Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის ავტობუსები - VII ნაწილი


Posted by: vatman 20 Mar 2018, 14:49
წინა თემები:
https://forum.ge/?f=51&showtopic=33810598&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=33855967&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=33995379&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=34265031&st=0
https://forum.ge/?f=51&showtopic=34605569
https://forum.ge/?f=51&showtopic=34868830

ინფორმაცია:
ოფიციალური ვებ-გვერდი
http://transit.ttc.com.ge/

სასარგებლო ბმულები:
ავტობუსები რეალურ დროში (online), ტაბლოს მონაცემები, მარშრუტების სია, მგზავრობის დაგეგმვა და ა.შ.
http://transit.ttc.com.ge/?page=schedule

სამგზავრო ტარიფი, ფასდაკლებები და შეღავათებით მოსარგებლე კატეგორიები
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=54

ჯარიმის გადახდა ინტერნეტით
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=40



ცნობები:

თბილისის ავტობუსების სისტემის განახლება (თავიდან გაკეთება) 2004 წლიდან დაიწყო როდესაც პირველი ჰოლანდიური DAF-ის მეორადი მოხმარების ავტობუსების პარტია ჩამოვიდა. შემდე პირველი მცირე რაოდენობა უკრაინული Bogdan A092 ჩამოვიდა. 2006 წელს ჰოლანდიური ავტობუსების მეორე პარტია მიიღო მერიამ.

user posted image

user posted image

user posted image

2007 მერიამ გამოაცხადა ტენდერი 510 ახალი ავტობუსის შეძენაზე (360 პატარა 150 დიდი). ტენდერში კორპორაცია ბოგდანმა გაიმარჯვა და თბილისის მერიას 360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.

user posted image

user posted image


2010 წელს თბილსში 6 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ DAF-ების ერა დასრულდა. უმრავლესობა ჩამოიწერა ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადასცეს.
მანამდეც ჩამოიწერა გარკვეული რაოდენობა, ზოგი დაიწვა ზოგს ავარია მოუვიდა და ა.შ. ასევე მოხდა მაშრუტების დიდი ნაწილის შემოკლება, ასევე რამდენიმე მაშრუტი გაუქმდა.


2011 წლის სიახლე არის გაჩერებებზე ტაბლოების დამონტაჟება. სულ მთელ თბილისში ასეთი 450 ტაბლო დამონტაჟდება.

user posted image

ყველა ავტობუსი აღჭურვილია GPS სისტემებით, რომელიც მათ ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ინფორმაცია გადაეცემა სერვერს, რომელიც ამუშავებს მას და იმის მიხედვით როგორია მარშრუტი საშუალო მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით, ითვლის დროს, როცა ავტობუსი გაჩერებას მიაღწევს
დროის განსაზღვრა ხდება ავტობუსის მიერ გადაცემული ინფორმაცის მიხედვით–სად იმყოფება იმ მომენტში დ რამდენი მანძილი დარჩა გასავლელი. დავუშვათ, მოცემული ინფორმაციით ავტობუსი ერთ–ერთ გაჩერებაზე უნდა მივიდეს 15 წუთში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალაქში 90–წამიანი შუქნიშნები გვაქვს, რომელიც ადვილი შესაძლებელია დაკეტილი დახვდეს ავტობუსს, ის უკვე ვეღარ შეძლებს ზუსტად 15 წუთში დანიშნულების ადგილზე მისვლას. თუმცა ჩვენი გამოცდილებით ავტობუსის მოძრაობის საშუალო სიჩქარე ზოგადად ემთხვევა ნაკადის საშუალო სიჩქარეს და ძალიან დიდი ცდომილება, რაც ადამიანების სერიოზულ უკმაყოფილებს გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ მიგვიღია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ეს უფრო ადრე იყო, როცა საცდელი 20 ტაბლო გავუშვით. ბევრი რამის შეცვლა და გათვალისწინება მოგვიწია, რასაც მანამდე საჭიროდ არ ვთვლიდით. მაგალითად, ავტობუსი საწყისი პუნქტიდან გასვლას აგვიანებს, შესაბამისად შუალედურ გაჩერებაზე მისვლის დრო იცვლება; ან ქალაქში საცობია, რაც მოძრაობას აფერხებს. ამგვარი შემთხვევებისთვის საჭირო გახდა ალგორითმების შექმნა, რომელიც მსგავსი სიტუაციებიდან გამოსავალს იძლევა.
http://www.navigator.ge/ArticleView.aspx?Id=1106


2012 წელს დაინერგა SMS სერვისი, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს გაიგონ მარშრუტის მოსვლის ფაქტიური დრო ნებისმიერ გაჩერებაზე (მათ შორის სადაც ტაბლო არ არის დამონტაჟებული). სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ გაჩერების ნომრის ცოდნის შემთხვევაში, მოსვლის დროის გაგება შეიძლება გაჩერებაზე მისვლამდეც, სახლიდან გაუსვლელად.

ასევე შეიქმნა სატრანსპორტო აპლიკაციია მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას
მობილური ტელეფონიდან გამოიყენოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღებაც შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან:
მგზავრობის დაგეგმვა, ავტობუსი რეალურ დროში, ინფორმაცია გაჩერებების შესახებ, მარშრუტების მოსვლის დრო
რეალურ დროში, განრიგები და ა.შ.

ასევე მოხდა თბილისის ავტობუსის მარშრუტების, გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია
Google-ს სისტემაში (Google Transit), რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მგზავრობის დაგეგმვა, მარშუტების და
გაჩერებების შესახებ ინფორმაციის მიღება Google-ს რუკაზე (Google Map).


2013 წლის შემოდგომაზე, თბილისის მერიამ დედაქალაქში ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებმა ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური დოკუმენტაცია და გამოეთიშნენ. საპასუხოდ მათ გაასაჩივრეს შედეგები. საბოლოოდ მერიამ, საკრებულოს ზეწოლით გააუქმა ტენდერი.

2015 წელს EBRD-მა გამოაცხადა ახალი ტენდერი 143 ავტობუსის შესაძენად: 12 მეტრიანი, 100% დაბალ იატაკიანი, ბუნებრივ აირზე მომუშავე ძრავით. ტენდერი დასრულდა 2016 წელს და გაიმარჯვა MAN Truck & Bus AG. 2017 წელს MAN Truck & Bus AG თბილისს აჩუქა კიდევ ერთი ავტობუსი. შესაბამისად მანის ავტობუსების რაოდენობა შეადგენს 144.

user posted image

2016 წლის 26 მაისს სტამბულის მერიამ თბილისს საჩუქრად გადასცა 5 ცალი მეორადი მერსედეს კონექტოს მარკის ავტობუსი.

user posted image

2017 წელს გაიხსნა ახალი ავტობაზა დიდ დიღომში, სადაც გადავიდა მე-2 ავტობაზა ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიიდან. ავტობაზა გათვლილია 377 ავტობუსზე:
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=3097



2018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით იგეგმება 100 ავტობუსის შეძენა.

Posted by: Kublicha 20 Mar 2018, 16:57
QUOTE
2018 წელს თბილისის ბიუჯეტის სახსრებით იგეგმება 100 ავტობუსის შეძენა.

დაახლოებით რა პარამეტრების ავტობუსებზეა ლაპარაკი? 10 მეტრიანი?

Posted by: david1010 20 Mar 2018, 19:23
ამ ახალ ავტობუსებსაც ყოველ თვე მხოლოდ 10-10 ცალს გაუშვებენ? user.gif

Posted by: sandrobandro 20 Mar 2018, 19:40
ხო ნუ სამ თვეში ერთხელ 5 ცალ ავტობუსს თუ შეაგდებენ კაი 20 წელი მოუნდებიან ალბათ თავიდან ბოლომდე რო ჩაანაცვლონ ეს კიბო ბოგდანები ბლიად.


სახელწმიფო ანაგრიშზე არსებული ავტობუსები ვერ გადის ტექ დატვალიერებას, ჯერ მაგის ჩანაცვლებას მიხედონ და გამოსწორებას სანამ მოქალაქეების მანქანებს მაიდგებიან .

Posted by: vatman 21 Mar 2018, 10:08
Kublicha
QUOTE
დაახლოებით რა პარამეტრების ავტობუსებზეა ლაპარაკი? 10 მეტრიანი?

არსად არაფერი არ უთქვიათ.

სუბიექტური ეჭვით ეს 100 ცალი პატარა ავტობუსები იქნება

Posted by: Marshmallo 21 Mar 2018, 18:36
ვუუ ახალი თემა
ენივეი, ის ლურჯი მანები იქნება 10მეტრიაები?

Posted by: forum-ge 21 Mar 2018, 19:49
Marshmallo
QUOTE
ის ლურჯი მანები იქნება 10მეტრიაები?

დიდი ალბათობით ეგ უნდა იყოს
შარშან ქარხანაშიც იყვნენ 10 მეტრიანი მანების დასათვალიერებლად

Posted by: Ben_Joyce 24 Mar 2018, 19:17
თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, მალე 3 ნომერზე გაუშვებენ დიდ ბოგდანებს და გამოთავისუფლებულ ავტობუსებს სხვადასხვა ხაზებს დაუმატებენო. 7 ნომერზე იყო საუბარი, შეიძლება დაამატონო.

Posted by: Nickboy 24 Mar 2018, 19:53
forum-ge
QUOTE
დიდი ალბათობით ეგ უნდა იყოს
შარშან ქარხანაშიც იყვნენ 10 მეტრიანი მანების დასათვალიერებლად


თან ის 1 ავტობუსიც ტყუილად ხო არ გვაჩუქეს givi.gif

Posted by: dendo 25 Mar 2018, 17:49
არა, ლურჯები ყოჩაგ გაქაჩეს კაი პონტია

Posted by: da_to 25 Mar 2018, 19:39
დღეს ვნახე რამოდენიმე მანი ტექ დათვალიერების ცენტრში ... საინტერესოა ბოგდანები (განსაკუთრებით პატარები) გაივლიან ტექ დათვალიერაბს ?!

Posted by: PULSE 26 Mar 2018, 16:50
da_to
http://bpn.ge/ekonomika/43725-2017-tsels-thbilisshi-modzravi-673-avtobusidan-456-ma-teqdathvaliereba-ver-gaiara.html

Posted by: Kublicha 26 Mar 2018, 17:05
რატომ გაგიკვირდათ ასე ძაან რომ ბოგდანებმა ვერ გაიარეს ტეხასმოტრი, განა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს რომ ვერ გაივლიდა?


(PULSE თქვენს პოსტს არ ვგულისხმობ, ზოგადად მედია გამოხმაურებას ვგულისხმობ)

Posted by: vatman 27 Mar 2018, 10:03
Kublicha
QUOTE
რატომ გაგიკვირდათ ასე ძაან რომ ბოგდანებმა ვერ გაიარეს ტეხასმოტრი, განა შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს რომ ვერ გაივლიდა?

მე ის მაინტერესებს რომელი 73 მა ყვითელმა ავტობუსმა გაიარა ტექდათვალიერება biggrin.gif biggrin.gif
(673-456)-144=73 boli.gif
აშკარად ამ დარჩენილებიდან უმრავლესობა დიდი ბოგდანი იქნება....
da_to
QUOTE
საინტერესოა ბოგდანები (განსაკუთრებით პატარები) გაივლიან ტექ დათვალიერაბს ?!

გუშინ კი იყვნენ პატარები ტექდათვალიერებაზე ქერჩის ქუჩაზე biggrin.gif

Posted by: PULSE 27 Mar 2018, 16:40
vatman
QUOTE
მე ის მაინტერესებს რომელი 73 მა ყვითელმა ავტობუსმა გაიარა ტექდათვალიერება  
(673-456)-144=73  


816 ავტობუსიდან 143-ს (ანუ MAN-ებს) არ ეკუთვნის შემოწმებაო და ეს 673 ძველი ავტობუსებია სულ.
მარა მაგდენი ავტობუსი არის თბილისში? spy.gif


აი თვითონ აუდიტის ანგარიშში( https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/atmosferuli-haeris-dabinzureba.pdf ) გამოშვების წლების მიხედვითაა დიაგრამა.

Posted by: Kublicha 27 Mar 2018, 16:49
QUOTE
მე ის მაინტერესებს რომელი 73 მა ყვითელმა ავტობუსმა გაიარა ტექდათვალიერება

ალბათ ისიზუებმა. (იმენა ისუზუს მარკით რომ დადის)

Posted by: TramwayMan 27 Mar 2018, 17:55
vatman
PULSE
Kublicha
დიდი ბოგდანები გადიან სარემონტო სამუშაოებს როგორც მე ვიცი.

Posted by: vatman 28 Mar 2018, 10:16
PULSE
QUOTE
816 ავტობუსიდან 143-ს (ანუ MAN-ებს) არ ეკუთვნის შემოწმებაო და ეს 673 ძველი ავტობუსებია სულ.
მარა მაგდენი ავტობუსი არის თბილისში? 

მაგ დიაგრამიდან გამოდის რო დიდმა ბოგდანებმა გაიარეს შემოწმება, სულ 150 იყო თავიდანვე.

ხუთივე მერსედესმა ვერ გაიარა..

Posted by: AUTOCRAT 13 Apr 2018, 22:39
ბაგებში ავტობუსი ხეს შეეჯახა
20:53, 13.04.2018
თბილისში, ბაგების სტუდქალაქის ტერიტორიაზე N51 ავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

https://1tv.ge/news/bagebshi-avtobusi-khes-sheejakha-video/

user posted image

Posted by: da_to 13 Apr 2018, 22:44
QUOTE
ბაგებში ავტობუსი ხეს შეეჯახა


ეს როგორ უნდა მოვგივიდეს, პედალი შემეშლა პონიტია ?

Posted by: Kublicha 13 Apr 2018, 23:07
da_to
QUOTE
ეს როგორ უნდა მოვგივიდეს, პედალი შემეშლა პონიტია ?

ხო გინახავს სადაცაა ეგ გაჩერება. მიდიხარ წყნეთის გზატკეცილზე და მერე უნდა შეუხვიო საერთო საცხვოვრებლის ქვედა ეზოში შუქნიშანზე.
ტრასაზე ალბათ სწრაფად მოძრაობდა და დიდი სიჩქარით შეუხვია იმ ეზოში და მართვა დაკარგა.

Posted by: TramwayMan 13 Apr 2018, 23:25
Kublicha
QUOTE
ხო გინახავს სადაცაა ეგ გაჩერება. მიდიხარ წყნეთის გზატკეცილზე და მერე უნდა შეუხვიო საერთო საცხვოვრებლის ქვედა ეზოში შუქნიშანზე.
ტრასაზე ალბათ სწრაფად მოძრაობდა და დიდი სიჩქარით შეუხვია იმ ეზოში და მართვა დაკარგა.

არანაირად სრულიად საპირსპირო მხარეს არის შევარდნილი

აი იქით რო ჩანს ავტობუსი ის არის შემოსული წყნეთის გზატკეცილიდან.

ანუ ამან დაკრუგა და მერე შევარდა. როგორც ჩანს დაძვრისას რაღაც ვერ ქნა შეიძლება ცუდად გახდა.

Posted by: vatman 14 Apr 2018, 23:53
TramwayMan
QUOTE
ანუ ამან დაკრუგა და მერე შევარდა. როგორც ჩანს დაძვრისას რაღაც ვერ ქნა შეიძლება ცუდად გახდა.

შეიძლება შუმახერულად დაკრუგა biggrin.gif biggrin.gif

ისე კი ვიფიქრე ამასწინათ რარაც დიდი ხანი არ დაუმტრევიათ მანის ავტობუსები....

ეს კიდო დღეს:



მაინც ვერ მიხვდი ვინ დაეჯახა მასე, მგონია რო GWP-ს მანქანა

Posted by: perry 15 Apr 2018, 15:31
მე რასაც ვაკვირდები, თბილისის ავტობუსების მძღოლების უმრავლესობამ ტარება არ იცის. სად შოულობენ ასეთ ხალხს. spy.gif

Posted by: Nickboy 15 Apr 2018, 22:16
perry
QUOTE
მე რასაც ვაკვირდები, თბილისის ავტობუსების მძღოლების უმრავლესობამ ტარება არ იცის. სად შოულობენ ასეთ ხალხს.


მართალი ხარ... მგონი, მაგრად კიდიათ ვის ჩააბარებენ 200,000$-იან ავტობუსს, რომელსაც ჩვენი ფულით ყიდულობენ facepalm.gif

წლიურ ანგარიშებსაც რომ აღარ დებენ და არანაირ ინფორმაციას არ იძლევიან ტტც-ში... ეტყობა რაღაც საზიზღრობა ხდება მაგ კომპანიაში..

Posted by: დოჩანა 15 Apr 2018, 22:27
ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობაზე კონტროლი გამკაცრდა? 49 ნომერში ორჯერ ამოვიდნენ შემოწმებაზე სააკაძიდან დელისამდე.

Posted by: რობი 16 Apr 2018, 18:44
როცა აგვიანდებათ საცობების გამო სულ ჩქარობენ ხოლმე cry.gif
3-4 დღის წინ 24 ნომერის მძღოლმა ბუდაპეშტზე დასიგნალების გამო ვიღაცას დედის ტრაკი ამოუტრიალა გააჩერე თუ კაცი ხარ თან ემუქრებოდა biggrin.gif

Posted by: rommel 16 Apr 2018, 20:19
QUOTE
მე რასაც ვაკვირდები, თბილისის ავტობუსების მძღოლების უმრავლესობამ ტარება არ იცის. სად შოულობენ ასეთ ხალხს.


ტარება ერთია და თანამედროვე ტექნიკის ექსპლუატაცია მეორე. აი წარმოდგენა არ აქვთ, მგონი არავინ არაფერი აუხსნა. ბოგდანებივით ხმარობენ ნახევარ მილიონიან ავტობუსებს, კლიმატკონტროლის ხმარებაც არ იცის მგონი ზოგიერთმა, ან რა სავალდებულოა გაგანია ზაფხულში სამივე კარის გაღება, როდესაც ზუსტად იცი რომ მხოლოდ ერთია საჭირო. მაგათ აჩქარება-დამუხრუჭებაზე ხომ ლეგენდები დადის უკვე. გულდასაწყვეტია, ძლივს წესიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვეღირსა და იმასაც ბოლოს ვუღებთ.

პ.ს-N51 გაწმინდონ რა სანამ ჯერ კიდევ შეიძლება, გული აგერევა ისეა გაზინტლულია sad.gif

Posted by: vatman 17 Apr 2018, 09:54
რობი
QUOTE
როცა აგვიანდებათ საცობების გამო სულ ჩქარობენ ხოლმე

მე მგონი პირიქით biggrin.gif
ცდილობენ მაქსიმალურად გაწელონ, რო ერთი ბრუნი ან ნახევარი ბრუნი მოაკლდეს. ნუ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება

Posted by: forum-ge 17 Apr 2018, 18:51
QUOTE
ცდილობენ მაქსიმალურად გაწელონ, რო ერთი ბრუნი ან ნახევარი ბრუნი მოაკლდეს. ნუ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება

მეც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება

Posted by: ფაშისტი 17 Apr 2018, 19:02
ძალიან ძალიან ცუდად ატარებენ, მუხრუჭი და დაძვრა აქვს უმრავლესობას აი ვაშლებივით გორაობს ხალხი ხოლმე, ვინც დგას. და კიდევ როცა ცივა სალონში ეწევა ძალიან ბევრი მძღოლი მაღლივის გაჩერებაზე.

Posted by: AUTOCRAT 18 Apr 2018, 01:41
QUOTE
ტარება ერთია და თანამედროვე ტექნიკის ექსპლუატაცია მეორე. აი წარმოდგენა არ აქვთ, მგონი არავინ არაფერი აუხსნა.

არც თანამედროვე იციან და არც წარღვნამდელი.
ეგ კი არა უკვე მეტროშიც გამოჩნდნენ მემანქანეები რომლებიც მატარებელს მარშრუტკის მძღოლივით მართავენ...

Posted by: aloha__ 18 Apr 2018, 11:23
QUOTE (vatman @ 17 Apr 2018, 09:54 )
რობი
QUOTE
როცა აგვიანდებათ საცობების გამო სულ ჩქარობენ ხოლმე

მე მგონი პირიქით biggrin.gif
ცდილობენ მაქსიმალურად გაწელონ, რო ერთი ბრუნი ან ნახევარი ბრუნი მოაკლდეს. ნუ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება


კი მასეა, იმ დღეს მეჩქარებოდა და 21 დიდუბიდან დიდ დიღმამდე მისვლას 45 წუთი მოუნდა, ფანჯრიდან რომ გაიხედავდი, ხალხი ფეხით გვასწრებდა.

Posted by: vatman 18 Apr 2018, 11:55
aloha__
QUOTE
კი მასეა, იმ დღეს მეჩქარებოდა და 21 დიდუბიდან დიდ დიღმამდე მისვლას 45 წუთი მოუნდა, ფანჯრიდან რომ გაიხედავდი, ხალხი ფეხით გვასწრებდა.

სამაგიეროდ სახლში ადრე მივიდოდა მძღოლი იმ დღეს...



ისე დისპეჩერიზაცია აქვთ მაგათ ვაბშე... რატომ უნდა საღამოს 9-ს ნახევარზე, დიდი დიღმიდან გაუშვა ავტობუსი ხაზზე გასასვლელად N2 მაშრუტზე. vis.gif
დააყენე დღის განმავლობაშI 2-3 სარეზერვო ავტობუსი სადმე ისანი-სამგორის, ან თუნდაც ბარათაშვილის მიდამოებში

Posted by: da_to 19 Apr 2018, 18:23
მის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ელექტროავტობუსი 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნახოს, თუ რა სახის ტრანსპორტზეა საუბარი.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი.

რაც შეეხება გადახდის სისტემას, ამაზე მუშაობა მიდის, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ამ
-0:18
ავტობუსით მგზავრობა უფასო იყოს. აღნიშნული ავტობუსი 2 დღეში იქნება საქართველოში, 3-4 დღეში კი უკვე თბილისში იმოძრავებს,“-აღნიშნა პატარაიამ.

ცნობისთვის, კომპანია „ფრეგობასი“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება თბილისში.


https://bpn.ge/finansebi/44619-3-4-dgheshi-thbilisshi-pirveli-eleqtroavtobusi-gamochndeba-ra-marshrutze-imodzravebs-transporti.html?lang=ka-GE

Posted by: პაწა 20 Apr 2018, 09:12
QUOTE (da_to)
ამ
-0:18
ავტობუსით მგზავრობა უფასო იყოს

ამ ავტობუსით კი არა, საერთოდ ავტობუსით მგზავრობა უნდა იყოს უფასო და მანქანით ფასიანი. გერმანიაში აკეთებენ საცდელ ვარიანტს, ბონში და კიოლნში, თუ არ ვცდები

Posted by: Nickboy 20 Apr 2018, 11:07
პაწა
QUOTE
ამ ავტობუსით კი არა, საერთოდ ავტობუსით მგზავრობა უნდა იყოს უფასო და მანქანით ფასიანი. გერმანიაში აკეთებენ საცდელ ვარიანტს, ბონში და კიოლნში, თუ არ ვცდები


აპ აპ აპ.... სად გვაქვს მაგდენი ფული რაღაცები "უფასო" იყოს? biggrin.gif

თუმცა, საწვავის აქციზით, ჩემი აზრით, საზ. ტრანსპორტი უნდა დაფინანსდეს..

მეტად გაძვირებაც შეიძლება biggrin.gif

Posted by: პაწა 20 Apr 2018, 11:20
QUOTE (Nickboy)
საზ. ტრანსპორტი უნდა დაფინანსდეს

მანდ ვარ მეც

Posted by: Nickboy 20 Apr 2018, 11:57
პაწა
QUOTE
მანდ ვარ მეც


მარტო ეგ არ ეყოფა... მაინც ფასიანი უნდა იყოს... ძვირი ჯდება გაფართოება საზ. ტრანსპორტის...

Posted by: Marshmallo 21 Apr 2018, 18:39
ჩინურიოოო? ნაჰ. რა უნდა ღირდეს ეგ ელექტრო ავტობუსი? მანსაც აქვს ელექტროები wink.gif biggrin.gifD

Posted by: ZEPTER 21 Apr 2018, 19:33
Marshmallo
რაც იაფია იმას წააწყდებიან

Posted by: TramwayMan 21 Apr 2018, 20:04
ZEPTER
Marshmallo
გერმანულ-ჩინურია.

https://www.eurabus.com/

Posted by: giomelqa12 22 Apr 2018, 09:58

QUOTE
დედაქალაქში 3-4 დღეში 1-ლი ელექტროავტობუსი გამოჩნდება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ელექტროავტობუსი 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იმოძრავებს და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნახოს, თუ რა სახის ტრანსპორტზეა საუბარი.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი.

რაც შეეხება გადახდის სისტემას, ამაზე მუშაობა მიდის, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ამ
ავტობუსით მგზავრობა უფასო იყოს. აღნიშნული ავტობუსი 2 დღეში იქნება საქართველოში, 3-4 დღეში კი უკვე თბილისში იმოძრავებს,“-აღნიშნა პატარაიამ.

ცნობისთვის, კომპანია „ფრეგობასი“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება თბილისში.



+1 ელექტრო ავტობუსი

Posted by: Nickboy 22 Apr 2018, 10:33
TramwayMan
QUOTE
გერმანულ-ჩინურია.

https://www.eurabus.com/


მაგრამ თვითნ ეურაბასი 2015 წელს დაარსებულა და ჯერ არც აქვთ ქარხანა... მოკლედ სტარტაპია რა...

Posted by: vatman 24 Apr 2018, 10:55
QUOTE
მაგრამ თვითნ ეურაბასი 2015 წელს დაარსებულა და ჯერ არც აქვთ ქარხანა... მოკლედ სტარტაპია რა...

მე მგონია რო ეს ეგეთივე სტარტაპი იქნება როგორც იყო აი ეს:
user posted image


Posted by: Marshmallo 24 Apr 2018, 23:41
აუ ეხლა ესენი იმ პატარა მანების მაგივრად ამ განდონა ჩინურებს იყიდიან ეეეეეეეეეეეეჰ

Posted by: Ben_Joyce 28 Apr 2018, 07:01
რამდენიმე დღის წინ ნომერი 7 მარშრუტის ავტობუსი, რომელიც ბოლო გაჩერებაზე ხალხით იყო სავსე, არ გავიდა. მონიტორინგის სამსახურმა მგზავრებს უთხრა, რომ ავტობუსი არ გავიდოდა იმიტომ, რომ გენინსპექცია უნდა მოსულიყო. როგორც აღმოჩნდა მძღოლმა მუშაობის პროცესში დალია ალკოჰოლური სასმელი და ჯერ გეგმავდა რეისის შესრულებას, თუმცა შემდეგ არ გაუშვეს. ავტობუსი - TTC 924.

მე ვფიქრობ, რომ სატრანსპორტო კომპანიია ადმინისტრაცია ძალიან ლმობიერია, ეს ტიპი ისევ ხაზზე მუშაობს.

ასევე რამდენიმე დღის წინ იმავე ავტობუსის რომელიღაც მძღოლი გამოიჭირეს 5 ლიტრი დიზელის მოპარვაზე. შეიძლება ისევ ეს იყო, შეიძლება მისი შემცვლელი.

ცირკია რა

Posted by: Marshmallo 28 Apr 2018, 18:24
სადაა აბა ელექტროები? მემგონი მართლაც სისულელეა ლოლ

Posted by: Kublicha 28 Apr 2018, 21:01
100 ავტობუსი წელსვე იქნებაო კახიმ რომ თქვა, არაა დრო რომ რამე მოძრაობები უკვე იყოს მაგ მიმართულებით? 1/3 გავიდა უკვე წლის.

ისე თქვენ როგორ გადაანაწილებდით ამ 100 ავტობუსს ? იგულისხმება არსებულ ხაზებზე არსებული ბოგდანების ჩანაცვლება.
და ობიექტურად, ვის რა უდგე.. აწყობს მაგის მიხედვით არა
დავდებ მეც ჩემს გადანაწილებას ცოტა ხანში. მანამდე გეტყვით რომ 2, 33 და 15 მაქვს წინა პლანზე


Posted by: vatman 29 Apr 2018, 00:02
Kublicha
QUOTE
დავდებ მეც ჩემს გადანაწილებას ცოტა ხანში. მანამდე გეტყვით რომ 2, 33 და 15 მაქვს წინა პლანზე

თითქმის 99% დარწმუნებული ვარ, რო პატარა ავტობუსები იქნება.
თბილისს პირველ რიგში მათი განახლება სჭირდება

Posted by: Marshmallo 29 Apr 2018, 11:57
და პორტუგალიაში რო წავიდენენ და ის ლურჯი მანები რომ ნახეს? იმედი მქონდა რომ მაგეებს შემოიყვანდნენ

Posted by: Mick-el-Angelo 30 Apr 2018, 15:04
Kublicha
QUOTE
ისე თქვენ როგორ გადაანაწილებდით ამ 100 ავტობუსს ?

პატარები შემოყავთ თუ დიდები გააჩნია smile.gif თუ პატარები, მაშინ 2-ზე, 33-ზე და 15-ზე ისედაც დიდი ბოგდანებია და არა მგონია რაიმე შეიცვალოს.
ზოგადად, გარდა არსებულისა, დიდი მანები უნდა ვიხილოთ ყველა იმ ხაზზე, სადაც ეხლა დიდი ბოგდანებია. ნუ გარდა 23-ისა. 15-იც რატომ გაქვთ პრიორიტეტში, ვერ გავიგე, დიდი დიღომი ისედაც მაქსიმალურადაა უზრუნველყოფილი ავტობუსებით. 2, 33, 55, 54, 50, 71, 23, 95.
თუმცა არსებული სამარშრუტო სისტემა იმდენად უაზროა, რომ სადაც უნდათ იქ გაუშვან, აზრი მაინც 0-თან მიახლოებულია.
ისე, ადრეც მითქვამს, მაგრამ ახლაც დავსვამ კითხვას: ვინმეს აქვს წარმოდგენა, გარეუბნებს შორის რატომ მხოლოდ დიდი დიღომი და გლდანი მიჩნეულია განსაკუთრებულად, რომ მანდ არსებობს საავტობუსო ხაზები, რომლებიც სცდებიან უახლოეს "ჰაბს" და მიდიან საბურთალოზე და ვაკეში (21, 51, 54, 24)? და, მაგალითად, ვარკეთილისა და მუხიანის მოსახლეობამ, რატომ უნდა ცვალოს 3 ტრანსპორტი ვაკეში მოსახვედრად? smile.gif მერიის სასტავი ძირითადად გლდანსა და დიღომში ცხოვრობენ თუ რა თემაა? biggrin.gif

Posted by: Kublicha 30 Apr 2018, 16:10
Mick-el-Angelo
QUOTE
პატარები შემოყავთ თუ დიდები გააჩნია  თუ პატარები, მაშინ 2-ზე, 33-ზე და 15-ზე ისედაც დიდი ბოგდანებია და არა მგონია რაიმე შეიცვალოს.

მე დიდების (12მ) ვარიანტზე განვიხილავ.
ქალაქში უნდა დადიოდეს მაქსიმალურად ბევრი 12 მეტრიანი, ხოლო 8 მეტრიანები მხოლოდ იქ სადაც ფიზიკურად ვერ გაივვლის დიდი ავტობუსი. ასე რომ პატარების შეცვლა ქალაქის სატრასნპორტო პოლიტიას ვერ შეცვლის.

QUOTE
2, 33, 55, 54, 50, 71, 23, 95.

ასევე 25 და 44.
ასევე პატარა ბოგდანები სადაც დადის იმეებზეც: 31, 20, 46, 59, და ყველაფრის მიუხედავად 34იც.

Posted by: Giorgijee 30 Apr 2018, 17:22
დიღმის მასივი რობაქიზე - დიდუბის მეტრო დან , აქედან ვარკეთIლამდე, რითი მივედე მეტრო რო იციფება..

boli.gif

117 მარშუტკა დადის მარა გაფიცვის მერე საერთოდ კოშმარი იქნება


ა მოვძებნე კოლმეურენობიდან 39/71/

Posted by: ფაშისტი 30 Apr 2018, 18:38
ნეტა 78 ის ბოგდანს საშველი დაადგებოდოეს.. იმედია რომ შეცვლიან უპრობლემოდ ავა ჭოველიძეზე.. იმ დღეს სამჯერ ჩაუქვრა მაგ აღმართზე, ისედაც ხალის ტევა არ არის მაგ მარშრუტზე

Posted by: თალიბანი 30 Apr 2018, 21:06
აქ რა მოხდა ხომ არ იცით?
user posted image

Posted by: Mick-el-Angelo 1 May 2018, 15:02
თალიბანი
https://forum.ge/?showtopic=35014194&view=findpost&p=52526936

აქ მე-2 გვერდზეა.

Posted by: TramwayMan 3 May 2018, 23:00
Yალიან მალე დატესტავთ ამ ჩინურ ჯართს

http://www.zteauto.net/cp/showproduct.php?lang=en&id=28

ტექნიკური მონაცემები

On January 20, 2018, a 12-meter electric smart bus at the China Electric 100th People’s Congress became the focus of attention with its personalized design and intelligent configuration. It is understood that the car was independently developed by ZTE Smart Motors, which is a company registered in Zhuhai after the acquisition of ZTE Corporation, ZTE Corporation and Guangtong Bus.

Next, Xiao Bian took everyone to look at ZTE's electric smart bus what special place?

front face

As a bus, the overall design of the ZTE electric smart bus is very individual. There is an LED display at the top of the bus for line hints. The design of the rearview mirror with no blindness is also very reasonable; in addition to the car logo, there is also a The ZTE Smart Car, ZTE, and GTZ6129BEVB model letter logos, as well as wiper water jets, are used to clean the front window glass; the lighting system uses oblique cylindrical LED combined headlights.

Front side 1

In addition, the front enclosure adopts a split type design and can be opened to the left and right at the same time. The opening angle of the side enclosure and rear enclosure door is greater than 90 degrees, which is convenient for maintenance and maintenance.

sideways

The body of the car adopts a full-loaded body structure. The length, width and height of the car body are 11990×2520×3250mm. The passenger door adopts a double-inlet swing door style, and the lower floor stepped up and down steps are adopted to facilitate passengers getting on and off the car. safety.

The body of the vehicle adopts aluminum alloy modularization and lightweight design, and the all-aluminum body design enables the car to have natural corrosion resistance, which can improve the service life of the vehicle. The cathodic electrophoretic treatment of other steel components also has strong corrosion resistance. The vehicle's trim quality is 12800kg, which is 15% lighter than that of a traditional passenger car. This can greatly improve the cruising range and effectively reduce operating costs.

Interior

button

Since it is a bus, its interior design must be convenient. ZTE Smart Bus's overall central control design is ergonomic, and the central control unit's functi0n button settings are also very reasonable, and the shift mode uses a button type. The position is located on the left side of the cab, which greatly facilitates the driver's operation.

meter

The instrument panel is also more individual. In addition to the traditional mechanical instrument panel on the left and right, there is a large-size display in the central position that can show the running status of the vehicle and the battery power.

In the control

The configuration can be said to be very rich. It is mainly equipped with intelligent driver assistance system applications, vehicle-mounted Internet monitoring terminal, intelligent WI-FI vehicle cloud platform, 360-degree viewing video system, intelligent collision avoidance system, improving the safety and comfort of driving. Experience.

Seats

The interior part adopts the international environmental protection interior and noise-reducing noise-reducing materials, with good flame-retardant properties, super-hard wear-resistant and flame-retardant flooring, and good air quality in the vehicle to meet the green emission and low-carbon travel. The utilization rate of space is also relatively high, the layout of the seat is reasonable, and the space in the standing area is also very large. The number of seats in the entire vehicle is 30, and the maximum number of passengers can reach 80+1.

Front side

In terms of power, the vehicle uses the industry's top core “triple power” configuration and is equipped with a power battery with a CATL614.4V 480Ah in the Ningde Era, equipped with a 140Kw Patel MD100F/rated power and a liquid-cooled motor controller from the Petri Co150, Under conditions of full loading, slow charging and fast filling, the integrated cruising range can reach more than 300 kilometers.

In addition, safety is also the most important part of buses. It is understood that the car for the active safety of the use of escape, fire, emergency and other devices, can achieve high temperature waterproof, collision avoidance and leakage; passive safety, the vehicle uses a fully-loaded fully enclosed structure design, the vehicle after the side turn small deformation , Large living space; CAE finite element analysis to ensure the reliability of the connection, safety and high strength of the body.

In addition, there are lines, the use of high-voltage protection, high and low voltage wiring harness also made a separate arrangement, can greatly improve the safety and reliability of the vehicle.

Posted by: დოჩანა 3 May 2018, 23:19
კონდიციონერი იყო ჩართული 140 ში დღეს და ვისიამოვნე ორბელიანის მოედნიდან დელისამდე

Posted by: vatman 4 May 2018, 10:44
TramwayMan
QUOTE
ჩინურ ჯართს

რატო ჯართს?
რახან ჩინურია? wink.gif

Posted by: Marshmallo 4 May 2018, 17:41
QUOTE (vatman @ 4 May 2018, 10:44 )
TramwayMan
QUOTE
ჩინურ ჯართს

რატო ჯართს?
რახან ჩინურია? wink.gif

მარტო BYD არაა ცუდი, დანარჩენები ნაგავია.

Posted by: PULSE 8 May 2018, 16:35
გამოაცხადეს ტენდერი როგორც იქნა.

100 ცალი 10 მეტრიანი დიზელის ავტობუსი:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=262146&lang=ge


Posted by: vatman 8 May 2018, 17:05
QUOTE
100 ცალი 10 მეტრიანი დიზელის ავტობუსი:

აბა ეკოლოგიურად სუფთაა? biggrin.gif
ისე მისასალმებელი რო არა 8 მეტრიანები.
რაც ვნახე უცბად, უკრაინული და ბელორუსული პროდუქცია ვერ იქნება.
ევროპული გრანდებიდან მგონი ნებისმიერი შეიძლება იყოს

და ....... Группа Газ პროდუქციაც biggrin.gif
ჩინელებიც არ დაგვავიწყდეს, სავარაუდოდ საინტერესო ტენდერი იქნება biggrin.gif

Posted by: Marshmallo 8 May 2018, 17:17
ყველაზე იაფ ნაგავს აირჩევენ ეხლა... facepalm.gif
* * *
ვინმემ მითხარით, პორტუგალიაში ტყუილა წავიდნენ? და ის მოკლე მანი რომ ნახეს, რას აპირებენ მაგაზე?

Posted by: rommel 8 May 2018, 17:41
რატომ აჭრელებენ ავტოპარკს sad.gif ევრო 6 და დიზელი? რა ვიციsad.gif

Posted by: vatman 8 May 2018, 18:42
rommel
QUOTE
რატომ აჭრელებენ ავტოპარკს  ევრო 6 და დიზელი? რა ვიცი

რატომ აჭრელებენ?
დიზელები ისედაც ჰყავს უმრავლესობა.
მაგრამ ჩვენს საწვავის პირობებში არ ვეთანხმები ევრო 6 დიზელის ძრავის ყიდვას. იქნება თავის ტკივილი. მაგას ისევ ან გაზი სჯობდა ან ევრო 3 ევრო სტანდარტის. როდესაც უკეთეს საწვავს შემოიტანენ მერე ვილაპარაკოთ ევრო 6-ზე. სავარაუდოდ დიზელი ტექნიკურ პირობებშ იმიტომ არის რო მოკლე ავტობუსები გაზზე არ არის?..... არ ვიცი...
დილერების უმრავლესობა საქართველოში დიზელის ძრავიან ავტომობილებს არ ყიდის, ან თუ ყიდის უმეტესობა არის ევრო 1- ევრო 3. ეს ახალ მანქანებზე ვამბობ. მიზეზი კი საწვავის ხარისხი...

Posted by: rommel 8 May 2018, 20:19
vatman
QUOTE
რატომ აჭრელებენ?

როგორც მახსოვს მანის დიზელზე მომუშავე ავტობუსები ევრო 5-ია. დიდი ალბათობით სხვა ფირმის იქნება. თან მარკას რომ თავი დავანებოთ, თუ სიენჯი-ზე მომუშავე ტექნიკას აწვები, ბოლომდე მსგავსი უნდა შეიძინო. ექსპლუატაციაც უფრო იაფი დაჯდება. ჩვენს დიზელზე კი დაწერე და ეგ ევრო 6 რამდენიმე წელიწადში წარმატებით ჩაანაცვლებს მხრჩოლავ ყვითელ მარშუტკებს. აგერ მე და აგერ თქვენ.

რაღა დროს დიზელია sad.gif

პ.ს- თუ ვცდები მოხარული ვიქნები.

Posted by: da_to 8 May 2018, 20:37
ძაან ცოდვაა ევრო - 6 ძრავი ქართულ დიზელზე ...

ტენდერი იქნება სახანძროების ტენდერი მიმიქარავს დედა შვილს არ აიყვანს ხელში biggrin.gif

Posted by: Kublicha 8 May 2018, 20:49
10 მეტრიანებით რა უნდა ჩანაცვლდეს? დიდი ბოგდანები?

Posted by: borbolia777 8 May 2018, 22:12
როდის შემოვა ახალი ავტობუსები ტბილისში? ბოგდანების დრო წასულია

Posted by: TramwayMan 8 May 2018, 23:11
vatman
rommel
Marshmallo
PULSE
სი ენ ჯი ძრავის მქონე ავტობუსები 12 მეტრზე მოკლე არ არის.
ამიტომაც ვყიდულობთ დიზელს smile.gif

ასე გამოვიდა თორემ ბარემაც სი ენ ჯი უნდოდათ.

არაფერი აჭრელება არ გამოდის.

აჭრელება ის იქნება ბევრი სხვადასხვა მწარმოებლის ავტობუსი რომ შევიძინოთ.

QUOTE
როგორც მახსოვს მანის დიზელზე მომუშავე ავტობუსები ევრო 5-ია.

ყველაფერი ევრო 6-ია.

QUOTE
ყველაზე იაფ ნაგავს აირჩევენ ეხლა...

რის საფუძვლეზე იძახი ამას? smile.gif


Posted by: Quranalone 8 May 2018, 23:16
მაშინ შემოიტანონ ევრო 6 დიზელის საწვავი სპეციალურად ამათთვის.
მარშრუტკები უკვე შავ ბოლს უშვებს, რომელიც კანცეროგენულია.
ასევე ძველი ავტობუსებიც.
იმედია, ეს ახალი ავტობუსებიც არ აბოლდება 2-3 წელიწადში.

Posted by: Marshmallo 8 May 2018, 23:18
TramwayMan

ჩინურებს ტესტავენ უკვე, და რა იქნება აბა. და თან გაზი თუ არის ტენდერში, ტყყ.

მანების დროს იყო გაზი ტენდერში? მერამდენე ადგილას გავიდა?

Posted by: nodara95 8 May 2018, 23:59
ახალი ელექტრო ავტობუსი არის რიგითი ჩინური ნაგავი. EUROBUS კი არა EURABUS ყოფილა. ვიღაცა ლუზერი გერმანელის კომპანიაა, რომელიც ჩინურ ავტობუსებს ასაღებს ევროპაში, თან მემგონი მარტო შვედეთში და გერმანიაში დადიან ისიც შვედეთში სულ 1 ცალი დადის smile.gif. ყველა წარწერა ავტობუსში არის ჩინურად. ტაბლო არის უსაზისღრეს ფერებში. ან რა ევასებათ ამ ჩინელებს ეგეთი დასახელებები ZTE Y56LH65HY78TRE32 რაღაცა ეგეთი ყლინჯობა აწერია უკან.

ამათი ქართველი წარმომადგენელი იყო გამოსული რამოდენიმე კვირის წინ და მანზე უკეთესს პროდუქტს ვთავაზობდითო წინა ტენდერში მთავრობას.

მძღოლის თავზე ვინტილატორს დააკვირდით smile.gif იმენა ყლინჯობა.

არ შეცდნენ და არ შემოეყიდოთ.

user posted image

Posted by: TramwayMan 9 May 2018, 00:16
Marshmallo
QUOTE
ჩინურებს ტესტავენ უკვე, და რა იქნება აბა. და თან გაზი თუ არის ტენდერში, ტყყ.
მანების დროს იყო გაზი ტენდერში? მერამდენე ადგილას გავიდა?


ელექტრობუსის დატესტვა ამ ტენდერთან არაფერ კავშირშია.

ტენდერში დიზელია და არა გაზი.

მანების დროს გაზი იყო ტენდერში და ყველა მწარმოებელმა თავისი გაზის ძრავიანი ბუსები წარმოადგინა და მანი ევროპულ მწარმოებლებშI ყველაზე იაფ ფასს დებდა პლიუს დაინტერესდნენ სერვისით რადგან მანს უკვე ჰყავს თეგეტა მოტორსი ოფიციალური პარტნიორი. შესაბამისად ფასიც ნაკლები გამოდიოდა პლიუს უკვე არსებულ ფირმას მიებარებოდა.

სოლარისის და ივეკსო შემთხვევაში სერვისიც უნდა გვეყინა კიდევ უფრო ძვირად.

რაც შეეხება თავად ავტობუსს სოლარისს და ივეკსო მილიონჯერ ჯობია მანი რაც ვიყიდეთ როგორც გარეგნული დიზაინით ისე სალონით smile.gif


Posted by: Kublicha 9 May 2018, 00:24
TramwayMan
რუსული ფირმა "გაზი" იგულისხმა და არა საწვავი გაზი.

Posted by: TramwayMan 9 May 2018, 00:27
Kublicha
ტენდერში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია თუ მიაჩნია რომ შეესაბამება მოცემულ პირობებს.
დისკვალიფიკაციაც უმარტივესია ნებისმიერი ხუშტურით. ასეთი დისვალიფიკაია მიიღო ჩინურებმაც და გაზმაც თავის დროზე.

Posted by: rommel 9 May 2018, 00:30
TramwayMan
QUOTE
აჭრელება ის იქნება ბევრი სხვადასხვა მწარმოებლის ავტობუსი რომ შევიძინოთ.


ჯერ რა ვიცით რას ვყიდულობთ? გადაწყვეტილია რომ მანი იქნება? smile.gif თუ ასეა ამას რა სჯობს.

ისე მანს ხომ ჰყავს 10 მეტრიანი ჰიბრიდები, მივწოლოდით ბარემ ეკოლოგიურობას.

Posted by: TramwayMan 9 May 2018, 00:48
rommel
ცხადდება ტენდერი, სტანდარტული პროცედურაა.
შეფასებისას ბევრი რამის ხიმანდრობა შეიძლება რომ მანს მოაგებინო და ა.შ ზოგადად სასურველ კანდიდატს.
პირობებსა ისე გაწერ რომ პირდაპირ მანის ბუსი ერგებოდეს და ა.შ აპრობირებული მეთოდია ევროპაშიც.

* * *
დაბალიტაკიანი, შშმ პირებზე ადაპტირებული, სამი კარით, კონდიცირების სისტემით, ავტომატური გადაცემათა კოლოფით და პნევმოდაკიდებით:

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Ftenders.procurement.gov.ge%2Fpublic%2Flibrary%2Ffiles.php%3Fmode%3Dque%26file%3D302284%26code%3D1525472812&h=ATO6l6puRdklRRGP5D6zGqMjC3aMWX06ivN_a_BY6DuknQsEc0GChIpqVcD7TeFH9ysBh74yBapgye-NJBnOCpLL1Y9Q0vxsUHGl5zjJ9hYvdkI82cc

მეორე საკითხია, ამ სპეციფიკაციებს შეიძლება ევროპულიც აკმაყოფილებდეს, ჩინურიც და რუსულიც, ყველაფერს ვერ გაწერ სპეციფიკაციებში, ხარისხი ხშირად რაოდენობრივად ვერ იზომება, ამიტომაც არის საგარანტიო პირობები გაწერილი

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Ftenders.procurement.gov.ge%2Fpublic%2Flibrary%2Ffiles.php%3Fmode%3Dque%26file%3D302283%26code%3D1525472548&h=ATPgxngyfWfgkYwkIeM9m5T5IzbmJl6CD4t-7ytLYHkvPQiQSWVBTLdjhTn9OYDeyndpM3iooi5dzmnMeFPp7l7WgavHl5ERNSmZZxi_RvGTnAv1r40

ასევე სხვადასხვა ჯურის ჩინური ნაგვისგან დასაცავად ეს პუნქტები იმოქმედებს:
2.2.1.1 მწარმოებელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება საზოგადოებრივი დანიშნულების ავტობუსების წარმოებაში.
2.2.1.2 მწარმოებელს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჯამურად უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 600 ავტობუსი მწარმოებლის ქვეყანაში და მის გარეთ.
2.2.1.3 მწარმოებელს ან პრეტენდენტს ბოლო 3 წლის მანძილზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 200 ცალი დიზელის ძრავზე მომუშავე ავტობუსი მიწოდებული მწარმოებლის ქვეყნის გარეთ არსებული 2 განსხვავებული ოპერატორისთვის.
2.2.1.4 მწარმოებელს/პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 100 ცალი შემოთავაზებული მოდელის ავტობუსი ევროპის მასშტაბით ბოლო 3 წლის განმავლობაში.
2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის ავტორიზებული/ლიცენზირებული არანაკლებ 1 წლის მანძილზე მოქმედი სერვისცენტრი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, სადაც სერვისი განხორცეილდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია.

Posted by: borbolia777 9 May 2018, 07:56
Hibridulebs rodis shemoiyvanen? Tendershi monawileoba yvelas sheudzlia?

Posted by: rommel 9 May 2018, 09:54
TramwayMan
გასაგებია, მადლობაsmile.gif

მაგრამ ეს დიზელის ძრავი რამდენად გაამართლებს არ ვიცი. ჰიბრიდი მაინც ყოფილიყო.

Posted by: Marshmallo 9 May 2018, 11:58
nodara95
აი 100% გეთანხმები, გულისამრევია.
* * *
QUOTE (TramwayMan @ 9 May 2018, 00:48 )
2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის ავტორიზებული/ლიცენზირებული არანაკლებ 1 წლის მანძილზე მოქმედი სერვისცენტრი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, სადაც სერვისი განხორცეილდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია.

ანუ ისევ მანები იქნება ;დდ

Posted by: დოჩანა 9 May 2018, 22:09
ან ავტობუსები დაამატეთ და მარშუტკები ან რამე ქენით.
ხალხი ცვივა უკვე ავტობუსებიდან და მარშუტკებიდან რა ხდება ვერ ხედავთ?!

Posted by: Marshmallo 9 May 2018, 22:50
QUOTE (დოჩანა @ 9 May 2018, 22:09 )
ან ავტობუსები დაამატეთ და მარშუტკები ან რამე ქენით.
ხალხი ცვივა უკვე ავტობუსებიდან და მარშუტკებიდან რა ხდება ვერ ხედავთ?!

გავითვალიწინებთ wink.gif




[insert sarcasm here]

Posted by: Nickboy 10 May 2018, 11:16
როგორც მოვსერჩე, ამ ავტობუსის ყიდვა უნდათ:
https://www.flickr.com/photos/elsautobusos/15977543792

https://www.bus.man.eu/man/media/content_medien/doc/business_website_bus_master_1/modelluebersicht_1/stadtbusse_1/MAN_Lions_City_M_en.pdf

10.5 მეტრია და 3 ამოსასვლელი აქვს...

Posted by: kanian_U 10 May 2018, 14:49
ახალი lions city გამოვიდა, ნეტა არ შემოიყვანენ?
ჩვენ რაც გვყავს ეგენი 1996 დან გამოდის

Posted by: Marshmallo 10 May 2018, 14:58
ეს ქარხანა რო აშენდება, ავტობუსები ვისთვის უნდა ააწყოს? თბილისისთვის ისევ?

Posted by: Nickboy 10 May 2018, 15:36
Marshmallo
QUOTE
ეს ქარხანა რო აშენდება, ავტობუსები ვისთვის უნდა ააწყოს? თბილისისთვის ისევ?


ეგ ქარხანა ან აშენდება, ან არა... მაგის იმედზე ჩემი მტერი იყოს

მისწრებაა ამ 100 ავტობუსის შესყიდვა ახლა..

Posted by: Marshmallo 10 May 2018, 15:45
QUOTE (kanian_U @ 10 May 2018, 14:49 )
ჩვენ რაც გვყავს ეგენი 1996 დან გამოდის

რა გამოდის 1996 დან? lol.gif lol.gif
* * *
Nickboy

ხოდა არ ააშენონ, ჩინური ავტობუსები ვის რად უნდა anyway

Posted by: kanian_U 10 May 2018, 20:27
Marshmallo
QUOTE
რა გამოდის 1996 დან?   

რა მოდელებიც გვყავს ისენი, პერიოდულად მცირე კოსმეტიკური და ტექნიკური ცვლილებები შედიოდა, მაგრამ ეხლა მთლად ახალი გამოვიდა.

Posted by: TramwayMan 11 May 2018, 00:09
kanian_U
ყვლეა მასეა, რადიკალური ცვლილებები იშვიათად ხდება.

Posted by: vatman 11 May 2018, 11:48
rommel
QUOTE
მაგრამ ეს დიზელის ძრავი რამდენად გაამართლებს არ ვიცი. ჰიბრიდი მაინც ყოფილიყო.

ჰობრიდი, დიზელის ძრავზე უფრო რთული აგებულება აქვს.
უბრალოდ ჩვენი საწვავის პირობებში არ უნდა იყოს ევრო 6. ადრეც დამიწერია გვერდითა თემაში, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანია იყიდა ევროპული ბრენდის ახალი სატვირთო ავტომობილები. ძრავის მხრივ მოთხოვნა ჰქონდა ევრო 2. დღემდე კმაყოფილები არიან არჩევანით.

რა იცით ეს ეკოლოგიაზე ჩაციკლვა რა.

P.S. ელექტროავტობუსი დღეს N9 მაშრუტზეა.
9-ში კი ვეტერანებს მოემსახურა wink.gif

Posted by: rommel 11 May 2018, 12:36
vatman
რთული აგებულება იმას არ ნიშნავს რომ ცუდია. თუ ჩვეულებრივი დიზელი მაგალითად, 5 წელიწადში გამოვა მწყობრიდან უხარისხო საწვავის გამო, ჰიბრიბდი უფრო დიდხანს გაქაჩავს, რადგან ნაწილობრივ ელექტრო ძრავზე იმუშავებს და შიდაწვის ძრავას ნაკლები დატვირთვა ექნება.

ეკოლოგიურობაზე აღარაფერს ვიტყვი ჩაციკვლა გამომივა sad.gif გამოვაცხადოთ დღეს ტენდერი ევრო 6-ზე, ხვალ ევრო 2-ზე. საქართველოა და ყველაფერი წავა.

Posted by: ZEPTER 11 May 2018, 13:47
ელექტრო ავტობუსები როდიდან შემოყავთ ??

Posted by: vatman 11 May 2018, 16:30
rommel
QUOTE
რთული აგებულება იმას არ ნიშნავს რომ ცუდია. თუ ჩვეულებრივი დიზელი მაგალითად, 5 წელიწადში გამოვა მწყობრიდან უხარისხო საწვავის გამო, ჰიბრიბდი უფრო დიდხანს გაქაჩავს, რადგან ნაწილობრივ ელექტრო ძრავზე იმუშავებს და შიდაწვის ძრავას ნაკლები დატვირთვა ექნება.

მერე დავწერე რო ცუდია?
უბრალოდ უფრო რთულია აგებულებისაა, და ისევ ისე იყენებს დიზელის ძრავს, რომელსაც ემატება ელექტროძრავი. რა მნიშვნელობა აქვს რომელში ჩაასხავ ნაგავ საწვავს? ამის აგრდა ემატება თავის ტკივილი სახელად ელექტროძრავი...

Posted by: rommel 11 May 2018, 21:33
vatman
კარგით რა ბატონო რაღა დროს ჰიბრიდის სირთულეა, ელ.ძრავზე მარტივი და საიმედო გამოგონება კიდევ არ მეგულება.

რაც არის არის, მთავარია მანებს ყიდულობენ ისევsmile.gif

Posted by: da_to 12 May 2018, 00:27
ისე ამ ფრეგო-ჩინ-ევრო ბუსს აკუმლატროი რამდენ კმ-ზე ყოფნის??? დღეს მთელი დღე 9 ნომერზე დარბოდა და, არამგონია ბოლო გაჩერებაზე სატენი მოეწყოთ მისთვის...

Posted by: Kublicha 12 May 2018, 00:31
da_to
კუს ტბის ასახვევთან ხო არის სატენი. biggrin.gif

Posted by: Guro_ 12 May 2018, 00:59
რაღაც მაგარი ბლეფი მგონია ეს ელექტრო ავტობუსი და მისი წარხნის მშენებლობა.

არადა რეალურად საქართველოში სატრანსპორტო სისტემაში ჩადებული ინვესტიცია მგონი საკმაოდ მიმზიდველი უნდა იყოს. სულ ასე ღლე მთავრობა ხოარ გვეყოლება, ვიღაცა ადრე თუ გვიან ხო მიხვდება რო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

შესაბამისად თბილისის ავტობუსებით მომარაგება ხო საკმარისი უნდა იყოს ერთი ქარხნისთვის ასეთუისე, მაგრამ ქვეყნის განვითარებასთან ერთად აუცილებელი გახდება საზ ტრანსპორტი და ავტობუსები ბათუმისთვის, ქუთაისთვის, გორისთვის, ზუგდიდისთვის და სხვა დიდი თუ პატარა ქალაქებისთვის. ამ ყველაფერს თუ სომხეთის და აზერებაიჯანის ბაზარსაც დავამატებთ საკმაოდ მადისაღმძვრელად ჟღერს ამ დარგში ინვესტიციის ჩადება.

მაგრამ რა თქმა უნდა მხოლოდ თეორიაბია, რეალურად არც საქართველოს მთავრობა და არც ეგ ვითომ გერმანულ-ჩინური კონგლომერატიც არაფრის გამკეთებელი არაა. რეკლამაა ერთი ჩვეულებრივი

Posted by: vaxo55 12 May 2018, 11:50
ერთი ეს ამიხსენით: შემოვიყვანეთ მანის ავტობუსები.კიდევ უნდა შემოვიყვანოთ 100. მერე ელექტრომობილები,მერე ტრამვაი და ბოლოს რო გაივსება ქალაქი ტრანსპორტით–ვაშენებთ ქარხანას.

Posted by: ქაფქიანა 12 May 2018, 14:49
ნუცუბიძეზე არის დღეს.

ახალგაზრდა ბიჭი იყო შიგნით, დაცვა. ასე თქვა, რომ სავარაუდოდ მანებს ჩაანაცვლებსო, რადგან მანების მოვლა და საწვავი ძალიან ძვირი უჯდება მერიასო.

user posted image

Posted by: rommel 12 May 2018, 15:05
ქაფქიანა
ნუ დაცვა თუ იყო კი ეცოდინებოდაsmile.gif ვინტილიატორიან ვარიანტს ყიდულობენ ნეტა თუ მეორესsmile.gif

Posted by: ქაფქიანა 12 May 2018, 15:13
rommel

რაც მომყიდეს, ის მოგყიდეთ.

Posted by: TramwayMan 12 May 2018, 18:25
ქაფქიანა
QUOTE
ახალგაზრდა ბიჭი იყო შიგნით, დაცვა. ასე თქვა, რომ სავარაუდოდ მანებს ჩაანაცვლებსო, რადგან მანების მოვლა და საწვავი ძალიან ძვირი უჯდება მერიასო.

ძალიან ღრმად გაქვსო რატო არ უთხარი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Marshmallo 12 May 2018, 23:48
მანებს ჩაანაცვლებს? wtf? იმედია სიმართლე არაა. დაფუქ.

Posted by: Kublicha 12 May 2018, 23:53
QUOTE
მანებს ჩაანაცვლებსო

მანის მეტი ვერაფერი ნახა ჩასანაცვლებელი? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Marshmallo 13 May 2018, 00:32
გაარკვიეთ რა ვინმემ, სიმართლეა თუ არა..

Posted by: David2018 13 May 2018, 00:35
გაარკვიეთ რა ვინმემ, სიმართლეა თუ არა.....

Posted by: Marshmallo 13 May 2018, 00:37
David2018 o.O... .

Posted by: fork 13 May 2018, 20:59
სასტავ,რაღაც მაინტერესებს,ზუსტად რა თემაში უნდა დავსვა ეს კითხვა-არ ვიცი,ამიტომ ახლოს მყოფ თემაში ვიკითხავ:
წესები,მეტრომანით მგზავრობის შესახებ შეიცვალა?
ანუ საათნახევრის განმავლობაში ავტობუსსა და მეტროში 50 თეთრად რომ მგზავრობ...
თუ არა-მეტრომანმა გამიჭედა აშკარად!

Posted by: vatman 13 May 2018, 22:10
fork
არაფერი შეცვლილა, ისევ 1,5 საათი...

P.S. ავტობუსებმა რა დააშავეს , აქციაზე რო გაუშვეს... mad.gif

Posted by: Kublicha 13 May 2018, 23:00
QUOTE
ავტობუსებმა რა დააშავეს , აქციაზე რო გაუშვეს...

ისე ეხლა დავფიქრდი, ბოლომდე მანებით ჩანაცვლება არ ივარგებს. ცოტა ბოგდანიცაა საჭირო ქალაქში biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vatman 14 May 2018, 00:11
Kublicha
QUOTE
ისე ეხლა დავფიქრდი, ბოლომდე მანებით ჩანაცვლება არ ივარგებს. ცოტა ბოგდანიცაა საჭირო ქალაქში

ისე ევროპაში ღამის რეისებზე ძირითადად ძველი მოძრავი შემადგენლობა გაჰყავთ (მეტრო/ტრამვაი/ავტობუსი) . ხო კიდევ საფეხბურთო მატჩების დროსაც ძველი გაჰყავთ biggrin.gif

Posted by: da_to 14 May 2018, 09:33
Kublicha
QUOTE
ისე ეხლა დავფიქრდი, ბოლომდე მანებით ჩანაცვლება არ ივარგებს. ცოტა ბოგდანიცაა საჭირო ქალაქში


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჩანაცვლებით ჩაანაცვლონ, უბრალოდ ერთი 50 ცალი ბოგდანი სადმე დააყენონ, მაინც რა იცი რა ხდება biggrin.gif

Posted by: Marshmallo 14 May 2018, 15:32
სინგაპურში შვრებიან ეგრე, ძველი მიცუბიშის ბოგდანისნაირი ავტობუსები გაყავთ, როცა არეულობაა ან რა მე ხდება

Posted by: Kublicha 15 May 2018, 00:43
da_to
QUOTE
უბრალოდ ერთი 50 ცალი ბოგდანი სადმე დააყენონ, მაინც რა იცი რა ხდება

რას ლაპარაკობ, ხაზებზე რომ დადის ის ავტობუსები მუშაობს ხათრით და დაყრილი ავტობუსები დაიქოქება რამე რომ იყოს? თანაც ფორსმაჟორულ და საჩქარო პირობებში

Posted by: Nickboy 17 May 2018, 12:18
იმგზავრეთ იმ ელექტრობუსით?

რავარია?

Posted by: ქაფქიანა 17 May 2018, 12:26
Nickboy

ნორმალურია. მე მომეწონა რავი. ერთი მგზავრობით მომეწონა.

ტროლეიბუსების თითქმის უკვე დავიწყებული ხმა გამახსენდა.

Posted by: ქაფქიანა 20 May 2018, 23:36
დღეს კიდევ ვიჯექი.

ჩემთვის პირადად, როგორც მგზავრისთვის, საკაიფოა, წუნი არ აქვს.

დიდი ბოგდანების ჩამნაცვლებლებად მოიაზრებიან?

Posted by: TramwayMan 20 May 2018, 23:52
ქაფქიანა
კონკრეტულად მაგ მოდელს წუნი როგორ არ აქვს.

ორკარიანობა, უზარმაზარი გარდერობი სალონშIი წინ მარჯვნეა ბორბლის თავზე,
უზარმზარი ნაწილების განყოფილება უკან რომელიც სალონს 1 მეტრით ამოკლებს და უკანა ფანჯარას აუქმებს.
აწეული იატაკი.
არა ადაპტირებულობა.
ამ ყველაფერის გამო ნაკლები ტევადობა იგივე გაბარიტების მქონე მანთან შედარებით.

კატასტროფულად ცუდი სამარშრუტო ტაბლოები.

რამდენი ერთი ჩამოგითვალო, ეს სატესტო ბუსი არის სრული კატასტროფა.

ელექტროძრავი მხოლოდ არაფერს ნიშნავს თუ დანარჩენი ბანძი აქვს.

Posted by: Marshmallo 21 May 2018, 18:23
QUOTE (TramwayMan @ 20 May 2018, 23:52 )
კატასტროფულად ცუდი სამარშრუტო ტაბლოები.

ავტობუსს Mobitec Information Systems-ის ტაბლო თუ არ აქვს, ნ ა გ ა ვ ი ა wink.gif

Posted by: maia24 21 May 2018, 19:09
გამარჯობათ,მაინტერესებს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე რომელი სამარშუტო მიდის ვაჟა ფშაველას მეტროდან,ხვალ მიწევს მისვლა და მაინტერესებს,ნუ დიდუბიდან რომ არაფერი გავა ეგ ვიცი და ვაჟაზე რომ ამოვიდე და იქიდან გავყვე რას მირჩევთ

Posted by: forum-ge 21 May 2018, 19:56
maia24
QUOTE
გამარჯობათ,მაინტერესებს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე რომელი სამარშუტო მიდის ვაჟა ფშაველას მეტროდან,ხვალ მიწევს მისვლა და მაინტერესებს,ნუ დიდუბიდან რომ არაფერი გავა ეგ ვიცი და ვაჟაზე რომ ამოვიდე და იქიდან გავყვე რას მირჩევთ

დელისიდან მიდის ავტობუსი N140 და მარშრუტკა N51

Posted by: da_to 22 May 2018, 12:34
ფაფუ ავტობუსები biggrin.gif არ მიიღო მონაწილეობა არავინ ...

Posted by: rommel 22 May 2018, 15:10
da_to
100 ავტობუსზე გამოცხადებულ ტენდერს გულისხმობ?

Posted by: da_to 22 May 2018, 15:44
rommel
QUOTE
100 ავტობუსზე გამოცხადებულ ტენდერს გულისხმობ?


დიახ, არ შედგა ტენდერი ...

Posted by: alea iacta est 22 May 2018, 16:41
maia24
QUOTE
გამარჯობათ,მაინტერესებს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე რომელი სამარშუტო მიდის ვაჟა ფშაველას მეტროდან,ხვალ მიწევს მისვლა და მაინტერესებს,ნუ დიდუბიდან რომ არაფერი გავა ეგ ვიცი და ვაჟაზე რომ ამოვიდე და იქიდან გავყვე რას მირჩევთ

დიდუბიდან მიდის 51 ნომერი სამარშრუტო.

Posted by: Marshmallo 22 May 2018, 20:56
QUOTE (da_to @ 22 May 2018, 15:44 )
rommel
QUOTE
100 ავტობუსზე გამოცხადებულ ტენდერს გულისხმობ?


დიახ, არ შედგა ტენდერი ...

და ეხლა რა მოხდება ანუ? თავიდან შედგება ტენდერი?

Posted by: TramwayMan 22 May 2018, 21:04
Marshmallo
QUOTE
და ეხლა რა მოხდება ანუ? თავიდან შედგება ტენდერი?

ხომ, ხელახლა გამოცხადდება, შესაძლოა რამე შეცვალონ.

შესაძლოა იმიტომ "არ შედგა" lol.gif რომ მანის გარდა სხვა ავტობუსიც შეეფერებოდა მონაცემებს და ახლა ისე შეცვლიან რომ კონკრეტულად მანი მოერგოს givi.gif

ეეე ტენდერები მაგარი რამეა ყველგან განა მარტო აქ.

Posted by: Marshmallo 22 May 2018, 22:33
ანუ არ შეუძლიათ პირდარპირ იმეილი მიწერონ ჰეი მან ავტობუსები გვინდა

ტენდერი რა საჭიროა ;/

Posted by: ქაფქიანა 22 May 2018, 22:37
Marshmallo

არ შეიძლება. კანონი კრძალავს.

ავტობუსი კი არა, სახელმწიფო თანხით სკოტჩსაც ვერ იყიდი, ტენდერი თუ არ გამოაცხადე.

QUOTE
ეეე ტენდერები მაგარი რამეა ყველგან განა მარტო აქ.


+1

Posted by: Kublicha 23 May 2018, 00:04
TramwayMan
QUOTE
შესაძლოა იმიტომ "არ შედგა"  რომ მანის გარდა სხვა ავტობუსიც შეეფერებოდა მონაცემებს და ახლა ისე შეცვლიან რომ კონკრეტულად მანი მოერგოს

არამგონია ეგრე ყოფილიყო.
ალბათ ისეთი ფასი ეწერათ, რომ მანს არ ყოფნიდა, ხოლო ტექნიკური პარამეტრები ისეთი იქნებოდა რომ სხვა არ ჩაჯდებოდა. ამიტომაც არ მიიღო არავინ მონაწილეობა.

შენ როგორც თქვი, ეგრე რომ იყოს სახანძროს ტენდერზე უარესი დაკა-დაკა იქნებოდა.

Posted by: alea iacta est 23 May 2018, 01:24
მე ვფიქრობ აქ ცოტა სხვა რამეშია საქმე. მაისის დასაწყისში ფრეგობასის დაანონსებული ელექტრობუსის სატესტო გაშვება და მისი აშკარა პიარი რას ემსახურებოდა? smile.gif

თავიდანვე ვერ მიუთითებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომ ეგ ელექტრობუსი ჩამჯდარიყო პარამეტრებში, ეხლა მიზეზი ექნებათ და დიდი ალბათობით მაგეებს შემოყრიან, ნუ ჩამქოლავთ ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif

Posted by: vatman 23 May 2018, 10:19
Kublicha
QUOTE
არამგონია ეგრე ყოფილიყო.
ალბათ ისეთი ფასი ეწერათ, რომ მანს არ ყოფნიდა, ხოლო ტექნიკური პარამეტრები ისეთი იქნებოდა რომ სხვა არ ჩაჯდებოდა. ამიტომაც არ მიიღო არავინ მონაწილეობა.

მეც მასე მგონია.
ხოლო თეგეტას თრაქ ენდ ბას რა პრეტენზია ჰქონდა მაინც ვერ გავიგე, რა პრეტენზია განაცხადეს, თუ მათი ავტობუსები ისედაც აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს...
მერსედესიც დაინტერესდა - შპს "აკა"

alea iacta est
QUOTE
მე ვფიქრობ აქ ცოტა სხვა რამეშია საქმე. მაისის დასაწყისში ფრეგობასის დაანონსებული ელექტრობუსის სატესტო გაშვება და მისი აშკარა პიარი რას ემსახურებოდა?

თავიდანვე ვერ მიუთითებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომ ეგ ელექტრობუსი ჩამჯდარიყო პარამეტრებში, ეხლა მიზეზი ექნებათ და დიდი ალბათობით მაგეებს შემოყრიან, ნუ ჩამქოლავთ ჩემი სუბიექტური აზრია


ფრეგობასი ამ ეტაპზე უფრო აფერის სუნი ასდის. ქარხანა არ აქვს არსად და სად უნდა აწარმოოს ავტობუსები. თბილისს კი ავტობუსები სჭირდება ეხლა.
და ჯერ არსად ავტობუსების პარკი სრულად არ არის გადასული ელექტროძრავებზე, ისევ და ისევ ან სატესტოდ ჰყავთ ან პიარისთვის. უმრავლესობა , იგივე ევროპაში უმრავლესობა ისევ დიზელია და შემდეგ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები.

Posted by: da_to 23 May 2018, 10:31
QUOTE
ალბათ ისეთი ფასი ეწერათ, რომ მანს არ ყოფნიდა, ხოლო ტექნიკური პარამეტრები ისეთი იქნებოდა რომ სხვა არ ჩაჯდებოდა. ამიტომაც არ მიიღო არავინ მონაწილეობა.


მეც ეგრე ვფიქრობ .... რეალური ეს ვარიანტი უფროა....

QUOTE
ხოლო თეგეტას თრაქ ენდ ბას რა პრეტენზია ჰქონდა მაინც ვერ გავიგე,


შენ ეგა თქვი გადაიჭრა ვენები biggrin.gif არადა მეგონა სხვა კომპანია კაპასობდა და თეგეტას მიმართ იშვერდა ხელს ...

Posted by: alea iacta est 23 May 2018, 10:35
vatman
QUOTE
მერსედესიც დაინტერესდა - შპს "აკა"

იცით რა არ მესმის?
აი დავუშვათ მერსედესმა გაიმარჯვა ტენდერში და შეიძინეს, საჭირო იქნება მათი მომსახურების ცენტრის მშენებლობა, ეს ორმაგი ხარჯი არაა?

მანს ტექნიკურ სერვისს სატრანსპორტო კომპანია უწევს თუ თეგეტა?

ჩემი აზრით ავტობუსები უნდა იყოს ერთი ბრენდის და ტიპის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯები ძალიან გაიზრდება.
ამისთვის კანონში უნდა გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომ ტენდერის პირობების ცვლილება შეიძლებოდეს მომსახურების ხარჯების გაზრდის თავიდან ასაცილებლად, ან მოხდეს იგივე კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვა.

Posted by: giorgi22 23 May 2018, 11:45
რატოა აუცილებელი მოთხოვნა დიზელზე რომ იყოს იცის ვინმემ? ყველა ქვეყანა ცდილობს მოიშოროს დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი.

Posted by: alea iacta est 23 May 2018, 11:54
giorgi22
QUOTE
რატოა აუცილებელი მოთხოვნა დიზელზე რომ იყოს იცის ვინმემ? ყევლა ქვეყანა ცდილობს მოიშოროს დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი.


ადრე წერდნენ, რომ ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარსო, სავარაუდოდ ესაა მიზეზი.
დავიჯერო დიზელზე იაფი არაა CNG?

Posted by: vatman 23 May 2018, 11:59
alea iacta est
QUOTE
იცით რა არ მესმის?
აი დავუშვათ მერსედესმა გაიმარჯვა ტენდერში და შეიძინეს, საჭირო იქნება მათი მომსახურების ცენტრის მშენებლობა, ეს ორმაგი ხარჯი არაა?

მანს ტექნიკურ სერვისს სატრანსპორტო კომპანია უწევს თუ თეგეტა?

3 წლის განმავლობაში მანი(ანუ თეგეტა) უწევს მომსახურეობას, სატრანსპორტო კომპანიის ტერიტორიაზე, ანუ ამჟამად დიდი დიღმის პარკში . ასე რო მერსედეს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.
მერსედესი თავის ძველ სერვისშიც ჰქონდა ერთი ბოქსი სატვირთოებისათვის.
QUOTE
ყევლა ქვეყანა ცდილობს მოიშოროს დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი.

drug.gif vis.gif

Posted by: TramwayMan 23 May 2018, 12:34
da_to
vatman

ფასი იქნება პრობლემა უეჭველი არ ჰყოფნიდა 100 ავტობუსს ეგ თანხა ან თანხას მოუმატებენ ან რაოდენობას დააკლებენ როგორც წინაზე 143 ვიყიდეთ 150 ის მაგივრად.

Posted by: kataxxl 23 May 2018, 12:44
vatman

აკა მოტორსი რა ცენტრი გგონია??????????

smile.gif)))))))))))))))))))))))

Posted by: Kublicha 23 May 2018, 12:46
alea iacta est
QUOTE
აი დავუშვათ მერსედესმა გაიმარჯვა ტენდერში და შეიძინეს, საჭირო იქნება მათი მომსახურების ცენტრის მშენებლობა, ეს ორმაგი ხარჯი არაა?

აკა აშენებს ახალი ძანიად დიდ ცენტრს უნივესიტეტის ქუჩაზე, თუმცა ავტობუსების მომსახურება, ისევე როგორც მანის შემთხვევაში ხდება ავტობუსების პარკში დიდ დიღომში, იქ ადგილი საკმარისზე მეტია იმისთვის რომ თეგეტას ბოქსებიც დაეტიოს, აკასიც და კიდევ ბევრისაც.

QUOTE
რატოა აუცილებელი მოთხოვნა დიზელზე რომ იყოს იცის ვინმემ? ყველა ქვეყანა ცდილობს მოიშოროს დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი.

10 მეტრიანი გაზი არაა და იმიტომ. 12 მეტრიანები ხომ არ ვიყიდეთ დიზელზე?

TramwayMan
QUOTE
ა ან თანხას მოუმატებენ ან რაოდენობას დააკლებენ

მეც ეგრე ვფიქრობ

Posted by: vatman 23 May 2018, 13:00
kataxxl
QUOTE
აკა მოტორსი რა ცენტრი გგონია??????????

მერსედესის ცენტრი არის შპს "აკა" და არა "აკა მოტორსი. და აკა მოტორსი არსად არ დამიწერია.

და ნუ გგონიათ აქ რო მერსედეისის ცენტრი მხოლოდ მსუბუქებს ყიდის. სატვირთოებსაც ყიდის ჩვეულებრივ.

Posted by: giorgi22 23 May 2018, 13:33
QUOTE (Kublicha @ 23 May 2018, 12:46 )
10 მეტრიანი გაზი არაა და იმიტომ. 12 მეტრიანები ხომ არ ვიყიდეთ დიზელზე?


მაშინ პირობაში ჩაწერონ რომ 10 მეტრიანი უნდა იყოს და დიზელზე იქნება თუ რაც იქნება ტენდერი განსაზღვრავს. წინასწარ საწვავი რატო კონკრეტდება ვერ ვხვდები.

Posted by: Marshmallo 23 May 2018, 15:43
QUOTE (giorgi22 @ 23 May 2018, 13:33 )
QUOTE (Kublicha @ 23 May 2018, 12:46 )
10 მეტრიანი გაზი არაა და იმიტომ. 12 მეტრიანები ხომ არ ვიყიდეთ დიზელზე?


მაშინ პირობაში ჩაწერონ რომ 10 მეტრიანი უნდა იყოს და დიზელზე იქნება თუ რაც იქნება ტენდერი განსაზღვრავს. წინასწარ საწვავი რატო კონკრეტდება ვერ ვხვდები.

ეგრე რომ ქნან მერე ჩინელები შემოცვივდებიან

Posted by: da_to 23 May 2018, 16:09
საერთოდ ამ ღირებულების ტენდერი სანამ ტარდება, ცხადდება ფასთა გამოკითხვა მოთხოვნილი ტექნიკური სპეციფიკაციებით. როგორც მე ვხვდები მერიამ ეს ტექნიკური სფეციფიკაციები შეცვლა და ტენდერი ისე გამოცხადა ....

დაველოდოთ რა მოხდება, თუ ტენდერი არ გამოცხადდა თავიდან და განსაკუთრებული აუცილებობის მუხლით პირდაპირი შესყიდვა მოხდა მაშინ სპეციალურად ჩაშალეს ტენდერი. თუ თავიდან გამოცხადდა რაღაცას შეცვლიან ... მათ შორის ვადასაც ...

Posted by: TramwayMan 23 May 2018, 17:43
da_to
ბაზრის კვლევა ჩაატარეს მანამდე smile.gif

Posted by: da_to 23 May 2018, 17:48
TramwayMan
QUOTE
ბაზრის კვლევა ჩაატარეს მანამდე


ვიცი და ეგ დავწერე კიდევაც smile.gif უბრალოდ ბაზრის კვლევა სხვა მოთხოვნებით ჩაატარესო, ასე ამბობენ biggrin.gif მეზარება თორმე მეც შემიძლია შევადარო biggrin.gif
* * *
მერია ინიციატივით გამოდის, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დღგ-სგან გათავისუფლდეს როგორც იმპორტის, ისე ადგილზე წარმოების შემთხვევაში

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494791-meria-iniciativith-gamodis-rom-eleqtroavtobusebi-da-eleqtromikroavtobusebi-dghg-sgan-gathavisufldes-rogorc-importis-ise-adgilze-tsarmoebis-shemthkhvevashi.html

ჰა რა ხდება ? biggrin.gif

Posted by: vatman 24 May 2018, 12:33
ცუდი ცვლილებები არ არის. ყოველშემთხვევაში გლდანი-ნაძლადევში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად ვაფასებ ...

თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა
11:36 24-05-2018

თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა.
მისივე ინფორმაციით, გამოიყო 25 ახალი დამატებითი ავტობუსი, რაც ასევე კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება.
"გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც თავისთავად იქნება დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთიდან მეორე წერტილამდე გადაადგილებისას მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი. ამ ერთობლივი ოთხთვიანი მუშაობის შედეგად და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ, გაიხსნა 7 სრულიად ახალი მარშრუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა. მათ შორის გაიხსნა ახალი ხაზი ნუცუბიძეზე, ხოლო ცინცაძეზე, გლდანსა და ორთაჭალაში დაემატა ტრანსპორტი. ამასთან, რეორგანიზაცია მოხდა სხვადასხვა მარშრუტის და დაგრძელდა სამარშრუტო ხაზები კრწანისის, ზემო ფონიჭალის, თბილისის ზღვის და აფრიკის მიმართულებით. ასევე მარშრუტებზე, სადაც ნაკლები იყო ავტობუსები, რაც მოცდის ხანგრძლივობას ზრდიდა, დაემატა თითო ან ორ-ორი ავტობუსი. ეს იყო ის ყველაზე კრიკიტული წერტილები, სადაც 7 ახალი ხაზი გაიხსნა და 13-ის რეორგანიზაცია მოხდა. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას. პრაქტიკულად იყო უბნები, რომლებიც მოწყვეტილი იყო ერთმანეთს და გადაადგილება ძალიან ჭირდა", - განაცხადა მაია ბითაძემ.
უფრო კონკრეტულად, ახალი მარშრუტებია:

• #57 - კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მ. „ისნის“ გავლით მ. „სამგორამდე“ (1 ავტობუსი).
• #58 - ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი).
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
• #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
• #67 - მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
• #74 - წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
• #76 - მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი).

ცვლილებებია შემდეგ მარშრუტებში:
#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.
მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).
#10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით.
#19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.
#31 - მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
N80 - მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით. ავტობუსების დამატება
სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1,28,30,45,99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს - 2 ერთეული. შაბათ დღეს #28,68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში - ერთი ავტობუსი.

ასევე, #3,46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494811-thbilisshi-avtobusebis-marshrutebs-7-sruliad-akhali-khazi-daemata.html

Posted by: Mick-el-Angelo 24 May 2018, 13:02
QUOTE
დაგრძელდა სამარშრუტო ხაზები კრწანისის, ზემო ფონიჭალის, თბილისის ზღვის და აფრიკის მიმართულებით.

ეგ რომელი მარშრუტი გაგრძელდა აფრიკის მიმართულებით?! spy.gif ტექსტში აღარაფერი წერია. ამ უბედურ 2 ნომერს არაფერი ეშველა?

ზოგადად, ამ თითოავტობუსიანი მარშრუტების გახსნა, 40-50 წუთიანი ინტერვალებით, რა მასხარაობაა? facepalm.gif

Posted by: vatman 24 May 2018, 14:26
Mick-el-Angelo
QUOTE
ეგ რომელი მარშრუტი გაგრძელდა აფრიკის მიმართულებით?!

#64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი)
შიდა საუბნო მაშრუტია, როგორც მაგალითად ადრე N5 იყო წყნეთიდან კიკეთში.
QUOTE
ამ უბედურ 2 ნომერს არაფერი ეშველა?

ჩემი აზრით 2 ნომერი არის დასამოკლებელი აფრიკის დასახლებაში და მანდ დამატებითი მაშრუტის შექმნა. ბოლო გაჩერებიდან სამგორამდე 40 წუთი მოდის... ხოლო ქიზიყის ქუჩიდან რამე სხვა მაშრუტის დამატება, ცივილიზაციასთან მალე რო გავიდეს

QUOTE
ზოგადად, ამ თითოავტობუსიანი მარშრუტების გახსნა, 40-50 წუთიანი ინტერვალებით, რა მასხარაობაა? 

ზოგან ნორმალურია, მარა მაინც დებილობაა.

Posted by: ქაფქიანა 24 May 2018, 15:10
QUOTE
ასევე, #3,46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.


წლებია, სამი ნომერი აღარ მჭირდება, მაგრამ მაინც გამისწორდა, რომ დიდი ბოგდანი გაუშვეს.

Posted by: angelozistvaleba 24 May 2018, 15:10
ახალ ავტობუსში ამ კონდიციონერს რაზე ჯმოტავენ?

Posted by: ქაფქიანა 24 May 2018, 15:24
კიდევ რაიმე მარშრუტი დაამატონ რა ისეთი, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვარს აკავშირებდეს. მე ასეთი რამ წარმომიდგენია: უნივერსიტეტის მ/კ - მ/ს ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი" - ვაჟა-ფშაველას გამზირი - მ/ს ,,ვაჟა-ფშაველა" - ნუცუბიძის II ფერდობი - ვაშლიჯვარი - მარშალ გელოვანის გამზირი. მერე შესაძლებელია ორი ვარიანტი. ან მ/ს ,,დიდუბე", ანდ დიდი დიღმის IV მ/რ.

უნივერსიტეტის სადგურიდნ ნუცუბიძის მეორე პლატომდე რატომ ვაჟას და არა ნუცუბიძის ქუჩის გავლით? იმიტომ, რომ თუკი ნუცუბიძის ქუჩას გამოვიყენებთ, ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის მეორე პლატოზე ასახვევად ავტობუსის გაჩერების მოწყობა გახდება საჭირო. რაც ჯერ ეს ერთი, მაგ ისედაც უკვე დატვირთულ კვანძს კიდევ უფრო დატვირთავს და მეორეც, საპირისპირო მხრიდან მომავალი 88-ის, 99-ის, 107-ის და მარშუტკების მომლოდინე მგზავრები ამ ახალი ავტობუსის დანახვაზე აქეთ გამოქანდებიან და ქუჩის გადაკვეთა მოუწევთ და აიწევა დაგნარი. სჯობია ავტობუსი წამოვიდეს ვაჟათი, ვაჟას ძეგლთან მობრუნდეს და მერე დალშე, როგორც 88, იმ განსხვავებით, რომ ნუცუბიძის მეორე პლატოდან უკვე ვაშლიჯვრისკენ გააგრძელებს.


თუ დიდ დიღომში იქნება ბოლო გაჩერება, ამით პახოდუ, დიდ დიღომში მცხოვრები სტუდენტებიც ისარგებლებენ, ვისაც მაღლივში უწევთ სიარული.

Posted by: Mick-el-Angelo 24 May 2018, 16:54
vatman
QUOTE
#64

ვერ დავინახე თავიდან eek.gif რა უბედურება მარშრუტია? ვის რაში სჭირდება? ისევ 2 ნომერზე რო გადაჯდეს ხალხი? facepalm.gif
ისე, მაინც ვერ ჩავწვდი მარშრუტს - საიდან სად მიდის?
QUOTE
ჩემი აზრით 2 ნომერი არის დასამოკლებელი აფრიკის დასახლებაში და მანდ დამატებითი მაშრუტის შექმნა.

არის მანდ 30 ნომერი, ხომ გაუშვეს.. მაგრამ მხოლოდ დამოკლება არ უშველის. ძაან ცუდი სიტუაციაა მაგ უბნებში ტრანსპორტის მხრივ. 2-ის დამხმარე რამე მარშრუტია საჭირო, ადრე როგორიც იყო N97, ორთაჭალით გაუშვან ბარათაშვილამდე და ეგაა. მაშინ შეიძლება რამე ეშველოს.
QUOTE
ზოგან ნორმალურია

ნორმალურია მხოლოდ ყოფილ სოფლებში რომ გაუშვა (ნასაგური, პატარა ლილოს მსგავსად). მაშინ კი. ქალაქში კი აბსურდია. ქაღალდზე არსებული კვაზი-ხაზებია, რომელთა ეფექტურობა 0-თან ახლოს იქნება.

Posted by: TramwayMan 24 May 2018, 17:07
Mick-el-Angelo
ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად დაემატება მაგ მარშრუტებსაც ავტობუსები.

Posted by: vatman 24 May 2018, 17:41
Mick-el-Angelo
QUOTE
ისე, მაინც ვერ ჩავწვდი მარშრუტს - საიდან სად მიდის?

როგორც მივხვდი ველის რკინიგზის სადგურიდან აფრიკის დასახლებაში. ანუ ნებისმიერ ვარიანტშI მერე 2 ნომერზე უნდა გადაჯდე.

QUOTE
არის მანდ 30 ნომერი, ხომ გაუშვეს.. მაგრამ მხოლოდ დამოკლება არ უშველის. ძაან ცუდი სიტუაციაა მაგ უბნებში ტრანსპორტის მხრივ. 2-ის დამხმარე რამე მარშრუტია საჭირო, ადრე როგორიც იყო N97, ორთაჭალით გაუშვან ბარათაშვილამდე და ეგაა. მაშინ შეიძლება რამე ეშველოს.


მანდ ისე დასაგეგმია, რო მალე მიხვიდე მეტრომდე, თორე 97-ც უზარმაზარ წრეს არტყავდა , როგორც N2. მანდ სჯობია რკინიგზის ბაქნები დაამატონ და შიდა საქალაქო რკინიგზა განავითარონ.

Posted by: Mick-el-Angelo 25 May 2018, 10:18
vatman
QUOTE
მანდ ისე დასაგეგმია, რო მალე მიხვიდე მეტრომდე, თორე 97-ც უზარმაზარ წრეს არტყავდა

ნუ ასეც შეიძლება, რომ N2 შეამოკლო და დაუბრუნდეს ძველი ბოლო გაჩერება - ჭიჭინაძეზე (აფრიკის ბოლოში), ხოლო თეორიული 97 გაუშვა საპირისპირო მიმართულებით - აფრიკის დასაწყისში ჰქონდეს ბოლო გაჩერება (ხიდებთან ან ე.წ. სავანეს დასახლებაში) და აფრიკის გავლით მიდიოდეს ქიზიყის ქუჩაზე, მერე კახეთის გზატკეცილი - სამგორი - ორთაჭალა - ბარათაშვილი. შედეგად N2 მნიშვნელოვნად განიტვირთება და მოსკოვის გამზირის მოსახლეობაც საბოლოოდ შეძლება ამ მარშრუტით სარგებლობას.
TramwayMan
QUOTE
ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად დაემატება მაგ მარშრუტებსაც ავტობუსები.

ეჰ, როდის იქნება მაგი smile.gif

Posted by: da_to 25 May 2018, 11:44
გამოცხადდა ახალი ტენდერი - 90 ცალზე biggrin.gif

ოღონდ ეხლა სატრანსპორტო კომპანია ყიდულობს smile.gif


Posted by: Kublicha 25 May 2018, 12:42
da_to
QUOTE
90 ცალზე

ეგრე ჯობია ფასის შემცირებას

Posted by: vatman 25 May 2018, 13:05
da_to
ლინკიც მოგეყოლებინა ბარემ რა biggrin.gif


ისე არ მასვენებს N21 არსებობა არსებული სახით, მარაზმი ხაზია... ჩემი აზრით. არამგონია ვინმე არათუ მაღლივიდან, არამედ ვაკიდან დიდ დიღმამდე რო დაყვებოდეს
მაგას სჯობია: N54 დაემატოს ავტობუსები და მანები მაგაზე გადავიდნენ, ვინც მიდის მაღლივისკენ იმათთვის, ხოლო ვინც მიყვებოდა ვაკეში, ვაჟაზე გადაჯდნენ N87-ზე. N15 დაემატოს ავტობუსები, ანუ წერეთლის მიმართულების ხალხი რო დაეტიოს.
და N21 მაგალითად დიდუბემდე იყოს იგივე, შემდეგ კი ნახალოვკისკენ, მაგალითად გადასასვლელ ხიდამდე დაგრძელდეს. მაგას დიდი ბოგდანებიც კი ეყოფა

Posted by: Kublicha 25 May 2018, 13:11
vatman
მაგას ჯობია 46 მივიდეს დიდ დიღმამდე (მანებით ცხადია) ისე უაზროდ რომ მთავრდება ბელიაშვილზე.
ვარაზისხევამდე 21-ის ანალოგი იქნება.

და 54-ს დაერქვას 21 რადგან ისტორიული მარშრუტი 21ის გაუქმებას არ დავუშვებ.

46მა შეიძლება ცაბაძის მაგივრად დეზერტირებზე გაიაროს რაც შეიძლება გახდეს 15ის გაუქმების წინაპირობა.

Posted by: vatman 25 May 2018, 13:19
Kublicha
QUOTE
მაგას ჯობია 46 მივიდეს დიდ დიღმამდე (მანებით ცხადია) ისე უაზროდ რომ მთავრდება ბელიაშვილზე.
ვარაზისხევამდე 21-ის ანალოგი იქნება.

46 შავი ზღვის უნივერსიტეტის მიმდებარედ ან სპორტული ობიექტები არის იმ მიმართულებად გააგრძელონ და ეყოფა. ბელიაშვილიდან გავიდეს აღამაშენებლის ხეივანზე და ჩავიდეს შავი ზღვის უნივერსიტეტისაკენ და უკან მიმართულებით გამოვიდეს აუზის მხრიდან.
QUOTE
46მა შეიძლება ცაბაძის მაგივრად დეზერტირებზე გაიაროს რაც შეიძლება გახდეს 15ის გაუქმების წინაპირობა.

და 15 -ს რას ერჩი? წერეთლიდან დიდ დიღომში ყველაზე ჩქარა ის მიდის აღმაშენებლის ხეივნით.

Posted by: TramwayMan 25 May 2018, 14:29
Kublicha
da_to
ხო ვთქვი ფასის გამო იქნებოდათქო დდდ მაგ რაოდენობას ვერ ყიდულობდნენ მაგ ფასში მაგრამ ასეთI რამეები ხომ შეიძლება წინასწარ გაარკვიოონ კაცო. დდდ

Posted by: Mick-el-Angelo 25 May 2018, 15:09
QUOTE
15ის გაუქმების

QUOTE
არ მასვენებს N21 არსებობა

ნუ გამაგიჟებთ, რა გაუქმებაზე საუბრობთ, რაც არის ხაზები - არ ყოფნის, რაღას აუქმებთ smile.gif იყოს, რაც არის, ავტობუსები შემოვიდეს საკმარისი ოდენობით და პარალელურად სხვა მარშრუტებსაც დავამატებდი. ))) 21 უნდა გადაიქცეს ექსპრესს მარშრუტად. ასეთები გვინდა თბილისში ერთი 20 ცალი მაინც. ანუ გარეუბანი - ცენტრი -გარეუბანი. მაგალითად, ვარკეთილი - ვაკე - ბაგები, მუხიანი - საბურთალო - მაღლივი და ა.შ.. მეტროს არარსებობის კვალობაზე, ყველაზე მოთხოვნად შორეულ მიმართულებებზე მჭიდროდ დასახლებული გარეუბნებიდან უნდა არსებობდეს პირდაპირი ექსპრესს ავტობუსები. ამიტომ, ყველა მარშრუტის დაუფიქრებლად დაქუცმაცებას მე არასდროს შევეგუები smile.gif

Posted by: TramwayMan 25 May 2018, 17:28
Mick-el-Angelo
მასეთ ხაზებს უნდათ მინიმუმ 18.75 სიგრძის შესახსრული ავტობუსები თანაც საკამოდ ხშირი ინტერვალით დაახლ. 5 წუთი.

რაც ნიშნავს საშინლად გაზრდილ საექპლოატაციო ხარჯებს და შესაბამისად მგზავრობის საფასურის ზრდას.

ასე ხდება როცა ცდილობ ტრამვაის ნაკადი ავტობუსებში შეტენო.

ეკონომიკურად არ გამოდის.

ავტობუსის დამატება მძღოლების დამატებას და კომპანიის ხარჯის ზრდასაც ნიშნავს იმ პირობებში რომ იგივე მგზავრთნაკადი უნდა გადაიყვანო დაახლოებით უფრო მეტი ავტობუსით.


Posted by: Mick-el-Angelo 25 May 2018, 17:56
TramwayMan
არა, თუ ჩქაროსნული ტრამვაი გაკეთდება, მაშინ არ გვინდა მაგდენი ექსპრეს ხაზი. მაგრამ ეჭვი მეპარება, ასეთი განვითარებული ტრამვაის ქსელი გვქონდეს ახლო მომავალში.

QUOTE
18.75 სიგრძის შესახსრული ავტობუსები თანაც საკამოდ ხშირი ინტერვალით დაახლ. 5 წუთი.

იყოს 12 მეტრიანი და 10 წუთიანი ინტერვალით. დღეს ესეც კი არ გვაქვს და ხომ ვცოცხლობთ რაღაცნაირად smile.gif
QUOTE
ეკონომიკურად არ გამოდის.

ნუ ჩვენთან ეკონომიკურად მხოლოდ მარშრუტკები გამოდის. ბინძური, გატენილი, ამორტიზირებული და "თავაზიანი" მძღოლებით, რომლებსაც ყ...ზე კიდიათ საზოგადოებრივიო ინტერესი და მგზავრებს საქონელივით ექცევიან (ეს მგზავრებიც თანახმა არიან, როგორც წესი, ოღონდ გაუჩერონ და უჰაერო კონსერვის ქილაში ამოეტენონ რამენაირად). აი ეს "ეკონომიკურად გამართლებულია". ამ მარშრუტკებსაც ხსნიან ნელ-ნელა, ამცირებენ, იზრდება ინტერვალები. ცოტა ხანში, პირადი მანქანა თუ არ გყავს, მეზობელ უბანს ვერ გასცდები.
ამიტომ ან 1) მეტროს განვითარება (რაც აპრიორი ფანტასტიკაა); 2) ტრამვაის ფართო ქსელის შექმნა; 3) ექსპრესს საავტობუსო ქსელის შექმნა. თუ ტრამვაის ვერ აკეთებენ, ავტობუსები მაინც შემოიყვანონ.

Posted by: iviko18 25 May 2018, 22:51
QUOTE
თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა

როდიდან დაიწყებენ მოძრაობას? ჯერ-ჯერობით ახალი ხაზები არ არის დამატებული.

Posted by: alexx 26 May 2018, 18:01
vatman
QUOTE
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).

#107 - ის შემოკლებული მარშუტი გამოდის და მაგას არ ჯობდა 107 ნომერზე დაემატებინათ ავტობუსები? თორე ახლა 1 ცალი დადის 110 წუთიანი ინტერვალით, და როგორც ჩანს არც აპირებენ რაოდენობის გაზრდას sad.gif

Posted by: Marshmallo 26 May 2018, 22:06
90 ავტობუსიანი ტენდერის ლინკი გააქვთ ვინმეს?

Posted by: Ben_Joyce 26 May 2018, 22:30
ახალი ხაზები უმეტესად კარგია, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი არ მჭირდება მგზავრობისას, თუმცა ნეტავ იმათ თავში ჩამახედა ვინც ამდენი "იმსჯელა", "იფიქრა" და გადაწყვიტა, რომ #7 მარშრუტს ავტობუსის დამატება არ სჭირდებოდა და ყველაფერი რიგზე იყო.

გელოვანის გამზირის კვეთასთან დგას მონიტორინგის სამსახური და ტიპები უმეტესად არც კი ამოწმებენ აქვს თუ არა მგზავრებს ბილეთები. ამ ქვეყანაშიც მგზავრების მინიმუმ ნახევარსაც სწორედ ეს უნდა, დაუმუღამეს და ბილეთს არ იღებენ. ზოგჯერ იმდენად სავსეა 7 ნომერი, რომ რამდენჯერმე მონიტორინგმა მძღოლს მიაწოდა ბარათები ბილეთის ასაღებად.

ხალხი ხო უნამუსოა (ვინც ბილეთს არ იღებს) და არც ის მონიტორინგის ხალხია სამსახურში გასაჩერებელი, ვინც ერთ საფეხურზე ამოდგავს ფეხს, მოხევს თავის ბილეთს და ჩავა ბილეთების შეუმოწმებლად - ამით ის წაახალისებს ბილეთის არაღებისკენ მიდრეკილ მგზავრებს. მითუმეტეს ის მონიტორინგიც არაა გასაჩერებელი, ვინც არ აწვდის ინფორმაციას კომპანიას იმის შესახებ, რომ ნახევარი ხალხი გაჩერებაზე რჩება და ერთი ფეხის ასადგმელი ადგილიც არაა ავტობუსში.

ერთის საქმის ზერელე შესრულების გამო და დანარჩენების მოქალაეობრივი პასუხისმგებლობის ნულოვანი დონის გამო ვზარალდები მე გადასახადების გადამხდელი და კიდევ ბევრი ადამიანი.

#7-ზე ნაკლებად დატვირთულ ხაზებს უმატებენ ავტობუსებს, აქ კი იდეაში ისევ 3 ერთეული დადის. იდეაში იმიტომ, რომ დღის ბოლომდე მინიმუმ ერთი ცალი ეთიშება ხაზს მრავალფეროვანი მიზეზებით და თუ ეს ერთი ავტობუსი მორიგე არაა, ავტოპარკი არ იწუხებს თავს სამაგიერო ავტობუსის გამოშვებით, თუ მორიგეა ან გამოუშვებენ ან არა. თუ არ გამოუშვეს, მაშინ ურეკავენ ავტობუსს, რომელიც 40 წუთიანი ინტერვალის შემდეგ უნდა გასულიყო 22:00-ზე და ეუბნებიან, რომ 20 წუთი კიდევ მოიცადოს და გავიდეს ბოლო 22:20 რეისზე. ამას თან ახლავს მძღოლის გინება, ხალხის წუწუნი და ვიღაცის "სურნელი" ზაფხულის ცხელ დღეს სავსე ავტობუსში.

ცირკია. კანტორაა და არა სატრანსპორტო კომპანია.

და მაინც, იმედია ვინმეს თავი ოდესმე განათდება და მოიფიქრებს #7-ზე ერთი ავტობუსის დამატებას.

Posted by: Bonne-Espérance 26 May 2018, 23:36
QUOTE
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).

ეს როდიდან ივლის? რა მაგარია. და რა მარშრუტით მივა თხინვალამდე დაწერეთ გეთაყვა.

Posted by: iviko18 27 May 2018, 10:19
QUOTE (alexx @ 26 May 2018, 18:01 )
vatman
QUOTE
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).

#107 - ის შემოკლებული მარშუტი გამოდის და მაგას არ ჯობდა 107 ნომერზე დაემატებინათ ავტობუსები? თორე ახლა 1 ცალი დადის 110 წუთიანი ინტერვალით, და როგორც ჩანს არც აპირებენ რაოდენობის გაზრდას sad.gif

მგზავრთა ნაკადი მცირეა თხინვალის შემდეგ და 4-5 ადამიანის გამო 5 ავტობუსის გაშვებას არჩიეს ახალი ხაზის დამატება. 107 ნომერს კონკრეტულად ზემო ლისის მგზავრები გაჰყვებიან.

Posted by: alexx 27 May 2018, 11:50
iviko18
მაშინ თხინვალაში საერთოდ აღარ უნდა შედიოდეს 107 ნომერი. ცოტათი მაინც შემცირდება ინტერვალი. ზემო ლისის გარდა ქვემო ლისს და წოდორეთსაც ემსახურება #107, ხოლო 3 სოფლისთვის განკუთვნილი ავტობუსისთვის 110 წუთიანი ინტერვალი ძალიან ბევრია.

Posted by: kataxxl 27 May 2018, 16:57
ვკითხულობ ამ თემას და ვხვდები რა ბედნიერი ვარ რომ საზ ტრანსპორტით არ ვმგზავრობ

მაგას ველოსიპედი თუ არ მერჩივნოს

Posted by: alea iacta est 28 May 2018, 12:47
kataxxl
QUOTE
ვკითხულობ ამ თემას და ვხვდები რა ბედნიერი ვარ რომ საზ ტრანსპორტით არ ვმგზავრობ

მაგას ველოსიპედი თუ არ მერჩივნოს

ველოსიპედი ნებისმიერ ტრანსპორტს ჯობია ქალაქში, მაგაზე ეფექტური გადაადგილების საშუალება ადამიანს ჯერ არ გამოუგონებია smile.gif

Posted by: Ben_Joyce 28 May 2018, 21:38
QUOTE (alexx @ 27 May 2018, 11:50 )
iviko18
მაშინ თხინვალაში საერთოდ აღარ უნდა შედიოდეს 107 ნომერი. ცოტათი მაინც შემცირდება ინტერვალი. ზემო ლისის გარდა ქვემო ლისს და წოდორეთსაც ემსახურება #107, ხოლო 3 სოფლისთვის განკუთვნილი ავტობუსისთვის 110 წუთიანი ინტერვალი ძალიან ბევრია.

მართალია. #63-ის დანიშვნის შემთხვევაში თხინვალში აღარ იქნება #107-ზე მოთხოვნა, ამავდროულად, სავარაუდოდ, დღეში რამდენიმე გასვლა დაემთხვევა ერთმანეთს თხინვალში #63-ის და #107-ის და რომელიმე უაზროდ მოცდება. #107-ს აქვს შესამცირებელი ინტერვალი ყველა ვარიანტში, თუმცა არსებობს სხვა მასზე უარესი მარშრუტიც, რომლის მოძრაობის განრიგსაც დიდი ხანია ვიკვლევთ და რომელიც მთელ TTC-ს მაგრად არ აინტერესებს. ეს არის #16, რომელიც დილით ერთი რეისის შესრულების შემდეგ 6 საათით (შუადღის 3 საათამდე) ავტოპარკში ბრუნდება და შემდეგ ისევ გამოდის. სად აღარ დაწერეს განცხადებები, რომ ევლო მთელი დღის განმავლობაში თუნდაც #107-ის მსგავსი ინტერვალებით, თუმცა უშედეგოდ. არადა ესეც რამდენიმე დასახლებას ემსახურება.

Posted by: Stendal 28 May 2018, 23:27
alea iacta est
თბილისისთვის ველოსიპედი ზედგამოჭრილია. რა ჯობია ნუცუბიძედან ველოსიპედით გამოქანებას

Posted by: alea iacta est 29 May 2018, 00:30
QUOTE (Stendal @ 28 May 2018, 23:27 )
alea iacta est
თბილისისთვის ველოსიპედი ზედგამოჭრილია. რა ჯობია ნუცუბიძედან ველოსიპედით გამოქანებას

САД ГАВИЦИНОТ? --------------------------------------------------------------

Posted by: vatman 29 May 2018, 11:41
alexx
QUOTE
მაშინ თხინვალაში საერთოდ აღარ უნდა შედიოდეს 107 ნომერი. ცოტათი მაინც შემცირდება ინტერვალი. ზემო ლისის გარდა ქვემო ლისს და წოდორეთსაც ემსახურება #107, ხოლო 3 სოფლისთვის განკუთვნილი ავტობუსისთვის 110 წუთიანი ინტერვალი ძალიან ბევრია.

შეიძლება ვინმე თხინვალიდან წოდორეთში სჭირდება მისვლა wink.gif. მოკლედ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ რო 2 საათი ერთხელ ავტობუსი თხინვალში შეიაროს გზად. სხვა საქმეა რამდენად საკმარისია მანდ 1 ავტობუსი.
Ben_Joyce
QUOTE
თუმცა არსებობს სხვა მასზე უარესი მარშრუტიც, რომლის მოძრაობის განრიგსაც დიდი ხანია ვიკვლევთ და რომელიც მთელ TTC-ს მაგრად არ აინტერესებს. ეს არის #16, რომელიც დილით ერთი რეისის შესრულების შემდეგ 6 საათით (შუადღის 3 საათამდე) ავტოპარკში ბრუნდება და შემდეგ ისევ გამოდის. სად აღარ დაწერეს განცხადებები, რომ ევლო მთელი დღის განმავლობაში თუნდაც #107-ის მსგავსი ინტერვალებით, თუმცა უშედეგოდ. არადა ესეც რამდენიმე დასახლებას ემსახურება.

თანაც დასვენებების დღეებში არ დადის, 2 საათში ერთხელ რო დადიოდეს კაი იქნებოდა, და N7-ზე 3 ცალი პატარა ავტობუსი კიდევ კატასტროფაა
vis.gif

კიდევ N122-ზე 2 ცალი ავტობუსი facepalm.gif

Posted by: rachveli1 29 May 2018, 14:31
QUOTE (vatman @ 24 May 2018, 12:33 )
ცუდი ცვლილებები არ არის. ყოველშემთხვევაში გლდანი-ნაძლადევში განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად ვაფასებ ...

თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა
11:36 24-05-2018

თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა.
მისივე ინფორმაციით, გამოიყო 25 ახალი დამატებითი ავტობუსი, რაც ასევე კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება.
"გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც თავისთავად იქნება დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთიდან მეორე წერტილამდე გადაადგილებისას მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი. ამ ერთობლივი ოთხთვიანი მუშაობის შედეგად და იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ, გაიხსნა 7 სრულიად ახალი მარშრუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა. მათ შორის გაიხსნა ახალი ხაზი ნუცუბიძეზე, ხოლო ცინცაძეზე, გლდანსა და ორთაჭალაში დაემატა ტრანსპორტი. ამასთან, რეორგანიზაცია მოხდა სხვადასხვა მარშრუტის და დაგრძელდა სამარშრუტო ხაზები კრწანისის, ზემო ფონიჭალის, თბილისის ზღვის და აფრიკის მიმართულებით. ასევე მარშრუტებზე, სადაც ნაკლები იყო ავტობუსები, რაც მოცდის ხანგრძლივობას ზრდიდა, დაემატა თითო ან ორ-ორი ავტობუსი. ეს იყო ის ყველაზე კრიკიტული წერტილები, სადაც 7 ახალი ხაზი გაიხსნა და 13-ის რეორგანიზაცია მოხდა. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას. პრაქტიკულად იყო უბნები, რომლებიც მოწყვეტილი იყო ერთმანეთს და გადაადგილება ძალიან ჭირდა", - განაცხადა მაია ბითაძემ.
უფრო კონკრეტულად, ახალი მარშრუტებია:

• #57 - კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მ. „ისნის“ გავლით მ. „სამგორამდე“ (1 ავტობუსი).
• #58 - ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი).
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
• #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
• #67 - მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
• #74 - წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
• #76 - მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი).

ცვლილებებია შემდეგ მარშრუტებში:
#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.
მარშრუტს დაემატება ერთი ავტობუსი, რაც მოძრაობის სიხშირეს გაზრდის (ჯამში იმოძრავებს 6 ავტობუსი).
#10-ის მარშრუტი კოჯრის დასახლებაში გაგრძელდება აზეულას ქუჩის მიმართულებით.
#19-ის მოძრაობა ზემო ფონიჭალის დასახლებაში გაგრძელდება ლევან ღოღობერიძის ქუჩაზე კერძო დასახლებაში და მასთან ერთად მარშრუტს დაემატება 1 ავტობუსი.
#31 - მოძრაობა კრწანისის ქუჩიდან გაგრძელდება გამგეობის შენობამდე და მარშრუტს 2 ავტობუსი დაემატება.
N80 - მოძრაობა ორთაჭალის ქუჩიდან გაგრძელდა ვოლსკის ქუჩამდე, კრწანისის რაიონის გამგეობის შენობის გავლით. ავტობუსების დამატება
სამუშაო დღეებში თითო ავტობუსი დაემატება #1,28,30,45,99 და #108, ხოლო #44 მარშრუტს - 2 ერთეული. შაბათ დღეს #28,68 მარშრუტებზე დაემატება თითო ავტობუსი, ხოლო #27 მარშრუტს კვირა და უქმე დღეებში - ერთი ავტობუსი.

ასევე, #3,46 და #79 მარშრუტებზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები დიდი „ბოგდანებით“ ჩანაცვლდება.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/494811-thbilisshi-avtobusebis-marshrutebs-7-sruliad-akhali-khazi-daemata.html

როდიდან ემატება და იცვლება ეს მარშუტები? ამხელა სტატიაა და არაფერი არ წერია თარიღი თუ როდიდან იცვლება.

ვნახე, არ ყოფილა სტატია სრულყოფილი. მთლიანად დააკოპირეს მერიის ფეისბუკიდან და ბოლო წინადადება გამორჩათ მაგ ჩლუინგებს - ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება და მოწონების შემთხვევაში, უახლოეს ხანებში ამოქმედდება.

Posted by: TramwayMan 29 May 2018, 15:54
rachveli1
როგორც წესი საკრებულო მუდამ ამტკიცებს ასეთ ვლილებებს. smile.gif

Posted by: ფაშისტი 29 May 2018, 19:39
მართლა 80თეთრი ხდება მგზავრობა თუ ჭორებია??

Posted by: Ben_Joyce 30 May 2018, 00:01
QUOTE (vatman @ 29 May 2018, 11:41 )
alexx
QUOTE
მაშინ თხინვალაში საერთოდ აღარ უნდა შედიოდეს 107 ნომერი. ცოტათი მაინც შემცირდება ინტერვალი. ზემო ლისის გარდა ქვემო ლისს და წოდორეთსაც ემსახურება #107, ხოლო 3 სოფლისთვის განკუთვნილი ავტობუსისთვის 110 წუთიანი ინტერვალი ძალიან ბევრია.

შეიძლება ვინმე თხინვალიდან წოდორეთში სჭირდება მისვლა wink.gif. მოკლედ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ რო 2 საათი ერთხელ ავტობუსი თხინვალში შეიაროს გზად. სხვა საქმეა რამდენად საკმარისია მანდ 1 ავტობუსი.
Ben_Joyce
QUOTE
თუმცა არსებობს სხვა მასზე უარესი მარშრუტიც, რომლის მოძრაობის განრიგსაც დიდი ხანია ვიკვლევთ და რომელიც მთელ TTC-ს მაგრად არ აინტერესებს. ეს არის #16, რომელიც დილით ერთი რეისის შესრულების შემდეგ 6 საათით (შუადღის 3 საათამდე) ავტოპარკში ბრუნდება და შემდეგ ისევ გამოდის. სად აღარ დაწერეს განცხადებები, რომ ევლო მთელი დღის განმავლობაში თუნდაც #107-ის მსგავსი ინტერვალებით, თუმცა უშედეგოდ. არადა ესეც რამდენიმე დასახლებას ემსახურება.

თანაც დასვენებების დღეებში არ დადის, 2 საათში ერთხელ რო დადიოდეს კაი იქნებოდა, და N7-ზე 3 ცალი პატარა ავტობუსი კიდევ კატასტროფაა
vis.gif

კიდევ N122-ზე 2 ცალი ავტობუსი facepalm.gif

ხო, აი ეგ ვეღარ მოვიფიქრე მეც დაკომენტარების დროს, თხინვალიდან წოდორეთამდე შეიძლება იყოს წამსვლელი.

შაბათ-კვირას დადის #16, ვებგვერდზე უწერიათ შეცდომით რომ ვითომ მხოლოდ სამუშაო დღეებში დადის. ნუ, თუ სიარული ჰქვია მაგას როგორც ეგ მოძრაობს smile.gif

მაგრად არ აინტერესებთ ჯიგრებს, ტაბლოებზეც კი არ წერია #16 და ვებგვერდზეც მხოლოდ ერთი მიმართულებით ჩანს რეალურ დროში. მილიონჯერ მივწერე მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ. მძღოლი ჰყავს ანტიკვარი, რომელიც არ იცავს ამ უბედურ განრიგს. TTC-ს პატრონი რომ არ ჰყავს იმაზეც ეტყობა, რომ #16-ის მძღოლი მუშაობს მანდ. ინტერვალი, ერთი ბრუნის შემდეგ 7 საათია, შემდეგ 1:30 და ბოლოს 1:45. როგორი ამაყი იყო დამგეგმავი ალბათ.

ვისაც მარშრუტებზე ავტობუსების დამატება ეხება და #7-ს არ უმატებს, ვუსურვებ უკეთესად არ ემგზავროს არასდროს, არსად smile.gif

აუ, 122 ძალიან მძიმე ხაზია. სულ სავსეა ავტობუსი და მძიმე იქნება აბა რა sad.gif

Posted by: TramwayMan 30 May 2018, 17:45
ზღაპრებს რომ არ აჰყვეთ.


Posted by: gig@@@ 1 Jun 2018, 04:06
# 41 ავტობუსი ლილოს ბაზრობიდან თბილისში სანამდე მოდის ? უახლოეს მეტროსადგურთან სამგორთან ან ვარკეთილთან ჩერდება ? მგზავრობა 50 თ. ღირს ?

Posted by: rachveli1 1 Jun 2018, 11:00
gig@@@

სამგორი და მერე ისანი

Posted by: migeli85 1 Jun 2018, 21:28
ხომ არ იცით, დაახლოებით რამდენად ძვირი დაჯდებოდა იგივე მანის ლურჯი ავტობუსები ოღონდ ორსართულიანი? იმ რეისებზეც კი, სადაც დადის ახალი ავტობუსები თითქმის სულ ჭყლეტვა და ზედახორაა, ანუ არ არის საკმარისი ადგილები და ორსართულიანებს რომ მივწოლოდით, უფრო გამართლებული არ იქნებოდა? დიდი ალბათობით ერთი ორსართულიანი ავტობუსი ორი ჩვეულებრივის ფასი არ ეღირება, არადა იმდენ ხალხს იტევს, რამდენსაც ორი ავტობუსი. მაინტერესებს კომპეტენტური ხალხის აზრი ამ საკითხზე...

Posted by: TramwayMan 1 Jun 2018, 21:33
QUOTE
ორსართულიანებს რომ მივწოლოდით, უფრო გამართლებული არ იქნებოდა

არა.

QUOTE
დიდი ალბათობით ერთი ორსართულიანი ავტობუსი ორი ჩვეულებრივის ფასი არ ეღირება, არადა იმდენ ხალხს იტევს, რამდენსაც ორი ავტობუსი.

ოდნავ მეტს იტევს, ორი ავტობუსის ტევადობა არ აქვს. კიბეებს მიაქვს დიდი ფართი ძალიან რის გამოც ქვედა სალონის ლამის ნახევარი რჩება.


QUOTE
მაინტერესებს კომპეტენტური ხალხის აზრი ამ საკითხზე...

საქალაქო ინფრასტრუქტურის გადაკეთება იქნება საჭირო აბსოლუტურად ყველგან. გაუმართლებენ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მეტი ტევადობა თუ გვინდა არსებობს ამისათვის უფრო გრძელი ავტობუსები.

migeli85
QUOTE
ხომ არ იცით, დაახლოებით რამდენად ძვირი დაჯდებოდა იგივე მანის ლურჯი ავტობუსები ოღონდ ორსართულიანი?

კარგა ხანია მანი აღარ აწარმოებს ორსართულიანებს და არც აპირებს.

ამის გამო ბერლინი სპეციალურ შეკვეთას აკეთებს ინგლისური ფირმისთვის ალექსანდრ დენისი.
მაგ კომპანიისავეა ლონდონის ახალი ავტობუსები.

Posted by: migeli85 2 Jun 2018, 00:18
TramwayMan

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.

ზუსტად ბერლინში მომიწია ორსართულიანი ავტობუსით მგზავრობა დღეს smile.gif

Posted by: TramwayMan 2 Jun 2018, 02:20
http://www.city.kvira.ge/2018/06/01/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2/

რომელი ტიპის რამდენი ავტობუსი ემსახურება თბილისს?

პირველყოვლისა, გეტყვით, რომ თბილისში ავტობუსის სულ 101 მარშრუტია. რაც შეეხება თავად ავტობუსებს, მათი რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: დიდი “ბოგდანი” – 148, პატარა “ბოგდანი”- 516, “მანი” – 144, მერსედესის მარკის ავტობუსი – 5.
აღსანიშნავია, რომ ამ ციფრებში ავტოპარკის სრული რაოდენობა იგულისხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ავტობუსი ქალაქს ყოველდღიურად არ ემსახურება და ზოგი მათგანი რეზერვში გადადის.
ალბათ, დაგაინტერესებთ, თუ რა ვითარებაა, ამ კუთხით, დედაქალაქის მეტროპოლიტენში?! თბილისის მეტრო 44 მოძრავ შემადგენლობას ითვლის, რომლებიც 2 ხაზზე გადაადგილდება.

148+516+144+5=813

Posted by: Nickboy 2 Jun 2018, 12:31
თუ იცით, სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური შედეგები და მარშრუტების დატვირთულობები საჯარო ინფორმაციაა?
კანონის მხრივ შეიცვალა რამე ბოლო წლებში?

Posted by: shoreshore 2 Jun 2018, 16:36
გამარჯობათ. წერეთლიდან იაშვილის კლინიკასთან რა ნომერი მიკროავტობუსი გადის?

Posted by: Mysella 2 Jun 2018, 18:41
41 ნომერი დადიოდა. მგონი 100 თუ 109-ც


,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: shoreshore 2 Jun 2018, 20:09
მადლობა დიდი.
Mysella

Posted by: TramwayMan 4 Jun 2018, 15:33
დაგაინტერესებთ smile.gif

https://www.ait.ac.at/fileadmin/mc/mobility/images/Projects/Urban_transport_in_Tbilisi/Tbilisi.pdf




Posted by: Walfisch 4 Jun 2018, 22:26
TramwayMan
QUOTE
რომელი ტიპის რამდენი ავტობუსი ემსახურება თბილისს?

მიკროავტობუსებზეს ხომ არ არის რამე ინფორმაცია?! რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე ერთ-ერთ სამარშუტო ხაზზე ყვითელი გაზელები... 203 ან 205 ხაზზე.

Posted by: da_to 5 Jun 2018, 13:32
მინიმუმ თეგეტამ მიიღო მონაწილეობა ტენდერში .... man lion's city a47 m ...

Posted by: Kublicha 5 Jun 2018, 14:05
da_to
ვერყ გოოდ

Posted by: TramwayMan 5 Jun 2018, 14:19
გაიცანით smile.gif MAN A47 მომავალი 90 ერთეულისგან შემდგარი პარტია.

Posted by: Kublicha 5 Jun 2018, 14:30
3 კარიანი იქნება თუ 2?

Posted by: Nickboy 5 Jun 2018, 15:34
TramwayMan
QUOTE
გაიცანით  MAN A47 მომავალი 90 ერთეულისგან შემდგარი პარტია.


ძალიან კარგი up.gif

დღეს მთავრდება ტენდერი... ანუ წლის ბოლოსთვის +90 მანი...

მომავალ წელს რამდენს იყიდიან? გაქაჩავენ 300-ს? chups.gif

Kublicha
QUOTE
3 კარიანი იქნება თუ 2?


3 კარიანია... მოთხოვნაშიც ეგრე ეწერა yes.gif

Posted by: GreenWestHam 5 Jun 2018, 18:49
QUOTE
MAN A47

რომ დავგუგლე, ჩვენი ლურჯი მანებისნაირი ამოყარა და იგივენაირები შემოდის ანუ ეს 90-იც? ოღონდ 10-მეტრიანები?
თუ ასეა, მაგას რა ჯობია, არ აჭრელდება პარკი

Posted by: TramwayMan 5 Jun 2018, 19:48
GreenWestHam
დიზაინი ერთი და იგივეა, სერიაა საალაქო ავტობუსების, უბრალოდ ზომებშია სხვაობა.

10,5.

Kublicha
QUOTE
3 კარიანი იქნება თუ 2?

3 კარი ექნება თითოეული ორფრთიანი.

Posted by: rommel 5 Jun 2018, 20:06
TramwayMan
ეს ათიანები პატარა ბოგდანებს ჩაანაცვლებენ?

შესაძლებელია ამ პარამეტრების ავტობუსმა იაროს ყველგან, სადაც პატარა ბოგდანები დადიან?

Posted by: TramwayMan 5 Jun 2018, 20:41
rommel
არავინ არაფერს არ ანაცვლებს, ემატება საავტობუსე პარკს, სად გაუშვებენ დავინახავთ ერთად.

Posted by: nodara95 5 Jun 2018, 20:43
საინტერესოა ასეთი დიზაინით იქნება თუ ძველი?

user posted image

Posted by: Marshmallo 5 Jun 2018, 21:18
QUOTE (nodara95 @ 5 Jun 2018, 20:43 )
საინტერესოა ასეთი დიზაინით იქნება თუ ძველი?

user posted image

ძველი დიზაინით იქნება. ეს ჯერ კიდევ concept-ია.

Posted by: TramwayMan 5 Jun 2018, 21:25
nodara95
არა, მაგ დიზაინით მხოლოდ 12, და 18 მეტრიანებია.
ასე რომ იგივე დიზაინი ექნება რაც იმათ აქვთ რაც ეხლა გვყავს.

Marshmallo
არანაირი კონცეპტი არ არის ბლომად გააკეთეს უკვე ეგეთები.
წლის ბოლომდე ჩაშვება სერიულ წარმოებაში.

Posted by: rommel 5 Jun 2018, 22:31
QUOTE
rommel
არავინ არაფერს არ ანაცვლებს, ემატება საავტობუსე პარკს, სად გაუშვებენ დავინახავთ ერთად.


რომ იტყვიან სული ძვრებათ მაგ პატარა ბოგდანებს. მოუწევთ ჩანაცვლება, თან ძალიან მალე.

Posted by: migeli85 5 Jun 2018, 22:38
როგორ გადიან ტექდათვალიერებას ეს ძველი და მხრჩოლავი ავტობუსები, ხომ ვერ მეტყვის ვინმე? რამდენადაც ვიცი, მაგათთვის ყოველთვის სავალდებულო იყო ტექდათვალიერება.

Posted by: forum-ge 5 Jun 2018, 23:53
migeli85
QUOTE
როგორ გადიან ტექდათვალიერებას ეს ძველი და მხრჩოლავი ავტობუსები, ხომ ვერ მეტყვის ვინმე? რამდენადაც ვიცი, მაგათთვის ყოველთვის სავალდებულო იყო ტექდათვალიერება.

ვერ გაიარეს ტექდათვალიერება უმეტესობამ. მგონი 450 ცალზეა საუბარი

Posted by: migeli85 6 Jun 2018, 10:46
QUOTE (forum-ge @ 5 Jun 2018, 23:53 )
migeli85
QUOTE
როგორ გადიან ტექდათვალიერებას ეს ძველი და მხრჩოლავი ავტობუსები, ხომ ვერ მეტყვის ვინმე? რამდენადაც ვიცი, მაგათთვის ყოველთვის სავალდებულო იყო ტექდათვალიერება.

ვერ გაიარეს ტექდათვალიერება უმეტესობამ. მგონი 450 ცალზეა საუბარი

და სავარაუდოდ ეგ 450 ავტობუსი მაინც მოძრაობს ქალაქში sad.gif

Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2018, 10:54
TramwayMan
QUOTE
არავინ არაფერს არ ანაცვლებს

გუშინ დიდი ბოგდანის მძღოლი ამბობდა, რომ ეს 10-მეტრიანი მანები იმ ხაზებზე გამოვა, სადაც ახლა დიდი ბოგდანებია. N2-ზე, N25-ზე, N55-ზე უეჭველადო. სავარაუდოდ, ზოგ ხაზზე დიდი ბოგდანებით ჩაანაცვლებენ პატარა ბოგდანებს, რამდენადაც დიდი ბოგდანები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე პატარები.

Posted by: Nickboy 6 Jun 2018, 11:01
Mick-el-Angelo
QUOTE
გუშინ დიდი ბოგდანის მძღოლი ამბობდა, რომ ეს 10-მეტრიანი მანები იმ ხაზებზე გამოვა, სადაც ახლა დიდი ბოგდანებია. N2-ზე, N25-ზე, N55-ზე უეჭველადო. სავარაუდოდ, ზოგ ხაზზე დიდი ბოგდანებით ჩაანაცვლებენ პატარა ბოგდანებს, რამდენადაც დიდი ბოგდანები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე პატარები.


85-ის ჩანაცვლებას არ აპირებენ? biggrin.gif

Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2018, 11:03
Nickboy
QUOTE
85-ის ჩანაცვლებას არ აპირებენ?

კი, როგორ არა. თუ მართლა ამ ლოგიკას აწვებიან, 85-ზეც, 23-ზეც, 33-ზეც და სხვებზეც ჩაანაცვლებენ, სადაც ეხლა დიდი ბოგდანებია.

Posted by: Nickboy 6 Jun 2018, 11:12
Mick-el-Angelo
QUOTE
კი, როგორ არა. თუ მართლა ამ ლოგიკას აწვებიან, 85-ზეც, 23-ზეც, 33-ზეც და სხვებზეც ჩაანაცვლებენ, სადაც ეხლა დიდი ბოგდანებია.


85-ზე მერსედესებია biggrin.gif

ახლა გადავხედე მანის კატალოგს და 10.5 მეტრიანზე პატარა ავტობუსები არ ჰქონიათ... ანუ აწი სულ ამით უნდა შევავსოთ ავტოპარკი?
600 ასეთი ავტობუსი დაგვიჯდება 300 მილიონი ლარი biggrin.gif
თბილისის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია... კაი ძვირია ეს ავტობუსები biggrin.gif

რამდენიმე ხაზზე არც ეს მოდელი გვაწყენდა:
https://www.bus.man.eu/man/media/content_medien/doc/business_website_bus_master_1/modelluebersicht_1/stadtbusse_1/MAN_Lions_City_GL_Diesel_en.pdf

18.8 მეტრი სიგრძეში... 106 კაცის ტევადობა biggrin.gif

Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2018, 15:12
QUOTE
85-ზე მერსედესებია

ბოგდანებიცაა smile.gif
QUOTE
კაი ძვირია ეს ავტობუსები

პოლიტიკური ნება უნდა და მორჩა. wink.gif

Posted by: ფაშისტი 6 Jun 2018, 16:29
85-ზე მერსედესი არ მინახავს კაი ხანია.. წინათვეში ბოგდანი იყო ყველა რაც ვნახე ერთ დღეში.. არადა კარგი იყო მერსედესით რომ ჩაანაცვლეს რაღაც პერიოდი

Posted by: Nickboy 6 Jun 2018, 16:50
Mick-el-Angelo
QUOTE
პოლიტიკური ნება უნდა და მორჩა.


და კრედიტი კაი პირობებით givi.gif

Posted by: TramwayMan 6 Jun 2018, 20:04
Nickboy
QUOTE
რამდენიმე ხაზზე არც ეს მოდელი გვაწყენდა:
https://www.bus.man.eu/man/media/content_me...L_Diesel_en.pdf

18.8 მეტრი სიგრძეში... 106 კაცის ტევადობა 


106 ადამიანი არის ფეხზე მდგომები და არა მთლიანი ტევადობა.
ეგ ძველი მოდელია უკვე ახლები აქვთ მაგ სეგმენტში ახალი დიზაინით.

QUOTE
ხლა გადავხედე მანის კატალოგს და 10.5 მეტრიანზე პატარა ავტობუსები არ ჰქონიათ... ანუ აწი სულ ამით უნდა შევავსოთ ავტოპარკი?
600 ასეთი ავტობუსი დაგვიჯდება 300 მილიონი ლარი
თბილისის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარია... კაი ძვირია ეს ავტობუსები

ესპანეთში აწყობენ მანის 8.6 სიგრძის მოდელებს მოდელი A66.



თბილისს სჭირდება დიდი ავტობუსები და არა ეს ცრუპენტელები.


Posted by: ქაფქიანა 6 Jun 2018, 20:18
ვერ გავიგე, დამტკიცდა ახალი, ათმეტრიანი მანების შემოყვანა საბოლოოდ თუ რა ხდება?

Posted by: Kublicha 6 Jun 2018, 22:45
ქაფქიანა
QUOTE
ვერ გავიგე, დამტკიცდა ახალი, ათმეტრიანი მანების შემოყვანა საბოლოოდ თუ რა ხდება?

ტენდერია გამოცხადებული მაგ სიგრძის 90 ავტობუსზე, სადაც თეგეტამ შესთავაზე მანები. წესით უნდა გაიმარჯვოს

Posted by: ქაფქიანა 6 Jun 2018, 23:55
Kublicha

აა, ეგ კი ვიცი კაცო. პროსტა ბოლო პოსტები ისეთი იყო, მეთქი მანმა გაიმარჯვა და დამტკიცებული ამბავია.

Posted by: Marshmallo 7 Jun 2018, 20:09
იმ ჩინურებზე რახდება, მაინც შემოჰყავთ?

Posted by: vatman 8 Jun 2018, 10:24
ტტც-ს აპლიკაცია თქვენთანაც არ მუშაობს ტელეფონში ეს დღეები?

ჯერ ხო ბოლო განახლება ჩვენს წელთააღრიცხვამდე ჰქონდა, ბოლო დროს კი საერთოდ გაუბერა

Posted by: gobisha 15 Jun 2018, 18:28
ძაღლით მგზავრობა ავტობუსებში და მეტროში დაშვებულია ?

Posted by: ნიკა 16 Jun 2018, 13:55
დიღმის ბაზა 360 გრადუსში
https://photos.app.goo.gl/Rg17zcf9Pgsp7mnN9

Posted by: SabaGEO 16 Jun 2018, 16:24
gobisha
ყველა ნორმალურ ქვეყანაში კი, ჩვენთან არა

Posted by: Stendal 16 Jun 2018, 22:11
QUOTE
ძაღლით მგზავრობა ავტობუსებში და მეტროში დაშვებულია ?

ძაღლს გააჩნია. სამი ადამიანის ადგილს თუ იკავებს არა რა თქმა უნდა.
ხელზე აყვანა თუ შესაძლებელია, პრობლემა არ არის.

Posted by: Stendal 20 Jun 2018, 19:08
ყალაძემ მოისაქმა საქმეში smile.gif დიზელის მაფია ისევ ცვეტშია

მერია 45 მილიონ ლარად დიზელზე მომუშავე 90 ახალ ავტობუსს ყიდულობს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია 45 მილიონ ლარად 90 ახალ ავტობუსს ყიდულობს. ტენდერში საკუთარი წინადადება უკვე წარადგინა თეგეტა Truck & Bus-მა, რომელიც მერიას City M-ის კატეგორიის ავტობუსებს სთავაზობს, ერთეულის ღირებულება 500,000 ლარი იქნება. 10.5 მეტრის სიგრძის ავტობუსებს მაქსიმუმ 82 მგზავრის დატევა შეეძლება. მერია ახალი ავტობუსების მეშვეობით ბოგდანის მარკის მოძველებული ავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს.

http://www.tabula.ge/ge/story/133935-meria-45-milion-larad-dizelze-momushave-90-axal-avtobuss-kidulobs
ddSvc

მეტი სიმსივნე ერს love.gif

Posted by: TramwayMan 20 Jun 2018, 19:42
Stendal
10,5 მეტრიანი ავტობუსი გაზზე არ არის მხოლოდ დიზელზე ასე რომ რა გაეწყობა .

Posted by: ნიკა 20 Jun 2018, 21:19
QUOTE (TramwayMan @ 20 Jun 2018, 19:42 )
Stendal
10,5 მეტრიანი ავტობუსი გაზზე არ არის მხოლოდ დიზელზე ასე რომ რა გაეწყობა .

მაგას ვერ აუხსნი ჰომო გრუზინიკუს ფეისბუქიკუსს. პოსტები ვნახე ლამის მზის ენერგიაზე მომუშავე ავტობუსებს ითხოვენ.

Posted by: Marshmallo 20 Jun 2018, 21:44
სამკარიანი იქნება თუ ორი? პატარა ავტობუსია და ჩემი აზრით ორიც საკმარისია..?

Posted by: TramwayMan 20 Jun 2018, 22:06
Marshmallo
სამი, არა ორი კარი არაა საკმარისი.

Posted by: vatman 21 Jun 2018, 11:33
მოკლედ ამ ავტობუსებს არ ეშველა და არ ეშველა,
მთელი სია გაუგზავნეს შენიშვნების biggrin.gif
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=2880281&code=1529435107

Posted by: ფაშისტი 21 Jun 2018, 13:17
პატარა ბოგდანებს რითი ცვლიანო რა ითქვა აღარ მახსოვს, შემახსენთ თუ შეიძლება

Posted by: ნიკა 21 Jun 2018, 13:48
QUOTE (vatman @ 21 Jun 2018, 11:33 )
მოკლედ ამ ავტობუსებს არ ეშველა და არ ეშველა,
მთელი სია გაუგზავნეს შენიშვნების biggrin.gif
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=2880281&code=1529435107

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Marshmallo 21 Jun 2018, 14:23
QUOTE (vatman @ 21 Jun 2018, 11:33 )
მოკლედ ამ ავტობუსებს არ ეშველა და არ ეშველა,
მთელი სია გაუგზავნეს შენიშვნების biggrin.gif
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=2880281&code=1529435107

ეს რომლებზეა, Lion's City M-ზე? ანუ უარს ამბობენ? ვადაფუკ

Posted by: PULSE 21 Jun 2018, 14:45
როგორც ვხვდები უმეტესობა შენიშვნების იმაზეა რო დეტალები მითითებული არ აქვთ, მარა აი სიმაღლე აცდენილია მოთხოვნას.. 4 სანტიმეტრით facepalm.gif
რატო ჩაუწერეს ეგეთი მოთხოვნა spy.gif

Marshmallo
ხვალამდე აქვთ ვადა მიცემული რომ დააზუსტონ დოკუმენტები.

Posted by: Marshmallo 21 Jun 2018, 14:57
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: giomelqa12 21 Jun 2018, 17:05
გუშინ ლურჯ ავტობუსს თსუ-ს მეორე კორპუსის გაჩერების შესახვევთან მსუბუქმა ავტომობილმა „კრილო“ წაგლიჯა

Posted by: kataxxl 21 Jun 2018, 17:09
მე გოგო ავტობუსის მძროლი ვნახე.

ყვითელ ###ობას მოაგელვებდა smile.gif

Posted by: Marshmallo 25 Jun 2018, 23:15
მაინტერესებს, ეს ტენდერი აუცილებელია? ყველა ქვეყანაში ეგრეა? ინფორმაციას ვერ ვიძიებ. სხვა ქვეყნებს ხო შეუძლიათ პირდაპირ მიწერონ კომპანიას და გამოიწერონ ავტობუსები? ამიხსნით ვინმე? smile.gif

Posted by: Kublicha 26 Jun 2018, 00:22
kataxxl
QUOTE
მე გოგო ავტობუსის მძროლი ვნახე.

ყვითელ ###ობას მოაგელვებდა

13 ნომერზე ნახავდი

user posted image
user posted image

Posted by: Snow93 26 Jun 2018, 16:59
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მიკროავტობუსში მძღოლების მიერ კონდენციონერების ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ

„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი მუშაობს.

„გაცნობებთ, რომ დღეიდან, 25 ივნისიდან კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაიცა განკარგულება მიკროავტობუსებში კონდენცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 032 2 200 340; ასევე, გაცნობებთ, რომ კონდენცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს "თბილისის მიკროავტობუსი" ანაზღაურებს კომპანიის ბიუჯეტიდან და ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში არ დააფიქსირებს მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს, წახალისებული იქნება კომპანიის მიერ“, - აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსში“.

Posted by: da_to 26 Jun 2018, 18:46
Marshmallo
QUOTE
მაინტერესებს, ეს ტენდერი აუცილებელია?


ჩვენთან კი, სხვაგან იდივიდუალურად ვის როგორ აწყობს smile.gif

Posted by: ნიკა 27 Jun 2018, 01:02
QUOTE
კონდენციონერების

საინტერესოა ეს ახალი სიტყვა ჟურნალისტმა მოიგონა თუ ტმ-ს ჰქონდა ეგრე პრეს-რელიზში facepalm.gif

Posted by: PULSE 27 Jun 2018, 16:15
დისკვალიფიკაცია მისცეს MAN-ს facepalm.gif
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=2889195&code=1530112332

და როგორც ჩანს მეტი არავინ მონაწილეობდა, მესამედ მოუწევთ გამოცხადება facepalm.gif

Posted by: da_to 27 Jun 2018, 16:44
QUOTE
დისკვალიფიკაცია მისცეს MAN-ს


ვა ჩვენს პატროსნ facepalm.gif

ნეტა რას მაიმუნობენ და რისთვის ამზადებენ ნიადაგს.



პატრა ბოგდანჩიკას წაეკიდა დღეს, სამწუხაროდ ალბათ ბოლო არ იქნება ამ ზაფხულს....

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1847128365591387/

Posted by: Kublicha 27 Jun 2018, 16:59
QUOTE
ნეტა რას მაიმუნობენ და რისთვის ამზადებენ ნიადაგს.


აბა. რა უნდა იყიდონ მანზე უკეთესი

Posted by: Snow93 27 Jun 2018, 17:08
მუხლი 32. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე;

ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს;

გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;

Posted by: PULSE 27 Jun 2018, 17:19
რაც უწერია დისკვალიფიკაციის მიზეზად, ბოლო რადენიმე წელში გარკეული რაოდენობის ავტობუსების მიწოდება რომ არის მოთხოვნა, მაგის დასადასტურებლად მიღება-ჩაბარების აქტები უნდა წარმოედგინათ და ეგ არ არის შესრულებულიო.

იმედია უბრალოდ ფორმალობებშია პრობლემა და მართლა რამე მაიმუნობა არაა.

Posted by: Snow93 27 Jun 2018, 17:27
PULSE
მიღება-ჩაბარების აქტებთან მიწევს თითქმის ყოველდღე მუშაობა და ძალიან უაზრო მიზეზია დასაბრაკად facepalm.gif ტტცეათუ აუდიტორული ფირმა

Posted by: Marshmallo 27 Jun 2018, 22:40
კაი, MAN აღარ იქნება. Solaris, Mercedes-Benz, Iveco, Scania დარჩა კარგებიდან, რომლებსაც მონაწილეობის მიღება არ უნდათ.

შემოვიყვანოთ განდონა Eurabusები sleep.gif ბლიად
* * *
QUOTE (Nickboy @ 10 May 2018, 11:16 )
როგორც მოვსერჩე, ამ ავტობუსის ყიდვა უნდათ:
https://www.flickr.com/photos/elsautobusos/15977543792

https://www.bus.man.eu/man/media/content_medien/doc/business_website_bus_master_1/modelluebersicht_1/stadtbusse_1/MAN_Lions_City_M_en.pdf

10.5 მეტრია და 3 ამოსასვლელი აქვს...

როგორც ჩანს, აღარ. facepalm.gif

Posted by: malakas21 28 Jun 2018, 00:18
MAN-ს უარი უთხრეს, რადგან Eurabus-ბის შემოყვანა უნდათ. დისკვალიფიკაცია მისცეს ძალიან უაზრო მიზეზების გამო. სხვა ქვეყანა თუ არ წუწუნებს, საქართველო რატომ წუწუნებს?

Posted by: Nickboy 28 Jun 2018, 09:00
აუ რას მაიმუნობენ ეს ჩემისები... მართლა უნდა დააკანონო რომ მერიის ყველა თანამშრომელმა საზ ტრანსპორტით იაროს... რას ტინგიცობენ ამდენს mad.gif

Posted by: da_to 28 Jun 2018, 12:55
QUOTE
ძალიან უაზრო მიზეზია დასაბრაკად


გეთანხმები და დარწმუნებული ვარ თეგეტა გაასაჩივრებს დავების განხილვუს საბჭოში ამ გადაწყვეტილებას.

Posted by: TramwayMan 28 Jun 2018, 13:46
malakas21
დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ smile.gif დარეგისტრირდა 28 ივნისს და პირველი პოსტი ეს გამოაცხო. biggrin.gif

Nickboy
da_to
PULSE
Kublicha
Snow93
Marshmallo
დისკვალიფიკაცია მიეცა ამ ტენდერში, რა დაბრაკვა რის დაბრაკვა. ეხლა ხელახლა გამოცხადდება ტენდერი და ისევ მიიღებს მონაწილეობას თეგეტა.

Posted by: da_to 28 Jun 2018, 14:51
TramwayMan
QUOTE
რა დაბრაკვა რის დაბრაკვა


არსად მითქვამს დაბრაკვა... დასაბრაკი ის გადაწყვეტილებაა რაც სატენდერო კომისიამ მიიღო biggrin.gif

Posted by: malakas21 28 Jun 2018, 14:56
ა, ბოდიში. მეგონა ვეღარასდროს მიიღებდა MAN-ი მონაწილეობას ტენდერში.
* * *
და ერთი ეს ვერ გავიგე, ერთხელ თუ მისცეს დისკვალიფიკაცია, მეორედ აღარ მისცემენ?

Posted by: TramwayMan 28 Jun 2018, 15:11
malakas21
დოკუმენტაციას თუ არ შეადგენს ისე როგორც მოთხოვნაშია კი.

ეურაბუსს ქარხანა არ გააჩნია და რა უნდა შემოიყვანონ? biggrin.gif

Posted by: vatman 28 Jun 2018, 17:30
TramwayMan
QUOTE
დისკვალიფიკაცია მიეცა ამ ტენდერში, რა დაბრაკვა რის დაბრაკვა. ეხლა ხელახლა გამოცხადდება ტენდერი და ისევ მიიღებს მონაწილეობას თეგეტა.

მერამდენედ უნდა გამოაცხადონ ტენდერი?
ბარემ პირდაპირ იყიდონ

დისკვალიფიკაცია მიეცა უაზრო მიზეზის გამო

Posted by: ივანიჩ 28 Jun 2018, 18:19
QUOTE
პირდაპირ იყიდონ

პირდაპირ ყიდვასაც აქვს თავისი პროცედურები-შესაბამისი დასაბუთება სჭირდება და კიდევ თანხმობა საქართველოს მთავრობიდან. ასე უცებ ჰოპ და იყიდონ ეგრე არა (როგორც წესი).

პ.ს. ისე, თუ ყველაფერი თუ გაიასნებულია და ყუფარაძეს აქვს კიდე დარეკილი ზემოდან, მაშინ ყველაფერი გაკეთდება wink.gif

Posted by: Snow93 28 Jun 2018, 18:29
ერთხელ თუ იყიდეს და ყველა კმაყოფილია ზედმეტი ბიუროკრატიული კედელი არ უნდა არსებობდეს შესაძენად

Posted by: ფაშისტი 29 Jun 2018, 07:19
ახალი მანები ვერაა გათვლილი თბილისის სიცხეებზე, გუშინ 3 სზვადასხვა ნომერში ვიმგზავრე, ჩართული იყო კონდი ყველგან. მაგრამ ეფექტი 0, ხალხს ოფლი წურწურით ჩამოგვდიოდა

Posted by: TramwayMan 29 Jun 2018, 07:36
ფაშისტი
იქნება კონდი არ უყენიათ იმ მაჩვენებელზე რაზეც უნდა ეყენოს? smile.gif

Posted by: Snow93 29 Jun 2018, 10:45
ფაშისტი
თბილისის სიცხეებზე? მეეჭვება... კონდიციონერი ნებისმიერი წარმოების მინიმუმ 40 გრადუს სიცხეზე მაინც არის გათვლილი, რატომ არ რთავენ საერთოდ სხვა საკითხია

Posted by: TramwayMan 29 Jun 2018, 23:51
ფაშისტი
+40 და -15 გრადუსზეა გათვლილი, ახალ პარტიასაც ეგეთი ექნება.

დღეს ვიჯექი პაპანაქებაშI 24 ნომერშI და მოშნად აციებდა ასე რომ.

Posted by: ფაშისტი 30 Jun 2018, 00:58
TramwayMan
Snow93
არ ვიცი ხალხო, მძღოლთანაც მივედი, კონტროლიორთანაც.. აბა რა გითხრათო, 39 გრადუსია დავერ უძლებსო, აი ნახე ჩართული მაქვს ბოლომდეო, ჩვენც შენს დღეში ვართო. ეს იყო 51 ნომერი ავტობუსი. ნუ მოიტყუა რა, ვენტელაციასავით იყო ჩართული რაღაც რაც თბილ ჰაერს უშვებდა. ეს ფაქტია.

Posted by: TramwayMan 30 Jun 2018, 01:09
ფაშისტი
ფილტრები ჰქონდა შესაძლოა გასაწმენდი smile.gif

Posted by: ფაშისტი 30 Jun 2018, 13:53
TramwayMan
ეჰ.. გასაგებია და მადლობა პასუხისთვის მაგრამ, მე - მგზავრს, მაინტერესებს ეხლა ეგ?
თორე ბაზარი არაა, მიზეზი არის კი.

Posted by: dangerous-man 1 Jul 2018, 10:23
გაუმარჯოს .მოვისმინე ახალი ავტობუსები დიზელზე იქნებაო? სწორად მოვკარი ყური ამ ამბავს ? ....

Posted by: Kublicha 1 Jul 2018, 13:56
dangerous-man
კი დიზელზე იქნება შემდეგი პარტია.
თუ გვეღირსა ოღონდ. მერამდენედ ჩაიშალა ტენდერი

Posted by: Ben_Joyce 2 Jul 2018, 20:43
რამდენიმე დღის წინ #27 მარშრურის ავტობუსის ძრავს [TTC 773] გაუჩნდა ცეცხლი. მაგრად იყო შებრაწული.

Posted by: ფაშისტი 5 Jul 2018, 12:12
მოკლედ რა, 21 და 51 ში ისე ვერ ვიმგზავრე რო აი მესუნთქა, ხალხი ტიროდა უკვე კონდიციონერი ჩართეთო, არ შეიძლება ასე ტანჯვა ხალხის რა.. აი ჩართული მაქვსო ირწმუნებოდა მძღოლი, ვერ ქაჩავს გარეთ 39-იაო. აკი 40+ზეა გათვლილიო? ყველა ხალხის მოტყუებაზეა. ქვეყანა კიარა ჯოჯოხეთია, 2-3 კვირაა სიცხეები წელიწადში და მაგას ვერ აგვარებენ რომ ხალხმა ადამიანებას იგრძნონ თავი და კომფორტულად გადაასგილდნენ. ფუ რა

Posted by: iverieli 5 Jul 2018, 13:12
რა მაგარი წამების ობიექტია ყვითელი ავტობუსები. არცერთს არააქვს კონდეციონერი. თან სულ გადაჭედილი როა. ყველა ოფლიანი, ყველას პირი ღია აქვთ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ჰაერი ჩაისუნთქონ. mad.gif

ჯერ მარტო ამისთვის აქვს მერიას დედა მოსატყნავი, ავტობუსებში რო ეგ პრობლემა ვერ მოაგვარეს. ფანჯერბის გაღებით დიდი შეღავათი როარაა ვიცით. მარშუტკებში კიბატონო უმეტესობაში ჩართულია კონდეციონერი. მაგრამ ასაკოვანი ხალხის უმეტესობა ავტობუსებით დადის. ფაქტიურად გენოციდს უწყობენ მოხუცებს.

Posted by: dvbt2 5 Jul 2018, 17:07
QUOTE (ფაშისტი @ 5 Jul 2018, 12:12 )
მოკლედ რა, 21 და 51 ში ისე ვერ ვიმგზავრე რო აი მესუნთქა, ხალხი ტიროდა უკვე კონდიციონერი ჩართეთო, არ შეიძლება ასე ტანჯვა ხალხის რა.. აი ჩართული მაქვსო ირწმუნებოდა მძღოლი, ვერ ქაჩავს გარეთ 39-იაო. აკი 40+ზეა გათვლილიო? ყველა ხალხის მოტყუებაზეა. ქვეყანა კიარა ჯოჯოხეთია, 2-3 კვირაა სიცხეები წელიწადში და მაგას ვერ აგვარებენ რომ ხალხმა ადამიანებას იგრძნონ თავი და კომფორტულად გადაასგილდნენ. ფუ რა

ან დაბალზეა დაყენებული ან გაფუჭდა და ვეღარ ქაჩავს.

Posted by: Outdoor 7 Jul 2018, 20:04
აი საერთოდ ოფტოპოკი მაგრამ

39 ავტობუსის შემცირება არ შეიძლებოდა, ის როგორც 21 ავტობუსი არის ლეგენდარული ნომერი 90ბიდან იკარუსების დრიედებიდან რომ მოდის


Posted by: Kublicha 7 Jul 2018, 20:55
Outdoor
გეთანხმები მაგრამ ვინ ამცირებს?

Posted by: Outdoor 7 Jul 2018, 21:42
Kublicha

ნუცუბიძიდან ვარკეთილში არ მიდიოდა და ეხლა კოლმეურნობიდან არაა?

Posted by: Kublicha 7 Jul 2018, 21:53
Outdoor
ააა მაგას გულისხმობთ. მეთქი რამე ახალია.

ისე სრულიად გაუგებარია ეხლა 39 ის გაწყვეტა.

კაი 2010 წელს რომ გაყვეს 39 და 88-დ გავიგე, რომ მგზავრს ორჯრე გადაეხადა როცა ამხელა მანძილს გადის.
მერე ეს საათნახევრიანი უფასო დრო შემოვიდა და ეგ ვერსია გაბათილდა, მაგრამ კაი მაინც მესმოდა რადგან 88ზე დიდი ავტობუსი დადიოდა და 39ზე პატარა და ამიტომ იყო გაყოფილი, მაგრამ 2017 წლიდან ორივეზე მანები დადიან და ეხლა რა მუღამი აქვს გაყოფას ვერ გამიგია. პირდაპირ გააუქმონ 88 და დაუბრუნდეს 39 ისტორიულ მარშრუტს

Posted by: GreenWestHam 7 Jul 2018, 22:00
ფაშისტი
QUOTE
არ ვიცი ხალხო, მძღოლთანაც მივედი, კონტროლიორთანაც.. აბა რა გითხრათო, 39 გრადუსია დავერ უძლებსო, აი ნახე ჩართული მაქვს ბოლომდეო, ჩვენც შენს დღეში ვართო. ეს იყო 51 ნომერი ავტობუსი. ნუ მოიტყუა რა, ვენტელაციასავით იყო ჩართული რაღაც რაც თბილ ჰაერს უშვებდა. ეს ფაქტია.

მაგარი საინტერესოა ისე.
მძღოლის ინტერესი რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში? ეგენიც პიდარასტი მარშუტკის მძღოლებივით ხო არ არიან? biggrin.gif

iverieli
QUOTE
მარშუტკებში კიბატონო უმეტესობაში ჩართულია კონდეციონერი.

თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენელი ხართ და ბარემ ამ თემაში დაგვიპოსტეთ თუ სხვა ქალაქში ცხოვრობთ? gigi.gif

Posted by: Outdoor 7 Jul 2018, 22:01
Kublicha
QUOTE
პირდაპირ გააუქმონ 88 და დაუბრუნდეს 39 ისტორიულ მარშრუტს


up.gif up.gif
ისე 39 მძღოლები რაღაცნაირად მეცოდებოდნენ, რადგან ერთ ერთი ყველაზე გრძელი მარშრუტი იყო, ყველა ფსიქი ამ მარშრუტზე იჯდა, არ იყო დრო რომ იქ მჯდარიყავი და რამე ###ობა არ მომხდარიყო biggrin.gif
5 გაჩერებაში რომ ივსებოდა, საათში ერთხელ დადიოდა და ფუჭდებოდა ყოველი მეორე დაფი givi.gif
ისტორიული მარშრუტია

Posted by: TramwayMan 7 Jul 2018, 22:40
Outdoor
Kublicha
12 მეტრიანი ავტობუსები არ არის იმ ზომის ტრანსპორტი რაც მაგხელა მარშრუტზე უნდა მოზრაობდეს.

მერე ვარკეთილიდან ნუცუბიძეზე თავიდანვე გადაიჭეჭყებოდა ავტობუსი.
არ შეიძლება ავტობუსი ამხელა მარშრუტებზე.


Posted by: Outdoor 7 Jul 2018, 22:50
TramwayMan

ასე 51,33,21,23,14 და ა.შ. უნდა გაეუქმათ
ტორონტოში უბრალო პრატიკაა გრძელი მარშრუტები
და იმავე ზომისა როგორც მანები

user posted image

Posted by: Kublicha 7 Jul 2018, 22:54
TramwayMan
თუ გაივსება ესე იგი მეტი ავტობუსი და ნაკლები ინტერვალია საჭირო smile.gif
რა ის ხალხი ვერ ჩამოვა კოლმეურნეობაზე და ვერ ავა 88ში?

რა აზრი აქვს ამ ჩასვლა-ამოსვლას?

Posted by: TramwayMan 7 Jul 2018, 23:07
Kublicha
QUOTE
თუ გაივსება ესე იგი მეტი ავტობუსი და ნაკლები ინტერვალია საჭირო

ინტერვალს გააჩნია. უსასრულოდ ვერ შეამცირებ ინტერვალს. ეგ ნიშნავს იმას რომ მეტი ავტობუსი გინდა მეტი მძღოლით რაც ეკონომიკურად გადის კატასტროფაში.

QUOTE
რა ის ხალხი ვერ ჩამოვა კოლმეურნეობაზე და ვერ ავა 88ში?

არა, ეგ აიძულებს ადამიანებს მეტროთI წავიდნენ და არ იარონ ამდენი ხანი კერ ბარათაშვილამდე და მერე იქიდან კიდე ავტობუსით.

QUOTE
რა აზრი აქვს ამ ჩასვლა-ამოსვლას?

აი ეგ აზრი აქვს ადამიანები არიდებენ თავს ავტობუსიდან ავტობუსზე გადასვლას და ფიქრობენ რომ ბარემ თუ უნდა გადავიდნენ მაშინ მეროში გადასხდნენ ჯობია უფრო მალეც მივლენ.


Outdoor
QUOTE
ასე 51,33,21,23,14 და ა.შ. უნდა გაეუქმათ

ბევრი რამე უნდა ექნათ უფრო უკეთ და ახლაც უნდა ქნან ეგ მარშრუტებიც არანორმალურია მაგრამ არა ისეთი როგორიც ვარკეთIლი ნუცუბიძე იქნებოდა.

QUOTE
ტორონტოში უბრალო პრატიკაა გრძელი მარშრუტები
და იმავე ზომისა როგორც მანები

ტორონტო საზ ტრანსპორტის მხრივ სამაგალითო ქალაქი არ არის და არც იქნება მრავალი წლები. არის ჩვეულებრივი მანქანებზე დაფუძნებული ქალაქი.

ეგ ავტობუსები რამხელა ინტერვალით დადიან მერე და როგორი ნაკადზე მუშაობენ?


Posted by: Outdoor 7 Jul 2018, 23:45
TramwayMan

გუგლ მეფში ვნახრ
ბაგებიდან გლდანულამდე 17 კმ -51 მარშრუტი
ნუცუბიძის 4 ვარკეთილის 4,მდე 16.5 კმ -39 მაფრშრუტი

უბრალოდ 39 აფარებდა უფრო პოპულარულ უბნებს (საბურთალო, ვაკერ, ვერა, ავლაბარი,ისანი)

QUOTE
ტორონტო საზ ტრანსპორტის მხრივ სამაგალითო ქალაქი არ არის

სამაგალითოს რას გულისმობ, პრობლემა ძალიან ცოტაა საზ ტრანსპორტის მიერ
ავტობუსები კარგად დადიან ნუ ზამთრის გარდა 20 სმ თოვლი როა
მეტროც კარგად დადის
ტრამვაიებიც

არის ესეთი მარშრუტი რომელიც 39 მარშრუტზე დადის და შაბათი დღეა დღეს და აი ცხრილი:
4:01, C, 4:06, A, 4:08, E, 4:11, C, 4:16, A, 4:21, C, 4:21, E, 4:26, A, 4:31, C, 4:34, E, 4:36, A, 4:41, C, 4:46, A, 4:47, E, 4:51, C, 4:56

ღამის 12 საათზე:
12am12:03, A, 12:13, A, 12:23, A, 12:33, A, 12:43, A, 12:53

QUOTE
ეგ ნიშნავს იმას რომ მეტი ავტობუსი გინდა მეტი მძღოლით რაც ეკონომიკურად გადის კატასტროფაში.

დაბვიჯერო ორ სხვა დასხვა ხაზზე, ნაკლები ავტობუსი და მძღოლი უნდა?biggrin.gif
კაიი რა
უბრალოდ მაყუთის გაკეთება უნდოდათ ესაა და ეს

Posted by: TramwayMan 7 Jul 2018, 23:59
Outdoor
QUOTE
სამაგალითოს რას გულისმობ, პრობლემა ძალიან ცოტაა საზ ტრანსპორტის მიერ
ავტობუსები კარგად დადიან ნუ ზამთრის გარდა 20 სმ თოვლი როა
მეტროც კარგად დადის
ტრამვაიებიც

მთელს ქალაქს არ ემსახურება საზ ტრანსპორტი. მანქანების ქალაქია მაინც.

QUOTE
დაბვიჯერო ორ სხვა დასხვა ხაზზე, ნაკლები ავტობუსი და მძღოლი უნდა?
კაიი რა
უბრალოდ მაყუთის გაკეთება უნდოდათ ესაა და ეს

გრძელ მარშრუტზე უფრო დიდ ავტობუსები გინდა და უფრო ნაკლები ინტერვალი როცა შენ ვარკეთილელებს პირდაპირ მიყვანას სთავაზობ ნუცუბიძის პლატომდე.

მაგრამ როცა მხოლოდ ბარათაშვილამდე მიგყავს ხალხი ეს უბიძგებს ხალხს გადავიდნენ ვარკეთილშივე მეტროზე რადგან უფრო მალეც მივლენ და აზრი ეკარგება ბარათაშვილამდე ავტობუსით ბობღვას და მერე იქიდან ნუცუბიძემდე კიდე ავტობუსით ბობღვას.

QUOTE
უბრალოდ 39 აფარებდა უფრო პოპულარულ უბნებს (საბურთალო, ვაკერ, ვერა, ავლაბარი,ისანი)

არ ვიი რა პრინციპით არის ეგ პოპულარული უფრო.

Posted by: Outdoor 8 Jul 2018, 00:11
TramwayMan
QUOTE
მთელს ქალაქს არ ემსახურება საზ ტრანსპორტი. მანქანების ქალაქია მაინც.

ეს უფრო ლოს ანჯელესია ეგეთი, ტორონტო ზუსტად რომ საზ ტრანსპორტის ქალაქია
და ხალხის უმეტესობა საზ ტრანსპორტით დადის
QUOTE
გრძელ მარშრუტზე უფრო დიდ ავტობუსები გინდა და უფრო ნაკლები ინტერვალი

71 ერთად მშვენიურად დადიოდა და არც გინდოდა მეტი ავტობუსი 39ზე
ნაკლები ინტერტვალი უფრო ვიდრე გრძელი ავტობუსი
თან ამდენი ხალხი არ გვყავს თბილისში,როგორც რიოში, ტორონტოში ან ნიუ იორკში


QUOTE
მაგრამ როცა მხოლოდ ბარათაშვილამდე მიგყავს ხალხი ეს უბიძგებს ხალხს გადავიდნენ ვარკეთილშივე მეტროზე რადგან უფრო მალეც მივლენ და აზრი ეკარგება ბარათაშვილამდე ავტობუსით ბობღვას და მერე იქიდან ნუცუბიძემდე კიდე ავტობუსით ბობღვას.

და მერე მეტროდან კიდევ ერთი მარშრუტკა რომელიც პლატოზე მიიყვანს არა?
ანუ შენ ამბობ რომ ხალხისთვის უფრო კარგია 3 რანსპორტის შეცვლა ვიდრე 1 ავტობუსით მგზავრება?
ჰმმმ

QUOTE
არ ვიი რა პრინციპით არის ეგ პოპულარული უფრო.

ამ უბნებში უფრო ხმარობენ საზ ტრანსპორტით, უფრო ბევრი ხალხია ამ უბნებიდან რომელიც ვაკეში,საბურთალოებში და ვერაზე მუშაობს

Posted by: TramwayMan 8 Jul 2018, 00:16
QUOTE
და მერე მეტროდან კიდევ ერთი მარშრუტკა რომელიც პლატოზე მიიყვანს არა?
ანუ შენ ამბობ რომ ხალხისთვის უფრო კარგია 3 რანსპორტის შეცვლა ვიდრე 1 ავტობუსით მგზავრება?
ჰმმმ

საზ ტრანსპორტის მოწყობის არაფეირი იცით მოკლედ.

ავტობუსი არაა ის ტრანსპორტი რომელიც ნახევარ გზაზე მეტროს დაადუბლირებს და კიდე სადღაც ჯანდაბაში ავა დიახ უნდა ჩამოხვიდე და გადაჯდე.
ასეა წესი.

QUOTE
ამ უბნებში უფრო ხმარობენ საზ ტრანსპორტით, უფრო ბევრი ხალხია ამ უბნებიდან რომელიც ვაკეში,საბურთალოებში და ვერაზე მუშაობს

რის საფუძველზე აცხადებთ ამას ნაკადები გაქვთ ნანახი? დიღOმიდან და გლდანი მეტი ნაკადია კვლევების მიხედვით.

QUOTE
71 ერთად მშვენიურად დადიოდა და არც გინდოდა მეტი ავტობუსი 39ზე
ნაკლები ინტერტვალი უფრო ვიდრე გრძელი ავტობუსი
თან ამდენი ხალხი არ გვყავს თბილისში,როგორც რიოში, ტორონტოში ან ნიუ იორკში

არაფერი არსად თბილისშI მშვენივრად არც დადის და არც დადიოდა. ნაკლები ინტერვალიც გინდა და დიდი ავტობუსებიც. ავტობუსი ის ტრანსპორტი არაა რომელმაც უნდა იაროს 5 წუთიანი ინტერვალით მაგას ჰქვია უკვე ბი არ ტის ხაზი.

QUOTE
ეს უფრო ლოს ანჯელესია ეგეთი, ტორონტო ზუსტად რომ საზ ტრანსპორტის ქალაქია
და ხალხის უმეტესობა საზ ტრანსპორტით დადის

ტორონტოშI სიტუაცია უკეთესია მაგრამ არა კარგი.
* * *

Outdoor
Kublicha

ესაა ევროპული მოდელი საზ ტრანსპორტის მოწყობის და მთელი წარმატებული სისტემები ევროპაში ასეა მოწყობილი.

საჯარო ტრანსპორტის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამი ურთიერთდაკავშირებული იერარქიული დონის მეშვეობით:
ა) ტრანზიტული საჯარო ტრანსპორტი.
ბ) საუბნო საჯარო ტრანსპორტი.
გ) ლოკალური „შემკრები“ საჯარო ტრანსპორტი.
7. ტრანზიტული საჯარო ტრანსპორტის ფუნქციაა სწრაფად და ეფექტიანად განახორციელოს კავშირი ქალაქის მაქსიმალურად დაშორებულ ერთეულებს შორის და უზრუნველყოს ქალაქის მობილობის ძირითადი მოცულობები. მოცემული ძირითადად ხორციელდება სალიანდაგო ტრანსპორტისა და სატრანზიტო ავტობუსების ქსელების მეშვეობით.
8. საუბნო საჯარო ტრანსპორტის ფუნქციაა განახორციელოს მგზავრთა ტრანსპორტირება უბნის შიგნით და მომიჯნავე უბნებს შორის, საშუალო მანძილებზე. ასევე უზრუნველყოს მგზავრთა მოხერხებული წვდომა
ტრანზიტულ ტრანსპორტის ძირითად ქსელზე. მოცემული ძირითადად ხორციელდება საქალაქო ავტობუსების მეშვეობით.
9. ლოკალური „შემკრები“ საჯარო ტრანსპორტის ფუნქციაა განახორციელოს მგზავრთა მობილობა უმოკლეს სამგზავრო მანძილებზე და რელიეფურად რთულად მიღწევად, ან მცირე სატრანსპორტო მოთხოვნის მქონე არელებში. ასევე უზრუნველყოს მგზავრთა მოხერხებული წვდომა საუბნო და ტრანზიტულ საჯარო ტრანსპორტზე. მოცემულის უზრუნველყოფისათვის შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებათა ინდივიდუალური სახეობის განსაზღვრა საოპერაციო არეალის თავისებურებებიდან გამომდინარე.
10. მოცემულ იერარქიულ დონეთა ეფექტიანი ოპერირებისათვის აუცილებელია ერთიანი ინტერმოდალური სადგურების მოწყობა და გათვალისწინება საჯარო ტრანსპორტის ოპერირების სქემებით, რომლებიც მგზავრს საშუალებას მისცემს კომფორტულად და რაციონალურ დროში გამოიცვალოს სატრანსპორტო საშუალება.

Posted by: iviko18 8 Jul 2018, 01:11
51 და 21-იც კაი მარაზმი ხაზებია. 21 ნახევარი ქალაქის გავლის შემდეგ კიდევ ვაკიდან საბურთალოზე რომ გადადის სრული "პიზდეცია".

Posted by: vatman 8 Jul 2018, 19:41
iviko18
QUOTE
51 და 21-იც კაი მარაზმი ხაზებია. 21 ნახევარი ქალაქის გავლის შემდეგ კიდევ ვაკიდან საბურთალოზე რომ გადადის სრული "პიზდეცია".

21 კი, უმარაზმესი ხაზია. ადრე მიონიდან დელისამდე რო დადიოდა, ხო აზრი ჰქონდა. 51 კი გრძელია, მარა უაზრო წრეებს არ არტყამს მაინც.
აი კიდევ 2 ნომერი არის სუპერ პიძ$#ცი, სანამ აფრიკიდან სამგორამდე მივა

Posted by: Outdoor 8 Jul 2018, 19:56
TramwayMan
QUOTE
საზ ტრანსპორტის მოწყობის არაფეირი იცით მოკლედ

შენ მაპატიე რომ ათასი ტრანსპორტის შეცვლა არამგონია რაციონალურ და ფინანსურად კარგ გადაწყვეტილებას
ყველა ნორნალურ ქვეუყანაში არის მეტრო რომელიც რაღაც ადგილამდე მიგიყვანს და მერე ავტობუსია დიხაც ავტობუსი რომელიც სახლამდე, სამუშაომდე ან სხვა ადგილამდე მიგიყვანს
ხოლო თბილისის სისტემა ისე არა მოწყობილი რომ ყოველი მეტრო სადგურიდან სპეციფიური ავტობუსი მიდიოდეს
თან ამ ქვეყნებში როცა ერთXელ იხდი მეტრროში, მერწე რო გადაჯდები ტრამვაიზე ან ავტობუსზე ტრანსფერს აჩვენებ და მეორედ არ უნდა გადაიხადო
ჩვანთან კი ფეხებზე ჰკიდიათ ხალხის კომფორტულობა/უკომფორტობა - პროსტა უნდათ ფულის გაკეთება
და გრძელი ხაზები ყოველთვის მიმაჩნოდა კარგ იდეად ფინანსურადაც და კომფორტის მხრივაც - რადგან ათასჯერ ას ტრანსპორტის ლოდინი,შეცვლა და გადახდა არ გინდა
21,51,39 ,71,55,5,44,17,2,95,94,102 ის ერთ დროს იყვნენ მაგარი ხაზები
პროსტა სადაა ჩვენთან კარგად მოწყობილი ავტობუსის სიტემა რომლიც ხშირ ხშირად ივლის პკის საათებში და არც ისე ხშირად ოფფ პიკის.

QUOTE
არაფერი არსად თბილისშI მშვენივრად არც დადის და არც დადიოდა

როცა 2 პრაქტიკულად იდენტური ხაზი დადის ხალხისთვი უფრო ადვილია
და ერთ დროს ვაკიდან ა საბურთალოდ ყპრქტიკულად ყოველ გარეუბნებამდე დადიოდა ავტობუსი
რაც ნიშნავს რომ ბევრ უბანს აფარებდა და კომფორტული იყო
ნუ უფრო კომფორტული რაც ეხლაა

vatman

QUOTE
ი კიდევ 2 ნომერი არის სუპერ პიძ$#ცი

რკინიგზამდე არ დადიოდა ეგ?
უაზრობაა სმაგორამდე, რკინიგზამდე უნდა დაეტოვებინათ

Posted by: vatman 8 Jul 2018, 23:33
Outdoor
QUOTE
რკინიგზამდე არ დადიოდა ეგ?
უაზრობაა სმაგორამდე, რკინიგზამდე უნდა დაეტოვებინათ

რამდენი ხანია, რაც ბარათაშვილამდე დადის.
QUOTE
როცა 2 პრაქტიკულად იდენტური ხაზი დადის ხალხისთვი უფრო ადვილია
და ერთ დროს ვაკიდან ა საბურთალოდ ყპრქტიკულად ყოველ გარეუბნებამდე დადიოდა ავტობუსი
რაც ნიშნავს რომ ბევრ უბანს აფარებდა და კომფორტული იყო
ნუ უფრო კომფორტული რაც ეხლაა

ზემოთ უკვე კი დაწერა, რასაც მეც ვეთანხმები. არ შეიძლება ქალაქში სხვადასხვა ტრანსპორტის სახეობები ერთმანეთს ადუბლირებდეს. მაგალითად ავიღოთ 51, რომელიც არ დაუმოკლებიათ. პირველივე ბრუნიდანვე არ ეტევიან დროში, ძირითადად საცობების გამო. საცობში დგომა უწევს რამდენიმე ადგილას. დღის მეორე ნახევარში ხო საერთოდ დადიან ჯგროდ 4-5 ავტობუსი ერთად და მერე ინტერვალი 40 წუთი, რადგან უცევთ სულ საცობებში დგომა. ერთ ბრუნს 1 ავტობუსი უნდება დაახლოებით 3 საათი. ჯერ ერთი ეკონომიკურად რამდენად გამართლებულია ეს კიდევ დასათვლელია, მერე მძღოლისთვის უფრო სტრესულია.
გრძელ მაშრუტებზე მისაღებად მიმაჩნია მხოლოდ ექსპრეს მაშრუტები, გაზრდილი ტარიფით და შეძლებისდაგვარად არ ადუბლირებდეს მეტროს.

Posted by: Outdoor 8 Jul 2018, 23:51
vatman
საცობი ეგ სხვა ლაპარაკია
ანუ ვთქვათ 51 შეამცირეს და ჰიპოტეტიკურად 151 ნომერი იქნება დიდუს მეტროდან გლდანამდე და 51 იქნება ბაგებიდან დიდუბამდე ხო.
ანუ თუ 51 იდგა საცობშI დიდუბეში ეხლა 151 ნომერი ავტიბუსი იდგება და პა იძეე ხალხს იმავე დროით მოუწევს ამ ავტობუსის ლოდინი
მერე 51 ავტობუსი თუ იდგა მეორე საცობში ვაკეში ის ხალხი ვინც ელოდა 51 ავტობუს ჯერ ვაკეში უნდა დაელოდოს 1 საათი 51 რომ მივიდეს დიდუბამდე, მერე დიდუბეში უნდა ელოდოს 2 საათი 151 ავტობუს რომ მივიდეს დიღმის მასივში/გლდანში
ანუ ორჯერ უნდა ელოდოს ხალხი სიცხე/სიცივეში და პლიუს თუ 151 შეივსო ხალხით დიდუბეში არც იცის მოხვდება ამ ავტობუსზე თუ მეორეს უნდა ელოდოს კიდე 2 საათი

ამიტომც თუ მიხვდი რაზეც ვლაპარკობ და ძალიან აბდაუბდა არ დამიწერია შანსია არაა მოკლე ხაზი უფრო კომფორტული იყოს ვდრე ერთი გრდძელი ხაზი

Posted by: alexx 9 Jul 2018, 00:31
Outdoor
დიდუბიდან გლდანში მეტრო დადის, შესაბამისად სულ არაა მანდ საჭირო ავტობუსი.

ისე ვაკეში რომ ყოფილიყო მეტრო, ბევრი პრობლემა მოიხსნებოდა ტრანსპორტის მხრივ.

Posted by: Outdoor 9 Jul 2018, 00:52
alexx

კაი მივედი ახმეტელამდე მეტროთი და მერე მეუბნები მე 3 ტრანსპირტი შევცვალო და ავტობუსი ან ამრშრუტკით ვიმგზავრო რომ მიკროებში მოვხდე?
აი ეგაა ზუსტად ჩემი სათქმელი რომ ისედაც დაღლილ ხალხს, მოუწევს 3 ტრანსპორტის შეცვლა A პუნქტიდან B პუნქტამდე მივიდეს
ანუ ვთქვათ ვარ სტუდენტი, ვცხოვრობ ვარკეთილის 4 მიკროში, ვსწავლობ მაღლივში
რამოდენიმე წლის უკავ 71 ჩვუჯდებოდი და ვიმგზავრებდი,შეიძლება დამეძინებოდა ტრაანსპორტში,შეიძLბა წიჰნს წავიკითXავდი და მივიდოდ სახლამდე.
ეხლა უნდა 150 ნომერს გავყვე ,მერე 71 ნომერი (ან შენ როგორც ამბობ რუსთავლეზე ჩამოვალ , მეტროთი წავალ ვარკეთIლამდე და მერე კიდევ რამე მარშრუტკაში ჩავუჯდები რომ სახლამდე მივიდე?
და მეუბნებით რომ ეს უფრო კომფორტულია

Posted by: alexx 9 Jul 2018, 01:55
Outdoor
მაღლივი კორპუსის სიახლოვეს ახალი მეტროსადგური გაიხსნა ასე რომ მთავარია ვარკეთილის მეტრომდე მიხვიდე და შემდეგ უკვე ბოლომდე მეტროთი გახვალ.

ისე კი არ ვეწინააღმდეგები ავტობუსების გრძელ ხაზებს. პირიქით, რაც მეტი ავტობუსი ივლის, მით უკეთესი. უბრალოდ მე პირადად ავტობუსში ჯაყჯაყს, მეტრო მირჩევნია. მართალია ბევრი ხალხი როცაა, მეტროც არაა მთლად კომფორტული, მაგრამ გადატენილ, აქოთებულ ავტობუსს მაინც სჯობს, და მარშუტკას მითუმეტეს.
* * *
მესმის რომ მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა არარეალურია, მაგრამ იმ ადგილებში სადაც მეტრო არაა, ორ ან სამვაგონიანმა ტრამვაიმა რომ იმოძრაოს, ასე თუ ისე ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდებოდა.

რუსთაველის მეტრო - ჭავჭავაძე - დელისის მეტრო
დიდი დიღომი - დიღომი - დიდუბის მეტრო
ორთაჭალა - ისნის მეტრო

ამ სამ მიმართულებაზე რომ გაუშვან გრძელი ტრამვაი, ცალკე გამოყოფილ ზოლზე და მეტროს ინტერვალებით, ყველა დიდი უბანი დაიფარებოდა მეტრო / ტრამვაით. და აღარ იქნებოდა საჭირო ამდენი ავტობუსი და მარშუტკა.

Posted by: TramwayMan 9 Jul 2018, 02:29
Outdoor
QUOTE
ან ამ ქვეყნებში როცა ერთXელ იხდი მეტრროში, მერწე რო გადაჯდები ტრამვაიზე ან ავტობუსზე ტრანსფერს აჩვენებ და მეორედ არ უნდა გადაიხადო

თბილისშიც ესეა smile.gif სად ცხოვრობთ უკაცრავად?

ბევრი რამ დაწერე და არაფერი რაციონალური რაც შენ დაწერე ეგ სქემა არის აბსოლუტურად არარეალური. smile.gif
კიდევ რა ისნებებდი ყველა კორპუსიდან ყველა კორპუსამდეც ხომ არ დადიოეს მარშუტა ან ავტობუს? smile.gif

გლდანში მეტროსთან ჩამოხვალ გადაჯდები მეტროში და მიდიხარ მეტროთი გინდ ვარკეთილში და გინდ საბურთალოზე. ასე იქცევა ყველა და დიახ 3 ტრანსპორტი რომ გამოიცვალო უფრო სრაფად მიდიხარ ვიდრე მთელი გზა ავტობუსით.
ავტობუსი არ არის ის ტრანსპორტი რომელიც მაგხელა მანძილებზე უნდა დადიოდეს.

დიახ უნდა გადაჯდე. 3 ჯერ გადაჯდომა არის ოპტიმალური. მთელი ევროპა ეგრე დადის და იდეალური სატრანსპორტო ქსელები აქვთ.

მეტრო და ტრამვაი არის ხერხემალი ქსელი და ავტობუსი მხოლოდ მიმყვანი მეტრომდე ან ტრამვაიმდე და იქ დადიან სადაც მეტრო და ტრამვაი არ დადის.



alexx
ტრამვაი მეტრომდე მიმყვანი ტრანსპორტი არაა, მაგისტრალურია ასე რომ ეგ მოკუნტული ხაზები არავის სჭირდება.

Posted by: Outdoor 9 Jul 2018, 05:09
alexx
QUOTE
ისე კი არ ვეწინააღმდეგები ავტობუსების გრძელ ხაზებს

მეც ვარ ამ აზრის და მივცეთ ხალხს არჩევანი ვისაც უნდა ავტბუსით ივლის მთელი გზა, ვისაც უნდა შეცვალოს 4 ტრანსპორტი


TramwayMan
QUOTE
თბილისშიც ესეა

მართლა? მახსოვს რამოდენიმეჯერ იხდიდი კარტით
QUOTE
სად ცხოვრობთ უკაცრავად?

თქვენობით ნუ მელაპარაკები რააbiggrin.gif კანადაშI
QUOTE
რაც შენ დაწერე ეგ სქემა არის აბსოლუტურად არარეალური

დაიცა როგორაა არარეალური როდესაც გაამართლა და მაშვენიურად დადიოდა ხალხი 39, 21, 55,44,5,71, და ა.შ
QUOTE
მთელი ევროპა ეგრე დადის და იდეალური სატრანსპორტო ქსელები აქვთ.

კაი რა თუ ძმა ხარ ლოლ შეადარა ევროპის მუნიციპალიტეტი თბილისურს
ამათი მეტრო,მერე ავტობუსების სისტემა,სულ მთლად ყველანაიარად მეტრო აფარებს ყველა უბანს და კი მერე იქიდანავტობუს გავყვები
თბილისში ცოტა სხვა სიტუაციაა, და ის სისტემა რაც გვქონდა ძალიანაც უხდებოდა ქალაქს და მუშაობდა ჩვენთვის
QUOTE
მეტრო და ტრამვაი არის ხერხემალი ქსელი და ავტობუსი მხოლოდ მიმყვანი მეტრომდე

გეთXანმები თუ ქალაქს 186 სადგური აქვს მეტროსი და ტრამვაის
ხოლო 16 სადგური თუ გაქვს რომელიც მთელ ქალაქს არ ფარავს,ტრამვაის სისტემა არ გაქვს და ბიუჯეტ არ გეყოფა მაშIნ ავტობუსის ძლიერი სისტეა უნდა გქონდეს რაც არ გვაქვს

Posted by: TramwayMan 9 Jul 2018, 05:33
Outdoor
QUOTE
მართლა? მახსოვს რამოდენიმეჯერ იხდიდი კარტით

მრავალი წელია ერთი ასე არ არის smile.gif ხაზები რომ გაყვეს მაშინ შემოვიდა ეგ წესით რომ გადჯდმა ნებისმიერ მუნიციპაურ ტრანსპორტზე არის უფასოდ 1,5 სთ. ასე რომ ერთი 50 თეთრით დავდივართ. გინდა 5 ავტობუსი და სამჯერ მეტრო გამოიცვალე იმ საათნახევარში. წლევანდელიდან ყვლანაირი კარტით შევძლებთ გადახდათ, უცხოელებიც მათ შორის. არა მარტო მეტრომანით და საქართველსო ბანკის ექსპრესს კარტით.

მომავალი წლიდან ვაბშე ახალი სატარიფო სისტემა შემოვა.


QUOTE
დაიცა როგორაა არარეალური როდესაც გაამართლა და მაშვენიურად დადიოდა ხალხი 39, 21, 55,44,5,71, და ა.შ

მენეჯემენტშI არ ამართლებს ამიტომაც გაყვეს smile.gif ხალხი უფრო ნშვენივრად ივლის ყველას სადარბაზოსთან ტაქსს თუ დაუნიშნავ 50 თეთრად smile.gif

QUOTE
კაი რა თუ ძმა ხარ ლოლ შეადარა ევროპის მუნიციპალიტეტი თბილისურს
ამათი მეტრო,მერე ავტობუსების სისტემა,სულ მთლად ყველანაიარად მეტრო აფარებს ყველა უბანს და კი მერე იქიდანავტობუს გავყვები
თბილისში ცოტა სხვა სიტუაციაა, და ის სისტემა რაც გვქონდა ძალიანაც უხდებოდა ქალაქს და მუშაობდა ჩვენთვის

კაი კაცო სულაც არ ფარავს მეტრო არანაირ ყველა უბანს და საერთოდ მეტროც კი არაა ბევრ ქალაქში და ეგეთი გადასაჯდომი სისტმეა.

არსებობს მაგისტრალური რამოდენიმე მარშრუტი და დანარჩენი იმ მარშრუტებამდე მიმყვანი ავტობუსები და დიახ უნდა გადაჯდე.

QUOTE
გეთXანმები თუ ქალაქს 186 სადგური აქვს მეტროსი და ტრამვაის
ხოლო 16 სადგური თუ გაქვს რომელიც მთელ ქალაქს არ ფარავს,ტრამვაის სისტემა არ გაქვს და ბიუჯეტ არ გეყოფა მაშIნ ავტობუსის ძლიერი სისტეა უნდა გქონდეს რაც არ გვაქვს

ჯერ ერთI 23 სადგური გვაქვს.

მეორე რას მეთანხმები. არანაირი 186 სადგუები არაა და მეტროც კი არაა და თითო ტრამვაის ხაზები აქვთ და მაინც გადასაჯდომი სისტემააა.

ავტობუსის ძლიერი სისტემა ნიშნავს რამოდენიმე მაგისტრალურ ავტობუსის ხაზზს და დანარჩენს იქამდე და მეტრომდე მიმყვანს.

და არა ყველა უბნიდან ყველა უბანში მოსიარულე ავტობუსებს. რომლებიც ნახევარ გზაზე ერთმანეთს ადუბლირებენ დამხოლოდ უბნებშI წასვლისას იქსაქსებიან.


Posted by: Outdoor 9 Jul 2018, 06:32
TramwayMan
QUOTE
რავალი წელია ერთი ასე არ არის

ეს არ ვიცოდი, ნუ მართლა არ ვიცი 1.5 თუ შეძლებ დიდ მანძილზე მიხვიდე შენს პუნქტამდე როცა საშინელი გრაფიკით დადიან ავტობუსები
QUOTE
ალხი უფრო ნშვენივრად ივლის ყველას სადარბაზოსთან ტაქსს თუ დაუნიშნავ 50 თეთრად


მთავარია მივიდეს მიკრობამდე და იქიდან წავა ყველა თავის სადარბაზოსთან, არავონ არ ეუბნება სახლამდე მიიყვანოს მაგრამ მიახლებუად როგორც კი შეიძლება ახლოს უნდა მიიყვანოს მარშრუტი
მენეჯმენტმა ბევრი ხაზი გააუქმა და ესეც ხალხის კომფორტისთვისაა არა,კარგი რა
QUOTE

საერთოდ მეტროც კი არაა ბევრ ქალაქში და ეგეთი გადასაჯდომი სისტმეა
.
მეტრო არ იქნება დიდ ქალაქებში, ხოლო იმ ქალაქებში რომელშიც არაა იქნებ სქაიტრამი, ან რამე ამდაგვარი.
ნორმ;აურ ევროპულ ქვეყანაში ბევრი ტრამია, მეტრო სადგურია, ან ე.წ. Light Rail Transit(როგორც მეტრო მაგრამ ზემოდან)
ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება და საშინელ მარშრუტკაში ჯდება ხალხი და ვაკის მოსახლეობა რომელიც ვარკეთილ-ვაზისუბნებშI დადის, 35 ან 170 მარშრუტკას ჩაუჯდება ვიდრე, ავტობუსიმეტრო,მარშრუტკა -დარწმუნებული ვარ

QUOTE
ა არა ყველა უბნიდან ყველა უბანში მოსიარულე ავტობუსებს. რომლებიც ნახევარ გზაზე ერთმანეთს ადუბლირებენ დამხოლოდ უბნებშI წასვლისას იქსაქსებიან

და რა არი ცუდი დუბლირებულ ავტობუსებში? ხალხს ნახევარი ლოდინის დრო რომ აქვთ
ვთქვათ მივდივარ მაღლივიდან კოლმეურნეობაზე, მქინდა 55,71,44,21 და ა.შ. და ეხლა ორ ავტობუსამდე შეცვლილა
ან ვთქვათ მივდივარ ვაკიდან ისანში მქონდა 39 და 71 და ერთ კონკრეტულ ნომერზე არ ვიყავი დამოკიდებული

ისე აი ვთქვათ პარიზის 24 ნომერი ავტობუსი ჩერეზ რამდენი მეტრო დადის და რა მანძIლზე აბა ნახე:


https://www.ratp.fr/sites/default/files/plans-lignes/Reseaux/Bus-Noctilien/Bus/24.pdf


Posted by: TramwayMan 9 Jul 2018, 06:51
Outdoor
QUOTE
ეს არ ვიცოდი, ნუ მართლა არ ვიცი 1.5 თუ შეძლებ დიდ მანძილზე მიხვიდე შენს პუნქტამდე როცა საშინელი გრაფიკით დადიან ავტობუსები

რა თქმა უნდა შეძებ თბილისის ყველაზე გრძელი მარშრუტი 1 სთ და 15 წუთი გრძელდება გიჟები კი არ იყვნენ 1,5 საათი რომ აიღეს ნიშად.

QUOTE
მთავარია მივიდეს მიკრობამდე და იქიდან წავა ყველა თავის სადარბაზოსთან, არავონ არ ეუბნება სახლამდე მიიყვანოს მაგრამ მიახლებუად როგორც კი შეიძლება ახლოს უნდა მიიყვანოს მარშრუტი
მენეჯმენტმა ბევრი ხაზი გააუქმა და ესეც ხალხის კომფორტისთვისაა არა,კარგი რა

მიროებამდე ავტობუსით მიხვალ მეტროდან ასე იქცევა დღეს ხალხი და ძალიან კარგად აკეთებენ ამას.

გლდანში მთელი ხალხი მეტროში გადადის და ისე მიდის ქალაქში არავის უნდა შენი 23 და 33 და 24 ბოლომდე გაყვეს რადგან დიდი ხანი უნდება. ბევრი გაჩერებებია.


QUOTE
მეტრო არ იქნება დიდ ქალაქებში, ხოლო იმ ქალაქებში რომელშიც არაა იქნებ სქაიტრამი, ან რამე ამდაგვარი.

სქაიტრამი არა სუპერტრამი კიდე biggrin.gif


QUOTE
ნორმ;აურ ევროპულ ქვეყანაში ბევრი ტრამია, მეტრო სადგურია, ან ე.წ. Light Rail Transit(როგორც მეტრო მაგრამ ზემოდან)

ლაით რეილ იგივე ტრამვაია უბრალოდ ამერიკული ტერმინია.

და შენ წარმოდიგინე არც ეგენია ბევრგან ბევრი მაგრამ დადის გადაჯდომებით.

QUOTE
ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება და საშინელ მარშრუტკაში ჯდება ხალხი და ვაკის მოსახლეობა რომელიც ვარკეთილ-ვაზისუბნებშI დადის, 35 ან 170 მარშრუტკას ჩაუჯდება ვიდრე, ავტობუსიმეტრო,მარშრუტკა -დარწმუნებული ვარ

როგორ ჩაჯდება როცა გააუქმებ მაგ მარშუტკას smile.gif


QUOTE
და რა არი ცუდი დუბლირებულ ავტობუსებში? ხალხს ნახევარი ლოდინის დრო რომ აქვთ

არაა ეგ ნორმალური მენეჯმენტი ვერ ინახავს მაგა სახელმწიფო კაცო რომელიღაც ქუჩაზე უამრავი ავტობუსეი ჯგროდ რომ დადიან გადატვირთUლობაცაა და უაზრო ხარჯვაა რესურსის როცა შეგიძლია დიდი ავტობუსებშI მაგისტრალრუ ხაზზე იმოზრაოს ყველამ და შენ დაგყავს ბევრი სხვადასხვა მარშრუტის ავტობუსი რომელიღაც ქუჩაზე და იგივე რაოდენობის ხალხი მაგათშI ნაწილდება ანუ შემოსავალი იგივეა და ხარჯი ათმაგი.

QUOTE
ვთქვათ მივდივარ მაღლივიდან კოლმეურნეობაზე, მქინდა 55,71,44,21 და ა.შ. და ეხლა ორ ავტობუსამდე შეცვლილა

მაღლივიდან გადადიხარ ან საბაგიროთI ბაგებისკენ ან საფეხმავლო მოკლე ხიდით და პიდაპირ ავტობუსის გაჩერებაზე ხარ 61 ნოემრის. კოლმეურნეობაზე მიხვალ პირდაპირ 61 ნომერი ავტობუსით.

QUOTE
ან ვთქვათ მივდივარ ვაკიდან ისანში მქონდა 39 და 71 და ერთ კონკრეტულ ნომერზე არ ვიყავი დამოკიდებული

და რატომ არ უნდა იყო ერთ კონკრეტულ ნომერზე დამოიდებული? ვაკედან გაყევი მერე 61 ნომერს კოლმეურნეობამდე და გადაჯექი მაგ 39-შI ან 71-ში. ეხლაც დადის ორივე. კოლმეურნეობამდე.

ანდაც გაყევი 61 ნომერს და როგორც კი მივა მეტრო რუსთაველთან გადახვალ მეტროში და მხივალ ისანში smile.gif

QUOTE
ისე აი ვთქვათ პარიზის 24 ნომერი ავტობუსი ჩერეზ რამდენი მეტრო დადის და რა მანძIლზე აბა ნახე:


https://www.ratp.fr/sites/default/files/pla...lien/Bus/24.pdf

მერე? არც მეტროს არც ტრამვაის და არც სხვა ავტობუსს არ ადუბლირებს.


Posted by: dangerous-man 9 Jul 2018, 17:21
დიზელზე მომუშავე ავტობუსები, რომლის შემოყვანასაც მთავრობა აპირებს, უფრო არ დააბინცურებს გარემოს?

Posted by: Mick-el-Angelo 9 Jul 2018, 20:58
dangerous-man
ევრო 5 თუ 6 სტანდარტისაა. ასე რომ.. ამ ქალაქში გარემოს უფრო აბინძურებს კერძო ავტომანქანების უმართავი ზრდა. როცა მეზობელ უბანშიც მხოლოდ ავტომანქანებით მოძრაობს ხალხი. ავტობუსი კი ამ ქალაქს ჰაერივით სჭირდება, ასე რომ, თუ გინდა ევრო 1 იყოს, მაინც შემოსაყვანია.

Posted by: TramwayMan 9 Jul 2018, 22:58
Mick-el-Angelo
dangerous-man
ევრო 6 დიზელია ყველა თანამედროვე ავტობუსი ამაზე იწარმოება.

Posted by: Outdoor 10 Jul 2018, 02:26
TramwayMan
QUOTE
გლდანში მთელი ხალხი მეტროში გადადის და ისე მიდის ქალაქში არავის უნდა შენი 23 და 33 და 24 ბოლომდე გაყვეს რადგან დიდი ხანი უნდება


მაგიტომაა სულ გადატენილი ეს და 51?biggrin.gif
QUOTE
როცა გააუქმებ მაგ მარშუტკას

როგორც ვიცი მარშრუტკები მოძრაობენ მშვენიურად
QUOTE
მაგისტრალრუ ხაზზე


ამაში რას გულისხმობ?

QUOTE
ავტობუსეი ჯგროდ რომ დადიან გადატვირთUლობაცაა

2 ვტობუსი 20 წუთიანი გრაფიკით ასეთი გადატვირთვაც არაა,
იგივე რაოდენობის არ იქნება, რადგან სულ გადატვირთილი იყო 39 და 71 ერთმანეთა რომ დაჰტყვებოდნენ მითუმეტეს პიკის საათებში
39 მითუმეს ნავთლუღში მიდიოდა,და იქიდან ვარკეთილის მიკროებში
71 ზედა სამგორით ვარკეთილის მასივში(ასე რომ სხვადასხვა ხალხი ჰყავდა)

QUOTE
მაღლივიდან გადადიხარ ან საბაგიროთI ბაგებისკენ ან საფეხმავლო მოკლე ხიდით და პიდაპირ ავტობუსის გაჩერებაზე

აუფფფ..ბარეღა ფეხით ხომ არ ჩავიდე კოლმეურნობამდე?biggrin.gif

QUOTE
რც მეტროს არც ტრამვაის და არც სხვა ავტობუსს არ ადუბლირებს.

ნახე რადენ მეტრო სადგურს ადუბლირებს

Posted by: TramwayMan 10 Jul 2018, 14:22
Outdoor
QUOTE
აუფფფ..ბარეღა ფეხით ხომ არ ჩავიდე კოლმეურნობამდე?

აა ანუ მაღლივიდან 300 მეტრი ფეხით ვერ გაგივლია ავტობუსამდე?

QUOTE
ნახე რადენ მეტრო სადგურს ადუბლირებს

მეტროს სადგურს ადუბლირებს? biggrin.gif დუბლირება რა არის? მეტროს ხაზს რომ მიუყვება ეგ განა მეტროს სადგურებს რომ გაივლის განივად.

QUOTE
2 ვტობუსი 20 წუთიანი გრაფიკით ასეთი გადატვირთვაც არაა,
იგივე რაოდენობის არ იქნება, რადგან სულ გადატვირთილი იყო 39 და 71 ერთმანეთა რომ დაჰტყვებოდნენ მითუმეტეს პიკის საათებში
39 მითუმეს ნავთლუღში მიდიოდა,და იქიდან ვარკეთილის მიკროებში
71 ზედა სამგორით ვარკეთილის მასივში(ასე რომ სხვადასხვა ხალხი ჰყავდა)


რას გადაეიდე ამ ორ ავტობუსს? ეგენი რა ხაზზეც გადიან მერე მაგ ქუჩებს ხომ სხვა ავტობუსებიც იმეორებენ. ბევრნი თან. ექსკლუზიური გზა მარტო ვარკეთილში აქვთ.


QUOTE
როგორც ვიცი მარშრუტკები მოძრაობენ მშვენიურად

ხოდა რო გააუქმებ მაკ ხიხო ტრანსპორტს ივლიან ავტობუსით და მეტროთი მაგის მგზავრებიც.

QUOTE
მაგიტომაა სულ გადატენილი ეს და 51?

51 ვაკეშI მიდის, ანუ იქ სადაც მეტრო არაა. შესაბამისად ადამიანები მაგას უფრო მიჰყვებიან მთელ გზაზე.

Posted by: Outdoor 10 Jul 2018, 14:57
TramwayMan
მაშინ თუ იმ მარშრუტზე დადის სასაც მეტროა, რათ უნდათ ეს ავტობუსი ხალხი მშვენიურად საჯდება მეტროში სა მეორე ხაზზე გადავა
ერთი და იგივე არაა ხაზს ადუბლირებს თუ მეტრო სადგურებს რადგან შენი ლოგიკით თუ მგზავრობენ მეტროთი იმგზავრონ რათ უნდათ ეს ავტობუსი

აბა ავტობუს არ აქვს იმის საშუალება რომ არრინდეს ვაკიდან ან საბურთალსან ვარკეთილსა და ვაზისუბანშI და თბილისი არც თუ ისე დიდი ქალაქია რომ სხვა გზით მისულიყო ავტობუსი გარეუბნებში


აბა ჭკვიანი ხალხი მეტროთი დადისო და მივიდნენ გლდანინდან რუსთაველის მეტრომდე და ჩაუჯდნენ მშვენიურად 61 რაღა მიდიან მთელი გზა 51ითbiggrin.gif

Posted by: TramwayMan 10 Jul 2018, 15:01
Outdoor
QUOTE
მაშინ თუ იმ მარშრუტზე დადის სასაც მეტროა, რათ უნდათ ეს ავტობუსი ხალხი მშვენიურად საჯდება მეტროში სა მეორე ხაზზე გადავა
ერთი და იგივე არაა ხაზს ადუბლირებს თუ მეტრო სადგურებს რადგან შენი ლოგიკით თუ მგზავრობენ მეტროთი იმგზავრონ რათ უნდათ ეს ავტობუსი

მეტროს სხვადასხვა ხაზის სადგურებს განივად აკავშირებს, მეტროს არ ადუბლირებს.

QUOTE
აბა ჭკვიანი ხალხი მეტროთი დადისო და მივიდნენ გლდანინდან რუსთაველის მეტრომდე და ჩაუჯდნენ მშვენიურად 61 რაღა მიდიან მთელი გზა 51ით

მეტი გამოდის მაინც. რუსთაველამდე მისვლა და მერე 61 ჩაჯდომა, ვარაზისხევი უნდა ამოიაროს იმანახ და ა.შ დიდ სხვაობას არ იძლევა და გადაჯდომას აზრი ეკარგება.

QUOTE
აბა ავტობუს არ აქვს იმის საშუალება რომ არრინდეს ვაკიდან ან საბურთალსან ვარკეთილსა და ვაზისუბანშI და თბილისი არც თუ ისე დიდი ქალაქია რომ სხვა გზით მისულიყო ავტობუსი გარეუბნებში

თბილისი დიდი ქალაქია, ამიტომაც არის რომ უნდა იყოს მაგისტრალური ანუ სატრანზიტო მარშრუტები ყველაზე დატვირთUლ ანუ ხალხმრავალ კორიდორებზე. დანარჩენი კი მხოლოდ მიმყვანი.



Posted by: GreenWestHam 10 Jul 2018, 15:03
TramwayMan
QUOTE
ხოდა რო გააუქმებ მაკ ხიხო ტრანსპორტს ივლიან ავტობუსით და მეტროთი მაგის მგზავრებიც.

ეს დრო როდის მოვა მაგაშია საქმე, თორემ იქამდე ყველანაირი საუბარი წყლის ნაყვაა.
მთავარი სიმახინჯე ჩვენი სატრანსპორტო სისტემის სწორედ ეს მარშუტკებია

Posted by: Outdoor 10 Jul 2018, 15:23
TramwayMan

ანუ ამბობ რო მეტროთი მგზავრობა უფრო მეტი გამოდის ვიდრე ავტობუსით? აჰა, აბა აუქმებდი 51ს და უაზრობაა არისო გრძელი მარშრიტიო ჰმმმ

დიდ ქალა ქი არაა თბილისი ვარკეთილში მოხვდები ან ისანი სმაგორი , ორთაჭალათი ან ჩერეზ ნაბერეჟნი, სხვა მე პირადად არ ვიცი.. და ნაბერეჟნიზე ავტობუს რა უნდა ან რა არის მანდ რომ ხალხი მიიყვანოს , უფრო ჯონია ჩერეზ ავლაბარ ისანი მივიდეს რადგან ურრო ბევრ უბანსაც ფარავს


Posted by: TramwayMan 10 Jul 2018, 16:29
Outdoor
QUOTE
ანუ ამბობ რო მეტროთი მგზავრობა უფრო მეტი გამოდის ვიდრე ავტობუსით? აჰა, აბა აუქმებდი 51ს და უაზრობაა არისო გრძელი მარშრიტიო ჰმმმ

კი არ ვაუქმებდით ტრასირება უნდა შეეცვალოს რომელიმე მონაკვეთზე.

QUOTE
დიდ ქალა ქი არაა თბილისი ვარკეთილში მოხვდები ან ისანი სმაგორი , ორთაჭალათი ან ჩერეზ ნაბერეჟნი, სხვა მე პირადად არ ვიცი.. და ნაბერეჟნიზე ავტობუს რა უნდა ან რა არის მანდ რომ ხალხი მიიყვანოს , უფრო ჯონია ჩერეზ ავლაბარ ისანი მივიდეს რადგან ურრო ბევრ უბანსაც ფარავს

კი მარა არა 15 სხვადასხვა მარშრუტი. 2 შეიძლება მაგისტრალური ხაზი ყველაზე დატვირთული უბნებიდან როგორიცაა ვაზისუბანი და ვარკეთილი.

Posted by: Outdoor 11 Jul 2018, 03:42
TramwayMan

ვერ შევთანხმდებით ჩვენ wink.gif

Posted by: vatman 11 Jul 2018, 16:33
დღეიდან ახალი მაშრუტები დაამატეს და N3 მაშრუტზე დიდი ავტობუსები დაამატეს. შეიძლება 46-ც დადიან დიდები.

Posted by: TramwayMan 11 Jul 2018, 21:41
Outdoor
შეთანხმების საჭიროებას ვერ ვხედავ .

Posted by: Outdoor 12 Jul 2018, 02:01
TramwayMan
მართლა?
მეთქი ყავაზე ხო არ დავოატიჟო რომ შევათანხმო

Posted by: vatman 13 Jul 2018, 10:34
კახეთის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა
10:18 13-07-2018
კახეთის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის ხიდთან ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მგზავრი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

ყვითელი და ლურჯი ავტობუსი ერთმანეთს წუხელ დაეჯახა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/503244-kakhethis-gzatkecilze-erthmaneths-ori-avtobusi-sheejakha.html

Posted by: CigaretteDaydreams 13 Jul 2018, 22:31
წყნეთში ავტობუსი ან მარშუტკა საიდან მიდის ვინმემ მითხარით რა

Posted by: da_to 13 Jul 2018, 22:51
QUOTE
ყვითელი და ლურჯი ავტობუსი ერთმანეთს წუხელ დაეჯახა.


biggrin.gif


user posted image

Posted by: iviko18 14 Jul 2018, 00:11
თვენახევრის წინ დაპირებული ახალი ხაზები ოდესმე გვეღირსება? rolleyes.gif თვეობით ლოდინი თუ უნდოდა, რას დაანონსეს ისე თითქოს 2 დღეში იწყებდნენ სიარულს.

Posted by: TramwayMan 14 Jul 2018, 06:35
iviko18
გამარჯობა, ჩამოვედით.
დადიან უკვე.

Posted by: akkai 15 Jul 2018, 08:52
კონკტეტული ავტობუსი რომელ გაჩერებებზე აჩერებს სად ვნახო?
მაგალითად 37 ნომერი ავტობუსი თამარ მეფის გამზირზე სად ჩერდება.
არი რამე საიტი მსგავსი?

Posted by: Nickboy 15 Jul 2018, 10:01
akkai

http://transit.ttc.com.ge/?page=live

Posted by: Snow93 16 Jul 2018, 16:45

რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები - კახა კალაძე

"რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა მოდიოდეს კვეთაში ავტობუსები მეტროსთან მიმართებაში, თუნდაც, ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებაში, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებით კვლევის შედეგებს ელოდებიან, რის შემდეგაც განისაზღვრება ხედვა, თუ ეს საკითხი როგორ უნდა მოგვარდეს.

„ყვითელ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით კვლევის შედეგებს, რომ გვქონდეს სრული სურათი, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან დაკავშირებით. სატრანსპორტო მასტერპლანის კვლევა დაწყებულია და რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი...როდესაც კვლევა გვექნება, შემდეგ უკვე მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება და ამასაც გავაცნობთ მოსახლეობას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

Posted by: forum-ge 17 Jul 2018, 22:45
დღეს კიდე 1 MAN-ი დაამტვრიეს, ამჯერად ყაზბეგზე. შუქნიშანთან უკნიდან შეაჯდა დიდი ყვითელი ავტობუსი.

Posted by: Snow93 17 Jul 2018, 23:46
forum-ge
სხვა რა მოუღებს ბოლოს MAN-ის ავტობუსებს თუ არა ჩვენ ისევ

Posted by: TramwayMan 18 Jul 2018, 00:39
Snow93
forum-ge
მსოფლიოს ყველა ქალაქში მოსდის საზ ტრანსპორტს ავარია იმაზე ხშირად ვიდრე თბილისში.

გარდა ამისა მთავარია ავტობუსი გამოუსადეგარი არ გახდეს, დანარჩენი გარემონტებადია.

Posted by: Ben_Joyce 22 Jul 2018, 14:23
#64 ავტობუსი რამდენიმე დღეა GPS-ით არ ჩანს და ხომ არ გაუქმდა?

Posted by: GEORGEXIII 22 Jul 2018, 14:54
QUOTE
360 Bogdan A092 და 150 Bogdan A144.5 მიაწოდა.

რამდენ ადამიანზეა გათვლილი?

Posted by: iviko18 22 Jul 2018, 15:06
QUOTE (TramwayMan @ 14 Jul 2018, 06:35 )
iviko18
გამარჯობა, ჩამოვედით.
დადიან უკვე.

63 ნომერმა 17 ივლისს დაიწყო სიარული. მე 14-ში ვიკითხე.

Posted by: Mick-el-Angelo 23 Jul 2018, 14:43
Ben_Joyce
64-ის სამარშრუტო სქემა თუ სწორად გავიგე, გადათხრილია ქინძმარაულის ქუჩის ის მონაკვეთი. ალბათ სანამ არ გააკეთებენ, იქამდე არ გაუშვებენ. გაკეთებით კიდე 1 წელია აკეთებენ.
ისე, ამ მარშრუტის არსებობის არსს, გარდა პოპულიზმისა, ვერ ვხედავ და სულ არ გაუშვან თუ უნდათ.

Posted by: metro50 24 Jul 2018, 00:08
ამ 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერზე რა ისმის ხო არ გაგიგიათ?

Posted by: da_to 24 Jul 2018, 10:29
QUOTE
ამ 100 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერზე რა ისმის ხო არ გაგიგიათ?


თეგეტას აზუსტებინებენ კიდევ რაღაცეებს biggrin.gif

Posted by: vatman 24 Jul 2018, 11:38
da_to
QUOTE
თეგეტას აზუსტებინებენ კიდევ რაღაცეებს

lol.gif lol.gif
ამ ტტც-მ და თეგეტამ ხო გაატრაკეს საქმე რა


Posted by: toyota12345 24 Jul 2018, 13:46
გუშინ ღამე ასე 23 საათზე მოდულთან ვაჟაზე ე კლასი დაეჯახა უკან ახალ ლურჯ ავტობუსს ე კლასს დედა აღარ ყავდა ავტობუსიც არ იყო კარგ დღეში....

Posted by: da_to 24 Jul 2018, 16:04
QUOTE
ამ ტტც-მ და თეგეტამ ხო გაატრაკეს საქმე რა


აბა, ყველა ვარიანტში ვიცი რომ ბევრჯერ იქნებიან შეხვედრილები და რით ვერ შეთანხმდენ biggrin.gif




2018-2019 წლებში 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება იგეგმება, 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/505022-2018-2019-tslebshi-511-amortizebuli-avtobusis-srulad-chanacvleba-igegmeba-2020-tslisthvis-akhali-avtobusebis-raodenoba-900-mde-gaizrdeba.html

Posted by: TramwayMan 24 Jul 2018, 19:37
da_to
vatman
მე იმას ვხედავ რომ თეგეტაში იმდენად გაუნათლებელი ხალხი ადგენს მაგ დოკუმენტაციას რომ წესების მიხედვით ვერ მოაბეს თავი ამდენი ხანია. დავაპანჩურებდი მაგას ვინც ადგენს ამდენი ხანი უნიათობისთვის.

Posted by: TramwayMan 25 Jul 2018, 23:04
ვაშააააა

ნომერ პირველი ავტობაზის განახლების პროექტზე დაიდო ტენდერი. გარდა ახალი მეორე ბაზისა პირველი ბაზაც ახალი გვექნება 300 ავტობუსიანი სრულიად განახლებული.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=356312&code=1532537972

Posted by: Kublicha 26 Jul 2018, 00:45
TramwayMan
აფრიკის ხო?

Posted by: TramwayMan 26 Jul 2018, 02:52
Kublicha
კი აფრიკის.

და მესამეღა დარჩება წყალსადენის ქუჩაზე მაგას თუ განაახლებენ ან საერთოდ სხვა ადგილს აირჩევენ მესამე ბაზის აშაშენებლად ვნახოთ.

Posted by: da_to 27 Jul 2018, 17:46
გვეშველა, დაამთავრა ტტც-მ და თეგეტამ წერტილ მძიმეს გარკვევა biggrin.gif

გამოაცხადეს გამარჯვებულად თეგეტა ... რაში დაკარგეს 2 თვე facepalm.gif

Posted by: ნიკა 27 Jul 2018, 18:27
ნუ ისევ ის ძველი ტენდერი გამოცხადდა ჩატარებულად თუ ახალი გამოაცხადეს და ახალი მოიგო ბეკეკამ?

Posted by: vatman 27 Jul 2018, 18:42
ნიკა
QUOTE
ნუ ისევ ის ძველი ტენდერი გამოცხადდა ჩატარებულად თუ ახალი გამოაცხადეს და ახალი მოიგო ბეკეკამ?

ახალი, ტენდერი იყო

da_to
QUOTE
გამოაცხადეს გამარჯვებულად თეგეტა ... რაში დაკარგეს 2 თვე 

სამაგიეროდ ხო იყო გამჭირვალე biggrin.gif

მე ჯი თი გრუპი კომენტარები დამაინტერესა, აქამდე სად იყვნენ სანამ თეგეტა და კანტორა ტენდერების მიმოწერაში იყვნენ biggrin.gif

Posted by: TramwayMan 27 Jul 2018, 23:18
da_to
დროის დაკარგვა რა შუაშია დოკუმენტაცია უნდა წესრიგში ჰქონოდათ რომ ვერავინ მიედაოს აბა ეგრე ჰარი ჰარალოზე მოსდებენ მერე შარს და დაუმტკიცებენ რო აი დოკუმენტები მოთხოვნების მიხედვით არ შეუდგენიათ და მაინც მოიგესო და რაში აწყობთ.
* * *
კარგი სიახლეეები

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ახალი სატრანსპორტო სქემის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საკრებულოს წევრებს, არასამთავრობო სექტორსა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახალი სატრანსპორტო სქემის პროექტი წარუდგინა.

სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითების, ველომოყვარულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სრულად ადაპტირებული და კეთილმოწყობილი გახდება.

პროექტი საერთაშორისო ბრენდის - „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებმა შეიმუშავეს, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს „აზიის განვითარების ბანკის“ გრანტის ფარგლებში უწევენ კონსულტაციას.

ჯგუფის ხელმძღვანელის, მარკ სელინის თქმით, ველობილიკის ორმხრივი ზოლი „ჰოლიდეი ინნ“-თან დაიწყება, სააკაძის მოედანს გაივლის და მთელ შარტავას ქუჩას მოიცავს. ამდენად, პეკინის გამზირისა და კოსტავა-შარტავას ქუჩების ველობილიკები ერთმანეთს დაუკავშირდება და წრეს შექმნის. ველოსიპედისტებისთვის გათვალისწინებულია კომფორტული გადასასვლელები. სატრანსპორტო სქემა ველობილიკების ქსელის განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა.

კოსტავასა და შარტავას ქუჩები ქვეითებისა და შშმ პირებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გახდება: სქემა ითვალისწინებს მერიასთან მდებარე ქვეითთა ხიდის დემონტაჟს და მის ნაცვლად ზებრა გადასასვლელის მოწყობას. ქვეითებისთვის, ასევე, ხელმისაწვდომი გახდება სააკაძის მოედნის გაზონი.

კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებზე იგეგმება შუქნიშნის პრიორიტეტული სიგნალის შემოღება, რაც ავტობუსების შეუფერხებელ და სწრაფ მოძრაობას უზრუნველყოფს. წინასწარი გათვლებით N150, N14, N29, N49, N51 და N87 ავტობუსების გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა.

პროექტი შემდგომ ეტაპზე ავტობუსების ზოლის გმირთა მოედნამდე დაგრძელებას ითვალისწინებს. ახალი სქემა კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება.

Posted by: da_to 28 Jul 2018, 01:00
TramwayMan
QUOTE
დროის დაკარგვა რა შუაშია დოკუმენტაცია უნდა წესრიგში ჰქონოდათ რომ ვერავინ მიედაოს აბა ეგრე ჰარი ჰარალოზე მოსდებენ მერე შარს და დაუმტკიცებენ რო აი დოკუმენტები მოთხოვნების მიხედვით არ შეუდგენიათ და მაინც მოიგესო და რაში აწყობთ.


შემთხვევით ტტც-ში ხო არ დაიწყე მუშაობა .... biggrin.gif

კარგი რა ეხლა, წინა ტენდერში რა ავტობუსებსაც თავაზობდა თეგეტა იგივე არ შესთავაზა ეხლა ??? ქალაქისთვის რამე შეიცვლა ???

ხოდა 2 თვის გაფორმებული იქნებოდა კონტრაქტი და 2 თვით უფორ ადრე ჩამოვიდოდა ავტობუსები... ძაან უაზრო მიზეზის გამო (რომელიც ავტობუსის ტექნიკურ მონაცმებეს საერთოდ არ ეხებოდა) მისცეს დისკვალიფიკაცია წინა ტენდერში , მე ეს აზრი მაქვს და მორჩა.






Posted by: TramwayMan 28 Jul 2018, 02:01
da_to
QUOTE
შემთხვევით ტტც-ში ხო არ დაიწყე მუშაობა ....

კარგი რა ეხლა, წინა ტენდერში რა ავტობუსებსაც თავაზობდა თეგეტა იგივე არ შესთავაზა ეხლა ??? ქალაქისთვის რამე შეიცვლა ???

წინა ტენდერი საჯარო არ იყო ის იბიარდიმ ჩაატარა.

ეს საჯაროდ დევს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე.


Posted by: ქაფქიანა 28 Jul 2018, 09:53
da_to

QUOTE
გამოაცხადეს გამარჯვებულად თეგეტა ... რაში დაკარგეს 2 თვე


ანუ? მანები შემოვლენ?

ბმული დადე რა.

Posted by: da_to 28 Jul 2018, 14:37
TramwayMan
QUOTE
წინა ტენდერი საჯარო არ იყო ის იბიარდიმ ჩაატარა.


წინა ვიგულისხმე რომელიც არ შედგა ... განა იბიარდის ჩატარებული smile.gif

ქაფქიანა
QUOTE
ბმული დადე რა.


შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=272481&lang=ge


Posted by: vatman 28 Jul 2018, 18:33
TramwayMan
QUOTE
წინა ტენდერი საჯარო არ იყო ის იბიარდიმ ჩაატარა.

ეს საჯაროდ დევს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე.

რა საჯარო არ იყო?
3 ჯერ ჩაატარეს მაგ 10 მეტრიან ავტობუსებზე biggrin.gif

და იბიარდის რანაირად არ იყო არასაჯარო... tongue.gif

P.S. წეღან N24 ის ლურჯ მანს, სარაჯიშვილთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, მგონია არაფერი სერიოზული

Posted by: JSB14BSJ 9 Aug 2018, 21:43
ვინც იცით, ეს ახალი ტენდერი:
QUOTE
შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=272481&lang=ge

https://imedinews.ge/ge/ekonomika/73223/20182019-tslebshi-dedaqalaqshi-avtobusebi-srulad-ganakhldeba
QUOTE

QUOTE
ნუ ისევ ის ძველი ტენდერი გამოცხადდა ჩატარებულად თუ ახალი გამოაცხადეს და ახალი მოიგო ბეკეკამ?

ახალი, ტენდერი იყო

დიზელის ავტობუსებია თუ ახლა რაც დადის თბილისში, ევრო 6-ზე რაცაა გაზზე, ასეთებია?

Posted by: toyota12345 9 Aug 2018, 21:59
2 ნომრის მძღოლი უცემიათ კონტროლიუს უბაბანებდაო ბოლო გაჩერებაზეო და იმის ქმარმა დაინახაო......

Posted by: JSB14BSJ 9 Aug 2018, 22:30
toyota12345
თვითონ კონტროლიორი რას ამბობს?

Posted by: Snow93 13 Aug 2018, 17:53

დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 14 აგვისტოდან, რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე - სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, უზნაძისა და ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) ქუჩებზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირს მიროტაძის ქუჩის ნაცვლად, ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოს ქუჩის ნაწილი) ქუჩით დაუკავშირდებიან; აღმაშენებლის გამზირიდან ჭოროხის ქუჩის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზნაძის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი ისარგებლებს.

რაც შეეხება N64 მიკროავტობუსს, ის ჩიქოვანის ქუჩის ნაცვლად, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და დოლიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით.
* * *
„მინდა მივმართო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს და ვაცნობო, რომ გასულ კვირას, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაასრულა. დაახლოებით, 800-მდე შემოსულ წერილს პასუხი გაეცა და დღეს ყველა განულებულია. აღნიშნული სამსახური უნდა აეწყოს ისე, რომ ვადაგადაცილებული საკითხები აღარ იყოს და სამშენებლო სექტორს პრობლემა არ შეექმნას. კომპანიებს თვეობით ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა. ეს ეკონომიკისთვისაც ცუდია, რადგან სამშენებლო მიმართულება ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, რომ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება გათვალისწინებული იყოს. ყველა წერილზე პასუხი გაცემულია. მთავარია, რომ ეს პროცესი არ გაჩერდეს და ყველაფერი შეფერხების გარეშე წარიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, მერიის კუთვნილი იმ 42 ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოპარკიდან ამოღებაა, რომელიც ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მათ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებით ჩაანაცვლებს.

„როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო.

ჩემი დავალებით, ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. როგორც გავნაცხადეთ, ეს სატრანსპორტო საშუალებები მერიის ავტოპარკიდან ამოღებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის თვალსაზრისით, პრობლემას მსუბუქი ავტომობილებიც ქმნიან. კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.

„სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებენ გარემოს. ის ტენდენცია, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნიან პრობლემებს, ამას ნამდვილად არ ვეთანხმები. ყვითელი ავტობუსები იმ პრობლემის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ ეკოლოგიის თვალსაზრისით გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება და აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. პრობლემას ქმნიან ასევე, პატარა ავტომობილები. ქალაქში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. აქედან 50 პროცენტზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია და მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც დაიწყო და პირველი იანვრიდან კერძო ავტომობილების მესაკუთრეებისთვისაც სავალდებულო გახდება, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი რამდენიმე დღის წინ, სამგორის რაიონში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

„სამგორის რაიონში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარე მოვაჭრეს შორის, რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც ამ დროისთვის, კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქალაქში გარე ვაჭრობა არის აკრძალული. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა კი, განსაკუთრებით, ფიზიკური შეურაცხყოფის გზით, კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც არავის ეპატიება. ეს ადამიანები ზრუნავენ ჩვენი ქალაქის იერსახეზე და ამ კონკრეტულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გამოძიება დაწყებულია და კანონის ფარგლებში, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მიმართა, რომ მათზე დაკისრებული კანონიერი მოვალეობის აღსრულება განაგრძონ.

Posted by: პაწა 19 Aug 2018, 00:22
10 მერტიანი MAN A66-ია?

Posted by: vatman 19 Aug 2018, 00:28
პაწა
QUOTE
10 მერტიანი MAN A66-ია?

აქ A47 შემოვა

Posted by: TramwayMan 19 Aug 2018, 01:43
პაწა
QUOTE
10 მერტიანი MAN A66-ია?

მაგას ესპანეთი აწყობს ფირმა კაეტანო და არა მანი თითონ პოლონეთში.
გარდა ამისა ხვა მოდელია 2.4 არის სიგანეშI ეგ ანუ არასტანდარტული ვერსია.

მანი აწყობს
QUOTE
აქ A47 შემოვა

ამას. ეს სტანდარტულია. 2.5 სიგანეში.

Posted by: Snow93 21 Aug 2018, 18:10
„13 წელია, რაც მძღოლად ვმუშაობ. მანამდე, დაახლოებით 23 წელი ტრამვაის ვმართავდი... პროფესიის შეცვლაზე არასოდეს მიფიქრია. განსაკუთრებით მსიამოვნებს, როდესაც ახალგაზრდებს ავტობუსის საჭესთან ჩემი დანახვა ახარებთ, დადებით ემოციებს გამოხატავენ, მეფერებიან. ყვავილები მიყვარს ძალიან, პატარა ბაღიც მაქვს გაშენებული. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, სახლში მივდივარ და ჩემს ყვავილებს ვუვლი. მინდა, ამ პოზიციაზე რაც შეიძლება მეტი ქალი დასაქმდეს, ჩვენთვის საინტერესო გამოწვევა იქნება...“

მარგალიტა ნაროუშვილი - ავტობუსის მძღოლი

user posted image

Posted by: geo570ge1997 22 Aug 2018, 10:50
ახალ ავტობუსებს როდის შემოიყვანენ ?

Posted by: vatman 22 Aug 2018, 12:34
კახა კალაძე - წლის ბოლოს 90 „მანის“ ტიპის ახალი ავტობუსი შემოვა, პარალელურად დაიწყო 220 ერთეული 8 მეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვა
10:43 22-08-2018
კახა კალაძე - წლის ბოლოს 90 „მანის“ ტიპის ახალი ავტობუსი შემოვა, პარალელურად დაიწყო 220 ერთეული 8 მეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვა 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოს ქალაქს 90 ერთეული „მანის“ ტიპის ახალი ავტობუსი შეემატება.
"წლის ბოლოს 90 ერთეული „მანის“ ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ავტობუსი შემოვა. ამის პარალელურად მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეულ 8 მეტრიანი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის პროცესი. როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ახალი ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი იქნება სრულად ჩანაცვლებული. გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით ჩვენ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო კვლევა და რამდენიმე თვეში ზუსტად გვეცოდინება არის თუ არა იმის საჭიროება, რომ კიდევ დავამატოთ ავტობუსები. საჭირო იქნება თუ არა 2020-2021 წლებში ავტობუსების დამატებით შემოყვანა იმისთვის, რომ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ამას კვლევა გვაჩვენებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/508836-kakha-kaladze-tslis-bolos-90-manis-tipis-akhali-avtobusi-shemova-paralelurad-daitsyo-220-ertheuli-8-metriani-ekologiurad-suftha-avtobusebis-shesyidva.html

Posted by: da_to 22 Aug 2018, 14:07
QUOTE
პარალელურად დაიწყო 220 ერთეული 8 მეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვა


სადაა ტენდერი ? biggrin.gif ის ფრეგო ბასი რამდენ მეტრიანი იყო ??

Posted by: vatman 22 Aug 2018, 16:29
da_to
QUOTE
ის ფრეგო ბასი რამდენ მეტრიანი იყო ??

10-ზე ნაკლები არ იყო.

da_to
QUOTE
220 ერთეული 8 მეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვა

აბა ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი? biggrin.gif .
მე ვფიქრობ ამ ტენდერში ფასზე დიდ ყურადღებას გაამახვილებენ. გაზზე დიდი არჩევანი არ არის. დიზელის შემთხვევაში კი უკვე დიდი არჩევანია. ნუ ტენდერის გამოცხადებამდე ალბათ ზუსტად გაივლიან და 3 ჯერ არ გამოაცხადებენ biggrin.gif
ჩემი ვარაუდით Атаман (ყოფილი ბოგდანი). ზომაში ჯდება, თბილისისთვის ნაცნობი კონსტრუქცია აქვს, გაზზეც მოდიფიკაცია აქვთ

სხვათაშორის ბათუმში ეგენი ივლიან, დიზელზე

Posted by: da_to 22 Aug 2018, 16:49
vatman
QUOTE
ჩემი ვარაუდით Атаман (ყოფილი ბოგდანი). ზომაში ჯდება,


ფუი ეშმაკს და კიდევ სამაუტო biggrin.gif

Posted by: toyota12345 22 Aug 2018, 16:54
მეგობრებო ხო არ იცით 1 ნომერს ლილოში რომ დადის რამე ხო არ იგეგმება მანის მანდ არ შემოიყვანენ არასოდეს ეგ ვიცი მაგრამ დიდ ბოგდანებს ხო არ შემოაგდებენ აქეთ?

Posted by: vatman 22 Aug 2018, 17:19
da_to
QUOTE
ფუი ეშმაკს

ჩინურს ხო სჯობია ბოლოს და ბოლოს biggrin.gif

toyota12345
QUOTE
მეგობრებო ხო არ იცით 1 ნომერს ლილოში რომ დადის რამე ხო არ იგეგმება მანის მანდ არ შემოიყვანენ არასოდეს ეგ ვიცი მაგრამ დიდ ბოგდანებს ხო არ შემოაგდებენ აქეთ?

სანამ ახლები არ მოვა, არამგონია რამე შეიცვალოს ავტობუსების მხრივ, დიდი ბოგდანები რაც დარჩა 9 ხაზზე გადაანაწილეს უკვე (23/33 გარდა)

Posted by: toyota12345 22 Aug 2018, 17:22
vatman

პირველ ნომერს არაფერი არ ეშველება ჯერ ეს უბანი ხო საერთოდ მოწყვეტილია ქალაქიდან და ავტობუსები პატარა ბოგდანები ისეთი დაშლილია ამასწინათ ერთ ერთში უკან პოლი ჩავარდა..........

Posted by: max-14 22 Aug 2018, 19:41
აეროპორტში საიდან მიდის ავტობუსი?

Posted by: toyota12345 22 Aug 2018, 19:46
max-14

ვაგზლიდან გადის 37 ნომერი 24 საათი მოძრაობს.

Posted by: Kotola 23 Aug 2018, 12:43
დღეს დილით 51-ნომერში, ვაკეში ჭავჭავაძეზე ბარათები დავკარგე ან ამომაცალეს sad.gif არ ვიცი აქ დაწერას რა აზრი აქვს, მარა პირადობას და მართვის მოწმობას ვდარდობ და იქნება გამოჩნდეს სადმე და დავწერ მაინც აქაც sad.gif TT-015-CB იყო ნომერი როგორც მახსოვს და მძღოლმა არაფერი არ გადმოუციათ ჩემთვისო...

Posted by: პაწა 23 Aug 2018, 13:11
QUOTE (TramwayMan @ 19 Aug 2018, 01:43 )
პაწა
QUOTE
10 მერტიანი MAN A66-ია?

მაგას ესპანეთი აწყობს ფირმა კაეტანო და არა მანი თითონ პოლონეთში.
გარდა ამისა ხვა მოდელია 2.4 არის სიგანეშI ეგ ანუ არასტანდარტული ვერსია.

მანი აწყობს
QUOTE
აქ A47 შემოვა

ამას. ეს სტანდარტულია. 2.5 სიგანეში.

ადრე პორტუგალიაში არ ანახეს ნარმანიას მოკლე MAN-ები? ის რომელი იყო?

Posted by: vatman 23 Aug 2018, 14:08
პაწა
QUOTE
ადრე პორტუგალიაში არ ანახეს ნარმანიას მოკლე MAN-ები? ის რომელი იყო?

ის 8 მეტრიანი იყო, როგორც მახსოვს...
Kotola
სატრანსპორტოს ცხელ ხაზზეც დარეკე და დააფიქსირე, შეიძლება მერე სადმე დალაგებისას იპოვნონ თუ არავიან არ ამოგაცალა, ან მამენტ კამერების ჩანაწერი მოითხოვო

Posted by: GreenWestHam 23 Aug 2018, 15:02
37 ნომერს მარშრუტი შეუცვალეს? ორთაჭალაში მხვდება ციხეებთან რამდენი დღეა უკვე

თან სხვადასხვა გზით დადის, ზოგჯერ შსს–ს მხრიდან მოდის კრუგზე, ზოგჯერ პროკურატურის მხრიდან

Posted by: Snow93 23 Aug 2018, 15:11
GreenWestHam
საიტზე ძელი მარშრუტი უდევთ...

Posted by: MANMUS 23 Aug 2018, 17:47
დროებით შეეცვალა მარშუტი ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე გზის რემონტის გამო.

Posted by: MANMUS 30 Aug 2018, 10:55
ახალი ავტობუსები როდისთვის შემოვლენ?

Posted by: pusho 30 Aug 2018, 11:20
QUOTE (Snow93 @ 21 Aug 2018, 18:10 )
„13 წელია, რაც მძღოლად ვმუშაობ. მანამდე, დაახლოებით 23 წელი ტრამვაის ვმართავდი... პროფესიის შეცვლაზე არასოდეს მიფიქრია. განსაკუთრებით მსიამოვნებს, როდესაც ახალგაზრდებს ავტობუსის საჭესთან ჩემი დანახვა ახარებთ, დადებით ემოციებს გამოხატავენ, მეფერებიან. ყვავილები მიყვარს ძალიან, პატარა ბაღიც მაქვს გაშენებული. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, სახლში მივდივარ და ჩემს ყვავილებს ვუვლი. მინდა, ამ პოზიციაზე რაც შეიძლება მეტი ქალი დასაქმდეს, ჩვენთვის საინტერესო გამოწვევა იქნება...“

მარგალიტა ნაროუშვილი - ავტობუსის მძღოლი

user posted image

რა კარგია, 1 ავტობუსის მძღოლი მაინც გვყავს ქალი. ტურისტებსაც კარგად მოხვდებათ თვალში, დარწმუნებული ვარ.
რა ნომერ ავტობუსზე მუშაობს? smile.gif

Posted by: Kublicha 30 Aug 2018, 12:02
pusho
QUOTE
რა კარგია, 1 ავტობუსის მძღოლი მაინც გვყავს ქალი. ტურისტებსაც კარგად მოხვდებათ თვალში, დარწმუნებული ვარ.

ერთი გოგოა კიდევ ქალბატონი მადონას გარდა.
https://img.forum.ge/JLijjiWTi4AR.jpg
user posted image

Posted by: where_security_fails 30 Aug 2018, 13:48
გამარჯობა, მაინტერესებს მეტრომანით ერთ გადახდაზე რომ გადაიხადო, იგივე აპარატზე საათ ნახევარი უფასოა თუ სხვადასხვა აპარატებზე მოქმედებს

Posted by: pusho 30 Aug 2018, 13:53
QUOTE (where_security_fails @ 30 Aug 2018, 13:48 )
გამარჯობა, მაინტერესებს მეტრომანით ერთ გადახდაზე რომ გადაიხადო, იგივე აპარატზე საათ ნახევარი უფასოა თუ სხვადასხვა აპარატებზე მოქმედებს

მეტროს და ავტობუსის ყველა ტერმინალზე მოქმედებს

Posted by: where_security_fails 30 Aug 2018, 13:58
pusho
ანუ მეტროში რომ გაიარო, იგივე მეტროსადგურზე საათნახევარი უფასოა ?

Posted by: vatman 30 Aug 2018, 15:07
where_security_fails
თუ არ ვცდები იგივე სადგურზე რაღაც ლიმიტი აქვს.
ავტობუსზე კი, ბოლო გაჩერებიდან უნდა ხვდებოდეს რო ახალი ბრუნია, მარა ზუსტად არ ვიცი

Posted by: toyota12345 30 Aug 2018, 18:26
სადგურებში რომ დგანან მეტრომანით გატარება ხომ არ გინდაო მეტროებში ეგ რა მაფიაა? ან მაგდენი მეტრომანი რომ აქვთ თანხას ხო რიცხავენ თუ რა პონტია ვერ მივხვდი

Posted by: MANMUS 1 Sep 2018, 10:11
ხალხო N85-ის მერსედესები სად წაიღეს? 2 თვეა ხაზზე არ დამინახავს.

Posted by: Kublicha 1 Sep 2018, 14:30
QUOTE
2 თვეა ხაზზე არ დამინახავს.

2 თვეა? ჩემი აზრით მინიმუმ 1 წელია არ ჩანს და დიდმა ბოგდანებმა ჩანაცვლეს

Posted by: MANMUS 1 Sep 2018, 15:22
საეჭვოა მათი ბედი, ვერცერთმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება, იმედია ჯერ კიდევ ჯართად არ გაუყიდიათ.

Posted by: alea iacta est 1 Sep 2018, 19:06
QUOTE (toyota12345 @ 30 Aug 2018, 18:26 )
სადგურებში რომ დგანან მეტრომანით გატარება ხომ არ გინდაო მეტროებში ეგ რა მაფიაა? ან მაგდენი მეტრომანი რომ აქვთ თანხას ხო რიცხავენ თუ რა პონტია ვერ მივხვდი

მათი ბარათით მგზავრობა 20 თეთრი ღირს (ე.წ სოცდაუცველები არიან), თავისუფლად შეუძლია პოლიციას თაღლითობის ბრალდებით დააკაოს, მაგრამ რად გინდა ქვეყანა კი არა კანტორა ვართ.

Posted by: robox 1 Sep 2018, 19:56
QUOTE (Kublicha @ 30 Aug 2018, 12:02 )
pusho
QUOTE
რა კარგია, 1 ავტობუსის მძღოლი მაინც გვყავს ქალი. ტურისტებსაც კარგად მოხვდებათ თვალში, დარწმუნებული ვარ.

ერთი გოგოა კიდევ ქალბატონი მადონას გარდა.
https://img.forum.ge/JLijjiWTi4AR.jpg
user posted image

ერთი ქალია კიდევ 121 ის მძღოლია

Posted by: dvbt2 1 Sep 2018, 20:11
QUOTE (where_security_fails @ 30 Aug 2018, 13:48 )
გამარჯობა, მაინტერესებს მეტრომანით ერთ გადახდაზე რომ გადაიხადო, იგივე აპარატზე საათ ნახევარი უფასოა თუ სხვადასხვა აპარატებზე მოქმედებს

ნახევარი საათის შემდეგაა უფასო იგივე ავტობუსსა და მეტროში. თუ სხვაგან გაატარებ, მერე უფასოა.
პირველი გამოყენების შემდეგ საათნახევრის განმავლობაში.
* * *
QUOTE (alea iacta est @ 1 Sep 2018, 19:06 )
QUOTE (toyota12345 @ 30 Aug 2018, 18:26 )
სადგურებში რომ დგანან მეტრომანით გატარება ხომ არ გინდაო მეტროებში ეგ რა მაფიაა?  ან მაგდენი მეტრომანი რომ აქვთ თანხას ხო რიცხავენ თუ რა პონტია ვერ მივხვდი

მათი ბარათით მგზავრობა 20 თეთრი ღირს (ე.წ სოცდაუცველები არიან), თავისუფლად შეუძლია პოლიციას თაღლითობის ბრალდებით დააკაოს, მაგრამ რად გინდა ქვეყანა კი არა კანტორა ვართ.

ვიღაცა წილში უზის ალბათ.
ეგრე არაა ვიღაცას სოციალური თუ აქვს მაგასაც გამოიყენებს, მაგრამ მუშაობენ საათნახევრიან ლიმიტზე.
რამოდნიმე ბარათი აქვს ყველას. ნახევარი საათის შემდეგ მეორედ უფასოდ შეუძლია გაატაროს. თუ გავა და ავტობუსში გაატარებს ისევ ეძლევა უფასოდ გატარების უფლება. ფაქტობრივად მეტროდან იპარავენ ფულს. 50 თეთრად მინიმუმ 2 ადამიანს ატარებენ.

Posted by: toyota12345 1 Sep 2018, 20:43
წარმოიდგინე რა დონეზე უჭირს ხალხს რომ უკვე რეების ჩალიჩი დაიწყეს, ერთი ნაცნობიც კი ვნახე ვარკეთილის მეტროში შესასვლელში იდგა და ყვიროდა მეტრომანით გატარებაო. მე ახლახანს გავყიდე მანქანა და საზ ტრანსპორტით უფრო ხშირად დავდივარ, მეტრო მაგრად მისწორდება და აი მარშუტკაზე და ყვითელ ავტობუსზე რა მოგახსენოთ.......

Posted by: Kublicha 1 Sep 2018, 22:06
toyota12345
აშკარაა, რომ
QUOTE
მე ახლახანს გავყიდე მანქანა

თორემ, ნამდვილად არ გაგიკვირდებოდა მეტრომანი გატარების "სერვისი"
QUOTE
, მეტრო მაგრად მისწორდება და აი მარშუტკაზე და ყვითელ ავტობუსზე რა მოგახსენოთ.......

მეც ეგრე ვარ.
მეტროთი იმენა მევასება, ავტობუსი ნუ კიდე შეიძლება თუ მეტრო არ მიდის, აი მარშუტკაში კი ქუდი რომ შემოგდოთ არ ვჯდები.

robox
QUOTE
ერთი ქალია კიდევ 121 ის მძღოლია

ეგ ის ქალბატონია, რამდენიმე პოსტის წინ რომ იყო

Posted by: JSB14BSJ 1 Sep 2018, 22:14
toyota12345
QUOTE
მეტროში შესასვლელში იდგა და ყვიროდა მეტრომანით გატარებაო

ახალი ამბავი გგონია?

Posted by: toyota12345 1 Sep 2018, 22:18
JSB14BSJ

ხო ახალი ამბავი მგონია მერე?????

Posted by: malakas21 2 Sep 2018, 13:28
QUOTE (toyota12345 @ 1 Sep 2018, 22:18 )
JSB14BSJ

ხო ახალი ამბავი მგონია მერე?????

დაწყნარდი რაიყო lol.gif lol.gif

Posted by: alea iacta est 2 Sep 2018, 14:08
QUOTE (dvbt2 @ 1 Sep 2018, 20:11 )
QUOTE (where_security_fails @ 30 Aug 2018, 13:48 )
გამარჯობა, მაინტერესებს მეტრომანით ერთ გადახდაზე რომ გადაიხადო, იგივე აპარატზე საათ ნახევარი უფასოა თუ სხვადასხვა აპარატებზე მოქმედებს

ნახევარი საათის შემდეგაა უფასო იგივე ავტობუსსა და მეტროში. თუ სხვაგან გაატარებ, მერე უფასოა.
პირველი გამოყენების შემდეგ საათნახევრის განმავლობაში.
* * *
QUOTE (alea iacta est @ 1 Sep 2018, 19:06 )
QUOTE (toyota12345 @ 30 Aug 2018, 18:26 )
სადგურებში რომ დგანან მეტრომანით გატარება ხომ არ გინდაო მეტროებში ეგ რა მაფიაა?  ან მაგდენი მეტრომანი რომ აქვთ თანხას ხო რიცხავენ თუ რა პონტია ვერ მივხვდი

მათი ბარათით მგზავრობა 20 თეთრი ღირს (ე.წ სოცდაუცველები არიან), თავისუფლად შეუძლია პოლიციას თაღლითობის ბრალდებით დააკაოს, მაგრამ რად გინდა ქვეყანა კი არა კანტორა ვართ.

ვიღაცა წილში უზის ალბათ.
ეგრე არაა ვიღაცას სოციალური თუ აქვს მაგასაც გამოიყენებს, მაგრამ მუშაობენ საათნახევრიან ლიმიტზე.
რამოდნიმე ბარათი აქვს ყველას. ნახევარი საათის შემდეგ მეორედ უფასოდ შეუძლია გაატაროს. თუ გავა და ავტობუსში გაატარებს ისევ ეძლევა უფასოდ გატარების უფლება. ფაქტობრივად მეტროდან იპარავენ ფულს. 50 თეთრად მინიმუმ 2 ადამიანს ატარებენ.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეგ არის წმინდა წყლის თაღლითობა და შესაბამის ორგანოებს სძინავთ.

Posted by: MANMUS 2 Sep 2018, 16:07
თბილისს არ ეხება მაგრამ მაინც ავტობუსების თემაა:ბათუმის ახალი ისუზუები , ფაქტიურად მოდერნიზებული A092-ია.user posted image

Posted by: dvbt2 2 Sep 2018, 17:11
alea iacta est
QUOTE
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეგ არის წმინდა წყლის თაღლითობა და შესაბამის ორგანოებს სძინავთ.

ცოდოა დასაჭერად მაგრამ მეტროს ხელმძღვანელობას სძინავს? ვიღაცა რო მოვიდეს შენს დაწესებულებაში და ფულს იპარავდეს არ გააპანღურებ იქიდან მინიმუმ? გასაყრელია ეგენი პლუს ამომსვლელებს რო სთხოვენ უფასოდ გატარებას მაგაზეც ჯარიმაა დასაწესებელი.
საკმაო ფული იკარგება. ამ დროს მემანქანეებს რო ხელფასი მოუმატონ იმის ფული არა აქვთ, რომ კითხო.

Posted by: iviko18 2 Sep 2018, 18:42
QUOTE (eraz @ 2 Sep 2018, 16:07 )
თბილისს არ ეხება მაგრამ მაინც ავტობუსების თემაა:ბათუმის ახალი ისუზუები , ფაქტიურად მოდერნიზებული A092-ია.user posted image

ცოტა ხნის წინ ქუთაისშიც შეიყვანეს ახალი ავტობუსები.

user posted image

Posted by: Kublicha 2 Sep 2018, 21:16
iviko18
QUOTE
ცოტა ხნის წინ ქუთაისშიც შეიყვანეს ახალი ავტობუსები.

ეგ რა ცხოველია?

Posted by: vatman 2 Sep 2018, 23:03
iviko18
QUOTE
ცოტა ხნის წინ ქუთაისშიც შეიყვანეს ახალი ავტობუსები.

ეს ერთი ცალი ამას წინათ ჩქიმ ავტოზე იყიდებოდა, მგონი მეტი არც არის საქართველოში.

Kublicha
QUOTE
ეგ რა ცხოველია?

Ikarus E91

Posted by: iviko18 2 Sep 2018, 23:19
QUOTE (vatman @ 2 Sep 2018, 23:03 )
iviko18
QUOTE
ცოტა ხნის წინ ქუთაისშიც შეიყვანეს ახალი ავტობუსები.

ეს ერთი ცალი ამას წინათ ჩქიმ ავტოზე იყიდებოდა, მგონი მეტი არც არის საქართველოში.

მინიმუმ 8 ერთეული დადის უკვე ხაზებზე და კიდევ რამოდენიმე ათეული დაემატებაო, ვნახოთ.

Posted by: MANMUS 2 Sep 2018, 23:54
თბილისის MAN A47 -ების აწყობა დაიწყეს?

Posted by: vatman 3 Sep 2018, 00:28
iviko18
QUOTE
მინიმუმ 8 ერთეული დადის უკვე ხაზებზე და კიდევ რამოდენიმე ათეული დაემატებაო, ვნახოთ

ამაზე უფრო ანტიკვარიატი ვერ ნახეს biggrin.gif
სავარაუდოდ რიგიდან კანალი გაჭრეს ქუთაისლებმა. ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ ყველაზე მსხვილი ექსპლუატანტი რიგა იყო.
ჩემი აზრით ვიღაცა ბობოლამ იყიდა და ეხლა მძღოლებზე ყიდის/ან აქირავებს ამ ავტობუსებს. ქუთაისში ხო სხვადასხვა ხაზები სხვადასხვა შპს ებს და იდ.მეწარმეებს ეკუთვნის

ისე სადმე ნაკადული არის მაგის ახალ ავტობუსებზე?

Posted by: iviko18 3 Sep 2018, 11:17
vatman

http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/11946-quthaisshi-yvitheli-avtobusebi-shemoiyvanes

Posted by: Guro_ 3 Sep 2018, 12:25
vatman
პრაღაში ათას ავტობუსზე გადამხტარს დავიჯერო ეგ ავტოუსები არ შეგიჩმნევია? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მოკლე ავტობუსები თითქმის ყველა ეგეთია, ან ისუზუს რაღაც ზესიმახინჯე yes.gif yes.gif

Posted by: iviko18 7 Sep 2018, 10:54
ამ დილით კიდევ ერთი ლურჯი დაამტვრიეს, უკნიდან იყო ჯიპი მიმჯდარი drug.gif

user posted image

Posted by: MANMUS 7 Sep 2018, 10:55
ვინმემ დაითვალეთ რამდენი დაიმტვრა უკვე? რა ჯანდაბა ჭირთ. იმედია ავტობუსის მძღოლის ბრალი არ არის

Posted by: Nickboy 7 Sep 2018, 11:17
ვერ დავამუღამე ვისი ბრალი იყო...

როგორც დავინახე, ის ჯიპი იდგა

იმ ავტობუსმა აქეთა ზოლში დაიწყო გადმოსვლა და ჯიპმა დაძრა მაგ მომენტში... ხოდა მერე ეს მოხდა..

მე ასე დავინახე მარა ზუსტად ვერ ვიტყვი

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: Marshmallo 8 Sep 2018, 11:37
Nickboy

ჯიპის ბრალი იყო, მანდ დაპარკირება არ შეიძლება.

Posted by: MANMUS 8 Sep 2018, 13:26
ესე იგი ჯიპის მძღოლი შარშია თან ამ ავტობუსის მინაც კაი ძვირი იქნება + სადაზღვეო თუ მიადგა

Posted by: Nickboy 8 Sep 2018, 14:39
Marshmallo
თუ იდგა ბაზარი არაა, მაგრამ არ მახსოვს ზუსტად იდგა თუ მოძრაობაში იყო თავიდანვე biggrin.gif

სწრაფად მოხდა ყველაფერი და გვერდითა მანქანებს არ ვუყურებდი biggrin.gif

კამერები ხოა იქ და გაარკვევენ რას შვებოდა ეგ ჯიპი

Posted by: giomelqa12 8 Sep 2018, 15:38
კარგია ახალი ავტობუსების შემოყვანა, მაგრამ არ მგონია იმის ფუფუნება გვქონდეს რომ დიდი ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ

პატარა ყვითლები მესმის მწყობრში აღარ არის, მაგრამ დიდები ჯერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტს, ნუ იმდენად რომ ბევრ ხალხს იტევენ და ჭყლეტვა არ არის მაინც ვიდრე პატარებშია

და თუ ახალი ავტობუსები და დიდი ბოგდანები ერთად იმოძრავებენ ქალაქში, მგონი პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება

Posted by: SwaT-2011 8 Sep 2018, 18:01
დაენძრეული აქვს ამ ჯიპის მძღოლს lol.gif
მაგ ავტობუსის ერთი შუშა ღირს 5000 მარად მწვანე lol.gif
თან სადაზღვეო მოადგება ფულის გამოსართმევად

Posted by: toyota12345 8 Sep 2018, 18:32
39 ნომერში ერთ ჯიგარ კონტროლიორ ქალს ვესაუბრე და მითხრა თუ დამიჯერებ არავინ არ მყოლია და ისე მოვეწყეო საიტზე იდო ვაკანსია გავაგზავნე სივი და დამირეკესო ოღონთ 3 თვეშიო, რავი ყოველდღე შევდივარ მაგ საიტზე და არ დევს და ვინც მაგაში გათვიცნობიერებულები ხართ რამე ვაკანსიები მართლა იდება ხოლმე? ან თუ იდება მართლა ასაქმებენ თუ პროსტა იდება ისე როგორც ზოგიერთი უწყების ვაკანსიები ანუ უბრალოდ ხალხის დასანახად რომ ვითომ ხალხს ასაქმებენ.

Posted by: MANMUS 8 Sep 2018, 21:06
ნუ გეგონებათ რომ დიდი ბოგდანები უკეთეს მდგომარეობაშია, ამას წინათ ვნახე N25 მარშუტის დიდ ბოგდანს ბუქსირით მიათრევდნენ, თუ შეამჩნევთ უმრავლესობა ახდილი კაპოტით დადის. ისე მე მეჩვენება თუ 37 -ის და 39-ის მანები გაზუნტლულები არიან შიგნიდან?

Posted by: toyota12345 8 Sep 2018, 21:13
eraz

ერაზ როგორ ხარ გენაცვალე? კაი ხანია არ გამოჩენილხარ. მართალი ხარ ბევრი პატარა ბოგდანი დიდს ჯობია.

Posted by: dvbt2 8 Sep 2018, 21:24
QUOTE (eraz @ 8 Sep 2018, 21:06 )
ნუ  გეგონებათ  რომ  დიდი  ბოგდანები  უკეთეს  მდგომარეობაშია,  ამას წინათ  ვნახე  N25 მარშუტის  დიდ  ბოგდანს  ბუქსირით  მიათრევდნენ, თუ  შეამჩნევთ უმრავლესობა  ახდილი  კაპოტით  დადის. ისე  მე  მეჩვენება  თუ  37  -ის  და 39-ის  მანები  გაზუნტლულები არიან  შიგნიდან?

მაგ ავტობუსების ცუდი მდგომარეობის თავი და თავი არის ის რო მძღოლს ავტობუსის შეკეთებაზე მოცდენილი საათები არ უნაზღაურდება. ამირომ მძღოლები ცდილობენ ნაკლებად მოხვდეს ავტობუსის შეკეთებაზე და სანამ სულ არ გაჩერდება მანამდე ათრევენ. არც კომპანია ცდილობს დიდად რო კარგ მდგომარეობაში იყოს.

Posted by: MANMUS 8 Sep 2018, 21:28
toyota12345 ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ვამბობ რომ დიდი ბოგდანები თავიანთ რესურსს ნელ-ნელა წურავენ. რაც შეეხება პატარა ბოგდანებს მათი აბსოლიტური უმრავლესობა ჯართადაა ქცეული , (განსაკუთრებით 2005 წელს ჩამოყვანილებიდან)

Posted by: toyota12345 8 Sep 2018, 21:34
eraz

შე კაი კაცო მოგესალმე მოგიკითხე სალამი მაინც მითხარი......

Posted by: MANMUS 8 Sep 2018, 21:49
toyota12345 გაგიმარჯოს ბატონო smile.gif თავად როგორ ხარ?

Posted by: Ben_Joyce 9 Sep 2018, 15:44
ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს. ეს არის #7 ავტობუსი. ყოველ საღამოს სიტუაცია:

მ/ს "დიდუბე"-სთან უამრავი ხალხია, დგას ყველა ხაზის ავტობუსი გარდა 7-სა. ყველა ერთმანეთს აკონტროლებს, რომ სხვებს აასწრონ ავტობუსში, რომელიც ჯერ არ მოსულა.

გავა 30-50 წუთი და შემოვა 7, ჩერდება, იცლება ნახევრად, ნახევრად იმიტომ, რომ დიღმის მასივიდან ხალხი წრეზე წამოვიდა, ცოტა ხანი ისმის ხალხის წუწუნი და მტკივნეული ხმები (რაც გამოწვეულია იმით, რომ ვინ უფრო მალე ავა ავტობუსში), ავტობუსი ივსება და მიდის, მაგრამ ხალხი რჩება იმავე რაოდენობით.

შემდეგი შემოდის 20-30 წუთში და "მე გრაფიკიდან ვარ ამოვარდნილი, ჩემი შემდეგი გავა ჯერო" - ამბობს. კეტავს კარებებს და ხალხმა კი იცის რომ ეს ჯერ არ გავა, მაგრამ მაინც ცდილობს გაჩერებული ავტობუსის კარებებთან ახლოს დადგეს. რა იცი რა ხდება, იქნებ გადის მაინც ეს.

გადის 30-40 წუთი მოდის შემდეგი და იწყება ხელახლა ჩხუბი ასვლაზე. ავლენ ავტობუსში, ვისაც გაუმართლებს დაიკავებენ ადგილებს და უცებ მძღოლი ამბობს, ცხელ ხაზზე დავრეკე და მე არა, მეორე რომ დგას ის გავაო. ავტობუსი ელვის სისწრაფიდ იცლება და ვინც აქ ფეხზე დარჩა, მეორე ავტობუსში ადგილები შეხვდათ იმიტომ, რომ კარებთან უფრო ახლოს იყვნენ.

ამასობაში შემოდის სხვა ავტობუსი და ხალხი იწყება ფიქრს ის რომ ცარიელია იქ ხომ არ გადავჯდეო.

ხოდა, უბრალოდ მაინტერესებს, ეს ცირკი როდის დასრულდება. ტრაგედიაც არის და კომედიაც. ჰორორიც იქნება მალე სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ ხაზის ავტობუსები ლიდერები არიან გაუმართავობაში. არავინ თქვას სხვაგან უარესები ხდებაო. ვიცი ყველა ხაზის ავტობუსი და ვერავინ დამაჯერებს რომ სხვაგან რამე უარესი ხდება.

ხაზზე გამოსული ავტობუსი ბრუნის დაწყებამდე გაფუჭდა პიკის საათში.
ერთს ელექტრობა გაუფუჭდა და ბოლი აუშვა.
ერთი ავტობუსიდან რაღაც სითხე ჟონავდა და ისე მოძრაობდა. და კიდევ უამრავი.

არც გეგმით გათვალისწინებული რაოდენობა ყოფნის ამ ხაზს და არც გეგმით გათვალისწინებული დადის დილიდან ღამემდე. 1 მაინც ითიშება ხაზიდან მუდმივად.

ხოდა დეიდებო და ბიძებო იქნებ აქაც წაიკითხოს ვინმემ ზემოდან ეს პოსტი და გვაჩუქოს 1-2 დამატებითი ავტობუსი ამ ხაზზე
* * *
user posted image

ეს ფოტოც ეგდოს მაინც

Posted by: T_H_A_N_O_S 9 Sep 2018, 18:27
QUOTE
მ/ს "დიდუბე"-სთან უამრავი ხალხია, დგას ყველა ხაზის ავტობუსი გარდა 7-სა. ყველა ერთმანეთს აკონტროლებს, რომ სხვებს აასწრონ ავტობუსში, რომელიც ჯერ არ მოსულა.

გავა 30-50 წუთი და შემოვა 7, ჩერდება, იცლება ნახევრად, ნახევრად იმიტომ, რომ დიღმის მასივიდან ხალხი წრეზე წამოვიდა, ცოტა ხანი ისმის ხალხის წუწუნი და მტკივნეული ხმები (რაც გამოწვეულია იმით, რომ ვინ უფრო მალე ავა ავტობუსში), ავტობუსი ივსება და მიდის, მაგრამ ხალხი რჩება იმავე რაოდენობით.

შემდეგი შემოდის 20-30 წუთში და "მე გრაფიკიდან ვარ ამოვარდნილი, ჩემი შემდეგი გავა ჯერო" - ამბობს. კეტავს კარებებს და ხალხმა კი იცის რომ ეს ჯერ არ გავა, მაგრამ მაინც ცდილობს გაჩერებული ავტობუსის კარებებთან ახლოს დადგეს. რა იცი რა ხდება, იქნებ გადის მაინც ეს.

გადის 30-40 წუთი მოდის შემდეგი და იწყება ხელახლა ჩხუბი ასვლაზე. ავლენ ავტობუსში, ვისაც გაუმართლებს დაიკავებენ ადგილებს და უცებ მძღოლი ამბობს, ცხელ ხაზზე დავრეკე და მე არა, მეორე რომ დგას ის გავაო. ავტობუსი ელვის სისწრაფიდ იცლება და ვინც აქ ფეხზე დარჩა, მეორე ავტობუსში ადგილები შეხვდათ იმიტომ, რომ კარებთან უფრო ახლოს იყვნენ.

ამასობაში შემოდის სხვა ავტობუსი და ხალხი იწყება ფიქრს ის რომ ცარიელია იქ ხომ არ გადავჯდეო.

ხოდა, უბრალოდ მაინტერესებს, ეს ცირკი როდის დასრულდება. ტრაგედიაც არის და კომედიაც. ჰორორიც იქნება მალე სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ ხაზის ავტობუსები ლიდერები არიან გაუმართავობაში. არავინ თქვას სხვაგან უარესები ხდებაო. ვიცი ყველა ხაზის ავტობუსი და ვერავინ დამაჯერებს რომ სხვაგან რამე უარესი ხდება.

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Extra_Terrestrial 10 Sep 2018, 17:24
პეკინიდან ან კოსტავას ქუჩიდან ბელიაშვილზე ან ლუბლანას ქუჩაზე რა ავტობუსები გადის?
ან მარშუტკა

Posted by: ივანიჩ 10 Sep 2018, 17:57
Extra_Terrestrial
ქ შეგიძლიათ ნახოთ და დაგეგმოთ მარშრუტები http://transit.ttc.com.ge/#/

Posted by: vatman 10 Sep 2018, 18:10
Ben_Joyce
ისე მაგაზე ავტობუსიც არ დაამატეს, როდესაც ივნისში ხაზებზე 1-2 ავტობუსი დაამატეს.

Posted by: MANMUS 10 Sep 2018, 21:07
ოქტომბრიდან თბილისის მეტროსა და ავტობუსებში VISA/MasterCard-ის ბარათებით გადახდა იქნება შესაძლებელი. თბლისის მერიის ინფორმაციით, სისტემის ოპერირების უფლება საქართველოს ბანკმა 10 წლით მიიღო.
როგორც გამოცემა gbc.ge წერს, ახლა მიმდინარეობს ავტობუსების და მეტროს გადახდის აპარატების სისტემური განახლება. აპარატების დიზაინზე დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ იმუშვა.
ზვიად ციკოლიას განცხადებით, კომპანია „აზრი“-სთან ერთად ჯერჯერობით ეს პირველი პროექტია. მისი თქმით, შეიქმნა მეტროს ტურნიკეტების ახალი დიზაინიც, მაგრამ ხელისუფლებამ კვლავ სტანდარტული არჩია.
მათი თქმით, სიახლე, რომელიც ასევე ოქტომბრიდან ახალ აპარატებთან ერთად ამოქმედდება ისაა, რომ მეტროში და ავტობუსში როგორც ქართული, ისე უცხოური Visa/MasterCard ბარათებით გადახდა იქნება შესაძლებელი.
თუმცა, პროგრამულად ასევე შესაძლებელია, რომ ქართულმა ბანკებმა თავის კონკრეტულ ბარათებზე გადახდის შეზღუდვა დააწესონ

Posted by: პაწა 10 Sep 2018, 21:47
QUOTE
აპარატების დიზაინზე დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ იმუშვა.

სტაფილოსფერი განსაკუთრებულად უხდება!!!!!!!
* * *
ასეთი გიომები როგორ დაბდნენ.

გასაგებია რომ საქ.ბანკი აკეთებს ტრანზაქციას, მაგრამ ის ამისთვის სხვა მხრივ იღებს თანხას და არსად წერია, რომ თუნდაც ირიბი რეკლამის განთავსების უფლება აქვს კონტრაქტორს.

უნდა იყოს ლურჯი, თეთრი ან ნაცრისფერი, რომ რამენაირად მაინც ჩაჯდეს დიზაინში. სხვა მხრივ ზვიად ციკოლია ვერანაირად გააპრავებს სტაფილოსფერს

Posted by: MANMUS 10 Sep 2018, 22:06
QUOTE
სტაფილოსფერი განსაკუთრებულად უხდება!!!!!!!
ზოგიერთ პატარა ბოგდანში უკანა მხარეს აყენია სტაფილოსფერი სალაროები
lol.gif უგემოვნოები.

Posted by: iviko18 10 Sep 2018, 22:54
QUOTE (eraz @ 10 Sep 2018, 21:07 )
ოქტომბრიდან თბილისის მეტროსა და ავტობუსებში VISA/MasterCard-ის ბარათებით გადახდა იქნება შესაძლებელი. თბლისის მერიის ინფორმაციით, სისტემის ოპერირების უფლება საქართველოს ბანკმა 10 წლით მიიღო.
როგორც გამოცემა gbc.ge წერს, ახლა მიმდინარეობს ავტობუსების და მეტროს გადახდის აპარატების სისტემური განახლება. აპარატების დიზაინზე დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ იმუშვა.
ზვიად ციკოლიას განცხადებით, კომპანია „აზრი“-სთან ერთად ჯერჯერობით ეს პირველი პროექტია. მისი თქმით, შეიქმნა მეტროს ტურნიკეტების ახალი დიზაინიც, მაგრამ ხელისუფლებამ კვლავ სტანდარტული არჩია.
მათი თქმით, სიახლე, რომელიც ასევე ოქტომბრიდან ახალ აპარატებთან ერთად ამოქმედდება ისაა, რომ მეტროში და ავტობუსში როგორც ქართული, ისე უცხოური Visa/MasterCard ბარათებით გადახდა იქნება შესაძლებელი.
თუმცა, პროგრამულად ასევე შესაძლებელია, რომ ქართულმა ბანკებმა თავის კონკრეტულ ბარათებზე გადახდის შეზღუდვა დააწესონ

ავტობუსის შუა ნაწილშიც მისაწკაპებელ აპარატებს აკეთებენ? ანუ გაბილეთიანების სისტემა საერთოდ უქმდება?

Posted by: TramwayMan 10 Sep 2018, 23:56
პაწა
eraz
ძალიან ბევრგან არის ან ყვითელი ან სტაფილოსფერი, ყველას მოსაწონი რომ ვერ გაკეთდება მგონი ამაზე უნდა შევთანხმდეთ.
ანუ რაღაც დიზაინი ვიღაცას მუდამ არ მოეწონება smile.gif


Posted by: JSB14BSJ 11 Sep 2018, 08:32
QUOTE
თუმცა, პროგრამულად ასევე შესაძლებელია, რომ ქართულმა ბანკებმა თავის კონკრეტულ ბარათებზე გადახდის შეზღუდვა დააწესონ

ჟურნალისტური სასწაულის გარეშე საქართველოში ხო შანსი არაა, რამე დაიწეროს. ბოლო აბზაცი მინიმუმ შეკითხვას წარმოშობს და მაქსიმუმ - ზედა აბზაცებთან წინააღმდეგობაშია.

ანუ ყველა (ნებისმიერი) ბანკის ბარათით გადავიხდით მეტროში და ავტობუსში? თუ ქართული ბანკები, გარდა ოპერატორი ბანკისა, გადახდას შეზღუდავენ? კაცმა რო თქვას, რატომ უნდა შეზღუდონ?

Posted by: vatman 11 Sep 2018, 09:49
JSB14BSJ
QUOTE
ანუ ყველა (ნებისმიერი) ბანკის ბარათით გადავიხდით მეტროში და ავტობუსში? თუ ქართული ბანკები, გარდა ოპერატორი ბანკისა, გადახდას შეზღუდავენ? კაცმა რო თქვას, რატომ უნდა შეზღუდონ?

მე როგორც გავიგე, მაგალითად თიბისის/საქ.ბანკს/ვითიბი/ლიბერთი შეუძლია თავისი რომელიმე ბარათის გამოყენება შეზღუდოს ავტობუსში გატარებისათვის, თორე თვითონ აპარატის სისტემა შეზღუდვას არ აწესებს.

QUOTE
აპარატების დიზაინზე დიზაინერმა, ზვიად ციკოლიამ იმუშვა.

და რა საჭირო იყო ახალი დიზაინის შექმნა, როდესაც მზა პროდუქტი ყრია. ეხლა თუ არ ვცდები ჩეხურები აყენია ავტობუსებში

Posted by: JSB14BSJ 11 Sep 2018, 21:24
vatman
QUOTE
თიბისის/საქ.ბანკს/ვითიბი/ლიბერთი შეუძლია თავისი რომელიმე ბარათის გამოყენება შეზღუდოს ავტობუსში გატარებისათვის

მეც მანდ ვარ, რო რაღაც გენიალიტეტი გამოდის, თუ ჟურნალისტი სწორად წერს:
ჭკუათმყოფელმა ბანკმა რა ლოგიკით უნდა შეუზღუდო შენს ბარათზე ტრანსპორტში გადახდის ფუნქცია მომხმარებელს?
გინდა, რო წავიდეს შენი ბანკიდან და გადავიდეს სხვა ბანკში და პირდაპირ ვერ ეუბნები და ოფციებს აჭრი და ამწარებ?

Posted by: Ben_Joyce 11 Sep 2018, 23:09
QUOTE (vatman @ 10 Sep 2018, 18:10 )
Ben_Joyce
ისე მაგაზე ავტობუსიც არ დაამატეს, როდესაც ივნისში ხაზებზე 1-2 ავტობუსი დაამატეს.

არა რას ამბობ დაამატეს კი არა, გეგმით გათვალისიწინებულიც არ მოძრაობს, მაშინ როცა ამ ხაზს სჭირდება მინიმუმ სულ მცირე 4 ავტობუსი. დადის 3 და საოცრად. დანიშვნის დღიდან პრობლემაა და დანიშვნის დღიდან ხალხი დამატებას ითხოვს.

ძალიან გადატვირთული ხაზია და არ მესმის რატომ არ ამატებენ. ბევრ უფრო უპრობლემო უბანში გახსნეს ახალი მარშრუტები და დაამატეს ავტობუსები.

Posted by: vatman 12 Sep 2018, 09:56
JSB14BSJ
QUOTE
ჭკუათმყოფელმა ბანკმა რა ლოგიკით უნდა შეუზღუდო შენს ბარათზე ტრანსპორტში გადახდის ფუნქცია მომხმარებელს?
გინდა, რო წავიდეს შენი ბანკიდან და გადავიდეს სხვა ბანკში და პირდაპირ ვერ ეუბნები და ოფციებს აჭრი და ამწარებ?

მაგალითად: ლიბერთიმ აიღოს და საპენსიო პლასტიკური ბარათით აკრძალოს გადახდა.
ნუ ეს არც სატრანსპორტო კომპანიის და ამ შემთხვევაში არც საქართველოს ბანკის (როგორც აპარატების ოპერატორი) პრობლემა არ არის.

Posted by: MANMUS 12 Sep 2018, 13:02
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება.
„პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე“,- აცხადებენ მერიაში.

იმედია წესიერ ხალხს მოიყვანენ და ნორმალურად გადაამზადებენ , ზოგიერთემა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ტარება , ისე დაყავთ მინდება რო ვაგინო ხოლმე facepalm.gif (ქალბატონ მადონას არ ეხება რა თქმაუნდა)

Posted by: GEORGEXIII 13 Sep 2018, 02:04
user posted image




ეჰ..

Posted by: MANMUS 13 Sep 2018, 09:59

ნეტავ საქართველოში თუა შემორჩენილი ასეთი. მაგის შემდეგი იკარუსები მახსოვს რო ბევრი იყო თბილისში.

Posted by: mareim-mia 13 Sep 2018, 10:21
თბილისს მალე ქალი მძღოლებიც ეყოლება.

Posted by: Snow93 13 Sep 2018, 11:38
QUOTE (mareim-mia @ 13 Sep 2018, 10:21 )
თბილისს მალე ქალი მძღოლებიც ეყოლება.

კი გუშინ დავდე და რატომღაც წაიშალა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.

კურსები ჩატარდება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის“ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ავტოსკოლაში, სადაც მონაწილეები:

შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას
გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს
მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა)
ჩააბარებენ საქართელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ D მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას
სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე

სასწავლო კურსის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის ოქტომბერი

მეცადინეობები ჩატარდება მოქნილი გრაფიკით - მონაწილეთათვის სასურველ დროს, სხვადასხვა ჯგუფებში.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

არის საქართველოს მოქალაქე
შეუსრულდა 24 წელი
აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა
აქვს B კატეგორიის ავტომანქანის მართვის სამწლიანი გამოცდილება და არ ჰქონია სერიოზული დარღვევები (ავარია, მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.)
მზადაა სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში
მზადაა დაესწროს კურსს მთლიანად და ბოლოს ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა
მზადაა დასაქმდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, კომპანიის მხრიდან შეთავაზების მიღებისთანავე
კანდიდატთა შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების ხანგრძლივობას.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV/რეზიუმე და მოკლე განაცხადი, სადაც აღწერილი იქნება, თუ რატომ სურთ კურსში მონაწილეობის მიღება და რომ მზად არიან სრულად გაიარონ კურსი და დასაქმდნენ.

CV/რეზიუმე და მოკლე განაცხადი უნდა გაიგზავნოს მეილზე: echivadze@metro.ge და lmkheidze@metro.ge, სადაც სათაურში მითითებული იქნება „ავტობუსის მძღოლის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის“, ან შეგიძლიათ მოიტანოთ სატრანსპორტო კომპანიის სათაო ოფისში: ვაგზლის მოედნის #2

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 სექტემბერი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია აერთიანებს თბილისის ავტობუსებს, მეტროპოლიტენს, საბაგირო გზებსა და თბილისის პარკინგს. ამჟამად კომპანიაში 6,300 ადამიანია დასაქმებული, აქედან დაახლოებით 1350 ავტობუსის მძღოლია.

ავტობუსის მძღოლები სარგებლობენ შემდეგი პირობებით:

აქვთ გარანტირებული ხელფასი და სტაბილური გადახდის განრიგი
ჯანმრთელობის დაზღვევა
რეგულირებული სამუშაო საათები და ცვლები
დამატებითი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში.
გარდა ამისა, კომპანია ქალებს დამატებით პირობებსაც უქმნის:

ბონუსი „დედის დღეს“
შემცირებული სამუშაო საათები 10 წლამდე ასაკის შვილების დედებისთვის
დამატებითი ბონუსი ბავშვის შეძენის შემთხვევაში
თბილი და წამახალისებელი გარემო
თბილისის სატრანსპორტო კომპანია თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ყველას, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, და ცდილობს სამართლიანი სამუშაო პირობები შეუქმნას ყველა დასაქმებულ ადამიანს, რათა მაქსიმალურად წარმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი.
* * *
სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საბურთალოს რაიონში, მიროტაძის ქუჩაზე („დანიურ სახლთან") ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ავტობუსები N6, N47, N58 და N87 26 მაისის მოედნის გავლის შემდეგ, მოძრაობას კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე განაგრძობენ და პეკინის გამზირს ანა კალანდაძის ქუჩიდან დაუკავშირდებიან.

ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდგომ, ავტობუსები პეკინის გამზირზე გასვლას სააკაძის მოედნიდან შეძლებენ, ხოლო მიკროავტობუსები პეკინის გამზირისკენ „ჰოლიდეი ინნ“-ის წინ მდებარე პარკინგის გავლით მოძრაობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

Posted by: MANMUS 13 Sep 2018, 16:01
მგონი N87ს ქაშვეთის გვერძე რომ ჩადის იქვე 9 აპრილის ბაღთან მოხვევა უჭირს, არ ჯობია რომ პუშკინით ჩავიდეს ბარათაშვილზე?
პს N88 (TT-035-CB) უკანა მხარე ასეთ დღეში იყოuser posted image

Posted by: Marshmallo 13 Sep 2018, 17:49
QUOTE (eraz @ 13 Sep 2018, 16:01 )
user posted image

ეგ ნორმალურია უკვე ყველა ავტობუსში ეგრეა

Posted by: clockticker 13 Sep 2018, 23:50
მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს ავტობუსებტან smile.gif

Posted by: Snow93 14 Sep 2018, 11:54
QUOTE (Marshmallo @ 13 Sep 2018, 17:49 )

ეგ ნორმალურია უკვე ყველა ავტობუსში ეგრეა

ეჰ cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: MANMUS 14 Sep 2018, 12:18
QUOTE
ეგ ნორმალურია უკვე ყველა ავტობუსში ეგრეა

ყველაში არამგონია პირველი პარტიის ავტობუსი (001) მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2 წელია ხაზზეა ისეთი სუფთა იყო გამიკვირდა.
პს ვიღაც @@@@@@ წითელ ჩაქუჩებს იპარავენ მანებში mad.gif

Posted by: iviko18 14 Sep 2018, 14:29
QUOTE (eraz @ 14 Sep 2018, 12:18 )
პს ვიღაც @@@@@@ წითელ ჩაქუჩებს იპარავენ მანებში mad.gif

6 კამერა ტყუილად არის დაყენებული?

Posted by: Snow93 14 Sep 2018, 16:04
QUOTE (iviko18 @ 14 Sep 2018, 14:29 )
QUOTE (eraz @ 14 Sep 2018, 12:18 )
პს  ვიღაც  @@@@@@  წითელ  ჩაქუჩებს  იპარავენ  მანებში mad.gif

6 კამერა ტყუილად არის დაყენებული?

გადატენილ ავტობუსებში არ ჩანს ეტყობა

Posted by: Snow93 15 Sep 2018, 20:05
მალე დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს მძღოლი ქალები ეყოლება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია დასაქმების მიზნით მათ ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ სასწავლო კურსს სთავაზობს. მთავარი მოთხოვნაა, - კანდიდატი საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელსაც 3-წლიანი გამოცდილება და მართვის სუფთა ისტორია აქვს. პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფინანსური დირექტორის, ირმა არევაძის განცხადებით, ქალ მძღოლებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა.

„ქალი მძღოლები, რომლებსაც 10-წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ. ექნებათ გარკვეული დანამატები და ასევე, შვილის შეძენის შემთხვევაშიც მიიღებენ ფულად დახმარებას.

სამუშაო ადგილი 25 ქალისთვისაა. კონკურსში მონაწილე მინიმუმ 24 წლის ასაკის უნდა იყოს. უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა.

კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 21 სექტემბერია.

ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე ქალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ 12 სექტემბერს გაავრცელა

Posted by: TramwayMan 16 Sep 2018, 13:59
Snow93
iviko18
არაფერს იპარავენ დახსნილი აქვს პარკში ოფიციალურად დამჭერიანად და მერე ბოლტები ისევ დაჭერილი.

Posted by: MANMUS 16 Sep 2018, 17:23
დღეს დიდი ბოგდანი ჩიქობავაზე გაჩერებულ სასწრაფოს დაეტაკა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ტტც-ს რო კითხო მძღოლებს ამზადებენ facepalm.gif

Posted by: ფაშისტი 16 Sep 2018, 17:54
თანაფორუმელებო, გავაგზავნე მითითებულ მეილზე რეზიუმე, ვნახოთ იქნებ გამომეხმაურონ და მოვხვდე 25 გოგონაში. სიამოვნებით დავსაქმდებოდი ავტობუსის მძღოლად.

Posted by: Outdoor 17 Sep 2018, 00:37
მარშრუტკები რომ გვიხაროდა
48 მარშრუტკა ბლიაწ drug.giffacepalm.gif
ეგ და 74 ერთი მარშრიტით რომ დადიოდნენ ჰა




Posted by: vatman 17 Sep 2018, 00:45
QUOTE
მარშრუტკები რომ გვიხაროდა
48 მარშრუტკა ბლიაწ
ეგ და 74 ერთი მარშრიტით რომ დადიოდნენ ჰა

ეს კავზები წყნეთში რო დადიოდნენ მახსოვს და სად კიდევ გაუშვეს არც კი ვიცი....

და 128ა მაშრუტკა 0:59 წთ-ზე ეს ეხლანდელი 202 -ია?

Posted by: Outdoor 17 Sep 2018, 00:56
vatman
არ ვარ თბილისში მაგრამ 128 ჩემს სკოლასთან აჩEრებდა 55 და იქიდან აბაშიძიდან გლდანში მიდიოდა

Posted by: vatman 17 Sep 2018, 01:20
Outdoor
128 ეხლაც მასე დადის, მანდ 128ა არის ვიდეოში.

ოფფტიპიკია მარა:
111ა გახდა 201 (გაუქმებულია ეხლა)
141ა გახდა 207 (გაუქმებულია ეხლა)
61ა მგონი გახდა 186 (ესეც არ არსებობს)
3ა ეხლა 167 ნომერია


მალადეც ტტც-ს. ჩვეულებრივი განრიგი უკვე დადო საიტზე. up.gif

Posted by: MANMUS 18 Sep 2018, 11:29
კალაძე რაღაცას გვაბოლებს. ამასწინათ თქვა რომ 2019-ის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდებიან ყვითელი ავტობუსებიო, ჯამში 500 ახალი ავტობუსი შემოვაო, ცოტახანში გამოვაცხადებთ 220 ავტობუსიან ტენდერსო. 144+90+220=454 გამორიცხულია რომ ეს რაოდენობა თბილისს ეყოს. ანუ გამოდის რომ ბოგდანების რაღაც ნაწილს ისევ ექსპლუატაციაში დატოვებენ? spy.gif
* * *
ღამის ავტობუსებს რაც შეეხება არამგონია რომ გაამართლოს, მითუმეტეს როცა მანებს გაუშვებენ, გადააქცევენ ბომჟების გადასაყვან ტრანსპორტად, როგორიც 37-ია ღამის საათებში.

Posted by: rommel 19 Sep 2018, 12:19
eraz
პირველ ეტაპზე ყვითლებს ანაცვლებენ. 900 უნდა შემოიყვანონ სულ როგორც მახსოვს.

Posted by: Snow93 21 Sep 2018, 10:49
ღამის ავტობუსის საპილოტე პროექტი იწყება. დღეიდან ტრანსპორტი მგზავრებს, ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მოემსახურება.

ავტობუსი ყოველ ერთ საათში, მეტრო ახმეტელიდან სხვადასხვა ლოკაციის გავლით ვარკეთილის მეტრომდე იმოძრავებს.

ავტობუსს სპეციალური წარწერა ექნება და ის უკანა გზასაც იგივე მარშრუტით გაივლის. მგზავრობის ღირებულება კი 50 თეთრი იქნება.

სიახლე პროექტ "" ღამის ეკონომიკის"" ფარგლებში ხორციელდება.

Posted by: MANMUS 21 Sep 2018, 11:12
საბომჟეთად გადააქცევენ მაგ ავტობუსს.

Posted by: vatman 21 Sep 2018, 11:13
Snow93
QUOTE
ღამის ავტობუსის საპილოტე პროექტი იწყება. დღეიდან ტრანსპორტი მგზავრებს, ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მოემსახურება.

ბარემ გლდანის მასივში და ვარკეთილის მიკროებში ავიდეს. ჯერ ერთი ჩემი აზრით მგარი უაზრო მაშრუტი აქვს. ვახუშტის ხიდით მხოლოდ იმიტომ გადის მხოლოდ რო მანდ ღამის კლუბია. საღად მოაზროვნე დიდუბით და წერეთლის გამზირით გაუშვებდა დინამომდე.
და მერე ღამით რატო უნდა ამუშავო ახალი ავტობუსები, დააყენე ძველი ავტობუსები.

N37 გასაგებია, აეროპორტში დადის და გარკვეულწილად ქალაქის სახეს წარმოადგენს

Posted by: trendygirl.me 21 Sep 2018, 11:17
ჯარიმის გასაჩივრება სად ხდება?
ახლობელს გადახდილი არ გაქვსო, სისტემაში არ ფიქსირდებაო, არადა აჩვენა ონლაინ ბანკში გადახდა რო შესრულებულია, არ დაიჯერეს. 5 ლარი არაფერია, უბრალოდ პრინციპის ამბავია...

Posted by: MANMUS 21 Sep 2018, 11:21

მეც მაგას ვამბობ რომ შიგნიდან იქნება გაზუნტლულ-ჩაჯმული,დიდი ბოგდანი მაინც გაეშვათ

Posted by: Snow93 21 Sep 2018, 11:50
trendygirl.me
ბანკის ამონაწერი მიუტანე ტტც-ში.
vatman
საპილოტეაო და ღამის ეკონომიკისთვის ხდებაო, ზუსტად გადის მაგიტომ ახლა მარტო მასეთ მარშრუტს

იმედია შეცვლიან, გლდანელებს ვუთხარი ახლა და მოეწონათ ძალიან იდეა biggrin.gif

Posted by: suzgsxr 23 Sep 2018, 10:48
მძღოლის ხელფასზე და სამუშაო გრაფიკზე რამე ინფორმაციას ფლობთ?

Posted by: Snow93 23 Sep 2018, 11:03
პროფესიონალ ავტომრბოლელთა შორის დაგეგმილი შეჯიბრების - „თბილისის თასი 2018“ გამო, 23 სექტემბერს 11-დან 17:00 საათამდე კოჯორი-კიკეთის საგზაო მონაკვეთზე N106 ავტობუსი იმოძრავებს მცირედი შეფერხებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!

Posted by: ფაშისტი 23 Sep 2018, 21:51
იქნებ გამარკვიოთ ვინც საქმის კურსში ხართ, ქალ მძღოლთა მომზადების კურსებზე გავაგზავნე განაცხადი რეზიუმეთი, დამირეკეს პარასკევს, გადაამოწმეს მანქანის ტარების პრაქტიკა წლის მიხედვით, 6-7 წელი გამომდის, ბოლოს თქვეს კარგითო გადავამოწმებთო, ალბათ ნამდვილობას, და დაგირეკავენო.. ხომ არ იცით რა მელის წინ ? ))

Posted by: toyota12345 23 Sep 2018, 21:59
ფაშისტი

ფაშისტ სამწუხაროდ არ ვიცი შენი სახელი გოგონი, არაფერი არ გელის დაგირეკავენ და გაივლი ეტაპებს წარმატებებს გისურვებ.

Posted by: ფაშისტი 23 Sep 2018, 23:13
toyota12345
ქეთი მქვია..კარგით გასაგებია და გმადლობთ

Posted by: Snow93 23 Sep 2018, 23:58
ფაშისტი
მხოლოდ ის ვიცით რაც საიტზე და მერიის ფბ გვერდზე უდევთ... თუ რამე მეეჭვება პრობლემა იყოს რომ კითხო რა იქნება შემდეგ და რა სახის ტესტირება დაგჭირდება

Posted by: TramwayMan 24 Sep 2018, 17:22
შემდეგი ეტაპი ავტობუსების საყიდლად:

2016-2017 ვიყიდეთ:
144 ერთეული (12 მ სიგრძის) გაზი ევრო 6.

უკვე ვიყიდეთ: 2018
90 ერთეული (10,5 მ სიგრძის) დიზელი ევრო 6.

მომდევნო შესყიდვები:
220 ერთეული (სავარაუდოდ 8,6 მ) დიზელი ევრო 6
150 ერთეული (სავარაუდოდ 12 მეტრიანი) გაზი ევრო 6
90 ერთეული (სავარაუდოდ 12 მეტრიანი) ელექტრო.

Posted by: NVIDIA MAN 24 Sep 2018, 17:26
TramwayMan
ელექტრო ის სულ ბოლო თაობის მანი რო დაანონსდა ეგ იქნება?

Posted by: Marshmallo 24 Sep 2018, 17:50
QUOTE (TramwayMan @ 24 Sep 2018, 17:22 )
შემდეგი ეტაპი ავტობუსების საყიდლად:

2016-2017 ვიყიდეთ:
144 ერთეული (12 მ სიგრძის) გაზი ევრო 6.

უკვე ვიყიდეთ: 2018
90 ერთეული (10,5 მ სიგრძის) დიზელი ევრო 6.

მომდევნო შესყიდვები:
220 ერთეული (სავარაუდოდ 8,6 მ) დიზელი ევრო 6
150 ერთეული (სავარაუდოდ 12 მეტრიანი) გაზი ევრო 6
90 ერთეული (სავარაუდოდ 12 მეტრიანი) ელექტრო.

რომელი მოდელი ვიყიდეთ? არის სურათები?

Posted by: MANMUS 24 Sep 2018, 17:56
QUOTE
150 ერთეული (სავარაუდოდ 12 მეტრიანი) გაზი ევრო 6

სავარაუდოდ ისევ ამ მანებს იყიდიან რაც დადის.
QUOTE
90 ერთეული (სავარაუდოდ 12 მეტრიანი) ელექტრო

იმედია იმ ჩინურ ეურაბასებს არ შემოყრიან.

* * *
QUOTE
220 ერთეული (სავარაუდოდ 8,6 მ) დიზელი ევრო 6

მაგ ზომის არაა ის მანი შარშან პორტუგალიაში რომ ნახეს?

Posted by: TramwayMan 24 Sep 2018, 18:09
NVIDIA MAN
QUOTE
ელექტრო ის სულ ბოლო თაობის მანი რო დაანონსდა ეგ იქნება?

ვერ. მაგის სერიული წარმოება 2020-ის მეორე კვარტალიდან იწყება.

Marshmallo
QUOTE
რომელი მოდელი ვიყიდეთ? არის სურათები?

A47

QUOTE
მაგ ზომის არაა ის მანი შარშან პორტუგალიაში რომ ნახეს?

დიახ.

QUOTE
სავარაუდოდ ისევ ამ მანებს იყიდიან რაც დადის.

სავარაუდოდ.

QUOTE
იმედია იმ ჩინურ ეურაბასებს არ შემოყრიან.

იმედია biggrin.gif


Posted by: vatman 24 Sep 2018, 18:27
TramwayMan
QUOTE
220 ერთეული (სავარაუდოდ 8,6 მ) დიზელი ევრო 6

ამაზე ეჭვი მაქვს იქნება ბოგდანი.... biggrin.gif
ეძებენ შედარებით იაფ და ნორმლურ ვარიანტებს.... (ტტც-ს კანტორაზე არაა საუბარი biggrin.gif )


TramwayMan
QUOTE
ვერ. მაგის სერიული წარმოება 2020-ის მეორე კვარტალიდან იწყება.

მანი ელექტროში ჯერ ვერ არის მაინც. სოლარისი და მერსედესი უფრო აქტიურად არიან მაგ სეგმენტში. მგონი კამაზი და ბოგდანიც სჯობიან მაგ საქმეში biggrin.gif

Posted by: MANMUS 24 Sep 2018, 19:03
ამ ახალ მანებს თუ დიღმის ბაზაზე დააყენებენ დიდი ბოგდანების ნაწილს აფრიკის პარკში წაიყვანენ? spy.gif
ისე საინტერესოა სულ რამდენი პატარა ბოგდანია ჩამოწერილი, დიდები სულ 150 იყო თავიდან , ახლა 148 დარჩა. ერთს ვიცი რო ავარია მოუვიდა და ის ერთი სად წაიღეს?

Posted by: toyota12345 24 Sep 2018, 19:53
არ ვიცი რამდენათ მართალია ერთმა თქვა რუსული პაზიკების შემოყვანას აპირებენ საქალაქთაშორისო რეისებზე უნდა გაუშვანო სულ ახალი პაზიკები.

Posted by: sabasaba24 24 Sep 2018, 19:56
როდის აპირებენ კიდე დამატებას? თუ რასაც შემოიყვანნენ იმით ყვითლდება ჩაანაცვლებენ?

Posted by: TramwayMan 24 Sep 2018, 20:16
vatman
QUOTE
მერსედესი

მერსედესმა ერთ საცდელი გამოუშა სხვა არაფერი ავს არანაირი სერიული წარმოება.

QUOTE
მანი ელექტროში ჯერ ვერ არის მაინც

მანის ეგ სადელი ელ ბუსი ყველას სჯობნის მონაცემებით ისევე როგორც სალონით და სიმლავრით

eraz
ერთი დაიწვა


Posted by: Snow93 24 Sep 2018, 20:18
QUOTE (toyota12345 @ 24 Sep 2018, 19:53 )
არ ვიცი რამდენათ მართალია ერთმა თქვა რუსული პაზიკების შემოყვანას აპირებენ საქალაქთაშორისო რეისებზე უნდა გაუშვანო სულ ახალი პაზიკები.

spy.gif spy.gif spy.gif ოღონდ ეს არა

Posted by: MANMUS 24 Sep 2018, 20:27
მამენტ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი თბილსერვისიმა გაზელები შემოათრია, ბორჯომშიც ამასწინათ ახალი პაზიკი იყიდეს, დიდუბეშიც დგას ერთი ახალი

Posted by: Snow93 24 Sep 2018, 20:39
კი იფიქრებ კაცი რომ საქმე გაკეთდეს და სადაურიც გინდა იყოსო, მაგრამ რუსეთი სადაც ურევია ეგ არ მოქმედებს

Posted by: toyota12345 24 Sep 2018, 20:42
ეს მთავრობა მოსაშორებელია იმედია მალე ამათი ბოლო გაფართხალება იქნება, ნელ ნელა რუსეთის გუბერნიათ უნდათ რომ გადაგვაკეტონ და ჩეჩნეთის და დაღესტნის ბედი გავიზიაროთ........

Posted by: ფაშისტი 25 Sep 2018, 10:20
Snow93
კიდევ დამირეკეს გუშინ, პირადობის მონაცემები გადაამოწმეს.. დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

Posted by: vatman 25 Sep 2018, 10:48
TramwayMan
QUOTE
მერსედესმა ერთ საცდელი გამოუშა სხვა არაფერი ავს არანაირი სერიული წარმოება.

მერსედეს მაინც ყიდულობს უკვე ბერლინი, სოლარისზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, უკვე საკმაოდ ბევრგანაა ელექტრობუსის კვალობაზე. მანი მაგ მიმართულებით განსაკუთრებული სიახლე არ ჰქონია. მანი მხოლოდ 2020 წლისთვის აპირებს ელექტრობუსის სერიულში ჩაშვებას.

ამასობაში თუ დავუჯერებთ ფოტოს, ტტც ტესტავს თურქულ ისუზუს...

http://fotobus.msk.ru/photo/2054655/

ფაშისტი
წარმატებები...smile.gif

Posted by: toyota12345 25 Sep 2018, 10:51
ახლა სხვა სამსახურს ველოდები მაგრამ მეც გავაგზავნე თბილისის პარკინგის ვაკანსიაზე სივი, რავი ვნახოთ ის თუ არ გამოვა ეგ მაინც გამოვა და ისე ვინმემ ხომ არ იცით ხელფასი რამდენი აქვთ? არსად არ წერია

Posted by: Kublicha 25 Sep 2018, 11:10
QUOTE
ამასობაში თუ დავუჯერებთ ფოტოს, ტტც ტესტავს თურქულ ისუზუს...

http://fotobus.msk.ru/photo/2054655/

კვირას მთელი დღე კოჯორში ვიყავი და 106 ნომერზე მსგავსი არაფერი მოძრაობდა

Posted by: vatman 25 Sep 2018, 11:13
Kublicha
აგვისტოს ფოტოა, ანუ სავარაუდოდ გატესტეს უკვე biggrin.gif
მეც თავიდან არ დავაკვირდი თარიღს

ისუზუს წარმომადგენელი მგონი ჯითი გრუპია

Posted by: da_to 25 Sep 2018, 12:57
Kublicha
vatman

ვიზუალი კარგი აქვს ....

Posted by: TramwayMan 25 Sep 2018, 14:30
vatman
საქმე იმაშIა როგორ ავტობუსს უშვებ, ჯერ ჯერობით არსებული ელეტრობუსები დიდად ვერ დაიკვეხნიან ეკონომიურობით.

Posted by: alea iacta est 25 Sep 2018, 15:08
QUOTE
საქმე იმაშIა როგორ ავტობუსს უშვებ, ჯერ ჯერობით არსებული ელეტრობუსები დიდად ვერ დაიკვეხნიან ეკონომიურობით.


სამაგიეროდ არ აქვს გამონაბოლქვი და ხმა.

თუ მოხდება აკუმულატორების სერვისის სერტიფიცირებული ცენტრის გახსნა, რომელიც მოახდენს შეკეთებას და უტილიზაციას, ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს მუნიციპალურ ელექტრო ტრანსპორტს და არა მარტო მუნიციპალურს.
ასეთი სრულყოფილი ცენტრის არარსებობის პირობებში დიდი სისულელეა ასეთი ტექნიკის შეძენა.


Posted by: MANMUS 25 Sep 2018, 15:48
QUOTE
ჯერ ჯერობით არსებული ელეტრობუსები დიდად ვერ დაიკვეხნიან ეკონომიურობით.

მართალია, ტროლეიბუსები გვყავდა რომელიც ნაცბანდის ლუკმა გახდა,იმის მაგივრად რომ ამ სისტემისთვის ხელი შეევლოთ უკრაინული ნაგავი შემოათრიეს.

Posted by: vatman 25 Sep 2018, 18:54
alea iacta est
QUOTE
თუ მოხდება აკუმულატორების სერვისის სერტიფიცირებული ცენტრის გახსნა, რომელიც მოახდენს შეკეთებას და უტილიზაციას, ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს მუნიციპალურ ელექტრო ტრანსპორტს და არა მარტო მუნიციპალურს.
ასეთი სრულყოფილი ცენტრის არარსებობის პირობებში დიდი სისულელეა ასეთი ტექნიკის შეძენა.

რა სერვის ცენტრი...
სანამ არ შეიქმნება უფრო ტევადი და პატარა გაბარიტების ელემენტები, ელექტროავტობუსი იქნება ძვირი სათამაშო.... უახლოესი მომავალი 10-20 წელი მაინც იქნება გაზის და ჰიბრიდი ავტობუსების. წელს წლის ავტობუსი IAA-ზე გახდა მერსედესის ჰიბრიდი

http://www.interpressnews.ge/ka/article/513689-cqneti-kiketis-gzaze-avtobusis-xazi-agdgeba

წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსის ხაზი აღდგება

წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსის ხაზი აღდგება. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.
2014 წლის შესაბამის დადგენილებაში შესული ცვლილების მიხედვით, წყნეთი-კიკეთის გზაზე # 81 ავტობუსი ივლის, # 5 ავტობუსის ნაცვლად.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საჭირო გახდა ავტობუსის დანიშვნა.
"წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსი იქნება. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბეთანიის გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც სტიქიის დროს ჩამოიშალა. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი M3 კატეგორიის ავტობუსის დანიშვნა. როგორც კიკეთის, ასევე წყნეთის მცხოვრებლებს და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, რომ ამ ავტობუსით იმგზავრონ. ამაზე გამოყოფილია შესაბამისი სახსრები", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ხაზზე ერთი ავტობუსი ივლის.

Posted by: MANMUS 25 Sep 2018, 19:05
QUOTE
წყნეთი-კიკეთის გზაზე # 81 ავტობუსი ივლის, # 5 ავტობუსის ნაცვლად.

N5 სადღა ივლის

Posted by: alea iacta est 25 Sep 2018, 19:13
vatman
QUOTE
რა სერვის ცენტრი...
სანამ არ შეიქმნება უფრო ტევადი და პატარა გაბარიტების ელემენტები, ელექტროავტობუსი იქნება ძვირი სათამაშო.... უახლოესი მომავალი 10-20 წელი მაინც იქნება გაზის და ჰიბრიდი ავტობუსების. წელს წლის ავტობუსი IAA-ზე გახდა მერსედესის ჰიბრიდი

ჰიბრიდსაც იგივე სერვისი სჭირდება ელექტრო კომპონენტში რაც სრულად ელექტროს.

Posted by: vatman 26 Sep 2018, 10:07
alea iacta est
QUOTE
ჰიბრიდსაც იგივე სერვისი სჭირდება ელექტრო კომპონენტში რაც სრულად ელექტროს.

როგორ სჭირდება იგივე, როდესაც ჰიბრიდში ძირითადი მაინც შიდაწვის ძრავია და ელექტრო დამხმარეა. ცალკე დატენვა არ სჭირდება და მაგაზე დროს არ მოაცდენს.

eraz
QUOTE
N5 სადღა ივლის

N5 როგორც დადის დელისიდან წყნეთში, ისევ ისე ივლის

Posted by: Snow93 26 Sep 2018, 10:30
QUOTE (ფაშისტი @ 25 Sep 2018, 10:20 )
Snow93
კიდევ დამირეკეს გუშინ, პირადობის მონაცემები გადაამოწმეს..  დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის

კარგია გილოცავ! up.gif

Posted by: alea iacta est 26 Sep 2018, 11:22
vatman
QUOTE
როგორ სჭირდება იგივე, როდესაც ჰიბრიდში ძირითადი მაინც შიდაწვის ძრავია და ელექტრო დამხმარეა. ცალკე დატენვა არ სჭირდება და მაგაზე დროს არ მოაცდენს.

სერვისზე მაქვს საუბარი დატენვა რა შუაშია?

ჰიბრიდზეც იგივენაირად გამოდის მწყობრიდან აკუმულატორი როგორც ელექტროზე.

რაც შეეხება ჰიბრიდის მუშაობის პრინციპს - ელექტრო როგორც მინიმუმ 30-40% მაინც უნდა იღებდეს მონაწილეობას ტრანსპორტის გადაადგილებაში, სხვა შემთხვევაში ჰიბრიდს არანაირი აზრი არ აქვს.

Posted by: vatman 26 Sep 2018, 12:25
alea iacta est
სერვისი და აკუმულატორი აქ მეორეხარისხოვანია. სანამ ერთ დატენვაზე გავლილი მანძილი არ გაიზრდება და დატენვაზე მოცდენის დრო არ შემცირდება ეს იქნება ძვირიანი სათამაშო.
დიზელის და გაზის ავტობუსებს ყოველდღე კი არ ავსებენ. უმრავლესობას ჰყოფნის დაახლეობით 2-3 დღეს, რა თქმა უნდა გააჩნია ავტობუსის მოდელს და მაშრუტს

Posted by: TramwayMan 26 Sep 2018, 19:16
ეს ავტობუსი იყო საცდელად.

https://cdnd.isuzu.com.tr/catalogs/en/katalog-novociti-life.pdf

Posted by: tornikejan 27 Sep 2018, 16:22
QUOTE
ეს ავტობუსი იყო საცდელად.

https://cdnd.isuzu.com.tr/catalogs/en/katalog-novociti-life.pdf


თბილისში?

ხალხო ახალი გადასახდელი აპარატები დააყენეს და ზოგან აამუშავეს კიდეც, მაგრამ ყველა ბარათს არ ატარებს, ხო არ იცით როდის განაახლებენ ყველა ბარათისთვის?

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 16:48
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

დედაქალაქის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და პარკირების მოწესრიგების საკითხებზე გაამახვილეს.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, დედაქალაქისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება უმნიშვნელოვანესია, რაშიც EBRD მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრუნო ბალვანერა დედაქალაქის მერიას სამომავლო პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლობით დელეგაციასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, რომლის შემადგენლობაში ბანკის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი პირები და ბორდის წევრები იყვნენ. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და დაგეგმილი პროექტები. კერძოდ, ვისაუბრეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამაზე, რომლის ნაწილიც EBRD-მა უნდა დააფინანსოს. გარდა ამისა, გვაქვს თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა.

Posted by: sosoatis 27 Sep 2018, 16:50
ეს მონაცემები ამ საიტზე საიდან , ნომრებით ვინ კოდები და ა.შ. http://fotobus.msk.ru/list.php?did=9969

Posted by: Snow93 27 Sep 2018, 16:54
sosoatis
მგონი ტტც-ზე დევს ეგენი

Posted by: vatman 27 Sep 2018, 18:50
Snow93
sosoatis
რარაც ტენდერი იყო და მანდ იყო ვინ კოდები. მერე ვიღაცამ მაგ საიტზე შეიყვანა

Posted by: Snow93 28 Sep 2018, 09:33
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა. EIB-ის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებსა და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ დელეგაციის წევრებს მუნიციპალური პროექტები გააცნო, რომელთა შორის ყველაზე პრიორიტეტულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლება დაასახელა.

მისი თქმით, პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენთვის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი ავტობუსების პარკის სრულად განახლებაა. ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ და 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქში 500-მდე ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მხარეები უახლოეს მომავალში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც სატრანსპორტო სისტემის განახლებასთან დაკაშირებული სხვადასხვა პროექტის დაფინანსების საკითხები უფრო კონკრეტულად განიხილება.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა დედაქალაქის მერს პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

Posted by: MANMUS 29 Sep 2018, 12:51
ამაზე ვამბობდი რომ ვიღაც ნაბ####### შეგნებულად გლიჯავენ და იპარავენ, სურათზე თუ დაუკვირდებით ნახავთ რომ ეს არ გავს საგანგებოდ მოხსნილს, თან ჩანს რომ ცალკე რეზინითაც ყოფილა დამაგრებული.user posted image

Posted by: Marshmallo 29 Sep 2018, 13:17
ისე რატომ არ აშორებენ სტიკერებს უკანა შუშაზე, აღარ არი ახალი ავტობუსები. ö

Posted by: Snow93 29 Sep 2018, 13:47
eraz
რითიც დამაგრებულია მაგითი მოწყვეტა შეუძლებელია, ვიღაცა ნაბი***მა დანით გაჭრა და ჩამოაგდო facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif არავინ იყო დავიჯერო რომ დაეფარებინა თავზე ის ჩაქუჩი

Posted by: ჭოლო 30 Sep 2018, 10:42
90 ახალი ავტობუსი როდის გამოჩნდება ტიფლისის ქუჩებში მეგობრებო ხომ არ იცით?

Posted by: Mick-el-Angelo 1 Oct 2018, 10:05
ჭოლო
აგვისტოში დაიდო ხელშეკრულება და, თუ არაფერი მეშლება, დადებიდან 9 თვის განმავლობაში უნდა შემოიყვანონ, ეტაპობრივად.

Posted by: vatman 1 Oct 2018, 10:11
ჭოლო
Mick-el-Angelo
წელს არ იქნება

Posted by: toyota12345 1 Oct 2018, 10:26
ეს მთავრობა მალე უნდა გავუშვათ და მერე კი ვიცი რომ ყველაფერი უკეთესათ იქნება!!!!!!!!

Posted by: NVIDIA MAN 1 Oct 2018, 11:19
toyota12345
QUOTE
ეს მთავრობა მალე უნდა გავუშვათ და მერე კი ვიცი რომ ყველაფერი უკეთესათ იქნება!!!!!!!!

საიდან ასეთი დასვკნა?

ვის განიხილავ ახალ ძალად?

Posted by: MANMUS 1 Oct 2018, 18:02
მართალია, უბილეთო გადახდის სისტემა თბილისის ავტობუსებში აქამდეც ფუნქციონირებდა, თან მისი შემოღებიდან არც თუ ისე დიდი დროა გასული, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობამ სისტემის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ სიახლეს საქართველოს ბანკსა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომლის მიზანიც გადახდის სისტემის გამარტივებაა. მისი ერთ-ერთი მიმართულება სწორედ გადახდის აპარატების მოდერნიზაციაა.
ამ პროექტის ფარგლებში, გადახდის ახალი აპარატი ყველა ავტობუსში დამონტაჟდება, რაც საშუალებს მისცემს მოსახლეობას, მგზავრობის ღირებულება არამარტო საქართველოს ბანკის სამგზავრო ბარათით თუ მეტრომანით, არამედ ნებისმიერი საბანკო ბარათით გადაიხადოს.
ამჯერად ახალი სისტემა რამდენიმე ავობუსში სასტესტო რეჟიმში მუშაობს, უახლოეს მომავალში კი, ყველა ავტობუსში ამოქმედდება.
დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ, ბილეთიანი გადახდის აპარატი, როგორც ალტერნატივა, დარჩება.
ფულის მოღუნვის მორიგი მცდელობა ანუ გამოდის რომ შარშან ის აპარატები ტყუილად დააყენეს facepalm.gif

Posted by: toyota12345 1 Oct 2018, 18:08
NVIDIA MAN

ამ ქვეყანაში ხო ცხოვრობ? იმედია დანიიდან არ პოსტავ და თუ აქ ცხოვრობ წესით უნდა ხვდებოდე რა დონეზე აქვს დანძრეული ქვეყანას ყველა სფეროში, ესენი იმენა მოსაშორებლები არიან რამდენი წელია მთავრობაში არიან და ჯერ კიდევ ნაცებს აბრალებენ ისინი ხო აღარ არიან და რით ვერ დააყენეს ამ ჩემისებმა ქვეყანა ფეხზე? ვის ვხედავ ახალ ძალათ და იმას ვინც ყველაზე სერიოზული კონკურენტი იქნება ოცნების.
ამათმა იმედები ვერ გაამართლეს ახლა მეზარება წერა მაგრამ მოკლედ გეტყვი ქვეყანას დედა #####ნეს ძველი ბიჭები ისევ გარეთ პრავებს აკაჩავებენ ისევ წავიდა ხალხის ჩეხვა, ყველაფერი გაძვირდა დოლარს დედა #####ნეს!!!! რავი კიდე გავაგრძელო?????????????

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 10:51
ასე გააგრძელონ ამათ და ხალხი რომ მიუვარდება ერთ მშვენირე დღეს და თავზე დაახევს ყველაფერს იმ ნარკობარიგების აქციისგან განსხვავებით მერე გაიქცევიან ვისაც ***კი აქვთ და ვის დარჩება ხელისუფლება ძნელი წარმოსადგენი არაა...თუ იქამდე ჩრდილოელმა მეზობელმა არ გადმოწია საზღვარი საბოლოოდ

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2018, 11:16
toyota12345
სამწუხაროდ რეალობაა ეს და გეთანხმები თითოეულ სიტყვაში. თემასაც რომ დავუბრუნდეთ, სატრანსპორტო კოლაპსია ქალაქში, პიკის საათში მოთხოვნადი ხაზის ავტობუსში ვერ ახვალ, მარშრუტკებზე აღარ მაქვს საუბარი, დედა აღარ ჰყავთ ამ ტრანზიტებს. მე-7 წელი მოდის ამათი ხელისუფლების და ისევ ნაცების ნაყიდ დაფებს და ბოგდანებს აბრალებენ ამ სატრანსპორტო ჯოჯოხეთს.
ავტომობილზე მორგებული ქალაქი გახდა, რაც ძაან სამწუხაროა, როდესაც ამხელა ტურისტული პოტენციალის ქალაქი იხრჩობა იაფფასიანი იაპონური ნაგავის კვამლში და ელემენტარულად ქალაქის ტერიტორიაზე 1 კვადრატულ მეტრ მოვლილ გაზონს ვერ ნახავ. სირცხვილია! ტრანსპორტი კი შემოიფარგლება ჩამოსაწერი და ყველა ტექნიკური ნორმის დარღვევით მუდამ გადატენილი მარშრუტკებით და დაჟანგული ბოგდანებით (140 უკვე დალეწილი მანი ნამეტანი ცოტაა სურათის გაუმჯობესებისთვის).

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 11:23
Mick-el-Angelo
ავტომობილებითაც საშინელებაა გადაადგილება, ერთადერთი პლიუსი აქვს რომ სიცივეში და წვიმაში არ შეგაწუხებს გარეთ რაც ხდება და ზაფხულში არ აყროლდები სხვისი სუნით, თორემ საათობით გიწევს უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთში გზაზე სიარული, გუშინ სრულიად უწყინარ სიტუაციაში იმხელა საცობი იყო ყაზბეგის ბოლოში ნახევარი საათი ვიდექი გამრეკელზე ჩასახვევად.

დასანახავად მეზიზღება უკვე ეს ლილიპუტი იაპონური მანქანები თან უმეტესობაზე ქალი ზის!!!!!!!

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 14:17
QUOTE
140 უკვე დალეწილი მანი

მთლად 140 არა მაგრამ საკმაო რაოდენობაა დალეწილი და ეს არის ტეტეცეს ###ზემკიდიაობის და სირი მძღოლების ბრალი. 39ზე ერთი საერთოდ ატარებდა და თან პახოდუ ლობიანს უბაყუნებდა mad.gif

Posted by: alea iacta est 2 Oct 2018, 14:42
Snow93
QUOTE
დასანახავად მეზიზღება უკვე ეს ლილიპუტი იაპონური მანქანები თან უმეტესობაზე ქალი ზის!!!!!!!


შავი ჯიპები და 3+ ძრავიანი მანქანები კაცი მძღოლებით სიამოვნებას გგვრის? biggrin.gif

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2018, 14:53
Snow93
მანქანებითაც უჭირს სიარული, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურაც არაა. ჯერ კიდევ კომუნისტები აშენებდნენ ამ გზებს და არ ჰქონდათ გათვლილი, რომ თბილისში 1,5 მილიონზე მეტი იმოძრავებს ყოველდღე და ყოველ მესამეს მანქანა ეყოლება. დანარჩენი კი ყველაფერი მანქანებზეა მორგებული, გარეუბნებისკენ ტროტუარს ვერ იპოვი გასავლელად, პარკირებად აქვთ გადაქცეული ყველაფერი. გასასვლელი ადგილი აღარ დარჩა ქალაქში, ყველა პარკი და სკვერი გაანადგურეს და გთავაზობენ ისევ მანქანით ლისზე ან კუს ტბაზე ასვლას. საგიჟეთია, ქალაქი კი არა.
იაპონურ მანქანებშიც არაა მხოლოდ საქმე, საქმე იმაშია, რომ, თუ მართლა ევროპის ქალაქს გვინდა დაემსგავსოს ჩვენი ნატანჯი დედაქალაქი, კერძო ავტომობილების შეზღუდვის საკითხი უნდა დაყენდეს დღის წესრიგში ახლო მომავალში. ნუ რა თქმა უნდა, პარალელურად, ნორმალური ტრანსპორტიც უნდა გაჩნდეს ქუჩებში (ავტობუსი, ტრამვაი), ხალხს ალტერნატივა რომ შესთავაზო.
eraz
უმრავლეს შემთხვევაში მართლაც მძღოლების ბრალია. ჰოლანდიაში 20 წელი მომუშავე დაფები, ახლებივით რომ გამოიყურებოდნენ, 5 წელიწადში მოსპეს სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს მძღოლები მარტო ბოგდანებისთვის ვარგა, ძრავის და 4 ბორბლის გარდა რომ არაფერი აქვთ.

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 15:03
Mick-el-Angelo

ეგ დაფები რომ შემოიყვანეს მაშინ კი პატარა ვიყავი მაგრამ მაინც დავდიოდი ტრანსპორტით სკოლის მოსწავლე ვიყავი ახალივით იყო ასვლა გსიამოვნებდა თან რა რბილათ დადიოდა ბოგდანს ვერც შეადარებთ. ეეხ მაგარი დრო იყო სად იყო მაშინ ამდენი მანქანები ქალაქში გამოსვლა გსიამოვნებდა, ახლა კიდევ იმენა პიზდეცია თბილისში მანქანით კი არა ფეხით გამოსვლას კი სარისკოა...

ისე საინტერესოა ჩვენს მეზობელ ქვეყნების დედაქალაქებში ბაქოში და ერევანში ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა? ბაქოში კიდევ შეიძლება ჩვენზე უარესი იყოს იმ მხრივ რომ თბილისზე დიდი ქალაქია და მოსახლეობაც 2 მილიონზე მეტი არის აი ერევანი მაინტერესებს.

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 15:04
QUOTE (alea iacta est @ 2 Oct 2018, 14:42 )
Snow93
QUOTE
დასანახავად მეზიზღება უკვე ეს ლილიპუტი იაპონური მანქანები თან უმეტესობაზე ქალი ზის!!!!!!!


შავი ჯიპები და 3+ ძრავიანი მანქანები კაცი მძღოლებით სიამოვნებას გგვრის? biggrin.gif

კი განსაკუთრებით ტროტუარზე რომ არიან ხოლმე ასულები და უკანა ნაწილი დევს გზაზე მაგაზე ვგიჟდები ისე მსიამოვნებს, ზედ ნიშნის ქვეშ რომ აქვთ გაჩერებული და ჯარიმას ვერავინ უწერს მაგაზე რა მემართება აღარ დავწერ....


Mick-el-Angelo
მაგიტომ ვახსენებ იაპონურ მანქანებს, იმისთანები ყავთ ჩამოყვანილი თავის დროზე თვითღირებულება 500 დოლარს ძლივს აღწევდა, ახლა ასე თუ ისე შეზღუდეს მაგრამ კიდე შორია მაგათგან თავის დახსნა.

რამდენჯერ მქონია ჩემთვის გზაზე მივდივარ და მარჯვნიდან თან იმისთანა სივიწროვეში გამომიხტებიან ხოლმე თვალის დახამხამებაში საავარიო სიტუაციას ქმნიან. მეზობელს ყავს ჩემსას და ყველა მხრიდან გასმულ გამოსმული აქვს სულ კიდია არ აკეთებს

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 15:13
მოვიგონოთ უდროოდ წასულები givi.gif
user posted image

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 15:22
eraz
რაც მე 39 და 71-ის დამნიშნავზე მაქვს ნაგინები, ვარკეთილიდან ვაკეში დადიოდა და მაშინ ჩემთვის ერთადერთი ტრანსპორტი იყო ისნიდან ვაკეში რომ გავყოლოდი და სულ გადავსებული იყო ორივე.

მერე აღმოვაჩინე ცოტა ფეხით თუ ვივლიდი შემეძლო და 4 ნომერ მარშუტკას გავყოლოდი და აბაშიძიდან ჩავსულიყავი მზიურთან biggrin.gif მასე დავდიოდი წლები და მერე დავიკიდე რუსთაველის მეტროდან ავდიოდი პირდაპირ biggrin.gif

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2018, 15:49
toyota12345
ერევანი ჩვენზე უარესია, ბაქოც მთლად სამაგალითო არა მგონია იყოს, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ფული ბლომად ჰქონდათ წინა წლებში და ავტობუსები მაინც წესით ეყოლებათ ნორმალური.
Snow93
ასეთი ნაგავის გასაქრობად ტექ.დათვალიერებაც შემოიღეს თითქოს. მაგრამ აგერ ყვითელი მარშრუტკები როგორც ბოლავდნენ, ისე ბოლავენ.

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 15:51
Mick-el-Angelo

ეგ ძველი დაფები ჯობია ნებისმიერ ბოგდანს...

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 15:53
Mick-el-Angelo
კი ყოველდღე მაქვს მაგისი ნახვის ბედნიერება

დედაქალაქის მერმა აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა დამატებითი ადგილების გამოსაყოფად მუშაობას განაგრძობს.

„მგონია, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა. საზოგადოების მხარდაჭერით, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. პარალელურად, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ მეტროს ვაგონები და მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს სრულად განახლებული ავტობუსების პარკი ეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი უნდა გავხადოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში ყველაზე მოხერხებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2018, 15:53
eraz
რა ფოტოა ))) თან დაფებთან ერთად წარსულს ჩაბარებული 16 ნომერი. ქვემო ფონიჭალა - ვაგზალი. )) ეს მარშრუტებიც ხომ შეამოკლეს და გააქრეს ნახევარი, საცობებს ქმნიანო მახსოვს ამბობდა ვიღაცა ))) რომელ ჯანმრთელს მოუვა აზრად იმის თქმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საცობებს ქმნის, მაშინ როცა ნორმალურ ქალაქებში ბას ლაინები კეთდება და ყველანაირად ცდილობს მმართველობა ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვას.

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 16:01
ამას წინათ ვიყავი თეგეტაში ხუნდები მქონდა გამოსაცვლელი და დამტვრეული მანები ვნახე შიდა სადგომზე , ერთს უკანა მინა ჰქონდა ჩამსხვრეული საინტერესოა როგორ მოახერხეს, დანარჩენს კი უკანა მარცხენა მხარე ჰქონდათ მიჩათლახებული, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რომ ავტობაზაზე იმტვრევიან.

Posted by: Mick-el-Angelo 2 Oct 2018, 16:02
Snow93
განახლებაში რას გულისხმობენ გააჩნია. დღეს გვყავს 148 დიდი ბოგდანი და სადღაც 500 პატარა. ისინი ამ 650 ავტობუსს თუ უბრალოდ ჩაანაცვლებენ და აღარაფერს დაამატებენ, ეგ ამინდს დიდად არ შეცვლის. რა გადატენილებიც დადიან, ისეთები ივლიან, როგორი გაუკუღმართებული სამარშრუტო სქემაც აქვთ, ისეთივე იქნება. უბრალოდ ბოგდანის ნაცვლად ნაწილი მანი და ნაწილი რამე ისუზუ იქნება. მინიმუმ 1000 ავტობუსი უნდა თბილისს, და სამარშრუტო სქემის მოწესრიგება. მერე თანდათანობით მარშრუტკების შეზღუდვა და საჭირეობისამებრ ავტობუსების დამატება და, ასევე, ტრამვაის ექსპრეს ხაზებზე მუშაობა. ეს ჩემი აზრია, შეიძლება გათვლებში არ დამეთანხმოთ ))

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 16:04
ძველი დაფებიდან ყველაზე მაგარი ჩემთან დადიოდა 1 ნომერზე არ ვიცი რა ძრავი ედგა მასეთი დაფი თბილისში არ დადიოდა მძღოლიც ახალგაზრდა იჯდა აეროპორტის ხიდებიდან ვარკეთილამდე რო გაუჭიმავდა მესამე რიგში გაჩერებებსაც იკიდებდა რო გადაეკეტებოდა მაგარი კაცი იყო მაგრამ ახლა დღევანდელ მოძრაობაში ავტობუსით კი არა მსუბუქი მანქანით ვერ იზამ იმდენი მანქანებია.

Posted by: angelozistvaleba 2 Oct 2018, 16:08
კონდიციონერი რომ აქვტ გამორტული მერია ავალებს მაგას? ძაან იხუთება მაგ დროს ეგ ახალი ავტობუსები

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 16:10
ერთხელ ზუსტად მახსოვს 71 ნომერი ავტობუსის მძღოლმა ჩაიდინა უდიდესი გმირობა, 2009 წელი იყო რუსთაველი გადაკეტეს უცებ და ტიპმა ბარათაშვილზე თაღში(!!!) გაატარა ავტობუსი! მასეთ მძღოლს იმენა სიცოცხლის ბოლომდე პრემია უნდა დაუნიშნო.


Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 16:16
მე ის მევასებოდა გარმოშკა ავტობუსი რომ დადიოდა წრიულზე, აუ რა კაი დრო გამახსენეთ ჩემი თინეიჯერობის დრო. რაც მე ვერის ბაღში ღამეები მაქვს გათენებული მაგრამ კიდევ კაი მერე მოვშორდი ცუს წრეში და ვითომ ძმაკაცებს რო ვეძახდი ეგეთ ხალხთან სიარულის.....

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 16:17
ეჰ ეგეთი მძღოლები მილიონში ერთია, 39ის მძღოლებს მოუ###ნ დამსმელი ბარათაშვილზე კონკის მხარეს 1 კილომეტრში აჩერებენ გაჩერებაზე და ავა თუ არა ხალხი რო დაძრავენ პოლნი გაზს აძლევენ ეს ჩემისები და ავლაბრის აღმართზე ისე მიფრინავენ რო ლამისაა რიყეზე გადაქანდნენ.

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 16:20
ძველი დაფის სურათები კიდევ დაყარეთ თუ სადმე გაგაჩნიათ მაგრად მისწორდება biggrin.gif

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 16:30
აგერ ბატონო 2008წელი
user posted image
user posted image
user posted image
ესეც სასაფლაოზე
user posted image
user posted image

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 16:34
eraz

16 წლის ვიყავი მაშინ მაგარი დრო იყო, ნეტა ახლა ვიყო მასეთი ასაკის რამდენიმე რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში უნივერსიტეტში ჩავაბარებდი და უმაღლეს განათლებას მივიღებდი.

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 16:44
ხალხს მაშინაც უჭირდა და ახლაც სამწუხაროდ, მთავრობები იცვლებიან, ხალხის პრობლემები კვლავ იგივე რჩება, და თუ გონზე არ მოვლენ ესენი ედიკას და მიხოს გზას გაუდგებიან.

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 16:47
eraz

რატომღაც მგონია რომ მაშინ უფრო რაღაცას ჩალიჩობდა ხალხი და იმდენად მშიერი არ იყო, არ იყო ყველაფერი ასეთი ძვირი დოლარიც ნორმაზე იყო. ეს ბოლო წლებია მაგრად გაჭირდა ცხოვრება + მაგას არ იყო ამდენი უცხოტომელი შემოსული ახლა რომ გაიარო ძველ თბილისში ან პლეხანოვზე თუნდაც აღმაშენებელზე შეიძლება თავი რამე ისლამურ ქალაქში გეგონოს და ნაღდად არაა სასიამოვნო ამდენი თურქ, ირანელ. ერაყელ და ასე შემდეგ ჩამოსულების ყურება.......

Posted by: Snow93 2 Oct 2018, 16:49
დოლარის კურსმა და ინფლაციამ ყველას დანაზოგი და ქონება შეჭამა. ახლა რომ აქვს ხალხს დარხეული ასე 90-იანებში არ ქონიათ. მაშინ ხალხს ქონდა ფული მაგრამ საჭმელ-სასმელი ფიზიკურად არ იშოვებოდა.

იმიტომაც მოძლიერდა ბოლო პერიოდში სბანკო სისტემა აქ, ნებისმიერი მაქინაციის განხორციელებაა უმარტივესი, ადრეც ბლომად გაძარცვეს ხალხი და ახლა ხო საერთოდ

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 16:54
ერთი სიტყვით დღეს ძაან ტრაქში ვართ და კარგა ხანიც ასე ვიქნებით, ჯერჯერობით ადამიანს, რომელსაც რეალურად ხალხზე და ქვეყანაზე გული შესტკივა მე ვერ ვხედავ. ედიკას, მიშას, ბიძოს ბანდებმა გამოხრეს ეს ქვეყანა.

Posted by: toyota12345 2 Oct 2018, 16:56
ძველი ედიკას დრო დაბრუნდა დაიწყეს უკვე დაყაჩაღებები ტაქსისტების, ჩემთან უბანში მარშუტკებთან დადიან ყოველდღე ეს უბნის უსაქმურები ამათ ძველ ბიჭებსაც ვერ დავუძახებ და ჩაგრავენ ფულს თხოვენ და ეგეთები დაბრუნდა.

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 17:11

მომავალ წელს თბილისში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტშია აღნიშნული. საუბარია, 90 ერთეულ ევროპული სტანდარტების მქონე ელექტროძრავიან ავტობუსზე. მათგან 30 ერთეული 8 მეტრიანი, ხოლო 60 ერთეული 10 მეტრიანი ელექტროავტობუსი იქნება.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ავტობუსების მოწოდება 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

„დღეის მდგომარეობით, ქალაქს 560 ერთეული ავტობუსი ემსახურება, რეზერვის სახით მობილიზებულია 134 ერთეული. 560 ერთეული ხაზზე მომუშავე ავტობუსებიდან 120 რთეული 2016-2017 წწ შეძენილ CNG ტიპის ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალ ავტობუსს წარმოადგენს და რეზერვშია 24 ერთეული, შესაბამისად ჩასანაცვლებელი ავტობუსი რეზერვის გათვალისწინებით 550 ერთეულს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ელექტროძრავიანი მუნიციპალური ავტობუსების შესყიდვა, რომლის მიზანია საქალაქო ტრატრანსპორტის პარკის განახლება/შევსება ახალი ავტობუსებით,“-აღნიშნულია პროექტში.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ჯამური ღირებულება 73 მლნ ლარია. აქედან 2019 წელს პროგნოზით ავტობუსების შესყიდვაზე 65 მლნ, ხოლო 2020 წელს 8 მლნ ლარი დაიხარჯება.

Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 17:13
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 17:21
N1 და N3 პარკები ბოგდანების სასაფლაოდ როა გადაქცეული ალბათ ვერ ხვდებიან.

Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 17:54
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: _Sergi_ 3 Oct 2018, 10:36
ამონარიდი საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან

თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) პროექტის პროგრამული კოდი 55 12 05
განახლებული ავტოპარკი -150 ერთეული, 10 მეტრიანი, ევროპული სტანდარტების მქონე, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსი;

თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II- ელექტრო) (ADB) პროექტის პროგრამული კოდი 55 12 06
განახლებული ავტოპარკი - 90 ერთეული ევროპული სტანდარტების მქონე ელექტროძრავიანი ავტობუსი (30 ერთეული 8 მეტრიანი და 60 ერთეული 10 მეტრიანი);

Posted by: Marshmallo 3 Oct 2018, 17:18
DAF-ების განახლება შეეძლოთ ისევე როგორც ჰოლანდიაში ქნეს მაგრამ დალეწეს და აზრი?
* * *
Bogdan A092 არ არის საქალაქო ავტობუსი. იგივე ფასად შეეძლოთ ნახმარი O405N2-ები ეყიდათ და გაენახლებინათ რომელიც თითქმის იგივე დაჯდებოდა რაც ეგ ყველა ბოგდანი+მაგათი სერვისი წლების განმავლობაში

Posted by: MANMUS 3 Oct 2018, 17:49
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ თბილისის დაფებიდან 2 ცალი დღემდე ცოცხალია.

Posted by: Nickboy 3 Oct 2018, 17:57
_Sergi_
QUOTE
ამონარიდი საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან

თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II) (EBRD) პროექტის პროგრამული კოდი 55 12 05
განახლებული ავტოპარკი -150 ერთეული, 10 მეტრიანი, ევროპული სტანდარტების მქონე, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსი;

თბილისის ავტობუსების პროექტი (ფაზა II- ელექტრო) (ADB) პროექტის პროგრამული კოდი 55 12 06
განახლებული ავტოპარკი - 90 ერთეული ევროპული სტანდარტების მქონე ელექტროძრავიანი ავტობუსი (30 ერთეული 8 მეტრიანი და 60 ერთეული 10 მეტრიანი);


240 მოვთვალე... +90 წლევანდელი... ანუ 330

ჯანდაბას დავუმატოთ 140 რომელიც უკვე ნაყიდია = 470..

550-ს ჩავანაცვლებთო ახალი ავტობუსებით და უკვე დაზადნეს? baby.gif

Posted by: MANMUS 4 Oct 2018, 15:17
TT-006-CB ოფიციალურად არის N61-ის ავტობუსი და ყოველდღე სხვადასხვა ხაზზე რატომ დადის?

Posted by: Snow93 4 Oct 2018, 16:36
ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას; გამონაბოლქვის შემცირებას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კუჭავამ შეიტანეს.

Posted by: MANMUS 4 Oct 2018, 19:59
გუშინ N140 ჭავჭავაძეზე ავარიულებჩართული იდგა ცარიელი თან არც დამტვრეულის ეტყობოდა რამე. spy.gif

Posted by: Kublicha 4 Oct 2018, 23:00
eraz
გაუსვამდა ვიღაც. ალბათ ძაან უმნიშვნელო დაზიანება ქონდა და მაგიტომ ვერ შეამჩნიე

Posted by: MANMUS 4 Oct 2018, 23:13
სიმართლე გითხრათ მეეჭვება რომ ამ 90 მანის პირველი პარტია ამ წლის ბოლოსთვის მოესწროს. პირველ ეტაპზე კი ალბათ ამ მარშუტებს ჩაანაცვლებენ: 23, 33, 2, 25, 44, 55, 71, 6, 11. აქედან რომელიღაც უეჭველი იქნება.

Posted by: ფაშისტი 5 Oct 2018, 11:06
როგორც 46 შეცვალეს და დიდებზე დასვეს, ესე გააკეთონ 6 ნომერზე რა იქნება.. ლამისაა ძირი გაუვარდეს იმდენი მგზავრი ყავს 6 ნომერს, მინდელამდე ბევრი დაყვება, ძალიან კარგი მარშრუტი აქვს და იმიტომ.

ერთხელაც წავიწუწუნებ 78 ნომერზე და მორჩა smile.gif გვიშველეთ ზემო ვერა ვაკეზე ამსვლელებს smile.gif იმდენად ხშირად ვარდება რეისი ავტობუსის დაზიანების გამო, რომ ნახევარი საათიანი ლოდინი მიდის და მგზავრთა რაოდენობას 51-ე სკოლის ტერიტორია ვეღარ იტევს ))))))))

Posted by: MANMUS 5 Oct 2018, 18:49
N87 ის TT-062-CB ს წინა ნაწილი მძღოლს გაფორმებული ჰქონდა ხატებით და ჯვრებით facepalm.gif facepalm.gif ზოგიერთს 88სა და 140ზე საჭეზე სქელი ტყავი აქვთ გადაკრული. სიამოვნებით მივძუყნიდი ამ მძღოლებს vik.gif
პს საკმაოდ მორწმუნე ვარ მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.

Posted by: vatman 5 Oct 2018, 21:52
eraz
QUOTE
ზოგიერთს 88სა და 140ზე საჭეზე სქელი ტყავი აქვთ გადაკრული. სიამოვნებით მივძუყნიდი ამ მძღოლებს

ხო და რა მოხდა მერე?
სად პლასტმასზე ხელს მოკიდებ, სად ტყავზე. მგზავრობაში ვინმეს უშლის ხელს... ეგეთი ფაქტი უფრო მეტყველებს იმაზე, რო ამ ავტობუსის სმენებს მინიმუმ არ ჰკიდიათ ეს ავტობუსი და მალე დედას არ უტირებენ
ფაშისტი
QUOTE
როგორც 46 შეცვალეს და დიდებზე დასვეს, ესე გააკეთონ 6 ნომერზე რა იქნება.. ლამისაა ძირი გაუვარდეს იმდენი მგზავრი ყავს 6 ნომერს, მინდელამდე ბევრი დაყვება, ძალიან კარგი მარშრუტი აქვს და იმიტომ.

სანამ ახლები არ მოვა, მგონი მაგის შანსი არის 0. წესით აღარ უნდა იყოს თავისუფალი დიდი ბოგდანი.

ეხლა საღამოს N51-ზე, TT019CB-ს გაუსვეს ზუსტად წინა მარცხენა კუთხეში.

Posted by: Keti-Ket 6 Oct 2018, 23:10
ახალი გადახდის აპარატები რომ დაამატეს, შესაძლებელია ვიზა ბარათით გადახდა? და მაგ მეთოდით გადახდისას თუ მოქმედებს 1.5 უფასოდ მგზავრობის რეჟიმი?

Posted by: Kublicha 6 Oct 2018, 23:13
Keti-Ket
QUOTE
ახალი გადახდის აპარატები რომ დაამატეს, შესაძლებელია ვიზა ბარათით გადახდა?

"საქართველოს ბანკის" ყველანაირი უკონტაქტო ბარათი მოქმედებს. ვიზაც და მასტერქარდიც.
QUOTE
თუ მოქმედებს 1.5 უფასოდ მგზავრობის რეჟიმი?

კი, ჩვეულებრივად

Posted by: Promes 7 Oct 2018, 00:17
მარშუტკებიც რო გაზზე იყოს ვერა: დ მაგრად ბოლავენ.. იმედია დიზელის ავტობუსებს აღას შემოყრიან..

Posted by: MANMUS 7 Oct 2018, 06:50
დიზელის შემოდის მაგრამ ეს იქნება ეურო6 და არა ისეთი როგორიც ბოგდანებია

Posted by: ფაშისტი 8 Oct 2018, 08:43
დღეს ვარ დაბარებული ხილიანზე, ქალთა მძღოლთა მომზადების კურსზე პირადობა და ფორმა 100- მოიტანეო, მაგრავ ვერ ვთავისუფლდები სამსახურიდან sad.gif მეილიც მივწერე აღნიშნულ მისამართზე.. რა გავაკეთო არ ვიცი, თან წავიკითხე რომ 25 ქალიდან 10-მა შეიტანა განაცხადიო, მათ შორის ერთი მე ვარ sad.gif

Posted by: Snow93 8 Oct 2018, 11:20
ფაშისტი
პირადად თუ არ დაურეკე ან გაესაუბრე მეეჭვება გაარკვიო მასე რამე... გამოცდილი მაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა

Posted by: ფაშისტი 8 Oct 2018, 12:43
Snow93
გამოცდილება მეც მაქვს.. ეხლაც სტრუქტურაში ვმუშაობ.
დავრეკე ცხელ ხაზზე და საკონტაქტო ვერ მითხრეს იმ დაწესებულების (კომპანიის) სადაც უნდა მიმტეანა პირადობა და ფორმა-100.

Posted by: toyota12345 8 Oct 2018, 12:48
ფაშისტი

ქეთი გამარჯობა ერთი კითხვა მაქვს ფაშისტი რატომ გიწერია???? biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 8 Oct 2018, 13:02
toyota12345
იმიტომ რომ 2006 წელს ავყევი ყოფილ ცანცარა მეგობარს.. და აი ასე შემომრჩა. ნეტა იცოდე როგორ არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, ტიმს ვერ ვაწუხებ

ბოდიში ოფისთვის მოდერ.

Posted by: Snow93 8 Oct 2018, 13:11
ფაშისტი
მშვენიერი ნიკია biggrin.gif პროსტა ბევრია უეჭველი ფორუმზე ვინც შურით უყურებს მაგ ნიკს biggrin.gif

Posted by: toyota12345 8 Oct 2018, 14:42
Snow93

იმედია მე არ მიგულისხმე შურსო.))

ფაშისტი

იმედია გაივლი ყველა ეტაპს და დაიწყებ მუშაობას? ანუ ახლა სადაც ხარ მაგას ანებებ თავს და მძღოლობა გადაწყვიტე ხო?

Posted by: Snow93 8 Oct 2018, 15:42
toyota12345
შენ არა მარა ბევრი იუზერი მინახავს აქუარი სვასტიკებით სავსე რომ აქვთ ავატარი biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 8 Oct 2018, 16:15
toyota12345
თავს რატომ ვანებებ.. ვიმუშავებ ჯერ, იქნებ ვერ ვაბარებ გამოცდას, მთავარია მუშაობის შემდეგ მოვახერხო ხოლმე კურსებზე გაქცევა.. აი თუ ჩავაბარენ და დამასაქმებენ რატიმაც არ წამოვალ? 1700 ბავშვიან სკოლაში მანდატურად 400 ლარად ვმუშაობ..

Posted by: toyota12345 8 Oct 2018, 16:31
ფაშისტი

მეტი არ აქვთ ხელფასი მანდატურებს? მე მინდოდა მანდ ადრე მუშაობა და მითხრეს ნაცნობი თუ არ გყავსო (როგორც ხდება ხოლმე) ისე არ მიგიღებენო და შევეშვი საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ ეგრევე ვიცი ხელის ჩაქნევა ყველაფერზე არ ვარ მებრძოლი.

ამჟამად მეც უმუშევარი ვარ რამდენიმე ადგილას მაქვს სივი გაგზავნილი და ველოდები. კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებ.

Posted by: MANMUS 8 Oct 2018, 16:43
როდის ჩაძაღლდება ეს მენტალიტეტი რომ მარტო ნაცნობობაზეა დამოკიდებული პურის ფული გექნება თუ არა facepalm.gif

Posted by: toyota12345 8 Oct 2018, 16:50
eraz

ან ძალიან მოზგი უნდა იყო და ისეთი პროფესია გქონდეს რაც მოთხოვნადია და პურის ფული ყოველთვის გექნება, ან მეორე ვარიანტი იყიდე გაყიდე ხო იცი ეგ მაგრად მუშაობს საქართველოში, და მესამე თუ არაფერი არ იცი ან ცოტათი იცი საკმარისია გყავდეს ვინმე ახლობელი და დასაქმდები უპრობლემოთ მასეა სამწუხაროთ. და კიდე ეს უმაღლესი განათლების დიპლომი რა გახდა ასეთი იმ დღეს ვაკანსიებს ვათვალიერებდი და ყარაული უნდოდათ ანუ დაცვა ეწერა მაგრამ ყარაულს ვეძახი 300 ლარი ეწერა ხელფასი და აუცილებელი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაო. არის ზოგიერთი პროფესია სადაც მე უდიპლომო უფრო გავართმევ თავს ვიდრე ვინმე დიპლომიანი მაგრამ აქ დიპლომი თუ არ გაქვს ეგრევე იჩაგრები არ გაძლევენ საშვალებას რომ დასაქმდე მაგრამ ეგეც მოგვარებადია კარგი პატრონი თუ გყავს ვიცი ხალხი ვინც სკოლის ატესტატებით მაგარ თანამდებობებზე არიან....

Posted by: ფაშისტი 8 Oct 2018, 21:20
toyota12345
არა, მეტი არ გვაქვს. ნაცნობი არ ჭირდება, აქეთ იხვეწებიან კადრებს, უამრავი კადრი გვაკლია..

მოკლედ ვიყავი, ჯგუფში ჩავეწერე და 2 კვირა მოგვამზადებენ დ კატეგორიის თეორიისთვის, ვნახოთ პრაქტიკულზე რა იქნება.. მოგწერთ ყველაფერს

Posted by: Nescafe13 8 Oct 2018, 21:54
QUOTE
როდის ჩაძაღლდება ეს მენტალიტეტი რომ მარტო ნაცნობობაზეა დამოკიდებული პურის ფული გექნება თუ არა


არც არასდროს
ნელ ნელა ქვესკნელისკენ მიდის ქვეყანა გაუნათლებლობის მხრივ და ზუსტად მანდ დაგვერხევა

ნუ ისედაც დარხეული გვაქ

toyota12345

იცი რა მიკვირს აი დამსაქმებელი როცა 300 ლარს გიხდის
ხო უნამუსობაა
ეს ### სახელმწიფო კიდე არ ფიქრობს ვინ მუშაობს მაგ პოზიციაზე
შეიძლება 18 წლის სტუდენტი დაასაქმო მანდ 3-4 საათი ამუშაო რომ საჭმლის და გზის ფული მაინც ქონდეს თავისი
ვინმე აკონტროლებს კი მარა მაგ საქმიანობას ?
ყლეობაში ვცხოვრობთ და იმედია ასე დიდხანს არ გაგრძელდება down1.gif

Posted by: toyota12345 8 Oct 2018, 22:12
Nescafe13

მაგათ ყველას ერთი და იგივე პასუხი აქვთ არ გინდა წადი. უბრალოდ სარგებლობენ იმით რომ ბევრი უმუშევარი ადამიანია. იყო დრო 2013-2014 წლებში 920 ლარიანი სამსახური მქონდა საჯარო სამსახურში ვმუშაობდი უცოლშვილო კაცი ვარ და მაგრად მყოფნიდა აი იმენა ჩემ გემოზე ვიყავი მაგრამ ვიცი ხალხი რომ მაგ ხელფასზე არასოდეს არ იმუშავებენ და ისეთიც ვიცი ვისაც ენატრება ეგეთი ხელფასი და მაგალითაც მე ახლა ისე ვარ 600 ლარიანს და 500 ლარიანს ვეძებ მაგრამ რაც მე შემიძლია ისეთ სფეროში კაცი გინდა და 300 ლარიანი სამსახურები დაცვაში მაგალითად იხვეწებიან ოღონთ იმუშაო და ასევე კალონკებზე. გალფში ვიცი რომ მაგრად აპახავებენ თანამშრომლებს და სხვაგან არ ვიცი.. დიდი ხანი არავინ უჩერდებათ.

Posted by: MANMUS 9 Oct 2018, 08:56
ნიკორაშიც კარგად ხმარობენ კონსულტანტებს დღის ბოლოს იატაკს აწმენდინებენ

Posted by: Nescafe13 9 Oct 2018, 09:50
toyota12345

რა კომენტარი დავწერო sad.gif
ამ ქვეყნის დდშვც მე მარტო ტურისტებზე რომ ზრუნავენ ეს ###ები

Posted by: Snow93 9 Oct 2018, 10:15
Nescafe13
ტურისტებზე რომ ზრუნავდნენ კაკ მინიმუმ გზები არ იქნებოდა ამ დღეში.... ვიღაც თურქი ან არაბი რომ გაიგდო მარტო მაშინ ზრუნავენ

Posted by: ფაშისტი 9 Oct 2018, 10:48
Snow93
toyota12345
ნაღდად არ მიფიქრია რომ შურს ვინმეს ამ ჩემი ნიკის.. პირიქით მაგრად მრცხვენია ხოლმე..
სიამოვნებით მექნებოდა რამე სხვა, სასიამოვნო ან რამე ჩემი smile.gif


Posted by: Snow93 9 Oct 2018, 11:52
ფაშისტი
დაიკიდე biggrin.gif კაი ნიკია მე მომწონს

Posted by: MANMUS 11 Oct 2018, 21:51
ნეტავ N74 მარშუტის (წყალსადენის ქ.-სარაჯიშვილი) არსებობას რა აზრი აქვს 1 ავტობუსი დადის საათზე მეტი ინტერვალით, თან ნახევარი მარშუტი დაკატაობს იმიტომ რომ ქსნის ქუჩიდან წყალსადენამდე გაჩერება არ აქვს .
* * *
დღეს 71 ზე ვნახე ნახევრად ძირგაგდებული ბოგდანი biggrin.gif უკანა მხარეს ორფრთიანი კარები რო აქვს მაგ ადგილას იყო ჩავარდნილი და ქვეშიდან ჟეშტი ჰქონდა ამოკრული givi.gif

Posted by: rommel 13 Oct 2018, 12:29
ერთ ჩაინიკურ კითხვას დავსვამ.

სისტრას მიერ ტრამვაისთვის გაკეთებულ მარშრუტზე (მაღლივი-ორთაჭალა), შესახსრულმა ავტობუსებმა რომ იარონ მცირე ინტერვალებით არ გაამართლებს?

პ.ს-ვიცი რომ ტრამვაი სჯობს smile.gif

Posted by: MANMUS 13 Oct 2018, 12:56
შესახსრებული ავტობუსის ყიდვის თავი ნამდვილად არ გვაქვს მაგრამ ადრე დადიოდა 5 ნომერი დაფების დროს და ახლაც შესაძლებელია იმოძრაოს 12 მეტრიანმა ავტობუსმა.

Posted by: rommel 13 Oct 2018, 13:20
eraz
საიდან ეს ინფორმაცია?სადაც 600 000 გელას ვიხდით 12 მეტრიანში იქ შესახსრულის თანხასაც გამოვნახავთ. თანაც ბევრად მეტი მგზავრი გადაყავს, შესაბამისად არ გამოდის ძვირი.

Posted by: MANMUS 13 Oct 2018, 14:24
ნუ თუ მართლა შესაძლებელია მაგას რა ჯობია. ადრე მახსოვს 87ზე დადიოდნენ შესახსრებული დაფები.

Posted by: Snow93 17 Oct 2018, 15:48
თბილისის ავტობუსების მძღოლობისთვის 25-მდე ქალი ემზადება. მომავალი მძღოლები ახლა D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს გადიან. მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მონაწილეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე დასაქმდებიან.

მომავალი მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, მათ, ვინც მძღოლობა გადაწყვიტა და თან დედაა, თბილისის სატრანპორტო კომპანია ერთსაათიან საშეღავათო დროს აძლევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი ქალები ერთი საათით ნაკლები დროით იმუშავებენ. ქალ მძღოლებს დედის და ქალთა დღეებზე კომპანია ფულად პრემიებსაც გადასცემს.

მძღოლობის კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 25 წლის სოფო ტაბატაძეა. სოფოს მეუღლე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეა, სწორედ მან შესთავაზა სოფოს იდეა – გამხდარიყო ავტობუსის მძღოლი. მომავალ მძღოლებს ამ სფეროში 38-წლიანი სტაჟის მქონე მარგალიტა ნაროუშვილი რჩევებს აძლევს.

რა სიახლეები იგეგმება თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ

Posted by: suzgsxr 17 Oct 2018, 16:11
QUOTE
მძღოლობის კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 25 წლის სოფო ტაბატაძეა.



jump.gif jump.gif

Posted by: MANMUS 17 Oct 2018, 17:38
აბა ცხელ-ცხელი სიახლე 90ვე მანი თებერვლის ბოლომდე სრულად იქნება შემოყვანილი. წყარო:ტტც

Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2018, 11:50
აქ ეწერა, რომ 2019-იდან ელექტრობუსები შემოდისო, მერე მანებიო. გთხოვთ გამარკვიოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება მიიღეს და რა შემოდის, როგორ და რა სახით, თუ შემოდის საერთოდ რამე.

Posted by: ფაშისტი 18 Oct 2018, 11:56
suzgsxr
QUOTE
QUOTE
მძღოლობის კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 25 წლის სოფო ტაბატაძეა.



jump.gif jump.gif

კი ბატონო smile.gif როგორ ხართ? smile.gif მოკითხვა სოფოს

Posted by: toyota12345 18 Oct 2018, 12:01
ფაშისტი

წარმატებები შენ, იცოდე რომ მე პირადად მაგრად გგულშემატკივრობ და ვიცი რომ გამოგივა ყველაფერი.

Posted by: ფაშისტი 18 Oct 2018, 13:24
toyota12345
QUOTE
წარმატებები შენ, იცოდე რომ მე პირადად მაგრად გგულშემატკივრობ და ვიცი რომ გამოგივა ყველაფერი.

მადლობა smile.gif აბა ვნახოთ რა იქნება smile.gif

Posted by: NVIDIA MAN 18 Oct 2018, 15:04
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/2305518466401022/?__tn__=kC-R&eid=ARCUa-jVDyQKYz77ppiDzIVM7laz7hC2nhN7reAlPjvsz8T6OQtk4ew-1ISCkGJmEtWMPJ2oAFsQCXCZ&hc_ref=ARQzu5CerLKCz8-ZZikrkYefq1NMiNnyrguWqvuLepWuJS5i63M8XS3aovPEEjkX6C0&__xts__[0]=68.ARD132xvaCxkSwP33aO_1yD4XOYdJZagWeRUd0_DAX3f8R8UysCUnv8RB5uNQiQKiHiwhDMyP4bFf3iJZHYUAVnWBEgOGIvJ1JdLsa3ORJJTpsKDnWR3DkM1aE3MaXBgUbkF9c2AfECarqjui692Bnr8Lcqv2CEuaVk4Yd7sA_qI8hhcf694xeMUG7D-zORW38vZi4FX3rxjdUI_pq0q4go74mC98xS8vim2p7HR4lzKZQ1b4pXI

კალა ლაივში არჩევდა ავტობუსებს,


Posted by: da_to 18 Oct 2018, 15:41
QUOTE
კალა ლაივში არჩევდა ავტობუსებს,


დუბაისთვის რაც იყო დამზადებული მომეწონა ... მაგრამ მანი არ აწერია და სხვა ბრენდით უმზადებს თუ რა ხდება ???

user posted image

Posted by: vatman 18 Oct 2018, 15:55
QUOTE
კალა ლაივში არჩევდა ავტობუსებს,

18 მეტრიანებზე რა უაზრობა ილაპარაკა vis.gif

da_to
QUOTE
დუბაისთვის რაც იყო დამზადებული მომეწონა ...

კიტაიოზების ტავარს უფრო ჰგავს biggrin.gif
ფრანკფურტი ყველაზე მეტად მომეწონა, სალონი
და ლურჯი ფერი რატო არ მოწონთ...

Posted by: da_to 18 Oct 2018, 16:07
QUOTE
18 მეტრიანებზე რა უაზრობა ილაპარაკა


რაო რა თქვა, მაგას რა მასმენინებდა ვახვევდი biggrin.gif


Posted by: vatman 18 Oct 2018, 16:19
მოკლე შინაარსი მასეთია რო გრძელიაო და ჩვენი ქუჩებისთვის არ არისო, თუ გაუჭირდებაო რაღაც მსგავსი კონტექსტით.

ეხლა პროსტა ვერ ვახვევ ამ ადგილს ტელეფონზე..., ამას ამბობს წითელ გარმოშკა მანში რო ავიდა

Posted by: MANMUS 18 Oct 2018, 16:24
კალაძე ალბათ ჭურში იჯდა ესენი რომ აქ დადიოდნენ
user posted image
user posted image

Posted by: rommel 18 Oct 2018, 19:59
ორმაგად შესახსრული ავტობუსები დადიან ევროპის ქალაქების ქუჩებში და ჩვენთან ვერ ივლის 18 მეტრიანი???

კალაძე ატრაკებ და გიხარია.

და ნეტა ეს ფერი არ ააჭრელონ, მშვენიერია ლურჯი, უხდება კიდეც მანს.

Posted by: Marshmallo 18 Oct 2018, 20:26
da_to

ეგ ავტობუსი custom-ია მარა ყველაზე ახალი ვერსიაა.

----

ისე Gemilang აკეთებს ძაან მაგარ MAN-ებს და დაათვარიელეთ
* * *
თუ ახალ ფერს ირჩევენ, ძველი მანები უნდა შეღებონ მაინც, არ არის ლამაზი ერთი ლურჯი რომ იყოს და მეორე მწვანე

Posted by: MANMUS 18 Oct 2018, 20:43
რაღა ძველი შეღებონ ახლები ჩამოიყვანონ ლურჯ ფერში სხვა ფერი ძაან ააჭრელებს.

Posted by: brutal_88 18 Oct 2018, 21:18
კალაძე არის დებილი სოფლელი გოიმი.
რა ავტობუსი ვერ ივლის თბილისში???!!!
15 წუთი იბაზრა სლეობაზე თუ რა ფერის კანტები ჯობია, დიზაინი,დიზაინი, შეგვცთსა იმენა.
მაგდენ ლაყობაბს საქმეს მიხედე ბლიად, რა 18 მეტრინი ავტობუსი ვერ ივლის, ჰაერივით საჭიროა გარმოშკიანი ავტობუსები ბაგებიდან ბარატაშვილამდე მაგალითად.

არაფერია ამათგან არ გამოვა... ხიხოდ რომ ხარ დაბადებული არაფერი გეშველება.

Posted by: MANMUS 18 Oct 2018, 22:09
ერთი კითხვა მაწუხებს ამ ახლებს რომ შემოიყვანენ ყველას დიღომში ხომ ვერ დააყენებენ ჯერ ავტობაზები უნდა მოეწესრიგებინათ ამ უნიათოებს ან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში გზებს დედა რო არ ყავს არ იციან? თუ იციან და კიდიათ ლიჟბი შემოვიყვანოთო და რამდენიმე ხანში რო პატრონი ეტირება ამ ახალ ავტობუსებს ამაზე აღარ ფიქრობენ.

Posted by: Mick-el-Angelo 19 Oct 2018, 09:29
eraz
ხომ იყო გამოცხადებული #1 ავტოპარკის რემონტზე ტენდერი. წესით ახალი ნაკადის შემოყვანამდე უნდა გაერემონტებინათ პარკი აფრიკაში.

Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2018, 10:04
vatman

QUOTE
18 მეტრიანებზე რა უაზრობა ილაპარაკა


ეგ თქვი.

დავუდე კიდეც კომენტარებში:

ბრენდირებაზე თუ მიდგა საქმე, ერთ მხარეს საქართველოს, მეორეზე თბილისის დროშა და შესაბამისი ფერები ძალიან კარგი იქნებოდა. კი ბატონო, აჭრელდება, მაგრამ მაინც ძალიან ეფექტური იქნება. შესახსრული ავტობუსებიც არ იქნებოდა ურიგო. დისკომფორტი სულაც არ არის. ზოგიერთ მარშრუტზე შესახსრული ავტობუსი მშვენივრად ივლის.

Posted by: Snow93 19 Oct 2018, 10:14
თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. დედაქალაქის მოსახლეობას აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული, დიზელზე მომუშავე 90 ერთეული ავტობუსი რამდენიმე თვეში მოემსახურება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბოლომდე დედაქალაქის მერია დაახლოებით, 550 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2019 წლის ბოლოსთვის ვაპირებთ, ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლოთ. ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ამ ავტობუსებით გადაადგილება მგზავრებისთვის დისკომფორტია. 90 ავტობუსი, რომელიც თბილისში რამდენიმე თვეში შემოვა, საკმარისი არ არის. ამიტომ, გვინდა, 2019 წლის ბოლომდე დაახლოებით, 500-550 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელიც სხვადასხვა ზომის – რვა-ათი და 12-მეტრიანი (CNG–ძრავით (ბუნებრივი აირი), დიზელზე მომუშავე (ევრო–6), ელექტროავტობუსები) იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა MAN-ის ავტოპარკი დაათვალიერა და საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა. სავარაუდო ფერად მწვანე და თეთრის კომბინაცია დასახელდა.
„რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე ფერის იყოს. შეიძლება იყოს ორ ფერშიც, არ არის გამორიცხული. ამ ყველაფერზე ერთად ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. არ არის გამორიცხული, პროცესში ქართველი დიზაინერებიც ჩავრთოთ, რომ თბილისს ბრენდირებული ავტობუსები ყავდეს. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც უახლოეს მომავალში შევიძენთ, განსხვავებული იყოს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქს განახლებული ავტოპარკი ექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძე ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გერმანიის ქალაქ მიუნხენსაც ეწვევა, სადაც ავტობუსების დიზაინისა და ფერების შერჩევა მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, დედაქალაქის მთავრობა საზოგადოებასთან ერთად მიიღებს.

Posted by: _Sergi_ 19 Oct 2018, 11:17
ლურჯი რომ იყოს რა პრობლემაა, რათ უნდა ეხლა ამას გამოკითხვა და რეფერენდუმი.


Posted by: rommel 19 Oct 2018, 13:18
QUOTE
ბრენდირებაზე თუ მიდგა საქმე, ერთ მხარეს საქართველოს, მეორეზე თბილისის დროშა და შესაბამისი ფერები ძალიან კარგი იქნებოდა. კი ბატონო, აჭრელდება, მაგრამ მაინც ძალიან ეფექტური იქნება. შესახსრული ავტობუსებიც არ იქნებოდა ურიგო. დისკომფორტი სულაც არ არის. ზოგიერთ მარშრუტზე შესახსრული ავტობუსი მშვენივრად ივლის.


ეფექტური კი არა საშინელება იქნება. არაა საჭირო ამ დროშების ფერების მიხატვა ყველაფერზე. ძალიან უხდება ლურჯი ფერი მანს. თუ მაინც და მაინც ეკოლოგიურობას უნდა ხაზი გაუსვას, ადგეს და ერთი-ორი ფოთოლი მიახატოს (დიზელის ეკოლოგიურობა არ გაიშვას).

მეგონა კალაძეს გემოვნება მაინც ქონდა. რამ მოაწონა ეს წითელი ფერი. იმედია დატოვებენ ლურჯს.

Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2018, 13:25
rommel

მე პირადად ლურჯი-თეთრი-ცისფერის კომბინაცია მომწონს ძალიან. ეტყობა ჩემს ავატარსაც. ჩემი აზრით, ძალიან მოუხდებოდა ავტობუსებსაც და მეტროსაც.

Posted by: rommel 19 Oct 2018, 13:31
ქაფქიანა
მე მაინც მიმაჩნია რომ ერთი ფერის უნდა იყოს. ნუ რაღაცის პატარაზე მიხატვა კიდევ შეიძლება(ფოთლები, თბილისის ლოგო და ა.შ.). მთავარია წითლად არ შეღებონ smile.gif

Posted by: MANMUS 19 Oct 2018, 13:31
ჩემი აზრით ლურჯი ჯობს ყველაზე მეტად ავტოპარკი არ უნდა აჭრელდეს

Posted by: alea iacta est 19 Oct 2018, 13:41
QUOTE
ჩემი აზრით ლურჯი ჯობს ყველაზე მეტად ავტოპარკი არ უნდა აჭრელდეს


+1 მშვენიერია ლურჯი ფერი, ერთადერთი 41-თან რომ ასოცირდება ეგ მინუსი აქვს.

Posted by: Kublicha 19 Oct 2018, 13:54
რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ვარიანტი იქნება. ზოგს რა ფერი მოსწონს და ზოგს რა. არ შეიძლება ეგრე ნასკებივით ვცვალოთ საზოგადოებრივი ტრანსპრტის ფერი.
მერე ძველები ან უნდა გადაკრასკო (რაც საზიზღრობა გამოდის, რაც არ უნდა ხარისხიანად შეღებო), ან გექნება აჭრელებული პარკი.


Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2018, 13:55
rommel

წითელი მეც არ მომწონს. გამაღიზიანებელია. იმედია, შენც მსგავსი მიზეზის გამო არ მოგწონს და არა პოლიტიკური მიზეზით.

წითელს შინდისფერი სჯობს ბევრად. მშვიდი ფერია.

alea iacta est


ოცნების ატანა მეც არ მაქვს, მაგრამ მშვენიერია ეს ლურჯი ფერი ავტობუსებზე.

ისიც ვიცი, ნაცებმა ყვითელი ფერი რატომ აირჩიეს. ყველანაირ ამინდში, ,,დაჟე" ღამითაც, ყვითელ ფერს პირველი აღიქვამს ადამიანი. ყვითელი ავტობუსები შორიდანვე ჩანს. ეგ ანატომიაა. ცნობილია, რომ ადამიანის თვალი ყველაზე კარგად ყვითელ ფერს აღიქვამს, ჩვენი მზის ფერის გამო.

.........................


სატრანსპორტო კომპანიამ თავის გვერდზე, კომენტარებში დადო, რომ ის 90 ავტობუსი თებერვლის ბოლოსო.

თუ არ გაწელეს კიდევ...

Posted by: alea iacta est 19 Oct 2018, 14:41
ქაფქიანა
QUOTE
სატრანსპორტო კომპანიამ თავის გვერდზე, კომენტარებში დადო, რომ ის 90 ავტობუსი თებერვლის ბოლოსო.


წლის ბოლომდე 550 ავტობუსიო და უნდა დავიჯეროთ? smile.gif

Posted by: _Sergi_ 19 Oct 2018, 14:51
alea iacta est
QUOTE
წლის ბოლომდე 550 ავტობუსიო და უნდა დავიჯეროთ?

2019 წლის ბოლოზეა საუბარი smile.gif

Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2018, 15:02
alea iacta est


როგორც უკვე გიპასუხეს, 2019წლის ბოლომდეა საუბარი.


Posted by: alea iacta est 19 Oct 2018, 15:15
_Sergi_
ქაფქიანა

ხო აბა ამ წლის თებერვალი უკვე გასულია და წლის ბოლო რა თქმა უნდა მომავალი წელი იგულისხმება smile.gif givi.gif

Posted by: MANMUS 19 Oct 2018, 16:04
ამ ფორუმზე მაინც ვართ გემოვნებიანი ხალხი და ბარემ მერიის ფბ-ზე კომენტარებში ლურჯს მივაწვეთ რო მართლა არ ააჭრელონ biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2018, 16:23
https://www.facebook.com/news.on.ge/videos/286130138692222/

Posted by: rommel 19 Oct 2018, 18:57
ქაფქიანა
არა რა პოლიტიკური მიზეზით smile.gif უბრალდ არ უხდება მანს არც წითელი და არც ყვითელი. აი როგორც ჟიგულზე შავი ფერი არ მიდიოდა ეგრეა მანზე წითელიsmile.gif აკვდება ზედ ლურჯი. დატოვონ რაsad.gif

იქნებ ვინმემ გაბედოს და უთხრას ბნ. მერს, რომ თბილისში მშვენივრად ივლის ორ გარმოშკიანი ავტობუსებიც კი.

ამ ვიდეოს შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამათ ტრამვაის აღდგენა გეგმაშიც არ აქვთ sad.gif

Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2018, 19:00
rommel

წითელი ფერი საზოგადოებრივ ტრანსპორტს ზოგადად მართლა არ უხდება. მხოლოდ წითელი ანუ. თეთრთან და ნაცრისფერთან, შავთანაც, კი ხოშიანი კომბინაციაა.

ყვითელი-შავი მანი რომ იყო, წითელი ზოლით, ეგ მომეწონა. ,,დაჟე" კალაძესაც მოეწონა. უბრალოდ თქვა, რომ ყვითელი ავტობუსები ხალხს მობეზრდაო.

QUOTE
იქნებ ვინმემ გაბედოს და უთხრას ბნ. მერს, რომ თბილისში მშვენივრად ივლის ორ გარმოშკიანი ავტობუსებიც კი.

ამ ვიდეოს შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამათ ტრამვაის აღდგენა გეგმაშიც არ აქვთ


აუ, ჰო რა. შესახსრული ავტობუსიც მშვენივრად ივლის და ტრამვაიც.

იმედია, მივლენ მაქამდეც.

Posted by: MANMUS 19 Oct 2018, 19:01
რომელ გამოქლიავებულს უნდა მოუვიდეს თავში აზრად ეკოლოგიის გამო ავტობუსის ფერის არჩევა rolleyes.gif

Posted by: rommel 19 Oct 2018, 19:08
ქაფქიანა
ივლის რომელია, გაუკეთე ბასლეინი და იფრენს პირდაპირ. თან მანს ყავს შესახსრული ელექტრო ავტობუსი, 200 კმ-იანი რეინჯით. რომ იტყვიან კანფეტ..

Posted by: toyota12345 19 Oct 2018, 19:17
ქალების კონკურსი რომ გამოაცხადეს მძღოლების გასაგებია და კარგია მიხარია მაგრამ კაცებს როგორ იღებენ მანდ სამუშაოდ ან რა კატეგორია უნდა ქონდეს?

ნუ როგორ იღებენ ეგეც იასნია ნაცნობობით იქნება ვიღაცა ჯემალა უნდა გყავდეს ალბათ გარაჟში და ეგაა რა..........

Posted by: MANMUS 19 Oct 2018, 19:20
QUOTE
რა კატეგორია უნდა ქონდეს?

მგონი D კატეგორია

Posted by: vatman 20 Oct 2018, 18:30
toyota12345
QUOTE
კაცებს როგორ იღებენ მანდ სამუშაოდ ან რა კატეგორია უნდა ქონდეს?

როგორც მინიმუმ D კატეგორიის გარეშე არც კი მიგასუნინებენ, თუ გამოცდილების გარეშე ხარ, პატარა ბოგდანზე მეტს არ გაღირსებენ biggrin.gif

Posted by: PULSE 20 Oct 2018, 19:08
სატრანსპორტო სამსახურის უფროსი: "დედაქალაქისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს საავტობუსო ქსელის განვითარება. აქ ვგულისხმობთ, 8-მეტრიან, 10-მეტრიანი, 12-მეტრიან, 18-მეტირიან ავტობუსებს. "
http://kvira.ge/426053

კალაძესაც გააგებინოს რო დაეტევა თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსები biggrin.gif

Posted by: MANMUS 21 Oct 2018, 21:08
ამათ ხოარ ძმარავთ როდესაც ეს მანები შემოიყვანეს თქვეს რომ სულ 125 ივლის და დანარჩენი რეზერვშიო ახლა კიდე დააბერტყეს 110 დადისო ანუ 34მდე მანი გაჩერებული ყავთ, ამიტომაცაა ზედახორა.

Posted by: forum-ge 21 Oct 2018, 23:50
QUOTE
110 დადისო ანუ 34მდე მანი გაჩერებული ყავთ

დამტვრეულია ალბათ მაგ 34 დან დიდი ნაწილი

Posted by: MANMUS 22 Oct 2018, 06:15
QUOTE
დამტვრეულია ალბათ მაგ 34 დან დიდი ნაწილი

კი მაგრამ ქალაქში რო ავარია მოსვლოდათ ხო გავიგებდით და სად ინტვრევიან

Posted by: Ronyy 23 Oct 2018, 17:36
კალაძემ შემეშეალაო, თურმე 18 მეტრიანები გვჭირდებაო და შემოვიყვანთ გადაბმულ ელექტროავტობუსებსო smile.gif


Posted by: MANMUS 23 Oct 2018, 17:57
TT-091-CB ჯიგრულად აქვს უკანა მარცხენა მხარეს გასმული

Posted by: vaxo55 30 Oct 2018, 20:54
QUOTE
როგორ იღებენ მანდ სამუშაოდ ან რა კატეგორია უნდა ქონდეს?

კატეგორიები უნდა ასეთი:
ბიძაშვილი,ძმაკაცი, დეიდაშვილი .უპირატესობა ენიჭება,თუ დარეკილია მერიიდან მოთხოვნით შტატთან ერთად .
ისე რაის კატეგორია.

Posted by: toyota12345 30 Oct 2018, 21:35
ავტობუბში კონტროლიორები ჭირდებათო მაგრამ მაინც კაცი უნდა გყავდესო არადა ახლა ისე ვარ მაგრად მჭირდება სამუშაო ვფიქრობ და ვერ გამიგია როგორ შემიძლია მანდ დავიწყო მუშაობა./

Posted by: vaxo55 30 Oct 2018, 23:20
QUOTE
მაგრამ მაინც კაცი უნდა გყავდესო

"მაინც" ზედმეტია.უნდა გყავდეს!

Posted by: emre 1 Nov 2018, 00:18
ტრანსპორტს ეხება ესეც...
მტკვარზე თვითნაკეთი საშინელებები რომ არ დაცურავდნენ ხო შეიძლება?
რომელი წლის სურათია არ ვიცი
user posted image

Posted by: wrangler7 1 Nov 2018, 01:10
emre
ძველია აშკარად,ეგეთი გამწვანება სადღაა,მაგრამ რას ერჩი გემს? biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 1 Nov 2018, 08:39
toyota12345
QUOTE
მაგრად მჭირდება სამუშაო

მისამართზე მიდი მაგათთან და დატოვე სივი ან გაესაუბრე ხელმძღვანელობას, სადგურზე აქვთ სათაო როგორც ვიცი.
ეხლა მეორე ნაკადი დაიწყება ქალების.. ვისაც სურს, პრობლემა არ არის ..
აუ როგორ "გბალეშიკობ" არ იცი რომ დასაქმდე სადმე

Posted by: emre 1 Nov 2018, 10:26
wrangler7
არაფერს არ ვერჩი, ნეტა ახლაც დაცურავდნენ ეგეტები baby.gif

Posted by: toyota12345 1 Nov 2018, 11:43
ფაშისტი

მადლობა გენაცვალე, ერთ ახლობელს ყოლია მანდ ნაცნობი და გადარეკა ჩემზე და მიდიო დაწერე განცხადებაო. ახლა ველოდევი ვნახოთ.

Posted by: MANMUS 1 Nov 2018, 18:40
TT-036-CBს პრობლემა აქვს უკანა მხარეს რაღაც ხრიგინებდა

Posted by: PULSE 1 Nov 2018, 21:40
220 ცალ 8 მეტრიან ავტობუსზე გამოაცხადეს ტენდერი:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=282291&lang=ge

Posted by: MANMUS 1 Nov 2018, 22:24
ამათზე ხოარაა ეგ ამბავი?
user posted image

Posted by: TramwayMan 1 Nov 2018, 22:36
PULSE
დაბალი ფასი უდევთ და ნეტა მანებს აპირებენ კაეტანოს ქარხნიდან თუ იმ ისუზუს სიახინჯეებს ზაფხულში რომ დატესტეს

Posted by: PULSE 1 Nov 2018, 23:17
TramwayMan
ფასზე მეც ვიფიქრე, ცოტაა მანის 8 მეტრიანისთვის?

1 ცალზე გამოდის სადღაც 360 000 ლარი. 10 მეტრიანები რო იყიდეს, იქ 500 000 იყო.



Posted by: TramwayMan 2 Nov 2018, 00:33
PULSE
კი ნორმალური ფასია შესალოა სწორედ მანებზი იქნება.

Posted by: ფაშისტი 2 Nov 2018, 11:08
toyota12345
QUOTE
მადლობა გენაცვალე, ერთ ახლობელს ყოლია მანდ ნაცნობი და გადარეკა ჩემზე და მიდიო დაწერე განცხადებაო. ახლა ველოდევი ვნახოთ.

მიდი და გაგვაგებინე რას იზამ

Posted by: vatman 2 Nov 2018, 11:28
PULSE
QUOTE
220 ცალ 8 მეტრიან ავტობუსზე გამოაცხადეს ტენდერი:


2.2.1.4 მწარმოებელ კომპანისა ან პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჯამურად უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 10 ცალი შემოთავაზებული მოდელის ავტობუსი ევროკავშირის მასშტაბით.
ჩინეთი ხო გამოირიცხა და გამოირიცხა
უკრაინა/ბელორუსია თითქმის გამოირიცხა, მარა ЗАЗ და МАЗ-ს აქვს ევროკავშირში 8 მეტრიანი ავტობუსები მიწოდებული.
თურქები
მანი (და მის შასიზე ვინც აწარმოებს)
სოლარისი

ვსიო ვინაა კიდევ კანდიდატები?



Posted by: da_to 2 Nov 2018, 12:04
vatman
QUOTE
ვსიო ვინაა კიდევ კანდიდატები?


წესით სოლარისი (ალპინო ჯდება მგონი მოთხოვნებში) მანი და სავარაუდოდ თრქეთიდანაც ვინმე biggrin.gif

ისე არავის რატომ არ აინტერესებს ამ ევროს 6 სტანდარტის დიზელი რომ არ გვაქვს და მიანც რომ ყიდულობენ ამ ავტობუსებს ?!

Posted by: TramwayMan 2 Nov 2018, 13:34
da_to
QUOTE
ისე არავის რატომ არ აინტერესებს ამ ევროს 6 სტანდარტის დიზელი რომ არ გვაქვს და მიანც რომ ყიდულობენ ამ ავტობუსებს ?!

ამ აბვტობუსებისთვის ზიდულობენ სპეციალურად ევრო 6 დიზელს.

Posted by: vatman 2 Nov 2018, 14:41
TramwayMan
QUOTE
ამ აბვტობუსებისთვის ზიდულობენ სპეციალურად ევრო 6 დიზელს.

ვნახავთ, როგორ იყიდიან.....

თუ კანალს გაჭრიან, მეც მინდა ჩემი მანქანისთვის შესაბამისი საწვავი givi.gif

da_to
ისე წესით 200 ავტობუსისათვის მაგარი დაკა-დაკა უნდა იყოს

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის ავტორიზებული/ლიცენზირებული არანაკლებ 1 წლის მანძილზე მოქმედი სერვისცენტრი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში (კონკრეტული მისამართის (ადგილმდებარეობის) მითითებით), სადაც სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების სრული დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია.

მანი, მაზი და ისუზუ ეგენი 100% ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ

Posted by: da_to 2 Nov 2018, 17:55
TramwayMan
QUOTE
ამ აბვტობუსებისთვის ზიდულობენ სპეციალურად ევრო 6 დიზელს.


ხოო ? ჩვენც გაგვაგებნინე მერე smile.gif

QUOTE
მანი, მაზი და ისუზუ ეგენი 100% ამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ


ისე ივეკოსთან რა ხდება ? ჯი_თი მაგრა ცდილობს ივეკოს გაქაჩვას და .. ?!


ისე ღია ტენდერებში მეორეა ასეთი ღირებულების ტენდერი, შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებობის მანძილზე....

Posted by: vatman 2 Nov 2018, 18:09
da_to
QUOTE
ისე ივეკოსთან რა ხდება ? ჯი_თი მაგრა ცდილობს ივეკოს გაქაჩვას და .. ?!


მე რაც ვნახე მაგას ამ ზომის ავტობუსი არ ჰყავს, ამიტომაც არ დამიწერია.

ისე 12 მეტრიანებიც რაც კი მიმგზავრია ყველაზე მეტად iveco citelis მომეწონა.


Posted by: Kublicha 3 Nov 2018, 02:24
QUOTE
ისე ღია ტენდერებში მეორეა ასეთი ღირებულების ტენდერი, შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებობის მანძილზე....

I სახანძრო იყო?

Posted by: da_to 3 Nov 2018, 12:53
QUOTE
I სახანძრო იყო?


არა, ბათუმის სტადიონის მშენებელობის ტენდერი 101 მილიონიანი ....

Posted by: MANMUS 3 Nov 2018, 17:25
ბოლო ბოლო ლურჯ მანებსაც მწვანედ გადაღებავენ თუ გააჯაფსანდალებენ მთელ ავტოპარკს?

Posted by: Kublicha 5 Nov 2018, 22:35
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ავლაბრის ბასლეინმა საავტომობილო მოძრაობაზეც კი დადებითად მოახდინა გავლენა.
ყოველდღე მიწევს გავლა თან პიკის საათში და დამიჯერეთ ეგრეა.

ამას ორი ფაქტორით ვხსნი:
1) მარშუტკები აღარ დაძვრებიან ზოლიდან ზოლში, გაჩერებისას არ კვეთენ დანარჩენ ზოლებს და ამით არ ფერხდება ნაკადი
2) აქამდე 3 ზოლი (ოფიციალურად 2 იყო, მაგრამ 3 რიგად ადიოდნენ) ერთიანდებოდა 2 ზოლში შადრევანთან, რაც აკეთებდა ძაბრს. ეხლა ორი ზოლი რჩება ისევ 2 და აღარ ფერხება.

Posted by: Snow93 6 Nov 2018, 12:04
2019 წლის თებერვლიდან ყვითელ ავტობუსებს თბილისში MAN – ის ტიპის ავტობუსები ჩაანაცვლებს. მერიის გადაწყვეტილებით, ავტობუსების დიზაინის შერჩევაში თბილისის მოსახლეობაც მონაწილეობდა.
მერიის Facebook გვერდზე ე.წ. poll- ის მეშვეობით მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, მწვანე ან ვერცხლისფერი ავტობუსი აერჩიათ.გამოკითხვაში მონაწილეობა 27 300 მოქალაქემ მიიღო. აქედან 17 ათასმა ხმა მწვანე ავტობუს მისცა, ხოლო 9400 ვერცხლისფერს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქის მერია და რომელი ფერის ავრობუსებს შემოიყვანს, უახლოეს მთავრობის სხდომაზე გაირკვევა.

Posted by: MANMUS 6 Nov 2018, 13:19
მაინც გააჯაფსანდალეს facepalm.gif

Posted by: Marshmallo 6 Nov 2018, 22:02
ალბათ შეღებავენ ამ მანებსაც მწვანედ და მოგვარდება ჰაერის პრობლემა smile.gif

Posted by: Mick-el-Angelo 7 Nov 2018, 00:05
მანების თემიდან პატარა გადახვევა.
აღმოსავლეთის მარშრუტებს (2, 25, 55, 71 და სხვა) აუკრძალეს ბარათაშვილზე დგომა. შედეგად, ისედაც საცობების წყალობით არეული გრაფიკი, უარესად აერიათ. მიზეზი ისაა, რომ ბარათაშვილს ამახინჯებენო და ხელს უშლიან ვაკე-საბურთალოდან მომავალ სვეცკ მანებს. ეს ისევ ნათლად მიგვანიშნებს, რომ თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით, აღმოსავლეთის მარშრუტების მოკვეცა იყო სრული აბსურდი და ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს სწორია. იმ პირობებში, როცა არ გვაქვს წესიერი ჰაბი (მისთვის მომავალში გამოსაყოფი ტერიტორიაც რთულად წარმოსადგენია თბილისის დღევანდელ ცენტრში), როცა მგზავრთა ძირითადი ნაკადი ყოველდღე მიემართება ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, რითაც მარშრუტკები ხეირობენ (რომლებსაც ხსნიან ნელ ნელა), აუცილებელია აღდგეს აღმოსავლეთის მარშრუტები მათი თავდაპირველი სახით. იგივე ეხება ბევრ დასავლეთის მოკვეცილ ხაზსაც, მუხიანიდან, თემქიდან.
არ ვიცი, რა სატრანსპორტო გეგმაზე მუშაობენ მერიაში ამდენი ხანი და როგორი სპეციალისტები უმზადებენ მათ ახალ სამარშრუტო სქემას, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია აღდგეს ბევრი მარშრუტი, მათ შორის:
39 ბაგებამდე, 25 მაღლივამდე, 2 ვაგზლამდე, 71 მაღლივამდე, 55 ვაკე-საბურთალო, გაცოცხლდეს 97 (მხოლოდ 2 ნომერი ვერ ქაჩავს მგზავრთა ნაკადს პეპელადან, აფრიკიდან და მოსკოვის გამზირიდან), 98 ვაზისუბანი - ვაკე, 96 ვარკეთილი - საბურთალო, 93 წმინდა ბარბარეს უბნიდან.
ვიცი, რომ აქ უმრავლესობა ტრამვაის გაცოცხლებაზე ოცნებობს, მაგრამ მე რეალობის ფარგლებში ვხედავ მხოლოდ ამ გამოსავალს ამ ეტაპზე. ავტობუსებს ყიდულობენ საკმაოდ აქტიურად, რაც სწორია, მაგრამ ნორმალური სამარშრუტო სქემის გარეშე და შემცირებული მარშრუტკების ფონზე სიტუაცია დღითი-დღე მხოლოდ უარესდება. ამიტომ, სანამ ტრამვაის ქსელის შემქნამდე მივიდა საქმე, საავტობუსო მარშრუტების ოპტიმიზაცია უაღრესად მბიშვნელოვანია.

Posted by: MANMUS 7 Nov 2018, 07:14
ასევე აღსადგენია 5 ნომერი: 31 ქარხანა-მაღლივი საბურთალოს გავლით 55 ვაკიდან დადიოდა როგორც მახსოვს. საჭიროა 94 მუხიანი- მაღლივი, 75 მუხიანი- ბარათაშვილი სანაპიროთი რომ დადიოდა 86 მუხიანი-მაღლივი როგორც იყო. აღსადგენია 76 ვაგზალი-ლილო. 17 ნომერი სასურველია კვლავ ბაგებამდე დაგრძელდეს. 79 ძველი მარშუტით. 6 ნომერი პოლიტკოვსკაიას ქ.- ორთაჭალის ავტოსადგური როგორც იყო.

Posted by: iviko18 7 Nov 2018, 08:58
QUOTE (eraz @ 7 Nov 2018, 07:14 )
75 მუხიანი- ბარათაშვილი სანაპიროთი რომ დადიოდა.

75 თემქა-გაგარინი-ბარათაშვილი დადიოდა ფა ერთ-ერთი საუკეთესო ხაზი იყო რასაც კი თემქაზე ოდესმე უვლია, არც ხალხი აკლდა. რას ერჩოდნენ დღემდე ვერ გამიგია.

Posted by: vatman 7 Nov 2018, 10:28
Mick-el-Angelo
eraz
იმედია თქვენც რაც დაწერეთ არ განხორციელდება, ავტობუსის გინდ მიკროავტობუსის ხაზები მთელი ქალაქის გასწრივ არის სრული მარაზმი.
ერთადერთი რაც მე გავაკეთებდი ეს ექსპრესის მაშრუტები იმ უბნების გავლით სადაც მეტრო არ არის, ხო რა თქმა უნდა 2X ტარიფით.:
მაგალითად გლდანი-დიდი დიღომი-მაღლივი
ფონიჭალა-ბარათაშვილი-ვაკე/საბურთალო
31 ქარხანა-ბარათაშვილი-ვაკე/საბურთალო

ახალ ტენდერზე რა კითხვებს სვამენ rolleyes.gif

მიმწოდებელი1 ::

მოგესალმებით,
თუ შეიძლება, რომ განმიმარტოდ, რატომ არის ტენდერი გამოცხადებული, მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ავტობუსებზე, რომლებსაც ძრავი აქვთ განთავსებული ძარის უკანა ნაწილში?

Posted by: MANMUS 7 Nov 2018, 10:41
21 ნომერი TT-059-CB ამის გამკეთებელს ხო იქვე დედის ტრაკი უნდა დააფარო და ვინც გვერდზე ეჯდა ისიც ზედ უნდა დააყოლო. არ იმსახურებს ეს ხალხი ასეთ ავტობუსებს და რაგინდა რო ქნა ბოგდანების , მარშუტკების და პაზიკების დონეს ვერ გასცდნენ და კიდევ პრეტენზიები აქვთ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
user posted image

Posted by: Mick-el-Angelo 7 Nov 2018, 11:52
vatman
მარაზმია, როცა ქალაქში ჰაბი არ გაქვს და ხელოვნურად ყოფ ხაზებს. შედეგად, მარშრუტკებია ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტი ქალაქში. ავტობუსები კი გინდ არის, გინდ არა, სოციალურად დაუცველ ხალხზე მუშაობენ ძირითადად. რატომ უნდა ვცვალო ვარკეთილიდან 2 ან 3 ტრანსპორტი, რომ მივაღწიო ვაკემდე, როდესაც ვიცით, რომ ვაკე ძალიან მოთხოვნადი მიამრთულებაა და ვარკეთილის მგზავრთანაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი მამდ მიდის? როცა შესაძლებელია აღმოსავლეთიდან ბევრი მარშრუტის სანაპიროთი გაშვება იმავე საბურთალოზე და ვაკეში.
ამ მეტროზე კი ისე აპელირებთ, გეგონება ნიუ-იორკისხელა ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. ქალაქის ნახევარზე მეტს ვერ ფარავს, ინვალიდებზე გათვლილი საერთოდ არაა, ინტერვალების შემცირების "პრასვეტი" ნაკლებად აქვს და სხვა უამრავი პრობლემა აქვს. პიკის საათში ისედაც აუტანელია, ისე ივსება ვაგონები. და უმრავლეს შემთხვევაში ისევ გადაჯდომები გიწევს. რა საჭიროა ეს ყველაფერი, თუ ვიცით რომ, პირობითად ვაზისუბნიდან მგზავრთანაკადის 60% მიდის საბურთალოზე. რატომ უნდა აიძულო ამ ხალხს ძალზედ არაკომფორტულ პირობებში ცვალოს 3 გადატენილი ტრანსპორტი, თუ მარტივად მოაგვარებ ამ საკითხს რამდენიმე საავტობუსო ხაზით.
თბილისი არაა სამწუხაროდ კლასიკური მეგაპოლისის სტრუქტურის მქონე ქალაქი, გამოყოფილი გეოგრაფიული ცენტრით და განვითარებული მეტროს სისტემით. თბილისი გაწელილია მტკვრის გასწვრივ და ისე მოხდა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ერთ ბოლოშია, ხოლო კომპაქტურად დასახლებული გარეუბნები მეორეში.

Posted by: vatman 7 Nov 2018, 12:14
Mick-el-Angelo
QUOTE
მარაზმია, როცა ქალაქში ჰაბი არ გაქვს და ხელოვნურად ყოფ ხაზებს.

გვაქვს რამდენიმე ჰაბი: ბარათაშვილი, სადგურის მოედანი/გადასასვლელი ხიდი, ისანი, დიდუბე, ნაწილობრივ ახმეტელი.
QUOTE
ავტობუსები კი გინდ არის, გინდ არა, სოციალურად დაუცველ ხალხზე მუშაობენ ძირითადად.

რანაირად სოციალურ დაუცველ ხალხზე მუშაობს? მასეთი მიდგომით მეტროც მასეთ ხალხზე მუშაობს.

Posted by: Mick-el-Angelo 7 Nov 2018, 12:31
vatman
სერიოზულად წერ ჰაბებზე? ბარათაშვილი რანაირი ჰაბია? წინა პოსტში დავწერე, აუკრძალეს დგომაც კი. ჰაბი შუა ქუჩაში გაჩერების ადგილს არ გულისხმობს, სატრანსპორტო კვანძი უნდა იყოს, კომფორტულად რომ გადაჯდე სხვა ტრანსპორტში. ბარათაშვილს მეტროც კი არ უკავშირდება. დანარჩენი ჰაბები არაა საერთოდ, უბრალოდ ბოლო გაჩერებებია, სადღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ ბოლო გაჩერება. ცენტრალურ კვანძზე თუ გვაქვს საუბარი, იქიდან ქალაქის თითქმის ნებისმიერ წერტილში უნდა გადიოდეს ტრანსპორტი, ბევრ ევროპულ ქალაქში როგორცაა მაგალითად სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩვენთან კი რატომღაც აღმოსავლეთის მარშრუტები შუა ქუჩაში წყდება და მორჩა. მაგას თუ ჰაბს ეძახი, რა ვიცი მე..
* * *
QUOTE
რანაირად სოციალურ დაუცველ ხალხზე მუშაობს?

იმნაირად, რომ ვისაც 80 თეთრი ემეტება, პირდაპირ მარშრუტკით დაგაზავს სადაც მიდის. ბარათაშვილზე გადახტომების და გატენილ გაჩერებებზე ლოდინის გარეშე.

Posted by: vatman 7 Nov 2018, 12:44
Mick-el-Angelo
QUOTE
სერიოზულად წერ ჰაბებზე? ბარათაშვილი რანაირი ჰაბია? წინა პოსტში დავწერე, აუკრძალეს დგომაც კი.

სულ იყო მანდ , ტრანსპორტისათვის ბოლო გაჩერება. მიმდებარე ტერიტორიაზე სხვაგან ვერც გააკეთებ. ამიტომ მანდ პირველ რიგში გასაკეთებელი რაც არის, მეტროს ამოსასვლელის აშენებაა.
და დგომა რა შუაშია? თუ გრაფიკით განსაზღვრულ დროს მოდის ავტობუსი მოდის გაჩერებაზე და მიდის მე მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ
QUOTE
ცენტრალურ კვანძზე თუ გვაქვს საუბარი, იქიდან ქალაქის თითქმის ნებისმიერ წერტილში უნდა გადიოდეს ტრანსპორტი,

ეხლა მეტროს არსებობის შემთვევებაში სადგურის მოდანიდან რატო უნდა გადიოდეს ამგალიტად ავტობუსი გლდანში და ვარკეთილში. ზუსტადაც რო უნდა იყოს რამდენიმე ჰაბი.
გარდა ამისა მძღოლის ადგილზეც წარმოიდგინეთ თავი როდესავ ბრუნის ნახევარს (A წერტილიდან B წერტილამდე) ანდომებ 1.5-2 საათს რანაირია

მეტს მაგ თემაზე აღარ დავწერ wink.gif

Posted by: Mick-el-Angelo 7 Nov 2018, 15:13
QUOTE
თუ გრაფიკით განსაზღვრულ დროს მოდის ავტობუსი მოდის გაჩერებაზე და მიდის მე მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ

ეგრე რომ ვერ ხდება, ზუსტად მაგაზე იყო საუბარი. ბარათაშვილი ჰაბი არაა, ხელოვნურად ჩაკვეხებული ბოლო გაჩერებაა, სადაც თითო მარშრუტს არ გააჩნია განსაზღვრული გაჩერების ადგილიც კი, და გიწევს კილომეტრიან სიგრძეზე სირბილი აქეთ-იქეთ, ნეტავ 44 სადმე ხომ არ დგას. ეგაა ჰაბი? სულ ასეც არ იყო, მანდ იყო რამდენიმე ავტობუსის ბოლო გაჩერება. და არა 30ის.
QUOTE
რატო უნდა გადიოდეს ამგალიტად ავტობუსი გლდანში და ვარკეთილში.

იმიტომ რომ ჰაბია. იმიტომ რომ ვაგზალზე საკმაოდ დიდი ოდენობის მგზავრთანაკადი მიდის ყოველდღე ქალაქის ყველა უბნიდან.
QUOTE
მძღოლის ადგილზეც წარმოიდგინეთ თავი

მძღოლისთვის სულ ერთია. გადაბმულად ვარკეთილიდან კოლმეურნეობამდე და ისევ გაუჩერებლად ისევ ვარკეთილში გასვლა თუ ბაგებამდე სიარული და მანდ დასვენება ერთი და იგივეა. თან ბევრი მძღოლისგან გამიგია რომ ამ ბარათაშვილზე ძაან ცუდი სიტუაციაა და ურჩევიათ ძველებურად იყოს ყველაფერი.

Posted by: TramwayMan 7 Nov 2018, 15:22
Mick-el-Angelo
QUOTE
არ ვიცი, რა სატრანსპორტო გეგმაზე მუშაობენ მერიაში ამდენი ხანი და როგორი სპეციალისტები უმზადებენ მათ ახალ სამარშრუტო სქემას, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია აღდგეს ბევრი მარშრუტი, მათ შორის:
39 ბაგებამდე, 25 მაღლივამდე, 2 ვაგზლამდე, 71 მაღლივამდე, 55 ვაკე-საბურთალო, გაცოცხლდეს 97 (მხოლოდ 2 ნომერი ვერ ქაჩავს მგზავრთა ნაკადს პეპელადან, აფრიკიდან და მოსკოვის გამზირიდან), 98 ვაზისუბანი - ვაკე, 96 ვარკეთილი - საბურთალო, 93 წმინდა ბარბარეს უბნიდან.


ძალიან მაგარი სპეციალისტები მსოფლიოს წამყვანი ფირმებიდან. მოტ მაკდონალდი და სისტრა.

შენი ჩამოთვლილი მარშრუტებიდან არცერთი არ არის დასაგრძელებელი მაგ ფორმით.


Posted by: Snow93 7 Nov 2018, 15:27
თბილისის მერიამ 220 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.როგორც მთავრობის დღევანდელ სდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, მომავალ წელს თბილისის ავტოპარკს 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსი შეემატება.
„მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქში. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან დაიწყება მათი შემოყვანა. ეს არის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6 სტანდარტის MAN-ის ავტობუსები. ჩვენ გასულ კვირას ახალი ტენდერი 220 ერთეულ ავტობუსზე გამოვაცხადეთ, რომელიც იქნება 8-მეტრიანი. მომავალი წლიდან მათი შემოყვანა დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია. მომავალ წელს ვაპირებთ 150 გაზზე მომუშავე ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტრო იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

Posted by: Mick-el-Angelo 7 Nov 2018, 17:42
TramwayMan
ხოდა ვნახოთ რას დაწერენ და რამდენად კომფორტული გახდება თბილისში მგზავრობა ამ სქემის ამოქმედების შემდეგ. ორივე ხელით თანახმა ვარ, თუ მართლაც ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი აზრი გამოვთქვი, იმას კი არ ვიძახდი, რომ ჭეშმარიტებაა ბოლო ინსტანციაში. უბრალოდ საწინააღმდეგოს დასაბუთებული არგუმენტები არ გამიგია არასდროს. საავტობუსო მარშრუტი მოკლე უნდა იყოს - ლექსივით იმეორებთ. ეს აქსიომა არაა მეთქი, მაგას ვამბობ. თუ საჭიროა გრძელიც უნდა იტოს, და დღეს ეს საჭიროა. თბილისი არც პარიზი არაა და არც მით უმეტეს ბერლინი. აქ თავისი სპეციფიკაა, ბევრი ფაქტორით განპირობებული, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. იმედია, ასეც იქნება და ვნახოთ როგორ შეიცვლება სამარშრუტო სქემა.

Posted by: MANMUS 9 Nov 2018, 19:38
8 მეტრიანებზე რას ფიქრობთ მანები იქნებიან ისევ თუ უკრაინულ და ჩინურ ნაგავს უნდა ველოდოთ?

Posted by: JSB14BSJ 9 Nov 2018, 19:58
Snow93
QUOTE
თბილისის მერიამ 220 ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.როგორც მთავრობის დღევანდელ სდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, მომავალ წელს თბილისის ავტოპარკს 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსი შეემატება.
„მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქში. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან დაიწყება მათი შემოყვანა. ეს არის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6 სტანდარტის MAN-ის ავტობუსები. ჩვენ გასულ კვირას ახალი ტენდერი 220 ერთეულ ავტობუსზე გამოვაცხადეთ, რომელიც იქნება 8-მეტრიანი. მომავალი წლიდან მათი შემოყვანა დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვეცოდინება ვინ არის გამარჯვებული კომპანია. მომავალ წელს ვაპირებთ 150 გაზზე მომუშავე ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი ელექტრო იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

ისეა დაწერილი, ვითომმხატვრულად, რო კაციშვილი ვერ გაიგებს, როდის რომელ დროზეა ლაპარაკი - როდის გამოცხადდა 220 ავტობუსზე, როდის - 150-ზე, რომელია წარსული და რომელი - მომავალი და აქედან რომელ ერთობლიობაშია გაზი და რომელში - ელექტრო.

ლურჯი მანები, ახლა რაც დადის, CNG და ევრო-6, რამდენი ცალი შემოიყვანეს?

და ახლა ცხადდება 220 ერთეულზე და შემდეგ წელს გამოცხადდება 150 ერთეულზე და 90 ერთეულზე - სწორად ჩავხვდი, ხო?

ოღონდ აქედან ენერგიის წყარო რომელს რა აქვს, აღარ ვკითხულობ
facepalm.gif

Posted by: MANMUS 9 Nov 2018, 20:09
QUOTE
ლურჯი მანები, ახლა რაც დადის, CNG და ევრო-6, რამდენი ცალი შემოიყვანეს?

144 ცალია სულ

QUOTE
და ახლა ცხადდება 220 ერთეულზე და შემდეგ წელს გამოცხადდება 150 ერთეულზე და 90 ერთეულზე - სწორად ჩავხვდი, ხო?

220 ცალზე უკვე გამოცხადებულია
ის 150 ერთეული ალბათ MAN A21 LIONS CITY NL313 CNG EURO 6 იქნება ანუ ახლა რაც გვყავს იმნაირები, სხვა არამგონია რომ იყოს.

Posted by: ნიკა 14 Nov 2018, 15:37
user posted image
პეკინი მიცკევიჩის კვეთა. რავი ეს ნორმალური დროებია?

Posted by: MANMUS 14 Nov 2018, 18:19
21-ის მანს (071) რაღაც დაემართა დღეს ჭავჭავაძეზე იდგა ავარიულებჩართული ცარიელი პატრულთან ერთად არც გასმული და არც ნაავარიები არ ეტყობოდა spy.gif

Posted by: hadesnexus 14 Nov 2018, 20:17
QUOTE (ნიკა @ 14 Nov 2018, 15:37 )
user posted image
პეკინი მიცკევიჩის კვეთა. რავი ეს ნორმალური დროებია?

დედა აქვს ამათ ხელში მოდღნული განრიგებს. 3 წუთის ინტერვალიანი ხაზები 10-15 წუთში ერთხელ დადიან და 7-10 წუთიანი რაც იყო, ეხლა 25-35 წუთში ერთხელ დადის. და რათქმაუნდა გადაძეძგილია. აი ძაან დედა უტირეს რა, არადა ვერვიტან ამ მარშუტკებს და ეს მეტრო არ დადის ყველგან

Posted by: toyota12345 14 Nov 2018, 21:55
ისეთი საცობებია ქალაქში კიდევ კარგად დადიან ეს ავტობუსები, მძღოლი მეუბნებოდა ორი აბაროტით ნაკლებს ვაკეთებთ იმასთან შედარებით რასაც ადრე ვასწრებდითო. მთელი საქართველო და არამარტო საქართველო თბილისშია და რა გიკვირთ ტო.

Posted by: vatman 15 Nov 2018, 12:02
ბლ&Aდ

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=282291&lang=ge

იმედია შპს გრავიტა არ მოიგებს

იმედია ეს პირველი კანდიდატია და არა ერთადერთი - KARSAN ATAK

Posted by: Snow93 15 Nov 2018, 12:05
ვინ მოდიხართ აბა აქ? smile.gif მე თუ არ გამაჩერეს სამსახურში უეჭველი მოვალ

https://www.facebook.com/events/621901508242373/

Posted by: alea iacta est 15 Nov 2018, 12:23
vatman
QUOTE
იმედია შპს გრავიტა არ მოიგებს


ვისი წარმომადგენელია ცნობილია? facepalm.gif

Posted by: vatman 15 Nov 2018, 12:26
alea iacta est
QUOTE
ვისი წარმომადგენელია ცნობილია?

ხო წერია biggrin.gif
KARSAN ATAK

Posted by: da_to 15 Nov 2018, 13:43
vatman
QUOTE
ბლ&Aდ


ძაან არაპროფესიონალურად მომზადებული დოკუმენტაციაა ატვირთული biggrin.gif ...

რაღაც მეცნობა ეგ ბრენდი, მგონი მათე მოტორსმა ჩამოიყვანა მაგის პატარა ვითომ ავტობუსები ... biggrin.gif

Posted by: Nickboy 15 Nov 2018, 13:52
შედეგები როდის იქნება?

დღეს, როგორც ვიცი, განცხადების შეტანის ბოლო ვადაა baby.gif

Posted by: Kublicha 15 Nov 2018, 13:52
Snow93
QUOTE
ვინ მოდიხართ აბა აქ?  მე თუ არ გამაჩერეს სამსახურში უეჭველი მოვალ

https://www.facebook.com/events/621901508242373/

მე მოვდივარ აუცილებლად

Posted by: vatman 15 Nov 2018, 15:53
da_to
QUOTE
რაღაც მეცნობა ეგ ბრენდი, მგონი მათე მოტორსმა ჩამოიყვანა მაგის პატარა ვითომ ავტობუსები ...

კი, ეხლაც მაგის წინ დგას 2-3 მინიბუსი.
თურქეთში მაგის მაშრუტკებს მიაქვს იქაურობა, მაშრუტკის კვალობაზე ცუდი არ არის.

QUOTE
ძაან არაპროფესიონალურად მომზადებული დოკუმენტაციაა ატვირთული

დაგუგლე კომპანია biggrin.gif

ერთადერთი კითხვის ავტორი შპს "ივერია მოტორსი" პაზიკის გარდა არაფერი არ მოუწოდებია ავტობუსებიდან givi.gif

Posted by: MANMUS 15 Nov 2018, 15:54
ტენდერის მონაწილეები არ არიან ცნობილნი?

Posted by: PULSE 15 Nov 2018, 17:49
სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებად აქვთ შეთავაზებული rolleyes.gif

Posted by: TramwayMan 15 Nov 2018, 20:20
შეისაძლოა დისკვალიფიკაცია მისცენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ახალი ამბავია თუ

Posted by: MANMUS 15 Nov 2018, 23:00
შანიძის ქუჩაზე მიწა ჩანგრეულა და პატარა ბოგდანის უკანა ბორბალი მოიყოლა biggrin.gif

Posted by: Snow93 16 Nov 2018, 17:40
მოქალაქე გიორგი ზოიძე თბილისის ყვითელ ავტობუსში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ მგზავრს ქოლგა აქვს გაშლილი. ზოიძის თქმით, ფოტო N15 ავ­ტო­ბუს­შია გადაღებული, ქოლგის გაშლის მიზეზი კი, სატრანსპორტო საშუალების სახურავიდან წვიმის წყლის გაჟონვა გახდა.
ეს ფაქტი “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ დაზიანებული ავტობუსი ხაზიდან მოიხსნა და შეკეთდება.
“ეს ინფორმაცია რეაგირებისათვის ავტობაზას გადავეცით. ყოველთვის ვამბობთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩასანაცვლებელია, ამიტომაცაა, რომ ტრანსპორტი მერიის მთავარი მიმართულებაა.”- აღნიშნეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

Posted by: MANMUS 16 Nov 2018, 17:49
QUOTE
დაზიანებული ავტობუსი ხაზიდან მოიხსნა და შეკეთდება.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif არ უშველის ხაზიდან მოხსნა მაგ დიდ ბოგდანებში შემოყვანიდან რამდენიმე თვეში უკვე წყალი ჩამოდიოდა და იმის მერე 10 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მაგ ავტობუსებში ყოველი წვიმის დროს ისე წვიმდა შიგნით როგორც გარეთ givi.gif ყველა დიდი ბოგდანი ასეა gigi.gif

Posted by: vatman 16 Nov 2018, 18:14
QUOTE
სატრანსპორტო საშუალების სახურავიდან წვიმის წყლის გაჟონვა გახდა.

სახურავიდან კი არა, კონდიციონირების სისტემიდან წვეთავს ძირითადად

Posted by: MANMUS 16 Nov 2018, 19:04
https://www.youtube.com/watch?v=EprlYHVD3os ესეც სამარცხვინო თბილისური ტრანსპორტის შესახებ. ცოტა ძველია მარა არაუშავს.

Posted by: Kublicha 16 Nov 2018, 23:22
vatman
QUOTE
სახურავიდან კი არა, კონდიციონირების სისტემიდან წვეთავს ძირითადად

ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ ახალ ფოტოზე იყო ლაპარაკი, და რა დროს კონდიციონერია ეხლა.

Posted by: vatman 16 Nov 2018, 23:44
Kublicha
QUOTE
ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ ახალ ფოტოზე იყო ლაპარაკი, და რა დროს კონდიციონერია ეხლა.

რა ახალ ფოტოზე?

ცოტა არაზუსტად დავწერე. ანუ წყალი კონდიციონერის სისტემიდან კი არ წვეთავს, არამედ წვიმის წყალი ხვდება კონდიციონერში და მერე სალონში ჰაერის დეფლექტორებიდან წვეთავს, , ერთხელ საერთოდ ავტობუსის შუაში განთავსებული დიდი დეფლექტორიდან წვეთავდა. სავარაუდოდ კონსტრუქციის ბრალია.



ბორჯომის 3 ახალი ავტობუსი:

user posted image

Posted by: da_to 17 Nov 2018, 00:14
QUOTE
ბორჯომის 3 ახალი ავტობუსი:


სამარყანდია ხო biggrin.gif ?

Posted by: vatman 17 Nov 2018, 00:23
da_to
QUOTE
სამარყანდია ხო  ?

კი

ბაზა მგონი იგივეა, რაც თბილისის კანდიდატს.

ბორჯომის ძველი ისუზუებიც სამარყანდიდანაა

Posted by: TramwayMan 17 Nov 2018, 00:45
vatman
da_to
5 შემოუყვანიათ.
ფაქტია ორი სხვადასხვა მოდელია, რომელი რამდენი იყიდეს არ ვიცი.

ეს
http://www.samauto.uz/en/products/bus/city/560/

და

ეს
http://www.samauto.uz/en/products/bus/intercitybus/1424/

vatman
QUOTE
ბაზა მგონი იგივეა, რაც თბილისის კანდიდატს.

შესაძლოა მაგრამ მაღალი ბორტები უჩანს იმ დაბალძირიან ვარიანტს. თბილისის პრეტენდენტ ატაკთან შედარებით

Posted by: iviko18 17 Nov 2018, 10:55
QUOTE
ბორჯომის 3 ახალი ავტობუსი:

ყოჩაღ ბორჯომს, ბოლო წლებში 12-15 ახალი ავტობუსი შეიძინეს, თავისთვის უჩუმრად, ზედმეტი რეკლამირების გარეშე.

Posted by: MANMUS 17 Nov 2018, 15:30
ამასობაში ვიღაც ახვარი დადის მანებში და ჩაქუჩებს იპარავს vik.gif vik.gif vik.gif საკმაოდ ბევრშია უკვე მოპარული თან ძირითადად უკანა მხარეს.

Posted by: toyota12345 17 Nov 2018, 15:33
eraz

ძველი თბილისის ბიჭებმა (პოლიცია) ერთი დაიჭირეს მაგის გამო კონკასთან კოლმეურნეობაზე

Posted by: MANMUS 17 Nov 2018, 15:40
toyota12345
მე როცა მიწევს მგზავრობა ვერცერთხელ ვერ შევამჩნიე ეს შემთხვევა რომ სიფათი ამეხია მაგის გამო, წარმოიდგინე როგორ უნდა გექავებოდეს ხელები რომ საგანგებოდ მიკრული დაჭერილი ჩაქუჩი ავტობუსში მოაძრო და მოტეხო.
* * *
https://youtu.be/bzTecfsGZwY ესეც ამათი ღამის ავტობუსი იმედია მიხვდებიან რომ სისულელე იყო ამ ავტობუსის ღამით დანიშვნა.

Posted by: Marshmallo 17 Nov 2018, 19:05
QUOTE (eraz @ 17 Nov 2018, 15:40 )
toyota12345
მე როცა მიწევს მგზავრობა ვერცერთხელ ვერ შევამჩნიე ეს შემთხვევა რომ სიფათი ამეხია მაგის გამო, წარმოიდგინე როგორ უნდა გექავებოდეს ხელები რომ საგანგებოდ მიკრული დაჭერილი ჩაქუჩი ავტობუსში მოაძრო და მოტეხო.
* * *
https://youtu.be/bzTecfsGZwY ესეც ამათი ღამის ავტობუსი იმედია მიხვდებიან რომ სისულელე იყო ამ ავტობუსის ღამით დანიშვნა.

რას ერჩი, ცუდი იდეაც არარი ეხა. ის ქურდობაზე უეჭველი ტყუილს იძახდა, სახეზე ეტყობოდა თან გამოიჭირა იმ ქალმაც biggrin.gif

Posted by: MANMUS 17 Nov 2018, 19:13
Marshmallo
გამოჭერა კი არა იმ ჩაქუჩით უნდა მიენაყა ცხვირ-პირი კაროჩე რაა არაა ეს ხალხი ამ ავტობუსების ღირსი პაზიკების და ბოგდანებისნაირი ზედგამოჭრილია ამათზე.

Posted by: kalisto 17 Nov 2018, 21:49
QUOTE (eraz @ 17 Nov 2018, 15:40 )

https://youtu.be/bzTecfsGZwY



.........................................

Posted by: vatman 18 Nov 2018, 00:47
TramwayMan
QUOTE
5 შემოუყვანიათ.
ფაქტია ორი სხვადასხვა მოდელია, რომელი რამდენი იყიდეს არ ვიცი.


3 ეს დაბალძირიანი,
ერთი ისუზუ და ერთი პაზიკი

QUOTE
შესაძლოა მაგრამ მაღალი ბორტები უჩანს იმ დაბალძირიან ვარიანტს. თბილისის პრეტენდენტ ატაკთან შედარებით

მგონი ერთი ჯანდაბაა,
ბორჯომის ავტობუსში იქნება ისუზუს ძრავი, და კარსანი ფიატის ძრავს იყენებს.
იგივე ტიპის ისუზუს ავტობუსს კი ევრო-6 სთვის კამინსის ძრავა უნდა ჰქონდეს სავარაუდოდ

ისე კარსანი ძაან მემახინჯება, ვიზუალურად მაგას თურქული ისუზუც კი მომწონს რაც თბილისში ჩამოიყვანეს აგვისტოში.
არადა ერთი სტილია ფაქიურად biggrin.gif

Posted by: TramwayMan 18 Nov 2018, 01:33
vatman
კარსან ატაკი
https://www.karsan.com.tr/en/atak/atak-diesel/atak-diesel-highlights






ისუზუ ნოვოსითი ლაიფი
https://www.isuzu.com.tr/en/bus/city-interurban/novociti-life/






ერთი ჩორტია ოდნავ განსხვავებული დიზაინით. biggrin.gif

ისე მანევრირებისას უფრო მარტივია ბოლოებში გადატანილი ბაზით მაგრამ მანს ვერ შეედრება.

ვნახოთ რა იქნება

ტტც-ს ამბავი ხო ვიცით ეგრევე შეუძლიათ ნებისმიერი რამეზე მისცხონ დისკვალიფიკაცია აი ნახავ biggrin.gif

Posted by: vatman 18 Nov 2018, 01:49
TramwayMan
QUOTE
ერთი ჩორტია ოდნავ განსხვავებული დიზაინით.

ისუზუს ვიზუალი აქვს მაინც ოდნავ უკეთესი
სავარძლები ცოტა უკეთესად აქვს განლაგებული მაინც biggrin.gif

QUOTE
ისე მანევრირებისას უფრო მარტივია ბოლოებში გადატანილი ბაზით მაგრამ მანს ვერ შეედრება.

ნუ ხარ მანის სექტანტი biggrin.gif

დამიჯერე მანი არ იქნება 8 მეტრიანი, ტენდერი რო მორჩება გაიხსენე ეს პოსტი biggrin.gif

Posted by: TramwayMan 18 Nov 2018, 02:11
vatman
QUOTE
დამიჯერე მანი არ იქნება 8 მეტრიანი, ტენდერი რო მორჩება გაიხსენე ეს პოსტი

ნუ იქნება კაცო, მე კი არ მაქვს გასაპიარებელი "ევროპული ავტობუსები" ფრომ თურქეთი. biggrin.gif

Posted by: MANMUS 18 Nov 2018, 13:42
QUOTE
მანი არ იქნება 8 მეტრიანი

აქ უკვე ნათქვამია ყველაფერი. შემოყრიან ნაგავს.

Posted by: TramwayMan 18 Nov 2018, 21:12
vatman
ეს ხო ნახე? biggrin.gif biggrin.gif

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=tdoc&file=1909579&code=1542282833

ტიპებს განა შევსებული აქვთ წარმოდგენილი მოდელის მონაცემებით დოკუმენტი, პირდაპირ უწერიათ შეესაბამება სიტზვაზე გვენდეთო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეხლა ამათ ამის გამო არ ააკრავენ დისკვალიფიკაციას?

წინა ტენდერში ეს დოკუმენტი იყო შევსებული მონაცემებით.

აგერ თეგეტას როგორ ქონდა შევსილი
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=tdoc&file=1802976&code=1531573840


თეგეტამ უამრავი დოკუმენტაცია წარადგინა.
მოთხოვნები ეხლაც იგივე იყო
და გრავიტამ რაცხა 4 დოკუმენტი ატვირთა biggrin.gif

ანუ ჯერ დანარჩენი არ ატვირთულა თU ეგაა მაგათი სუ? biggrin.gif

Posted by: vatman 19 Nov 2018, 00:04
TramwayMan

QUOTE
ტიპებს განა შევსებული აქვთ წარმოდგენილი მოდელის მონაცემებით დოკუმენტი, პირდაპირ უწერიათ შეესაბამება სიტზვაზე გვენდეთო 

ეხლა ამათ ამის გამო არ ააკრავენ დისკვალიფიკაციას?


შეიძლება პირველ სხდომაზე არც ააკრავენ და 3-5 დღე მისცენ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენისათვის. შენიშვნების მიხედვით 2013 წლის ტენდერის ჩინელების შენიშვნებს არ გადაუსწრონ biggrin.gif

Posted by: TramwayMan 19 Nov 2018, 00:11
vatman
ვნახოთ აბა ვენახი, ამ 5 დღეში რა დოკუმენტები და კომენტარები დაიდება.
ეჭვი მაქვს რომ გრავიტა გავარდება.

Posted by: Promes 19 Nov 2018, 00:36
https://temsa.com/ კაი რაღაცეები ჩანს.. არამგონია ძვირი ღირდეს
* * *
https://www.karsan.com.tr/en იგივე ამათი ავტობუსები.. მარშუტკებს მინც შეცვლიდი ელექტრო მოდელით

Posted by: vatman 19 Nov 2018, 10:08
Promes
QUOTE
https://www.karsan.com.tr/en

მაშრუტკის კვალობაზე ცუდი არ არის ,
ისე სტამბულში ქალაქის ხაზებზე კარსანები ძალიან შეავიწოვეს სპრინტერებმა და ტრანზიტებმა
TramwayMan
QUOTE
ეჭვი მაქვს რომ გრავიტა გავარდება.

მე ეჭვიც და იმედიც biggrin.gif

Posted by: Promes 19 Nov 2018, 17:21
vatman
გრავიტას რა ავტობუსი ჰყავს?

Posted by: vatman 20 Nov 2018, 15:17
Promes

QUOTE
გრავიტას რა ავტობუსი ჰყავს?

KARSAN ATAK

Posted by: vaxo55 20 Nov 2018, 16:35
MAN- პატარა ზომის ავტობუსები არ ჰყავს რომ შემოიყვანონ? სად რამოდენიმე ბრენდის სერვისი და სად ერთი და იგივესი.

Posted by: MANMUS 20 Nov 2018, 17:17
ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიამ 220 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. როგორც „სითი კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ტენდერში ერთ – ერთ ვარიანტად თურქული Karsan Atak -ის ტიპის ავტობუსიც განიხილება.
როგორც ცნობილია, 2019 წლის ბოლოსთვის მერია ავტობუსების პარკის სრულად განახლებას გეგმავს. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში 550 ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი.
კალაძის ინფორმაციით, 90 ერთეული MAN – ის ტიპის ავტობუსი, უკვე წარმოებაშია და მათი შემოყვანა თებერვალში დაიწყება. იგეგმება ასევე 150 ერთეული გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანაც. საერთო ჯამში თბილისს როგორც დიზელზე და გაზზე ასევე ელექტროძრავზე მომუშავე ავტობუსებები იმოძრავებენ.

მანი მონაწილეობს საერთოდ ამ ტენდერში?

Posted by: mywebber 20 Nov 2018, 23:22
QUOTE
მანი მონაწილეობს საერთოდ ამ ტენდერში?

არ ყავთ 8 მეტრებიო მანში

Posted by: TramwayMan 21 Nov 2018, 05:12
mywebber
ჰყავთ.

eraz
QUOTE
მანი მონაწილეობს საერთოდ ამ ტენდერში?

ჯერ არ ვიცით, სავარაუდოდ არა.


მიზეზი შესაძლოა იყოს ბევრი.
შესაძლოა კაეტანოს არ შეუძლია დროის ამ მონაკვეთშI 8 თვეში 220 ავტობუსის დამზადება და მოწოდება.

უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს.
* * *
vatman
აჰა ჰო გითხარი შევსებული არაფერი აქვთ მეთქი და მიაჯვნამენთქო და ზუსტად ეგრეა დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=3086027&code=1542816581

Posted by: da_to 21 Nov 2018, 17:52
QUOTE
აჰა ჰო გითხარი შევსებული არაფერი აქვთ მეთქი და მიაჯვნამენთქო და ზუსტად ეგრეა დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ


წლების წინ მივიღე მონაწილეობა ერთ ერთ ტენდერში სულ რაღაც 2000 ლარიანი ტენდერი იყო და იქ არ ამიტვირთავს ასეთი დოკუმენტაცია...

99% გრავიტა დისკვალიფიცირებული იქნება, გული მიგრძნობს biggrin.gif

Posted by: ნიკა 21 Nov 2018, 19:13
საყუარლები. ფასი ევროში იქნებაო გადაანგარიშებულიო biggrin.gif

Posted by: vatman 22 Nov 2018, 10:11
TramwayMan
QUOTE
აჰა ჰო გითხარი შევსებული არაფერი აქვთ მეთქი და მიაჯვნამენთქო და ზუსტად ეგრეა დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

რაღაც ცოტა შენიშვნა მისცეს, მეტს მოველოდი biggrin.gif
მარა ჯერ ხო არ გააგდეს.... biggrin.gif

Posted by: პაწა 23 Nov 2018, 13:24
ავტობუსის განბაჟება მსუბუქი მანქანის იდენტურია?

Posted by: Kublicha 23 Nov 2018, 14:55
პაწა
QUOTE
ავტობუსის განბაჟება მსუბუქი მანქანის იდენტურია?

არა რა თქმა უნდა. დღგ-ით იბეგრება.

Posted by: lazyadmin 23 Nov 2018, 23:57
რომ ამბობდნენ ნებისმიერი ბანკის ბარათით გადაიხდით ავტობუსში აღარ ქნეს ეგ?

Posted by: ფაშისტი 24 Nov 2018, 11:46
რა იქნება 1 ხაზი გამოყონ და თბილისი მოლამდე მიდიოდეს.. 113 რა კარგი იყო..

Posted by: MANMUS 24 Nov 2018, 11:59
ფაშისტი
ეჰ არამგონია ეგ ხაზი აღადგინონ user.gif
* * *
76 ნაღდად აღსადგენია ვაგზალი-ლილო

Posted by: vatman 24 Nov 2018, 22:07
ფაშისტი
QUOTE
რა იქნება 1 ხაზი გამოყონ და თბილისი მოლამდე მიდიოდეს.. 113 რა კარგი იყო..

121 დადის ეხლა

Posted by: MANMUS 25 Nov 2018, 11:28
ისე სიტაროებზე რატომ არაფერს არ ამბობენ , თუ მაგათზე ვინ მიგვასუნინებს biggrin.gif

Posted by: TramwayMan 25 Nov 2018, 17:37
eraz
არაფერი კარგი სიტაროებს არ აქვს მითუმეტეს 8 მეტრიანი ბუსები არ აქვთ.

Posted by: Marshmallo 25 Nov 2018, 20:17
სოლარისს აქვს 8 მეტრიანები და თან ძვირიც არ არის ისეთი სოოოო...? :/

Posted by: TramwayMan 25 Nov 2018, 20:29
Marshmallo
სოლარისი უფრო ძვირი იყო ვიდრე მანი ტენდერში გარდა იმისა რომ სოლარისს არ ავს გამართული სერვისი აქ.
მანს აქვს.

Posted by: MANMUS 25 Nov 2018, 22:13
ისეთი უნდა ვიყიდოთ რომლის სერვისის და ტექმომსახურების თავი გვექნება ბოგდანებივით ჯართში ჩასაბარებელი რომ არ გახდეს 2 წელიწადში.

Posted by: TramwayMan 25 Nov 2018, 22:23
eraz
ბოგდანები აგერ უკვე კარგა ხანია მუშაობენ და არც თუ ცუდად ასე რომ რომელ 2 წელიწადზე ამბობ არ ვიცი.

მანის სერვისი ვისწავლეთ.

Posted by: vatman 25 Nov 2018, 23:58
eraz
QUOTE
ისე სიტაროებზე რატომ არაფერს არ ამბობენ , თუ მაგათზე ვინ მიგვასუნინებს

ევროპულებიდან, მგზავრის გადასახედიდან ეგენი ყველაზე მეტად არ მომეწონა
QUOTE
ბოგდანებივით ჯართში ჩასაბარებელი რომ არ გახდეს 2 წელიწადში.

10 წელზე ნაკლები არც ერთი არ არის და ჩვენს პირობებს კარგად გაუძლეს.

Posted by: პაწა 26 Nov 2018, 02:32
რას ეძახით "კარგად გაძლებას"?

Posted by: vatman 26 Nov 2018, 10:27
პაწა
QUOTE
რას ეძახით "კარგად გაძლებას"?

10 წელი ქალაქის ავტობუსისთვის ცოტა არ არის. დიდი ბოგდანებიდან თუ არ ვცდები 150 ცალიდან 148 ცოცხალია. პატარა ბოგდანი ზოგი კი უკვე 14 წლის არის.
ეხლა თუ იმაზე აპელირებ რო ბოლავს და ა.შ. იგივე საწვავით ნებისმიერი ავტობუსი გაბოლდება გინდ მანი იყოს გინდ ბოგდანი

Posted by: ფაშისტი 26 Nov 2018, 10:58
vatman
QUOTE
121 დადის ეხლა

ვიცი.
მე ვამბობ ცენტრალური დასახლებიდან.

Posted by: vatman 26 Nov 2018, 11:12
ფაშისტი
QUOTE
მე ვამბობ ცენტრალური დასახლებიდან.

გლდანს გულისხმობ ხო ალბათ rolleyes.gif

რა ხდება მძღოლობაზე? smile.gif

Posted by: MANMUS 26 Nov 2018, 11:16
TramwayMan
vatman
მახსოვს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის შემოყვანილები იყვნენ რო ზოგიერთი ნახევრად გადახრილი დადიოდა, კორპუსზეც ეტყობოდა უკვე რომ ჟანგი ქონდა მოკიდებული, ასევე იყვნენ ისეთები რომლებსაც იატაკზე ჟეშტი ქონდათ დაკრული. იმას ვამბობ რომ ბოგდანებს აძლებინებენ უკვე ამდენი წელია. ეს კი იმიტომ რომ სათანადო სერვისი არ გაუწიეს თავის დროზე და ტტც-ს საჯიჯგნი გახდა

Posted by: ფაშისტი 26 Nov 2018, 22:04
vatman
გლდანი არა )

მძღოლობაზე არცთუ ისე სახარბიელო ამბებია. არ მინდა აქ გამომზეურება უბრალოდ..
მადლობა რომ დაინტერესდი

Posted by: vatman 27 Nov 2018, 10:19
ფაშისტი
QUOTE
გლდანი არა )

ნწუ sleep.gif

ისე 116 მაშრუტკის მაგიერ ერთი პატარა ავტობუსის მაშრუტი დახატავდა

Posted by: alea iacta est 27 Nov 2018, 10:59
ფაშისტი
QUOTE
მძღოლობაზე არცთუ ისე სახარბიელო ამბებია. არ მინდა აქ გამომზეურება უბრალოდ..
მადლობა რომ დაინტერესდი


დაწერე რა პრობლემაა, ზუსტად მაგისთვისაა ფორუმი.
ახლა კი ვიცით რომ ნეპოტიზმის გარეშე ასაქმებენ მანდ ხალხს, მაგრამ დეტალების ცოდნა არ გვაწყენდა მაინც smile.gif

Posted by: ფაშისტი 27 Nov 2018, 13:29
vatman
ზაჰესში?
alea iacta est
აქ არ ღირს აქ..

Posted by: vatman 27 Nov 2018, 13:32
ფაშისტი
არა რა ზაჰესში.
ახმეტელი-თბილისი მოლი. მაშრუტკა სავსე დადის სულ

Posted by: ფაშისტი 27 Nov 2018, 13:44
vatman
ა ჰო..
ხოდა მე ვამბობ ერთი ხაზი რა გახდა რომ რუსთაველიდან იარონთქო.

Posted by: da_to 27 Nov 2018, 17:28
გრავიტა სდუმს, არ არპირებს დაზუსტებას ნეტა ? თუ 12 საათს ელოდება biggrin.gif

Posted by: _Sergi_ 27 Nov 2018, 17:41
სავარაუდოდ ეგ ტენდერი თავიდანვე ჩაშლისთვის იყო განწირული.

წინასაარჩევნო პიარს უფრო ჰგავს.

Posted by: MANMUS 27 Nov 2018, 18:11
გრავიტას გამოაბუნძულებენ ვატყობ biggrin.gif

Posted by: vatman 27 Nov 2018, 18:44
da_to
QUOTE
გრავიტა სდუმს, არ არპირებს დაზუსტებას ნეტა ? თუ 12 საათს ელოდება

შემდეგი რო გამოჩნდეს სატენდერო კომისია უნდა შეიკრიბოს და ოქმი მოამზადოს მაგაზე?

Posted by: rest 27 Nov 2018, 18:56
პაწა
არა , ღირებულების 18 პროცენტი

Posted by: da_to 27 Nov 2018, 19:34
vatman
QUOTE
შემდეგი რო გამოჩნდეს სატენდერო კომისია უნდა შეიკრიბოს და ოქმი მოამზადოს მაგაზე?


ისედაც უნდა შეიკრიბონ გრავიტას დისკვალიფიკაცია ხო უნდა მისცენ (გადავუწყვიტე biggrin.gif) ... ან გრავიტას დაზუსტება განიხილონ smile.gif

Posted by: TramwayMan 27 Nov 2018, 20:14
პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს გამართული სერვის ცენტრი, მინიმუმ რაღაც პერიოდის უკვე და ა.შ
ესენი არაფერი არ აქვთ შესაბამისად ვერანაირად ვერ მოიგებს გრავიტა.

smile.gif

Posted by: da_to 27 Nov 2018, 23:37
TramwayMan
QUOTE
პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს გამართული სერვის ცენტრი, მინიმუმ რაღაც პერიოდის უკვე და ა.შ


ატვირთეს დოკომენტების დასტა ...
თეგეტასთან ქონია ხელშეკრულება სერვისის მომსახურებაზე 2017 წლიდან, ნეტა რაში ჭირდებოდა ?


Posted by: ZEUS 27 Nov 2018, 23:53
ბუდაპეშტის მცირე ზომის ავტობუსები. მემგონი მერია ამეებსაც განიხილავს ხო?user posted image

Posted by: TramwayMan 28 Nov 2018, 00:04
ZEUS
QUOTE
ბუდაპეშტის მცირე ზომის ავტობუსები. მემგონი მერია ამეებსაც განიხილავს ხო?

ეგარი კაცო კარსან ატაკი biggrin.gif

მაგ კომპანიას წარმოადგენს გრავიტა და მაგ ავტობუსებს გვთავაზობენ.

Posted by: MANMUS 28 Nov 2018, 08:19
კაი სიმახინჯე რამე ყოფოლა user.gif

Posted by: vatman 28 Nov 2018, 10:14
da_to
QUOTE
თეგეტასთან ქონია ხელშეკრულება სერვისის მომსახურებაზე 2017 წლიდან, ნეტა რაში ჭირდებოდა ?

ვატსონ ეტო ელემენტარნო old.gif

QUOTE
ატვირთეს დოკომენტების დასტა ...

იმდენი ატვირთეს რო რავი რაზე მოედავებიან აწი sad.gif

Posted by: MANMUS 28 Nov 2018, 14:43
ისე რომ ვთქვათ ბოგდანების რაღაც ნაწილის დატოვება საჭიროა სპეცრაზმელების გადასაყვანად , დღეს რუსთავში და მარნეულში წაუყვანიათ რამდენიმე givi.gif

Posted by: Nescafe13 28 Nov 2018, 16:30
eraz
QUOTE
კაი სიმახინჯე რამე ყოფოლა


ყვითელი ბოგდანის გაჭვარტლული აღარ დამანახა და ყველაფერზე თანახმა ვარ იყოს გაზელიც თU საჭირო იქნება

სრული ტანჯვაა ქალაქისთვის უკვე ეგ ავტობუსები

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 29 Nov 2018, 12:10
მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე კურიოზული - 58 ნომერი ავტობუსის მარშუტი/ხაზი
ბარათაშვილის ქ. - ჭავჭავაძის გამზირი facepalm.gif
არადა ავტობუსი საერთოდ არ გაივლის ჭავჭავაძეზე, რაც იწვევს მგზავრების შეცდომაში შეყვანას და მძღოლის ნერვების შლას gigi.gif

user posted image

Posted by: rachveli1 29 Nov 2018, 12:22
Datvlas-vin-gtxovs

სწორია მანდ ყველაფერი. კუს ტბის ასახვევამდე ჭავჭავაძის გამზირია და მერე წყნეთის გზატკეცილი იწყებაuser posted image

აგერ, თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის და სპორტის სამინისტროს მისამართი დასტურად:

http://gff.ge/ge/coach-edu/contact

ქ. თბილისი, 0179, ჭავჭავაძის გამზ. 76ა

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22

საქართველო, თბილისი 0162 ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ # 49 ა

Posted by: toyota12345 29 Nov 2018, 13:13
ჩოლოყაშვილი აბა რომელიღაა ილიაუნიდან ვაკის პარკამდე?

Posted by: MANMUS 29 Nov 2018, 13:16
74 ნომერზე კურიოზული რაღა გინდა lol.gif წყალსადენის ქ. სარაჯიშვილი 1 ავტობუსი

Posted by: rachveli1 29 Nov 2018, 13:29
QUOTE (toyota12345)

ჩოლოყაშვილი აბა რომელიღაა ილიაუნიდან ვაკის პარკამდე?


ეს როგორ გავიგოთ? ილიაუნი პარკის მოპირდაპირე მხარესაა biggrin.gif

რა ვიცი გუგლ მეპზე ჩოლოყაშვილია, ოსმ-ზე ჭავჭავაძე, ორგანიზაციბსაც ჭავჭავაძე უწერიათ მისამართში. აშკარაა რო მაგ მარშუთშიც ეგ მონაკვეთი იგულისხმება ჭავჭავაძეში.

Posted by: toyota12345 29 Nov 2018, 13:35
rachveli1

თამარაშვილიდან პატარა ქუჩა რომ ადის წერეთლის ქუჩაა მერე ერთი გზა მარჯვნივ ხომ ბაგებისკენ ადის და მეორე კიდევ ქვევით ვაკის პარკისკენ და ეგ მონაკვეთი ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელამდე არია ჩოლოყაშვილი როგორც ვიცი.

Posted by: rachveli1 29 Nov 2018, 13:56
toyota12345

მეც მაგაზე ვამბობ, ზოგან ჭავჭავაძეა და ზოგან ჩოლოყაშვილია.

გუგლ მეპზე - ჩოლოყაშვილია
ოსმ-ზე - ჭავჭავაზე
რეესტრის რუქაზე - ჭავჭავაძე - http://gisappsn.reestri.gov.ge/tbilisicadmap/Default.aspx

Posted by: Datvlas-vin-gtxovs 29 Nov 2018, 14:44
rachveli1
არა სხვა რამეს ვამბობ. ვაკის პარკის ზევით ჰო ბაგები ქვია მთელ უბანს, საიდანაც ჩოლოყაშვილის გამზირი იწყება
და ხალხს ჰგონია რო ვაკეში მიდის. თესეუს და ილიას სტუდენტებს და ა.შ.

givi.gif facepalm.gif
ჩემ სამსახურს 2 მისამართი აქ
ჭავჭავაძის 49ა
და ჩოლოყაშვილის 9

Posted by: vatman 29 Nov 2018, 15:29
Datvlas-vin-gtxovs
QUOTE
ჩემ სამსახურს 2 მისამართი აქ
ჭავჭავაძის 49ა
და ჩოლოყაშვილის 9

ხოდა ავტობუსის ხაზის რა ბრალია gigi.gif

eraz
QUOTE
74 ნომერზე კურიოზული რაღა გინდა  წყალსადენის ქ. სარაჯიშვილი 1 ავტობუსი

1 ავტობუსი ჯანდაბას. წყალსადენიდან სარაჯიშვილამდე აქვს ფანტასტიური მაშრუტი, ქსნის ქუჩიდან ამოსვლის შემდეგ, მობრუნებას აკეთებს პლატონას შუქნიშანთან.
თავიდან ვითომ ნორმ ჩანდა მაშტური. არსებულს სჯობია ან ღრმაღელამდე შეამცირონ
* * *
გრავიტა დააპაშოლეს biggrin.gif

შემდეგი ჯი თი ჯგუფია ISUZU novo city life

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=282291&lang=ge

Posted by: vatman 30 Nov 2018, 12:13
გრავიტა დააპაშოლეს biggrin.gif

შემდეგი ჯი თი ჯგუფია ISUZU novo city life

ისეთივე მახინჯია, მარა ისუზუმ თუ ჯითი ჯგუფმა შეიწუხეს თავი და ტესტირებაზე ჩამოიყვანეს ტურნეს ფარგლებში აგვისტოში.

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=282291&lang=ge

Posted by: Marshmallo 30 Nov 2018, 12:31
QUOTE (vatman @ 30 Nov 2018, 12:13 )
გრავიტა დააპაშოლეს biggrin.gif

შემდეგი ჯი თი ჯგუფია ISUZU novo city life

ისეთივე მახინჯია, მარა ისუზუმ თუ ჯითი ჯგუფმა შეიწუხეს თავი და  ტესტირებაზე ჩამოიყვანეს ტურნეს ფარგლებში აგვისტოში.

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=282291&lang=ge

ის კარსან ატაკი კი ჯობია დიზაინით ამ ისუზუს...

Posted by: ნიკა 30 Nov 2018, 15:03
QUOTE
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=282291&lang=ge

ფლობის ღირებულების გარდა სხვა ყველა შენიშვნა გამოასწორეს? wow.gif wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: vatman 30 Nov 2018, 15:10
ნიკა
QUOTE
ფლობის ღირებულების გარდა სხვა ყველა შენიშვნა გამოასწორეს?

მთელი დასტა გამოაგზავნეს.
ბოლო გვერდზეა დანარჩენი დოკუმენტაცია

Posted by: da_to 30 Nov 2018, 15:27
vatman

ვისი წარმოების ისუზუა???

Posted by: vatman 30 Nov 2018, 15:48
da_to
თურქეთი

უფრო სწორედ Anadolu Isuzu. ევროპაში და ჩვენთან რაც კი ისუზუს ავტობუსები დადის, ყველა თურქულებია.
პატარა სატვირთოები ჩვენთან დიდი ნაწილიც თურქულებია

Posted by: PULSE 30 Nov 2018, 16:34
მე მგონი ამათაც მინიმუმ დაზუსტება მოუწევთ.

ფასზე პირველი შეთავაზება 79`564`320 ლარი ჰქონდათ და მერე დააკლეს 64`790`000-მდე. მარა დოკუმენტაციაში 79 მილიონის ფასები წერია ისევ spy.gif
შეიძლება ახალი დოკუმენტები ატვირთეს და იმას არ აჩვენებს საიტი?

Posted by: TramwayMan 30 Nov 2018, 21:42
Marshmallo
QUOTE
ის კარსან ატაკი კი ჯობია დიზაინით ამ ისუზუს...

არ ჯობია smile.gif ხარისხით და სალონით ვერ ჯობნის.

vatman
მოსალოდნელიც იყო smile.gif

Posted by: Kublicha 30 Nov 2018, 23:36
ვერ ვიტყოდი რომ კარსანზე ნაკლებად ვიდიანია

Posted by: TramwayMan 1 Dec 2018, 00:07
Kublicha
უკეთესია პლიუს დიზაინზე პრემია მიიღო

გარდა ამისა სალონის ხარისხი უკეთესი აქვს ბევრად ნაწილების საკიდებიც სკამებიც ბორტები ბევრად ევროპულ ვიდზეა

გარედანაც რეალურად რომ შევაფასო ბევრად კარგი ნაკვთები აქვს biggrin.gif

Posted by: vatman 1 Dec 2018, 09:03
TramwayMan
QUOTE
გარედანაც რეალურად რომ შევაფასო ბევრად კარგი ნაკვთები აქვს

დიდი განსხვავება არ არის ეხლა კარსანთან შედარებით, მარა ვიზუალით ისუზუ მეც მომწონს.

და ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი კარსანთან შედარებით ისა რო ისუზუს ძრავებს აქ უფრო კარგად იცნობენ, მისი პატარა ტურისტული ავტობუსების წყალობით.

სავარაუდოდ კიდევ არიან მონაწილეები biggrin.gif

Posted by: Kublicha 1 Dec 2018, 12:07
vatman
QUOTE
, მისი პატარა ტურისტული ავტობუსების წყალობით.

ბოგდანს ხო სხვა ძრავი აქვს, რას ამბობ

Posted by: NoFear 1 Dec 2018, 20:01
QUOTE
გრავიტა დააპაშოლეს

შემდეგი ჯი თი ჯგუფია ISUZU novo city life


და ფორუმული აზრი როგორია ?

რა ვარიანტებია და რომელი იქნება საუკეთესო არჩვევანი თქვენი აზრით ?
მან-ის დონის ავტობუსები არ გვეყოლება ეს პატარები ?

Posted by: da_to 1 Dec 2018, 21:59
QUOTE
მარა ვიზუალით ისუზუ მეც მომწონს.


მეც ისუზუ უფრო მომწონს, მაგრამ ოირვეში არ მომწონს უკანა ღერძის განლაგების ადგილი ... ვიზუალის თვალსაზრისით, შეიძლება ტექნიკურად ასეა საჭირო ... გეგონება სადაცაა გაძვრება უკანო რომ უყურებ biggrin.gif

Posted by: lasha521 2 Dec 2018, 02:02
ეს ისუზუ ნარმალნია მარა მექანიკა არ შემოიყვანონ ნეტა baby.gif

Posted by: Kublicha 2 Dec 2018, 02:13
ეს ისუზუები წითელი ფერის ჯობია იყოს და ბარემ გუგლის ლოგოს დახატვასაც შევძლებთ ფერებით

Posted by: TramwayMan 2 Dec 2018, 04:28
da_to
ტექნიურად არის მასე საჭირო და ბევრად უკეთესი.

vatman
მანის 8 მეტრიანების მინუსი შუა კარების განლაგებაა შუაში.

კარსანსაც და ისუზუსაც გადატანილი აქვთ ღერძები განზე და შუა კარები უკან არის გადაწეული ფაქტობრივად უკანა კარია შესაბამისად უკარებო ყრუ ნაწილი არის ძალიან მცირე.

მგზავრების მოძრაობის ასვლა ჩასვლისთვის და ა.შ კარსანიც და ისუზუც მანის 8 მეტრიანზე უკეთესია.

Posted by: MANMUS 2 Dec 2018, 11:37
საინტერესოა რომელ მარშუტებზე გაუშვებენ ამ 8 მეტრიანებს, 34, 38, 59, 44, 71, 102 , 1, 32, 86, 6 , 70 აშკარად არ ეყოფა, კიდევ ბევრ მარშუტზე დადიან პატარა ბოგდანები სადაც საჭიროა 10 მეტრიანი ავტობუსი. ჩემი აზრით 8 მეტრიანებს გაუშვებენ 20, 53, 68, 66, 77, 78, ნუ აქ 10ანები ვერც ივლიან.

Posted by: Marshmallo 2 Dec 2018, 13:32
user posted image

არ გამაგიჟოთ ეხა ეს როგორ მოგწონთ???? უკანა ნაწილი რას გავს გული აგერევა

Posted by: TramwayMan 2 Dec 2018, 13:52
Marshmallo
ოპტიმალური ფორმაა 8 მეტრიანისთვის იდეალური მოხვევსი რადიუსი პლიუს უკარებო ყრუ ნაწილი აღარ რჩება უკან გადადტანილი ბაზის გამო.

პირველ რიგში ფუნქციონალური უნდა იყოს და არის კიდეც.
დიზაინი გემოვნების საკითხია.

Posted by: MANMUS 3 Dec 2018, 11:41
კალაძის ლაივში ვნახე 1 ცალი მანი 016 გადაუღებიათ

Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 12:03
eraz
კი და ძალიან მომეწონა როგორიც გამოვიდა smile.gif არ მოველოდი.

Posted by: vatman 3 Dec 2018, 12:20
Kublicha
QUOTE
ბოგდანს ხო სხვა ძრავი აქვს, რას ამბობ

ეს სულ დამავიწყდა biggrin.gif


TramwayMan
8 მეტრიანი ისეთი სიგრძეა რო პროპორციული ავტობუსი გამოგივიდეს ძაან რთულია. თურქებს ასეთი განლაგების გამო ტევადობაც უფრო მეტი აქვს მგონი.


eraz
რა ლაივი? spy.gif


Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 12:23
vatman
QUOTE
რა ლაივი? 

1 წლის ანგარიში ჰქოდა დღეს, 1 საათიანი ლაივი და იქ ჰუავდათ უვე მწვანე შავში მანი 016




Posted by: _Sergi_ 3 Dec 2018, 12:30
user posted image
user posted image
* * *
user posted image


----------------------


Posted by: MANMUS 3 Dec 2018, 13:04
ეხლა მიყვებიან და 144ვეს გადაღებავენ ის 90 მანიც ასე იქნება რაც კარგია smile.gif

Posted by: vatman 3 Dec 2018, 13:05
TramwayMan
QUOTE
მწვანე შავში მანი 016

იმედია ხარისხიანად არის შეღებილი, თორე ფერი ნორმალურია, ლურჯი სჯობია მარა ეს კატასტროფაც არ არის.
51-ის ავტობუსი biggrin.gif

Posted by: alea iacta est 3 Dec 2018, 13:21
_Sergi_
ეს სად ხდება და რა უნდათ?

Posted by: _Sergi_ 3 Dec 2018, 13:28
alea iacta est
QUOTE
ეს სად ხდება და რა უნდათ?

კალაძის 2018 წლის ანგარიშია
https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/101962-rogor-ajamebs-kaladze-thbilisis-merobis-1-tslian-mmarthvelobas-pirdapiri-reportazhi-prezentaciidan.html


Posted by: PULSE 3 Dec 2018, 16:42
ანუ, ამ უკვე გამოცხადებული ტენდერის მერე, 2019-ში 240 ცალი 8 და 10 მეტრიანები გაზი და ელექტრო
და 2020-დან 200 ცალი 18 მეტრიანი ელექტრობუსი სწრაფი გადაადგილების დერეფნებშიო და როგორც ვხვდები BRT ხაზებს გულისხმობენ, ხო?

Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 19:30
PULSE
ჯერ არ ვიცით კაცო კიდე შეიცვლება ეგ კალაძეს შესაძლოა აერია კიდეც ზომები. smile.gif

რო გატენდერდება გავიგებთ.

Posted by: rommel 3 Dec 2018, 19:47
ავტობუსის კარის ღილაკს რატომ არ ვიყენებთ? ხშირად არაა საჭირო ყველა კარის გაღება

განუვითარებლები ვართ და ვერ ავითვისებთ პასუხი არ მინდა smile.gif

Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 21:54
ინფორმაცია მეორე ავტობაზიდან:

არცერთი მანი არ გატოტალებულა, მცირე დაზიანებები მხოლოდ აღმოფხვრადი ყველაფერი wink.gif


Posted by: alea iacta est 3 Dec 2018, 22:05
QUOTE (TramwayMan @ 3 Dec 2018, 21:54 )
ინფორმაცია მეორე ავტობაზიდან:

არცერთი მანი არ გატოტალებულა, მცირე დაზიანებები მხოლოდ აღმოფხვრადი ყველაფერი wink.gif

ორი წელი შესრულდა უკვე რაც ქალაქს ემსახურება მანის ავტობუსები?

Posted by: vaxo55 3 Dec 2018, 22:06
TramwayMan
მანის ავტობუსებს ახლახან შეუსრულდათ ერთი წელი.ასე,რომ თქვენი ინფორმაცია საამაყო არ უნდა იყოს.

Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 22:12
alea iacta est

QUOTE (vaxo55 @ 3 Dec 2018, 22:06 )
TramwayMan
მანის ავტობუსებს ახლახან შეუსრულდათ ერთი წელი.ასე,რომ თქვენი ინფორმაცია საამაყო არ უნდა იყოს.

მანის ავტობუსების პირველი პარტია 2016 წლის ოქტომბერში შემოვიდა,
შემოყვანები განახლდა 2016 წლის დეკემბერში და დასრულდა 2017 წლის მარტში,.

ასე რომ 1 წლის არა 2 წლის გახდა პირველი პარტია და დანარჩენიც მარტამდე 2 წლისები გახდებიან.

საამაყოა დიახაც smile.gif




ესეც ახალი ფერი.

Posted by: Marshmallo 3 Dec 2018, 22:16
QUOTE (TramwayMan @ 3 Dec 2018, 22:12 )
alea iacta est

QUOTE (vaxo55 @ 3 Dec 2018, 22:06 )
TramwayMan
მანის ავტობუსებს ახლახან შეუსრულდათ ერთი წელი.ასე,რომ თქვენი ინფორმაცია საამაყო არ უნდა იყოს.

მანის ავტობუსების პირველი პარტია 2016 წლის ოქტომბერში შემოვიდა,
შემოყვანები განახლდა 2016 წლის დეკემბერში და დასრულდა 2017 წლის მარტში,.

ასე რომ 1 წლის არა 2 წლის გახდა პირველი პარტია და დანარჩენიც მარტამდე 2 წლისები გახდებიან.

საამაყოა დიახაც smile.gif




ესეც ახალი ფერი.

ეგ სურათი საიდან გაქ? smile.gif

Posted by: PULSE 3 Dec 2018, 22:19
TramwayMan
QUOTE
კალაძეს შესაძლოა აერია კიდეც ზომები


სლაიდებზეც იგივე ეწერა და მაგის მომზადების დროს უნდა შეშლოდათ მაშინ. ნუ არც ეგაა გამორიცხული biggrin.gif

Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 22:36
PULSE
QUOTE
სლაიდებზეც იგივე ეწერა და მაგის მომზადების დროს უნდა შეშლოდათ მაშინ. ნუ არც ეგაა გამორიცხული

ცვალებადი საკითხია.
რო გამოცხადებენ მერე გავიგებთ მანამდე ტულაილაა.

Posted by: da_to 3 Dec 2018, 22:57
TramwayMan
QUOTE
არცერთი მანი არ გატოტალებულა, მცირე დაზიანებები მხოლოდ აღმოფხვრადი ყველაფერი


რომელ კომპანიაშია დაზღვეული ხომ არ იცი ?



Marshmallo
QUOTE
ეგ სურათი საიდან გაქ?


კალაძეს ყავადა ანაგრიშისი ჩაბარებაზე, ნეტა რამდენი დაუჯდათა გადაღებვა ?biggrin.gif

Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 23:23
da_to
QUOTE
რომელ კომპანიაშია დაზღვეული ხომ არ იცი ?

ალდაგი.


Posted by: rommel 4 Dec 2018, 09:58
ვერ გავიგე მომწონს თუ არა ახალი ფერი rolleyes.gif

Posted by: Kotola 4 Dec 2018, 10:53
TramwayMan
QUOTE
ესეც ახალი ფერი.

ეს ლურჯი გადაღებეს თუ ნამდვილად ახალი პარტიის ნიმუშია? smile.gif რაღაც ახალ მოდელს არ გავს და არც ეს სანომრე ნიშანი არ უნდა ქონდეს წესით ახალს...

Posted by: TramwayMan 4 Dec 2018, 12:39
Kotola
QUOTE
ეს ლურჯი გადაღებეს თუ ნამდვილად ახალი პარტიის ნიმუშია?  რაღაც ახალ მოდელს არ გავს და არც ეს სანომრე ნიშანი არ უნდა ქონდეს წესით ახალს...

ლურჯია გადაღებილი smile.gif

Posted by: Kotola 4 Dec 2018, 13:18
TramwayMan
QUOTE
ლურჯია გადაღებილი

აჰაა, სწორად მივხვდი ესეიგი biggrin.gif და რა გამოდის ანუ, დანარჩენ ლურჯებსაც გადაღებავენ, თუ კალას გვერდით რო დაეყენებინათ ეს ერთი ავტობუსი მაგის გამო იჩალიჩეს ამდენი??? spy.gif

Posted by: TramwayMan 4 Dec 2018, 13:24
Kotola
ყველა ავტობუსი ეგეთი იქნება.

Posted by: Kotola 4 Dec 2018, 15:09
TramwayMan
ვაახ biggrin.gif biggrin.gif და ვინ უნდა გადაღებოს? ან რომელი ფულით? facepalm.gif

Posted by: TramwayMan 4 Dec 2018, 15:10
Kotola
თეგეტამ smile.gif

მე არა ნამდვილად smile.gif

Posted by: Snow93 4 Dec 2018, 15:50
2020 წლიდან თბილისში 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს. როგორც თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, ამ ავტობუსებისათვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება. ავტობუსების ქსელის მოწყობის სპეციალურ პროგრამას ფრანგული კომპანია „სისტრა“ მოამზადებს. როგორც ირკვევა, შეიქმნება 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით იქნება განკუთვნილი.
მერიაში იმედოვნებენ, რომ 11-ივე დერეფანში მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მაგალითად შარტავა-კოსტავას მონაკვეთი სახელდება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი.

Posted by: vatman 4 Dec 2018, 16:17
TramwayMan
QUOTE
თეგეტამ

თეგეტამ თუ გადაღება, მაგაზე მიიღებს ფულებს ოხრად.
თუ კანტორამ თვითონ, მაშინ დიდი ალბათობით საღებავის ხარისხზე გარანტია არ იქნება

Posted by: maiako_mao 4 Dec 2018, 16:35
QUOTE
თბილისის ავტობუსები - VII ნაწილი, მარშრუტები, გაჩერებები, გადახდა, სიახლეები და ა.შ


და პლუს ამას ავტობუსების დასუფსავება ვის ევალება? ყვითელ ავტობუსებს საერთოდ პატრონი ყავს?

მსგავსი სიბინძურე მე ტრანსპორტში არ შემხვედრია. არასოდეს ფანჯრებს არ წმენდენ და არც სავარძლებს .....

საშინელი ანტისანიტარიაა ხალხო, არვიცი ვინმე კოპმპეტენტური თუ ხართ შეატყობინეთ შესაბამის სამსახურს. რა უბედურებაა ეს რა ხდება. ჯერ ხო, ისედაც ამდნეი ხალხია და უჰაერობა ზამთარში და ეს გაზინგლული ყველა დეტალი , უბრალოდ საშინელებაა უკვე -რა!!!

Posted by: alea iacta est 4 Dec 2018, 16:56
maiako_mao
QUOTE
და პლუს ამას ავტობუსების დასუფსავება ვის ევალება? ყვითელ ავტობუსებს საერთოდ პატრონი ყავს?

მსგავსი სიბინძურე მე ტრანსპორტში არ შემხვედრია. არასოდეს ფანჯრებს არ წმენდენ და არც სავარძლებს .....

საშინელი ანტისანიტარიაა ხალხო, არვიცი ვინმე კოპმპეტენტური თუ ხართ შეატყობინეთ შესაბამის სამსახურს. რა უბედურებაა ეს რა ხდება. ჯერ ხო, ისედაც ამდნეი ხალხია და უჰაერობა ზამთარში და ეს გაზინგლული ყველა დეტალი , უბრალოდ საშინელებაა უკვე -რა!!!



თქვენ რატო არ რეკავთ ცხელ ხაზზე?

ცხელი ხაზი: (+995 32) 293-44-44

Posted by: MANMUS 4 Dec 2018, 17:06
vatman
ისევ ჯობია თეგეტამ გადაღებოს თორემ ტტც-ს გაკეთებული საქმე არ გაიშვა ბოგდანებს რეკლამიანად ღებავენ მანებსაც მიატიტყნიდნენ და ... facepalm.gif

Posted by: maiako_mao 4 Dec 2018, 17:28
alea iacta est

QUOTE
თქვენ რატო არ რეკავთ ცხელ ხაზზე?

დავრეკე და რა მერეე? ფაქტი სახეზე , რომ ანტისანიტარიაა ისევ

Posted by: GreenWestHam 4 Dec 2018, 18:29
ბიჭო ამისთანა ###ები რატომ არიან?

რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფერს, კიდევ დამატებითი ხარჯი რომ აიკიდეს?

რაც უკვე გვყავდა, ჩამოეყვანათ ის ფერი და ყოფილიყო ერთ ფერში ისე. ტაქსების გადაღებვაზე რომ მიდიოდა ლაპარაკი, სედანებში 1000 ლარზე ადიოდა თანხა როგორც მახსოვს და 150 ავტობუსის გადაღებვას რამდენი დაჭირდება ახლა?


Posted by: DRAKONI 4 Dec 2018, 22:38
TramwayMan
QUOTE
თეგეტამ

მე არა ნამდვილად 

ეს რომ პირდაპირ კორუფციაა?

არ არის საჭირო სამუშაოს ჩატარება და ატარებენ, ფულის უაზრო ხარჯვაა, და ამაზე კალაძეს პასუხი მოეთხოვება

Posted by: TramwayMan 5 Dec 2018, 07:46
არ ისვენებენ ჩინკები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



Posted by: PAINKILLER 5 Dec 2018, 09:28
QUOTE (DRAKONI @ 4 Dec 2018, 22:38 )
TramwayMan
QUOTE
თეგეტამ

მე არა ნამდვილად 

ეს რომ პირდაპირ კორუფციაა?

არ არის საჭირო სამუშაოს ჩატარება და ატარებენ, ფულის უაზრო ხარჯვაა, და ამაზე კალაძეს პასუხი მოეთხოვება

მაგ პრეზენტაციას არ უსმინეთ??? მანების გადაღებვას ვინ ჩივის, ტაქსების გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებს ყველა ვინც რეგისტრაციას გაივლისო facepalm.gif

Posted by: TramwayMan 5 Dec 2018, 09:33
PAINKILLER
QUOTE
მაგ პრეზენტაციას არ უსმინეთ??? მანების გადაღებვას ვინ ჩივის, ტაქსების გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებს ყველა ვინც რეგისტრაციას გაივლისო

ეგ ახალი ამბავი არ არის smile.gif ეგ თავიდანვე ითქვა.

Posted by: vatman 5 Dec 2018, 10:07
TramwayMan
QUOTE
არ ისვენებენ ჩინკები

აუ ჩინელებმა ხო გაახურეს საქმე facepalm.gif

კონკრეტულ მოდელზე თუ იქნებოდა, მაშინ ტენდერი იქნებოდა როგორც შკოდებზე აცხადებენ 10 სანტიმეტრში რო არის სხვაობა ზომებში მაგალითად biggrin.gif

ისე სუბიექტურად კი მგონია რო ტენდერი ან ისუზუსთვის ან მაზისთვის გააკეთეს. რატომ ვფიქრობ მასე: ისუზუ რადგანაც ჩამოყვანილი ჰყავდათ აგვისტოში. მაზი კი, კალა ამასწინათ იყო მინსკში.

ისე კი ელექტრობუსების კანდიდატი 18 მეტრიანი შეიძლება იყოს აი ეს: https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%9A%D0%A1%D0%9C-%D0%95433
კალაძე მაგათ ქარხანას ესტუმრა მინსკში ვიზიტის დროს

Posted by: ქაფქიანა 5 Dec 2018, 10:22
vatman

აგვისტოში ისუზუ სად ჰყავდათ ჩამოყვანილი?

QUOTE
ისე კი ელექტრობუსების კანდიდატი 18 მეტრიანი შეიძლება იყოს


რა სიმახინჯეა. მანის და სოლარისის შესახსრულები ბევრად სჯობს.

Posted by: TramwayMan 5 Dec 2018, 10:53
vatman
QUOTE
მაზი კი, კალა ამასწინათ იყო მინსკში.

კალაძე ბელკომუნმაშის ქარხანაში იყო რა შუაშია მაზი?


ქაფქიანა
QUOTE
აგვისტოში ისუზუ სად ჰყავდათ ჩამოყვანილი?

სად და აქ, 106 ზე დადიოდა. დატესტეს.

QUOTE
ისე სუბიექტურად კი მგონია რო ტენდერი ან ისუზუსთვის

ეს იქნება სავარაუდოდ ანდაც თეგეტა მანებით.

Posted by: ქაფქიანა 5 Dec 2018, 10:57
TramwayMan

QUOTE
სად და აქ, 106 ზე დადიოდა. დატესტეს.


არ ვიცოდი. რამე ინფო არსებობს, სად შეიძლება ვნახო?

QUOTE
ანდაც თეგეტა მანებით.


აკი რვამეტრიან მანები ვერ ესწრებაო თუ არ გამოდისო თუ რაღაც ასეთი?

ისუზუს აქვს აქ მომსახურების ცენტრი?

და კიდევ, სოლარისს რატომ გაურბიან კეთრიანივით? მანის დონის მგონია მე იმჰო. თუ ვცდები და განმანათლეთ. ისუზუს და იმ რაღაც კარსან თურქულ სირობას აღარ სჯობს?

Posted by: TramwayMan 5 Dec 2018, 11:13
ქაფქიანა
QUOTE
და კიდევ, სოლარისს რატომ გაურბიან კეთრიანივით? მანის დონის მგონია მე იმჰო. თუ ვცდები და განმანათლეთ. ისუზუს და იმ რაღაც კარსან თურქულ სირობას აღარ სჯობს?

მიეღო მერე ტენდერში მონაწილეობა, მე დავუშალე თუ?


Posted by: ქაფქიანა 5 Dec 2018, 11:21
TramwayMan

QUOTE
მიეღო მერე ტენდერში მონაწილეობა, მე დავუშალე თუ?


ჰოდა საინტერესოა, რატომ არ იღებს.

არ უღირს ჩვენს ბაზარზე შემოსვლა ნეტავ თუ რა ხდება.

Posted by: vatman 5 Dec 2018, 11:43
TramwayMan
QUOTE
კალაძე ბელკომუნმაშის ქარხანაში იყო რა შუაშია მაზი?

აუცილებელი კი არ იყო ქარხანაში მისულიყო biggrin.gif

ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ მაზების სატვირთოები მომრავლდა biggrin.gif
ტრაქტორების და ღვინის რაღაც ისტორია ხო იყო რამდენიმე წლის წინ...
QUOTE
ისუზუს აქვს აქ მომსახურების ცენტრი?

რამდენიმე წელია რაც ჯი თი არის მაგის წარმოამდგენელი

QUOTE
და კიდევ, სოლარისს რატომ გაურბიან კეთრიანივით?

მიეღო მონაწილეობა, შეიძლება მიიღო თანაც კიდევ.

Posted by: DRAKONI 5 Dec 2018, 20:19
მერიის სატრანსპორტო სამსახურში ვინმე ჭკვიანი არ არის?
რო ამბობენ 2019 წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლდებაო ყვითლები ახლებით, ესეიგი რაოდენობის გაზრდას არ აპირებენ?
ხალხი თავზე აზის ერთმანეთს პიკის საათის დროს. კი არ უნდა ჩანაცვლდეს, უნდა დაემატოს.
როგორც მინიმუმ დიდი ბოგდანები საკმაოდ კარგ მდგომარეობაში არიან და კიდებ ბევრი წელი შეუძლიათ მოძრაობა.

Posted by: MANMUS 5 Dec 2018, 20:58
DRAKONI
დიდ ბოგდანებს ამ ბოლო დროს ხშირად
ბუქსირით დაათრევენ 25 55ებს ძითადად

Posted by: ქაფქიანა 5 Dec 2018, 21:17
ფუნქციონალობით და ტექპარამეტრებით რა მოგახსენოთ, მაგრამ დიზაინით ახალი სოლარის-ურბინო ძაან მევასა.

ამ ახალ ურბინოებს 10.5, 12 და 18 მ-იანი მოდელები აქვთ. 12 მ-იანი ავტობუსები გვყავს უკვე, 10.5-იანები ახლა ჩამოჰყავთ, თებერვალში და აი ეს 18-იანები გაასწორებდა თბილისის ქუჩებში.

user posted image

საინტერესოა, ტენდერებში თუ არ მონაწილეობდნენ, რატომ არ მონაწილეობდნენ და თუ მონაწილეობდნენ, რატომ დაიმალა ეს, ან რატომ დისკვალიფიცირდნენ.

Posted by: Marshmallo 5 Dec 2018, 21:53
ქაფქიანა

თვრამეტ მეტრიანებიდან ბევრი ვარიანტი არის 8 მეტრიანთან განსხვავებით
Urbino 18, Citaro L, Lion's City L, CityWide და ა.შ.

Posted by: ქაფქიანა 5 Dec 2018, 21:57
Marshmallo

დიზაინით ყველას ჩაიხევს, მე რაც დავდე.

Posted by: MANMUS 5 Dec 2018, 21:59
ყველაზე ნაღდი
user posted image

Posted by: Nescafe13 5 Dec 2018, 22:35
eraz

ძაან გრძელია , მაგხელა ავტობუსი თბილისში სად გინდა გამართო , ვიღაც ტაქსი გაუჩერებს წინ და გადაკეტავს მოძრაობას ზოლს რომ შეიცვლის :დ

Posted by: ქაფქიანა 6 Dec 2018, 10:06
eraz

QUOTE
ყველაზე ნაღდი


სოლარისებზე ამდენს იმიტომ ვწერ, რომ მანთან ერთად ეგეც ჰაი კლასია და თუ შემოვა, კარგი იქნება.

ისე კი, დიდი ალბათობით, ცხადია მაინც მანი იქნება. ის ჩინელები რომ ჩივიან, მორგებულია ტენდერიო. არა ბიჭო, მაგათი ჩინური ხრონგი უნდა ვამჯობინოთ გერმანულ ან პოლონურ, ევროპულ პროდუქციას.

Nescafe13

QUOTE
ძაან გრძელია , მაგხელა ავტობუსი თბილისში სად გინდა გამართო , ვიღაც ტაქსი გაუჩერებს წინ და გადაკეტავს მოძრაობას ზოლს რომ შეიცვლის :დ


კალაძესაც ეგრე ეგონა თავიდან, მაგრამ მერე თქვა, რომ შემეშალაო და ივლის 18 მ-იანი ავტობუსიო. ბასლეინი გაუკეთე და ივლის კი არა, იფრენს.

საბჭოთა პერიოდშიც დადიოდა და ახლო წარსულშიც, 87 ნომერი, შესახსრული დაფი იყო.

ის ტაქსი რომ გაუჩერებს, ავტობუსს უნდა ჰქონდეს კამერა, გადაუღებს ტაქსის ნომრებს და დაკარგავს ის ტაქსი ლიცენზიას კოხტად.

ვინმე სხვა გაუჩერებს და პრავას დაკარგავს.

მეორეჯერ გაუჩერებს და 5 000 ლარი ჯარიმად და ასე.

bis.gif


Posted by: MANMUS 6 Dec 2018, 11:41
ქაფქიანა
სოლარისს სერვისს ვინ გაუწევს? თეგეტა?

Posted by: alexx 6 Dec 2018, 11:43
ქაფქიანა
QUOTE
ისე კი, დიდი ალბათობით, ცხადია მაინც მანი იქნება. ის ჩინელები რომ ჩივიან, მორგებულია ტენდერიო. არა ბიჭო, მაგათი ჩინური ხრონგი უნდა ვამჯობინოთ გერმანულ ან პოლონურ, ევროპულ პროდუქციას.

მერე ის ჩინური იგივე ფასში უფრო მეტი ერთეული მოგვივა. მაგასაც ხო აქვს მნიშვნელობა. ეს ყვითელი მარშუტკები უახლოეს მომავალში უნდა ალაგმონ, და ეს 650 ავტობუსი ვის რაში ეყოფა?

გუშინ ვიმგზავრე ბათუმში ახალი ისუზუთი. მანს ვერ შეედრება, მაგრამ ბოგდანებს და იმ ჩინურ გაუგებრობებს რაც აქ მოძრაობდა და ახლაც მოძრაობს, ჯობია.

Posted by: ქაფქიანა 6 Dec 2018, 11:54
eraz

ჰო, ეგ მომენტია. თეგეტა მანებისაა. სოლარისს აქ არაფერი აქვს, როგორც ვიცი.

alexx

მეტ ერთეულს რა თავში ვიხლით. მხოლოდ რაოდენობაში კი არაა საქმე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს პოპულარული. ამისთვის სხვასთან და სხვასთან ერთად, უნდა იყოს მიმზიდველის და კომფორტულიც. მეტის ლოგიკის თვალსაზრისით პაზიკები ვიყიდოთ მაშინ, ან იკარუსები.

ავტობუსების რაოდენობაზე ითქვა, რომ 2022 წელს თბილისში ავტობუსების რაოდენობამ 1000 ერთეულს უნდა გადააჭარბოს.

მაგრამ მხოლოდ ავტობუსები ვერ გადაწყვეტს პრობლემას. საჭიროა მაგისტრალური ტრანსპორტი. ასეთი ორია, მეტრო და ტრამვაი. მეტროს ტრაკი ჩვენ არ გვაქვს და აუცილებელია, ტრამვაის მივაწვეთ. განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში.

Posted by: alea iacta est 6 Dec 2018, 12:05
ქაფქიანა
QUOTE
მაგრამ მხოლოდ ავტობუსები ვერ გადაწყვეტს პრობლემას. საჭიროა მაგისტრალური ტრანსპორტი. ასეთი ორია, მეტრო და ტრამვაი. მეტროს ტრაკი ჩვენ არ გვაქვს და აუცილებელია, ტრამვაის მივაწვეთ. განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში.

კარგად აწყობილი ბას ლაინების ქსელიც დიდი შეღავათი იქნება ჩემის აზრით. პიკის საათებში ტრანსპორტის გადაჭედვას იწვევს ავტობუსების საცობებში დგომა, რაც იწვევს ინტერვალების გაზრდას.

Posted by: vatman 6 Dec 2018, 12:13
alea iacta est
QUOTE
კარგად აწყობილი ბას ლაინების ქსელიც დიდი შეღავათი იქნება ჩემის აზრით. პიკის საათებში ტრანსპორტის გადაჭედვას იწვევს ავტობუსების საცობებში დგომა, რაც იწვევს ინტერვალების გაზრდას.

ერთი ავტობუსის გადაჭედვას და შემდეგი ავტობუსები ცარიელი მოდის.
გლდანში საღამოობით ერთი ხაზის ავტობუსები დადიან ჯგროდ 3-4 ცალი ერთად. და ინტერვალი 40 წუთი აქვთ მერე.
ამ ეტაპზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ზოგი მაშრუტზე პიკის საათებში შემოკლებული რეისების დანიშვნა, ვთქვათ გლდანის ავტობუსებიდან ხაზიდან თითო-თითო იაროს მეტრომდე მხოლოდ 3-4 ბრუნი. N11 მაშრუტზე მაგალითად 2 ავტობუსი სარაჯიშვილამდე იმოძრაოს საღამოს პიკის საათებში.
N2-ზე მაგალითად 2 ავტობუსი მხოლოდ სამგორამდე იმოძრაოს.
ტყუილად მაინც არ მოცდებიან საცობში და მეტოდან მგზავრებს მაინც მოემსახურებიან
eraz
QUOTE
სოლარისს სერვისს ვინ გაუწევს? თეგეტა?

თუნდაც ი/მ ჯამილა გიორგაძე, ვისთანაც უნდათ იმათთან გააფორმებენ ხელშეკრულებას

Posted by: MANMUS 6 Dec 2018, 12:25
ქაფქიანა
ამ ფარჩაკებმა ვერ შეიგნეს რომ ტრამვაი მართლაც საჭიროა, ნუთუ არავინ ყავთ მერიაში ისეთი ვინც ამას ურჩევს.დო ხუი ავტობუსებით გავსებაც არ ივარგებს, 900მდე უნდა გავზარდოთ რაოდენობაო, რასაც ახალი ბაზის აშენება დასჭირდება, 1 და 3 ავტოპარკების ინფრასტრუქტურით თუ მოემსახურებიან ცოტა ხანში ბოგდანებს დაემსგავსებიან.

Posted by: ქაფქიანა 6 Dec 2018, 12:39
eraz

დიახ და მაქსიმალურად გამოყოფილი, ცალკე ზოლით, რამდენადაც ეს შესაძლებელია. აუცილებელია ავტობუსი-ექსპრესებიც, რისთვისაც განსაკუთრებით შესახსრული ავტობუსები გამოდგება. ანუ ავტობუსი, რომელიც ყველა გაჩერებაზე არ გაჩერდება. ავტობუსი-ექსპრესები განსაკუთრებით შეიძლება დაიტვირთოს სანაპიროები.

რა ვიცი, მთავარია მონდომება და ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

Posted by: MANMUS 6 Dec 2018, 19:44
24ზე ნამეტანი ნერვოზიანი სასტავი ზის ამას წინათ დელისთან ერთ ქალს ჩასვლა გააგვიანდა და ლამის დააფარა ყველაფერი, ისტერიკებში ჩავარდა ტიპი drug.gif

Posted by: toyota12345 6 Dec 2018, 20:31
მძღოლების უმეტესობა დანერვოზებულია და მესმის კიდეც.....

მაგრამ 1 ნომერზე ერთი ნაბოზვარი მძღოლი ზის მაგაზე უეჭველი დავრეკავ ცხელ ხაზზე რამე მოუხერხონ. ტიპი უაზროდ ასიგნალებს საცობივით რომ შეხვდება და მოთხოვნით გაჩერებებზე ხალხი რომ თხოულობს არ უჩერებს რაღაცნაერი დაბოღმილი ტიპია ამ დღეებში კიდევ უნდა ვიმგზავრო და მაგ ავტობუსში თუ მოვხვდი უეჭველი ვიცი მომეცემა შანსი რომ რაღაცაზე მაინც მოვედავო. ძაან აგრესიული ადამიანია და მაგარი ნერვოზი აქვს იმედია ცხელ ხაზზე რომ რეკავ რაღაცას მოიმოქმედებენ და უბრალოდ არ გაატარებენ........

Posted by: Marshmallo 6 Dec 2018, 20:34
toyota12345
ვიდეო გადაუღე თუ შეგხვდა smile.gif ჩემ ფეხს გიზავს ეგეთი ხალხი სახლში უნდა ჩაკეტოს კაცმა smile.gif

Posted by: toyota12345 6 Dec 2018, 20:45
Marshmallo

არადა თან მაგრად მეცოდებიან რო წარმოიდგენ სამსახურს დაკარგავს იქნებ სახლში როგორ უჭირს და სხვა არავინ არ არის შემომტანი მაგრამ რავი ამდენ ხალხთან გაქვს ურთიერთობა და ცოტა ნერვები უნდა დაიწყნარო და უაზროდ არ უნდა ასიგნალო საცობში. ამას მე როგორც მძღოლი მაგიტო ვიძახი. მაგრამ რა გინდა რო ქნა ამ ქვეყანაში ყველა სფეროს დედა არ ყავს და არც ავტობუსის მძღოლები არაა გამონაკლისი.

Posted by: Marshmallo 6 Dec 2018, 22:32
toyota12345
ამ ხალხმა ცოტა თუ ვერ ისწავლა როგორ უნდა მოიქცე საზოგადოებაში და ეგეთი უჟმური თუ იქნება წინ ვერ წავალთ :/

Posted by: MANMUS 6 Dec 2018, 22:44
39 ბოლოს როდის გარეცხეს შიგნიდან? 090 ისეთი გაზუნტლული იყო კაი 4 თვის გაუწმენდავს გავდა, სხვა მარშუტებზე მოძრავი მანები ასეთი ბინძურები არ არიან როგორიც აქ და 37ზეა.

Posted by: Marshmallo 6 Dec 2018, 22:45
ღამის პირველზე რა ხდება ვაბშე 137ში უკან ყველას სძინავს იმენა Sleepover აქვთ ხოლმე

და მწვანედ მარტო 014 შეღებეს თუ კიდეა? ვინმეს რომ არ შეგხვედრიათ ქალაქში?

Posted by: MANMUS 6 Dec 2018, 22:51
Marshmallo
014 დღეს 51ზე ვნახე და ლურჯი იყო, მარტო 016ია ჯერ მარა ხაზზე არ დამინახავს

QUOTE
ღამის პირველზე რა ხდება ვაბშე 137ში უკან ყველას სძინავს იმენა Sleepover აქვთ ხოლმე

37ში ბომჟები კოტრიალობენ ისედაც ღამის საათებში, ახლა მთლად გამოიზამთრებენ

Posted by: Marshmallo 6 Dec 2018, 23:28
eraz
ა ხო 016 ვიგულისხმე ამერია sorry

Posted by: akkai 7 Dec 2018, 09:04
მწვანე ფერის ავტობუსი გაეძრო 140 ნომერზე და ელექტროავტობუსია ?

Posted by: MANMUS 7 Dec 2018, 09:11
akkai
გადაღებილი მანია

Posted by: da_to 7 Dec 2018, 17:59
ერიჰააა 33 საკითხი აქვს დასაზუსტებელი ჯი თი გრუპს biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 7 Dec 2018, 18:17
da_to

გრავიტასი არ იყოს, ჯიგრებმა აქაც ევროებში რომ იანგარიშეს.

შაყუარლები. biggrin.gif

დანარჩენი რა ვიცი, იმდენი და ისეთი შენიშვნაა, რომ გაასწორეს მიწასთან.

სამ დღეში რა უნდა მოასწრონ.

ჰა, მანები გამოუშვით ბიწოოოოოოოოო mad.gif mad.gif mad.gif

ან სოლარისები. cry.gif

Posted by: vatman 7 Dec 2018, 18:18
da_to
QUOTE
ერიჰააა 33 საკითხი აქვს დასაზუსტებელი ჯი თი გრუპს

biggrin.gif biggrin.gif

გრავიტასთვის უფრო ნაკლები შენიშვნით შემოიფარგლნენ, არადა საერთოდ დოკუმენტაცია არ ჰქონდა ლამის.

ესე იგი თუ დოკუმენტაციას გამოაგზავნიან მომავალ კვირას სხდომის ოქმი არ იქნება დიდი ალბათობით. 10 დღე - 2 კვირა მოგვიწევს კიდევ ლოდინი

Posted by: MANMUS 8 Dec 2018, 16:24
ოდნავ მუქი მწვანე უფრო მოუხდებოდა
user posted image
user posted image

Posted by: ქაფქიანა 8 Dec 2018, 20:30
ძალიან, ძალიან, ძალიან არ მომწონს.

სალათისფერი მწვანე რა სირობაა.

ნაძვის ხის მწვანე მოუხდებოდა ძალიან.

ეს სრული კრახია. საერთოდ არ მომწონს

Posted by: TramwayMan 8 Dec 2018, 21:23
eraz
ქაფქიანა
ფოსოფრისფერია და ძალიან მყვირალა კვასკვასა.

ნაძვის ხის მწვანე მუქი ფერია და არ ჩანს smile.gif

Posted by: MANMUS 8 Dec 2018, 21:50
მოკლედ წინა ღამით მომიწია 37ით მგზავრობა. ფსლის სუნად ყარდა მთელი ავტობუსი უკანა მხარე სულ ბომჟებს ქონდათ ოკუპირებული, ფეხები კოხტად სკამებზე ქონდათ შემოწყობილი. კონტროლიორი არ იყო. მანამდეც ბევრს ლაპარაკობდნენ ამ თემაზე მარა ვერ აღვიქვამდი სანამ თვითონ არ ვნახე. ბოლო-ბოლო ჯობია რომ საერთოდ გაუქმდეს ღამის რეისები. ავტობუსი უნდა ჰგავდეს ავტობუსს და არა ბომჟების საცხოვრებელ-გამოსაზამთრებელ ადგილს! იმედია ტტც-მდე მივა ეს აზრი.

Posted by: something1 8 Dec 2018, 23:11
მუქი მწვანე ნამდვილად ბევრად უფრო შესაფერისი იყო თბილისისთვის. ეს ზედმეტად არასერიოზული და მყვირალა ფერია, საერთოდ არ ჯდება თბილისის იერში.
მუქი მწვანე იქნებოდა თუ ლურჯი, შავთან მუქი ფერები უფრო კონტრასტულია. ფირუზისფერი ყველაზე შესაფერისი იქნებოდა, თუ მაინცდამაინც ღია ფერებზეა საუბარი, სამწუხაროა, თუმცა როგორც ყვითელს - ამასაც შეეჩვევა თვალი.


* * *
ფერები გადავდოთ და ნაძალადევის რაიონში საშინელი სიტუაციაა, ნაძალადევის და ღრმაღელის მეტროდან ვერცერთ ავტობუსში ვერ აისვლება საღამოს საათებში.
74-ის უაზროდ სიარულს ჯობდა 62-ზე ან 94-ზე მაინც დაემატებინათ ის ერთი ავტობუსი

Posted by: ქაფქიანა 9 Dec 2018, 10:17
TramwayMan

კვასკვასა და ძალიან მყვირალა თუ უნდოდათ, დაეტოვებინათ ყვითელი, რას ერჩოდნენ.


Posted by: TramwayMan 9 Dec 2018, 10:39
ქაფქიანა
QUOTE
კვასკვასა და ძალიან მყვირალა თუ უნდოდათ, დაეტოვებინათ ყვითელი, რას ერჩოდნენ.

ფოსფორისფერი რით არ არის კვასკვასა და მყვირალა?


Posted by: ქაფქიანა 9 Dec 2018, 10:43
TramwayMan

მე იმაზე ვსაუბრობ, რომ უგემოვნო ფერია ძალიან. ამას ყვითელი სჯობდა.

ფოსფორისფერიც არ არის. სალათისფერია.

Posted by: TramwayMan 9 Dec 2018, 11:05
ქაფქიანა
ის რომ უგემოვნოა შენი პირადი აზრია smile.gif

ვიღაცისთვის ყვითელია უგემოვნო და ვიღაცისათვის ლურჯი.

მე სამივე მომწონს smile.gif

Posted by: MANMUS 9 Dec 2018, 11:20
ამოდენა ფულს რომ მოხვეტავს თეგეტა გადაღებვაში ამაზე არ ვთქვათ? ყოფილიყო ლურჯი რა არ მოეწონათ თან სკამებიც ლურჯია და ფერები ესადაგებოდა , ეს კიდე..

Posted by: ქაფქიანა 9 Dec 2018, 11:31
TramwayMan

ცხადია, პირადი აზრია.

უნივერსალური ჭეშმარიტებაა-მეთქი, არც მითქვამს.

შენ რომ მოგწონს, ეგეც შენი პირადი აზრია.

eraz

ეგ ხომ ცალკე...

ფულის კეთების მექანიზმია ეს გადაღებვა, სხვა არაფერი...

Posted by: DRAKONI 9 Dec 2018, 11:32
QUOTE
ამოდენა ფულს რომ მოხვეტავს თეგეტა გადაღებვაში ამაზე არ ვთქვათ? ყოფილიყო ლურჯი რა არ მოეწონათ თან სკამებიც ლურჯია და ფერები ესადაგებოდა , ეს კიდე..

ეს არის ტიპიური კორუფცია.

ხალხს კორუფცია მარტო ის გონია, გამოწეულ ჯიბეში ან უჯრაში ფულს რომ ჩადებ.

კახა კალაძ ეწევა კორუფციას, თეგეტას, კერძო კომპანიას უხდის ფულს არაფერში, რისი გაკეთებაც საჭირო არ არის.
ნორმალურ ქვეყანაში ის უკვე დაკითხვაზე იქნებოდა მიყვანილი.

Posted by: rommel 9 Dec 2018, 13:07
თავიდანვე არ მომეწონა ეს ფერის შეცვლის ტუტუცური იდეა. ლურჯი უფრო უხდება. საშინელებაა მეთქი ვერ ვიტყვი ახალ დიზაინზე, მაგრამ როგორც თბილისის ავტობუსის ექსკლუზიური ფერი ვერ ქაჩავს რა.

პ.ს- ეს ჩაშავებული ცხვირი სიგოიმის პიკია.

Posted by: პაწა 9 Dec 2018, 20:49
რა სიგოიმეა. გული შემიწუხდა რომ დავინახე. მეტი საქმე არ აქვს მერიას? ორი ხელით უქანავებენ რა

ლურჯი ლამაზი იყო. ეს შავი ცხვირი, ბანძი მწვანე. რა თანხებზეა ლაპარაკი, დაიდოს ბიუჯეტი

Posted by: Marshmallo 9 Dec 2018, 22:25
ეს დუბაის ავტობუსი რო ნახა დაიჯვა ამჩემისამ მარტო მწვანე ყოფილიყო მაინც
user posted image

Posted by: Ronyy 9 Dec 2018, 22:59
ლამაზ ავტობუსებს ამახინჯებენ ძალით drug.gif

Posted by: hellboy13 9 Dec 2018, 23:29
ლურჯს რას ერჩოდნენ მშვენიერი იყო drug.gif


Posted by: Grego 10 Dec 2018, 04:32
ეს შავი ცხვირი და გაურკვეველი მწვანე რა უბედურებაა, ლურჯი მართლა უხდება.

Posted by: MANMUS 10 Dec 2018, 21:50
ფორუმელებო მანი ნომრით TT-123-CB ძირითადად რომელ მარშუტზე დადის ხომ არ იცით? მჭირდება სასწრაფოდ

Posted by: lazyadmin 11 Dec 2018, 11:09
ბოლობოლო თიბისის ბარათით გადავიხდი მუნიციპალურებშ თუ ვერა

Posted by: hadesnexus 12 Dec 2018, 00:45
დილით გეპეისთან ლურჯა 020-ს ბეემვე ჩაეხუტა, ან პირიქით.

Posted by: 1+1 12 Dec 2018, 23:04
user posted image
საინტერესოა თუ გაივლის ჩვენს ქუჩებში

Posted by: JSB14BSJ 12 Dec 2018, 23:31
QUOTE
გაურკვეველი მწვანე

დაგლიჯა
biggrin.gif biggrin.gif

მანიკურების კატალოგში გაეძრო ერთხელ პომადის ფერის კვალიფიკაცია "აღელვებული წითელი"

Posted by: TramwayMan 12 Dec 2018, 23:49
1+1
QUOTE
საინტერესოა თუ გაივლის ჩვენს ქუჩებში

და რატომ ვერ გაივლის? :

ჩვეულებრივი 21 მეტრიანი 4 ღერძიანი შესახსრული ავტობუსია რომლის მეოთხე ღერძიც უხვევს.
18 მეტრიანისგან დიდი სხვაობა არ აქვს მოხვევის რადიუსში.


Posted by: Kublicha 13 Dec 2018, 00:19
QUOTE
აინტერესოა თუ გაივლის ჩვენს ქუჩებში

ჩვენი ქუჩები ვიწრო არაა, უბრალოდ მანქანებითაა გაძეძგილი. თუ მოუსუფთავებ გაივლის ყველგან

Posted by: 1+1 13 Dec 2018, 01:30
TramwayMan
Kublicha

თბილისის სატრანსპორტო სისტემების არსებული მდგომარეობის კველვა რომ დაუკვეთეს ფრანგულ კომპანიას მგონი მაგ მონაცემების ნახვა არის შესაძლებელი თუ იცით (განტარუნარიონაობა გზების, დავირთვა არსებული და მსგავსი დეტალები)?

სააკაძის მოედანზეც უცხოელებს გააკეთებინეს სავარაუდოდ და ან ეგ სად შეიძლება ?

და ზოგადად თუ არსებობს საერთოდ რაიმე ღირებული კვლევა ტრანსპორტის თემაზე?

Posted by: Kublicha 13 Dec 2018, 17:03
თუ მძღოლის ნათქვამი შეიძლება წყაროდ მივიჩნიოთ, 3 მანი უკვე გადაღებილია მწვანედ

Posted by: TramwayMan 13 Dec 2018, 18:20
ჯი თი გრუპმა მოაყარა დოკუმენტების დასტა დღეს.

აბა ვნახოთ რას უპასუხებს ტტც.

ეხლა თუ აარტყეს ამათაც დისკვალიფიკაცი

გამოჩნდება ტენდერში მონაწილე მესამე თეგეტა მოტორსი biggrin.gif

Posted by: MANMUS 13 Dec 2018, 19:04
TramwayMan
თეგეტას მანი აქვს წარმოდგენილი თუ სხვა რამე?

Posted by: TramwayMan 13 Dec 2018, 19:31
eraz
აბა რა ვიცი, არ ჩანს და biggrin.gif
თუ გამოჩნდება გავიგებთ.
მანი ეყოლება მა ვინ.

Posted by: vatman 14 Dec 2018, 10:32
TramwayMan
QUOTE
გამოჩნდება ტენდერში მონაწილე მესამე თეგეტა მოტორსი

სიიდან ასეთი წინასწარმეტყველება?
spy.gif
იქითა კვირამდე არამგონია რო გავიგებთ შედეგს

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 12:44
vatman
QUOTE
სიიდან ასეთი წინასწარმეტყველება?
იქითა კვირამდე არამგონია რო გავიგებთ შედეგს


მხოლოდ ვივარაუდე. biggrin.gif


Posted by: aloha__ 14 Dec 2018, 13:19




გადაღებვის ტენტერის ლინკები ხომ არ გაქვთ ვინმეს?

დასახარჯი თანხა მაინტერესებს.

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 15:38
ზუსტად ვიცით, როგორი მანები შემოდიან თებერვლიდან? ვინმეს შეგიძლიათ სურათი დადოთ?

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 16:20
ქაფქიანა
ესეთი.
https://www.bus.man.eu/man/media/content_medien/doc/business_website_bus_master_1/modelluebersicht_1/stadtbusse_1/MAN_Lions_City_M_en.pdf

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 17:30
TramwayMan

აჰა, მეტრანახევარით მოკლეა ამ მანებზე.

რამ შეუშალათ ხელი, რომ ისევ 12 მეტრიანი მანები ეყიდათ და ისევ აირზე?

მეტრანახევარით დამოკლება და დიზელზე გადასვლა რა მიზნით მოხდა?

Posted by: Kublicha 14 Dec 2018, 17:33
ქაფქიანა
QUOTE
მეტრანახევარით დამოკლება და დიზელზე გადასვლა რა მიზნით მოხდა?

დამოკლება არ ვიცი, მაგრა დიზელი იმიტომაა რომ მაგ სიგრძის გაზი არ გამოდის.

Posted by: vatman 14 Dec 2018, 17:34
ქაფქიანა
QUOTE
რამ შეუშალათ ხელი, რომ ისევ 12 მეტრიანი მანები ეყიდათ და ისევ აირზე?

იმიტომ რო ზოგ ხაზზე 12 მეტრიანი საჭირო არ არის

Posted by: PAINKILLER 14 Dec 2018, 17:34
QUOTE (Kublicha @ 13 Dec 2018, 17:03 )
თუ მძღოლის ნათქვამი შეიძლება წყაროდ მივიჩნიოთ, 3 მანი უკვე გადაღებილია მწვანედ

მძღოლი კი არა, დღეს ჩემმა შვილმა მითხრა მწვანე ავტობუსი ვნახეო smile.gif

Posted by: Kublicha 14 Dec 2018, 17:44
PAINKILLER
QUOTE
მძღოლი კი არა, დღეს ჩემმა შვილმა მითხრა მწვანე ავტობუსი ვნახეო

1 ნამვილად არის დადასტურებულად, უბრალოდ დანარჩენ 2-ზე იყო ეგ "თუ"

Posted by: giomelqa12 14 Dec 2018, 18:32
მწვანე ავტობუსის იდეა მომწონდა, მაგრამ არა მწვანე და შავის :@

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 18:38
Kublicha
vatman

რას წყვეტს მეტრანახევრიანი სხვაობა? მესმის პატარა ბოგდანის მსგავსი 8 მეტრიანები. მაგრამ რატომ გახდა აუცილებელი ეს 10.5 მ?

Posted by: MANMUS 14 Dec 2018, 18:45
ქაფქიანა
მაგ. 23, 95, 86 მარშუტებისთვის, სადაც 12 მეტრიანები ვერ გაივლიან

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 18:52
ქაფქიანა
ცვლის მოხვევის რადიუსს smile.gif
22 მეტრი / 18 მეტრი.

Posted by: ნიკა 14 Dec 2018, 19:22
ანუ სადაც პატარა ბოგდანჩიკები დადიან იქ ივლის ეს ახლები? თუ იქ კიდევ უფრო პატარები უნდა ვიყიდოთ?

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 19:35
ნიკა
QUOTE
ანუ სადაც პატარა ბოგდანჩიკები დადიან იქ ივლის ეს ახლები? თუ იქ კიდევ უფრო პატარები უნდა ვიყიდოთ?

ხო ვყიდულობთ კაცო 8 მეტრიანებსაც.

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 19:54
eraz

რატომ ვერ გაივლიან 18-იანები მაგ მარშრუტებზე?

TramwayMan

ეს უკვე გასაგებია. მაშინ რომელია მარშრუტები, რომელთაც ასეთი რადიუსები სჭირდებათ?

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 20:19
ქაფქიანა
QUOTE
ეს უკვე გასაგებია. მაშინ რომელია მარშრუტები, რომელთაც ასეთი რადიუსები სჭირდებათ?

არ ვიცი smile.gif

ქაფქიანა
QUOTE
23, 95

ამ მარშრუტებზე სავარაუდო პრობლემა უნდა იყოს ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე შესახვევი.

Posted by: MANMUS 14 Dec 2018, 20:19
ქაფქიანა
მაგ. ავიღოთ 95 გურამიშვილიდან გუდამაყრის ქუჩაზე შეუძლებელია 18 მეტრიანმა მოუხვიოს, დიდი ბოგდანი ძლივს უხვევს, ვიწრო მოსახვევია. ასევეა 86ის შემთხვევაში ანაპის დივიზიის ქუჩაზე თემქაზე მკვეთრი მოსახვევებია.

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 20:23
eraz
QUOTE
მაგ. ავიღოთ 95 გურამიშვილიდან გუდამაყრის ქუჩაზე შეუძლებელია 18 მეტრიანმა მოუხვიოს, დიდი ბოგდანი ძლივს უხვევს, ვიწრო მოსახვევია.

აქ არანაირი პრობლემა არ არის, მანდ კუთხის მოთხლა და მორგება უფრო დიდი რადიუსით შესაძლებელია უპრობლემოდ.

იგივეს გაკეთება ბერვრგან შესაძლებელია.

პრობლემა მხოლოდ ძველი ქალაქია სადაც ხშირ შემთხვევებში უბრალოდ ადგილი არ იქნება რამეს სადმე რამე მოათალო.

Posted by: MANMUS 14 Dec 2018, 20:26
TramwayMan
ისე 86 შეიძლება 12 მეტრიანის გაშვება ახლა გამახსენდა ადრე ამ მარშუტზე დაფები ხო დადიოდნენ.

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 20:29
eraz
eraz

არანაირად. 12 მ-იანი მანი როგორ ადის ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის მეორე პლატოზე? ნუცუბიძის პლატოს კლაკნილები რითია ანაპის ქუჩის კლაკნილებზე ნაკლები?

დაბადებიდან 29 წელი თემქაზე ვცხოვრობდი. ძალიან ჩვეულებრივად ივლის მანდ დიდი მანი უპრობლემოდ.

არც მალაკნების ხიდია მიზეზი. მანის ყველა მოდელის სტანდარტული სიმაღლე 2.88 მ-ია.

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 20:31
ქაფქიანა
მიზეზი არის გოგიბერიძეზე შესახვევი ჯავახიშვილიდან, საპირისპირო ზოლში გადასვლის გარეშე ვერ შეუხვევს მანდ 12 მეტრიანი ავტობუსი, 9,8 მეტრიანი ბოგდანიც შედის ძლივს.

Posted by: MANMUS 14 Dec 2018, 20:32
ქაფქიანა
შესაძლებელია, იმედია ვცდები, მანდაც საჭიროა დიდი ავტობუსები სულ გადაჭედილები დადიან ბოგდანები

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 20:34
eraz

ჰო, 12. შემეშალა.

TramwayMan

QUOTE
მიზეზი არის გოგიბერიძეზე შესახვევი ჯავახიშვილიდან, საპირისპირო ზოლში გადასვლის გარეშე ვერ შეუხვევს მანდ 12 მეტრიანი ავტობუსი, 9,8 მეტრიანი ბოგდანიც შედის ძლივს.


მაშინ:
QUOTE
12 მ-იანი მანი როგორ ადის ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის მეორე პლატოზე?


Posted by: MANMUS 14 Dec 2018, 20:37
ისე რას ფიქრობთ ამ მანებით რომლებს შეცვლიან 2, 25, 55 33 44 6?

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 20:42
ქაფქიანა
QUOTE
12 მ-იანი მანი როგორ ადის ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის მეორე პლატოზე?

ჩვეულებრვივ. მანდ მოხვევის რადიუსი საერთOდ არ არის ვიწრო.

ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე შესახვევი კი ძალიან ვიწროა. იმ მხრივ რომ საპირისპირო ზოლში უნდა გადავიდეს მთელი ტანით რომ უკანა მხარე ტროტუარზე არ ავიდეს, ამის საშUალება არ არის რადგან იქ საპირისპირო ნაკადი მოდის.

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 20:49
TramwayMan

QUOTE
ჩვეულებრვივ. მანდ მოხვევის რადიუსი საერთOდ არ არის ვიწრო.


რა არ არის ვიწრო?

რამდენჯერ ვმჯდარვარ და ჩემი თვალით შევსწრებივარ, ჩამომავალი ავტომობილები, შუქნიშანზე მდგარნი, უკან დახეულან, გვერდზე გაწეულან, 88 რომ შემოეშვათ.

ასახვევში ავტომობილი მდგარა და ვერ შესულა ავტობუსი. სიგნალებით აუკლია მძღოლს იქაურობა და საცობი გაჩენილა.

ერთი მძღოლი ერთხელ ისე გაბრაზდა, ცალკე სადისპეტჩეროში დარეკა და ცალკე პატრულში.

88-ის ვერცერთი მძღოლი იმ ასახვევს ვერ იტანს.

პლატოზე ვცხოვრობ და ჩემი თვალით ვხედავ ლამის ყოველდღე, 88-ებს მანდ ახვევა როგორ უჭირთ და ხანდახან, თუ ჩამომსვლელი ნაკადი არ არის, სიადვილისთვის შემხვედრ ზოლშიც შედიან და ისე უხვევენ.

eraz

ჩემი აზრით, ამ ახალ მანებსაც უფრო დასავლეთ ნაწილს მისცემენ. გლდანი, ნაძალადევი, დიდი დიღომი. ეგრე იქნება.

Posted by: TramwayMan 14 Dec 2018, 20:52
ქაფქიანა
ხოდა, წარმოიდგინე რომ იქ უარესია, ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე. smile.gif

Posted by: ქაფქიანა 14 Dec 2018, 20:58
TramwayMan

ეგეც წარმოვიდგინე. წლების წინ მაგ მარშრუტზეც სისტემატურად დავდიოდი.

კი ბატონო, შეიძლება ეგეცაა. ჩემი აზრით, როცა მარშრუტებზე დაარიგებენ ამ ახალ მინებს, ამით უფრო გამოჩნდება მათი შემოყვანის მიზეზი.

Posted by: MANMUS 14 Dec 2018, 21:42
აღმოსავლეთ ნაწილში ჯობია ჯერ გზებს მიხედონ და მერე გაუშვან გორგასლის ქუჩა რადღეშია მანდ რა ავტობუსმა უნდა გაძლოს. წესით ჯერ არც 39ზეც არ უნდა გაეშვათ.

Posted by: Kublicha 15 Dec 2018, 01:12
TramwayMan
QUOTE
ჯავახიშვილიდან გოგიბერიძეზე შესახვევი კი ძალიან ვიწროა. იმ მხრივ რომ საპირისპირო ზოლში უნდა გადავიდეს მთელი ტანით რომ უკანა მხარე ტროტუარზე არ ავიდეს

დაფი არ უხვევდა მანდ?

Posted by: TramwayMan 15 Dec 2018, 01:15
Kublicha
QUOTE
დაფი არ უხვევდა მანდ?

კი უხვევდა, მაგ დროს მანქანებიც ნაკლები იყო.

12 მეტრიანი მანები სადაც გაუშვეს გაუშვეს, მეტი არ იყო და ბუნებრივია ქალაქის აღმოსავლეთში 2 მარშრუტზე მაინც უნდა გაეშვათ. დანარჩენი ისედაც დასავლეთში იყო.

Posted by: Ronyy 15 Dec 2018, 15:02
QUOTE
12 მ-იანი მანი როგორ ადის ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის მეორე პლატოზე?



უჭირთ ძაან, არადა დაფებიც უხვევდნენ და იკარუსებიც უფრო ადრე

Posted by: ქაფქიანა 15 Dec 2018, 15:44
Ronyy

QUOTE
უჭირთ ძაან, არადა დაფებიც უხვევდნენ და იკარუსებიც უფრო ადრე


გამარჯობა. რომ უჭირთ, მაგას ვამბობ მეც.

Posted by: TramwayMan 15 Dec 2018, 15:47
Ronyy
იკარუსები 11 მეტრია.


Posted by: MANMUS 15 Dec 2018, 16:09
ქაფქიანა
87საც უჭირს ათონელი ქუჩასთან მოხვევა , სანაპიროსკენ

Posted by: Nescafe13 15 Dec 2018, 21:28
3,95,86 იც იცვლება ახალი ავტობუსებით ?

Posted by: ქაფქიანა 15 Dec 2018, 22:06
Nescafe13

3 არა მგონია. არ არის მაგხელა მნიშვნელობის.

ისე, ძალიან უაზრო ბოლო გაჩერება აქვს დიღომში. დააგრძელონ დიდუბემდე, ანდა ვაშლიჯვარში ავიდეს, ვთქვათ.

Posted by: Kublicha 16 Dec 2018, 00:15
ჩემი აზრით პირველ რიგში შეიცვლება 33, მერე ასეთი თანმიმვდევრობით: 23, 54, 2, 15, 55.

Posted by: Stendal 16 Dec 2018, 01:30
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება არ იციან მერიაში? რა მნიშვნელობა აქვს ავტობუსს ბოგდანი ეწერება თუ ტრახტენბერგერი როცა რაოდენობა იგივე რჩება და პიკზე მათი გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია? დებილები ვგონივართ ხალხი?

Posted by: vatman 16 Dec 2018, 01:30
ჩემი აზრით კი პირველ რიგში 85, 46, 6 , 54. 23, 33 და 95

86, 15, 11 კანდიდატები არიან. 79 და 3 ნომერი არამგონია

სავარაუდოდ ახალი მანები დიღომში დაიდებენ ბინას, აი დიდ ბოგდანებს თუ გადაიყვანენ აფრიკაში კიდევ საკითხავია.
71 -ზე და 44 -ზე დიდი ბოგდანები გადავა, ამაში დარწმუნებული ვარ.

იმ 220 პატარა ავტობუსსაც მგონია რო N1 ავტობაზას არც მიასუნინებენ და მე-3-ში გადაანაწილებენ ყველას

Posted by: რობი 16 Dec 2018, 04:03
https://i.imgur.com/zVzbehx.gifv
ეს რომელი ავტობუსია? boli.gif

Posted by: MANMUS 16 Dec 2018, 07:35
vatman
საერთოდ აფრიკაში დაყენებას რატომ ერიდებიან ვერ ვხვდები, ნუთუ ისეთი ცუდი მდგომარეობაა რომ 2 25 55 ბოგდანებს დიღმიდან აწანწალებენ, ადრე თუ გვიან ხომ მაინც მოუწევთ გადაყვანა. ისე არც მესამეში უნდა იყოს სახარბიელო მდგომარეობა ბოგდანების მოვლის მხრივ თუ ვიმსჯელებთ.

Posted by: TramwayMan 16 Dec 2018, 12:04
vatman
eraz
აფრიკის 1 ბაზის რემონტის ტენდერი უვე შედგა ასე რომ მომავალ წელს იქაც ახალი ბაზა იქნება.

Posted by: Marshmallo 16 Dec 2018, 12:42
რობი
მარკოპოლოს (ვოლვო) ავტობუსია (სამხრეთ ამერიკა)

Posted by: MANMUS 16 Dec 2018, 12:45
74 მარშუტს რამე უქნან ჰაერის გადაზიდვის ფუნქცია რო აქვს შეთავსებული biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 16 Dec 2018, 19:40
ეს ნახეთ:

user posted image

https://popx.ge/article/3522-did-britanetshi-gamochnda-avtobusi-romelsats-haeris-gamcmendis-punktsia-akvs?fbclid=IwAR2Tc34AZV1YgnuA2M0x6YHkA6sftvMMRnHbE_uazScFxavH5Uv4YwHfKFg

Posted by: vatman 17 Dec 2018, 00:05
eraz
QUOTE
საერთოდ აფრიკაში დაყენებას რატომ ერიდებიან ვერ ვხვდები, ნუთუ ისეთი ცუდი მდგომარეობაა რომ 2 25 55 ბოგდანებს დიღმიდან აწანწალებენ, ადრე თუ გვიან ხომ მაინც მოუწევთ გადაყვანა. ისე არც მესამეში უნდა იყოს სახარბიელო მდგომარეობა ბოგდანების მოვლის მხრივ თუ ვიმსჯელებთ.

მე ვფიქრობ რო მანდ ვერ უვლიან კარგად ავტობუსებს, ამიტომაც ახალს არაფერს აძლევენ. დასავლეთის პატარა ბოგდანები ვიზუალურად უკეთესად გამოიყურებიან
2008-შიც ახალი ბოგდანები გლდანში გაუშვეს და დაფები გადაიყვანეს აფრიკაში. მანამდე გლდანის დაფები უკეთეს მდგომარეობაში უფრო იყვნენ

TramwayMan
QUOTE
აფრიკის 1 ბაზის რემონტის ტენდერი უვე შედგა ასე რომ მომავალ წელს იქაც ახალი ბაზა იქნება.

უფფ, მასე დაფების სარემონტო ბაზა აფრიკაში ჰქონდათ, მარა მაინც საშინელ დღეში იყვნენე ვიდრე გლდანში.
საბოლოოდ ალბათ გადაივანენ ნაწილს, აბა მარაზმი არ არის 2, 25 და 55 ხაზზე გასასვლელად ლამის 20 კილომეტრი რო უნდა გაიარონ

Posted by: Egyptian 17 Dec 2018, 10:44
პატარა ბოგდანები რომ არის, ეგენი რო ჩამოწერონ არ შეიძლება? biggrin.gif
ყველა საშინელ მდგომარეობაშია

Posted by: MANMUS 17 Dec 2018, 11:04
9 ნომერის მანს TT131CB ავარია მოუვიდა თამარ მეფეზე ჯიპს ჩაეხუტა

Posted by: vatman 17 Dec 2018, 12:35
მინების ჩამოსხმის ტენდერში ტტც-ს მითითებული აქვს მერსედებიც.

თუ არ იყენებენ მაგ მერსედესებს , მინები რაში სჭირდებათ spy.gif

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=285360&lang=ge

QUOTE
9 ნომერის მანს TT131CB ავარია მოუვიდა თამარ მეფეზე ჯიპს ჩაეხუტა

ჯიპს ჩაეხუტა თუ ჯიპი ჩაეხუტა? ...

Posted by: da_to 17 Dec 2018, 13:39
QUOTE
ჯიპს ჩაეხუტა თუ ჯიპი ჩაეხუტა? ...


დიდი არაფერი იყო, სამსახურის წინა მოხდა ზუსტად ...

Posted by: MANMUS 17 Dec 2018, 14:15
[
vatman
da_to
ისე კაი მოშნი მასკა ქონია მანს biggrin.gif ისეთი არაფერი ეტყობოდა პატარა ნაკაწრები ქონდა და ოდნავ იყო შეღუნული.

Posted by: toyota12345 17 Dec 2018, 19:15
გუშინ ვიმგზავრე ღამით პირველად 137 ნომრით. რომ ავედი 15 კაცს მაინც ეძინა და საშინელი სუნი იყო. უბრალოდ გამიტყდა ამ ცხოვრების დედა ვატირე რატომ არ უნდა ქონდეთ მაგ ადამიანებს თბილი სახლი....

Posted by: MANMUS 17 Dec 2018, 20:01
ზემელზე ჩასახვევში დავინახე მანი 010 იდგა შუა ზოლში გაჩერებული აქეთ იქით გამყოფი რეშოტკები ედგათ, რესოუბლიკის მოედნამდე იდგნენ ეს რეშოტკები. ავტობუსი რაღატო ჩააკვეხეს spy.gif

Posted by: Nescafe13 17 Dec 2018, 21:20
QUOTE (toyota12345 @ 17 Dec 2018, 19:15 )
გუშინ ვიმგზავრე ღამით პირველად 137 ნომრით. რომ ავედი 15 კაცს მაინც ეძინა და საშინელი სუნი იყო. უბრალოდ გამიტყდა ამ ცხოვრების დედა ვატირე რატომ არ უნდა ქონდეთ მაგ ადამიანებს თბილის სახლი....

ეგეთები რო მესმის გული მიწუხს
ის ყვერი მილიარდ ნახევარს თუ რაცაა თანხა , რომ იხდის ვალების ჩამოწერეში ეგეთ ხალხს დახმარებოდა
რამდენ ადამიანს ჭირდება ოპერაცია სიცოცხლისთვის , ან დევნილებისთვის 1-2 კორპუსი აეშენებინათ , იმენა ამ ქვეყანაში რამე სწორად გაკეთებულიყოს არ მინახავს

Posted by: MANMUS 19 Dec 2018, 13:22
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, –  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში 31 დეკემბრის 23:00-დან, 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.
„ტრადიციულად წელსაც, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. 31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენის“, ავტობუსებისა და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00-დან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე. დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი, ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, შობის ღამეს „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით, უფასოდ მოემსახურება. მეტრო 7 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე იმუშავებს.
დედაქალაქის მოსახლეობას ახალი წლის ღამეს ავტობუსების შემდეგი ნომრები მოემსახურება:  N1, N2, N3, N4, N6, N7, N8, N10, N11, N12, N13, N14, N15, N18, N19, N20, N23, N25, N27, N28, N30, N31, N34, N36, N37, N39, N40, N41, N42, N43, N44, N45, N47, N48, N49, N52, N53, N55, N56, N58, N60, N62, N63, N66, N68, N70, N71, N73, N74, N75, N76, N77, N78, N79, N80, N82, N84, N87, N88, N90, N91, N95, N99, N101, N103, N104, N106, N108, N109, N110, N112, N121, N122, N140.

Posted by: Kublicha 19 Dec 2018, 14:31
არაფერია სიახლე ტენდერიდან?

Posted by: Nickboy 19 Dec 2018, 14:41
QUOTE
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება


ეს უფასო მომსახურობები ხომ ვერ მოიშალეს რა facepalm.gif

გეგონება თავისი ჯიბიდან აფინანსებენ

Posted by: vatman 20 Dec 2018, 10:45
Kublicha
QUOTE
არაფერია სიახლე ტენდერიდან?

მე მგონი დღეს ან ხვალ იქნება პასუხი. წინა 2 სხდომა პარასკევს აიტვირთა

QUOTE
ეს უფასო მომსახურობები ხომ ვერ მოიშალეს რა

მაინც არავინ გადაიხდის ახალ წელს და უკეთესი არ არის დადებითი საქმე გააკეთო smile.gif

Posted by: Nickboy 20 Dec 2018, 11:18
vatman
QUOTE
მაინც არავინ გადაიხდის ახალ წელს და უკეთესი არ არის დადებითი საქმე გააკეთო


მაშინ არც უნდა გამოიყვანო ავტობუსები... გაჭირვებული ქვეყანა ვართ და გაუმართლებელია ახალ წელს მოგრიალე ხალხისთვის "უფასო" სერვისების შეთავაზება მთელი საზოგადოების ხარჯზე..

Posted by: vatman 20 Dec 2018, 15:54
Nickboy
QUOTE
მაშინ არც უნდა გამოიყვანო ავტობუსები... გაჭირვებული ქვეყანა ვართ და გაუმართლებელია ახალ წელს მოგრიალე ხალხისთვის "უფასო" სერვისების შეთავაზება მთელი საზოგადოების ხარჯზე.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომაა რო საზოგადოებას ემსახუროს, და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს გადაადგილებაში. ახალი წლის ღამე დატვირთული არის ხალხის მასების გადაადგილებით. ყველას კი არ აქვს ტაქსების ფული, რომლებიც კიდევ ტარიფებს წევენ საახალწლო პერიოდში.

Posted by: MANMUS 20 Dec 2018, 17:40
რას დაარქმევთ? (88 ნომერი 055)
user posted image
user posted image

Posted by: Nescafe13 20 Dec 2018, 18:53
eraz
QUOTE
რას დაარქმევთ? (88 ნომერი 055)


lol.gif

არაფრის ღირსები არ ვართ , იმენა ბოგდანიც აღარ უნდა დადიოდეს და ცხენები უნდა შემოიყვანონ

Posted by: ფაშისტი 20 Dec 2018, 19:02
შაბათს თეორია ჩავაბარე, დღეს პრაქტიკა. D კატეგორია დავიმატე. 25 -ვე გოგო რომ ჩააბარებს, ვნახოთ მერე რას დაგვიპირებენ

Posted by: Nickboy 20 Dec 2018, 20:33
vatman
QUOTE
საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომაა რო საზოგადოებას ემსახუროს, და მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს გადაადგილებაში. ახალი წლის ღამე დატვირთული არის ხალხის მასების გადაადგილებით. ყველას კი არ აქვს ტაქსების ფული, რომლებიც კიდევ ტარიფებს წევენ საახალწლო პერიოდში.


ძალიან დაბალი ფასებია ისედაც და "უფასოს" არანაირი გამართლება არ აქ... ახალი წლის ღამეს გადაადგილდებიან ადამიანები, რომლებსაც სადღაც წასასვლელი ფული აქვთ და მათი გადაადგილება რატომ უნდა დააფინსოს მთელმა საზოგადოებამ, როცა ამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს სადღაც წასასვლელი ფულიც არ აქ?

Posted by: Chaosphere 20 Dec 2018, 21:39
ორ სხვადასხვა 24 ნომერ ავტობუსში, შუა კარების შიდა მხრიდან, ცალ მხარეზე მინებია უკვე დაცლილი, გაიატანა ვინმემ თავ პირით ?

Posted by: MANMUS 20 Dec 2018, 21:59
Chaosphere
9 და 51 ნომერზეც არიან ეგეთები.012, 125, 127 აქვთ ეგრე. 056საც ქონდა მოცლილი ერთ მხარეს მარა მალევე ჩაუსვეს, მაგათაც ალბათ გაუკეთებენ.

Posted by: JSB14BSJ 20 Dec 2018, 23:27
Nescafe13
QUOTE
იმენა ამ ქვეყანაში რამე სწორად გაკეთებულიყოს არ მინახავს

უპირობო მტკიცებულება იმისა, რო თავად ხალხია არასწორი.

Posted by: brutal_88 20 Dec 2018, 23:29
ფაშისტი
QUOTE
შაბათს თეორია ჩავაბარე, დღეს პრაქტიკა. D კატეგორია დავიმატე. 25 -ვე გოგო რომ ჩააბარებს, ვნახოთ მერე რას დაგვიპირებენ

იმედია 25-ვე გოგოს აიყვანენ ახალ ავტობუსებზე love.gif

Posted by: TramwayMan 20 Dec 2018, 23:55
brutal_88
და იმედია ავტობუსებს არ დაამტვრევენ >დ

Posted by: Kublicha 21 Dec 2018, 01:01
ფაშისტი
QUOTE
შაბათს თეორია ჩავაბარე, დღეს პრაქტიკა. D კატეგორია დავიმატე. 25 -ვე გოგო რომ ჩააბარებს, ვნახოთ მერე რას დაგვიპირებენ

გილოცავთ.
პრაქტიკაზე რა მანევრები ბარდება და რა ტიპის ავტობუსით?

Posted by: ფაშისტი 21 Dec 2018, 08:47
brutal_88
Kublicha
დიდი მადლობა.
2 ელემენტია, ავტოფარეხი და პარალელური პარკირება. ისეთ დროს მივედი 1 გოგო ვიყავი მხოლოდ, ბიჭები იჭრებოდნენ smile.gif
გამიიოლდა, სიამოვნებაც კი მივიღე ტარებისგან.
ავტობუსით არ ბარდება, საქმეც მაგაშია მარშრუტკა რომ დავინახე გული შემიწუხდა, საკმაოდ გრძელი VW მარშრუტკა იყო.
ჩვენ - პირველი ნაკადი ვინც ვიყავით, ავტობუსზე გაგვატარეს პრაქტიკა. ბოლო 1 თვეა გადავიდნენ ანალოგიურ სამარშრუტოზე, რაც მე დიდად ვერ მვასწარი.

ვნახოთ, 25-ივეს დაგვასაქმებენ თუ არა. 10 გოგოს დარჩა ასაღები.
მე ვმუშაობ ისედაც. გადავალ თუ უკეთესი პირობები იქნება..

Posted by: vatman 21 Dec 2018, 10:02
ფაშისტი
გილოცავ smile.gif

თეორიაში 20 კითხვა და 20 წუთია ხო?

QUOTE
ავტობუსზე გაგვატარეს პრაქტიკა.

პატარა ბოგდანზე გქონდათ პრაქტიკა?

TramwayMan
QUOTE
და იმედია ავტობუსებს არ დაამტვრევენ

spy.gif

006 ელოდება სულმოუთმენლად biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 21 Dec 2018, 11:12
vatman
თეორიაში 40 კითხვაა და 40 წუთი გაქვს.

პატარა ბოგდანი რომ ყოფილიყო რა გვიჭირდა. სეტრას ავტობუსი იყო, მგონი ორსართულიანი დენიკინის დროის

Posted by: MANMUS 21 Dec 2018, 11:14
vatman
ეგ 006 მესამედ დაილეწა მგონი ორჯერ ჩაემსხვრა უკანა მინა, ახლაც რაღაც ჭირს. ასევე საეჭვოა 001 და 005ის მდგომარეობა 2 კვირაა ხაზზე არ მინახავს. დათარსულია რა ეს 006 cry.gif facepalm.gif

Posted by: vatman 21 Dec 2018, 11:22
ფაშისტი
QUOTE
თეორიაში 40 კითხვაა და 40 წუთი გაქვს.

და 4 შეცდომის უფლება ხო?
QUOTE
სეტრას ავტობუსი იყო, მგონი ორსართულიანი დენიკინის დროის

პრავას რო აიღებ მაშინ პირდაპირ მეტროს თბილისი ბათუმის ავტობუსზე სცადე დასაქმება biggrin.gif

Posted by: ფაშისტი 21 Dec 2018, 11:44
vatman
სიამოვნებით )))) გამოცდილება რომ მქონდეს ))))

Posted by: პაწა 21 Dec 2018, 14:13
დასავლეთ საქართველოს ერთი მთიანი რეგიონისთვის 6 სექენდ-ჰენდ საშუალო ზომის ავტობსს ვეძებ და რას მირჩევთ, მანის A76, A66, NM283?

თუ დრო გექნებათ, გადახედეთ ამ ლინკებს და მითხარით თქვენი აზრი

ფასი 10-50k (ადგილზე+ჩამოყვანა განბაჟება), ასაკი 7-14 წელი, დასაჯდომი ადგილი 25-28, კონდენციონერით

დღეში 3 ავტობუსი უნდა მოძრაობდეს რეგულარულად დილის 6-დან ღამის 12 საათამდე. დანარჩენი 3 რეზერვში. თითო მიმართულებით 100-120 კმ. ასფალტი მარშრუტზე ყველგან კარგია

https://suchen.mobile.de/fahrzeuge/details.html?id=271328232&damageUnrepaired=NO_DAMAGE_UNREPAIRED&grossPrice=false&isSearchRequest=true&makeModelVariant1.makeId=16500&makeModelVariant1.modelDescr1ption=midi&pageNumber=1&scopeId=B&usage=USED&searchId=3817fc25-3cc7-f8fa-76ae-64fa7d3b0a79

https://suchen.mobile.de/fahrzeuge/details.html?id=221481269&damageUnrepaired=NO_DAMAGE_UNREPAIRED&grossPrice=false&isSearchRequest=true&makeModelVariant1.makeId=16500&makeModelVariant1.modelDescr1ption=midi&pageNumber=1&scopeId=B&usage=USED&fnai=next&searchId=3817fc25-3cc7-f8fa-76ae-64fa7d3b0a79

https://suchen.mobile.de/fahrzeuge/details.html?id=271750043&damageUnrepaired=NO_DAMAGE_UNREPAIRED&grossPrice=false&isSearchRequest=true&makeModelVariant1.makeId=16500&makeModelVariant1.modelDescr1ption=midi&pageNumber=1&scopeId=B&usage=USED&searchId=3817fc25-3cc7-f8fa-76ae-64fa7d3b0a79

https://suchen.mobile.de/fahrzeuge/details.html?id=272194081&damageUnrepaired=NO_DAMAGE_UNREPAIRED&grossPrice=false&isSearchRequest=true&makeModelVariant1.makeId=16500&makeModelVariant1.modelDescr1ption=midi&pageNumber=1&scopeId=B&usage=USED&fnai=prev&searchId=3817fc25-3cc7-f8fa-76ae-64fa7d3b0a79

კიდევ ეს https://suchen.mobile.de/fahrzeuge/details.html?id=266000291&damageUnrepaired=NO_DAMAGE_UNREPAIRED&grossPrice=false&isSearchRequest=true&makeModelVariant1.modelDescr1ption=midi&pageNumber=1&scopeId=B&usage=USED&searchId=9e84405c-afc3-b75d-2789-ec2a23e83a94 მომწონს, მაგრამ არ ვიცი რემდენად კარგია და მანებზე ზოგადად გავიარე მძღოლებთან კონსულტაცია და ყველა ერთხმად აქებს

Posted by: vatman 21 Dec 2018, 15:27
პაწა
დასახლებულ პუნქტებს შორის უნდა მოძრაობდეს?
ყველა ჩამოთვლილი არის საქალაქო ავტობუსი, და მანდ ჩემი პირადი აზრით კაკ მინიმუმ საგარეუბნო უნდა იყოს.

გააჩნია სად უნდა იმოძრაოს, ფეხზე მდგომი მგზავრები უნდა იყოს თუ არა, 100 კმ-ზე ფეხზე ხო არ დადგებიან. ბარგის დასადები უნდა იყოს ან მეორე კარების წინ თავისუფალი სივრცე იყოს თუ არა.

ჩემი აზრით Uberlandbusse ტიპის ავტობუსი უნდა ეძებო უფრო . გარდა ამისა ნაწილების შოვნა არ უნდა იყოს ძნელი, მით უმეტეს რო მთიან რეგიონში უნდა იყოს რუსულად რო ვთქვათ ремонтопригодный, რომ არასერიოზული დაზიანებები ადგილზევე აღმოიფხვრას. ჩემი აზრით თურქული ავტობუსები უფრო იქნება შესაფერისი ისუზუ/ივეკო/ოტოკარი/ტემსა. ისე ამ მანის ნაწილები სად უნდა ეძებო? რამე დაზიანების გამო მოუწევს დიდი ხანი გაჩერება.
ან ივეკო დეილის/ მერსედეს სპრინტერის ბაზაზე აწყობილი ავტობუსები არ გაწყობს?

Posted by: MANMUS 21 Dec 2018, 17:50


#Saxon-ის გუნდმა დაასრულა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის თანახმადაც #Saxon-ის გუნდმა შეასრულა ქ.თბილისის ავტობაზა #2-ის სერვის ცენტრის სრული ვენტილაციისა და ავტობუსის მაყუჩიდან გამონაბოლქვი ნამწვი აირების მოშორების სისტემის პროექტირება.

Posted by: ფაშისტი 24 Dec 2018, 10:13
ნეტა როგორი ავტობუსებია გეგმაში ჩვენი (გოგოების) დასაქმებისათვის?
მანის ავტობუსებია ასე გვითხრა ტეტეცემ, იმედია მოკლე ვარიანტი ხო? smile.gif

Posted by: Nickboy 24 Dec 2018, 16:31
ფაშისტი

თებერვლიდან უნდა დაიწყოს 10 მეტრიანების შემოყვანა... ალბათ ეგენი biggrin.gif

Posted by: Guro_ 24 Dec 2018, 16:41
პაწა
ვახ ძაან დამაინტერესა კერძო პირს 6 ავტობუსი რად უნდა biggrin.gif თან ისე რო ყოველდღე 18 საათით უნდა იაროსო. თუ საიდუმლო არაა დააკმაყოფილე ჩემი ცნობისმოყვარეობა sad.gif

Posted by: da_to 24 Dec 2018, 17:47
QUOTE
ვახ ძაან დამაინტერესა კერძო პირს 6 ავტობუსი რად უნდა


იქნებ სულაც არ არის კერძო პირი smile.gif

Posted by: ქაფქიანა 24 Dec 2018, 19:11
12 დეკემბრის შემდეგ ავტობუსების ყიდვის საქმეს არაფერი დოკუმენტი არ დამატებია იმ საიტზე, რით ვერ განიხილეს, ორი კვირა გავიდა.

Posted by: iviko18 24 Dec 2018, 21:31
QUOTE
დასავლეთ საქართველოს ერთი მთიანი რეგიონისთვის 6 სექენდ-ჰენდ საშუალო ზომის ავტობსს ვეძებ და რას მირჩევთ, მანის A76, A66, NM283?


QUOTE
დღეში 3 ავტობუსი უნდა მოძრაობდეს რეგულარულად დილის 6-დან ღამის 12 საათამდე. დანარჩენი 3 რეზერვში. თითო მიმართულებით 100-120 კმ. ასფალტი მარშრუტზე ყველგან კარგია


მოძრაობის დროიდან და დისტანციიდან გამომდინარე აშკარაა მუნციპალურ ტრანსპორტად არ სჭირდებათ.

სავარაუდოდ რომელიმე საწარმოსთვის ან მსხვილი სამშენებლო ობიექტისთვის უნდათ.

Posted by: da_to 25 Dec 2018, 11:38
QUOTE
12 დეკემბრის შემდეგ ავტობუსების ყიდვის საქმეს არაფერი დოკუმენტი არ დამატებია იმ საიტზე, რით ვერ განიხილეს, ორი კვირა გავიდა.


მეც გამიკვირდა დააგვიანეს და გადავამოწმე .... გასაჩივრებულია ტენდერი, კომპანია შპს ინტერავტო თრეიდინგი-ს მიერ (ვინმემ იცით ვინები არიან ? ) და ითხოვეს ჯი-თი გრუპის პირდაპირ დისკვალიფიკაციას. ისეთი დოკუმენტაციები აქვთ წამრმოდგენილი დაზუსტებას არ ექვემდებარებოდა და პირდაპი დისკვალიფიკაცია იყო საჭიროოო.... ხოდა გაიწელება ეგ პროცესი smile.gif

Posted by: vatman 25 Dec 2018, 11:57
da_to
QUOTE
მეც გამიკვირდა დააგვიანეს და გადავამოწმე .... გასაჩივრებულია ტენდერი, კომპანია შპს ინტერავტო თრეიდინგი-ს მიერ (ვინმემ იცით ვინები არიან ? ) და ითხოვეს ჯი-თი გრუპის პირდაპირ დისკვალიფიკაციას. ისეთი დოკუმენტაციები აქვთ წამრმოდგენილი დაზუსტებას არ ექვემდებარებოდა და პირდაპი დისკვალიფიკაცია იყო საჭიროოო.... ხოდა გაიწელება ეგ პროცესი

და სად ჩანს რო გასაჩივრებულია? smile.gif

რა კომპანიაა გუგული დეიდამ იცის facepalm.gif

ღირსები კი არიან ისუზუმ რო მოიგოს
popcorn.gif

Posted by: da_to 25 Dec 2018, 12:32
vatman
QUOTE
და სად ჩანს რო გასაჩივრებულია?



https://tenders.procurement.gov.ge/dispute/

საჩივარი #DET180017308_01

Posted by: vatman 25 Dec 2018, 12:46
da_to
მანდ რო წერია

დავის განხილვის დრო და ადგილი
17.12.2018 18:45

ეს ნიშნავს რო ამ დროს დაიწყო და როდის დამთავრდება კაცმა არ იცის?

Posted by: forum-ge 25 Dec 2018, 19:53
vatman
QUOTE
da_to
მანდ რო წერია

დავის განხილვის დრო და ადგილი
17.12.2018 18:45

ეს ნიშნავს რო ამ დროს დაიწყო და როდის დამთავრდება კაცმა არ იცის?


დავის განხილვის დრო და ადგილი
24.12.2018 16:00

ანუ გუშინ განუხილიათ

Posted by: vatman 26 Dec 2018, 10:19
forum-ge
ჩემთან 17 რიცხვი ჩანს


Posted by: პაწა 26 Dec 2018, 19:58
Guro_
da_to
არა, რა კერძო პირი. გვინდა რომ რეგიონი დაუკავშირდეს რკინიგზას და ამვდროულად იყოს რაიონის-შიდა ტრანსპორტი.

საერთო ჯამში 5 რაიონს გაივლის
* * *
გვინდა ასეთი ავტობუსები, სადაც ბევრი ბარგის დასადები ადგილია. ინტერიერის ფოტო არ მაქვს, თუ დააკვირდებით ჩანს რკინის კონსტრუქციები

3 რეისი იქნება რკინიგზამდე და სავარაუდოდ კიდევ 2 აეროპორტამდე

user posted image
* * *
ეს ავტობუსი ღირს 25-35000 ევრო, 500კკმ გარბენით

Posted by: TramwayMan 26 Dec 2018, 21:03
პაწა
თქვენ ესეიგი აეროპორტიყ ყოფილი ბუსები გინდათ, აბა ისე ეგეთი დასადებებბი ქალაქის ავტობუსს არ ექნება,

Posted by: MANMUS 26 Dec 2018, 21:21
დღეიდან დედაქალაქის მგზავრებს საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსები მოემსახურება. 14 იანვრამდე თუ შერჩება რამე givi.gif

Posted by: Kublicha 26 Dec 2018, 21:26
TramwayMan
QUOTE
თქვენ ესეიგი აეროპორტიყ ყოფილი ბუსები გინდათ, აბა ისე ეგეთი დასადებებბი ქალაქის ავტობუსს არ ექნება,

პარიზში აქვს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილს.
ძირითადად იმ ავტობუსებ, რომლებიც ცენტრი-აეროპორტების მიმართულებით მოძრაობს

Posted by: vatman 27 Dec 2018, 15:04
პაწა
QUOTE
არა, რა კერძო პირი. გვინდა რომ რეგიონი დაუკავშირდეს რკინიგზას და ამვდროულად იყოს რაიონის-შიდა ტრანსპორტი.

საერთო ჯამში 5 რაიონს გაივლის
* * *
გვინდა ასეთი ავტობუსები, სადაც ბევრი ბარგის დასადები ადგილია. ინტერიერის ფოტო არ მაქვს, თუ დააკვირდებით ჩანს რკინის კონსტრუქციები

3 რეისი იქნება რკინიგზამდე და სავარაუდოდ კიდევ 2 აეროპორტამდე

და დაბალძირიანი ავტობუსები რად გინდათ მერე?
თქვენ გჭირდებათ მაქსიმალურად დასაჯდომი ადგილი რო იყოს, აბა ახლა 100 კილომეტრს ფეხზე ხო არ დააყენებთ მგზავრს. როგორც აქამდე დავწერე ჩემი აზრით გჭირდებათ Uberlandbusse ტიპის ავტობუსები
TramwayMan
QUOTE
თქვენ ესეიგი აეროპორტიყ ყოფილი ბუსები გინდათ, აბა ისე ეგეთი დასადებებბი ქალაქის ავტობუსს არ ექნება,

გამარჯობად,
არაერთხელ მინახია აეროპორტისკენ მიმავალ მაშრუტების ავტობუსებს დასადები ჰქონოდა, პირველი რაც გამახსენდა უცბად ვენეციაა. მგონი ვარშავაშიც მასეა

Posted by: Kublicha 27 Dec 2018, 15:20
იდეში 37-საც არ აწყენდა

Posted by: პაწა 27 Dec 2018, 21:59
vatman
QUOTE
და დაბალძირიანი ავტობუსები რად გინდათ მერე?
თქვენ გჭირდებათ მაქსიმალურად დასაჯდომი ადგილი რო იყოს, აბა ახლა 100 კილომეტრს ფეხზე ხო არ დააყენებთ მგზავრს. როგორც აქამდე დავწერე ჩემი აზრით გჭირდებათ Uberlandbusse ტიპის ავტობუსები

ხომ დავწერე, შიდა-რაიონული ტრანსპორტის ფუნქციაც უნდა შითავსოს. Uberlandbuss დაბალძირიანიც შეიძლება იყოს, განსხვავება მხოლოდ სავარძლების კონფიგურაციაში, ცოტა მაღალია და აქვს დასაბმელები.

შვეიცარიის პოსტბუსის სისტემა იდეალური და სამაგალითოა მთიანი რეგიონებითვის. დავპოსტავ სურათებს და ვიდეოებს, სადაც ჩანს თუ სად მოძრაობენ ასეთი ავტობუსები. თან იქ კანონია, თუ დასახლებულ პუნქტში 200 კაცზე მეტი ცხოვრობს, აუცილებლად დღეში 6-ჯერ ტრანსპორტი უნდა მიდიოდეს



user posted image

user posted image

user posted image

user posted image
.
TramwayMan
QUOTE
თქვენ ესეიგი აეროპორტიყ ყოფილი ბუსები გინდათ

კი, საარბრუკენის აეროპორტი ყიდდა ცოტა ხნის წინ ზუსტად ასეთებს 28.000 ვეროდ, 400.000 გარბენით.
QUOTE (vatman)
აბა ისე ეგეთი დასადებებბი ქალაქის ავტობუსს არ ექნება

ბაზელის ევროაეროპორტიდან სადგურამდე მოძრავ "გარმოშკა" ავტობუსს აქვს ასეთი კონსტრუქცია. ფრანქფურტშიც მაქვს ნანახი და ციურიხში. დარწმუნებული ვარ, სხვაგანაც უამრავი იქნება
* * *
PS. სადაც ამ ტრანსპორტმა იდეაში უნდა იმოძრაოს, ასფალტის საფარი მშვენიერია. ჯამში 200 მ. თუ იქნება მოხრეშილი.

Posted by: TramwayMan 27 Dec 2018, 22:34
პაწა
მაგათ იმიტომ აქვთ რომ მასეთად შეუკვეთეს, შესაბამისად თქვენ გჭირდებათ ევროპაში ჩამოწერილი აეროპორტის ყოფილი ავტობუსი.

Posted by: პაწა 28 Dec 2018, 00:42
QUOTE
ჩამოწერილი

2008-2010 წლებში გამოშვებული ავტობუსი ჩამოწერილია? თუ ამ ეტაპზე ახალი მანქანის საშუალება არ არის, უკეთესია თურქული, რუსული ან ჩინური ნაგავი იყიდო?

ვერ გავიგე რას გულისხმობ

Posted by: da_to 28 Dec 2018, 15:59
დავების განხილვის საბჭოს გდაწყვეტილება :

1. შპს „ინტერავტო თრეიდინგის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიამ გადასინჯოს 2018 წლის 7
დეკემბრის სხდომის №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს „ჯი-თი გრუპის“ სატენდერო
წინადადების შერჩევა-შეფასება განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო
ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის
მოთხოვნათა სრული დაცვით.

Posted by: MANMUS 28 Dec 2018, 21:10
რით ვერ დაადგა საშველი sad.gif

Posted by: vatman 28 Dec 2018, 22:49
da_to
მე მეგონა რო ტტც-მ ტენდერზე რამე გადაწყვეტილებას დღესვე მოაყოლებდა.
ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია მაგარი იციან რა...

Posted by: MANMUS 1 Jan 2019, 09:15
დაე ბოგდანების და მარშუტკების გადაყრის წელი ყოფილიყოს biggrin.gif კარგი და ლამაზი ტრანსპორტი შემოსულიყოს ჩვენს ქალაქში, გილოცავთ ახალ წელს ფორუმელებო smile.gif

Posted by: GATSBY77 1 Jan 2019, 22:38
გზების დაგებაზეც როგორ ჩანს რომ შვეიცარიაა, ჩვენ როდის მივალთ მაგათ დონეზე. მთავრობა კორუფციაში იხრჩობა და ყველა ფულის მოტეხვაზეა. facepalm.gif

Posted by: MANMUS 4 Jan 2019, 12:15
მაღლივის გაჩერების მოწესრიგება აზრად რატომ არავის მოსდის, განა ასეთი რთულია რომ ამდენი წელი არ ეშველა არაფერი?

Posted by: vatman 4 Jan 2019, 12:49
da_to
აი კაიფი იქნება ეს ინტერავტო თრეიდინგი იყოს შემდეგი მონაწილე და წარმოადგინოს მორიგი თურქული ავტობუსი: Otokar Vectio C

givi.gif

მგონი სხვა თურქული მწარმოებლები აღარ დარჩა მაგ მოთხოვნებში biggrin.gif

Posted by: Ben_Joyce 5 Jan 2019, 19:51
ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ #16 ავტობუსი არ ჩანს არცერთ ტაბლოზე და არ ჩანს არ საიტზე. მილიონჯერ მივწერე, დავრეკე და არაფერს არ ასწორებენ. მაქვს შეკითხვა თუ ვინმემ იცით - რატომ არ უნდა აგვარებდნენ ამ მარტივ პრობლემას? უკვე ორი წელია გაქრა ტაბლოებიდან, ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი ახალი მარშრუტიც დანიშნეს და ყველა მათგანი წარმატებით ჩანს ტაბლოზეც და საიტზეც.
* * *
QUOTE (eraz @ 10 Dec 2018, 21:50 )
ფორუმელებო მანი ნომრით TT-123-CB ძირითადად რომელ მარშუტზე დადის ხომ არ იცით? მჭირდება სასწრაფოდ

ეგ არის #24-ის ავტობუსი. 1 თვის შემდეგ კი გპასუხობ, მაგრამ მგონი ჯერ არ უპასუხიათ smile.gif

Posted by: MANMUS 5 Jan 2019, 20:04
Ben_Joyce
16 ნომერს შინ მიუსვლელს ვეძახი გაქრება ხოლმე და მერე ნახევარი დღე აღარ ჩანს biggrin.gif

Posted by: Ben_Joyce 5 Jan 2019, 20:15
ჩემი აზრით აუცილებლად შესასრულებელი საქმეებია:

#3 ავტობუსის მარშრუტი გააგრძელონ მ/ს "დიდუბემდე", რის შემდეგაც შეიძლება განიხილონ #7 სამარშრუტო ტაქსის მოხსნის საკითხი

#7 ავტობუსის მარშრუტი აუცილებლად გასაგრძელებლია სადგურის მოედნამდე, მხოლოდ #27 ვეღარ ერევა მგზავრთა ნაკადს, #7 კი მას მიეხმარება ვაშლიჯვრიდან

#16 ავტობუსი დილით ასრულებს 1 რეისს 8 საათზე, შემდეგ მიდის ავტოპარკში და გამოდის შუადღის 3 საათზე. ამის შემდეგ დადის ჩვეულებრივად. აუცილებელია, რომ იაროს მთელი დღე, ისე, როგორც დადიან სხვა ავტობუსები. მხოლოდ #7 ვერ ერევა მგზავრთა ნაკადს და სჭირდება #16-ის დახმარება

#32-ს სჭირდება 1 ავტობუსის დამატება, შესაბამისად ინტერვალი შემცირდება

#47-ს მუდმივად აქვს პრობლემა იმის გამო, რომ დატვირთულ ქუჩებზე მოძრაობს. მათი ინტერვალები ალბათ მუდმივად აცდენილია რეალურ გეგმას. კარგი იქნებოდა #47-ს დახმარებოდა 1 ავტობუსი მ/ს "დელისიდან" ნუცუბიძის პირველ პლატომდე.

#63 ახალი დანიშნულია და ალბათ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკვირვება. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პლატოდან ნუცუბიძის ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ მას გაეგრძელებინა გზა არა მ/ს "დელისამდე", არამედ მ/ს "სახელმწიფო უნივერსიტეტამდე" და მისულიყო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვინაიდან ის ემსახურება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც (თუ არ ვცდები). ვისაც პლატოდან დელისამდე უნდა მისვლა, ისედაც დადის #99 და ვისაც თხინვალიდან დელისამდე უნდა მისვლა #107

სასწრაფოდ აუცილებელია #74-ის მოდიფიკაცია. არა მგონია, რომ ასეთი ფორმით მან შეძლოს არსებობა

მგონია, რომ კარგი იქნება, თუ #5 და #81 გაერთიანდება შემდეგ მარშრუტზე მ/ს "დელისი"--წყნეთი--კიკეთი. ხაზზე იმოძრავებს ჯამში სამი ავტობუსი. არ მესმის რა აზრი აქვს გახლეჩას.

და ბოლოს შეკითხვა: თუ იცით, #35 არსებობს?



Posted by: MANMUS 5 Jan 2019, 20:26
Ben_Joyce
QUOTE
#35 არსებობს?

კომპანიის საიტზე წერია ისე არ შემინიშნავს, თემქა 2მ/რ - გადასასვლელი ხიდი

Posted by: Ben_Joyce 5 Jan 2019, 20:29
QUOTE (eraz @ 5 Jan 2019, 20:26 )
Ben_Joyce
QUOTE
#35 არსებობს?

კომპანიის საიტზე წერია ისე არ შემინიშნავს, თემქა 2მ/რ - გადასასვლელი ხიდი

კი, მანდ რომ წერია ვიცი და არც საიტზე ჩანს, ისედაც არც მე მინახავს არასდროს

Posted by: vatman 6 Jan 2019, 00:16
Ben_Joyce
QUOTE
#3 ავტობუსის მარშრუტი გააგრძელონ მ/ს "დიდუბემდე",

კარგი იქნებოდა, დიდუბიდან მასივში წასასვლელი მგზავრები, არ დაელოდებიან გამავალ ავტობუსებს.

QUOTE
#7 ავტობუსის მარშრუტი აუცილებლად გასაგრძელებლია სადგურის მოედნამდე, მხოლოდ #27 ვეღარ ერევა მგზავრთა ნაკადს, #7 კი მას მიეხმარება ვაშლიჯვრიდან

როგორც დადის დატოვონ, და ავტობუსები დაამატონ

QUOTE
#32-ს სჭირდება 1 ავტობუსის დამატება, შესაბამისად ინტერვალი შემცირდება

საკითხავის სჭირდება თუ არა, გადატვირთულია მხოლოდ პიკის საათებში. ნუ მაგ ხაზის მაქსიმუმი 4 ავტობუსია. მაგას სჯობია დიდი დიღმიდან მომავალს ნორმალური გაჩერება გუდვილთან გაუკეთონ

QUOTE
სასწრაფოდ აუცილებელია #74-ის მოდიფიკაცია. არა მგონია, რომ ასეთი ფორმით მან შეძლოს არსებობა

ღრმაღელემდე დაამოკლონ და საკმარისია.

QUOTE
თუ იცით, #35 არსებობს?

ალბათ არა, არასოდეს მინახია.
eraz
QUOTE
თემქა 2მ/რ - გადასასვლელი ხიდი

თემქა არა, ლოტკინის დასახლებიდანაა. თუ არ ვცდები მეტრომშენის კორპუსებია სადაც დევნილები ცხოვრობენ

Posted by: something1 6 Jan 2019, 00:46
QUOTE (vatman @ 6 Jan 2019, 00:16 )
QUOTE
თუ იცით, #35 არსებობს?

ალბათ არა, არასოდეს მინახია.
eraz
QUOTE
თემქა 2მ/რ - გადასასვლელი ხიდი

თემქა არა, ლოტკინის დასახლებიდანაა. თუ არ ვცდები მეტრომშენის კორპუსებია სადაც დევნილები ცხოვრობენ


ზღვის უბნის 2მ/რ-ია ლოტკინზე, ეგ სახელიც მაქედან მოდის დღეს რაც თემქას შეარქვეს. მაგ ტერიტორიაზე დიდი უბნის აშენება იგეგმებოდა ერთ დროს, ბინებიც გაყიდული იყო. სამი თუ ორი კორპუსი მოასწრეს მხოლოდ და დევნილები შესახლდნენ.

Posted by: MANMUS 7 Jan 2019, 12:43
იანვარიც გადის ნელ-ნელა წესით უკვე ხომ უნდა ჩამოსულიყო მანების პირველი პარტია ?

Posted by: Nickboy 7 Jan 2019, 13:52
eraz
თებერვალში იყო დაგეგმილი, როგორც მახსოვს...

ახალი ტენდერისა რა ისმის? რით ვერ დამთავრდა?

Posted by: iviko18 7 Jan 2019, 13:53
QUOTE (Ben_Joyce @ 5 Jan 2019, 20:15 )
#63 ახალი დანიშნულია და ალბათ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკვირვება. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პლატოდან ნუცუბიძის ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ მას გაეგრძელებინა გზა არა მ/ს "დელისამდე", არამედ მ/ს "სახელმწიფო უნივერსიტეტამდე" და მისულიყო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვინაიდან ის ემსახურება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც (თუ არ ვცდები). ვისაც პლატოდან დელისამდე უნდა მისვლა, ისედაც დადის #99 და ვისაც თხინვალიდან დელისამდე უნდა მისვლა #107

#63 დანიშვნა ერთ-ერთი წარმატებული გადაწყვეტილებაა. ამ ხაზმა დანიშვნის დღიდანვე მგზავრთა დიდი ნაკადი მოიპოვა და ჩემი აზრით არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.
#99 პლატოს 5-ე კვარტალს ემსახურება და იქვე ივსება ისე რომ სხვა კვარტლების მოსახლეობა ვეღარ ისარგებლებს, თან საკმაოდ დიდ და მოუხერხებელ წრეს არტყამს ნუცუბიძის 4-ე კვარტალს. #107 სულ 1 ავტობუსი დადის 2.5 საათიანი ინტერვალით, რომლითაც სოფელ ლისის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ერთი ავტობუსის იმედად თხინვალის და მხატვრების დასახლების მოსახლეობის დატოვება ისეთივე უაზრობა იქნება, როგორიც იყო #63 ის დანიშვნამდე. ზოგადად ნუცუბიძიდან დელისის მიმართულებით იმაზე 10-ჯერ მეტი ნაკადია, ვიდრე მაღლივის მიმართულებით (საითაც ისედაც დადის #131 სამარშუტო ტაქსი). #63 ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დელისიდან პლატოზე მოსახვედრად განსაკუთრებით პიკის საათში, როდესაც შეუძლებელია ვაკიდან მომავალ #88-ში ან #99-ში ასვლა.

Posted by: MANMUS 7 Jan 2019, 14:11
23 და 33 თუ შეცვალეს ჯობია ის დიდი ბოგდანები 38 და 34ზე გადმოიყვანონ.

Posted by: alexx 7 Jan 2019, 21:54
iviko18
QUOTE
#107 სულ 1 ავტობუსი დადის 2.5 საათიანი ინტერვალით, რომლითაც სოფელ ლისის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ერთი ავტობუსის იმედად თხინვალის და მხატვრების დასახლების მოსახლეობის დატოვება ისეთივე უაზრობა იქნება, როგორიც იყო #63 ის დანიშვნამდე.

სხვათაშორის სოფელი ლისი თხინვალაზე დიდი სოფელია, თანაც #107 ლისის გარდა, წოდორეთსაც ემსახურება. ხოდა ერთი ავტობუსის დამატება, საათში ერთხელ მაინც რომ დადიოდეს, რა გახდა?

Posted by: vatman 8 Jan 2019, 10:20
alexx
QUOTE
თანაც #107 ლისის გარდა, წოდორეთსაც ემსახურება. ხოდა ერთი ავტობუსის დამატება, საათში ერთხელ მაინც რომ დადიოდეს, რა გახდა?

და დელისიდან ბოლო გასვლა 21:45-ზეც რა მარაზმია. თუ სოფელ გლდანში ბოლო გასვლა 23:20-ზეა, სოფელმა ლისმა რა დააშავა

Posted by: Ben_Joyce 8 Jan 2019, 11:41
არა მხოლოდ სოფელი გლდანი, მსგავს დასახლებეში მოძრავი ბევრი ავტობუსი გადის ასევე გვიან. მაგალითად:
#40 გადის 23:20-ზე
#12 გადის 23:00-ზე
#18 გადის 23:00-ზე
#22 გადის 22:40-ზე
#41 გადის 23:00-ზე
და ბევრი სხვა

ასევე ძალიან დიდი პრობლემაა, რომ #82 და #5 გვიან არ გადიან მ/ს "დელისიდან". ერთი გადის 20:15-ზე, მეორე 21:00-ზე. მოთხოვნა არის, თუმცა უშედეგოდ.

ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ მუხრან მაჭავარიანის ქუჩა განაშენიანებულია და კიდევ ბევრი მოსახლეობა იქნება მალე და მხოლოდ ერთი ცალი სამარშრუტო ტაქსის იმედადაა ყველა. აქაც აუცილებელია, რომ დაინიშნოს ავტობუსი.

წლების წინ დიღმის მასივიდან ნაძალადევის მიმართულებით მოძრაობდა #74. ეს იყო ერთადერთი ავტობუსი, რომელიც აკავშირებდა ერთმანეთთან დიდუბეს და ნაძალადევს. აუცილებელია მ/ს "დიდუბიდან" მაინც დაინიშნოს ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით, თუნდაც გადასასვლელ ხიდამდე ავტობუსი (სამარშრუტოებს აქვთ სრული მონოპოლია). დიდუბიდან #11, #33, #86 და #94 ყველა გურამიშვილის გამძირისკენ მიდის. არადა საკმაოდ სერიოზული მგზავრთა ნაკადია ცოტნე დადიანის ქუჩისკენ.

ერთ-ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრე #7-ზე. ეს მართლა ძალიან მოსაწერიგებელია. საერთოდ არ არის საკმარისი 3 ავტობუსი. 4 ავტობუსი შეიძლება იყოს საკმარისი გაჭირვებით. ასევე ბოლო გასვლა მ/ს "დიდუბიდან" აქვს 22:20-ზე, რაც ასევე ძალიან ადრეა, არის რეალური მოთხოვნა, რომ ბოლო გავიდეს 23:00-ზე მაინც. ასევე არის მოთხოვნა, რომ 7:30-ის ნაცვლად პირველი ბრუნი შესრულდეს 7:10-ზე მაინც, მაგრამ ესეც პრობლემად რჩება.

Posted by: MANMUS 8 Jan 2019, 14:38
Ben_Joyce
მაგ პრობლემების მიზეზი არის ის რომ ბოგდანების დიდი ნაწილი გაფუჭებულია, ზოგი დაშლილია, გაუმართავია და ვეღარ გამოყავთ ხაზებზე რომლებიც ხაზებზე დადიან იმათაც სული ძლივს უდგათ

Posted by: TramwayMan 8 Jan 2019, 21:05
ჯი თი გრუპს კატასტროფული რაოდენობის შეცდომები და უზუსტობები აქვთ დოკუმენტებში
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=3154749&code=1546978356

ასე რომ აბა წარმოადგინეთოოო. თუ ვერ იზამენ წესივრად ასცხებენ ბანს biggrin.gif

Posted by: ნიკა 8 Jan 2019, 22:11
TramwayMan
QUOTE
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1546978356

1.5 პოზიციაზეც ველოდებოდი რომ ზომის ერთეული არაა მითითებული biggrin.gif

Posted by: PULSE 8 Jan 2019, 23:04
QUOTE
ჯი თი გრუპს კატასტროფული რაოდენობის შეცდომები და უზუსტობები აქვთ დოკუმენტებში

მაგათი უმეტესობა როგორც ვხვდები იგივეა რაც წინა ოქმში. ასე რომ ეგ დოკუმენტები უკვე ატვირთული აქვთ, უბრალოდ საჩივრის გამო არ განუხილავს კომისიას. (ნუ, რამდენად აკმაოფილებენ მაგ მოთხოვნებს ეგ არ ვიცი :დ)
რაღაც შენიშვნები დამატებულია, რაც დავების საბჭომ მოსთხოვა. ეგენი უნდა ატვირთონ ახლა და მერე ერთიანად განიხილავენ.

Posted by: vatman 9 Jan 2019, 12:10
TramwayMan
QUOTE
ჯი თი გრუპს კატასტროფული რაოდენობის შეცდომები და უზუსტობები აქვთ დოკუმენტებში
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1546978356

ასე რომ აბა წარმოადგინეთოოო. თუ ვერ იზამენ წესივრად ასცხებენ ბანს

სადაც გრავიტამ მთლიანი დოკუმენტაცია ატვირთა, ჯი თი ს რა უნდა გაუჭირდეს, როდესაც მაგის ნაწილი უკვე ატვირთული აქვს.

არ ინერვიულო მანი მაინც არ იქნება biggrin.gif

Ben_Joyce
N7-ზე ადრეც მახსოვს შენი დაწერილი. ფაქტია რო ეს მიმართულება მაგარი მიგდებული აქვთ. დასახლებული პუნქტებიდან 7-ზე გვიან იდეაში არ უნდა იწყებდნენ ავტობუსები მოძრაობას.
QUOTE
ასევე ძალიან დიდი პრობლემაა, რომ #82 და #5 გვიან არ გადიან მ/ს "დელისიდან". ერთი გადის 20:15-ზე, მეორე 21:00-ზე. მოთხოვნა არის, თუმცა უშედეგოდ.

გვიანბამდე დადის N34, შესაბამისად მგზავრს შეუძLია ვაკე/ბაგებამდე მივიდეს სხვა ავტობუსით დელისადან და გადაჯდეს N34-ზე

Posted by: MANMUS 9 Jan 2019, 22:44
ქაღალდის ბილეთის აპარატებს უკვე 10 წელი შეუსრულდათ biggrin.gif ნეტავ ახალ ავტობუსებში გადაიტანენ თუ მთლიანად ელექტრონულ ბილეთებზე გადაიყვანენ?

Posted by: ქაფქიანა 10 Jan 2019, 12:46
Ben_Joyce

QUOTE
ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ მუხრან მაჭავარიანის ქუჩა განაშენიანებულია და კიდევ ბევრი მოსახლეობა იქნება მალე და მხოლოდ ერთი ცალი სამარშრუტო ტაქსის იმედადაა ყველა. აქაც აუცილებელია, რომ დაინიშნოს ავტობუსი.


ეს არის ჩემი ტკივილი. გამუდმებით ამას ვწერ ყველგან.

რა გახდა ეს დედააფეთქებული, დანიშნონ ნუცუბიძე-ვაშლიჯვარი-დიდუბე(ან დიღომი) დამაკავშირებელი ნორმალური ტრანსპორტი.



137 დაკინკილებს საათში ერთხელ, ისიც მეორე პლატოზე არ გამოივლის და ისიც საღამოს ხუთის მერე, ან თუ წვიმაა/ქარია/თოვლია/მძღოლს აუდგა ვერ ნახავ.


QUOTE
წლების წინ დიღმის მასივიდან ნაძალადევის მიმართულებით მოძრაობდა #74. ეს იყო ერთადერთი ავტობუსი, რომელიც აკავშირებდა ერთმანეთთან დიდუბეს და ნაძალადევს. აუცილებელია მ/ს "დიდუბიდან" მაინც დაინიშნოს ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით, თუნდაც გადასასვლელ ხიდამდე ავტობუსი (სამარშრუტოებს აქვთ სრული მონოპოლია). დიდუბიდან #11, #33, #86 და #94 ყველა გურამიშვილის გამძირისკენ მიდის. არადა საკმაოდ სერიოზული მგზავრთა ნაკადია ცოტნე დადიანის ქუჩისკენ.



ესეც.

აქაც ზუსტად იგივე და აქაც იგივეს დავაციტირებ:

184 დაკინკილებს საათში ერთხელ და ისიც საღამოს ხუთის მერე, ან თუ წვიმაა/ქარია/თოვლია/მძღოლს აუდგა ვერ ნახავ.

137 შევცვალე 184-ით. მეტი არაფერი.




Posted by: Marshmallo 10 Jan 2019, 12:55
37 ნომერი სულ ყარს ბლინ sad.gif ის მძღოლები არ აგდებენ ბომჟებს?

Posted by: vatman 10 Jan 2019, 13:13
Marshmallo
QUOTE
37 ნომერი სულ ყარს ბლინ  ის მძღოლები არ აგდებენ ბომჟებს?

უფლება არ აქვთ. თუ ბილეთს იღებს და მგზავრობს მით უმეტეს არავითარი სამართლებრიი საფუძველი არ არსებობს.
იყო მაგაზე ადრე რეპორტაჟი და ტტც-მ ჩვენ ვიცითო მარა არაფერი შეგვიძლია რო რამე გავაკეთოთ

Posted by: MANMUS 10 Jan 2019, 13:31
გააუქმონ ეგ ღამის რეისი ან დანიშნონ დიდი ბოგდანები ღამით მანები რომ არ ააყროლონ.

Posted by: გამოწვევა 10 Jan 2019, 13:53
მიყვარს თბილისში ავტობუსით მგზავრობა თუ ძალიან დახუნძლული არ არის მგზავრებით.

Posted by: MANMUS 10 Jan 2019, 15:18
13 ნომერის ქალბატონი მძღოლი 11ზე გადაუყვანიათ

Posted by: da_to 11 Jan 2019, 23:02
QUOTE
ასე რომ აბა წარმოადგინეთოოო. თუ ვერ იზამენ წესივრად ასცხებენ ბანს


წარმოდგენით კი წარმოადგინა, ეხლა ტტც როდის წაიკითხავს ეგაა საქმე biggrin.gif

Posted by: Kublicha 12 Jan 2019, 00:32
QUOTE
გააუქმონ ეგ ღამის რეისი ან დანიშნონ დიდი ბოგდანები ღამით მანები რომ არ ააყროლონ.

არა მე უკეთსი იდეა მაქვს.
37ზე იაროს მანმა, როგორც დადის.

და დანიშნონ სადმე ყველაზე აჯრთი პატარა ბოგდანი, რომელიმე მარშრუტზე. მნიშნვნელობა არ აქვს მარშრუტს.

ცხადია ბომჟსაც აქვს გემოვნება და ჩაჯდება მანში, მაგრამ აქ მაქვს ერთი ხრიკი - 37 ღამის საათებში ღირდეს ძვირი. მაგალითად 2 ლარი.
აეროპორტში მგზავრებისთვის მგონი ლარნახევარი დიდი ხარჯი არ იქნება, ვიზიარის ბილეთთანაც კი რა მოსატანია. სამაგიეროდ იქნება პრესტიჟული მანი და რაც მთავარია უსუნო.



Posted by: Marshmallo 12 Jan 2019, 02:51
Kublicha
ან ბარათით 50თ და ხურდით 2 ლარი?

Posted by: toyota12345 12 Jan 2019, 10:50
ღამე 3 საათზე ვიმგზავრე 37 ნომრით და კონდუქტორიც არ იყო ავტობუსში და ვინც ამოდიოდა ბილეთსაც არავინ იღებდა

Posted by: MANMUS 12 Jan 2019, 10:52
QUOTE
კონდუქტორიც არ იყო ავტობუსში

მაგაშია საქმე რო არ დაყვება და ბომჟების გამოსაზამთრებლად არის გადაქცეული.

Posted by: _Sergi_ 12 Jan 2019, 17:14
ბას ლეინები ჯობდა შავი საღევაბით დაეხაზათ, დღეს ცოტა ხნით დასაცობდა ბულაჩაური და ორმა დაბურულ შუშებიანმა ჯიპმა ჩაგვიქროლა 5 წუთაინ მონაკვეთში.

SS-XXX-SP მგონი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია

SP-XXX-SP სავარაუდოდ დაცვის პოლიცია

სირცხვილია რაა...

ამის შემდეგ გადავიღებ ყველას და გამოვფენ ყველგან.

ღორები mad.gif

Posted by: TramwayMan 14 Jan 2019, 13:59
მოკლედ ჯი თი გრუპის დოკუმენტაცია ატვირთულია და აბა ვნახოთ პასუხი იქნება დაადგეს რამეს საშველი biggrin.gif

Posted by: Nickboy 14 Jan 2019, 17:38
TramwayMan
QUOTE
მოკლედ ჯი თი გრუპის დოკუმენტაცია ატვირთულია და აბა ვნახოთ პასუხი იქნება დაადგეს რამეს საშველი


ჩვენ რა ვქნათ გვითხარი... კაი შეთავაზება აქ თუ დისკვალიფიკაციას ვუფულშემატკივროთ? biggrin.gif

Posted by: da_to 15 Jan 2019, 09:43
TramwayMan

შენ გეცოდინება, მანები სად არის დაზღვევული ? უნისონში იყო და შეწყვიტეს ხელშეკრულება (არ იხდიდა ზარალებს biggrin.gif) , სხვა ინფოს ვერ მივაკვილე smile.gif

Posted by: TramwayMan 15 Jan 2019, 22:52
da_to
ალდაგში არიან დაზღვეულნი
* * *
გილოცავთ ახალი ავტობუსებს smile.gif





Posted by: Nickboy 16 Jan 2019, 01:27
TramwayMan

როდიდან უნდა დაიწყონ შემოყვანა?

90 ავტობუსის შემოყვანა ხო თებერვალში უნდა დაიწყოს და როდისთვის აპირებენ დასრულებას?

ახალ ტენდერს როდის აცხადებენ და რაზე? biggrin.gif

ამ კითხვებზე ხო არ გაქ პასუხები? givi.gif

Posted by: Kublicha 16 Jan 2019, 02:31
TramwayMan
QUOTE
გილოცავთ ახალი ავტობუსებს 

ვსო გადაწყდა? გაიმარჯვა ჯითიმ?

Posted by: გამოწვევა 16 Jan 2019, 04:03
ვგონებ ჩახუთულ მარშუტკით მგზავრობას , ისევ ავტობუსით სჯობს გადაადგილება.

Posted by: MANMUS 16 Jan 2019, 07:35
TramwayMan
ამ ისუზუებს სერვისს ვინ გაუწევს?

Posted by: iviko18 16 Jan 2019, 08:54
QUOTE (TramwayMan @ 15 Jan 2019, 22:52 )
გილოცავთ ახალი ავტობუსებს smile.gif


ასაკეცი სკამების გამოყენებაზე იქნება ერთი ამბავი. ვინ აუხსნის დაღლილ ჯიგიტს, რომ გადატენილ ბუსში არ უნდა გადმოწიოს?!

Posted by: da_to 16 Jan 2019, 09:32
TramwayMan
QUOTE
ალდაგში არიან დაზღვეულნი


შეგიძლია დამილინკო ტენდერი, ან პირდაპირი შესყიდვა ? მადლობა წინასწარ ... smile.gif

Nickboy
QUOTE
როდიდან უნდა დაიწყონ შემოყვანა?


ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 8 (რვა) თვის ვადაში.

Kublicha
QUOTE
ვსო გადაწყდა? გაიმარჯვა ჯითიმ?


კი ხალხი გვიანობამდე მუშაობდა გუშინ biggrin.gif გამიკვირდა ეგრე გვიან რო აიტვირთა დოკუმენტაცია smile.gif

Posted by: vatman 16 Jan 2019, 10:21
TramwayMan
QUOTE
გილოცავთ ახალი ავტობუსებს

ნუ ისუზუ როგორც მინიმუმ ღირსი იყო, იმის გამო რო თავი შეიწუხა და ავტობუსი ჩამოიყვანა wink.gif

და ერთ კანტორას კიდევ ადრე უნდა დაეწყო ფიქრი და ეიფორიაში არ ყოფილიყვნენ

da_to
QUOTE
კი ხალხი გვიანობამდე მუშაობდა გუშინ  გამიკვირდა ეგრე გვიან რო აიტვირთა დოკუმენტაცია

მეც ზოგადად 6-ს მერე არ მეგონა კომისიის დოკუმენტაციას თუ ატვირთავდნენ

აშკარად ეს ავტობუსები 1-ლი და მე-3 ბაზებს შორის გადანაწილდება, ტენდერის დოკუმენტაციას თუ მივყვებით.
iviko18
QUOTE
ასაკეცი სკამების გამოყენებაზე იქნება ერთი ამბავი. ვინ აუხსნის დაღლილ ჯიგიტს, რომ გადატენილ ბუსში არ უნდა გადმოწიოს?!

გააჩნია კომპლექტაციას, შეიძლება ჩვენსას არც ჰქონდეს

Posted by: ქაფქიანა 16 Jan 2019, 10:39
ანუ, რომ დავაზუსტოთ, 90 მანი თებერვალში და ეს ისუზუები რამდენი და როდიდან?

Posted by: MANMUS 16 Jan 2019, 11:23
ქაფქიანა
220 ისუზუ უნდა იყოს

Posted by: ქაფქიანა 16 Jan 2019, 13:06
ERAMUS

აჰა, 220 ისუზუ. და როდიდან?

Marshmallo

რაც ახლა გვაქვს, ზუსტად იგივეა. უბრალოდ, მეტრანახევრით პატარაა.

Posted by: Marshmallo 16 Jan 2019, 13:21
მე მანები უფრო მაინტერესებს, ვინმეს არ გაქვთ ათმეტრიანების სურათი? (ქარხანაში ან რამე)

Posted by: MANMUS 16 Jan 2019, 14:16
ქაფქიანა
ეგ ცოტა ძნელი სათქმელია ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაშიო კონკრეტულად უცნობია ჯერჯერობით
Marshmallo
წესით 1-2 კვირაში აქ უნდა იყვნენ უკვე.
ცოტახანში 150 ერთეულ 12 მეტრიანი CNG ძრავიან ავტობუსებზეც გამოაცხადებენ. რთული მისახვედრი არაა თუ რომელი იქნება smile.gif

Posted by: Nickboy 16 Jan 2019, 14:30
"თბილისს 150 გაზზე და 90 ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსი ეყოლება, ხოლო 18- მეტრიანი ავტობუსები დედაქალაქში 2020 წლიდან შემოვა."

ანუ ველით 150 მანს და 90 გაურკვეველს ელექტრობუსს...

მომავალ წელს კი 200 18 მეტრიანი ავტობუსიც უნდა დაგვემატოს..

Posted by: ქაფქიანა 16 Jan 2019, 15:48
ERAMUS

ანუ სადღაც შემოდგომაზე გამოდის. არა უადრეს სექტემბრისა. ისიც კარგ ვარიანტში.

Posted by: TramwayMan 16 Jan 2019, 16:09
iviko18
QUOTE
ასაკეცი სკამების გამოყენებაზე იქნება ერთი ამბავი. ვინ აუხსნის დაღლილ ჯიგიტს, რომ გადატენილ ბუსში არ უნდა გადმოწიოს?!

სკამების განლაგება არის ოპცია, ჩვენსას სავარაუდოდ არც ექნება.

Posted by: MANMUS 16 Jan 2019, 16:22
მე ის ამბავი მაწუხებს სად გაუწევენ სერვისს ამ ისუზუებს თეგეტას მსგავსი რამე ცენტრი აქვთ თუ ტტც-ს მუშებმა უნდა უჩხიკინონ?

Posted by: forum-ge 16 Jan 2019, 20:26
Nickboy
QUOTE
მომავალ წელს კი 200 18 მეტრიანი ავტობუსიც უნდა დაგვემატოს..

200 ცალი უნდა იყოს 18 მეტრიანი? სადმე წერია ეგ?

რაღაც ბევრი მგონია 200

Posted by: ქაფქიანა 16 Jan 2019, 21:18
forum-ge

კალაძემ თქვა.

ნუ ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გადათქვამს, ან ჟურნალისტებს არ დააბრალებს, მაგრამ მაინც.

Posted by: Nickboy 17 Jan 2019, 11:02
forum-ge
QUOTE
200 ცალი უნდა იყოს 18 მეტრიანი? სადმე წერია ეგ?

რაღაც ბევრი მგონია 200


კი, კალაძემ თქვა : http://liberali.ge/news/view/40293/kaladze-2020-tslidan-tbilisshi-200mde-18metrian-eleqtroavtobuss-shemoviyvant

ვნახოთ რას იზამენ... ეს ახალი ავტობუსები კი მიხარია და jump.gif

თან ჭავჭავაძის რეაბილიტაციაც იქნება წელს და დაამატებენ ბასლეინებს + ველობილიკებს..

Posted by: MANMUS 17 Jan 2019, 12:06
უგულავას რო ავტობუსებზე ხმა ექნება ამოსაღები facepalm.gif ტიპი ბოღმისგან სკდება
ფბ-ს კომენტარებიდანაც კარგად ჩანს რომ ერში დეგრადაციის პროცესი დაწყებულია.

Posted by: ფაშისტი 17 Jan 2019, 12:55
ERAMUS
QUOTE
ქაღალდის ბილეთის აპარატებს უკვე 10 წელი შეუსრულდათ  ნეტავ ახალ ავტობუსებში გადაიტანენ თუ მთლიანად ელექტრონულ ბილეთებზე გადაიყვანენ?

გინდაც 20 შეუსრულდეთ, მერე რა. იქნებ არ მაქვს ბარათზე და ხურდა მინდა ჩავაგდო.. ელემენტარულია. რა თქმა უნდა დატოვებენ ბილეთის სისტემასაც, მე შენ გეტყვი გამართულია საქ ბანკის ტერმინალები და ჩარიცხვა შესაძლებელია სურვილისამებრ ნებისნიერ დროს

Posted by: xectar 17 Jan 2019, 17:33
ვიდეო ვნახე და ძალიან დაბალხარისხიანი ინტერიერი აქვს მაგ ისუზუს. მაგ ფასისთვის ძვირია და უკანა ნაწილიც ძალიან უშნოა

Posted by: TramwayMan 17 Jan 2019, 18:48
xectar
QUOTE
იდეო ვნახე და ძალიან დაბალხარისხიანი ინტერიერი აქვს მაგ ისუზუს.

რის საფუძველზე დაასკვენი? biggrin.gif ჩამოვიდნენ ჯერ და ვნახავთ.

Posted by: პაწა 17 Jan 2019, 19:30
QUOTE (ERAMUS)
უგულავას რო ავტობუსებზე ხმა ექნება ამოსაღები

ვეღარ გავიგე, უგულავა იძახის ბოგდანები ჩამოყავთო და აქ რაც ვიდეო დადეთ, თურქულზეა ლაპარაკი

Posted by: MANMUS 17 Jan 2019, 19:38
პაწა
ეგ ალბათ ყველაფერს რასაც ისუზუ აწერია ბოგდანს ეძახის lol.gif თურქული ისუზუები ჩამოდიან.

Posted by: JSB14BSJ 17 Jan 2019, 19:41
QUOTE
უგულავა იძახის

ნაცები იმასაც ამბობდნენ, მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევაო

მერე?

ნახეთ თქვენც, ვის უსმინოთ.

Posted by: MANMUS 17 Jan 2019, 19:47
უგულავას კანტორამ თბილისში ელექტროტრანსპორტის განადგურებით ბლომად ფული შეიტყაპუნა. ტრანსპორტზე რომ ლაპარაკობს სინდის - ნამუსი მაინც უნდა აწუხებდეს, მარშუტკების მონოპოლიზაციაზე აღარაფერს ვამბობ

Posted by: Snow93 17 Jan 2019, 22:44
user posted image
თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების კუთხით სიახლეა. მართალია, დეტალები მას შემდეგ დაზუსტდება, რაც დოკუმენტაციას ხელი მოეწერება, თუმცა საუბარია 220 ახალ, Isuzu-ს ფირმის, თანამედროვე ავტობუსზე, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ახლო მომავალში გამოჩნდება.
ახალი ავტობუსების შესყიდვის საერთო ღირებულება 70 მილიონამდე ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავრობა 2019 წლის ბოლომდე ავტოპარკის სრულად განახლებას გეგმავს.

Posted by: xectar 17 Jan 2019, 22:59
მაგ პატარა Display-ზე რა უნდა დაეტიოს? მანებზე ვერ დატიეს ერთი სიტყვა და მორბენალია და ამაზე რაიქნება? უფფ

Posted by: TramwayMan 17 Jan 2019, 23:05
xectar
QUOTE
მანებზე ვერ დატიეს ერთი სიტყვა და მორბენალია და ამაზე რაიქნება? უფფ

მანეზე განა ვერ დატიეს მორბენალი აირჩიეს.

QUOTE
მაგ პატარა Display-ზე რა უნდა დაეტიოს?

იგივე მორბენალი რაც მანებზე.

Posted by: ქაფქიანა 17 Jan 2019, 23:17
TramwayMan

ჰოდა, საშინლად არ მომწონს ეგ მორბენალი სტრიქონი, მოუხერხებელი და არაპრაქტიკულია.

ფრონტალურ ტაბლოზე შეიძლება იყოს ეგ მორბენალი, მაგრამ გვერდით მხარეს მაინც გააკეთონ ფიქსირებული და ამავდროულად, დაწვრილებითი მარშრუტი, როგორც იყო ჩვეულებრივ ტრაფარეტებზე.




Posted by: xectar 17 Jan 2019, 23:24
ქაფქიანა
TramwayMan
გრენლანდიაში ჯერ საიდან მოდის ის აწერია 4 წამით და მერე მიმართულება 4 წამით და ჩვენთანაც კაი იქნებოდა ეგრე.

Posted by: ქაფქიანა 17 Jan 2019, 23:26
xectar

გრენლანდიიდან პოსტავ? spy.gif

Posted by: xectar 17 Jan 2019, 23:27
user posted image აი ნახეთ ...............
* * *
ქაფქიანა
არა კაცო რა მიმიყვანდა იქ პროსტა ძაან ვიქექები ხოლმე ინტერნეტში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 17 Jan 2019, 23:30
xectar

ჰო, რა ვიცი. დანიიდან გვიყურებდნენ წლების წინ და მეთქი ახლა საერთოდ გრენლანდიიდან პოსტავენ-მეთქი. გადავირიე, კაცი გრენლანდიაშია და რა თბილისის ავტობუსები აუტყდა-მეთქი. ძალიან მინდა მანდ მოხვედრა. love.gif

Posted by: xectar 17 Jan 2019, 23:31
ქაფქიანა მეც ძაან მევასება გრენლანდია biggrin.gif

Posted by: TramwayMan 17 Jan 2019, 23:37
xectar
ქაფქიანა
უნდა ეწეროს ის ბოლო გაჩერება სადაც მიდის. იქ რომ მივა გადართავს მძღოლი და დაეწერება მეორე ბოლო გაჩერება აი ასე უნდა იყოს.


Posted by: xectar 17 Jan 2019, 23:39
TramwayMan ეგ რათქმაუნდა მაგრამ ეგ იმიტომ ვთქვი რომ ტტც-ს ნაკლები ენერგიის დაკარგვის მანია აქვს, "ეზარებათ მძღოლებს გადართვა" თორე რათქმაუნდა ერთი გაჩერება უნდა ეწეროს
+
სადგურის მოედანის მაგივრად "ცენტრალი" რო დააწერონ უკეთესი იქნება smile.gif biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 17 Jan 2019, 23:40
TramwayMan

მხოლოდ ბოლო გაჩერებები არ შველის. შუალედურიც საჭიროა. მარშრუტი დეტალური უნდა ეწეროს ავტობუსს, გვერდზე მაინც. რასაც შენ ამბობ, ეგ ფრონტალურ ტაბლოზე შეიძლება.

Posted by: xectar 17 Jan 2019, 23:42
ქაფქიანა მერე ჩვენ ფრონტალურზე ვამბობთ...

Posted by: Kublicha 17 Jan 2019, 23:44
ქაფქიანა
ავტობუსს კი არ უნდა ეწეროს, გაჩერება (მოსაცდელი) უნდა გვქონდეს ცივილიზირებული, სადაც ტოტალიზატორის რეკლამა კი არ იქნება გაკრული, ციფრულ ან სტატიკურ ბანერზე ეწერება მარშრუტები დეტალურად.
ანუ როგორც არის ცივილქვეყნებში.

Posted by: TramwayMan 17 Jan 2019, 23:57
ქაფქიანა
QUOTE
მხოლოდ ბოლო გაჩერებები არ შველის. შუალედურიც საჭიროა. მარშრუტი დეტალური უნდა ეწეროს ავტობუსს, გვერდზე მაინც. რასაც შენ ამბობ, ეგ ფრონტალურ ტაბლოზე შეიძლება.

ავტობუსს არ უნდა ეწეროს.

აგერ გიპასუხეს.

QUOTE
ავტობუსს კი არ უნდა ეწეროს, გაჩერება (მოსაცდელი) უნდა გვქონდეს ცივილიზირებული, სადაც ტოტალიზატორის რეკლამა კი არ იქნება გაკრული, ციფრულ ან სტატიკურ ბანერზე ეწერება მარშრუტები დეტალურად.
ანუ როგორც არის ცივილქვეყნებში.


* * *
ახლა ასეა გადანაწილებული ავტობუსები მარშრუტებზე?

(ბოგდანი 7,4 მ)
1, 4, 5, 6, 7, 8, 10, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 22, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 34, 35, 36, 38, 40, 41, 42, 43, 45, 46 , 47, 48, 49, 50, 52, 53, 56, 57, 58, 59, 60, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 84, 86, 90, 91, 92, 94, 99, 101, 102, 103, 104, 106, 107, 108, 109, 110, 112, 121, 122, 124

(ბოგდანი 9,9 მ)
2, 3, 11, 15, 23, 25, 33, 44, 54, 55, 85, 95

(მანი 12 მ)
9, 14, 21, 24, 37, 39, 51, 61, 87, 88, 140, 150, 222

Posted by: პაწა 18 Jan 2019, 01:44
QUOTE (TramwayMan)
იქ რომ მივა გადართავს მძღოლი

ავტომატურადაც შეიძლება ამის გაკეთება

შიდა ტაბლო როდის უნდა ამუშავდეს, საერთოდ ფიქრობს ვინმე?

Posted by: გამოწვევა 18 Jan 2019, 01:55
დღეს ავტობუსის მძღოლმა სიგარეტი მთხოვა. და მანქანაში მოსწია. თან მელაპარაკებოდა.

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 07:46
TramwayMan
44ზე პატარა ბოგდანები დადიან 46 უნდა იყოს მაგის მაგივრად
* * *
35 ნომერი უჩინმაჩინია თუ არ არსებობს საერთოდ?

Posted by: ქაფქიანა 18 Jan 2019, 08:41
Kublicha
TramwayMan


იყოს ეგრე, არც ეგ იქნებოდა ცუდი. მე იმას ვუსვამ ხაზს, რომ მხოლოდ მარშრუტის თავი და ბოლო არ კმარა.

QUOTE
2, 3, 11, 15, 23, 25, 33, 44, 54, 55, 85, 95


ჩემი აზრით, ახალი მანები, თებერვალში რომ ჩამოვლენ, 15, 23, 33, 54 და 85 მარშრუტებზე გადანაწილდებიან პირველ რიგში. ანუ ეს იქნება პრიორიტეტული მარშრუტები.

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 09:28
ქაფქიანა
85 არამგონია უფრო 11, 92, 6, 2, 25, 55, შეიძლება 86ც
* * *
ასევე შესაძლოა 46. 20, 78,95 გამორიცხულია.

Posted by: vatman 18 Jan 2019, 09:51
TramwayMan
QUOTE
ახლა ასეა გადანაწილებული ავტობუსები მარშრუტებზე?

დიდ ბოგდანებში დაამატე 79 და 46.
44-ზე პატარებია.

პატარებში 35 არსებობს ფურცელზე , მარა მე არასოდეს არ მინახია

Posted by: toyota12345 18 Jan 2019, 11:22
გამოწვევა

მერე რა რომ გთხოვა ადამიანია ისიც თუ მიეცი აქ რაღას წერ. რახან ავტობუსის მძღოლია არ უნდა დაგლაპარაკებოდა?

Posted by: Nickboy 18 Jan 2019, 11:31
ERAMUS
QUOTE
85 არამგონია უფრო 11, 92, 6, 2, 25, 55, შეიძლება 86ც


რა დაგიშავა 85-მა? biggrin.gif

2016 წელს მგზავრების რაოდენობა:
2 - 3.5 მ
55 - 2.2 მ
25 - 2 მ
11 - 2 მ
6 - 1.5 მ
85 - 1.1 მ
92 - 0.6 მ

აქ საინტერესო იქნებოდა ხაზის სიგრძე რომ ვიცოდეთ... მაშინ დავთვლიდით ზუსტად, რომელი უფრო დატვირთული დადის ხოლმე (85 მოკლე ხაზია და.. biggrin.gif )

წყარო: http://ttc.com.ge/files/reklama/avtobusis_marshrutebi_2016.pdf

მარა 85-ს დავუმატოთ რომ ვაკე-საბურთალოზე დადის bis.gif

მოკლედ, გამოსაცვლელია ეგ... ვაკეში, მგონი, ერთადერთი ყვითელი ავტობუსია... ნუ 34-იც არის, მეტი არ მახსენდება..

და ვაკე-საბურთალოს შორის ისედაც ბანძი კავშირია..

პს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს რომ ყოველწლიური ანგარიშები დადოს, როგორც ადრე?
ინფორმაციასაც კი არ გასცემენ, კომერციული საიდუმლოება არისო... facepalm.gif

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 11:39
Nickboy
85 მოკლე ხაზია და კატასტროფულად გადატენილი არასდროს მინახავს, ნუ თუ მაინც საჭიროებაა შეცვალონ ადრე თუ გვიან ყველა ხაზზა ჩანაცვლდებიან , მაგრამ 6, 34, 59 აშკარად სჭირდებათ დიდი ავტობუსები

Posted by: გამოწვევა 18 Jan 2019, 12:10
toyota12345
მე ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე.

Posted by: Nickboy 18 Jan 2019, 12:23
ERAMUS
QUOTE
85 მოკლე ხაზია და კატასტროფულად გადატენილი არასდროს მინახავს, ნუ თუ მაინც საჭიროებაა შეცვალონ ადრე თუ გვიან ყველა ხაზზა ჩანაცვლდებიან , მაგრამ 6, 34, 59 აშკარად სჭირდებათ დიდი ავტობუსები


გადატენილი არც მე მინახავს, მაგრამ იმხელა ინტერვალებით დადის, რომ არც ველოდები ხოლმე.. ძირითადად, გადაჯდომით მიწევს წასვლა

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 12:29
ყვითელი მერსედესების ბედი კვლავ უცნობია რას უპირებენ საინტერესოა.

Posted by: ქაფქიანა 18 Jan 2019, 12:58
ERAMUS

QUOTE
85 არამგონია


არა მგონია კი არა, პირველ რიგში სწორედ ეგ მგონია. ვაკე-საბურთალოზე დადის წრეზე. ახალი ავტობუსებით პირველ რიგში ვაკე-საბურთალო რომ გაძეძგეს, ვერ ხედავთ?

Nickboy

QUOTE
მარა 85-ს დავუმატოთ რომ ვაკე-საბურთალოზე დადის 


აგერ, დაწერა სწორედ კაცმა.

პირველ რიგში, შეიცვლება ის ავტობუსები, რომლებიც ვაკე-საბურთალოში დადის.

ასეთები (ანუ დიდი ყვითელი ბოგდანები) ორია, 54 და 85. პირველ რიგში ამათ შეცვლიან. ესენი პირველი რიგის კანდიდატები არიან.

მეორე რიგის კანდიდატებია (როგორც ქალაქის დასავლეთი ნაწილის) 15, 23, 33 და ნუ, შეიძლება 95.

მერე აღარ ვიცი.

Posted by: alexx 18 Jan 2019, 14:49
ქაფქიანა
46 - საც შეცვლიან. რუსთაველზე დადის.ERAMUS

QUOTE
მაგრამ 6, 34, 59 აშკარად სჭირდებათ დიდი ავტობუსები

6 ნომერს სავარაუდოდ ახალი ავტობუსით შეცვლიან, იმიტომ რომ ცენტრში დადის.

59 - ს არ შეცვლიან. აღმაშენებლის ბოლოში სანაპიროზე რომ ვიწრო ჩასასვლელია, მანდ ჩახვევაა პრობლემა. მგონი 20 ნომერზეც მაგ მონაკვეთის გამო არ უშვებენ დიდ ავტობუსებს. წყნეთის სერპანტინზეც არა მგონია დიდი ავტობუსი გაუშვან. დაელოდებიან ალბათ პატარა ისუზუებს, და მაგით შეცვლიან.

წესით 38 უნდა შეცვალონ დიდი ბოგდანით, დილაობით სულ სავსე დადის.

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 14:52
alexx
11შიც კაი ზედახორაა ხოლმე, ესეც შესაცვლელია.

Posted by: alexx 18 Jan 2019, 15:04
ERAMUS
11 - ზე ისედაც დიდი ბოგდანი არ დადის?

Posted by: ქაფქიანა 18 Jan 2019, 15:06
alexx

QUOTE
46


დიდი ბოგდანია?

შეცვლაზე საუბრისას იმ ავტობუსებს ვგულისხმობდი, ახლა რომ ჩამოვლენ, მანებს. მანებით დიდ ბოგდანებს შეცვლიან ლოგიკურად და ასევე ლოგიკურად იმ დიდ ბოგდანებს, რომლებიც ცენტრში მოძრაობენ.

ცენტრში დიდი ბოგდანები კანტიკუტ შემორჩა, 23, 33, 54 და 85. (აქვე შეიძლება დავუმატოთ 95-იც). სხვა დიდ ბოგდანებს შემახსენებთ ცენტრში?

მოგვიანებით, წლის ბოლოსკენ შეცვლიან პატარა ბოგდანებს ისუზუებით.

პ. ს. არის კიდევ ის ვარიანტი, რომ ქალაქის ცენტრში მოძრავ პატარა ბოგდანებიც მანებით ჩანააცვლონ, თუმცა არა მგონია. სულ 90 მანი ჩამოდის. ამდენი რესურსი არ არის.

ERAMUS

QUOTE
აბა ყველა ახალს მარტო ვაკე-საბურთალოს ხოარ გადაულოცავენ


სწორედ ასე მოიქცევიან, ეჭვი არ შეგეპაროს. biggrin.gif

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 15:06
alexx
10 მეტრიანი მანი ვიგულისხმე აბა ყველა ახალს მარტო ვაკე-საბურთალოს ხოარ გადაულოცავენ ცოტა გარეუბნებისკენაც გაიხედონ.
* * *
ქაფქიანა
კიდევ დამატებით ჩამოიყვანენ 150 მანს 12 მეტრიანს

Posted by: alexx 18 Jan 2019, 15:10
ქაფქიანა
QUOTE
შეცვლაზე საუბრისას იმ ავტობუსებს ვგულისხმობდი, ახლა რომ ჩამოვლენ, მანებს. მანებით დიდ ბოგდანებს შეცვლიან ლოგიკურად და ასევე ლოგიკურად იმ დიდ ბოგდანებს, რომლებიც ცენტრში მოძრაობენ.

ხოდა 46 - იც დიდი ბოგდანია, თან ცენტრში მოძრაობს.

QUOTE
პ. ს. არის კიდევ ის ვარიანტი, რომ ქალაქის ცენტრში მოძრავ პატარა ბოგდანებიც მანებით ჩანააცვლონ, თუმცა არა მგონია. სულ 90 მანი ჩამოდის. ამდენი რესურსი არ არის.

6 ნომერი პატარა ბოგდანია, მაგრამ ჩემი აზრით შეცვლიან. მთელი მარშრუტი ცენტრალურ უბნებზე გადის, თან დატვირთული ხაზია.

Posted by: ქაფქიანა 18 Jan 2019, 15:14
ERAMUS

QUOTE
კიდევ დამატებით ჩამოიყვანენ 150 მანს 12 მეტრიანს


ძალიან კარგი. აი მაგათ გადაულოცავენ მერე გარეუბნებს.

alexx

QUOTE
ხოდა 46 - იც დიდი ბოგდანია, თან ცენტრში მოძრაობს.


უა, 46-იც თუ გაადიდბოგდანეს, არ ვიცოდი. კაი, დავუმატოთ ესეც საახალმანო სიას.

QUOTE
6 ნომერი პატარა ბოგდანია, მაგრამ ჩემი აზრით შეცვლიან. მთელი მარშრუტი ცენტრალურ უბნებზე გადის, თან დატვირთული ხაზია.


არა მგონია.



Posted by: Giacomo 18 Jan 2019, 16:50
QUOTE (ERAMUS @ 18 Jan 2019, 07:46 )
TramwayMan
* * *
35 ნომერი უჩინმაჩინია თუ არ არსებობს საერთოდ?

60 ნომერი დადის მანდ ხოშიანად



როგორც ვიცი

Posted by: Ben_Joyce 18 Jan 2019, 19:35
შეიძლება რამდენიმე ახალი მარშრუტიც გააკეთონ გამოთავისუფლებული / ზედმეტი ავტობუსებით.

თავისუფალი ნომრები - 83-89-93-96-97-98-100-105-111-113-...

#35-ს უნდა ჩავუსაფრდე იქნებ ოდესმე დავინახო. ან ეგეც თავისუფალი ნომერია და ფორმალურად არის მონიშნული

Posted by: TramwayMan 18 Jan 2019, 20:24
განახლებული.

(ბოგდანი 7,4 მ)
1, 4, 5, 6, 7, 8, 10, 12, 13, 16, 17, 18, 19, 20, 22, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 34, 35, 36, 38, 40, 41, 42, 43, 44, 45, 47, 48, 49, 50, 52, 53, 56, 57, 58, 59, 60, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 84, 86, 90, 91, 92, 94, 99, 101, 102, 103, 104, 106, 107, 108, 109, 110, 112, 121, 122, 124

(ბოგდანი 9,9 მ)
2, 3, 11, 15, 23, 25, 33, 46, 54, 55, 79, 85, 95

(მანი 12 მ)
9, 14, 21, 24, 37, 39, 51, 61, 87, 88, 140, 150, 222


Posted by: kuchu 18 Jan 2019, 20:31
QUOTE
დანიიდან გვიყურებდნენ წლების წინ

ამჟამადაც გიყურებთ : )))

ვიდეოებით როგორც ჩანს არ უნდა იყოს ცუდი ავტობუსები..

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 20:47
Ben_Joyce
35 რეალობაში არ არსებობს ტტც-ს კი აქვს გამოჭენებული მარშუტების სიაში.

Posted by: iviko18 18 Jan 2019, 21:14
ERAMUS
QUOTE
85 მოკლე ხაზია და კატასტროფულად გადატენილი არასდროს მინახავს

პიკის საათებში სრული 3.14ზდეცია + ამას ძალიან ხშირად ფუჭდება, მე პირადად ორჯერ მომიწია ვაკე-საბურთალოს გზაზე ჩამოსვლა და ფეხით წაბოდიალება. დიდი ბოგდანებიდან ყველაზე უვარგისები მგონი 85-ზე დადიან.

Posted by: Ben_Joyce 18 Jan 2019, 21:17
ეგ მეც შევამჩნიე - ძალიან გაუმართავი ბოგდანები დადიან #85-ზე, მაგალითად 483 და 557

Posted by: ქაფქიანა 18 Jan 2019, 21:27
TramwayMan

QUOTE
(ბოგდანი 9,9 მ)
2, 3, 11, 15, 23, 25, 33, 46, 54, 55, 79, 85, 95


ლოგიკურად, თებერვლის ბოლოს ჩამოსულ 90 ახალ, 10.5 მ-ან მანებს სწორედ ამ, დიდი ბოგდანის მარშრუტებზე გადაანაწილებენ. გამოდის, რომ დიდი ბოგდანი მოძრაობს 13 მარშრუტზე. თუკი საშუალო არითმეტიკულის წესით დავუშვებთ, რომ თითოეულ მარშრუტზე ათი ავტობუსია (ძალიან პირობითი დაშვება), მაშინ 90 მანი 9 მარშრუტზე გავა. ჩამონათვალიდან პრიორიტეტული იქნება 15, 23, 33, 46, 54, 85, 95 პირველ რიგში, ასე მგონია. რჩება კიდევ ორი მარშრუტი. 3 და 79 გამოვრიცხოთ. ძალიან ლოკალური მარშრუტებია. გამოვრიცხოთ 11-იც, რადგან ცენტრში, როგორც ასეთი, არ ხვდება. რჩება 2, 25 და 55. შესაძლებელია საშუალო არითმეტიკულის წესი შევცვალოთ და მაშინ ახალი ავტობუსები ასე განაწილდება: 15, 23, 33, 46, 54, 85, 95 და + 2, 25, 55.

რა შერლოკ ჰოლმსი ჩავატარე.

ანდა მსგავსი არაფერი მოხდება და რაღაც ###ობა სქემით გაანაწილებენ. biggrin.gif

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 21:37
iviko18
Ben_Joyce

თქვენ 2 და 25 მომუშავე ნახევრად მომსპარი ბოგდანებით არ გიმგზავრიათ, წინა კვირას 2ჯერ შევესწარი ბუქსირით მიათრევდნენ. შედარებით კარგები მგონი 46ზე დადიან

Posted by: TramwayMan 18 Jan 2019, 21:38
ქაფქიანა
QUOTE
ლოგიკურად, თებერვლის ბოლოს ჩამოსულ 90 ახალ, 10.5 მ-ან მანებს სწორედ ამ, დიდი ბოგდანის მარშრუტებზე გადაანაწილებენ.

რატომ?
ვყიდულობთ ისედაც 12 მეტრიან ავტობუსებს. მაგ მარშრუტებს სჭირდებათ 12 მეტრიანები.
არანაირი ლოგიკა დიდი ბოგდანების ჩანაცვლებისა მაგ მარშრუტებზე არ არის, ნუ მხოლოდ ის რომ უბრალოდ ახლებმა იარონ მანდ.

ლოგიკურია რომ რამოდენიმე პატარა ბოგდანის მარშრუტზე გაუშვან სადაც ისედაც უფრო დიდი ზომის საჭიროება იყო.

თუმცა რანაირად და როგორ იქნება არ ვიცი.

Posted by: iviko18 18 Jan 2019, 21:41
QUOTE (ERAMUS @ 18 Jan 2019, 21:37 )
iviko18
Ben_Joyce

თქვენ 2 და 25 მომუშავე ნახევრად მომსპარი ბოგდანებით არ გიმგზავრიათ, წინა კვირას 2ჯერ შევესწარი ბუქსირით მიათრევდნენ. შედარებით კარგები მგონი 46ზე დადიან

54-ზეც ნორმალური ბოგდანები ჰყავთ გაშვებული, 95-ზეც. 33 და 23-იც კატასტროფაა.

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 21:49
აღსანიშნავია 1 ფაქტი, რომ ახალ ავტობუსებს ჯერ კიდევ ბოგდანები რომ ჩამოიყვანეს ძირითადად ნიშნავდნენ ქალაქის დასავლეთ ნაწილში, შედეგად გამოთავუსუფლებული გაუბედურებული დაფები ისანი-სამგორის მხარეს გადაისროლეს. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება სავარაუდოდ

Posted by: ქაფქიანა 18 Jan 2019, 21:50
TramwayMan

QUOTE
რატომ?
ვყიდულობთ ისედაც 12 მეტრიან ავტობუსებს. მაგ მარშრუტებს სჭირდებათ 12 მეტრიანები.


ავხსენი უკვე რატომაც.

იმიტომ, რომ ეს მარშრუტები ცენტრში მოძრაობენ და პირველ რიგში ცენტრის მარშრუტებს შეცვლიან, მერე დასავლეთ ნაწილს და მერე აღმოსავლეთ ნაწილს.

მანებით პატარა ბოგდანებს ნამდვილად არ შეცვლიან. შეცვლიან დიდ ბოგდანებს.

ERAMUS

QUOTE
აღსანიშნავია 1 ფაქტი, რომ ახალ ავტობუსებს ჯერ კიდევ ბოგდანები რომ ჩამოიყვანეს ძირითადად ნიშნავდნენ ქალაქის დასავლეთ ნაწილში, შედეგად გამოთავუსუფლებული გაუბედურებული დაფები ისანი-სამგორის მხარეს გადაისროლეს. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება სავარაუდოდ


დიახ. ზუსტად ამას ვამბობ მეც. ახალი მანებით შეიცვლება დიდი ბოგდანების ცენტრალური და დასავლეთი მარშრუტები პირველ რიგში.

Posted by: Ben_Joyce 18 Jan 2019, 21:55
QUOTE (ERAMUS @ 18 Jan 2019, 21:37 )
iviko18
Ben_Joyce

თქვენ 2 და 25 მომუშავე ნახევრად მომსპარი ბოგდანებით არ გიმგზავრიათ, წინა კვირას 2ჯერ შევესწარი ბუქსირით მიათრევდნენ. შედარებით კარგები მგონი 46ზე დადიან

#2-ით ვმგავრობ კვირაში ერთხელ და არცერთი არ მომწონს , რაც მანდ არის განაწილებული. #25-ით არასდროს მიმგზავრია.

კი, #54-ზე ნამდვილად კარგი ბოგდანებია, ასევე #15-ზეც

Posted by: toyota12345 18 Jan 2019, 22:18
39 ნომრის მანში ავედი ბოლოში დავჯექი ლამის გული ამერია ისე ყარს სიდენიები მერე წინ გადმოვედი. სკამები უკვე გაშავებულია. მე მგონია რომ ღამე 37 ნომერზე ანუ 137 ნომერზე უშვებენ 39 ნომრის ავტობუსებს და მანდ ხომ უსახლკაროებს სძინავთ მთელი ღამე..

Posted by: MANMUS 18 Jan 2019, 22:33
toyota12345
39ის ავტობუსები რომ განსაკუთრებულად ბინძურია გეთანხმები, შემთხვევით 090, 095 ან 088ით ხომ არ იმგზავრე?
ასევე გაზუნტლულია 37ის ავტობუსები 022, 025 და 041

Posted by: senpai 18 Jan 2019, 22:55
თებერვალში რომ ჩამოვა მაგ ავტობუსების ჩათვლით, საერთო ჯამში რამდენი ავტობუსი ეყოლა ქალაქს ? შედარება მინდა გავაკეთო სხვა ქალაქებთან.

Posted by: toyota12345 18 Jan 2019, 23:02
ERAMUS

არ ვიცი ნომერს არ დავკვირვებივარ მაგრად გამიტყდა ახალ ავტობუსებში რომ ეგეთი სიტვაციაა.

Posted by: alexx 18 Jan 2019, 23:25
სადაც კი შეცვალეს პატარა ავტობუსები დიდებით, მგონი ყველგან გაზარდეს ინტერვალი.

დიდი დიღმის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, 15 ნომერზე პატარა ბოგდანები დადიოდნენ 15 წუთიანი ინტერვალით, რაც დიდი ბოგდანებით შეცვალეს, ინტერვალი გახდა 20 წუთი. ასეთ ჩანაცვლებას ჯობია ისევ პატარა ავტობუსებმა იმოძრაონ უფრო ხშირად.

და საერთოდაც, ქალაქის ავტობუსზე 15 წთ - ზე მეტი ინტერვალი ანომალიაა. ისევ დიდი დიღმის მაგალითზე, #54 ავტობუსს ოფიციალური ინტერვალი აქვს 23 წთ (რეალურად საცობების გამო უფრო მეტიც). ეს ავტობუსი დიდ დიღომს აკავშირებს სამედიცინო უნივერსიტეტთან, მაღლივ და განივ კორპუსთან, ასევე ჯიქიას ქუჩაზე ვინც სწავლობს, ისინიც ამ ავტობუსით სარგებლობენ ძირითადში. ლექციები ყველას ერთსა და იმავე დროს ეწყება, შესაბამისად ყველა უნდა ჩაეტიოს ერთ ავტობუსში, თუ არადა შემდეგი 23 წუთში მოვა და ლექციაზე დააგვიანდებათ. რაც არარეალურია. მაგას ჯობია ნაკლები ხაზი არსებობდეს, მაგრამ უფრო მცირე ინტერვალით იარონ.

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 07:53
გამოდის რომ დიღმის ავტობაზის მსგავსი კიდევ 2 ავტობაზა გვჭირდება. საბოლოოდ მგონია რომ დიდ ბოგდანებს აფრიკაში გადააბარგებენ

Posted by: alea iacta est 19 Jan 2019, 09:21
alexx
QUOTE
ისევ დიდი დიღმის მაგალითზე, #54 ავტობუსს ოფიციალური ინტერვალი აქვს 23 წთ


სულ სამი კინკილა ავტობუსი დადის და რანაირად ექნება 23 წუთი, საუკეთესო ვარიანტში 50 წუთი ექნება ინტერვალი smile.gif

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 10:00
QUOTE (senpai @ 18 Jan 2019, 22:55 )
თებერვალში რომ ჩამოვა მაგ ავტობუსების ჩათვლით, საერთო ჯამში რამდენი ავტობუსი ეყოლა ქალაქს ? შედარება მინდა გავაკეთო სხვა ქალაქებთან.

სულ იქნება:

12 მეტრიანი MAN:
TT-001-CB ... TT-148-CB, გარდა 100, 111, 146, 147
სულ 144 ცალი

9,9 მეტრიანი ბოგდანი:
TTC-412 ... TTC 563, გარდა 444, 500, 555
TTC-991
სულ 150 ცალი [ალბათ, რამდენიმე მკვდარია უკვე]

7,4 მეტრიანი ბოგდანი - 1-ლი ავტობაზა:
TTC-272 ... TTC-410, გარდა 300, 333, 400
TTC-564 ... TTC-721, გარდა 600, 640, 666, 700
TTC-989, TTC-992, TTC-993
სულ 293 ცალი [დიდი ალბათობით ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალი]

7,4 მეტრიანი ბოგდანი - მე-3 ავტობაზა:
TTC-724 ... TTC-986, გარდა 777, 800, 888, 900, 999
TT-146-CB [ძველი ნომერი TTC-741] და TTC-640
ასევე TTC-772 და TTC-901 არის მორიგე ან სასწავლო
სულ 263 ცალი [დიდი ალბათობით ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალი]

პატარა ბოგდანების რაოდენობაში დიდი ცდომილება შეიძლება იყოს ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე
* * *
7,4 მეტრიან ბოგდანებში, 1-ლი ავტობაზის TTC-990 გამომრჩა
* * *
ასევე გაურკვეველი ბედის მქონე მერსედესები
KK-156-WW
KK-157-WW
KK-158-WW
KK-159-WW
KK-160-WW

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 10:07
Ben_Joyce
მესამე ავტობაზას გამოვაკლოთ TTC-773 ზაფხულში დაიწვა

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 10:08
კი, აღარ არის ცოცხლებში ეგ ვიგულისხმე smile.gif

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 10:15
დიდი ბოგდანებიდან მინუს TTC-516 ძლიერ ავარიაში მოყვა 2012 წელს და დაჭრეს , კიდევ ერთი გამოაკლდა რამდენიმე წლის შემდეგ და ჯამში დარჩა 148
* * *
მგონი მესამეს ეკუთვნის ასევე TTC-994, 995, 996

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 10:18
კი, ეგენიც გამომრჩა, ბოლოს მივაწერ მეთქი და დამავიწყდა. 996 ძალიან ცუდ დღეშია

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 10:22
Ben_Joyce
პირველი პარტიის ბოგდანია თუ არ ვცდები 2005 წელს ჩამოყვანილი

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 10:24
და კიდევ 1-ლი ავტობაზის TTC-411 გამომრჩა, მგონი #18-ზე მოძრაობს
* * *
ძველი UIU სერიის ბოგდანია. ჯერ #48-ზე დადიოდა, მერე ჰიდრავლიკა გაუფუჭდა და #38-ზე გაუშვეს, ნაკლები მოსახვევების გამო smile.gif

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 10:32
46ზეც პირველი პარტიის ბოგადანები დადიოდნენ, დიდებით რომ ჩაანაცვლეს ეს გამოთავისუფლებული პატარები ხაზებზე არ გაუნაწილებიათ, სავარაუდოდ ესენიც წარსულს ჩაბარდნენ.

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 10:34
#46-ის პატარა ბოგდანები გაუნაწილეს #58-ს და #63-ს

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 10:42
მოკლედ დიღმის ბაზაზე სულ არის 370 ავტობუსის ადგილი, ამჟამად მანდ დგას 144 მანი, 148 დიდი ბოგდანი და 5 მერსედესი. ახალი 90 მანსაც აქ ვდააყენებენ. შესაბამისად დიდი ბოგდანები სადღაც უნდა წაიყვანონ ან 1ში ან 3ში.

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 10:48
ლურჯი მანების გადაღებვას აგრძელებენ ისევ თუ გაჩერდნენ? ყველაზე დიდი შეცდომაა მაგაზე რესურსების ხარჯვა

Posted by: toyota12345 19 Jan 2019, 10:51
1 ნომერზე ბოგდანში ვიჯექი ბოლოში სკამები რომ არ აქვს ეგეთი ავტობუსი იყო და ხალხისგან ისე იყო დაპრესილი პოლი ედებოდა გზას ნაპერწკლებს ყრიდა)))

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 10:53
ეგეთი ავტობუსი #1-ს არ ყავს, ალბათ, რეზერვი იყო სხვა რომელიმე ხაზიდან.

აუ, ეგ ავტობუსები წელში გადატეხილები არიან. უკან დიდი მასა აწვება და ვერ გაუძლეს ამდენი წელი.

მხოლოდ 3-4 ცალია მაგათგან ნორმალურ მდგომარეობაში

Posted by: iviko18 19 Jan 2019, 11:14
QUOTE (Ben_Joyce @ 19 Jan 2019, 10:34 )
#46-ის პატარა ბოგდანები გაუნაწილეს #58-ს და #63-ს

63 -ზე მეტ-ნაკლებად ნორმალური ბოგდანები დადიან. ერთი საერთოდ საკაიფოდ არის განახლებული.

Posted by: ქაფქიანა 19 Jan 2019, 11:23
iviko18

QUOTE
ერთი საერთოდ საკაიფოდ არის განახლებული.


აუ, ჰო. დისკები რომ აქვს საკაიფო და თეთრ-წითელი სკამები ხომ შიგნით?

ერთადერთი პატარა ბოგდანია, რომელშიც ჩაჯდომა მსიამოვნებს.

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 12:14
ვიცი ეგ TTC-955, ძალიან მაგარი მანქანაა. #48-ზე დადიოდა ეგეც საკმაოდ დიდხანს. მანდ TTC-954-იც ნორმალური დადის, ადრე #46-ის იყო და მაგრად უვლიდა მაშინდელი მძღოლი.

არის კარგად მოვლილი სხვა პატარა ბოგდანებიც, მაგალითად:
#62 - TTC-754
#94 - TTC-895, TTC-982
#108 - TTC-894
#72 - TTC-348 ახალივითაა

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 12:28
TTC-908 ნომერზე ზილი ყავთ კიდევ მერსედესის სატვირთოც აქვთ TTC-042
* * *
QUOTE
TT-146-CB [ძველი ნომერი TTC-741

რა პონტში შეუცვლეს?

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 12:38
TTC-908 ადრე პატარა ბოგდანი იყო, შეიძლება ჩამოწერეს და მაგის ნომერი ზილს მიაკრეს. ძალიან დანგრეული მანქანა კი იყო.

TTC-723-იც რაღაც სატვირთო მანქანაა მგონი

დაკარგა წინა ნომერი და მისცეს ახალი 146. მოგვიანებით იპოვა სხვა მძღოლმა დაკარგული ნომერი, მაგრამ ამას უკვე ახალი ჰქონდა.
ნომერი 741 ალბათ დაჭრეს ან სხვა რამეს მიაკრავენ

Posted by: alexx 19 Jan 2019, 14:37
Ben_Joyce
პატარა ბოგდანების სულ პირველი პარტია TTC-768 - TTC-801 ესენი იყვნენ. OOS სერია ქონდათ თუ სწორად მახსოვს და 14, 20 და 46 მარშრუტებზე მოძრაობდნენ თავიდან.

http://fotobus.msk.ru/list.php?did=9969

აქ ვნახე და ამ პარტიის ყველა ავტობუსს ფრჩხილებში Luaz აწერია. სხვა ქარხანაშია ეს პარტია აწყობილი?

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 15:09
alexx
27, 65, 66, 49, 78, 29, ამეებზეც დადიოდა/დადის პირველი პარტია
მაგ ცხრილს თუ დავუჯერებთ ბევრი ბოგადანია ჩამოწერილი.

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 15:49
კი, პირველი პარტია ნამდვილად არის ახლანდელი 768-801. ჰქონდათ OOS და GSG. GSG იყო სულ სამი ცალი მგონი - 593 [#20]-596{#46]-597[#46]. პირველი პარტიის ავტობუსები რაც ვიცი ახლა ასეა გადანაწილებული:
TTC 769 - #58
TTC 771 - #7
TTC 772 - მორიგე ავტობუსია
TTC 773 - დადიოდა #27-ზე და დაიწვა
TTC 774 - #20
TTC 775 - #20
TTC 779 - #20
TTC 781 - #20
TTC 783 - #53
TTC 784 - #20
TTC 785 - #20
TTC 788 - #78
TTC 790 - #84
TTC 791 - #20
TTC 793 - #20
TTC 795 - #49
TTC 796 - #20
TTC 797 - #20
TTC 801 - ხშირად დადის #27-ზე

გამოტოვებული ნომრების უმეტესობა ეკუთვნოდა #46-ს, რომლებიც გაუნაწილეს #58-ს და #63-ს. ზუსტად არ ვიცი რომელს რომელი გადასცეს.

შემდეგ იყო მეორე პარტია, სერიით UIU ან სერიით MAX. ეს არის ნომრები 802-861, 897-908, 994, 995, 996, ასევე პირველ ავტოპარკში 285-297, რომლებიც ადრე #37-ს ემსახურებოდნენ.

შემდეგ შემოვიდა ტურბინიანი ავტობუსები 35 ცალი (მგონი გვაჩუქეს) სერიით NYS (601-644). ახლა მათი ნომრებია TTC 862-896. იდეაში რთულ რელიეფზე უნდა ევლოთ, მაგრამ ამჟამად ნებისმიერად არიან გაფანტული, აქაც დავწერ რაც მახსოვს:
TTC 863 - #84
TTC 864 - #16
TTC 866 - #27
TTC 867 - #36
TTC 868 - #107
TTC 870 - #20
TTC 872 - #70
TTC 873 - #20
TTC 875 - #99
TTC 877 - #78
TTC 878 - #27
TTC 880 - #49
TTC 881 - #92
TTC 882 - #66 (ეს დიდი ხანია აღარ მინახავს)
TTC 883 - #66
TTC 884 - 66
TTC 885 - #47
TTC 886 - #104 / #109
TTC 887 - #38
TTC 889 - #99
TTC 890 - #86
TTC 892 - #20
TTC 893 - #13
TTC 894 - #108
TTC 895 - #94
TTC 896 - #7


* * *
ამის შემდეგ იყო სერიები GEL და RGI, შემოიყვანეს 2007 წლის ნოემბერში, შემდეგ სერია MAK, TBS, NFN, RNR, რამდენიმე DLD, ერთი ცალი BRB.

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 16:02
ჩამოწერილები არიან:
TTC-275, 276, 279, 282, 286, 564, 565, 566, 571, 576, 682, 717, 727, 735, 773, 792, 793 833, 835, 860, 879, 908, 940, 947


Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 16:10
947 ბოლოს #107-ზე დადიოდა
940 - #124-ზე
908 - #95-ზე
879-მა ყველგან იარა, ჯერ სულ ახალი იყო #7-ზე, მერე #49, მერე #45-ზე დავინახე რამდენჯერმე
735 - #49-ზე, ნაწილებად იშლებოდა ბოლოს რომ ვნახე
727 - #3-ზე. ესეც შავ დღეში იყო
566 - სულ პირველად #13-ზე გაუშვეს, დიდი დიღმიდან მაღლივამდე, მერე გაუქმდა ეგ ხაზი და გადავიდა პირველ ავტობაზაში #2-ზე.
565 - #35-ზე დადიოდა, მერე გადაიყვანეს პირველ ავტობაზაში
564 - #100-ს ეკუთვნოდა თავიდან, მერე არ ვიცი
286 - #37 თავიდან ბოლომდე
282 - #91

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 16:23
Ben_Joyce
გახსოვს 2010 წელს აღმაშენებლის ხეივანზე 15 ნომრის ბოგდანს უკნიდან ჯიპი რომ დაეტაკა და ამოაყირავა. უკანა ნაწილი ისე ქონდა შენგრეული აღარ გაკეთდებოდა მაგის ნომერი ხომ არ იცი?

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 16:27
ეგ მახსოვს, მაგრამ ვერსად ვნახე მაგის ნომერი sad.gif

უბედური შემთხვევებიდან მახსოვს ჭავჭავაძეზე, პირველი კორპუსის წინ რომ დაიწვა #51 ეგ იყო SPD 675

მეტი აღარ მახსოვს

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 16:34
QUOTE
SPD 675

ეგ დაფი იყო, ამათგანაც უმრავლესობა თავისით განადგურდა.

Posted by: TramwayMan 19 Jan 2019, 19:19
Ben_Joyce
QUOTE
12 მეტრიანი MAN:
TT-001-CB ... TT-148-CB, გარდა 100, 111, 146, 147
სულ 144 ცალი

100, 111 რა მოუვიდათ? თუ არც იყო ეგ ნომრები?

146, 147, ესენი არც ყოფილა ხომ?

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 19:25
100 და 111 გამოტოვებული ნომრებია

146 პატარა ბოგდანს მისცეს #109 მარშრუტზე

147 თავისუფალია ან რამე მანქანას აქვს TTC-ში

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 19:27
TramwayMan
100 და 111 მაგივრად ჩასვეს 144 და 145
თუ დააკვირდებით თბილისში არცერთი ავტობუსი არ დადის ასეული ნომრით მაგ. 100, 200, 300 , 400, 500, ასევე არ დადიან სამი ერთნაირციფრიანი ნომრებით 111, 222 333 444

Posted by: Ben_Joyce 19 Jan 2019, 19:28
შეიძლება სატესტო ავტობუსებისთვის არეზერვებენ ან ორგანიზაციის სხვა მანქანებისთვის.

TT - - CB ყველა ნომერი გაყიდულია

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 19:28
ასეთ ნომრებს მგონი შეგნებულად არ უკეთებენ
* * *
Ben_Joyce
ალბათ ახლებისთვის წინასწარ შეიძინეს
* * *
148 ბოლო ნაჩუქარ მანს მისცეს, 150 დაკავებულია, 149დან დაიწყებენ დაიწყებენ ახლების დანომრვას სავარაუფოდ

Posted by: TramwayMan 19 Jan 2019, 19:42
Ben_Joyce
ERAMUS
ERAMUS
როგორც ჩანს მთელციფრა ან სამი ერთნაირი ციფრის მქონე ნომრები ხომ პოპულარულია შესაბამისად ან გაყიდულია კერძო მანქანებზე ან უბრალოდ იყიდება ხომ ასეთI ნომრები არგად და მუნიციპალურ ტექნიკაზე არ აცდენენ.
smile.gif ეს არის ერთადერთი ლოგიკური დასკვნა biggrin.gif

TT CB ----- Tbilisi Transport Company Bus smile.gif

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 19:50
006 მანი ხაზზე გამოუშვეს ხომ არ იცით რაღაც დამართეს უკვე მესამედ შეაგდეს გასარემონტებლად

Posted by: TramwayMan 19 Jan 2019, 21:47
ERAMUS
Ben_Joyce
ეს არის 2017 წლის დეკემბრის დაზღვევიდან ჩამონათვალი
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=195248&code=1512124634

2019 წლის მარტამდე აქვთ წესით და მერე ალბათ ახლიდან გამოაცხადებენ ახალი ცხრილით.

Posted by: გამოწვევა 19 Jan 2019, 22:14
რაღაც კარგად დადიან ავტობუსები, არ აგვიანებენ და არაფერი. ყვითელ მარშუტკებს მე პირადად ისევ ავტობუსები მირჩევნია.

Posted by: MANMUS 19 Jan 2019, 22:28
ჯითი გრუპის დირექტორი, ლევან გოგსაძე, ტენდერში მონაწილე კომპანიის ავტოტრეიდინგის ბრალდებებს პასუხობს.

ავტოტრეიდინგის წარმომადგენლების თქმით, ეს არის მხოლოდ მიღება-წარმოების აქტი, რაც ტენდერის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. 

გოგსაძე აცხადებს, რომ მის კომპანიას დარღვევით დოკუმენტები არ წარუდგენია.

„მოთხოვნილ იყო, რომ მწარმოებელს უნდა ჰქონოდა გამოცდილება და მიწოდებული ევროკავშირის ტერიტორიაზე 10 ერთეული ავტობუსი. ეს იყო უბრალოდ მოთხოვნილი. ეს ჩვენ წარვადგინეთ, მიღება-ჩაბარების აქტი წარვადგინეთ, საბაჟო დეკლარაციები წარვადგინეთ მეორე ჯერზე, შემდეგ დაზუსტების ეტაპზე. პირველივე გასაჩივრებისთანავე, მართალი რომ გითხრათ, ცოტა უცნაური იყო ის გადაწყვეტილება, რომ დამატებით მოგვთხოვეს იმიტომ, რომ ის, რაც წარდგენილი გვქონდა, ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო უკვე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,“ - განაცხადა გოგსაძემ.

სასამართლო დავას ჯითი გრუპის წინააღმდეგ ინტერ ავტოთრეიდინგის წარმომადგენლები იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ სატენდერო კომისია ორჯერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ არ შეცვლის.

კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელსაც თბილისში ავტობუსების შემომყვანი კომპანია უნდა გამოევლინა, გამარჯვებულად ისევ ჯითი გრუპი დასახელდება.

ინტერ ავტოთრეიდინგი, რომელიც ამავე ტენდერში მონაწილეობდა, კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში უკვე მეორედ ასაჩივრებს. ამის მიზეზი ჯითი გრუპის მიერ მთავარი სატენდერო მოთხოვნის დარღვევაა. ამ მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას უნდა წარედგინა საბუთი, რომ ავტობუსები, რომელსაც ის თბილისში შემოიყვანს, ევროკავშირში უკვე აპრობირებულია.

კომპანია ავტოთრეიდიგნის წარმომადგენლები სატენდერო კომისიას ტენდენციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ჯითი გრუპის  დიკვალიფკაციას მოითხოვენ.


Posted by: TramwayMan 19 Jan 2019, 22:52
ჩამოწერილი დიდი ბოგდანი TTC-485 აღმოჩნდა, გარდა TTC-516-სა.

Posted by: vatman 19 Jan 2019, 23:00
აუ ამათმა ხო ტვინი წაიღეს....
კიდევ შეიტანეს დავების საბჭოში საჩივარი:

1. გაუქმდეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 15 იანვარს #6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ჯი-თი გრუპის“ გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ;
2. მიეცეს დისკვალიფიკაცია შპს „ჯი-თი გრუპს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების 32-ე მუხლის გ) და ზ) ქვეპუნქტების საფუძველზე;
3. შეყვანილ იქნას შპს „ჯი-თი გრუპი“ შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება #19 „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

ERAMUS
Ben_Joyce
QUOTE
თუ დააკვირდებით თბილისში არცერთი ავტობუსი არ დადის ასეული ნომრით მაგ. 100, 200, 300 , 400, 500, ასევე არ დადიან სამი ერთნაირციფრიანი ნომრებით 111, 222 333 444

სავარაუდოდ მენეჯმენტისათვისაა განკუთვნილი. ადრე TTC001 და TTC002 მენეჯმენტის მანქანები იყო

Posted by: TramwayMan 19 Jan 2019, 23:03
vatman
არადა მგონი სწორს დაობენ smile.gif

ისე ჯი თი გრუპი სალომეკოს დიდი შემომწირველი იყო ეხლაც და წინაზეც ასე რომ მგონი ნათლად ჩანს რატომ მისცეს მაგას გამარჯვება, გარდა ამისა პირველი შემოთავაზება ჰქონდათ 79 მლნ და უცებ მეორე დღეს 64 მლნზე ჩამოაგდეს რადგან გრავიტას 63 მლნ ედო. ხოდა ბოლო ბოლო რა ღირს ავტობუსები? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ვნახოთ აბა.

3. დეტალურად დაასაბუთეთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება თქვენ მიერ გასაჩივრებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო გადაწყვეტილება/ქმედება კანონმდებლობას?

2019 წლის 15 იანვრის #6 სხდომის ოქმი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან კომისიამ არაჯეროვნად შეაფასა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და არამართლზომიერად მიიჩნია, რომ აღნიშნული შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სატენდერო კომისიის 08.01.2019 #5 სხდომის ოქმის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფილად განხილვის მიზნით „ჯი-თი გრუპს“ დაევალა, რომ წარმოედგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია #5 ოქმში დაფიქსირებული შენიშვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ოქმის მე-10 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.4 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა ავტობუსების ევროკავშირის მასშტაბით მიწოდება 15.11.2018-მდე (სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში და პრეტენდენტს დაევალა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, კერძოდ, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, „ჯი თი გრუპმა“ 11.01.2019-ში სისტემაში ატვირთა დანართი #10.1 და დანართი #10.2-ით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც პრეტენდენტის დაზუსტების წერილის თანახმად, ავსებდნენ პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისას, 14.11.2018-ს სისტემაში ატვირთულ 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტს.

სატენდერო კომისიამ მსჯელობის შედეგად დაასკვნა, რომ 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტი, 08.01.2019-ის წერილი, ავტობუსების რეალიზაციის დამადასტურებელი ელექტრონული ფაქტურები და ექსპორტის დეკლარაციები ადასტურებდა სატენდერო მოთხოვნების 2.2.1.4 და 2.2.1.5 ქვეპუნქტებთან შესაბამისობას, რაც ეწინააღმდეგება ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების წესს შემდეგ გარემოებათა გამო:
09.11.18 წლის მიღება-ჩაბარების აქტის ანალიზით დგინდება, რომ აქტი გაფორმებულია მწარმოებელსა და Busimport-ს შორის, რომლითაც მხარეები ადასტურებენ, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო მყიდველმა მიიღო 09.11.2018-ში 10 ერთეული ავტობუსი. აღნიშნული დოკუმენტი დავების განხილვის საბჭოს და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არ იქნა მიჩნეული სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისად და პრეტენდენტს დაევალა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა 2.2.1.4 და 2.2.1.5 ქვეპუნქტებთან შესაბამისობას. პრეტენდენტის მიერ დაზუსტების ეტაპზე წარდგენილმა საბაჟო დეკლარაციებმა კი დაზუსტების ნაცვლად იმთავითვე გამორიცხა 2018 წლის 09 ნოემბრის აქტის ვალიდურობა, რადგან საბაჟო დეკლარაციებით დადასტურდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მოხსენიებული 5 ავტობუსი 13.11.2018-ის მდგომარეობით იმყოფებოდა ჯერ კიდევ თურქეთის ტერიტორიაზე და არ იყო მიწოდებული მყიდველისთვის. შესაბამისად, ცალსახაა, რომ პრეტენდენტმა 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტის ატვირთვით შემსყიდველს წარუდგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.

რაც შეეხება, 08.01.2019-ის წერილს, აღნიშნული დოკუმენტით Busimport-ის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული 10 ერთეული ავტობუსი განკუთვნილი იყო ლოდზის მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიისთვის, რომლისთვისაც მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის თებერვლამდე, 08.01.2019-ის მდგომარეობით კი ავტობუსის მწარმოებელს მიწოდებული აქვს Busimporti-ისთვის 15 ერთეული ავტობუსი. აღნიშნული წერილი არ უნდა მიეღო მხედველობაში შემსყიდველს, რადგან წერილში მითითებული გარემოებებით ვერ დასტურდება 15.11.2018-მდე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ევროკავშირის მასშტაბით 10 ერთეული ავტობუსის მიწოდების ფაქტი. ამასთან, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მყიდველისთვის მხოლოდ 15.11.2018-მდე მიწოდების შესაძლებლობა დადასტურებული აქვს თავად შემსყიდველს და პრეტენდენტს დავების საბჭოს მიერ გამართულ 17.12.2018-ის სხდომაზე, რაც ასახულია დავების საბჭოს 27.12.2018-ის გადაწყვეტილებაშიც.

რაც შეეხება წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციებს, აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ ექსპორტისთვის მომზადების და არა მისი 15.11.2018-მდე მყიდველისთვის მიწოდების ფაქტი. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალებები (NNAMOBFLAGB000312, NNAMOBFLAGB000311, NNAMOBFLAGB000310, NNAMOBFLAGB000304, NNAMOBFLAGB000302; NNAMOBFLAGB000303; (მიწოდების ადგილი: პოლონეთი), 13.11.2018-ის მდგომარეობით იმყოფებოდა ჯერ კიდევ თურქეთის ტერიტორიაზე, არ იყო მიწოდებული Busimport-ისთვის და შესაბამისად, 15.11.2018-მდე ვერც იქნებოდა მიწოდებული ადრესატისათვის. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ჯი-თი გრუპის“ მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილ იქნა დოკუმენტი - 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შეიცავდა მცდარ ინფორმაციას - მიმწოდებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მყიდველისათვის მიწოდების, ხოლო მყიდველის მიერ მისი მიღების ფაქტს/თარიღს (09.11.2018) მაშინ, როცა პრეტენდენტის მიერ შემდგომ ატვირთული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული 5 ავტობუსი (NNAMOBFLAGB000312, NNAMOBFLAGB000311, NNAMOBFLAGB000310, NNAMOBFLAGB000302; NNAMOBFLAGB000303) 2018 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით არ იყო მიწოდებული მყიდველისათვის და იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ მწარმოებლის მიერ გაცემული ელ. ფაქტურის (18.10.2018) თანახმად, ავტობუსის მიწოდების მისამართს წარმოადგენს პოლონეთი, გაგზავნის ფორმას - საავტომობილო გზა, ხოლო ჩაბარების პირობას: CIP. Incoterms-ის თანახმად, ჩაბარების პირობად CIP გამოიყენება მაშინ, როდესაც გამყიდველი გადასცემს საქონელს გადამზიდველს ან მხარეთა შორის შეთანხმებით განსაზღვრულ სხვა პირს იმ მისამართზე, რაც შეთანხმებულია მხარეთა შორის და თვითონ ფარავს გადაზიდვის და სხვა მასთან დაკავშირებულ ხარჯებს. შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი ვერ გაფორმდებოდა მანამ, სანამ ავტობუსები არ იქნებოდა მიწოდებული პოლონეთში, შეთანხმებულ მისამართზე.

დამატებით, გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველის მიერ სატენდერო პირობების განსაზღვრის დროს გამოვლინდა ცალსახა ნება, რომ პრეტენდენტს დაედასტურებინა ავტობუსების მიწოდება ევროკავშირის მასშტაბით, მიწოდება კი თავის თავში დასრულებულ მოქმედებას, კერძოდ, შეთანხმებულ მისამართზე საქონლის მიწოდებას, ვალდებულების შესრულებას გულისხმობს, შესაბამისად, ვერც მყიდველის იურიდიულ მისამართად პოლონეთის მისამართის განსაზღვრა და ვერც საქონლის ექსპორტისთვის მომზადება ვერ ჩაითვლება დასრულებულ მოქმედებად, საქონლის მიწოდებად.
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სატენდერო კომისიის მიერ არასწორად შეფასდა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია და არამართლზომიერად იქნა მიჩნეული დაზუსტების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტები ხარვეზის შემავსებლად, რადგან პრეტენდენტმა ვერ დაადასტურა 15.11.2018-მდე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ავტობუსების ევროკავშირის მასშტაბით მიწოდების ფაქტი.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პრეტენდენტის მიერ 09.11.2018-ის აქტის შემსყიდველისათვის წარდგენის დროს პრეტენდენტმა იცოდა ან სულ მცირე უნდა სცოდნოდა (ობიექტურად მას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტის გამოყენებამდე სრულად გამოეკვლია ყველა გარემოება, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა საქონლის ევროკავშირის მასშტაბით მიწოდება/არ მიწოდების ფაქტი და მისი თარიღი, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს სატენდერო პირობას და „ჯი თი გრუპს“, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოსათვის, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო შესყიდვაში, უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტის გამოყენებამდე დარწმუნებულიყო მასში მითითებული ინფორმაციის სისწორეში), რომ მიმწოდებელსა და მყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მცდარი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს და 09.11.2018-ის მდგომარეობით მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ავტობუსები არ იყო მიწოდებული მყიდველისთვის.
ზემოაღნიშნული წარმოადგენს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის და შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს, რადგან „აფიდავიტის ფორმა და პირობები“-ს თანახმად, აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. აფიდავიტის პირობებს კი პრეტენდენტი დაეთანხმა ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე და მასში მოცემული პირობები სავალდებულოდ შესასრულებელი იყო მისთვის. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელება, კერძოდ, მცდარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის შემსყიდველისთვის წარდგენა.

4. მიუთითეთ მოთხოვნა.

1. გაუქმდეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 15 იანვარს #6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ჯი-თი გრუპის“ გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ;
2. მიეცეს დისკვალიფიკაცია შპს „ჯი-თი გრუპს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების 32-ე მუხლის გ) და ზ) ქვეპუნქტების საფუძველზე;
3. შეყვანილ იქნას შპს „ჯი-თი გრუპი“ შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება #19 „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.

Posted by: ქაფქიანა 19 Jan 2019, 23:11
QUOTE
ავტოტრეიდინგის 


ამათ უკან რა ავტობუსი დგას?

Posted by: vatman 19 Jan 2019, 23:13
TramwayMan
QUOTE
არადა მგონი სწორს დაობენ

ისე ჯი თი გრუპი სალომეკოს დიდი შემომწირველი იყო ეხლაც და წინაზეც ასე რომ მგონი ნათლად ჩანს რატომ მისცეს მაგას გამარჯვება, გარდა ამისა პირველი შემოთავაზება ჰქონდათ 79 მლნ და უცებ მეორე დღეს 64 მლნზე ჩამოაგდეს რადგან გრავიტას 63 მლნ ედო. ხოდა ბოლო ბოლო რა ღირს ავტობუსები? 


ვინ დაობს იცი საერთოდ? biggrin.gif biggrin.gif
რა სალომე....

Posted by: TramwayMan 19 Jan 2019, 23:20
vatman
ავთანდილ საყვარელიძე თავისი ჩინური ჯართით? biggrin.gif


ქაფქიანა
რამე ჩინა ალბათ

Posted by: ქაფქიანა 19 Jan 2019, 23:22
ჩინური მართლა არ გვინდა. ისუზუ ნამდვილად სჯობს.

თან ისუზუს ვილნიუსისთვის აქვს ავტობუსები მიწოდებული.

მე ბარემ მანი, ან სოლარისი მერჩივნა ისუზუს, მაგრამ ჩინურ ჯღანს ისუზუ ულაპარაკოდ მირჩევნია.

Posted by: vatman 19 Jan 2019, 23:39
TramwayMan
QUOTE
ავთანდილ საყვარელიძე თავისი ჩინური ჯართით?


საჯარო რეესტრი და ტენდერები და მიხვდები wink.gif

შედეგი გაგაკვირვებს biggrin.gif

Posted by: da_to 20 Jan 2019, 00:04
vatman
QUOTE
საჯარო რეესტრი და ტენდერები და მიხვდები


უი დედა, აგი ვინ ყოფილა ... gigi.gif gigi.gif gigi.gif არ გამიკვირდა ასე რატომ იბრდღვნიან ყველაფერსთქო ....

Posted by: TramwayMan 20 Jan 2019, 00:17
da_to
vatman
ალექსანდრე ბეროშვილი ვინაა? >?დდ უნდა ვიცოდე?

Posted by: vatman 20 Jan 2019, 00:49
TramwayMan
QUOTE
ალექსანდრე ბეროშვილი ვინაა? >?დდ უნდა ვიცოდე?

მოძებნე და გაიგე wink.gif

da_to
QUOTE
უი დედა, აგი ვინ ყოფილა ...      არ გამიკვირდა ასე რატომ იბრდღვნიან ყველაფერსთქო ....

მე მეგონა აქამდე მიხვდი ვინები იყვნენ biggrin.gif

Posted by: da_to 20 Jan 2019, 01:29
QUOTE
მე მეგონა აქამდე მიხვდი ვინები იყვნენ 


დამეზარა მოქექვა biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 20 Jan 2019, 08:47
vatman
TramwayMan
da_to

ჩვეულებრივ მოკვდავებსაც რომ აგვიხსნათ, რა არის ეს ავტოტრეიდინგი და ან საყვარელიძე ვინაა, ან ბეროშვილი და პოტენციურად რომელი ავტობუსი უწევს კონკურენციას ისუზუს, მადლის ქულები შეგემატებოდათ.

Posted by: forum-ge 20 Jan 2019, 16:03
QUOTE
ჩვეულებრივ მოკვდავებსაც რომ აგვიხსნათ, რა არის ეს ავტოტრეიდინგი და ან საყვარელიძე ვინაა, ან ბეროშვილი და პოტენციურად რომელი ავტობუსი უწევს კონკურენციას ისუზუს, მადლის ქულები შეგემატებოდათ.

+1

Posted by: TramwayMan 20 Jan 2019, 23:57
2013 წლიდან 2017 წლის დეკემბრამდე 23 ავტობუსი ჩამოწერიალ. სიების შედარებით.

Posted by: ბიჭური 21 Jan 2019, 03:38
თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ ჰოლანდიურები რომ შემოიყვანეს, 44-ნომერზე სხვანაირი ავტობუსი რომ დადიოდა ვიდრე დანარჩენი დაფები იყო? მისი სახელი ხომ არ იცით?

ასევე იყო ოტოიოლის ავტობუსი, თუ არ მეშლება 12 ნომერი,ცისფერი, სკოლაში მაგით სიარული მიყვარდა ხოლმე

Posted by: MANMUS 21 Jan 2019, 07:43
ბიჭური
ეგ იყო Den oudsten Daf b91 რაც 44ზე დადიოდა. ახლა ეს მარკა აღარ არსებობს 2002 წელს დაიხურა.
* * *
ამას გულისხმობ?
user posted image

Posted by: ბიჭური 21 Jan 2019, 13:54
ERAMUS

ჰო ეგაა მადლობა, ოტოიოლის მსგავსად ეგეც მაგრად მევასებოდა სხვა დაფებისგან განსხვავებით biggrin.gif

Posted by: da_to 21 Jan 2019, 21:03
ეს დაფეხვილი პატარა ბოგდანები რომ ვერ გაივლიან ისნპექტირებას მერე ?? აჩერებენ ? ამ საღამოს ვნახე რამოდენიმე იდგა შემოწმების რიგში ...

Posted by: Kublicha 22 Jan 2019, 01:28
ავტობუსებს ხომ ყოველთვის ეხებოდათ ტექდათვალიერება?

Posted by: JSB14BSJ 22 Jan 2019, 01:51
გაჩერებაზე ტაბლოზე ავტობუსის ნომრის გასწვრივ რო წუთები წერია, ეს წუთები რო არ იცვლება და მარადიული და დაუსაბამო ღმერთივით რო იგივე 4 წუთი წერია ერთი 20 წუთის განმავლობაში, რა პონტია? ვისი/რისი შეცდომაა?

Posted by: hadesnexus 22 Jan 2019, 02:46
JSB14BSJ
საცობის.
30 საცობი

Posted by: vatman 22 Jan 2019, 10:04
da_to
QUOTE
ეს დაფეხვილი პატარა ბოგდანები რომ ვერ გაივლიან ისნპექტირებას მერე ?? აჩერებენ ? ამ საღამოს ვნახე რამოდენიმე იდგა შემოწმების რიგში ...

როგორც ადრე გადიოდნენ, ისე გაივლიან ახლაც... biggrin.gif

JSB14BSJ
QUOTE
გაჩერებაზე ტაბლოზე ავტობუსის ნომრის გასწვრივ რო წუთები წერია, ეს წუთები რო არ იცვლება და მარადიული და დაუსაბამო ღმერთივით რო იგივე 4 წუთი წერია ერთი 20 წუთის განმავლობაში, რა პონტია? ვისი/რისი შეცდომაა?

ძირითადად საცობი, ან თუ ავტობუსი დგას ბოლო გაჩერებაზე და გრაფიკით გასვლას გადააცილა, ძირითადად ხდება საღამოს მასე, როდესაც გრაფიკები ირევა

Posted by: MANMUS 22 Jan 2019, 17:56
N150ის ავტობუსს 053ს უკან დაკუჭული ნომერი აქვს მიკრული თან ეტყობა რომ უკანა კაპოტიც ახალი გამოცვლილი აქვს რა უნდა დაჯახებულიყო მასე spy.gif

Posted by: da_to 22 Jan 2019, 22:35
ინტერავტო თრეიდინგს შეუსრულა ჯი-თიმ, გაანადგურა რასაც ქვია ... დაღეჭილი ინფორმაცია მიაწოდა დავების განხილვის საბჭოს გრავიტა, ინტერავტო თრეიდინგი და თეგეტა მოტორსი რომ ფაქტიურად ერთი მფლობელის კომპნიებია და კანონის დაღვევაში ადანშაულებენ.... იქედან ანადოლუ იმუქრება სასმართლოთი ცილისწამების გამო biggrin.gif

Posted by: vatman 23 Jan 2019, 10:27
da_to
QUOTE
ინტერავტო თრეიდინგს შეუსრულა ჯი-თიმ, გაანადგურა რასაც ქვია ... დაღეჭილი ინფორმაცია მიაწოდა დავების განხილვის საბჭოს გრავიტა, ინტერავტო თრეიდინგი და თეგეტა მოტორსი რომ ფაქტიურად ერთი მფლობელის კომპნიებია და კანონის დაღვევაში ადანშაულებენ.... იქედან ანადოლუ იმუქრება სასმართლოთი ცილისწამების გამო


popcorn.gif popcorn.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: da_to 23 Jan 2019, 10:33
vatman

ტიპემბა იმენა გაიჩალიჩეს, ისეთ უაზრო რაღაცე დავობდნენ ღირსები არიან biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 23 Jan 2019, 12:43
da_to
vatman

ბიჭო, წინა გვერდზეც დაგიწერეთ და ახლა იქნებ მაინც მითხრათ, ან ის ინფო რა იყო, ან ამ ინფოებს საიდან ჩითავთ? პასუხის გაცემა გიტყდებათ, თუ რა პონტია?

Posted by: da_to 23 Jan 2019, 13:07
ქაფქიანა
QUOTE
ბიჭო, წინა გვერდზეც დაგიწერეთ და ახლა იქნებ მაინც მითხრათ, ან ის ინფო რა იყო, ან ამ ინფოებს საიდან ჩითავთ? პასუხის გაცემა გიტყდებათ, თუ რა პონტია?


არა რა გვიტყდება, უბრალოდ ეხლა დევს ეს ინფორმაცია საჯარაოდ... დავების განხილვის საბჭო არსებობს სადაც ტენდერებს ასაჩივრებენ ხოლმე ...

https://tenders.procurement.gov.ge/dispute/engine/document.php?code=http://nbs.napr.gov.ge/nbs/v3/blobs/spa-2019-01-22/81d409cca75173933b0f52f07e43ffdc-e09d48cb-0649-4577-ad86-6527aab4882b&mime=application/pdf&save=DET180017308_02(NAT)_03.pdf

24 გვერდიდან შეგიძლია გაეცნო ამ სამი კომპანიის ნათესაურ კავშირ ურთიერთობებს smile.gif

Posted by: TramwayMan 23 Jan 2019, 14:20
da_to
vatman
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
კარგად ვიცინე გაწიწმატებულ ჯი თი გრუპზე.

თეგეტა დაწყნარდეს კიდე ექნება მანების შემოყვანის შანსი არაა საჭირო შვილობილი კომპანიების მიერ შემოთავაზებული თურქული ბუსბით გაწიწმატება biggrin.gif

Posted by: MANMUS 23 Jan 2019, 14:29
თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, სპეციალური ფორმები შეიკეროს MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებისთვის, რომლებიც ქალაქში  თებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა.
არსებულ მანებზე ბევრ მძღოლს არ აცვია ფორმა სამწუხაროდ.

Posted by: TramwayMan 23 Jan 2019, 15:45
ტენდერი გამოაცხადა სატრანსპორტო კომაპნიამ ავჭალაში გლდანულას ხიდთან რომ სერვისცენტრი აქვთ სადაც არემონტებენ ავტობუსებს ის რომ გადაკეთდეს ამავდროულად ავტობაზად smile.gif 200 ავტობუსზე გათვლილი იქნება.

შესაძლოა წყალსადენის ქუჩის მესამე ბაზა ჩაანაცვლონ მაგითი.

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=469855&code=1547745476
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=469856&code=1547745481
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=469892&code=1547745898
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=471367&code=1547832900


Posted by: ქაფქიანა 23 Jan 2019, 16:29
da_to

მშვენიერია. გაიხარე. მადლობა.

ჩავუჯდები მოგვიანებით, აბა.

Posted by: vatman 24 Jan 2019, 10:12
da_to
QUOTE
ტიპემბა იმენა გაიჩალიჩეს, ისეთ უაზრო რაღაცე დავობდნენ ღირსები არიან

ძალიანაც კარგი,
ჯი თი გრუპიც ანგელოზი არ არის ტენდერებში... როდესაც ფორდზე მორგებულ ტენდერებს აცხადებენ. მარა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით კონკურენტი იქცევა ცუდად

კანტორამაც თავისი პოზიციაც დააფიქსირა:
https://tenders.procurement.gov.ge/dispute/engine/document.php?code=http://nbs.napr.gov.ge/nbs/v3/blobs/spa-2019-01-24/a91cab5bc120832c37d7919901ee25fd-8a3c1357-b6c8-4f7e-9826-92deb8bce9f5&mime=application/pdf&save=DET180017308_02(NAT)_04.pdf

TramwayMan
QUOTE
კარგად ვიცინე გაწიწმატებულ ჯი თი გრუპზე.

ვინაა გაწიწმატებული კიდევ საკითხავია მანდ

TramwayMan
QUOTE
შესაძლოა წყალსადენის ქუჩის მესამე ბაზა ჩაანაცვლონ მაგითი.

დაახლოებით 200 ავტობუსზე გათვლილი
ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ:

ავტობაზის ტერიტორიაზე საჭიროა მოეწყოს ავტოგასამართი სადგური ავტობუსების
დიზელის საწვავით გამართვისათვის და ელექტროავტობუსების დასამუხტი მოწყობილობები.

8. ელექტროავტობუსების დასამუხტი სადგურის მოწყობა
ავტობაზის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ელექტროავტობუსების დასამუხტი სადგური. ელექტროავტობუსების
დასამუხტ სადგურზე შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად არაუმეტეს 50 ერთეული საქალაქო
ელექტროავტობუსის დამუხტვა. დასამუხტი სადგურის ტექნოლოგიური დანადგარების ზუსტი რაოდენობა, მათი
სახეობა, სიმძლავერე და სხვა პარამეტრები უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან პროექტირების პროეცესში.

სავარაუდოდ ახალი ავტოპარკი იქნება, თანაც კალაძე 200 ელექტროავტობუსს გვპირდება

Posted by: MANMUS 24 Jan 2019, 10:18
vatman
150 მანია კიდევ შემოსაყვანი ისინი სადღა უნდა დააყენონ?

Posted by: vatman 24 Jan 2019, 10:43
ERAMUS
QUOTE
150 მანია კიდევ შემოსაყვანი ისინი სადღა უნდა დააყენონ?

დიღომში და აფრიკაში.
გაზ გასამართები მანდ არის/იქნება

ხო პრექტით 30 ელექტროავტობუსის დამუხტვა ერთდროულად შესაძლებელი უნდა იყოს აფრიკაშიც

Posted by: da_to 24 Jan 2019, 11:37
vatman
QUOTE
ჯი თი გრუპიც ანგელოზი არ არის ტენდერებში... როდესაც ფორდზე მორგებულ ტენდერებს აცხადებენ. მარა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით კონკურენტი იქცევა ცუდად


ხო აშკარად ცუდად იქცევა, მართლაც საკითხავია ვინაა გაწიწმატებული biggrin.gif

Posted by: MANMUS 24 Jan 2019, 18:35
ეს ღილაკი რისთვისაა?
user posted image

Posted by: Mick-el-Angelo 25 Jan 2019, 19:39
დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა.

ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.

მარშრუტის ასამოქმედებლად, ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.



https://www.bpn.ge/article/52335-rustavi-tbilisis-mimartulebit-avtobusis-axali-marshruti-dadginda/

Posted by: TramwayMan 25 Jan 2019, 19:43
ERAMUS
გაჩერებისა და უკანა კარის გაღების მოთხოვნა.

Posted by: ფაშისტი 25 Jan 2019, 21:25
ბოლობოლო ქალ მძღოლებს რას გვიპირებენ? ხომ ჩავაბარეთ კატეგორია.. ნეტავ პროგრამა ისევ ძალაშია? იბიარდს ვგულისხმობ

Posted by: da_to 25 Jan 2019, 22:06
ნეტა როდის დამთავრდება გაიწი გამატარე ამ ტენდერთან დაკავშირებით ... 2 თვე დაიკარგა რაღაც სისულელეების გამო ... facepalm.gif

Posted by: MANMUS 26 Jan 2019, 15:50
რაღაც ძალიან მეეჭვება წელს მოასწრონ სრულად ჩანაცვლება.

Posted by: vatman 26 Jan 2019, 18:44
ფაშისტი
ახალ ავტობუსებს ხომ არ ელოდებიან?

QUOTE
დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა.

ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.

მარშრუტის ასამოქმედებლად, ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.


ნეტავ ხაზზე 2 ავტობუსი იქნება თუ მართლა ჭკუით გააკეთებენ

Posted by: MANMUS 28 Jan 2019, 17:49
39 გარეცხონ შიგნიდან სირცხვილია ბლიად სირცხვილიი. ტტც-ს რომ მიწერო თავს გაიგიჟებენ ყოველდღე ვრეცხავთო mad.gif facepalm.gif facepalm.gif
user posted image

Posted by: ფაშისტი 28 Jan 2019, 22:39
vatman
QUOTE
ახალ ავტობუსებს ხომ არ ელოდებიან?

შეიძლება. აუ იმ დღეს 37-ში ვიჯექი გვიან საკმაოდ, თქვენი თქმის არ იყოს საღორედ აქვთ ქცეული ბომჟებს, წრეებზე დადიან დილამდე ალბათ ხო.. ღმერთო რა სუნი იდგა.. ნარწყევის და სასმელების, და არამარტო ;(

Posted by: vaxo55 29 Jan 2019, 17:02
ERAMUS
ნამდვილად ყოველდღე ირეცხება გარედანაც და შიგნიდანაც. ეს სურათი იშვიათობას წარმოადგენს და არ ატარებს სისტემატიურ ხასიათს. ასეთ პროვოკასციულ სურათებს ნუღარ დადებთ,შეიძლება სრულიად უდანაშაულო ხალხი დასაჯონ.

Posted by: MANMUS 29 Jan 2019, 17:37
vaxo55
არავინ ამბობს რომ სისტემატიური ხასიათი აქვს, ეს ამბავი 39 ნომერს ეხება. სხვაგან ასეთი რამ არ შემიმჩნევია

Posted by: alexx 30 Jan 2019, 00:44
vaxo55
და მარტო ლურჯი ავტობუსები რატომაა ასეთ პატივში?

ყვითელი ავტობუსებითაც ხალხი მგზავრობს და ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც გარეცხონ სალონი.

Posted by: ფაშისტი 30 Jan 2019, 08:38
vaxo55
QUOTE
ასეთ პროვოკასციულ სურათებს ნუღარ დადებთ

რას ქვია პროვოკაციული.. ფაქტია დაინახა ან მრავალჯერ დაუნახავს ალბათ, ბოდიშიც ხომ არ მოიხადოს რომ დადო ფოტო.
ბოლო სავარძლებზე რომ ვზივარ და უკან გადამიხედავს მეც შემიმჩნევია კაი ხნის ჩაბუდებული ნაგავიც და ჭუჭყიც.
ეს იარლიყების აკვრა რა იცით ხოლმე, და დო რაც დაინახა და მორჩა. პროვოკაციული..
facepalm.gif

Posted by: ქაფქიანა 30 Jan 2019, 09:16
vaxo55

QUOTE
ასეთ პროვოკასციულ სურათებს ნუღარ დადებთ,


კანტორაში მუშაობ? უფროსი ხარ? რა არის პროვოკაცია, სიმართლის თქმა?

მქონდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის ,,ბედნიერება". სიმართლის თქმა თქვენთვის პროვოკაციაა.

პირველი პროვოკატორი შენ ხარ და ამ სიტყვებისთვის მინიმუმ ვორნს იმსახურებ.

შავი ჯიპების დაბურული შუშების მიღმა რაც ჩანს და არც ჩანს, პროვოკაციაა ყველაფერი, რაც შენ და შენნაირებს არ გაწყობთ.

Posted by: MANMUS 30 Jan 2019, 09:23
37 ნომერი ღამის საათებში ფსლის სუნად რომ ყარს ესეც პროვოკაციაა? 39 ნომრის თითქმის ყველა ავტობუსი რომ შიგნიდან გაზუნტლულია ესეც სისულელეა? თუ არ გჯერათ თავად აბრძანდით და წამებში დარწმუნდებით. ტტც-ს და მისი ზოგიერთი თანამშრომლის უპასუხისმგებლობაზე რომ გაამახვილოთ ყურადღება უკეთესი იქნება. ამ ქვეყანაში სიმართლის დანახვა არავის უნდა და იმიტომაც ვართ ერთ ადგილში.

Posted by: ფაშისტი 30 Jan 2019, 09:31
ERAMUS
ქაფქიანა

თქვენ გაიხარეთ..
ამივიდა ყელში მართლა, ვორნი კიარა მეტის ღირსია მოდერატორისგან, და ჩვენგან მითუმეტეს.

ცოტა აზრზე მოდით, ისეთ ფოტოებს დავდებთ სულ დაგხსნან ყველა იქნებ

Posted by: Mick-el-Angelo 30 Jan 2019, 10:52
37-ში და 39-ში მეც ბევრჯერ შემიმჩნევია მსგავსი სურათები. ანუ გამოდის, რომ 37-ისა და 39-ის ავტობუსებზე ზოგავენ ძალებს და სარეცხ საშუალებებს (თუ რითაც რეცხავენ შიგნით)? პრინციპში, იმას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენს მერიას როგორ "უყვარს" ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი, არ გამიკვირდება, მართლაც რომ ასე იყოს. იმიტომ რომ ეჭვი მეპარება, რო ესეთი დიდი სხვაობა იყოს მგზავრების შეგნებაში და 39-ს ველური აღმოსავლეთელები ერთ დღეში ასე აბინძურებენ. ანუ მართლა უბრალოდ ნაკლებად უვლიან 39-ისა და 37-ის ავტობუსებს. ასე რომ, 150-ით, 14-ით და 24-ით ხალხი მგზავრობს, ისანი-სამგორი-ვარკეთილმა ბინძურ ავტობუსზეც მადლობა თქვას, ეგრე გამოსდით.

Posted by: vatman 30 Jan 2019, 13:11
აღმოსავლეთის მაშრუტებზე რა ხდება არ ვიცი, საერთოდ არ მიწევს მაქეთ სიარული.
დასავლეთ ნაწილში მტვერი და ჭუჭყიანი ნამდვილად არ არის. არადა დიდი ავტობუსები ერთ პარკში არიან. დიდ ბოგდანებსაც ვგულისხმობ
დიდ ბოგდანებში ადრე ბოლო რიგის უკანა მტვერის ბუდე იყო, ეხლა მასე არ არის.

ეხლა დღის ბოლოს თუ არის გადაღებული ფოტო, ეს უკვე დიდი ალბათობით მგზავრების დამსახურებაა ალბათ

da_to
QUOTE
ნეტა როდის დამთავრდება გაიწი გამატარე ამ ტენდერთან დაკავშირებით ... 2 თვე დაიკარგა რაღაც სისულელეების გამო ... 

მართლა რა...
რით ვერ დაიღალნენ ამ ბრალდებების ატვირთვით.
არადა დარწმუნებული ვარ მაგ ინტერავტოს ანალოგიური თურქული ავტობუსი ექნება წარმოდგენილი facepalm.gif

Posted by: MANMUS 30 Jan 2019, 19:40
vatman
გეთანხმები, ვაკე-საბურთალოს მხარეს მოძრავი მანები ბევრად სუფთები არიან შიგნიდან მაგრამ აღმოსავლეთის 37 და 39 არ დაადგა საშველი ასვლა აღარ მოგინდება ისეთი სიბინძურეა.
* * *
შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ, #14 -ის ლურჯი ავტობუსის კონდუქტორი დაშავდა.

როგორც "პრაიმტაიმს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, დაშავების მიზეზი ავტობუსის მკვეთრი დამუხრუჭება გახდა.

"ამ დროისთვის გამოძახებულია სასწრაფო, მგზავრები არ დაზიანებულან. როგორც კი აღმოიფხვრება პრობლემა, გაირკვევა რამდენად სერიოზული დაზიანებაა, ავტობუსი განაგრძობს ჩვეული მარშუტით მოძრაობას"-განაცხადეს კომპანიაში

Posted by: PULSE 31 Jan 2019, 14:31
დააკმაყოფილეს ინტერავტოს საჩივარი.
წავიდა შემდეგი რაუნდი drug.gif

Posted by: TramwayMan 31 Jan 2019, 15:19
მიეჯვა ჯი თი გრუპს.

https://tenders.procurement.gov.ge/dispute/engine/document.php?code=http://nbs.napr.gov.ge/nbs/v3/blobs/spa-2019-01-30/7d24ded9c34d93fb2efc94a95fd0385f-1ffe9f5b-9279-414b-945e-d550a6bc0cb1&mime=application/pdf&save=Decision_DET180017308_02(NAT).pdf
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=3186465&code=1548947362

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: da_to 31 Jan 2019, 16:02
bmc neocity 8.5, ფაქტიურად იგივე ავტობუსია, ცხვირი აქვს სხვანაირი biggrin.gif

ეხლა ამათი წნადადების განხილვა და დაზუსტება ... მერე ჯითი გაასაჩივრებს რამეს და კი გავა 8 თვე biggrin.gif

Posted by: xectar 31 Jan 2019, 16:08
ოოო რა BMC ჯერესერთი პირველად მესმის და მეორე ასეთი ძნელია რო სოლარისსები მაინც იყიდონ? არაა ეგეთი ძვირიც ტო

Posted by: TramwayMan 31 Jan 2019, 16:11
vatman
ხო გითხარი ბი ემ სი ექნებათ შემოთავაზებული მეთქი smile.gif

xectar
QUOTE
ოოო რა BMC ჯერესერთი პირველად მესმის და მეორე ასეთი ძნელია რო სოლარისსები მაინც იყიდონ? არაა ეგეთი ძვირიც ტო

ტენდერი იცი რა არის?

Posted by: ქაფქიანა 31 Jan 2019, 16:21
აუ, ძაან მოხნეს ტვინი რა.

ისუზუ გულის სიღრმეში არც მე მინოდა, მაგრამ არა მორიგი გაუგებარი თურქული ###ობის გამო.

ე ბიჯო, მანი, შანსი გამოგიჩნდა. შემოუშვი ის ეპანური მოდიფიკაცია რომ გაქვს, მან კაეტანო. ეს თურქული სირობები არ გვინდა.

წესით, მანი უნდა ამოძრავდეს ეგრევე.

Posted by: TramwayMan 31 Jan 2019, 16:46
ქაფქიანა
შესაძლებელი რომ ყოფილიყო მიიღებდა თეგეტა პირადად მონაწილეობას.

Posted by: ქაფქიანა 31 Jan 2019, 16:57
TramwayMan

რამე მოსაზრება თუ გაქვს, თუ რატომ?

მან კაეტანო ხომ ჯდება სატენდერო სტანდარტებში, თუ არა?

Posted by: vatman 31 Jan 2019, 17:04
TramwayMan
da_to
აშკარად არ მოველოდი რო გააჯმევინებდნენ ჯი თი-ს.

ეხლა თუ სასამართლოები დაიწყო... vis.gif
იმედი ვიქონიოთ რო ამასაც გააჯმევინებენ

ვიზუალურად ისუზუ უფრო მომწონს, ამ წარმოდგენილ 3 მოდელს შორის

TramwayMan
QUOTE
ხო გითხარი ბი ემ სი ექნებათ შემოთავაზებული მეთქი

მედალი გეკუთვნის მაგისთვის. საერთოდ არ მეგონა ბმს ასეთი ავტობუსები ევროპაში მიწოდებული რო ჰქონოდა.... biggrin.gif

Posted by: TramwayMan 31 Jan 2019, 17:31
vatman
სირსუზუსგან განსხვავებით ბიემსის აქვს მიწოდებული დდდდდდდ.

ბიემსის პრემია აქვს საუკეთესო დიზაინის 2017 წლის ბასვორლდზე ბელგიაში smile.gif ისუზუ ნაცრისფერი თაგვია მასთან შედარებით ევრიპელების თვალში ანუ.



ქაფქიანა
სტანდარტები არაა, წარმოების სიმძლავრეაზეა მგონი უფრო ანუ კაეტანოს არ შეუძლია ამ რაოდენობის ავტობუსების მოწოდება ამ დროში.


Posted by: vatman 31 Jan 2019, 18:31
TramwayMan
QUOTE
ბიემსის პრემია აქვს საუკეთესო დიზაინის 2017 წლის ბასვორლდზე ბელგიაში  ისუზუ ნაცრისფერი თაგვია მასთან შედარებით ევრიპელების თვალში ანუ.

ნუ რავი, ჩემი აზრით კარსანიც კი სჯობია მაგას დიზაინით.

ისე კი ბმს ძალიან დიდი რესურსების კომპანიაა.

ხო ქამინსის ძრავით იქნება

da_to
სასამართლოში თუ იჩივლა ჯითიმ დავების საბჭოს გადაწყვეტილებაზე, სადმე საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი თუ იცი?

Posted by: MANMUS 31 Jan 2019, 18:46
BMCს ცხვირი რას გავს კაი მახინჯი რამეა

Posted by: PULSE 31 Jan 2019, 20:27
bmc neocity შიგნიდან
https://360-tour.be/busworldawards2017/Bmcotomotiv/Bus%2015/

უკან რანაირი ფანჯარა აქვს biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 31 Jan 2019, 20:51
TramwayMan

QUOTE
სტანდარტები არაა, წარმოების სიმძლავრეაზეა მგონი უფრო ანუ კაეტანოს არ შეუძლია ამ რაოდენობის ავტობუსების მოწოდება ამ დროში.


აჰა, გასაგებია.

Posted by: MANMUS 31 Jan 2019, 20:56
უკანა ფანჯარა ფორტოჩკის პონტში აქვს? givi.gif

Posted by: ქაფქიანა 31 Jan 2019, 21:21
ERAMUS

QUOTE
ფორტოჩკის


რომ შევხედე, ზუსტად ეგ სიტყვა გავიფიქრე. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: da_to 31 Jan 2019, 21:35
vatman
QUOTE
სასამართლოში თუ იჩივლა ჯითიმ დავების საბჭოს გადაწყვეტილებაზე, სადმე საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი თუ იცი?


არა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ტენდერი ვერ დამთავრდება სასამრთლოს გადაწყვეტილებამდე ? ჩემი ვარაუდია , შეიძლება ვცდები ... მგონი დავებში უფრო გაასაჩივრებს გრავიტას... ექნებათ რაღაც , შენ როგორ ფიქრობ ?

Posted by: alexx 31 Jan 2019, 22:12
ყველაფერში უნიათოები როგორ არიან, გინდა ავტობანის მშენებლობა, გინდა ავტობუსებში.

2020 წლამდე სრულად ვაპირებთო ავტობუსების პარკის განახლებას და 2.5 წელია 140 ავტობუსზე მეტი ვერ შემოუყვანიათ. ამ პატარა ავტობუსების ტენდერსაც გაწელავენ ახლა წლის ბოლომდე. და საუკეთესო შემთხვევაში 2020 წლის ბოლოსთვის ამ 220 ცალს შემოიყვანენ.

ყვითელი ბოგდანების ყურება კიდევ დიდხანს მოგვიწევს sad.gif

Posted by: JSB14BSJ 31 Jan 2019, 22:18
QUOTE
კონდუქტორი

ეს ისაა, ხმამაღლამოლაპარაკის ფუნქციით როა და დეიდებო, ბიძიებო, ბარათები დააფიქსირეთო, რო მოთქვამსხოლმე?

Posted by: vatman 31 Jan 2019, 22:59
da_to
QUOTE
არა, მაგრამ სავარაუდოდ ეს ტენდერი ვერ დამთავრდება სასამრთლოს გადაწყვეტილებამდე ? ჩემი ვარაუდია , შეიძლება ვცდები ... მგონი დავებში უფრო გაასაჩივრებს გრავიტას... ექნებათ რაღაც , შენ როგორ ფიქრობ ?

გრავიტას რატო შეუძLია უჩივლოს? ის ხო დისკვალიფიცირებულია მანამდე ისევ?

მე მგონი ჯითი რო იჩივლებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
ან/და იჩივლებს დავების საბჭოში რო გრავიტა და ინტერავტო იდეაში ერთი კომპანიაა

Posted by: MANMUS 1 Feb 2019, 09:27
ოდესმე თუ დასრულდება ეს ტენდერი

Posted by: da_to 1 Feb 2019, 09:45
vatman
QUOTE
გრავიტას რატო შეუძLია უჩივლოს? ის ხო დისკვალიფიცირებულია მანამდე ისევ?


ანუ ჯი-თი უჩივლებს გრავიტას, ტექნიკურის შეუსაბამობას ან რამეს უპოვისთქო ასე მგონია... კი არის დისკვალიფიცირებული მაგრამ ეცდება გრავიტასაც არ გაამარჯვებინოს.

Posted by: vatman 1 Feb 2019, 10:08
da_to
QUOTE
ანუ ჯი-თი უჩივლებს გრავიტას, ტექნიკურის შეუსაბამობას ან რამეს უპოვისთქო ასე მგონია... კი არის დისკვალიფიცირებული მაგრამ ეცდება გრავიტასაც არ გაამარჯვებინოს.

ალბათ ინტერავტოს გულისხმობ ხო?
smile.gif

Posted by: da_to 1 Feb 2019, 10:33
vatman
QUOTE
ალბათ ინტერავტოს გულისხმობ ხო?


შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება biggrin.gif

Posted by: vaxo55 1 Feb 2019, 14:40
QUOTE
ნამდვილად ყოველდღე ირეცხება გარედანაც და შიგნიდანაც. ეს სურათი იშვიათობას წარმოადგენს და არ ატარებს სისტემატიურ ხასიათს. ასეთ პროვოკასციულ სურათებს ნუღარ დადებთ,შეიძლება სრულიად უდანაშაულო ხალხი დასაჯონ.

QUOTE
vaxo55
არავინ ამბობს რომ სისტემატიური ხასიათი აქვს, ეს ამბავი 39 ნომერს ეხება. სხვაგან ასეთი რამ არ შემიმჩნევია

ქაფქიანა
QUOTE
vaxo55
QUOTE
ასეთ პროვოკასციულ სურათებს ნუღარ დადებთ,
კანტორაში მუშაობ? უფროსი ხარ? რა არის პროვოკაცია, სიმართლის თქმა?
მქონდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის ,,ბედნიერება". სიმართლის თქმა თქვენთვის პროვოკაციაა.

არ ვმუშაობ სატრანსპორტო კომპანიაში და სადაც ვმუშაობ-არც უფროსად არ ვმუშაობ.უბრალოდ ძირითადად მეტროთი და ავტობუსებით მიწევს გადაადგილება .ადრე ვმუშაობდი ავტობუსების სარეცხი დანადგარების ტექნიკოსად ,ვიცნობ რეცხვის ტექნოლოგიას და უნებურად ვაკვირდები სალონის სისუფთავეს.მე ვერ შევარქმევ დადებული სურათის მიუხედავად ამ მოვლენას მასიური პრობლემის სახელს. კარგად ვიცნობ სამივე ავტობაზის მრეცხავებსაც და თუ პრობლემის დანახვა გინდათ ამ საქმეში-გარეცხვის ტექნოლოგიას გაეცანით. ასეთი სურათების დადებით უშუალოდ მრეცხავები დაზარალდებიან და პრობლემა პრობლემად დარჩება.
QUOTE
პირველი პროვოკატორი შენ ხარ და ამ სიტყვებისთვის მინიმუმ ვორნს იმსახურებ.

ქაფქიანა
შევხვდეთ ერთმანეთს,წავიდეთ,გავესაუბროთ მრეცხავებს და დაგარწმუნებ,რომ ავტობუსები გარედანაც და შიგნიდანაც ყოველდღე ირეცხება.

Posted by: ქაფქიანა 1 Feb 2019, 18:27
vaxo55

რატომ დაზარლდებიან მრეცხავები. სისტემატურად იწერება ამ განყოფილებაში, რომ არ ირეცხება. ჩემი ძმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს და მისგანაც ვიცი, რომ ასეა. რომ სულ სუნი დგას და სიბინძურე. მაგ სქემაში მრეცხავი ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა.

და კიდევ, სურათის დადება არანაირი პროვოკაცია არ არის.

Posted by: MANMUS 1 Feb 2019, 18:41
vaxo55
გარედან რომ ირეცხება მაგას ყველა ხედავს, მაგრამ აღმოსავლეთის მხარეს მოძრავ ავტობუსების უმრავლესობაში სალონი რომ დიდი ხნის გაუწმენდავია მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. ძირითადად უკანა სკამების რიგი. ჩემს მიერ დადებულ ფოტოს თუ დააკვირდები დარწმუნდები რომ ეგ 1 დღის გაურეცხავი ნამდვილად არ არის. აღარ ვლაპარაკობ ღამის 37 ნომერში რა მდგომარეობაც არის. 39 ნომრის ავტობუსების 090, 095, 081 უკანა მხარეს თუ დაჯდებით ყველაფერს დაინახვთ.

Posted by: xectar 1 Feb 2019, 21:38
ჰა აბა სადაა ახალი მანები?! biggrin.gif
......................

Posted by: ფაშისტი 1 Feb 2019, 22:35
37 ნომერში სავარძლის ზედა მხარეს ხელის მოსაკიდებლები რომ აქვს , აი შავი შავი..გეგონება თვეების გაუწმენდავი იყო, დამიჯერეთ არ გავდა ის 1 დღის გასუფთავებულს, აი შავი საჟივით ჰქონდა ჩამჯდარი ჭუჭყი, ნუ ხელს ვერ მოკიდებდი რა.. გული ამერია კინაღამ

Posted by: ქაფქიანა 1 Feb 2019, 22:45
xectar

თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისზე იყო საუბარი. მოითმინე.

Posted by: decembre 1 Feb 2019, 23:28
QUOTE (JSB14BSJ @ 31 Jan 2019, 22:18 )
QUOTE
კონდუქტორი

ეს ისაა, ხმამაღლამოლაპარაკის ფუნქციით როა და დეიდებო, ბიძიებო, ბარათები დააფიქსირეთო, რო მოთქვამსხოლმე?

biggrin.gif


"ავტობუსმა მიაღწია საბოლოო პუნქტს და კონდუქტორმა ხმამაღლა გამოაცხადა:
სასაფლაო!
ჩვეულებრივ, კონდუქტორები, თუმცა ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, არ ასახელებენ გაჩერების ადგილს (რითაც, ეჭვი არაა, უსაზღვრო ნდობას უცხადებენ თბილისელთა გეოგრაფიულ განათლებას), მაგრამ ამჯერად რაღაც იყო განსაკუთრებული: ან ადგილი, რომელიც დაასახელეს, ან კონდუქტორი, რომელმაც დაასახელა, ან არა და შეიძლება ყველაფერი უბრალო შემთხვევას მიეწეროს. ჩვენი აზრით, ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო მართებული უნდა იყოს."
ჯემალ ქარჩხაძე "დაბრუნება" (1961 წ)

Posted by: vaxo55 2 Feb 2019, 00:07
ქაფქიანა
ფაშისტი
ERAMUS
მე ვცხოვრობ თემქაზე,უნივერსამთან და მიწევს მგზავრობა 3,75,94,95,62,86,24,51 ნომრებით.ძირითადად მე-2 და მე-3 ავტობაზებით. უნებურად ვაკვირდები ხოლმე სისუფთავეს.ამ ავტობუსებში საგამგაშო არასდროს მინახავს,თორემ მე თვითონ შევეხმიანებოდი მრეცხავებს.
მრეცხავები რეცხვას იწყებენ 21 საათის მერე და გაუმართავი ტექნიკის შემთხვევაში ხშირად დილის 5 საათამდეც მუშაობენ.ასეთ დროს ძნელია თვითონ მრეცხავების დადანაშაულება.
QUOTE
მაგ სქემაში მრეცხავი ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა.

ეჭვიც არ შეგეპაროთ,რომ საკითხი რომ გამწვავდეს-ყველაფერი მრეცხავებზე გადატყდება

Posted by: ქაფქიანა 2 Feb 2019, 00:24
vaxo55

თემქა რა შუაშია. თემქაც და ეგ მარშრუტებიც დასავლეთია. აღმოსავლეთ ნაწილზე ვსაუბრობთ ჩვენ. აღმოსავლეთის მარშრუტებია მიგდებული და ჩაოხრებული აი აბსოლუტურად ყველა პარამეტრით.

Posted by: Mick-el-Angelo 4 Feb 2019, 13:17
ქაფქიანა
QUOTE
აღმოსავლეთ ნაწილზე ვსაუბრობთ ჩვენ. აღმოსავლეთის მარშრუტებია მიგდებული და ჩაოხრებული აი აბსოლუტურად ყველა პარამეტრით.

ეჰ, მარტო სიბინძურით არა.. საჭირო მარშრუტების არარსებობით, უაზრო სამარშრუტო სქემით და ბევრი რამით კიდევ..
P.s. ეს 64 ნომერი რისთვის დანიშნეს გამაგებინოს ვინმემ, სულ ცარიელი დარბის ეს ავტობუსი. მაგის ნაცვლად 2 ნომრის დამხმარედ რამე დაენიშნათ, ცოდოა ეს ხალხიც და ეს 2 ნომერიც. ახლა არ ვიცი, მაგრამ წინა წლებში ყველაზე დატვირთული ხაზების სამეულში იყო #2 და ნუთუ არ შეიძლება დამატებითი მარშრუტის დანიშვნა აფრიკა-მოსკოვის გამზირის მოსახლეობისთვის?! cry.gif

Posted by: ქაფქიანა 4 Feb 2019, 14:05
Mick-el-Angelo

აბსოლუტურად ყველა პარამეტრში მაგ ყველაფერსაც ვგულისხმობ ზუსტად.

Posted by: dundee 4 Feb 2019, 19:39
მწვანე მანები დიდი ხანია გვყვავს?
გუშინ #51-ზე ვნახე.

Posted by: MANMUS 4 Feb 2019, 19:45
dundee
გადაღებილი ლურჯი მანია ძველი პარტიიდან ახალი ჯერ არ შემოსულა.

Posted by: forum-ge 4 Feb 2019, 19:45
dundee
QUOTE
მწვანე მანები დიდი ხანია გვყვავს?
გუშინ #51-ზე ვნახე.

1 ცალია მარტო ეგეთი.
ლურჯი იყო თავიდან და მერე აქ შეღებეს

Posted by: ფაშისტი 4 Feb 2019, 20:21
საზიზღარი მწვანეა.. ეს ლურჯი ფერი მეტად უხდება ტრანსპორტს, მწვანე უფრო საკურორტო დაბებს უხდება.
ნუ ჩემი აზრია. მე არ მესიამივნა რომ დავინახე თვალები ამოვატრიალე

Posted by: alea iacta est 4 Feb 2019, 21:09
QUOTE (ფაშისტი @ 4 Feb 2019, 20:21 )
საზიზღარი მწვანეა.. ეს ლურჯი ფერი მეტად უხდება ტრანსპორტს, მწვანე უფრო საკურორტო დაბებს უხდება.
ნუ ჩემი აზრია. მე არ მესიამივნა რომ დავინახე თვალები ამოვატრიალე

ნამდვილად, საიდან მოიფიქრეს ან შეარჩიეს ეს ფერი რა უბედურებაა.

გამოკითხვა მაინც ჩაეტარებინათ, არა მგონია უმეტესობა მიემხროს მაგ ფერს.

Posted by: MANMUS 4 Feb 2019, 21:10
მე მიზეზს ვერ მივხვდი რატომ არ შეაღებინეს ის 90 მანი ისევ ლურჯად? vik.gif
აღარც ძველ პარტიას დაჭირდებოდა გადაღებვა

Posted by: Nescafe13 4 Feb 2019, 21:39
ERAMUS
QUOTE
მე მიზეზს ვერ მივხვდი რატომ არ შეაღებინეს ის 90 მანი ისევ ლურჯად?
აღარც ძველ პარტიას დაჭირდებოდა გადაღებვა


მაგ 90 მანქანის გადაღებვას ერთი ჯიბე ფული დაჭირდებოდა biggrin.gif
ან რაში გადარდებთ რა ფერია , ოღOნდ ის ყვითელი საზიზღრობები აღარ დავინახო და რა ფერიც უნდა ის იყოს

საერთოდ ისე გადაანაწილონ რომ ლურჯებმა მაქსიმალურად ერთ მხარეს იარონ და მწვანეებმა სხვა მხარეს
თუ იმ მხრჩოლავებს მოაშორებენ ბოლო-ბოლო ქალაქს , ფერის გამო ვერ დავიწუნებთ ახალ ავტობუსებს

Posted by: toyota12345 4 Feb 2019, 21:47

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ისევ მანქანას დავუბრუნდი! ყვითელ მარშუტკაში და ყვითელ ავტობუსში ფეხზე დგომას და ჭყლეტვას საცობში ჩემს მანქანაში ჯდომა ვამჯობინე!

აგვისტოში გავყიდე მანქანა და ამ დრომდე საზ ტრანსპორტით გადავაადგილდებოდი მაგრამ ნერვოზი დამმართა! ჩემი უბნის მარშუტკას დილით უბნიდან ვერ გაყვებოდი ფეხზე რომ არ მდგარიყავი და საღამოს უკან ვერ დაბრუნდები სამი მარშუტკა მაინც უნდა გამეშვა სანამ ავიდოდი და თუ ავიდოდი 95% ფეხზე ვიდექი. ერთადერთი მეტროზე არ მაქვს პრეტენზია მაგრამ სამწუხაროდ ჩემს უბანთან ახლოსაც კი არ არის არანაერი სადგური.

Posted by: da_to 4 Feb 2019, 23:44
vatman

QUOTE
მე მგონი ჯითი რო იჩივლებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
ან/და იჩივლებს დავების საბჭოში რო გრავიტა და ინტერავტო იდეაში ერთი კომპანიაა


არ უწერია ამ ტენდერს დამთავრება ... იჩივლა ჯი-თიმ biggrin.gif

მოთხოვნა - გაუქმდეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 31 იანვრის #7 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ჯი-თი გრუპ“-ის დისკვალიფიკაციის შესახებ.

Posted by: vatman 5 Feb 2019, 10:07
da_to
QUOTE
არ უწერია ამ ტენდერს დამთავრება ... იჩივლა ჯი-თიმ

biggrin.gif biggrin.gif

დაინტერესებული მხარე რატომ არ მიუთითა ნეტავ givi.gif

მერე კიდევ სასამართლოშიც თუ იჩივლა ვინმემ ალბათ 2030 მდე გაიწელება.
ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს გვერდზე უახლოესი თვის ჩანიშნული საქმეები ჩანს, მაგრამ მე როგორც ვხდები სასამართლოშI რო გაასაჩივრებ, სასამართლოს პირველი სხდომა შეიძლება დიდი ხნის შემდეგ ჩატარდეს?

ქაფქიანა
QUOTE
თემქაც და ეგ მარშრუტებიც დასავლეთია. აღმოსავლეთ ნაწილზე ვსაუბრობთ ჩვენ. აღმოსავლეთის მარშრუტებია მიგდებული და ჩაოხრებული აი აბსოლუტურად ყველა პარამეტრით.

ყველა დიდი ავტობუსი არის დიდ დიღომში, შესაბამისად მათ ერთნაირი სერვისი უტარდებათ, და წესით განსხვავება არ უნდა იყოს. პატარა ავტობუსები კი უკვე 1-ლი ავტობაზის არიან.
თემქა, დიღომი, გლდანის მაშრუტებზე ბოლო წლები რამე ბინძური სალონი მე არ შემიმჩნევია

Posted by: experto 5 Feb 2019, 10:31
ამ ძველ ყვითელ ავტობუსებს რომ აგინებთ გაიხსენეთ რა მეურნეობა დატოვა შევარდნაძის ჩამპალმა რეჟიმმა დაროდესაც 2004 წლების მერე შემოიყვანეს ახალი ავტობუსები "ბოგდანები" მაშინ ძაან მაგარ ავტობუსებად ითვლებოდა მარა მერე ქოცების მოსვლის შემდეგ 2012 წელს ფეხებზე დაიკიდეს ეს ავტობუსები როგორც ბევრი სხვა და გეგმიური სარემონტო სამუშაოები არ უტარდებოდა და მივიღეთ ის რაც არს დღეს რომ ყველა სგინებს ამ ყვითელ ავტობუსებს ვისაც არ ეზარება

არავის გყავთ მძღოლი ნაცნობი კითხეთ ყვითელი ავტობუსების შესახებ და ახალი ავტობუსებზე თუ რა ფიქრობენ wink.gif

მე ვისაც ვიცნობ ყველა აქებს ისუზუს ბაზაზე აწყობილ ბოგდანებს!
ყველა იძახის ფულს არ ხარჯავენ მის გეგმიურ რემონტზე და სპეციალურად აფუჭებენო
მანის ავტობუსებსაც თუ არ ჩაუტარე გეგმიური სარემონტო სამუშაოები ისაც რამოდენიმე წელში ყვითლებს დაემსგავსება და ამის ნიშნები უკვე ეტყობა ლურჯ ავტობუსებს თუ კარგად დააკვირდებით! wink.gif

user posted image

Posted by: toyota12345 5 Feb 2019, 10:45
უმეტესობა ამ ახალ ლურჯ ავტობუსებს სტოპები და გაბარიტები არ უნთიათ. რა იყო ნათურა ვერ შეუცვლიათ

Posted by: ფაშისტი 5 Feb 2019, 10:53
experto
QUOTE
ნიშნები უკვე ეტყობა ლურჯ ავტობუსებს თუ კარგად დააკვირდებით!

უკვე ხო? რა ნაწილში დაეტყოთ შენი აზრით

Posted by: experto 5 Feb 2019, 11:55
ფაშისტი
QUOTE
უკვე ხო? რა ნაწილში დაეტყოთ შენი აზრით


toyota12345
QUOTE
უმეტესობა ამ ახალ ლურჯ ავტობუსებს სტოპები და გაბარიტები არ უნთიათ. რა იყო ნათურა ვერ შეუცვლიათ


Posted by: TramwayMan 5 Feb 2019, 12:40
ფაშისტი
QUOTE
უკვე ხო? რა ნაწილში დაეტყოთ შენი აზრით

აბა რო დაეთანხმე რაში ეტყობა?

experto
QUOTE
არავის გყავთ მძღოლი ნაცნობი კითხეთ ყვითელი ავტობუსების შესახებ და ახალი ავტობუსებზე თუ რა ფიქრობენ

ძაან ბევრს და ატანა არ აქვთ ბოგდანების.

QUOTE
მე ვისაც ვიცნობ ყველა აქებს ისუზუს ბაზაზე აწყობილ ბოგდანებს!
ყველა იძახის ფულს არ ხარჯავენ მის გეგმიურ რემონტზე და სპეციალურად აფუჭებენო

რაც სატრანსპორტო კომპანია მაგ ავტობუსების რემონტზე ხარჯავს ფულს მიბრძანდი ავჭალის ბაზაზე და ნახე როგორ რემონტდებიან ძრავების სრულიად გამოცვლითაც. ტენდერებს მაინც გადახედე ხოლმე.

QUOTE
მანის ავტობუსებსაც თუ არ ჩაუტარე გეგმიური სარემონტო სამუშაოები ისაც რამოდენიმე წელში ყვითლებს დაემსგავსება და ამის ნიშნები უკვე ეტყობა ლურჯ ავტობუსებს თუ კარგად დააკვირდებით!

არაფერი არ ეტყობათ მანებს, გეგმიურ სამუშაოებს უტარებენ.

რა პანიკები აწიეთ ნეტა ვიცოდე biggrin.gif biggrin.gif ან რის საფუძველზე

toyota12345
QUOTE
უმეტესობა ამ ახალ ლურჯ ავტობუსებს სტოპები და გაბარიტები არ უნთიათ. რა იყო ნათურა ვერ შეუცვლიათ

უმეტესობა? მაინტერესბე უმეტესობა როგორ დაიანგარიშე? მთელს ქალაქშI იარე იმ მარშრუტებზე სადაც ეგ ავტობუსები დადიან დაიწერე რომლებს ენთოთ და რომლებს არა ნომრებით და გამოიანგარიშე?

თუ არა მაშ საიდან ვასკვნით რომ უმეტესობას არ უნთია?

Posted by: vatman 5 Feb 2019, 16:12
TramwayMan
QUOTE
ძაან ბევრს და ატანა არ აქვთ ბოგდანების.

კაი რა ზოგი პატარა ავტობუსები უკვე 15-13 წლის არიან, ისედაც კარგად გაუძლეს. ისე თავის კლასში კაი ავტობუსები გამოდგა.
დიდი ბოგდანიც მგზავრის გადასახედიდან მომწონს, შეიძლება უფრო ვიდრე მანი.
QUOTE
არაფერი არ ეტყობათ მანებს, გეგმიურ სამუშაოებს უტარებენ.

საგანგაშო არაფერი, მარა გაბზარული მინითაც დადიოდა ერთი ავტობუსი დაახლოებით 8-9 თვე, ეხლა უბრალოდ დიდი ხანი არ დავკვირვებივარ biggrin.gif, ნათურებიც ხშირად გადამწვარია, თანაც ერთი და იგივე ავტობუსი შეიძლება მასე 1 თვე იაროს. შიდა ტიხრებიც გარეშე დადიოდა რამდენიმე. და მაგათზე კიდევ მომსახურეობას თეგეტა უწევს, და არა ტტც.
მარა ეხლა ეგეთი წვრილმანების გამო ავტობუსი არ უნდა მოიხსნას ხაზით ჩემი აზრით

Posted by: TramwayMan 5 Feb 2019, 16:26
vatman
QUOTE
კაი რა ზოგი პატარა ავტობუსები უკვე 15-13 წლის არიან, ისედაც კარგად გაუძლეს. ისე თავის კლასში კაი ავტობუსები გამოდგა.

მაგდენი ხანი არ უნდა გაეძლო? smile.gif ისე 14 წლისები ყველაზე ძველი.

QUOTE
დიდი ბოგდანიც მგზავრის გადასახედიდან მომწონს, შეიძლება უფრო ვიდრე მანი.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უკეთესი არ გეღირსოს biggrin.gif

QUOTE
საგანგაშო არაფერი, მარა გაბზარული მინითაც დადიოდა ერთი ავტობუსი დაახლოებით 8-9 თვე, ეხლა უბრალოდ დიდი ხანი არ დავკვირვებივარ , ნათურებიც ხშირად გადამწვარია, თანაც ერთი და იგივე ავტობუსი შეიძლება მასე 1 თვე იაროს. შიდა ტიხრებიც გარეშე დადიოდა რამდენიმე. და მაგათზე კიდევ მომსახურეობას თეგეტა უწევს, და არა ტტც.
მარა ეხლა ეგეთი წვრილმანების გამო ავტობუსი არ უნდა მოიხსნას ხაზით ჩემი აზრით


დედა რა საშინელებებია biggrin.gif ავტობუსების უკმარისობების პირობებში მაგეების გამო ვერ გავაჩერებთ smile.gif

Posted by: MANMUS 5 Feb 2019, 16:44
012, 125, 127 დადიან ტიხრების გარეშე შუა კარებთან, 041 გასმული აქვს ორივე უკანა მხარეს, 052 დასკოჩილი ფარით დადის, 009 გვერდზე მძღოლის მხარეს წელიწადზე მეტია გასმული აქვს,
QUOTE
მაგეების გამო ვერ გავაჩერებთ

ვერ გავაჩერებთ, მაგრამ საჭიროა ნაწილების დროულად ჩამოტანა.

Posted by: vatman 5 Feb 2019, 16:46
TramwayMan
QUOTE
მაგდენი ხანი არ უნდა გაეძლო?  ისე 14 წლისები ყველაზე ძველი.

პირველი პარტია 2004-ში არ შემოვიდა?
20 და 46 ნომერზე?

Posted by: MANMUS 5 Feb 2019, 16:52
vatman
2005ში ჩამოვიდა პირველი პარტია, 2004ში ბათუმში შეიყვანეს

Posted by: TramwayMan 5 Feb 2019, 17:16
vatman
QUOTE
პირველი პარტია 2004-ში არ შემოვიდა?
20 და 46 ნომერზე?

2005 ში შემოვიდა პირველი პარტია. 2004-ში დაფების შემოყვანა დაიწყეს.

Posted by: toyota12345 5 Feb 2019, 18:49
TramwayMan

შენ რა ძალიან გულზე მოგხვდა ჩემი კომენტარი უეჭველი სატრანსპორტოში მუშაობ. რახან დავწერე ესეიგი ეგრეა და არავისთან არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ზოგს წინა ფარები ცალი მხარი არ უნათებს და ღამე გაბარიტებით დადიან და უმეტესობას ცალი გაბარიტი არ უნთია უკან და ასევე სტოპ მაშუქიც. და მხოლოდ დამატებითი შუა სტოპი უნთებთ.

Posted by: TramwayMan 5 Feb 2019, 18:51
toyota12345
QUOTE
შენ რა ძალიან გულზე მოგხვდა ჩემი კომენტარი უეჭველი სატრანსპორტოში მუშაობ.

არ ვმუშაობ, გულზე კი არ მომხვდა ადამიანი რაღაცას რო წერ, უმეტესობა უმრავლსეობდა და ა.შ უნდა ამყარებდეს რამე ამ დასკვნებს.


Posted by: toyota12345 5 Feb 2019, 18:54
TramwayMan

მე არც ინტრიგანი ვარ და რაც კარგი კეთდება ყველაფერს ვხედავ მაგრამ დიღომში ღამე მაგ დროს ხშირად მიწევს გავლა ეგენი რომ გარაჟში შედიან და ვაკვირდები.

Posted by: ფაშისტი 5 Feb 2019, 22:29
toyota12345
რატო გვეჩხუბება? smile.gif

Posted by: MANMUS 8 Feb 2019, 18:34
61ზე 006-ის მძღოლი ცუდად ატარებდა ისე ამუხრუჭებდა და მოწყვეტით ძრავდა კარტოფილივით ვგორაობდით drug.gif

Posted by: vatman 9 Feb 2019, 22:41
ERAMUS
QUOTE
61ზე 006-ის მძღოლი ცუდად ატარებდა ისე ამუხრუჭებდა და მოწყვეტით ძრავდა კარტოფილივით ვგორაობდით

გუშინ?
spy.gif
გუშინ, დილით ყოველშემთხვევაშო 51-ზე მუშაობდა. ეს დღეები ზოგადად 51-ზე, ძირითადად "უცხო" ავტობუსები მუშაობენ

Posted by: MANMUS 10 Feb 2019, 08:34
vatman
7ში 61ზე დადიოდა, ისე 001 და 005ც კარგა ხანია არ გამოჩენილან,011 და 046 მუშაობენ მაგათ მაგივრად, 51ის 020 დამტვრეულია როგორც ვიცი. ამას წინათ 37-ის ავტობუსი 058 24ზე ვნახე შესაძლოა ამასაც აკლდეს.

Posted by: toyota12345 10 Feb 2019, 11:59
D კატეგორიის მართვის მოწმობის აღებას ვაპირებ და სატრანსპორტი კომპანიაში მძღოლად დასაქმება როგორ ხდება?

Posted by: MANMUS 11 Feb 2019, 18:55
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ავტობუსები ერთიან სტანდარტში მოექცევა და მწვანე ფერის იქნება. ამასთან დაკავშირებით 3 დეკემბერს თბილისის მერის წლიური ანგარიშის წარდგენისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ერთი CNG ტიპის, ანუ გაზზე მომუშავე MAN-ის ავტობუსი მწვანედ „შეღება“.
საინფორმაციო სააგენტო „Business Time” დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯა ერთი ავტობუსის შეღებვაზე და იგეგმება თუ არა დანარჩენილი ავტობუსების ერთიან სტანდარტში მოქცევა, რისთვისაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მივმართეთ.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განგვიცხადეს, პრეზენტაციისთვის ერთი ავტობუსის გასტიკერება მოხდა.
„მოგეხსენებათ, რომ ღონისძიებისთვის საჩვენებელი MAN-ის ტიპის ერთ ავტობუსს მწვანე სტიკერებით „შეიღება“, რაზეც 3 700 ლარამდე დაიხარჯა“, - განგვიცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
კითხვაზე იგეგმება, თუ არა დანარჩენი 143 ლურჯი MAN-ის ავტობუსის გადაღებვა ან გასტიკერება, ასე გვიპასუხეს:
„დედაქალაქში არსებული ლურჯი ავტობუსების გადაღებვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, თუ ეს საკითხი დადგება განსახილველად, მოხდება მათი შეღებვა და არა გასტიკერება. შესაბამისად, რა თანხები დაიხარჯება ერთი ავტობუსის შეღებვაზე ვერ გეტყვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში MAN-ის ავტობუსების ეხება საქმე და მომსახურების პირობებიც განსხვავებული იქნება“, - განგვიმარტეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

Posted by: TramwayMan 11 Feb 2019, 23:21
ისუზუს ავტობუსები რომლებზეც ამხელა დავიდარაბა ატყდა და ჩივილები, აი სწორედ იმათზე რომლებზეც დაობენ რო არ მიგიწოდებიათო 9 ნოემბრამდეო და ამბები პოლონეთში biggrin.gif

ლოძისთვისაა ეგ ბუსები, 24 ცაი უყიდიათ და 17 უკვე გამოვიდა მარშრუტებზე. 9 ავტობუსს ამ დღეებში ელოდებოდნენ.

სულ დაუჯდათ 20 200 000 პოლონური ზლოტი რაც, 13 885 700 ლარია. გამოდის რომ თითოეულ ავტობუსში 578 570 ლარი გადაიხადეს ჩვენს ვალუტაზე მოკლედ.

ჩვენ კი 64 700 000 ლარად ვყიდულობდით 220 ერთეულს რითიც თითო ავტობუსზე გამოგვდიოდა 294 500 ლარი ფასი.

აი ამხელა სხვაობაა როცა კომპანია ყიდის ცოტა ავტობუსს და თან დასავლეთ ევროპის ქვეყანაში.
ხოლო საქართველოსთვის დაბალი ფასია, პლიუს დიდი პარტიაა. ლამის ნახევარ ფასში გამოდის.

https://www.transport-publiczny.pl/wiadomosci/lodz-nowe-minibusy-isuzu-juz-na-linii-60774.html

Posted by: ქაფქიანა 11 Feb 2019, 23:26
საკუთარი სოლარისი მაინც არ ჰქონდეს პოლონეთს.

Posted by: vatman 11 Feb 2019, 23:27
TramwayMan
QUOTE
გამოდის რომ თითოეულ ავტობუსში 578 570 ლარი გადაიხადეს ჩვენს ვალუტაზე მოკლედ.


ვიღაცამ პოლონეთში მაგარი ატკატები აიღო givi.gif

Posted by: TramwayMan 11 Feb 2019, 23:40
ქაფქიანა
QUOTE
საკუთარი სოლარისი მაინც არ ჰქონდეს პოლონეთს.

ჰო შე კიდევ აქ გინდოდა სოლარისი იყიდონ პირდაპირო biggrin.gif

ეგ რა არის კარსან ატაკებსაც ყიდულობენ smile.gif

ქაფქიანა
vatman
ვარშავას ტრამვაის უზარმაზარი ტენდერი მოიგო ეხლა ჰიუნდაი როტემმა, კორეულმა მწარმოებელმა, ფასიც დაბალი დადო და ტრამვაიც საკაიფო შესთავაზა ვარშავას სატრანსპორტო ოპერატოს.
განსხვავებით პოლონური ტრამვაის მწარმოებელ პესასგან რომელაც ბევრად დიდი თანხა დადო, პლიუს პესას ხარისხზე წუწუნი და ჩივილი არ წყდებოდა.


იგივე მოხდა ოლშტინში, ამ ქალაქის ტრამვაის ტენდერში თურქულმა დურმაზლარმა გაიმარჯვა,
რადგან პოლონურმა პესამ და სოლარისმა დიდი თანხა დადეს ძალიან, პლიუს არსებული სოლარისის ტრამვაებით დიდად არ გაგიჟებულან ოლშტინელები.

ძაან ტექნიკური საკითხებია მოკლედ, ტრამვაი ავტობუსისვით მარტივი ასარჩევი არაა biggrin.gif

ხოდა მიდის ეხლა წიოკი.

Posted by: ქაფქიანა 11 Feb 2019, 23:55
TramwayMan

მე მინდა მანები, სოლარისები და ახალი იკარუსებიც წავა.

კარსანები, ოტოკარები, ჩინური ჯღრონთები და ისუძუც კი, ნახუი.

Posted by: da_to 12 Feb 2019, 09:35
ეს დასტიკრებეული რომ იყო იცოდით ?? biggrin.gif 3750 ლარი დაუჯდა მერიას ამის გაკეთება facepalm.gif

user posted image

Posted by: alea iacta est 12 Feb 2019, 09:48
TramwayMan
QUOTE
აი ამხელა სხვაობაა როცა კომპანია ყიდის ცოტა ავტობუსს და თან დასავლეთ ევროპის ქვეყანაში.
ხოლო საქართველოსთვის დაბალი ფასია, პლიუს დიდი პარტიაა. ლამის ნახევარ ფასში გამოდის.


ეჭვი მაქვს აწყობის ხარისხშიც იქნება სხვაობა პლუს ევრო 6 სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, ჩვენთან არის ასეთი მოთხოვნა? რა თქმა უნდა არა, ხო და ფასიც შესაბამისად დაბალია.

QUOTE
ეს დასტიკრებეული რომ იყო იცოდით ??  3750 ლარი დაუჯდა მერიას ამის გაკეთება 


biggrin.gif სასტაული ხალხია.

Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 09:54
da_to
QUOTE
ეს დასტიკრებეული რომ იყო იცოდით

აბა რა გეგონა? მალიარ არტურას მიუყვანეს?
დანარჩენ 143საც არ აცდება მაგის ჩამოცმა

Posted by: da_to 12 Feb 2019, 09:56
Kublicha
QUOTE
მალიარ არტურას მიუყვანეს?


ნუ ართურას არა მაგრამ თეგეტაში მეგონა შეღებეილი ...


QUOTE
დანარჩენ 143საც არ აცდება მაგის ჩამოცმა


და ორი ავტობუსის ფასი უნდა გდავიხადოთ მაგაში , ვაი საცოდავო საქართველო .....

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 10:00
ზევით დავდე პოსტი ჯერჯერობით როგორც ჩანს არ აპირებენ.

Posted by: Giacomo 12 Feb 2019, 10:10
წყნეთის გზაზე ავტობუსი დაგორდა - არიან დაშავებულები

http://bit.ly/2tjMM6m

Posted by: da_to 12 Feb 2019, 10:27
-1 პატარა ბოგდანი ....

user posted image

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 10:50
მუხრუჭებმა არ დაიჭირაო, სიჩქარეში ვერ ჩააგდოვო მძღოლის ბრალი რა ბრალია, იმათ უნდა მოეკითხოს ვინც ამ მდგომარეობაში გამოუშვა ხაზზე.

Posted by: Niku7a 12 Feb 2019, 10:54
დროულად ჩაანაცვლონ ეხ ხრაგუნა ჯართი mad.gif

Posted by: vatman 12 Feb 2019, 11:17
ცოტა ცუდად ჯღერს , კიდევ კარგი ადიოდა და ცარიელი იყო შედარებით.
ისე ხელის მუხრუჭის აწევას ვერ მოასწრებდა მძღოლი როდესაც მუხრუჭის პედალი ჩავარდა rolleyes.gif , სანამ სიჩქარეს აკრიფავდა


Kublicha
da_to
წინა პოსტების კითხვა გეზარებათ? givi.gif

Posted by: PNG 12 Feb 2019, 11:44



ბოლო ინფორმაციით, წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ დაშავდა 7 ადამიანი, აქედან 6 ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მანამდე ინფორმაცია 5 დაშავებულის შესახებ გავრცელდა.

ექიმების თქმით, 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სხეულის მცირე დაზიანებები აღენიშნებათ. რაც შეეხება მეშვიდე დაშავებულს, ოჯახის მოთხოვნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საავადმყოფოში ჟურნალისტებთან დეტალურად არ საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ საქალაქო ავტობუსი, რომელიც თბილისიდან წყნეთის მიმართულებით მოძრაობდა, ჯერ დაგორდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა. მძღოლს სავარაუდოდ მუხრუჭებმა უმტყუნა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/96260/tsknetshi-momkhdar-avariaze-akhali-detalebia-tsnobili


მძღოლი ცოდოა იმედია თბილისის სატრასპორტო კომპანია მას არ შეტენის ამ შემთხვევას და არ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან.

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 11:55
TTC-642 ყოფილა, მძღოლს იმედია შარს არ მოსდებენ.

Posted by: PNG 12 Feb 2019, 12:05
QUOTE (ERAMUS @ 12 Feb 2019, 11:55 )
TTC-642  ყოფილა,  მძღოლს  იმედია    შარს  არ  მოსდებენ.

+1


გაუმართავი ავტობუსები დადიან თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში ამას მიხედონ !!!

Posted by: rommel 12 Feb 2019, 12:21
მეც არ გამიკვირდა რა უაზრო მწვანეა მეთქი. თურმე ფირი ყოფილა smile.gif

Posted by: PNG 12 Feb 2019, 12:25
http://rustavi2.ge/ka/news/125680

მგზავრიც კი ადასტურებს რომ მუხრუჭმა არ დაიჭირა facepalm.gif

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 12:47
კიდევ კარგი სავსე არ იყო და უკან ბევრი ხალხი არ იჯდა თორემ ტრაგედია არ აგვცდებოდა
user posted image
user posted image

Posted by: da_to 12 Feb 2019, 12:48
QUOTE
TTC-642 ყოფილა, მძღოლს იმედია შარს არ მოსდებენ.


ნეტა ტექდათვალიერება გავლილი ავტობუსი იყო ???

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 12:54
da_to
ტტც-ს რო კითხო ყველა ბოგდანს გავლილი აქვს facepalm.gif

Posted by: PNG 12 Feb 2019, 12:55
ამორტიზებული და ტექნიკურად გაუმართავი ყვითელი ავტობუსები დედაქალაქში. წყნეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საზოგადოება ახსნა-განმარტებებს თბილისის მერიისგან ითხოვს. მოსახლეობა ტრანსპორტის გაუმართაობაზე საუბრობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი ამბობენ, რომ ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა. სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის, თამაზ რობაქიძის თქმით, ავტობუსს ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა. მისი განმარტებით, ყველა ავტობუსი, რომელიც ავტობაზიდან გამოდის, ყოველ დილით მოწმდება.

სატრანსპორტო კომპანიაში გამორიცხავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა იყოს. თამაზ რობაქიძე ამბობს, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

„ყველა ავტობუსი, რომელიც გამოდის ხაზზე ავტობაზიდან, ყოველ დილას მოწმდება უსაფრთხოების სისტემებზე, გარდა ამისა, ამ ავტობუსს 2018 წლის ნოემბერში გავლილი აქვს ტექდათვალიერება, შესაბამისად, ზუსტად გამომწვევ მიზეზს დაადგენს გამოძიება თუ რამ გამოიწვია ეს. გამოძიება მოგვცემს ზუსტად პასუხს, რამ გამოიწვია ეს და შემდეგ დადგება შესაბამისად თუ ვინმეს პასუხისმგებლობა იქნება საჭირო,“ - განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას, რა დროსაც მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, 7 ადამიანი დაშავდა.


http://rustavi2.ge/ka/news/125690



QUOTE
სატრანსპორტო კომპანიაში გამორიცხავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა იყოს. თამაზ რობაქიძე ამბობს, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.



აჰაა ხო ვამბობდი სატრანსპორტო კომპანია თავს გაიმართლებს და ეხლა იქით მიდის საქმე და ცდილობენ მძღოლს შეტენონ და თავი დაიძვრინონ.

თურმე არაფერი სჭირდა ავტობუს facepalm.gif

მაშ მტყუნის ? წყნეთის გზაზე კი არაა რამდენიმე კვირის წინ # 99 ავტობუსით ვიმგზავრე და ნუცუბიძის მეორე პლატოს ასახვევში ძვლის ავიდა

წარმოიდგინეთ ეხლა წნეთის გზაზე როგორ დადიან.

Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 13:13
წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ეგ ყველაფერი რომ 1 კილომეტრით ქვემოთ, პირველ შპილკა მოსახვევთან რომ მომდარიყო? 300 მეტრის სიღრმის ღრამია ვერეს ხევში.

Posted by: vatman 12 Feb 2019, 13:25
PNG
QUOTE
თურმე არაფერი სჭირდა ავტობუს

შეიძლება დილით რო გამოვიდა არაფერი სჭირდა, მუხრუჭის ჩავარდნა ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. იმ მძღოლის თქმის არ იყოს რკინაა რა.
ისე კიდევ გავიმეორებ, ნუთუ მძღოლმა ვერ მოასწრო ხელის მუხრუჭის ამოწევა.. ავტობუსი იდგა და მერე დაგორდა

და 100% გამართული ავტობუსები ევროპაშიც ალბათ არ გადიან ხაზზე, ასეთ შემთხვევაში სულ იქნებოდა ავტობუსების ნაკლებობა ხაზზე.

Posted by: TramwayMan 12 Feb 2019, 13:45
alea iacta est
QUOTE
ეჭვი მაქვს აწყობის ხარისხშიც იქნება სხვაობა პლუს ევრო 6 სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, ჩვენთან არის ასეთი მოთხოვნა? რა თქმა უნდა არა, ხო და ფასიც შესაბამისად დაბალია.

არაფერში არაა სხვაობა ზუსტად იგივე ქარხნის იგივე ბუსებია დიახ ჩვენთანაც ევრო 6 არის მოთხოვნა და სხვა ვერც იქნება იმიტომ რომ მაგის ქვემოთ არ იწარმოება.

ასე რომ, განსხვავება იმაშია რომ ბევრს ვუკვეთავთ და საქართველოა.
ის კი პოლონეთია და პატარა პარტიაა.

da_to
Kublicha
არაფრის გასტიკერება შეღებვას არ ვგეგმავთო.


Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 13:47
TramwayMan
QUOTE
არაფრის გასტიკერება შეღებვას არ ვგეგმავთო.

ანუ დარჩება ლურჯი? jump.gif
ძაან კაი. ახლები იყოს მწვანეები ჯანდაბას

Posted by: da_to 12 Feb 2019, 13:52
TramwayMan
QUOTE
არაფრის გასტიკერება შეღებვას არ ვგეგმავთო.


ძალიანაც კარგია, იმედია გეგმები არ შეეცვლებათ .... smile.gif

vatman
QUOTE
ნუთუ მძღოლმა ვერ მოასწრო ხელის მუხრუჭის ამოწევა


საინტერესოა, უფრო არ მიუშავაა ჩემი აზრით ... ან არაეფექტური იყო გაქანებულზე ამოწია და ვეღარ გააჩერა ...

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 14:22
user posted image

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში MAN-ის ფირმის 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. ავტობუსების ნაწილი პოლონეთიდან თბილისში ხვალ ჩამოვა.
ფოტო: თბილისის მერია / Tbilisi City Hall

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 14:54
როგორც იქნა , მშვენიერია უკანა კარები გარედან ეღება როგორც ჩანს.

Posted by: PULSE 12 Feb 2019, 14:55
იმ დასტიკერებულის ფერს ჯობია, მარა წინიდან ცოტა მეტი მწვანე რომ ჰქონოდა არ აჯობებდა ვითომ? მთლიანი "ჩარჩო" თუ არა, ქვედა ზოლი მაინც მთლიანად მწვანე რომ ყოფილიყო.

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 14:58
ფერებს რაც შეეხება, კალაძე ვიდეოშ ამბობს, რომ ძველ, 12 მ-იან მანებს ლურჯი ფერი შეუნარჩუნდებათო (კიდევ კარგი, გააგებინეს, რომ გადაღებვაში ფულის ყრა სისულელეა), ეს ახალი 10 მ-იანი მანები მწვანე იქნებაო და პატარა 8 მ-იანებზეც ფერს შევარჩევთო.

აჭრელდება ავტოპარკი, იტყვის ახლა ვინმე. რა პრობლემაა. აჭრელდება და აჭრელდეს.

Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 15:03
ლურჯეის გადაკრასკვას აჭრელება ჯობია რა თქმა უნდა მაგრამ 8მეტრიანებზე კიდევ ცაკლე ფერის მოფიქრება უნდა ნამეტანია რა.

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 15:08
Kublicha

გაისად 200 18 მ-იანი შესახსრული, ელექტროავტობუსების შემოყვანას აპირებენ. შენ ნახე, იმათაც ახალ ფერს დაადებენ. bis.gif bis.gif bis.gif

biggrin.gif

Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 15:19
ქაფქიანა
QUOTE
შესახსრული

რა პრობლემაა, წინა სექცია იყოს ლურჯი, უკანა მწვანე biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 15:22
Kublicha

იდეაა, ხომ იცი. თავიდან გამეცინა, რომ წავიკითხე. მერე დავფიქრდი. საკაიფოა, მართლა.

Posted by: otokarcobra 12 Feb 2019, 15:42
ყველაფერი აჭრელდა და ტეხავს რა პონტია.....ფულის ყრაც არ ვარგა და "ზავაცკოი" ლურჯები რო ყოფილიყო ეს ახლებიც, როგორც პირველი პარტია, რატო ვერ ქნეს იბიომაწ

Posted by: da_to 12 Feb 2019, 15:43
ეს იქ რომ არ ჩასულიყო აქ ვერ დახვდებოდა ამ ავტობუსებს ? biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 15:48
da_to

აბა შენ რატომ ეგეთი კლიაუზნიკური კითხვა გაკეთება გააკეთე?

biggrin.gif

Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 15:50
QUOTE
ეს იქ რომ არ ჩასულიყო აქ ვერ დახვდებოდა ამ ავტობუსებს ?

მოყავს ალბათ ერთი ცალი biggrin.gif

მე რომ ვიყო მაგის ადგილას ნაღდად წამოვიყვანდი, ხუმრობის გარეშე

Posted by: vatman 12 Feb 2019, 16:11
da_to
QUOTE
საინტერესოა, უფრო არ მიუშავაა ჩემი აზრით ... ან არაეფექტური იყო გაქანებულზე ამოწია და ვეღარ გააჩერა ...

ხო რავი, შორიდან ადვილი შეიძLება ჩანდეს ეხლა ჩვენც რასაც ვამბობთ

ამ ახალ ავტობუსებს სავარძლები აქვს, როგორც პირველ 10 ცალ MAN-ს smile.gif . პირველი პარტია ალბათ წამოსულია უკვე. რაც კალა ათვალიერებს ელექტრონული ტაბლოები ჯერ დაყენებული არ აქვს wink.gif

Posted by: Mick-el-Angelo 12 Feb 2019, 16:18
vatman
ნეტა ისევ მხოლოდ 10 ცალი იქნება პირველ პარტიაში?
რაც არ უნდა იყოს, კაი ამბავია. წარსულ პრაქტიკას თუ გავიხსენებთ, გამოვა რომ ეხლა დასავლეთ თბილისიდან დიდი ბოგდანები სულ გაქრება, და აღმოსავლეთის მარშრუტებზე გადანაწილდება. ეშველება N1, N44, N102 და 71 მარშრუტებს, მგონი მანდაა ყველაზე დიდი საჭიროება

Posted by: da_to 12 Feb 2019, 16:33
QUOTE
ხო რავი, შორიდან ადვილი შეიძLება ჩანდეს ეხლა ჩვენც რასაც ვამბობთ


ნამდვილად, წამებში ხდება ყველაფერი ....


Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 16:34
ჰო, რაც შეეხება მარშრუტებზე განაწილებას. აი ესეც ჩემი ,,პროგნოზი" წინა გვერდებიდან.

ვნახოთ აბა, როგორ იქნება.

QUOTE
ლოგიკურად, თებერვლის ბოლოს ჩამოსულ 90 ახალ, 10.5 მ-ან მანებს სწორედ ამ, დიდი ბოგდანის მარშრუტებზე გადაანაწილებენ. გამოდის, რომ დიდი ბოგდანი მოძრაობს 13 მარშრუტზე. თუკი საშუალო არითმეტიკულის წესით დავუშვებთ, რომ თითოეულ მარშრუტზე ათი ავტობუსია (ძალიან პირობითი დაშვება), მაშინ 90 მანი 9 მარშრუტზე გავა. ჩამონათვალიდან პრიორიტეტული იქნება 15, 23, 33, 46, 54, 85, 95 პირველ რიგში, ასე მგონია. რჩება კიდევ ორი მარშრუტი. 3 და 79 გამოვრიცხოთ. ძალიან ლოკალური მარშრუტებია. გამოვრიცხოთ 11-იც, რადგან ცენტრში, როგორც ასეთი, არ ხვდება. რჩება 2, 25 და 55. შესაძლებელია საშუალო არითმეტიკულის წესი შევცვალოთ და მაშინ ახალი ავტობუსები ასე განაწილდება: 15, 23, 33, 46, 54, 85, 95 და + 2, 25, 55.

რა შერლოკ ჰოლმსი ჩავატარე.

ანდა მსგავსი არაფერი მოხდება და რაღაც ###ობა სქემით გაანაწილებენ.  biggrin.gif


ესეც ტრამვაიმენის დადებული დიდი ბოგდანების მარშრუტები:

QUOTE
(ბოგდანი 9,9 მ)

2, 3, 11, 15, 23, 25, 33, 46, 54, 55, 79, 85, 95


Posted by: vatman 12 Feb 2019, 16:47
Mick-el-Angelo
QUOTE
რაც არ უნდა იყოს, კაი ამბავია. წარსულ პრაქტიკას თუ გავიხსენებთ, გამოვა რომ ეხლა დასავლეთ თბილისიდან დიდი ბოგდანები სულ გაქრება, და აღმოსავლეთის მარშრუტებზე გადანაწილდება. ეშველება N1, N44, N102 და 71 მარშრუტებს, მგონი მანდაა ყველაზე დიდი საჭიროება

სავარაუდოდ გამონთავისუფლებული ავტობუსები ისევ დიღმიდან ივლიან აღმოსავლეთში როგორც დღეს ხდება.
ჩემი აზრით N6 და N85 ჩანაცვლდება. სავარაუდოდ N23 და N33. N54 -ც კანდიდატია, საბურთალოზე დადის biggrin.gif. N15 და N11 არამგონია.
დიდი ბოგდანების კანდიდატებია biggrin.gif : N86, N44, N102, N71

Posted by: 13eqman 12 Feb 2019, 17:04
ნახევრად ოფტოპიკია

ეხლა გამოაცხადა ზუგდიდმა ავტობუსებზე ტენდერი https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=294780&lang=ge რა მოდელებს უმიზნებენ ნეტა

Posted by: vatman 12 Feb 2019, 17:22
13eqman
QUOTE
ეხლა გამოაცხადა ზუგდიდმა ავტობუსებზე ტენდერი https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=294780&lang=ge რა მოდელებს უმიზნებენ ნეტა

ტენდერის მიხედვით მგონი რო შერჩეულია უკვე, ძაან დაზუსტებული მონაცემებია, წარმოების წელი უწერიათ არანაკლებ 2018, რაც შეიძლება ნიშნავდეს რო ავტობუსები წარმოებულია და თავის დროზე კლიენტმა არ წაიყვანა.
სავარაუდოდ ჩინური იქნება

მაგარი მოთხოვნები აქვთ biggrin.gif

ძრავის მარკა და ავტობუსის მარკა უნდა იყოს ერთი და იგივე

6 წინა და 1 უკანა გადაცემათა კოლოფის მარკა და ავტობუსის მარკა უნდა იყოს ერთი და იგივე


Posted by: Kublicha 12 Feb 2019, 17:28
vatman
QUOTE
ძრავის მარკა და ავტობუსის მარკა უნდა იყოს ერთი და იგივე

პაზიკი უნდათ?

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 17:44
აღმოსავლეთ მხარეს ჯობია ჯერ გზები მოაწესრიგონ და მერე გაუშვან ახლები, 11 დიდი შანსია შეიცვალოს, 34 საინტერესოა რას უპირებენ

Posted by: metro50 12 Feb 2019, 17:47
N62 ზე ვითომ დიდი ბოგდანის საჭიროება არ არის? სადგურის მოედნიდან დადიანის ქუჩისა და სანზონის გავლითთემქის 3მიკროში აქვს ბოლო გაჩერება, საკმაოდ დატვირთული მარშუტია საღამოს საათებში მეტრო ღრმაღელედან თემქაზე ამსვლელები ხშირად ვერც ავდივართ ავტობუსში

Posted by: vatman 12 Feb 2019, 17:58
ჩინურებზე შევცდი მგონი

გაიცანით ზუგდიდის ახალი ავტობუსები biggrin.gif

https://cdnd.isuzu.com.tr/catalogs/en/novociti-e6c.pdf

აქაც ზუსტად ეს ფერიც იყიდება biggrin.gif
http://www.busoto.com/arac/172/2017%20-%20ISUZU%20NOVO%20CITY%20-%20EURO%206

Posted by: Mick-el-Angelo 12 Feb 2019, 18:18
ქაფქიანა
vatman
მალე ვნახავთ როგორ გადანაწილდება. ნუ მთავარი იდეა მაინც ის იქნება, რომ აღმოსავლეთ მარშრუტებზე ახალი მანები არ გაჩნდებიან, მაქსიმუმ სიმბოლურად ერთ მარშრუტზე (მაგალითად 25 ან 55). დიდი ბოგდანები კი მომრავლდებიან აღმოსავლეთში.
QUOTE
დიდი ბოგდანების კანდიდატებია  : N86, N44, N102, N71

N1-იც არანაკლები კანდიდატია, ძალიან უჭირთ ლილოს მგზავრებს პატარა ბოგდანით.

ჩემი პროგნოზია:
მანები: 6, 23, 33, 85, 15, 46, 54, 95 (პლუს პირობითი 25 ან 55).
დიდი ბოგდანები: 1, 44, 71, 86, 102. ფანტაზიებში ახალი მარშრუტებიც უნდა გაჩნდეს რამე, მაგალითად აღდგეს 97: აფრიკა - მოსკოვის გამზ. - ორთაჭალა, ან 83 - ისთ პოინთი - მე-3 მასივი და ბარათაშვილისკენ.. ნუ ეგ ფანტაზიებია gigi.gif

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 19:29
vatman
Mick-el-Angelo

უფრო მაგარს გეტყვით. აღმოსავლეთ ნაწილს არამცთუ მანები, დიდ ბოგდანებიც არ გადაეცემა. გამონთავისუფლებული დიდი ბოგდანები ისევ დასავლეთ ნაწილში დარჩება და სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება. ამ მარშრუტებზე გამონთავისუფლებული პატარა ბოგდანები გადაეცემა აღმოსავლეთ ნაწილს. არ არის ეს ვარიანტი გამორიცხული.

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 19:43
ქაფქიანა
ადრე თუ გვიან დიდ ბოგდანებს ყველა ვარიანტში მოუწევთ აღმოსავლეთში გადაბარგება, რადგან დიღმის ბაზა ახალი ავტობუსებით რომ შეივსება ამათ აფრიკაში უკრავენ თავს და შესაბამისად აღმოსავლეთის მარშუტებზე გაუშვებენ.
* * *
კიდევ
ავარია ბახტრიონის ქუჩაზე - "ყვითელი ავტობუსი" სამარშუტო ტაქსს შეეჯახა
თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს #42 მუნიციპალური ავტობუსი და კერძო სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, კერძო სამარშუტო ტაქსი, ავტობუსის გზაზე გახსნილი საბარგულით იდგა. როგროც თვითმხილველებმა „ნიუპოსტს“ განუცხადეს, შეჯახების შედეგად დაშავდა 2 ქალი, ერთ მცირეწლოვანს კი მსუბუქი დაზიანება სახეზე აქვს მიღებული. ადგილზე მისულია სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.


facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ფაშისტი 12 Feb 2019, 20:29
რისთვის აგვაღებინეს ეს დ კატეგორია ამ დედაკაცებს smile.gif რას გვიპირებენ ბოლობოლო..

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 21:04
ERAMUS

QUOTE
ადრე თუ გვიან დიდ ბოგდანებს ყველა ვარიანტში მოუწევთ აღმოსავლეთში გადაბარგება, რადგან დიღმის ბაზა ახალი ავტობუსებით რომ შეივსება ამათ აფრიკაში უკრავენ თავს და შესაბამისად აღმოსავლეთის მარშუტებზე გაუშვებენ.


უფრო გვიან, ვიდრე ადრე. დასავლეთი ნაწილი ჯერ პატარა ბოგდანებისგან დაიცლება და მხოლოდ ამის შემდეგ დიდი ბოგდანებისგან.

--------------------

მოკლედ, ამ მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს არის თბილისის მუნიციპალური საავტობუსო პარკის განახლების მეორე ეტაპი.

დავალაგოთ ქრონოლოგიურად:

1. 12 მ. 143 ერთეული მან-ი. ბუნებრივ აირზე. შემოყვანის წელი 2017
2. 10.5 მ. 90 ერთეული მან-ი. დიზელზე. შემოყვანის წელი 2019
3. 8 მ. 220 ერთეული. სპეციფიკაცია უცნობია. საწვავის სპეციფიკაცია უცნობია. შემოყვანის სავარაუდო წელი 2019
4. ზომა უცნობია. 150 ერთეული. სპეციფიკაცია უცნობია, დიდი ალბათობით მან-ი. საწვავის სპეციფიკაცია უცნობია. შემოყვანის სავარაუდო წელი ?
5. 18 მ. 200 ერთეული. სპეციფიკაცია უცნობია, დიდი ალბათობით მან-ი. ელექტრო-შესახსრული. შემოყვანის სავარაუდო წელი 2020

რას დაამატებდით, ან შემისწორებდით?

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 21:10
ქაფქიანა
+ 90 ელექტრობუსი
* * *
150 ავტობუსზე წელს გამოაცხადებენ ტენდერს აი ჩამოყვანა გაიწელება ცოტა, წელს არამგონია ეს მოესწროს

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 21:14
ERAMUS

QUOTE
+ 90 ელექტრობუსი


90-იო?

200 ვიცი მე.

ეგ 200 მიწერია.

QUOTE
150 ავტობუსზე წელს გამოაცხადებენ ტენდერს აი ჩამოყვანა გაიწელება ცოტა, წელს არამგონია ეს მოესწროს


ვაიმე, ჯერ ის 220 მოასწრონ. არ დააყენეს საშველი რა.

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 21:20
ქაფქიანა
ანუ 200 ელექტრობუსი და 90 აშკარად მახსოვს კიდე რაღაც იყო ამ მანების გარდა, ალბათ შესახსრულები იქნებიან ამაზე მეტს ვერ გავქაჩავთ.

Posted by: PULSE 12 Feb 2019, 21:42
ქაფქიანა
QUOTE
3. 8 მ. 220 ერთეული. სპეციფიკაცია უცნობია. საწვავის სპეციფიკაცია უცნობია

დიზელია ესენი.
QUOTE
4. ზომა უცნობია. 150 ერთეული. სპეციფიკაცია უცნობია, დიდი ალბათობით მან-ი. საწვავის სპეციფიკაცია უცნობია. შემოყვანის სავარაუდო წელი ?

ეს მე მგონი ისევ 12 მეტრიანები უნდა იყოს, გაზზე. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ეგრე თქვეს სადღაც.

Posted by: MANMUS 12 Feb 2019, 23:28
user posted image
user posted image

Posted by: ქაფქიანა 12 Feb 2019, 23:48
დაახლ. 20 ერთეულია დამზადებული ჯერო.

ეჰ, ამასაც კარგა გაწელავენ.

Posted by: Grego 13 Feb 2019, 02:30
https://www.google.com/search?q=flixbus&rlz=1C5CHFA_enDE811DE812&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiBwqWQn7fgAhXJ-ioKHeMABCUQ_AUIECgD&biw=1280&bih=609

Posted by: PNG 13 Feb 2019, 05:03
ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთის გზატკეცილზე - დღეს, დილის 9 საათზე, 34 ნომერი ავტობუსი თბილისიდან წყნეთის მიმართულებით რეისს ასრულებდა, რა დროსაც მძღოლს მუხრუჭებმა უმტყუნა, დაგორდა და ხეს შეეჩაჯახა. ავტობუსი უკუსვლას რამდენიმე წუთის განმავლობაში აგრძელებდა და მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებდა, რასაც სალონში პანიკა მოჰყვა.

7 მგზავრი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰაბჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ ავარიის მიზეზი ავტობუსის გაუმართაობა გახდა.

ვასილ ურუშაძის ინფორმაციით, ავტობუსმა ნოემბერში ტექნიკური შემოწმება ვერ გაიარა.

ავტობუსს სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა დაუდგინეს და მოძრაობა აუკრძალეს. მაშინ ავტობუსი შეაკეთეს, თუმცა, როგორც ჩანს, მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური ხარვეზი ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა, დღეს ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ავტობუსის გაუმართაობას კატეგორიულად გამორიცხავენ. მერიის დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიაში ამტკიცებენ, რომ დილით ავტოფარეხიდან გასვლამდე ყველა ტრანსპორტი გადის შემოწმებას.

10 წლის წინ ჩამოყვანილი ავტობუსები რომ ვარგისი აღარ არის, ამაზე საკრებულოს ოპოზიცია წლებია, საუბრობს. ისინი ქართული ოცნების ყოფილი და მოქმედი მერების სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებენ და მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართაობის გამო, უბედურ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.


http://rustavi2.ge/ka/news/125747



QUOTE
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში



თავს როგორ იმართლებენ ეს არარაობები facepalm.gif

დიახ ყვითელი ავტობუსების 99 % მწყობიდანაა გამოსული

ზოგი სულ დამპალია

10-11 წლისწინ რომ ჩამოიყვანეს ჯერ კიდევ მაშინაც არ ვარგოდა და ესქპლუატაციის ვადა მაშინაც გასული ჰქონდა

იაფად იყიდეს უკრანულ იაპონური ჯართი გაუსაღეს უკრაინას ნაცხროვამ facepalm.gif

გუშინ გადავრჩით !!!

არადა მაგ წყნეთის გზაზე ისეთი ადგილებია ხრამში რომ გადავარდნილიყო ე ავტობუსი დაიშლებოდა მარტივ ნამრავლებად


Posted by: MANMUS 13 Feb 2019, 07:26
QUOTE
ესქპლუატაციის ვადა მაშინაც გასული ჰქონდა

ამაში ვერ დაგეთანხმები, თავის დროზე სულ ახლები ჩამოიყვანეს თუმცა უხარისხოები იყო თავიდანვე, ნახმარი ავტობუსები ჩამოიყვანეს სანდრაბუსები 2004ში და კიდევ 5 მერსედესი რამდენიმე წლის წინ.

Posted by: vatman 13 Feb 2019, 10:36
QUOTE
10-11 წლისწინ რომ ჩამოიყვანეს ჯერ კიდევ მაშინაც არ ვარგოდა და ესქპლუატაციის ვადა მაშინაც გასული ჰქონდა

იაფად იყიდეს უკრანულ იაპონური ჯართი გაუსაღეს უკრაინას ნაცხროვამ


აი თავისი კლასისთვის ნამდვილად არ არის ჯართი, მით უმეტეს 10-13 წლის წინანდელი ავტობუსები. ძალიანაც კარგად გაძლეს ჩვენს პირობებში. როგორც დიდები ისე პატარები.
QUOTE
ჰაბჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს,


ეს ის არაა ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ დაეტევაო biggrin.gif . ამას სერიოზულ კომენტარებს რატო სთხოვენ
ERAMUS
QUOTE
ანუ 200 ელექტრობუსი და 90 აშკარად მახსოვს კიდე რაღაც იყო ამ მანების გარდა, ალბათ შესახსრულები იქნებიან ამაზე მეტს ვერ გავქაჩავთ.

90 ცალზე მეც მახსოვს და მგონი 10-12 მეტრიან ელექტროავტობუსები იგულისხმებოდა. ის 200 კალამ მაშინ თქვა შესახსრებული ელექტროავტობუსებიო

Posted by: MANMUS 13 Feb 2019, 11:27
უკანა მხარეს ჩაქუჩი არ უნდა მიემაგრებიბათ, რამდენიმე თვეში მოაშთობენ პირველყოფილები
user posted image

Posted by: _Sergi_ 13 Feb 2019, 12:26
მწვანე ფერი აშაკარად უფრო გაამუქეს და კარგია up.gif


Posted by: xectar 13 Feb 2019, 13:25
ვინმე გამონაბოლქვის სუნს გრძნობთ ყვითელ პატარა ბოგდანში?

Posted by: VIP Blogger 13 Feb 2019, 14:20
მე თუ მკითხავთ წყნეთის გზაზე და ოქროყანის გზაზე მაღალი გამავლობის ავტობუსებმა უნდა იარონ სადაც მთისთვისაა განკუთვნილი და ავტობუსის ზომა დაახლოებით Богдан А092 ხელა უფრო ასევ თქვათ ვირი ავტობუსი უნდა იყოს. ეგ ბოგდანი ცოდოა წყნეთის გზაზე.
წყნეთის გზა მაინც მთის გზაა თრიალეთის ქედზეა გაყვანილი და არაა სახუმარო ეგ გზა.

ეს ბოგდანები ამ წყნეთის ტიპის გზებისთვის არაა გათვლილი !!!

MAN აქვს ასეთი ავტობუსი წყნეთის გზაზე რომ იაროს ? თბილისის მერიას თუ შემოყავს ასეთი უბნებისთვის ავტობუსი ?

Posted by: GreenWestHam 13 Feb 2019, 16:40
პატარა ავტობუსებზე დასრულდა უკვე ტენდერი? გადაწყვეტილია ისუზუს ამბავი?

ეს ახალი ფერის ავტობუსები მომწონს სხვათაშორის. ლურჯიც კაია. რატომ აქვთ ფერებზე ასეთი გართულება ოღონდ ვერ ვხვდები, იყოს ორივე ფერი. სულ სხვადასხვა ფერის ავტობუსები დადის ევროპის ქალაქებშიც და რა პრობლემაა? ტყუილი ფულის გადაყრაა ეს გადაღებვა–გადმოღებვა, ადრეც დავწერე ამ თემაში

Posted by: da_to 13 Feb 2019, 18:20
QUOTE
პატარა ავტობუსებზე დასრულდა უკვე ტენდერი? გადაწყვეტილია ისუზუს ამბავი?


არა ჯერ კიდევ გაიწი გამატარეა ... ხან ერთი ჩივის ხან მეორე და ხან კიდევ მესამე biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 13 Feb 2019, 18:36
ჰა, სად არის ახალი მწვანე ავტობუსები? ჰამოვიდა თუ არა ჯერ?

Posted by: MANMUS 13 Feb 2019, 18:57
ამ დღეებში აქ იქნებიან დღეს დაიძრნენ თბილისისკენ, მაგრამ დრო დაჭირდებათ ხაზზე გასასვლელად განბაჟება- სალაროების დაყენება.

Posted by: ქაფქიანა 13 Feb 2019, 18:59
ERAMUS

QUOTE
ამ დღეებში აქ იქნებიან დღეს დაიძრნენ თბილისისკენ.


ფოტო/ვიდეო არის ამის?

Posted by: MANMUS 13 Feb 2019, 19:03
ქაფქიანა
https://palitranews.ge/video/man-is-mier-tsarmoebuli-90-avtobusi-romelshits-videokamerebia-gantavsebuli-tbilisshi-dgheidan-etapobrivad-shemova?fbclid=IwAR13WcU2DhlGI-689qe6A

Posted by: Nescafe13 13 Feb 2019, 20:58
დღეს დავინახე ღია მწვანე ფერის ავტობუსი
სრული სისაზიზღრეა , რა უჯიშო ფერია ვინ მოიფიქრა ავტობისის მაგ ფერად გამოშვება biggrin.gif

Posted by: JSB14BSJ 13 Feb 2019, 22:49
ERAMUS
QUOTE
დაიძრნენ თბილისისკენ

ვარშავადან მარშით მოდიან?
* * *
vatman
QUOTE
ჰაბჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი

QUOTE
ეს ის არაა ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ დაეტევაო

მაგ არაადეკვატურობას ღრიალებდა სრულიად რჩეულ არაადეკვატ ეგზალტირებულ ნაცთა მოწინავე ბრიგადა
QUOTE
ამას სერიოზულ კომენტარებს რატო სთხოვენ

ბრძენი ქართველი ერია და იმიტომ.

Posted by: xectar 13 Feb 2019, 23:06
იქნებ ტაბლო მაინც გაასწორონ და მორბენალი აღარ იყოს და ვაბშე წინა კარებიდან იყოს შესასვლელი biggrin.gif

Posted by: MANMUS 13 Feb 2019, 23:24
QUOTE
ვარშავადან მარშით მოდიან?

შეიძლება ასე ითქვას biggrin.gif
* * *
QUOTE
ვაბშე წინა კარებიდან იყოს შესასვლელი

ეგრე კიდევ დიდხანს არ იქნება საქართველოში ვართ.

Posted by: Sсооby 14 Feb 2019, 00:19
QUOTE
სრული სისაზიზღრეა , რა უჯიშო ფერია ვინ მოიფიქრა ავტობისის მაგ ფერად გამოშვება

მილანელმა ყლიხომ

Posted by: vatman 14 Feb 2019, 09:56
xectar
QUOTE
ვაბშე წინა კარებიდან იყოს შესასვლელი

ERAMUS
QUOTE
ეგრე კიდევ დიდხანს არ იქნება საქართველოში ვართ.


და რა არის ამაში კარგი?
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტამბულში,
მაგის გამო ავტობუსი 2 საათი დგას გაჩერებაზე
JSB14BSJ
QUOTE
ვარშავადან მარშით მოდიან?

სავარაუდოდ რუმინეთიდან ბორანით ფოთი/ბათუმი და შემდეგ თავისი ხოდით

Posted by: da_to 14 Feb 2019, 10:02
vatman
QUOTE
სავარაუდოდ რუმინეთიდან ბორანით ფოთი/ბათუმი და შემდეგ თავისი ხოდით


წინა პარტიაც თავისი 'ხოდით' ჩამოვიდა ? თუ ტრაილერებით ?


ისე ამ დავების საბჭომ რა ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 11 - ში იყო სხდომა...

Posted by: vatman 14 Feb 2019, 10:22
da_to
QUOTE
წინა პარტიაც თავისი 'ხოდით' ჩამოვიდა ? თუ ტრაილერებით ?

ტრაილერებით არ ჩამოსულა, მარა თურქული ტრანზიტ ნომრებზე იყვნენ.
ისე ეხლა ტენდერში ჩავიხედე და უწერიათ არაუმეტეს 5000 კმ გარბენი უნდა ჰქონდეთ, და ეს საკმარისია პოლონეთიდან თავისი ხოდით რო წამოვიდნენ.
10 წლის წინ ბოგდანები ილიჩევსკიდან ბორანით მოვიდნენ
da_to
QUOTE
ისე ამ დავების საბჭომ რა ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 11 - ში იყო სხდომა...

აუ ხო, მერე კიდევ ვინმემ სასამართლოში იჩივლა, ხო საერთოდ გაიწელება

Posted by: kanian_U 14 Feb 2019, 15:16
რატომაა მწვანე ფერის? ლურჯი ბევრად ლამაზი იყო და რატომაა ძველი ვარიანტი? ახალი lions city გამოვიდა შარშან spy.gif
user posted image

Posted by: Ambitious_Person 14 Feb 2019, 15:46
kanian_U
ლამაზია რას ერჩით


ესენი ივლიან თბილისში?

ლურჯები და ეს
?

საღოლ მერიას !

ძალიან კარგია
/



* * *
წინა სურათები ვნახე

კი ფერი ცუდია მარა დუბაიში დადის მსგავსი ავტობუსები
(გაჩერების გამოცხადება და ა.შ)



არ ვიცი შეიძლება თბილისში რომ არ ვცხოვრობ მაგიტომ ვერ ვხდები მარა კალაძის გადაწყვეტილებები მომწონს (კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მისი მერობის)

რეგულაციები და კანონები ჩარჩოში აქცევს


Posted by: MANMUS 14 Feb 2019, 15:55
kanian_U
QUOTE
რატომაა ძველი ვარიანტი? ახალი lions city გამოვიდა შარშან

ახალი გაცილებით ძვირი ღირს smile.gif

Posted by: Kublicha 14 Feb 2019, 16:04
QUOTE
ახალი lions city გამოვიდა შარშან

მაგის მასიური წარმოება არაა დაწყებული ჯერ.

Posted by: ქაფქიანა 14 Feb 2019, 16:17
kanian_U
ERAMUS
Kublicha

არ ვიცი, სად წავიკითხე, მაგრამ როგორც მახსოვს, მასეთ ახალ ელექტრო-შესახსრულებს უმიზნებენ იმ 18 მეტრიანებს, გაისად.

ნეტავ მართლაც ასე იყოს.

Posted by: Kublicha 14 Feb 2019, 16:28
ქაფქიანა
QUOTE
მასეთ ახალ ელექტრო-შესახსრულებს

ელექტრო და თანაც შესახსრული? ორი ხათაბალა ერთად ნამეტანია

Posted by: ქაფქიანა 14 Feb 2019, 16:29
Kublicha

დიახ.

ყოველ შემთხვევაში, კალაძემ ასე თქვა.

ან ერთი რატომაა ხათაბალა, ან მეორე? ან ორივე ერთად რატომ იქნება ხათაბალა?

Posted by: Kublicha 14 Feb 2019, 16:35
ქაფქიანა
ელექტრო ტრანსპორტი ყველაფერი ხათაბალაა აბა რა, სიცივეში მკვდარია, დატვირთბაზე მკვდარია, მძღოლმა რადიოს რომ აუწიოს მაგაზეც კი შეიძლება დაჯდეს.
შესახსრული ზოგადად არაა ხათაბალა, უბრალოდ ტარებას უნდა კარგი ცოდნა. ანუ ჩვენთან ხათაბალაა.

Posted by: ქაფქიანა 14 Feb 2019, 16:39
Kublicha

ელექტროზე ვერაფერს გეტყვი. უბრალოდ მასე ხათაბალა და გამოუცდელი თუა, მაშ რატომ აწარმოებენ? კარგი ცოდნა კი გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი მცოდნე მძღოლი მოიძებნება მონდომების შემთხვევაში.

Posted by: MANMUS 14 Feb 2019, 16:41
შესახსრული ასეთი უფრო გვაწყობს, CNG ძრავზე ისევ
user posted image

Posted by: Kublicha 14 Feb 2019, 16:41
QUOTE
დარწმუნებული ვარ, ბევრი მცოდნე მძღოლი მოიძებნება მონდომების შემთხვევაში.

კი. და ბევრი არამცოდნეც მოხვდება.
უსაშველო არაა, საფრანგეთში პატარა გოგოები დააგრიალებენ მშვენივრად, უბრალოდ სპეციალური ვარჯიში უნდა.

ავტობუსის მძღოლი (გადაუმზადებლად) არ გამოდგება და ტრაილერის მძღოლი 1000 ლარიან ხელფასზე არავინ მოვა. ეგენი მაგარ ფულს შოულობენ.

Posted by: vatman 14 Feb 2019, 16:44
kanian_U
QUOTE
ლურჯი ბევრად ლამაზი იყო და რატომაა ძველი ვარიანტი? ახალი lions city გამოვიდა შარშან

ფასს რო გავანებოთ თავი, 10 მეტრიანი ასეთი ჯერ არ არსებობს
ქაფქიანა
QUOTE
არ ვიცი, სად წავიკითხე, მაგრამ როგორც მახსოვს, მასეთ ახალ ელექტრო-შესახსრულებს უმიზნებენ იმ 18 მეტრიანებს, გაისად.

ეგეთი საერთოდ ბუნებაში არ არსებობს ჯერ, და მანი მაგის გამოშვებას მხოლოდ 2020 წლისთვის აპირებს. ელექტროს ვგულისხმობ

Posted by: ქაფქიანა 14 Feb 2019, 16:44
ERAMUS

შესახსრულზე კალაძემ თქვა, რომ ელექტრო იქნებაო. ასე მახსოვს. შარშან რომ იყო პრეზენტაცია, ოქტომბერსა თუ ნოემბერში. იქ თქვა.

vatman

ჰოდა სწორედ ეგ. 2020 წელს სპეციალურად მაგისთვის ელოდებიანო, ამ თემაში წავიკითხე სადღაც.

Kublicha

როგორც თავად თქვი, უსაშველო არაა.

ERAMUS

აირზე მომუშავეს რომ თავი დავანებოთ, აი ეგ არის ჯიგრული მწვანე და არა ის ჩვენი მწვანეს პროვოკაცია.

Posted by: MANMUS 14 Feb 2019, 18:25
დროა მერიამ ახალი ავტობაზის დამატებაზე იფიქროს.

Posted by: TramwayMan 14 Feb 2019, 18:42
ERAMUS
QUOTE
დროა მერიამ ახალი ავტობაზის დამატებაზე იფიქროს.

ნაფიქრიც არის და აკეთებენ კიდეც, პირველი ბაზის გათანამედროვბა და ავჭალაშI 200 ავტობუსიანი ბაზა მინიმუმ.

Posted by: MANMUS 14 Feb 2019, 19:18
გერმანიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრს ესტუმრა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება.
კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება.
დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ რამდენი და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს, ამის შესახებ კვლევას კომპანია „სისტრა“ აწარმოებს. მისივე თქმით, სწორედ კვლევის შედეგად გამოვლინდა თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროება.
თბილისის მერი, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, საიდანაც თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა. საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

Posted by: toyota12345 14 Feb 2019, 19:22
დ კატეგორია ავიღე როგორც იქნა და ავტობუსის მძღოლად როგორ გავიჩითო? მანდაც ნაცნობი მინდა?

Posted by: MANMUS 14 Feb 2019, 19:29
toyota12345
სატრანსპორტო კომპანიის საიტზე ნახე მანდ დებენ ხოლმე ვაკანსიებს.

Posted by: Guro_ 14 Feb 2019, 20:33
toyota12345
მიდი ახლა ე კატეგორიაც აიღე და ევროპაში ტრაილერის მძღოლად გაჩითვაში დაგეხმარები 6კ პლიუსი ხელფასით smile.gif



მაგრად მისწორდება რა ეს ახალი ავტობუსები. ნეტა ისე არ მოვკვდე თბილისში ტრამვაით არ მაგრიალა

Posted by: ქაფქიანა 14 Feb 2019, 21:23
ახლა ერთი კითხვა, რომელიც არ დასმულა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს. რატომ არის ეს ახალი მწვანე ავტობუსები დიზელზე და ის 220 რვამეტრიანიც რატომ უნდა იყოს დიზელზე? რა არგუმენტი აქვს ამას? აკი ეკოლოგიურობა და მწვანე პოლიტიკაო?

ისე რა ირონიულია, დიზელზე მომუშავე ავტობუსი გარეგნულად მწვანეა.

biggrin.gif

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 08:53
ქაფქიანა
ალბათ ის გაზის ბალონები ჩვენს მანებს რომ აქვთ ვერ მოთავსდება 8 და 10 მეტრიანზე, ეკოლოგიას რაც შეეხება ჩაასხან ევრო6 დიზელი და გამონაბოლქვი მინიმალური ექნება.

Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2019, 09:05
ERAMUS

ჰო, კითხვა რომ დავსვი, გადამავიწყდა საერთოდ. მერე კი მივხვდი პასუხს, მაგრამ უკვე გვიანი იყო ამის დაედითება.

ბარემ იყოს ბონუსად:

user posted image

user posted image

user posted image

იმედია, რომ ასეც იქნება.


Posted by: ფაშისტი 15 Feb 2019, 09:09
toyota12345
QUOTE
დ კატეგორია ავიღე როგორც იქნა

დამეწიე ბოლობოლო ხომ? გილოცავ smile.gif
აბა მოყევი როგორ ცააბარე.. რა ავტობუსი იყო, ყველაფერი მაინტერესებს

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 09:15
ქაფქიანა
ანუ იმენა ამ მოდელის ყიდვას აპირებენ და არა წინა დიზაინის.

Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2019, 09:28
ERAMUS

ანუ, უნდათ, რომ ეს შესახსრული იყოს ელექტრო რა. ჰოდა წინა დიზაინის შესახსრული ელექტრო არაა, სიენჯია, როგორც ეს ლურჯი მანები. ეს პროტოტიპია ჯერ. სერიულ წარმოებაში გაისად ჩაეშვება. ამიტომ აცხადებენ ელექტროშესახსრულზე ტენდერს გაისად. ამას უმიზნებენ.

ნეტავ მართლაც ეს გამოვიდეს. love.gif love.gif love.gif

Posted by: toyota12345 15 Feb 2019, 12:43
Guro_

მადლობა მაგრამ რავი მაგ კატეგორიას როგორ ავიღებ რაც მე რუსთავში ვნახე 8 კაციდან 7 ჩაიჭრა ისეთი რთულია მაგ მისაბმელის გარაჟში შეყენება.

ფაშისტი

მადლობა. 10 მეტრიანი რაღაც ავტობუსი იყო თეთრი ფერის პირველზე ჩავიჭერი გარაჟიდან რომ გამოვედი სდექ ხაზთან უნდა მივსულიყავი და ისე უნდა დამეწყო პარალელური პარკირების შესრულება და ეგ დამავიწყდა შუაში გავაჩერე და ისე დავიწყე, მეორეზე ჩავაბარე არც ისე ძნელი იყო რაზვაროტი კარგი აქვს ავტობუსს და იდეალურად შევედი გარაჟში. ახლა ვნახოთ იმედია რამეში გამოვიყენებ ამ მართვის მოწმობას თუ აქ ვერ დავსაქმდი მომიწევს ევროპაში წასვლა აბა აქ კაცი თუ არ გყავს აზრი არ აქვს. სად არ გავაგზავნე სივი კაციშვილი არ შემეხმიანა.

Posted by: ფაშისტი 15 Feb 2019, 14:22
toyota12345
მეც წამიყვანე smile.gif პროექტიდან თუ არავინ დამირეკა smile.gif იქნება ევროპაში დაგვდონ პატივი დ კატეგორიანებს..

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 16:02
პირველ ეტაპზე 85 და 95 შეიცვლებაო, მერე მიყვებიან ის მარშუტები რომლებზეც დიდი ბოგდანები დადიან. აღმოსავლეთ მხარესაც უნდა ველოდოთ ლოგიკურად. მაინც მგონია რომ 79 და 3 არ შეიცვლება.

Posted by: JSB14BSJ 15 Feb 2019, 16:15
Guro_
QUOTE
ნეტა ისე არ მოვკვდე თბილისში ტრამვაით არ მაგრიალა

მაგის გამკეთებლები არიან ეს უნიათო ცვედანები?

მაგრამ ეს ჯერ კიდე არაა ტრაგედია.

ტრაგედია არის ბრძენი ქართველი ერის ინტელექტის კოეფიციენტის ისტორიული მაქსიმუმი - რაზეც დღეს ვართ. სხვა ყველაფერი, გამონაკლისის გარეშე - მხოლოდ მეორეული, წარმოებული და შედეგია.

ხო დააფსკვნა თავის დროზე სისტრაა თუ რაღაც შობელძაღლი - მაღლივი-ორთაჭალა. სულ მაგისთვის დახარჯავენ მილიონებს აბა ბრძენი ქართველი ერის გულისთვის..

Posted by: TramwayMan 15 Feb 2019, 16:17
ERAMUS
QUOTE
ანუ იმენა ამ მოდელის ყიდვას აპირებენ და არა წინა დიზაინის.

წინა დიზაინის წარმოება მალე შეწყდება.







Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 16:24
TramwayMan
დიდი ხანი კი არის რაც აწარმოებენ 2006 წლიდან თუარვცდები.

Posted by: Nickboy 15 Feb 2019, 16:56
1) 85-ები ჩანაცვლდება პირველივე პარტიით
2) ჭავჭავაძეზე ბას ლეინები იქნებაო
3) მელიქიშვილის ბას ლეინი დაიხაზებაო (ჭავჭავაძისკენ მიმავალი)

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: PULSE 15 Feb 2019, 17:06
TramwayMan
პირველ ვიდეოში ამბობს, რომ ამ 90 ავტობუსით ჩანაცვლდება ყველა 10 მეტრიანი ავტობუსიო და ახლა რამდენი 10 მეტრიანი დადის? 90-ზე მეტი არ არის ? spy.gif

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 17:12
მელიქიშვილზე კარგია ბასლაინი ვარაზზე ჯაღჯაღი აღარ მოუწევთ 61, 88, 140, და სხვებს.

Posted by: TramwayMan 15 Feb 2019, 17:55
PULSE
16 მარშრუტზე დადისო 10 მეტრიანები.

ყველგან სადაც 10 მეტრიანები დადიან 10 მეტრიანებით არ ნაცვლდება, ზოგგან 12 მეტრიანი იქნება სამომავლოდ, და მერე ხო საერთოდ ზოგგან 18 მეტრიანი შემოვა და ბუნებრივია 12 მეტრიანები გამოთავისუფლდებიან.


Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 18:10
იდეაში 86ზეც შესაძლებელია 12 მეტრიანის დანიშვნა ადრე დაფები ხომ დადიოდნენ

Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2019, 19:23
ERAMUS

QUOTE
პირველ ეტაპზე 85 და 95 შეიცვლებაო,


85-ს ველოდი პირველს, მეორეს 54-ს. 95 საღოლ, არ მეგონა, თუ მშობლიური თემქა ასეთი პრიორიტეტული იქნებოდა. love.gif

QUOTE
, მერე მიყვებიან ის მარშუტები რომლებზეც დიდი ბოგდანები დადიან.


როგორც ვამბობდი. ცხადია. ლოგიკური იყო კიდეც, რომ მწვანე ავტობუსები დიდ ბოგდანებს შეცვლიდნენ.


იმედის ის ზურმუხტი ჟურნალისტკა რა კრეტინშაა, რა კითხვებს სვამს.

-----------------------------

თან საქმე.

მოკლედ, ეს ჩვენი ტრანსპორტის უმფროსი ამბობს, რომ 16 მარშრუტია 10 მეტრიანებისო. ჩვენს ბაზაში (რომელიც ტრამვაიმენმა დადო) სულ 13-ია. ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა, დანარჩენი სამი რომელია?

აი ეს 13 მარშრუტი 10 მ-იანი (9.9 მ.) ავტობუსების, ანუ ე. წ. ,,დიდი ბოგდანების":

2, 3, 11, 15, 23, 25, 33, 46, 54, 55, 79, 85, 95

ანუ, ამ სიას პერიოდულად ვანახლებთ (გამწვანებული ავტობუსებით) და ველოდებით დანარჩენ სამ მარშრუტზე ინფორმაციას.

TramwayMan

QUOTE
ყველგან სადაც 10 მეტრიანები დადიან 10 მეტრიანებით არ ნაცვლდება, ზოგგან 12 მეტრიანი იქნება სამომავლოდ, და მერე ხო საერთოდ ზოგგან 18 მეტრიანი შემოვა და ბუნებრივია 12 მეტრიანები გამოთავისუფლდებიან.


რა თქმა უნდა.

საერთოდ, პროგნოზი ცოტა უმადური საქმეა, მაგრამ ასე მგონია, 18 მეტრიანები პირველ რიგში 21, 51, 61, 140 და 150 მარშრუტები გახდება.

მეორე რიგში 9 და 87.

ისე, 85-ი უსიტყვოდ გასაგებია, მაგრამ 95-მა რა პონტში აჯობა 23 ან 33-ს, (54-ზე ხომ აღარ მაქვს საუბარი საერთოდ), მაინც არ მესმის.

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 21:20
შემდეგი სავარაუდოდ 54 იქნება მერე 23, 33 11, 15, 46, 2, 25, 55

Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2019, 21:23
ERAMUS

QUOTE
11,


არა მგონია.

არც ეს და არც 15.

ამ ორიდან, უფრო 15, ვიდრე 11.

ან თუ კი, ამ ორს ბოლოსკენ მოიტოვებენ. მათ შემდეგ, ანუ სულ ბოლოს მხოლოდ 3 და 79 თუღა იქნება.

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 21:32
ქაფქიანა
18 მეტრიანები 24ზეც დასაშვებია ჩემი აზრით. 88 ნაკლებად მგონია, ნუცუბიძეზე ვერ გაეტევა.
დიდ ბოგდანებს რაც შეეხება 85 და 95დან გამოთავისუფლებულები უმჯობესია დანიშნონ 86ზე.
* * *
დიდი ბოგდანებით ასევე შესაცვლელია 44 , 71, 102, 6, 1

Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2019, 21:45
ERAMUS

24-იც დავამატოთ, კი ბატონო.

მიუხედავად იმისა, რომ პლატოზე ვცხოვრობ და 88-ით დავდივარ, 88-ზე 18-იანები მეც გამორიცხული მგონია. ვერ გაუძლებს პლატოს სერპანტინებს. ნუცუბიძის ქუჩიდან პლატოზე ახვევა ამ 12 მეტრიანსაც უჭირს და 18 მ-იანი ხომ საერთოდ.

QUOTE
დიდ ბოგდანებს რაც შეეხება 85 და 95დან გამოთავისუფლებულები უმჯობესია დანიშნონ 86ზე.


ჰო, ეს ცალკე საკითხია. ანუ გამონთავისუფლებული დიდი ბოგდანები.

კარგი იქნება, თუ დიდ ბოგდანებს გადაიყვანენ შემდეგ ხაზებზე: 6, 17, 47, 49, 62, 70, 86 (დასავლეთში) და 1,12, 18, 19, 22, 39, 50 (აღმოსავლეთში).

Posted by: ramchik 15 Feb 2019, 21:57
ERAMUS
24-ზე ვერ ივლის, ლუბლიანაზე რომ უხვევს და ბელიაშვილზეც, ახლანდელი ავტობუსები ძლივს უხვევენ

Posted by: TramwayMan 15 Feb 2019, 22:04
ramchik
QUOTE
24-ზე ვერ ივლის, ლუბლიანაზე რომ უხვევს და ბელიაშვილზეც, ახლანდელი ავტობუსები ძლივს უხვევენ

მაგ მოსახვევების გადაკეთება უმარტივესია smile.gif

ინფრასტრუქტურა ერგება ავტობუსებს.

აქამდეც უფრო ვიწრო იყო ეგ მოსახვევები და ერთხელ უკვე გააფართოვეს.

ქაფქიანა
QUOTE
88-ზე 18-იანები მეც გამორიცხული მგონია. ვერ გაუძლებს პლატოს სერპანტინებს. ნუცუბიძის ქუჩიდან პლატოზე ახვევა ამ 12 მეტრიანსაც უჭირს და 18 მ-იანი ხომ საერთოდ.

სერპანტინებს ვერ გაუძლევბს? ნებისმიერი ზომის ავტობუსი უპრობლემოდ ლახავს ასეთ აღმართებს რაც პლატოზეა, მათში განსაკუთრებული არაფერია.
რაც შეეხება მოხვევის რადიუსესბ ესენი ადაპტირებადია, ანუ ინფრასტრუქტურა მორგებადია.


Posted by: metro50 15 Feb 2019, 22:05
ქაფქიანა
თემქელი ყოფილხარ შენც, იმიტომ შემტკიოდა გული 62ზე biggrin.gif , იქნებ ყვითელი დიდი ბოგდანები მაინც დანიშნონ მაგაზეთქო რეალურად 86ზე ბევრად მეტი ხალხი გადაყავს

Posted by: MANMUS 15 Feb 2019, 22:11
ძალიან ბევრი ხაზია რომელსაც დიდი ავტობუსები ჭირდება, 59ც სულ გაძეძგილი დადის, 34 კატასტროფაა

Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2019, 22:12
TramwayMan

QUOTE
სერპანტინებს ვერ გაუძლევბს? ნებისმიერი ზომის ავტობუსი უპრობლემოდ ლახავს ასეთ აღმართებს რაც პლატოზეა, მათში განსაკუთრებული არაფერია.რაც შეეხება მოხვევის რადიუსესბ ესენი ადაპტირებადია, ანუ ინფრასტრუქტურა მორგებადია.


აღმართი არ მიგულისხმია, მოხვევის რადიუსი ვიგულისხმე. 88-ს ახლაც უჭირს ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის პლატოზე ახვევა, ანუ 12 მ-იან მანს და 18 მ-იანმა, შესახსრულმა მანმა მანდ როგორ უნდა აუხვიოს, ან მეორე-მეოთხეს მიკროს მოსახვევებში როგორ უნდა იმოძრაოს, ვერ წარმომიდგენია საერთოდ.

თუ ვცდები და მაინც შესაძლებელია ეს 18 მ-იანებზე, ამას რაღა სჯობს.

metro50

QUOTE
თემქელი ყოფილხარ შენც,



თემქაზე გავიზარდე და ძალიან შემტკივა იქაურობაზე გული.

ძალიან გამიხარდა, 95-ი რომ გაამწვანეს. წარმოვიდგინე გონების თვალით უკვე. love.gif

* * *

ნუცუბიძის ქუჩიდან ნუცუბიძის მეორე პლატოზე ასასვლელის ადაპტირება ფანტასტიკაა. როგორ უნდა გაფაართოვო? ერთ მხარეს ძველი ჩეხური 9 სართულიანი კორპუსი დგას, მეორე მხარეს რაღაც ###ობა ნოვოსტროიკა. უნდა დაანგრიო მაშინ რომელიმე.

დალშე ზემოთ მოსახვევები კი ბატონო, გაფართოებადია.

Posted by: beka331 16 Feb 2019, 00:31
18 მეტრიანი დიდი ალბათობით უნდა დაინიშნოს აეროპორტის ავტობუსზე

Posted by: NVIDIA MAN 16 Feb 2019, 00:59
მელიქიშვილზე ბასლაინი არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მაგარი სიახლე!

Posted by: Sсооby 16 Feb 2019, 02:48
ეგ 18 მეტროიანები უნდა იყოს flexible გრაფიკზე
ვისრა ჭირად უნდა 18 მეტრიანი შამბალა დღის საათებში ან 8 საათის მერე?
დილიდან 11-მდე გაუშვი 18-იანი, მერე 17-დან 20-მდე

Posted by: something1 16 Feb 2019, 04:16
QUOTE (ქაფქიანა @ 15 Feb 2019, 19:23 )
ERAMUS

ისე, 85-ი უსიტყვოდ გასაგებია, მაგრამ 95-მა რა პონტში აჯობა 23 ან 33-ს, (54-ზე ხომ აღარ მაქვს საუბარი საერთოდ), მაინც არ მესმის.


95-ს ბევრად მეტი მგზავრი გადაჰყავს რეალურად ვიდრე 23-ს. ყველა წერტილში დიდი ნაკადია, განსაკუთრებით ღრმაღელის მეტროდან მთლიანად ემსახურება ჩარგლის ქუჩას, გუდამაყარს, თემქის ყველა კვარტალებს. 23 სანზონიდან გლდანამდე თითქმის ცარიელია.

Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2019, 09:20
something1

ვიცი 95. თემქაზე ვცხოვრობდი.

მე სხვას ვამბობ. არ მეგონა, რომ 95-ს ამჯობინებდნენ ცენტრალურ, ან თუნდაც იგივე გლდანის მარშრუტებს.

ანუ პრიორიტეტულობის იერარქიის მიხედვით.

Sсооby

კარგი იდეაა. მაგრამ მინუსი ის აქვს, რომ მასეთი გრაფიკისთვის ავტობუსების ჭარბი რაოდენობა უნდა გყავდეს. ჩვენ კი ეგ ფუფუნება არ გვაქვს.

სადაც ეგ 18-იანები დაემატება, იქ 12-იანები (დიდი ალბათობით, 12-იანები) გამონთავისუფლდება და სხვა მარშრუტებზე გადამისამართდება.

თუ ეს 12-იანები დღის საათებში ისევ 18-იანების მარშრუტებზე დაბრუნდება, იმ ახალ მარშრუტებზე რაღამ იმოძრაოს?

რასაც შენ ამბობ, ეგ არის შესანიშნავი იდეა, ოღონდ ნორმალური, მოწესრიგებული ავტოპარკის და არა ჩვენებური მწვავე დეფიციტის პირობებში.

იმედია, მოვა ჩვენთანაც ეგ დრო.

Posted by: MANMUS 16 Feb 2019, 09:37
15ნომრის ბოგდანი ეგდო გუშინ დილით ვაგზალზე წინა შიტოკი მოხსნილი ქონდა, დადგა ვირივით ვერც წინ მიდიოდა ვერც უკან biggrin.gif აღარ ვარგანან ესენიც უკვე ძალიან ხშირად ფუჭდებიან.

Posted by: toyota12345 16 Feb 2019, 09:53
1 ნომერს რამე ეშველოს. 7 ავტობუსი დადის მგონი მაგრამ მაინც არ ყოფნის დაპრესილები დადიან მოსახლეობა ძალიან არის გაზრდილი.

Posted by: forum-ge 16 Feb 2019, 12:34
N88 -ზე 18 მეტრიანები გამორიცხული მგონია. სწორად დაიწერა ზემოთ, მოსახვევებში ვერ ჩაეტევა.

ქაფქიანა
QUOTE
საერთოდ, პროგნოზი ცოტა უმადური საქმეა, მაგრამ ასე მგონია, 18 მეტრიანები პირველ რიგში 21, 51, 61, 140 და 150 მარშრუტები გახდება.

მეორე რიგში 9 და 87.

მე კი მგონია, რომ 87 პირველ რიგში უნდა გადაიტანო 150-ს ნაცვლად

Posted by: alexx 16 Feb 2019, 13:29
QUOTE
2) ჭავჭავაძეზე ბას ლეინები იქნებაო
3) მელიქიშვილის ბას ლეინი დაიხაზებაო (ჭავჭავაძისკენ მიმავალი)

აი ასეთ ეპიზოდურ ბას ლეინებს რა აზრი აქვს ვერ ვხვდები.

ჭავჭავაძეზე რომ ბასლაინს დახაზავ, ანუ მოძრაობის ორ ზოლს მოაკლებ, ეს ხომ გამოიწვევს საცობებს მთელ ჭავჭავაძეზე, რაც ავტომატურად შექმნის საცობებს თამარაშვილის და ვარაზისხევის ქუჩებზე. ვარაზისხევზე საცობი ეგრევე გმირთა მოედანზეც იმოქმედებს, და თამარ მეფის ხიდი კიდევ უფრო გაუვალი გახდება. ანუ ვაკის ავტობუსებიდან მხოლოდ 61 - ს და 59 - ს ეშველება. დანარჩენები ან თამარაშვილზე გაიჭედებიან, ან ვარაზისხევზე. + საცობების ამბავში მდგომარეობა გაურთულდებათ თამარ მეფის ხიდზე მოძრავ ყველა ავტობუსს.

მესმის რომ მერიაში და მერიის ყველა სამსახურში ახლობლები ყავთ დასაქმებული. მარა თითო თითო პროფესიონალი მაინც ყავდეთ ყველა სამსახურში, არ შეიძლება? ან უცხოელებს გააკეთებინონ კვლევა.

Posted by: TramwayMan 16 Feb 2019, 13:50
alexx
QUOTE
მესმის რომ მერიაში და მერიის ყველა სამსახურში ახლობლები ყავთ დასაქმებული. მარა თითო თითო პროფესიონალი მაინც ყავდეთ ყველა სამსახურში, არ შეიძლება? ან უცხოელებს გააკეთებინონ კვლევა.

თქვენთან ბოდიშის მოსხდით და სწორედ სისტრას და მოტ მაკდონალდის კვლევების და დადებული პროექტების მიხედვით აკეთებენ smile.gif ასე რომ გეშლება.

მანდაც ექნება ზოლები ავტობუსებს დამშვიდდი smile.gif

Posted by: N_E_M_O 16 Feb 2019, 13:56
ჭავჭავაძის და გმირთა მოედნის გაჭედვის რა გითხრათ, მაგრამ მელიქიშვილზე მართლა ძაან მაგარი იქნება ბასლაინი. თუმცა გააჩნია, თუ აღმაშენებელივით პარკინგად აქციეს მაშინ აღარ ვიცი......

Posted by: Kublicha 16 Feb 2019, 14:19
QUOTE
პროგნოზი ცოტა უმადური საქმეა, მაგრამ ასე მგონია, 18 მეტრიანები პირველ რიგში 21, 51, 61, 140 და 150 მარშრუტები გახდება.

ყველაზე სავარაუდოდა 61 და 87. პირელ რიგში ვაკეს დატვირთავენ. შეიძლება 21ც.
ოღონდ 61 ბაგებში ვერ მოტრილდება, ალბათ დაამოკლებენ კუს ტბის ასახვევამდე.
51ზე არამგონია, ჯერ ერთი მაგაზე მთელია ავტობუსების პარტია დაიხარჯდება იმდენი ავტობუსი უნდა და მეორეც ერთი ბაგების გარდა ვერ გლდანულაში მოტრიალდება. ლუბლიანაზეც გაუჭირდება.

Posted by: Mick-el-Angelo 16 Feb 2019, 14:45
ქაფქიანა
QUOTE
1,12, 18, 19, 22, 39, 50 (აღმოსავლეთში).

ჯერ ერთი 39ზე დიდი მანებია, #1 გასაგებია, მაგრამ ნახევარ საათში ერთხელ მოსიარულე 12, 18, 22 რით დაიმსახურეს? სოფლის ავტობუსებია პრაქტიკულად და მგზავრთანაკადი არც ისეთი დიდი აქვთ.

Posted by: alexx 16 Feb 2019, 15:11
TramwayMan
და სისტრამ რაო?

ასე ნაწილ ნაწილ აკეთეთო ბასლაინები?

ფაქტია რომ აქამდე მხოლოდ იმ ქუჩებზე დახაზეს ბასლაინები, რომელთა ე.წ. რეაბილტაცია და ზარზეიმით გახსნა მოხდა. თამარ მეფის გამზირზე რეაბილიტაცია ჯერ კიდევ ნარმანიას დროს მოხდა და როდისღა უნდა დახაზონ მანდ ავტობუსის ზოლები?

Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2019, 16:12
forum-ge

QUOTE
მე კი მგონია, რომ 87 პირველ რიგში უნდა გადაიტანო 150-ს ნაცვლად


რა ლოგიკით?

სად 87-ის მგზავრთნაკადი და სად 150-ის?

alexx

ბასლეინები ყველგან იქნება.

ბასლეინების გარეთ საცობები კერძო პირების პრობლემაა და არა ქალაქის. ვისაც არ მოუნდება საცობში დგომა, გადავა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არადა, იდგება საცობში. რა პრობლემაა.

Kublicha

18 მეტრიანი 200 ერთეული ჩამოჰყავთ. გააწვდნენენ ბლომად.

Mick-el-Angelo

კარგი. აღმოსავლეთ ნაწილში 44 და 102 მაშინ.

არა?

Posted by: MANMUS 16 Feb 2019, 16:27
ქაფქიანა

QUOTE
18 მეტრიანი 200 ერთეული ჩამოჰყავთ. გააწვდნენენ ბლომად.

ევროპის განვითარების ბანკმა თუ არ დაგვაფინანსა ჩვენი ბიუჯეტით შანსი არაა მაგდენს გავწვდეთ.

Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2019, 16:34
ERAMUS

საგალაქტიკათშორისო ჰიპერკომუნიკაციების ცივილიზაციათაშორის სააგენტოს დაუფინანსებია, მაგი მე არ ვიდარდო biggrin.gif

ისე, კარგია ევროპის და აზიის საზღვარზე ყოფნა. აზიის განვითარების ბანკმა მეტრო აგვიგო, ევროპის განვითარების ბანკმა ავტობუსები დაგვიფინანსა და გვაფინანსებს.

Posted by: alexx 16 Feb 2019, 17:49
ქაფქიანა
QUOTE
ბასლეინები ყველგან იქნება.

როდის? ეგრე წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებასაც გვპირდებიან?

არადა თებერვალში რომ გვპირდებოდნენ 90 ავტობუსს, თურმე მხოლოდ ორ მარშრუტზე ცვლიან ახლა. 220 პატარა ავტობუსზე ტენდერი ნახევარი წელია ვერ დასრულებულა. დანარჩენი მხოლოდ მითის დონეზეა ჯერ.

მაგრამ ეს ყველაფერი კარგი, და ბასლაინის დახაზვას რაღატო უნდა მაგდენი დრო?

Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2019, 18:36
alexx

დიახ. წლის ბოლომდე ნაცვლდება ყვითელი ავტობუსები, როგორც ამბობენ.

თებერვლიდან იწყება 90 მწვანე ავტობუსის შემოყვანა. მთავრდება ივნისში.

220 ავტობუსის ტენდერი იმიტომ გაიწელა, რომ გამარჯვებულს კონკურენტმა უჩივლა და წააგებინა და ახლა საქმე შეიძლება სასამართლოს გადაეცეს. თუმცა როგორც ამბობენ, წელს მაინც შემოიყვანენ 220 პატარა ავტობუსს. (აქვე ჩემი ოცნება - მანის კაეტანო ან სოლარისის პატარა ურბინო. ჩინურ/თურქული ხრონგი არ მინდა).

ბასლეინების დახაზვას იმიტომ უნდა ამდენი დრო, რომ ბასლეინების დახაზვა მხოლოდ საღებავის და ფუნჯის ამბავი არ არის. ამას უნდა კვლევა, უნდა ნაკადების დათვლა, უნდა ოპტიმალური ვარიანტების ძიება და ანგარიში.




Posted by: MANMUS 16 Feb 2019, 18:56
QUOTE
მანის კაეტანო ან სოლარისის პატარა ურბინო

არა მგონია ეგენი იყვნენ თუმცა მეც მინდოდა რომ მანი ყოფილიყო, არ მომეწონა არც ისუზუ და არც BMC მითუმეტეს.

Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2019, 19:03
ERAMUS

ჰო, ვიცი რომ არ იქნებიან და რაღაც თურქულ ჯართს შემოგვტენიან.

ისე, მართლა რას #####ეს ტვინი იმ 220-იან ტენდერზე. მისცეს ჯი-თისაც დისკვალიფიკაცია. ახლა ვისღა ელოდებიან. მანმა არ შემოიტანა წინადადება. კიდევ რა უნდა მოხდეს აწი.

Posted by: MANMUS 16 Feb 2019, 19:22
https://www.youtube.com/watch?v=6BhCjPVX7nE
არც ისეთი დიდი ხმა აქვს.

Posted by: xectar 16 Feb 2019, 20:48
ტენდერი დაიკიდონ და პორტუგალიისგან იყიდონ პატარა მანები?

Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2019, 20:51
xectar

ტენდერს ვერ დაიკიდებენ.

პორტუგალიისგან რატომ?

Posted by: xectar 16 Feb 2019, 22:40
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Feb 2019, 20:51 )
xectar

ტენდერს ვერ დაიკიდებენ.

პორტუგალიისგან რატომ?

იმიტორო პორტუგალია ყიდის 8 მეტრიან მანებს და თან წასულებიც იყვნენ სანახავად

Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2019, 22:48
xectar

ჰო, რასაც ჩვენ ესპანურ მანებს ვუწოდებთ. ჰო, მან-კაეტანოა ეგ. აკი დავწერე კიდეც.

QUOTE
(აქვე ჩემი ოცნება - მანის კაეტანო ან სოლარისის პატარა ურბინო. ჩინურ/თურქული ხრონგი არ მინდა).


ნეტავ უთხრან კალაძეს, რომ ამ თურქულ სირობებს შეეშვას და ევროპელ მწარმოებლებს მიაწვეს.

Posted by: Promes 16 Feb 2019, 23:25
ეს მწვანე ვტობუსები დიზელია? და ის ისუზუებიც დიზელია?

Posted by: xectar 16 Feb 2019, 23:30
QUOTE (Promes @ 16 Feb 2019, 23:25 )
ეს მწვანე ვტობუსები დიზელია? და ის ისუზუებიც დიზელია?

მწვანე მანი დიზელია, ისუზუ გეია არც შემოვა ალბათ

Posted by: Promes 16 Feb 2019, 23:32
xectar
და დიზელი რატო შემოყავთ? არ აჯობებდა გაზი?

Posted by: ქაფქიანა 17 Feb 2019, 08:45
Promes

იმიტომ, რომ 10.5 მ-ის სიგრძის მოდელები გაზზე არაა.

და ეს 10.5 მ-ის სიგრძის მწვანე მანები 12 მ. სიგრძის ლურჯი მანებისგან განსხვავებით, ნაკლები რადიუსის მქონე მოსახვევების მქონე მარშრუტებისთვისაა განკუთვნილი.

ისუზუც დიზელია. მაგრამ დიდი ალბათობით, აღარ შემოჰყავთ.

რაღაც თურქულ ჯართს შემოგვტენიან მაინც.

Posted by: Mick-el-Angelo 18 Feb 2019, 09:43
ქაფქიანა
QUOTE
კარგი. აღმოსავლეთ ნაწილში 44 და 102 მაშინ.
არა?

კი, ბატონო. ზემოთ დავწერე უკვე, ჩემი დაკვირვებით, აღმოსავლეთში ყველაზე მეტად დიდი ბოგდანები საჭიროა: 1, 44, 71, 102. 50 შეიძლება, მაგრამ ამ მარშრუტზე დიდ ავტობუსს არასდროს უვლია. givi.gif

Posted by: MANMUS 18 Feb 2019, 10:16
102ზე ადრე დაფები დადიოდნენ?

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 10:17
Mick-el-Angelo

რაც ჩამოთვალე, მათგან დიდი ბოგდანი არცერთზეა ახლა?

Posted by: Mick-el-Angelo 18 Feb 2019, 17:07
ERAMUS
კი, ბატონო. ვაკე-ჯიქიამდე დადიოდა ადრე 102.

ქაფქიანა
არა, აღმოსავლეთში დიდი ბოგდანებია მარტო შემდეგ მარშრუტებზეა: 2, 25, 55. 39-ზე და 37-ზე მანებია.

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 17:13
Mick-el-Angelo

რატომღაც მახსოვდა, რომ 44-ზე დიდი ბოგდანი იყო.

----------------

ჰა, სად არის ეს მწვანე მანები? წესით, უმოკლესი გზა აღმოსავლეთ პოლონეთიდან ოდესამდეა, მერე ბორანით ფოთში. ორი-სამი დღის ამბავია და ისიც მაქსიმუმ.

მერიის გვერდზეც არაფერია.

Posted by: MANMUS 18 Feb 2019, 17:30
ქაფქიანა
იქნებ თეგეტას სადგომზე არიან ჯერ და არაფერს ამბობენ. რომ განბაჟდებიან და მოამზადებენ ალბათ მერე გაახმაურებენ.

Posted by: Giacomo 18 Feb 2019, 17:53
ისე МАЗი მშვენიერ ავტობუსებს უშვებს
აბა გადახედეთ http://maz.by/ru/products/passenger_vehicle/

Posted by: Outdoor 18 Feb 2019, 19:15
ERAMUS
ჯერ პატარა ბოდგანები დადიოდა მერე დიდი დაფზე შეცვა,ეს რადგან საკმაოდ დატვირთული მარშრუტი იყო
თუ არ ვცდები ზემო ფონიჭალაში გადიოდა უნივერსიტეტიდან

Posted by: TramwayMan 18 Feb 2019, 19:16
Giacomo
გაიღადავე ხომ? biggrin.gif

ქაფქიანა
ორი კვირაო დაახლ გასაგებად თქვა მუმლაძემ.
2-3 დღე რა შეუსვენებლივ კი არ დადიან biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 19:26
TramwayMan

ჰო, რა გაიკვირე.

რკინიგზით ოდესამდე, ბორანით ფოთში და ისევ რკინიგზით.

რა შესვენება-დასვენება უნდა ამას?

Posted by: TramwayMan 18 Feb 2019, 19:43
ქაფქიანა
თავისი ხოდით მოდიან რა რკინიგზა და ბორანი biggrin.gif

Posted by: MANMUS 18 Feb 2019, 19:48
QUOTE
ორი კვირა

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 20:06
TramwayMan

QUOTE
თავისი ხოდით მოდიან რა რკინიგზა და ბორანი


რა რა რკინიგზა და ბორანი? რას ვამბობ უცნაურს? თავისი ხოდით რატომ მოდიან?

ორი კვირა აღმოსავლეთ პოლონეთიდან საქართველოში ფეხით ჩამოსვლას უნდა. ორი კვირა არიან გზაში? რა სისულელეა. პოლონეთია თუ მთვარე? ორი კვირა საქართველოში ანტარქტიდიდან არ უნდა გზას. ოცდამეერთე საუკუნეა.

Posted by: TramwayMan 18 Feb 2019, 20:09
ქაფქიანა
ეგრე ჩამოვიდნენ წინა მანებიც smile.gif

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 21:00
TramwayMan

ჰოდა, აბსურდია ეგ.

უკეთეს შემთხვევაში, უაზრო ბიუროკრატია. უარეს შემთხვევაში დამნაშავეობა.

როგორ შეიძლება, ასეთი ძვირფასი ტვირთი თავისი სვლით მოდიოდეს. ეს ხომ რესურსების ტყუილუბრალო ხარჯვაა. დავიჯერო, ეკონომიკურად ასე უფრო მომგებიანია, ვიდრე რკინიგზა-ბორანი?

დროის სასაცილოდ უაზროდ გაწელვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

კიდევ კარგი, რომ მართლა ჩინური ჯართი არ ვიყიდეთ. სადაც პოლონეთიდან ორი კვირა უნდა, ჩინეთიდან თებერვალში ჩამოვიდოდა ნამდვილად, ოღონდ გაისად.

Posted by: MANMUS 18 Feb 2019, 21:36
ქაფქიანა
QUOTE
კიდევ კარგი, რომ მართლა ჩინური ჯართი არ ვიყიდეთ. სადაც პოლონეთიდან ორი კვირა უნდა, ჩინეთიდან თებერვალში ჩამოვიდოდა ნამდვილად, ოღონდ გაისად.

ან ჩამოვიდოდა და ან არა თუ გზაში არ დაიშლებოდა biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 21:49
ERAMUS

ეგ, რომ დავწერე, მაშინ გამახსენდა, მაგრამ ჩასწორება დამეზარა. biggrin.gif

Posted by: da_to 18 Feb 2019, 23:29
ქაფქიანა
QUOTE
როგორ შეიძლება, ასეთი ძვირფასი ტვირთი თავისი სვლით მოდიოდეს. ეს ხომ რესურსების ტყუილუბრალო ხარჯვაა. დავიჯერო, ეკონომიკურად ასე უფრო მომგებიანია, ვიდრე რკინიგზა-ბორანი?


კონტრაქტით ქონდათ უფლება 5000 კმ - იანი ავტობუსების მიწოდების ... რკინიგზა ბორანი და ა.შ დროში უფრო გაიწელებოდა ვიდრე თავისით სვლა ...

მაგრამ ორი კვირა ძალიან ბევრია.... ტვრითი ცენტრალური უნგრეთიდან 5 დღეში ჩამოაქვთ ტრაილერებს + 2 დღე რომ დავუმატოთ მაქსიმუმ... სად დატვირთული ტრაილერი და სად ცარიელი ავტობუსი ?

მე მახოსვს რამოდენიმე წლის წინათ ბაქოს ავტობუსები გაატარეს ჩვენთან ყველა ტრაილერებით მიჰქონდათ. საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნებოდა ეგ, მაგრამ .

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 23:41
da_to

QUOTE
რკინიგზა ბორანი და ა.შ დროში უფრო გაიწელებოდა ვიდრე თავისით სვლა ...


შეუძლებელია. არარეალურია რასაც ამბობ.

ანუ: პოლონეთი-სლოვაკეთი-უნგრეთი-რუმინეთი-ბულგარეთი-თურქეთი-საქართველო უფრო მოკლეა, ვიდრე პოლონეთი-უკრაინა-შავი ზღვა-საქართველო?

აბსურდია ეს.

QUOTE
მაგრამ ორი კვირა ძალიან ბევრია.... ტვრითი ცენტრალური უნგრეთიდან 5 დღეში ჩამოაქვთ ტრაილერებს + 2 დღე რომ დავუმატოთ მაქსიმუმ... სად დატვირთული ტრაილერი და სად ცარიელი ავტობუსი ?


რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. შენს შემთხვევაშიც კი ერთი კვირაც არ უნდა. 3-4 დღე მაქსიმუმ.

და ამხელა გზაზე ასეთი ძვირფასი ტვირთის დაზიანება, ავტოავარია და სხვა რისკები ეგ ხომ საერთოდ სხვა თემაა...

ტრაილერები რათ უნდა. რკინიგზა და ბორანი. ასე რთულია?

Posted by: da_to 18 Feb 2019, 23:52
QUOTE
ანუ: პოლონეთი-უნგრეთი-რუმინეთი-ბულგარეთი-საქართველო უფრო მოკლეა, ვიდრე პოლონეთი-უკრაინა-შავი ზღვა-საქართველო? აბსურდია ეს.


აქ ფიზიკური მანძილი არ მიგულისხმია... მატარებელი და ბორანი ტქასივით ხომ არ დადის ? თავისი დროები აქვთ, შეიძლება პოლონეთში დაალაგო მატარებელზე და სადმე ერთი დღე გააჩერონ ...

Posted by: ქაფქიანა 18 Feb 2019, 23:58
da_to

45 საათს მიჩვენებს შენი მარშრუტით, 39-ს ჩემით (დევს რკინიგზის და ბორანის გრაფიკებიც). ენივეი, ორი კვირა არცერთი არაა აშკარად.

Posted by: PULSE 19 Feb 2019, 00:00
მაგ ორ კვირაში მგონი ხაზზე გასვლა იგულისხმა, ანუ, ჩამოსვლის მერე გასავლელი პროცედურების, გადახდის აპარატების მონტაჟის და რაღაცების ჩათვლით.

Posted by: Kublicha 19 Feb 2019, 01:58
გადახდის აპარატებით რა ტვინი წაიღეს, წინა პარტიის მანებისა არ იყოს. ნახევარი წელია შეკვეთილია ეგ მანები, არ შეუძლიათ მაგ სალაროების მომწოდებელ კომპანიას წინასწარ გაამზადებინონ და მერე ერთ დღეში მიასკოჩონ? ან განუბაჟებლობა რას უშლის ხაზზე გამოსვლას.

Posted by: MANMUS 19 Feb 2019, 07:31
მაისში ყველა აქ უნდა იყოსო, ეს ტენდერიც რა გახდა ამისთანა, 150 ავტობუსზე როდისღა უნდა გამოაცხადონ rolleyes.gif

Posted by: JSB14BSJ 19 Feb 2019, 08:13
Kublicha
QUOTE
ან განუბაჟებლობა რას უშლის ხაზზე გამოსვლას

თუ მესაკუთრე ფიზიკური პირია - არაფერს.
თუ არ ღადაობ
biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 09:38
ERAMUS

ჰო, ეგეც ცალკე თემაა.

ეს 220 ავტობუსის ტენდერის თემა მოკვდა საერთოდ. იანვრის მერე ტენდერების საიტზე არაფერი დადებულა. არც ამ 150 ავტობუსის ტენდერს ამატებენ, არადა, კალაძემ დიდი ამბით დაალაგა ფბ-ზე მომდევნო ეტაპის, იმ 18 მეტრიანი შესახსრულების ფოტოები.

Posted by: vatman 19 Feb 2019, 10:46
ქაფქიანა
QUOTE
როგორ შეიძლება, ასეთი ძვირფასი ტვირთი

QUOTE
რკინიგზით ოდესამდე,

აი ზუსტად რო ასეთ ძვირფას ტვირთს უკრაინაში არც გაატარებს, ზედმეტი შარის თავი ვის აქვს.

რაც შეეხება ბორანს, პირველ რიგში ბორანების ტარიფებს არ იცნობ, ფასი საკმაოდ გაგაკვირვებს biggrin.gif. მეორე ბორანი კი დადის განრიგით, მარა პორტის რეიდზე შეიძლება იდგეს 2,3 ან 5 დღე ან ამინდის გამო ან უადგილობის გამო. ბილეთების ყიდვისას ამას წინასწარ გატყობინებენ.
თავისი სვლით კი 120 კი არ მოდიან. გარდა ამისა სასაზღვრო პუნქტებზე დგანან ტრაილერების რიგში. ასე რო ჩამოსვლა ასეთი ადვილი კი არ არის wink.gif მერე ადგილზე თრაქ ენდ ბასმა უნდა მოამზადოს წინა გასაყიდ მდგომარეობაში და მასე გადასცეს სატრანსპორტო კომპანიას
ქაფქიანა
QUOTE
ანუ: პოლონეთი-სლოვაკეთი-უნგრეთი-რუმინეთი-ბულგარეთი-თურქეთი-საქართველო უფრო მოკლეა, ვიდრე პოლონეთი-უკრაინა-შავი ზღვა-საქართველო?
სამაგიეროდ ნაკლები თავის ტკივილია
აბსურდია ეს.


Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 10:49
vatman

ა კაცი, ამიხსნა გასაგებად.

ეუფ, 6 საზღვარის გადაკვეთა არ გინდა? ბულგარეთ-თურქეთის საზღვრამდე ევროკავშირის შიდა საზღვრებია და საბაჟო პროცედურები იქაც უნდა ვითომ?

უკრაინა ასე შარია? ბორანის ამბავი გავიგე, მაგრამ ოდესამდე რატომაა პრობლემა, ეგეც ყირიმი და ის ლუგანდონია ხომ არ არის?

მაინც რკინიგზით სჯობს (უკრაინის გვერდით აქცევით, თუ ასე შარია), ან ავტომატარებლის ძარაზე. თავისი სვლით ძაან ცოდოა ამხელა გზაზე.

Posted by: ფაშისტი 19 Feb 2019, 11:42
ლურჯებში და ზოგადად მანებში wifi როდისს დამონტაჟდება?

Posted by: vatman 19 Feb 2019, 11:57
ქაფქიანა
QUOTE
ბულგარეთ-თურქეთის საზღვრამდე ევროკავშირის შიდა საზღვრებია და საბაჟო პროცედურები იქაც უნდა ვითომ?

ნუ იდეაში სულ 2 საზღვარია ბულგარეთი თურქეთი და თურქეთი საქართველო. თურქეთში აკრავენ თურქულ ტრანზიტებს. ლურჯი მანები თურქული ტრანზიტებით ჩამოვიდა. მერე ზუსტად მაგ 2 საზღვარზე იკარგება დრო.
QUOTE
უკრაინა ასე შარია? ბორანის ამბავი გავიგე, მაგრამ ოდესამდე რატომაა პრობლემა, ეგეც ყირიმი და ის ლუგანდონია ხომ არ არის?

კორუფცია და ბესპრიდელი უკრაინაში არავითარ კავშირში არ არის აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტთან.
QUOTE
მაინც რკინიგზით სჯობს

მოკლედ რო ვთქვათ - ჭაობი. არ გიკვირს რატომ ამდენი ტრაილერი დადის (იგივე ფოთი/ბათუმიდან) ან უკრაინა/რუსეთიდან და რკინიგზით ნაკლები ტვირთი გადაადგილდება?
ეგენი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში არიან ჩარჩენილები
ფაშისტი
QUOTE
ლურჯებში და ზოგადად მანებში wifi როდისს დამონტაჟდება?

აი რა საჭიროა. საათზე მეტს ავტობუსში მაინც არ ატარებ და გამოიყენე მობილური ინტერნეტი wink.gif

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 11:59
vatman

QUOTE
მოკლედ რო ვთქვათ - ჭაობი. არ გიკვირს რატომ ამდენი ტრაილერი დადის (იგივე ფოთი/ბათუმიდან) ან უკრაინა/რუსეთიდან და რკინიგზით ნაკლები ტვირთი გადაადგილდება?
ეგენი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში არიან ჩარჩენილები


უკრაინაზე (და ღმერთო დამიფარე, მონღოლეთზე) არ ვამბობ. პოლონეთიდან სტამბულამდე, ან სულაც ყარსამდე ან ერზრუმამდე რკინიგზა რითია ცუდი?

დანარჩენი გასაგებია.

Posted by: vatman 19 Feb 2019, 12:04
ქაფქიანა
QUOTE
პოლონეთიდან სტამბულამდე, ან სულაც ყარსამდე ან ერზრუმამდე რკინიგზა რითია ცუდი?

ზამტარში ერზრუმიდან როგორ უნდა წამოვიდეს დიდი ავტომობილი და უღელტეხილებით რატო უნდა იაროს? და მეორე სტამბულშI მიდის რკინიგზის რეკონსტრუქცია და ევროპა აზია შეერთებული არ არის. აზიის მხარეს ჰაიდარფაშაში რკინიგზის ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე მოშლილია. და სტამბულამდე რა აზრი აქვს რკინიგზას.

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 12:07
vatman

კარგი, გასაგებია. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კარგი, ახლა მაშინ იმაზე ვიწუწუნებ, იმ 220-იან ტენდერს რით ვერ დააყენეს საშველი, რომ იანვრის მერე ინფო არ განახლებულა საიტზე, ან იმ 150-იან ტენდერს რატომ არ აცხადებენ ჯერ?

ამაზეც გექნება პასუხი. biggrin.gif

Posted by: da_to 19 Feb 2019, 12:11
როგორც იქნება გამოაცხადა დავების საბჭომ გადაწყვეტილება:

1. შპს „ჯი-თი გრუპის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს საბჭოს აპარატს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ვებგვერდზე
https://tenders.procurement.gov.ge/dispute, გადაწყვეტილების ხელმოწერისთანავე.
3. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, გადაწყვეტილების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის
ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6
(საფოსტო ინდექსი – 0131).

რა იქნება შემდეგი ? სასამრთლო თუ დათმობს ჯი-თი ? მგონი არ დათმობს და სასამართლო იქნება ...

Posted by: vatman 19 Feb 2019, 12:12
ქაფქიანა
QUOTE
კარგი, ახლა მაშინ იმაზე ვიწუწუნებ, იმ 220-იან ტენდერს რით ვერ დააყენეს საშველი, რომ იანვრის მერე ინფო არ განახლებულა საიტზე,

სანამ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებიარ დასრულდება იქამდე tongue.gif

სასამართლოში თუ იჩივლებენ, მაშინ კაი ხანი გაიწელება კიდევ...

ხო აგერ საჩივარი ჯი თის არ დაუკმაყოფილეს....

da_to
QUOTE
რა იქნება შემდეგი ? სასამრთლო თუ დათმობს ჯი-თი ? მგონი არ დათმობს და სასამართლო იქნება ...

მგონი არ დათმობს,
ძაან მსუყე ლუკმაა

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 12:33
არ დამთავრდება ეს ტენდერი წელს, მითქვამს მე.

და წელსაც ბოგდანებით გადავაგორებთ.

Posted by: MANMUS 19 Feb 2019, 12:40
მე თავიდანვე ვამბობდი რომ 2019ში სრულიად ჩანაცვლება იყო ბოლი, გამორიცხულია რომ მოესწროს , ეს ტენდერი სიტყვაზე დღესაც რომ დამთავრდეს 220ის სრულად ჩამოყვანა ვერ მოესწრება, იმ 150 ავტობუსზე აღარ არის ლაპარაკი.

Posted by: TramwayMan 19 Feb 2019, 12:47
ქაფქიანა
QUOTE
თავისი სვლით ძაან ცოდოა ამხელა გზაზე.

ავტობუსი თავის სვლაზეა გათვლილი და ცოდო რატომაა?
თბილისში მაგ კილომეტრებს ძალიან მალე დაწერს და აქაც ცოდოა? biggrin.gif
მაშ იდგეს ბაზაზე თუ ცოდოა.

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 12:53
TramwayMan

იმიტომ, რომ იდეაში ქალაქის პირობებში უფრო მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, ვიდრე ტრასაზე.

თან ტრასაზე ავარიის რისკი დიდია.

ცხადია, ავარია აქაც შეიძლება. მაგრამ ერთია, შენ გაგიტყდეს თეფში და მეორეა, გატეხილი თეფში იყიდო.

Posted by: TramwayMan 19 Feb 2019, 12:57
ქაფქიანა
მთელს მსოფლიოშI მშვენივრად დანარნარებენ ეგრე ბუსები თავისი სვლით. smile.gif ნუ აბუქებ და პანიკობ biggrin.gif
ტრაილერ, ბორან, გემ, რკინიგზებით ეზიდებიან იმ საზ ტრანსპორტს რომელიც თავისი სვლით ვერ ჩამოვა.

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 13:00
TramwayMan

არ ვპანიკობ.

ესენი ხვითოები არიან და ამათ იმედად ჩემი მტერი იქნა.

Posted by: TramwayMan 19 Feb 2019, 13:22
ქაფქიანა
მშვენივრად ჩამოვიდა 144 მანი smile.gif ამათზე რატომ უნდა იყოს პრობლემა?

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 13:39
TramwayMan

არ ვიცი. იმედია, არც იქნება. მგონია, რომ თავისი სვლით უფრო სარისკოა.

Posted by: Kublicha 19 Feb 2019, 16:52
დიდი დიღმის ბაზაზე დაეტება +90 ავტობუსი თუ დიდ ბოგდანებს ამოკრავენ პანჩურს?

Posted by: MANMUS 19 Feb 2019, 17:25
Kublicha
სავარაუდოდ დიდ ბოგდანების ნაწილს გადაისვრიან პირველ ავტობაზაზე.

Posted by: ქაფქიანა 19 Feb 2019, 21:15
5 მაისს 90-ივე მწვანე ავტობუსი იქნება თბილისშიო.

Posted by: xectar 19 Feb 2019, 23:44
QUOTE (ქაფქიანა @ 19 Feb 2019, 21:15 )
5 მაისს 90-ივე მწვანე ავტობუსი იქნება თბილისშიო.

გაწელეს რა მოკლედ რა მაისი ტო

Posted by: Mick-el-Angelo 19 Feb 2019, 23:47
xectar
ნუ ეგ ბოლო ვადა იქნება სავარაუდოდ. ფაქტობრივად მანამდეც იქნებიან.
* * *
ERAMUS
პირველი ავტობაზის რემონტს რომ აპირებდნენ, მაგაზე სიახლე ხომ არაფერია? თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ ზაფხულში ჰქონდათ ტენდერი გამოცხადებული.

Posted by: TramwayMan 19 Feb 2019, 23:52
xectar
არაფერი არ გაწელილა ზუსტად 9 თვის ვადაში გვაწვდის ავტობუსებს მანი. ეტაპობრივად შემოვა და 5 მაისისთვის 90 ვე იქნება აქ.

Posted by: MANMUS 20 Feb 2019, 07:34
Mick-el-Angelo
კი აპირებდნენ ამ ბოლო დროს არაფერი უთქვამთ.
* * *
ეს ტენდერი მაისამდე თუ დასრულდა მადლობა ვთქვათ, იქნებ პირველი პარტიის შემოყვანა მაინც მოესწროს წელს.

Posted by: IceCream 20 Feb 2019, 10:21
რა ახვრები არიან ბიჭო ლურჯი ფერის რომ შემოიყვანეს ახლები რო ქოცნებასთან ასოცირდებოდეს

Posted by: vatman 20 Feb 2019, 10:23
Kublicha
QUOTE
დიდი დიღმის ბაზაზე დაეტება +90 ავტობუსი თუ დიდ ბოგდანებს ამოკრავენ პანჩურს?

სავარაუდოდ არავის არ ამოკრავენ ფანჩურს, 375 ადგილიანია. თუ გავითვალისწინებთ 144+90+148(??)+5(??)=სავარაუდო 387 ცალს
* * *
Mick-el-Angelo
QUOTE
პირველი ავტობაზის რემონტს რომ აპირებდნენ, მაგაზე სიახლე ხომ არაფერია? თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ ზაფხულში ჰქონდათ ტენდერი გამოცხადებული.

საპროექტო და ხარჯაღრიცვის ტენდერი იყო გამოცხადებული, მერე ელექტრომამომარაგების საპროექტო ტენდერი და არც ერთი შედგა ან შედგა უარყოფითი შედეგით

Posted by: MANMUS 20 Feb 2019, 10:33
ახალი თემის გახსნას მანების ჩამოსვლას ვუმიზნებთ biggrin.gif ?

Posted by: ქაფქიანა 20 Feb 2019, 10:52
ეგრე საგანგებოდ არ მიფიქრია, მაგრამ ეგრე ვქნათ.


Posted by: alea iacta est 20 Feb 2019, 10:53
თუ გაქვთ ინფო პატარა ზომის ავტობუსებიც მწვანე ფერის უნდა იყოს, თუ აჭრელებას აპირებენ? smile.gif

Posted by: ქაფქიანა 20 Feb 2019, 10:58
alea iacta est

პატარა ზომის ავტობუსებზე ითქვა, რომ ფერს კვლავინდებურად მოსახლეობას დავეკითხებითო.

აჭრელება რა პრობლემაა, მთავარია, დროზე ჩამოიყვანონ.

Posted by: alea iacta est 20 Feb 2019, 11:37
QUOTE (ქაფქიანა @ 20 Feb 2019, 10:58 )
alea iacta est

პატარა ზომის ავტობუსებზე ითქვა, რომ ფერს კვლავინდებურად მოსახლეობას დავეკითხებითო.

აჭრელება რა პრობლემაა, მთავარია, დროზე ჩამოიყვანონ.

მაიცა და მწვანე ფერი მოსახლეობას ჰკითხეს? რაღაც არ მახსოვს მაგ თემაზე გამოკითხვის პროცედურა...

აჭრელება პრობლემაა აბა არ არის?

ჩემი აზრით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ცნობადი და ამაში ფერი თამაშობს ძირითად როლს.

Posted by: MANMUS 20 Feb 2019, 11:42
alea iacta est
კი, გამოკითხვა იყო მწვანესა და ვერცხლისფერს შორის. უმრავლესობამ მწვანე აირჩია.

Posted by: ქაფქიანა 20 Feb 2019, 13:10
alea iacta est

ჰკითხეს კი. ფბ-ზე. მწვანეს და ვერცხლისფერს შორის იყო არჩევანი. უმრავლესობამ მწვანე აირჩია. მე ვერცხლისფერს მივეცი ხმა.

მე პირადად აჭრელებაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. მთავარია, შემოიყვანონ.

Posted by: alea iacta est 20 Feb 2019, 13:25
ქაფქიანა
QUOTE
ჰკითხეს კი. ფბ-ზე. მწვანეს და ვერცხლისფერს შორის იყო არჩევანი. უმრავლესობამ მწვანე აირჩია. მე ვერცხლისფერს მივეცი ხმა.

მე პირადად აჭრელებაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. მთავარია, შემოიყვანონ.


რა თქმა უნდა ნომერი პირველი მიზანი ავტობუსების პარკის განახლება და გაზრდაა, მაგრამ სხვადასხვა ფერი რატო უნდა იყოს მუნიციპალური ტრანსპორტი გაუგებარია. ისიც მესმის, რომ შესაძლოა მოსახლეობას გემოვნება შეეცვალოს და გარკვეული პერიოდის მერე სხვა ფერი შეარჩიოს, მაგრამ ასეთ ვიწრო არჩევანს რატო სთავაზობენ არ მესმის.

მწვანე და ვერცხლისფერი რა კრიტერიუმით წარადგინეს ან ვინ გადაწყვიტა? smile.gif

Posted by: rommel 20 Feb 2019, 13:32
ვითომ ხომ აინტერესებს მერიას მოსახლეობის აზრი, ჩაატაროს ახალი გამოკითხვა, ეს უაზრო მწვანე ფერი უფრო მოწონს ხალხს თუ ლურჯი. დარწმუნებული ვარ შედეგი ყველას გაგვაოცებს smile.gif

Posted by: MANMUS 20 Feb 2019, 13:41
ლურჯი უნდა დარჩენილიყო რას მაიმუნობენ ვერ გავიგე.

Posted by: PULSE 20 Feb 2019, 15:05
ახლა თვითონ სატრანსპორტო კომპანიაში იჩივლა ჯი-თიმ biggrin.gif
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=3214984&code=1550621012

იდეაში მართლები არიან მგონი, თარიღებზე შენიშვნა არ მიუციათ თავის დროზე და მერე პირდაპირ დისკვალიფიკაცია მისცეს.
მარა თუ დაუკმაყოფილეს ეს საჩივარი, უბრალოდ იმას ნიშნავს რომ ვადას მისცემენ 1 ნოემბრამდე მიწოდებული ავტობუსების დოკუმენტების ასატვირთად და თუ ჰქონდათ 1 ნოემბრამდე ეგ ავტობუსები ევროკავშირში მიწოდებული, პირდაპირ ეგ წარედგინათ, ხომ არ გაიწელებოდა ასე biggrin.gif

Posted by: MANMUS 20 Feb 2019, 15:12
QUOTE
ახლა თვითონ სატრანსპორტო კომპანიაში იჩივლა ჯი-თიმ

პიზდეეც gigi.gif wow.gif

Posted by: ქაფქიანა 20 Feb 2019, 18:46
alea iacta est
rommel
ERAMUS

მწვანე და ვერცხლისფერი, როგორც არჩევანი, მერიამ შეარჩია. რა კრიტერიუმით, არ ვიცი. მანის ერთ-ერთ პირველ ვიდეოში კალაძეს აშკარად შეეტყო აღტაცება რომელიღაც არაბული ქვეყნისთვის გამზადებული მწვანე მანის დანახვაზე და ალბათ იქიდან. საერთოდ, მწვანე ძალიან სპეციფიური ფერია. მე პირადად ლურჯი მირჩევნია, მაგრამ თუ მაინცდამაინც მწვანეზე მიდგა საქმე, მუქი მწვანე სჯობს და არა ის სალათისფერი კოშმარი, რაც ახლახანს გადაასტიკერეს.

ახლა ვიდეოებში რაც ჩანს, ეს სიმწვანე იმ სალათისფერ გაუგებრობას სჯობს.

პატარა ავტობუსები არ ვიცი, მაგრამ 150 ერთეული 12 მეტრიანები ჩემი აზრით ლურჯი სჯობს ისევ, რაც არის და 18 მეტრიან შესახსრულებს ისევ და ისევ ჩემი აზრით, ძალიან მოუხდებოდა შინდისფერი (და არა წითელი), ან შინდისფერის და შავის კომბინაცია.

Posted by: lav-100 20 Feb 2019, 20:33
ამ ახალ ავტობუსების 2 მთავარი მინუსი არის ის რომ ვიწროა ფეხზე დასადგომი ადგილი შუაში და როცა გატენილია კარის დაკეტვას ანდომებს 10 წუთს რადგან სენსორი არ აკეტინებს თუ არ შეიწევიან და ძაიან დამღლელია ეგ....


პლიუს ეს გათბობაც რა საჭიროა ამ პიკისაათებში არ ვიცი, ავდივარ ჰაერი არაა, განძრევის საშუალება არაა და გათბობაა ჩართული, სულ ოფლიანი ჩამოვდივარ და მერე ვცივდები :| :|


მოკლედ არ ყოფნის ავტობუსები :\

Posted by: Kublicha 21 Feb 2019, 14:11
lav-100
QUOTE
პლიუს ეს გათბობაც რა საჭიროა ამ პიკისაათებში არ ვიცი, ავდივარ ჰაერი არაა, განძრევის საშუალება არაა და გათბობაა ჩართული, სულ ოფლიანი ჩამოვდივარ და მერე ვცივდები :| :|

კოშმარია მაგ ავტობუსებით მგზავრობა. ზამთარშიც და ზაფხულშიც. ყვითელი უფრო კომფორტული სამგზავროა, თუ მაგ ტემპერატურას არ დაარეგულირებენ

Ps. ახლა მოვა ტრამვაიმენი და მეტყვის უკეთესი არ გეღირსოსო givi.gif

Posted by: IceCream 21 Feb 2019, 14:51
ახლებში ბილეთი როგორ იღება?

Posted by: USSR 21 Feb 2019, 15:15
არ ვიცი რა და როგორ მაგრამ გაჩერებებია ჩემი აზრით ძალიან ახლო ახლოს და ესეცაა ერთ ერთი მიზეზი რომ ვერ ჯდებიან გრაფიკში და აგვიანებენ სულ.

სპორტის სასახლე-ტექნიკური უნივერსიტეტი-სააკაძე ჰაჰა 1 კილომეტრი იყოს და სამი გაჩერებაა, ყოველ 300 მეტრში გაჩერება. რა უბედურებაა.

ან 26 მაისის მოედანი-საზ. მაუწყებელი-ზოოპარკი....აქ ალბათ ყოველ 200 მეტრშია გაჩერება...

დაჯდეს ვინმე ცოტაა დარეგულიროს, ხალხიც ცოტა მეტს ივლის ფეხით...200 მეტრი ფეხით ნორმ ნაბიჯით 5 წუთის სავალიც არაა.

Posted by: vatman 21 Feb 2019, 15:42
Kublicha
QUOTE
კოშმარია მაგ ავტობუსებით მგზავრობა. ზამთარშიც და ზაფხულშიც. ყვითელი უფრო კომფორტული სამგზავროა, თუ მაგ ტემპერატურას არ დაარეგულირებენ

მაგ ღადავშიკი .... გამართულ დიდ ბოგდანში გათბობა უკეთესადაა განლაგებული, სკამების ქვეშ. მანებში კი ჩართულ გამათბობელთან ფეხი დაგეწვება

QUOTE
Ps. ახლა მოვა ტრამვაიმენი და მეტყვის უკეთესი არ გეღირსოსო 

ზუსტად givi.gif

Posted by: Mick-el-Angelo 21 Feb 2019, 16:21
USSR
QUOTE
გაჩერებებია ჩემი აზრით ძალიან ახლო ახლოს და

ამაში მართალი ხარ, გაჩერებები მოსაწესრიგებელია მაგარი, სრული 3,14ზდეცი ხდება. 200 მეტრიც არაა ზოგჯერ მანძილი.

Posted by: MANMUS 21 Feb 2019, 16:25
QUOTE
დიდ ბოგდანში გათბობა უკეთესადაა განლაგებული, სკამების ქვეშ. მანებში კი ჩართულ გამათბობელთან ფეხი დაგეწვება

ისე მართლა ბოგდანები ხოარ ჩამოგვეყვანა უფრო იაფად გამოვიდოდით givi.gif givi.gif

Posted by: suzgsxr 21 Feb 2019, 16:39
ეს 8 მეტრიანები როდის ჩამოდისო ხო არ იცით?

Posted by: ქაფქიანა 21 Feb 2019, 17:20
suzgsxr

ისეთ შეკითხვებს იძლევით მოწყალეო ხელმწიფევ... biggrin.gif

მოკლედ, წელს თუ ჩამოვა, არ იქნებოდა ცუდი.

Posted by: suzgsxr 21 Feb 2019, 17:32
ქაფქიანა
ველოდებით ხალხი კაცო.შევწუხდით biggrin.gif

Posted by: ქაფქიანა 21 Feb 2019, 23:14
suzgsxr

user.gif user.gif user.gif user.gif user.gif

Posted by: Nescafe13 22 Feb 2019, 14:27
86 ზე არ იცვლება ავტობუსი ?
ყვითელი გრძელი ამინც დაინიშნონ მაგ ხაზზე ეს პატარა მოჩორთIლი ავტობუსები ვეღარ აუდიან მაგ ხაზს

Posted by: ქაფქიანა 22 Feb 2019, 14:29
Nescafe13

სავარაუდოდ არა.

მწვანე მანები დიდ ბოგდანებს შეცვლის.

სხვა საკითხია, გამონთავისუფლებული დიდი ბოგდანები როგორ გადანაწილდება.

Posted by: MANMUS 22 Feb 2019, 16:12
ესე იგი პირველი პარტიიდან 5 ავტობუსი 85ზე წავა, 95ზე 10ს მაინც ხო გაუშვებენ ეხლა რამდენი დადის?

Posted by: ქაფქიანა 22 Feb 2019, 17:44
ERAMUS

მაგას არ ასაჯარობენ.

ერთადერთი გზა მაგის დადგენის არის, დადგე და მარშრუტები და სახ. ნომრები დაუთვალო.

Posted by: MANMUS 22 Feb 2019, 19:16
ქაფქიანა
მახსოვს 37ზე 51ზე და 9ზე რო გაუშვეს მანები თქვეს ამდენი ავტობუსი ივლისო 150ზეც თქვეს

Posted by: Nescafe13 22 Feb 2019, 19:26
ქაფქიანა
QUOTE
სავარაუდოდ არა.

მწვანე მანები დიდ ბოგდანებს შეცვლის.

სხვა საკითხია, გამონთავისუფლებული დიდი ბოგდანები როგორ გადანაწილდება.


საღამოს წენში მოხრილი რომ მიდის ხოლმე წერეთელზე ეგ ავტობუსი ეტყობა არ შეუმჩნევიათ biggrin.gif
79 ს ყავს დიდი ავტობუსი რომელიც დუმბაძიდან დადის ახმეტელზე და ამხელა გზაზე მოსიარულე 86 ს რატო არ ცვლიან ნეტა ?

Posted by: ქაფქიანა 22 Feb 2019, 19:43
ERAMUS

ვნახოთ. ოფიციალურად არ დებენ ინფოს.

კალაძის ნათქვამიდან ვიცით, რომ ოცამდე ავტობუსი ჩამოდის. ანაწილებენ ორ ხაზზე. 85-ე მარშრუტს 5 ავტობუსზე მეტი ნაღდად არ სჭირდება. 95-ს კი მინიმუმ 10 ავტობუსი ნამდვილად უნდა. ვნახოთ, მოკლედ.

Nescafe13

აბა რა გითხრა. გისურვებ, რომ დიდი ბოგდანი მაინც გადასცენ მაგ ხაზს.

Posted by: Kublicha 22 Feb 2019, 21:27
ქაფქიანა
QUOTE
ერთადერთი გზა მაგის დადგენის არის, დადგე და მარშრუტები და სახ. ნომრები დაუთვალო.

ბევრად ადვილი და ზუსტი გზა ვიცი. ნახო ttc ს საიტზე განრიგი.
მაგალითად 95 ნომერზე ვხედავთ რომ პირველი ავტობუსი გადის 7:10ზე, ხოლო სრულ წრეს ამთავრებს იმავე ბოლო გაჩერებაზე 9:29ზე.
უნდა დათვალო ნახო 7:10 დან 9:29 მდე რამდენი ავტობუსი გავიდა. #95ზე არის 7 ავტობუსი. (პირველის ჩათვლით)
85ზე კი გამოვიდა 4 ავტობუსი.

ხო განრიგი აუცილებლად სამუშო დღეების ნახე, თორემ შაბათ-კვირა შეცდომაში შეგიყვანს, ნაკლები ავტობუსი მუშაობს

Posted by: ქაფქიანა 22 Feb 2019, 22:24
Kublicha

ძალიან კარგი, მაშინ.


.....................

Posted by: MANMUS 22 Feb 2019, 22:56
QUOTE
95ზე არის 7 ავტობუსი

facepalm.gif მარაზმი, ამხელა მარშუტია ნახევარ ქალაქს გადის ძალიან ცოტაა, ამას წინათ გავიგე 11ზე 8 ავტობუსი დადისო გვეკაიფებიან?

Posted by: Kublicha 22 Feb 2019, 23:14
QUOTE
11ზე 8 ავტობუსი დადისო გვეკაიფებიან?

მცდარია თქვენი წყარო. 8 კი არა 7. biggrin.gif

Posted by: MANMUS 23 Feb 2019, 10:45
ამათსას ვერაფერს ვერ გაიგებ თავიდან 144 მანი რომ ჩამოვიდა თქვეს ხაზზე 125 ერთეული ივლისო ხაზზე , დანარჩენი რეზერვიო, ახლა კიდე მუმლაძემ თქვა 110 დადის ხაზზეო, რატომ მოაკლეს ავტობუსები ან რათ უნდათ ამდენი რომ ყავთ გაჩერებული

Posted by: beka331 23 Feb 2019, 12:23
ჩემი საყვარელი თემაა მთელ ფორუმზე

Posted by: Nickboy 23 Feb 2019, 14:22
ERAMUS
დანარჩენი დაიმტვრეოდა biggrin.gif

Posted by: MANMUS 23 Feb 2019, 14:55
ქალაქში ხაზზე რომ არიან მაშინ აშკარად არ იმტვრევიან, მხოლოდ მცირე დაზიანებებს იღებენ, გარაჟში როგორღა ახერხებენ დალეწვას თან ამდენის

Posted by: vatman 23 Feb 2019, 18:59
ქაფქიანა
Kublicha
რას წვალობთ ავტობუსების რაოდენობაზე....
ვეძებთ საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე დადგენილებას №17-48
აგერ შესაბამისი რაოდენობებით მინიმუმ/მაქსიმუმ რაოდენობით :
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4330808?publication=0

ვხსნით დანართ 1-ს.

Posted by: MANMUS 23 Feb 2019, 19:58
როგორც აღმოჩნდა დიდი ტევადობის ავტობუსები( იმათ გარდა რაზეც უკვე დადიან) გათვალისწინებულია ხაზებზე: 1, 27, 32, 38, 44, 56, 71, 86, 92, 94, 102

Posted by: დოჩანა 23 Feb 2019, 20:09
ამ ავტობუსების იმედად ვარ და მივესალმები თუ რამე კარგი მოხდება ამ სფეროში.

Posted by: TramwayMan 23 Feb 2019, 21:12
vatman
101 და 102 უქმდება? არაა სიაში.

Posted by: ქაფქიანა 23 Feb 2019, 22:46
ERAMUS

წყარო?

დიდი ბოგდანები გადადის მაგ ხაზებზე?

Posted by: vatman 23 Feb 2019, 22:53
TramwayMan
QUOTE
101 და 102 უქმდება? არაა სიაში.

გამორჩათ , რა მოხდა.
ბოლო ცვლილება სექტემბერში მიიღეს.

ქაფქიანა
QUOTE
წყარო?

დიდი ბოგდანები გადადის მაგ ხაზებზე?

ან კი ან არა.
წინა გვერდზე ბმულია და ყველაფერი წერია

თემა იხურება,
განვიხილავათ ახალ თემაში:

https://forum.ge/?act=ST&f=51&t=35080650

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)