#45932914 · 13 Oct 2015, 11:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფეხბურთში რომ ბევრზე კარგად ერკვევა, ვიცი, მაგრამ როგორც კომენტატორი არ ვარგა სიტყვებს შორის უზამრაზარი პაუზები, ეს მმმმმმმ-ები, ტემპის არქონა, მოკლედ საკომენტატოროდ არ უვარგა მეტყველება + ხშირად ზედმეტად, გამაღიზიანებლად სუბიექტური იყო ხოლმე, მაგალითად არგენტინასთან მიმართებაში
იდეალური რათქმა უნდა არ არის, მაგრამ სიაში თითქმის ყველას ჯობია მეტყველება, ტემპი, საკმაოდ კარგი აქვს, ბოლობოლო ძალიან ბევრისგან განსხვავებით ძალიან ბევრ ინფორმაციას ეცნობა, ემზადება კონკრეტული რეპორტაჟისთვის, ბევრ ინფორმაციას აწვდის მსმენელს, სუბიექტურობაც არ ახასიათებს
საშინელი კომენტატორია, არც ხმა, არც მეტყველება, არც წაყვანა, არც ტემპი, არც ცოდნა (გამომჟღავნება ყოველ შემთხვევაში), ძალიან ცუდია ეგ რომ მოიყვანეს I არხზე
ალბათ საუკეთესო
ნორმალური რა.. ტემპი, იუმორი, ცოდნა. ნორმალური აქვს, მეტყველება კარგი... ერთი ეგაა, ხშირად ზერელედ ეკიდება, თითქოს ჰობიაო და არა პროფესია, თითქოს არ ემზადება ხოლმე კონკრეტული მატჩისთვის
ტემპი, ცოდნა, მეტყველება თითქოს კარგი აქვს, სხვაგან არ მომისმენია და ნაკრების თამაშებზე ზემდეტი სუბიექტურობა კონკრეტულ საკითზებზე, რაღაცეების ჩახვევა და ასჯერ ხაზგასმა ყურს ცუდად ხვდება
საშინელება, სამარცხვინოა მისნაირი კომენტატორი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყოს ნორმალურ ქვეყანაში ალბათ დიდი ხნის გაგდებული იქნებოდა სამსახურიდან
ეს ორი უკომენტაროდ იმედია, აღარასდროს მოგვიწევს ამათი მოსმენა
ამას ვერ ვიხსენებ
აბსოლუტური საშუალო, არც კარგი, არც ცუდი
ყველა დროის ყველაზე ამაზრზენი
აქ თუ ის თალაკვაძე იგულისმება, სილქზე კალათბურთი და ჩოგბურთი რომ მიჰყავს ხოლმე, იმას მგონი სხვა სახელი ჰქვია და მე არ მომწონს, საშუალოა
ეს ამაზრზენი იყო თავისი რასისტული გამოხტომებით და დამცინავი/შეურაცხმყოფელი იუმორით, ზოგჯერ ზღვარგადასული სუბიექტურობით, ზოგადად სახალისო კი იყო
არანაირი ტემპი და დინამიკა, თამაშების მინიმალური გარჩევა, მეტყველებაც დიდი არაფერი, წინასწარ მომზადება ფეხებზე ჰკიდია, სამხრეთ ამერიკის იქით თითქმის ყველაფერი ჰკიდია და არც ეცნობა ალბათ სიახლეებს, არაპროფესიონალურად უდგება ჩემი აზრით ამ კომენტატორობას, ერთობა... მოკლედ არ ვარგა
მოკლედ, აქ ჩამოთვლილებიდან ზაალ გიგინეიშვილი ძალიან მომწონს თვალაბეიშვილი მომწონს
ზოგი საშუალოა, ან უბრალოდ
ჯამლეტ ხუხაშვილი, ობოლაძე, მინაშვილი, მამრიკიშვილი - საშინელება
აქ ვინც არ არის ჩამოთვლილი, ყველაზე მეტად მომწონს გიორგი კაკაბაძე, ერთადერთი ტემპი არ უვარგა ხოლმე, ზედმეტად წყნარია, თორემ სხვა ყველაფერი აქვს კარგი კომენტატორობისთვის.. რაც მთავარია პასუხისმგებლობით უდგება აშკარად საქმეს და კარგად მომზადებულია ხოლმე ბაციკაძეც კარგია და მაგაზეც იგივეს ვიტყვი, თან მაგას ტემპიც კარგი აქვს, მაგრამ ზოგჯერ ზემდეტად სუბიექტურია თან თან ხშირად ლაკონურობაში უჭირს, იმ აზრის გამოსათქმელად რასაც ვთქვათ 3 სიტყვა ჭირდება, ეს 10-ს ამბობს
კიდევ I არხზე რაგბის კომენტატორი რომაა, ახალგაზრდა ბიჭი, მგონი ლუკა ჰქვია, ეგ მომწონს და სილქზე რომ მიჰყავს, ეგეც ახალგაზრდა, სახელი არ მახსოვს, რაგბის მსაჯი, ეგეც კარგია
სხვას ვერც კარგს ვიხსენებ და ვერც ცუდს
--------------------
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე
|