახლახანს გარდამეცვალა მამა ორივე ბანკი, სადაც მამას ანაბარი აქვს, გარდაცვალებიდან 6-თვიანი ვადის გასვლაზე გვითითებს. რამდენად აუცილებელია ამ ვადის დაცვა და შესაძლებელია თუ არა დედას სახელზე სამკვიდროს შედგენა უფრო ადრე? |
Posted by: Mr-Banks 12 Sep 2012, 01:36 |
TaTa_TaTuLi ვიზიარებ, პირველ რიგში 6 თვიან ვადაზე ბანკებსაც სამოქალაქო კოდექსი უთითებს.... ნოტარიუსს უნდა მიაკითხოთ, რომელიც 6 თვეში გასცემს სამკვიდრო მოწმობას (საქ. სამოქ. კოდექსი), რომელიც გაკეთდება მეუღლეზე ან შვილზე ან ორივეზე... შემდეგ მიხვალთ უკვე ბანკში... |
Posted by: TaTa_TaTuLi 12 Sep 2012, 19:57 | ||||
Mr-Banks
დიდი მადლობა
სამკვიდრო მოწმობის უფრო ადრე გაკეთება შეუძლებელია? გარდა ამისა, ერთ ანაბარს ვადა მ/წლის ნოემბერში ეწურება და ამ შემთხვევაშიც გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლაა საჭირო თანხის გამოსატანად? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა |
Posted by: Mr-Banks 13 Sep 2012, 01:10 |
TaTa_TaTuLi უფრო ადრე გაკეთება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მიღებული სამკვიდროს განკარგვა გეკრძალება 6 თვის მანძილზე.... ანუ მაინც ვერაფერს გააკეთებ... ანაბარს ვადა რომ გასდის, ეგ არაა პრობლემა, თანხა არ დაიკარგება. უბრალოდ, 6 თვე უნდა გავიდეს გარდაცვალებიდან. თქვენ შეიტანეთ სამკვიდროზე განაცხადი უკვე ნოტარიუსთან და 6 თვის მერე მოგცემთ სამკვიდრო მოწმობას. |
Posted by: TaTa_TaTuLi 13 Sep 2012, 20:04 |
Mr-Banks დიდი მადლობა |
Posted by: sandroia 14 Sep 2012, 10:09 |
გამარჯობათ მინდა ანაბრის გახსნა, რომელ ბანსკ აქვს ყველაზე მაღალი პროცენტი? დოლარშI ვაპირებ გავხსნა და თან ყოველთვიურად რომ გარკვეული თანხა შევიტანო |
Posted by: GURAMI19 15 Sep 2012, 15:46 | ||
http://rico.ge/index.php?run=home/product&product_id=1 მარტო 12 თვეზე წერია. |
Posted by: 3DG 14 Oct 2012, 15:47 |
მაინტერესებს, მინიმუმ რა რაოდენობის თანხის შეტანაა შესაძლებელი ბანკში და წელიწადში რამდენი % დაირიცხება ზედ. ასევე რა დროის განმავლობაში შეიძლება ბანკში ფულის გაჩერება. |
Posted by: thomas13 19 Oct 2012, 20:53 |
რამდენად უსაფრთხოა ანაბრის გახსნა? |
Posted by: T E L A 19 Oct 2012, 21:24 | ||
N_21593
ეს 17% წლიური დარიცხვა? აქ 18 თვიანს 11% უწერია და 17 საიდან? http://www.bankconstanta.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=112 ერთი კითხვა გამიჩნდა თუ კონსტანტას 80% მფლობელი თიბისი ბანკია ,მაშინ რატომაა ასეთი განსხვავება ,მაგალითად 12 თვიან ანაბარზე კონსტანტაში 10%,თიბისში 7 % -ი? |
Posted by: RRS 5 Nov 2012, 17:58 | ||
не все золото что блестит ------------------------------ |
Posted by: AKREATON 5 Nov 2012, 21:04 |
ვარ ანაბრებში სესხებში და პროცენტებში საკმაოდ ცუდად გარკვეული (ანუ მათემატიკა კი ვიცი მარა ურთიერთობა არ მქონიათქო ბანკებთან) ხოდა მინდა დაგროვებითი ანგარიშის გახსნა (მგონი ანაბარს ეძახიან ასეთსაც) 1 რათქმაუნდა პროცენტს აქვს მნიშვნელობა 2 თანხას შევიტან თვეში დაახლოებით 200 ლარს თუმცა ეს რიცხვი შეიძლება იცვლებოდეს 3 რამდენ ხანს გაგრძელდება დაგროვების პროცესი არ ვიცი 4 შეიძლება მოულოდნელად დამჭირდეს თანხის მთლიანად ან ნაკლებსავარაუდოდ ნაწილის გამოტანა რომელი ბანკის რა სერვისს მირჩევთ ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით? და რამდენიმე რჩევის შემთხვევაში გთხოვთ ამიხსენით რა უპირატესობები ექნება თითოეულს |
Posted by: taamo 11 Nov 2012, 11:44 |
გამარჯობა. ამჟამად ანაბარი გახსნილი მაქვს ლიბერთი ბანკში(ვადიანი და შევსებადი). გადავწყვიტე ვადის ამოწურვის შემდეგ ორივე ანაბრის თანხით ერთი შევსებადი ანაბარი გავხსნა, ოღონდ არ ვიცი ისევ ამ ბანკში თუ სხვაგან. ხომ ვერ მეტყვით სხვა ბანკში უფრო მაღალი პროცენტია თუ არა?? რომ გადავხედე სხვა ბანკების შემოთავაზებებს მგონი ამაზე მაღალი პროცენტი არ ჰქონდა არცერთს, იქნებ თქვენ მირჩიოთ. |
Posted by: <GladiatoR> 16 Nov 2012, 15:16 | ||
ანალოგიური კითხვები მაქვს მეც და იმედია დაგვაკვალიანებთ |
Posted by: bukuna 17 Nov 2012, 19:35 |
საქართველოს ბანკის მაქსიმა ანაბარი, პლასტიკურ ბარათს გაძლევენ, აგროვებ თანხას,გერიცხება სარგებელი და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებთ უ პრობლემოდ დღისნ ებისმიერ დროს ბანკომატით ! |
Posted by: Picki-119 17 Nov 2012, 21:44 | ||
თუ ანაბარზე ვადა გეწურება ეხლა გაგიმართლა, 2 დღეა რაც ლიბერთიში პროცენტები გაიზარდა ანაბარზე , ისე გირჩევდი ვადიანზე დატოვო მსხვილი თანხა თუ გაქვს და მაღალი % მიიღო და პარალელურად შევსებადიც დატოვო პატარა თანხით რომელსაც ამატებ დროდადრო... |
Posted by: taamo 27 Nov 2012, 19:59 | ||||
მადლობა რჩევისთვის, ცოტა ხნის წინ ვნახე 11 პროცენტამდე რომ გაუზრდიათ ვადიანი, მირჩევნია მაგაზე დავტოვო |
Posted by: webdesigner93 29 Nov 2012, 20:55 |
გადმოვდივარ მემგონი მეც ლიბერთიში, შევსებადი ანაბრის პირობებმა მომხიბლა |
Posted by: ბესიკის26 14 Dec 2012, 23:03 |
ხალხო! ამიხსენით როგორ ახერხებს ლიბერთი ბანკი 12%-ის გაცემას ვადიან ანაბარზე , როცა TBC -იმ 7,5%-მდე შეამცირა? და კიდე: საქართველოში არსებობს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ბანკებში მოქალაქის ანაბრის დაზღვევა? ანუ ,როგორც რუსებისგან ვიცი...თუ ბანკი გაკოტრდა 50.000$-მდე სახალმჭიფო უფარავს მეანაბრეს.. |
Posted by: buci03 14 Dec 2012, 23:23 | ||
ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს "ვლადიმერ გურგენიძე" |
Posted by: ბესიკის26 14 Dec 2012, 23:30 |
buci03 იქნებ დააკონკრეტო...მე ვერაფირი ვერ გავიგე მაგ სახელგვარიათ |
Posted by: taamo 25 Dec 2012, 14:41 |
რაღაც ვერ გავიგე და იქნებ ვინმემ ამიხსნათ. ვთქვათ მინდა ბანკში გავხსნა 3თვიანი ვადიანი ანაბარი და (როგორც საიტებზე ვნახულობ) უნდა დაერიცხოს 5 პროცენტი., ვადის ბოლოს ხომ უნდა გამოვიტანო ჩემი თანხა+ჩემითანხის 5პროცენტი?? საქართველოს ბანკის საიტზე ვნახე რაღაც გამომთვლელი და აშკარად სხვა თანხა გამომიყვანა, უფრო ნაკლები ვიდრე ველოდი |
Posted by: Did_Giorgi 26 Dec 2012, 00:15 | ||
taamo
შემთხვევით წლიური 5% ხომ არ ერიცხება? თუ მასეა, მაშინ 3 თვეში უხეშად რომ ვიანგარიშოთ 1.25% დაერიცხება სულ ისიც გააჩნია რა სიხშირით ხდება პროცენტის დარიცხვა/კაპიტალიზაცია |
Posted by: taamo 26 Dec 2012, 12:20 | ||||
ხო აი მაგის დაზუსტება მინდოდა, წლიური ერიცხება და სწორად მივხვდი მგონი რასაც ნიშნავს ეგ. |
Posted by: webdesigner93 26 Dec 2012, 20:26 |
taamo ეგ ნიშნავს შენი თანხა გამრავლებული 5 პროცენტზე გაყოფილი 4-ზე რადგან 3 თვიანს ხსნი და ეგ სარგებელი დაერიცხება შენს თანხას .... |
Posted by: cin_namon 13 Jan 2013, 15:28 |
არ გადამაკითხიოთ ეხლა მთელი თემა ყველაზე კარგი პირობები რომელ ბანკშია ანაბარზე. |
Posted by: Angel-A 16 Jan 2013, 13:20 |
გამარჯობათ მინდა ანაბრის გახსნა, რომელ ბანსკ აქვს ყველაზე მაღალი პროცენტი? დოლარშI ვაპირებ გავხსნა და თან ყოველთვიურად რომ გარკვეული თანხა შევიტანო ეს კითხვა მეც მაინტერესებს.... |
Posted by: Picki-119 16 Jan 2013, 14:22 |
Angel-A play it fucking loud http://libertybank.ge/ ................................ |
Posted by: Angel-A 16 Jan 2013, 15:16 |
კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რიკო კრედიტზე რას იტყვით? კი არის ცალკე თემა, მაგრამ ორი თვე აღარავის დაუპოსტავს. თანაც ამ დღეებში რატომღაც გათიშულია რიკოს საიტი... |
Posted by: cin_namon 17 Jan 2013, 11:09 |
Picki-119 ინდობა მაგ ბანკზე??? ერთ წლიანი ანაბარი მინდა და რა ვიცი...:||| |
Posted by: Picki-119 18 Jan 2013, 21:35 |
play it fucking loud ინდობა აბა რა . ................................... |
Posted by: gryffindor 22 Jan 2013, 18:38 |
დაგროვებითი ანაბრის გახსნა მინდა ლარში, რომელ ბანკს მირჩევდით? სანდოობა, % ... დაახლოებით 11-12 თვის ვადით |
Posted by: _Lali_ 22 Jan 2013, 19:35 |
gryffindor მეც იგივე კითხვები მაწუხებდა, გამოვიკვლიე ბანკები, %-ები და დავასკვენი, რომ თიბისი ჯობია |
Posted by: tseke 22 Jan 2013, 22:27 |
_Lali_ გამარჯობა. შეგიძლიათ მითხრათ რა სახის გამოკვლევა ჩაატარეთ და რის საფუძველზე მიიღეთ გადაწყვეტილება რომ თიბისი ჯობს? |
Posted by: _Lali_ 23 Jan 2013, 10:54 |
tseke რა სახის და დავათვალიერე ყველა ბანკის საიტი და ანაბრების სახეები და %-ები. მეცნიერულ კვლევებს მე ვერ ჩავატარებდი და... ასევე წავიკითხე აქ, ფორუმზე ბანკების თემები, რაც ყველაზე კარგია ჩემი აზრით სანდოობის დადგენის მიზნით, რადგან კლიენტების პოსტებიდან ბევრ ინფორმაციას იგებ |
Posted by: loveway 26 Jan 2013, 16:39 |
გამარჯობა.მინდს ტანხა შევიტანო ბანკში ოღონდ ვადიან ანაბარზე არა - ანუ როცა მინდა დავამატებ, როცა მინდა გამოვიტან.ოდა ამასთანავე მინდა რომ მომცენ პლსტიკური ბარათი, სადაცეს თანხა ავტომატურა იქნება უკვე ჩატვითული.ანუ ვთქვათ მაღაზიაში გადავიხადე 100 ლარის რააღაცა დაამ თანხას მოაკლდეს ასი ლარი და დანარჩენს დაეიცხოს პროცენტი. ხოდ ასეთი სერვისირომელ ბანკს აქვს? |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 6 Feb 2013, 23:20 |
ლიბერთია ყველაზე კარგი ანაბრის გახსნისთვის, თუმცა მომსახურეობა უფრო დაბალი დონისაა, ვიდრე იგივე საქართველოს ბანკში.. თუმცა ამის მიუხედავად მაინც ლიბერთი.. |
Posted by: paparesta 8 Feb 2013, 19:17 | ||
LEGEN_wait for it_DARY
ამას რომ წერ ოდნავ მაინც თუ გჯერა შენი სიტყვების ? (ნუ თუ მანდ მუშაობ კიდე მოჟნა) ამ ბანკს ლიცენზია უნდა ჩამოერთვას საერთოდ , კლიენტების დაცინვისთვის, არქივის გადაწვისთვის ... საერთოდ პირველი კანდიდატია საქართველოში გაკოტრების თანამშრომლები ყველ კარგია |
Posted by: buci03 8 Feb 2013, 19:40 | ||||
როდესაც მსგავს წერ , კარგი იქნება თუ ფაქტებსაც დადებ თუ არადა შენი რეპლიკა მხოლოდ რეპლიკად დარჩება. |
Posted by: Beso1980 10 Feb 2013, 17:14 |
რამდენად სარისკოა საქართველოში ანაბარის გახსნა? ბოლო წლებში ხომ არ მომხდარა რაიმე სერიოზული დარღვევა სადაც აზარალეს კლიენტები? |
Posted by: paparesta 10 Feb 2013, 23:25 | ||
buci03
რა ფაქტი გინდა? ადექი ეხლა ხვალ დილით და დააწექი ნებისმიერ სერვის ცენტრში და პენსიის გაცემის გარდა ნებისმიერი შეკითხვა დაუსვი ოპერატორს და მერე მაგათ დაფეთებულ და შეშინებულ სახეს დააკვირდი, არავის არ ვაბრალებ რამეს, მაგრამ შევცდი და რაღაც მაგატი პროდუქტი ავიღე(ლიბერთი ანგარიში დამჭირდა, ანგარიშიდან თანხის გან საკომისიო, ბარათის პირობები , ჩAმორიცხვის საკომისიო ნუ სტანდარტული პირობები) და პირობების გასაგებად ოპერატორს რომ ვერაფერი დავტყუე, ქოლ ცენტრს მივმართე, მათ ს/ც ში გადამამისამართეს ამათ კიდე საიტზე წაიკითხეო... ეგეთი რამე 2 სერვის ცენტრში შემემთხვა.. მერე როგორც იქნა გავარკვიე საკომისიოები და მივდივარ ახლო მყოფ ბანკომატთან და ვერაფერი ა#####ავე (ეტყობა თანხა არ იყო შიგ ) მივედი მოსიარულე მანქანა რომ ყავთ და მათი გაოცებული სახეები ახლაც თვალწინ მიდგას როცა ვუთხარი ბარათიდან დოლარის აღება მინდათქო... ნუ რა ბევრი ვილაპარაკო კიდე |
Posted by: webdesigner93 10 Feb 2013, 23:35 | ||
paparesta
სულ არ ვარ ამ ბანკის პერსონალი, მაგრამ ასეთ რამეს რომ ამბობ კარგი რა |
Posted by: buci03 11 Feb 2013, 17:14 | ||||
და შენს მიერ მოყვანილი ფაქტი (რომელიც ამ კონკრეტული ორგანიზაციის კი არა ზოგადად საქართველოს პრობლემაა, კომპეტენტური პერსონალის კუთხით) ბანკის გაკოტრებასთან რა კავშირშია შეგიძლია დააკონკრეტო ? |
Posted by: Mr-Banks 12 Feb 2013, 11:06 |
paparesta გეთანხმები. ლიბერთიში მხოლოდ სათავოში იციან ხარვეზებით და სხვა ს/ც-ში კოშმარია |
Posted by: Did_Giorgi 12 Feb 2013, 21:11 | ||
buci03
კარგი რა ეს ზოგადად საქართველოს კი არა, კონკრეტულად ლიბერთი ბანკის პრობლემაა თუ სხვა კომპანიაშიც არაკომპეტენტური ვინმე მუშაობს, ეგეც კონკრეტულად იმ კომპანიის პრობლემაა და არა ზოგადად საქართველოსი ზოგადად საქართველოს პრობლემაა ოკუპანტები, ლტოლვილები, დაკარგული ტერიტორიები და ზედმეტად პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობა |
Posted by: paparesta 12 Feb 2013, 21:57 | ||
buci03
რაღაც ინფოს დონეზე , გეცოდინება არც თუ ისე დიდი ხნის წინ რომ გააჩინეს ხანძარი ცენტრალურ საცავში .. მგონი განადგურებულია არქივი რაც ამ პერიოდამდე ინახებოდა ქაღალდის მატარებელზე(კომუნალური გადასახდის ქვითრებს და პენსიების გასავლის ორდერებს არ ვგულისხმობ) , არასწორად მოგებული ტენდერები, და რაც ყველაზე მთავარია ამ ბანკს ბოლო 3-4 წელი არანაირი ფინანსური მაჩვენებელი , რეზერვები ეროვნულში თუ საზღვარგარეთ არ წარუდგენია... მასე მეც ვიტყვი 10000000 მაქვსთქო , მაგრამ დოკუმენტალურად თუ არ დასტურდება ენით ბოზ--ს გავს... რომ შეუყრიათ ეს ამდნეი გზავნილები და უცხოური ვალუტის განაღდებაზე 80 % შემთხვევების პრობლემებს ქმნიან (ლარში თუ გინდა წაიღეო, არადა ეს დედარღვეული ანელიკი მარტო მაგათ აქვთ ყველაზე დაბალ ტარიფად)... აგერ ლინკი და თავად ნახე http://nbg.ge/index.php?m=404 მე ვფიქრობ ესე (კრიშა დაკარგეს 1 ოქტომბერს) თუმცა ეხლა გაკოტრება ხმამაღალი ნათქვამია და მასეც ნუ შეშინდებით |
Posted by: Picki-119 13 Feb 2013, 00:16 |
paparesta იცი რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი? იცი რა დაიწვა და რა არა? იცი რა უკანონო გარიგებები დაიდო თუ არ დაიდო ტენდერებში ? ფინანსურ მაჩვენებლებს რაც შეეხება საიტზე http://libertybank.ge/?action=page&p_id=226&lang=geo |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 13 Feb 2013, 01:06 | ||||
შენგან განსხვავებით მჯერა სიტყვების და არგუმენტებიც მაქვს. საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს მუშაობის მხრივ ამ ბანკთან, დაჟე ახლობლებიც არ მყავს, რომლებიც მუშაობან, მაგრამ კლიენტი ვარ ბანკის და ასეთი მოსაზრება მაქვს. ამდენად სანამ რამეს იკითხავ ან იტყვი (თან უნიჭო ცინიზმის თანხლებით) ჯერ უნდა იფიქრო ცოტა. რაც შეეხება არგუმენტეს, ის ერთი არგუმენტიც კმარა, რომ ნებისმიერ ანაბარზე ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთია ვიდრე სხვა კონკურენტი ბანკების ანაბრებზე. მაგ: ვადიანი ანაბარი 18%, როცა ე.წ. "წამყვან ბანკებში" თიბისი, საქართველოს ბანკი, რესუპბლიკა ბანკი -13 % არ აღემატება.. ანაბარს, რომ ხსნი მთავარი ორი რამეა ა) მაღალი პროცენტი. ბ) სანდოობა.. ამ ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით ბევრად მაღლად დგას ანაბრის გახსნის პერსპექტივებიდან სხვა ბანკებზე ლიბერთი!! |
Posted by: paparesta 13 Feb 2013, 19:35 |
LEGEN_wait for it_DARY Picki-119 ძლივს არ გაეძრო 2 სახალხოელი Picki-119 ეგ ეროვნულს გამორჩა ალბად (საიდან ასეთი უვიცობა) ბანკს რომ პროცენტი აქვს მაღალი ნიშნავს რომ აქვს ლიკვიდობის პრობლემა + ბევრი გვერდითი პრობლემა, მარა რა აზრი აქვს ახსნას , რაც არ გესმის არ გესმის და 1 კვირაში რას ისწავლი (ამას ზოგადად ვამბობ ) |
Posted by: Picki-119 13 Feb 2013, 20:02 | ||
..... ............................ http://allbanks.ge/?page_id=5 |
Posted by: paparesta 13 Feb 2013, 22:59 |
Picki-119 ეგ ლინკი არის 2012 წლის დეკემბრის ბოლოს მონაცემები , როცა უკვე აღარ გადიოდა ყველაფერზე წაყრუება კაი მივხედოთ ეხლა ანაბრებს მალე % დაიწევს და მოასწარით დაბანდება ოღონდ არა ლიბერთიში |
Posted by: Did_Giorgi 13 Feb 2013, 23:24 | ||
paparesta
ძვირიან პროდუქტებს კარგად ყიდის და მოგების მაღალი მარჟაა ამაზე ყველა ბიზნესი ოცნებობს |
Posted by: MELANQOLIC 14 Feb 2013, 14:19 |
2000$ შეტანა მინდა ანაბარზე იმ პირობით თუ ხვალვე დამჭირდა რომ გამოვიტანო, რომელ ბანკს ან მიკროსაფინანსოს მირჩევთ? მაღალ პროცენტს უფრო ვანიჭებ უპირატესობას ვიდრე საიმედოობას. |
Posted by: Picki-119 14 Feb 2013, 19:12 |
MELANQOLIC მაღალ % იანი არვიცი ისე მოთხოვნამდე დოლარში - თიბისი -"ჩემი სეიფი" |
Posted by: paparesta 14 Feb 2013, 20:48 | ||
Did_Giorgi
ეჰ ეს ბანკი რასაც ყიდის კარგად ვიცი აბოლებს და ასაცოდავებს პენსიონერებს , ატყუილებს რა თან საზარლად, პენსიები ამ ბანკს ანგარიშებზე უზის 10-11 რიცხვში , ანუ ვალდებული არიან მაქსიმუმ მეორე დესვე გასცენ, მაგრამ ამატ სანამ არ მოეპრიანებათ არ სცემენ ელოდებიან ზუსტად 15-16-17 ს, საწყალი პენსიონერი მიდის 14 რომ ლუკმა პური იყიდოს და ესენი ვითომ წიანსაწარ აძლევენ 14 ში და მაში 5 ლარს ახევენ (არადა პენსიონერი იოლი გადაჯლეგია ალბად, პროტესტს ვერ გამოთქვამს , აზროვნება ახალგაზრდული არ აქვს), 3 თვის პენსიის აღებაში 100 ლარს იტოვებენ და რამდენი რამ გავაგრძელო რასაც ესენი ამ პენსიონერთა დიდ ნაწილს უკეთებს (ყველაზე არ მაქვს საუბარი ზოგიერთი პენსიონერისგან ისეთი ამაბავი მაქვს ნანახი ს/ც ში დედას შვილი ვერ აყავადა ხელში) ნუ საით მიმყავს საუბარი: რასაც ყიდიან ერთადერთი პროდუქტი არის <<მოატყუილე და იბატონე პენსიონერზე , გამდიდრდი ყველაზე დაუცველი ადამიანის ხარჯზე, ადვილად ტყუილდება და რაც მთავარია არავისგან ისჯება ესეთი მარაზმები>> 1 ოქტომბრის მერე მოეღო ბევრი ბანკის თავგასულობას ბოლო, ანუ კლიენტებსაც მიაქცევენ აწი ყურადღებას, ყველა ბანკში შეინიშნიება უკვე რომ თავის ჭკუაზე ვეღარ ჯეჯილობენ... განსაკუთრებით კი ამ სადისტ ბანკს გამოეცალა კრიშა და კი ხედავთ წავიდა მინუსებში და ჯერ სად არის აი მრ ბანკს Mr-Banks ის მოწოდებეული ლინკიც ამას მოწმობს http://allbanks.ge/?p=378 ვინც ამათ იცავთ ეტყობა სახლში პენსიონერი არ გყავთ რომელსაც ცხოვრებას უმწარებენ |
Posted by: Picki-119 14 Feb 2013, 21:32 |
paparesta ანელიკს კარგად ანაღდებ ლიბერთიში საუკეთესო პირობებით )) ................................. |
Posted by: zabzu 14 Feb 2013, 21:44 |
MELANQOLIC როგორც წესი როცა განსაზღვრული არ არის ანაბრის გატანის დრო, ნაკლებ პროცენტს იძლევიან ბანკები მაგ შემთვევაში მიკროსაფინანსო უფრო მეტ პროცენტს დაგირიცხავს ვიდრე რომელიმე ბანკი |
Posted by: Did_Giorgi 15 Feb 2013, 00:33 | ||||
paparesta
არავის არ ვიცავ კაცო
აი მაგ ტიპის სესხი მორალურად ყველაზე გაუმართლებლად მიმაჩნია და მე რომ ეროვნულ ბანკში სიტყვა მეთქმოდეს, საერთოდ აიკრძალებოდა მასეთი მარაზმი მაგრამ ეროვნული ბანკი თურმე სხვა "უფრო მნიშვნელოვანი" საკითხებითაა დაკავებული |
Posted by: Picki-119 15 Feb 2013, 16:10 |
3 თვის პენსიის აღებაში 100 ლარს არავინ იტოვებს, 9 % ია საკომისიო მთლიანი თანხის ანუ 125 x 3=375x9 %= 33.75 lari. |
Posted by: paparesta 15 Feb 2013, 19:28 |
Picki-119 ბებიაჩემს რაც დააატოვებინეს იმას მაინც ნუ მასწავლი პიკი , რომ თქვა სახლში არ მჯეროდა სანამ არ ჩავედი და მკაცრად არ მიმაკაჩავეს შენ ვინ გეკითხება , პენსიონერი თანახმააო (აი ეს ბოლო წინადადება გაანალიზე კარგად რას ნიშნავს), ბებიაჩმე ს შერცხვა და ვერაფერი თქვა 82 წლისაა და კივილს ხომ არ დაიწყებდა ( 4 თვის წინ გააკეთა ეს და ეხლა რა ხდება არ ვიცი იქნებ მიაყენებინეს უკვე) ეროვნული ბანკი აქ მგონიარაფერ შუაშია, ეს სახლემწიფოს მიერ დაკიდებაა 1მილიონამდე პენსიონერის .... უფრო სწორად სოციალური სააგენტოსი მისი იმდროინდელი შანტრაბით რატომღაც ღრმად მჯერა რომ ასეთ სიმდაბლეს არცერთი ქართული ბანკი არ იზამდა არასდროს , იციან რომ პენსიონერი მათი კლიენტია და ვერსად წავა, სრული მფარველობა ქონდა წინა ხელისუფლები დროს და რომ იტყვიან ჯეიმს ბონდივით კაცის მოკვლის უფლებაც ქონდათ, რაც არაერთელ მომხდარა მაგათ ს/ც ებთან სიცხეში (კაცის გარდაცვალებას ვგულისხმობ).. ამაზე მეტი მონოპოლია და უმსგავსობა რა უნდა იყოს, პენსიონერს როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნის უფლება აქვს სად აიღოს პენსია , სხვა ბანკში თუ ფოსტამ მიუტანოს სახლში.. იმედია ახლები მალე აღადგენენ სამართლიანობას ამ სფეროშიც ის ეხლაც აქვტ პინ კოდის დაყენებაზე 2 ლარს რომ ახევენ საწყლებს, რა ვალდებულია პენსიონერი როცა ბარათს იღებს პინ კოდში 2 ლარი აჩუქოს ამ მათხოვრებს, ან ის არ თქვა 4 ლარს არ იტოვებენო 15 ის ნაცვლად 14 ში რომ ამადლიან მიცემას |
Posted by: Picki-119 15 Feb 2013, 19:43 |
paparesta სახლში მიტანის სერვისიც არის ლიბერთიში, ვისაც აქვს ამის სურვილი განცხადებას წერს და სახლში უფასოდ მიუტანს გამსვლელი მოლარე პენსიას. და შეუძლია სხვა ბანკშიც გახსნას ანგარიში და იქ აიღოს პენსია ) პინკოდის მინიჭება უფასოა 14 დღეში .ვადაგასული ბარათის აღდგება უფასოა .გატანის საკომისიო 0 ია , ეხლა წინასწარ 1 თვის პენსიაც შეუძლია აიღოს ბანკომატით, მოკლედ არც ეგრე არარის მეგობარო |
Posted by: tseke 15 Feb 2013, 22:06 |
დიდი ბოდიში ეს ლიბერთი ბანკის თემა არაა მაგრამ Picki-119 იმას რო წერთ სხვა ბანკშიც შეუძია პენსიონერს ანგარიშის გახსნა და პენსიის გადარიცხვაო იმაზე თუ გიფიქრიათ რამდენ პრობლემას აწყდება პენსიონერი მსგავსი ოპერაციის შესრულებისას და ლიბერთი ბანკის რამდენ თანამშრომელს აქვს იმის ცოდნა როგორ უნდა ჩაურთონ კლიენტს თანხის ავტომატური გადატანის სერვისი? |
Posted by: Did_Giorgi 15 Feb 2013, 23:46 | ||
paparesta
არა და არა ეროვნული ბანკი არის ზუსტად სახელმწიფოს ის ორგანო, რომელიც ასეთ საკითხებს უნდა არეგულირებდეს ყველაფერზე პრეზიდენტი, პარლამენტარი და პრემიერმინისტრი ხომ ვერ იფიქრებს და გააკეთებს? ანდაც რა გგონია ეს სახელმწიფო, ერთი კაცია ყველაფერს რომ აკეთებს?? ამ შემთხვევაში სახელმწიფო მარეგულირებელი ზუსტდაც ეროვნული ბანკია და იმან უნდა გააკონტროლოს მორალური და სოციალური ასპექტები ასეთი სესხის გაცემისას. |
Posted by: paparesta 17 Feb 2013, 21:53 | ||
Picki-119
ბევრმა რომ დაწეროს ეგ განცხადება სახლში მიტანაზე ყველას უფასოდ მიუტანენ ? ერთჯერადია ეს სერვისი? უფასოა თუ ვითომ ვითომ უფასო? ამაზე დაწერე აქ ამ ერთხელ და მორჩა, აწი მხოლოდ დეპოზიტები და დეპოზიტები |
Posted by: Picki-119 18 Feb 2013, 00:30 |
paparesta კი განცხადების საფუძველზე ყველას მიუტანენ უფასოდ. ერთჯერადი არარის ............... |
Posted by: paparesta 18 Feb 2013, 15:21 |
http://www.commersant.ge/?id=14788 გაეცანით საინტერესოა |
Posted by: avelum 26 Feb 2013, 17:24 |
paparesta შენ ს ერთ-ერთ პოსტში ვნახორო ლიბერთიში არ შეიტანოთო თანხაო ხოდა რათანხაზე გაქ სუაბარი? მე მინდა გარკვეული თანხის შეტანა და მაგიტო გკიტხე თან ისეთი ანაბარი აქვთ როცა გინდა შეიტან, როცა გინდა უფასოდ გამოიტან ხოდა რატო? :/ |
Posted by: lobja 27 Feb 2013, 14:19 |
ბავშვისთვის მინდა ანაბრის გახსნა ხო და ეხლა კი გადავხედავ მეც მარა იქნებ თქვენც მირჩიოთ რომელ ბანკში ჯობია ? |
Posted by: Ti3STo 28 Feb 2013, 13:49 |
გამარჯობათ მინდა ანაბრის შეტანა, ზრდადი, რადგან ასევთქვათ დაგროვებას ვაპირებ, როგორც ვიცი მაქსიმუმ 2 წლიანია ჩვენს ყველა ბანკში, როგორ მირჩევთ რომელ ვალუტაში ჯობია თანხის შეტანა და რომელ ბანკში ? გუშინ მითხრეს პრივატბანკში 18 % მდე არისო, საკომისიოები მინიმუმზეაო, მაგრამ მაგათ საიტზე საერთოდ არ შედის რომ წავიკითხო მაინც რამე. :/ თქვენ რას მირჩევთ? რომელ ბანკში ჯობს და რომელ ვალუტაში? + ასევე მაინტერესებს საბავშო ანაბარი, რომელ ბანკში ჯობია? ესეც იგივე პრინციპით ზრდადი, შეიძლება ყოველთვე არა, მაგრამ ყოველ 3 თქვეს შევიტანო ან თუნდაც წელიწადში ერთხელ. ამშემთხვევაში ყველაზე მეტად მაინტერესებს რომელ ბანკს ჯობია ვენდო, ბავშვი 3 წლის არის, წინ კიდევ 15 წელი რჩება სრულწლოვანი სანამ გახდება, ამ 15 წელიწადში კიდევ რომელი დაიკეტება და საერთოდ საქართველო თუ იქნება კაცმა უწყის ჯვარი გვწერია ყველას ! წინაწარ გიხდით მადლობას! |
Posted by: tikusha 7 Mar 2013, 16:40 | ||
Picki-119
ეს არის მტკნარი სიცრუე, ნუ იტყუებით, რამდენ კლეინტს უნდა სხვა ბანკში გადაეტანოს პენსია და მტკიცე უარს იღებენ |
Posted by: Picki-119 7 Mar 2013, 19:58 |
tikusha კონკრეტულად ვის უტხრეს უარი შეგიძლია მითხრა? რომელ ფილიალში ? როდის ? და ვის ? პირადი მონაცემები და დეტალური ინფო მომაწოდე |
Posted by: tikusha 9 Mar 2013, 11:34 |
კონკრეტულ ინფოს ვერ მოგაწვდი, ძალაინ ბევრი შემთხვევაა ეგეთი, მე ბანკში ვმუშაობ და ძალიან ბევრი კლეინტი შემოდის პენსიით ჩვენთან გადმოტანის სურვილით, მათგან ვგებულობ რომ უარს იღებენ როგორც ვიცი უარს თვითონ ბანკი კი არა, სოციალური მომსახურების სააგენტო ეუბნებათ, მონოპოლიაა ლიბერთიზე და მორჩა |
Posted by: mmm481 10 Mar 2013, 18:59 |
რომელ ბანკში ჯობია ანაბრის შეტანა? ასე 10 000 ლარი? ლიბერთი ღირს ვითომ? რაღაც არ მიმიწევს გული :? ასევე მაინტერესებს ლარში შეტანა რისკის შემცვლელი ხომ არ არის? |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 14 Mar 2013, 22:38 |
mmm481 ლიბერთში ჯობია. მე ლიბერთში მაქვს ამ წუთას 7 000 ლარი ანაბარზე. ვადიანზე შეიტანე 18 % იანია და მაგალითისთვის საქართველოს ბანკში 12 % ც არ არის.. |
Posted by: ლაშა_ 26 Mar 2013, 00:02 |
მოკლედ დამჭირდა და რომ გავარკვიე მივხვდი ქართულ ბანკებს ძალიან დაბალი პროცენტი ქონიათ ანაბარზე რაღაც მიზერულ თანხებს გაძლევენ ხოდა დავფიქრდი რომელიმე კარგ უცხოურ ბანკში რომ შევიტანო ვადიან ანაბარზე თანხა. რამდენად რეალურია ამის გაკეთება და საერთოდ შეიძლება თუ არა მსგავსი რამე მოხდეს? |
Posted by: tseke 26 Mar 2013, 00:20 |
ლაშა_ გამარჯობა. რამდენადაც ვიცი დეპოზიტებზე სარგებელი გაცილებით ნაკლებია ბევრ უცხოურ ბანკში საქართველოსთან შედარებით. კონკრეტულად რომელ ქვეყანას გულისხმობთ? |
Posted by: ლაშა_ 26 Mar 2013, 00:23 |
tseke მე კიდე ვფიქრობ რომ ესეთი ცუდი პირობები დიდ ბანკებს არ ექნებათ შეიძლება ვცდები კონკრეტულად არც ერთს ვგულისხმობ საერთოდ მაინტერესებს ტექნიკურად თU არის შესაძლებელი მსგავსი რამ |
Posted by: tseke 26 Mar 2013, 00:32 |
ლაშა_ როგორც არა საქართველოს მოქალაქეს აქვს ქართულ ბანკში ანაბრის გახსნის უფლება ალბათ იგივენაირად ექნება საქართველოს მოქალაქესაც უფლება გახსნას ანაბარი სხვა ქვეყანაში |
Posted by: Did_Giorgi 26 Mar 2013, 01:05 |
ლაშა_ გამარჯობა საქართველოში გაცილებით მაღალი პროცენტია ანაბარზე, ვიდრე ევროპულ და ამერიკულ ბანკებში მიზეზი ისაა რომ იქ სესხიც დაბალ პროცენტშია და ბანკს საერთოდ იაფი რესურსი აქვს თუნდაც მსოფლიო ბანკიდან, სავალუტო ფონდიდან, საპენსიო და საინვესტიციო ფონდებიდან, შესაბამისად ანაბარზე 8% სარგებელს თუნდაც დოლარში არცერთი ამერიკული, შვეიცარიული და თუნდაც გერმანული ბანკი არ გადაიხდის, საქართველოსგან განსხვავებით. რაც შეეხება აკრძალვას, აკრძალული არაა ნამდვილად, უბრალოდ პირადად უნდა მიხვიდე იმ ბანკში სადაც ანაბრის გახსნა გინდა და იდენთიფიკაცია მოახდინონ შენი. საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. დისტანციურად, ინტერნეტით და ნაცნობობით ვერ გახსნი, იმიტომ რომ ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებაში დაგდებენ ბრალს და უბრალო ანგარიშსაც კი არ გაგიხსნიან |
Posted by: tseke 26 Mar 2013, 01:12 |
Did_Giorgi მადლობა პასუხისთვის |
Posted by: ლაშა_ 26 Mar 2013, 03:44 |
Did_Giorgi გაიხარე დიდი მადლობა უბრალოდ ნერვები მომეშალა ქართულ ბანკებზე რამხელა პროცენტში იძლევიან სესხს და რაღაც მიზერულს იხდიან ანაბარში ბარემ ვიკითხავ აქ რიკო კრედიტს აქვს მემგონი ყველაზე მაღალი პროცენტი ანაბარზე და რამდენად სანდოა ეგ კომპანია? რამოდენიმე წელია კი მუშაობენ მაგრამ ბანკს მაინც დიდი რესურსი უდგას უკან და მეტად შეიძLება ნდობა თან უცხოური დიდი ბანკების პარტნიორები არიან ქართული ბანკები ძირითადად. |
Posted by: Did_Giorgi 26 Mar 2013, 21:15 | ||
ლაშა_
სანდოა კი, მეტ-ნაკლებად ოღონდ ბანკს ეროვნული ბანკი აკონტროლებს და უფრო სანდო და დაზღვეულია, მიკროსაფინანსოების კონტროლი მინიმუმამდეა დასული იმდენად მცირე წილი აქვთ ბაზარზე. განსხვავება არის ბანკის და მიკროსაფინანსოების ანაბრებში ბანკის ანაბრიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, აი მიკროსაფინანსოდან მირებული კი ჩვეულებრივ - 20% საშემოსავლო ხოდა მაგასაც უნდა დაუკვირდე, გარდა შიშველი ანაბარის პროცენტისა |
Posted by: paparesta 26 Mar 2013, 22:04 | ||
Did_Giorgi
და კიდე იმას რომ როცა უნდა ადგება და დაახვევს შენ ფულთან ერთად , კაციშვილი არ მოთხოვს პასუხს, გეტყვიან სად გქონდა ან თვალები ან ტვინიო... მაგალიტი ასეთი ბევრია და ეცადე არ მოხვდე მსგავს სიტუაციასი მყოფთა სიაში |
Posted by: Giorgi984 27 Mar 2013, 16:39 |
თიბისი ბანკის ანაბარ - ჩემს სეიფზე კარგი პირობები არის სადმე სხვა ბანკში დოლარის ვალუტაზე? ვგულისხმობ ისეთ ანაბარს, თანხას ნებისმიერ დროს რომ მოხსნი და გაიტან პროცენტიანად დაუკარგავად. ოღონდ დოლარის ვალუტაზე. რათქმაუნდა აქ არაა საუბარი გადამგდებ 2 დღის გახსნილ მიკროსაფინანსოებზე ან რამე ეგეთ დაწესებულებებზე. სტაბილურობა და საიმედოობა აუცილებელია. |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 27 Mar 2013, 18:23 |
Giorgi984 ლიბერთის პოზიტივი ნახე აბა |
Posted by: ლაშა_ 27 Mar 2013, 21:20 | ||
paparesta
ხოოო აი მაგის მეშინია ყველაზე მეტად |
Posted by: shaverdani65 27 Mar 2013, 21:33 |
ვინ ერკვევა კარგად ამ საკითხში მომწერეთ პირადში, ე.ი. 50-100 ათასი დოლარი რო დავდო ანაბარზე რომელი ბანკი ჯობია??? ისეთი ანაბარი მინდა რომ გამოტანა ყოველთვის შემეძლოს და ყოველთვე რამდენი პროცენტი დაეირცხება და ყველაზე კარგი პიროები სად არის ძალიან მაინტერესებს მომწერეეეეეეეთ!!!!!!! |
Posted by: paparesta 27 Mar 2013, 21:35 |
ლაშა_ საზღვარგარეთ ბანკებში % არავინ იხდის, უმეტესობას იქით უხდი ფულს რომ ფული შეგინახოს უსაფრთხოდ. საქართველოში ანაბრებზე განსაკუთრებით ლარზე ძალიან მაღალი პროცენტებია (ნუ მთლად ბელორუსიასავით არ არის) თუ გაქვს მიაკითხე 19 ბანკის ვებ საიტს გადაამოწმე % და თხლიშე რომელსაც დიდი % აქვს , ბანკში ეხლა რა უნდა შეიტანო ამდენი რომ ვერ მოუარონ ნუ კვიპროსმა ვერ მოუარა მარა იქ სხვა ამბებია 90 იანი წლების დასაწყისი იემდია არ გვემუქრება (თუმცა რ იცი რა ხდება ) თუ დიდი თანხა გაქვს და ნეტა მქონდეს ბანკზე უსაფრთხო არ მგონია საქართველოში რომელიმედაწესებულება იყოს, ლარი მართლა კარგ დონეზე დგას ზოგიერთების დამსახურებით... რომ არა ნაბოზარი რუსეთი ლარი დოლარზე 1.5 არ ასდებოდა |
Posted by: Giorgi984 28 Mar 2013, 00:19 | ||
დამავიწყდა მეთქვა დაგროვებადი და წლიურ 5%-ზე მეტი. |
Posted by: dixdavid 31 Mar 2013, 15:16 | ||
მე მაგალითად ლიბერტი ბანკში მაქვს ანაბარი პატრიოტი, არის 11% წლიური, როცა გინდა შეიტან, როცა გინდა გამოიტან, არანაირი საკომისიო. ახლა ამას მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის ვიყენებ, თუმცა ადრე მქონდა საკმაო თანხა და პრობლემა არ შემქმნია. ისე, ერთხელ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დამჭირდა თანხა და იმ ბანკებში, რომლებიც გვიანობამდე მუშაობენ, მთლიანად არ მომცეს (თუ არ ქონდათ, ზუსტად არ მახსოვს). ამიტომ მეორე დღეს მომიწია თანხის აღება. |
Posted by: keep_walking 7 Apr 2013, 22:43 |
ხალხო დაგროვებადი ანაბარი ლარში რომელ ბანკში გავხსნა? ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით.. სად ჯობია? |
Posted by: Sepp 14 Apr 2013, 15:37 |
მოქნილ ანაბარზე ყველაზე მაღალი პროცენტი რომელ ბანკს აქვს ამჟამად? წინასწარ მადლობა |
Posted by: lazyadmin 16 Apr 2013, 21:33 |
გამარჯობათ ყოველთვიური კაპიტალიზაციით მაინტერესებს ყველაზე მომგებიანი ანაბარი? (როგროც ვადიანი, ისე ისეთი სადაც თანხების თავისუფალი განკარგვაა) |
Posted by: Picki-119 16 Apr 2013, 23:37 |
Sepp lazyadmin ლიბერთის "პატრიოტი ანაბარი" ლარში და " შემნახველი" ევროში და დოლაში, მოთხოვნამდეა სამივე... |
Posted by: Luka13 20 Apr 2013, 13:31 |
ენდობით ლიბერთი ბანკს? თუ კი მითხარით რატომ და თუ არა რატომ არა? |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 20 Apr 2013, 14:10 |
Luka13 ვენდობი, მაქვს შეტანილი ანაბარი 1 წელზე მეტია უკვე.. მაღალი პროცენტი აქვს, სერვისი არაა საუკეთესო მაგრამ დამაკმაყოფილებელია.. ეროვნული ბანკი უდგას გარანტად. |
Posted by: Luka13 21 Apr 2013, 09:27 |
დიდი თანხა? მეც შევიტანე ახლობელმა მირჩია და სხვა ბანკიდან გადმოვიტანე და სიმშვიდე დავკარგე მაინც მეშინია ამ ბანკის ისე კველაზე კარგი პერიოდი უდგას თვითონ.....ცოტა წამოიჩიტა |
Posted by: Luka13 22 Apr 2013, 21:15 |
ლარის კურსის მკვეთრი ცვალებადობა რამდენად არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში? |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 22 Apr 2013, 21:18 |
Luka13 გააჩნია დიდ თანხაში რას ვიგულისხმებთ.. ცოტა არ არის ყოველშემთხვევაში. რაც შეეხება ლარის ინფლაციას.. ამ თვეში 0.1 % იყო დეფლაცია და ზოგადად ტენდენციაა ლარის გამყარების ამ ბოლო ხანებში.. აქედან გამომდინარე მეეჭვება რამე მოუვიდეს ლარს სერიოზული. |
Posted by: Luka13 22 Apr 2013, 21:50 |
მადლობთ უბრალოდ მოსვენება დავკარგე რაც ამ ბანკში გადმოვიტანე ფული... თან 1 წლით თან ლარზე გავაკეთე კონვერტაცია ასე მირჩიეს ამ ეტაპზე....მშვიიდ ძილი კი დავკარგე... |
Posted by: paparesta 23 Apr 2013, 16:09 |
Luka13 მანდ (აფერისტებში ) თუ ინახავ კარგი ნერვები გქონია. ლარს რაც შეეხება მაგაზე მყარი ვალუტა ბოლო 4 წელია არ მინახია |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 23 Apr 2013, 16:16 |
paparesta რატო არიან აფერისტებ? რამე კონკრეტული არგუმენტი მოიყვანე! ადამიანი ნერვიულობს და შენ კიდე ასეთ რაღაცას ეუბნები.. |
Posted by: webdesigner93 23 Apr 2013, 16:20 |
არანაირი აფერისტები მშვენიერი საფინანსო პოლიტიკა ჰქონდათ, დაჭირდათ თანხა, მოიზიდეს, ბუნებრივია ამისთვის გახდა ანაბრებზე პროცენტის აწევა საჭირო და ეს ეჭვებს არ უნდა ბადებდეს, მიიღეს საჭირო თანხა და საპროცენტო განაკვეთიც იწევს. ჩვეულებრივი ფინანსური ინსტრუმენტია. ლარი კიდე საკმაოდ მყარია და არაფერია სანერვიულო ნამდვილად |
Posted by: Luka13 23 Apr 2013, 18:59 |
მადლობთ ყველას ვინც მიპასუხეთ.... ლარის პროცენტზე არ არის მკვეთრი ცვლილება სულ მცირედით შეამცირეს სხვა ბანკებთან შედარებით ალბათ ლარის მოზიდვა აწკობთ არვიცი....დოლარზე თითქმის გაუთანაბრდა სხვა ბანკებს.....კიდევ ერთხელ მადლობთ!!! |
Posted by: LLL_DDD 29 Apr 2013, 15:17 |
http://privatbank.ge/info/index4.stm?fileName=d1_2_2_12_4g.html ანაბარი - "სტანდარტი" ? ან "დეპოზიტი+"? ვინც ერკვევით, არ არის კარგი პირობები? |
Posted by: მაჰათმა განდი 1 May 2013, 01:05 |
ვადიან ანაბრებზე (უცხოური ვალუტა) წამყვანმა ბანკებმა პროცენტი საგრძნობლად დაწიეს. მაგალითად, 10 თვის წინ თI ბი სი 12 თვიან ვადიან ანაბარზე მეანაბრეს თუ სთავაზობდა წლიურ 8-9 პროცენტს, ახლა 7 პროცენტს სთავაზობს. რა მიზეზებმა გამოიწვია ეს ? http://www.tbc.ge/ge/private/deposits/term_deposits/rates/ პატივისცემით, განდი. არწივი. |
Posted by: iMaximuSi 2 May 2013, 23:16 |
tbc ს ინტერნეტბაკნში სახელფასოდან ანაბარზე გადავიტანე თანხა და ანაბრების გვერდზე რო გადავდივარ იქ არაა ასახული, არც ამონაწერში, მთავარ გვერდზე კი მაჩვენებს რომ დაემატა, დრო უნდა თუ პრობლემაა? |
Posted by: misho_misho 9 May 2013, 19:25 |
ლარში ვადიან ანაბარზე ყველაზე კარგი საპროცენტო განაკვეთი რომელ ბანკშია? და რამდენი? |
Posted by: lazyadmin 12 May 2013, 11:16 |
misho_misho ლიბერთი და პრივატბანკი რამდენდაც ვიცი |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 12 May 2013, 14:52 |
misho_misho ლიბერთიში 15 % და ტაოში 17% |
Posted by: bel-505 12 May 2013, 15:05 |
LLL_DDD "დეპოზიტ +"-ს მაღალი პროცენტი აქვს სტანარტთან შედარებით, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ 1.5 % საბონუსე ანგარიშზე ჯდება და ამ თანხის გამოტანა არ შეიძლიათ, მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებისას გამოიყენებთ. თუ აქტიურად იყენებთ ბარათს სავაჭრო ობიქტებში, მაშინ მისაღები იქნება თქვენთვის, სხვა შემთხვევაში გაუგებრობაში რომ არ აღმოჩნდეთ, სტანდარტული ანაბარი გირჩევნიათ, + თუ ინტერნეტბანკით გახსნით წლიურ %-ს ემატება 1 %. მაგალითად თუ ლარში 1 წლიანი არის 15.5, ინტერნეტბანკში გახსნილ დეპოზიტზე 16.5% დაგერიცხებათ. |
Posted by: kosta-rika 12 May 2013, 21:52 |
კონსტანტაში ლარის ვადიანზე 17 %ია მგონი ვინმეს გაქვთ ინფორმაცია? |
Posted by: LLL_DDD 14 May 2013, 12:42 |
bel-505 მმადლობა..გასაგებია ) |
Posted by: misho_misho 15 May 2013, 14:32 |
lazyadmin LEGEN_wait for it_DARY მადლობა |
Posted by: zviadcardio 26 May 2013, 01:47 |
kosta-rika მაგის გარკვევა პრობლემას არ წარმოადგენს. კონსტანტა.გე 13% |
Posted by: most wanted 31 May 2013, 12:05 |
თქვენი აზრით, რომელ ვალუტაშია თანხის შენახვა უფრო სტაბილური და გამართლებული? GEL/USD? |
Posted by: nuca-buca 6 Jun 2013, 12:10 |
რიკო კრედიტთან თუ ჰქონია ვინმეს შეხება? ოქროს თამასუქი ძალიან მომხიბლავად გამოიყურება. ღირს თუ არა მანდ ანაბრის გახსნა? |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 6 Jun 2013, 17:53 |
nuca-buca აღარ გამოიყურება მომხიბლავად... 14%-მდე დაწიეს |
Posted by: anashu 10 Jun 2013, 22:30 |
ბონაკოს აქვს 20% და მაინტერესებს ვინმეს თუ გისარგებლიათ? |
Posted by: amigo84 12 Jun 2013, 00:47 |
ბონაკოს შEსახებ მეც მაინტერესებს თუ ვინმეს შეხება გქონიატ ამ ფირმასტან იქნებ დაწეროთ, |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 20 Jun 2013, 22:29 |
არ ვენდობი ბონაკოს.. რაღაც ნიტოა |
Posted by: Did_Giorgi 20 Jun 2013, 23:03 |
რა ბონაკო ხალხო? ღადაობთ? მაგას ისევ ოქროს ირემი ჯობია - თავიდანვე მაინც იცი რომ გადაგაგდებენ. რა ორგანიზაციაა ბონაკო, ფულს რატომ ყრით წყალში?? |
Posted by: i-VTEC 25 Jun 2013, 22:26 | ||
LEGEN_wait for it_DARY
რას ქვია ეროვნული ბანკი უდგას გარანტად? სად არის მაგის შესახებ ინფორმაცია? |
Posted by: დიაბლო 4 Jul 2013, 11:02 |
i-VTEC საქართველოში უდგას რომელიმე ბანკს ეროვნული ბანკი? ეს აფერისტები ნახეთ რა პროცენტი არა ### |
Posted by: Makumba666 8 Jul 2013, 21:24 |
მე რამოდენიმე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება: 1. როგორც ვიცი, ვითომ 50 000-მდე ანაბრები სახელმწიფოს მიერ არის გარანტირებულიო ხომ? თუ ასეა, 50 000 ლარებში თუ დოლარებში? 2. ზემოხსენებული პირობა ერთ ანაბარზე ვრცელდება თუ ერთ პიროვნებაზე? მაგალითად რამოდენიმე ანაბარი რომ მქონდეს სხვადასხვა - ან თუნდაც ერთსა და იმავე ბანკში - მათზე გავრცელდება გარანტია? 3. ეს გარანტია, მარტო ბანკებზე ვრცელდება, თუ ე.წ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც? პირადად ჩემში ეგ ორგანიზაციები ძაან საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებენ და მაინტერესებს სად შეიძლება უფრო დაწვრილებით იმის ნახვა, თუ ვიზე ვრცელდება გარანტიები? |
Posted by: Did_Giorgi 9 Jul 2013, 01:00 | ||||
დიაბლო
კი ყველა ბანკს ოღონდ ბანკებს და არა მიკროსაფინანსოებს ბანკების ჩამონათვალი იხილეთ აქ >>>> http://nbg.gov.ge/index.php?m=403 Makumba666
ნებისმიერ ბანკს აქვს რეზერვი ყველა ანაბრზე და სესხზე რაღაც თანხა რეზერვდება ეროვნულ ბანკში და შესაბამისად ეგ არის გარანტიაც ზემოთ ლინკზე ჩამოთვლილ ბანკებში შეგიძლია უპრობლემოდ შეიტანო ანაბარი ნებისმიერი ოდენობით, არ დაგეკარგება თუ სახელმწიფო არ დაიქცა |
Posted by: დიაბლო 9 Jul 2013, 11:25 |
Did_Giorgi ვადიანი ანაბარი გავხსენი 2 წლიანი და მეორე დღეს გამოვიტანე, ისე რომ პროცენტიც მომცეს გჯერა? საქართველოს ბანკში |
Posted by: Merab_Arakhamia 4 Aug 2013, 22:41 |
უნივერსალურ ანუ მოთხოვნამდე ანაბარზე ევროში რომელ ბანკს აქვს ყველაზე მეტი პროცენტი? |
Posted by: abes777 4 Aug 2013, 22:51 |
პატრიოტი და პოზიტივი რომელი ბანკის ანაბრებია? |
Posted by: spider77 5 Aug 2013, 10:11 | ||
Merab_Arakhamia
არასწორად სვამ შეკითხვას. ეხლა რატო გგონია, რომ რომელიმე ბანკის თანამშრომელმა ზეპირად იცის სხვა ბანკებს რამდენი აქვთ პროცენტი, რო შეადაროს ერთმანეთს? შედი ყველა (წამყვანი) ბანკის საიტებზე, ამოიწერე პროცენტები და შეადარე მარტივად, სულ ეგაა. |
Posted by: Tosteri 8 Aug 2013, 12:39 |
ყველაზე მაღალი % რომელ ბანკშია და რომელს მირჩევთ? მადლობა წინასწარ ) |
Posted by: antibanki 12 Aug 2013, 20:32 |
ლიბერთიში 13% ლარში....................... ................................ |
Posted by: სან 14 Aug 2013, 23:24 |
მოგესალმებით ყველას როგორც ოფიციალური საიტებიდან და ფორუმიდან გავარკვიე, დაგროვებად და ვადიან ანაბარზე ყველაზე მაღალი პროცენტი აქვთ ლიერთი ბანკდა და პრივატბანკს. 13 % ვადიანი, 11-11.5% დაგროვებადი. სანდოობის მხრივ ამ ორი ბანკიდან რომელს მირჩევთ? 2 ანაბარის გახსნას ვაპირებ, ერთი ვადიანი (5 000 $) , მეორე დაგროვებადი (500 ლარით დავიწყებ). დიდი თანხა არაა მესმის, მაგრამ ჩემთვის ბევრია ამ ორი ბანკიდან რომელიმეს აქვს რამე საკომისიო ანაბარის გახსნისას, ან თანხის გამოტანისას? |
Posted by: donrobita 14 Aug 2013, 23:27 |
სან ლიბერთიში ანაბრის არც გახსნაზე. არც თანხის გატანაზე და საერთოდ არანაირ ოპერაციაზე საკომისიო არაა ანაბარს კარგი საჩუქრებიც მოყვება. რომელიც ისე პირდაპირ რომ იყიდო საკმაო ფასი ღირს |
Posted by: სან 14 Aug 2013, 23:49 |
donrobita მადლობა ინფორმაციისთვის რა საჩუქარი მოყვება? დაგროვებად ანაბარზეცაა საჩუქარი? |
Posted by: donrobita 15 Aug 2013, 08:33 |
სან ლიბერთი ანგარიშის საბაზისო პაკეტი მოყვება (რომელიც თვეში 2 ლარი ღირს ისე პირდაპირ თუ იყიდი), რაშიც შედის სმს-ბანკ. ინტერნეტ ბანკი, ვიზა კლასიკი (რომელიც ხალკე 45 ლარი ღირს მოკლედ რაც პაკეტშია ყველაფერი). პატრიოტიც მოყვება საჩუქრად, სმარტივი ბარათიც... |
Posted by: ninicool 15 Aug 2013, 09:21 | ||
donrobita
არც უნაღდოდ ჩარიცხულ თანხაზე არაა საკომისიო? პ.ს. ეს კარგად ვერ გავიგე. ყველაფერი უფასოდ მექნება ეგ ზემოთჩამოთვლილი ანაბარს თუ გავხსნი? და რომელ ანაბარზე ვსაუბრობთ? საწყისი თანხა რამდენია? |
Posted by: სან 15 Aug 2013, 11:37 | ||
donrobita
+1, დაგროვებად ანაბარზეც მაჩუქებენ? საწყის თანხას მნიშვნელობა არ აქვს? |
Posted by: donrobita 15 Aug 2013, 22:30 |
ninicool სან უნაღდოზე არ მითქვამს საკომისიო არაა თქო. უნაღოდით ჩარიცხულზე მოქმედებს ჩვეულებრივ თანხის განაღდების საკომისიო. საკომისიო არ მოქმედებს ხელით შეტანილი თანხის გატანაზე კი ეგ ყველაფერი უფასო გექნებათ რაც ჩამოვთვალე თუ გახსნით ვადიანს (მინიმუმ 100 ლარით), ან შევსებადს მინიმუმ 5 ლარით პ.ს. ეს ყველაფერი უფასოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯერ ლიბერთი ანგარიში გახსნილი არ გაქვთ (ანუ ანაბრის გახსნის დროს ავტომატურად ხდება ლიბერთი ანგარიშის გახსნაც, რომელშიც შემავალი ყველა პროდუქტი უფასოა. ვიზა კლასიკის დამზადებას სამი სრული სამუშაო დღე სჭირდება) |
Posted by: ninicool 15 Aug 2013, 23:08 | ||
donrobita
ანუ, მე რადგან ლიბერთიში ვიღებ ხელფასს, ვერ ვისარგებლებ ამ აქციით? |
Posted by: სან 15 Aug 2013, 23:39 |
donrobita გასაგებია ყველაფერი, მადლობა ლიბერთიში გავხსნი ანაბარს, პროცენტიც მაღალია შედარებით 500 ლარით დავიწყებ ალბათ დაგროვებას |
Posted by: donrobita 16 Aug 2013, 08:01 |
ninicool მიდი ოპერატორთან და უთხარი, რომ ანაბარს ხსნი და ახალი ლიბერთი ანგარიში გაგიხსნას სპეციალურად ამ ანაბრისთვის. უთხარი, რომ არ გინდა ანაბარი სახელფასე ლიბერთი ანგარიშზე მიაბას. და თუ ახალი და გამოუცდელი ოპერატორი არაა მიხვდება რა გინდა და გააკეთებს ისე, როგორც საჭიროა. სან არაფრის |
Posted by: Picki-119 16 Aug 2013, 22:31 |
სან ] მეც ლიბერთის გირჩევ .................................... |
Posted by: Jonatahn_smith 20 Aug 2013, 18:39 |
მიკროსაფინანსეო ორგანიზაციებიდან, რომელს მირჩევთ ანაბარი რომ შევიტანო? |
Posted by: Beso1980 20 Aug 2013, 22:24 | ||
რა ღადაობაა ლოლ |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 29 Aug 2013, 00:38 |
რატომ დაიწია ასე ანაბრის პროცენტებმა? 1 წლის წინ ამ დროს 16-17% იყო იგივე ლიბერთის ვადიანი... |
Posted by: TOMMY11 30 Aug 2013, 23:40 |
ნაბ-ზრები არიან და იმიტომ, სესხებს მაინც 20%-ში ამტკიცებენ და გამოცხადებულ აქციაზე რომ 8% და ჰაი ჰუი იმენა მილიონერი უნდა იყო რო მოგცენ, რა ჩემს გეგენხოლენად მინდა ეგ სესხი თუ ის პირობები დავაკმაყოფილე რასაც ითხოვენ, პროსტა მაგარი ნაგლები არიან. |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 31 Aug 2013, 18:00 |
TOMMY_HILFIGER მართალი ხარ.. როგორ შეიძლება ანაბარი 13.5 გქონდეს და სესხი 8% .. ხალხს აბოლებენ რა.. თუმცა ანაბრები ყველა ბანკში ერთნაირად დაიწია.. 4-5 პროცენტით, გეგონება ერთი ბანკია საქართველოში და ის აკონტროლებს ყველაფერს. |
Posted by: donrobita 31 Aug 2013, 18:32 |
LEGEN_wait for it_DARY არავის არ აბოლებენ 8.99% დან იწყება ლიბერთის იპოთეკური და არა 8% ში ზუსტად. არავინ გეტყვის 8% ში მოგცემო მიდი და გაარკვიე ზუსტად ლიბერთის იპოთეკური 15 მდე შეიძლება ავიდეს გააჩნია პირობებს თუ სამომხმარებლო მიზნით გინდა 3 პროცენტი ემატება ამ 8.99% (თუ უძრავი ქონდების შესაძენად, ან რემონტის და ან მშენებლობისთვის გინდა მაშინ ეს 3 % არ ემატება) ასევე შემოსავალი თუ გაქვთ 2500 ლარზე ნაკლები 2.5% ემატება ამ 8.99% და თუ 2500 ზე მეტი გაქვს არ ემატება ეს 2.5% და სხვა ბანკის სესხის რეფინანსირებას თუ აკეთებ მასინ ემატებ კიდევ 0.5% ამ სამ პირობას თუ დადებითად აკმაყოფილებ 8.99% ში მოგცემენ ნამდვილად. ამას ყველა ოპერატორი და საკრედიტო ექსპერტი აგიხსნით და არავინ არ დაგაბოლებთ!!! და ანაბრები ნამდვილად 13.5% მდე არის ლარში (მაგრამ დიდი ალბათობით მალე დაიწევს, თან საკაიფოდ დაიწევს) |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 1 Sep 2013, 11:06 |
donrobita რატომ გგონია რომ დაიწევს? |
Posted by: webdesigner93 1 Sep 2013, 11:25 |
თუ დაიწევს ჩემი მოკრძალებული აზრით ძალიან ცოტა ხნით, საქართველოში თავისუფალი ფულის ისედაც მცირე ნაწილი არის განთავსებული ბანკებში მათდამი უნდობლობის გამო, რასაც თავისი მიზეზი აქვს. თუ პროცენტმა დაიწია და ხალხმა კიდევ ნაკლები სარგებელი დაინახა(მარტივი აზროვნებით) თანხის ბანკში განთავსებით, აღარ შეიტანენ, შესაბამისად დეფიციტი წარმოიშვება ბანკში ფულის, რაც ავტომატურად პროცენტის ზრდას გამოიწვევს და პროცენტის ასე თამაში ამ უნდობლობის ეპოქაში გამართელბული არ მგონია. |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 1 Sep 2013, 11:39 |
არ აქვთ წასაღები არსად ფული.. ყველაფერი ჩერდება, ეკონომიკური აქტივობა არის დაბალი.. აქედან გამომდინარე მეც მგონია, რომ დაიწევს.. |
Posted by: donrobita 1 Sep 2013, 12:31 |
LEGEN_wait for it_DARY ვადიან, შევსებად და მსგავს ანაბრებზე უბრალოდ ვიცი რომ დაიწევს თავისუფალი ფულადი სახსრების საკმაო მარაგი გაჩნდა ბანკებში უკვე და ეს ფული გასასესხებელია დაიწევს აუცილებლად ცოტა ხნით და ისევ აიწევს მერე, როგორც webdesigner93 -მა თქვა მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი, ბაზარზე შემოდის სადეპოზიტო სერთიფიკატები (შემოდის კი არა შემოსულია უკვე თითქმის), რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებით მიიღოთ ჩვეულებივ ვადიან ანაბართან შედარებით უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი ხანგძლივი ვადით. ეს სადეპოზიტო სერთიფიკატები ბანკებისთვის გარანტიაა რომ მეანაბრეების თავისუფალი ფუალდი სახსრები დიდი ხნით გაჩერდება ბანკში, რადგან მისი დარღვევა არ ხდება. შესაძლებელია მისი გაყიდვა სხვა ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. პ.ს. თუ ვინმე დაინტერესდება ამ პროდუქტით PM-ში მომწეროს შემიძლია დაწვრილებით ავუხსნა და უნდობლობას რაც შეეხება, აღარაა ნამდვილად ისეთი უნდობობა ბანკების მიმართ, როგორც აქამდე იყო. ხალხის დიდი ნაწილის ცნობიერებაში დავიდა უკვე, რომ ის დრო აღარაა ანაბრებს რომ კარგავდნენ |
Posted by: Picki-119 1 Sep 2013, 15:57 |
donrobita ისე რო გადახედო ლიბერთის ყველაზე კარგი პროდუქტები აქვს ზოგადად და პირობები, საკრედიტო ბარათი იქნება , ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბარი, სწრაფი სესხები, სამომხმარებლო იპოთეკური სესხი,(ყოველგვარი შეფარული % ების გარეშე) ჩვეულებრივი ანგარიშის და პლასტიკური ბარათების ფასები და ხარისხი და აშ, უბრალოდ სხვა ბანკები მეტს ხარჯავენ პიარში და რეკლამაში და იმიტომ ეძალება ალბათ ხალხი... და ტყუვდებიან საბოლოოდ სამაგიეროდ გაღიმებულები კი გამოდიან ბანკიდან ) პს ანაბრებს რაც შეეხება ალბათ საბანკო სექტორში % ები დაიკლებს მაგრამ ლიბერთი იმედია არ დაარღვევს ტრადიციას და სხვაზე უფრო კარგი პირობით დარჩება ყველგან და ყველასთვის ) |
Posted by: donrobita 1 Sep 2013, 16:26 | ||
Picki-119 ნამდვილად ესეა როგორც შენ თქვი. ლიბერთი სატელევიზიო პიარს ნაკლებად აწვება და არც სჭირდება მამენტ
ეს საერთოდ ისედაც და ასედაც ესე იქნება (აქვს ლიბერთის მშვიდი ანაბარი, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება საქართველოში სხვა ბანკებში დაფიქსირებულ ვადიან ანაბრებზე ყველაზე მაღალ პროცენტს პლიუს 0.1%) ესეთი პროდუქტი არცერთ ბანკს არ აქვს და ისედაც ცალკე ვადიანი ანაბარი 13.5% მდე აქვს ლიბერთის, აღარაფერს ვამბობ იმ ახალ პროდუქტზე რომელსაც ლიბერთი მალე შესთავაზებს მეანაბრეებს. სადეპოზიტო სერთიფიკატს ვგულისხმობ, რომელიც ჩვეულებრივ ვადიან ანაბართან შედარებით აშკარად უკეთესი პირობებით იქნება |
Posted by: Picki-119 1 Sep 2013, 17:20 | ||
უკვე არის ჩაშვებული http://libertybank.ge/?action=page&p_id=845751&lang=geo&ign=0 |
Posted by: donrobita 1 Sep 2013, 17:26 |
Picki-119 ხო ანუ ვიცი რო ახალი პროდუქტია და აპირებდნენ ჩაშვებას მალე, არ ვიცოდი თუ უკვე გაუშვეს ძალიან მაგარი სიახლეა იმათთვის ვისაც დიდი ხნით უნდა ფულის შენახვა და მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღება (17 18 19 %) |
Posted by: tseke 1 Sep 2013, 17:41 |
კი მაგრამ დარღვევის შემთხვევაში არ აქვს კარგი პირობა |
Posted by: donrobita 1 Sep 2013, 18:04 |
tseke მაგას დაღვევა საერთოდ არ აქვს შესაძლებელია თუ არა სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე დარღვევა? სტანდარტული ვადიანი ანაბრისგან განსხვავებით სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე დარღვევა შეუძლებელია. მაგრამ ამავდროულად თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაყიდოთ სერტიფიკატი სხვა პირზე და მიიღოთ შესაბამისი თანხა. აგრეთვე გაქვთ შესაძლებლობა ლიბერთი ბანკს შესთავაზოთ თქვენი სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა. თავის მხრივ ბანკი შეიძლება დათანხმთეს (მაგრამ არ არის ვალდებული) თქვენი სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენაზე. |
Posted by: tseke 1 Sep 2013, 19:21 |
donrobita კარგი ნუ დავარქმევთ დარღვევას მაგრამ მე თუ 5 წელზე ადრე დამჭირდა თანხა მაშინ უნდა მივიყვანო პიროვნება ვინც იგივე თანხით აიღებსაა თუ გახსნის ამ სადეპოზიტო სერთიფიკატს. იმის იმედზე ვერ იქნები რო ბანკმა შეიძლება შეიძინოს შენი სერთიფიკატი. მოკლედ გრძელვადიანი პირადად ჩემთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული |
Posted by: donrobita 1 Sep 2013, 19:48 |
tseke ხო აბა როგორ გინდა თან 18% მოგცენ სარგებელი და თან როცა მოგინდება მაშინ დაარღვიო? ხო აქვს ვადები 1 წლიდან 5 წლამდე. 1 წლიანზეც მშვენიერი პროცენტია 15% ბანკის მიერ სერტიფიკატის გამოსიყიდვის უფლებით და 14.5% გამოსყიდვის უფლების გარეშე. მაგრამ თუ იცი რომ უეჭველი ვადის გასვლამდე დაგჭირდება ფული გახსენი მაშინ პატრიოტი. შეიტანე რამდენიც გინდა გაიტანე. ვადა მაგას არ აქვს საკომისიო შეტანა გატანაზე. თან რთული 11% -ია სარგებელი |
Posted by: webdesigner93 1 Sep 2013, 23:33 |
ოჰოო ლიბერთის კარგი პროდუქტი შემოუთავაზებია, რამდენჯერ მითქვამს საჭიროა თქო |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 1 Sep 2013, 23:40 |
რა არის ეს სერტიფიკატები და თვიური სარგებლის აღება თუ არის შესაძლებელი? |
Posted by: donrobita 2 Sep 2013, 00:03 |
LEGEN_wait for it_DARY სადეპოზიტო სერთიფიკატით ყოველთვიურადად შეგიძლია აიღო სარგებელი და ვადის ბოლოსაც, განსხვავება მხოლოდ 0.5% -შია. გადახედე ამ ლინკს http://libertybank.ge/?action=page&p_id=845751&lang=geo&ign=0 |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 2 Sep 2013, 10:00 |
donrobita რითი განსხვავდება ანაბრისაგან? იგივე ანაბარი არ გამოდის მაღალპროცენტიანი? ბანკის გამოსყიდვის უფლება ამ შემთხვევაში რას გულისხმობს? როცა უნდა მაშინ გამოისყიდის,თუ მე როცა მომინდება გაყიდვა უპირატესი უფლება აქვს გამოისყიდოს? |
Posted by: Luka13 6 Oct 2013, 09:18 |
რას ფიქრობთ ლარის კურსზე? ალბათ ისევ აიწევს... გთხოვთ იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე როცა ლარი მყარი იყო ლარში გავხსენი ანაბარი და ახლა ვფიქრობ ხომ არ დავარღვიო? თქვენ როგორ მოიქცეოდით? |
Posted by: paparesta 6 Oct 2013, 20:05 | ||
Luka13 აქ რომ ეგ ვინმემ იცოდეს უკვე მილიონერი იქნებოდა და ამ ფორუმზე საპოსტავადაც არ ეცლებოდა
|
Posted by: EDENA 8 Oct 2013, 21:59 |
გადავწყვიტე 30 ათასამდე ლარის შეტანა ლიბერთი ბანკის ვადიან ანაბარზე, დასაწყისისთვის დაახლოებით 15 თვით http://libertybank.ge/?action=page&p_id=66&lang=geo&ign=0 როგორ ფიქრობთ, კარგი ვარიანტია? |
Posted by: Luka13 8 Oct 2013, 23:34 |
მე პატრიოტ ანაბარს გირჩევდით... 11 პროცენტია და თან არ იკეტება ანაბარი ნებისმიერ დროს გამოიტანთ... |
Posted by: EDENA 9 Oct 2013, 00:04 |
Luka13 ანაბრის ჩაკეტვა რას ნიშნავს? უბრალოდ, ყოველთვიური დამატებითი შემოსავლისათვის მინდა რომ მქონდეს და პროცენტი იმ ვადიან ანაბარზე უფრო მაღალია... |
Posted by: Luka13 9 Oct 2013, 23:26 |
გააჩნია ვადას.... ჩაკეტვაში ვგულისხმობ რომ რა ვადითაც გახსნი იმ ვადამდე რომ დაგჭირდეს და გამოიტანო დარღვევაში ჩაგეთვლება და ბევრს დაკარგავ . არც პროცენტშია ძალიან დიდი განსხვავება. შენი გადასაწყვეტია ...თუ ზუსტად იცი რომ არ დაგჭირდება და შეგიძლია რომ დიდი ვადით გახსნა მაშინ ღირს თუ არა და ისევ პატრიოტი ჯობია თან ამ ანაბარს აქვს რთული პროცენტის დარიცხვის სისტემა ანუ თუ პროცენტს არ გამოიტან და დატოვებ ანაბარზე შემდეგ თვეში მასაც დაერიცხება პროცენტი...სხვა განსხვავება არ არის... |
Posted by: donrobita 10 Oct 2013, 00:06 |
Luka13 განსხვავება ისაა, რო პატრიოტს დღიური განაღდების ლიმიტი აქვს |
Posted by: Luka13 10 Oct 2013, 23:44 |
EG XOM... tu magas did mnishvnelobas anichebt ki... |
Posted by: mrudall 12 Oct 2013, 13:27 |
ვინმე იტყვის რომელ ბანკს აქვს ყველაზე დიდი % ანაბარი ევროზე? ნუ დაიზარებტ ფლზ, თბს ბანკმა ძალიან დამაზარალა! უნდ ადავტოვო! ტან ახლა ტურმე 2,5% გაუხდიატ ანაბარი ადრე რომ 5 % იყო. * * * აქ წერია სად და რომელ ბანკში გახნსტა ანაბარი, მიმოხილვა , მარა აქ არ წერია რომ ტბს მა გაანახევრა %, ტარიღი არ წერია სტატიის, რა წესია? ალბატ ძველია? http://www.bfm.ge/banks/294-anabari.html |
Posted by: donrobita 12 Oct 2013, 19:23 |
mrudall ლიბერთის 7.5% აქვს ევროში |
Posted by: user123 1 Nov 2013, 22:31 |
გამარჯობათ ესეთი კითხვა მაქვს ესეგი. ანაბარზე მქონდა რაღაც რაოდენობის თანხა (დოლარებში) და გავიტანე ნაწილი ქეშად ანუ ანაბარი შეწყდა თავიდანაც აღარ დამირეგისტრირებია.. შესაძლებელია რომ ეს დარჩენილი თანხა გადმოერიცხათ ჩემი თანხმობის გარეშე სხვა ანგარიშზე ლარებში? |
Posted by: di_onise 14 Nov 2013, 12:57 |
სალამი შეგროვებად ანაბარზე რომელ ბანკს აქვს ყველაზე დიდი პროცენტი? წინასწარი შენატანი რომ იყოს და მერე თვეში გარკვეული თანხა რა |
Posted by: FishFace 16 Nov 2013, 18:27 |
di_onise ლიბერთის და პრივატს |
Posted by: most wanted 8 Dec 2013, 21:49 |
პროგრეს ბანკთან ვინმეს გაქვთ გამოცდილება? საკმაოდ მაღალი პროცენტები აქვთ ვადიან ანაბარზე.. |
Posted by: misho_misho 11 Dec 2013, 11:56 | ||
most wanted
მეც მაინტერესებს , დოლარში სხვა ბანკებთან შედარებით მაღალი პროცენტი აქვს ვადიან ანაბარზე, და ღირს შეტანა? |
Posted by: webdesigner93 11 Dec 2013, 12:03 | ||
მეც ამას ვფიქრობ, კარგი პროცენტი აქვთ. არავის გაქვთ გამოცდილება ? |
Posted by: most wanted 13 Dec 2013, 16:09 |
misho_misho webdesigner93 მე შევიტან ალბათ ამ დღეებში და თუ დაგაინტერესეთ დავწერ მერე კონკრეტულად. ვიყავი დღეს და ხელშეკრულებას ვერ გაგატანთ გასაცნობათო მარა არაფერი ისეთი პირობა არ არისო. 10% დოლარში 13 თვით ყოველთვიური გატანით. (ანაბრის ვადისას პეროცენტს ვერ შეგიცვლიან) მინუსები რაცაა: - ბარათები არ აქვთ, სარგებელი გერიცხება ანგარიშზე და სალაროდან უნდა გაიტანო - 2 ფილიალია თბილისში, ბარათაშვილზე და პავლოვზე. ვინმემ იქნებ ზოგადი რჩევა დაწეროთ? ზოგადად რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ ბანკისგან ანაბრის გახსნისას? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? |
Posted by: webdesigner93 13 Dec 2013, 16:54 |
most wanted კი რა დაწერე თუ არ შეწუხდები. ანაბარი მქონია ბანკ რესპუბლიკაში, ბაზის ბანკში, ტბს ბანკში, საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკში. აქედან არსად პრობლემა არ მქონია, ეპოტინებიან ხოლმე მეანაბრეებს |
Posted by: misho_misho 17 Dec 2013, 13:56 | ||
most wanted
თუ შეიტანე , გვითხარი რამე აბა ... |
Posted by: most wanted 18 Dec 2013, 13:03 | ||
webdesigner93 misho_misho შევიტანე, ერთისიტყვით, უცნაური და ახალი არაფერი ყოფილა რა. 10% ყოველთვიური გატანით და მაქსიალური ვადა 2 წელია.. მომსახურება ნორმალური (თუმცა ორი ფილიალია და ეგეც რომ არ იყოს რავი..). ძირითადად სტაბილურობის განცდას მაინც ეს ქმნის: ( უახლოესი 2 წლის მანძლზე მაინც )
წყარო ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=404 თუ რამე კონკრეტული კითხვები გექნათ მომწერეთ და.. |
Posted by: webdesigner93 18 Dec 2013, 14:07 | ||
most wanted
ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ახლა უკვე ცოტა სხვა თვალით ვუყურებ |
Posted by: most wanted 19 Dec 2013, 16:50 | ||||
მემგონი გაფართოება აქვთ გეგმაში, თუ გავითვალისწინებთ ზემოთთქმულსაც და მიტომ აწიეს პროცენტები.. ვნახოთ აბა.. |
Posted by: დიაბლო 28 Dec 2013, 23:19 |
არცრეთი ლინკი არ მუშაობს ამ ანაბრების |
Posted by: sandrosanko 30 Dec 2013, 01:47 |
რიკოში 17 პროცენტი იყო და 11მდე თუ 10მდე დაიწია.ხოარ იცით ამჟამად მაღალი პროცენტი სად არის?და სანდოც რომ იყოს |
Posted by: apoloni13 30 Dec 2013, 12:23 |
რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს რომ ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა არ გასცენ არა კეთილსინდისიერ პირებზე სესხი და მერე ძალისმიერი მეთოდებით არ ამოიღონ მისი ნათესავების ჯიბიდან ირიბათ. იმედია მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 4 Jan 2014, 20:16 | ||
"ნათესავების ჯიბიდან ირიბად" რას გულისხმობ? გამორიცხულია მოვალის გარდა სხვა პირის პასუხისმგებლობა დადგეს, თუ მან ნება არ გამოავლინა თვითონ..!! |
Posted by: Funky_Jam 23 Jan 2014, 22:26 |
მაქვს ვადიანი ანაბარი საქართველოს ბანკში 11%-დ. თებერვალში გასდის ვადა და მაინტერესებს, ვადის გასვლის წინა დღეს რომ შევიტანო 2K, ჩეულებრივად დაანგარიშდება, თუ რამე პრობლემა იქნება? P.S. ახლა 1K სჩემტა მაქვს. |
Posted by: most wanted 24 Jan 2014, 22:50 |
Funky_Jam ვადიანზე თანხის დამატება არ ხდება, როგორც ვიცი. |
Posted by: Funky_Jam 25 Jan 2014, 17:03 |
most wanted 1 წლის განმავლობაში როცა გინდა და რამდენიც გინდა იმდენს შეიტან |
Posted by: donrobita 25 Jan 2014, 19:16 |
Funky_Jam არ გქონია ვადიანი ანაბარი ზნაჩიტ ვადიანი იმიტომ ქვია რომ აქვს ვადა. შეიტანე თანხა? გაიტან ვადის ბოლოს თავის პოცენტიანად. რას ქვია როცა გინდა შეიტან, ზნაჩიტ არაა ვადიანი. გექნება რამე შევსებადი, შეგროვებადი, ყულაბა ან რამე ამდაგვარი. ხოდა პროცენტს რაც შეეხება შევსებადი/შეგროვებადის პრინციპი ასეთია. როცა შეიტან თანხას. იმ შეტანილ თანხას დაერიცხება ანაბრის წლიური პროცენტი გამრავლებული იმ დარჩენილ დღეების რაოდენობაზე, სანამ ანაბარს ვადა გაუვა და გაყოფილი 365 დღეზე. |
Posted by: jjj 18 Mar 2014, 22:04 |
1 წლით ვადიან ანაბარზე, ვის აქვს ყველაზე მეტი წლიური პროცენტი დოლარში? |
Posted by: Qute 5 Apr 2014, 16:13 |
მოკლედ რა ხდება, ვაპირებ 2 წლიანი ზრდადი ანაბარი გავხსნა, შემოსავალი მაქვს ლარში, ხოლო 2 წლის შემდეგ თანხის გატანისას მჭირდება დოლარი. რას მირჩევთ რომელი ჯობია, ანაბარი ლარში გავხსნა და შემდეგ რომ გამოვიტან გადავცვალო დოლარში თუ ეხლავე გადავცვალო დოლარში და ანაბარი დოლარში გავხსნა?? და რას ფიქრობთ რომელ ბანკში გავხსნა?? |
Posted by: INA-INA 14 Apr 2014, 22:05 |
Qute რომელიც მოგწონს იქ გახსენი. პროცენტებში დიდი სხვაობა არაა. ხოდა კურსი 2 წლის მერე რა იქნება კაცმა არ იცის, შენი გადასაწყვეტია რომელ ვალუტაში გახსნი. |
Posted by: gogita1970 2 Jun 2014, 14:56 |
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მათ მოღვაწეობაზე არ არსებობს რაიმე თემა? საინტერესოა რამდენად შეიძლება მათი ნდობა, რა პლიუსები და მინუსები აქვთ ბანკებთან შედარებით. * * * სესხებთან დაკავშირებით მათი პროცენტები გასაგებია: http://for.ge/view.php?for_id=15406&cat=1 " ბიზნეს სესხებზე 31,9%, სამომხმარებლო სესხებზე – 28,9%, ავტო სესხებზე – 58,5%, იპოთეკურ სესხებზე – 34,8%, სალომბარდო სესხებზე – 40,1% და აგრო სესხებზე – 29,8%. საშუალო განაკვეთი კი 37%–ია. მაშინ, როცა ევროპაში საშუალო განაკვეთი 5%–ია (უფრო დეტალურად იხილეთ დანართი 1). გამოდის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სესხებზე განაკვეთი საქართველოში დაახლოებით 7–ჯერ მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში." მაგრამ საინტერესოა რამდენად საიმედონი არიან თუ ჩვენ ვასესხებთ მათ ფულს. ყველა მიკრო-საფინანსო ორგანიზაციის წლიური პროცენტი ამ შემთხვევაში თითქმის 14,25%-ია. რამდენად საიმედონი არიან, რომელი ორგანიზაციაა უფრო სანდო, თუ გქონიათ მათთან ურთიერთობა? კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით თემა გაიხსნას. |
Posted by: შუურმა 18 Jun 2014, 11:24 |
ხელფასიდან მრჩება ყოველთვიურად გარკვეული თანხა, გამომდინარე აქდან მინდა ანაბრის გახსნა. თანხასთან მინდა მუდმივად მქონდეს წვდომა, რომელ ანაბარს მირჩევდით? |
Posted by: Antea 21 Jun 2014, 18:14 |
1 wlis bavshvs gavuxseni sabavshvo anabari 18 wlamde vadit, yoveltviurad shemaqvs 100 lari da ras mirchevt movaxdino dagrovebuli tanxis konvertacia dolarshi da tanxac dolarshi vamato tu iyos lari? bavshvi 4 wlisaa |
Posted by: tamashi 27 Aug 2014, 13:16 |
ყველაზე კარგი ლიბერთია, სტაბილურობის მხრივადაც + პროცენტების მხრიდანაც. უპროცენტოა თანხის გამოტანაც, ზოგ ბანკებთან შედარებით. |
Posted by: webdesigner93 27 Aug 2014, 13:19 | ||
tamashi პროცენტის მხრივ კი, ლიბერთი ნამდვილად, მაგრამ აი
- ამის არგუმენტებით გამყარება შეგიძლია ? |
Posted by: zura1993 14 Sep 2014, 23:43 |
დამეხმარეთ, 1000 ლარამდე მაქვს დანაზოგი, ხელფასიდან ყოველთვიურად დაახლოებით 400 ლარამდე შემიძლია დავზოგო და რომელ ანაბარს მირჩევთ? მაგრამ, ან 3 თვეში ან 10 თვეში დამჭირდება დაასხლოებით 1000 ლარი |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 15 Sep 2014, 00:28 |
zura1993 ლიბერთის პატრიოტი |
Posted by: ikandro 20 Sep 2014, 11:53 | ||
პროგრეს ბანკში საიტზე 12% უწერიათ და 10 რათო გაგიკეთეს ანაბარი? ანგარიშის გახსნა უფასია და მომსახურება? გატანის დროს 1 წელი რო გავა გაკლდება რამე? |
Posted by: laperi 6 Nov 2014, 19:04 |
რომელ ბანკში ღირს ანაბრის გახსნა თი ბი სი მირჩიეს, მაგრამ ბარათს არ იძლევიან ანაბრებზე და მე მინდა რომ ბარათიც მქონდეს თანხის შევსება/გატანა ნებისმიერ დროს შემეძლოს... |
Posted by: donrobita 6 Nov 2014, 20:19 |
laperi ზოგადად ანაბარზე ბარათი არ ებმება მაგრამ არსებობს ბარათები, რომლის საბანკო ანგარიშზეც არსებულ თანხას ერიცხება პროცენტი |
Posted by: vaxushti13 16 Nov 2014, 13:30 |
მოკლედ მაქვს დაახლოებით 2000 დოლარი და რომელ ბანკში ჯობია ანაბრის გაკეთება(ხელფასს ვიტიბიში ვიღებ ისე) და ამ თანხის გამოტანა დამჭირდება დაახლოებით 6 თვეში |
Posted by: Davion 24 Nov 2014, 16:42 |
vaxushti13 დოლარზე დაბალი პროცენტია ყველგან, როგორც ვარიანტი გაყიდე $ სანამ მაღალი კურსია, ლარები შეიტანე ლიბერთიში ანაბარ პატრიოტზე (წლიური 11 პროცენტი, თუ არ დააკლებ თანხას რეალურად მეტია, შეტანა-გამოტანა არ არის შეზღუდული ვადებში). 6 თვის შემდეგ დაემატება 5.5%, იყიდე $ სავარაუდოდ გაიაფებული და მოგებაც დარჩება. |
Posted by: abes777 27 Nov 2014, 16:11 |
Davion იქნებ ლარი გაუფასურდეს. საიდან აძლევთ ხოლმე ასეთ რჩევებს? |
Posted by: Davion 27 Nov 2014, 16:26 |
abes777 ეს რომ დავწერე $/ლარი იყო 1.81, არა მგონია 1.85-1.87 მეტით გაუფასურდეს, ალბათ დაახლოვებით 1.8-1.85 კორიდორი ჩამოყალიბდება წინა ისტორიას თუ გავაანალიზებთ. ამ დროს ლარში 6 თვის პერიოდში დაემატება 5.5% როგორც დავწერე, გაუსწრეებს თუ არა ეს ნამატი გაუფასურების პროცენტს? მემგონი კი. თუ გავითვალისწინებთ რომ ლარი მოგვიანებით სავარაუდოდ გამყარდება-ღირს ლარში გადაყვანა და 11% -იან ანაბარზე დადება შეკითხვის ავტორს მოგება აინტერესებდა თორე იგივე ბანკში დოლარის დადება 4% შემნახველ ანაბარზეც შეიძლება იგივე პირობებით |
Posted by: granville 27 Nov 2014, 18:55 |
თიბისიში მაქ ანაბარი თიბისი ფეით ჩავირიცხე 200 ლარი და არ დამიჯდა ანგარიშზე მერე დავრეკე ცხელ ხაზზე და ჩარიცხულიაო ინტერნეტ ბანკში კიდე არ მიჩვენებს რომ ჩარიცხულია როგორ უნდა მოვიქცე ? |
Posted by: webdesigner93 28 Nov 2014, 01:05 |
granville შენ ჩაეიცხავდი ალბათ ზრდად ანაბარზე, დაელოდე ხვსლ დილას სა წესით 10დან 11მდე აისახება შენს იმტერნეტ ბანკში |
Posted by: tsvrkaua 7 Dec 2014, 17:36 |
გამარჯობა, ანაბრის გახსნა მინდა ლარში (უფრო სწორად გაგრძელება). პროგრეს ბანკში მქონდა ვადიანი 13%-ით, ახლა დააკლეს და 11% გამხდარა. რასაც გადავხედე, ამჟამად ლიბერთის აქვს ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ლარში ანაბრის გახსნაზე: ვადიანი 12,5%. რამე ბანკი ხომ არ იცით ამაზე მეტი რო ქონდეს პროცენტი ანაბარზე? |
Posted by: donrobita 7 Dec 2014, 18:50 |
tsurkava ლიბერთის სადეპოზიტო სერთიფიკატზე 14.5% დან 18% მდე აქვს პმ დაწვრილებით თუ გაინტერესებს |
Posted by: UsLovR 11 Dec 2014, 22:23 |
ბრატცი ანაბრის გაკეთება ლარში ჯობია თუ $$-ში ? პასუხი ამიხსენით რა თუ შეგიძლიათ |
Posted by: Davion 12 Dec 2014, 14:54 |
UsLovR ლარში ჯობია. დოლარზე პროცენტი ყველგან მცირე, ლარზე ვადიანი ანაბრები დაახლოვებით 12% წლიური არის რამოდენიმე ბანკში. საშუალო განცხადებული ინფლაცია გონი 6%-ა და ლარის საშუალო გაუფასურება დოლართან მიახლოვებით მაგ ფარგლებშია, ასე რომ სტაბილური მატების პროცენტი მეტია ლარის დოლართან გაუფასურების საშუალო %-ზე. ისე ლიბერთის სადეპოზიტო სერტიფიკატი წლიური 14%-ა პროცენტის ყოველთვიური გატანით, თუ გახსნი საჩუქრად ლიბერთი ანგარიშის პაკეტი თავისი ორი ბარათით, "პატრიოტი" 11% ლარის ანგარიშით და "შემნახველი" სადოლარო ანგარიში 4% წლიური. ინტერნეტ ბანკიც მოყვება და სახლიდან გაუსვლელად გადაიტანე ყოველთვიური მოგება პატრიოტზე, ჯამში 14.5%-ზე ცოტა მეტი გამოგივა )) |
Posted by: shelo1 14 Jan 2015, 15:11 |
საბავშვო ანაბრის გახსნა მინდა ლარში და რომელი ბანკი ჯობია? მადლობა წინასწარ |
Posted by: Davion 24 Jan 2015, 13:34 |
shelo1 საბავშვო ანაბარი რა არის და ჩვეულებრივისგან რით განსხვავდება? |
Posted by: CompSpec 24 Jan 2015, 14:32 |
პატრიოტზე როგორი პირობებია?აი მაგალითად 11% ხომ არის წლიური, ხოდა როგორ ანგარიშობენ,ყოველთვე ემატება 11/12%? 1000ლარი რომ შევიტანო და 1 თვეში გავიტანო 100 ლარი 900-ის 11% დამერიცხება? და კიდევ ბარათი და ინტერნეტ-ბანკი აქვს ხო პატრიოტს? |
Posted by: Davion 24 Jan 2015, 15:43 |
CompSpec ყოველდღე იანგარიშება და ცალკე ჯამდება არსებული თანხის 11%/(365), თვის ბოლოს ეს დაგროვილი % ემატება არსებულ თანხას და შემდეგი თვიდან პროცენტი ყოველდღე იანგარიშება ამ მომატებული თანხიდან. პრაქტიკულად იგივეა რაც რთული პროცენტების დარიცხვა 1 თვის პერიოდით. პატრიოტი შემნახველი ანგარიშია, ინტერნეტ ბანკი თუ გინდა, ლიბერთი ანგარიში უნდა გახსნა და მაგას მოყვება პატრიოტიც და ბარათებიც თავისი ინტერნეტ ბანკიანად. |
Posted by: david1990 25 Jan 2015, 13:16 |
Davion ისე ეგ მეც მაინტერესებდა,თურმე როგორ ყოფილა... |
Posted by: abes777 25 Jan 2015, 20:44 |
რომელიმე ბანკში რამე ხომ არ შეიცვალა დოლარის ანაბრებთან დაკავშირებით? ყველაზე მაღალი პროცენტი სადაა? |
Posted by: CompSpec 25 Jan 2015, 22:15 |
Davion მადლობა, გაიხარე. |
Posted by: Komponent 10 Mar 2015, 13:45 |
მთელ თემას ნუ წამაკითხებთ. მახსოვს, ნავთობის კურსსზე მიბმული ანაბარი იყო, კიდე არის ეგ? |
Posted by: David M 18 May 2015, 16:58 | ||
დარწმუნებული ვარ, რომ მეანაბრეების უმეტესობამ არ იცის ეს. ლიბერთის ერთ-ერთ შემნახველ ანგარიშზე წელიწადში ერთხელ რომ გაიცემა თანხა, იქ აკუმულირებული პროცენტი ყოველთვიურად ემატება თავანს, კვარტალში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ? |
Posted by: Davion 19 May 2015, 09:42 | ||
David M
კონკრეტულად რომელ ანგარიშზე? ლიბერთიში შემნახველი ანგარიში ქვია სავალუტო ანგარიშს (დოლარი ან ევრო), რომელზეც ზუსტად იგივე პრინციპით ხდება პროცენტის დარიცხვა და თანხის დამატება-გატანა როგორც პატრიოტზე, ანუ გაიტანე-დაამატე როცა გინდა. სხვა ამბავია რო შეამცირა ლიბერთიმ % მაგ ანგარიშზე, დოლარი 3%-ია და ევრო 2%. ვადიანი და სხვა ანაბრები სხვანაირად არის, ვადიან ანაბარზე ყოველ თვე ემატება წლიური %/12 და თავანი წლის ბოლოს შეიძლება გაიტანო (ან როგორც ხელშეკრულებაშია) , მაგრამ შეგიძლია დაარღვიო და დროზე ადრე თუ გაიტანე გადაანგარიშება ხდება დაბალ %-ზე (წლიური 2% გონი). თუ % თავიდანვე აიღე ან თვეში ერთხელ გაგქონდა % და ადრე გაიტან თავანს-მაშინ საერთო თანხიდან მაინც დაიქვითება ზედმეტი მიღებული თანხები |
Posted by: ucxo777 3 Jul 2015, 21:59 |
მეგობრებო რა მაიტერესებს რომელი ანაბარია და რომელ ბანკს აქვს აი ნებისმიერ დროს რომ შევიტანო და გამოვიტანო როცა მომინდება და ისინი თუ იკავებენ რამე % ს? |
Posted by: lemon 25 Aug 2015, 15:15 |
http://cityleasing.ge/ ამ საიტის შესახებ რამე იცით? 21% აქვთ დოლარზეც გადამგდები ხალხი ჩანს ? ))) |
Posted by: Just_smile 4 Oct 2015, 13:19 |
6 თვიანი ანაბარი მინდა, შეიძლება გატანაც მომიხდეს უფრო ადრე, ევროში მინდა გავხსნა და ევროში ჯობია თუ ლარში? რომელ ბანკში ჯობია? |
Posted by: granville 4 Oct 2015, 19:28 |
Tbcshi mqonda shegrovebadi 8 procenti iyo 5750 damigrovda da 166 lari damiricxes da rato xo ar ici |
Posted by: progress 16 Nov 2015, 02:22 |
ეს სადეპოზიტო სერთიფიკატი რა არის? ზუსტად იგივეა რაც ანაბარი? თუ რამე მაქინაციაა |
Posted by: webdesigner93 16 Nov 2015, 12:23 |
progress ანაბარისგან განსხვავდება ერთი ძირეული ასპექტით. როდესაც შენ გაქვს ვადიანი ანაბარი, შენ გაქვს უფლება ნებისმიერ დროს დაარღვიო იგი და მიიღო ძირი თანხა + რაღაც პროცენტი(როგორც წესი, 2%). ხოლო როდესაც შენ გაქვს სადეპოზიტო სერტიფიკატი, უცებ რომ დაგჭირდეს ვერ დაარღვევ მას და შესაბამისად ძირ თანხასაც ვერ მიიღებ. თუმცა შეგიძლია მისი გაყიდვა. ლიკვიდურობაშია განსხვავება |
Posted by: David-F4X 24 Jan 2016, 13:50 | ||
მიკროსაფინანსოს ლიცენზიაც კი არ აქვს ამ კომპანიას. რთული სათქმელია რამდენად სანდოა. http://swisscapital.ge/ge/tamasuki - ეს მიკროსაფინანსოა მაგრამ ეროვნული ბანკი უკრძალავს ასეთ კომპანიებს დეპოზიტების გაცემას. საპროცენტო სარგებელი მიმზიდველია მაგრამ სარისკო. საინტერესოა ვინმეს თუ აქვს გამოცდილება, ანუ მოუხდენია თუ არა თანხის ინვესტირება ასეთ "კანტორებში" ??? |
Posted by: supermaswi 4 Feb 2016, 15:03 | ||
Davion
ეს კაცი მომინახეთ, უეჭველი დიდ მოგებას ნახავდა |
Posted by: Davion 5 Feb 2016, 09:21 |
supermaswi აქა ვარ ეს კაცი, მკითხე თუ რამე გაინტერესებს ისე თამაშია ყველაფერი, ხან მოიგებ ხან წააგებ, მთავარია გრძელვადიან პერიოდში არ იყო წაგებული |
Posted by: Sh0 24 Feb 2016, 03:07 |
დოლარის ანაბარში ყველაზე კაი პირობები ვის აქვს? |
Posted by: David-F4X 24 Feb 2016, 03:42 | ||
ყველაზე მაღალი ვადიანი ერთ წლიანი ანაბარი 5.5% ფინკა და კაპიტალ ბანკს. სადეპოზიტო სერთიფიკატზე 6 % არის, ოღონდ ერთი წელი ვერ დაარღვევ. მიკროსაფინანსოებს უფრო მაღალი პროცენტები აქვთ. მაგრამ ნაკლებად სანდოა. არის კიდე უამრავი საბროკეროები რომელთაც აქვთ საინვესტიციო ფონდები წელიწადში 20-30%; ეგენი არ რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. ზოგს საიტზეც არ უდევს ინფო ოფიციალურად. |
Posted by: chxareli_to 1 Mar 2016, 11:24 |
თქვენი რჩევა მჭირდება მეგობრებო მოკლედ. მაქვს სადღაც 2000-3000 ლარამდე და მინდა ანაბარზე შეტანა,თან ნებისმიერ დროს რომ დავამატო თანხა და ნორმალური პროცენტით რომ დაემატოს თანხა ან დოლარში გადახურდავებას აქვს აზრი და დოლარში ანაბრის გაკეთებას? არ დაიზაროთ მირჩიეთ რამე |
Posted by: David-F4X 2 Mar 2016, 09:54 |
ლარში ეგეთ პირობებში აქვს ლიბერთის 11%-ში. დოლარში 3%-ზე მეტი არც ერთს არ აქვს რამდენადაც ვიცი. უკრაინულ ბანკებს აქვთ მაღალი პროცენტები ანაბარზე, ამ ომის პერიოდში ერთ ერთი ბანკი გაკოტრდა ასე რომ სარისკოა ) www.finance.ua |
Posted by: chxareli_to 2 Mar 2016, 12:34 |
David-F4X ქართული მირჩევნია მაინც....ლიბერთის რამდენიმე სახის ანაბარი აქვს და რომელია უკეთესი? |
Posted by: Davion 2 Mar 2016, 16:15 |
https://libertybank.ge/ge/pizikuri-pirebistvis/anabrebi https://libertybank.ge/ge/CD |
Posted by: David-F4X 3 Mar 2016, 00:10 |
ამ ეტაპზე უკვე ლარში აღარც ღირს ანაბარის გახსნა; დოლარში სამწუხაროდ დაბალი განაკვეთებია. 9 მარტს არის თუ არ ვცდები რეფინანსირების განაკვეთის განხილვის დღე, ვნახოთ როგორ შეიცვლება. ნაწილობრივ ანაბრებზე იმოქმედებს; |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 3 Mar 2016, 00:46 |
David-F4X პირიქით ლარში უნდა განათავსო ამ ეტაპზე ანაბარი, რადგან ლარი აღარ გაუფასურდება, გამყარებას დაიწყებს და თან ძალიან მაღალია ლარში განაკვეთი. |
Posted by: LuciDiTy 3 Mar 2016, 10:44 |
ევროს ანაბრებზე პროცენტი ასე რატომ შემცირდა, ხომ არ იცით? (მე ტიბისი-ში მაქვს ანგარიში) პროცენტი იმდენად არ მაწუხებს, არამედ მეზეზები -- თანხას ვაგროვებ ევროში და თუ გაუფასურდა, გამოვა რომ ამდენი ხანი ტყუილად ვიწვალე და რამე სხვა ვალუტაში ხომ არ გადავიტანო? |
Posted by: David-F4X 3 Mar 2016, 23:40 |
LEGEN_wait for it_DARY 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე ხალხს ქონდა მოლოდინი რომ ლარი გამყარდებოდა მაგრამ სამწუხაროდ დაახლოებით 45%-ით გაუფასურდა; წლიური ინფლაცია არის 5.6% რაც უკვე აჭარბებს მიზნობრივ / ტარგეტირებულ 5%-ს , შარშან მხოლოდ ნოემბერ დეკემბერში გადაასწრო მიზნობრივ ინფლაციას. ყოველ თვე მცირდება გზავნილები, ნავთობის ფასიც არ მატულობს და სავარაუდოდ ნაკლებად მოიმატებს წლის განმავლობაში, ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოდის და წარმოებაც ნაკლებად; რის საფუძველზე უნდა გამყარდეს ლარი? 2.5 მილიარდი რეზერვი რომც დაწვა სრულად ეს დროებითი იქნება, როცა ბაზარი ვერ არეგულირებს, ხელოვნური ინტერვენცია დიდხანს არ გაგრძელდება. ევროშიც შემცირდა ანაბრების სარგებელი და დოლარშიც, ალბათ მასიური კონვერტაცია რომ მიდის ამიტომ. |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 3 Mar 2016, 23:52 |
David-F4X ნავთობის ფასი მატულობს, უკვე მოიმატა 5-7 დოლარით ბოლო 10 დღის განმავლობაში, რაც მცირე მატება არ არის დამეთანხმები. (შეგიძლია გადაამოწმო ბლუმბერგზე) ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის, იმაზე მეტი ვიდრე, წინა წელს, ესეც შეგიძლია გადაამოწმო სტატისტიკები არის მოცემული იგივე საქსტატის მონაცემები. წარმოება, რომ ნაკლებია რაზე დაყდნობით იძახი, მონაცემები დადე აბა ოფიციალური. სეზონი მოდის ტურისტული და ინვესტიციებიც მეტი შემოდის სეზონურად გვიან გაზაფხულიდან. ლარის ვარდნა შეჩერებულია, იმ ფონზე, რომ ეროვნული ბანკი არ აქტიურობს ლარის გასამყარებლად, ამავდროულად ლარი გამყარდა ცოტათი, 2.50-ზე მეტი იყო იანვრა-თებერვლის განმავლობაში, ახლა მერყეობს 2.46-2.48 შორის. ჩემი პროგნოზია, რომ ახლოვადიან პერსპექტივაში, მოვლენათა სტანდარტული განვითარების პირობებში, მარტის ბოლომდე ლარი გამყარდება და 2.45-ს ჩამოსცდება, ხოლო შემდეგ ივნისში 2.35-2.40 რადიუსში იტრიალებს. |
Posted by: David-F4X 4 Mar 2016, 22:46 |
კი ბატონო ბოლო 10 დღეში მოიმატა, მაგრამ მთელი წლის პრონგოზირება ცოტა რთულია ერთის მხრივ მიდის მოლაპარაკება ნავთობის წარმოების გაყინვაზე მეორეს მხრივ იელენი - ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავჯდომარე აცხადებს რომ წლის განმავლობაში დაბალი ფასები იქნება ენერგიაზე მთლიანობაში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შარშანდელთან შედარებით თითქმის 70%-ით არის შემცირებული - http://geostat.ge/?action=page&p_id=139&lang=geo წარმოებას რაც შეეხება ექსპორტი შემცირდა და ასევე მთლიანი შიდა პროდუქტი შარშანდელთან შედარებით - http://geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo ტურისტების რაოდენობაში მატებაა, ეროვნული ბანკის აქტივობასთან დაკავშირებით ცოტა მკაცრი პოლიტიკაა საჭირო სესხებთან დაკავშირებით, რაც ხალხში ჭარბი ფულის ზრდას იწვევს. 60 მილიონის რეზერვი გახარჯეს, საპროცენტო სარგებელიც 8%-მდე აწიეს მაგრამ დიდად არ აისახა ლარის კურსზე. იანვრის თვის მიმოხილვა აქ შეგიძლია ნახო: https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/moneratyfiscal/2016/tvis_mimoxilva_ianvari2016_290216.pdf ამ ყველაფერზე დაყრდნობით ნაკლებად სავარაუდოა ლარი გამყარდეს. მხოლოდ ტურიზმი არ იქნება ეფექტური. |
Posted by: Beso1980 5 Mar 2016, 19:27 |
ბანკის გაბანკროტების შემთხვევაში გარანტიები არ არის ანაბრების რაღაც რაოდენობაზე? თუ არის რომელ ბანკებზე და რა თანხაა გარანტირებული? |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 5 Mar 2016, 19:36 |
David-F4X მოკლედ დავას ახლა აზრი არ აქვს, პოზიციას არ შეიცვლი და არც მე ვაპირებ შეცვლას. ჩემი პოზიციის გასაბათილებელი არგუმენტები არ მოგიყვანია. ეს სტატისტიკა კიდე საერთოდ არაფრის მთქმელი არაა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ლარზე გავლენასთან დაკავშირებით. ჩვენი დავის საგანი მოიცავდა: შენი მხრიდან მოლოდინს, რომ დოლარი გამყარდება და ჩემი მხრიდან მოლოდინს, რომ ლარი გამყარდება, ბოლო პოსტში ამტკიცებ, რომ ლარი არ გამყარდება და აღარ ამახვილებ ყურადღებას დოლარის გამყარებაზე, იმიტომ, რომ დოლარის გამყარების საფუძვლები არ არსებობს. მოკლედ ვნახავთ მალე მოვა გვიანი გაზაფხული და ზაფხულიც. |
Posted by: David-F4X 5 Mar 2016, 22:12 |
LEGEN_wait for it_DARY "დავა" საერთოდ არც გვქონია მეგობარო, რა შუაშია დავა )) განხილვა უფროა ვიდრე დავა. ეს ფორუმი იმისთვის არის რომ ხალხმა თავისი აზრი გამოხატოს და არა დავა და რაღაცის მტკიცება, ექსპერტები არც ერთი არ ვართ. ყველას გვადარდებს ლარის დევალვაცია და გვინდა როგორღაც არ დავზარალდეთ და თავი დავიცვათ ლარის გაუფასურებისგან და აქ მყოფი საღად მოაზროვნე ხალხის აზრი მოვისმინოთ. არც იმის განზრახვა მაქვს რომ შენი არგუმენტები გავაბათილო )) რა სტატისტიკაც გაინტერესებდა დავდე, სადაც ასახულია ინვესტიციების შემცირებაც და წარმოების. ნეტა გამყარდეს ლარი, ყველას ეგ არ გვინდა. მაგრამ ამ გაზაფხულ - ზაფხულზე რა უნდა მოხდეს ისეთი რო ლარზე პოზიტიურად იმოქმედოს. მარტო ტურისტები ვერაფერს უშველიან თუ ინვესტიციები არ ჩაიდო ინვესტიციებს კიდე პირი არ უჩანს, რაიმე გრანდიოზული პროექტი რო იწყებოდეს. მნიშვნელოვანი თანხა შემოდის გზავნილებით მაგრამ რეგიონში ვითარების გაუარესების ფონზე დარტყმა მივიღეთ ჩვენც. და ეს პრობლემა ასე მყისიერად არ მოგვარდება. ყველაზე ცუდი მომენტი ის არის რომ ინფლაციასთან მიმართებაში ის რაც 2015 ში მოხდა ბოლო ორ თვეში, ანუ ტარგეტირებულ ნიშნულს გადააჭარბა რეალურმა ინფლაციამ. წელს ეს მომენტი უკვე დაფიქსირებულია. ბოლო განხილვისას რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა სებ-მა, ანუ პოლიტიკას არ ამკაცრებენ რო ფულის მასა ამოიღონ ბაზრიდან. შესაბამისად ეკონომიკის წახალისება სურთ. ვნახოთ რა იქნება გვიან გაზაფხულ და ზაფხულის პერიოდში მაშინ როდესაც მშპ და ექსპორტიც შემცირებულია რაც პირდაპირ კავშირშია წარმოებასთან. |
Posted by: LEGEN_wait for it_DARY 5 Mar 2016, 22:23 |
David-F4X დავა/განხილვა/კამათი რა მნიშვნელობაა რას დავარქმევთ ) |
Posted by: David-F4X 27 Mar 2016, 09:19 |
სალიზინგო კომპანია სითი ლიზინგი: 17% -ანი სარგებელი დოლარში ინვესტირებულ თანხაზე და 19 % ლარში. http://cityleasing.ge/?page_id=3053 გსმენიათ რამე ან თანხა თუ დაგიბანდებიათ ? რამდენად სანდოა? |
Posted by: daviddata 26 Jun 2016, 08:39 |
http://sakartvelo-company.ge/product.php?product ამ კომპანიაზე თ იცით ვინმემ რამე? 33 % !!! მოსახლეობისგან ვიღებთ სესხსო და ანაბარს გულისხმობენ? |
Posted by: avicena148 11 Jul 2016, 03:04 |
მოგესალმებით ხალხო მოკლედ ანაბრის გახსნა მინდა და რას მირჩევთ რომელ ბანკში ჯობია და საერტოდ რომელი ანაბარია უკეთესი? |
Posted by: _Lali_ 11 Jul 2016, 10:27 |
avicena148 მე ექსპრეს ანაბარი მაქვს გახსნილი საქ. ბანკში წლებია უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ. პროცენტიც მაღალია, მაგრამ გაჩნია რა მიზნით გინდათ და როგორ? ვადიანი, ხანგრძლივი, მოკლე, შეგროვებითი თუ რა?! |
Posted by: Nobel 12 Jul 2016, 18:15 |
მაინტერესებს: 1. რომელ ბანკშია ანაბრის მინიმალური ვადაა და კონკრეტულად რამდენია? 2. რომელ ბანკშია ანაბრის მაღალი % და კონკრეტულად რამდენია? |
Posted by: Future> 19 Jul 2016, 15:58 |
საქართველოს ბანკში 8% როცა ლიბერთიში 11.35% ვტფ არადა ლარი უფასურდება და პროცენტი იკლებს ამათთან კიდევ კარგი ავტომატურად 3 თვეზე გადავადდა, ლიბერთიში გავაქანებ უეჭველი |
Posted by: Davion 20 Jul 2016, 09:28 | ||
Future>
რატო 11.35? ვადიანი 12 თვეზე 12% სარგებლის ბოლოს გატანით, 13 თვეზე-12.5%. ყოველთვიური გატანით აკლდება 0.5%. სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტი შეამცირეს და გახდა 12 თვეზე 12.50% ყოველთვიური გატანით და 13.5% ვადის ბოლოს გატანით. |
Posted by: Future> 20 Jul 2016, 10:02 |
Davion ახლა არ გამომიტანია და საქ ბანკმა თავისით გააგრძელა 3თვეზე, 7% ში არადა 9 იყო ხოლმე. 10+6თვიდან. ლიბერთის 1 წლიანი კანფეტ მაგრამ მანდ მგონი ნაღდით უნდა შეიტანო ხომ ბოლოს გატანაზე პროცენტი რომ არ დაგაკლდეს? |
Posted by: Davion 28 Jul 2016, 08:45 | ||
Future>
არა აქ მნიშვნელობა, პროცენტი ორივე შემთხვევაში ერთნაირად დაგერიცხება. იგულისხმება განაღდების საერთო წესი,, ანაბრებზეც და ანგარიშიდან, ნაღდი ფულით შეტანილის ფარგლებში განაღდება უფასოა, გადარიცხვით თუ შეიტან-ბანკში განაღდებისას 0.6 პროცენტს დაგიქვითავენ. შენც გადაიტანე საბარათე (ლიბერთი ანგარიში) ანგარიშზე და გამოიტანე ბანკომატით, სტანდარტული 0.2% მინიმუმ 50 თეთრი დაგექვითება |
Posted by: lasha-17 17 Aug 2016, 23:55 |
2 წლით მინდა თანხის დაგროვება და მაინტერესებს ლარებში ჯობია, თუ ევროში? და რომელ ბანკს მირჩევთ? * * * ფინკა ბანკი სანდოა? მაღალი პროცენტი აქვთ http://www.finca.ge/products/ზრდა |
Posted by: dimaopena 12 Oct 2016, 16:03 |
გამარჯობა,ბანკებიდან და სანდო მიკროსაფინანსოებში ყველაზე მაღალი ანაბარი ლარზე და დოლარზე რომელს აქვს? იქნებ მითხრათ? ლიბერთიში 14 პროცენტია ლარზე ხო?ამაზე მაღალი აქვს რომელიმეს? |
Posted by: David-F4X 20 Oct 2016, 21:18 |
dimaopena აღარ არის 14 პროცენტი ლარზე ჩამოვიდნენ 10 მდე სადეპოზიტო სერთიფიკატი და 8 პროცენტი პატრიოტზე... |
Posted by: dimaopena 31 Oct 2016, 23:49 |
David-F4X ანუ ყველაზე კაი ბანკში 8 პროცენტია? მიკროსაფინანსო მაგალითად, რიკოს 6 პროცენტი აქვს |
Posted by: Hendo 1 Nov 2016, 19:40 |
ვინმემ თუ იცით ტერაბანკის ბანკომატიდან ძველი კორ სტანდარტ ბანკის ბარათიდან შეიძლება ფულის გამოტანა? |
Posted by: NatiaGull 2 Nov 2016, 22:04 |
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მაქვს ანაბარი გახსნილი. კოტრდება ეს მიკროსაფინანსო და მეკარგება თანხა. რა შემიძლია გავაკეთო ? გაგიჟებული ვარ |
Posted by: Lilith 2 Nov 2016, 22:13 |
NatiaGull სანამ შეიტანდით ფულს რომ გეკითხათ გეტყოდით რომ არც მიკროსაფინანსოა ეგ ორგანიზაცია და არც ანაბარზე შეგაქვთ ეგ თანხა. ვწუხვარ ასეთ მდგომარეობაში რომ ხართ დღეს, სავარაუდოდ როგორც ცენტრპოინტით დაზარალებულებმა ვერ მიიღეს ბინები, ისე ვერ მიიღებს შპს "საფინანსო კომპანია საქართველო"-ს ე.წ. "მეანაბრეები"-ს უმრავლესობა უკან ფულს. განვავრცობ სიტუაციას: კომპანიამ მოსახლეობისგან ისესხა თანხები. შემდეგ ეს თანხები გაასესხა უფრო მაღალ პროცენტში. ეხლა მოსახლეობა მიადგა და ერთიანად სთხოვს თანხების დაბრუნებას. კომპანია თავის მხვრივ ვერ მიადგება თავის მსესხებლებს და ვადაზე ადრე ვერ მოსთხოვს ვალდებულების დაფარვას. შესაბამისად პირველ რიგში აუცილებელია გაიაზროთ რომ ეს პროცესი დროში გაიწელება და ამას ვერაფერს ვერ უზავთ. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია, ის რომ სესხების ნაწილი თავიდანვე "გაფუჭებულია", ანუ სესხების რაღაც ნაწილი ყოველთვის გაპრობლემდება სულ რომ არანაირი პრობლემა არ ჰქონდეს კომპანიას. ეხლა კი არსებული პრობლემების ფონზე გაპრობლემებული სესხების ოდენობა აუცილებლად იმატებს. ამას მოყვება უზრუნველყოფილი სესხებისთვის გირაოს რეალიზაციის პროცესი - ეს კიდევ ცალკე გაწელავს ფულის ამოღებას. გირაოს ნაწილი შეფასებულზე დაბალ ფასად გაიყიდება - ეს შეამცირებს ამოღებადი თანხის ოდენობას. სესხების ნაწილი იქნება არაუზრუნველყოფილი - ესეც შეამცირებს საბოლოოდ ამოღებადი თანხის ოდენობას. შედაგად მივიღებთ დროში გაწელილ პროცესს, უამრავ სასამართლოს და შედეგად თუ გაგიმართლათ დაიბრუნებთ შეტანილი თანხის ნაწილს. |
Posted by: NatiaGull 3 Nov 2016, 19:36 |
Lilith ანუ კომპანიამ მოატყუა ხალხი და ხალხს არაფრის გაკეთება შეუძლია ლოდინის გარდა ? |
Posted by: Beso1980 3 Nov 2016, 21:40 | ||
აუფ, კომპანია თუ ვერ მოსთხოვს მსესხებლებს ვადაზე ადრე დაბრუნებას რატო ჩაიგდეს თავი ისეთ სიტუაციაში რომ ხალხი ახერხებს ამის მოთხოვნას? დებილები მართავენ? ესესხათ ფული იგივე ვადებით რა ვადებითაც გაასესხეს 2 X 2 = 4 |
Posted by: webdesigner93 4 Nov 2016, 10:41 | ||
Beso1980
და რა იცი რო ეგრე არ ქნეს ? უბრალოდ დიდი ალბათობით "მეანაბრეებმა" თანხა ვადაზე ადრე მოითხოვეს(რისი უფლებაც აქვთ) და ვეღარ აკმაყოფილებენ ახლა მათ მოთხოვნას .... და საერთოდ არ შეიძლება თანხის ნდობა მსგავსი ორგანიზაციებისთვის რა მილიონჯერ იწერება ყველგან, მაგრამ მაინც იზიდავენ ხალხს ამ უმაღლესი სარგებლის შეთავაზებით. |
Posted by: Beso1980 4 Nov 2016, 21:51 | ||
webdesigner93
ღადაობ? ეგრე როგორ ქნეს თუ მეანაბრეებმა ვადაზე ადრე მოითხოვეს თანხა? მაშინ თვიტონაც უნდა შეძლებოდად ვადაზე ადრე გასესხებულის დაბრუნება. იგივე ვადებით გაესესხათო რომ დავწერე პირობებიც იგივე ვიგულისხმე. პროცენტებში უნდა ყოფილიყო მხოლოდ სხვაობა რომ მოგება ენახათ. |
Posted by: webdesigner93 4 Nov 2016, 21:57 |
Beso1980 მე კი არა შენ ღადაობ მგონი ეგრე როგორ წარმოგიდგენია სისტემის მუშაობა ? შენ თუ მასეთ სისტემას შექმნი მსოფლიო მასშტაბით შეცვლი ფინანსური ინსტიტუტების სქემებს კომერციულ ბანკებსაც რომ მიადგნენ მეანაბრეები(მეანაბრეების დიდ ოდენობას ვგულისხმობ) და წინასწარ მოთხოვონ ვადაზე ადრე მათი კუთვნილი თანხის დაბრუნება, კომერციული ბანკი ვერ შეძლებს ამას, თუკი ეროვნულმა ბანკმა არ გასცა მოკლევადიანი სესხი კომერციულ ბანკზე ! არსებული დეპოზიტების მოცულობის 10-20%ს იტოვებენ ხოლმე იმ რისკად, რომ მომხმარებელმა ვადაზე ადრე მოითხოვოს მისი კუთვნილი თანხა. და ახლა მეორე, მიდიხარ სესხის ასაღებად, როგორ წარმოგიდგენია, როგორ უნდა ჩადოთ ხელშეკრულებაში ის, რომ თუ ფინანსურ ინსტიტუტს თანხა დასჭირდა, მას უფლება ჰქონდეს შენ ვადაზე ადრე მოგთხოვოს თანხის დაბრუნება ? |
Posted by: David-F4X 20 Jan 2017, 02:51 |
"მეანაბრეები თანხის მითვისებაში კიდევ ერთ კომპანიას – MFX Broker Georgia-ს ადანაშაულებენ" - http://commersant.ge/?m=5&news_id=46889 |
Posted by: NiKоLоZi 8 Mar 2017, 22:09 |
გამარჯობა, რომელ ბანკში ჯობია ეხლა ანაბრის გახსნა და რაც მთავარია რა ვალუტაში? თანხის შეგროვება მინდა დაახლოებით 2 წელი რა, უძრავი ქონების შესაძენად, სესხის გამოტანას ვერ ვრისკავ ჯერჯერობით |
Posted by: BOBOKHA 29 Apr 2017, 21:38 |
მეგობრებო, გამარჯობა. ერთი რაღაც მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ. ექსპრეს ბანკის სტუდენტური ბარათი მაქვს, რომელზეც რამდენიმე თვის წინ შეგროვებადი ანაბარი გავხსენი, რომლის ვადაც ერთ წლიანია და ამ დროის მანძილზე იმ თანხასთან შეხება არ მექნება, თუმცა ანაბრის შექმნისას, როდესაც ხელშეკრულების პირობებს გავეცანი იქ იყო ერთი პუნქტი შეთანხმების ვადაზე ადრე დარღვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც სარგებელს პროცენტი აკლდებოდა. ხოდა ახლა რაღაც მიზეზთა გამო მიწევს ამ შეთანხმების დარღვევა და მაინტერესებს როგორ უნდა გავანაღდო ანაბრიდან ფული და როგორ გადავიტანო ანაბრიდან მთავარ ბალანსზე თანხა? ინტერნეტ ბანკი ამოვქექე და ამაზე ვერაფერს მივაგენი და იქნებ თქვენ იცოდეთ. მადლობა წინასწარ <3 |
Posted by: amgigauri 1 May 2017, 12:08 | ||
032 2 444 444 ან https://contact.bog.ge/client/?source=login.bog.ge&type=retail&sk=retail ან საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს მიაკითხე, იქ უფრო დაგეხმარებიან |
Posted by: ninicool 16 Jun 2017, 14:45 |
პროკრედიტბანკში მაქვს ანაბარი გახსნილი და ასევე, ბინის ქირაც მანდ მერიცხება. ეხლა გვამცნო აღნიშნულმა ბანკმა, მომსახურების პირობები იცვლებაო. მივედი და ყოველთვიური სააბონენტო ფიქსირებული 10 ლარი ხდება პირველი ივლისიდანო. იმხელა თანხა არ მაქვს, რომ ყოველთვიურად 10 ლარის გადახდა მიღირდეს. სურვილი მაქვს დავხურო ანგარიში პროკრედიტში და სხვა ბანკში გადავიტანო. ხელფასები ლიბერთიში და თიბისიში მერიცხება. ლიბერთიში ძალიან მეზარება გადატანა, არც მიკითხავს რა პირობები აქვთ, რადგან ძალიან დიდი რიგებია ყოველთვის და შიგნით მუდამ საშინელი სუნი დგას, თიბისიმ რაღაც სასწაული პირობები მითხრა, სადღა მოიფიქრეს მაგდენი, არ ვიცი. რომელ ბანკში მირჩევთ ანაბრის გადატანას და ბარათიც რომ ავიღო ონლაინშესყიდვებისთვის, ჩემს სახლთან ახლოს ბაზისბანკი და კორსტანდარტბანკებია. საქართველოს ბანკიც, მაგრამ ეგ ბანკი საერთოდ არ განიხილება. იქნებ რამე მირჩიოთ გამოცდილებმა. წინასწარ მადლობა. |
Posted by: ZUR_I 16 Jun 2017, 15:12 |
ninicool დაიცა ანუ თვეში თუ 10 ლარზე ანკელბი გერიცხება სარგებელი თანხა დაიკლებს ანაბარზე თვიდან თვემდე ? საღოლ მაგათ |
Posted by: ninicool 16 Jun 2017, 15:19 | ||
ZUR_I
სადღაც 7-8 დოლარი. ნუ, არ არის დიდი თანხა, სადღაც $5000-ზე ცოტა მეტია. ჰოდა, მაგ თანხას ისევ მთლიანად პროკრედიტი დაიბრუნებს. ხელფასები ჩვენთან გადმოიტანეო, შემომთავაზეს, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ. უფასოდ მემსახურება ორივე სახელფასო ბანკი და რა თავი მტკივა, მერე ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრონ და 20 ლარი გახადონ საკომისიო |
Posted by: Davion 18 Jun 2017, 11:11 | ||
ninicool
ლიბერთიშია შედარებით მაღალი %, სადეპოზიტო სერტიფიკატს თუ გააფორმებ დოლარზე 2.3% და ლარზე 12% წლიური ყოველთვიური სარგებლის დარიცხვით, უფასოდ მიიღებ საბანკო ანგარიშს, ვიზა კლასიკ ბარათს და ინტერნეტ ბანკს, კომუნალურებს ინტერნეტ ბანკით ერთიანი კალათით გადაიხდი და ბანკში მისვლა არ დაგჭირდება. ამის გარდა ანგარიში თუ გექნება იურიდიული პირების განყოფილებაში მიხვალ ოპერატორთან და საერთო რიგებში არ მოგიწევს ლოდინი |
Posted by: ninicool 18 Jun 2017, 12:21 | ||
Davion
ლიბერთიში ისედაც მაქვს ანგარიში, ერთ ხელფასს მანდ ვიღებ. კომუნალურებსაც ლიბერთის ინტერნეტბანკინგით ვიხდი. არ მჭირდება ხოლმე მისვლა ისედაც. სახელფასე მასთერქარდი მაქვს, მაგრამ ცალკე ბარათი მინდა დოლარის პრიორიტეტით. ეს ფასიანია თუ იცით? და საერთოდ, ვიზა კლასიკზე რა პირობებია? მასწავლებლის ბარათიც მომცეს ერთხელ, მაგრამ არასოდეს გამომიყენებია. პროცენტი იმდენად არ მაღელვებს (თუმცა რატომაც არა), რამდენადაც ბანკის კეთილსაიმედოობა. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეიძლება ადამიანი ბანკის მიერ დარიცხული პროცენტით გამდიდრდეს, თუ ძალიან დიდი კაპიტალი არ გაქვს. ერთზე მწყდება გული, პროკრედიტს ძალიან მოხერხებული ბანკომატები ჰქონდა, პირდაპირ ჩააწყობდი ფულს და შეგქონდა ანგარიშზე. კომფორტის შექმნა კი იციან კლიენტებისთვის. მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ. |
Posted by: Davion 18 Jun 2017, 20:25 | ||
ninicool
ლიბერთი ანგარიშის საბაზისო პაკეტი ღირს 6 ლარი/წელიწადში ან უფასოდ გაგეხსნებათ სადეპოზიტო სერტიფიკატის აღების შემთხვევაში (მინიმუმ 1000 ლარი ან ეკვივალენტი დოლარში). საბაზო პაკეტში შედის მულტისავალუტო ანგარიში ინტერნეტ ბანკით და ამ ანგარიშზე მიბმული ვიზა კლასიკი ან მასტერქარდ სტანდარტი ბარათი, ორივე ბარათით ონლაინ შოპინგი და სავალუტო ოპერაციები უპრობლემოთ. |
Posted by: Rezzik0 29 Jun 2017, 15:44 |
გამარჯობა, მაინტერესებს საქართველოს რომელიმე ბანკს თუ აქვს ანაბრის ვერსია, სადაც დაიდება ოქრო და დაერიცხება შესაბამისი სარგებელი? |
Posted by: fito 19 Aug 2017, 12:22 |
ანუ ეს აანბარი რა პონტია , მე ბანკში ვდებ ფულს, ამ ფულს ბანკი სათავისოდ მოიხმარს, მაგრამ მე რომ დავდე 30,000 , ამ ფულს ემატება რაგაც თანხა ყოველ თვე ? და საჩემოდ, და გამოტანა რომ მომინდეს იმ 30000 გამოვიტაან თუ უფრო მეტს ? ხო 30000 უეჭველი შემინარჩუნდება ? |
Posted by: Anatoly_Onoprienko 19 Aug 2017, 12:30 |
fito ანუ წარმოიდგინე რომ შენ გასცემ სესხს პროცენტში რა. |
Posted by: almada 13 Dec 2017, 23:07 |
fito სხვადასხვა ტიპის ანაბრებია , შესაბამისად პროცენტიც სხვადასხვაა. სადეპოზიტო სერთიპიკატს (ლიბერთის)აქვს ყველაზე მაღალი წლიური 12.5 % , ოღონდ ვადის ბოლომდე ვერ გაიტან თანხას |
Posted by: tutonika 20 Mar 2018, 07:49 |
ფინკა ბანკს აქვს კარგი პირობები, მე მანდ გავხსენი |
Posted by: gig@@@ 11 Jun 2018, 12:10 |
ლიბერი ბანკიდან ეხლა მომივიდა მესიჯი ანაბრი პატრიოტი წლიური სარგებელი აღარაა 11 %, 2018 წლის 9 ივლისიდან 8 % იქნება. ხოლო ეფექტური 8,62 %. https://libertybank.ge/ge/pizikuri-pirebistvis/siakhleebi?n=2361&i=0?utm_source=EYC&utm_medium=Sms&utm_campaign=6517&utm_content=2018Jun11 |
Posted by: David-F4X 11 Jul 2018, 13:02 |
როცა რეფინანსირების განაკევეთი უცვლელი რჩება, რატო წევს ლიბერთი ბანკი ანაბარ პატრიოტზე საპროცენტო სარგებელს დაბლა? 8% გახდა უკვე... ალბათ ვერ ინარჩუნებენ ხანგრძლივად თანხებს ასეთ ანაბარზე, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. |
Posted by: ucxo777 28 Jul 2018, 09:47 |
მეგობრებო ანგარიშის გახსნა მინდა დოლარში სადაც ამ თანხას თუ დამჭირდა ნებისმიერ დროს შემეძლოს გამოტანა,ხოდა რომელ ბანკს მირჩევთ რომ შედარებით მაღალი პროცენტი ქონდეს? |
Posted by: sevastopol 28 Jul 2018, 14:26 |
ucxo777 http://gaige.ge/ge/compare#compare-deposits აქ შეადარე. |
Posted by: gig@@@ 29 Jul 2018, 03:46 |
ანაბარი რომელი ჯობია ჩემი მიზანი თუ ჩემი სეიფი რა სხვაობაა ამათ შორის ? რომელში ჯობია თანხის შეტანა ? სულ თავიდან რომ შევიტანო პირველ შენატაზე 50 ლარი და მერე ყოველ თვიურად შევიტანო X თანხა შეიძლება ? დავუშვათ მინიმუმ 10 ლარი თვეში ჩემი მიზანი თუ ჩემი სეიფი პირობა მომწონს რომ პირველადი შენატანი რამდენიც გინდა იმდენს შეიტან. სხვა ანაბრებზე მინიმუმ 500 ლარი პირველი შენატანი და ეს არ მაწყობს. |
Posted by: toyota12345 26 Nov 2018, 16:14 |
მოგესალმებით! ფინკა ბანშკი მქონდა ანაბარი გახსნილი და აი ყოველ მისვლაზე რომ მივდიოდი ან შემეტანა ან გამომეტანა ფული ძალიან უაზრო რიგები მუშაობს მხოლოდ ერთი ოპერატორი და ერთი სიტყვით მომსახურეობა საშინელი!!!!!! გამოვიტანე მთლიანი თანხა რაც იყო გავაუქმე ანაბარიც და ახლა მინდა რომ მირჩიოთ დოლარის ანაბარი რომელ ბანკში გავხსნა შედარებით რომელს აქვს უკეთესი სარგებელი? ოღონთ ისეთი ანაბარი მინდა ნებისმიერ დროს რომ შევძლო თანხის გამოტანა, თიბისიში შევიარე და რაღაცეები დამითვალა იმ გოგომ და აქეთ მე უნდა ვუხადო ყოველ თვე 1 ლარი საკომისიო და კიდევ თანხის შემოტანაზე საკომისიოო და რაღაცეები და მეთქი არ მინდა გენაცვალე და წამოვედი...... დაახლოებით 3500 დოლარი მაქვს ახლა და მინდა რომ შევიტანო. |
Posted by: nutsiko 28 Nov 2018, 15:27 |
toyota12345 თბს ბანკს ყველაზე მოწესრიგებულად უწერია საიტზე თითოეული ანაბრის პირობები. ყველა დანარჩენს ბანკს კიდევ ეს ჯობია. პირობები მოცემულია საიტზე, იცი, რამდენია სარგებელი და დაითვლი, აკონტროლებ ინტერნეტბანკით (თუ გაქვს, რა თქმა უნდა). მაქვს ჩემი სეიფი, სარგებლის პროცენტი კი დაბალია სხვებთან შედარებით, მაგრამ როცა გინდა თანხას შეიტან და გამოიტან. თან მუდამ ელექტრონზე თანხა არ გაქვს, რომც დაკარგო ბარათი, შენი დანაზოგი / შემოსავალი დაცულია. ჩემი სეიფი კარგი მოფიქრებაა. |
Posted by: sevastopol 30 Nov 2018, 18:53 |
toyota12345 საქართველოს ბანკი სოლოს აქვს პრემიუმ ანაბარი - მოთხოვნამდე. როცა გინდა შეიტან, როცა გინდა გამოიტან. საკომისიოა 0. მინიმალური ერთეულიც არის 0. წარმატებები. |
Posted by: sabasaba24 30 Nov 2018, 18:57 |
toyota12345 ლიბერთი, უფასოა ეგ მომსახურება სხვა ყველას ფასიანი აქვს . სარგებლის რა გითხრა უბრალოდ ფული სახში რომ არ გედოს ეგ ვარიანტია. რიგზე კიდე საიტიდან შეგიძლია ჯავშანი გააკეთო ხოლმე და მითითებულ დროს მიგიღებენ ურიგოდ |
Posted by: gobisha 14 Dec 2018, 19:04 |
მანდ რამდენი უნდა დადო რო თვეში ერთი 300ლარი თუ დოლარი გამოიტანი მაგალითად ერთი 20000$ ან 10000$ რო დადო რამდენს გამაოტან ყოველ თვე |
Posted by: FRY 18 Dec 2018, 16:25 | ||
https://libertybank.ge/ka/produqtebi/chemtvis/anabrebi-da-sertipikatebi/sadepozito-sertipikati უწერია სადეპოზიტო სერტიფიკატის მიმდინარე ღირებულების დათვლის ფორმულა:
მაგალითად: NP=10'000 R=0.05 და RD=365 CP = 10'000/(1+0.05/365 * 365)=9'523.8 მეშლება რამე? თუ პირველი გაყოფა გამრავლებაში აერიათ? |
Posted by: Davion 26 Dec 2018, 11:05 | ||
FRY
გამრავლება უნდა იყოს და ფრჩხილიც წილადისაა: CP=10000*(1+(0.05/365)*RD)=10000*1.05 |
Posted by: dimaopena 6 Feb 2019, 18:04 |
მოკლედ, ამ ეტაპზე 7.25 გახადეს ვადიან ანბარაზე, ლიბერთიმ, სანდო ბანკს რომელიმეს აქვს ამაზე მაღალი პროცენტი თუ იცით? |
Posted by: commando1985 6 Feb 2019, 18:23 | ||
https://www.libertybank.ge/ka/produqtebi/chemtvis/anabrebi-da-sertipikatebi/vadiani 19-24 10.45% |
Posted by: dimaopena 6 Feb 2019, 18:32 |
commando1985 მადლობა ეგ ვიცი კი, ეს ვადიანია , ანუ გამოტანა არ შეიძლება |
Posted by: Danica 21 Jun 2019, 00:41 |
dimaopena არ ვიცი რამდენად სანდოები არიან, მაგრამ ტერაბანკს და ბაზისბანკს აქვს ყველაზე მაღალი პროცენტები. ტერაბანკში ეფექტურიც დაბალია. |
Posted by: dimaopena 21 Jun 2019, 00:54 |
Danica ვა რა პროცენტებია? ნუ ბაზის ბანკი რამდენი წელია რაც არის უკვე. და ტერაც ნუ არის რა. რო შეიტანო და გამოიტანო რამდენია? |
Posted by: webdesigner93 21 Jun 2019, 13:26 |
და რატო არაა გინდ ტერა გინდ ბაზისი სანდო ? ერთი დეტალი გაითვალისწინეთ, დეპოზიტის გახსნისას, თქვენ ნდობას უცხადებთ ეროვნულ ბანკს და არა კონკრეტულ რომელიმე კომერციულ ბანკს. |
Posted by: Danica 22 Jun 2019, 14:41 |
dimaopena https://www.terabank.ge/ge/retail/deposits/term-deposit http://www.basisbank.ge/ge/private/deposits/term_deposit/ ვადიანზე 10.5 % არის ორივე ბანკში 12 თვეზე. პროცენტის გამოტანისას ბაზისბანკში აღარ მიკითხავს და ტერაბანკში ლარზე აკლდება 0,2%, დოლარზე 0,5%. ისე აქვე ვიკითხავ ვადიანი vs სერტიფიკატი - დილემის წინაშე ვარ და იქნებ დამეხმაროთ ვინც ერკვევა მათ ნაკლოვანება/უპირატესობებში. რატომ უნდა გავხსნა ვადიანი ანაბარი, როდესაც სერტიფიკატზე უფრო მეტი პროცენტია და თან გასხვისებაც შეიძლება? |
Posted by: dimaopena 22 Jun 2019, 19:08 |
Danica მადლობა ყურადღებისთვის მე , მინდა ისეთI როგორც აქვს ლიბერთის პატრიოტი როცა გინდა შეიტან გამოიტან ეგეთი არის? |
Posted by: sevastopol 22 Jun 2019, 19:45 |
Danica როგორც ვიცი სერტიფიკატს გასხვისების დროს ყოველთვის საკომისიო აქვს - ეგ გაითვალისწინეთ. |
Posted by: akako78 22 Jun 2019, 20:40 |
webdesigner93 კი მართალია-მეც ასე ვთვლი..ბანკი რომ გაკოტრდეს ეროვნულის კისერზეა შემდგომ ყველაფერი Danica ვადიანი ჯობია იმიტომ რომ ფული რომ დაგჭირდეს უცაბედად დაარღვევ ბოლო-ბოლო,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია დაღვევისას საკმაოდ დაკარგავ სარგებლის ოდენობას.. |
Posted by: Danica 23 Jun 2019, 01:46 | ||||||
dimaopena
რაც ვიცი ფინკა ბანკს აქვს 7%, დანარჩენებს უფრო ნაკლები. sevastopol
კი, ნომინალურის 0,1% არის და საჭიროებისას ალბათ გასხვისება უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ვადიანი ანაბრის პირობების დარღვევა. akako78
სერტიფიკატის ბანკისთვის ვადაზე ადრე მიყიდვა არის შესაძლებელი ან მესამე პირზე გასხვისება 0,1% საკომისიოდ, საჭიროებისას ვადიანს თუ დაარღვევ ვფიქრობ უფრო ზარალიანი იქნება. რამე სხვა ფარული ხარჯები ან პირობები ხომ არ არის ის მაინტერესებდა, რატომ ირჩევს ხალხი ვადიანს. იქნებ რამე ცხადი ნაკლოვანება აქვს ფინასნური კუთხით ამ სერტიფიკატს, რაც მე როგორც ფინანსური განათლების არმქონემ არ ვიცი. |
Posted by: Davion 27 Jun 2019, 09:16 | ||||
Danica
შეიძლება არ იყიდოს, ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის სერტიფიკატი გამოისყიდოს
თუ იპოვი მსურველს რომელიც გამოისყიდის მაშინ ხო |
Posted by: webdesigner93 22 Jul 2019, 13:49 |
Danica სერტიფიკატის ნაკლოვანება არის 1) თანხა რომ დაგჭირდეს, ვერ არღვევ ხელშეკრულებას, შეგიძლია გაასხვისო შენივე სერტიფიკატი, თუმცა ბანკი არაა შეძენაზე ვალდებული. და მეორე ნაკლი არის, ვაიდა დადგა ფორს მაჟორი, მეანაბრე შენზე უფრო დაზარელებულად ითვლება, ანუ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში ჯერ მეანაბრეები დაკმაყოფილდებიან და შემდეგ სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელები, თუმცა მე ამ უკანასკნელ პუნტქს დავიკიდებდი და პრინციპში მკიდია, მე თვითონ სადეპოზიტო სერტიფიკატი მაქვს. თუმცა სადეპოზიტოს თავისი პლიუსებიც აქვს ბუნებრივია, 1 ეგაა მაღალი სარგებელი და მეორე უფრო მყარი ინსტრუმენტია შენს ხელში, იგულისხმება თუნდაც დიდი სესხი თუ მოგინდა, ან რომელიმე საელჩო თუ მსხვილ კომპანიასთან თავის წარმოჩინება, სადეპოზიტო სერტიფიკატია მაგ შემთხვევაში უპირატესი იმედია გასაგებად აღვწერე დეტალები |
Posted by: LuxoNika 5 Feb 2020, 17:27 |
ანაბრის გაკეთების იდეა მაწუხებს, და ასეა სწორად ვანგარიშობ? თუ რაიმე განსაკუთრებული ფორმულა აქვთ მეანაბრე ბანკებს მაგალითად: 100კ წლიური 10% ით, 100კ/10%=10კ, 10კ/12(თვე)=833ლ(ყოველი თვე) (ანუ ყოველ თვე მინდა სარგებელის გამოტანა შემეძლოს, ძირი თანხა უცვლელი დარჩეს, შესაძლებელია?) |
Posted by: webdesigner93 6 Feb 2020, 10:51 |
LuxoNika კი სწორად ითვლი და აბსოლუტურად შესაძლებელია თუმცა ეგ % იმედია ზოგადად გიწერია , არის დღეს ბაზარზე უფრო მაღალი საპროცენტო შემოთავაზებებიც და არ გაანიავო |
Posted by: temo_777 29 Feb 2020, 22:39 |
მაინტერესებს რომელ ბანკს ააქვს ყველაზე დიდი წლიური პროცენტი? თიბისი და საქ. ბანკს 12.5% აქვს როგორც ვნახე საიტებზე. და არის რაიმე უფრო დიდი სიტყვაზე 2 წლით და ბოლოს რომ გამოვიტანო თანხა? |
Posted by: David-F4X 5 May 2020, 06:36 |
საკრედიტო კავშირი (სსფ/მბ) - ამ ორგანიზაციის შესახებ გსმენიათ? თვით ეროვნული ბანკის დირექტორს კობა გვენეტაძეს აქვს დეპოზიტი დოლარში ჯამში სადღაც 500 000 დოლარამდე. http://www.tabula.ge/ge/story/110099-erovn...vs-gantavsebuli სავარაუდოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი ექნება მაგრამ რამდენად ვრცელდება ეროვნულის რეგულაცია ნუ თუ გვენეტაძის ნდობას გავითვალისწინებთ (რაც სავარაუდოდ პირად კავშირებთან არის დაკავშირებული). არაანაირი ინფო ინტერნეტ სივრცეში ვერ მოვიძიე ამ ორგანიზაციის შესახებ. |
Posted by: mGeLo777 20 May 2020, 16:21 |
10 000 ლარისთვის რომელ ბანკს მირჩევთ? და ვადიანი რომ ავირჩიო 3 თვიდან 24 თვემდე და 2 თვეში დამჭირდეს თანხა ბევრს წაიღებენ % ზე? |
Posted by: GEPTI 20 May 2020, 16:42 | ||
mGeLo777 რებანკს აქვს ყველაზე კარგი პირობები რაც ვიცი 13.95% არის ვადიან და შეგროვებად ანაბრებზე https://rebank.ge/deposit/
თუ დაგჭირდა, უნდა დაარღვიო მაშინ ანაბარი. ნუ რაღაც მცირე თანხას დაგირიცხავენ სარგებელს, მაგრამ გაცილებით და ბევრად ნაკლებს, ვიდრე პირობებით იყო გათვალისწინებული. ყველა ბანკი ასე აკეთებს, როგორც ვიცი. |
Posted by: ladusha2 20 May 2020, 17:10 |
mGeLo777 3 თვიანი გავაკეთე მე ეხა და პროვენტი იყო წლიური 11.25 % / ონლაინ შეგილია ინტერნეტ ბანკით გახსნა და ხელშეკრულებასაც იქვე წაიკითხავ წერია % თუ ადრე გაიტანე რამდენია ანუ დარღვევაზე . მე არგირჩევდი დარღვევას, მოცადე 3 თვე თუ სასწრაფო არ გაქ. |
Posted by: mGeLo777 20 May 2020, 19:37 |
GEPTI პირველად გავიგე მაგ საიტის შესახებ მადლობა ვნახავ ladusha2 თიბისი ავირჩევ ან ტერაბანკს კრედოს და ბერმელს აქვს კაი პირობები მაგრამ მაგათ არ ვენდობი |
Posted by: Davion 21 May 2020, 08:28 |
mGeLo777 ფინკა ბანკს აქვს ყველაზე მაღლი % https://www.finca.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/ თან იქვე შემნახველი ანაბარი აქვთ 8%, ყოველთვიური % თუ არ გჭირდება იმ თვის %-ს მაგ შემნახველზე გადაიტან. |
Posted by: river-song 21 May 2020, 12:04 |
დოლარში ყველაზე მაღალი პროცენტი რომელ ბანკს აქვს |
Posted by: webdesigner93 21 May 2020, 14:27 | ||
mGeLo777
ისე კრედომ გადაასწრო ტერას უკვე კაპიტალიზაციით უბრალოდ ტერას უფრო დახვეწილი საბანკო სერვისები აქვს. |
Posted by: Rachvelo90 12 Jun 2020, 11:01 |
გამარჯობათ მეგობრებო, ძალიან შეშინებული ვარ რაც საქართველოს ბანკთან დაკავშირებით ხდება. შეიძლება სხვა ბანკებთანაც იგივე პრობლემაა. მასიური სახე მიიღო უკვე საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვამ. ძირითადად ღამის 3 დან 6 საათამდე უხსნიან ანგარიშიდან წვალებით ნაშოვნ თანხებს და ტოვებენ მშრალზე. ათასობით დაზარალებულია და ჯერ ვერც ბანკმა და ვერც პოლიციამ ვერაფერი გაარკვია. როგორც გავიგე ძირითადად უხსნიან თანხებს მიმდინარე ანგარიშიდან და მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ანაბარზე დადებული თანხაც რომ მოხსნან მასე ჩუმად ღამე და მოიპარონ? ძალიან შეშინებული ვარ, ჩემი მთელი წლების დანაზოგი ანაბარზე მიდევს და მეშინია რომ ამ კრიმინალებმა ჩემი ანაბარიც ჩუმად არ მოხსნან და არ გაიტანონ. საქართველოს ბანკში მაქვს ანაბარი და ანგარიშზე მიმული არაა მგონი, მაგრამ ონლაინ ბანკინგზე როცა შევდივარ მიჩვენებს მიმდინარე ანგარიშსაც და ანაბრის თანხებსაც. შესაძლებელია მასე კრიმინალური გზით ანაბრებიც მოხსნან ანგარიშებიდან? |
Posted by: snug 22 Jun 2020, 18:10 |
სად მირჩევთ ეხლა ანაბრის გახსნას? და ონლაინ თუ ხდება? საქართველოში არ ვარ. |
Posted by: Rachvelo90 1 Dec 2020, 02:37 |
რამდენად რეალურია ეს საფრთთხე? "ანგარიშებზე დეპოზიტებს შეიძლება საფრთხე შეექმნას, თუ ასე გაგრძელდება" - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/125167-qangarishebze-depozitebs-sheidzleba-safrthkhe-sheeqmnas-thu-ase-gagrdzeldebaq-mamuka-khazaradze.html |
Posted by: _R@uL_ 6 Feb 2021, 07:25 |
გამარჯობა ერთი რამ მაინტერესებს. დღეს მინდოდა თბს-ში ანაბრის გაკეთება დოლარში ხოდა ხელშეკრულებაში ესეთ რამეს გადავაწყდი: ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (ლარის 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში) -13.22 % (მინუს!) ხოდა რა პონტია ტო? 1000 დოლარი თუ დავდე ანაბარზე და ლარი 15%-ით გამყარდა, იმის მაგივრად რო ფული დამერიცხოს, აქეთ ამახევენ? |
Posted by: ThoughtPrayer13 6 Feb 2021, 07:34 |
No bank would give you 15% interest in $ just download u know an app just in case u people do no known money is account is secured till some amount until some period |
Posted by: theodous 27 Mar 2021, 08:09 |
ტბც ზე რომელ ანაბარს მრჩევთ თან რომ თანხა გავიტანო ბოლოს? |
Posted by: dedistraki11 15 Jul 2021, 22:37 |
საქ ბანკი ანაბარზე პროცენტის მომატებას არ აპირებს? ____________ |
Posted by: terfebisforosvelodebi 15 Jul 2021, 22:56 |
theodous საქ ბანკი არ სჯობს? |
Posted by: gig@@@ 16 Jul 2021, 19:56 |
ბაზის ბანკი სანდოა ? არასოდეს შეხება არ მქონია ამ ბანკთან თიბისის და საქართველოს ბანკის კლიენტი ვარ ბაზის ბანკში ანაბრის შემოტანა მინდა და სანდოა ? |
Posted by: bach0 29 Jul 2021, 22:13 |
ლიბერთისაც საკაიფო პროცენტები აქ ანაბრებზე, ვადიანზეც დაგროვებადზეც და სადეპოზიტოზეც |
Posted by: ninicool 29 Jul 2021, 23:14 | ||||
bach0
პროკრედიტმა რომ პირობები შეცვალა, მაშინ გადავწყვიტე დამეხურა ანგარიშები (რადგან ყოველთვიური მინიმალური გადასახადი 13 ლარიდან იწყებოდა) ლიბერთიში და თიბისიში მქონდა სახელფასო ანგარიშები, ანაბარი მაინც ვერ გავრისკე ქართულ ბანკებში. ცხადია, შევისწავლე ორივე ბანკის ანაბრების პირობები და ბაზისბანკში გადავიტანე. წინა თვეში შეტყობინება მომივიდა, საპროცენტო განაკვეთმა დაიწიაო, მაგრამ რეალურად ფულის შენახვა მინდა, პროცენტი რომ არ მოემატოს, მაგაზე არც ვიდარდებ. ქართულ ბანკებს გატანის საკომისიოები და ეგეთები აქვთ ხოლმე, ანუ, საკუთარ ფულს რომ შეიტან, გატანა თუ დაგჭირდა, შეიძლება საკომისიო დაგეკისროს. gig@@@
კი, მე კმაყოფილი ვარ, რიგები არასდროს არის, ქართული ბანკი არ არის, რაც მთავარია, ჰუალინგის ჯგუფის წევრია. ალბათ 5-6 წელი იქნება ბაზისბანკში მაქვს ანაბარი და არაფერი მოსვლია ჯერ |
Posted by: Lallana 30 Jul 2021, 11:39 |
ვახ რას აღარ წაიკითხავ :დ თურმე ბაზის ბანკი უფრო სანდო ყოფილა, ვინაიდან ქართველების არ არის და ვიღაც ჩინელი მფლობელები ყავთ და თიბისი რომ 100-ჯერ უფრო დიდი ბანკია, ლონდონის ბირჟაზეა გასული და ისეთი დიდი აქციონერები ყავს, ეგ არაფერს ნიშნავს თურმე :დ |
Posted by: Davion 30 Jul 2021, 13:04 | ||
Lallana
და საერთოდ საქართველოში ბანკი არსებობს რომ აქციონერებში უცხოელები არ ყავდეთ? |
Posted by: Magua 16 Aug 2021, 17:21 |
დოლარის 1 წლიან დეპოზიტს რა აზრი აქვს 0.6-0.8% წლიურ პროცენტზე. ამხელა ინფლაციის და სესხებზე პროცენტის პირობებში. იმაზე აქვთ გათვლა რომ ხალხი სხვაგან მაინც ვერ წაიღებს? |
Posted by: San7a* 5 Oct 2021, 12:21 |
დაწერეთ რამე ვინც ანაბარში გარკვეული ხართ, ღირს ლარში ფულის დადება ანაბარზე? და მხოლოდ 15 000 ლარი რომ არის დაზღვეული ეგ რამდენად გასათვალისწინებელია. |
Posted by: akako78 5 Oct 2021, 16:33 |
San7a* ეხლა არ ვიცი რა პროცენტებია ანაბრებზე-ყველა მოქმედ ბანკში უნდა დარეკო ან მიხვიდე და რაც არის ყველაზე მაღალი პროცენტი იმაზე უნდა შეიტანო თუ ლარს აპირებ..თუ ვალუტის ყიდვას არ აპირებ მაგ შემთხვევაში..ძალიან ძნელია იმის რჩევა ღირს თუ არა..ჩემმა ოჯახის წევრმა საკმაოდ წააგო ლარში რომ არ შეინახა ლარში თანხა ეს ერთი წელი..მაგრამ ეშინოდა რომ გაფუჭებულიყო(ანუ 3.8-4 დაცემულიყო დოლართან) და დოლარში შეინახა..გადახურდავებითაც წააგო დღევანდელ კურსთან და პროცენტითაც რაც დოლარში მისცეს წლიური.. პ.ს.ეგ რომ ვიცოდე მე პირადად რა და როგორ მოხდება წინასწარ 1 წელში გავხდებოდი მილიონერი.. |
Posted by: webdesigner93 5 Oct 2021, 21:49 | ||||
San7a*
ღირს , რატომ არ ღირს , მაგრამ ლარში ჯობია თუ დოლარში , მაგას თუ კითხულობ , ვერავინ გეტყვის , ენდე მხოლოდ შენ თავს )) სარგებელი ლარში საკმაოდ მაღალია ( კვლევა გავაკეთე წინა თვეში და შეწონილი ყველაზე მაღალი სარგებელი ბაზის ბანკს ჰქონდა ) , ისიც გაითვალისწინე რომ თანხის მოცულობიდან გამომდინარე , ბანკებთან %-ზე ვაჭრობაც მოსულა. უცხოურ ვალუტაზე სარგებელი მინიმულურია. კურსი საით წავა , მაგას ვერავინ გეტყვის დაზუსტებით და რავიცი შეგიძლია ჰეჯირება გააკეთო თუ სტაბილურობა და სიმშვიდე გინდა , თანხა გაყო 2 ნაწილად და ლარშიც შეინახო და დოლარშიც და კურსის ნებისმიერი მიმართულებით ცვლილებისას იქნები სტაბილურად.
ამაზე დიდად ნუ ღელავ , თუ იქამდე მივიდა საქმე რომ საბანკო დეფოლტი გვექნა დომინოს პრინციპით , ლარი მხოლოდ ქაღალდი გახდება )) და დოლარში თუ ინახავ , რავიცი მაშინ შეგიძლია იფიქრო ამ რისკზეც , შეიძლება ნებისმიერ დროს სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ და ათასი უბედურება მოხდეს , თუმცა რავიცი , მე პირადად რაც მაბადია , საბანკო სისტემაში მაქვს ყოველთვის განთავსებული. აბა წარმატებები , სწორად დაგეგმე ფინანსური მომავალი |
Posted by: sevastopol 5 Oct 2021, 22:58 |
მე დოლარს ვყიდულობდი ბოლო 1 წელი და მივხვდი რომ ძაან დიდი შეცდომა დავუშვი. ბინის შეძენა დავაპირე და მაინც ლარში მომიწია კონვერტირება. 3.3-ზე რომ მქონდა მე დოლარი ნაყიდი ახლა 3.12-ზე მომიწია გაყიდვა და მაგაში ძაან ბევრი ფული წავაგე. ასევე ამდენი ხანი ლარში რომ მქონოდა ანაბარზე ბევრად მაღალი პროცენტი დაერიცხებოდა ვიდრე ამათი წუნწკლიანი 0.2%. |
Posted by: webdesigner93 5 Oct 2021, 23:08 | ||
sevastopol
აი აქაა რა ლატარეა. ბევრი ადამიანია ასევე ვისაც სრულად საწინააღმდეგო ისტორია აქვს , აგროვა ლარში , კურსი იყო სიტყვაზე 2,4 და შემდეგ დოლარის ყიდვა მოუწია 2,8 კურსზე. ასე რომ ზუსტად ურჩიო ვინმეს როგორ მოიქცეს , ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა , ხან გაგიმართლებს და მოიგებ , ხანაც წააგებ. უბრალოდ ჩემი პირადი აზრია , რომ ახლა რეფინანსირების განაკვეთი ისე მაღლაა ასული და შესაბამისად საპროცენტო სარგებელი იმდენად მაღალია , ასევე სხვაობა ლარისა და დოლარის ანაბრებზე იმდენად დიდია , რომ ლარში შენახვა ძალიან მიმზიდველია. |
Posted by: San7a* 6 Oct 2021, 17:24 |
ვინმეს გაქვთ ანაბარი შემოსავლების მიზნით? მაგალითად; ბინის ყიდვის და გაქირავების ტენდენცია ძაან მეზარება. (დრო არ მაქვს , არ მაინტერესებს) იგივე სიტუაცია(ქირის აღება) ანაბარი რომ გამოვიყენო, რამდენად კარგი ვარიანტია? |
Posted by: webdesigner93 6 Oct 2021, 20:57 |
San7a* კი , შეგიძლია საპროცენტო სარგებელი აიღო , რატომაც არა. როგორც წესი შემოსავალი ანაბრიდან %-ის სახით , აღემატება ქირიდან მიღებულ თანხას. უბრალოდ კვლავ გაცვლითი კურსის რისკთან მიდიხარ და ასევე იმასთან რომ შენს თანხას ინფლაცია შეეხება ხოლო უძრავი ქონების ფასი წესით უნდა გაიზარდოს. მოკლედ პროდუქტების ჭკვიანურად მოხმარებაა საჭირო შედეგიც კარგი გექნება , მე რომ მკითხო საპროცენტო ( ყოველთვიური დარიცხვით ) სადეპოზიტო სერტიფიკატი ძალიან კარგი რამაა პასიური შემოსავლით კუთხით , მითუმეტეს დღევანდელი % განაკვეთის პირობებში , ბაზის ბანკში 24 თვეზე 12,75%-ია და თანხიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ 0,25-0,5%-ის მომატებაზე მოლაპარაკებაც გამოვა. |
Posted by: sevastopol 6 Oct 2021, 22:27 |
San7a* კი, შეგიძლია და მაგას ვაპირებ ახლო მომავალში ზუსტად. ჯერჯერობით ბინის ნახევარი მაქვს გადახდილი და მეორე ბინის ნახევარს ვაგროვებ 2024-ში რომ დავფარო (0% მომცეს განვადება). 12% მინიმუმ არის ახლა ანაბრებზე. მაგ. შენ რომ იყიდო საბურთალოზე ბინა $50 000-ად და თვეში გააქირავო $250-ად (x12=$3000 წელიწადი) cap rate გამოგდის 3 000 / 50 000 = 6% რაც ლარში ანაბარზე ~155 000 ლარით 12%-ში მოგცემს 18 000 ლარს, 9500 ლარის ნაცვლად რაც ბინის გაქირავებით უნდა მიგეღო. უბრალოდ ეგაა საქმე რომ ხზ რა მოხდება მომავალ 2 წელში. მე ისე მაქვს ხელშეკრულებაში რომ 2024-ში მაინც ლარის შეტანა მიწევს და ჩემთვის ახლა მთავარია რაც შეიძლება ბევრი ლარი შევაგროვო ანაბარზე დავიდო 12%-ში და 2024-ში ნაკლების გადახდა მომიწიოს ჩემი ფულით. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება 100კ ლარში გედოს ანაბარზე, წლის ბოლოს 12კ მოგიტანოს და ცალკე $30-50კ გქონდეს გადადებული რომ მშვიდად იყო თუ რაიმე ძაან შეიცვალა (ამის შესაძლებლობა თუ გაქვს). 1 წელიწადში კიდევ თანხას თუ შეაგროვებ და ბინის ნახევარს თუ გააძრობ როგორც მე ვქენი და სანამ აშენდება მეორე ნახევარს, ჯერ ხო ბინას ფასი მინ 20% აშენებისას მოემატება მეორე კიდევ ახლა უფრო იაფად ნაყიდი შეგრჩება (თუ დოლარი არ აიწევს კიდევ). ხელშეკრულებას ლარში თუ გააფორმებ სადარდებელი არაფერი აღარ გაქვს მოკლედ. პროსტა მე 3 წელი ეს ამბავი ფეხებზე მეკიდა და დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი და ამდენი ხნის განმავრლობაში აქ რაც დავწერე მაგას ერთჯერ მაინც მოვასწრებდი, თან დოლარს ნაკლებად ვიყიდდი უფრო. |
Posted by: Davion 8 Oct 2021, 09:40 | ||
San7a*
ლარში თუ დადებ გრძელვადიან ანაბარს ბაზის ბანკს კარგი % აქვს, მინიმუმ 30 000 ლ. 2 წლიანი საპროცენტო სერტიფიკატი 12.75% და პროცენტები გაუშვი 8.5% მოთხოვნამდე ანაბარზე გამოვა მოქნილი სქემა, საჭიროების შემთხვევაში ანაბრიდან გამოიტან თანხას. ამ მოთხოვნამდე ანაბრის პირობებს დაზუსტება უნდა შეიძლება თუ არა თანხების შეტანა გამოტანა ნებისმიერ დროს. ან იგივე კრედოში 12.35% 2 წლიანი საპროცენტო +სარგებლის შენახვა 7% შემნახველ ანაბარზე, იქ შეიტან-გამოიტან როცა გინდა. რებანკში თუ აიღებ ტოპქარდს (უფასოა) გადარიცხე პერიოდულად სარგებელი რებანკში და გქონდეს იქ 7% შემნახველზე, თუ დაგჭირდა გადაიტან საბარათეზე და ქართული ბანკების ბანკომატებიდან საკომისიოს გარეშე გამოიტან ცოტა სიფრთხილე გმართებს ამ ბარათთან, საკრედიტო ლიმიტიც აქვს და ფულს თუ ვალად გაანაღდებ ბანკომატით მაღალი პროცენტი დაგექვითება. |
Posted by: Future> 9 Jan 2022, 16:33 |
დოლარის ანაბარი 0,6 % რომ გვაქვს აქ, საინტერესოა რამდენ პროცენტშია შესაძლებელი ევროპულ ან ამერიკულ ბანკებში გახსნა ანაბარი? ასევე საინტერესოა რატომ არის ლარში 10% სარგებელი, როცა სესხები 18% იდან იწყება? |
Posted by: webdesigner93 9 Jan 2022, 21:51 | ||||
Future>
ახლა მე კი გეტყვი იმ ქვეყნებზე სადაც შეხება მაქვს EU-ში , მაგრამ სადავო რო არ გახდეს , გადაგუგლე და ეგაა ბევრგან ნეგატიურიცაა კი %
გაფუჭებული და ჩამოწერილი სესხების გამო და სხვა უამრავი მიზეზის გამო , რომელსაც ბანკების მიერ გამოქვეყნებულ კვარტლურ ანგარიშებში ნახავ მარტივად თუ წაკითხვა არ დაგეზარება. |
Posted by: Future> 10 Jan 2022, 11:15 |
webdesigner93 კი ვნახე ამერიკაში 0,01-0,02 ყოფილა სესხი კი 5-8% ფარგლებში. ნუ საკმაო სხვბაობაა აქაც |
Posted by: sevastopol 10 Jan 2022, 15:23 |
Future> დოლარი თუ გაქვს გახსენი საქ ბანკის ინვესტიციები, იყიდე სპ500 აქციები და გედოს რამდენი ხანიც გინდა. საშუალო 10%-ს დაგიწერს წლის ბოლოს... |
Posted by: AVP 10 Feb 2022, 17:14 |
ლიბერთის შემნახველ ანაბარზე რა ინფო გაქვთ? სესხები მქონია და კმაყოფილი დავრჩი და ანაბარმაც დამაინტერესა. https://libertybank.ge/ka/produqtebi/chemtvis/anabrebi-da-sertipikatebi/shemnakhveli |
Posted by: ladusha2 12 Feb 2022, 11:28 |
AVP რა მოგეწონა მაგ პროცემტებში დოლარზე 0.5 %. |
Posted by: GEORGEXIII 12 Feb 2022, 12:27 | ||
|
Posted by: rock in rose 30 Mar 2022, 19:41 |
ანაბრის ვადაზე ადრე დარღვევის შემთვევაში რა ხდება? |
Posted by: webdesigner93 31 Mar 2022, 10:45 |
rock in rose გააჩნია ანაბრის ტიპს , გააჩნია ბანკს და ა.შ. ჩაიხედეთ ხელშეკრულებაში |
Posted by: rock in rose 1 Apr 2022, 11:20 |
webdesigner93 დიდი მადლობა, დიახ გავარკვიე. იმ სარგებელს ვერ მიიღებ რაც უნდა დაგრიცხვოდა დამატებითო. დოლარში მაქვს და ისეთაც რაღაც კაპიკები მემატებოდა, სამარცხვინო პროცენტი აქვს საქართველოს ბანკს. |
Posted by: webdesigner93 1 Apr 2022, 17:44 |
rock in rose ჰოო , სარგებელი უცხოურ ვალუტაზე ძალიან მცირეა , ფედის განაკვეთი იმდენად დაბალია რომ სხვა წყაროებიდან მოზიდვა უფრო იაფი უჯდებათ ფინანსურ ინსტიტუტებს. |
Posted by: illmatic 12 Apr 2022, 15:04 |
დოლარის შენახვას ანაბარზე აზრი არ აქვს აბა რა ვუყო, რა ვარიანტებია? ნუ კი ვიცი, რაც უნდა ვუყო, მაგრამ ჯერ იქამდე შორია |
Posted by: Conservator 24 Sep 2022, 01:51 |
ყველაზე კარგი პროცენტი რომელ ბანკს აქვს დოლარში ანაბრის გახსნისთვის |
Posted by: San7a* 4 Oct 2022, 13:28 |
კრედო ბანკს ააქვს საქართველოს ბანკზე უკეთესი პროცენტი ანაბარზე და ღიირს კრედოში გახსნა? რამდენად სარისკოა? |
Posted by: sevastopol 4 Oct 2022, 14:29 |
San7a* 15კ ლარამდე ყველგან დაზღვეულია. |
Posted by: San7a* 10 Oct 2022, 20:31 |
sevastopol მადლობა ინფოსთვის და როცა ცოტა დიდ თანხას ეხება ჯობია წამყვან ბანკებში გაიხსნას? თუ სულერთია. |
Posted by: wrangler7 11 Oct 2022, 00:07 |
San7a* შარშან ყველაზე მაღალი % ლიბერთის ჰქონდა ლარში, წელს არ ვიცი, გადახედე საიტზე აბა |
Posted by: sevastopol 11 Oct 2022, 02:48 |
San7a* კრედო თუ ჩამოიშალა, ჩათვალე ის ლარი რაც გვაქვს ჩალის ფასი ექნება ისედაც. მაგას სჯობს ოდნავ დიდი თანხა თუ გაქვს რამე უძრავ ქონებაში დააბანდო ცოტა ფული და მერე ყოველ თვე იხადო უპროცენტო აქციით. |
Posted by: San7a* 11 Oct 2022, 12:12 |
მოკლედ ჯერჯერობით 20 000 ლარზე მეტი ანაბარზე დადებას ჯობია მშენებარეში შეიტანო... |
Posted by: BIG-BANG 22 Oct 2022, 21:34 | ||
და 20 000 ლარად რა უნდა იყიდო? |
Posted by: San7a* 8 Nov 2022, 14:16 | ||
ყიდვა არ მიგულისხმია, 15 000 ლარია დაზღვეული ანაბარზე და მაგიტომ. |
Posted by: sevastopol 8 Nov 2022, 15:29 |
San7a* რა გგონია, რომელიმე ბანკი რომ გაუქმდეს დღეს იმ შენახულ ლარებს რაიმე ფასი ექნება? |
Posted by: San7a* 8 Nov 2022, 18:12 | ||
წამყვან ბანკებზე მართალი ხარ , ჩალის ფასი ექნება ლარს მაქამდე თუ მივიდა. |
Posted by: donrobita 9 Nov 2022, 09:50 | ||
ყველაზე დიდი სისულელე რაც შეიძლება გააკეთო გამოცდილება მაინც არ გვქონდეს ქვეყანას ცენტრპოინტი, აქსისი, სვეტი ჰაერში რატო უნდა შეიტანო ფული |
Posted by: BIG-BANG 9 Nov 2022, 20:16 |
12 ბანკი მონაწილეობს სისტემაში და 180 000 ლარის განთავსება შეგიძლიათ უსაფრთხოდ დეპოზიტებზე თან სამშენებლო ბიზნესი მგონი ბევრად სარისკოა ვიდრე საბანკო 2 წლიან დეპოზიტზე 12 -12,5% ის ფარგლებში გამოდის, რაც წლიწადში 21600 - 22500 ლარის შემოსავალია 180 000 ლარის დეპოზიტის შემთხვევაში. ეს ფული მშენებარეში რომ ჩადო რამდენს დაგიტოვებს? |
Posted by: sevastopol 9 Nov 2022, 20:46 |
donrobita საბანკო გარანტიით შეგიძლია იყიდო ბინა. საქ ბანკს აქვს აქცია გარანტირებული ხარ რომ ჩაბარდება ბინა. BIG-BANG შარტავაზე ვიყიდე მშენებარე $730-ად კვადრატი 2021-ში, დღეს $1000-ად გავყიდი. 2024-ში მთავრდება. |
Posted by: BIG-BANG 10 Nov 2022, 16:27 |
sevastopol 2021 წელს კურსი იყო 3,1 დეპოზიტის განაკვეთი 12,5 % 730*3,1 = 2263 ლარი 2263*12,5% = 2546 ლარი დღეს 10/11/2022 კურსია 2.7328 ლარ 2546/2.7328= 932 $ ვითომ უძრავი ქონების ყიდვა ჯობს? |
Posted by: sevastopol 10 Nov 2022, 18:12 |
BIG-BANG რა თქმა უნდა. დეპოზიტზე თანხა არც უნდა გედოს. $5კ-ს ააგროვებ -> მანქანა ჩამოიყვანე. გაგიხდა $7კ -> მანქანა ჩამოიყვანე -> გახდა 9კ -> ორი ჩამოიყვანე -> ახვედი $12-ზე. $12-ზე -> 15 -> კაი რაღაც გაგივარდა $20. 1 წელში $5კ-დან ახვედი $20-ზე. ეს $20 შეიტანე მშენებარეში, მეორე $20 არ შეგაქვს სანამ არ მთავრდება ის ბინა. მანამდე ყოველ თვე ორმა ადამიანმა რომ აგროვოთ თვეში $1000 თავიდან იწყებ -> $5კ-ს ააგროვებ -> მანქანა ჩამოიყვანე. გაგიხდა $7კ -> მანქანა ჩამოიყვანე -> გახდა 9კ -> და ასე. მანამდე იმ მეორე ნახევარსაც კრავ. ასე დეპოზიტით ვინმეს ფული ეშოვოს მე არ გამიგია. |
Posted by: BIG-BANG 10 Nov 2022, 22:42 |
sevastopol მე დაგიწერეთ რეალური ციფრები და მოვიყვანე რეალური მაგალითი. თქვენი ნაწერი რაღაც ზღაპარს გავს. |
Posted by: chortivonaet 12 Nov 2022, 19:40 |
საქბანკის ანაბარზე შევიტანე 8 ლარი . არ დაემატა ანაბარს აპარტზე . დავარეკინე ვისიცაა და რატომღაც ტექნიკური ხარვეზის გამოო ანაბრის მომსახურებაზე ჩაირიცხაო. მოდი ბანკშიო თუ მობილბანკი არ გაქვსო და გადაგატანინებთო ანაბრის ანგარიშზეო. ეს ნორმალურია? |
Posted by: christafarian 12 Nov 2022, 20:22 |
მანქანა ჩამოგყავს მაგარი იყო ბავშობა გამახსენა სად მთელ დროს რო უთმობ რაღაცას და სად ავტომატურად რო გერიცხება ყოველთვე ამაში განსხვავებას თუ ვერ ხედავთ არ ვიცი რა |
Posted by: chortivonaet 12 Nov 2022, 20:44 |
christafarian პენსია?.................................... |
Posted by: BIG-BANG 13 Nov 2022, 17:59 |
chortivonaet ვფიქრობ იგულისხმა დეპოზიტზე პროცენტის ყოველთვიურად დარიცხვა. |
Posted by: sevastopol 13 Nov 2022, 23:29 |
christafarian აზრი? შენი წლიური დეპოზიტის % ვერასდროს გაასწრებს ინფლაციას. |
Posted by: San7a* 15 Nov 2022, 14:34 | ||
BIG-BANG
ეს რას ნიშნავს? შეგიძლია დეტალურად რომ დაწერო? რომეი ბანკები და ასე შემდეგ.. ან სად წავიკითხო ინფორმაცია. და რითი გაზღვევენ? |
Posted by: sevastopol 15 Nov 2022, 18:03 |
San7a* ეროვნული ბანკი ავალდებულებს 15კ ლარი შეინახოს შენმა ბანკმა ისე რომ ქვეყანის დაქცევის შემთხვევაში ეგ ფული უკან დაგიბრუნოს. ანუ რამდენი ბანკიცაა 15კ-15კ შეგიძლია შეიტანო თითოში სხვადასხვა ბანკებში და 12 ბანკი თუა ქვეყანაში გექნება 15კ x 12 ლარი "დაცულად" შნახული. |
Posted by: San7a* 15 Nov 2022, 19:10 | ||
sevastopol
ანუ ყველა ბანკში 15K გაქ დაზღვეული თუ ყველაში ერთად 15? და ეს 12 ბანკი ყველა ის ბანკია რომელიც საქართველოშია? ანუ მაგალითად ბაზისბანკები და ეგენი... და მთავარი კითხვაა, ქვეყნის დაქცევის შემთხვევაში ან წამყვანი ბანკის გაუქმების შემთხვევაში, 15 Kს რა ძალა ექნება. არადა ის იდეა რომ ბანკი პროცენტს გიხდის მესიმპატიურება. ერთი 100K რო დადო და 1000 ლარი თვეში რო დაგირიცხოს. |
Posted by: BIG-BANG 15 Nov 2022, 22:56 |
San7a* დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო https://diagency.ge/ka შია დაზღვეულია ეს არის დაზღვევის ფორმულა "დეპოზიტები დაზღვეულია 15 000 ლარის ფარგლებში თითოეული დეპოზიტორისთვის თითოეულ ბანკში. იმ შემთხვევაში, თუკი დეპოზიტორს ერთ ბანკში რამდენიმე ანგარიში აქვს, მისი ანგარიშები აღნიშნული ბანკისთვის ჯამდება და ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ზღვარი 15 000 ლარი იქნება.თუ დეპოზიტორს აქვს რამდენიმე ანგარიში სხვადასხვა ბანკში, მისი ყველა ანგარიში ყველა ბანკში დაზღვეულია ცალ-ცალკე, დადგენილი ზღვრის ფარგლებში" თანხა შეგიძლიათ შეიტანოთ ოჯახის წევრზეც, მაგ: დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა და მათი დეპოზიტებიც ცალ ცალკე მოხვდება 15000 ლარიან ლიმიტში ესეც სისტემის მონაწილე ბანკების სია https://diagency.ge/ka/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 ქვეყანა თუ დაიქცა არაფერს არანაირი ძალა აღარ ექნება დღევანდელ დღეს ორწლიან დეპოზიტებზე ვადის ბოლოს გატანით ტერაბანკში დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი 13.45 % შია 100 000 ლარი * 2 წელი * 13.45 % = 26900 ლარი ესეთი მაღალი პროცენტები ალბათ 3-4 თვე იქნება და მერე დაწევას დაიწყებს თუ დარიცხულ პროცენტს არ დახარჯავ და უკან ჩააბრუნებ დეპოზიტზე დაახლოებით 7.5-8 წელიწადში თანხა გაგიორმაგდება |
Posted by: akkai 6 Dec 2022, 16:54 |
რატოა ამხელა სხვაობა ლარის და დოლარის ანაბარს შორის? 12 000 ლარი 9 თვით გამოდის სადღაც 13050 ანუ სარგებელი სადღაც 1050 ლარი 12 000 ლარი რო გავადოლარო დღევანდელი კურსით გამოდის 4400 დოლარი 4440 დოლარი 9 თვით იძლევა 24 დოლარს სარგებელს. სად 1050 ლარი და სად 24 დოლარი რომელიც 65 ლარია ამ კურსით 1050 > 65 :დ ანუ ლარი თუ მაქ ლარის ანაბარი გავხსნა ? აშკარად ასე ჯობს. მაგრამ დოლარი თუ აცდა 3 თვეში 3.0 კურსს წაგებაში მაინც ვერ დავრჩები.~~სწორედ ვანგარიშობ? რამე ხო არ ამერი სხვაობა ციფრებში მაეჭვებს |
Posted by: sevastopol 6 Dec 2022, 18:24 |
akkai არ ჭირდებათ ბანკებს დოლარი და მაგიტომ. ამერიკაშიც დაბალია პროცენტი 1-1.5% წლიური და ევროში ხო საერთოდ მაგაზე ნაკლებიც. |
Posted by: BIG-BANG 6 Dec 2022, 18:38 |
akkai პრინციპში სწორედ ანგარიშობ ლარში რამდენ პროცენტს ანგარიშობ და დოლარში რამდენს? კონკრეტული ციფრებით ვისაუბროთ ტერაბანკის დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი 9 თვეზე (შეგიძლია ნებისმიერი სხვა ბანკი გამოიყენო მაგრამ ეს ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია) https://terabank.ge/ge/retail/deposits/certificate-deposit წლიური - ლარში 12.75 % და აშშ დოლარში 2.95 % 9 თვეზე დაახლოებით რომ დავთვალოთ - 9.5625 % ლარში და 2.2125 % აშშ დოლარში საპროცენტო სარგებელი ლარი 12000 * 9.5625 % = 1147.50 ლარი საპროცენტო სარგებელი აშშ დოლარი 12000/2.6943 (საქართველოს ეროვნული ბანკის კურსი) * 2.2125 % = 98.54 $ სულ 9 თვის თავზე 12000+1147.50=13147.50 ლარი 4453.85 + 98.54= 4552.39 $ უზარალობის კურსი 9 თვის მერე 13147.50/4552.39 1 აშშ დოლარი 2.89 ლარი ამ ცხოვრებაში ყველაფერი არის რისკი და ალბათობა sevastopol ფედ ის განაკვეთები იზრდება და ცოტა ხანში აქაც აიწევს აშშ დოლარში პროცენტები. ესხლა რა პროცენტებიც არის აშშ დოლარებში თითქმის გაორმაგებულია წლის დასწყისთან შედარებით. 2023 წლის დასაწყისში წესით 4 -5 % მდე აიწევს და ესე გაგრძელდება დაახლოებით 2023 წლის ბოლომდე, მერე დაიწყებს დაწევას. |
Posted by: akkai 6 Dec 2022, 18:43 | ||||
BIG-BANG საქ.ბანკს მონაცემებით დოლარზე 0.70 -ია ლარზე 11.7 +ინტერნეტბანკით თუ გავხსნი +0.25 ნუ ტერას მეტი აქ ცოტათი ვიცი . უბრალოდ ზოგადად დიდად არ იცვლება .
ამას მინუსი ის აქვს რომ ვერ დაარღვევ რო დამჭირდეს. ანუ მაინც ლარი ჯობია...მე ესე დავთვალე..სულ 3.0 ს რო გადაცდეს ამ პერიოდში კურსი |
Posted by: BIG-BANG 6 Dec 2022, 18:47 |
akkai 0.7 % ძალიან დაბალია. მეტი ეძებე კრედო ბანკში ნახე. მაგრამ ტერას მგონი ყველაზე მაღალი აქვს ყოველთვის დაარღვევა წესით პრობლემა არ იქნება მაინც გამოგატანენ, მაგრამ რად გინდა დარღვევა? ლარი თუ დოლარი შენ უნდა გადაწყვიტო მაგაზე რჩევას მე ვერ მოგცემ. არაკორექტულია ეგეთი რჩევების მიცემა ამ ცხოვრებაში ყველაფერი არის რისკი და ალბათობა |
Posted by: akkai 6 Dec 2022, 18:52 | ||
BIG-BANG ანუ რო დამჭირდეს დროზე ადრე თანხა სადეპოზიტოს ვერ არღვევ.. ესე ვიცი მე//ა შეილება ვცდები სადეპოზიტოზე 9 თვეზე ლარში ტერას აქვს 12.75 დოლარში 2.95. ალბატ ეს სჯობს ჩვეულებრივს.~~ მე მაინც ლარს ვფიქრობ რო ჯობს... დოლარი რო მქონდეს არ გავალარებდი
მესმის კარგად <3 უბრალოდ ციფრებია რა საბოლოო ჯამში და საკმაოდ დიდი სხვაობა გამოდის და მაგიტო ვიკიტხე რამეს არასწორედ ხო არ ვანგარიშობ ტქო ერთი რა ვერ გაიგე იცი. რომელი უნდა ვიანგარიშო? დისკონტური თუ საპროცენტო ? |
Posted by: BIG-BANG 6 Dec 2022, 19:56 |
akkai წესით გამოგატანენ თანხას მაგრამ ინდივიდუალურია ეგ ყველა ბანკში. პირობებში ნახე, ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში რა საჯარიმო სანქციებია ეგ არის წლიური საპროცენტო განაკვეთი და 9 თვის შემთხვევაში ეგ ციფრი გაყავი 12 ზე და გაამრავლე 9 ზე დოლარის გალარება ჩემი აზრით ეხლა არ იქნება კარგი აზრი. თუ დოლარი გაქვს დოლარად დადე თუ ლარი ლარად კი სხვაობა დიდი იქნება. 4.32 ჯერ უფრო მაღალია ლარის ანაბარზე პროცენტი დისკონტური აიღე, რეალური პროცენტი მანდ უფრო მაღალია |
Posted by: akkai 6 Dec 2022, 23:23 |
BIG-BANG მადლობა |
Posted by: Davion 7 Dec 2022, 08:52 |
akkai ყოველთვიური სარგებლის გამოტანით თუ დადებ უფრო მოქნილი სქემა გამოვა, შემნახველ ანაბარზე გადაიტან და თანხა თუ დაგჭირდა გექნება რაღაც. ბაზისბანკსაც კარგი % აქვს ვადიანზე, შემნახველზეც 8.5 აქვს თუ არ შეცვალეს. |
Posted by: akkai 7 Dec 2022, 13:36 |
Davion 9 თვეს იმიტო ვქმბობ რომ ბიზნეს გეგმის თანახმად ზუსტად ვიცი სექტემბრამდე არ დამჭირდება თანხა. და როგორც საპროცენტო განაკვეთებს ვამოწმებ ვადის ბოლოს უკეთესი პირობებია ვიდრე ყოველთვოური გატანით |
Posted by: Davion 7 Dec 2022, 14:26 |
akkai ყოველთვიური სარგებლის მიღებით როგორც წესი ეფექტური უფრო მეტია ნომინალურთან შედარებით, ეს იმიტომ რომ ყოველთვიურად თუ გამოიტან და შემნახველზე გადაიტან იქაც დაერიცხება % და ჯამში ვადის ბოლოს საერთო სარგებელი მეტი გამოდის, ბაზისბანკი იმიტომ ვახსენე რომ შემნახველზე მაღალი % აქვს სხვა ბანკებთან შედარებით. ისე კი შენი გადასაწყვეტია რათქმა უნდა... |
Posted by: akkai 7 Dec 2022, 15:51 |
Davion ეგეც იდეაა. მადლობა |
Posted by: BIG-BANG 7 Dec 2022, 21:12 | ||
ძალიან ბევრი პირობა უნდა შესრულდეს მაგას აზრი რომ ქონდეს |
Posted by: kolopolo 7 Dec 2022, 21:32 |
akkai თუ საბოლოო ჯამში დოლარი გჭირდება ეხლა არის კარგი პერიოდი დოლარის შესქძენად. სექტემბრისთვის რა კურსი კქნება არქვინ არ იცის |
Posted by: Davion 8 Dec 2022, 14:38 | ||
BIG-BANG
რათქმა უნდა დასათვლელია, ვადის ბოლოს გამოტანით თუ 13%-ა, ყოველთვიურად გამოტანის 11% და შემნახველიც 3-4% თვის მინიმალურ ნაშთზე ანგარიშით --ვადის ბოლოს შეიძლება პირველი მეტი იყოს |
Posted by: akkai 8 Dec 2022, 23:47 |
Davion ტერას საიტის მიხედვით: სადეპოზიტო სერფიფიკატი ვადოს ბოლოს ვატანით ცხრა თვეზე არის 12.75 % . ყოველთვიური გატანით 12.35 . 9 თვიან ზრდად ანავარზრ 12.65 მე როგორც დავთვალე საბოლოო ჯამში ერთიდაიგივე გამოდის ოღონდ არ ვიცი სწორედ დავთვაკე თუ არა. |
Posted by: webdesigner93 9 Dec 2022, 00:21 | ||
ეს რეალურად არავინ იცის , ლატარეის თამაშია ვისაც დოლარი სჭირდებოდა მაგალითად ახლა რაიმე დიდი ტრანზაქციისთვის , ლარის დაგროვების შემთხვევაში ხომ მოგებაში იქნებოდა ? ლარი გამყარდა+ ლარზე მეტი სარგებელი დაერიცხებოდა და დაგროვებაში დაეხმარებოდა. ასე რომ თუ გინდა "სტაბილურად" იყო , ორივე ვალუტაში თანაბრად უნდა აგროვო , თუარადა გინდ დოლარი აიღე , გინდ ევრო, გინდ ფუნტი გინდ ნებისმიერი სხვა ვალუტა, რისკავ რა |
Posted by: Davion 9 Dec 2022, 09:17 | ||
akkai
ზრდადი არა, შემნახველი ტიპის ანაბარი უნდა იყოს, ანუ შეიტან-გამოიტან როცა გინდა, პროცენტი ყოველდღიურ ნაშთს ერიცხება და თვის ბოლოს ჯამი ავტომატურად ამ შემნახველს ემატება. დამაინტერესა და რებანკს ქონია ყველაზე კარგი პირობები, 9 თვე ვადის ბოლოს-13.2%, ყოველთვიურად 12.9% და შემნახველი 8.5%, დათვლაც არ უნდა ანაბარი არა მაგრამ ბარათი მაქ რებანკის და კმაყოფილი ვარ, სადებეტოა საკრედიტო ლიმიტით და კომისიის გარეშე განაღდება საქართველოს ბანკების ბანკომატებით, ასე რომ ტერაბანკი ისვენებს |
Posted by: BIG-BANG 9 Dec 2022, 15:49 |
Davion ერთი ბანკის ფარგლებში შეუძლებელი იქნება მაგ სტრატეგიის განხორციელება და ორი და სამი ბანკის შემთხვევაში თანხების წინ და უკან გადარიცხვა თან ყოველ თვე დიდი ვერაფერი გასართობია. ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. |
Posted by: Davion 9 Dec 2022, 16:30 | ||
BIG-BANG
რატომ შეუძლებელი? რებანკის %-ები ხო დავწერე. ამას ის პლიუსი აქ რომ არჩევანი გაქვს, გადაიტან შემნახველზე და დატოვებ-ბოლოს მიიღებ დაახლოვებით იგივეს ან მეტს რაც დისკონტური სერტიფიკატის შემთხვევაში იქნებოდა, მეორემხრივ თავისუფალი თანხებიც გროვდება და გამოიყენებ თუ გინდა. |
Posted by: BIG-BANG 9 Dec 2022, 22:32 |
Davion ვისაუბროთ რე ბანკზე 12 თვიან დისკონტურ სადეპოზიტო სერტიფიკატზე სრული თანხის ვადი ბოლოს გატანით სარგებელია 13.65 % 12 თვიან ვადიანი ანაბარზე დარიცხული თანხის ყოველთვიური გატანით სარგებელია 12.85% ხოლო მოთხოვნამე ანაბარზე 8.5 % ხოდა არ გამოვა მეტი ყოველთვიური დარიცხული თანხა რომ შეიტანო მოთხოვნამდე ანაბარზე ერთი ბანკის ფარგლებში ეგ საქმე შეუძლებელია. იქ ხალხი ზის და ითვლის ამას ორი სხვადასხვა ბანკის ფარგლებში შესაძლებელია მაგრამ ვიმეორებ არ ღირს. მცირე თანხას თუ ეხება საქმე უბრალოდ დამატებითი ხარჯები და რისკები მთელს მოგებას შეჭამენ მსგავსი არბიტრაჟიდან და თუ დიდი თანხა გაქვთ მსგავს არბიტრაჟს აზრი აქვს, მაგრამ არ მგონია აქ პოსტოთ და აზრი ფორუმელებს კითხოთ, პირიქით ჩვენ უნდა გკითხოთ რა და როგორ ვქნათ |
Posted by: Davion 12 Dec 2022, 09:35 | ||
BIG-BANG
ვისაუბროთ... __ 9 თვიანზე დისკონტური 13.2%, ანუ თვეში გამოვა 1.1%, თანხა დავუშვათ 10 000, თვეში 110 ლარი, 9 თვეში 990 ლ. __შემნახველზე 8.5% კაპიტალიზაციით, თვეში 0.7083%, ანუ შემნახველზე არის თანხა x, 1 თვის შემდეგ გახდება 1.007083*x+110 ლ. იგივე მოხდება მომდევნო თვეებში, 9 თვის შემდეგ შემნახველზე იქნება 1018.52 ლ. ანუ 28 ლარით მეტი ნუ რეალურად 12-ზე არ იყოფა, დღიური % ითვლება და თვეში რამდენი დღეა იმის მიხედვით ერიცხება, მაგრამ განსხვავება ხურდა ფულია. რე ბანკს არ უთხრა მაი ამბავი |
Posted by: BIG-BANG 12 Dec 2022, 20:45 |
Davion არასწორედ ითვლი დისკონტური ვადის ბოლოს მოგცემს თანხას. შენ კიდევ ყოველ თვე უნდა აიღო პროცენტი და შეგროვებადზე შეიტანო |
Posted by: Davion 13 Dec 2022, 10:42 | ||
BIG-BANG
უპს... მართალი ხარ, საპროცენტო 9 თვეზე 12.9%, თვეში 107.50 ლ., იგივე ანგარიშით შემნახველზე დაგროვდება 995.37, მაინც 5 ლარით მეტია და რაც მთავარია არჩევანიც არსებობს თანხა გამოიყენო თუ დააგროვო. |
Posted by: GEPTI 17 Dec 2022, 17:52 | ||
Davion
აქ არასწორად ანგარიშობ: 10 თვეზე რატომ იანგარიშე, როცა სადეპოზიტო სერტიფიკატი ცხრათვიანია, შენ შემნახველი რეალურად რვა თვით გჭირდება და არა ათით. სადეპოზიტო პირველი თვის პროცენტს რომ დაგირიცხავს, მაშინ ხსნი შემნახველს და 1 თვით უკან ხარ ასევე, მეცხრე თვის პროცენტს რომ დაგირიცხავს, მაშინ გიწევს მეცხრვე თვის საწყისი პოზიციისთვის თანხის გადატანა, მაგრამ რეალურად დაასრულე ამ დროს სერტიფიკატის ვადა და რეალურად რვა თვე დაგჭირდა შემნახველი. შესაბამისად, თვეში 0.7083% კი არა, 0.5667% გეკუთვნის პროცენტი. თანხაც გაცილებით ნაკლები გამოდის + მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი/დოლარი/ევრო და რეალურად ვერ ხარ მოგებაში. |
Posted by: Davion 19 Dec 2022, 09:27 |
GEPTI იქ 2 პირობა ყოფილა რასაც არ მივაქციე ყურადღება, ყოველთვიური საკომისიო და დღიური ნაშთი მინიმუმ 1000 ლარი (თუ სწორედ გავიგე). საპროცენტო სერტიფიკატის თვეში 10 000*0.129/12=107.5 ლარი, საწყისი ნაშთი შემნახველზე 1000 ლარი, სერტიფიკატი მოქმედებს 1-ი თვიდან, რა იქნება შემნახველზე ყოველი თვის შემდეგ: 0. საწყისი ....................................................1000 1. პირველი თვის ბოლოს 1000*1.007083+107.5=1114.58 2. ......................................1114.58*1.007083+107.5=1229.98 ..... 9. მე-9 თვის ბოლოს ....1939.71*1.007083+107.5=2060.95 2060.95-1000-4.5=1056.45, ეს 1000 ლარი დისკონტურს თუ დაემატებოდა 11000 ლარია საწყისი თანხა, სარგებელი 11000*0.132/12*9=1089, 1089-1056=33 ლარით მეტია, სამაგიეროდ თავისუფალი თანხა გროვდება და მანევრის საშუალებაც არსებობს, ამის გარდა 11000 -ზე მეტ თანხებზე (20000, 40000 და ა.შ.) ეს განსხვავება მცირდება და შეიძლება მეორე ვარიანტი უფრო მომგებიანიც იყოს. რთული არჩევანია მოკლედ |
Posted by: BIG-BANG 20 Dec 2022, 09:12 |
ესეთი რამე მაინტერესებს ვთქვათ მაქვს 100 000 ლარი. რა ვქნა ამ თანხით ვიყიდო ბინა და გავაქირავო თუ დავდო დეპოზიტზე. დღიურად გაქირავება არ განიხილება მაგის დრო არ მაქვს. |
Posted by: Davion 20 Dec 2022, 13:42 |
BIG-BANG ბინა არ ვიცი და 2 წლიანზე რომ დადო 101 000 ლარი ასე ჩანს: დისკონტურზე 101000 -ბოლოს დაგრჩება 28 078 ლ. საპროცენტო 100 000 და შემნახველზე 1000, ყოველთვიურ სარგებელს ამატებ შემნახველს-დაგიგროვდება 30 711 ლ. დისკონტური 13.9%, საპროცენტო 13.6%, შემნახველი 8.5%. |
Posted by: ArxeoptericS 30 Jan 2023, 21:34 |
სფეისს ვხმარობ, ყულაბა მაქვს და 7,5% აქვს ანაბარზე, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი % რომელ ბანკს აქვს ანაბარზე ვერ მეტყვით? |
Posted by: BIG-BANG 31 Jan 2023, 17:13 |
ArxeoptericS https://terabank.ge/ge/retail/deposits/certificate-deposit https://credobank.ge/products/certificate-of-deposit/ https://bb.ge/ge/personal/deposits/anabrebi-1/deposit-certificate https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/discounted-certificate-of-deposit |
Posted by: Make_Believe 1 Mar 2023, 17:43 |
საქართველოს ბანკს დაგროვებითზე უწერია რომ უცხოურ ვალუტაში ანაბრის გახნა რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებელს და ლარი რომ გამყარდეს 15%-ით, 6 თვიან ანაბარზე ეფექტური საპროცენტო -14.3% გამოდის 0.9%-ს მაგივრად. რას ნიშნავს, ანუ ახლა რომ გავხსნა დოლარში და ლარმა თუ აიწია 6 თვის მერე თანხის 14.3%-ს ჩამომაჭრიან? |
Posted by: webdesigner93 1 Mar 2023, 19:41 |
Make_Believe არა რა თქმა უნდა , არაფერს არ ჩამოგაჭრიან. ნომინალით ითვლიან საპროცენტო სარგებელს გამოხატულს ეროვნულ ვალუტაში და მაგიტომაა ეგ ჩანაწერიც გაკეთებული. უფრო ნათელი რომ იყოს : ხსნი ანაბარს 1000$-ისას , დღეის კურსით ეგაა 2600 ლარი , გეუბნება დავარიცხავთ წლიურ 0,9%-სო , დაარიცხავენ და მაგალითად გახდება ეგ თანხა რაღაც დროის მერე სიტყვაზე 1040$ , თუ იმ დროს ლარი გამყარებული იქნა და კურსი იქნა მაგალითად 2,4 , ეგ თანხა იმ 2600 ლარზე გაცილებით ნაკლები იქნება , ვიდრე თავის დროზე რომ ლარშივე გაგეხსნა ანაბარი. |
Posted by: Make_Believe 2 Mar 2023, 01:07 | ||
გასაგებია, მადლობა. ცოტა მოსაწესრიგებელი აქვს საქართველოს ბანკს პირობების დეტალების აღწერა |
Posted by: Caucasusoul 20 Apr 2023, 15:32 |
ამ თვეს გავხსენი ანაბარი ჯერ 1000 ლარიც არ მაქვს ვაპირებ საპენსიო ასაკამდე ვაგროვო და რა მაინტერესებს სოციალურს ხო არ მომიხსნიან? |
Posted by: Nketia1983 20 Apr 2023, 17:24 |
აი ცოტა ამოვისუნთქავ და კარგი ანაბარი უნდა გავხსნა |
Posted by: webdesigner93 27 Apr 2023, 17:44 |
https://www.silkbank.ge/individual/deposits/sadepozito-sertifikati სასწაული შემოთავაზება დადო სილქ როად ბანკმა რას აპირებენ ნეტა , რაში სჭირდებათ ასე ძალიან კაპიტალის მოზიდვა. |
Posted by: BIG-BANG 28 Apr 2023, 13:41 | ||
15000 ლარზე მეტს მაინც ნუ ანდობთ. რა იცი რა ხდება |
Posted by: ნიკოქავთარა 28 Apr 2023, 14:56 |
ჰა ვინ იცის ანაბარი რო ვაგროვო სოციალურს ხო არ შეეხებიან? ო გად |
Posted by: webdesigner93 28 Apr 2023, 16:12 | ||||
BIG-BANG
მეც მაგ ფიქრებში ვარ , ინდობა , არ ინდობა წესით ყველა კომერციული ბანკი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ჩარჩოებში ექცევა. მაგრამ ასე მაინც ვერავის ვურჩევდი წადი იქ გახსენი ანაბარი თქო .... ნიკოქავთარა
არ ვიცი სამწუხაროდ არაფერი მაგ თემის ირგვლივ. |
Posted by: BIG-BANG 28 Apr 2023, 16:51 | ||||||
ოჯახის რამდენიმე წევრზე გაყავით თანხა |
Posted by: akkai 17 May 2023, 11:43 | ||||||
ზარალზეა ეს ბანკი
|
Posted by: Davion 17 May 2023, 13:04 | ||
ნიკოქავთარა
როგორც მახსოვს საჯარო სამსახური თუ გაქვს შეიძლება შეეხონ, ანაბარზე არ შეეხებიან. წვრილმანები შეგიძლია საპენსიო სააგენტოში გადაამოწმო. |
Posted by: webdesigner93 21 May 2023, 10:05 |
ლიბერთიმაც გაზარდა სარგებელი საკმაოდ. როგორც ჩანს დიდი მოთხოვნაა დაკრედიტებაზე. |
Posted by: DeeJee 6 Sep 2023, 13:39 |
დავიწყე ანაბრის გროვება ჯერ პატარაზე ვარ მარა სამ თვიანი გავხსენი და ერთი 5000 ლარამდე რო ავალ ნუ მაქსიმუმ დაზღვევა როგორ ითვალისწინებს არ გავცდები |
Posted by: San7a* 6 Sep 2023, 15:46 | ||
15 000 ლარია ხომ? თუ არ ვცდები ადამიანზე. |
Posted by: DeeJee 6 Sep 2023, 19:14 | ||||
ხო 15 000 ლარია ოღონთ ის არ ვიცი ერთანად ერთ ბანკში თუ სხვადასხვაში შეგიძლია გახსნა |
Posted by: GEPTI 9 Feb 2024, 11:05 |
მოგესალმებით, 10 000 ლარამდე ანაბრის გახსნას რომელ ბანკში მირჩევთ, სარგებელი უფრო მეტი რომ მივიღო? განიხილება ასევე სადეპოზიტო სერტიფიკატის ვარიანტიც, ყოველტვიური სარგებლის მიღების პირობით. რებანკს აქვს სხვებთან შედარებით მაღალი პროცენტი, თუმცა მათი ბოლო დროინდელი ქმედებები (ფილიალების დახურვა) მაშინებს.. |
Posted by: GEORGEXIII 9 Feb 2024, 11:07 |
GEPTI საქართველოს ან თიბისის გირჩევ სხვა ნაკლებად. |
Posted by: GEPTI 9 Feb 2024, 11:13 |
GEORGEXIII მადლობა რჩევისთვის, საქართველოში მაქვს და სავარაუდოდ დავტოვებ, თუ სხვაგან ბევრად უკეთესი პირობა და სტაბილური სიტუაცია ვერ ვნახე. |
Posted by: Watermelon_Sugar_Hi 9 Feb 2024, 12:20 |
GEPTI მე გირჩევთ ხალიკ ბანკს ძალიან საიმედო ბანკია, ყახაზეთის ხალიკი უდგას უკან, უძლიერესი ფინანსური ორგანიზაცია რეგიონში სტაბილურიც არის |
Posted by: GEPTI 9 Feb 2024, 12:57 |
Watermelon_Sugar_Hi ვიცი ხალიკი, მაგათი საკრედიტო მწვანე ბარათი მაქვს, კარგი პირობები აქვთ. მაგრამ ვებ გვერდზე რაც ვნახე, ანაბრის პროცენტი საქართველოზე მიზერულად მეტია, ისიც გრძელვადიან პერიოდებზე. |
Posted by: wrangler7 9 Feb 2024, 13:13 |
GEPTI ლიბერთის გადახედე აბა, წელს არ ვიცი და შარშან კაი პროცენტი ჰქონდა |
Posted by: Davion 9 Feb 2024, 13:43 | ||
GEPTI
30 000 სახელმწიფო აზღვევს ავტომატურად და რა პრობლემაა რებანკთან ლიცენზირებული ბანკია პაშა ბანკის შვილობილი, ეს პაშა ბანკი თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო ამ რეგიონებში მუშაობს და არ არის რაღაც მიკროსაფინანსო, ანაბრებზე და საბანკო ბარათებძეც კარგი პირობები აქვთ, ასე რომ შენი გადასაწყვეტია |
Posted by: Watermelon_Sugar_Hi 9 Feb 2024, 14:03 |
Davion რებანკი გადის მგონი ბაზრიდან საერთოდ. მაგას პირდაპირ პაშაში გახსნა ჯობია |
Posted by: GEPTI 9 Feb 2024, 16:06 | ||||
Watermelon_Sugar_Hi ლიბერთიც იგივეა თითქმის, რაც საქართველო, 0.3 %-მდეა სხვაობა. აღარ ღირს ანგარიშის გახსნა, თანხის გამოტანა/გადარიცხვა და ჩალიჩი ამისთვის.
პაშა, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ იურიდიულ პირებს ემსახურება, ფიზიკურებისთვის ჰყავდათ რებანკი შემოყვანილი და რამდენიმე მესიჯი მოვიდა, რომ 29 თებერვლიდან, თბილისის 1 ფილიალის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხურავენ ფილიალებს. Davion
კი, ვიცი ეგ დაზღვევის თემები. მადლობა მეგობრებო გამოხმაურებისთვის. |
Posted by: PartizanMinsk 15 Mar 2024, 19:04 |
სალამი. დოლარში ყველაზე მაღალი პროცენტი ანაბარზე რომელ ბანკს აქვს, ხომ არ იცით? |