http://rustavi2.ge/ka/news/80454საქართველოში მოყვანილ თხილში აღმოჩენილი ნივთიერებას, ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია. უფრო მეტიც, ის სიცოცხლისათვის საშიშიც შეიძლება იყოს. დაავადებულ თხილს არავინ ამოწმებს. ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები თხილში შესაძლოა აღმოჩნდეს მოვლა-მოყვანის, არასათანადო გადამუშავების და შენახვის ეტაპზე.
აფლატოქსინის გამო ქართული თხილი ევროკავშირის ბაზარზე იბლოკება. ევროკავშირის კვების უსაფრთხოების ქსელის მუშაობის მიხედვით, ქვეყნის საზღვარზე მოწმდება არა მხოლოდ პროდუქტის საბუთები, რაც მას წარმოშობის ქვეყნიდან მოჰყვება, არამედ თვითონ პროდუქტიც. საეჭვო შემადგენლობის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია გადაიცემა ცენტრში, ბრიუსელში. იქ მონაცემებს კიდევ ერთხელ აანალიზებენ და თუ საფრთხე დადასტურდა, სიგნალს ევროპის ყველა ქვეყანას უგზავნიან.
აფლატოქსინი მეცნიერულად დამტკიცებული კანცეროგენია, ანუ კიბოს ჩამოყალიბებისთვის ხელსაყრელი პირობა. RASFF-ის სისტემაში 2016 წელს მოხვედრილ ქართულ პროდუქტში აღმოჩენილია ნორმაზე მეტი აფლატოქსინები.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე განმარტავს, რომ პრობლემა უმნიშვნელოა.
შარშან საქართველოდან ექსპორტზე 15 000 ტონამდე თხილი გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
ამათ შიგ ხომ არ აქვთ?
* * *
ანდრო ხეთერელის(აგრარიკოსთა მოძრაობის დამფუძნებელი) პასუხი
რ 2-ის გუშინდელ თხილის სიუჟეტზე:
საუბარი იყოს იმაზე რომ ქართული თხილი მომწამლავია და შეიცავს აფლატოქსინს - კიბოს გამომწვევ ნივთიერებას.
აფლატოქსინი - ეს არის ნივთიერება, რომელსაც გამოჰყოფს ორი სოკო:
1. Aspergillus flavus.
2. Aspergillus parasiticus.
იმისათვის რომ ეს სოკოები გაჩნდნენ და განვითარდნენ, საჭიროა ჰქონდეთ შესაბამისი კლიმატური პირობები:
ტემპერატურა - 12-დან 48 გრადუსამდე და ტენიანობა 14%-დან.
სიუჟეტში ჩაწერილი ჰყავთ ექსპორტიორი და ლაბორატორია.
ექსპორტიორი ცხადია არ იტყვის რომ ამ დაავადების გაჩენა შეიძლება ჩემი ბრალი იყოსო. არადა შეიძლება იყოს მისი ბრალი - ორივე სოკო შესაძლოა არსებობდეს როგორც ბაღში, ასევე საწყობშიც. ანუ შეიძლება ფერმერმა დაუზიანებელი თხილი ჩააბაროს ექსპორტიორს და ექსპორტიორის საწყობში განვითარდეს ეს დაავადება, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ვერ შეინახა თხილი საჭირო პირობებში.
გარდა ამისა, თუ ფერმერები ცუდ და კარგ თხილს ერთმანეთში ურევენ და ექსპორტიორი ასეთ თხილს იბარებს, ეს უკვე მისი პრობლემაა.
შემდეგი კადრია ლაბორატორიაში - უყურებენ მიკროსკოპში და რაღაც ვიშვიშის ფონზე აღმოაჩენენ ნაცარს, ბუგრებს და ტკიპას. ეს ყველაფერი შეიძლება ჰქონდეს ქართულ თხილსაც და ბრიუსელის ოფისის წინ დარგულ თხილსაც. აქედან ნაცარს და ბუგრებს მიკროსკოპი არ სჭირდება.
მაგრამ ამას თავი დავანებოთ: რადგან ნაცარი იპოვეს, ესეიგი აღმოაჩინეს მისი გამომწვევი სოკო, რომელიც არის Phyllactinia corylia Karst. ანუ სულ სხვა სოკოა, რომელიც არ იწვევს კიბოს.
ანუ სიუჟეტში რაც აჩვენეს და იბოდიალეს, ამ ყველაფერს საერთო არ აქვს აფლატოქსინებთან და ეს ლაბორატორიულადაც დადასტურდა მათსავე სიუჟეტში )).
სამაგიეროდ, ძალიან ხმამაღლა და უაპელაციოდ სრულიად ქართული თხილი გამოიყვანეს სიცოცხლისათვის საშიში და დარტყმა მიაყენეს მეთხილეობას.
შემდეგ საჯარო მოხელესთანაა ინტერვიუ, რომელიც ამბობს რომ საქართველოდან გატანილი თხილის მთელი რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ია დაზიანებულიო. ანუ საუბარია მსოფლიოში ყველაზე პრეტენზიულ და რეგულირებად ბაზარზე, სადაც გავიდა ჩვენი თხილი და მხოლოდ 0,5% იქნა დაწუნებული.
რატომ არის ეს ცუდი შედეგი?
სიუჟეტის მოქმედი პირების ინტერესებიც გასათვალისწინებელია.
ექსპორტიორი - მისი ინტერესია ჩაიბაროს თხილი რაც შეიძლება ნაკლებ ფასად. აქედან გამომდინარე ცხადია არ იტყვის რომ ქართველ გლეხებს კარგი თხილი აქვთ და ძვირად უნდა ჩავიბაროო. პირიქით, მის ინტერესში შედის თქვას რომ თხილი ცუდია და შესაბამისად ნაკლებ ფასად იბარებს და მეორე: აწყობს თქვას რომ მასთან მიტანილი თხილი უკვე დაზიანებულია და ამიტომ იხსნის პასუხისმგებლობას, რაც არასწორია.
ლაბორატორია - ლაბორატორიის ინტერესია რომ ბევრი ნიმუში მიიღოს და ცხადია ისაუბრებს საკუთარ როლზე და მასთან ნიმუშების მიტანის აუცილებლობაზე.
რუსთავი 2 - ძალიან სამწუხაროა რომ ამ ტელევიზიის სასიცოცხლო ინტერესად იქცა ამ ქვეყნის ნგრევის ხელშეწყობა და ჩვეულებრივი ტერორი: „თუ ჩვენი პოლიტიკური მიზნები არ დაკმაყოფილდა, მაშინ ჩვენ დავანგრევთ იმას, რაც ამ ქვეყანას შერჩა“. თუ არ არსებობს ნაგავი, თავად ქმნიან ნაგავს და ავრცელებენ.
P.S. ის კიბოს გამომწვევი სოკოები ემართება პარკოსან კულტურებსაც (ლობიო, ცერცვი) და მარცლეულსაც - ხორბალი, ქერი, შვრია და ა.შ.