მადლობა, ყველას გამოხმაურებისთვის. იქ ვეღარ დავწერე, თემა დაიხურა.
მოკლედ, ერთი თირკმლის ანომალია მაქვს,
თან ქრონიკული გლომერულონეფრიტი და ორ წელზე მეტია, თირკმლის ფუნქციის გადარჩენის სტადიაზე ვარ. მეორე არ უნდა დავტვირთო.
ვარჯიში 120 მგ ცილით დავიწყე და ბოლო ორი კვირა დაახლოებით 350 მგ-ზე გადავედი.მერე ჩივილები დამეწყო და ექიმთან მივედი.
ექიმმა ცილების რაოდენობის შემცირება მირჩია. პირველი თვეს მაქსიმალურად შემამცირებინა, 40 მგ-დე.
შეიკები, პროტეინ ბარები და კრეატინი მეც აკრძალული მაქვს.
ცილის მხოლოდ პირდაპირი გზით მიღება შემიძლია, ისეც ოვერდოზი არ უნდა მომივიდეს
ამინომჟავებზე კარგი იდეაა, ვკითხავ.
ცოტა რთულია ისეთი ექიმის პოვნა, ვინც კომპეტენტური იქნება ამ საკითხში.
ვარჯიში რომ შემიძლია, მაგას ყველა ექიმი მირჩევს, მაგრამ დეტალებს არ მეუბნებიან.
არ გადატვირთო, არ გადატვირთოო- ამას ამბობენ და სად გადის ზღვარი თირკმლის გადატვირთვასა და არგადატვირთვას შორის ვერ გავიგე.
მე მაინც გავაგრძელებ ვარჯიშს, ჭიანჭველის ნაბიჯებით, იქნებ როდისმე მაინც მივაღწიო სასურველ ფორმებს.