ძველ თემაში სახელწოდება ფირომამდე მივედით.
ჩემი არგუმენტაცია ძველი თემიდან:
მაკედონია1.პრომაკედონური (პროსლავური, თუ როგორც არის). . . .
თვით დემოსთენეც კი ვერ ბედავდა მეკედონელებისთვის ბერძნები ეწოდებინა.
მაკედონელმა, რომელიღაც მცირეაზიური ქალაქი რომ აიღო (თავიდან), რადგან სპარტელები არ ეხმარებოდნენ ასეთი წარწერა გააკეთებინა: "აქ იბრძოდნენ მაკედონელები და ბერძნები, სპარტელების გარეშე", ანუ თვითონვე უარყო რომ მაკედონელები ბერძნული ტომები იყვნენ.
სანამ კრიტოს მელანოსი შემოაკვდებოდა, იმ ჩხუბში პირდაპირ დაყო მაკედონელები და ბერძნები, ჯერ ხომ ყველა მაკედონელ სარდალს ბარბაროსი უძახა, მერე ბერძენ სარდალს უთხრა: "ხომ მართალია, რომ თქვენ ბერძნები მაკედონელებს ბარბაროსებად თვლითო", მოკლედ გაბრაზებულ გულზე თავის წინანდელ პოლიტიკას გადაუარა. (მანამდე ცდილობდა მაკედონელების და ბერძნების ერთ ხალხად გამოყვანას).
მელანოსმა უთხრა _ "ამ ბარბაროსის ტანმა დაგიცვა შენ გალგამელასთან ბრძოლის წინო", მერე დამცინავი სიმღერა წამოიწყო მეფეზე და გაურჭო კიდეც საშკამ შუბი ყელში. biggrin.gif
მერე ვიფიქრე ერთი მაგათი სლავი ##### მეტქი და რა თქმა უნდა ბერძნებს მივკერძე. . . . .
2.პრობერძნული
მოკლედ მაკედონელების და ფირომელების იდენტობის მომხრეებს.
საკმაოდ საინტერესო არგუმენტაცია წარმოადგინეთ, მაგრამ თქვენს თეორიას იმხელა აქილევსის ქუსლი აქვს რომ საშკას (მეორეს, აი იმას, პარისს რომ ეძახდნენ) აპოლონის დახმარებაც კი არ დასჭირდებოდა და შიგ შუაგულში, ყოველგვარი დამიზნების გარეშე ჩაარჭობდა ისარს.
კაი, ბატონო, დავუშვათ თქვენი ვერსია სწორია (მხოლოდ დავუშვათ), მაკედონელები იყვნენ ბერძნების მეზობელი და მათი კულტურის, ენის და ცივილიზაციის შემთვისებელი (იმედია ამაზე არ შემედავებით) ბერძნული ან არაბერძნული (დავუშვათ) წარმოშობის ხალხი.
ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ათენის და სპარტის ზეობის დროს საფუძველი ჩაეყარა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების და მეზობელი მთიანი მაკედონიის ცივილიზაციის, კულტურის და ხალხის ერთობას.
რა თქმა უნდა მაკედონია, როგორც მთიანი მხარე, ამ დროისთვის ცივილიზაციით ჩამორჩებოდა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს (ანალოგიის მოტანა სხვა ქვეყნების მაგალითზე მრავლად შეიძლება, გინდაც საქართველო და ფხოვი, სვანეთი), მაგრამ აშკარაა რომ ეს საერთო ცივილიზაციაზე დაფუძნებული ერთობა, ყოველთვის ჩანს ისტორიაში.
თუ არა ეს ნათესაობა, ცივილიზაციის და კულტურის ერთობა. მაშ რამ აიძულა მაკედონიის მეფე, ალექსანდრეს დიდი პაპა ფილიპე პირველი, პლატეას ბრძოლის წინ, ჩაედინა ფრიად სასიქადულო საქციელი, ეღალატნა სპარსეთის მეფე ქსერქსესთვის, ღამე მისულიყო ათენელ მხედართმთავრებთან და ჩაეშვა თავისი მოკავშირეები.
შევხედოთ ამ ფაქტს პოლიტიკის თვალით.
მაკედონიას მეზობლად ყავს მსოფლიოში უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფოები.
მაკედონია არის ახალგაზრდა მონარქია, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნე, განვითარებით (ვაჭრობა, კულტურა, და.ა.შ) ჩამორჩება მეზობლებს და თუ ეს მეზობლები ამავდროულად ძლიერებიცაა და სხვა ჯიშის ხალხიც, მაშინ რა თქმა უნდა ახალგაზრდა მაკედონიის სამეფოს ინტერესებში შედის მათი დასუსტება.
1. თვითონ გაძლიერდება და მეზობელ დამარცხებულ ბერძნებს ადვილად დაიქყრობს.
2. დაასუსტებს ან სულაც დაამარცხებს მონარქიისთვის ფრიად სახიფათო დემოკრატიულ იდეოლოგიას.
3. ამას აკეთებს სხვის ხარჯზე, ძააალიან შორიდან მოსული სპარსელი გადამთიელის ხელით და ის სპარსელი მისთვის ბუნებრივია უფრო ხელსაყრელი მოკავშირე უნდა იყოს, რადგან:
დიდი ჯარი ყავს.
ამ ჯარით უმარცხებს სახიფათო მეზობლებს.
შანისი არ არის, უკან უნდა წავიდეს და დამარცხებულ დასუსტებული მაკედონიის მეზობლების ხარჯზე, რა თქმა უნდა თავის მოკავშირეს გააძლიერებს, რომ დამარცხებულებზე კონტროლი ჰქონდეს.
ფილიპე კი რას აკეთებს:
მიდის ბერძნებთან, და თავისი მერკანტილური biggrin.gif ინტერესების საწინააღმდეგოდ, მოკავშირეს ჩაუშვებს, მის სუსტ ადგილებს ბერძნებს ატყობინებს.
თან ათენელებთან მიდის, ვისი დემოკრატიაც და იდეოლოგიაც ძალიანაც რომ არ უნდა ეხატებოდეს გულზე.
რატომ?
იმიტომ რომა ბატონო ჩვენო, პატრიოტია და ის 200 000 თუ ნახევარი მილიონ (უზულ ციფრებზე არ გედავები, 10 000 იყოს ჯანდაბას), მისი საქმის გამკეთებელ მოკავშირეს, მონათესავე და მისივე ცივილიზაციის მატარებელი მეზობელი ურჩევნია მტრად თუ მოყვარედ.
ეს იდეოლოგია გინდაც მას შემდეგდროინდელ პელოპონისურ ომებშიც იგრძნობა, სადაც მაკედონია თამაშის მონაწილე მხარეა (რაღაც არ მახსოვს რომელიმე ბერძნულ კავშირს, სხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების გარდა ბარბაროსი მოკავშირეები დაეხმარებინა, (ალკიბიადეს ქინძობებს არ ვგულისხმობ, ათენიდან რომ განდევნეს და სპარსელებთან ბერძენი გიორგისააკაძეობა მოუნდა გიორგიმდე კაი ხნით ადრე (თრაკიელების ამბავი ჭორი იყო და ჭორადვე დარჩა)). ისევ ისმის კითხვა, რატომ?
იმიტომ რომ დაიხმარებდნენ (სპარტა ან ათენი) და ამას მოკავშირე ბერძენ-ქალაქები არ აპატიებდნენ და განუდგებოდნენ. ფაქტია რომ მთელი ეს პელოპონესის ომები შიდა საქმეა და ამ შიდა საქმეში მხოლოდ ბერძნები, (ბერძნული წარმოშობის ხალხი, მონაწილეობენ).
როგორც სამართლიანად აღნიშნა ბეღურამ, მონაწილეობს მაკედონიაც.
შიდა გარჩევებში.
ჩუჟოებს არ რევენ.
შემდეგ დამარცხებული ათენი, რომელიც უფრო კულტურულია და ცივილიზაცია დემოკრატია, დიპლომატია და.ა.შ. უფრო განვითარებული აქვს, (ნახევრად ველური სპარტელებისგან განსხვავებით), ხვდება რომ შიდა ომებმა მთლიანად ცივილიზაცია დაასუსტა. სუსტ ცივილიზაციას კი თავის დაცვა არ შეუძლია, გამაერთიანებელი არ ჩანს (სპარტელები ისევ არქაული სოლონის კანონებით ცხოვრობენ და თუმცა გაირყვნენ და ოქროს ფულის გემოც გაიგეს (მანამდე რკინისა ჰქონდათ და ურმებით გადაჰქონდათ), მაინც მათ განვითარებას საშველი არ დაადგა და ათენის დამარცხებამ და სპარტას ჰეგემონობამ ვერ შეკრა ბერძნული ცივილიზაცია.
სპარსელები ამას დაინახავენ და ჰაი გიდიიი.
უკან დარჩებათ მერე ლარნაკების კეთება. (ამ კერამიკას მაინც რამდენს აკეთებდნენ ჰა?)
მიდის გაცხარებული გამოსავლის ძიება. სხვადასხვა პოლიტიკური აზრების ჭიდილი.
და ამ დროს დემოსთენე და მისი მოკავშირე ათენელები აყენებენ იდეას:
ვინ უნდა გაგავაერთიანოს თუ არა ნათესავმა და ჩვენი ცივილიზაციის მქონე მაკედონურმა სახელმწიფომ?!
(ცოტა შევიქაქანო და გაგრძელება იქნება).
biggrin.gif
ოღონდ ჯერ ნუ წამაყრით, ჩამამთავრებინეთ. biggrin.gif
და თხების მწყემსები უნდოდათ ბატონებად? biggrin.gif
კაი. ვაგრძლებ.
ე.ი. ეს დემოსთენე სულ გაყვიროდა მიშა, მიშაო (ჰეჰე, რომ იცოდეს მაედონელს ვადარებ biggrin.gif )
მაგრამ დემოსთენე ხომ არ იყო მარტო, თანამოაზრეებიც ყავდნენ და როგორც ეტყობა სხვა ქალაქ-სახელმწიფოებისთვისაც არ იყო უცხო ეს იდეა.
თან იქ არისტოტელემ ეს ცინგლიანი გამოზარდა და თავის მამიკოს რომ მოუკვარახჭინა (ვაღიარებ, იმ ბრძოლაში ფილიპე მართლა სულელურად მოიქცა, მაინც თხის მწყემსი იყო biggrin.gif, სპარტელივით).
მოკლედ ბერძენ-მაკედონელთა ერთობის იდეა ალექსანდრეს პოლიტიკით უფრო დიდ რეალობად გადაიქცა და მერე რაც მოხდა თავიდან ბოლომდე ვეღარ მოვყვები, თორემ ისედაც ქე იცით და ისტერიკაც უბოდიშოდ მიმავორნავს ზედმეტი სივრცის გამოყენებისათვის.
ისე გავიდნენ ინდოეთამდე, რომ სერიოზული წინაარმდეგობა არ შეხვედრიათ. (ერთი ფინიკიელებმა გაუხურეს ცოტა საქმე და მერე იქ ინდოეთის მეფე პირომ (მგონი ასე ერქვა).
ამის შემდეგ ხდება მთელი მსოფლიოს ელინიზაცია.
სელევკიდები, ეგვიპტე, სპარსეთი, პონტო, ამ ქვეყნების ზედა ფენა სრულიად ელინიზირებულია და მაკედონიაც ელინური ცივილიზაციის ნაწილია.
აქ უკვე ზედა-ქვედა ფენიანად.
ძალიან დიდია ბერძნული ცივილიზაციის გავლენა.
და, ამ დროს მოდიან რომაელები.
რომელები რომაელებია.
ლაპარაკი ზედმეტია.
მაგრამ კულტურულად საბერძნეთმა რომის ელინიზაციაც მოახდინა.
ერთადერთი ლათინურს ვერაფერი დააკლო (ლათინური რომაელების არსია), თორემ დანარჩენში სრული უპირატესობა მოიპოვა.
მითოლოგიაში,
ფილოსოფიაში (+მეცნიერებებში),
მედცინაში (მონების საქმე biggrin.gif)
(იურისპრუდენციაში ნაკლებად, ვოტ, tongue.gif )
ხელოვნებაში,
არქიტექტურაში,
და.ა.შ.
მაკედონია ისევ ელინიზირებული სამყაროს ნაწილია და რომს აწვდის ფილოსოსფოსებს, მეცნიერებს, ხელოვანებს. მაგრამ ჰოალა, საოცრებავ, ზეწოდება მაკედონელი ალექსანდრეს შემდეგ (იმ იმპერატორებამდე, სპეროუ რომ ჩააჯინდა) არავის უტარებია.
ყველა ბერძენია.
იმპერიის გაყოფის შემდეგ, დასავლეთ რომის იმპერია სულაც ბერძნული იმპერიაა და ნაკლებად რომაული. ცივილიზაციით და რაც მთავარია ბერძნული ენით.
გაბერძნებული რომაელებით და ადგილობრივი პროვინციელებით, ბერძნებით.
მიდის ისევ ბერძნული (ფორმალურად ბერძნულ-რომაული) ცივილიზაციის განვითარება, სანამ საბოლოოდ არ ეცემა აღმოსავლეთ რომის იმპერია და ცივილიზაციის ცენტრი ისევ დასავლეთში არ გადმოდის.
მოიცათ.
სტოპ.
ამდენი ვწერეთ ბიძიებო და აქამდე ერთი არ გვიხსენებია ხალხთა დიდი გადასახლება და სხვა დიდი მიგრაციული პროცესები, რომელიც კაკარაზ ადრეულ ფეოდალიზმამდე გვხვდება და სწორედ ამ დროს შემოდიან ევროპაში ჰუნები, პაჭანიკები, სკვითები, ალანები, სარმატები, მანამდე გოთები, ფრანკები, ალემანები, სხვა გერმანული ტომები, რომლებიც გადაუვლიან რომს და დასავლეთ რომის იმპერია ძლივს ახერხებს მათ შეჩერებას.
ამ მოსულებს შორის ხომ არ არიან ბატონებო ეს ჩვენი სლავები?
ჰა?
მერე ზოგმა რომ ბულგარი დაირქვა და ზოგმა ფირომანელი?
ეს ბარბაროსი და ჩამორჩენილი ხალხი, რომლებსაც ცივილიზაციის არაფერი სცხიათ და რომს სულ ვანდალურად ანგრევენ (ღირსიც იყო, იმათი ჩათლახი . . . .).
ბიზანტიონს კი მუდმივად აწუხებენ და ესაც ცდილობს, რომ არ დაანგრიონ.
მთავარი ის არის, რომ ბერძნულ-მაკედონური, ბერძნულ-რომაული (ელინური) ცივილიზაციის გამგრძელებელი ისევ საბერძნეთია და ამ დროს რატომღაც მაკედონელი მწერლები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ხელოვანნი, და.ა.შ. არ ჩანან.
რატომ ნეტა?
იმიტომ რომ მაკედონია ბერძნული ცივილიზაციის ნაწილია და ბერძნულკი ცივილიზაციის საქმეს აკეთებს ბერძნული სახელით.
იქ ქალაქურ წარმოშობას თუ იმპერატორის ადგილობრივ წარმოშობას დიდი არაფერი მნიშვნელობა არ აქვს.
ეს სლავები და პაჭანიკები კი არც ყოფილან (ხაზარებიც, ვასკა88 გაიხარე, აგერ შენთვისაც დავპოსტე biggrin.gif) და არც იქნებიან ბერძნული ცივილიზაციის ნაწილი, რომლის ორგანული ნაწილი იყო მაკედონია და მაკედონური ეროვნება.
თუ არიან ბატონებო, მაშინ დამისახელეთ სლავ-მაკედონელი ფილოსოფოსები, ხელოვანნი, იურისტები და.ა.შ.
ანუ, ბერძნულ-მაკედონურ->ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციის დროს წყვეტა არ შეინიშნება.
ის კი არა ელინური სამყაროს სხვა ნაწილებსაც (ალექსანდრიელებს, რომაელებს, პონტოელებს და.ა.შ) უზარმაზარი წვლილი შეაქვთ ამ ცივილიზაციის განვითარებაში. (ჯერ მარტო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და სეპტუაგენტა რად ღირს?!)
დიდი ზარალით, მაგრამ მაინც ბერძნული ცივილიზაცია გადადის ქრისტიანულ ცივილიზაციაში.
სლავ-მაკედონელებს ისევ "სძინავთ", მათი ჭაჭანება არ არის.
ანუ არის წყვეტა ცივილიზაციის განვითარებაში.
ეს წყვეტა მთელი შუა საუკუნეები გრძელდება.
(თუ ასე არ არის, ამ "სლავ-მაკედონელებმა" რა ჩემი ფეხები აკეთეს მითხარით?)
ბერძნები შრომობენ, თავს იკლავენ, ცივილიზაციის შენარჩუნებას სისხლს ასხამენ, ამ პაჭანიკებს, ხაზარებს, სლავებს, მადიარებს, თურქებს და რა ვიცი, ვის აღარ ებრძვიან (ბრძოლა არ არის მთავარი, სხვებიც ომობდენ), და რაც მთავარია ცივილიზაციას ინარჩუნებენ და ძაფს არ წყვეტენ, რომელიც იმ ძველ ბერძნულ ცივილიზაციას დააკარგვინებს.
თურქებისგან დაპყრობილები, მაინც ახერხებენ თავისი ცივილიზაცია შეინარჩუნონ.
და უვებ პუპლუზ.
მეოცე საუკუნის მიწურულს.
ვიღაც სირი ფერომელი სლავები (რომლებიც ეშმაკმა იცის როდის შემოყვნენ მომთაბარეებს, უფრო ხალხთა დიდი გადასახლების დროს), რომლებსაც ამდენი საუკუნეა იმ ცივილიზაციის განვითარება-შენარჩუნებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვით.
უტიფრად აცხადებენ, რომ იმ ცივილიზაციის მემკვიდრეებია.
ფეხების დათბილვა არ უნდათ?
რა ჩემი ფეხები მაკედონელებია, საერთოდ არ ჩანდნენ.
ამდენი საუკუნეა არაფერი უკეთებიათ და ეხლა, საშკას ჩამომავლები ვართო.
ენით ვერ ამტკიცებენ და ცივილიზაციით. ცივილიზაციის უწყვეტობა არ ჩანს, რასაც აშკარად გიჩვენებენ ბერძნები.
ეგრე მე ატლანტების ჩამომავალი ვარ, მაგრამ მიჯერებთ?
P.S.
ევრაზიის ევროპად და აზიად გაყოფა მაინც დიდი გოთვერნობა იყო. biggrin.gif
პ.პ.ს.
ჩემი მოთხოვნილი ქრთამი, ბერძნებს ჯერ არ გადაუხდიათ.
მოთხოვნა ძალაშია.
მოვითხოვ:
1. კონსტანტინოპოლს გადაერქვას კონსტანტინოპოლი და დაერქვას ბიზანტიონი. (ვოტ).
2. შავ ზღვას ისევ დავუძახოთ, კირაკოსის თუ რა ერქვა ჰა?
3. ინდოელებმა საბერძნეთს გაუგზავნოს 40 სპილო, ალექსანდრე მაკედონელის გამარჯვების აღსანიშნავად.
4. სასწრაფოდ შეწყდეს ტერმინი მედიცინის გამოყენება და რაც უნდა ის დაარქვან მაგ ტერმინს (მოინდომეს ამ ბერძნებმა ქალების გატაცება და გულაობა).
5. საბერძნეთმა დააბრუნოს ოქროს საწმისი (თუ არ აქვს საიდანაც უნდა იქიდან მოიტანოს, მე არ ვიცი) და ბოდიშის ნიშნად თან გამოაყოლოს 40 ლურჯთვალა და წელწვრილი ბერძენი ქალი (ჯანდაბას 2-3 შავთვალასაც ავიტან), პირადად ჩემთვის.
6. სასწრაფოს მოგვცენ რუკა, სადაც იქნება აღნიშნული თუ სად არის ჩვენი ამირანი დაბმული, (რომ გვატყუებენ ერეკლემ ახსნაო), სასწრაფოდ გადაარქვან პრომეთეს მითს სახელი და დაარქვან ამირანის ლეგენდა.
7. შეწყდეს ევრაზიის ევროპად და აზიად დაყოფა, სულ მაგათი მოგონილი ოინებია, ევროპა და აზია არა იხვის ტოლმა, ერთი კონტინენტია და რა პონტში დაგვყვეს ვერ გავიგე. შეგვ$$ს რა ამ ევროპელობით, აგერ 20-28 საუკუნეა. სულ მაგათი ბრალია და ჩვენ კი ამ დიდ გოთვერნობას ვიტანთ.
8. თორნიკე ერისთავს რომ მიწები აჩუქეს, იქიდან ერთი ეზო გამომიყონ სასახლკარედ, ასე 2-3 ჰექტარი მეყოფა (ხარბი არა ვარ).
9. აიკრძალოს ზეთისხილის შემოტანა საბერძნეთიდან. (ერთი ეგ არის და მეორე გოგრა, რასავ ვერაფრისდიდებით ვერ ვჭამ).
10. აის, პელაზგი ბიჭი რომ იყო, რეკრუტში რომ წაიყვანეს და მერე სულ ქუსლებში ურტყეს, ხო. გადაარქვან აქილევსი და დაარქვან ძირძველი ქართული სახელი მურთაზი.
11. აღიარონ რომ ლამზირა უფრო ლამაზია ვიდრე ჰელენე. ეს აღიარება უნდა მოხდეს წერილობით, ხელი უნდა მოაწეროს საბერძნეთის პარლამენტმა.
12. აიკრძალოს ოლიმპიური თამაშები, ან უკიდურეს შემთხვევაში მათში მონაწილეობის უფლება მიეცეთ მხოლოდ ბერძნებს, როგორც ეს ისტორიულად ხდებოდა.
თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება:
1. მე დავუძახებ მეზობელი ქვეყნის (არ დავაკონკრეტებ) რამდენიმე ისტორიკოსს და დავამტკიცებინებ რომ დღევანდელი ბერძნები სინამდვილეში სულაც არ არიან ბერძნები და საერთოდ მონგოლოიდთა რასას განეკუთვნებიან.
2. მეორედ წავალ პახოდში, მარშუტით, საქართველო-თურქეთი-ბულგარეთი-საბერძნეთი და გზაზე ვინც შემხვდება ყველას ვეტყვი, რომ საბერძნეთი მაკედონიას ეკუთვნის, როგორც დაპყრობილი ქვეყანა.
3. ალექსანდრე მაკედონელს გადავარქმევ ალექსანდრეს და დავარქმევ საშკას.
4. დავამტკიცებ რომ სოკრატე ფეხშიშველა იმის გამო კი არ დადიოდა, რომ ჯანმრთელობისთვის კარგი იყო. არამედ იმის გამო, რომ ძუნწმა ბერძნებმა ხელფასი ზედმეტი დაუქვითეს და სანდლები ვერ იყიდა.
5. სანდლებზე გამახსენდა, ის ცალსანდლიანი კაცი ვინღა იყო ჰა?
ვახ კაცო. ცალი ფეხსაცმლით რომ კაცი მოგადგება, შეიფარებ და გაგძარცვავს, მერე კიდევ გმირობაში და კაიბიჭობაში ჩაეთვლება.
მერე კიდევ ქურდული და კაიბიჭური რა პონტიაო? სადაური წესიაო? სადაური წესია და ბერძნული წესია.
მოკლედ,
ქურდები არიან ბიზანტიელები. . . . . .
ენა ძველ ბერძნებს მოპარეს. . . . . (თითქოს ძველი ბერძნები აკლებდნენ აი.)
This post has been edited by karlsoni on 14 Jun 2018, 01:14
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/