ზუსტად მაგიტომ არის აუცილებელზე აუცილებელი კანონები, მისი აღსრულების მექანიზმებიც და ისიც, რომ საზოგადოება იყოს კანონმორჩილი.
უპასუხისმგებლობაც მუდმივად იარსებებს და კრიმინალიც.
ჩემი მხრიდან პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვა წევრების წინაშე არ ნიშნავს, ვინმე შემომივარდეს სახლში, ოჯახის წევრი აწამოს ან გააუპატიუროს და მე ხელი არ შევუშალო
პირიქით, მართლა გავუხვრიტავ შუბლს, სანამ რამეს მოიმოქმედებს და ამით არამარტო მე დავიცავ თავს, არამედ ოჯახის წევრებზე და დანარჩენ საზოგადოებაზეც ვიზრუნებ.
მეზობელსაც რომ შეუვარდეს ვინმე და ყვირილი გავიგო, არც იმას დავაკლებ.
ეგ სადარბაზო იმ ადამიანის არაა, ვინც ნაგავს ყრის. თავის სახლში რაც უნდა, ის დაყაროს.
ან სხვაგან წავიდეს თავისთვის, ცალკე იცხოვროს და უშუალოდ მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ყაროს ნაგავი.
მე შევუთანხმდებოდი კორპუსის მაცხოვრებლებს, ავკრეფდით ფულს და დავამონტაჟებდით კამერას,
ერთს ან რამდენიმეს, რომელიც გააკონტროლებდა მთელ პერიმეტრს სადარბაზოში და მის გარეთ.
კამერას რომ დაინახავს, ალბათ, აღარავინ დაყრის ნაგავს და სხვა რაღაცებისგანაც თავს შეიკავებს, მაგრამ თუ მაინც დაყრის, ჯარიმის გადახდა მოუწევს.
This post has been edited by ultrapercenthood on 19 Oct 2020, 20:09
stop-russian-desinformation.near.page - საჯარო ddos შეტევისთვის შექმნილი ონლაინ ხელსაწყო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ (უბრალოდ გახსენით და დატოვეთ გვერდი გახსნილი)