forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (42) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩემი ელექტრომანქანა, პონტიაკის გადაკეთება.....
medame333
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2340
წევრი No.: 181552
რეგისტრ.: 12-February 14

გამოგზავნილია: 29 Oct 2015, 21:29  #46079827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პროექტში რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებ, უბრალოდ ასეთი კითხვა: რატომ გადაწყვიტე გაელექტრო-ება თუ ნება))))).


--------------------
honda cb500s 1996 23.12.2014
honda stepwgn RG4 2006 28.10.2016
///M Power
N/a Έngine βest


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29265
წევრი No.: 78782
რეგისტრ.: 15-December 08

გამოგზავნილია: 29 Oct 2015, 21:44  #46080024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · icq · aim · yim · msn
medame333
იმიტო რო მოდაში შემოვიდა gigi.gif

თესლას დაპატენტება ვააბშე და მაგათ ქარხანაში თავის შეღწევა givi.gif


--------------------
2011 Ford Focus III
2002 BMW 520i E39
1998 BMW 328i E36
2016 Volkswagen Polo V
2006 Infiniti G35S V36
1996 BMW 316i E36
1998 BMW 325i E46
2010 Lexus IS250 XE20 ✓
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3560
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 30 Oct 2015, 01:45  #46082535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
medame333
QUOTE
უბრალოდ ასეთი კითხვა: რატომ გადაწყვიტე გაელექტრო-ება თუ ნება))))).

აბა რა უნდა მექნა, გამეწყალბადებინა?

ეს სახლის პირობებში შეუძლებელია....

ჩემი ჰობია მანქანა და ელექტრონიკა, ჰოდა თავისუფალ დროს მათ ვახმარ...
მიყვარს ლამაზი მანქანები.. მე მგონია ეს მანქანაც საკმაოდ ლამაზია გარეგნულად..
ჰოდა, დღეს, როცა ლითიუმის ბატაროები უკვე საყოველთაოდ მისაწვდომი გახდა და
მათი ტევადობაც საკმარისი, ნორმალური მანძილის გასავლელად..
ჰოდა, მინდა ამ ლამაზ მანქანაში ჩავაქსოვო ჩემი სიყვარული და ცოდნა,
მოხერხებული და ელექტრონიკით სასიამოვნოდ აღჭურვილი მანქანის შესაქმნელად...
თუ რას ვგულისხმობ აქ ახლა ამ პოსტში არ დავწერ... ეს დროში გამოჩნდება,
ეტაპების მიხედვით,... ერთბაშად არაფერი კეთდება...

///M Power

QUOTE
იმიტო რო მოდაში შემოვიდა

არა, ეს მოდა არაა, ... ამის სურვილი წარსულში ყოგელთვის იყო...
მაგრამ ის მხოლოდ ბოლო 5-10 წელში ხდება რეალობა, რადგან ლითჰიუმის აკუმლატორები იძლევიან ამის შესაძლებლობას...თუმცა აქ გარკვეული კითხვები კიდევ რჩება.

უკვ ცხადია, ბენზინი მიდის , მოდის ელქტრო და წყალბადის მანქანები..., მოდის ახალი ენერგიიის ფორმა
QUOTE
თესლას დაპატენტება ვააბშე და მაგათ ქარხანაში თავის შეღწევა

ეს არ ვიცი რა დაწერე, რაღაც გაუგებრობააა....

This post has been edited by graviton on 30 Oct 2015, 01:55
medame333
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2340
წევრი No.: 181552
რეგისტრ.: 12-February 14

გამოგზავნილია: 30 Oct 2015, 08:52  #46083188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
ლამაზი ნამდვილად არის და არა ისეთ ახლა ყველა ერთმანეთს რო გავს.
წონაში და სისწრაფეში მოიკლებს თუ მოიმატებს? ნუ ჯერე ალბათ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ დაახლოებით დათვლილი გექნება.
QUOTE
თესლას დაპატენტება ვააბშე
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3560
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 30 Oct 2015, 15:23  #46085993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
medame333
QUOTE
ლამაზი ნამდვილად არის და არა ისეთ ახლა ყველა ერთმანეთს რო გავს.

უნიკალურად განსახვავებული მანქანის შექმნა სახლის პირობებში შეუძლებელია,...
ამას ხომ უამრავი მექანიკური და პლასტმასის დამუშავება სჭირდება...
საბოლოოდ თუ დაიწყებ ასეთს, მაინც მიიღებ ოტხკუთხა წვერებიან მანქანას, რომელიც აბსოლუტურად
განსხვავებული იქნება , მაგრამ ვეჭვობ რომ ლამაზი იყოს...
QUOTE
წონაში და სისწრაფეში მოიკლებს თუ მოიმატებს? ნუ ჯერე ალბათ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ დაახლოებით დათვლილი გექნება.

ეს მანქანა (მე არ ამიწონია) 1500 კილო იყო,...რაც შეიძლებოდა ყველაფერი მოვაცილე, ბენზინთან დაკავშირებული..
ვფიქრობ ერთი 400 კილო მოიკლო... ახალ რომ ჩავაყენებ:
ორი მოტორი მინდა, ერთი 19 კილოა, მეორე 35 მდე,... პირველ ეტაპზე 13 აკულატორის ყუთი გამომდის, თითო 4.5 კილოა...(ესეც დაახლოებით 65კილო)
მეორე ეტაპზე კიდევ 13 უნდა დავამატო... მაგრამ პირველი ეტაპის შემდეგ ჯერ მანქანა კონტროლზე უნდა გავიყვანო..
ვფიქრობ, რომ არანაირად 1500 კილოზე მეტი არ გამოვა... რადაგან თუ მეტი იქნება პრობლემები მექნება,... აქ მეტ წონიანს არ გამიფორმებენ...
მინდა დისკებიც გამოვცვალო მსუბუქები დავაყენო,.. საინტერესოა საქართველოში კარგი, ლამაზი მსუბუქი დისკები რა ღირს...?
აქ ერთი ცალი 1500-2500 ფრანკის ფარგლებშია... ვფიქრობ აქ ცოტა დავზოგო და ამ თანXის ნახევარი ისევ აკუმლატორებში ჩავდო...

რაც შეეხება სიჩქარეს, ვფიქრობ არ უნდა დააკლდეს , .. მაგრამ აჩქარებაში და მთაზე ასვალაში ალბათ წავაგებ..რადაგან ჩემი მოტორების მაქსიმალური სიმძლავერე
მაინც ჩამორჩება იმ ბენზინის მოტორს რაც მქონდა...
მაგრამ ის მოტორი მე ნერვებს მიშლიდა,... იცით ალბათ პონტიაკის ტიპის მანქანებს, როგორი ხმაურიანი მოტორები
აქვთ,... განსაკუთრებით დაძვრისას და აჩქარებისას,... ტანკივით ხმას გამოსცემდა,...
მე კი არ მიყვარს ხმაურიანი მანქანები, ნერვებს მიშლის,... რა ვქნა ეს სუბიექტურია,... ჩემმა X5 მა ცოტა ხმაური მოუმტა, გავგიჟდი.. ხმაურზე ალერგია მაქვს,..
სულ გამოვუცვალე გარედან მოძრავი ნაწილები, სანამ სისინა არ გახდა..., ბორბლებსაც ყოველთვის დაბალ ხმაურიანს ვარჩევ ხოლმე...

რაც შეეხება აჩქარებას, მის გადიდებაზე ახლა არ ვფიქრობ, ერთბაშად ყველაფერს ვერ ააშენებ,... თუმცა მაქვს გეგმები, როგორ გავადიდო მომავალში...

თუ მეორე ეტაპზე კარგი შედეგი მექნება, ერთი 200 კილოვატიანი მოტორის ყიდვაც შეიძლება...
ახლა კი როცა, შედარებით დაბალი ტევადობის აკუმლატორები მაქვს, მირჩევნია უფრო ელექტროენერგიის ეკონომიურ დახარჯვაზე ვიფიქრო..
და რაც ჩემთვის მთავარია, ელექტრონული ავტომატიკა მაღალ დონეზე დავაყენო....

This post has been edited by graviton on 30 Oct 2015, 15:44
medame333
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2340
წევრი No.: 181552
რეგისტრ.: 12-February 14

გამოგზავნილია: 30 Oct 2015, 23:23  #46090204      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
1500-2500 ფრანკის

ეს რამდენი დოლარია?
mymarket.ge და myparts.ge ზე დაათვალიერე დისკები, იქნებ წააწყდე რამეს.
ისე რამდენი კილოგრამიანჯ ითვლება მსუბუქად?
ამასაც გადახედე თუ უკვე გადახედილი არ გაქვს არა შასის წონის მოქმედება გაწევაზე,წვაზე,ძალაზე
IkaMac
Yoo Broo


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20160
წევრი No.: 9119
რეგისტრ.: 1-March 05

გამოგზავნილია: 31 Oct 2015, 15:32  #46094047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
სამსუნგი LG ან მსგავსი ბრენდების ნახე, ყველაზე კაი პონტი ვაფშე ნოუთბუქის ელემენტშია ეგენი ყველაზე ხარისხიანები





.........
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3560
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 31 Oct 2015, 19:30  #46096034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
medame333
QUOTE
ეს რამდენი დოლარია?
mymarket.ge და myparts.ge ზე დაათვალიერე დისკები, იქნებ წააწყდე რამეს.

ეს დაახლებით იგივეა, ანუ 1600-2700 დოლარი
QUOTE
ისე რამდენი კილოგრამიანჯ ითვლება მსუბუქად?

შევეცდები 7-8 კილოგრამის ფარგლებში იყოს დისკები,
თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია, მთავარია გადაცემათა კოლოფის
რედუქციის კოეფიციენტის და ბორბლის დიამეტრის შეფარდება შევინარჩუნო..
წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტს დავკარგავ...
თან სულ განსხვავბული დისკის დაყენბა, რომელიც არ წერია მანქანის ქარხნულ
აღწერაში, მოითხოვს დამატებით ტესტს, ისე მანქანის გაფორმება ტექდათვალიერებაზე არ მოხდება...

QUOTE
ამასაც გადახედე თუ უკვე გადახედილი არ გაქვს არა შასის წონის მოქმედება გაწევაზე,წვაზე,ძალაზე

კი ახლა ვნახე, აქ მარტო წონა არაა, ბევრი ფაქტორებია.
მარტო წონაზე ყურადღების გამახვილება არასწორია...
.IkaMac
QUOTE
სამსუნგი LG ან მსგავსი ბრენდების ნახე, ყველაზე კაი პონტი ვაფშე ნოუთბუქის ელემენტშია ეგენი ყველაზე ხარისხიანები

LG ევროპაში ძნლი საშოვნელია..ამიტომ მე სანიო ავირჩიე...
ლაპტოპების როგორ, ძველები დავშალო?
თან ლაპტოპწბის უმეტესობა 1.5 ამპერსაათია, და ყველაზე ცუდი, დიდ დენს ვერ იტანენ...
ჩვეულებრივი გადადგილებისას, ალბათ1C -ს მოვითხოვ აკუმლატორებიდან(ეს სტანდარტულია), მაგრამ აჩქარებისას ან აღმართზე 5C მაინც უნდა შეეძლოთ...
მაგალითად, მე მაქვს 35 პარალელურად შეერთებული და 26 ასეთი მოდული მიმდვრობით..
ანუ ეს მომცემს ჩვეულებრივი სტანდარტული სვლისას 100-120 ამპერს,რაც დაახლოებით 10-13 კილოვატი
იქნება... რაც დაახლებით 40 მეგაჯოულია, ანუ
100 კილომეტრს 1 საათში გაივლი ამით,.. ეს დაახლოებით 1.3 ლიტრა ბენზინის ენერგიააა,
თუმცა ბენზინის მოტორის არაეფექტურობის გამო, 4-5 ლიტრა გჭირდება...
მაგრამ აჩქარებისას და აღმართზე ასვლისას 400 ამპერი მაინც მინდა..
ასეთ დატვირთვას კი ლეპტოპის აკუები ვერ იტანენ..

This post has been edited by graviton on 31 Oct 2015, 19:35
medame333
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2340
წევრი No.: 181552
რეგისტრ.: 12-February 14

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 00:25  #46098968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ამბავია ოქროსი ხო არაა, თან ერთიცალიო.
კიდევდაკიდევ წარმათებები, როგორიც გინდა ისეთი გამოგსვლოდეს.
IkaMac
Yoo Broo


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20160
წევრი No.: 9119
რეგისტრ.: 1-March 05

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 03:12  #46100332      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
ხო სანიო კაი ტიპია

მანქანა რამდენი კილოა


....................
CYB-ORG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5174
წევრი No.: 58092
რეგისტრ.: 10-April 08

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 08:32  #46100749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
IkaMac
QUOTE
მანქანა რამდენი კილოა


QUOTE
ეს მანქანა (მე არ ამიწონია) 1500 კილო იყო,...რაც შეიძლებოდა ყველაფერი მოვაცილე, ბენზინთან დაკავშირებული..
ვფიქრობ ერთი 400 კილო მოიკლო... ახალ რომ ჩავაყენებ:
ორი მოტორი მინდა, ერთი 19 კილოა, მეორე 35 მდე,... პირველ ეტაპზე 13 აკულატორის ყუთი გამომდის, თითო 4.5 კილოა...(ესეც დაახლოებით 65კილო)
მეორე ეტაპზე კიდევ 13 უნდა დავამატო... მაგრამ პირველი ეტაპის შემდეგ ჯერ მანქანა კონტროლზე უნდა გავიყვანო..
ვფიქრობ, რომ არანაირად 1500 კილოზე მეტი არ გამოვა...



--------------------
2სართულიანი სახლი იყო და მეორე სართულის ბალკონის დაბლა ერთი შავი კატა იჯდა რომელიც ფურთხებით გავათეთრეთ და ის კიდე ილოკავდა@tsotnep

http://www.youtube.com/watch?v=_RwxElsVWio&feature=player_embedded

პრობლემა არ იქნება!
თურამეაიცითსადაცვართ. მაგრად!
ხარძი
მანქანომანი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6664
წევრი No.: 99057
რეგისტრ.: 4-September 09

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 08:52  #46100770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები ამ კარგ საქმეში. ელექტროძრავის მაქსიმალური ბრუნი რამდენია? თუ მაღალბრუნიანია შესაძლოა კოლოფის საჭიროება არ გქონდეს. ვფიქრობ კოლოფი ზედმეტად ბევრ ენერგიას წაართმევს აკუმულატორს.ჰიდროკონვერტერის ხარჯზე.
ძრავი რა ტიპის არის? მისგან უკუენერგიის მიღება რამდენად შესაძლებელკა, იგივე დაღმართზე ელემენტების დასატენად რომ გამოიყენო?
CYB-ORG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5174
წევრი No.: 58092
რეგისტრ.: 10-April 08

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 08:56  #46100776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხარძი
QUOTE
ელექტროძრავის მაქსიმალური ბრუნი რამდენია? თუ მაღალბრუნიანია შესაძლოა კოლოფის საჭიროება არ გქონდეს. ვფიქრობ კოლოფი ზედმეტად ბევრ ენერგიას წაართმევს აკუმულატორს.ჰიდროკონვერტერის ხარჯზე.


ძვირი დაჯდება კოლოფის ამოღებაო.

QUOTE
დიდი საფიქრალი გამიჩინა გადაცემათა კოლოფმა,..
ჩემ მანქანას აქვს კარდანი და უკან დიფერენციალი,..
ვფიქრობდი ესენი მომეხსნა და უკან სხვა მანქანის ჩამესვა უფრო მარტივი
ღერძებით,. მაგრამ არ გამოვიდა... რადგან შვეიცარიაში, ასეთ გადაკეთებას, მხოლოდ მაშინ გაგიფორმებენ,
თუ ტესტს გაივლი, და ეს ტესტი ტარდება სპეციალურ ინსტიტუტში, რომელიც 8000 ღირს..
და მე დამჭირდებოდდა, მინიმუმ ორი განსხვავებული ტესტის ჩატარება,.. ანუ დაახლობით 20000-ს
ვერ ავცდებოდი... მარტო ტესტებზე, რაშიც ფულის გადაყრა ცხადია სისულელეა...

მითუმეტეს ელქტრომაგნიტური შეთავსებადობის ტესტი ცალკე მაინც უნდა გავაკეთო, ყველანაირ ვარიანტში...
ამიტომ გადავწყვიტე კარდანის და თავისი დიფერენციალის დატოვება..
ასევე გდაცემათა კოლოფის, რომელიც ავტომატია....

ხარძი
მანქანომანი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6664
წევრი No.: 99057
რეგისტრ.: 4-September 09

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 13:13  #46101897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
CYB-ORG
QUOTE
დიდი საფიქრალი გამიჩინა გადაცემათა კოლოფმა,..
ჩემ მანქანას აქვს კარდანი და უკან დიფერენციალი,..
ვფიქრობდი ესენი მომეხსნა და უკან სხვა მანქანის ჩამესვა უფრო მარტივი
ღერძებით,. მაგრამ არ გამოვიდა... რადგან შვეიცარიაში, ასეთ გადაკეთებას, მხოლოდ მაშინ გაგიფორმებენ,
თუ ტესტს გაივლი,

ამაში კოლიფის მოხსნაც იგულისხმება? ვიფიქრე ღერძის და დიფერენციალის გამო ითხოვენ მაგ ტესტის გავლას.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3560
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 22:35  #46106427      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხარძი
QUOTE
წარმატებები ამ კარგ საქმეში. ელექტროძრავის მაქსიმალური ბრუნი რამდენია?

4500-5000 მაქსიმუმი, ორი მოტორი მაქვს ფირმა გოლდენმოტორის, ქვევით ნახატზე ჩანს... მუდმივ მაგნიტებიანი
მოტორია... 20 და 10 კილოვატიანი ნორმალური მუშაობისას...
მე წყლის გაცივებით ავირჩიე,.. რადგან სალონის გათბობა მაინც მინდა....არსებული სისტემით..
QUOTE
თუ მაღალბრუნიანია შესაძლოა კოლოფის საჭიროება არ გქონდეს. ვფიქრობ კოლოფი ზედმეტად ბევრ ენერგიას წაართმევს აკუმულატორს.ჰიდროკონვერტერის ხარჯზე.

მეც ვფიქრობდი უკოლოფოდ,... მარტივი რედუქტორით,ანუ ერთ საფეხურიანი რეალურად, როგორც ტესლას მანქანაა,
მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მოტორი გჭირდება რომ გადაფაროს მთელი სიჩქარეთა უბანი მართო ელექტრულმა მოტორმა..
ამიტომაა ტესლას მოტორი 320 კილოვატიანი, და 10000 ბრუნიანი, აქვს რედუქცია 10 ზე,
ამდენად მას შესწევს ერთი გადაცემით გადაფაროს სიჩქარეთა ფართო დიაპაზონი და ასევე ცვალებადი ტორქი..
ეს მეორეს მხრივ არაეკონომიური გამოყენებაა აკუმლატორიის ენერგიის,..ტესლას 86 კილოვატსაათი ენერგია აქვს და მას შეუძლია თავის თავს
ამის უფლება მისცეს,

მე ამხელა აკულატორი არ მექნება, და უნდა ეკონომიურად შევეცადო გამოვიყენო ენერგია, ეს კი ნიშნავს, რომ კოლოფი ორი საფეხურით მაინც მქონდეს,
რომ დაბალ სიჩქარეებზე დიდი ტორქი მივიღო და 4 ჯერ მაინც უნდა შევამცირო ბრუნვის სიჩქარე დიფერენციალთან ერთად..

QUOTE
ვფიქრობ კოლოფი ზედმეტად ბევრ ენერგიას წაართმევს აკუმულატორს.ჰიდროკონვერტერის ხარჯზე.
ძრავი რა ტიპის არის? მისგან უკუენერგიის მიღება რამდენად შესაძლებელკა, იგივე დაღმართზე ელემენტების დასატენად რომ გამოიყენო?

შენ ალბათ ტორქ კონვერტორს გულისხმობ? ზევით ნახატზე წინ რომ ჩანს, რომელიც მუდმივად ტრიალებს, და ტორქის გაძლიერებასაც იძლევა...
კი ორივე მოტორი გენერატორადაც მუშაობს და დამუხრუჭებისას კონტროლლერიც უკან მუხტავს აკუმლატორს...ან დაღმართზე ჩასვლისას...
QUOTE
ამაში კოლიფის მოხსნაც იგულისხმება? ვიფიქრე ღერძის და დიფერენციალის გამო ითხოვენ მაგ ტესტის გავლას.

კი კოლოფი შეგიძლია მოხსნა, ცვლილებას არ ექვემდბარება სავალი ნაწილები...ბორბლები, დიფერენციალი, ღერზები,..
მაგრამ კოლოფი რომ მოხსნა რამეთი ხომ უნდა შეცვალო,? ამაზე ზევით დავწერე...

This post has been edited by graviton on 1 Nov 2015, 22:37

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
20kwgolden1.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (42) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0380 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]