forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> :: სპორტის განყოფილების წესები ::, განახლებულია 24 აგვისტოს
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 10 May 2006, 03:05  #3043766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. გინება და უცენზურო ტექსტი, რომელიც #$%#$ - მსგავსი სიმბოლოებით მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის გარეშეა დაწერილი, ვორნით ან/და ბანით არ დაისჯება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (მაგალითად თუ იმ წუთას თქვენმა კლუბმა წააგო და ა.შ.), თუმცა წაშლით ესეთი ბაზარი ყველა შემთხვევაში წაიშლება; დანარჩენ შემთხვევებში (ანუ უკიდურესი მიზეზის გარეშე ეგეთ პოსტებზე) გაფრთხილების მერე განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ვორნი/ბანი.
ყველანაირ შემთხვევაში, პოსტის ფორმის და შემთხვევის განსაკუთრებულობის მიუხედავად, ვორნით/ბანით დაისჯება პირადი შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა რასობრივი/ეროვნული/ენობრივი/რელიგიური/სქესობრივი და სხვა ნიშნით.
2. ჩეთი და ოფტოპიკები წაიშლება, ოღონდ იმასაც ნუ მოგვთხოვთ რო ყველა თემაში მაშინვე იშლებოდეს - PM მაგისთვისაც არსებობს რო მოგვწეროთ თუ სადმე გამოგვრჩა.
3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება.
4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.
5. იკრძალება უკვე არსებული თემის გახსნა - იმის გასაგებად, უკვე არსებობს თუ არა თემა, რომლის გახსნასაც აპირებთ, იკითხეთ თემაში "ძიების განყოფილება"; არსებული თემის შესაბამის თემად ითვლება მაგალითად თემა "გაუმარჯოს YYY-ს ფანებს", თუ YYY-ს ფანკლუბი უკვე არსებობს.
6. ქართულ სპორტთან დაკავშირებული თემები იხსნება ქვეგანყოფილებაში "ქართული სპორტი".
7. 100 გვერდზე დიდი თემა იხურება (სერვერის გადატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და იხსნება ამ თემის ახალი ნაწილი; ახალი თემის პირველ პოსტში იდება ძველი თემის ლინკი.
8. გამოკითხვების გახსნა შეიძლება მხოლოდ პოლის გარეშე, ანუ უბრალოდ თემის გახსნა, სადაც შეთავაზებული იქნება ვარიანტები, რადგანაც მივიღოთ ამა თუ იმ გამოკითხვის რეალური შედეგი.
ყველა სახის პოლში იუზერი ვალდებულია საკუთარი არჩევანი საჯაროდ დააფიქსიროს და დაასაბუთოს ან უკიდურეს შემთხვევაში უბრალოდ დააკოპიროს იგი.თუ იგი ასე არ მოიქცევა საჯაროდ გამოთქმული არჩევანის გადათვლისას მისი ხმა უბრალოდ არ ჩაითვლება,გასაგები მიზეზების გამო.
ნებისმიერი პოლი გაკონტროლდება ჩვენს მიერ და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება ან გაუქმდება.
9. იკრძალება უაზრო და უცენზურო სათაურიანი თემების გახსნა ("X-ს ხმარობენ", "ხვალ Y წაიკუზება", "ავოეეეე", etc.). სათაური ინფორმატიული უნდა იყოს - უნდა ჩანდეს თემის არსი.
10. სპორტის ბრიგადასთან დაკავშირებული თემები (ფანტაზუ თამაშები, სპორტის ბრიგადის ვირტუალური და რეალური ჩემპიონატები, etc.) იხსნება ქვეგანყოფილებაში "სპორტის ბრიგადა".
11. უცხოურ ფეხბურთთან დაკავშირებული თემები იხსნება ქვეგანყოფილებაში "ფეხბურთი" (ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებულები ქვეგანყოფილებაში "ქართული სპორტი").
12. დასაშვებია ცალკეული, მეტ-ნაკლებად ცნობილი სპორტსმენების ფანკლუბების გახსნა, თუმცა თემებს უცნობ ან თითქმის უცნობ ფეხბურთელებზე არ დავუშვებთ. რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელების ფანკლუბებს, ასეთის გახსნა დასაშვებია, თუ მოთამაშეს მაღალი დონის კლუბის ძირითადში აქვს თამაშები ჩატარებული. (გაუქმებულია, დროებით)
13. წინასწარი თემების გახსნა დაუშვებელია - მაგალითად დაიხურება თემა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, თუ ჯერ მერვედფინალებია ან ა.შ. დაიხურება თემები გუნდების დაპირისპირებაზე, თუ ჯერ არ არის გარკვეული, რომ ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.
14. ფორუმის ყველა განყოფილებაში სავალდებულოა ქართული შრიფტით პოსტვა. გამომდინარე აქედან, იგივეს მოვითხოვთ სპორტის განყოფილების იუზერებისგან. კლავიატურაზე ქართული კოდირების დაყენების ინსტრუქცია იხილეთ ამ თემაში.
15. ტოტალიზატორთან და კუშებთან დაკავშირებული საკითხები გაირჩევა შესაბამის თემაში.

ასევე ნახეთ ფორუმის საერთო წესები

P.S.: ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გადავწყვიტოთ, მივცეთ თუ არა იუზერს ვორნი ან/და ბანი: ეს წესები ზოგადად გასარკვევად არი, თორე ყოველ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტული მიდგომა ჭირდება.

შეკითხვებისთვის და წინადადებებისთვის არსებობს თემა "შეკითხვები/წინადადებები სპორტის მოდერატორებს".


სპორტის ბრიგადა ფორევა

This post has been edited by T@chka on 5 May 2007, 00:18


--------------------
Stevie Gerrard, Gerrard,
Can pass the ball 40 yards,
He’s big an he’s fuckin hard,
Stevie Gerrard, Gerrard..
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 10 May 2006, 03:06  #3043767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- ბრიტანულ ფეხბურთთან დაკავშირებულ თემებში (ანუ თემებში რომლებსაც ყოველდღე ვასუფთავებ და ვალაგებ) ტოტალიზატორზე და გამაზვებზე ბაზარს ეგრევე მოვსპობ - ვაფშე ჩემზე რო იყოს მაგ ბაზარს განყოფილებაში არსად არ გავაჩერებდი; ნუ სხვაგან იყოს რახან სხვებს არ აწუხებს მარა მაგ თემებში "აუ X-მა გამისხა", "მიდით ხვალ თქვენზე მიდევს" და მსგავს პოსტებს ეგრევე გავანადგურებ.

- ლივერპული-მანიუს და მსგავსი დიდი დაპირისპირებების დროს, როცა ამ დაპირისპირებებზე ცალკე თემა გაიხსნება (ლივერპული-მანიუს თემა ისედაც ცალკე არი როგორც ინგლისის მთავარი დაპირისპირება), თამაშის დროს ლივერპულის ფანკლუბი დაიკეტება და თამაში მარტო დაპირისპირების თემაში გაირჩევა - ფანკლუბი სკაუზერების აზრის გამოსახატად არი და არა საყოველთაო გარჩევისთვის.

This post has been edited by Scouser_tornikE on 10 May 2006, 03:10

მიმაგრებული სურათი
fcliverpoolfan2xo4vr.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 10 May 2006, 03:07  #3043769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განყოფილებაში ახლადშემოსულ იუზერს წესების დარღვევის შემთხვევაში (გარდა პირველი და მეორე წესისა) ვორნი ან/და ბანი არ მიეცემა (გამომდინარე იქიდან რომ მან შეიძლება წესების თემა ვერ ნახოს), თუმცა წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში უკვე ზომებს მივმართავთ.

ეს ისედაც ესე იყო, უბრალოდ ეხლა წესის სახით გავაფორმე

This post has been edited by Scouser_tornikE on 16 May 2006, 19:57

მიმაგრებული სურათი
fcliverpoolfan2xo4vr.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 16 May 2006, 20:00  #3078412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველი წესი ცოტათი შევასწორე.
..............

This post has been edited by Scouser_tornikE on 16 May 2006, 21:39

მიმაგრებული სურათი
liverpoolfan.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 17 Jun 2006, 00:07  #3260679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
13. წინასწარი თემების გახსნა დაუშვებელია - მაგალითად დაიხურება თემა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე, თუ ჯერ მერვედფინალებია ან ა.შ. დაიხურება თემები გუნდების დაპირისპირებაზე, თუ ჯერ არ არის გარკვეული, რომ ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან.

მიმაგრებული სურათი
liverpoolfan.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 28 Jun 2006, 22:43  #3333285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე-4 წესი შევასწორე:

QUOTE
4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება ასეთი პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოისურვებს.


მიმაგრებული სურათი
liverpoolfan.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 9 Jul 2006, 03:23  #3398364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩავასწორე პირველი წესი - ძაან კრიტიკული წესია ამ განყოფილებისთვის boli.gif

მიმაგრებული სურათი
liverpoolfan.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 22 Jul 2006, 00:59  #3480697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩავასწორე მე-12 წესი.
..........................

მიმაგრებული სურათი
liverpoolfan.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 1 Aug 2006, 21:25  #3541464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაგვემატა ახალი წესი:

QUOTE
14. ფორუმის ყველა განყოფილებაში სავალდებულოა ქართული შრიფტით პოსტვა. გამომდინარე აქედან, იგივეს მოვითხოვთ სპორტის განყოფილების იუზერებისგან. კლავიატურაზე ქართული კოდირების დაყენების ინსტრუქცია იხილეთ ამ თემაში.


მიმაგრებული სურათი
liverpoolfan.gif
Goodman
FORZA ITALIA!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 41076
წევრი No.: 5640
რეგისტრ.: 5-July 04

გამოგზავნილია: 3 Oct 2006, 21:57  #3882569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
4. სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის თემაში დადებული სხვა კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის და მათთან დაკავშირებული სურათები ან იმ თემის კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან დამცინავი სურათები წაიშლება. წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.

რადგანაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ წესს,განვმარტავ:
QUOTE
წაიშლება იმ კლუბის/გუნდის/სპორტსმენის საწინააღმდეგო პოსტებიც, თუ იმ ფანკლუბის ხალხი ამას მოინდომებს.

აქ არის საუბარი,ბილწსიტყვაობაზე,''ეს კვერცხია'',''ბანძი გუნდია'' და ასეტ\თ არაფრისმთქმელ კომენტარებზე.

თუ პოსტი/სურათი ეხება იმ კლუბს/გუნდს/სპორტსმენს რომელზეც არის თემა და კომენტარი არის ისეთი,რომელსაც წესები არ კრძალავს,ხოლო სურათი ყოველგვარი მონტაჟის და შეურაცხყოფის გარეშე ის არ წაიშლება.შესაბამისად,ყველა თავის აზრს გამოთქვამს უპრობლემოდ.

This post has been edited by Goodman on 3 Oct 2006, 22:05


--------------------
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 30 Oct 2006, 22:18  #4061090      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოიხსნა აკრძალვა VS თემებზე, უბრალოდ poll-ების მაგივრად თემის სახით უნდა იყოს ეგეთი ტოპიკები. poll-ები ისევ არ შეიძლება.

მიმაგრებული სურათი
liverpoolfan.gif
Scouser_tornikE
-


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13885
წევრი No.: 5239
რეგისტრ.: 24-May 04

გამოგზავნილია: 5 Dec 2006, 17:58  #4294634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩავწერე ტოტალიზატორთან დაკავშირებული წესი

QUOTE
15. ტოტალიზატორთან და კუშებთან დაკავშირებული საკითხები გაირჩევა შესაბამის თემაში.
aimo
In Vino Veritas


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17179
წევრი No.: 7654
რეგისტრ.: 3-December 04

გამოგზავნილია: 11 Mar 2007, 04:01  #5023712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართლაც. ჯერჯეორბით ხშირი კონფლიქტებისა და უზრდელობების ზონებს ვიკვლევ. მანამდე გვაცნობეთsmile.gif


--------------------
Перемен требуют наши сердца
T@chka
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38062
წევრი No.: 11017
რეგისტრ.: 25-June 05

გამოგზავნილია: 20 Apr 2007, 20:37  #5383085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
QUOTE
3. უაზრო ან/და სხვისი კლუბის/ნაკრების/გუნდის/სპორტსმენის შეურაცხმყოფელი ან/და დამცინავი პოსტები ("გავარტყი მანიუს", "რეალი სირების ბანდაა", "ბანძი გუნდი გყავთ", etc.) და თემები წაიშლება.

+ ავტორი დასაჩუქრდება ვორნით
არ მინდოდა, მაიძულეს chups.gif


--------------------
"უფრო მეტი სანტიმეტრი მთელი ცხოვრების მანძილზე Andro-Penis®-ის დახმარებით "

Man Citys new song - Oh Allah, Wont You Buy Me A Referee

At John Lennon Airport there is a sign that says "above us only sky".
Someone has written on it "and below us only West Ham."
T@chka
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 38062
წევრი No.: 11017
რეგისტრ.: 25-June 05

გამოგზავნილია: 5 May 2007, 00:15  #5512773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim · msn
იკრძალება ცალკეულ ფეხბურთელებზე თემების გახსნა...

ყველანაირი ინფორმაცია ამა თუ იმ ფეხბურთელზე უნდა დაიწეროს მისი კლუბის ან ნაკრების ფან კლუბში.

ყველა მსგავსი თემა დაიხურება და მიიღება შესაბამისი ზომნი.

მიმაგრებული სურათი
there__s_only1.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 4.3144 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]