გამარჯობათ, მაქვს ასეთი პრობლემა, დავრჩი უმუშევარი და პრობლემურებზე გადაცემული სესხი მაქვს. ვიხდიდი დავალიანებას ორი თვე შეთანხმების გაფორმებასაც ვაპირებდი, და ყველაფერი ნორმალურად იყო. უძრავი ქონება მაქვს და ნაწილზე ნასყიდობის ხელშეკრულებას ვაფორმებდი და ეს რომ ნახეს ,,ყადაღა–იპოთეკის" დადებას ცდილობენ დაჩქარებული წესით და შემიჩერეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, არადა გარდა იმისა რასაც ახლა ვაფორმებ მაქვს სხვა უძრავი ქონებაც რომელიც სრულიად საკმარისია, მაგრამ ცდილობენ ყველაფერზე დაადონ ყადაღა და თან მოუმზადებლად იქიდან რეესტრი უჩერებთ პროცესს ყველა საბუთების არ ქონის გამო. სესხი არის არაუზრუნველყოფილი უბრალოდ გაგიჟდნენ რომ დაინახეს ნასყიდობის ხელშეკრულება. მირჩიეთ როგორ მოვიქცე ყადაღა/იპოთეკის დადების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია დამატებით მოთხოვეს წარმოსადგენად ქვითარი და ,,აქტი სასამართლოსი ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსი დაყადაღების შესახებ", რაც ჯერჯერობით არ აქთ.
მირჩიეთ რამე კიდევ ვალი მემატება ნასყიდობა რომ არ გავაფორმო და უფრო მეტად მძირავენ იმის მაგივრად რომ აზრზე მოვიდე და დავფარო ეს სესხი, არადა ეს ნასყიდობა რამენაერად ახლა უნდა გავაფორმო, ყველა ფინანსურ ზიანთან ერთად დასამშვიდებელი ხალხი დამემატა რომლებიც იქიდან ცალკე ნერვიულობენ და ვერ გაუგიათ რა ხდება და სადაცაა ძაან დიდ გაუგებრობაში ამოვყოფ თავს ერთერთი ასეთი ამომღები კომპანიის გამო თუ რამენაერად არ მოვაგვარებ პრობლემას უახლოეს მომავალში