Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > გაურკვეველი საკითხები


Posted by: Komponent 12 Jul 2017, 21:15
ამ თემაში საშუალება გეძლევათ, გაიხსენოთ ის საკითხები, რომელზეც კამათი იყო და მაინც გაუკვეველი დარჩა თქვენთვის რაღაც. შეგიძლიათ რამე მონოლოგივით წაუმძღვაროთ.
აგრეთვე, დახმარებაც მოსულა ამ თემაში.
საშუალება არის აგერ, მთავარია პრობლემა იყოს : )

Posted by: asphurcela 12 Jul 2017, 22:24
spy.gif
გაურკვეველი თემაა?
აჯაფსანდალი გინდა გამოვიდეს?

ან შენ უნდა დაგეწყო რა ვერ გაარკვიე და თუ არ არის მოცემულ საკითხზე თემა, მერე გაგეხსნა?

თუ არადა დაილუქება.
smile.gif

Posted by: Komponent 13 Jul 2017, 09:22
asphurcela
შენც მართალი ხარ. თუმცა ვიტყვი მაინც ჩემ აზრს.
ყოველი თემა, სხვადასხვა კუთხით განიხილავს საკითხს. ვფიქრობდი ამ თემისთვის შემდეგი დანიშნულების მინიჭებას.
იუზერს ვეუბნებით თემა მანდ არისო და პასუხებიც მანდ არისო, მაგრამ იუზერი მაინც ამბობს ვერ გავიგეო, მერე რაღა უნდა უთხრა? პასუხებს ეუბნები და მაინც ვერ ხვდება და მოგივიდათ ჩხუბი და საკითხი დარჩა გაურკვეველი.
მერე მოდის აქ იუზერი და არკვევს თავიდან : )
ამასობაში შეიძლება მოხდეს ისე, რომ უსერმა გაიგოს რაღაც ან შენ შეიცვალო აზრი, მოხვიდე ამ თემაში და თქვა აი ხალხო აზრები შევიცვალეო : )
რავი თუ გინდა დახურე, მე ეგ არ ვიჯავრო.

Posted by: oleg-i 13 Jul 2017, 20:57
Komponent
asphurcela
მგონი აჯობებს თემას ერქვას:
''გაურკვეველი მაგრამ გასაკვირვებელი საკითხები ''... არკვიეთ და გაიკვირვეთ არამხოლოდ კვირაობით!!!
QUOTE
რავი თუ გინდა დახურე, მე ეგ არ ვიჯავრო.

ანაღვლეეეე........
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: asphurcela 13 Jul 2017, 21:19
oleg-i
biggrin.gif
Komponent
შენც მაგარი იდეები გაწუხებს, აი smile.gif

Posted by: ჯარჯი 14 Jul 2017, 00:59
asphurcela

სულ მაინტერესებდა რატომ არ ვაწარმოებთ მზის ბატრეებს smile.gif
ძნელია ფოტოელემენტების დამზადება?
ჩვემი ანგარიშით ნედლეული ადგილობრივიც გვაქვს საკმარისი ოღონს დამუშავება ჭირდება smile.gif
რთული ტექნოლოგიები ჭირდება და ძვირია თუ უბრალოდ არავის აინტერესებს?

Posted by: asphurcela 14 Jul 2017, 05:09
ჯარჯი


იგივე კითხვა შეიძლება დავსვათ სხვა რომელიმე პროდუქტის წარმოებაზე.

მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს:
1) ნაკლებად მოთხოვნადობა ადგილობრივ ბაზარზე
2) თვითღირებულების ფასის მეტობა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე.
3) ინგრედიენტებს ან შენვე აწარმოებ, ან ყიდულობ საზღვარგარეთ.
თუ ყიდულობ, ჩათვალე, რომ დიდ მწარმოებლებს ვერ გაუტოლდები ფასით. ძვირი დაგიჯდება და შესაბამისად ნაკლებ ფასში გაყიდვა წამგებიანია. თუ ყველაფერს ადგილზე აწარმოებ, მაშინ საკმაოდ კომპლექსური ინფრასტუქტურა გჭირდება, რაც ასევე საკმაოდ ძვირი დაგიჯდება თუ 0 დან დაიწყე.

ფოტოელემენტების წარმოება საკმარისად რთული და კომპლექსური პროცესია. მისი ქარხნის მოწყობა მოითხოვს დიდ თანხებს.
ეს ხომ არაა პლასტიკური თეფშის ან ჭიქის წარმოება, რომელიც ისედაც ასიათასებში ადის ამ აპარატის რიღებულება.
უბრალო ხილის წვენის ქარხანა წარმოიდგინე, საკმაოდ ძირი სიამოვნებაა მისი ქარხნის მოწყობა. მერე კი მიდის ლიწინ ლიწინით შენი წვენი, მაგრამ საწყისი თანხა გჭირდება.
ეხლა, ფოტოელემენტების ქარხანა მითუმეტეს მილიონებს მიუკაკუნებს.
ამდენად არ არის ბიზნესმენი, ვინც ამას მოკიდებს ხელს. არ უღირს, რისკს ხედავს. ეშინია, რომ ვერ გაუწევს ჩინეთს კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე, ვერც ფასით და ვერც ხარისხით. ადგილობრივ ბაზარზე კიდე მოთხოვნა მცირეა.
ამიტომ ურჩევნია თავისი თანხა თბილისის დამახინჯებას მოახმაროს, იყიდოს ადგილი, ააშენოს კორპუსი - გაყიდოს.
იყიდოს პომიდორი თურქეთში, შემოიტანოს - გაყიდოს. იოლ გზას ეძებს და ვერც გაამტყუნებ.

Posted by: lepori 24 Aug 2017, 22:42
აბა, ამაში გაერკვიეთ და 3000 ლარი თქვენია biggrin.gif
user posted image
https://www.facebook.com/dzlevai.sakvirveli/posts/1223694897758429

Posted by: vid 25 Aug 2017, 14:58
საინტერესო თემაა, თუ სწორად ჩავწვდი თემის არსს.

ერთერთი გაურკვეველი საკითხი არის ე.წ. აარონოვ ბომის ეფექტი https://en.wikipedia.org/wiki/Aharonov%E2%80%93Bohm_effect

ეფექტი ასახულია ამ სურათზე. სტანდარტულ დაბლ სლიტ ექსპერიმენტში შუაში ამატებენ სოლენოიდს. S სოლენოიდი გავლენას ახდენს ექსპერიმენტზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიამეტრი ბევრად პატარაა სხვა ზომებთან შედარებით და დიამეტრის გარეთ ველი არ გამოდის.

user posted image

Posted by: Komponent 25 Aug 2017, 20:45
vid
ინგლისური არ ვიცი მაგრამ, რაც მივხვდი ნახაზიდან, მაგნიტური გამრუდება ამრუდებს სივრცის დანარჩენ შემადგენელს, ეს დანარჩენი კი მოქმედებს ელექტრონებზე.
სხვა რა უნდა ვთქათ, სივრცის სტრუქტურა რომ უცნობი და საინტერესოა, კი ვიცით კარგა ხანია : )

Posted by: თოვლი_ 26 Aug 2017, 19:40
უკვდავება მინდა მაგრად და
რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი?
მეცნიერები უახლოეს მომავალში გამოიგონებენ ნანორობოტებს რომელიცჩვენ უჯრედებს გაანახლებს
და წყლის ქვეში სუნთქვის გარეშე ჭყაპუნის საშუალებას მოგვცემს?

1 თვის ბავშვის გონების ხელოვნური ინტელექტი რომ შექმნან, რიომელსაც ეს ბრძანებები ექნება: თვითგანვითარება, კვლევა და გამოგონება
მაქსიმალური ძალით რომ ამუშავო ერთ წელში ყველაზე ჭკვიანი მთელ პლანეტაზე ვერ გახდება და უამრავ თესლ გამოგონებას ვერ მოგვაყრის?

კიდევ თავის გადანერგვის ოპერაციას აქამდე რატომ არ აკეთებენ, ხომ უნდა გაეკეთებინათ, იმუშავებს თუ არა მაინტერესებს, გაკეთება ხომ არ გადაიდო

კიდევ თუ ვერ მოვესწარი უკვდავების წამალს, თავი რომ გავაყინინო
და ტექნოლოგიები სამიათასი წლის შემდეგ რომ განვითარდება, მშვიდობით გალღობის იმედი რამელა უნდა მქონდეს? თუ უიმედოა?

გალღობა რომ საჭირო არ იყოს, კინოებში რომ დამაძინებელი კაფსულებია, რამდენ წელში მქონდეს მაგის იმედი?

ტესლას გამოგონებით მთავრობა ბავშვებს დროში ამოგზაურებდაო დროში მოგზაური გაზრდილი ბავშვი ამბობს
თუ სიმართლეა, რა გზით არის შესაძლებელი იმ მანქანით კატაობა
მაინცდამაინც პრეზიდენტი უნდა იყო, მილიარდერობა საკმარისი არ იქნება?

Posted by: asphurcela 26 Aug 2017, 23:56
lepori
სად მიაგენი მაგ საოცრებებს.
მე დავუსვი კითხვა მაგათ (თუ არ წაშალეს).
ქალაქებს შორის მანძილი მეტრების სიზუსტოთ რომ გიწერიათ, საიდან აითვალეთმეთქი და ისეთი პასუხი გამცეს სულ ჩავიქნიე ხელი.

Posted by: lepori 27 Aug 2017, 00:28
asphurcela
QUOTE
სად მიაგენი მაგ საოცრებებს.

მაქვს კონტაქტები ეროვნულ ძალებთან biggrin.gif

QUOTE
ქალაქებს შორის მანძილი მეტრების სიზუსტოთ რომ გიწერიათ, საიდან აითვალეთმეთქი და ისეთი პასუხი გამცეს სულ ჩავიქნიე ხელი.

და რა იყო ამ პასუხში გაუგებარი?

QUOTE
რაც შეეხება პარამეტრებს: L1, L2, L3 და L4-ს მიღებულია საღვთო გამოცხადებით და მხოლოდ ერთობლივ გეომეტრიულ ფიგურაში წარმოადგენენ სასწაულებრივ პროპორციას 1,516-ით და არა ცალ-ცალკე. კერძოდ, თბილისისა და ლაითურის მითითებული წერტილები იმყოფებიან ამ დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული საზღვრების შიგნით!



არ გესმით რა ეს მეცნიერება,
დაფარული მეუფის წყევლა არ აგცდებათ old.gif

Posted by: asphurcela 27 Aug 2017, 00:36
lepori
1-2 ტვინნაღძობი მესმის მარა მილიონობით მიმდევარი ყავთ მაგათ.
მაგათ არც მართლმადიდებლობის ინჩიბინჩი არ იციან და არც ღმერთის სწამთ.
ეგეთი ხალხი რაღაც განსაკუთრებული ცალკე კატეგორიაა.

Posted by: nforumi 27 Aug 2017, 08:33
asphurcela
QUOTE
ქალაქებს შორის მანძილი მეტრების სიზუსტოთ რომ გიწერიათ, საიდან აითვალეთმეთქი და ისეთი პასუხი გამცეს სულ ჩავიქნიე ხელი.

რა გიპასუხეს, რაც ლეპორმა დაწერა ის?

თუ უფრო სასწაული რამე wink.gif ?

Posted by: ლოგიკⒶ 27 Aug 2017, 08:45
ევოლუციაზე კამათისას ერთი რამ დამრჩა გაურკვეველი თუმცა ჩემითაც ვერ ვხვდები და აქაც ვერავინ მიპასუხებს... ვინმე მკვლევარი გენეტიკოსი მჭირდება

Posted by: nforumi 27 Aug 2017, 17:14
ლოგიკⒶ
QUOTE
ევოლუციაზე კამათისას ერთი რამ დამრჩა გაურკვეველი თუმცა ჩემითაც ვერ ვხვდები და აქაც ვერავინ მიპასუხებს... ვინმე მკვლევარი გენეტიკოსი მჭირდება

თქვი რა.

მარტო ერთი? wink.gif

Posted by: Komponent 27 Aug 2017, 21:24
ლოგიკⒶ
იმ თემაში არ მახსენდება მწვავე კამათი, ხომ არ აჯობებს ისევ ის თემა ამოწიო?
ჰო კიდევ, ლინკიც რომ დაგედო იმ თემის კარგი იქნებოდა.
* * *
თოვლი_
რელიგიური უნდა გახდე, იქ ლაპარაკობენ უკვდავებაზე. : )

Posted by: ლოგიკⒶ 28 Aug 2017, 13:19
Komponent
QUOTE
იმ თემაში არ მახსენდება მწვავე კამათი

რომელ იმ თემაში? ამ ფორუმზე 10-მდე განსხვავებული თემა იქნება ევოლუციის თემატიკაზე და ყველა მათგანში მწვავე კამათია
პ.ს. https://forum.ge/?f=66&showtopic=34817598






nforumi
QUOTE
თქვი რა.

მარტო ერთი?

კი მხოლოდ ერთი საკითხია რაზეც პასუხი არ მაქ... მე და ნეტი ვკამათობდით GULO გენში არსებულ მუტაციებზე სადაც მან დადო ვიღაც კრეაციონისტის კვლევა სადაც ძალიან აშკარა ტყუილები იყო გენების ანალიზში ხოდა მაგ განხილვისას ნეტმა აღმოაჩინა რომ შორეულ ნათესავებს აქვთ რამოდენიმე საერთო მუტაცია თუმცა სხვებს არააქვთ... ჩვენი ნათესაური კავშირი ასე გამოიყურება
user posted image
ადამიანი > შიმპანზე > ბონობო > გორილა > ორანგუტანგი... ევოლუციის მიხედვით რაც უფრო ახლოსაა სახეობა მით უფრო მეტი საერთო მუტაციები უნდა გვქონდეს და რეალურად ასეცაა თუმცა ძალიან უცნაურად გამოიყურება როდესაც შორეულ სახეობებს ისეთი საერთო მუტაციები აქვთ რაც ახლოს მყოფებს არ გააჩნია... აქ დალაგებულია ამ 5 სახეობის GULO გენი https://docs.google.com/spreadsheets/d/1tGRktWVT_ZGVJEzhTIFN845kK9PpH6Mc3tnN_JYcxto/edit?usp=sharing

10166-10177 და 10228-10236 სექტორში ადამიანს და ორანგუტანგს აკლიათ დეენემის ერთნაირი მონაკვეთები
14030-14035 ადამიანს შიმპანზეს და ორანგუტანგს აკლიათ ერთნაირი მონაკვეთები

თუ ჩავთვლით რომ გენის ეს მონაკვეთი რაც ჩვენ გვაქ სწორადაა გაშიფრული და მართლაც ის გენებია რაც ცხოველებს გააჩნიათ + უშეცდომოთაა ყველაფერი დალაგებული ამ შემთხვევაში მე პირადად ვხედავ პოტენციურად 2 ახსნას ამ პრობლემის


1) შეიძლება ეს უბრალოდ დამთხვევაა თუმცა ალბათობები არვიცი ისე კარგად რომ შევაფასო შეიძლება თუ არა რომ მართლაც დამთხვევა იყოს? აქ დაახლოებით 30 ათასი ნუკლეოტიდია წარმოდგენილი და მე როგორც დავითვალე საშუალოდ 80 სხვადასხვა გენების წაშლაა სახეობაში (მათ შორის წერტილოვანი წაშლებიც დავითვალე)... შესაძლებელია თუ არა რომ 30 ათას ნუკლეოტიდში 80 ადგილას წავშალოთ მონაკვეთი და რამოდენიმე ადგილას დაემთხვას წაშლის სექტორები? ნაკლებად სავარაუდო ჩანს თუმცა რთულია ამის თქმა კარგი იქნებოდა მთლიანი გენომის შედარება და ასეთი ადგილების პოვნა იმიტომ რომ გულო გენი პატარა მონაკვეთია და შესაძლებელია ამ გენში ხდებოდეს რამე ისეთი დამთხვევა რაც სხვა ადგილებში ნაკლებად ფიქსირდება


2) ამის დაწერა ძალიან მეზარება ვიდეოში უკეთაა ახსნილი 2:50-დან თუმცა კვლავ მთლიანი გენომის ანალიზია საჭირო იმიტომ რომ ამ მეთოდით შეიძლება რამოდენიმე წაშლილი მონაკვეთი აიხსნას თუმცა თუ ძალიან ბევრია ასეთი ადგილები მაშინ საეჭვოდ გამოიყურება ამ მექანიზმით მრავალი ანალოგიური წაშლილი სექტორის არსებობა



ასეა თუ ისე მყარი პასუხი არ გამაჩნია და საინტერესო იქნებოდა ექსპერტის მოსაზრების მოსმენა

Posted by: nforumi 28 Aug 2017, 15:09
ლოგიკⒶ
გენომის დონეზე არ ვერკვევი და არც სურვილი მაქვს ნიუანსების დონეზე შევისწავლო ეს საკითხი, მაგრამ ლოგიკურად შეიძლება ახსნა: თუ განსხვავებული სახეობები მსგავს გარემოში მოხვდებიან, შეიძლება მსგავსი განვითარება განიცადონ (ანუ მსგავსი მუტაცია). მაგალითად დელფინი და ზვიგენი სრულიად სხვადასხვანი არიან, მაგრამ ორივე ისეა ჩამოყალიბებული, რომ კარგად იცურონ. ვიზუალურად დელფინი ზვიგენს უფრო გავს, ვიდრე ხმელეთის რომელიმე ძუძუმწოვარს.


Posted by: fаshist 28 Aug 2017, 16:23
-------------------- --

Posted by: Komponent 29 Aug 2017, 10:25
ლოგიკⒶ
რავიცი აბა რა გითხრა, საერთოდ არ მაქვს ინტერესი მაგ კამათში ჩავერთო. ჩემი აზრით, ადამიანი განვითარდა და მაიმუნი და რამე ეგეთი არასდროს ყოფილა. ბეღურა და თუთიყუში რომ აიღო, რომელი ისწავლის სიტყვის გამეორებას. ადამიანში თავიდანვე ჩადებული იყო განვითარების უნარი. ჩემი აზრით სხვა ცივილიზაციამ მოიტანა აქ სიცოცხლე, დედამიწაზე.
ასე იმიტომ, რომ არაა გამათული თეორია სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

Posted by: ლოგიკⒶ 29 Aug 2017, 13:46
nforumi
არაფერი აქვს საერთო მაგ ორ მოვლენას



Komponent
საინტერესო მოსაზრებაა რომელსაც ფაქტები ეწინააღმდეგება

Posted by: nforumi 29 Aug 2017, 15:03
ლოგიკⒶ
QUOTE
არაფერი აქვს საერთო მაგ ორ მოვლენას

რატომ?
არ არის მსგავსება?

დამთხვევა ორ ვარიანტში შეიძლება მოხდეს:
1. საერთო წარმომავლობა;
2. მსგავსი გარემო;

შეიძლება სხვაც იყოს რამე განმაპირობებელი?

Posted by: Komponent 29 Aug 2017, 15:37
ლოგიკⒶ
QUOTE
Komponent
საინტერესო მოსაზრებაა რომელსაც ფაქტები ეწინააღმდეგება

რა ფაქტები?

Posted by: ლოგიკⒶ 30 Aug 2017, 07:10
Komponent
QUOTE
რა ფაქტები?

ადამიანის ევოლუციის მრავალი ფაქტი რომელიც იმაზე მეტყველებს რომ ჩვენ და მაიმუნებს საერთო წინაპარი გვყავდა ისევე როგორც ყველა სხვა არსებას საერთო წინაპარი ყავს



nforumi
მსგავს ბუნებრივ გარემოში ხდება მუტაციები რომელიც იძლევა მსგავს გარეგან შედეგს ანუ ორგანიზმი ან გარეგნულად იცვლება ან რამე ისეთ უნარს იძენს რაც მაგ კონკრეტულ გარემოში დაეხმარება მას თუმცა სხვადასხვა ორგანიზმებში იდენტური მუტაციები არ ხდება ვინაიდან მრავალი განსხვავებული მუტაციით შეიძლება ერთნაირი სასურველი შედეგის მიღება (მაგალითად ევროპელებს და აფრიკელებს განსხვავებული მუტაციების შედეგად აქვთ ლაქტოზ ტოლერანტობა განვითარებული)... მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ მე ვსაუბრობდი არა ბუნებრივი სელექციით შეძენილ ცვლილებებზე არამედ გენების დეგრადაციაზე GULO გენი საერთოდ ინაქტივირებულია ანუ მას ჩვენ არ ვიყენებთ და მაგ გენში ხდება შემთხვევითი არასელექციური მუტაციები... 30 ათას ასოიანი ტექსტის რამოდენიმე ასლი რომ აიღო და ყველა მათგანში შემთხვევით ამოშალო რაღაც ფრაგმენტები რაარის იმის შანსი რომ რამდენიმე ადგილას დაემთხვას ამოშლილი ფრაგმენტებ

Posted by: nforumi 30 Aug 2017, 08:57
ლოგიკⒶ
QUOTE
მსგავს ბუნებრივ გარემოში ხდება მუტაციები რომელიც იძლევა მსგავს გარეგან შედეგს ანუ ორგანიზმი ან გარეგნულად იცვლება ან რამე ისეთ უნარს იძენს რაც მაგ კონკრეტულ გარემოში დაეხმარება მას

მაგ ვთქვი მეც,
QUOTE
თუმცა სხვადასხვა ორგანიზმებში იდენტური მუტაციები არ ხდება ვინაიდან მრავალი განსხვავებული მუტაციით შეიძლება ერთნაირი სასურველი შედეგის მიღება

კი, ამიტომ არსებობს ამდენი განსხვავებული სახეობა ერთ გარემოში.

QUOTE
30 ათას ასოიანი ტექსტის რამოდენიმე ასლი რომ აიღო და ყველა მათგანში შემთხვევით ამოშალო რაღაც ფრაგმენტები რაარის იმის შანსი რომ რამდენიმე ადგილას დაემთხვას ამოშლილი ფრაგმენტებ

თუ 1027 პოზიცია არის უფუნქციო, მაშინ საკმაოდ დიდია შანსი რომ ორივეგან სწორედ 1027-ე იყოს ამოშლილი.

თუ რამე განმაპირობებელი არ არის, ცხადია რომ პრაქტიკულად შეუძლებელია დამთხვევა.

Posted by: Komponent 30 Aug 2017, 10:13
QUOTE
ადამიანის ევოლუციის მრავალი ფაქტი რომელიც იმაზე მეტყველებს რომ ჩვენ და მაიმუნებს საერთო წინაპარი გვყავდა ისევე როგორც ყველა სხვა არსებას საერთო წინაპარი ყავს

რატომ უნდა მჯეროდეს ამის?

Posted by: asphurcela 30 Aug 2017, 20:48
Komponent
QUOTE
რატომ უნდა მჯეროდეს ამის?

და რატომ არ უნდა გჯეროდეს, ეგეც კითხე საკუთარ თავს, აბა რას გიპასუხებს? smile.gif

ვგავართ გარეგნულად უფრო მეტად ვიდრე სხვა ცხოველებს.

Posted by: Komponent 30 Aug 2017, 22:37
asphurcela
"ვგავართ გარეგნულად" რაღაცატომ ეს არ არის ჩემთვის საკმარისი, რაღაცით ვგავართ რაღაცით არ ვგავართ.
კი მჯერა რომ ადამიანი შეიძლება ტრასფორმირდეს, მაგრამ ძირეულად არა.
ევოლუციის თეორიის თანახმად, სიცოცხლეს აქვს ერთი პირველსაწყისი, მაგრამ როგორ სიცოცხლის წარმოშობა სპონტანურად, რაღაც რეაქციიდან? კიდევაა ალბათ კითხვები ევოლუციის თეორიის მიმართ, რაც მის არასწორობაზე მიუთითებს.

Posted by: asphurcela 30 Aug 2017, 23:21
QUOTE
მაგრამ როგორ სიცოცხლის წარმოშობა სპონტანურად, რაღაც რეაქციიდან?

რა რეაქციიდან?

დავუშვათ ჩვენ დედამიწელები სხვა გალაქტიკიდან მოგვრეკეს, ჩვენზე განვითარებულებმა.
ან ზებუნებრივმა არსებამ "შეგვქმნა" რამენაირად.
ეგ არ წყვეტს ამოცანას.

იქ საიდან გაჩნდა სიცოცხლე?

ვარსკვლავი იბადება და კვდება.
მასთან ერთად ის გარემოცვა რასაც ის ამარაგებს ენერგიით.

ამიტომ, ან არსებობს მეცნიერული პასუხი, ან არ არსებობს.
რელიგიური და მჯერა არ მჯერა პასუხი მეცნიერებას არ აკმაყოფილებს.

ამაშია საქმე.
* * *
nforumi
QUOTE
რა გიპასუხეს, რაც ლეპორმა დაწერა ის?

კი ეგ მიპასუხეს smile.gif

Posted by: ლოგიკⒶ 31 Aug 2017, 02:07
Komponent
QUOTE
რატომ უნდა მჯეროდეს ამის?

იმიტომ რომ რაციონალურია ამის დაჯერება და ირაციონალურია ამის არ დაჯერება განსაკუთრებით თუ ჩახედული ხარ და იცი რამდენი დამოუკიდებელი მტკიცებულება მიუთითებს ადამიანის ევოლუციაზე


QUOTE
მაგრამ როგორ სიცოცხლის წარმოშობა სპონტანურად, რაღაც რეაქციიდან?

სიცოცხლის წარმოშობა არარის ევოლუცია შესაბამისად ევოლუცია და აბიოგენეზი საერთოდ სხვადასხვა საკითხებია... + აშკარად იგრძნობა რომ შენ ვერ წარმოგიდგენია სიცოცხლე როგორ შეიძლება თავისით წარმოიქმნას შესაბამისად მიგაჩნია რომ მცდარია ეგ ვერსია მაგრამ გასათვალისწინებელია რომ რეალობა არაა დამოკიდებული ადამიანის წარმოსახვის უნარზე... შენ თუ რაღაც წარმოუდგენელი გგონია ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერ მოხდებოდა... მითუმეტეს დიდი ალბათობით აბიოგენეზზე არ გიძებნია ლიტერატურა არ გინახავს რა აღმოჩენებია და უბრალოდ ბრმად ამბობ ეს ასე ვერ მოხდებოდაო რაც არასწორია


QUOTE
კიდევაა ალბათ კითხვები ევოლუციის თეორიის მიმართ, რაც მის არასწორობაზე მიუთითებს.

ნუ როგორც დედამიწის სიმრგვალეზეა ბევრი კითხვა და მიუთითებს ამ მრგვალი დედამიწის არასწორობაზე ანალოგიურად ევოლუციაზეც ბევრი კითხვებია

Posted by: Komponent 31 Aug 2017, 13:07
ლოგიკⒶ
QUOTE
აბიოგენეზზე არ გიძებნია ლიტერატურა არ გინახავს რა აღმოჩენებია და უბრალოდ ბრმად ამბობ ეს ასე ვერ მოხდებოდაო რაც არასწორია

დიახ, არ მიძებნია კარგად. უბრალოდ, რაც შემივიდა თავში თავისით და პლიუს ცოტაოდენი დაფიქრება, ამაზე დაყრდნობით ვამბობ.
შენ თქვი მოკლედ, რა აღმოჩენებია აბიოგენეზზე.
asphurcela აბა მე რავიცი რა რეაქციიდან, 21-ე საუკუნეა და რამე რეაქციით სიცოცხლე წარმოქმნესო, ჯერ არ გამიგია და ათასწლეულების წინ რა რეაქციები ხდებოდა თვისით???
QUOTE
რელიგიური და მჯერა არ მჯერა პასუხი მეცნიერებას არ აკმაყოფილებს.

კიბატონო.
QUOTE
იქ საიდან გაჩნდა სიცოცხლე?
არ ვიცი, თუმცა ამიტომაც არ ვიღლი თავს მაგაზე ფიქრით. რომ იყოს შესაბამისი მოცემულობა ვიფიქრებდი, არსებული მოცემულობით ვიფიქრო ამაზე, არ მიმაჩნია გონივრულად.
ლოგიკⒶ
QUOTE
სიცოცხლის წარმოშობა არარის ევოლუცია

მაგრამ ხომ ეფუძნება ევოლუციის თეორია.
საერთოდ "ევოლუცია" ისე განმარტება, ყველაფერს მიიღებ მისგან, ამიტომაცაა ძნელად გასაკრიტიკებელი თეორია.

Posted by: asphurcela 31 Aug 2017, 15:44
Komponent
QUOTE
არ ვიცი, თუმცა ამიტომაც არ ვიღლი თავს მაგაზე ფიქრით.

თან სად გცალია მაგისთვის, ათასი საქმე გაქვს გასაკეთებელი smile.gif

QUOTE
თვისით???

კი, ოდესღაც თავისით.
რადგან რაც არ უნდა კიბე კიბე იარო, ა-მ შექმნა ბე, ბენ ცე და ასე შემდეგ, მიადგები ჭ, რომელიც არაფერმა შექმნა და შეიქმნა ხელსაყრელი გარემო პირობების
თანხვედრით. სულ ეგაა. მარტივიდან რთულისაგენ განვითარდა და მოვედით ა-მდე.

Posted by: sanfol 31 Aug 2017, 23:28
ესეიგი რა ხდება
ხო არიან სუპერგმირები და ეგენი სუფთა ფანტაზიაა თუ მართლა მიაგნეს რამე წამლებს რომლებიც აქცევს მასე ადამიანს სუპერშესაძლებლობების მქონეს

Posted by: Komponent 1 Sep 2017, 12:06
sanfol
არ ვიცი.
ამავე დროს ვიტყვი, რომ აქ უნდა დაპოსტოთ იმ შემთხვევაში, თუ სხვა თემაში გქონდათ კამათი და მაინც გაუგებარი დარჩა რაღაც თქვენთვის. ამავე დროს უნდა დაურთოთ იმ თემის ლინკი. დანარჩენი საკითხებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარების თემა.asphurcela
asphurcela
შეიძლება ოდესღაც თავისით მოხდა ეგ რეაქცია, მაგრამ აპრიორი დედამიწაზე, რატომ უნდა მივიღოთ? განახორციელონ ერთი მიკრობის შექმნაც მაინც, ქიმიური ელემენტებით და მერე შეიძლება.
ხოლო სხვა გალაქტიკაში ევოლუცია როგრ ხდებოდა, აქ როგორ უნდა გავიგოთ??? არ ჯობია შევეშვათ ამ კუთხით თავის ატკიებას?

Posted by: თოვლი_ 1 Sep 2017, 12:13
QUOTE (sanfol @ 31 Aug 2017, 23:28 )
ესეიგი რა ხდება
ხო არიან სუპერგმირები და ეგენი სუფთა ფანტაზიაა თუ მართლა მიაგნეს რამე წამლებს რომლებიც აქცევს მასე ადამიანს სუპერშესაძლებლობების მქონეს

მაღალბიუჯეტიან ფილმებში რაც ხდება სიმართლეა 99%, ადამიანისთვის სასაცილო რომ ჩანდეს მაგ ფაქტების რეალობა ფილმებს სწორედ ამიტომ იღებენ მაგათზე

Posted by: sanfol 1 Sep 2017, 12:55
QUOTE (თოვლი_ @ 1 Sep 2017, 12:13 )
QUOTE (sanfol @ 31 Aug 2017, 23:28 )
ესეიგი რა ხდება
ხო არიან სუპერგმირები და ეგენი სუფთა ფანტაზიაა თუ მართლა მიაგნეს რამე წამლებს რომლებიც აქცევს მასე ადამიანს სუპერშესაძლებლობების მქონეს

მაღალბიუჯეტიან ფილმებში რაც ხდება სიმართლეა 99%, ადამიანისთვის სასაცილო რომ ჩანდეს მაგ ფაქტების რეალობა ფილმებს სწორედ ამიტომ იღებენ მაგათზე

და სად არიან ომში უშვებენ მასეთ ადამიანებს?
ჩვენ ვერ მივაგნებთ მასეთ წამლებს?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)