charliXLდებეტი და კრედიტი ორმაგი ჩაწერის პრინციპიდან გამომდინარეობს. მოკლედ ანგარიშები არსებობს აქტიური და პასიური, აქტიურ ანგარისებზე აისახება აქტივები (ფული სალარიში და საბანკო ანგარიშზე, მასალა-მოწყობილობები-დანადგარები და ა.შ.), პასიურ ანგარიშებზე აისახება აქტივების წარმოქმნის წყაროები და მათი დანიშნულება. ეს ანგარიშები არის ორი სვეტისგან შემდგარი ცხრილი, მარცხენა ნაწილი "დებეტი" და მარჯვენა "კრედიტი". აქტიურ ანგარიშებში მატება აისახება დებეტში, კლება კრედიტში, პასიურებში პირიქით.
დავუშვათ და იყიდეს 1000 ლარად კომპიუტერი საბანკო გადარიცხვით, შეიძლება ასე გაატარონ ბუღალტრულად: ანგარიში "მასალა-მოწყობილობების" (აქტიურია) დებეტში დაიწერება 1000 ლარი (მოემატათ მოწყობილობა) და პარალელურად ანგარიში "საბანკო ანგარიშის" (ესეც აქტიურია) კრედიტში ჩაიწერება 1000 ლარი (დაიკლო თანხამ ბანკში).
თვის ბოლოს როგორც წესი დებეტების ჯამს აკლდება კრედიტების ჯამი და გამოდი ბრუნვების სხვაობა ანუ სალდო.
ეს მარტივად და უფრო დაწვრილებით ალბათ უფრო აქეთ:
ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ This post has been edited by Davion on 15 Jan 2018, 16:48