forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (42) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩემი ელექტრომანქანა, პონტიაკის გადაკეთება.....
ხარძი
მანქანომანი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6677
წევრი No.: 99057
რეგისტრ.: 4-September 09

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 22:55  #46106566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
ყველაზე მეტად წაგადგებოდა შენ ვარიატორული კოლოფი, რაც საშუალებას იძლევა ნაკლები ენერგიის დანაკარგის და ასევე უკუდამუხტვისთვის იდეალური ვარიანტია, დაღმართზე მუხრუჭზე ოდნავ შეხებისას ეგრევე ადაბლებს გადაცემას, ნუ ამას თანამედროვე ავტომატური კოლოფებიც აკეთებს.
გბალეშიკობ, იმედია კარგი რამე გამოგივა .
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3668
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 23:02  #46106631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთოდ უამრავი მოტორები არსებობს, და მათი შერჩევა ადვილი არ არის...
მე გოლდენმოტორი ავირჩიე, იმიტომ რომ იაფია და კიდევ ადვილი მისაღები.. თორემ ადრე
ერთ შვეიცარიულ ფირმაში დავრეკე, რომელიც ჩემთვის ადვილი მისაღები არის, მაგრამ ფასი მოტორის და
ადაპტერის 40 ათასი არის..
ჩინურს ახლა ორივეს 2200 მივეცი...
პრობლემა იყო ასევე, უნდა ვიხმარო მუდმივ მაგნიტებიანი მოტორი თუ არა,
ტესლა მაგალითად AC მოტორს იყენებს...
მუდმივმაგნიტებიანი კიდევ ეკონომიურია მაგრამ როცა მოტორი ცხელდება, მერე იცით მაგნიტებს ეხაზება..
ამიტომ მე შევინარჩუნე წყლით გაცივება, რადგან ეს მეც მჭირდება სალონში...
ვნახოთ როგორ გაამართლებს ეს მოტორი... შემდგომში მოტორის აპდატეც არაა პრობლემა...

მეორე პრობლემაა მოტორის კონტროლერი.
მოტორის გაფუჭება ძალიან ძნელია, მაგრამ კონტროლლერის გაფუჭება ადვილია, მაშინ როცა ისაც თითქმის მოტორის ფასია..
დღეს მე მაქვს ორი კონტროლლერი და მისით შევაწმე მოტორები და ვაპირებ თვითონ გავაკეთო ასევე
ძლიერი კონტროლლერი... უკვე ავაწყე ერთი ტესტური ვარიანტი და გამოვცადე, ეს არის ჰოლის სენსორების გარეშე...
ML4425 დაფუძნებული,
ახალ ვაწყობ ჰოლის სენსორებით... პროცესორულს ვარიანტს ეფუძნება ჩიპს FCM8301-ზე

This post has been edited by graviton on 1 Nov 2015, 23:07

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
controller4425.png
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3668
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 23:09  #46106697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესაც სურათი ტესტისას კონტროლლერის...
* * *
პირველი ტესტი მოტორის



მიმაგრებული სურათი
controllerml4425asmbl.jpg
IkaMac
Yoo Broo


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20164
წევრი No.: 9119
რეგისტრ.: 1-March 05

გამოგზავნილია: 2 Nov 2015, 23:57  #46115692      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შენც რაღა ეგ მძიმე მანქანა აარჩიე? biggrin.gif


.............
kimokimo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 170
წევრი No.: 143851
რეგისტრ.: 2-March 12

გამოგზავნილია: 3 Nov 2015, 14:19  #46119516      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატები, საინტერესო პროექტია და იმედია მიიღებ იმ შედეგს რასაც ელოდები. მე უბრალოდ იმის თქმა შემიძლია რომ უფრო მსუბუქი მანქანით და მექანიკური კოლოფით ენერგიას მეტად დაზოგავდი
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3668
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 3 Nov 2015, 16:54  #46121012      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IkaMac
QUOTE
შენც რაღა ეგ მძიმე მანქანა აარჩიე?

თავიდან მაზდა 5 მინდოდა, პატარა კაბრიოლე... ანუ ჩემი მთავარი მოტხოვნილებაა, მანქანა ლამაზი უნდა იყოს... ეს ჩემი სუბიექტური მიდგომააა, ჩემი ალერგია..
უკვე ვიშოვე კიდევაც... მაგრამ მერე რომ დავიანგარიშე რა ფართი აქვს მას შიგნით, რამდენი აკუმლატორი ჩავიდოდა.. გავიჭედე... უკან ფართი საერთოდ არ აქვს,..
მერე წინაც პატარა ადგილი, თან წონას ვამატებდი, ამიტომ გაფორმება გამოირიცხა...
ამიტომ ბოლოს ამ მანქანაზე გავჩერდი, მძიმეა, მაგრამ მისი შემცირება შეიძლება ... აქვს უზარმაზარი ცარიელი ფართები, წინაც და უკანაც, და უკან ქვევიდანაც
მთელი ბაკი რომ მოიხსნა, და ბაკის ზევითაც უზარმაზარი თავისუფალი ადგილია...
ამიტომ დავხარბდი: ამ მანქანის სილამაზეს , ძალიან კარგ ჰიდროდინამიკას(ეს ყველაზე მთავარია, რადგან დიდ სიჩქარეზე, მთავარ როლს თამაშობს არა მანქანის წონა
არამედ მისი ჰიდროდინამიკური ფორმა...) და ბევრი ცარიელი ადგილი..
წონაც არ გამოვა 1500 კილოზე მეტი... არ დაგავიწდეთ ტესლა 2200 კილოა...
ცარიელი ფართობები, საშუალებას მომცემს მომავალში უამრავი აკუმლატორი დავამატო... დღეს ამაზე არ ვფიქრობ, დღეს მთავარი რამეებია გადასაჭრელი...
მთავარია შემDგომში შემიძლია თავისუფლად აკუმლატორების ტევადობა 120კვტსაათზეც ავიყვანო,, ანუ მინიმუმ 650 კმ-ს გავივლი დაუტვირთავად...
რაც პატარა აკუმლატორით შეუძლებელია.. მე კიდევ მანქანით მოგზაურობა მიყვარს... მთელი ევროპა მაქვს მანქანით მოვლილი...

kimokimo
QUOTE
წარმატები, საინტერესო პროექტია და იმედია მიიღებ იმ შედეგს რასაც ელოდები. მე უბრალოდ იმის თქმა შემიძლია რომ უფრო მსუბუქი მანქანით და მექანიკური კოლოფით ენერგიას მეტად დაზოგავდი

გეთანხმები, რომ ეს ავტომატური კოლოფი არაა კარგი გადაწყვეტილება, მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ მეორე ეტაპზე, შედეგების მიხედვით მას აუცილებლად შევცვლი...
თავიდანვე ვფიქრობდი რაიმე მარტივი ადაპტერი მეშოვა 1:5 გადაცემათა კოეფიციენტით,.. მაგრამ კარგი ვერ ვიშოვე... კარგებს კიდევ: ორი ვნახე ერთი ინგლისური და მეორე შვეიცარიული,
ორივეს ფასი 20000 ზე ნაკლები არ არის,. არ მინდა დასაწყისში ასეთი ფასი ჩავდო, რომელის შემდეგ გადაგდება მომიწიოს...
ახლა მთავარია პირველ ეტაპზე მინიმალური ამოცანა: პატარა აკუმლატორით მანქანის დაძვრა 70-80 კმ სიჩქარIტ და მერე მთელი ავტომატიზირებული ელექტრონიკის გამართვა,

და მხოლოდ ამის შემდეგ მეორე ეტაპზე გადასვლა, როდესაც აკუმლატორებსაც გავადიდებ და კოლოფსაც მოვისროლებ, მაგრამ მექანიკურს მაინც არ დავაყენებ... წავიდა მაგის დრო..
თან მე მხოლოდ ორი საფეხური მჭირდება, პირველ საფეხურზე ელექტრომოტორის დიდი ტორქი საშუალებას იძლევა 100 კმ სიჩქარეზეც ახვიდე...მეორეზე 180 მდე უნდა ავიდეს

This post has been edited by graviton on 3 Nov 2015, 16:56
ramini19852
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1409
წევრი No.: 83155
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 3 Nov 2015, 18:06  #46121731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები!!! განსხვავებული პროექტია, უფრო მეტი სურათები კარგი იქნება, ძალიან ჯანმრთელი მანქანა ჩანს smile.gif
ქართლოსი
რატომ?


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18842
წევრი No.: 60518
რეგისტრ.: 7-May 08

გამოგზავნილია: 4 Nov 2015, 22:01  #46132895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
წყლბადის და ელექტროს გარდა რომელია კიდევ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები??

ბიოდიზელი კიდევ.

This post has been edited by ქართლოსი on 4 Nov 2015, 22:01


--------------------
ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3668
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 5 Nov 2015, 21:01  #46140634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართლოსი
QUOTE
წყლბადის და ელექტროს გარდა რომელია კიდევ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები??

ბიოდიზელი კიდევ.

მზის ენერგიის და ატომური ენერგია..
ბიო საწვავი კი არსებობს მაგრამ არა იმდენი, რომ კაცობრიობის მოტხოვნილება დააკმაყოფილოს...
თან დაბალი ხარისხისააა...
datogelashvili92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1956
წევრი No.: 130699
რეგისტრ.: 28-April 11

გამოგზავნილია: 6 Nov 2015, 01:06  #46143096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
მაგარი პროექტია

წარმატებები






.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3668
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 8 Nov 2015, 20:14  #46164808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დამიგვანდა პოსტები.. სამწუხაროდ ძალიან დაკავებული ვარ ჩემი ძირითადი საქმიანობით..
თან ახლა ამ მანქანის ადაპტერს ვაკეთებ და მალე სურათებსაც დავდებ...
ახლა ჩემთვის მთავარია, ამ თვის ბოლომდე მოვასწრო და მანქანა უკვე დავძრა...
აქ შემოგთავაზებთ დაანგარიშებას მოტორის სიმძლავრეს და საჭირო ენერგიის ..

საერთოდ საჭირო სიმძლავრე მოტორის ასე ითვლება:

P=P1+P2+P3+P4 სადაც P1 არის ბრუნვის ხახუნის დასაძლევი სიმძლავრე, ხოლო P2 ჰაერის წინააღმდეგობის... P3 აჩქარების და P4 სიმაღლეზე ასასვლი.
აქედან ჯაერ გამოვთვალოთ პირველი ორი:

P1=F*V=(M*G*K)*V... სადაც M მასაა მანქანის ავიღოთ M=1000კგ, G=9.8მ/წმ^2 თავისუფალი აჩქარება, K ბრუნვის ხახუნი კონსტანტა K=0.015
კარგ გზებზე და კარგად გაბერილ პაკრეშკებზე

ან P1=1000*9.8*0.0015)*V=147 ნ* V ანუ წინააღმდეგობის ძალა 147 ნიუტონია და თუ მანქანის სიჩქარე 40კმ/სთ=10 მ/წმ, 60კმ/სთ=16მ/წმ, 100კმ/სთ=27მ/წმ
მაშინ P1=1.5კვტ, P1=2.4კვტ, P1=4 კვტ

ხოლო ჰაერის წინააღმდეგობის დასაძლევი სიმძლავრე:
P2=(0.5*K*A*L*V^2)*V სადაც K=0.35-0,50(კარგი მანქანისთვი 0.2) ჰაერის წინააღმდეგობის კონსტანტა, A =1.5-2 მ^2 კვეთა, L =1.2კგ/მ^3 ჰაერის სიმკვრივე, V სიჩქარე.
სხვადასხვა სიჩქარეებისთვის 40კმ/სთ=10 მ/წმ, 60კმ/სთ=16მ/წმ, 100კმ/სთ=27მ/წმ

P2=(0.5*0.4*2*10^2)*10=40*10=400ვტ, P2=(0.5*0.4*2*16^2)*16=102*16=1.6კვტ , P2=(0.5*0.4*2*27^2)*27=291*27=7.9კვტ,

ანუ თუ მანქანა მოძრაობს სიბრტყეზე აჩქარების გარეშე, მაშინ დაბალ სიჩქარეებზე წონა მნიშვნელოვანია
40 კმ/სტ ში 1.5კვტ ხახუნზე და ჰაერზე 400 ვატი მიდის.... მღალ სიჩქარეზე კი, 100კმ/სთში 4კვტ ხახუნზე და 8 კვტ ამდე ჰაერის წინააღმდეგობაზე....

ე.ი. თუ სიჩქარეს ნელა ნელა აკრეფ 100კმ/საათსი სასიარულოდ გინდა 12კვტ სიმძლავრე...ანუ ამ სიჩქარით ერთ საათში გაივლი 100 კილომეტრს და გჭირდება 12კვტსაათი ენერგია აკუმლატორებიდან
რაც ბევრი არაა... მაგრამ სიტუაცია იცვლება აჩქარებისთვის ან სიმაღლეზე ასასვლელად... მაგრამ აქ გავჩერდეთ... დანარჩენი შემდგომ პოსტებში...
იქნებ ვისმეს საკრიტიკო გაქვთ...
გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ და დაწერეთ კრიტიკა, მივესალმები..
უცხო თვალით მინუსები უფრო კარგად ჩანს... და რაც მალე გამოვასწორებ, მით უკეთესი...

This post has been edited by graviton on 8 Nov 2015, 20:15
OZDEMIR
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 879
წევრი No.: 163928
რეგისტრ.: 20-March 13

გამოგზავნილია: 20 Nov 2015, 00:40  #46261043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ყველაზე მაგარი პროექტია რაც წამიკითხავს ალბად smile.gif საღოლ !!! გბალეშიკობ


--------------------
Real Eyes ✪
Realize ✪
Real Lies ヅ
stelss93
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9085
წევრი No.: 90646
რეგისტრ.: 5-May 09

გამოგზავნილია: 25 Nov 2015, 21:35  #46309968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
დიდი საფიქრალი გამიჩინა გადაცემათა კოლოფმა,..
ჩემ მანქანას აქვს კარდანი და უკან დიფერენციალი,..

არაა საჭირო არც გადაცემათა კოლოფი, კარდანი და უკან დიფერენციალი.
გააკეთე წამყვანი ბორბლები ელექტროძრავებზე, მარტივია, წონაშიც ნაკლებია და ბევრად უფრო საიმედოა. საჭის გამაძლიერებელი და მუხრუჭების სისტემა დასვი ერთ ელექტროძრავზე როგორც BMW Servotronic და მისი ანალოგებია, ან ცალკე საჭის ელექტრო-ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი როგორც Mercedes A-კლასზე, VW Golf-ზე და მათი ანალოგებია, ცალკე ან ერთად ამუშავე მუხრუჭების და ABS/ESP მოცურების სისტემები-მათ ცალკე ძრავი არ ჭირდებათ იკვებებიან საერთო ხაზიდან და ალბათ მათ დატოვებ როგორც არის, კონდიციონერიც დასვი ელექტროძრავზე, შეეცადე აუცილებლად რეკუპერაციის სისტემის დაყენებაც-რომ აკუმულატორები მანქანის მუშაობისას დაიტენოს.
ეს ყველაფერი საჭის ელექტროგამაძლიერებელი და სხვ. რაც შეგთავაზე ახალი არაა, გამოცდილია და სერიულად აყენია მანქანებზე.
გაკაბრიოლეტება კი გადადევი სულ ბოლოსთვის ან საერთოდ არ გააკაბრიოლეტო-Pontiac Firebird-ს თავისი ორიგინალური სპორტ-კუპე უფრო უხდება.
აბა შენ იცი - გისურვებ წარმატებებს!

This post has been edited by stelss93 on 25 Nov 2015, 22:05
CYB-ORG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5181
წევრი No.: 58092
რეგისტრ.: 10-April 08

გამოგზავნილია: 26 Nov 2015, 21:16  #46318994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დიდი საფიქრალი გამიჩინა გადაცემათა კოლოფმა,..
ჩემ მანქანას აქვს კარდანი და უკან დიფერენციალი,..
ვფიქრობდი ესენი მომეხსნა და უკან სხვა მანქანის ჩამესვა უფრო მარტივი
ღერძებით,. მაგრამ არ გამოვიდა... რადგან შვეიცარიაში, ასეთ გადაკეთებას, მხოლოდ მაშინ გაგიფორმებენ,
თუ ტესტს გაივლი, და ეს ტესტი ტარდება სპეციალურ ინსტიტუტში, რომელიც 8000 ღირს..
და მე დამჭირდებოდდა, მინიმუმ ორი განსხვავებული ტესტის ჩატარება,.. ანუ დაახლობით 20000-ს
ვერ ავცდებოდი... მარტო ტესტებზე, რაშიც ფულის გადაყრა ცხადია სისულელეა...

მითუმეტეს ელქტრომაგნიტური შეთავსებადობის ტესტი ცალკე მაინც უნდა გავაკეთო, ყველანაირ ვარიანტში...
ამიტომ გადავწყვიტე კარდანის და თავისი დიფერენციალის დატოვება..
ასევე გდაცემათა კოლოფის, რომელიც ავტომატია....

stelss93
ძვირი ჯდებაო.
stelss93


--------------------
2სართულიანი სახლი იყო და მეორე სართულის ბალკონის დაბლა ერთი შავი კატა იჯდა რომელიც ფურთხებით გავათეთრეთ და ის კიდე ილოკავდა@tsotnep

http://www.youtube.com/watch?v=_RwxElsVWio&feature=player_embedded

პრობლემა არ იქნება!
თურამეაიცითსადაცვართ. მაგრად!
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3668
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 27 Nov 2015, 21:53  #46328280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
stelss93
QUOTE
გააკეთე წამყვანი ბორბლები ელექტროძრავებზე, მარტივია, წონაშიც ნაკლებია და ბევრად უფრო საიმედოა.

ვეღარ მოვიცალე ამ თემისთვის.. რადგან პირველი ეტაპის ფინალში გავდივარ და დეკემბერში მანქანა უკვე უნდა დავძრა..
მოცემულ მომენტში, მოტორის და კოლოფის შეთანხმების ცენტრირება -იუსტირებით ვარ დაკავებული...
რაც შეეხება თქვენს პოსტს, დიდ მადლობა შეხმიანებისთვის...
მართალია პასუხი ჩემს მაგივრად მოგწერეს, მაგრამ მეც დავწერ...
თავიდან ოთხ მოტროიანი დიზაინი მინდოდა,.. მოტორებს პირდაპირ თვლებზე დავსვამდი, ელექტრონული სინხრონიზაციით,..
ეს ჩემთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა.. ასეთ შემთხვევაში უმეტესი ნაწილი ელექტრობაზე დადის და ძალიან მარტივდებოდა ყველაფერი..
ელექტრონიკაში კი ექსპერტი ვარ... მექანიკა არაა ჩემი ძლიერი ნაწილი...
მაგრამ სამწუხაროდ, მე საქართველოში არ ვცხოვრობ,... შვეიცარიაში,... აქ მანქანას ვერ დაძრავ ეზოს გარეთ თუ გაფორმებული და ტექნიკურ კონტროლზე არ არის გავლილი...
ტექნიკურ კონტროლში კი მითხრეს, რომ ყველაფერს შემიმოწმებენ, თუ მანქანის ცვლილებების გამოცდის ტესტების დასკვნები მექნება...
და გამაგზავნეს სპეციალურ ინსტიტუტში სადაც ეს დასკვნები უნდა გაკეთდეს...
იქ კი ჩემი გეგმები შეცვალეს... ისინი ატარებენ ტესტს , გაძლევენ დასკვნას... და ეს ტესტები 25-30 ათასი მიჯდებოდა... მე უარი ვთქვი
და გადავწყვიტე მანქანის სავალი ნაწილისტვის ხელი არ მეხლო, მხოლოდ ასე ავიცილებ ტესტებს...ასე რომ შემრჩა დიფერენციალი და კარდანი, და კიდევ კოლოფი ავტომატური..
კოლოფი შემიძლია შემდგომ ეტაპზე მოვიცილო.. ახლა კი მცირე სიმძლავრის მქონე მოტორისთვის ტორქის გასადიდებლად და გამოსაცდელად ჯერ დავტოვე...

თუმცა ოთხ მოტორიან მანქანაზე უარი არ მითქვამს.. ამას როგორც მოვრჩები, (ზაფხულისთვის), მის შექმნას დავიწყებ და საქართველოში წამოვიღებ, დავარეგისტრირებ... და მანდ დავტოვებ..


QUOTE
საჭის გამაძლიერებელი და მუხრუჭების სისტემა დასვი ერთ ელექტროძრავზე როგორც BMW Servotronic და მისი ანალოგებია, ან ცალკე საჭის ელექტრო-ჰიდრავლიკური გამაძლიერებელი
როგორც Mercedes A-კლასზე, VW Golf-ზე და მათი ანალოგებია, ცალკე ან ერთად ამუშავე მუხრუჭების და ABS/ESP მოცურების სისტემები-მათ ცალკე ძრავი არ ჭირდებათ იკვებებიან საერთო ხაზიდან და
ალბათ მათ დატოვებ როგორც არის, კონდიციონერიც დასვი ელექტროძრავზე,

ამაში აბსოლუტურად გეტანხმები, ნახევარ კილოვატიანი მოტორი ავიღე, საჭის , მუხრუჭის და კონდენციონერის კომპრესორის სამარტავად...
QUOTE
რეკუპერაციის სისტემის დაყენებაც-რომ აკუმულატორები მანქანის მუშაობისას დაიტენოს.

რეკუპერაცია მოტორის კონტროლერზეა დამოკიდებული და ჩემს შემთხვევაში ის უკვე არის ამ სისტემაში...
QUOTE
გაკაბრიოლეტება კი გადადევი სულ ბოლოსთვის ან საერთოდ არ გააკაბრიოლეტო-Pontiac Firebird-ს თავისი ორიგინალური სპორტ-კუპე უფრო უხდება.

გაკაბრიოლებას არ ვაპირებ.. რადგან ეს მანქანა უკვე კაბრიოლეა გამოშვებიდან... პირველ გვერდზე არის მისი სურათი... ჭერი მაღლიდან მინისაა და ორ ნაწილად იყოფა და
ისინი გასაღებითაა დაკეტილი .. საკმარისია გავაღო ისინი და მოვაცილო მანქანას და ავტომატურად კაბრიოლეა... თუმცა უკანა მინა და მის რამა მეტალის რჩება...

დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის... დეკემბერში უკვე უნდა გავატარო მანქანა პატარა აკუმლატორით და მერე სურატებსაც დავდებ...

This post has been edited by graviton on 27 Nov 2015, 21:56
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (42) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0330 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]