გამარჯობა,
მე და რამდენიმე ადამიანს გვინდა შევაგროვოთ იმ ადამიანების გულწრფელი ისტორიები, რომელთაც სისტემა ნარკოტიკებთან დაკავშირებით მოექცა უსამართლოდ, შემდგომ გამოქვეყნების და ცნობიერების ამაღლების მიზნით. ვინ იცის, იქნებ გატრენდდეს კიდეც(როგორიც ჯარის თემაზე იყო, თუ შეგხვდათ ფეისბუქზე) და ბევრმა ადამიანმა ისაუბროს აბსოლუტურად ტყუილად გადატანილი უსამართლობების შესახებ.
თუ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი, ან იცნობთ ვინმეს, ან მათი ოჯახის წევრს, გთხოვთ გამომეხმაუროთ. რამდენიმე წამით დაფიქრდით იმ ხალხზე, რომლებიც დღემდე ციხეში არიან სრულიად არაადამიანური ნარკოპოლიტიკის გამო. იქნებ, იყოს პატარა შანსი მაინც, რომ შევცვალოთ მათი ცხოვრება.
თუ დამეხმარებით ასეთი ადამიანების ძიებაში და სხვებსაც ეტყვით ამ ინფორმაციას, დიდად დამავალებთ
წინასწარ მადლობა.
ჩემი ფეისბუქი. This post has been edited by getsadzeg on 18 Sep 2019, 17:44