#52441603 · 30 Mar 2018, 01:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ღმერთს შენი ხორციელი თავშეკავება კი არ უნდა არამედ კეთილი საქმეები |
ღმერთს ვაფშე არაფერი არ "უნდა" შენგან როგორც ასეთი
ეს ადამიანს უნდა ადამიანს სჭირდება ღმერთი და არა პირიქით
მარხვა ეგოს დამცრობის საშუალებაა, ისევე როგორც ე.წ. კეთილი საქმეები
ბრმად არც ერთის კეთება არგებს ვინმეს, არც მეორესი არც ვნებს მაგრამ არც არგებს
იესომ რომ თქვა, აიღე შენი ჯვარი და გამომყევიო, იმას არ ნიშნავს რომ ერთ დღეში მიყარო ყველაფერი და უდაბნოში წახვიდე
ერთ დღეში გასაკეთებელი რაცაა, ესა გადაწყვეტილების მიღება რომ წაშალო შენი ეგო
და აქეთკენ მიმავალი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიარო
ზოგჯერ ლოცვით ზოგჯერ მარხვით ზოგჯერ გაცემით ზოგჯერ დახმარებით
და ეგოს ნელნელა დაჩოქების ათასნაირი საშუალება არსებობს, ამას ყველა ადამიანი ინდივიდუალურად უნდა დაუკვირდეს და აღმოაჩენს საკუთარ თავში
რომელი მღვდელი თუ მოძღვარი გასწავლით სიმართლეს?
ამ ე.წ. ეკლესიას გაუკუღმართებული აქვს ქრისტეს მცნებები, გამოცლილი აქვს აზროვნებითი/გააზრებითი ნაწილი და დაყვანილია რიტუალების ბრმა მორჩილებამდე
მეტიც, ეგოს დამცირების და დათრგუნვის ასპექტი ურთულეს და შეუძლებელ რამედაა წარმოდგენილი, ისეთ ამოცნად, რისი შესრულებაც მხოლოდ ერთეულებს ძალუცთ
ე.წ. წმინდანებიც სადღაც მთის მწვერვალებზე ჰყავთ შემოსმული - რომ ვერასდროს მიუახლოვდეთ, ვერასდროს გაიგოთ სიმართლე, ვერასდროს გახდეთ მისი მსგავსნი
ძველმოდური იმიტომ საუბრობენ, ენასაც იმიტომ ართულებს, რომ კიდევ უფრო დაგაბნიონ და აგიბნიონ გზა
გატყუებთ ეკლესია თვითონაც ტყუილში ცხოვრობს ტყუილების დიდი უმრავლესობის თავადაც კი სჯერა
მაგრამ გამოფხიზლება არასდროსაა გვიან უფრო სწორად, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
უნდა გაითავისუფლოთ თავი ტრადიციულობისგან, რომელიც არაფერია სხვა, გარდა ვიღაცის ცხოვრების წესის ბრმა და გაუაზრებელი მორჩილებისა
ქრისტიანი ქრისტეს მიმბაძველი უნდა იყოს. ქრისტე კი ყველაზე რევოლუციონერი, ყველაზე მეამბოხე, ყველაზე არატრადიციული ადამიანი იყო დედამიწაზე - პირველ რიგში თავისი აზროვნებით
ის კარგად ერკვეოდა ბიბლიაში ოღონდ არა ბრმად გააზრებულად
ის ქრისტე არ გამხდარა 1 დღეში 33 წლისა შეიქნა მხოლოდ მზად რომ თავისი ბოლო გამოცდა ჩაებარებინა
არ გაინტერესებთ რატომ არ ჩანს ქრისტეს ცხოვრება 30 წლამდე? სად იყო, რას აკეთებდა?
იჯდა და კომბლებს თლიდა? და ერთ დღესაც ადგა და უდაბნოში გავიდა სამარხულოდ?
ის 30 წელი საკუთარ თავს ავარჯიშებდა - ისიც ადამიანი იყო, ხორციელი და ყველა იმ დაბრკოლების გადალახვა მოუხდა რაც ნებისმიერ ხორციელს გვიწევს სულიერი განვითარების გზაზე
მაგრამ ნელ-ნელა დაამცრო ხორცი და ავტომატურად ამაღლდა სული
იმიტომ რომ სულიერ განვითარებაში ვარჯიშობდა
შენ ვარჯიშობ? თუ არა, რანაირი ქრისტიანი ხარ ან წელიწადში 1-2 კეთილი საქმის გაკეთებით აპირებ ფონს გასვლას?
კუნთი თუ მუდმივად არ ავარჯიშებს, ხო ატროფირდება? ისეა სულიც, ყოველდღე, ყოველწუთს თუ არ ავარჯიშე, ვერ გაიზრდება და ვერ გახდება ეგოზე დიდი
საქმე იმაში არაა კეთილ საქმეს გააკეთებს თუ არა საქმე ისაა, შენ სულს ივითარებს თუ არა, იზრდები თუ არა
საქმეები და ფორმალობები არავის სჭირდება შენ გჭირდება სულიერი განვითარება განვითარება კიდევ ვარჯიშის გარეშე არ მოდის
ჰოდა ვარჯიშობ?
რიტორიკული კითხვაა
This post has been edited by KasperRiters on 30 Mar 2018, 01:44
|