გამარჯობა, იურისტებთან მაქვს შეკითხვა
მეგობარმა საკუთარი ფეისბუკის ვოლზე გაბრაზებულზე (საფუძვლიანად, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა) აგინა ერთ ტიპს, ოღონდ არც პირადში მიუწერია, არც დაუტაგავს.
კომენტარებში მესამე პირმა support-ის და გამხნევების მიზნით, ასევე შეაგინა და დაუწერა ასეთი რამ, ვიცი რომ ###ობაა და მე სხვანაირად დავუწერდი, გემოვნების ამბავია
გავიდა რამდენიმე დღე და რეკავს პოლიცია, უფრო სწორად ვიღაც ტიპი რომელიც ამტკიცებს პოლიციიდან ვარო. დაურეკა იმ კომენტარის ავტორსაც და ჩემ მეგობარსაც.
მაინტერესებს 151 მუხლი რამდენად ითვალისწინებს ვიღაცის გინებას საკუთარ ვოლზე, რაც თავისუფალი აზრის გამოხატვაა და ასევე ამ კონეტარის საფუძველზე რამდენად აქვს უფლება ვინმეს საჩივარი შეიტანოს
მე თვითონ ვფიქრობ პოლიციაში მისვლას და ამ ნომრის ჩვენებას საიდანაც ვიღაც ტიპი რეკავს
Machine intelligence is the last invention that humanity will ever need to make © Nick Bostrom