forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (41) « პირველი ... 36 37 [38] 39 40 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჩემი ელექტრომანქანა, პონტიაკის გადაკეთება.....
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7214
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 05:16  #51978111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maxoooooo
არ შემიმჩნევია ვიდეო,მე როგორც ვხვდები ბურთის დაცემის სიჩქარე არ იცვლება ,გაიზარდა ბუმბულის დაცემის სიჩქარე.
graviton
ესეიგი ექვსი პოლუსი 48ღარი,აწი შეიძლება გამოითვალოს მაქსიმალური სიჩქარე . ცოტა ხანში მოვიცლი და მეცოდინება ,მაქსიმალური სიჩქარე 24 ვოლტზე რამდენი იქნება,ერთი შეხედვით 24 ათასი ბრუნი იქნება
* * *
IGBT ივიდება ხანდახან ნახმარები 1000A ebay.comზე,თავიდან მინდოდა esc კონტროლერი დამეკავშირებინა igbtსთან ,ფეხებიც კი ვიპოვე საიდანაც უნდა დამეკავშირებინა ესენი ,თუმცა მერე ორას ამპერიანი ვიპოვე და შევეშვი ძებნას,როგორც ამბობენ 1.7 კილოჰერცის მერე ულტრაბგერის სიხშირეზე ავდივართ დავძრავის მხოლოდ დეტალების ხმა ისმის ,შენი კონტროლერი რამდენ ჰერცზე გაქვს აწყობილი?


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 19:36  #51981537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
ესენიც ამბობენ კარგ ძრავებს ვაკეთებთო.
http://www.chorusmotors.gi/index.php


--------------------
ბუნება საინტერესოა
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7214
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 11 Jan 2018, 23:59  #51983092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სლავიანკაზე რაც მიწერია ერთი დეტალი აკლია,როცა დგინდება მავთულის კვეთა ,ამ კვეთის ნახევარია გამოსაყენებელი პირველად ხვიად(კვეთის ნახევარი და არა დიამეტრის ნახევარი)ეს ვრცელდება 50 ჰერცზე.მავთულის კვეთის განახევრება მოხმარებული ამპერის შემცირებას ნიშნავს აქედან მისი ეფექტურობა.
* * *
არაფერი დაშავდება თუ იგივე კვეთის მავთული დარჩება,ამ შემთხვევაში ელ ძრავის ცხენის ძალა იზრდება საქმე იმაშია ჩაეტევა თუ არა ღარეში შეთავსებული ხვიების რაოდენობა,ამისაატვის კი წიგნში სპეცცფორმულა არსებობს.
* * *
sprav.dvigatel.org/index.html
ეს სასარგებლო სარჩევი,უბრალოდ წინ www ,უნდა ,შეგნებულად არ ვდებ თორემ გააუქმებს ისევ

This post has been edited by gubaz_merve on 12 Jan 2018, 00:31
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3462
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 04:43  #51989625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gubaz_merve
QUOTE
არ შემიმჩნევია ვიდეო,მე როგორც ვხვდები ბურთის დაცემის სიჩქარე არ იცვლება ,გაიზარდა ბუმბულის დაცემის სიჩქარე.

ორივეს სიჩქარე შემცირდება, ბუმბულის ძალიან შემცირდება, რადგან პატარა მასა აქვს და შესაბამისად დიდი საწინააღMდეგო აჩQარება.
QUOTE
ესეიგი ექვსი პოლუსი 48ღარი,აწი შეიძლება გამოითვალოს მაქსიმალური სიჩქარე . ცოტა ხანში მოვიცლი და მეცოდინება ,მაქსიმალური სიჩქარე 24 ვოლტზე რამდენი იქნება,ერთი შეხედვით 24 ათასი ბრუნი იქნება

მე ვთქვი 8 პოლუსი,..... პრიუსის მოტორში ამდენ ბრუნს ვერ მიიღებ... გამორიცხულია... და დაანებე ამ უსარგებლო სიტყვების ხმარებას თავი
QUOTE
შევეშვი ძებნას,როგორც ამბობენ 1.7 კილოჰერცის მერე ულტრაბგერის სიხშირეზე ავდივართ დავძრავის მხოლოდ დეტალების ხმა ისმის ,შენი კონტროლერი რამდენ ჰერცზე გაქვს აწყობილი?

თU ამაშI ბრუნვის სიხშირეს გულისხმობ... ასეთ ი სიXშIრე მხოლოდ სპეციალიზირებულ მოტორებს აქვს...
ჩემი კონტროლერი 500 ჰერცამდეც ავა, შიგნით 20 კილოჰერცითაა შევსებული...
Komponent
QUOTE
ესენიც ამბობენ კარგ ძრავებს ვაკეთებთო.
http://www.chorusmotors.gi/index.php

მაგრამ ძალიან ძვირად Yიდიან.

ახლა ერთმა რუსმა, რომელიც დიუნოვის ფირმას გერმანიაში ხელმძვანელობს... მომწერა, რომ 2000 ევროდ მომყიდის 35 კილოვატიან მოტორს, 144 ვოლტიანს და მაქსიმალურ 60 კილოვატით..
ვფიქრობ ცუდი წინადადება არაა,... მაგრამ ყოველგვარი გარანტიის გარეშე და სარტიფიკატის გარეშე...

This post has been edited by graviton on 13 Jan 2018, 04:44
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7214
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 11:37  #51990137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
smile.gif შენ წინასწარ ხასიათს ნუ მიფუჭებ ჩემი თანამშრომელივით smile.gifჯერ გავტესტო და მერე ვნახოთ.არ მომწონს გაუგებარი ექსპერიმენტების ყურება,არ უნდა ეწეროს ვაკუუმში ბურთის დაცემის დრო ?20მეტრიდან 2წამში უნდა დაეცეს ჩვეულებრივ პირობებში ესე არაა?ვაკუუმში რამდენ დროს მოანდომებს?
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3462
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 17:16  #51991726      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gubaz_merve
QUOTE
შენ წინასწარ ხასიათს ნუ მიფუჭებ ჩემი თანამშრომელივით ჯერ გავტესტო და მერე ვნახოთ.არ მომწონს გაუგებარი ექსპერიმენტების ყურება,არ უნდა ეწეროს ვაკუუმში ბურთის დაცემის დრო ?20მეტრიდან 2წამში უნდა დაეცეს ჩვეულებრივ პირობებში ესე არაა?ვაკუუმში რამდენ დროს მოანდომებს?

მე გიფუჭებ ხასიათს თუ შენ? ეს ავტომანქანის თემაა და არა სხეულის ვარდნის...
თანაც ეს საკითხი ყველამ უნდა იცოდეს უკვე სკოლიდან და ამისთვის ბუნებისმეტყველების განყოფილებაა ამ ფორუმზე... ამიტომ ამ საკითხზე საბოლოოდ გპასუხობ...
არსებობს მარტივი ფორმულა, რომელიც გვიშვენებს გავლილ მანზილს აჩქარების მიხედვით. თუ საwყისი სიჩქარე ნულის ტოლია S=(a*t^2)/2.... სადაც აჩქარებაა a=a1-a2, ვაკუუმში აჩქარებაა a1=GM/r^2 G ნიუტონის კონსტანტა, M დედამიწის მასა ,r მანძლი დედამიწის ცენტრიდან და ეს აჩქარება დაახლოებით 9.8 მ/წმ^2 ია, ეს კი ჰაერის წინააღმდეგობით გამოწვეული აჩქარებაა a2=(q*c*A*v^2)/2*m, სადაც q არის ჰაერის სიმკვრივე, c წინააღმდეგობის კოეფიციენტი, რომელიც ბუმბულისთვის დაახლოებით 0.9 უდრის, ხოლო რკინის სფეროსთვის 0.4, A კვეთის ფართია, v სიჩქარე..., m მასა ბუმბულის ან სფეროს
აქედან ჩანს რომ დასაწყისში ბუმბული და რკინის სფერო ერთნაირად ჩამოვარდებიან, მერე სიჩქარის მიხედვით წინააღმდეგობა გაიზრდება და ბუმბულის სიჩქარე მუდმივი გახდება, ხოლო რკინის სფერო ისევ აჩქარებით გააგრძელებს სიჩქარის ზრდას...
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 17:44  #51991865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
ჰო ფასები არ ვიცი, უფრო იმიტომ დავდე რომ გაუმჯობესების ახსნები ჰქონდათ.
სულ წერ და ახლა მაინც არ ვიცი რატომ ირჩევ აც მოტორს. ალბათ დიდი სიმძლავრის გამო.
მაგ 10კვ ბლდც-ს 20კვ ბლდც რომ მიაბა? უფრობმომგებიანი არ იქნება? ამას მგონი თვითონაც ამბობდი.

ალბათ უკეთესია, რაც უფრო ბოლო ეტაპზე შეიძენ სხვა ძრავს ანუ ტესტებს რომ მორჩები 10კვ-ზე ან სხვა.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3462
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 20:23  #51992721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
სულ წერ და ახლა მაინც არ ვიცი რატომ ირჩევ აც მოტორს. ალბათ დიდი სიმძლავრის გამო.
მაგ 10კვ ბლდც-ს 20კვ ბლდც რომ მიაბა? უფრობმომგებიანი არ იქნება? ამას მგონი თვითონაც ამბობდი.

მე მაქვს და მოცემულ მომენტში მანქანაში აყენია 10 კილოვატიანი მოტორი, რომელიც პიკში 25 კილოვატზე ადის.
მართალია მანქანა ცოტა ხნით გავიყვანე გარეთ და ცუდი ამინდის გამო ისევ უკან შემოვედი, მაგრამ გარაჟში დიდი ხნით ვტესტავდი და ახლაც ვაგრძელებ შემოწმებას..
როცა მოტორს მარტო ვამოწმებდი დატვირთვის გარეშე, სიმძლავრე არ ადიოდა 1კვტზე მაღლა,... რადგან ბრუნი იზრდებოდა სწრაფად და უკუ ემფ ამცირებს გამავალ დენს...
როდესაც მანქანაზე დავაყენე,.. და ბორბლებს ატრიალებს..., მოხმარებული სიმძლავრე ადის 10კილოვატამდე,.. ეს უკვე ნიშნავს ცუდს... , რომ გადაცემათა კოლოფი, კარდანი, და დიფერენციალი საკმაო დატვირთვაა და შესაბამისად დანაკარგი... ამ დროს შევამჩნიე, რომ მოტორი გათბობას იწყებს,... ეს არ მომწონს... რადგან რელურ დატვირთვაზე, ქუჩაში გასვლისას და აღმართზე ასვლისას
ძალიან გაცხელდება,.. და თუ კარგი გაციება არ მექნება, მოტორს მოეხაზება... მუდმივ მაგნიტებიან მოტორისთვის კი ეს პრობლემმააა,.. დაახლოებიტ 150 გრადუსის მახლობლობაში მაგნიტები დემაგნიტიზურდება და მოტორი უნდა გადააგდო....
გარდა ამისა დიდი სიმძლავრის მოტორები არ კეთდება მუდმივ მაგნიტებზე.... პრობლემა იმაშია, რომ დიდი მექანიკური სიმძლავრე მიიღება თუ მოტორში მაგნიტური ნაკადის ცვლილება დიდია...

მუდმივი მაგნიტის შემთხვევაში კი არსებობს მუდმივი ველი, ამ მაგნიტების შექმნილი და შესაბამისად სტატორის მიერ შესაქმნელი ველის სიდიდე მცირდება, რადგან უფრო მეტზე ის გაჯერებაში გადავა და მაინც მეტი არ გაიზრდება, რაც ზღუდავს მოტორის სიმძლავრეს,..

ამიტომ მძლავრი აც მოტორები უფრო ადვილი გასაკეტებელია.. ხოლო მუდმივ მაგნიტებიანი მძლავრი მოტორის შესაქმნელად მოითხოვება სპეციალური ფერიტული მასალები. რომელთაც გაჯერების მაგნიტური ველი ძალიან დიდი აქვთ... ეს კი ადიდებს ასეთი მოტორების ფასს......
QUOTE
ალბათ უკეთესია, რაც უფრო ბოლო ეტაპზე შეიძენ სხვა ძრავს ანუ ტესტებს რომ მორჩები 10კვ-ზე ან სხვა.

ცხადია, ამაში სწორი ხარ, მაგრამ მე ახლა მხოლოდ მოლაპარაკებას ვაწარმოებ, რომ ფასი დააკლონ...

თავიდან ვფიქრობდი, რომ ორ მოტორს ერთმანეთთან შევაერთებდი,... მაგრამ ეს გამოირიცხა, ძალიან გრძელდება ორი მოტორით და ამისთვის ადგილი არ დარჩა მოტორის არეში, ის აკუმლატორებმა დაიკავეს....

This post has been edited by graviton on 13 Jan 2018, 20:33
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 13 Jan 2018, 22:26  #51993501      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
გასაგებია შენი პრობლემა, ახლავე რამე საუკეთესო გადაწყვეტას ვერ შემოგთავაზებ.
QUOTE
თავიდან ვფიქრობდი, რომ ორ მოტორს ერთმანეთთან შევაერთებდი,... მაგრამ ეს გამოირიცხა, ძალიან გრძელდება ორი მოტორით და ამისთვის ადგილი არ დარჩა მოტორის არეში, ის აკუმლატორებმა დაიკავეს....

ბაკის სივრცეც აითვისე?

მაგ გათბობასაც მასე ვერ წარმოიდგენ კარგად, მეც რომ პატარა ექსპერიმენტებს ვატარებდი რაღაც დონემდე თბებოდა და მერე აღარ. ფიზიკაც მასე მახსოვს, მრუდი დამოკიდებულება, ცხელის გაცივებაზე. წყლით გაციება ხომ აქვს მაგ ძრავს?
კი, აც ძრავი უფრო გამძლე ქნება გადახურებაზე.

This post has been edited by Komponent on 13 Jan 2018, 22:30
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3462
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 01:14  #51994510      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
ბაკის სივრცეც აითვისე?

არა, მაგრამ იქ აკუმლატურები უნდა ჩაყენდეს.. ნაწილი უკვე მაქვს ნაწილს ახლა მოლაპარაპაკებას ვაწარმოებ ჩIნელებთან... 2.2დოლარად მაძლევენ ერთ ცალ სამსუნგის ლითიუმის ბატარიას, 20 ამპერი განმუხტვის დენით.., მაგრამ გამოგზავნაში 200 დოლარს ითხოვენ,..
ესენი უნდა დავაყენო ბაკის ადგილას უკან, მაგრამ მხოლოდ მანქანის აწონვის შემდეგ,.. უნდა გარეთ გავიდე რომ ავწონო... სასწორი 5 კილომეტრზეა ჩემგან.. არ უნდა იყოს ჩემი მანქანა 1750კგ მეტი...

QUOTE
მაგ გათბობასაც მასე ვერ წარმოიდგენ კარგად, მეც რომ პატარა ექსპერიმენტებს ვატარებდი რაღაც დონემდე თბებოდა და მერე აღარ. ფიზიკაც მასე მახსოვს, მრუდი დამოკიდებულება, ცხელის გაცივებაზე. წყლით გაციება ხომ აქვს მაგ ძრავს?

გაცივება ახლაც მაქვს, თავისი რადიატორით და ვინტილატორით. მაგრამ ეს ვინტილატორიც ბევრ დენს ითხოვს, კილოვატიანია სიმძლავრით...
მაგრამ ეს გაცივება არ შველის ამ მოტორს, რადგან მოტორი პატარააა. და მანქანის გაწევა კრიტიკულადააა.
თუ 10 კილოვატზე მეტს არ მოვთხოვ კი გაუძლებს, მაგრამ ზევით 25 კილოვატზე ძალიან ცხელდება და გაციების სისტემა თვიტონ მოტორში არააა ეფექტურად გაკეთებული და სტატორს ვე აცივებს...
ამიტომ 10 კილოვატზე მეტის მოტხოვნა მაქსიმუმ 2წუთი შეიძLება, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება... და ეს მოტორი საშინლად ცხელდება.....

This post has been edited by graviton on 14 Jan 2018, 02:04
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 14 Jan 2018, 10:46  #51995478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არა, მაგრამ იქ აკუმლატურები უნდა ჩაყენდეს.. ნაწილი უკვე მაქვს ნაწილს ახლა მოლაპარაპაკებას ვაწარმოებ ჩIნელებთან... 2.2დოლარად მაძლევენ ერთ ცალ სამსუნგის ლითიუმის ბატარიას, 20 ამპერი განმუხტვის დენით.., მაგრამ გამოგზავნაში 200 დოლარს ითხოვენ,..
ესენი უნდა დავაყენო ბაკის ადგილას უკან, მაგრამ მხოლოდ მანქანის აწონვის შემდეგ,.. უნდა გარეთ გავიდე რომ ავწონო... სასწორი 5 კილომეტრზეა ჩემგან.. არ უნდა იყოს ჩემი მანქანა 1750კგ მეტი...

ჰოდა აწონე და შეიძლება გადანაწილდეს, წინ მოაკლო და ბაკისკენ გადაიტანო და 20 კვ-საც დაამატებ, მაგრამ არც ეგაა იაფი მგონი.
20 ამპერი ბევრი არაა? ლიპოა თუ დიდი ტევადობისაა თუ რამე ახალი ტექნოლოგია? მგონი იტყუებიან, აბა რა 200 დოლარი უნდათ?
QUOTE
გაცივება ახლაც მაქვს, თავისი რადიატორით და ვინტილატორით. მაგრამ ეს ვინტილატორიც ბევრ დენს ითხოვს, კილოვატიანია სიმძლავრით...
მაგრამ ეს გაცივება არ შველის ამ მოტორს, რადგან მოტორი პატარააა. და მანქანის გაწევა კრიტიკულადააა.
თუ 10 კილოვატზე მეტს არ მოვთხოვ კი გაუძლებს, მაგრამ ზევით 25 კილოვატზე ძალიან ცხელდება და გაციების სისტემა თვიტონ მოტორში არააა ეფექტურად გაკეთებული და სტატორს ვე აცივებს...
ამიტომ 10 კილოვატზე მეტის მოტხოვნა მაქსიმუმ 2წუთი შეიძLება, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება... და ეს მოტორი საშინლად ცხელდება.....

კონტროლერი ქარხნული გაქვს თუ შენი?
მანდ ალბათ სტატორზე ღარებია და არა კოჭები.
ჩემი კოჭებზე იყო, ერთფაზა და მერე მივხვდი რომ სამფაზაა სწორი. მაგრამ გარკვეული მართვისას, რომელსაც მოვიაზრებდი სხვა მართვასთან ერთად, შევატყე რომ არაეფექტური იყო. რატომ? ვერ მივხვდი და ჩავთვალე რაღაც ფიზიკის გამო, რომელიც არ ვიცოდი. მერე სხვა მართვა განვავითარე, მაგრამ ეს გარკვეულ ფარგლებში, მეთელ ფარგლებში ცოტა ჯაბახანა გამოდის მაგრამ ეფექტურობისთვის ღირს.
სავარაუდოდ, ზემოთმოყვანილი მოვლენა შეიძლება არის მცირე დოზით. აც მოტორზე შეიძლება კიდევ მცირე დოზით იყოს.
რაღაც გლობალური გეგმები მომდის, მოგწერ ერთორ დღეში.
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3462
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 15 Jan 2018, 03:37  #52000546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
ჰოდა აწონე და შეიძლება გადანაწილდეს, წინ მოაკლო და ბაკისკენ გადაიტანო და 20 კვ-საც დაამატებ, მაგრამ არც ეგაა იაფი მგონი.

მოკლება და გადატანა ნაწილების 2.5 მეტრაზე, როცა მასში 300-500 ამპერმა უნდა გაიაროს უაზრობაა...
დიდი დანაკარგია... უკან მთელი დამთავრებული ბატარია უნდა იყოს და მხოლოდ ბოლო ძლიერ სქელი მავთულები უნდა მიიყვანო წინ კონტროლლერთან..
QUOTE
20 ამპერი ბევრი არაა? ლიპოა თუ დიდი ტევადობისაა თუ რამე ახალი ტექნოლოგია? მგონი იტყუებიან, აბა რა 200 დოლარი უნდათ?

არა ეს პიკური დენი, ნორმალური 2.5 ამპერია... 200 დოლარს პაკეტის გამოგზავნაში ითხოვენ.. ანუ ერთ ჯერადად იმდენი უნდა იყიდო, რომ გამოგზავნის ფასი დაბალი იყოს...
QUOTE
კონტროლერი ქარხნული გაქვს თუ შენი?

მოცემულ მომენტში ქარხნულია და ისაც მოტორივით 10 კილოვატიანია... ამიტომ ვამთავრებ ზევით ნაჩვენბ 200 კილოვატიანს..

QUOTE
ჩემი კოჭებზე იყო, ერთფაზა და მერე მივხვდი რომ სამფაზაა სწორი. მაგრამ გარკვეული მართვისას, რომელსაც მოვიაზრებდი სხვა მართვასთან ერთად, შევატყე რომ არაეფექტური იყო. რატომ? ვერ მივხვდი და ჩავთვალე რაღაც ფიზიკის გამო, რომელიც არ ვიცოდი. მერე სხვა მართვა განვავითარე, მაგრამ ეს გარკვეულ ფარგლებში, მეთელ ფარგლებში ცოტა ჯაბახანა გამოდის მაგრამ ეფექტურობისთვის ღირს.
სავარაუდოდ, ზემოთმოყვანილი მოვლენა შეიძლება არის მცირე დოზით. აც მოტორზე შეიძლება კიდევ მცირე დოზით იყოს.

კი ღარები აქვს,.. კოჭები არაეფექტურია, რადგან არ წარმოშობს თანაბრად განაწილებულ ერთგვაროვან მბრუნავ ველს,.. ის საფეხურებივითაა...რაც უამრავ ჰარმონიკებს ქმნის და ამცირებს ეფექტურობას...
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 15 Jan 2018, 13:26  #52001849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
მოკლება და გადატანა ნაწილების 2.5 მეტრაზე, როცა მასში 300-500 ამპერმა უნდა გაიაროს უაზრობაა...
დიდი დანაკარგია... უკან მთელი დამთავრებული ბატარია უნდა იყოს და მხოლოდ ბოლო ძლიერ სქელი მავთულები უნდა მიიყვანო წინ კონტროლლერთან..

აღარ მახსოვს მანდ როგორ გაქვს, რომ დაუპარალელო? (მაგდენი აპერი არ უნდა დაგჭირდეს).
კი სქელი გამტარების ფასიც უნდა მიათვალო, წონაც და სხვა. თუ გაწყობს მერე მიხვდები.
QUOTE
არა ეს პიკური დენი, ნორმალური 2.5 ამპერია...

თუ ლითიუმ პოლიმერი არაა, მაინც უცნობი ტექნოლოგია მგონია. თუმცა ჩემთვის ამ ეტაპზე, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რა ტიპისაა.
Komponent
გამოქვაბულის ამბები


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2748
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11

გამოგზავნილია: 16 Jan 2018, 13:11  #52007588      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
graviton
QUOTE
კი ღარები აქვს,.. კოჭები არაეფექტურია, რადგან არ წარმოშობს თანაბრად განაწილებულ ერთგვაროვან მბრუნავ ველს,.. ის საფეხურებივითაა...რაც უამრავ ჰარმონიკებს ქმნის და ამცირებს ეფექტურობას...

ჩემი აზრით მართვა უნდა შესაბანისი და მიიღებ ეფექტურობას. მაგას ხომ A+ ტექნიკაში იყენებენ, დრონებშიც მოვკარი თვალი. შკონდინიც კოჭებზე არაა. ან შენი მოცემული ლინკი
https://www.en.net.ua/diaz/emotor/?var=motor4
ესაა 12 კგ და იგივე მონაცემების გოლდენმოტორი 39 კგ.
და ვფიქრობ, მაგ უკრაინალმაც გამოთვლების გარეშე აიღო შემთხვევითი ზომები, შეიძლება უკეთესიც კეთდება.

რაც შეეხება აც ძრავს, ამ კოჭიანის პარამეტრები რომ ვცვალე, თითქოს აც ძრავს დაემსგავსა.
რა ვერ გამიგია აც ძრავში, მაგის სტატორსაც ვთვლი კოჭებად, ოღონდ პატარპატარა კოჭები ახლოახლო და ეს კოჭები აკონცენტრირებს მაგნიტურ ველს, თუ კოჭები არაფერ შუაშია და ველი მოდის მხოლოდ ხვიიდან?
რაც შეეხება აც-ს როტორს, რათქმაუნდა მაგნიტდება, მაგრამ ისევ სტატორი ამაგნიტებს, თან უკუღმა რომ განზიდვა მოხდეს.
მე ვფიქრობ, სადღაც კარგი შუალედი უნდა იყოს აც-ს და კოჭებს შორის, ოღონდ გამოთვლა უნდა.

კოჭებზე რომ შენთვის სასურველი მოტორი აეწყობა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ უკეთესზე ვფიქრობ, (ცოტა მასალებზე, მსუბუქი, ეფექტური ყველა დიაპაზონში და სხვა).

მატორის კეთების ჰობსაც თუ გაიჩენ არ იქნება ცუდი, სხვა კარგ რამეებსაც უკავშირდება.
მოწერა რომ გითხარი ზემოთ ჯერ ვერ ვშვები, გამოთვლებში ვარ.

This post has been edited by Komponent on 16 Jan 2018, 13:11
graviton
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3462
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14

გამოგზავნილია: 18 Jan 2018, 16:44  #52020503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Komponent
QUOTE
ჩემი აზრით მართვა უნდა შესაბანისი და მიიღებ ეფექტურობას. მაგას ხომ A+ ტექნიკაში იყენებენ, დრონებშიც მოვკარი თვალი. შკონდინიც კოჭებზე არაა. ან შენი მოცემული ლინკი
https://www.en.net.ua/diaz/emotor/?var=motor4
ესაა 12 კგ და იგივე მონაცემების გოლდენმოტორი 39 კგ.
და ვფიქრობ, მაგ უკრაინალმაც გამოთვლების გარეშე აიღო შემთხვევითი ზომები, შეიძლება უკეთესიც კეთდება.

მე ვერ ვიტყვი რომ გოლდენ მოტორი საუკეთესოა, უბრალოდ ძველ რუსულ ტექნოლოგიას სჭობია...
ეს უკრაინელის ტექნოლოგია აბსოლუტურად განსხვავებულია, როტორი გარედანააა და ამდენად ძალიან გადიდდება მხარი, ანუ იქნება დიდი ტორქი...
რაც ასევე ზრდის მექანიკურ სიმძლავრეს... უბრალოდ ასეთი მოტორის ზომები დიდია, თუმცა შეიძლება ის პირდაპირ ჩასვა ბორბლებში...
ამ მოტორში კოჯები აღარა, ის ღარებივითაა, უბრალოდ გადანაწილებული დახვევა არ აქვს და ხვიები პირდაპირ ზის ფაზებზე, არაა მიმდევრობით შეერთებული
რაც ამცირებს აქტიურ წინაღობას, და დანაკარგებს მასზე, ასევე თავისუფალი ბრუნის სიმძლავრე ძალიან შეიმცირდება... რაც კარგია...
QUOTE
რაც შეეხება აც ძრავს, ამ კოჭიანის პარამეტრები რომ ვცვალე, თითქოს აც ძრავს დაემსგავსა.
რა ვერ გამიგია აც ძრავში, მაგის სტატორსაც ვთვლი კოჭებად, ოღონდ პატარპატარა კოჭები ახლოახლო და ეს კოჭები აკონცენტრირებს მაგნიტურ ველს, თუ კოჭები არაფერ შუაშია და ველი მოდის მხოლოდ ხვიიდან?
რაც შეეხება აც-ს როტორს, რათქმაუნდა მაგნიტდება, მაგრამ ისევ სტატორი ამაგნიტებს, თან უკუღმა რომ განზიდვა მოხდეს.
მე ვფიქრობ, სადღაც კარგი შუალედი უნდა იყოს აც-ს და კოჭებს შორის, ოღონდ გამოთვლა უნდა.

რას ვეძახით კოჭას უნდა შევთანხმდეთ, მე ვგულისხმობდი ისეთ დახვევას, როცა ერთმანეთს შორის მანძილი დიდი და წარმოიშვება მაგნიტურად შესუსტებული ღრუები...
მეტალის გულარები უნდა ახლო იყოს, რომ არ წარმოიშვას ჩავარდნები ველში და ასევე... ცხადია სიმძლავრე იმატებს, როცა პოლუსები იმატებს....
უკრაინელს უამრავი მაქნიტები აქვს, შესაბამისად პოლუსების რაოდენობა უამრავია.... გოლდენ მოტორზე ან აც მოტორზე პოლუსები ცოტაა , 4 წყვილი, რაც
წარმოშობდა მაგნიტურ ღრუებს, მაგრამ ეს რომ არ მოხდეს მას გდანაწილებულად ახვევენ...

ველს ქმნის ხვია და მერე მას აძლიერებს მაგნიტურური გულარი, ამიტომ საბოლოო ველს ქმნის გულარი...
როტორშიც ეს ველი ქმნის დენს, რომლის ველი არის საწინააღმდეგო სტატორის... და ეს დენი როტორში მოკლედ არის შეკრული...
QUOTE
კოჭებზე რომ შენთვის სასურველი მოტორი აეწყობა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ უკეთესზე ვფიქრობ, (ცოტა მასალებზე, მსუბუქი, ეფექტური ყველა დიაპაზონში და სხვა).

მატორის კეთების ჰობსაც თუ გაიჩენ არ იქნება ცუდი, სხვა კარგ რამეებსაც უკავშირდება.

ამ ყველაფერს დრო უნდა,... ეს დრო კიდევ ძალიან ცოტა მაქვს... ყველაფერს შენ თვითონ ვერ გააკეთებ... ამიტომ კონტროლერი გავაკეთე, რადგან ის სარეზერვოც მჭირდება..
ანუ რამოდენიმე...

This post has been edited by graviton on 18 Jan 2018, 17:06
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (41) « პირველი ... 36 37 [38] 39 40 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0310 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]