ახლა რომ გითხრათ, რომ რემბრანდტი დიდი მხატვარია, ვიტყვი ბანალობას და სისულელეს
რემბრანდტი უბრალოდ დიდი მხატვარი არ არის, რემბრანდტი გენიოსია (მაინც სისულელე ვთქვი
).
მე უბრალოდ მინდა, ჩემი განცდა გაგიზიაროთ... ბავშვობაში ვნახე აი ეს, 16-17 წლისა ვიყავი მაშინ და მას მერე ეს არ მასვენებს, უკვე ამხელა კაცს.
ამის კიდევ ერთხელ სანახავად მიმძიმს, მართალი გითხრათ, პეტერბურგში წასვლა, მაგრამ წავალ ალბათ, აუცილებლად.
ესაა ყველაფერი ყველაფრის შესახებ, ესაა სულის აღსავალი ღმერთთან...
ამ დონის კი არსებობს ერთი-ორი რამ, ბახის "ჩაკონა", მიქელანჯელოს "პიეტა"... მაგრამ ფერწერაში ეს დონე არა მგონია, საერთოდ არსებობდეს.