დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პირობები
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის შესაბამისად, პირი (გარდა აქციზური საქონლის მწარმოებელი პირისა), რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრ (მათ შორის დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით) ოპერაციებს, რომელთა საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში (სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე) წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, ამ ინსტრუქციით დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი N1).
2. არარეზიდენტისათვის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურება.
3. ამხანაგობის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამხანაგობის სახელით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურება. (2.10.2006 N1217)
4. პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა გადააჭარბებს 100000 ლარს. (19.10.2009 N 668)
5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით 12-თვიან პერიოდად ითვლება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან ბოლო 12-თვიანი პერიოდი. (13.08.2010 N 648)
მაგალითი: შპს „სანდრო“-მ თავისი ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო 2008 წლის ოქტომბერში, მისი ყოველთვიური დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს:
2008 წელი
ოქტომბერი 11500
ნოემბერი 11700
დეკემბერი 20000
2009 წელი
იანვარი 15000
თებერვალი 17000
მარტი 1800
აპრილი 1800
მაისი 2000
ივნისი 9000
ივლისი 1010
15 აგვისტო პირველი ოპერაცია 5000
მეორე ოპერაცია 4240
მესამე ოპერაცია 3300
შპს „სანდრო“-ს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100000 ლარს გადააჭარბა 2009 წლის 15 აგვისტოს განხორციელებული მეორე ოპერაციით (4240 ლარი). საწარმო ვალდებულია ორი სამუშაო დღის განმავლობაში, არა უგვიანეს 18 აგვისტოსი (რადგან 16 აგვისტო ემთხვევა დასვენების დღეს) საგადასახადო ორგანოში წარადგინოს განცხადება (დანართი N1) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით. შესაბამისი საგადასახადო ორგანო (უფლებამოსილი პირი) ვალდებულია გადასახადის გადამხდელი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გაატაროს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. აღნიშნულ შემთხვევაში 2009 წლის 15 აგვისტოს განხორციელებულ 4240 ლარიან ოპერაციაზე და ყოველ შემდეგ დასაბეგრ ოპერაციაზე შპს „სანდრო“ ჩაითვლება დღგ-ის გადამხდელად.
* * *
იმედია, რამეში დაგეხმარება, მაგრამ ეჭვი მეპარება
აფთიაქი ისე ამუშავო, რომ ბუღალტერი არ აიყვანო და თან ელემენტარული ცოდნა არ გქონდეს ძალიან საშიშია
ღმერთმა დაგიფაროს და ამხელა ბრუნვები თუ გაქვს, თვეში 500 ლარი სანატრელი შეიძლება გაგიხდეს.....
This post has been edited by l_i_l_u on 17 Dec 2010, 17:34