Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > თეა წულუკიანის-პოლიტიკოსობის სინდრომი


Posted by: anamch 16 Sep 2012, 10:42
მოკლედ , თავიდან რომ გამოჩნდა პოლიტიკაში ძალიან მომეწონა,მორცხვი, კაფანდარა, გარკევეული ცოდნის და პროფესიონალიზმის ნიშნით!

ამ რამდენიმე დღის წინ კი არა და 11 სექტემბერს ვნახე აშშ-ს საელჩოსთან..
(ინტერვიუ მოჩხრიკეტ იმ დღის და ტავდაც ნახავთ)
ხმა , მიმიკა, ჟესტები -გაუხდა ტიპური ჩინოვნიკის, პოლიტიკოს-დემაგოგისს..და გული დამწყდა

რა ემართებათ ასეთ ადამაინებსაც კი..facepalm.gif
და წარმომიდგენია როგორი მეტამორფოზი განიცადა სააკაშვილმა

მოკლედ , რას გვიშვება ძალაუფლება...


და აქვე გავიხსენებ, ნინო ბურჯანაძეს- მუდმვად ტმადაუვარცხნელი ზეთებიჩამოსული ტმიდან და ცხვირიდან დ ა
გაპრეზიდენტების პირველი დღე იყო მისი


და სკამიდან გადმოვვვარდი-

ახალ პრიჩოსკიანი ლედი, აწვდის "რედიკულს" (ნებრეჟნად) დაცვასს..დაცავა წინა თათბზე დგას. და რედიკული ლამისა კბილებიტ დაიჭიროს, იმიტომ რომ სხვა ხელებით კარი უნდა გააღოს და ლედი მარგარეტი ჩასვას მაშინაში!

მის ხმასა და ტემბრზე და მუქარის ტონზე , ხომ მერე არაკები დაიწერა!

facepalm.gif

Posted by: აგონია 16 Sep 2012, 10:45
პოლიტიკოსი რომ პოლიტიკოსს გავს მაგაზე კოშმარი არაფერია

გადავგვარდით

Posted by: baxabaxa 16 Sep 2012, 10:47
ხო ეგრეა თან თუ გავითვალისწინებთ რო ჩვენთან მოდიან და მერე აღარ მიდიან ფაქტიურად მკურნალობაც აღარ გამოდის.

Posted by: anamch 16 Sep 2012, 10:47
Agony
QUOTE
პოლიტიკოსი რომ პოლიტიკოსს გავს მაგაზე კოშმარი არაფერია

გადავგვარდით

ცინიზმ.. უადგილოო!

Posted by: May21 16 Sep 2012, 10:48
QUOTE

მის ხმასა და ტემბრზე და მუქარის ტონზე , ხომ მერე არაკები დაიწერა!

..და მარგალიტებზეც... biggrin.gif
თუ ადამიანს ჯანსაღი ფსიქიკა აქვს არა მგონია სერიოზული დაუშAვოს, არც ძალაუფლებამ და არც უბედურებამ....
ია ტაკ დუმაიუ...მეორე ბევრზეა გამოცდილი biggrin.gif

Posted by: ხორხე 16 Sep 2012, 10:49
წულუკიანი როგორ უნდა მოგეწონოს, ან სად შეატყვეთ ქ-ნო ანა პროფესიონალიზმი

პირველივე გამოსვლაზე იაფფასიანი დემაგოგის შთაბეჭდილება დატოვა smile.gif

Posted by: აგონია 16 Sep 2012, 10:49
anamch
user posted image

Posted by: anamch 16 Sep 2012, 10:53
May21
გადავხედე "ყველას" და თითქმის ყველას იგივე ჭირს
ან ემართება თვალსა და ხელს შუა..

დემაგოგობა არ მიკვირსს..

ცინიკურები და ჭკუის მასწავლებელები ხდებიან, მამები და და დედები ერის!

საშინელება ჭირდა ეკა ტყეშელაშვილს
არ ვიცი მეორე შვილის გაჩენამ უშველა თუ გონიერი ქალია და თავად მიხვდა რას უშვებოდა საკუთარ იმიჯს - გამოადამიანდა,,
დაშოშმინდა, დაწყნარდა და დადარბაისელდა ეკრანზე!


თეა წულუკიანი, ,მართლა ძალიან მომწონს და თუ კითხულობს ფორუმს ან ის ან მისი ახლობელი- დარჩეს ისეთი როგორიც არის..
მშვიდი და გაწონასწორებული სწერვობა არაა მისი ახალი სახე, არანაირად!

Posted by: masha 16 Sep 2012, 10:53
anamch
QUOTE
მოკლედ , რას გვიშვება ძალაუფლება...

თეას რა ძალაუფლება აქვს ამ წუთისთვის?

Posted by: toleranti 16 Sep 2012, 10:53
anamch
ერთი კარგი ქართული გამოთქმაა: "უნახავმა რა ნახაო.." ბევრ სიტუაციას/პიროვნებას ესადაგება ხოლმე.

Posted by: anamch 16 Sep 2012, 10:56
masha
QUOTE
თეას რა ძალაუფლება აქვს ამ წუთისთვის?

მაჟორიტარი კანდიდატის.. როლია აქსვ ათვისებული....

,მოკლედ და საკუთრი თავით ტკბობის პირველი ნიშნები დავინახეე..

ეს ახლა , ჯერ მარტლა რომ არაა ქსვ ძალაუფლეაბ და რომ ექნებააააააა....?!

მე მიყვარს დაკვირვება ხალხზე, განსაკუთრებით დო ი პოსლეე ამბები მიტაცებს(პოლიტიკასი სხავ რამე არ ც გაივლოთ)
და არაფერი გამომეპარება!

ჩემდა სამწუხაროდ!

ბაღანა მანამდე უნდა ააალიყურო სან კოკას მიგიფშვნის , ტვარა ტუ გატეხა ურტყი რამდენიც გინდა -გამთელდება თუ?!

Posted by: Pompiero 16 Sep 2012, 10:57
Agony
QUOTE
პოლიტიკოსი რომ პოლიტიკოსს გავს მაგაზე კოშმარი არაფერია გადავგვარდით 
       

lol.gif up.gif

QUOTE
სასინელება ჭირდა  ეკა ტყეშელეაშვილს არ ვიცი  მეორეს შვილის გაჩენამ უსველა  თუ  გონიერი ქალია და  ავდ  მიხდვა  რა  უშვებოდა  საკუთარ იმიჯს -  გამოადამიანდა,, დაშოშმინდა,  დაწყნარდა და  დადარბაისელდა  ეკრანზე!

ვაა, ბაირამ დუდუკში გაბედნიერებით აღარ ემუქრება ხოლმე თავის ხელქვეითებს?

მოკლედ, მიშისტი არ ხარ, მაგრამ . . .

Posted by: TobinFrost 16 Sep 2012, 10:58
QUOTE
ხმა , მიმიკა, ჟესტები -გაუხდა ტიპური ჩინოვნიკის, პოლიტიკოს-დემაგოგისს..და გული დამწყდა

ყოველთვის ასეთი იყო

Posted by: anamch 16 Sep 2012, 10:59
TobinFrost
QUOTE
ყოველთვის ასეთი იყო

წულუკიანი?!

Posted by: masha 16 Sep 2012, 11:02
anamch
QUOTE
მაჟორიტარი კანდიდატის.. როლია აქსვ ათვისებული....

თეას მანამდე ბიოგრაფია არ ჰქონდა? ცალი კალოშით ჩამოვიდა სტრასბურგიდან თუ როგორაა საქმე?

Posted by: anamch 16 Sep 2012, 11:04
masha
მაშა რა ვიცი რითი და როგორ ჩამოვიდა , მაგრამ ვამბობ და ვწერ იმას რაც დავინახე ..
ბევრი კარგი ადამინი მოვიდა ჩემს თვალწინ პოლიტიკაში და გახდა ტიპური ჩინოვნიკი, დაკრგა ადამიანური სახეე..

ხომ მაქსვ უ;ფება ეს არ მინოდედეს დაემართოს,მაგალითად წულუკიანსს.. რომელსაც კარგი თვალით ვუყურებ!

Posted by: anichqa 16 Sep 2012, 11:08
anamch
QUOTE
(ინტერვიუ მოჩხრიკეტ იმ დღის და ტავდაც ნახავთ)
ხმა , მიმიკა, ჟესტები -გაუხდა ტიპური ჩინოვნიკის, პოლიტიკოს-დემაგოგისს..და გული დამწყდა

რა ემართებათ ასეთ ადამაინებსაც კი..
და წარმომიდგენია როგორი მეტამორფოზი განიცადა სააკაშვილმა

ხო ეგ ზოგადად ძაან საინტერესო რამეა.
ადამიანების მეტამორფოზები.
პრინციპში ადამიანები კი არ იცვლებიან, თვითშეფასება იწევს ზემოთ.
დაბალი თვითშეფასება ჰქონიათ მანამ, სანამ რეალურად არ აღმოაჩნდათ ძალა, ფული, ძალაუფლება.
აი მერე ლაღდება და იმ დაფარულ ამბიციებს ავლენს, რომელიც მიჩმორებული ჰქონდა.
არ იცვლებიან ისინი, ვისი თვითშეფასება ადექვატურია.
მათ არ ემართებათ 'ფული, სკამი, პოპულარობა... ტავში აუვარდა",

Posted by: gogilord 16 Sep 2012, 11:08
ხორხე
QUOTE
სად შეატყვეთ ქ-ნო ანა პროფესიონალიზმი


მართლაც და საიდან მაგას პროფესიონალიზმი?
-----------------------------------------------------

ნაძალადევის მაჟორიტარი
ბიოგრაფია
თეა წულუკიანი დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი. იგი იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და წარმატებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი 1997 წელს; პარალელურად სწავლობდა საგარეო
საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში.

1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერმინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს. ENA-ში სწავლის პერიოდში, იგი მუშაობდა სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტში ქალაქის რთულ უბნებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებსა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციის სხვა საკითხებზე.

თ.წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა 2000 წელს დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA).

2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა : საქართველოს და და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა.

2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან - მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა.

2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა თავისუფალ დემოკრატებს, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში. ამჟამად ის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა

Posted by: bluebird_s 16 Sep 2012, 11:11
gogilord
წულუკიანი არის პროფესიონალი იურისტი.
პოლიტიკოსი ჯერ მოყვარულია.
მე მგონი, მაგის თქმა უნდოდა ხორხეს.

Posted by: masha 16 Sep 2012, 11:13
anamch
აგერ დადო იუზერმა
gogilord
წულუკიანის ბიოფრაფია და იურუსტისთვის საქართველოდან გარანტირებული სამუშაო (პოჟიზნელი)სტრასბურგის სასამართლოში არც ისე ურიგოა.
არა მგონია, ამას რამეთი მაჟორიტარი დეპუტატობა სჯობდეს.
საქართველოში, როგორც წესი პოლიტიკაში/მთავრობაში იმიტომ მიდიან, რომ მერე სახელმწიფოს ხარჯზე ივოიაჟონ დასავლეთის ქვეყნებში. (და მანამდე
0 ბიოგრაფიის მქონე ხალხი, უცებ რაღაც გაუგებრობაში რომ მოხვდება, თანამდებობა, ფული, ძალაუფლება მერე ემართება რაც ემართება.)

Posted by: sazageli iezuiti 16 Sep 2012, 11:14
anamch


მე მომწონს წულუკიანი ძალიან. ბევრი სიკეთე გაუკეთებია და კიდევ უამრავს გააკეთებს.
ცოტა გაღიზიანებულია ბოლო დროს, ეტყობა სატელევიზიო გამოსვლებშიც. მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რა ზეწოლაც მასზე ხდება და რა უბედურებასაც ყოველდღე ხედავს, ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ გადახარშავს და გაუძლებს. ჩაივლის არჩევნები და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

პ.ს. თქვენგან ასეთ პოსტს არ ველოდი. ყველაზე ცოტა უსამართლობაა რაც მასზე დაწერეთ user.gif

Posted by: ხორხე 16 Sep 2012, 11:17
gogilord
QUOTE
მართლაც და საიდან მაგას პროფესიონალიზმი?

ნანახი მაქვს ეგ რეზიუმე

ძალიანცუდი შთაბეწდილება დატოვა პირველივე ინტერვიუზე

საერთოდ არსად არ ჩანდა მის ლაპარაკში ეს გამოცდილება და განატლება smile.gif

Posted by: lasha_alo 16 Sep 2012, 11:17
თეასთან ვმუშაობდი.
საერთოდ არ ახასიათებს თავის დაფასება და მსგავსი უკიდურესობები.
კონტაქტი აღარ მაქვს,მაგრამ კარგის მეტი რა მეთქმის?
რატომ ვიცით უცნობ ადამიანებზე სწრაფი დასკვნების გაკეთება.
თბილი , ადეკვატური ქალია. სვანური სიჯიუტეც არ აკლია. რას ერჩით ? spy.gif

Posted by: libero 16 Sep 2012, 11:18
ქალბატონ თეაზე ცუდი ან ნეიტრალური როგორ უნდა თქვათ, არ მესმის. მსგავსი უნაკლო პიროვნება დედამიწაზე მეორე არაა.

Posted by: anamch 16 Sep 2012, 11:18
მოკლედ ეგ მინდოდა მეთქვა
გადაეციტ ამ ქალბატონს რომ დარჩეს ისეთი როგორიც მოვიდა- თბილი და მშვიდი, გაწონასწორებული..
და მეც დავრჩები მის პატივისმცემელთა რიგებში..

sos!
ეს ჯერ მხოლოდ სოს-ია!

ტემა იხურება!

Posted by: bluebird_s 16 Sep 2012, 11:18
QUOTE
საქართველოს და და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისათვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვა.

ისე კი, არც მოსამართლის თანაშემწოება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოში, არ მოითხოვს იურისტისგან მაღალ კვალიფიკაციას.
ძალიან ევერიჯ იურისტის საქმეა ეგ.
თან ამდენი წლის მანძილზე შეეძლო უფრო წინ წასულიყო. მოკლედ დიდი ვერაფერი რა. ზაურიადნი ტიპია ეგ თქვენი წულუკიანი. ეტყობა მიხვდა, რომ უკვე არაფერი ეჭყანებოდა და იმიტომ ჩამოვიდა ბედკრულ სამშობლოში.
არ მჯერა მე სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ტიპების დაბრუნების და მომკალით. ადამიანს აქ ძირითადად ამბიცია აბრუნებს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)