როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები
https://mariammeritamen.wordpress.com/2018/...83%92%E1%83%95/ძველიეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში ასოცირდება გიზას დიდ პირამიდებთან და ერთადერთ შემორჩენილ უძველეს საოცრებასთან. რამდენჯერ გვიოცნებია მათ ნახვაზე, ვინ დათვლის რამდენი წიგნი-სტატია წაგვიკითხავს მათი საიდუმლოებების შესახებ. და მაინც, ყველაზე საინტერესო კითხვა – როგორ ააგეს პირამიდები, თითქოს პასუხგაუცემელი რჩება. უნდა ვაღიარო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი მასალებს, წიგნებს, მათ სანდოობას ვამოწმებდი და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, რომ მათ თავი მოვუყარო და თქვენც გაგიზიაროთ.
გიზას ველზე გათხრებმა, ბოლო 30 წლის განმავლობაში აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია, გაითხარა ნეკროპოლისები, დასახლებები, აღმოჩნდა უამრავი სამუშაო იარაღი, მუშების სასაფლაოები, მათი კვების რაციონის მენიუც კი. და ამ ყველფრის შემდეგ, არსებობენ „მეცნიერები“ და მათი იდეების გამზიარებლები, რომლებიც საოცარ ძველეგვიპტურ სამყაროს უგულებელყოფენ, ადამიანის შესაძლებლობებს გვერდზე დებენ და კაცობრიობის მიერ აგებულ ერთ-ერთ ყველაზე საოცარ მონუმენტს არამიწიერ ცივილიზაციებს მიაწერენ.
მაშ ასე, იმედია არ მოგაწყინეთ თავი და ჩემთან ერთად გაეცნობით სწორ არგუმენტებსა და მეცნიერულ კვლევებს.
მიმაგრებული სურათი