Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ტაქსა


Posted by: pepi grdzelicinda 6 Jan 2012, 16:35
ვის გყავთ ეს ყველაზე ჭკვიანი ძაღლი??? smile.gif)

Posted by: MITIATO 6 Jan 2012, 17:05
pepi grdzelicinda
ძალიან გთხოვ, ტაქსაზე რამე ინფორმაცია მოიძიე და დადე.
ვინც არ იცის ჯიშის ისტორია, დანიშნულება, ხასიათი და ა.შ. ხომ უნდა გაიგოს.
ასეთია თემი გახსნის წესი. 2kiss.gif

Posted by: pepi grdzelicinda 6 Jan 2012, 17:10
კარგი, ახლა სამსახურში ვარ და სახლში რომ მივალ აუცილებლად ასე მოვიქცევი smile.gif
* * *
ტაქსა

მეცნიერები თვლიან რომ ტაქსას წინაპრები იყვნენ ძველი ეგვიპტური ძაღლები გრძელი ტანით და მოკლე კიდურებით. დღევანდელი ტაქსას სამშობლო გერმანიაა. მოკლებეწვიანი ტაქსა ყველაზე ძველი ჯიშია. იგი XVII საუკუნეში ძველი ტანდაბალი მეძებრების (ბრაკების) და პინჩერების შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. მოკლებეწვიანი ტაქსა გახდა საფუძველი 2 დანარჩენი ნაირსახეობის გამოყვანისათვის. გლუვი ტაქსებისა და სპანიელების შეჯვარებისაგან წარმოქმნილი გრძელბეწვიანი ტაქსას ტიპი XVIIსაუკუნეში დაფიქსირდა. უხეშბეწვიანი ტაქსა XIX საუკუნის ბოლოს უკვე არსებული მოკლებეწვიანი ტაქსას, ჯუჯა პენჩერის, შნაუცერის, დენდი-დინმონტ-ტერიერის და სავარაუდოდ სკოჩ-ტერიერის შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. ტაქსას ჯიშის პირველი სტანდარტი დადგინდა 1879 წელს. ტაქსების გერმანული კლუბი კი 1888 წელს შეიქმნა. სტანდარტული ტაქსა (განსაკუთრებით უხეშბეწვიანი) გამოიყენება დაჭრილი ნადირისა და ფრინველის ძებნისათვის სისხლიან ნაკვალევზე, მსხვილ ნადირზე, კურდღელზე და ბოცვერზე, ასევე როგორც სოროს ძაღლი მელიაზე და მაჩვზე სანადიროდ. ბოცვერული ტაქსა სპეციალურად ბოცვერებზე სანადიროდ გამოიყვანეს. XX საუკუნის დასაწყისში ტაქსების მოყვარულები უპირატესობას მოკლებეწვიან ტაქსებს ანიჭებდნენ, შემდგომში გრძელბეწვიანმა ტაქსებმაც მოიპოვეს დიდი პოპულარობა. ამჟამად, ყველაზე პოპულარული უხეშბწევიანი ტაქსაა.
შეფერილობა: მოკლებეწვიანი ტიპი: ერთფეროვანი-წითელი (მოყვითალო წითელი ხის ფერამდე), ირმისფერი, სიასამურისფერი. ორფეროვანი-შავი, სოკოლადიფერი, ნაცრისფერი (ცისფერი) თეთრი ლაქებით კიდურებზე, ჩალისფერი ღია ლაქებით თვალებქვეშ, დრუნჩის ორივე მხარეს. მკერდზე, კიდურების ზედა ნაწილზე, თათებზე და ა.შ. არლეკინო ან მარმარილოსფერი-ღია-ყავისფერი, ღია-ნაცრისფერი ან თეთრი ძირითადი შეფერილობა, ღია ყავისფერი, წითური, წითელი ან შავი არასწორი ფორმის ლაქებით. უხეშბეწვიანი ტიპი: დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა. გრძელბეწვიანი ტიპი იგივე, რაც მოკლებეწვიანი ტიპისთვის. სიმაღლე : ხვადი 27-22 სმ. ძუ 25-20 სმ. ჯუჯა: ხვადი 21-16 სმ. ძუ 19-14 სმ. ბოცვერული: ხვადი 15-12 სმ. ძუ 13-10 სმ. წონა და ზომები სტანდარტულია: წონა: 9 კგ-ზე ნაკლები. იდეალში იწონის 6,5-7 კგ. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე მეტია. ჯუჯა: წონა 4 კგ-ზე ნაკლებია 18 თვის ასაკში. მკერდის გარშემოწირულობა 35 სმ-ზე ნაკლებია. ბოცვერული: წონა: 3,5 კგ-ზე ნაკლებია. მკერდის გარშემოწირულობა 30 სმ-ზე ნაკლებია.
ხასიათი: მოკლე ფეხების მიუხედავად, ტაქასა არ არის მოუქნელი ან ტლანქი. მას გააჩნია თავისუფალი მოძრაობები და ამაყი გარეგნობა მაღლა აწეული თავით. ტაქსა მოძრავი, მამაცი, აქტიური და საკმაოდ გაწონასწორებული ძაღლია. შეიძლება იყოს კარგი დარაჯი, ფლობს მაღალ ხმას. ხშირად ეს ჯიში ჰყავთ სახლის საყვარელი არსებების სახით.არის რა მონადირული ძაღლი, ტაქსა გარკვეულ თვითნებობას და დაუჯერებლობას ავლენს, ამიტომაც წვრთნის საკითხებს მფლობელი სერიოზულად უნდა მიუდგეს.
ტაქსას ესაჭიროება რეგულარული სეირნობები ან ნადირობაზე გამოყენება. არ შეიძლება ტაქსას ზედმეტი კვება და აუცილებელია ყურადღება იმას მიაქციოთ, რომ ძაღლმა რაც შეიძლება ნაკლები იხტუნოს როგორც ზევით, ისე ქვევით, რადგან ეს ქმნის ხერხემალთა გადაადგილების საფრთხეს.

Posted by: pepi grdzelicinda 9 Jan 2012, 09:54
ძალიან ბევრს კარგავთ თუ ტაქსასთან არ გქონიათ ურთიერთობა, მოსიყვარულე და ჭკვიანი ძაღლი არ არსებობს, ყველაფერი ესმის და ყველაფერი იცის, 4 თვისაა ჩემი ლეკვი და უკვე მაოცებს smile.gif
აუცილებელი არაა ძაღლი იყოს დიდი და ლამაზი, ტაქსაც ლამაზია თუ დააკვირდები , მერე რა რო დაბალია, აბა 2 ფეხზე დამდგარი ნახეთ ისეთი ტანწერწეტაა smile.gif
მოკლედ ამ ფორუმზე კიდე თუ ვინმეს არ აკრიტიკებ და წაეკიდები აზრი არა აქვს თემების გახსნას..ვოტ!

Posted by: ნატალია 9 Jan 2012, 11:44
pepi grdzelicinda
კარგი დამშვიდდი biggrin.gif
არ გვყავს ეს ტაქსები უბრალოდ თორე არც არავინ ერჩის , არ მქონია შეხება და რა გინდა რომ დაგიწერო? : ))) გამოჩნდება ვინმე ვინც დაინტერესებულია და დაწერს რამეს

Posted by: korela92 10 Jan 2012, 10:02
აუ სულ მაინტერესებდა, ამ ძაღლებს შეუძლიათ კიბეებზე დამოუკიდებლად ასვლა თუ ხელში უნდა აიყვანო? რაღაც ტაქსა ვერ წარმომიდგენია რომ თავისით ადიოდეს კიბეზე.
ისე როგორც ვიცი კარგი მონადირეა და გარეგნობაც არ აქვს ცუდი. მე დაბალ ბეწვიანი მომწონს. მაგრამ პრინციპში სხვანაირი არც მინახავს არასდროს.
pepi grdzelicinda
გაგვაცანი რა შენი გენიოსი. დადე ფოტო smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Jan 2012, 10:38
ჩემს მეზობელად ბავშვებს უყიდეს ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ასევე ძალიან ავია სხვა ბავშვები ვერ ეკარება მოსაფერებლად ან სათამაშოდ საბოლოოდ მოსავლელად ბებოს დარჩა biggrin.gif მეც თავის დროზე რთული ხასიათის გამო არ ვიყიდე ეს ძაღლი და არჩევანი გერმანულ ნაგაზზე შევაჩერე rolleyes.gif

Posted by: ნატალია 10 Jan 2012, 23:34
M-A-S-E-R-A-T-I
ტაქსადან გერმანულ ნაგაზზე გადასვლა მომეწონა biggrin.gif biggrin.gif რისი მიხედვით ხდებოდა არჩევა? :დ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Jan 2012, 00:23
ნატალია
QUOTE
ტაქსადან გერმანულ ნაგაზზე გადასვლა მომეწონა რისი მიხედვით ხდებოდა არჩევა? :დ

biggrin.gif აღმოსავლური ნაგაზი იყო უფრო ზუსტად, რომ ვთქვა, კრიტერიუმებს ამბობ ხო? არჩევნებში 2 ხმა 1 წინააღმდეგ ნაგაზმა გაიმარჯვა rolleyes.gif

Posted by: pepi grdzelicinda 17 Jan 2012, 16:40
QUOTE (korela92 @ 10 Jan 2012, 10:02 )
აუ სულ მაინტერესებდა, ამ ძაღლებს შეუძლიათ კიბეებზე დამოუკიდებლად ასვლა თუ ხელში უნდა აიყვანო? რაღაც ტაქსა ვერ წარმომიდგენია რომ თავისით ადიოდეს კიბეზე.
ისე როგორც ვიცი კარგი მონადირეა და გარეგნობაც არ აქვს ცუდი. მე დაბალ ბეწვიანი მომწონს. მაგრამ პრინციპში სხვანაირი არც მინახავს არასდროს.
pepi grdzelicinda
გაგვაცანი რა შენი გენიოსი. დადე ფოტო smile.gif

დამოუკიდებლად ადის და ჩადის კიდევაც კიბეზე, ოღონდ არაა სასურველი იაროს, ხერხემლის პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს, გაუმრუდდეს.
სირბილის დროს ყველაზე მაგარი სანახავია, ფეხები ფაქტიურად არ ჩანს , პროპელერი გეგონება გვერდიდან smile.gif))

* * *
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 10 Jan 2012, 10:38 )
ჩემს მეზობელად ბავშვებს უყიდეს ეს ძაღლი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ასევე ძალიან ავია სხვა ბავშვები ვერ ეკარება მოსაფერებლად ან სათამაშოდ საბოლოოდ მოსავლელად ბებოს დარჩა biggrin.gif მეც თავის დროზე რთული ხასიათის გამო არ ვიყიდე ეს ძაღლი და არჩევანი გერმანულ ნაგაზზე შევაჩერე rolleyes.gif

ძალიან ჭკვიანია, გეთანხმებით, მაგრამ ავი ნამდვილად არ არის, სტუმრები უყვარს ჩემს ლეკვს ძალიან, გადაირევა ხოლმე სიხარულისგან, და ამას გამოხატავს სირბილით smile.gif) რთული ხასიათი არა აქვს ნამდვილად, მაგრამ გაბუტვა იცის , მერე ვურიგდები ხოლმე smile.gif 4 თვისაა ჩემი უმა და მგონია რომ ყველაფერი ესმის.

Posted by: korela92 17 Jan 2012, 17:53
pepi grdzelicinda
QUOTE
სირბილის დროს ყველაზე მაგარი სანახავია, ფეხები ფაქტიურად არ ჩანს

ხოო მართლა მაგარი სასაცილოები არიან. რამოდენიმე დღის წინ ახალი მეზობელი გადმოვიდა და ტაქსა ყავს, ხოდა მართლა მხიარული ვინმეა. ჩემს ცუგას უყეფდა და ისეთი სასაცილო ხმა ქონდა, წვრილი და თან არ ჩერდებოდა biggrin.gif

Posted by: pepi grdzelicinda 17 Jan 2012, 19:01
QUOTE (korela92 @ 10 Jan 2012, 10:02 )

გაგვაცანი რა შენი გენიოსი. დადე ფოტო smile.gif

ესეც უმა smile.gif

Posted by: MITIATO 17 Jan 2012, 19:30
pepi grdzelicinda
QUOTE
ესეც უმა

რა კაი ტიპია!
თითქოს იღიმება ამ სურათში.


Posted by: ერისთაველი 17 Jan 2012, 20:53
მთელი ბავშვობა მინდოდა მყოლოდა ტაქსა. ყველაზე განსხვავებული ტიპია smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 17 Jan 2012, 23:19
QUOTE (ერისთაველი @ 17 Jan 2012, 20:53 )
მთელი ბავშვობა მინდოდა მყოლოდა ტაქსა. ყველაზე განსხვავებული ტიპია smile.gif

მეც ბავშვობიდან მქონდა ეგ ოცნება, ასტრიდ ლინდგრენის "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი" რომ წავიკითხე იქიდან. smile.gif დაბადების დღეზე რომ აჩუქეს ბიჭუნას ..
* * *
QUOTE (korela92 @ 17 Jan 2012, 17:53 )

ხოო მართლა მაგარი სასაცილოები არიან. რამოდენიმე დღის წინ ახალი მეზობელი გადმოვიდა და ტაქსა ყავს, ხოდა მართლა მხიარული ვინმეა. ჩემს ცუგას უყეფდა და ისეთი სასაცილო ხმა ქონდა, წვრილი და თან არ ჩერდებოდა biggrin.gif

განსაკუთრებით ნადირობისას ყეფს თურმე იმდენს რომ სოროდან თავისი ფეხით გამოდის ცხოველი smile.gif))) შეიძლია დიდხანს ყეფდეს და არ დაიღალოს, სოროზე მონადირე ძაღლია და თხრაც ეხერხება, ჯერჯერობით ტახტის გადასაფარებელს თხრის და მალე ნახვრეტს გააკეთებს smile.gif))

Posted by: Kamanch 18 Jan 2012, 11:34
პიტის არ მეშინია და აი ტაქსას რო ვხედავ, კრუგებს ვუვლი biggrin.gif

Posted by: pepi grdzelicinda 19 Jan 2012, 10:20
QUOTE (Kamanch @ 18 Jan 2012, 11:34 )
პიტის არ მეშინია და აი ტაქსას რო ვხედავ, კრუგებს ვუვლი biggrin.gif

ჯერჯერობით ჩემს ტაქსას არავინ შეუჭამია, მაგრამ გამიგია რომ ნადირობისას დაუნდობელია smile.gif

Posted by: Kamanch 19 Jan 2012, 11:22
pepi grdzelicinda
რა ნადირობისას, ისეც მხეცია ზოგი biggrin.gif იმ დღეს მეგობრის ტაქსა ფეხებზე შემომახტა და მეთი ვსოო biggrin.gif

Posted by: pepi grdzelicinda 24 Jan 2012, 15:27
მხეცი არ ვიცი მაგრამ ძაან ჯიუტი ძაღლია, მაინცდამაინც ის უნდა რასაც ვუკრძალავ smile.gif

Posted by: goga80 24 Feb 2012, 18:06
pepi grdzelicinda

Posted by: DIOGENA 1 Mar 2012, 12:09
მეგობრებო ტაქსას შეძენა მინდა და ხომ ვერ მეტყვით ყველაზე ოპტიმალურ ფასად სად შეიძლება ვიშოვო? დაახლოებით რა ფასზეა საუბარი? ან ვინმე ხომ არ ყიდის?

Posted by: pepi grdzelicinda 20 Mar 2012, 15:50
მე ჩემი ტაქსა 100 ლარად ვიყიდე, პასპორტი და რაღაცეები არ მინდოდა. პირველ გვერდზეა სურათი, და თუ მოგინდება იმის პატრონს ვეტყვი და რომ გააჩენს იმისი ძაღლი გაყიდინებ. სუფთა სისხლის ტაქსაა, ჯუჯა ტაქსა

Posted by: llMixAll 24 Mar 2012, 12:07
ესეც ჩემი ჯონსიკა 2 თვისაა ჯერ
ძაან საყვარელი ტიპია smile.gif და ძაან ჭკვიანი

Posted by: goga80 24 Mar 2012, 12:21
llMixAll
მაგარი ვიღაცააა

Posted by: pepi grdzelicinda 24 Mar 2012, 15:58
llMixAll
ბიჭია?? მე გოგო მყავს და სულ მაინტერესებს რა განსხვავებაა გოგონებს და ბიჭებს შორის smile.gif))

ფოტოზე გაბერილი მუცელი აქვს, ჭამა უყვარს? ჩემი ცოტას ჭამს, ისე არაა სასურველი ბევრი ჭამოს , ხერხემალი უმრუდდებათ მერე, ეგენი ხომ გრძელები არიან და მუცელი რომ უმძიმდებათ ვერ იკავებენ სხეულს

Posted by: llMixAll 25 Mar 2012, 14:58
კი ბიჭია, 2 თვისაა ჯერ და ვერ ზომავს რამდენი ჭამოს smile.gif ერთი ორჯერ იმენი ჭამა მეგონა გასკდებოდა )

ისე ბიჭი უფრო დიდი იზრდება მგონი და ვიდზეც უფრო კარგი ტიპია smile.gif

პს: ჩემი ჯუჯა არაა ჩვეულებრივია...

Posted by: pepi grdzelicinda 26 Mar 2012, 15:08
QUOTE (llMixAll @ 25 Mar 2012, 14:58 )

ისე ბიჭი უფრო დიდი იზრდება მგონი და ვიდზეც უფრო კარგი ტიპია smile.gif


ეგ არ ვიცი ვიდზე რომელი უფრო ლამაზია, მაგრამ სამაგიეროდ გოგოები რომ უფრო ჭკვიანები არიან ეგ ზუსტად ვიცი , ვოტ smile.gif

Posted by: llMixAll 28 Mar 2012, 12:32
ხოო ჩემი ძალიან ხულიგანია, გადამიჭამა ხან ინტერნეტის კაბელი ხან ტელეფონის უსბ...
ესეც სულ ახალი ფოტოები smile.gif

Posted by: llMixAll 28 Mar 2012, 12:35
---------------------------------------

Posted by: pepi grdzelicinda 28 Mar 2012, 14:32
ჩემიც ძალიან ცელქია, ჰო კაბელები სულ ზემოთ გვაქვს აწეული, გაზის შლანგს დამცავი გარსი გავუკეთეთ, შეგვეშინდა არ გაგვგგუდოსო ერთ მშვენიერ დღეს. მაგრამ მაინც ახერხებს ხოლმე რაღაცის გაფუჭებას biggrin.gif განსაკუთრებით თუ დავაგვიანებთ სახლში მისვლას. შპალერი შეჭამა კიდევ, მოკლედ რემონტი დააჩქარა .. biggrin.gif

Posted by: knw 28 Mar 2012, 20:49
llMixAll
რომ ამბობ იმდენი ჭამა მეგონა გასკდებოდაო...ლეკვები ვერ ხვდებიან როდის უნდა გაჩერდნენ , ზოგადად ძაღLები, ხოდა ბევრს დაეღუპა ასე ლეკვი ზედმეტი დოზისგან. ან შეიძლება სხვა მრავალი დაავადება გამოიწვიოს...დაელაპარაკე ვეტერინარს და გეტყვის ზუსტ დოზას დღეში რამდენი უნდა აჭამო და იმის მიხედვით მიეცი ხოლმე თორემ პრობლემებს ვერ აცდებით...იმ დოზაშI იმდენია რაც საჭიროა, მეტი არაფრით არ უნდა მისცე

Posted by: pepi grdzelicinda 29 Mar 2012, 11:37
knw
ხო მართალია, თან ტაქსებს კიდევ უფრო მეტად ჭირდებათ კვების გაკონტროლება, მერე ზედმეტი წონისგან ხერხემალი უმრუდდებათ.

Posted by: pepi grdzelicinda 16 May 2012, 09:58
http://www.everything-about-dachshunds.com/Dachshund-Information.html

ძალიან საინტერესო ინფორმაციაა მათთვის ვისაც გვყავს ტაქსა, მათთვისაც ვისაც უნდა რომ ყავდეს და თქვენ წარმოიდგინეთ მათთვისაც ვისაც წარმოდგენაშიც არ აქვს რომ ამ ძაღლის აყვანა მოუნდებოდა ოდესმე smile.gif)

Posted by: nino877 20 May 2012, 19:58
pepi grdzelicinda
QUOTE
მე ჩემი ტაქსა 100 ლარად ვიყიდე, პასპორტი და რაღაცეები არ მინდოდა. პირველ გვერდზეა სურათი, და თუ მოგინდება იმის პატრონს ვეტყვი და რომ გააჩენს იმისი ძაღლი გაყიდინებ. სუფთა სისხლის ტაქსაა, ჯუჯა ტაქსა

დადე შენის ფოტოები და მინდა მე

ჯუჯა ტაქსაზე ვარ შეყვარებული <3

Posted by: pepi grdzelicinda 21 May 2012, 14:59
QUOTE (nino877 @ 20 May 2012, 19:58 )
pepi grdzelicinda
QUOTE
მე ჩემი ტაქსა 100 ლარად ვიყიდე, პასპორტი და რაღაცეები არ მინდოდა. პირველ გვერდზეა სურათი, და თუ მოგინდება იმის პატრონს ვეტყვი და რომ გააჩენს იმისი ძაღლი გაყიდინებ. სუფთა სისხლის ტაქსაა, ჯუჯა ტაქსა

დადე შენის ფოტოები და მინდა მე

ჯუჯა ტაქსაზე ვარ შეყვარებული <3

ჩემი გოგო smile.gif)))))))))) ლამის სულში შემომიძვრეს smile.gif))

Posted by: pepi grdzelicinda 21 May 2012, 15:03
...........................................................................

Posted by: nino877 21 May 2012, 15:26
რა საყვარელია
მაგრამ ყავისფერი რომ მინდა მეე sad.gif

Posted by: ჭიორუკა 21 May 2012, 22:10
რა ცოტაა ტაქსას მოყვარულიsad.gif აი შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო ტაქსებზე.
nino877
QUOTE
მაგრამ ყავისფერი რომ მინდა მეე

ჩემმი გოგო თუ შევაჯვარე ერთ ყავისფერს მოგცემ. smile.gif

Posted by: tamrikor 21 May 2012, 22:49
რამდნეიმე წლის წინ მყავდა ცოტახანი ეს ტაქსა
ძალინ მხიარული ტიპი იყო

Posted by: pepi grdzelicinda 22 May 2012, 09:10
ჭიორუკა
მეც ზუსტად მასე ვარ, არასდროს არ მყოლია ძაღლი და ტაქსამ სულ გადამრია, ჩემს თავს აღარ ვგავარ და მიკვირს ხოლმე რამდენ რამეს ვუთმობ smile.gif)))
ალბათ გარეგნობით არ მოსწონთ ტაქსები, შეუხედავები არიანო, არაპროპორციულებიო, ძაან ბევრი ასეთი აზრი გამიგია, მაგრამ ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ არის ძალიან ლამაზი, ძალიან ალერსიანი, ძალიან საყვარელი, ძალიან ეშმაკი და უზომოდ მხიარული ძაღლი smile.gif

Posted by: nino877 22 May 2012, 14:32
ჭიორუკა
QUOTE
ჩემმი გოგო თუ შევაჯვარე ერთ ყავისფერს მოგცემ

აპირებ შეჯვარებას?
როდისთვის?
ფასი?

ჩემმა სიყვამ იუნდა მიყიდოს და
რაცმალე მით უკეთსი
რამე სხვა არ გირჩევნიაო?


არამეთქი

და ეს დიდი კლანჭები რომ აქვს არ ი კაწრება? მალე ოჯახს ვქმნით და მინდა რომ ეგ წევრუკა გვყავდეს
და მერე ბავშვების პონტში მაინტერესებს
ხომ არ დაკაწრავს თავისი პატარა ფეხუკებით

Posted by: pepi grdzelicinda 23 May 2012, 09:22
nino877
კლანჭებით არა, მაგრამ კბილებს რომ იცვლის მაშინ იკბინება ცოტა, smile.gif მაგრამ ლეკვია მაგ დროს და არაა მტკივნეული. კლანჭებს სანამ ეზოში სიარულს მიეჩვევა მოაჭრით და აღარ ექნება ბასრი. ეზოში რომ ირბენს მერე მოუცვდება თავისით კლანჭები.

Posted by: nino877 23 May 2012, 13:24
tamrikor
გადავირიე როგორ ეთამაშება შენი ძაღლი

ძნ საყვარელია

რატომღაც მახსოვს რომ მუშაობ ზოოპარკში რომ ვეტერინალური კლინიკაა
თუ არასწორედ მახსოვს მაპატიე

დათოც გეცოდინება
ჩემი მეზობელია
და ტაქსას ჩალისფერი ლეკვი მინდა ოღონდ შედარებით ნაკლებ ფასად
200 ლარი ძნ მეძვირება
და ხომ არ იცით ვინმე რომყიდდეს?
არ მაქვს მოთხოვნა პასპორტები და ასე შემდეგ


http://s2.ipicture.ru/
ასეთი ტუტუცი მინდა

Posted by: nino877 11 Jun 2012, 19:07
ტაქსა ;0



არავის ყავს გასაყიდი?

ყველას ეს კოკერსპანიელი რატომგიყვართ არა ძ§ კარგი ძაღლია
მეც მყავდა მაგრამმაინც



Posted by: Georgiana 12 Jun 2012, 01:42
QUOTE (pepi grdzelicinda @ 17 Jan 2012, 22:19 )
QUOTE (ერისთაველი @ 17 Jan 2012, 20:53 )
მთელი ბავშვობა მინდოდა მყოლოდა ტაქსა. ყველაზე განსხვავებული ტიპია smile.gif

მეც ბავშვობიდან მქონდა ეგ ოცნება, ასტრიდ ლინდგრენის "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი" რომ წავიკითხე იქიდან. smile.gif დაბადების დღეზე რომ აჩუქეს ბიჭუნას ..
* * *
QUOTE (korela92 @ 17 Jan 2012, 17:53 )

ხოო მართლა მაგარი სასაცილოები არიან. რამოდენიმე დღის წინ ახალი მეზობელი გადმოვიდა და ტაქსა ყავს, ხოდა მართლა მხიარული ვინმეა. ჩემს ცუგას უყეფდა და ისეთი სასაცილო ხმა ქონდა, წვრილი და თან არ ჩერდებოდა biggrin.gif

განსაკუთრებით ნადირობისას ყეფს თურმე იმდენს რომ სოროდან თავისი ფეხით გამოდის ცხოველი smile.gif))) შეიძლია დიდხანს ყეფდეს და არ დაიღალოს, სოროზე მონადირე ძაღლია და თხრაც ეხერხება, ჯერჯერობით ტახტის გადასაფარებელს თხრის და მალე ნახვრეტს გააკეთებს smile.gif))

ტაქსა არის ძაღლების ჩემპიონი და სრულიად განსაკუთრებული ძაღლი,რომელიც თავდავიწყებამდე უყვარდათ ნაპოლეონს,გენერალ პატონს,პიკასოს და ანტონ ჩეხოვს.
ვინც ათას სისულელეს წერს ან იჯერებს მასზე-ავიაო,ბავშვები არ უყვარსო-არ მოუსმინოთ,ტყუილია! smile.gif
ულამაზესი უმა გყავს,ლამის ფოტოდან ჩავყლაპო! 2kiss.gif love.gif
* * *
QUOTE (goga80 @ 24 Feb 2012, 17:06 )
pepi grdzelicinda

kiss.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: knw 14 Jun 2012, 15:25
ე.ი თქვენ ამბობთ რომ არ იქნება კაპასი და ბავშვებიც ეყვარება თუ სწორად აღვზრდი?

Posted by: pepi grdzelicinda 15 Jun 2012, 08:55
knw
კაპასი????? ეს სიტყვა ტაქსას შემთხვევაში უადგილოა smile.gif)) ტაქსას ყველა უყვარს, დიდი,პატარა,ბავშვი, მოხუცი, ისეთი ალერსიანია რომ მეტი არ შეიძლება, რომ ეჩხუბები მაშინაც ცდილობს აგლოკოს და გაგაცინოს, თამაშები მაგის მოგონილია, რომც არ იყო ხასიათზე ოთხზე დაგაყენებს და ისე გათამაშებს smile.gif)

Posted by: knw 15 Jun 2012, 12:47
pepi grdzelicinda
ე.ი შენ ძალიან მაგარი ძაღლი გყავს , არამარტო ტაქსას კრიტერიუმებით biggrin.gif რავიცი რაც კი წავიკითხე ყველგან წერია არ გიჟდება პატარა ბავშვებზეო. გადაცემებშიც არაა რეკომენდებული ოჯახში სადაც ბავშვებიაო და რავიცი რას გაუგებ...ყველაზე მეტად ამის მეშინია, მინდა ბავშვები უყვარდეს. შენ ვისგანაც იყიდე იმას კიდევ ხომ არ ჰყავს?

Posted by: pepi grdzelicinda 15 Jun 2012, 15:21
knw
ბავშვი არ გვყავს ოჯახში მაგრამ სტუმრად როცა მოდიან ბავშვები აკანკალებს სიხარულისგან, ეთამაშება და ლოკავს smile.gif ეზოშიც მასეა. რავიცი აბა, ეჭვიანობა შეიძლება იცოდეს ბავშVებზე, იმიტომ რომ პატარა ბავშვივით ხასიათი აქვს, და თუ გაწვრთნა მოგინდება ვერაფერს გააწყობ, იმიტომ რომ მარტო სახლში ესმის შენი ბრძანებები გარეთ ვაფშე არ არსებობ მისთვის, ყურადღება ეფანტება smile.gif ვერ გამჩნევს..
იმას ვისგანაც უმა ვიყიდე ყავს უმას და , 10 თვისაა უკვე და მაგის აყვანა არ გაწყობს, თუ კიდე გააჩენს უმას დედა და გავიგებ , გაგაგებინებ smile.gif
მარტო მე არ ვფიქრობ ტაქსებზე მასე, ვისაც ვიცნობ ყველა აღფრთოვანებულია

* * *
http://www.everything-about-dachshunds.com/Dachshund-Information.html

Posted by: ჭიორუკა 19 Jun 2012, 18:07
nino877
არ გავყიდი ადრე ვცდილობდი გაყიდვას და განცხადებებს რომ ვდებდი 5 თვის შემდეგ მირეკავდნენ. მინიატურული გოგო მყავს, სადღაც ნოემბერში უწევს და მინიატურული ტაქსის პრობლემაა, ვერ ვშოულობხოლმე 3 ჯერ გავუცდინე მაგის გამო, ქმარი ყავდა და დაიკარგა. მოკლეთ შევაჯვარე აქ პაწუების სურათებს დავდებ smile.gif
* * *

knw
არა რა კაპასი , მაგალითად ჩემი გოგო ძალიან წყნარია და შვილები ყავს გადარეულები, აღზრდაზეა დამოკიდებული. ისე ტაქსას ბავშვები არ უყვარს დიდად, სახლში თუ გყავს პატარა და ერთად იზრდებიან არ არის პრობლემა, მაგრამ გარეულ ბავშვებს ემტერებიან. ჩემი არც ეკარება მაგრამ ისიც არ უყვარს ხელს თუ ზედმეტად კიდებენ.














იდეა მაქვს არ გინდათ შევკრიბოთ ჩვენი გოგო ბიჭები და გავაცნოთ ერთმანეთს?

Posted by: knw 19 Jun 2012, 19:46
ჭიორუკა
ანუ ეხლა გყავს ლეკვები? და ყიდი? ჩემი დაა 11 წლის და ადრე წინა ძაღლთან ქონდა პრობლემა...უკბინა რამდენიმეჯერ. და პრობლემური ხასიათი არ მინდა ახალ ძაღლსაც ჰქონდეს sad.gif

Posted by: nino877 19 Jun 2012, 22:13
ჭიორუკა
Gეხვეწები, მინდა ყავისფერი ზAლიან და ზალიან ზვირად არ მომყიდო რA გტხოოოვ ფასი მომწერე და მინდა მინდა მინდა მინდა მინდა

Posted by: knw 19 Jun 2012, 23:35
nino877
როგორი ყავისფერი გინდა შენ? აი შოკოლადისფერი რომ არის მოყვითალო ლაქებით? ვნახე განცხადება 150 ლარად იყო თუ ჰყავს კიდევ მოიცა ლინკს მოგწერ :*

Posted by: pepi grdzelicinda 20 Jun 2012, 09:14
ჭიორუკა
მე პირველად მყავს საერთოდ ძაღლი, და აზრზე არა ვარ როდის რა უნდა მოხდეს, გოგონაა და 10 თვის, როგორ უნდა შევამჩნიო რომ რამე მოთხოვნილებები გაუჩნდა, ან შეჯვარება რომელი ასაკიდანაა უფრო მიზანშეწონილი, ამაზე დაწერე რაა რომ ყველამ ვიცოდეთ.. smile.gif

Posted by: goga80 20 Jun 2012, 11:47
pepi grdzelicinda
2 წლამდე შეჯვარება არ არის მიზანშეწოლილი

Posted by: ჭიორუკა 20 Jun 2012, 17:25
knw
არა ეხლა არ მყავს, შეჯვარება უწევს ნოემბერში, ანუ იანვრის დასაწყისში ეყოლება ლეკვები smile.gif


pepi grdzelicinda
ანუ პირველად რომ ციკლი მოუვა უნდა გააცდენონო, goga80 მართალი თქვა, მერე ყოველ 6 თვეში ექნება ციკლი და მოსვლიდან მე-9 დღეს შეაჯვარებ. გახდეს წლინახევრის და მერე რომ დაეწყება ციკლი მაშინ შეაჯვარე შენი გოგო smile.gif და ეცადე არ გაგეპაროს თორე სხვა ძაღლები ადვილად მიაგნებენ და ნახევარტაქსები გეყოლება smile.gif

Posted by: sali-salo 20 Jun 2012, 17:36
საერთოდ მესამე წეჩკაზეა რეკომენედრირებული . მაგრამ თუ წეჩკა წელიწადში ერხელ აქვს ძაღლს მაშინ მეორეზეც რთავენ. სასურველი 8-9 დღიდან 15 დღემდე დაირთოს და ერთი, ორი დღის შუალედით გავამეოროთ დართვა. პ.ს ძაან საყვარელი ჯიშია love.gif ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ჩემში.

Posted by: pepi grdzelicinda 20 Jun 2012, 22:37
ჭიორუკა
sali-salo
goga80
დიდი მადლობა რჩევებისთვის, 10 თვისაა ჯერ ჩემი გოგო და გავითვალისწინებ ყველაფერს, თუ რამე კიდევ შეგაწუხებთ smile.gif)
მიხარია ამდენი რომ გამოჩნდით ტაქსისტები smile.gif) ძირითადად ყველას ან გერმანული ნაგაზი, ან ლაბრადორი ,ან კოკერსპანიელი ყავს

Posted by: nino877 22 Jun 2012, 16:57
http://myzoo.ge/index.php?act=27&idd=5266


უნდა დავურეკო

ყავისფერი მინდა

Posted by: pepi grdzelicinda 6 Jul 2012, 21:44
smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: knw 6 Jul 2012, 21:47
pepi grdzelicinda
როგორ გყავს ცუგა? smile.gif) სურათები დადე რა smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 14 Jul 2012, 15:56
Dachshund Rules:

1. The dachshund is not allowed in the house.

2. Okay, the dachshund is allowed in the house, but only in certain rooms.

3. The dachshund is allowed in all rooms, but has to stay off the furniture.

4. The dachshund is only allowed on the old furniture.

5. Fine, the dachshund is allowed on all the furniture, but is not allowed to sleep with the humans on the bed.

6. All right, the dachshund is allowed on the bed, but only by invitation.

7. The dachshund can sleep on the bed whenever he wants, but not under the covers.

8. The dachshund can sleep under the covers everynight.

9. Humans must ask permission to sleep under the covers with the dachshund.

10. In all cases of dispute... the dachshund rules!!
* * *
დამეთანხმეთ რომ ასეა ყველაფერი ტაქსების შესახებ!! smile.gif))
* * *
[b]knw[/b
გმადლობ, კარგად არის, აუცილებლად დავდებ ახალ სურათებს და ყველას ვთხოვ რომ გვაჩვენოს თავისი ტაქსების ფოტოები smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 15 Jul 2012, 20:02
QUOTE (knw @ 6 Jul 2012, 21:47 )
pepi grdzelicinda
როგორ გყავს ცუგა? smile.gif) სურათები დადე რა smile.gif

smile.gif................................................................

Posted by: pepi grdzelicinda 15 Jul 2012, 20:06
QUOTE (pepi grdzelicinda @ 15 Jul 2012, 20:02 )
QUOTE (knw @ 6 Jul 2012, 21:47 )
pepi grdzelicinda
როგორ გყავს ცუგა? smile.gif) სურათები დადე რა smile.gif

smile.gif................................................................

smile.gif................................................................

Posted by: knw 17 Jul 2012, 13:22
pepi grdzelicinda
ძააალიან ლამაზი გოგოა!!

Posted by: pepi grdzelicinda 18 Jul 2012, 10:43
knw
დიდი მადლობა, ეს შენი შვილობილია ავატარზე??? smile.gif

Posted by: knw 20 Jul 2012, 20:35
pepi grdzelicinda
არაა ჩემი ჯერ ერთი ციდაა ეს ინტერნეტიდანაა სურათი უბრალოდ ასეთი გაიზრდება ჩემი ვარაუდით smile.gif ფერი ასეთია

Posted by: pepi grdzelicinda 21 Jul 2012, 08:46
knw
ძალიან კარგი, გილოცავ ! smile.gif

Posted by: ჭიორუკა 4 Aug 2012, 00:32
pepi grdzelicinda
უი უმა შენი გოგოა? :* :* :* :* *:*

Posted by: pepi grdzelicinda 4 Aug 2012, 09:09
ჭიორუკა
ხოო, ჩემია და ლეოსი კიდე, მეტი არავისი smile.gif)

Posted by: Georgiana 5 Aug 2012, 18:22
იყიდება სუფთა ჯიშის ტაქსას ფანტასტიური ლეკვები!!! ♥
შავი და ღია ყავისფერი,ძალიან იაფად.
ვისაც გინდათ-მისწერეთ ფეისბუკში Shaoshvili Mari-ს! love.gif
* * *
QUOTE (knw @ 14 Jun 2012, 14:25 )
ე.ი თქვენ ამბობთ რომ არ იქნება კაპასი და ბავშვებიც ეყვარება თუ სწორად აღვზრდი?

100% მასეა! yes.gif
* * *
QUOTE (knw @ 15 Jun 2012, 11:47 )
pepi grdzelicinda
ე.ი შენ ძალიან მაგარი ძაღლი გყავს , არამარტო ტაქსას კრიტერიუმებით biggrin.gif რავიცი რაც კი წავიკითხე ყველგან წერია არ გიჟდება პატარა ბავშვებზეო. გადაცემებშიც არაა რეკომენდებული ოჯახში სადაც ბავშვებიაო და რავიცი რას გაუგებ...ყველაზე მეტად ამის მეშინია, მინდა ბავშვები უყვარდეს. შენ ვისგანაც იყიდე იმას კიდევ ხომ არ ჰყავს?

ეგ ტყუილები,რაც წერია-დაივიწყე.ტაქსა გიჟდება ბავშვებზეც და ზოგადად ადამიანებზე,არის მხიარული,მოძრავი და ძალიან თბილი ძაღლი.ეგ ბრიყვობები მაც მაქვს წაკიტხული და სულ მიკვირდა-ამდენ სიცრუეს გამიზნულად ხომ არ წერენ ტაქსაზე-მეთქი.
რაც შეეხება ლეკვების ყიდვას-აიხედე მაღლა რაც დავწერე-ულამაზესი ტაქსას ლეკვებს ყიდის ის ქალი. love.gif

Posted by: pepi grdzelicinda 25 Aug 2012, 14:53
ტაქსების პატრონებო, მაინტერესებს რომელ მშრალ საკვებს ჭამენ თქვენი ტაქსები? რომელი მოწონთ ყველაზე მეტად? ჩემი ფრისკასს ჭამდა და აღარ შემოდისო და ხან რა მივუტანე ხან რა და მაგის გული ვერაფრით მოვიგე smile.gif)

Posted by: knw 25 Aug 2012, 17:32
pepi grdzelicinda
ფრსისკასს ძაღლის საჭMელიც აქვს? მე მეგონა მხოლოდ კატის ჰქონდა biggrin.gif არც როიალ კანინი მოსწონს პატარა ტანის ძაღლებისთვის?

Posted by: pepi grdzelicinda 25 Aug 2012, 20:26
QUOTE (knw @ 25 Aug 2012, 17:32 )
ფრსისკასს ძაღლის საჭMელიც აქვს? მე მეგონა მხოლოდ კატის ჰქონდა biggrin.gif არც როიალ კანინი მოსწონს პატარა ტანის ძაღლებისთვის?

კი აქვს, ძაღლებისთვისაც და ლეკვებისთვისაც , როიალ კანინი არ მიცდია

Posted by: knw 25 Aug 2012, 20:45
pepi grdzelicinda
ჰოდა სცადე, კანინიც კარგია და ჰილსიც, რომელიმე მაინც მოეწონება. თან სხვადასხვა შემადგენლობებით არის და აურჩევ, თუმცა კი მე როგორც ვიცი ასეთი კაპრიზულობა არ უნდა გაუყვანო ძაღლს და არ უნდა შეაჩვიო ასე შეიძLება ნებისმიერზე უცებ გითხრას უარი

Posted by: sallli1 25 Aug 2012, 21:08
knw
ხო მაგრამ შენ ხომ არ ჭამ ყველაფერს ხოდა მმაგასაც არ მოწონს ეეეგ საჭმელი

Posted by: blblbl 25 Aug 2012, 21:10
pepi grdzelicinda
დარლინგი სცადე?თუ არა სცადე ამას თუ არ შეჭამს მერე მონელო.,მაგრამ დარლინგს შეჭამს მგონი

Posted by: archi_shot 25 Aug 2012, 22:07
QUOTE (pepi grdzelicinda @ 25 Aug 2012, 20:26 )
QUOTE (knw @ 25 Aug 2012, 17:32 )
ფრსისკასს ძაღლის საჭMელიც აქვს? მე მეგონა მხოლოდ კატის ჰქონდა biggrin.gif არც როიალ კანინი მოსწონს პატარა ტანის ძაღლებისთვის?

კი აქვს, ძაღლებისთვისაც და ლეკვებისთვისაც , როიალ კანინი არ მიცდია

მეგა მარკეტში აქვთ smile.gif და კიდევ მეტრო დიდუბესთან ზოომაღაზიებში smile.gif

Posted by: sallli1 25 Aug 2012, 22:26
archi_shot
მანდვე ცხოვრობ?

Posted by: archi_shot 25 Aug 2012, 23:08
sallli1

კი და მეგამარკეტში რომ არის ვიცი smile.gif

Posted by: sallli1 26 Aug 2012, 09:50
archi_shot
მეც პირდაპირ მეამარკტის და არ ვიცოდი მანდ თუ იყო facepalm.gif

Posted by: pepi grdzelicinda 26 Aug 2012, 11:26
archi_shot
მეგამარკეტში ტომრით იყიდება, თან დიდი ძაღლებისთვისაა, მე ლეკვის მინდა smile.gif ეხლა 4 სახის საკვები მაკვს ცოტცოტა უკვე, სახელებიც კი ამერია, ერთმანეთში ავურიე და მიირთმევს. ოღონდ არ ვიცი რომლის ხათრით smile.gif)

Posted by: archi_shot 26 Aug 2012, 16:58
sallli1

სადაც მოლარეები არიან მანდ დევს, შესასვლელიდან მარცხენა მხარეს საკმაოდ შეუმჩნეველ ადგილას smile.gif


pepi grdzelicinda

არჩევანის საშუალებაც არ აქვთ მგონი, სულ ორი ტომარა უდევთ. მახსოვდა რომ მაგათ ქონდათ smile.gif. მეც გავასინჯე ერთხელ ეგ საჭმელი ბოსტნეულის იყო და მაგის ხათრით smile.gif არ დაუწუნია თუმცა ფერადი კორმი აქვთ და როგორც ვიცი რეკომენდირებული არაა smile.gif

Posted by: nin-ni 29 Sep 2012, 18:06
მინდა ვიყიდო ტაქსა, ხოარ ყიდით ვინმე? ან ხომ არ იცით სად ვიყიდო? sad.gif

Posted by: sallli1 30 Sep 2012, 09:24
nin-ni
mymarket ზე ნახაე მანდ არის ხოლმე ან myzoo.ge ზე

Posted by: pepi grdzelicinda 2 Oct 2012, 15:14
ჩემი ტაქსა ერთი წლის გახდა უკვე და ვერ იტანს კატებს და სოფელში ქათმებს. ეხლახანს ერთი ქათამი აწამა, დაიჭირა და დაბეგვა, საწყალი დაკლეს მერე.. არადა ჯუჯა ტაქსაა, გამაოცა ისეთი დაუნდობელი ყოფილა ! ადამიანებთან მოსიყვარულეა ,მხიარული..მაგრამ ესეთი აგრესია საოცარია

Posted by: MITIATO 2 Oct 2012, 15:46
pepi grdzelicinda

რატომ გიკვირს.
მონადირეა და სისხლი თავისას შვრება. smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 2 Oct 2012, 16:03
MITIATO
თან ნანადირევის წართმევა რომ დაუპირეს არ თმობდა თურმე,იღრინებოდა smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 22 Oct 2012, 11:52
.............................................................................................. smile.gif)

Posted by: llMixAll 10 Nov 2012, 15:03
აუ რა მაგარი ტიპია smile.gif

ჩემი სოფელში გავუშვი, მონადირე გახდა ბიჭი .... (

Posted by: llMixAll 21 Nov 2012, 12:02
---------------------------------------

Posted by: llMixAll 21 Nov 2012, 12:09
-------------------------------------------------


Posted by: pepi grdzelicinda 21 Nov 2012, 12:14
llMixAll
მაგარი ბიჭია, დიდი ტაქსაა თუ ჯუჯა??

Posted by: llMixAll 21 Nov 2012, 15:09
დიდია, იაკტერიარის სისხლიც ურევია ცოტა, მაგიტომაა მგონი ძაან გიჟი როა smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 21 Nov 2012, 21:28
QUOTE (llMixAll @ 21 Nov 2012, 15:09 )
დიდია, იაკტერიარის სისხლიც ურევია ცოტა, მაგიტომაა მგონი ძაან გიჟი როა smile.gif

ჰოო, ეტყობა, გავს იაგდ ტერიერს პროფილში smile.gif

ისე ჩემიც გიჟია, ენერგიული, შეუძლია საათობით ირბინოს . ეგ ტაქსებსაც ახასიათებს არა მარტო ტერიერს, ესეც ხომ მონადირე ჯიშია

Posted by: nino877 14 Dec 2012, 13:44
გავცვლი კოკერსპანიელის ლეკვს ჯუჯა ტაქსას ლეკვში
ჯერ არ მყავს სადღაც მაქსიმუმ 6 თვეში იმედია მეყოლება
კოკერსპანიელი და ვცვლი
მინდა ძალიან მინდა ჯუჯა ტაქსა მაგრამ ყიდვას ვერ ვახერხებ :/

Posted by: pepi grdzelicinda 14 Dec 2012, 13:51
ასეთი თვალებით იყურება ხოლმე დასჯილი..
* * *
nino877
ჩემი ჯერ პატარაა ,1 წლისაა , მომავალში შევაჯვარებ ალბათ, იქნებ ვინმე გამოგეხმაუროს, იცი რაა, ჭიორუკა წერს ამ თემაში და მაგას მიწერე , გოგო ტაქსა ყავს და აჯვარებს ხოლმე ,დამსახურებული დედაა მაგისი გოგო smile.gif

Posted by: nino877 14 Dec 2012, 14:11
pepi grdzelicinda
კარგით რაა რას მერჩით
ვგიჟდები მაგ ძაღლზე
დედაჩემი წინააღმდეგია 7 წელი გვყავდა კოკერსპანიელი და გააჩუქა
ეს ვიცი რომ უფრო პატარაა და ბეზვიც არ სცვივა
თან მალე დაოჯახებას ვაპირებ და ვფიქრობ რომ მერე წავათრევ
მინდა საშინლად მინდა ეს მათხოვარი ძაღლი

Posted by: pepi grdzelicinda 14 Dec 2012, 14:21
nino877
მეც ვგიჟდები,
ერთი სული მაქვს სახლში მივიდე ხოლმე,
ბეწვს ესეც იცვლის, მაგრამ ნაკლებად შემაწუხებელი იქნება ალბათ სპანიელთან შედარებით.
ამას დაბანის დროს ჩამოსცვივდება ხოლმე ძირითადად.
მაგრამ ძალიან ცელქია, ებრძვის ავეჯს,წიგნებს,კაბელებს და კატებს!

Posted by: nino877 14 Dec 2012, 14:39
pepi grdzelicinda
ხოო ეგ ცუდია ჩემმ გოგოს 7 წლის განმავლობაში
არაფერი არ გაუფუჭებია
ნუ დედაცემის ქოში გაანადგურა 3 თვემდე და ეგ იყო
და ტყავის დივანი იყიდა დედაცემმა და მიწას რომ წეწავენ ისე გაქექა თუ თხრა დაიწყო დღესაც ეტყობა ნაფხაჭნები იმ დივანს biggrin.gif

გაზეთების კითხვა უყვარდა კიდევ
მე მაინც მგონია რომ ხასიეთი როგორც ადამიანზე ისე ძაღლზეა დამოკიდებული
კერძო სახლი მაქვს და ცემს მეზობელს ყავს ტაქსა რაც თავი მახსოვს პარავენ და მერე ისევ ყიდულობს ხოლმე ეხლა 2 ცალი დარბის ხოლმე biggrin.gif
ერთხე ზაფხულში ცხელოდა და კარები გვქონდა ღია ქუჩის კარებიც ღია იყო ვზივართ მე და დედაცემი ვუყურებთ ტელევიზორს და რარაცა შომოვიდა ანტენა დავინახე მარტო და ოთახში შეშპა გამოვიდა დაგვათვალიერა კუდი გაგვქნია მერე სამზარეულოსკენ დააწვა მოტრიალდა კიდევ დაგვათვალიერა დაგვიყეფა და გავიდა
ეს აშვერილი კუდი რა სასაცილოდ აქვთ ხოლმე
biggrin.gif

გადავირიე gigi.gif

Posted by: pepi grdzelicinda 14 Dec 2012, 14:46
nino877
კერძო სახლი მისწრებაა მაგისთვის, სულ სირბილი და თამაში უნდა და ფართი ჭირდება.
მოყვანის დღიდან დღისით მარტოს ვტოვებთ სახლში და ამიტომ იგონებს ასეთ თამაშებს ეტყობა.
ყველაზე ცუდად კავკასუსის ტელევიზიის კაბელის გადაღრღნა მახსოვს,
ყველაზე სასაცილო კიდევ სამზარეულოდან 2 კილო მოზრდილი კარტოფილები გამოზიდა ტახტზე , სირაქლემას ბუდეს გავდა ისე ლამაზად ეწყო,მრგვალად..

Posted by: nino877 14 Dec 2012, 14:56
http://s1.ipicture.ru/
რა გრაციოზულია ის ქერა თუ ჩალისფერი

150 ლარი რომ მქონდეს აუცილებლად ვიყიდდი
QUOTE
სამზარეულოდან 2 კილო მოზრდილი კარტოფილები გამოზიდა  ტახტზე , სირაქლემას ბუდეს გავდა ისე ლამაზად ეწყო,მრგვალად..

pepi grdzelicinda
ტუტუციი
შენი გოგოა თუ ბიჭი ?
დედური ინსტინქტი ხომ არ აქვს?
ჩემი რომ არ შევაჯვარეთ კოკაკოლის ბოთლებს ზრდიდა
ძალიან საყვარლები არიან


Posted by: pepi grdzelicinda 15 Dec 2012, 10:38
nino877
გოგოა, მაგრამ ჯერ პატარაა შვილებისთვის, 1 წლისაა smile.gif

Posted by: pepi grdzelicinda 9 Feb 2013, 15:36
ვეძებ ჩემი გოგოსთვის შესაჯვარებლად ლამაზ შავ ბიჭს,ჯუჯა ტაქსას სუფთა სისხლის. თუნდაც ყავისფერს smile.gif ალბათ ერთ წელში უკვე მზად იქნება ჩემი ძაღლი და წინასწარ თადარიგს ვიჭერ, გამომეხმაურეთ და ატვირთეთ თქვენი ბიჭების ფოტოები smile.gif

Posted by: Arthunter 19 May 2013, 16:18
კარგტი ჯიშია ძალიან. მოკლებეწვიანი მომწონს ყველაზე მეტად.

Posted by: PuTKiiI 29 May 2013, 16:44
გაააააააქტიურდით...........!

http://forum.ge/?showtopic=34536110&st=15&#entry36630685

http://forum.ge/?showtopic=34536110&st=15&#entry36630685

http://forum.ge/?showtopic=34536110&st=15&#entry36630685

Posted by: Nata80 15 Jun 2013, 20:27
http://pix.ge/

Posted by: pepi grdzelicinda 16 Jun 2013, 12:25
ვაიმე რა საყვარელია და წარმომიდგენია როგორ განიცდით! sad.gif

Posted by: Unico 16 Jun 2013, 12:43
QUOTE
ხლახანს ერთი ქათამი აწამა, დაიჭირა და დაბეგვა, საწყალი დაკლეს მერე.. არადა ჯუჯა ტაქსაა, გამაოცა ისეთი დაუნდობელი ყოფილა ! ადამიანებთან მოსიყვარულეა ,მხიარული..მაგრამ ესეთი აგრესია საოცარია

QUOTE
თან ნანადირევის წართმევა რომ დაუპირეს არ თმობდა თურმე,იღრინებოდა

აუუუ, მონადირე ძაღლი love.gif

ჩემი მინდა დავგეშო ვირთხებზე (არაა ტაქსა, მონადირე ჯიშების მეტისია) და ჯერ ვერაფრით ვაიძულე, სად დავანახო ვირთხა არ ვიცი biggrin.gif
კატებს კი ეჩხუბება, მაგრამ ეგ არ მაწყობს :უსერ:

Posted by: pepi grdzelicinda 16 Jun 2013, 14:20
Unico
კატებს ჩემიც ვერ იტანს, ისეთ კივილს აუტეხავს ხოლმე რომ გარბიან დიდი კატებიც. ვირთხის და თაგვების მეშინია ძაან, რაღაც დაავადებების მატარებლები არიან და არაფერი გადაედოს. ისე თაგვის წამალი მიირთვა ჩემმა სოფელში შარშან და ძლივს გამოვაცალე სიკვდილს ხელიდან biggrin.gif

Posted by: MITIATO 16 Jun 2013, 14:25
Unico
QUOTE
ჩემი მინდა დავგეშო ვირთხებზე


ტოქსოპლაზმოზის არ გეშინია? rolleyes.gif

თორემ რა დაგეშვა მაგას უნდა.
წვრილი ცხოველების დევნის და მოკვლის ინსტიქტი თითქმის ყველა ძაღლს აქვს.
სულ არ დამიგეშია სნუპი. ისე დაიჭირა თაგვი რამდენჯერმე. mad.gif

Posted by: Unico 16 Jun 2013, 18:12
MITIATO
QUOTE
სულ არ დამიგეშია სნუპი. ისე დაიჭირა თაგვი რამდენჯერმე

მშურს

QUOTE
ტოქსოპლაზმოზის არ გეშინია?

აზრზე არ ვარ რა არის ეგ. რამე საშიშია? : (

Posted by: MITIATO 16 Jun 2013, 20:11
Unico
QUOTE
რამე საშიშია?

yes.gif

ძაღლიდან ადამიანზე გადადის და ორსულობისას ნაყოფის მძიმე პათოლოგიებს იწვევს.

QUOTE
მშურს

რა გშურს, გული შემიწუხდა დილით დაჭერილი თაგვი რომ მანახა ამაყად. biggrin.gif
ლუსიც დაიჭერს, დარწმუნებული ვარ.

Posted by: ჭიორუკა 24 Jun 2013, 11:11
მამალი მინიატურული ტაქსა არავის გყავთ? ვერაფრით ვერ ვპოულობთ 3 ულამზესი ქალი გვყავს შესაჯვარებელი და წინასწარ რომ დავჯავშნოთ.

Posted by: pepi grdzelicinda 28 Oct 2013, 14:21
მამალი მინიატურული ტაქსა გვჭირდება, შემეხმიანეთ!

Posted by: pepi grdzelicinda 15 Jan 2014, 10:53
რაღაც ეს თემა გადაიკარგა, წინ წამოვწევ, იქნებ ვინმემ აიყვანა კიდევ შვილად ტაქსა ჩემსავით smile.gif love.gif

Posted by: sunny tratata 17 Jan 2014, 21:21
მე მყავს მამალი მინიატურული ტაქსა, 1 თვის...
რა ასაკიდან შეიძლება შეჯვარება ?

Posted by: Pumped up kicks 18 Jan 2014, 20:12
sunny tratata
2 წლიდან, თუმცა სავალდებულო და აუცილებელი სულაც არაა შეჯვარება და ისედაც უამრავი უპატრონო ძაღლების ფონზე კიდევ ლეკვების დამატება... smile.gif

Posted by: sunny tratata 18 Jan 2014, 20:55

Pumped up kicks
ხოო, ამიტომ კასტრაციაზეც ვფიქრობ, მაგრამ რაღავ არამგონია გავუკეთო იმდენი ცუდი შედეგი აქვს.....
და ანუ შეიძლება არ შევაჯვარო? პირველი ძაღლია და არაფერი არ ვიცი mo.gif

Posted by: archi_shot 18 Jan 2014, 21:06
QUOTE (sunny tratata @ 18 Jan 2014, 20:55 )
Pumped up kicks
ხოო, ამიტომ კასტრაციაზეც ვფიქრობ, მაგრამ რაღავ არამგონია გავუკეთო იმდენი ცუდი შედეგი აქვს.....
და ანუ შეიძლება არ შევაჯვარო? პირველი ძაღლია და არაფერი არ ვიცი mo.gif

არ შეჯვარებას უფრო ცუდი შედეგი აქვს გაწვალდებით თქვენც და ძაღლიც. თუ შეჯვარება არ გინდა ჯობია კასტრაცია smile.gif

Posted by: Pumped up kicks 18 Jan 2014, 21:18
archi_shot
ერთი შეჯვარებით რომ არ იხსნება "სურვილის" და ძაღლის ატეხილობის პრობლემა ხომ იცით? მამრ ძაღლს სულ უნდა და სულ დედლის ძიებაშია, როგორც კი ამძUვნებულ ძუს ნახავს უკვე გიჟდება... ასე რომ რამდენიც არ უნდა აჯვაროთ არასდროს დამშვიდდება...თუ ამ პრობლემას გულისხმობთ

Posted by: archi_shot 18 Jan 2014, 21:21
QUOTE (Pumped up kicks @ 18 Jan 2014, 21:18 )
archi_shot
ერთი შეჯვარებით რომ არ იხსნება "სურვილის" და ძაღლის ატეხილობის პრობლემა ხომ იცით?

კი და მაგიტომაც ვურჩიე კასტრაცია smile.gif

Posted by: Pumped up kicks 18 Jan 2014, 21:47
archi_shot
ხოო მე საერთოდ მომხრე ვარ ძალიან ბევრი მიზეზის გამო....პოპულაციის ზრდაც შეჩერდება, ბევრი დაავადება აღარ გადავა გენეტიკურად, ჯიშის სტანდარტები შენარჩუნდება ყველა თუ უპრაგონოდ არ შეაჯვარებს, ძაღლების ჯანმრთელობაც უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ლეკვები ცოტა იქნება და ფასი აიწევს და უფრო დააფასებენ, ისინი იყიდიან ვინც აუცილებლად მოუვლის....

Posted by: rsmaan 30 Jan 2014, 14:06
ტაქსა ეზოშ გაძლებს ? თავისი სახლი რო გაუკეთონ კარგი ზამტარს გაუშლებს ხო არ მოკვდება ?

Posted by: pepi grdzelicinda 30 Jan 2014, 17:01
rsmaan
ვერ გაუძლებს, ძალიან მცივანაა, თხელი ბეწვი აქვს და ზაფხულშიც სულ კანკალებს ხოლმე smile.gif მე მინიატურული ტაქსა მყავს და დიდი ტაქსები როგორია არ ვიცი..

Posted by: nino877 31 Jan 2014, 15:35
pepi grdzelicinda
რას შვება შენი მინიატურა
ლეკვები არ გყავს ?
ყავისფერი მინდა ძალიან

Posted by: rsmaan 31 Jan 2014, 18:13
pepi grdzelicinda
მაშინ არ გამოგვადგება რამე პატარა ძაღლი გვინდა სოფლისთვის დაბალბეწვიანი და პატარა რო იყოს და ამტანი ზამთარში გარეთ რო იცხოვროს თავის სახლში


Posted by: pepi grdzelicinda 1 Feb 2014, 09:40
nino877
ლეკვები ჯერ არ ყავს, ამ შემოდგომაზე ვაპირებდი მაგრამ ცოტაც დავაცადე. გაზაფხულზე ვნახოთ, ალბათ გავათხოვებ. ოღონდ ეს შავია და თუ კასტინგში ყავისფერმა ბიჭმა გაიმარჯვა მაგ შემთხვევაში მეყოლება ყავისფერებიც smile.gif)

rsmaan
ტაქსა ნამდვილად არ გამოგადგებათ აი ძალიან მცივანაა smile.gif

Posted by: nino877 3 Feb 2014, 10:04
pepi grdzelicinda
ყავიზფერს ისე ნუ გააშვილებ/გაყიდი რომ არ შემატყობინო რაა

Posted by: pepi grdzelicinda 4 Feb 2014, 11:36
nino877
კარგი ვეცდები გაგითვალისწინო smile.gif

Posted by: alexander21 28 Nov 2014, 16:18
გამარჯობათ, ოჯახში ძალიან გვინდა ტაქსას ყოლა, ჩვეულებრივი ტაქსა, პატარა არა, ყველანაირად მოვუვლით, უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, ბავშვებთან ურთიერთობაში როგორია, ბავშვი გვყავს 2 წლის და ხოარ იქნება რამე პრობლემა, და სად შეიძლება ყიდვა mymarket - ის გარდა! დიდი მადლობა წინასწარ...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Nov 2014, 16:26
alexander21
QUOTE
პატარა არა, ყველანაირად მოვუვლით, უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, ბავშვებთან ურთიერთობაში როგორია, ბავშვი გვყავს 2 წლის და ხოარ იქნება რამე პრობლემა, და სად შეიძლება ყიდვა mymarket - ის გარდა! დიდი მადლობა წინასწარ...

არა არის ეს ძაღლი რეკომენდირებული პატარა ბავშვებთან ავია საკმაოდ, მიღებულია რომ ყველა პატარა ძაღლი საყვარელი და ფუმფულაა და ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს მაგრამ რეალურად ზომით უფრო დიდი გერმანული ნაგაზი უფრო ფუმფულაა ამ გაგებით ვიდრე ტაქსა biggrin.gif

Posted by: alexander21 28 Nov 2014, 18:08
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა რჩევისთვის, როგორ უცებ გადამიწურე იმედი smile.gif მარა ჯერ მაინც ვიფიქრებ, ისე ლეკვი, როგორც დიდს შეეჩვევა ისევე ვერ მიეჩვევა ბავშვსაც, რო რამე რო იყოს არ უკბინოს?

Posted by: Pumped up kicks 28 Nov 2014, 18:15
alexander21
ზოგადად ჯიშის მახასიათებლები ხომ არსებობს, ჰოდა მეც ეგრე გამიგია რომ ტაქსა არაა სასურველი პატარა ბავშვებთან, რომლებმაც არ იციან კარგად როგორ არ ატკინონ და ა.შ, ბევრ რამეს არ მოუთმენს ისეთი ხასიათი აქვს უბრალოდ. თორემ გამონაკლისებიც არსებობს, შეიძლება ძალიანაც თბილი და ფუმფულა იყოს :დ აღზრდაც დიდ როლს თამაშობს. მე გირჩევთ სხვა ჯიშებსაც გადახედოთ თუ მაინცდამაინც ტაქსა გინდათ ბავშვის გაზრდამდე მაინც მოიცადოთ, ძნელია გააგებინო 2 წლის ბავშვს რომ არ მოქაჩონს ყურებზე ან უჩქმიტოს და ა.შ

Posted by: alexander21 28 Nov 2014, 23:24
Pumped up kicks
მადლობამადლობა რჩევისთვის, რათქმაუნდა გაზრდასაც გააჩნია, როგორც ძაღლის ისე ბავშვის smile.gif მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან მოგვწონს და გვინდა ტაქსა და დავფიქრდებით, ისე სხვა რა ძაღლი შეგიძლია მირჩიოთ ასეთი პირობებისთვის...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 29 Nov 2014, 10:35
alexander21
გერმანულ ბოქსიორს გირჩევდი მოკლე ბეწვი აქვს გაწვრთნაც მარტივივია და ბავშვთან იდეალური ვარიანტია

Posted by: SabaGEO 16 Dec 2014, 23:30
მოგესალმებით, დღეს ვიყიდე თვინახევრის ტაქსა და ცოტა მუდოსავითაა biggrin.gif თიქმის არ დადის, ზოგჯერ კანკალებს, სულ სძინავს, საჭმელიც ძალიან ცოტა ჭამა, თან ცხვირზე ვადებ ხელს და მგონი სველიც არ აქვს. ასე უნდა იყოს?

Posted by: Pumped up kicks 17 Dec 2014, 13:03
SabaGEO
ჯერ ახალი მოყვანილი გყავთ და ალბათ სტრესშია, მოგეჩვევათ და მოვა აზრზე. თან პატარაა და მაგ ასაკში ლეკვებს მართლაც ბევრი სძინავთ. მთავარია საჭმელი ჭამოს, მოინელოს და ა.შ. თუ ჭამაც შეწყვიტა და კუჭის მოქმედებაც აერევა, ან ძალიან უმოქმედო გახდება მერე მიაკითხეთ ექიმს

Posted by: SabaGEO 17 Dec 2014, 21:51
Pumped up kicks
დღეს დილით მყავდა ვეტერინართან, ზოგადად შემოწმებისთვის, მითხრა ჯანმრთელიაო, მაგრამ რაღაც აბი მაინც დაალევინა და რაღაც ვირუსზეც გაუკეთა აცრა, თან მითხრა დღის ბოლომდე უნდა გავიდეს კუჭშიო, ამ დრომდე არ გასულა და რომ დავურეკე ვეტერინარს მითხრა ოყნა გაუკეთეო, რაც წარმოუდგენელია ჩემთვის... ვინმეს გქონიათ მსგავსი სიტუაცია?

Posted by: Pumped up kicks 18 Dec 2014, 02:18
SabaGEO
ოყნა არა მაგრამ სანთლებს ვუკეთებდი უშველებელ გერმანულ ნაგაზს biggrin.gif უპრობლემოდ თან biggrin.gif სავარაუდოდ ჭიის წამალს დაალევინებდა, თუმცა თუ ეგ იყო აცრაც იმ დღესვე არ უნდა გაეკეთებინა....რომელ ექიმთან გყავდათ? არც ოყნის გაკეთებაა დიდი პრობლემა, რა უნდა პატარა ლეკვის დაჭერას და მაგის გაკეთებას

Posted by: მოთამაშე 18 Dec 2014, 03:26
მეზობელს ყავდა... გაზზე იყო )))))

თემის ავტორის პირველ 2 პოსტზე ნერვოზი ავიკიდე...

შეყვარებული გინდა tongue.gif

Posted by: SabaGEO 18 Dec 2014, 21:11
Pumped up kicks
გლდანში მყავდა სახელი და გვარი არ მახსოვს, მგონი რუსი იყო, ქართული არ იცოდა, ლეკვი ეხლა უკვე კარგად არის, კუჭშიც გავიდა ოყნის გარეშე biggrin.gif

Posted by: Pumped up kicks 19 Dec 2014, 15:24
SabaGEO
თუ გლდანში ცხოვრობ და მანდ გაწყობს ექიმი ვახტანგ მამალაძეს მიაკითხე ხიზანიშვლის ქუჩაზე, პირველ მიკროში, ხიდთანაა. მიხარია თუ კარგადაა ლეკვი smile.gif

Posted by: SabaGEO 19 Dec 2014, 21:00
Pumped up kicks
გასაგებია, მადლობა ყურადღებისთვის :-)

Posted by: pepi grdzelicinda 23 Dec 2014, 10:25
QUOTE (მოთამაშე @ 18 Dec 2014, 03:26 )
მეზობელს ყავდა... გაზზე იყო )))))

თემის ავტორის პირველ 2 პოსტზე ნერვოზი ავიკიდე...

შეყვარებული გინდა tongue.gif

სხვაგან მოხვდი აშკარად,
იმედია მალე დაგაზავ smile.gif)
დიაგნოზებს აქ ვერ დაგისვამთ შეგიძლია სხვა თემაში ეძებო კომპეტეტნტური ვინმე,
და მე რა მინდა ამას მივხვდები როგორმე ,რჩევები დაარიგე სხვაგან

* * *
SabaGEO

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაქსების პატრონების ჯგუფში smile.gif
ფოტოს ველოდებით smile.gif
* * *
alexander21
გამარჯობა, ახლა ვნახე შენი პოსტები, მე ბავშვი არ მყავს და არ ვიცი როგორ მოიქცევა ჩემი ტაქსა , მაგრამ ბავშვები ძალიან უყვარს, საერთოდ ყველა უყვარს.

აგრესიული არ არის საერთოდ.

ამ თემაში არის "ჭიორუკა" , მაგას ჯერ ტაქსა ყავდა და მერე ბავშვი, როგორც ვიცი იდეალური ურთიერთობა აქვთ. რჩევა კითხე თუ გინდა smile.gif

ტაქსას გამო კი ნამდვილად არ ინანებ, ძალიან საყვარელი და ჭკვიანი ძაღლია.

Posted by: SabaGEO 24 Dec 2014, 23:27
QUOTE
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაქსების პატრონების ჯგუფში 
ფოტოს ველოდებით 

კარგი ხვალ აუცილებლად დავდებ )))

Posted by: SabaGEO 1 Jan 2015, 22:26
ცოტა დაგვიანებით, ჩემი ტესი love.gif love.gif

Posted by: SabaGEO 1 Jan 2015, 22:29
.....................................................

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 1 Jan 2015, 23:00
SabaGEO
უცნაური ფერია, თავის ფორმა და ყურებიც _ ასეთს პირველად ვხედავ სუფთა სისხლისაა?

Posted by: SabaGEO 2 Jan 2015, 14:14
M-A-S-E-R-A-T-I
რათქმაუნდა სუფთა სისხლისაა, მშობლებსაც ვიცნობ თავის საბუთებით, უკვე ამასაც გავუკეთეთ თავისი. https://www.youtube.com/watch?v=2eBpHzn305Q

Posted by: Pumped up kicks 2 Jan 2015, 14:44
ლაბრადორის და ტაქსას ნაჯვარს გავს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: pepi grdzelicinda 3 Jan 2015, 15:27
SabaGEO
უი მართლა როგორი განსხვავებული ტაქსაა, მარტო ფოტოებზე მაქვს ნანახი ეგეთი ფერი.
ყურებიც შედარებით პატარა აქვს .
მინიატურული ტაქსაა თუ დიდი ?

Posted by: SabaGEO 3 Jan 2015, 19:45
pepi grdzelicinda
არა ჩვეულებრივი ტაქსაა, ორი თვისაც არ არის ჯერ და პატარა ალბათ ამიტომ ჩნას, რო მოვიცლი მერე კიდევ დავდებ სურათებს.

Posted by: pepi grdzelicinda 4 Jan 2015, 11:58
SabaGEO
ვნახე ვიდეო, ძალიან ლამაზი ტაქსა გყავთ და ყველასგან გამორჩეული smile.gif

Posted by: dimitriiiii 12 Apr 2015, 13:54
ჩემი ბიძაშვილის ტაქსას მოწყდა უკანა ფეხები ( ცოტა ძალას გრძნობს მაგრამ უმეტესად დაათრევს ), ვეტერინარს ნემსები დაუნიშნია ,მაგრამ არ შველის, რამე საშველი არის ხომ არ იცით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Apr 2015, 15:59
dimitriiiii
QUOTE
ჩემი ბიძაშვილის ტაქსას მოწყდა უკანა ფეხები ( ცოტა ძალას გრძნობს მაგრამ უმეტესად დაათრევს ), ვეტერინარს ნემსები დაუნიშნია ,მაგრამ არ შველის, რამე საშველი არის ხომ არ იცით?

კი არსებობს სპეციალური პროთეზები

Posted by: dimitriiiii 13 Apr 2015, 12:21
M-A-S-E-R-A-T-I
მადლობა და მკურნალობის სხვა გზა არ არსებობს ნეტა?

Posted by: pepi grdzelicinda 14 Apr 2015, 09:23
dimitriiiii
http://dachshundfanclub.com/dog-on-wheels-1951/

ასეთ პროთეზს გულისხმობს ალბათ მასერატი sad.gif

რატომ დაემართა ? ხერხემალი აქვთ სუსტი ამ ძაღლებს , წონის კონტროლი ჭირდებათ სულ

Posted by: pepi grdzelicinda 9 Jun 2015, 09:31
ჩვენი თემა ისევ გაცდა აქტიური თემების 3 გვერდს smile.gif

ახალი ამბავი მაქვს ! ჩემი უმა ორსულადაა , ველოდებით ივლისის პირველ რიცხვებში.
თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება ძაღლის მშობიარობასთან დაკავშირებით გამიზიარეთ, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.

Posted by: pepi grdzelicinda 21 Jul 2015, 12:32
ოჯახში მატება გვაქვს, გაიცანით კოსტა, უმას ერთადერთი ბიჭი

Posted by: SabaGEO 19 Jan 2016, 02:21
pepi grdzelicinda
ძალიალ საყვარელია, უკვე დიდი ბიჭი იქნება ))

ჩემი ტესი ეხლა ასეთია, მუდამ სევდიანი თვალებით მაგრამ გულით მხიარული smile.gif http://www.picz.ge

Posted by: pepi grdzelicinda 20 Jan 2016, 14:20
SabaGEO
ძალიან ლამაზი ტესი გყავთ, ფეისბუქიდან ვიცნობ smile.gif

Posted by: BUGSY_SIEGEL 7 Feb 2016, 19:57
რა ღირს?............................................................
* * *
მინიატურული ტაქსა რა ღირს?.......................................

Posted by: DIOGENA 8 Feb 2016, 11:06
ბევრთან მისაუბრია ტაქსაზე და სამწუხაროდ, უმეტესობას არ ხიბლავს ეგ ჯიში... და მათთვის არ მოწონების მთავარი მიზეზი, ტაქსას არასტანდარტული აღნაგობაა.

ჩემთვის კი სრულიად წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ეს უსაყვარლესი ტიპი... love.gif love.gif

იმედია, დადგება დრო, როცა მეც მეყოლება ჩემი ტაქსუნა!!!

Posted by: BUGSY_SIEGEL 8 Feb 2016, 12:25
DIOGENA
QUOTE
მთავარი მიზეზი, ტაქსას არასტანდარტული აღნაგობაა

პირიქით ეგაა მთავარი მიზეზი რო საკაიფო ძაღლია
განსხვავებული ტიპაჟი მოგყვება გვერდით
რა ღირს ხო არ იცი მინიატურული ტაქსას ლეკვი?

mad.gif mad.gif

Posted by: DIOGENA 8 Feb 2016, 14:50
BUGSY_SIEGEL
QUOTE
პირიქით ეგაა მთავარი მიზეზი რო საკაიფო ძაღლია
განსხვავებული ტიპაჟი მოგყვება გვერდით

100%... უმაგრესი ტიპაჟია...


QUOTE
რა ღირს ხო არ იცი მინიატურული ტაქსას ლეკვი?


სამწუხაროდ, ვერ გეტყვი.. არ ვიცი.. აქ არიან მცოდნეები და გამოგეხმაურებიან ალბათ...

Posted by: pepi grdzelicinda 11 Feb 2016, 14:44
BUGSY_SIEGEL
DIOGENA

მე მყავს ტაქსა. უკვე 4 წელია ცხოვრებას გვიხალისებს.
არ ინანებთ თუ აიყვანთ.
მაგაზე უფრო მოსიყვარულე,მხიარული და ცელქი ძაღლი ალბათ იშვიათი ჯიში იქნება.
ერთი ლეკვი გამიჩინა,გავაჩუქე ვერ მოუარეს და მერე 100 ლარად გავყიდე,ისე 250-300 ღირს.
აღნაგობა?ყველაზე ლამაზები არიან smile.gif)
http://wienerdogdaily.com/30-celebrity-dachshunds-owners/

Posted by: DIOGENA 11 Feb 2016, 17:40
pepi grdzelicinda
მართლა მაგარი ტიპია... მე საოცრად მომწონს... რომ ვუყურებ, უკვე პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს...
მოვა დრო და მეყოლება ჩემი ტაქსა...


QUOTE
100 ლარად გავყიდე,ისე 250-300 ღირს.

ხო მართლა, მომავალშიც თუ ასე იაფად გაყიდი, რამენაირად გამაგებინე და... კიდევ უფრო სერიოზულად დავფიქრდები ტაქსას აყვანაზე... biggrin.gif

QUOTE
http://wienerdogdaily.com/30-celebrity-dachshunds-owners/

ოდრის და კლინტსაც ეგ ეშმაკუნები რომ ჰყოლიათ რა... up.gif up.gif

Posted by: BUGSY_SIEGEL 12 Feb 2016, 16:49
pepi grdzelicinda
მინიატურულია ხო შენი? ძაან მაგარია
ზუსტად ეგეთი მინდა მაგ ფერის
მუქი ყავისფერიც კარგია
გაწვრნით ადვილად იწვრთნება? ვთქვათ სახლში რო არ მოშარდოს

Posted by: pepi grdzelicinda 15 Feb 2016, 17:08
BUGSY_SIEGEL
კი მინიატურულია,
გაწვრთნის რა გითხრა, ერთ ადგილას მალე ეჩვევა, ტილოს ვუფენდი აბაზანაში და იქ მიდიოდა მერე თავისით, მაგრამ ხანდახან ერეოდა ადგილები,smile.gif
კბილებს სანამ მოიცვლის ცოტა საშიშია, კაბელები,შპალერი,ხის პლინტუსები.. ხო მე მაგალითად სქელი ტახტის გადასაფარებელი პლედი გამიხხვრიტა, თხრიდა..
ისე ძაან მხიარული და მოსიყვარულე ძაღლია, ყველაფერს რომ პატიობ და შენც რომ გიკვირს რატომ პატიობ.
ყველაზე მეტად ვერ იტანს თუ ებუტები და და არ იკარებ, აიგნორებ. დასჯა ისე არ უტყდება როგორც იგნორი smile.gif ცდილობს რომ შეგირიგდეს ყველანაირად

Posted by: BUGSY_SIEGEL 26 Feb 2016, 14:29
pepi grdzelicinda
ლეკვებს არ ყრის შენი? მინიატურული მინდა............................

Posted by: pepi grdzelicinda 27 Feb 2016, 09:41
BUGSY_SIEGEL
ერთხელ შევაჯვარე, 4 წლისაა ეხლა, დაახლოებით 2 წელში ვაპირებ კიდევ შევაჯვარო. ჯერჯერობით არა

Posted by: pepi grdzelicinda 16 Jun 2016, 18:01
ჩვენი თემა მეოთხე გვერდიდან ამოვიტანე smile.gif
გავხადოთ პოპულარული ტაქსა! smile.gif

Posted by: Davon 21 Jun 2016, 16:25
ტაქსას ლეკვი მინდა, 150-ად ვიყიდი თუ ვინმეს გყავთ

უბრალოდ 3 დიდი კატა მყავს და ლეკვობიდან მათთან რო იქნება შეეჩვევა იმედია ჰო

გამაგიჟა ამ ძაღლმა

user posted image

Posted by: pepi grdzelicinda 21 Jun 2016, 17:51
Davon
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9510021/
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9616519/

გადახედე აბა, დაუკავშირდი, smile.gif

ისე კატებს ვერ იტანენ დიდად

Posted by: Davon 21 Jun 2016, 20:01
pepi grdzelicinda
ბავშვობიდან მინდა დ ა გუშინ რო ვნახე სურათები გადავწყვიტე ვიყიდო

უბრალოდ ჩემი კატებიც ძალიან მიყვარს და მინდა რო შეეგუონ

მადლობა ლინკებისათვის

Posted by: pepi grdzelicinda 22 Jun 2016, 07:40
Davon
დამიჯერე არ ინანებ, ძალიან მხიარული ძაღლია, მე ვიცნობ ტაქსების პატრონებს ბევრს, არა მარტო ქართველებს და ყველას ერთნაირი ხასიათი აქვს, დონდლო და მძინარა ტაქსა არ არსებობს, ყველა მხიარული, ენერგიული და ძალიან
მოსიყვარულეა.

Posted by: Davon 22 Jun 2016, 13:27
pepi grdzelicinda
ერთმა არ აიღო მეორეს გათიშული აქვს :/

QUOTE
ყველა მხიარული, ენერგიული და ძალიან
მოსიყვარულეა.

მთავაროა ფისოებს შეეგუოს

სარჩენად ძვირია? რა ჯდება თვეში მოვლა

Posted by: pepi grdzelicinda 22 Jun 2016, 14:41
Davon
მანდ კიდევ ერთი განცხადებაა, ზიზუს შვილზე, 150 დოლარს აფასებენ, თუ გადაიხდი მაგდენს რავი..
არა ძვირი საერთოდ არაა მოვლა, ძალიან ცოტას ჭამს, არც არის სასურველი ბევრი აჭამო, არ უნდა გასუქდეს თორემ ხერხემალი დაუზიანდება, გრძელი ხომ აქვს და სუსტია. წელიწადში ერთხელ აცრი და ჭიის წამალს დაალევინებ, ეგარი სულ smile.gif

Posted by: ჰოვა 5 Jul 2016, 16:53
მინდა ბიძაჩემისთვის ვიყიდო ტაქსა. საბუთებიანი.

გოგოს მირჩევთ თუ ბიჭს?

იცით რამე ვარიანტები?
ლეკვის მოვლა რამდენად რთულია?

Posted by: pepi grdzelicinda 7 Jul 2016, 14:24
ჰოვა
ლეკვის მოვლა როგორც ყველა ლეკვის რთულია, სანამ მოსაქმებას ერთ ადგილზე ასწავლი, ყველაფერის ღრღნას და თხრას გადაეჩვევა კბილებს რომ მოიცვლის..
გოგო და ბიჭის შერჩევა არ ვიცი, მე გოგო მყავს..
საბუთებიანი რა გითხრა, მაიმარკეტზე დევს განცხადებები

Posted by: ჰოვა 7 Jul 2016, 17:38
QUOTE (pepi grdzelicinda @ 7 Jul 2016, 14:24 )
ჰოვა
ლეკვის მოვლა როგორც ყველა ლეკვის რთულია, სანამ მოსაქმებას ერთ ადგილზე ასწავლი, ყველაფერის ღრღნას და თხრას გადაეჩვევა კბილებს რომ მოიცვლის..
გოგო და ბიჭის შერჩევა არ ვიცი, მე გოგო მყავს..
საბუთებიანი რა გითხრა, მაიმარკეტზე დევს განცხადებები

დღეში 2ჯერ გასეირნება ეყოფა ლეკვს? 3ჯერ მაქს?

სახლში მარტო დატოვება დღის განმავლობაში პრობლემა ხომ არ იქნება?


Posted by: pepi grdzelicinda 9 Jul 2016, 13:20
ჰოვა
ლეკვს არ ეყოფა, სანამ ისწავლის შეკავებას არ ეყოფა. უნდა მიაჩვიოთ, მშრალ კვებაზე თუ იქნება ბევრჯერ გაყვანა არ დაჭირდება, მაგრამ სანამ ყველა აცრას არ გაუკეთებთ გარეთ გაყვანაც არაა მიზანშეწონილი.
მოყვანის დღიდან მარტოს ვტოვებთ სახლში, უბრალოდ კაბელები, ჩუსტები,ფეხსაცმელები, წიგნები, მისაწვდომ ადგილზე არ დაუდოთ, თორემ შეჭმულს და დახეულს დაგახვედრებთ, რამე სათამაშო ან საღრღნელი ძვალი(ვეტ მაღაზიებშI იყიდება) დაუტოვეთ ხოლმე რომ გაერთოს.

Posted by: კეტუსა 20 May 2017, 21:49
QUOTE (DIOGENA @ 11 Feb 2016, 17:40 )
pepi grdzelicinda
მართლა მაგარი ტიპია... მე საოცრად მომწონს... რომ ვუყურებ, უკვე პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს...
მოვა დრო და მეყოლება ჩემი ტაქსა...


QUOTE
100 ლარად გავყიდე,ისე 250-300 ღირს.

ხო მართლა, მომავალშიც თუ ასე იაფად გაყიდი, რამენაირად გამაგებინე და... კიდევ უფრო სერიოზულად დავფიქრდები ტაქსას აყვანაზე... biggrin.gif

QUOTE
http://wienerdogdaily.com/30-celebrity-dachshunds-owners/

ოდრის და კლინტსაც ეგ ეშმაკუნები რომ ჰყოლიათ რა... up.gif up.gif

ლინკოლნსაც ტაქსა ყავდა ე.წ. კროლიჩი
ერთი მიზეზით -საუკუნის დასაწყისში პირველი იყო კურდღლებზე მონადირე მინიატურული ტაქსა. popcorn.gif


* * *
QUOTE (pepi grdzelicinda @ 16 Jun 2016, 18:01 )
ჩვენი თემა მეოთხე გვერდიდან ამოვიტანე smile.gif
გავხადოთ პოპულარული ტაქსა! smile.gif

ტაქსას შესახებ რაც კი რუსული და ინგლისური რეკომენდაცია კონსულტაცია რჩევა და დარიგება შეიძლება მიმეღო მივიღე მაგრამ ვიფიქრე ფორუმზეც შეიძლება იყოს რამეთქო და აი წაგაწყდი

pepi grdzelicinda
2012იდან წარმოებული მიმოწერა სრულად გადავიკითხე და ასეთი კარგი განწყობა არ მქონია დღევანდელ დღემდე მოძიებული ინფორმაციიდან
დიდი მადლობა რჩევებისთვის
ბავშვობის ოცნებას ვისრულებ და მომავალი კვირის ბოლოს ვყიდულობ ამ საოცრებას
ტაქსა არის ყველა სტილი-კლასიკა ვინტაჟი მოდერნი ქეჟუალი სპორტი რაც მთავარია სიურეალიზმი

Posted by: nia4u 25 May 2017, 19:13
კეტუსა
სად ყიდულობ, თუ საიდუმლო არ არის? ან რა ფასად?
თბილისში ტაქსა თუ არსებობდა არც მეგონა, არასდროს შემხვედრია აქ... smile.gif

Posted by: კეტუსა 29 May 2017, 22:18
QUOTE (nia4u @ 25 May 2017, 19:13 )
კეტუსა
სად ყიდულობ, თუ საიდუმლო არ არის? ან რა ფასად?
თბილისში ტაქსა თუ არსებობდა არც მეგონა, არასდროს შემხვედრია აქ... smile.gif

თელავიდან წამოვიყვანე მიშკასგან; mymarket.geზე უდევს განცხადება 250 ლარად
სახეობა-მინიატურული(6კგ. 45 სმ კუდით) დარჩენილი ყავს ერთი ბიჭი
ჩემი ბიჭი ფოტოზე ასე გამოიყურება იმდენად მოძრავია ძილშიც კი რომ არც ერთ ფოტოზე ჩანს ნორმალურად facepalm.gif

Posted by: nia4u 2 Jun 2017, 22:12
QUOTE
ჩემი ბიჭი ფოტოზე ასე გამოიყურება

კეტუსა
ძაან საყვარელია love.gif
მადლობა ინფოსთვის smile.gif

Posted by: კეტუსა 3 Jun 2017, 14:08
QUOTE (nia4u @ 2 Jun 2017, 22:12 )
QUOTE
ჩემი ბიჭი ფოტოზე ასე გამოიყურება

კეტუსა
ძაან საყვარელია love.gif
მადლობა ინფოსთვის smile.gif

კი ჩასაყლაპია როდესაც სძინავს givi.gif
გმადლობ bis.gif
დღეს ასაცრელად წავიყვანე მაგრამ უარი მითხრეს-იმუნიტეტი აქვს დაქვეითებულიო ერთი კვირა მომცეს რომ დავაკვირდეთ; საკვების რაციონი უნდა გავუმრავალფეროვნო ხილით და ბოსტნეულით თორემ მხოლოდ მზა კორმით ფონს ვერ გავალთ ^_^

Posted by: nia4u 3 Jun 2017, 14:21
კეტუსა
რა ხნისაა?
იმუნიტეტის დაქვეითება როგორ გამოიხატება?
2 თვემდე ლეკვს დედისგან გამოყოლილი იმუნიტეტი აქვს,
რა ხნის დააცილეს დედას?
QUOTE
საკვების რაციონი უნდა გავუმრავალფეროვნო ხილით და ბოსტნეულით თორემ მხოლოდ მზა კორმით ფონს ვერ გავალთ ^_^

ხილი და ბოსტნეული კარგია, მაგრამ ლეკვს უნდა კორმზე დამატებული ხაჭო, კვერცხი, საქონლის უმი ხორცი, ქათმის ხორცი,
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა და რიგრიგობით smile.gif
დღეში 4-5 კვება yes.gif
აცრა 2 თვეს არ გადააცილო...
+ ჭიაზე თუ არის დამუშავებული?

Posted by: კეტუსა 6 Jun 2017, 20:57
QUOTE (nia4u @ 3 Jun 2017, 14:21 )
კეტუსა
რა ხნისაა?
იმუნიტეტის დაქვეითება როგორ გამოიხატება?
2 თვემდე ლეკვს დედისგან გამოყოლილი იმუნიტეტი აქვს,
რა ხნის დააცილეს დედას?
QUOTE
საკვების რაციონი უნდა გავუმრავალფეროვნო ხილით და ბოსტნეულით თორემ მხოლოდ მზა კორმით ფონს ვერ გავალთ ^_^

ხილი და ბოსტნეული კარგია, მაგრამ ლეკვს უნდა კორმზე დამატებული ხაჭო, კვერცხი, საქონლის უმი ხორცი, ქათმის ხორცი,
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტ-ცოტა და რიგრიგობით smile.gif
დღეში 4-5 კვება yes.gif
აცრა 2 თვეს არ გადააცილო...
+ ჭიაზე თუ არის დამუშავებული?

17/06-ში ხდება 2 თვის
სიცხე რომ გავუზომეთ 38-მდე ძალიან ნელა ავიდა
დედისგან თვის და 9 დღის იყო რომ წამოვიყვანე, ბოლო 2 დღე დედა არც იკარებდა კბენდნენ როდესაც ძუძუსთან მივიდოდნენ შეაწუხეს
კორმის შერევა არ არის რეკომენდიებული უნდა ჩანაცვლდეს
ერთი კვება ჩავუნაცვლე ჯერ ვაშლზე მყავდა 3 დღე დღეს ვაშლის ნაცვლად ხაჭო და ბანანი ვაჭამე
ვფიქრობ ჭიაზე რომ დამუშავდა მას შემდეგ ვერ აღიდგინა იმუნიტეტი; კომფორტულ პირობებში დაიბადა და იზრდებოდა სანამ დედასთან იყო
გმადლობ ყურადღებისთვის nia4u^_^

ერთი რაც ცოტა მაშინებს მისი ჰიპერაქტიულობაა; მაგალითად სირბილის დროს შეიძლება ავეჯს დაეჯახოს დაიღრენს ადგება და ისევ გავარდება გამოვარდება და ამ დროს თუ შემთხვევით გვერდზე აღმოჩნდა ვინმე გამწარებული ფეხში ჩააფრინდება იღრინება და ბრაზდება..რამდენად ნორმალურია ასეთი ქცევა?

Posted by: nia4u 7 Jun 2017, 12:51
კეტუსა
QUOTE
კორმის შერევა არ არის რეკომენდიებული უნდა ჩანაცვლდეს

ჰოო, ეგ ვიგულისხმე... smile.gif

QUOTE
ერთი რაც ცოტა მაშინებს მისი ჰიპერაქტიულობაა; მაგალითად სირბილის დროს შეიძლება ავეჯს დაეჯახოს დაიღრენს ადგება და ისევ გავარდება გამოვარდება და ამ დროს თუ შემთხვევით გვერდზე აღმოჩნდა ვინმე გამწარებული ფეხში ჩააფრინდება იღრინება და ბრაზდება..რამდენად ნორმალურია ასეთი ქცევა?

უი, ამაზე ვერაფერს გეტყვი... sad.gif

Posted by: კეტუსა 8 Jun 2017, 21:06
დღეს დავაფიქსირე და ვფიქრობ სწორად რომ როდესაც ხელში უნდა წკმუტუნებს მაგრამ თუ არ ავიყვანთ ცოტა ხანში იწყებს მსგავს არა ადექვატურ მოძრაობებს ღრენასთან ერთად
თუმცა თავისი ადგილი იცის და ლოგინში არ ვიწვენთ

Posted by: pepi grdzelicinda 15 Jun 2017, 08:57
კეტუსა

ვაააა გილოცავ! ახალი ტაქსას მოყვარული გვყავს!

აბა შენ იცი ეხლა როგორ გაგვიხალისებ თემას smile.gif

ჯერ კიდევ არ იცი რა სიამოვნება და ყოველდღიური სიხარული გელის წინ smile.gif

Posted by: კეტუსა 16 Jun 2017, 23:49
QUOTE (pepi grdzelicinda @ 15 Jun 2017, 08:57 )
კეტუსა

ვაააა გილოცავ! ახალი ტაქსას მოყვარული გვყავს!

აბა შენ იცი ეხლა როგორ გაგვიხალისებ თემას smile.gif

ჯერ კიდევ არ იცი რა სიამოვნება და ყოველდღიური სიხარული გელის წინ smile.gif

20 წუთში 2 თვის ხდება biggrin.gif
დაქანცულს სძინავს მეც დაქანცულმა შემოვიხედე ფორუმზე
ბრძანებები ჩემთან-დაჯექი-ადგილზე ცოტა დაამუღამა თუმცა საღამოს 7-10:30 თუ გინდა მოეფერე თუ გინდა უყვირე თუ გინდა ხელით შეეხე შანსი არ გაქვს რომ გააკეთებინო ის რაც გინდა..ოთახში მოგონკავეს რომ ვუყურებ ისე მგონია რომ მისთვის გრავიტაცია არ არსებობს და რომ ცოტა ხანში კედელზეც გაირბენს
მაგრამ რომ დაიღლება და კალათში თავის გემოზე მოეწყობა და ასე ამომხედავს იქ მავიწყდება ყველაფერი
gigi.gif
პ.ს.
თავისი პლუშის სპილოს გარეშე არ იძინებს ^_^

Posted by: zekota 4 Oct 2017, 22:38
რამე სახელი შემირჩიეთ...პატარა ტაქსუნიასთვის.....

Posted by: barsika133 10 Oct 2017, 12:33
გამარჯობათ მყავს ხვადი ტაქსა (მინიატურული) არის წლის და ცხრა თვის შავი ფერის ვეძებ დედალს მინიატურულს რა თქმა უნდა ყველა საბუთი წესრიგში აქვს 577161111
* * *
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: sabas 16 Nov 2017, 13:04
ლეკვები ვის გყავთ ?

ჩემი მარკეტისsmile.gif ლინკები არ მომწეროთ ეგენი ზეპირად ვიცი

ჯუჯა ტქსები მაინტერესებს

Posted by: sabas 27 Nov 2017, 11:26
გამარჯობა

როგორი გამოცდილება გქვთ ? დიდს უფრო არ ემართება ხერხემლის პრობლემები ჯუჯასთან შედარებით? უფრო კარგად მოძრაობს ?

დიდს მირჩევენ და თქვენი გამოცდილება მაინტერესებს




Posted by: pepi grdzelicinda 14 Dec 2017, 21:00
barsika133
გამარჯობა, მე მყავს მინიატურული ტაქსა გოგო, 6 წლისაა, ერთხელ შევაჯვარე და ერთი ლეკვი ყავდა,
ვაპირებთ მომავალ წელს შევაჯვაროთ კიდევ, სავარაუდოდ გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყოსში ექნება პერიოდი ,
საბუთები არ გვაქვს, ახლობელისგან ვიყიდეთ და ზუსტად ვიცი რომ სუფთა სისზლისაა, სურათები წინა გვერდებზეა და ნახეთ smile.gif
* * *
sabas
გამარჯობა, რა ხდება მაიმარკეტზე? არ ყავთ კარგი ლეკვები? ჯუჯა მყავს და 6 წელია არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ერთადერთი თუ ცხიმიანი ხორცით მომივიდა საჭმელის გაკეთება, განსაკუთრებით ქათმის, გულს ირევს ხოლმეsmile.gif
არ უნდა გასუქდეს არც დიდი და არს ჯუჯა, წონაა მაგათი პრობლემა, ხერხემალზეც მაგიტომ აქვთ პრობლემა.
ჩემი აზრით ჯუჯა უფრო პროპორციულია , დიდი ტაქსები დიდი გულმკერდით და დიდი ცხვირით ცოტა არ მელამაზებაsmile.gif ბოდიში დიდ ტაქსებთან, ხასიათით მგონი ყველა მხიარული და საყვარელიაsmile.gif

Posted by: კეტუსა 16 Dec 2017, 18:19
QUOTE (pepi grdzelicinda @ 17 Jan 2012, 19:01 )
QUOTE (korela92 @ 10 Jan 2012, 10:02 )

გაგვაცანი რა შენი გენიოსი. დადე ფოტო smile.gif

ესეც უმა smile.gif

უი უმას ეს ფოტო მაიმარკეტზე ვნახე დღეს
ყოველი შემთხვევისთვის შეგატყობინე საავტორო უფლებები მაინც საკამათო თემაა ^_^
* * *
QUOTE (zekota @ 4 Oct 2017, 22:38 )
რამე სახელი შემირჩიეთ...პატარა ტაქსუნიასთვის.....

რა დაარქვი??

Posted by: pepi grdzelicinda 16 Dec 2017, 19:00
კეტუსა
ხო ვიცი , ნანახი მაქვს, ადრეც ედო რომელიღაც ვეტ კლინიკას smile.gif)წითელ პუფაი რომ
ზის ოს სურათი, ეს ახალია არ მინახავს , ფორუმიდან ამოუღიათ smile.gif

ბიჭი ტაქსას სახელი გინდა თუ გოგოსი?
ბიჭი -ჰანტერი ( მონადირე)
გოგო- აგრადო(სიხარული ესპანურად)

Posted by: POKERISBLUFF 16 Dec 2017, 19:47
user posted image

4 წლისაა
პატარა რომ იყო ძლივს საიდანღაც გოგო მოუყვანეს და ვერ იყო მზად
ახლა, გიჟივითაა
იქნებ გყავდეთ კარგი გოგო
ძაან განიცდის sad.gif
თუ გამოჩნდა ვინმე PM შემეხმიანეთ.

Posted by: @Schizophrenic 16 Dec 2017, 21:54
QUOTE
ახლა, გიჟივითაა

რას შვება lol.gif lol.gif
მე მომპარეს 6 თვის წინ :X

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 16 Dec 2017, 22:01
@Schizophrenic


QUOTE
მე მომპარეს 6 თვის წინ :X


არაადამიანი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. mad.gif



Posted by: კეტუსა 16 Dec 2017, 22:29
QUOTE (@Schizophrenic @ 16 Dec 2017, 21:54 )
QUOTE
ახლა, გიჟივითაა

რას შვება lol.gif lol.gif
მე მომპარეს 6 თვის წინ :X

ქართველ მონადირეებს "მაგრად ევასებათ" ტაქსები განსაკუთრებით სამეგრელოში smile.gif
როგორც მითხრეს საზღვარზეც რამდენიმე ტაქსა ყავთ

Posted by: pepi grdzelicinda 16 Dec 2017, 22:45
POKERISBLUFF
ეს თედო ხომ არ არის? მე მყავს გოგო და გაზაფხულზე ვაპირებთ შეჯვარებას, მინი ტაქსა, შავი.. ჯერ კანდიდატებს ვარჩევთ smile.gif)

Posted by: POKERISBLUFF 17 Dec 2017, 01:24
pepi grdzelicinda

რა თედო ვერ მივხვდი?

@Schizophrenic
დაფართხალებს, ეზოში როგორც კი გადის როგორი ხმააქ კი გეცოდინება biggrin.gif და ერთI 100 კრუგს აკეთებს))
მოწყენილია ხოლმე ძაან, ვისზეც ყველაზე მეტად იყო მიჩვეული ის გარდაიცვალა დაახლოებით 2თვეა და მეცოდება sad.gif
თან უნდა კაცია ბოლო ბოლო vis.gif biggrin.gif
ძაან ტეხავს მოპარვის ამბავი sad.gif

Posted by: @Schizophrenic 17 Dec 2017, 01:29
POKERISBLUFF
მაგარი როჟები აიან biggrin.gif
მეც გავიკითხავ თუ რამე გაგაებინებ

კეტუსა
ანუ მეგრელმა მოიპარა? :დ

Posted by: pepi grdzelicinda 17 Dec 2017, 08:35
POKERISBLUFF
ჩემს გოგოსთან არ გამოუვიდა არაფერი ერთ ბიჭ თედოს,smile.gif) ეგეთი ფერი იყო. იმდენახ იშვიათად ყავდათ ტაქსები რო ძლივს ვიპოვეთ პარტნიორი..

Posted by: კეტუსა 17 Dec 2017, 16:18
იუნგის დილის წვრთნა ^_^ user posted image
* * *
QUOTE (@Schizophrenic @ 17 Dec 2017, 01:29 )
POKERISBLUFF
მაგარი როჟები აიან biggrin.gif
მეც გავიკითხავ თუ რამე გაგაებინებ

კეტუსა
ანუ მეგრელმა მოიპარა? :დ

ეგეც დასაშვებია

Posted by: POKERISBLUFF 17 Dec 2017, 17:18
pepi grdzelicinda

აჰა ანუ სახელი ყოფილა თედო ,გასაგებია biggrin.gif

კეტუსა
თავიდან ისე მახინჯად მეჩვენებოდა ეს რომ drug.gif ასე ვუყურებდი
ახლა, თითქოს გაქრა და ყველა ტაქსა საყვარელია biggrin.gif
ამათმა რო პატრონის ერთგულება იციან, ისე არ ვიცი
ძალიან საყვარელია და მაგარი სახელიც აქვს bis.gif

@Schizophrenic
მადლს იზავ biggrin.gif :*

Posted by: კეტუსა 17 Dec 2017, 17:35
POKERISBLUFF
გმადლობ ^_^
ჩემს შეუძლია ქუჩა აწიოს თუ თვალთახედვის არეალიდან დავიკარგები არა და 8 თვის არის ჯერ
ერთი მომენტი მაქვს დაჭერილი ამათზე ვინმე რომ დაუძახებს მივა,დაჯდება და უყურებს თვალებში ოღონდ დახურული პირით და ისეთი კონსერვატიული გამოხედვით თან თავს 45 გრადუსით გვერძე რომ წევენ ხოლმე

Posted by: ბრაზილია 18 Dec 2017, 19:08
დაახლოებითი ფასი რა არის ამ ჯიშის ძაღლის?

მართლა მაგარი ტიპია yes.gif

Posted by: კეტუსა 19 Dec 2017, 00:11
QUOTE (ბრაზილია @ 18 Dec 2017, 19:08 )
დაახლოებითი ფასი რა არის ამ ჯიშის ძაღლის?

მართლა მაგარი ტიპია yes.gif

საბუთებით-300
უსაბუთო-150-200
სახეობას გააჩნია რომელს შეარჩევ
სატანდარტი
მინი
კროლიჩი

Posted by: ბრაზილია 19 Dec 2017, 21:55
კეტუსა
QUOTE
სახეობას გააჩნია რომელს შეარჩევ
სატანდარტი
მინი
კროლიჩი


არსებითად რა განსხვავებაა ამ სამს შორის

Posted by: კეტუსა 19 Dec 2017, 22:33
ვიზუალური და კილოგრამები
სატანდარტი-წინა თათები აქვს მაქსიმალურად პატარა და ტანი გრძელი-იზრდება 11 კილოგრამამდე
მინი-წინა თათები აქვს მაღალი სტანდარტთან შედარებით და ტანი მოკლე სტანდართან შედარებით -იზრდება 7 კილოგრამამდე
კროლიჩი-მინი დაქსჰუნდის პატარა ვარიანტია-იზრდება 4 კილოგრამამდე

Posted by: ბრაზილია 21 Dec 2017, 17:34
კეტუსა

თითქმის გადაწყვეტილი მაქვს შეძენა
მინის აღწერილობა მომეწონა ნამეტანი biggrin.gif

ეხლა ერთი პრობლემა მრჩება
სად შევიძინო და თან რო არ მომატყუონ

Posted by: კეტუსა 22 Dec 2017, 11:30
QUOTE (ბრაზილია @ 21 Dec 2017, 17:34 )
კეტუსა

თითქმის გადაწყვეტილი მაქვს შეძენა
მინის აღწერილობა მომეწონა ნამეტანი biggrin.gif

ეხლა ერთი პრობლემა მრჩება
სად შევიძინო და თან რო არ მომატყუონ

ჰო ეგ პრობლემაა smile.gif
თუ მკაცრად გადაწყვიტე რომ იყოს მინი ნაცნობობა დაგჭირდება.
11/7/4 კგ არის მაქსიმალური წონა რომელიც ხვადებით იზომება.გოგოები 1.3 კგ პატარები არიან

Posted by: ბრაზილია 22 Dec 2017, 18:55
კეტუსა
QUOTE
ჰო ეგ პრობლემაა
თუ მკაცრად გადაწყვიტე რომ იყოს მინი ნაცნობობა დაგჭირდება.


ცხოველების ბაზარი მირჩიეს მარა რაღაც არ მჯერა მანდ სუფთა ჯიში ვიშოვო
სადმე ძაღლების კლუბებში უნდა ვეძებო ალბათ

QUOTE
11/7/4 კგ არის მაქსიმალური წონა რომელიც ხვადებით იზომება


ხვადი მინდა ჯერჯერობით
მერე ვნახოთ თუ რამეა ძუსაც მოვუყვან biggrin.gif


Posted by: კეტუსა 23 Dec 2017, 18:47
QUOTE (ბრაზილია @ 22 Dec 2017, 18:55 )
კეტუსა
QUOTE
ჰო ეგ პრობლემაა
თუ მკაცრად გადაწყვიტე რომ იყოს მინი ნაცნობობა დაგჭირდება.


ცხოველების ბაზარი მირჩიეს მარა რაღაც არ მჯერა მანდ სუფთა ჯიში ვიშოვო
სადმე ძაღლების კლუბებში უნდა ვეძებო ალბათ

QUOTE
11/7/4 კგ არის მაქსიმალური წონა რომელიც ხვადებით იზომება


ხვადი მინდა ჯერჯერობით
მერე ვნახოთ თუ რამეა ძუსაც მოვუყვან biggrin.gif

კი უკეთესი იქნება რომელიმე კლუბიდან
თორემ მიხვალ მინის საყიდლად და აღმოჩნდება სტანდარტი ან კროლიჩი[ნუ ეს ბოლო ნაკლებად] ანუ ყველაფერი იმის გარდა რაც გინდა rolleyes.gif
სხვა ჯიშის ძაღლს არ გამოგატანენ რადგან ტაქსას ლეკვები სახასიათოები არიან

Posted by: zekota 5 Jan 2018, 00:30
https://radikal.ru

აბა რა ჯიშია ვინ მიხვდება.?

Posted by: pepi grdzelicinda 7 Jan 2018, 09:31
zekota
იაგდ ტერიერია თუ გონჩი

Posted by: zekota 7 Jan 2018, 20:42
pepi grdzelicinda

ტაქსას და იაგდ ტერიერის საერთო ნაზავია.......
მაგარი ცელქია,

Posted by: კეტუსა 7 Jan 2018, 22:57
QUOTE (zekota @ 7 Jan 2018, 20:42 )
pepi grdzelicinda

ტაქსას და იაგდ ტერიერის საერთო ნაზავია.......
მაგარი ცელქია,

ჰაჰაა საყვარელიი სიცელქე ტაქსასგან გამოყვა ^_^

Posted by: zekota 8 Jan 2018, 23:31
https://radikal.ru/video/jXP27nqW8Ce

დღეს პირველი შინაური კურდღლის სუნი აიტაცა,,,,გიჟად იყო,,
* * *
user posted image

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: pepi grdzelicinda 10 Jan 2018, 10:03
zekota
ჩემმა ბაჭია დაახრჩო სოფელში, ქათამს გამოაჭამა კურტუმი, არადა ნაზი და საყვარელი გოგოა რო კითხო sad.gif( დაუნდობელი ხდება

Posted by: zekota 11 Jan 2018, 22:27
pepi grdzelicinda

მთელი დღე შეუძლია ითამაშოს და გიჟად იყოს,,,ენერგიას ვერ ხარჯავს..
რომელი თვიდან უნდა გავასინჯო სოროების გემო.?

Posted by: კეტუსა 14 Jan 2018, 17:28
user posted image
Happy New Year! 2018 bis.gif

Posted by: pepi grdzelicinda 15 Jan 2018, 03:24
zekota
სოროები არ ვიცი მაგრამ სახლში გამითხარა მაგან დივანის გადასაფარებელი საკმაოდ სქელი ადიალა და ხრუშოვკაში კედელი გამოთხარა, შპალერებიც მუხლის სიმაღლეზე აახია, კიდე კაი ძველი სახლი და რემონტი იყო.. რას ვუძლებდი ეხლა რო მახსენდება smile.gif) კაბელები გადაჭამა, ინტერნეტის 8 წვერიანი! ტელევიზია 4 წვერიანიsmile.gif წიგნები..აი ძალიან მავნებელი იყო, საწოლზე დიდხანს ცელოფანს ვაფარებდით , ზედ გვიფსამდა ხოლმე smile.gif

Posted by: zekota 16 Jan 2018, 13:23
pepi grdzelicinda

Nametani celqi yofila,,,dagesaja mere,an jachvi da misi jani.. Bolo bolo dachkvianda tu gaachuqe...?



Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Jan 2018, 21:38
zekota
ქართულად!

Posted by: pepi grdzelicinda 18 Jan 2018, 10:52
zekota
რა გავაჩუქე, ჩემი პირველი შვილია ეგsmile.gif
დასჯა და ცემა ტყეპა არ შველის მაგათ, უარესს აკეთებენ ჯიბრით
უნდა გაებუტო, დააიგნორო, არ ეთამაშო, არ ჩაისვა კალთაში
და ყველანაირად ეცდებიან შეგირიგდნენ

Posted by: zekota 18 Jan 2018, 12:51
user posted image

user posted image

ესენი ორივე ერთად,,,,,,,,,,,,,,,,,,,

* * *
pepi grdzelicinda

ძალა მოუდით ყბაში და უკვე თამაში კბენაში გადაუდით

Posted by: rogneda 21 Mar 2018, 10:15
user posted image
გამარჯობა
ჩემს გოგონას აჩუქეს და გვითხრეს ინგლისური ტაქსააო. ჩვენ ისედაც ძალიან გვიყვარს, მაგრამ გვინდა რომ შევაჯვაროთ და, ალბათ, ამისთვის სუფთა სისხლი მნიშვნელოვანია. ნამდვილად არაა მინიატურული, 30 სმ სიმაღლით და წონით 11 კგ იქნება... მაინტერესებს გამოცდილი „ტაქსისტების“ რჩევა და აზრი smile.gif მადლობა

Posted by: pepi grdzelicinda 21 Mar 2018, 21:53
rogneda
მე სიმართლე გითხრათ არ გამიგია, ვეტ კითხვებში დაწერეთ, იციან ხოლმე ეგეთი რამეები.
მთლიანადრომ ჩანდეს ეგეთიფოტო ატვირთეთ აბა
სქესი არ გიწერიათ ..
მე კი მყავს შეჯვარებაც მინდა მაგრამ ჩემი მინიატურულია 4-5 კილო.

Posted by: rogneda 22 Mar 2018, 16:39
pepi grdzelicinda
აი, ამას გავს ძალიან. ეს ინტერნეტში ვნახე. სამწუხაროდ, სხვა ფოტოს დადება ახლა არ შემიძლია. ინტერნეტში ბევრი წავიკითხე და მე ვფიქრობ რომ მაინც მეტისია, მაგრამ ძალიან კარგი, ჭკვიანი მეტისი. უსაყვარლესი ცუგაა. ჩემი შვილები არ მიჯერებენ ისე, როგორც ეგ. სიმაღლით არის 30 სმ, ძუა.ერთი წლის. და როცა დრო მოვა,გვინდა ტაქსასთან შევაჯვაროთ. თუ რა თქმა უნდა ვიპოვით ვინმე კეტილშოვილ და ცისფერსისხლიან ყმაწვილს smile.gif
* * *
user posted image ეს ფოტო ინტერნეტსი ვნახე აი, ამის მსგავსია

Posted by: კეტუსა 23 Mar 2018, 01:39
რათქმაუნდა ყველა ტაქსა და ტაქსას მეტისი განუმეორებელია.
ისე უცნაური შეფერილობა აქვს და ფართო დინგი
მეც სტანდარტი მყავს ხვადი 11თვის.სიმაღლეში -27 სმ.წონა- 8.8 კგ.
user posted image უკეთესსაც ავტვირთავ გვერდხედში უახლოეს დროში

Posted by: rogneda 23 Mar 2018, 10:41
კეტუსა
ინგლისში და რუსეთში სტანდარტის პარამეტრები უფრო განსხვავებულია. ინგლისურ ტაქსებს აქვთ ცოტა ფართე დინგი და მოზრდილებიც არიან. მამრებს ხო საერთოდ იმხელა გულ-მკერდი აქვთ smile.gif ინტერნეტში წავიკითხე, გამოფენებზე ინგლისში მინი ტაქსები არ დაიშვებიანო smile.gif თუ ტაქსაა ხომ კარგი, თუ არა-ძალიან ძალიან უახლოესი მეტისია მაშინ smile.gif მთავარია, გვიყვარს

Posted by: კეტუსა 23 Mar 2018, 22:32
სავარაუდოდ მათი სელექცია იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეობას დაქსჰუნდის სხვა სახეობებიც მიიღებდნენ
ჯიშებში დაქსჰუნდი მეIV ჯგუფს მიეკუთვნება რომელშიც ერთიანდებიან სტანდარტები, მინი და ე.წ. რაბიტ(კურდღლისებრი) დაქსჰუნდები
ეს ჩემი 'თხაფათხუფა' გვერდხედში 9 თვის ასაკში
user posted image

Posted by: nia4u 25 Mar 2018, 01:29
rogneda
QUOTE
გვინდა რომ შევაჯვაროთ და, ალბათ, ამისთვის სუფთა სისხლი მნიშვნელოვანია.

დართვისას, სიტყვით რომ უთხრათ სუფთა სისხლიაო, არ აქვს მნიშვნელობა,
საგვარეულო უნდა გქონდეთ ლეკვის, სადაც დედის და მამის გენეალოგია იქნება დაფიქსირებული.
რომც იყოს სუფთ სისხლი, საგვარეულოს გარეშე ვერ დაასაბუთებთ.
საგვარეულოს წესით ლეკვის მშობლების პატრონები იღებენ და ატანენ ლეკვებს.

დართვა კი ისეც შეიძლება, ოღონდ ლეკვებს ვერც ამ შემთხვევაში ექნებათ საბუთი, რადგან მშობელს არ აქვს.

მოკლედ, ვინც გაჩუქათ იმ ადამიანისგან უნდა გაარკვიოთ ლეკვის პატრონის და საგვარეულოს ამბები smile.gif

Posted by: rogneda 29 Mar 2018, 13:46
nia4u
მადლობა
გუშინ ექიმთან გვყავდა ჩვენი გოგო და როგორც აგვიხსნეს ეს არის არა ტაქსა, არამედ დოქსლი (THE DOXLE) ბიგლისა და ტაქსას მიქსი smile.gif

Posted by: კეტუსა 9 May 2018, 14:52
ტაქსა-იუნგი user posted image

Posted by: borbolia777 9 May 2018, 15:01
ეს ჯიში ნადირობისთვის ხომ არის განკუთვნილი? ბინაში არ უჭირს ცხოვრება?

Posted by: კეტუსა 9 May 2018, 15:15
QUOTE (borbolia777 @ 9 May 2018, 15:01 )
ეს ჯიში ნადირობისთვის ხომ არის განკუთვნილი? ბინაში არ უჭირს ცხოვრება?

მონადირე ჯიშია ნამდვილად მაგრამ მთავარი ის არის, რომ როდესაც პასუხისმგელობას იღებ ძაღლის მოვლაზე, მაშინ გადაწყვიტო რისთვის გინდა რომ გყავდეს.
ტაქსები ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობენ პატრონთან გვერდზე სავარძელზე/საწოლზე; გაეხვევიან გადასაფარებელში ან საბანში და იძინებენ წიააღმდეგ შემთხვევაში ვერ მშვიდდებიან ემოციური ჯიშია

Posted by: borbolia777 9 May 2018, 15:23
ბეწვი ხომ არ უცვივა? რამდენად არის სისუფთავის მოყვარული? ბავშვებთან ხომ იმეგობრებს?

Posted by: კეტუსა 9 May 2018, 15:36
თამამად შემიძლია ვთქვა user posted imageპრაქტიკის evidanced base რომ სისუფთავის მხრის ტაქსა ძაღლებს შორის პირველია. გიჟდებიან თამაშზე შესაამისად ბავშვებს კარგად უგებენ, ბეწვი-სეზოურად

Posted by: POKERISBLUFF 24 Jul 2018, 03:20
QUOTE (POKERISBLUFF @ 16 Dec 2017, 20:47 )
user posted image

4 წლისაა
პატარა რომ იყო ძლივს საიდანღაც გოგო მოუყვანეს და ვერ იყო მზად
ახლა, გიჟივითაა
იქნებ გყავდეთ კარგი გოგო
ძაან განიცდის sad.gif
თუ გამოჩნდა ვინმე PM შემეხმიანეთ.

user posted image


ეს წინა დღეს გადავუღე ცუდად რომ იყო
ძალიან მომენატრა
თან ისე წავიდა ამ სამყაროდან გოგოც ვერ ვუპოვეთ sad.gif

Posted by: კეტუსა 25 Sep 2018, 07:13
cry.gif
კი მაგრამ რა შეემთხვა??

Posted by: sandroEVO 8 Nov 2018, 09:38
ტაქსას ყიდვა მაქვს გადაწყვეტილი უახლოეს მომავალში, რას იტყვით ძვირი შესანახია და როგორი მასტია?

Posted by: WonderWoman 11 Nov 2018, 15:05
sandroEVO
როგორც პატარა ტანის ძაღლი ძალიან ბევრს არ შეჭამს, თუმცა ნორმალური საკვები მაინც უნდა აჭამო, კილო დაახლოებით 14 ლარი ან მეტი ღირს. ყველა ძაღლს უნდა ფინანსები, როტვეილერივით ან ნაგაზივით ძვირი არ დაჯდება ფიზიკურად არ შეჭამს მაგდენს და იმიტომ. დანარჩენი აცრები, ექიმი , ყელსაბამი და ა.შ ყველას ერთნაირად

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 11 Nov 2018, 17:36
QUOTE (sandroEVO @ 8 Nov 2018, 09:38 )
ტაქსას ყიდვა მაქვს გადაწყვეტილი უახლოეს მომავალში, რას იტყვით ძვირი შესანახია და როგორი მასტია?



მე მყავდა ტაქსა, ავები არიან საკმაოდ, მაგრამ ჩემი ძალიან კეთილი იყო, სწორ კვებაზე უნდა გყავდეს, თორემ გაგისუქდება და იმის გამო რომ მოკლე კიდურები აქვს გაუჭირდება მოძრაობა.

ზრდასრული იყო რომ მაჩუქეს, პატრონი უცხოეთში მიდიოდა სამუდამოდ, ვერ მიჰყავდა და დამიტოვა. უკვე გასუქებული იყო (იმდენად, რომ კიბეზე ვერ ადიოდა, ხელით ამყავდა) იმიტომ რომ ოჯახში რასაც ჭამდნენ იმას აჭმევდნენ, ხილზე გიჟდებოდა, ბროწეული და ყურძენი უყვარდა ყველაზე მეტად. biggrin.gif

ზოგადად, როგორც ყველა მონადირე ძაღლს, სხვა ძაღლებზე მეტად სჭირდება ხშირად გაყვანა, ბევრი სირბილი, სასურველია ბუნებაში.


ძალიან ერთგული და მოსიყვარულე ძაღლია, ცოტა მშიშარა, ჩემსას კატების ეშინოდა gigi.gif

შენს ფონზე ძალიან პატარა გამოჩნდება და კაი გრძელი "პავადოკი" იყიდე, შენი სიმაღლის გათვალისწინებით. biggrin.gif

Posted by: sandroEVO 12 Nov 2018, 07:33
WonderWoman
მეც ეგრე ვიფიქრე, აცრები და მსგავსი თემები ყველავარიანტში ერთ დონეზე უნდა ყველა ძაღლს.

~Annabelle°Haunting~
რაღაცები მოვიძიე და მინი ტაქსა მინდა, მსუქანი ვერ იქნება, ვასწავლი ზომიერად კვებას, დალშე მაგარი მასტია ძაან და მაგიტო მინდა დავითრიო.
მთავარი კრიტერიუმები არის: ზომაში პატარა რადგან ბევრს არ ჭამდეს, მოუსვენარი და მხიარული იყოს, არანაირი აგრესიულობა არავის მიმართ და დილას სეირნობა უყვარდეს.

Posted by: კეტუსა 14 Nov 2018, 01:46
QUOTE (sandroEVO @ 8 Nov 2018, 09:38 )
ტაქსას ყიდვა მაქვს გადაწყვეტილი უახლოეს მომავალში, რას იტყვით ძვირი შესანახია და როგორი მასტია?

Dachshund-საქართველოში ე.წ. ტაქსა
მაგ.: სტანდარტი-10 კგ. ხვადი
1.კვება 1კგ. წონაზე-მშრალი 15 გრ./რაიმე კერძი 0.30 გრ.[ცილა-70%,ცხიმი-20%, ნახშირწყალი-10%]
2.ჯანმრთელობა-0-3 თვემდე დეჰელმენთიზაცია-15 ლ./კომპლექსური [გაუკეთე ვანგარდი ან ნობივაკი 75-90 ლ.ჯამში]/ცოფი 20ლ. მერე წელიწადში ერთხელ-1 კომპლექსური/1ცოფი; მკბენარებისგან დამუშავება-თვეში ერთხელ 14 ლ. განმეორებითი დეჰელმენთიზაცია-3 თვეში ერთხელ-5ლ.
3.სოციალიზაცია-როგორც კი თვალს გაახელს წვრთნა უნდა დაიწყო მარტივი მომე თათით თათ თვალებში უყურე სულ.ასწავლე ადგილები სახლში სად შეუძლია მისვლა და სად არა თან სასუსნაოებით გაახალისე მაშინ როდესაც იმას გააკეთებს რაც ასწავლე.ლეკვობაში კომპლექსური აცრების მერე ეგრევე ძაღლებთან სათამაშოდ გაიყვანე დიდებთან პატარებთან და დააკვირდი არ ჩაერიო.სახლში დაბრუნებამდე განაახლე ხოლმე წვრთნა სასუსნაოებით.1 მშვიდი სეირნობის პერიოდი 2 საათამდე, აქტიური-1სთ.
ყველა ძაღლი მოსიყვარულე და თბილია მთავარი ის არის შენ როგორ გაზრდი :-) წარმატებები
* * *
Dachshund-Jung ტაქსა-იუნგი
1.7

user posted image

Posted by: კეტუსა 14 Nov 2018, 19:58
QUOTE (ChicagoBullls @ 14 Nov 2018, 18:27 )
რას აჭმევთ? ტაქსა მომიყვანეს პედიგრი ვაჭამო?

პასუხი 1.
იუნგის რაციონია:
დილა-წიწიბურაში/ბრინჯში გარეული ფილე/ღვიძლი/სტაფილო/გერკულესი [ცილა-70% ცხიმი-20% ნახშირწყალი-10% პროპორციით]
საღამო-RoyalCanin_mini adult-110 გრ.

პასუხი2.
Pedigree იგივეა ძაღლისთვის რაც ადამიანისთვის ჩიფსი და რაც კვებას არ ნიშნავს! შეგიძლია გაასინჯო ან საწვრთნელად სასუსნაოს ვარიატში გამოიყენო
რა ხნის არის ისე?? ლეკვს თავისი რაციონი აქვს მოზარდს თავისი და მოზრდილს თავისი

Posted by: POKERISBLUFF 15 Nov 2018, 10:52
QUOTE (კეტუსა @ 25 Sep 2018, 08:13 )
cry.gif
კი მაგრამ რა შეემთხვა??

ძალიან ბევრი ინერვიულა, ყველაზე მეტ დროს ვისთანაც ატარებდა და უყვარდა ის რომ გარდაიცვალა
სულ ცუდად და მოწყენილი იყო
ძალიან ემოციური და მგრძნობიარე
ისეთს ვერაფერს შეჭამდა,რასაც ადრე არ ჭამდა მაგრამ მაინც რაღაც ჭამა ისეთიო , ასე თქვეს ბოლოს
და ვერ გადარჩებაო
არადა ეზოში არ ჩერდებოდა, სამსახურიდან რო მოდიოდა ხოლმე 2 დღის უნახავი პატრონი ჯერ ხო შეახტებოდა
მერე იმ ემოციებს ფანტავდა , ეზოში 1საათი ხეებს ურტყავდა წრეს სიხარულით
ახლა ალბათ ერთად არიან, და იქაც თამაშობენ sad.gif

Posted by: კეტუსა 15 Nov 2018, 11:35
QUOTE (POKERISBLUFF @ 15 Nov 2018, 10:52 )
QUOTE (კეტუსა @ 25 Sep 2018, 08:13 )
cry.gif
კი მაგრამ რა შეემთხვა??

ძალიან ბევრი ინერვიულა, ყველაზე მეტ დროს ვისთანაც ატარებდა და უყვარდა ის რომ გარდაიცვალა
სულ ცუდად და მოწყენილი იყო
ძალიან ემოციური და მგრძნობიარე
ისეთს ვერაფერს შეჭამდა,რასაც ადრე არ ჭამდა მაგრამ მაინც რაღაც ჭამა ისეთიო , ასე თქვეს ბოლოს
და ვერ გადარჩებაო
არადა ეზოში არ ჩერდებოდა, სამსახურიდან რო მოდიოდა ხოლმე 2 დღის უნახავი პატრონი ჯერ ხო შეახტებოდა
მერე იმ ემოციებს ფანტავდა , ეზოში 1საათი ხეებს ურტყავდა წრეს სიხარულით
ახლა ალბათ ერთად არიან, და იქაც თამაშობენ sad.gif

სიხარულის გამოხატვა იციან უაზროდ cry.gif

Posted by: კეტუსა 15 May 2019, 21:04
შეშფოთებული ვარ ხალხის 'პირატული' ქცევით
ფოტოს სანამ ჩამოტვირთავთ თან ფორუმიდან, გთხოვთ გაგიჩნდეთ შეკითხვა ვისი გადაღებულია?!
Mymarket.ge-ზე ვიპოვე ჩემი იუნგის ფოტო ვინმე ნანასთან რომელიც ჩემნაირად თურმე ეძებს სუფთა სისხლის ტაქსას ძუს
მახსოვს უმას ფოტო ჰქონდა ასე ერთ-ერთ განმცხადებელს მოპარული 2 წლის წინ
ისე ვინ არეგულირებს საავტორო უფლებებს?

Posted by: sabas 23 May 2019, 17:44
ვაკის პარკში ნამდვილად იგეგმება შეკრება ? 26 მაისს ??

გაქვთ ინფორმაცია ?

Posted by: კეტუსა 14 Jun 2019, 11:29
ფორუმელებო იუნგი უკვე ეძებს საცოლეს smile.gif
ეს მისი დიპლომები და ტიტულებია FCI-FCG საერთაშორისო გამოფენებიდან
#jung #ტაქსა 2019 წელი user posted image
* * *
#jung #იუნგი #Dachshund ტაქსა 2018 წელი user posted image
* * *
QUOTE (sabas @ 23 May 2019, 17:44 )
ვაკის პარკში ნამდვილად იგეგმება შეკრება ? 26 მაისს ??

გაქვთ ინფორმაცია ?

შეხვედრა გვინდა 15 ივნისს ან 16 ივნისს smile.gif

აქაც დავწერ ზუსტ თარიღს
ისე 24/05ში იყო ვაკის პარკში შეკრება თუმცა უმეტესი ნაწილი ვერ მივედით სამუშაო დღე იყო sad.gif

Posted by: sabas 21 Jun 2019, 18:05
აუცილებლად დაწერეთ აქ როცა შეკრება დაიგეგმება რა

Posted by: kikipintre 6 Dec 2019, 14:46
ყავისფერ ტაქსას ვიყიდი აქ? და საშუალო ფასი რამდენია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)