სალამი განყოფილების უზერებს!
მოკლედ, რაშია საქმე:
შევიძინე ტვ ლოტოს ბილეთი, რომლითაც მოვიგე 2 ლარი.
ჩავიე ბილეთი ჯიბეში და გავედი ქალაქში, გზად კიოსკი შემხვდება და დავახურდავებ თქო.
მივედი ოთხგან. ერთგან მითხრეს, ფული არ გვაქვსო. მეორემ მითხრა, რომ არ აქვს გაზეთი, რომლითაც მოწმდება მოიგო თუ არა ბილეთმა.
მესამემ მითხრა, ხურდა არ მაქვს, 10 ლარიანები მაქვს და დაახურდავე და 8 ლარი მომიტანეო.
და იმავე წუთას ვიღაც კაცს, რომელმაც გაზეთი იყიდა, ჩემ თვალწინ მისცა 5 ლარიანის ხურდა.
მესამემაც დაახლოებით იგივე პასუხი მომცა.
მოკლედ, ყველანაირად აარიდეს თავი თანხის გაცემას და ფაქტიურად, არ მომცეს.
ახლა არ მითხრათ, 2 ლარისთვის როგორ არ გეზარებაო.
არ მეზარება!
ორი ლარის დედაც, პრინციპის ამბავია.
მითუმეტეს, რომ ბილეთზე წერია, რომ 10 ლარამდე თანხის განაღდება შემიძლია კიოსკებში და პუნქტებში, სადაც იყიდება ბილეთები.
შესაბამისად, ეს ნიშნავს,რომ ეს კიოსკები, პირველ რიგში კი თვითონ ტვ-ლოტოს კანტორა, ვალდებულები არიან, რომ ჰქონდეთ თანხაც (და მე არ მითხრან დაახურდავე და 8 ლარი მომიბრუნეო) და ჰქონდეთ გაზეთიც, რომლითაც ამოწმებენ ბილეთებს. და აქვთ კიდეც, დარწმუნებული ვარ.
მაინტერესებს, როგორ შეიძლება, რომ რამენაირად მოვთხოვო პასუხი ამ ორგანიზაციას თუ შპს-ს თუ რაცაა.
ან იქნებ ჯობდეს, რამე შესაბამისი ორგანიზაცია დაინტერესდეს ამით. არასამთავრობო ან ჟურნალისტები ან რამე ასეთი, რავი.
იქნებ მირჩიოთ.
შეურაცხყოფილი ვარ
წინასწარ მადლობა გამოხმაურებისთვის.
Как пусто стало на Доске Почета!.. © В. Вишневский
https://www.instagram.com/obscura_vibes/
https://www.facebook.com/obscura.vibes