Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > დობერმანი


Posted by: ian curtis 11 Jun 2006, 17:58
ყაავს ვინმეს აქ დობერმანი ..? smile.gif

და საერთოდ ვისაუბროთ ამ ჯიშზე smile.gif

Posted by: tamuna_mpt 12 Jun 2006, 00:06
ian curtis
ერთ ჩემ ახლობელს ყავს და მაგ ძაღლის ძალიან მეშინოდა lol.gif

Posted by: ian curtis 12 Jun 2006, 01:51
tamuna_mpt
QUOTE
ერთ ჩემ ახლობელს ყავს და მაგ ძაღლის ძალიან მეშინოდა 

biggrin.gif ეხლა უკვე მე მეშინია ჩემი ახლობლის ძაღლის lol.gif

Posted by: giorgi_g 12 Jun 2006, 15:25
მაგ ძაღლბზე ბევრ რამეს გაიგებთ, თან ყველას სხვადასხვას, 30% ამბობს რო ჭკვიანი ძაღლები არიანო რასაც მე ვეთანხმები, ხოლო 70% იძახის რო ჭანჭური ძაღლები არიანო (ქლიავს ხო ჯობია tongue.gif ) ახლა ჩემს ახლობელს ყავს, ჯინო ქვია, მაგარი კაცია, თან თავის სასარგებლოდ მაგარი ჭკვიანიც.

Posted by: Gilgamesh 27 Jun 2006, 13:52
რა საუბარი უნდა ?! მაგარი სერიოზული ჯიშია! სერიოლადაც იყენებენ სხვადასხვა სამსახურში.

Posted by: ninikosha 28 Jun 2006, 14:18
რა მოგახსენოთ? სიჭკვიანის ვერფერი შევატყვე, სულ ტუალეტის ქაღალდებს მიჭამდა. ერთი კვირის მეტი ვეღარ გავუძელი.

Posted by: Lile 29 Jun 2006, 01:47
მე მყავდა დიდი ხნის წინ, ძAლიან ეჭვიანი იყო, ჩემს დაქალზე ეჭვიანობდა და მაგრა ვიჩხუბეთ ამის გამო, ნუ როგორც შეიძლება ძაღლთან ჩხუბი წარმოიდგინო, გავებუტე.... მერე ჩემი ძმა დაიბადა და ბავშვებზე ხომ საერთოდ ალერგია ქონდა და გავაჩუქეთ...

Posted by: agr_bak 29 Jun 2006, 02:49
მგონი თუ ლეკვს თავიდანვე კარგი ფსიქიკა აქვს და დებილი არაა ,ჯიშს მნიშვნელობა არ აქვს როგორც გაზრდი ისეთი იქნება. ჩემს ნაცნობს ყავს დობერმანი, რომელმაც სიჭკვიანის ყველა რეკორდი მოხსნა. ვერ ლაპარაკობს თორემ ადამიანისგან დიდად არ განსხვავდება ტვინით

Posted by: Gilgamesh 29 Jun 2006, 12:47
agr_bak
გეთანხმები! და სიდებილე კი ნამდვილი შეურაცჰყოფააამ ჯიშისა!!! sad.gif

Posted by: the_lizard_king 21 Jul 2006, 05:50
ninikosha
QUOTE
სიჭკვიანის ვერფერი შევატყვე, სულ ტუალეტის ქაღალდებს მიჭამდა

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: brenda 22 Jul 2006, 12:29
მაგ ჯიშს დომერმანი ჰქვია და რა არა დობერმან პინჩერი

Posted by: giorgi_g 22 Jul 2006, 17:33
ხო, ყველა დობერმანს ეძახის, მარა პინჩერი რაღაა და რატო წერია ენციკლოპედიაში დობერმან პინჩერად?

Posted by: brenda 24 Jul 2006, 14:49
რომელ ენციკლოპედიაში ? დობერმან პინჩერები , კარალევსკი დოგები და პუდელები და მასგავსი ჯიშები არ არსებობენ

Posted by: Mr_Zum 24 Jul 2006, 15:06
მე მყავს დობერმანი, ჭუკი ჰქვია. ძალიან ჭკვიანი ძაღლია. ყოველდღე დილის 9 საათზე მაღვიძებს smile.gif

Posted by: maraneli 24 Jul 2006, 15:52
ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ძაღლია, ყოველთვის მომწონდა.
და უკვე თითქმის 1 წელია რაც ავისრულე ოცნება და ძალიან ლამაზი დობერი მოვიყვანეთ smile.gif
ულამაზესი და უსაყვარლესი არსებაა და თანაც ძალიან მოაზროვნე.
აი ასეთები ვიკავით პატარები

Posted by: SPC 24 Jul 2006, 16:10
maraneli
ძალიან საყვარელია smile.gif
კია ძაღლია დობერმანი ლამაზი და კარგი ფსიკიაც ააქვს, უბრალოდ უნდა ენერგია დაახარჯინო, ისევე როგორც ყველა სხვა დიდ ძაღლს

Posted by: ninikosha 24 Jul 2006, 17:27
maraneli
სად იპოვე ეგ ზედა?
არ მიყვარს შინაურ ცხოველს რომ აცმევენ ტანსაცმელს.
ისე კაი ტიპია.

Posted by: maraneli 24 Jul 2006, 19:01

ninikosha
QUOTE
არ მიყვარს შინაურ ცხოველს რომ აცმევენ ტანსაცმელს.


აქ სიყვარულზე არ იყო smile.gif
უბრალოდ ზამთარში სციოდა და სულ კანკალებდა და ხან სად ეტენებოდა და ხან სად - რომ გამთბარიყო love.gif

Posted by: giorgi_g 24 Jul 2006, 22:42
QUOTE
რომელ ენციკლოპედიაში ? დობერმან პინჩერები , კარალევსკი დოგები და პუდელები და მასგავსი ჯიშები არ არსებობენ

რომელში და ერთი ვნახე სქელი ყდა ქონდა smile.gif მიხვდი რომელია? smile.gif
არადა მართლა ვნახე. იცი როგორი ენციკლოპედია იყო? უკან ეხატა ძაღლები თავისი სახელებით და ნაღდად მახსოვს რო დობერმანზე ეწერა პინჩერი, კარალევსკი დოგზე royal dogue, და პუდელი არ მინახავს და მაგაზე ვერ შეგედავები.

Posted by: Mr_Zum 24 Jul 2006, 22:56
ესეც ჩემი ჭუკი... smile.gif ისე, საბუთებით რუდგერი ჰქვია

Posted by: maraneli 25 Jul 2006, 11:42
Mr_Zum
მაგარი კაცია ძაააან yes.gif

Posted by: Gilgamesh 25 Jul 2006, 16:11
მაგარი ჯიშია!
ტყუილად კი არ გამოიყვანეს rottweiler-იდან! wink.gif up.gif

Posted by: Chkalovi 26 Jul 2006, 20:12
ჩემი ბავშვობის ნატვრა იყო დობერმანი smile.gif
მაგრამ მომწონს მისი აღნაგობა-გრძელი ფეხები და დაცქვეტილი ყურები smile.gif
მაგრამ რამდენადაც ვიცი-მკაცრად უნდა გყავდეს-არ შეიძლება მისი თავზე დასმა, თორემ ვეღარ ჩამოიყვან მერეო biggrin.gif biggrin.gif
მართლა ასეა?

Posted by: maraneli 27 Jul 2006, 23:18
შენ ფიქრობ მარტო დობერმანია "თავზე ადის და აღარ ჩამოდის? smile.gif
არა, ჩემო კარგო, მაგის მცდელობა ყველას აქვს, განსაკუთრებით ჰომოსაპიენსებმა იციან ხოშიანად ეგ ამბავი wink.gif

Posted by: Chkalovi 29 Jul 2006, 11:49
maraneli

ამაზე აღარც ვამბობ biggrin.gif საპიენსები თავზე იბუდებენ როგორც წესი-ეს უტყუარი სიმართლეა smile.gif
მაგრამ მე უბრალოდ ის დავწერე-რაც მსმენია დობერმანებზე smile.gif

Posted by: NATTALI 7 Jan 2008, 01:39
თემის გახსნა მინდოდა, მაგრამ ეს აღმოვაჩინე და აქვე გავაგრძელებ.

დობერმანი ჩემი ოცნების ძაღლია user.gif
ბავშვობიდან მინდოდა მყოლოდა user.gif
იმედია ავისრულებ ამ ოცნებას, მაგრა მანამდე მინდა ყველაფერი გავიგო ამ ჯიშზე, რომ მომზადებული შევხვდე ახალ მეგობარს smile.gif

http://funkyimg.com

http://funkyimg.com

http://funkyimg.com



მოკლედ ასე biggrin.gif

ეს ჯიში პირველად 1890 წელს გამოიყვანა გერმანიაში გერმანელმა კარლ ფრიდრიხ ლუი დობერმანმა.

მისი სიკვდილის შემდეგ, 1894 წელს, სწორედ მის საპატივსაცემოდ უწოდეს გერმანელებმა ამ ჯიშს "დობერმან პინჩერი", თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ, გერმანელებმა "პინჩერი" ჩამოაშორეს ჯიშის დასახელებას,რამდენიმე წლის შემდეგ კი იგივე გააკეთეს უკვე ინგლისშიც, რადგან ეს სახელი არ შეეფერებოდა დობერმანის ჯიშს.

brenda
giorgi_g
QUOTE
მაგ ჯიშს დომერმანი ჰქვია და რა არა დობერმან პინჩერი

QUOTE
ხო, ყველა დობერმანს ეძახის, მარა პინჩერი რაღაა და რატო წერია ენციკლოპედიაში დობერმან პინჩერად?


რაც შეეხება ამ საკითხს, "პინჩერი"გერმანული
სიტყვაა და იგივეა რაც ინგლისური "ტერიერი".(pinscher=terrier).

ეს სიტყვა გამოიყენება ძაღლის ისეთი ჯიშების სახელების შემადგენელ ნაწილად, რომლებიც გამოირჩევიან საბრძოლო ხასიათით, ასევე რომლებიც მიეკუითვნებიან "მცველ", "დარაჯ" ძაღლების ჯიშებს.

ფიქრობენ, რომ დობერმანის ჯიში მიღებულია სხვა რამდენიმე ჯიშის შერწყმით.

პირველ რიგში "პინჩერის" ჯიშის ძაღლების შერწყმით, რომლებსაც მიეკუთვნება შემდეგი სახეობები:

Affenpinscher
http://funkyimg.com

ავსტრალიური მოკლებეწვიანი პინჩერი

Carling პინჩერი

გერმანული პინჩერი
http://funkyimg.com

harlequin პინჩერი

მინიატურული პინჩერი
http://funkyimg.com

შვედური მოკლებეწვიანი პინჩერი

ასევე :

Beauceron

http://funkyimg.com

როტვეილერი
http://funkyimg.com

მანჩესტერული ტერიერი
http://funkyimg.com

გერმანული Shepherd("ავჩარკა" მგონი)- ამბობენ, რომ ეს იყო ძირითადი გენი, რომელიც გამოყენებული იყო დობერმანის ჯიშის მისაღებად.
http://funkyimg.com


დანარჩენი მერე biggrin.gif

Posted by: Hell_O 8 Jan 2008, 21:39
ვერ დაგეთანხმები ნატალი იმიტომ რომ შენს მიერ ჩამოთვლილი ჟიშებიდან დობერმანს მე რამდენადაც ვიცი მარტო როტვეილერი ჰყავს ჟიშში smile.gif...
მე მყავს დობერმანი და იმიტომ მყავს რომ ყველაზე მეტად მიყვარს ეგ ჯიში.... დობერმანი რომ არ არსებობდეს მაშინ გერმანულ ნაგაზს ავიყვანდი....
ისე დობერმანი ძალიან სპეციფიური ძაღლია.გაზრდა თუ არ იცი არ უნდა მოკიდო ხელი.ავი ნამდვილად არის მაგრამ კონტროლირებადი.თავის პატრონად აღიარებს მხოლოდ ერთ ადამიანს.დანარჩენის უფროსი კი ჰგონია თვითონ არის.ამბობენ ცემა უხდებაო,ცემას გააჩნია.ოდნავ გადაამეტებთ და სხეულის რომელიმე ნაწილს დაემშვიდობეთ ან "უკეთეს" შემთხვევაში ძალიან მშიშარა გაიზრდება. ბინის ძაღლი არ არის და არ გირჩევთ მანდ გაზარდოთ იმიტომ რომ ის არის დარაჯი და სჭირდება მკაცრი პირობები, ღამით არ უნდა ეძინოს, შიმშილი უნდა იცოდეს რა არის, უნდა ძალიან ბევრი ირბინოს და ასე შემდეგ იმიტომ რომ არის ძალიან აქტიური და სჭირდება სივრცე (და ასეთ პირობებში უყალიბდება ხასიათი)... ბინაში როცა გაზრდით უფრო კეთილი,ცოტა არ იყოს ნაზი ხდება თუმცა მაინც დობერმანია wink.gif
მოკლედ მაგარი ჯიშია ოღონდ თუ სწორად გაზრდი.... თავზე დასმაზე ისე რომელიღაცამ სწორად თქვა...ერთხელ თუ გაუვიდა რამე მერე ძნელია რომ შეაშინო რამით...
თუ ვინმეს გყავთ ან აპირებთ ყიდვას გაითვალისწინეთ!!! ვერ იტანს პატარა ბავშვებს... საკუთარი პატრონის შვილს არ ერჩის და უყვარს მაგრამ მაინც ნუ ანდობთ პატარას.... ხოლო უცხო ადამიანის, ნათესავის,მეზობელის ბავშვები სულერთია ვისი.... არ უყვარს..... არ გაეკიდება საკბენად მაგრამ ახლოს თუ მოვიდა ბავშვი ნამდვილად უკბენს (გერმანული ნაგაზი ამიტომ არის კარგი, არ არსებობს ბავშვს რომ უკბინოს)...
P.S. არანორმალურად უყვარს მოფერება (პატრონის smile.gif ).... ყველა ძაღლს უყვარს მაგრამ დობერმანს მაინც განსაკუთრებით....

Posted by: NATTALI 10 Jan 2008, 12:12
Hell_O
QUOTE
ვერ დაგეთანხმები ნატალი იმიტომ რომ შენს მიერ ჩამოთვლილი ჟიშებიდან დობერმანს მე რამდენადაც ვიცი მარტო როტვეილერი ჰყავს ჟიშში ...

კიბატონო smile.gif
ამიტ ვთქვი -
QUOTE
ფიქრობენ, რომ

მრავალი აზრია მაგ საკითხთან დაკავშირებით.

არამგონია მარტო როტვეილერი იყოს, ალბათ იქნება კიდე ერთი -ორი biggrin.gif
ყველა ნამდვილად არა. მე ის ჯიშები ჩამოვთვალე უბრალოდ, რომლების "პინჩერებს" მიეკუთვნებიან.

QUOTE
გერმანული Shepherd("ავჩარკა" მგონი)- ამბობენ, რომ ეს იყო ძირითადი გენი, რომელიც გამოყენებული იყო დობერმანის ჯიშის მისაღებად.

თუმცა ამასაც ამბობენ.....

რავიცი user.gif

"The Dobermann Pinscher," written by Philip Greunig (first printing in 1939)
სიამოვნებით წავიკითხავდი ამას, საინტერესო იქნება.

ჯერჯერობით ერთადერთი ხარ ვინც რაღაც მაინც გამაგებინა დობერმანის ხასიათზე.
მადლობა biggrin.gif

Posted by: Hell_O 16 Jan 2008, 18:28
QUOTE (NATTALI @ 10 Jan 2008, 12:12 )
Hell_O
QUOTE
ვერ დაგეთანხმები ნატალი იმიტომ რომ შენს მიერ ჩამოთვლილი ჟიშებიდან დობერმანს მე რამდენადაც ვიცი მარტო როტვეილერი ჰყავს ჟიშში ...

კიბატონო smile.gif
ამიტ ვთქვი -
QUOTE
ფიქრობენ, რომ

მრავალი აზრია მაგ საკითხთან დაკავშირებით.

არამგონია მარტო როტვეილერი იყოს, ალბათ იქნება კიდე ერთი -ორი biggrin.gif
ყველა ნამდვილად არა. მე ის ჯიშები ჩამოვთვალე უბრალოდ, რომლების "პინჩერებს" მიეკუთვნებიან.

QUOTE
გერმანული Shepherd("ავჩარკა" მგონი)- ამბობენ, რომ ეს იყო ძირითადი გენი, რომელიც გამოყენებული იყო დობერმანის ჯიშის მისაღებად.

თუმცა ამასაც ამბობენ.....

რავიცი user.gif

"The Dobermann Pinscher," written by Philip Greunig (first printing in 1939)
სიამოვნებით წავიკითხავდი ამას, საინტერესო იქნება.

ჯერჯერობით ერთადერთი ხარ ვინც რაღაც მაინც გამაგებინა დობერმანის ხასიათზე.
მადლობა biggrin.gif

აი ამ ძაღლის ჯიშებიდან არის გამოყვანილი დობერმანი მე რამდენადაც ვიცი....
German Shorthaired Pointer.
Grayhound.
Great Dane.
ღothweiller.
Thuringian Shepherd.
ეს უკანასკნელი მოგავს გერმანულ ნაგაზს და როგორც მახსოვს ეს ჯიში ამოწყდა და აღარ არსებობს... ისე კი არის იგივე მოშინაურებული მგელი... ასე მაქვს წანაკითხი... ადრე მაინტერესებდა სანამ ჩემ დობერმანს ავიყვანდი.... smile.gif

P.S. სურათებსაც დავდებდი მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი ერთად რამოდენიმე სურათი როგორ ავტვირთო ერთ პოსტში რომ ჩავეტიო... თუ მასწავლით მადლობელი დაგრჩებით smile.gif

Posted by: Eshka 17 Jan 2008, 14:50
ჩემ ახლობეს ყავს, მაგარი ეჭვიანი ძაღლია, სიჭკვიანისა არვიცი მე ვერაფერს ვატყობ, და მეტი აღარაფერი ვიცი ამ ჯიშზე

Posted by: Satin 18 Jan 2008, 13:17
Hell_O

QUOTE
ამბობენ ცემა უხდებაო,ცემას გააჩნია.ოდნავ გადაამეტებთ და სხეულის რომელიმე ნაწილს დაემშვიდობეთ ან "უკეთეს" შემთხვევაში ძალიან მშიშარა გაიზრდება. ბინის ძაღლი არ არის და არ გირჩევთ მანდ გაზარდოთ იმიტომ რომ ის არის დარაჯი და სჭირდება მკაცრი პირობები, ღამით არ უნდა ეძინოს, შიმშილი უნდა იცოდეს რა არის,  (და ასეთ პირობებში უყალიბდება ხასიათი)


ასეთ პირობებში მინი პუდელიც კი გამგელდება lol.gif
ამდენი "სიჭკვიანე" ერთად ცხოვრებაში არ გამიგია. სეიდან მოიტანე ეს ინფორმაცია?
QUOTE
თუ ვინმეს გყავთ ან აპირებთ ყიდვას გაითვალისწინეთ!!! ვერ იტანს პატარა ბავშვებს... საკუთარი პატრონის შვილს არ ერჩის და უყვარს მაგრამ მაინც ნუ ანდობთ პატარას.... ხოლო უცხო ადამიანის, ნათესავის,მეზობელის ბავშვები სულერთია ვისი.... არ უყვარს..... არ გაეკიდება საკბენად მაგრამ ახლოს თუ მოვიდა ბავშვი ნამდვილად უკბენს ..


რათქმაუნდა უკბენს, თუ ცემაში გაზარდე და აშიმშილე და ღამეები არ დააძინე, ბავშვს კიარა Pატრონს რომ არ ჭამს არ გიკვირს?
მე უამრავ ხალხს ვიცნობ დობერმანი რო ყავთ, (რათქმა უნდა ნორმალურად გაზრდილი და არა ცემა -წამებით) არც ერთი არ დადის დაბმული, უცხო ბავშვები კისერზე ეკიდებიან და ამტ რეაქცია არააქვთ.

QUOTE
გერმანული ნაგაზი ამიტომ არის კარგი, არ არსებობს ბავშვს რომ უკბინოს)...

სტატისტიკის მიხედვით გერმანული ნაგაზი პირველ ადგილძეა მკბენარი ძაღლების სიაში.

Posted by: Hell_O 24 Jan 2008, 20:55
QUOTE (Satin @ 18 Jan 2008, 13:17 )

QUOTE
გერმანული ნაგაზი ამიტომ არის კარგი, არ არსებობს ბავშვს რომ უკბინოს)...


QUOTE
QUOTE
ამბობენ ცემა უხდებაო,ცემას გააჩნია.ოდნავ გადაამეტებთ და სხეულის რომელიმე ნაწილს დაემშვიდობეთ ან "უკეთეს" შემთხვევაში ძალიან მშიშარა გაიზრდება. ბინის ძაღლი არ არის და არ გირჩევთ მანდ გაზარდოთ იმიტომ რომ ის არის დარაჯი და სჭირდება მკაცრი პირობები, ღამით არ უნდა ეძინოს, შიმშილი უნდა იცოდეს რა არის,  (და ასეთ პირობებში უყალიბდება ხასიათი)


ასეთ პირობებში მინი პუდელიც კი გამგელდება lol.gif
ამდენი "სიჭკვიანე" ერთად ცხოვრებაში არ გამიგია. სეიდან მოიტანე ეს ინფორმაცია?

საქმე იმაშია ჩემო კარგო რომ ეს არის დობერმანი და არა პუდელი და როდესაც ამ ძაღლს ყიდულობ უნდა იცოდე მისი დანიშნულება... დობერმანი რომ მოსაფერებელ ძაღლთა სიაში არ შედის ეგ უნდა იცოდე... ცემით მე ჩემ დობერმანს ნამდვილად არ ვცემ და როგორც პირველ წინადადებაში დავწერე ამ სტილით არ ვზრდი, უბრალოდ დავწერე გავრცელებული აზრი დობერმანების შესახებ და თუ ყურადღებით წაიკითხავ მიხვდები რომ არ ვამართლებ ამას wink.gif ის რომ მკაცრი პირობები სჭირდება ეს გამომდინარეობს მისი დანიშნულებიდან თორემ დობერმანი ბევრი მინახავს მეც რომ დაუყვირებ და კუდამოძუებული გარბის wink.gif ასე გასაზრდელად დობერმანი ნამდვილად ცოდოა wink.gif ასე ვთქვათ სირცხვილიცაა cry.gif
QUOTE
არც ერთი არ დადის  დაბმული, უცხო ბავშვები კისერზე ეკიდებიან და ამტ რეაქცია არააქვთ.
და შენ ამას კარგ გაზრდას ეძახი? მემგონი ეს სტერილიზაცია უფროა wink.gif
ბავშვები რომ არ უყვარს ამ ძაღლს როგორც წესი (უმრავლესობაზეა საუბარი და არა ყველაზე) ეს მარტო ჩემი დაკვირვებით ნამდვილად არ მითქვამს,ეს ფაქტია...

QUOTE
სტატისტიკის მიხედვით გერმანული ნაგაზი  პირველ ადგილძეა  მკბენარი ძაღლების სიაში.
შენ შეადგინე ეგ სია? "მკბენარი ძაღლების სია" wink.gif
QUOTE
ამდენი "სიჭკვიანე" ერთად ცხოვრებაში არ  გამიგია. სეიდან მოიტანე ეს ინფორმაცია?

"ქუთეისიდან" ნამდვილად არა wink.gif და თუ ვინმეს არ ეთანხმები რამეში მემგონი შენი მოსაზრება უნდა დაწერო და არა "სიჭკვიანეები".... ზრდილობის ამბავია wink.gif

Posted by: Satin 25 Jan 2008, 15:07

Hell_O
QUOTE
შენ შეადგინე ეგ სია? "მკბენარი ძაღლების სია" wink.gif


Die Rangliste der aggressivsten Hunde ( აგრესიული ძარლების სია)

1. Deutscher Schäferhund: ( გერმანული ნაგაზი)
53 Vorfälle, 19 Menschen gebissen und verletzt, davon drei Kinder. ( 53 პოლიციაში აღრიცხული შემთხვევა აქედან 19 ადამიანის დაკბენა, 3 ბავშვის)
2. Mischling ohne Rassezuordnung: 37 Vorfälle, 10 Menschen gebissen und
verletzt, davon ein Kind.
3. Deutscher Schäferhund Mischling: 35 Vorfälle, 15 Menschen gebissen und
verletzt, davon zwei Kinder
4. Rottweiler: 29 Vorfälle, 11 Menschen gebissen und verletzt, davon drei
Kinder
5. American Staffordshire Terrier: 26 Vorfälle, keine Menschen gebissen.
( სრული ვერსია http://www.maulkorbzwang.de/Briefe/statistik/rangliste_2005_2006_SH_hundebisse.htm )

(როგორც შავი სია ამბობს 80 % ყველა კბენის შემთხვევისა არის გერმანული ნაგაზის მიერ , საშიში ძაღლების სიაში კი გერმანული ნაგაზი არ არის შეყვანილი, ვინაიდან დღემდე პოლიცია იყენებს.)

QUOTE
საქმე იმაშია ჩემო კარგო რომ ეს არის დობერმანი და არა პუდელი და როდესაც ამ ძაღლს ყიდულობ უნდა იცოდე მისი დანიშნულება...


ძაღლის დანიშნულება არის ის, რომ იყოს ერთგული მეგობარი და არა ცემაში გაზრდილი საბრძოლო იარაღი.

QUOTE
ბავშვები რომ არ უყვარს ამ ძაღლს როგორც წესი (უმრავლესობაზეა საუბარი და არა ყველაზე) ეს მარტო ჩემი დაკვირვებით ნამდვილად არ მითქვამს,ეს ფაქტია...


ზუსტად რომ მაგ ფაქტმა გამაოცა მეც. საერთოდ როდესაც ფაქტი მოგყავს მაგალითად , ამისი დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს.
ეს ჩემი " ქუთაისური" wink.gif ფაქტები, მის ხასიათსა და ბავშვების "არ" სიყვარულზე :
http://www.sofawolf.de/Lexikon/Dobermann.html
http://de.wikipedia.org/wiki/Dobermann

Posted by: Hell_O 26 Jan 2008, 04:17
QUOTE
Die Rangliste der aggressivsten Hunde ( აგრესიული ძარლების სია)
მსგავსი ვერაფერი ვიპოვე ინტერნეტში...
QUOTE
1. Deutscher Schäferhund:  ( გერმანული ნაგაზი)
53 Vorfälle, 19 Menschen gebissen und verletzt, davon drei Kinder.  ( 53 პოლიციაში  აღრიცხული შემთხვევა აქედან 19 ადამიანის დაკბენა, 3 ბავშვის)
ბოდიში მაგრამ მემგონი ის მონაცემები არ გაგვაჩნია თუ სად და რა ვითარებაში დაკბინა ამ ჯიშის ძაღლმა დაზარალებული ეს ერთი, მეორე კი - 53 ფაქტი გერმანიის მასშტაბით (სადაც ალბათ გერმანული ნაგაზი პოპულარულია) დიდ არაფერს არ ნიშნავს...ასე რომ სიაში ამ ძაღლის შეტანა და ისეთ ჯიშებზე მაღლა დაყენება კბენის თვალსაზრისით როგორებიც არიან პიტბულები და ასე შემდეგ მემგონი არაა სწორი...
ლინკი რომ მიმითითე... გერმანული არ ვიცი მაგრამ ეს არის ერთი კონკრეტული საიტი რომელიც ბეჭედს არ არტყამს ამ ძაღლის ჯიშს გინდა თუ არა ასეაო... wikipedia-ზე კი ათასი რამის წაკითხვა შეიძლება...
QUOTE
(როგორც  შავი სია ამბობს 80 %  ყველა  კბენის შემთხვევისა  არის გერმანული ნაგაზის მიერ ,  საშიში  ძაღლების სიაში კი გერმანული ნაგაზი არ არის შეყვანილი, ვინაიდან  დღემდე  პოლიცია  იყენებს.)
ჰმ....
QUOTE
ძაღლის დანიშნულება არის ის, რომ იყოს ერთგული მეგობარი  და არა ცემაში გაზრდილი საბრძოლო იარაღი.
სხვადასხვა ჯიშის ძაღლი სხვადასხვანაირად გამოხატავს პატრონის მიმართ ერთგულებას და იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რომ დობერმანი თუ დარაჯის მოვალეობას ასრულებს ამის გამო ან ცოდოა ან მისი პატრონია სადისტი... ცემაში გაზრდაზე ჩემი აზრი მოგახსენე უკვე...
QUOTE
ზუსტად რომ მაგ ფაქტმა გამაოცა მეც. საერთოდ  როდესაც  ფაქტი მოგყავს  მაგალითად , ამისი  დასაბუთებაც  უნდა შეგეძლოს.
სანამ ჩემ ძაღლს ვიყიდიდი გავეცანი მასალებს რადგან მცოდნოდა რას ვყიდულობდი და სადღაც წავიკითხე, ახლა ნამდვილად ვერ დავიწყებ ძებნას იმ მოტივით რომ აქ წყარო მიგითითო... უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს smile.gif მაგრამ აი ერთი უბრალოდ ისე უცებ ნაპოვნი მასალა სადაც ადამიანი გვაფრთხილებს რომ პატარა ბავშვებთან მიზანშეწონილი არ არის ეს ძაღლი... ინებე http://www.yourpurebredpuppy.com/reviews/dobermanpinschers.html
ხომ ხედავ? ნორმალურადაც შესაძლებელი ყოფილა საუბარი. მსგავსი თემის გამო ასე ადამიანთან დაპირისპირება და უხეშად სიტყვების სროლა მემგონი არ შეგშვენის როგორც გოგოს 2kiss.gif

Posted by: ივერიელი 26 Jan 2008, 05:55
Hell_O

QUOTE
http://www.yourpurebredpuppy.com/reviews/d...npinschers.html


ამ ბმულისთვის გაიხარე, მართლა სასარგებლოა პირველადი და ზოგადი წარმოდგენისთვის. არადა თუ როდესმე ძაღლის ყოლის სურვილი მქონია, ერთადერთი ჯიშია რომელსაც ვიყიდი, მაგრამ საქმე ისაა, რომ სამი პატარა შვილი მყავს და ეს ბევრ პრობლემას შექმნის. არ ვიცი ბევრი უნდა ვიფიქრო ამაზე კიდევ. კარგი ინფორმციები დადე, დიდი მადლობა.

Posted by: Satin 26 Jan 2008, 22:01
Hell_O
QUOTE
ლინკი რომ მიმითითე... გერმანული არ ვიცი მაგრამ ეს არის ერთი კონკრეტული საიტი რომელიც ბეჭედს არ არტყამს ამ ძაღლის ჯიშს გინდა თუ არა ასეაო... wikipedia-ზე კი ათასი რამის წაკითხვა შეიძლება...


wikipedia იმიტომ დავდევი, რომ გავიტვალისწინე, თუ გრმანული არა ინგლისურად შეზლებდი წაკითხვას, ტუმცა გეთანხმები , რომ მანდ ვისაც რა უნდა იმას ჩაწერს. სხვა სეიტებძეც მიგითითებდი მაგრამ რადგან გერმანული არ იცი, აზრი არააქვს.

QUOTE
სხვადასხვა ჯიშის ძაღლი სხვადასხვანაირად გამოხატავს პატრონის მიმართ ერთგულებას და იმაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები რომ დობერმანი თუ დარაჯის მოვალეობას ასრულებს ამის გამო ან ცოდოა ან მისი პატრონია სადისტი... ცემაში გაზრდაზე ჩემი აზრი მოგახსენე უკვე...
ერთგულებას ყველა ჯიში ერთნაირად გამოხათავს, ( თუმცა ზოგი მეცნიერი ამტკიცებს რომ ყველა ძაღლი ეგოისტია და არა ერთგული და იმისთან არის ვინც აჭმევს, მაგრამ ამაზე დისკუსია შორს წაგვიყვანს), რაც შეეხება დარაჯობას, მე არ მითქვამს რომ ძაღლი ცოდოა, რატომ უნდა იყოს ცოდო თავისი მოვალეობის შესრულების დროს?

მე ერთადერთი რაძეც გამეცინა ( ისიც რომ არ მეტირა) იყო რომ 21 საუკუნეში კიდევ რჩევას იზლევიან ძაღლს ცემა უხდებაო. ( შენ პირადად არ მიგულისხმიხარ)

რაც შეეხება
QUOTE
უცებ ნაპოვნი მასალა სადაც ადამიანი გვაფრთხილებს რომ პატარა ბავშვებთან მიზანშეწონილი არ არის ეს ძაღლი...


ასეტ გაპრტხილებას, ყველა დიდი ძომის ძაღლზე გეტყვიან. ეს არარის აგრესიულობის გამო, არამედ იმიტომ რომ ეს დიდი და აქტიური ზარლია, რომელიც სანამ 2 წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება, თავის ზალას ვერ ზომავს, და შეიზლება ბავშვს დაეჯახოს, წააქციოს, რამე ატკინოს, უნებურად, იმიტომ რომ დიდია, რონიერი და მძიმე
QUOTE
If you have small children, I do not recommend a Doberman Pinscher. First, young Dobermanns (up to about two years old) romp and jump with great vigor, and things can go flying, including people.


რაც შეეხება მეორე Nაწილს
QUOTE
Doberman Pinschers may try to protect their own children from other children, which could lead to tragedy if kids are simply roughhousing and your Doberman decides to stop it.

იგივეს გაიგებ უმეტეს ჯიშზე. ძაღლი ტუ იცავს Oჯახში ბავშვებს ის მათ სხვა ბავშვებისგან ( ჩხუბის დროს თუნდაც ხუმრობით იყოს )დაიცავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დობერმანს სხვა Bავშვები არ უყვარს. ტუ ძარლმა ლეკვობის დროს იურთიერტა ბავშვებთან ის არ უზკბენს უმიზეზოდ არავის ბავშვს. თორემ არ გაგიგია არასოციალიზირებული გოლდენ რეტრივერს რო ეკბინოს ბავშვისტვის? რამდენიც გინდა იმდენი შენტხვევა არის ამისი.

და ბოლოს რაც აგრესიული ზარლების სიას კბენის სიხშირის მიხედვით, მეც ბევრი ვეზებე მაგრამ აკტუალური ვერ ვიპოვე, ყველგან ამ სტატისტიკაზეა ლაპარაკი მაგრამ თვიტონ სია სად იყო გამოქვეყნებული არ არის ნათქვამი. საერთოდ ყველა რეგიონი ადგენს თავის სიას , ჩემი გამონაგზავნი იყო მხოლოდ ჰოლშტეინის რეგიონის სია, ბერლინს თავისი აკვს იქაც ნაგაზია პირველ ადგილზე და ა.შ . არის უამრავი შემთხვევა ბავშვების კბენის, მაგრამ ეს ინფო, სულ გერმანულად მაქვს სამწუხაროდ. რათქმაუნდა არგუმენტი რომ გერმანიის უსაყვარლესი ძაღლია დას უმეტესობას ეს ჯიში ყავს სწორია, მაგრამ ფაქტია რომ კარგად გაძრდილი ძაღლი არ იკბინება უმიზეზოდ. Gემანულ ნაგაძების დიდი რაოდენობა აგრესიულია, არასწორი მოპყრობის ( გადაჯიშების ასევე სპორთის მაგ. schutzhund (protection) გამო.

Posted by: Hushta 28 Jan 2008, 02:57
მე 2 დობერმანი მყავდა დედალი და მერე მისი შვილი მამალი. ძალიან ჭკვიანი ძაღლი მეგონა და ახლაც მგონია უბრალოდ ახლა ქართული ნაგაზები მყავს და არ მინდა პარალელის გავლებაზეც კი ვიფიქრო ალბათ ხვდებით რომ სისულელეა, მაგრამ მინდა მყიდველს ვურჩიო რომ თუ სახლში ყავს მცირეწლოვანი ბავშვი და თვითონ არ არის ძაღლის გაზრდაში კარგად გამოცდილი არ შეიძინოს. ხშირია შემთხვევები როცა დობერმანი პატრონს ეტანება და ამაში რა თქმა უნდა მეტწილად პატრონია დამნაშავე და არ ვურჩევ თუ არ იცის ძაღლი გაწვრთნა და მასთან ურთიერთობა.

ზოგადად დობერმანი ძალიან ეშმაკია და საკმაოდ კარგადაც იწვრთნება. აქვს გრძელი ცხვირი და მაგის გამო კბილებში მოხვედრივ ნივთს უმალ უკანა კბილებში იგდებს რომელიც ძალიან ძლიერი აქვს. ზრდასრული კაცის მაჯა შეუძლია რამდენიმე წამში გადატეხოს თუმცა ტყუვდება "წელაგრეიკით" და აქვს უნიკალური თვისება (როტვეილერებსაც სხვათაშორის), ვინმეს გაოჩენის დროს ეზოში ან სახლში ცდილობს დაიმალოს და შემდეგ შემოსულს მიეტანოს. ეს კარგი თვისებაა თუმცა თუ არ გაწვრთენით და არ ავარჯიშეთ და გაიზრდება უხეშად ვიტყვი "დებილი" მერე მაგ ძაღლის ფასია ნული. საერთოდ როგორც ადამიანს ასევე ძაღლს უნდა ვარჯიში რომ არ დაჩლინგდეს და არ დადებილდეს. არ მიყვარს როცა ძაღლს მხოლოდ ეფერებიან და განებივრებულები ყავთ, სავარძლებში სვამენ და ლოგინშI იწვენენ, ასეთი მობყრობა დობერმანთან და ჩათვალეთ ცალი ფეხი სამარეში გაქვთ. შემდგომ გათამამებულს თუ ზედმეტს გაუბედავთ, თქვენზეც გამოიწევს და სწორედ ამის გამო ხდება დობერმანი დებილი ძაღლების კატეგორიაში არადა ძაღლი ძალიან ჭკვიანია უბრალოდ შესაბამისი მობყრობა და გაწვრთნა უნდა. ძაღლი არაა სათამაშო და მასთან ხუმრობა არ შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზის გამო. smile.gif

ვიმეორებ ასეთი ჯიშის ძაღლებისთვის მთავარია გაწვრთნა და თავის ადგილის მიჩენა ოჯახში!

Posted by: BadbadGirl 28 Jan 2008, 03:05
დობერმანებზე გამახსენდა ერთი ისტორია რომელიც რამოდენიმე წლის წინ შემემთხვა smile.gif
მოკლეთ , ვსეირნობ ჩემთვის და ვხედავ ორი დიდი დობერმანი მთელი ძალით გამორბის ჩემსკენ . მეთქი ვსიოოო, შემჭამენ ეხლა მე ესენითქო , ეგ ვიცი რომ გაქცევას აზრი არ აქვს (ერთხელ დაკბენილი ვყავარ ძაღლს და მწარედ მახსოვს ყველაფერი, ისიც სად დავუშვი შეცდომა და წესით როგორ უნდა მოვქცეულიყავი ) მოკლეთ რა მექნა გავჩერდი , და ეს ორი მართლა "ირემივით" დობერმანი მომვარდა და დამიწყო ლოკვა ფეხებზე smile.gif . ნამდვილად არ ველოდი და შვებით ამოვისუნთზე.


Posted by: Hushta 28 Jan 2008, 13:51
მართლა ძაან ლამაზი ძაღლებია, მაგაზე ლამაზი ძაღლი არ მგონია მე დედამიწის ზურგზე. და ლაიკა კიდევ.

Posted by: NATTALI 28 Jan 2008, 18:57
BadbadGirl
QUOTE
მოკლეთ რა მექნა გავჩერდი , და ეს ორი მართლა "ირემივით" დობერმანი მომვარდა და დამიწყო ლოკვა ფეხებზე. ნამდვილად არ ველოდი და შვებით ამოვისუნთზე.

რა კარგია user.gif
ჩემს კორპუსთან ასეირნებს ხოლმე ერთი ქალი ულამაზესს დობერმანს, რო ვხედავ ლამის მივვარდე მოსაფერებლად.
ძალიან მინდა დობერმანი, ნეტა მეღირსება ოდესმე?user.gif

Posted by: Phillip 18 Feb 2008, 03:26
NATTALI

დობერმანი მე მყავდა, ულამაზესი, მაგრამ ჩემმა მშობლებმა გააჩუქეს, ძალიან ავიაო ამბობდნენ sad.gif
იმდენი ხანი ვეძებდით ახალ პატრონს, ლეკვებიც ჰყავდა. ვერც ერთი ვერ გავყიდეთ და ყველა გავაჩუქეთ sad.gif

Posted by: audioslave 18 Feb 2008, 23:29
მე მყავს დობერმანი აგერ უკვე 2 წელია ძაან მაგარი ძაღლია. BadbadGirl მგონი ის დობერმანი რომელმაც ლოკვა დაგიწყო ჩემი იყო,ზუსტად იგივე ანბავი შემემთხვა მეც, ოღონდ მე პატრონის როლში ვიყავი, smile.gif
ახლა მაინტერესებს ვინმეს დედალი დობერმანი თუ გყავთ გაზაფხული ახლოვდება და მინდა შევაჯვარო, თუ ვინმეს დედალი გყავთ აუცილებლად გამომეხმაურეთ

Posted by: Summer 19 Feb 2008, 02:38
მე მყავდა ძAლიან მაგარი დობერმანი. smile.gif მერე სამწუხაროდ გარეკა.smile.gif

Posted by: Ekooo 19 Feb 2008, 09:37
QUOTE
დობერმან პინჩერი

ულამაზესი ძაღლია yes.gif

http://allyoucanupload.webshots.com/v/2002766926261573418

მოქნილი, სხარტი, გრაციოზული...

ამბობენ, ავიაო, მაგრამ რავიცი...

ჩემს ერთ ახლობელს ყავდა და უკეთილესი არსება იყო... ყველა უყვარდა, მტერ-მოყვარიანად... user.gif

მოკვდა მერე საწყალი sad.gif

Posted by: Hushta 21 Feb 2008, 11:44
Hell_O
+1 მართალი ხარ ყველაფერში smile.gif

ისე დობერმანზე ლამაზი ძაღლი მე არ მეგულება smile.gif

Posted by: crimsona 21 Feb 2008, 12:43
ისე 1 წლისა და 6 თვის დობერმანი აჩხუბეს 8 თვის კავკასიურ ნაგაზზთან და ნაგაზმა 1 შანსი არ მისცა ყველანაირად დაჩაგრა სანამ არ გააშვებინეს იქამდე აწკმტუნა არადა 9 თვის ჯერ ლეკვად ითვლება უბრალოდ ტანით ბევრად დიდი იყო და დაბმული გაზარდეს ანუ ავი იყო ძალიან, მაგის მერე დობერმანზე წარმოდგენა სულ დამეკარგა, შეიძლება მაგარია მაგრამ ნაგაზის გვერდით ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. smile.gif


სინამდვილეში არა მაგრამ ვიდეო მაქვს ნანახი დობერმანის და პიდბულის ჩხუბის რათქმაუნდა მანდაც პიდბულმა ბევრა დაჯობა.

აქედან გამომდინარე არამგონია ძალიან ძლიერი ძაღლი იყოს, smile.gif

ძლიერ ძაღლებად მე კავკასიურ ნაგაზს გერმანულ ნაგაზს პიდბულს და კიდევ რამდენიმე ჯიშს ვთვლი მაგრამ აქედან კავკასიური ყველას ჯობია ჭკუითაც და სიძლიერითაც. smile.gif

მაგ ძაღლის უამრავი ჩხუბი მაქვს ყაზბეგში ნანახი და ძალიან ვაშკაცურად იბრძვის წაქცეულ ძაღლს იშვიათად რომ წაეტანოს ეგეთი რამე მარტო 2 ჯერ მახსოვს. smile.gif
მეც მყავდა მაგრამ მეზობლები დამიკბინა და გავჩუქე biggrin.gif

Posted by: oooooh 21 Feb 2008, 16:29
crimsona
QUOTE
მაგის მერე დობერმანზე წარმოდგენა სულ დამეკარგა, შეიძლება მაგარია მაგრამ ნაგაზის გვერდით ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

QUOTE
აქედან გამომდინარე არამგონია ძალიან ძლიერი ძაღლი იყოს,

დობერმანი მოჩხუბარი ჯიში არ არის, არ არის ეგ ძაღლი ნაგაზებთან და პიტბულებთან საჩხუბად გამოყვანილი...ასე რომ....

Posted by: crimsona 21 Feb 2008, 17:59
oooooh
QUOTE
დობერმანი მოჩხუბარი ჯიში არ არის, არ არის ეგ ძაღლი ნაგაზებთან და პიტბულებთან საჩხუბად გამოყვანილი...ასე რომ....


ფაქტია რო აჩხუბეს ისეთი ავი იყო რო მეგონა სერიოზული რამე საშიშიათქო მაგრამ არც მაინცდამაინც ძლიერად გამოიყურებოდა.

სილამაზით ჩემი აზრით ბევრ ძაღლთან ვერ მივა, მაგალითად კავკასიურ ნაგაზთან, ლაიკასთან, გერმანულ ნაგაზთან, სეტერთან, (ჩაუჩაუსთან biggrin.gif ) და რავიცი მოკლედ ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ლამაზიათქო smile.gif

Posted by: badadu 21 Feb 2008, 21:42
QUOTE (giorgi_g @ 12 Jun 2006, 15:25 )
მაგ ძაღლბზე ბევრ რამეს გაიგებთ, თან ყველას სხვადასხვას, 30% ამბობს რო ჭკვიანი ძაღლები არიანო რასაც მე ვეთანხმები, ხოლო 70% იძახის რო ჭანჭური ძაღლები არიანო (ქლიავს ხო ჯობია tongue.gif ) ახლა ჩემს ახლობელს ყავს, ჯინო ქვია, მაგარი კაცია, თან თავის სასარგებლოდ მაგარი ჭკვიანიც.

ჯინო ვაჟაზე ხომ არ ცხოვრობს? ცოლ-ქმარს ყავთ ყავისფერი, ცოლს რუსიკო ქვია და ქმარს ბადრი

Posted by: Esthet-X 21 Feb 2008, 21:46
და გელოვანის ბაღში ასეირნებენsmile.gif



..................................................................

Posted by: lola_keta 21 Feb 2008, 22:00
crimsona
შენ მემგონი ყველა ძაღლზე გართულება გაქ???? aba.gif aba.gif

Posted by: Hushta 21 Feb 2008, 22:54
crimsona
დობერმანს სხვა დანიშნულება აქვს smile.gif თავის საქმეში ჩემი აზრით ბადალი არ ყავს, ისეთი თვისებები და ყბის ფორმა აქვს კაცს წამებში გააფრთხობინებს სულს თუ კაი გაწვრთნილია smile.gif აი ნაგაზი კი დამნდობია და არ გაწირავს კაცს მოსაკლავად (შეიძლება გაწიროს კიდეც).
ძაღლი როგორ ჩხუბობს კიდე ეგ არ ნიშნავს რომ ესა თუ ის ძაღლი ცუდია ან კარგია.

QUOTE
დობერმანი მოჩხუბარი ჯიში არ არის, არ არის ეგ ძაღლი ნაგაზებთან და პიტბულებთან საჩხუბად გამოყვანილი...ასე რომ....

ისტორიაში ჯერ მოჩხუბარი ჯიშის ძაღლი არ მოუგონიათ, შეიძლება თქვენ პიტები და სტაფები მოჩხუბრები გგონიათ მაგრამ სინამდვილეში ეგენი მონადირეებია wink.gif

კრიმსონ მე მყავს 2 ნაგაზი (ყაზბეგურა) smile.gif შეგიძლია ნახო თემა : "ქართული მთის ძაღლი"

Posted by: crimsona 21 Feb 2008, 23:25
Hushta
QUOTE
დობერმანს სხვა დანიშნულება აქვს  თავის საქმეში ჩემი აზრით ბადალი არ ყავს, ისეთი თვისებები და ყბის ფორმა აქვს კაცს წამებში გააფრთხობინებს სულს თუ კაი გაწვრთნილია  აი ნაგაზი კი დამნდობია და არ გაწირავს კაცს მოსაკლავად (შეიძლება გაწიროს კიდეც).
ძაღლი როგორ ჩხუბობს კიდე ეგ არ ნიშნავს რომ ესა თუ ის ძაღლი ცუდია ან კარგია.


დამიჯერე თუ საჭიროა ნაგაზი ბევრად იოლად კლავს კაცს.

ნათესავი მაგარი მონადირეა და რაც იმის ძაღლებს მგლები ყავთ ერთი ერთზე დახოცილი და დაჟე ერთმა ძაღლმა (ჩხუბში ყაზბეგის ჩემპიონმა) 3 მგელს მოუღო ბოლო თან ერთდროულად. ასევე დათვზე მიდის ჩვეულებრივად თუ პატრონს რამე საფრთხე ემუქრება არანაირად უკან არ იხევს მარტოკა მიდის დათვზე. და არ გაურბის პირიქით შეტევაზე გადადის, მასეთ რამეს არა მგონია სხვა ჯიში აკეტებდეს.

და რა არის დობერმანის დანიშნულება ხალხის ხოცვა? spy.gif

მოკლედ კავკასიური ნაგაზი ნადირობის გარდა ნებისმიერ ჯიშს ნებისმიერ რამეში ჯობია.

Posted by: badadu 21 Feb 2008, 23:54
QUOTE (Esthet-X @ 21 Feb 2008, 21:46 )
და გელოვანის ბაღში ასეირნებენsmile.gif



..................................................................

კი ეგრეა აუუუუ ძააან ხშირად ვარ მანდ =)))) და ძაან ხშირად მისეირნებია ჯინო =)) უმაგრესი ძაღლია

Posted by: oooooh 22 Feb 2008, 00:27
crimsona
QUOTE
და რა არის დობერმანის დანიშნულება ხალხის ხოცვა?

biggrin.gif

დობერმანი არის უფრო მოდარაჯე ძაღლი, და არც ისეთი უტვინოა, როგორც ბევრს გონია.
უბრალოდ ეგ სათამაშო და მოსაფერებელი ძაღლი არაა რა, ბაბთა რომ შეაბა და ეთამაშო biggrin.gif

ძალიან დიდ და სერიოზულ ობიექტებს დარაჯობენ წარმატებით.
გონიერები არიან, წინ დაგიდგება, არც იყეფებს, არც დაგკბენს, უბრალოდ ადგილიდან ვერ დაიძვრები, სანამ დაცვა არ მოვა yes.gif

Posted by: ფალესტრა 22 Feb 2008, 01:14
oooooh
QUOTE
დობერმანი არის უფრო მოდარაჯე ძაღლი, და არც ისეთი უტვინოა, როგორც ბევრს გონია.
უბრალოდ ეგ სათამაშო და მოსაფერებელი ძაღლი არაა რა, ბაბთა რომ შეაბა და ეთამაშო

ძალიან დიდ და სერიოზულ ობიექტებს დარაჯობენ წარმატებით.
გონიერები არიან, წინ დაგიდგება, არც იყეფებს, არც დაგკბენს, უბრალოდ ადგილიდან ვერ დაიძვრები, სანამ დაცვა არ მო

ძალიან საინტერესო ინფორმაციაა.და თუ არც იკბინებიან და არ იყეფებიან დაცვა როგორ გაიგებს?
და თუ გავტოკდი შემჭამს? sad.gif

Posted by: Hushta 22 Feb 2008, 01:32
დობერმანი იმალება იქამდე სანამ არ დარწმუნდება რომ მოწინააღმდეგე ეზოშია და მის დაჭერას არ მოახერხებს. ხმას არ იღებს და იმალება. ხშირად ყოფილა შემტხვევა გაუტეხიათ ბინა და ძაღლს იქ ამბავი აუწევია დედა შვილს არ აიყვანდა ხელშიო biggrin.gif კაროჩე მაგ ამბავში ჯობია ყველა ძაღლს დანარჩენი კავკასიურს და ქართულ ნაგაზს ვერ შეედრება იმიტომ რომ ნაგაზი პირდაპირ თავზე და ყელზე მიდის და დობერმანი მაჯით ტყუვდება და წელაგრეიკათიც იწვრთნება, აი ნაგაზებსმა პირში თუ ყელი არ შიდეს არ მოგეშვებიან smile.gif მაგ მხრივ სმერწელნი ძაღლებია ნამდვილად. დობერმანს მაგის შნო ნამდვილად არა აქვს.

Posted by: crimsona 23 Feb 2008, 15:14
QUOTE
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა.და თუ არც იკბინებიან და არ იყეფებიან დაცვა როგორ გაიგებს?
და თუ გავტოკდი შემჭამს? 


ეს მეც მაინტერესებს smile.gif

QUOTE
დობერმანი არის უფრო მოდარაჯე ძაღლი, და არც ისეთი უტვინოა, როგორც ბევრს გონია.
უბრალოდ ეგ სათამაშო და მოსაფერებელი ძაღლი არაა რა, ბაბთა რომ შეაბა და ეთამაშო

ეგ მეც ვიცი რო ეგრეა სერიოზული ძაღლია და არა ისეთი როგორიც პუდელი მაგრამ რავიცი ზომა და წონა არააქვს ისეთი რომ ვინმეს გაუმკლავდეს, ნუ კი გაუმკლავდება მაგრამ იგივეს ვერ იზამს რასაც გერმანული ნაგაზი და კავკასიური გააკეთებს, სულაც პირი რო აუკრა კავკასიურ ნაგაზს იმხელა ძაღლია რაზგონი რო აიღოს და შემოგახტეს დაგაგდებს და არც წამოგაყენებს ისე გცემს თათებით დობერმანი მაგას რათმქუნდა ვერ იზამს, ყარაულობის მხრივაც ნაგაზი ბევრს ყავს და დიდ ობიექტებსაც პატრონობენ. ხო ნამდვილად არ ვიცი დობერმანზე როგორაა მაგრამ ნაგაზზე ნამდვილად ვიცი რომ გამონაკლისების გარდა სხვის გადაგდებულს არაფერს ჭამენ, უცხომ რაც არ უნდა მისცეს და რაც არ უნდა მშიერი იყოს პირს არ აკარებს, ეგ ყაბზეგში ნანახი მაქვს და ნაღდად ვიცი რო მასეა თან გაუწვრთნელად არის მასე აბა ისე ყველა ძაღლი იწვრთნება მასე მაგრამ ეს თავიდანვე ეგრეა. დარაჯობის მხრივაც არამგონია 2 თვის მშიერმა დობერმანმა რამეს უდარაჯოს, ნაგაზი კიდევ ნამდვილად მასე შვება ნათესავებს ვისაც ყავთ ერთს აგარაკზე ყავს ბულაჩაურში და თვეში ერთხელ ან რამდენიმე კვირაში ერთხელ აჭმევს და ძაღლი მაინც მაგრაა და ეზოდან ფეხს არ იცვლის მეზობლები ვინც არიან არავის არ უნახია ისძაღლი ეზოდან გამოსული მაშინაც კი როცა 1 თვის და მეტის მშიერი იყო, ეზო კიდევ ისეა რო ნებისმიერი ცხოველი გავა გამოვა არაა შეღობილი მთლიანად.
ასევე მერე ნათესავს ბენზინ გასამართი სადგურის საყარაულოდ ყავს კავკასიური ნაგაზი დატოვებული და ისიც მასეა 2 კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იკვებება, თან უზარმაზარი ძაღლია და საკმაოდ ძლიერად გამოიყურება მიუხედავად ასეთი კვებისა.
თვითონ ჩემი ძაღლიც რესტორანს ყარაულობს საჭმელი არ აკლია ნამდვილად მაგას ვერ ვიტყვი biggrin.gif მაგრამ უკვე 4 ქურდი ყავს დაკბენილი რაც ნამდვილად ვიცით და რაც დაინახეს, დაბმულია მაგრამ მასეთ მომენტებში წყვიტავს ჯაჭვს ისე არა. smile.gif

სწორედ ამ მხრივ ვიძახი რომ დობერმანს არააქ ის წონა რომ კაცს მოერიოს მითუმეტეს რამდენიმეს ერთი ჯოხი რო გადაარტყან ეგაა და ნაგაზს რა უნდა გადაარტყა რო მოიგერიო არ ვიცი. smile.gif

Posted by: bato-bato 23 Feb 2008, 17:22
ასე მგონია ცოტა უტვინო და სულელები არიან

ისე მაგარი სასაცილოებიც არიან smile.gif


Posted by: ივერიელი 28 Feb 2008, 16:46
ვა აქ რამდენი პროფესორია კაცო. ლოლ რეები იწერება ამ თემაში სირცხვილია. მე მხოლოდ ორ ძაღლს ვცნობ დობერმანს და ქართულ ნაგაზს, ზოგი რომ კავკასიურს ეძახის.

და აქ დაუწერია ზოგიერთ ნიჭიერს გერმანული ნაგაზი უფრო დიდია და ძლიერიო, სადმე გადაშალეთ ხალხო, ან წაიკითხეთ ან ინტერნეტში მოძებნეთ, სირცხვილია რა. ან ზოგადი მახასიათებლები ნახეთ თუნდაც დობერმანის და გერმანული ნაგაზის.

ვაა ნამუსიც კაი ძროხაა რა. biggrin.gif

ესაა პატარა?

დობერმანი:

სიმაღლე: 65-69 სანტიმეტრი
წონა: 30-40 კილოგრამი

გერმანული ნაგაზი:

სიმაღლე: 57-62 სანტიმეტრი
წონა: 34-43 კილოგრამი

ფაქტია დობერმანი უფრო მაღალია, ოდნავ მსუბუქი, უფრო სწრაფია და ძაღლი არის სპეციალური ჯიში, როგორც მცველი, მოდარაჯე, სხვადასხვა დავალებებზე გასაწვრთნელი და ა.შ. ანუ როგორც ევროპაში ეძახიან Working Dog. გერმანული ნაგაზი დაბალია, უფრო მძიმეა და დობერმანზე შედარებით ნელი, არც Working dog ჯგუფს მიეკუთვნება და პოლიცია რომ იყენებს ეს არ ნიშნავს რომ იდეალურია, გააჩნია დავალებას და წვრთნას. გერმანული ნაგაზი არის Pastoral Group-ს ძაღლი. დანარჩენი მოიძიეთ ინტერნეტში და ისე ილაპარაკეთ რა, სირცხვილია ასეთი არაინფორციული ცოდნით პროფესორობაზე თავის დადება.

Posted by: echoes 28 Feb 2008, 17:55
QUOTE
დობერმან პინჩერი, ........................


* * *
QUOTE
დობერმან პინჩერი, ........................



ამ ძაღლზე ამბობენ სპეციალურად არის დაგეშილი ადამიანზეო მართალია და გამოყვანილი ჯიშია ხო? baby.gif

Posted by: tamrikor 28 Feb 2008, 18:46
echoes
თითქმის ყველა ჯიში გამოყვანილი
თუ ასწვალი და დგეშავ იქნება სპეციალურათ დაგეშილი

Posted by: echoes 28 Feb 2008, 19:12
tamrikor
QUOTE
თუ ასწვალი და დგეშავ იქნება სპეციალურათ დაგეშილი


გასაგებია smile.gif

Posted by: NATTALI 28 Feb 2008, 19:16
QUOTE
დობერმან პინჩერი, ..................

ყველაზე ლამაზი დაღლი yes.gif

Posted by: ივერიელი 20 Mar 2008, 13:46
რათ დაივიწყეთ ეს თემა ცუდებო? biggrin.gif

მე მყავს უკვე 4 თვის დობერმანი, ლამაზი და უჭკვიანესი. smile.gif

Posted by: PBero 20 Mar 2008, 14:09
დობერმანი მართლაც ლამაზია,
ცოტა სიბერეში უსუქდება ტანი და წვრილ ფეხებზე არ უხდება - რათქმა უნდა ეს მოვლაზე და არც მნიშვნელეოვანია.


ჩემს კლასელს ჰყავდა დობერმანი, 20-მე რიცხვებს ეუბნებოდა და ისიც ყეფდა მდენჯერ, არ ვიცი ფოკუსი იყო და სანამ არ ბრძანებას არ მისცემდა შეიძლება ყეფდა, მაგრამ ფაქტია დამჯერი იყო.

მინახია ოჯახში ისეთი ჭკვიანი რომ ლამის ლაპარაკი ესმოდა, მაგრამ უკვე კაი მოხუცი იყო.
ზოგადად კი მის გონიერებას არ აქებენ. თუმცა რავიცი, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა აარჩიო ძაღლი.
ლამაზია

Posted by: ივერიელი 16 May 2008, 02:34
რა არის კაცო, არავის არ გყავთ დობერმანი? biggrin.gif


PBero

საშინელმა კვებამ იცის უშნოდ დაბერება და გასიება. ევროპაში იყიდება ძაღლის საუკეთესო საკვები Hill's Nature Best-ი ან ასევე Hill-ის წარმოებული მშრალი საკვები, ისევე როგორც კონსერვები. საუკეთესოა. სასწაულად აბალანსებს და საუცხოო ვიტამინები აქვს. აი Nature Best-ი კი მთლიანად ნატურალური ბოსტნეულითა და ხორცით არის დამზადებული. ამას რომ აჭმევ, აღარც ვიტამინები სჭირდება და არც სხვა რაიმე დამატებითი. სასწაულად უბზინავს ბეწვი და ძალიან ჯანმრთელია. Pedigree თუ რაღაც ჯანდაბა რომაა, ეს არის ყველაფრის თავი, კიბოს, დასუსტების, ძვლების გამრუდების, გასუქების და ა.შ. საშინელებაა.

Posted by: PBero 16 May 2008, 09:27
ივერიელი
დობერმანი ძალაინ ლამაზია მართლაც, მაგრამ საკვებს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ, ეგ საკვები რაც ახსენე აქ რომ შემოიტანაონ - აუცილებლად თურქეთში იქნება ნაწარმოებიდა ღირსებადაკარგული smile.gif

შავის გარდა ყავისფერებიც ხომ არის, მაგრამ რატომტაც მოცროებია ტანად.


Posted by: Inanna 16 May 2008, 10:00
მეგობრებო თქვენ აქ ძაღლებს აღწერთ... ასე გაზრდილი ძაღლი ქალაქში არ უნდა დადიოდეს და მაგარი ჯარიმები პატრონებს!

იმ ქვეყნებში სადაც ეს ჯიშები გამოიყვანეს სხვათაშორის როგორც ჯიშიც კი აკრძალეს პიტბული, როტვეილერი და ბულტერიერი... ინგლისში მაგალითად. იმიტომ რომ აგრესიულ მასტებს უვარდებათ ხელში და მერე ან თავიანთ ძაღლს აწამებენ ან სხვა ძაღლების საწამებლად იყენებენ.

და ძაღლების ჩხუბი ითვლება ცხოველის წამებად და მაგაზე სასჯელია.

და მე ვნახე ნაჩხუბარი და წაგებული ბულტერიერი... ასეთი უბედური და განადგურებული არსება არ მინახავს. მე რომ მკითხო მისი პატრონი იყო ბულტერიერი და ამიტომ აწამებდა საწყალს...
ქართველებში ზედმეტი აგრესიაა და ტესტოსტერონი მგონი ტვინებს უწვავთ. (ქალებშიც კი მოჭარბებულია ეს ჰორმონი ექიმების აზრით).

ვოტ.

Posted by: audioslave 16 May 2008, 10:00
ჩემი დობერმანი კიდე არაფერს არ იკარებს მარტო იმ საშინელებას პრიზმა რომ ქვია, რა ვიტამინები აღარ გამოვცადეთ მაგრამ არ უყვარს ძაღლს ჭამა და რა ქნას??

Posted by: ივერიელი 16 May 2008, 11:50
PBero

QUOTE
დობერმანი ძალაინ ლამაზია მართლაც, მაგრამ საკვებს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ, ეგ საკვები რაც ახსენე აქ რომ შემოიტანაონ - აუცილებლად თურქეთში იქნება ნაწარმოებიდა ღირსებადაკარგული


მეეჭვება, ვინაიდან Hill's-ს არ ექნება შეხება თურქეთთან, ანუ ვერ დაამზადებენ იქ. თუ ვინმემ გაბედა და მანდ შემოიტანა, საშინლად ძვირი იქნება. აქ ერთი სიკეთე ისაა, რომ 12კგ. რომ ყიდულობ ფასი საგრძნობლად იწევს, თორემ 1 და 3 კილო ძვირია, ხოდა საქართველოში მეეჭვება ვინმემ ეგ ქნას, ისედაც წარმომიდგენია პედიგრი რა ძვირი იქნება მანდ. biggrin.gif

მე მყავს ყავისფერი და ნამდვილად არაა მომცრო ტანის. მანდ თბილისში, შავი მყავდა და სიმართლე გითხრა ყავისფერი უფრო დიდი ტანით.


Inanna

QUOTE
იმ ქვეყნებში სადაც ეს ჯიშები გამოიყვანეს სხვათაშორის როგორც ჯიშიც კი აკრძალეს პიტბული, როტვეილერი და ბულტერიერი... ინგლისში მაგალითად.


ჩემს მეზობლებს სამივე ჯიში ჰყავთ, უბანში კი როტვეილერები ძალიან ბევრს. biggrin.gif ასე რომ არაფერიც არაა აკრძალული. biggrin.gif

audioslave

QUOTE
ჩემი დობერმანი კიდე არაფერს არ იკარებს მარტო იმ საშინელებას პრიზმა რომ ქვია, რა ვიტამინები აღარ გამოვცადეთ მაგრამ არ უყვარს ძაღლს ჭამა და რა ქნას??


რამდენჯერმე მოხარშული ქათმის ხორცი შეურიე საჭმელში და თუ არ შეჭამს მერე ნახავ. biggrin.gif

Posted by: Inanna 16 May 2008, 17:08
ჩემს დროს იყო აკრძალული პიტბული კაკ მინიმუმ... ძაღლების ჩხუბიც ასევე იშტრაფებოდა... და კიდევ ინგლისში შეამსუბუქეს ეს ბოლო დრო კანონმდებლობა.... შეიძლება ამიტომ ყავს სამივე.... ახლა. ისე ეს ამერიკიდან მიღებული ინფორმაციაა, ასე იწერებოდა ჟურნალებში ინგლისის შესახებ. შეიძლება აზვიადებდნენ ამერიკელები.

Posted by: PBero 16 May 2008, 20:31
ივერიელი
გასაგებია, ანუ ყავისფერები აქ ცოტაა და ამიტომ ზომაში მცირდებიან, "სისხლი" არ არის ბევრი. ეს პრობლემა ბევრ ჯიშს აქვს აქ.

Posted by: ივერიელი 17 May 2008, 03:30
PBero

ისე, თბილისში შეიძლება სულ რამდენიმე იყოს შავი, კარგი სიმაღლითა და გენეტიკით. ბევრი მინახავს მე მომცრო და სუსტი. სერიოზულად ჭირს ამ მხრივ მანდ. ამ ბოლო დროს რაცხა მოდაში შემოსულა ძაღლების ყოლა თბილისში, ასე გავიგე მე და იმედია ეშველება ამ საქმესაც.

მე ჩემსას ოპერაციას ვუკეთებ ეხლა, რომ შემთხვევითი ფეხმძიმობა და ზოგადად ფეხმძიმობა ავაცილო, შესაბამისად ჯანმრთელობაც უკეთესი ექნება, ნერვებიც. თუმცა დიდი სიამოვნებით ჩამოვიყვანდი ლეკვების დასაყრელად თბილისში და მივცემდი ხალხს, მაგრამ ნამდვილად დრო და ნერვი არ მაქვს 8 კვირა მინიმუმ 9 ლეკვი შევინახო, არადა დანაშაულია 8 კვირისაზე პატარა ლეკვის გაყიდვა ან გაჩუქება.

მიზეზი ისაა, რომ 8 კვირამდე ლეკვი დედასთან და სხვა ლეკვებთან ერთად სწავლობს იმ პირველ ინსტიქტებს, რაც მერე მისი ნორმალურად ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს. თბილისში ეს წესი არასოდეს იყო დაცული. ამასაც მიხედვა სჭირდება კანონმდებლობის დონეზე.

Posted by: ივერა III 27 Oct 2008, 23:03
დიახ ბატონებო და ქალბატონებო, დობერმანი არის მსოფლიოში ერთადერთი ჯიში (კავკასიურ ნაგაზს მე ძაღლად არ ვთვლი, ადამიანია), რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ ძაღლად ადამიანური აზროვნებით. ინტელექტუალი, ათლეტური, მოსიყვარულე და ემოციური. რომელიც პატარა ბავშვს უფრო ჰგავს ვიდრე ცხოველს და რომელიც წამებში შეიძლება გადაიქცეს ურჩხულად თუ საფრთხე დაემუქრება პატრონს.

წარმოდგენები დობერმანების განსაკუთრებულ აგრესიულობაზე არის მითი და უმეტეს წილად ბრიყვი მეპატრონეების დამახინჯებულ მოპყრობაზე დობერმანების მიმართ.

ეს არის ძაღლი, მსოფლიოში ერთადერთი ძაღლი რომელის ძეგლი დგა ამერიკის საზღვაო ძალების ერთ-ერთ ბაზაში, ვინაიდან დობერმანებმა სერიოზული გმირობები ჩაიდინეს მეორე მსოფლიო ომის დროს და ასეულობით ამერიკელი სამხედრო გადაარჩინეს სიკვდილს. ესაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა სამხედროებმა ისეთივე ღირსება მიაგეს დობერმანებს, როგორც ამერიკელ მებრძოლებს.

ჩემი დობერმანის სურათებსაც მოგვიანებით დავდებ.


Posted by: andro ph 27 Oct 2008, 23:40
ძალიან მაგარი ჯიშია, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ამ ჯიშის, მაღალი ხარისხის წარმომადგენელი არ შემხვედრია.

Posted by: tamrikor 28 Oct 2008, 00:50
andro ph
1 ყავდათ გერმანიდან ჩამოყანილი ულამზესი იყო შოკოლადისფერი
ვაკის პარკში დაყვდათ. მერე გაეპარათ და ვეღარ იპოვეს

Posted by: ივერა III 28 Oct 2008, 00:55
tamrikor

QUOTE
1 ყავდათ გერმანიდან ჩამოყანილი ულამზესი იყო შოკოლადისფერი
ვაკის პარკში დაყვდათ. მერე გაეპარათ და ვეღარ იპოვეს


გაეპარათ? eek.gif რა იყო ცემდნენ? დობერმანის გაპარვა არ გამიგია მე, მოპარვა კიდევ ხო. biggrin.gif როგორც ჩანს მთლად ბედნიერი არ იყო, ძაღლებმა იციან სახლიდან გასვლა თუ სუნი აიღეს ამძუვნებული მდედრისა, თორემ არ მობრუნება თანაც დობერმანისაგან ძალიან უჩვეულოა.

Posted by: tamrikor 28 Oct 2008, 01:11
ივერა III

ატეხილ ძუს გაეკიდა. არა რა ცემდნენ მთელი ოჯახი ამ ძაღლს ანებივრებდა

დობერმანი არა მაგრამ ეგერ დავკარგე ჩემი 1 მიტელი

Posted by: Abraham Lincoln 16 Nov 2008, 03:46
ესეც დაპირებული სურათი. ჯესი უკვე 12 თვის, ჩემს შვილთან ერთად. biggrin.gif

Posted by: Inanna 17 Nov 2008, 21:24
მოგვიყევი აბა რატომ და როგორ ამჟღავნებს ადამიანურ გონებას...
მე ძაღლების გონება ძალიან მაინტერესებს... ერთი პერიოდი მარტო ვცხოვრობდი ძაღლთან ერთად... და რაღაც ძალიან საინტერესოები შევამჩნიე. მაგალითად: ვუყურებდი ჰორრორ კინოს და რაღაც საშინელ მომენტში ჩემი ძაღლი რომელიც სულ სხვა მხარეს იყურებოდა და ბუნებრივია ფილმს არ უყურებდა ისე შეშინდა და ყეფა მორთო. მე დავასკვენი მან ტელეპატიურად წაიკითხა რას ვხედავდი მე. ანუ ჩემს აზრებს კითხულობდა... ჰალოუინზე ჩემმა ძაღლმა მაჯლაჯუნას სურათს რომელიც მაღაზიის ვიტრინაზე იყო დახატული ყეფა აუტეხა რაც ყოვლად ეწინააღმდეგება იმ აზრს რომ ძაღლები სიბრტყეზე ნახატს ვერ აღიქვამენ... ჩვენს ბუღალტერს გულზე ძაღლის საჩუქარის ფორმის ბროში ეკეთა... რაც ჩემმა ძაღლმა დააფიქსირა და მომენტი რომ უპოვა ეტაკა და შეჭმას უპირებდა, რამაც გააოცა ბუღალტერი რადგან ძაღლი თითქოს მხოლოდ სუნით უნდა ცნობდეს საჭმელს.
ჩემი ძმა 4 წლის ასაკში მეორე სართულიდან ვარდებოდა... გერმანულმა ნაგაზმა დაინახა რომ ჩემი ძმა ბრეზენტზე მიყუდებას აპირებდა, იცოდა ძაღლმა რომ იქ კედელი არ იყო და გაექანა და ნახტომში დაიჭირა გადავარდნილი ბავშვი. საინტერესოა რომ ყველა ადამიანმა რომელიც იქ იყო ვერ მოისაზრა რომ ჩემი ძმა ბრეზენტზე მიყუდებას აპირებდა... მე მგონია ძაღლმა დაინახა მისი აზრები... ტელეპატიურად.
საოცარი არსებები არიან მოკლედ. თუმცა ამათ შორის არც ერთი არ იყო დობერმანი მაგრამ მაინც მოვყევი. მოგვიყევი თუ შეიძლება დობერმანების საქმენი საგმირონია. ისე საკმაოდ მოხდენილი და დელიკატური ძაღლია... ყოველთვის მომწონდა.

Posted by: Nensi_1988 17 Nov 2008, 21:51
დობერმანი............. ეჰ..... არ შემიძლია ეს სიტყვა ცრემლების გარეშე წარმოვთქვა იმიტომ რომ ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი სწორედ რომ დობერმანი იყო. 9 წლის მანძილზე მქონდა ამ ჯიშის ძაღლთან მეგობრობისა და ურთიერთობის მართლაც და ბედნიერება. ეს იყო პირველი ცხოველი ჩვენს ოჯახში, ვანებივრებდით, სითბოს და სიყვარულს არ ვაკლებდით და ისიც ზუსტად ისევე გვპასუხობდა.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი ჯერის თვალები როცა ეზოში საქანელაზე ქანაობის დროს გადმოვარდი და თავი გავიტეხე. უცებ საშინელი ყეფა ატეხა და გააგებინა ჩემს მშობლებს რომ მომშველებოდნენ... მაშინ კი როცა დამაწვინეს ჩემი ოთახის კარი შემოგლიჯა, ლოგინზე ამოხტა და გულზე დამაწვა sad.gif მიყურებდა ისეთი თვალებით რომ ეხლაც მეტირება რომ მახსენდება.... ადამიანსაც შეიძლება გაუჭირდეს ისეთი თვალებით შემოხედვა როგორც ის მიყურებდა და წკმუტუნებდა. (ეგ რომ მოხდა 10 წლის ვიყავი ის კი 1 წლის იყო.

ასეთი თანაგრძნობის მომენტები ძალიან ბევრი იყო, თუკი ვინმეს მოწყენილობას შეგვატყობდა მოვიდოდა და საოცარ სითბოს და ალერსს გამოხატავდა.

ძალიან ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია უბრალოდ შეიძლება ცრემლების ოკეანე დავაყენო ყველაფერი რომ გავიხსენო და ამიტომ თავს შევიკავებ და თქვენ დაგითმობთ საპოსტავად თემას biggrin.gif

წელიწად ნახევარია რაც აღარ მყავს ჩემი უსაყვარლესი გოგო რომელიც ძაღლს კი არა შველს უფრო გავდა თავისი სილამაზით და გარეგნობით , ხოლო გონებით კი ნამდვილად ბევრ ადამიანს ჯობნიდა კიდეც sad.gif

Posted by: Magda 18 Nov 2008, 01:46
ჩემი ბავშვობის ოცნება უბრალოდ სახლში ვერ მოვიყვან ძალიან დიდია. როდესმე აუცილებლად მეყოლება

Posted by: Abraham Lincoln 18 Nov 2008, 06:30
Inanna

QUOTE
მოგვიყევი აბა რატომ და როგორ ამჟღავნებს ადამიანურ გონებას...


ვინაიდან ეს არის ძაღლი, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური წვრთნა, რათა დაიცვას პატრონი და მისი ოჯახი, ეს ყველაფერი მას აქვს ბუნებრივად, იგი წინასწარ გრძნობს პატრონის განწყობას, მოქმედებებს და საქციელს და რეაგირებს შესაბამისად. ამისი გადმოცემა ეხლა რთულია, უბრალოდ მე უკვე ბევრ წიგნსა და ისტორიაში წავაწყდი დობერმანებზე ასეთ შეფასებებს, ძალიან ხშირად საკუთარი დობერმანის საქციელებით დავრწმუნებულვარ ამაში. მხოლოდ საგნებისა თუ მოვლენების აღქმაზე არაა საქმე. ერთგულება კი ძაღლის პირველი თვისებაა, ეს არაა მხოლოდ დობერმანის გამორჩეული თვისება, სხვა ბევრი რამ არის რაც მას გამოარჩევს. ნელნელა შეიძლება ამაზე ლაპარაკი.

ხანდახან მგონია რომ აგერ პირს გააღებს და დაილაპარაკებს თქო. biggrin.gif არ ვიცი ჩემია ასეთი თუ დობერმანების ჯიშია ასეთი, არ არსებობს რაიმე ჩვევა, რომელსაც ვასწავლი, რომ მან სამ-ოთხ გამეორებაში არ ისწავლოს, არ სჭირდება ერთი კვირა ან მეტი, რომ გაუჯდეს ქცევებში. უკვე ვცდილობ რომ ბრძანებებით აღარ გავზარდო, სხეულის მოძრაობით და განწყობით უკვე ბევრს ხვდება და აკეთებს, აღარ მჭირდება ხმით ბრძანების მიცემა. ნუ ხანდახან შეიძლება ხელის მოძრაობა იყოს ხოლმე საჭირო. ძალიან დომინანტია, მე ვიმორჩილებ მაგრამ ოჯახის წევრები ვერა. როგორც კი სახლიდან გავდივარ ბრძანებლობს და არ იძინებს, არ ისვენებს. არადა ჯერ პატარაა ეხლა გახდა ერთი წლის. smile.gif ძალიან ხშირად წინასწარ ხვდება თუ რა მინდა და რა უნდა გავაკეთო.

მის მოხდენილობაში არაა მხოლოდ საქმე, ბევრი ამიტომ უშვებს შეცდომას და სახლში მიჰყვას, მერე კი ძალიან დიდ შარში ჰყოფს თავს. ეს არაა ძაღლი, რომელიც ყველას შეუძლია სახლში ჰყავდეს, ვინაიდან მას სჭირდება ძალიან სპეციფიკური ცოდნა და ურთიერთობა, რომ მონსტრად არ იქცეს, არ ბოროტდება, უბრალოდ ძალია ძლიერი დომინატი ხდება სახლში და იმორჩილებს ყველას და ყველაფერს, რაც ხშირ შემთხვევაში მათი სახლიდან გაგდებით ან გაშვებით მთავრდება. ინგლისში ძალიან ბევრი ვერ უვლის და ხშირად ხვდებიან ხოლმე თავშესაფრებში. ეს არ არის გასართობი ძაღლი რომელიც ორ ფეხზე დადგება და კუნტრუშს დაიწყებს, ეს არის ძაღლი რომელიც სპეციალურად შეიქმნა ადამიანის დაცვისათვის და არა მხოლოდ ადამიანის. ამ თემის პირველივე პოსტში დავწერე ინფორმაცია თუ რატომ დაუდგეს მათ ძეგლი ამერიკაში. smile.gif


Nensi_1988

არა დაწერე კიდევ, საინტერესო რამეებს გაიხსნებ. ეს არაა ტკივილი ეს იქნება სწორედ მისთვის დიდი პატივი რომ იგი ასე კარგად გახსოვს. smile.gif

Posted by: Nensi_1988 20 Nov 2008, 14:52
ულამაზესი, უსაყვარლესი და უჭკვიანესი ძაღლი! smile.gif


(თუ ოდესმე კიდევ მეყოლება ძაღლი მხოლოდ დობერმანი მეყოლება smile.gif ჯერჯერობით ეს შეუძლებელია მაგრამ საკუთარ ოჯახში აუცილებლად მეყოლება biggrin.gif )
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Abraham Lincoln 20 Nov 2008, 22:37
Nensi_1988

როგორც მივხვდი შენი დობერმანია. ულამაზესია, ელეგანტური. smile.gif

QUOTE
თუ ოდესმე კიდევ მეყოლება ძაღლი მხოლოდ დობერმანი მეყოლება


რაღა თქმა უნდა biggrin.gif მე სხვა მოსაზრებას არც ველოდი. smile.gif

Posted by: The Game N.W.A. 15 Dec 2008, 23:00
QUOTE (Nensi_1988 @ 20 Nov 2008, 13:52 )
ულამაზესი, უსაყვარლესი და უჭკვიანესი ძაღლი!  smile.gif


(თუ ოდესმე კიდევ მეყოლება ძაღლი  მხოლოდ დობერმანი მეყოლება smile.gif ჯერჯერობით ეს შეუძლებელია მაგრამ საკუთარ ოჯახში აუცილებლად მეყოლება biggrin.gif )
2kiss.gif  2kiss.gif  2kiss.gif

მეც მინდა ეგეთი დობერმანი მარა მეშინია სწორად რო ვერ გავზარდო


მეც მინდა ყიდვა, მაგრამ მეშინია შევძლებ კი ჩემი გამოუცდელობით ნორმალურად გავზარდო? მერე მოსაკლავი არ გამიხდეს ჩემები ან მე არ დამკბინოს : ))))))))) შევძლებ ნორმალურად გაზრდას? მაგარი მონდომებული ვარ პროსტა კომენტარები და ინტერნეტი სავსეა ნაწერებით რო საშიში ძაღლია. რას მირჩევთ?

Posted by: babaika 15 Dec 2008, 23:11
user posted image

Posted by: tamrikor 15 Dec 2008, 23:40
babaika
აუ რაკაი სურათია

Posted by: The Game N.W.A. 15 Dec 2008, 23:50
The Game N.W.A.
QUOTE
მეც მინდა ეგეთი დობერმანი მარა მეშინია სწორად რო ვერ გავზარდო

მეც მინდა ყიდვა, მაგრამ მეშინია შევძლებ კი ჩემი გამოუცდელობით ნორმალურად გავზარდო? მერე მოსაკლავი არ გამიხდეს ჩემები ან მე არ დამკბინოს : ))))))))) შევძლებ ნორმალურად გაზრდას? მაგარი მონდომებული ვარ პროსტა კომენტარები და ინტერნეტი სავსეა ნაწერებით რო საშიში ძაღლია. რას მირჩევთ?


Posted by: Hushta 16 Dec 2008, 18:16
ძაან მაგარი სურათებია! თუ გაქვთ ვინმეს კიდევ დადეთ რა...

Posted by: Nensi_1988 17 Dec 2008, 11:30
andro ph


შენს მიერ დადებულ სურათზე თითქოს შედარებით მოკლე თათები აქვს. აი ჩემს ჯერის შველივით ტანი ქონდა და მაღალ ფეხება იყო. სუფთა სისხლის... დედამისი ყავისფერი იყო მამა ჩვეულებრივი... ყველა მისი წინაპარი გამოფენაში გამარჯვებული იყო. ეჰ ნეტა კიდე ჩემთან იყოს sad.gif

Posted by: სოფია_ლი 1 Feb 2009, 05:59
ერთადერთი ძაღლის ჯიში რომელიც მიყვარს, ისე ძაღლებს ვერ ვიტან, პარდონ biggrin.gif დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ამ სილამაზეს love.gif

Posted by: Pirate 18 Mar 2009, 00:55
ვინმე ხომ არ იცით ვინც ყიდის დობერმანის ლეკვებს? მაგრად მომწონს

Posted by: HAG 23 Mar 2009, 16:05
მე მყავდა და უჭკვიანესი ძაღლია, გუშინ ვნახე ისევ ვიღაცას ყავდა და ისე მომინდა ეგ ძაღლი sad.gif

Posted by: Nensi_1988 23 Mar 2009, 16:25
ჩემი ჯერი მენატრება უსაშველოოოოოოოოოოოოდ sad.gif ძაან ძაან ძაან მაგარი ძაღლია დობერმანი!

Posted by: md5 27 Mar 2009, 13:51
QUOTE
და ბოლოს რაც აგრესიული ზარლების სიას კბენის სიხშირის მიხედვით, მეც ბევრი ვეზებე მაგრამ აკტუალური ვერ ვიპოვე


Breeds of dogs involved in fatal human attacks
in the United States between 1979 and 1998

http://www.cdc.gov/ncipc/duip/dogbreeds.pdf

Posted by: Gilgamesh 27 Mar 2009, 16:07
http://s1.tvali.ge/photos/babaika_18100.jpg


2kiss.gif love.gif

Posted by: The Game N.W.A. 27 Mar 2009, 18:19
ეს კინო ნახეთ დობერმანზეა.


http://mydisk.ge/download.php?id=44C5CB4322

დიდი ვერაფერი მარა მაგარი ძაღლია ძაან

user posted image

Posted by: Deborah 17 Dec 2009, 08:23
დიდი სიამოვნებით ვიჩუქებდი დობერმანის შავი ფერის ძუ ლეკვს,რომელიც იქნებოდა 2003 წლის 22 მარტს დაბადებული დობერმანის ნაშიერი.საქმე ის გახლავთ რომ ,უკვე ორი წელია რაც მომიკვდა ჩემი დობერმანი,მას ამ დროს 8 ლეკვი შეეძინა,ყველას ჰქონდა საგვარეულო ნუსხაც და დამღაც საერთაშორისო ქენელ კლუბში.დიდი სურვილი მაქვს სწორედ მათ ნაშიერს მივაგნო.იქნებ დამდოთ პატივი და მოიკითხოთ ახლობლებში ვის ჰყავს ამ შტოდან ლეკვები...
* * *
თუ დობერმანის აყვანა გადაწყვიტეთ,დარწმუნებული უნდა იყოთ,რომ მასზე მაღალი ინტელექტის ბრძანდებით...

ეს ისე,სხვათაშორის....მის ჭკუასთან დაკავშირებით!

* * *
Nensi_1988
უკვე ორი წელია მეც მომიკვდა დობერმანი დეიზი და ძალიან კარგად მესმის შენი...ვკითხულობდი შენს ჩანაწერებს და ცრემლებს ვერ ვიკავებდი ისე ნაცნობი და ახლობელი იყო ჩემთვისაც ეს ყველაფერი.ძალიან მინდა მივაგნო მის შთამომავლობას,თუ ვინმე დამეხმარება,ძალიან დიდ მადლს მოისხამს ჩვენსასაც და დობერმანისასაც.ნამდვილად მოსიყვარულე და მზრუნველი პატრონები ვიქნებით ....

Posted by: Deborah 19 Dec 2009, 01:04
მე მყავდა 7-8 წლის განმავლობაში,ლეკვებიც გვყავდა....კარგი დრო იყო!!!
უკვე ორ წელზე მეტია,რაც დამეღუპა და ძალიან მიმძიმს უმისობა.თუ ავიყვან- ისევ დობერმანს....
დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო მათზე,ძალიან ბევრი მხიარული თუ სერიოზული ამბავი მოვყვე რაც კი რამ თავს გადაგვხდენია,მაგრამ მიმძიმს...ყველაფერი უზომოდ დიდი ტკივილით დასრულდა....
განუმეორებელი ჯიშია,დღემდე მისი ერთგული ვარ...

ნეტავ ვინმე მაჩუქებდეს საახალწლოდ ერთ შავგვრემან კუდრაჭა გოგოს და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება!!!




P.$. დებორა მისი სახელია

Posted by: Gatevanda 20 Dec 2009, 00:39
შევიძენ დობერმანის ლეკვს.

დამიკავშირდით სკაიპში kvantaliani222

Posted by: Deborah 27 Dec 2009, 04:48
რატომ აღარაა თბილისში დობერმანის ლეკვი???
7-8 წლის წინ უფრო მრავლად იყვნენ...

Posted by: guineapig34 27 Dec 2009, 13:57
აი გასაყიდი დობერმანი http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=399636

Posted by: Deborah 28 Dec 2009, 01:31
...მაგრამ მე უფრო სხვაგვარი მინდა
და თანაც შავგვრემანიsmile.gif

Posted by: Deborah 4 Jan 2010, 20:17
თუ ვინმეს დობერმანის ლეკვის გაჩუქება მოგესურვაბათ,აუცილებლად შემეხმიანეთ 855-221-960

Posted by: tinaland 6 Jan 2010, 20:12
ვაიმე ჩემს მეგობარს ყავს და უჭკვიანესი ძაღლია... როგორც ადამიანს ელაპარაკები შეგიძლია ისე ელაპარაკო ყველაფერი ესმის (ეს არ ნიშნავს რომ ბრძანებებს შეასრულებს, ყოველთვის იმას აკეთებს რაც თვითონ ეხოშება biggrin.gif ) ბევრ ადამიანზე ჭკვიანია (გადაჭარბების გარეშე ვამბობ ) yes.gif
და საერთოდ რომელიმე ჯიშის სულელად მონათვლა ძალიან დიდი უაზრობაა... როგორც ადამიანები არსებობენ Qკვიანები და სულელები ისე ძაღლებიც... რომელიმე დობერმანი თუ ჩულელია(ჩულელებიც მიყვარს love.gif ) არ ნიშნავს რომ მთელი სადობერმანეთი მასეთია boli.gif

Posted by: Deborah 6 Jan 2010, 21:02
რამხელაა შენი მეგობრის დობერმანი?
იცი, უკვე ორი წელია რაც მომიკვდა ჩემი დობერმანი,მისგან ლეკვებიც გვყავდა-ეხლა 6-7 წლის იქნებიან,ჰოდა,ვეძებ მათ შთამომავლებს,იქნებ ვინმეს ჰყავდეს და მივაკვლიო.ჩემებს ყველას დამღები ჰქონდათ და საგვარეულო ნუსხაც,2000 წლის 22 მარტს იყვნენ დაბადებულები...

Posted by: tinaland 6 Jan 2010, 21:35
Deborah
QUOTE
რამხელაა შენი მეგობრის დობერმანი? იცი, უკვე ორი წელია რაც მომიკვდა ჩემი დობერმანი,მისგან ლეკვებიც გვყავდა-ეხლა 6-7 წლის იქნებიან,ჰოდა,ვეძებ მათ შთამომავლებს,იქნებ ვინმეს ჰყავდეს და მივაკვლიო.ჩემებს ყველას დამღები ჰქონდათ და საგვარეულო ნუსხაც,2000 წლის 22 მარტს იყვნენ დაბადებულები...

ძალიან ვწუხვარ შენი მეგობრის გამო sad.gif წარმომიდგენია რა საშინელაბაა ... ჩემს მეგობარს მგონი მთელს ოჯახში ყველაზე მეტად უყვარს ყოველ შემთხვევაში ნაკლებად მგონი არა yes.gif ისიც 6-7 წლის იქნება მაგრამ არამგონია ის იყოს ვისაც შენ ეძებ, უკრაინიდან ყავთ ჩამოყვანილი თუ რაღაც მასეთი smile.gif ისე ულამაზესი ძაღლია რომ ნახო გაგიჟდები ისეთი პროპორციულია და რა სახე აქვს ყველა დობისგან გამორჩეულია smile.gif დობერმან პინჩერია ... შენი რომელი იყო smile.gif

Posted by: Deborah 7 Jan 2010, 21:14
ძალიან ლამაზი იყო,შავი ოქროსფერით...ძალიან დიდი არ იყო,საოცრად ელეგანტური და გრაციოზული,ინტელიგენტური ქცევის და ნატიფი მანერების...თუმცა თუ საჭირო იყო საოცარი შემართებით ეცემოდა მტერს

Posted by: tamrikor 7 Jan 2010, 22:41
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=411005

Posted by: tinaland 7 Jan 2010, 22:59
http://www.radikal.ru


ნახეთ როგორი ლამაზია love.gif და თქვენ არ იცით როგორი ჭკვიანია love.gif

Posted by: Deborah 8 Jan 2010, 12:47
გეთანხმები,ძალიან ლამაზია,ძალიან ჰგავს ჩემს დობერმანს–ზუსტად ისეთი შეფერილობა და კომპლექცია აქვს,ოღონდ ჩვენ ყურები არ დაგვიჭრია....ამის შვილს სიამოვნებით ვიშვილებდი და შევიყვარებდი ...

Posted by: tinaland 8 Jan 2010, 18:14
Deborah
QUOTE
გეთანხმები,ძალიან ლამაზია,ძალიან ჰგავს ჩემს დობერმანს–ზუსტად ისეთი შეფერილობა და კომპლექცია აქვს,ოღონდ ჩვენ ყურები არ დაგვიჭრია....ამის შვილს სიამოვნებით ვიშვილებდი და შევიყვარებდი ...

სამწუხაროდ ლეკვები არ ყავს და არამგონია კიდევ რომ ეყოლოს, ძაღლი ასაკში რომ შედის(7 წლისაა ჯერ მაგრამ მაინც დიდი ასაკია) მერე საშიში ხდება მშობიარობა ხო და არამგონია გააჩენინონ user.gif

Posted by: tinaland 12 Jan 2010, 22:17
ლინდა აღარ არის ... დღეს გარდაიცვალა ... არ მჯერა...

Posted by: Deborah 13 Jan 2010, 21:48
ძალიან,ძალიან მეტკინა ლინდას ამბავი.რატომ,რა მოხდა???
სულით ხორცამდე ვიზიარებ პატრონების მდგომარეობას და სამწუხაროდ, დასამშვიდებლადაც ვერაფერს ვეუბნები......

Posted by: Andro_forza juve 14 Jan 2010, 12:55
რაც ამათზე ისტორიები მსმენია
ფრედი კრიუგერის დედაც biggrin.gif

ნამეტანი აგრესიულია მგონი spy.gif
არმი ყვარს ეგეთები mo.gif

Posted by: tinaland 14 Jan 2010, 22:02
QUOTE
რატომ,რა მოხდა???

მანქანამ დაარტყა... ფეხი მოაჭრეს მაგრამ მაინც ვერ დაგარჩა ღვიძლი ქონდა დაზიანებული თურმე, იმ დღესვე გარდაიცვალა... ფეხი რომ მოაჭრეს იმედი მოგვეცა რომ გადარჩებოდა მაგრამ cry.gif ბოლოს რომ ვნახე იმისი თვალები არ დამავიწყდება, არაფრის თავი არ ქონდა ნარკოზში იყო მაგრამ მაინც ხვდებოდა ყველაფერს რა დღეში ვიყავით თავის ჭკვიან თვალებს არ გვაცილებდა user.gif საღამოს ძალიან დასუსტდა ღრძილები და ენა სულ გაუთეთრდა იმდენი სისხლი დაკარგა(მე4 სართულამდე თავისი ფეხით ავიდა მთელი სადარბაზოში სისხლი იყო კედლებზა ალბათ რომ ვერ დადიოდა კედელ-კედელ ამოვიდა) არ ვიცი რა რა ვთქვა ვიცი რომ აღარ არის მაგრამ არ მჯერა user.gif

Posted by: ninikosha 14 Jan 2010, 22:18
ბავშვობაში მყავდა დობერმანის ლეკვი.. და ტუალეტის ქაღალდებს ჭამდა... ან იპარავდა რულონს და მთელ ეზოს მოფენდა... გადარეული იყო ცოტა.. მერე მამაჩემმა მეგობარს აჩუქა..

Posted by: edna mamida 14 Jan 2010, 22:21
QUOTE
ანქანამ დაარტყა... ფეხი მოაჭრეს მაგრამ მაინც ვერ დაგარჩა ღვიძლი ქონდა დაზიანებული თურმე, იმ დღესვე გარდაიცვალა... ფეხი რომ მოაჭრეს იმედი მოგვეცა რომ გადარჩებოდა მაგრამბოლოს რომ ვნახე იმისი თვალები არ დამავიწყდება, არაფრის თავი არ ქონდა ნარკოზში იყო მაგრამ მაინც ხვდებოდა ყველაფერს რა დღეში ვიყავით თავის ჭკვიან თვალებს არ გვაცილებდასაღამოს ძალიან დასუსტდა ღრძილები და ენა სულ გაუთეთრდა იმდენი სისხლი დაკარგა(მე4 სართულამდე თავისი ფეხით ავიდა მთელი სადარბაზოში სისხლი იყო კედლებზა ალბათ რომ ვერ დადიოდა კედელ-კედელ ამოვიდა) არ ვიცი რა რა ვთქვა ვიცი რომ აღარ არის მაგრამ არ მჯერა

sad.gif


Posted by: Deborah 15 Jan 2010, 12:44
მესმის შენი და ძალიან ნაცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის–პირველად 9 თვის იყო მანქანამ რომ დაარტყა და ორი თვე გიფსით დადიოდა,მერე 6 წლის ავად გახდა და ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გადავარჩინეთ დაძინებას,ბოლოს ისევ ისეთი ჯანმრთელი და შემართული ერთ დღეში გამომეცალა ხელიდან სრულიად უაზროდ,ეხლაც თვალწინ მიდგას მისი გვერდზე გადაგდებული შველივით კისერი და მისუსტებული თვალები,რომლებითაც გვეთხოვებოდა....და ხმა–გულისშემზარავი გამოსათხოვარი ამოგმინვა–ეს ენითაუწერელი ტკივილიანი ყვირილი დამშვიდობებისა,რომელიც სულ თან გამყვება მეც და ჩემს შვილსაც...და ამის მიუხედავად კიდევ დავეძებ დობერმანის ლეკვს.თან მინდა და თან ძალიან,ძალიან მეშინია ...რაც არ უნდა დიდხანს იცოცხლოს,10–15 წელზე მეტს მაინც ვერ ძლებენ. არავინ თქვას რომ ეს სევდა როდისმე გაივლეს,ყოვეთვის გვემახსოვრება საუკეთესო მეგობარი ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც უსიტყვოდ გაცილებით მეტს გვეუბნებოდა და თავისი არსებობით ძალიან ბევრს გვაძლევდა სულიერს....
ისე,ფეხმოჭრილი დობერმანის სიცოცხლეს, ისევ ასეთი დასასრული ჯობდა...(თუმცა, რაც ჯობდა,ცხადია, ორივეს უკეთ გვესმის!!!)...რაც არ უნდა დიდი ტკივილი არ იყოს პატრონებისთვის.დამიჯერე,უფრო დაიტანჯებოდით ეს ულამაზესი შველივით არსება რომ ხეიბრად გენახათ.როგორც ჩანს ასეთი ყოფილა მისი ბედისწერა(sad.gifsad.gif:!!!!

Posted by: ipona 15 Jan 2010, 12:56
QUOTE
მესმის შენი და ძალიან ნაცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის–პირველად 9 თვის იყო მანქანამ რომ დაარტყა და ორი თვე გიფსით დადიოდა,მერე 6 წლის ავად გახდა და ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გადავარჩინეთ დაძინებას,ბოლოს ისევ ისეთი ჯანმრთელი და შემართული ერთ დღეში გამომეცალა ხელიდან სრულიად უაზროდ,ეხლაც თვალწინ მიდგას მისი გვერდზე გადაგდებული შველივით კისერი და მისუსტებული თვალები,რომლებითაც გვეთხოვებოდა....და ხმა–გულისშემზარავი გამოსათხოვარი ამოგმინვა–ეს ენითაუწერელი ტკივილიანი ყვირილი დამშვიდობებისა,რომელიც სულ თან გამყვება მეც და ჩემს შვილსაც...და ამის მიუხედავად კიდევ დავეძებ დობერმანის ლეკვს.თან მინდა და თან ძალიან,ძალიან მეშინია ...რაც არ უნდა დიდხანს იცოცხლოს,10–15 წელზე მეტს მაინც ვერ ძლებენ. არავინ თქვას რომ ეს სევდა როდისმე გაივლეს,ყოვეთვის გვემახსოვრება საუკეთესო მეგობარი ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც უსიტყვოდ გაცილებით მეტს გვეუბნებოდა და თავისი არსებობით ძალიან ბევრს გვაძლევდა სულიერს....
ისე,ფეხმოჭრილი დობერმანის სიცოცხლეს, ისევ ასეთი დასასრული ჯობდა...(თუმცა, რაც ჯობდა,ცხადია, ორივეს უკეთ გვესმის!!!)...რაც არ უნდა დიდი ტკივილი არ იყოს პატრონებისთვის.დამიჯერე,უფრო დაიტანჯებოდით ეს ულამაზესი შველივით არსება რომ ხეიბრად გენახათ.როგორც ჩანს ასეთი ყოფილა მისი ბედისწერა(:!!!!

მეც მყავდა დობერმანი, ოჯახშიყველაზე მაგრა მე ვუყვარდი სხვებიც მარა მე განსაკუთრებით ვინმეს რო ჩემთვის ხმამაღლა დაეყვირა გიჟდებოდა , 3 თვის იყო და მაშინაც მიცავდა მარა მერე მომიკვდა სასეირნოდ მყავდა წაყვანილი მარა ჭკვიანი იყო და არსად არ გარბოდა სადაც არ უნდა წავსულიყავი უკან დამყვებოდა არ არსებობდა რო სხვაგან გაგცეულიყო მაგარი სერიოზული ძაღლი იყო მაგისგან ცანცარს ვერ გაიგებდი biggrin.gif უცებ რაღაცა მანქანას გაეკიდა და უკან რომელი მანქანაც მოდიოდა იმან დაარტყა,აუ ეხლაც რო ვიხსებ საშინელება იყო რა , 4 წლის იყო მაშინ
ბევრი ძაღლი მყავდა მარა ეგრე არცერთი არ მყვარებია , როკი ერქვა.
და თქვენ რითი მოგიკვდათ??

Posted by: tinaland 15 Jan 2010, 16:56
QUOTE
მესმის შენი და ძალიან ნაცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის–პირველად 9 თვის იყო მანქანამ რომ დაარტყა და ორი თვე გიფსით დადიოდა,მერე 6 წლის ავად გახდა და ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გადავარჩინეთ დაძინებას,ბოლოს ისევ ისეთი ჯანმრთელი და შემართული ერთ დღეში გამომეცალა ხელიდან სრულიად უაზროდ,ეხლაც თვალწინ მიდგას მისი გვერდზე გადაგდებული შველივით კისერი და მისუსტებული თვალები,რომლებითაც გვეთხოვებოდა....და ხმა–გულისშემზარავი გამოსათხოვარი ამოგმინვა–ეს ენითაუწერელი ტკივილიანი ყვირილი დამშვიდობებისა,რომელიც სულ თან გამყვება მეც და ჩემს შვილსაც...და ამის მიუხედავად კიდევ დავეძებ დობერმანის ლეკვს.თან მინდა და თან ძალიან,ძალიან მეშინია ...რაც არ უნდა დიდხანს იცოცხლოს,10–15 წელზე მეტს მაინც ვერ ძლებენ. არავინ თქვას რომ ეს სევდა როდისმე გაივლეს,ყოვეთვის გვემახსოვრება საუკეთესო მეგობარი ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც უსიტყვოდ გაცილებით მეტს გვეუბნებოდა და თავისი არსებობით ძალიან ბევრს გვაძლევდა სულიერს....

sad.gif საშინელებაა
QUOTE
.დამიჯერე,უფრო დაიტანჯებოდით ეს ულამაზესი შველივით არსება რომ ხეიბრად გენახათ.როგორც ჩანს ასეთი ყოფილა მისი ბედისწერა(:!!!!

არ ვიცი ჩემს მეგობარს ისე უყვარდა ოღონდ ეყურებინა რომ ცოცხალი იყო თვალებში სიცოცხლე ისევ ედგა სულ ერთი იყო როგორი იქნებოდა user.gif ალბათ თავიდან თვითონ გაუჭირდებოდა მაგრამ სირბილსაც დაიწყებდა ბოლოს... ლინდას როცა ვეფერებოდით მთავარი სიტყვები ყოველთვის "ჩემი ლამაზი და ჭკვიანი გოგო" იყო გეთანხმები რომ ამ შეუცვლელი არსების ასეთ მდგომარეობაში ყურება საშინელებაა cry.gif

Posted by: Look_out_there_are_llamas 31 Jan 2010, 02:10
tinalandi ჩემს ძაღლზე საუბრობს
QUOTE
QUOTE
მესმის შენი და ძალიან ნაცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის–პირველად 9 თვის იყო მანქანამ რომ დაარტყა და ორი თვე გიფსით დადიოდა,მერე 6 წლის ავად გახდა და ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გადავარჩინეთ დაძინებას,ბოლოს ისევ ისეთი ჯანმრთელი და შემართული ერთ დღეში გამომეცალა ხელიდან სრულიად უაზროდ,ეხლაც თვალწინ მიდგას მისი გვერდზე გადაგდებული შველივით კისერი და მისუსტებული თვალები,რომლებითაც გვეთხოვებოდა....და ხმა–გულისშემზარავი გამოსათხოვარი ამოგმინვა–ეს ენითაუწერელი ტკივილიანი ყვირილი დამშვიდობებისა,რომელიც სულ თან გამყვება მეც და ჩემს შვილსაც...და ამის მიუხედავად კიდევ დავეძებ დობერმანის ლეკვს.თან მინდა და თან ძალიან,ძალიან მეშინია ...რაც არ უნდა დიდხანს იცოცხლოს,10–15 წელზე მეტს მაინც ვერ ძლებენ. არავინ თქვას რომ ეს სევდა როდისმე გაივლეს,ყოვეთვის გვემახსოვრება საუკეთესო მეგობარი ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც უსიტყვოდ გაცილებით მეტს გვეუბნებოდა და თავისი არსებობით ძალიან ბევრს გვაძლევდა სულიერს....


მეტირება : ((((((((((((((((((((((((((((((((((
QUOTE
ოღონდ ეყურებინა რომ ცოცხალი იყო
<< ამაში გეთანხმები : (
ყველაზე ჭკვიანი იყო ჩემი გოგო sad.gif sad.gif და ყველაზე მეტად მიყვარდა და მიყვარს ! : (((((((((((((((((((((((

* * *
QUOTE
andro ph

QUOTE
ძალიან მაგარი ჯიშია, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ამ ჯიშის, მაღალი ხარისხის წარმომადგენელი არ შემხვედრია.

მე კიდე არცერთ საიტზე არ შემხვედრია ისეთი ლამაზი დობერმანი როგორიც ჩემი იყო.. ძალიან პროპორციული.. უკრაინიდან ჩამოიყვანეს და ყურებიც იქ მოაჭრეს და ძალიან კარგი ყურებიც ქონდა sad.gif საოცრება იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით sad.gif ნამდვილად არ ვამბობ ამას სიყვარულის გამო.... მაგრამ საერთოდ ყველა დობერმანი ლამაზია !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Deborah 31 Jan 2010, 23:39
ეხლა რას აპირებ?
მე სულ ვეძებ...თან მეშინია,რომ ავიყვანო და მერე ისევ ისე......არ მინდა ამაზე ფიქრი,მაგრამ მაინც სულ მეფიქრება...აი,თუნდაც დღეს,მზე გამოვიდა და ვინატრე- ნეტავ ეხლა მყოლოდა გვერდით, რა ხალისით ვისეირნებდით ერთად...

Posted by: Nensi_1988 4 Feb 2010, 03:08
QUOTE
დობერმანი



ჩემი ტკივილიაააააააააააა sad.gif 9 წელი მყავდააააააა და ფაფუ sad.gif მენატრება ჩემი გოგოოო sad.gif

Posted by: Look_out_there_are_llamas 4 Feb 2010, 16:58
Nensi_1988
მეც 9 წელი sad.gif .

Posted by: Deborah 4 Feb 2010, 20:01
მე თითქმის 8.....
დებორა მისი სახელია...ძალიან მენატრება ჩემი ლამაზი გოგოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!

Posted by: Nensi_1988 4 Feb 2010, 21:04
Look_out_there_are_llamas
Deborah


ეეეეეეეჰ როგორ მესმის sad.gif

Posted by: dachieliziko 5 Feb 2010, 07:03
ეს ულამაზესი 1 წლის ხვადი დობერმანი, პატრონმა მიატოვა და მოხვდა თავშესაფარში. ეძებს ახალ პატრონს.



* * *
http://www.radikal.ru

Posted by: Valdemaf 5 Feb 2010, 07:17
ერთი უნდა მოვიდე ვიცი ეს ძაღლი.ქცევაც ძაან კარგი აქვს.როგორ მიატოვეს ტო vik.gif

Posted by: Deborah 5 Feb 2010, 12:29
თუ იცით საბუთები თუ მოიტანა პატრონმა?
აუცილებელია ვიცოდეთ აცრების ჩატარების თარიღები და ცხადია,გენეოლოგიაც,რომ სამომავლოდ შეჯვარებაზე რაიმე დარღვევა არ მოხდეს-ხომ გესმით,მაინც დობერმანია და მის ფსიქიკასაც და ფიზიკასაც სათანადო მოპყრობა სჭირდება-შთამომავლობის გაგრძელებისას რომ რაიმე შეცდომა არ მოგვივიდეს...
ამ დღეებში აუცილებლად მოვინახულებ მეგობარს....

Posted by: Japanese 5 Feb 2010, 12:45
დაახლოებით 6 წლის წინა მაჩუქეს პატარა ლეკვი
დედა ყავს დობერმანიო, გარეგნობითაც ჩვეულებრივ დობერმანს გავს, შავია, ყავისფერი ფეხებით smile.gif
მყავს ეხლაც ეს ნახევრად დობერმანი
მაგრამ ცოტა არ იყოს და აგრესიულია

Posted by: Deborah 5 Feb 2010, 12:58
რაც შეიძლება ბევრი სითბო აჩვენეთ...დაბმა და სიმკაცრეც ააგრესიულებს ხოლმე...
გენეტიკას კი ცხადია,გვერდს ვერ აუვლით...დობერმანს რომ მაგალითად, სტაფის ან პიტის გენი შეერიოს....
დობერმანს აქვს საკმარისი საკუთარი აგრესიულობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავს იჩენს ხოლმე,თუმცა ამაზე მეტად სიყვარული იცის...
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ!!!

Posted by: Nensi_1988 5 Feb 2010, 13:12
QUOTE
პატრონმა მიატოვა



როგორ უნდა მიატოვო ღმერთო ჩემო რააააააააა, ძაან ვბრაზდები ეგეთ ხალხზე, ფუფ

Posted by: Japanese 5 Feb 2010, 13:19
QUOTE
როგორ უნდა მიატოვო ღმერთო ჩემო რააააააააა,

yes.gif

ზრდი, ზრუნავ მასზე და მერე როგორ ტოვებენ არ მესმის, ან გააჩუქონ მაინც


Posted by: Valdemaf 5 Feb 2010, 14:03
QUOTE (Japanese @ 5 Feb 2010, 13:19 )
QUOTE
როგორ უნდა მიატოვო ღმერთო ჩემო რააააააააა,

yes.gif

ზრდი, ზრუნავ მასზე და მერე როგორ ტოვებენ არ მესმის, ან გააჩუქონ მაინც

მეც აი მაგრა გამიტყდა..არ მესმის... არადა ვიცნობ ამ ძაღლს მაგარი დობრი ტიპია....უნდა ჩავიდე რა თამარაშვილზე ყავთ.ბოთლები ევასება მაგრა პლასმასის gigi.gif ვაკელებს ყავდათ ეს ძაღლი სულ მხვდებოდა ხოლმე მრგვალ ბაღში,მზიურში........

Posted by: Japanese 5 Feb 2010, 14:11
QUOTE
არადა ვიცნობ ამ ძაღლს მაგარი დობრი ტიპია

მმმ რა საყვარელი იქნება love.gif

QUOTE
.ბოთლები ევასება მაგრა პლასმასის


ჩემი ძაღლის საყვარელი საქმიანობაა
საათობით ერთობა პლასმასის ბოთლებით rolleyes.gif

Posted by: Valdemaf 5 Feb 2010, 14:24
ხოდა აი მაგრა ჩამწყდა გული შემთხვევით ვნახე სურათი და ეგრევე ვიცანი.იმინა საგონებელში ჩავვარდი

Posted by: junski 5 Feb 2010, 16:38
გამარჯობათ ხალხო. ბოდერნამის ლეკვებს ვეძებ ჯიშიანს

ხომ ვერ მიმასწავლით სადმე?

Posted by: tamuna_mpt 5 Feb 2010, 18:29
junski
ერთი წლის არ გაწყობს? აი წინა გვერდზე რომ დევს ფოტო user.gif

Posted by: junski 5 Feb 2010, 18:31
tamuna_mpt
QUOTE
ერთი წლის არ გაწყობს? აი წინა გვერდზე რომ დევს ფოტო


რავიცი, შეჩვევის პონტში არ ვიცი როგორ იქნება\

ამას ფასი რა აქვს?

Posted by: Pirate 5 Feb 2010, 18:32
QUOTE
ამას ფასი რა აქვს?


სიყვარული და ზრუნვა. აი ეს არის მაგის ფასი... თუ მოუვლი და გეყვარბეა გაჩუქებენ

Posted by: junski 5 Feb 2010, 18:34
Pirate
QUOTE
სიყვარული და ზრუნვა. აი ეს არის მაგის ფასი... თუ მოუვლი და გეყვარბეა გაჩუქებენ

ამაზე კარგი არაფერია მაგრამ შეჩვევის პონტში არ ვიცი როგორ იქნება, პატარა ბავშვი მყავს სახლსში და ამის გამო მინდა რომ ლეკვი მივიყვანო, და ამ მიზეზის გამო არ მინდა 1 წლის ლეკვის მიყვანა


ამიტომ იქნებ ვინმემ მიმასწავლოთ სად შეიძლება ვიყიდო დობერმანის ლეკვი, რაც მტავარია ჯიშიანი

Posted by: Pirate 5 Feb 2010, 18:42
ეგრევე კი არ მოგცემენ. 1 კვირა შეჩვევის მომენტი ქინება. შეგეძლება წაიყვანო და გაასეირნო და თუ შეეწყობით იმ შემთხვევაში smile.gif


ყიდვა სად შეიძლება არ ვიც ინაღდად smile.gif

Posted by: Deborah 5 Feb 2010, 21:46
QUOTE
1 კვირა შეჩვევის მომენტი ქინება. შეგეძლება წაიყვანო და გაასეირნო და თუ შეეწყობით იმ შემთხვევაში

როგორ შევხვდე იქნებ მიმასწავლოთ ზუსტი მისამართი....

Posted by: Pirate 5 Feb 2010, 21:51
(99) 51 68 86. (თამაზი)













Posted by: Deborah 5 Feb 2010, 23:37
ხვალ ვფიქრობ შეხმიანებას,ეხლა გვიანია....
* * *
ამ სიცივეში ნეტა როგორაა დობი? დობერმანებს ხომ ძალიან გვიყვარს სითბო და თბილი ლოგინი...
ვზივარ კომპთან,ვათვალიერებ საიტს და ვტირი-პატრონების სისასტიკეზეც და საკუთარ უძლურებაზეც,რომ არ შემიძლია შველა-არა და მინდა რაიმე ვიღონო,იქნებ რამე მომაფიქრებინოთ...


ხვალ აუცილებლად მოვალ თავშესაფარში....წინასწარ დაგირეკავთ ბ-ნო თამაზ

Posted by: agr_bak 6 Feb 2010, 05:02
Deborah
QUOTE
რომ არ შემიძლია შველა-არა და მინდა რაიმე ვიღონო,იქნებ რამე მომაფიქრებინოთ...

იშვილე ის 1 წლის დობერმანი, შენც ბედნიერი იქნები და ისიც. შენნაირი მოსიყვარულე პატრონი მისთვის ბედის საჩუქარი იქნება, ერთხელ უკვე დაიჩაგრა, წარმოიდგინე შენი ძაღლი მის ადგილას და ეგრევე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ

2kiss.gif

Posted by: Deborah 6 Feb 2010, 19:34
დარწმუნებული უნდა ვიყო რომ მისი შველა შემეძლება...
-მარტო მისი უსაზღვრო სიყვარული არ კმარა,ბევრი სხვა ფსიქოლოგიური,ტექნიკური და გნებავთ, ფინანსური მომენტიცაა გასათვალისწინებელი.
ძაღლი პატრონთან განშორებით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ კარგახანს იქნება- დობერმანის ფაქიზი და არამდგრადი ნერვები გაცილებით მეტ რისკთანაა დაკავშირებული.არ იცი რა "სიურპრიზის" მომსწრე შეიქმნები. ორჯერ უკვე გამოვცადე მათი დაკარგვით გამოწვეული უდიდესი ტკივილი და მეშინია განმეორების....
პატარა ლეკვი რომ ყოფილიყო- 1-2 თვის ალბათ უფრო გამიადვილდებოდა მისი აყვანა,თუმცა ამ შემთხვევაშიც კარგად შევისწავლიდი მის გენეტიკურ მონაცემებს.
დობერმანი უბრალო ძაღლი არაა,მისი აყვანა უდიდესი პასუხისმგებლობაა და განსაკუთრებულ მონაცემებსს მოითხოვს პატრონისაგან!!!
მეგობრობით კი, სიამოვნებით ვიმეგობრებ შენთან-ჩემო ლამაზო ოთხფეხა მეგობარო....გაგასეირნებ,მოგეფერები,გეთამაშები,სტუმრად მიგიღებ...თუ გვიკადრებ,რა თქმა უნდა!

Posted by: agr_bak 6 Feb 2010, 20:15
Deborah
QUOTE
დარწმუნებული უნდა ვიყო რომ მისი შველა შემეძლება...

QUOTE
მეგობრობით კი, სიამოვნებით ვიმეგობრებ შენთან

ხოდა მეგობრობაშI გამოჩნდება კიდეც შენ ხარ მისი მშველელი თუ არა.

მე რატომღაც მგონია რომ ამ ძაღლმა პატრონი იპოვა. 2kiss.gif

Posted by: Deborah 6 Feb 2010, 20:58
ალბათ გამოჩნდება...მთავარია ერთმანეთს იმედები არ გავუცრუოთ...
თუ ცურვა არ ვიცი,გულითაც რომ მინდოდეს,მაშველად ვერ გამოვდგები...თუ ვინმე კარგი მოცურავე მას ჩემსავით შეიყვარებს და შეძლებს მის ღირსეულ მოვლა-პატრონობას,ბედნიერი ვიქნები!

მე მხოლოდ მოკრძალებულ თანადგომას ვპირდები...ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე...

Posted by: gio21 10 Feb 2010, 02:13
ვა ეს თემა ეხლა ვნახე პირველად.
მენატრება ჩემი გოგო sad.gif
* * *
QUOTE
დობერმანი, Only Dog With Human Mind!

მართალია, და ამას მხოლოდ დობერმანის პატრონები თუ მიხვდებიან

Posted by: Deborah 10 Feb 2010, 15:27
დობერმანის ფანებო! მგონი ლეკვებს მივაგენი...მაგრამ ერთმა რამემ გამაოგნა-რომელიღაც ვაივეტერინარს(-უკაცრავად-)უთქვამს, კუდების მოჭრა მერეც შეიძლებაო და აი,ერთი თვის ლეკვები კუდებდაუჭრელები არიან.რა ეშველება ამას?
მე მახსოვს,ჩემს ლეკვებს 5 დღისებს რომ ჩაუტარეთ ეს არც თუ მთლად იოლი პროცედურა,ნარკოზის გავლის შემდეგ ისეთი ტკივილი დაეწყოთ,ცალკე ლეკვების საცოდაობით მოვკვდი და ცალკე დედის,ვიფიქრე 3 დღისებისთვის უნდა გაგვეკეთებინა მეთქი კუპირება და მერე ადგილობრივი გაყუჩება რამდენიმე საათის შემდეგაც გამემეორებინა...ასეთ ტრამვას ხომ ავაცილებდი....ეხლა სულ იმ ლეკვებზე მეფიქრება,ეს გაუსაძლისი ტკივილი რომ ელით წინ...არა და არ შეიძლებოდა,საერთოდ რომ ასე ყოფილიყვნენ-გრძელი კუდებით? ეს სტანდარტები ხომ ადამიანებმა დააწესეს ბოლოს და ბოლოს?!
გიო,შენი გოგო ვინ იყო? მოგვიყევი მისი ისტორია,თუ შეიძლება...

Posted by: tamrikor 10 Feb 2010, 16:29
Deborah
მოწღა შჰეიძLება მაგრა აღა ეჭრება სტანდარტით როგორც ვიცი

Posted by: gio21 10 Feb 2010, 17:48
Deborah
მეც დაგვიანებით მოვაჭერი დაახლოებით ორი თვის იყო შეიძლება ცოტა მეტიც, ნარკოზით. კუდიც და ყურებიც. საგანგაშო არაფერია; უკვე დიდი კუდი ქონდა,ჩამოყალიბებული. და ორ მალაზე მოვაჭერით, სტანდარტი მგონი სამია. მე მგონი ყველა ნორმალური ვეტერინარი გააკეთებს. შემიძლია გირჩიოთ კარგი ექიმი, მაგრამ რუსთავში. ხოდა მერე ლეკვები რო დაიბადნენ როგორც წესი და რიგია, თავის დროზე დავაჭერით კუდები, დაახლოებით 5-7 დღის იქნებოდნენ აღარ მახსოვს ზუსტად.
* * *
QUOTE
.ეხლა სულ იმ ლეკვებზე მეფიქრება,ეს გაუსაძლისი ტკივილი რომ ელით წინ...არა და არ შეიძლებოდა,საერთოდ რომ ასე ყოფილიყვნენ-გრძელი კუდებით? ეს სტანდარტები ხომ ადამიანებმა დააწესეს ბოლოს და ბოლოს?!

გააჩნია ლეკვსაც, მე მყავდა გოგო, მაგრამ ბევრ ხვადზე ძლიერი და ტანადი იყო. პირველი ორი დღე გაუჭირდა ცოტა, მაგრამ საბოლოო ჯამში ადვილად გადაიტანა.
რა თქმა უნდა, ცუდია ასეთი შემთხვევები. პატრონის დაუდევრობაა და მეტი არაფერი.

QUOTE
გიო,შენი გოგო ვინ იყო? მოგვიყევი მისი ისტორია,თუ შეიძლება...

სამწუხაროდ, გავაჩუქეთ. აღარ შეგვეძლო ისე მოვლა, როგორც საჭიროა. 2 წლის იყო. ვაჩუქეთ იმას, ვისაც ყავდა ერთი დობერმანი და წესით კარგ პირობებში უნდა ყოფილიყო.

Posted by: shota1811 10 Feb 2010, 18:11
gio21

დობერმანები ყოფილან მამაცები.

Posted by: gio21 10 Feb 2010, 18:16
QUOTE
-მარტო მისი უსაზღვრო სიყვარული არ კმარა,ბევრი სხვა ფსიქოლოგიური,ტექნიკური და გნებავთ, ფინანსური მომენტიცაა გასათვალისწინებელი.

100% გეთანხმები.

Posted by: blblbl 10 Feb 2010, 18:21
მე არ მოვაჭერი ჩემს სპანიელს კუდი tongue.gif სულაც არ არის საჭირო სადისტობაა და მეტი არაფერი tongue.gif

Posted by: Deborah 12 Feb 2010, 18:59
QUOTE
მოწღა შჰეიძLება მაგრა აღა ეჭრება სტანდარტით როგორც ვიცი

სტანდარტებში კუდმოჭრილი დობერმანები ვეღარ ჯდებიან თუ 1 თვის ლეკვის კუდის მოჭრა აღარ შეიძლება.კარგად ვერ გავიგე რა იგულისხმეთ....

Posted by: tamrikor 12 Feb 2010, 19:41
Deborah
როგრც ვიცი უკევ აღარ აჭრიან ყურებს და კუდსთუ გინდა გამოფენებზე გაყვანა როგორც მახსოვს დეზი გყავდა რამდენიმე გამოფენაზე
(პ.ს თუ ვერ მიცანი თამრიკო ვარ შენი მეზობელი smile.gif )

Posted by: agr_bak 12 Feb 2010, 20:12
Deborah
და საერთოდ რომ არ მოაჭრათ არ შეიძლება?
მაპატიეთ მაგრამ თქვენთვის რა უფრო მნიშვნელობანია სახლში მეგობარი თუ გამოფენაზე პრიზი?

კომპეტენტური არ ვარ მაგრამ მეც გამიგია რომ უკვე აღარ ითხოვენ ცხოველების ნაწილებად დაჭრას გამოფენებიც.
გრძელი კუდითაც შეიძლება ყველაზე ლამაზი აღმოჩნდეს



Posted by: Pirate 12 Feb 2010, 20:40
დობერმანს მოჭრილი ყურები უხდება და ყურებიანი დობერმანი არ მომწონს, ამიტომ მე ვფიქრობ რო დობერმანს უნდა მოეჭრას

Posted by: tamrikor 12 Feb 2010, 20:51
agr_bak
QUOTE
კომპეტენტური არ ვარ მაგრამ მეც გამიგია რომ უკვე აღარ ითხოვენ ცხოველების ნაწილებად დაჭრას გამოფენებიც.
გრძელი კუდითაც შეიძლება ყველაზე ლამაზი აღმოჩნდეს

ხო გამოფენაზე უკევ ბევრი ჯიშის ძარლს იხილავ ყუყრებით და კუდით

Posted by: agr_bak 12 Feb 2010, 22:17
tamrikor
თანაც მე ვფიქრობ კუდის და ყურების დაჭრას თავისი ''პრაქტიკული მიზეზი'' აქვს. ქალაქში პარკეტზე მცხოვრებ ძაღლს რომელიც არც ცხვარს იცავს, არც ნადირობს და არც სხვა სპეციფიური დანიშნულებისთვის გამოიყენება რატომ უნდა დავაჭრათ?

Posted by: gio21 12 Feb 2010, 23:16
QUOTE
დობერმანს მოჭრილი ყურები უხდება და ყურებიანი დობერმანი არ მომწონს, ამიტომ მე ვფიქრობ რო დობერმანს უნდა მოეჭრას

ყურები კიდევ არაფერი, მაგრამ კუდი ნამდვილად არ უხდება.

და კიდევ ლეკვს ყურებს სანამ დააჭრით გაფრთხილება უნდა რო არ გაუტყდეს ხრტილი. თუ საეჭვოა, ჯობია დარჩეს ყურებიანი, იმიტო რო დიდი შანსია არ გაუსწორდეს და ვეღარ დაცქვიტოს კარგად
* * *
user posted image

ამ სურათში 20 დღის არიან და სულ აღარ ახსოვთ კუდის ტკივილი, ძაფებიც აღარ აქვთ მგონი (ორ-ორი ნაკერი ქონდათ კუდზე). თავის დროზე რო მოაჭრი პრობლემა არ არის, ვისაც გეცოდებათ, ან გგონიათ რო დიდ ტკივილს აყენებთ ამით, არ არის მთლად მასე საქმე smile.gif .

Posted by: Deborah 15 Feb 2010, 11:27
თამრიკო სალამი! შეგიძლია მოგვილოცო,მალე ოჯახში ახალი წევრი გვეყოლება-(კუდი 21-ე დღეზე მოაჭრეს.)დეზის შვილიშვილია,ძალიან ლამაზი შავგვრემანი გოგო,ორი წლის ძებნის მერე ძლივს მივაკვლიე...
დედის დღეზე იმედია სახლში უკვე საჩუქარი მეყოლება!!!

Posted by: tamrikor 15 Feb 2010, 12:39
Deborah
გილოცავ smile.gif

Posted by: giorgi_g 15 Feb 2010, 16:25
მაგრად მიყვარს დობერმანი, მე თვითონ არ მყოლია მარა ნერვები მეშლება როცა იძახიან რო უტვინო ძაღლები არიან და ა.შ. მე პირადად მინახავს დობერმანი, და მის შემდეგ ეგეთი ჭკვიანი არამც თუ დობერმანი, არამედ სხვა ჯიშის ძაღლიც არ შემხვედრია.

მაგარი აძალიან.


პ.ს. ჩემს ბულდოგს არ ეხება, ჩემი ყველაზე ჭკვიანია მაინც tongue.gif

Posted by: Unexpected 23 Feb 2010, 18:00
აკიტას ჯიშის ლეკვი მინდა საკარტველოსში იშოვება?

Posted by: GIORGI SANIKIDZE 24 Feb 2010, 00:18
user posted image
user posted image

ჩემი ვირთხა love.gif

Posted by: Deborah 24 Feb 2010, 10:34
გიორგი,ჩემიც ასეთი მყავდა და საოცარია,მეც ვირთხას ვეძახდი მოფერებით,,,,ძალიან მაინტერესებს რომელი შტოდანაა.მისი დედა ან მამა 2003 წლის 22 მარტს ხომ არ იყვნენ დაბადებულები?ყურები ზუსტად ასეთი ზომის ჰქონდა.ამ დღეებში მის სახელზე ახალი ლეკვი ამყავს და იმედია ისიც დაემსგავსება....

Posted by: ივერიელი 25 Feb 2010, 07:15
ჰმმ რა უქნიათ ჩემი თემისთვის, შეუერთებიათ, ეს მოდერები მტარვალები ხართ რა.

ბოლო გვერდებზე რა ისტორიები გიწერიათ ნამუსი გააქვთ, ვიჯექი და ჩემს ჯესის ვუყურებდი გულგახეთქილი, ამას რამე რომ მოუვიდეს გაფიქრებაც არ მინდა. დობერმანის ლეკვებზე ვაბოდებ, ისე მინდა რამის ახალი ლეკვი მოვიყვანო. biggrin.gif

უკვე ორი წლისაა, დიდი გოგოა. biggrin.gif


Posted by: Deborah 25 Feb 2010, 09:20
აქ, 3 წლის მამალი დობერმანისათვის ეძებდნენ საპატარძლოს,ძუსტად რომელ თემაში არ მახსოვს,ჩემი ჯერ ერთი თვისაა და გათხოვებაზე ფიქრი ძაააააააააააააააააალიან ადრეაsmile.gif
ძალიან უხდება ყურები! ასეთივე გოგონა მეყოლება მალე ....

Posted by: ივერიელი 25 Feb 2010, 16:15
Deborah

QUOTE
აქ, 3 წლის მამალი დობერმანისათვის ეძებდნენ საპატარძლოს,ძუსტად რომელ თემაში არ მახსოვს


მანჩესტერში თუ ჩამოიყვანენ კი ბატონო. biggrin.gif

Posted by: Deborah 15 Mar 2010, 16:26
brenda
სხვა ჯიშს ალბათ ვეღარ ვიყოლიუბდი,მას მერე რაც თითქმის 8 წელი გვყავდა ულამაზესი,უსაყვარლესი,უჭკვიანესი და უტკბილესი დებორა...12 მარტს ორი წელი გავიდა რაც აღარ მყავს,და აი,როგორც იქნა ნატვრა ავიხდინე და ახალი გოგონა ვიშვილეsmile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Mar 2010, 16:38
ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი ჯიშია, ოდესმე აუცილებლად მეყოლება
http://www.radikal.ru

Posted by: GOLLUM 15 Mar 2010, 16:40
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ყველაზე ლამაზი ჯიშია

+1 000 000

QUOTE
აუცილებლად მეყოლება

ხო გყამს კაცო ცუგა? რაღა გინდა მეტი? user.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Mar 2010, 16:44
QUOTE (GOLLUM @ 15 Mar 2010, 16:40 )

QUOTE
აუცილებლად მეყოლება

ხო გამს კაცო ცუგა? რაღა გინდა მეტი? user.gif

დაახლებით 8 წლის შემდეგ ახალი ცუგა დამჭირდება user.gif

Posted by: Dobermann 31 Mar 2010, 19:55
გამარჯობათ ხალხნო, სასწრაფოდ ვეძებ დობერმანის ლეკვს. ხომ არ იცით ვინმე რომ ყიდდეს, ძალიან მეჩარება უკვე აღარ შემიძლია უდობერმანოთ

Deborah
როგორც წავიკითხე შენ გიყიდია ლეკვი, ხომ არ იცი იმის ნომერი ვისაც ყავდა და იქნებ PM-ში მომწერო და როგორმე დამეხმარო ძალიან გთხოვ

ან

M-A-S-E-R-A-T-I
GOLLUM
ივერიელი
GIORGI SANIKIDZE
gio21

თქვენ ხომ არ იცით რამე ?

Posted by: guineapig34 31 Mar 2010, 20:04
Dobermann

ხომ გყავდა დობერმანის ლეკვი?

Posted by: Dobermann 31 Mar 2010, 20:55
guineapig34
QUOTE
ხომ გყავდა დობერმანის ლეკვი?

მომიკვდა დღეს, შიდა სისხლდენა ქონდა და მკლავებში ჩამაკვდა
ისე ვარ სახლიდან არ ვარ რომ ვზივარ მარტო სახლში და გარეთ არ გავდივარ, შეიძლება ვიღაც შემომაკვდეს
სასწრაფოდ ვეძებ შემცვლელს

Posted by: guineapig34 31 Mar 2010, 22:14
Dobermann



სამწუხაროა sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif ................................................................

Posted by: Dobermann 31 Mar 2010, 22:35
guineapig34
შენ ხომ არ იცი რამე ?

Posted by: guineapig34 1 Apr 2010, 11:43
Dobermann


არა არაფერი არ ვიცი. წინა კვირას დიღმის ბაზარში ვიყავი გასული და მახსოვს რომ იქაც არ იყო... თუმცა შეგიძლია გახვიდე ეხლა შაბათს დილის 11ისკენ დიღმის ბაზარში, იქნებ ნახო რამე...

Posted by: Dobermann 1 Apr 2010, 11:59
guineapig34
QUOTE
არა არაფერი არ ვიცი. წინა კვირას დიღმის ბაზარში ვიყავი გასული და მახსოვს რომ იქაც არ იყო... თუმცა შეგიძლია გახვიდე ეხლა შაბათს დილის 11ისკენ დიღმის ბაზარში, იქნებ ნახო რამე...

ეხლა აღდგომა უწევს და არ იქნება

Posted by: Deborah 1 Apr 2010, 20:14
თუ სწორად მახსოვს იმათი ტელეფონი 66 02 23.ნახალოვკაშია,სამშობიაროსთან,მგონი ჯავის ქუჩა 14(?) .ამერთი თვის წინ ვიყიდე

Posted by: Dobermann 1 Apr 2010, 21:31
Deborah
QUOTE
თუ სწორად მახსოვს იმათი ტელეფონი 66 02 23.ნახალოვკაშია,სამშობიაროსთან,მგონი ჯავის ქუჩა 14(?) .ამერთი თვის წინ ვიყიდე

გიგა ქვია მაგას ვიცი მეც მაგისგან ვიყიდე, დავურეკე და უკვე აგარ ყავს :S

Posted by: GOLLUM 1 Apr 2010, 23:53
Dobermann
არა, არ ვიცი.
QUOTE
მომიკვდა დღეს

sad.gif sad.gif

Posted by: Deborah 3 Apr 2010, 16:38
QUOTE
გიგა ქვია მაგას ვიცი მეც მაგისგან ვიყიდე, დავურეკე და უკვე აგარ ყავს :S

გიგასგან რომ წამოიყვანე ეგ ლეკვი მოგიკვდა???

Posted by: Dobermann 3 Apr 2010, 16:48

Deborah
QUOTE
გიგასგან რომ წამოიყვანე ეგ ლეკვი მოგიკვდა???

კი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Apr 2010, 19:11
QUOTE
თქვენ ხომ არ იცით რამე ?

არა no.gif
ჩემ უბანში ვნახე დღეს წითური დობერმანი ნამორდნიკით და ვინმე აქაურის ხომ არაა

Posted by: Deborah 4 Apr 2010, 07:47
Dobermann
რა მიზეზით დაემართა შიდა სისხლდენა? იცი, მეც დავპანიკდი....რა ხნის იყო რომ წამოიყვანე და როგორ ფიქრობ,რა შეიძლებოდა ამის მიზეზი რომ გამხდარიყო?

Posted by: twitchy 4 Apr 2010, 13:51
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი ჯიშია


+1000000000000000000000000
000000000000000000000000
0000000000000000000

Posted by: Dobermann 24 Apr 2010, 21:37
გამარჯობათ ხალხნო, სასწრაფოდ ვეძებ დობერმანის ლეკვს. ხომ არ იცით ვინმე რომ ყიდდეს, ძალიან მეჩარება უკვე აღარ შემიძლია უდობერმანოთ

თუ ვინმეს გეგულებათ სადმე იქნებ ან აქ მომწორეთ ან PM-ში


Posted by: Deborah 27 Apr 2010, 10:20
2 წელიწადში- თუ ყველაფწერი კარგად იქნა ,იმედია გვეყოლება...

Posted by: giogrigolia 28 Apr 2010, 15:49
QUOTE (Dobermann @ 24 Apr 2010, 21:37 )
გამარჯობათ ხალხნო, სასწრაფოდ ვეძებ დობერმანის ლეკვს. ხომ არ იცით ვინმე რომ ყიდდეს, ძალიან მეჩარება უკვე აღარ შემიძლია უდობერმანოთ

თუ ვინმეს გეგულებათ სადმე იქნებ ან აქ მომწორეთ ან PM-ში

აუფ შენ რა ცუდ დღეში ხარ tongue.gif შენ პონტში შემოვიხედე აქ smile.gif მარა ყოფილხარ უკვე smile.gif

Posted by: Mordock 20 Jan 2011, 14:54
დობერმანის ლეკვს უნდა ყურების შეხვევა?

Posted by: Deborah 20 Jan 2011, 19:44
მე ჩემს დობერმანებს ყურებს არ ვაჭრიდი და შესაბამისად არც ვუხვევდი.ეხლაც ყურებბარტყუნა გოგონა მყავს და ძალიან უხდება დაუჭრელი ყურები–კიკინებივითააქვსsmile.gif

Posted by: kvatunia24 20 Jan 2011, 20:02
Deborah
მე თუ მკითხვ სულ არ უნდ აყურების დაჭრა smile.gif ყურ დაუჭრელიც ძალიან ლამაზია და უფრო სათნო და კეთიი გამოხედვა აქვს tongue.gif

Posted by: koko28 31 Mar 2011, 13:08
გაუმარჯოს ფორუმს ))

მჩუქნიან სუფთა სისხლის 4 თვის დობერმანის ლეკვს, ყველაფერიგ აკეთებული აქვს რაც საჭიროა აცრებიდან დაწყებული კუდის მოჭრით დამთავრებული.
გერმანიიდან ჩამოიყვანეს დედმამა ახლობლებმა.
დაბრუნდნენ საქაართველოში საცხოვრებლად და ძაღლებიც წამოიყვანეს.
ძაღლი არასდროს არ მყოლია და ეხლა ვაპირებ.
როგორ უნდა მოვექცე, რა ვაჭამო... და ა.შ. ყველაფერი მაინტერესებს. გადავხედე თემას, რთული მოსავლელი ჩანს...
ლეკვის მამა რო ვნახე მაგხელა თუ უნდა გახდეს ახალგაღვიზებულზე რო დავინახო გულის შეტევა დამემართება.
53 კილოა და 74 სანტიმეტრი.... იტოკში ძალიან დიდია რა biggrin.gif
რას მირჩევთ? მამალია თან ესეც

Posted by: Mordock 31 Mar 2011, 13:14
koko28
რა რასგირჩევთ გერმანიიდან თUა არ უნდა იყოს ცუდი ძაღლი, ესე როგორ გითხრათ აბა/ მოიყვანე და ნელნელა ისწავლი შენთითონ smile.gif თან 4 თვის თუა სახში მოსაქმების პრობლემაც არ გექნება დიდად...

Posted by: koko28 31 Mar 2011, 13:23
Don Mordock
კი მარა სხვა პრობლემაა, რა დროს უნდა გავუბრაზდე წამორტყმა თუ შეიძლება და ნუ ნიუანსები მაინტერესებს. მოყვანით მოვიყვან. ძალიან მაგარი ლეკვია . მოკლედ მერე სურათს დავდებ ესე რა აგიხსნათ smile.gif

Posted by: Mordock 31 Mar 2011, 14:02
koko28
შენ ამათ რჩევებს არ უსმინო ძაღლის აღზრდაზე თორე რო გაიზდება შეგჭამს biggrin.gif რა დროს და მაგალითად სანაგვიდან რამეს რო ამოიღებს, მაგიდაზე ახტება ან რამე მაგდაგვარი ტრაკზე მოარტყი ან დაკუჭული ქაღალდით ცემე ხმა რო ქონდეს ცემა და მდუღარე თუ გადაასხი ეგრე დაშინდება და დაიჩაგრება

Posted by: koko28 31 Mar 2011, 14:13
Don Mordock
biggrin.gif მივხედავ )) იმედია ისეთი გამომივა როგორც მე მინდა )) უკვე იმხელაა 4 თვის რო 1 წლისას გავს biggrin.gif

Posted by: CrysisGamer 31 Mar 2011, 16:42
დობერმანი მაგარი ბოროტი ძაღლია რა biggrin.gif სადმე რო ვხედავ, გული ნასკებშI მივარდება biggrin.gif უბანს კრუგებს ვურტყავ ხოლმე დობერმანს ან პიტბულს რო არ გადავეყარო გზაზე biggrin.gif 12 ნემსი მაქ უკვე გაკეთებული ცოფზე და აღარ მინდა ნაღდად biggrin.gif 1 ხელ ჩემმა საკუთარმა მეცხვარემ გამიმეტა თამაშის დროს. წამაქცია და ზემოდან სჰემომაფრინდა biggrin.gif მე ნერვები მომეშალა და გავულაწუნე ყბაში ხელი და შემთხვევით კბილზე გამეკრა და 3 ნემსი დამარჭეს biggrin.gif მერე დვარნიაშკამ მიკბინა და მერე კოკერსპანიელმა biggrin.gif გემრიელი ვარ რა biggrin.gif

Posted by: koko28 31 Mar 2011, 16:54
CrysisGamer
რაშუაშია დობერმანტან ვერ გავიგე biggrin.gif )))

Posted by: Mordock 31 Mar 2011, 17:02
koko28
რაშუაშია და აქ ნაყიდი დობერმანი როტვეილერი პიტბული და ეგეთი სტილის ძაღლები აპასნია biggrin.gif გადაჯიშებულები არიან აგრესიულები. პატრონებს აღარ ინდობენ yes.gif

Posted by: lola_keta 31 Mar 2011, 17:17
CrysisGamer
საკუთარი ძაღლის ნაკბენზე ნემსები რატო გაიკეთე კი მაგრამ??? აცრილი არ გყავდა??? spy.gif spy.gif

ხოლო რაც შეეხება დორებმანს. თუ ფსიქიკადანგრეული მშობლების შვილი არ არის და პატრონი თუ კარგად აღზრდის ძალიან კარგი ოთხფეხა მეგობარია smile.gif

Posted by: CrysisGamer 31 Mar 2011, 18:12
Don Mordock
მართალია. ჩემ მეზობელს საკუთარი პიტი მივარდა საკბენად და ყელში იწევდა :|

Posted by: Hushta 31 Mar 2011, 19:00
QUOTE (kvatunia24 @ 20 Jan 2011, 20:02 )
Deborah
მე თუ მკითხვ სულ არ უნდ აყურების დაჭრა smile.gif ყურ დაუჭრელიც ძალიან ლამაზია და უფრო სათნო და კეთიი გამოხედვა აქვს tongue.gif

ყურდაუჭრელ დობერმანს პუდელი ვიყიდო მირჩევნია drug.gif

http://pix.ge/

Posted by: LuckyOne137 4 Apr 2011, 16:34
QUOTE (ივერიელი @ 16 May 2008, 02:34 )
რა არის კაცო, არავის არ გყავთ დობერმანი? biggrin.gif


PBero

საშინელმა კვებამ იცის უშნოდ დაბერება და გასიება. ევროპაში იყიდება ძაღლის საუკეთესო საკვები Hill's Nature Best-ი ან ასევე Hill-ის წარმოებული მშრალი საკვები, ისევე როგორც კონსერვები. საუკეთესოა. სასწაულად აბალანსებს და საუცხოო ვიტამინები აქვს. აი Nature Best-ი კი მთლიანად ნატურალური ბოსტნეულითა და ხორცით არის დამზადებული. ამას რომ აჭმევ, აღარც ვიტამინები სჭირდება და არც სხვა რაიმე დამატებითი. სასწაულად უბზინავს ბეწვი და ძალიან ჯანმრთელია. Pedigree თუ რაღაც ჯანდაბა რომაა, ეს არის ყველაფრის თავი, კიბოს, დასუსტების, ძვლების გამრუდების, გასუქების და ა.შ. საშინელებაა.

და ეს Hill's Nature Best ჩვენთან არ იყიდება? sad.gif
* * *
QUOTE (tinaland @ 14 Jan 2010, 22:02 )
QUOTE
რატომ,რა მოხდა???

მანქანამ დაარტყა... ფეხი მოაჭრეს მაგრამ მაინც ვერ დაგარჩა ღვიძლი ქონდა დაზიანებული თურმე, იმ დღესვე გარდაიცვალა... ფეხი რომ მოაჭრეს იმედი მოგვეცა რომ გადარჩებოდა მაგრამ cry.gif ბოლოს რომ ვნახე იმისი თვალები არ დამავიწყდება, არაფრის თავი არ ქონდა ნარკოზში იყო მაგრამ მაინც ხვდებოდა ყველაფერს რა დღეში ვიყავით თავის ჭკვიან თვალებს არ გვაცილებდა user.gif საღამოს ძალიან დასუსტდა ღრძილები და ენა სულ გაუთეთრდა იმდენი სისხლი დაკარგა(მე4 სართულამდე თავისი ფეხით ავიდა მთელი სადარბაზოში სისხლი იყო კედლებზა ალბათ რომ ვერ დადიოდა კედელ-კედელ ამოვიდა) არ ვიცი რა რა ვთქვა ვიცი რომ აღარ არის მაგრამ არ მჯერა user.gif

ვაიმე რამდენი ვიტირე ;(((((((((((((((((( მთელი გულით გითანაგრძნობ, ძაან მაგრად მესმის შენი sad.gif(((((

Posted by: jorascorpio 4 Jun 2011, 11:07
გავაჩუქებ დედალ დობერმანს, 1 წლის და 5 თვის, თუ ვინმეს ექნება სურვილი გამომეხმაურეთ, 858181916

Posted by: EisblumE 9 Jun 2011, 01:55
აიჰჰ ,,
რამდენ საშინელ რაღაცას ყვებიან ამ ჯიშზე,,
მაინც უზომოდ მიყვარს.. love.gif

Posted by: choko_ 9 Jun 2011, 02:50
აუ რა გამახსენით , მყავდა ადრე მაგარი მცივანა ჯიშია : D
ხო კიდე ძალიან ჭკვიანია , პატარა რო ვიყავი ხმას რო აუწევდენ ჩემს მიმართ სახლში სულ მიცავდა ...
იცოდა ვისთვის უნდა დაეჭირა პადეშკა რა biggrin.gif

Posted by: EisblumE 9 Jun 2011, 03:01
choko_1991

ჰომმ ,, თან ზედმეტად მცივანაც კია : DD

Posted by: mouse 9 Aug 2011, 00:17
ესეც ჩემი რიჩიი
http://pix.ge/x/b/w/3qotk/
ესეც ზოოპარკში
http://pix.ge/x/a/m/f2ai9/
...................

http://pix.ge/x/a/v/ik0wu/

Posted by: sali-salo 9 Aug 2011, 00:25
http://pix.ge/ http://pix.ge/

Posted by: HEPHAESTUS 10 Aug 2011, 21:39
ულმაზესი ძაღლია... მყავდა ადრე, დობი ერქვა.
ლამის 2 მტრიან ღობეებს ახტებოდა. biggrin.gif

ერთი პერიოდი კურცხარებსაც შეჯვარეს საუკუნის დსაწყისშ, ადრე კურცხარი ძაან დაგვაჯული იყო, და გამოსწორების მიზნით.

Posted by: EisblumE 30 Aug 2011, 02:10
უნდა მიშველოთ.. : ((
ყველაფერზე იწევს..
აღარ შემიძლია..
რა აღარ ვცადე..
მოკლედ.. ქალაქგარეთ ვიყავი გასული 1 თვით..
ძაღლი სოფელში დავტოვე..
ახლა ჩამოვედი და გაველურებული დამახვედრეს..
პავადოკით სეირნობის დროს ბრძანება "გვერდზე" საერთოდ აღარ ესმის..
მოკლედ ჭკუიდან გადავყავარ..
ვცდილობ მოთმინებიდან არ გამოვიდე..
ძაღლი, კატა, ბურთი ,, თუ დაინახა მორჩა.. სანამ თვალს არ მიეფარებიან არ ჩერდება..
ჰო და კიდევ ..
ველოსიპედზე იწევს რაღაც საოცრად. .:|
* * *
მგონი გვეშVელა..
დღეს დამიიგნორა ზ.ა მოვლენები ,, ^__^
ოხ,,ეს დობერმანები დამღუპავენ მე .. :|
* * *
მგონი გვეშVელა..
დღეს დამიიგნორა ზ.ა მოვლენები ,, ^__^
ოხ,,ეს დობერმანები დამღუპავენ მე .. :|

Posted by: Deborah 31 Mar 2012, 22:18
ბოლო წლებში დობერმანი თბილისში იშვიათობად იქცა... უკვე მეორედ მყავს ეს ჯიში და სხვაზე ვერ გავცვლი-განსაკუთრებული ვინმეა-საკუთარი ხასიათით,ზნე-ჩვეულებებით,პრინციპებით....პიროვნებაა,რომელიც შენს მართვას და აღზრდასაც კი ცდილობს!:) ძალიან ჭკვიანია-მაგრამ პირველ რიგში სათავისოდ....!!! თავს არ დაგაჩაგვრინებსsmile.gif

Posted by: giorgi219 26 Jul 2012, 17:57
ვინმეს ყავს დობერმანის კარგი ლეკვები? სად შეიძლება მათი ყიდვა?

Posted by: bere008 26 Jul 2012, 20:04
ხო ლეკვები მეც მაინტერესებს თუ ყავს ვინემს კარგი smile.gif და რა დამიჯდება ეგ სიამოვნება

Posted by: yurcxvita 26 Jul 2012, 20:52
დობერმანი მაგარი აგრსიული და არა ადეკვატური ძაღლია იგივე როტვეილერია რა, ოგონდ ცოტა გამხდარი, მოკლედ ერთ ობიქტზე მიწევდა მისვლა და იქ ყავდათ , დამინახავდა თU არა ეგრევე იწევდა,ხოდა ერტხელ ისევ დაიწყო ყეფა და გაწევა ჩემზე და , მოკლედ ცოტახანშI ვგრDნობ ფეხზე უკნიდან რაგაც მედება და ნელა მოვიხედე და მუხლებთან მსუნავდა, სულ გავშეშდი და გავფითრდი და მერე წავიდა . smile.gif თან მეგონი სინამდვილეშI მაგარი ღლაპ ი და მშიშარა ძაღლია biggrin.gif

Posted by: kvatunia24 26 Jul 2012, 23:21

დეზინფორმაციის გავრცელებას ჯობს ჯიშის სტანდარტს გადაავლო თვალი, გაეცნო მის ჩვევებს, ხასიათის თავისებურებებს და მერე ილაპარაკოთ იმაზე, აგრესიულია კაციჭამია თუ ბოროტი არსება sad.gif უჭკვიანესი ჯიშია ულამაზესი და პატრონის არანორმალურად მოყვარული და თუ ვინმემ სწორად ვერ აღზარდა და ფსიქიკა დაუმახინჯა ეს იმას არ ნიშნავს რომ კაციჭამია ჯიშად მიიჩნიოს ყველამ. ასევე დიდი ფაქტორი ექცევა იმასაც რამდენად ტრავმირებულია ძაღლი, ყურების მოჭრის პროცესს ვუყურე ერთხელ და მერე ამ მოჭრილი ყურების გადახვევას, ისეთი წივილ კივილი ქონდა საცოდავ ძაღლს, ისეთი აუტანელი ტკივილით იტანჯებოდა ერთი კვირა, ვეჭვობ რომ ასე ტრავმირებული და სტრეს გამოვლილი ძაღლი ნორმალური ფსიქიკის გაიზარდოს, უბანში ყავდა ქალს ძუ და ხვადი დობერმანი ერთად ორივე ყურდაუჭრელი, მთელი უბნის ბავშვბეი ესხდნენ ხოლმე ზედ და არასოდეს მახსოვს ვინმესთვის შეეღრინოს დამით უმეტეს საკბენად გაეწიოს, როცა მეზოელს ყურებდაწკეპილი დობერმანი ყავდა სკოლაშიც ატარეს არც სითბოს და სიყვარუსლ აკლებდნენ მაგრამ დაჭმული ყავდა მთელი ოჯახი, ალიკაპის გარეშე გარეთ ვერ გამოყავდათ და არასოდეს უთამაშია ჩვეულებრივი ძაღლივით, გამოიყვანდნენ მოისაქმებდა და ისევ სახლში მიყავდათ, თან ერთი ადამიანი ვერ ასეირნებდა.

Posted by: knw 27 Jul 2012, 00:58
QUOTE
დეზინფორმაციის გავრცელებას ჯობს ჯიშის სტანდარტს გადაავლო თვალი, გაეცნო მის ჩვევებს, ხასიათის თავისებურებებს და მერე ილაპარაკოთ იმაზე, აგრესიულია კაციჭამია თუ ბოროტი არსება  უჭკვიანესი ჯიშია ულამაზესი და პატრონის არანორმალურად მოყვარული და თუ ვინმემ სწორად ვერ აღზარდა და ფსიქიკა დაუმახინჯა ეს იმას არ ნიშნავს რომ კაციჭამია ჯიშად მიიჩნიოს ყველამ.

+111111111111111111111111111111111111111111111111111111111111 !!!!! ასე ვრცელდება ჭორები და პეტრეს პავლემ უთხრა სანამ კბილს კბილს არ მიაბჯენს მანამდე არ გაგიშვებს და გფერთხავსო და კიდე ტკივილს ვერ გრძნობსო და ათასი სისულელე.... გააგიჟებენ ერთ ორ ძაღლს და მერე ყველას ყველა ასეთი ჰგონია

Posted by: LOL-121 27 Jul 2012, 01:20
საერთოდ იყიდება საქართველოშI ამის ლეკვები? ვერსად ვნახე საიტებზე

და რა ღირს დაახლოებით?

Posted by: bere008 30 Jul 2012, 00:41
ხალხო ყიდვა მინდა და ხო არ იციტ ვინემ როყიდიდეს?

Posted by: marlen 8 Aug 2012, 01:19
მყავს ულამაზესი დობერმანი, გოგო-ნენი. ცოტა დამიბერდა, მაგრამ ლეკვივით ცელქი და ენერგიულია. სულ კუდში დამდევს. ძალიან ჭკვიანია, საჭმელს რომ ვუმზადებ ხვდება და ცმუკვას იწყებს, მაგრამ თუ ვეტყვი, ჯერ ცოტა მოიცადე მეთქი, გაბრუნდება თავის ადგილზე და მოთმინებით მელოდება. თუ შემატყო, რომ ცუდ ხასიათზე ვარ ან რამეზე ვნერვიულობ, ჯერ შორიდან მიყურებს კაიხანს, მერე მოვა და თავს დამადებს მუხლებზე და გაიტრუნება ხოლმე. ეხლა რაღაც ვერ არის კარგად. ახველებს, თითქოს ყელში რაღაც აქვს გაჩხერილი და შიგადაშიგ გულს ირევს. ჭამის მადა კარგი აქვს, მაგრამ აღარ იყეფება ძველებურად. სამწუხაროდ ჩემი შვილი საქართველოში არ არის, რომ ექიმთან წაიყვანოს, იქნებ მირჩიოთ რამე, რისი ბრალი უნდა იყოს ეს?

Posted by: gabidza91 9 Dec 2012, 01:26
მყავს დობერმანი და მინდა ვუყიდო სვიტერი ან ჟაკეტი ზამთრისთვის.მაინტერესებს სად შეიძლება შევიძინო ან თუ საიტს მეტყვით უკეტესი იქნება smile.gif წინასწარ მადლობა smile.gif

Posted by: Pumped up kicks 9 Dec 2012, 14:42
gabidza91
ამაზონიდან თუ გამოუწერ საუკეთესო ვარიანტი იქნება, აქ ბევრად ძვირი დგაიჯდება თუ მიაგენი საერთოდ მაგხელა ძაღლის ზომას რამეს

Posted by: MITIATO 9 Dec 2012, 15:20
gabidza91
QUOTE
ამაზონიდან თუ გამოუწერ საუკეთესო ვარიანტი იქნება

+1

ან უნდა მოაქსოვინო.
მაიმარკეტზე დევს ხოლმე განცხადებები, ან ამ თემაში იკითხე, საოცრებებს ქსოვენ და შენს ძაღლუკასაც მოუქსოვენ რამეს: http://forum.ge/?f=99&showtopic=34393484&hl=%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%95%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&st=255

Posted by: gabidza91 11 Dec 2012, 20:05
Pumped up kicks
ამაზონზე ვეძებე მარა ვერ ვნახე,შეგიძლია დამილინკო?

Posted by: Pumped up kicks 11 Dec 2012, 21:32
აი ეს კაპიშონიანები smile.gif ) ზომებს აარჩევ
http://www.amazon.com/s/ref=s9_dnav_bw_ir03_s?node=2619533011,!2619534011,2975312011,2975313011,3024172011&page=1&bbn=2975313011&pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=merchandised-search-3&pf_rd_r=EA0CB58CFA794B50ACC5&pf_rd_t=101&pf_rd_p=1389443182&pf_rd_i=2975313011
ეს წვიმის
http://www.amazon.com/s/ref=s9_dnav_bw_ir14_s?node=2619533011,!2619534011,2975312011,2975313011,3024174011&page=1&bbn=2975313011&pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=merchandised-search-3&pf_rd_r=EA0CB58CFA794B50ACC5&pf_rd_t=101&pf_rd_p=1389443182&pf_rd_i=2975313011
ეს უბრალოდ ზედები
http://www.amazon.com/s/ref=s9_dnav_bw_ir11_s?node=2619533011,!2619534011,2975312011,2975313011,3024175011&page=1&bbn=2975313011&pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=merchandised-search-3&pf_rd_r=EA0CB58CFA794B50ACC5&pf_rd_t=101&pf_rd_p=1389443182&pf_rd_i=2975313011
ეს კი უფრო თბილები
http://www.amazon.com/s/ref=s9_dnav_bw_ir01_s?node=2619533011,!2619534011,2975312011,2975313011,3024171011&page=1&bbn=2975313011&pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=merchandised-search-3&pf_rd_r=EA0CB58CFA794B50ACC5&pf_rd_t=101&pf_rd_p=1389443182&pf_rd_i=2975313011

Posted by: lasha222 22 Jun 2014, 02:06
ვინმე თუ ნახულობს ამ გვერდს იქნებ მითრათ დობერმანს ყური და კუდი როდის ეჭრება?

Posted by: asbalo 29 Jun 2014, 13:34
Vet eqimi aketebs mag saqmes, kudi dabadebidan ramdenime dgeshi ewreba, yurebi 3 tvemde, me ase vqeni, didi xani gavida mas shemdeg.

Posted by: karabaska 29 Jun 2014, 13:38
lasha222
ერთი თვის იყო რომ მოვიყვანეთ და კუდი მოჭრილი ქონდა. ყურები ჩვენ დავაჭერით 2 თვის იყო სადღაც.

Posted by: DexmaN 20 Jul 2014, 19:52
არ ყიდის ამ ჯიშის ლეკვს ვინმე?????????????????????

Posted by: გაახურე 21 Jul 2014, 02:07
ვიყიდი დობერმანის მამალ ლეკვს 6-7 თვემდე, სასურველია ჟღალი ფერის. დიდად ჯიშიანს და 20 თაობის რადასლოვნის მქონეს არ ვეძებ. მთავარია განსაკუთრებით აგრესიული წინაპრები არ ყავდეს.

თუ გყავთ ვინმეს ან გეგულებათ სადმე გასაყიდად PM-ში მომწერეთ

user posted image

Posted by: თბილისელი 14 Aug 2014, 19:15
თემას ვეძებდი biggrin.gif
ძმაკაცს ყავს
როგორც მე და ძმაკაცი მოვდივართ ერთად ისეა დობერმანიც ჩვენთან ერთად იზრდებოდა მარა ბოლომდე ვერ მოვიშინაურე
იმენა დამპალი და ამავდროულად საყვარელი სახე აქვს
აი ისეთI როჟაა ბეზპრიდელები რო არიან და შარს ეძებენ სულ biggrin.gif

კაროჩე სიცოცხლეა მარა ღრენა, ბღვერა და კბენა უყვარს მარა მიუხედავად ამისა ძალიან მოსიყვარულეა და რიგ მომენტებში გამობუნჩულდება ლაბრადორივით
biggrin.gif

Posted by: asbalo 15 Aug 2014, 23:53
Dobermans zaan rtuli xasiati aqvs, magram rom shdmezlos movla isev magas avirchevdi. 10 weli myavda, sauketeso samsaxuri gamiwia, davazinet 2011 wels, simsivne gauchnda, gvian gaviget, operaciam agar ushvela. Kargi jishia tu dro da codna gaqvs mshvenier megobars gazrdi.

Posted by: karabaska 30 Aug 2014, 22:33
მე ჩემ დობერმანზე რთული ხასიათი არ შემიმჩნევია. 1 წლის არის უკვე. ისეთი კეთილი და საყვარელია, სულ ვამბობ, არ იცის რომ დობერმანიათქო. ასეთი მოსიყვარულე ძაღლი მე ჯერ არ მინახავს. სულ გეფერება, სულ კუჭში დაგსდევს, გლოკავს და გეწეპება. გადასარევად თამაშობს სხვა ძაღლებთან პარკში. ბავშვებთანაც. უჭკვიანესია.

ჭამა უყავრს ძალიან. ჭამს ყველაფერს: ნაგვიდან დაწყებული, დელიკატესით დამთავრებული. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა გარეთ, რომ რამე ცუდი არ შეჭამოს

Posted by: asbalo 31 Aug 2014, 22:12
Kargia tu mshvidia, mit umetes qalaqshi. Mec minda ayvana, magram pirobebi ar maqvs.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Sep 2014, 01:31
asbalo
Warning:
წერე ქართულად !

Posted by: asbalo 1 Sep 2014, 09:43
Batono moderatoro,Siamovnebit davwer qartulad, magram chem telefonshi ar aris magis shesazlebloba. Momavalshi imedia gamovcvli aparats.

Posted by: dzvelo 1 Sep 2014, 11:26
უკაცრავად მაგრამ, დობერმანი რისთვის შეიქმნა? რა ედო საფუძვლად მის შექმნას? მხოლოდ ობიექტის დაცვა? smile.gif ამისთვის ხომ ბევრი სხვა ჯიშის ძაღლებიც არიან.

უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ და რატომღაც მგონია რომ ს ძაღლები შეიქმნა ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად, არც გასროლის ეშინია და არც ადამიანის ინსტიქტური შიში აქვს, ასე რომ...რომ მოაშინაურო მგელიც კაი ტიპი იქნება smile.gif

არავის ძაღლს შეურაწყოფას არ ვაყენებ. მე რომ მიყვარს ძაღლები, ბევრმა დაიკვეხნოს მაგრამ ზე იდეალურ ძაღლად კავკასიურ ნაგაზს მივიჩნევ მხოლოდ და მომიტევეთ biggrin.gif

Posted by: yellow -fresh 1 Sep 2014, 12:02
ცუდი ზაღლია არაფერი ისეთი, როტვეილერია ოგონდ უფრო თხელი

Posted by: asbalo 1 Sep 2014, 23:42
Warning:
+20% წესები ყველასთვის ერთია


____________________________

Posted by: lukako93 2 Sep 2014, 22:33
კარგი ხანია დობერმანი არ მინხავას თბილისში. ვერც განცხადებებს ვნახულობ რომ ყიდინენ.

გული მწყდება ამ ჯიშს აგრესიულობა რომ მიაწერეს. პატარაობიდანვე ყურადღებას თუ მიაქცევთ არანაირად არ გაიზრდება აგრესიული.

ძალიან პატარა ვიყავი მამაჩემს რუსეთიდან რომ ჩამოუყვანეს დობერმანი და მინდა რომ დიდობაშიც მყავდეს.

რა ღირს ლეკვები არავინ იცით?

QUOTE
ზე იდეალურ ძაღლად კავკასიურ ნაგაზს მივიჩნევ


კორპუსში ან ეზოში რომ ყავთ 5 კვადრატულში გამოკეტილი ნორმალურია ეგ? არ არის ეგ ძაღლი ქალაქის. ეგ ზაღლი უნდა იყოს სოფელში და მოუაროს ცხვრებს, ძროხებს ქათმებს და ა.შ

Posted by: yellow -fresh 2 Sep 2014, 23:13
ძალიან მაგარი დობერმანი ყავდათ და მაინც და მაინც მე რო ვიჩითებოდი ჩემზე ქონდა აგრესია თან აშვებული იყო, და ასე ერთ დღესაც კიდე ეგეთი დღე იყო ხოდა ვდგავარ და უკაან რაგაც შემეხო, ფრთხილად გავიხედე უკან და ქვემოთ და ეს დეგენერატი იყო ფეხზე მისუნა და მერე წავიდა, დობერმანი ათლეტური მარა თთხელი აღნაგობისაა პირი გრძელი აქ და ვიწრო. უფრო ისტერიჩკა ძაღლია , თან არ მინახია დომერნანის ჩხუბი ჯიშიან ან ქუჩის ძაღლებთან, კიდე ეზოში პინჩერი ან დობერნის ნაჯვარი იყო, ენერგუული ძაღლი იყო , მარა სხვა ძაღლის ყეფაზე ანერვიულლდებოდა , შიშიც ქონდა, პატარა ქუჩის ძაღლებმაც გალახეს

Posted by: karabaska 4 Sep 2014, 17:21
yellow -fresh

რატომ არის ცუდი ძაღლი?
ძალიან ჭკვიანი, უზომოდ მოსიყვარულე და არანორმალურად ერთგულია. მოქცევა უნდა იცოდეს პატრონმა ძაღლთან და აღზრდა. წესიერად თუ ვერ ექცევი, ნებისმიერ ძაღლს დაუნგრევ ფსიქიკას.
დეგენერატი იმიტომ იყო რომ გისუნა? biggrin.gif აგრესიული ძაღლი დასუნვით არ შემოიფარგლება.
და კიდევ: ძალიან უშიშარია. მის ბუნებაში ზის რომ უნდა დაგიცვას. შესაბამისად სწორად გაზრდილ, ჯანმრთელი ფსიქიკის დობერმანს, ქუჩის პატარა ძაღლები ვერ გალახავენ

Posted by: getinformation 7 Sep 2014, 02:02
თემა ორადა გაყოფილი, ზოგი ამბობს ძალიან ჭკვიანიაო ზოგი დებილია და ვერაფერს შეაგნებინებო. ერთმა ბევშვები არ უყვარსო მეორემ რას ქვია არ უყვარს და მთელი ეზოს ბავშვები ეთამაშებოდნენო, მოვლა და გაწვრთნა უნდა იცოდეთო, როდის როგორ მოექცე და ა.შ. მაგრამ არავინ არაფერს ამბობს იმაზე საიდან უნდა მივიღოთ შესაბამისი ცოდნა ან ძაღლზე ან გაწვრთნის წესზე, თვითონ პატრონის ქმდებაზე როდის შეიძლება მკაცრად დასჯა და როდის არა. რაც ნამდვილად გავიგე რო თურმე ძალიან ფრთხილად უნდა იყო მაგის ფსიქიკასთან. ვინმე კარგი ვეტერინარის ნომერი მიუთითეთ რომელსაც გამოცდილება აქვს ამ ძაღლებთან ან მასალა სადაც კონკრეტულად მოვლასთან და გაწვრთნასთან დაკავშირებული ინფორმაცია იქნება(თუ ასეთი იცით და გაგვიზიარებთ რა თქმა უნდა და გუგლის უცხოენოვან ლინკებს ნუ დადებთ ამოვიდა ყელში მარტივი გადამისამართება გუგლთან, ქართულად სულ არაფერი გვაქ ინფორმაცია?).

რაც შეეხება თვითონ დობერმანის გარეგნობას, არ მესმის იმ ხალხის ვინც მის სილამაზეს ვერ აღივამს. ერთ ერთი ულამაზესია მოხდენილი, ყურების და კუდის დაჭრა ნამდვილად უხდება. მაგის გარეშე დვარნიაშკას გავს, აკარგვნებს იმ საკაიფო იერს. თემა მთლიანად წავიკითხე და სურათებში რატომღაც ვერ შევამჩნიე დიდად ბზინავი ბეწვი ეს სურათის ხარისხის ბრალია? თუ რაზეა დამოკიდებული? ყიდვას ვაპირებ მაგრამ ბინაში გასაჩერებლად ცოდოა მგონი ხო? შემიძლია წავიყვანო კერძო სახლში დასავლეთში მაგრამ ჩემთან მინდა იყოს და რა აზრი აქვს მაშინ თუ ვერ ვნახე და არ მოვუარე.

მთავარი ფაქტორი რამაც ასე მომანდომა მისი შეძენა გარეგნობაა იმენა მაგარი ტიპები არიან ძაან ძერსკები, ვარკეთილში გაჩითა ადრე ვიღაც ქალმა, ორი ყავდა ულამაზესები იყვნენ. მას მერე დიდი დრო გავიდა და არ ვიცი ახლა სად მოვძენო : (( ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ?

Posted by: karabaska 9 Sep 2014, 01:55
getinformation

მე არამგონია დობერმანის სახლში ყოლის გამოცდილება ვინმეს ქონდეს და იმან თქვას დებილიაო. თუ დააკვირდები ამას ზეპირად ამბობენ, ასე გონიათ ან გაუგიათ და იმიტომ. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ დობერმანის ყიდვა, ყველამ ისე შეიცხადა და ისე დაახასიათა, რომ ახლა არც ერთი ცოცხალი აღარ უნდა ვყოფილიყავით. თავიდან მეც დავიძაბე და ცოტა შემეშინდა კიდეც ისე ამტკიცებდა ყველა ერთხმად რომ დებილი და აგრესიული ძაღლიაო.

ხოდა მოკლედ მაინც ვიყიდეთ, მოვიყვანეთ და აი უკვე ერთი წელია ჩვენთან არის.

სამწუხაროდ ქართულ ენაზე ინფორმაცია ფაქტიურად არ არის. თუ ამ ძაღლის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, შევეცდები ჩემი გამოცდილებიდან აგიხსნა რა, როდის და როგორ უნდა გააკეთო:

პირველი სამი დღე სულ ტიროდა, ერთი თვის იყო რომ მოვიყვანეთ. ყველაფერი დაღეჭა სანამ კბილები მოიცვალა: მაგიდა, სკამები, პლინტუსები... მოკლედ ყველაფერი რასაც მიწვდა, მაგრამ მალევე ისწავლა რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ახლა უკვე მხოლოდ იმას ღეჭავს, რასაც საღეჭად მისცემ. აღარ ეკარება თავისით არაფერს. თუ ძალიან მოეწონა რამე ნივთი ფრთხილად მიდის და თან გიყურებს დაუშლი, თუ მიუშვებ. თუ უშლი წყნარად უნდა უთხრა რომ გაუშვას, ან არ შეიძლება და სასწრაფოდ ანებებს თავს. ძირითადად სულ კუჭში დაგსდევს რომ რამე არ გამოეპაროს და თვალებში გიყურებს. სულ მზად არის ისწავლოს რამე ახალი და ძალიან ცდილობს გაიგოს რას ეუბნები, რას ასწავლი თუ შენი სიტყვები არ ესმის.

ფისების გაკეთებას სახლში 3 თვიდან გადაეჩვია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუბრაზდე მაშინ, როცა აკეთებს. ეშინია და გარბის, ფისებს ვერ იკავებს და შესაბამისად მთელი სახლი ფისებშია. ჩვენ გადავაჩვიეთ ასე: მიუხადავად იმისა რომ ძალიან არსიამოვნებდა და გვიძალიანდებოდა ცხვირს ვაყოფინებდით. ასე მიხვდა რომ რასაც აკეთებდა არ იყო კარგი. სანამ კიდევ პატარა იყო, ემოციის დროს ეპარებოდა ხოლმე ცოტ-ცოტა. მაგალითად სახლში რომ მოვიდოდით რომელიმე, სიხარულისგან იფსამდა smile.gif. ეხლა უკვე მაგის შეკავებაც შეუძლია.

ძალიან საფრთხილო და საყურადღებო არის მისი ჭამის მიმართ დამოკიდებულება. სულ შია და ჭამს ყველაფერს: საპონს, ფქვილს, ლიმონსაც კი. იჯღანება, მაგრამ მაინც ჭამს. გარეთ ძალიან საშიშია ამიტომ. ისეთი სისწრაფით შთანთქავს ნებისმიერ ნაგავს, დანახვსაც ვერ მოასწრებ რა ჭამა. ამიტომ ძალიან ხშირად აქვს კუჭი აშლილი და ეს ჯიში გამოირჩევა კიდევ გაზების დაგროვებით. საშინელი მათხოვარია, ვინც ჭამს იმასთან ზის და თვალს არ აშორებს. ამ დროს რომ შეხედო, ისეთი საწყალია, გეგონება ერთი თვეა არაფერი უჭამია. ოღონდ არავითარ შემთხვევაში ყეფით ან წკმუტუნით არ გთხოვს. უბრალოდ ზის და გიყურებს.

თუ გინდა გყავდეს ისეთი დობერმანი, როგორიც ჩემია, ანუ ძალიან მეგობრული, თბილი და მოსიყვარულე, იგივე უნდა გასცე მის მიმართ. უნდა იგრძნოს რომ გიყვარს. ჩვენ სულ ვეფერებით, ვეთამაშებით, სტუმრებსაც სიხარულით იღებს ჩვენთან ერთად. ასეთ გარემოში გაზრდილი ძაღლი არ შეიძლება ბოროტი და აგრესიული იყოს. გარეთაც მეგობრულია: ეთამაშება ძაღლებს, გიჟდება ფანტანებზე, სირბილზე და განსაკუთრებით დიდი ზომის ჯოხებზე. რომ გადაუგდებ მოაქვს, ოღონდ არ არსებობს მოგცეს. კომფორტულად გრძნობს თავს როცა იცის რომ თვითონ მოიპოვა და ეს მისია. თუ რამე ისეთი უჭირავს, რაც აუცილებლად უნდა გამოართვა, ეს პატრონმა უნდა გააკეთოს, არავითარ შემთხვევაში სხვამ. პირს რომ გაუღებ, მერე ხვდება და გემორჩილება.

რაც შეეხება ვარჯიშს: ჩვენ ასეთი რამე მოვიფიქრეთ: კიბეზე ვარბენინებთ. დარბის ბოთლის ხათრით (პლასმასის), ანუ ვამპამპულავებთ. ესეც ბედნიერია. მისი კუნთებისთვისაც აუცილებელია. ოღონდ პატარა სანამ არის, საერთოდ არ შეიძლება კიბეზე სიარული. ეს მერე, ცოტა რომ მოიზრდება.

ძალიან არ უყვარს მარტო ყოფნა. სადაც გინდა წაიყვანე, ოღონდ იყოს შენთან. გვერდით ოთახშიც არ ჩერდება მარტო. სულ დაგვსდევს.

ხო, კვება გამომრჩა: ვაჭმევდით კორმს, როიალ კანინს. საბოლოოდ საშინლად იმოქმედა. სტაფილოკოკი დაემართა და ამიტომ გადავიყვანეთ ჩვეულებრივ საჭმელზე. გირჩევ თავიდანვე ასე მოიქცე. ბევრ უსიამოვნებას აიცილებ თავიდან. ძირითადად წიწიბურას ჭამს ყველით, ან უყველოდ, მოხარშულ ხორცს, ხაჭოს, მაწონს. მდუღარე წყალი უნდა დაასხა 1-2 ზე შეფარდებით და 2 საათში მზად არის. გაზზე თუხთუხი არ არის საჭირო. სასარგებლია ძალიან ხილი და ბოსტნეული. სუპებსაც ვაჭმევთ. მოერიდე მარილს და შაქარს.

ბეწვი თავისით, ბუნებრივად ძალიან უბზინავს. კიდევ უფრო მეტი ბზინვარებისთვის ერთი ს.კ. ძმარი შეგიძლია გააზაო 1 ლიტრ წყალში და ბანაობის მერე გადაავლო.

შეიძლება ბინა დობერმანისთვის არ იყოს საუკეთესო გარემო, მაგრამ დამიჯერე, ის იქ იქნება ყველაზე კარგად, სადაც იქნები შენ. სულ რომ ერთ პატარა ყუთში იცხოვროთ, მაინც. თუ რამოდენიმე დღით მის გარეშე მიდიხარ სადმე, არ დატოვო უცხო გარემოში, ან სხვა სახლში, თუნდაც ნაცნობში. ეს მისთვის საშინელი სტრესი იქნება. ჯობია ვინმეს თხოვო და მივიდეს, საჭმელი დაუდოს და გარეთ გაიყვანოს,მისთვის ნაცნობს რათქმაუნდა. როცა სახლშია, ის თავის ტერიტორიაზეა და იცის, რომ ნამდვილად დაბრუნდები. ამიტომ წყნარად არის. სხვა სახლში თავს უშენოდ კარგად ვერ იგრძნობს. ჩვენ დაუშვით ეს შეცდომა. მართალია ერთი დღე იყო, მაგრამ ძალიან ინერვიულა. გვეგონა, თუ მარტო არ იქნებოდა, უკეთესად იგრძნობდა თავს.

აი ყიდვას სად შეძლებ ნამდვილად ვერ გეტყვი. ჩვენ ინტერნეტში ვიპოვეთ, გაგვიმართლა. დიდ დიღომში ყავდა ვიღაც ქალს 8 ლეკვი. ისედაც ძალიან ცოტანი არიან და ალბათ ცოტა ძებნა დაგჭირდება. ჩვენც ძალიან გვეფიქრება შეჯვარების დრო რომ მოვა, როგორ ვიპოვოთ გოგო.


უფ, რამდენი ვწერე smile.gif იმედია გამოგადგება ეს ინფორმაცია. თუ რამე კითხვა გაქვს, სიამოვნებით გიპასუხებ.

პ.ს. ძალიან ენერგიული და ინტერესიანი ძაღლია


Posted by: sallyBourbon 1 Oct 2014, 14:58














http://pix.ge/










chups.gif

Posted by: nikato-nikato 17 Oct 2014, 00:04
dzvelo
QUOTE
უკაცრავად მაგრამ, დობერმანი რისთვის შეიქმნა? რა ედო საფუძვლად მის შექმნას? მხოლოდ ობიექტის დაცვა?  ამისთვის ხომ ბევრი სხვა ჯიშის ძაღლებიც არიან.

უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ და რატომღაც მგონია რომ ს ძაღლები შეიქმნა ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად, არც გასროლის ეშინია და არც ადამიანის ინსტიქტური შიში აქვს, ასე რომ...რომ მოაშინაურო მგელიც კაი ტიპი იქნება


დობერმანის შემქმნელი, ასევე თავადაც დობერმანი იყო გვარად ( smile.gif ) გერმანელი პოსტალიონი იყო, რომელსაც უწევდა ფულის ტარება დიდ მანძილებზე მარტოს. და დამცველი სჭირდებოდა. ადგა და შექმნა ეს შედევრი. რომელიც გამოირჩევა თავისი ერთგულებით და ინტელექტით. ასევე გარეგნობით. სწორად თუ აღზარდე ძალიან მაგარი ძაღლი გამოვა.

Posted by: GiGGA 29 Jun 2015, 13:11
ძალიან მაგარი ძაღლია, დედალ მამალი ერთად 20 კაციან სპეცრაზმს უდრის, ძალიან ძლიერი ძაღლები არიან.

Posted by: Free_World 11 Oct 2015, 14:26
GiGGA
QUOTE
ძალიან მაგარი ძაღლია, დედალ მამალი ერთად 20 კაციან სპეცრაზმს უდრის, ძალიან ძლიერი ძაღლები არიან.

1000%!

დობერმანზე ჭკვიანი, კეთილი და გონიერი ჯიში ძნელად მოსაძებნია yes.gif

ჩემი დობი არის ზე ძაღლი, ზე ბუნებით და შეხედულებით

http://pix.ge/

http://pix.ge/

love.gif love.gif love.gif

Posted by: Rin 11 Oct 2015, 21:17
რა მაინტერესებს, ოჯახის ყველა წევრს თანაბრად აღიქვამენ პატრონად? თუ ერთი გამორჩეულის გარდა ყველა კიდიათ?
ჩემს სტაფს მაგალითად დედაჩემი ყავდა გამორჩეული, თუმცა სხვა წევრებსაც გვემორჩილებოდა.
ანუ ისე არ მინდა რომ ვთქვათ მე ამომირჩიოს, და სხვები დაჭამოს ^^"
აღზრდა მთავარია რათქმაუნდა, მაგრამ სპეციფიკა აქვს ყველა ჯიშს.

Posted by: რჩეულიშვილი 11 Oct 2015, 22:28
Rin

პატრომად ერთს ირჩევს მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ დანარჩენებს დაჭამს :დ ძირითადად პატრონს ემორჩილება, სხვებს მის თანაბრად აღიქვამს

Posted by: karabaska 19 Oct 2015, 23:01
შეჯვარება მინდა ჩემი მამრი დობერმანის. ხომ არავის ფყავთ მდედრი? გამომეხმაურეთ

Posted by: iraklious 13 Nov 2015, 16:24
გყავთ ვინმეს დობერმანის ლეკვი გასაყიდად? ან ვინმეს თუ იცნობთ, რომ დამაკავშიროთ.

გპირდებით, ვალში არ დაგრჩებით!

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: asbalo 20 Feb 2016, 10:08
ესეც ჩემი " ბორდო." გაუთხოვარი დარჩა ბოლომდე,

Posted by: Kupra 30 Mar 2016, 17:39
კერძო სახლში ეზოში სახლი დაა.შ ყველაფერი რო გავუკეთო რამდენად გაძლებს ზამთარში? გამიგია რო მცივანა ჯიშია

Posted by: Mr_Zum 31 Mar 2016, 01:37
Kupra
QUOTE
კერძო სახლში ეზოში სახლი დაა.შ ყველაფერი რო გავუკეთო რამდენად გაძლებს ზამთარში? გამიგია რო მცივანა ჯიშია

ცენტრალურ გათბობას თუ დაუყენებ ბუტკაში კიდე ხო, სხვანაირად გამორიცხულია. ჩემებს დივანზე ეძინათ და დედაჩემის ძველ შუბას ვაფარებდით კიდე ზემოდან

Posted by: asbalo 31 Mar 2016, 21:16
თავიდანვე თუ ეზოში გაზრდი, არ გადაასუქებ, აშვებული ირბენს, ნორმალურ ბინას გაუკეტებ, მშვენივრად იქნება. სწორად კვება და მუდმივი ვარჯიში.

Posted by: nabucodosonori 31 Mar 2016, 23:15
სასწრაფოდ იყიდება 5 თVის სუფთა ჯიშის დობერმანი პასპორტით. აცრები ჩატარებული აქვს. ყურები დაჭრილი. 599 888 722. 5 95 600 711.

Posted by: asbalo 1 Apr 2016, 07:12
რატომ ყიდით მასეთ ასაკში, ვერ შეეგუეტ, თუ რა მოხდა?

Posted by: nabucodosonori 1 Apr 2016, 15:15
ოოთახიან ბინაში 6 სული ცხოვრობს და ეს, ბაქსი ,ძალიან დიდი ხდება. აივანიც კი არ აქვთ.

Posted by: asbalo 1 Apr 2016, 23:22
ადრე უნდა ეფიქრათ. ..ცოდვაა ძაღლი, მით უმეტეს დობერმანი, საშინელი მონატრება იცის.

Posted by: Bobgure 28 May 2016, 01:38
ფასები მაინტერესებს და ვინმე თუ იცით რომ ყიდდეს ?


Posted by: asbalo 28 May 2016, 17:55
მერე პირობები გაქვს, რთული ძაღლია, ძალიან ერთგული და მომთხოვნი, მოძრავი და ემოციური, მზად ხარ ყოველ დღე 5-8 საათი დაუთმო?

Posted by: nicoleta 2 Jul 2016, 12:23
გამარჯობა,
მოკლედ ვაპირებ მყავდეს ძაღლი, მინდა იყოს დობერმანი, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, დინჯი და მაგარი ძაღლი მგონია.
მაგრამ, ვცხოვრობ ბინაში, მაინტერესებს ძაან ხომ არ დაიტანჯება? ყველა მეუბნება ცოდოა ეგ ძაღლი ბინისთვის.
ეხლა ვარ ინფორმაციის მოძიების ეტაპზე, ჯერ კიდევ ვკითხულობ და ახალ რამეებს ვიგებ,

კიდევ მაინტერესებს, თუ გადავწყვეტ სად უნდა ვიყიდო? ან ფასები როგორ გავიგო?

ასევე მაინტერესებს ვისაც უკვე გყავთ დობერმანი, რამე სპეციალური მოვლა სჭირდება? თუ არ მაქვს სახლი დიდი ეზოთი, მხოლოდ გასეირნება დღეში 1 ხელ საკმარისია?
გთხოვთ მიპასუხოთ
* * *
მაიმარკეტზე ვნახე, ლეკვების იმპორტი რუსეთიდანო, ვინმეს ეგრე ჩამოგიყვანიათ? )))

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 2 Jul 2016, 13:25

nicoleta
QUOTE
იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, დინჯი და მაგარი ძაღლი მგონია.


ჩემი აზრით ალბათ ყველაზე ლამაზი ძაღლია

ჭკვიანიც არის და დინჯიც


QUOTE
მაგრამ, ვცხოვრობ ბინაში, მაინტერესებს ძაან ხომ არ დაიტანჯება? ყველა მეუბნება ცოდოა ეგ ძაღლი ბინისთვის.
ეხლა ვარ ინფორმაციის მოძიების ეტაპზე, ჯერ კიდევ ვკითხულობ და ახალ რამეებს ვიგებ,


გაითვალისწინე, რომ დიდი ძაღლია და აღზრდისდამიუხედავად ინდივიდუალური ხასიათით, რომელიც ძირითადად აგრესიულია, რაც არ უნდა გითხრან აქ ასეა პრობლემები გექნება სტუმრებთან, კარის გაღება დახურვასის დროს შეიძლება მეზობელი აღიქვას ცუდად, შეგიძლია მიაბარო კარგ მწვრთნელს(რომელიც კარგი ფულიც ღირს) მაგრამ ხასიათს ვერ შეცვლი თან ფიზიკურად საკმაოდ ძლიერიც უნდა იყო რომ დაიჭირო


QUOTE
თუ არ მაქვს სახლი დიდი ეზოთი, მხოლოდ გასეირნება დღეში 1 ხელ საკმარისია?
გთხოვთ მიპასუხოთ

დღეში ერთხელ გასეირნება არ არი საკმარისი არცერთი ძაღლისთის (ბალონკებს და თოი ტერიერებს არ ვგულისხმობ ესენი პატრონის ჩანთებშიც კარგად სეირნობენ) მინიმუმ ორჯერ დილით და საღამოთი
მოკლედ თუ ძალიან ძალიან გინდა იყიდე მაგრამ ამას გარდა გაეცანი ინფორმაციას უშუალოდ ჯიშის შესახებ ბევრი ინფოა ინტერნეტში და აუცილებლად გამოგადგება თორემ ძაღლი ძვირი ღირს და გაჩუქებისთვის და გაყიდვისთის ცოდოა ახალ პატრონთან შეგუება გაუჭირდება და საბოლოო ჯამში ქუჩაში აღმოჩნდება

Posted by: nicoleta 3 Jul 2016, 09:22
მოკლედ ამ ეტაპზე თბილისში არ იშოვება 1 ლეკვიც კი.. დღეს და ხვალარ ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ ერთი გამოსავალი რაც გავარკვიე, უნდა ჩამოვაყვანინო რაც ალბათ 700-800% დაჟდება.
დილა საღამოს გასეირნება მეც მაწყობს დაჟე )) და ფიზიკურად მშვენივრად შემზადებული ვარ, ერთად ვივარჯიშებთ ხოლმე მე და ჩემი ცუგა.
აი ხასიათს რაც შეეხება პატარაობიდან რომ მივაჩვევ ხალხს და მეზობლებს, მოფერებას და სითბოს, რაღატო იქნება აგრესიული ამას ვერ ვხვდები, მგონია რომ აღზრდაზეა მაინც დამოკიდებული, მწვრთნელზეც გავარკვიე და თვეში 300 ლარი საშუალო ფასი, რამდენი ხანი უნდა ატარო ამ მწვრთნელთან ეგ არ ვიცი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Jul 2016, 11:10
nicoleta
QUOTE
მოკლედ ამ ეტაპზე თბილისში არ იშოვება 1 ლეკვიც კი.. დღეს და ხვალარ ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ ერთი გამოსავალი რაც გავარკვიე, უნდა ჩამოვაყვანინო რაც ალბათ 700-800% დაჟდება.
დილა საღამოს გასეირნება მეც მაწყობს დაჟე )) და ფიზიკურად მშვენივრად შემზადებული ვარ, ერთად ვივარჯიშებთ ხოლმე მე და ჩემი ცუგა.
აი ხასიათს რაც შეეხება პატარაობიდან რომ მივაჩვევ ხალხს და მეზობლებს, მოფერებას და სითბოს, რაღატო იქნება აგრესიული ამას ვერ ვხვდები, მგონია რომ აღზრდაზეა მაინც დამოკიდებული, მწვრთნელზეც გავარკვიე და თვეში 300 ლარი საშუალო ფასი, რამდენი ხანი უნდა ატარო ამ მწვრთნელთან ეგ არ ვიცი


იყიდება პატარა წიგნები უშუალოდ ამ ჯიშის შესახებ თუ ასე გაინტერესებს და თუ რუსულიც იცი გადაიკითხე გაიმდიდრე ცნობები ბევრს გაიგებ და მეტნაკლებად მზად იქნები ან ინტერნეტით ორთავე გამოგადგება

Posted by: nicoleta 3 Jul 2016, 22:03
ინტერნეტში ვკითხულობ, წიგნცას მოვიკითხავ პრინციპში.
მაგრამ მაინც არავინ მპასუხობს ჩვენთან თუ ყავს ვინმეს ლეკვები, ან თუ ეყოლება, დავიჟერო წყვილი არაა? რო წინასწარ დავჯავშნო, ვთქვათ ლეკვი ^___^

Posted by: asbalo 19 Jul 2016, 07:18
ნიკოტელა, დობერმანი იშვიათია, მხოლოდ ვიწრო წრეს ყავს, იაფად და ადვილად ვერ იშოვი, 500 $დან ზევით იქნება ფასი, ისიც უნდა ელოდო. ბავშვი თუ გაგიზრდია, ისეთი ზრუნვა და ყურადღება უნდა, თან სანამ გეყოლება სულ, შენს მეტი არავინ ენდომება, უშენოდ მოკვდება. მზად ხარ, დაფიქრდი?

Posted by: BabeRock 24 Jul 2016, 16:44
QUOTE
რამ, ვცხოვრობ ბინაში, მაინტერესებს ძაან ხომ არ დაიტანჯება? ყველა მეუბნება ცოდოა ეგ ძაღლი ბინისთვის.
ეხლა ვარ ინფორმაციის მოძიების ეტაპზე, ჯერ კიდევ ვკითხულობ და ახალ რამეებს ვიგებ,

Me mgoni tavadac gadasarevad xvdebi, rom dobermani korpusshi sacxovreblad dzalian codoa. Mxolod sakutaru survilis asasruleblad cocxali arseva ar ubda awvalo.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 24 Jul 2016, 17:09
BabeRock
ქართული შრიფტი!

Posted by: seeman 27 Jul 2016, 23:38
nicoleta

QUOTE
აი ხასიათს რაც შეეხება პატარაობიდან რომ მივაჩვევ ხალხს და მეზობლებს, მოფერებას და სითბოს, რაღატო იქნება აგრესიული ამას ვერ ვხვდები,


მე მყავს 11 წლისაა მაგაზე მშვიდი და გაწონასწორებული ძაღლი ჩემ უბანში არაა არც მწვრთენლი დამჭირდა არც არავინ უბრალოდ ყურადღება უნდა და პერმანენტული დისციპლინა. ძალიან გონიერი და მოსიყვარულე ძაღლია მთავარია გაიგოს რის შესრულებას თხოვ და ვსიო ეგრევე ითვისებს უბრალოდ სულ უნდა უმეორო ერთი და იგივე (რაღაც ეტაპამდე ) რო თავისი არ გაიტანოს .

უბნის ბავშვებთან ლეკვობიდან ერთობა ყველაზე მეტად რაც მეტი ბავში ეხვია თავს და არბენინებდნენ მით უფრო უსწორდებოდა

ვობშემ გაზრდაზეა ბევრი რამე დამოკიდებული ერთია რო კატებს დასდევს ამხელა კაცია და ვერ გადავაჩვიე ვერაფრით მაგრამ არცერთხელ არ უკბენია სასტიკად ვუკრძალავდი ყოველთვის

Posted by: asbalo 24 Aug 2016, 12:41
ესეც 7 წლის ბორდო, მდინარე მოსკოვის პირას.

Posted by: Natuka NGN 16 Jun 2017, 00:59
თბილისში დობერმანის ლეკვის შეძენა სად შეიძება? ჩემმა ახლობელმა მკითხა - თუ არის საერთოდ და მოსკოვში ხომ არ სჯობს ყიდვაო,

Posted by: manchestermu 27 Jun 2017, 20:42
დობერმანის საშუალო ფასი რა არის იქნებ დაწეროა ვინმემ

Posted by: Nunez de Balboa 25 Jul 2017, 18:41
90 წლებში დობერმანი ძალიან პოპულარული იყო თბილისში. ძალიან ბევრს ჰყავდა. შემდეგ რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი. ალბათ ვისაც შეხება აქვს ამ სფეროსთან მას ეცოდინება. მე მყავდა 90 წლებში. ძაღლიც კარგად მესმის და მისი წვრთნაც. ისეთი დრო იყო, ვაქცინას ვერ იშოვნიდი. მოსკოვიდან გვიგზავნიდნენ. თვითმფრინავს ვხვდებოდით. ყურს ვერ ჭრიდნენ ნორმალურად, საკეტები არ ჰქონდათ და დადიოდა თბილიში თითქმის ყველა დობერმანი ყურ-დაჩეხილი smile.gif
საოცარი ძაღლია.... ძალიან ლამაზი და ჭკვიანი... თუმცა აქ ზემოთ რომ დაწერს დინჯიაო.... არ ვიცი რას გულისხმობენ სიდინჯეში. სუფთა ქოლერიკია!!! მტერს თუ გააფრინა... არა და გაფრენისთვის მუდამ მზადაა... სულ მცირე მიზეზი უნდა. დინჯი არის დოგი. ამას კი დინჯს ნამდვილად ვერ უწოდებ. საყიდლად მეც აქტიურად ვეძებ. საქართველოში ჯერ არავინ ყიდის.

პ.ს. ისე მართლა მაინტერესებს, კორპუსისათვის რატომ არა?! ამ ძაღლის გარეთ დატოვება არ შეიძლება. თუ ვინმეს ჰგონია რომ ეზოში დააბამს, ძალიან ცდება. ვილა კი გამიკვირდება ვინმეს ჰქონდეს ვინც აქ პოსტავს. უბრალოდ ძალიან მოძრავი ძაღლია და რამდენიმესაათიანი აქტირუი სეირნობა აუცილებელია. პრაღაში მგელ-ძაღლების "პიტომნიკში" ვიყავი. ყიდვა მინდოდა ლეკვის. ძალიან საკვირველი ჯიშია. მეგონა ეზო და გარემო უნდოდა. სუფთა მგელია ფიზიკურად და ქცევით. პირიქით... მითხრეს ეზო არ მოსწონს, სულ ადამიანებთან უნდა იყოს. მაგ დროს ჰგონია რომ ხროვის წევრია. თუ მარტო დატოვე სადმე, იქ ეწყება პრობლემები. სახლშიდაც კი ვერ რჩება მარტო.

Posted by: CHAXU 28 Mar 2018, 22:53
დობერმანის ყიდვა მინდა , ფასებს რასაც ვუყურებ 500$ ნაკლები არ ღირს 500$მაგარი ფულია მაგრამ მინდა დობი მყავდეს, ერთი წლის უკან ლაბრადორი მოვიყვანე ავღზარდე სუპერ, რასაც მინდა იმას ვაკეთებიებ , ლაბრადორი ნ1 ძაღლია ჩემთვის , ნადირობაში, სიყვარულში , სილამაზეში, სიჭკვიანეში, სიკეტეში გამოხედვაში რავი ყველაფერიაქ ამ ძაღლს, და მაინტერესებს სახლი მაქ საკუთარი დიდი ეზოთი დობი რო მოვიყვანო ლაბრადორთან ერთად რო იცხოვროს გართულება ხო არ ექნება ხო არ იეჭვიანებს , , ჩემი ლაბრადორი ცოტა ეჭვიანია მარა დიდი არაფერი იტანს , და დობერმანის ეჭვიანობა ნაგდად არ მინდა რომელიმე კიდურის გარეშე დარჩენა, ცოტას მაშინებს კიდეც ეგ ძაღლი მარა გავზრდი მაგრად , პიტბულს და როთვეილერს მიჩევნია , მეორე ძაღლი მინდა რა ან დობი იქნება ან რომელიმე მონადირე ძაღლი დთხარიც მომწონს ძაან , ლაბრადორი დათხარის კომბინაცია ხო არ გვაკეთო ,ნადირობა მიყვარს ძაან მწყერზე იხვზე ქათამზე ,, დობერმანის იერი მევასება რო შეხედავ იმენა სვეცკად რო დგას გატკიცინებული ,, ძალიან ლამაზია რა დობი , რა ვქნა აღარ ვიცი , ძალიან ძვირია 500-600$

Posted by: ika123 2 Jul 2018, 18:41
გამარჯობათ, დობერმანის ლეკვის აყვანა მინდა. თუ შეგიძლიათ ვინმემ რომ დამაკვალიანოთ?

Posted by: seeman 26 Jul 2018, 21:55
....................................

Posted by: dzvelo 27 Jul 2018, 13:31
QUOTE (nikato-nikato @ 17 Oct 2014, 00:04 )
dzvelo
QUOTE
უკაცრავად მაგრამ, დობერმანი რისთვის შეიქმნა? რა ედო საფუძვლად მის შექმნას? მხოლოდ ობიექტის დაცვა?  ამისთვის ხომ ბევრი სხვა ჯიშის ძაღლებიც არიან.

უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ და რატომღაც მგონია რომ ს ძაღლები შეიქმნა ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად, არც გასროლის ეშინია და არც ადამიანის ინსტიქტური შიში აქვს, ასე რომ...რომ მოაშინაურო მგელიც კაი ტიპი იქნება


დობერმანის შემქმნელი, ასევე თავადაც დობერმანი იყო გვარად ( smile.gif ) გერმანელი პოსტალიონი იყო, რომელსაც უწევდა ფულის ტარება დიდ მანძილებზე მარტოს. და დამცველი სჭირდებოდა. ადგა და შექმნა ეს შედევრი. რომელიც გამოირჩევა თავისი ერთგულებით და ინტელექტით. ასევე გარეგნობით. სწორად თუ აღზარდე ძალიან მაგარი ძაღლი გამოვა.

4 წლის შემდეგ... lol.gif

მეგობარო მანდ ერთი პატარა, მაგრამ მთავარი დეტალი გამოგრჩა... ულამაზესი? კი ბატონო, ინტელექტი? გააჩნია რას ასწავლი, უერთგულესი? კი ბატონო

მაგრამ ეს ჯიში შეიქმნა არა იმიტომ, რომ კარგი კომპანიონი ყოფილიყო, როგორც მაგალითად ბოქსიორი, არამედ პატრონის დაძახებულ "ფას"- ზე, რომ შეჭამოს ამ "ფას"-ის გამომწვევი მიზეზი yes.gif

აი ეს არის 1915 წლის სტანდარტი დობერმანისთვის, ბევრად ძლიერი ძაღლია ვიდრე დღეს...

user posted image

ვციტირებ.. მართალია ვიკიპედიიდან, მაგრამ მაინც
"During World War II, the United States Marine Corps adopted the Doberman Pinscher as its official war dog, although the Corps did not exclusively use this breed in the role."

"მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის საზღვაო ქვეითებმა დობერმანი ოფიციალურად ომის ძაღლად მონათლეს, მაგრამ მხოლოდ ამერიკის ქვეითები არ იყენებდნენ ამ ჯიშს ამ როლში"

რა დასკვნა გამოგვაქვს აქედან? სუფთა სისხლის დობერმანი, რომელსაც არ აქვს დაკარგული სისხლის სუფთა ხაზი არის ერთგულიც, ჭკვიანიც (კარგი წვრთნის პირობებში, წვრთნის გარეშე ინტელექტზე არ ვსაუბრობთ იმედია...) და რაც მთავარია ძალიან კარგი კაცის მკვლელი old.gif

პ.ს ბოლოს წყაროების სექციაში საინტერესო მონაცემებია და შეგიძლია გადახედო https://en.wikipedia.org/wiki/Dobermann

Posted by: nikato-nikato 27 Jul 2018, 14:07
dzvelo

მეც აქ ვარ 4 წლის შემდეგ biggrin.gif

ხო ნუ, კაცის მკვლელიც არის ალბათ, მთავარია კარგიდა სწორი პატრონი ყავდეს ესეიგი :დ


Posted by: the_lizard_king 28 Aug 2018, 00:30
ეს თემა ძალიან პასიურია... როგორც ჩანს, 90-იანი წლების მერე დობერმანების რაოდენობა თბილისში კატასტროფულად შემცირდა. ამ ქალაქში სადმე იცით დობერმანის მომშენებლები და თან სანდოები და ნორმალურები რომ იყვნენ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Aug 2018, 17:18
the_lizard_king
QUOTE
ეს თემა ძალიან პასიურია... როგორც ჩანს, 90-იანი წლების მერე დობერმანების რაოდენობა თბილისში კატასტროფულად შემცირდა. ამ ქალაქში სადმე იცით დობერმანის მომშენებლები და თან სანდოები და ნორმალურები რომ იყვნენ?

ქუჩაში გინახავს სადმე? მახსოვს 2004 ვაჟაზე ჰყავდა ერთ ქალს ეგ და კიდევ ბავშვობაში მინახავს ერთხელ აი წელს რუს ტურისტს ჰყავდა ჩამოყვანილი ბათმში ეს იყო და ეს ულამაზესი ძაღლია მაგრამ რატომღაც არაპოპულარული ალბათ ხასიათის გამო არ ვიცი

Posted by: the_lizard_king 28 Aug 2018, 17:55
M-A-S-E-R-A-T-I
საუკუნეა არ მინახავს არა თუ დობერმანი, სხვა ბევრი ჯიშიც... მე რომ მყავდა ძაღლი, იმ დროს ერთად ვიკრიბებოდით ყოველდღე და რას არ ნახავდი, ბულტერიერი, დოგი, ტაქსა, შარპეი, მასტიფი... ახლა კიდევ კანე კორსოს და ლაბრადორის მეტი მე ძაღლი არ შემხვედრია 10 წელია ან მეტი.

Posted by: ProgressiveRock 8 Sep 2018, 19:01
გაუმარჯოს, მოკლედ მაინტერესებს დობერმანი პირველ შინაურ ცხოველად როგორ წავა? საერთოდ არ მყოლია ძაღლი არასდროს და ერთი სურვილი მქონდა რომ მხოლოდ დობერმანი მყოლოდა...

Posted by: Ziggy Pop 9 Sep 2018, 00:40
ProgressiveRock
თუ ინგლისურთან საშუალო დონეზე ხარ, აქ მიდის მაგაზე საუბარი: https://www.dobermantalk.com/doberman-related-chat/55348-did-anyone-have-doberman-their-first-dog.html

და რედიტზე: https://www.reddit.com/r/DobermanPinscher/comments/84x3be/never_own_dog_before_but_want_a_doberman_pinscher/

Posted by: ProgressiveRock 9 Sep 2018, 07:44
Ziggy Pop
მადლობა up.gif up.gif

Posted by: wimurey 26 Dec 2018, 20:06
2თვეა ვეძებ და ვერ ვნახე, ვინმე არ ყიდით? საშინლად მინდა ყიდვა და ან ვიღაც არასანდო ტიპები ყიდიან,საგვარეულოს გარეშე და ვერ ვიგებ სუფთა ჯიშია თუ არა, იქნებ დამეხმაროთ ვინმე...

Posted by: Nunez de Balboa 15 Sep 2019, 10:20
ჩაიძირა ეს თემა. გადავწყვიტე ისევ შევიძინო ეს ჯიში. ვის ყავს ნორმალური ხაზი ამ ჯიშის საქართველოში. სადღაც უკრაინიდან, ასე უნახავად და შეუმოწმებლად ვერ ვენდობი.

Posted by: levani1157 10 Oct 2019, 04:07
გამარჯობათ მჭირდება რჩევა ვგიჯდები ამ ჯიშზე და მინდა სახლში მოყვანა კორპუსში. რამდენად გამართლებული იქნება დობერმანის სახლში ყოლა? ჩემთვის პირველი ძაღლი იქნება არანაირი გამოცდილება არ მაქვს ძაღლებთან გაზრდის და ასე შემდეგ ვფიქრობ ასევე ვატარო კინოლოგთან და თუ იქნება იმის შესაძლებლობა რო ჩამოყალიბდეს ეს ძაღლი ძალიან დამჯერად და კარგ მცველად სახლის და პატრონის ისე არ მინდა რო მარტო მე მიჯერებდეს და მე ვიყო მთავარი მისთვისდა სხვა რო რამე ეტყვის აგრესია გამოხატოს

Posted by: SRB100 10 Oct 2019, 14:18
ჩემს მეზობელს ჰყავდა დობერმანი, ეს ბიჭი მარტოხელა იყო და ამ ძაღლისთვის თავი ჰქონდა გადადებული.
უვლიდა, წრთვნიდა, ჩემპიონატებზე გაჰყავდა. მახსოვს ისეთი ჭკვიანი იყო, მაღაზიაში რომ იყიდიდა პროდუქტს, კისერზე დაკიდებდა და ეტყოდა სახლში წაიღეო, ამოჰქონდა.
უჭკვიანესი იყო მართლა. ადამიანივით გონება ჰქონდა.

მისი ხათრით მოვიყვანეთ ჩვენც დობერმანი, თან ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ დობერმანი გვყოლოდა.
მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ 12-13 წლის და ვერ მოვუარეთ, თან გოგოს მარტო მისი მიხედვა ძალიან გამიჭირდა.
ყოველ დილით ზამთარში 8 საათზე ვდგებოდი, რომ გამესეირნებინა, მაგრამ დიდი იყო და ძლიერი და ვერ ვიმორჩილებდი. დარბოდა თავის ჭკუაზე, დაძახებაზე არ რეაგირებდა, თან ძალიან ავი იყო
სახლში რამე თუ არსებობდა წიგნიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული ყველაფერი დაგლიჯა და დაღრღნა. მერე მამაჩემი ავად გახდა, სიმსვნის დიაგნოზი დაუსვეს და ფიზიკურად და ფინანსურადაც ვეღარ მოვუვლიდით და 6 თვის ასაკში გავაჩუქეთ. სანახავად რომ მივედით, რომ გვაცილებდა ისეთი ყმუილი და ტირილი დაიწყო გული მომიკვდა.
აღარც მამა მყავს ეხლა და აღარ ძაღლი, მაგრამ ის ხმა ძალიან ხშირად მახსენდება sad.gif

Posted by: levani1157 10 Oct 2019, 20:09
გაწრთვნაზე რას მეტყვით რა დრო დაჭირდება ?

Posted by: Irakli199001 19 Oct 2019, 22:02
QUOTE (SRB100 @ 10 Oct 2019, 14:18 )

აღარც მამა მყავს ეხლა და აღარ ძაღლი, მაგრამ ის ხმა ძალიან ხშირად მახსენდება sad.gif


love.gif love.gif love.gif love.gif მაგარი ჯიშია

Posted by: seeman 16 Feb 2020, 23:22
ეჰ ჩემმა ბიჭმა 14-ს გადააცილა და მაგრად დაერხა. კიდურებში მაგრად მოირყა

ტუალეტსაც ვერ იკავებს პამპერსებით ძინავს ღამე

Posted by: ლაშა117 21 Aug 2020, 10:25
შეჯვარებას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში ან ლეკვი ხომ არ გყავთ საბუთიანი მისაღებ ფასში?

Posted by: ლაშა117 3 Apr 2023, 13:45
user posted imageuser posted image
სალამი!
იჯავშნება 01.03.2023 წელს დაბადებული ლეკვები, FCI/FCG შესაბამისი საბუთებით!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)